იოვანე საბანისძე: აბოს წამება (წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა...

იოვანე საბანისძე: აბოს წამება
(წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა აბოჲსი, რომელი იწამა ქართლსა შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა)


 სასკოლო ლექსიკონები 

შესავალი

მე, სამოელ,  ქრისტჱს მიერ ქართლისა კათალიკოზი, უფალსა იოვანეს საბანისძესა, სულიერად შვილსა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და საყუარელსა ჩუენსა, ლოცვით უფლისა მიერ მოგიკითხავ; მშჳდობაჲ იყავნ შენ ზედა და ყოველთა სახლისა შენისა კრებულთა ქრისტჱს მიერ!

ჩუენ თჳთ უწყით წადიერებაჲ შენი ღმერთისმსახურებისათჳს და ღმრთივმიმადლებული შენი მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ და გულსმოდგინებაჲ შენი კეთილთა საქმეთა მოღუაწებისათჳს. შენ თჳთ უწყი სანატრელისა ამის ახლისა მოწამისა ჰაბოჲსი, რომელი დღეთა ამათ ჩუენთა იმარტჳლა მეოხად ქრისტჱს მიმართ ჩუენდა და ყოვლისა ამის სოფლისა ჩუენისა ქართლისათჳს.

მნებავს, რაჲთა დაიწეროს სანატრელისა ამისცა მარტჳლობაჲ, ვითარცა პირველთა მათ ქრისტჱს მოწამეთაჲ, და დაიდვას იგიცა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსაჴსენებელად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა.

ამისთჳცა მოვავლინე წიგნი ესე ჩემი ჴელითა ხსართან მღდელისა ჩემისაჲთა.

აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი და ლოცვაჲ ჩემი და ჯუარისა დაწერაჲ ჴელითა ჩემითა და შეწევნითა ღმრთისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა.

და წმიდათა მოციქულთაჲთა და მოწამეთაჲთა ჴელ-ყავ გამოთქუმად სრულიად ჭეშმარიტად, ვითარ-იგი იყო და ვითარცა შენ თჳთ უწყი, და აღწერე მარტჳლობაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი და აღწერილი ჩუენ მოგჳძღუანე, რაჲთა უმეტჱსად ლოცვა ვყოთ შენთჳს. მადლი უფლისა იყავნ შენ ზედა. ამჱნ!

პასუხი წიგნისაჲ იოვანჱს მიერ

მარადის საწადელი და თაყუანის-საცემელი ბრძანებაჲ ღმრთივპატიოსნისა მამფლისა და უფლისა ჩემისაჲ მოვიღე ჴელითა სიწმიდის მოყუარისა ხსართან მღდელისაჲთა, რომლისათჳსცა აღპყრობითა ჴელთა ჩემთაჲთა მადლი შეწირა უღირსებამან ჩემმან ყოვლად-ძლიერისა და ქველის მოქმედისა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა, რომელმან არა დავიწყებულ-ყო სიმდაბლჱ ესე ჩემი ღმრთივ-შეწყნარებულთა წმიდათა ლოცვათა თქუენთა, რომელთაცა - ესე ღირს ვიქმენ მე მიმთხუევად. და უფროჲსღა ვაქებ და ვაკურთხევ მე მოწყალებასა ღმრთისასა, რომელმან დაჰნერგა გულსა მამფლისასა ესე-ვითარისა ამისთჳს ბრძანებად, რომელი სარგებელ და ნაყოფ სულისა და სიქადულ და სიხარულ ჴორცთა მექმნების მე საუკუნოდ მიმართ და სოფელსაცა ამას.

აწ რაჲ მოვაჴსენო უფლებასა თქუენსა? მძიმე არს ჩემდა ორკერძოვე; უკუეთუ ურჩ ვექმნე ბრძანებასა თქუენსა, წერილ არს: „შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო, და თუ ვისწრაფო მორჩილებად, მისთჳსცა იტყჳს: „უდარჱსსა შენსა ნუ გამოეძიებო და უძლიერჱსსა შენსა ნუ განიკითხავო“. ამისთჳს შიშმან და ზრუნვამან შემიპყრა მე და შეშფოთნა გონებაჲ ჩემი და დავეცი და მოვაკლდი მეცნიერებისაგან. არამედ უმჯობჱსად შევრაცხე მორჩილ-ყოფად თავი ჩემი ბრძანებასა უფლისა ჩემისასა, რომლითა კუალად განვძლიერდი და აღვემართე ღმრთის სათნოჲთა წმიდითა ლოცვითა თქუენითა და მარადის ძღუნის მიმპყრობელისა ღმრთისა მარჯუენისა თქუენისა ჯუარისა წერითა ჩემ უღირსსა ზედა და რამეთუ ვისწავეცა ბრძენთა-მთავრისა მის სოლომონის მიერ თქმული, ვითარმედ „ჰბაძევდ ჯინჭველსა, მედგარო, და იქმენ მუშაკ მსგავს მისა“. ვითარცა იგი მან თჳსსა უდიდჱსსა მარცუალსა მას იფქლისასა შებმა-უყვის გულს-მოდგინედ, ვიდრემდის აღიღის და წარიღის საზრდელად თჳსა.

მეცა გულს-მოდგინე ვიქმენ უძლიერჱსსა ჩემსა აღებად და წადიერებაჲ გულისა ჩემისაჲ აღავსო უფალმან, და აღვწერე უღირსისაგან გონებისა ჩემისა შემოკრებული მარტჳლობაჲ, ჭეშმარიტი და უტყუელი, წმიდისა მოწამისაჲ მადლითა და მეოხებითა ნეტარისა ჰაბოჲსითა და მოგიძღუანე უფალსა ჩემსა, რომლისათჳს კუალად ვითხოვ ვედრებით: სათნო-ყავნ უფალმან გულსა თქუენსა და გულსა ყოვლისა ქრისტჱს მოყუარისა ერისა მორწმუნისასა, რომელნი აღმოიკითხვიდენ, რაჲთა ზიარ ლოცვათა თქუენთა იქმნეს კუალად და მერმეცა უღირსებაჲ ჩემი.

თავი პირველი. მოჴსენებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი

„საყუარელნო მამისანო და მეგობარნო და მონანო ქრისტჱს, ძისა ღმრთისანო, და სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო! გხედავ თქუენ, ვითარცა ღმრთივ-ცნობილთა და ღმრთისა მცნობელთა, ამისთჳსცა გარქუ თქუენ მონად და მეგობრად ქრისტჱსაა. მონად ამის გამო, რამეთუ „პატიოსნითა სისხლითა მისითა სყიდულ ხართ“ თქუენ, ხოლო მეგობრად ამისთჳს, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი და სიყუარულითა მისითა ნათელ გჳღებიეს.

აწ გლოცავ თქუენ, ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა მომიჴყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲს-ღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა, რამეთუ ქრისტჱსთჳს არიან და სანატრელთა მისთა მოწამეთათჳს. შეიწყნარეთ კარავსა გუამისა თქუენისასა და სავანჱ განუმზადეთ.

რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკჳდრებად ასოთა შინა თქუენთა, ვითარცა თქუა წმიდამან მოციქულმან პავლე, მოძღუარმან ელესიათამან, ვითარმედ „ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმიდაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის“; და უფალი იტყჳს წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „მე მოვიდე და დავიმკჳდრო თქუენ შორის“, და წმიდასა შინა სახარებასა იტყჳს, ვითარმედ „სასუფეველი ღმრთისაჲ გულთა შინა თქუენთა არს“. ამისთჳს, საყუარელნო, ნუ გეწყინებინ სმენად სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ცუდად დავშურეთ: მე სიტყჳთა და თქუენ სმენითა, - რაჲთა ერთობით მოგუცეს ჩუენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩუენთაჲ.

და არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტჳლობაჲ წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ ყოველთა ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თანა, რომელნი ესე მეშჳდესა დარსა ზედა ვდგათ, რომლისა ჟამისათჳსცა უფალი იტყჳს, ვითარმედ „მრავალნი სცთებოდიან და მრავალთა აცთუნებდენ“ და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთესა, ვითარმედ „მოვალს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის-თქუმისაებრ თჳსისა თავით თჳსით შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა ყურთაჲთა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი გარემიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ“, რომელიცა ესე აწ ჟამსა ამას აღესრულების ჩუენ შორის.

რამეთუ რომელნი ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისაჲთა, ზედამდგომელთა ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა მოძღურებისაჲთა, თჳთ თავით თჳსით შჯულისდებისაჲთა, განდგომილთა ქრისტჱსგან, მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიჳნეს გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებასა ქრისტჱს სახარებისასა შეეცოდნეს, რომელნი ხუთასის წლისა ჟამთა და უწინარჱს-ღა შჯულ-დებულ ყოფილ [არიან] წმიდითა მადლითა ნათლის-ღებისაჲთა.

მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა არა განეშორებიან მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა.

ესევითარსა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არა თუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი სარწმუნოებისაგან ჩუენისა, უცხოჲ უცხოჲთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შეემეცნა.

„წმიდათა მათ მარტჳლთა ჴსენებითა ვინმემცა განძღა მარტჳლთმოყუარჱ?” და ერთგულებაჲცა აქუს უფლისა მიმართ, რამეთუ ეტყჳს უფალი წმიდათა მისთა: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა”; ამისთჳს უფროჲსღა გულსმოდგინედ საღმრთოთა მათთჳს არნ შეკრებაჲ იგი მათი.

რამეთუ სიმტკიცე და სიხარულ ექმნის ჭაბუკთა მოთხრობითა მით სიმჴნჱ იგი ქრისტჱს-მოღუაწეთაჲ და სიქადულ და მხიარულება მოხუცებულთა ჴსენებაჲ იგი ღუაწლისა მის მარტჳლთაჲსაჲ. და საწადელ და სასურველ მღდელთა და ყრმათა მათ მოწაფეთა და შვილთა ეკლესიისათა კრებაჲ იგი დღესასწაულისა მის წმიდათაჲსაჲ. რამეთუ უქცეველ და განუქარვებელ არს შემდგომად ჴორცთა შესხმისა და შეერთებისა ღმრთეებისა იგი ბუნებაჲ, რომლისათჳვს, უკუეთუ შემძლებელ ვიქმნეთ, თითოეულის ამის სახელისათჳს, ჭეშმარიტად უწყებად თქუენდა. გარნა მადლითავე მისითა გაუწყო თქუენ, ქრისტჱს-მოყუარეთა. ჳარ ეწოდა, რამეთუ თქუა: „მე ვარ კარი ცხოვართაჲ”, რამეთუ ჭეშმარიტად მორწმუნენი მისნი მის გამო, ვითარცა კარსა მას სასუფეველისა-სა შევალთ. გზა ეწოდა, რამეთუ თქუა: „მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ”, რამეთუ ზეცად აღმავალთა გუექმნების ჩუენ გზა.

ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ მიწდომად სიმდიდრესა მას სახელისა უფლისასა, არამედ უძლურებისაებრ ჩემისა და გულს-მოდგინებისა თქუენისა ვიწყო თხრობად თქუენდა, საყუარელნო: ჳარ, გზა, ტარიგ, მწყემს, ლოდ, მარგალიტ, ყუავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, ქუეყანა, მარილ, მატლ, მარცუალ მდოგჳს, მზე სიმართლის, ძე მამის უკუდავის და ერთ ღმერთ გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ.

ტარიგ ეწოდა, „რამეთუ ჩუენთჳს დაიკლა” და მარადის ცხოველ არს და ჴორცთა და სისხლთა მისთა ჩუენდა განყოფითა ცხორებასა საუკუნესა მოგუანიჭებს. მწყემს ეწოდა, რამეთუ თქუა: „მე ვარ მწყემსი კეთილი”, ჭეშმარიტად ცხოვარნი შეცთომილნი მოგუაქცინა და მტერი იგი ჩუენი ლომი არგნითა ჯუარისაჲთა მოკლა და მისგან დაჴსნილი იგი გუამი პირველ-შექმნულისაჲ მის ძალითა ღმრთეებისაჲთა კუალად განაცოცხლა და ნაკბენი იგი გესლიანისა მის მგელისაჲ წყლულებითა თჳსითა განკურნა და გესლი იგი მომაკუდინებელი წამლითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა განაქარვა და აღასრულა სიტყუაჲ იგი, წინაჲსწარმეტყუელისა მიერ თქუმული, ვითარმედ: „იწყლა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით“.

ლოდ საკიდურ ეწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ ესე არს, რომელი-იგი შეურაცხ და განგდებულ იქმნა მღდელთ-მოძღუართა მათგან და მწიგნობართა ნათესავისა ჰურიათაჲსა იერუსალჱმს, არამედ ესე თავ ყოველთა ცის-კიდეთა იქმნა. მარგალიტ ეწოდა, რამეთუ იგი, ვითარცა მარგალიტი, შორის ორთა მათ ფიცართა, სულისა და ჴორცთაჲსა, ღმრთეებით გამობრწყინდების, რომელსა ღმრთისმოყუარენი იგი ვაჭარნი სასუფეველისანი, ვითარცა ღმერთსა არა შიშუელსა და კაცსა არა ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა და კაცსა, სარწმუნოებით ეძიებენ და მოიყიდიან მხოლოსა მას მრავალ-სასყიდელსა ყოვლისა სოფლისა წარგებითა და სისხლთა თჳსთაცა დათხევითა.

მარილ ეწოდა, რამეთუ ცოდვითა განრყუნილთა ამათ ჴორცთა ჩუენთა მოგუეახლა და სიმყრალჱ იგი კერპთ-მსახურებისაჲ განგუაშორა და სულნი ჩუენნი სარწმუნოებითა ღმრთის-მსახურებისაჲთა სულნელად შეზავნა. ყუავილ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოსცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა. ანგელოზ ეწოდა, რამეთუ ერქუმის მას წინაჲსწარმეტყუელისა მიერ „დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი”, რომელი მამისა მიერ ჩუენდა მჴსნელად მოვიდა. კაც ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „კაცი არს და ვინ იცნას იგი“; ჭეშმარიტად სრული კაცებაჲ შეიმოსა, თჳნიერ ცოდვისა, და ღმრთეებაჲ თჳსი ჩუენ გამოგჳცხადა. ღმერთ ეწოდა, ვითარცა თქუა ნეტარმან იოვანე მახარებელმან, ვითარმედ „ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, რაჲოდენი რაჲ იქმნა“.

ნათელ ეწოდა მის მიერვე, რამეთუ თქუა: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“. ქუეყანა ეწოდა, ვითარცა თქუა დავით: „ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳისი, მაკურთხენინ ჩუენ ღმერთო, ღმერთო ჩუენო!“ ჭეშმარიტად ქუეყანისა დამბადებელი იგი ქუეყანად მოვიდა და ქუეყანით მიწისაგან შექმნულთა მათგან მიწისა ბუნებისა იგი ჴორცნი, ვითარცა შუენიერი ჯეჯლი, აღმოსცენდა ქუეყანით და ნაყოფად გამოიხუნა წმიდანი თჳსნი მოციქულნი და მოწამენი და მართალნი და დაწყეული იგი ქუეყანაჲ ნაყოფითა კურთხევისაჲთა აღავსო. მარცუალ მდოგჳს ეწოდა, რამეთუ დაიკნინებს თავსა თჳსსა და მოგუემსგავსების ჰასაკსა ჩუენსა, რაჲთა ურნატსა სულისა ჩუენისასა, დაენერგოს და ღრმად ძირნი დაიბნეს და რტოთა მათ ზედა ჯუარისა მისისათა შეგუკრიბნეს და აღმაღლდეს და ჩუენ აღგუამაღლნეს მის თანა.

მატლ ეწოდა, რამეთუ თქუა: „მატლ ვარ და არა კაც“, გამობრწყინვებითა ღმრთეებისაჲთა, ვითარცა სამჭედური მატლსა შინა, ეგრჱთ ჴორცთა შინა თჳსთა დაფარა და ღმრთეებაჲ იგი თჳსი და უფსკრულთა ამის სოფლისათა შთააგდო და აღმოიქუა, ვითარცა კეთილმან მეთევზურმან, რომლისთჳსცა იტყჳს: „შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა და განუღო დანდალი ყბასა მისსა და ხარტუკი ცხჳრსა მისსა“, ესე იგი არს ეშმაკი, რომელი შეიპყრა, და შემუსრნა მანქანებანი მისნი, რომლისათჳს წამებს მეფსალმუნჱ დავით: „შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაჲ მის“. მზე სიმართლისა ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „და გამოგიბრწყინდეს თქუენ, მოშიშთა სახელისა მისისათა, მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელსა აქუს კურნებაჲ ქუეშე ფრთეთა მისთა“; რამეთუ იგი არს, რომელი ჰფარავს და განატფობს და არარაჲ არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა.

ხოლო ესე არათუ რაჲმე თავით თჳსით განგიმარტე თქუენ, საყუარელნო და ქრისტჱს-მოყუარენო და სწავლის-მოღუაწენო, არამედ წამებითა წიგნთაგან საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა ქადაგებისაებრ, - წმიდათა სახარებათა წერილნი და ნეტართა მამათა მოძღუართა მიერ განსაზღვრებული სარწმუნოებაჲ. რამეთუ უეჭუელი სარწმუნოებაჲ საუნჯე დიდ არს მორწმუნეთათჳს, მამაო ზეცათაო, ღმერთო და უფალო ცხოვრების მომცემელო, შენ მიერ მიღებითა მადლისაჲთა, რამეთუ ქრისტეანეთა სარწმუნოებაჲ დიდ მოძღურება არს.

რამეთუ არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა, ვითარცა წამებს უფალი და იტყჳს: „მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინაჴიდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისთა, ისაკისათა და იაკობისთა“. აჰა ესერა ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და რომელთამე უცხოთა და სხჳთ მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად, მოწამედ გამოჩინებითა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.

თავი მეორე. ქართლად შემოსლვაჲ და ნათლის-ღებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი

რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერისმთავარი იგი ქართლისაჲ, სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე კურაპალატისა და ერისმთავარისაჲ, მოწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა იგი მან აღაშჱნა.

ხოლო შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსე, ერისთავი ქუეყანისა ამის ქართლისაჲ, და პყრობილ იყო იგი მუნ ჟამადმდე სამისა წლისა, ვიდრემდის ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოკუდა აბდილა ამირა მუმნი და დაჯდა მის წილ ძჱ მისი მაჱდი. ხოლო ქველისმოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჱდი ამირა მუმნისასა განტევებაჲ ნერსჱსი და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი კუალად ერისმთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა.

მნებავს აწ, ქრისტჱს-მოყუარენო, ამიერითგან წმიდისა და სანატრელისა მოწამისა ამის ჰაბოისთვის, რაჲთა გაუწყო, ვითარ ანუ რაბამ იყო, ანუ ვინაჲ მოიწია აქა. ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთაჲსა, და არა თუ უცხოჲსაგან თესლისა, არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოლადვე არაბიელთა თესლი, მამულად და დედულად, რომლისაჲ მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი და დანი მისნი იყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა.

და ესე იყო ყრმა, ჭაბუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინჱს - აჩჳდმეტის წლის. ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერისმთავრისა მის ნერსჱს თანა და შეეყო იგი მსახურად მისა. და იყო იგი ჴელოვან, კეთილად შემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა, ძეთა ისმაელისთა, ძეთა აბრაჰამისთა, ნაშობთა აგარისთა. ხოლო ამიერ ჩუენდა სოფლად გამოსლვაჲ იგი არა თუ თჳთ თავით თჳსით განიზრახა, არამედ ვითარცა იგი უფალმან ჰრქუა ნეტარსა მას აბრაჰამს მასვე ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, ვითარმედ: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას, რომელი მე გიჩუენო შენ”; ეგრჱთვე ესე კუალად ნაშობი აბრაჰამისი არა თუ თჳსით გონებით, არამედ წამისყოფითა ღმრთისა მიერითა იწჳა ესეცა და დაუტევა მამა და დედა და ძმანი და ნათესავნი და მონაგებნი და აგარაკები, და, ვითარცა იგი უფალი იტყჳს წმიდასა სახარებასა შინა, წარმოვიდა აქა ნერსჱს თანა მგზავრ ქრისტჱს სიყუარულისათჳს.

და რაჟამს მოვიდა იგი ქართლად, ცხონდებოდა იგი ნერსე ერისთვისა თანა და თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად. მაშინ იწყო ზედამიწევნად და სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რამეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას. და მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად და მარადის ისმენნ წმიდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა და მრავალთაგან შჯულის მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ. ხოლო რომელთამე რეცათუ ცილობით წინააღუდგებიან, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას, და ესრეჱთ სრულ იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა, რომელი აქუს წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა ქრისტჱს მერ.

მაშინ უდებყო შჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისა მის ლოცვისაჲ დაუტევა და შეიყუარა ქრისტე ყოვლითა გულითა და გამოირჩია იგი სიტყჳვთა ამით, ვითარმედ „მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვაჲ, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარ შჯული შენი”. არამედ ვერ განიცხადებდა თავსა თჳსსა სრულიად ქრისტეანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტჱს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტჱსი, რამეთუ ეშინოდა სოფლისა მპყრობელთა ამათ, ზედამდგომელთა ჩუენთა, სარკინოზთაგან.

და იყო დღეთა მათ შინა კუალად განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავსა ზედა, და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა ერი; და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისაჲ, რომელსა დარიალან ერქუმის. და რაჟამს განვიდა, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც და მათ თანავე იყო სანატრელიცა ესე მონაჲ ქრისტჱსი ჰაბოჲ. ხოლო ნერსე, ვლტოლვილი ქუეყანით თჳსით, შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადაიგი არს სადგური და საბანაჳჱ ძეთა მაგოგისთაჲ, რომელ არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირითა, მჴეცის ბუნება, სისხლის მჭამელ, რომელთა შჯული არა აქუს, გარნა ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან. და რაჟამს მივიდა ნერსე ერისთავი მეფისა მის ხაზართაჲსა, შეიწყნარა იგი უცხოებისათჳს და ვლტოლვილებისათჳს მტერთა მისთაჲსა და სცა მას და ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი.

მაშინ, ვითარცა იხილა ნეტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა სარკინოზთაჲსა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და ნათელიღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ჴელითა პატიოსანთა მღდელთაჲთა; რამეთუ მადლითა სულისა წმიდისაჲთა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, რომელნი სარწმუნოებითა ქრისტჱსითა ცხონდებიან უზრუნველად. მიერითგან უფროჲსღა სავსჱ მადლითა ქრისტჱსითა ნეტარი ჰაბო შეეყო მარხვასა და ლოცვასა დაუბრკოლებელად.

მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა, რაჲთა განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა, რამეთუ პირველადვე წარეგზავნნეს მას დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონაგები და ყოველნი სახლისა მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქუეყანაჲ იგი შიშისაგან სარკინოზთაჲსა. ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა. და წარემართნეს იგინი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისაჲთა და განვლეს ქუეყანაჲ იგი წარმართთაჲ, რომელთა ყოვლადვე არა იციან ღმერთი, და უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა.

ხოლო ნეტარი ჰაბო ეგოდენთა ამათ დღეთა მგზავრ ილოცვიდა და იმარხვიდა და არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა. და ვითარცა მიიწინეს იგინი ქუეყანად აფხაზეთისა, მთავარმან მის ქუეყანისამან შეიწყნარა ნერსე ყოვლით ერით მისითურთ. ვითარცა იხილა ნერსე დედოფალი, დედაჲ თჳსი, და ცოლი და ძენი თჳსნი, სიხარულითა ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა ცოცხლებით და მშჳდობით შეკრებისა მათისათჳს

მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარისა ჰაბოჲსთჳს, რამეთუ ახალ ნათელღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით მისითურთ; და მოუწოდეს მას მთავარმან მან და ეპისკოპოსმან და მღდელთა და აკურთხევდეს და ნუგეშინის სცემდეს და უთხრობდეს მას სიტყუათა ცხოვრებისათა და ახარებდეს ქრისტჱსთჳს, და საუკუნოჲსა მის ცხოვრებისათჳს. ხოლო იგი თავით თჳსით მიუგებდა მათ მადლობით სიტყუათა მათ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათა, ვიდრემდის უკჳრდაცა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.

ნეტარი ჰაბო უფროჲსღა ჱმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანაჲ იგი სავსჱ ქრისტჱს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა. რამეთუ საზღვარ მათდა არს ზღუაჲ იგი პონტოჲსაჲ, სამკჳდრებელი ყოვლადვე ქრისტეანეთაჲ, მისაზღვრადმდე ქალდიაჲსა, ტრაპეზუნტიაჲ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაჲსაჲ და ნაფსაჲს ნავთსადგური. და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱსმსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კონსტანტინეპოლისასა.

ხოლო წმიდამან და ნეტარმან ჰაბო, ვითარცა იხილა კაცთა მის ადგილისათა გარდამეტებული ღმრთისმოყუარებაჲ და ლოცვაჲ ყოვლისა მის ერისაჲ დაუცადებელი, შური საღმრთოჲ აღიღო, რამეთუ მოიჴსენა მან სიტყუაჲ იგი წმიდისა მოციქულისაჲ, ვითარმედ „კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის”.

იწყო მანცა დღეთა მათ ზამთრისათა, თთჳსა მის იანვარისასა, აჩჳდმეტსა მის თთჳსასა, ჴსენებასა წმიდისა მამისა ანტონისსა, აღიღო მანცა ფიცხელი იგი შრომაჲ და შორის ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა, ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა; და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ჴორცთა მათ სიჭაბუკისა თჳსისათა, „რაჲთა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განჴურვებულთა დაშრეტად”. მოიჴსენა მან მაცხოვრისა ჩუენისაჲ, ვითარიგი შემდგომად წმიდისა მის ნათლისღებისა უდაბნოდ განსრულმან, მზაკუვარსა მას განმცდელსა სძლო, ეშმაკსა, ლოცვითა მით და მარხვითა წმიდითა ორმეოც დღე.

ეგრეჱთვე ნეტარი ესე ჰაბო არცაღა ერთსა რას სიტყუასა იტყოდა კაცთა შორის, გარნა ღმერთსა ხოლო ჰზრახავნ წმიდასა შინა ლოცვასა თჳსსა. ეგრჱთ განვლო სამ თთუე და დაადგრა მარხვით და დუმილით. ხოლო წმიდათა მათ დღეთა დიდისა მის მარხვისათა, შჳდთა მათ შჳდეულთა კჳრიაკესა და დღესა შაბათსა ხოლო მი-რაჲ-იღის წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი, მაშინღა ნაკლულევანად მიიღის საზრდელი, ვიდრემდის მიიწია იგი წმიდასა მას დღესა, დიდსა დღესასწაულსა აღვსებასა, აღდგომასა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა; მაშინღა დააცადა ფიცხელი იგი მარხვაჲ და განჴსნა ენაჲცა თჳსი უტყუებისაგან და ადიდებდა ღმერთსა.

ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისაჲთა სტეფანოზ, ძჱ გურგენ ერისთვისაჲ, დისწული ნერსჱსი, ნაცვალად დედისძმისა თჳსისა ნერსჱსა, ერისმთავრად ქუეყანასა ამას ქართლისასა. მაშინ მხიარულ იქმნა ნერსე, რამეთუ უფლებაჲ იგი სახლისა მისისაგან არა განაშორა უფალმან. ესეცა წადიერ იქმნა უფროჲსღა გულსმოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშჲონ იგი ბოროტისაგან და გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერით მისითურთ.

და ვითარცა წარმოემართნეს იგინი ქუეყანით აფხაზეთით, მაშინ ნეტარსა ჰაბოს მიუწოდა მთავარმან მან აფხაზეთისამან და ჰრქუა:

- ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, და არა გიტეონ შენ ქრისტეანობით მათ შორის; და მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნეფსით, გინა უნებლებით, და ესოდენი შრომაჲ შენი წარსწყმიდო.

ხოლო ნეტარმან ჰაბო ჰრქუა:

-
სადაღა შემიწყნარა მე ქრისტემან და განმაშორა ჩემგან ბნელი იგი პირველისა მის უმეცრებისა ჩემისაჲ და ღირს მყო მე ნათელსა მას მისსა, არასადა უვარვყო მე სახელი მისი, დაღათუ ბევრეული ოქროჲსაჲ და ვერცხლისაჲ მომცენ მე, გინათუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა.

და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთისმსახურო, რამეთუ რაჲ მადლ არს ყოფაჲ ჩემი აქა, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტჱსთჳს? აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობაჲ ჩემი ქრისტჱსმოძულეთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისა სახარებისაგან თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, ვითარმედ „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა”. და აწ მე რაჲსათჳს დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან? არა მეშინის მე სიკუდილისაგან, რამეთუ მე სასუფეველსა ვეძიებ ქრისტჱსგან.

და ესრჱთ არწმუნა მთავარსა მას და განუტევა.

და გამოვიდა იგი ნერსჱს თანა ქუეყანად ქართლად და შემოვიდა ქალაქსა ტფილისს, და იქცეოდა იგი განცხადებულად ქრისტეანედ. და ვითარცა იხილეს იგი ქრისტეანედ მუნ მყოფთა მათ სარკინოზთა, რომელთა იცოდეს იგი პირველად, რომელნიმე ჰყუედრიდეს, რომელნიმე აგინებდეს, რომელნიმე აშინებდეს, რომელნიმე სდევნიდეს, რომელნიმე მშჳდობისა სიტყჳთა შეაჯერებდეს.

ხოლო იგი განმტკიცებულ იყო ქრისტჱს მიმართ და არავისგან შეძრწუნდებოდა. არამედ სამისა წლისა ჟამთა იქცეოდა ქალაქსა მას შინა და გარემოჲს ყოველსა სოფლებსა განცხადებულად ქრისტეანედ, არამედ „ვერვინ მიყვნა ჴელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი”. ხოლო კაცნი ქრისტჱსმოყუარენი, რომელთა იცოდეს ღმრთისა მიმართ სათნოებაჲ მისი, იღუწიდეს მას საზრდელითა და სამოსლითა.

თავი მესამე. წამებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი

რომელნი ხართ ქრისტჱს მოყუარენი და მარტჳლთ მოყუარენი, მიიღეთ ჩემგან სანატრელი ესე სმენაჲ წმიდისა მოწამისა და ქრისტჱს მოღუაწისაჲ, რომელი სიმჴნითა და დიდებითა გჳრგჳნოსან იქმნა ქრისტჱს მიერ. სუფევასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, წელიწადსა ვნებითგან და მკუდრეთით აღდგომითგან რვაას ოთხმეოც და ექუსსა, მეფობასა კოსტანტინეპოვლის, ქალაქსა მას დიდსა, ქრისტეანეთა ზედა კონსტანტინჱსსა, ძისა ლეონისსა, სარკინოზთა შორის მეფობასა მოსე ამირა-მუმნისასა, ძისა მაჰდისსა, ქართლს შინა კათალიკოზობასა სამოელისსა, ერისმთავრობასა სტეფანოზისსა, ძისა გურგენისსა, დასაბამით გარდასრულთა ექუს ათას სამას ოთხმოც და ცხრასა წელსა, თთუესა იანვარისასა ექუსსა, დღესა პარასკევსა, შევისწავეთ მარტჳლობაჲ წმიდისა და ნეტარისა ამის მოწამისა და კეთილად მოღუაწისა ჰაბოჲსი ქალაქსა ტფილისს.

ხოლო იყო ესრე სახედ: რამეთუ მცირედ უწინარჱს-რე დღეთა ამათ შეიპყრეს ნეტარი ესე მოწამჱ ქრისტჱსი და მიიყვანეს იგი მსაჯულისა მის, რომელ იყო ამირად ქალაქსა ტფილისს, და ქრისტჱს აღსაარებისათჳს შეაყენეს იგი საპყრობილესა, ხოლო შემდგომად რავდენთამე დღეთა გამოითხოვა იგი სტეფანოზ, ერისთავმან ქართლისა-მან, და გამოიყვანა საპყრობილით და განუტევა.

და შემდგომად მცირედთა დღეთა კუალად აღიძრნეს შემასმენელნი წმიდისა ამის მოწამისანი, განრისხებულნი და აღბორგებულნი, სავსენი შურითა ქრისტეანეთაჲთა შეიზრახნეს შეთქუმით წმიდასა მას ზედა და შევიდეს წინაშე მსაჯულისა მის, რამეთუ სხუაჲ მსაჯული ამირაჲ შემოსრულ იყო ქალაქსა ტფილისს, და ჰრქუეს მას: - არს ქალაქსა ამას შინა ჭაბუკი ერთი, რომელი იყო ბუნებით სარკინოზ და განზრდილ და ცხორებულ შჯულითა მით, რომელი მომცა ჩუენ მაჰმედ, მოციქულმან ჩუენმან; და აწ დაუტევებიეს შჯული ესე ჩუენი და იტყჳს თავსა თჳსსა ქრისტეანედ და უშიშად ვალს ქალაქსა შინა და მრავალთა ასწავებს ჩუენგანთა ქრისტეანე-ყოფად. აწ ბრძანე შეპყრობაჲ მისი და შეაგდე იგი სატანჯველსა და გუემასა, ვიდრემდის არა აღიაროს შჯული მაჰმედ მოციქულისა ჩუენისაჲ; უკუეთუ არა, მოჳუედინ იგი, რაჲთა არა მობაძავ იქმნენ მისა მრავალნი სიტყჳთა მისითა.

ამას რაჲ შეასმენდეს, ესმა ვიეთმე ქრისტეანეთა კაცთა და მივიდეს მწრაფლ და უთხრეს ნეტარსა ჰაბოს, ვითარმედ:

- აწ ესერა გეძიებენ შენ შეპყრობად, ტანჯვად და გუემად. და
შეაჯერებდეს მას, რაჲთამცა მიჰრიდა და დაემალა. ხოლო მან ჰრქუა მათ:

-
მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებული ვარ ქრისტჱსთჳს, არამედ სიკუდიდცა. და გამოვიდა იგი სიხარულით და იქცეოდა შორის უბანთა განცხადებულად. მაშინ მოვიდეს მსახურნი იგი მის მსაჯულისანი და შეიპყრეს ნეტარი ჰაბოჲ და შეიყვანეს იგი
წინაშე მსაჯულისა მის.

და ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

-
რაჲ არს, რომელი-ესე მესმის შენთჳს, რამეთუ ხარ შენ ნათესავით და ტომით სარკინოზ და დაგიტევებიეს მამული შჯული და ქრისტეანეთა თანა შეცთომილ ხარ? აწ განემზადე და ილოცე შჯულითა მით, რომლითა განგზარდეს მშობელთა შენთა!

ხოლო ნეტარი ჰაბო განძლიერდა ქრიტჱს მიერ და აღივსო სულითა სარწმუნოებისაჲთა და ჰრქუა მსაჯულსა მას ამირასა:

-
ეგე კეთილად სთქუ, რამეთუ ვარ მე ბუნებით სარკინოზ, შობილვე მას შინა მამულად და დედულად; განსწავლულ ვიყავ შჯულითა მით მაჰმედისითა და ვცხოვნდებოდე მას შინა, ვიდრე უმეცრებასა შინა ვიყავ. ხოლო ოდეს სათნო-ყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე ძმათა და ნათესავთა შორის ჩემთა და მიჴსნა მე იესუ ქრისტჱს მიერ, ძისა მისისა და ღმრთისა ჩემისა, და გულისჴმა-მიყო მე უმჯობჱსი იგი კეთილი, მაშინ დაუტევე მე პირველი იგი კაცთა ჴელოვნებითა შეთხზული შჯული და ზღაპრობისა სიბრძნითა ღონისძიებული რწმუნებაჲ, და აწ შეუდეგ მე ჭეშმარიტსა ქრისტჱს მიერ მომადლებულსა სარწმუნოებასა სამებისა წმიდისა - მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა - და ამით ნათელ მიღებიეს და ამასცა თავყანის-ვსცემ, რამეთუ ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, და აწ ქრისტეანე ვარ თჳნიერ ყოვლისა ცილობისა.

ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

-
დაუტევე სიცოფისა ეგე განზრახვაჲ და უკუეთუ ნაკლულევანებისა შენისათჳს შედგომილ ხარ ქრისტეანეთა, მე უფროჲსღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ.

ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო:

- ოქროჲ და ვეცხლი შენი
შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად თავისა შენისა; მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქუს მე ნიჭი ქრისტჱსმიერი, გჳრგჳნი ცხორებისა და უხრწნელებისაჲ და პატივი საუკუნოჲ ცათა შინა.

მაშინ უბრძანა მსაჯულმან მან ჴელით და ფერჴით შეკრვაჲ მისი ბორკილითა რკინისაჲთა და ეგრეჱთ შთააგდეს იგი საპყრობილესა. ხოლო ნეტარსა მას უხაროდა და ჰმადლობდა უფალსა და იტყოდა:

- გმადლობ შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ
ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა.

და იყო ესე თთუესა დეკენბერსა ოცდა შჳდსა, დღესა სამშაბათსა, ჴსენებასა ქრისტჱს მოციქულისა, პირველდიაკონისა და პირველმოწამისა
წმიდისა სტეფანჱსსა.

და იყოფოდა ნეტარი ჰაბოჲ საპრობილესა შინა მარხვითა და ლოცვითა და ფსალმუნებითა ღამჱ და დღჱ განუსუენებლად და ჰყოფდა იგი ქველის-საქმესა: რამეთუ განყიდა მან ყოველი, რაჲცა აქუნდა მას, და ჰზრდიდა იგი მშიერთა და ნაკლულევანთა მის თანა პყრობილთა მათ. ხოლო ცრუ მოძღუარნი იგი შემასმენელნი შევიდიან მისა და ეტყჳედ რომელნიმე რეცა სიტყჳთა ლიქნისაჲთა:

- შვილო,
ნუ განიწირავ თავსა შენსა, ნუცა სიჭაბუკესა შენსა განჰვაჭრი ქრისტეანედ და ნუცა ძმათა და ნათესავთა შენთა განეშორები, რაჲთა არა შეამთხჳო ძჳრი თავსა შენსა და შეგუაწუხნე ჩუენ ყოველნი.

და
რომელნიმე მათგანნი აშინებედ მას და ეტყჳედ:

-
რაჲ სარგებელ გეყოს შენ ქრისტე იგი შენი, ანუ ვინ გიჴსნეს შენ ჴელთაგან ჩუენთა, რამეთუ ცეცხლი და სატანჯველი აწვე განგჳმზადებიეს შენთჳს არა თუ მოიქცე ჩუენდავე.

