ბარათაშვილის ლექსიკონი



ბარაშაშვილის ლექსიკონი

ბარაშაშვილის ლექსიკონი

ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/145158
სათაური:  თხზულებათა სრული კრებული : მოგონებანი, პორტრეტის ისტორია, გენეალოგია
ავტორები:  ბარათაშვილი, ნიკოლოზ
საკვანძო სიტყვები:  ბარათაშვილი, ნიკოლოზ
გამოცემის თარიღი:  2005
გამომცემელი:  თბილისი : პეგ
კახა დავითური
ISBN:  99928-938-7-7
მფლობელი:  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში: წიგნადი ფონდი

1 ბარათაშვილის ლექსიკონი - ა

▲back to top


ალევობა:

რელიგიური დღესასწაული, იმართებოდა ალევის ეკლესიასთან, რომელიც მდებარეობს მაღალ მთაზე. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ალევი არის მთა მაღალი, თხემთა-უტყეო, კალთატყიანი. ესე წარვლის სამხრით ოძისამდე და ჩრდილოეთ ლომისამდე. ეს მთა ჰყოფს ქსნის-ხევსა და ბაზალეთსა. ამ _ ალევის მთის თხემსა არს ეკლესია უგუნბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისათა და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი. კარნი აქვს ოქროსი, რომელი უქმნეს სპარსთა, რაჟამს წარიღეს ხატი მისი; მუნ სასწაულის მხილველთა უქმნეს კარნი ოქროსანი და დასდვეს ურემსა ხარბმულსა და მოიღეს მუნ“ („აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, 1941, გვ. 64)

აღკმევა:

ყვავილნი... შენდა ა ღ კ მ ე ვ ე ნ სუნნელებასა ყვავილები შენთვის აფრქვევენ სურნელებას.

ამარა:

ერთი რისამე მქონე მოსდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას მთვარეს, მის ამარას, ვარსკვლავი მარტო მოსდევს მიჯნურივით.

აღგზნება

ანთება: მთოვარემც შუქს მის ხალი აღუგზნობინა მთვარემაც, შუქს მისი ხალი გამოანათებინა.

აღმგზნებელ-ი

ამნთებელი: ა ღ მ გ ზ ნ ე ე ლ ი გულთა ჭირისა გულის დარდების ამშლელი.

ამილბარ-ი

ამირბარი (არაბ. „უფროსი ზღვაზე“),

ადმირალი (ასე უწოდებდნენ ელიზბარ ერისთავს, ქეთევანის მეუღლეს).

აღმოსავალ-ი

აღმოსავლეთი.

აღტყველვა

აზვირთება, აღელვება (ზღვისა): მტკვარი ზვირთთა ა ა ტ ყ ვ ე ვ ლ ს მტკვარი ტალღებს ააზვირთებს (მტკვარი აზვირთდება).

2 ბარათაშვილის ლექსიკონი - ბ

▲back to top



 

ბასრ-ი:

ვერ შემაშინოს მისმა ბ ა ს რ მ ა (მჭრელმა ხმალმა) მოსისხლე მტერი. უწინ ქ. ბასრაში ამზადებდნენ უმაღლესი ხარისხის ფოლადისაგან მჭრელ და გამძლე ხმლებს. ძველ ქართულ თხზულებებში ხშირად იხმარება გამოთქმები „ბასრული ხმალი“, „ბასრი ხმალი, ან „ბასრი“, რაც ნიშნავს მჭრელ ხმალს.

ბინიან-ი:

მე ბ ი ნ ი ა ნ ა დ (საფუძვლიანად, მტკიცედ, რიგიანად) მინდა შენთან ლაპარაკი).

ბორგვნილი

აღშფოთებული, განრისხებული.

ბძარვა:

ურთიერთს ჰ ბ ძ ა რ ვ ე ნ - ერთმანეთს მტრობენ, ექიშპებიან.

3 ბარათაშვილის ლექსიკონი - გ

▲back to top



 

გარდმომზრალი

მაღლიდან მოთვალთვალე.

