ბარათაშვილი ნიკოლოზ სკოლაში



„ბარათაშვილი ნიკოლოზ სკოლაში“ აერთიანებს სკოლაში შესასწავლ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლიტერატურულ ნაწარმოებებს

1 ბიოგრაფია

▲ზევით დაბრუნება


 

დაბადების თარიღი:

4 დეკემბერი, 1817

გარდაცვ. თარიღი:

21 ოქტომბერი, 1845  (27 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი:

მთაწმინდის პანთეონი, თბილისი

კატეგორია:

პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ ნ. ბარათაშვილის ერთ დროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად ''ამა სოფლის ამაოებათაკენ'' უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას. ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდანარევი ირონიით გამოიხატა ''მკაცრი ბედისა'' და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა. 1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 199-200; burusi.wordpress.com

ბიბლიოგრაფია

2 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


2.1 არ უკიჟინო, სატრფოო

▲ზევით დაბრუნება


 

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

   

არ უკიჟინო - არ უსაყვედურო, არ დაძრახო. გულისთქმა - აქ: ნაფიქრი, ნაგრძნობი.

         
 

მინდა, მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო
ვაცხოვლო.

   

ვაცხოვლო – აქ: გავანათო, გავაცისკროვნო.

         
 

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

   

მორბედი – მაუწყებელი, მომასწავებელი.

         
 

მინდა, შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

   


შავარნო
– სიცხით დამწვარი და წყლით გაცოცხლებული ბალახი.

         
 

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!

     
         
 

არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,
იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!
ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

     

უხსნელად – მარადიულად.

         
 

მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს
და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.

     
         
 

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!
მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..

   

ბანოვანი – ქალბატონი.

         
 

მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,
და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!

   

უხრწნელი – წარუვალი.

         

2.2 ვპოვე ტაძარი

▲ზევით დაბრუნება


კითხულობს პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი, მხატვარი მარსიანი

 

ვპოვე ტაძარი, შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

   

დავითის ქნარი - იგულისხმება ფსალმუნთა გალობა.

 

       

 

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;
გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,
ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!

   

მწირი სოფლისა - წუთისოფლის მგზავრი, ადამიანი

 

       

 

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,
რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;
ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,
მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!

   

საკურთხად - შესაწირად.

       

 

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,
რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;
ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,
მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!

   

საკურთხად - შესაწირად

         
 

მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?
განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,
მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!

   

არ ასადარებს - არ ახარებს

         
 

მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!

განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, —
არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!
დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!

     
         
 

ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!!

ვერსად აღვანთე დაშთომილი  მისი ლამპარი!

ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,
და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!

   

დაშთომილი - აქ: ჩამქრალი.

2.3 მერანი

▲ზევით დაბრუნება


 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი  შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

   

თვალბედითი - ავი თვალის.

სამძღვარი - საზღვარი.

         
 

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

     
         
 

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

     


თანამავალი - თანამგზავრი.

         
 

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

   

ტრფობისა ნაშთი - ტრფობის ნარჩენი; ის, რაც სიყვარულისგან დარჩა.

         
 

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

     


ძვალთა შთენილთა - დარჩენილ ძვლებს.

         
 

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ  სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

   

ოხერი - უპატრონო.
მივალალებენ - მიგლოვებენ, დამიტირებენ.

         
 

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

   


ბასრი - აქ: ბრჭყალი.

         
 

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

   




ჰუნე - გვარიანი და კეთილად წვრთილი ცხენი (საბა).

         
 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

     
       

2.4 ნაპოლეონ

▲ზევით დაბრუნება


2.4.1 ნაპოლეონ I

▲ზევით დაბრუნება


ნაპოლეონ I - ნაპოლეონ ბონაპარტი - (Napoleon Bonaparte) (1769-1821), მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწესაფრანგეთის იმპერატორი (1804 წლის 14 მარტი და 1815 წლის ივნისი).

დაიბადა კუნძულ კორსიკაზეარმიაში სამსახური დაიწყო 1785 წელს არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის წოდებით; საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში ბრიგადის გენერლის წოდებას მიაღწია (1793). 1796 წლიდან არმიას სარდლობდა.

 1799 წლის ნოემბერში მოახდინა სამხედრო გადატრიალება, რომლის შედეგად პირველი კონსული გახდა და მალე მთელი ძალაუფლება იგდო ხელთ. 1804 წელს იმპერატორად ეკურთხა. წარმატებული ომებით მნიშვნელოვნად გააფართოვა იმპერიის ტერიტორია და თავისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქცია დასასვლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უმრავლესობა.

 1812 წელსრუსეთში წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ (ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში), იწყება მისი იმპერიის ნგრევა.

 1814 წელს ანტიფრანგული კოალიციის ჯარების პარიზში შესვლამ ნაპოლეონ I აიძულა გადამდგარიყო. იგი გადაასახლეს კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ხელახლა დაიკავა საფრანგეთის ტახტი, მაგრამ ვატერლოოსთან დამარცხების შემდეგ ხელმეორედ გადადგა (1815 წლის 22 ივნისს). სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა ინგლისელთა ტყვეობაში წმინდა ელენეს კუნძულზე.

 სამხედრო ისტორიოგრაფია ნაპოლეონ I-, როგორც მხედართმთავარს, მაღალ შეფასებას აძლევსსამხედრო საქმის განვითარებისათვის მან ოსტატურად გამოიყენა საფრანგეთის რევოლუციის მიერ შექმნილი ობიექტური პირობები. მისმა მხედართმთავრულმა ხელოვნებამ დიდი გავლენა მოახდინა XIX საუკუნის სამხედრო საქმის განვითარებაზე.

სტატია აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის მედია ენციკლოპედიიდან - ბიბლიოვიკი

2.4.2 ნაპოლეონ (ტექსტი)

▲ზევით დაბრუნება


 

ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას,
და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“
და რა იხილა თვისს დიდების მსხვერპლი თვის წინა,
მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა.

„ახლა კი კმარა“, თქვა მან გულში, „სურვა აღმიხდა:
სახელი ჩემი ვასახელე ქვეყნის საოცრად,
შევმოსე ძალით საყვარელი ჩემი საშვენად
და დაუმონე გულმტკიცენი მას სადიდებლად“.

„მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!
მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი,
ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი;
ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“

„მაგრამ ვინ იცის, იქნება რომ ბედსაც მოვსწყინდე,
და სხვა მან ჩემის სახელითა დააგვირგვინოს!..
არა, არა მრწამს, რომე ბედმა მე მიორგულოს:
მე მან გამზარდა და თვისს გაწვრთნილს რაღა მიხერხოს!“

„ვერა გაუძლებს ნაპოლეონ მეტოქეებსა!
რა გინდ ძლიერად, მეცნიერად, ვინ ხელმწიფებდეს,
მაინც მე იგი ვერ ვითვისო, ვერ ჩემოდნობდეს,
თვითონ სამარეც მევიწროოს, თუ ტოლი მყვანდეს!“

ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვცნათ ჩვენ მისი!
თვითონ სიკვდილიც მას უებროდ აღმოგვიჩინებს:
დამქრალი ცეცხლი და ზღვის ღელვა წარმოგვიდგინებს
მისს ცეცხლსა სულსა და ზღვა გულსა განსაკვირველებს!

   

 

2.5 საფლავი მეფის ირაკლისა

▲ზევით დაბრუნება


საფლავი მეფის ირაკლისა
(კნიაზს მ... კ... ძეს ბარატაევს)

მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო,
და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!
ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა,
რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!

თაყვანსვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!
გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?
აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.

ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო
მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო;
მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სული
უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა, განცეცხლებული.

და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,
მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!
სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,
მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!

აწ არღა ერჩის ქართლის გულსა კასპიის ღელვა,
ვერღა ურყევს მას განსვენებას მისი აღტყველვა;
შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა,
აწ მოგვიგვრიან მრავალის მხრით ჩვენთა მოძმეთა!

მშვიდობა შენსა წმიდას აჩრდილს, გმირო განთქმულო,
უკანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო!
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა,
და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა!

1842 წ.

3 საყურე

▲ზევით დაბრუნება


 

ვითა  პეპელა

   

ვითა - როგორც.

 

არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოი, საყურეო,

     
 

გრძნებით  ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების

   

გრძნება - გრძნეულება, ჯადოქრობა.

შარბათი  ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

   

შარბათი - შაქრითა და ხილის წვენით დამზადებული ტკბილი სასმელი.

4 სულო ბოროტო

▲ზევით დაბრუნება


 

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო
ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის
შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე
სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

     
 

ამას  უქადდი  ჩემს ცხოვრებას,
ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად
თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა
დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა
გარდამიქცევდი!

   

უქადდი – ჰპირდებოდი.
 

 

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი
ესე
აღთქმანი?

   

აღთქმანი – დაპირებები.

 

რად მომიხიბლე, აღმირიე,
წრფელნი
ზრახვანი?

   

ზრახვანი – აქ: ფიქრი, სურვილი.

 

სულო აღმშფოთო, მიპასუხე,
ნუ იმალები.
რატომ გაცუდდა  ძალი შენი
მომჯადოები?

   

გაცუდდა – ფუჭი, ამაო გამოდგა, ვერ აღსრულდა.

 

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს
შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი,
ვუმსხვერპლიდი
ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე
მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი
მიკვლენ წყრუვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,
სულო ბოროტო!

     
 

რა ვარ აწ სოფლად  დაშთენილი
უსაგნოდ,  მარტო,
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო,
სულით მახვრალი? 
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი
შენი მსახვრალი! 

1843

   

დაშთენილი – დარჩენილი.
უსაგნოდ
– უმიზნოდ.
მახვრალი
– ვინც ოხრავს.

 

მსახვრალი – აქ: დაუნდობელი, გამანადგურებელი.
 

5 სულო ობოლო

▲ზევით დაბრუნება


კითხულობს: პოეტი, მთარგმნელი შალვა ბაკურაძე

 

  ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,
ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!
   
უთვისტომობა
- ახლობლის გარეშე ყოფნა.
         
  მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!
   


კრული - დაწყევლილი.
         
  არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!
    იკრძალვის - ერიდება. აქ: უფრთხის.
 

ეფიქრება - ფიქრობს, ეეჭვება, უჭირს.

         
  ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

1839 წ.
   
ელტვიან - გაურბიან.
სწორი - ტოლი.

6 ფიქრნი მტკვრის პირას

▲ზევით დაბრუნება


 

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ
ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;

   

ლბილი – რბილი, ფაფუკი. ვინამე ცრემლით – ვიტირე.

         
 

ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!

     
         
 

ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების
მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..

   


მოწამე
– აქ: მოწმე, მომსწრე.

         
 

მაინც რა არის ჩვენი ყოფა _ წუთისოფელი,
თუ არა ოდენ
საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?!

   


საწყაული აღუვსებელი
– აუვსებელი ჭურჭელი.

         
 

თვითონ მეფენიც, უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და
დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

     

დრტვინვენ – შფოთავენ.

         
 

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და
ცდა ქებული,
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავის მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..

   


ცდა ქებული
– სახელოვანი ბრძოლა.

         
 

მაგრამ, თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

     
         
 

მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

     

7 შემოღამება მთაწმინდაზედ

▲ზევით დაბრუნება


 

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი  და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

   

ვერანი  - აქ: უდაბური, უკაცრიელი.


ციაგი  - სხივი.

         
 

ვითარი მაშინ იდუმალება  დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს  თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

   

იდუმილობა  - იდუმალება.
წარუტყვევს  - გაიტაცებს, მიიზიდავს.
ტაბლა წმიდა  - წმინდა საკურთხეველი, რომელზედაც უფლისათვის შესაწირ ძღვენს დებენ. საკურთხის მაგიდა.

         
 

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო,  შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

   

ბუნდოვანი  - აქ: ნისლიანი.

         
 

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება  შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

   


ხატება  -
აქ: (ზეცის) სურათი.

         
 

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა… ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ,  რომ დაშთოს ის ამაოება…
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

   


ზენაართ სამყოფო  -
ანგელოზთა, ზეციურ ძალთა საბინადრო, სამოთხე.

         
 

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

   


მწუხრი -
საღამო.

         
 

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

   

მთა ცხოველი  - იგივეა, რაც წმინდა მთა; ცხოველი  - აქ: ცოცხალი, უკვდავი.
დახსნას
  - განაშოროს, მოაშოროს. ვაება  - დარდი, ნაღველი.
გულ-დახურული  
- გულჩათხრობილი.

         
 

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

   


მთოვარე  - მთვარე.

მოარე  - მოსიარულე.

         
 

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

     
         
 

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა – სევდა გულისა – ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

   


მოვილტვი  - მოვისწრაფვი.

8 ცისა ფერს

▲ზევით დაბრუნება


კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ [მე] — არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.

     
         
 

ფიქრი მე სანატრი
მიმიწვევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

   

სანატრი – აქ: სანეტარო.
ცისა ქედს – აქ: ცისკენ.
ეშხით დამდნარი – მშვენიერებით მოხიბლული.

         
 

მოვკვდები — ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

     
         
 

სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას —
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას!

   

როს – როცა.


ციაგი – სხივი.

9 ხმა იდუმალი

▲ზევით დაბრუნება


კითხულობს: იურისტი ნიკა ჯოჯუა

 

ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?
რა
ვსცან  პირველად წუთისოფელი,

   


ვსცან – ვიცანი, შევიცანი.

 

დავშთე  ადგილი, სადაცა წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის

   

დავშთე – დავტოვე.

 

სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა

   

თანაზრდილი – თანაშეზრდილი, თანატოლი.
 

 

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!
ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად

   

ზრახვა – განზრახვა, ფიქრი.

 

სულ ერთსა მიწვრთნის  გულისა ჭირად:
“ეძიე, ყმაო,  შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!
მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,

   

მიწვრთის – აქ: ჩამჩიჩინებს.

ყრმა – აქ: ჭაბუკი.

საშვენი – შესაფერისი.

მხვედრი – ხვედრი, ბედი.

 

და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!
ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა
შეუწყალისა სინიდისისა?
მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა,
მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა.
ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი,
ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?
ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ,
სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ?
როს ვსცნა მე შენი საიდუმლობა,
როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?..

1836 წ.

     

10 პოემა

▲ზევით დაბრუნება


10.1 ბედი ქართლისა

▲ზევით დაბრუნება


 

კახთა მიმართთ


ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი  ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!

   

მლხენი - მოლხენილი.

და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, -
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად, 
ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად. 
როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსულსა დროებს მოიხსენებდეთ
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,
მოიგონებდეთ ყარიბს  მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!
                                                                                                  თ-ი ნ. ბ.

