იოანე შავთელი აბდულმესიანი
შესავალი
1
1
სამებით ღმერთმან, არსებით ერთმან მომცეს მე სწავლა თქვენდა შემკობად!
2
გიძღვნა ქებანი: მწადს აქ ებანი, დავითის დავით ვჯდე მუსიკობად.
3
მესმა ზევსური: რა ვნახე, ვსური,
4
მუნ გულისხმობით თვით გულის ჴმობით კარი სიბრძნისა სულელთა ცნობად.
2
1
შემოკრბით, ბრძენნო, ათინელთ ძენო, თამარს ვაქებდეთ მეფედ ცხებულსა,
2
კრიტს, ალაბს, მაღრიბს, ეგვიპტეს, მაშრიყს, ჩინეთ-მაჩინეთს, თარშის ქებულსა!
3
რომელნი ელნით, რომელნი ელნით თავს სოგრატისებრ სწავლით გებულსა,
4
ვარსკვლავთ-მრიცხველნო, სხვათ ბრძენთ მკიცხველნო, ვერ ძალ-გიცთ ქებად, თავს ჰყოფთ
ვნებულსა.
3
1
ძე ადამისი, მსგავსად ამისი, ვისცა ეხილვონ, მამცნონ, სად არი?
2
ღმერთმან სამოთხით მოგვცა სამ-ოთხით ეთერ ბრწყინვალე, მზეებრ სადარი;
3
აღმოსავლეთით და დასავლეთით, სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი
4
ზესკნელ-ქვესკნელით და გარესკნელით, უკანასკნელით უფსკრულთ სადარი?
I
4
1
ვიწყო-ღა ქებად, ძვილ შეკადრებად: მსმენელთ ვაუწყო ქვეყნის მპყრობელი,
2
მჴნე, ლმობიერი, ქველი, ძლიერი, ჰაეროვანი, მტკიცედ მფლობელი,
3
შარავანდ-გმირი, ორგულთ გამგმირი, მტერთა ქვესკნელად დამამხობელი,
4
რიტორი, ბრძენი, მეფეთა ძენი, ასპარეზთა ზედ მსპარაზნობელი.
5
1
დავითისადა დავით ისადა, ეფუცა უფალს სიტყვა-მტკიცედა:
2
"ნაშობნი შენნი, შენ მიერ შენნი, დავსვა მსაჯულად საყდართა ზედა".
3
ესე მისით-ა, ესე მისითა კურთხევით უფლებს ძალთა შემწედა.
4
ა ქამით მორჩი! აქა მით მორჩი სატუხელებრსა, ართუ არედ-ა.
6
1
არ იონათან, არიო ნათან, ვინ ქმნა მას ზედა ზეთ-მცხებელობა;
2
დაცხრა, დაყუდნა, მისგან განცუდნა უგმილთა ბორგით ზარ-მცემელობა.
3
დავით ძლიერი, მჴნედ საშინელი, უფლებს და მთავრობს ურჩთ-შემწველობა.
4
ვგონებ მაქსიმედ: ჩემთვის მაქს იმედ - მისგან სჯულისა დამბეჭდველობა.
7
1
ჴმობს ღმერც ხალისად, ა მერცხალისად ჴმა-ტკბილ-მჴმობარედ იადონისად;
2
ნაძვი ლიბანით, სარო ერმონით, ფინიკად ზრდილი ენაგდიმისად,
3
ნერგად ვარდისად იერიქოსად - სხვამც რა ვაჴსენო მსგავსად ამისად?
4
ასაფიც არი ა საფიცარი, დამამტკიცარი წინასწარისად!
8
1
ბოლოქ-ბოლოქად, მყის სასალუქად ბრძენი რიტორებს მისთვის სამოთხით:
2
"მირონ-გუნდრუკად, შტაჴსად, კასიად, თაფლად, მანანად, სძედ თქვეს სიპოხით,
3
ოქროდ სემურად, მურად ქამურად, ალვად, კინამოდ, სარდა-სარო ხით.
4
ნარგიზ-ლავროტი, ია-მაკროტი მისთვის ამსგავსეს, რომ არს სამოთხით".
9
1
გავსილო ამით, ჰგავ, სილოამით შეცოდებისა ბიწთა წარმრღვნელად
2
ვმოწმობ სულებსა დას-დასულებსა, სამარადისოდ სჩნდე განუხრწნელად.
3
მჴნე ხარ ასური, მჭვრეტთა ასური, ალვის ხე-ტანი რტო-განფენილად.
4
გხედვენ რა ღამით, მოსრნე რაღამით, მიწევნულ იქმნენ თვით სიკვდიდ-ქმნილად.
10
1
მზრდელ არს მონათა: ზეცით მონათა ივლისის მზემან ზედ ლომსა ჯდომით.
2
ტომნი და ერნი, ყრმანი და ბერნი ადიდებდიან შვებით და ხლდომით.
3
არიან მჴეცნი, მთანი და ბორცვნი, მაღნარნი, ველნი მისთვის შევრდომით.
4
შემუსრავს, შეფქვავს, თხემსა ვის ერქვას ჭურად ჩაფხუტი, ორგულთ მიწდომით.
11
1
თამარ მეფესა, მტერთ სისხლ-მჩქეფესა, უკვდავთ წყაროსა, ცის სამყაროსა,
2
სხვათა მძლეველსა, თვით უძლეველსა, კისკასად მქცევსა, ტანად საროსა,
3
მზედ სახოვანსა, თვით ახოვანსა, ერთგულთა ჴსნილ-ჰყოფს, მტერთ ესაროსა.
4
მნედ მისთვის ვიყო, სული განვიყო, უფალსა ჩემსა რამც გამყაროსა!
12
1
აქვს მას დაბეჭდვით, სმენით და ხედვით "სიბრძნის დასაბამ-- შიში უფლისა".
2
ნათელი, წრფელი, უხრწნელ-მყოფელი, შემწყნარებელი დავრდომილის-ა.
3
ცუდ-ყვნის მან მტერნი, ორგულთა ერნი, საჴმილმან ვით ქმნის ძალი ცვილისა.
4
მოსე და არონ თხემსა დაარონ მას ალაბასტრი ნელსაცხებლისა.
13
1
უსწრო ხარანით,- გაიხარანით! - მწიკვლისა მკლებ არს, არ დამმატ ის-ა.
2
მსგავს ა მანტისა, არ ამანტისა, უფროს მტკიცეობს ანდამატისა,
3
უფალთ მთავარი, მჭერ სამთავ არი სამსაჯულოსა სრულად მათისა;
4
სწორად არს მზისა, კირჩხიბსა ზისა, მთა ვერად სწორავს არარატისა.
14
1
მადლისა პური, სიბრძნის სადგური, მჴედარი ღმრთისა სამ-ხატოვნისა;
2
უზვერლებითა, სურნელებითა მსგავს არს წმიდისა სამირონისა.
