სამარცხვინო ომი (მიმართვა რუს ადამიანებს)

აბაშიძე კიტა

სამარცხვინო ომი
(მიმართვა რუს ადამიანებს)

მკითხველს არ ეგონოს, რომ მე რუსეთ-იაპონიის ომზე ვლაპარაკობ, რომელმაც სამარცხვინო ბოძზე გააკრა რუსეთის თვითმპყრობელური ბიუროკრატია, ომზე, რომლის დამთავრებას ჩვენ ასე გულით ვნატრობდით, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ გვესმოდა, რომ თუკი რუსეთის თვითმპყრობელური ბიუროკრატია სამუდამოდ არ დასამარდებოდა მანჯურიის ველებზე, იგი კვლავ აღდგებოდა მთელი ქვეყნის დასაღუპავად. არა, მე იმ ომზე ვლაპარაკობ, რომელიც გამხეცებულმა თვითმპყრობელურმა ბიუროკრატიამ “შინაური მტრების” წინააღმდეგ გააჩაღა, ომზე, რომელმაც ამჯერად სამარცხვინო დაღით დადაღა არამარტო თვითმპყრობელური ხელისუფლება, არამედ მთელი რუსული არმია და, გარკვეულწილად, მთელი რუსი ხალხიც.

რაც არ უნდა თქვათ, თანამედროვე არმიაც ხალხის წარმომადგენლად გვევლინება და მის ნაკლოვანებანი, ნაწილობრივ მაინც, მთელი ხალხის ნაკლოვანებებია.

იმ საარაკო სისასტიკეს, იმ გაუგონარ სიმხეცეს, რომლითაც რუსულმა არმიამ ისახელა თავი უიარაღო, უმწეო, სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომში, ალბათ, მთელი კაცობრიობის ისტორიაში არ მოეძებნება რაიმე შესატყვისი.

აბა, შუა საუკუნეების რომელი მეომარი ან რომელი თურქი ბაშიბუზუკი შეედრება შლეგ ველურობასა და არაადამიანურობაში რუს სალდათსა თუ კაზაკს, რომელიც ებრძვის არა გულად, შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს, არამედ სუსტ, უმწეო “შინაურ მტერს”?!

დამეთანხმეთ, რომ ნიშან-თვისებები ველური მძვინვარებისა და სიგიჟემდე მისული სიმხეცისა, ის წარმოუდგენელი სისასტიკე, რაც ნიშანდობლივია პასიური, მხდალი და მონური ბუნების მქონე ადამიანთათვის, - დამეთანხმეთ, ეს თვისებები საუკუნეთა მანძილზე დამონებული რუსი ხალხისთვისაცაა რამდენადმე დამახასიათებელი.

მართალია, ამგვარი მხეცური ინსტინქტები სადღაც სიღრმეშია ჩაბუდებული და მათს გამოვლენას შავრაზმელი ხულიგნებისა და თვითმპყრობელური ჰიპნოტიზიორების ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ მათ ხომ არ ძალუძთ რაიმე ახალი თვისებების შთაბერვა: ნაირგვარ ინსინუაციათა მაგიური კვერთხის მეშვეობით მათ მხოლოდ მზის სინათლეზე ამოაქვთ ქვესკნელში მთვლემარე ძალები. ამდენად, მორალურად პასუხისმგებლებად, რა თქმა უნდა, ეს - ყოვლად უღირსი და სინდისგარეცხილი ჰიპნოტიზიორები უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ არც იმაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, რომ თუ არ სათანადო ნიადაგი, ჩაგდებული თესლი დაიღუპებოდა და ვერ აღმოცენდებოდა - რუსი ხალხის ისტორიის შესარცხვენად.

  “„სამარცხვინო ომი
(შენიშვნები)

„სამარცხვინო ომი (მიმართვა რუს ადამიანებს)“ 1906 წლის თებერ ვალში დაიწერა, იმ ტრაგიკულ დღეებში, როცა კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფი ვორონცოვ-დაშკოვის განკარგულებით, რევოლუციური მოძრაობის ჩასახშობად გაგზავნილმა რუსულმა დამსჯელმა რაზმებ– მა, გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით მთელი დასავლეთ საქართველო ააოხრეს – ათობით ქართული ქალაქი თუ სოფელი გადაბუგეს და ასობით ადამიანი გაჟლიტეს.

„მიმართვა“ რუსულ ენაზე იყო დაწერილი და რუსული პრესისათვის ნავარაუდები.

1906 წლის 24 თებერვალს კიტა აბაშიძე ივანე ჯავახიშვილს სწერ– და(თბილისიდან პეტერბურგში):

„ძვირფასო ძმაო ვანო!.. ჩვენი ქვეყნის უბედურებამ ისე აგვაშფოთა, ისეთი თავზარი დაგვცა, რომ არათუ ასე მალე, მგონი, კარგა ხანი გაივლის, ვიდრე გონებაზედ მოვიდოდეთ. არ აიწერება კალმით ის განსაცდელი, რომელშიც დასავლეთი საქართველო ჩავარდა... თვით ზოგიერთი ადამიანი-ოფიცერის წერილებია – რუსის ოფიცრებისა, – რომ მთელი ეს მხარე დაღუპულია და ისეთი პირები, რომელნიც მდიდარნი იყვნენ, დღეს იძულებულნი არიან „წითელ რაზმში“ ჩაეწერონო. პირდაპირ ტვინი გეყინება კაცს და სისხლი გიშრება: აიკლეს, სწორედ აიკლეს ჩვენი ქვეყანა ამ ურჯულოებმა და ოხრებმა...

