უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ტ
ტააფე (Taaffe) ედუარდ – ავსტრიის სახელმწ. მოღვაწე (1833–1895)
ალ-ტაბარი აბუ ჯაფარ მუჰამად იბნ ჯარირ – არაბი ისტორიკოსი (838–ან 839–923)
ტაბარი ეჰსან, – იხ. თაბარი ე.
ტაბინშვეთი – ბირმის სახელმწიფოს, ტაუნგუს, მმართველი (1531–1550 წლებში)
ტაბმენ-ი (Tubman) უილიამ ვაკანარატ შადრაკ – ლიბერიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1895–1971)
ტაბმენ-ი (Tubman) ჰარიეტ – ზანგთა მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალი აშშ–ში (1820–1913)
ტადიჩ-ი (Тадиħ) იორიო იუგოსლავიელი ისტორიკოსი (1899–1969)
ტავერნიე (Tavernier) ჟან ბატისტ – ფრანგი ვაჭარი და მოგზაური (1605–1689)
ტაიამა კატაი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი – როკუია) – იაპონელი მწერალი (1871–1930)
ტაილორ-ი (Tylor) ედუარდ ბერნეტ – ინგლისელი ეთნოგრაფი (1832–1917)
ტაიოვსკი, გრეგორ-ტაიოვსკი (Gregor-Tajovský) იოსეფ – სლოვაკი მწერალი (1874–1940)
ტაიხმიულერ-ი (Teichmüller) გუსტავ – ფილოსოფოსი; წარმოშობით გერმანელი (1832–1888)
ტაკაკურა ტერუ – იაპონელი მწერალი (1891-1986)
ტაკამი ძიუნ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი – ტაკამა იოსიო) – იაპონელი მწერალი და კრიტიკოსი (1907–1965)
ტაკამურა კოტარო – იაპონელი პოეტი და მოქანდაკე (1883–1956)
ტაკაჰასი კორეკიო – იაპონელი ფინანსისტი და პოლიტ. მოღვაწე (1854–1936)
ტაკაჰირა კოგორო – იაპონელი დიპლომატი (1854–1926)
ტაკან კოდო ჰმაინ-ი – ბირმელი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და საზ. მოღვაწე (1876–1964)
ტაკიძავა ბაკინ – იაპონელი მწერალი (1767–1848)
ტალგრენ-ი (Tallgren) არნე მიჰაელ – ფინელი ისტორიკოსი და არქეოლოგი (1885–1945)
ტალევ-ი დიმიტრ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – დიმიტრ ტალევ პეტროვი) – ბულგარელი მწერალი (1898–1966)
ტალეირან-ი, ტალეირან-პერიგორი (Talleyrand-Périgord) შარლ მორის – ფრანგი დიპლომატი, სახელმწ. მოღვაწე (1754–1838)
ტალიენ-ი (Tallien) ჟან ლამბერ – საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე (1767–1820)
ტალიონი (Taglioni) მარია – იტალიელი ბალერინა (1804–1884)
ტალიხ-ი (Talich) ვაცლავ – ჩეხი დირიჟორი და მევიოლინე (1883–1961)
ტალმა (Talma) ფრანსუა ჟოზეფ – ფრანგი მსახიობი (1763–1826)
ტამაიო ი ბაუს-ი (Tamayo y Baus) მანუელ – ესპანელი დრამატურგი (1829–1898)
ტამან-ი (Tammann) გუსტავ ჰაინრიხ იოჰან აპოლონ – გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1861–1938)
ტამანიო (Tamagno) ფრანჩესკო – იტალიელი მომღერალი (1850–1905)
ტამაში (Tamási) არონ – უნგრელი მწერალი (1897–1966)
ტამბერლიკ-ი (Tamberlick) ენრიკო – იტალიელი მომღერალი (1820–1889)
ტამბო (Tambo) ოლივერ რეჯინალდ – სამხრ. აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1917-1993)
ტამბურინი (Tamburini) ანტონიო – იტალიელი მომღერალი (1800–1876)
ტამრონგ ნავასავატ-ი, იხ. დამრონგ ნავასავატი
ტან-ი – ჩინეთის საიმპერატორო დინასტია (618–907)
ტანაკა გიიტი – იაპონიის სახელმწ. და სამხ. მოღვაწე (1863–1929)
ტანგე კენძო – იაპონელი არქიტექტორი (1913-2005)
ტან-და (Tán-Dá, ფსევდ.; ნამდვ. სახელი – ნგუენ ქაკ ჰიეუ) – ვიეტნამელი მწერალი (1888–1939)
ტანერ-ი (Tanner) ვიაინე ალფრედ – ფინეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1881–1966)
ტან ინ-ი, ბო-ხუ, ძი-ვეი (ფსევდ.– ლიუ-ჟუ, ძიუი-ში) – ჩინელი ფერმწერი, კალიგრაფი, პოეტი (1470–1523)
ტანიძაკი ძიუნიტირო – იაპონელი მწერალი (1886–1965)
ტან სიანძუ – ჩინელი დრამატურგი და პოეტი (1550–1616)
ტან სიტუნ-ი – ჩინელი ფილოსოფოსი, პოლიტ. მოღვაწე, პოეტი (1865–1898)
ტანტია ტოპი (მეტსახელი; ნამდვ. სახელი – რამჩანდრა პანდურანგი – ინდოეთის სახალხო აჯანყების (1857–59) ერთ–ერთი ბელადი(1814–1859)
ტანუმა ოკიცუგუ – იაპონიის სახელმწ. მოღვაწე (1719–1788)
ტანჩიჩ-ი (Táncsics) მიხაი – უნგრელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1799–1884)
