ვაჟა-ფშაველა სკოლაში



„ვაჟა-ფშაველა სკოლაში“ აერთიანებს სკოლაში შესასწავლ ვაჟა-ფშაველას ლიტერატურულ ნაწარმოებებს

1 ბიოგრაფია

▲ზევით დაბრუნება


 
ოფიციალური სახელი: ლუკა რაზიკაშვილი
სხვა სახელი: ვაჟა-ფშაველა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი: 14 ივლისი, 1861
გარდაცვ. თარიღი: 27 ივლისი, 1915  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ახლანდელი დუშეთის რ-ნი, სოფ. ჩარგალი.

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 – 1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 – 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

ვაჟას პირველი კორესპონდენცია ”წერილი ხევსურეთიდან” 1879 წელს დაიბეჭდა (”დროება” №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა ”ფეოდალის აღზრდა” – 1880 წელს (”ივერია”, № 4); პირველი ლექსი ”მეომარი” – 1881 წელს (”იმედი”, № 3 – 4); პირველი მოთხრობა ”სურათი ფშავლის ცხოვრებიდან” – 1881 წელს (”დროება”, № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: ”ალუდა ქეთელაური”, 1888; ”ბახტრიონი”, 1892; ”სტუმარ-მასპინძელი”, 1893; ”გველის მჭამელი”, 1901 და სხვ.

ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: ”შვლის ნუკრის ნაამბობი”, 1883; ”ხმელი წიფელი” (1888 – 1889); ”ქუჩი”, 1892; ”მთანი მაღალნი”, 1895 და სხვ.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა ”მოკვეთილი”, 1894. ისიც აღსანიშნავია, რომ იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს (”ლაშარობა”, 1888; ”ფშავლები” – ”ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” – 1896 და სხვ.). მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

ბიბლიოგრაფია:

2 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


2.1 გაზაფხული

▲ზევით დაბრუნება


 

გაზაფხული

ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია…
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.
თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია;
აქით არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია;
არ მოეწყინა ამათა
ჯავრობა შესაზარია.
რამდენი ხანი გავიდა,
რაც დედამიწა არია,
მას აქეთ დაუღალავად
მიწასა სთელვენ ძმანია;
იმათ წყალს დაუბანია
 
  თამარის ტურფან თვალნია;
შვილთ ტრფობით გაუმაძღრები
გადმოსცქერიან მთანია.
ძმანი შესტრფიან დედებსა,
დედები – ლომგულ შვილებსა,
საკინძზე ალმასისასა
დაუკერებენ ღილებსა.
უმისოდ საყვარელ ძმათა
ამ დროს ზნე უვლისთ ავია,
არ იზმენ, თუ ერთმანერთსა
არ გაუსინჯეს მკლავია.
ერთურთს ფრანგულებს უქნევენ,
თან იგერებენ ფარითა,
მემრე ჰკოცნიან ერთმანერთს,
მიდიან ერთის თავითა.
იმ ალაზანსაც შაესმის
ძმათ ბრძოლა მცხეთის კარითა,
ისიც წინ მოეგებება
წვერ-ბასრის შუბის ტარითა.
ამძიმებს იმათ სიფიცხეს
თავის ტალღების ღვარითა.
მთას იქით მოსთქვამს რიონი
გაშიშვლებულის ხმალითა…
რა მოსწყურებია
თქვენი დანახვა თვალითა!..
იკურთხოს თქვენი ერთობა,
სამის სამების ძალითა!
თამარის ტურფა თვალნი – იგულისხმება ყვავილი პირიმზე. ამავე დროს აღნიშავს ლამაზი სახის ქალსაც. მთაში პირიმზეთი თამარ მეფეს მოიხსენიებდნენ (პირიმზე - ამავე დროს ქართველ მთიელთა წარმართულ ღვთაებასაც ერქვა)
 
ლომგული – იტყვიან ძალიან გულად, უშიშარ კაცზე, ვაჟკაცზე
 


 
ფრანგული (ძვ.) – ხმალი ერთგვარი
 
 
შაესმის (დიალექტ.) – ესმის
 
 
 
 

2.2 დავით გურამიშვილის ხსოვნას

▲ზევით დაბრუნება


კითხულობს: პოეტი, ჟურნალისტი ნატა ვარადა

დავით გურამიშვილის ხსოვნას   

   

“რა ძალიან გული მტკივა,
მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს”.
დ. გურამიშვილი

 
 
 

შენ ჩემო წინამორბედო,
უძვირფასესო პაპაო!
შენს აჩრდილს ვეამბორები,
ლექსიც რამ დამიჩხაპაო.
ნეტავ, რას მემუდარები,
მე რა გიამბო აბაო,
ნამდვილო მამულიშვილო,
სამშობლოს ეკლის მკაფაო?!
პოეტად ვიხსენიები,
თუმცა ხარი ვარ ლაბაო;
ჩემისთანები ბაგებზე
ასი, ათასი აბაო.
ტანფეხშიშველი დავდივარ,
ცოლს არ მიცვია კაბაო;
შენის ცრემლებით მოვხარშე
ჩემის გრძნობების ფაფაო,
ამგვარი საჭმლის კეთებას
დიდი სდომნია ჯაფაო;
გავუღე სული და გული,
როდის ხანია ვყლაპაო,
გაუთავები გამოდგა,
არც დამკარგვია მადაო.
ვიცი, არ გამიჯავრდები
და არცა მკითხავ: რადაო?
მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,
თანაც ლექსებსა ვჩმახაო.
ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვტირი,
რა დაგიმალო, _ მნახაო!
იქნება მადლობელიც ხარ,
იქნება არა მძრახაო?!
მიშველეთ შენ და შოთამა,
მგოსნობა გამიძრახაო,
გული დადნა და დანავლდა,
მიხმება, მშრება ხახაო.
დაჩოქილი ვარ თქვენს წინა,
ვით ერთი ვინმე გლახაო;
მიშველეთ, მომავლებინეთ,
ლელო რაც დამისახაო.
მაშინ თქვენს ნათელს სახეებს
მეც პირნათლადა ვნახაო. ბედნიერირი

განა არის სადმე ერი?

2.3 დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე

▲ზევით დაბრუნება


კითხულობს ჟურნალისტი ნინო ნატროშვილი


დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,

აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ,  არ შავეკვრი ზავითა,
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამ ქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არც  ტარასტა, სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, -
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯებ სერ-სერა,
დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა,
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე  ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი..
ბარო, წარბნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
რასაც დღესნამდე ვმტერობდი,
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს -
კეთილსა ვყვანდე ზიარად, 
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი,
ჯერ ისევა ვარ
ფხიანად.
 

 

ჭირი მომკერძო - ჭირი გამომიგზავნო, გამიჭირვო. ბილწთ  - უწმინდურთ, საზიზღართ. ზავი - შეთანხმება მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტისა და  მშვიდობიანობის დამყარების შესახებ.

 

ჩემფერა (ფშ.) - ჩემსავით. ტარასტა (ბარბ. სტაროსტა - староста) -  მამასახლისი.

ტერტერა (ბარბ.) - სომეხი მღვდელი.

 

გაიერთფერა - ერთფეროვნად, ერთგვარად მიქცია(ერთფერი, ერთფეროვანი - აქ: ერთნაირი, ერთგვარი); გული გამიერთფერა - აქ: გული უცვლელად დამიტოვა; ისევ ისეთი ვარ, როგორიც ადრე ვიყავი.

 

დღესნამდე (ფშ.) - დღემდე.

კეთილსა ვყვანდე ზიარად - მუდამ სიკეთე ვაკეთო, სიკეთის თანამონაწილე ვიყო.

დავლაჩრდი - გავლაჩრდი, ლაჩრად ვიქეცი, შევშინდი. ფხიანად - აქ: ყოჩაღად, მარჯვედ. ფხა - აქ: ბასრი პირი მჭრელი იარაღისა, გადატანითი მნიშვნელობით: ყოჩაღი, მარჯვე.

2.4 იას უთხარი ტურფასა

▲ზევით დაბრუნება




კითხულობს ქეთი კვირკველია


იას უთხარი ტურფასა

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო,
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.

2.5 კაი ყმა

▲ზევით დაბრუნება


 

კაი ყმა

(ხევსურულ ჰანგზე
)


კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?
მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ - მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;

 

აბორგოვებდეს – აბორგებდეს, აღელვებდეს, აშფოთებდეს.

 

ფარების დადგეს ჯღრდეები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვიანი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.

ჯღრდე – აჩხორილი, ერთმანეთში არეული, მიხერგილი.

თვალები თვალებს სწველავდეს – თვალს თვალში უყრიდნენ.

 

ჭიაფრად მუზარადებსა

ჭიაფერი – წითელი.

 

სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.
ვინც მიეგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი

ჰფერავდეს – აქ: ღებავდეს.
დაგელაობდეს
– დაქროდეს, დათარეშობდეს.
სუდარა – თეთრი ზეწარი მიცვალებულის გასახვევად.

 

ტკივილს არ გამოიტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები

გამოიტყოდეს – დაიტყობდეს, დაიმჩნევდეს.

 

ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;

ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს – ბრძოლის ველს ბოლოს ტოვებდეს (ომიდან ყველაზე გვიან გამოდიოდეს).

 

მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.
მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,

საუფროსო – ნადავლიდან უფროსისთვის (აქ: საუკეთესო მეომრისთვის) განკუთვნილი წილი.
ამხანაგებსვე სწირავდეს – ამხანაგებს უთმობდეს.

 

გაბეჩავებულს სიმართლეს
უსამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,

გაბეჩავებული – გასაწყლებული, გასაცოდავებული.
სძალავდეს – ერეოდეს.

 

უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,

შუქს ჩამოჰლალავდეს – ჩამოყრიდეს; აქ: ნათელს ჰფენდეს.

 

მარტო სახელსა სწირავდეს.
ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად – სამარი,
საკაცე – თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი – ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
ეგონოს სიცილ-ხარხარი,

მარტო სახელსა სწირავდეს – აქ: მხოლოდ სახელს ტოვებდეს.

წყლული – ჭრილობა.

 

დენა ცრემლისა – ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.
სულეთს შავიდეს ხმლიანი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი

ხორხოშა – ხშირი სეტყვა, ხოშკაკალა.

სულეთი – საიქიო (ვაჟა)

 

ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გარდასულებმა ჩვენითა.
ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაეგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი

მოყაშყაშე – მყივარი, მყეფარი, რაც ყაშყაშებს (ორბი, არწივი).

გარდასულები – აქ: გარდაცვლილები.

 

კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.
აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!

ზენითა – ზემოდან, აქ: ზეციდან.
 

ალ-ქაჯნი – ავი სულები, ეშმაკები.

 

არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა.

სადიაცე – ლაჩარი.

 

თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.

თავისად – საკუთარი თავისთვის.

 

არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!

რისადა – რისთვის.

2.6 მოგონება

▲ზევით დაბრუნება


 

მოგონება

ნუ მიწყენთ, მომაგონდება,
ქალის ვაჟისთვის ნათქომი:
"თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა,
არც მე ვარ ცოცხლად დამრჩომი!
ცოცხალი თან ჩამოგყვები,
საფლავში დაგეტანები,
შენ მკვდარს, შენთან მე ცოცხალსა,
დაე დაგვიხშონ კარები!
მოვკვდები შენსა გულზედა,
ზევიდან დამეფარები,
მე შავსჭამ, - მიწას არ ძალუძს,
რომ შეგიჭამოს თვალები.
მწად ერთად შეზელილიყოს
ჩემი და შენი ძვალები!"
ორმა დღემ ჩემოიარა,
ზარი აჩქამდა გლოვისა.
სატრფო დასტიროს ჭაბუკსა,
ცრემლი სდიოდა ღვარადა,
გულიც ხომ უწუხდებოდა,
წყალსაც ასხამდენ კვალადა.
გულ-დაბნედილსა დიაცსა
აბრუნდებიან ძალადა.
მოზარეები კუბოთი
მიდგნენ სამარის კარადა.
უცვლელი ბინა ყველასი
უცდის მკვდარს დასაფარადა.
კუბო ჩაუშვეს საფლავში,
ცვივა ქვიშა და ლოდები.
- რა უყავ ფიცი, გოგონავ,
ჩაჰყევ, ვის მოელოდები?
- სად გავყვე, ძმაო, რას ვარგებ,
მკვდარს რას ვუშველი იმითა?
არა, მე სიციცხლე მინდა,
უნდა ვიცოცხლო ჭირითა.
ვიგონო ვარდი გულისა,
ვიტანჯო მოგონებითა!
რომ მოვკვდე, მაშინ ვიქნები
დარდების მოფონებითა..
დაე ვიცოცხლო ტანჯვითა,
დარდით დავიწვა გულია,
დავიწვა, ვით კელეპტარი,
ხატის წინ ანთებულია...
ვიცოცხლო იმის მამგონედ,
ვინც გულს მამჩნივა წყლულია...
ერთ წელს გოგონა მიჯნურის
საფლავზე იარებოდა;
უნთებდა წმინდა სანთელსა,
შინავე ტრიალდებოდა;
საფლავის პირზე დაერგო
ყვავილნი ტურფა ფერისა,
ცრემლით მოერწყო ვარდები
თვალთაგან მომაწურისა.
ეს ერთი წელიც გავიდა,
იცვლება დრო და ჟამია,
გოგოს სწადიან იპოვნოს
პირველის მსგავსი გვამია.
მსგავსი პირველის მიჟნურის
თვალითა, ტანადობითა:
მოკეთეს ჰმოკეთეობდეს,
მტერს ექმნას ჯალათობითა.
ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო,
სიცოცხლე ჰშვენობს შენითა,
და შენც, სიკვდილო, ფასი გზე
სიცოცხლის ნაწყენობითა.
სიცოცხლე სიყვარულითა
და სიყვარული სოცოცხლით,
უერთ-ურთისოდ ვერც ერთსა
ვერ ვიცნობთ, ვერც რას ვიცნობდით.
ერთ-ურთი სწყურან ორთავი,
ერთ-ურთთან დაილევბიან;
უერთ-ურთისოდ ვერ სძლებენ,
მალევე დაილევიან!

 

2.7 მრწამს, მარად მიწამებია

▲ზევით დაბრუნება


 

მრწამს, მარად მიწამებია

 

მრწამს , მარად მიწამებია

მუდმივ სიცოცხლე სულისა,
კარგისა, ქვეყნის მოყვარის,
ქვეყნის ბედისგან წყლულისა.

მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა,
ქარმ რო გაფანტოს ხმელადა,

თვითოში მაინც ენთება

ტიალ სურვილი ცხელადა,

ავის მჩაგრავად, კეთილის
მუდამ იქნება მცველადა,
ბეჩავის, გაჭირვებულის
მომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა.
კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება,

თან დააქვს ძველისძველადა!

მრწამს – მწამს

 

 
წყლული – აქ: ჭირ-ვარამი, მწუხარება

ქარმ – ქარმა; ხმელადა - ხმელეთზე, დედამიწაზე (ხმელი – აქ: ხმელეთი, დედამიწა)

 

ტიალი – უპატრონო, ოხერი

 
 
 
 
ძველისძველადა – დიდი ხნის წინ, ოდითგანვე
 

2.8 რამ შემქმნა ადამიანად

▲ზევით დაბრუნება


კითხულობს: ბიბლიოთეკარი ლეილა ზამბახიძე


რამ შემქმნა ადამიანად

(სიმღერა)

რამ შემქმნა ადამიანად?
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავ მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზე გადმოსაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?
არ გამწირავდა პატრონი
ასე ოხრად და ტივლადა!
ცაშივე ამიტაცებდა
თან მატარებდა შვილადა.
ასე არ დამჭირდებოდა
სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.
მზის მოტრფიალე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.
გავიხარებდი, მთა-ბარსა
ოდეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა,
ყვავილებს შიგნით, გარეთა,
გადავუშლიდი გულ-მკერდსა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არემარესა.
თოვლად ქცეულსა გულშია
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცეოდა
და განახლებულ ბუნებას
ყელ-ყურზე მოეხვეოდა.

1913

 

 
 

2.9 სამეფოს სიმღერა

▲ზევით დაბრუნება


სამეფოს სიმღერა

ქალო, გნახე ფეხშიშველა,
გამაჰგოგდი ეზოშია;
გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი,
მოსეირნეს
ფერდოშია.
ვისი ძუძუ გიწოვნია,
იისა თუ ვარდისაო?
გენაცვალე, შავთვალწარბავ,
გულო ჩემის დარდისაო!
გამიგონე, სად მირბიხარ,
შე უჯიშოს გვარისაო?!
შენ თუნდ ფრჩხილიც ნუ აგტკივა,
სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;
ერთხელ კიდევ დამენახვე,
ღმერთი დედას გიცოცხლებსა!..
სამეფო – აქ: საცოლო ვაჟი.
გამაჰგოგდი – გამოგმანდი. გოგმანი – აქ: მოხდენილად სიარული

.ფერდო – ფერდობი, დამრეცი ადგილი.


 

2.10 ჩემი ვედრება

▲ზევით დაბრუნება


 

ჩემი ვედრება

ღმერთო მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგურლების მცველადა,
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,

 

შვილთ საგმოდარ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,

საგმოდ – დასაგმობად, გასაკიცხად.

ნუ მავლევ  ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა,
თვალებში მადლდაკარგულსა,

მავლევ – მატარებ.

შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
მეში – ცუდი ხარისხის ცხვრის ტყავი. აქ: კანი.
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივგამომღებელსა, –
ნუ დაუძვირებ – ნუ გაუიშვიათებ.
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურასდროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული.
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
ბეჩავი – საწყალი.
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.

[1893 წ.
ამოქშენა – აქ: ამოსუნთქვა.

3 პოემები

▲ზევით დაბრუნება


3.1 ალუდა ქეთელაური

▲ზევით დაბრუნება


3.1.1 I

▲ზევით დაბრუნება


 

ალუდა ქეთელაური

მაცნე მოიდა შატილსა:
- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი.
ალუდა ქეთელაური

 
  კაცია   დავლათიანი, დავლათიანი - იღბლიანი, სვებედიანი, ღვთისგან დალოცვილი.
 

საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის
გზიანი;

ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა, -  
სცადა
ფრანგული  ფხიანი.  

 ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!
ქისტებს წაუსხამ ცხენები,

საფიხვნო - ადგილი ან ნაგებობა სოფელში, სადაც თავს იყრიან და ბაასობენ, საკაცო ხელსაქმეებს აკეთებენ.
გზიანი - გონივრული, გამოსადეგი, გარემოების შესაბამისი.

ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა - მთაში გავრცელებული წესის თანახმად, მოკლულ მტერს ხელს სჭრიდნენ, სოფელში გამარჯვების ნიშნად მოჰქონდათ და ქავის კარზე (ქავი - ქვის მაღალი გალავანი, სადაც მტრის მარჯვენას აკრავდნენ.) აკრავდნენ, რაც მეტი მარჯვენა ამშვენებდა ქავ-ციხეს, მით უფრო სახელიანი იყო მისი პატრონი.

ფრანგული - ხმალია ერთგვარი. ფხიანი -კარგად გალესილი.

 

ალუდაისიც ფთიანი.

 გუმან აქვ,   გადაავლიონ

გუმან აქვ - უნდათ, სურვილი აქვთ, ფიქრობენ. გადაავლიონ - გადაატარონ.

 

არხოტის   თავი მთიანი,

გადაბერტყინონ ნალითა

არხოტი - პირიქითი ხევსურეთის ერთ-ერთი თემია მდ. ასას ხეობაში.

 

 ქუჩი მთებისა ცვრიანი.

ეს რო ალუდამ გაიგო,
თოფს დაუპირა ტალიო;  
აისხა იარაღები,

გააფხავიდის  ხმალიო;

ქუჩი - თმასავით წმინდაღერიანი ბალახია, იზრდება კლდეებში, ხრიოკ ადგილებში.

ტალი - კაჟი, თოფს დაუპირა ტალიო - მოცვეთილ კაჟს, ტალს ნაპირები ჩამოამტვრია, რათა ბევრი ნაპერწკალი დასცვენოდა დაცემინების დროს.

გააფხავიდის - გალესა, ფხა დაუყენა.

 

 

გაუშინჯიდის ვადანი,
ხმალს არ მაუტყდეს ტარიო.
ცისკრის ხანია, მტერს მისდევს
კლდის შავარდენი ჩქარიო.

გათენებისას  ჭიუხში 

ჭიუხი - წვეტიანი კლდე (ვაჟა), კლდოვანი მთა.

 

შურთხმა   დარეკა ზარიო,

ძაღლებს-კი სძინავ თეოზე
ჯერ არ გაშლილა ცხვარიო.

მალე შააგდო ალუდამ

ქისტების ნავალს თვალიო.

შურთხი - ფრინველი ქათმისებრთა ოჯახიდან, გარეგნობით ინდაურს ჰგავს, სტვენს, ბინადრობს ალპურ ველებზე.

თეო - ადგილი ცხვრის ბინის გარშემო, სადაც ძაღლები დარაჯობენ.

შააგდო თვალი - თვალი მოჰკრა, დაინახა.

 

მარჯვედვე გადაეწია,
თოფმა გაიღო ჩქამიო:
ერთს
ქურდ-კანტალას  ღილღველსა  

ცუდი დაუდგა წამიო;
გადავარდება ცხენზეით,
ქურდ-კანტალა - ქურდბაცაცა. ღილღო - ღლიღვების (მთიელი ინგუშების) საცხოვრებელი ადგილი ასას ხეობაში, ხევსურეთის საზღვართან.

 

  ყელ-თავქვე  ეკიდებისა;
ნატყვიარი სჭირს ბეჭის თავს,
ზედ ცეცხლი ეკიდებისა;
ამხანიგ-მოკლულ ღილღველი
ჩახმახსა ეზიდებისა.
ყელთავქვე - თავდაღმა.

 

  გამასტყვრა   მუცალის თოფი,-
კლდის პირი დაიშლებოდა,
ნაძოძი ტყვიის ალუდას
კალთაში ჩაეშლებოდა.
- არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! -
მუცალი ეუბნებოდა.
- ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა.
ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა.
- არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო? -
ისევ ეძახის იმასა.
- მუცალს არა სჭირს, რჯულ-ძაღლო, -
ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა...
- ოჰო, ქუდ გაუხვრეტია,
წვერებსა სტუსავს თმისასა.
- მაღლა დაგიცდა, ბეჩავო,
გამასტყვრა - ხმა გამოიღო (გამოსროლილმა თოფმა).

 

 

კენჩხას  არა სჭირს ძვლისასა.

გამოსტყვრა მუცალის თოფი,

კენჩხა - თავის ქალა (ვაჟა).

.

 

ტყვია ჩქამს იზამს მქისესა,
გაუტეხს ქეთელაურსა
საპირის-წამლეს რქისასა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -

მქისე - უსიამოვნო

 

  ზედაც დაჰვედრებს  იმასა.
- არა სჭირს, არა, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა,
გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების,
ძალს შაახვეწებს ღვთისასა.
გულს არ ჰხვდა, ნუ გეგონების,
ამტვრევდა წამლის ქისასა.
დაჰვედრებს - მუქარით, ნიშნის მოგებით ეტყვის.

 

  რაკი სრევაზე მიდგება,
ჯავრს არც მე შავჭამ მტრისასა.
შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
შამაუჭყივლებს ქისტასა.
- გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,
სრევა - სროლა.

 

  ვაჰ ცდასა მუცალისასა!
ძმაც ხო მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა?
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
წვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გაუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
- ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
ცდა - ბრძოლა.

 

  გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
ძეგლიგი - კაჟიანი თოფი.

 

  ნუმც ხარობს ქავის  კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
ზედ გადაადვა ფარიო.

3.1.2 II

▲ზევით დაბრუნება


  მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ  დაწირეს  ხევები
დაწირესეს - მიატოვეს.
  მისჯარებიან ცის კიდეს
კავკასიონის დევები.
აშლილან სანადიროდა
ფრაშ-ფრაში - უშნო, დუნე ფრენა.
  ქორებ, ფრინველთა  მლევლები;
სოვნი არწივებს მასდევენ,
მუქთად ჭამისთვის მხლებლები.
ჯიხვნი მაებნენ მყინვარსა,
მადლი რქათ ადგა ღვთისაო.
ხევი-ხევ შამოყრანტალებს
ყორანი ავის ხმისაო:
~მამკვდარა ქისტი მუცალი,
თვალნ უნდა ვსჭამნე ყმისაო,
გულ-ღვიძლი ამოვარიდო,
კალთა დავხურო მხრისაო”.
შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო.
ყმა მოიდოდა გორი-გორ,
არ ეწონება თავია;
პირს დასწოლია ნისლები,
გულით ნადენი, შავია.
მლევლები - მჟლეტელები, მსპობელები; დალევა - მოსპობა.
სოვნი - სვავნი.
  ტახტაზე დაუკიდებავ
მუცალის ძმისა მკლავია,
ტახტა - უნაგირის კეხის ამოწეული ნაწილები წინ და უკან.
  ვერცხლით მორთული ბაზალა, - ბაზალა - თოფია (ვაჟა).
  ეგ ხოროსნული ხმალია. ხოროსნული - ხორასანში (სპარსეთის მხარეა) გაკეთებული.
  მეება ჭიუხიანსა,
სადაც იმედას ქავია
 
 

ზაფხულს თოფის ხმას იყურებს,

ზამთარ ჩამუდის ზვავია.

იყურებს - ისმენს.

  ბევრჯელ მაასწრო დელგმამა, დელგმა - დიდი წვიმა, თავსხმა.
 

ჰყეფდა ყორანი შავია.

დაჰფამფალებდა თავზედა
გაუმაძღარი სვავია,

 
დაჰფამფალებდა - დაჰფარფატებდა, უშნო ფრენით უვლიდა თავზე.
  ვერვინ , მაჰრივა იღბალი
ვერავინ უყვა ავია.
ურჯულოს ხელებსავ ადნობს
ზედ მზის სხივები მწვავია
მაჰრივა იღბალი - აჯობა იღბლით, დაამარცხა.
  გველმა ვერ გასჭრა ლიბოი
დღესაც ცოცხალი არია.
ზოგჯერ ავდარი დადგება,
ოგჯერ მზე ბრწყინავს, დარია.
რა უყვათ, ბევრი უნახავ
ულვაშ-აშლილი მკვდარია!
ბევრჯელ წასულა საჭალოდ
დახოცილთ სისხლის ღვარია;
შაუღებია წითლადა
გველმა ვერ გასჭრა ლიბოი - გადმოცემის თანახმად, გველის მიერ ლიბოს გაჭრა ან ლიბოში გველის გაჩენა უბედურების ნიშანია. აოხრებული, ამოწყვეტილი ოჯახის საძირკველში იბუდებს გველი. ლიბო - საძირკველი.
  ავი  არდოტის  წყალია.
ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია.
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
პირჯვარი დაიწეროდეს
არდოტი - სოფელია პირიქით ხევსურეთში.
  მითამ  საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვერდს დაიწვინოს ცალია
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია;
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკვდარია.
შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია.
შატილს გადმოდგა ბანებზედ
ხევსურთ ქალი და რძალია,
გამეეგებნენ ალუდას
ძმა, ძმისწულები სამნია.
ბევრს უნდა ამბის გაგება,
ბევრნი მოვიდნენ სხვანია.
მიულოციან ალუდას:
- სახელიანიმც ხარია!
ბებერი ჰკითხავს უშიშა
ალუდას ამბავს ცდისასა.
უამბობს ქეთელაური
ამბავს ღილღველის მგლისასა:
~აქით წასულმა, უშიშავ,
კვალი შავაჭერ მთისასა,
მოკლედავ გადავეწივე.
ნავალ დავატყვე ქვიშასა.
ორნ იყვნენ, თოფი ვიხმარე,
წვერს ვერ ვუწვდენდი ხმლისასა.

მითამ 
- ვითომ.

 

  იმ ცხონებულსა მუცალსა,
რკინა სდებიყო გულადა!
- რას ამბობ? ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა.
- მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა.
სამ მე ვესროლე. სამ - იმან,
მესამით დავასრულია.
მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა
იმ ცხონებულსა მუცალსა - ცხონება, ქრისტიანული რწმენით, ადამიანის სულის ხსნაა, რაც ქრისტესთან შეერთებას ნიშნავს, ეს კი მაჰმადიანისთვის შეუძლებელია.
  გაუნაძოძა გულია. გაუნაძოძა - დაუფლითა, დაუგლიჯა. ნაძოძი - ნაგლეჯი, ნაფლეთი.
  ნატყვიარს ბრძამით  იფევდა,
ისრე დალია სულია.
სულს არ აცლიდა ამოსვლას,
კიდევ მიხსენა რჯულია.
ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!
ვერ გავიმეტე მუცალი
მარჯვენის მოსაჭრელადა,
გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
~დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.
ბრძამიი - მთის მცენარეა ურობალახასავით (ვაჟა). ბალახია, რომელიც ზამთარშიც მწვანეა (ა. შანიძე).
  ხევსურთა ახალ-უხლები
გადაიქციან ტყემლადა,
ავად შაჰხედნეს ალუდას,
ახალუხლები - ახალგაზრდები, ახალგაზრდობა.
   შაუძრახნიან ხმელადა:  
~მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,
რა ხარ სიცრუის მთქმელადა;
ხმელადა - უხეშად, უკმეხად.
  აიხსენ  გველის-პირული,  
დიაცთ გადუგდე ცხემლადა;
ფარი - ქსლის ჩასაბეჭავად
გველისპირული - ხმლის ეპითეტია.
  ხირიმ    -  გაუდვან გარადა;
დამბაჩა გამოადგებისთ
საბრუნლად, თითისტარადა!
გამოჰქცევიხარ ქისტიშვილს,
გადუქცევიხარ ქალადა.
მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკვენ მისდევდი მა რადა?!”
ზურგი აქციეს ალუდას
პირითა ჯავრიანითა;
თავ-თავის სახლებს მიჰმართეს
ხირიმი - ყველაზე კარგი ძველებური, კაჟიანი თოფია (ოდესღაც ყირიმიდან შემოტანილი). გარა - რგვალი ხე, სიგრძით ადლ-ნახევარი, რომლზედაც ქსოვის დროს ნართს ახვევენ.  ერთი გარაა მოძრავი, მეორე - უძრავი (ვაჟა).
  ჭერხოთით   კარიანითა.
გაწირეს ქეთელაური
ჭერხო - ხევსურული სახლის მეორე სართული. ჭერხოთი - ჭერხოს გავლით.
  გულითა ნარიანითა, ნარიანი გული - დაბოღმილი, დანაღვლიანებული გული. ნარი - ეკლიანი ბუჩქი.
  სახელსა ალუდაისას
იძახდენ ბრალიანითა,
შატილს მინდიაც მოიდა
ზერდაგით  რვალიანითა,
ზერდაგი - კარგი ცხენის ეპითეტი (სპარ. ზარდაგი -  მუქი ყვითელი). რვალი - ბრძოლაში ტანის დასაცველი საფარველი.
  წელზე ნარტყამის ფრანგულით,
მკლავითა ფარიანითა,
თორმეტის ქისტის მამკლავი
შუბითა ტარიანითა.
ირემს ჰგავ მინდის წითლაი
შუბლითა მთვარიანითა.
ალუდას აუგს ეტყოდენ
სიტყვითა შხამიანითა.
იწყინა, შუბლი დაკეცა
ნაოჭით ზარიანითა.
- ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს
ენითა ქარიანითა.
ადვილად მტერი მოგიკვდესთ,
ადვილ გავიგო მართალი.
ბევრ დაღონება არ გვინდა,
ერთი დღის მეყოს საგძალი,
გზა-კვალი არ ამერევა,
ყოველ მხრივ ვიცი სავალი,
დღესავ მოგივათ მინდია,
 
   მანამ დაბრძანდეს მრავალი.
ქუსლი ჰკრა, წითლა გამალდა,
ნიავქარივით მავალი.
მანამ დაბძანდეს მრავალი! - მრავალი (მრავადანი) - ვარსკვლავთა ხომლი.

3.1.3 III

▲ზევით დაბრუნება


  დაბნელდა, წყალნი ტირიან,
კალთა გვეხურვის ღამისა;
 
  დროა ვარსკვლავთა ჟიკჟიკის, ფრაშ-ფრაში - უშნო, დუნე ფრენა.
  მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლის.
დრო მათ სიმღერის წყნარისა.
დევნი გამოვლენ კლდიდამა,
ხევ-ხუვში ეხეტებიან.
ყველამ ივახშმა და ახლა
საძილედ ემზადებიან.
- პურ მიირთვიო, - ალუდას
და-დედან ეხვეწებიან.
- მე პურ არ მინდა, დედაო,
მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლისსს - ხალხის რწმენით, ღამის წყვდიადში სულები საფლავებიდან ამოდიან, თავისუფლდებიან, მოძრაობის უნარს იძენენ, აჩრდილებივით დადიან დედამიწაზე - ცრურწმენით.
  გული შამეკრა  რადამე,
წუხელ ცუდ სიზმრები 
ვსინჯე,
რიგში ვიყოდი სადამე.
წინ გვედვა მიცვალებული,
ხევსურნ 
შაწყენის ისხდენა.
რადამე - რატომღაც.
სინჯვა - ცქერა, ყურება.
რიგი - მიცვალებულის ხარჯი, ქელეხი.
ვიყოდი - ვიყავი.
შაწყენით - დამწუხრებით.
  სალაშქროდ დამზადებულნი,
ზოგნი კარებზე იდგენა.
მენაც იქ ვიყავ, ვტიროდი,
როგორც წესია კაცისა.
გუმანი მქონდა სალაშქროდ,
ხანიც მოვიდა წასვლისა.
 
  ერთს წამს ხელ ვინამ დამტაცა,
ტარი ჩამიდვა ხანჯრისა.
შავხედენ, მუცალი იყო,
ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა,
გულზე ემჩნივა ნიშანი
მე-დ იმის ბრძოლის წამისა,
ეფინა ნატყვიარშია
ლეგა საფევი ბრძამისა,
კლდედ იდგა, გაუტეხლადა,
ცრემლ არ ჩამოსდის თვალისა.
~მინდა სიკვდილი, არ ვკვდები,
მამკალო, მითხრა ხვეწნითა.
თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე-კი წავიდე ქვეყნითა,
დაძეღით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა”.
დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა,
კაცის ხორც იყო წვნიანი,
ვსჭამდი, მზარავდა თუმცა-ღა
კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი.
რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი,
უმსგავსი, შაჩვენებული.
ვინამ - ვიღაცამ.
  "ჭამეო, რამამ  მიძახა,
ნუ ჰხდები გაშტერებული:
კიდევ მიმირთვით ალუდას
წვენ ხორცი გაცხელებული”.
მიმატეს კაცის ულვაშით
წვენ-ხორცი შანელებული...
სიზმართ დამტანჯეს, იმით ვარ
გუნება-აღელვებული.
რამამ - რაღაცამ.

3.1.4 IV

▲ზევით დაბრუნება


  თენდება, მთის წვერნ დაწითდენ,
ნისლნი აგროვდენ მთებზედა.
დგება, იღვიძებს სოფელი,
მგზავრი მიდ-მოდის გზებზედა.
სოვნი სამგზაგროს წავიდენ,
მთა-ბარს მაავლეს თვალია;
 
  რამდენს  ფრაშ-ფრაშში  არიან,
ცას ვერ გაავლეს კვალია!
ვინ მოდის წითლის ცხენითა,
გამაიარა წყალია?
- მოხველ მშვიდობით! - მინდიას
ფრაშ-ფრაში - უშნო, დუნე ფრენა.
  ხევსურთა შაუძრახნიან. -
რა მაიტანი ამბავი? -
შორითვე დაუძახიან.
შაუძრახნიან - შეეხმიანებიან.
  - ახლებო, სისხლით გიფუისთ,
სჭრითა და ჰკერავთ გულითა,
გულს ათრევინებთ გონებას,
თავს აჭრეინებთ ცულითა,
ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა
მის ვაჟკაცურის რჯულითა!
ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,
გული-დ გონება ძმანია.
მართალი არი ალუდა,
თავს არ დამექცნენ ცანია!
თუ არა გჯერათ, ქისტისა,
აი, მოჭრილი მკლავია.
სისხლი გიფუისთ - სისხლი გიდუღთ.
  ენა ქარქაშში გეჭიროსთ,
ადვილ ნუ იტყვით სიტყვასა,
ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე,
არა ვარგაო, იმასა!
ხელი ალუდას მიართვის:
- წაიღ, მიაკარ ქავადა!
- თუ ხელის მოჭრა მდომიყო,
გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?
ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
ენა ქარქაშში გეჭიროსთ - ენა პირში დაატიეთ; გადატ. დაუფიქრებლად ნუ ლაპარაკობთ.
  საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის,ვერ მიხმლობს,
საქმე მოგირთავ - საქმე მოგიგვარებია.
რაად მინდარის? - რად მინდა?
  არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს 
თივის კავადა 
თივის კავი - ბოლომოკაუჭებული, თოკმობმული ჯოხი, იხმარება თივის, ტვირთის შესაკრავად.
  წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა.
კაის ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა.
რაად სწყრებიან ხევსურნი,
 
  რადა ტყვრებიან ჯავრითა?! ტყვრებიან - სკდებიან
  მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!
"წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა”.
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!
.

3.1.5 V

▲ზევით დაბრუნება


  ჟამი მოვიდა საუფლო.
ხალხი 
ხატობას დიოდა:
უნდა აცნობონ   
ბატონსა
ვისაც-კი რამა სტკიოდა.
მოქუჩდა ქალი და კაცი

ჟამი საუფლო; - უფლის, ხატობის დრო.

ხატობას - ხატში. ჯვარი, ხატი ხთიშვილების სახელით ცნობილ ზეციურ არსებათა ზოგადი სახელწოდებაა. ეს სახელწოდებანი გადატანითი მნიშვნელობით სამლოცველო ნაგებობათა კომპლექსის აღსანიშნავადაც იხმარება (ვ. ბარდაველიძე). ბატონი  - ხატს ფშაველი ეძახის ბატონს, ანუ ღვთიშვილს, თავის თავს - ყმას.

 
  სახვეწრით ცხვრით და ხარითა;
მიართმევდიან ბატონსა
სახვეწარს 
ბეღლის კარითა.
ეს ვინ-ღა მოდგა, ნისლივით,
სახვეწარი - იგივეა, რაც სამხვეწრო - ვისიმე სულის მოსახსენებლად ან წყალობის გამოსათხოვად ხატისათვის მირთმეული ძღვენი.

ბეღლის კარი - ადგილი ბეღლის წინ (ბეღელი - შენობა ხატში, სადაც ხატის პური, ლუდი და მისთ. ინახება

 

  თითბრით  ნაზიკის  ხმალითა?
ხევის ბერს აძლევს მოზვერსა,
დადგა დახრილის თავითა.
- ვის ამწყალობნებ, ალუდავ,
ნაზიკი - მორთული, მოკაზმული (ვერცხლით, თითბრით).
  ამა კურატით  შავითა?
ჰკითხავს ალუდას ხუცესი
გადაწეულის მკლავითა.
დიდია ჩვენი ბატონი -
კურატი - უღელდაუდგმელი ხარი, რომელიც სამსხვერპლოდაა შეწირული (ა. შანიძე).
  გუდანის ჯვარი თავითა,
საყმონიც ძლიერნი ჰყვანან,
ღვთითა და ღვთისა ძალითა.
კარგი ყმა უყვარს ბატონსა,
წყალობა ემეტებისა;
გუდანის ჯვარი - მთავარი ღვთაება პირაქეთ ხევსურეთში, საერთო-სახევსურეთო რელიგიური ცენტრი. აქ უნდა გადაწყვეტილიყო საერთო საკითხები, რაც მთელი ხევსურეთისთვის მისაღები იქნებოდა. გუდანის ჯვარი მოლაშქრე ღვთიშვილია, მეომარია, ეს მისი ძირითადი ფუნქციაა.
  ვაჟკაცნი  იმედიანნი
ჩვენს ბატონს ებედებისა.
მითხარ სახელი, ვის სწირავ,
იმასამც შაეწირება.
იმედიანნი - საიმედონი.
  ხანჯარს აიძრობს, დიდების
სათქმელად დაეღირება.
- ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,
ძოღან მოკლულის ქისტისა.
მუცალს ეტყოდენ სახელად,
მაუნათლავის შვილისა.
კარგადაც დამიწყალობნე,
გამიმეტებავ მისთვინა,
დიდება - მსხვერპლის შეწირვის დროს ხევისბერის მიერ წარმოთქმული ლოცვა.
  როგორც უნდომლად მოკლულის
თავის ლამაზის ძმისთვინა.
- გაურჯულებულს არჯულებ,
უნდომლად - ძალაუნებურად, უნებლიეთ, უსურვილოდ.
  შენ ეგ არ შაგიხდებისა,
ქისტისად საკლავის დაკვლა
კარგად არ მოგიხდებისა.
მამით არ მოდის ანდერძი,
პაპით და პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა;
ეშმაკს ნუ მისდევ... ეგ სიტყვა
როგორ ამოგცდა ბაგითა?!
რამდენ სხვა მაჰკალ, შენს ქავზე
არ შეგიხდებისა - არ მოგიხდება, არ დაგშვენდება, არ გეკადრება.
  ხელებ ჯღრდესავით ჰკიდია.
ზოგი ლეკისა, სხვა ქისტის,
მარჯვენეების ხიდია;
ციკანიც არვის დაუკალ,
განღამც კურატი დიდია.
როგორ ვახვეწო უფალსა
ძაღლი, ძაღლების ჯიშისა,
მანამ სჯობს, ცანი დამექცნენ,
ზურგი გამისკდეს მიწისა,
ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ,
სადილი ვსჭამო ქვიშისა!
ფერი ედება ბერდიას,
ფერი სხვა-რიგის შიშისა.
ჯღრდე - აჩხორილი, ერთმანეთში არეული, მიხერგილი.
  -  ზღვენსა ნუ გამიმსუბუქებ,
მადლი თუ გწყალობს ღვთისაო,
ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა,
ხევსური თქვენის წყლისაო,
მითომ ერთნი ვართ, ბერდიავ,
მცხოვრებნი ერთის მთისაო.
- ტყუილად სცდები, ალუდავ,
ტყუილად იცვეთ პირსაო.
გაჯავრდა ქეთელაური,
ფერი დაიდვა მგლისაო;
ხელი დაიკრა ფრანგულსა,
შუქი ამოხდა მზისაო.
უქნივა მოზვერს ქედზედა,
თავი მიგორავს ძირსაო.
თან შაეხვეწა ბატონსა,
ნუ შამიცოდებ შვილსაო,
ზღვენი - ძღვენი, ხატისთვის მირთმეული შესაწირი.  ზღვენი - ძღვენი, ხატისთვის მირთმეული შესაწირი.
  ალლადა ჰქონდეს მუცალსა,
მაგ მოუნათლავ გმირსაო.
ბერდია ჯაგარაშლილი
ხალხისკე იზამს პირსაო.
- გაგონილაა, - იძახდა, -
ასრე აგდება რჯულისა:
ალლად - ალალი იყოს.
  საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა,
მამხსენე ქისტის სულისა,
ხალხო, მინდარის გავიგო
პასუხი თქვენის გულისა.
დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,
ყველანი - დიდნი, მცირენი, -
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ
ალუდას სახლის დირენი;
ნუ დაინანებთ, ექმნენით
ცოლ-შვილის ამატირენი
საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა - თემის ადათ-წესის თანახმად, მხოლოდ ხევისბერს შეეძლო ხატობისას ხატში მიყვანილი საკლავის დაკვლა. 
  მოკვეთილ  იყოს, სხვა ქვეყნის მოკვეთა - თემისა და სოფლის წევრის გაძევება რაიმე მძიმე დანაშაულისათვის. თემისა და სოფლისაგან მოკვეთილი იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპეული მიწაწყალი. თემი წევრს მოიკვეთდა რამე მძიმე დანაშაულის: ჯვრის ღალატის, ჯვრიდან რამის მოპარვის, სამშობლოს ღალატის გამო.
  ცა-ღრუბლის შანამზირები. შანამზირები - შემაცქერალი.
  ცეცხლი მიეცით საძნოვარს, -
ცასა სწვდებოდეს ალები,
სათემოდ გამოირეკეთ
ცხვარი, ძროხა და ხარები.
შატილს ცოლ-შვილი უტირეთ,
საძნოვარი - ადგილი, სადაც ძნის ზვინები დგას, - საძნე..
  გუდანს - შინშნი  და ქალები; ; შინში - დეიდაშვილი
  შასმულებმ ხევსურთ შვილებმა
მაიმარჯვიან ფარები,
უნდა სცან ქეთელაურსა,
კაპასად ჟღერენ რვალები.
ჯარად დამსხდართა ხევსურთა
თავზედ წაადგა ბალღები,
ერთს ხელში დაუჭერია
მარჯვენის ნახრავ ძვალები.
- ვაჟნო, ვინდომებ თქვენთვისა
წყალობას ბატონისასა,
შასმული - ნასვამი, მთვრალი.
  საკარგყმო დამალეინეთ,
მოგიტანთ ხელსა მტრისასა.
საკარგყმო - კაი ყმის ჯილდო. განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიძღვნილი საჩუქარი, სადღეგრძელო, მისართმევი სასმისი, ლუდიანი საწდე, ცხვარი და მისთ.
  ყორანს მიჰქონდა ბრჯღალითა,
ყურეს 
უმარჯვდა კლდისასა.
ბრჯღალი - ბრჭყალი, კლანჭი.
უმარჯვდა - უმიზნებდა, შესაფერის ადგილს ურჩევდა.
  იმ დროსა ვსტყორცნე ისარი
ლაღად მიმავალს ცისასა;
მართალ გამოდგა 
ნასრევი,
ნასრევი - ნასროლი
  ყორანს უვლიდა ფრთისასა;
კლანჭით გაუშვა ნადავლი,
გადმეესრია მიწასა.,
გადმეესრია - გადმოისროლა, გადმოტყორცნა.
  - მუცალის მარჯვენა არი,
მიზეზი ხევსურთ რჩევისა, -
წყრომით იტყოდა მინდია, -
მიზეზი იმათ წყევისა;
მე მივუტანე ალუდას,
ფერი დავადევ წყენისა;
რო არ მიიღო ალუდამ,
სიღრმე ვაჩვენე ხევისა.
- წაიღეთ, - ამბობს ბერდია, -
ტოტი ურჯულოს ძაღლისა,
არა ვართ ხევსურთ შვილები
ყმანი ეშმაკის, ალისა.
ძაღლს მიუგდიან საჭმელად
ხელი მუცალის მკლავისა.
პირი არ ახლო ქოფაკმა,
მორთო ღმუილი ბრალისა.
ხევის ბერ იტყვის ბერდია:
- ხევსურნო, ნახეთ თვალითა:
ძაღლი ძაღლის ძვალს არ სტეხსო,
თქმულია იმავ თავითა.
ქისტის მარჯვენას ბალღები
დაბლა ათრევენ კავითა.
..

3.1.6 VI

▲ზევით დაბრუნება


  თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს,
ყელებ შაკრულა მთებისა;
 
  ჩამოდის ხევად ზოვები, ზოვები - ზვავები.
  მიუნაქრია ერთიან
ვიწრო სავალი გზებისა.
ვის მასწყენია სიცოცხლე,
გზას ის ვინ გაუდგებისა?
წინ მიდის მგზავრი, მიჰკვალავს,
მიუნაქრია - მიუნამქრია.
  ხუთიც უკვენა ჰყვებისა.
სიმშილით შაწუხებული
მთას ღმუის ჯოგი მგლებისა.
~კარგს ნურას ჰნახავთ, ხევსურნო,”
ერთი დიაცი სწყრებისა.
~ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო,
ქვა-ქვაზე აღარ დგებაო,
ციხეზე, ჭერხოს ბოძებზე
ეხლა ყოვები სხდებაო”.
დედა ეტყოდა ალუდას:
- შვილო, იარე ნელაო,
შენთან ვერ გავძლებთ ვერც მენა,
ვერც შენი ცოლი ლელაო,
უკვენა ჰყვებისა - უკან მიჰყვება.
  ბალღები აგვიბოჟირდა,
ხელ-ფეხ დაგვიზრა 
ძნელაო.
აგვიბოჟირდა - აგვიწიოკდა, აგვიხმაურდა. ძნელაო - მეტისმეტად..
  ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო!
ნეტავ არ დასჭირდებაა
ხევსურთა შენი შველაო?!
ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს
 
  სად რა-რა დავილევითა? დავილევითა - ამოვწყდებით.
  უბინო უსახ-კარონი
სხვაკანაც დავიწყევითა.
ვეღარ მიუვალთ ჩვენს სახ-კარს,
გაღმა შატილის ხევითა.
თავის მიწა-წყლის გაწირვა
ძნელი ყოფილა მეტადა;
 
  მამაკვდავს დავფერებივარ,
გონი გამხდია რეტადა.
მუხლებ არ მამდევს, გულშია
ბნელი ჩამიდგა სვეტადა.
ვაჰ, მამა-პაპის საფლავნო,
კლდენო, დამდგარნო მწვეტადა!
ჯავრობით ეტყვის ალუდა:
- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!
ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
~მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!”
გაწირეს მგზავრთა სამუდმოდ
წყალი და მიწა თავისა.
შტერად დამდგარან მთის წვერნი,
დავფერებივარ - დავმსგავსებივარ.
  ისმის ხვივილი ქარისა.
გადვიდნენ, ქედი გადავლეს,
თხრილი აღარ ჩანს კვალისა.
ერთი მაისმა შორითა
მწარე ქვითინი ქალისა.
ხვივილი - ხმაური.

3.2 ბახტრიონი

▲ზევით დაბრუნება


3.2.1 I

▲ზევით დაბრუნება


  ბახტრიონი

დღემ დაიხურა პირ-ბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები.
აღარ შფოთობენ საფლავში
გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.
ქარი ქვითინებს... ღრუბელთა
ზარი თქვეს შესაზარები.
ზარი - ხმამაღლა, მოთქმით ტირილი
  გული ვერ მოუფხანიათ,
ცრემლი სდით ალაზნიანი;
ალაზნიანი - ალაზნისოდენი, ძალიან ბევრი.
  ჩარეცხეს, ჩაალამაზეს
მთების გულმკერდი კლდიანი.
გაცოცხლდა, ცას ემუქრება
ღრმა ღელე, წყარო - ფშიანი.
წყაროფშიანი - წყაროიანი და ფშიანი. ფშა - მდინარიდან გამონაჟონი წყარო.
  გადაიკრიფნენ ღრუბელნი,
ქუჩი გაწირეს ცვრიანი.
ქუჩი - წმინდაღეროიანი ბალახი, იზრდება კლდეებში, ხრიოკ ადგილებში. გაწირეს - დატოვეს.
  თქვენი დეკა და ღვიანი!
თქვენგანა გულობს ეს გული,
შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.
თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ,
დეკა - მომცრო ტანის მარადმწვანე ბუჩქი. ღვია - მარადმწვანე ბუჩქმცენარე, კლდეებსა და ფერდობებში იზრდება.
  ღალიან -ბარაქიანი.
ნუმც გაჯავრდება პირიმზე,
ნუმც დამწყევლიან იანი,
რომ იმათ დედის ძუძუთა
ვსუქდები ცოდვილიანი.
მეც მიგემებავ იგი რძე,
რითაც თქვენ დაიზარდენით;
თქვენავე გარგებსთ, დობილნო,
თუ უხვად დაიხარჯენით!
ღალიანი - აქ: მსუქანი, ცხიმიანი, ბარაქიანი. ღალა - რძის ნაღები

3.2.2 II

▲ზევით დაბრუნება


  გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად,
მუხა-იფნებით ფარული.
იქ ჰყრია დიდი ლოდები
შუბისწვრად - შუბის წვერივით.
  შავფერი, ციხის-კარული, ციხისკარული - ისეთი, ციხის ეზოში რომ ყრია.
  ლიბო-დათხრილი კოშკები,
უმზეოდ ჩამოგვალული.
ბერი ტიროდა დიაცი,
ჩამოგვალული - მზის უნახავად დამსკდარი, ჩამოშლილი.
ბერი - აქ: ბერი, მოხუცი
  ისმის ქვითინი ქალური.
რამდენი სიპები აწყვავ!
მოსჩანს აკლდამის პირები.
სიპი - სწორზედაპირიანი ბრტყელი ქვა. აწყვავ - აწყვია.
აკლდამა - ქვითკირის სამარე.
  გმირთა სამარეს, როგორც ხატს,
სამთხვევლად დავეღირები.
სამთხვევლად დავეღირები - მთხვევას, კოცნას დავუპირებ.
  ეს ფშაველთ სალოცავია,
დღეს დღეობაა ამისა.
არ ვიცი, თვალი მატყუებს, -
მიშლის წყვდიადი ღამისა!
ხალხს ნუთუ დაჰვიწყებია
წმინდა გიორგი თავისა?!
ეს რაღაც ცუდს საქმეს ჰნიშნავს,
მომასწავებელს ავისა.
 
  საჯარეს დიაცს რა უნდა?
არ თუ ეშინის დავისა?
მარტოს აუნთავ სანთლები
და ხატიც უდიდებია;
მარტოს დაუკლავ საკლავი,
თვითონვე უტყავებია;
მარტოდ-მარტოკას დიაცსა
ხატ-ღმერთი უხსენებია!
აქ არც ხევისბრის ხმა ისმის,
არსად ფშაური ღრეობა.
ვინ გიჟი იტყვის იმასა,
რომ დღეს აქ იყოს დღეობა?!
საჯარე - ნაგებობა ხატში (მთიელთა სალოცავში), სადაც ინახება ხატის ჭურჭელი და სხვა ნივთები, სადაც, ხატის მსახურთა გარდა, არავის შესვლა არ შეიძლება.
  ბრალადა ბჟუტავს სანთელი,
ცრემლი წინ უდგა გუბედა.
მტრისამც დედასა გველი ჰკბენს
და ჩაუძვრება უბედა, -
გმირთა აღმზდელთა ძუძუებს
გაიხდის თავის ბუდედა!
ბრალად - საცოდავად.
  უცბად გაისმა ფეხის ხმა,
კაცი გამოჩნდა უცხო რამ,
ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი,
ბრალად - საცოდავად.
  ერთი ყარიბი, უშნო რამ.
სანთლისა შუქზე წამოდგა
დატანჯულისა ფერითა,
მხარზე თოფ-გადაგდებული,
გაბუდებულის წვერითა,
დანჯღრეულ ქარქაშიანი
ხმალი წელს ერტყა წნელითა.
ადვილად საცნობი იყო
 
  კაცი ფშაურის ერითა.
დადგა, დაეყრდნო თოფის ტუჩს,
ცრემლებს იწმენდდა ხელითა,
იზიარებდა ბებრის დარდს
სახის შეჭმუხვნით ხმელითა.
თავის დარდებში გართული
დიაცი მიჰხვდა ვერასა,
ტიროდა, ემდურებოდა
 
  ხოშარელთ ბედისწერასა.
გულს იმჯიღავდა, ჰკითხავდა
ნანგრევებს ცრემლის დენითა:
„სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში,
კვნესა რად ისმის ჩვენითა?
როდემდის უნდა ვსტიროდეთ,
მიწა ვასველოთ ცრემლითა?
ან მიწა რად არა ძღება
დამდნარის გულის წვენითა?!
როდემდის უნდა ვიბანოთ
სისხლით პირი და ხელები?
შვილთა მაგივრად დედებსა
ძუძუს გვიწოვდეს გველები?!
როდემდის უნდა ფეხითა
 
     
  მგზავრი  
  ვინა ხარ, ნეტარ, დედილო?
ვისას რა მოსთქვამ ზიანსა? -
ვერ გაიგონა ნათქვამი,
ისევ ზარს ამბობს ხმიანსა...
- შენ გეკითხები, დედაო,
რად ჰსვამ ბალღამით ფიალსა
 
     
  სანათა (ბებერი)  
  მადლობა ღმერთსა, თუ კიდევ
კაცი ვიხილე თვალითა. -
ადგა და ჯოხზე დაეყრდნო
 
  ხანხალით, ძალის-ძალითა. -
- მოხვედი, შვილო, მშვიდობით,
შვილო, წყალობა ხატისა!
აღარ მეგონა, თუ მამრი
კიდევ მიწაზე დადისა...
 
     
  მგზავრი   
  შენიმცა მწყალობელია,
შენთა შვილთა და ქმარისა.
ერთს გკითხავ, დედა-შვილობას,
მითხარ პასუხი ამისა;
დიაცს ვინ მოგცა ის ნება,
საქმე აკეთო მამრისა?
ვფიქრობ, დროება დამდგარა
იმ მეორ-მოსვლის წამისა.
ხომ არ აყრილან ფშაველნი,
ჩქამ რო არ ისმის ხალხისა?
როგორც მინახავ, არ არის
ლხინი კაცის და ქალისა.
 
     
     
     
     
     
     
     
     
     

3.2.3 III

▲ზევით დაბრუნება


  უცბად გაისმა ფეხის ხმა,
კაცი გამოჩნდა უცხო რამ,
ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი,
 
  ერთი ყარიბი, უშნო რამ.
სანთლისა შუქზე წამოდგა
დატანჯულისა ფერითა,
მხარზე თოფ-გადაგდებული,
გაბუდებულის წვერითა,
დანჯღრეულ ქარქაშიანი
ხმალი წელს ერტყა წნელითა.
ადვილად საცნობი იყო
ყარიბი - გადახვეწილი, სამშობლოს მოცილებული და გასაწყლებული.
  კაცი ფშაურის ერითა.
დადგა, დაეყრდნო თოფის ტუჩს,
ცრემლებს იწმენდდა ხელითა,
იზიარებდა ბებრის დარდს
სახის შეჭმუხვნით ხმელითა.
თავის დარდებში გართული
დიაცი მიჰხვდა ვერასა,
ტიროდა, ემდურებოდა
ერი - აქ: იერი.
  ხოშარელთ ბედისწერასა.
გულს იმჯიღავდა, ჰკითხავდა
ნანგრევებს ცრემლის დენითა:
„სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში,
კვნესა რად ისმის ჩვენითა?
როდემდის უნდა ვსტიროდეთ,
მიწა ვასველოთ ცრემლითა?
ან მიწა რად არა ძღება
დამდნარის გულის წვენითა?!
როდემდის უნდა ვიბანოთ
სისხლით პირი და ხელები?
შვილთა მაგივრად დედებსა
ძუძუს გვიწოვდეს გველები?!
როდემდის უნდა ფეხითა
ვლახოთ - ვთელოთ. წელები - ნაწლავები.
    .
  მგზავრი  
  ვინა ხარ, ნეტარ, დედილო?
ვისას რა მოსთქვამ ზიანსა? -
ვერ გაიგონა ნათქვამი,
ისევ ზარს ამბობს ხმიანსა...
- შენ გეკითხები, დედაო,
რად ჰსვამ ბალღამით ფიალსა
ბალღამი - გადატ. დარდი, ბოღმა, ნაღველი
     
  სანათა (ბებერი)  
  მადლობა ღმერთსა, თუ კიდევ
კაცი ვიხილე თვალითა. -
ადგა და ჯოხზე დაეყრდნო
 
  ხანხალით, ძალის-ძალითა. -
- მოხვედი, შვილო, მშვიდობით,
შვილო, წყალობა ხატისა!
აღარ მეგონა, თუ მამრი
კიდევ მიწაზე დადისა...
ხანხალი - დუნე, ზანტი მოძრაობა.
     
  მგზავრი   
  შენიმცა მწყალობელია,
შენთა შვილთა და ქმარისა.
ერთს გკითხავ, დედა-შვილობას,
მითხარ პასუხი ამისა;
დიაცს ვინ მოგცა ის ნება,
საქმე აკეთო მამრისა?
ვფიქრობ, დროება დამდგარა
იმ მეორ-მოსვლის წამისა.
ხომ არ აყრილან ფშაველნი,
ჩქამ რო არ ისმის ხალხისა?
როგორც მინახავ, არ არის
ლხინი კაცის და ქალისა.
 
  შენობა მინდა გავიგო,
ვარ თქვენის მიწა-წყალისა.
შენობა - აქ: შენი ვინაობა.
  ჩემ რა იკითხვის, დედილას,  
  უკლოსი, ბედით შავისა,
დავკარგე ყველა თვის-ტომი,
ვინაც-კი მყვანდა თავისა...
წარღვნა დაგვეცა ხოშარელთ
წყეულის თათრის ჯარისა,
მამრთა შააკლეს მტერს თავი,
ხსენება გასწყდა კაცისა.
გასუქდა ხოშარის გორი
სამარეებით ხშირითა.
ვინც დავრჩით ცოცხლად დიაცნი,
დახოცილებსა ვსტირითა.
ჩვენ რო გვნახავენ მტირალთა,
ბალღებიც ატირდებიან;
გლოვის მიზეზსა გვკითხავენ,
დედებს რო გვაკვირდებიან;
არ მიიღებენ პასუხსა,
უფრორე აყვირდებიან;
უკლო - უბედური, საწყალი.
  ძუძუთ ვათირებთ ბალღებსა,
რძისთვინ რო აბირდებიან!
ვათირებთ - ვაწყნარებთ.
აბირდებიან - „მოუნდებათ, სურვილი აღეძვრისთ“ (ვაჟა).
  რად გვინდა დედებს შვილები?
რაზე ვსწვალდებით, ნეტავი?
გაჰზდი, გალაღებს ვაჟკაცი,
ლამაზი, გორის მდრეკავი.
გალაღებს, მაგრამ ტყუილად:
დღეს მთელი, ხვალე მკვდარია;
მოვა, წაიღებს უეცრად
 
  სისხლისა ნიავ-ღვარია!
პირსისხლიანის მსინჯველი
შვილის, დუშმანიმც არია!
სანათაი ვარ მე, შვილო,
აფხუშოური ქალია,
მსინჯველი - მხედველი, მაყურებელი.

დუშმანი - მტერი.