3
ყნოსა შროშანთა, მღერა შროშანთა, ჴმანი ცუდ-იქმნეს საფირონისა,
4
ქვეყნისა ზღვარი - ჩრდილო და ბღვარი დავლონ, ვის ძალ-უც მისებრ პოვნისა?
15
1
ზირაქს კრონოსით, ზინონს ენოსით სწავლა დაებმის, ბრგვნილ-ჰყოფს ენითა,
2
ამათ ძალითა რომ ათძალითა ორღანო უძნონ, ებან ებნითა.
3
უთრუთ-საამით ზაალსა ამით განქიქებულ-ჰყოფს ძლიერებითა.
4
სალიმ და თური, ძლით უკეთური, როსტომ, ვერა ვცან, სწორავს თუ რითა?
16
1
ძირით მისისა იესესისა შვილი მართალი იშვა ცხორებად,
2
ქალწულ-წმიდისა წილჴდომილისა საქართველოსა მეფედ წოდებად,
3
სვეტად სჯულისად, ზღუდედ სულისად, აგარის ერთა ცეცხლთა მომდებად!
4
ახალი ფასი ა ხალიფასი მრავლად მოერთმის თავთა მონებად.
17
1
იკითხვენ, სწერენ, თაყუმსა სჩხრეკენ, რამლს ჰკრვენ, არჩევენ ბედთა მათთაგან:
2
"ჩვენ რომ გვესმისა, წყაროდ გვესმისა სამოთხის წყლისა ცხოველისაგან".
3
ვთქვა მე აწ ვითა, რომ იქმნეს წვითა მნათობნი მძაფრად სხივთა მისთაგან?
4
ხედვენ მზერითა: "სწორავს მზე რითა?"-- ფიცვენ: "მიჰრიდა თვისთა სხივთაგან!"
18
1
დოვლათ-სვიანად სუფევს მზიანად, შვიდთა მნათობთა გარმოზღუდვითა.
2
განათლდა არე მისით, ვით მთვარე, როს განჴმულ იყვნეს ცანი ჴომითა.
3
ხილვა მეფისა მჭვრეტელთ ეფისა- თვალნი მაღნიტზე ფოლადობითა.
4
ლხინად გვეყოფის, არ გაგვეყოფის! არს მიწყივ შვებით და განცხრომითა.
19
1
მჴედრად ქველობით, უძლეველობით, სახედ უსწორო ანაგებითა,
2
უფლად სპასპეტთა, თვით ქალაქპეტთა, აქვს-ღა გოდოლნი ანაგებითა.
3
მშვილდთა მაზრაკა უქმნა მტერთ რაკა გულსა უწყალოდ ანაგებითა.
4
ცუდ-ჰყოფს მისანსა ტილისმისანსა ხრიზმოსთ კითხვითა, ანა გებითა.
III
20
1
აღვძრნა ბაგენი, ბრგვნილად მაგენი გულისხმის-ყოფით შესხმად ქებისა
2
მაღლისა, მჴნისა, ბრძენთა სეხნისა, აღმოთქმად ვიწყო ნეტა რებისა?
3
გოლებრ მწთოლვარე, არად მკმოლვარე სამართლად ღირსი ნეტარებისა.
4
არა სთნავს რისხვა. გესმის? -არი სხვა: ნამდვილ ჩვეული მოწყალებისა.
21
1
ესა მართალი: ე სამართალი
ხეს შეიქმს ჴმელსა წყალმომდინარედ.
2
აქვს მას ტრიონი სანატრიონი საწმისისაგან სამოსად გარედ.
3
აწ ესე ლომი, თვით ე სელომი მისთვის აღეგო კეთილ-საჴმარედ.
4
წყლად არს გეონი, ვინ ლეგეონი პირდაყოფილ-ყო უქმად, მედგარედ.
22
1
აქვს სასოება მას, სათნოება, სარწმუნოება სიყვარულითა.
2
მადლთა ტალანტი, სავსედ ბალანტი შეუკრებიეს თვით სურვილითა.
3
ქველის საქმითა ვკვირობ აქ მითა, რაც ოდენ მესმის იდუმალითა.
4
უსხეულონი ზეცისა ძალნი მისთვის იშვებენ სიხარულითა.
23
1
აფთონს ბრძავს, ათენს, ესრეთ გაათენს წყვდიადსა ნათლად სხივნი მზისანი.
2
კაცმან სულელმან და უსულელმან ვერ გულისხმა-ყოს ზრახვა მისანი;
3
ფშვის და სურნელობს, თვით მომცემელობს ჩვენდა სიბრძნესა მადლნი ღმრთისანი!
4
ვისცა შეჰრისხდა, ნამდვილვე მიჰხვდა მას სალმობანი სიკვდილისანი.
24
1
ბრძანონ სამალად, არ თუ სამალად: "ელი ამო სით, ეს რომ არა მით?
2
მასთანა შორად,-- ართუა შორად! -
ელია-მოსით, ესრომ-არამით.
3
ქველად ჭერითა, რისხვით, ჭერითა ელი ამ ოსით, ესრო მარ ამით.
4
მასარ ა რითა? მას არ არითა,
ელ ია-მოსით. ეს რომ ა, რა მით?"
25
1
ვით ვუძლოთ ქებად, შესხმად, დიდებად თქვენდა, მსაჯულო სიმართლისაო?!
2
ჰმთავრობ და უფლებ, ათავისუფლებ პყრობილთა, ბრძმედო სიწმიდისაო.
3
მენანდარ გიცნობს, ოქრო-ჴმად გიძნობს, სამუსიკოო ზირაქისაო.
4
არსება გმზეობს: მის მიერ გმზეობს, წიაღი გელის აბრამისაო.
IV
26
1
ხარ უკვდავება! ვით უკვ დავება? რაც ძალ-მიც, ქებად ვიწყო მწადენი:
2
ტურფა სახითა ცხოვლადსა ხითა მოყმე, მჴნე, უხვი დაიბადენი.
3
სიბრძნისა სირად, სწავლისა სირად გარე მოგეთხზნეს რიტორთ ბადენი.
4
აწა მეთავსა: აწამე თავსა
ღვაწლი, ვინ უწყის, თუ რაოდენი.
27
1
ზეცით ხარ ნათლად, ბრწყინვალედ სანთლად,- ჩვენ თქვენად ქებად სიტყვა რათ ურთით? -
2
მსრველ -- ბარბაროზთა, მძლედ -- სარკინოზთა ჩაფხუტ-ჯაჭვ-ჭურით, ოროლითურთით!
3
ისაკებრ პირმშობ კურთხევით, ნიშობ მელქიზედეკის ლოცვით ზედა-მთით.