   

 

 

არმაღანი - საჩუქარი, "მცირე ძღვენი" (საბა).
ლხინის საგანად - ლხინის ნიშნად

 

 

მორიგისად - რიგრიგობით. ყარიბი - მიუსაფარი, უთვისტომო. აქ: საწყალი. მბობარი - მომთხრობი, მთხრობელი.

ყარიბი - მიუსაფარი, უთვისტომო. აქ: საწყალი. მბობარი - მომთხრობი, მთხრობელი.

 

 

     

კარი  პირველი


მწყემსო კეთილო,  შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
და აღადგინე დღეს საქართველო!" -
ასე ილოცდა მეფე ირაკლი
ბანაკსა თვისსა გულით მხურვალი.

ცათა წინაშე დიდია მსხვერპლი
მამულისათვის მეფისა ცრემლი!
ბატონს თვის ჯარი კრწანისის მინდვრად
დაებანაკა სპარსთთან საომრად!
პატარა კახი  
აღა-მაჰმად-ხანს

   

 

 

მწყემსი კეთილი - ღმერთის მეტაფორაა. წმინდა სამწყსო - აქ: ანგელოზები.
გულთა-მხილავი - ღმერთის ეპითეტია.

 

 


ცხოვარნი - აქ: ქართველები.
გვესწრაფე - გვიშველე, გვიხსენი.
ხელთ-აღმპყრობელი - მშველელი, მფარველი, შემწე, დამხმარე, მხსნელი.
ბანაკი - საომრად გამზადებული ლაშქარი.
ცათა წინაშე - უფლის წინაშე.
კრწანისის ომი - 1795 წელს კრწანისის ველზე, თბილისთან, გაიმართა ბრძოლა; ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის. სპარსეთი მოითხოვდა, ერეკლე მეფეს კავშირი გაეწყვიტა რუსეთთან და ქართლ-კახეთის სამეფოზე ირანის ჰეგემონია ეღიარებინა. ერეკლემ დახმარება რუსეთს სთხოვა, მაგრამ ამაოდ. სპარსელთა 35-ათასიანი ჯარის პირისპირ დარჩენილი ერეკლე დამარცხდა. მტერმა თბილისი აიღო.
პატარა კახი - ერეკლე მეფის ზედწოდება. აღა-მაჰმად-ხანი - (1742-1797) - ირანის შაჰი; გამოირჩეოდა სისასტიკითა და ცბიერებით. 1795 წელს თბილისი ააოხრა.

უპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს.
ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი.
ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერი
ზე-დაჰნათლიდა ბრძოლისა ველსა,
და ირაკლიცა ჯარსა ქართველსა
განამხნევებდა მამობრივის ხმით:
"ჰხედავთ,
ვითარის კადნიერებით

   

ვითარის - როგორი. კადნიერება - გამბედაობა, თავხედობა.

შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!
საქართველოს დღეს გარდაუწყდება
თავისი ბედი და უბედობა!
დღეს ეჭირვება მამულს მხნეობა!
დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,
ვითა თქვენგანი ერთი მხედარი:
დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!" -
"შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!" -
შეჰბღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით:
"ჩვენ თუნდ სულ ერთს დღეს დავიხოცებით,
ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!
მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი
ბატონს ირაკლის ნუგეშად ჰხედავს;
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!"
ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს,
ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი,
განუცხადებენ თავისს სიყვარულს!
დაჰკრეს
ნაღარა,  გულნი შეზარა

   

ნაღარა - ჩასაბერი საკრავი, დიდი საყვირი.

და მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა.
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა!
მხდალსა განგამხნევს, მხნეს განაღვიძებს,
და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს!
შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი:
ვითა ნადირსა მშიერი ლომი,
ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი
და მტკვარსა შეჰრთეს სისხლისა ღვარნი!
ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
ორნივ ომებში
გაქეზებულნი. 
თამაზ, ენისენთ მოურავის ძე,
და
იოანნე, კახთ აბაშიძე,
განუმტკიცებდენ მკლავთა ქართველთა;

   

გაქეზებული - აქ: გამოცდილი, მრავალი ომის გადამტანი. შეგულიანებული.
თამაზ, ენისენთ მოურავის ძე - თამაზ ჯორჯაძე, ენისელის მოურავის დიმიტრი ჯორჯაძის ძე, რომელმაც თავი ისახელა კრწანისის ბრძოლაში.
იოანე, კახთ აბაშიძე - იოანე ნიკოლოზის ძე აბაშიძე, რომელიც კრწანისის ბრძოლაში დაიღუპა.
განუმტკიცებდენ მკლავთა ქართველთა - ძალას მატებდნენ.

მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა
შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას, -
მაინც ვერ ჰხედვენ ბოლოს ბრძოლისას.
რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე,
მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,
ხრმალს ხელი იკრეს მამაპაპურად
და დაერივნენ 
თავისებურად!

   

მყის ჩაიკეცეს ქუდები - ძალა მოიკრიბეს, იერიშზე გადასასვლელად მოემზადნენ, მხნეობით აღივსნენ. [შენიშვნა: სვანური და კახური ქუდები მუზარადის ნაწილი ყოფილა].
თავისებურად - ჩვეულებისამებრ, მამაპაპურად.

ბინდმა განჰყარა მებრძოლნი მტერნი,
გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი;
მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს,
მას გამარჯვება არღა ახარებს:
ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის!
მრავალთ ყმაწვილ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის!
აწ საფლავიცა არსად ჩანს მათთვის;
ჰაერში
განჰქრა  მათი სახელი
და არსად
ჟამთა მოწამე ძეგლი

არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა:

   

განჰქრა - აქ: დაიკარგა.
ჟამთა მოწამე ძეგლი - მატიანე.

დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..
მაგრამ, ჰოი გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ
სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:
რაც ერთხელ
ცხოვლად
სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის;

   

დუმილნი ჰფარვენ - გარდაიცვალნენ, დაიღუპნენ.


სახსოვარი - არდავიწყება, გახსენება.

ცხოვლად - წარუშლელად, სამარადისოდ, საშვილიშვილოდ, საუკუნოდ.

ქართლი თქვენს ღვაწლსაც ვერ დაიდუმებს,
აღა-მაჰმად-ხანს ვიდრე ახსენებს!
მეფემ უბრძანა თვისთა
მოხელეთ:
"გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს
მივიქცეთ
და ციხე ჩვენი მსწრაფლ გავამაგროთ,
თვარემ ხვალ სიმხნით ვერა
გავაწყოთ,

აღა-მაჰმად-ხან რა აქა გვნახავს!
ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს,
და იქნება, რომ ციხეში დავხვდეთ,
ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ.
ძველთაგან ასე ნაამბობია,
რომ ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია".
ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს;
ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს,
და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა

   

დაიდუმებს - დაივიწყებს.
მოხელე - აქ: ქვეშევრდომი.

მივიქცეთ - მივბრუნდეთ, პირი ვიბრუნოთ.
 

გავაწყოთ - მოვაგვაროთ.

 

ექნათ საჭურედ  ჯართა ქართლისა!
გათენდა დილა მზისა აღმოსვლად,
მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლად
ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს:
აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს,
სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით,
მაგრამ ვერარა ავნო ვერსაით.

   

ექმნათ საჭურედ - თავშესაფრად ექცათ, გაუხდათ. საჭურედ - საფარად.

დაღონდა სპარსთა მეფე ბორგვნილი,
და თურმე ყოვლით იმედმიხდილი
ქართლითგან წასვლას დააპირებდა;

   

ბორგვნილი - შფოთვით მოცული, აღელვებული, მოსვენებადაკარგული.