გართობა:

გა-ცა-ა რ თ ო ბ დ ა - გართობდა აგრეთვე (კიდევ).

გარმოსარება

გარშემოვლება, ირგვლივ შემორტყმა: ცეცხლი გ ა რ მ ო ი ს ა რ ე - ცეცხლი ბაკმად შემოივლე გარშემო.

გატრიზავება:

განსჯას გამიტრიზავებ - განსჯას არაფრად ჩააგდებ

გაფლუდილ-ი

გაფუჭებული; უნაყოფოდ დარჩენილი.

გაფოთებულ-ი

გაშმაგებული, დაფეთებული.

4 ბარათაშვილის ლექსიკონი - დ

▲back to top



 

დავრიშება:

თვალთა ჩემთა ა დ ა ვ რ ი შ ე ბ ე ნ - ჩემს თვალებს ათამაშებენ (ფიგ.).

დამრეც-ი

ფერდობი. დამცრობა -დამდაბლება, დაკნინება (სულით).

დამძნლ-ი

დაბრძენებული; დადინჯებული.

დანთქმა

ჩაძირვა, დაძირვა: დ ა მ ი ნ თ ქ ე მათში სალმობანი.

დასევა:

დ ა ს ე ვ ა გული დაიპყრო გული.

დაშთენილნ-ი

დარჩენილი.

დრტვინვა:

დ რ ტ ვ ი ნ ვ ე ნ - ჩივიან, ბუზღუნებენ, შფოთავენ. ემუქმკებოდნენ იხ. მუქმკება.

5 ბარათაშვილის ლექსიკონი - ვ

▲back to top



 

ალალება:

მივალალებენ - დამიტირებენ.

ვლტოლა:

უკეთუ ვ ი ვ ლ ტ ო დ ე თ - თუ გავიქცევით; ი ვ ლ ა ნ - მირბიან, გარბიან; ე ვ ლ ტ ი ა ნ ი - გაურბიან.

6 ბარათაშვილის ლექსიკონი - ზ

▲back to top



 

ზე:

ჩემი მეფობა, ზე (დრო) დავასრულე.???

ზრახვა

ლაპარაკი: ვ ი ზ რ ა ხ ო - ვთქვა.

7 ბარათაშვილის ლექსიკონი - თ

▲back to top


თარაქამა

მომთაბარე თურქმენი.

თხზვა:

მ ი თ ხ ზ ა ვ ს გვირგვინსა გვირგვინს მიწნავს.

8 ბარათაშვილის ლექსიკონი - კ

▲back to top



 

კაბარდინელ-ი

ყაბარდოელი; კაბარდინკა ყაბარდოელი ქალი.

კაეშან-ი

დარდი, ნაღველი.

კაცად-კაცად-ი

თვითეული.

კოდილ-ი

დაჭრილი.

9 ბარათაშვილის ლექსიკონი - ლ

▲back to top


ლექს-ი სიტყვა:

ერთი ლ ე ქ ს ი თ - ერთი სიტყვით.

ლმობა:

ლ მ ო ბ ი ს ხმითა - მტკივნეული ხმით.

10 ბარათაშვილის ლექსიკონი - მ

▲back to top


მარაქა

ქალთა კრებული.

მაშვრალ-ი

დაქანცული, დაღლილი.

მახვრალ-ი

ვინც ოხრავს (ვალალებს).

მეყვსეულად

უცაბედად, მყის, უმალ.

მთენ-ი

მნათობი; მანათებელი.

მიმოობა

მი- და მო- ზმნისწინებიდან წარმოებული ხელოვნური სიტყვა: ფიქრნი მ ი მ ო ო ბ ი თ ა (მიფანტულად, იქით-აქეთ) განიბნევიან.

მიმქრქალებულ-ი

მიმქრალი.

მლალავ-ი

მოშუღე, მდევნელი.

მოარე

მოარული.

მოლხინება:

მ ო ე ლ ხ ი ნ ა რ ე - მოულხინე.

მორჭმულ-ი

უზრუნველყოფილი; დაჯილდოებული (ნიჭით).

მომღერალ-ი

მოთამაშე; მაცდური.

მოსხმა:

მ ო ვ ა ს ხ ნ ა (მოვფინო) შარავანდედი.

მოცდენა:

უშენოდ მ ო ს ც დ ე ს (მოისპოს) მხიარულება.

მსარჩვლელ-ი

მოსარჩლე, მექომაგე.

მსასოებელ-ი

მოიმედე.

მსჭვალვა:

გემსჭვალვის - გეთვისება.

მტკინავ-ი

მტკინავი, მტკივნეული.

მუნათება: ამუნათებს, აყვედრებს, ამადლებს.

მუქმკება:

თმანი ნაშალნი, მკერდზედ დაყრილნი, ემუქმკებოდენ მკერდზე დაყრილი ნაშალი თმები მუქჩრდილმფენით ამკობდნენ. სიტყვა „ემუქმკებოდენ“ საერთოდ ქართულ ენაში არ არსებობს. პოეტს იგი უსესხებია ჩახრუხაძის „თამარიანის“ გვიანდელი ხელნაწერებიდან. „შუქნი კრთებიან. ემუქმკებიან“ (უნდა იყოს: „შუქნი კრთებიან, ემუქფებიან“). „ემუქფებიან“ ზმნაში გადამწერებს ფ წაუკითხავსთ მკ-დ, რის შედეგადაც წარმოშობილა „ემუქმკებიან“. ამ უაზრო სიტყვას ნ. ბარათაშვილმა ახალი შინაარსი შესძინა და ამით მას ქართულ ლექსიკაში არსებობის უფლება მოუპოვა.

მქრქალ-ი

მიმქრალი.

მღერალ-ი

მომღერალი.

მღინავ-ი მღივან-ი („ღივ“-ძირიდან)

რასაც ღივი ამოაქვს: ვარდო, მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მ ღ ი ნ ა ვ ი. ვ. ბერიძესა და ს. იორდანიშვილის მოსაზრებით იგი მიღებულია „სიტყვისაგან „ღიმვა“ ღიმილის, სიხარულის მომგვრელი“ (ეს სიტყვა უკანასკნელი მნიშვნელობით გვხვდება ბესიკის ლექსში „შავნი შაშვნ“ - „არმოწყენით მომღერალნი, მ ღ ი ნ ა რ ნ ი“).

მჭმუნვარება

დარდი, ფიქრი.

11 ბარათაშვილის ლექსიკონი - ნ

▲back to top


ნამილ-ი

დანამული.

ნატამლობა

გავერანება; აოხრების შედეგად რომ აღარაფერი დარჩება; ძირ-ფესვიანად მოსპობა. (შდრ. „ნატამალი აღარ დარჩაო“).

ნაუნჯი

უნჯად (განძად) შენახული, დაუნჯებული.

ნაფურცლ-ი

გაშლილი: ვარდებრ ნაფურცლნი ვარდივით გაშლილნი.

ნელ-ი:

დილას მას ნ ე ლ ს, წყნარ (სასიამოვნო) დილას: სუნი შენი, ამო და ნ ე ლ ი (სასიამოვნო).

12 ბარათაშვილის ლექსიკონი - ო

▲back to top


ოცვნა

ოცნება.

13 ბარათაშვილის ლექსიკონი - პ

▲back to top


პირად-პირადად

მრავალფერად (შდრ. შავთელი: „პირად-პირადად განმშვენებულსა“).

პატიჟი

დასჯა.
 

14 ბარათაშვილის ლექსიკონი - რ

▲back to top


რონინ-ი

ნარნარით სიარული, „ხელით ტარება“ თვალთ ა რ ო ნ ი ნ ე ბ. - თვალებს საამურად ახელ.

15 ბარათაშვილის ლექსიკონი - ს

▲back to top


სადარ-ი:

გულს ნეტარება არ ასადარებს (ამხიარულებს).

სალბუნ-ი

მალამო; გადატ.: საამო, სასიამოვნო (შდრ. ვახტანგ VI: „სალბუნად გულისა“): გულს დააწყლულებდა ღიმილითა ე ს ა ლ ბ უ ნ ე ბ ი (მალამოდ ედები). ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს, მ ს ა ლ ბ უ ნ ე ბ ი ა ნ მე შეწუხებულს.

სამღერალო

სათამაშო.

სანუკველ-ი

სანუკვარი: ს ა ნ უ კ ვ ე ლ თ ა (სანატრელი, სასიხარულო) შობით. გრძნობა, ესთ ს ა ნ უ კ ვ ე ლ ი.

საქენჯნავ-ი

სინდისის შემაწუხებელი.

საყურე

საყურებელი - ასე საყურე, უცხო ს ა ყ უ რ ე

საშფოთველო

რაც შფოთს იწვევს, საშფოთი, საშფოთველი.

საცმელ-ი

ჩასაცმელი, სამოსელი: თვალნი ემოსა ცრემლით, გული - სევდით ს ა ც მ ლ ი თ  ა

საჭურე:

საფარი: და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა ექმნათ სა ჭ უ რ ე დ კართა ქართლისა.

სახიობა:

და გადმოსცემენ სახიობასა (მუსიკალურ ხმას), ტკბილის ოცნებით დამაძინარსა.

სირ-ი

ჩიტი, ფრინველი.

სპეტაკ-ი

თეთრი, წმინდა.

სტანც-ი

სტანიცა.

სურვა

სურვილი, წადილი.

სხივმფენარ-ი:

გულს ე ს ხ ი ვ მ ფ ე ნ ა რ ე გულს სხივებად მოეფინე, გული გაასხივოსნე (გაამხიარულე).



ტალავარ-ი

ფანჩატური, საჩრდილობელი.

ტყჳვი

 ტყვია.

16 ბარათაშვილის ლექსიკონი - უ

▲back to top


17 ბარათაშვილის ლექსიკონი - ფ

▲back to top


უკაბარდლო

კაბარდელი.

უმაგალითობა

ებრობა, შეუდარებლობა. წინა გამომცემლებს ამ სიტყვის მნიშვნელობა სწორედ ვერ აუხსნიათ და ავტოგრაფიული წაკითხვა „ძმების უმაგალითობა, თანხმობა“ შეუსწორებიათ ასე: „ძმების უ მ ა გ ა ლ ი თ ო თანხმობა“.

უცხო-უცხო

უცნობ: სხვადასხვა: თუმც უ ც ო-უ ც ხ ო თემად იარე თუმცა უცნობ თემებში დაიარებოდა. შდრ. ვეფხ.: „კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სდის უ ც ხ ო-უ ც ხ ო სიქები“ ან ავთანდილი „უ ც ხ ო  უ ც ხ ო თ ა ადგილთა საძებრად იარებოდა“ ნ. ბარათაშვილი ამ ტაეპითააქ შთაგონებული. ამიტომაც პოეტს პირველი ვარიანტი „თუმც უცხო და შორს თემად იარე“ შეუსწორებია წინამდებარე გამოცემაში მიღებული წაკითხვით.

უსატრფოე

უსატრფოესი, ძლიერ სატრფო (პოეტი აქ ხმარობს ძველ ფორმას).

ფაჩვნიერ-ი

ბალნიანი, ბეწვიანი.

ფრანტ-ი

კოხტაობს მოყვარული, კოპწია.

ფურცვნილ-ი

ფურცლებდაცვენილი.

18 ბარათაშვილის ლექსიკონი - ქ

▲back to top


ქველ-ი

გმირი, ქველმოქმედი.

ქიზგა

ქალი (ოსურად).

ქობშ-ი

სპ. გოვშ - ანგელოზი. (?)

19 ბარათაშვილის ლექსიკონი - ღ

▲back to top


ღართ-ი

ნაბადი, წამოსასხამი.

ღაწვ-ი

ლოყა: ღ ა წ ვ თ ზ ე - ღაწვთა ზედა (ღაწვებზე, ლოყებზე)

20 ბარათაშვილის ლექსიკონი - ყ

▲back to top


ყარიბ-ი

უთვისო; მგზავრი.

