ჭილაძე ოთარ
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს, გადიან წლები და ფიქრით დაღლილს მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე, ალბათ ასეა ცხოვრების წესი, მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი -
აუტანელი და საყვარელი.
ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე,
ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი
ამდენი ცდის და წვალების მერე.
მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,
და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,
რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე.
და გადმოჰფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს,
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.