ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4)



ლექსიკონი ჩვ. საუნჯე

ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4)

1 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ა

▲ზევით დაბრუნება



აზომი - ამდენი, ასეთი.
ალხობა - სიმჭლე, სიგამხდრე, შიმშილი.
ამბარი - ამბრა, სურნელება.
ამბარჩა - ყელსაბამი, მარწუხი, გაზი.
არავი - სამხრეთის ქარი.
არაზბარი - მუსიკალური საკრავი.
არზაქრობა - გარყვნილობა, გაქნილობა.
ასერი - აწ, ახლავე.
აღა - ბატონო.
აშტი - სიმშვიდე, სიწყნარე, ზავი.
აშფაშაქი - ისრის ტყორცნა ნიშანში (ცხენიდან).
აჯა - თხოვნა, სათხოვარი.

2 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ბ

▲ზევით დაბრუნება



ბაზმი - ლხინი, ქეიფი.
ბარული - აჭინარი, ჩამოსაკიდი.
ბარჯა - კაპიანი ჯოხი
ბაქი - ტრაბახი, კვეხნა, მუქარა.
ბელიარ - ეშმაკი.
ბილდირგა - ხელის ან თითის გასაყარი თასმა.
ბობღანი - დაფი, დაფდაფი.
ბუღდანი - რუმინელი

3 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - გ

▲ზევით დაბრუნება



გაბუცება - გაშტერება.
გამგუნება - ჩუმი წყრომა
გამზიდრობა - თავმაგრობა.
გამსაჯარი - გამკითხველი.
გაოდა - ენაღვლებოდა.
გეშტი - სეირნობა, მიმოსვლა.
გიობა - გმობა, ძაგება.
გოარი - ძვირფასი თვალი, მარგალიტი.
გოდოლი - მაღალი კოშკი.
გუმბაზი - გუმბათი, აკლდამა.

4 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - დ

▲ზევით დაბრუნება



დაასუბით - დააცარიელეთ.
დავი - სარჩელი, საჩივარი.
დაიმაზესა - იხ. მაზა.
დამგუნება - არ მიღება, უკან დაბრუნება.
დანავალები - დაფერფლილი.
დანაზრობდა - გაიყინებოდა, დაჭკნებოდა.
დანგი - ქერის მარცვლის ოდენი; მცირე წონის ერთეული.
დასტაქანი - დასტაქარი, ექიმი.
დასტური - ნებართვა, თანხმობა.
დელი - გიჟი, ხელი.
დიბლიგი - შუბის ბოლო.
დიდსაღირი - ძვირფასი, დიდად ღირებული.
დრაჰკანი - ოქროს ფული.
დრკუ - უსწორო, ვერაგი, მრუდი.
დრუნგილი - მარმარილო.

5 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ე

▲ზევით დაბრუნება



ებგური - მცველი, დარაჯი.
ეტერები - მოუვლი, უპატრონებ.
ეშყი - სიყვარული, მიჯნურობა.

6 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ვ

▲ზევით დაბრუნება



ვანი - ბინა, სამყოფი, სახლი.
ვასხება - გასესხება, ვალად გაცემა.

7 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ზ

▲ზევით დაბრუნება



ზავთი - რიხი, მუქარა, ბაქი.
ზაკვა - ვერაგობა, ცბიერობა.
ზარადი - ჩაბალახი, ზუჩის ჯაჭვი.
ზარიფი - ლამაზი, კოხტა.
ზენკალი - ზეინკალი, აბჯრის მკეთებელი.
ზვაობა - ამპარტავნობა.
ზილფი - დალალი, თმა.
ზუჩი - საომარი თავსაბური.

8 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - თ

▲ზევით დაბრუნება



თაბუთი - კუბო.
თნება - პირფერობა.
თუმბუთური - ტიბეტური.
თური - ქორის საჯდომი; სომხურად ხმალი.

9 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ი

▲ზევით დაბრუნება



იახტანი - ხურჯინი.
ისკანჯანი - ტანჯვა, წამება.
იპრიანა - ისურვა, ინება.
ირაო - ფრინველი.
იყლიმი - მხარე, ქვეყანა.
იჩქითი - უცაბედი, მოულოდნელი.

10 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - კ

▲ზევით დაბრუნება



კაამყოლა - სანდო, ერთგული მხლებელი.
კანანახი - მოკარნახე, კარნახი.
კაპანი - ქვაღორღი, კლდე-ღრე.
კეკრი - ნამცეცი.
კერული - შეკერილი.
კვართი - პერანგი (აქ ”ქრისტეს პერანგი” მცხეთაში).
კოწოლი - თმის ნაწნავი, დალალი.
კრონოს - ზოალი ( სატურნი).

