![]() |
ორბელიანი გრიგოლ სკოლაში |
„გრიგოლ ორბელიანი სკოლაში“ აერთიანებს სკოლაში შესასწავლ გრიგოლ ორბელიანისა და მასთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს
![]() |
1 ბიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
დაბადების თარიღი: | 14 ოქტომბერი, 1804 |
---|---|
გარდაცვ. თარიღი: | 2 აპრილი, 1883 (78 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | ქაშვეთის ტაძარი, თბილისი |
კატეგორია: | პოეტი, სამხედრო პირი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. დაიბადა
დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის შვილი. სწავლობდა
თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში.
მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822 – 1830 წწ.),
რუსეთ-ირანის (1826 – 1827წწ.) და რუსეთ-თურქეთის (1828 – 1829წწ.) ომებში.
1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების
შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებლად
მუშაობდა.
პროგრესული საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო
მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი
პოეზიის მამოძრავებელი ძალაა პატრიოტიზმი. პოეტმა სამშობლოს წარსულს, მის
აღუდგენელ ბრწყინვალებას მიუძღვნა "იარალის" - 1832; "თამარ მეფის სახე
ბეთანიის ეკლესიაში" - 1877 და სხვ. თავის ძირითად თხზულებაში,
ლირიულ-რომანტიულ პოემაში "სადღეგრძელო" (1827 – 1870 წწ.) გრ. ორბელიანმა
გააცოცხლა სამშობლოს მოჭირნახულე, დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილ ისტორიულ
გმირთა სახეები: ქართული ანბანის შემქმნელი მეფე ფარნაოზი; საქართველოში
ქრისტიანობის გამავრცელებელი მეფე მირიანი; ქვეყნის სპარსთა უღლისაგან
დამხსნელი ვახტანგ გორგასალი; დავით აღმაშენებელი; თამარ მეფე; ქეთევან
დედოფალი; ელიზბარ და შალვა ერისთავები; ბიძინა ჩოლოყაშვილი; ცხრა ძმანი
ხერხეულიძენი; სამასი არაგველი და სხვ., დასასრულს - ”ივერიის ნუგეშ-დიდება”
მეფე ერეკლე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოს მზეც ჩაესვენა.
გრ. ორბელიანი ავტორია რამდენიმე მუხამბაზური ლექსისა ("მუხამბაზი" - 1829;
1833; 1835 წწ.).
პოეტს ნათარგმნი აქვს ვ. ჟუკოვსკის, ი. კრილოვის, მ. ლერმონტოვის თხზულებანი;
შექმნა ლექსები ა. პუშკინის მიხედვით. მისი ეპისტოლური მემკვიდრეობა უხვ
მასალას გვაწვდის ავტორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების
შესახებ.
ბიბლიოგრაფია
![]() |
2 ლექსები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
შენს წმინდა სახეს,
მიხარის
– გიმზერ,
ყვავილოვანი
ბეთანია – პურის სახლად , მორჩილების სახლად –
ითარგმნება. იერუსალიმის
მახლობლად მდებარე ეს სოფელი ბიბლიაშია მოხსენიებული. სწორედ
ბეთანიიდან
მოუყვანეს უფალს კიცვი, აქაური იყო ლაზარე, აქ განმარტოვდებოდა
მაცხოვარი
სალოცავად და აქედანვე ამაღლდა ზეცად~ (ბიბლიის ენციკლოპედია).
სწორედ ამიტომ იგებოდა ქრისტიანულ ქვეყნებში ამ სახელწოდების
ტაძრები.
ლექსში მოხსენიებული ღვთისმშობლის სახელობის ბეთანიის ტაძარი მდებარეობს
მდინარე ვერეს ტყიან ხეობაში. ისტორიკოს ს. ორბელიანის გადმოცემით,
მონასტერი
ჯერ კიდევ XI ს-ში არსებობდა როგორც დიდგვაროვან ფეოდალთა საძვალე.
ახლანდელი ბეთანიის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი თამარის დროს აუგიათ და
მას,
სხვა სამ მონასტერთან (ვარძიის, ყინწვისისა და ბერთუბნის) ერთად,
შემოუნახავსთამარის ფრესკა. გადმოცემით, მივიწყებული და გავერანებული ბეთანიის
მონასტერი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა.
შავ დროთა
ძალით, ფერ წახდენილი!..
და, ვით
განვლილსა
ხნით
დამაშვრალი,
შავ დროთა – შემოსვლა
ლანგ-თემურისა და შაჰ-აბაზისა, რომელთა საშინლად გააოხრეს ჩვენი
ქვეყანა. ქართველთა დაარქვეს შავი დრო ამათ შემოსვლასა. (კომენტარი
გრიგოლ ორბელიანს ეკუთვნის).
და
ჯვარით შენით აკურთხო კვალად.
შენი ივერი
ჯვარით შენით აკურთხო
კვალად – როდესაც საქართველოს
ჯარი შეიყრებოდა სალაშქროდ, თამარ მეფე თვით აკურთხებდა მას ჯარსა
ჯვარითა. (კომენტარი გრიგოლ ორბელიანს ეკუთვნის).
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
ვჰსწუხვარ – და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..
წალკოტი შენი,
შენის დიდების სხივ-მოკლებული,
აღარა ჰშვენის,
აღარ გვიბრწყინვის
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვიმაგროს,
სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!
დაღონებული,
შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:
მოხედო ბედკრულს
შენს სატრფოს – მამულს,
აღსდგეს ძლიერი,
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,
წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით,
სამშობლო მიწის სიყვარულითა! –
და გაგვიცოცხლდეს,
რომ კვლავც მოგვესმეს
სიტყვა ქართული რუსთაველისა.
რომ განვიღვიძნეთ,
სულით განვახლდეთ,
და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..
...მარამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მიღებულსა,
ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!
ეჭვით აღვსილსა,
უსასოდ ქმნილსა,
გულ-უიმედოს, გაუხარებელს!..
ვაჰ თუ რაც წახდეს
ვეღარა აღჰსდგეს,
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?
და რაც დაეცა
ის წარიტაცა
შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!
ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო,
შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?
დიდება ჩვენი,
ცად სხივ-მიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?
დაყრუებულსა,
გზა შეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,
სად სახე მეფის,
დიდის თამარის,
სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..
![]() |
2.2 იარალის |
▲ზევით დაბრუნება |
იარალის
ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს ჯეირნის მწვადი შიშინით კახურის ღვინით აღვსილი ცა მშვენიერი, გისმენდე, თუ
ვით მდევარის ხმაზე ვაჲ მას მტერსა, ვის
ანუ კლდენი, დავნატრი მათ, ვინც თვისი
სიცოცხლე თვისსა მამულსა როს ერთგულება, სარწმუნოება, გისმენდე, თუ ვით
დღესასწაულსა, ცხენთა გრიალი,
ამ ვაჟკაცობრივს შექცევას იგი*
სიამით მარად უმზერდა შორით, ვინ აღჩნდეს გმირი,
გარდმოხვეწილმან ჩრდილოს წყვდიადსა
ლხინით აღვსილნი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს,
ჩვენებურადა,
ძველებურადა,
ვსვამდეთ,
ვიძახდეთ:
იარი-არალი!
ცეცხლზედა დასტრიალებდეს,
ყნოსვა დამტკბარი მის სუნით,
მადასა განგვიღვიძებდეს.
აზარფეშაცა ხელს გვეპყრას,
მოთალი, თევზი, მწვანილი
აგვიჭრელებდნენ წინ სუფრას.
ცა მშობლიური
მარად ბრწყინვალე ზე დაგვნათიდეს,
გაცხელებულთა
ღვინისგან შუბლთა
კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს...
შენ მომითხრობდე,
მე ყრმა გისმენდე,
გამოუცდელი მოხუცებულსა,
თუ ვით ივერნი,
ლომგულნი გმირნი,
ჰბრძოდნენ, ჰსცხოვრებდნენ დროსა წარსულსა.
ჭაბუკნი მხნობით აღტაცებულნი,
მტერთ საძიებლად, დაცემად მათზე
შეგროვდებოდნენ წამს შეჭურვილნი.
