ლილ

გამსახურდია კონსტანტინე

ლილ

ბერლინელი სალონვაგონი ქვემო საქსონიის ახლად დათოვლილ ველებხზე მიჰქროდა...

მიწისპირი ახალ ფიფქს მოესევადებინა.

მოლიბრო ცისკიდურზე ხმალდაშნიანი მდევებივით იდგნენ უშველებელი ქარის წისქვილები.

ზოგს არაქათი გამოლეოდა ქარის მოლოდინში, ზოგიც უღიმღამოდ ითრევდა გაშავებულ ფრთებს. ისინი რომელიც ძლიერ შორს იდგნენ დათოელი ბექობზე, წარღვნის დროინდელ ზღაპრულ ობობებივით დაბობღავდენ, საქსონურ ფაიფურის ფერ ზეცის ეკრანს ეპოტინებოდენ ულაზათო, გამურულ ფრთებით.

გერმანიაში, ადამიანური ხელით შერყვნილ ლანდშაფტთა შორის ჩემი თვალი აშ ქარის წისქვილებზე თუ დაისვენებს,

ჰმ,

ელექტროს და გაზების საუკუნეში ეს ადამის დროის ქარის წისქვილები!

გავსცქერი ამ ამბავს ვაგონის ფანჯრიდან, ძლივს ვიკავებ ღიმს...

სალონ ვაგონში მზის ნაგვიანევი შუქი შემოდის - ლაპლაპებს მკრთალი სხივის არილი მეტალიურ ჭურჭელზე და ვაგონრესტორანის კარ ფანჯრების სპილენძის ხელსაკიდებზე.

ნებივრად ვზივარ ხავერდის სავარძელში, სურნელოვან შოკას ყავას შევექცევი, და თვალს არ ვაშორებ ახლად გამოჩენილ ქარის წისქვილებს.

ჩემს პირდაპირ გაწყობილ სუფრას ვიღაც სხვილკისერა ქაჩალი უჯდა, ფანჯარას თვალი რომ ავარიდე ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხედა.

თვალი შევავლე, ინსტიქტით მივხვდი: ეს კაცი ამ წუთში ჩემზე ფიქრბდა.

Pardon...

დაიწყო მან და გამომესაუბრა.

დასავლეთში, იშვიათად გამოგელაპარაკებათ თანამგზავრი. ასე ხელაღებით. ეს კაცი აღმოჩნდა ვინმე ბერძენი, თამბაქოს პლანტატორი, სოხუმში ნამყოფი.

სჩანდა, გარეგნობაზე შემატყო ქართველობა.

- მომიტევეთ (ცნობისმოყვარეობა, და რატომ გეღიმებოდათ წეღან?..

„... ჩვენი ბედისწერისა და განცდების საქმეში, ბატონო, კონსტანტინე, მომმართა ამ ამბავის მთხრობელმა, რაიმე ლოღიკური თანამიმდევნობის ძიება, უნდა მოგახსენოთ, სავსებით უნაყოფოა. ერთი მიბრძანეთ ღვთის გულისათვის, აბა რა კავშირი აქვს ქვემო საქსონიის ქარის წისქვილებს, ბერძენ პლანტატორს ლიკიარდებულოს და ჩემს სამიჯნურო თავგადასავალს 1919 წლის შემოდგომას სოხუმში?...

დავუბრუნდეთ ისევ ცნობისმოყვარე პლანტატორს განაგრძო ჩემმა მეინახემ.

ამ კაცს ოქროს კბილები ჰქონდა.

არა, უკაცრავად, ოქროს კბილები... მილად ოქროს კბილები არა ჰქონია ლიკიარდეპულოს.

ზემო და ქვემო კბილები ოქროთი ჰქონდა ერთი მეორეზე გადარაზული. ასე რომ, როცა იგი თავის უშველებელ ხახას აბჩენდა ლაპარაკის დროს, მზის შუქზე მოლაპლაპე კბილების კრთომა საოცარ შთაბეჭდილებას სტოვებდა ჩემზე.

ოქრო საოცარი რამეაო, სწერდა მას ჟამსაშინა კრისტოფორე კოლუმბი პორტუგალიის დედოფალს, თუ არ ვცდები.

დიახ, ოქრო საოცარი რამეა, მაგრამ გააჩნია სად და როდის?

და ასე, ლიკიარსებულოს ოქროთი საოცრად მოკირწყლულ კბილებს რომ არ მიეპყრო ჩემი ყურადღება, მე თქვენ გარწმუნებთ, მე მას არ გამოველაპარაკებოდი – და აღარც აფხაზეთში ჩასვლაზე ვიფიქრებდი ოდესმე.

და ვეღარც ლილს შევხვდებოდი.

მაგრამ არა ღირს სათხრობის ბოლოდან დაწყება.

ეს იგივეა... ასაგებ სახლს ზეშეუქციო თავკიდური.

- რატომ ვიღიმოდი? ეს ქარის წისქვილები... მერმე საამოა. მათი მზერა.

- თქვენ საქსონიის ლანდშაპტები გიტაცებთ და მე მგონია თქვენ ამ დროს სოხუმში არ გივლიათ იხვებზე.

„მე გამოვუტყდი ლიკაარდეპულოს, რომ გვიან შემოდგომით არც სოხუმში, და არც სხვაგან შავი ზღვის სანაპიროსკენ იხეების გადაფრენას არ დავსწრებივარ, ადრე, სიჭაბუკიდან მომიხდა საქართველოდან გადახვეწა და არ დამცალდა საქართველოს ბუნებით დატკბობა მეთქი.