11 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ლ

▲ზევით დაბრუნება



ლაყაბი - ცუდსაუბარი, ლაყბობა.
ლიქნა - პირფერობა, პირმოთნეობა,

12 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - მ

▲ზევით დაბრუნება



მაემანი - სტუმარი.
მავი - ლურჯი ფერი.
მაზა - სუფრის მშვენება, ტკბილეული.
მალი - ქონება, ფული, გადასახადი.
მამონება - უსამართლოდ მოგებული სიმდიდრე.
მანგი - მთვარე, ელვარე.
მარაქი - მარაქა, ქალთა ჯარი ლხინში.
მარები - მოარული,
მარჯანი - მომცრო ფრინველი.
მაქთუბი - სკოლა, სასწავლებელი.
მაღნარი - ტყე.
მაყე - მოჯირითეთა დასასვენებელი ადგილის ნიშანი.
მაჯნუნი - ხელი, გიჟი მიჯნური.
მგზეფსი - მსგეფსი, კვირა.
მებეჭაობა - ბეჭზე მკითხაობა.
მენუზლეობა - იხ. ნუზლი.
მესეფქობა - იხ. სეფქა.
მესტროლაბე - ვარსკვლავთმრიცხველი.
მეჩიტი - მეჩეთი, მიზგითი.
მეჰმანდარი - მესტუმრეთუფროსი.
მთიები - ვარსკვლავი, მნათობი.
მისრი - ეგვიპტე.
მკლე - ნაკლული, მოკლე.
მოაბედი - მოგვი, წინასწარმეტყველი.
მოაჯეობს - იხ. აჯა.
მომტევლობა - სანადირო ტერმინი: ფრინველზე მიმინოს ან ქორის მიშვება, დადევნება.
მორია - მოერია.
მოქენე - მვედრებელი.
მოქენეობა - ვედრება, ხვეწნა.
მრკენალი - მორკენალი, მოჭიდავე.
მუაბა - ტახტრევანი, საწოლი.
მუნაჯიბი - ვარსკვლავთმრიცხველი.
მურასი - შემკულ-მოკაზმული.
მუსურმანი - მუსულმანი, მაჰმადიანი.
მუქაფა - სამაგიერო, საპასუხო.
მუქფარი - მეტოქე, სამაგიეროს გადამხდელი.
მუღამი - მუსიკალური ჰანგი.
მუშკხათაი - ჩინური მუშკი (სურნელოვანი ნივთიერება)
მწვე - დიდი, მეტისმეტი.
მწვლილი - წვლილი, მცირე.
მხცე - თეთრი თმა, წვერი.

13 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ნ

▲ზევით დაბრუნება



ნალბაქი - ლამბაქი.
ნასი - უშნო, მახინჯი.
ნახლი - ძვირფასი ქსოვილი.
ნირი - ნიხრი, მაზანდა.
ნიშატი - მხიარულება, ლხინი.
ნუზლი - საგზალი, სურსათი.
ნუჟრი - ხის კორძი.

14 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - პ

▲ზევით დაბრუნება



პალეგონი - ზღვის სივრცე.
პორფირი - სამეფო სამოსელი წითელი.

15 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - რ

▲ზევით დაბრუნება



რამლი - მკითხაობა ქვიშით.
რასტი - სწორი, მართალი.

16 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ს

▲ზევით დაბრუნება



საბაითი - ოთხი კოჭით თამაშობა.
საბატიო - საპატიო, პატივცემული.
საბრხე - რკინის ან ხის დიდი მახე.
სალა - წელიწადი.
სამსალა - საწამლავი.
სარასარი - ძვირფასი ნაქსოვი ოქრომკედით.
სარჰანგი - ჯარის ნაწილის უფროსი.
საყი - (მრავ. საყიანთა) - მწდე, მერიქიფე.
საჯი - რკინის ამოზნეწილი ფარი.
სეფქა - ისარი ფრთემაღალი.
სოჰბათი - საუბარი, მუსაიფი.
სრა - სასახლე.
სუნათი - წინადაცვეთა, მუსლიმანთა წეს-ჩვეულება.
სუფრაჯი - სუფრის გამგებელი.