ანუ ტყეთ სიღრმე ვერ დაჰფარვიდნენ,
ვითა შურდულებრ, ტრედთ შავარდენნი
მიესეოდნენ და შემუსვრიდნენ.
შეჰსწირა მსხვერპლად,
დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა მამულისადმი
გულს აღბეჭდილად,
ივერთ თვისებას შეადგინებდნენ,
ოდესცა ბრძოლა და მამაცობა
მათსა სახელსა განადიდებდნენ...
შექცევით, ლხინით მოწოდებულნი,
ჭაბუკ მხედარნი ყაბახსა∗ ვრცელსა
ტურფად დარახტულ და დაკაზმულნი,
ვით ალვა რგულნი, ცხენზედ უძრავად,
ესრედ მოჰქრიან, ვითა ნიავი;
ჰკრეს ნაღარასა - განიყვნენ ორად,
აჰა, საამო სჩანს სანახავი.
შუბთა ტრიალი,
ჯირითთ სრიალი,
ყურთ მაჯთ ბრიალი,
ცხენით ქვე ხტომა,
კვალად შეხტომა,
უზანგთა ცემა
და ხმალთ კრიალი!..
ზოგი არწივსა
ზეცას მფრინავსა
ისრითა მკვეთრით განუპობს გულსა.
ჯირითი ზოგის
ზუზუნით მოჰქრის
და მოხვდა ქვაზე*
თასს ნიშნად დგმულსა.
ვისცა ეწერა დიდება სახეს, ვინცა არღა არს, ვისთვისაც ვჰსტირით.
წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს,
აწ უცხოს ცის ქვეშ, ზოგსა ვჰჭვრეტთ ოხრვით, და ცრემლით
ზოგის წმიდა სამარეს!..
რომ მის ძლიერი
ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს?
რომელ მარჯვენით,
ერთისა დაკვრით
უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს?
მაგრამ ამაო, ჩემო იარალი,
არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა!
სად აზარფეშა, სად არს მწვანილი?
ღვინის წილ - კვასი, მზისა წილ - ყინვა!
სადღა იხილოს ცა მშობლიური?
შენ ხარ პეტერბურღს, მე ნოვღოროდსა,
გარეთ მკლავს ყინვა და შინ “უგარი”.
გულს ეწუხების, რა აგონდების დღენი წარსულნი ნეტარებისა,
მაგრამ მოთქმითა ნუგეშ-ეცემის და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა.
![]() |
2.3 მუხამბაზი |
▲ზევით დაბრუნება |
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! რტო ალვისა, შენი წელი მგონია, ეგ თვალები - ცაში ელვა მგონია. გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის! გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ, ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის? გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ, ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ, გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი - შენი ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ,
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარს
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: "რა ლამაზი ხარ"
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ვარდის სუნთქვა - შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვჰსთქვა: "გეთაყვა, ჩემი ხარ!"
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვჰსთქვა დ შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: "აგრე რათა ხარ?"
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!
აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ! დ
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: "ძვირფასი ხარ!"
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
![]() |
2.4 პასუხი შვილთა |
▲ზევით დაბრუნება |
პასუხი შვილთა
ჰე,
განუსჯელნო,
უმადლო შვილნო,
საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო,
სადღაც მიმალვით,
რას
ჰროტავთ, ჰკნავით,
გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ?
უკადრისობით
და
უმეცრებით
ვერ
დააბნელებთ მათ სახსენებელს,
მხოლოდ თქვენ სიტყვებთ
თქვენვე ინანებთ,
თქვენსვე გულს უკბენს უსამართლობა!
დრო
მამებისა,
მამაცობისა,
წარვიდა მათთა სახელთა ქებით,∗
მამანი თქვენნი,
თავის დროს ძენი,
თავის დროს იყვნენ სახელოვანნი!
ოსმალ-სპარსები,
დაღისტნის მთები,
ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ!
