![]() |
იუნკრები და სხვები |
მათიკაშვილი ნიკოლოზ
პუბლიცისტიკა თარგმანი გამოსვლები ნოველები მემუარები მიმოწერა თბილისი 2016 © გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის
სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, 2016 Nikoloz Matikashvili Junkers and
Others, Tbilisi, 2016 www. literaturemuseum.ge info: +995 32 293-20-45
info@literaturemuseum.ge გამომცემელი ლაშა ბაქრაძე შემდგენელ-რედაქტორი ლალი ცომაია ამკრეფი ელისო კალმახელიძე დამკაბადონებელი ირინე ამირიძე ფოტოდამუშავება ირინე ამირიძე, ჯიმშერ იაშვილი გარეკანის დიზაინი პაატა ნაცვლიშვილი წიგნი დაიბეჭდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ISBN 978-9941-9480-1-5
![]() |
1 შინაარსი |
▲back to top |
პაატა ნაცვლიშვილი უკანასკნელი იუნკერი .....................................................................................7
პუბლიცისტიკა
ქართული პოეზია ბერძნულ ენაზე ................................................................................................... 17
1921 წლის ქართულ-ბოლშევიკური ომი........................................................................................... 21
საბჭოთა რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა სულიერის მხრივ ............................................ 40
შორეული აღმოსავლეთის პრობლემა კავკასიის ერთა თვალსაზრისით............................................ 50
ტაბახმელა........................................................................................................................................ 57
პოლონეთის განთავისუფლება და მარშალი პილსუდსკი .................................................................. 64
ემიგრანტობის თხუთმეტი წლის თავზე............................................................................................ 70
თარგმანი
პოლკ. ვალერიან თევზაძე – განვლილი გზა .................................................................................... 79
გამოსვლები, ნოველები, მემუარები
ქართული მუსიკა 4-5 საათიან რ. გადაცემისთვის და მოხსენებებისთვის პოლონეთში................... 117
* * * (1907 წლის ზაფხულის ცხელი დღე იყო...) ............................................................................ 143
ქართული შაშვი პოლონეთში........................................................................................................... 146
ჭიაყელა........................................................................................................................................... 149
მე და ცხენი .................................................................................................................................... 151
ტირიფონის ველზე გაყინული ფარა................................................................................................ 153
იუნკრები......................................................................................................................................... 162
რა მოუტანა საქართველოს ბოლშევიკთა 65 წლის ოკუპაციამ?...................................................... 216
* * * (ვარშავაში ყოფნისას გავიგე...) ............................................................................................. 220
* * * (1990 წლის თიბათვეა...) ....................................................................................................... 223
ილუსტრაცია ..................................................................................................................................229
მიმოწერა
ალექსი გულისაშვილი ..................................................................................................................... 263
გიორგი ჩიმაკაძე ............................................................................................................................. 266
მიხეილ კვალიაშვილი ..................................................................................................................... 270
ლევან მენაბდე ................................................................................................................................ 332
ვასილ ფერაძე ................................................................................................................................ 333
ალექსანდრე სულხანიშვილი .......................................................................................................... 334
მიხეილ ქავთარაძე........................................................................................................................... 363
ალექსანდრე მანველიშვილი ............................................................................................................ 370
ნიკოლოზ მათიკაშვილი
ალექსანდრე სულხანიშვილს ......................................................................................................... 372
პაატა ნაცვლიშვილს ...................................................................................................................... 406
ნატო ციციშვილს ........................................................................................................................... 408
კომენტარები/შენიშვნები/საძიებელი
შემდგენელისაგან .............................................................................................................................411
![]() |
2 უკანასკნელი იუნკერი |
▲back to top |
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი
უკანასკნელი იუნკერი
26 ვარდის თვეს გაუმარჯოს! გაუმარჯოს ქართველ მოდგმას, გაუმარჯოს საქართველოს, რუსთაველის სიყვარულს, თამარის ბრწყინვალებას, ერეკლეს ხმალს, დიდგორის გამარჯვების მეთაურს – დავით IV და შენ გაგიმარჯოს, ძმაო ნიკა!
