![]() |
მასალები თბილისის ქართული გიმნაზიის ისტორიისათვის |
საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგიკურ | მეცნიერებათა
სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი მასალები თბილისის ქართული გიმნაზიის ისტორიისათვის
(1879—1923 წწ.) (მეორე შესწორებული გამოცემა)
ინსტიტუტის გამომცემლობა თბილისი 1956
სარჩევი
1. ავტორისაგან .....3 I.
თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დაარსება .... 3.
II–თბილისის ქართული პროგიმნაზიის ორგანიზაცია......18 III–თბილისის
ქართული გიმნაზია 1899—1904 წ. წ.....36
IV–თბილისის ქართული გიმნაზიის რეორგანიზაციის საკითხი.....47
V–გიმნაზიის აკლება და შიო ჩიტაძის
ვერაგულად მოკვლა.....84 VI–თბილისის
ქართული გიმნაზიის მართვა-გამგებლობა.....101
8. დამატება–ზოგიერთი ცნობა თბილისის ქართული გიმნაზიის პედაგოგიური შემადგენლობისა
და მოსწავლეების შესახებ.....140
![]() |
1 ავტორისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორისაგან
კერძო ინიციატივით დაარსებულმა თბილისის ქართულმა გიმნაზიამ თვალსაჩინო როლი
შეასრულა ქართველი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ცარიზმის ბატონობის პერიოდში და
ქვეყანას მისცა მრავალი გამოჩენილი მოღვაწე.
მოწინავე, პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებლები, რომლებიც გიმნაზიაში მუშაობდნენ,
ქართველ მოსწავლე ახალგაზრდობაში ნერგავდნენ პროგრესულ იდეებს, აღვივებდნენ
პატრიოტულ გრძნობებს, ნერგავდნენ მოსწავლეებში სწავლისადმი და შრომისადმი სიყვარულს.
ამ სასწავლებლის ისტორია, სამწუხაროდ, დღემდე შესწავლილი "არაა. ეს მდგომარეობა
ერთგვარ ხარვეზს ქმნის საქართველოში სწავლა-აღზრდის ისტორიის მეცნიერულ
დამუშავებაში.
წინამდებარე „მასალებს თბილისის ქართული გიმნაზიის
ისტორიისათვის“ არა აქვს სრულყოფილად დამუშავებული „ნარკვევების“ პრეტენზია.
ამ „მასალების“ დანიშნულებაა ერთგვარად შეავსოს აღნიშნული ხარვეზი და, რამდენადაც
შესაძლებელია, აღადგინოს და თავი მოუყაროს თბილისის ქართული გიმნაზიის შესახებ
არსებულ მასალებს.
ავტორი საჭიროდ თვლის აღნიშნოს, რომ საარქივო მასალების დიდი
ნაწილი ამ სასწავლებლის შესახებ დაღუპულია 1906 წელს, როცა შავრაზმელების მიერ
მოკლული იქნა გიმნაზიის დირექტორი შ. ჩიტაძე და განადგურებული იქნა გიმნაზიის
არქივი და კანცელარია. ამ მდგომარეობამ დიდად შეგვიშალა ხელი
უფრო სრულად წარმოგვედგინა გიმნაზიის ისტორიის „მასალები“. ნაწილობრივ ამ ხარვეზს
ავსებს იმდროინდელი ქართული პერიოდული პრესა და კერძო პირთა მოგონებანი, რომელიც
ჩვენ შევაგროვეთ და დავამუშავეთ, აგრეთვე, თვით ჩვენი ხანგრძლივი პედაგოგიური
მუშაობა (1902-1923 წ. წ.) ამ სასწავლებელში. მიუხედავად იმისა, რომ ეს „მასალები“
არ არის, სრული, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ იგი ერთგვარ წვლილს შეიტანს თბილისის
ქართული გიმნაზიის ისტორიის დამუშავების საქმეში.
![]() |
2 I. თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დაარსება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 1 |
▲ზევით დაბრუნება |
1
თვითმპყრობელობის რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ საქართველოში განსაკუთრებით მწვავე
ხასიათი მიიღო 80-ანი წლების დასაწყისიდან. ქართველი მშრომელი ხალხის ჩაგვრისათვის
ცარი"მი ფართოდ იყენებდა სკოლასაც. ცარიზმი ავიწროებდა, ზოგჯერ კი პირდაპირ
აუქმებდა ადგილობრივ სკოლას, თეატრს, საგანმანა. ჩლებლო დაწესებულებებს იმისათვის,
რომ მასები სიბნელეში ჰყო. ოოდა. 1881 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა კ.
პ., იანოვსკიმ დაწყებით სკოლებში გაატარა თავისი ცნობილი სასწავლო გეგმა, რითაც
დაიწყო ქართული ენის ჯერ შევიწროება, ხოლო შემდეგ მისი სრულიად განდევნა სკოლებიდან.
თუმცა მაშინდელ თბილისის გუბერნიაში მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები
შეადგენდნენ. მაგრამ ქართველი მოსწაელენი სახელმწიფო სასწავლებლებში გაცილებით
ნაკლები იყვნენ, ვიდრე სხვა ერების მოსწავლენი. ამის მიზეზი კი ის გარემოები იყო,
რომ ქართველობა, გლეხებიცა და გაღატაკებული დადაკნინებული თავადაზნაურობაც,
მეტწილად სოფლად ცხოვრობდა, სადაც მას არავითარი შესაძლებლობა რა მოეპოვებოდა
იმისათვის, რომ თავისი შვილები მოემზადებინა და სახელმწიფო სასწავლებლებში
მიეღებინებინა. აქ საჭირო იყო საზოგადოებრივი დახმარება, და სწორედ ასეთი დამხმარე
საზოგადოების დაარსება იკისრა გიორგი რომანის-ძე ერისთავმა.
გიორგი რომანის-ძე ერისთავი იყო გენერალი. ატენის ხეობის მფლობელი, ხალხი მას „დიდ
კნიაზს“ ეძახდა. გიორგის დიდი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი როგორც რუსეთში, ისე
საქართველოში.
გ. რ, ერისთავს შეუდგენია „საზოგადოება“, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის
ღარიბ ხალხს, რომ შვილებმა რიგიანი სწავლა და განათლება მიიღო სახაზინო
სასწავლებლებში. გ. ერისთავს კრებისთვის განუმარტავს: „ვინ არ იცის, რომ ამ საგანზე
ჩვენი გულგრილობა ჩვენი თავის სიკვდილია. ნუთუ ეგ არ მოუღებს ბოლოს თვით ხალხსაც.
ნუ თუ ეგ არ მოიწვევს ჩვენს თავზედა რისხვასა და წყევას ჩვენი შთამომავლობისას“.
ამ გიორგი ერისთავის შესახებ ილია ჭავჭავაძე შემდეგს წერდა:
„ჩვენს გაჭირვებას წამალი მოუპოვა... უჩუმრად, ხმაამოუღებ. ლივ, უშფოთვარად შესდგა
ამ ბოლო ხანს ერთი ფრიად სასარგებლო საზოგადოება — იგია „ღარიბ მოწაფეთა შემწე
ტფილისის, გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება“, შედგენილი გიორგი რომ ანის-ძე
ერისთავის მეცადინეობით. — რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისაგან ბევრს ნურას
ველოდებითო; რასაც თვითეული ცალკე ვერ შევძლებთო, ამას საზოგადოებრივად, ერთად
ადვილად შევძლებთო აი ორი ნაყოფიერი აზრი ამ მეცადინეობის, დედა-ბოძად მიღებული“ („ივერია“,
1877 წ.). №37.
„ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას“ აურჩევია
გამგე კომიტეტი (თავმჯდომარე გ. რ. ერისთავი, ამხანაგი კ. ქ. მამაცაშვილი, წევრები:
ვ. გ. თულაშვილი, ნ. ზ. ცხვედაძე, ი. ს. გოგებაშვილი, ლ. ი. მაღალაშვილი, დ. გ.
ერისთავი და ნ. პ. ქანანოვი), რომელსაც შეუდგენია სათანადო წესდება. კავკასიის
მეფისნაცვალს წესდება 1880 წ. მარტში, დაუმტკიცებია. აქვე მოგვყავს „საზოგადოების“
წესდება. წესდება „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურია საზოგადოებისა“
§ 1.
„საზოგადოება“ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სწავლაგანათლების მიღებაში ღარიბ
მოწაფეებს, უმთავრესად ამ „საზოგადოების“ წევრების შვილებს.
ამ მიზნის მისაღწევად „საზოგადოება“ აარსებს თავის სასწავლებლებს კავკასიის
სასწავლო ოლქის მიერ კერძო სასწავლებლებისათვის დადგენილ წესების საფუძველზე და
უწევს დახმარებას მატერიალური სახსრებით სხვა სასწავლებლების ნიჭიერ მოწაფეთ.
§ 2.
„საზოგადოების“ ქონება შესდგება: ა) საზოგადოების წევრების •ვალდებულო
გადასახადებისაგან; ბ) შემოწირულებათაგან; გ) იმ " სნებიდან, რომელთაც ყოველწლიურად
გადაურიცხავს საზოგათოებას თბილისის სათავად-აზნაურო საადგილმამულო ბანკი და დ) იმ
შემოსავლიდან, რომელიც გროვდება „საზოგადოების“ მიერ გამართულ საჯარო ლექციებიდან,
კონცერტებიდან, წარმოდგენებიდან და სხვ. § 3.
„საზოგადოება“ შესდგება ორივე სქესის ნამდვილი და საპატიო წევრებიდან. წევრების
რიცხვი განსაზღვრული არ არის. § 4.
ნამდვილი წევრის სახელწოდება მიენიჭება ყველა იმ პირს, რომელიც „საზოგადოების“
კასაში ყოველწლიურად შეიტანს არა აკლებ სამი მანეთისა და ყოველ იმ პირს, რომელიც
ითვლება თბილისის სათავად-აზნაურო საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელად, სანამ ეს
ბანკი სწირავს ფულს საზოგადოების სასარგებლოდ. ის პირი, რომელიც წლის განმავლობაში
საწევრო ფულს არ შემოიტანს, კარგავს წევრობის სახელწოდებას. § 5.
საპატიო წევრის სახელწოდება საზოგადო კრების დადგენილებით ენიჭება იმ პირთ, ვინც
ხელს შეუწყობს „საზოგადოების“ მიზწების განხორციელებას ან საკმაოდ დიდი
შემოწირულებით არა საკლებ 500 მანეთისა, ან განსაკუთრებული თავისი მოღვაწეობით.
§ 6.
„საზოგადოების“ საქმეებს განაგებს როგორც ნამდვილ, ისე საპატიო წევრთაგან შემდგარი
საზოგადო კრება და გამგე კომიტეტი. § 7.
საზოგადო კრებები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და საგანგებო, ჩვეულებრივი მოიწვევა
ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 მაისისა „საზოგადოების“ გასული წლის მოქმედების
განსახილველად და საშუალებათა გასარკვევად, რომელნიც საუკეთესოდ შეუწყობენ ხელს „საზოგადოების
მიზნების მისაღწევად მომავალში, ამ წესდების შეცვლის ან წესდებაში დამატებების
შეტანის მიზნით, აგრეთვე წესდებაში ნაჩვენებ სხვა საქმეთა გამო. საგანგებო კრებები
ინიშნება საჭიროების მიხედვით ან გამგე კომიტეტის განკარგულებით ან საზოგადოების 25
წევრის კომიტეტში წერილობითი განცხადების შეტანით ასეთი კრების მოწვევის საჭიროების
შესახებ. ჩვეულებრივი, ისე როგორც საგანგებო კრების მოწვევის შესახებ ცხადდება
ადგილობრივ გაზეთებში ერთი თვით ადრე კრების დაწყებამდე იმ კითხვების აღნიშვნით,
რომლებიც კრების მსჯელობის საგანს შეადგენენ.
შენიშვნა:
1. საზოგადო კრება ჩაითვლება კანონიერად, თუ კრებას დაესწრო „საზოგადოების“ არა
ნაკლებ 25 წევრისა, ხოლო თუ დანიშნულ დღეს 25 წევრზე ნაკლები გამოცხადდა, მაშინ
კრება მეორედ ინიშნება, რომელიც მოწვეული იქნება პირველი არ შემდგარი კრების ორი
კვირის შემდეგ და ჩაითვლება კანონიერად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წევრი
დაესწრო კრებას; მხოლოდ ამ კრებაზე განიხილება ისე საქმეები, რომლებიც დანიშნული
იყვნენ პირველ კრებაზე.
2. საზოგადო კრებაზე წარდგენილ საკითხებს წინდაწინ იხილავს გამგე კომიტეტი.
საზოგადოების წევრებს უფლება ეძლევათ გამგე კომიტეტის მეშვეობით ჩვეულებრივი კრების
მოწვევამდე ერთი თვით ადრე შეიტანონ წერილობითი განცხადებები. საკითხების განხილვის
წესი და სხვა ამ საკითხების შესახებ კითხვები განისაზღვრება კრების თავმჯდომარის
მიერ.
3. წლიური ანგარიში საზოგადო კრების მიერ დამტკიცების შემდეგ იბეჭდება ერთერთს
ადგილობრივ გაზეთში. საზოგადო კრების მიერ დამტკიცებული ანგარიშის ასლი ეგზავნება
თბილისის გუბერნატორს. ყოველი დადგენილება საზოგადო კრებისა შეტანილი უნდა იქნეს
ოქმში და ამ ოქმს ხელს უნდა აწერდნენ თავმჯდომარე და გამგე კომიტეტის წევრები.
§ 8.
საზოგადო კრებაზე საქმეები წყდება და მსწრე წევრების ხმის უბრალო უმეტესობით,
ხმების თანასწორად გაყოფისას თავმჯდომარის აზრს ენიჭება უპირატესობა.
§ 9.
გამგე კომიტეტი 7 წევრისაგან შესდგება: თავმჯდომარისა, მისი იმხანაგისა, მდივნისა,
ხაზინადარისა და სამი წევრისაგან. თავმჯდომარესა და მის ამხანაგს ირჩევს საზოგადო
კრება, ხოლო მდივანსა და ხაზინადარს თვით კომიტეტი თავისი წევრებიდან.
შენიშვნა:
1. გამგე კომიტეტის თავმჯდომარე თავმჯდომარეობს საზოგადო კრებაზე.
2. როცა თავმჯდომარე არ ესწრება კომიტეტის კრებას, მაშინ მის მაგივრობას ეწევა მისი
ამხანაგი, ხოლო როცა ეს უკანასკნელიც არ ესწრება კრებას, მაშინ თავმჯდომარეობს
კომიტეტის უფროსი წევრი. § 10.
გამგე კომიტეტის წევრებს საზოგადო კრება ოთხი წლის ვადით ირჩევს.
§11.
კომიტეტის ყველა წევრები „საზოგადოების“ საქმეს უსასყიდლოდ ემსახურებიან.
§ 12. კომიტეტში, ისევე როგორც საზოგადო კრებაზედაც, საქმეები მის უბრალო უმრავლესობით
წყდება. კომიტეტის გადაწყვეტილების სრულყოფისათვის საჭიროა მისი შვიდი წევრიდან არა
ნაკლებ ოთხი წევრის დასწრება. საკითხების განხილვის წესის განსაზღვრა ევალება
თავმჯომარეს, როგორც კომიტეტში, ისე საზოგადო კრებაზე.
