შანიძე აკაკი
ქართული ეროვნული ჰიმნი (ალიფაშას ხმაზე)
აბა, ფხიზლად ქართველებო, მივყვეთ მამა-პაპის კვალსა! მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მთა და ველი: იყო
დრო , როს მმართველობა, სამართალი გვქონდა სხვისი, სად არ
დგმულა ჩვენი ფესვი: სისხლი სად არ დაგვიღვრია? ოთხი
დიდი სახელმწიფო მოგვიჭამ-გაგვიცვეთია: სამი ათას
წელზე მეტი გვიცხოვრია, როგორც ერსა.
სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და რიონ-მტკვარი, აბა,
ფხიზლად, ქართველებო! მივყვეთ მამა-პაპის კვალსა! 5
დეკემბერი, 1917 წ. დედაქალაქი
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვაღებთ დარიალსა!
მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი,
სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი -
ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა, ყველა მაშრიყ-მაღრიბელი.
ბაღდათსა თუ ყარაყორუმს გზები გვედო ათას დღისი.
მტრისგან ბევრჯელ დარბეულა ტფილისი და ქუთაისი,
იმედს მაინც არ ვკარგავდით - სული გვახლდა შოთაისი.
ერანს, თურანს, ავღანისტანს - ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.
ფიცხელ ომში გახურვებულთ ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია,
ჩვენის სისხლით შეღებილი ვისლა დღესაც არის მღვრია.
სადღა არის ძველი რომი ან ძლიერი სპარსეთია?
არაბების ძლიერება, ამბობენ, დღეს ზღვის წვეთია.
ვის ახსოვან მონღოლები? სხვების ბედიც აგეთია!
მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.
უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.
გვიმღერნია, კვლავაც ვიმღერთ ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა.
სანამ თავზე მცველად გვადგას ცივ-გომბორი, ლიხ-მყინვარი,
არ მომკვდარა, არც მოკვდება საქართველო მოცინარი;
მეტად აღარ შემცირდება მისი სივრცე, მისი მზღვარი.
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს, ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!