„ეხ, ეხ..." ამბობდა გულნატკენი პლანტატორი, დელიკატურად საყვედური შემომაპარა, რომ ბოლშევიკებმა ძვირფასი თამბაქოს პლანტაციები წაართვეს თურმე. ცოტახანს კიდევ ვისაუბრეთ. საქსონიის ქარის წისქვილებზე, მატარებელი დრეზდენს უახლოედებოდი. ჩემს კუპეში დაბრუნებულმა გადავწყვიტე რათაც არ უნდა დამჯდომოდა, მომავალ შემოდგომას სოხუმში ჩავსულიყავი იხვების გა დაფრენაზე.

მოელი წლის განმავლობაში ეს აზრი ისე მომწიფდა ჩემს გულში, დაწვრილებით შევიმუშავე მთელი გეგმა, რომ საღამოს ელბის ნაპირას მოსეირნეს თვალმოუხუჭველად მეხატებოდა შავი ზღვის რივიერას ნელტფილი საღამოები, მურუჟიან იალონების ნისლის მერდინების ფრიალი, გულატოკებული ლოდინი, ხშუილი გადამფრენ იხვებისა, ჩემო საყვარელი სეტერის მომავალი ოინები და მევე მესმოდა სივრცეში. თუ როგორ ვეძახდი, „ფეხთან“, „ნაბულ“ და სხვა.

ვნებები ამოძრავებენ ჩვენს ცხოვრებას და მე მრავალი ფრიად საშური საქმე გადამადებინა ამ საოცარმა ახირებამ.

რამოდენიმე ისეთ საქმეს ავაცდინე მაშინ ხელი, რომელთა შედეგები დღესაც საგრძნობია ჩემთვის.

ვიმარაგებდი სხვადასხვა ყალიბის თოფს, ბინოკლებს, სავაზნეებს, საჭაობო ჩექმებს და სხვა სანადირო ხელსაწყოს, თუმცა ეს მოულოდნელი ხარჯები დიდად ამძიმებდენ ჩემს მოკრძალებულ ბიუდჯეტს.

მეორე წლის სექტემბერს საქართველოში. მივბრუნდი.

ჩემს განკარგულებაში იყო სამი თვე, ამ ხნის განმავლობაში ჩემიანები უნდა მენახა, საქმეები მომეგვარებინა და სოხუმსაც ჩავსულიყავი სანადიროდ. ოქტომბრის მიწურულში მთელი ჩემი სანადირო შეჭურვილებით ბიძაჩემს ვეწვიე სოხუმში.

ქართული სტუმარ-მასპინძლობის წესით, ურიგობა იქნებოდა სასტუმროში ჩამოხტომა, და მეც შეურიგდი ყოველივე კომფორტს მოკლებულ მეგრულ ოდას უღრან ტყეში სოხუმ–ბაბუშარას გზაზე აშენებულს.

ევროპაში ნაცხოვრებ კაცისთვის ხანგრძლივად ასეთ ოდაში ცხოვრება არც ისე იდილიური რამეა – როგორც ეს პირველთქმისას მოგეჩეენებათ.

ბიძა ჩემი მუდამ ბეგარებს მისტიროდა.

ნადირობის გახსენებაც აღარ უნდოდა, მისი საუცხოვო ფრანგული პოინტერი დაბრმავბეულა, დღენიადაგ კარის ალაგზე ეგდო და გამვლელს ფეხქვეშ ებლანდებოდა.

ყოველ წელს თითო კაპუეტი მუდამ ჰყავდა ძარში, აღარც მიმინო, აღარც ჩიტბადე, სანადირო თოფი წაერთმიათ, სასირე ბადეები ლაფაროში ლპებოდენ.

– რა დროს წადირობაა, ქვეყანა იქცევა, გამძარცვეს, მამულები წამართვეს, ცხენებს რეკვიცია უქნეს, წისქვილი დამინგრიეს, ხერხის ქარხანად გადააკეთეს.

ბუზღუნებდა დამბლადაცემული მოხუცი.

უმცროს ქალიშვილს ბებიისებური ნადირობის ჟინი ჰქონდა.

– შენი დიდედა შარვაშიძის ასული ყაბარდულ ლაფშაზე რომ შეჯდებოდა, მწევრებს რომ წინ გაიგდებდა, ან მიმინოს ირაოს რომ აქნევინებდა...

მომითხრობდა ნატვრითი კილოთი ბიცოლა.

– ახლა ვის ცხელა შვილო . სანადიროდ.

საცოდავ ცირუნიას სადა სცალია სანადიროდ, საბეჭდ მანქანაზე მეშაობით სამკეცი ტყავი აქვს თითებზე გადამძვრალი.

რამოდენჯერმე ცხენით ჩავედი სოხუმს, ამაოდ ვეძიე რიგიანი პარტნერი.

ერთ ორჯერ მარტოკა გავიარე ჭაობებისაკენ, რამოდენიმე ბეკასი შემომაკვდა გზადაგზა.

მაგრამ, მარტოხელა ნადირობა არც ისე ადვილია უკნობ ნიადაგზე, და ის იყო ტფილისს დაბრუნებას ვაპირებდი, პატარა ხიფათმა გეზი შემაცვლევინა.

ერთ საღამოს ზღვის კიდეზე მივყიალობდი. მამალი იხვი ამიფრინდა თვალწინ, ვესროლე გაფრენილს, დაკოდილი ფრინველი: ალმაცერად დაჰქანდა, ზღვის ზედაპირზე დაეცა და საშინელი ყივილი მორთო.