ეხლა ერთი თხოვნით უნდა მოგმართოთ და შეგაწუხოთ. გაახლებთ ჩემს დაწერილ წერილს, ამ ამბებით გამოწვეულს. ეს წერილი წავიკითხე აქ, მეგობართა წრეში და ყველამ მოიწონა და პირდაპირ დამავალეს, რომ პეტერბურგის რომელიმე გაზეთში იქმნეს დასტამ– ბული, უფრო კი „ Наша жизнь “-ში, რადგან უფრო ყურადღებას გვაქცევს და უფრო გავრცელებულიც არის. გთხოვთ, მიიღოთ შრომა თქვენს თავზედ და მოელაპარაკოთ რედაქციაში, თუმც შეიძლებოდეს დასტამბონ გამოუკლებლად. მართალია, რუსი ხალხის წინააღმდეგ გამოვილაშქრე, მაგრამ შეიძლება ისე აუხსნათ, ვითომც მე, როგორც გამწარებული ამ ამბებით ქართველი, პირველ ჩემს გრძნობას ვსწერ, თორემ, მართლაც, რას ვემართლები იმ საწყალ რუსებს, რომელნიც ციხეში ლპებიან, თუმც ხშირად მოხდება ხოლმე, რომ „რუსეთში ტანჯულნი“ შემდეგ „OxpaHHoe OTAeneHne“-შიც შედიან, მაგრამ, ეს ყოველგან მოხდება. ძალიან ბოდიშს ვიხდი, რომ გაწუხებთ, მაგრამ ეს, ასე ვსთქვათ, საზოგადო საქმეა... პასუხს შემატყობინებთ, იმედია“..

საპასუხო წერილი არ შემონახულა, მაგრამ კიტა აბაშიძის შემდეგი წერილიდან, რომელიც იმავე წლის 9 აპრილითაა დათარიღებული, ჩანს, რომ ივანე ჯავახიშვილის მცდელობას ამაოდ ჩაუვლია და კიტა აბაშიძის სტატიის გამოქვეყნებაზე უარი უთქვამთ:

„ძვირფასო ძმაო ვანო! დიდ ბოდიშს ვიხდი თქვენთან, რომ შეგაწუხეთ, – ვკითხულობთ მითითებულ წერილში, – მაგრამ არათუ მარტო მე ვიყავი დაინტერესებული მაგ წერილის დასტამბვაში, თუმც დარწმუნებული ვარ და ვიყავი, რომ არ დასტამბავდნენ: რაც უნდა ლიბერალი და რადიკალი იყოს, რუსი მაინც რუსია და „სრულიად რუსეთის“ გინების ნებას არ მოგცემს, მარტო ბიუროკრატიას გაგინებინებს, რადგან მისთვის ხელსაყრელია. თუმცა თითქმის მაგავე ხასიათის წერილები იყო „რუსში“ და „მოლვაში“ დასტამბული. საქმე იმაშია, რომ აქ ზოგიერთებს ისე აინტერესებთ მაგის დასტამბვა, რომ კიდეც დამაძალეს... თუ შეხვდებით სამს. ფირცხალავას, რომელიც მანდ არის, გადაეცით, იქნებ „გრუზია ი გრუზინის“ გამომცემელმა ამხანაგობამ იკისროს, მგონია, თვით არის მეთაური“...

მაგრამ „სამარცხვინო ომის“ გამოქვეყნება მაინც ვერ მოხერხდა: რედაქციებმა, ალბათ მეტისმეტად სახიფათოდ ჩათვალეს ამ მძაფრი პუბლიცისტური წერილის დაბეჭდვა, რომელიც, ფაქტობრივად, არსებული ხელისუფლების დამხობის მოწოდებას წარმოადგენდა.

წერილის დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, შემონახულია მხოლოდ მისი ნუსხა, გადაწერილი კიტა აბაშიძის მეუღლის – თეკლე (ნიკოლოზის ასულ ჯამბაკურ-ორბელიანის კალიგრაფიული ხელწერით. წერილი ამ ნუსხის მიხედვით ვთარგმნეთ.

„სამარცხვინო ომი (მიმართვა რუს ადამიანებს)“ პირველად მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (იხ.Кита Абашидзе, „Позорная война", вводное слово и примечания Г. Абашидзе, - Литературная Грузия", 1989. No 9).

კიტა აბაშიძის ზემოციტირებული წერილები ივანე ჯავახიშვილისადმი დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში, ივანე ჯავახიშვილის ფონდში, —№№ 1538, 1539 (ორივე წერილი 1905 წლით არის დათარიღებული, მაგრამ ესაა lapsus calami და არა რეალური თარიღი).
     