ტანჰოიზერ-ი (Tannhäuser) – გერმანელი პოეტი-მინეზინგერი (დაახლ. 1205–1270)
ტაო იუანმინ-ი (მეორე სახელი – ტაო ციანი – ჩინელი პოეტი ) (365–427)
ტარაფა იბნ აბდ ალ-ბაქრი – არაბი პოეტი (დაახლ. 543–569)
ტარდ-ი (Tarde) გაბრიელ – ფრანგი სოციოლოგი და კრიმინალისტი (1843–1904)
ტარდი (Tardy) ლაიოშ – უნგრელი ისტორიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, ქართველოლოგი (1914-1990)
ტარდიე (Tardieu) ანდრე – საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1876–1945)
ტარკვინიუს-ი ლუციუს პრისკუს (ძველი) (Lucius Tarquinius Priscus) - რომაული ტრადიციით, რომის მე-5 მეფე (ძვ. წ. 616–578)
ტარკვინიუს-ი ლუციუს სუპერბუს (ამაყი) (Lucius Tarquinius Superbus) – (რომაული ტრადიციით, რომის უკანასკნელი მე-7 მეფე (ძვ. წ. 534–510)
ტარნ-ი (Tarn) უილიამ ვუდთორპ – ინგლისელი ისტორიკოსი (1869–1957)
ტარსკი (Tarski) ალფრედ – პოლონელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (1902–1983)
ტარტალია (Tartaglia) ნიკოლო – იტალიელი მათემატიკოსი (1499–1557)
ტარტინი (Tartini) ჯუზეპე – იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი და პედაგოგი (1692–1770)
ტასლიცკი (Taslitzky) ბორის – ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1911-2005)
ტასმან-ი (Tasman) აბელ იანსზონ – ჰოლანდიელი ზღვაოსანი (1603–1659)
ტასო (Tasso) ტორკვატო – იტალიელი პოეტი (1544–1595)
ტასონი (Tassoni) ალესანდრო – იტალიელი პოეტი (1565–1635)
ტასოს-ი (Tassos) ალევიზოს – ბერძენი გრაფიკოსი (1914-1985)
ტატარესკუ გეორგე, იხ. ტეტერესკუ გ.
ტატუმ-ი (Tatum) ედუარდ – ამერიკელი ბიოქიმიკოსი და გენეტიკოსი (1909–1975)
ტაულერ-ი (Tauler) იოჰან – გერმანელი მოაზროვნე, მქადაგებელი (1300–1361)
ტაუნზ-ი (Townes) ჩარლზ – ამერიკელი ფიზიკოსი (დ. 1915)
ტაუსენ-ი (Tausen) ჰანს – დანიელი პოეტი, სატირიკოსი, პუბლიცისტი, რეფორმაციის მოღვაწე (1494–1561)
ტაუტ-ი (Taut) ბრუნო – გერმანელი არქიტექტორი და არქიტექტურის თეორეტიკოსი (1880–1938)
ტაუფერ-ი (Taufer) იირჟი – ჩეხი პოეტი (1911-1986)
ტაფტ-ი (Taft) უილიამ ჰაუარდ – აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1857–1930)
ტაქსილ-ი (Taxil) ლეო (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – გაბრიელ ანტუან ჟოგან-პაჟესი, Jogand-Pagès) – ფრანგი ჟურნალისტი (1854–1907)
ტაქსინ-ი, პია ტაქსინი – სიამის მხედართმთავარი და მეფე (1734–1782)
ტაშ-ი (Tasch) გეორგ – გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი ზემო ავსტრიაში (გ. 1597)
ტაშიცკი (Taszycki) ვიტოლდ – პოლონელი ენათმეცნიერი (1898-1979)
ტაციტუს-ი პუბლიუს კორნელიუს (Publius Cornelius Tacitus) – რომაელი მწერალი, ისტორიკოსი (დაახლ. 55–116)
ტაჰა მაჰმუდ-ი ალი – არაბი პოეტი (ეგვიპტე) (1902–1949)
ტაჰა ჰუსეინ-ი – არაბი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, საზ. მოღვაწე (ეგვიპტე) (1889–1973)
ტაჰირიდები, იხ. თაჰირიდები
ტებალდი (Tebaldi) რენატა – იტალიელი მომღერალი ქალი (1922-2004)
ტეგნერ-ი (Tegnér) ესაიას – შვედი პოეტი (1782–1846)
ტედერ-ი (Tedder) ართურ უილიამ – დიდი ბრიტანეთის მარშალი (1890–1967)
ტედესკო (Tedesco) ვიქტორ – ბელგიის პოლიტ. მოღვაწე (1821–1897)
ტეზი, ტეზი ტრამონტინი (Tesi Tramontini) ვიქტორია – იტალიელი მომღერალი ქალი (1700–1775)
ტეიარ დე შარდენ-ი (Teilhard de Chardin) პიერ – ფრანგი პალეონტოლოგი, ფილოსოფოსი, თეოლოგი (1881–1955)
ტეილორ-ი (Taylor) ბრუკ – ინგლისელი მათემატიკოსი (1685–1731)
ტეილორ-ი (Taylor) ჯეფრი ინგრამ – ინგლისელი მეცნიერი მექანიკის დარგში (1886–1975)
ტეირლინკ-ი (Teirlinck) ჰერმან – ბელგიელი მწერალი (1879–1967)
ტეისერან დე ბორ-ი (Teisserenc de Bort) ლეონ ფილიპ – ფრანგი მეტეოროლოგი (1855–1913)
ტეიტელბოიმ-ი (Teitelboim) ვოლოდია – ჩილეს საზ. მოღვაწე და მწერალი (1916-2008)
ტეკეი (Thököly) იმრე – ანტიჰაბსბურგული განმათავისუფლებელი ომის ხელმძღვანელი უნგრეთში (1657–1705)
ტეკლე აფევორკ – ეთიოპიელი ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე (დ. 1932)
