ტაბიძე ტიციან
ლექსი მეწყერი
კითხულობს: ფილოლოგი თამუნა მაგრაქველიძე
მე არ
ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, მე დავიბადე აპრილის თვეში, აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ლექსბი იყო მისი საგზალი, და აწვალებდა მას სიკვდილამდე მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა
გამოსარჩლებად.
გამოსარჩლება – თანაგრძნობის გამოხატვა, დაცვა, მფარველობის გაწევა.
იტყვიან
ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ორპირი – სოფელი იმერეთში (ტიციან
ტაბიძის მშობლიური სივრცე); მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადი. ფშანი –
მდინარის პირას გამომდინარე პატარა წყარო, შენაკადი.
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.