შატაიძე ნუგზარ სვეტიცხოველი
საყდრის ეზოში შესულს გეჩვენება, რომ სამშობლოში დაბრუნდი: მტკივნეულად ნაცნობი
გალავანი, ტაძრის მშობლიურად თბილი კედლები, რბილი, რბილი ბალახით შემოსილი მიწა... იქნებ იმიტომ, რომ აქედან დაიწყო შენთვის ნაცნობი საქართველო? უკვე ორი ათასი წელია, რაც ეს არის შენი სამშობლო, სწორედ ეს. სხვა არ გახსოვს - მას შემაძრწუნებლად სქელი საბურველი ფარავს.
რა არის ეს? რატომ გიჩნდება ასეთი განცდა?
არმაზი შორს არის, წყვდიადში დანთქმულან დიადი კერპები, გაცი და გა, აქ კი, ამ
მიწაში განისვენებს ებრაელი ქალი სიდონია, რომელსაც გულში მაცხოვრის კვართი
ჩაუხუტებია.