§ 13.
კომიტეტის სხდომებს საჭიროების მიხედვით კომიტეტის თავმჯდომარე იწვევს.
§ 14.
გამგე კომიტეტის, როგორც „საზოგადოების“ აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობას შეადგენს:
1) ზრუნვა „საზოგადოების“ მატერიალური სახსრების გადიდებისათვის და საზოგადოდ
გამოძებწა ისეთი საშუალებებისა, რომლებიც საუკეთესოდ შეუწყობენ ხელს თავის მიზნის
მიღწევისათვის; 2) თვალყურის დევნება საწევრო გადასახადების წესიერად
შემოსვლისათვის; 3) განხილვა როგორც იმ ბავშვების საჭიროებათა, რომელნიც შემოდიან
იმ სასწავლებლებში, რომელნიც ეკუთვნიან საზოგადოებას, ისე იმ ბავშვებისათვისაც,
რომელნიც სხვა სასწავლებელში სწავლობენ და თხოულობენ მატერიალურ დახმარებას; 4)
ურთიერთობის დამყარება კომიტეტის თავმჯდომარის მეშვეობით დაწესებულებებთან და
პირებთან „საზოგადოების“ საქმეების გამო; 5) შედგენა წლიუ-ი რი ანგარიშებისა,
როგორც „საზოგადოების“ სალაროს შესახებ, ისე იმ სკოლების სალაროების შესახებ,
რომელნიც „საზოგადოებას“ ექვემდებარებიან, აგრეთვე ფულის შემოსავალისა და გასავალის
შესახებ საანგარიშო წლის განმავლობაში; 6) წარდგენა საზოგადო კრებისათვის თავის
მოსაზრებათა „საზოგადოების“ საქმეთა გამო; 7) მოწვევა საგანგებო საზოგადო კრებებისა;
8) წარმართვა სასწავლო და სამეურნეო საქმეებისა იმ სკოლებში, რომელთაც საზოგადოება
ინახავს; შედგენა მათთვის ინსტრუქციებისა; ახლო მეთვალყურეობა სკოლებზე იმ
ფარგლებში, რომელნიც ნაჩვენები არიან კავკასიის სასწავლო ოლქის მიერ კერძო
სასწავლებლების შესახებ; არჩევა სასწავლო პერსონალისა სასწავლო მმართველობის
თანხმობით. §15. „საზოგადოების“ თავისუფალი თანხები უნდა ინახებოდეს ქ. თბილისის ერთერთს საკრედიტო
დაწესებულებაში მიმდინარე ანგარიშზე. საანგარიშო წიგნაკი უნდა ინახებოდეს
ხაზინადართან, ხოლო ჩეკები — თავმჯდომარესთან. § 16.
„საზოგადოებას თავისი ბეჭედი აქვს.
§ 17.
„საზოგადოებას“ უფლება ეძლევა შეიძინოს სრულ საკუთრებად უძრავი ქონება „საზოგადოების“
საჭიროებისათვის. § 18.
იმ შემთხვევაში, როცა „საზოგადოება“ საზოგადო კრების დადგენილების თანახმად თავის
მოქმედებას შეწყვეტს, ყველა განკარგულებაში არსებული ნაღდი თანხები და აგრეთვე ის
ფული. რაც მისი ქონების გაყიდვის შემდეგ დარჩება, უნდა გადაეცესი თბილ. გუბერნიის
თავად-აზნაურობას თბილისის გუბერნიის მიწათმოქმედთა და მიწისმფლობელთა საჭიროებათა
დასაკმაყოფილელად. ნამდვილს ხელს აწერენ:
კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ-ლეიტენატი კ. მამაცა შვილი*
იაკობ გოგებაშვილი**
იაკობ გოგებაშვილი** წევრები:
ნიკ. ცხვედაძე***
თედ. ჟორდანი****
ვახტანგ თულაშვილი*****
--------------------------------
• კონსტანტინე ქრისტეფორეს-ძე მამაცაშვილი – გენერალი, საზოგადო მოღვაწე;
(1814(18)- 1900).
** იაკობ სვიმონის-ძე გოგებაშვილი – გამოჩენილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე
(1840–1912 წ.წ.).
*** ნ. ცხვედაძე – პედაგოგი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე (1845—1911 წწ.)
**** თედო ჟოდანია – სიძველეთა მკვლევარი (1854—1916 წწ).
***** ვ. თულუაშვილი – საზოგადო მოღვაწე (1842–1909 წწ.).
![]() |
2.2 2 |
▲ზევით დაბრუნება |
2
ზემოთ მოყვანილი წესდების საფუძველზე „საზოგადოების“ გამგე კომიტეტს გაუხსნია სკოლა
პანსიონით, რომელსაც ოფიციალურად მოქმედება 1879 წლის 6 თებერვალს დაუწყია. ამ
ამბავს ჟურნალი „ივერია“ (1879, # 1) ასეთ სიტყვებს უძღვნის: „ახლად დაარსებულმა „ღარიბ
მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებამ“ განიზრახა
გამართვა თბილისში ისეთი სასწავლებლისა, სადაც მოზარდ ქართველებს მიეცემათ
საშუალება პირველდაწყებითი განათლება თავის დედაენის შემწეობით მიიღონ. ეს
განზრახვა ახლა სისრულეში მოყავს „საზოგადოების“ გამგებელ კომიტეტს, რომელმაც უკვე
დაიქირავა კუკიაში მშვენიერი სასკოლო სახლი, მოიპოვა სკოლისათვის ყველა საჭირო
ნივთეულობა და ხსნის სკოლას თებერვლის პირველ რიცხვებში.
ჩვენ საფუძველი გვაქვს ვსთქვათ, რომ ეს სკოლა ხვალ. თუ ზეგ. ამ მოკლე ხანში
შეიქნება სათავედ, საიდანაც აღმოცენდება ერთი კარგი კერძო გიმნაზია ქართველებისა“.
— დიდი ილია „ივერიის“ 1879 წლის მიმოხილვაში თანაგრძნობითა და ქებით იხსენიებს „ღარიბ
მოწაფეთა შემწე საზოგადოებას“ და - მის სკოლას. იგი წერს: „არსებობს ჩვენში სკოლა.
ჯერჯერობით მოსამზადებელი, რომელიც უნდა გახდეს საშუალო სასწავლებლად და მით
შეავსოს საქმე, რომლისათვისაც ხელის მოკიდებას აპირობა ახლად დაარსებული „საზოგადოება“.
ეს საშუალო სასწავლებელი, ჩვენი საკუთარი, — ქართული სასწავლებელი, — შეიქნება
ჩვენი ხალხისთვის სახსარი უფრო მომეტებულის სწავლისა და განათლების შესაძენად; ეს
სასწავლებელი გამოგვიზრდის ჩვენ საკუთარს. ქართველ ინტელიგენციას, ე. ი. იმგვარ
პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველი ხალხის განვითარებისა და წარმატებისა“*.
გაზეთი „დროება“ (1879 წ. თებერვალი) კიდევ ასე შეგებებია ახალ სკოლას: „გუშინ
აკურთხეს ჩვენს ქალაქში „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა
საზოგადოების“ სკოლა.
სულითა და გულით ვინატრით ამ ახლად დაბადებულ პირველი ქართული სკოლის წარმატებასა
და დღეგრძელობას. ვინატრით რომ ის გადაქცეულიყოს გიმნაზიად და იმაში კურსშესრულებულ
ყმაწვილ-კაცობას ნამდვილი ქართველის გული შერჩენოდეს და მამულიშვილობა არ
დავიწყებოდეს“. თვით რედაქტორი გაზეთ „დროებისა“ სერგეი მესხი*
ამ იტყვებით შეეგება სკოლის გახსნას:
„ადრე ჩვენი შვილების სწავლა უთაურად მიდიოდა. ახლა იმედი გვაქვს რამდენიმე ათი
ყმაწვილი მაინც ამ სკოლის წყალობით სწორეთ ისეთს პირველ-დაწყებითს სწავლას მიიღებენ,
როგორსაც ნამდვილი პედაგოგია მოითხოვს. ყველაზე პირველად ის მაინც იქნება, რომ
ქართველი ყმაწვილები თავის გასაგებ ენაზე დაიწყებენ სწავლას, სხვა არა იყო რა,
ეცოდინებათ მაინც, თუ რას ეუბნება იმას მასწავლებელი, რაზე ელაპარაკება და რა
საგანს უხსნის — ესეც დიდი ბედნიერებაა.
მაგრამ ყველაზე უფრო ჩვენ იმიტომ გვიხარიან ამ სკოლის გახსნა, რომ იმედი გვაქვს
იმაში ისადგურებს ნამდვილი ქართული სული, ქართული ხასიათი; იქ არ დაავიწყდებათ
ყმაწვილებს, რომ ისინი საქართველოს შვილნი არიან, რომ ისინი შემდეგში თავის
ქვეყანას ნდა ემსახურონ, რომ საქართველოს ხალხისათვის იზრდებიან ისიი, რა კეთილს
ნაყოფს მოიტანს ამგვარი ხასიათის სკოლა — ეს ცხადია... ამბობენ, სკოლის
დამაარსებელთ იმედი აქვთ, რომ ეს სკოლა თანდათან გაზარდონ, გაადიდონ, თანდათან
უმატონ იმას კლასები ისე, რომ რამდენიმე წლის შემდეგ გიმნაზიად გადააკეთონ. თუ ეს
იმედი შესრულდა, რაღა თქმა უნდა, ქართველი საზოგადოება ძლიერ და ძლიერ მოხარული
უნდა იქნეს“ („დროება“, 1879 წ, № 31).
ამ ახალ გახსნილი სათავადაზნაურო სკოლის პირველი გამგე, რომელსაც ინსპექტორი
ეწოდებოდა, შიო შიუკაშვილი იყო, ხოლო პირველი განყოფილების მასწავლებელი ოლღა
გურამიშვილი, შემდეგში ნიკო ნიკოლაძის მეუღლე.
„ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება“ თბილისის
სათავად-აზნაურო სკოლაა ინახავდა „საზოგადოების“ წევრების სავალდებულო გადასახადით
(წელიწადში მანეთი), შემოწირულებებით, იმ თანხებით, რომელთაც ყოველწლიურად
გადაურიცხავდა „საზოგადოებას“ თბილისის საადგილმამულო ბანკი, აგრეთვე იმ შემოსავლით,
რომელიც გროვდებოდა „საზოგადოების“ მიერ გამართულ კონცერტებზე, წარმოდგენებზე და
სხვ...
„საზოგადოების“ წესდების თანახმად, სკოლის როგორც სამეურნეო, ისე სასწავლო ნაწილი
ჩაბარებული ჰქონდა „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა
საზოგადოებას“, რომლის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა საზოგადო კრებაზე არჩეული,
შვიდი წევრისაგან შემდგარი გამგე კომიტეტი.
1879 წლის 10 მაისს გამგე კომიტეტს „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის
თავად-აზნაურთა საზოგადოების“ კრებისათვის უკვე მოუხსენებია სკოლის ანგარიში მისი
წარსული ოთხი თვის მოქმედების შესახებ.
ამ ანგარიშს გაზეთი „დროება“ ვრცელ წერილს უძღვნის და წერს:
„ამ ანგარიშიდან აღმოჩნდა, რომ გამგე კომიტეტმა „საზოგადოების“ მიზნის უკეთეს
მისაწევნელად საჭიროდ დაინახა მოსამზადებელი სკოლის გახსნა, სადაც ქართველთა
შვილები მიიღებენ პირველდაწყებით სწავლას და მოემზადებიან სხვადასხვა სასწავლებელში
შესასვლელათ. სკოლაში უნდა იყოს ოთხი განყოფილება, წლიური კურსით თვითეულში.
სასწავლო საგნები არიან: საღმრთო სჯული, ქართული ენა, რუსული ენა, არითმეტიკა,
გეოგრაფია, დაკვირვებითი სწავლა, ხატვა, გალობა და გიმნასტიკა. - ცხარე ბაასი
ასტეხა ანგარიშის იმ ადგილმა, სადაც მოხსენებული იყო, რომ სწავლა პირველსავე სამ
წელიწადს უნდა იყოს ქართულ ენაზე და მეოთხე წელიწადს რუსულ ენაზე. ილია ჭავჭავაძე
ამტკიცებდა, რომ სწავლა მეოთხე წელსაც ქართულს ენაზედ უნდა გაგრძელდესო და რუსული
ენა მთელი კურსის განმავლობაში იყოს ცალკე საგანი და არა სწავლის საშუალება.
ამასთან იმასაც უმატებდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში მასწავლებლები რუსულ ენას
კარგად შეასწავლიან ბავშვებსაო, თუ იგინი იქნებიან მხნენი და მარჯვენიო.
ამავე აზრს ესარჩლებოდნენ გ. წერეთელი** და ივ. მაჩაბელი*.
ნ. ცხვედაძე არ
ეთანხმებოდა, ამათ; იგი ამტკიცებდა, რომ მართალია, მეტად სასურველი და სანატრელი
საქმეა ქართული ენის შეუწყვეტელი ხმარება სკოლაში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება
დაუბრკოლებლივ ასრულდეს, როდესაც ჩვენ თვითონ გვექნება საკუთარი გიმნაზია. ახლა კი
ამ აზრის ასრულება სკოლის მიზანს წინ გადაეღობებაო, ჩვენი სკოლის მოწაფეთ უნდა
დაიჭირონ ეგზამენია სხვადასხვა საშუალო სასწავლებელში შესასვლელად და ამ
სასწავლებლებში ისეთი ყურადღებაა მიქცეული რუსულ ენაზე სტილს წმინდა რუსულს
ითხოვენო, რომ ჩვენი მოწაფეები გამარჯვებით კონკურენციას ვერ გაუწევენ სხვაგან
მომზადებულ ყმაწმისცა, თუ ერთ წელიწადს მაინც არ ივარჯიშებენ რუსულ ენაზედსწავლის
ის გადაცემაში და არ შეისწავლიან მტკიცეთ საგნის ენასა, მათი ტერმინოლოგიით.
ფოტო: ივანე მაჩაბელი
ორივე მხარე მტკიცედ იდგა თავის ჰაზრზედ და კრებაც ჩიხში მოექცა, ამ დროს ითხოვა
ნება სიტყვისა კომიტეტის წევრმა უფ. იაკ. გოგებაშვილმა და სთქვა: „ეს ბაასი იმიტომ
ატყდა, რომ ანგარიშში დაწვრილებით არ არის განმარტებული ეს საგანი. ის პირნი,
რომელნიც წინააღმდეგი არიან რუსულ ენაზე სწავლებისა მეოთხე განყოფილებაში, უსათუოდ
ფიქრობენ: პირველ სამ წელიწადს სამ ნაწილს ყველა საგნებისას ქართულად გაივლიან
მოწაფენიო და მეოთხე წელიწადს მეოთხე ნაგლეჯს რუსულადაო და მაშასადამე მთელი
საგნების სწავლება ქართულს ენაზედ არ დამყარდებაო. ეს ასე არ გახლავთ. ის საგნები
(არითმეტიკა, საღმრთო სჯული), რომლებშიაც ეგზამენია უნდა დაიჭირონ ჩვენმა
მოწაფეებმა, პირველ სამ წელიწადს უნდა გაითავონ სრულიად, თავითბოლომდის ქართულ
ენაზედ და მეოთხე წელიწადს რუსულ ენაზედ, მხოლოდ უნდა გაიმეორონ ყველა ის, რაც
უსწავლიათ ქართულად. იმ საგნებს კი (გეოგრაფია, მაგალითად), რომლების ცოდნა არ
მოეთხოვება ჩვენ მოწაფეთა ეგზამენიის დროსა, ჩვენი მოწაფენი ისწავლიან ქართულად არა
მარტო სამ წელიწადს, არამედ მეოთხესაცა. ამგვარი დაწყობილება იცავს ყველა საგნების
ინტერესსა და არც ერთი მხრით დანაკლისი არ არის. ეს დაწესებულება კომიტეტმა
თავდაპირველადვე მიიღო და სისრულეში მოიყვანს, როცა შკოლა თავის კალაპოტში
ჩავარდება და გაიხსნება ოთხივე განყოფილება“ (გაზ. „დროება“, 1879 წ. ივნისი).
კომიტეტის ამგვარი გადაწყვეტილება კრებამ სავსებით მოიწონა.
1881 სასწავლო წელს სკოლაში 81 მოწაფე ირიცხებოდა, აქედან 30 — პანსიონერი,
დანარჩენი კი გარედან მოსიარულე. 81 მოწაფიდან 60 თავად-აზნაური იყო, დანარჩენი 13
— სხვა წოდებისა. გვარ-ტომობით ყველანი ქართველები ყოფილან, გარდა სამი რუსისა,
რომელთაც ქართული კარგად სცოდნიათ. 1880 წლის საზოგადო კრებაზე კომიტეტის წევრებად
სამი ახალი წევრი აურჩევიათ: თედო ჯორდანია, ვ. ს. მიქელაძე და ნ. ნიკოლაძე.
დანარჩენი წევრები იყვნენ: ნ. ცხვედაძე, ნ. ქანანოვი, ვ. თულაშვილი და ვ.
თუმანიშვილი. თავჯდომარედ კ. მამაცაშვილი და მოადგილედ ი. გოგებაშვილი ერთხმად
უკენჭოდ აურჩევიათ.
სკოლის გამგედ, ინსპექტორად გამგე კომიტეტს ი. გ. მაჩაბელი აურჩევია. ამ არჩევანს
ჩვენსინტელიგენციაში თურმე უკმაყოფილება გამოუწვევია, რადგან ივ. მაჩაბელი
უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული და სულ სხვა საქმისათვის მომზადებული, როგორც
პედაგოგი სრულიად გამოუცდელი ყოფილა. მაშინ როდესაც მისი მეტოქე ალ. ჭიჭინაძე უკვე
გამოცდილი და სახელმოხვეჭილი პედაგოგი ყოფილა... კიდევაც ივ. მაჩაბელს ამ მისთვის
შეუფერებელ საქმისათვის მალე დაუნებებია თავი. თავისი განცდები და კომიტეტის
ზოგიერთი წევრის უხეში და უგნური ჩარევა სკოლის მართვა გამგეობაში ივ. მაჩაბელს
აღწერილი აქვს. ვ. გ. მაჩაბლისადმი მიწერილ წერილში. (იხ. გაზეთ „სახალხო
განათლება“, 1948 წ., № 28).
„საზოგადოების“ 1882 წლის ანგარიშის მიხედვით („დროება“, 1882, № 107),
სათავადაზნაურო სკოლაში 140 მოწაფე ირიცხებოდა, აქედან პანსიონერი–63, გარედან
მოსიარულე —77. ამ 77 მოწაფიდან სწავლის ფულისაგან განთავისუფლებული იყო 67. რუსული
ენის სწავლება მეორე წლიდან იწყებოდა. სკოლის მოწაფეები დაუბრკოლებლივ მიუღიათ
სხვადასხვა საშუალო სასწავლებლების ან პირველ კლასში.
უნდა ითქვას, რომ საქართველოში ამ ერთადერთ ეროვნულ სასწავლებელს ილია ჭავჭავაძე
დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამიტომაც მის ცხოვრებაში მხურვალე მონაწილეობას
იღებდა სიტყვითა და კალმით. ილია ჭავჭავაძე ხშირად მოდიოდა გიმნაზიაში. ესწრებოდა
გაკვეთილებს, აკვირდებოდა პანსიონერების ყოფა–ცხოვრებას და სახლშიაც კი პატიჟობდა
მათ.
აი როგორი შენიშვნაა დაბეჭდილი 1882 წლის გაზ. „დროების“, მე-2 ნომერში ამ
სასწავლებლისადმი ილიას დამოკიდებულების შესახებ:
„შაბათს მაიაის 29-ს იყო უკანასკნელი ეგზამენი თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში.
სკოლის კომიტეტის წევრთა გარდა, ამ დღეს ეგზამენს დაესწრენ ილია ჭავჭავაძე,
ალექსანდრე ორბელიანი, ლ.მაღალაშვილი, ზ. ბარათაშვილი და სხვ. დამსწრენი
კმაყოფილებით ისმენდნენ მოსწავლეთა სიტყვა-პასუხს და მათგან თავისი ცოდნის
გამოჩენას.
ეგზამენების შემდეგ მათ დახედეს ბავშვებს, როდესაც ესენი სადილსა სჭამდნენ... აქ
ერთს გარემოებას მიაქციეს ყურადღება — ღვინის უქონლობას სუფრზე. — ძალიან კარგი
იქნებაო, ბრძანა ალექსანდრე ორბელიანმა, რომ ამ ბავშვებს ღვინო ჩვენ უგზავნოთ
ხოლმე...
— აი, ბატონებო, შევგროვდეთ ერთი! თხუთმეტიოდე კაცი, სთქვა ილიამ* , და დავაწესოთ,
რომ თვითეულმა ჩვენგანმა წელიწადში ოროლი კოკა ღვინო და თხუთმეტ-თხუთმეტი კოდი* პური შეაწიოს ხოლმე ამ სკოლას. ამ წინადადებაზე ყველა იქ მყოფთ ერთხმად თანხმობა გამოაცხადეს... იქ არ მყოფნიც,
რომელთაც სწავლისათვის გული ერჩოდათ კმაყოფილებით იკისრებდნენ პატარა საზოგადოების
წევრობას და მით თავის ერთად-ერთ სკოლას დიდს შემწეობას აღმოუჩენდნენ.
ეჭვი არ არის, რომ აქ მოხსენებული საქმედ გადაიქცევა: საკმაოა ზემოთ დასახელებული
პირები გავიხსენოთ, რომ ყოველივე იჭვნეულობა ამ სიტყვების განხორციელებაში
გაიფანტოს“. ეს შენიშვნა, ვფიქრობ, ეკუთვნის ნიკო ლომოურს, რომელიც 1882 წელს სათავადაზნაურო
სკოლის გამგე იყო.
ფოტო: ნიკო ლომოური
დიდძალი საზოგადოება დაესწრო ამ კურთხევაზე; ყველას დიდი კმაყოფილება და სიამოვნება
ეტყობათ ამ ქართული სკოლის გახსნის გამო.
![]() |
3 II. თბილისის ქართული პროგიმნაზიის ორგანიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
1884-1885 სასწავლო წლიდან სკოლასთან გაიხსნა პირველი პროგიმნაზიური კლასი და ამ პროგიმნაზიური კლასების გახსნა დასრულდა 1890 წელს. ასე რომ, 1890 წლიდან თბილისის კერძო სათავადაზნაურო სკოლა უკვე პროგიმნაზიის სახით არსებობს. მეხუთე გიმნაზიური კლასი უსახსრობის გამო 1896 წლამდე ვერ გაიხსნა, ამიტომ 1890 წლიდან 1896 წლამდე, სანამ ქართულ გიმნაზიის მეხუთე კლასი გაიხსნებოდა, პროგიმნაზიის მაშინდელს გამგეს ალ. ჭიჭინაძეს პროგიმნაზიის კურსდამთავრებული მოსწავლეები ზაფხულში მანგლისში მიჰყავდათ და იქ პროგიმნაზიის მასწავლებლები განსაკუთრებით ამზადებდნენ მათ, რომ აგვისტოში სახელწიფო გიმნაზიაში წარმატებით ჩაებარებინათ მე-5 კლასში მისაღები გამოცდები.
ფოტო:
ალ. ჭიჭინაძე
1887 წელს ილია ჭავჭავაძესთან მიიყვანეს პატარა სვანი - ივანე ნიჟარაძე, ხოლო ილიამ
ნიჟარაძე ქართულ პროგიმნაზიაში გამოგზავნა აღსაზრდელად. როცა ნიჟარაძემ ჩვენი
პროგიმნაზია გაათავა, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში,
ხოლო ბინა, ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა ისევ ქართულ სასწავლებელში ჰქონდა და ასე იყო
გიმნაზიის დამთავრებამდე; შემდეგ ქართულმა გიმნაზიამ სტიპენდია დაუნიშნა და
პეტერბურგში, ახლანდელ ლენინგრადში, დაამთავრებინა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.
იგი დოცენტი იყო, ლათინურ და ბერძნულ ენას ასწავლიდა სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„საზოგადოების“ ხარჯზე გიმნაზიაში სხვადასხვა დროს იზრდებოდნენ აჭარლებიც.
„1886 წელს გაზაფხულზე ჩვენი გიმნაზიის შენობაში „წ. კ. გ. საზოგადოების“ კრებები
იმართებოდა. ამ კრებებს ესწრებოდა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ილია
ჭავჭავაძე. გიმნაზიის გამგეს ალ. ჭიჭინაძეს ვთხოვეთ პანსიონერებმა — ეჩვენებია
ჩვენთვის ილია... პატარა ხნის შემდეგ პანსიონში შემოვიდნენ ილია ჭავჭავაძე და ალ.
ჭიჭინაძე. ილია მოგვესალმა, გვითხრა მოკლე სიტყვა და ბოლოს მისს სახლში სადილად
დაგვპატიჟა... დანიშნულ დღესაც გამგისა და აღმზრდელის თანხლებით ვეწვიეთ ილიას“
(დამსახურებული ექიმის ნ. ჯანდიერის მოგონებიდან).
ილია ჭავჭავაძე დიდ ინტერესს იჩენდა გიმნაზიაში სწავლების დაყენების მიმართაც. ის
არაერთხელ დასწრებია გაკვეთილებს და თავისი მოსაზრებები გამოუთქვამს სწავლების
მნიშვნელოვან საკითხებზე. ასე, მაგალითად, 1896 წელს ის ივანე მაჩაბელთან ერთად
დაესწრო არისტო ქუთათელაძის გაკვეთილს.
![]() |
3.1 პროგიმნაზიის ტიპის გამორკვევა |
▲ზევით დაბრუნება |
„ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების“ კრებებზე
დღიდან სკოლის დაარსებისა თითქმის ყოველწლივ წამოიჭრებოდა ხოლმე საკითხი, თუ რა
ტიპის სკოლა უფრო შეეფერებოდა „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის
თავად-აზნაურთა საზოგადოების“ მოთხოვნილებებს.
1888 წელს გამგე კომიტეტში ნ. ზ. ცხვედაძემ წარადგინა სამეურნეო სასწავლებლის ორი
პროექტი. 1893 წელს „საზოგადოებაში“ აღიძრა სათავადაზნაურო პროგიმნაზიის სრულ
გიმნაზიად გადაკეთების საკითხი, მაგრამ დადებითად ვერ გადაიჭრა. გამგე კომიტეტის
ყოფილი თავმჯდომარე კ. ქ. მამაცაშვილი არაერთხელ აყენებდა საკითხს სასწავლო უწყების
წინაშე, რომ ქართულ პროგიმნაზიას მინიჭებოდა სახელმწიფო სასწავლებლის უფლებები,
მაგრამ ყოველთვის უარი მიუღია.
1893 წელს „საზოგადოების“ მორიგ კრებაზე აირჩიეს 15 პირისაგან შემდგარი კომისია,
რომელსაც უნდა წარმოედგინა მოხსენება პროგიმნაზიის ტიპის შესახებ. კომისიაში
არჩეული იყვნენ: ნ. ი. ნიკოლაძე*
კომისიის წევრი პ. გ. ნაკაშიძე არ დაეთანხმა უმრავლესობის აზრს და კომისიაში თავისი
კერძო აზრი წარადგინა. ჩვენი ფიქრით, პ. ნაკაშიძის კერძო აზრი იმ დროისათვის
საყურადღებოა, ამიტომ მოგვყავს ის.
„სათავად-აზნაურო სკოლის ტიპის გამომმუშავებელ კომისიის წევრის პეტრე გიორგის-ძის
ნაკაშიძის*
განცხადება
კომისიის მიერ გადასაჭრელი საკითხი იმის შესახებ, თუ რა ტიპის სკოლა უფრო უპასუხებს
ჩვენი თავად-აზნაურობის საჭიროებებს, უკვე საბოლოოთაა გადაწყვეტილი იმ
მიმართულებით, რომ ამჟამად არსებული სკოლა მიჩნეულია როგორც ყველაზე უფრო
დამაკმაყოფილებელი ჩვენი მოთხოვნილებებისა განათლების დარგში. ამიტომაც ხსენებულ
შეკრებილობაში შესვლა წინადადებით, რომ ჩვენთან მოწყობილი იქნეს აგრეთვე სხვა ტიპის
სკოლაც, სახელდობრ სასოფლო-სამეურნეო, ჩემი აზრით არ შედის კომისიის მოვალეობათა და
უფლებამოსილებათა ფარგლებში.
მაგრამ ამ წმინდა ფორმალური მხარის გარეშე, არსებობს მეორე უფრო არსებითი მიზეზიც,
რომ არ აღიძრას ჩვენში ჯერჯერობით სასოფლო-სამეურნეო სკოლის მოწყობის საკითხი,
რომელსაც სრულიად არა აქვს გადაუდებელი აუცილებლობის ხასითი.
ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრონომიული განათლების საკითხის შესახებ მსჯელობისას
ჩვეულებრივ მხედველობის გარეშე რჩება ხოლმე საქმის ერთი საყურადღებო მხარე,
სახელდობრ: ამ განათლების გამოყენება ჩვენი სოფლის მეურნეობის პირობებში. ჩვენი
ეკონომიკური ვითარების სავალალო მდგომარეობა, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ ხოლმე,
როგორც დამამტკიცებელ საბუთს ჩვენში აგრონომიული ცოდნის გავრცელების აუცილებლობისა,
წარმოადგენს კიდევაც მთავარ დაბრკოლებას ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებისათვის.
მეცნიერული მიწათმოქმედება. ანუ სოფლის მეურნეობის წარმართვა აგრონომიის
საფუძველზე, უეჭველად მოითხოვს განსაზღვრულ ხარჯებს, რომლებიც ხელმიუწვდომელია
დღეს, როგორც რაიმე კაპიტალის მარაგის უქონლობის გამო, ისე იმდენადვე. სხვა მრავალი
ჩვენი ცხოვრების არახელსაყრელი ეკონომიური პირობების წყალობით. მეცნიერება ევლინება
მაშველად მიწათმოქმედებას მხოლოდ მისი ამოცანების გართულებისას, რომელნიც
ჩვეულებრივ წარმოიშობიან მოსახლეობის გარკვეული სიმჭიდროვის, მიწის მცირე
ნაკვეთიანობის, ბაზრების მრავალფეროვანების, სოფლის მეურნეობის პროდუქციებზე
გაძლიერებული მოთხოვნილების დროს და საზოგადოდ კეთილდღეობის და ცივილიზაციის
გარკვეულ საფეხურებზე; ასეთ პირობებში მიწათმოქმედების გაუმჯობესებული წესებით
წარმართვა მოგებით აანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს.
ჩვენში კი მიწათმოქმედება იმყოფება თითქმის პრიმიტიულ მდგომარეობაში, მასზე გაწეული
ხარჯები საზარალოა და ზოგჯერ კიდევაც გამანადგურებელი. მთელი ჩვენი უბედურება
იქიდან კი არ წარმოდგება, რომ ჩვენ სკოლები არა გვაქვს, არამედ საქმის იმ
ვითარებით, რომლის ძალითაც ჩვენი მოხმარების ყოველი საგანი, დაწყებული უბრალო
პერანგითა და ლურსმანით და გათავებული ძვირფასი ქსოვილებითა და ისტრუმენტებით,
იძულებული ვართ გამოვიწეროთ ზღვებისა და ოკეანეების გადაღმიდან. გარდა ამ საგნების
ადგილზე ღირებულებისა ჩვენ მათში ვუხდით ჩვენ ვაჭრებს კიდევ უზარმაზარ მძიმე
გადასახადს, საკომისიო და სხვა ზედნადების ხარჯების სახით, რომელთა გადახდაზე
ყოველწლიურად მიდის მთელი ჩვენი შრომის ხელფასი, რის წყალობითაც ასე ძლიერად
ფერხდება ჩვენს ქვეყანაში კაპიტალების დაგროვება, რაც თავის მხრივ იწვევს ჩვენი
ეკონომიური ცხოვრების სრულ დაკნინებას. კეთილდღეობის განვითარებისაკენ მიმავალი გზა ერთია: იგი ზუსტადაა განსაზღვრული
ევროპელი ხალხის ათასწლიური კულტურული ცხოვრებით და წარმოადგენს ამა თუ იმ
ქვეყანაში საქარხნო-საფაბრიკო მრეწველობის მუდმივ და ყოველდღიურ განვითარებასა და
გავრცელებას.
ზემოთმოყვანილ მოსაზრებათა საფუძველზე, მე არ შემიძლიან დავეთანხმო კომისიის
უმრავლესობის აზრს სასოფლო-სამეურნეო სკოლის მნიშვნელობის და ჩვენთვის აუცილებლობის
შესახებ და ვთვლი მის მოწყობას ყოველ შემთხვევაში ნაადრევად.
ამასთან მაქვს პატივი ვაცნობო კომისიას, რომ შერყეული ჯანმრთელობის გამო საშუალება
არა მაქვს დავესწრო მის სხდომებს. თავ. პ. გ. ნაკაშიძე. 1895 წელს იაკობ გოგებაშვილს ამავე კომისიაში შეუტანია კერძო აზრი, სადაც
მოითხოვდა, რომ სკოლაში კლასიკური კლასების პარალელურად გახსნილიყო რეალური
კლასებიც და, ამრიგად, ო, სკოლას ორნაირი—კლასიკურ-რეალური ხასიათი ჰქონოდა.
ყველა ეს მასალა გამგე კომიტეტს თავის კრებაზე განუხილავს და მორიგ საზოგადო
კრებაზე თავისი, მოსაზრება წარუდგენია.
„დაგროვილ მასალაში გამოთქმულ აზრების მიხედვით ჩანს, რომ, თუ გვსურს საზოგადოების
დახმარებით ქართველებს გაეხსნათ სწავლის გზა, უნდა ვიქონიოთ საკუთარი სასწავლებელი.
ეს აზრი ყველასაგან იყო აღიარებული კრებაზე. მაგრამ საგანმა, თუ რა ტიპის
სასწავლებელი უფრო საჭიროა ჩვენთვის და რამდენ კლასიანი უნდა იყოს. ეს
სასწავლებელი, გამოიწვია სხვადასხვა მოსაზრება. ყველა ეს მოსაზრებანი შეიძლება
ხუთად გაიყოს. პირველი მოსაზრება. კლასიკურ გიმნაზიებს უპირატესობა აქვთ მინიჭებული
მთავრობისაგან. აქ კურსშესრულებულთ უფრო ფართი გზა აქეთ დათმობილი. ამათ შეუძლიათ
შევიდნენ ყოველსავე მაღალ სასწავლებლებში და ესევე არ შეიძლება ითქვას რეალურ
სასწავლებლებში კურსშესრულებულებზე. ეს დიდი გარემოებაა, რამდენადაც სწავლის მეტი
გზა ექნებათ ჩვენს მოსწავლე ყმაწვილებს, იმდენი კარგია, რადგანაც ჩვენი სამშობლო
საჭიროებს მოქმედ პირთ არა მარტო ერთ ასპარეზზედ, არამედ ცხოვრების ყოველ
ასპარეზზედ; რამდენად საჭიროა აგრონომიის და ექიმობის მცოდნე კაცი, იმდენად საჭიროა
კარგი და განვითარებული მოხელე, ყველა ამას ისიც უნდა დაუმატოთ, რომ ტფილისში სამი
კლასიკური გიმნაზიაა და მინამ ჩვენს სასწავლებელს ექნება მოსამზადებელი ხასიათი,
პრაქტიკული მოსაზრება მოითხოვს, რომ კლასიკურს ნიადაგზე იდგეს იგი, რადგანაც ამ
შემთხვევაში უფრო ბევრის ყმაწვილების მიცემა შეიძლება სახელმწიფო სასწავლებლებში,
რომლებითაც უთუოდ უნდა ვსარგებლობდეთ. ყველა ამის მიხედმით უნდა შევინახოთ ჯერობით
ის სასწავლებელი, რომელიც ეხლა გვაქვს, და, თუ შეძლება
გვექნება, ამ სასწავლებელთან გავხსნათ დ რეალური კლასებიც. მეორე მოსაზრება. ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, ჩვენი დედამიწის ნოყიერება, აგრეთვე
ჩვენი ცხოვრების გარემოება. — და ყველა ეს მოწმობს, რომ ჩვენთვის უფრო შესაფერია
სამეურნეო
სასწავლებელი. ჩვენი მიწა-წყლისათვის დაღვარეს სისხლი ჩვენ1 მა წინაპრებმა: ამ
მიწა-წყალმა შეგვინახა ჩვენ აქამომდენ და ამან უნდა დაგვიფაროს მომავალშიაც. მხოლოდ
ამჟამად მიწა-წყალს სხვანაირი მოვლა უნდა, სხვანაირი შემუშავება. —ძველი ხვნა და
თესვა, ძველებურად ღვინის დაყენება, ერთის სიტყვით მამა-პაპურად მიწის შემუშავება
წინ ვერ წაგვწევს. ეხლა სხვა დროა, სხვას მოითხოვს ჩვენი აწინდელი ცხოვრება. თუ
ეხლავე არ შევუდექით სალხში გონივრულ მეურნეობის გავრცელებას, ჩვენი ხალხი, გლეხი
თუ თავადი, კეთილდღეობის სფეროში; ფეხს ვერ მოიკიდებს, უფრო და უფრო ჩავარდება
სიღარიბეში და ეს დაბოლოვდება იმით, რომ ჩვენ მამა-პაპათა ნაანდერძი მიწა-წყალი
ხელიდან გამოგვეცლება. ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენს საკუთარ სასწავლებელს ჰქონდეს
სამეურნეო ხასიათი და ამ ღონისძიებით შეიძლება მოვფინოთ ხალხში ჭეშმარიტი ცოდნანი
შესახებ მეურნეობისა. მესამე მოსაზრება. აწინდელი სათავად-აზნაურო პრო| გიმნაზიის ნაკლულევანება იმაში
მდგომარეობს, რომ არ არის დამთავრებული, და ამისათვის სხვის ხელში შემაცქერელია,
რომ სასწავლებელი რიგიანად წავიდეს, რომ სასწავლებელს ბევრი შეგირდები ჰყავდეს,
საკმაო არ არის კიდევ, რომ ბავშვებს კარგად ას. წავლიდნენ. კარგის სწავლის გარდა
სასწავლებელი უნდა აძლევდეს თავის მოწაფეებს დამთავრებულს სწავლას ანუ კლასიკურს,
ანე რეალურს, ანუ სამეურნეოს. ამისათვის აწინდელი ქართული პროგიმნაზია უნდა
გადაკეთდეს რვა კლასიან სასწავლებლად და მიეცეს სრულიად არავისზედ დამოკიდებული
ხასიათი. მეოთხე მოსაზრება. სახლის ბურჯი არის ქალი, იმაზეა დამოკიდებული სახლის წესი და
ავკარგიანობა. თუ ქალი განათლებულია, მომზადებულია ცხოვრებასთან საბრძოლველად,
მაშინ იგი შვილებსაც კარგ გზაზედ აყენებს და უნერგავს მათ გულში სწავლის სიყვარულს.
მოზარდ ყმაწვილების ბედი ქალზეა დამოკი- დებული. ამბობენ, რომ სახელმწიფო
სასწავლებლებში ქართველები ცოტანი არიანო. ეს სრულიად მართალია და მართალია
იმისთვის, რომ ქართველთა დედათა შორის ძლიერ ცოტა პირთ შეუძლიანთ მოამზადონ
თავიანთი შვილები ისე, რომ მათ შეეძლოთ სახელმწიფო სასწავლებელში შესვლა და
რიგიანად იქ სწავლა. აი იმის მიხედვით უმჯობესი იქნება იმ ფულით, რა ფულსაც ეხლა
ბარავთ ქართულ პროგიმნაზიაზე, დავაფუძნოთ დედათა სასწავოც წელი, რომლის შემწეობითაც
შეგვეძლება ვიყოლიოთ მომაყალში მრავალი გონიერი და განათლებული დედა.
მეხუთე მოსაზრება. გარემოებანი და საჭიროებანი ჩვე• სის საზოგადოებისა ცხადად
გვიჩვენებენ, რომ უნდა ვიქონიოთ კლასიკური პროგიმნაზია. ამ გვარს სასწავლებელს სხვა
ტიპის სასწაელებლის წინაშე დიდი უპირატესობა აქვს: 1) ამის შუამავლოჩით ყმაწვილების
უფრო მომეტებულს ნაწილს ეძლევა გზა საჩელმწიფო სასწავლებლებში შესასვლელად, მინამ
სხვა ტიპის სასწაელებლის შუამავლობით. 2) თუ სახელმწიფო კლასიკურ გიმნაჩიაში ჩვენი
სკოლიდან გადასულებმა კურსი გაათავეს, იმათ ადვილად შეუძლიანთ შევიდნენ ყოველგვარ
მაღალ სასწავლებელში; ისევე, რასაკვირველია, არ ითქმის რეალურ სასწავლებელში
კორსშესრულებულზედ, 3) ყველა ამას გარდა ოთხკლასიანი პროგიმნაზია შეიძლება ადვილად
შეიქმნეს სათაურად რომელიმე სპე(ყიალურის სკოლისა. თუმცა ეს ასეა, მაგრამ წინადვე
უნდა ვიცოდეთ, რომ, რაც უნდა ბევრი ვეცადოთ, რაც უნდა კარგი პირობები ზემოვარტყათ
გარშემო ჩვენს სასწავლებელს, მაინც ძნელი მოსახერხებელია, ძნელი მოსალოდნელია, რომ
ყველა ჩვენს სასწავლებელში კურსგათავებული შევიდეს სახელმწიფო სასწავლებელში.
ყოველთვინ რამდენიმე ყმაწვილი დარჩება სასწავლებლის გარეშე. , იმათი რიცხვი ხშირად
მეტი იქნება, ვინემ იმ ყმაწვილების რიცხვი, რომელნიც მოახერხებენ, სახელმწიფო
სასწავლებელში შესვლას. იმის მოწმეა ჩვენი პროგიმნაზიის ისტორია. მომეტებული ნაწილი
ჩვენს პროგიმნაზიაში კურსშესრულებულისა ცამეტი წლის განმავლობაში რჩებოდნენ
სახელმწიფო სასწავლებლის გარეშე სხვადასხვა პროგიმნაზიაზე დამოუკიდებელ მიზეზებისა
გამო. პრაქტიკული გონივრობა მოითხოვს, რომ ვიფიქროთ რამ ეხლა მაინც ჩვენი
პროგიმნაზიის იმ მოსწავლეებზეც, რომელნიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შედიან
სახელმწიფო სასწავლებელში. საქმის დატოვება ისე, როგორც აქამდის იყო, დიდი შეცდომა
იქნება ჩვენის მხრით.
აი ამ სახით ხუთი სხვადასხვა აზრი გამოითქვა იმის შესახებ, თუ რა ტიპის და რამდენ
კლასიანი სასწავლებელი უნდა ვიქონიოთ. პირველი აზრით, უნდა დარჩეს ის სასწავლებელი,
რომელიც ამჟამად აქვს თავად-აზნაურობას, მხოლოდ თუ შეძლება ექმნება
თავადაზნაურობას, ამ პროგიმნაზიასთან პარალელ კლასებად უნდა გაიხსნას რეალური
კლასებიც. მეორე აზრით, უნდა გადაკეთდეს
იმ საგნის გამო კიდევ, რომ პროგიმნაზიის წარმატებისათვის საჭიროა გაუჩინოთ
პროგიმნაზიას შეუწყვეტელი წყარო— სამუდამო ფონდი, გადაწყვეტილ იქნა ერთხმად შემდეგი:
ა) ეთხოვოს ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს მისცეს მსვლელობა
თავად-აზნაურთა გადაწყვეტილებას ფულის მოგროვების შესახებ ერთმანეთში თავიანთ
შვილების აღზრდისათვის; ბ) იქმნეს ღონისძიება მიღებული, რომ ბანკის წლიურის
საზოგადო საჭიროებისათვის დანიშნულ ფულიდამ პროგიმნაზიის სასარგებლოდ გაადიდოს
ხოლმე არა ნაკლებ 80 პროცენტისა და გ) ყიდვით მოპოებულ იქნას არწრუნისეული ქარვასლა,
რომელიც დარჩა ბანკს, იმ პირობით, რა პირობებსაც გამოიკვლევს გამგე კომიტეტი და
ბანკის მმართველობა.
გამგე კომიტეტმა ყველა ეს მოსაზრებანი და გადაწყვეტილებანი განიხილა დაწვრილებით და
თავის მხრით დაადგინა შემდეგი:
1) აწინდელი ქართული პროგიმნაზია–ოთხი მოსამზადებელი კლასი და ოთხი პროგიმნაზიური–ჯერობით
უნდა დარჩეს ისე, როგორც ეხლა არის. მომავალში, თუ თავად-აზნაურობას ღონისძიება
ექმნება, მას უნდა მოემატოს შემდეგი გიმნაზიური კლასები და გადაკეთდეს სრულ საშუალო
სასწავლებლად; 2) მინამ ქართული სასწავლებელი წარმოადგენს პროგიმნაზიას, მას უნდა ჰქონოდეს
მოსამზადებელი ხასიათი და იგი უნდა იყვეს, აუზი-სათაური, საიდგანაც ჩვენის
ცხოვრების შესაფერად აღზრდილს ყმაწვილებს შეეძლებათ გადასვლა სახელმწიფო
სასწავლებლებში.
3) დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული პროგიმნაზიისათვის პანსიონს, ამისათვის მომავალში,
როდესაც პროგიმნაზია იქნება გადატანილი სხვა სადგომში, პანსიონერების რიცხვს
ერთიორად უნდა და მოემატოს;
4) სასურველია, რომ იმ ყმაწვილებს, რომლებიც ქართული პროგიმნაზიიდან გადადიან
სახელმწიფო სასწავლებლებში და ქალაქში პატრონი არა ჰყავთ, ბინა ჰქონდეთ ხოლმე ისევ
ჩვენს პროგიმნაზიის პანსიონში, ანუ კიდევ სხვაფრივი მზრუნველობა უნდა ჰქონდეს ხოლმე
მათზე გამგე კომიტეტს;
5) ცხადია, რომ ქართულ პროგიმნაზიაში კურსშესრულებულები ყველა ვერ შევა სახელმწიფო
სასწავლებელში; ბევრი მათგანი და რჩება სასწავლებელს გარეშე სხვადასხვა მიზეზების
გამო; აგრეთვე ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო სასწავლებლებიდანაც ბევრი ქართველი
გამოდის სხვადასხვა მიზეზებისა გამო და სწავლას თავს ანებებს. ყველა ესენი
იძულებული ხდებიან დაბრუნდნენ სოფლად და, რადგანაც სოფლურ ცხოვრებისაგან არაფერი არ
იციან, ამისათვის მეტს ტვირთს ადგენენ ყველასათვის. ამ გარემოების მიხედვით უნდა
დაარსებულ იქნას ქალაქის გარეშე სამეურნეო სასწავლებელი სამი წლის კურსით, სადაც
შეეძლოთ შესვლა ყველა იმ მო!წავლე ყმაწვილებს, რომელნიც ათავებენ კურსს ქართულ
პროგიმნაზიაში და სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებენ სახელმწიფო
სასწავლებელში შესვლას“.
თავმჯდომარე მაღალაშვილი დ. ფავლენიშვილი – სათავად-აზნაურო ბანკის დირექტორი.
წევრები:
ვლ ვაჩნაძე
საზოგადო კრებამ გამგე კომიტეტის ყველა ზემოხსენებული მოსაზრება და გადაწყვეტილება
მიიღო და, ამნაირად, ქართულ პრო-ვე გიმნაზიას კვლავ მოსამზადებელი სასწავლებლის
ხასიათი შერჩა.
„საზოგადოების“ წევრებად ითვლებოდნენ სათავად-აზნაურო ბანკის დამფუძნებელი წევრები,
რიცხვით 1700 კაცზე მეტი, დი ის პირები, ვინც საწევრო გადასახადს 3 მანეთის
რაოდენობით 'შეიტანდა „საზოგადოების“ სალაროში. ქართულ პროგიმნაზიასთან, დაარსებიდანვე ვიდრე 1906 წლამდე, არსებობდა პანსიონი
(50—145 მოწაფისათვის). პანსიონერთაგან ზოგი „საზოგადოების“ სრულ ხარჯზე იყო (მათ
შორის ქართველი მაჰმადიანები), ზოგი—„საზოგადოების“ ნახევარ ხარჯზე (შეჰქონდათ
წელიწადში ათ-ათი თუმანი), ან კენჭის ყრით (ვისაც კენჭი ერგებოდა, მას მიიღებდნენ,
ამა თუ იმ ქველმოქმედის სახელზე), ზოგიც კიდევ–სრულ საკუთარ ხარჯზე (შეჰქონდათ
წელიწადში ოც-ოცი თუმანი).
1895 წელს პროგიმნაზიის მოსამზადებელი კლასებისათვის შეუდგენიათ პროგრამა, რომლის
შინაარსი ასეთია: ყველა პირველ განყოფილებაში მიიღებიან უგამოცდოდ (7 და 8 წლისსანი), მეორე განყოფილებაში
შემსვლელთათვის (8 და 9 წლისანი) კი იქნება გამოცდები პროგრამით:
1) სამრთო სჯული
შემოკლებულნი მოთხრობანი ძველ და ახალ აღთქმიდან (იხილე „დედა–ენაში“ მოთხრობანი
საღმრთო ისტორიიდან). ლოცვები: დაწყებითი ლოცვა, სამების ლოცვა, ლოცვები სწავლის
წინ და სწავლის შემდეგ, ლოცვები სადილის წინ და სადილის შემდეგ. სულის წმინდის
ლოცვა, საუფლო ლოცვა, ლოცვა მეფისა და მამულისათვის. 2) ქართული ენა
კითხვა და წაკითხულის თავის სიტყვებით გადმოცემა, ზეპირად ცოდნა იმ ლექსებისა და
პასუხის მიგება იმ სასაუბროებზედ, რომელნიც მოქცეული არიან „დედა-ენის“ მეასე
გვერდამდის. 3) რუსული ენა
ცოდნა იმ სიტყვებისა და ფრაზებისა, რომელნიც მოქცეულნი არიან იაკობ გოგებაშვილის
სახელმძღვანელოს („რუსკოე სლოვო“) ლექსიკურ განყოფილებაში. 4) არითმეტიკა
ყოველმხრივი შესწავლა რიცხვებისა 1-დან 20-მდის. ყმაწვილებს უნდა შეეძლოთ: შეერთება
გამოკლება, გამრავლება და გაყოფა. უნდა იცოდნენ აგრეთვე ხშირად სახმარებელი ზომები.
III განყოფილებაში შემომსვლელთათვის (9 და 10 წლისა): 1) საღმრთო სჯული
უმთავრესნი მოთხრობანი ძველისა და ახალი აღთქმისა. ლოცვები სწავლის წინ და სწავლის
შემდეგ, ლოცვები სადილის წინ და სადილის შემდეგ, სულის წმიდის ლოცვა, საუფლო ლოცვა,
პირველი და მეორე ლოცვა ღვთის მშობლისადმი, ლოცვა მეფისა და მამულისათვის ლოცვები
დილისა და საღამოსი (სახელმძღვანელო იოსელიანისა, ლოცვანი მისივე).
2) ქართული ენა გარკვევით კითხვა და წაკითხულის თავის სიტყვებით გარდმოცემა იმ მოთხრობებისა,
რომელნიც მოთავსებული არიან „დედაენაში". ეს წიგნი სრულიად შესწავლილი უნდა ჰქონდეს
ყველა თავის საქარჯიშოებით. 3) რუსული ენა გარკვევით კითხვა და წერა. თარგმნა სავარჯიშოებისა, რომელიც მოთავსებულია იაკობ
გოგებაშვილის „რუსკოე სლოვო“-ს პირველს ნაწილში, იმავე წიგნის მეორე ნაწილიდან უნდა
ჰქონდესთ შესწავლილი არა ნაკლებ 40-ის მოთხრობისა, ისე რომ ყმაწვილს შეეძლოს
ქართულად გადათარგმნა ყოველ სიტყვისა და ფრაზისა; ამას გარდა ყმაწვილს უნდა შეეძლოს
ხსენებულ სტატიების შინაარსის გადმოცემა რუსულად, როგორც მასწავლებლის კითხვების
შემწეობით, ისე მისდა დაუხმარებლადაც. 4) არითმეტიკა
ყოველმხრივ შესწავლა რიცხვებისა 1-დან 100-მდის და ხშირად სახმარებლის ზომების
ცოდნა. ტაბულა გამრავლებისა („სახელმძღვანელო კრებული არითმეტიკული ამოცანებისა“,
რ. ჯაჯანიშვილისაგან შედგენილი).
VI განყოფილებაში შემომსვლელთათვის (10 და11 წლისა);
1) საღმრთო სჯული
მოთხრობანი ახლისა და ძველი აღთქმიდან, ლოცვები რუსულათ და ქართულად: დაწყებითი
ლოცვა, ლოცვები სწავლის წინ და სწავლის შემდეგ, ლოცვები სადილის წინ და სადილის
შემდეგ.
2) ქართული ენა
გარკვევით კითხვა და გადმოცემა წაკითხულის სტატიებისა თავის სიტყვებით. დასახელება
სიტყვის ნაწილებისა (სახელმძღვანელო ი. გოგებაშვილის „ბუნების კარი“).
3) რუსულ ი ენა
გარკვევით კითხვა და წაკითხულის ახსნა ქართულად და რუსულად; ერთი სიტყვის ან ფრაზის
მაგივრად მეორე მსგავსის სიტყვის და ფრაზის ხმარება. წერა კარნახით
(სახელმძღვანელოდ იხმარება „რუსკოე სლოვო“, საიდგანაც უნდა შესწავლილი ჰქონდეს
ყველა პატარა მოთხრობანი და რამდენიმე ლექსი ზეპირად წიგნის მესამე გვერდამდის).
შესწავლილ სტატიების შინაარსის გადმოცემა რუსულად. 4) არითმეტიკა
საზეპირო და წერითი ანგარიში რიცხვებად 1—10.000 (ათი ათასამდე). ოთხი უმთავრესი
მოქმედება (შეერთება, გამოკლება, გამრავლება ერთ ნიშნოვან რიცხვებზედ), ცოდნა
გამრავლების ტაბულასი და ხშირად სახმარებელი ზომებისა. რუსულად ახსნა საზეპირო
ამოცანებისა 1—1.000 (ერთიდან ათასამდის). შენიშვნა:
1896 სასწავლო წლისათვის ქართული პროგიმნაზია შედგებოდა მოსამზადებელი კლასის ოთხი
ძირითადი და სამი (2, 3, 4) პარალელური განყოფილებისაგან და ხუთი გიმნაზიური
კლასისაგან. ამათგან მეხუთე გიმნაზიური კლასი და მესამე და მეოთხე განყოფილების
პარალელური კლასები 1896 წლის სექტემბრიდან გაიხსნა.
ფოტო: ქართული გიმნაზიის გამგე კომიტეტის შემადგენლობა 1895 წ. სხედან:
მარცხნიდან ფ. ყაზბეგი, მ. ჯამბაკურ-ორბელიანისა (კომიტეტის თავმჯდომარე), ნ.
ცხვედაძე, ი. წინამძღვრიშვილი, დგანან: მარჯვნიდან ექ. თაყაიშვილი, დამ. ყიფიანი. პროგიმნაზიის პროგრამა
სავსებით ემთხვეოდა სამინისტროს გიმნაზიურ პროგრამას; განსხვავება მხოლოდ ის იყო,
რომ, სხვა
საგნებს გარდა, სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში ისწავლებოდა ქართული ენა, საქართველოს
ისტორია, და, საქართველოს– გეოგრაფია.
1896 სასწავლო წელს პროგიმნაზიაში ირიცხებოდა 408 მოწაფე. რომელთაგან 112
პანსიონერი იყო და 296–გარედან მოსიარულეპანსიონერთა შორის 27 „საზოგადოების“ სრულ
ხარჯზეა, 57 — „საზოგადოების“ ნახევარ ხარჯზე (შეაქვთ წელიწადში ათ-ათი თუმანი) და
28–საკუთარ ხარჯზე (შეაქვთ წელიწადში ოც-ოცი თუმანი). გარედან მოსიარულე თითოეული
მოწაფე სწავლის ფულს იხდიდა 12 მანეთს. საანგარიშო წელს სწავლის ფულისაგან
განთავისუფლებული იყო 126 მოწაფე, ე. ი. ნახევარზე ცოტა ნაკლები.
წოდებრივად მოწაფეები ასე იყვნენ განაწილებულნი: თავად-აზნაური —218, გლეხი და
მოქალაქე —168, სასულიერო წოდებისა — 21; ყველა მოწაფე ქართველი იყო, გარდა 2
სომხისა და 1 უცხოელისა. 1896 წელს „საზოგადოებას“ შემდეგი სტიპენდიანტები ჰყავდა სხვადასხვა უნივერსიტეტში:
კონსტატინე მაყაშვილი — შემდეგში პოეტი და საზოგადო მოღვაწე;
ნიკ. ჯანდიერი — ქართული გიმნაზიის ყოფილი მოწაფე შემდეგ - დამსახურებული ექიმი; ე.
კონს. ელიოზიშვილი — ამ გიმნაზიის ყოფილი მოწაფე შემდეგ დამსახურებული ექიმი;
მიხ. ქორიძე — ამ გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი, შემდეგ ხელოვნების დამსახურებული
მოღვაწე;
გიორგი ყაზახიშვილი — ამ გიმნაზიის ყოფილი მოწაფე, შემდეგში თბილისის ქართული
გიმნაზიის მასწავლებელი; გიორგი ნათიშვილი — ამ გიმნაზიის ყოფილი მოწაფე, ექიმი;
ივანე ნიჟარაძე — ამ გიმნაზიის ყოფილი მოწაფე, შემდეგ თბილისის სტალინის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი;
შიო ჩიტაძე — შემდეგში თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორი, ტრაგიკულად მოკლული
1906 წელს და სხვა.
„საზოგადოებამ“ დროებითი შემწეობა აღმოუჩინა შემდეგ სტუდენტებს და სხვა
მოსწავლეებს:
გრიგოლ ქურდიანს — შემდეგში მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს; და მაყაშვილს —
შემდეგში იურისტს, ადვოკატს:
ლუარსაბ ანდრონიკაშვილს – შემდეგში სტალინის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის
პროფესორს, გამოჩენილ იურისტს;
ივანე (ია) კარგარეთელს — ცნობილ კომპოზიტორს;
გრიგოლ გაბაშვილს — გამოჩენილ მხატვარს;
ლევან ფავლენიშვილს — დამსახურებულ ექიმს; ვლ. ბილანიშვილს.
1897წლის 1 სექტემბრიდან სასწავლებელში გაიხსნა მეექვსე გიმნაზიური კლასი,
გიმნაზიური კლასები და სამი ძირითადი განყოფილება (2, 3 და 4) მოთავსებული იყო
ერმოლოვის (ახლა შ. ჩიტაძის) ქუჩაზე, სელიკოვის სახლში, ხოლო პარალელური
განყოფილებანი და მოსამზადებელი კლასის პირველი განყოფილება იმყოფებოდა გუდოვიჩის
(ახლა ჭონქაძის) ქუჩაზე, ყორღანოვის სახლში.
1897-1898 სასწავლო წელს სასწავლებელში ირიცხებოდა 490 მოწაფე, მათგან 116
პანსიონერი და 374 გარედან მოსიარულე. პანსიონერთა შორის 26 „საზოგადოების“ სრულ
ხარჯზე იყო, 53— ნახევარ ხარჯზე (შეჰქონდათ წელიწადში ათ-ათი თუმანი) და 37–– სრულ
ხარჯზე (წელიწადში იხდიდნენ ოც-ოც თუმანს). გარედან მოსიარულე მოწაფეები წელიწადში
იხდიდნენ 12 მანეთს სწავლის ფულს. 1897-1898 წელს სწავლის ფულისაგან
განთავისუფლებუ(იც იყო 150 მოწაფე.