ნუ გამინაწყენდებით, რუსო ადამიანებო, ვისდამიცაა მიმართული ეს ჩემი წერილი, თუკი მე, სასოწარკვეთილების ჟამს, პასუხისმგებლობას ვიტეების, დუბასოვების, ალიხანოვებისა* თუ სხვა tutti guanti “ჭეშმარიტად რუსი” ადამიანების ცოდვების გამო, - ადამიანებისა, რომელნიც მეტწილად რუსულ გვარებსაც კი არ ატარებენ, მაგრამ რომელთაც საკუთარი გვარები რუსული ჩინოვნიკობის საკეთილდღეოდ უარყვეს, - თუკი პასუხისმგებლობას მათი დანაშაულის გამო მთელს რუს ხალხს ვაკისრებ. მაგრამ სანამ ეს ხალხი, რომლის წიაღიდანაც გამოვიდნენ უდიდესნი მებრძოლნი და წამებულნი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის, სანამ ეს ხალხი უნდობლობას არ გამოუცხადებს და ძალაუფლებას არ ჩამოართმევს ახლად გამომცხვარ მინისტრთა საბჭოში ნაბარტყევ ნაირგვარ ხულიგნებს, მანამდე ქართველების თვალში იგი პასუხისმგებლად ჩაითვლება მისი მთავრობისა, - იმ ტრაფარეტის მიხედვით, რომ ყოველი ხალხი იმ მთავრობას იმსახურებს, რომელიც მას ჰყავს.   * გვ. 585 — „ვიტეების, დუბასოვების, ალიხანოვების“... — ვიტე ს. ი. (1849-1915) – რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, 1905-1906 წლებში იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; დუბასოვი ფ. ვ. (1845– 1912) გენერალ-ადიტანტი, ადმირალი, 1905-1906 წლებში მოსკოვის გენერალ-გუბერნატორი, 1905 წლის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი; მაქსუდ ალიხანი – ალიხანოვ-ავარსკი (1846-1907) • გენერალი, ტფილისის მაზრის, ქუთაისის გუბერნიის, ფოთის პორტის და სოხუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორი. მოკლეს რევოლუციონერებმა, 1907 წლის 3 ივლისს. ნიშანდობლივია, რომ მუსლიმი მაქსუდ ალიხანი – ქართველი ერის ეს ჯალათი, რომელმაც სისასტიკეში თემურ-ლენგსა და აღა-მაჰმად-ხანსაც კი გადააჭარბა, უკანასკნელი ხანების რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში რუსეთის საამაყო შვილად, მაღალზნებრივ, უკეთილშობილეს და უგანათლებულეს პიროვნებადაა დასახული, მისი საარაკო სიმხეცე კი „დაუსაბუთებელ გამონაგონად“ გამოცხადდა. – იხ. Кита Абашидзе, „Р. Н. Иванов, Генерал Максуд Алиханов: триумф и трагедия, М., 2003.
     

XVIII საუკუნის დამლევს ბედი ქართლისა გადაწყვეტილ იქნა ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელთა მიერ: საქართველომ სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი მაჰმადიანურ სამყაროსთან, ერთმორწმუნე რუსეთს მიმართა და მისი პროტექტორატი მიიღო. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველო სასტიკად დაისაჯა: საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობით სპარსთა ურდოები შეიჭრნენ და ქვეყანას ცეცხლითა და მახვილით გადაუარეს. და ეს იმიტომ, რომ საქართველოს მეფე [ერეკლე II] არ დაჰყვა სპარსეთის გამგებლის შეგონებას და პირი არ უტეხა რუსეთს. “არათუ აღა-მაჰმად-ხანმა, აზიის ყველა სახელმწიფომ რომ გამოგვიცხადოს ომი, მაშინაც კი არ შეველევი რუსეთის ერთგულებას”, - უპასუხა საქართველოს მეფემ აღა-მაჰმად-ხანის ელჩებს.

ასეთ გრძნობათა სამადლობლად და “აღსასრულებლად ტრაქტატებისა”, რომლებიც რუს მეფეთა სიტყვით იყო განმტკიცებული, რუსეთმა თავისი გაბატონების პირველსავე წლებში ყველაფერი წაართვა საქართველოს, - სკოლა, ენა და სარწმუნოება. რუსეთი მთელი თავისი ძალებითა და ხერხებით აფერხებდა საქართველოს კულტურულ და სულიერ განვითარებას და სისტემურად სპობდა იმ ეროვნულ თვითმყოფადობას, რომლის დასაცავადაც მიიღო საქართველომ რუსეთის პროტექტორატი.

   
     
მაგრამ ქართველი ხალხი ითმენდა და ელოდა.... ჩვენ რუსეთის განახლებას ველოდით... ჩვენ გვჯეროდა, რომ “დამღუპველ კავკასიაში” გამწესებული ყველა ეს შანტაჟისტები - როზენები, დონდუკოვები და გოლიცინები* - წარმომადგენლები იყვნენ ოდენ რუსული ბიუროკრატიისა, რომელიც ისევე ავიწროვებს რუს ხალხს, როგორც ქართველობას. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ ებრძოდა რუსეთის საუკეთესო ნაწილი თვითმპყრობელურ ხელისუფლებას, და სახელები ამ დიდ რუს წამებულთა და რუსული თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლთა - წმიდათაწმიდა სახელებია ჩვენთვის.   * გვ. 586 — „როზენები, დონდუკოვები და გოლიცინები“... – როზენი გ. ვ. (1782-1841), ბარონი, ინფანტერიის გენერალი, 1831–1837 წლებში კავკასიის მთავარმართებელი; დონდუკოვი (დონდუკოვ-კორსაკოვი) ა. მ. (1820-1893) – რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვა– წე, გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1882-1890წლებში კავკასიის მთავარმართებელი; გოლიცინი გ. ს. (1837-1907)–რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, 1897-1904 წლებში კავკასიის მთავარმართებელი.
     