17 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ტ

▲ზევით დაბრუნება



ტაგრუცი - საფლავი.
ტრელობა - პირმოთნეობა.
ტყება - თავსცემა.

18 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - უ

▲ზევით დაბრუნება



უბადო - ავი ცუდი, უხეირო.
უგბილი - უმეცარი, თავნება, ახირებული.
უდები - ზარმაცი, უქნარა.
უდი - სურნელოვანი ხე, საკრავი.
უზამბარი - უზაბარი, ლომი.
ულამა - სწავლული, მეცნიერი.
უპრიანებია - მოუწადინებია.
ურაკპარაკი - მოედანი.
უსული - ლამაზი, მოხდენილი.
უღურსიძი - უბედური, უბადრუკი.
უყე - ღრმა საფლობი.
უხოიშნო - უსაშველო.

19 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ფ

▲ზევით დაბრუნება



ფაზარი - სამკურნალო ქვა.
ფაიქი - შიკრიკი, მალიადმსრბოლი.
ფარმანი - ბრძანება, ნებართვა.
ფარსანგი - ეჯი, ათასი ბიჯი.
ფასლი - დრო, სეზონი.
ფეღამბარი - წინასწარმეტყველი, მუჰამადი.
ფეჩა - პირბადე,
ფიტი - თაფლის ჩენჩო.
ფლარსი - ფლასი, ძაძა.
ფონარი - წყლის ფონი.

20 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ქ

▲ზევით დაბრუნება



ქავსარ - მაჰმადიანთა სამოთხის წყარო.
ქალფათი - ლურსმნის ამოსაღები გაზი.
ქამანდარი - მშვილდისრის მსროლელი.
ქარახსი - დიდი სასმისი, ყანწი.
ქებინი - თანხა, რომელსაც სიძე უხდის ქალის მშობლებს.
ქეჩ-ბაზობა - უპატიოსნება, სიყალბე (თამაშში).
ქეჯაო - კუბო, ტახტრევანი.
ქოლა - ბარტყი, შვილი.
ქოჩარი - მწყემსი, მომთაბარე, აქ: თანმხლები.

21 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ყ

▲ზევით დაბრუნება



ყათარი - ქარავანი.
ყათლა - ხოცვა-ჟლეტა, მკვლელობა.
ყამჩა - თავსაბურავი.
ყარყაში - შფოთი, აურზაური, ჩხუბი.
ყორუღი - აკრძალვა, ნაკრძალი.
ყუმარი - ყომარი, აზარტული თამაში.

22 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - შ

▲ზევით დაბრუნება



შაარი - ქალაქი.
შალაფი - ფიცრის სახვრეტი.
შარიერი - ხელმწიფე.
შეთი - ხელი, გიჟი.
შეიდი - შეყვარებული, ხელი.
შიხსადი - შეიდ საად ედინ რაჰაი ხვაფელი, ავტორი ”ლეილმაჯნუნიანისა”, ნიზამის მიმბაძველი პოეტი (XVI ს.)

23 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ჩ

▲ზევით დაბრუნება



ჩასტა-უდი - საკრავი იარაღი.
ჩაუქი - ცქვიტი, მარდი.
ჩირახონი - ჩირაღდანი.
ჩოლი - უდაბნო, უკაცრიელი ადგილი.

24 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - წ

▲ზევით დაბრუნება



ცრული - ცრუსებური.

25 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ძ

▲ზევით დაბრუნება



ძვარი - მუწუკი, ბუგრი.

26 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - წ

▲ზევით დაბრუნება



წმასნა - ხლართვა, როშვა.
წუთხი - ჩირქი, ბალღამი.

27 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ხ

▲ზევით დაბრუნება



ხადილი - წვეულება, სტუმრობა, მოწვევა.
ხაზალი - ყვითელი, შემოდგომა.
ხალვა - განმარტოება, განცალკევება.
ხანი - სახლი.
ხარაჯა - ხარკი, გადასახადი.
ხარდიორდა - მოგვერდი, ბუქნა.
ხელბუკი - ხელმძიმე, ხელგვიანი.
ხირღა - დერვიშთა უხეში სამოსი.
ხრდალი - მშიშარა.

28 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.4) - ჯ

▲ზევით დაბრუნება



ჯაზაირი - კუნძული.
ჯერგა - ჯელგა, მარეკი, ნადირობის დროს ნადირის გამომრეკი.
ჯიღა - თავსამკაულში გასარჭობი ძვირფასი ფრთა.
ჯუფთი - ტოლი, ცალი, მეუღლე,