მძღოლმა მძღოლს დაუძახა:
— როგორა მყავხარ, ანგელოზო! შენ თითონ ანგელოზო, შენა!... ორივენი შავები იყვნენ, დიდპირები, ცხვირმოღრეცილები. გულიანად იცინოდნენ და
ფოლადის კბილებს აკაშკაშებდნენ. მეც მეცინებოდა და ამ სიცილ-სიცილში დავინახე. ..................................................... ერთ დილას თინა სარკესთან იდგა და იღლიასთან რაღაცას ისინჯავდა. მე რომ გამოვჩნდი,
ცოტა შეკრთა, ხელი სწრაფად ამოიღო და პერანგის სამხრეები სახეარეულმა გაისწორა. მივედი და ვკითხე, — რა იყო, რას ისინჯავდა. —არაფერს, არაფერსო, — შეეცადა თვალის მორიდებას, — მომეჩვენა თითქოს რაღაცა
გამაგრებული მქონდაო. პირსახოციანი ხელი კისერზე გამიჩერდა. შემომხედა და გაეცინა. — რა უცნაური ხარ, არ შეიძლება ადამიანს რაიმე მოეჩვენოსო?! — აბა, მაჩვენე-მეთქი. — გაჩვენო კი არა, ისაო. სწრაფად გადაიცვა სვიტერი, სწრაფად დააყენა ჩაი. ბიჭები უკვე სკოლაში იყვნენ
წასულნი. ჩვენ ორმა ვისაუზმეთ. თინა აშკარად შეფიქრიანებული ჭამდა. პიჯაკი რომ ჩავიცვი, დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. ასეთ რამეებს, კარგა ხანი იყო,
აღარ ვაკეთებდი. თინამ შე წუხებულმა დაიწია უკან. — რა იყო, ე, როგორ მიყურებ, რამე რომ იყოს, შენ დაგიმალავდიო?! წავედი სამსახურში. იქ გამახსენდა, რომ ღამით ცუდი სიზმარი ვნაზე: მაზუთივით შავ,
ღრმა ტალახში მივდიოდით, თინა ვეღარ მომდევდა, მხარზე მეკიდებოდა, მერე მთლად
ჩამომრჩა, ჩაჩოქილი თუ მუხლამდე ტალახში მდგარი, ცრემლებით სავსე თვალებით
შემომყურებდა შორიდან. მივედი ტელეფონთან და დავურეკე, — ახლავე, ამ წუთს ვე
წასულიყო და ექიმს სჩვენებოდა. — შენ ხომ არ გადაირიე, — გამიბრაზდა თინა, — საექიმო რა მჭირსო! ყურმილი დავდე,
ფანჯარაში დავიწყე ყურება. ჩამოჯანღული ამინდი იყო, ყვავები მოფრინავდნენ. ყვავები
ცუდი ამბის მომასწავებლად მომეჩვენენ, მაგრამ სულ ცოტა ხანში, ფრთების გახარებული
ქნევით, ჟრიამულიანი შროშნების მთელი გუნდი შემოვიდა. შროშნების გამოჩენამ რაღაც
სინათლიანი იმედი მომცა. მართლაც, საღამოს. შინმობრუნებულს, თინა ძალიან კარგ გუნებაზე დამხვდა. თმა შეეჭრა,
შეეღება. გემრიელი სადილი გაეკეთებინა, კვლავაც ხალისიანი. ლოდინით ფაციფუცობდა,
მეც გულზე მომეშვა, მეც წავუღიღინე, მაგრამ დღის შემდეგ ისევ შევასწარი თვალი,
სარკესთან ისევ შეწუხებული იდგა და ხელი უბეში ჰქონდა ჩაყოფილი, ვეხვეწე, მაინც არ
მაჩვენა, რას ისინჯავდა. მაშინ გამწყრალმა ვუთსარი, — ადგებოდა და დღესვე, ახლავე
წავიდო და ექიმთან, თორემ არ ვიცოდი, რას ვიზამდი! აუტყდა სიცილი. — რა აუტანელი ხარ, ყველაფრის შენ როგორ უნდა გეშინოდესო. — დღესვე წახვალ, ახლავე, ვიმეორებდი მე. — კარგი, კარგი, შენი ხათრით წ ვალ, შენ ოღონდ ნერეებს ნუ მოიშლი და ახლავე წავალო. შუადღემდე გავძელი, შუადღეს კი დავრეკე სამსახურიდან. ― იყავი? — ჰოო, ჰოო, ვიყავიო. ვიყავი და არაფერიც არ არისო, გაიგე?! შენს ასაკში ქალებმა
ასეთი რამეები იციანო, გაიგე?! მაინც, მიდი და, გული რომ არაფერზე გეთანაღრებოდეს,
ონკოლოგიურშიც გაესინჯეო. „ონკოლოგიურმა“ ცუდ ჟრუანტელად დამიარა, ვეღარაფერი ეთქვი, თინა კიდევ — თითქოს
ძალიან შორს წავიდა და იქიდან დამცინოდა. – უი, შენ რა გითხრა, რა მშიშარაო. ყურმილი დიდხანს არ დამიდვია ტელეფონზე. მეორე დღეს სამსახურიდან დავეთხოვე და
ონკოლოგიურ საეადმყოფოში წავედით, თინა ყოჩაღად, სახემხიარულადაც კი მოდიოდა, მე
ფეხები უკან მრჩებოდა, თითქოსდა პირველად ვხედაედი ასეთს — პატარა იყო და უმწეო,
უმწეოდ მოუთრთოდა თმა ნოემბრის მზეში. საავადმყოფოს ჭიშკარში რომ შევედით (ის წინ
გავუშვი, რა თქმა უნ და), უცებ მოიხედა, თითქოს შეეშინდა, არ მიმეტოვებინა,
დამინახა, იქვე რომ ვიყავი და ისევ გაეღიმა, ხელი ხელზე მომკიდა. ხელი ძალიან ცივი
ჰქონდა, ნოტიო, თანაც შესამჩნევად უთრთოდა ახლა მე დავუწყე დაცინვაა — აი, ვინა
ყოფილა ნამდვილი მშიშარა! რისა გეშინია, ქალო, განა ომის დროა, ახლა უკვე რეებს
აკეთებენ, იცი?! — არაფრისაც არ მეშინიაო, — და განზე გაიწია, ყოჩაღად გააბიჯა გაღიმებულმა. საავადმყოფო დიდი შენობა იყო, რამდენიმე სართულიანი, ჩვენდა სამწუხაროდ, მაინც
დაბლა, თავისებურ სიბნელეში მოგვიწია ჩასვლა. ვეკითხებოდი თეთრხალათიანებს,