ტეკლე ცადიკ მაკურია – ეთიოპიელი ისტორიკოსი (1914-1963)
ტეკუმსე (Tecumseh) – ინდიელთა ტომის, შონის, ბელადი (დაახლ. 1768–1813)
ტელეზიო (Telesio) ბერნარდინო – იტალიელი ფილოსოფოსი (1509–1588)
ტელემან-ი (Telemann) გეორგ ფილიფ – გერმანელი კომპოზიტორი, ორგანისტი, კაპელმაისტერი (1681–1767)
ტელერ-ი (Teller) ედუარდ – ამერიკელი ფიზიკოსი (1908-2003)
ტელმან-ი (Thālmann) ერნსტ – გერმანიისა და საერთაშ. მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886–1944)
ტემინ-ი (Temin) ჰაუარდ მარტინ – ამერიკელი ვირუსოლოგი (1934-1994)
ტემპერლი (Temperley) ჰაროლდ უილიამ უაზეილ – ინგლისელი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1879–1939)
ტენ-ი (Taine) იპოლიტ ადოლფ – ფრანგი ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, მწერალი, ისტორიკოსი (1828–1893)
ტენანტ-ი (Tennant) სმითსონ – ინგლისელი ქიმიკოსი (1761–1815)
ტენარ-ი (Thénard) ლუი ჟაკ – ფრანგი ქიმიკოსი (1777–1857)
ტენირს-ი (Teniers) დავით უმცროსი – ფლამანდელი ფერმწერი (1610–1690)
ტენის-ი (Tönnies) ფერდინანდ – გერმანელი სოციოლოგი (1855–1936)
ტენისონ-ი (Tennyson) ალფრედ – ინგლისელი პოეტი (1809–1892)
ტენცინგ-ი ნორგეი – მთამსვლელი; ეროვნებით შერპა, ინდოეთის მოქალაქე (1914–1986)
ტეოდორიანუ (Teodoreanu) იონელ – რუმინელი მწერალი (1897–1954)
ტე რანგი ჰიროა (Te Rangi Hiroa) ევროპული სახელი და გვარი – პიტერ ჰენრი ბაკი, Buck) – ახალზელანდიელი მეცნიერი და საზ. მოღვაწე (1880–1951)
ტერანი (Terragni) ჯუზეპე – იტალიელი არქიტექტორი (1904–1943)
ტერაჩინი (Terracini) უმბერტო ელია – იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1895–1983)
ტერბორხ-ი (Terborch, Ter Borch) გერარდ – ჰოლანდიელი ფერმწერი (1617–1681)
ტერბრიუგენ-ი (Terbrugghen, Ter Brugghen) ჰენდრიკ – ჰოლანდიელი ფერმწერი (1587 ან 1588–1629)
ტერენციუს-ი პუბლიუს აფრიკელი (Publius Terentius Afer) – რომაელი კომედიოგრაფი (დაახლ. ძვ. წ. 195 ან 185–159)
ტერესა დე ხესუს-ი (Teresa de Jesus) (საერო სახელი – ტერესა დე სეპედა ი აუმადა, Teresa de Cepeda y Ahumada) – ესპანელი მწერალი ქალი (1515–1582)
ტერი (Terry) ელენ ალის – ინგლისელი მსახიობი ქალი (1847–1928)
ტერმიე (Termier) პიერ მარი – ფრანგი გეოლოგი (1859–1930)
ტერნერ-ი (Turner) ნატ – ზანგი მონების აჯანყების ხელმძღვანელი აშშ-ში (1800–1831)
ტერნერ-ი (Turner) ფრედერიკ ჯექსონ – ამერიკელი ისტორიკოსი (1861–1932)
ტერნერ-ი (Turner) ჯოზეფ მელორდ უილიამ – ინგლისელი ფერმწერი (1775–1851)
ტერნერ-ი (Turner) ჰერბერტ ჰოლ – ინგლისელი ასტრონომი (1861–1930)
ტერპანდრე (Terpandros) – ძვ. ბერძენი პოეტი და მუსიკოსი (ძვ. წ. VII ს.)
ტერტულიანე კვინტუს სეპტიმუს ფლორენს (Quintus Septimus Florens Tertullianus) – ქრისტიანი ღვთისმეტყველი და მწერალი (დაახლ. 160–220-ის შემდეგ)
ტერცაგი (Terzaghi) კარლ – ამერიკელი ინჟინერი (1883–1963)
ტესინ-ი (Tessin) ნიკოდემუს უმცროსი – შვედი არქიტექტორი (1654–1728)
ტესლა (Tesla) ნიკოლა – გამომგონებელი ელექტროტექნიკისა და რადიოტექნიკის დარგში; წარმოშობით სერბი, მოღვაწეობდა უნგრეთში, საფრანგეთში და აშშ-ში (1856–1943)
ტეტერესკუ (Tătărăscu) გეორგე – რუმინეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1886–1957)
ტეტმაიერ-ი, ფშერვა ტეტმაიერი (Przerwa Tetmajer) კაზიმიეჟ – პოლონელი მწერალი (1865–1940)
ტეტჩერ-ი (თაჩერი, Thatcher) მარგარეტ ჰილდა – დიდი ბრიტანეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (დ. 1925)
ტექტანდერ-ი (Tectander) ფონ დერ იაბელ გეორგ – გერმანელი მოგზაური და დიპლომატი (გ. 1614)
ტეხა საბრე (Teja Zabre) ალფონსო – მექსიკელი მეცნიერი (1888–1962)
ტვენ-ი (Twain) მარკ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი, Clemens) – ამერიკელი მწერალი (1835–1910)
ტვრტკო I (Tvrtko) – ბოსნიის მეფე (1338–1391)
ტზარა ტრისტან, იხ. ტცარა ტ.
ტიან სინ ობ-ი, იხ. ჩან სინ ოპი
ტიან ძიან-ი (სრული სახელი – ტუნ ტიანძიანი) – ჩინელი პოეტი (დ. 1917)?