ჩვენ პატივს ვცემდით რუსულ არმიას, რომელიც გვიცავდა ჩვენ საძულველი მაჰმადიანური სამყაროსაგან; ჩვენ, რუსი ხალხის მხარდამხარ, ამ არმიასთან ერთად ვიბრძოდით რუსული სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის იმავე მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგ; ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი მეზობლების წინააღმდეგაც*, რათა კავკასიაში რუსეთის ძალაუფლება დაგვემკვიდრებინა. და ვფიქრობ - ყოველ შემთხვევაში ახლა, რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ შეიძლება ეს ითქვას, - რომ ჩვენი დახმარების გარეშე ეგრეთ წოდებული “კავკასიის დამორჩილება” სადღეისოდაც ისეთივე განუხორციელებელი იდეალი იქნებოდა რუსებისათვის, როგორიც რუსეთის ბატონობის დამკვიდრებაა წყნარი ოკეანის ნაპირებზე. ჩვენი მხრივ არაკეთილმოსურნე დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლო საკმაოდ საგრძნობი სიძნელეები შეგვექმნა ყირიმის კამპანიის დროს, როცა კოალიციური მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ქართველი ხალხის წარმომადგენლებთან. და ახლაც, სულ ცოტა ხნის წინ, როცა ხმა დაირხა, რომ თურქეთმა სამხედრო კორპუსები დაძრაო ჩვენი საზღვრებისაკენ, ჩვენ ყველა ერთხმად ვამბობდით, რომ ეს რუსეთ-იაპონიის ომი არაა და რომ ყველანი წინაღვუდგებით თურქებს. ხოლო რუსეთთან საქართველოს შეერთების ასი წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ხმის უფლების მქონე ერთადერთმა წოდებამ რუს სამხედრო პირთა შვილებისათვის რამდენიმე სტიპენდია დააწესა, სურდა რა ამით რუსული არმიისადმი - საქართველოს დაცვის გამო, - მადლიერების გრძნობა გამოეხატა და, აი, ყოველივე ამის სამადლობლად თქვენ რა დაგვმართეთ, რა დაგვმართა ჩვენ თქვენმა არმიამ თქვენი “მამაცი” გენერლების წინამძღოლობით, რა დამართეთ თქვენ თქვენს ერთმორწმუნე ხალხს, რომელიც ბრძოლისა და წინააღმდეგობის გარეშე, საკუთარი ინიციატივით შემოვიდა თქვენი პროტექტორატის ქვეშ, - იმ იმედით, რომ თქვენ მას ბარბაროსთა შემოსევებისაგან დაიცავდით.   * გვ. 586 —  „ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი მეზობლების წინააღმდეგაც“... – იგულისხმება ქართველების მონაწილეობა რუსეთის მიერ დაღესტნისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის დაპყრობაში (აღსანიშნავია, რომ, კიტა აბაშიძის აზრით, მართალია, ქართველები, უთუოდ, „ძველის ანგარიშების გასასწორებლად“ ჩაერთვნენ ამ ომში, მაგრამ რუსეთის ხელშეწყობა მეზობელი ხალხების დაპყრობაში, რომელნიც თავისი დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ, მისი სიტყვით, „რომ პოლიტიკურ გონიერებას მოკლებული იყო, ამას, მგონია, ვერავინა ჰყოფს უარს“, რადგან „თუ ერთი მხრივ, რუსებს ეომებოდნენ (იგულისხმება ქართველობის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ – გ. ა), ამავე დროს, რუსებს ეხმარებოდნენ მათი მტრების წინააღმდეგ“. – იხ. აქვე, „პოლიტიკური რომანტიზმი“).
     

ის, რაც თქვენ - ჩვენმა “მფარველებმა”, ჩვენმა “მეგობრებმა, ჩვენმა “მართლმადიდებელმა ძმებმა” გვიყავით ამ ორი-სამი თვის მანძილზე, არ გაუკეთებია ჩვენთვის არც ერთ მაჰმადიან ტირანს, - დაწყებული თემურ-ლენგით და დამთავრებული შაჰ-აბასითა და აღა-მაჰმად-ხანით, რომელთაც ყოველი ქართველი წყევლიდა და თავისი ისტორიისა და ხალხის ბოროტ დემონებად თვლიდა. მაგრამ აღა-მაჰმად-ხანმა თბილისში მხოლოდ მეფისა და მისი ოჯახის რამდენიმე სასახლე გადაწვა, მოსახლეობა კი არ დაურბევია, მხოლოდ ტყვედ მიჰყავდა. ისტორიკოსთა მოწმობით, თვით მეფე ერეკლე იყო გაკვირვებული აღა-მაჰმად-ხანის ასეთი მოპყრობით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაჰმადიანთა შემოსევამ საბოლოოდ დაარწმუნა ქართველობა იმაში, რომ აუცილებელი იყო შელეოდნენ დამოუკიდებლობას და მართლმადიდებელი რუსეთის მფარველობა მიეღოთ.

მაგრამ არასდროს არავითარ მაჰმადიანურ ურდოებს არ ჩაუდენიათ არაფერი მსგავსი იმისა, რაც ჩაიდინა რუსულმა “ქრისტესმოყვარულმა მხედრობამ”, რომელმაც იაპონიის ომში თავისი მარცხის მთელი ჯავრი ჩვენზე ამოიყარა...