ხოლო ნეტარი იგი არა ისმენნ მათსა, არამედ ილოცავნ და უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თჳსითა; და შემდგომად მრავლისა სიტყჳსა მათისა ჰრქუა მათ:

-
ჩემდამო ნურას იტყოდეთა, რამეთუ მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა და ვითარცა უტყუმან რაჲ არა აღაღის პირი თჳსი; ვიყავ მე, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ, რამეთუ მე უფალსა ვესავ. განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი!

და ვითარცა
ვერ შეძრეს მართალი იგი, გამოვიდეს მიერ სირცხჳლეულნი.

და იყო ნეტარი იგი საპყრობილესა შინა ცხრა დღე, და დღე ყოველ იმარხავნ და ღამის თევით დაადგრის განთიადადმე. ხოლო დღესა მას მეცხრესა ჰრქუა ყოველთა მათ მის თანა პყრობილთა ქრისტეანეთა და სხუათაცა, ვითარმედ:

-
ხვალე განსლვაჲ არს ჩემი ჴორცთაგან და მისლვაჲ უფლისა ჩემისა და ღმრთისა იესუ ქრისტჱს თანა.

რამეთუ ესე უფალმან გამოუცხადა თჳსსა მას მოწამესა. და მაშინ განიძარცუა მან სამოსელი თჳსი და
განსცა იგი სავაჭროდ, რაჲთა უყიდონ მას სანთელად კერეონები და საკუმეველი, და წარსცა ყოველთა მათ ეკლესიათა ქალაქისათა, რაჲთა აღანთონ. და მიავლინა ყოველთა მღდელთა ვედრებით, რაჲთა ლოცვაყონ მისთჳს, რომლითა არა დაბრკოლდეს სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა და ღირს იქმნეს მოღუაწებასა მას ქრისტჱს მოწამეთასა.

ხოლო მან ღამესა მას წმიდისა მის დღესასწაულისასა, ღამისთევასა მიიხუნა ორნი სანთელნი დიდნი ჴელთა თჳსთა და დადგა იგი შორის საპყრობილესა და დაადგრა მდგომარჱ ზედა ფერჴთა თჳსთა, ვიდრე განთიადადმდე, ყოლადვე დაუჯდომელად, ვიდრემდე აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი დაიწუნეს ჴელთა შინა მისთა, რკინითა შეჭედილთა ზედა ქედსა მისსა; და იტყოდა მდგომარჱ იგი შეუძრველად, ვითარმედ: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა”.

და რაჟამს განთენა მეათჱ იგი დღჱ დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისაჲ, რომელ არს თთუესა იანვარსა ექუსსა, იყო დღჱ იგი პარასკევი; და თქუა ნეტარმან მან:

- დიდ არს ჩემდა დღჱ ესე, რამეთუ
ვხედავ ორკერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას შთაჴდა მდინარესა მას იორდანისასა განშიშულებული ნათლის-ღებად და სიღრმესა მას შინა წყალთასა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალით ღმერთებისაჲთა შემუსრა.

ჯერ-არს ჩემდაცა დღესა ამას, რაჲთა განვიძარცო შიში ჴორცთა ამათ ჩემთაჲ, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა, და შთავჴდე, ვითარცა სიღრმესა ზღჳსასა, შორის ქალაქსა ამას და ნათელ ვიღო სისხლითა ჩემითა და ცეცხლითა და სულითა, ვითარცა იქადაგა წინამორბედმან იოვანე, და მერმე კუალად შთავჴდე წყალთაცა და კუალად განვნათლდე, რამეთუ დღეს გარდამოსლვაჲ არს სულისა წმიდისაჲ ყოველთა ზედა წყალთა, რომლითა ნათელ იღებენ ქრისტჱს მორწმუნენი სახედ იორდანისათა მათ მდინარეთა, და განშიშულებითა ჴორცთა ჩემთაჲთა მტერისა მის მზაკუარისა მანქანებანი, რომელ იზრახნა ჩემთჳს, განვბასრნე და დავტკებნნე ფერჴითა ჩემითა შორის ქალაქსა ამას.

და კუალად დღესა ამას პარასკევსა ვნებითა თჳსითა უფალმან ჩემმან იესუ ქრისტემან ჯუარსა მას ზედა განპყრობითა ჴელთა თჳსთაჲთა განაქიქა და თითისა საჩუენებელ-ყო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მტერი იგი ყოვლისა სოფლისაჲ. აწ მეცა თანა მაც, რაჲთა განუჴდე ბრძოლად მტერსა მას ქრისტეანეთასა და ქრისტჱსთჳს დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა საცინელ და საკიცხელ ვყო იგი ყოველთა ქრისტეანეთა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ვითარმცა შიშითა სიკუდილისაჲთა განმაშორა მე სიყუარულსა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა. ხოლო მე საყუედრელ-ვყო განზრახვაჲ იგი მისი და ვსძლო მას ქრისტჱს-მიერითა შეწევნითა და ორ-კერძოჲვე იგი თანანადები უფლისა ჩემისაჲ გარდავიჴადო.

მაშინ მოითხოვა წყალი და დაიბანა პირი თჳსი და იცხო ზეთი თავსა თჳსსა და თქუა:

- მაშინ
სადამე ვიყავ თჳთ მენელსაცხებელე, კეთილად შემმზადებელ სულნელთა მათ საცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს, ამიერითგან არღარა ვიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ, ვითარცა „ქებასა შინა ქებათასა” ბრძენმან სოლომონ მასწავა მე: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი”, ქრისტე, რომელმან აღმავსე მე განუქარვებელითა მით სულნელებითა სარწმუნოებისა და სიყუარულისა შენისაჲთა. იცი შენ, უფალო, რამეთუ შეგიყუარე შენ უფროჲს თავისა ჩემისა!

და ესე რაჲ თქუა,
წარავლინნა წმიდად ეკლესიად და მოჰგუარეს მას წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი.

იყო ჟამი იგი მესამჱ დღისა მის დიდისა დღესასწაულისაჲ, და ვითარცა მოიღო მან ჭეშმარიტი იგი და განმაცხოველებელი საიდუმლოჲ, თქუა:

- გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან
მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომანიჭებელი ჴორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცე ბელად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მივიღო სხუაჲ საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის და არცა სხუაჲ სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ.

და ესე ვითარცა თქუა, მყის მოიწინეს მსახურნი იგი მსაჯულისანი, და იჯმნა ყოველთა მათგან პყრობილთა ქრისტეანეთა და ჰრქუა მათ:

- ლოცვასა მომიჴსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთროსა ამას სოფელსა!

და გამოიყვანეს იგი ეგრჱთვე ბორკილითა ფერჴთა და ჴელთაჲთა; და მიჰყვანდა იგი შორის ქალაქსა და
რომელნი ჰხედვიდეს მას ქრისტეანენი და მეცნიერნი მისნი, ცრემლოოდეს მისთჳს. ხოლო წმიდამან ჰაბო ჰრქუა მათ:

- ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ
გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ!

ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თჳსსა მას გუამსა; და სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული თჳთ იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა”, და საგალობელად მუჴლისა მის თქჳს შემდგომად სიტყუაჲ იგი ნეტარისა მის ავაზაკისაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!”

ესრჱთ მიიწია იგი კარსა მას მსაჯულისა მის ამირისასა; და რაჟამს მიიწია, კადნიერად დასწერა ჯუარი კარსა მას და თჳთცა დაიბეჭდა ჯუარი. და წარადგინეს იგი წინაშე მსაჯულისა მის, და ჰრქუა მას მსაჯულმან:

- რაჲ არს, ჭაბუკო,
რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ?

ხოლო წმიდაჲ მოწამჱ აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას: - მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!

ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

- არა დაგიტევებიეს სიცოფჱ იგი და უგუნურებაჲ შენი? ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო:

-
უკუეთუმცა უმეცრებასა და უგუნურებასა შინა ვიყავ, არამცა ღირს ვიქმენ შედგომად ქრისტჱსა!

ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

-
არა გიცნობიესა, რამეთუ სიტყუანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკუდილისა გექმნებიან შენ?

ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო:

-
უკუეთუ მოვკუდე, მრწამს მე, რამეთუ ქრისტჱს თანა ვცხონდე, ხოლო შენ რასა განაგრძობ? რაჲ გეგულების ჩემ ზედა, იქმოდე, რამეთუ მე, ვითარცა კედელსა მაგას, რომელსა მიყრდნობილ ხარ, ეგრე არა მესმიან ცუდნი ეგე სიტყუანი შენნი. რამეთუ გონებაჲ ჩემი ქრისტჱს თანა არს ზეცას!

ჰრქუა მას მსაჯულმან მან:

-
რაჲ ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი?

ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო:

-
უკუეთუ გნებავს ცნობად სიტკბოებაი მისი, შენცა გრწმენინ ქრისტე და ნათელ-იღე მისა მიმართ და მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა!

მაშინ განრისხნა ამირაჲ იგი და უბრძანა განყვანებაჲ მისი გარე და მოკუეთაჲ თავისა მისისაჲ. ხოლო მსახურთა მათ გამოიყვანეს გარეშე კართა, ეზოსა მას ტაძრისასა, და განჰჴსნეს იგი ჴელით და ფერჴით საკრველთა მათგან რკინისათა. ხოლო ნეტარმან მან თავით თჳსით მწრაფლ განხეთქა სამოსელი იგი, რომელ ემოსა, და განშიშულებულმან დაიბეჭდა ჯუარითა პირი და გუამი თჳსი და თქუა:

- გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ
ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა!

და ესე რაჲ თქუა,
უკუნ ისხნა ჴელნი თჳსნი ჯუარის სახედ ზედა ზურგსა თჳსსა და მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტჱს მიმართ და მოუდრიკა ქედი თჳსი მახჳლსა.

და სცეს მას მახჳლითა სამგზის, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ შიშითა სიკუდილისაჲთა განაშორონ იგი ქრისტესა; ხოლო წმიდაჲ იგი მარტჳლი დუმილით მჴნედ მიითუალვიდა მახჳლსა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი უფალსა.

და ვითარცა იხილეს ქრისტჱს მბრძოლთა მათ შემასმენელთა წმიდისა მის მოწამისათა, რამეთუ სრულ იქმნა ნეტარი იგი ქრისტჱს მიმართ და ღუაწლი კეთილი მოიღუაწა და სარწმუნოებითა და მოთმინებითა სძლო მათსა მას სიბორგილესა, უფროჲსღა აღივსნეს შურითა და შევიდეს წინაშე მძლავრისა მის და ჰრქუეს:

- ჩუენ ვიცით, რამეთუ ჩუეულებაჲ არს ქრისტეანეთაჲ
ესრე სახედ: თუ ვინმე თავი მოიჳლის ქრისტჱს მათისათჳს, მოიჴარიან გუამი მისი და პატივს-სციან მას დაფლვითა, ტყუვილითა რეცა თუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განსთქუმედ ერსა შორის, და სამოსელსა და თმასა თავისა მისისასა და ძუალსა მისსა განიყოფედ, რეცა საცოდ სნეულთათჳს, და ამით სახითა მრავალნი უცებნი შეიტყუვნიან.

აწ ბრძანე გუამი მისი მოცემად ჩუენდა, რაჲთა განვიღოთ და დავწუათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ იგი და აღვჴოცოთ საცთური ქრისტიანეთაჲ, რაჲთა იხილონ ყოველთა და შეეშინოს და რომელნიმე მათგანნი მოიქცენ ჩუენდა და ჩუენგანთა ეშინოდის და არღარა შეუდგენ სწავლასა ქრისტეანეთასა.

ამას
დაღათუ ქრისტეანეთა შურისათჳს იტყოდეს, არამედ ჭეშმარიტსა და მართალსა წამებდესა, ვითარცა იგი არიან ქრისტჱს მოწამენი მკურნალ და მეოხ ყოველთათჳს, რომელნი მიეახლნენ მათ ქრისტჱსმიერითა სიყუარულითა და სარწმუნოებითა. ხოლო ჰრქუა მათ მსაჯულმან:

- წარიღეთ
ვიდრეცა გნებავს და ყავთ, ვითარცა თჳთ იცით!

მაშინ გამოვიდეს და აღიღეს ქუეყანით პატიოსანი იგი გუამი მისი და შთადვეს იგი გუალაგსა მას აღსაკიდებელსა სამოსლით მისითურთ და სისხლი იგი დათხეული მართლისა მის აღმოთხარეს ქუეყანით და რაჲთურთით არარაჲ დაუტევეს ქუეყანასა და იგიცა შთადვეს ჭურჭელსა შინა. და დადვეს წმიდაჲ იგი ურემსა ზედა, მსგავსად მჴნეთა მათ წმიდათა ორმეოცთა, რამეთუ, სადა-იგი მოჰკუეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა იყო წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა ორმეოცთა დაფუძნებულ იყო, წესვე იყო, რაჲთა ემსგავსოს იგი ახოვანთა მათ წმიდათა მოწამეთა ორმეოცთა.

და ვითარცა გამოიღეს წმიდაჲ იგი გუამი წმიდისა მის გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაჲ, მუნ გარდამოიღეს იგი ურმისა მისგან და დადვეს იგი ქუეყანასა. და მოიღეს შეშაჲ და თივაჲ და ნაფთი და დაასხეს გუამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი ადგილსა მას, რომელ არს აღმოსავლით ციხესა მას ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან სადილეგო, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდჱ, კლდჱ მდინარისა მის დიდისაჲ, რომელი განჰვლის აღმოსავალით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკუარი, ხოლო ადგილსა მას არავის აუფლეს მისლვად ქრისტეანეთაგანსა, ვიდრემდის აღასრულეს დაწუვაჲ იგი ჴორცთა მათ წმიდისა მოწამისათაჲ.

ხოლო ძუალნი იგი წმიდისა მოწამისანი, რომელთა ვერღარა უძლეს დაწუვაჲ, შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვრისასა და შეკრნეს მტკიცედ და მიიხუნეს და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ქუეშე ჴიდსა მას ქალაქისასა, რომელსა ზედა აღმართებულ იყო პატიოსანი ჯუარი ჴიდისაჲ.

და იქმნა წყალი იგი მდინარისაჲ მის წმიდათა მათ ძუალთა სამოსელ გარეშეხუევითა მით და სიღრმჱ იგი წყალთაჲ საფლავ წმიდისა მის მარტჳლისა, რაჲთა
არავინ უდებად მიეხოს მათ. ქრისტჱს მბრძოლთა მათ ესრჱთ ყვეს და ესრჱთ ღუაწლი კეთილი მოიღუაწა ნეტარმან მან.

მაშინ იწყო სიმრავლემან ქალაქისამან ქრისტიანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი. მოხუცებულნი მირბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მჳელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელები იგი წმიდასა მას ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა; ნანდჳლვე იყვნეს ესენიცა მსგავს მათა, რამეთუ რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა მათ თანა სანთლები და საკუმეველი ჴელითა თჳსითა. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტჱსითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა შინა განიკურნებოდეს. ხოლო ყოვლად ძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თკსი და პატივ-სცა თკსსა მას მარტკლსა და აჩუენა სასწაული საკჳრველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ქრისტჱს მოწამე არს.

ვითარცა შემწუხრდა დღჱ იგი და იყო ჟამი პირველი ღამისაჲ მის, გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკულავი მოტჲინარჱ, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ, რომელი მყოვარ-ჟამ დგა ადგილსა მას, სადა დაწუვეს ნეტარი იგი მოწამჱ ქრისტჱსი. და დგა იგი ზე ჰაერთა, ვიდრე სამ ჟამადმდე, გინა უმეტჱს, ღამისა მის, და გამოუტევებდა ბრწყინვალებასა არა თუ ვითარცა ცეცხლი ესე ქუეყანისაჲ, არამედ ვითარცა საშინელებაჲ ელვისაჲ, რომელსა ჰხედვიდეს ყოველნი მოქალაქენი, მსაჯულიცა იგი და ყოველი ერი და მკჳდრნი იგი ქრისტეანეთანი და ყოველნი სარკინოზნი და მწირნი, სხჳთ მოსრულნი; მყოვარ-ჟამ ჰხედვიდეს გუგაჲთა თუალისაჲთა, ვიდრემდის ჰკდემებოდაცა მძლავრთა მათ.

და მი-ვინმე-ვიდეს ხილვად ადგილსა მას მსახურთაგანნი მსაჯულისა მის ამირისანი, რამეთუ ჰგონებდეს, ნუუკუე ქრისტიანეთა აღანთეს სანთელი ადგილსა მას. და ვითარცა მიეახლებოდეს ადგილსა მას, იხილეს, რამეთუ აღმაღლდებოდა ვარსკულავი იგი ზე ჰაერთა, და ვერ მიეახლნეს ადგილსა მას, რამეთუ შეიპყრნა იგინი შიშმან საღმრთომან.

ხოლო კუალად მეორესა ღამესა უმეტჰსღა წყალთა გამოსცეს განსაკჳრვებელი ნათელი; რომელთა-იგი საუცარ ეგონა ქუეყანასა ზედა და ჰაერსა ქუეშე ცეცხლი იგი ზეცისაჲ, უნდა დაფარვად საკჳრველებათა მათ, კუალად წყალთა ვერვე დააყენეს და ვერცა დაშრიტეს ფიცხელთა მათ მფოფინარეთა ღელვათა და სიღრმეთა. სადა-იგი შთაყარნეს ღმრთივ-პატივცემულნი იგი ძუალნი სანატრელისა მის მოწამისანი, ჴიდსა მას ქუეშე, აღმობრწყინდეს ნათელნი სუეტისა მსგავსად, ვითარცა ელვანი, რომელნი კუალად მყოვარ-ჟამ დგეს და განათლებულ იყო გარემოჲს კიდეთა მის მდინარისათა კლდჱ იგი და კბოდენი და ჴიდი იგი, ზჱთგან ვიდრე ქუედმდე, რომელსა ეგრევე ყოველი სიმრავლჱ ქალაქისაჲ ჰხედვიდა, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს, რამეთუ ჭეშმარიტად იესუ ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, მარტჳლ არს, და გულისხმა-ყონ ყოველთა ქრისტეს მორწმუნეთა და ურწმუნოთა, რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა“.

უკუეთუ ჴორცთა მათ განჴრწნადთა ესოდენი პატივი აწვე აჩუენა, რავდენ უფროჲს უჴრწნელად აღდგომასა მას მართალთასა დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანი იხილონ შორის ანგელოზთა და ჰრცხუენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათჳს. რომელთა ქრისტე უვარ-ყვეს და წმიდათა მისთა ჰგუემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს, ხოლო უფალი შეიწყნარებდა ცათა შინა!

ხოლო აწ, საყუარელნო, ჯერ არს ჩუენდაცა ამიერითგან უმეტჱსად-ღა შეწყნარებად პირველთა მათ სანატრელთა მოწამეთა, რაჲთა ხილულისა ამისგან ახლისა მოწამისა პირველთაჲცა მათი გურწმენეს და ვთქუათ სიტყუაჲ იგი ნეტარისა დავითისი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!

თავი მეოთხე. ქებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი

აწ მოვედით, ქრისტჱს მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ჴსენებასა ახლისა ამის წმიდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხად ჩუენდა ქრისტემან მოგუანიჭა, და სიხარულითა მრავლითა განვახუნეთ საუნჯენი გულთა და გონებათა ჩუენთანი და მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ კეთილად მოღუაწებასა მისსა და ვიტყოდით:

გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ, უკუანაჲსკნელი ესე მუშაკი მაცხოვრისა ჩუენისაჲ მეათერთმეტისა ჟამისაჲ მდღევართა მათ თანა აღმსთობილთა მიეწიფე და მათ თანა სასყიდელსა მათსა არა დააკლდი!