ტანისამოსის გაუხდელად შევტოპე წყალში, ისე ამიტაცა დაკოდილის შეპყრობამ, წადენა იყო და ზვირთები არც კი დამაცლიდენ ტანზე გახდას. დიდის ვაივაგლახით გამოვიტანე ნადავლი.

შემდეგ გავიძვრე ტანზე, სამოსი ქვაზე გავფინე და ქვიშაზე დავწექი.

სამხრეთის ალერსიან სხივზე მეოცნებეს რული შემპაროდა და შეღამებულზე ცვარის სიგრილემ გამომაღვიძა.

მწუხრი დაშვებულიყო ლილისფერ ბურუსში გახვეულ ზღვაზე, გაჰყროდა ქვეყანას მზე და შორეული სხივის ქათქათი ღრუბელთა ნაოჭებში კიანთობდა როგორც ღამეულ უდაბნოში დარჩენილი ცეცხლის კერი,

იმ ღამეს გავცივდი და ოდნავ მახველებდა.

შენიშნული მაქვს, საკურორტო ადგილების მცხოვრებთ ჭლექის მანია სჭირთ.

ატყდა ბიცოლა ჩემი, ექიმ შარუხიასთან წავსულიყავ დაუყონებლივ.

მეორე დღეს ცხენით ჩავედი სოხუმს.

წინა ოთახში ორიოდ ნაციები ავადმყოფი ყვინთავდა.

ჩემი გვარი რომ უხსენე მსახურს, ექიმის კაბინეტიდან გამომეგება დაბალი, მსუქანი, მოკლე ფეხებიანი კაცი, წითელ ფოსტლებში შუბლზე აკეცილი სათვალებით.

ინ კაცმა ჩემი ყურადღება მიიქცია თავისი, ფრიად ორიგინალური თავის ქალით და სახის გამომეტყველებით.

მოხრილი, კეხიანი ცხვირი, ვიწრო შუბლი, წითური თმა. წითურივე წარბები. ლოპინარის ფერი, წვრილი თვალები, საკმაოდ ფართე სატირის ყურები. იცოდეთ ეს პოეტური ჰიპერბოლით არის ნათქვამი, ნამდვილი, ზედგამო- ჭრილი, სატირის ყურები.

ტუჩის კუთხეებთან საკმაოდ ღრმა ნაოჭები, ცხვრის ზემო ტუჩივით ამო- ბურცვილი ტუჩკბილი და მის წვეტიან ნიკაპს. ბოლავებდა. გრძელი, წითური, მე- ფისტოფელისებური წვერი.

ეს კაცი რომ ქუჩაში შემხვედროდა, უთუოდ უცხოელი მეგონებოდა, ექიმმა კაბინეტში შემოყანა, გამმინჯა, უმნიშვნელო წამლები გამომიწერა, უბრალო კატარად მონათლა ბიცოლა ჩემის „ჭლექის ნიშნები“,

არ დაუმალავს თავისი პროვინციალური ცნობისმოყვარეობა, ცოტა რამ გამომკითხა, ჩემს უკანასკნელ ევროპა მგზავრობის შთაბეჭდილებებიდან. მცირე რამ თავის ვინაობაზედაც მამცნო.

ისიც საკმაოდ უთრევია ბედს.

ამ 15 წლის წინად ციმბირიდან გაქცეულა ტოკიოში, იქიდან ევროპაში გადასულა.

ვენაში საექიმო ფაკულტეტი დაუსრულებია.

5 წელს ექიმად ემსახურია. ერთ ავსტრიულ სავაჭრო გემზე,

შემოუვლია თითქმის მთელი წყნარი ოკეანე და ახალ ზელანდიაში ერთი ფრანგ ექიმისთვის ცოლი წაურთმევია, და ორიოდე წლის წინად სოხუმში გამოურიყავს ბედისწერას ეს საოცარი რობინზონი.

მეუცხოვა ერთი რამ ყოველივე ამას ისე ცინიკურად, ოხუნჯურ ტონი მიამბობდა ექიმი შარუხია, თითქოს ყველაფერი ეს მას არ შეეხებოდა. გამოთხოვებისას მთხოვა, მომავალ კვირას სადილად ვწვეოდი.

მიუხედავად ბიცოლა ჩემის ენერგიული პროტესტისა, კვირას ისევ სოხუმში დავაპირე წასვლა.

— ნუ ჩამოვკიდე ვეეო ამ ყმაწვილს, ალბად ექიმ შარუხიას ცოლისთვის მოუკრავს თვალი, შენ რას გედარდება. მან თვალს წყალი დაალევინოს.

ღრინავდა ბიძაჩემი.

რომელი ცოლი?

მე არც კი ვიცოდი მას ცოლი თუ ჰყავდა...

ვიმართლე მე თავი.

— ო, მაგის ცოლი სოხუმის პრიმადონაა.

შენიშნა ცირუმ.

— ოო, ამდენ ყმაწვილს თავბრუ დაასხა იმ ქალმა! შარშან, საცოდავმა ძიკი ემუხვარში ზღვაში შეაგელვა თავისი ცხენი და თავი დაიხრჩო, ამბობენ სულ ამ ქაჯი დედაკაცის გულისათვის.

დასძინა ბიძამ.

მე გადაჭარბებულად მომეჩვენა ეს პროვინციალური მითქმა-მოთქმა, მაგრამ იმ კვირას, ექიმ შარუხიას მოკრძალებულ სუფრას რომ ვუსხედით, მე დავრწმუნდი, ეს ქალი მართლაც ჯადოსნური სილამაზის პატრონი ყოფილა,

მეინახეებში რამოდენიმე ჩოხიანი ყოფილი თავადაზნაური. ისხდა და ერთად ერთი სტუმარი ქალი — ადგილობრივი პროვიზორის ცოლი, თითქოს კონტრასტისათეის განზრახ აერჩია ექიმის ცილს ასეთი ჯოჯოხეთის მაშხალა თავის მეინახედ.