მაგრამ იუდა  ჟამს ეძიებდა!
აჰა, მან იგი აწ მოიხელთა
და მუხთალისა
ანგართა  ხელთა
აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი!
მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი!
სცნა რა ირაკლიმ ესე მუხთლობა,
მოყმეთა თვისთა
ეზდენ დამცრობა,
მყისვე აღენთო ხელმწიფე-გული,
მტერზედ ამაყად გამზადებული!
მაგრამ
ცუდ იყო ყოველი ღონე:

აღა-მაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე,
შემოეპარა ციხისა კართა,
და მოევლინა მსწრაფლ ქართველთ ჯართა.

   

იუდა - უფლის, იესო ქრისტეს გამცემი. გადატანითი მნიშვნელობით იუდა მოღალატეს, გამცემს ნიშნავს. ჟამს ეძიებდა - შესაფერის დროს, მომენტს ეძებდა.

ანგარი - ანგარებიანი (გამყიდველი), მომხვეჭელი, პირადი გამორჩენის მსურველი.

აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი - მამულის სიმტკიცე (ძლიერება) შეარყიეს.

მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი - მან თავისი ხალხი მტერს შესწირა ზვარაკად თავისი ხალხი გასცა; თავის ხალხს უღალატა.
ეზდენ/ესდენ - ესოდენ, ამდენად. დამცრობა - დამცირება, სულმდაბლობა.

 

ცუდ იყო (ყოველი ღონე) - ფუჭი, ამაო იყო ყოველგვარი მცდელობა.
 

 

 

გაფოთებული ეძიებდა მას,
ვინცა
ჰერანის
 ტახტს, ხელმწიფებას
ქართველთა შორის წაართვა ძალა.
მაგრამ ირაკლიმ უკვე გაქუსლა
მთიულეთისკენ თავისი ცხენი
და შეუმცირა სპარსთ ტკბილი დღენი!

   

გაფოთებული - აღშფოთებული, გაშმაგებული, განრისხებული.
ჰერანი - ირანი.

       

კარი მეორე

     
       

მორბის არაგვი, არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილს ჭალებს.

ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო,
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,
რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,
როგორ იქნება არ განისვენოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს!
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს:
"არაგვო, მაგ შენს ამწვანებულს მთებს!" -
და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს,
იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!
მზე დამავალი მოჰფენს სიამეს
მთიულეთისა ხეობის არეს,
და ამ მშვენიერს არაგვის პირებს

   

არაგვიანი - ჩქარი.


გარემო თვისსა
- აქ: თავის გარშემო, ირგვლივ. ატეხილი - ხშირი, ტანაყრილი.

ძველი ჩარდახი  ზედ გადმოჰყურებს.
მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი,
მოწყენის თვალით
გარდმომზირალი;
დაფიქრებული, თვისთა ზრახვათა
გა-ცა-ართობდა
ქარვის მარცვალთა. 
თან ახლდა მეფეს თავის
მსაჯული,
ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული.
ვის არა გახსოვთ
სოლომონ ქველი,
მეფის შინაყმა, ყმათ საყვარელი!

სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ თათბირნი მათნი!
დიდხანს უჭვრეტდა მეფე მდუმარედ
არაგვის წყალთა, მდენთა მჩქეფარედ.

   

ჩარდახი - სვეტებზე დაყრდნობილი ღია კარავი; გადმოხურული, ღია აივანი.

გარდმომზირალი - მაღლიდან მოთვალთვალე.
გაცაართობდა - ათამაშებდა.


ქარვის მარცვალთა - ქარვის კრიალოსნის მძივებ
მსაჯული - მრჩეველი.

ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული - ღირსებებით გამორჩეული, უხვად დაჯილდოებული. მორჭმული - სახელგანთქმული.

სოლომონ ქველი (1754-1811) - სოლომონ ლიონიძე, მეფის მრჩეველი და განთქმული ორატორი. ქველი - მამაცი, გულადი, მხნე; მოწყალე, კეთილი.

მეფის შინაყმა ყმათ საყვარელი - ქვეშევრდომებში გამორჩეული მეფის მოხელე.

 

 

ბოლოს მახვრალი  უბრძანა მსაჯულს:
"შენ იცნობ კარგად, სოლომონ, ჩემს გულს,
შენ უწყი ქართლის აწ ვითარება,
მისი აწ ძალა, ყოფა-ცხოვრება.
ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს,

   

მახვრალი - ვინც ოხრავს, "ოხის" მთქმელი (სიტყვიდან ოხვრა), შეწუხებული.

მსალბუნებიან  მე შეწუხებულს;
აწც ჩემს სულის ტვირთს, ჩემს
გულის წადილს,
შენ გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელს შვილს!
"არ მითვისებდა
ქართველთა  ქართველთა გული,
რომ ვიყავ მათი მეფე
ეული;

   

მსალბუნებიან - მალამოდ, წამლად, სალბუნად დამდებია, მომცხებია. სალბუნი,  -  მალამო; აქ: საამო.
გულის წადილი - ოცნება, სურვილი.
ქართველთა - აქ: ქართლელთა.

ეული - მარტოსული, ყველასაგან მიტოვებული;

ჩემი მეფობა ზე დავასრულე,
რომ ძლივს იგინი გავიერთგულე!
და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობას
განუმზადებდი
ჟამ-კეთილობას,
აი, მის ნაცვლად
რაი მომაპყრეს 
მე ჩემთა ძეთა და ვინ ახარეს!..
ამიერითგან
გაქეზებული 
მაჰმად-ხანისა
მოსისხლე გული 
არ დაგვაწყნარებს სიამაყითა:
მას
ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა; 
ეს ხმა 
ლეკთაცა აგვიყაყანებს; 
ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს,
და მტერნი ძლიერ მაშინ
მოგვატყდნენ,
როს ყმანი ჩემნი ურთიერთს
ბძარვენ!
მე თუმც კიდევ ვგრძნობ სულის სიმტკიცეს,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს;
შენი ირაკლი ის აღარა ვარ,
პატარა კახად რომ გინახვივარ!
მარქვი, რომელს შვილს ჰხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას
კვერთხად მამულს დარღვეულს?..
 
ჰოი, ღმერთო, ღმერთო, ამაზედ მეტად
ნუღარ განსწირავ ქართველთა ტანჯვად!
აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო!
აწ განთქმულია რუსთა სახელი,

     

 

ჟამ-კეთილობა - კეთილდღეობა, კარგი დროება.
რაი მომაპყრეს - რა მომაგეს, რით მიპასუხეს, როგორ მომექცნენ.

გაქეზებული - შეგულიანებული, გათამამებული.

მოსისხლე გული - მტრული, სისხლმოწყურებული.

ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა - დრო შველის, ეხმარება ყოველმხრივ.
ლეკთაცა აგვიყაყანებს - ლეკებს ალიაქოთს აატეხინებს.
მოგვატყდნენ - მოგვაწყდებიან, შემოგვესევიან, შემოგვიტევენ.
ბძარვენ - ექიშპებიან, მტრობენ, ებრძვიან. ბძარვა - შუღლი, ქიშპობა.

გარნა - მაგრამ.

პატარა კახად რომ გინახივარ - იგულისხმება: ახალგაზრდული მხნეობა და გაუტეხლობა.

მარქვი - მითხარი.
ექმნას კვერთხად - დასაყრდენად გაუხდეს, უშველოს. კვერთხი - აქ: ყავარჯენი. რომ ექმნას

კვერთხად მამულს დარღვეულს - მხსნელად მოევლინოს დაქცეულ, განადგურებულ მამულს.