4
ესავისითა ეს ავი სით ა, -
მაუწყონ მთქმელთა, - თუცა რათ ურთით?
28
1
ვისცა უგმირეს, მისთვის უგმირეს
არს ეს ყოველთა თვით-მპყრობელთასა,
2
ღმრთისა სამ-მზისა, ვინ ზესთ სამ ზისა- ეთერთ, სამყაროთ და ღრუბელთასა.
3
ზღუდეთა კარი, მადლთა ფუტკარი უტკბესად სძისა გოლეულთასა.
4
შემუსრავს ბაალს, მოლოქს და ქამალს, ასტარტის კერპსა საძაგელთასა.
29
1
მჴედრობს უნესა: გულად უნესა სათნოებისა ჭური რჩეული.
2
ე საც ერია, მეხებრ ერია,
რაზმნი შეიქმნეს სულ-დალეული.
3
ქმნის რა ნავარდი, მყის განავარდი, ფერობს, ვით ვარდი თვით დაცვარული.
4
იჴმარნის მკლავნი, ჴაფად მომკლავნი, აღმტაცებელნი, გრიგალ-ქარული.
30
1
მტერთა მახვილნი იქმნეს, ვით ცვილნი, მახითა მითვე, რომელ დაარწყვეს,
2
ექმნა წარმართსა და ერსა მართსა განსახრწნელ, რომელ სრულ პყრობილ იყვნეს.
3
რა მარზაპანთა და სპათა მათთა შეჰრისხდა ლომი, თვით ნანვად იწყეს.
4
მაშინ დავით, მათ მაშინ დავით მათ მრჩობლად სხეულთა სული განიყვეს.
31
1
იყვის რა ზმითა, ურიცხვ რაზმითა გულის-მდებელად თვისთა სპათათვის,
2
გორგასლიანი, დავითიანი
დროშა იახლის მსრველად მტერთათვის.
3
არ ვეჭვ, ეგზომი ბრძოლა და ომი სხვასმცა ძალ-ედვის მისგან მიმართ ვის?
4
მებრძოლთა გუნდნი ყოვლად ყვნის ცუდნი ჴმა როსტომითა უმჴნე ძალთათვის.
32
1
ვჴმობ ვამეყ-ვისსა, ართუ მეყვისსა, როს იავარ-ყო იამან ქვეყნით,
2
აღმოფხვრა სული - ძე და ასული: რაც უყო, თქმევად ვის ძალ-უც ენით?
3
ვნახეთ ა სერი: მაზედა სერი -
მჴეცნი, მფრინველნი უწყლად მისევნით!
4
ექმნა უწყალოდ, თვით ქმნა უძალოდ მეფე გლახაკებრ ძონძთა მოფენით.
33
1
თვით სულ იმონა კიდე ლიმონა, მით გამოსცდიდა ლომისა მკლავთა:
2
ალაგა მითა - ა ლაგამითა
ცქაფად იჴმარნეს ეტლთა მბრუნავთა.
3
ვინ რისხვით უჴმო, უტყვ-იქმნეს, უჴმო შიშით და ძრწოლით მომრთმევად თავთა.
4
ბნელ-ჰყოფს ყოველთა ქვეყნის მპყრობელთა ვით მზე დაჰფარავს სხვათა ვარსკვლავთა.
34
1
აბჯარ-ჴრმალითა, ვეფხებრ მკრჩხალითა
მეხ ექმნა მტერთა ცით მოსალოდნი.
2
მიჰხვდეს სიბრმესა, დაჴდეს სიღრმესა ორგულთა ერნი, ვითარცა ლოდნი.
3
აქარავანი ა ქარავანი მეგობართაგან მათთვის საწოდნი.
4
ვადიდებ ჴელსა ბრძენსა, არ ხელსა, რომ სცა მათ ნიშნად ბოლოდ საცოდნი.
35
1
ხარკე ისარი! ხარ კეისარი,
სიმდიდრით ლაღი ჯიმშედ-მფლობელი.
2
მოსიმახოსა მოს იმახოსა
მახვილი, თქვენთა მტერთა მწყობელი.
3
ჯაღაც ისეფქევ, მოსრვით ისე ფქევ, ბრჭალი ჰქმენ მათზედ მეოტ-მპყრობელი.
4
პვირ მამენდ მეხი ავად რა ჰმეხი, ორგულთა ექმენ დასამჴობელი.
36
1
კვერთხი მეფეთა, დიდ ჴელმწიფეთა,
თვით გაქვს გებალით: სხვამც რად ეკვეთოს?
2
ჯაჭვ-საჭურველნი ძნელ-სასურველნი, მით სარკინოზნი მყის დაეკვეთოს;
3
ჴრმალი ლესული, მასზედ მჴნე სული ბარბაროზთ მსრველად მყის წარგემართოს,
4
მკლავნი ძლიერნი, გმირთა მძლიერნი, რისხვით მათ ზედა რომ მოგემართოს!
37
1
შესამოსელნი, შესამკობელნი გმოსიან ტანსა ოქრო-ნემსულნი,
2
გვირგვინ-სკიპტრანი, ბისონ-მიტრანი ძოწეულითა თანა-შექსულნი.
3
გაქვს-ღა პორფირთა შთაცმა, პოდირთა
სამარაგდონი ერთგან ექსულნი
4
დიადიმითა: დიადი მით-ა, ზეგარდამო გაქვნ წმიდად ექ სულნი.
38
1
ვიტყვი ხვასროსა, იმა ხვასროსა, ერეკლესაგან ტყვედ შეპყრობილსა,
2
პირველ მყოფისა მის მეუფისა სპარსეთად ძელის წარმყვანებელსა!
3
სთქუთ-ღა ესეცა: "მსგავსად ესეცა უღმრთოთა შეიქმს თვით-ოტებულსა.
4
ა მოთხე მისთვის, ამო თხემისთვის ნათანით ვსძღნობდეთ ნელსაცხებელსა!"
V
39
1
თუ ვუქო სრანი, მე ამის რანი? -
გალავანისა შემკულობანი,
2
მტილ-სამოთხენი, თვალთ სამოთ ხენი, ზედ ავაზანთა შექმნულობანი,
3
კართა სტოვანი, ერთა სტოლანი, იპოდრომისა განჴმულობანი,
4
საჴმრად ლანკანთა, თანად პინაკთა, ბადაჴშნით ჴელ-ყვნეს შექმნულობანი.
40
1
ტახტ-საჯდომელნი მკამკამებელნი, სარდიონითა ხურუმზს შემკულნი,
2
მისაყრდნობელნი ძნელ-საცნობელნი, სამოთხით ნაძღვნი, თვით უდნობელნი.
3
ოქრო-ვეცხლებრივ ბრწყინავს, ცეცხლებრივ, კედელ-ყურენი ფიქლით ძერწილნი,
4
ბივრილიონნი, ლიგვირიონნი
ურთიერთობით შორის შთათხზილნი.