თითქოსდა ჩვენი მიამიტური მიმნდობლობისა და რუსეთის სახელმწიფოსადმი ჩვენ რწმენის დასაცინად, თვითმპყრობელური რუსული ბიუროკრატია დასავლეთ საქართველოში მუსლიმ ალი- ხანს აგზავნის - ქართველებთან ბრძოლებში დაღუპული მეომრებისთვის აღაპის გადასახდელად, - და მას carte blanche-ს აძლევს მისი ველური სისხლისმსმელური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად. ალი-ხანიც თბილისიდან ქუთაისამდე “ძლევამოსილ მარშს” ახორციელებს და გზად ყოველივეს ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს; “სახელოვანი” ლაშქარი ხოცავს და ხვრეტს მშვიდობიან მოსახლეობას, ამაზრზენ ძალმომრეობას ხმარობს ქალებზე და ბავშვებზე (ამ ძალმომრეობის მსხვერპლნი - 11-12 წლის გოგონები ქუთაისის საავადმყოფოში წვანან) და მთელს ქვეყანას აჩანაგებს: “ძლევამოსილი” გენერალი ავალდებულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მაზრის მოსახლეობას ერთი კვირის ვადაში 200000 მანეთის გადახდას და გაპარტახებულ ხალხს აიძულებს ათეული ათასი მანეთებით უზრუნველყონ მოკლული პოლიციელებისა და ბოქაულების ოჯახები!.. ცეცხლმა შთანთქა - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - მთელი ქალაქები და დაბები, ზოგიერთისა კი - საუკეთესო ნაწილი. ასეთებია ბელაგორი, ყვირილა, სვირი, ბაღდადი, ახალსენაკი, სამტრედია, საჩხერე, ჭიათურა, ოზურგეთი, ნაგომარი, ონი, ცაგერი, ხოლო გადაბუგული სოფლები ვერც კი დაითვლება; დამწვარია ქალაქ ქუთაისის საუკეთესო ცენტრალური ნაწილიც.

არა, არასოდეს მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საქართველოს, განსაკუთრებით კი - დასავლეთ საქართველოს, არაფერი ამის მსგავსი არ ახსოვს. აღმოსავლეთი საქართველო თავისი მკერდით იცავდა დასავლეთს უცხოელ ურდოთა შემოჭრისაგან და

უკანასკნელ დღეებამდე შესძლო გადაერჩინა ეს მარგალიტი, ყველა ქვეყნის პოეტთა მიერ ნაგალობები ეს ბრწყინვალება ბუნებისა და სილამაზისა, რის გამოც ქუთაისის გუბერნია კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველა მეზობელ გუბერნიებს სჯობდა.

მაგრამ ყოველივე, რაც შექმნილი იყო რამდენიმე საუკუნისა და თაობის რუდუნებითა და ძალისხმევით, ორ-სამ კვირაში მოისპო და გაჩანაგდა.

 

 

„საქართველოში ხმის უფლების მქონე ერთადერთმა წოდებამ რუს სამხედრო პირთა შვილებისათვის რამდენიმე სტიპენ– დია დააწესა“... – იგულისხმება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრების მიერ 1900 წლის 21 ნოემბერს 4 სამუდამო სტიპენდიის დაწესება (საერთო ოდენობით - 1800 მანეთი წელიწადში) “სასარგებლოდ იმ ოთხი რუსის პოლკისა, რომელიც ასი წლის წინ პირველათ შემოვიდა საქართველოში”. კერძოდ, სტიპენდია დაენიშნა ე. წ. “თფილისის პოლკს”, რომელიც თბილისში 1799 წლის 26 ნოემბერს შემოვიდა (სულ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე იმპერატორი პავლე I ხელს მოაწერდა მანიფესტს “რუსეთის სახელმწიფოსთან საქართველოს სამეფოს სამარადჟამო მიერთების” შესახებ) და რომელსაც გენერალი ლაზარევი მეთაურობდა (ეს ის ლაზარევია, რომელიც მარიამ დედოფალმა მოკლა - რუსეთში მისი ძალით გასახლების მცდელობისას); სტიპენდიები დაენიშნათ, აგრეთვე, “გრენადერთა”, “ყაბარდის” და “მე-17 ეგერთა” პოლკებს, რომლებიც საქართველოში 1801 წელს შემოვიდნენ - უკვე ზემოაღნიშნული მანიფესტის ხელმოწერის შემდეგ (18. XII, 1800) და რომელთა მეშვეობითაც -”თფილისის პოლკთან” ერთად - განხორციელდა ალექსანდრე I-ის მანიფესტის ხორცშესხმა - საქართველოს ანექსია (ანუ “საქართველოს რუსეთთან შეერთება”, როგორც მას ოფიციალურად ეწოდა). მაგრამ აღსანიშნავია, რომ, ფაქტობრივად, ეს პოლკები არ იყო საქართველოში პირველად შემოსული რუსული ჯარისნაწილები:

გეორგიევსკის ტრაქტატის შესაბამისად, რუსული ჯარის ქვედანაყოფები საქართველოში პირველად 1784 განლაგდნენ, - “რათა დაეცვათ ქართლისა და კახეთის სამფლობელოები მეზობელთა ყოველგვარი შეხებისაგან და განემტკიცებინათ მისი ბრწყინვალება მეფის [ერეკლე II-ის] ჯარები”. მართალია, რუსეთ-თურქეთის ომთან დაკავშირებით, ეს სამხედრო ნაწილები საკმაოდ მალე გაიწვიეს საქართველოდან (რამაც მტრულად განწყობილი სახელმწიფოებით გარშემორტყმული ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა), მაგრამ ბუნებრივია, რომ მადლიერების გრძნობა ქართველ ხალხს სწორედ ამ ნაწილების მიმართ ექნებოდა, ვინც საქართველოს დაცვის კეთილშობილურ მისიას ახორციელებდა, და არა იმ პოლკების მიმართ, რომლებითაც რუსეთმა საქართველოს დაპყრობა მოახდინა.

