შემოდგომა მინდვრებში კითხულობს:
მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლე (2015) მარი
სუბელიანი
ჩემ სულში სევდა თოვლივით ელავს,
მინდორში ვწევარ, ვუცქერი ღელეს,
ახლაც გარშემო სიჩუმე რეკავს,
ვწუხვარ დაღუპვას ჩემ სულთან ერთად,
დავარდა გული, ახლა არ ღელავს,
ისევ მწუხარე ხმებია ზარის.
მოვიდა უცებ და მიდის ნელა
ეს შემოდგომა, როგორც სიზმარი.
გაღმა ლანდივით გამოჩნდა ცხენი.
მიწა ეცემა ჩემს მოღლილ ხელებს,
ვწუხვარ და ქრება დღე მოსაწყენი.
როგორც ქალწულის მძიმე გოდება.
ო, სიყვითლეა, სიყვითლე ყველგან,
და მეც სიკვდილი მიახლოვდება.
სილაზე ნელა დაფრინავს ყვავი.
ამ ღრუბელს, ამ ცას, ვიღაც უმზერდა
წინათ, როდესაც მე არ ვიყავი.
სანამდე მივალ ასეთ სიმწარით.
მოვიდა უცებ და მიდის ნელა
ეს შემოდგომა, როგორც სიზმარი.