![]() |
ქშწკგ საზოგადოების წესდებულება |
ქშწკგ საზოგადოების წესდებულება
ნამდვილზედ აწერია:
ვამტკიცებ ხელმწიფე დიდი მთავრის კავკასიის ნამესტნიკის სხვაგან მყოფობის გამო თანაშემწე მისი გენერალ-ადიუტანტი კნიაზი სვიატოპოლკ მირსკი
31 მარტსა 1879 წ. ქ. თფილისი.
წესდებულება
ტფილისის საზოგადოებისა, რომელმაც წიგნის ცოდნა უნდა გაახშიროს ქართველებ შუა, სადაც მოსახლობენ კავკასიის სამესტნიკოში
![]() |
1 I. მიზანი საზოგადოებისა |
▲back to top |
I. მიზანი საზოგადოებისა.
§ 1.
საზოგადოებას მიზნათა აქვს წიგნის ცოდნისა და თავდაპირველი სწავლის გავრცელება ქართველებში, სადაცკი კავკასიის სანამესტნიკოში ისინი მოსახლობენ.
§ 2.
საზოგადოება ამ მიზნამდინ მისაწევნელად:
ა. სადაც შკოლები არის გახსნილი იმათ ხელს უმართავს;
ბ. სადაც საჭირო იქნება, ახალი შკოლების გახსნას ეხმარება, ან თვითანა ჰხსნის თავის ხარჯით.
გ. სახალხოთ წიგნების კითხვასა ჰმართავს და საკითხავებსა ჰხსნის;
დ. გამოუშვებს სასწავლებელს, სახელმძღვანოს და სხვა წიგნებსა სახალხო საკითხავად, აგრეთვე რამდენსაც შეიძლებს და საჭიროება მოითხოვს, თავისს ამბებს დაჰბეჭდავს, ან სხვა დროებითს გაზეთსა თუ ჟურნალსა, იმ რიგითა და ზომით, როგორც ჯეროვანის წესით მთავრობა დააბტკიცებს.
ე. შეადგენს თავისს სამწიგნობროს, როგორც თავისთვის, ისე ხალხისთვის საკითხავად; წიგნების საწყობებს, რაც მუქთად თუ ფასით იქნება დასარიგებელი და პედაგოგიისათვის გამოსადეგი ნივთების საწყობებსა;
ვ. ყოველს ღონისძიებასა ჰხმარობს, რასაცკი შეიძლებს, რომ შკოლებს გამოცდილი მასწავლებლები უშოვოს.
ზ. ჰმართავს საპედაგოგიო კურსებსა და მასწავლებლების თავის მოყრასა;
ჱ. რომელნიც სახალხო შკოლებში უფრო ნიჭიერი შეგირდები იქნებიან, იმათგან სახალხო მასწავლებლებს მოამზადებს, ან იმ სასწავლებლებში, რაც აქამდისინ არის გამართული, ანარა და თვითან თავისი ხარჯით გამართავს ამისათვის ცალკე სასწავლებელსა, ყოველს ამ შემთხვევებში საზოგადოება იმ კანონებს ადგია, რაც ჰმოქმედებს.
§ 3.
საზოგადოება თავისს მიზანს ამითი მიაწერს, რომ სახალხო "შკოლებში დასაწყისს სწავლებას დაადგენს სამშობლო ენაზედ, რომელიც ესმით მოსწავ ლეებსა, და ჰზრუნაეს რუსული ენის სწავლებისათვის თანხმად 22 ნოემბერს 1873 წელს უმაღლესად დამტკიცებულის სახელმწიფო, რჩევის აზრისა, წარმოთქმულისა სწავლების ნაწილის დასაწყობად კარკასიაზედ და კავკასიას გადმოღმა.
![]() |
2 II. შეძლება საზოგადოებისა |
▲back to top |
II. შეძლება საზოგადოებისა
§ 4.
საზოგადოების შეძლებს შეადგენენ:
ა. წევრთაგან შესატანი ფულები;
ბ. შემთხვევითი და ნებაყოფლობითი შეწირულობა, ან სხვა შესატანი კერძო პირებისაგან, ან სხვა საზოგადოებათაგან;
გ. შემოსავალი საზოგადოებისაგან გამონაცემი წიგნებისა, სახალხო საკითხავებისა და სპეკტაკლებისა და სხვა ყოველი კანონით ნება დართული საშოვარი.