ყოველივე ეს კიტა აბაშიძემ, რასაკვირველია, შესანიშნავად იცოდა, მაგრამ წერილის მიზანდასახულობის გამო იგი, ბუნებრივია, ვერ გაამახვილებდა ყურადღებას ამ ფაქტებზე, - ისევე, როგორც არც თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოუხატავს ქართველ თავად-აზნაურთა საგანგებო კრების აღნიშნული გადაწყვეტილების მიმართ, მაშინროცა “საქართველოსრუსეთთან შეერთების” 100 წლისთავი მას ქართველი ერისათვისსამგლოვიარო თარიღად მიაჩნდა, ხოლო ქართველი თავადაზნაურობის ქვეშევრდომული გრძნობები და ყველა ის მაამებლური ღონისძიება, რომლებიც მათ მიერ “მონობის თარიღის სამარცხვინო ზეიმით აღნიშვნას” უკავშირდებოდა (და მათ შორის, ცხადია, მოხსენიებული სტიპენდიებითდამპყრობთა დაჯილდოებაც) - ამწოდების დეგრადაციის უტყუარ დამადასტურებლად(იხ. კიტააბაშიძე, დიდებული მოძღვარი, გაზ., “ისარი”, 1907, f6).

 
     
     
     
     
განა რა დაგიშავეთ საამისო? რისთვის, რა მძიმე ცოდვებისათვის დაგვსაჯა ასე სასტიკად ერთმორწმუნე რუსმა ხალხმა? განა ჩვენ რასმე ისეთს მოვითხოვდით, რაც თუნდ ოდნავ მაინც უპირისპირდება რუსი ხალხის ინტერესებსა და მოთხოვნებს? რა დააშავეს ჩვენმა რევოლუციონერებმა, რა შესცოდა ჩვენმა ხალხმა, რომელმაც მთელი თავისი რევოლუციონური განწყობილება მხოლოდ კულტურული პასიური წინააღმდეგობით გამოხატა, რითაც თვით გრაფი ლ. ტოლსტოი იყო აღტაცებული?!* ჩვენმა ხალხმა ბოიკოტი გამოუცხადა სინდისგარეცხილ რუს ჩინოვნიკობას, მაგრამ განა ეს ეწინააღმდეგება რუსი ხალხის ინტერესებს? ვინ სრავდა ჩვენთან რუსული კულტურის ინტერესებს - ჩვენ, თუ თქვენი ბიუროკრატია, რომელიც ჩვენკენ გადმოისროდა ხოლმე ხელმოცარულ, ქურდ-ბაცაცა და ზნეობრივად და გონებრივად გაკოტრებულ ჩინოვნიკებს?! ხალხმა ზურგი უჩვენა სამღვდელოებას, მაგრამ განა თქვენს მიერ ხელდასხმულმა იერარქებმა არ მოაშთეს მასში ყოველგვარი რელიგიური გრძნობები?!   *. გვ. 589 — „რითაც თვით გრაფი ლ. ტოლსტოი იყო აღტაცებული“... –1905 წელს გურიაში რევოლუციურ მოძრაობასთან დაკავშირებით (რომელიც ლ. ნ. ტოლსტოის სიტყვით, „უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენას“ წარმოადგენდა და აუცილებელი იყო, რათა იგი „გაეცნოთ ხალხისთვის“), ტოლსტოი 1905 წლის 1 თებერვალს იასნაია პოლიანიდან სწერდა თბილისში ილია ნაკაშიძეს (1866—1923 წ.წ.) – ცნობილ ლიტერატორსა და საზოგადო მოღვაწეს:


„... Хотя я и знаю, что гурийцы не имеют понятия о моем существовании, мне все-таки очень хочется передать им выражение тех чувств и мыслей, к[отор]ые вызывает во мне их удивительная деятельность. Если вы можете и найдете это удобным, передайте им, что вот есть такой старик, кот[орый] двадцать лет только о том думает и пишет, что все беды людские от того, что люди ждут себе помощи и устройства жизни от других, от властей, а когда видят, что от властей им нет помощи и порядка, то начинают осуждать власти и бороться против них. А что не надо ни того, ни другого: ни ждать помощи и порядка от властей, ни сердиться на них и воевать с ними. А надо одно: то самое, что делают они, гурийцы, а именно: устраивать свою жизнь так, чтобы не нуждаться в властях. Для того же, чтобы не нуждаться в властях, надо делать опять то же, что они делают, жить по совести, по Христу, короче по-божьи. Если можно, то передайте им, какую великую радость испытал этот старик, когда узнал, что то, о чем он думал и писал столько лет и чего ученые и считающие себя мудрыми не понимали и не принимали, что это самое для себя, своим умом и своей совестью решили тысячи людей, и не только решили, но и произвели в дело и ведут это дело так твердо и хорошо, что соседние люди приезжают к ним

Скажите им, что дело это такое важное и хорошее, что надо все силы употребить (духовные силы: кротости, рассудительности, терпения) для того, чтобы довести его до конца, чтобы быть примером для ближних и дальних людей и быть началом установления царства божия не силою и обманом, а разумом и любовью.
Скажите им, что не я один, но много и много людей радуются на них, готовы всячески, если возможно и нужно, служить им и что все мы уверены, что, начав такое великое дело и так много уже сделав для него, они не оставят его и будут вести его всё так же, показывая пример людям.