მიხეილ კვალიაშვილი – ნიკოლოზ მათიკაშვილს (24 მაისი, 1981)
ნიკოლოზ მათიკაშვილის შესახებ მანამდე მსმენოდა, სანამ თბილისში მისი და მიხეილ კვალიაშვილის „იუნკრები„ დაიბეჭდებოდა. ეს წიგნიც ხელნაწერში მქონდა წაკითხული და ვალიკო თევზაძის „ქართველი ოფიცრის ჩანაწერებიც„, მათიკაშვილისავე ნათარგმნი პოლონურიდან.
ეს ხელნაწერები, უფრო ზუსტად – მათი ქსეროასლები პირველად 1988 წელს სანფრანცისკოში მაჩვენა საშა სულხანიშვილმა და ისიც მითხრა, ორიგინალები მიშა ქავთარაძეს გავუგზავნე დასაბეჭდად საფრანგეთშიო. მიხეილ ქავთარაძესაც იმავე წელს დაებეჭდა ორივე ხელნაწერი თავის ჟურნალ „ივერიაში„ . 1990-ში, როცა ისევ ჩავედი სანფრანცისკოში საშა სულხანიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად, ის საჟურნალო პუბლიკაციებიც ვნახე და შეფიცულების გარდა იუნკრებზეც ბევრი ვალაპარაკე ჩემი მასპინძელი. თუმცა მეტნაკლებობით, ყველას და ყველაფერს კახური პირდაპირობით აკრიტიკებდა ძია საშა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაში რუსეთთან ერთად ნოე ჟორდანიას, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ჯარსა თუ გვარდიას, პოლიტიკურ პარტიებს და ცალკეულ პოლიტიკოსებს, თითქმის მთელ ქართულ ემიგრაციას ადანაშაულებდა, აი, შეფიცულებსა და იუნკრებზე კი ერთი აუგიც არ დასცდენია.
მართლაც, მერე და მერე, რაც უფრო ღრმად ჩავიხედე 1918-1921 წლების საქართველოს მანამდე ჩემთვისაც და სხვისთვისაც დაფარულ ისტორიაში, რაც უფრო კარგად გავიცანი ქართული ემიგრაციის ისტორია და აწმყო, თავადაც დავრწმუნდი: თუ ცალკეულ პიროვნებებზე არ ვისაუბრებთ და სახელმწიფო სტრუქტურების, ინსტიტუციების, პოლიტიკური პარტიებისა და ფორმალური თუ არაფორმალური გაერთიანებების საქმიანობას განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ შეფიცულები და იუნკრები, უფრო ზუსტად – იუნკრები და შეფიცულები იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ის უანგარო პატრიოტები, რომლებიც შორს იდგნენ ყოველგვარი პოლიტიკური თამაშებისგანაც და პარტიული თუ იდეოლოგიური ინტერესებისგანაც.
ნიკოლოზ მათიკაშვილზე მაინც განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ლაპარაკობდა საშა სულხანიშვილი და მისი ეს დამოკიდებულება ყოფილი იუნკრისადმი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო იმ საერთო კრიტიკის ფონზე, რომელსაც იგი არ იშურებდა თითქმის მთელი ქართული ემიგრაციის მისამართით.
ნიკოლოზ მათიკაშვილის და მისი მეგობრების ნაწერების კითხვისას სურვილი მიჩნდებოდა დროის მანქანას გავყოლოდი და მეც მათთან ერთად მებრძოლა თბილისის მისადგომებთან 1921 წლის თებერვალში. ვინ იცის, საქართველოსათვის გამართული რამდენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისა და ქართველთა თავდადების რამდენი ამბავი წამიკითხავს მანამდე, მაგრამ ეს ყველაზე ახლოს იყო ჩემთან – სივრცითაც, დროითაც და გავლენითაც – თბილისის მისადგომებიც აქვე იყო თავისი კოჯორ-ტაბახმელით, იქ მებრძოლ გმირთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და იმ ომის შედეგებიც ხელშესახები და თვალსაჩინო გახლდათ ქვეყნის ცხოვრებაში.