გიხაროდენ, მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ მიემსგავსე უკუანაჲსკნელსა მას მოციქულსა პავლეს მამულთა მათ შჯულთა და მოძღურებათა განგდებითა, და ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, აღსარებითა, მსგავსადვე მისა თავი მოგეკუეთა.

აწ ვინ-მე ღირსად გაქებდეს შენ, ჭეშმარიტად საქებელსა? მნებავს ქებად შენდა, ყოვლად-ქებულო ქრისტჱს მოწამეო, არამედ ვერ ვიკადრებ, რამეთუ უფროჲს გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოებათა შენთაჲ. და კუალად მეშინის მე დადუმებად, რამეთუ სანატრელითა მით ქრისტჱსმიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავ-ღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა. აწ ნუუკუე დაყენებითა ენისა ჩემისაჲთა ქებასა შენსა დაეყენოს ჩემთჳსცა მოღუაწებაჲ მეოხებისა შენისაჲ ქრისტჱს მიმართ! აწ შენ მიერვე მოღებითა მადლისა მის ქრისტჱსისაჲთა, მსგავსად ძალისა ჩემისა, გაქებდე შენ, შუენიერებითა შემკულო უფლისა მიერ!

შენთჳს ფრიად დამიკჳრდების ჩუენ, წმიდაო მოწამეო, რამეთუ ჟამსა ამას ოდენ მეფობისა ისმაიტელთაჲსა დიდებასა შენ ნეფსით სიმდაბლჱ ქრისტჱსთჳს აღირჩიე და მახჳლითა პყრობილი იგი შჯული განაგდე და ჭეშმარიტი იგი აღიარე და ჯუარცუმულსა მას თავყანის-ეც უფლად და ღმრთად!

ავაზაკსა მას ესწორე სარწმუნოებითა და სამოთხესა განეწესე!

შენ კარი იგი სამოთხისაჲ განაღე ჯუარითა ქრისტჱსითა და მცველთა მათ
ქერობინთა ცეცხლის მსგავსთა ვერ განგიკითხეს, ვითარმედ ვინ ხარ!

და
რაჲ-ღა-მე ვთქუა უფროჲს, რამეთუ „უფალმან ივნო ჩუენთჳს, უბრალომან ბრალეულთათჳს” დასთხია სისხლი თჳსი უბიწოჲ, ხოლო შენ გარდაიჴადე თანანადები, რამეთუ შენცა დასთხიე სისხლი თჳსი სიყუარულისა მისისათჳს. ამისთჳსცა ძლევისა გჳრგჳნითა შეგამკო შენ და სასუფეველსა მას მამისა მისისასა მკჳდრად გამოგაჩინა!

შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყუარული იგი ქრისტჱსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუეუნი მისა მიმართ კუალად განახლდა, რამეთუ აღვერიენით ერსა უცხოსა, შჯულითა განდგომილსა ქრისტჱსგან, ნათესავსა საწუთროჲსა ამის მოყუარესა, თესლსა ურწმუნოსა ძისა ღმრთისასა, სარწმუნოებისა ჩუენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა, ვითარცა უსასონი ქრისტჱსგან და დამვიწყებელნი საუკუნოჲსა ცხორებისანი. ხოლო აწ შენ მიერ მოგუეახლა ქრისტე და ჩუენ გულისხმა-ვყავთ კუალად შიში მისი და სიყუარული მისი, და მადლსა მისსა ღირს ვიქმნენით და სიყუარულსა მისსა და წყალობასა დღითიდღედ მრავალთა სასწაულთა და კურნებათა ჩუენ შორის გამოჩინებითა!

შენ უგუნურთა მათ შემწირველთა შენთა მახჳლითა და ცეცხლითა უმეტჱს ალისა განგაბრწყინვეს; ვერ გულისხმა-ყვეს უგულისხმოთა მათ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ „იყოს ყოველმან, რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა”. ჵ უგუნურებაჲ და უმეტჱს უგუნურებაჲ იგი მათი, რამეთუ რომელ იგი პირველ არავინ გიცოდა, ვითარმედ ვინ ხარ, ანუ რომლისა ნათესავისაგან, ანუ რომლისა ერისაგან, ანუ რომლითა შჯულითა სცხონდებოდე, აწ ესერა უნებლებით წარმოგაჩინეს საცნაურად ქრისტჱს აღმსარებელად, და მარტჳლად ყოველთა შეგისწავლეს.

შენ ნათესავთა შენთა უცხო და განგდებულგყვეს, ხოლო ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია და მიგიპყრა თჳსსა მას ეკლესიასა! შენ, ველური ეგე ზეთისხილი, მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა თჳსსა სამკჳდრებელსა ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა, და ნაყოფითა მით სარწმუნოებისა შენისაჲთა ახარა ეკლესიასა, რომელსა შინა იშუებენ ქრისტჱს მორწმუნენი და ჱნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღუაწებასა, შენსა მას სიმჴნესა, შენსა მას მარტჳლობასა, შენსა მას გჳრგჳნოსნებასა!

ვითარ-მე გაქებდე შენ, ღუაწლის მძლეო წმიდაო მოწამეო? რამეთუ შენ, ახალი ეგე ქრისტჱს მორწმუნჱ, მოძღუარ ჩუენდა იქმენ, სწავლულნი უფროჲს გულისხმიერ ჰყვენ, შერყეულნი უფროჲს განამტკიცენ, განმტკიცებულნი განამხიარულენ, წარმართნი წადიერ ჰყვენ ქრისტჱს მონებად, საჴსენებლი მარტჳლობისა შენისაჲ ჩუენ დაგჳტევე, სახელისა შენისა მითხრობად ყოველთა ქადაგ ვიქმნენით!

აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტჱს მოყუარებასა, მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთაჲსა ჩუენ ყოველთათჳს, რომელნი შენ მიერ ითხოვენ წყალობასა ქრისტჱს ღმრთისაგან, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი და ძლიერებაჲ თანა მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!

 

   

სამოელი - ქართლის კათალიკოსი (780-790 წწ); უფალი - აქ: ბატონი, პატივისცემის გამომხატველი ეპითეტი; კათოლიკე ეკლესია - საყოველთაო ეკლესია მშვიდობაჲ იყავნ - მშვიდობა იყოს.

ჩუენ თჳთ უწყით - ჩვენ თვითონ ვიცით; წადიერებაჲ - წადილი, სურვილი; მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ - საღვთო წიგნების ცოდნა; რომელი დღეთა ამათ ჩუენთა იმარტჳლა მეოხად ქრისტჱს მიმართ ჩუენდა - რომელიც ჩვენს დროში ეწამა, რათა ჩვენი შემწე ყოფილიყო ქრისტეს წინაშე; სოფლისა ჩუენისა ქართლისთჳს - ჩვენი ქვეყნის, ქართლისათვის.

მოსაჴსენებელად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა - რომ გაიგოს ყველამ, ვინც ჩვენ შემდეგ იქნება, მომავალ თაობათათვის.

მოვავლინე - გამოვგზავნე; წიგნი - აქ: წერილი.

მეოხებით - დახმარებით, შემწეობით.

ჴელ-ყავ გამოთქუმად სრულიად ჭეშმარიტად - ხელი მიჰყავი თხრობას სრული სიმართლით, აღწერე (აბოს წამება) სარწმუნოდ. ვითარცა შენ თჳთ უწყი - როგორც შენ თვითონ იცი. ვითარ-იგი იყო - როგორც იყო; მოგჳძღუანე - გამოგვიგზავნე მადლი უფლისა იყავნ შენ ზედა - უფლის მადლი იყოს შენზე;

ღმრთივპატიოსანი - ღვთისაგან პატივცემული; მამფალი - მმართველი, მბრძანებელი. აქ: ეკლესიის მესაჭე, კათალიკოსი; მოვიღე - მივიღე; აღპყრობითა ჴელთა ჩემთაჲთა - ჩემი ვედრებით; მადლი შეწირა უღირსებამან ჩემმან ყოვლად-ძლიერისა და ქველის მოქმედისა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა - მე, უღირსმა, მადლი შევწირე (მადლობა მოვახსენე) ყოვლად ძლიერ და სიკეთის მოქმედ ქრისტე ღმერთს; რომელთაცა-ესე ღირს ვიქმენ მე მიმთხუევად - რომლის მიღების ღირსი გავხდი. დაჰნერგა... ბრძანებად - შთააგონა; სიქადულ - სიამაყე; საუკუნოდ მიმართ და სოფელსაცა ამას - საუკუნო სამყოფელშიც (საიქიოში) და ამ ქვეყნადაც.

აწ რაჲ მოვაჴსენო უფლებასა თქუენსა - ახლა რა მოგახსენოთ თქვენ. ორკერძოვე - ორივე მხრივ; ვისწრაფო მორჩილებად - ვიჩქარო დამორჩილება უდარჱსსა შენსა ნუ გამოეძიებ - შენზე ნაკლებს ნუ გამოიკვლევ; უძლიერჱსსა შენსა ნუ განიკითხავ - შენზე უძლიერესს ნუ განსჯი; ზრუნვა - წუხილი; შეშფოთნა - შეშფოთდა; დავეცი და მოვაკლდი მეცნიერებისაგან - შევცდი და გონება წამერთვა; უმჯობჱსად შევჰრაცხე მორჩილ-ყოფად თავი ჩემი - უმჯობესად მივიჩნიე, დავმორჩილებოდი; აღვემართე - ავმაღლდი; მარადის ძღუნის მიმპყრობელისა ღმრთისა მარჯუენისა თქუენისა ჯუარისა წერითა ჩემ უღირსსა ზედა - მუდამ ღვთისათვის ძღვენის მიმრთმეველი თქვენი მარჯვენით ჩემთვის, უღირსისათვის, ჯვარის წერით. ვისწავეცა - ვისწავლე კიდეც;  სოლომონი - ძველი აღთქმის პერსონაჟი, ბიბლიური დავითის ძე, ებრაელთა მეფე. ტახტზე ასვლის შემდეგ სოლომონმა ღმერთს სიბრძნე გამოსთხოვა, რომ გონივრულად ემართა რჩეული ხალხი. ასეთი კეთილი თხოვნისათვის ღმერთმა ისეთი სიბრძნით დააჯილდოვა სოლომონი, როგორიც არავის ჰქონია არც მანამდე და არც შემდეგ. ამის შემდეგ სოლომონი გახდა ფრიად ბრძენი და სამართლიანი მეფე. მეზობელ მეფეებს აკვირვებდა მისი სიბრძნე და ყველანი მოდიოდნენ მასთან სამუსაიფოდ; მედგარო - ზარმაცო; ვითარცა-იგი მან თჳსსა უდიდჱსსა მარცუალსა მას იფქლისასა შებმა-უყვის გულს-მოდგინედ - როგორც ის თავისზე უფრო დიდ ხორბლის მარცვალს გულმოდგინედ შეეჭიდება ხოლმე; ვიდრემდის აღიღის და წარიღის საზრდელად თჳსა - ვიდრე არ აიღებს და წაიღებს თავის საზრდოდ.

გულს-მოდგინე ვიქმენ უძლიერჱსსა ჩემსა აღებად - მოვინდომე ამ მეტად რთული, ჩემთვის საძნელო საქმის შესრულება; წადიერებაჲ - წადილი; უტყუელი - ნამდვილი, უტყუარი; მეოხებითა - შემწეობით; მოგიძღუანე - გამოგიგზავნე; სათნო ყავნ უფალმან გულსა თქუენსა და გულსა ყოვლისა ქრისტჱს მოყუარისა ერისა მორწმუნისასა - მოსაწონი გახადოს ღმერთმა თქვენთვის და ყოველი ქრისტეს მოყვარე მორწმუნე ხალხისათვის; რომელნი აღმოიკითხვიდენ - ვინც წაიკითხავს; ზიარ ლოცვათა თქუენთა იქმნეს - თქვენი ლოცვების მონაწილე იყოს. კუალად და მერმეცა - ახლაც და შემდგომაც.

გარქუ თქუენ - გიწოდეთ; სყიდულ ხართ - ნაყიდი ხართ (იგულისხმება, რომ ქრისტემ ჯვარცმით, სისხლის დანთხევით გამოისყიდა ადამიანის ცოდვები); რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი და სიყუარულითა მისითა ნათელ-გჳღებიეს - ქრისტიანული გააზრებით, იესომ თავისი მოსვლით ცოდვილ კაცობრიო-ბას საშუალება მისცა ხელმეორედ შობისა, სულიერი განახლებისა და ეს ნათლობის მადლით ხდება.

ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა - მოწადინებით, მონდომებით. მომიპყრენით - მომაპყარით; საჩინონი ეგე სასმენელნი - დასანახავი, თვალით სახილავი ყურები; ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი - ქრისტეს სიყვარულით აღსავსე გულით მომისმინეთ; საცნობელი - შეცნობის უნარის მქონე; განჱმარტენით სმენად - გახსენით, გააღეთ მოსასმენად; საცნობელი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჱმარტენით სმენად - გულისყურით მომისმინეთ; მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა - შეისმინეთ ჩემი ნათქვამი; შეიწყნარეთ - მიიღეთ; კარავსა გუამისა თქუენსა - თქვენს სხეულში, თქვენს არსებაში. სავანჱ - სამყოფელი.

ჰნებავს დამკჳდრებად ასოთა შინა თქუენთა - სურს დამკვიდრდეს თქვენს სხეულში; „ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმიდაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის” (კორინთელთა მიმართ, 3.16) - იგულისხმება, რომ ადამიანი, უფლის მსგავსად და ხატად შექმნილი, უფლის სამკვიდრებელი ტაძარია, მან ისე უნდა მოუაროს თავის სულს, რომ ცოდვებით არ დაამძიმოს, არ წაბილწოს გული, რომ უფალი (სულიწმინდა) მკვიდრობდეს მასში; იტყჳს - ამბობს; ნუ გეწყინებინ სმენად სიტყუათა ამათ - ნუ მოგწყინდებათ ამ სიტყვების მოსმენა; არა ცუდად დავშურეთ - ტყუილად არ გავისარჯოთ; სასყიდელი - გასამრჯელო

არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად მარტჳლობაჲ - მხოლოდ მე კი არ უნდა ვესწრაფოდე მარტვილობის ამბის მოსმენას; საძიებელ არს - საძებნელია; სმენად საწადელი - მოსასმენად სასურველი, საამო მოსასმენი; არამედ ყოველთაჲ ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თანა - არამედ თქვენთვისაც, ველასათვის, საჭიროა, რომ ჩემთან ერთად ველაფერს ჩაუღრმავდეთ; მეშვიდე დარი - ქართული ესქატოლოგიის მიხედვით, სამყარო უფალმა ქრისტეს შობამდე 5604 წლით ადრე შექმნა. „დარი” ლიტერატურულ კრიტიკაში ახსნილია როგორც დრო, რომელიც 1000 წელს უდრის. ძველი რწმენით, რაკი ღმერთმა ქვეყანა შვიდ დღეში შექმნა, მეშვიდე დარზე უნდა მომხდარიყო ქვეყნიერების აღსას-რული. 5604 წელი მოიცავს 5 დარსა და 604 წელს. აბო აწამეს ახ. წ-ის 786 წ-ს. ეს კი, ქართული ესქატოლოგიის მიხედვით, მეშვიდე დარია (5604 +786 = 6390), სამაროს აღსასრული, უფლის მეორედ მოსვლა მოახლოებულია. სწორედ ამას შეახსენებს იოვანე საბანისძე ქართველებს და მოუწოდებს, რომ ამაღლებული სულით, მაღალი ზნეობით, ირნათელნი შეხვდნენ უფალს მისწერს ტიმოთესა - სწერს ტიმოთეს; ტიმოთე - მოციქულ პავლეს უერთგულესი მოწაფე. ქრისტიანულ სარწმუნოებას პავლემ აზიარა. მოძღვარი მოწაფეს საყვარელ შვილს უწოდებდა. შემორჩენილია პავლეს მიერ ტიმოთესთვის გაგზავნილი წერილები, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია შესული; მოვალს ჟამი - დადგება დრო; სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ - ჭეშმარიტ, მარადიულ (სასიცოცხლო) მოძღვრებას არ მიიღებენ; გულის-თქუმისაებრ თჳსისა - თავისი სურვილისამებრ; თავით თჳსით შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა ყურთაჲთა - თავიანთი ყურისათვის სასიამოვნო მოძღვრებას თვითონ ამოირჩევენ; ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი გარე მიიქცინენ - ჭეშმარიტებას ყურს მოარიდებენ; ზღაპრებსა მიექცენ - ზღაპრებს მიმართავენ; აწ ჟამსა ამას აღესრულების - ამჟამად ხდება.

რამეთუ რომელნი ესე ვართ ყურესა ქუეყანისასა - იგულისხმება ქრისტიანული სამყაროს განაპირას, არაქრისტიან, მოძალადე მტერთან პირისპირ დგომა. ქართველი ერი პირველი უმკლავდება და საკუთარ თავზე იღებს საქრისტიანოზე აღმართულ მახ-ვილს. ეს მისი გამორჩეული, ღვთიური მისიაა; ყურესა ამას ქუეყანისასა - ქვეყნის ამ კიდეში (მხარეში); მანქანებითა მით საცთურებისაჲთა - მაცდური ხერხებით (ფანდებით); ზედამდგომელი - ზადამხედველი, მბრძანებელი;  მფლობელნი ამის ჟამისანი - ამ დროის მბრძანებელნი; ზაკულება - ვერაგობა; თჳთ თავით თჳსით შჯულისდებისაჲთა - თავისი გამოგონილი მოძღვრებით; განდგომილთა ქრისტჱსგან მრავალნი შეაცთუნნეს - ქრისტესაგან განდგომილებმა მრავალი შეაცდინეს; გარდადრიჳნეს გზისაგან სიმართლისა - გადაიყვანეს სიმართლის გზიდან, ააცდინეს სიმართლის გზას; ჭეშმარიტებასა ... შეეცოდნეს - ჭეშმარიტებას შესცოდეს; რომელნი ხუთასისა წლისა ჟამთა და უწინარჱს-ღა შჯულდებულ ყოფილ არიან წმიდითა მადლითა ნათლის-ღებისაიჲთა - რომელთაც ხუთასი წლის წინათ და უფრო ადრეც მიუღიათ რჯული წმინდა ნათლისღებით (მონათლულან ქრისტიანებად);  იოვანე საბანისძე წერს, რომ 500 წელზე მეტია საქართველო გაქრისტიანებულია. იგი თავდაპირველად მოქცეულ ქვეყანათა რიცხვშია, რაც მას განსაკუთრებულ ასუხისმგებლობას აისრებს უფლის წინაშე.

მიერითგან - იმ დროიდან, იმ ხნიდან; ვიდრე აქამომდე - აქამდე, დღემდე; ნაშობნი ქრისტეანეთანი - ქრისტიანთა მოდგმა; გარდაგულარძნნეს - შეაცდინეს, გადადრიეს, გადაიბირეს, გაამრუდეს; გულარძნილი - მრუდი; რომელნიმე - ზოგი; მძლავრებაჲ - ძალდატანება, იძულება, ძალადობა; შეტყუვილი - მოტუება, შეცდენა; სიყრმესა შინა უმეცრებით - ახალგაზრდული უცოდინრობით, უმეცრებით, გამოუცდელობით; მზაკუვარებაჲ - ცბიერება, მზავრობა, ვერაგობა; მძლავრებასა ქუეშე დამონებულნი - ძალმომრეობით დამონებულნი. ნაკლულევანება - ნალებობა, სიღარიბე, სიდუხჭირე; ნაკლულევანებითა და სიგლახაკით შეკრულნი - სიღარიბითა და სიღატიით შებოჭილნი; რკინა - აქ: ჯაჭვი, ბორილი; ხარკი - გადასახადი, რომელსაც დამპყრობელი უწესებდა დაპყრობილი ქვენის მოსახლეობას; გუემულნი და ქენჯნილნი - ნაცემნი და ნატანჯნი, ნაგვემნი; ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი - სასტიად დასჯილნი; შიშითა განილევიან - შიშით ქრებიან (შიშს ჰყავს ატანილი) ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა - მამაურ გზაზე სვლით, მამულის ცხოვრების წესისამებრ; მხოლოდშობილი ძე ღმრთისა - ქრისტე.

ესევითარსა ჟამსა შინა - ასეთ დროს; ახოვნად - მძლავრად, მამაცურად, მხნედ;  პირველითგანვე - თავიდანვე არა თუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო - იმთავითვე ჩვენიანი კი არ იყო; უმეცარი სარწმუნოებისაგან ჩუენისა - ჩვენი სარწმუნოების (ქრისტიანობის) არ-მცოდნე; უცხოჲ უცხოჲთა შჯულითა - უცხო, უცხო სჯულის აღმსარებელი; შეემეცნა - გაეცნო, შეიცნო.

განძღა - ვინ გამძღარა (აქ: დამაოფილებულა); მარტჳლთმოყუარჱ - მოწამეთა მოყვარული, დამფასებელი; წმიდათა მისთა - მის გზაზე მავალთ, მის მიმდევრებს; რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა - ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს; საღმრთოთა მათთჳს - საღმრთო საქმეებისთვის; არნ შეკრებაჲ იგი მათი - იკრიბებიან ისინი.

სიმტკიცე და სიხარულ ექმნის ჭაბუკთა - სიმტიცესა და სიხარულს მიანიჭებს, სიმტიცედ და სიხარულად ექცევა ჭაბუებს; სიმხჴნეჲ იგი ქრისტჱს-მოღუაწეთაჲ - ქრისტიანობისთვის თავდადებულთა მხნეობა; სიქადულ - სიამაყე; უქცეველ და განუქარვებელ არს შემდგომად ჴორცთა შესხმისა და შეერთებისა ღმრთეებისა იგი ბუნებაჲ - უცვლელი და მუდმივია მისი ღვთაებრივი ბუნება მას შემდეგ, რაც ხორცს შეისხამს, ადამიანურს შეუერთდება; უკეთუ შემძლებელ ვიქმნეთ... უწყებად თქუენდა - თუ შევძლებთ თქვენთვის გად-მოცემას (გაგებინებას); ცხოვარი - ცხვარი. აქ: ქრისტიანი, მორწმუნე.

ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ მიწდომად - არ შეგვიძლია მივწვდეთ (ჩავწვდეთ); ტარიგ -რავი; გარდაუქცეველ - უცვლელი; განუქარვებელი - მუდმივი, მარადიული; უცვალებელ - შეუცვლელი.

ცხოველ არს - ცოცხალია; ჴორცთა და სისხლთა მისთა ჩუენდა განყოფითა ცხორებასა საუკუნესა მოგუანიჭებს - თავისი ხორცისა და სისხლის ჩვენთვის გაყოფით (ზიარებით) საუკუნო სიცოცხლეს გვანიჭებს; მოგუაქცინა - მოგვაბრუნა, მოგვაქცია, ჭეშმარიტ გზაზე დაგვაენა; ლომი -სიმბოლურად მტერს, ეშმაკს, ცოდვას აღნიშნავს, ისევე როგორც მგელი; არგანი - ჯოხი, კვერთხი; დაჴსნილი იგი გუამი - დაშლილი სხეული; პირველ-შექმნული - პირველად ქმნილი, გაჩენილი (თანდაყოლილი ცოდვით დამძიმებული); იწყლა - დაიჭრა.

ლოდ საკიდურ ეწოდა - გამოძახილია ფსალმუნისა (117, 22). გულისხმობს, რომ განკაცებული უფალი ებრაელებმა და ძველი რჯულის მოძღვრებმა არ მიიღეს, ჯვარცმისთვის გაიმეტეს, მიუხედავად ამისა, მთელი ცისქვეშეთის თავი (უფალი) გახდა; ლოდ საკიდურ - კუთხის ქვა (არჩევდნენ განსაკუთრებით მაგარს); შეურაცხ იქმნა - არაფრად ჩააგდეს, დაიწუნეს; ნათესავი ჰურიათა - ებრაელთა მოდგმის ხალხი; ვაჭარნი სასუფევლისანი - სასუფევლის „მყიდველები” (ვინც სასუფევლის მოოვებისათვის იბრძვის); ლიტონი - უბრალო, მარტივი; მოიყიდიან - იყიდიან, შეიძენენ, დაიმსახურებენ, მოიპოვებენ; სოფლისა წარგებითა - წუთისოფლის დათმობით.

განრყუნილი - გახრწნილი, გაფუჭებული; მოგუეახლა - მოგვიახლოვდა; სულნელად შეზავნა - სურნელოვანი გახადა, სურნელოვნად აქცია, შეაზავა; ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოსცენდა - იესე იო ღვთის მინიშნებით მირონცხებული დავით წინასწარმეტყველის (მეფსალმუნის) მამა. ქრისტიანული სწავლებით, იესო ქრისტე დავით წინასწარმეტველის შთამომავალია; ერქუმის - ქვია; ერქუმის მას წინაჲსწარმეტყუელისა მიერ - შერქმეული აქვს წინასწარმეტველისაგან. კაცი არს და ვინ იცნას იგი - აცი არის და ვინ შეიცნობს მას; თჳნიერ ცოდვისა - ცოდვის გარდა; რაოდენი რაჲ - რამდენიც ი, რაც ი.

მაკურთხენინ - გვაკურთხე; ქუეყანისა დამბადებელი - ქვეყნის გამჩენი მიწისაგან შექმნულთა მათგან მიწისა ბუნებისა იგი ჴორცნი, ვითარცა შუენიერი ჯე-ჯლი, აღმოსცენდა ქუეყანით - მიწისგან შექმნილთაგან შეისხა ხორცი, და როგორც მშვენიერი ჯეჯილი (პურის ახლადამოსული ყანა), ამოვიდა ქვეყნად; ნაყოფად გამოიხუნა - ნაყოფად გამოიღო, გამოისხა; დაწყეული - დაწყევლილი; დაიკნინებს თავსა თჳსსა - თავს დაიმცირებს; ჰასაკი - ტანი, სიმაღლე; ურნატი - ხნული, კვალი; ძირნი დაიბნეს - ფესვი გაიდგას; შეგუკრიბნეს - შეგვკრიბოს; აღგუამაღლნეს - აღგვამაღლოს.

გამობრწყინვებითა ღმრთეებისაჲთა - ღვთიური ბრწყინვალებით; სამჭედური - ანკესი; აღმოიქუა - ამოიყვანა; მეთევზური - მეთევზე, მებადური; განუღო ყბასა მისსა - გაუტარა ყბაში; დანდალი - ლაგამი, აღვირი; ხარტუკი - ავშარა; აუჭი; შემუსრნა მანქანებანი მისნი - ჩაშალა მისი ბოროტი ზრახვები; რომლისათჳს წამებს - რომელსაც ემოწმება; უდასტურებს; აქუს კურნებაჲ ქუეშე ფრთეთა მისთა - განკურნავს თავისი ფრთების ქვეშ; განატფობს - ათბობს; დაეფაროს - დაემალება

ესე არათუ რაჲმე თავით თჳსით განგიმარტე თქუენ - ეს ჩემით კი არ განგიმარტეთ თქვენ; წამებითა წიგნთაგან საწინაჲწარმეტყუელოთა - წინასწარმეტყველთა წიგნების დამოწმებით (ციტირებით); განსაზღვრებული - განმარტებული; უეჭველი სარწმუნოებაჲ - ეჭვმიუტანელი, ჭეშმარიტი, მტკიცე რწმენა; საუნჯე დიდ არს - დიდი განძია; დიდ მოძღურება არს - დიადი მოძღვრებაა; შენ მიერ მიღებითა მადლისაჲთა - შენ მიერ მადლის მონიჭებით.

სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისამიერი - ღვთის მიერ ბოძებული რწმენა; ჩუენცა - იგულისხმებიან ქართველები; შორიელნი მკვიდრნი - შორს დამკვიდრებულნი. იგულისხმება: ქართველთა ქრისტიანული სამყაროს განაპირას მკვიდრობა; რამეთუ არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა - უშუალოდ უფლისგან არა მარტო ბერძნებმა, არამედ მათგან მოშორებით მცხოვრებმა ქართველებმაც მიიღეს ქრისტიანობა. ამით ჰაგიოგრაფი ამბობს, რომ ქართველი ერიც უფლის რჩეულია, რითაც ღირსების და თავდაჯერებულობის გრძნობას აღვიძებს გადაგვარების გზაზე დამდგარ ხალხში; ვითარცა წამებს უფალი და იტყჳს - როგორც უფალი ადასტურებს და ამბობს; მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით - მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან; ინაჴიდგმიდენ - დასხდებიან ფეხმორთხმით; აბრაჰამი - ებრაელთა მამამთავარი. ბიბლიური ტრადიცია აბრაამის სამშობლოდ მიიჩნევს ურს, იმავე ქალდეველთა ქვეყანას. აბრაამმა პირველმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთის ერთადერთობა, რის გამოც სამშობლოში მისი დევნა დაიწყეს. იგი გაერიდა ურწმუნო თვისტომს და თანამოაზრე ახლობლებთან ერთად აღთქმულ ქვეყანაში (ქანაანი, დღევანელი პალესტინა) სათავე დაუდო მრავალრიცხოვან შთამომავლობას. აბრაამს წინაპრად თვლიან იუდაისტური, მუსლიმანური და ქრისტიანული რელიგიების აღმსარებლები. აბრაამს უდაბნოში პირველ მოგზაურსაც უწოდებენ, რადგან მან ქანაანში ჩასვლამდე უდაბნო გაიარა; ისააკი - აბრაამის ძე. იგი უფლის ბრძანებით მსხვერპლად უნდა შეეწირა მამამისს, მაგრამ, დაინახა რა ღმერთმა აბრაამის რწმენა და მორჩილება, ისააკის ნაცვლად, ზვარაკად ცხვარი მიიღო; იაკობი - იგივე ისრაელი, ებრაელთა ერთ-ერთი პატრიარქი. უფალმა მას ურიცხვი შთამომავალი მისცა. მისი ვაჟები ერის მამამთავრები იყვნენ და ებრაელთა მრავალ შტოს ჩაუყარეს საფუძველი; წოდებულ არს დედად წმიდათა - (ქართლი) იწოდება წმინდანების დედად;  ქართლი მიჩნეულია წმინდანთა დედად, რადგანაც აქ არა მხოლოდ ქართველები ეწირებიან ქრისტიანობას, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებიც ქართლში მოდიან, რათა ამ მიწაზე დაღვარონ მოწამებრივი სისხლი. ამით იაოანე საბანისძე ხაზს უსვამს ქართლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მიგვანიშნებს, რომ ეს ქვეყანა უფლის რჩეულია და ამით ცდილობს, გააღვივოს ქართველთა ეროვნული ღირსება და მათ ღვთისა და ქვეყნის მსახურებისაკენ მოუწოდოს; წმიდანი, რომელნიმე თჳთ აქა მკჳდრნი და რომელნიმე უცხონი და სხჳთ მოსრულნი ჩუენ შორის - წმინდანები, ზოგი აქაური და ზოგი უცხო, სხვა ქვეყნიდან მოსული ჩვენთან; ჟამად-ჟამად - დროდადრო. გამოჩინებით - გამოჩენით, გამორჩევით; მოწამედ გამოჩინება ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მიერ მოწამედ გამორჩევა.

ქართლად შემოსლვაჲ - ქართლში შემოსვლა, მოსვლა; ნერსე - ნერსე II ერისთავი, ქართლის ერისმთავარი VIII ს-ის II ნახევარში (781 წ-მდე); ადარნესე კურაპალატი - VIII ს-ის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე; ერისმთავარი - საფეოდალოს განმგებელი, ერისთავი. ქართლის სახელმწიფოს მეთაური VI-IX სს-ში. ამ დროს ქართლში მეფობა გაუქმებული იყო; მოწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა - მიწვეულ (დაბარებულ, ხმობილ) იქნა ბაბილონში არაბთა იმდროინდელი ხალიფას მიერ; ამირა - აქ: ხალიფა, არაბთა ხალიფატის უზენაესი გამგებელი. მკვლევრები ფიქრობენ, რომ აქ ტერმინთა აღრევასთან გვაქვს საქმე. უნდა ეწეროს „ხალიფა”, რომელიც აღნიშნავს გაერთიანებული საამიროების (ხალიფატის) მმართველს. ამირა კი დაპყრობილ ქვეყნებში უმაღლესი ხელისუფლებისაგან დანიშნულ განმგებელს ჰქვია; ამირა მუმნი აბდილა - ხალიფა ალ-მანსური (754-775 წწ.); ბაღდადი ბაბილოვნისა - არაბთა სახალიფოს დედაქალაქი, მდ. ტიგროსის ნაპირას; ძველ ქართულ ტექსტებში მოიხსენიება ბაბილოვნის სახელითაც.

შესმენა - დაბეზღება, დასმენა; ჟამადმდე სამისა წლისა - სამი წლის განმავლობაში; პყრობილ იყო იგი მუნ ჟამადმდე სამისა წლისა - იქ იყო ტუსაღად სამ წელს; ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოკუდა - ღვთის ნებით მოკვდა; დაჯდა მის წილ - მის ნაცვლად ტახტზე ავიდა. ქველისმოქმედი - მოწყალე, სიკეთის მომნიჭებელი; არწმუნა გულსა (მისსა) - შთააგონა; განტევებაჲ - გაშვება, გათავისუფლება. მწარე - აქ: მძიმე, მტანჯველი; განუტევა იგი კუალად ერისმთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა - ისევ ერისმთავრად გამოუშვა აქ, თავის ქვეყანაში.

მნებავს ... ჰაბოჲსთვის, რაჲთა გაუწჲო - მსურს, აბოს შესახებ გამცნოთ, მოგითხროთ; ვითარ ანუ რაბამ იყო - როგორ და რანაირად იყო. ვინაჲ მოიწია აქა - საიდან მოვიდა აქ; ესე ნაშობი იყო აბრამეანი - იგი აბრაამის შთამომავალი იყო. აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა - ისმაილი იყო აბრაამის ვაჟი, რომელიც მას შეეძინა ეგვიპტელი ხარჭისაგან, აგარისაგან. ისააკმა, რომელიც აბრაამის კანონიერი მეუღლისგან, სარასგან, იყო შობილი, გააგრძელა ებრაელთა მოდგმა (ისააის გენეალოგიური შტოსგან წარმოიშვა ქრისტე). სარას დაძალებით აბრაამმა აგარი თავის ვაჟიანად განდევნა უდაბნოში. ისმაელს მიიჩნევენ არაბი ბედუინების (მომთაბარე ტომების) წინაპრად. მაჰმადიანური ტრადიციით, ისმაელი წინასწარმეტყველი და მამადის უშუალო წინამორბედი იყო. ამიტომ უწოდებენ მამადიანებს ხან „ისმაიტელთ”, ხან „აგარიანთ”. აბოსაც ამიტომ მოიხსენიებს ჰაგიოგრაფი „აბრაამიანად”, „ისმაილიანად” და „აგარიანად”; ძეთაგან ისმაელისთა - ისმაელის შთამომავალთაგან; სარკინოზი - არაბთა ერთ-ერთი ტომის სახელია, შემდეგ აღნიშნავდა ზოგადად არაბებს, აგრეთვე, მაჰმადიანებსაც; ხარჭა - ხასა, საყვარელი, ქალი, რომელიც დაუქორწინებლად ცხოვრობს მამაკაცთან; არაბიელთა თესლი - არაბების ნაშობი (შთამომავალი); იყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა - ივნენ იმავე ქალაქში.

ვითარ ათვრამეტის წლის, გინა უკნინჱს - აჩჳდმეტის წლის - დაახლოებით თვრამეტი წლის ან უფრო ნაკლების - ჩვიდმეტი წლის; გინა - თუნდ; უკნინჱს - უმცირესი, ნაკლები; ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერისმთავრისა მის ნერსჱს თანა - მან მოინდომა ნერსე ერისთავთან ერთად აქეთ (ქართლში) წამოსვლა; შეეყო იგი მსახურად მისა - მსახურად დაუდგა მას; ჴელოვანი - ოსტატი; ჴელოვან, კეთილად შემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა - ნელსაცხებელთა შეზავების ოსტატი, მენელსაცხებლე; სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა - განსწავლული იყო სარკინოზთა მწიგნობრობაში; ნაშობთა აგარისთა - აბრამეანი, ძეთაგან ისმაილისთა; ამიერ ჩუენდა სოფლად გამოსლვაჲ - აქ, ჩვენს ქვეყანაში, მოსვლა; ქალდეველთა ქვეყანა - იხ. აბრაჰამი; გამოვედ - გამოდი; ეგრჱთვე - ასევე; ესე კუალად - ამგვარადვე; წამისყოფა - ნიშნის მიცემა, მინიშნება; იწჳა - გამოწვეულ იქნა, დაძახებულ იქნა; დაუტევა - დატოვა; მონაგები - ქონება; აგარაკი - სახნავ-სათესი, ყანა, მამული; წარმოვიდა აქა ნერსჱს თანა მგზავრ - წამოვიდა აქეთ, დაემგზავრა ნერსეს.

ქართლად - ქართლში; ცხონდებოდა - ცხოვრობდა; ნერსე ერისთვისა თანა - ნერსე ერისთავთან; იქმნა - გახდა; თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისა - თავისი სათნოებით ყველას შეაყვარა თავი; შესძინა - აქ: დაუმატა. მწიგნობრობაჲ - წერა-კითხვა; ზრახვა - ლაპარაკი; შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრობისა და ზრახვისა ჴსნილად - შეისწავლა ქართულად წერა-კითხვა და თავისუფლად ლაპარაკი; ზედამიწევნა - შეცნობა, სწავლა, შეგნება; იწყო ზედამიწევნად და სწავლად - დაიწყო შეცნობა და შესწავლა; საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა - ბიბლიის წმინდა წიგნები - ქრისტემდე და ქრისტეს შემდგომი პერიოდისა, ძველი და ახალი აღთქმა; წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისანი - საღვთო წიგნები ძველი და ახალი სჯულისა, ბიბლია; მეცნიერი - მცოდნე; მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად - წმინდა ეკლესიაში მოდიოდა ხოლმე; მარადის ისმენნ - ყოველთვის ისმენდა ხოლმე; შჯულის მეცნიერი - ღვთისმეტყველებაში განსწავლული, სჯულის მცოდნე; მრავალთაგან შჯულის მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ - მრავალ საღვთო სჯულის მცოდნეს ეკითხებოდა და სწავლობდა. რომელთამე - ზოგიერთს; რეცათუ - თითქოს; ცილობით - აქ: განგებ; წინააღუდგებიან - ეწინააღმდეგებოდა, ეკამათებოდა ხოლმე; მიზეზ სწავლისა ექმნებიან მას - ცოდნის შეძენის მიზეზად ექცეოდა, ცოდნას ჰმატებდა; ესრჱთ სრულ იქმნა - ასე სრულყოფილი გახდა; სრულ იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა - სრულყოფილი შეიქნა მთელი მოძღვრების შეცნობით.