მე საოცრად გამახელა ამ დედაკაცის კადნიერმა მოპყრობამ, რაც ჩემს დონჟუანურ პრაქტიკაში, პროვინციაში ერთხელაც არ მიგემნია. ექიმის ცოლი ჩინებულად იფერებდა თავის მეფურ სილამაზის უპირატესობას, მაგრამ ზედმიწევნითი სინაზით უღიმოდა მის გვერდით მჯდარ ყოფილ თავადს ემუხვარს, რომელიც თვისი აბხაზურ-მეგრული ჯენტლმენური ქცევითა და სიტყვა პასუხით ალბად რომელიმე ლედი ბიკონსფილდსაც კი მოხიბლავდა.

არც სადილობამდის, არც სადილობის დროს, გარდა ორიოდე სავალდებულო თავაზიან მოკითხვის სიტყვისა, მას ხმაც არ გაუცია ჩემთვის.

დანარჩენი სტუმრები კი ათასგვარი გამოკითხვით თავს მაბეზრებდენ.

მისმა გულგრილმა დამოკიდებულებამ თავიდანვე გულცივობის ჯავშნით აღმჭურვა, მაგრამ ამისდა მიუხედავად იძულებული გავხდი ჩემს გულში მეღიარებინა ამ ქალის უზადო სილამაზე.

ნასადილევს სტუმრები აივნის შუშაბანდში გამოგვიწვიეს.

ეს. სახლი. განმარტოებით, სდგას ზღვის პირად გაშენებულ ბაღში თვალწარმტაცი პეიზაჟი იშლება აივნიდან.

მე და ექიმი შარუხია კუთხეში მდგარ პიანინოს გადაღმა ვისხედით, თელიანს შევექცეოდით და ვსაუბრობდით.

ექიმმა, როცა ჩემი სოხუმს ჩამოსვლის მიზანი გაიგო, სკეპტიკურად გაიღიმა.

ვერ გამოვარკვიე ჩემი ნადირობის უნარზე დაეჭვიანებას მოასწავებდა ეს ღიმილი თუ სხვა რაიმეს.

და როცა მე ეს გაკვრით ვაგრძნობინე მას, ექიმმა. საერთოდ ნადირობის წინააღმდეგ გაილაშქრა.

— მე გეთანხმებით, ნადირობა ჩინებული სპორტია, მაგრამ მიუცილებლად არისტოკრატიულ არეში.

ძველად ერთი მუჭა არისტოკრატია ეწეოდა მას.

ჩვენ სულ სხვა საუკუნეში ვცხოვრობთ — და ოდეს ვარდი გაიაფდეს... დღეს ყოველი კაცი მონადირეა. და ამგვარი, ახალი ყალიბის მონადირეები განუკითხავად ანადგურებენ გზად შეხვედრილ ფრინველს და ნადირს.

დასავლეთში ტყეებს კარგად იცავენ და ნადირობაც რაციონალურ კალაპოტშია ჩაყენებული.

მოდით ახლა და საქართველოში გაუწიეთ კონტროლი მონადირეს, რომელ ღრეში როდის რას მოჰკლავს?

ამგვარად სახელმწიფოს არავითარი საშუალებით არ ძალუძს მართვეობის სეზონში ფრინველი დაიცვას — და ამის შედეგს ჩვენ სულ ათიოდე წლის შემდეგ დავინახავთ, როცა ჩვენი მდიდარი ფლორა და ფაუნა სავსებით განადგურდება.

მე წამსვე შევატყვე ექიმ შარუხიას — რომ მას დაუძინებელი კრიტიკული ჭია ჰყავდა თავში.

ასეთი ადამიანები ყოველ მოვლენაში გაცილებით მეტ მავნე მხარეებს ხედავენ, ვიდრე სასარგებლოს.

— თუმცა მე ასე ვფიქრობ და არც დიდი მონადირე ვარ, მაგრამ თქვენი ხათრით, რამოდენიმე კვირას ამფსონობას გაგიწევთ, მით უმეტეს მე კარგად ვიცნობ აბხაზეთის რივიერას ვიდრე სოჩამდის.

შე მადლობა მოვახსენე ასეთ თავაზიანობისათვის.

სტუმრები ნარდითა და კარტით გაერთვენ.

მადამ შარუხია და ჭარმაგი თავადი აივნის მეორე ბოლოში სამფეხა მაგიდას უსხდენ და ყავას შეექცეოდენ.

მოხუცის ფრიად გაცხოველებული ჟესტიკულაცია მოწმობდა, რომ ფლირტი ფრიად გართულებულ სტადიაში იყო გადასული,

მსახური შემოვიდა და ექიმი საჩქაროდ გაიწვიეს ქალაქს გარედ ავადმყოფთან. იგი ჯერაც აივნიდან არ გასულიყო, როცა მადამ შარუხია წამოდგა და ემუხვარს ღიმილით უთხრა:

— თქვენ ნარდით გაერთვეთ და მე ჩვენ უცხო სტუმარს უნდა მივხედო.

დიასახლისი ფრიად თავაზიანი ღიმილით მომეალერსა, შემეკითხა ყავა თუ მაკლდა, ან ძველებურ ლიქიორს თუ ვინებებ.

მე არ დამიმალავს. ლიქიორის ნდომა და მან თვითონ გამოიტანა ლიქიორი და თავისი შეუდარებელი ხელებით დამისხა იგი.