pოლიკლინიკიდან ვართ და სად უნდა მივიდეთ-მეთქი. მიგვასწავლიდნენ — ძალიან
გულმშვიდად, თითქოს საკონდიტრო მაღაზია გვეკითხოს. მივედით წარვადგინეთ ქაღალდი,
თან განვაცხადეთ, თაგიაშვილის ნახვა გვინდოდა, პოლიკლინიკაში ეთქვათ, თაგიაშვილი
ნახეთ, იმაზე უკეთესს ვერავის უჩვენებითო. რეგისტრატორმა ქალმა არც კი შემოგვხედა, თაგიაშვილი თორმეტი საათისთვის იქნებაო,
დავუცდით-მეთქი. საანკეტო რაღაცები გვკითხა, ჩვენს ქაღალდს პატარა ქაღალდი დაუმატა
და კაბინეტის ნომერიც გვითრა, რომელშიც უნდა მივსულიყავით. მივდიოდით და ნომერს
ეეძებდით. მოვძებნეთ, გავოცდით. ხუთი სხვაც იცდიდა — ერთი კაცი, დანარჩენი ქალები.
დავდექით, დავიკავეთ რიგი, ქალები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ვინ მერამდენედ იყო,
ვის რა უჭირდა, უმეტესობა მადის დაკარგვას უჩიოდა მაინც ყოჩაღად იყვნენ. კაცი ჩუმად იდგა, ხელები უკან ჰქონდა შემოწყობილი, კედელს მიჰყრდნობოდა, მარცხენა
ნესტოსთან ჩაშავებული იარა ჰქონდა, თვითონაც შავი იყო, რაღაც ცუდად შავი. ამას,
ნამდვილად კანის კიბო აქვს მეთქი, გავიფიქრე, თინამაც ეს ჩამჩურჩულა. თინა ხელს არ მიშვებდა. სხვებთან შედარებით ახალგაზრდულად გამომზირალი იყო,
სახედაწმენდილი. ჩვენს წინ რომ ქალი იდგა, იმან ჰკითხა, პირვლადა ხარო? თინამ თავი
დაუქნია. სადა გაქვსო? თინა გაწითლდა, მე არაფერიო, იცით, მე აი, აქ, სულ პატარაოთ
ქალს მქრქალად გაეღიმა, მეც ეგრე მქონდაო, ახლაო?l ― ახლა? — ქალმა უნუგეშოდ
ჩაიქნია ხელი, როგორო, — შეშფოთდა თინა, — ასე, — ქალში მარცხენა მხარეს სწორად,
ჩაისვა ხელი. თინა მხრით მომეკრა. ქალი შებრუნდა, მშვიდად იყურებოდა წინ, ზორბა
ქალო იყო, ავადმყოფობისა არაფერი ეტყობოდა. „სულელი“, „სულელი“, ვიმეორებდი
გუნებაში. მოვიდა თაგიაშვილი, დაბალი, თავწვრილი, გაიარა ამაყად (მომლოდინენი „სმენაზე“
დადგნენ), შეაღო შევიდა, თითქოს ძლივს შეიტანა ვეება პორტფელი. გავიდა ალბათ, ხუთ
წუთზე მეტი, პირველ ქალს უკვე მერამდენედ მიჰქონდა კეფაზე გორგლად დადებულ თმათან
ხელი, მაინც ვერ ბედავდა კარის შეღებას, ბოლოს თვითონ თაგიაშვოლმა დაიძახა,
შემოდითო. პირველი ქალმა ერთხელაც მოისინჯა თმა და შევიდა. იყო ცოტა ხანს. გამოვიდა,
ისევ თმაზე იდებდა უკვე რეცეპტიან ხელს. თაჯდაღუნულმა გაგვიარა წინ. შევიდა მეორე
ქალიც. შეწუხებული. დაბნეული, ის უფრო მეტ ხანს დარჩა. რომ გამოვიდა, ტიროდა,
მომუჭულ ხელსახოცს იჭერდა ცხეირზე შევიდა კაცი. გამოვიდა ყურისძირის ფხანით,
დაღომებული, ერთი კაციც იყო მოსული ჩვენს შემდეგ, იმან ჰკითხა, როგორა საქმეო —ქამარზე
ცხვარგამობმულმა უნდა ვარო. ამის შემდეგო. — ვაჰო! — წამოიძახა ჩვენს შემდეგ
მოსულმა კაცმა. გამოვიდა უნუგეშო ღიმილით ზორბა ქალიც და მოდგა ჩვენი რიგიც მეთქი, ვუთხარი თინას
ჩამებღაუჭა ხელში, შენც შემოდიო. — „შენ შედი. გოგო. უხერხულია, ჩემთვის არა. შენც
შემოდიო შევყევი. თინამ ქაღალდები დააწყო მაგიდაზე. — წერილიო? — გვკითხა თაგიაშვილმა. ― წერილი?! — ჰო. ვინც გამოგგზავნით ჩემთან. — ჩვენ... ჩვენ პოლიკლინიკიდან ვართ გამოგზავნილი, — წერილი არ გაქვთ? . — აშკარად გაბრაზდა. თაგიაშვილი. — არა, ბატონო, არავითარი წერილი არა გვაქვს. გააცმაცურა მკაცრად ტუჩები და მე მომაჩერდა. —შენ ვინა ხარო! — მეუღლეაო, — მიუგო თინამ. — შლეიფის ასაწევად მოგყვაო? შეც გავწითლდი და თინაც. ერთი გაფიქრება. გავიფიქრე... — თქვენ ჯერ ბუაძესთან მიდით, გვერდზეო, — მიაწოდა. ქაღალდები თინას. მომკიდა თინამ ხელი, შემატოკა, მე ვიდექი, თაგიაშვილს ვუყურებდი. თაგიაშვილი
დაბნეული გამომეტყველებით ეძებდა მაგიდაზე რაღაცას. გამწია თინამ, გამიყვანა გარეთ,
ტიროდა, გაწითლებული იყო. არავის გაჰკვირვებოს მისი ტირილი, გავიყვანე დერეფნის
ბოლოში. იქ ვიდექით. — ვიღაცებში შევეშალეთ, — ვცდილობდი. თაგიაშვილის უტაქტობის შერბილებას. თინა მაინც ცრემლებს ვერ იკავებდა. — კარგი. — ვუთხარი უკვე მკაცრად, — შენ თუ ყოველ წვრილმანზე ასე ღვარე ცრემლი,
გარეთ ალღარ უნდა გამოჰყო თავი. ძლივს დაწყნარდა მოვნახეო ბუაძე. ის ბუაძე ქალი აღმოჩნდა, თანაც თვალტანადი ქალი. მშვიდად მიგვიღო,
ალერსითაც კი, დასვა თინა, თავზე ხელი გადაუსვა, რა მოხდა, რატომ კანკალებთ?