აფხუშოური - აფხუშოდან. აფხუშო - სოფელი ჩარგლის ახლოს.

  აქა ვარ გამოთხოვილი,
ბერიძე მყვანდა ქმარია.
შვიდი გავზარდე ვაჟკაცი,
თითო ლომისა დარია.
შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა,
მამაც იმათთან მკვდარია.
ხოშარის გორზედ დავმარხენ,
თავზე დასტირის ქარია.
ორს კვირას საფლავებ ვსთხარე,
იმათ თავშესაფარია. -
რა ეს სთქვა, ამოქვითინდა,
ღვარა ცრემლები მწარია. -
ჩემს ქმარ-შვილებთან ბევრს სხვასა
გამოეჯარა კარია.
ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა?
მაშ ვინ აუნთოს სანთელი?
მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი?
ვინ მოაკმიოს საკმელი?!
უკაცურთ კაცობა გვმართებს,
მანამ სული გვჩრავ პირშია.
ხატიც შაგვინდობს ცოდვასა,
რო გვნახავს გასაჭირშია.
ეხლა ის მითხარ, დედილას,
სადაური ხარ, ვისია?
 
  იქნება ჩვენობა გეთქმის,
იქნება იყო სხვისია?
ჩვენობა გეთქმის - ჩვენებური ხარ.
     
  მგზავრი   
  დედაო, დედა-შვილობამ,
მეც ბევრი ვნახე ჭირია.
ოცს წელს სრულ სხვის შვილადა ვარ,
 
  სამშობლო გამიწირია,
მათურელი ვარ ძირადა,
სახელად მქვიან კვირია,
ჩემფერა უკეთურები
ყუნჭებიც ბევრი ჰხირია.
გამიწირია - დამიტოვებია.
მათურა - სოფელია უკანაფშავში.

ჩემფერა - ჩემსავით.
ყუნჭი - მოჭრილი ხის ძირი, კუნძი. ჰხირია - აქ: ყრია.

  ფშავს უბინადროდ რჩენილი,
წაველ საძებრად ბედისა, -
ვაჰ, მოგონება ჩემის დღის
დამსხმელი არი რეტისა!
მზიდველი არი ეს ქედი
ტანჯვისა მეტის-მეტისა.
ჩემი ამბავი შორს წავა,
მოკლედ რო მოვსჭრა სჯობია:
ვინ არ გეტყოდა ჩემს ამბავს,
ვინაც-კი ჩემი მცნობია;
ობლობის, ბეჩაობისა
დღესაც ზედ მაძე ობია.
სად სიცივეში ვგდებულვარ,
ორ-კვირაობით მშიერი, -
არც ისე დროულიცა ვარ,
უცხოს ვგონივარ ხნიერი...
ოცი წელია მწყემსად ვარ, -
თუშეთს, უცხოსა მხარესა, -
და ფშავის ხევის სტუმარსა
მარტო ვხედავდი მთვარესა.
საბაროდ გადმამავალთა
ამბავს ვკითხავდი წეროთა, -
რა წერილობას გაგვიწევს,
თოვლზე ამბავი ვწეროთა?
ოცს წელს მიწა მაქვ ლოგინად,
ცა მახურია საბნადა;
ავდარში შავი ნისლები
ტანზე მეხვევა ნაბდადა.
 
     
  სანათა  
     
  მიკვირს, ან ახლა რო მოხვალ,
ოცს წელს ნამყოფი სხვაგანა?
 
     
  მგზავრი   
 

საქმე გაჭირდა, დედილო,
ურჯულო თათრებისგანა:
დათარეშობენ... კახეთი
მისცეს ქარსა და ნიავსა;
საცა ჰსურთ, ყურძენსა სჭამენ,
საცა - ჭანჭურს და ქლიავსა,
აწიოკებენ ქალ-რძალსა,
ნამუსსა ჰხდიან ძალადა.
ჰკრეფავენ ურჯულოები
სილამაზესა ლაღადა.
არა ჰზოგავენ, დედილამ,
ვინც-კი მაუათ თვალადა.
მთელი კახეთი ქცეულა
ჩიქილა-მოხდილ ქალადა.
არა სჩანს ხელის შამქცევი,
მტრის ამომყრელი ჯავრისა,
კაცი არ ჩნდება შამყრელი
და წინ გამძღოლი ჯარისა.
იქ, ჩვენთანამდიც მოდიან,
ცხვარსა ფარობით გვტაცებენ.
არვინ გადურჩათ რჯულ-ძაღთა,
ყველას ბეგარას ადებენ.
ვისაც ჰკვლენ გზა-გზის პირებზე,

 
  თავებს მარგილზე აგებენ.
შადიან სხვისა სახლშია,
კარს უკრძალავად აღებენ.
დაჯავრდენ თუშნი, რო ნახეს
ქვეყანა ნაოხარია.
პირი ქნეს, იმათ წინ უძღვის
ზეზვაი საოცარია.
სუყველამ ტანზე აისხა
აბჯარი საომარია.
მე გამომგზავნეს საჩქაროდ
მარგილი - სარი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ძეძვის ღობის გასაკეთებლად ხმარობენ.

უკრძალავად - კრძალვის გარეშე, თავხედურად.

პირისქნა - შეთანხმება.

 

  ფშავს და ხევსურეთს მზირადა
და დამაბარეს ხვეწნითა
სიტყვა, სათქმელი პირადა:
ჩვენაც ხომ თქვენი ძმანი ვართ
სისხლით, ხორცით და რჯულითა.
მტერმა დაგვჩაგრა, გვიშველეთ,
გაუტეხელნო გულითა.
უბაროდ, განა არ იცით,
მთანიც რო ვერა გვარობენ.
გვიშველეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ბარზე თათრები ხარობენ.
მზირი - მაცნე, შიკრიკი.
  ჩვენის საყდრების ტრაპეზთან
ეხლა მოლები გალობენ.
ბევრია დაღონებული,
უთხარო: ბევრნი წვალობენ!”
მახსონდა, ამ დღეს ხოშარელთ
აქ გექნებოდათ ხატობა;
ვიცოდი, ეწყინებოდათ
კახეთის რბევის შატყობა.
ღმერთმა აცხონოს ისინი,
ჩვენც იმათ მივდევთ კვალზედა.
იქნება ამ ორ კვირაზე
ტრაპეზი - აქ: საკურთხეველი.
  შავხვდე შავეთის კარზედა. შავეთი - საიქიო.
  მანამა ვცოცხლობთ, მტერი გვყავ,
ბევრად სჯობს ვიყვნეთ ცდაზედა.
როცა დრო მოვა... და გაქრეს
ბედის ვარსკვლავი ცაზედა!
ცოცხალს კი უნდა ეხუროს
ვაჟკაცსა ქუდი თავზედა.
სიცოცხლეს აუგიანსა
სიკვდილი მიჯობს ხმალზედა.
როს ჩემი ბინა სხვას ჰრჩება,
ჩემი ცოლი და შვილები, -
თუ დუშმნის ხმალი არ მომკლავს,
მე თვითონ გავიგმირები.
დედა-შვილობას, ნუ სჩივი,
ღმერთმა აცხონოს გმირები,
რომ არ წაიღეს საფლავში
ლაფით მოსვრილი პირები.
 
     
  სანათა  
  ეგებ ინებოს ბატონმა,
გაგმარჯვებიყოსთ მტერზედა;
თუ ამას გავიგონებდი,
არ ვიტირებდი მკვდრებზედა:
 
  იმავ დღეს, შვილო, დედილამ,
ჭრელს ჩავიცომდი კაბასა,
არ ვიგლოვებდი იმიერ
ჩემს ჯუღურას და საბასა;
ჩემს წარბ-დაღურბვლილს ივანეს,
კარგა ხმარობდა დანასა;
ვენაცვლე იმის გულ-მკერდსა,
დედილამ - ასე მიმართავს მოფერებით დედა ან სხვა ხნიერი ქალი ახალგაზრდა ქალსაც და ვაჟსაც; ასევე მიმართავს შვილი დედას ან ხალგაზრდა - ხნიერ ქალს.

იმიერ - მას შემდეგ.

  შაიხდომლებენ შანასა;
ჩემს ტანა-დაბალს ხუმარას
ბატარას, შუბიანასა.
ვაჟკაცის წესი სცოდნიყო
არა ჰგავ ჯუბიანასა;
მეხად დაეცა მტრის ჯარსა,
მისთიბდა, როგორც ყანასა.
ეცადა, მაგრამ ვინ დაჰლევს
რიყეზე ქვებს და ლოდებსა!
ვინ დაჰლევს თათრის ლაშქარსა,
უთვალავს, გასაოცებსა?!
თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა,
შვილთ არც-კი მოვიგონებდი,
რაღა მიჭირდა, თუ მტრისას
გაჟლეტას გავიგონებდი.
გულიდამ ეკლის სალტასა
შთაიხდომლებენ - მოიხდენენ, დაიმშვენებენ. შანა - შელოცვილი ნივთი, რომელსაც ყელზე იკიდებენ ავი სულებისაგან დასაცავად.

ბატარა - პატარა.

ჯუბიანა - ვისაც ჯუბა აცვია. ჯუბა - „შინაური შალის კაბა“ (ვაჟა).

 

  მაშინის მოვიფონებდი.
შვილო, დედილამ, მე თვითონ
წავალ, შავტირებ ფშაველთა;
ყველას შავტირებ ჩემს დარდსა,
ვისაც შავხვდები გზა-ველთა.
მე თუ რვა სული შავსწირე,
თითოს ვერ გაიმეტებენ?
ფშაველნი აიშლებიან,
თუ მტერს სამ დაიმედებენ...
ღმერთო და ჩვენო გამჩენო,
ხატებო ფშავეთისაო,
აავსეთ თათრის სისხლითა
ველები კახეთისაო.
შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,
დავლათო ახმეტისაო!
გვაკმარე, ღმერთო, ზარალი,
გვეყო, რაც სისხლი გვიღვრია,
გვეყო, რაც მტერთან ბრძოლაში
ძვალები გადაგვიყრია.
გვეყო ამდენი ცრემლის ღვრა,
დაუშრომელი ვაება;
არ თუ ვებრალვით საყმონი,
რო აღარ გვწყალობს ღვთაება?!
მოვიფონებდი - შევიმსუბუქებდი.
  დაგვჭირდა შენი თავია,
შენის ფრანგულით აკურთხე
თუშ-ფშაველ-ხევსურთ ზავია;
ნუმც დაეღუპვისთ, შენს მადლსა,
ზღვაში შასული ნავია.
ლაშარის ჯვარი - ფშაველების მთავარი სალოცავი უკანაფშავში.
  ჩაუძვეღ, ლაშარელაო,
ტანზე შაიბი ხმალია,
გვიჭირს და გამოგვაყენე
შეუმუსრავი ძალია.
ასე მოსთქვამდა დიაცი
თავ-დაკიდებით მდგომარე:
გვიშველე, - სულ ბოლოსა სთქვა: -
შენა ხარ ჩვენი მომხმარე!
ლაშარელა - ლაშარის ჯვრის ზედწოდება.
     
  მგზავრი  
  ამინ! გიშველოს უფალმა,
ღმერთმა გიცხონოს შვილები;
გაცხონოს, ჩემო დედაო,
ღვთისგანმც ნუ გაიწირები!
დიდხანს საუბარს ვაგრძელებ,
სვლას-კი არ ვფიქრობ რადა მე?
 
     
  სანათა  
  ხევსურეთს მინდა გადასვლა,  
  მეტი არ არის ჩარაო;
მიტანა უნდა იმ ამბავს,
რაც ზეზვამ დამაბარაო!..
უნდა ჩავუგდე სოფლებსა, -
ვიარო კარი-კარაო.
ჩარა - საშუალება, ღონე, გზა.
     
  სანათა  
  ღვთით ხელიმც მოგემართება!
წადი, იარე ჩქარაო.
მეც სულელი ვარ, ბებერი,
წასვლას რო გირჩევ ხვალაო.
 
  პური-ოთ გშიან, დამწვარო,
ნამგზავრ-ნატანჯი ხარაო...
აიღო ქადა-პურები,
მთლიანად ჩააბარაო.
- ნეტავ მაჩვენა კიდევა
ფშაველის ჯარის ფარაო!
მგზავრმა ჩაიდვა საგძალი,
პირ-თავქვე ჩაეფარაო.
ქვეით გაისმა ლოდებზე
პურიოთ - ალბათ პური, ეგებ პური.
  მგზავრის ხმლის ბუნის ჩხარაო. ბუნი - ქარქაშის ბოლოზე ჩამოსაცმელი, ჩვეულებრივ, ლითონისაგან დამზადებული.

3.2.4 III

▲ზევით დაბრუნება


  ცაზედ დამქრალან ვარსკვლავნი,
პირი ემურვის მთვარესა,
ემურვის - ემურება, უმუქდება, სინათლე აკლდება..
  მთანი, თავ- ჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემიან მწარესა.
ჩაჩქანი - ლითონის თავსაბურავი.
  ცა თვალს უცემდა სატრფოსა, თვალს უცემდა - თვალს უკრავდა.
  გრიალი მოდის შორითა;
მოდის ხმა ჟრიამულისა
მარჯვნივ და მარცხნივ გორითა,
თან გამოისმა ზარის ხმა
ლაშარის ჯვარის გორითა.
ცხრა-ათ კუთხიდამ მოდიან
ფშაველ-ხევსურნი რბოლითა...
თითქოს გასწყდენო, ფშაველთა
იტყოდენ აღარ ყოლითა!..
არა, ყოფილან კიდევა,
გადარჩომიან რბევასა,
თათრების უბრალებლობას,
იმათს ხმალ-ხანჯრის ქნევასა.
ფიქრობენ ხოშარელების
სისხლის თათრებზე ზღვევასა.
ივსება ლაშარის გორი
ქორ-შავარდნების ფარითა;
დროშები გზას უკურთხებენ
ჟღერით, აწვდილის ტარითა:
 
  როშკით მოიდენ ხევსურნი,
სუმელჯაურნი ცხრანია,
ამღითა - ბათაკის ძენი,
როშკა - სოფელი პირაქეთა ხევსურეთში.

ამღა - სოფელი არხოტის ხეობაში (ხევსურეთი).

  ჭინჭარაულნი ძმანია;
გუდანელთ ჩამასძღოლია
გუდანი - სოფელი პირაქეთა ხევსურეთში.
  ხოშარეული ხარია;
ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,
წინ მაიმძღვარეს ქარია;
 
  ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა
ღულელებიცა სტანია.
ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზირზოლა მთანია;
ჭორმეშავი, ჭიე, ღული, ხახმატი - სოფლები პირაქეთა ხევსურეთში
სტანია
 - თან ახლავთ.

შააზირზოლა - შეაზრიალა, ააფორიაქა.

   მგლური დააწყვეს ნაბიჯი,
მოკლედ გადმოვლეს გზანია.
თითოს ხევს არაგვისასა
თან მოსდევს ლაშქრის ღვარია.
ფშავლის შვილებიც მოიდენ,
 
  სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია.
რა საამური დრო არის,
რა საამური წამია!
მოიდენ აფხუშელები,
სულთქმა - სუნთქვა.
  მცოდნენი თათრის ზნისაო;
წინადაც უცდავ თათრები,
როს დრო ყოფილა ცდისაო.
ბერი მაუძღვა ლუხუმი,
ლურჯამ მაიღო თქერანი,
პატრონის გულის მცოდნეა
ზნე - ჩვევა, თვისება.
  თვალმოელვარე ჯერანი.
წითელს ფარს აჯიელავებს

ჯერანი - ჯეირანი

აჯიელავებს - აელვარებს, ალაპლაპებს

  მახინცაური ვერანი.
ძმობამ, რო კარგი ჰყოლია,
არც იმას ჰმტყუვნობს მერანი!..
კლდეთაც კი ესმით, სალს კლდეთა,
მათურელთ გულის ძგერანი...
ცაბაურ-გაბიდოურთა
 
  ცხენთაც მაიღეს ტყერანი.
მოგროვდენ ყოველის მხრიდამ
ვაჟები ლომის ფერანი.
დიაცთ-ღა დაჰრჩათ მარტოთა
მატყლის სართავად კერანი.
ტყერანი - თქარათქურის, ხეთქების ხმა

3.2.5 V

▲ზევით დაბრუნება


  მთაზე დაენთო ცეცხლები,
როგორც ვარსკვლავნი ცაზედა;
თავმოხდით სდგანან მხედარნი
თავის ბატონის კარზედა.
ბრჭყვინავენ ალმასივითა
დროშები ცეცხლის ალზედა.
ცივი უბერავს ნიავი,
ლაშქარს ნამს აყრის თავზედა.
მდუმარედ სდგანან, პირქუშად,
სულთქმაც-კი გაიგონება,
მხედართა გულის პასუხი
ერთს ფიქრად შაიკონება:
ხატი რას ურჩევს ლაშქარსა,
რა გამოუათ ბრძანება?
ტყერანი - თქარათქურის, ხეთქების ხმა
  ქადაგი ხატს ეკითხება,
ჩურჩული მოდის საჯარეს.
მხედართ, საუბრის გამგონეთ,
მუზარადები დახარეს.
მუხლმოდრეკილნი ჩამოსხდენ,
პირს ჯვარი დაისახიან,
ციურის კრძალვა-შიშითა
ქადაგი - ხატის მსახური, მისი ერთ-ერთი მოვალეობა იყო, ღვთაებისათვის ეკითხა სალაშქროდ წასვლის შესახებაც და ყმებისთვის გამოეცხადებინა, გამარჯვება ელოდათ თუ დამარცხება.
  პირები შაიჩმახიან.
აგერ ქადაგიც გამოჩნდა
განაცრებულის სახითა;
შემკრთალი იყო ისიცა
ხატის პირისპირ ნახვითა.
შემოუძახა ლაშქარსა
ხმით მედიდურით, მკვახითა:
“უამს ჩვენს ლაშარის ჯვარსა,
მის კარს რო შავიყარენით,
ქვეყნის წამწყმედთან საომრად
მალევ რო ავიყარენით.
წინ მომეგება სიცილით,
შაიჩმახიან - შეიჭმუხნეს.
  ბეღლის კარს მოდგა მზებურა,
ტანთ ეცვა ლურჯი ბექთარი,
თავზე ჩაჩქანი ეხურა.
დიდია ჩვენი ბატონი,
ბეღელი - ხატის, სამლოცველოს ნაწილი, ნაგებობა, რომელშიც ინახავდნენ ხატის ნივთებს, ლუდს და მისთ. მზებურა - მზესავით.
ბექთარი - ჯაჭვის პერანგი
  მადლით ცას სწვდება მთებურა;
თან გვატანს თავის ლოცვასა,
მთებურა - მთებივით.
  ფრანგული ამეეწურა.
გვიქადის გამარჯვებასა,
წინ წაგვიძღვება თავადა.
ჰნახავთ, - ნუ გაგიკვირდებათ,
სიტყვას ნუ ჰკადრებთ ავადა.
გაიგებთ იმის წაძღოლას,
ფრანგული ამეეწურა - ფრანგული (ხმალი) ამოეღო, ამოეძრო ქარქაშიდან.
  მიჰხვდებით კილა-კავადა.
რო ჰნახოთ, ქება უთხროდით,
სალმით იყვნოდეთ, საღადა.
ლურჯს ცხენზე მჯდომი იქნება,
წინ მოარული ლაღადა”.
- ვენაცვლეთ მაგის დავლათსა!
ღირსნიც არა ვართ ნახვისა!
რად კადრობს ადგილით დაძვრას,
საყმო რად ვყევართ თავისა? -
ამოსთქვა სულთქმით ლაშქარმა,
ცეცხლ-დანთებულმა პირზედა.
- უყვარან ფშაველ-ხევსურნი,
დამდგარნი ერთსა პირზედა, -
უთხრა პასუხად ქადაგმა,
მდგომმა საჯარის თხრილზედა.
ლომი საომრად მზადდება,
კბილს ააჩქამებს კბილზედა!
კილაკავადა - ეჭვით, გუმანით.

3.2.6 VI

▲ზევით დაბრუნება


  საღმთო ქნეს ფშაველ-ხევსურთა,
დაკლეს ხარი და ცხვარია.
ჩამოსხდენ, ბეღელს საჯარეს
გარს შემოერტა ჯარია.
ყველას თან უდგა საგზაო,
საგზაო - გზაზე დასალევი
  საჩქაროდ ნადუღარია.
ადიდეს ლაშარის ჯვარი,
თამარის ნაჩუქარია;
ადიდეს დიდი თამარი, -
ის ღმერთთან წილნაყარია, -
თავის ოფლით და ამაგით
ხმელეთი დაუფარია.
მოიხსენიეს მხედარნი,
ვინც ველზე დარჩა მკვდარია.
არსადა მათთვის სამარე
და მიწა ზედ საფარია.
 
  ყორნებს რო უთხრავ თვალები,
სვავთ მხრებით დაუფარია,
მაგრამ იმათი სახელი
დროთ-სვლას ვერ მოუპარია!
ხევისბრობს ბერი ლუხუმი,
ხმა-ტკბილად მოუბარია.
გმირთა ქებით და დიდებით
გული ვერ მოუფხანია.
უთხრავ - დაუთხრია

3.2.7 VII

▲ზევით დაბრუნება


  ყველა პურსა სჭამს, საუბრობს
ავსა თუ კარგსა მქუხარედ.
მარტო კვირია არა სჭამს,
სდგას ჯოხ-დაყრდნობით, მდუმარედ.
ჩასჩერებოდა მიწასა
ყელ-გადაგდებით, მჭმუნვარედ.
რას ფიქრობს ობოლ კვირია,
ამის გამგები ვინ არი?
არა მჟღავნდება გულიდამ
ფიქრები ამამდინარი.
- ობოლ კვირიავ, ძმობილო,
პურა შაჭამე ბატარა,
იქნებ შაგცივდა, ობოლო,
არაყათ შაჰსომ რად არა?
ჰა, ვაჟო, ცოტანი შასვენ,
 
  აჰა, დაიჭი მათარა.
დღეს თუ რას შავსჭამთ, თორო ხვალ
ვისღა სცალიან საჭმელად,
ერთურთის საპატიჟოდა,
ტკბილის სიტყვების სათქმელად? -
ამას ეტყოდენ მხედარნი
კვირიას მუდარებითა.
ახლა კვირიამ მიუგო
ოხვრით და მწუხარებითა:
- არა, კვირია გენაცვლოსთ,
სასმელს არ დავეკარები.
საჭმელსა, თუკი მშიოდეს,
აროდის დავეზარები.
მათარა - მსხვილფეხა საქონლის ტყავისაგან შეკერილი სასმისი (იკიდებდნენ ქამარზე).
  წეღანის ხალი შავსჭამე,
გუდაშიც მიძე მრავალი.
თუ ვის გინდარისთ, მიირთვით,
თუ ვის გაკლიათ საგძალი.
- იქნება ცუდ სიზმარ ჰნახე,
გულზე დაგაწვა ისაო?
შაჰკითხა ბერმა ლუხუმმა,
ვადა უტაცა ხმლისაო.
- რა ჰნახე, ჩემო კვირიავ,
აგრემც მიტირებ ბერასა,
გვითხარ და ნუ დაგვიმალავ,
ხალი - „ქუმელი“ (ვაჟა).
  ლუხუმი მოგხდის წერასა. წერას მოხდის - ენაცვლება, თავს შემოევლება, შეენაცვლება უბედურებაში.
     
  კვირია  
  რა გაიგება სიზმრისა, -
მე მაინც გეტყვით ვერასა
 
     
  ლუხუმი  
  თუ არ გვიამბობ, კვირიავ,
ჩამოგყრით დროშის ჭერასა,
სიზმრის დამალვა გირჩევნავ
ამდენის ხალხის წყენასა?!
სთქვი წუხანდელი სიზმარი,
მითამ-კი ჰხმარობ ენასა,
 
  საპოხი უნდა, ობოლო,
მხედართა გულის კბენასა.
საპოხი - აქ: სალბუნი, მდგომარეობის შესამსუბუქებელი რამ.
     
  კვირია  
  გიამბობთ, თუ გიამებათ,
მე რაცა ვნახე, ეს არი:
დღე იყო მეტად მრისხანე,
ცა მოღრუბლვილი, მჭეხარი...
მივდივარ ტრიალს მინდორზე
თავ-მამწონარი მხედარი.
შავს ცხენზე ვიჯე, მიჰქროდა,
მეგონა, ვზივარ ქარზედა.
სამი დაენთო სანთელი
ჩემის ფრანგულის ტარზედა.
შუქი ციური ჯვარადა
გამომესახა ფარზედა.
მინდორი იყო ტრიალი,
არა რაი ჩნდა მაზედა,
 
  დაფენილიყო გზაზედა...
გავხედე, მინდვრად მოცურავს
შავი ვეშაპი ქშენითა,
ყოილთან მიწას მაჰლოკდა
ცეცხლის მსროლელის ენითა.
პირითაც ცეცხლი სდიოდა,
საზარელ იყო მეტადა.
მნახა, გულზვავად მომმართა,
ვუნდოდი დასაკვნეტადა.
პირი დააღო ვეება,
ჩასაყლაპავად მიტია,
მაგრამ ხმლითა ვეც, გავუპე
ყოილი - ყვავილი.
  თავი როგორაც ფიტია.
მოკლულმა შემომანთხია
ბოროტი სისხლი პირზედა.
ცხენი წამექცა, თვითონაც
მიწას დავეცი ძირზედა.
გონი წამსვლიყო... გონთ მოვედ,
ფიტი - თაფლგამოცლილი ფიჭა.
  მეოცა სახილებელი:
ქვეშ მეგო თეთრი ლოგინი,
ტკბილადა საძინებელი,
გვერდს ეგდო ჩემივე ცხენი,
ცრემლითა სატირებელი;
თავს მედგა დიდი ჭანდარი,
სიცხეში საჩრდილებელი;
სახილებელი - სახილველი
  ზედ იჯდა ბერი ქედანი,
დამღუღუნებდა თავზედა.
მზეც ამობრწყინდა... მეჩვენა,
მნახა, გაბრუნდა წამზედა,
წითლად გაწირა ხოლოდა
ობოლი სხივი მთაზედა.
გაბრუნდა, თვალთ დამიბნელდა
და მიმეძინა მკლავზედა.
რა დაასრულა კვირიამ,
ჩაიკასკასა ტკბილადა.
ეწყინა ლუხუმს სიზმარი,
ცრემლები მოსდის წყვილადა:
- კეთილად ახდეს! - მაინც სთქვა
გულ-აყუჩებით რბილადა.
ქედანი - ფრინველი, გარეული მტრედის ერთ-ერთი სახეობა.

3.2.8 VIII

▲ზევით დაბრუნება


  სიზმრის თქმით ყველა ჩაფიქრდა,
დაბლა ჩაჰკიდა თავია...
გამოერკვივნენ მალედვე,
გაჩნდა სხვა სანახავია:
ქვიშის ჩხრიალი მოისმა,
თან ფეხის ჩქამი ცხენისა...
ეს ვინ-ღა მოდის, ნეტარა,
ჩუმად, უძრავად ენისა?
დადუმდენ, ზოგნი წამოდგნენ,
იქით მიაპყრეს თვალია...
თამამად, ვაჟკაცურადა
თავს წამოადგათ ქალია.
ცხენს იჯდა მამაცურადა,
წელთ თუმც არ ერტყა ხმალია;
ხელთ ეპყრა შუბი წვერ ბასრი,
მამისთვის მონაპარია.
 
     
  უცხო ქალი  
  ხელ მოგიმართოსთ, მხედარნო!
მადლი ხატ-ღმერთის თქვენზედა!
გწყალობდესთ ლაშარის ჯვარი
გასულებს ბრძოლის ველზედა! -
ღიმილითა სთქვა ლელამა,
შუქი გამოჰხდა პირისა. -
საამურია საცქერლად
ვარდზე ცვარები დილისა! -
ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,
ნარწყავსა უკვდავებითა;
ხორცშესხმულს სიყვარულსა ჰგავს,
 
  აუწყველს უწყავებითა. აუწყველი - გაუზომავი, უზომო. უწყავება - სიმრავლე.
  ლუხუმი (ლელას)  
  ვისი ხარ, შვილო, რას დახვალ?
მტრობა გგულავდეს იქნება?!
გგულავდეს - გინდოდეს, გულში გქონდეს.
     
  ლელა  
  სამოყვროდ მოველ, მამილამ,
თუკი უფალმაც ინება.
შანშეს ქალი ვარ ბაჩლითა,
ბაჩალი - სოფელი თიანეთის რაიონში
  მენაც თქვენს კვალზე დამდგარი;
ავად თუ კარგად, ღმერთმ იცის,
დედათ ჯარზეით ამდგარი.
დედათ ჯარზეით ამდგარი - ვინც მანდილოსნების ჯგუფს, ჯარს გამოეყო.
     
  ხოშარეული  
  ეს სწორედ მოჩვენებაა,
ეშმაკეული ხმა არი!..
ახლა რო ასდეგ, დიაცო,
ადგომის მიზეზ რა არი?
 
     
  ლელა  
  სხვა არა მინდა, გენაცვლეთ,
თქვენს მტერს გულსა ჰხვდეს ლახვარი
 
  და ჩაეყაროს უსურმაგს
ბოროტს თვალებში ნაცარი!
(ლაშქარში ჩოჩქოლი ისმის:
უსურმაგი - ცხოველი, რომელიც არ იჭმება (ცხენი, ჯორი, ძაღლი, კატა). გადატ. საზიზღარი, საძაგელი, ბოროტი
  “ეს სადიური, რა არი?!”) სადიური - სადაური.
  ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:
თათრებთან ომი მწადიან,
მინდა რო ჯავრი ვიყარო,
ბევრს სამ ავს საქმეს სჩადიან:
იკლებენ საქართველოსა,
მუმბარეზობით დადიან.
სამ - როგორც ჩანს, თურმე
მუმბარეზობა - გულზვიადობა, ბუმბერაზის ქცევა, მოძალადეობა, ძალადობა.
  რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო,
იქნებ მიწუნებთ ქალობით?
ჩემთ ძმათ ცხონებამ, გარგებდით,
ჩვენთა სალოცავთ წყალობით!
ხმლის ქნევით ვერ გაგაკვირვებთ,
 
  ფარ-შუბის დაგელებითა,
მაგრამ ჩემს საცდელს მაინცა
ვეცდები გამგელებითა.
ნუ გავიწყდებათ, ბახტრიონს
ციხე სამ უდგათ მაგარი,
შიგითაც მოწყობილი აქვთ
დაგელება - გაელვარება, გაკაშკაშება (სწრაფი მოძრაობისას)
  სანგალ - საყუჩებ -საფარი; სანგალი - სანგარი; საყუჩი - სამზერი, ჩასასაფრებელი ადგილი.
  კარებსა, მაგრა დაკეტილს,
ათას მხრივ უდგა ჩაფარი.
ნეტავ იქ დედასთან მომკლა,
თათრებისაა საპყარი!
მაგ ძაღთ ძმათ სისხლიც მიმართებს
საპყარი - შეპყრობილი ტყვე.
მიმართებს - ჰმართებთ
  უნდა ვიძიო იგია.
სისხლის აღება, ხო იცით,
მუდამ წესი და რიგია.
ან უნდა თათრის ხმლით მოვკვდე,
მე თავი გადამიდვია.
 
     
  ლუხუმი (ლელას)  
  მამა სადა გყავ, სულ-კრული?
ქალს რადა გგზავნის ომშია?
რაკი არ გვიჭირს მხედარი
ამ სულის მხუთავს დროშია!
სულკრული - სალანძღავი სიტყვაა: „სულ-წყეულო“ (ა.შანიძე), აქ გადატანითი მნიშვნელობისაა.

რაკი - აქ: განა.

     
  ხოშარეული (თავისთვინ)  
  დიაცს უყურეთ, სულელსა,
უნდა გაგვრეკოს ფონშია...
კაცჩი დედაკაცს რა უნდა?
რად არა ფიქრობს გონშია?
 
     
  ლუხუმი (ლელას)  
     
  მაშ, არა თქვაა შანშემა,
ჩამეეშველოს ლაშქარსა?
მაშ, არ თუ ჰკმაზავს ლურჯასა,
ტანთ არ ისხამსა აბჯარსა?
 
     
  ლელა  
  რაკი არ ერჯის გულია!
ლოგინშია წევს... საბრალოს
მრავალივა სჭირს წყლულია.
თქვენი პირის-ქნა გაიგო
ერჯის - ერჩის.
პირისქნა - რაიმე გადაწყვეტილების მიღება, რაზედმე შეთანხმება. აქ: საომრად მომზადება.
  ცა გაუწითდა სნეულსა,
მაგრამ რას იზამს, რო სული
ვეღარ ერევა სხეულსა.
აბჯარნი მიმატანინა,
შამაკმაზვინა ცხენია;
ზედ შაჯდა, მაგრამ დასუსტდა
 
  დაბლავე გადმეერია.
თქვენს მტერს, რო იმის ყოფნაა,
მე ვშველ, გვერდს უქცევ ხელითა;
მკლავშიაც ხომ სჭირს ნაჭრევი,
ვეღარ მუშაობს წელითა.
რა ეს სთქვა, ლელას ცრემლები
წამოუვიდა ხშირადა:
“ვინ იცის, იქნებ მამიკვდეს,
გამიხდეს დასატირადა!”
გადმეერია - ჩამოვარდა, ძირს დაეცა.
     
  სუმელჯი (ლელას)  
  შენ, ჩემო დაო, გირჩევნავ,
მამასვე ჰყვანდე გვერდითა:
ან წყალს მიაწვდი, ან წყლულებს
შაუხვევ ნაკუწებითა.
ჩვენაც ვეყოფით თათრებსა,
ჯავრს არ შეგაჭმევთ მტრისასა;
 
  უერთოდ აღარ დავლახავთ
ბილიკებს ჩვენის მთისასა,
ჩვენ ვიძევთ სისხლსა, ნუ სწუხარ,
შენი დედის და ძმისასა.
უერთოდ - ერთი რამე რომ არ მოხდეს, ისე.
     
  ლაშქარი  
  სუმელჯიმ კარგი გირჩია,
წასვლა გირჩევნავ, ქალაო,
შენის ყოლით და არყოლით
 
  არ გვიბედენებს ძალაო.
ჩვენაც ვგვიანობთ, გზა გველის,
ეს საუბარიც კმარაო,
ზოგი ხო დღეს ვიუბენით,
ზოგიც ვიუბნოთ ხვალაო.
არ გვიბედენებს - არ შეიცვლება, არ გასხვანაირდება.
     
  ლუხუმი (ლელას)  
  ჩემს ძმას უთხროდი, შანშესა,
ყოჩაღად იყოს, ფხიანად,
 
  ყველაად ვკმარვართ მტრისადა
სადავლოდა და ზიანად.
ლუხუმმა დამაბარაო,
კარგა უამბე, ჭკვიანად.
ყველაად - ყველაფრისათვის.

სადავლოდ - დავლად ნავარაუდევი.

     
  ლელა  
  როგორ წავიდე? ვერ წავალ,
სიზმრებსა ვსინჯავ ავებსა...
კაცი რამ მოდის კუპრივით,
დაათრევს კაცის თავებსა;
მოდის, წინ მიწყობს ღრეჭითა
ჩემთ ძმათ სისხლიანს მკლავებსა.
ის რო წავა და - სხვა მოვა
დიაცი მზისა ფერია;
მეტყვის: უთხარ რამ, ლელაო,
ეგ არის თქვენი მტერია!
ამ ტანჯვაში ვარ სულ მუდამ,
ძილი არაა ჩემთვინა... -
ესა სთქვა განაცრებულმა,
ცრემლებიც ჩამეედინა.
ცხენი მოღრიჯა, გასწია,
ქვითინი გაჰყვა კვალადა;
წავიდა გულ-ჩათუთქვილი,
მივალის ძალი-ძალადა.
ქალის ქვითინსა მდუღარეს
მთანი იწერენ მკერდზედა;
ცრემლით ატირდენ წყარონი,
ჩამომდინარნი გვერდზედა;
დაბერებულა პირიმზე,
კუზი ეტყობა წელზედა...
ოცნება ტანჯულის ქვეყნის
ქვითინებს მთისა წვერზედა.
 

3.2.9 IX

▲ზევით დაბრუნება


  ღელეს ჩავიდა მწუხარე
ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი;
უძრავი ჰხურავ თავზედა
ყვავილიანი საბანი.
მოულოდნელი ხმა ესმის,
კაცის კივილი შორითა,
 
  ჩამორბის, ჩამოუძრახნებს
კაცი ახადის გორითა:
- მოიცა, ქალო, და-ძმობას,
ცოტას იარე წყნარადა.
რა გაქვითინებს, ბეჩავო,
ჩამოუძრახნებს - ჩამოსძახებს.
ახადი
 - სოფელი უკანა ფშავში.
  იყავი უწყინარადა! უწყინარად - უდარდელად.
  ლელა ჩამოხდა ცხენიდამ,
ცხენი მიაბა ხეზედა,
ჩამოჯდა დაღონებული,
შუბი დაიდვა გვერდზედა.
აგერ გამოჩნდა ისიცა,
ვისიც ესმოდა ძახილი,
ქალთან პირდაპირ მივიდა,
ვით ამოწვდილი მახვილი.
 
     
  კვირია  
  შენ და, და მე ძმა, ლელაო!
თუნდა მიმიღე მამადა.
 
  ჩემს ესე დატევებასა
ნუ ჩამამართმევ ავადა.
მე კვირია ვარ, მიტირე,
თუშეთით მოსულ მზირია,
თუმცა-კი თქვენის წყლისა ვარ,
ფშაური მიდგა ძირია,
დატევება - დადევნება
  გოგოლაურთა დისწული,
მათურელ გივის შვილია...
შენი პასუხი მესმოდა,
იქვე ლაშქარში ვერიე,
უფროსთა საუბარშია
მე ვეღარ ჩამოვერიე.
თუმც-კი დამიჯდა ჭკვაშია
შენი გაყოლა თანაო...
აჩქარდენ, იუკადრისეს
დიაცის წამოყვანაო.
რო ხერხი ღონეს სჯობია,
ლაშქარი ჰფიქრობს განაო?
საცა ჰოს უნდა ამბობდენ,
იქ იძახიან: არაო!
როდი ჰფიქრობენ, - ბახტრიონს
ბევრი თათარი სტანაო;
ჯერ შასვლა არი საჭირო,
რო კაცმ იხმაროს დანაო.
საქმე ციხეა, უფრო-კი
მაგარი ციხის კარები,
რომ ლაშქარს ჰქონდეს მტრისაკე
გზა, ლაღად გასატარები.
მე და შენ, დაო, ესრე ვქნათ,
მეც თავს არ ვზოგავ, იცოდე:
ჩვენ ჯარზე უწინ წავიდეთ,
შენაც ჩემთანა ხვიდოდე.
ჩვენ ორნი წავალთ ერთადა, -
მივმართოთ თათრის ბინასა;
მივესალმები ყარაულს,
სხვებზე თავს მდგომს და წინასა.
თან ვეტყვი: ყეინს მოვართვი
გოგოლაურთამათურა - სოფლები ფშავში.
  ფეშქაშად ტურფა ქალიო;
გთხოვთ მანუგეშოთ მენაცა,
კაცი ვარ შესაწყალიო.
კარს გაგვიღებენ ციხისას,
მარჯვედ მოვხვდებით შიგითა.
შენ თუნდა ხელსაც ნუ გასძრავ,
ჩვენს ჯარს მე ვუშველ იქითა.
ჯარი ხვალემდე არ მოვა,
ჩვენ სრულ წინდაწინ ვიაროთ;
მზას ვიყვნეთ, ციხის კარითა
საქმე წაღმ დავატრიალოთ.
ცისკრის ხანს მოვა ლაშქარი,
ჩვენც იქ დავხვდებით მარჯვედა;
ვეცდები კარი გავუღო,
თუნდ დამკლან ციხის კარზედა.
შენ რაღას იტყვი ამაზე,
ვამბობ თუ არა ჭკვაზედა?
ფეშქაში - საჩუქარი.
     
  ლელა  
  მზადა ვარ, შენი ჭირიმე,
როგორც სჯობ, იცი უკედა;
მე-კი გონება არ მიჭრის,
გამხდარს დარდ-ბოღმის ბუდედა.
მტრის ჯავრი გულში მიდგია
შავს ალაზანის გუბედა.
ეგრ იყოს, როგორც შენ ამბობ,
უარს არ ვიტყვი მაგაზე,
ოღომც დააბას ჩვენმ ჯარმა
 
  თათრები ვირის ბაგაზე.
იმოდენს როგორ არ შავძლებ,
რო დამკლან დედის კალთაზე...
ამ პირობაზე დამდგარნი,
ორნი გორი-გორ ჩადიან;
ოღომც ეშველოს ჩვენს ჯარსა, -
ორსვე სიკვდილი სწადიან.
ვირის ბაგაზე დაბმა - დამარცხება, შერცხვენა (იდიომა)

3.2.10 X

▲ზევით დაბრუნება


  ცამ გადიბანა პირიდამ
მური, ნაცხები ღრუბლისა,
გადაეფინა სამყაროს
ლოცვა-კურთხევა უფლისა.
შუქი დაეცა ლაშქარსა
მთების ბრწყინვალის შუბლისა.
ლაშარის გორზე წავიდა
ლაშქარი დროშის ჟღერითა.
“შადეგით”, ჰყვირის ლუხუმი,
სამკლავიანის ხელითა:
“ვერა ჰნახეთა, ბატონი
წინ მიგვიძღვება ცხენითა!?”
 
     
  პირველი მხედარი  
  ვნახე, ცის ტატნად დავატყვე,
მთა გადალახა სწრაფადა;
გარს ევლო შუქი ბრწყინვალე,
ციდამ მოსული ძაფადა.

 
 
  მეორე მხედარი  
  ლურჯს ცხენზე იჯდა, ლამაზი
სხივი თავს ედგა ღვთიური;
რო ვნახე, გულში ჩამიდგა
სიამოვნება ციური.
 
     
  მესამე მხედარი  
  მე ტრედის-ფერად მეჩვენა,
სხივი მისდევდა მზიური;
შორს გაანათა ელვასებრ
ასი ბარული დღიური.
 
     
  მეოთხე მხედარი  
  ჯერაცა ვხედავ, მივალის
ტურფა, სიტურფით ქსოილი;
ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე
გაზაფხულისა ყოილი.
 
     
  ლაშქარი (ერთხმად)  
  იდიდოს შენი სახელი,
ჩვენო ბატონო, ძლიერო!
ჩაგვიძვეღ, მოგდევთ ჩვენაცა,
საყმოს საშველად მშიერო!
ადიდე ლაშარის ჯვარი,
ცისა და ქვეყნის იერო!
ნეტავ, რა მტერი იქნება,
ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო,
ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა,
ლურჯაის დანაბიჯებო!
ლაშარის ჯვარის ცხენისა
ნატერფალია ელვარე;
აღტაცებულსა ლაშქარსა
გული გაჰხდია მღელვარე.
 

3.2.11 XI

▲ზევით დაბრუნება


  იჟიჟრიბანდა, ცისკარი
სულს ჰლევს, თანდათან ჰქრებოდა, -
ნეტავი ყველა ლამაზსა
ესრე სიკვდილი ჰხვდებოდა!

იჟიჟრიბანდა - ირიჟრაჟა.

ჰხვდებოდა - რგებოდა.

  დღეს მკვდარი, ხვალე დილითა
ცოცხალი წამოდგებოდა;
სრულის ჯანით და იერით
თვალებს წინ დამიდგებოდა.
ნეტავი ცეცხლი ციური,
ვისაც-კი გულში ჰნთებია,
ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს,
ისივაც ამოჰგზნებია!
მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.
არ ებრალება მოყვასი,
მის წინ რო აცვან ჯვარზედა.
ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.
შორს არის, მეტად შორს არის
დაშორებული მაზედა.
ჭაობში არის ჩაფლული,
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა!
 

3.2.12 XII

▲ზევით დაბრუნება


  იჟიჟრიბანდა, ცისკარი
სულს ჰლევს, თანდათან ჰქრებოდა, -
ნეტავი ყველა ლამაზსა
ესრე სიკვდილი ჰხვდებოდა!

იჟიჟრიბანდა - ირიჟრაჟა.

ჰხვდებოდა - რგებოდა.

  გადვიდენ ალაზნის თავსა,
მთების წვერები ჩნდებოდენ.
საცა გაჰხედავ, ყოველგან
გასაშტერონი დგებოდენ:
ზოგნი ცის გულ-მკერდს ჰკოცნიან,
ზოგნი უკანა რჩებოდენ;
იმათ ჩაუთქამ ქვეყანა,
ბუნების სისხლით ძღებოდენ.
ნამძინარევი დევები
ისევ ბურანში არიან,
ერთს ადგილს დგომით ტანჯულნი
შეჭირვებულან ძალიან.
მზე რომ მოვალის, მაშინის
შავს ნისლებს გადაიყრიან,
თუნდ მთლად ქვეყანა დაეცესთ,
აბჯართ არ ჩამაიყრიან.
გულ-მკერდს ერთმანეთს აბჯენენ,
წარბ-შეუხრელად მდგარნია,
წვანან ხმა-ამოუღებლად,
როგორც საფლავში მკვდარნია.
ნეტავ ბუნების ქმნილება
სხვა მათ რა შაედარება,
მალ-მალე შავი ჯანღები
თავზე რომ დაეფარება?
ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის გვირგვინი.
მიყვარს შეუდრეკს მათს მკერდზე
ხშირის ბალახის ბიბინი,
ტიალის ობლის ნიავის
გულის მგმირავი სისინი.
არწივნი დაფარფაშობენ,
უფსკრულს ავლებენ თვალებსა,
მაღლიდამ ჩამოჰხარიან
თავისგან დახრულს ძვალებსა;
ლაღი შვილები მთებისა
 
  ერთმანეთს ეძრახებიან;
ამ დროს ომში მყოფს გმირებსა
ტიალნი ემსგავსებიან.
უყვარსთ, რო ჰხედვენ ერთურთსა,
ეძრახებიან - ეძახიან
  იმიტომ ეხასებიან!
ლაშქრისა გულიც აივსო
სიამოვნებით სრულითა,
ყველა დაჰხედავს კახეთსა
ათრთოლებულის გულითა.
ეხასებიან - ეხმიანებიან, გასძახიან.

3.2.13 XIII

▲ზევით დაბრუნება


  ლაშქარი შედგა ცოტა ხანს,
ხმა გამოისმა კითხვისა:
“კაცნო, კვირია რა გვექნა?”
ყველა ამასა სჩივისა.
ენთება ხოშარეული,
როგორაც ბურდო თივისა.
ბურდო - ხორბლის, ქერის ან ფეტვის გალეწილი ჩალა, აქ: თივის გროვა.
     
  ხოშარეული  
  იფიქრეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ეგრე არ გარგებთ ტარება,
მზირმა მზირობა არ გვიყოს,
თავს არ მოგვხვიოს წვალება.
ვინ იცის, ნათრევ კაცია,
არ იყოს ღალატიანი,
დუშმანი არ გაგვიფრთხილოს,
საქმე ქნას ნახლართიანი.
 
     
  ლაშქარი  
  რა გაიგება, იქნება
ბრიყვმა გაგვყიდოს ფულზედა,
ფიცი გატეხოს უსირცხვოდ,
ხელი აიღოს რჯულზედა,
ცოცხლად დაგვმარხოს, თვითონვე
მიწა გვაყაროს გულზედა.
 
     
  ლუხუმი  
  კაცნო, რას ამბობთ ნეტარა?
რად ჰგრეხთ დიაცებრ ჭორებსა?
ფარ-ხმალით მოკაზმულები
აჰკიდებიხართ ჯორებსა!
 
     
  გაჰხედნებთ - გახედავთ.  
  რად არ გაჰხედნებთ, ბრიყვებო,
ჩვენის სამშობლოს გორებსა?
ვის გაუგონავ, სად თქმულა
ამბავი, ძველად თხრობილი,
მითხარით, ნუ დამიმალავთ,
 
  ვინც-კი კაცი ხართ ცნობილი,
ეგრე მუხთალად ღალატი,
ეგრე უღმერთოდ ტყუება,
მტრისა სალხენად ძმებისა
შინაით გამოტყუება?!
სრულ სიცრუვეა, ნუ იტყვით,
თქვენ გენაცვლებათ ლუხუმი.
არ რადმე მეჭაშნიკება
ცნობილი - ცნობიერების მქონე, ჭკვიანი.
  სიტყვა კოჭლი და ლუგუმი.
კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ,
მაგის მეტ არ გაქვთ შნოება?
თავის ფიქრიდგან შემკრთალთა
ლუგუმი - უგემური.
  ეხლავ მოგკიდათ ცხროება.
ღალატს რა უნდა ჩვენშია,
როგორი გვადგა დროება?!
ცხროება - კანკალი.
     
  სუმელჯი  
  ფიქრმა თვითონ სთქვა, რაცა ვსთქვით,
ეს ნურვის გაუკვირდება;
ყველაც კი იტყვის ამასა,
ვინც საქმებს დაუკვირდება.
არც კაი ბოლო იმათ აქვ,
ვინც ერთურთს აუხირდება.
 
     
  ლაშქარი (ერთხმად)  
  არა, ტყუილად ნუ ვიტყვით,
ცოდოს ნუ ვადებთ კისრადა,
მშვილდზე ნუ ვაგებთ კვირიას,
ნუ ვათამაშებთ ისრადა.
კვირიას ღალატ არ უნდა,
სხვა რამ ფიქრი აქვ წყეულსა,
თვალ-ცრემლიანსა, ობოლსა,
გულზე ეკლებით ხეულსა,
ეგრე ქურდულად გაპარულს,

ერთბაშად გადათხეულსა,
ვის ეწადება ღალატი
სწორჩიით გამორჩეულსა?!
გადათხეული - გადაკარგული.

სწორჩიით - ტოლებში

     
  ლუხუმი  
  ეგრე თქვით, მაგას მოგელით,
სიტყვას წყნარსა და რჩეულსა.
ლუხუმიც მალე შეატყობს
ცრუვს, ღალატობას ჩვეულსა...
თანდათან ცნობას მოვიდა
გული-გონება ლაშქრისა.
 
  სპეროზიაის კლდიდამა სპეროზა - მთა ალაზნის სათავეებთან.
  ცივი ნიავი მაჰქრისა.
მიდიან ფეხ-შეუშლელად,
კალთა ჩაკეცეს მთებისა,
რაკი დაუშლის მგზავრობას
მოსახვევები გზებისა.
გაღმა-გამოღმა მწყრომარე
ხვივილი მოდის წყლებისა
და ალაზანიც, ბარს დინჯი,
მთაში მეტადა სწყრებისა;
ძირს უთხრის სალსა კლდეებსა, -
თავზე ჩაჩქანი ჰხდებისა!..
ჰხდებისა - შვენის, უხდება.

3.2.14 XIV

▲ზევით დაბრუნება


  ნაქერალაში დამდგარან
თუშები თექიანები,
გულ-შაუდრეკნი ომშია,
ლაშქრობას ბედიანები.
გარს სანგლად შემოუვლიათ
ნაქერალა - მთა ალაზნისა და სტორის სათავეებს შორის.
  ხევები ბექიანები. ბექი - ჩამონგრეული ფერდობის სათავე, მკვეთრი, დამრეცის ზედა ნაწილი.
  ელიან ფშაველ-ხევსურთა,
თვალი იმათკე სჭერიათ;
წინ მიეგებენ ლხენითა,
დროშები დაუჭერიათ.
ლუხუმმა ცხენი გაქუსლა,
წავიდა თამაშობითა;
შამაუძახა თუშებსა
შუბლ-შეკვრით, კამათობითა.
 
     
  ლუხუმი  
  სადა გყავთ, თუშნო, ზეზვაი,
რად არ მაჩვენებთ თვალითა?
მე დ' იმან უნდა ვიომოთ,
ნაქებ რო არი მკლავითა. -
აღარა ხუმრობს ლუხუმი,
მკერდ-შეღობილი ფარითა. -
მე ჯერ თათრებთან რა მინდა,
მაგისი სისხლი მწყურია,
დუღს და გადმოდუღს გულიდამ
მაგის მტრობა და შურია.
შეჩერდა თუშის ლაშქარი,
გულზე წაესო მურია.
ფიქრობენ: რამ გააგიჟა,
ლეკიაა, თუ ურია?
შველის მაგივრად, თავხედსა
ჩვენივე სისხლი სწყურია!
ზეზვამ მყის იცნო ძმობილი,
ვეფხვი ხმალ-და-ხმალ წავიდა,
გაეკინკლავენ ერთმანეთს
ხმალ-შუბებით და ფარითა;
მემრე აკოცეს მხურვალედ,
ამბავსა ჰკითხვენ ძმურადა.
ერთმანეთისა სურვილი
ორსვე ჰქონიყო წყლულადა.
 
     
  ლუხუმი  
  გენაცვლე, ძმაო ზეზვაო,
რო თვალით გნახე კიდევა.
მიყვარს, ძმობამა, ხმალ-და-ხმალ
შენი მტრისაკე მიწევა.
კაცო, შენც დაბერებულხარ,
გაგხშირებია ჭაღარი;
ცხენი სადა გყავ, მიტირე,
 
  ი შენი ცხენი - საღარი? საღარი - ცხენის სახელი (არქმევენ შუბლთეთრა ცხენს).
  ზეზვა  
  ლაშქრობამ ჩამამაბერა,
ძაღლ-უმადურად გდებამა,
სრულ ლაშქარსა ვარ, რაც კია,
ძუძუს მამსხლიტა დედამა.
ჯერ შენთან, ძმაო ლუხუმო,
რამდენჯერ ვიყავ ომშია?..
წელში ორჯელ თუ დაებმის
ჩემი საფერხე გომშია.
საღარი მაგათ მამიკლეს,
ვისაც დღეს უნდა უტიოთ,
მაგ ძაღთი ერთი ცოცხალიც
გარეთ არ გამოუტიოთ.
 
     
  ლუხუმი  
  სრულ მაგონდება, ძმობამა,
საცა რა გადაგვხედია;
უნდა გადაგვხდეს კიდევაც...
ეს არის ჩვენი ბედია.
 
     
  ზეზვა  
  მეც მაგონდება ბევრი რამ,
ერთი კი უფრო ცხადადა:
 
  ერთხელის, საბუის ბოლოს,  
  ლეკებ რო ვაცხვეთ ქადადა.
თუ გახსონს, ერთს ლეკს ხმლითა ვეც,
 
  ჭიმად მოვწყვიტე თავია! ჭიმად - მთლად, პირწმინდა.
     
  ლუხუმი  
  შენის ფრანგულის ნაჭრევი
ისევ ისეთი მწვავია?
 
     
  ზეზვა  
  თავი გაგორდა მიწაზე,
ტუჩებმ დაუწყო კაპუნი,
სარეკელა - წისქვილში კრიჭაზე, პატარა დირეზე, მიბმული ჯოხი, რომელსაც თავი წისქვილის ქვაზე უდევს, თანაბრად ამოძრავებს კრიჭას, საიდანაც მარცვალი ჩამოდის.
  იტყოდი, სარეკელასა
წისქვილზე გააქვ რაკუნი.
შენ შაგებრალა ურჯულო,
მოგიწყლიანდა თვალები;
უთუოდ, საით ენახვე,
მოგაფურთხებდენ ქალები.
მე არ მებრალვის, ლუხუმო,
მოუნათლავი აროდის,
 
  მაგათ სიწუნტის ნაღველი
ყელში დუღილით ამოდის.
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით,
ჩვენ შავიბრალოთ რისადა?
სიკვდილი თვითონ უფალსა
გაუჩენია მტრისადა!
ერთურთს სალამი მიართვეს,
ფიცით შაიკრა ჯარია.
მაღლიდამ მაკურთხებელი
თავზე დაადგათ ჯვარია.
შაიღებება სისხლითა
ქართველთა მთა და ბარია.
დილის მზის სხივით იპოხენ
ქედებს კახეთის მთანია.
სიწუნტე - სიბინძურე. წუნტი - ბინძური, უსუფთაო.

3.2.15 V

▲ზევით დაბრუნება


  ხუთშაბათ დილა გათენდა,
სისხლისა ნიავ-ღვარია,
ბახტრიონს თათრის შვილებსა
დღე გაუთენდათ მწარია.
 
  გადმოდგა ბორბალაზედა
თავისუფლების მთვარეა.
ალაზნისაკე წავიდა
ურჯულოს სისხლის ღვარია.
ნალესის ფრანგულებისა
ცასა სწვდებოდა ალია.
ბორბალა - ბორბალო, მთა კახეთის, თუშეთის, ფშავისა და ხევსურეთის საზღვარზე.
  სრულ სისხლით დანაბეჭდია
მეომართ დანაკვალია.
კარავ-საჩეხი მტრებისა
დანაბეჭდია - აღბეჭდილია.
  მინგრეულ-დანაგალია.
გასწყვიტა ჩვენმა ლაშქარმა
მტერი, უღმერთოდ დალია.
მიჰკივის თათრებს ზეზვაი,
შეუპოვარი, მალია;
გულ-რკინას ხოშარეულსა
შუა გადუტყდა ხმალია!
ცრემლი ერევა თვალებზე,
სწუხს ამისაგან მწყრალია.
ლუხუმმა თოფი გამაჰკრა,
არ აუფეთქდა ფალია;
დროშას მიუძღვის ლომივით,
მინგრეულ-დანაგალი - დანგრეული, დამსხვრეული, იავარქმნილი.
  ამაიწვადა ხმალია.
შამაუძახა ლაშქარსა
გულდინჯმა, ომში ცხარია:
“მამყევით, ვისც ქუდი გხურავთ,
ვინაც არა ხართ ქალია!”
აივსო თათრის ძვლებითა
იმ ბახტრიონის არეა.
ამაიწვადა - ამოიღო
  ციხე-გალავნად ეგება,
ისე გამრავლდა მკვდარია.
ეს ის დრო იყო, როდესაც
მთასა ჰლოცავდა ბარია,
როს სალოცავად მიაჩნდათ
მთიელის ხალხის გვარია...
ეგება - აიგება.

3.2.16 XVI

▲ზევით დაბრუნება


  - საით მოსდიხართ, ფშავლებო,
ცხენ-ხეთქით, რიალითაო?
რიალი - ხმაურიანი მოძრაობა, მოძრაობით გამოწვეული ხმაური, ზრიალი.
  ღრეობით, მხიარულადა,
ჩაჩქნების კრიალითაო?
ლაშარის ჯვარის დროშისა
საამო წკრიალითაო?!
- საით და კახეთს ვიყვენით,
ბახტრიონს ჩავიყარენით;
ჩვენა, თუშნი და ხევსურნი
 
  პანკისში შავიყარენით.
ვაცადეთ ჩვენი საცდელი,
ეხლა კი გავიყარენით.
- რა გქონდათ, კაცნო, საცდელი,
რა გქონდათ საომარია?
- არ თუ გაგიგავ, კახეთი
თათრების ნაოხარია?
თათრები ვხოცეთ, მოგვიდის
ცხენები ნაოფლარია;
გავწირეთ გულსისხლიანი
ყეინი ნათოფარია;
სალაშარიჯვროდ მოგვაქვის
პანკისი - ხეობა შიგაკახეთში, ახმეტის რაიონში.
  ზინათი ნაშოვარია
და გადმოვლახეთ საფშაოდ
ტბათანა ნათოვარია;
სავსეა თათრების ძვლითა
ფშავლების ნაომარია.
მეფემ გვიბოძა საჩუქრად
სახნავი დ' საძოვარია.
სახელს უმატეთ სახელი -
ზინათი - (სპარ. ზინათ „სამკაული“) ვერცხლეული.

ტბათანა - ადგილი თუშეთში.

  ძვირფასი საპოვარია.
- საკაცით ვინღა მოგაქვისთ,
ნაბდებში შახვეულები?
- კვირიაი და ლელაი,
ჩვენთვის სისხლ-დანთხეულები.
ღმერთმა აცხონოს ესენი!
ამათ გაგვიღეს კარები!
რო შავიჭრენით შიგითა,
ჩვენ წინ ეყარნენ მკვდარები.
მოგვაქვს, დავმარხოთ იქავე,
სად მამა-პაპა ჰმარხია,
სადაც აბარავ მიწასა
იმათ გული და სახია.
მძიმეა თავის ქვეყანა,
თავის წყალ-ჭალა ძლიერა!
მიწაც ტკბილია მშობლური,
გულს რომ ეყრება ფხვიერა.
- ვის მოგილოცოთ სახელი,
ვინა ხართ სახელიანი?
- პირველ - ობოლი კვირია,
სახე აქვ ნათელიანი;
მეორე - ლელა ბაჩლელი,
საპოვარი - მოსაპოვებელი.
  ქალი ხელ-ფარტენიანი;
მესამე - ბერი ლუხუმი,
კურთხეულ გამდელიანი;
მეოთხე - ხოშარეული,
ხელფარტენიანი - ვისაც ხელში ფარტენა, მატყლის ფთილა უჭირავს და ართავს. აქ: ქალის ეპითეტია.
  არწივი მხარ-კვერიანი;
მეხუთე - გივი სუმელჯი,
მოგვყავის ნაჭრევიანი.
- თუშჩი ვინ ვარგდა, მითხარით,
კაცად ვინ უფრო არია?
- ზეზვაი, ძმაო, ზეზვაი,
მთელის თუშების დარია:
არა ყოფილა გაზდილი,
მომცრო სდგომიყო ტანია.
ისა ყოფილა ვაჟკაცი,
ღირსი წელთ ერტყას ხმალია.
ლომია, უფალსა ვფიცავთ,
სწრაფი, ვით ელვა-ქარია,
ჰშვენოდა, ძმობამ, ვაჟკაცსა
მხარკვერიანი (არწივი) - არწივი, რომელსაც მხარზე თეთრი „კვერი“, „ლაქა“ აქვს. აქ: ვაჟკაცის ეპითეტი.
  დაზარნიშული ფარია.
მაგრამ დაგვიჭრეს რჯულ-ძაღთა,
გაწირეს ცოცხალ-მკვდარია.
თუ გაჰზდის, - ფურმა გაზარდოს
აი მისთანა ხარია!
ვერ ვნახეთ, რო დაეკვნესოს,
ან შეცვლილიყოს სახითა.
თუშთ შაიჭირვეს ძალიან,
ცრემლით ატირდენ ცხარითა.
თავით დაურჭვეს დროშაი
მისივე შუბის ტარითა.
- ახლა ისა სთქვით, მოყმენო,
ვინ დარჩა სირცხვილიანი?
- წიწოლამ ლაფით გაგვთხიფა,
გაგვექცა სირბილიანი!
ნეტარ სად დაიმალება
სიცოცხლით სიკვდილიანი?
ფშავში როგორღა მოალის
დიაცი ჩიქილიანი?
არ ვარგა მაგათი გვარი,
უჯიშო, სიცილიანი!
ხალხში როგორღა გამოვა?
ხატში როგორღა მოდგება?
უკლოს, უკეთურს, ბეჩავსა
სად დაეკარგა გონება?!
რად არ ირჩივა სიკვდილი
და თათრებისა მონება?
ვინღა გაივლევს ახლოსა,
ჩააქვავებენ დედანი.
მიწამ შაჭამოს ცოცხალი
ე მაგისთანა მხედარი!
ომშიით გამოქცეულსა
მეხი დაეცეს მედგარი!
არ ვარგა, იმიტომ თქმულა,
კაცი ქალებში მკვეხარი.
- ბერი სადღაა ლუხუმი,
დამრიგებელი ფშავისა?
- ეხლა გაგიტყდეთ ჩვენაცა,
აუგი გითხრათ თავისა:
იმისა ვერა გავიგეთ,
გულში ესა გვაქვს ჯავრადა.
მტერი რო მთა-ტყეს მოეცა,
ჩვენ თან მივსდევდით ჯარადა.
მისი ვეღარა გავიგეთ,
იქნებ თუშთ გაჰყვა წვეულად;
ზეზვაის დაჭრა ეწყინა,
ძმობილს თან ჰყავდეს ძმეულად.
ვერა ვიცით რა, ესა გვწყინს,
გვრცხვენიან, ჭირად გვქცევია;
დაკარგვა ჩვენის პატრონის
დაზარნიშული - ზარნიშით მორთული, ოქრო-ვერცხლით მოვარაყებული.
  საგონად გარდაგვქცევია. საგონად - საგონებლად, სადარდებლად.