შენიშნვა. საზომადოებას ნება აქვს პირო ბიანი შესაწირავიც მიიღოს ხოლმე, თუ რომ პირობა არ იქნება საწინაღმდეგო რითიმე ან საზოგადოობის მიზნისა, ან მმოქმედი კანონებისა.
§ 5.
საზოგადოება თავის ფულებს ინახავს ან თავისს კასსაში, ან ბანკებში. რა წესით უნდა შეინახებოდეს ეს ფულები, ითვლებოდეს, შემოწმდებოდეს და იხარჯებოდეს, ეს წესი საზოგადოების საერთო კრებამ უნდა დაადგინოს.
![]() |
3 III. შედგენა საზოგადოებისა |
▲back to top |
III. შედგენა საზოგადოებისა.
§ 6.
საზოგადოებას შეადგენენ წევრნი:
ა. შემდგენნი; ბ. საპატიონი; გ. ნამდვილნი და დ. დამხმარებელნი. წევრად მიიღებიან ორივე სქესის პირნი განურჩეველად.
§ 7.
შემდგენ წევრად ითვლებიან: ა. პირი, რომელთაც ამ წესდებულებაზე ხელი მოაწერეს; ბ. პირნი, რომელთაც, შემდგენების რიცხვში ვიყოთო, სურვილი გამოაცხადეს ცალკე წერილებით, მანამდისინ ეს წესდებულება დასამტკიცებლად წარდგენილი იქნებოდა, და გ. იმათი და ამათი მაგიერნი, როგორც ქვეით ამავე §-ში არის უფრო გარკვევით მოყვანილი.
§ 8.
შემდგენ წევრს შეაქვს—ან ყოველწლივ არა ნაკლებ ოცი მანეთისა,—ან სულ ერთათ—არა ნაკლებ სამასი მანეთისა. შემდგენ წერთ რიცხვი უცეალებლათა რჩება. როდესაც ამ რიცხვს გამოაკლდება ვინმე, იმის მაგიერს დანარჩენი შემდგენები ნამდვილ წევრთაგან აღმოარჩევენ. ამ ახალ აღმორჩეულსაც იმ ზომით შეაქვს ფული, რა ზომითაც იმის წინა მოადგილეს შეჰქონდა.
საპატიო წევრად ისეთი პირები აღირჩევიან, რომელთაც დიდი რამე სარგებლობა აღმოუჩენიათ მწიგნობრობის გავრცელებისათვის, თავისი პირადი მოქმედებით, ან ნივთიერებითი შეწირულობით, ასე რომ შეწირულობის ფასი იყოს არა ნაკლებ ექვსასი მანეთისა.
შენიშნვა. შეიძლება წოდება საპატიო წევრი სა მიეთვისოს აგრეთვე იმ წევრსაც, რომელიც მეორედ იქნება სამიწლით აღჩეული საზოგადოების პრედსედატად, ან თავსმჯდომარედ,–ან მესამედ იქნება სამიწლით აღრჩეული საზოგადოების მმართველობის (პრავლენიის) წევრად.
§ 9.
ნამდვილ წევრად ითელებიან პირნი, რომელნიც სურვილს გამოაცხადებენ, რომ საზოგადოების სასარგებლოდ შეჰქონდეთ წელიწადში არა ნაკლებ ექესი მანათისა, ან არა და ერთათ არა ნაკლებ ასი მანეთისა, თუ საერთო კრება მიიღებს ამ წოდებაში ორი შემდგენის, ან ოთხი ნამდვილი წევრის წინადადებით.
§ 10.
რომელიც პირი თავისი უსასყიდლო მოქმედებით ეხმარება საზოგადოების საქმეს, შეიძლება საზოგადოების მმართველობამ მიიღოს წევრად-დამხმარებელად, რომელსაც ფულის შეტანა არ ემართება.
![]() |
4 IV. გამგებლობა საზოგადოებისა. |
▲back to top |
IV. გამგებლობა საზოგადოებისა.
§ 11.