პირველი, ვინც კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებთან დამაახლოვა, აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი იყო – თბილისის უნივერსიტეტის ლეგენდარული ლექტორი. 1974 თუ 1975 წელი იდგა, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში„ ვმუშაობდი და გაზეთის რედაქტორმა ზაალ ჟვანიამ ნიკო კეცხოველთან ინტერვიუს ჩასაწერად გაგვგზავნა მე და ჩემი მეგობარი ია ხუბაშვილი – დღეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
წინა დღეს პროფესორ ტარიელ კვანჭილაშვილთან ვიყავი სტუმრად და რომ ვუთხარი, ხვალ ნიკო კეცხოველთან მივდივართ-მეთქი, მეც მივდივარ ხვალ მასთან, ჩემი წიგნი უნდა მივართვა, ერთად წავიდეთო. მერე კარგა ხანს მელაპარაკა ნიკო კეცხოველზე. იცი, რატომ აქვს ცალი ხელი დაზიანებულიო? – მკითხა. არ ვიცოდი. თურმე ნიკო კეცხოველი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი, კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში მონაწილეობდა და იქ დაუჭრიათ რუსებს. მართლა ძალიან მენდობოდა ბატონი ტარიელი, თორემ მაშინ ამის თქმა როგორი გასაბედი იყო! ის კი დასძინა, არსად თქვაო. აკი არც მითქვამს დღემდე. ისტორიაში ჩემზე უკეთ ჩახედულმა ია ხუბაშვილმაც მეორე დღეს ისე ჩაიკითხა ჩვენს მიერ მანამდე ერთად შედგენილი კითხვები, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ნიკო კეცხოველს უფრო საინტერესო ამბების მოყოლა შეეძლო, ვიდრე მისი რექტორობის მართლა საინტერესო პერიპეტიები იყო! მე კი მას ისე ვუყურებდი, როგორც ისტორიიდან ჩვენს თანამედროვეობაში შემთხვევით მოხვედრილ გმირ წინაპარს.
სხვათა შორის, ნიკო კეცხოველს და ნიკოლოზ მათიკაშვილს ერთად უსწავლიათ თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, სანამ ერთი ქართულ ჯარში ჩაეწერებოდა, ხოლო მეორე ჯერ მეტყვიამფრქვევეთა ასეულში წავიდოდა მოხალისედ ძმასთან ერთად, მერე კი იუნკერთა სასწავლებელში გააგრძელებდა სწავლას.
ქართული რეგულარული ჯარის ნაწილები, რომლის შემადგენლობაშიც იბრძოდა მაშინ 24 წლის ნიკო კეცხოველი, მამაცურად იცავდნენ თბილისის მისადგომებს თებერვლის ყინვასა და თოვლში. მათ რამდენჯერმე უკუაქციეს მტერი. ფრონტის ხაზის გარღვევის საშიშროება პირველად მარჯვენა ფლანგზე შექმნილა, სადაც ეროვნული გვარდიის მებრძოლები იდგნენ. საქმეს ვერ შველოდა გვარდიის სარდლის ვალიკო ჯუღელის პირადი მამაცობა და მაგალითი.
აქეთ მხარეს გადაუსვრიათ სწორედ იუნკრები – თბილისის ორწლიანი სამხედრო სასწავლებლის კურსანტები, იმ დღეს რომ ამოუყვანიათ ფიცხელ ომში. საქართველოს დამოუკიდებლობის ამ უკანასკნელ დამცველთა შორის იყო ნიკოლოზ მათიკაშვილიც.
რას ვიფიქრებდი, თუ ერთ მშვენიერ დღეს ნიკოლოზ მათიკაშვილისაგან წერილს მივიღებდი! კონვერტს პოლონურად და ქართულად ეწერა ჩემი სახელი და გვარი, გაზეთ „სამშობლოს„ რედაქციაც სწორად იყო მითითებული, მაგრამ მისამართად გუდიაშვილის #2 ეწერა. როგორც ჩანს, ავტორს წერილის გამოგზავნისას, 1990 წლის 22 ნოემბერს, „სამშობლოსთან„ ერთად მაგიდაზე „ლიტერატურული საქართველოს„ ნომერიც ედო – სწორედ ამ გაზეთის რედაქცია მდებარეობდა გუდიაშვილის 2 ნომერში. ის ფაქტი, რომ წერილი გუდიაშვილის 2-ში კი არა პირდაპირ რუსთაველის 42-ში მოიტანეს, გაზეთ „სამშობლოს„ მაშინდელ პოპულარობაზე მეტყველებს.