3.2.17 XVII

▲ზევით დაბრუნება


  ღამესა სძინავს მთა-ბარზე,
ბუნება დასვენებულა,
მანათობელი ქვეყნისა
მთვარეც ხომ ჩასვენებულა.
მოისმის ივრის ჩხრიალი,
სიზმარს უამბობს ჭალასა,
ერთად ჰკეცს საუბარშია
ცისა და ქვეყნის ძალასა.
ცა თავისათვის მყუდროდ სდგას,
მკერდ-სუფთა, ვარსკვლავიანი.
მუხაზე ჩამოკიდული
კაცი სჩანს სამკლავიანი.
თავი დაურჩვავ მხედარსა,
თუ იყო გულჯავრიანი?
იორი ყურსაც არ უგდებს,
ნელად აქანებს ტალღებსა,
არ ედარდება, დაობლდენ,
მამა აღარ ჰყავ ბალღებსა.
თემისგან უარყოფილსა
გადაუგდებენ ძაღლებსა.
საგონად - საგონებლად, სადარდებლად.

3.2.18 XVIII

▲ზევით დაბრუნება


  სხლოვანს ატირდა ბებერი,
მოსთქვამს ზარს ზარიანადა:
“ნეტავი თავზე დამეცეს
მთა-ღელე ბარიანადა!
ნეტავ არც შვილი მყოლიყო,
არც გავჩენიყავ დედასა,
თუ ამას შავესწრებოდი,
ამდენ სირცხვილის კრეფასა!
შვილო, სირცხვილი მაჭმიე,
ძუძუ დასწყევლე დედისა!
თვითონ შენა ხარ მწამლავი
თავის უბედო ბედისა.
რად არ იქ მაჰკვდი, ბეჩავო,
რად ხარ ყელ-საბელიანი?!
რად არ მამიხვედ, წიწოლავ,
პირნათლი, სახელიანი?!
გასწირე თავის ხსენება,
საწყევარ-სარბევიანი!”
- მარტოდ რად სტირის დიაცი,
გვერდით არა ჰყავ სოფელი?
არ ისმის მოზარეთ ზარი,
გულს ლახვარ-დამასობელი?
- თასი დაღვარეს ხატშია:
ახლოს მიუდგეს არვინა,
წიწოლას დანაშაული
აწეულია ცამდინა,
დაამცრო ჩვენი სახელი,
მთელს ლაშქარს გული ატკინა.
არც ვინ სამარეს გაუთხრის,
არც ვინ შაუკრავს კუბოსა;
მარტომ იტიროს დედამა,
ცრემლი წინ დაიგუბოსა!
სხლოვანი - სოფელი ივრის ხეობაში, თიანეთის რაიონში.

3.2.19 XIX

▲ზევით დაბრუნება


  იტყვიან: მაღლის მთის ძირსა,
უღრანს, უდაბურს ტყეშია,
ლუხუმი იწვა დაჭრილი,
ნატყვიარი სჭირს მკერდშია.
იქვე მაღალი კლდე იყო,
გამოქვაბული შავადა,
ხავსით მორთული, პირქუში,
მრისხანე სანახავადა.
იქა ბუდობდა ვეება
გველი, მორთული ჯაგრითა,
ბევრისა ცოდვის მოქმედი,
პირზე დორბლების დაყრითა.
ბევრი ჩაენთქა ტიალსა
მონადირე და მხეცები.
იწვა, უცდიდა დავლასა
თვალებით დანაცეცები.
 
  გადამთხვალიყვნენ იქიდამ
ნადირნი გულის თრთოლითა.
ვერ გაჰხედნებენ იმ ალაგს,
ისე ეშინისთ შორითა.
ერთს დღესა გველი, ვით ნისლი,
გაწოლილიყო ხეზედა,
წიოდა გულჯავრიანი,
თანაც თბებოდა მზეზედა.
ამ დროს შაესმა კვნესის ხმა
ჯაგარ-აშლილსა გვერდზედა.
გაჰხედა, ნახა, - კაცი წევს,
სულის მაბრძოლი, ეული,
გასცქერის ცისა სივრცესა
სასომიხდილი, სნეული;
მკერდზე ატყვია მიმხმარი
სისხლი წყლად ამორწყეული.
გველს შაებრალა ლუხუმი,
მისკე წავიდა ზლაზვნითა,
მიაშრიალებს ხმელს ფოთოლს
გადამთხვალიყვნენ - გამფრთხალიყვნენ, გაფანტულიყვნენ.
  დიდრონის ტანის გლარზვნითა,
ზედ დააშტერდა სნეულსა
თვისის გველურის სახითა,
დასცქერის სულის მაბრძოლსა
გულის მზარავის თვალითა.
დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გუნება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება!
ზედ გადააწვა მკერდზედა,
წყლულსა ულოკდა ენითა.
თან მკერდს უსველებს მხედარსა
ცრემლების ჩამოდენითა.
აყრუებს ტყესა და ველსა
ოხვრითა რამოდენითა!
მთელს ერთს თვეს ასე უვლიდა
ადამის ტომის მტერია,
ბოროტების გზა გაუშვა,
კეთილი დაუჭერია!
საჭმელსაც თვითონ უზიდავს,
ასმევს წყალს ლაღის მთისასა,
ღამ-ღამ ზღაპარსაც უამბობს
ორის ობოლის ძმისასა.
ამბობენ: შააძლებინა
სნეულსო ფეხზე დადგომა;
ეღირსებაო ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა!
გლარზვნა - ღვლარჭნა, კლაკნა.

3.3 გველისმჭამელი

▲ზევით დაბრუნება


3.3.1 I

▲ზევით დაბრუნება


  გველისმჭამელი

სასტუმროს იყვნენ ხევსურნი,
ლუდი ედუღა წიქასა;
ისხდენ ბანზედ და ღრეობდენ,
თასებით ჰსვამდენ იმასა;
ზოგნი უკრავდენ ფანდურსა,
ზედ დაჰმღეროდენ დიდადა, —
მსმენელთა გრძნობას უდებდენ
საგმირო ამბებს ხიდადა;
აღგზნებით გმირთა სახელებს
ლექსებში სთვლიდენ წმიდადა;
მოხუცნი ჩიბუხებს სწევდენ,
ბოლი ეხვიათ ნისლადა,
განმარტავდიან მათ ამბავს,
შანდობა თქვიან გმირთადა.
ახლების საწურთნელადა
იხსენებდიან ქებითა:
“თქვენ იცით, ამას იქითა
კაცად ვინც გამასდგებითა!”
კრებაში ერთი ვინმე სჩანს
სახე-მკრთალი და მშვიდია,
როგორც თაფლს მწერი, ეხვევა
იმას მცირე და დიდია.
დაღვრემილს წელზე ხმალი ჰრტყავ,
მხარ-იღლივ ფარი ჰკიდია.
მუხლებს წინ თავშიშველანი
ორნი უსხედან ჩოქითა,
თასებს აწვდიან, იღებენ
შავს ლუდსა დიდა გობითა. —
“შასვი, მინდიავ, — ეტყვიან,
კაი ლუდია, სვიანი,
გვითხარი რამე, ღვთის მადლსა,
ერთი ქართული გზიანი.”
— მთვრალმა რა გითხრათ, კაცებო,
ჭკუა სასმელმა დაძალა,
სათქმელი მერმისთვის დარჩეს,
თუკი სიკვდილმა მაცალა. —
ასწია კარახანასა,
გადიწურა და დაცალა.
ტყვეობით დაბრუნებული
ძმებში ყოფნითა სტკბებოდა,
როგორაც სხვანი მრავალნი,
ისიც ლუდითა თვრებოდა.
ამ მინდიაზე ამბობდენ
დაუჯერებელს ამბებსა:
მინდია ტყვედა ჰყოლია
თორმეტს წელს თურმე ქაჯებსა.
ტყვეობამ ფრიად დაჩაგრა,
სამშობლოს გარეთ ყოფნამა;
მიდის დრო, განვლო მრავალმა
აღდგომამა და შობამა,
მაგრამ მინდიას ტყვეობას
არ ექნა დასასრულია,
გული დაუდნო მონებამ,
ამოსვლას ლამობს სულია.
აგონდებოდა თავისი
ჩამოთოვილი მთებია,
ჩაბნელებული ხევები,
უსწორ-მასწორო გზებია,
მის ბედის მგლოვიარენი
დედა, მამა და ძმებია,
თავისი ქოხი მწირული,
სამოთხედ მისაღებია,
ეშველათ, ბევრჯელ ხატ-ღმერთსა
მხურვალედ შაჰვედრებია.
ბოლოს სთქვა: “თავსა მოვიკლავ,
ასეთს სიცოცხლეს სჯობია!”
ქაჯთათვის ცეცხლზე ნადგამი
სადილად ნახა ქობია.
იცოდა, გველსა ჰხარშავდენ,
იმასა სჭამდენ ხშირადა;
ქაჯნი ქაჯობით იტანდენ
გველის მიღებას პირადა,
და თავის თავზე იფიქრა,
რომ ექცეოდა ჭირადა.
აიღო ერთი ნაჭერი,
ზიზღით ქურდულად შეჭამა
და ამ დროს მოწყალეს თვალით
ტყვეს გადმოხედა ზეცამა:
ახალად სული ჩაედგა,
ახალი ხორცი აისხა;
გულის ხედვა და თვალების,
როგორც ბრმას და ყრუვს, გაეხსნა.
ესმის დღეიდან ყოველი,
რასაც ფრინველნი გალობენ,
ან მცენარენი, ცხოველნი,
როდის ილხენენ, წვალობენ.
რაც კი რამ დაუბადია
უფალს სულიერ-უსულო,
ყველასაც თურმე ენა აქვს,
არა ყოფილა ურჯულო.
ამას ჰგრძნობს, უკვირს თითონაც
ტყვეს თვის ბუნების ცვალება.
შეიგნო, ჭამა გველისა
ქაჯთაგან იყო ზმანება.
სიბრძნე აჩვენეს გველადა,
რომ ჰზიზღებოდა საჭმელად,
თუმც “შენც ჭამეო, მინდიავ”,
არა ზარობდენ სათქმელად.
შეიგნო სიბრძნე ქაჯების
ამიერიდამ ტყვემაო;
მას მუსაიფი დაუწყო
ცამ, დედამიწამ, ტყემაო.
მხოლოდ ბოროტმა მის გულში
ვერ მოიკიდა ფეხია,
სხვა დანარჩენი ქაჯური
ყველა ისწავლა ხერხია.
მას აღარაფრის ეშინის,
თუნდ თავს დაატყდეს მეხია.
ქაჯნი ბრაზობენ, რა ჰხედვენ -
გამეცნიერდა გლეხია.
აღარ აშინებს ტყვეობა,
აღარც ხრიკები ქაჯური,
დღეს თუ ხვალ, იმედიანობს,
ქაჯებს უჭიროს პანჩური.
მალია ტყვიასავითა,
გრძნეული, როგორც გველია,
აღმერთებს, ნუგეშად ჰსახავს
ფშავ-ხევსურეთი მთელია,
გვირგვინოსანი თამარი
სულ-მუდამ ამის მთქმელია:
“ოღონდ მინდია თან მყვანდეს,
მასთან მთიელი ერია,
რაც უნდ ძალიან ეცადოს,
ვერას დამაკლებს მტერია.”
იცის მტრის დასამარცხები
და შემმუსვრელი ფანდია;
თუ დაჭრილს ცოცხალს მიუსწრო,
ნუ აქვს სიკვდილის დარდია.
შუაზე გაჭრილს გაჰკურნავს
მის უებარი წამალი;
მით არ მცირდება ომებში, -
მუდამ ჯარი ჰყავ მრავალი;
შორს არის ამბად წასული
მისი თავგადასავალი.
 

3.3.2 II

▲ზევით დაბრუნება


  როცა კი გაზაფხულდება,
გამოიღვიძებს ქვეყანა:
სილაღე, სიმხიარულე
დასეირნობენ ყველგანა,
გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი
ეკონებიან მწვანესა,
მინდია გაფაციცებით
სულ მიმოივლის მთა-ველსა.
ყველა მცენარეს და მღილსა
ის ეგებება სალმითა,
ბუნებაც “ვაშას” უძახის
მდიდრად მორთულის ალმითა.
ყვავილნი ყელ-გადაგდებით,
დახატულები კალმითა,
“მინდიას გაუმარჯოსო”,
ერთხმად ასტეხენ ჟიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ,
ბუნება იწყებს ბიბინსა,
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
“მე ვარო ამის წამალი”;
სხვა გაიძახის - “იმისა;”
მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს,
ჯერ ზედ ნამი აქვთ დილისა.
თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა:
ოღონდ ეწამლონ სნეულთა,
სიცოცხლით გაფუფუნებულს
არად აგდებენ სხეულთა:
სალხინოდ ჰსახვენ, კაცთ სარგოდ,
ძვალ-ხორცთა ჩამორღვეულთა.
ყვავილთ ეს ზნე სჭირთ და ხეებს
თურმე მოუვათ ტირილი;
მარტოკა მინდიას ესმის
მათი კვნესა და ჩივილი.
ამისგან მისი ცხოვრება
ძალიან დაცარულია:
მივიდა ხესთან ცულითა,
სთქვა: “უნდა მოვჭრა ესაო!”
შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს
ხის შამოესმის კვნესაო:
“ნუ მომკლავ, ჩემო მინდიავ,
ნუ დამიბნელებ მზესაო,
უიარაღო რომა ვარ,
მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!..”
დაუდუნდება მკლავები,
შტერად გაჰხედნებს ზეცასა.
სხვა ხეს მიჰმართავს, ის უფრო
მეტად დაიწყებს კვნესასა.
ხელცარიელი წამოვა,
ვერ მოიყოლებს შეშასა,
და რომ ღველფზედა არ გაჰქრეს
ცეცხლი, აანთებს თივასა
ან ჩალას, გამხმარს ჯოყრებსა,
თან მიაშველებს წივასა;
თუ სად ხმელს წიწკრებს იპოვნის,
არც დაიწუნებს იმასა.
მაინც ღმერთს ჰმადლობს, მაინცა,
საღამოსა და დილასა.
სხვებსაც მას ურჩევს: “კაცებო,
მოდით, ნუ ჰშვრებით ცოდვასა;
ნუ მასჭრით ხესა, დავჯერდეთ
ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა.”
არავინ უსმენს, არქმევენ
ამგვარს მის რჩევას ბოდვასა.
- “ღმერთს ჩვენთვის გაუჩენაო
სარგოდა, მოსახმარადა!”
და დღესაც არავინ ჰზოგავს
ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა.
 

3.3.3 III

▲ზევით დაბრუნება


როცა ყანის მკას დაიწყებს,
გიჟია, გადარეული:
ერთს ფეხს აქ მოსჭრის, ერთს იქა,
საგულე-ჩამოხეული;
სულ გადასთელავს ყანასა,
გაჰბურდღნის, გაატიალებს,
მინამ ღონე აქვ მკლავშია,
ციბრუტივითა ტრიალებს,
და როცა დაიქანცება,
გაიშხლართება მიწაზე.
რო ჰკითხოთ: “ასე რად სჩადი?”
ის გიპასუხებსთ იმაზე:
- რას ამბობთ, კაცნო, არ გესმისთ,
მიტომ მიწუნებთ ქცევასა.
ის როდი იცით, თავთავნი
როგორ მიწყებენ ხვეწნასა;
უნდა იცოდეთ, ჰხედავდეთ
თავთვების ყელის წევასა,
ათი-ათასი ყოველ მხრივ
რომ დაიქუხებს ერთადა, -
ხელ-ნამგლიანი როცა ვარ,
მნახავენ თავის ღმერთადა: -
“არა, მე მომჭერ, მინდიავ,
ნუ მტოვებ, შენი კვნესა-მე!”
“არა, მე, - სხვა გაიძახის, -
უფრო მაშინებს ზეცა მე.
პატარა ნისლიც რო ვნახო,
ჩამოვიშლები ტანითა.
ვაი თუ სეტყვა მოვიდეს,
ყელი გამომჭრას დანითა.”
სხვა უფროც ჰყვირის: “ნუ მწირავ,
იხარე თავის ჯანითა!”
გამაგიჟებენ ბოჟირით,
გადავირევი ბრალითა:
ვცდილობ და ყველას ვერ ვწვდები
ორის ხელით და თვალითა
და ამ დროს თავადაც ვხდები
მოსაბრუნები წყალითა.
ყანასა სეტყვა აშინებს, -
კაცთ უსაზრდოოდ დარჩენა,
თორემ ვით ნამგალს, სეტყვასა
სით შაუძლიან წახდენა?!.
კაცთ სარგოდ თავსა ჰზოგავენ
თავთავნი ოქროს ფერანი, -
არ სწადით ოხრად ლპებოდენ,
ჰკენკდენ ყვავნი და ძერანი.
მიტომ ჩქარობენ მომკასა,
ერთად ჟივიან ყველანი,
ჰსურთ პურად იქცნენ. საჭმელად,
რომ მითი გაძღნენ მშიერნი, -
მკვდართ კაცთა შანდობა ვუთხრათ,
ძალნი ვახსენოთ ციერნი.

3.3.4 IV

▲ზევით დაბრუნება


ხატობა ჰქონდათ ხევსურთა,
ლუდის სმა არი, ღრეობა.
დიდს მლოცავს მოიპატიჟებს
გუდანის ჯვარის დღეობა.
ხალხია დაჯარებული,
ბჭობენ უფროსნი მრავალსა:
ზოგნი ამბობენ სხვის ამბავს,
სხვანი - თავგადასავალსა!
ამბობენ ვაჟკაცობისას,
თოფისასა და ხმლისასა,
ჯაჭვის მჭრელს წელზე ვინ ირტყამს,
ყველა აქებდა იმასა.
უსმენენ მოწიწებითა,
თუ ვინ რას იტყვის ცდისასა.
თანაც გააბეს მსჯელობა
გველის-მჭამელის ცოდნაზე,
ხის მჭრელის, ბალახთ მთიბელის,
მათ ჩანადინარს ცოდვაზე.
ჩალხია ეტყვის კრებასა:
“მიკვირს ეგ თქვენი ფიქრია,
წინავაც ბევრჯელ გითხარით,
ეხლაც იმასვე ვიტყვია:
ენა თუ ჰქონდეს ხე-ქვათა,
ჩვენც რად არ გაგვიგონია?
ჩვენს სატყუებლად მინდიას
სიცრუე მოუგონია.
ჩვენც მისებრ კაცნი არა ვართ,
ჩვენც ყურები გვსხავ, მგონია?!
მე სამალავად არ ვამბობ,
თითონაც მისდის ყურშია;
თუ ამას მართალს არ ვამბობ,
იფიქროს თავის გულშია.
ვსთქვათ, სიბრალული კარგია
ხე-ქვა-ბალახთი, ცხოველთი...
კაცის კვლა ყველასა სჭარბობს,
თუნდ მტერი იყოს, ყოველთი.
მაშ აღარც კაცს უნდა ვკლავდეთ,
გეტყვით, მისმინეთ, მე რასა:
მტრისას, ხმლით ნაჭერს, მინახავ
მინდია სდგამდეს გორასა.
რად სჩადის ამას, ხომ რჯულიც
კლვისას არ გვაძლევს ნებასა,
მაგრამ ვკლავთ იმას, ვინაცა
ჩვენსა დაარღვევს შვებასა,
ან მამულს გვართმევს, ან ცოლსა,
ან გვიშლის რჯულის ცნებასა.
მაშინ არც ღმერთი გვიცოდვებს
მტრისად შაქცევას ხელისას,
ეგრევე, ოღომც ვიცხოვროთ,
მოჭრას წიფლის და თელისას”.
- არ სტყუის, არა, ჩალხია,
მინდია ცრუობს სწორედა,
ათასნაირი ტყუილი
თვალწინ აგვიგო ყორედა, -
ამბობდენ ხალხში ზოგები
გაუბედავად, დონედა.
- მაგ ფიქრს რომ მივყვეთ, შენს მტერსა,
როგორ-ღა გვეცხოვრებისა?
ის რად ვიცოდვოთ, უფლისგან
რაიც არ გვეცოდვებისა?!
თემთ რო გვარიგებს მაგაზე,
ძალიან ცუდად შვრებისა.
კარგთაგან იმედი გვაქვის
მუდამ შველის და რგებისა
და არა ჩვენის დაღუპვის,
ჩვენის ცხოვრების ვნებისა!.. -
ეს იყო გამონასკული
აზრი ხევსურთა კრებისა...
მინდია იქავე იჯდა.
თვალთაგან ცრემლი სდიოდა.
არვინ იცოდა, თუ იმას
გული რისაგან სტკიოდა.
თვალნი მიეპყრნო ერთს მხარეს,
ხალხისა არა ესმოდა;
გამოერკვია ფიქრიდან,
როცა ბერდია ეტყოდა:
“რად არ ყურს გვიგდებ, მინდიავ,
ნეტავ რისათვის სტირია?
ეს არც კი მიკვირს შენგანა,
არც სხვისგან გასაკვირია -
ერთს წამში ცხრაჯერ შასცვალო
გლოვა-ტირილზე ლხინია,” -
და მთელმა ხევსურთა გუნდმა
მინდიასკე ქნა პირია...
“ჰო და სთქვი, - კვლავ სთხოვს ბერდია, -
გულზე რა ჭირი გჭირია?”
-აგერ იმ ჩიტებს ყურს ვუგდებ, -
თითით უჩვენა ჩიტებზე,
ორნი ფრთებ-ჩამოშვებულნი
იფნის ქვეშ ისხდენ სიპებზე. -
ერთი მეორეს უამბობს
სიკვდილის ამბავს შვილებზე;
მარცხნით მჯდომარე დედაა,
მარჯვნისკე - ამბის მთხრობელი,
თქვენს მტერს, რომ გულ-მოკლულადა
შვილებსა ტირის მშობელი.
ჩიტებს ეხლა-ღა შესცქერის
ხევსურთა კრება სრულია,
ჩიტთაგან ერთი იმ დროსა,
თითქო მოჰსვლოდეს რულია,
სიპიდან დაბლა დაეცა
და განუტევა სულია.
რომელი მოკვდა ორთაგან!
ამის გაგება - რჯულია!
ხევსურთ შაჰხედეს ერთმანეთს
გაოცებულის თვალითა;
ნუთუ ასეთი ცოდნაო
იქნება კაცის ძალითა?
დარწმუნდენ იმის ცოდნაში,
საქმე წინ ედვა ყველასა,
მაგრამ ნაგრძნობსა გულითა
გონებით ჰშველენ ვერასა:
ბალახსაც სთიბენ, ნადირს ჰკვლენ,
შეშით ანთებენ კერასა.
ქათმის ხორცს რა შეაძულებს,
თქვენვე მითხარით, მელასა?!
ვინ ჩამოჯდება ღველფზედა,
თუ ზედ არ ჰხედვენ ძელასა?!.

3.3.5 V

▲ზევით დაბრუნება


ბევრჯელ მოუნდათ ლაშქრობა
ლეკ-სპარსებ, ქისტებ, თურქთანა,
გამარჯვებულნი მოდიან
ხევსურეთს ვაჟნი მუდამა.
ზღუდე გამაგრდა ქართლისა,
მტერს შაუკერეს სუდარა.
ერი თუ მტრის მძლეველია,
მის მეტი არა უნდა-რა.
მანამ მინდია ჰბელადობს,
ხევსურებს არა უშავთ-რა,
ვეღარვინ ჰბედავს რჩოლასა,
მყუდროობაა ყველგანა...
ნეტავი იმას, ვისაც კი
მადლიერი ჰყავს ქვეყანა.

3.3.6 VI

▲ზევით დაბრუნება


ფრიალო კლდის თავს სახლი დგა,
ცას ებჯინება ბანითა,
ირგვლივ მთებია დიდრონი,
აყრილნი სრულის ტანითა,
გადალესილნი თოვლითა,
მოუღალავნი ჯანითა.
ერთხელ თუ ჰნახე ამგვარად,
სულ გინდა ჰსინჯო თვალითა.
იმაზე ლამაზებია,
როცა ჰღელავენ მწვანითა.
თუნდ მზე დაადგესთ გულ-მკერდზე,
ზვავი სდიოდესთ ჭექითა, -
ახველდებიან ხევები,
ვით ავადმყოფნი ჭლექითა,
მაინც სიტურფე იმათი
ნაკურთხი არის ზეცითა.
ბევრჯელ დაჰბრუნავს თავზედა
გრილი ნიავი კვნესითა.
ზაფხულში შავი ღრუბლები
სანთლებს უნთებენ კვნესითა.
იქ ხომ ხვნით არავინა ჰხნავს,
არც ვინ რას სთესავს თესითა,
მარტო ჯიხვები დადიან
კლდეებზე რქების ლესითა.
და სალნი კლდენი, პირ-ქუშნი,
უფსკრულს ჩასულნი ფესვითა,
არც რო სულზედა ფიქრობენ,
არც სუქდებიან ლეშითა,
უსალმო, უალერსონი,
გამომზირალნი ბრეშითა.
სახლზე კოშკია მიდგმული,
შემურვილია ბოლითა,
დღე-მუდამ შაძრწუნებული
ჩაზეირების სროლითა.
რა დაასვენებს საბრალოს,
მინამდე ირგვლივ მტრებია,
მინამდე შურის ძიება
კაცის ტომს გულში სდებია,
ნასროლი ტყვია მტრისაგან
მკერდზე მრავალი სცხებია!
სახლიდან ისმის ჯავრობა,
ხმა კამათობის, წყრომისა;
ბევრნიც არავინ არიან, -
საუბრის კილო ორისა.
ღველფზედა ცეცხლი ანთია,
გაჩაღებული შეშითა,
იქით მხარეზე დიაცი
მოჩანს ბალღების გვერდითა,
აქეთ მარტოკა ხევსური
ბევრს რასმე მოსთქვამს ხვნეშითა.

ქმარი

ის დღე გაშავდეს, რა დღესაც
შენ მე დაგისვი ცოლადა.
მინამდე კაცი არ მაჩნდა
მიწაზე თავის ტოლადა.
სრულ შენგან გავხდი, წყეულო,
უგერგილოდ და ყროლადა.
რა ვარ? განა-ღა კაცი ვარ,
ღირსი, ცის ქვეშე ვიდოდე?!
იმადვე ყოფნის, რაც ვიყავ,
ნეტავ წამალი ვიცოდე!..
ფუჭია ჩემი სიცოცხლე,
დღეს მჯობ შავის კლდის ლოდია,
თქვენგან მჭირს ჭირი უწამლო,
უფალს თქვენგანა ვცოდია.
შვილებიც ჭირად გამიხდა,
შამაცვლევინეს ფიქრია,
დაკარგულს სულს და ხორცზედა
ეხლა დღე და ღამ ვტირია.

ცოლი

მე რად მაბრალებ თავის ბრალს,
შინ როს მოგივედ ძალითა?
გზად არ მიტევდი მიმავალს,
მავსებდი ცოდვა-ბრალითა:
“მზიავ, ძალიან მიყვარხარ,”
ცრემლებს აბნევდი თვალითა
და ჩემს ძმათ ჩემის გულისად
შინ უხდებოდი ხმალითა.
წინაზე ტკბილი შაქარი
ეხლა გემწარე რისადა?
ან შვილთა ყოლას რად ჰგლოვობ,
მდურვას რად იტყვი ღვთისადა?!
თავისი ცოლი და შვილი
ვის გადაუგდავ სხვისადა?
ჩვენ რადა გვსახავ მიზეზად
შენის გუნების ცვლისადა?

ქმარი

იმიტომ, უჭკო დიაცო,
რომ სწუწუნებდი, სჩიოდი:
“სიცივე ბალღებს მილევსო”,
შვილ-მამკვდარივით ჰკიოდი:
“ბერდიას რამდენ შეშა აქვ,
როგორს ცეცხლს ანთებს, ჰნახოდი”,
ცხოვრების მაგალითადა
ბრიყვები დამისახოდი.
გულზე მოსაყვანს ქართულსა
ჩემს გასაგონად ამბობდი,
გეწადა კაი ცხოვრება,
მოწამლულს ქადას აცხობდი.
და მეც დღეს-ხვალეობითა,
ცოტ-ცოტად, ნელაობითა
დავიწყე თავის რწმენასთან
მოქცევა მელაობითა:
დღეს მოვჭერ ერთი ჭანდარი,
თუმც მემუდარა ბევრია:
“რად სჩადი მაგას, მინდიავ,
ვითომ არ იყავ მტერია?!”
ხვალ ორი მოვჭერ, და ასე
გული ჩავიდევ ქვისაო,
რომ სულ აღარა მეგრძნო რა,
ძალაც ვითხოვე ღვთისაო.
შენ ჯიხვის ხორცსა ჰნატრობდი,
თუ ვის მოკლული გსმენია,
რამდენჯერ ჩემი გულ-მკერდი
ამ ჩივილს გაუსენია:
“ყმაწვილნ უხორცოდ დაზდილნი
რა ვაჟკაცობას იზამენ?
არსად არ გამიგონია
ასრე გაზდილი სხვისა მენ.”
ახ, რატომ ამის თქმამდინა
არ დაგეყარა მიწა შენ!..
მეც მივყევ - ვხოცე ნადირი,
გასუქ-გალაღეთ ლეშითა,
თავის ბალღებით ჰხარობდი,
მე დავრჩი თავის ტეხითა.
სჯობდა კი ასე გახდომას
გავთაულიყავ მეხითა;
დაკარგულს ვეღარ მოვხელავ
ვერა რომელის ხერხითა.

ცოლი

ან შენ რა გიჭირს ისეთი,
თავს რად იტკივებ ძალადა;
შეშის ჭრას, ნადირთ ხოცვასა
სხვან რად არ სთვლიან ბრალადა?

ქმარი

არ იცი, არა, ჭკვა-თხელო,
ყბედო, ზეზერე მგრძნობარევ,
თავისა სასიამოვნოდ
წუთისოფლისა მცნობარევ!
არა ღირს იმად - ვიგლოვო
თვისი ცოდნა და ძალია,
რომ ჩემთან ერთიც მათგანი,
ბრიყვო, აღარსად არია?!
არ უღირს, მკვდარმა იცოდეს
თავის სიკვდილი, - მკვდარია,
იგლოვოს თავისი თავი,
თვის ყოფნა შესაზარია?
სხვა ყოფნა, ამაზე მწარე,
მიპოვნე შესადარია!
ამგვარი მკვდარი დღეს მე ვარ,
სხვა მკვდრებს რა უჭირთ მკვდრობითა!
არიან მოსვენებულნი,
არაფერს გრძნობენ გრძნობითა.
რითი-ღა ვარგო ქვეყანას,
დავცარიელდი ცოდნითა:
ყვავილნი არას მეტყვიან,
აღარც ცნობა მაქვს იმათი;
განა მეტი-ღა იქნება
კაცმა თავს უგდოს ხიფათი?
აღარა მესმის ფრინველთი,
აღარა მესმის ყანისა,
აღარ მსმენია მას შემდეგ
ტკბილი სალამი მწვანისა.
ეს არაფერი, სხვაფრივაც
აღარ ვვარგივარ არადა;
გინდა აქ ვეგდო მთაშია,
გინდა ჩავიდე ბარადა,
ჩემ ფერას უკეთურებსა
არვინ იყიდის ჩალადა.
ვეღარას ვარგებ ქვეყანას
მტრის მამგერებელს ჯარშია,
მიტომ, რომ წინანდებული
ცნება აღარ მაქვს თავშია.
რატომ მალედვე არ გაქრა
ჩემი ვარსკვლავი ცაშია!
დღესნამდე მტრები შინაით
ვერა ძვრებოდენ კარშია
შიშით, და ეს რომ გაიგონ,
მოვლენ, მიწა-მტვრად გვაქცევენ,
ჩვენ სახლებს, ციხე კოშკებსა
ნაოხრად გადააქცევენ.
ცოცხალი ამას ვერ ვნახავ,
თქვენი დღეც გათაულია,
თქვენგან დავკარგე გონება,
წმინდა გავყიდე რჯულია...
ახლა ქვეყანაც დავღუპო,
თქვენ პირში გედგასთ სულია!..
ან მე რად მინდა სიცოცხლე,
ან თქვენ გაცოცხლოთ რაღადა,
თუ მთელი ჩემი არსება
აღარ იქნება საღადა?!..
ან აქ რა პირით ვიცოცხლო?
თავს რით ვიმართლებ ღმერთთანა?
ყველასთან შარცხვენილი ვარ -
ცოცხლებთანა და მკვდრებთანა.
რისთვის-ღა მინდა აბჯარი,
რისათვის მინდა ხმალია,
თუკი ჩემს მტრისად დაკრულსა
აღარ ექნება ძალია?!
ამ მიწის ამონაცენი
ჩემი სესხი და ვალია,
როგორ-ღა ან პური ვჭამო,
როგორ დავლიო წყალია?!
ადგა და გულხელდაკრეფით
გამოეფარა კარზედა.
მთათ რომ შეჰხედა მაღალთა,
დაიქვითინა მწარედა.

3.3.7 VII

▲ზევით დაბრუნება


მთანი ჩამოშრენ. პირ-თავქვე
ქოთით მოდიან ღვარები,
ხევებში ზვავი შათხელდა
ვეშაპის მინაგვარები.
აჩქამდა ბუერაზედა
ანკარა წვიმის ცვარები,
ველებზე ბზინვენ ყვავილნი -
თამარ-დედოფლის თვალები.
კლდის პირზე მოსულს პირი-მზეს
გულ-მკერდში ვენაცვალები!..
მთაზე უვნებლად გადმოხდენ
პირ-იქითული მგზავრები.
მთის კალთებს ჰშვენის ცხვარ-ძროხა,
როგორც ლამაზს ქალს ხალები;
გაცოცხლებულა მთა-ბარი
ზამთრისგან დანაწვალები.
ქვეყნად ბევრია ბეჩავი,
ბევრია შასაწყალები, -
ერთი რო ვნახოთ, სხვას ბევრსა
ვერ ჰხედვენ ჩვენი თვალები!
სოფლებში ხმაურობაა,
ძახილ-ძუხილი დიდია:
“გააგებინეთ, სად არი
“გველის-მჭამელი მინდია;
“ქისტების მოდის ლაშქარი,
“არღუნს ჩატეხეს ხიდია,
“დახვედრა მტრისა, ვაჟებო,
“ეხლა ჩვენზედა ჰკიდია!”
დიდი მზადება შაექნათ,
ხალხი ზღვასავით ღელავდა,
საით მხარესაც გაჰხედავ,
თოფი და ხმალი ელავდა.
კარგა ხანია ხევსურნი
მტრის რაზმებს აღარ სცელავდენ,
მათ აოხრებულს ბანაკსა
უწყალოდ აღარ სთელავდენ;
ომისკე დამშეულები
ძლივს მოელიან დილასა,
ყველას ისა აქვს გულშია -
ბელადს ვინ მოჰკლავს წინასა,
თავსა და მარჯვენას მასჭრის,
შინ მოვა სახელიანი,
საკარგყმოდ თასი მიერთმის
ხატობას სანთლებიანი.
გვარიც დარჩება იმისი
სამუდმოდ საქებიანი.
ციხე-კოშკებში შადიან
დიაცნი ბალღებიანი,
მზად შაუნახეს ქმარ-შვილთა
გუდები საგძლებიანი.

3.3.8 VIII

▲ზევით დაბრუნება


როგორაც შენი

ბინდდება. ბნელი ხევები
იმურებიან შავადა.
თვალს ისე ეჩვენებიან,
თითქო გამხდარან ავადა.
მთები მაღლები, კლდეები,
ლაღი არაგვი თავადა -
მოწყენილია სუყველა,
ვხედავ, ჩუმადა ტირიან.
მხოლოდ თამამად შიკრიკნი
სოფლითი-სოფლად ყვირიან
“ვინაც ხვალ ლაშქარს დააკლდეს,
ამოვარდებამც ძირიან!”
გარეთ აღარსად ცეცხლი ჩანს,
არ ისმის სტვენა წყემსისა,
კარში აღარა დასტოვეს
დანაფასები ნემსისა.
სოფლად მილაგდენ ყველანი,
კოშკ-ციხეები ჰფარავენ,
ცხვარ-ძროხას, საგანძურებსა
ფარულს ალაგას ჰმალავენ.
ცოტა რამ მკრთალი ნათელი
ხახმატს ხატშია ჩნდებოდა,
სანთლები ენთო ყორეზე,
ალი იფნებსა ჰხვდებოდა,
ხან ცისკრად გამოაშუქის,
ხან კი მინელდის, ჰქრებოდა,
სულ-მაბრძოლ სნეულსა ჰგავდა,
ტანჯვა-ვაებით კვდებოდა.
სხვა იქ კაცის ძე არა ჩანს,
ორნი ჰყუდიან ველზედა,
ერთს სისხლიანი ხანჯარი
უპყრავ, სისხლი აქვს ხელზედა;
მათ წინ დაკლული კურატი
წამოწოლილა გვერდზედა.

ბერდია (ხევისბერი)

წყალობა მოგცეს, მინდიავ,
იმ გულზედა და წესზედა,
რა ფიქრითაცა სწირავდე,
იმედოვნებდე ღმერთზედა;
ნუმც მოგეშლება სახელი,
მინამ ხმალი გრტყავ წელზედა.
იმედო ხევსურეთისავ,
მწყალობელიმც გყავ ჯვარია,
მუდამამც გამარჯვებული
მიგყავ და მოგყავ ჯარია!
მგონია, მეათე დაჰკალ
წელსა, გასწყვიტე ძროხები,
რას ეხვეწები მაგდენსა,
რა გაქვის შანაცოდები?
ერთი წესია, ორიცა,
შენ ხვეწნა მეტის-მეტია
ნურასამც ვაწყენ ამით ღმერთს,
რაც ეხლა დავიყბედია.

მინდია

ყევარი ხარი კიდევ მყავ,
სამი თუ ოთხი ფურები -
იმათაც აუსახელებ,
ოღომც მამირჩეს წყლულები.

ბერდია

რა წყლული. კაცო, შენ წყლული
ჩვენ არვის გაგვიგონია,
შენ წყლულიანებს სხვებს არჩენ
ათასობითა, მგონია.

მინდია

სხვა რამ საქმეა, ბერდიავ,
ადვილ ვერ ვიტყვი იმასა:
თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით,
ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.
ფულის პატრონნი, თუ იცი,
ყველგან გახჰსნიან ქისასა?
ხვალ, ხვალე-ზეგავ გაიგებთ,
მაცნე რო მოვა მთისასა.

ბერდია

შენა ხარ ჩვენი იმედი,
ხევსურთ დავლათიც შენთანა.
ჩვენა გვწამ, შენაც ხომ იცი,
რომ ჰლაპარაკობ ღმერთთანა,
ხატიც გამმარჯვედ დაგყვების,
კარგად იციან ყველგანა.
ნუმც მოგეშლება დავლათი
წმინდის გიორგის ძალითა,
ნუმც გაგვიმეტებს უფალი,
არ გიმფარველოს კალთითა.
აიღო თასი ხელშია
და კვლავ დაიწყებს ბერდია:
“სადიდებულო გიორგის
და სამწყალობლო შენია!..
შენ მეშველიმც-ა, რაც უფალს
ხატები გაუჩენია,
შენი მერჩოლი, ცოცხალი
ერთიც ნუ დაურჩენია.
ხვალ თუ ხვალე-ზეგ უცილოდ
ომი გვექნება მტერთანა,
მანამ ცოცხალი გვყევიხარ,
რას გახდებიან ჩვენთანა?!”
ეს რომ სთქვა, მლოცავს თვალები
აევსო ცხელის ცრემლითა,
არ შამნიშნოსო, მობრუნდა
და მოიწმინდა ხელითა.
დაემხო საჯარის წინა,
როგორც მოჭრილი ცელითა
ჯოყარი რამა, თუ ფიჩხი,
შასაკონავი წნელითა.
ლოცულობს თვალ-ცრემლიანი,
აზრი არ ისმის ლოცვისა.
ასე მხურვალედ მლოცველი
ვერ ნახა ვერა როდისა
წინათ ბერდიამ, - ეს უკვირს:
უფრო ტანჯვაა გლოვისა,
ვიდრე გულ-დაწყნარებული
წყალობის გამოთხოვისა.
ცრემლი სდის, ჩუმი ქვითინი
აბჯრის ჟღერაში ერევა,
ლოცულობს, დაჩოქილია,
ხანიც მრავალი ელევა.
“უსმინე, ხახმატის ჯვარო!”
თვითაც უმატებს იგია:
“ნუ გაუქარწყლებ ვედრებას,
კეთილზე დაარიგია”.

3.3.9 IX

▲ზევით დაბრუნება


შუა-ღამისას დაიწყო
დელგმა, მოჰხეთქა ღვარები,
გატეხეს, თუ სად ლოდების
ხევებში იყო კარები
და სწორედ არ მიუტანეს
ბარს მთისა დანაბარები.
ხშირად დაედვა ბალახთა
ღრუბელთა ცრემლის ცვარები,
გაჰქრა და აღარცა ბჟუტავს
ხახმატს ლოდებზე სანთლები.
აღარსად ხევისბერი სჩანს,
აღარც მლოცავი მტირალი,
მარტო საჯარის ყორეა
მრისხანედ გამომზირალი
და კლდეებს არღვევს არაგვი
გაბეზრებული, მყვირალი.

3.3.10 X

▲ზევით დაბრუნება


როგორაც შენ

დილაზე ფრთა-დაკეცილთა,
ნამტირალევთა ღამითა,
მთებზე ეძინა ნისლებსა
მიტკლით შაკრულის თავითა;
ზოგჯერ რო გაგვახარებენ
მაცოცხლებელის ცვარითა,
სხვა დროს ბედს გვაწყევინებენ
ჩანადინარის ავითა.
დაბლა ჭალა და ხევები,
გუშინ სავსენი ზვავითა,
დღეს სიცოცხლითა ხარობენ,
გაბადრულნია მწვანითა,
და კოშკი დაფიქრებული
ხეობას დაჰმზერს მაღლითა.
კოშკში მოსჩანან ქალები,
როგორც ყვავილნი მთისანი, -
სძლევენ მტერს, თუ ვერ ხევსურნი -
მათ სასაუბრო ის არი.
სათოფურებით ჩაჰმზერენ
მოუსვენარად ჭალასა
და ახვეწებენ თავის ჯარს
ღვთისა და ხატის ძალასა.
აქით კარგად სჩანს მიდამო:
მთა, მთის ყელები ყოველი,
ვერ დაემალვის კაცის თვალს
მწერი, ვერც ერთი ცხოველი.
ზოგები სხედან ფიცარზე,
ჰბჭობენ, თან ჰქსოვენ წინდასა,
ისინიც სამშობლოსადა
ლოცვას ამბობენ წმინდასა.

სანდუა (დედაკაცი)

მზიავ, გულ-შამოყრითა ხარ
შენ უფრო სხვებზე მეტადა;
ქმარას თუ ჰნანობ, თვალ-შურთხო,
ვერ ჰქშერობ მოსაკვლელადა,
არა გცოდნია, რო ომსა
ის ჰსახავს თავის ბედადა
და მინდიაის მამკლავი
ჯერ არ გაუზდავ დედასა.
მაშ მე რაღა ვქნა? ჩემები
ბევრნი წავიდნენ ლაშქარსა:
ჩემ კაცი, ძმანი სამნივე
არ მაჰკლებიან ამქარსა.
შენს ქმარს ხო ვერვინ აჯობნებს,
ძველებურს იზამს ნაქნარსა,
როგორაც ბევრჯელ უწინა,
ეხლაც მტერს მისცემს ზიანსა:
ვისაც მაუკლავს, ის მაჰკლავს
ხარსა ირემსა რქიანსა.

მზია

ვაჰ მე, რო ვეღარ იბიჭოს,
ისეთს სიზმრებსა ჰხედავდა:
მთელს ერთს წელს სნეულსა ჰგვანდა,
თავის ხორცთ კბილით ჰკვნეტავდა.
ცოლ-შვილთ გაგჟლეტთო, იძახდის,
თუმც რადღაც არა ჰბედავდა.
ხატ-ღმერთს მიეყრდნო, შასწირა,
თუ სად რა გვყვანდა საქონი,
მოვიდის, პურიც არ ჭამის,
ვაპატიჟოდი რამდონი.
მარტოკაც ბევრჯელა ვნახე,
ჩუმად, ბალღივით ტიროდის:
“დავკარგე ძვირი საუნჯე”,
თავისთვის ამას იტყოდის.
სულ ბანზე იჯდის ღამითა,
აშტერდებოდა ცასაო,
მოსულს და წასულს, არავის
აღარა სცემდა ხმასაო;
აღარც სტუმარი უნდოდის,
ჩვენ ხომ არა და აღარა,
ამ ცოტა ხანში თმა-წვერი
დარდმა თუ გაუჭაღარა?!.
ბევრჯელ ქურდულად ბნელაში
დაუყუროდი ჩუმადა,
მაგრამ მის მარტოდ ყოფნასა
მე ვერ შაუვედ გულადა.
რომ თავს და ხალხსა ტიროდის,
ის კი შავიგენ სრულადა:
“ვეღარას ვარგებ ქვეყანას”,
ტიროდა დაფარულადა.
ცოლ-შვილთ კი, უფრო ბოლოს დროს,
გვეკიდებოდა მტრულადა.

სანდუა

ჩვენ ეგ არ გაგვიგონია,
პირველად მესმის შენგანა:
მე ისივ მინდია მგონავ,
შასადარები მზესთანა.
მაგას, ათასი იუბნო,
არ დაგიჯერებს ქვეყანა.
მიკვირს, ეგ შენთან ნათქვამი
რად არ იუბნა სხვებთანა?
ვითომ რას ცოდნას გლოვობდა,
რომელს ცოდნაზე ჩიოდა?
ან თქვენ რის დამნაშავეთი?..
გული იმ რიგად სტკიოდა,
რომ ცოლ-შვილთ დასალევადა
ხმლისკე ხელ მიუდიოდა?!.

მზია

ისიო, იმას ამბობდა,
ემათ მზემ, არ ვსთქვა მრუდია, -
ხელი დაადო შვილებსა,
ორივ მის გვერდზე ჰყუდია, -
რომ თქვენგან ცოდვაში შაველ,
არ-საქნელი ვქენ საქმეო:
შეშა ვჭერ, ნადირი ვხოცე,
როგორც უბრალო რამეო.
ყვავილნი ხმას აღარ მცემენ,
აღარც ვარსკვლავნი ღამეო.
უფლისგან მომადლებული
დიდი ცოდნა და ძალია
დავკარგე შენის აყოლით,
წელზე რადღა მრტყავ ხმალია?
და სხვა ამგვარი ათასი
შამიგმის პირზე ცოფითა
და ორჯერ-სამჯერ გადურჩი,
კინაღამ მამკლა თოფითა.
ალბათ ჯერ იმედი ჰქონდა,
ხატებს ეხვეწა, იშრომა...
თან ჩვენაც ვებრალებოდით
და არ დაგვხოცა მიტომა.

სანდუა

თუ მართალია, რაცა სთქვი,
შენგან ცოდვაში შავიდა,
უნდა მოგეჭრას ეგ ენა,
მაღლა დაგკიდონ კავითა,
ძირს ცეცხლი შემოგიკეთონ,
დაიწვა იმის ალითა:
ქვეყნის ცოდვაში ჩამდგარხარ,
ჩვენ ხო ვართ იმის ძალითა!

მზია

ჰო, თუ ბრალი მაქვ რაიმე,
ღირსიც ვიქნები დასჯისა;
ის ცოდვა რად უნდა იყოს,
ფიქრი რო მივეც გარჯისა?
ცოლ-შვილნ თუ უნდან ვაჟკაცსა,
შნოც უნდა ჰქონდეს ხარჯისა.
ჩვენ საქმე ვიცით, დიაცთა
რა გაგვეგება აბჯრისა...
ეს თითონ უნდა ეფიქრა,
კაცი იმისთვინ კაცია:
ერთს თუ სხვისათვის არ უვნავ
და არა გაუტაცია,
ბრალი რად უნდა დაედვას
ალალს, არ მქნელსა ცოდვისა?
ცოდვა ერთისა სხვამა ზღოს, -
მადლად სად თქმულა, როდისა?
რაღაც ცუდს გრძნობდა მაინცა,
იმითა სწუხდა ბეჩავი,
ჩვენზედ იყრიდა ბოლოს ჯავრს,
საქმის წინადვე მხედავი.
წუხელაც ცუდ სიზმარ ვნახე,
რა-რა იქნების, ნეტავი?!

სანდუა

რა ჰნახე, მზიავ,მიამბე,
იქნება ახდეს კარგადა
და არ გაგვხადოს უფალმა
დასალევ-დასაკარგადა?

მზია

ცუდი რამ ვნახე, სანდუავ,
საზარო, გულის მგმირავი,
სულ-ხორცის ამაშფოთები,
გონების ამაზრზინავი:
მოვარდნილიყო ღვარები,
როგორც დევები მქშინავი;
თან მაარღვევდენ მთა-ბარსა,
იდგა დგანდგარი, ღრიალი,
ცა-ხმელთა დაქცევას ჰგვანდა,
ისეთი ისმის გრიალი.
მთებსა სტყდებოდა წვერები,
დაბლა ხევებში წვებოდენ;
მთებთან ერთადა კლდეებიც
თოფებივითა ტყვრებოდენ.
ცა ისეთი ჩნდა, ვით კუპრი,
შავად ჰღელავდა, შხიოდა,
კუპრს აწვიმებდა მიწასა,
ცხელი წვეთები სცვიოდა,
ღვარები ისევ საზარლად,
შეუპოვარად დიოდა.
“გვიშველეთ, ვიღუპებითო”,
ათასგნით ხალხი ჰკიოდა.
მართლაც ვუყურებ, რომ მოაქვს
წყალს ხალხი, ფარი, ხმალია,
ათასგან ციხე ირღვევა,
ქავ-ციხეებთან სახლია;
ამოდენს საბრალოობას
მარტო მოზარე აკლია,
ჩვენ ვითომ არა გვიჭირდა,
ვითომ უვნებლად ვიყვენით,
ბოლოსა ვნახე სახლკარით
რომ ჩვენაც გავირიყენით.
მოასქდა ღვარი ზენაით,
ლიბო მაჰგლიჯა ციხესა
და შეურია ისიცა
დაბლა არაგვის რიყესა.
სახლიც წაიღო ჭერხოთურ,
გაგვიყოლია ჩვენაცა,
მინდა ვიძახო - მიშველეთ,
ვეღარ ვაგებდი ენასა.
ბალღებს კი გულში ვიკრავდი,
ხატ-ღმერთსა ვსთხოვდი შველასა.
თან გამოსვლასა ვცდილობდი,
ვეგანებოდი კიდესა;
ბალღებს ვაფარებ პირებზე
შავის მანდილის რიდესა.
და რამდენჯერაც მივჯარდი
ნაპირს, იმდენჯერ მქისია,
კაცების სახე წინ დამხვდა
შავები, როგორც ფისია.
ხელი მკრეს, წყალშივ ჩამაგდეს,
თან გადმომძახეს ისია:
“სად მოხვალ? წადი, წყალს გაჰყევ,
ბძანება არის ღვთისია!”
და ამ დროს ვნახე, ჩვენს წინა
წყალს მიაქვს ჩვენი კაცია,
შამომიბრუნდა და მითხრა,
ტკბილი ხმა ჰქონდა, ნაზია, -
“გთხოვ, მაპატიო, მზიაო,
რაც გლანძღე, გაგაბრაზია;
რასაცა ჰხედავ ჩემს თავზე,
ღირსი ვარ, სწორედ ახია,
ბალღები არ დამიჩაგრო,
გთხოვ, კარგად შამინახია!”
მტერს, რომ მე წუხელ ვიტანჯე,
მე რო სიზმარი ვნახია!..

სანდუა

მაშ ვერ გამოხვედ, წაგიღოთ?

მზია

ვერა... წაგვიღო, სანდუავ,
დედა-შვილები ყველანი.

სანდუა

ავი ნურაიმც მოგივათ,
ღმერთმა გამყოფნესთ მთელანი.

საერთო ხმა ქალებისა

მოდიან, მოდის ლაშქარი,
ღმერთო, დასწერე ჯვარია!..
მზიავ, წამოდეგ, გაჰხედე,
აგერა შენი ქმარია,
დროშიონთ მასდევს მხარ-და-მხარ,
ამომავალი მთვარია.

ერთი დედაკაცი

აგერა ჩვენებ ვაჟები,
დედა ენაცვლოსთ მხრებშია...
ვაჰმე, რა ლამაზებია,
ვინ ჰნახავს იმათ მკვდრებშია!..
ღმერთიმც ნუ მახილებინებს
მაგ ამბავს თავის დღეშია.

მეორე დედაკაცი

გაჰხედე, ჩემ უნცრუაი
იმეებს მისდევს გვერდშია.
რა მშვენივრები მიდიან,
დედა ენაცვლოსთ მკერდშია!..

გასათხოვარი ქალი

დამც ენაცვლება თოთიას,
ვერ-როგორ ვარჩევ ხალხშია.
ვნახე... ძლივ სადამ ვიცანი
მიხვრა-მოხვრაზედ, ტანშია.
ლაგმის პირს უჭამს ულაყი,
დაძაგრულია მკლავშია.

მეორე ქალი

ჩვენ უშიშაიც მარჯვეს ჰყავ,
როგორ აგელებს ლურჯასა!..
საქმე რო ხმალზე მიდგება,
არც ეგ დაიწყებს კუნჭვასა.
მაშინამც მაყურებინა,
ფარს რო დაუწყებს ბღუჯვასა.

ირველი ქალი

მე ვერ ვნახავდი ჩემს ძმასა,
გამიძნელებდა სუნთქვასა:
პირს სხვაგნისაკე ვიზამდი,
თვალთ დაუწყებდი ხუჭვასა.

მეორე ქალი

მე არა. ძმისა სიკეთე,
კარგი ყოფნა და სახელი
ისრე კი მინდა, ზექუავ,
როგორც ბნელაში სანთელი,
დამაშვრალს, მომშიებულსა
მოსვენება და საჭმელი.
კარგია, ძმისა სიკეთე
რო არს ყველაის სათქმელი.

პირველი ქალი

ეგ ვის არ უნდა, შვენაო,
ვინ არი ისე ჭკვა-თხელი?
მაგრამ და თვალ-დამწვარია
ძმის გასაჭირში მნახველი.

მეორე ქალი

უმისოდ სახელს ვინ მისცემს,
თუ კი არა ქნა საქნელი?!.

საერთო ხმა

ღმერთო, უშველე, ხატებო,
თქვენ უწინამძღვრეთ მხედართა,
ეგრევ უვნებლად გვაჩვენენ,
როგორაც ეხლა ვხედავთა.
ბევრისა გული ღელავდა
ათასნაირის შიშითა -
ნურც ვის კი გაუკვირდება,
კაცთ ეს მოგვიდის ჯიშითა,
საშიშს დროს საყვარელს საგანს
რო ვიგონებდეთ შიშითა!..

3.3.11 XI

▲ზევით დაბრუნება


შამწკრივდა მთაზე ლაშქარი,
დიდს ვაკეზედა გროვდება.
თოფ-იარაღის ბრჭყვიალი
მზის სინათლესთან სწორდება.
ცხენთ ტერფით ჩამონაგლეჯი
თავქვე ლოდები გორდება.
აქვე შაექნათ თათბირი
მტრის დასახვედრელს წესზედა:
ვაკეს ადგილზე ჩავიდენ,
თუ მიეგებნენ სერზედა.
ყველანი ფეხზედა დგანან,
ხელები უდევთ ხმლებზედა.
თვალები ყველამ მინდიას
მიაპყრო, პასუხს ელოდდენ:
ის რომ არაფერს ეტყოდა,
ხევსურნი ერთხმად ეტყოდენ.

ლაშქარი

მუდამ შენს რჩევას ვრჩეობდით,
არც რა ზარალი მოგვსვლია.
როგორ მოვიქცეთ, გვირჩიე,
შენი პასუხი მოკლია?!

მინდია

მე ვერას გირჩევთ, ხევსურნო,
აღარ ვვარგივარ მრჩევლადა:
ის სხვა დრო იყო, სხვა ჭკუა,
ეხლა კი ჩემი ნარჩევი
გამოგადგებათ ძნელადა.
აწონ-დაწონეთ, ჯარი ხართ,
ფიქრი შეკარით მთელადა.
მე მარტო უნდა ვიომო,
მიტომ გამოვედ ველადა;
ან როდის საუკუნოდა
მე ხალხმა გამაბელადა?!.

ლაშქარი


ღმერთი გაუწყრესთ და ხატი,
ვინც რომ შენს რჩევას იქითა
ფეხი გადადგას საომრად,
თუნდ თავში სცემონ მჯიღითა:
მოკვდეს და პირი აევსოს
ცივის სამარის თიხითა.

მინდია

კარგია... რა ვქნა, არ მწადდა
გავრეულიყავ რჩევაში.
გეტყვით, რადგანაც ჩამქსოვეთ
ამდენს ფიცში და წყევაში.
სხვას ვერას გირჩევთ: დაუხვდეთ
ქისტებს მოწამლულს ხევაში.
უსიამოვნო ჩურჩული
მორთეს ერთურთში მხედრებმა;
დარდი დაჰბადა ადგილმა
ქისტების დასახვედრელმა.
მაინც რას იზმენ?.. ვერაფერს,
რაკი სთქვეს, დაიფიცესა,
უარს ვერ იტყვის ლაშქარი,
უნდა იქითკე ვლიდესა,
საცა მინდიამ უჩვენა
ადგილი საომარია,
თუნდ ერთმაც აღარ იცოცხლოს,
ყველაც იქ დარჩეს მკვდარია.
აღარა ეთქმისთ, წავიდნენ,
დროშა ამართეს წინათა,
მსუბუქად მოაბიჯებენ,
შავარდნებს ჰგვანან მფრინავთა,
თან გადიყოლეს მზის სხივი
შუბისა წვერთა მბრჭყვინავთა.

3.3.12 XII

▲ზევით დაბრუნება


ორი დღე არის მთას იქით
ომია, დიდი ვაება:
მეტად სასტიკი ბრძოლაა,
ვეფხვები ლომებს შაება
და სისხლის თოკი მთიდამა
დაბლა ჭლამდე გაება.
ორსვე ერთგვარად არ ჰნახავს,
ერთს გაუმარჯვებს ღვთაება.
ხუთსა თუ ექვსსა ხევსურსა,
შამურვილებსა სახითა,
კაცი მოჰქონდათ ხელდახელ
შაკრული კაბალახითა.
პირ-აქათ გადმოიყვანეს,
დაბლა დააგდეს ვაკეზე
და სამდურავით მიჰმართეს
ჯავრ-მოსულებმა ბაგეზე.

ხევსურნი ერთად

კაცო, რად იკლავ ძალად თავს, -
ძალად სიკვდილი გწადიან?
შიგნით რომ იწევ მტრის ჯარში,
ხომ ხედავ, რასაც სჩადიან?!.
დღემდე ჩვენ ვთელეთ ეგენი,
ახლა ეგენი დადიან
ჩვენზე, და იქნებ, მინდიავ,
ჩვენც მოვაგვაროთ სხვა რამე,
ვეცდებით, ბინდმაც ხო გვისწრო,
რო გავისარჯნეთ ამ ღამე.
ეს სთქვეს და იმ წამს გაბრუნდენ,
გაიქცენ როგორც ქურდები,
ამოღებული ხმლები აქვთ,
ხელში უპყრიათ შუბები,
ძნელია, თუკი ვიფიქრებთ,
სიკვდილ-სიცოცხლის წუთები;
რა ქნან! რო შარცხვენ, ძნელია,
ტანზე ჩაეცმისთ ჯუბები,
თავს დაეხურვისთ მანდილი,
და მოეხდებათ ქუდები,
თუკი არ გაირჯებიან,
როგორც ლაჩრები, ცუდები.
ტყვე კბილებს აღრჭენს და ცდილობს,
უნდა გაიხსნას ხელები,
დიდხანსა წვალობს, გორაობს,
ვარმისგან განაცხელები.
ძმებთან სწადიან სიკვდილი,
აღარ რჩებიან მთელები,
უჭირსთ და აღარსადა ჰყავ
ლაშქარი მისაშველები.
ღამეც გახშირდა კარგადა,
ტყვემ აისრულა წადილი,
ორივე ხელი გაიხსნა,
ფეხზე წამოდგა დაღლილი
და ამ დროს ნახა სოფლებში
ცეცხლები, - ცუდი ნიშანი.
გაიგო, რაც მომხდარიყო,
აღარ უნდოდა მისანი.
გაშრა, გაფითრდა, ცრემლი კი
არ მოსდგომოდა თვალებში;
სულ გულში ჩაგუბებულა
და გაბნეულა მკლავებში...
ქუდს იხდის... სიტყვა ვეღარ სთქვა,
ხმლის ტარს შაეხო ცერითა,
ამოიწვადა ქარქაშით,
გულს მიიბჯინა წვერითა.
მკერდიდან სისხლი, ვით წყარო,
გადმოუვიდა ჩქერითა,
მთვარემაც გადმოაშუქა
საჯიხვეების სერითა
და დააშტერდა თავის-მკვლელს
მოზარე ქალის ფერითა...
ნიავიც მიდ-მოდიოდა
უდარდოდ, ნელის მღერითა...
ფრთა გაჰკრის წვერსა ხმლისასა
ამოღერებულს ენითა,
შაღებილს ჭიაფერადა
კაცის გულ-მკერდის წვენითა,
და გათამაშდის მწვანეზე
ლაღად, მოლხენით, სტვენითა.

1901 წ.

3.4 სტუმარ-მასპინძელი

▲ზევით დაბრუნება


3.4.1 I

▲ზევით დაბრუნება


  სტუმარ-მასპინძელი

ღამის წყვდიადში ჩაფლული,

გამტკნარებულის სახითა,
გამტკნარებული - გაფითრებული..
  მოსჩანს ქისტეთის მიდამო
სალის კლდეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,
გულამღვრეული ჯავრითა.
გადმოხრილიყვნენ მთანიცა,
ხელ-პირს იბანდენ წყალზედა;
ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა - სისხლს ვერ ეგუებიან.
 

ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რამ მოდის გზაზედა.
გზას ვამბობ, თორემ რა გზაა.
ვიწრო ბილიკი კლდეზედა?
სავალად მეტად ძნელია,
ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა.
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა, -
საამო არის საცქერლად
დიაცის უბესავითა.
სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა
დაფიქრებულის სახითა.
ყურს უგდებს არე-მარესა,
გულ-ლაღობს სანახავითა.
სტუმარი ცოტა ხანისა
ხვალ სხვაგან წავა აქითა.
წავა, გადივლის გორებსა,
ქედებსა ყინულიანსა;
აბნელებს, უხილავად ჰქმნის
ქვეყანას ხილულიანსა.
თუ მონადირეს ატირებს,
გზა-დაკარგულსა კლდეშია,
ალაღებს მგელსა და ქურდსა,
მოარულთ სიბნელეშია.

 

3.4.2 II

▲ზევით დაბრუნება


  ზევიდამ ვინღაც უცნობმა
კლდის ლოდი გადმოაგორა,
მგზავრმა შეჰხედა პირ-აღმე,
წინ უდგას მაღალი გორა.
ყურს უგდებს... ცოტა ხანს შემდეგ
მოესმა ქვიშის ჩხრიალი.
მგზავრი სიათას იმარჯვებს:
მტერი არ იყოს ტიალი.
შესცქერის გაფაციცებით
ფეხზე შემდგარის თოფითა,
ჰხედავს, რომ მოალაჯუნებს
კაცი ორ-კაპის ჯოხითა.
შავი რამ მოსთრავს პირ-თავქვე,
ქვიშა ქანავდა იმითა.
არას ამბობდა უცნობი,
სიტყვა არ მოსდის პირითა.
უპრჭყვინავს სალტა თოფისა,
ვით წვიმის ცვარი დილითა.
- ვინ ხარ, რა სულიერი ხარ,
რას იარები ამ დროსა?
- ვინ გინდა? მონადირე ვარ,
კაცს შენ ვერ გხედავ სანდოსა.
- რაობით სანდო არა ვარ?
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
ვითომ, რომ დავხეტიალობ
შენებრ ამ კლდიან მხარესა?
მეც მონადირე გახლავარ,
დღეს-კი ვეხეტე უბრალოდ.
- წესია მონადირისა,
ხომ მაინც დაჰრჩი უვალოდ?
- ესეც ვალია, ძმობილო,
ძლივს-ღა დავათრევ ფეხებსა,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა - სისხლს ვერ ეგუებიან.
  სულ დავიარე ჭიუხი, ჭიუხი - წვეტიანი კლდე, კლდოვანი მთა.
  არა ვსტოვებდი ხევებსა.
ზედ შავი ნისლი ჩამოწვა,
ნიავი მოსცა ძლიერი,
ხევებით შემომღმუოდა,
როგორაც მგელი მშიერი.
თვალ-წინ გზას ვეღარ ვირჩევდი,
კლდეზე გადვარდნას ვლამობდი,
ხამად ვარ, გეზი არ ვიცი,
ამით ძლიერა ვწვალობდი.
ბევრგან დავაფთხე ნადირი,
ცხადად ფეხის ხმა მესმოდა,
ან როცა გადაფრენილის
ჯიხვის რქა კლდეებს ესმოდა.
ის იყო გულის საკლავი,
თვალით ვერაფერს ვხედავდი,
სროლას, ან მოკვლას ვინ იტყვის,
წინ სვლას ვეღარა ვბედავდი.
უცნობი ახლოს მივიდა,
შორი-ახლოსა მდგომარე,
“გამარჯვებაო” მისძახა,
“ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე”.
- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,
ჰხოცო ნადირი მხტომარე.
- აი, ნადირი, რას სჩივი? -
უჩვენა ჯიხვი რქიანი, -
მკვდარი, რქებ-გადაგდებული,
დადუმებული, ჭკვიანი.
თუ გინდა ეხლავ გავიყოთ,
როგორც ამხანაგთ, ორადა,
ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი,
გავინაწილოთ სწორადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
სახლი არ მიდგა შორადა.
სადაური ხარ, ძმობილო?
სახელიც მითხარ შენია.
ნუ სწუხარ, საზრდო შენთვისაც
დღეს უფალს გაუჩენია.
 
  წილი გდებია შენაცა
ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.
წილი გდებია შენაცა ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია - ტრადიციის თანახმად, მონადირე მოვალე იყო, გზაში შეყრილი მგზავრისთვის ან ხელმოცარული მონადირისათვის გაეყო ნანადირევი.
  რად გიკვირს, არ გეხუმრები,
არც გეფერები პირშია.
მაშ, თუ ეს ასე არ არის,
რად შამეფეთე ამ დროსა?!
შაჰრცხვეს, ჩემს თავად, ვინც შენა
ნაწილი დაგიკარგოსა.
რა გქვიან? სახელი მითხარ,
ხევსური სჩანხარ იერით.
- ნუნუა მქვიან, ძმისაო,
გადმოხვეწილი ჭიელით, -
იცრუა ზვიადაურმა,
თვისი სახელი დამალა.
რა ქნას? მის სახელს იცნობენ,
ქისტებს ბევრს სისხლი ავალა;
ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,
უდროდ საფლავში ჩალალა.
- შენი სახელიც მასწავლე,
ჩემი ხომ გითხარ მართლადა.
- ჯოყოლა მქვიან, ძობილო,
ალხასტაისძე გვარადა;
არ მოგვიხდება, ერთურთში
სიტყვა ვიუბნოთ მცდარადა.
სახლი აქ ჯარეგას მიდგა,
ქავი და ციხე კარადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
მე გაგიძღვები თავადა.
თუ კარგად არ დაგიხვდები,
არც დაგიხვდები ავადა.
ხვალ თითონ იცი, ძმობილო,
საითაც გინდა, იარე.
ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა,
ზოგიც შენ გამიზიარე.
- საცა არ მიხნავ, ძმობილო,
იქ ვმკო - ეს სადაურია?
ყელი მოგიჭრავ ჯიხვისთვის,
ფეხებიც ჩატყაულია.
გესტუმრო, უარს არ გეტყვი,
გიშველი ჯიხვის ზიდვასა,
წილს-კი არ მოგთხოვ, იცოდე,
თავს არ ვაკადრებ იმასა.
შამოატყავეს ნადირი,
წავიდნენ ჯარეგაშია,
ბევრი იუბნეს ამბავი,
ერთურთს გაეცნენ გზაშია.
 

3.4.3 III

▲ზევით დაბრუნება


  მივიდნენ, კოშკები დაჩნდა,
აქა-იქ ჰყეფენ ძაღლები;
კარებში იცქირებიან
ცნობისმოყვარე ბალღები.
დაეტყო ცხადად კლდის მსგავსად
სიპით ნაგები სახლები.
- აი, ეს ჩემი ოჯახი,
ჩემი ციხე და სახლია;
მობძანდი, როგორც ძმა ძმასთან.
ნათლიმამასთან - ნათლია.
ცოლს დაუძახა ჯოყოლამ:
- გამოიხედე კარშია! -
ეტყობა თავმოწონება
მასპინძელს საუბარშია.
სდგანან დერეფანს, უცდიან...
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა - სისხლს ვერ ეგუებიან.
  ცეცხლი ჰკრთებოდა ღველფზედა, ღველფი - აქ: კერა.
  ჩონგურს უკრავდა, დროული
კაცი რამ უჯდა გვერდზედა.
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა:
როგორ არბევდნენ ფშავ-ხევსურთ,
სისხლს არ არჩენდენ ძმისასა;
ყველგან მადლობას სწირავენ
მარჯვენას კაის ყმისასა.
გამოჩნდა ქალი ლამაზი,
შავის ტანსაცმლით მოსილი,
 
  როგორაც ალყა ტანადა, ალყა - აქ: ტანწერწეტა.
 

ვარსკვლავი ციდამ მოცლილი.
- აი, სტუმარი მოგგვარე, -
ღვთის წყალობაა ჩვენზედა, -
როგორც დაგვხვდები, დიაცო,
ეხლა ჰკიდია შენზედა.
ქალმა სალამი მიართო:
- სტუმარო, მოხვედ მშვიდობით!
- შენდაც მშვიდობა, გაცოცხლოს

 
  თავის ქმრითა და წილობით! წილობით _ შვილებით, შთამომავლებით.
  სტუმარს აბჯარი წაუღო,
მიიპატიჟეს შინაო;
ქალი მისდევდა უკანა,
ჯოყოლა მიდის წინაო;
თან მისდევს ზვიადაური,
ძმობილი გაიჩინაო.
 

3.4.4 IV

▲ზევით დაბრუნება


  კაცი რომ სჩანდა სახლშია,
ჭაღარ-შერთული, ხნიერი,
წამოდგა ისიც ფეხზედა,
როგორც კლდის ვეფხვი, ძლიერი.
სტუმრად მოსული უცნობი,
სტუმარს პატივს სცემს სხვისასა,
ფეხზე ადგომა წესია,
წესს ვერ დაარღვევს მთისასა.
მაგრამ, როს ნახა უცნობი,
ფერი დაედო მგლისაო;
ადვილად აიცნობოდა,
რასაც ფიქრობდა ისაო.
არ ეჭაშნიკა დროულს ქისტს
დანახვა უცხოს ყმისაო.
გული სცემს ბრაზმორეული,
სახეც არ ჰმალავს ამასა,
ხანჯრისკე ხელი მიუდის,
ჩუმად სინჯავდა დანასა,
მაგრამ სტუმარი სხვის სახლში
ვერ გაჰშლის ხათაბალასა.
ადგა და ჩუმად გავიდა,
თითზე იკბინა მწარედა,
სამჯერ ჩაიკრა გულს ხელი,
როცა გავიდა გარედა.
წავიდა. კარი-კარ დადის,
ენასა ჰლესავს შხამითა:
“ქისტებო, ჩვენი მოსისხლე
შემოგვეპარა ღამითა.
სჩანს, რო ჯოყოლა ვერ იცნობს,
არ უნახია თვალითა
ეგ ჩვენი ამომგდებელი,
ჩვენი მრბეველი ძალითა;
გაუმაძღარი მუდამ ჟამს
ჩვენის სისხლით და ძვალითა
დღეს ჩვენს ხელთ არის, ვეცადოთ,
ვაგემოთ გემო მწარია,
მაგათ მოკლული ამ ზაფხულს
 
  გვყავს უპატრონო მკვდარია. უპატრონო მკვდარი - მიცვალებული, რომლის სისხლის აღება, სამაგიეროს გადახდა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, ვერ უპატრონეს. აქ: ქისტებმა მიცვალებულს ვერავინ შესწირეს, საიქიოს მოსამსახურედ ვერავინ გაუგზავნეს.
  სთქვით, თუ არ ვამბობ სიმართლეს,
თუ ჩემი სიტყვა მცდარია?!
 
  გაიგოს ჩვენმა დუშმანმაც, დუშმანი - მტერი.
  არ გვაქვს უჯიშო გვარია.
მიკვირს ჯოყოლას ჭკვისაგან,
მტერს რად გაუღო კარია,
ვისა ჰმასპინძლობს ჭკვათხელი,
ცნობაზე რად არ არია?!
ცხვირიდამ უნდა ვადინოთ
ზვიადაურსა ძმარია,
თუ არა, დიაცთ დაუთმოთ
ჩვენი ხმალი და ფარია”.
აღელვდენ ქისტის შვილები,
ყველამ შაიბა ხმალია,
აღელვდა მთელი სოფელი:
ბალღი, კაცი და ქალია.
უნდა შასწირონ თავის მკვდარს
ზვიადაურის თავია;
უნდა მტრის საფლავზე დაკლან,
როგორაც წესი არია.
გაგზავნეს ერთი მზვერავი,
თან აბარებენ ჩუმადა,
მივიდეს ჯოყოლასთანა
მეზობლურადა, ძმურადა;
სოფლის განზრახვა არა-გზით
მას არ ჩაუგდოს ყურადა.
ივახშმოს, იმუსაიფოს,
გაიგოს სტუმრის ლოგინი;
ღამე დაესხნენ, შაკონონ,
არ უნდესთ ბევრი ლოდინი.
მივიდა მოყურიადე
 
 

ლაქარდიანის ენითა,

სახელს ულოცავს ჯოყოლას,

ლაქარდიანი - ტკბილშემპარავი, მლიქვნელური.
სახელს ულოცავს ჯოყოლას - ჯიხვის მოკვლა ვაჟკაცურ საქმედ ითვლებოდა და ამის გამო გამარჯვებულად მიიჩნევა ჯოყოლა.
  ლაღობს, არ არის წყენითა.
ხალვათობს, ამბობს ამბებსა,
ენას აკვესებს კვესითა.
ვინ იცის, გული სავსე აქვს
გველის შხამით და გესლითა.
ივახშმეს. თვისი სტუმარი
მასპინძელს მოსწონს გულითა.
“კარგი ვაჟკაცი ეტყობა”, -
ფიცულობს თავის რჯულითა:
“ეს ერთი ცნობა, ხვალ ძმობა,
ერთად შევთვისდეთ სულითა”...
მიიპატიჟა საძილედ,
 
  დაუთმო თვისი ლაჭანი. ლაჭანი - წნელისგან დაწნული საწოლი
  - არაო, - სტუმარი ეტყვის, -
არ მინდა ლეიბ-საბანი.
მე დერეფანში დავსწვები,
შინ ძილს არც-კი ვარ ჩვეული...
ასრულდა მისი წადილი,
გულიდამ ამოწეული,
მოყურიადეს ეს უნდა,
ამად არს აქ მოწვეული.
წავიდა გახარებული,
შეატყობინა ყველასა.
მამლის საჯდომი თუ იცის,
მეტი რა უნდა მელასა?!
 

3.4.5 V

▲ზევით დაბრუნება


  - რა ამბავია, დიაცო?
ხმალი მინდა და ხანჯარი!
სახუმრო საქმე არაა,
თავზე დაგვესხა მტრის ჯარი!
ნამდვილ აკლებას გვიპირობს,
გვღალატობს ჩვენი სტუმარი;
ძმობით და მეგობრობითა
შემოგვაპარა ლაშქარი!
სუ, დაიცადე!.. მოვსტყუვდი...
ჩვენი ქისტები არიან.
რისთვის მოვიდნენ ამ დროსა,
რას ბჭობენ, ვის რა სწადიან?!
ყური დაუგდე კარგადა,
კაცისა მესმის ხრიალი.
რა მქისე ხმაურობაა,
რა საზარელი გრიალი!
ჩემს სტუმარსა ჰკვლენ, სწორედა,
უდგასთ ხანჯრების პრიალი.
უყურე უნამუსოთა,
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!
ჩაიგდეს ჩემი კაცობა,
 
  ფეხს ქვეშ ტყლაპივით სთელავენ, ტყლაპი - აქ: დაგლეჯილ ქალამანში ჩასაფენი ჭინჭი, ტყავი.
  გავიგო, აბა, წავიდე,
რაზე, რისთვისა ჰღელავენ?!
ეს სთქვა ჯოყოლამ, წამოდგა,
ხელ-ხანჯრიანი წავიდა.
გააღო სახლის კარები,
შეუპოვარად გავიდა.
- რას სჩადით? - შემოუძახა: -
ვის სტუმარს ჰბოჭავთ თოკითა?
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?
ჩემს სჯულსა ვფიცავ, სისხლს დავღვრი,
განანებთ ბრიყვულს ქცევასა,
განანებთ, თუმცა ძმანი ხართ,
ჩემის კაცობის ქელვასა!..
- რას ამბობ, შტერო, რას ამბობ?
რად არ მოდიხარ ცნებასა?
მოსისხლე სტუმრის გულისთვის
ძუძუს ვინ მოსჭრის დედასა?! -
შემოუძახეს ქისტებმა
ერთხმად, ძლიერად, ჭექითა: -
შენ და შენს სტუმარს, ორივეს
ერთად გადგისვრით ბექითა.
თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტების ამომგდე
სტუმრად რადა გყავ სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.
ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა,
პირს სინანული წაესო,
თითქოს ნატყორცი ისარი
ზედ გულის კოვზზე დაესო.
- თვით ამან მოჰკლა შენი ძმა
არყიანებში თოფითა,
ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა,
გადალესულსა ცოფითა.
“გახლავართ ზვიადაური!” -
ჩამოგვკიოდა გორითა;
სულ კარგად ვიცით, ცხადადა,
თვალს ვადევნებდით შორითა.
აავსო ფშავ-ხევსურეთი
აქით წასხმულის ძროხითა.
უკან გაუდგა ლაშქარსა
 
  ფეხმარდი, ლეგის ჩოხითა. ლეგა - რუხი, ნაცრისფერი.
  თავს რად იმურტლავ, ბეჩავო,
გაუმაძღარის ღორითა?
გული როგორ არ გერევა
მაგასთან ჯდომა-ყოფნითა?!
- ეგ მართალია, იქნება...
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.
დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითაც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.
მე გთხოვ გაუშვა, მუსაო,
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.
ვის გაუყიდავ სტუმარი?
ქისტეთს სად თქმულა ამბადა?
რა დავაშავე ისეთი,
რომ მომიხედით კარადა?
თვის რჯული დაგვიწყებიათ,
მიტომ იქცევით მცდარადა;
ჩემს ოჯახს პასუხს რით აძლევთ?
სახლში ხართ, განა შარადა!
ვაი თქვენ, ქისტის შვილებო,
მომდგარნო ჩემს კარს ჯარადა!
უიარაღოს აწვალებთ,
გული რასა ჰგრძნობს თავადა?

მუსა (ჯოყოლას)

შენაც ამასთან შაგკონავთ,
თემის პირს რომ სტეხ, თავხედო!
ჩვენის ნარჩევის დარღვევა
შენ როგორ უნდა გაჰბედო?
აჰყეფდი ქოფაკივითა,
აბდა-უბდაობ შტერადა;
ამ გიაურის გულისთვის
ძმებსაც ეპყრობი მტერადა.
არ იცი, რომ შენი საქმეც
დღეიდგან წავა ცერადა?!

ჯოყოლა (მუსას)

რაო? ქოფაკო?! შენ ამბობ?
ახლა ძაღლადაც გამხადე?! -
იძრო ხანჯარი, მუსასა
გულში უმარჯვა ვადამდე.
- უყურე თვით ძაღლს, უყურე,
გამითამამდა სადამდე!
ჩემის კაცობის დამქცევნო,
ლანძღვასაც მემართლებითა?
ალლახსა ვფიცავ, გაგმუსრავთ,
მანამ ამკაფავთ ხმლებითა,
გრისხავდესთ ცა-ქვეყნის მადლი,
უსამართლობას შვრებითა!
- რა ქნა უღმერთომ, რა ქნაო,
გაგიჟდა, ჭკვაზე მცდარია... -
ჯოყოლას თავზე დაეცა
მთლი ქისტების ჯარია,
ხელი შაუკრეს... არ მისცეს
ნება, ეხმარა ხმალია...
ხელ-ფეხშაკრული დერეფანს
დააგდეს, როგორც მკვდარია.
წყევლა ხალხისა ჭექაა,
ნაფურთხი - წვიმის ცვარია.
წამოიყვანეს დაჭრილი,
 
  ზვიადაურიც სტანია.  
  რას ამბობს ზვიადაური?
სახე რადა აქვს მტკნარია?
ბოღმა მიტომ ჰკლავს ვაჟკაცსა,
რომ ხელთ არა აქვს ხმალია:
“ჩამიგდეთ ხელში, ძაღლებო,
კარგი დაგიდგათ დარია”.
ამას ამბობდა დინჯადა,
სხვად არას მოუბარია.
მიჰყავდათ სასაფლაოზე,
სადაც ქისტების მკვდარია,
უნდა თავის მკვდარს შესწირონ,
რომ იქ უზიდოს წყალია,
მსახურად ჰყავდეს, მორჩილად,
 
  და გაუბანდოს ჯღანია... ჯღანი - თასმით ძირგამოწნული ფეხსაცმელი

3.4.6 VI

▲ზევით დაბრუნება


  სოფლისა გაღმა გორია,
დამწვარი, ქვიშიანია.
ბევრი წევს იქა ვაჟკაცი,
გულ-ლომი, ჯიშიანია.
ძირს მისდგამს ბექი მდუმარე,
ნაღვარი, თიხიანია.
 
  ხმალ-ხანჯრის, თოფის მხმარეთი მხმარეთი - მომხრეთა.
 
არა სძგერს გული მაგარი;
იმათ სჭამს მიწა უენო,
სასტიკი, გაუმაძღარი;
მასში ეშლება ყველასა
ადამიანის იერი...
ვერ გვიხსნის სიკვდილის ბჯღალით
ძალა, ვერც სიტყვა ცბიერი.
ბუნების ცოდვა ესაა,
მუდამ საწყინო ჩემია:
ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს,
არავინ გადურჩენია.
ყველა მგზავრთათვის ინთქმევა,
როცა იღუპვის გემია!..
მზე ჯერ არ ამოსულიყო,
ნამს ჯერ ბალახზე ეძინა,
არ დაებერა ნიავსა,
დაბლა არ ჩამოეფინა,
ურიცხვი კაცი და ქალი
ჭალაზე შამოეფინა.
მოჰყავდა ზვიადაური
ხელშეკონილი გროვასა,
ყველას უხარის მის მოკვლა,
ან ვინ დაიწყებს გლოვასა?!
სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან;
კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,
როგორ დიდს ცოდვას სჩადიან.
რამდენი ავსული ვიცი,
წარბშეუხრელად დადიან;
თავის მტანჯველის შემუსრვა
ან კი ვის არა სწადიან?!
 

3.4.7 VII

▲ზევით დაბრუნება


  აი საფლავიც ქისტისა,
ხალხი მოერტყა გარსაო,
მოლა მოჰყვება ლოცვასა,
იხსენებს თავის მკვდარსაო:
“ნუ იტანჯები, დარლაო,
ნუ შეიწუხებ თავსაო,
მოვსდეგით შენი მოძმენი
შენის სამარის კარსაო,
მსხვერპლსაცა გწირავთ, იხარე,
არ გაჭმევთ მტრისა ჯავრსაო”.
- ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა! -
ვაჟკაცი იღებს ხმასაო,
ბეწვს იშლის ბრაზმორეული,
როგორაც ვეფხვი - თმასაო.
საკირის ცეცხლი ედება
სამსხვერპლოს გულის-თქმასაო.
რა მოსდრეკს წარბ-დაღრუბლილსა,
ქედ-ჩაჟანგებულს მთასაო!
აქცევენ ზვიადაურსა,
ყელში აბჯენენ ხმალსაო:
 
  „დარლასამც შაეწირები”, დარლასამც შაეწირები - ქისტების წარმოდგენით, ადამიანი საიქიოშიც ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძნობს, ანუ მას ყველაფერი სჭირდება, ამიტომაც ორთაბრძოლისას მოკლულს მარჯვენას სჭრიან, რომ საიქიოში ხელმეორედ დასამარცხებელი არ გაუხდეთ. ვაჟას განმარტებით, სასაფლაოზე დაკვლა და ამგვარად შეწირვა მაჰმადიან მთიელთა ადათი იყო.
  ყველა დასძახის მასაო.
“ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!” -
უპასუხებდა ხალხსაო.
არ იდრიკება ვაჟკაცი,
არ შეიხრიდა წარბსაო.
გაოცდენ ქისტის შვილები,
ხალხი დგებოდა ყალხსაო.
“ლამის რომ არ შაეწიროს,
ერთი უყურეთ ძაღლსაო!”
ჰყვირიან, თანაც ნელ-ნელა
ყელში ურჭობენ ხმალსაო.
“ძაღლ იყოს”, ყელში ამბობდა,
მანამ მოსჭრიდენ თავსაო!
“უცქირეთ, ერთი უცქირეთ,
არ ახამხამებს თვალსაო!”
სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, -
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა.
და ამ სურათის მნახველი
ერთი დიაცი ბნდებოდა,
ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი,
ხალხზე უკანა დგებოდა.
მიშველებასა ჰლამობდა:
“ნუ ჰკლავთ!” ეძახის გულიო,
ფიქრობდა ბრაზმორეული:
ნეტავი მომცა ცულიო,
ნეტავი ნებას მაძლევდეს
დედაკაცობის რჯულიო,
რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას
გავაფრთხობინო სულიო.
ნეტავი იმას, ვინაცა
მაგის მკლავზედა წვებოდა,
ვისიცა მკერდი, აწ კრული,
მაგის გულ-მკერდსა სწვდებოდა!
ნეტავი იმას ოდესმე
ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!
ქისტები გაწყრენ, იტკიცეს:
ვერ აუსრულდათ წადილი,
ვერ გაუკეთეს თავის მკვდარს
მის შესაფერი სადილი.
დაკლულმა დაჰკლა მათ გული
და გაუცრუა ქადილი.
შეურაცხყოფილთ უნდოდათ
ერთად გაეძროთ ხანჯრები
და გაეკეთათ მკვდრის გვამზე
სისხლით ნაღები ფანჯრები.
მაგრამ ვერ ჰბედვენ, სცხვენიანთ:
“ცოდვაა!” - ყველა ჰფიქრობდა.
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდენ:
ხომ მაგას არ მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა,
ყველა ალლახსა ჰფიცავდა,
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა.
მაგრამ მტერს მტრულად მოექე,
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო.
წავიდნენ. ზვიადაური
ზეზე გაწირეს ტიალად.
თუნდა ძაღლებმა ათრიონ,
ფრინველთა ჯიჯგნონ ზიარად;
არ შაეწირა, ეგდოსო,
ეგეც ეყოფა ზიანად.
ამას იძახდენ ქისტები
თავმოწონებით, ხმიანად.
ამ ხმასვე იმეორებდენ
ბნელი ხევები მთიანად.
ჩამოდგა საღამოს ჟამი,
მთიდამ მზის სხივი ჩამოხდა,
სიბნელე მოიპარება,
სინათლეს სული ამოჰხდა.
დადგნენ, სულ დადგნენ მზის სხივნი,
აღარ ელავდა ქვიშაო;
აღარსადა სჩანს, გამქრალა
თეთრი თმა შავის მთისაო;
ნაღვლით ნაქარგი, ნაქსოვი
სახე იმ სალის კლდისაო,
რო მუდამ მგლოვიარეა,
ცრემლი ანკარა სდისაო.
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარს ძმას - ტირილი დისაო,
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო.
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი,
ხელში - ნატეხი ხმლისაო,
ომს - ლხინი გამარჯვებულთა
და დამარცხება მტრისაო.
ზვიადაურსა გლოვობდა
შფოთვა და ბორგვნა წყლისაო,
ნიავად ჩამონადენი
ოხვრა მაღალის მთისაო.
ცრემლი ნისლების ჯარისა
ნაბრძანებია ღვთისაო.
და წყაროს პირზე დიაცი, -
ტურფა, ლამაზი, - ქისტისა,
შუბლზე და მკერდზე წყალს ისხამს,
დრო და დრო გული მისდისა.
ბევრი იტირა ჩუმადა,
თუმცა დრო და დრო ჰკრთებოდა,
ზვიადაურის სიკვდილი
თვალებში ელანდებოდა.
სტიროდა, მაგრამ ტირილი
არ იყო, ეხათრებოდა:
ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა,
მეორით - ღმერთი აშინებს,
ქისტეთის მტრისა მოზარეს
თავს რისხვას გადმოადინებს.
ეს ფიქრი გონებისაა,
გული თავისას შვრებოდა,
კაცის კაცურად სიკვდილი
გულიდამ არა ჰქრებოდა.
ქალის გულს იგი სურათი
შიგ გაეყარა ისრადა;
იმან დაადვა ლამაზსა
დაკლულის გლოვა კისრადა.
სიბნელეს უცდის, მივიდეს,
ღამით იტიროს მკვდარიო;
იმას აღარა ჰფიქრობდა,
ჯოყოლა როგორ არიო.
ვის ცოლი ვის ქმარსა სტირის?
რას სჩადის ჭკვაზე მცდარიო?!
იქნება ჰკლავენ ჯოყოლას,
სახლსაც შაუხსნეს კარიო!
წამოდგა, იხედებოდა,
როგორც დამთხვარი ნადირი,
ხედნებ-ხედნებით ამოვლო
ხევის კლდიანი ნაპირი;
წყვდიადში საზარლად ისმის
წყალთ ანაძრახი საყვირი.
ამოვლო კრძალვით საფლავთან,
მკვდარსა მუხლ-მოყრით დაეყრდნო,
ქვითინებს გულამოსკვნითა,
ცრემლსა სიპი ქვა დაედნო,
აიხსნა დანა, მიჰმართა
ზვიადაურსა იმითა,
ააჭრა ნიშნად, სახსოვრად
სამი ბალანი პირითა,
 
  ჩიქილის ტოტში შეხვია ჩიქილა - თავსაფარი, ლეჩაქი.
  ბროლის თითებით თლილითა...
ეს რა ხმა ესმის, დგანდგარი?
ყურებს გაუდის ჟივილი...
საფლავებიდან მოესმის
მკვდრების წყრომა და ჩივილი!
თითქოს ბალღებიც ატირდენ,
გაუდისთ მწარედ წივილი!
საერთო წყრომის ხმა ისმის,
საერთო გულის ტკივილი:
“რას შვრება უნამუსოვო”,
გამწარებულნი ჩიოდენ, -
“მაღალი ღმერთი გრისხავდეს!”
სამარით შემოჰკიოდენ.
აჩქარებული ღრუბლები
ცის პირზე გადმოდიოდენ.
გაიქცა, მირბის, იხედავს, -
მკვდარნი მისდევენ, სწორია.
“შინით სად გაგვეხვეწები,
აქით თუ გაგვეშორია!?”
ხმა ისმის დანადევნები,
მასვე იძახის გორია,
გარშემო დაყუდებული
განა ერთი და ორია.
“უნამუსოვო”! მისძახდენ
ტანდაწკეპილნი დეკანი,
ბალახნი, ქვანი, ქვიშანი,
იმ არე-მარეს მდებარნი.
აგერ, საფლავით ამოდგა
მისი მკვდარი ძმა ებარი,
 
  თავის ტოლებში უსწორო, უსწორო - სწორუპოვარი.
  ქისტეთს გათქმული მხედარი.
თან მიჰკიოდა თავის დას,
სიტყვა პირს მოსდის მჭეხარი:
“ვაჰ, დაო, დაო, რა მიყავ?
რისხვა რად დამეც მედგარი?
მეორეს საფლავში ჩამდევ,
ერთს სამარეში მდებარი!
მაგით მიმტკიცებ დობასა,
შენი ქალობა ეგ არი?!”
ბილიკზე მოსუნსულებდა
სასაფლაოსკე მყეფარი.
 

3.4.8 VIII

▲ზევით დაბრუნება


  - სად მიხვალ, სადა, წყეულო?
საითკე მიეჩქარები?!
ვინ გაჭმევს კაის ყმის ლეშსა?
ძაღლო, დაგიდგა თვალები!
შენს საჯიჯგნადაც გამხდარა
ზვიადაურის ძვალები!? -
სთქვა ეს აღაზამ და ქვებსა
ესროდა ხშირა-ხშირადა.
მირბის და მისდევს შმაგადა
კლდიანის ხევის პირადა.
ხმა ისევ ესმის მკვდრებისა,
მას ბანს აძლევენ მთანიცა,
სამდურავს ეუბნებიან
აღაზას გიშრის თმანიცა.
მოუახლოვდა თავის სახლს,
სინათლე მოსჩანს იქითა;
უნდა იძახოს: “მიშველეთ”,
ხმა მიაწვდინოს შიგითა.
მაგრამ ვერ ამბობს ვერაფერს,
ოფლი წყლად მოსდის შუბლზედა.
მივიდა სულშეხუთული
და გადაიქცა ზღუბლზედა.
კერის პირს იჯდა ჯოყოლა,
მუხლი გადეგდო მუხლზედა.
“ვაჰმეო,” - ეს კი იძახა,
სიტყვა გაუშრა ენაზე.
ქმარმა მოჰხვია ცოლს ხელი
და მიათრია კერაზე.
- რა დაგემართა, დიაცო? -
ჩაეკითხება მშფოთარე, -
სხვა სადარდელი მაკლია,
ახლა შენ მექმნა მოზარე?!
რა დაგემართა, რა არი?
მითხარ, გახსენი ბაგეო!
ხომ არვინ მოიწადინა
გადაეგორე მკლავზეო?
მითხარ, არ გაჭმევ იმის ჯავრს,
ვანანებ ემავ წამზეო.
ჩემის ნამუსის შემბღალავს
მალე მოვიყვან ჭკვაზეო,
როგორც ვანანე მუსასა
 
  მიხდომა სხვისა კარზეო. - მიხდომა - მიჭრა.
  პასუხს ელოდა ცოლისგან,
დასჩერებოდა თავზეო.
და თანაც ხანჯარს ჰბღუჯავდა,
ხელი ეკიდა ტარზეო.
ქალი ვერაფერს ამბობდა,
გაჰმტკნარებოდა სახეო.
თავს დასტრიალებს ჯოყოლა,
ელის, რას ეტყვის ცოლია,
შუაღამის დროს აღაზამ
თანთან მოიცა გონია.
უთხრა ჯოყოლას: - “რას ამბობ?
თავი რად დაიღონია?
რად მოიგონებ იმასა,
რაიც არ მოსაგონია?
სულ ტყუილია... კაცისა
არსად მინახავს ჭაჭანი,
ვინ გამიბედავს მაგასა,
რად მინდა ლეჩაქ კაბანი?!
სასაფლაოდამ დავბრუნდი,
შენს ცხენს ვეძებდი ხევებში,
ცხენის მაგივრად ბედკრული
შიგ შევერიე დევებში.
დამიხვდა შავ-ნაბდიანი,
უზარმაზარის ტანისა,
ჯერაც თვალებში მიელავს
სიმყრალე იმის კანისა;
დიდ-ყურა, კბილებ-ღაჯუნა,
უმსგავსო, ფერად შავისა;
ხელები გამომიწვადა,
დიდი ხელები თავისა,
მთის ოდნად სჩანდა მის თავზე
მოშავფრო ქუდი ტყავისა.
თან მითხრა: ჩემთან წამოდი,
ჩემთან იცხოვრე, ქალაო,
ბევრი მაქვს ოქრო და ვერცხლი,
არაფერს დაგიმალაო.
მე გამოვიქე, შევშინდი,
დევიც მომდევდა ღრიალით;
მთელი ქვეყანა იძვროდა
იმის ფეხებს ქვეშ გრიალით;
მზარავდა ეს ხმაც, მთა-ბარიც
წაღმა-უკუღმა ტრიალით,
ძლივს მოვაღწიე და გამცნე
ჩემი ვაება ხრიალით”.
ჯოყოლა ეტყვის: დევს გარდა
სხვა რამ საქმეა კიდევა,
ჩემს ჭკვას არ სჯერა ნათქვამი,
ჩემი ფიქრები ირევა.
ნამტირალევი რადა ხარ?
ღაწვებზე ცრემლი გდენია;
ჩქარა სთქვი, სწორედ მითხარი,
თორემ ვერ მომითმენია!
სადარდო, საგულისხმო რამ
გრძნობა გულს გადაგფრენია.
ჩემს თვალებს ვერ დაემალვის
იმ გრძნობის ნაკვალევია;
 
  არ შაიძლება არ დაჩნდეს
ნასვამი, დანალევია!..
არ შაიძლება, არ დაჩნდეს ნასვამი, დანალევია - არ შეიძლება დარდის ნიშანი სახეზე არ შეეტყოს ადამიანს.
  - რა დაგიმალო, ჯოყოლავ,
ან რად შემრისხავ თქმისადა? -
ეტყოდა ცოლი და ნაზი
თრთოლა მიეცა ხმისადა: -
ცრემლები შემიწირია
იმ შენის მეგობრისადა.
ძლიერ შემბრალდა ბეჩავი,
რომ უცხოეთში კვდებოდა,
არც ნათესავი, არც მოძმე,
რომ ვისმე შეჰბრალებოდა!
მაგრამ, როს ჰკლავდენ ხანჯრითა,
ოდნავაც არა ჰკრთებოდა.
იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა,
მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!..
- მაგისთვის როგორ შეგრისხავ?
ტყუილს სჯობს სიმართლის თქმაო.
იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა.
 

3.4.9 IX

▲ზევით დაბრუნება


  მეორეს დილას აღაზამ
ძროხა გარეკა მთისაკე,
ჩამოდიოდენ ფრინვლები,
იზიდებოდენ მკვდრისაკე;
აღაზაც მიიპარება
სასაფლაოს თავს კლდისაკე.
იქიდამ აფრთხობს ყორნებსა,
სვავთა მხარ-მოფარფაშეთა,
ორბებსა გაუმაძღრებსა,
 
  მკვდრის ლეშზე მოყაშყაშეთა; მოყაშყაშე - რაც ყაშყაშებს, ყეფს, ყივის (არწივი, ორბი).
  ხელს ამუშავებს და ჰმალავს
თვალებს, მზებრ მოკაშკაშეთა.
კლდიდამ გადისვრის კენჭებსა
და თან წინდას ქსოვს ვითომა,
ოსტატობს, ხალხმა ვერ შესძლოს
იმის ფიქრების მიხდომა.
 

3.4.10 X

▲ზევით დაბრუნება


  ბისოს მოვიდა ამბავი,
ვით ნაქუხარი მეხადა:
“მოუკლავთ ზვიადაური,
ცით ჩამოსული სვეტადა,
ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი,
გამოსადეგი მეტადა!”
შავის ამბისა გამგონეთ
ზარი გამართეს დედათა.
ბისოს ტიროდა ბებერი,
მოსთქვამს, ქვითინებს მწარედა:
“ბედკრული რად ვარ ცოცხალი?
მეც მიწას მიმაბარეთა;
მკლავნი მაჩვენეთ შვილისა,
მოიტათ, ჩამაბარეთა!
ჩემის შვილისა მარჯვენით
გულს მიწა მომაყარეთა;
ვაჰმე, რადა ვარ ცოცხალი?
რისთვის-ღა ვსთელავ არეთა?!
მკვდარნო, რად არ მეც ადრევე
თქვენთან არ დამიბარეთა?
როგორ ვიგონო თავის ძე
ურჯულოს არე-მარეთა?!”
ვაჟკაცთ გაიგეს ამბავი,
გასაგონარი ჭირითა,
ერთმანეთს გადაეძრახნენ
ბოღმით შემკულის პირითა:
რად გიკვირთ, როცა ჩვენს მფარველს
ცხარის ცრემლითა ვსტირითა?!
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა - სისხლს ვერ ეგუებიან.
  გამოიტანეს შუბები
დუმით ნაპოხის ცხვირითა,
შუბები დუმით ნაპოხის ცხვირითა - შუბები, რომლებსაც წვერი გაქონილი აქვს, რათა სიბასრე მოემატოს.
  ფარ-ხმალით მოკაზმულები
ჯარს ამზადებენ დილითა.
ეს ხომ ახალი არ არის,
სისხლმა იდინოს მილითა.
იძახის აპარეკაი:
“საგძალი გინდათ კვირისა!”
“ქუდზე კაც უნდა წავიდეს!” -
ბაბურაული ჰყვირისა.
აღელვებულთა ბორგვნაა,
ხმა არ გეგონოსთ სტვირისა!
 

3.4.11 XI

▲ზევით დაბრუნება


  - კარში გამოდი, ჯოყოლავ,
წყნარად ნუ სწევხარ კერასა,
რამდენი ხალხი მოერტყა
იმ ჩვენის მთების წვერასა!
ჩვენთან მოდიან სტუმრადა,
ჩვენ გვიპირობენ წვევასა.
შეგვანანებენ დედათა
შვილთა აკვნების რწევასა.
საქონელს ერეკებიან,
რეულობაა როგორი?!
აავსო ჯარმა, გაჰხედე,
ჯარეგის თავი, სამ-გორი,
 
  დამთხვალთა მენახირეთა დამთხვალი - დამფრთხალი.
  კლდეები მოსდევს ნაგორი.
წადი, უშველე თავისებს,
მტრის დასახვედრად მირბიან,
შენც ისე წადი, ჯოყოლავ,
როგორაც სხვანი მიდიან.
- გავყვე?! რას ამბობ, ჭკვა-თხელო?
 
  არ გამივლევენ ახლოსა! არ გამივლევენ ახლოსა - ახლოს არ გამიკარებენ.
  მარტოკამ უნდა ვიომო,
მთელმა ჯარეგამ მნახოსა;
ვინ ერთგულია, ვინ არა,
ქვეყანამ დაინახოსა.
ქისტებს ორგული ვგონივარ,
გამდგარი თავის რჯულზედა,
ჰფიქრობენ, ვითომ ჯოყოლამ
თავი გაჰყიდა ფულზედა,
ქისტეთის მოღალატე ვარ,
ხელაღებული სულზედა;
მოაქვთ და ცოცხალს მადებენ
საფლავის ქვასა გულზედა.
ამას ამბობდა ჯოყოლა,
თან აბჯარს ისხამს ტანზედა:
წელზე შაიბა ფრანგული,
თოფი გადიგდო მხარზედა,
ქისტს არ მაუდის ჯიშადა
მუზარადის დგმა თავზედა.
მარტოკა მიდის ცალს მხარეს,
თავდადებული ცდაზედა,
მტრის დასახვედრად სხვანიცა
შამოეფინნენ მთაზედა.
 

3.4.12 XII

▲ზევით დაბრუნება


  ჩამოდის ხევსურთა ჯარი
დროშა მოჰქონდა წინასა;
მიჰმართეს სასაფლაოსა,
მდუმარეს ქისტთა ბინასა:
მოძებნონ თავისი მკვდარი,
მოკრიბონ გმირის ძვალები,
ზვიადაურის მტანჯველთა
ძირში მოსთხარონ თვალები.
დაუხვდათ ქისტის ჯარიცა,
ხევ-ხევის პირას მალული;
შამოესროლეს თოფები,
 
  სწორედ დავლათით დაგვრია.”
ხევსურთ ჯოყოლა გაწირეს
მკვდარი, კლდის თავსა, კეტამზე.
დავლათით დაგვრია - იღბლით გვაჯობა.

კეტამი - კლდის ქიმი.

  თითონ დაესხნენ ქისტებსა,
ჩამოეფინნენ ფერდაზე.
გახდა ხმალ-ხანჯრის ტრიალი,
დაკრული მიდის მკერდამდე;
ფარ-ხმალის ჩხერა, წკრიალი
ცას ადიოდა ღმერთამდე.
გაიქცა ქისტის ლაშქარი,
კოშკებს მიჰმართა გრიალით,
უკან მისდევენ ხევსურნი,
თავზე ჩაჩქნების პრიალით;
მოკრიბეს სასაფლაოზე
ზვიადას ძვლები ტრიალით:
ზოგი სად ეგდო, ზოგი სად,
ფრინველთ ნაჯიჯგნი ფრიალით.
მოკრიბეს ძვლები ხურჯინში
და გამობრუნდენ შინათვე,
ასრულეს გულის წადილი,
დანაპირები წინათვე.
გამოირეკეს ცხვარ-ძროხა,
გადმოავლიეს მთანია;
ამოიყარეს მტრის ჯავრი,
სადარდო რაღა არია?!
უცხოეთს მაინც არ დაჰრჩათ,
შინ მოაქვთ თავის მკვდარია,
ფშავ-ხევსურეთის იმედი,
ქავ-ციხე, რკინის კარია.
მოძმენი დაიტირებენ
თავის მკვდარს თავის წესზედა,
მიაბარებენ სამარეს
მამა-პაპათა გვერდზედა:
ძვირად ღირს დანადინარი
თავისის ცრემლი მკერდზედა!
 

3.4.13 XIII

▲ზევით დაბრუნება


  - უცხოს კაცისა მოზარევ,
ხევსურთ მოგიკლეს ქმარია.
წადი, იტირე, აღაზავ,
სამარეს მიაბარია.
თავს დაჰყრანტალებს ყორანი,
წვერ-ულვაშს უცრის ქარია.
- შენს მტერსა ისეთი ყოფნა,
რო ჩემი ყოფნა მწარია!
აღარვინ მივლის ახლოსა,
არვინ მიჭირა მხარია.
იქვე დავმარხე კლდის თავზე,
საფლავიც გავუთხარია;
სუყველამ ზურგი მაქცია,
ყველაყა განზე მდგარია.
 
  სასაფლაოც კი შემიკრეს, სასაფლაოს შეკვრა - სასაფლაოზე დამარხვის აკრძალვა.
  რო დამემარხა ცხედარი:
ჯოყოლამ გვიღალატაო,
მაგის ადგილი ეგ არი,
საცა მარტოკა ომობდა,
ჩვენთვისა ჩირქის მცხებარი,
თემის პირისა გამტეხი,
ორგული, დაუდეგარი.
ცეცხლი მწვავს, ძმაო, ცეცხლი მწვავს
უალო, მოუდებარი;
გულს მიკლავს, გონებას მირევს
ფიქრები გაუგებარი!
ცოლი სტიროდა ჯოყოლას,
ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელ-გადაგდებული,
თმა-ხშირი, მთვარე პირადა,
ეკერებოდა გულ-მკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა.
 

3.4.14 XIV

▲ზევით დაბრუნება


  ღამეა ბნელი, დელგმაა,
დგანდგნარებს არე-მარეო.
ღმერთო, მოჰხედე ტანჯულთა,
უშველე, შაიწყალეო!
კარგი კარგია მაინცა, -
ბეჩავი შაიყვარეო!
ტანჯულთა ლოცვა-მუდარა
გულს ვარდად დაიყარეო!
თუ არ უშველი, საწყლების
სულები მიიბარეო!..
გეყო მაგდენი მუქარა,
ღრუბელო, გადიყარეო!
მდინარე მოჰქუხს, მრისხანებს,
ზედ ასქდებოდა ლოდებსა,
დღესაც ისევე ბოროტობს,
არ იცის, რისთვის ჰგოდებსა.
არ ეშინიან ტანჯვისა,
იმან არ იცის სიკვდილი.
ერთი რამ იცის მხოლოდა:
ცრემლის ღვრა, მაღლა ყვირილი,
მუდამ ჟამს უცინარობა,
მარტო ტირილი, ტირილი...
ქარი სცემს, დაბლა ხევებით
ჩამოკიჟინებს მთებითა;
ქალი სდგას, მდინარეს დასცქერს,
კლდეზე, გაშლილის თმებითა;
სხივ მიხდილს ვარსკვლავს მაგონებს
მკრთალად მთრთოლარის ყბებითა.
არ იღებს ხმასა... შემკრთალი
ჰკრთის, რომ დასცქერის მდინარეს;
რა საზარლადა ხმაურობს,
როგორ საზარლად მდინარებს!
ლაშ-დაღრენილი, სასტიკი
შავი ხეობა მძვინვარებს.
“თავს ნუ იკლავო!” აბა, თუ
ერთმა ურჩიოს მაინცა.
დახუჭა ქალმა თვალები,
მსწრაფლად მორევში ჩაიქცა.
- რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის?
ამას ჰფიქრობდა ქალია. -
ქისტეთში ჩემი ერთგული
კენჭიც კი არსად არია.
ორთავ შევცოდეთ ქისტებსა,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა - სისხლს ვერ ეგუებიან.
  მათ შამიჩვენეს ქმარია... შემიჩვენეს - დამიწყევლეს, შემირისხეს.
  მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს,
უცხოსთვის ცრემლი ვღვარია.
წაიღო წყალმა აღაზა,
ლამსა და ქვიშას შაჰრია
 

3.4.15 XV

▲ზევით დაბრუნება


  ღამეა ბნელი, დელგმაა,
დგანდგნარებს არე-მარეო.
ღმერთო, მოჰხედე ტანჯულთა,
უშველე, შაიწყალეო!
კარგი კარგია მაინცა, -
ბეჩავი შაიყვარეო!
ტანჯულთა ლოცვა-მუდარა
გულს ვარდად დაიყარეო!
თუ არ უშველი, საწყლების
სულები მიიბარეო!..
გეყო მაგდენი მუქარა,
ღრუბელო, გადიყარეო!
მდინარე მოჰქუხს, მრისხანებს,
ზედ ასქდებოდა ლოდებსა,
დღესაც ისევე ბოროტობს,
არ იცის, რისთვის ჰგოდებსა.
არ ეშინიან ტანჯვისა,
იმან არ იცის სიკვდილი.
ერთი რამ იცის მხოლოდა:
ცრემლის ღვრა, მაღლა ყვირილი,
მუდამ ჟამს უცინარობა,
მარტო ტირილი, ტირილი...
ქარი სცემს, დაბლა ხევებით
ჩამოკიჟინებს მთებითა;
ქალი სდგას, მდინარეს დასცქერს,
კლდეზე, გაშლილის თმებითა;
სხივ მიხდილს ვარსკვლავს მაგონებს
მკრთალად მთრთოლარის ყბებითა.
არ იღებს ხმასა... შემკრთალი
ჰკრთის, რომ დასცქერის მდინარეს;
რა საზარლადა ხმაურობს,
როგორ საზარლად მდინარებს!
ლაშ-დაღრენილი, სასტიკი
შავი ხეობა მძვინვარებს.
“თავს ნუ იკლავო!” აბა, თუ
ერთმა ურჩიოს მაინცა.
დახუჭა ქალმა თვალები,
მსწრაფლად მორევში ჩაიქცა.
- რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის?
ამას ჰფიქრობდა ქალია. -
ქისტეთში ჩემი ერთგული
კენჭიც კი არსად არია.
ორთავ შევცოდეთ ქისტებსა,
 
  მათ შამიჩვენეს ქმარია... შემიჩვენეს - დამიწყევლეს, შემირისხეს.
  კლდის თავს წადგება ჯოყოლა,
სასაფლაოსკე იძახებს:
“ზვიადაურო, ძმობილო,
რად არ მაჩვენებ შენს სახეს?!”
სასაფლაოდამ წამოვა
აჩრდილი ფარ-ხმალიანი,
გულზე უწყვია დაკრეფით
მკლავები სამკლავიანი.
მივა და მიესალმება
თავის ძმობილსა მდუმარედ.
იქვე აღაზაც ამოდის
სახე მოწყენით, მწუხარედ.
ენთება ცეცხლი მათს გვერდით,
მკრთალადა ბჟუტავს მთაზედა;
იმათ ჰმასპინძლობს აღაზა,
ჯიხვის მწვადს უწვავს ალზედა.
ვაჟკაცობისას ამბობენ,
ერთურთის დანდობისასა,
სტუმარ-მასპინძლის წესზედა
ცნობის და და-ძმობისასა.
როცა მათ ჰხედავს ერთადა
კაცი, ვერ ძღება ცქერითა;
მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ
 
  კურუმად შავის ფერითა, კურუმად - ბოლქვ-ბოლქვად, მუქ შავად
 

დაეფარება სანახავს

 
  წერა-მწერელის წერითა. წერა-მწერალის წერითა - განგების ძალით, ღვთის ნებით.
  ზედ აწევს ჯადოსავითა,  
  არ დაიმტვრევა კვერითა, კვერი - პატარა ჩაქუჩი.
 

ვერც შეულოცავს მლოცავი,
არც აიხდება ხელითა.
მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,
დაბლა მიქანავს ხველითა

 
 

და უფსკრულს დასცქერს პირიმზე
მოღერებულის ყელითა.

პირიმზე - მცენარე, რომელსაც მუდამ მზისკენ მიქცეული ერთადერთი წითელი ყვავილი აქვს.

4 პროზა

▲ზევით დაბრუნება


4.1 ამოდის, ნათდება!

▲ზევით დაბრუნება


კითხულობს გურამ საღარაძე

 

ამოდის, ნათდება!

ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება. ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრე და სხვების მოლოდინიც ჰქონდათ. ყმუილით, ნელის ბოხის ხმით აუწყებდენ ამხანაგებს: “მოდით, ნუ დაიგვიანებთო!”.

ქვეიდან, შორს სოფლიდან გაურკვეველი ჟრიამული ისმოდა. სახლებიდან ამონადენი ბოლი ნისლად, ჯანღად ზედ გადასწოლოდა სოფელს, საბნად ეხურა, მაღლა ცა გავარვარებული, ვარსკვლავებით მოჭედილი, ხოლო პირმოკუმული, გაშტერებული დასჩერებოდა დედამიწას.

მგლები ამაღამ სოფელს უნდა ესტუმრონ. - ესაა მათი ფიქრი და განზრახვა. თავს იმიტომ იყრიდენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. ერთი კვირაა მშივრები დალასლასებენ, მიწასაც კი ვეღარ თხრიდენ საჭმელად თოვლისა და ყინულისაგან. მოგროვდენ, დიდი ჯოგი გაკეთდა. ყველანი კბილებს აკაწკაწებდენ. შიოდათ, ძალიან შიოდათ! ერთმანეთს ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-ლუკმა გაეგლიჯათ. რომელ ერთს ეყოფოდა ერთი მგელი, თითო ლუკმა ხომ არც კი შეხვდებოდათ! არა, ცოტათი მაინც შიმშილის ჟინს მოიკლავდენ.

საგულისხმო სანახავი იყო ამ დროს მგლების კრება: ზოგი იწვა თოვლზე, სხვა დაყუნტებულიყო, რიგიც იდგა ფეხზე კუდებდაშვებული, ხოლო ყველას პირები ჰქონდა დაღებული. ასე თათბირობდენ თარეშის, ლაშქრობის შესახებ.

- კარგი დრო გავიდა, კარგი, ბიჭებო! როგორ ბნელა! აბა, ვისაც იმედი აქვს თავისა, ეხლა უნდა ეცადოს, - ამბობდა მოხუცი მგელი ტოტია.

- ოღონდაც, ოღონდაც - სთქვა მეორემ, - თუ სხვას ვეღარას მოვიგდებთ გარეთ, ძაღლები მაინც მოვიტაცოთ. ხომ იცით ჩემი ამბავი? თქვენ ჩაგასაფრებთ, მე გამოვიტყუებ, გავუთამაშებ, ჩავუკვდებ-მოვუკვდები ქედანას, შემოგაგდებთ ზედ და მაშინ თქვენ იცით, როგორც გაირჯებით!

- რა შვილებმა არ ვიცით ჩვენც, როგორ უნდა ჭამა ლეშისა, - სთქვეს სხვებმა სიცილით. თათბირობდენ ფარეხის გატეხაზე. ცხვრის მოგონებაზე ყველამ დაღებული, ცეცხლით ანთებული ლაშები უფრო დააღეს და ნაკვერჩხლებად გამოაჩინეს დიდრონი კბილები. გაჰკრეს, გაუსვეს კბილი-კბილს: აჩქამდა კბილები და საერთო, საშინელ ცეცხლად დაენთო, არე-მარე გაანათა.

აიშალნენ იმ იმედით, რომ გაძღებოდენ, დაეშვნენ თავქვე, წინ ჩაუძღვათ ტოტია, წალიკი დააკრეს გორის პირს - ჩამომწკრივდენ, იმედი უღვივოდათ გულში, მაგრამ დახეთ, რომ ბედმა უმუხთლა. რასაც არ მოელოდენ, ის მოხდა; მოხდა ის, რითაც იმათი საქმე ფუჭდებოდა, იშლებოდა; წელი მოსწყდათ. რა მოხდა განა ასეთი? ამათ სიბნელის იმედი ჰქონდათ ხომ, მაგრამ ცოტათ შენიშნეს, რომ აღმოსავლეთით ცის პირი ნათდებოდა. ყველანი შეჯგუფდენ ერთად და მიაპყრეს იქით თვალები. ცოტა ხნის შემდეგ მთვარემ წვერი ამოჰყო. ამოვიდა მთვარე და გაანათა ტყე, მთა, ბნელი კუნჭულები; გაანათა ჯურღმული. შეჯგუფებული მგლები ბრაზმორეულნი იძახდენ: “ამოდის, ამოდის, ნათდება!” მთვარისაკენ მიპყრობილ მგლების თვალებიდან ზიზღის, სიძულვილის, სისხლის ძიების ისრები იყო გაძაფული. როგორ სწყევლიდენ მის ამოსვლას!

- გაგიხმეს ფეხი, გაგიწყრეს ღმერთი! ვაი შენ, ვაი შენ გაჩენის დღესა! - ამბობდენ მგლები და თან კბილებს უღრჭენდენ: “ახ ნეტავი, ხელში კი ჩაგვაგდებინა, შეგვეჭამა, რომ მოგვესპო მაგისთვის სიცოცხლე”. ყველაზე უფრო წყრებოდა, ბორგავდა ერთი ბებერი მგელი.

- ბევრჯელ მომიკალ გული. - ამბობდა იგი, ბევრჯელ დამაღონე, შე წყეულო, შე შეჩვენებულო; ბევრჯელ დამაღონე, გამიმწარე სიცოცხლის დღენი. ბევრის ცხოველის სისხლით ბევრჯელ შევიღებე ცხვირ-პირი, ტოტები და მკერდი; მთელ ორ კვირას დავუმშვენებივარ ამ სისხლსა და ჩემ ტანზე მისი დანახვით სიყმილის ჟინი მომიკლავს. ნეტავი, მთვარევ, ერთხელ შენთვისაც გამესვა ჩემი ბასრი კბილი, ნეტა შენის სისხლითაც დაემშვენებინა მხარბეჭი და თითები ლეგჩოხა ბიჭს ტოტიას.

დანარჩენებიც ამასვე ფიქრობდენ კვლავ ლაშდაღებულნი და შეჩერებოდენ მთვარეს: მთვარე კი ამოდიოდა ზევით და ზევით, ამომაღლდა ცაზე; გაანათა ტყეში ხისა და კლდის ძირები, ბნელი ხევები, აგრეთვე გაანათა სოფლად ბნელი კუნჭულები ციხე-კოშკებისა და ძველთა შენობათა ნანგრევებისა, სასაფლაოს შავ ქვებს თავის სხივის სანთელი დაუნთო; მადლიანად და ცხოვლად იყურებოდა სასაფლაოც-კი. გაცრუვდა ყოველი იმედი დავლისა, თარეშობისა. დღის სასწორი ღამეა. რაღა ქნან? იმედი გადაუწყდათ, სასოება დაჰკარგეს, ერთმანეთს-ღა დაუწყეს თვალიერება; ფიქრობდენ, არჩევდენ, ვინ არის ჩვენში სახარჯი, შესაჭმელიო. ერთი მზად იყო მეორეს ძგერებოდა და შუაზე გაეგლიჯა.

მოხუცი ტოტია, თავპირდასიებული ჯაგს უკან ეყუნთა, ფიქრებში იყო გართული; იმას ბევრი შიმშილი უნახავს და ბევრი ვაება გამოუცდია, მაგრე რიგად იმიტომ არ იყო შეწუხებული, ახლაც სხვისა იმედით ნადირობდა; ახალგაზრდა მგლები უზიარებდენ იმას საზრდოს.

- ტოტიავ, ეი, არ გესმის?! რას გარინდებულხარ, ვერა ხედავ რა ამბავია? ვიღუპებით შიმშილით, ლამის მგლის ნათესაობა, ჯილაგი გაწყდეს პირისაგან ქვეყნისა. რასა სწერს შენი კარაბადინი, ბიძიავ? - უთხრა მას ერთმა მგელმა და თან ტოტი გაუქნია თავში.

- რას სჩადი, შე ბრიყვო, შე გაუზრდელო ვირო? - სთქვა წყრომით მოხუცმა მგელმა. სხვა მგლებმაც ყურები აცქვიტეს, იგრძნეს საქმის ვითარება.

- ჰოდა რა?! - იღრიალა ყველამ ერთად: - ძალიან კარგად გიშვრება, შენისთანა ბრიყვზე ერთი ტოტის დაკვრა კიდევაც ცოტაა. კბილი გაუსვით მაგას, კბილი; ეს სინათლე სულ მაგის ბრალია! - ღმუოდენ ყველანი. დიდხანს აღარ აცალეს და თათებს კბილებიც მიაშველეს...

