ბაირამი

ბაირამი — არაბული წარმომავლობის სიტყვაა. იგი რელიგიური, მუსლიმანური დღესასწაული, მაჰმადიანთა დიდი უქმე დღეა. ბაირამი ორჯერაა წელიწადში: ერთი – ფითრე ბაირამი, რამაზანის დამთავრებისთანავე და მეორე – დიდი ანუ ყურბან-ბაირამი. ფითრე ბაირამზე მლოცველები ჯამის და ხოჯის სასარგებლოდ ფითრეს – ფულად შესაწირავს იხდიან, ხოლო ყურბან-ბაირამზე ყველა შეძლებული მორწმუნე ვალდებულია ღმერთს მსხვერპლი შესწიროს, ე. ი. ყურბანი დაკლას.


წყარო
ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა