![]() |
იავნანამ რა ჰქმნა? |
თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ
წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია
ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ
ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა
ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა,
ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა
ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად:
აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად
უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან,
რომელიც იწყება ამ მთებს იქით. |
![]() |
1 სოფელი ვაშლოვანი |
▲ზევით დაბრუნება |
დიახ, ძველს დროში
სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი
ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო
აღმოსავლეთის მხრივ ის თითქმის ეხებოდა ხშირსა და აყრილს ტყეს,
რომლითაც შეფენილი იყო მთა. ამ ხშირის ტყის წყალობით შიგ შუა გულს
სოფელში მიწითგან შადრევანივით ამოჩუხჩუხებდა ვეებერთელა ანკარა წყარო,
რომლის ყინულივით ცივი წყალი იყო საკვირველი სასმელი მთელი სოფლისა.
შენობანი სოფლისა სულ ქვიტკირისანი იყვნენ და ჰმოწმობდნენ, რომ სოფელი
შეძლებული იყო. მართლაც, მაშინ ვაშლოვანმა და მთელმა კახეთმა არ იცოდა,
რა იყო ვაჭრის ვალი, რომელშიაც ეხლა კახეთი ჩაფლულია.
ვაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლო, იდგა მშვენიერი
ორსართულიანი სასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებითა. ეს სასახლე
ეკუთვნოდა თავად ლუარსაბ ქართველაძესა, რომელიც განთქმული იყო მთელს
კახეთში თავისი სიმდიდრით და პურადიბით. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან
მოყვანილი ქალი მაგდანი. აგებულებით სუსტი მაგდანი იყო სწორედ ოქროს
გულის პატრონი. მათს სახლში ყოველდღე იმდენი საჭმელი კეთდებოდა, რომ
ორ-სამ სახლობას ეყოფოდა, მაგრამ ხშირად დააკლდებოდათ ხოლმე საჭმელი და
გაუმაძღარნი რჩებოდნენ. ამის მიზეზი იყო მეტად კაცთმოყვარე გული
მაგდანისა. ის უხვად უგზავნიდა თავისი სახლიდან სანოვაგეს ყოველს
ავადმყოფსა, ღარიბსა და გაჭირვებულსა. ამასთან მაგდანას ჰქონდა საოცარი
ხმა და განთქმული იყო მთელს იმ მხარეში თავისი მშვენიერის სიმღერით.
მისი ხმა და სიმღერა ისე ღრმად მიდიოდა კაცის გულში, ისეთი სიამოვნების
ჟრუანტელს დაასხამდა, რომ ვინც კი მას მოისმენდა, თავის სიცოცხლეში
აღარ დაავიწყდებოდა. ზურაბმაც მშვენივრად იცოდა თარზე დაკვრა. როცა
ქმარი უკრავდა თარზე და ცოლი დამღეროდა, ყური ამაზე უკეთესს ვერას
გაიგონებდა.
ზურაბი და მაგდანი სულ ხუთი-ექვსი წლის ჯვარდაწერილნი იყვნენ. შვილად
ჰყავდათ ერთადერთი ქალი – ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად
საყვარელი ბავშვი იყო ქეთო: ლამაზი, თეთრი ბამბის ქულასავით, ცქრიალა,
მხიარული და უღალავი მოტიკტიკე. ამასთან ქეთოს საშინლად უყვარდა თავისი
დედის სიმღერა, ხშირად ამღერებდა და სულგანაბული ყურს უგდებდა მთელი საათობით. კაცს სწორედ ჩასაყლაპავად მოუნდებოდა ეს ბავშვი. დედ-მამას
მასზე ამოდიოდა მზე და გაგიჟებით უყვარდა. |
![]() |
2 ლეკები კახეთში |
▲ზევით დაბრუნება |
ვაშლოვანში და საზოგადოდ კახეთში მაშინდელს დროში ხშირად დაიარებოდნენ ლეკები. ძველის დროიდან დაღესტანსა და საქართველოს შორის ტკბილი განწყობილება არსებობდა, დიდი მეგობრობა სუფევდა. ყოველს საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა; ყოველს საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა. არავის არ ახსოვდა, რომ ლეკები როდესმე საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხნათ ქართველებისათვის. ლეკები მტრად გაუხდნენ ქართველებს შემდგომში, როდესაც მაჰმადიანობა მიიღეს და საქართველომ მართლმადიდებელის რუსეთისაკენ გაიწია. ძველს დროში კი დიდის პატივისცემისა და გულითადის მეგობრობის მეტი ქართველებს ლეკებისაგან არა მოაგონდებოდათ რა. ამ მეგობრული მეზობლობის გამო ლეკები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ კახეთში, უმეტეს ნაწილად სავაჭროდ. გასაყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღეულობა, რომლის კეთებაში განთქმულნი იყვნენ. . |
![]() |
3 ქეთოს მოტაცება |
▲ზევით დაბრუნება |
სოფელს ვაშლოვანში
დაიარებოდა კაი ხნიდან სავაჭროდ ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ესენი ისე
წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათ აგდებულნი.
ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაბედვას არავინ არ მოელოდა; მაგრამ მალე
მათ გაამართლეს ქართული ანდაზა: თავჩაღუნული – კუდაბზეკილიო…
|
![]() |
4 მდევარი |
▲ზევით დაბრუნება |
ქეთოს დედ-მამას ფიქრი
არაფრისა ჰქონდათ. ეგონათ, მეზობლებში იქნებიან ჩვენი ქალი და გამდელი
და თავის დროზე მოვლენო. როდესაც დაღამდა და გამდელი ბავშვით არსად
იყო, შეფიქრიანდნენ და მეზობლებში გაგზავნეს მოსაკითხავად, მაგრამ აბა
რას იპოვნიდნენ, ყველგან უთხრეს, რომ დღეს არც კი გვინახავს ისინიო.
მაშინ შეშინებულმა დედ-მამამ ჩირაღდნებით დაუწყეს ძებნა სოფლის
გარშემო. დიდხანს ეძებეს და ბოლოს თავს წაადგნენ ტყეში გამდელს,
რომელიც მკვდარივით ეგდო ხის ძირას. ღამის სიგრილემ და ხმაურობამ გონში
ჩააგდო გამდელი და გამოაცოცხლა. ჯერ ხეირიანად არ გამორკვეულიყო, რომ
შეშფოთებულმა და გაფითრებულმა მაგდანმა მიაძახა: – ქეთო სადღა არის? –
გამდელმა სუსტი ხმით და შესვენებით უამბო, როგორ მოიტაცეს ლეკებმა
ქეთო. ამის გაგონება და მაგდანის გულის წასვლა ერთი იყო. ზურაბსაც
საშინელი თავზარი დაეცა, მაგრამ ვაჟკაცურად თავი შეიმაგრა, მწუხარებას
სძლია და დაიძახა: – არიქა, მდევარიო! |
![]() |
5 ქეთოს ნაიბი ყიდულობს |
▲ზევით დაბრუნება |
ლეკებმა პირველად ქეთო
გაატარეს ერთს დიდ დაღესტნის სოფელზე, რომელიც იყო აქეთ ნაპირას,
კახეთის საზღვარს ახლო. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარი ნაიბი,
რომელსაც ემორჩილებოდა მთელი დასავლეთის მხარე დაღესტანისა. მას ჰყავდა
ცოლად ლეკისავე ქალი, შემკული ერთსა და იმავე დროს ვაჟკაცურის
გამბედაობითა და მეტად ნაზი გულით. ესენი იყვნენ დიდი ხნის
ნაქორწილავნი, მაგრამ შვილი კი არ ჰყავდათ და, გადაწყვეტილი ჰქონდათ,
ვისიმე ბავშვი ეშვილათ. |
![]() |
6 ქეთო ლეკ ქალად იქცა |
▲ზევით დაბრუნება |
ბავშვი აწმდგომით
ცხოვრობს. ის შეუწყვეტლივ, ყოველდღე იზრდება, სულითა და ხორცით წინ
მიდის, მატულობს, გრძნობს ამ თავის ზრდასა, წინსვალას და ბედნიერია ამ
გრძნობით. ის სრული სიხარულით შეჰხარის ცასა და დედამიწასა, ბუნებასა
და ადამიანსა. რადგან ბედნიერია აწმდგომით, ბავშვი არ ფიქრობს არც
წარსულზე და არც მომავალზე. ამის გამო წარსულის ნაშთი, ხსოვნა,
მოგონება მის გულსა და გონებაში მალე სუსტდება, მკრთალდება და თითქოს
სრულიად იშლება. აწმდგომი კი სრული ძალით მოქმედებს მასზე და იჭერს
წარსულის ადგილს მთლად განუყოფლად. |
![]() |
7 ამაო ცდა ქეთოს მამისა |
▲ზევით დაბრუნება |
რას ფიქრობდა და რას
სჩადიოდა იმ დროს ქეთოს დედ-მამა? |
![]() |
8 ქეთოს მამა იტაცებს |
▲ზევით დაბრუნება |
დადგა სწორედ მეათე
გაზაფხული მას უკან, რაც ქეთო მოიტაცეს ლეკებმა. ტყე ხშირად იყო
შეფოთლილი და აადვილებდა შეუმჩნევლად მოსვლას ნაიბის სოფლამდე. ზურაბმა
იხმო ერთი იქაური ლეკი, დიდი ხნის ნაცნობი და პურმარილით დავალებული,
გაიმძღვარა წინ და თან წაიყვანა მხოლოდ ათი შეიარაღებული ვაჟკაცი.