41
1
გვირგვინოსანსა, პორფიროსანსა უჴდების პყრობა სკიპტრისა ჴელსა.
2
ჟამი დილისა მოწმენდილისა განბრწყინვებულ-ჰყოფს წყვდიადსა ბნელსა.
3
მიჰხვდეს მისრულნი, მისთვის მისრულნი, თვისთვის მისრულნი საქმესა ძნელსა.
4
მე თუ კვლად გაქო, ვიცი, კლვად გაქო სხივთა ნათელი გვამსა უხრწნელსა.
VI
42
1
წყლად გთქვა ნილოსად, უსასყიდლოსად სამოთხით ჩვენდა ქანდაკებულად,
2
ოქროდ ოფასად, ძნიად საფასად ყოვლად ყოვლითურთ ბიწშეუხებლად.
3
სიწმიდის ბრძმედსა თვით განსაწმედსა გამოდნობილხარ ბიწშეუხებლად,
4
თვალად ალმასად, - გავნოს ალმა სად? -
საფუძველთ ზღუდედ წახნაგებულად.
43
1
ვინც იწყოს რიცხვი, იქმნას ურიცხვი გოარი მათგან დანათვალითა;
2
რიყე თვალისა სწორ-ნათალისა, წყალნი მგზებარობს შიგან ალითა,
3
ჩანს მარგალიტი,-- ართუა ლიტი!-- ოდენ ბურთისა საბურთალითა.
4
აქვს ზარდაჴშანი მას, ბადაჴშანი ლუსკუმებრ მათთვის დასაკრძალითა.
44
1
იაგუნდისა სხვა რა უნდისა? ჯამები იყვის ლალ-ფირუზისა,
2
იყვის ჭურჭელთა სხვათ უცხოფერთა სიმრავლით დება, თვით ურიცხვისა.
3
ბევრად ძეს გორი, ერთა საგორი, ზოდი ოქროსა მისგან თლილისა.
4
ისმის მგოსანთა, ვით საფირონთა, ჴმანი ებნისა და წინწილისა.
45
1
ეგრეთ ინახის შორის ინაჴის, ვით მზე სამყაროს მანათობელი,
2
მთვარის მშვენობით, ცისკრის მთენობით, სხივ-მკრთოლვარებით მკამკამებელი,
3
ედემს დარგული სამოთხის გული, ციერთ უმაღლე, ქვეყნის მპყრობელი, -
4
გვამცნებს სრულებით ღმრთისა სრულებით ჩვენთვის მარტივად სჯულისმდებელი.
46
1
გუნდ-მწყობრი, დასი მას ბევრ-ათასი ჰყავს დიდებულთა, დიდგვარ თავადთა.
2
იოსებს თვალად, დიდს სამფსონს ძალად, სჯობს ნებროთს გულად ნაყოფი მსთვადთა,
3
ცუდ-ჰყოფს, ვით ცვილთა, ლიქნა-სიცბილთა, მზირთ სიბორგილით, საბრჴით ძმაცვადთა.
4
მისთვის მოვსწყდები, შევირაცხები მსხვერპლად: ვემსგავსო ცხოვართა კლვადთა.
47
1
მზე--მთოვარითა! ცა--ვარსკვლავითა! შუქნი მიუხვმან მის ელვისათა.
2
მამის ძედ არი სამგზის ნეტარი, მეტრფე საქმეთა სახელისათა,
3
თვით ბჭეთა ბჭედი, მტკიცე ბეჭედი, მეწდე სიტყვათა სიმართლისათა,
4
ერთა შემცველი, მტერთა შემწველი თანად შიშითა სასჯელისათა.
48
1
სახედ ელვისა! სახედველისა
მჭვრეტთა ვერ უძლეს განცდად სხივისა.
2
მო, ე კალმითა! მოეკალ მითა,
რომ უქმად სდეგით ხატვად სახისა.
3
მისთვის წამალნი, სჯობს, რომ წამ ალნი, თვარ იქმნეთ თვისთვის მზახნი ახისა.
4
მან იოსებსა - არ ი ოსებსა! -
სიტურფე ართო, თვით მსგავსი მის-ა.
49
1
ალვის ხე-ტანი, მსგავსად შემტანი, აქვს კოწოლთ-დაყრით კვიპაროზისა.
2
დასწვავს სრულობით ჯავარ-სრულობით მზეთა, საჴმილად ეშყი უგზისა.
3
სტავრა და ნახლი, არ ბილწ-ჴელ-ნახლი, მოსიეს ტანსა მჭევრსა ზეზისა.
4
ვით მზე ღალიად, ეგრეთ მალიად მორბედად შავსა ტაიჭზე ზისა.
50
1
არ გასტეხს ფიცსა, თვით დანამტკიცსა: ჰე-ჰედ იყოსა ანუ თუ არად?
2
ძლევა მარჯვენით მოიმარჯვენით უფლისა მიერ ჭურად და ფარად.
3
ექმნა ქუხილად, თვალთა წუხილად რაზმთა ურიცხვთა, მეხ-გრიგალ-ქარად.
4
ერი რჩეული, ნიჭთა ჩვეული, მისგანვე იქმნეს კეთილ-საჴმარად.
VII
51
1
ვარდო უფრჭვნილო, ცვრით განბანილო, ნერგო სვიანო, დავითიანო,
2
ვინ კისკასია, სურნელ-კასია, ბალასნად კმოლავ და ვით იანო!
3
ვინ ხარ? ან თრაკი? - ქვეყნად ანთრაკი, უცხოდ აგებულ- ანაქვსიანო,
4
გონება-ვრცელო, კვლა ცნობა-გრძელო, მოთმინებაო იობიანო!
52
1
ბანაკად საღმრთოდ, ერ საზეპუროდ
ხარ ღმრთისმეტყველთა მათ ჭურვილთაგან.
2
ექმენ საჴმილად: იყვნეს ახმილად მზირნი ფარულად შორს ქალაქთაგან;
3
მწარედ ლმობილნი, ეგრეთ ცნობილნი უღონო იქმნეს თვისთა სლვათაგან;
4
გულ-დრკუ-ხენეშნი, განმრყვნელნი ეშვნი, აქიტოფელ ჰყვენ განზრახვათაგან.
53
1
ატიკულისა, პატრიკულისა
ხედვის უფალ ხარ სიწლოთ-სიჴშოსა.
2
უთქვამთ ებელთა მეძიებელთა შენთვის პროკლეს და [იამვლი]ხოსა:
3
"არვეთა ვსებით არ ვეთავსებით სიბრძნისა ზღვასა თამარ-პირმშოსა!"
4
ზინონ, ზენანი, მოგვთა ზენანი მეუფედ გჴმობენ პერიპატოსა.