(მე არ მგონია კნიდოსელი აფროდიტეს მოტეხილი მარჯვენა ამ ხელზე უფრო ლამაზი თუ იქნებოდა).

აქ ჩემმა თანამესაუბრემ თხრობის კილო ოდნავ შესცვალა: იცით რა, მე არც პოეტი გახლავართ, არც თუ რიტორი მაგრამ უნდა მოგახსენოთ, თქვენ პოეტები და სილამაზის. მონადირენი ერთ რამეში სცდებით:

რამდენი ხოტბა თქმულა ხორციელ მშვენიერებაზე, მაგრამ არც კალმითი, არც წამლით, არც ყალმით, ხორციელი სილამაზის გადმოცემა სავსებით ჯერ არავის შესძლებია.

როგორ შეედრება ტილოზე და ქაღალდზე გადატანილი, ან მარმალილოში და ბრინჯაოში განსახიერებული სილამაზე იმ სილამაზეს, რომელსაც სული უდგია, რომელსაც პულსი უცემს, სისხლი და ხორცი აქვს შესხმული, რომელსაც შეგიძლიათ შეეხოთ, სითბო იგრძნობთ, იყნოსოთ და ნელსურნელებით დატკბეთ.

ახ, სილამაზე რამდენი წაწალი, რაშდენი მელანი, რაშდენი სიტყვა დახარჯული მის გამოსახატავად, მაგრამ მისი საუნჯე შეუცნობლობის შვიდბეჭდიანი წიგნია ჯერეც.

... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ...

ლილ, რქმევია ამ მშვენიერ მატრონას.

— ლილ, ეს ჩემი სახელი როდია, არამედ ქალწულობის გვარი.

როცა აქვსენტი გავიცანი, შე ვატარებდი ჩემი პირველი ქმრის გვარს — ნოვაკს. როცა აქვსენტმა გვარი მკითხა უნგრულად – მე კუთხარი ჩემი ქალწულობის გვარი ლილ — მას იმ წუთში იგი სახელი ეგონა და მას შემდეგ სახელად შემარქვა ლილი, არ ვიცი შესაძლოა ჩემი ნათვლის სახელი ქრისტინე არ მოეწონა და მიტომაც...

ქრისტინე?

გავიფიქრე გულში.

თუ ქვეყანაზე სადშე სამართალი არსებობს, ამ ქალს ქრისტინე როგორ უნდა ერქვას?

ლილ,

რაღაც იდუმალი ნელსურნელებაა ამ სახელში.

ლილ საუცხოვოდ ლაპარაკობდა მეგრულად.

მისმა უცხოურმა აქცენტმა აღტაკებაში მომიყვანა.

ლილმა მოიწონა ჩემი სანადირო გეგმები.

– ძლიერ დაგიმადლებთ თუ აქვსენტის გამოაცოცხლებთ.

იგი მთლად ჩაეფლო ერთფეროვან პროვინციალურ ცხოვრებაში.

უზომოდ ლოთობს, ან უზომოდ მუშაობს.

მე იჩქითად დამათრო ცალკე ამ მომხიბლველი ქალის სიახლოვემ, — ცალკე ძველმა ფრანგულმა ლიქიორმა.

მის მარჯვენა ხელზე ძველებური ვენგრული ლირებიანი ბეჭედი შეენიშნე და თავში გამიელვა ქებათა ქების დაუვიწყარმა სიტყვებმა:

„დამდვეს მე, ვითარცა საბეჭდავი გულსა ზედა შენსა, ვითარცა საბეჭდავი, მკლავსა ზედა შენსა, რამეთუ მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული“.

ლილ უნგრეთს გადასწვდა საუბარში,

მე ძლიერ ბუნდოვანად ვიგონებ უნგრეთს, ვეუბნები ლილს.

ამ ხუთი წლის წინად დუნაის ამოვყევი ბრაილიდან.

მერმე რომელიღაც ვიწრო ლიანდაგიდან რკინის გზით ვიარე;

ეს იყო შემოდგომა.

რომელიღაც სადგურზე მთვრალი გლეხებით აივსო ეაგონი.

მათმა ფიცხელმა ჟესტიკულაციამ და ხმა-მაღლა ლაპარაკში საქართველო მომაგონა.

უხვად მასვეს ღვინო.

მთვრალშა ვაგონის ფანჯრიდან გამოვიხედე და ველი ვნახე წიწაკით დათესილი.

ათიოდე წუთი სულ პიმპილით გადაწითლებულ ველს ვხედავდი.

დღესაც მთელი უნგრეთის ბუნება წარმოდგენილი მაქვს მოღაჟღაჟე პიმპილის ველი.

* * *

მე და ექიმი შარუხია. ძლიერ დაგვაახლოეა ნადირობამ.

მე მაშინ გაუტეხელი იდეალისტი ვიყავი.

ექიმი შარუხია გულგამოჭმული სკეპტიკოსი, რომელსაც ცაზე ღმერთი არად მიაჩნდა და ადამიანები სძაგდა, ან ებრალებოდა.

ერთხელ მთელი საღამო უმედეგოთ ვიყიალეთ ზღვის ნაპირზე, ერთი იხვიც არ აგვფრენია.

მე სიტყვა ჩამოვუგდე ჭაობების ამოშრობაზე.

ქიმზე ჩამოჯდა, თოფს დაეყრდნო და მეუბნება.

– ამ ათიოდე წლის წინად, ჩემო ჯამლეთ, მეც თქვენსავით იდეალისტი ვიყავი.

