ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ღ

ღირსება (Dignity) - „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის (მუხლი 40) თანახმად, ბავშვთან მოპყრობა ხელს უნდა უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელობის გრძნობის განვითარებას. ეს პრინციპი ეხმაურება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანაბარი უფლებებითა და ღირსებით.

ღირსებისა და ადამიანის მნიშვნელობის ეს ფუნდამენტური უფლება, ხაზგასმითაა მოხსენიებული კონვენციის პრეამბულაში, მისი დაცვა აუცილებელია ბავშვთან დაკავშირებული პროცესის მიმდინარეობისას, დაწყებული სამართალდამცავ ორგანოებთან მისი პირველი კონტაქტით და დამთავრებული, ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი ზომის გატარებით.