მათ
დაიფარეს,
სისხლით დაიცვეს
სისხლ-შემოსილი მამული თვისი,
და
სასო ღვთისა,
მცველი ერისა,
ენა
საყდარი, სარწმუნოება!..
დრო
შეიცვალა,
გამეფდა სწავლა,
გაგეღოთ შვილებს სახლი სიბრძნისა!
სწავლის მამები,
პროფესორები,
თქვენთვის მოცლილნი, თქვენთვის მქადაგნი,
თქვენ გასწავებდენ
და
მზად გაძლევდენ
რაც
შეეძინათ საუკუნოებს!..
ჩვენც ვჰნუგეშობდით,
გულით ვჰხარობდით,
შვილი მამასა ემჯობინება!
და
მოგელოდით
დიდის იმედით
სიხარულისა ღელვით აღვსილნი!
ვითმინოთ, მოვლენ,
და
გაგვინათენ
ჰროტავთ – როშავთ.
ჰსწავლისა ლამპრით
დავრდომილს მხარეს!
ჩვენც მივეგებოთ
მხიარულებით,
დავრდომილ მხარეს – განადგურებულ, უმწეო ქვეყანას.
ღირსთა შვილებთა
კურთხევის სიტყვით!..
ღირსი შვილები – ღირსეული შვილები.
*
*
*
მოვიდენ... და რა?
სულ
ჩაგვამწარა...
ვაი
ჩვენს იმედს... ვაი თქვენს მოსვლას!..
პირველად იწყეს,
შკოლა გამართეს...
ვსთქვით ახლა მხარე გაგვინათლდება!..
ყმანი საწყალნი,
უბიწო გულნი,
ჰსწავლად მისულნი, წაჰხდნენ ზნეობით!..
უსასოება,
ურწმუნოება,
უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგეს;
“- ლოცვა რათ გვინდა?
ღმერთი რათ გვინდა?∗
ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი!”
და
დაიწყევლა
თქვენი აქ მოსვლა,
და
თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი!
ღმერთი არ არის?..
შენთვის ნუ არის!
შენ
რა გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის?
*
*
*
სხვათა ხელი ჰყვეს
კეთილსა საქმეს:
სტამბით
მოჰფინონ სწავლა მამულსა!..
აღჩნდნენ
მწერლები,
სტამბით – ბეჭდვით (იგულისხმება ჟურნალ-გაზეთები, წიგნები).
აღჩნდნენ – გამოჩნდნენ.
ჟურნალისტები,
ვაი
საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!..
მათ
უსწავლელთა,
ცრუ
რუსთაველთა,
სრულ
წაგვიბილწეს ენა მდიდარი,
ენა
მაღალი,
მის
ძალი, მადლი,
უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!..
ერის
ცხოვრება,
მისი
დიდება,
მის
ისტორია დაცულ არს ენით;
რა
ენა წახდეს,
ერიც
დაეცეს...
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..
*
*
*
ახლა
რას ელით?
მამათ რად ჰსწყევლით?
ვიგემეთ თქვენის ღვაწლის ნაყოფი!
ძველთ უძველესი
არს
ესე წესი,
რაც
ვერ ჰქმნეს მამათ, ისი ჰქმნან შვილთა!
შვილნო, გამოჩნდით,
ჰსწავლითა, საქმით!
მამის გალანძღვა შვილს ვერ ადიდებს!
ცუდ მეტყველებით
ვერ
ამაღლდებით,
დიდებას ეძებთ? კეთილი ჰქმენით!
თქვენი დიდება
ჩვენც გვეამება:
მის
სხივის შუქიც ჩვენც მოგვინათებს!..
აჰა
დიდების
და
სახელ-ქების
ასპარეზია თქვენთვის დაცლილი!..
რაღასა ელით?
რატომ გვირგვინით
არ
შეიმოსვის ვინცა გყავთ ღირსი?..
რომ
ბრძოლის ცეცხლი
ასტყდეს ფიცხელი,
ხმლისა ტრიალით, ძლევის ყიჟინით,
იმ
თქვენმა გმირმა,
სულით ძლიერმა,
ცუდ მეტყველება – ლანძღვა.