54
1
იმ ალვისა ხედ იმალვი სახედ,
მჭვრეტთა შემწველ-ჰყოფ მით მოტყინარედ;
2
კვლა ეს ხეული არე სხეული, ლმობით პატიჟად ექმნების მწარედ.
3
ეგე ენიად: ე გეენიად
ექმნა და მათ იქმს სრულ ქვე-მდებარედ.
4
მწირი და მსხემი, ეგრეთ დამსხემი, ქებისა ვიქმენ თქვენთვის შემკადრედ.
55
1
მოხველ განრომით მტერთაგან, რო მით სიმჴნითა აზმნობ მძლედ მორკინალი,
2
სწავლის მოძღვარი, საშვებლის ბღვარი, გზა სიწმიდისა, ცხოვრების თვალი.
3
ჰყოფს ანეულსა, მყოფს ან ეულსა არ ოდეს ბიცად ერქვნისა ძალი.
4
ჰხედავ: გაქვს მოჴშო. ვაი, თუ მოჴშო წყალობის კარი ტკბილად მზრახვალი!
56
1
რა მოიზარდე, თვით მოიბლარდე ნათლითა ყოვლის მპყრობელისათა.
2
იროიკ, ბოღრატ, პარმენიდ, სოგრატ უფლად გთქვეს ზღვისა და ჴმელისათა,
3
ფილოსოფთ რვისა გარდატვიფრვისა მხედველ ხარ მსგავსად ებელისათა.
4
ექმენ ედილად ყრმათა, ე დილად, განმბანელ შვილთა ემბაზისათა.
VIII
57
1
გიჴმობ მანასებრ, გიწოდ მეუფებრ, სიტყვით შეგითხზავ ქებას ჯეროვნად.
2
ნათლად მნთებარე, წინამდებარე სხივ-მომცემელობ ელვა-ცისკროვნად.
3
ძალ-გულად მჴნეო, სვე-ბედით ქვეო, ასპიტ-ცემულ-ჰყოფ მტერთა, ახოვნად
4
მყის მოამდოვრებ, მათ შეიქმ ცხოვრებ უჯეროდ მზახთა მდელოთა ძოვნად.
58
1
ლომს ძლიერება, მზეს ბრწყინეალება, მუშკს სურნელება შენგან მიეცა;
2
ყანდაარს შაქარ, მაღრიბს ოქროს ქან, ბარანს მარგალიტ- სადაფი ეცა,
3
ქვეყნის მნათენი, მოკამათენი, ბაზიყად გექმნეს სურვილით რეცა.
4
წმიდათ მემწყობრე, მათთან მოსაგრე, ზეცისა ძალთა ხარ მოდასეცა.
59
1
ვხედავ მა რტოსა გაშლით მარტოსა, გვართა მთავრობით ზესთ საჩინოსა,
2
კაცთ-მოკვდავისა დამკოდავისა, შეიწრებისა არ-მომთმინოსა
3
სწავლის ებგური, უცხოთ სადგური, ნავთ-საყუდლითა სწორავ ნილოსა,
4
სიბრძნის უფსკრული, ენა-რიტორი, მსგავს ხარ მთისა მის ეტონეოსა.
60
1
თქვენ ინდოეთი, კვირინ-გუთეთი, არიელ-ფოტელ- გერგესეველი,
2
შიშველ-მართალი, ციდამტკაველი, აბაშ-შაბაში, ღვედკეც-ეველი,
3
ბასრი, ბარანი, ვრახმან-ერანი -გაქებს, გადიდებს ძნობით ყოველი!
4
არდამი ვარდა, გლახ, დამივარდა
ენა მართლის თქმად ვეღარ მგებელი.
IX
61
1
ძირმტკიცედ გოდლად, ზედ კართა ზღურბლად ცის კამარათა სჩანხარ ზესთ მდეგად.
2
ორგულთა მოსწყლავ, ძირითურთ მოჰსხლავ, ერთგულთ ექმნები ფარად და ზურგად.
3
ურჩთა ედომით ცეცხლად ედო მით შერისხვა თქვენი სრულ დასადაგად;
4
საჴმილთ არმური სწვავს მათ, არ მური გუნდრუკად ერთმის ოქროსა რიგად.
62
1
გვრიტთა მართვისა თვარ აქვს მართ ვისა თქვენებრ სურვილი მეუღლობისა?
2
წარ-თუ-წირულ ვართ, არ განწირულ ვართ, რადგან თქვენ გპოვეთ მზედ უფლობისა.
3
მადლის მუშაკთა ექმენ ხორშაკთა მაგრილობელად სხეულებისა.
4
მთა შეუძრველი, კლდე შემმუსრველი, ლოდი ხარ მტერთა დაბრკოლებისა.
63
1
თვალი ხარ ბრმათა, თვით მზრდელი ყრმათა, მშიერთა პური, უსახლთ სართული,
2
მამა ობოლთა, მსაჯული ქვრივთა, შიშველთ სამოსლად მონიჭებული,
3
მოხუცებულთა, შრომით რებულთა სიმტკიცის კვერთხად მისაყრდნობელი!
4
მოგვფენ სიბრძნესა, წერილთ სიღრმესა თვით განგვიმარტებ მადლთა მთხრობელი.
64
1
მან უცოდველმან, ყოველთ მხედველმან, ზესთ-არსმან ზესთა თვითებისამან,
2
მიუწვდომელმან, დაუწყებელმან ნათელმან ერთმან სამებისამან:
3
მამისა ნიჭმან, სულისა ნიშმან,
ძის თანა სწორად განსაზღვრებულმან -
4
გქმნა ცისკრად დღისად, მთიებად მზისად: ვარსკვლავად ცისად, თვით უბინდომან.
65
1
ჰფუცა მონამა: ზეცით მონამა
მანანა ჩვენთვის მწყერ-მარხილებით;
2
გვცა სრა სრულებით, სავსედ სრულებით-- თვალ-გოვარებით, ოქროს მილებით.
3
მისგან ბოძება - ართუ ბოძება -
მრავლად ვიხილეთ ტკბილის გულებით,
4
ჩვენთვის მთმობელად, დასათმობელად სანუკვრად ვპოვეთ ესმარ-ხილებით.
66
1
აწყა რომითა ა წყარო მითა,
ეს მოგვენიჭა ქრისტეს მიერად:
2
იტყვის იგავსა, ართუ იგ ავსა, ზირაქის მსგავსსა, გულისხმიერად,
3
მტკიცედ და მკვეთრად; მისგან უკეთრად ნეტარ ვინმც იქმნა, ანუ თუ დარად?
4
მისრულ მისრულა, მისრულ მისრულა, გული როს მქონდა სალმობიერად.
67
1
სჭვრეტენ შეფრფინვით მნათობნი, ვინ ვით, ხვეჭით და ნდომით, სულ-წასრულებით;
2
ეტყოდეს გულსა მისთვის დაგულსა:
"რადგან დაებით, ბარე სულ ებით!"