ტიან ხან-ი – ჩინელი დრამატურგი (1898-1968)
ტიბერიუს-ი კლავდიუს ნერონ (Tiberius Claudius Nero) – რომის იმპერატორი (ძვ. წ. 42 – ახ. წ. 37).
ტიბო (Thibaud) ჟაკ – ფრანგი მევიოლინე (1880–1953)
ტიბოდო (Thibaudeau) ანტუან – საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე (1765–1854)
ტიბულუს-ი ალბიუს (Albius Tibullus) – რომაელი პოეტი (დაახლ. ძვ. წ. 50 – 19/17)
ტიგემ-ი, ვან ტიგემი (van Tieghem) ფილიპ – ფრანგი ბოტანიკოსი და მიკრობიოლოგი (1839–1914)
ტიგლათფილესერ I – ასურეთის მეფე (ძვ. წ. 1114–1076)
ტიგლათფილესერ III – ასურეთის მეფე (ძვ. წ. 745–727)
ტიდემან-ი (Tidemand) ადოლფ – შვედი ფერმწერი (1814–1876)
ტიეპოლო (Tiepolo) ჯოვანი ბატისტა – იტალიელი ფერმწერი, გრავიორი (1696–1770)
ტიერ-ი (Thiers) ადოლფ – საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე, ისტორიკოსი (1797–1877)
ტიერი (Thierry) ოგიუსტენ – ფრანგი ისტორიკოსი (1795–1856)
ტიიო (Tilho) ჟან ოგიუსტ მარი – ფრანგი აფრიკის მკვლევარი (1875–1956)
ტიკ-ი (Tieck) ლუდვიგ იოჰან – გერმანელი მწერალი (1773–1853)
ტიკამაცუ მონძაემონ (ნამდვ. სახელი – სუგიმორი ნობუმორი) – იაპონელი დრამატურგი (1653–1724)
ტილ-ი (Tyl) იოსეფ კაეტან – ჩეხი მწერალი, დრამატურგი (1808–1856)
ტილაკ-ი ბალგანგადჰარ – ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; მეცნიერი (1856–1920)
ტილდენ-ი (Tilden) უილიამ ოგასტეს – ინგლისელი ქიმიკოსი (1842–1926)
ტილი (Tilly) იოჰან ცერკლას – ავსტრიელი მხედართმთავარი (1559–1632)
ტილიე (Tillier) კლოდ – ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი (1801–1844)
ტილიხ-ი (Tilich) პაულ – გერმანელი და ამერიკელი პროტესტანტი თეოლოგი და ფილოსოფოსი (1886–1965)
ტიმეოს-ი (Timaios) – ძვ. ბერძენი ისტორიკოსი (დაახლ. ძვ. წ. 356 – დაახლ. 260)
ტიმერმანს-ი (Timmermans) ფელიქს – ბელგიელი მწერალი და მხატვარი (1886–1947)
ტიმიენიეცკი (Tymieniecki) კაზიმიეჟ – პოლონელი ისტორიკოსი (1887–1968)
ტიმოლეონტ-ი (Timoleōn, ontos) – ძვ. ბერძენი პოლიტ. მოღვაწე და მხედართმთავარი (დაახლ. ძვ. წ. 411 – დაახლ. 337)
ტიმონედა (Timoneda) ხუან დე – ესპანელი მწერალი და გამომცემელი (1490–1583)
ტიმრავა (Timrava, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ბოჟენა სლანჩიკოვა, Slančiková) – სლოვაკი მწერალი ქალი (1867–1951)
ტინბერგენ-ი (Tinbergen) იან – ჰოლანდიელი ეკონომისტი (1903-1994)
ტინბერგენ-ი (Tinbergen) ნიკოლას – ნიდერლანდელი ზოოლოგი და ეთოლოგი (1907-1988)
ტინგ-ი (Ting) სემიუელ – ამერიკელი ფიზიკოსი (დ. 1936)
ტინდალ-ი (Tyndall) ჯონ – ინგლისელი ფიზიკოსი (1820–1893)
ტინტორეტო (Tintoretto; საკუთრივ – რობუსტი, Robusti) იაკოპო – იტალიელი ფერმწერი (1518–1594)
ტიპუ-სულთან-ი – მაისურის სამთავროს (ინდოეთი) გამგებელი (1750–1799)
ტირადენტის-ი (Tiradentes; ნამდვ. სახელი და გვარი – ჟოაკინ ჟოზე და სილვა შავიერი, Silva Xavier) – რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელი ბრაზილიაში (1748–1792)
ტირელ-ი (Tyrrell) ჯორჯ უოლტერ – ინგლისელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1883–1961)
ტირლოვა (Tyrlová) ჰერმინა – ჩეხოსლოვაკიელი რეჟისორ-მულტიპლიკატორი, მხატვარი ქალი (1900-1993)
ტირპიც-ი (Tirpitz) ალფრედ ფონ – გერმანელი სამხ.-საზღვაო და პოლიტ. მოღვაწე (1849–1930)
ტირსო დე მოლინა (Tirso de Molina, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – გაბრიელ ტელიესი, Téllez) – ესპანელი მწერალი (1571 ან დაახლ. 1583–1648)
ტირტეოს-ი (Tyrtaios) – ძვ. ბერძენი პოეტი (ძვ. წ. VII ს. II ნახ.)