ვუთხარი, თაგიაშვილი როგორც მოგვექცა. გაეღიმა. მეტი არაფერი. ბოდიში მომიხადა.
თინა თეჯირის იქით გაიყვანა, სულ მესმოდა მათი სიტყვები. — რამდენი ხანია, რაც შეამჩნიეთ? – ეკითხებოდა თინას ბუაძე. — ორი თვე იქნება. — როგორ ატყობთ, იზრდება? — იზრდება. პირველად თხილის გულის სიმსხო იყო. — გტკივათ? — ცოტა. — რატომ ადრე არ მიმართეთ ექიმს? — მეგონა. გამივლიდა. — თუ გეშინოდათ? — მეშინოდა კიდეც. — ჩაიცვით. ჯერ ბუაძე გამოვიდა თეჯირის იქიდან, მერე თინა. თინა უარესად იყო აწითლებული, ხან
კაბას ისწორებდა, ხან თმას. ბუაძემ რაღაც დაწერა, ქაღალდი თინას გაუწოდა და უთხრა: — ხვალ დილას მოხვალთ და კედიას ნახავთ. სულ პატარა რამ დაგჭირდებათ. იქნებ ხვალვე
გაგიშვათ. თინა გაშტერებული, თვალებგადიდებული უყურებდა. — ნუ გეშინიათ, ეს მლად იოლი რამაა. დიდი მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით, კართან მოსულებს კიდევ ერთხელ დაგვადევნა.
— ნურაფრის გეშინიათ, ნურაფერ ცუდზე ნუ იფიქრებთ. თინას საცოდავად გაეღიმა.
სიზმარში რომ ვნახე, სწორედ ისე გაეღიმა, ხელი მოვკიდე მკლავზე. მომეჩვენა, რომ
უცებ ძალიან გამხდარიყო, დამსუბუქებულიყო. ამ სიმსუბუქის გამო ფეხარეული მოდიოდა,
დავუჭირე მეორე ხელით ცივი თითები, დავიწყე რაღაც არეულად: —ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, ჩვენთან ცუდ რამეს, რა უნდა თუნდაც საეჭვო რამე გვითხრან,
ხომ არ გგონია, ამათ იმედზე დაგტოვებ, ზღვას და ცას შევაჯერებ და ან მოსკოვში
წაგიყვან, ან ლენინგრადში. ისევ წამოუვიდა ცრემლი. — ცოტა წამომეზარდა ბიჭები და მერე რაც უნდა მომსვლოდა. — გადაირიე ქალო, რეებს ლაპარაკობ. — რაღაცნაირად ცუდად შეკრთა ის ბუაძე. მოვიდა ჩემი თანაკურსელი ქალი, — რა არისო, ცუდი ხომ არაფერი არისო. გაიოლებით ვუთხარი, რა ამბავიც იყო ჩვენს თავს. გაეღიმა და დაუწყო მოფერება თინას,
— რასაც თქვენ ამბობთ, ეგ კიდევ არაფერს ნიშნავს ჯერ გაგიკეთებენ პუნქციას,
დათესავენ და ღმერთია შემწე, უთუოდ არაფერი იქნებაო. თუნდაც ცოტა რამ იყოს, ახლა
ისეთ ოპერციებს აკეთებენ. დედაჩემს კვერცხისოდენა ჰქონდა, ამოჰკვეთეს, უკვე
მეთორმეტე წელიწადია და ფუი, ფუი! არაფერი!.. — მეც მაქვს, მე, თქეენ რომ თქვით, იმაზე დიდად მაქვს, მაგრამ ჯერ სულ არ ვფიქრობ
ოპერაციაზე. მარტო მჟავე-მწარეებს ვერიდები ცოტა. დასასრულს.ესაც გვითხრა, მაინც მიდით და ელჩინს ეჩვენეთ, ჩვენში ელჩინზე დიდი
სპეციალისტი არავინ არი. იმასაც დიდი მადლობა გადავუხადეთ, ჯანმრთელობა და სიკეთე ვუსურვეთ და ჩვენკენ
ამოვუხვიეთ — მთავარი კი მაინც ეს არის, არ შეშინდეთ, არაფრის შეგეშინდეთ. მოვდიოდით და ორივენი თავს ვიყოჩაღებდით, ახლა უკვე თინა მანუგეშებდა. — გული
არაფერს ცუდს არ მეუბნება რამე ვუყიდოთ რა, საჭმელი, ბიჭებს. შევდიოდით მაღაზიებში,
ერთ გასტრონომში სოსისი იყო. მთელი კილო ავაწონინე, თონის პურიც ავიღე, — ღვინო არ
გინდაო? — მკითხა თინამ. ღვინო ძალიან მინდოდა, მაგრამ ჯიბეს ცოტა მსუბუქად ვგრძნობდი. თვითონ აიღო ორი
ბოთლი. — ერთი მეყოფა ორი რად გინდა? — ავიღოთ ორი, — მიმიხედა თინა ხვალ ნინოსთან.