საზოგადოების საქმეების მთავარ-მმართველობა ეკუთვნის საზოგადოების წევრთა საერთო ყრილობას. ყრილობა ზოგი არის ჩვეული, ზოგი უჩვეველი, ჩეეული ყრილობა მოწოდებული იქნება წელიწადში ერთხელ და იმ დროს, რომელსაც თეითან ყრილობა დანიშნავს. უჩვეველია ყრილობა შეიძლება საზოგადოების თავსმჯდომმა ყოველ დროს მოიხმოს, როდესაც საჭიროება მოითხოვს, მძიმე საქმეების, ან საჩქარო საქმეების განსახილავათა და გადასაწყვეტად.
§ 12.
საზოგადოებისა და მმართველობის თავმჯდო— მ.რედ აღირჩევა ერთი წევრთაგანი სამი წლის ვადით.
§ 13,
საერთო ყრილობის საქმე არის:
ა. ბაშინჯვა და დამტკიცება წლიური ანგარიშისა;
ბ. ბაშინჯეა განზრახულებათა, წინადადებათა _ და მმართველობის მოხსენებათა;
გ. ბამინჯვა და დამტკიცება მომავალი წლისათვის შემოსავალ-გასავლის მოსაზრებული ანგარიშისა;
დ. აღრჩევა საზოგადოების ნამდვილი წევრებისა და მმართველობის წევრებისა;
ე. შედგენა და დამტკიცება სხვა და სხვა დარიგებისა საზოგადოების საქმეების წარმოებაზედ;
ე. აღრჩევა შემმოწმებელი კომმისიისა, რომელმაც წლიური ანგარიში და მმართველობის მოქმედება უნდა გაშინჯოს; აგრეთვე სხვა კომმისიების შედგენა, როდესაც საჭიროება მოითხოვს, სხვა გაცალკევებული საკითხავების განსახილავად, რაც კი საზოგადოების საქმეებს შეეხება;
ზ. ბაშინჯვა წინადადებათა, თუ ცვლილება ან დამატება იქნება რამე ამ წესდებულებაში მოსახდენი,
და ჱ. ბაშინჯვა და გადაწყვეტა ყოველი წინადადებისა, რასაც წევრი რომელიმე წარმოსთქვამს საზოგადოების მოქმედების კეთილ-წარსამართავად.
შენიშნვა. ყოველი წინადადება წევრისა შეიტანება მმართველობაში შვიდი დღით მაინც უწინ, მანამდის საერთო ყრილობა შეკრბებოდეს.
§ 14.
საერთო ყრილობაში საქმეები გადაწყდება ხმე" ბის მარტივი უმრავლესობით; თუ ცვლილება მოი** თხოვება რამე, ან დამატება ამ წესდებულებისა, მაშინ საჭიროა ორი მესამედი მაინც ყველა ხმებისა, 2 რასაც შეკრებილნი წევრნი შეადგენენ; და ამ რიც ხეში უნდა იყოს ნახევარი მაინც ყველა ხმებისა, რაც“.შემდგენებს ეკუთვნით. რაც ამგვარად ცელილება ან დამატება დაწესდება, საზოგადოების თავსმჯდომარე წარუდგენს, დადგინებულის წესით, მმართებლობასა დასამტკიცებელად. ხმა მოიკრიბება ცხადად, ან ფარულად, როგორც თვითან ყრილობა არჩევს. მაგრამ ფარული მოკრება ხმებისა ვალი არის ყოველს იმ შემთხვევაში, რაც პირ-და-პირ ცალცალკე §§-ში არის მოხსენებული.
§ 15.
საერთო ყრილობა შედგენილად მაშინ დაითვლება, როდესაც მოსული არის მეოთხედი რიცხვი მაინც ყველა წვერებისა, ან ორმოც-და-ათი წევრი მაინც. თუ არა და იმავე საქმეების განსახილავად ხელმეორედ მოიწოდება ყრილობა არა უადრეს შვიდის დღისა და მაშინ ეს ახალი ყრილობა კანონიერ შედგენილად დაითვლება, რამდენიც უნდა იყოს ყრილობაში მოსული წევრი. |
§ 16.
საზოგადოების საქმეების უმახლობელესი გამგეობისათვის და აღსრულებითთა მოქმედებათათვის საერთო კრება ირჩევს ექვსს მმართველობის წევრსა და სამს იმათ კანდიდატსა.
შენიშნვა. საერთო კრებას შეუძლია მმართველობის წევრთა რიცხვი და იმათი კანდიდატებისა მეტიც დააწესოს.
§ 17.