 

 


 

ხელმწიფე უვისთ  ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, სარწმუნოება,
მას, მინდა მივცე
მემკვიდრეობა,

   

უვისთ - ჰყავთ.


მემკვიდრეობა - ტახტი, ხელისუფლება, ძალაუფლება, უფლებამოსილება.

და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!"
ამის გამგონი ჩვენი მსაჯული
უჭვრეტდა მეფეს განცვიფრებული:
მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს
ჰხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს.
"რასა მიბრძანებ", ჰკადრა მან მეფეს,
"ბატონო, ღმერთი გადღეგრძელებდეს,
ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა,
ესდენ
შენზედა მსასოებელთა!
ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ
განვისყიდოთ  თავისუფლება?
იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას არგებს, ოდეს
თვისება

ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს.

   

შენზედა მსასოებელთა - შენზე დაიმედებულთ, მოიმედეთ.

განვისყიდოთ - გავცვალოთ, დავთმოთ.

თვისება ერთა - ერის ადათები, ტრადიციები, ზნე-ჩვეულებანი.

ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს
რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:
ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,
ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,
რაც მოისურვოს ქართველობამა?
მაშინ, მეფეო,
რავდენთ  კაცთ მართალთ

   

რავდენთ - რამდენს.

მოუკლან გულნი ტანჯვათ იდუმალთ!
მაშინ ირაკლის სახსენებელი
ვინღა ახსენოს, აწ საქებელი?
ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ,
შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ,
და, მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს,
მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს.
ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ,
უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!"
"ჩემო სოლომონ", მეფემ უბრძანა,
"მე ეგ ყოველივ არ ვიცი განა?
მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის
რა მოვაგვარო უმჯობეს ამის?
მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,
თვისს დიდებისთვის
სისხლთა აღმჩქეფე,

   





სისხლთა აღმჩქეფე - სისხლისმღვრელი.

       

არამედ ვითა მამა კეთილი,
რომელსა სურს, რომ თავისი შვილი
თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს.
ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს
უჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი!
აი, ხომ ნახე აწ მაგალითი,
რა ჰქმნა ამ ერთმან დამარცხებამან!

კარგი, რომ კიდევ აღა-მაჰმად-ხან

ქალაქს დასჯერდა გამძვინებული,

სხვით არ აღივსო მან საწყაული!,
"ახლა კი დროა, სოლომონ, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა.
მან
საფარს ქვეშე
 მხოლოდ რუსეთის

     

 

 

კარგი რომ... - სხვით არ აღივსო მან საწყაული - აქ: კიდევ კარგი რომ... თბილისს
დასჯერდა და არ ააოხრა მთელი საქართველო. განძვინებული - გამძვინვარებული, განრისხებული.


საფარს ქვეშ - მფარველობის ქვე

ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის,
და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს,
რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს
საფლავთ ზედ ჩვენთა მამა-პაპათა,
და განისვენონ აჩრდილთა მათთა!"
ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან
და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
"განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!"
 - "სულ მართალია, ჩემო სოლომონ,
მაგრამ, აბა, თქვი, ქართველთა რა ჰყონ
ამ უბედობის და დარღვევის დროს?
აბა, ირაკლიმ რა მოაგვაროს
მშვიდობისათვის საყვარელთ ყმათა?..
აი, მივიღებ მე შენთ რჩევათა
და დავიდუმებ ჩემსა გულის-თქმას,
ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას,
რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!"
ასე ირაკლი და მის მსაჯული,
მამულისათვის გულ-მტკივნეული,
ქართლისა ბედსა
განსამართლებდნენ,

   

განსამართლებდენ - განსჯიდნენ, წყვეტდნენ, არჩევდნენ.

ხოლო ქართველნი მამულს ჰგლოვობდნენ!
ამ დროს აღმოხდა ბადრი მთოვარე
და სიამითა მოჰფინა არე.
ცამ, მოჭედილმა ვარსკვლავებითა,
მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა,
და მთვარის შუქზედ არაგვის წყალთა,
თავისუფლებით ჩამომჩხრიალთა,
გულს აუშალეს დარდები ბატონს,
ოხვრა დაჰმართეს, ვით კაცსა
ლიტონს.

   

ლიტონი - აქ: მარტოსული.

       

მას მოაგონდა დრო ყმაწვილობის,
განტარებული თვისთა კახთ შორს,
როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის,
როს ჰქონდა ჟამი უზრუნველობის,
და საყვარელი კახეთის გმირი
იყო
ნიადაგ მტერთა გამგმირი!
დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად,
დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად.
შემდეგ უბრძანა სოლომონ მსაჯულს:
"ახლა კი დროა ჩვენს გაოხრებულს
ქალაქს ჩავხედოთ; მაგრამ ჯერ ერთი
მინდა ვიხილო კვალად კახეთი,
შევიტყო კახთა საჭიროება,
ვსცნა აზრთა მათთა აწ ვითარება;
შენ კი აქეთგან ქალაქში ჩადი

   

ნიადაგ - მუდამ.

და დამახვედრე ჩემი სამზადი".
დილაზე ადრე მოვალს მსაჯული
ქსნის ხეობაში, დაფიქრებული.
ვიდრემდის იყო შიშიანობა,
მას აქ ესახლა თავის სახლობა.
მეფის აზრთაგან სულით ღელვილი,
ზრახვიდა გულში მამულის შვილი:
"მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,

   

სამზადი - სასახლის მეურნეობა.

       

ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება -
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?
შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება,
რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,
და რად ივიწყებ, რომე მარადის
ერსა ეკუთვნის გულის-თქმა მეფის!
იქნება მეფე ციხის გატეხას
აბრალებს მოყმეთ მუხანათობას?

   

ამღერდეს - ათამაშებდეს.

იქნება ამან აჰყარა გული
ბატონს, ქართლზედა
შეუორგული?..
მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის,
თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის.
მაშ, რამ უცვალა მას გული მყარი,
ქართველებისთვის
ესთ თანამკვდარი?..

მაგრამ ვინ იცის! იგი იქნება
უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირვება?
ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის
გონება ყმათა ვერა მიხვდების!"
ამ ფიქრში იყო მსაჯული, ოდეს
მოადგა თავის სახლისა არეს.
წინ მოეგება მას თავის ცოლი,

   

აჰყარა გული - გული აუცრუა.
შეუორგული - ერთგული, ვისთვისაც ორგულობა უცხოა.




ესთ თანამკვდარი - ასე (ასეთნაირად) გადაგებული, ასე ზედ გადამკვდარი.

 

სათნო სოფიო, სულისა ტოლი;
ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა,
შვენიერება, გულკეთილობა.
რა დაინახა მან თავის ქმარი,
სახეშეცვლილი, მონაწყინარი,

   

სოფიო - დავით ერისთავის ასული, სოლომონ ლეონიძის მეუღლე.

ამბავი ჰკითხა მყის ირაკლისა, -
ასე საყვარელ იყო ყოვლისა!
"ვეჭობ, სოფიო, რომე ირაკლი
ქართველებზედა იყოს გულნაკლი;
მას ზედ ეტყობა, რომ მისი სული
ძლიერად არის აღელვებული!
მწარედ უპირებს ბატონი დასჯას
თავის შვილების ამა ურჩებას.
ვეჭვობ, რომ იგი სამეფოს ქართლის
აძლევს საფარს ქვეშ რუსთა ხელმწიფის.
მაშინ უყურე ჩვენს დედაკაცებს,
როს საცხოვრებლად დიდკაცთა ცოლებს

   

მყის - მსწრაფლ, უცბად, მაშინვე.
 

ეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ!
მაშინ, სოფიო, რაღა გინდათ თქვენ:
ხელმწიფეს ჰპოვებთ მამად კეთილად
და დედოფალსა დედისა ნაცვლად;
არ მოგაკლდებათ თავისუფლება,

   

პეტრეს ქალაქი - პეტერბურგი, რუსეთის დედაქალაქი XVIII-XIX საუკუნეებში.
 

განცხრომილება, ფუფვნეულება
მათთა სიმდიდრის პალატთა შორის!
ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის.
მრავალთ სიამეთ იხილავთ კვალად

   

განცხრომილება - განცხრომა, შვებით ცხოვრება. ფუფვნეულობა - ფუფუნება.
 

ბანოვანთათვის გულგასართობლად.
მაშინ ვისაღა მოესურვება,
ნახოს ქართლისა კვლავ ამბოხება!"
 - "უწინამც დღე კი დამელევა მე!
უცხოობაში რაა სიამე,
სადაცა ვერ ვის იკარებს სული

   

ბანოვანი - ქალბატონი, მანდილოსანი.
 

და არს უთვისო  დაობლებული?
რა ხელ-ჰყრის პატივს
ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული!
და ველად იგი ამხანაგთ შორის
ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?
თავის მამულში მას გაჭირება
სხვადასხვა რიგად ენუგეშება:
მუნ სულსა სული თვისად მიაჩნის
და გულსა გულის პასუხი ესმის!
რად დაგვრჩომია სხვაზედა თვალი,
ოდეს მეფეცა და დედოფალი
გვყვანან კეთილნი და ღირსეულნი
და ვართ მათთანა შვილებრ ჩვეულნი?
ჩვენის დედოფლის გულისა ნაცვლად
მწუხარებათა სანუგეშებლად
რასა ვიპოვით ჩვენს სიცოცხლეში?"
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

   

უთვისო - სხვაგან მყოფი, თვისტომთ მოცილებული.
რა ხელ-ჰყრის პატივს - რას აქნევს (რას არგებს, რაში სჭირდება, რად უნდა)მოვლა, კარგად შენახვა. პატივი - აქ: მოვლა, შენახვა.
 

მსაჯულს ეგონა, რომე იგი გულს
დედაკაცთაცა ჰპოვებს ცვალებულს,
და, აწ რა ნახა ცოლი ამ აზრით,
გარდაეხვია მას მხურვალებით.
ჰოი,
დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა,
ტკბილსახსოვარნო!

   

დედანო - აქ: ქალებო.
ტკბილსახსოვარი - ტკბილად, კეთილად მოსაგონარი.

რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?!
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული ახლა თქვენგვარი?
ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!
"
ჯანი გავარდეს  აწ შვილსაც, მამულს,

   

ჯანი გავარდეს - ჯანდაბას, რა მენაღვლება.

ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარს გულს;
რის ქართველობა, რა ქართველობა,
მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?"
რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,
დიდხანს უჭვრეტდა
ცრემლთა აღმჩქეფე!
პალატნი მისნი გარდმონგრეულან,
სახლნი-სამშობლო დანაცრებულან;
მიდამო ხედავს უპატრონობას,
აღოხრებასა და
ნატამლობას!

   

აღმჩქეფე (ცრემლთა) - მღვრელი (ცრემლების).
პალატი - სასახლე.
მიდამო ხედავს - აქეთ-იქით უყურებს.
ნატამლობა - გავერანება, განადგურება, ძირფესვიანად მოსპობა. ნატამალი - ნარჩენი, ნაშთი. მორჩნენ - აქ: გადარჩნენ.

დუმილი სუფევს მის არემარე!
მხოლოდ ბუტბუტებს მტკვარი მწუხარე,
შემრთველი მრავალთ სისხლთა ქართველთა:
იგი გადარჩა მხოლოდ სპარსელთა!
აღავსო კვალად ერმან ტფილისი,
რა მობრძანება სცნა ირაკლისი.
ქალაქი ისევ ჩქარად აშენდა,
თუმცა ადრინდელს მრავალი აკლდა.
წარვიდენ წელნი მოსვენებისა
და კვლავ ირაკლიმ ხრმალი ბრძოლისა
აღიღო ლეკთა შესამუსვრელად!
არც სპარსნი მორჩნენ დაუმარცხებლად;
სიბერის ჟამსა
მოიცა ძალი

     

მოიცა ძალი - გაძლიერდა.

და შეაძრწუნა კვალად ოსმალი;
კვლავ ასახელა თავის სახელი,
მაგრამ ამაო იყო ყოველი:
დიდი ხანია გულს ირაკლისა
გარდუწყვეტია ბედი ქართლისა!

     

11 წერილები

▲ზევით დაბრუნება


11.1 წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


 

  

     
 

„აგერ, წელიწად-ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფები სუდაირასპრავაში   წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი, მაგრამ უნდა აღვიარო (ვაღიარო), რომ არც პანსიონში ყოფნის დროს, когда будущность моя представлялась мне в радужных мечтаниях  და არც მერე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური. ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა. იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შემომეპარება ხოლმე გულში. მაშ, რაღამ დამიშალა? ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც ფერხი უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს ასე, რომ ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ… ვჰსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ, თუ შტატსკი (სამოქალაქო მოხელე) ვიყო, ვიყო. ...მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და, ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: `შვილო, ხომ ჰხედავ შენს გარემოებასაო, იქნება, მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?~ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში, განვჰწესდი სამსახურში და დავჰმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა. თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი, ან ჩემი სურვილის აღსრულება... Круг чиновников не выгоден для образования нравственности ... ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისაც მეჯავრება! ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას!“

   

სუდაირასპრავაში - Экспедиция суда и расправы (სამართლისა და განჩინების ექსპედიცია).
когда будущность моя представлялась мне в радужных мечтаниях -   როდესაც მომავალი ფერადოვან ოცნებებში მერეკლებოდა

 

Круг чиновников не выгоден для образования нравственности - ჩინოვნიკთა წრე ზნეობრიობის ჩამოსაყალიბებლად შეუფერებელი გარემოა

 

11.2 წერილი მაიკო ორბელიანისადმი

▲ზევით დაბრუნება


 

წელსა 1842-სა
ოკტომბრის 31-სა
ქ. ტფილისით.

     
       

საყვარელო დაო მაიკო, მადლობელი ვარ, რომ რახაელს წიგნი დაჰსტყუე, გუშინ იასემ მომიტანა. ამიტომ უფრო მიამა, რომ წინა დღეს ამ წიგნზედ ლაპარაკი იყო და მეორეს დღეს უნდა მიმეტანა მანანასათვის. ასე ეგონა , რომ მე მაქვს. მაშ, რადგანაც ეს პირობა აღასრულე, იმედი მაქვს ახლა,რომ მეორეც არ დაგავიწყდება.

   

მაიკო - ქაიხოსრო ორბელიანის ასული, და მიხეილ ორბელიანისა, ლევან მელიქიშვილის დანიშნული, ნ. ბარათაშვილის უახლოესი მეგობარი და ნათესავი. პოეტი მას ყოველთვის უმხელდა თავის გულისნადებს. როგორც ირკვევა, სწორედ მაიკოსთვის გაუნდია, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულზე, ეკატერინეზე, იყო უიმედოდ შეყვარებული. გარდაიცვალა 1846 წელს. რახაელი - რახაელ ციციშვილი, ბარათაშვილების ახლო ნაცნობი (ცნობა პოეტ გიორგი ლეონიძისა). იასე - იასე ანდრონიკაშვილი, სამხედრო პირი, მსახურობდა ჭარ-ბელაქანში. მანანა - ივანე (მირმანოზ) ერისთავის ასული, დავით ორბელიანის მეუღლე (1808-1870 წწ.), სილამაზით ცნობილი ქალი 50-იანი წლების თბილისში. ქართული წყაროები მანანა ორბელიანს ახასიათებს როგორც ქართული მწერლობის დიდ მოყვარულს. იგი საზოგადოებრივ საქმიანობაშიც იღებდა მონაწილეობას. მეგობრობდა ნ. ბარათაშვილის ოჯახთან. გამოყვანილი ჰყავს ლევ ტოლსტოის მოთხრობაში „ჰაჯი მურატი“.

       

გოლოვინის ცოლი წავიდა და დარჩნენ ჩვენი ქალები მოწყენილნი. ხანდისხან ოხვრით მოიგონებენ იმის სახლში განტარებულს დროებს, თუმცა ოხვრის მიზეზი ყველასი ერთი არ არის. მხოლოდ გუშინსწინ იყო ვეჩერი შინაური, მაგრამ ძალიან მხიარული. ტასოს დღეობა იყო და ელენეს სახლში გარდაიხადეს. მე, სწორე გითხრა,მეტად გავმხიარულდი, სრულიად უმიზეზოდ, უანგარიშოდ, ისე, მეც არ მოველოდი. ბევრჯერ მოგიგონე, დიდად მინდოდი, რომ იმ დროს აქ ყოფილიყავ...

   

გოლოვინი - ევგენი ალექსანდრეს ძე, ინფანტერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი 1838-1842 წლებში. ვეჩერი - (რუს.) საღამო. ტასო - მანანა ორბელიანის ასული - ანასტასია ორბელიანი, მისთხოვდა ქ. ქუთაისის გუბერნატორს, ალექსანდრე ივანეს ძე გაგარინს. ელენე - ელენე ორბელიანი-ერისთავისა, პოლკოვნიკ ზ. ერისთავის მეუღლე.

 

     

მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმეყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტასხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.

,,ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!“

   

მექონი - მქონე. ზეგარდმო ნიჭი - ციური, ღვთაებრივი ნიჭი.

       

შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთსრას მიიღებ, რო არ დაკარგო? მიცჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებეთა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს. გემდუდურები, რომ წიგნს არა მწერ; ხომ იცი, მეამება, თუ მეტადრე ბევრ ამბებსაც მამწერ. თუ ნინუცას* ანუ (რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები) ანნა ივანოვნას8 წიგნი მისწერო ან შენ თითონ ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: დიდად ვწუხვარ,რომ აღარ გაციებს-თქო. ილიას მალე ვნახავთ.

შენი მარად ერთგული ძმა ნიკოლოზ ბარათშვილი

   

სოფელი - ქვეყანა, წუთისოფელი.

12 ნიკოლოზ ბარათაშვილსა და მის შემოქმედებაზე

▲ზევით დაბრუნება


13 ბარათაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ბარათაშვილი, როგორც დიდი პოეტი, აღმოაჩინა ქართული ლექსის როდენმა ილია ჭავჭავაძემ.

ბარათაშვილს ჰყავს ერთი წინამორბედი, რომელიც არ უნდა იქნეს დავიწყებული, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მერანის” გენიალურ ავტორზე. ეს არის გურამიშვილი – ქართული პოეზიის ვერლენი, რომელმაც აღიარა თავის მრავალტანჯულ ცხოვრებაში ღვთისმშობლის და აღასფერის კულტი და დასტოვა ანდერძები, რომელნიც გვაგონებენ სიღრმით და ძლიერებით ფრანსუა ვიიონის ანდერძებს.

ბარათაშვილი დღემდე არის ჩვენი უდიდესი ლირიკოსი, და არ არის მეორე პოეტი, რომელიც ლირიკაში შეედავება მის შეუდარებელ სახელს. ის დღემდე ახდენს გავლენას პოეტებზე. მისი ეპიგონების და მიმბაძველების რიცხვი უთვალავია, მაგრამ ჩვენ დავასახელებთ პოეტებს, რომელნიც ენათესავებიან მას. ლექსი ჩვენი თანამედროვესი გალაქტიონ ტაბიძის მთაწმინდის მთვარე” არის რეზონასი ლექსისა შემოღამება მთაწმინდაზე”. მისი მოწაფეები და განმგრძნობნი არიან ისეთი პოეტები, როგორც სანდრო სანშიაშვილი და შალვა ამირეჯიბი.

ბევრი ლექსები ჩვენი კლასიკოსების ილიასი და აკაკის აღნიშნულნი არიან ბარათაშვილის გავლენით.

ბარათაშვილის მერანი” არის ქართული პოეზიის მიუწვდომელი იდეალი და გარდაუვალი თემა. ქართველი პოეტები ცდილობენ მიუახლოვდნენ ამ იდეალს და ასეთ ცდათ უნდა ჩაითვალოს გალაკტიონ ტაბიძის ლურჯა ცხენები”.

ტიციან ტაბიძის შესანიშნავი ლექსი ცხენი ანგელოსით” თემატურად ანალოგიური მერანის”, თავისი ფორმით და შინაარსით არის სრულიად ახალი და განსაკუთრებული მიღწევა ქართული პოეზიის.

არიან პოეტები, რომელთა ცხოვრება არის ბრწყინვალე ილუსტრაცია მათი შემოქმედების. ბარათაშვილი არ არის ასეთი.

მის პროზაულ და ღარიბ ბიოგრაფიაში არ არის თვალსაჩინო მომენტები და მისმა შემოქმედებამ უნდა გამოისყიდოს ამ ბიოგრაფიის ნაკლი.

მისი უდროვო სიკვდილი, რადგანაც ის მოკვდა ახალგაზრდა, სტოვებს თვითმკვლელობის შთაბეჭდილებას. თავისი სიკვდილი უცხოეთში მან იწინასწარმეტყველა პროვიდენციალურ მერანში”.

მის სანტიმენტალურ წერილებში არის მოულოდნელი ირონია.

ზღვის სიყვარული ბარათაშვილმა გადაიტანა ერთ ფრანგ ქალზე, რომელსაც ჰქვია დელფინა.

ერთ აპოკრიფულ პორტრეტზე ის წარმოდგენილია ანდროგინად, მეორე ჭეშმარიტ პორტრეტზე ვაჟკაცად, მონღოლური, თუ სააკაძისებური სახის გამომეტყველებით.

მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა მოგვცა პოეტის პრობლემატური სახე, მისი ფანტასტიური და, შეიძლება, ყველაზე უფრო ნამდვილი პორტრეტი. ჩვენ ვხედავთ კუზიანივით მოღუშულ მახინჯის ციებიან სახეს, რომელიც განწირულია წამებულ და ღრმა ფიქრისათვის.

როდესაც მხატვარი ჰქმნიდა ამ დემონურ სახეს, ალბად მას სახეში ჰყავდა ის მაცდური დემონი, რომელიც მთელი სიცოცხლე სდევნიდა პოეტს.

თუ წარმოვიდგენთ პოეზიას როგორც მასკარადს, ბარათაშვილი იქნება ყველაზე ტრაურული ფიგურა ამ მასკარადში.