წავალ და ფულს, რამდენიც დაგვჭირდება იმას გამოვართმევო. ზედაშესავით მოკრძალებით მომქონდა ბოთლები. ბიჭები სკოლიდან დაბრუნებულიყვნენ უფროსი მაშინ მერვეში იყო, უმცროსი — მეექვსეში.
გამწყრალები ისხდნენ. შევედით თუ არა მაშინვე ეს დაიძახეს. — საჭმელი არაფერი
მოიტანეთ? — მოვიტანეთ-მეთქი, — და მაგიდაზე სოსისის ქაღალდი გადავშალე სოსისი
ორივეს ძალიან უყვარდა. — აბა, დედილო, ჩქარა, ჩქარაო! თინამ რაღაც სულ სხვანაირი — დაღლილი თუ დადარდიანებული თვალებით შეხედა.
სამზარეულოში შევიდა და, კაბა არ გამოუცელია, ქურაზე ქვაბით წყალი შედგა. კაბის
გამოსაცვლელად რომ წავიდა, ჩვეულებრივზე მეტ ხანს იდგა სარკესთან, მივედი,
დამინახა, არაფერი არ მათქმევინა, უცებ გაყოჩაღდა. ერთი კი სთხოვა გელას,
მაგნიტოფონისათვის ცოტა დაეწია მე მეტიც მოვთხოვე. — კარგი რა, გელა, ნუთუ არ
მოგწყინდა ეს გაუთავებელი საცეკვაოები?! გელას თითქოს არც კი გაეგონოს ჩვენი ხმა.
სოსისი მოიხარშა მდოგვიც გვქონდა. კმაყოფილები მა ვუსხედით მაგიდას. ბიჭები მაშინ
წვეთ ღვინოს არ სვამდნენ. თინამ მოითხოვა, — მე უნდა დაელიო ერთი ჭიქაო. თვითონ
დაისხა, გაივსო ფეხიანი ჭიქა, ასწია მაღლა: – ღმერთოო, ღვთისმშობელო დედაო, ჩემი ქმარშვილი კარგად მიმყოფემო. ისე თქვა, მეც ბოღმა მომაწვა ყელში. ბიჭებიც რაღაცას მიხვდნენ, — რა იყოო, რა
მოხდაო. ავდექი და ვუთხარი, რაც იყო. ახლა მაინც ცოტა გაუფრთხილდით დედათქვენს, არ
ანერვიულოთ-მეთქი, ცოტა კი დაღონდნენ, მაგრამ როგორც კი ესაც დავუმატე, იქნებ
ღმერთმა მოწყალება გამოიღოს და არაფერი საშიში არ აღმოჩნდეს, მაშინვე სახე
მოუმხიარულდათ. წავიდა გელა თავის კუთხეში და მაგნიტოფონს ცოტა კიდევ ამოეწია ხმა;
ცეკვავდნენ, სასოწარკვეთილნი ხაოდნენ ვიღაც ახალგაზრდები. ღვინის ბრალი თუ იყო, იმჯერად ის მუსიკა მესიამოვნა. უფროსი ბიჭი, მამუკა, ოქროს
თევზებს საჭმელს უყრიდა და ელაპარაკებოდა. — ნელა ჭამეთ, რა მოგივიდათ, ხომ იცით,
რომ ყველას გეყოფათ! თინამ ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. მივედი, სახელოები ავიკაპიწე,
უნდა მივხმარებოდი, მაგრამ თინამ სიცილი დაიწყო, წადი აქედან, თაეს ნამდვილ
ავადმყოფად. ნუ წარმომადგენინებო. მე მაინც არ წამოვედი, მივეხმარე. ჭურჭელს
ვრეცხავდით და თან ვლაპარაკობდით. და თინამ თქვა: — ერთი თამუნიას უნდა დავურეკო, ჭანიშვილის ცოლს, იმას ჰქონდა ასეთი რაღაც ის იყო
ლენინგრადში, ოპერაციაც გაყკეთეს, საინტერესოა, ის რა მეტყვისო. ხელები გაიმშრალა, წავიდა, ტელეფონების წიგნში ჩაწყობილ ქაღალდის ნაგლეჯებში ის
ნაგლეჯი იპოვნა, თამუნიას ნომერი რომ ეწერა, და დაურეკა. სულ მესმოდა თინას
ლაპარაკი, თამუნიას ჯერ ის უთხრა, თითქმის კაკლის სიმსხოდ მაქვს გამაგრებულიო, მერე
ის უამბო, თაგიაშვილმა როგორ მიგვიღო, მერე თინა დუმდა. თამუნია ლაპარაკობდა. თინა
მარტო „ჰო“, „ჰო“-ს იძახდა, მაგრამ ამ სიტყვებითაც კი მივხვდი, თამუნია სასიამოვნოს
არაფერს ეუბნებოდა. შე მეზობელმა დამიძახა, — თუ ძმა ხარ, ერთი ჩემთან შემოდი, ელექტრო დამცველი
გადამეწვა და იქნებ გამიკეთოო. წავედი, გავუკეთე, შინ რომ შე მოვბრუნდი, თინას
ლაპარაკი დაემთერებინა, სავარძელში იჯდა და თვალები დახუჭული ჰქონდა — რა იყო,
ცუდად ხარ-მეთქი? არაო, წუხელ მოუსვენრად მეძინა და ახლა ერთი წუთით წავთვლემო.