ხელს
ბაირაღით ძირს დასცეს
ყარსი
რომ
მისმა ხმამა,
ქუხილის მსგავსმა,
შეჰსძრას ქვეყანა მის აღსადგენად?..
ვაი
საბრალოს,
ჩვენს საქართველოს,
თქვენ დაებადეთ მის სადიდებლად!..
ბაირაღი – დროშა.
ყარსი –
თურქეთის პროვინცია, ძველქართული წყაროების "კარი". აქ
რუსეთის იმპერია საბრძოლო ოპერაციას ატარებდა, რომელშიც გ. ორბელიანიც
იღებდა მონაწილეობას.
*
*
*
ან
სად არიან?
აღარ
ისმიან
თავისუფლების მაღალ ფრაზები:
“მოყვასს — შეწევნა,
ბოროტსა — დევნა,
საზოგადობის სულით აღდგენა!..
ერთობა, ძმობა,
ზნეთ
ამაღლება,
მამულისათვის თავის განწირვა!..”
სიტყვა — სიტყვაა,
საქმე კი — სხვაა...
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!..
*
*
*
გონების ბრწყინვას,
ჰაზრების ელვას,
წმინდისა გულით კეთილის თესვას,
ნეტავი მიხვდეთ,
ნეტავი მისწვდეთ,
მაღალსა ცაში შავარდნის ფრენას!..
და
გულით ოჰხრავს
ის,
ვინცა ჰხედავს
თქვენსა სიცოცხლეს ფუჭად მიმავალს...
თქვენსა უქმობას,
არარაობას,
და
უმეცრების ამაყობასა!..
*
*
*
ჰე,
სასურველო
გმირთა მამულო,
ნუთუ
შენ მართლად ესრედ დამცირდი,
რომ
შენსა ბედსა,
შენსა იმედსა,
დაეხელმწიფნენ ცრუ პოეტები?
ცრუ
ლიბერალნი,
პატრიოტები,
მ[ე]ს[ხ]ი, მეველე, მელიქ აღები.
1874
წ.
მესხი – სერგეი მესხი, XIX ს-ის მოღვაწე დროების რედაქტორი.
მეველე – დავით მიქელაძე, XIX ს-ის მოღვაწე.
მელიქ აღები – სტეფანე მელიქიშვილი – დროების გამომცემელი
უმადლო – აქ: უმადური.
![]() |
2.5 საღამო გამოსალმებისა |
▲ზევით დაბრუნება |
საღამო გამოსალმებისა
მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა, |
|||
თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან! |
მიმსრბოლი - სწრაფად მიმავალი. |
||
მიდიხარ
სატრფოვ?
მშვიდობით! მარად დღე ჩემი კურთხევა |
მკვლევართა ვარაუდით, სატრფოდ ნინო ჭავჭავაძე მოიაზრება, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული, ა. გრიბოედოვის ქვრივი. |
||
და გულით ოხრვა სიმწარის აღმოუტევე
უნებლი...
|
უნებლი - უნებური. |
||
აწ
დავჰშთი
მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს მშვიდობა! |
დავშთი - დავრჩი. |
||
და
ყაზიბეგსა
საამოდ ზედა ვარსკვლავი დაჰნათის! |
ყაზიბეგი - ყაზბეგის მთა, მყინვარი. |
![]() |
3 პოემა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 სადღეგრძელო ანუ, ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს |
▲ზევით დაბრუნება |
სადღეგრძელო ანუ, ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს
შესწყდა ბინდისას ომი საზარი,
აჰა, მთოვარეც ნელიად შუქსა,
ძმანო, მორიგის სავსე ფიალით,
და შენ, ჰე, ღვინოვ, ყოვლად ძლიერო,
მხედარნი
ჰოი, შენ ღვინოვ, ყოვლად ძლიერო,
სადღეგრძელო
ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსახსენებლად,
ვითარცა ცეცხლი მარტოდა ჰსჩანს ველსა ზედა ჰშთომილი,
ვინ გვითხრას, ვინა გვიჩვენოს, სადა ჰსცხოვრობდენ ძველ-გმირნი?