ტისა (Tisza) იშტვან – უნგრეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1861–1918)
ტისა (Tisza) კალმან – უნგრეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1830–1902)
ტისანდიე (Tissandier) გასტონ – ფრანგი აერონავტი (1843–1899)
ტისელიუს-ი (Tiselius) არნე – შვედი ბიოქიმიკოსი (1902–1971)
ტისერან-ი (Tisserand) ფრანსუა – ფრანგი ასტრონომი (1845–1896)
ტისო (Tiso) იოსეფ – სლოვაკიის პოლიტ. მოღვაწე (1887–1947)
ტიტა რუფო (Titta Ruffo, ნამდვ. სახელი და გვარი – კაფიერო ტიტა რუფო) – იტალიელი მომღერალი (1877–1953)
ტიტო, ბროზ ტიტო (Broz Tito) იოსიპ – იუგოსლავიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, იუგოსლავიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1892–1980)
ტიტულესკუ (Titulescu) ნიკოლაე – რუმინეთის პოლიტ. მოღვაწე და დიპლომატი (1882–1941)
ტიტუს-ი ფლავიუს ვესპასიანე (Titus Flavius Vespasianus) – რომის იმპერატორი (39–81)
ტიუდორ-ი (Tudor) ანტონი – ინგლისელი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი და პედაგოგი (1909-1987)
ტიუდორები (Tudor) – სამეფო დინასტია ინგლისში (1485–1603)
ტიურგო (Turgot) ან რობერ ჟაკ – საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე, ფილოსოფოს-განმანათლებელი და ეკონომისტი (1727–1781)
ტიურენ-ი (Turenne) ანრი დე ლატურ დ'ოვერნი (La Tour D'Auvergne) ვიკონტ დე – ფრანგი მხედართმთავარი, საფრანგეთის მარშალი (1611–1675)
ტიურინგ-ი (Turing) ალან მეთისონ – ინგლისელი მათემატიკოსი და კიბერნეტიკოსი (1912–1954)
ტიურო-დანჟენ-ი (Thureau-Dangin) ფრანსუა – ფრანგი ასირიოლოგი და შუმეროლოგი (1872–1944)
ტიშბაინ-ი (Tischbein) იოჰან ფრიდრიხ ავგუსტ – გერმანელი ფერმწერი (1750–1812)
ტიშბაინ-ი (Tischbein) იოჰან ჰაინრიხ ვილჰელმ – გერმანელი ფერმწერი (1751–1829)
ტიშკა (Tyszka) იან [ნამდვ. სახელი და გვარი – იოგიხესი ( Jogiches) ლეო] – პოლონეთისა და გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1867–1919)
ტიჩენერ-ი (Titchener) ედუარდ ბრედფორდ – ამერიკელი ფსიქოლოგი (1867–1927)
ტიციან-ი (ნამდვ. სახელი და გვარი – ტიციანო ვეჩელიო, Tiziano Vecellio) – იტალიელი ფერმწერი (1476/77-80 ან 1488-90 – 1576)
ტიციუს-ი (Titius) იოჰან დანიელ – გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1729–1796)
ტიხაჩეკ-ი (Tichatschek, Ticháček) იოსეფ ალოის – ჩეხი მომღერალი (1807–1886)
ტიჯანი იუსუფ ბაშირ – არაბი პოეტი (სუდანი) (1912–1937)
ტობა სოძიო (ნამდვ. სახელი – კაკუიუ) – იაპონელი ფერმწერი (1053–1140)
ტოგო ჰეიჰატირო – იაპონელი სამხ.-საზღვაო მოღვაწე, ფლოტის ადმირალი (1847–1934)
ტოდ-ი (Todd) ალეგზანდერ – ინგლისელი ქიმიკოსი (1907-1997)
ტოდოროვ-ი (Тодоров) პეტკო იურდანოვ – ბულგარელი მწერალი (1879–1916)
ტოდოროვ-ი (Тодоров) სტანკო – ბულგარეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1920-1996)
ტოიამა მიცურუ – იაპონიის პოლიტ. მოღვაწე (1855–1944)
ტოიამა სიგეკი – იაპონელი ისტორიკოსი (დ. 1914)
ტოინბი (Toynbee) არნოლდ – ინგლისელი ისტორიკოს-ეკონომისტი (1852–1883)
ტოინბი (Toynbee) არნოლდ ჯოზეფ – ინგლისელი ისტორიკოსი და სოციოლოგი (1889–1975)
ტოიო ოდა – იხ. სესიუ
ტოიოკუნი უტაგავა – იაპონელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1769–1825)
ტოიოტომი ჰიდეიოსი – იაპონელი მხედართმთავარი და სახელმწ. მოღვაწე (1536–1598)
ტოკვილ-ი (Tocqueville) ალექსის – ფრანგი სოციოლოგი, ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1805–1859)
ტიკუგავა – სიოგუნების (იაპონიის სამხ.-ფეოდ. მმართველების) დინასტია (1603–1867)
ტოკუგავა იეიასუ – იაპონელი ფეოდალი; სიოგუნების დინასტიის, ტოკუგავას, დამაარსებელი (1542–1616)
ტოკუდა კიუიტი – იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894–1953)
ტოკუდა სიუსეი – იაპონელი მწერალი (1871–1943)
ტოკუნაგა სუნაო – იაპონელი მწერალი (1899–1958)
ტოკუტომი როკა (ფსევდ.; ნამდვილი სახელი – კენძირო) – იაპონელი მწერალი (1868–1927)
ტოლანდ-ი (Toland) ჯონ – ინგლისელი ფილოსოფოსი (1670–1722)
ტოლბერტ-ი (Tolbert) უილიამ რიჩარდ – ლიბერიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1913-1980)
ტოლბოტ-ი (Talbot) უილიამ ჰენრი ფოქს – ინგლისელი მეცნიერი, ფოტოგრაფიის ერთ-ერთი გამომგონებელი (1800–1877)
ტოლენ-ი (Tolain) ანრი ლუი – საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1828–1897)
ტოლერ-ი (Toller) ერნსტ – გერმანელი მწერალი (1893–1939)
ტოლიატი (Togliatti) პალმირო (ფსევდ. – ერკოლი და სხვ.) იტალიის კომუნისტური და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1893–1964)
ტოლმენ-ი (Tolman) ედუარდ ჩეის – ამერიკელი ფსიქოლოგი (1886–1959)
ტოლნაი (Tolnay) კლარი – უნგრელი მსახიობი ქალი (1914-1998)
ტომა (Thomas) ალბერ – საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე, ისტორიკოსი (1878–1932)
ტომა (Thomas) შარლ ლუი ამბრუაზ – ფრანგი კომპოზიტორი (1811–1896)
ტომა დე ტომონ-ი (Thomas de Thomon) ჟან – რუსი არქიტექტორი; წარმოშობით ფრანგი (1760–1813)
ტომაზეო (Tommaseo) ნიკოლო (ფსევდ.; ნამდვილი გვარი – ტომაშიჩი, Tomašić) – იტალიელი მწერალი (1802–1874)
ტომაზი დი ლამპედუზა (Tomasi di Lampedusa) ჯუზეპე – იტალიელი მწერალი (1896–1957)
ტომას-ი (Thomas) დილან – ინგლისელი პოეტი (1914–1953)
ტომას-ი (Thomas) სიდნი გილკრისტ – ინგლისელი მეტალურგი (1850–1885)
ტომას-ი (Thomas) უილიამ აიზეკ – ამერიკელი სოციოლოგი (1863–1947)
ტომბალბაი (Tombalbaye) ნ' გარტა (1973-მდე ატარებდა სახელ ფრანსუას) – ჩადის რესპუბლიკის სახელმწ. მოღვაწე (1918–1975)
ტომეკ-ი (Tomek) ვაცლავ ვლადივოი – ჩეხი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1818–1905)
ტომირ-ი (Thomire) პიერ ფილიპ – ფრანგი მოქანდაკე (1751–1843)
ტომისლავ-ი (Tomislav) –ხორვატიის მთავარი, შემდეგ – მეფე (X ს.)