ჩემი ცხოვრების მიზნად მქონდა დასახული — სამეგრელოს და აფხაზეთის ჭაობებს შევბრძოლებოდი.

საგანგებოდ შევიძინე ინგლისური სამგზავრო აფთიაქი. გადაწყვეტილი მქონდა, მთელი ჩემი სიცოცხლე მეარნა და ხალხი გამეკურნა ამ საშინელ სენისაგან, რომელიც ასე უწყალოდ მუსრავს ჩვენს მხარეში მცირეწლოვანებს და მოხრდილებს სამუდამოდ ასახიჩრებს.

მალარია ჩვენი უდიდესი ეროვნული უბედურებაა.

მას ათასჯერ მეტი ქართველები. მოუსრავს ვიდრე მურმან ყრუს, თემურლენგს, ჩინგის ყაენს, შახ აბაზს ან ალიმა მაჰ-მედ ხანს, მაგრამ დღემდის ომი არავის გამოუცხადებია ამ დაუძინებელი მტრისათვის საქართველოში.

მთელი შავი ზღვის ნაპირას მობინადრე მოსახლეობა დასახიჩრებულია ამ საშინელი სენისაგან.

ეს ჩვენი უდიდესი უბედურებაა, რომ ჩვენ თითქმის ყველანი ხოლერიკები, ნევრასტენიკები ვართ.

მაგრამ მე დავრწმუნდი რომ მარტოხელა ადამიანი რას გააწყობს ბუნების სტიქიონის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა იგი საკუთარ გულის ჭირსაც ვეღარ მორევია.

ამ ჟამად მე ყველაფერს მირჩევნია ერთის დაკვრით რომ შეშეძლოს ხელი ავიღო ოჯახსა და სამშობლოზე და პირველ შეხვედრილ გემს გავყვე თუნდაც უბრალო ფერშლად ისევ ახალ ზელანდიისაკენ, ოღონდ ჩემს საცხოვრებელს მიწაზე არ ედვას ფუძე.

მე გამაოცა ამ სიტყვებმა.

რა დიდი მწუხარება უნდა ჰქონდეს გულში მათ წარმომთქმელს, ეფიქრობდი.

მერმე როგორ უნდა თქვას ეს ეგზომ ლამაზი ცოლის პატრონმა.

კარგა ხანს ვაკვირდებოდი ორივე კოლ-ქმარს ურთიერთ დამოკიდებუ- ლებაში მაი ოდნავათაც არ ემჩნეოდათ, რომ რაიმე იძულება ყოფილიყო მათ შორის. ჩამოვარდნილი.

დრო გადიოდა.

მე ყოველდღე ცხენით ჩამოვდიოდი სოხუმს.

ხშირად ნაშუაღამევს ძალზე მთერალი ვბრუნდებოდი შინ.

ლილის ტრფიალმა იხვებზე ნადირობაც გადამავიწყა.

ოქტომბერი მიიწურა.

ამ სეზონში, როგორც სჩანდა, იხვების გადაფრენა ნოემბრის ბოლომდის არ დაიწყებოდა.

ექიმს მეტ წილად მოცლა არა ჰქონდა.

ნასადილევს მე და ლილი დიდხანს მარტო ვრჩებით აივანზე.

ჩვენმა ფლირტმა იმ საამო ასაკს მიაღწია, როცა ორივე მხარე გრძნობს, რომ გულუბრყვილო ლაღბობა და ლაციცობა საცაა უეცარი ვნებათა აღრევით დასრულდება. ორივე ოდნავ ვუფრთხით თითქოს ამგვარ აფეთქებას, მაგრამ ქვეშეცნებაში ორივენი აქეთკენ მოვისწრაფვით.

ნასამხრალზე პროვიზორის ცოლი გვეწვევა თავისი ყვითელი ჩემოდნით ხელში.

ლილ ზღვაში საბანაოდ მიჰყავს.

მე ჩემს ცხენს მივხედავ, მერმე, ქალაქში გავდივარ ან და ზღვის ნაპირს მივყვები.

ჩემი ერთად ერთი სურვილია, პლიაჟზე წავაწყდე სადმე მობანავე ლილს.

ორი კვირის განმავლობაში ამაოდ ვიხეტიალე ზღვის კიდეზე, ვერ ვეღირსე, თუნდაც ჩვეულებრივ საბანაო ტრუსიკებში მენახა მისი მშვენიერი ტანი.

* * *

ბიძაჩემის უდიერი, ცინიკური შენიშვნებიდან ვატყობ, რომ ქალაქში უკვე საოცარი ლეგენდები დადის ჩვენი ფლირტის გარშემო. ამიტომაც მძაგს პროვინციაში სერიოზული ფლირტის დაწყება.

მე გაოცებული ვარ, რომ ექიმი შარუხია სრულიად არ ეჭვიანობს;

ქართველი კაცი რომ ასე ითმენდეს ოჯახის მეგობრის სიახლეს, ეს პირველი მაგალითია ჩემს დონჟუანურ პრაქტიკაში.

ნასადილევს, ნავახშმევს იგი საქმეს მოიმიზეზებს — და მარტო გვტოებს შე და ლილს.

ჩვენ შევეჩვიეთ შუშაბანდში პიანინოს გადაღმა ჯდომას, შეღამებულზე ბაღში გავდივართ და მარტო ყოფნით ვტკბებით. ერთხელ ნაშუაღამემდის ვისხედით დაფნარის ტალავერს ქვეშ.

უცებ შუშაბანდის ფანჯარა გაიღო.

ექიმმა თავი გამოჰყო და ცოლს გადმოსძახა; ლილ, ცოტა ხანს ამოდი ზევით. მე შევკრთი.

