სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ჰ



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 ჰეგზამეტრი

▲back to top


ჰეგზამეტრი

ექვსტერფიანი ტაეპი.

მაგ:

„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი.” -  (შოთა)

სინონიმი: სათავგადასავლო

იხ. აგრეთვე: ტაეპი, ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

2 ჰიმნი

▲back to top


ჰიმნი

ბერძნ. ჰიმნოს - ხოტბა

უდიდესი აღფრთოვანების გამომხატველი ხოტბა

ლიტერატურის ისტორიაში სხვადასხვა შინაარსის გამომხატველი ხოტბის ნიმუშები გვხვდება. ძველად უფრო გავრცელებული იყო რელიგიური ოდა, ანუ ჰიმნი. უძველესი ჰიმნები ეპიკური ხასიათისა იყო. საბერძნეთის ძველმა პოეტებმა პინდარმა, ალკეოსმა და განსაკუთრებით ანაკრეონტმა თავიანთ ჰიმნებს ლირიკული ხასიათი მისცეს. ძველი ბერძნული ჰიმნები მუსიკით სრულდებოდა.

ძველ ქართულ ლიტერატურაში განთქმული ჰიმნოგრაფები იყვნენ მიქაელ მოდრეკილი და იოანე მინჩხი.

სახელმწიფოს მიერ სახალხო და სხვა ხასიათის დღესასწაულებზე შესასრულებლად მიღებულ ჰიმნს სახელმწიფო ჰიმნი ეწოდება. ასეთია, მაგალითად, „მარსელიეზა” და სხვ.

იხ. აგრეთვე: ლირიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 ჰიპერბოლა

▲back to top


ჰიპერბოლა

საგნის ან მოვლენის გაზვიადებულად გამომხატველი ტროპი.

თვით სიტყვაც „ჰიპერბოლა” ბერძნულად გაზვიადებას ნიშნავს.

ნიმუშები:

1.”სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი, მთას ირემი წამოუხტათ, ცასა სწვდება რქანი მისნი”  - ( ხალხური).

2.”ხოვლეში სამი რწყილია, გასუქებულან ხრილითა, ისეთი გასუქებულან, ღობეს ამტვრევენ კბილითა„.( - ხალხური).

3. ”აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, და იქით გორას ძვრას ვუზამ, ას ლიტრა რკინას დავღეჭავ, კევივითა და ყლაპს ვუზამ” - (ხალხური).

ჰიპერბოლურია ასეთი მეტაფორები:”გომბორი მხრებით ცას ებჯინება”, ”მისი თვალები ცეცხლს აფრქვევდა”.

ჰიპერბოლური შეიძლება იყოს ეპითეტი, გაპიროვნება და სხვ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977/