მთელი მანძილი ისე ფრთხილად გაიარეს, რომ ერთი ლეკი არ დახვედრიათ
გზაზე. მეორე დღეს საღამო ჟამზე მივიდნენ ნაიბის სოფლის პირად და ტყეში
მოხერხებულ ადგილას დაბინავდნენ. ლეკი ჩუმად წავიდა იმ ღამეს თავის
სახლში, ყველაფერი გაიგო და დილა სისხამზე მეტად საამო ამბავი მოუტანა:
ქეთო თურმე ყოველ დილით ტყისპირად აივლიდა ხოლმე ერთის თავისი მეგობარი
ქალის სანახავად. ეს ქალი იყო შვილი წინანდელი მოხუცებული ნაიბისა,
რომელიც ამას წინათ გარდაცვლილიყო. ყმაწვილი ქალი ძლიერ მწუხარე იყო
მამაზე და ამიტომ ქეთო ყოველდღე დადიოდა იმის სანუგეშებლად. |
![]() |
9 ქეთო საშინლად იტანჯება |
▲ზევით დაბრუნება |
რომ პირველ ხანებში
ქეთო ვერც იცნობდა თავის მამასა და მწუხარე იქნებოდა, ამის ფიქრი
ჰქონდა ზურაბსა. ხოლო ამასთან დარწმუნებული იყო, რომ ქეთო მალე
მოვიდოდა გონსა, იცნობდა ჯერ თავის მამასა, მერე დედასა. თავის
ბავშვობა მოაგონდებოდა და მოიმხიარულებდა, მაგრამ საშინლად მოსტყუვდა.
ქეთოს მწუხარებას მთელის მოგზაურობის დროს საზღვარი არა ჰქონდა. მას
განუწყვეტლივ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები თვალებიდან და ისე ოხრავდა,
თითქოს ლამობს, გულ-ღვიძლი თან ამოატანოსო. მამა საშინლად იტანჯებოდა
თავისი ქალის ამისთანა მდგომარეობით; სცდილობდა, როგორმე გაექარვებინა
მისი ნაღველი, მაგრამ ტყუილად. ყოველი მისი ალერსი ქეთოს მწუხარებას
უფრო უმატებდა. ის უყურებდა ზურაბს, როგორც თავის მოსისხლე მტერს,
რომელმაც მოაშორა საყვარელს დედ-მამას, სანატრელს სამშობლოს და სადღაც
მიჰყავს ტყვედ. ამიტომ ყოველი მისი ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა
ლახვარივით ესობოდა გულში. ზურაბს ისღა ანუგეშებდა, რომ ეგება შინ
მისვლამ მოიყვანოს ქეთო გონსა, იცნოს დედა, თავის კარმიდამო, სოფელი და
ჩვენსკენ მოიბრუნოს გულიო. |
![]() |
10 იავნანამ რა ჰქმნა? |
▲ზევით დაბრუნება |
ამასობაში გავიდა
აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. პირველსავე რიცხვში ზაფხულურად
მოიღრუბლა და გაჩნდა ჭექა-ქუხილი. საღამომდე იდინა ხშირმა და
გამაცოცხლებელმა წვიმამ. საღამოზე კი ისე მოიწმინდა ცა, რომ ერთი
ნაფლეთი ღრუბელიც არსად იყო, კამარა მთლად ბრწყინვალე ვარსკვლავებით
მოიჭედა. დატრიალდა მეტად შეზავებული ჰაერი. უთუოდ ეს იყო მიზეზი, რომ
ქეთოს იმ ღამეს მშვიდობიანად ეძინა. მეორე დღეს ადგა ცოტა
მოღონიერებული.