საზოგადოების მმართველობა აღირჩევა სამის წლის ვადით და ფარულად, ესე იგი, კენჭის ყრით.
§ 18.
მმართველობა თავის წევრთაგან ერთს ირჩევს თავსმჯდომარის ამახანაგად, რომ როდესაც ის არ იქნება, იმის მაგიერად იყოს ხოლმე.
§ 19.
მმართველობის საქმე არის:
ა. თავის წევრთაგან აღრჩევა თავსმჯდომარის ამხანაგისა, სეკრეტისა და ხაზნადრისა;
ბ. აღრჩევა წევრთა— დამხმარებელთა;
გ. ბანუწყვეტელი წარმოება წევრთა სიისა;
დ. აღსრულება ყოველის საერთო ყრილობაში კანონიერად შედგენილი გადაწყვეტილებისა.
ე. დანიშვნა იმ პირებისა, რომელნიც უნდა განაგებდნენ სახალხოდ წიგნის კითხვასა, წიგნის საკითხავებსა, სამწიგნობროსა და საწყობებსა;
ვ.. დანიშნვა შკოლებისათვის მასწავლებლებისა, სადაც საჭიროება მოითხოვს, და დარიგება სასწაელებელი წიგნებისა და სწავლაში სახმარი ნივთებისა;
ზ. წარმოება შემოსავლის და გასავლის წიგნებისა და წლიური ფულის ანგარიშისა;
ჱ . საზოგადოების შემოსავლის შესამატებლად გამართვა წიგნების კითხვისა, სახალხო სწავლებისა, სამუზიკო საღამოებისა, სპექტაკლებისა, ფულის საკრეფი ყულაბებისა და სხვ.
თ. მოწოდება თავსმჯდომარისაგან საერთო ყრილობათა;
ი. წარდგენა საერთო ყრილობაში, თუ ახალი საქმე იქნება რამე? წინათ მოსაზრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო, ან იმის მოქმედების უფრო გასავრცელებელი;
კ. აღრჩევა მოწაფეებისა, სახალხო მასწავლებლად მოსამზადებლებისა §2 და §3.
და ლ. ყოველი აღსრულებითი და მმართველობითი გამგებლობა საზოგადოების საქმეებისა.
§ 20.
მმართველობა საერთო კრებას წარუდგენს ყოეელი-წლიე დაწვრილებით ანგარიშსა, თუ როგორ იყო სახოგადოება წარსულს წელს შედგენილი და რაში მდგომარეობდა მოქმედება იმისი. რა რომ საერთო ყრილობა ამ ანგარიშს განიხილავს და მოიწონებს, მაშინ დაიბეჭდება ეს ანგარიში ან ადგილობრივს, ან თვითან საზოგადოების უწყებებში.
§ 21.
მმართველობის მეინახობა (სხდომა) კანონიერი იქნება, თუ, თავმჯდომარეს გარდა, სამი წევრი მაინც მიიღებს მონაწილეობას. თუ არც თავსმჯდომარე იქნება, არც იმისი ამხანაგი, იმათ ადგილს დაიჭერს ერთერთი, თვითან წევრთაგან დანიშნული. მმართველობის სხდომა მოხდება თვეში ერთხელ მაინც. შეიძლება ამ სხდომაში მიწვეულ იქნებოდა ნენ, რჩევისათვის, საზოგადოების წევრნიცა. მმართველობა თავის საქმეებსა ჰსწყვეტს ხმების უმეტესობით; და თუ ხმები შუა გაიყო, ის ნახევარი სძლევს, რომელშიაც თავსმჯდომარის ხმა არის.
§ 22
საზოგადოების თავსმჯდომარე: ა). ზედამხედველობს, რომ ეს წესდებულება მტკიცედ და განუდრეკელად აღსრულდებოდეს; ბ). ხელმძღვანელობს ყრილობაში და სხდომაში; და გ). საზოგადოების სახელით შედის მიწერმოწერაში უწყებებთან, სამმართველო ადგილებთან და პირებთან.
§ 23.
საზოგადოებას აქვს თავისი ბეჭედი.
§ 24.
ყოველს სხვა შემთხვევაში, რაც ამ წესდებულებისაგან წინათ დანახული არ არის, საზოგადოება ხელმძღვანელობს საერთო ხელმწიფობის რჯულდებულებით.
§ 25.
თუ საზოგადოების დახურვა მოხდა, რომლისათვისაც აუცილებელად საჭირო არის გადაწყვეტი ლება საერთო ყრილობის სამი მეოთხედის დათან— ხმებისა და ამათში ყველა შემდგენლების ორი მე| სამედის დათანხმებული მონაწილეობა, მაშინ უნდა მოჰხდეს ლიკვიდაცია, ანუ გასწორება და გაწმენდა ყოველი ანგარიშისა და უნდა მოჰხდეს იმ წესით, რომელსაც დაადგენს ესვე გადაწყვეტილება.
![]() |
5 ქშწკგ საზოგადოების წესდებულების ხელმომწერნი |
▲back to top |
1878 წელსა 30 იანვარს, ჩვენ ქვემო ხელის| მომწერნი შემდგენლები, დავთანხმდით ამ წესდებულების სიკეთეზედ და ჩვენ მაგიერად მმართველო| ბის წინაშე შუამდგომლობას, რომ დამტკიცებულ _ იქმნეს, ამ საქმეზედ მსვლელობასა და ყოველგვა რის განცხადების წარდგენას, მივანდობთ აქ მოხსენებულთა პირთა, სახელდობრ: დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკს დიმიტრი ივანეს ძეს მიფიანს, კოლლეჟსკი სოვეტნიკს ბესარიო; ლევანის ძეს ღოღაბერიძეს და კნიაზს ილია გრიგოლის ძეს მავჭავაძეს. ხელი მომწერნიც არიან.
გენერალ-ადიუტანტი კნიაზი გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი.
ლევან ივანეს ძე: მელიქიშვილი
დეისტ. ტ. ს.ე. უგანათლებულესი კნიაზი ერეკლე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი.
პამერღერი, დეისტ. სტ. სოვ-ი კნიაზი იაზონ დემიტრის ძე თუმანიშვილი.
5. უგანათლებულესი კნეინა თამარ დავითის ასული გრუზინსკისა.
გენერ.-ლეიტ. კნიაზი გიორგი რომანისძე ერისთავი,
ისააკ შიშისძე თუმანიშვილი.
გენერ.მაიორი ალექსანდრე დიმიტრისძე საგინაშვილი
დეისტ. სტ. სოდ-ი კნიაზი იასე ადამისძე ანდრონიკაშვილი.
10. დეისტ. სტ. სოდ-ი კნიაზი ერეკლე კოსტანტინესძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
გენერალ ლეიტენანტის მეუღლე ეკატირინე თადეოზის ასული სტაროსელსკისა.
გენერალ მაიორის მეუღლე ელისაბედ გრიგოლის ორი ასული საგინაშვილისა.
კნეინა ბარბარე ბარათაშვილისა.
გენერალ მაიორის ქვრივი. კნეინა ბარბარე ილიას ასული ორბელიანისა.
15 ბუბერნსკი სეკრეტარი ალექსანდრე ნიკოლოზისძე ონიკაშვილი.
კნიაჟნა ბარბარე ერეკლეს ასული ბაგრატიონ-მუხრანსკისა.
კამერ იუნკერი კნიაზი გიორგი დიმიტრისძე შარვაშიძე.
გენერალ-ლეიტენანტი პოსტანტინე მაიხოსროსძე მამაცაშვილი.
გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ გრიგოლისძე ჯომარჯიძე.
20 ტაინი სოვეტნიკი კნიაზი დიმიტრი დავითისძე ჯორჯაძე.
მისი დიდებულების სვიტის გენარ.-მაიორი კნიაზი ივანე ბივისძე ამილახვარი.
დეისტე. სტ. სოც-კი კნიაზი ნიკოლოზ დიმიტრისძე ჭავჭავაძე.
მედიცინის დოქტორი მიხეილ სერგისისძე შაჰ-პარუნიანცი.
მისი დიდებულების საიტის გენერ.-მაიორი კნიაზი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე.
25 კაპიტანი გიორგი ივანესძე მუსხელაშვილი.
კნიაზი ნიკოლოზ ბასილისძე არღუთინსკი-დოლგორუკი.
კნიაზი დავით ზაალისძე ბარათაშვილი.
კნიაზი დავით გიორგისძე ერისთავი.
პოდპოლკოვნიკი კნიაზი ბიძინა ოთარისძე ჩოლაყაშვილი.
30 ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი.
ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსიშვილი-მესხი.
გენერალ-მაიორი ისრაჶილ-ბეგ იედიგარაშვილი.
გვარდიის პოლკოვნიკი კნიაზი გიორგი ივანესძე ციციშვილი.
გენერალ-მაიორის მეუღლე კნეინა სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბისა.
35 გენერ.-მაიორი კნიაზი მიხეილ ქაიხოსროსძე ამირაჯიბი.
პოლკოვნიკი კნიაზი კოსტანტინე ივანესძე ბაგრატიონ--მუხრანსკი.
ნაფიცი ვექილი კონსტანტინე ნიკოლოზისძე რეიტერი.
გენერ.-მაიორი კნიაზი ვახტანგ ვახტანგისძე ორბელიანი.
ლეიტენანტი კნიაზი ივანე პოსტანტინესძე ბაგრატიონი-მუხრანსკი.
40. შტაბს კაპიტანი კნიაზი ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ ორბელიანი.
კოლლეჟსკი სეკრეტარი ილია ივანესძე წინამძღვრიშვილი.
სტატსკი სოვ-ი კნიაზი იასე ნოშრევანისძე ჭავჭავაძე.
გენერ-მაიორ კნიაზი მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი.
კნიაზი დავით ივანესძე ავალიშვილი.
45. ილია გრიგოლისძე ჭავჭავაძე.
სტატსკი სოვ-ი მელიტონ თომას ძე თომინ-ცაგერელი,
კნიაზი ზაქარია გიორგის ძე ერისთავი.
ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი.
კნიაზი რაფიელ დავითის ძე ერისთავი.
50. კნიაზი ამირინდო ამილახვარი.
ყოვლად სამღვდელო გაბრიელ ეპისკოპოზი იმერეთისა.
კნიაზი იოსებ შალიკაშვილი.
გვარდიის როტმისტრი კნიაზი დავით ალექსანდრეს სუმბატიაშვილი.
კნიაზი ზაქარია გრიგოლისძე ერისთავი.
55. ლევან გრიგოლის ძე ჯანდიერი.
სტატს. სოვ-კი კნიაზი ივანე პავლესძე თუმანიშვილი
გენერალ-ადიუტანტის მეუღლე კნეინა სოფო იაკობის ასული სეიატოპოლკ მირსკისა.
ნადვორნი სოვეტნიკი მიხეილ დიმიტრისძე ალექსიშვილი-მესხი.
გენერ.-მაიორი ნიკოლოზ გრიგოლისძე კობიაშვილი.
60. სტატსკი სოვ-ი ივანე ანდრიასძე ზუბალაშვილი.
კოლლესკი სეკრეტარი ივანე ეგნატესძე პალტარაცკი.
კნიაზი დიმიტრი გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი.
კნიაზი ალექსანდრე ზაალისძე ჩოლაყაშვილი.
დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი.
65. პოდპოლკ. ქრისტეფორე იოსებისძე მამაცაშვილი
კნიაზი გიორგი ვახტანგის ძე ბარათაშვილი.
სტატსკი სოვეტნიკი კნიაზი ერასტი ზაალი ძე ჩოლოყაშვილი.
გენერალ-ლეიტენანტი უგანათლებულესი კნიაზი გრიგოლ ლევანის ძე დადიანი.
კნეინა ბარბარე მერაბის ასული ანდრონიკაშვილისა.
70 ალექსანდრე ეგნატეს ძე პალტარაცკი.
დეისტვ. სტ. სოვ-ი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
კოლლეჟსკი ასსესორი ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი.
ტიტულიანი სოვეტნიკი ნიკოლოზ ზებედესძე ცხვედაძე.
პოდპოლკოვნიკი კნიაზი გიორგი იორამისძე თარხნიშვილი.
75. მიხეილ გიორგისძე ელიოზიშვილი.
მისი დიდებულების სეიტის გენერ.-მაიორი კნიაზი ნესტორ დიმიტრისძე წერეთელი.
გენერ-მაიორი, უგანათლებულესი კნიაზი კოსტანტინე ლევანისძე დადიანი.
კნიაზი პეტრე გრიგოლის ძე ნაკაშიძე.
პორუჩიკი კნიაზი ასლან ვახტანგისძე წულუკიძე.
80 როტმისტრი კნიაზი მამია დავითისძე გურიელი.
კნიაზი ვასილი გიორგის ძე მაჩაბელი.
მენგრელიის მთავრის ქვრივი უგანათლებულესი კნ. კატირინე ალექსანდრეს ასული
დადიანისა.
პოლკოვნიკი კნიაზი დიმიტრი სულხანისძე ჭავჭავაძე.
ჶლიგელ-ადიუტანტი უგანათლებულესი კნიაზი ნიკოლოზ დავითისძე მინგრელსკი.
85. ტიტულიანი სოვეტ. კნიაზი იაროთე გიორგისძე სიდამონ-ერისთავი.
დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე.
ნადვორნი სოვეტნიკი ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღაბერიძე.
პორუჩიკი კნიახი მიხეილ წერეთელი.
პრაპორშჩიკი კნიაზი სვიმონ როსტომისძე წერეთელი.
90 სტატსკი სოვეტნიკი კნიაზი ნიკოლოზ სვიმონისძე აბაძიძე.
დავით ნიკოლოზისძე აბდუშელი.
კორნეტი კნიაზი ანემპოდისტე იესესძე მაჩაბელი.
ტიტულ. სოვეტნ. დავით ნიკოლოზისძე ბაქრაძე
კოლლეჟსკი სეკრეტარი ლუკა ნიკოლოზისძე ასათიანი.
95. ჰოლკოვნიკი კნიაზი გიორგი ივანესძე აბაშიძე.
კნიაზი პავლე ალექსანდრესძე თუმანიშვილი,
მაიორი კნიაზი პოსტანტინე დიმიტრისძე ერისთავი.
კნიაზი დავით გრიგოლისძე ერისთავი.
გიორგი ბესარიონისძე ღოღაბერიძე.
100 ლუარსაბ თეიმურაზისძე ლოლუა.
ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშეილი.
კოლლეჟსკი სოვეტნიკი სვიმონ ბესარიონის ძე ღოღაბერიძე.
კნიაზი დიმიტრი პაატასძე წულუკიძე.
გვარდიის პოლკოვნიკი კნიაზი ალექსანდრე ტარიელისძე მიქელაძე.
105. გენ.-მაიორი სპირიდონ სვიმონისძე მაჭავარიანი.
გენ.-მაიორი კნიაზი ლევან დავითის ძე გურიელი.
კოლლეჟსკი სოვეტნიკი ბესარიონ ლევანის ძე
ღოღაბერიძე. ბუბერნსკის სეკრეტარი კნიაზი ანტონ ნიკოლოზისძე ლორთქიფანიძე.
ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე, ეპისკოპოსი გორისა, ვიკარნი საქართველოისა:
ამათგარდა შემდგენთ რიცხვში შემოვიდნენ:
110 გენერალ-ადიუტანტი გრანი მიხეილ ტარიეისძე ლორის-მელიქოვი.
პოლკოვნიკი დიმიტრი ივანეს ძე მუსხელაშვილი.
პოლკოვნიკი ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელაშვილი,
გვარდიის როტმისტრი კნიაზ რევაზ შალვას ძე ერისთავი.
გენერ.-მაიორ კნიაზი იოსებ კოსტარტინესძე ორბელიანი.
115.დეისტ. სტატ. სოვ. ვასილ გრიგოლისძე სარაჯოვი.
სტატ. სოვ-კი მიხეილ ზაალიძე ყიფიანი.
კოლლეჟსკი სეკრეტარი გიორგი მაზარასძე ანაბეგოვი.
კოლლეჟსკი სეკრეტარი ფილიპე ისაკისძე ცისკაროვი.
ტიგრან არტემის ძე ტერ-არუთინიანცი.
120. კნიააზი კოსტანტინე ოტიას ძე ყიფიანი.
პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
სტატსკი სოვეტნიკი ივანე გიორგის ძე ზუბალაშვილი.
როტმისტრი კნიაზი ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლაყაევი.
გენერალ-ლეიტენანტი არზას არტემისძე ტერღუკასოვი.
გენერალ-ლეიტენანტი კნიაზი ზაქარია ბულბათისძე ჭავჭავაძე.
120. პოლკოვნიკი კნიაზი გიორგი დავითისძე ჭორჯაძე.