3
თავს აბარებდენ, არა, ბარე ბდენ,
მყის გლოვად იწყეს ალვა-რგულებით.
4
წამწამს ისროდის, განესისროდის მზენი ლახვართა მისთა სრულებით.
68
1
არს შვენიერად, არ-ქვეყნიერად -
ანგელოზთ სახედ დასახებული,
2
მეფედ გებული, ლაღად შვებული, თვით მხიარული, სამ-დიდებული,
3
მორჩი ალვათა. აკრთობს ელვათა არეთა მთენი, ცისკრის კრებული.
4
მართებს, რომ ცამცა ჰქონდა მასცამცა სახლად სამყოფად განჩინებული!
69
1
სჯულისა ლარი, ქვეყნის სალარი, გამდიდრებული ფრიად ყოვლითა!
2
უწყნის ყოველნი ჟამნი და წელნი, შეყინვა ნივთთა ცით მომგრგვლებითა;
3
ქვეყნის უფალი, მჭვრეტთ სატურფალი, საყნოსლად მათთვის სურნელებითა.
4
თვით ლომი გმირი: ნუთუ ეგ მირი თქვენ ჰგონოთ მისებრ ძლიერებითა?!
70
1
მტერთ არე წყალი და ნაბერწყალი მიჰფინის ჴმათა მისთა არმურმან;
2
განძვინვებულნი, ცნობა-ვნებულნი მეხდატეხილ ყვნის მკლავმან ძლიერმან;
3
სრბით სლვა უჯეროდ, ძნელ-გასამრჯელოდ უქმნის რისხვამან კვლავ მის მიერმან.
4
ეცის ვის ის რა, გულსა თვით სისრა მყის განაწონის მან სახიერმან.
71
1
საფარველ ერთა, საძლეველ მტერთა მარტივად ბრწყინავს თვალი სოფლისა,
2
გონება-ვრცელი, ყოვლ-განმხედველი, ქრისტესთვის მთხევი თვისთა ოფლისა;
3
ნიჭთა მთხრობელი, წინა-მსწრობელი, მადლით სპეტაკი უფროს თოვლისა,
4
მისთვისვე ქმნილი, თვით განკუთვნილი, უფლადცა მხედი ნივთთა ყოვლისა.
72
1
ცნობისა სვეტი, ხვეჭით საჭვრეტი, სიმაღლედ, სივრცედ, სიგრძედ და სიღრმედ,
2
სჯულის ფიცარი ძნელ-საფიცარი, მადლთა ბარძიმი ერთა განსაწმედ,
3
მზე დაუვალი, მყის დაუვალი,
არს შვიდი მნათი მას ზედ მოწამედ
4
წმიდად აქვს სული დასთა-დასული სამყაროს ნათლად, არა თუ ღამედ.
73
1
მისგან ვითხოვო, ართუ ვითხოვო, რათა სცეს სწავლა თბესა მცონარსა.
2
თვით აუარო: არა უარო
ქვეყანად ყოვლთა უფალთ-მთავარსა:
3
სამ-სახეობით, სამ-სახეობით ჰხადის უფალსა და მაცხოვარსა.
4
ა ბანაკებით აბანაკებით
მკვირცხლად გვახილვებს მებრძოლთა ერსა.
74
1
ვხედავთ: სფეროთა სამისფეროთა საქმეთა მქნელად ვალს სიფიცხენით;
2
ცის საქანელნი გარდმომდენელნი მადლისა ცვართა ექმნეს მას ზენით.
3
თვით მის აქაზის ნაცვლად აქა ზის ახოვნებისა სვეტნი მტკიცენით.
4
ონორის დუქსა პირს ავად უქსა
მყის შერისხვითა, მსწრაფლ სიმკვირცხენით.
75
1
დრო შამოიგდო: დროშა მოიგდო, მტერნი დაჴოცნის აოჴრებითა,
2
ბუკ-ტაბლაკობით საარაკობით მედგრად იბრძოდის გამწყაზრებითა;
3
განცბუნებულნი, განწბილებულნი უღონოდ შექმნნის აბჯართ აჴდითა.
4
გამეხებული, გამარჯვებული იყო, იშვებდა ფუფუნებითა.
X
76
1
ვაქებდეთ, ერნო, ყრმანო და ბერნო, საუნჯედ ჩვენთვის მონიჭებულსა
2
ქრისტეს მჴედარსა, მჴნე-ახოვანსა, პირად-პირადად განშვენებულსა,
3
ნათლად ბნელისა გარფენილისა, ეთერთა ელვად დასახებულსა,
4
სიწმიდის ვაზად, არ-ბილწად ავზად, ნათლის ემბაზად დაარსებულსა!
77
1
ღმერთმან და ძემან, ღმრთისა სიბრძნემან, ყო ეს უაღრეს სულთა ყოველთა,
2
ნათლად ცხორებად, არ განშორებად ზეცისა ძალთა, გუნდთა ცხოველთა.
3
მნედ ტარიგისად, ვითარ იგი სად ცხორებდა ჩვენთვის ქვეყნად ქვე-ველთა,
4
აღაგო სახლად, სწავლის თან-სახლად ასურვა ენა მისი მსმენელთა.
78
1
ვთქვა ფინიკელნი, არ აფრიკელნი -
მათ ქმნეს წერილთა მოგონებანი.
2
კატამანეთო, იამანეთო,
მისდა მყის ცუდ-ჰყვენ მოგონებანი.
3
გიჴმობ რომელთა, გიცნობ რომელთა, ყურნი მომიპყართ, მო გონებანი!
4
მისთვისღა ქებით ხარ, განქიქებით ბიწი ვინ ჰპოონ, მოგონებანი.
79
1
ანდიბან მოგვმან, გრძნებითა მბორგმან მისნობით ჴელ-ყო ზაკვით ზღაპრობა;
2
ეშმაკს ევედრა, სული შეჰვედრა,
მით ექმნა სრულად მათთან საგრობა.
3
თქვენგან ქურუმთა მყის აქ ურუმთა მოლითა ცუდ-ყვეს ბომონთ-მოთხრობა.
4
ძეგლად სჯულისად მართლ-მსაჯულისად დავით გიწოდა თვისად მკვიდრობად.
80
1
დაწერა ქვითა და წერაქვითა, ანდამატისა ცვილ-მყოფელითა:
2
"მჴნედ ასაკისა, პავასაკ ის-ა წმიდათა თანა მომრეწელითა".
3
ტყორცა ისრისა მიკვირს, სისრისა მერკვირისაებრ უსჯულთ ვლენითა;
4
სარკინოზთ ერთა სხეულთ აერთა ოროლი მორფსა შიგან წევნითა.