ძმანო, პატივით მივმართოთ თვალნი
ეს ვინ გამოჩნდა? ვისი აჩრდილი
შენ, ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთ-მთავრობა,
და ივერიის აღჩნდა მეფობა,
ქრისტეს ნათელით განათლებული,
და განჰქრა ახლის აღთქმისა ძალით
მუზარადს მგელ-ლომ გამოსახული,
ესე არს გმირი ის გორგ-ასლანი,*
ზეცა წყალობად, ნუგეშად, ივერსა გაოხრებულსა,
დავით ჰსთქვი: “იყავ ქალაქნი!” და აღმოცენდნენ ქალაქნი!
ხმა-ჰყავ და აღსდგა ივერი фენიქსებრ განახლებული,
ვარსკვლავად გვინათს სახე ნათელი,
ვითარცა ღმერთა მშვენიერების,
სხივ-ცისკროვანი მისი გვირგვინი,
მის დროშას მოჰსდევს დიდი ორბელი,
თამარის დროშა გაშალეს,შეკრბა დიდუბეს*
ლაშქარი;
მესხი სწავლითა ქებული, გმირი იმერი ზრდილობით,
გალაშქრდნენ, მისწვდნენ კარნუსა,* ერთის შეტევით მილეწეს!
დრონი იცვალნენ... იხილეთ ქეთევან ნაზად აღზრდილი,*
ნათელ გვირგვინით მოჰსჩანან კახეთის მხსნელნი გმირები
აჰა, ცხრა ძმანი, სახელ-განთქმულნი,
აჰა, ერთ-გული ამილახვარი*
აჰა, სჯულისა წიგნითა ვახტანგ სვე-დამწარებული.*
აჰა, ივერის ნუგეშ-დიდება,
წარბშეჭმუხვნილნი, ხმალ-ხელ მოწვდენით,
დღენი ამისნი ემსგავსნეს ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს,
მეფისა დროშით სად მიხვალ, ჰე, ლევან,*სულით ნათელო?
რა ცეცხლი გაჩნდა გაღმა-მხარს, რა გრგვინვა მოდის ბრძოლისა?
დიდებულ სახით, გულუშიშარი
შენ ხარ, ჰე დავით,* გმირი ლომგული,
და ზაქარია,* მიწისა მგელი
ვითარცა ჭექა, მისი დაცემა
გუნდნი და გუნდნი ვაჟკაცთა ჰსჩანან მამულის მფარველნი!
აი სამასნი გმირები* დუშეთით თბილისს მოსულნი
თავგანწირულმა გმირობამ ვერა დაჰსძლია შავ-მხვედრი...
გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
მხედარნი
გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება! |
სადღეგრძელო | |||
ჰე, მამულო სასურველო, ვინ გახსენოს,
რომ მის გული არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?! ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დაჰსთხიოს თვისი სისხლი, არ დააკლას თავი თვისი შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი?! ვინ არ შევჰსტრფით მას ადგილს, სად აღგვეხილნეს პირველ თვალნი? სად ჰრბიოდა მხიარული სიყმაწვილე ნათლად ჩვენი? სად გვფარვიდა ნებიერად ხვევნა-ალერსი მშობლისა, და სად აღგვენთო პირველად გულს ცეცხლი სიყვარულისა, |
|||
სად აწ ნაზისა რხევითა
კეკლუცნი,
გულის მიმტაცნი, |
|
|
კეკლუცი - კოხტა, ლამაზი,შნოიანი. |
სადა შევჰხარით ლაჟვარდად ცისა კამარას მორთულსა, მასზე მავალსა ხელმწიფებრ მზეს, ბრწყინვით განსხივებულსა,
მხედარნი
ჰე, მამულო სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული
სადღეგრძელო
ვაი ვინცა ეშხის ცეცხლით ჩემებრ გულსა მკვდრადა ჰხედვენ...
რა არის ჩვენი სიცოცხლე, თუ არა საქმე კეთილი?
ამ ჰაზრის გულსა დანერგვით ვჰსდევნიდეთ სულ-მოკლეობას!
მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანის-ცემა ღირსებას:
კმარა მოძღვრება... დავლიოთ... ვინ იცის ხვალ ვინ მოგვაკლდეს?