ავიღე მისი ხელი, რბილო და უმწეო. შეჭირა ცოტა ხანა. თინას ძილბურანში ეღიმებოდა
ფრთხილად დავუდე მუხლზე. აი, რა ეთქვა თამუნიას: — ახლავე, ახლავე, გაქეთ თუ არა საშუალება, სულ ერთია, ვალი
აიღეთ და ლენინგრადში წადით გოლდინთანო. მეცო, შენ რომ ამბობ, ზუსტად ასე მქონდა.
მაგათთანაც ხომ ვიყავი, მერე ელჩინთანაც დავდიოდი, რაღაცებითაც მიმკურნალეს,
მაგრამ, ლენინგრადში რომ ჩავედი, ერთი ამბავი დამაწიეს, აქამდე სად იყავიო. მთელი
მარცხენა მხარე მომაბდღვნეს. ახლაც წელიწადში ორჯერ დავდივარ, ოპერაცია აქ უფრო
ძვირი დაგიჯდებათ, თანაც იქ რომ ავადმყოფს უვლიან, ისე აქ ვინ მოგივლის. არც ელჩინი
გინდათ, არც არავინ. ილეთ მიმართვა ჯანმრთელობის სამიინისტროდან და სასწრაფოდ წადით
გოლდინისა და მისი ასისტენტის კოორდინატებს მე მოგცემთო. მე ცოტა დავიჯღანე, თამუნიას ნათ ქვამის გაქარწყლება შევეცადე, არც ეგრეა საქმე,
ძვირფასებო, ამ საქმის სპეციალისტები აქაც მაგრები გვყავს, წავიდეთ, ელჩინი მაინც
ვნახოთ, ისე, კონსულტაციისათვის-მეთქი, თინას ცრემლები მოერია და მითხრა შენი
ჭირიმე, ხომ იცი, ძვლები მადნება, შენ რომ ასე გაწუხებ, მაგრამ ეს ერთხელ, ეს
ერთხელ მაპატიე, ჩემთვის არა, ჩემთვის არაფერს გთხოვ, ჩვენი შვილებისთვის. ერთი
სამი-ოთხი წელიწადი, ესენი უმაღლესში მოვაწყო და მერე, ღვთის წინაშე ვფიცავ, იმავე
წელს მოვკედე. მე გავუბრაზდი, — რას სულელობ, რის სამი და ოთხი წელიწადი... შენ თუ ეგრე მოლბი და
მოეშვი... და დავითანხმე, ელჩინთანაც წავსულიყავით. — ელჩინთან შენი წამოყოლაც არ მინდა, — მითხრა თინამ, — ლალის და ხომ იმასთან
მკურნალობდა, ლალის გავიყოლებ და მე და ის წავალთო. ჩავიდა. საღამოს ლალისთან, ამოვიდა ჩაცმა დაიწყო. მეც წამოვალ-მეთქი. არაო, შენ
რაზე უნდა იწვალოო. — რა წვალებაა, მე სულ არ შემოვალ, ქუჩაში გაეჩერდები! ამაზე
დავითანხმე. ფული გავამზადეთ ოცი მანეთი კონვერტში, დანარჩენი ტაქსისთვის და
რაღაცებისთვის. ბიჭები გარეთ იყვნენ. წერილი დავუტოვე, — „ექიმთან მივდივართ, ჭკუით
იყავით“. გასაღები ლალის დედას დავუტოვეთ და წავედით, ლალი გვანუგეშებდა: — კარგით, ახლა! რა შეშფოთებით იღებთ ყველაფერს! ჩემი და, აგერ რამდენი წელია, რა
მძიმე ოპერაცია გაუკეთეს, მაგან გაუკეთა, ელჩინმა, და ფუი, ფუი, დღესაც მშვენივრად
არისო. ტაქსი დავიკავეთ და რუსთაველზე. გავედით ლალიმ და თინამ მე გარეთ დამტოვეს, შენ,
მართლა საჭირო, არა ხარო, და თვითონ ყოჩაღად წავიდნენ. მე გავდიოდი და გამოვდიოდი
დიდი ჭადრების ქვეშ, დაღამებული იყო. ჭადრებზე შავად იყვნენ შეხუნძლული ბეღურები,
აქა-იქ თუ შეფრთხიალდებოდა რომელიმე, სიცილით, ხელების ქნევით, ამოძახილებით
მიმოდიოდნენ ახალგაზრდები. ვუყურებდი და ბედნიერ ადამიანად ვთვლიდი ყველას.
გამოვიდნენ ლალი და თინა. ლალის ეღიმებოდა, თინას შიში ედგა თვალებში. რა
გითხრეს-მეთქი? თინამ არაფერი თქვა, ლალიმ მიპასუხა: – ჯერ შესაშფოთებელი არაფერია, მაგრამ ხვალ მაინც კლინიკაში მობრძანდითო. – ისევ ონკოლოგიურში? – კი, რა მოხდა? მიხვალთ, პატარა რამეს გაუკეთებენ, სულ პატარას, ხვალვე
გამოგიშვებენ, დათესავენ და გული დამშვიდებული გექნებათ. თინა ისეე არაფერს ამბობდა, შიში კი არ უქრებოდა თვალებიდან. ლალის შეეხვეწა,
წამოდი რა, ლალი კინოში შევიდეთო. — დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი, — თქვა ლალიმ, —
მაგრამ ცხელი წყალი მოდის, დედაჩემი უნდა ვაბანაო, თქვენ წადით, ცოლ-ქმარი, მაგი
უფრო სასიამოვნო არ იქნებაო?! ვეხვეწეთ, მაგრამ არ ქნა, არც ტაქსი გაგვაჩერებინა, —
მეტრო აქ არ არის, აქ ტაქსი სად გავაჩერებინებთო! — და სიცილ-სიცილით გაგვექცა. მე
და თინა უხერხულობის გამომეტყველებით ყურებდით, ჩვენც დავაპირეთ გაყოლა, მერე მაინც
დავრჩით. ალბათ, მართლა დედა ჰყავს მოსავლელი, ლალი ეგეთი გოგო არ არისო, და
წავედით, კინოში შევედით. მე წამოვიწყე. ასე და ასე მოვიქცეთ-მეთქი, მაგრამ თინამ შემაჩერა, — მოდი, დღეს მაგ
ოხრობაზე ნუღარ ვილაპარაკებთო. ნაყინი მაყიდინა. ადრე იყო. ფოიეში დაესხედით.
