ნიშნიანიძე შოთა
ზედაზენი
აქ ისეთი სიჩუმეა, ღვთის ისეთი წყალობანი,
მზეთამზე - აქ: მამა ღმერთი.
არ იქნება არ მოგესმას ანგელოსთა გალობანი,
იმოსება მთა და ბარი ღვთაებრივი მზეთამზითა,
ღვთისმშობელი თავის სამწყსოს გადასცქერის ზედაზნიდან.
მე ვარ ბერი
მგალობელი,
მარტო ლოცვა, მარტო სული,
წამებული წმინდანი ვარ, ფრესკიდან ვარ
გადმოსული.
მეძალება,
მეუფლება მხოლოდ რწმენა, მხოლოდ შიში
ცათა გახსნის,
ცათა გახსნის,
ცათა გახსნის მოლოდინში.
ზედაზენი - საგურამოს ქედი მცხეთის სიახლოვეს. VI საუკუნეში ზედაზნის
მონასტერი დააარსა ასურეთიდან ქართლში ქრისტიანობის
განსამტკიცებლადჩამოსულმა იოანე ზედაზნელმა - ცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა,
მათმა წინამძღვარმა.
ფრესკა - აკვარელით შესრულებული მხატვრობა შელესილ კედელზე ან ჭერზე.