ტომონაგა სინიტირო – იაპონელი ფიზიკოსი (1906–1979)
ტომპა (Tompa) ფერენც – უნგრელი არქეოლოგი (1893–1945)
ტომსონ-ი (Thomson), ლორდ კელვინი (Kelvin) უილიამ – ინგლისელი ფიზიკოსი (1824–1907)
ტომსონ-ი (Thomson) ჩარლზ უაივილ – შოტლანდიელი ოკეანოგრაფი და ბიოლოგი (1830–1882)
ტომსონ-ი (Thomson) ჯეიმზ – ინგლისელი პოეტი (1700–1748)
ტომსონ-ი (Thomson) ჯოზეფ – ინგლისელი გეოლოგი, აფრიკის მკვლევარი (1858–1895)
ტომსონ-ი (Thomson) ჯოზეფ ჯონ – ინგლისელი ფიზიკოსი (1856–1940)
ტომსონ-ი (Thomson) ჯორჯ პაჯიტ – ინგლისელი ფიზიკოსი (1892-1975)
ტომფსონ-ი (Thompson) უილიამ – ირლანდიელი სოციოლოგი და ეკონომისტი, სოციალისტ-უტოპისტი (დაახლ. 1785–1833)
ტომშიჩ-ი (Tomšić) ტონე – იუგოსლავიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1910–1942)
ტო ნგოკ ვან-ი (To Ngoc Vân) – ვიეტნამელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1906–1954)
ტონ დიკ თანგ-ი (Tôn Ðú'c Thăng) – რევოლუციური მოძრაობის ვეტერანი ვიეტნამში (1888–1980)
ტონევ-ი (Тонев) ლიუბენ – ბულგარელი არქიტექტორი (1908-2001)
ტონ თატ თუეტ-ი (Tôn Thât Thuyêt) – ვიეტნამის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1839-1913)
ტონ თატ ტუნგ-ი (Tôn Thât Tung) - ვიეტნამელი ქირურგი (1912-1982)
ტოპელიუს-ი (Topelius) ცაკარიას – ფინელი მწერალი (1818–1898)
ტოპეტე ი კარბალიო (Topete y Carballo) ხუან ბაუტისტა – ესპანეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1821–1885)
ტოპირჩანუ (Topîrceanu) ჯორჯე – რუმინელი პოეტი (1886–1937)
ტორდენშელდ-ი (Tordenskjold) პეტერ (ნამდვ. გვარი – ვესელი. Wessel) – დანიის ფლოტის უფროსი, ვიცეადმირალი; ეროვნებით ნორვეგიელი (1691–1720)
ტორეზ-ი (Thores) მორის – საფრანგეთისა და საერთაშორისო მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1900–1964)
ტორეზ-ვერმერშ-ი (Thorez-Vermeersch) ჟანეტ – საფრანგეთისა და საერთაშორისო ქალთა მოძრაობის მოღვაწე. მ. ტორეზის მეუღლე (1910-2001)
ტორელ-ი (Torell) ოტო მარტინ – შვედი გეოლოგი (1828–1900)
ტორენზ-ი (Torrens) რობერტ – ინგლისელი ეკონომისტი (1780–1864)
ტორენო (Toreno), კეიპო დე ლიანო რუის დე სარავია (Queipo de Llano Ruiz de Saravia) ხოსე მარია – ესპანეთის პოლიტ. მოღვაწე და ისტორიკოსი (1786–1843)
ტორეს-ი (Torres) ლუის ვაეს დე – ესპანელი ზღვაოსანი [1560–1614(?)]
ტორეს ნაარო (Torres Naharro) ბარტოლომე დე – ესპანელი დრამატურგი (XV ს. დასასრ. – დაახლ. 1531)
ტორიი რიუძო – იაპონელი ეთნოგრაფი და არქეოლოგი (1870–1953)
ტორიუს-ი სპურიუს (Spurius Torius) – რომაელი სახელმწ. მოღვაწე, სახალხო ტრიბუნი (ძვ. წ. II ს.)