ვისხედით. თინა ერთმანეთზე გადადებულ ფეხებს ათამაშებდა, აწევდა და დადებდა
იატაკზე, ასწევდა და დაღებდა. თითქოს პირველად ვხედავდი. ლამაზი ფეხები ჰქონდა,
გრძელი არა, მაგრამ გამოყვანილი, ფეხსაცმელიც ლამაზი ეცვა. უბრალო, მსუბუქი და
ლამაზი, გადასაჭირებლიანი. ნაყინსაც ბავშვივით დაგემოვნებით ჭამდა, — გახსოვსო,
ერთხელ, ძალიან რომ გვიჭირდა, ნაყინი რომ მიყიდე, ვიღაც ბიჭი რომ დამეჯახა და
დამაგდებინა. ხომ არაფერია, ნაყინი რა არის, მაგრამ რომ გამახსენდება, გული ახლაც
მეკუმშება, რაზედ მეკუმშება, რომ იცოდე! ჩემი მაშინდელი უმწეობა მეცოდება... ახლა
სულ სხვანაირი ვარ, ამაყიცა ვარ და ძლიერიც. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ სამი მამაკაცი
მყავხართ. სამივე ჩემები ხართ, ჩემი ძუძუების საფიცრები! შემკრთალმა შევხედე, ასეთო გაბედული სიტყვა პირველად მესმოდა მისგან. ხელი უნებურად
წაიღო იღლიისკენ. მიხედა, ამ მოძრაობას ყურადღება რომ მივაქციე, ხელი დაუშვა. მერე
ისევ გაბედულად თქვა: — სამი წელიწადი) სამი წელიწადი სამ წელიწადს როგორ ვერ გავუძლებ! მე ისევ
გავუბრაზდი. — ნუ სულელობ, ნუ სულელობ-მეთქი. ფილმი დაიწყო. ომია ერთი მთლად ახალგაზრდა ბიჭი ტყვეთა ბანაკიდან იპარება,
ჯოჯოხეთის გზას გაივლის, ბოლოს მიტოვებულ სოფელს შეაფარებს თავს. იმ სოფელში მარტო
ერთი შტერებით შეპყრობილი ქალიღა ცხოვრობს, ქალი და ბიჭი შემაძრწუნებელი სევდით
უყურებენ ერთმანეთს. ქალი უფრო მეტ სითამამეს იჩენს. თან იჩოქებს, თავს მუხლებზე
ადებს. მერე წვებიან. ქალი წვება. ბიჭს თავისთან ეძახის, ბიჭი მიდის, მძინარესავით
იხდის. ისიც წვება, ქალი ეფერება, ბოჭს კი უკვე სძინავს. მკვდარივით სძინავს.
მთვარე ანათებს საწოლს. ბიჭს სძინავს. შიშველი ქალი ტკივილიანი სახით დაჰყურებს
ბიჭს. ცრემლი ჩამოსდის ღეარად. სანტიმენტალური სისულელე! მაგრამ თინაზე ძალიან იმოქმედა ფილმა. მხარზე მეკვროდა და
ხელზე მეფერებოდა. ფილმი რომ დამთავრდა, ხმა ამოღება არცერთს არ გვინდოდა. ფეხით
მივდიოდით რუსთაველზე. ბოლოს მე მაინც ვთქვი, — არც ელჩინი არც ბუაძე და
თაგიაშვილი, ხვალვე მოვემზადოთ და ლენინგრადში წავიდეთ-მეთქი. თინა კიდევ უფრო
დაპატარავდა, — ეს ერთხელ, ეს ერთხელო... ის თაგიაშვილი რომ სადმე ახლოს იქნება, მე
იქ წოლას ვერ შევძლებო. მე მივეფერე, ნუ გეშინია, მკვნეტელად გადავიქცევი და
შეუძლებელს შევძლებ-მეთქი. — მაშინ მე ხვალვე წავალ ნინოსთან, რამდენი დაგვჭირდება
ფული? ხუთასი მანეთი ჩვენ გვქონდა ასეთი დღეებისთვის — ათასი მანეთი
გამოართვი-მეთქი. თინამ შეშინებულმა შემომხედა. ვანუგეშე, ნუ გეშინია, მალე
გადავიხდით, ერთ იდიოტურ კერძო შეკვეთას ავიღებ და მალე გადავიხდით. — მაშინ შენ,
ხვალ, თუ მოახერხო, მიმართვა გააკეთებინეო — დილითვე წავალ და გავაკეთებინებ. მოვედით შინ. ბიჭები წყნარად ისხადნენ, ერთი ერთ კუთხეში, მეორე — მეორეში. წიგნებს
კითხულობდნენ. ისე შემოგეხედეს, ამჯერადაც ამას გვეკითხებოდნენ, რა მოგვიტანეთო.