Скажите им, что старик человек этот думает, что главные их силы должны быть направлены к тому, чтобы, как они сами говорят, жить по Христу, по совести, исполняя один и тот же закон и для христиан, и для магометан, и для всех людей мира. Закон этот в том, чтобы любить всякого человека и делать другому то, что хочешь, чтобы те[бе] делали. Если они будут жить так по-божьи, то никто им ничего не сделает. Если они будут с богом, бог будет с ними, и никто [не] будет в силах помешать им.

     
ჩვენმა ხალხმა იგივე დემოკრატიული მოთხოვნები წამოაყენა, რომლებიც წამოაყენა ზოგიერთმა რუსულმა პარტიამაც, და ეს იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი არ არის დაავადებული იმ “ცრუმორწმუნეობით”, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ ისეთმა ადამიანებმაც კი, როგორიც სტრუვეა...* მაგრამ ჩვენი დემოკრატიზაციაც ისევ და ისევ თქვენივე ბიუროკრატიის წყალობით მოხდა.   *. 589 —  „სტრუვე...“ – სტრუვე პ. ბ. (1870-1944), – რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი და ფილოსოფოსი, „ლეგალური მარქსიზმის“ მამამთავარი, შემდგომში კი – რევოლუციური მარქსიზმის და პროლეტარიატის დიქტატურის მოძღვრების მოწინააღმდეგე; 1905 წლიდან კადეტების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი; 1907 წ. – II სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი; 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, სადაც რედაქტორობდა ანტისაბჭოურ გამოცემებს.
     

ეჭვგარეშეა, რომ XIX საუკუნის დამდეგს ქართველი ხალხიც იყო განმსჭვალული “ცრუმორწმუნეობით” მონარქიული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ რუსული ბიუროკრატიის წარმომადგენლები ისე უწყალოდ და ულმობლად მოეპყრნენ საქართველოში სამეფო გვარის ყველა წევრს, ისე ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ ქართველების ყოველგვარ მონარქიულ გრძნობებს, რომ ამ გრძნობათა სრულ გაქრობას მიაღწიეს, - რაც, სხვათა შორის, ოდენ სასიხარულოა.

ამრიგად, ჩვენ ჩვენი პასიური წინააღმდეგობით იმისთვისვე ვიბრძოდით, რისთვისაც მოსკოვი, რუსეთის გული, იარაღით ხელში აჯანყდა. არასდროს არავითარი სეპარატისტული მისწრაფებები ჩვენს ხალხს არა ჰქონია, მას ამაზე არც კი უოცნებია არასოდეს. “სეპარატიზმი” კავკასიის რუსული ჩინოვნიკობის შეთხზულია, - მონაჭორია ნაირგვარი დონდუკოვებისა და გოლიცინებისა, ამ ქარაფშუტა და უგუნური მმართველებისა, რომელთაც სხვაგვარად არ ძალუძდათ ძალაუფლების შენარჩუნება, თუკი ცენტრალურ ბიუროკრატიას “სეპარატიზმის აჩრდილით” არ დააშინებდნენ. რუსული ბიუროკრატია მარტოოდენ თავისი პირადი გამორჩენისა და პოლიტიკური შანტაჟის მიზნით ცდილობდა ჩვენში სეპარატიზმის შექმნას და რადგან ამას მშვიდობიანი საშუალებებით ვერ მიაღწია, ცეცხლითა და მახვილით შეეცადა მის დანერგვას.

რუსულმა თვითმპყრობელურმა ბიუროკრატიამ, ალი-ხანის ხელით, საქართველოში მრავალი წლით გააქრო ის ძმური, კეთილი გრძნობები, რომლითაც მთელი ქართველი ხალხი იყო განმსჭვალული რუსი ხალხისადმი, - ხალხისადმი, რომელთანაც დაკავშირებული იყო რელიგიის ერთობითა და იმ მსხვერპლით, რომელიც ისტორიულ წარსულში ორივე ხალხის მიერ იქნა გაღებული საერთო კეთილდღეობისათვის. ეს ყოველივე ახლა განქარდა და საეჭვოა ახლო მომავალში შევძლოთ რაიმე სხვა გრძნობები ვიქონიოთ რუსეთის მიმართ, გარდა შიშისა და ძრწოლისა. აღა-მაჰმად-ხანის აჩრდილი დაიბინდა ალი-ხანის სისასტიკეთა წინაშე და ამ უკანასკნელმა ქართველი ხალხის თვალში პირველის რეაბილიტაცია მოახდინა.

ამიერიდან ჩვენ თქვენი მონები ვართ, შეურაცხყოფილნი ყველა ჩვენს წმინდა გრძნობებში, მოტყუებულნი, გაუბედურებულნი, გაძარცულნი და დარბეულნი, მონები, რომელნიც მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამო გემორჩილებით. თქვენ, თქვენმა ჩინოვნიკებმა, თქვენმა გენერლებმა და ჯარისკაცებმა მრავალი წლით ამოძირკვეთ ჩვენი გულებიდან ყოველგვარი კეთილი გრძნობები თქვენს მიმართ.

დიახ, რუსული თვითმპყრობელური ბიუროკრატიის ამიერკავკასიის ფილიალი იქადდა, რომ დაიპყრობდა საქართველოს, რათა ყოველგვარი ნიშანწყალი მოესპო ნებაყოფლობითი მორჩილებისა და მან სავსებით მიაღწია ამას. მაგრამ იგი უსინდისოდ და მზაკვრულად მოიქცა, - მიპარვით და ანაზდეულად მოიხელთა ხალხი, რომელმაც თავისი ბედი იმ სახელმწიფოს მიანდო, რომლის წარმომადგენლადაც ეს ბიუროკრატია გვევლინება, მოიხელთა ხალხი, რომელსაც რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა არასდროს აზრადაც არ მოსვლია და რომელიც, პირიქით,

დამწუხრებული იყო რუსული არმიის “სასიქადულო მოსკოვური” გამარჯვებებით და მთელი გულით თანაუგრძნობდა რუს ხალხს.

 
 
     
რუსულმა ბიუროკრატიამ მიაღწია მიზანს: რუსეთისადმი ძმურად განწყობილი ხალხის ნაცვლად, ამიერიდან ჩვენი სახით თქვენ მორჩილი მონები გყავთ, რომელთაც მთელი ძალით თავიანთი ტანჯული სულისა, სძულთ თავისი მჩაგვრელები, ეს ვითომდა “მფარველები” ჩვენი. ნაყოფი ასწლოვანი კულტურისა, შექმნილი რუსული განაწამები გონებისა და ტანჯული რუსი ინტელიგენციის მიერ, რომლის წმინდა და უმწიკვლო აზრები და მისწრაფებები ჩვენამდე კონტრაბანდით აღწევდა, რამდენსამე დღეში იქნა მოსპობილი გრაფი ვორონცოვის* მიერ მოვლინებული ალი-ხანის ველურ ურდოთაგან.   * გვ. 591 — „გრაფი ვორონცოვი“ – ვორონცოვ-დაშკოვი ი. ი. (1837- 1916), – რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე. 1881–1897 წ.წ. – საიმპერა ტორო კარის მინისტრი; 1897 წლიდან სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1905–1915 წ.წ. – კავკასიის მეფისნაცვალი.
     
რა გვიშველის ჩვენ, რა უშველის ჩვენს ტანჯულ სამშობლოს, ჩვენს განაწამებ სულს, რამ შეგვიხორცოს თქვენს მიერ მოყენებული სასიკვდილო ჭრილობები? მარტოოდენ შურისძიებას ძალუძს დააკმაყოფილოს ჩვენი შეურაცხყოფილი გრძნობები სიყვარულისა და ნდობისა, რომლითაც ჩვენ მუდამ ვიყავით განმსჭვალულნი რუსი ხალხის მიმართ, - მარტოოდენ შეუბრალებელ შურისძიებას მათზე, რომელთაც თავიანთი ქმედებით ჩირქი მოსცხეს რუსულ კულტურას საქართველოში, ჩირქი მოსცხეს რუსულ არმიას, რუს ხალხს, მათზე, ვინც საძულველად გვიქცია რუსის ძმური სახელი!..    
     
ჩადენილ ბოროტმოქმედებაში დამნაშავეთა ამ სამართლიან, შეუბრალებელ დასჯას, ჩვენ მთელი რუსი ხალხისაგან მოვითხოვთ; ამას, რუსო ადამიანებო, თქვენგან მოითხოვს მოვალეობა პატიოსნებისა, კაცთმოყვარეობისა და სამართლიანობისა. რასაკვირველია, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შიშსა და ძრწოლაში გვამყოფოთ, მაგრამ ეს არამყარი ბალავერია “რუსული საქმისათვის” ჩვენში. გეშინოდეთ დამონებული ხალხისა, “მკვდრების გეშინოდეთ”, როგორც ამბობს ჩვენი თანამემამულე*, გენიალურად წარმოსახული ზეინაბის ბაგით (“ღალატი” იუჟინისა), რომელიც საქართველოს მთელი ისტორიული ბედისწერის განმასახიერებელია. გეშინოდეთ ცხოვრების ლოგიკისა, გეშინოდეთ, რომ სამართლიანობისა და ადამიანურობის გაქელვისათვის დაგიდგებათ დღენი, ოდეს სამაგიერო მოგეზღვევათ, - უარესნი დღენი, ვიდრე მანჯურიის ველებსა და წყნარი ოკეანის ტალღებს უნახავთ.

1907 წ. 

  * გვ. 591 — მკვდრების გეშინოდეთ“, როგორც ამბობს ჩვენი თანამემამულე“. –გამოჩენილი დრამატურგის ა. ი. სუმბათაშვილ-იუჟინის (1857–1927)ისტორიული დრამა - „ღალატი“, რომელიც საქართველოს გმირულ წარსულს ეხება და სამშობლოსათვის თავდადებისა და ეროვნული დამოუკიდებ- ლობისათვის ბრძოლის პათოსითაა განმსჭვალული (1903 წ.), უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც საქართველოში, ისე რუსეთშიც (მოსკოვის მცირე თეატრში, სადაც ეს შესანიშნავი პიესა ავტორის დადგმით განხორციელდა, ქართველი დედოფლის - ზეინაბის ცენტრალურ როლს გამოჩენილი რუსი მსახიობი მ. ნ. ერმოლოვა ასრულებდა).