- ბიჭო, ჭკვიანად, ჭკვიანად! რას ჩადით, თქვე ბრიყვებო? - ღმუთუნებდა ტოტია და უღრენდა კბილს ხან ერთს, ხან მეორეს, მაგრამ იმისი ღრენა ვის შეაშინებდა? ერთ წამში გათავდა ტოტიას სიცოცხლე; ლეშთან ერთად გათავდა მისი სულიც. ბეწვიც აღარსად ეგდო იმის მრავალტანჯულის ტყავისა. ოდნავ თუ სადმე ნასისხლარს შეამჩნევდით, ის იყო. მგლებს ცოტათი გული დაუმშვიდდათ, მაგრამ კიდევ შიოდათ. შეხედეს ერთმანეთს, შეეშინდა ერთს მეორისა, ალბათ იმიტომ - ახლა მე არ შემჭამონო. შეეშინდათ და გაფრთხენ. ერთი მეორეს გაურბოდა, ჯაგიანებში ჩხლაკა-ჩხლუკი ისმოდა და თან თოვლის ჭყრიალი... მთვარე კი ამოვიდა, ამოცურდა მაღლა, თითქმის შუა ცაზე, ნათლად კაშკაშებდა და იქიდან, როგორც დარაჯი, უფთხობდა ქვეყანას მტერსა... მგლები კი გარბოდნენ უგზო-უკვლოდ ტყეში და ყველას პირზე ეკერა: “განათდა, განათდა!”.

1896 წ.

 

4.2 მთანი მაღალნი

▲ზევით დაბრუნება


კითხულობს  სოფო სურმანიძე

 

მთანი მაღალნი


იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი; უსაზღვრო ზღვადა დგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ, სახეზე კი არაფერი ეტყობათ, გარდა შტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა. ვინ რა იცის, რა ამბავია მთების გულში, რა ცეცხლი სდუღს და გადმოდის.

მთებო, მთებო! რას ელით, ვის ელით? ნუთუ გყავთ სატრფო დიდი ხნის უნახავი? იქნებ შვილი დაჰკარგეთ? იქნება ძმა ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ? პასუხი არ ისმის. სდგანან წარბშეუხრელად. ელოდენ, ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი, რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას? არა აქვს იმას ბოლო, არც დასასრული, როგორც ღვთაებას.

როცა ყველა სულდგმულს, მწერს, ბალახს, ყვავილებს, მდინარეს და მოუსვენარს, დაუღალავს ნიავს დაეძინებათ, მაშინ, მხოლოდ მაშინ ამოიოხრებენ და ცრემლსა ღვრიან. ჩვენ, კაცნი მაშინ ვამბობთ: ახ, რა მძიმე ლოდივით ნაღველი მაწევს გულზეო.

რატომ არ მღერით, მთებო?! განა ისე უნდა მოვკვდე, რომ თქვენი ხმა, თქვენი სიმღერა ვერ გავიგონო? რატომ არ იცინით? ღიმილი მაინც მაჩვენეთ თქვენი, კარგებო! მაგრე როგორ დაგიმონათ, შეგიპყრათ, დაგიმორჩილათ ერთმა ფიქრმა, რომ სხვა ყოველივე ძალა და ნიშანი სიცოცხლისა დათრგუნვილა თქვენს გულ-გონებაში?! არა, არა. ხანდახან თქვენც გიხარიანთ, და ქვეყანას კი ჰგონია, ვითომ თქვენ არაფერს ჰგრძნობთ. ხომ ვიცი, თქვენს გულში სანთლები დაენთება, როცა ლაღი არწივი დაგთამაშებთ თავზე და დასასვენებლად თქვენს კალთაზედ ჩამოეშვება. რა ლამაზები ხართ მაშინ! როგორ გიხდებათ, რომ ის თქვენი აღზრდილი შვილი ისე მამაცი, შეუპოვარი და ლამაზია. ის ხომ შიკრიკიცაა თქვენი. ღმერთს უამბობს, ატყობინებს თქვენს ამბავს...

არა გაქვთ აზრი? იდეა? გრძნობა? არ ოცნებობთ? როგორ არა! მაშ რაა ის მშვენიერი ყვავილები, თქვენ რომ გულმკერდს გიმშვენებთ? ეგაა თქვენი ოცნება, იმედი, ნუგეში. რად იბურავთ თავს ხშირის ნისლებით, თუ ჩუმ-ჩუმად რასმე არა ჰფიქრობთ და მაგ ფიქრს არ გვიმალავთ ადამიანის შვილებს?! რად მოგყავთ ბალახი? რად ადენთ ცივთა წყაროთა? რად აქანებთ ზვავებს? რადა ზრდით ლაღთა ხარ-ჯიხვთა? ვის ატყუებთ, თქვე კარგებო!

სდგანან და ელიან. წვიმა წვიმს იმათ თავზედ, ელვა უტუსავს ოქროს ქოჩორს, მეხი ეთამაშება იმათ თვალებს და ხშირადაც ერჭობა ისარივით გულ-მკერდში. არაფერია. ინგრევა ხშირად ნახევარი მთა და ზვავად მიდის ხევში. არაფერი ეგრევ, თუ კლდე და ლოდები მაინც ელიან. წადით, ვისაც არ გინდათ ჩვენთან, მაღლა, ცის ახლოს ყოფნა, დაბლა განისვენეთ.

სდებს თოვლს. ჰყინავს. ცივა. ქვა ტყვრება. მთებს სუდარი ჩაუცვამთ ტანზე, თითქოს მკვდრები იყვნენ. დაგვმარხეთ, დაგვიტირეთო, - გვეძახიან. ჩვენ კი იმათგან მოველით დამარხვას...

სდგანან და ელიან. გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის? ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას. ეს რაღაცაა უნახავის დანახვა. ჰნახეს და გაათავეს, რასაც იმათი თვალი და გული მისწვდებოდა. სხვა ახალი მოსწყურებია იმათ თვალსა და გულსა. ეს ხომ თვალგულის გაუმაძღრობაა? სწორედ რომ ისაა.

4.3 გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით

▲ზევით დაბრუნება


 

გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით

მდაბიო ხალხი თუმცა მდაბიოა, მაგრამ იმასაც თავისი საკუთარი შეხედულება აქვს მსოფლიოზე. ხალხი, როგორც კრებული გონიერ არსებათა, ეძებს მიზეზს ყოველგვარ ამბისას, რასაც კი იმისი თვალი და ყური სწვდება. ყოველ ამგვარს ამბავს თავისებურად გაიგებს, თავისებურს მიზეზს უპოვნის. მდაბიო ხალხის ბევრჯელ შემცდარი გამოდგება ხოლმე, მაგრამ ხშირად კი მართალი და უტყუარია, ტყუილად არ არის ნათქვამი “ხმა ღვთისა და ხმა ერისაო”. იმისი შეხედულება უფრო იქ არის უტყუარი, სადაც ხალხის გონებას არა აძალადებს რა, არა აჩრდილებს რა. მაინც ყოველს შემთხვევაში, ღირსსაცოდნელია მდაბიო ხალხის აზროვნება, იმისი იდეალები და თვით იმისი არსება. ხალხის აზრი, ცხოვრება, იმისი წადილი და იდეალი გამოიხატება იმის პოეზიაში, ზღაპრებში და სხვ.

ძველისძველი ცხოვრება როგორც ვიცით, მუშტზე, ძალაზე იყო დაფუძნებული. ერთი თემი მეორეს არბევდა, სტყვევნიდა, იმონებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერეოდა, ვაჟკაცობას, გულადობასა და მკლავს დიდი სახელი, აბრუ და პატივისცემა ჰქონდა მაშინ. თემსაც ძვირად უღირდა ვაჟკაცი, გმირი ხდებოდა საგნად ლექსისა, ზეპირგადმოცემისა. გმირის ამბით სულდგმულობდა ხალხი, იგი იყო იმისი ნუგეში, ხალხი მუდამ თვალყურს ადევნებდა გმირს, აკვირდებოდა, სწავლობა იმის განსხვავებულს ზნეხასიათს, ფანტაზიითაც უმატებდა გმირს თავის გემოვნებისამებრ ზნეობრივსა და ფიზიკურ თვისებას, რათა უფრო მოსაწონი გაეხადა იგი ყოველმხრივ.
ფშავლების პოეზია უფრო გმირულის ხასიათისაა, განსაკუთრებით ძველის დროის ლექსები. ეს ადვილად გასაგებია იმისთვის, ვისაც კი უსწავლია ძველი, წარსული დრო საქართველოსი საზოგადოდ და მთიელის ქართველებისა კერძოდ. ძველი დრო, როგორც ზევითაცა ვსთქვით, იყო დრო გმირობისა და ვაჟკაცობისა. საგმირო საქმეებით სავსე იყო ძველი ცხოვრება, მაშ რაზე ემღერა ხალხს, თუ არ გმირობაზე? ვაჟკაცობა იყო მაშინ პირველი, თავი და თავი ღირსება კაცისა. სხვა გზით, თუ არ ვაჟკაცობითა და ვაჟკაცის გმირობის წყალობით, თემს ერთი დღე სიცოცხლეც არ შეეძლო, იგი უნდა შემუსრვილიყო და გაწყალებულიყო. ფშავლის საიდეალო გმირი განსაკუთრებული ფშაური გმირია

ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარნი უნდან ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხნი შავარდნისანი.

   
 

გმირი ფშაურს ლექსებში „ვაჟკაცად”, „კაი ყმად” იხსენიება; იგი თემიდამ გამოდის, თემს ემსახურება, იმის გულისათვის იბრძვის. გმირის მაღალი ზენობა და საგმირო საქმენი თემს ემსახურება, იმის გულისათვის იბრძვის. გმირის მაღალი ზნეობა და საგმირო საქმენი თემს დატრიალებს თავზედ. გმირი გარეგნობით არა ჰგავს მზესა და მთვარეს. იგი თავისებურად არის ლამაზი  „ სვილისფერა”, „შავგვრემანი”. „ ქალისპირა” ვაჟკაცი გმირად არ გამოდგება, ფშავლის აზრით, იგი მხდალია.

 

სვილისფერა – შავგვრემანი (აკ. შანიძე). ვაჟკაცის ეპითეტია. იგულისხმება მტრისა თუ ნადირის დევნაში სულ ველად მავალი ვაჟკაცი, რომელსაც სახე გარუჯული აქვს. ქალისპირა – ქალაჩუნა, ქალივით ლამაზი, ქალივით ნაზი; ქალური მანერების მქონე კაცი.
       
  – დათვო, სთქვი შენსა რჯულზედა,
ვინ უფრო გეომებოდა?
– ვაჟაის სვილის ფერაი
   
  ტოტ და ტოტ მეომებოდა;
ვაჟაი ქალისპირაი
გორისპირთ ეფარებოდა.
  ტოტ და ტოტ – ხელდახელ, შიშველი ხელებით, უიარაღოდ
       
 

დიაღ, ქალისპირა, ქალივით თეთრი და ლამაზი, კოხტა-პრანჭია ვაჟკაცი გმირად არ ვარგა, ვაჟკაცობას ვერ გასწევს. გმირისთვის გარეგანი სამკაული, ფშავლის აზრით, ფუჭია, საქმე შინაგანი ღირსებაა. გმირი ამიტომ საზიკებს  საზიკებს – ოქრო-ვერცხლს არ მიჰხედავს ტანზე სატარებლად. ხშირად გმირს ლექსში ვხედავთ, რომ თხის ტყავ აცვია. „თხისტყავიანი” გმირის ეპიტეტია, როგორც “ლურჯა” იმის ცხენისა. გმირი ცბიერობას არ მისდევს, აუქჩარებელია, პირდაპირი, ნამუსიანი. გმირი, ფშავლის აზრით, ქალის სიყვარულს არ უნდა გაეტაცებინოს; მექალთანეობა დამამცირებალია ვაჟკაცისა.

  საზიკი – ხმალ-ხანჯლის ქარქაშის, საერთოდ, იარაღის შესამკობი ბრჭყვიალა (უფრო თითბრის, ლითონის ან სხვა) რამ.
       
 

იგი მდედრს პლატონის თვალით უცქერს, ყველასი ძმაა და ყველანი იმისი დები არიან, ვინც კი გმირის თემისაა და ვისაც კი ფშავლობა ეთქმის. სოფ. ახადს თავს ესხმიან ქისტები. ციხე აიღეს და წაიყვანეს ტყვედ მშვენიერი ქალი, რომელსაც იმდენი სამკაული აქვს ყელსა და გულმკერდზე, რომ ქალს უძნელდება მისი ტარება: „ყელი ჩამააქვს მძივსაო”, შეჰხვდებით ლექსში. ეს ამბავი გმირმა გიგლიამ შეიტყო და გამოუდგა მეკოპართ. თუმცა ქალის მამასთან მტრობა აქვს, მაგრამ ვაჟკაცური გული გიგლიასი, დამყარებული საზოგადოდ თემის სიყვარულზედ, აენთო. გიგლია გზაში მეკობრეებს წინ უხვდება.

შამაჰხვდა თხისტყავიანი (გიგლია)
ამბავი ჰკითხა წარზედა (დინჯად)
– ე ქალ საითღა მოგყავისთ
ცრემლ რო ჩამასდის თვალზედა?
– ე ქალ საითღა მოგყავის
შატილს ჩამოვსომთ ჯარზედა.
შვიდმ ქისტმა, ერთმა ფშაველმა
ხელი გაიკრეს ხმალზედა.

გმირი შვიდსავე ჰკლავს, მოსჭრის მარჯვენეებს, იარაღს აჰყრის და ქალს აძლევს შინ წასაღებად, საჩუქრად.

შამაურბინა ფშაველმა,
შვიდსავ თავ მასჭრა წამზედა.
შვიდსავ მარჯვენა ააჭრა
ერთის ამლათის (წუთი) ხანზედა,
შვიდსავ ფრანგულებ შამაჰხსნა,
სრულ ქალს დაჰკიდა ტანზედა.
ქალ უკვენ გამააბრუნა:
– მშვიდობით, დაო, გზაზედა,
ჩემს ნაქნარს სახელს ნუ იტყვი,
ვიყვნოდეთ და-ძმობაზედა.

გიგლია როდი სარგებლობს შემთხვევით, ქალს დობას ეუბნება და იქამდე დიდსულოვანია, რომ არც კი უნდა გააგებინოს ვისმე, თუ იმან სასახელო საქმე ჰქნა და ვაჟკაცობა გამოიჩინა. გიგლიას შვიდის ქისტის მოკვლა არ უკვირს და არც სხვა უნდა გააკვირვოს ამით. კიდევ რომ დაიწყოს კვეხნა, ამით უფრო დაამცირებს თავის თავს, აბრუს გაიტეხს, რადგან გმირს არ შეჰშვენის კვეხნა და ტრაბახი.

   
       
 

ღვინო კი მათრობელი სჯობს,.

   
  ძაღლი თეოზე მყეფარი;
ვაჟკაცი დინჯი სჯობია,
რო გაჭირდება – მჭეხარი.
ჩალად არა ღირს ვაჟკაცი
დიაცთ მიმყოლი, მკვეხარი
  თეო – ადგილი ფარის განაპირებით. ალაგი, სადაც ძაღლი ყარაულობს, ან მწყემსი თვითონ ადევნებს თვალყურს.
       
 

ვაჟკაცს, ფშავლის წარმოდგენით, სიდარბაისლე უხდება. გმირი თავს არ უნდა იმსუბუქებდეს და თავისს ვაჟკაცობას ჭკვიანურად უნდა ხმარობდეს. გმირმა თავისი ძალ-ღონე წარამარა საქმეს არ უნდა შეალიოს, უბრალოდ არ დახარჯოს, არ დაახურდავოს. დიდი, საგმირო საქმე როდესაც გაჩნდება, მაშინ უნდა იკრას ხმალზე ხელი.

მთას ვიყავ, ცივი წყარო ვსვი,
ბარად ჩამოვედ – მაჭარი…
ძვირად გაგყიდი სიყმეო,
თუ ამიჩნდება ვაჭარი!

გმირმა ისეთი საქმისათვის უნდა მოიკლას თავი, რომ ჰღირდეს სიკვდილად და სახელად. ეს საგმირო, ღირსი თავის განწირვისა რაღაა, რა საგანია?

კაი ყმა ცოლზედ მოკვდება,
მამულსა საკუთარზედა.
კაი ყმა ლაშქარ მოკვდება,
სწორების მჯობინობასა,
ცუდაი – ბოსლის ყურესა,
ქალებთან ლოგინობასა.

დიაღ, გმირი, ფშავლის აზრით, თავის საკუთარს ნამუსსაც უფრთხილდება, თავისის თემისა და მამულისასაც. თემის, მამულის გულისათვის იმას სჭირდება ხშირად ლაშქარს ყოფნა, აქ მოელის იმას სახელოვანი სიკვდილი, “ცუდამ”, ლაჩარმა კი ქალების ლოგინში უნდა დალიოს სული, იქ უნდა დაბერდეს და მოკვდეს.

კარგის ყმის ცოლი ტიროდა
აღარ მამივა შინაო (ქმარი);
იცინის ცუდაის ცოლი,
გამაიქცევა წინაო.

გმირი ხშირად თემსაც აუხირდება. ეს მოხდება უფრო მაშინ, როდესაც შეიარაღებული თემი “დაჯარებული”, დამსხდარნი მწკრივად, ბჭობენ გალაშქრებაზედ. სმა-ჭამის, ქეიფის დროსაც თავმომაბეზრებელია გმირი, ვაჟკაცი: პირდაპირ ეუბნება ყველას თუ რასმე ცუდს შენიშნავს, გაამწარებს ქეიფსა და დროს ტარებას, მაგრამ ეს ხასიათი გმირს უნდა მიუტევოს თემმა, რადგან გმირი ომში, ბრძოლაში გამოსადეგია, მისთვის პატივსაცემი და დასაზოგავი.

კარგს ყმას არ იპატიჯებენ,
ჯარს არ გვიყენებს ჯარზედა;
იმას კი აღარ ჰფიქრობენ,
გაჭირდეს, გამოგვადგება.

გმირს, რამდენადაც ომში გულადობა, იმდენად თავის თემში თავმდაბლობა და მოთმინება უხდება. აი, სახალხო გმირი როსტომი რას ამბობს თავის თავზე, როგორ ესმის გმირობა:

როსტომ სთქვა:

„გმირი მეც ვიყავ,
ჯირითი შემოვისრიე:
სოფელში ამაყობასა
ისევ დათმობა ვირჩიე”.

თუმცა კარგად ვიცით, რომ ქალის სიყვარული გმირს გმირობას არ უშლის, არამედ უმატებს კიდეც მხნეობასა და სიმამაცეს, მაგრამ ხალხი დიაცის მიყოლას უშლის გმირს, როგორც მის ღირსების დამამცირებელს საქმეს. ამგვარს შეხედულობას ხალხისას საკუთარი მიზეზი აქვს, რომელიც სულ სხვა სათავიდამ მომდინარეობს. ვგონებ, რომ ფშავლის რომანტიული ბუნება ქრისტიანულს ელემენტს დაუძლევია. გმირი ერთსა და იმავე დროს მტრის სისხლის მქცეველიც არის და წმინდანიც, როგორც მფარველი თავის თემისა. რაკი იგი მადლის მომქმედია, ბევრს სიკეთესა და მადლსა სთესავს ქვეყანაზე; როგორც ვაჟკაცი, წმინდანი, თავის სიწმინდისა და ვაჟკაცობის დასაგვირგვინებლად ქალებსაც უნდა ერიდოს. ამ ხალხისაგან მიღებულს აზრის მიზეზად, რომ გმირი არ უნდა იყოს მექალთანეო, ჩასათვლელია მოსეს ღაღადება, არა იმრუშო და შემდეგ შევსებული იესო ქრისტესაგან: მრუშის თვალითაც არ უნდა შეჰხედოთ დედაკაცსაო. ამასთან ერთად არ შეიძლება არ იფიქროთ, რომ ამ ბერულს შეხედულებას სიყვარულზე სოციალური ფაქტი არ ედვას სარჩულად, დარღვეულის მრავალცოლიანობის ნაშთებზე გამარჯვებულ ერთცოლიანობის ბაიარღი არა ფრიალებდეს. ის სულ სხვაა, ქრისტიანობამ დასცა მრავალცოლიანობა ფშავში, თუ ეს მოხდა სოციალურის გარემოებით, როგორც არის მაგ., უცხო თემის დედაკაცების მოტაცება ტყვედ და დასაკუთრება. ვსთქვათ, სოციალურ გარემოებათა წყალობით მოხდა მრავალცოლიანობის მოსპობა, ქრისტიანობაც, თავის მხრივ, გაუმაგრებდა ფესვებს ამ ახალს ფორმას და უკიდურებამდინაც ადვილად მიიყვანდა. ერთი უკიდურობა – მრავალცოლიანობა გამოიწვევდა მეორე უკიდურობას – უარყოფას სიყვარულისას, ცოლ-შვილობისას, მით უმეტეს გმირის, ამ მაღალის არსების შესახებ… ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. დედაკაცის ჭკუას არ უნდა აჰყვეს გმირი, კეთილი არაფერი გამოვა დედაკაცის ჭკუიდამაო. ამ შეხედულების მიზეზი დედაკაცზე მისი საზოგადოებრივი მდგომარეობაც კია: დედაკაცი ფშავში დამონავებულია მამაკაცისაგან და წინად უფრო უარეს მდგომარეობაში იქნებოდა ჩავარდნილი. გმირს საკუთარი მსჯელობა უნდა ჰქონდეს და დედაკაცის ჭკუას არ აჰყვეს.

როსტომ სთქვა:

„ჭკვა დიაცისა
არც მამწონ, არც მეკეთება;
ვაჟკაცს დიაცის მიმყოლსა
სამარეც დაეკვეთება“.

გმირი იმდენად თავის თავისთვის არ ცოცხლობს და იმდენს არ აკეთებს, რამდენსაც თემისთვის, მაგრამ ამ სამსახურისათვის სახელის მეტი არაფერი ჰრჩება. მხოლოდ ხატობის დროს ხევისბერი განსაკუთრებულ დიდის თასით გმირს საკარგყმოს (კაი ყმა) ასმევს. გმირი ხდება საგნად ქება-დიდებისა ლექსებში. სიკვდილს შემდეგ მთელი თემი ჰგლოვობს, ხატობის დროს ოფიციალურად ისმის გმირის შესანდობარი. ჯერ ხევისბერი იტყვის და მერე დიდი და პატარა მოაყოლებს შესანდობარს. დიაღ, გმირი მსხვერპლია სოფლისა: სხვას აძღობს, თითონ მშიერია, სხვის სიცოცხლისათვის მებრძოლი თითონ სიკვდილს ეძლევა პირში. აი ლექსი, რომელსაც საფუძვლად კერძო ამბავი აქვს, მაგრამ საზოგადო აზრი კი ისაა, რომ გმირი თავისის თანამოძმისათვის თავს დასდებს:

რაად კარგია კაი ყმა,
რაის კარგისა მქნელია?
წავალის მოჰკლავს ნადირსა,
ჭალაში მწვადის მწველია,
დააძღებს ამხანაგებსა,
თავად მშიერა მგელია.

დიაღ, გმირი სხვას აძღობს, სხვისთვის იბრძვის თავგანწირული და თითონ კი „მშიერა მგელია”

   

4.4 ენა

▲ზევით დაბრუნება



კითხულობს: ჟურნალისტი მარიამ ჩიქოვანი

 

ენა

(ენა (მცირე შენიშვნა)

ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შეხვდებით სამდურავს ქართულის ენის შებღალვისა გამო, თუ საქმეს ჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანს სწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზედ დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებია ყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამ გარემოებას ის შედეგი მოჰყვებოდა, რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ და ქართულად ისე ვწერდეთ... მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობით არიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად საზარალო არ ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის ნაკლებად... ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინრობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიც გვეპოვება რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც წერენ ქართულად და დღესაქამომდე ვერ მიუგნიათ ქართული ენისთვის.

რას ჰქვიან ენის ცოდნა, რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისთვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება; ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა. ამისთანეები სიტყვაკაზმულ ნაწარმოების ავტორთა შორის უნდა ვეძიოთ. უსათუოდ საუკეთესო მგოსანი ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ. რისთვის? მისთვის, რომ ერი უპირველე სყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც თვით ენა, ღვიძლი შვილია მისივე და არავინაც არ არის თავისს მშობელთან ისე დაახლოვებული, როგორც ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი. მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარ ენას მისაბაძავ საგნად.

თქვენს უმორჩილესს მონას, ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენი მწერლისაგან სამდურავი და ძველებური, უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო, რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ის უნდა გავიტანოთ და სანაგვეზე გადავაგდოთო. ყველას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრი და აზრი და მეც ჩემი რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი, რა თქმა უნდა უმეცრების ბრალია და, ხომ მოგეხსენებათ, უმეცრებასავით თამამი არა იქნება რა. არამგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმით, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმ ჟამთა ამ ჟამამდე დაუდგრომელად. მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტახნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს...

დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელია და ძალაც მისი სწორედ რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულეველად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია. ენის საქმეც სწორედ ასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის! იგი ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია. რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შეჰრჩება საზოგადოდ, საუკუნოდ. თუ ზოგიერთების ხელში იგი თავის ხასიათს ვერ იჩენს, ეს იმათი ბრალია, ვინც მას ამღვრევს უწმინდურებისა და ნაგავ–ნუგავის ჩაყრით, ვისაც ჰსურს ამ მდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში სადაც მღვრივე მოდის, კი არ ამოჰკრეფს, არამედ სათავეს მიმართავს. სათავე ენისა, ვგონებ, ყველამ კარგად იცის, სად არის, ან რა არის... ეს სათავე ენისა გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებები, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიჭიერ მწერლებად და ენის მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა – შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი, გაურყვნელის ენით მოსაუბრედ კიდევ მთიელნი, რომლებთანაც მე მაქვს დამოკიდებულება და ამ გაკიცხულს ფორმებსაც იმათგან ვიძენ, ნუ გგონიათ ფორმებს ვთხზავდე, ღმერთმა დამიფაროს! რა არის აქ საწყენი? შემოტანა მრავლის ფორმებისა, თუ კიდე სადმე მოგვეპოვება, კაი ნიშანი მგონია, ხოლო ფორმების გატანა და შემცირება – ერის გახლახვად, შეურაცხყოფად, დამცირებად მიმაჩნია.

1901 წელი

   

4.5 ვერხვი

▲ზევით დაბრუნება


4.5.1 I

▲ზევით დაბრუნება


 

ვერხვი

მარტოდ-მარტოკა იდგა ერთ მწირს გორაზე; მის ახლო-მახლო სხვა ხის ჭაჭანება არ იყო; ხოლო შორს, გაღმა, მოჩანდა დიდი, დაბურული ტყე. ქვეით, ჭალაზე, მთა-ფერდობებზე, გაღმა-გამოღმა მრავლისაგან უმრავლესი ხეები იდგა, – ათასი, ათასნაირი ჯურისა. საბრალო ვერხვის ახლო კი ერთიც არა. გასცქეროდა შორიდან ტყეებს და ილეოდა სულით; იქ ვერხვებსაც ჰხედავდა, უფრო იმათკენ მისწევდა გული.

მას შემდეგ, რაც გაჩნდა და გაიზარდა, ვერხვი ხეს აღარ დაჰლაპარაკებია, მხოლოდ თავისთავს ელაპარაკებოდა, ესაუბრებოდა; აგრეთვე ღმერთს ემდუროდა: „ეჰ, შე დალოცვილო ღმერთო, თუ გამაჩინე, კიდეც დამარჩენდიო!“ ამას იტყოდი ხშირად: „რასა ჰგავს ჩემი უმადლო სიცოცხლე, რას ვაკეთებ ამ ფრიალო მთაზე მარტოდ-მარტო? თუ ვერაფერს გავიგონებ, ვერავის რას გავაგონებ, ვერავის გავახარებ და თვითონაც ვერ გავიხარებ, ეს ხომ მკვდარი სიცოცხლეა?!.“ ბევრჯელ ეცადა დაეძახნა და ბევრჯელაც დაუძახა. შორს, მთის კალთაზე თეთრად მომჩინარს ვერხვებს: „ეი, ძმებო, წამიყვანეთ თქვენთან, თუ გრწამთ ღმერთი, ან აქ, ჩემთან, წამოდით, აქ მაღლა იქნებით; აქედან ბევრ კარგ რასმე დაინახავთ: აგერ ქალაქი, მრავალი სოფლები, აგერ ტბა და დიდრონი თოვლიანი მთები! მშვენიერ სანახავს ჰნახავს თქვენი თვალები; მანდ მხოლოდ ჯურღმულს ჰხედავთ, სხვა არაფერს!“

ნიავს მთისას ხომ მუდამ იმას ჩასჩიჩინებდა, როცა იგი ჰქროდა და მის კოხტა, მოხდენილ ფოთლებს აცახცახებდა და ათრთოლებდა: „შენი ჭირიმე, ერთი უთხარი, შემახვეწე ვერხვებსა, რა არის, რომ ამოდენას ვეხვეწები და ისინი კი ყურს არ მიგდებენ, ერთხელ ვერა მნახეს, ვერ ამოვიდენ ჩემთან!“ ნიავი მიდიოდა, გაივლიდა სისინით, შრიალით, გამოივლიდა ისევაც, ხოლო პასუხი არაფერი მოჰქონდა; ავიწყდებოდა დანაბარების თქმა, თუ ამბის მიტანა ეზარებოდა, არაფერი იცოდა ვერხვმა. ვერხვმა თავის თანამოძმეებისა სხვა ვერაფერი გაიგო.

ამ რამდენისამე წლის წინათ ქარმა იმ შორეული ტყიდან მოიტანა ერთი ხმელი ფოთოლი და, ის იყო, უნდა გაეცილებინა ვერხვისათვის, მაგრამ ვერხვი მთელი თავის სიგრძე-სიგანით გადიზნიქა, მოჰხვია მაგრა ტოტები ხმელ ვერხვის ფოთოლს და მაგრა ჩაიკრა გულში; დღესაც ინახავს მას და გველის თვალივით უფრთხილდება. ამგვარ საჩუქარს – ხავსს, ხმელ ფოთოლს, ტოტს, თვალგულდამშეული კიდევაც მოელის. დღეს კი ერთადერთი ხმელი ფოთოლია იმის ნუგეში, იმას ეალერსება, იხუტებს გულში, ჰკოცნის, ესაუბრება, მაგრამ საბრალო ფოთოლი პასუხს ვერ აძლევს. როცა ქარი ამოვარდებოდა, ყელგადაგდებული დაღრეჯით ეხვეწებოდა: „ქარო, შენ გენაცვალე, ვინძლო, ერთი ტოტი მოტეხო აგერ იმ ვერხვებს და აქ წამომიღო, ან ერთი ფოთოლი მაინც კიდევ!..“

შავი ნისლი მთის ქედზე გველეშაპივით მოცურავს უდარდელად, შეუპოვრად. თავს უხრის და ეხვეწება ვერხვი: „ნისლო, გეთაყვა, შენ, ხომ ვიცი, არ დაგამძიმებს და ჩახვალ ქვევით, ხევში, მოგლიჯე ერთ-ერთი ვერხვი ფესვებიანად და აქ ამომიტანე!..“

როცა საშინელი ქარიშხალი ამოვარდებოდა, დელგმა იყო, ჭექა-ქუხილი ისეთი, რომ კაცს ეგონებოდა, ქვეყანა იქცევაო, და თვით ვერხვიც ელვა-მეხის ნაპერწკლებში იყო გახვეული, რაიც ხშირად ხდებოდა, მაშინ ვერხვი ემუდარებოდა საშინელ ბუნების მოვლენას: – „ამომფხვერი აქედან და გადამაგდე იმ ჩემ ძმებთან, ტყეში, დეე, იქ მოვკვდე, იქ დავლპე, დავმიწდე იმათ კალთაზე; თუ ცრემლს არ მაღირსებენ, ქოქოლას ხომ დამაყრიან და დამწყევლიანო“.

   

დელგმა – კოკისპირული წვიმა, თავსხმა

 

ქოქოლა, ქოქოლას აყრის – ხელების თავისებური მოძრაობით წყევლას ან დაცინვას გამოხატავს ვისიმე მიმართ

       
 

მაგრამ არცარა ამ თხოვნიდან გამოვიდა: ვერხვი იქვე ადგილობრივ იდგა, მეხისაგან ტანზე მრავალგან დაზიანებული.

   

4.5.2 II

▲ზევით დაბრუნება


 

ზაფხულობით, თუმც ციდან მრავალი ვაება ატყდებოდა თავზე ვერხვს, მაგრამ მაინც ცოტა მხიარულად იყო: მისი მიდამო აყვავდებოდა წითლად, ყვითლად, თეთრად: მწვანედ აბიბინდებოდა ბალახი; საბრალო ვერხვი შეჰხაროდა ყვავილების სიცოცხლესა და სილამაზეს. ზამთრობით ძლიერ დაჩაგრული იყო: აბეზარი მთის ქარიშხალი მოსვენებას არ აძლევდა, ახეთქებდა აქეთ-იქით, არწებდა აკვანივით, და ხშირად ისეც მომხდარა, რომ სრულიადაც მიენამქროს, ვერხვის მხოლოდ კენწეროღა დარჩენილა, პატარა მისი ტოტები თოვლს დაუკერებია მიწაზე, ოთხი-ხუთი თვე შებორკილი, შებოჭვილი ყოფილა ვერხვი, ცოცხლად დამარხული თოვლქვეშ.

ზაფხულობით კი თითონაც ფოთლებით იმოსებოდა, წვიმა ხშირად ჰბანდა და ალამაზებდა მის ტანსა და პირისახეს. ვერხვს ერთი დარდი აქვს კიდევ, რომლისთვისაც თავი ვერ დაუხწევია ვერც ზამთარში, ვერც ზაფხულში: ერთ ზამთარს ვერხვი მიუნამქრავი დარჩა და მთელი ზამთარი თვალახილებული დასცქეროდა მთა-ბარს, ტყეებს. ყველაზე მეტად უყვარდა და მოსწონდა ერთ ადგილას მწკრივად მდგომარე ვერხვების ჯგუფი, მუდამ იმათ შეჰხაროდა და დღეს კი იმათთვის გული სტკივა და ცრემლსა ღვრის. იმავე ზამთარში მოვიდა დიდი ზვავი და მთელი გუნდი მისი საყვარელი ვერხვებისა გადმოთელა, დღეს გაშოტილნი მკვდრები ეწყვნენ დაბლა. ზოგი ძირიანად ამოებრუნა ზვავს და საცოდავად ჰქონდა აღმა აშვერილი ფესვები. ეს სურათი რომ ნახა, ვერხვს გული მოუკვდა, დღესაც იმასვე ვაებს და ჰგოდებს: „ახ, ახ, საბრალონი! – წარმოსთქვამს თვალცრემლიანი, – ჩემები არიან, ჩემი სისხლი და ხორცი; აქ რომ ყოფილიყვნენ, ხომ არ დაემართებოდათ ეგ უბედურება?! ნეტავი, მეც იმათთან მაინც ვყოფილიყავი, რომ მათთან ერთად დამელია მეც სულიო!..“

   

4.5.3 III

▲ზევით დაბრუნება


 

ვერხვს უყვარს ყვავილები, იმის ჩრდილის ქვეშ, მის ახლომახლო რომ იშლებიან და იზრდებიან. ხოლო ვერხვისთვის ეს იყო გულსაკლავი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არც ამ საბრალოთა ჰქონდათ. თუმცა ვერხვი მუდამ იმათა ჰლოცავდა, დაჰბუტბუტებდა თავზე: „დაიზარდენით, დაიზარდენით, პატარებო, გაიხარეთ; ღმერთმა ნუ შემასწროს იმ დღეს, თქვენი მარცხი და ზიანი ვნახოვო!“ მაინც ამაო იყო მისი ლოცვა: მაისში აყვავდებოდენ და თიბათვის ორ კვირამდე ძლივძლივობით სძლებდენ, რადგან მოაწვებოდა ბარიდან საქონელი – ცხვარი, ძროხა და ორ დღეზე გადათელავდენ ვერხვის მიდამოსა.

   თიბათვე – ივნისის ქართული ხალხური სახელწოდება
 

ყველასაც უყვარდა ვერხვი, რადგან მოსახედ ადგილას იდგა და იმის მეტი ხე იქ არ მოიპოვებოდა, ამიტომ მწყემსები თავის სამწყემსოთი მის ჩრდილოს ქვეშ ისვენებდენ. ამის გამო ვერ ასწრებდა ვერხვი შეესწავლებინა ყვავილებისთვის თავისი ენა და ესაუბრა მათთან. თუმცა თითონ ესმოდა მათი საუბარი და ეს ადვილი დასასწავლი იყო. ყველანი მუდამჟამს სიცოცხლეზე საუბრობდენ, მზესა და დედამიწას ჰლოცავდენ და ღმერთს ევედრებოდენ: „ღმერთო, ნუ მოგვიღებ მალე ბოლოს, დიდხანს გვაცოცხლეო!“

„ახ, რა უქმად, უმნიშვნელოდ მიდის ჩემი სიცოცხლე! – ამბობდა ხშირად ვერხვი, – ისე გავჩნდი და გავიზარდე, ერთი წამი ვერ გავიხარე, ვერავის რა ვარგე. ეს ფრინველები რაღას მერიდებიან, იმათ რაღა დავუშავე?! ერთს მაინც ჩემს ტოტზე გაეკეთებინა ბუდე და ბარტყები გამოეჩეკა“. შესტრფოდა არწივს, როცა იგი მედიდურად დაჰბრუნავდა თავზე; ვერხვის სიხარულს ხომ საზღვარი არა ჰქონდა, თუ არწივი ჩამოეშვებოდა და მის კენწეროზე დაისვენებდა, მაშინ ვერხვის გულში თავმოყვარეობა იღვიძებდა და სიამაყე დაეტყობოდა: „უთუოდ ვყოფილვარ რამე, რომ თვით არწივი, მეფე ფრინველთა, მკადრულობს და ჩემ ტოტებზე ისვენებსო“.

   
 

მაგრამ ეს არწივის სტუმრობა იშვიათად ხდებოდა. ძალიან უნდოდა, ეწადა საბრალოს, რომ არწივს მასზე გაეკეთებინა ბუდე და მისი მართვების წიწინი გაეგონა, მაგრამ არ მოხერხდებოდა. რა გააბრიყვებდა ისე არწივს, რომ კაცისა და საქონლის ფეხში ბინა დაედგა, თავისი ბუდე, შვილები ქვეყნის საჯიჯგნავად გაეხადნა?!

  საქონლის ფეხში – კაცისა და საქონლის ფეხის ნადგამში

4.5.4 IV

▲ზევით დაბრუნება


 

ვერხვს უყვარს ყვავილები, იმის ჩრდილის ქვეშ, მის ახლომახლო რომ იშლებიან და იზრდებიან. ხოლო ვერხვისთვის ეს იყო გულსაკლავი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არც ამ საბრალოთა ჰქონდათ. თუმცა ვერხვი მუდამ იმათა ჰლოცავდა, დაჰბუტბუტებდა თავზე: „დაიზარდენით, დაიზარდენით, პატარებო, გაიხარეთ; ღმერთმა ნუ შემასწროს იმ დღეს, თქვენი მარცხი და ზიანი ვნახოვო!“ მაინც ამაო იყო მისი ლოცვა: მაისში აყვავდებოდენ და თიბათვის ორ კვირამდე ძლივძლივობით სძლებდენ, რადგან მოაწვებოდა ბარიდან საქონელი – ცხვარი, ძროხა და ორ დღეზე გადათელავდენ ვერხვის მიდამოსა.

  თიბათვე – ივნისის ქართული ხალხური სახელწოდება
 

ერთხელ შემოდგომით მთაში თოვლი ადრე მოვიდა. მწყემსებს სიცივით კანკალი მოჰკიდა. „ახ, ცეცხლოვო!“ – ყველანი ამას გაიძახოდენ, ხოლო შეშა მთაში ძვირი საშოვარი იყო. უშეშობის გამო დიდი თათბირი შეექნათ: ერთმა სთქვა, ვერხვი მოვჭრათო, სხვებმა იუარეს, როგორ შეიძლება, ცოდვაა მაგისი მოჭრაო. მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდენ პირველს. ამანაც წამოავლო ხელი ცულს და გასწია ვერხვის მოსაჭრელად. ვერხვი, თეთრად თოვლით გადაპენტილი, გაყუჩებული იდგა, არ იცოდა, რა მოელოდა მას.

   
 

– მოვიდა, ვერხვო, შენი აღსასრულის დღე, – დაილაპარაკა მწყემსმა, – მართალია, გვიყვარხარ და ამაგიცა გაქვს ჩვენს თავზე, მაგრამ რა ვქნათ, რო სიცივით ვიხოცებით! – თქვა რა ეს, აათვალიერ-ჩაათვალიერა ვერხვი ერთხელ კიდევ და შემოჰკრა ცული. ვერხვს აქ ჟრუანტელმა დაუარა ტანში, გაიჩმუჩნა და თეთრად ბამბის ქულასავით თოვლმა იწყო დაბლა ჩამოდენა. მწყემსი ცოტა განზე გადგა, მინამ ბარდანი ჩამოიკრიფებოდა. მეორეჯერ შემოჰკრა ცული უფრო ძლიერად, ბარდანმა ხრიალი მოიღო, ვერხვმაც ტოტები აიკრიფა მაღლა, წელში გასწორდა, თითქოს მტრის დასახვედრად ემზადებაო და წარმოსთქვა გულმტკივნეულად: „ეჰ! მორჩა ჩემი უმადლო სიცოცხლეო!“ გასცქეროდა ტყეებს და ემშვიდობებოდა: „მშვიდობით, ძმებო, მშვიდობით, ცოცხალს არ მეღირსა თქვენთან ყოფნა, ეგები მკვდარს მაინც მეღირსოსო“. სთქვა რა ეს, დადუმდა, ხმა-კრინტიც არ დაუძრავს, ხოლო ჰაერში ცულის გაჩქარებული ჩქამი ისმოდა.

  გაიჩმუჩნა – შეიშმუშნა
ბარდანი – ბლომად დადებული თოვლის ფანტელები ხიდ ტოტზე
 
 

ნახევარ საათს შემდეგ ვერხვი დაბლა ეგდო გაშოტილი, თავს დასტრიალებდენ მწყემსები: ზოგი ტოტებს აჭრიდა, სხვა მორებს აკეთებდა, ჰკრავდენ გუდურებს და მიეზიდებოდენ ქოხში.

  გუდურა – ერთი შეკვრა წვრილი შეშა, ფიჩხი
 

საღამოზე ქოხში დიდი ცეცხლი ენთო, შეშად ვერხვი ენთო, გარშემო მწყემსები უსხდენ, დიდი და პატარა, მკლავტიტვლები, ფეხშიშველი ბალღები იხუხებოდენ ცეცხლის ალზე, აგრეთვე მოხუცნი, და ყველა კი ამას გაიძახოდა ერთხმად: „იჰ, რა ცეცხლია, დაგლოცა ღმერთმაო!“

ერთმა მწყემსმა ზღაპარიც დაიწყო: „იყო და არა იყო-რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდაო“ და სხვ. ასე გათავდა ვერხვის სიცოცხლე, მოესწრო იგი მადლის ქმნას, მხოლოდ თითონ ვეღარა გრძნობდა საბრალო, თუ მადლსა შვრებოდა.

1900 წ.

   

4.6 ფესვები

▲ზევით დაბრუნება



კითხულობს: ბიბლიოთეკარი, მწერალი ინგა გოგიბერიძე

 

ფესვები

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამითი მოგვწონდა თავი, რომ ლამაზი, გულშეუდრეკელი, ამაყი შვილი გავზარდეთ.

- თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ამაგიო, - ბევრჯელ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას; მაგრამ ჩვენ მაინც ყელის წევით მუხლმოდრეკილნი გამოვსთხოვდით ხოლმე საზრდოს ჩვენის საყვარელის შვილისათვის. მის გულისთვის დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთო, - ერთმანერთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით, დაისვენე, დედამიწავ, დაისვენე. ჩვენ ახლა შენ აღარ შეგაწუხებთ. ვისთვისაც გეფერებოდით და გეხვეწებოდით, ის აღარა გვყავს, ჩვენცა ვხმებით, ხმელსა და მკვდარს საზრდო რაღად უნდა? კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენის შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ ვკვნესით და თქვენ-კი, კაცნი, ამას „რაკუნს” ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს „ხის წვენს” უწოდებთ... განა რომ ხელს არ გამოვიღებთ, თავ-პირს არავის ვაკაწრით, არა ვლანძღავთ, წასულს არ მივსდევთ და მოსულს მრისხანე სახით არ ვუხვდებით, იმიტომ არაფერსა ვგრძნობთ?! „მუხას ვჭრიო”, - კაცი თავის ამხანაგს ეძახდა, ვითომდა არაფერიო. იგი ვერა ჰხედავდა, რომ ჩვენ მაშინ ჩუმად მიწაში ცრემლსა ვღვრიდით, რომ ჩვენმა ცოდვა-ბრალმა დედამიწაც აატირა „საწყლებოვო, - ბუზღუნებდა ისიც, - რისთვის, ვისთვის იწვალეთ. ან მე ვისთვის ვწვალობ, ვინ არის მადლობის მთქმელიო!..”

თუმცა დედამიწა ამას ამბობდა, მაგრამ იმავე დროს წინ წამოწვდილს, შორიდან წამოზრდილს წიფლის, არყის და ვერხვის ფესვებს უდებდა საგზალს... უარს ვერავის ეტყვის ეს ღვთისაგან კურთხეული. ყველას დედაა, ყველასთვის ის ზრუნავს, ყველა იმის ზურგსა ჰკიდია. იკურთხოს შენი ძუძუ, ჩვენო დედავ, ჩვენო გამზრდელო, ჩვენო ძუძუს მაწოვებელო!

მაგრამ რა ჰქნას საბრალომ? ამასაც ბედმა უმტყუნა. გუშინ და დღეს ჩვენ ბევრი ვიტირეთ, გვენანება იმ ადგილის განშორება, საცა დავიბადენით, აღვიზარდენით, სადაც სიცოცხლე ვიგრძენით. ვინ იცის, რა მოგველის?! დღითი-დღე ჩვენი ბინა ინგრევა, იშლება, ფლატე კეთდება და ჩვენ უსახურავონი ვრჩებით, ტიტველნი და მშიერნი. ბოლოს მოვწყდებით და წავალთ თავქვე, ჩავეშვებით უღრანს ხევში. ვინ იცის, იქ რა მოგველის? ვინ იცის, იქ რა ნიადაგი დაგვიხვდება? დავიხოცებით სრულიად, თუ კიდევ მიწა დაგვფარავს და გაგვიჩენს საზრდოს?! ვინ იცის, იქნება გიჟმაჟმა მდინარემ გაგვრიყოს სადმე უდაბურს ადგილას და მწვავე მზის სხივებმა დაგვაჭკნოს, გაგვახმოს, გააქროს ჩვენი ხსენება!

ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ. დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია, გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა.

1893 წ.

   

4.7 შვლის ნუკრის ნაამბობი

▲ზევით დაბრუნება


შვლის ნუკრის ნაამბობი

4.7.1 I

▲ზევით დაბრუნება


 

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია,  ჩლიქებიც  არ გამმაგრებია.

  ქათიბი – ქალის ზედა ტანსაცმელი, ბეწვმოვლებული. ჩლიქები – სქელი რქოვანი წამონაზარდი ზოგიერთი ძუძუმწოვრის (ძროხა, ცხვარი, შველი...) ფეხის ბოლოზე
 

გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, - ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს!

   
       
 

წეღან ველის პირად გავედი დაღონებული... იქით-აქეთ თვალს ვავლებდი. უცებ ჩემს თავზედ ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებ-შეკუმშული, ნისკარტდაღებული, უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეში გადავხტი. წამოვიდა ის წყეული ფრინველი, ტანი ვეღარ შეიმაგრა და ჩემს ნადგომ ადგილს დაეცა. ჟრუანტელი მივლის, როდესაც იმისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივით ბრჭყალები მაგონდება. პირდაპირ მოვიდა და, იქ რომ არ დავხვდი, ბალახებზედა და მაყლოვანზედ მხრებით ტყლაშუნი გაადინა. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა, აიწია, ძლივს განთავისუფლდა, კინაღამ მაყვლებში ჩაება. მე ერთს ხეს ვეფარე და იქიდან გულის ფანცქალით ცალის თვალით გავყურებდი.

  ლეგა - ნაცრის ფერი
       
 

გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს მშველი, თორემ აქამდის ჩემის ქათიბის ბეწვიც არ იქნებოდა! გული მეუბნება, რომ მტრის მსხვერპლად გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი ვარ, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოკეთე. ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები,  მუმლისა  და კოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად ვსუნთქავდი...

  შამბი - მაღალი და მსხვილი ეკლიანი ბალახი.
მუმლი – მცირე ზომის სისხლისმწოველი მწერებია. მათი კბენა ძლიერ ქავილს იწვევს
 
 

მე და დედაჩემი, აგერ ტყიანი სერი რომ წამოწოლილა და აქეთ-იქით ხევები ჩაუდის, იქ ვცხოვრობდით, მუდამ დაჩრდილულნი გაბურულის ტყით; უხვედრი იყო ჩვენი ბინა. დედაჩემი დაწვებოდა ხოლმე გორაკზე, მე გვერდით მოვუწვებოდი. სამივე მხრიდამ ხეები გვეფარა, მეოთხეს თვითონ გაიყურებოდა. ხანდახან ყურებს დააცქვეტდა, მე შევყურებდი და ვბაძავდი იმის ქცევას, ჩემს პატარა ყურებსაც ავცქვეტდი. სამჯერ უჩვეულებრიო ხმაურობა შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩხრიალს, რომელიც მუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს, არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამ ჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც ნიავისაგამ გაშრიალებულ ფოთლების ხმას... ეს შევნიშნე მე: რა წამს ამ უცხო ხმას გაიგონებდა დედაჩემი, ზე წამოვარდებოდა და მეტყოდა: “შვილო! მომყე, მე მომყეო!..” გაიქცეოდა და მეც მივხტოდი, რაც ძალი და ღონე მქონდა; არც ვიცოდი და არც მესმოდა, თუ ვის უფრთხოდა. ეხლა-კი ვიცი... ოჰ! რამდენი მტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!

ვერ გავცილებივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვცილდე, - მაშინაც ნახევარი სიცოცხლე მაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს, კლდეებს, ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეურად უნდა დავდნე!.. რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენ ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის ცხოველებთან ერთად ნავარდობა... შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს..

  უხვედრი – მიუვალი.

4.7.2 II

▲ზევით დაბრუნება


 

როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზედ იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც-კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა... მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე.

- არ გიამა, შვილო? - მკითხავდა დედა.

   
  მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩქნიდი.   ვბურჩნიდი – წოვის დროს ძუძუს დრუნჩს ვკრავდი.
       
 

ჩვენს წერთ ხმელ ხეს გარშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა, რომ მიკვირდა, - დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორე ადგილას ჩაჰკრავდა ნისკარტს... კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ “ჩხი!” “ჩხი!” მომესმა. მივიხედე გვერდზე: თავზედ ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. “თავი მომაფარეო, - მითხრა დედაჩემმა, - თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!..” მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერებდა თავით ამ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე შესკუპდა და მოჰყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმასა ჰგვანდა. დედას გაეცინა და მითხრა:

 

თავის მოკატუნება - დამთმობლობა, ვინმეს წინაშე თავის მოსაწყლება.  თავი მოიკატუნა  – იტყვიან ადამიანზე, რომელმაც თავი მოისაწყლა, თავი მიამიტად მოაჩვენა.

       
 

- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!.. შენისთანა პატარა ნუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო... კრუსუნსა და კნავილს მოჰყვება და ახლო-მახლო რომ შენისთანა ბრიყვი და გამოუცდელი ნუკრი შეხვდეს, ბანს მისცემსგადაეძრახნება, მაგასაც ის უნდა: მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!..

 

კრუსუნი - სუსტი, უღონო კვნესა.

ბანს მისცემს  აქ: აჰყვება.  გადაეძრახება - გამოეხმაურება.

 
 

მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...

- ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინათვე!

- ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება; როცა მე აღარ გეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!

ოჰ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავსა!

   

4.7.3 III

▲ზევით დაბრუნება


 

ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზე წავიდეთო. წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში. ხევი ღრმა იყო, მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეები ერთმანერთზე გადაკვანძულიყო წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლის ფესვები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას. ცივი ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის კლდიდამ მეორეზე გადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივს დავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.

- მოდი, შვილო, ჩადექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.

მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი იყო და გადმოვხტი ისევ უკან.

- ცივია, არ შემიძლიან დგომა.

- არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!

  წვრილიანი – წვრილი ხეებით დაფარული ადგილი (წყარო: ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2008.). სერი – წაგრძელებული მთა, ქედი.
     

 

 

ცოტა ხანი დავდექი წყალში, და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენს ზევით ნაკაფიანებში  ხმაურობა ისმოდა.

ეგ საშიში ხალხი არ არის, მითხრა დედამ. ერთი დედაკაცი და პატარა ბალღია. ჩვენი მტერი ეგრე არა ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ისე წვრილიანზე ავიაროთ, ველის პირად ნუ გამოუჩნდებით, ნუ დავენახვებით.

დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე, მხოლოდ თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვეიდამ ხმა მომესმა: “ვაი, ვაი, დედილო, მგელი, დედილოჯან, მგელი!”

- ნუ გეშინიან, შვილო, გენაცვალე. აბა სად არის, დამანახვეო? - ჰკითხავდა დედა. - აგე, ყურები არ გადმოუცქვეტია, ადამიანო, ტყიდამ! - თვალცრემლიანი უჩვენებდა ბავშვი თითით ჩემზე.

- უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი-კი არ არის, შვლის ნუკრია, შვილო! ქა, რა ლამაზია!

- დავიჭიროთ, შენი ჭირიმეო, - ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლად ემზადებოდა ჩემკენ გამოსაქცევად.

- არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას არა ჰყავს დედა! ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზე!

მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მიამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენის შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემი დაბრუნებულიყო, მოირბინა და მითხრა:

- ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა? წავიდეთ ჩქარა, მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებენ სიცოცხლეს.

საბრალო დედაჩემი წინადვე ჰგრძნობდა, რომ ისე იქნებოდა

  ნაკაფიანები – გაკაფული ტყე, ნატყევარი, – ნაკაფი (წყარო: ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2008.).

4.7.4 IV

▲ზევით დაბრუნება


 

უნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენ სკუპ-სკუპით. სულ ბოლო დროს მხოლოდ ეს-ღა გავიგონე: “უი, დედაც იქა ჰყოლიაო!”

   
       
 

შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს,, ბუერის ძირები ცივის წყაროებით იყო მორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლად ცხელოდა. ვწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდნენ მწვავე მზის სხივებს. უცებ გარშემო შემორტყმულ მთების წვერებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა.

წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც ხის ფოთლებსა და ნამეტნავად ბუერებზე დაიწყო ტლაშა-ტყლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს ტყე და მთა-ბარი იქცეოდა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა: ჩიტები ვეღარ ჰბედავდენ ჭიკჭიკს, ცელქობას... საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ისე მაშინებდა წინათ, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი; დამჯდარიყო წიფლის შიმელაზე, მიეხუჭა თვალები და ნისკარტიდამ ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. იმის ახლოს იჯდა გულწითელი ჩიტი, “წიფლის-ჩიტა” უწყინარი, უვნებელი, ღაბუა. მშვენიერად მიეხუჭა თვალები! მოფრინდა “წიპრანა” და “წრიპ, წრიპ!” შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან იქით, ხან აქეთ, უშნო “ჩხიი, ჩხის!” ძახილით. მე გამეცინა. წინათ ყველაზედ ღონიერი ის მეგონა, ეხლა-კი გავიგე, რაც შვილი ბრძანებულა.

გადაიქუხა. ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. დედაჩემს ნაწვიმზე სიარული უყვარდა... წავიდოდა ველად და მეც თან გამიყოლიებდა. ეხლაც წავედით, შევუდექით ველის პირებს, გავსწიეთ მთისკენ, ტკბილი ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად სძოვდა ახლად დანამულს ბალახს. მზე გორის პირას იყო ჩამალული ნახევრამდე. იმისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებისა და ტყის წვერებს ეთხოვებოდა.

 

ბუერა - მრავალწლოვანი ბალახი, დიდი მომრგვალო, გრძელყუნწიანი ფოთლებით.; ბუერიანი - ბუერათი დაფარული ადგილი; გვერდობი - დაქანებული ადგილი.

       
 

გორისს პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდა სალამურს. იმის გვერდით წამოყუნტებულიყო ბანჯღვლიანი, საზარელი შესახედავი ძაღლი; ცოცხლად აყოლებდა თვალებს ცხვრის ფარას და ხანდახან აჩერდებოდა ალერსიანად თავის პატრონს.

 

  შეექცეოდა სალამურს – (აქ) უკრავდა სალამურზე. წამოყუნტებულიყო – წამოყუნთდება, წამოყუნტდება – დაჯდება უკანა ფეხებზე (ძაღლი...), ჩაცუცქდება, დასკუპდება (წყარო: ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2008.).
       
 

- ცუდს ადგილას მოვედითო, - მითხრა დედაჩემმა, - მეცხვარე უიარაღოა, იმისი ნუ შეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს და იქნება გამოგვეკიდოსო. მობრუნდი უკან. თვალი გეჭიროს: თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. მე ხშირსა და დაბერებულისარჯაკელის გროვაში ჩავიმალე და არ ვაშორებდი თვალს იმ კუდბუთქვა ძაღლს... ცხვრის დაფრთხობა და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სცქვიტა ყურები და გამოექანა ჩემკენ...

  არჯაკელი - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; აქვს მტევნებად შეკრებილი ვარდისფერი ყვავილები
       
 

მეცხვარემ დაგვცა კივილი. მე ავკანკალდი. დედაჩემს შეასწრო თვალი და გაექანა იმისკენ. დედაჩემი გასრიალდა და ერთს წამს დამეკარგა თვალიდამ. ცრემლი მომერია, გული მომიკვდა: ვაიმე, დედავ, თუ დაგიჭიროს მაგ წყეულმა! დიდი ხანი მესმოდა ბრაგა-ბრუგი და ხევიდამ ქვების ჩხრიალი.

ვაიმე თუ დაიჭირა დედაჩემი და თავის ალმასის კბილებით სწეწს! დაბინდდა. მეცხვარემ მოუსტვინა ცხვარს და შეაყოლა ბინისაკენ. გულის ფანცქალით ვადევნებდი თვალს იმის მოძრაობას. საწყალს ცხვრებს სცემდა ზოგს დიდის კომბლით და ზოგს ქვებს ესროდა. ერთს პატარა ჩემოდენა ბატკანს მიარტყა ქვა, საბრალო წაიქცა და საცოდავად დაიწყო ფეხების ქნევა. მეცხვარე ავიდა ზევით და დაუწყო ძახილი “ყურშიას”. ცოტა ხანს შემდეგ, ცის ტატანზე დავინახე, რომ იმისი ყურშია, წითელ-ენაგადმოგდებული, ედგა პატრონს გვერდით.

მე მეშინოდა; ვინ იცის, ჩემის დედის სისხლით აქვს-მეთქი გამურული ლაშ-პირი. დაბნელდა, დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდამ ისმოდა. რა იქნა დედაჩემი? იქნება ვეღარ მიპოვოს, თუ ცოცხალია?

ცოტა ხანს შემდეგ ხავილი შემომესმა. დედიჩემის ხმასა გვანდა. მეც გავეხმაურე. საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან.

- აქა ხარ, შვილო? ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი ვერაფერს დააკლებენ... ცოცხალი ხარო? - მკითხავდა.

- ცოცხალი ვარ, - ვუპასუხე მე.

მიალერსა დედამ... ნეტა ვის შევსტირო, ვის შევეხვეწო, ვინ არის ისეთი ძალუმი, რომ დედიჩემის თვალებში ჩამახედოს, დამატკბოს იმისის ალერსით.

როგორ უნდა მოვინელო ეს ჯავრი? ნეტა სისხლის მსმელ მტერს მეც მოვეკალი! რისთვის დავრჩი მე ცოცხალი!?

წინა დღეს ცოცხალს, მშვენებით სავსეს ჩემს ნუგეშს შევსტრფოდი, და რა მომაგონებდა, თუ მეორე დღეს დამეკარგებოდა სამუდამოდ!

  დაგვცა კივილი – (აქ) დაგვიყვირა.

4.7.5 V

▲ზევით დაბრუნება


 

მთელი ღამე დავდიოდით ველზე, აღარ გვეშინოდა; გავედით სვილში და ტკბილად შევექცეოდით. თენება დაიწყო, მივიქეცით ტყეში. წყეული იყოს იმ დღის გათენება. ველზედ სქლად იწვა ბალახი. ველში იდგა ორი-სამი ძირი ბალი; ჯგუფ-ჯგუფად ეხვეოდენ ჩიტები, შაშვები; ჟივილ-ხივილი ისმოდა; ზოგნი მოდიოდენ და ზოგნი მიდიოდენ, მიეზიდებოდენ შვილებისათვის საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმზე დაგვეძებს, აქეთ-იქით თვალი გვეჭიროსო.

ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედიჩემისაგან, დედაჩემი სწუხდა, თითქოს სიკვდილსა ჰგრძნობდა. მოჰკვნეტდა ერთს ფოთოლს და გაუყუჩდებოდა.

   
       
  ჩვენ ზევით იყო დგნალები, ერთმანერთზე მიწყობით ამოსული. იმათ წინ იდგა სამი თუ ოთხი შეკუმშული და აწურწუტებული არყი.   დგნალი - ტირიფის ჯიშის ხე-მცენარე
       
 

უცებ, როგორც ცის ჭექამ, იგრიალა თოფმა. იმის ხმამ დაიარა მთები და კლდეები, ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს, ბოლი გაერთხა ნამიანს ბალახზე. დედაჩემმა ერთი-კი ამოიკვნესა და წაიქცა. ვაიმე! მე იქვე გავისხიპე. დედაჩემი მიგორავდა, ვხედავდი, თავქვე და სისხლიანს კვალს სტოვებდა ბალახზე. არყების უკანიდამ გამოხტა ახალგაზრდა ბიჭი, ლეგა ჩოხის კალთები აეკვალთა. “გაუმარჯოსო!” დაიძახა და სასწრაფოს წკრიალით გამოეკიდა დედაჩემს უკან. საწყალი დედაჩემი ცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა მუხლებში. დაეცემოდა და გაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა მონადირემ ამოიძრო პრიალა ხანჯალი და გამოუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყია ხეებზე. ვაჰმე! სულ ცხადად ვხედავდი, მაგრამ რითი ვუშველიდი მე, საცოდავი?! აგერ ძუძუებზე, იმ ძუძუებზედ, რომლებსაც მე ვწოვდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდო კისერზედ და გასწია. მე დავიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. მას აქეთ ცოცხალ-მკვდარი ვარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარა ვხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის, ვინ დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემის სისხლით ხელებს?!


1885 წ.

   

4.8 ჩემი წუთისოფელი

▲ზევით დაბრუნება


ჩემი წუთისოფელი

4.8.1 I

▲ზევით დაბრუნება


 

 ვუძღვნი ჩემის მშობლების, დედა - გულქანის და მღვდ. პავლე რაზიკაშვილების ხსოვნას.

   
       
 

ვასრულებ ჩემი მეგობრების თხოვნას, ვიწყებ ავტობიოგრაფიას, თუმცა-კი ამ თავითვე საჭიროდ ვრაცხ გამოუტყდე მკითხველს, რომ ყველაფერს, რაც მახსოვს ჩემის ცხოვრებიდამ, ვერ გაუზიარებ, ბევრი რამ უნდა დავმალო, ბევრი რამ უხერხულია სათქმელად თუ საწერად და ბევრიც უმნიშვნელო, ხოლო რასაც ვწერ, რაც კი შემიძლიან, ვეცდები სიმართლე დავიცვა, ვსთქვა ისე, როგორც იყო, უფერადოდ, გადაუჭარბებლად. ვგონებ ასეთს ავტობიოგრაფიას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კრიტიკისათვის და მკითხველისათვისაც, ვიდრე მოგონილს და ნაკეთებს.

ასე, ბატონებო, თუ ვისმე გეპრიანებათ ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ, მოგახსენებთ: მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედა-ჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა, სადაც მოსახლეობენ დღესაც მისი ნათესავნი, სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედა-ჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე “ლექსობს”; საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია, რომ ქაღალდის წყალობით შენახულიყო მისი ნაწარმოებები, თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს, იმათ დღესაცა მღერის ხალხი. ეს ლექსები ღრმა იუმორით არიან სავსენი. წერა-კითხვა არც დედა-ჩემმა იცოდა, თუმცა ბუნებით ფრიად ნიჭიერი იყო, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე; დედი-ჩემის ქველობა დღესაც სამაგალითოდ არის დარჩენილი. ისე ჩავიდა საფლავში, რომ ერთს არავის ახსოვს იმას გაეჯავრებინოს, არა. გაჯავრებულს, მლანძღველს, რაც აქაურ დედაკაცებში ხშირი მოვლენაა, სიცილით მიეგებებოდა და სამაგიეროს გადაუხდელობით შეარცხვენდა, მოარბილებდა.

ერთმა შემთხვევამ სიბრალულისა და ქველობის გამო ერთხანად დაცინვის საგნადაც გახადა მეზობლების თვალში და მამაჩემისაგანაც დიდი სამდურავი მიიღო. რაც ჩვეულებრივი არ არის ფშავში, საიდანღაც მოსულიყვნენ ბოშები; დაენახა-რა დედა-ჩემს ეს შიშველ-ტიტველი ხალხი, ნახევრად ტიტლიკანა ბოშის ბალღები, დაეწყო ტირილი. ამის მეტად არ ენახა და არც გაეგონა. “ღმერთო, ეს რა საცოდაობა მოვიხილეო”, თურმე გაიძახოდა. გამოიტანა თურმე თავის ახალი კაბები და, რადგანაც ყველას მთელი არ შეხვდებოდა, თურმე ჰხევდა და ამ ნახევებს ურიგებდა: “აი ეს დაიკერე, ჩაიცვი შე ბეჩავო!..” ამ ამბავში რომ იყო დედა-ჩემი და ქველობას ეწეოდა, რამდენიმე ბოშა შეიპარა სახლში, გააღეს სკივრი და ოთხასი მანეთი ფული მოეპარათ... ეს მხოლოდ მაშინ გაეგოთ, როცა ბოშები სამშვიდობოს გავიდნენ... შინ დაბრუნებულს მამა-ჩემს გაეგო მათი ვინაობა და, როგორც ცხოვრებაში გასულს კაცს, ეცოდინებოდა მათი ზნე-ხასიათი, გაესინჯა სკივრი და, რა დაგიკარგავ, რას ეძებ! ეს ამბავი მამა-ჩემმა მოიტანა თელავში, სადაც მე და ჩემი უფროსი ძმა ვსწავლობდით სასულიერო სასწავლებელში.

ჩვენი სახლი ზედ გზის პირას იდგა და განუწყვეტლივ მიდ-მოდიოდა მგზავრი, თუ ფშაველი, თუ ხევსური. დედა-ჩემი არ უყურებდა იმას, ვინ შეძლებული იყო, ვინ მაძღარი, ყველა მშიერი ეგონა და ყველას უმასპინძლდებოდა: “დაისვენეთ, პური გემშევათ, შვილო!” - ეს იყო პირველი მისი სიტყვები შეხვედრის დროს. ამის გამო ჩვენ სახლში გამოულეველი იყო სტუმარი და უნდა ვსთქვა, რომ ჩვენი ოჯახიც შეძლებული იყო, რადგან მამა-ჩემი გარდა პირადის სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა. რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა და თელაველები ეყენა. მამა-ჩემიც თუმც არ იყო ხელგაშლილი და კიდევაც უშლიდა დედა-ჩემს: “ნუ წააღებინე სახლი, შე უბედურო, ქარსა და წყალსაო,” - სტუმარი მაინც უყვარდა... ეს პატარა ტანის კაცი განხორციელებული მხნეობა, ენერგია იყო, ამასთანავე იშვიათი ნიჭის პატრონი, ორატორი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი. გარდა სასულიეროსი, ქართულ ენაზე წიგნი არ მოიპოვებოდა, იმას არ შაეძინა, არ წაეკითხა. დღე და ღამეს, რომ იტყვიან, ასწორებდა, არ იცოდა ძილი რა იყო, და საშინლად ეჯავრებოდა, ჩვენ, სკოლიდან კანიკულებში შინ დაბრუნებულნი, დილის ძილს რომ გავიპტყელებდით. “ადეგით, ბიჭო, პური მაინც არ მოგშივდათ?” - დაგვძახებდა საქმიდან დაბრუნებული, პიროფლიანი.

- დაანებე თავი, შენთ მკვდართ ცხონებასა, კაცო, ეძინოს მა ბალღებსა! - შეჰნიშნავდა დედა-ჩემი და მოუვიდოდათ ამაზე ჩხუბი. ეჩხუბებოდა მამა-ჩემი, თორემ დედის ჩხუბი რა სათქმელია, იტყოდა რა ამას, სულს გაჰნაბავდა და მოწიწებით ყურს უგდებდა ქმრის ათასნაირს შენიშვნას და საყვედურს.

“ეძინოსთ?! მე ვიცი კაცობას და ცხოვრებას ძილით იპოვნიან, თქვენ ნუ დამეხოცებით. სად გაგონილა ამდენ ხანს ძილი, აგერ შაჰხედეთ მზესა, შუადღე მოვიდა”... - ბობოქრობდა იგი.

უწადინოთ ჩვენ, ძმები, ქვეშაგებიდან ზოგი საიდან წამოვყაყვავდით თავებს და ზოგი საიდან, რადგან განცხრომით ძილის გაგრძობა შეუძლებელი იყო და მორივით გდებაც ქვეშაგებში არაფერსა ჰგვანდა.

დანაშაულობისათვის სიტყვით სასტიკად შვილების დამსჯელი, უმისოდ ჩვენი ტოლი და ამხანაგი იყო, გვებაასებოდა ათას საგანზე, საბაასო საგანს თავადვე გამოსძებნიდა. უყვარდა დიდებულ, გამოჩენილ ისტორიულ პირებზე ლაპარაკი. დავით აღმაშენებელი უყვარდა ყველაზე მეტად ჩვენს მეფეებში, აღტაცებით იტყოდა ხოლმე: “იცით, დავით აღმაშენებელს წიგნების კითხვა როგორ უყვარდა: ნადირობის დროსაც კი, არ ვიტყვი ლაშქრობაში, როცა სადმე მოსარეკში გეზზე იდგა და ნადირს უცდიდა, ცალ ხელში წიგნი ეჭირა და მეორეში მშვილდ-ისარიო...” უცხოელებთაგანი - ნაპოლეონი და გამბეტტა, მწერალთაგანი - ვიქტორ ჰიუგო. “ნაპოლეონიო, სადღაც ჟურნალში წამიკითხავს, როცა ფიქრობდა, თითქოს გახურებული ღუმელი ყოფილიყოს, ისე ალმური ასდიოდა სახეზეო. აი სად იხატება ძალა ნიჭისა და ადამიანისა... ერთხელ პარლამენტში ვიქტორ ჰიუგო სიტყვას ამბობდა და მთელმა პარლამენტმა დაუყვირა: “გაჩუმდიო!” - თქვენ გაჩუმდით, - მიუგო ჰიუგომ და განაგრძო თავის სიტყვა, არა გაქვთ ნება ბოლომდის არ მოისმინოთ ჩემი სიტყვაო. მართალიც არის. არ შეიძლება მთელი პარლამენტის ჭკვას ერთი კაცის ჭკვა სჯობდეს? სოფელი ვინ? - ერთი კაციო, ნათქვამია, ჰა ბეჩავ კაცო! აი იმისთანა ბოღრა უნდა გაზარდოს დედამა!” ეპიტეტი “ბოღრა” დიდებულ ადამიანების სამკაულად ჰქონდა მამა-ჩემს შენახილი და ამითი ჰსახავდა მათ დიდბუნებოვანობას, შეუდრეკელობას, მძლავრობას, ენერგიის სიდიადეს.

მამა-ჩემს სკოლა თვალით არ ენახა, “ან-ბანი” მწყემსობაში შაესწავლა ჩუმად, ქურდულად, რადგან დედ-მამა უშლიდა თურმე სწავლას. მამა თოფით დასდევდა მოსაკლავად, სწავლა ეშმაკეული საქმეაო. მაგრამ მამა-ჩემი თურმე თავისას არ იშლიდა, განაგრძობდა სწავლას, სწერდა სიპ ქვებზე, რაიც ფშავის ხევში მრავალია. ქაღალდს ვინ აღირსებდა ან კი? ფშავის ხევს იმ დროს ხევისბერები და მკითხავ-ქადაგები განაგებდენ, თემთა ბატონ-პატრონნი ისინი იყვნენ, მთელი ხალხი მუჭაში ეჭირათ და საითაც უნდოდათ, იქითკენ უზამდენ თავს, რამდენიც ჰსურდათ, იმდენს ხარჯს შეაწერდენ ხატის სასარგებლოდ, რომელიც ბოლოს იმათ ჯიბეს და კალთას არ ასცდებოდა. მამა-ჩემის სწავლა იმათ არ ეპიტნავებოდა, რადგან მათთვის სასარგებლოს ეს სწავლა არას მოასწავებდა და საზიანოს კი ბევრს.

  წუთისოფელი - აქ: ცხოვრება

4.8.2 II

▲ზევით დაბრუნება


 

მე როცა მამა-ჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარ-დიაკვნად იყო სოფ. მაღაროსკარში, ს. ჩარგალზე რვა ვერსზე დაშორებით. როცა-კი შინ იმყოფებოდა, მუდამ მიამბობდა მოთხრობებს ძველი სამღთო ისტორიიდან, წერა-კითხვას მასწავლიდა ძველებურს წესზე. ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დაუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილს საუბარს, რადგან ძველი აღთქმისა ზოგ-ზოგი მოთხრობა მეტისმეტად მომწონდა, ჩემს ყურადღებას იზიდავდა: დავითისაგან გოლიათის დამარცხება, სამსონ ძლიერის მოქმედებანი, ძმათა მაკაბელთა თავდადება და სხვ... და უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ჩემი თავი სამსონ ძლიერად მყვანდა წარმოდგენილი, რადგან დედა-ჩემი ამბობდა ჩემზე, დიდი თმა ჰქონდა, როცა დამებადაო, თითქმის თვალებს უფარავდაო, და ვეშარებოდი: თმა რად მომკრიჭეთ-მეთქი. მაინც ამ “თმიანობამ” თავის თავზე წარმოდგენა განმიდიდა, რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანად მომაჩვენა ჩემი თავი და დამისახა არაჩვეულებრივი მომავალი. რვა წლამდე ვიზრდებოდი ძველ წიგნებზე. ვეფხის-ტყაოსანი, მზე-ჭაბუკისა და ჯიმშედის ამბავი, (ჩუბინაშვილის ქრისტომატია), გრიბული ჟორჟ-ზანდისა შეიქმნა ჩემ საყვარელ საკითხავ წიგნებად; ერთხელ წაკითხვას როდი ვჯერდებოდი, რამდენჯერმე უნდა ერთი და იგივე გადამეკითხა. საგმირო ამბებს დიდ აღტაცებაში მოვყვანდი და სწორედ ის ხანა დაედვა საძირკვლად, ლიბოდ, ჩემს შემოქმედობას. ერთხანად ბერად შედგომაზედაც კი ვოცნებობდი, მაგრამ შინაურებმა მასხარად ამიგდეს და ამ ოცნებაზე ხელი ამაღებინეს ჩემდა უნებურადა. დედა-ჩემის მიერ ნაამბობიდან ღრმად ჩამეჭდია გულში მის მიერ ნანახი იაკობისებური ცხად-მოჩვენება, რომელსაც შემდეგ, როცა მოვიზარდენით და მეცნიერებას ცოტაოდნად ვუსუნეთ, აღარც-კი ვუჯერებდით, თუმცა დედა მაინც ჩვენს თავს ფიცულობდა დასარწმუნებლად: “ჯერ ისევ ქალი ვიყავ გასათხოვარი”, - ამბობდა დედაჩემი, (ვეცდები იმის სიტყვებით გადმოგცეთ ნახული მოჩვენება) - “მე და ჩემს ბიძაშვილს ქალს სხლოვანს (სოფელია) გარეთ დერიფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბრდგნიალი დადგა ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შაშინებული წამოვჯე ლოგინში, გავხედე და მთელი ცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვნის გორითა, გადამბულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდენ და ჩამოდიოდენ და ისეთ მწკეპრ (წმინდა) ხმაზე გალობდენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყურიო”.

ამ მოჩვენებასაც, რა თქმა უნდა, თავისი ძალა ჰქონდა და მაფიქრებინებდა, რომ ჩვენი დედ-მამის და მის შვილების სვე-ბედში განგება მონაწილეობას იღებდა...

რვა წლისა თელავში სასულიერო სასწავლებელში მიმაბარეს. სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შეჰმატა, ჩემს ფანტაზიას, გონების მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა. უვარგისი სისტემა სწავლისა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, ვერ აწვდიდა ნოყიერ საზრდოს, იძულებული ვიყავ მიმემართნა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი რაც შემხვდებოდა, განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყვანდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისაც არაფერი გამეგებოდა, უფრო ბევრსა ვკითხულობდი, ვიდრე სხვა საბუნებისმეტყველო ან საისტორიო წიგნებს, ცაზე დავფრინავდი, როცა დედამიწისა არაფერი გამეგებოდა.

   
       
 

ექვსი წლის ჩემი თელავში ყოფნის დროს სწავლის ნაყოფად ჩაითვლება რამდენიმე რუსულ-ბერძნულ-ლათინური ფრაზა, - ქართულს ვინ გვაღირსებდა, - რუსული „ბილინების”  ცოდნა, რასაც გულმოდგინედ ვსწავლობდი და რუსულის მასწავლებელიც, თუ არა ვსცდები, სვიმ. რცხილაძე, კარგად გვასწავლიდა. სამაგიეროდ, კრივი კარგი ვიცოდი, ვინაიდან მუდამ შაბათ-კვირაობით, უქმეებში კრივი იმართებოდა და ყველასთვის ფართო ასპარეზი იყო გადაშლილი და, თუ ინსპექტორი ტარიელოვი არ წამოგვაწყდებოდა მე და ჩემ ამხანაგებს, ნეტავი ჩვენ, და თუ ის აგვიჩნდებოდა ქარიშხალად, ცუდად იყო ჩვენი საქმე, დაგვანიავებდა.და.და.

   ბილინები (რუს.) – თქმულებები
       
 

კრივში ჩემს საუკეთესო ამხანაგად ითვლებოდა ჩვენებური მღვდლის შვილი, შაქრო მაღალაშვილი... სახლის პატრონთანაც ერთად ვიდეგით და კრივშიაც ერთად ვმოღვაწეობდით. ჩვენი სახლის პატრონი, კირილე კოლოტაძე, მედავითნე, ძველებური კაცი, რომელმაც ჩემს გვარს არ დამაჯერა, რაზა გადააკეთა, ხოლო მაღალაშვილის გვარიდან კოჭაკი გამოიყვანა, როცა კრივიდან დაბეგვილ-დაქანცულს მომიხდებოდა შინ დაბრუნება, მომმართავდა თავის დანჯღრეული რუსულით: “ტი, რაზიკოვ ზდეს, ა კოჭაკოვ (მაღალოვი) ღდე?” უნდა მოგახსენოთ, რომ მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა >რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც-კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება „ოვი” -თ.

მასწავლებლები, სკოლის უფროსები კრივს გვიშლიდენ და იმას როდი ფიქრობდენ, თუ ჩვენ ვიყავით დასასჯელნი მიტომ, რომ ვკრიობდით კვირაში ერთხელ, ისინი უფრო მეტის სასჯელის ღირსნი იყვნენ, რადგან მუდამ დღე კრიობდენ, ჩვენ გვეკრიებოდენ ხან მუშტით, ხან როზგით. მე პირადად ამ მხრივ ბედნიერი ვიყავ, რადგან როზგსა და მუშტებს ვრჩებოდი. მე რომ მიმიყვანეს სკოლაში, როზგი ხმარებაში მხოლოდ ორ წელს-ღა იყო. შემდეგ აკრძალეს.

რა გასაკვირველი იყო, მასწავლებლების ჯავრი სხვაზე ამოგვეყარა? ან იმათ ნაჩვენები მაგალითი ჩვენც გაგვემეორებინა? ისინი კლასში იქნევდენ მუშტებს თვის მოწაფეთა შორის, რომლებიც განსაკაცებლად მიაბარეს და არა გასამხეცებლად, რომ ჩვენც იმათ მაგალითისთვის მიგვებაძა და უცხოებისთვის თავ-პირი გვემტვრია!..

  მედავითნეე - ეკლესიის მსახური, „დავითნის“ მკითხველი („დავითნი“ – დავით წინასწარმეტყველის საგალობელთა წიგნი)
 
       
 

ჩვენთვის სკოლა საპყრობილე იყო და ღმერთს იმას ვეხვეწებოდით მთელი ჩვენის არსებით, გათავებულიყო ჩქარა სწავლა და დავღრწევიყავით ტანჯვა-წვალებას ბრჯღალებიდან. დიდად უბედურია ის მასწავლებელი, რომელიც სკოლას საპყრობილედ გადააქცევს, და მით უმეტეს უბედურები არიან ისინი, ვინც ამ საპყრობილეში დაუმწყვდევიათ აღზრდა-განათლების სახელით. ალბათ ჰგრძნობენ თვით აღმზრდელნიც ძველებურ აღზრდის სიმკაცრეს, რომ ქართველებს ასე უთქვამთ: “სწავლისა ძირი მწარეა, ხოლო წვეროში გატკბილდებაო”. ვინ იცის, ქართველებისაგან არის ეს ნათქვამი, თუ რუსებისაგან შეისწავლეს: “უჩენიე - მუჩენიე, ა პლოდი ეგო სლადკიე”. (სწავლა ტანჯვაა, ხოლო ნაყოფი მისი ტკბილი არისო). ნუ თუ მუდამ სწავლა ტანჯვად უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი?. სიყრმის დროს ერთი ზნე მჭირდა, - თუ ვისმე რაიმე უნარს ქვეყანა ღირსებად უთვლიდა, უეჭველად ამ ღირსების წარმომადგენელი მე უნდა ვყოფილიყავი: აქებდენ კარგ მოკრივეებს - მეც ვკრიობდი, რომ კარგი მოკრივის სახელი მომეხვეჭა. აქებდენ კარგ მოჭიდავეს - მეც ვჭიდაობდი, რათა ფალავნის სახელი გამეთქვა.

  ბრჯღალები (დიალექტ.) – ბრჭყალები (დავღრწევიყავით ტანჯვაწვალებას ბრჯღალებიდან – თავი დაგვეღწია ამ ტანჯვისთვის)
დავღრწევიყავით (დიალექტ.) – თავი დაგვეხსნა, დაგვეღწია; მთავარი – აქ მწერალს მხედველობაში ჰყავს საეკლესიო მსახური (მთავარდიაკონი);  სობორო (რუს.) – ტაძარი, ეკლესია
ბასი (რუს.) – ბანი
       
 

ამ ორ საქმეში არ იყო, რომ მიზანს არ მივაღწიე. მაგრამ სახელის მოხვეჭაზე სიარულმა საცინელ მდგომარეობაში, სწორედ ნერონის მდგომარეობაში ამომაყოფინა თავი. იყო ვინმე მთავარი თელავში, რომელიცსობოროში ემსახურებოდა. სასულიერო სასწავლებლის მოწაფენი მუდამ იქ დავდიოდით წირვა-ლოცვაზე. ეს მთავარი დიდი ხმის პატრონი იყო, ყველა ხმას უქებდა: “რა ხმა აქვს ვანო მთავარს, რა ხმა, ძალიან ბასი აქვსო!” ოჰ, ეს ჩამწვდა გულში: როგორ თუ ვანო მთავარსბასი  აქვს და მეც კი არ უნდა მქონდეს-მეთქი. ვიჭიფხებოდი, ვყვიროდი თავისთვის, ვიბერებოდი, ვატანდი ხმას ძალას, რომ გამებოხებინა, და იქამდე დავტანჯე თავისი თავი, გულმა ტკივილი დამიწყო... გალობის მასწავლებელი როცა ხმებს არჩევდა შეგირდებიდან მგალობელთა გუნდის შესადგენად, საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი, რომ მან ჩემში არამც თუ ბასი, ტენორი, არამედ არავითარი ხმოვანება არა ჰპოვა. დავრჩი გულნაკლულად, მაგრამ რა გაეწყობოდა: თავს მხოლოდ იმითი ვანუგეშებდი, რომ მასწავლებელს ალბათ ვეჯავრები-მეთქი, ხოლო რომ ბასი ვიყავ, ეს უეჭველადა მწამდა და მოველოდი სხვა დროს, სხვა მასწავლებელს, რომელიც ჩემს “ბასს” ჭეშმარიტ ბასად სცნობდა.

ათი წლისა უკვე შეყვარებული გახლდით, მაგრამ, რამდენადაც ძლიერი იყო ეს ჩემი სიყვარული, იმდენად გაუბედავი, დამალული, უსიტყვო, ისეთი, რომ ვგონებ ვინც მიყვარდა, იმანაც არ იცოდა; მე კი თუ მუდამ დღე არ მენახა თვალით, მოვკვდებოდი, რის გამოც, როცა დროს ვიხელთებდი, უნდა გავქცეულიყავ იქ, საცა ჩემი “სატრფო” მეგულებოდა, რომ თვალით დამენახა, დავმტკბარიყავი იმის ცქერით. ჩემი სიყვარულისა მევე მრცხვენოდა, ეს სიყვარული დანაშაულად მიმაჩნდა და როგორ განუცხადებდი სატრფოს! მალე იძულებული შევიქენ განვშორებოდი თელავს და ჩემს სატრფოს. როგორ გგონიათ, რომ კიდევ გაგრძელებულიყო ჩემი იქ ყოფნა, გამოვიდოდა რამ ჩემი სიყვარულიდან? არაფერი. რადგან ქ. თბილისში რომ გადავედი, თელაველი სატრფოს სიყვარული სხვაზე მიმივარდა, მაგრამ ეს სიყვარულიც პირველსა ჰგავდა, “შორით კდომა, შორით დაგვა” იყო ჩემი ნუგეში და, ვიდრე არ დავვაჟკაცდი და იმისა, ვინც მიყვარდა, ცოლად შერთვა არ განვიზრახე, ვერც სიყვარულის გამოცხადება გავბედე...

   

5 პუბლიცისტიკა

▲ზევით დაბრუნება


5.1 ბიუროკრატის ჩივილი

▲ზევით დაბრუნება


ბიუროკრატის ჩივილი

საწყალი ბიუროკრატია! ყველამ ყბად აიღო და ლამის იგი წყალს წააღებინონ. ვინ იცის, რას არ აბრალებენ საცოდავს! მანჯურიაში დამარცხდა რუსის მხედრობა და ზღვაზე ფლოტი გაუნადგურეს იაპონელებმა რუსებს. რადა? რა შუაშია ბიუროკრატია? გემები აკლდა როჟესტვენსკის? ზარბაზნები და ტყვიაწამალი? იქნებ, სურსათი არა ჰქონდა, ან ქვანახშირი? ყველაფერიც ბევრი ჰქონდა, იმავე ყბადაღებულ ბიუროკრატიის წყალობით. ახლა ჯამაგირს არ იკითხავთ? როჟესტვენსკის წლიურად ტოგოზე ოცჯერ მეტი ჯამაგირი ჰქონდა. რისთვის? რადა? იმიტომ, რომ უფრო ერთგული ყოფილიყო სამეფო ტახტისა და თავის მადლიანის სამშობლოს მთავრობისა; უფრო უნდა წაქეზებულიყო, მეტი მხნეობა, მეტი ერთგულება, მეტი მამაცობა გამოეჩინა.

ნუთუ ბიუროკრატიას ის ცოდვად, დანაშაულად უნდა ჩაეთვალოს, რომ მოსამსახურე პირთა გულს იგებს, ამხნევებს კარგის ჯილდოს და კაი ჯამაგირების ძლევით? არა და არა. სტყუის, სცდება, ვინც წინააღმდეგს იტყვის და იფიქრებს, ნუთუ მეტმა ჯამაგირმა, მეტმა ყურადღებამ მთავრობისამ თავის ქვეშევრდომისადმი უნდა წაახდინოს და დააქვეითოს ადამიანი? როგორ შეიძლება? რა სათქმელია!

ან ჯარისკაცებს რა უჭირთ? არა ჰშიათ, არა სწყურიანთ; მუკდენში საწყობები ფეხსაცმელებით სავსე დარჩა და თვით რუსის ლაშქარმა წაუკიდა ცეცხლი, სალდათები კი ფეხშიშველები დაიარებოდნენო. ესეც ბიუროკრატიის ბრალიაო! ღმერთო, შემიწყალე, სად ფეხსაცმელები, სად ბიუროკრატია?! ეგ ერთი კაცის, რომელიმე პოლკის უფროსის ბრალია და არა მთელის ბიუროკრატიისა. იქნება, ბრალად არც კი ჩაეთვალოს თვით იმ პოლკის უფროსს ასეთი საქციელი. ვინ იცის, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა იგი? რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ჰზოგავდა, ინახავდა წაღებს საბოლოოდ და ამით ხაზინას მფარველობას უწევდა? ნუთუ დაზოგვა, სარისტიანობა ვისგანმე დასაძრახისია? ხალხს, სწორედ, ტვინი გადაუბრუნდა!..

ყველაზე მეტად კიდევ ეს მაოცებს და მაკვირვებს: დამდგარან და საჯაროდ გაიძახიან: იაპონელები იმიტომ გვამარცხებენ, ჩვენი ჯარისკაცი გაუნათლებელია, შეუგნებელი, არა აქვს საკუთარი „მე“, საკუთარი მოსაზრება, ბრმად ემორჩილება უფროსის ბრძანებას, კვდება უფროსი და კვდება მისი ვინაობაც, იბნევა, აღარ იცის, რა ქნას, როგორ მოიქცესო. იაპონელი ჯარისკაცი სულ სხვაა: ნასწავლი, თვითცნობიერებით აღჭურვილი, ამიტომ თუნდაც უფროსი მოკვდეს ბრძოლის დროს, იგი საქმეს არ წაახდენს, რადგან იცის, რა გააკეთოს, როგორ მოიქცესო და სხვა. ამისთანეებს სწერენ და ლაპარაკობენ.

მიკვირს, რაც ღირსებად უნდა ჩაეთვალოს ჩვენ ჯარისკაცს, ის ქვეყანამ ცოდვად მიიჩნია; თვითცნობიერებამოკლებული, სამსახურისათვის თავდადებული, უფროსის მაღმერთებელი, უფროსის სიტყვის ამსრულებელი უკრიტიკოდ, უსიტყვოდ და მამაცი… მეტი ღირსებაღა იქნება ჯარისკაცისა? შეიძლება კიდევ მეტი რამ მოვითხოვოთ? ხოლო უფროსს უნდა ესმოდეს, როგორ მოიხმაროს ეს ძალა, და ნუთუ უფროსებმა არ იციან არაფერი? ესეც ხომ ტყუილია. ჯარისკაცს სწავლა-მეცნიერება რად უნდა? არაფრად. თუ მკითხავთ, განათლება კიდეც აწყენს, რადგან განათლება ლმობიერ გრძნობებს უვითარებს ადამიანს. ჯარისკაცის ღირსება ორია უმთავრესი და უაღრესი: მამაცობა და მორჩილება. მორჩა და გათავდა. დანარჩენი სულ ტყუილია, – დედაბრების ჭორებია. ჩვენი ჯარისკაცი რომ განათლებული იყოს, უფრო უარესობა დაგვემართებოდა.

ან ვის უნდა გაენათლებინა? ბიუროკრატიას რა საქმე აქვს განათლებასთან? ჩვენ გვაბარია ჩვენი საქმეები, აუარებელი ქაღალდები, მისაწერ-მოსაწერი, გასაგზავნ-გამოსაგზავნი და სხვადასხვა. მოჰყოლიან უსირცხვილოდ და ამასაც ბიუროკრატიას აბრალებენ. და განა მარტო ჯარისკაცთა გაუნათლებლობის მიზეზად გვხადიან? არა! განათლების სისტემის უვარგისობას გვიკიჟინებენ. განსვენებული ივანე სერგეის ძე ტურგენიევი ჭკვიან კაცად იყო ცნობილი და ისე გადაყრუვდა საზღვარგარედ ხეტიალით, რომ ჩვენი სწავლა-განათლების სისტემა შემდეგის ფორმულით გამოხატა: „ტემნა ვოდა ვოობლაცეხო“. რა თქმა უნდა, რაკი იმან დაჰგმო ჩვენებური სწავლა-განათლება, სხვა, წვრილფეხობანი უარესს იზამდნენ.

აბა, რა დააშავა ჩვენმა სწავლა-განათლებამ, ერთი მიბრძანეთ? მინისტრის ალაგას – მინისტრი გვყავს, გუბერნატორისა – გუბერნატორი, მაზრის უფროსისა – მაზრის უფროსი, მღვდლისა – მღვდელი, მასწავლებლისა – მასწავლებელი, დიაკვნისა – დიაკვანი, მამასახლისისა – მამასახლისი და სხვა. ვინ იცის, ცაზე ვარსკვლავი არაა იმდენი, რაც სამსახურის სხვადასხვა საფეხურია, და ყველა საფეხურზე ათასი ადამიანია გამოჭიმული. მეტიღა გულმოდგინება და პატრონობა შეიძლება? ეს კიდევ ცოტაა: ნასწავლები კიდევ იმდენი რჩება გარედ, უადგილობის გამო…

„ხალხს განათლება აკლია: სკოლები უნდა გამრავლდეს, ჯარზე კი არა, სწავლა-განათლებაზე უნდა იხარჯებოდეს, რაც შეიძლება მეტი ფული…“ – გაიძახიან ლიბერალები და ჭეშმარიტებას კი თვალს არიდებენ, არ უნდათ დაინახონ იგი. დიაღ, ჭეშმარიტებას, რომელიც ამისა ზემორე აღვნიშნე. ვინც ისწავლა, იმათთვისაც აღარ არის კანცელარიებში „ვაკანსია“ და ახლა ზედმეტი განათლებული, ბოგანო ბრბო შევქმნათ, რომელსაც გულში არსებული წესწყობილების მიმართ სიძულვილის მეტი არაფერი ექმნება?! რაღა ვუთხრა ამ გონებადამთხვეულს ხალხს, ღმერთმანი, არ ვიცი. ნეტავი ღვთისა ძალითა, ყველას ჩემსავით ესმოდეს საქმის ვითარება და მაშინ ვნახავდით, თუ ეს მღელვარება ხალხისა და დრტვინვა არ მოისპობოდა. რა ქნას კაცმა, ძალათი ხომ თავის კეფას ვერ გადუხსნი კაცსა და თავის აზრებს ვერ ჩაულაგებ. ეს რომ შეიძლებოდეს, ქვეყანაზე ერთბაშად ბედნიერება დამყარდებოდა. რამდენიმე მეამბოხე, ქვეყნის დამღუპველი, სახელმწიფოს მტერი… მაშინ სულ სხვა იქმნება, მაშინ ჩემს აზრთან მოვა ყველა; მაშინ ვეღარავინ გაჰბედავს წინააღმდეგობას, ბოროტი აზრების ქადაგებას…

ხეპრე, ტეტია, ვიღაც ოჩოპინდრე გლეხი წამომდგარა, მთელ თვეობით პირდაუბანელი, იმის ხელში ნაჭერი პური ადამიანისაგან არ შეიჭმევა, და გაიძახის: „ჩვენ თანასწორნი უნდა ვიყვნეთო. შენც კაცი ხარ, მეცაო, ორივე ღმერთმა გაგვაჩინა ერთი და იმავე ლაფტალახიდანაო“. ერთი ჰკითხეთ, როდის ვიყავით თანასწორნი, რომ ახლა ვიყვნეთ? სად თავადი, სად გლეხი. სად დამსახურებული კაცი, სად ტეტია, რომელმაც თავის სახელისა და გვარის ქაღალდზე დაწერაც არ იცის.

მამული რაც მეტი გაქვს, უნდა გამიყო, რადგანაც მეც წილი მიდევს. შენც ქართველი ხარ, მეც, დედამიწა კი ჩვენ მამაპაპათა სისხლით მორწყულია: „საცა ერთი თავადი კვდებოდა, იქვე ათი და ასი გლეხი სდებდა თავსაო“. ოჰ, ღმერთო ჩემო! მოდი და ღმერთი ნუ გაჯავრდება, ნუ გაგვიწყრება? ხელმწიფეს ვღალატობთ, ღმერთსა ვგმობთ. აი, რის ბრალია ჩვენი დამარცხება შინა და გარეთ… ნუთუ ეს ასწავლა ბიუროკრატიამ ქვეყანას? პირიქით, ვგონებ, რომ ამის მთქმელს და მქადაგებელს სდევნიდა და სინსილას უქრობდა. დღეს ვინ არს ან ერთის, ან მეორის ერთგული? იგივ და იგივ ბიუროკრატია. ერთი მხოლოდ იგია პირნათელი ღმერთთან და მეფესთან. რა გინდა, შე კაი კაცო. იყავ ნიბლიასავით განაბული, იცხოვრე თავმდაბლად და ვნახოთ, თუ ღმერთი არ გიშველის და შენზე ხელს აიღებს!.. მე დღეს სამსახურს გარეთა ვარ. ორმოცდაათი წელი ვემსახურე ხელმწიფეს ერთგულადა და ერთხელ არ მახსოვს ჩემი უფროსისაგან „ზამეჩანიე“ მიმეღოს. რადა? მათა, რომ, თუმცა ახალგაზდა კაცი ვიყავი, სამსახური როცა დავიწყე (ოცი წლისა), იმ თავითვე მესმოდა, რით მოვიგებდი უფროსის გულს, ფეხს როგორ წავდგამდი წინ. რასაც მიბრძანებდნენ, სიტყვის შეუბრუნებლად ვასრულებდი: „დაწერე!“ – მზად იყო. „დაჰკა!“ – მზად იყო. „დაიჭი!“ – მზად იყო. ასე ამგვარად, დღეს კაცი დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი გახლავარ, ქვეყანა კაცს მეძახის და ხელმწიფის მოწყალება „პენსიაცა“ და ორდენებიც მაქვს.

1905 წ.

წყარო: ბიუროკრატის ჩივილი: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები).  თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 210-212

5.2 კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

▲ზევით დაბრუნება


ვაჟა-ფშაველა

კითხულობს: სოციოლოგი  ნათია ქარჩილაძე
 

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი
პატრიოტიზმიეწინააღმდეგება .კოსმოპოლიტიზმს  მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით", „მეფე ლირით" ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით" და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის,

ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

 ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

 1905 წ.

    კოსმოპოლიტიზმი - მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ადამიანი მთელი მსოფლიოს მოქალაქე უნდა იყოს (ბერძნული სიტყვაა: კოსმოსი - სამყარო; პოლისი - ქალაქი, სახელმწიფო). კოსმოპოლიტიზმი უარყოფს ეროვნულ სუვერენიტეტს, ქადაგებს ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას და აყენებს „მსოფლიო სახელმწიფოს“ შექმნის, „მსოფლიო მოქალაქეობის“ დაწესების იდეას (უცხო სიტყვათა ლექსიკონი, მ. ჭაბაშვილი, თბ., 1989

წყარო: კოსმოპოლიტიზმი და კაპიტალიზმი: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები).  თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 213-215

5.3 ფიქრიანი

▲ზევით დაბრუნება


ფიქრიანი

 

კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. სამართლით რომ ვსთქვათ, ენა უფრო ცოდვიანია ფიქრზე: ფიქრს რა ცოდვა აქვს, მანამ საქმე არ გადიქცევა? არაფერი. შემწყვდეულია ერთს ძვლის კოლოფში, ფიქრი ფიქრობს თავისთვის, ჩუმად. კაცის ფიქრი, რასაკვირველია, კოწიწობს, რაღაც კოშკებს აშენებს, მერე ისევ არღვევს, მაგრამ არც ასაშენებელი მასალის ჩქამი-ჩქუმი ისმის შენების დროს და არც დარღვევის ჩხრიალ-გრიალი. რადგან ენა მყვირალაა, კიდეც იმიტომ არის იმის ყვირილის სამზღვრად გალავნები გაკეთებული: ამას იქით ნუ გადააბოტებ, ენავ, თორემ „დაშავდებისო“. ფიქრისთვის კი ჯერ მიჯნები არავის დაუნიშნავს: ის თავის საქმეს ჩუმ-ჩუმად აკეთებს... მე კი ღმერთმა დამიხსნას, და ზოგის თავში ეს ფიქრი ხანდახან კვამლად გადიქცევა; ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იმას, ვის თავშიაც ასტყდება, ავარდება, საქმეს დაჰმართებს: თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს. მე თითონაც მინახავს უსაქმო, ოცნებიანი ადამიანი უზრუნველად ტახტზედ გადაშხლართული, ორივე ხელები კისერზე მოუხვევია და შესჩერებია ჭერსა, იქ აცეცებს ამღვრეულს თვალებს. ნეტავი, ლუარსაბივით ბუზებს მაინცა სთვლიდეს, ეს, რაც უნდა იყოს, საქმეა. არა, ის თუმცა ჭერს უცქერის, მაგრამ თავისივე ფიქრით, თავისს ფიქრს დასჩერებია და ამბობს: იჰ, იჰ, რა ლამაზი ფიქრები მიტრიალებს თავშიო!.. ოცნებიანი თავდაპირველად, უნდა ვსთქვათ, ძლიერ ზარმაცია, ამასთანავე მსუნაგი და უეჭველად ღარიბი. დიაღ, ღარიბია და თავდაპირველად გამდიდრებაზე ოცნებობს, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, იმაზე, თუ რა კარგია სიმდიდრე. ამიტომ თავი და ბოლო ოცნებიანის ფიქრისა – „ახ, ნეტავი“ არის. ეს „ახ, ნეტავი“ ასულდგმულებს იმას, მანამ ცოცხალია და როცა კვდება, პირველად მაშინ შეიცვლება მისი ფიქრი „ახ, ნეტავისა“ ამგვარად: „ახ, რომ ვერაო“. საქმიანს კაცს ოცნებისათვის სადა სცალიან, ან ოცნებას რა ხელი აქვს იმასთან?!

ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, – უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება – ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე — საქმეს აცდენს. ფიქრიანი კაცი მხოლოდ ფიქრობს და მაგრადაცა ფიქრობს. რას ფიქრობს? – ჰმ!.. განა ცოტა რამ არის საფიქრებელი ქვეყანაზე! ნაბიჯს ვერ გადასდგამ, რომ ფიქრი არ იყოს საჭირო. ფიქრიანი კაცი სწორედ ასე იქცევა. რა ქნას: ჰხედავს, რომ მწერიც-კი, რომელსაც ბუნებამ დაატყო ტანზე თავი და თავზე თვალები, თავის შესახება ფიქრობს. მოდი და შენ, ადამიანი, გაჩენილი, დაბადებული მეფედ – ნუ იფიქრებ. სირცხვილიც იქნება! დიაღ, ფიქრიანი, მოსაზრებიანი ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს, რაც-კი რამ ცხოვრებაში ხდება: არაფრისათვის არც თვალებს, არც გონებას არ ზოგავს, ოღონდ კი სიმართლე, სინამდვილე შეიტყოს, თავისა და ქვეყნის სასარგებლო რამ გაიგოს; ეძიებს მიზეზს, უკვირდება რა შედეგს. გაღარიბდა ფიქრიანი კაცი. გაიგებს, რადაც გაღარიბდა. გამდიდრდა, – ამის მიზეზიც ესმის. სოფელს უყვარს ფიქრიანი კაცი, – ესმის რადაც უყვარს იგი სოფელს და ამიტომ უფრთხილდება თავის ფიქრს – არ დავკარგო, არ გავასუსტო ჩემის გონების ძაფები, თორემ პატივისცემას დავკარგავ, ეხტიბარი გამიტყდებაო...


შემოვარდა სოფელში ერთი უცხო კაცი მშიერ-ტიტველი, გამართა ვაჭრობა და ორს წელიწადზე გამდიდრდა. ჭკვიანი კაცი უცქერის ამ ამბავს და ფიქრობს, ფიქრობს და ესმის, რაც ამბავია აქა, სწუხს; უფიქრელნი კი ამ ამბავს ისე უცქერიან, როგორც მზის ჩასვლა-ამოსვლას, გათენ-დაღამებას, როგორც მდინარის ქვებზე ჩხრიალს...

დაეცა სოფელს მტერი, დაფთხნენ სოფლელნი, დაანებეს თავი თავიანთ სარჩო-საბადებელს და მირბიან ტყეში დასამალავად. თითო-ოროლა კაცი-ღა თუ დარჩა თავიანთ სახლში და ისინიც ცალკ-ცალკე ებრძვიანმტერსა, ვერ მოუხერხებიათ ერთმანეთს მხარი მისცენ. იტანჯება ფიქრიანი კაცი და იძახის: „ვინც გაიქცა, რად გაიქცა, უბედურს თავის ამაგში სიკვდილი არ ერჩივნა?! ან თქვენ, ვინც სოფელში დარჩით, რა ღმერთი გიწყრებათ და ერთმანეთს არ მიეშველებით, ერთად არ იბრძოლებთ! რა დაჰრჩებათ გახიზნულთ ბოლოს სინანულისა და ცრემლის მეტი, ხომ სიმშილი დაჰლევს ბეჩავებს! ერთიც ვნახოთ, მტერმა მოიწონა ჩვენის სოფელის მდებარეობა და მოიწადინა აქ დაბინავება“.

მოვიდა სოფელში დაბეჭდილი ფურცელი. ფიქრიანმა კაცმა ამ ფურცელს ხელი მიატანა: თუ არას მარგებს ამის წაკითხვა, ხომ ვიცი, არაფერს მაწყენსო; მოდი, წავიკითხო, რა სწერია შიგ. დაიწყებს გულმოდგინედ, მოსაზრებით კითხვას, თვითვეულს სიტყვას უფიქრდება. კითხულობს ამ დაბეჭდილს ფურცელში იმას, რომ ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით თურმე ზღვის ძირში რკინისგზის გაყვანას აპირობენ... იქვე, შორს ქვეყანაში, გამოჩენილა ერთი ნასწავლი კაცი, რომელიც უბრალო მასალებიდამ შეაზავებს, გააკეთებს რძეს, წყალს, ერბოს, კვერცხს, პურს, ხორცს. „აბა, ჩვენი სიცოცხლეც სიცოცხლეა რაღა?! - დასძახის ფიქრიანი კაცი ხალხს: – აი, რა ამბები ყოფილა იქ, საცა ნასწავლი ხალხია!..“ფიქრიანი კაცი ლაპარაკობს, ხალხი ყურს უგდებს და თვითონაც, თუ დიდხანს არა, ცოტა ხანს მაინც ფიქრზე მოდის და მადლი ემართება იმის გონებას.

- აი დიდება შენს სახელს, უფალო დამბადებელო, სამას სამოცდა ცხრაო წმინდა გიორგი! რა ამბები ყოფილა? ჩვენზე უგერგილო და უხეირო ვინ იქნება: ორღობიდამ ტლაპო ვერ მოგვიშორებია, რომ ურემმა მშვიდობიანად გამოიაროს შინამდე. ჩაეფლობა შიგ ურემი და ასი კაცი მოუნდება იმის ამოწვდას. ამ ასმა კაცმა რომ მოიწადინოს-კი, ერთს დღეს შეუძლიან გააკეთოს ეს გზა ისე, რომ ფეხიც არას წამოჰკრას კაცმა, განაღამც ლაფში ჩაფლულის ურმისა და საქონლის ზიდვაში მოიწყვიტოს წელი.

ფიქრიანი კაცი არადროს უსაქმოდ არ დადგება: პურის ჭამის დროსაც-კი საქმეს აკეთებს: ისეთს რასმე იფიქრებს, რომ უეჭველად, თუ საქმედ აქცია, გამოდგება და ან-კი რას არ აქცევს იგი გამოსადეგს ფიქრს საქმედ. მალე, ძალიან მალე სჭამს პურს მადიანად და ჰკიდებს საქმეს ხელს მადლიანად. ცოცხალი, მეტად ცოცხალი კაცი სასიამოვნო სანახავია, ფიქრიანის კაცის საქმის კეთება, იმის საუბარი, იმისი სიარული, ყველაფერი და თუ მათქმევინებთ – ძილიც. ფიქრიანს რომ სძინავს და ჰნახოთ, მაშინვე ეტყობა, რომ დაღლილს დასძინებია, თვალს ატყუებს და თუ ადგა, მადლიანად ადგება, მადლიანად მოიქცევს მარჯვენას; იგი არა ჰგავს იმ უფიქრელს ადამიანს, სიფხიზლის დროსაც რომ სძინავს, თვითონ ძილია, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ და როცა დაეძინება, ძილს კიდევ მეორე ძილი დაერთვის, დაეთხლაპება თავ-ყურში. გდია ბზის ტომარასავით, გდია დამპალ ყუნჭივით, გდია როგორც ღორი წუმპეში, გდია როგორც ლოქო ლამში, როგორც დათვი სოროში; ერთის სიტყვით, გდია და გდია, გდია და ხვრინავს; ააქვს მაღლა ჭერი, ჩააქვს დაბლა დედამიწა იმის ხრანტალ-პრანტალს, იმის ხვრინვა-გვრინვას; ზარბაზანი რომ ყურებთან დაუცალო, ვერ გაიგონებს უზრუნველი, მაგრამ თავის ხვრინვა ყურებში ესმის და გულზედაც მალამო ესმის, როგორც ნანა დედისა, ცაში ანგელოზის გალობა... იმაზე მეტი სასჯელი არა მიერგება-რა ფიქრიანს, როგორც ერთს ჭერს-ქვეშ ყოფნა უფიქრელ-უზრუნველთან. მისი სიფხიზლეც აწუხებს, და ძილი ხომ შეაძრწუნებს! დიდხანს ყელში ბრაზმორეული ყურს უგდებს იგი უფიქრელის ხვრინვას; რამდენჯერმე კიდეც ჩასძახებს: „რა არი, რა ამბავია, კაცო! ძილი შეიძლება და მაგეთი?“ თუ გაიგონა – ხომ რა კარგი, თუ არა და წიხლსაც ლამაზად ჩააზელს, რათა აღეხილნეს მისნი მკვდარნი და ზარმაცნი თვალნი და სდუმდეს ხმა მისი უგემური. უფიქრელს, ცოტა არ იყოს, კიდეც ეჯავრება ფიქრიანი, ეჯავრება, რადგანაც იმათი ბუნება ერთმანეთს არ ეგებება, არ ეთანხმება. ხშირად ფიქრიანს უფიქრელი სულელსაც ეძახის; მაგან რა შავი ქვა იცის, ხურმა რა ხილიაო, ამბობს იგი. უფიქრელი – უნდა არ დავივიწყოთ – ხანდახან აღიღინდება და მისი ღიღინი ფიქრიანის ვინაობასა სწვდება, იმის კაცობას ეკამათება.


აი რასა ღიღინებს უფიქრელი ცოლის გასაგონად:

რასა ჰბოდავს, რასა ჰროტავს

ფიქრიანი მათიაო,

ფიქრი, ზრუნვა რას მიქვია,

თუ მაქვს ლუკმა მჭადიაო!

შენ რას მეტყვი, დედაკაცო,

კიდევ ძილი მწადიაო;

ამ ვერანას ვერ ვიშორებ,

სულ წამწმებზე მადგიაო.

მე დავწვები და შენ კიდე

საჭამანდი ჩადგიაო.

რას დაღონდი, დედაკაცო,

რასა ჰფიქრობ ამაზედა;

რად ივიწყებ ხომ ერთი დღის

ფეტვიც გვიდგა ჭალაზედა!

ძალიან კარგი მოსულა,

იმ დღეს ვნახე ჩავლაზედა.

მოდი, კიდევ დავიძინებ,

მეძინება ძალაზედა.

ახლა – ცერცვი და ლობიო,

ჩათესილი ყანაშია;

ერთი ჩაფი ღვინო გვეყო

ამდნის სარჩოს ჭამაშია.

ფიქრიანი რას დადგება ისე, რომ უფიქრელს თვალ-ყური არ ადევნოს: ყურს უგდებს თავისებურად, ჭკვიანურად და უპასუხებს დინჯად, უფიქრელის მოულოდნელად:


რასა ჰბოდავ, შე შავბნელო,

შე ტვინთხელო და შე ბეცა:

მანამ მაგას იფიქრებდი,

თავში რად არ ლოდი გეცა!

მითქვამს, გეტყვი კიდევაცა:

ბევრი მოხან, ბევრი თესე,

თავის დროზე ყანა მომკე,

თავის დროზე ცელი ლესე;

ფხიზლად იყავ, გაიღვიძე,

ტვინზე ფიქრი დააკვესე,

შენთვის გამოსადეგს გირჩევ,

ჩემო ძმაო, ჩემო სესე!

ეს მოულოდნელი პასუხი მოულოდნელად, უცაბედად გამოტყვრენილი, შეარცხვენს, გააწითლებს უფიქრებელს; იგი. თვალებს დაბლა, დედამიწისაკენ გააპარებს და დავარდნილ ვირივით ყურებს ძირს დაუშვებს, დაუშვებს ისე, რომ ყურების ბღარტუნის თავი აღარა აქვს, მაგრამ დაფიქრდება-კი ლობიოს საჭამანდივით.


1891 წ.

     

5.4 ფიქრები

▲ზევით დაბრუნება


ფიქრები

 ვაჟა-ფშაველა

აუდიო ფაილი

უნდა ვიფიქრო, ვინაიდგან ფიქრი აღკრძალული არ არის: ფიქრი სხვაა, საქმე სხვაა, შუა უძევს დიდი ზღვარი. ღმერთმა დაიფაროს ფიქრისთვისაც, რომ სასჯელი იყოს დაწესებული, ათასში ერთი თუ გაჰბედავდა ფიქრს, თორემ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი დაემსგავსებოდა იმ ლოდებს, ჩემ პირდაპირ ბექიდგან რომ გამოიყურებიან გამტკნარებულნი, გალულუჩებულნი, საწყლად, ბეჩავად. შესრულდა ორმოცი წელი, რაც მე იმათ შევჩერებივარ, ან კი საით ავცდები?

 რა წამსაც სახლის კარებში თავს გამოვყოფ, თვალებში ისინი მეცემიან. დიაღ, შევჩერებივარ მე იმათ, ისინიმე და აბა, არ იქნა, ერთხელ ხმა-კრინტი არ დაუძრავთ... საშინელებაა!.. მაგრამ ვითმენ იმიტომ რომ, რაც უნდა ვეცადო, ლოდებს ხმას ვერ ამოვაღებინებ, ენას ვერ ჩავუდგამ. ბრაზი კი მომდის, ღვთისა წინაშე, და ამიტომ იმათ მაგივრად მე მოვყვები ყბედობას, ვითომ ისინი ლაპარაკობენ, რა არის, მინდა რომ იუბნონ და ამითი ჩემს თავს მევე ვატყუებ. მეც სწორედ ისე მემართება, როგორც ოდესმე ერთს ხევსურს დაჰმართნია: ძმობილმა სიზმარში ფრანგული (ხმალი) აჩუქა და ეს უარზედ დადგა: „არ მი ეგ, რად მი (მინდა)?! მაგას დავითფერულ (ხმალი) მირჩევ მე!’’ ისე ხმამაღლა განაცხადა უარი, რომ თავის ყვირილზე გამოეღვიძა და, რა ნახა თავისი თავი უნუგეშოდ დარჩენილი, შემოიკრა თავში და პირში, რა მინდოდა, ხმალი ჩამომერთვაო. ადგა და ხელმეორედ დაიძინა, იმედი ჰქონდა, იმავე სიზმარსა ვნახავ და ხმალსაც ვიშოვიო. მაგრამ ამაოდ, სიზმარი აღარ განმეორდა. რატომ, თავის მოტყუებაც კარგია, როცა იგი სიამოვნებასა ჰგვრის ადამიანს, მაგრამ საკეთილოდ თუ სავალალოდ, ეს თქვენ თითონ განსაჯეთ, ჭკვათამყოფელი ადამიანი თავს ტყუილით არ დაუწყებს კვებას, სინამდვილეს პასუხს მისცემს.

 სინამდვილე რაღა ხილია?

 -სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ის, რასაც თვალით ნამდვილად ყველა ვხედავთ და რაც ყურით გვესმის; ისიც კი უნდა ჩაითვალოს სინამდვილედ, რასაც ნახულისა და გაგონილის გამო ვგრძნობთ. მაშასადამე, სინამდვილეაცხოვრება ჩვენი და მისი პირობანი, აგრეთვე ისინი, ვისაც ჩვენ ვხედავთ, ვისთანაც ჩვენ ასე თუ ისე დამოკიდებულება გვაქვს, და თვით ბუნება გარემო ჩვენსა. რა თქმა უნდა, ნამდვილია, რომ ჩვენ ქართველები, ერი ვართ და როგორი მერე? ამის პასუხად ისეთს ვერას ვიტყვით, რომ ან ჩვენ თვითონ არგვეთქვას და არვამბობდეთ თავის თავზედ, ან სხვას, უცხოელს, გარეშე ადამიანს არ ეთქვას ჩვენზედ. სიმართლე და სინამდვილე კი ის იქნება, ვთქვათ, – ქართველებს ისეთი ავი ზნე არაფერი გვჭირს, სხვა ერსაც არა სჭირებოდეს, ან არა სჭირდეს, მაგრამ იმათ არსებობას, სიცოცხლეს და ბედნიერს მომავალს არც ერთი ჭკვიანი ადამიანი არ უარჰყოფს. ჩვენ კი, აწმყოსაგან გამწარებულნი, ეჭვის თვალით, უსასოოდ შევყურებთ მომავალს, ქართველი ერი დაბერდაო. ამისთანა აზრი განა ჭკუისა და ცოდნის ნაყოფია?

 - სრულიადაც არა. მაშ რისა, ან ვისი ბრალია? ჯერ ერთი, იმისა, რომ ყველაფერს, რასაც წიგნიდან ამოიკითხავს კაცი, დაიჯერებს აუწონ-დაუწონავად და მეორეც იმისა, წაკითხულს სწორედ ვერ გაიგებს. მოგეხსენებათ მეცნიერმა ოგუსტ კონტმა, ერის სიცოცხლე შეუდარა ადამიანის სიცოცხლეს და სთქვაერი იმავე ხანებს გამოივლის სიცოცხლისას, რასაც ადამიანი თავის გაჩენის დღიდგანო, .. სიყმაწვილეს, სიჭაბუკეს, დავაჟკაცებას და სხვადასხვ. ხოლო კონტს არსად არ უთქვამს, რომ , ყველა ერს     მოელისო. კიდეც რომ ეთქვა, განა უნდა დავიჯეროთ? განა კონტებმა, კანტებმა და სპენსერებმა, რომ სისულელე წამოროშონ, ვინაიდგან კაცნი ვართ, რის გამოც ბევრჯელ შევცდებით და მოვტყუვდებით, ჩვენ იმათ პირიდგან ამოსული ბაჯაღლო ოქროდ უნდა მივიღოთ?! განა სპენსერი არ მოტყუვდა ადამიანის სხეული საზოგადოებრივს სხეულს რომ შეუდარა და შეუბადლა, რათა გაემართლებინა, პირნათლად გამოეყვანა ქვეყნის თვალში მონარქიული ბურჟუაზიული წეს-წყობილება? („საფუძველნი სოციოლოგიისა’’), მაგრამ არც ერთმა ჭკუა-გონების პატრონმა ნასწავლმა არ მიიღო ეს შებადლება ბაჯაღლო ოქროდ. ბოლოს იპრიანა ღმერთმა და თითონ სპენსერმავე სხვა თავის თხზულებაში („განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა’’) უარჰყო ეს აზრი.

 ერის სიბერეს და სიკვდილს ისინი დაიჯერებენ მარტო, ვინც ცხოვრების პირობების გარეშე სხვა რაღაც უხილავს ძალას ჰხედავენ, რომელიც არც ცაში და არც დედამიწაზედ არ არსებობს და ჟამთა ბრუნვის სივრცეშია ვითომ გაბნეული, ან კიდევ სადმე წიგნში სწერია, რატომ ღრმად არ უნდა ვიყვნეთ დარწმუნებულნი, რომ ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფაცხოვრების პირობები მაცხოვრებელის თვისებანი არიან? რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებს იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალი, ბედნიერი, ჯან-ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი. რომის იმპერიაო, გაიძახიან, დაბერდა და დაეცაოდაბერდა ოღონდაც, მაგრამ სხვამ ხომ არ დააბერა იგი, არამედ თავი თვისი თითონ დააბერა და დააუძლურა. ყველა ერსაც ესევე დაემართება, უკეთუ იგი სიცოცხლის წყაროს არ ეწაფება, თავისის ცხოვრებისათვის გამოსადეგს ვითარებას არ შეჰქმნის და, თუ აქვს, არ ინახავს, მაგრად არ უჭიდია ხელი. ეს დღესავით, მზესავით ნათელია, აშკარაა.

 ინტელიგენციას ან კი რა უფლება გვაქვს - ჩვენს სიცოცხლით სავსე ერს ამისთანა შეუფერებელი განაჩენი დაუდგინოთ ასე თამამად, კადნიერებით?! ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენიც სამართლიანი გამოდგეს, ჩვენთვის კი ეს ჭეშმარიტება საჭირო არა ყოფილა. ამ ლაყე, შხამიანს აზრს კარგად რომ ჩავუკვირდეთ, ღრმად მოვთხაროთ და ფესვები ამოვუჩინოთ, მხოლოდ იქ ვიპოვნით მიზეზს ამ უკეთურის განაჩენისას... მოვთხარეთ კიდეც და იცით, იქიდგან რა ხმა და სამდურავი მოისმის: ამოდენა ვიშრომეთ, ვიღვაწეთ და არ იქნა ქართველ ერს თვალები ვერ ავახილებინეთო. ყველა ჩვენგანსა ჰგონია, დიდი და ბევრი რამ გავაკეთე საქვეყნოდ და არსად მოიტანა ნაყოფი, - ღვაწლი და შრომა ჩემი დაიკარგა უქმადაო, თორემ ამდენი სხვა ქვეყანაში რომ მეშრომა, იმასაც გავაბედნიერებდი და ჩემს თავსაცაო. ამ უხამსის განაჩენის მიზეზი და სათავე, თუ გნებავთ, აქედგან იწყობა. ცოტა შევჩერდეთ და ჩვენსავ თავს დავეკითხოთ: მართლაც რა გავარიგეთ, რა გავაკეთეთ ქართველმა ინტელიგენციამ საქვეყნოდ, საერთოდ? თუ მე მკითხავთ, გულახდილად გეტყვით - არაფერი. ინტელიგენციამ ჯერ ის ვერ შევიძელით გვესწავლებინა ერისათვის (ხალხისათვის), რომ მთელირჯულ-საქრისტიანოარაა საქართველო, - ვერ ვასწავლეთ, რა არის, რასა ჰქვიან მამული, სამშობლო... დეპოები სადმე დაარსდა, თავისრეჩებითისინიც ინტელიგენციამდე დაღუპა. კეთილ ნიადაგზედ სადმე არსდება საზოგადოება და თუ ღვარძლი გამოერია იქ, იცოდეთ, რომ ეს ინტელიგენციისავე უნარი უნდა იყოს. ნამდვილ სახელად ინტელიგენციას ის ჩაეთვლება, რომ გაზეთები და წიგნები მის მეოხებით საკმაოდ იბეჭდება და არავინ კი არ კითხულობს, ან საიდგან და როგორ უნდა წაიკითხოს კაცმა წიგნი, თუ კითხვა არ ეცოდინება?! აი, როგორი ამშენებლები ვყევართ ჩვენს ქვეყანას! ჩვენი დიდი ღვაწლი განიზომება იმ გარემოებით, რომ ამდენი ლიტერატურული ჰაიჰუით, ბევრი-ბევრი რომ ვთქვათ, 1500 მკითხველი შევიძინეთ სამ მილიონ ქართველთაგან და ისიც უეჭველად, ცოტად თუ ბევრად, ინტელიგენტები... დანარჩენი ქართველობა, ერი, მდაბიო ხალხი, რომელიც არის ჭეშმარიტი ძალა ჩვენის ქვეყნისა, დაგვრჩა ღობეს გარეთ, არც ჩვენ გავეცანით, არც ისინი გავიცანით და ვერც ჩვენი ხმა მივაწვდინეთ იმათ. ეხლა კაბინეტში ვსხედვართ და გულ-მკერდს ვიმჯიღავთ: აფსუს, ჩვენო ამაგო!.. მახლას, მახლას! ჩვენ ინტელიგენციასაც სწორედ ის ემართება ამ შემთხვევაში, რაც მე დამემართებოდა, ამ თხოვნით რომ მომემართა: თქვენი ჭირიმე, ძმებო, რაც შეიძლება მალე, დაწვრილებით, მარეხის ამბები მაცნობეთო!

 რა გგონიათ, ჩვენმა ინტელიგენციამ მარეხისა მეტი იცის, ვიდრე თავისის ქვეყნისა და ხალხისა? განა ეს ღვაწლი კმარა ინტელიგენციისათვის? განა ამის მეტი არ მოეთხოვება ინტელიგენციას? ყველგან და ყოველთვის ერის ძალა ინტელიგენცია ყოფილა და იქნება, იგი ბელადია, სარდალი და, ხომ მოგეხსნებათ, სარდლის ნიჭსა და მოხერხებაზეა დამოკიდებული გამარჯვება, მტრის დამარცხება. არა აქვს ჩვენს ინტელიგენციას გარკვეული საერთო პროგრამა და გეგმა მოქმედებისა, უამისოდ კი ყოვლად შეუძლებელია გაკეთდეს რამ თვალსაჩინო. ჩვენი ყოფა-ცხოვრებაც სწორედ ერთს პროგრამას და ერთს გეგმას მოქმედებისას ჰსაჭიროებს. ეს ვერ შევიგენით, ვერ გავიგეთ დღესაქამომდე. ასევე იქნება მომავალშიც, თუ ჩვენს ხალხს, მის ცხოვრებას არ შევიგნებთ, არ გავიცნობთ კარგად, - მანამდე ვერც საერთო მოქმედების პროგრამას შეიმუშავებს ინტელიგენცია, არც ჩვენის ერის სიბერისა და სასიკვდილოდ განმზადების ეჭვები გამოუვა თავიდან, - მანამდე არც მდურვას ქართველის ერის გულგრილობა-დაუდევრობის გამო ექნება დასასრული. მერომ მკითხოთ, როგორც ბევრად თუ ცოტად მცოდნეს ჩვენის მდაბიო ხალხის და ჩვენის ცხოვრებისა, - რომელი უფრო სინდისიერად ასრულებს თავის მოწოდებას, თუ მოვალეობას, უკანასკნელი გლეხი, თუ თავმომწონე რომელიმე ინტელიგენტიო? გლეხი-მეთქი, გიპასუხებთ. ამით ღმერთმა დამიფაროს სწავლა-განათლების მგმობელი ვიყო, არა, მაგრამ ასეა დღეს და მოდი რას იზამ. რადაო? იკითხავთ. იმიტომ, მოგახსენებთ, რომ უბირი გლეხი თავის ცოდნას, თავის გამოცდილებას, თავის ძალ-ღონეს არა ჰზოგავს, დილიდგან მოყოლებული საღამომდე წელებზედ ფეხს იდგამს, რომ აცხოვროს თავი და ცოლ-შვილი, გაუძღვეს ამასთანავე ათასნაირს ხარჯს და სხვ. ეტყვის მკითხავი, სადმე ხატისას - კურატით უნდა მიხვიდე და ილოცოო, იმდენს იწოწიალებს, იმდენს თავში ქვას იხლის, ტანზე პერანგს აღარ შეირჩენს, საითაც იქნება, თუ თითონ არა ჰყავ, იყიდის, და ხატ-ღმერთთან კი პირშავად არ გამოვა, და არც თავის სინდისთან არის პირშავი, რის გაკეთებაც შეუძლიან, აკეთებს; როგორც ეხერხება თავის ხშირად ყალბი გრძნობის დაკმაყოფილება, ისე აკმაყოფილებს; რაც აზრი და რწმენა აქვს, იმისდაგვარად შესაფერად იქცევა, და ეს მას სრულ ადამიანად ჰქმნის. რა ვუყოთ, მართალია, მისსავე სუფრაზე რომ ჩვენის ქვეყნის - საქართველოს სადღეგრძელო დაჰლიო, ვითარცა ინტელიგენტმა და თამადამ, იგი ასე განიმეორებსგაუმარჯოს რჯულ-საქრისტიანოსაო!“ ჩვენებურ ტვინფრატუნა კოსმოპოლიტებს (ნუ გიკვირთ) არ გეგონოთ კი, რომ ეს კოსმოპოლიტობით მოსდიოდეთ, ვინადგან რჯულ-საქრისტიანო ქვეყნის ერობაზედ დიდია და თითქმის მთელ განათლებულ ქვეყნებს შეიცავს, არამედ იმის გამო ემართება, რომ არა აქვს არავითარი ცოდნა თავისის ქვეყნისა და საქართველოს გარეშე ვერ წარმოუდგენიარჯულსაქრისტიანო“, სულ სათათრეთი ჰგონია...

ჩვენი ინტელიგენტიღა?! ჰმ! რა ვქნათ და რა ვთქვათ?! რამდენსა სტყუის იგი თავის საკუთარ ღმერთთან, თავისის აზრისა და გრძნობის წინაშე, ამა თუ იმ მიზეზისა გამო, ჩემთვის სულ ერთია, და რომ სტყუის, ეს უეჭველად ასეა, თითონაც კარგად უწყის და არც იუარებს, ხშირად თავსაც დროსა და გარემოების მიზეზით ჰმართლულობს... ამას აზრი და გრძნობაც ვრცელი აქვს, იდეალებიც დიდი, მაგრამ იმის მეათასედსაც ვერ აკეთებს, რასაც ჰგრძნობს და ჰსაზრობს. ეს მოვლენა შეგნებულ ადამიანისათვის ყოვლად აუტანელია, მტანჯველი და იგი ჰქმნის ჩვენებურს ინტელიგენტს ნახევარ ადამიანად, უბედურს, ცხოვრებისაგან უკმაყოფილოს, პესიმისტს. მე ამას ვიკმარებ და დანარჩენის განსხვავების აღმოჩენა ინტელიგენტის და მდაბიო კაცის შესახებ, მკითხველო, თქვენთვის მომინდვია. იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ეს უკანასკნელი ერის ნივთიერსიმდიდრის შემოქმედია დაფეხიც არმოუსხლეტია, მაგრად უდგა სამშობლო მიწა-წყალსა და მამა-პაპის კერაზედ. იმას თუ ჩირაღდანი კარებზედ არ მიუტანე, იმისთვის სოფლიდგან ქალაქში არ გამოიქცევა, იმდენად თავს არ შეიწუხებს და მამა-პაპური სანთლით, კერაზე დანთებულის ცეცხლით იოლად გამოვა. სკოლაში რომ შვილი მიაბაროს, სრულიადაც არა ჰფიქრობს იმას, რა მეთოდით, წესით ასწავლიან იმის შვილს და რამდენის

თვის უკან დააწყებინებენ უცხო ენაზე სწავლას... ენა, სამშობლო, მან ანდით იცის და არა გონებით, ამიტომ მას არ ძალუძს რიგიანად ან ერთს გაუწიოს პატრონობა, ან მეორეს... როგორმე რომ მოხდეს და ერთს პატიოსან დღეს მისი შვილი სკოლიდგან ისეთი განსწავლული დაბრუნდეს, ინჩიც აღარ ესმოდეს ქართულისა და უცხო ენაზედ კი გამაშირებით საუბრობდეს, შვილის ასეთი გარდაქმნა იმითი თუ დააღონებს, რომ ვეღარაფერს გააგონებს და ვეღარც რას შვილის ნათქვამიდგან გაიგებს, სხვაფრივ კიდეც გაუხარდება, დიახ, გაუხარდება, რადგან არ იცის, რა შედეგი მოსდევს ამისთანა შვილის ყოლას, იგი ძალიანაც კმაყოფილი დარჩება, რადგან მეზობლები იტყვიან: „ეჰე, ჩვენ დემეტრეს როგორი ნაჰწავლი შვილი გამოსვლია, ქართულ სულ ვეღარ ლაპარაკობსო“. ასე გახლავთ, თუმც შეიძლება ზოგიერთმა არც კი დაიჯეროს, ნება აქვს, მე კი მაინც იმას ვიტყვი, რაც ვიცი და რაც ჩემის ყურით გამიგონია. დიაღ, დემეტრე ისე ჰფიქრობს, რომ ქართულის სწავლება ქართველი ბავშვისათვის სრულიადაც საჭირო არ არისო, რადგან იცის, ვითომ და ნაცოდნზე დროს დაკარგვა მეტ, უქმ შრომად  მიაჩნია, თორემ განა სძულს, ან ეჯავრება თავისი ღვიძლი ენა.

 ყველა ეს უვიცობის, უმეცრების ბრალია, რაშიაც თვით ინტელიგენციასაც წილი უძევს. რა მიგიციათ, რასა სთხოვთ, ამაზე მეტი ხათაბალა იქნება?! რაც ცოდნა და გამოცდილება მამაპაპამ უანდერძა გლეხკაცობას, ამან კარგად შეინახა: საცა ვენახი ხარობს, მშვენივრად შემუშავებული ვენახი აქვს; საცა საქონლის მოშენებას უწყობს ადგილი ხელს - საქონელი ჰყავს მოშენებული და, ხვნა-თესვას თუ ვიტყვით, რიყესა და კლდეზედაც სულადი, პური მოჰყავს. არც ერთს ახალს საშუალებას, თუ მანქანას არ უფრთხის იგი, როცა დაინახავს მის სარგებლობას - ვენახების შეწამლვა, ახალის ჯურის გუთნების შეძენა, ყველგან გახშირებულია, როგორც კახეთში, ისე ქართლში და სხვ. საწყალმა არ იცის ბევრი რამ და ყველაზედ მეტად ის, რითაც ჩვენ უფრო თავს შეგვაყვარებდა ეს - ინტელიგენციის სულიერი მისწრაფება, მისი იდეალები...  მარტო თავადაზნაურობა არ არის ერის ძალა და ისინი თუნდა დიდიდგან დაწყებული პატარამდე საუკეთესო აზრებით, გრძნობით გაიმსჭვალნენ, საუკეთესოდ იმოქმედონ, მაინც ვერაფერს გავხდებით, უკეთუ მდაბიო ხალხიც ბანს არ მისცემს... რას აკეთებენ მღვდლები? სოფელი არ არის, მღვდელი არ იყოს და რა დასაჯერებელია, ნამდვილმა მოძღვარმა 5-6 მოწაფე ვერ შეიძინოს, ისე ვერ გამოაღვიძოს ისინი, რომ ჰქონდეთ წადილი წიგნის, გაზეთების კითხვისა, ქვეყნიერობისა რომ გაეგებოდეთ?! ჩვენ ამას ვერა ვხედავთ. ან კი საით დავინახავთ იმას, რაც არა სჩანს სადმე.

წყარო: ფიქრები: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები).  თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ.

5.5 ფიქრები (ხოლერის გამო)

▲ზევით დაბრუნება


ვგონებ შაჰ-აბაზის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამ. ხოლერა სიკვდილის მომასწავებელია და ჩვენ ხომ სიცოცხლის მეტის-მეტად მოყვარულნი ვართ და ანკი რას არ აგვაყაყანებდა. მართლაც, ვინც ანა-ბანა არ იცოდა, ახლა ისწავლა, რომ ხოლერაზედ რამ მოიწეროს გაზეთში. ვისაც გაზეთი მხოლოდ ყუთით გაუგონია, განაღამც წაეკითხოს, ან დაეწეროს რამ, დღეს კორესპონდენციას სჩალხავს და ჰგზავნის გაზეთში დასაბეჭდად. ესეც კაი საქმეა. თუ ხოლერა არა, თქვენი მტერი, თავის დღეში კალამს არ აიღებდა ხელში. ხოლერა ჭირია სხეულისა, სიცოცხლის მტერი და, რა თქმა უნდა, ცოცხალს თვალებს გაახილებინებს, აალაპარაკებს. ეს საკვირველიც არ არის. ამიტომ ცოცხალნი ღონისძიებას ეძებენ, როგორმე თავიდან აიცდინონ, წამალი მოუძებნენ; ვისაც წამლის იმედი არა აქვს და არც ის უწყის, რომ თავი და თავი წამალი ხოლერისა სისუფთავეა და ზომიერება ყველაფერში, სხვა ღონე არ დარჩენია, უნდა გაიქცეს და ტურასავით ტყეში დაიმალოს, თავის ქოხ-მახს, თავის სარჩო-საბადებელს სტოვებს ღვთის ანაბრობაზე და გარბის; იმას-კი აღარა ფიქრობს, რომ ერთი და იგივეა, მგელი შესჭამს, თუ მგლის შვილი. ესეც რაც არის-არის, მადლობა უფალს. ეს მე არ მიკვირს, საკვირველი უფრო სასტიკი, უფრო მავნებელი. ნეტავი ერთს დღეს მაინც ამ მეორე ხოლერამ ისე ააყაყანოს ხალხი, როგორც ეს ბაცილა-ბაქტერიების დედა აყაყანებს ქვეყანას ამ სამი-ოთხის თვის განმავლობაში. ერთის მხრით რომ იფიქროს კაცმა, იმას დაასკვნის, რომ ალბათ სხვა არაფერი არა უწირს რა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და იმიტომ არავინა ყაყანებს. არავინ რას ამბობს, მაგრამ ამგვარი ფიქრი ტყუილი ფიქრი გამოდგება. მაშ სხვა ხოლერა არ ბდობს ჩვენში და არ გვმუსრავს?!

აბა გადავავლოთ ჩვენს მხარეს თვალი, აბა კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარს საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ უპოვნეთ ვერსაიდან წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავთ. ეს ისეთი ხოლერაა, რომ განა ორი ათასსი ათასს მოჰკლავს და ათასი გადარჩება?! არა, ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს. რატომ ამ ხოლერაზედ არა ყაყანებს, არა ჰღაღადებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოძმე? იქნება ის ხოლერა არსად არსებობდეს და მე მეჩვენებოდეს მარტო?

არა, არსებობს, მაგრამ იმდენი ვერა ჰხედავს იმას, ამ “ბაცილების” დედას, და იმდენი ხმაურობა, ჟრიამული იმიტომ არც ისმის ამ მეორე ჯურის ხოლერაზედ.
ათასი უსამართლოდ დაჩაგრული დღევანდელ ჩვენის ცხოვრების გარემოებათაგან, იგივე ხოლერის მსხვერპლი, მისგან მოკლული არ არის?


მოვიგონოთ ასი-ათასობით უმეცარნი, უსწავლელნი, უბირნი, ცხოვრებას რომ ეთრევინებიან, სცხოვრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ათენ-აღამონ, იგივე ხოლერისაგან მოკლულნი არ არიან?! მაგალითები შორს წაგვიყვანენ და, ვგონებ, ოცი თაბახიც არ ეყოფა იმათ ჩამოსათვლელად მეფელეტონეს, განაღამც ერთი გაზეთის ფელეტონი, და ამიტომ მეც თავს დავანებებ და მხოლოდ მკითხველსა ვსთხოვ ამ გზით იფიქროს და თვითონაც მრავალი წარმოუდგებოდა თვალწინ.


დიაღ, ბატონებო, ასე გახლავსთ. საცა უსამართლობა მძვინვარებს, საცა აჯამობა დაყიალობს, საცა უაზრობა და უგრძნობელობაა, ნამდვილი ხოლერაც იქა ბუდობს. მიკვირს და ვფიქრობ: თუ ეს სიცოცხლის მომსპობი ხოლერა გვაყაყანებს მეთქი, ის ხოლერა, რომელიც კაცს ცოცხალს მკვდრადა ჰხდის, რატომ არაფერს გვათქმევინებს, ხმას არ ამოგვაღებინებს ისეთის ჭექა-ქუხილით, როგორც პირველი ჯურის ხოლერა?! რად მინდა ისეთი სიცოცხლე, რომ ვგრძნობდე თავის სიკვდილს, მკვდარი ვარო, ვამბობდე? აქ არის ხოლერა, აქა!

ამ წინაზედ ჩემის მეგობრის წერილი მომივიდა. ხოლერა ჩვენც გვესტუმრებაო, მწერდა, იქნება მეც მიმსხვერპლოს და ეს ჩემი წერილი უკანასკნელი_ღა იყოსო. სიკვდილი სიკვდილიაო, მაგრამ რად უნდა მოვკვდე ისე, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია, ჩემის ქვეყნისათვის არაფერი მირგიაო. ამ სიტყვებმა დამაფიქრა, მართლაც, ესეც ერთი უმადურობა უნდა იყოს წუთისოფლისა: გაისტუმროს ისეთები, ვისაც რამ შეუძლიან არგონ ქვეყანას, ვისავ გული ერთი-ორად სტკივა სიკვდილის დღეს, ვკვდები და კი არაფერი გამიკეთებიაო, არაფერს კეთილად მოსაგონებელს არა ვსტოვებ წუტისოფელშიო. სიკვდილი ხომ სიკვდილია, და ამ ფიქრის გამო, სიკვდილს მეორე სიკვდილიც ზედ ერთვის.

დღეს შევიტყვე, რომ ჩემი მეგობარი ხოლერას გადარჩენია, არც ტყეში გაქცეულა დასამალად, როგორც სხვები გარბოდნენ თხებივით, და ვნახოთ ერთი, რა საქმეს დაიწყებს ქვეყნის სასარგებლოდ. თუ მართლა გააკეთა რამ, ნეტავი ჩემს ორსავ თვალებს და, თუ ტყუილი აღთქმა გამოდგა, მაშინ პირველი მე ვიტყვი, ნეტავი ხოლერას გადაეტანე, რაკი მაგისთანა უკეთური გამოხვიდოდი-მეთქი. მაშინ ასკარად დავრწმუნდები, რომ ჩემს მეგობარს მარტო ქვეყნის მოტყუილება სდებია გულში და “უკანასკნელად” იმიტომ სწერდა წერილს, რა არის ის წერილი, თუ ვინიცობაა ჩემს მეგობარს ხოლერა შეიწირავდა. მე გაზეთში გამომექვეყნებინა: აი, რასა მწერდა ესა და ეს, რა წადილი ჰქონდა გულში და რა საქმე გვიყო ამ წყეულ-შეჩვენებულმა ხოლერამ, რა კაცი დაგვაკლოვო. სხვა ან-კი რა მეთქმებოდა?! ესეც სახელია, მაგრამ წუთისოფლისათვის მოპარული, დაუმსახურებელი, არამი სახელი.

დღეს ერთი ხოლერა მიიპარება, თითქმის გაიპარა კიდეც; გვრჩება მხოლოდ მეორე ჯურის ხოლერა და ახლა იმას ვებრძოლოთ, იმის წამალიც მოვსძებნოთ, იმაზედაც ვიფიქროთ: გაზეთებმაც დროა პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრან თვალი, იმ ჩუმ-ჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდამ. მაშინ ვნახოთ, თუ სიტყვა ხოლერა, როგორც მისი წარმომადგენელი, არ აღიგავოს, არ ამოიფხვრას დედამიწის ზურგიდამ. აქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისაგან განადგურებულს მიწაზე.

წყარო:  ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუტ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები).  თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 124-126 

5.6 რა არის თავისუფლება?

▲ზევით დაბრუნება


ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, .. რას ჰქვიან თავისუფლება, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები... საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?... თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი... მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი-ცხვარს.

 მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, - ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა...

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევა-ცარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალა... ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებს... ჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

 თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

 იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ...

 არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

  იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! - სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი... როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..

 არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებითსიკვდილი ან სიცოცხლე“ (.. თავისუფლება)?! - იტყვის და ამბობს კიდევაც, ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი... მაშასადამე, სჩანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ, ვიმეორებ. ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად.. და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვათავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებააბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? - არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას, აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვსთქვათბედნიერება - წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს. წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? - სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, - სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელნი...

  რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ... ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: „ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო“.

 ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია

 მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, .. ბედნიერი... თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.

 ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

წყარო: რა არის თავისუფლება?: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები).  თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 412-415

5.7 სადღეისო წერილი მეგობართან

▲ზევით დაბრუნება


სადღეისო წერილი მეგობართან

მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი - ისინი ხომ მამაკაცები არიან - ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შ ე ბ რ ა ლ ე ბ ა, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის... მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში... შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ...

ჰოი დედანო,

მარად ნეტარნო!

მეგობარო! მრწამს სიფლიდე დიპლომატიისა: როგორც უბეში გველი არ დაინდობა, ისე დიპლომატია, ავს აკეთებს თუ კარგს, მაინც ფლიდია მაინც. აი, ამას წინად რომ გამობრძანდა და წინ წამოიმძღვარა კაცთმოყვარეობა და... შეარიგა რუსეთი და იაპონია. რა იყო მიზეზი: კაცთმოყვარეობა, თუ სხვა რამე? მრწამს, რომ არა, აქ კაცთმოყვარეობა სათვალთმაქცო სიტყვაა, მიზეზი სულ სხვაა - ყველა დააფიქრა იაპონიის გაძლიერებამ. ყველა ჰგრძნობდა, რომ თუ ხარბინთანაც გაიმარჯვებდა იაპონია, რაიც მოსალოდნელი იყო, მაშინ ყველას, თვით ამერიკასაც, თითი უნდა მოეკაკვა იაპონიის წინაშე. არა გჯერა, რომ ეს ასეა? გამარჯვებული იაპონია კაი სიტყვებით, კაი რჩევით დასაჯეს და არანაკლები წილი ამ საქმეში უდევს თვით მოკავშირე ინგლისს. ამ რჩევაში აშკარად, ცხადად ერთი მხოლოდ ისა სჩანს: რუსეთს რაც ლახტი მოჰხვდა ეგ ეყოფა, და შენც, პატარა იაპონიავ, ძლიერ წინ ნუ გაიწევ, ნუ გაჰღონიერდები, რათა ჩვენც არ მოგვახვედრო იგივე ლახტიო.

დიაღ, მწრამს, რომ ყოველ ერს ჯერ თავისი თავი ენიაზება, თავისთვის უნდა კეთილი, თავის საქმეების მოწესრიგება ე. ი., როგორც ხალხი ამბობს: ყველა თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისათვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავადაც გამოადგება იგი. მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა და ესენი გახლავან “დასელები”, რომელნიც ქადაგებენ სხვა გავაბედნიეროთ, გავაძლიეროთ და ამით ჩვენც ძლიერნი შევიქნებითო. მოიგონე დასელების მოძღვრება დემოკრატიულ ცენტრალიზაციისა. გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა! ნუთუ ძლიერი მეზობელი არ არის საშიში უძლურისათვის?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულს რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის. ვისა ჰშურს ძლიერება რუსეთისათვის? აგრეთვე არავის, ოღონდ წვრილს ერებსაც ჰქონდეს მიცემული საშუალება ამავე გაძლიერებისა... დღეს მთელი ქვეყანა ამას გაიძახის: დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გვინდა მოვიპოვოთ საღსარი ბედნიერების, სიმართლის მისაღწევად. მე კი ჩემად მრწამს, და შენც, ვიცი, არ იუარებ, რომ უხეირო დეცენტრალიზაცია სჯობია საუკეთესოდ მოწყობილს ცენტრალიზაციას. ეს რომ ასე არ იყოს, არც სპენსერები დაამჯობინებდნენ. (იხ. სპენსერის თხზ. “განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა”).

ვის არა სწამს, რომ მხოლოდ სრული თვითმართველობა გააბედნიერებს ხალხს, გაჰზრდის მის ენერგიას, გამოიწვევს და ააყვავებს მასში დამალულს ახალს ძალებს? - რომ აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას?! - რომ დედაენაზე სწავლება სრულჰყოფს, ზრდის, ავითარებს ყოველმხრივ მოზარდ თაობას?! ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია და არა ოცი.

წყარო: სადღეისო წერილი მეგობართან: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები).  თბ. "საბჭოთა საქართველო". 1964. გვ. 412-415

5.8 შავ-ბნელი ამნები

▲ზევით დაბრუნება


შავ-ბნელი ამნები

ქართლში ძალიან გახშირებულია „პოლიტიკურ“ დამნაშავეთა შეპყრობა...ვიზედაც ცოტა რამ ეჭვია, ყველას მიერეკებიან. არც ძევა, არც კვლევა. უნდა ნახოთ თავის თვალით ეს „დამნაშავენი“, რომ კარგად შეიგნოთ დღევანდელი დღის ვითარება: მენახშირე, მეურმე, ჩამოწეწილ-ჩამოგლეჯილი ხალხი, რომელთაც ოდესმე სადმე უთქვამთ გვშიანო, და ამ თქმისათვის დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი, როგორც „ბუნტოჩიკები“, როგორც საზოგადოების მავნებელი პირნი. არავითარი ცოდნა იმათ არა აქვთ, გარდა იმისა, რასაცა გრძნობენ, და განა არ მოგეხსენებათ, სიმშილ-წყურვილ-სიტიტვლე და სიცივე ყოველ სულიერ არსებას უსიამოვნებას აგრძნობინებს…

რასაკვირველია, ზემორე აღნიშნულ ჯურის „დამნაშავეთა“ შორის მოჰყვნენ ისეთნიც, რომელთაც გონება საკმაოდ აქვთ განვითარებული და ამ მშიერ-ტიტველს ხალხს თანაუგრძნობენ, - ებრძვიან, ჰკიცხავენ გამეფებულ შავ ძალებს. ზოგი მათგანი მხოლოდ მწერლობით, გაზეთის საშუალებით ებრძვის იმათ, ჰგმობს ზოგიერთ ადამიანთ დროების შეუფერებელ ქცევისათვის...შეურაცხყოფილნი შურს იძიებენ, დროებაც ხელს უწყობს, მირბიან და საცა ჯერ არს აცხადებენ: „ესა და ეს პირნი არიან ქვეყნის ამრევნი, კომიტეტს წევრნი, ყუმბარების მკეთებელნი, ყალბის ფულის მომჭრელნი; ვინცა კვდება, სულ იმათი ბრალია, ისინი აგულიანებენ მკვლელებს და, თუ ისინი არ გააძევეთ, ქვეყანა არ დაწყნარდებაო, და სხვადასხვა. მაბეზღრობენ და იმდენად უგუნურნი გახლავან, რომ ჰგონიათ, - ამისთანა „გაძევებით“ მოისპობა უკმაყოფილება ხალხში, მშიერი გაძღება და ტიტველი შეიმოსება და იმათ აღარავინ დაჰსახავს თავის გაბეჩავების მიზეზად. აი, სადამდე მიდის დღეს ბობოლების უგუნურება!.. მე თვითონ ვიცი ერთი ამისთანა მაგალითი: ერთი სოფლის მასწავლებელი გახდა მსხვერპლი სწორედ ამისთანა სულმდაბლობისა და უმსგავსობისა. ამ მასწავებელმა გაკიცხა გაზეთში მემამულენი, იმათი ყოფაქცევა. უკანასკნელთ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავიანთ თავი და საცა ჯერ იყო, გაჭიმეს კარგი გრძელი და მსუქანი „დანოსი“, რომელსაც მათთვის სასიამოვნო შედეგი მოჰყვა...

ვინც მიჰყავთ, ხომ მიჰყავთ, და ვინც აქ რჩება, იმათი ყოფა-მდგომარეობა სულ მთლად აუტანელია. იმათ „ეგზეკუცია“ უყენიათ. გლეხებს, დაწიოკების გარდა, ასე აშნებენ და ამშვიდებენ, თუ არ წახვედით ამ საათში და მემამულეს მოსახნავი არ მოუხანით, დასაფარცხი არ დაუფარცხეთ, თქვენს ცოლებს კაზაკებს დაურიგებენო!.. აი, როგორ, რა საშუალებით სურთ მოარიგონ გლეხები და მემამულენი, - რა წამალს იძლევიან დღევანდელ გამწვავებულ მდგომარეობის სალბუნებლად... გლეხები ქედს იხრიან, ან რა ეთქმით, რას გახდებიან წინაშე ხმლისა და ხიშტისა, მაგრამ ახლა შიგ, ღრმად ჩაიხედეთ ხალხის გულში, - იქ რა ამბები ხდება, რა თესლი ითესება!.. ამის შემდეგ ან მემამულემ რა პირით უნდა იცხოვროს სოფლად და ან გლეხებს რა გული უნდა ჰქონდეთ იმაზე? ეს თქვენ განსაჯეთ და ის სახელი დაარქვით, როგორიც მოუხდება და შეეფერება ხალხის ამისთანა დამშვიდებას. დღეს ქართლის ხოვრება მეტისმეტად ამღვრეულია მებადურთა სალხენად, სასიხარულოდ, ხოლო თევზების საუბედუროდ. როდის უნდა დაიწმინდოს ეს მღვრიე წყალი, ნუთუ ძალმომრეობის მეტი სხვა საშუალება არ მოიპოვება? ნუთუ მხოლოდ მათრახია ერთადერთი წამალი, ამღვრეულოის დამწმენდელი...

საკვირველი ის არის, რომ „ცირკულირება“ კარგი გამოდის. კითხულობ და ცოტაოდნად წყლულზე მალამო გედება, ვინაიდან ურჩევს იგი და აფრთხილებს მოხელეებს: ფრთხილად მოიქეცით, საქმის გაურჩევლად, გამოუძიებლად ნუ იჭერთ, ხალხს ნუ ატუსაღებთ, ნუ სჯითო; იარაღს, თუ საჭირო არაა, ნუ იხმარებთო და სხვა. კარგი და პატიოსანი, მაგრამ ეს ვეღარ კარგი, რომ ცირკულიარის ხმა მხოლოდ ქაღალდზე გაისმის და ცხოვრებაში იმის ნატამალიც არ მოიძევება, იგი თითქოს არც კი სადმე არსებობდეს; რჩევა ცირკულიარისა რჩება ხმად მღაღადებელისა უდაბნოსა შინა და ყველა ადმინისტრატორი ისე იქცევა, ვითარცა ხანი თვის სამფლობელოში... დიახ, სიტყვა სხვაა, საქმე - სხვა მათ შუა უზარმაზარი ჯურღმულია... არა, ტყუილად ვინმე მოელის ნდობის მოპოვებას იმ დრომდე, ვიდრე სიტყვასა და საქმის შორის არ დამყარდება სრული თანხმობა, - ვიდრე ადმინისტრაციის მოქმედება არ იქნება მიმართული ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ. ხალხი, მართლა ბრმა და ყრუ ხომ არ არის, ვერ იცნოს თავისი კეთილისმყოფელი, თავის მოყვარე და მტერი ერთმანეთში აურიოს...

არა, ნუ ჰგონიათ, უნდა ამოიძრონ თავიდან ეგ ფიქრი, რომ ხალხის მოტყუილება ადვილი მოსახერხებელი იყოს. შეიძლება ხალხი დროებით დაიმორჩილონ, მაგრამ ეს არ იქნება სამუდამოდ...

1905 წ.

წყარო: შავ-ბნელი ამბები: ვაჟა-ფშაველა: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად: ტ 5 (პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები).  თბ. "საბჭოთა საქართველო". 1961. გვ. 215-217

6 ვაჟასა და მის შემოქმედებაზე

▲ზევით დაბრუნება


6.1 ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა

▲ზევით დაბრუნება


ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა

   

ვაჟა-ფშაველას “არწივი” ვეღარ ახდენს მკითხველზე ისეთ გავლენას, როგორსაც თუნდაც ამ ოცდაათი-ორმოცი წლის წინათ, ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას რომ ახალთაობა პატრიოტული გრძნობის ნაკლებობას განიცდის, შეიცვალა დრო, გამოხატვის ფორმა, მეტაფორული ენა, ახლად ფეხადგმული და დანაწევრებული ქვეყანა სულაც აღარ იწვევს დაჭრილი არწივის ასოციაციას. მასწავლებელმა არ უნდა იწყინოს, თუ ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებში ირონიულ ღიმილს შენიშნავს. პატრიოტიზმი ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და ყოველწამიერად განახლებადი გრძნობაა, ძველი სახეებით და ფორმებით ეს გრძნობა აღარ გაღვივდება. სამშობლოს სიყვარულს, როგორც ყოველ ახლად დაბადებულ გრძნობას ახალი ქება სჭირდება.

შეიძლება დადგეს დრო და მკითხველმა წარსულთან დამაკავშირებელი ძაფები მოძებნოს, შეიძლება აღდგეს დროთა გაწყვეტილი კავშირი, შესაძლოა ჩვენმა ოცნებამ მართლაც არწივის ფრთები შეისხას და გადარჩენაზე ჩვენი ყოველდღიური ფიქრი ძლიერ სახელმწიფოზე ფიქრმა და ზრუნვამ შეცვალოს, შესაძლოა ჩვენი ძალისხმევა ასეთი ქვეყნის შესაქმნელად მართლაც არწივის ძლიერებით შეიმოსოს, მაგრამ ვიდრე ეს არ მომხდარა, ვიდრე ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გმირული მხარე ჩვენთვის სინამდვილის ჩრდილქვეშ მოექცა, ვაჟას შემოქმედებაშივე უნდა მოვძებნოთ იგივე მოტივი, ოღონდ უფრო ცოცხალი სურათი, რომელიც ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს ზუსტად მიესადაგება.

 

არ უყვარდა ვაჟას ქორწილებში სიარული, არც ქეიფი და დროსტარება ალაღებდა, არც ცეკვა-თამაში, სიცილიც არ იცოდა ხეირიანი. ამიტომ არიდებდა თავს მხიარულ თავყრილობებს, იცოდა სასმელისგან შეგულიანებულ ხალხში ან ჩხუბი აიწეოდა, ან ვინმე სალექსოდ შემდგარი დაუპირებდა გატეხვას. კაცის საძრახისს რა დალევს, ამოიღებდნენ მიზანში და როგორც თხის გადასერილი კოჭიდან იწყებენ საგუდედ ტყავის გაძრობას, ისე გააშიშვლებდნენ იმის ლამაზად ჩაცმულ-დახურულ ოცნებას.

ვაჟას გატეხა მაინც სხვა რიგის სახელი იყო.

“-კაფიაობა მამამ ვერ იცოდა, ვერა... საიდან ეცოდინებოდა მამასა ეგა, შვილო, მამა ბუნების მგოსანი იყო, ბუნებისა...” გულქანს უთქვამს.
მაშ უფრო დიდი ხალისით შეუმღერებდნენ ფრუშკა და ხაჩით ჯაბანი, ჩონქარა და ქავთარი.
ვაჟას მთელი ქვეყანა მოევლო, თვითონაც ესწავლა და სხვებისთვისაც ესწავლებინა. ახლა მწერლობისთვის მოეკიდა ხელი, წერდა და უბეჭდავდნენ, ნელ-ნელა სახელსაც იხვეჭდა, მთელი ქვეყნის პატრონობას იჩემებდა, მაგრამ ამ პატარა სოფლის კაცობას მაინც არ თმობდა.
ეს არ მოსწონდა სოფელს, ამის უფლებას ვერ მისცემდნენ პავლე მღვდლის შვილს.

მწერლობაში ხომ არ ეჯიბრებოდნენ, „ივერიის“ კორესპონდენტობას არ სტაცებდნენ ხელიდან, საქვეყნო დიდებიდან ხომ არ სთხოვდნენ წილს, ჰოდა ვაჟასაც უნდა დაეთმო კარგი მხვნელ-მთესველის, მოჭიდავის, მოჯირითის, მოკაფიავის, მონადირის სახელი.

არ უთმობდა, ვაჟა უთმობდა, ლუკა – არა.

ლუკა მიიბრძოდა, თავის წილს ითხოვდა ლხინშიც, ნადირობაშიც, ჭიდაობაშიც და თავპირისმტვრევაშიც.

ერთ კაცობაზე ეწერა და ორ წილს ითხოვდა.

იმის გულში საარაყე ქვაბივით დუღდა სოფლურ-გლეხური ვარამი, ისიც დღე-მუდამ სარეველს ატრიალებდა, რომ არ მიეწვა, ზედმეტ მხურვალებას არ წაეტუსა პირველ-ნახადი.

ამ ყოველდღიურობის წინწანაქარი მოწვეთავდა ვაჟას კალმის წვერიდან, „დაე, აყროლდეს სოფელი, სრულიად დაღრღნან ჭიათაო“
ლუკას თავაშვებულობას ვაჟას სიფრთხილე სდარაჯობდა, ფხიზლობდა ვაჟა, მაგრამ ერთხელ მასაც წამოჰყარეს თავდაჭერილობის ლაგამი და ლაშარის გორზე ფშაველებმა იხილეს იმისი გულის სიშიშვლე. „გავა დრო და ჩემს სახელზეც ისე ილოცებთ, როგორც ლაშარის ხატს ლოცულობთო“

არ უნდა ეთქვა? ჯიბრითა თქვა, ლუკაც აქეზებდა, არაფერს არ დაგითმობენ, არ გიშეღავათებენ. ბახტრიონიც რომ აიღო, შენს წილ მამულს მაინც გაგაკენჭვინებენო.

სოფელიც ადასტურებდა ამ ნათქვამს.

“ – შენ სოფელს გინდა გაუმკლავდე? ეჰეე, დიდი ძალა აქვს სოფელსა, თუ მოინდომა მალე ყირაზე გადაგატარებს”.

აკი მოუნდომეს კიდეც ყირაზე გადატარება, არც ეს ამბავი დაუმალავს გულქანს.

ერთი კაცი ვეღარ უნდა მოვიკვეთოთო? დამდგარან ამ პირობაზედ, შეყრილან კაკლების ქვეშ, ულაპარაკიათ, უყაყანიათ და დაშლილან.
ვერ მოიკვეთეს, ვერ ჩაუგდეს სამანი სოფლის მიჯნასთან.

ეს ამბავი სხვა დროს მოხდა, იმ ზაფხულს კი სოფლის საქონელმა ლუკას სათიბები გაატიალა.

 

გაჯავრებული ბრუნდება მთიდან, დერეფანში ტრიალებს, ბობოქრობს, ვიღაცას ემუქრება... გაღმიდან ხმა ესმის, აყურადებს: – ჩალხო გეპატიჟება შვილის ქორწილშიო, – კაცი იძახის.
ჩალხოს ვაჟას მკითხველიც კარგად იცნობს, სოფელში ჩალხოს ყველა უძმოს ძმას ეძახის, რადგან სულ სხვისი გულისთვის ჩხუბობს. საკმარისია ვინმე დაჩაგრული ნახოს, რომ ჩალხომ მისთვის თავიც გადადოს სასიკვდილოდ, ამისთვის ბევრი გმობს, ბევრსაც ეშინია მისი მოქნეული მუშტისა, „ქვა დამკრა მაგ ოჯახდაქცეულმა, ნამდვილად დამკრაო“ – ჩივიან სოფელში.

ლუკას კარგი მიმოსვლა აქვს ჩალხოსთან. ერთი ცეცხლი ნთებიათ მათ მამა-პაპათ, ქორწილს ვერ გამოაკლდება. მაგრამ არც პირველ-მაყრად, მახარობლად მისვლა უნდა, ამიტომ ფეხს ითრევს, ეზო-ყურეში ჩუჩუნებს და როდის-როდის გახშირებულ პირველ ღამეს გადადის წყალ-გაღმა.

ჭალაზე ადევნებული ძაღლები ჩალხოს ეზომდე ყეფით აცილებენ, ლუკა ჯოხის ცეცებით აგნებს კარის-კარს, აღებს და მოწნულ დერეფანში შედის.

დერეფნის ბოლოს სახელდახელოდ გამართულ სამზარეულოში, რამდენიმე კაცი ტრიალებს. ზედადგარზე შემოდგმულ ქვაბს პატარა ბიჭები ცეცხლს უნელებენ. დუღს ხორც-წვენი, ტრიალებს ქაფქირი, შხივის მსუქანი სამწვადე და ხონჩებზე ხორცის დიდ-დიდი ნაჭრები იყრება.

საკიდელზე სახინკლე ქვაბი ქანაობს, მდუღარე მორევივით ბრუნავს და ორთქლადქცეული წყლის თეთრი ქაფითვით მოწიპწულ ხინკლებს ზედაპირზე იყრის.

თანდათან უფრო მეტი და მეტი ცომის მოხარშული გუნდა იწყებს ტივტივს. ფსკერიდან წამოყრილი ჰაერის ბუშტებიც ხინკლად სკდება და ქვაბის ირგვლივ დაყუნცული ბიჭებიც იძაბებიან. მათ ახლა ეჯიბრის ალი უფრო უწვავს პირ-სახეს, ვიდრე ხმელი წიფლის აბრიალებული ნაპერწკალი. ვინ დაასწრებს, ვინ ამოიღებს მდუღარედან პირველ ლუკმას?

აგერ ერთმა ახალუხის სახელო გადაიწია, მეორემ ბოლისაგან აცრემლებული თვალები ცხელ ბურუსს ჩააშტერა. ერთდროულად დაიძრა ორი მკლავი და ორთქლის თეთრ ბინდში ერთდროულად დაიძირა.

პირველმა მაშინვე ამოჰკრა გაშლილი ხელისგული და მდუღარე ამოაშხეფა. მეორემ უფრო ღრმად ჩააწვდინა მკლავი, ერთი წამით დაახანა და კალმახივით მოთიმთიმე ხორციანი ზევით ამოაგდო, ერთი-ორჯერ ჰაერში შეათამაშა, მეორე ხელიც შეაშველა, სული შეუბერა და პირისკენ გააქანა.

– შეჭამა, აჯობა, აჯობა, – ხორხოცებენ ბიჭები.

გამარჯვებული ცალ-ფეხზე დახტის, გულ-მკერდს იბერავს და ცხელ ოხშივარს უკან, ჩათუთქულ გულ-მუცელში აბრუნებს.

ბერიკაცები სინანულით აქნევენ თავს, ახალგაზრდები ქირქილებენ, ლუკას ცალი თვალი უცინის და ზეზემოტრიალეებს ხელის ჩამორთმევით ესალმება.

სამზარეულოდან გამოვარდნილი ცხელი ორთქლი ქვის კიბეებზე მიხტის და ბანთ-უკან კალოსკენ უხვევს. ამ გზაზე ქარავანივით გაბმულა ცხელი ხინკლით სავსე ხონჩები. ლუკა უკან მიჰყვება, გზადაგზა ჩოხას იბერტყავს, ქუდს იხდის და ჭაღარამორეულ თმა-წვერს ხელისგულით ისწორებს.

სიბნელიდან შესულს, კალოს ბოძზე ჩამოკიდებული ჭრაქის მბჟუტავი შუქიც თვალსა სჭრის, მარცხენა ხელით იჩრდილავს, მარჯვენით – უპეზე ჩამონადენ ცრემლს იწმენდს და იმ კუთხისკენ მიდის, საიდანაც ხმამაღალი საუბარი და ხალისიანი შეძახილები ესმის.

– ოო, ლუკას გაუმარჯოს! მოხვედ მშვიდობით! ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!

– დამხვდით მშვიდობით, მშვიდობა ამ სახლს, გაუმარჯოს ნეფიონს! – მარცვალ-მარცვალ ფანტავს ახლად შემოსწრებული, ამგვარი შემთხვევისათვის აუცილებელ სახარჯო სიტყვებს.

ლუკას, როგორც ოჯახის ახლობელს, ნეფე-დედოფალთან იწვევენ და სავსე ყანწს სთავაზობენ, ქალისა და ვაჟის მაყრები, ერთმანერთის პირისპირ, სკამ-ფიცრებზედ სხედან. ლუკა ყველას იცნობს. აი, მისი ნათლიმამა ხეხერა, იმისი ცოლისძმა – ფრუშკა, ნადირა, ჯაბანი, მჭედელა, ღვთისო, ქავთარი... ზოგი მეზობელია, ზოგიც მოკეთე ზოგს ყოველდღე ხვდება, ზოგსაც ათასში ერთხელ... ბევრთან კალთა-კალთაზე აქვს გაბმული, ბევრსაც დამდურებულია ყანის, სათიბის, ბოსტნის დანალევზე, მაგრამ ახლა, ქორწილში ყველა ერთმანერთს ურიგდება, ივიწყებენ წყენას, რომ ნამთვრალევზე კიდევ ერთხელ გაიხსენონ დამდურების მიზეზი და ხელახლა დაატრიალონ მუშტი.

ლუკა ილოცავს ქვეყნიერების დამბადებელს, ცისა და მიწის გამჩენს. მთა-ბარის წესთა გამრიგეს, თემისა და ოჯახის მფარველს, ადღეგრძელებს ახალ ჯვარდაწერილებს, ნეფიონს, ჯარს, იმის ნათქვამ სადღეგრძელოში ისმის ჩვეულებრივი სიტყვები „ნუ მაუშალოს ამ ოჯახს ქორწილი, დაიფარე მტრისგან, კეთილად მაუხდინოს ღმერთმა, კეთილად დაუბეროს“... ხმამაღლობენ საქორწილო სიტყვების მოლოდინით იმედგაცრუებული მაყრები. ლუკასაც უქრება ზედმეტი ყურადღებისგან გამოწვეული აღტაცებასავით ხალისი. ჯდება. როგორც მდინარეში შესული ადამიანი, რომელიც საკუთარი სხეულით აგუბებს დინებას, ტალღები ებრძვიან, ეხეთქებიან, ფეხქვეშ საყრდენს აცლიან. გრძნობს, სადაცაა დაკარგავს წონასწორობას. ამიტომ სწრაფად გამოდის ნაპირზე და ტანს იბერტყავს.

ლხინის მდინარე – თავდავიწყება, ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. მაყრები ხშირ-ხშირად იცვლიან ადგილს, მოყვრები ერთმანერთთან სიახლოვეს ამჯობინებენ. მელექსეებს უკვე შეურჩევიათ თავიანთი მეტოქეები და ახლა მათთან პირისპირ მოხვედრას ლამობენ. მხოლოდ მოშუღლენი სხედან გაუნძრევლად, ხელისგულებს მუშტავენ, შუბლს ინაოჭებენ, ნაბზევ კალოს ამტვერებენ და ნამთევი კურეტებივით გაჰყვირიან ერთმანერთს.

ლუკა ოჯახის უფროსს, ჩალხოს კითხულობს. სასიძო რაღაცას ბუტბუტებს, ლუკას სიტყვები არ ესმის, ხელით ანიშნებს დაბლა სახლისკენ. ვაჟის გამოხედვაში ლუკა დაეძებს მამის ალი-კვალს, ჩალხოს მარიფათს და ლაზათს.

კალოს სიღრმიდან მორატრატებს მთვრალი მაყარი, ლასტის კედელს ებღაუჭება, დედაბოძს ეხვევა და გასასვლელის ძებნით დაღლილი იმისი მუხლები ლუკას ფეხებთან ისვენებენ.

ლუკა საქამრედან აზიდავს, მკერდზე მიიყრდნობს, მიაფარფატებს სათივისკენ, მაყარი ძუძუმოსხლეტილი ხბოსავით ჭირვეულობს, ტანში იძაგრება, იბერტყება. თუმცა მალე ურიგდება ბედს და ტყავ-ჩოხის ამარა, ხმელ თივაში ეხვევა.

ლუკა დერეფანში ჩადის, გაწივებულ ნაკვერჩხალს აღვივებს, ყალიონს აწყობს და ოთახის ჩაგმანულ კარს შინაურივით აღებს.

ჩამქრალი კერიის ახლოს, ჯეჯიმგადაფარებულ ტახტზე ჩალხო წევს, მოკლე ნაბადი მხოლოდ მკერდამდის ფარავს, თავქვეშ სიპი ქვა უძევს, აქვე სამფეხაზე ბჟუტავს სანთელი. სანთლის მკრთალი ნათელი აჩენს ჩალხოს გაყვითლებულ თითებს, თეთრ თმა-წვერს, ნიაღვრისაგან ჩამორეცხილი ფერდობივით დაღარულ შუბლს.

ლუკას უკვირს, რომ ჩალხო გამტკნარებული წევს, დიდრონი მკლავები გულზე დაუკრეფია, ტივის მორებივით შეკრული მუხლები გახევებული დაუყრია გამხმარ ფიცარზედ.

უკვირს ლუკას და ცდილობს მომხდარში გაერკვეს. უახლოვდება ჩალხოს, უნდა ხელით შეეხოს იმის მხარს, კრთება, აკრთობს ნაწყვეტ-ნაწყვეტი ბგერები, რომელიც კუთხიდან ისმის.

– დავიღუპეთ ლუკავ, დავიღუპენით, – ქალთამზე ჩალხოს დედაკაცი გულ-მკერდს იმჯიღავს და მწუხარების ნიშნად, ორივე ხელს მუხლის თავებზე იცემს.

ლუკა გაოგნებულია. ქალთამზე უყვება, რომ ჩალხო მაყრებს დახვდა, დასხა, თვითონაც აებ-გაება მექორწილეებს, მერე დაბლა ჩამოვიდა, ქალთამზეს უთხრა: ავადა ვარ უნდა, დავწვეო. მიწვა ტახტზე და ვიდრე ქალთამზე დასამიწი ხელებით ნაბადს მიაფარებდა, მოასწრო ეთქვა: ჯარზე არ აიშალონო და მიაბარა სული უფალს.

ქალთამზეს შეცხადება ვერ გაუბედავს, მხოლოდ ბერიკაცებისთვის გაუნდვია ჩალხოს დაღუპვის ამბავი, იმათ ჩალხო გაუპატიოსნებიათ და გადაუწყვეტიათ, ვიდრე ნეფე-დედოფალს გვირგვინს არ აჰხდიან, მიცვალებული უნდა შევინახოთო. კერიაზე ცეცხლი ჩაუქრიათ, კარი გამოუჯარავთ და ქალთამზესთვის სახვალიო რიგის მზადების ნება მიუციათ.

ჩალხოს სიკვდილი მაინც არ დამალულა. მაყრებს შეუტყვიათ ოჯახში დატრიალებული უბედურების ამბავი, მაგრამ საიდუმლო შეუნახავთ, ლხინი არ მოუშლიათ. ოჯახის გარდაცვლილი უფროსის სადღეგრძელო: გაუმარჯოს! გაუმარჯოს! – ძახილით შეუსვამთ.

ლუკა დამწუხრებულია. უსმენს ქალთამზეს და აღარ იცის შვილის ბედნიერება მიულოცოს თუ მეუღლის სამძიმარი უთხრას, ფიქრობს და ვერ გადაუწყვეტია. სანუგეშო სიტყვები კი თავისთავად ცვივა. ქალთამზე უხმოდ იცრემლება ჩიქილის ყურში, გულისყურით უსმენს, თუმცა კი უწადინოდ ემორჩილება ლუკას რჩევა-დარიგებას. თავდახრილი გარეთ გადის.

ლუკა მარტო რჩება ცხედართან, ჩალხოს უეცარი სიკვდილით აღგზნებული იმისი გონება, სრულიად იმორჩილებს სხეულის ნებას და ისიც ანგარიშმიუცემლად დააბოტებს ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხისკენ, ფიქრობს ჩალხოზე. ჩალხოს სახე, მიცვალებულის თავთან დანთებული სანთლის ალივით, ხან თვალწინ პარპალებს, – ლუკა ამ დროს განზე იყურება, – ხანაც ჩრდილივით უკან მისდევს და წარსულში ახედებს. იქ კი ჩალხო ხან ბანზე დგას, ხან ეზოში ტრიალებს, ცხენს კაზმავს ან ხარებს თივას უყრის. ლაპარაკობს, შეუსვენებლად ლაპარაკობს, წუხს ქვეყნის უსამართლობაზე, წუხს თავის სიბერეზედ: ეს ოხერი, დიდი ჭირი ყოფილაო: და მაინც გულმაგრად ებრძვის ამ წუთისოფლის უგრძნობელობას.

კედელზე ჩალხოს მათრახი ჰკიდია, უძმოს-ძმის ერთადერთი ამხანაგი უსამართლობასთან ბრძოლაში. ლუკას ახლაც ჩაესმის იმისი შოლტების ტყაშუნი, სისხლიან კვალს რომ ტოვებდნენ მოწინააღმდეგის სხეულზე.

მრავალი ასეთი კვალი და ნიშანი ჩალხოსთვისაც დაუმჩნევია ცხოვრებას. აი, ჭრილობა, მარცხენა მხრიდან მარჯვნისკენ რომ სერავს სახეს, ორ-სამგან ჩამტვრეული ცხვირი, ნახევრად ჩამოთლილი წარბი, ჯვარედინად დასერილი ნიკაპი, ნახმლევი ტანი, რომელიც საუკეთესო საბუთია ჩალხოს განვლილი ცხოვრებისა.

დღეს კი, ჩალხო თავის გათლილ ტახტზე ასვენია. სულ მუდამ წაღმა-უკუღმა მოტრიალე მუშტები გულზე უწყვია, თუმცა ისე ძლიერად შეუკუმშავს, თითქოს ისევ ვიღაცას ემუქრება, თითქოს აი, ახლა წამოიწევს, წამოდგება და იმისი მჭექარი ხმა ისევ ახდის ბანიან ჭერს: “არ მოვკვდი, არა, ცოცხალი ვარ და დედებს ვუტირებ ყველას, ვინც ბეჩავ კაცს იჩოლფოტებს.

ლუკა ფეხზე დგება და მიცვალებულს ზევიდან დაჰყურებს, ცალი თვალი უშტერდება, გაქვავებულ მაჯას ხელით ეხება, სიცივე ნელ-ნელა გადმოდის იმის სხეულში, წყდება აზრი, რჩება ფიქრი სიტყვების გარეშე და ეს უსიტყვო განცდა უფრო ცხადად აგრძნობინებს, რომ ჩალხო რაღაც დიდ ყოვლისმომცველ ძალასაა დამორჩილებული.

თანდათან ქრება სიცოცხლეშივე ხედ და ქვად ქცეული, ახლა ამ უხილავი ნებით ხელფეხშეკრული ჩალხოს სხეული. აღარ ისმის სულ მუდამ უმინდოდ ფქვისგან გალეული წისქვილის დოლაბის ხმა. მხოლოდ მატყლის ფთილასავოთ მსუბუქი ხსოვნა დაფარფატებს სახლის ბნელ კუთხეებში, ნატრობს ერთ წვეთ ცრემლს, მუჭში ჩაკარგულ უხმო ქვითინს, რომ გაცდეს ამ ბნელ ჯურღმულს, გადაუაროს წიფლის ხეებს, სათიბებს, მწვერვალებს და ჩალხოს მოურჩენელი ტკივილიც თან წაიღოს.

ლუკას არ აშინებს მიცვალებული, ადრეც ბევრჯერ გაუთევია სხვებთან ერთად ღამე. მაშინ შენდობასა და ახლად შესვენებულის ქებაში ილეოდა დრო. ახლა კი როგორ გაიწელა, თითქოს ჩალხო ეპოტინება წყვდიადს, არ უშვებს ღამეს, რომ გათენებამ არ დაამოწმოს ის სამწუხარო სინამდვილე, რომელიც სიზმრისეულ ჩვენებას უფრო წააგავს...

მართლაც, ლუკა ღამით მოვიდა ქორწილში, ლხინში და დღეგრძელობებშიც დიდი ღამე გაილია, მერე ბანზე იდგა, დერეფანშიც... რომ არა ქალთამზეს ცრემლი, რომ არა ეს უსიცოცხლო ცხედარი, რომელსაც ხელით ეხება, შესაძლოა ყველაფერი მართლაც დაუჯერებელი სიზმარი ყოფილიყო. ისინიც, იქ რომ არიან, ზოგი კალოში, ზოგიც ბანზე, ზოგიც სიბნელეში დააბოტებს. ქალთამზემ თქვა ყველამ იცისო, მღერიან, მხიარულობენ, ბერიკაცებს რაღა ღმერთი უწყრებათ? ან დედაკაცებს რამ გაუშროთ ცრემლი?... იქნებ?... ჰო, ფშავლებს უყვართ სიცილი, თავშესაქცევი ამბის სანახავად ათ ვერსზეც არ დაგზარდებიან წამოსვლას. ხომ არავინ ცდილობს ეს ღამისთევაც სალექსოდ გახადოს?

ლუკა ჯვალოს აგლეჯს სარკმელს, გაფაციცებული გასცქერს მთის წვერებს. იქიდან უნდა დაიძრას ცისკარი. არ ჩანს. ახსენდება: ჯერ მამალსაც არ უყივლია, ჯერ ძაღლებიც არ დამცხრალან, გარედან – მათი ღავღავი, ერდოდან – გაძლიერებული სიმღერის ხმა გუბდება ოთახში.

დაგუბებული ეჭვი ერთბაშად ამტვრევს თხელ ნაჭუჭს. ლუკა ნელ-ნელა უახლოვდება მიცვალებულს, სანთელს ანათებს, იხრება, გულისცემას აყურადებს. ჭრიალებს ძალადამდგარი ტახტი, ირწევა ჩალხოს გაცრეცილი ახალუხის ღილ-კილო, ვეება ჩრდილები დააბოტებენ სახლის ბნელ კუთხეებში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გარეთ კი ქორწილი გრძელდება, ღვინო უცეცხლოდაც დუღს. მთვრალი მაყარი კი ადიდებულ მდინარესა ჰგავს: იმღვრევა, ხასიათს იცვლის, ჩვეულებას ღალატობს, კალაპოტიდან გადმოდის და უნაპიროდ იშლება.

მისი აღელვებული გულისთქმა ვეღარა გრძნობს მიჯნას და თავდავიწყებას ეძლევა.

მან დიდი ხანია დაკარგა რეალობის შეგრძნება, ამიტომ უანგარიშოდ სვამს, წაქცევამდე ცეკვავს, ბოლო ამოსუნთქვამდე ჩხუბობს, და ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირის, აყრუებს ხეობას.

ის ჯერ ქორწილის მაყარია, მოცეკვავე, მომღერალი და უდარდელი, მაგრამ როდემდე გასტანს ლხენით სიმთვრალე?

მან იცის, რომ ღამე დიდ საიდუმლოებას ინახავს. ამიტომ ღამეს ეშურება, აშინებს გამიფხიზლება და დღის სინათლე, რომელიც სინამდვილეს დაუბრუნებს, ლხინის მაყარს ჭირის მოზარედ აქცევს.

სიკვდილის ხილვა დაიმორჩილებს იმის აღელვებულ გულისთქმას, ჩაუკლავს ჟინს, დაასუებს, დააზავებს საკუთარ თავს.

ჯერ კი ღამეა და ქორწილი მხრებში იშლება. საბძელს, სათივეს, ეზო-ყურეს ეპატრონება. ერთგან თუ ცეკვავს, მეორეგან ჯიხვის ყანწსა სცლის, მესამეგან ჩხუბობს, მეოთხეგან მტერს ურიგდება.

მექორწილეთა ერთ ჯგუფს, რომელთაც ჯერ კიდევ ფხიზლად მიჰყავთ ლხინის წეს-რიგი, ახალგაზრდები ნეფე-დედოფალს სტაცებენ.

ბანზე იშლება საცეკვაო, ხელგაშლილი გადმოდის ვაჟის მაყარი, ქალის მხარე აქეზებს. ქორწილის წესი პატარძლის ცეკვას ითხოვს.

ისიც თავდახრილი შემოდის წრეში, მკლავები მხრების სიმაღლეზე მოაქვს გაშლილი. თითები დახრილია, მხოლოდ ნეკი იბზიკება ცისკენ, თითქოს მხოლოდ ის ცეკვავს, ის ემორჩილება გაძლიერებული ტაშის რიტმს.

– ტოში, ტოში!

ტრიალებს პატარძალი, იმის სანახავად გამორბიან ქალები, იღვიძებს სათივე, საბძელი, ფხიზლდება ქორწილი და მატულობს სანახაობა.

– აბა, დედავ, შვილის ქორწილში უნდა გაცეკვო, – ჯოხზე დაყრდნობილ ქალთამზეს მთვრალი მაყარი საცეკვაო წრისკენ მოახანხალებს.

ვიღაცა მხრებზე მოხვეულ შალს სტაცებს, სხვა ჯოხს ართმევს ხელიდან.