უდებყო შჯული იგი მაჰმედისი - უარყო, მიატოვა მაჰმადიანობა; მაჰმედი - მუჰამედი (VII ს-ის I ნახევარი), ისლამის ფუძემდებელი. მუსლიმანური ტრადიციით, ალაჰის (მუსლიმანთა ღმერთი) მოციქული და წინასწარმეტყველი; წესი იგი მამულისა მის ლოცვისაჲ - მამაპაპური ლოცვის წესი; გამოირჩია - გამორჩეულ იქნა; ვერ განიცხადებდა თავსა თჳსსა სრულიად ქრისტიანედ - ვერ აცხადებდა (ვერ აღირებდა), რომ ქრისტიანი იყო; იმარხავნ და ილოცავნ - მარხულობდა და ლოცულობდა ხოლმე; ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტჱსი - ეძებდა უსაფრთხო ადგილს, სადაც მოინათლებოდა; სოფლისა მპყრობელი - ქვეყნის განმგებელი; ეშინოდა... სარკინოზთაგან - ეშინოდა სარკინოზებისა.

დღეთა მათ შინა - იმ დღეებში, იმ დროს იყო; კუალად განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსე ერისთვისა ზედა - სარკინოზი ხელისუფალნი კვლავ განურისხდნენ ნერსე ერისთავს; ივლტოდა - გაიქცა, გაერიდა; ჱბრძოდეს - ებრძოდნენ; კარი იგი ოვსეთისაჲ - ოსეთის კარი, თერგის ხეობის ვიწრო მონაკვეთი, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას აკავშირებს; რომელსა დარიალან ერქუმის - რომელსაც დარიალი (ძველი ფორმით - დარიალანი) ეწოდება; იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც - მას ახლდა თავისი ხალხისგან სამასამდე მამაკაცი; ვლტოლვილი ქუეყანით თჳსით - თავისი ქვეყნიდან ლტოლვილი, გაქცეული; საბანაკჱ - სადგომი; გოგი და მაგოგი - იუდაისტურ და ქრისტიანულ საღვთო წერილში მოხსენიებული ორი ხალხი. მათი სახელი უკავშირდება სისასტიკეს, უკულტურობას, ცივილიზაციისაგან შორს ყოფნას. გოგი და მაგოგი ყურანში მოხსენებული არიან როგორც ორი ველური ტომი, რომლებიც „დედამიწის უკიდურეს ნაწილში ცხოვრობენ”. ხაზარები - ქვემო ვოლგისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში მობინადრე ხალხი. VIII ს-ის შუა ხანებში ხაზარები არაბებს ეცილებოდნენ ამიერკავკასიას. მათ შორის გამუდმებული ომები იყო. არაბთაგან დევნილმა ნერსე ერისთავმა არაბების მტრებს შეაფარა თავი. ხაზარებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ბიზანტიასთან, როგორც არაბების მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალასთან. მივიდა... მეფისა - მივიდა მეფესთან; შეიწყნარა - მიიღო; უცხოება - უცხოობაში, სხვა ქვეყანაში ყოფნა; შეიწყნარა იგი უცხოებისათჳს და ვლტოლვილებისათჳს მტერთა მისთაჲსა - შეიფარა უცხოობისა და მტრებისაგან დევნილობის გამო; სცა მას - მისცა; საზრდელი - საზრდო, საჭმელი.

ისწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და ნათელიღო - იჩქარა ქრისტესთან მიახლოება და მოინათლა (სავარაუდოდ, აბო მოინათლა იმხანად ხაზარეთში შემავალ ზღვისპირა მხარეში, რომელიც ქრისტიანებით იყო დასახლებული); ცხონდებიან - ცხოვრობენ; შეეყო - შეუდგა.

მეფე იგი ჩრდილოისაჲ - მეფე ჩრდილოეთისა, იგულისხმება ხაზართა ხაკანი (მმართველი); განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა - გაუშვას იგი იქიდან (ხაზარეთიდან) აფხაზეთში; აფხაზეთი - ასე მოიხსენიებდნენ დასავლეთ საქართველოს; პირველადვე წარეგზავნნეს - ადრევე გაეგზავნა, გაეხიზნა; ყოველნი სახლისა მისისანი - ჯალაბობა და, საერთოდ, ყველა თავისიანი (ვისაც კი საშიშროება მოელოდა არაბთაგან); კრძალულ იყო - დაცული იყო; ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა - ღმერთმა დააწყნარა, დაამშვიდა მეფე; ნიჭი - საბოძვარი, საჩუქარი; ყოლადვე - ყოვლადვე, სრულიად; არა იციან ღმერთი - უღმერთონი, ურწმუნონი არიან; უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა - დღედაღამ უშიშრად იარეს სამი თვის სავალ გზაზე.

ეგოდენთა ამათ დღეთა - ამ დროის განმავლობაში; მგზავრ - მგზავრობისას; მგზავრ ილოცვიდა - გზაში ლოცულობდა; არა დასცხრებოდა - არ იღლებოდა, არ ჩერდებოდა; არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა - დაუცხრომლად გალობდა ფსალმუნებს, ნიადაგ ფსალმუნებდა; მიიწინეს იგინი ქუეყანად აფხაზეთისა - მიაღწიეს აფხაზეთს; აფხაზთა მთავარი - ლეონ II, რომელმაც VIII ს-ის დასასრულს გააერთიანა მთელი დასავლეთი საქართველო აფხაზთა სამეფოდ და თავი მის მეფედ გამოაცხადა; შეიწყნარა ნერსე ყოვლით ერით მისითურთ - მიიღო ნერსე მხლებლებითურთ; იხილა ნერსე დედოფალი - იხილა ნერსემ დედოფალი; ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა - ყველა ლოცვით მადლს სწირავდა, მადლობდა ღმერთს.

ეუწყა... ჰაბოჲსთვის - ეცნობა აბოს შესახებ; ახალ ნათელღებულ არს - ახალი მონათლულია; თავით თჳსით - თვითონ; ვიდრემდის უჳკრდაცა მათ - უკვირდათ კიდეც მათ.

უფროჲსღა - კიდევ უფრო; არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა - ამ ქვეყნის საზღვრებში არავინ არის ურწმუნო; ზღუაჲ იგი პონტოისაჲ - შავი ზღვა; პონტო - შავი ზღვის ძველი სახელწოდება; მისაზღვრადმდე - საზღვრამდე; ქალდია (ქალდეა) - ბერძნული წყაროების მიხედვით, „ხალდია”, „ლაზიკა”; ქართულ წყაროებში მოიხსენება როგორც „ქვეყანა მეგრელთა”; ტრაპეზუნტია - ტრაპიზონი, ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე. ისტორიკოსთა ცნობით, ქალაქი მაშინ აფხაზეთის შემადგენლობაში შედიოდა; აფსარეაჲ - დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია (პ. ინგოროყვა); ნაფსაჲ - კორნელი კეკელიძის განმარტებით, უნდა აღნიშნავდეს ნიკოფსიას ან ანაკოფიას. ერთიც და მეორეც ისტორიული ციხე-ქალაქებია ისტორიულ აფხაზეთში; იონია - მკვლევართა აზრით, იგულისხმება საბერძნეთი; მოსაყდრე - ტახტის მფლობელი; კონსტანტინეპოლი - კონსტანტინეპოლი, ბიზანტიის დედაქალაქი.

უფროჲსღა - კიდევ უფრო; არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა - ამ ქვეყნის საზღვრებში არავინ არის ურწმუნო; ზღუაჲ იგი პონტოისაჲ - შავი ზღვა; მისაზღვრადმდე - საზღვრამდე; მოსაყდრე - ტახტის მფლობელი; გარდამეტებული - გადაჭარბებული, მეტისმეტი; დაუცადებელი - განუწყვეტელი.

მამა ანტონი - წმ. ანტონი, IV ს-ის ეგვიპტელი წმინდანი; აღიღო მანცა ფიცხელი იგი შრომაჲ - მანაც დიდი შრომა გასწია; ეწყვებოდა - ებრძოდა; შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განჴურვებულთა დაშრეტად - შეძლოს ეშმაკის გახურებულ ისართა ჩაქრობა; მოიჴსენა - გაიხსენა, მოიგონა; მზაკუვარსა მას განმცდელსა სძლო - მზაკვარ გამომცდელს სძლია.

ღმერთსა ხოლო ჰზრახავნ - მხოლოდ ღმერთს ელაპარაკებოდა (მიმართავდა) ხოლმე; დაადგრა - დაყო; დღეთა დიდისა მის მარხვისათა - დიდი მარხვის დღეებში; შვიდთა მათ შჳდეულთა - შვიდი კვირის (დიდმარხვის) განმავლობაში; კჳრიაკესა და დღესა შაბათსა ხოლო - მხოლოდ კვირასა და შაბათს; მი-რაჲ-იღის წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ - როცა წმინდა საიდუმლოს მიიღებდა (ეზიარებოდა); მაშინღა ნაკლულევანად მიიღოს საზრდელი - მხოლოდ მაშინ იღებდა ხოლმე მცირე საზრდოს; დააცადა - შეწყვიტა; ფიცხელი - მკაცრი; განჴსნა ენაჲცა თვისი უტყუებისაგან - შეწყვიტა დუმილი.

შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით - ნერსეს ქართლიდან გაქცევის შემდეგ; წარმოავლინა - გამოგზავნა; ნაცვალად დედისძმისა თჳსისა - თავისი ბიძის (დედის ძმის) ნაცვლად; მხიარულ იქმნა ნერსე - გაუხარდა ნერსეს; უფლებაჲ - ბატონობა, მთავრობა; უფლებაჲ იგი სახლისა მისისაგან არა განაშორა უფალმან - ერისმთავრობა მის სანათესაოს არ ჩამოართვა უფალმა; წადიერ იქმნა - მოიწადინა, მოისურვა (მსურველი გახდა); ჴელმწიფენი, ამირანი ამის ქუეყანისანი - ქართლის არაბი ხელისუფალნი; უშიშჲონ იგი - დაიცვან, საფრთხე აარიდონ; გამოვიდეს ჴსნილად - წამოვიდეს დაუფარავად, თავისუფლად; ყოვლით ერით მისითურთ - თავის ხალხიანად.

მიუწოდა - უხმო, დაუძახა; ამიერ ქუეყანით - ამ ქვეყნიდან; ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს - ქართლი უჭირავთ არაბებს, მათ ხელშია; არა გიტეონ შენ - არ გაგიშვებენ, არ დაგანებებენ; მეშინის მე შენთჳს - შენ გამო ვშიშობ; ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნეფსით, გინა უნებლებით - ვაითუ, კვლავ გადაგიყვანონ, გადაგიბირონ შენ ქრისტეს სარწმუნოებისაგან ნებით ან ძალით; წარსწყმიდო - დაკარგო; სადაღა - რაკი; არასადა - არასოდეს; დაღათუ - თუნდაც; ბევრეული - ათი ათასი, ბევრი, მრავალი; გინათუ - ან კიდევ; განკითხვა - დასჯა, სასჯელი; ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე - მტანჯონ და მგვემონ; ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა - ვერ გამინელებენ ჩემი უფლის სიყვარულს.

ნუ დამაყენებ მე - ნუ დამაყოვნებ, ნუ დამაკავებ, ნუ დამაბრკოლებ; განცხადებულად - აშკარად, დაუფარავად; მესმა მე წმიდისა სახარებისაგან - გავიგე წმინდა სახარებიდან; აღანთის - ანთებს; „არავინ აღანთის სანთელი...” - ეს სიტყვები სახარების გამოძახილია (მათე 5, 15). ნათელი ქრისტეს სიმბოლოა. მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ” (იოანე 8, 12). ქრისტიანული ნათლისღებაც (მონათვლა) ამ ღვთაებრივი ნათლის მიღებაა. ქრისტიანობას ყოველი ადამიანის მისიად მიაჩნია ნათლით გასხივოსნება საკუთარი არსებისა, სიკეთისათვის მუდმივი მღვიძარება და ამ ღვთაებრივი ნათლით ბნელის განქარვება. სანთელი, რომელიც თვით იწვის და ბნელს ანათებს, ღვთაებრივი მსხვერპლის სიმბოლოა. ქრისტეს სიტყვების მოხმობით აბო ამბობს, რომ მისი სულიერი ამაღლება, მის არსებაში შემოსული ქრისტეს ნათელი კი არ უნდა დაიმალოს, არამედ მან ბნელი უნდა გაანათოს, სხვებს უნდა გაუკვლიოს სულიერი ცხოვრების გზა; ჴჳმირი - მარცვლეულის საწყაო ჭურჭელი; ზედა სასანთლესა გადგიან - სასანთლეზე დგამენ, ამაგრებენ; რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა - რათა უნათებდეს ყველას; ეგრე ბრწყინევდინ - დაე, ასე ბრწყინავდეს.

გამოვიდა იგი ნერსჱს თანა - წამოვიდა ნერსესთან ერთად; განცხადებულად - ცხადად, დაუფარავად; იქცეოდა - დადიოდა, ცხოვრობდა; იხილეს იგი ქრისტიანედ - ნახეს, რომ ქრისტიანია; რომელთა იცოდეს იგი პირველად - რომლებიც თავიდანვე იცნობდნენ მას; რომელნიმე ჰყუედრიდეს - ზოგი უსაყვედურებდა; რომელნიმე მშჳდობისა სიტყჳთა შეაჯერებდეს - ზოგი მშვიდობიანად შეაგონებდა, არწმუნებდა.

განმტკიცებულ იყო ქრისტჱს მიმართ - მტკიცე იყო მისი რწმენა ქრისტეს მიმართ; არავისგან შეძრწუნდებოდა - არავისი ეშინოდა; სამისა წლისა ჟამთა - სამი წლის განმავლობაში; იქცეოდა - დადიოდა, იმყოფებოდა; გარემოჲს - გარშემო, ირგვლივ; ქალაქსა მას შინა და გარემოჲს ყოველსა სოფლებსა - ქალაქსა და მის შემოგარენში; ვერვინ მიყვნა ჴელნი - ვერავინ ახლო ხელი; არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი - მისი დრო ჯერ არ დამდგარიყო; იღუწიდეს მას - ზრუნავდნენ მასზე.

სმენაჲ - აქ: ამბავი, მოსასმენი; მიიღეთ ჩემგან სანატრელი ესე სმენაჲ - მოისმინეთ ჩემგან ეს ამბავი; ქრისტჱს მოღუაწე - ქრისტესთვის ღვაწლის გამღები; სიმჴნე - სიმამაცე, სიძლიერე; გჳრგჳნოსან იქმნა ქრისტჱს მიერ - გვირგვინი მიენიჭა ქრისტეს მიერ, ქრისტემ განადიდა; სუფევასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, წელიწადსა ვნებითგან და მკუდრეთით აღდგომითგან რვაას ორმეოც და ექუსსა - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მიწიერი ოფიდან, წამებიდან და მკვდრეთით აღდგომიდან რვაას ორმოცდამეექვსე წელს; მეფობასა კონსტანტინეპოვლის... ქრისტეანეთა ზედა კონსტანტინჱსსა - კონსტანტინეპოლში ქრისტიანების მეფედ კონსტანტინეს ყოფნისას; კონსტანტინე - კონსტანტინე VI, ბიზანტიის იმპერატორი (780-797 წწ.); დასაბამით გარდასრულთა ექუს ათას სამას ოთხმოც და ცხრასა წელსა - ქვეყნიერების გაჩენიდან 6389-ე წელს (უდრის ჩვ.წ-ის 785 წ-ს); შევისწავეთ - გავეცანით.

ესრე სახედ - ამგვარად, ამნაირად; მცირედ უწინარჱს-რე დღეთა ამათ - ამ დღეებამდე ცოტათი უფრო ადრე; მიიყვანეს იგი მსაჯულისა მის - მიიყვანეს მსაჯულთან; ქრისტჱს აღსაარებისათჳს შეაყენეს იგი საპყრობილესა - ქრისტეს რწმენისათვის საპყრობილეში ჩასვეს, ჩააგდეს; შემდგომად რავდენთამე დღეთა - რამდენიმე დღის შემდეგ; განუტევა - გაუშვა, გაათავისუფლა.

შემდგომად მცირედთა დღეთა - ცოტა ხნის შემდეგ; აღიძრნეს - აღელდნენ, აღდგნენ, აღშფოთდნენ, აბორგდნენ; შემასმენელნი - დამბეზღებლები, დამსმენნი; აღბორგებულნი - აღელვებულნი, განრისხებულნი; შეიზრახნეს შეთქუმით წმიდასა მას ზედა - წმინდანის წინააღმდეგ პირი შეკრეს, შეითქვნენ; სხუაჲ მსაჯული ამირაჲ შემოსრულ იყო ქალაქსა ტფილისს - მსაჯულად სხვა ამირა იყო დანიშნული თბილისში; იყო ბუნებით სარკინოზ - წარმოშობით სარკინოზი იყო; იყო ... განზრდილ და ცხორებულ - გაზრდილა და უცხოვრია; შჯულითა მით, რომელი მომცა ჩუენ მაჰმედ მოციქულმან ჩუენმან - რჯულით, რომელიც მოგვცა ჩვენ მუჰამედ მოციქულმა; მაჰმადის სჯულით, მაჰმადიანობით; დაუტევებიეს - მიუტოვებია, უარუყვია, დაუთმია; იტყჳს თავსა თჳსსა ქრისტიანედ - თავის თავს ქრისტიანად აცხადებს; ვალს - დადის; უშიშად ვალს ქალაქსა შინა - უშიშრად დადის ქალაქში; მრავალთა ასწავებს ჩუენგანთა ქრისტიანე-ყოფად - ბევრ ჩვენგანს უქადაგებს ქრისტიანობას; შეაგდე იგი სატანჯველსა და გუემასა - დიდ სატანჯველში ჩააგდე, სცემე; უკუეთუ არა, მოკუედინ იგი - თუ არა (თუ არ აღიაროს), მოკვდეს იგი; რაჲთა არა მობაძავ იქმნენ მისა მრავალნი სიტყჳთა მისითა - რომ მისი მიმბაძველები არ გახდნენ, მის შეგონებას ბევრი არ აჱყვეს.

ამას რაჲ შეასმენდეს - როცა ასე აბეზღებდნენ; ვიეთმე - ვინმეს, ზოგიერთებს; ესმა ვიეთმე ქრისტიანეთა კაცთა - გაიგეს ვიღაც ქრისტიანებმა; შეაჯერებდეს მას, რაითამცა მიჰრიდა და დაემალა - ურჩევდნენ (არწმუნებდნენ) მას, რომ მორიდებოდა და დამალვოდა; მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტჱსთჳს, არამედ სიკუდიდცა - მზად ვარ, არა მხოლოდ ვიტანჯო ქრისტესთვის, არამედ მოვკვდე; უბანი - ქუჩა, მოედანი, შარა; იქცეოდა შორის უბანთა განცხადებულად – მიმოდიოდა ქუჩებში აშკარად, დაუფარავად.