პატარა ხანს უკან ზურაბმაც შემოაღო
კარები, ქეთო განთავისუფლდა დედის ხვევნიდან, მიეგება შემოშულს,
დაიძახა: „მამა!“ და მოეხვია. |
![]() |
11 ქეთო და მისი დედობილ-მამობილი |
▲ზევით დაბრუნება |
ერთხელ, როდესაც ქეთომ
გული იჯერა ახალი ცხოვრებით, ჰკითხა თავის დედასა: – დედილო, გენაცვა,
არ შეიძლება, რომ დაღსტანში მოკითვა ვისიმე პირით შევთვალო? |
![]() |
12 ქეთოს ბედნიერება |
▲ზევით დაბრუნება |
მაგრამ განა მარტო რთველობის დროს იყო ქეთო შვებით და ლხენით? არა, სხვა
დროსაც.
ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის
ბედნიერებისათვის მოსიყვარულე გულიაო. ძლიერი, წმინდა სიყვარული,
მოყვასისადმი თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცაო.
სიმდიდრეც შეიძლება ადვილად დაჰკარგოს ადამიანმა, სიმდიდრესა და
სილამაზესაც მოაკლდეს, ნათესავებიც შეიძლება უდროოდ დაიმარხოს, მაგრამ
მოსიყვარულე გული კი ათბობს და ანათებს მის სიცოცხლეს თვით სამარის
კარამდისაო.
ქეთოს დედისაგან დაჰყვა მეტად მოსიყვარულე გული და ამ გულს ძლიერ
მოუხდა იშვიათი მისი თავგადასავალი. ამ თავგადასავალმა ძლიერნი
მოძრაობანი გამოაცდევინა ქეთოს გულსა და ავარჯიშა იგი. ღრმა გრძნობანი
გულისა ჯერ დედ-მამის სიყვარულზე აღიზარდნენ, მერე ძლიერ ჯავრზე,
რომელიც გამოაცდევინა მას მოტაცებამ ლეკების მიერ, შემდეგ
დედობილ-მამობილის სიყვარულზე, მასუკან ფრიად ღრმასა და ხანგრძლივს
ნაღველზე, რომელიც მოჰყვა მამისაგან მოტაცებასა, მას შემდეგ სიყვარული
ღვიძლის დედ-მამისა და დედობილ-მამობილისა ერთად შეერთდა ქეთოს გულში,
ბოლოს ამას დაემატა ღირსეული ქმრისა და შვილების სიყვარული და ამ სახით
ქეთოს გული გახდადაუშრობელი წყარო კაცთმოყვარეობისა, გაუქრობელი
ლამპარი სიყვარულისა მოყვასისადმი. ქეთოს, გამომცდელს ცხოვრებაში დიდი
ნაღველისაცა და სიხარულისაც, ყოველთვის და ყოველგან ჰქონდა ტკბილი
ალერსი ყველა ბავშვისათვის, ცრემლი უბედურთათვის, ნუგეში
დაჩაგრულთათვის, შემწეობა გაჭირვებულთათვის, მოწყალება გლახაკთათვის.
მას თავისიანად მიაჩნდა ქართველებიცა და ლეკებიც, საქართველოც და
დაღესტანიც. და რადგან სიყვარული შობს სიყვარულსა, ამიტომ ქართველები
და ლეკები თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა, ვინ უფრო მეტს
პატივისცემას, მეტს ხათრსა და მეტს სიყვარულს უჩვენებდა ქეთოს. ქეთო,
თავისი მოსიყვარულე გულით, გარშემო ჰფენდა ლხენასა და შვებასა, როგორც
ვარდის აყვავებული ბუჩქი ჰფენს თავის გარშემო საამურს სურნელებასა და
როგორც ამ ბუჩქს ყველა შეჰხარის, ყველას უყვარს, ისე ყველა შეჰხაროდა
და ყველას უყვარდა ქეთო, რომელიც ერთსა და იმავე დროს სტკბებოდა თავისი
სიყვარულით მოყვასისადმი და მოყვასთა სიყვარულით თავისადმი. უკეთესიღა
ბედნიერება განა იქნება ამ ქვეყანაზე?
ღმერთმა თქვენს გულშიაც აღზარდოს, ჩემო ყმაწვილნო მკითხველნო, მოყვასთა
ჩაუქრობელი სიყვარული, გაგაძღოთ მათი სიყავრულით თქვენდამი და
ქეთოსავით ბედნიერად გაცოცხლოთ დიდხანს… |