წონასწორობადაკარგული გაშლილი მკლავებით ეპოტინება ჰაერს. გასასვლელის ძებნაში უნებურად ტრიალებს. გზას არ აძლევენ, ახლა სხვა მხარეს მიდის, ისევ ხელგაშლილი, ველ-მინდვრებზე სიარულს შეჩვეული ფეხები თავისთავად მისრიალებენ. ცეკვავს ქალთამზე, მოძრაობა ასწრაფებს აზრს. გონება დასტრიალებს სიკვდილ-სიცოცხლის გამოცანას. ითვლის ფიქრს, როგორც წინდის ჩხირით ამოყვანილ თვლებს, უმატებს; მერე ისევ ითვლის, ამოჰყავს ახალ-ახალი, მოჰყვება ძაფი, გორაობს უცნაური გორგალი ბედ-იღბლისა, წერა-მწერლისა. უნდა გაჰყაროს ერთმანერთს იღბალი და ფათერაკი, უნდა ხურჯინის ცალ-ცალი თვალივით სხვადასხვა მხარეს გადაჰკიდოს, თავ-თავისი ადგილი მიუჩინოს ბედნიერებას და უბედურებას. გრძნობს, რომ ამაოა ამგვარი ცდა, რადგან შვილის ბედნიერება და ჩალხოს დაღუპვა ერთმანერთს დაესწორა. სჩანს, ასე იყო დაწერილი, ვერც თვითონ გაჰყრის. გვირგვინოსან შვილს რომ უყურებს, ჩალხოს ცხედარს ხედავს. ან კი როდის ყოფილა, ბედნიერებაში უბედურების წილიც არ ერიოს... ქალთამზეს ფიქრის ძაფი უწყდება, ერთი მეორის მიყოლებით იშლება თვლები, ირღვევა ნაქსოვი. ისევ ცდილობს შეაკოწიწოს... წრიდან გამოსული ერდოსთან იკუნჭება. ახლა უფრო გულმოდგინედ გამოჰყავს თვლები, ნაშალსაც აქსოვს ახლად გამონასკვულს. ჩამომჭკნარ სახეზე მოგორავს ცრემლი. ალბათ სიხარულისაა. მერე მწუხარებისას დაღვრის. დააცდის ცხოვრება, რომ სიხარულისა შეაშრეს? განა გული ერთდროულად არ იტევს ორივე გრძნობას. ენას რაღა უშლის, რომ ორივესი თქვას? იქნებ ლუკასავით ცალი თვალიდან სულ მუდამ ცრემლი უნდა გდიოდეს, ხოლო მეორე გიცინოდეს, რომ ერთდროულად ბედნიერიც იყო და უბედურიც. იქნებ ეს არის ხურჯინის ორი თვალი, ერთმანერთის საპირწონე, რომელიმე მათგანმა რომ არ გადაძალოს, რომ ადამიანი ბედნიერებამ არ დააუძლუროს უბედურებამ არ დასცეს.

მაშ რატომ გლოვის ზარს არ იტყვის? რატომ ხმამაღლა არ შეიცხადებს ჩალხოს სიკვდილს? განა გვირგვინნაკურთხი შვილ-რძალის ცრემლი საღვთო მადლსაა მოკლებული? განა მოზარეთა მოთქმა უფრო მისასვლელი არ არის სიკვდილ- სიცოცხლის დამრიგესთან, ვიდრე “თანუნანოს” ღიღინი? განა ცრემლით განათლებული ჩალხოს სული უფრო მოწყალედ არ ილოცებს შვილების ბედნიერებისთვის?

 

მართლაც, პურის ხმელი თავთავივით იფშვნება ეს ამბავი. ცვივა მარცვალი, ზოგი კალთაში, ზოგი მიწაზე, ზოგიც თითებშუა სხლტება და შორს იპნევა.
ოთხმოცი წლის წინანდელ ამბავს მიყვება მოხუცებული. იხსენებს დავიწყებულს, ნანახსა და გაგონილს ერთმანერთში ურევს, საჩვენებელ თითს ინერწყვავს და მარცვალ-მარცვალ აგროვებს გაბნეულს.

რა ბარაქა უნდა დაუდგეს ასეთ შემგროვებელს?

. .. . . . . . . . . . . . . . . . .

არა, არაა საკვირველი თუ ზაფხულის ერთ ღამეს, ჩარგალში, ახალგაზრდა ფშაველის ქორწილში, ამავე სოფლის მკვიდრი ლუკა რაზიკაშვილი სტუმრობდა.

ისიც დასაჯერებელია, რომ სწორედ ქორწილის ღამეს, სამეფოდ გამზადებულ ოჯახს უბედურება ეწვია, გარდაიცვალა ოჯახის უფროსი ჩალხო, მეტსახელად უძმოს-ძმა, სამაყროდ მიპატიჟებულ ლუკას კი უნებლიეთ თუ განგებისად ჭირისუფლობამ მოუწია. თუმცა, მიცვალებულის შენახვამ თუ დამალვამ ისე გააოგნა, რომ ერთ წამს კიდეც დაეჭვდა მომხდარის სინამდვილეში.

ქრისტეს აქეთ, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, მსოფლიოს ერთ-ერთ პატარა ქვეყნის პატარა სოფელში ასეთი სურათი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:

ფშაველი გლეხის საცხოვრებელი სახლი, ქვის ყორეთი შემოღობილი ეზო, ეზოში ვაშლის ხე საჩრდილობლად, ტოტებქვეშ ბანიანი ერდო, ქვევით – ოთახი, გომური, ბაკი. ზევით – ბეღელი, სათივე, კალო. კალოში ქორწილია გაჩაღებული, ოთახის ჩანაცრებულ კერიასთან მიცვალებული ასვენია, სახლის გარშემო უკუნეთი წყვდიადია და ამ უჩვეულო ღამეს ორად-ორი ჭირისუფალი – ლუკა, რომელიც თეთრად უთენებს მიცვალებულს, ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხისკენ დააბოტებს და ქალთამზე, რომელიც ერდოსთან მიკუნჭულა, რადგან ადათი უკრძალავს გარდაცვლილი ქმრის საწესო ღამისთევას. ერთი – უხმოდ, მეორე ჩუმი ქვითინით დასტირის ახლად შესვენებულის ცხედარს.

ბავშვობაში განცდილ ამ სურათზე გაყინულა მოხუცებული ფშაველის მზერა, სხვა არაფერი ახსოვს, იქნებ არც უნახავს? წყდება თხრობა... დაუსრულებელი ამბავი კი ისე ითხოვს გაგრძელებას, როგორც გაუთენებელი ღამე ელის მამლის ყივილს ან ცისკრის ვარსკვლავს.

მაგრამ, თავისთავად ხომ ვერ გათენდება? უთუოდ რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც განსაკუთრებულმა, გმირულმა მოქმედებამ უნდა გაფანტოს ღამის წყვდიადი. ლუკამ უნდა აიღოს თავისთავზე ეს მისია. ლუკამ უნდა დაუმტკიცოს მომავალ თაობას, რომ პოეტი /თანაც გენიალური/ არა მარტო აზროვნებს განსხვავებულად, არამედ მოქმედებს კიდეც, რადგან მხოლოდ განსხვავებული, გამორჩეული მოქმედება იმსახურებს საყოველთაო თანაგრძნობასა და სიყვარულს, მხოლოდ საზოგადოების მორალისა და ზნე-ჩვეულებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს მკითხველის ცხოველ ინტერესს და პატივისცემას.

განა ასე არ იქცევიან მისი მარტოსული გმირები? ემორჩილებიან რა ირაციონალური იმპულსის კარნახს, არად აგდებენ აკრძალვის ზღვარს, აშკარად უპირისპირდებიან ტოტალურად დამრთგუნველი იდეოლოგიით შეკრული საზოგადოების ქცევის ნორმებს, თვითონ, თავისი ხელით სწირავენ კურატს ურჯულოს სულის მოსახსენებლად, მასპინძლობენ ძმის მკვლელს, მღერიან ჭირის სუფრაზე და ტირიან იქ, სადაც სხვები მხოლოდ მხიარულების მიზეზსა ხედავენ.

ჰოდა, ლუკამაც უნდა გადალახოს სოფლის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის დაწესებული საზღვარი, რადგან ახლა ისიც პერსონაჟია, ზეაღმავალი გმირია ჩვენი საუკუნის ეპოსისა. უნდა დაარღვიოს ადამიანების მიერ დაწესებული სამართალი, უმრავლესობის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ქცევის ნორმა, რომელიც ხელს უშლის სიუჟეტის, ამბის განვითარებას.

თუმცა არავინ იცის, რა უფრო მოეწონება დღევანდელ, ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქიკათა შინაარსში გარკვეულ ელიტურ მკითხველს, – ჩამოხსნას ლუკამ კედლიდან ჩალხოს მათრახი, მოზეიმე ხალხს გაერიოს და ამ მათრახით გამოაფხიზლოს თავდავიწყებაში ჩავარდნილი მაყრის დაძინებული სინდისი?

თუ სამგლოვიარო გვრინი თქვას, გაკივლებასავით ტირილის ხმაზედ რომ იმღერება, საქვეყნოდ გააცხადოს სიკვდილი, აშალოს ჯარზე მსხდომი მექორწილენი და საჭირისუფლო თალხით შემოსოს გვირგვინმოუხდელი ნეფიონი.

ლუკას ამგვარი მოქმედება აუცილებლად ხალხის აღშფოთებას გამოიწვევს. მცირე საბაბიც საკმარისი მიზეზი გახდება, რომ ლუკას მომავალი საბედისწეროდ დაუახლოვდეს მისი გმირების ბედს. ისევ შეიყრება აღელვებული თემი, აისხმება დროშიონი, ხევისბერი დაარისხებს ერთობის დამრღვევს, პირის მტეხელს, ხალხი გულიდან ამოიგლეჯს, დასწყევლის მოკვეთილს.

განა ეს ბედი ლუკასთვისაც სასურველი არ უნდა იყოს? უარი თქვას საზოგადოების რიგით წევრობაზე, ჯოგური ცხოვრებით მონიჭებულ უპირატესობაზე, დაგმოს ადამიანებთან ადამიანური ცხოვრების მთელი ამაოება, დაადგეს განკერძოების, განკაცების ამაღლებულ მიზანს – ზეკაცობისკენ მიმავალ გზას, რომელიც ერთადერთი ბილიკია პიროვნული სრულყოფისაკენ.

დაწყევლილი და შეურაცყოფილი, მოკვეთილი და ყველასაგან მოძულებული, ტიტანური ძალისხმევით გაარღვევს ბედისწერის რკალს, განჭვრეტს პიროვნების კოსმიურ არსს და უკვდავებასთან წილნაყარი მიაღწევს ერთადერთობისა და განუმეორებლობის იმ მიჯნას, რომლის მიღმა სრულქმნილი სამყარო იწყება.

ალბათ ასე განვითარდებოდა მოქმედება, ლუკაში რომ ჩვენი პოეტი, ვაჟა- ფშაველა არ იცნობოდეს. ვაჟამ უკვე იცხოვრა თავისი გმირების ცხოვრებით, იხილა ღირსებაშელახული საზოგადოების შეუბრალებელი მსჯავრი; იცის, რა ტრაგიკულია თემიდან განდევნილი, მოკვეთილი პიროვნების ბედი. მაგრამ ისიც იცის, რომ თითო-ოროლა ადამიანის რევოლუციური თავგანწირვა, რომელიც ხშირად ამპარტავნებით და ქედმაღლობით არის გამოწვეული, ოდნავადაც ვერ ასუსტებს ბოროტმოქმედებას და ბიწიერებას, ვერ სპობს შურს, უსამართლობას, ვერ ცვლის საზოგადოების ცხოვრების წესს, და თუ დღეს სიკეთე მაინც სჯობნის ბოროტებას, ეს იმიტომ, რომ ჭკვიანი ადამიანები ისევ ხალხში ტრიალებენ, იბრძვიან, სხვებთან ერთად იმარჯვებენ ან მარცხდებიან, იზიარებენ სიხარულსა და მწუხარებას და ძალდაუტანებლად სწვრთნიან ხალხის გრძნობა-გონებას უკეთესი წეს-რიგის დასამკვიდრებლად.

საკუთარი ღირსებისა და შესაძლებლობის შეგრძნება ვაჟას ხელს არ უშლის, რომ უბრალო და თავმდაბალი იყოს. ამიტომ არ უყვარს გამორჩეული, თემისაგან განდგომილი, მოვალეობის შემგინებელი ზეკაცი, რომელიც მხოლოდ სუსტს, უსუსურს და მეწვრილმანე ადამიანს ენატრება. ამიტომ ვაჟას ცხოვრების ბოლომდე ლაშარის გორზე ვხედავთ; ვხედავთ საფიხვნოზე, სოფლის ჭირ-ვარამით შეწუხებულს, თიანეთში – მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობის მაძიებლად, შირაქში – მთიელთა ბარში ჩასახლების ორგანიზატორად და მათი იურიდიული უფლებების დამცველად.

 

ჩალხოს კარ-მიდამოში კი თენდება, თავისთავად თენდება. ამომავალი მზის ნათელი აფხიზლებს მთვლემარე მაყრებს. გვირგვინახდილი ნეფე-დედოფალი სამძიმარზე სხდებიან, ქალთამზე ზარს ამბობს. შაოსანი ქალები სათითაოდ მიდიან ცხედართან, ეყრდნობიან მიცვალებულის ხმალს ან ხანჯალს და მოთქმით ტირიან. იხსენებენ ჩალხოს ცხოვრებას, აქებენ მის კაიკაცობას, იგონებენ თავიანთ მიცვალებულებსაც, ჩვილთა, უასაკოთა, უწილოთა, ხალხისაგან დავიწყებულთა, მზრუნველობას ავედრებენ შავეთისკენ მიმავალს.
კაცები დაკოჟრილ ხელებს ხანჯლის ვადაზე იწყობენ, მეტისმეტი მწუხარებისგან ქვითინებენ, ცრემლს გაშლილი ხელისგულით იწმენდნენ, იგლეჯენ ვიწრო საკინძეს და გულის ამოგლეჯასავით ოხვრას გზას აძლევენ.

ლუკაც აქვეა, სადღაც საბძლის ყურესთან ან დერეფნის ბოლოს, ჯოხს დაყრდნობია, თვალცრემლიანი იზიარებს ჭირისუფალთა დარდს, ხან “ტიჰოჰოს” ძახილით უერთდება საერთო გლოვას, ხანაც სხვა კაცებივით გულმკერდს იმჯიღავს.

მერე პროცესიას მიყვება, დაღმართში ხელს აშველებს დაფერდებულ საკაცეს, მხარზე იყრდნობს, უსიტყვოდ ემორჩილება ჭირისუფლის ნება-სურვილს, სამარეს ასუფთავებს ან აკლდამის კედლისთვის მძიმე ქვებს ეზიდება. უკანასკნელად ეთხოვება უძმოს-ძმას და ცნობისმოყვარეთა მზერას გარიდებული, საყდრის ნანგრევს აფარებს თავს.

მღვდელმა აღასრულა წესი მიცვალებულის გაპატიოსნებისა, მესაფლავენი კუბოსთან ჩალხოს შვილს უთმობენ ადგილს, ის უნდა გამოეთხოვის გარდაცვლილს, გაუმზადოს საიმქვეყნიო საგზალი: წყალი, ცეცხლი, თუთუნი, პირადი ნივთები, რომელიც, მათი რწმენით, აუცილებლად დასჭირდება მიცვალებულს საიქიოში. იგივე რწმენისა თუ ჩვეულების მიხედვით, ჭირისუფალმა რაიმე ნივთი უნდა მოპაროს გარდაცვლილს, რათა იმის მოსაკითხად მრავალჯერ აღსდგეს სამზეოში იმისი სული, სიზმრისეულ ხილვებში ეჩვენოს ჭირისუფალს, მოჰხედოს დაობლებულ ოჯახს, გაუზიაროს თავისი ფიქრი, გააფრთხილოს მოსალოდნელი ხიფათისა თუ უბედურების შესახებ.

ჩალხოს ვაჟი სათითაოდ იღებს მიცვალებულის თავ-სასთუმალთან ჩაწყობილ ნივთებს, ხელიდან ხელში გადააქვს, ათვალიერებს, არჩევს რომელი დაიტოვოს. “საქვეყნო ქურდობაში” სხვებიც მონაწილეობენ: ზოგი დანის მოპარვას ურჩევს, ზოგიც საღვინე დოქს აჩეჩებს ხელში. ლუკას თვალს სტაცებს გრძელშოლტიანი მათრახის ჭრელი ტარი. უნდა, დაიძახოს: მათრახი. უძმოს-ძმის მათრახი არ შეაჭმევინოთ მიწასო. შეიძლება ყვირის კიდეც, მაგრამ იმისი ხმა აღარ ისმის ხალხის ყაყანში. ჩალხოს შვილი კი სხვისი რჩევით თუ საკუთარი გულის კარნახით, ოქროსწყლით დაშიბულ სათამბაქოეს ინახავს ახალუხის გულის ჯიბეში.

დაკრძალვა გვიანობამდე გაგრძელდა, სხვებთან ერთად ლუკამაც სამგზის ჩასძახა სანახევროდ ამოვსებულ სამარეს, “მიწა ხარ და მიწად იქეცო”. თუმცა კარგად იცოდა, რომ იმ ნივთიერებათა შორის /ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა/, რაისგანაც შედგმულ არს სხეული კაცისა, ჩალხოში ყველაზე ნაკლები წილი ამ უკანასკნელისა იყო.

6.1.1 არგანიშვილი გია

▲ზევით დაბრუნება


 
  არგანაშვილი გია    

6.2 ვაჟა-ფშაველა - "ალუდა ქეთელაური" ("მადლი რქათ ადგა ღვთისაო...")

▲ზევით დაბრუნება


 

ალუდა ქეთელაური" ("მადლი რქათ ადგა ღვთისაო..."

ალუდა ქეთელაურით" ვაჟას მეტად რთული და ძნელად მისაღწევი მიზანი დაუსახავს - პოემაში ნაჩვენებია პიროვნების მეტამორფოზა. თუ გავიხსენებთ, რომ მწერლობის უმნიშვნელოვანეს ამოცანად დამაჯერებელი, ხელშესახები პერსონაჟის ასახვა ითვლება, იოლი წარმოსადგენია, რაოდენ ძნელია ერთი პიროვნების ორი- აბსოლუტურად განსხვავებული სახის ჩვენება. ალუდა, ნაწარმოების დასაწყისში რომ გავიცანით: მტრის რისხვა, დაუფიქრებელი მებრძოლი, ლომივით რომ "მიიზიდება" თავდამსხმელებისკენ, გუმანს მინდობილი რომ მიექანება კლდის ფრთამალი შევარდენივით ცისკრის ხანს, ხელის აუკანკალებლად რომ ისტუმრებს მტერს საიქიოში - ნამდვილი ხევსურია, თემის ერთი ტიპური წარმომადგენელი, სხვებზე ვაჟკაცობით, სიმარდითა და სიმარჯვით აღმატებული. მუცალთან შეხვედრის შემდეგ კი ალუდა სიყვარულის მქადაგებელი, მტრის დანდობის, მისი ღირსების პატივისცემისათვის მებრძოლია. პოემა საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ ამ ცვლილებას და დავფიქრდეთ, რამდენად შესაძლებელია იგი, ან მხატვრულად რამდენად დამაჯერებლადაა გადმოცემული.

რადგან ძალიან ძნელი იყო (განსაკუთრებით თემში) ალუდას მსგავსი ადამიანისთვის (ვინც თავად მონაწილეობდა კანონთა შექმნაში და შემდეგ მათ სამაგალითოდ აღასრულებდა) ეჭვის შეტანა ცხოვრების, ადათ-წესების, შეხედულებების სისწორეში, მწერალს უნდა ეჩვენებინა, რომ ქეთელაურს დიდი სულიერი ძალაც ჰქონდა და გარდაქმნისათვის აუცილებელი, დამაჯერებელი მიზეზიც. ამიტომაცაა, რომ ალუდას დავლათიან კაცად გვაცნობს ვაჟა: "ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი". რადგან "დავლათიანი" ღვთისგან დალოცვილს ნიშნავს, უკვე იმთავითვეა განსაზღვრული, რომ ალუდას ყველა თანასოფლელზე მეტი მოეთხოვება და მეტიც შეუძლია თავისი სულიერი მადლმოსილების გამო. მის ნაფიქრალსა თუ ნაღვაწს სხვანი ვერ მიხვდებიან, ვერ შესწვდებიან. ე. ი. ქეთელაურს გააჩნია ძალა და ნიჭი გარდაქმნა-ამაღლებისათვის.

მეორე აუცილებელი პირობა მეტამორფოზისთვის ბიძგია, რომელიც შეცვლის ცხოვრების ჩვეულებრივ მდინარებას და სამყაროს სხვაგვარად აღაქმევინებს ადამიანს. ამგვარ მოვლენად ალუდასთვის გადაიქცა მუცალთან შეხვედრა, მუცალის პიროვნება და მისი საოცარი საქციელი.

სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ ალუდას მუცალის მსგავსი და, შესაძლოა, უკეთესი ვაჟი, ბევრი თუ არა, რამდენიმე მაინც ჰყავდეს მოკლული, მაგრამ ქეთელაურმა ეს არ იცის. ის არ შესწრებია ასე ახლოს და პირდაპირ "კაცის კაცურად სიკვდილს", რაც არ ამოსდის გონებიდან. დავლათიანი ალუდა, მუდამ დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში (რადგან სწამს, რომ ამას უფალი განაპირობებს: "გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების, ძალს შაახვეწებს ღვთისასა". ანუ მასთან ერთად იბრძვის, საკუთარ ძალას აძლევს გუდანის ჯვარი - წმ. მხედარი, ჩვენებური წარმოდგენით, რაც გაცილებით აღემატება მიწიერ ძალებს), ქედმაღლურად და დამცინავად რომ ელაპარაკება ქისტ "ძაღლს", "ქურდკანტალას", სრულიად მოტყდება მისი სიკვდილის ხილვისას, რადგან კარგად ხედავს, რომ "მგლისფერი" ბიჭი კვდება, არც სახეზე და არც სულში ერთი წამითაც არ ეტყობა სიკვდილისა თუ ტკივილის შიში, ამით საუკეთესოდ აღასრულებს კაი ყმისათვის სავალდებულო მოთხოვნას: "სახე სისხლ-გადამდინარი ტკივილს არ გამოიტყოდეს" ("კაი ყმა"), რასაც დიდ პატივს სცემენ ფშაველ-ხევსურნი. პირიქით, უკანასკნელ წამამდე ცდილობს, მტრის ჯავრი თან არ გაიყოლოს, ბალახით შეიჩეროს სისხლი და უკანასკნელი სროლა, უკანასკნელი მწარე სიტყვა მოასწროს, რომ მტერი არ გაახაროს. ფაქტობრივად, საკუთარ სიკვდილს უყურებს ალუდა, თავადაც ასე აღესრულებოდა იგი, ასე შეეცდებოდა ღირსების შენარჩუნებასა და თავისი ნამუსის შემბღალავის გონზე მოყვანას. მუცალმა ხომ სულს ამოაყოლა:

"ეხლა შენ იყოს, რჯულძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა".

ამით იზრუნა, რომ მისი თოფ-იარაღი (ანუ მისი პატიოსანი სახელი და ვაჟკაცობა) ღირსეული კაცის (დაე, მტრის) ხელში ჩავარდნილიყო. გააგებინა ალუდას, რომ იგი ხელწამოსაკრავი ყმა არ იყო.

ალუდა სწორედ სიკვდილს ვერ ივიწყებდა იმ ვაჟკაცისას, ვისაც "რკინა სდებიყო გულადა". ამ, ხევსურთათვის მიუღებელ და წარმოუდგენელ, შეხედულებას ორი არგუმენტით ხსნიდა:

"ნატყვიარს ბრძამით იფევდა, ისრე დალია სულია" და
"სულს არ აცლიდა ამოსვლას, კიდევ მიხსენა რჯულია".

ცხადია, მუცალთან შეხვედრის გარეშე (ან იმ შემთხვევაში, თუ მასაც ზურგში ნასროლი ტყვიით მოკლავდა მის ძმასავით) ალუდა ძველებურ, მეომრობითა და "გზიანი სიტყვით" გამორჩეულ შატილელად დარჩებოდა, დაელოდებოდა "სხვა მუცალს".

ვაჟა-ფშაველა კიდევ ერთ გარემოებას ითვალისწინებს, რადგან ამგვარი, ძირფესვიანი ცვლილება ერთბაშად ვერ მოხდება, ალუდა ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება გარდაქმნისაკენ.

ქეთელაურს თავდაპირველად სიბრალული და სანახევროდ გაცნობიერებული სინანული ამოქმედებს. სწორედ ეს ორი რამ "აიძულებს" დაიტიროს მუცალი, უწოდოს მას "ვაჟკაცი" და ცხონება შეუთვალოს. გული ამოქმედებს ალუდას, გონება პასიურად ეთანხმება მის გაწყრომას (შდრ. "გული გამიწყრა, არა ჰქნა, რაც საქნელია ძნელადა) და "არ ეწონება თავია, პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადენი, შავია". თორემ, ალუდას საქციელი გონებით შეპირობებული რომ ყოფილიყო, ცხადია, ქეთელაური არც მუცალის ძმას მოსჭრიდა მკლავს, ერთი წამით მაინც დაფიქრდებოდა, რომ ადვილი შესაძლებელია, ისიც კარგი ვაჟკაცი ყოფილიყო. ალუდამ ტახტაზე ჩამოკიდა მუცალის ძმის მკლავი, გამონაკლისი მხოლოდ "ღილღველი მგლისათვის" დაუშვა.

შეხვედრა თავის ყოფასთან, წარსულსა (რაც მინდიას ქავის სურათითაა გამოხატული) თუ აწმყოსთან (თანასოფლელებთან საუბარი) დააფიქრებს ალუდას უსამართლობის ხანგრძლივობასა და უძლეველობაზე. გულში კიცხავს ყველას, "ვისაც მტერობა მასწყურდეს"- ან ვისაც ვერ გაუაზრებია ბოროტების რაობა და შეჰგუებია ერთხელ და სამუდამოდ დაწესებულ კანონებს. თანასოფლელები ისევე ყრუნი არიან და გულის თვალით ბრმანი, როგორც იმედას ქავის ამშენებელი. ეს ერთგვარ ბიძგად აღმოჩნდება საიმისოდ, რომ ალუდამ უფრო საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, ვიდრე სხვას:
"ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?"

ქეთელაური პასუხს არც ელის. თავადაც ვერ მოუყრია ფიქრთათვის თავი და იმდენად უჭირს გულის წიდილის ატანა, გულიდან წამოსული, გაუცნობიერებელი ფიქრის გაძლება, რომ არც კი ესმის, ირგვლივ რა ხდება. "ახალ-უხლები", ("ტყემლები", ვაჟას თქმით), რომელნიც მინდიას თვალ-წარბში შესცქერიან და უსიტყვოდ ემორჩილებიან მის ყოველ სიტყვას, რადგან მინდია "თორმეტის ქისტის მამკვლავია" (მთაში კი ვაჟკაცი დახოცილი მტრის რაოდენობით ფასობდა, უპირველეს ყოვლისა. ვაჟას სიტყვები მინდიაზე: "თორმეტის ქისტის მამკლავი" - სწორედ ამ შეხედულების დასტურია), გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებენ ქეთელაურს: "დიაცს" უწოდებენ, "ურჩევენ" თავად "გზიანი სიტყვის" პატრონს, როგორ მოექცეს საკუთარ თოფ-იარაღს. სხვა დროს ისინი ალუდას სიახლოვეს თავის აწევასა და ერთი სიტყვის თქმასაც ვერ გაბედავდნენ, რადგან ქეთელაურს (არა მხოლოდ 12) იმდენი მტერი ჰყავდა მოკლული, რომ არც თვითონ უწყოდა მათი რიცხვი, არც სხვა შატილიონს მოეხსენებოდა. მის ქავზე "ხელებ ჯღრდესავით" ეკიდა, მართლაც, ყვავ-ყორნებივით "ცუდ დროს" ჩაიგდეს ხელში არწივი და თავხედობდნენ. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ალუდა იმდენად იყო საკუთარ სადარდელში დანთქმული, პასუხის გაცემა აზრადაც არ მოსვლია, არც კი მოუსმენია, რას ეუბნებოდნენ, არც მინდიას მოსვლა და მისი სიტყვები გაუგია (პოემა ამაზე არაფერს ამბობს).
ალუდას მთელი ცხოვრება ყირაზე უდგებოდა, საძირკველი თუ საყრდენი ეცლებოდა, რადგან ეჭვქვეშ აყენებდა იმ ყოველივეს, რაც წმიდათაწმიდად; უეჭველ ჭეშმარიტებად მიაჩნდა...

გული "თავისას შვრება" და სიზმარშიც დარდიან ფიქრებს ვერ ერევა ქეთელაური. "გულის შავი ნისლი" წარმოუდგენს მკვლელობას ადამიანის ხორცის ჭამად, დაუნდობლობასა და სიძულვილს – საშინელებად. "უმსგავსი, შაჩვენებულია" ყველა, ვინც ამას სჩადის, ვინც სისხლში ცხოვრობს, ვინც ვაჟკაცობასა და კაციჭამიობას აიგივებს. მუცალის სიტყვები: "დაძეხით, ხევსურთ შვილებო, ლაშქრობით, ხმლების ქნევითა" - პირდაპირ გრძელდება კაცის წვენ-ხორცის ჭამით. როგორც მუცალი აძალებს "მომკალი", ისევე "რამა" უბრძანებს, ჭამოს კაცის ულვაშით "შანელებული წვენ-ხორცი".

ნიშანდობლივია, რომ მუცალი ხანჯლით მოკვლას სთხოვს ქეთელაურს ("ერთ წამს ხელ ვინამ დამტაცა, ტარი ჩამიდვა ხანჯრისა") და არა – ტყვიით. მას ნატყვიარიც ემჩნევა და მასში ჩაფენილი ბალახიც. ამით ვაჟას პოზიცია ცხადდება, ალუდა კი მხოლოდ ქვეცნობიერით ხვდება, რომ მტრის მოკვლა კი არაა კაციჭამიობა (მტერს მტრულად დახვედრა უნდა, როგორც სამშობლოს, ისე სარწმუნოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მიტევება მხოლოდ პირადი მტრისათვის ევალება ქრისტიანს), არამედ მისთვის მკლავის მოკვეთა. ის, რაც ხანჯლით სრულდება (ამ შემთხვევაში).

ალუდა ვერბალურადაც გააფორმებს სიზმარში აღქმულს, როდესაც მტრისთვის მკლავის მოკვეთას ცოდვაბრალიან სამართალს უწოდებს:

"წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა".
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!"

მომდევნო ნაბიჯი ალუდას მინდიას დაუფიქრებელმა საქციელმა გადაადგმევინა. (მხოლოდ კეთილი სურვილით შეპყრობილმა, მეგობრის შელახული ავტორიტეტის აღსადგენად წასულმა მინდიამ ერთი წამითაც არ დაუსვა საკუთარ თავს კითხვა "რატომ", განა ალუდას არ შეეძლო ქისტისთვის მკლავის მოკვეთა, მინდია მეგობრის უნახავადაც დარწმუნებული იყო, რომ ქეთელაური ტყუილს არ იტყოდა, ორთაბძოლა მართლაც შედგა. იგი მკვდარს ეძებდა და იპოვა კიდეც. მაშინ მაინც ხომ უნდა დაფიქრებულიყო თუნდაც ერთი წამით, რამ დაატოვებინა მკლავი ალუდას მოკლული ქისტის მხარზე, ან რატომ მოუარა მიცვალებულს, რატომ დაიცვა მისი გვამი ნადირ-ფრინველისაგან). ქეთელაური მიხვდა, რომ ასე, ყოველგვარი გააზრების გარეშე, "რთავდნენ საქმეს ავად", ამიტომაც გადაწყვიტა, აღარავისთვის მოეჭრა მკლავი:

"მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი მარჯვენას..!"

მინდიამ "ძღვენი გაუმსუბუქა" ქეთელაურს. მუცალის მკლავს ხან ბალღები დაათრევდნენ და ხან – ფრინველები. თუ კაი ყმისთვის მკლავის დატოვებით თითქოს შეიმსუბუქა ალუდამ ცოდვა, მუცალს იმქვეყნად ღირსეულ ვაჟკაცად მისვლის შესაძლებლობა მისცა, არ წაართვა სულეთში მებრძოლად ჩასვლის პატივი, "სულიერი ყმობა" (რადგან მკლავს იმიტომ კვეთდნენ, რომ პიროვნება სულეთში კაი ყმად ვერ მისულიყო, არამედ შერცხვენილად, სხვების მოსამსახურედ), ერთგულმა მეგობარმა წყალში გადაუყარა ყველაფერი. ამიტომ უმძაფრდება ქეთელაურს ტკივილისა და ცოდვილობის შეგრძნება და ცდილობს, როგორმე ჩამოირეცხოს საშინლად მძიმე (მისთვის გაუსაძლისი) ცოდვა. უკვე გააზრებული აქვს გულისტკივილის მიზეზი.

ალუდა გამოსავალს მუცალის სულისთვის კურატის შეწირვით პოულობს. ყველაზე დიდი საკლავის არჩევა და ვედრება ხევისბერისთვის, "კარგადაც დამიმწყალობნეო", გვიჩვენებს, როგორ იტანჯება ქეთელაური. ბერდიასთვის ნათქვამი: "გამემეტებავ მისთვინა, როგორც უნდომლად მოკლულის თავის ლამაზის ძმისთვინა", ააშკარავებს, რომ ალუდა თავს ძმის მკვლელად გრძნობს. ეს ტანჯვა აღამაღლებს მას, უსიტყვოდ აატანინებს მოკვეთის სიმძიმეს, ცოლსა და დედასაც უშლის წყევლას, რათა ამით ჯვარი ან თემი არ დაჰგმონ.

მწერალი თავისი მთავარი გმირის თვალით უყურებს ყოველივეს, მკითხველსაც აძლევს შესაძლებლობას, თანდათანობით გადააფასოს მოვლენები და ალუდას, რომელიც "გზას მიჰკვალავს" თოვლში, ქარბუქში (ანუ საწუთროს უკუღმართობაში სწორად სვლას ცდილობს), "თან გაჰყვეს" მისი ცოლ-შვილივით, ნაბიჯ-ნაბიჯ ამაღლდეს. თუ პოემის დასაწყისში მუცალი "ქურდ-კანტალაა", "ავი, ავიზნიანი", "რჯულ-ძაღლი" (მასზე საუბრისას მწერლის ტონიც გაღიზიანებული და დამცინავია: "გამასტყვრა მუცალის თოფი, ტყვია ჩქამს იზამს მქისესა"), თანდათანობით "ვაჟკაცი", "ცხონებული", "ღილღველი მგელი" და ალუდას "ლამაზი ძმა" ხდება. მის მიმართ აღძრული სიმპათია კი ქეთელაურის ფიქრსა და სიმართლეს სარწმუნოს ხდის მკითხველისათვის.
ავტორის მიზანი (ამ პოემით) სისხლის ღვრის, შეწყვეტის აუცილებლობის ქადაგებაა. ალუდა კი ამ სიტყვის საუკეთესო მქადაგებელი და ავტორის მიზნის განმახორციელებელია. ამიტომაც გვემშვიდობება "ტრფობის მთაზე" ასული, როგორც მისი მკვიდრი და არა მხოლოდ აქ "ერთი წამით შემდგარი" სტუმარი, როგორც "ბახტრიონში" ამბობს ვაჟა უგრძნობ ადამიანზე:

"ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა."

ფინალში ალუდა სიყვარულს ქადაგებს, ამით უფლის სიტყვა მიაქვს ხალხში, ცდილობს, თავის თანამემამულეებს გულის კარი სიყვარულისათვის გაუხსნას და შორს მიდის, სადღაც მთის წვერთან, ცას მიახლოებული იკარგება.

ვაჟას რწმენით, სიყვარულია კაცობის საზომი და არა – სიძულვილი, ადამიანის (თუნდაც, მტრის) ლამაზ ძმად დანახვის უნარი და არა – მცდელობა, რაც შეიძლება მალე მოუღო სხვას ბოლო. ამიტომაც უნდა ცდილობდეს ადამიანი, გულს მოუსმინოს, გულით მოეკიდოს სხვას (როგორც ალუდამ გააკეთა) და არა - ცივი გონებით, რადგან პავლე მოციქულისა არ იყოს, უსიყვარულოდ კაცი არა-ვერაა (არც არის და ვერც იქნება), ჟღარუნა რვალია და ჩხარუნა წინწილა, რა სიმდიდრის, რა ნიჭის პატრონიც უნდა იყოს, სიყვარულის უნარის გარეშე არარაობაა. (იხ. I კორინთელთა 13, 1-2).

ალუდას მეტამორფოზის აზრიც ესაა, სავლესავით მტრის მოძულემ და კლდის შავარდნის სისწრაფით მიმქროლმა მის გასანადგურებლად, დაუფიქრებლად, სხვებივით თვალდახუჭულმა "შუაღამის მზე" იხილა (სიმბოლურად რომ ვთქვათ. სავლესთვის თუ მზე გახდა დაფიქრებისა და გონს მოსვლის მიზეზი, ანუ უფალმა ამ სახით ინება მისთვის გულის კარზე დაეკაკუნებინა, ალუდას გულმა კაკუნი მუცალის ხილვით მოისმინა) და აბსოლუტურად გარდაიქმნა, თანდათანობით ირწმუნა უდიდესი ჭეშმარიტება - "ღმერთი სიყვარული არს". ამით დავლათიანი (უფლის რჩეული) შვილი თავის ნამდვილ მშობელს - უფალს დაუბრუნდა.

მოკვეთილი, მთაზე მიმავალი ალუდა, "ჯვარს რომ ეზიდება" - თოვლს მიიკვლევს, უკან კი ცოლ-შვილი მისტირის, ჰგავს გოლგოთაზე მიმავალ მაცხოვარს; ისევე მიუტევებს თანასოფლელებს და დედასა თუ მეუღლეს თემის წყევლას უშლის, როგორც ჯვარცმული უფალი შეჰღაღადებდა მამას, მიუტევე, არ იციან, რას აკეთებენო და ჯვარმცმელებს ლოცავდა. ჯემალ ქარჩხაძის იგივით, მშვენივრად ესმის, რომ მისი "ვიწროშუბლა ძმები" - ბნელეთის ტომი უნდა გამოიყვანოს ამ სიბნელიდან და ნათლის ტომად გარდაქმნას.

ალუდას მსგავსი პიროვნებების მისიაა, ადამიანებზე ზეგავლენა მოახდინონ და არ მისცენ უფლისკენ სავალი გზის დავიწყების უფლება.

"ალუდა ქეთელაური" ძალიან საინტერესოა ტროპული მეტყველების თვლსაზრისითაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რქის, სინათლისა და ნისლის მეტაფორები.

ალუდას მიერ მისგანვე მოკლული მუცალის დატირებას ბუნების სურათი მოსდევს:

"მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ დაწირეს ხევები...
მადლი რქათ ადგა ღვთისაო"...

ამ სტრიქონებში მოჩანს ძლიერი და ბედნიერი მზე, გამქრალი ნისლი და მადლის რქა.

უფლის მადლის "რქად" გააზრებას ბიბლიური საფუძველი აქვს. ღმერთი შეჰპირდა დავითის მოდგმას, რომ "აღმოუცენებდა რქას", ანუ "განუმზადებდა სანთელს" - განწმენდდა და აღამაღლებდა, მათ მტერს კი შეარცხვენდა:

"მუნ აღმოუცენო რქაი დავითს, და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. მტერთა მისთა შევმოსო სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი" (ფს. 131, 17-18).

ეზეკიელი კი წინასწარმეტყველებდა, რომ "ისრაელის სახლში რქა აღმოცენდებოდა" და პირი "აეღებოდა" წინასწარმეტყველს, რათა ხალხს შეეცნო უფლის მოახლოება:

"მას დღესა შინა აღმოსცენდეს რქაი ყოვლისა სახლისა ისრაელისაი და შენ მოგცე პირი აღებული შორის მათსა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი...
ძეო კაცისაო, წინასწარმეტყველებდ და თქუ: ..."რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაი" (ეზეკიელი 29, 21... 30- 1-2).

გავიხსენოთ, რომ მიქელანჯელომ მოსე რქებით გამოაქანდაკა, რაც იმ მადლის მიმანიშნებელი იყო, მოსეზე უფლის ხილვის შემდეგ რომ გარდავიდა.

"ახალმა აღთქმამ" ამ წინასწარმეტყველებათა აღსრულება გვამცნო. იოანე ნათლისმცემლის შობა წინ უსწრებდა მაცხოვრის მოვლინებას - ღმერთის მიერ დავითისათვის შეპირებული "რქის აღმაღლებას", რადგან იოანეს უფლის მოახლოება უნდა ემცნო ადამიანთათვის, თავად "სიწმიდით აღზევებულს" უნდა შეერცხვინა მტრები (იხ. ლუკა 1, 69-79).

ე. ი. ღვთის ნებით "რქის ამაღლებას" უფლის წინამორბედის, მისი სიახლოვის მქადაგებელის გამოჩენაც უკავშირდება. ალუდას მუცალის დატირება განწმენდილს, ამაღლებულს, თანამოძმეთაგან გამორჩეულს ხდიდა, "პირს უხსნიდა" ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთდანდობის საქადაგებლად. ალუდას სახით ახალი წინამორბედი იშვა, რომელსაც მზე-უფლის (ვითარცა სიყვარულის) მობრძანება და მისთვის გულის კარის გაღების აუცილებლობა უნდა ექადაგა ხევსურთათვის.

ცხადია, ნებისმიერი შატილელი ვერ იტვირთებდა ამ მისიას (ისევე, როგორც იოანე ნათლისმცემელი მიაჩნდა უფალს ყველაზე დიდ კაცად დედის მუცლით ნაშობთა შორის). ამიტომ ალუდა პოეტმა "დავლათიან", ანუ ღვთისგან დალოცვილ კაცად გაგვაცნო. ღვთის რჩეული კი უფლის ნებითა და კურთხევით მოქმედებს.

მადლის "რქად ადგომას" წინ მზის ამობრძანება და ნისლის გაფანტვა უძღოდა. ("მზემ აიწია ცაზედა, ნისლებმ დაწირეს ხევები"), თუმცა ეს სინათლე შატილში ვერ აღწევდა ("შატილს ჯერ არ ჩასწვდომია შუქი შუადღის მზისაო, არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა, ცა ახურია კლდისაო). ალუდას მისია იყო ამ კლდის გარღვევა, შატილელთა განათლება, მათ სულებში უფლისეული სინათლის შეტანა, რათა მტრობისა და დაუნდობლობის კლდე სიკეთისა და სიყვარულის მომფენი მზით შეცვლილიყო. ალუდას ეს მზე მუდამ თან დასდევდა, როგორც მისი სიმართლისა და რჩეულობის დასტური. იგი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქეთელაურის ხმალზე ("შუქი ამოხდა მზისაო"), როდესაც ვაჟკაცი ცოდვის მონანიებას მუცალის სულისათვის მოზვრის შეწირვით ცდილობდა. ამ მომენტში მზის გამოჩენა ქეთელაურის ამ ნაბიჯის უფლისმიერი მხარდაჭერა და გამართლება იყო. ხევსურები კი, რომ არ უსმინეს ალუდას, იმ "ავხმიან ყორნებად" დარჩნენ, მადლის რქად აღსვლის შემხედვარენი მხოლოდ კაი ყმის სიკვდილს რომ ხარობდნენ, რადგან მისი "გულ-ღვიძლით" ამოივსებდნენ კუჭებს. ყორნობა მათთვის ცხოვრების უფრო მისაღები წესი იყო, ვიდრე ვაჟკაცობისა და სიყვარულის თესვა (ნიშანდობლივია, რომ ალუდას ამქვეყნიური სამკვიდრებელიც - სახლი ყვავ-ყორნებს დარჩათ, მისი ბინის ჭერხოზე ჩამომსხდართ).

მზის უფლის სახელად გააზრებას უკავშირდება ნათლისა და ბნელის მონაცვლეობა პოემაში. ალუდას ცრემლებსა და მის სულიერ ფერისცვალებას, სიკეთისაკენ შემობრუნებას უღრუბლო, უნისლო სინათლე (ანუ უფლის სიხარული) მოსდევს:

"მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ დაწირეს ხევები".

მინდიას წასვლას მუცალის მკლავის მოსატანად, ანუ ცოდვისაკენ დაუფიქრებლად, გაუაზრებლად სვლას, მოსდევს ჩამობნელება, ბნელის გამარჯვება და ბუნების ტირილი (ანუ უფლის მწუხარება):

"დაბნელდა, წყალნი ტირიან,
კალთა გვეხურვის ღამისა".

მინდიას დაბრუნება შატილში, მის მიერ აღსრულებული ცოდვა და ამით ალუდასთვის მიყენებული ტკივილი სისხლის სიწითლითა და სადარდელის დაგროვებით გადმოიცემა:

"თენდება, მთის წვერნ დაწითდენ,
ნისლნი აგროვდენ მთებზედა"..

ყოველივეს აგვირგვინებს საშინელი სიბნელე, რაც ამ საზოგადოების უღმერთობასა და ქვესკნელის მკვიდრობაზე მიგვანიშნებს. ალუდას - სინათლის სხივის - მოკვეთის შემდეგ (რაც სულებში უფლის შეშვებაზე უარის თქმასაც ნიშნავს) თემი ნათელს აბნელებს. ამიტომაც ქეთელაურების ოჯახი სიბნელეში დადის. დედა შესტირის ალუდას:

"ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო!.."

მათი გულებიც გაუსაძლისი ტკივილისთვისაა განწირული. ყველას მდგომარეობას გამოხატავს მოხუცებული ქალის სიტყვები:

"გულშია ბნელი ჩამიდგა სვეტადა", თუმცა ალუდასა და მისნაირთა ვალი მიწიერ ტკივილებზე ამაღლება და ამქვეყნიური სიბნელის ზეციური ნათლით, მზე-უფლის რწმენით დაძლევაა, რაც შეძლო კიდეც ქეთელაურმა, როდესაც სიძულვილის სამაგიეროდ თანასოფლელებს სიყვარულით უპასუხა, მშვენივრად იცოდა, რომ "ღმერთმ ეს არგუნა ბედადა".

ნისლი სულიერი სიბნელისა და ტკივილის მაჩვენებელია პოემაში. მისი გაფანტვა მხოლოდ მზე-უფლის ნებითა და ძალითაა შესაძლებელი. ალუდა "ნისლიანია" მუცალის მოკვლის შემდეგ, "პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადენი, შავია". ეს ნისლი – ტკივილი, ცოდვის განცდა - თანდათან უძლიერდება, გმირი "ნისლად გადაიქცევა". ხატობაზე მისული ალუდა აღარც კი ჩანს. პოეტი ამბობს:

"ეს ვინღა მოდგა ნისლივით,
თითბრით, ნაზიკის ხმალითა?"

ცოდვით გამოწვეულ ტკივილს შთაუნთქავს ალუდა, მხოლოდ ცოდვისგან განთავისუფლება დაუბრუნებს სიცოცხლის ძველებურ სიყვარულს...
ვფიქრობთ, ამ მეტაფორებით ვაჟას ქრისტიანული განათლება და "ალუდა ქეთელაურის" სათქმელის სიღრმე წარმოჩნდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მწერალი ბუნების სურათებს მიუსადაგებს ალუდას სულიერ მდგომარეობას, ან მათი საშუალებით წინასწარმეტყველებს მომავალს:

ორთაბრძოლის წინ ნათქვამი: "გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარია" - მოასწავებს ალუდას სულის შეძვრას, მის "გათენებას", ამ პერსონაჟის "შურთხად გადაქცევას" - მის მიერ ზარების დარისხებას ცოდვიანი სამართლის წინააღმდეგ.

იდუმალების საოცარი განცდა შემოაქვს ავტორს "მკვდართ სულთ" საფლავებიდან გამოსვლისა და მათი წყნარი სიმღერების მოლოდინით, რასაც მოსდევს კიდეც ქეთელაურის სიზმრის იდუმალება და მუცალის სულის სტუმრობა ალუდასთან.

ფინალურ სტრიქონებში ქარის ხვივილი შეესაბამება ქალის ქვითინს, ბუნება ეხმიანება პერსონაჟის ტკივილს... "ვიწრო სავალი გზებისა" კი სამოთხის ვიწრო ბილიკზე მიგვანიშნებს.
 

 

6.2.1 დათაშვილი ლალი

▲ზევით დაბრუნება


 
  დათაშვილი ლალი    

6.3 მინდია-გველისმჭამელია

▲ზევით დაბრუნება


 

„და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაი,

რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცდუნებს ყოველსა სოფელსა“

(გამოცხადებაი. 12, 9)

   
 

მინდია-გველისმჭამელია


ვაჟა-ფშაველას დიდებული პოემა „გველისმჭამელი“ სათაურითვე აღძრავს მითოლოგიურ თუ ბიბლიურ ასოციაციებს. ერთი ძველი აღმოსავლური სიბრძნის თანახმად, ტექსტის ახსნა სახელწოდებაშია საძებნელი. სახელწოდება პოემისა უაღრესად მრავლისმთქმელია და იდუმალი.

გველისმჭამელი მინდიაა, გველის ხორცის მიღებით განბრძნობილი და, ვფიქრობთ, ამავე გზით დაცემული, ადამის დარად.

გველი - სიბრძნისა და ბოროტების სიმბოლო უძველისი დროიდან იწვევდა ადამიანთა ინტერესს.

„როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნების ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებულია მოტივი, რის მიხედვითაც ადამიანი გველის მეშვეობით შეისმენს შბუნების ენას“ (გაჩეჩილაძე, 1955.10).

ქართულ მითოლოგიში არსებული გადმოცემა „ხოგაის მინდიზე“ ორი დიდი მწერლის შთაგონების წყარო გამხდარა.ვაჟა- ფშაველამ „გველისმჭამელი“ შექმნა,კონსტანტინე გამსახურდიამ - „ხოგაის მინდია“.

ვაჟა-ფშაველაცა და კონსტანტინე გამსახურდიაც ხოგაის მინდიას ამბავს განიხილავენ როგორც ისეთ სიცრუეს, რომელიც სიბრძნის წყარო ხდება: „ამბავი მხოლოდ ხორცშესხმაა სიბრძნის მოპოვების მძიმე პროცესისა“ (ჯორბენაძე, 1987).

ჯერ კიდევ ძველ შუმერულ მითოლოგიაში ვხვდებით გველის სიმბოლიკას, სწორედ აქედან გავრცელდა მთელს ევროპაში კვერთხზე შემოხვეული გველი - სიმბოლო მედიცინისა. შუმერულ მითსა და გამოსახულებაზე გმირი კლავს სიბრძნის წიგნის მცველ უკვდავ გველს.

დრაკონი - დიდი გველი იყო კოლხეთში დარაჯი ოქროს საწმისისა.

ხევსურულ მითოლოგიაში ხეს გველი ეხვევა; გველის ტყავზე ან ფხაზე ამოდის იფანი და ცას სწვდება.

ფესვი და გველი შესატყვისი ცნებებია მითოლოგიაში და დაკავშირებულია სიცოცხლის ხესთან, შექმნასთან.

ძველი აღთქმა გვაუწყებს, შესაქმის მეხუთე დღეს „შექმნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ქვეწარმავალთა“ (შესაქმისა. 1,21).

გველი სიბრძნის სიმბოლოა, უგონიერესი არსება: „ ხოლო გუელი იყო უგონიერეს ყოველთა მხეცთა ქვეყანასა ზედა, რომელი შექმნა უფალმან ღმერთმან“ (შესაქმისა. 3.1).

ადამის ცოდვით დაცემაც გველად ტრანსფორმირებულ ბოროტს უკავშირდება.

ედემის მკვიდრმა ადამმა და ევამ გველის რჩევითა თუ ცდუნებით იხმიეს აკრძალული ხის ნაყოფი: „და უთხრა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოკუდეთ, რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ, რომელსა დღესა სჭამოთ მისგან, განგეხუნნეს თქვენ თუალნი და იყვნეთ ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (შესაქმისა. 3,4-5).

მართალია ედემის მკვიდრთ თვალი აეხილათ, მაგრამ დაკარგეს უმთავრესი - სამოთხე. დედამიწა ჯოჯოხეთის ხილულ მოცდელად იქცა. წუთისოფელში სიკვდილი შემოვიდა.

ბოროტის, სატანის სახედ მოიაზრებს გველს ევნგელეს უიდუმალესი წიგნი - „გამოცხადება“: „და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაი, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცდუნებს ყოველსა სოფელსა“ (გამოცხადება. 12,9).

გველის ხორცით განბრძნობილ მინდიას, ბიბლიური ადამის დარად, თვალი აეხილა. სმყაროსეულ სიბრძნეს ეზიარა, იგრძნო, „რაც კი რამ დაუბადია უფალს სულიერ-უსულო, ყველასაც თურმე ენა აქვს, არა ყოფილა ურჯულო“. ამიერიდან ესმის ცისა და მიწის, ტყის, ყვავილების, ცხოველ-ფრიცნველთა ენა. ამავე ცოდნით ირჯება „ქვეყნის სარგოდ“, მეფე- მზის, გვირგვინოსანი თამარის რჩეული მეომარია.

და აქედანვე იწყება მისი ტანჯვაც.

აბსოლუტურად სწორად შენიშნავს აკაკი ბაქრაძე: „მინდიას ტრაგედია მაშინ კი არ დაიწყო, როცა ცოდნა დაკარგა, არამედ მაშინ, როცა ცოდნა შეიძინა, რამეთუ მისი ცოდნა არაბუნებრივი თვისების იყო“ (ბაქრაძე. 1950).

სამყაროს უნივერსალური ენის შემეცნება ოდენ „წოდებულთაგან რჩეულთა“ ხვედრია. ღვთივგანბრძნობილი მამები თუ ჭვრეტენ კოსმიურ ჰარმონიას, ან პოეტნი, სულიწმიდის მადლით ცხებულნი, პოეზიაც ხომ „საღმრთო საღმრთოდ გასაგონია“.

ქაჯთა შორის ყოფნისას თორმეტმა წელმა განვლო, „მაგრამ მინდიას ტყვეობას არ ექნა დასასრულია... ეშველა, ბევრჯერ ხატ-ღმერთსა მხურვალედ შეჰვედრებია. ბოლოს თქვა, თავსა მოვიკლავ, ასეთ სიცოცხლეს სჯობია“!

აბსოლუტური სასოწარკვეთის ჟამს იგემა მინდიამ გველის ხორცი. ქაჯებმა „სიბრძნე უჩვენეს გველადა, რომ ზიზღებოდა საჭმელად“, შედეგად „გულის ხედვა და თვალების, როგორც ბრმას და ყრუვს გაეხსნა“.

ქრისტიანული სარწმუნოებისამებრ თვითმკვლელობა სატანური აქტია, თვითმკვლელი - ბელიარის არჩივი.

„ვეფხისტყაოსნისა“ და და ქართული ფოლკლორის „ქაჯი“, არსებითად, იდენტური ცნებებია“, - შენიშნავს კონსტანტინე გამსახურდია.

თვითმკვლელობის ბოროტისგან წარმომავლობა კონსტატირდება „ვეფხისტყაოსანშიც“. ავთანდილი ჯერ შერმადინს სთხოვს: „მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნულსა“(რუსთველი 2005, სტრ. 795),

შემდეგ კი სიცოცხლემოძულებული ტარიელის გონს მმოყვანას ცდილობს: „რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა“? (რუსთველი 2005, სტრ 883). თვითმკვლელი მხოლოდ დავარია - „და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი“.

მინდიას ზიარება სიბრძნესთან ( „სიბრძნე უჩვენეს გველადა“) ადამ და ევას მიერ ცნობადის ხის ნაყოფის მიღების შორეულ ასოციაციას იწვევს. პირველმა ადამიანებმა გველად ტრანსფორმირებული ბოროტის შთაგონებით აკრძალული ხის ნაყოფი იგემეს. წუთისოფელში ცოდნა ცოდვის გზით შემოვიდა. ცოდვის გზითვე (ვგულისხმობთ თვითმკვლელობის მიზნით მინდიას მიერ გველის ხორცის ჭამას) „გამეცნიერდა გლეხია“. მართალია, მინდიას გულში „ბოროტმა ვერ მოიკიდა ფეხია“, მაგრამ ცონა, თუ ის უფლისაგან არაა, ხიბლია და არა ჭეშმარიტი სიბრძნე, ამდენად, იმთავითვე განწირული დასამარცხებლად.

„სათნოება ღვთისაგან ებოძა ბუნებას და ღმერთია ყოველგვარი სიკეთის დასაბამი. მისი თანამოქმედებისა და შეწევნის გარეშე შეუძლებელია ჩვენთვის კეთილის ნება და ქმნა. ჩვენზე ისაა დამოკიდებული, ან დავემკვიდროთ სათნოებაში და შევუდგეთ ღმერთს, რომელიც ამისკენ გვიხმობს, ან გავემიჯნოთ“ (იოანე დამასკელი, 2000).

პოემის მიხედვით, მინდიამ თავის ცოდნას უღალატა, შედეგად ზებუნებრივი ძალა დაკარგა. უბედურების მიზეზად ცოლი - მზია დაუსახავს (სამეცნიერო ლიტერატურაში დიდ ინტერესსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მზიას სახე „გველისმჭამელში“. ერთი მხრივ, ესაა დედა, მარადი ქალი, მეორე მხრივ - თვით ცხოვრება. როგორც ნ.ვახანია განმარტავს: „მზია კერძო ქალი, ცოლი, დედა კი არ არის, არამედ ცხოვრებაა მთლიანად. ...ცხოვრება თავის თავში ყოველთვის შეიცავს წინააღმდეგობას და იგი მოცემული გვაქვს, როგორც გარდაუვალი, აუცილებელი რეალობა. ცხოვრებას, სააქაოს, ამ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომაც მზიას შეფასება (როგორც ცხოვრების) დადებით-უარყოფითი კრიტერიუმებით არ შეიძლება“ (ვახანია, 2009.გვ.176)

კვლავ ბიბლიური ალუზია: თითქოს ადამის საყვედურად გაისმის მინდიას სიტყვები მზიასადმი: „გეწადა კაი ცოვრება, მოწამლულს ქადას აცხობდი“.

მინდია ვერ აცნობიერებს უმთავრესს: „...კაცად-კაცადი განიცადების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცდების; მერმე გულის თქუმაი იგი მიუდგის და შვის ცოდვაი და ცოდვაი იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი“ (იაკობ. 1. 13,14).

მოციქულისაგან კაცთათვის გაფრთხილებად დასახული გზა გაიარა მინდიამ: განიცადა საკუთარი „გულის თქუმისაგან“, და როგორც ადამი - სამოთხიდან გამოძევებით, „გველისმჭამელი“ ცოდნის დაკარგვით დაისაჯა. სასჯელი სატანჯველად ექცა: „სულმბრძოლ სნეულსა ჰგავდა, ტანჯვა-ვაებით ჰკვდებოდა“... წყლულთა საკურნებლად ხახმატის ხატს სწირავს მსხვერპლს: „ყევარი ხარი კიდევ მყავს, სამი თუ ოთხი ფურები, იმათაც აუსახელებ, ოღომც მამირჩეს წყლულები“.

„მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (ფს.50,19).

მინდიას მსხვერპლი არ შეიწირა.

და როგორც პპირველ ადამიანთა ცდუნების გამო კაცობრიობამ დაკარგა სამოთხე, იტვირთა სასჯელი ადამის ცოდვისა, ვიდრე განკაცებული ღმერთი არ მოგვევლინა მხსნელად და ნუგეშად, მინდიას ცოდვაც სოფელმა ზღო.

ევანგელესეული გადმოცემით, მაცხოვარი განსწავლიდა ქრისტიანობის საქადაგებლად მიმავალ მოციქულთ: „უკუეთუ იყავით მეცნიერ, ვითარცა გუელნი და უმანკო, ვითარცა ტრედნი“ (მათ. 10,16).

სიბრძნე ვერასდროს იქცევა მადლად, თუ მას უმანკოება ტრედისა არ ახლავს.

მინდიამ ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა უმანკოება ტრედისა, როდესაც თავის მოსაკლავად გველის ხორცი იგემა.

ტრაგიკული და ამავდროულად ლოგიკურია გველისმჭამელის აღსასრული: „კაბალახით შაკრული“ მინდია „შამურვილი სახის“ ხევსურებმა ბრძოლიდან გამოიყვანეს და „დაბლა დააგდეს ვაკეზე“. ბრალეული გმირის დანავსული სიცოცხლის გზა ვაკეზე მტავრდება და არა ფერდობზე, „სადაც კიდევ იარსებებდა კვლავ აღდგომისა და სიმაღლისკენ ლტოლვის გინდაც სულ მცირე პერსპექტივა“ (არაბული. 1990).

მინდიას სიკვდილს ბუნებაც არ გლოვობს.

მოციქული ბრძანებს: „მეცნიერებაი განალაღებს, სიყუარული აღაშენებს“ (I კორ. 8,1).



ლიტერატურა:

1. ძველი აღთქმა, 1989 - ბიბლია. ძველი აღთქმა. თბილისი.

2. ახალი აღთქმა, 2004 - ბიბლია. ახალი აღთქმა. თბილისი.

3. ფსალმუნნი. თბილისი. 2006.

4. დამასკელი, 2000 -წმ. იოანე დამასკელი. გარდამოცემა (მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა). თბილისი.

5. ვაჟა, 1993 - ვაჟა-ფშაველა. თხზულებანი, ტ. 3. თბილისი.

6. გელოვანი, 1983 - ა. გელოვანი. მიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი.

7. არაბული, 1990 - ა. არაბული. ცით ჩამოსული სვეტადა. „ვაჟა-ფშაველას

პოეტურ სამყაროში. თბილისი.

8. ბაქრაძე, 1990 - ა. ბაქრაძე. ვაჟას მრწამსი. „რწმენა“. თბილისი.

9. გაჩეჩილაძე, 1959 - ა. გაჩეჩილაძე. გადმოცემა ხოგაის მინდიაზე და პოემა „გველისმჭამელი“. თბილისი.

10. ვახანია, 2009 - ნ. ვახანია. ერთი ყლუპი ჰაერი. „რამდენიმე მოსაზრება ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელის“ შესახებ. თბილისი.

11. ჩხენკელი, 1989 - თ. ჩხენკელი. მშვენიერი მძლევარი. თბილისი.

12. რუსთაველი, 2005 - შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი. თბილისი.

13. ჯორბენაძე, 1987 - ბ. ჯორბენაძე. ხოგაის მინდის ამბავნი. „ბალავარი მწერლობისა. თბილისი.

   

6.3.1 ანასაშვილი თინათინ

▲ზევით დაბრუნება


 
   ანასაშვილი თინათინ