ახლა კი ყველაფერი გათავდა.

მე უთუოდ უსიამოვნო სცენის მოწმე გავხდები.

შესაძლოა უარესიც მოხდეს. ვფიქრობ.

ძლიერ გავვოცდი როცა ლილის მაგივრად მსახური ქალი ჩამოვიდა დაფნარში და მეუბნება:

ქალბატონი გთხოვთ ვახშამზე ამობრძანდეთ.

ახალმა მაჭარმა ლილს თავი აატკივა.

მე და ექიმი ოდნაე შეზარხოშებულნი მარტო დავრჩით.

თურქულ ყავას შევექცევით.

მე ძლიერ მიყვარს საერთოდ ბუნების მეტყველებაში განსწავლულ ადამიანთან საუბარი, რადგან ყველაზე მეტ უვიცობას მე ამ დარგში ვგრძნობ. იმ ღამეს მომეტებულად დაინტერესებული ვიყავი, ჩვენი საუბარი აბსტრაქტულ თემებისაკენ მიმემართნა.

სიტყვა ჩამოვარდა ადამიანის აგებულებაზე.

ექიმმა სიტყვა ჩამომართვა:

— იცით, ჯამლეთ, მე ჰელმჰოლცის დიდი თაყვანისმცემელი ვარ.

სწორედ ჰელმმოლცი ეუბნებოდა თავის მოწაფეებს ამ ასიოდე წლის წინად, და მის შემდეგ ეს ჭეშმარიტება ძალაშია, მე რომ ის კაცი, ბუნება, თუ ღმერთი შეგირდად მომაბარონ, რომელმაც ეგზომ ზადიანი ორგანო მიანიჭა ადამიანს, როგორიცაა თვალი, უთუოდ ორს დავსწერდი მას, რადგან არაფერი ისე უმგვანოდ მოწყობილი არ არის ჩვენს აგებულებაში, როგორც თვალი.

არაფერი ისე არ გვატყუებს როგორც თვალი.

უფრო მეტს გეტყვით, საერთოდ მთელი ჩვენი აგებულება უმგვანოდ შეთითხნილი რამეა. და რაც მთავარია, იგი ცუდი მასალისაგანაა აგებული.

საგნის შეცნობა, სხვა არაფერია, თუ არ მისივე შეძაგება და მე ადამიანი შემაძულა ანატომიის და ფიზიოლოგიის შესწავლამ.

ეს რომ მცოდნოდა მე მედიცინას არ შევისწავლიდი.

— მე არ მეგონა თქვენ თუ კაცთმოძულე იყავით.

— ან რა შესაყვარებელია ადამიანი, რომელსაც მირიად ნაჩვლეტებიდან ზინთი და თელგამი გამოსდის.

და სულ მცირეოდენი დაშავება და წაბორძიკება კმარა, ეს სისხლით სავსე ტყავის ტომარა, ჩვენს უბადრუკ სხეულს. რომ გარს აკერია ერთბაშად დაირღვას და მთლად სისხლად და მთლად თელგამად გადაიქცეს ის რასაც ჩვენ ამაყსა და შეუდარებელი ბუნების მეფეს ვეძახით.

ისეთი მკაცრი გამომეტყველებით ითქვა. ეს ყოველივე, რომ მე უნებურად ძირს ჩამოვდგი ტუჩთან მიტანილ ლიქიორით სავსე ჭიქა და არც თურქული ყავისათვის მიხლია ხელი.

იმ ღამესვე გადავწყვიტე ჩემს დღეში არ დაეუმეგობრდე ექიმს.

ან რა საჭიროა უფსკრულებში ხელის ფათური და ბნელი მეტაფიზიკით მოიწამლო. ის ორიოდე მზიანი დღე, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია იმ გაუხარებელ მიწაზე.

დასასრულ: თქმისაგან იშხამება ნათელი შეგნება.

ხანაც თქმა, მწუხარებას აორკეცებს.

* * *

ამ დღიდან განვიზრახე, რაც შეიძლება მალე გავეცალო ამ გულ გამოჭმულ კაცს. ეცდილობ

იშვიათად ვიარო ექიმის სახლში;

ლილს კანდელის ახლოს ვხვდები, ან ქალაქში სადმე, დადუმებულნი მივყვებით პონტოს მთვლემარე ნაპირებს. ქალაქი რომ დაილევა და ხელის გულის ოდენა სივრცეზე გაშკაშდებიან ურიცხვი მოყვითალო ლიფლიფები, როგორც გაღვივებულ სალამანდრების საოცარი საბუდარი, ჩვენ სადმე მიყრუებულ ადგილას ვჯდებით, ღილის კალთაში ვდებ თავს და სანეტარო თავდავიწყებას ვეძლევი მისი ნაზი ამბორით გაბრუებული.

* * *

ლილმა დამარწმუნა, რომ ჩეში არ მისვლა ექიმის სახლში, მის ქმარს უსიამო ეჭვებს აღუძრავდა.

ისევ დავიწყე ექიმისას სიარული.

ექიმი შრომას წერს სუბტროპიულ მალარიის შესახებ.

ღამეობით თავაუღებლად მუშაობს, დღისით თავის საკმაოდ დიდს პრაქტიკასაც უძღვება.

ერთ საღამოს თოფი ავიღე და ზღვის ნაპირებს მივყევი.

გადაფრენა დაწყებულა.

რიმოდენიმე იხვი მოვკალი.

ზღვიდან გამოტანისას ისევ დავსველდი და გაეცივდი.

მესამე დღეს, ახლა უკვე საგრძნობლად შეშინებულმა, ისევ ექიმ შარუხიას მიემართე.