ტორიჩელი (Torricelli) ევანჯელისტა – იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1608–1647)
ტორკემადა (Torquemada) ტომას – ინკვიზიციის მეთაური ესპანეთში, დომინიკელი ბერი (დაახლ. 1420–1498)
ტოროპ-ი (Toorop) იან (იოჰანეს) თეოდორ – ჰოლანდიელი ფერმწერი, გრაფიკოსი, მინანქრის ოსტატი, კერამიკოსი (1858–1928)
ტოროპ-ი (Toorop) ჩარლი (საკუთრივ – ანი კაროლინ პონტიფექსი) – ჰოლანდიელი ფერმწერი ქალი (1891–1955)
ტორსტენსონ-ი (Torstenson) ლენარტ – შვედი მხედართმთავარი, ფელდმარშალი (1603–1651)
ტოსკანელი (Toscanelli) პაოლო დელ პოცო – იტალიელი სწავლული, ჰუმანისტი, კოსმოგრაფი და ასტრონომი (1397–1482)
ტოსკანინი (Toscanini) არტურო – იტალიელი დირიჟორი (1867–1957)
ტოტილა (Totila), ბადუილა (Baduila) – ოსტგუთების მეფე (გ. 552)
ტოტო (Toto, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ანტონიო დე კურტის-გალიარდი, De Curtis-Galiardi) – იტალიელი მსახიობი (1901–1967)
ტოუნ-ი (Tone) თიობოლდ უოლფ – ირლანდიელი რევოლუციური დემოკრატი (1763–1798)
ტოფლერ-ი (Toffler) ალვინ – ამერიკელი სოციოლოგი და პუბლიცისტი (დ. 1928)
ტოძიო ჰიდეკი – ერთ-ერთი იაპონელი მთავარი სამხედრო დამნაშავე II მსოფლიო ომის დროს, გენერალი (1884–1948)
ტრაეტა (Traetta) ტომაზო – იტალიელი კომპოზიტორი (1727–1779)
ტრაიანე მარკუს ულპიუს (Marcus Ulpius Traianus) – რომის იმპერატორი (53–117)
ტრაიკოვ-ი (Траиков) გეორგი – ბულგარეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1898–1975)
ტრაიჩკე (Treitschke) ჰაინრიხ – გერმანელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1834–1896)
ტრაკლ-ი (Trakl) გეორგ – ავსტრიელი პოეტი (1887–1914)
ტრამბლე (Trembley) აბრაამ – შვეიცარიელი ნატურალისტი (1710–1784)
ტრამბულ-ი (Trumbull) ჯონ – ამერიკელი ფერმწერი (1756–1843)
ტრანმელ-ი (Tranmael) მარტინ – ნორვეგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1879–1967)
ტრაორე (Traore) მუსა – მალის რესპუბლიკის პოლიტ. მოღვაწე (დ. 1936)
ტრაუგუტ-ი რომუალდ – პოლონეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1826–1864)
ტრებ-ი (Treub) მელხიორ – ჰოლანდიელი ბოტანიკოსი (1851–1910)
ტრედუელ-ი (Treadwell) ფრედერიკ პირსონ – შვეიცარიელი ქიმიკოსი (1857–1918)
ტრეველიან-ი (Trevelyan) ჯორჯ მაკოლი – ინგლისელი ისტორიკოსი (1876–1962)
ტრევითიკ-ი (Trevithick) რიჩარდ – ინგლისელი გამომგონებელი (1771–1833)
ტრევირანუს-ი (Treviranus) გოტფრიდ რაინჰოლდ – გერმანელი ბუნებისმეტყველი (1776–1837)
ტრევირანუს-ი (Treviranus) ლუდოლფ კრისტიან – გერმანელი ბოტანიკოსი და ექიმი (1779–1864)
ტრეისი (Tracy) სპენსერ – ამერიკელი კინომსახიობი (1900–1967)
ტრეიჯერ-ი (Trager) ჯორჯ ლენარდ – ამერიკელი ენათმეცნიერი (1906-1992)
ტრელჩ-ი (Troeltsch) ერნსტ – გერმანელი პროტესტანტი თეოლოგი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი და რელიგიის ისტორიკოსი (1865–1923)
ტრემბეცკი (Trembecki) სტანისლავ – პოლონელი პოეტი (დაახლ. 1739–1812)
ტრენდელენბურგ-ი (Trendelenburg) ფრიდრიხ ადოლფ – გერმანელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი (1802–1872)
ტრეპკოვსკი (Trepkowski) ტადეუშ – პოლონელი გრაფიკოსი (1914–1954)
ტრი (Tree) ჰერბერტ ბირბომ – ინგლისელი მსახიობი, ანტრეპრენიორი, რეჟისორი (1853–1917)
ტრიბონიანე (Tribōnianos) – ბიზანტიელი იურისტი (გ. დაახლ. 545)
ტრიდონ-ი (Tridon) ედმ მარი გიუსტავ – ფრანგი რევოლუციონერი (1841–1871)
ტრიკარ-ი (Tricart) ჟან – ფრანგი გეოლოგი და გეომორფოლოგი (1920-2003)
ტრიოლე (Triolet) ელზა – ფრანგი მწერალი ქალი (1896–1970)
ტრირ-ი (Trier) გერსონ – დანიის პოლიტ. მოღვაწე (1851–1918)
ტრისინო (Trissino) ჯანჯორჯო – იტალიელი მწერალი (1478–1550)
ტრიუდო (Trudeau) პიერ ელიოტ – კანადის სახელმწ. მოღვაწე (1919-2000)
ტრიუფო (Truffaut) ფრანსუა – ფრანგი კინორეჟისორი (1932–1984)
ტრნკა (Trnka) ბოჰუმილ – ჩეხი ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე (1895-1984)
ტრნკა (Trnka) იირჟი – ჩეხოსლოვაკიელი რეჟისორ-მულტიპლიკატორი (1912–1969).
ტროგუს-ი პომპეუს (Pompeius Trogus) – რომაელი ისტორიკოსი (ძვ. წ. I ს. – ახ. წ. I ს.)
ტროლ-ი (Troll) ვილჰელმ – გერმანელი ბოტანიკოსი (1897–1978)
ტროლ-ი (Troll) კარლ – გერმანელი გეოგრაფი (1899–1975)
ტროლოპ-ი (Trollope) ანტონი – ინგლისელი მწერალი (1815–1882)
ტრომბეტი (Trombetti) ალფრედო – იტალიელი ენათმეცნიერი (1866–1929)
ტრომპ-ი (Tromp) კორნელის – ნიდერლანდის ფლოტის მეთაური (1629–1691)
ტრომპ-ი (Tromp) მარტენ ჰარპერტსზონ – ნიდერლანდის ფლოტის მეთაური (1598–1653)
ტროშიუ (Trochu) ლუი ჟიულ – საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1815–1896)
ტრპიმიროვიჩები (Trpimiroviči) - სამეფო დინასტია ხორვატიაში (IX-XI სს.)
ტრუაია (Troyat) ანრი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ლევ ტარასოვი) – ფრანგი მწერალი (1911-2007)
ტრუაიონ-ი (Troyon) კონსტან – ფრანგი ფერმწერი (1810–1865)
ტრუბარ-ი (Trubar) პრიმოჟ – სლოვენი მწერალი (1508–1586)
ტრულსტრა (Troelstra) პიტერ იელეს – ნიდერლანდის პოლიტ. მოღვაწე (1860–1930)
ტრუმბიჩ-ი (Trumbić) ანტე – ხორვატიისა და იუგოსლავიის პოლიტ. მოღვაწე (1864–1938)
ტრუმენ-ი (Truman) ჰარი – აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1884–1972)
ტრუხილიო, ტრუხილიო მოლინა (Trujillo Molina) რაფაელ ლეონიდას – დომინიკელთა რესპუბლიკის დიქტატორი (1891–1961)
ტუ, დე ტუ (de Thou, ლათ. Thuanus) ჟაკ ოგიუსტ – საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე, ისტორიკოსი (1553–1617)
ტუან-ი ფამ, იხ. ფამ ტუანი
ტუბი თაუფიკ – ისრაელის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1922-2011)
ტუენჰოფელ-ი (Twenhofel) უილიამ ჰენრი – ამერიკელი გეოლოგი (1875–1957)
ტუვიმ-ი (Tuwim) იულიან – პოლონელი პოეტი (1894–1953)
ტუკარამ-ი – ინდოელი პოეტი (1608–1649)
ტულსიდას-ი – ინდოელი პოეტი (დაახლ. 1532–1624)
ტულუზ-ლოტრეკ-ი (Toulouse-Lautrec) (საკუთრივ – ტულუზ-ლოტრეკ-მონფა, Toulouse-Lautrec-Monfa) ანრი მარი რაიმონ დე – ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1864–1901)
ტულუნიდები – ეგვიპტის გამგებელთა დინასტია (868–905)
ტუ მო (Tu Mõ, ფსევდ.; ნამდვ. სახელი – ჰო ჩაუნგ ჰიეუ) – ვიეტნამელი პოეტი და დრამატურგი (დ. 1900)
ტუნისი ხაირ ალ-დინ, იხ. ხაირ ალდინ ალ-ტუნისი
ტუორტ-ი (Twort) ფრედერიკ – ინგლისელი მიკრობიოლოგი (1877–1950)
ტუპაკ ამარუ (Tupac Amaru) – ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი პერუელი ინდიელების წინამძღოლი (გ. 1571)
ტუპაკ ამარუ (ნამდვ. სახელი და გვარი – ხოსე გაბრიელ კონდორკანკი, Condorcanqui) – ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი პერუელი ინდიელების წინამძღოლი (დაახლ. 1740–1781)
ტურა (Tura) კოზიმო (შეარქვეს კოსმე) – იტალიელი ფერმწერი (1429 ან 1430–1495)
ტურატი (Turati) ფილიპო – იტალიის პოლიტ. მოღვაწე, პუბლიცისტი (1857–1932)
ტურე (Touré) სეკუ, აჰმედ სეკუ – გვინეის რესპუბლიკის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1922–1984)
ტურნეფორ-ი (Tournefort) ჟოზეფ – ფრანგი ბოტანიკოსი და ექიმი (1656–1708)
ტურ პრამუდია ანანტა (Toer Pramoedya Ananta) – ინდონეზიელი მწერალი (1925-2006)
ტურტიაინენ-ი (Turtiainen) არვო ალბინ – ფინელი პოეტი და საზ. მოღვაწე (1904-1980)
ტუსარ-ი (Tusar) ვლასტიმილ – ჩეხიის პოლიტ. მოღვაწე (1880–1924)
ტუსელ-ი (Tousseul) ჟან (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ოლივიე დეჟე, Degée) – ბელგიელი მწერალი (1890–1944)
ტუსენ ლუვერტიურ-ი (Toussaint Louverture) ფრანსუა დომინიკ – ჰაიტის განმათავისუფლებელი ბრძოლის ხელმძღვანელი (1743–1803)
ტუტანხამონ-ი – ეგვიპტის ფარაონი (დაახლ. ძვ. წ. 1400 – დაახლ. 1392)
ტუტუოლა (Tutuola) ამოს – ნიგერიელი მწერალი (1920-1997)
ტუცოვიჩ-ი (Туцовиħ) დიმიტრიე – სერბიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1881–1914)
ტუხოლსკი (Tucholsky) კურტ – გერმანელი პოეტი და პუბლიცისტი (1890–1935)
ტშებიატოვსკი (Trzebiatowski) ვლოძიმიეჟ – პოლონელი ქიმიკოსი (დ. 1906)?
ტცარა (Tzara) ტრისტან (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – სამი როზენშტოკი, Rosenstock) – ფრანგი პოეტი; წარმოშობით რუმინელი ებრაელი (1896–1963)