წოდებრივად მოწაფეები ასე იყვნენ განაწილებული: თავად-აზნაური - 263, გლეხი და
მოქალაქე - 183, სასულიერო წოდებისა — 29, მოხელეთა შვილები — 14; ეროვნებით – 2
სომეხი და 1 უცხოელი.
1897 წელს „საზოგადოების“ სტიპენდიატებად დარჩენილან "წინა წლის სტიპენდიატები, შ.
ჩიტაძის გამოკლებით. დროებით შემწეობა კი „საზოგადოებამ“ აღმოუჩინა შემდეგ
სტუდენტებს და სხვ. მოსწავლეებს:
ლევან ფავლენიშვილს — დამსახურებულ ექიმს;
ივანე ახალშენიშვილს — შემდეგში ცნობილ კბილის ექიმს, მთრგმნელს;
ქაიხოსრო ყიფიანს — შემდეგში ჟურნალისტს;
სვიმონ კანდელაკს - ამ გიმნაზიის ყოფილ მოწაფეს, ტროპიკულ დაავადებათა ინსტიტუტის
ყოფილ დირექტორს, პროფესორს;
დავით ვაშაკიძეს — შემდეგში ექიმს;
გიორგი ნატრაძეს — ნიჭიერ მუსიკოსს, რომელიც ადრე დაიღუპა და სხვათ. 1897 წლის ნოემბერში ქართული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ და გამგე კომიტეტმა
გიმნაზიის შენობაში მოაწყო ილია ჭავყავაძის 40 წლის სალიტერატურო და საზოგადო
მოღვაწეობის იუბილე. როცა იუბილარი ილია შემოვიდა შენობაში, ზ. ჩხიკვაძის მიერ
გაწვრთნილი გიმნაზიის მომღერალთა გუნდი მას კახური „მრავალჟამიერით“ შეხვდა (მაშინ
ამ გუნდში მღეროდა გიმნაზიის მოწაფე, შემდეგ „საქართველოს ბულბულად“ წოდებული ვანო
სარაჯიშვილი. ამან ილია ისე ააღელვა, რომ კარგა ხანს გარინდებული იდგა და ბოლოს
თქვა: ამ შეხვედრამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ სიტყვა შემეკრა და მადლობის თქმაც
ვეღარ მოვახერხეო.
შემდეგ გაიმართა საღამო-კონცერტი, რომელზედაც გიმნაზიის მოწაფეები დიდი გრძნობით
კითხულობდნენ ილიას ლექსებსა და პოემის ნაწყვეტებს.
1898 წლის 1 სექტემბერს სასწავლებელში გახსნეს მეშვიდე გიმნაზიური კლასი. 1898—1899
სასწავლო წელს სასწავლებელში ირიცხებოდა 537 მოწაფე, მათგან 121 პანსიონერი და 415
გარედან მოსიარულე. საანგარიშო წელს სწავლის ფულისაგან (12 მან.) განთავისუფლებული
იყო 202 გარედან მოსიარულე მოწაფე.
„საზოგადოების“ მორიგ კრებაზე ამ წელს წამოიჭრა სწავლის ფულის გადიდების საკითხი.
იყო წინადადება, რომ სწავლის ფული 12 მანეთიდან 40 მანეთამდე გაედიდებიათ, მაგრამ
კრებაზე ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც განაცხადა:
„სწავლის ფული კი არ უნდა გავადიდოთ, არამედ სულაც უნდა გავაუქმოთ, რადგანაც ჩვენს
სკოლაში უფრო ღარიბი მოწაფეები სწავლობენ“. ამ აზრს კრება დაეთანხმა და სწავლის
ფული აღარ გაუდიდებიათ.
ამავე 1898 წელს გამგე კომიტეტმა „საზოგადოების“ კრებას მოახსენა, რომ კომიტეტმა
სასწავლებლის საკუთარი შენობის აგების მიზნით ს. ბებუთაშვილისა და მისი დის ნატალია
ალექსანდრეს ასული ხერხეულიძისაგან შედარებით მცირე ფასში (20. 000 მ.) შეიძინა 6
დესეტინა მიწა იმ პირობით, რომ ორი დესეტინა მომავალ დედათა სასწავლებელს დაუთმოს.
ეს თანხა (20.000 მან). კერძო პირთა და დაწესებულებათა შორის შეუგროვებია დიდ
ენთუზიასტს, უდრეკი ნებისყოფის პატრონს, გამგე კომიტე ზის უცვლელ წევრს, ენერგიით
სავსე პედაგოგს ნ. ცხვედაძეს. გამგე კომიტეტმა კრებას ითოვა, რომ შემომწირველნი,
წესდების თანახმად, ჩარიცხული ყოფილიყვნენ საზოგადოების საპატიო წევრებად.
კრებამ კომიტეტის წინადადება მიიღო და საპატიო წევრებად აირჩიეს: დ. ზ.
სარაჯიშვილი, ა. გ. მდივანი, გ. ს. განძიელი, კ. ი. ზუბალაშვილი, ი. ბ. საგინოვი,
გ. ნ. სხირტლაძე. ს. ბებუთაშვილი, ნ. ა. ხერხეულიძისა და სხვ.
ამავე კრებაზე ილია ჭავჭავაძის წინადადებით ნ. ზ. ცხვედაძეს კრებამ მადლობა
გამოუცხადა ფულის შეკრებაზე გაწეული დიდი შრომის გამო, ხოლო ვ. ს. მიქელაძემ
წინადადება წამოაყენა, რომ ნ. ცხვედაძე საპატიო წევრად აერჩიათ, მაგრამ ნ.
ცხვედაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და ითხოვა, რომ ამ საგანზე ლაპარაკი
შეწყვეტილიყო, ნ. ცხვედაძე იმ დიდი და უანგარო ღვაწლისათვის,რაც მან გიმნაზიის
საქმეზე გასწია, მხოლოდ 1911 წელს აირჩიეს საპატიო წევრად.
ფოტო: ნ. ცხვედაძე
1898 წელს „საზოგადოებას. შემდეგი სტიპენდიატები ჰყავდა: კონსტანტინე მაყაშვილი,
გიორგი ყაზახიშვილი ივანე ნიჟარაძე გიორგი ათიშვილი და ალექსანდრე თარხნიშვილი.
ეს პროექტი ძალაში იყო 1914—1915 სასწავლო წლამდე.
1898 წელს 22 თებერვალს გიმნაზიის მოწაფეები წაუყვანიათ ექვ. თაყაიშვილის
ხელმძღვანელობით მცხეთაში, ერეკლე II გარდაცვალებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავ
პანაშვიდზე. ამასთანავე ექ. თაყაიშვილს გაუცვნია მოწაფეებისათვის მცხეთისა და სხვა
სიძველეთა ისტორია.
ამ კომისიის წევრები მაშინდელი ქართული მოწინავე საზოგადოების თვალსაჩინო
მოღვაწეები იყვნენ, და ეს გარემოება ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა
ქართველობა ამ სასწავლებელს.
თბილისი, 1895 წ. მაისი“.
ი. მაჩაბელი
ნ. ცხვედაძე*.
სულის წმიდის ლოცვა, პირველი და მეორე ლოცვა ღვთის მშობლისადმი, ლოცვა მეფისა და
მამულისათვის. ქართულად: დილის ლოცვა, საღამოს ლოცვა, ათი მცნება, სიმბოლო
სარწმუნოებისა (სახელმძღვანელო „საღმრთო ისტორია“ გ. იოსელიანისა).
პირველი პროგიმნაზიური კლასიდან დაწყებული ყველა პროგიმნაზიურ კლასებში მიღებულია
საერო განათლების სამინისტროს პროგრამები. ქართული ენიდან უნდა იცოდნენ პირველ
კლასებში შემომსვლელებმა: 1) გარკვევით კითხვა, წაკითხულის გადმოცემა თავის
სიტყვებით; 2) გრამატიკიდან: მარტივ წინადადების ნაწილები და ეტიმოლოგიიდან სიტყვის
ნაწილების გამოცნობა“.
1898 წელს შეადგინეს გიმნაზიის მოსამსახურეთა საპენსიო სალაროს დებულების პროექტი:
ამ პროექტით სრული პენსია მოსამსახურეს ენიშნებოდა 25 წლის სამსახურის გამო;
გიმნაზიის გამგეს —1200 მან., თანაშემწეს (ინსპექტორს) —900 მანეთი; შტატის
მასწავლებელს გიმნაზიურ კლასებში–800 მანეთი; მოსამზადებელ კლასებში-–600 მანეთი;
აღმზრდელებს, საქმის მწარმოებლებსა და ეკონომს–300 მანეთი. საპენსიო ფონდის
გადიდების მიზნით მოსამსახურეს ყოველთვიურად ჯამაგირიდან 5-6% უკავებდნენ.
![]() |
4 III. თბილისის ქართული გიმნაზია 1899—1904 წწ. |
▲ზევით დაბრუნება |
III. თბილისის ქართული გიმნაზია 1899—1904 წწ.
1899-1902 სასწავლო წლიდან თბილისის ქართული გიმნაზია უკვე დასრულებული რვაკლასიანი გიმნაზიაა. იგი შედგება მოსამზადებელი კლასის ოთხი ძირითადი და სამი (2, 3, 4) პარალელური განყოფილებისაგან და რვა გიმნაზიური კლასისაგან; მერვე კლასი 1899 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა.
გიმნაზიის პროგრამა სავსებით შეთანხმებული იყო სამინისტრო გიმნაზიურ პროგრამასთან, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ქართულ გიმნაზიაში ისწავლებოდა სამშობლოს გეოგრაფია, ქართული ენა და მასთან ერთად — საქართველოს ისტორია.
ამ სასწავლო (1899—1900) წელს გიმნაზიაში ირიცხებოდა 564 მოწაფე, ამათგან 122 პანსიონერი და 438 გარედან მოსიარულე. მერვე კლასში 8 მოწაფე იყო.
საანგარიშო წელს „საზოგადოებას“ შემდეგი სტიპენდიატები ჰყავდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში: კონსტანტინე მაყაშვილი, ივანე ნიჟარაძე და გიორგი ნათიშვილი.
გიმნაზიისათვის ვაკეში ახალი სახლის მშენებლობა დაიწყეს 1900 წელს. მშენებლობის კომისიაში კრებამ აირჩია თავმჯდომარედ — ნ. ცხვედაძე და წევრებად — ექ. თაყაიშვილი, კ. ყავრიშვილი და ხუროთმოძღვარი ს. კლდიაშვილი.
ამ მშენებლობას ქართველ საზოგადოებაშიც კი ბევრი მტერი ჰყავდა — ფეოდალები, ბობოლა მოხელეები და სხვები, რომელნიც ამბობდნენ, ჩვენთვის საკუთარი შენობა საჭირო არ არის, უნდა დავკმაყოფილდეთ და ვისარგებლოთ რუსული სახელმწიფო სასწავლებლითო. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, ეს შენობა ძალიან დიდია, ძვირი ჯდება, ქართველებს ამოდენა შეძლება არა გვაქვს, პატარა შენობით უნდა დავკმაყოფილდეთო. ნ. ცხვედაძე მათ ასეთ პასუხს აძლევდა:
„მოვა დრო და ეს შენობა საქართველოს უნივერსიტეტისათვის დასჭირდება, მე გიმნაზიისთვისაც ვაშენებ სახლს და იმავე დროს“ — უნივერსიტეტისათვისაცო!.
აქ საჭიროდ მიგვაჩნია მოვიგონოთ ის დიალოგი, რომელიც მეფის ნაცვალ გოლიცინისა და ნ. ცხვედაძის შორის გაიმართა. ეს დიალოგი მაშინდელ ქართველ მოღვაწეთაგან ბევრს ახსოვს.
ერთხელ გოლიცინმა დაათვალიერა ეს შენობა, როდესაც იგი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი იყო. იქ მას დაუხვდა ნ. ცხვედაძე.
— რა ჯდება ეს შენობა? ჰკითხა მან ნ. ცხვედაძეს.
— ერთ მილიონამდე, თქვენო ბრწყინვალებავ, მიუგო ნიკომ.
— აი, ქართველები ამბობთ, რომ ღარიბი ხართ, მაშ ამოდენა ფული საიდან გაქვთ?
— აქ, თქვენო ბრწყინვალებავ, ყოველმა ქართველმა თავისი აგური მოიტანა,
— რისთვის გინდათ ამოდენა შენობა, გიმნაზიისათვის ხომ ეს ძალიან დიდია?
— ეს შენდება გინაზიისათვის, მაგრამ შემდეგ აქ იქნება ქართული უნივერსიტეტი.
გოლიცინმა გაიკვირვა, სახეზედ აშკარად გამოესახა უკმაყოფილება და გაშორდა შენობას.
ნიკო ცხვედაძე რომ ქართული გიმნაზიისათვის განკუთვნილ შენობას
ქართული უნივერსიტეტისათვისაც აგებდა, ეს ჩანს ქართული გიმნაზიის გამგე-კომიტეტის
ყოფილი წევრის ალ. ჯაბადარის „მოგონევებიდანაც“, სადაც ნათქვამია „დიდი ამაგი
მიუძღვის ნ. ცხვედაძეს იმ სახლის აგებაში, გასაოცარ ენერგიას იჩენდა საჭირო ფულის
შოვნაში და თვით შენობის აგების საქმეში. რასაკვირველია, მე ვამაყობდი, როდესაც
კომიტეტში ამირჩიეს და ჩავები ამ საქმეში. ცხვედაძესთან მანამდეც კარგად ვიყავი.
როცა ნახა, რომ მე სულითა და გულით თანაუგრძნობდი მის მუშაობას, უფრო დამიახლოვდა.
როდესაც შენობის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა გავიცანი დაწვრილების, ცხვედაძეს ვკითხე:—
ბატონო ნიკო! თქვენ მიერ დაწყებული შენობის დამთავრებას დიდი ფული დასჭირდება,
შენობის პროექტიდან ნათლად ჩანს, რომ ეს შენობა გიმნაზიისათვის ძალიან დიდია. გარდა
ამისა, თქვენი ხარჯთაღრიცხვა მცირეა. ამით სახლს ვერ დაამთავრებთ და, ბოლოს,
შეიძლება დიდი უსიამოვნება მოხდეს. მთელ კომიტეტს უსაყვედურებენ უვიცობას,
წინდაუხედაობას და სხვ. მე როგორც კომიტეტის წევრი, მოვალე ვარ თქვენც გითხრრად და
კომიტეტის კრებაზე და საზოგადო ყრილობაზედაც აღვნიშნო, შევატყვე, რომ სიტყვებმა
დააფიქრა და თითქო კიდეც იწყინა, ეს ლაპარაკი შენობის ეზოში მქონდა. ნიკომ მკლავში
ხელი წამავლო, შენობის მოშორებით გამიყვანა და დაიწყო. „რაც
თქვენ თქვით, ყველა მართალია, ისიც მართალია, რომ გიმნაზიისათვის ეს შენობა დიდია,
მაგრამ რაკი კითხვა ასე დააყენეთ, გევედრებით ჩემი ნათქვამი საიდუმლოდ შეინახოთ და
შემდეგში დამეხმაროთ, რომ ეს დიდი საქმე შევასრულო. არ ვიცი მოვესწრები თუ არა,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შენობაში ქართული უნივერსიტეტი იქნება... მე რომ
ნამდვილი ხარჯთაღრიცხვა წარმედგინა, ამ შენობას თვალითაც არ ნახავდით. როგორც
ვატყობ, თქვენ არ იცით ჩვენი ხალხის ამბავი. მე მწამს, რომ თბილისში ქართული
უნივერსიტეტი გაიხსნება და ამოდენა შენობას სწორედ ამისათვის ვაშენებ“*. ნიკო ცხვედაძე უამბობდა ყველას, ვისაც აინტერესებდა ქართუ.ლი გიმნაზიის შენობის
ბედი, იმ სიძნელეებზე, რომელნიც მას ეღო- ბებოდა მშენებლობის პროცესში. აი რას წერს
ამის შესახებ ტექნიკისა და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ივ.