81
1
არაბ აშია! არ აბაშია -
მეფე მორწმუნე, ჴმელთა ნათელი;
2
გულთა და სულთა თვით მათ დასულთა- ებრ ბრწყინვალე ჰყოფს მადლთა სანთელი,
3
ალვა მოზარდი: სოგრატ, მოზარდი ქებისა პოვნად, ვითა სულელი.
4
საბასრო მის ა საბას-რომისა
მგმობარი, თავთა დრკუდ განმსწავლელი.
82
1
მაჰმადის სჯულსა გარდალაჯულსა, ბილწად საქიქელ- საბასრობელსა,
2
სიძვა-მრუშებით, არა-წმიდებით,
ჩუკნა-ლირწებით სჯულთა მპყრობელსა,
3
თვით მეზღაპრესა, ცუდ ფეღამბრესა, ღმრთისა არ-მართლად მქადაგებელსა,
4
ეც მოსეს ხითა, არ მოსესხითა, მას ღმრთისა მიერ საძაგებელსა.
83
1
თქვის სიტყვა მჭევრი, ართუ დუხჭირი, მოსაქცეველ ყვნის წარმართთა ერნი.
2
მათ სატუხელნი, ძნელ-საწუხელნი, სჯულნი შეუქმნის თავისა მტერნი.
3
მისცის ყოველთა, ვინც იყო ველთა, ადიდებდიან ყრმანი და ბერნი.
4
მისთვის უგბილად, განსალიგებლად შეიქმნეს მდედრად სხვანი ძლიერნი.
84
1
შვიდ წვალებითა, შეცვალებითა
იყვნეს ძველითგან შობის დღის მზმელნი
2
სადუკეველნი, ფარისეველნი,
მცნებათა სჯულსა არ-კმა-მყოფელნი,
3
წერილთ მომპოვნნი, თვისით მომგონნი, სხვანი დღითი-დღე ნათლის მღებელნი,
4
ნაზარეველნი, ხუთ-ოსინელნი მისგან შეიქმნეს პირდაყოფილნი.
85
1
მაკედონიოს, დრკუ საბელიოს შეცდომით ჰგმობდეს სულსა წმიდასა.
2
მანი ვინმე ცით იტყოდა რეცით გარდმოტანასა ჴორცთა მისთასა,
3
სამუსატელსა და მომფსვეტელსა პირს დაუყოფდა წვალებათასა.
4
სომეხთ მეფენი, მტერთ სისხლ-მჩქეფენი, ღმერთმა არ ღირს-ყვნა უფლებათასა.
86
1
უცხოთ-მოყვარე, გლახაკთ-მოწყალე, მსჯელი მსჯავრისა და სამართლისა;
2
აღბორგებითა, აღშფოთებითა ძმაცვათა შორად წარმდევნელ ის-ა,
3
შვიდის კრებისა დამტკიცებისა დამბეჭდველ გვექმნა მათგან თქმულისა.
4
მან ყო არიოზ და ევნომიოზ საბელიოზით შორს ჴვებულისა".
87
1
ვით ქვიშა ზღვისა, ცვარი წვიმისა ვერვინ აღრაცხოს თან თოეულად,
2
ეგრეთვე ქება, მსგავსად ჴსენება მისი ვერ უძლონ თითოეულად;
3
სიმჴნითა ბრძნობა და გულოვნობა ამრავალწილა უსაზღვრეულად;
4
აღმოსავალით და დასავალით
მთანი და ბორცვნი ჴმობს უფლეულად:
88
1
"მაშინვე ნახი თვით ეს ვენახი,
კეთილ-განსხმული, სორექთ-მომრთმელი,
2
ლეღვისა, ღვისა, კუროს-თავისა წილად მურტისა გამომღებელი,
3
ნამისა ცვრითა გამობუტკვითა
ნორჩთ ქანდაკებით მსთვად სასთვლებელი,
4
კეთილ-ნუჟრობით, ცუდ რიჟ-რაჟობით მჭვრეტთ სატრფიალოდ დასასლბობელი".
XI
89
1
თქვა შემოქმედმან, ყოველთ მოქმედმან: "ვქმნე კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა".
2
ღმერთმან ღმერთთამან ძველმან დღეთამან, ვინ თანასწორად სულსა ავლენდა,
3
არვისგან არსმან, თვით დამაარსმან, სამებით სრულმან თვით იმოქმედა,
4
ნამდვილ ღმრთაებით საბაოთებით ნივთთ-შექსულობით წარმოადგენდა.
90
1
მისცა ყოველი; არ უყო ველი, თვით მის მიერვე დაემონოდეს.
2
უბრძანა ხისა კეთილ-სახისა დაცვად ნაყოფი, ჭამად არ ოდეს
3
უწყოდა ღმერთმან, მან სახიერმან: თუ ჭამდეს, თვალნი აეხილვოდეს.
4
ურჩ-ექმნეს ღმერთსა, უსმინეს მტერსა: მათ მზე წყვდიადად შეეცვალვოდეს.
91
1
როს ენა შვიდი, მათთვის დამშვიდი, საზრახველ იყო სულთა ყოველთა -
2
ასურთა, ინდთა, რომთა და სინდთა, ბერძენთა, სპარსთა, აგ-მაგუგელთა,
3
მაშინ-ღა ნებროთ ჭკვით სამისებროთ გოდოლი ჴელ-ყო შენებად ველთა,
4
თვით გარდმოიჭრა, სული გაიჭრა, სატანჯველთ მიჰხვდა სასტიკთა, მწველთა.
92
1
მცხინვარებითა ღმრთაებისითა ფერი იცვალა თაბორს დიდებით:
2
ელია მოსით ნათელ-შემოსით იახლნეს, სხვაც-ა სიმტკიცის კლდებით.
3
ძრწოლით ხედვიდეს, განიზრახვიდეს, ვითარცა შეჰგავს მონათ რიდებით,
4
ჴმა ზეგარდამო, მყის ყოვლად ამო, მამისგან ესმა ძედ საწოდებით.
93
1
ერთ აღიფრტვინვეს, თვით დაიდრტვინვეს, უმადლოდ ექმნეს ქველის-მოქმედსა.
2
აღბორგნეს ჯერკვლად, აღშფოთნეს ჯერ კვლად, კიცხვით ბასრობდეს მას შემოქმედსა.
3
ვინ იბანს ჴელსა, მე ვგონებ ხელსა! ღმრთის სისხლსა წყლითა ვინ განიწმედსა?
4
სულისა საღსრად დასული საჴსრად ღვაწლს აღასრულებს წინასწარედსა.