წერილი ვრცელი არ არის და ჩემს ამ წინასიტყვაობაში მთლიანად გადმოვწერ მას:
„დიდათ პატივცემულო ბატონო პაატა!
ამ ორი თუ სამი კვირის წინათ წავიკითხე „სამშობლოში„ თქვენი წერილი, რომ ალექსანდრე სულხანიშვილს სურს საქართველოში დაბრუნება და რომ თქვენ უკვე შეუდექით ამ საქმის მოგვარებას. „სამშობლოს„ მორიგი ნომრიდან გავიგე, რომ თქვენი მცდელობით მას ნატვრა აუსრულდა და დღეს ის უკვე საქართველოშია. ამ ცნობამ ისე იმოქმედა ჩემზედ, თითქოს მისი ბედნიერება მე შემეხებოდეს (69 წელია უცხოეთში ვარ).
მადლობას გიხდით ამ ბედნიერების მონიჭებისათვის და ალექსანდრე სულხანიშვილის საქართველოში დაბრუნებისთვის გაწეულ ღვაწლისთვის. ჩვენ, ემიგრანტებს „სამშობლოსა„ და „ლიტერატურული საქართველოს„ მიერ მოწოდებული დაწვრილებითი ცნობები საქართველოს დღევანდელი მდგომარეობისა და მის ბრძოლაზე გვაძლებინებს, რაზედაც გულითად მადლობას გითვლით.
ღრმა პატივისცემით ნ. მათიკაშვილი„
როდესაც ეს წერილი მივიღე, ალექსანდრე სულხანიშვილი უკვე ისტორიის კუთვნილებად იყო ქცეული. საქართველოში დაბრუნებულმა მან სულ 18 დღე იცოცხლა – ნიკოლოზ მათიკაშვილის წერილის დაწერამდე 11 დღით ადრე იგი მშობლიური სოფლის, აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში მივაბარეთ მიწას. პოლონეთამდე გაზეთის ახალი ნომერი ჯერ არ მისულიყო.
არ მინდოდა, ეს სამწუხარო ამბავი წერილით მეცნობებინა ძია საშას საქართველოში დაბრუნებით აღფრთოვანებული მისი მეგობრისათვის და – არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა – წერილი უპასუხოდ დავტოვე. მით უმეტეს, რომ მისი თხოვნაც ვერ შევასრულე. ნიკოლოზ მათიკაშვილს ამავე კონვერტში ალექსანდრე სულხანიშვილისათვის გადასაცემი წერილიც ჩაედო, რომელიც ჩემს არქივში ჩარჩა ადრესატის გარდაცვალების გამო.
აი, ეს წერილიც:
„ძმაო საშა!
გამეხარდა შენი ნატვრის ასრულება და საქართველოში დაბრუნება. „სამშობლოში„ მოთავსებულ სურათებიდან ჩანს, რომ სიბერეს ცოტა დაუჯაბნიხარ, მაგრამ მახლობლებთან ყოფნა, საქართველოს ბუნება და მის მიმდინარე მოვლენებში ტრიალი მალე ჯანმრთელობას დაგიბრუნებს და ფეხზე დაგაყენებს.
მოხარული ვიქნები, თუ ძალა შეგწევს და წერილს მომწერ. შენი მოსიყვარულე ნ. მათიკაშვილი„
თავის დროზე, ამ ოცი წლის წინათ, მე ორივე ეს წერილი დავბეჭდე წიგნში, რომელიც საშა სულხანიშვილის საქართველოში დაბრუნების პერიპეტიებს ასახავს და რომელსაც „საქართველოს მიწა„ ჰქვია.
ახლა ეს წერილები შეტანილია ნიკოლოზ მათიკაშვილის ერთტომეულში, რომლისთვისაც იწერება ეს წინასიტყვაობა. ერთტომეული შეადგინა გიორგი ლეონიძის სახელობის საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა ლალი ცომაიამ, რომელმაც აქაც ჩვეული გულმოდგინებით მოიძია და საფუძვლიანად შეისწავლა ყველაფერი, რაც დღემდე შემორჩა, ნიკოლოზ მათიკაშვილის ხელიდან გამოსული, გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი. ნიკოლოზ მათიკაშვილის პირადი წერილების გარდა აქ შესულია მისი ნოველები, სტატიები, თარგმანები, მოხსენებები, მოგონებები და უმთავრესი მათ შორის – მიხეილ კვალიაშვილთან ერთად დაწერილი „იუნკრები„.