ის არის ქართული პოეზიის ჰამლეტი. მისი ლექსები დანიის პრინცის მონოლოგებია და ის თვითონ ჰამლეტის ნიღაბში მღერის თავის ლექსებს და წარმოსთქვამს სახელგანთქმულს ყოფნა არ ყოფნას”. ბარათაშვილმა, პირველმა ქართველ პოეტებიდან, გაბედა ჩაეხედა სახეში თავის სულისთვის – მედუზასთვის და მისი პოეზია არის უცხო და ჟრუანტელით სავსე დიალოგი პოეტსა და მის ორეულს შორის.

შუაღამისას, როდესაც მარტოობა გვიკარნახებს თავის კოშმარებს და ნევრასტენია მთრთოლვარე ხელებით გულზე ფოლაქებს იბნევს, გვაგონდება ჩვენ ბარათაშვილის ლექსები, მათი ჟინიანი და დაუზოგველი ჩურჩული, ბარბაროსულ რითმებით და უძველეს ეპიტეტებით, რომელნიც მეტოქეობას გაუწევენ საშუალო საუკუნეთა გობელენებს.

ის შემოდგომა და გახრწნა შთაბეჭდილებათა, რომელზედაც ლაპარაკობს ჰიუსმანსი შხამიან ყვავილების” დეკლარაციის დროს, უკვე ელვარებს ავ ცეცხლად ბარათაშვილის ლექსებში. მან მოსწამლა ჯანსაღი ქართული პოეზია იჭვის შხამით და ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ მას ჩვენი პოეზიის პირველი დეკადანტი. მან გამოიგონა” მელანქოლია ქართულ პოეზიაში და მისი მემკვიდრეებისათვის ადვილი იყო სიარული ნაცადი გზით.

როგორც ალბრეხტ დიურერის რაინდი, ის პირველი და ერთადერთი რაინდია სევდის, რომელიც არ უღალატებს ოცნებას და მოგონებას.

ბარათაშვილი პირველი კავალერი იყო დაისის და მისი საღამო არის პოეტური აღმოჩენა და გამოცხადება. მისი საღამო საყდარია, სადაც ღვდელმსახურებს თვით პოეტი. მისი შემოღამება მთაწმინდაზე” არის მეცხრამეტე საუკუნეში ქართული ლირიკის უმაღლესი მიღწევა.

მის ლექსებში სხივოსან ქართულ პოეზიას პირველად შემოაღამდა ცის ქვეშ, რომელიც საშინელია თავისი ღრმა უფსკრულით.

პოეტი ვრუბელისებურ სერაფიმივით სდგას მთაწმინდაზე და იქედან გადაჰყურებს თავის სიცოცხლეს, კიდევ ერთი წუთი და იგი, როგორც ვრუბელის დემონი, გადავარდება ნაპრალში და დაიღრჩობა დაისის დამაბრმავებელ ალში.

მის ლექსებში ჩვენ ვსუნთქავთ ვარსკვლავების სინათლით და ბარათაშვილის ვარსკვლავები უწმინდესი და უქალწულესია მნათობთა შორის. თუ ფრანგმა პოეტმა ლაფორგმა მიანდო თავისი გულის ჩივილები და საყვედურები პროვინციალურ მთვარეს, ბარათაშვილმა გაუზიარა თავისი ტანჯვა ერთ პირქუშ ვარსკვლავს, რომელიც დღემდე ანათებს ჩვენთვის და იწვის თავისი გაყინული სხივებით. მისი სუმბული მორცხვია, როგორც ვიოლონჩელის კვნესა და არ არის სხვა დიალოგი უფრო საკვირველი თავისი ინტიმით, როგორც სიმბოლური დიალოგი მწირისა და სუმბულის”. ეს ორი ჭიანურის დუეტია, რომელნიც სტირიან წყვდიადში და უპასუხებენ ერთმანეთს უფრო ნაზი ვედრებით, ვიდრე სიტყვები მეტერლინკის დებისა.

ბარათაშვილი არის მამამთავარი ინტიმური პოეზიის, რომელმაც მიიღო შემდეგი განვითარება მეოცე საუკუნის ქართველი პოეტების შემოქმედებაში.

ბარათაშვილის პოეზია არის საუცხოვო პეიზაჟი, სადაც სალამურებით დაეხეტებიან მასკები – მარკიზასთან პიერო და კოლომბინასთან პაჟი”.

ლექსში ღამე ყაბახზე” ბარათაშვილმა შექმნა პოეზია დენდიზმის და ვერლენის აჩრდილების.

ყაფლანი – მომხიბლავი გმირი ყაბახის – ქართველი ბრემელია.

მალარიამ უთუოდ დასდაღა ბარათაშვილი, რომელმაც შეისისხლხორცა მთელი წამება საუკუნეთა და ყოველი კატასტროფები უსაზღვრო სივრცეში დაკარგულ ადამიანი სულისა.

როდესაც ის მიექანება თავისი მერანივით უცნობ სიშორეში, ის თავის მისტიურ იდეალისათვის უარს ამბობს სამშობლოზე, რომ გადასცილდეს ბედის საზღვარს და იგრძნოს თავი მიწიერ ყოფნის გარეშე.

ბარათაშვილი პირველი დიონისია ქართული პოეზიის, რომელშიდაც განსაკუთრებული ძლიერებით განხორციელდა სიგიჟე” და ორგიასტობა სასწაულმოწყურებული ოცნების.

მთვრალი ხომალდი” არტურ რემბოსი და “მერანი” ბარათაშვილის არიან ერთი კატეგორიის ლექსები. აქ დიონისი დღესასწაულობს თავის გამარჯვებას “საღ გონებაზე” და შეუჩერებლად მიექანება ნირვანისაკენ.

ბარათაშვილის სულში იყო ლტოლვა დიდებულისადმი (ნაპოლეონის კულტი), მაგრამ მას ჰქონდა სიყვარული მინიატურის. მისი ლექსი „
საყურე” შეიძლება ყველაზე უფრო ინტიმური ლექსია მსოფლიო პოეზიაში, სავსე დაფარული ვნებით და გრაციით.

პოეტი ანიჭებს სიცოცხლეს უსახელო გრძნობებს და პოეზია ნაჩრდილების, ეფემერული ყოფნის, იპყრობს ჩვენ სულს. ირრაციონალური და ლანდური ყოველთვის საგრძნობელია მის ლექსებში. ის მუდამ ორმაგ ყოფნის საზღვარზეა, როგორც ტიუტჩევი. ის განიცდის დროს როგორც კოშმარს, მიწაზედ მიჯაჭვული, როგორც მალარმეს თოვლიანი გედი. ის ელტვის უსაზღვროებას, რომ განიძარცვოს დროებით ტანთსაცმელიდან და ანგელოსებთან ერთად ამობრწყინდეს მშვენიერ ეთერში.

მის დროს მცნება სიმბოლოსი კიდევ არ იყო აღმოჩენილი, მაგრამ თვით ბარათაშვილი არის სიმბოლო და სინონიმი პოეზიის. პოეტები გახდიან თვით ბარათაშვილს თავისი შთაგონების წყაროდ.

ლირიკა კიდევ დაუბრუნდება მას და შეიყვანს თავისი გმირების პანთეონში. ლირიკა “გადაახალისებს” მას და ამ ახალ მასკარადში ბარათაშვილი დაიჭერს შესაფერ ადგილს. მისი დელფინა კიდევ ერთხელ შეხვდება მას ლირიულ ელიზიუმში, როგორც ორფეოსს ხვდება ევრიკიდე.

(25 ივლისი 1924 წ.)

     

14 გაფრინდაშვილი ვალერიან

▲ზევით დაბრუნება