კიდევ კარგი, შეფუთული ნამცხვრები ვიყიდეთ, ოც კაპიკად. ერთი ერთს მივეცით, მეორე —
მეორეს, ცოტა აიმრიზნენ, — ეს რა არისო, — მაგრამ მერე გემრიელად შეექცნენ. გელამ
მაგნიტოფონი ჩართო. სადღაც ვიღაც გოგო-ბიჭები ისევ ცეკვავდნენ და სასოწარკვეთილნი
გმინავდნენ, ვიღაცებს თუ რაღაცებს ემშვიდობებოდნენ, მშვიდობით, მშვიდობითო,
ფანჯარასთან მივედი. ქუჩაში არავის მიდიოდა, ქვეყანაც თითქოს სევლით იყო სავსე. ღამით ვიგრძენი, რომ თინა ადგა. ვიწექი და ვუგდებდი ყურს, რომელი კარი გაიღებოდა.
კარი სულ არ გაღებულა. გავიდა რამდენიმე წუთი. ავდექი, ფრთხილად გავედი და ბიჭების
ოთახში შევიხედე, ოთახში გარედან შემოსული შუქი იდგა. თინა სკამზე იჯდა, წინ
წახრილიყო და ბიჭებს რაღაცას ეჩურჩულებოდა. ორივე ბიჭი გულაღმა იწვა. საბნები
სანახევროდ გადახდოდათ. მივედი, წამოვაყენე. თინას ღაწვები სველი ჰქონდა — დაანებე
ამგვარ სისულელეებს თავი! არაფერი თქვა. დავწექით. — შენ მაგგვარი ფიქრებით. გაგიჟდები-მეთქი. მოიკუნტა. თითქოს სიცივეს აეტანოს.
როდის-როდის ძლივს ჩაეძინა. მეორე დღეს თინა დასთან წავიდა, სოფელში. მომეჩვენა, თუ მართლა ასე იყო, მეტისმეტად
თბილად ჩაიცვა ყოჩაღად კი იქცეოდა. მაგრამ თვალები მაინც ნაღველით ჰქონდა სავსე.
ბიჭებს ისევ ეძინათ. ხელჩანთა აიღო, მხრებზე მაკოცა, აქეთ-იქით. ეშინოდა, —
გადამდები არ იყოს ის ოხრობაო, მე ღიმილით ვუთმობდი ყველაფერს, არ გამიცილებია.
საღამოსვე ჩამოვალო და ენერგიულად გაიხურა კარი. მე სამსახურში წავედი. განყოფილების გამგეს მოვუყევი. ასე და ასეა ჩემი საქმე,
დღესაც უნდა გამათავისუფლო. ანდა უხელფასო შვებულება მომცეთ-მეთქი, განყოფილების
გამგე ძალიან შეწუხდა, — რას ბავშვობ, რა შვებულება გინდა, ჩვენ აქ არა ვართ, წადი
და შენ საქმეს მიხედე, როგორც საჭიროაო. მადლობა გადავუხადე და წამოვედი. მთავრობის სასახლეში ავედი, ერთ ჩემს ნათესავს
მივადექი. იმასაც ვუამბე, რა გასაჭირშიც ვიყავი, — ჯანმრთელობის სამინისტროდან
ლენინგრადის ონკოლოგიურ კლინიკაში მიმართვა გვინდა და იქნებ გამიხერხომეთქი.
მაშინვე აიღო ტელეფონი და დარეკა. უთხრეს, მინისტრი აქ არ იმყოფება, მინისტრის
მოადგილეს უნდა მიმართოთო. მინისტრის მოადგილეს ელაპარაკა. ეტყობოდა მაინცა და
მაინც ხალისით არ შეხედა მის თხოვნას მინისტრის მოადგილემ, მაგრამ მაინც უთხრა,
მოვიდესო დღესვეო თუ მოასწრებს. პირველ საათამდე, დღესვეო — გაიქეცი ახლავეო. —
ჩემმა ნათესავმა, მართლა გავიქეცი. მანქანა გავაჩერებინე და სამინისტროში ჩავედი.
მინისტრის მოადგილის კაბინეტთან ათნი მაინც იცდიდნენ. აქედან ხუთნი მაინც ნამდვილად
რაიონებიდან იყვნენ. ერთი პირობა წავედი კარისკენ, პირველ საათამდე ვარ
დაბარებული-მეთქი. ჩვენც ეგრე ვართ დაბარებულები, ბატონოო. რაღას ვიზამდი. დავიწიე
დარცხვენილმა უკან. ჩემს იქ ყოფნაში რიგიდან მხოლოდ სამი კაცი მიიღო. დანარჩენნი — თანამშრომლები
შედი-გამოდიოდნენ. გახდა პირველზე მეტი. მინისტრის მოადგილე გამოვიდა, დიდ ბოდიშს
ვიხდი, ოთხ საათამდე ვეღარ მიგიღებთ, თათბირზე ვარ გამოძახებულიო. რაღა უნდა მექნა!
წამოვედი, მაღაზიაში ქათამი ვიყიდე, ბიჭები სკოლიდან ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ.
ქათამი გაზზე მოვტუსე, გავრეცხე, გავასუფთავე, ტაფაზე დავდე, შევწვი. კარგად
შევწვი. მოვიდნენ ბიჭები, — დედა არ ჩამოსულაო, უხალისოდ მიყარეს ჩანთები. გელამ მაშინვე
მაგნიტოფონი ჩართო. მამუკამ დაუყვირა, – გამორთე, გამოთაყვანებულო, როგორ არ
მოგბეზრდა მაგ ერთიდაიგივეს ტრიალიო. გელამ მხოლოდ ცოტათი დაუწია ხმას. სუფრა
გავუშალე. დასხდნენ. ქათამი დაგლიჯეს, დატკვერეს, ძალიან მოეწონათ ჩემი შემწვარი.
გელამ გაუბედავად მკითხა,— საშიშია, მამა. ეგეთი სიმსინე? მამუკა ამაზეც გაუწყრა, —
კრეტინო მაგას კითხეა უნდაო?! მე გავუიოლე, — არა, ბიჭებო. ჯერჯერობით არაფერია
შესაშფოთებელი, მაგრამ არც გულდამშვიდება შეიძლება. მაგის მეტი ვინ გვყავს,
გადავწყვიტე, ლენინგრადში წავიყვანო. იქ დიდი სპეციალისტები არიან, აპარატურაც
სხვანაირი აქვთ. თქვენც, თქვენი მხრიდან ხელი შეგვიწყეთ, დედას ნუ გაანერვიულებთ,
კარგად. ისწავლეთ... დგნენ, ერთი ერთ ოთახში განაპირდა. მეორე — მეორეში. წიგნები აიღეს. მე ჭურჭელი
ავალაგე და ისევ ჯანმრთთელობის სამინისტროში წავედი. მინისტრის მოადგილე არ
დაბრუნებულიყო. მდივანმა ქალმა დიდი კმაყოფლებით გამომიცხადა — ეს აღარ დარუნდება,
საგანგებო მდგომარეობის გამო ქალაქიდან გავიდა. წამოვედი შინ. ბიჭები გარეთ
გასულიყვნენ. დავჯექი, გაზეთი ავიღე, ჩამთვლიმა. ძილ-ბურანში ვიყავი და ძილ-ბურანში
ვნახე: ისევ რაღააც მაზუთიან ტალახში მივდიოდით მე და თინა. თინას უჭირდა და მხარზე
მეკიდებოდა. სახე სულ სველი ჰქონდა, სრიალა, თითქოს გასჩერებოდა. — ეე, შე
უშნო-მეთქი. დავტაცე ხელში, ავიყვანე. თინა მიძალიანდებოდა, არ უნდოდა, ასე რომ
მყავდა აყვანილი. მაინც მივდიოდი და დიდი წვალებით ავიყვანე შემაღლებულზე. იმ
შემაღლებულზე სიმშრალე იყო, დაბალი, რბილი, ხმელი ბალახი იყო. ბალახებში თეროები
ამოღიმილებულიყვნენ. ასეთ ხმელბალახიან კორდზე ვი დექი, ადრე გაზაფხულზე, ფშავში.
თინამ თავი ვერ შეიმაგრა, დაჯდა. იჯდა, დაბლიდან შემომყურებდა და უკვე თინა კი არ
იყო, ჩემი პატარა და იყო — სახე ისევ სველი ჰქონდა, მხოლოდ განათებული სველი. იმ
ძილ-ღვიძილშივე გავიფიქრე, რომ კარგი სიზმარი ვნ ხე. გამეღვიძა. თინა შემოსულიყო და პალტოს იხდიდა. შემოეტანა სოფლის ჰაერის სუნი.
თითქოს მზეც კი მოჰკიდებოდა, ღაწვები უბრწყინავდა. მიჯავრდებოდა, – ეგრე რატომ
იძინებ, ვერ დაწექი და ვერ დაიხურე წესიერადო?! მე ვუყურებდი და ვფიქრობდი, — აი,
ამაზე ამიხდა სიზმარი, ამ აპრიალებულ ღაწვებზე. მივედი, ხელისგული დავადე. სველივით
ჰქონდა, ცივი. — იქ რა, წვიმა იყო? — წვიმა არა, ნისლი იყო და უხილავი თქორი.—
როგორ მიყვარს ეგეთი ამინდი! — შენ გიყვარს, ჩვენ კი კინაღამ დავიღუპეთ. დაეჯახა
ჩვენი ავტობუსი რაღაც ტრაქტორის მისაბმელს და, კიდევ კარგი, რომ ნელა მოდიოდა,
თორემ გადაყირავდებოდა და აღარ მოგიწევდა ლენინგრადში წასვლა. — „კინაღამ“ აღარ ითვლება, — გავუღიმე და ბავშვური ცნობისმოყვარეობით დავუტრიალდი
მის ჩამოტანილ გაბერილ ჩანთას, რა ჩამოიტანე? რა ვიცი, რაღაცები ჩამიწყო ნინომო.
გაავხსენი ჩანთა, ბოთლით არაყი იდგა, ვაშლებში, მსხლებში, ბროწეულებში, ლეღვის
ჩირში. — ფული? — ფულიც ჩამოვიტანე. — უთხარი, რისთვისაც გვჭირდება? აბა, რა უნდა
მექნა: ნინოსაც ვუთხარი და ჩემ ძმასაც, ისიც იქ იყო. ჯერ ორივემ დააპირა წამოსვლა
ლენინგრადში, მაგრამ ორივე რად გვინდა, არა? ლადო წამოგვყვება. ხვალ აქ მოვა.
ნინოსაც უნდა შევატყობინოთ, როდისთვის ავიღებთ ბილეთს. არაყს და ხილს გაგვატანს,
ძველი არაყი აქვთ, სულ კონიაკივითაა. მე ცოტა თავი გამოვიდე, სხვები რატომ უნდა შევაწუხოთ, სამსახურები აქვთ, ოჯახები!
მაგრამ მერე შევურიგდი ამ ამბავს, კარგ გუნებაზე კი დავდექი. მოვიდნენ ბიჭები. მოულხინეს ლეღვის ჩირს. ვაკვირდებოდი და ვატყობდი, რომ მაინც
რაღაც დარდითა და სიბრალულით უყურებდნენ დედას. თიანა ყოჩაღობდა. ფული უკვე
გვქონდა. ახლა ჩასაცმელ-დასახური უნდა მოემზადებინა. რაც დაგვჭირდებოდა, ჩვენცა და
ბიჭებსაც, პერანგები და ასეთი რამეები, აბაზანაში ჩაალბო თან საქმიანობდა, თან
მიუჯდებოდა ტელეფონს და ხან ვისთან რეკავდა, ხან ვისთან. თავის ამბავს პირდაპირ არ
ეუბნებოდა, მაგრამ რაღაც გამოთხოვების კილო მაინც იგრძნობოდა მის მოკითხვაში და
დამშვიდობებაში.