21 ბარათაშვილის ლექსიკონი - შ

▲back to top


შეაღვირება

აღვირს ამოდება, შეკავება.

შთენილ-ი

დარჩენილი.

შემოვედრება:

ე მ ო ვ ა ვ ე დ რ ე ბ  - ჩავაბარებ.

შემსჭვალვა:

არ შ ე ე მ ს ჭ ვ ა ლ ო. - არ შეეთვისო.

შეუორგულ-ი

ერთგული.

შეფრფინვა

ტრფიალება, სიყვარულით ტრფობა.

შუშურა:

სულ შუშურები გვასვა - სულ შუშხუნა ღვინო (?) გვასვა („ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ ეს სიტყვა საბას მიხედვით ახსნილია როგორც „წყალნარევი ღვინო“, მაგრამ ასეთი განმარტება მოცემულ კონტექსტს არ ესატყვისება).

22 ბარათაშვილის ლექსიკონი - ჩ

▲back to top


ჩიმი ქუნიმ

რას ვიზამთ, რა ვქნათ. ამ სიტყვის შესახებ ა. ბარამიძე წერს: „ნ. ბარათშვილის დროს თბილისში ჯერ კიდევ ისწავლებოდა სპარსული ენა. კერძოდ, სპარსული ენა უნდა სცოდნოდა ნ. ბარათაშვილსაც. საგულისხმოა, რომ ნ ბარათაშვილის გრ. ორბელიანისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში გვხვდება შემდეგი ფრაზა: „მითამ როდის და რაში არა ვყოფილვართ კარგნი, მაგრამ ჩ ი მ ი  ქ უ ნ ი მ“. დაყოფილი „ჩიმიქუნიმ“, რომლის განმარტება ჯერ არავის უცდია, სრული და წესიერი ფორმის სპარსული გამოთქმაა, რაც ნიშნავს: რა ვქნათ („მაგრამ რა ვქნათ“). ფრაზა კონტექსტის მიხედვით აზროვრივად თავის ადგილასაა“ (ა. ბარამიძე, ნარკვევები, II, გვ. 379).

ჩუსუმ-ი:

ჩ უ ს ს უ მ ე ბ ი არიანო - უცოდინარები (უვიცები) არიანო.

23 ბარათაშვილის ლექსიკონი - ც

▲back to top


24 ბარათაშვილის ლექსიკონი - ძ

▲back to top


ცვალებულ-ი

შეცვლილი.

ძლევა

გამარჯვება.

25 ბარათაშვილის ლექსიკონი - წ

▲back to top



 

წარტყვევნა:

წ ა რ უ ტ ყ ვ ე ვ ს თვალთა - თვალებს დაატყვევებს, თვალს წარსტაცებს.

წარხოცა:

წ ა რ ი ხ ო ც ე თ - (მოიწმინდეთ) ცრემლნიცა მწარნი.

წიაღ-ი

კალთა. შრდ. „განისვენა წიაღსა შინა აბრაჰამისასა“ („почилв лоне Авраама“).

წილობა

ხვედრი, წილი.

წინდ-ი

საწინდარი.

26 ბარათაშვილის ლექსიკონი - ჭ

▲back to top


ჭამად-ი

საჭმელი, სურსათ-სანოვაგე.

27 ბარათაშვილის ლექსიკონი - ხ

▲back to top


ხვაშიად-ი

 საიდუმლო, გულისნადები.

28 ბარათაშვილის ლექსიკონი - ჰ

▲back to top


ჰერან-ი

ერანი (ირანი). ავტოგრაფშია „თერანის“ (თეირანის). ამის მიხედვით შეიძლება „ჰერანი“-ც თეირანს ნიშნავდეს.

ჰუნარ-ი

უნარი: რაც ჰუნარები ჰქონდა, სულ აქ დაასრულა - რა უნარიც ჰქონდა, სულ აქ გამოაჩინა.

ურ-ი

შავთვალა (სპ.), „მუსლიმანური სამოთხის ბინადარი ლამაზ ქალი“ (ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონი).