იავნანამ რა ჰქმნა?



გოგებაშვილი იაკობ

იავნანამ რა ჰქმნა

   
 

თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.

თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია.

1 სოფელი ვაშლოვანი

▲back to top

2 ლეკები კახეთში

▲back to top

3 ქეთოს მოტაცება

▲back to top

4 მდევარი

▲back to top

5 ქეთოს ნაიბი ყიდულობს

▲back to top

6 ქეთო ლეკ ქალად იქცა

▲back to top

7 ამაო ცდა ქეთოს მამისა

▲back to top

8 ქეთოს მამა იტაცებს

▲back to top

9 ქეთო საშინლად იტანჯება

▲back to top

10 იავნანამ რა ჰქმნა?

▲back to top

11 ქეთო და მისი დედობილ-მამობილი

▲back to top

12 ქეთოს ბედნიერება

▲back to top