მან ყურადღებით გამსინჯა.— ხმის ამოუღებლად ხელები დაიბანა.

პირსახოცით ხელს იმშრალებს, თანაც მეუბნება:

— იცით ჩემო კარგო, კატარალური ანთება ჯერ არ დაწყებულა. სამაგიეროდ, თქვენ სხვა ავადმყოფობა შეგეყარათ აქ.

მოგეხსენებათ, ჩვენ სხეულში ხშირად უჩინარი სენი დაიბუდებს, და ჩვენ მას ყურადღებასაც არ ვაქცევთ ხშირად.

მოუხშირეთ ჩემთან სიარულს და მე თქვენ სულ მალე განგკურნაეთ ამ სენისაგან.

იმ დღეს მცირე რამ წამალიც გამომიწერა.

მე ვთხოვე, მაგრამ ექიმმა არ გამიმხილა თუ რა ერქვა ამ უცნაურს ავადმყოფობას.

რამოდენიმე დღეს შინ ვიყავი.

გარედ არ გამოვდიოდი.

ბოლოს ძლიერ მომენატრა ლილის სიახლოე.

ექიმი შუშაბანდში დამიხვდა.

თავის შრომას სწერდა.

სათვალეები შუბლზე აიკეცა.

თითქოს გულის წადილს მიმიხვდაო, მსახურს ეკითხება:

— ცირა, ლილი სად წავიდა თუ იცი?

— ქალბატონი და პროვიზორის ცოლი მზის ვანების მისაღებად უნდა წასულიყვენ და არ შემიმჩნევია როდის წავიდენ ბატონო, უპასუხა ცირამ.

— წეღან თქვენ ამბობდით იხვების გადაფრენა იწყებაო, მაშ იმედია, კიდევ რამოდენიმე კვირას დარჩებით.

— ექიმო, თქვენ სასტიკი დიეტის დაცვა მიბრძანეთ, წამლები გამომიწერეთ და რაღა დროს: ნადირობაა?

— ახ, ეს არაფერია, თქვენ ორ სამ დღეში მოგარჩენთ სავსებით და მერმე ინადირეთ რამდენიც გენებოთ.

— მაშინ დავრჩები, რა გაეწყობა, რაკი ამდენი ვიცადე: უაზრობაც იქნებოდა, გადაფრენის სეზონის ბოლომდის არ შევიცადო. ასე ვსაუბრობდით ჩვენ ზღვის კიდეზე მიმავალნი.

ექიმი შარუხია და მე,

გზაში მე გულმოდგინეთ ვათვალიერებდი მზით გაბრწყინებულ პლიაჟზე გამოფენილ ქალ ვაჟებს.

შიშველი ადამიანი ძნელი გასარჩევია, მაგრამ მე შორს კარგად ეჭვრეტ და ლილს უშქარ ბრბოშიაც ინსტიქტითაც ადვილად გავარჩევდი.

ორიოდე ვერსტი გავიარეთ, ვერსად ენახე ლილი

გახშირდა ჩირგვები და კატაბარდები.

ორიოდე წყებამ იხვებისამ ხშუილით გადაგვიარეს.

– აა, გადაფრენა მართლაც იწყება.

მეუბნება ექიმი.

ექიმი შარუხია გატაცებული მიამბობდა თავის შრომის დასკვნებზე, ერთბაშად საუბარი შესწყვიტა, ხშირ ბუჩქნარს ამოეფარა, მკლავში ხელი წაავლო და ხმადაბლა მეუბნება, აქ მოდით, ნახეთ, ნახეთ, ახლავე, ახლავე მოგაჩენთ მე თქვენ.

თანაც ზღვის პირად, სილაზე შიშველ ქალებზე მითითებს.

ვიცანი.

პროვიზორის ცოლი იწვა, ცას შესცქეროდა.

ლილ მთლად შიშველი იდგა და ზღვას გაჰყურებდა, მღელვარე ზღვას, ელვის სისწრაფითო შემოევლო მის სხეულს ჩემი ხარბი თვალი.

და ვნახე — ორივე ფერდებიდან, მოხრილი საშუალო თითის სისხოდ ამობურცული ძვლები უჩანდა.

— ხე, ხე, ხე, ახლა ხომ მორჩით, ხომ მორჩით?

ამ წუთში იგი პირწავარდნილი მეფისტოფელი გეგონებოდათ.

რამდენი ირონია, რამდენი ცინიხში განსახიერდა მის ბანალურ, წითელ ტუჩის კუთხეებში, მის დაჭიებულ წვეტიან კბილებსა და ცანცარა, წვეტიან წითურ წვერებს შორის.

ქალაქში მობრუნებამდის ხმა არ გამიცია ჩემს გვერდით ლანდივით მომავალ ექიმისათვის. მისი სახლის ჭიშკარს რომ მივუახლოვდით. ექიმი მომიბრუნდა:

— ახლა ხომ ხედავთ რა ძნელია რახიტიკი ცოლის ქმრობა და როგორ გვატყუებს ჩვენ თვალი?

ესა სთქვა და ჩემს უგუნებოდ გაწვდილ ხელს ხელი მოუჭირა და დასძინა:

— „ახლა მშვიდობით ბრძანდებოდეთ. “

P.S

მე აღარ ვუცადე იხვების გადაფრენის სეზონს. მეორე დღესვე სტამბოლს მიმავალ გემს გავყევი. ლილს არ გამოეთხოვებივარ, ასე რომ, ქქიმი შარუხიას მეტს არავის გაუგია სოხუმიდან ჩემი უეცარი წასვლის მიზეზი.