ყიფშიძე თავის წიგნში „უმაღლესი ტექნიკური განათლების ისტორიისათვის საქართველოში“
(გვ. 27): „მახსოვს 1904 წელს მეც დავათვალიერე მშენებლობა და ნიკომ გადმომცა ამ
შენობის საძირკვლის ჩაყრის ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ეხება 1950 წელს. ძველი
ჩვეულება იყო, რომ სახლის საძირკველში მის კუთხეში ჩაეყარათ ოქროს ფული (ღარიბებს
ვერცხლის ფული), მაგრამ ნიკო ცხვედაძე ვის მისცემდა ნებას, რომ ოქრო კედელში
ჩაეყარა, იგი ოქროს ამისათვის არ გაიმეტებდა, მიღებული ადათი. კი უნდა
შეესრულებინათ. საძირკვლის კურთხევაზე ბლომად ჰყავდათ მოწვეული სტუმრები. ამ
დროისთვის ნ. ცხვედაძეს მოუტანია ქართულლი კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებისა
და ორგანიზაციების დაბეჭდილი წესდებები (ასეთი ორგანიზაციათა რიცხვი. 15—17-მდე
იყო) და შუშის ცარიელი ბოთლები კარგი საცობებით. ყოველ ბოთლში ჩაუდვია რამდენიმე
სხვადასხვა წესდება და ეს, ბოთლები ჩაუტანებია საძირკველში. ბოთლებში ქაღალდი
დიდხანს ინახება. „დაე,-ამბობდა ნ. ცხვედაძე-თუ თბილისს კიდევ უწერია რომელიმე
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა და განადგურება და თუ ამ შენობას მოელის დანგრევა, დაე
მტერმა ნახოს მის საძირკველში ჩაყრილ ბოთლებში შენახული წესდებები და ისტორიას
გადასცეს. თუ რა კულტურა ჰქონდა საქართველოს X X საუკუნის დასაწყისში, რით
სუნთქავდა ქართველი ერი და რას წარმოადგენდა იგი“.
1901 - 1902 სასწავლო წელს ეს სასწავლებელი
შესდგებოდა მოსამზადებელი კლასის ოთხის ძირითადი და სამი (2, 3,4,) პარალელული
განყოფილებისაგან და რვა გიმნაზიური კლასისაგან. ამათში მეხუთე გიმნაზიური კლასი
გაიხსნა სექტემბერში 1896 წ., მეექვსე გიმნაზიური კლასი გაიხსნა 1897 წ., მეშვიდე
გიმნაზიური კლასი 1-ლ სექტემბერს 1898 წ., მერვე—1-ლ სექტემბერს 1899 წყლის,
გიმნაზია მოთავსებულია სელიკოვის სახლში ერმოლოვის (ახლა ჩიტაძის) ქუჩაზე. პროგრამა
ქართული გიმნაზიისა სავსებით ეთანხმება სამინისტრო გიმნაზიების პროგრამას,
განსხვავება მხოლII იმამია, რომ გიმნაზიაში ისწავლება სამშობლოს აღწერა, ქარWტყლი
ენა და ქართულ ენასთან ერთად საქართველოს ისტორიაც. 1901 წლის 1-ელ იანვრისათვის სასწავლებელში ირიცხებოდა 637 მოწაფე, მათ შორის
პანსიონერი იყო 128 და გარედან მოსიარულე 60), მერვე კლასში იყო 5 მოწაფე. თანახმად
სასწავლო ოლქის მზრუნველის განკარგულებისა მათ გამოცდები ჩააბარეს თბილისის
სახაზინო მეორე გიმნაზიაში. ამათგან სიმწიფის მოწმობა მიიღეს და უნივერსიტეტში
შევიდა სამი. ერთმა თავი დაანება სასწავლო წლის ბოლოს და ერთიც გიმნაზიაში
შესასვლელად ემზადება. 1898 წლის პირველი იანვრიდან მემკვიდრე ცესარევიჩს გიორგი ალექსანდრეს ძეს თავის
სტიპენდიატად დაუნიშნავს მოწაფე გიორგი ყიფიანი. ამავე წლიდან ერთი ოც თუმნიანი პანსიონერი გ. ბაგრატიონ-დავითაშვილი მის
უმაღლესობის ნიკოლოზ მიხეილის ძის ხარჯზეა, ერთი ოც თუმნიანი ვ.
ბაგრატიონ-დავითაშვილი მიღებულია გამგე კომიტეტის თავმჯდომარის კ. ი.
ბაგრატიონ-მუხრან-ბატონის სრულ ხარჯზედ და ერთი ოც თუმნიანი პანსიონერის ი.
გვახარიას შესანახი ფასის ანგარიშში ნახევრის ე. ი. ათი თუმნის შემოტანა ნაკისრი
აქვს მასვე. ერთი ოც თუმნიანი პანსიონერის ახმეტ ამიროცის შესანახი ფასი შემოაქვს
ა. ი. ჯამბაკურ-ორბელიანს. ერთ პანსიონერს მ. თუხარელის კენჭი შეხვდა და
განსვენებულის ნ. ზუბალაშვილის სახელზე დაარსებულ სტიპენდიისა. ერთი პენსიონერი -
ჯანაშვილი მიღებულია უკენჭოდ „საზოგადოების“ სრულ ხარჯსე, ამ სასწავლო წელს
გიმნაზიის საეკონომიო ხარჯზედ პანსიონში მიღებული იყვნენ მაჰმადიანებში: ყოჩაღი
ხმალაძე (ახალციხის იზრიდან), მუსტაფა კონცელიძე (ბათუმის ოლქიდან) და ბალაშირინ
აშურაშვილი (ზაქათალის ოლქიდან). საანგარიშო წელს „საზოგადოებას“ შემდეგი სტიპენდიატები ჰყოლია სხვადასხვა
უნივერსიტეტში: ივ. ნიჟარაძე, გ. ნათიშვილი, ტ, "შათირიშვილი, ი. კობიაშვილი, დ.
ყიფიანი, ზ. ფალიაშვილი, ზ. ხიდირბეგიშვილი, ვლ. სალარიძე, დ. ანდრონიკაშვილი, ვლ.
გომართელი, ნ. გომელაური. დროებით შემწეობა აღმოუჩენიათ შემდეგ სტუდენტებსა და სხვა სასწავლებლებში
მოსწავლეთ: რ. ყანჩელს, გ. მასხარაშვილს, გ. ხუნდაძეს, სტ. გოკიელოვს, ივ.
ფავლენიშვილს, მ. ბერძულიშვილს, მ. ნიკურაძეს, ან. დგებუაძეს, ლ. ფავლენიშვილს, ვლ.
სალარიძეს, ვლ. გომართელს, ნ. გომელაურს, ზ. ხიდირბეგიშვილს, თ. ცინცაძეს, ნ.
ყანჩელს, დ. ვარშაკიძეს. — სწავლის ფულიდან (12 მან. წელიწადში) „საზოგადოებას“ 291
გარედან მოსიარულე მოწაფე გაუნთავისუფლებია, ხოლო ტანისამოსი 26 მოსწავლისათვის
შეუკერავს... 1902—1903 სასწავლო წელს გიმნაზიაში ირიცხებოდა 664 მოწაფე, ამათგან 126 პანსიონერი
იყო და 538 გარედან მოსიარულე. მერვე კლასში იყო 5 მოწაფე, რომელთაც გამოცდები
სიმწიფის მოწმობის მისაღებად მე-3 სახაზინო გიმნაზიაში ჩააბარეს, სამმა მიიღო
სიმწიფის მოწმობა; ერთი გიმნაზიის მოწმობით საზღვარგარეთ წავიდა, ორი კი მეორე
წელიწადს დარჩა მერვე კლასში. მას შემდეგ, რაც მერვე კლასი გაიხსნა, სამი წლის
განმავლობაში კურსი დაამთავრა 16 მოწაფემ. ამათგან ამჟამად 13 უმაღლეს
სასწავლებელშია, ორი გიმნაზიის მერვე კლასში და ერთი ოჯახში ამავე წელს „საზოგადოებას“ შემდეგი სტიპენდიატები ჰყავდა უნივერსიტეტში:
ზაქარია ფალიაშვილი, ივ. ნიჟარაძე, გ. ნათიშვილი, გ. შათირიშვილი, ი. კობიაშვილი,
დ. ყიფიანი, ზაქ. ხიდირბეგიშვილი, ვლ. სალარიძე, დიმ. ადრონიკაშვილი, ვლ.
გომართელი, ნ. გომელაური, შალვა მესხიშვილი, გ. ჯავახიშვილი. საშუალო სასწავლებლებში: ბ. ჩხეიძე, ალ. ციმაკურიძე, იროდ. სონღულაშვილი, დ.
ჯავახიშვილი. დროებით შემწეობა აღმოეჩინათ უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლეთ: ტერენტი
წერეთელს, იოს. ავალიშვილს, იოს. ბერიშვილს, ვ. ყოჩიაშვილს, ბარ. დალაქიშვილს, მინ.
ბერძულიშვილს, მიხ. ნიკურაძეს, მიხ. ფავლენიშვილს, გალ. მასხარაშვილს, გ.
ქავთარაძეს, ილია ანდრონიკაშვილს, კონდრატ ასათიანს. დაბალ და საშუალო სასწავლებლებში: ელ. ჯანდიერს, ალ. ჯაფარიძეს, გ.
მეღვინეთუხუცესისშვილს. სწავლის ფულიდან „საზოგადოებას“ 273 გარედან მოსიარულე
მოწაფე გაუნთავისუფლებია, ხოლო ტანისამოსი 67 მოსწავლისათვის შეუკერავს...
დაბრუნდა.
1902 წლის 5 სექტემბერს ამ სტრიქონების დამწერმა სამსახური დავიწყე
თბილისის ქართულ გიმნაზიაში. ამ დროს „საზოგადოების“ გამგე კომიტეტის წევრები
იყვნენ: თავმჯდომარე – კ. ი. ბაგრატიონ-მუხრან-ბატონი, მისი ამხანაგი–მ. ვ.
ჯამბაკურ-ორბელიანისა და წევრები ნ. ზ. ცხვედაძე, ი. დ. უთნელიშვილი, გ. დ.
გაბაშვილი. გიმნაზიის გამგედ (დირექტორად) იყო ე. ს. თაყაიშვილი. ხოლო გიმნაზიის
მასწავლებლებად: ნ. გ. გოგიტიძე–მათემატიკის მასწავლებელი, ივ. გ, რატიშვილი—
რუსული ენისა და გეოგრაფიისა, დ. გ. კარიჭაშვილი — ქართული და ფრანგული ენების, ა.
ე. ქუთათელაძე — ქართული ენისა და სამშობლოს აღწერისა, ი. პ. მგალობლიშვილი
ლათინური და ბერძნული ენების, ლ. გალაჯევი–ისტორიისა და ლათინური ენისა, ვლ.
ლორთქიფანიძე—ისტორიისა, თ. ი.ავილოვი – რუსული და გერმანული ენებისა, ვ. მ.
კოლენკო –მათემატიკისა, აბ. ი. ხეცურიანი–ფიზიკისა, ა. ბარნოვი – რუსული ენისა,
კ.ს. ზაბეტკინი — რუსული ენისა, დ. ათაბეგოვი — არითმეტიკისა, გ.აგლაძე —რუსული
ენისა, პ. კორხანიდი — რუსული ენისა, ალ. ციმაკურიძე — ქართული ენისა. ალ. ნათაძე —
ქართული ენისა, ვ. ურუშაძე — არითმეტიკისა, ი. მონადირიშვილი — სუფთა წერისა, ყოს,
ურევლიშვილი — ხატვისა, ზ. ჩხიკვაძე — გალობისა, ან. ყარაშვილი— მუსიკისა, ა.
პალივკა — მუსიკისა, ივ. ვილაუ — მუსიკისა, აღმზრდელები პანსიონში: ალ. ნ.
მიქაბერიძე, კ. ზ. მაყაშვილი, ც, სიტარაძე, ნ. ლ. თარხნიშვილი, კ. ი. ჯაფარიძე და
სხვ. კლასის დანრიგებლის თანაშემწენი: დ. დევდარიანი, ი. კობახიძე, ალ. გაჩეჩილაძე,
სამნეო ნაწილის პანსიონში — ელ. ჯაბადარი; ექიმი — დ. გედევანიშვილი; ტანვარჯიშის
მასწავლებელი — გ. . ჩხეიძე, ცეკვის მასწავლებელი — მ. ზირკოვსკი, საქმის
მწარმოებელი — დ. ეპიტაშვილი. ამავე წლის შემოდგომის ერთს დღეს გიმნაზიის გამგემ, ექ. თაყაიშვილმა სამასწავლებლო
ოთახში გამოაცხადა: ილია ჭავჭავაძემ განაახლა თავისი „ჟურ-ფიქსე“ ხუთშაბათობით
(კვირაში ერთ-ერთი დანიშნული დღე, როცა მსურველებს შეეძლოთ მისვლა და საზოგადო
საქმეების შესახებ გამართულ ბაასში მონაწილეობის მიღება) და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ
წახვიდეთო. მე, რაკი ილია ჯერ ნახული არ მყავდა, მაშინვე მივმართე ი. რატიშვილს და კ.
მაყაშვილს: დიდად მინდა ილიას ნახვა და თუ წახვალთ, მეც წამოგყვებით-მეთქი, და
უახლოეს ხუთშაბათს მათთსნ ერთად კიდევაც წავედი ილიასთან. მასპინძელმა მეტად
გულრჩილად საუცხოო ღიმილითა და გაბრწყინებული თვალებით მიგვიღო და მოგვესალმა. ი.
რატიშვილმა ილიას გააცნო ჩემი თავი — ჩვენი ახალი მასწავლებელიაო.
ფოტო: ექვთიმე თაყაიშვილი
— აბა,
აბა, მოგვმართა შემდეგ ილიამ,-რას მეტყვით ჩვენი გიმნაზიის შესახებ? წელს რამდენმა
მოწაფემ გაათავა გიმნაზია?
— იკითხა აგრეთვე ვაკეში ახალი სახლის მშენებლობის მსვლელობაზე და ბოლოს დასძინა —
ყმაწვილებო, იცოდეთ, მაგ გიმნაზიას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ამ
გიმნაზიაში ახალგაზრდები უნდა აღიზარდონ იმ მიმართულებით, რომელიც შეეფერება ჩვენი
ერის მოთხოვნილებას. ამ სასწავლებელმა უნდა აგვიზარდოს მხნე, შრომისა და მამულის
მოყვარე ყმაწვილები...
ილიას „ქურ-ფიქსზე“ მეორეთაც ვიყავი, და მაშინ იგი ბევრ ჩვენს საზოგადოებრივ
საკითხს შეეხო, მოიხსენია ჩვენი მტერ-მოყვარენი და მისთვის დამახასიათებელი
სიდარბაისლითა და იუმორით გააშუქა საქმის ვითარება... 1903 წელს პირველი მაისობა ქართულმა გიმნაზიამ ოქროყანაში იდღესასწაულა, ამ დღეს
მთელი გიმნაზია– მოწაფეებიცა და მასწავლებლებიც დილიდანვე ავედით ოქროყანაში და
საღამომდე დავრჩით. სადილი გაიშალა საუცხოო ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში
ისმოდა მოწაფეების მშვენიერი სიმღერა, ცეკვა; გაიმართა ჭიდაობა და, ბოლოს, ბურთის
თამაში... 1903 წლის ზაფხულში ოდესიდან თბილისს ექსკურსიაზე ჩამოვიდა ცნობილი პროფესორი,
ქიმიკოსი ვ. მ. პეტრიაშვილი სტუდენტებთან ერთად. ბინა და ხარჯი ვ. პეტრიაშვილს და
სტუდენტებს გიმნაზიაში ჰქონდათ. აქედან ვ. პეტრიაშვილი მიპატიჟებული იყო თავის
ყოფილ მსმენელ ჯ. მ. ამირეჯიბთან, საუცხოოდ მოწყობილ მამულში, ახლანდელ გორის
რაიონში სოფელ ავლევში. * შემდეგ უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის და საქ. სასოფლო-სამეუნეო
ინსტიტუტის პროფესორი 1901-1902 სასწავლო წელს ქართულ გიმნაზიაში მოვიდა კავკასიის მთავარმართებელი
გოლიცინი. მის მოსვლას შემდეგი გარენოება უძღოდა წინ: „საზოგადოების“ წევრი ვ. დ.
გაბაშვილი, მსხვილი მემამულე და გენერალი, გოლიცინის დიდი მეგობარი იყო. ერთ დღეს,
როცა გოლიცინი და გაბაშვილი ნადირობიდან ბრუნდებოდნენ, ქართულ გიმნაზიას ჩამოუარეს
ახლოს და მაშინ, თურმე, გოლიცინმა უთხრა გაბაშვილს: — აი, თქვენი რევოლუციურად
განწყობილი გიმნაზიაო. გაბაშვილმა უპასუხა: კარგი იქნებოდა, ჯერ გენახათ, გაგეცნოთ
გიმნაზია და შემდეგ დაგედოთ თქვენი მსჯავრი, მართალს ამბობ, — უთხრა გოლიცინმა,
უნდა ვნახო უთუოდ, — მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ გოლიცინი ეწვია ჩვენს
გიმნაზიას. კლასებში გაკვეთილების მოსმენის შემდეგ იგი მიიპატიჟეს დარბაზში, სადაც
ზ. ჩხიკვაძის მიერ გაწვრთნილმა მომღერალთა გუნდმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
გოლიცინს ძალიან მოეწონა სიმღერები, და როცა გუნდმა „ამოდუღდი მარგალიტო, ნაგუბარში
ჩადექ წყალო“ იმღერა, გოლიცინი ეშხზედ მოვიდა და ცეკვა დაიწყო... 1902—1903 სასწავლო წელს მასწავლებელ ალ. მრევლიშვილის თაოსნობით გიმნაზიაში
მსურველთათვის მოეწყო სამხატვრო კლასი, რომელიც ღია იყო კვირაში ორჯერ, 5-7
საათამდე. ხატვაში დიდი ნიჭი გამოიჩინეს ძმებმა პავლე და პეტრე დადვაძეებმა.
1903—1904 სასწავლო წელს გიმნაზიაში მოწაფეთათვის გაიხსნა
სამკითხველო დარბაზი, სადაც ბლომად იყო შესაფერისი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები.
დარბაზი მთელი დღე ღია იყო და მას თვითონ მოწაფეები განაგებდნენ—ისინი იყვნენ
წიგნების გამცემნი და მიმღებნი. მას შემდეგ, რაც მერვე კლასი გაიხსნა, ოთხი წლის განმავლობაში კურსი დაამთავრა და
სახაზინო გიმნაზიებში სიმწიფის მოწმობა მიიღო მხოლოდ 28 მოწაფემ. სასწავლო ოლქის მზრუნველის განკარგულებით ქართული გიმნაზიის მერვე კლასის მოწაფეები
თბილისის სახელმწიფო გიმნაზიებში აბარებდნენ გამოცდებს სიმწიფის მოწმობის
მისაღებად. ჩვენი გიმნაზიის მერვე კლასის მოწაფეების დოკუმენტები ეგზავნებოდა ოლქის
მზრუნველს, რომელიც შემდეგ ამ მოწაფეებს თვითონ ანაწილებდა სახაზინო გიმნაზიებში
გამოცდების ჩასაბარებლად. ამ გიმნაზიებში კი ჩვენს მოწაფეებს დიდ დაბრკოლებებს
უქმნიდნენ. სახელმწიფო გიმნაზიების ადმინისტრაცია და მასწავლებლები მეტად
ფორმალურად, პირდაპირ უსულგულოდ ექცეოდნენ ქართული გიმნაზიის მოწაფეებს, უმთავრეს
ყურადღებას საგნის ცოდნასა და აზრის სწორად გადმოცემას კი არ აქცევდნენ, არამედ
გამოთქმას, აქცენტს. ასეთი მიდგომა იყო მიზეზი, რომ ჩვენი გიმნაზიის მერვე კლასის
მოწაფეთა მხოლოდ 30–35 % იღებდა სიმწიფის მოწმობას... 1900 წელს, რაც ჩვენი
გიმნაზიის მერვე კლასის მოწაფეები სიმწიფის მოწმობის მისაღებად პირველად აბარებდნენ
გამოცდებს სახაზინო გიმნაზიებში, გამოცდებს ოლქის მზრუნველი იანოვსკიც დაესწრო: ამ
წელს ჩვენი გიმნაზიის 8 მოწაფიდან სიმწიფის მოწმობა: მიიღო მხოლოდ სამმა, ხოლო
1937-1904 სასწავლო წელს 14 მოწაფიდან მხოლოდ ერთმა (დ. პარკაძემ). გამგე კომიტეტი და გიმნაზიის გამგე ე. თაყაიშვილი ამ მდგომარეობის გამოსწორების
მიზნით სახელმწიფო გიმნაზიებიდან იწვევდნენ რუსული ენის მასწავლებლებს, რათა ისინი
უფრო ლმომოქცეოდნენ ქართული გიმნაზიის მოწაფეებს გამოცდების დროს, მაგრამ ამ
ხერხითაც არა გამოდიოდა რა. მოწვეული მასწავლებლები უსულგულო მოხელეები იყვნენ,
ისინი ფორმალურად ეკიდებოდნენ თავის მოვალეობას, არავითარ ენერგიას არ ხარჯავსის,
რომ თავისი საგანი ჯეროვნად შეეთვისებინათ მოწაფეებისთვის, მაგალითად, ა. ბარსოვი
მერვე კლასში რუსულ ენას ასწავლიდა. ო. ყოველ გაკვეთილს ასე იწყებდა: в воде лежит
мочала, начем сначала და სულ ერთი და იმავეს ღეჭავდა. 1904—1905 სასწავლო წელს გიმნაზიის მოწაფეებმა გამოსცეს კრებული „ღელვა“, რომლის
რედაქტორები იყვნენ: გ. ავალიანი, მ. ზანდუკელი და პ. დადვაძე. 1904 წლის 1 სექტემბრიდან ე. თაყაიშვილმა, თავგაბეზრებულმა გიმნაზიის სასწავლო
საქმეებში გამგე კომიტეტის უხეში ჩარევით, სამსახურს თავი დაანება; მის მაგივრად
გიმნაზიის გამგედ კომიტეტმა აირჩია ამავე გიმნაზიის მასწავლებელი ი. გ. რატიშვილი.
მაგრამ სასწავლო ოლქის მზრუნველმა ი. რატიშვილი არ დაამტკიცა• ამის შემდეგ
კომიტეტმა ქართული გიმნაზიის გამგედ აირჩია ამავე სასწავლო წელს ე. თაყაიშვილის
მიერ კიევიდან რუსული ენის მასწავლებლად მოწვეული შ. ა. ჩიტაძე. 1904— 1905 სასწავლო წელს გიმნაზიაში ირიცხებოდა 693 მოწაფე, რომელთაგან პანსიონერი
იყო — 124, ხოლო გარედან მოსიარულე — 62. მერვე კლასში იყო 16 მოწაფე, მაგრამ არც
ერთმა მათგანმა სახაზინო გიმნაზიებში სიმწიფის მოწმობის მისაღებად გამოცდების
ჩაბარება არ მოისურვა; ხუთი თუ ექვსი მოწაფე საზღვარ გარეთ წავიდა, სხვები კი მეორე
წელიწადს დარჩა მერვე კლასში. ამ წელს სწავლის ფულისაგან 261 მოწაფე განთავისუფლდა,
ხოლო ტანისამოსი 87 მოწაფეს შეუკერეს. თანახნმად ზემოთ მოტანილი წესდებისა, „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის
თავად-აზნაურთა საზოგადოების“ მიერ არჩეული გამგე კომიტეტი გიმნაზიის მთელ საქმეებს
განაგებდა. კომიტეტს უფლება ჰქონდა განეგო არა მარტო გიმნაზიის სამეურნეო, არამედ
სასწავლო ნაწილიც. კომიტეტს სრული უფლება ჰქონდა მოეწვია და დაეთხოვა ესა თუ ის
მასწავლებელი ან სხვა მოსამსახურე პირი, არ დათანხმებოდა და გაეუქმებინა
პედაგოგიური საბჭოს ყოველი, უმნიშვნელო გადაწყვეტილებაც კი. კომიტეტს სრული უფლება
ჰქონდა ჩარეულიყო გიმნაზიის შინაურ საქმეებში და ამრიგად, პედაგოგიური საბჭოს
მნიშვნელობა ფაქტიურად გაექარწყლებინა.
ფოტო: თბილისის ქართული გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს წევრები 1903
გიმნაზიის გამგეს კომიტეტის კრებაზე მხოლოდ სათათბირო ხმის
უფლება ჰქონდა. მასწავლებელთა უფლებების განსაზღვრა მხოლოდ გაკვეთილების მიცემით და
პედაგოგიური საბჭოს თითქმის სათათბირორი ორგანოდ დასახვა საქმის წესიერად
წარმართვას მეტად უშლიდა ხელს.#*#ა სელს. ამრიგად, კომიტეტსა და პედაგოგიურ საბჭოს
შორის, •/ ტანასკნელის უუფლებობის გამო, არათუ საჭირო სოლიდარობა A ,რსებობდა,
არამედ განხეთქილებაც კი გაჩნდა. გამგე კომიტეტი ჰყისა და უნდობლობის თვალით
შეჰყურებდა მასწავლებელთა
ამავე ხანებში აღმზრდელ ნ. თარხნიშვილის ხელმძღვანელობით გიმნაზიაში იმართებოდა
ქართული და რუსული წარმოდგენები. იდგმებოდა აკაკი წერეთლის „ადვოკატის დილა“, ა.
გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ და ვ. გოგოლის „ქორწინება“.
1903 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე კ. ი.
მუხრან-ბატონი, რომლის დასაფლავებას მცხეთაში მთელი გიმნაზია დაესწრო.
1903—1904 სასწავლო წელს გიმნაზიაში ირიცხებოდა 684 მოწაფე, რომელთაგან 122
პანსიონერი იყო, 522 კი-გარედან მოსიარულე; სწავლის ფულისგან განთავისუფლებული იყო
273 მოწაფე;
ტანისამოსი შეუკერეს 84 მოწაფეს.
whორაციას, პედაგოგიური საბჭოს ყოველ გადაწყვეტილებას; | IV •ელებლებიც, თავის
მხრივ, ასეთსავე უნდობლობას უცხადებ
გამგე-კომიტეტსა , რაც, რასაკვირველია, საერთო საქმეს აფერ
გამგე კომიტეტსა და პედაგოგიურ საბჭოს შორის დამოკიდებულების გამწვავებას კიდევ
უფრო შეუწყო ხელი შემდეგმა გარემოებამ: პანსიონის ეკონომად ამ ხანებში იყო ელენე
გიორგის ასული ჯაბადარი — განათლებული და პატიოსანი პიროვნება, რომელიც, სხვათა
შორის, სწავლაში ჩამორჩენილ პანსიონერებს უსასყიდლოდ რეპეტიტორობდა. ე. ჯაბადარმა
ავადმყოფობის გამო სამსახურს თავი დაანება. მის მაგივრად კომიტეტმა შეთავსებით
ეკონომად დანიშნა, ვაკეში ახალი სახლის მშენებლობის მეთვალყურე დ. დუმბაძე,
მოუსვენარი, ინტრიგების მოყვარული კაცი, რომელიც ყველგან, სამასასწავლებლო ოთახშიაც
კი დადიოდა და მასწავლებლების შესახებ ათასნაირ ჭორებს ავრცელებდა, რისთვისაც
1905—1906 სასწავლო წელს შ. ჩიტაძე იძულებული იყო დუმბაძე სამასწავლებო ოთახიდან
გაეგდო და აეკრძალა იქ შემოსვლა.
1965–1966 სასწავლო წელს გამგე კომიტეტის შემადგენლობა ასეთი იყო, თავმჯდომარე – მ.
ვ. ჯამბაკურ-ორბელიანისა, თავმჯდომარრის ამხანაგი – ი. დ. უთნელიშვილი, წევრები –
ნ. ზ. ცხვედაძე, გ. დ. გაბაშვილი, ვ. გ. მაჩაბელი, ექ. გ. მაღალაშვილი და ექ. სპ.
ვირსალაძე.
![]() |
5 IV. თბილისის ქართული გიმნაზიის რეორგანიზაციის საკითხი |
▲ზევით დაბრუნება |
IV. თბილისის ქართული გიმნაზიის რეორგანიზაციის საკითხი
1905–1906 სასწავლო წელს ქართული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ შ. ჩიტაძის
თაოსნობით შეადგინა გიმნაზიის რეორგანიზაციის პროექტი.
პროექტის შედგენაში თითქმის მთელი თავისი შემადგენლობით მონაწილეობდა გიმნაზიის
პედსაბჭო, რომელმაც ამ მუშაობას ერთ თვეზე მეტი დრო მოანდომა. პედსაბჭო კომისიებად
იყო დაყოფილი...
-