რაჲ არს, რომელ-ესე მესმის შენთჳს - ეს რა მესმის შენ შესახებ; ნათესავით და ტომით სარკინოზ - წარმომავლობით და გვარ-ტომით არაბი; დაგიტევებიეს მამული შჯული - დაგიტოვებია მამისეული (მამა-პაპის) სარწმუნოება; შეცთომილი - შემცდარი, შეცდენილი; ეგე კეთილად სთქუ - ეგ კარგად თქვი, სწორად თქვი; ვცხოვნდებოდე მას შინა - ვცხოვრობდი (ამ რჯულით); უმეცრებასა შინა ვიყავ - უვიცი, უცოდინარი ვიყავი; სათნო-ყო - ინება; გულისჴმა-მიყო - გამაგებინა; დაუტევე - მივატოვე, უარვყავი; ზღაპრობისა სიბრძნითა ღონისძიებული რწმუნებაჲ - ცრუ, გამოგონილი სიბრძნით შექმნილი სარწმუნოება; შეუდეგ მე - შევუდექი, მიმდევარი ვარ; მომადლებული - ბოძებული, მონიჭებული; სარწმუნოება სამებისა - რწმენა სამებისა (ქრისტიანული სამება: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა); თავყანის-ვსცემ - თაყვანს ვცემ, ვლოცულობ მასზე; თჳნიერ ყოვლისა ცილობისა - ყოველგვარი ეჭვის გარეშე, უცილობლად, უყოყმანოდ, უდავოდ.

დაუტევე - მიატოვე, თავი დაანებე, მოიშორე; სიცოფე - სისულელე, სიგიჟე; დაუტევე სიცოფისა ეგე განზრახვაჲ - თავიდან ამოიგდე ეგ სულელური აზრები; ნიჭი - ძღვენი, საჩუქარი, ჯილდო; იყავნ - იყოს; პატივი - აქ: საჩუქარი; აწვე - ახლავე; მიგცე - მოგცემ; მე უფროჲსღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ - ბევრად მეტ საბოძვარსა და პატივს ახლავე მოგაგებ; შენ თანავე იყავნ - შენვე გქონდეს; წარსაწყმედელად თავისა შენისა - შენს დასაღუპავად; ნიჭი ქრისტჱსმიერი - ქრისტეს მიერ ბოძებული საჩუქარი; გჳრგჳნი ცხორებისა და უხრწნელებისაჲ - იგულისხმება: მარადიული ცხოვრების გვირგვინი, რომელიც მიენიჭება ქრისტეს მოწამეს; პატივი საუკუნოჲ ცათა შინა - მარადიული პატივი სასუფეველში,ზეციური პატივი, საუკუნო დიდება.

ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათჳს - ღირსი გამხადე, რომ შენ გამო შემიპყრონ და დამსაჯონ; წმინდა სტეფანე - ირველდიაონი და ირველმოწამე, ქრისტეს 70 მოციქულთაგან ერთ-ერთი, ირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გაწირა.

იყოფოდა - იმყოფებოდა, იყო; იყოფოდა... მარხვითა და ლოცვითა და ფსალმუნებითა ღამჱ და დღჱ განუსვენებელად - მარხულობდა, ლოცულობდა და დღედაღამ განუწყვეტლივ გალობდა; ჰყოფდა იგი ქველის საქმესა - ქველმოქმედებას ეწეოდა; ჰზრდიდა იგი მშიერთა და ნაკლულევანთა - აპურებდა მშივრებსა და ღარიბ-ღატაკებს; მის თანა პყრობილნი - მასთან ერთად დატუსაღებულნი; ცრუ მოძღუარი - ავის მრჩეველი; შემასმენელი - დამრიგებელი, აქ: გადამბირებელი; შევიდიან მისა და ეტყჳედ - შედიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ; რეცა - ვითომც, თითქოს; ლიქნა - ალერსი, ფერება, ხვეწნა (ფარისევლური); სიტყჳთა ლიქნისაჲთა - პირფერობით; ეტყვიედ რომელნიმე რეცა სიტყვითა ლიქნისაჲთა - ზოგნი ეუბნებოდნენ თითქოს დაყვავებით; ნუ განიწირავ თავსა შენსა - თავს ნუ დაიღუპავ; განჰვაჭრი - ყიდი. აქ: გაცვლი, გაწირავ; ნუცა სიჭაბუკესა შენსა განჰვაჭრი ქრისტიანედ - ნურც შენს სიჭაბუკეს გაწირავ ქრისტიანობისთვის; ძჳრი - ცუდი; რაჲთა არა შეამთხჳო ძვირი თავსა შენსა - რათა ცუდი რამ არ მოიწიო, ავს არაფერს გადაეყარო; რაჲთა არა... შეგუაწუხნე ჩუენ ყოველნი - რომ არ დაგვამწუხრო ყველანი; რომელნიმე მათგანნი აშინებედ მას და ეტყჳედ - ზოგი მათგანი აშინებდა მას და ეუბნებოდა; რაჲ სარგებელ გეყოს შენ ქრისტჱ - რა სარგებლობას მოგიტანს ქრისტე; ანუ ვინ გიჴსნეს შენ ჴელთაგან ჩუენთა - ან ვინ დაგიხსნის ჩვენს ხელთაგან; აწვე - ახლავე, უკვე; განგვიმზადებიეს - გაგვიმზადებია; არა თუ მოიქცე ჩუენდავე - თუ არ დაგვიბრუნდები, თუ არ მოუბრუნდები ჩვენს რჯულს.

არა ისმენნ მათსა - არ ისმენდა მათ ნათქვამს; ილოცავნ - ლოცულობდა; უღარღილოდ - დაუცხრომლად, განუწყვეტლივ; ფსალმუნებნ გონებითა თჳსითა - ფსალმუნს წარმოთქვამდა გონებაში; უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თჳსითა - განუწყვეტლივ გალობდა უხმოდ, გუნებაში; ჩემდამო ნურას იტყოდეთ - მე ნურაფერს მეტყვით; ვითარცა უტყუმან რაჲ არა აღაღის პირი თჳსი - როგორც მუნჯი არ აღებს პირს; უსმი - ყრუ; უფალსა ვესავ - უფლის იმედი მაქვს; გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი - გამოვიკვლიე ჩემი უფლის მცნებები; ვერ შეძრეს - ვერ შეარყიეს; გამოვიდეს მიერ სირცხვილეულნი - შერცხვენილნი გამოვიდნენ.

დღე ყოველ იმარხავნ - ყოველდღე მარხულობდა; ღამის თევით დაადგრის განთიადადმდე - ღამეს ათევდა განთიადამდე; ხვალე განსვლაჲ არს ჩემი ჴორცთაგან - ხვალ იქნება ხორცთაგან ჩემი გასვლა, ე.ი. გარდაცვალება; განსცა იგი სავაჭროდ - გაატანა, მისცა გასაყიდად; სანთელად - ასანთებად; კერეონი - მსხვილი სანთელი; საკუმეველი - წიწვოვან მცენარეთა გამონაჟონი, რომელსაც ღვთისმსახურების დროს ააგზნებენ ხოლმე სურნელების გამოსაცემად; წარსცა ყოველთა მათ ეკლესიათა - დაურიგა, გაუგზავნა ქალაქის ყველა ეკლესიას; მიავლინა ყოველთა მღდელთა - გაუგზავნა ყველა მღვდელს; ღირს იქმნეს მოღუაწებასა მას ქრისტჱს მოწამეთასა - ღირსი იყოს ქრისტესათვის წამებულთა ღვაწლისა.

ღამესა მას წმიდისა დღესასწაულისასა - იგულისხმება: ნათლისღების დღესასწაულის წინა ღამე; ღამისთევასა - ღამის თევის დროს, მღვიძარებისას; მიიხუნა ორნი სანთელნი დიდნი ჴელთა თჳსთა - ხელში აიღო ორი დიდი სანთელი; დადგა იგი შორის საპყრობილესა - დადგა შუა დილეგში; დაადგრა მდგომარეჲ ზედა ფერჴთა თჳსთა, ვიდრე განთიადადმდე - განთიადამდე ფეხზე იდგა; ყოლადვე - სრულიად; ვიდრემდე აღასრულნა - სანამ არ დაამთავრა; ჴელთა შინა მისთა, რჳინითა შეჭედილთა ზედა ქედსა მისსა - მის ხელებში, რომლებიც ქედზე რკინის საკვრელით ჰქონდა მიბმული; მარჯულ - მარჯვნივ; რაჲთა არა შევიძრა - რომ არ შევდრკე.

განთენა - გათენდა; დღეჲ დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისაჲ - მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული (6 იანვარი); დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისაჲ - ნათლისღების დღესასწაული. იოანე ნათლისმცემელმა (წინამორბედმა), რომელიც ხალხს ნათლავდა მდინარე იორდანეში და ქადაგებდა, რომ მოვიდოდა მხსნელი და იგი სულიწმინდის ნათლით შემოსავდა ადამიანებს, მონათლა იესო მაცხოვარიც. ამ დღის აღსანიშნავად დაწესდა ნათლისღების დღესასწაული. ქრისტიანული სწავლებით, ამ დღეს სულიწმინდა გადმოდის წყალზე და წყალი განსაკუთრებულ თვისებებს იძენს; დიდ არს ჩემდა დღეჲ ესე - ჩემთვის ეს დღე დიადია; ორკერძოვე - ორმხრივ, ორმაგად; ძლევა - გამარჯვება; ვხედავ ორკერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა - ვხედავ ჩემი უფლის, იესო ქრისტეს, ორმხრივ გამარჯვებას (აბო აწამეს ნათლისღების დღესასწაულზე (6 (19) იანვარს), ქრისტეს ვნების დღეს - პარასკევს, რაშიც აბო ღვთიურ ნიშანს ხედავს); შთაჴდა - ჩავიდა; შთახდა მდინარესა... ნათლისღებად - მოსანათლად შევიდა მდინარეში; იორდანე - მდინარე პალესტინაში.

ჯერ-არს ჩემდაცა - მეც მმართებს; ჯერ-არს ჩემდაცა დღესა ამას, რაჲთა განვიძარცო შიში ჴორცთა ამათ ჩემთაჲ - ამ დღეს მეც უნდა დავძლიო ხორციელი შიში; ვითარცა ქადაგა - როგორც იქადაგა; განვნათლდე - მოვინათლო; გარდამოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ - სულიწმიდის გადმოსვლა, სულიწმიდის მოფენა (დიდი ქრისტიანული დღესასწაული); სახედ - მსგავსად; მანქანებანი - ფანდები, ხრიკები, აკრძალული ხერხები; რომელ იზრახნა ჩემთჳს - რომელიც მე განმიმზადა; განვბასრნე - დავცინო.

ჯუარსა მას ზედა განპყრობითა ჴელთა თჳსთაჲთა - ჯვარზე ხელების გაშლით, ე.ი. ჯვარცმით; განაქიქა - გამოამჟღავნა, შეარცხვინა; თანამაც - მმართებს, მევალება; განუჴდე ბრძოლად - შევებრძოლო; საცინელ და საკიცხელ - სასაცილო და გასაკიცხი; ჰგონებდა იგი, ვითარმცა... განმაშორა - ეგონა, რომ განმაშორებდა; საყუედრელ-ვყო - დასაყვედრებელი გავხადო; ვსძლო მას - ვძლიო მას; ორ კერძოყვე იგი თანანადები - ორმხრივი ვალი.

სადამე - ოდესღაც; დაფლვა - დამარხვა, დაკრძალვა; ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს - ეს საცხებელი (ზეთი) ჩემი დაკრძალვის დღისთვისაა; არღარა ვიცხო - აღარ წავიცხებ; განქარვებადი ესე... ზეთი - მიწიერი, ნივთიერი ზეთი; „ქება ქებათა” - ბიბლიის (ძველი აღთქმის) ერთ-ერთი წიგნი, რომლის ავტორად მიიჩნევენ ისრაელის მეფეს, სოლომონ ბრძენს. წიგნში გადმოცემული სატრფიალო დიალოგი სიმბოლურ-ალეგორიულად მიგვანიშნებს ღვთისა და ეკლესიის ურთიერთობაზე, ამასთანავე, ადამიანის სულის ამაღლებაზე, ღმერთთან და საკუთარ ღვთაებრივ არსთან ადამიანის შეერთებაზე, ანუ ღვთაებრივ ქორწინებაზე; მწირობა - უცხოობაში ყოფნა. აქ: ამქვეყნიური, დროებითი, წარმავალი ცხოვრება. მწირობისა ჩემისა ზეთი - ამქვეყნიური, ამქვეყნად გამოსაყენებელი ზეთი; „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი” - შენი ნელსაცხებლის სურნელებისკენ (შენკენ, უფლისკენ) მოვისწრაფოდი; განუქარვებელი - მარადიული, წარუვალი; სულნელება - აქ: ნეტარება, სიამე; უფროჲს თავისა ჩემისა - საკუთარ თავზე უფრო; წარავლინნა წმიდად ეკლესიად - გაგზავნა წმინდა ეკლესიაში; მოჰგუარეს მას წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ - მოართვეს წმინდა საიდუმლო, ზიარება, აზიარეს.

ჟამი იგი მესამჱ დღისა - დღის სამი საათი; განმაცხოველებელი საიდუმლოჲ - სიცოცხლის მომნიჭებელი საიდუმლო - ზიარება; ცხორების მომნიჭებელი - მაცოცხლებელი, სულის მხსნელი; მომეც... სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა - გასახარებლად და განსამტკიცებლად მომეცი; აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე - ახლა კი ვიცი, რომ არ დამტოვებ მე; კმა არს ესე - საკმარისია, კმარა ეს.

მყის მოიწინეს - მაშინვე მოვიდნენ; იჯმნა - გაეცალა, მოშორდა, დაემშვიდობა; რომელნი ჰხედვიდეს მას ქრისტიანენი - ქრისტიანები, რომელნიც ხედავდნენ მას; მეცნიერნი მისნი - მისი ნაცნობები (ისინი, ვინც მას იცნობდნენ); ცრემლოოდეს მისთჳს - ტიროდნენ, ცრემლს ღვრიდნენ მისთვის; გიხაროდენ - გიხაროდეთ; უფლისა ჩემისა მივალ - ჩემს უფალთან მივდივარ; ლოცვით წარმგზავნეთ - ლოცვით გამაცილეთ, გზა დამილოცეთ; მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ - უფალმა მოგცეთ მშვიდობა. უფალმა დაგიცვათ

მივიდოდა - მიდიოდა; ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა - როგორც ვინმე მკვდარს მიჰყვება, მიაცილებს; ეგრე ჰხედვიდა თჳსსა მას გუამსა - ასე უყურებდა თავის სხეულს; სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული - თავისი სულით სამგზავროდ გამზადებული (იგულისხმება გზა სასუფევლისკენ); ფსალმუნი ას და მეათრვამეტე - ას მეთვრამეტე ფსალმუნი. იკითხება მიცვალებულთა მოსახსენებლად. ვლენან - აქ: მისდევენ, მიჰყვებიან; თქჳს - ამბობდა.

მიიწია - მივიდა; კადნიერად - გაბედულად, თამამად; წარადგინეს იგი წინაშე მსაჯულისა - წარუდგინეს მსაჯულს, მიჰგვარეს; განიზრახე - გადაწყვიტე; რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ - რა მოიფიქრე, რა გადაუწყვიტე შენს თავს; არა დაგიტევებიეს სიცოფეჲ იგი და უგუნურებაჲ შენი? - არ მიგიტოვებია ეგ შენი სიგიჟე და უმეცრება? უკუეთუმცა უმეცრებასა და უგუნურებასა შინა ვიყავ, არამცა ღირს ვიქმენ შედგომად ქრისტჱსა - უცოდინარი და უგუნური რომ ვყოფილიყავი, ქრისტეს მიმდევრობის ღირსი არ გავხდებოდი; არა გიცნობიესა? - ვერ მიხვდი, არ იცი, ვერ გაიგე? მომატყუებელ სიკუდილისა - სიკვდილის მიზეზი; სიტყუანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკუდილისა გექმნებიან შენ - შენი სიტყვებით სიკვდილს მოიახლოვებ; უკუეთუ მოვკვდე - თუ მოვკვდები; რამეთუ ქრისტჱს თანა ვცხონდე - რომ ქრისტესთან ვიქნები, ვიცოცხლებ მარადის; რაჲ გეგულების ჩემ ზედა, იქმოდე! - რაც განგიზრახავს ჩემთვის (რასაც მიპირებ), აღასრულე! ცუდნი ეგე სიტყუანი - ფუჭი, უქმი, ამაო, ცრუ; გონებაჲ - ფიქრი, აზრი.

რაჲ ეგოდენი - ამდენი რა; რომლითა - რომლითაც. აქ: რომლის გამოც, რის გამოც; სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი - სასიკვდილოდაც არ გებრალება თავი; უკუეთუ გნებავს ცნობად - თუ გსურს, შეიტყო; შენცა გრწმენინ - შენც ირწმუნე; ნათელ-იღე მისა მიმართ - მოინათლე ქრისტიანად; მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა - მხოლოდ მაშინ ეღირსები, შეიცნო (შეიტყო) მისი სიტკბოება.

განყვანებაჲ მისი გარე - მისი გარეთ გაყვანა; გარეშე კართა - კარს გარეთ; ეზოსა მას ტაძრისასა - სასახლის ეზოში; განჰჴსნეს იგი ხელით და ფერჴით საკრველთა მათგან რკინისათა - ხელ-ფეხი გაუხსნეს, გაუთავისუფლეს რკინის ბორკილებისაგან; თავით თვისით - თვითონ, თავისით; განხეთქა სამოსელი იგი, რომელი ემოსა - შემოიხია სამოსელი, რომელიც ეცვა; დაიბეჭდა ჯუარითა პირი და გუამი თჳსი - პირჯვარი გადაისახა; მიმთხუევა - შეხვედრა; ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლისა - ღვაწლის ღირსი გამხადე; უკუნ ისხნა ჴელნი თჳსნი ჯუარის სახედ - უკან დაიწყო ხელები ჯვარედინად; მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტჱს მიმართ - მხიარული სახით თამამად შეჰღაღადა ქრისტეს; მოუდრიკა ქედი თჳსი მახჳლსა - კისერი მიუშვირა, ქედი მოუხარა მახვილს.

სცეს მას მახჳლითა სამგზის - სამჯერ დაჰკრეს მახვილი; ჰგონებდეს, ვითარმედ შიშითა სიკუდილისაჲთა განაშორონ იგი ქრისტესა - ეგონათ, სიკვდილის შიშით ქრისტეს დააშორებდნენ, ქრისტიანობაზე უარს ათქმევინებდნენ; მიითუალვიდა - იღებდა, მიითვლიდა; დუმილით მხნედ მიითუალვიდა მახჳლსა - ხმაამოუღებლად მტკიცედ ხვდებოდა მახვილს; ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი უფალსა - ვიდრე არ მიაბარა სული უფალს, ვიდრე არ გარდაიცვალა.

და ვითარცა იხილეს - როცა ნახეს; სრულ იქმნა ქრისტჱს მიმართ - გარდაიცვალა ქრისტიანად; ღუაწლი კეთილი მოიღუაწა - გმირობა ჩაიდინა, განსაცდელი ღირსეულად გადაიტანა. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, სარწმუნოებისთვის თავდადება სულიერი გამარჯვებაა. გამონათქვამის წყაროა პავლე მოციქულის ეპისტოლე: „მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ”; სძლო - სძლია; სიბორგილე - სიგიჟე, ჭკუაზე შეშლა; მძლავრი - აქ: მსაჯული, ძალაუფლების მქონე; შევიდეს წინაშე მძლავრისა მის - შევიდნენ მთავართან, მსაჯულთან; ესრე სახედ - ამგვარად, ასე, ასეთნაირად; მოიჴარიან - იპარავენ; პატივ-სციან მას დაფლვითა - პატივს მიაგებენ დაკრძალვით; ტყუვილით რეცა თუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განსთქუმედ ერსა შორის - ხალხში ხმას (ტყუილს) გაავრცელებენ, თითქოს სასწაულისა და განკურნების ძალა ჰქონდეს; რეცა საცოდ სნეულთათჳს - ვითომც ავადმყოფთა დასაცავად, განსაკურნებლად; ამით სახითა - ამგვარად, ამნაირად; უცებნი შეიტყუვნიან - უვიცები (უმეცრები) ცდებიან, ტყუვდებიან.

ბრძანე გუამი მისი მოცემად ჩუენდა - ბრძანე, რომ მისი გვამი ჩვენ მოგვცენ; განვიღოთ - გავიტანოთ, წავიღოთ; დავწუათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ - დავწვათ იგი ცეცხლით და გავფანტოთ, ქარს გავატანოთ; აღვჴოცოთ საცთური ქრისტეანეთაჲ - აღმოვფხვრათ, მოვსპოთ ქრისტიანების საცდური, ცდუნება; რაჲთა ...შეეშინოს - რათა შეშინდნენ; მოიქცენ ჩუენდა - გადმოვიდნენ ჩვენს რჯულზე; ჩუენგანთა ეშინოდის - ჩვენიანებს (არაბებს ) ეშინოდეთ; არღარა შეუდგენ სწავლასა ქრისტიანეთასა - აღარ გაქრისტიანდნენ; დაღათუ - თუმცა, თუკი; ქრისტიანეთა შურისათჳს იტყოდეს - ქრისტიანების შური ალაპარაკებდათ; არამედ ჭეშმარიტსა და მართალსა წამებდეს - მაგრამ ჭეშმარიტებას და სიმართლეს ადასტურებდნენ; ვიდრეცა გნებავს - სადაც გნებავთ.

აღიღეს ქუეყანით - აიღეს მიწიდან; გუალაგი - 1.ხურჯინი. 2. გოდორი; რაჲთურთით არარაჲ დაუტევეს ქუეყანასა - სრულიად არაფერი დატოვეს მიწაზე; ორმოცი მოწამე - ორმოცი სებასტიელი მოწამე. წარმოშობით კაბადოკიიდან იყვნენ, მსახურობდნენ რომაელთა ჯარში სებასტიაში (სებასტია - მხარე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე). მათ სარდალმა მოსთხოვა, უარეყოთ ქრისტე. მტიცე უარის შემდეგ მხედრები აწამეს, ცხედრები დაწვეს; ახოვანი - მამაცი.

გამოიღეს ... გარეშე ქალაქსა - გაიტანეს ქალაქგარეთ; აღიღეს - აიტანეს; საგოდებელი - გოდების ადგილი, სასაფლაო. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, საგოდებელი (სასაფლაო), რომელიც ტექსტშია აღწერილი, იყო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის ტაძრის სიახლოვეს. „არს კიდესა მტკურისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი, ღვთისმშობლისა, გუმბათიანი, დიდშუენიერნაშენი... აქ განვალს ხიდი... ხოლო ხიდის ყურის სამხრით არს საფლავი წმიდის აბოსი, რომელი იწამა ტფილისს” (ვახუშტი). გარდამოიღეს - გადმოიღეს; მოიღეს ...ნაფთი - მოიტანეს ნავთი; დააგზნეს ცეცხლი - ცეცხლი წაუკიდეს; ვიდრემდის დაწუნეს ჴორცნი - ვიდრე არ დაწვეს ხორცი; აღმოსავალით ციხესა მას ქალაქისასა - ქალაქის ციხის აღმოსავლეთით. პირსა ზედა კლდისასა - კლდის პირას; კბოდჱ - ზღვის ან მდინარის ციცაბო, კლდოვანი ნაპირი; განჰვლის - გაივლის, მიედინება; ადგილსა მას არავის აუფლეს მისლვად - იმ ადგილას მისვლის ნება (უფლება) არავის მისცეს, არავინ მიუშვეს; ვიდრემდის აღასრულეს დაწუვაჲ - ვიდრე არ დაწვეს.

რომელთა ვერღარა უძლეს დაწუვაჲ - რაც ვერ დაწვეს, რაც არ დაიწვა; შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვრისასა - მოაგროვეს ცხვრის ტყავში; შეკრნეს მტკიცედ - კარგად, მაგრად შეკრეს; მიიხუნეს - წაიღეს; არავინ უდებად მიეხოს მათ - არავინ შეეხოს უპატივცემულოდ; ქრისტჱს მბრძოლი - ქრისტეს მტერი; ესრჱთ ყვეს - ასე მოიქცნენ; მოღუაწება - ბრძოლა, შრომა.

მძლავრნი იგი - ხელისუფალნი; განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას - ყველანი მიდიოდნენ იმ ადგილას; მორბიოდეს - მორბოდნენ, გადიოდნენ; კუერთხი - ჯოხი; მჳელობელი - კოჭლი; ვლდომა - ხტომა, აქ: კოჭლის სირბილი; სრბა - სირბილი რბენა; ჴდომით ურთიერთას - ერთმანეთის გასწრებით, ერთმანეთზე ხეთქებით; მორბიოდეს ... ყრმანი ჴდომით ურთიერთას - ყმაწვილები ერთმანეთს უსწრებდნენ; წმიდანი იგი მენელსაცხებლენი - მენელსაცხებლე დედანი: მარიამ მაგდალინელი, მარიამ იაობისი და სალომე, რომელთაც ქრისტეს ჯვარცმის მესამე დღეს შეიძინეს ნელსაცხებელი, რათა იესოს სხეულისთვის ეცხოთ, მაგრამ ალდამაში ცხედარი არ დახვდათ. მათ ანგელოზთაგან ეუწყათ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. დედებმა მოციქულებს ახარეს ეს ამბავი; სრბით მიაქუნდა - სირბილით მიჰქონდათ, მიარბენინებდნენ; ნანდჳლვე - ჭეშმარიტად, ნამდვილად; იყვნენ ესენიცა მსგავს მათა - მათი მსგავსნი იყვნენ, მათ ჰგავდნენ; მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს - ბევრი სნეული მიჰყავდათ; მასვე დღესა შინა განიკურნებოდეს - იმავე დღეს იკურნებოდნენ; უფროჲს - უმეტესად, უფრო მეტად; გამოაჩინა - გამოავლინა, გააცხადა; ღმერთმან... პატივ-სცა თჳსსა მას მარტჳლსა - ღმერთმა სულიერი პატივი მიაგო თავის მოწამეს; რაჲთა უწყოდიან ყოველთა - რათა ყველამ იცოდეს.

შემწუხრდა - შეღამდა, მოსაღამოვდა; შემწუხრდა დღჱ - მწუხრად იქცა დღე, დაღამდა; ჟამი პირველი ღამისაჲ - ღამის პირველი საათი; გარდამოავლინა - მაღლით მოავლინა; მოტჲინარჱ - მოაშაშე; ლამპარი ცეცხლისაჲ - ანთებული ლამპარი; მყოვარ-ჟამ - დიდხანს; ვიდრე სამ ჟამადმდე, გინა უმეტჱს, ღამისა მის - ღამის სამ საათამდე ან უფრო მეტ ხანს; გამოუტევებდა - გამოსცემდა; მწირნი, სხჳთ მოსრულნი - სხვა ქვეყნიდან მოსული მოგზაურები; ჰკდემებოდა - შერცხვებოდა.

მი-ვინმე-ვიდეს ხილვად ადგილსა მას - ზოგიერთები მიდიოდნენ იმ ადგილის სანახავად; ჰგონებდეს - ეგონათ; ნუუკუე - ეგებ, იქნებ; მიეახლებოდეს - მიუახლოვდებოდნენ; ვერ მიეახლნეს - ახლოს ვერ მივიდნენ.

უმეტჱს-ღა წყალთა გამოსცეს განსაკვირვებელი ნათელი - უფრო მეტად კი წყალმა გამოაშუქა გასაოცარი ნათელი; საუცარ - საოცრება, სასწაული; უნდა დაფარვად - უნდოდა დაფარვა; მფოფინარე - მღელვარე; ვერვე დააყენეს და ვერცა დაშრიტეს ფიცხელთა მათ მფოფინარეთა ღელვათა - ვერ შეაჩერეს და ვერც ჩააქრეს ძლიერ მღელვარე ტალღებმა; განათლებულ იყო - განათებული იყო; გარემოყს - გარშემო, ირგვლივ; გარემოყს კიდეთა მის მდინარისათა - მდინარის ნაპირებთან; ზჱთგან ვიდრე ქუედმდე - ზევიდან ქვემოთ; ეგრევე ყოველი სიმრავლჱ ქალაქისაჲ - ქალაქის ყველა მკვიდრი; ჰხედვიდა - ხედავდა; ყოველთა ჰრწმენეს - ყველამ ირწმუნოს, ყველას სწამდეს; გულისხმა-ყონ - შეიტყონ, გაიგონ.

აწვე - ახლავე; რავდენ უფროჲს - რამდენად უფრო მეტად; ჰრცხვენოდის - რცხვენოდეთ; სიბორგილე - სიგიჟე; ჰგუემდეს - სცემდნენ; მოსრვიდეს - კლავდნენ, ანადგურებდნენ.

ჯერ-არს ჩუენდაცა - საჭიროა ჩვენთვისაც, გვევალება; უმეტჱსად-ღა - უფრო მეტად; შეწყნარება - მიღება, აღიარება, შეყვარება; გურწმენეს - გვწამდეს.

აწ მოვედით – ახლა კი მოდით; ვდღესასწაულობდეთ – ვიდღესასწაულოთ; ჴსენება – ხსენების დღე; ახალი იგი წმიდაჲ მოწამჱ – წმინდანი, რომელიც ახლახან ეწამა, „დაემოწმა” ქრისტეს; ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხად ჩუენდა ქრისტემან მოგუანიჭა – მთელ ჩვენს ქვეყანას, ქართლს, შემწედ მოგვივლინა ქრისტემ; მოგუანიჭა – გვიძღვნა; სიხარულითა მრავლითა – დიდი სიხარულით, უსაზღვრო სიხარულით; განვახუნეთ საუნჯენი გულთა და გონებათა – გავაღოთ, გავხსნათ გულისა და გონების საგანძურნი; განმარტებული – გავრცობილი, მრავლისმეტყველი; მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ – სიხარულით, გულწრფელად ვაქოთ; ვიტყოდით – ვთქვათ; მდღევარი – დღიური (იგულისხმება მუშა, რომელსაც დღიურად, დღის ბოლოს უხდიან გასამრჯელოს); აღმსთობილი – ადრე ამდგარი; მიეწიფე – აქ: გაუთანასწორდი; გიხაროდენ ... უფლისა მიერ! – გიხაროდეს, სიხარული მოგანიჭოს უფალმა; შენ, უკანაჲსკნელი ესე მუშაკი მაცხოვრისა ჩუენისაჲ მეათერთმეტისა ჟამისაჲ მდღევართა მათ თანა აღმსთობილთა მიეწიფე – შენ, ჩვენი მაცხოვრის უკანასკნელი, მეთერთმეტე საათის, მუშა, ადრე ამდგარ დღიურ მუშებს გაუთანაბრდი (სახარებაში მოთხრობილი იგავის მიხედვით, ყველაზე გვიან დაქირავებული მუშა, რომელმაც ვენახში მხო-ლოდ ერთ საათს იმუშავა, ვენახის პატრონმა სხვებს, ადრე დილით დაქირავებულებს, გაუთანაბრა და გასამრჯელო ყველას ერთნაირად გადაუხადა); სასყიდელი – გასამრჯელო, ფასი; სასყიდელსა მათსა არა დააკლდი – მათზე ნაკლები გასამრჯელო არ მიგიღია (შენც სამოთხე დაიმსახურე).

მამული შჯული – მამისეული (მამაპაპური), წინაპართა სჯული; მამულითა მათ შჯულთა და მოძღუარებათა განგდებითა, და ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, აღსარებითა, მსგავსადვე მისა თავი მოგეკუეთა – მამაპაპური სარწმუნოების უარყოფისა და ქრისტეს აღიარების გამო, მის მსგავსად, მოგეკვეთა თავი (პავლე მოციქულმა უარყო ქრისტეს სახელით თავისი ძველი სარწმუნოება. მას თავი მოჰკვეთეს, რადგან ქრისტე არ უარყო).

ვინ მე ღირსად გაქებდეს შენ? – ვინ გაქოს შენ ღირსეულად? შესაფერისად? მნებავს ქებად შენდა – შენი ქება მსურს; არამედ ვერ ვიკადრებ – მაგრამ ვერ ვბედავ; უფროჲს გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოებათა შენთაჲ – ჩემს გონებას აღემატება შენი სათნოების ქება; კუალად მეშინის მე დადუმებად – ამავე დროს, ამასთანავე, მეშინია გავჩუმდე, დადუმებისაც მეშინია; სანატრელითა მით ქრისტჱსმიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე – ქრისტიანული სიყვარულით შემიყვარე მე; ვიდრე იყავ-ღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა – სანამ სააქაოში იყავი, სანამ ცოცხალი იყავი; აწ ნუუკუე დაყენებითა ენისა ჩემისაჲთა ქებასა შენსა დაეყენოს ჩემთჳსცა მოღუაწებაჲ მეოხებისა შენისაჲ ქრისტჱს მიმართ! – ვაითუ, შენი ქებისაგან თავი რომ შევიკავო, შეწყდეს შენი ზრუნვა ჩემზე (იგულისხმება ლოცვა, მეოხება) ქრისტეს მიმართ; მოღებითა – მონიჭებით; მსგავსად ძალისა ჩემისა – ჩემი შესაძლებლობის შესაბამისად.
 

დამიკჳრდების – გვიკვირს; შენთჱს ფრიად დამიკჳრდების ჩუენ – ძალიან გვაკვირვებ, გვაოცებ; ჟამსა ამას ოდენ მეუფებისა ისმაიტელთაჲსა – ისმაიტელთა ბატონობის დროს; დიდებასა შენ ნეფსით სიმდაბლჱ ქრისტჱსთჳს აღირჩიე – ამქვეყნიურ პატივს ქრისტესთვის თავგანწირვა არჩიე; ნეფსით – ნებით; მახჳლითა პყრობილი იგი შჯული – მახვილზე, ძალადობაზე დამყარებული სარწმუნოება; ჯუარცუმულსა მას თავყანის-ეც უფლად და ღმრთად – ჯვარცმული (ქრისტე) აღიარე უფლად და ღმერთად.

მარჯუენითი ავაზაკი – ნეტარი მარჯვენითი ავაზაკი. ქრისტეს ჯვარცმისას მის გვერდით აწამებდნენ ერთ-ერთ ავაზაკს. მან ეჭვმიუტანლად ირწმუნა, რომ გვერდით ჯვარცმული ადამიანი თვითონ ღმერთი იყო, და შეჰღაღადა მას: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა!” უღრმესი რწმენის გამო მაცხოვარმა ავაზაკს სამოთხეში მიუჩინა სამყოფელი. სწორედ რწმენის სიღრმით ადარებს ავაზაკს ჰაგიოგრაფი აბოს; ესწორე – ემსგავსე, გაუსწორდი, გაუთანაბრდი; ქერობინნი – ანგელოზთა დასი; ვერ განგიკითხეს – ვერ გკითხეს; რაჲ-ღა-მე ვთქუა უფროჲს – მეტი რაღა ვთქვა; თანანადები – ვალი; ძლევისა გჳრგჳნი – გამარჯვების გვირგვინი.

 

შენ გამო – შენი ღვაწლით, შენი წყალობით, მეოხებით; ჩუენდამო – ჩვენდამი; სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ – მისდამი ჩვენი რწმენა; აღვერიენით – შევერიეთ; შჯულითა განდგომილი ქრისტჱსაგან – ქრისტიანობისაგან განმდგარი, ურწმუნო; ნათესავი – აქ: ხალხი; ნათესავი საწუთროიჲსა ამის მოყუარე – წუთისოფლის მოყვარე მოდგმა, ხალხი; თესლი ურწმუნო ძისა ღმრთისა – არაქრისტიანი ხალხის მოდგმა; რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი – რომელთაგანაც ვისწავლეთ მათი საქმენი, მათი ცხოვრების წესი შევითვისეთ, მათ დავემსგავსეთ; ვჰმონებდით გულისთქუმასა გულთა ჩუენთასა – ჩვენს სურვილებს ვემონებოდით; მიბაძვებითა მათითა – მათი მიბაძვით; უსასონი ქრისტჱსგან – ქრისტეს იმედის არმქონენი, უნუგეშონი; ვითარცა უსასონი ქრისტჱსაგან და დამვიწყებელნი საუკუნოჲსა ცხორებისანი – თითქოს ქრისტეს იმედი არ გვქონოდა, თითქოს ქრისტე არ გვყოლოდა საიმედოდ, ისე დავივიწყეთ მარადიული ცხოვრება; მოგუეახლა – მოგვიახლოვდა; გულისხმა-ვყავთ – ვიგრძენით, განვიცადეთ; მადლსა მისსა ღირს ვიქმნენით და სიყუარულსა მისსა და წყალობასა – მისი მადლის, სიყვარულისა და წყალობის ღირსნი გავხდით.

იყოს ყოველმან, რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა – ყველას, ვინც თქვენ ამოგწყვეტთ, ეგონება, რომ მსხვერპლი შესწირა (თავის) ღმერთს; პირველ არავინ გიცოდა – თავიდან არავინ იცოდა, ვინ ხარ შენ; რომლითა შჯულითა სცხონდებოდე – რომელი სჯულით ცხოვრობდი; აწ ესერა უნებლებით წარმოგაჩინეს – ახლა უნებურად წარმოგაჩინეს; საცნაურად – ცხადად, აშკარად; შეგისწავლეს – გაგიცნეს.

მოგიღო – მოგიყვანა; მტილი – ბაღი; ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა – დალოცვილ ნაყოფად დაგრგო; იშუებენ – ხარობენ; ჰნატრიან – ნატრობენ, შენატრიან; მოღუაწება – ღვაწლი; სიმხნე – სიმამაცე; გჳრგჳნოსნება – ზეციური დიდების გვირგვინის მოპოვება.

ვითარ-მე გაქებდე – როგორ უნდა გაქო; ახალი ეგე ქრისტჱს მორწმუნჱ მოძღუარ ჩუენდა იქმენ – ქრისტეს გზაზე ახლახან-შემდგარი, მოძღვრად, მასწავლებლად გვექმენ; სწავლულნი უფროჲს გულისხმიერ-ჰყვენ – სწავლულთ გულისხმიერება შემატე; შერყეულნი – რწმენაშერყეულნი; წადიერი – მოწადინებული; წარმართნი წადიერ ჰყვენ ქრისტჱს მონებად – წარმართებს ქრისტეს მონობა, მორჩილება, გაქრისტიანება მოასურვე; სახსენებელი – მოსახსენებელი, წმინდანის ხსენების დღე; დაგჳტევე – დაგვიტოვე; მითხრობა – შეტყობინება, თქმა; სახელისა შენისა მითხრობად ყოველთა ქადაგ ვიქმნენით – შენს სახელს (საქმეებს, ღვაწლს) ყველას ვუქადაგებთ.

მეოხმცა ხარ – შემწე იყავ, შეეწიე; მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთაჲსა ჩუენ ყოველთათჳს – ჩვენ ყველას გვიშუამდგომლე მაცხოვრის (მხსნელის) წინაშე.