მისთვის ეს ჟამი ლხინისა მოვჰსწყვიტოთ, ვითა ყვავილი,
მეგობრობასა წმიდასა შევჰსწიროთ სრულად რაც გვაქვნდეს!
მხედარნი
აწვე შევექცეთ, ჰე, ძმანო! ვინ იცის ხვალ ვინ მოგვაკლდეს?
სადღეგრძელო
ძმანო, ივიწყეთ მცირეს ჟამს მტერი, ომი და დიდება;
სად ხარ, სიყვარულის დღევ, აღარა უკმოიქცევი?
გული რა იგრძნობს სიყვარულს, სიცოცხლეც მაშინ აჰყვავდეს,
რა ნახოს კეთილ უგრძნობმან ტრფობისა ძნელთა ჭირებთა,
სიყვარულისა ალითა ვის ჩვენში გული ეწოდეს,
მაშ აბა, ძმანო, გულის სატრფოსთვის
თუ-არა შენზე,
ვაი-თუ ჩემმან, უდროდ შავ-ბედმან, აქ განმისაზღვრა მეც აღსასრული!
მხედარნი
მაშ აბა, ძმანო, ერთიც სატრფოსთვის
ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეჰღება,
ილევა ბინდი ღამისა, ცაში ვარსკვლავნი ჰქრებიან!
ოჰ, რა ლამაზად იღვიძებს ბუნება მიძინებული!
ვიშ ამ დილასა, ამ ჰაერს, ბუნების განმაცხოველსა,
ურდოც შეიძრა... ხმაურობს... დაჰკრეს ნაღარა ცისკრისა...
ჩვენც ავდგეთ, ძმანო, და ერთიც გამარჯვებისა დავლიოთ!
თ. ალექსანდრე ვახტ[ანგის]ძეს ორბელიანს
აწ სად არიან იგინი, მას ჟამსა ლხინში ვინც იყვნენ?
ან ეს რაცა ვჰსთქვი, რადა ვჰსთქვი, თუ რაც მინდოდა ვერა ვჰსთქვი?
ან რაღას ველი სოფლისგან, რა მიხარიან, რა მინდა? |
ლაჟვარდი - ლურჯი ფერის ძვირფასი ქვა; აქ: ღია ლურჯი ფერი (ცის მუდმივიეპითეტია). კამარა - თაღი. | ||
![]() |
4 წერილები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი
„აგერ, წელიწად-ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფები
სუდაირასპრავაში
წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი, მაგრამ უნდა აღვიარო (ვაღიარო),
რომ არც პანსიონში ყოფნის დროს,
когда будущность моя представлялась мне в радужных мечтаниях
და არც მერე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად
სამოქალაქო სამსახური. ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა. იგი მზრდიდა მე აქამომდენ და
ახლაც ხანდისხან კიდევ შემომეპარება ხოლმე გულში. მაშ, რაღამ დამიშალა? ჩემთა
მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში,
სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც ფერხი უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს ასე,
რომ ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ… ვჰსთხოვე უნივერსიტეტში მაინც
გაგზავნა, რომ, თუ შტატსკი (სამოქალაქო მოხელე) ვიყო, ვიყო. ...მამაც ამ დროს ავად
შეიქმნა და, ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: `შვილო, ხომ ჰხედავ შენს
გარემოებასაო, იქნება, მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ
უპატრონებო?~ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის
თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში, განვჰწესდი სამსახურში და დავჰმორჩილდი ჩემს
მკაცრს ბედსა. თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი,
ან ჩემი სურვილის აღსრულება...
Круг чиновников не выгоден для образования нравственности
... ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ
თვისება სხვისაც მეჯავრება! ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის
ბრუნვას!“ |
სუდაირასპრავაში
- Экспедиция суда и расправы (სამართლისა და განჩინების
ექსპედიცია).
Круг чиновников не выгоден для образования нравственности - ჩინოვნიკთა წრე ზნეობრიობის ჩამოსაყალიბებლად შეუფერებელი გარემოა |