94
1
როს მესა მესით, თვით მესამე სით, დაჯდეს განკითხვად სულთა ყოველთა,
2
ოხრვიდენ ზღვანი, გრგვინვიდენ ცანი, ზარი გამოჩნდეს ცეცხლთა შემწველთა,
3
მსწრაფლად-ღა სტვირი ძნელ-დასაყვირი წარმოადგენდეს სულთა ყოველთა,
4
მაშინ გალხინოს, თვით მიგავლინოს თქვენ უოხჭნოთა მათ საშვებელთა.
95
1
ქრისტეს სასძლოსა ვინმცა ასძლოსა განწმედით ქმნილსა, განბრწყინვებულსა?
2
თვით მას ედემსა, ნათლად მიმდემსა, პირველვე შენთვის სახლად გებულსა,
3
სასუფეველსა ყოვლად ცხოველსა, საფუფუნებლად თქვენთვის დასხმულსა,
4
ვხედავ ჯეროვნად, მარად სამოვნად შენდა განკუთვნით განმზადებულსა.
XII
96
1
თუცა ვიტყოდი, უწყი: ვიტყოდი, ენამცა ბრგვნილად დამეყბედოსა.
2
ვის უთხრნე ჭირნი, ძნელ-დანამჭირნი, ანუ სხვა ვინმცა მეიმედოსა?
3
შეგეფეროდა, გმირო, ქველო-და, სრულ ჴმელთა ფლობა სამეუფოსა!
4
მა ლეგეონსა მალე გეონსა დაანთქემდ უყსა საუფსკრულოსა.
97
1
შენ, გონიერო, გულისხმიერო, თვით მეცნიერო, მეფევ ძლიერო,
2
მიუჴდომელო, მიუწვდომელო, მიუთხრობელო, წრფელ-სახიერო,
3
განათლებულო, განახლებულო, განბრწყინვებულო, მზეო ციერო,
4
გალაღებულო, გალომებულო, კვლა გოლიათო, გულ-ლმობიერო!
98
1
მე, მონა შენი - მე, მონა შენი,
ვგონენ ყოველნი შენთვის შექმნულად.
2
ნეტარ ხარ ყოვლად წმიდად და ცხოვლად, ძალად და გულად, თვით არ დაგულად.
3
ნესტორად მძლეობ, არათუ ლეობ დიმიტრის მიერ ძალ-შეზღუდულად.
4
აწე რისხვითა აწ ერი სხვითა
გზით წარევლინოს უკუნ-ქცეულად.
99
1
მე, გლახ, რა გიძღვნა? თქვენგან წარირღვნა ყოველი ბიწთა მომახველობა.
2
ვინა იშვების, სად აღიზრდების.
რომ ჰქონდეს თქვენებრ ჭკვა-მხედველობა?
3
მოიმუშაკენ, ღვაწლით მოიმკენ სათნოებათა მჭელეულობა.
4
ხარ სიბრძნის ვაზი, ნათლის ემბაზი, სულისა ქნარი, ღმრთის მხილველობა.
100
1
მეფევ მაღალო, ქცევა-მდაბალო, ლომისა მსგავსო ძალად და გულად,
2
ალვისა რტოო, ყოვლად მარტოო, მჭვრეტთ სასურველო მოსარხეველად,
3
ვარდზედ გაშლილო ყორნისა ბოლო, ქმნილო სურნელთა მოსაფრქვეველად,
4
შუქთა მფენებო, თვით განმთენებო ზე-სამყაროსა, მერმე ქვე-ველად!
101
1
თქვენთვის დიდებით, ცუდ მიდ-მოდებით
სიტყვა შევკრიბე უნდო რამ ენით:
2
ჴამს შემეწია, თვით შემეწია
მუსიკ-მგოსანით, მესტროლაბენით,
3
არ მექმნა გული ესრეთ დაგული ცრემლთა ნაკადთა მიწყივ დადენით,
4
სიბრძნის არდაგი, საჴმილთ არ დაგი, წელთა მომერტყა სწავლის ბადენით.
102
1
პირველ წერანი და საწერანი პალამიდისგან მოპოვნებულ არს.
2
სიტყვის-მგებლობა, ძნელ-საგებლობა ზინონისაგან შემოღებულ არს.
3
ტილისმ-მოგვობა, არ-ცუდ-მბორგობა აპოლონისგან დამტკიცებულ არს.
4
მასთან ასკლიპოს ვეღარ მუსიკობს, თვით ქებად თქვენდა განლიგებულ არს.
103
1
წიგნნი - მეფეთა, ქება ქებათა, ეკლესიასტე, სარამა გრძნისა,
2
დავით-იგავნი,- ვინ თქვა იგ ავნი? -
სიბრძნე დიდისა სოლომონისა,
3
ლევიტელთ, რიცხვთა, მსაჯულთა, ნეშტთა, ეზრა-ეზდრასი და ზირაქისა,
4
მათთან ვრახმანი გძნობდეს რვა ჴმანი, ვერა დამატონ ქება ძალისა.
104
1
ცეცხლი ბნელისა გარესკნელისა, და წამლიანი მატლი ღრჭენისა,
2
მოსრვა ნეფხვითა, ძნელთა სეტყვითა, თოვლით, წვიმითა ღვარ-ნაფშვენისა
3
ორგულთ ეწიოს, ვერ განეწიოს,
ურჩი ვინც იყოს ტახტის თქვენისა,
4
ღელე გლოვისა ექმნას გლოვისა, ჟამნი მოუჴდეს ცრემლთა დენისა!
105
1
ტურფად შვენება, გამოჩვენება თქვენი დააჭნობს ყოველთ ყვავილთა,
2
გიჴმობს ენა მით სწავლის ენამით
წყლად წყაროდ, მრწყველად ბორცვთა და ველთა.
3
ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა.
4
ვნატრი ელადსა, თვით მას გელათსა, სად რომ დაკრძალვენ წმიდათ სხეულთა.
106
1
ვფიცავ მე მაღლით, რომ თქვენის გაყრით ჰკლებოდეს ჟამსა დღეთა ჩემთასა.
2
სულნი და გვამნი და ძვალნი ჩემნი ქარქვეტებრ ჰქმნოდეს ძალთა მისთასა.
3
მექმნა გლახ-გული, ყოფა და სული
მძაფრ მწყდრად-მდებარე მორფ-სხეულთასა,
4
ვერ ვაგებ თქმითა, რომ ვარ სულთქმითა უსიტყველითა უფროს სხვათასა.
107
1
ჴელ-ვყავ საქმესა, ძნელსა რასმესა, უგუნურობით, თვით სულელობით,
2
ქებასა გრძელსა, სათქმელად ძნელსა, ვერ ვუძლე, ვიქმენ ენა-ბრგვნილობით.
3
შესხმა-მკობანი, მუსიკობანი,ვუწყი, ვერ გიძღვენ თქვენ საფერობით,
4
მაგრა, ვით წვლილნი ქრისტეს მითვლილნი, მექმენ მადლობის შემწირველობით.
იხ. აგრეთვე აბდულმესიანი