ნიკოლოზ მათიკაშვილი პატარძეულში დაიბადა 1900 წელს. მამამისი ჯერ სოფლის მასწავლებელი იყო, მერე – მღვდელი. პატარძეული ჩემი დედულეთია და დარწმუნებული ვარ, მომავალი იუნკერი და მისი ოჯახი პაპაჩემსაც იცნობდა – ვანო მეხაშიშვილს, რომელსაც კარგი ვენახები ჰქონია, დიდი ოჯახის პატრონი იყო, მძიმე ცხოვრება გაევლო და რომლის ბიოგრაფიის ერთი ტრაგიკული ეპიზოდი გიორგი ლეონიძეს უკვდავეყო „ნატვრის ხის„ ერთ-ერთ მოთხრობაში, „სახელის მილოცვა„ რომ ჰქვია: „ერთი მოიმწყვდიეს ოცთა და ოცდაათთა, მაინც არ გატყდა, არ შეეპოვა! თამარ მეფის მიჯნაზე მოჰკლეს, მაინც შინ მოვიდა! – ღაღადებდნენ დედაკაცები. მწყემსი შორს, ჯიქიანის საძოვრებზე მოეკლათ და ამხანაგებს ხურჯინებით ჩამოეტანათ აკუწული„.
ის მწყემსი პაპაჩემის ძმა ყოფილა, „ამხანაგები„ კი – პაპაჩემი, მეტი არავინ.
ალბათ სწორედ ამ ამბების შესახებ მივწერდი ნიკოლოზ მათიკაშვილს მეოთხედი საუკუნის წინათ მის წერილზე რომ მეპასუხა. მივწერდი, რომ ლეონიძეების ვენახი პაპაჩემის ვენახის მომიჯნავე იყო. მივწერდი, რომ როცა კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებს გადარჩენილი იუნკრები ემიგრაციაში წავიდნენ, მაშინ 42 წლის პაპაჩემს და მის მეუღლეს, მარიამ გილაშვილს სამი გოგონა ჰყოლიათ, ხოლო სამი ბიჭი მის მემუარებში ნახსენები ეპიდემიის მსხვერპლი გამხდარა და რომ ჩემი ორი სრულიად ახალგაზრდა ბიძა სულაც ერთ დღეს გარდაცვლილა ყვავილის ეპიდემიით. რა თქმა უნდა, იმასაც მივწერდი, რომ უკვე ოციან წლებში პაპაჩემს კიდევ სამი შვილი შესძენია – ორი გოგო და ერთი ბიჭი და რომ მათ შორის უფროსი დედაჩემი იყო, ეთერი. 1930 წელს ივანე და მარია, როგორც დედაჩემი იხსენიებდა ხოლმე თავის მშობლებს, თბილისში ჩამოსულან ექიმთან სავიზიტოდ. იმხანად ტფილისში ტრამვაის რამდენიმე ვაგონი მოძრაობდა, ერთი მათგანი გადაბრუნებულა, მაშინდელ ჩერქეზოვზე და დიდედაჩემი უმსხვერპლია. ჯერ ისედაც როგორი იყო იმ მძიმე წლებში მრავალსულიანი ოჯახის შენახვა და დაქვრივებულ პაპაჩემს მეუღლის დაღუპვის შემდეგ მეტისმეტად გასჭირვებია, მისი ოჯახის საქმე სულ უკან-უკან წასულა. მხსნელად ოჯახს გიორგი ლეონიძე მოევლინა – გამომცხვარ პურს მაინც იყიდიო და, პაპაჩემი მის მიერვე გახსნილი ლიტერატურის მუზეუმის დარაჯად დანიშნა, ხოლო მთელი მისი ოჯახი თბილისში წამოასხა და მუზეუმისავე შენობაში დააბინავა მამადავითზე. მამადავითზე, ლიტერატურის მუზეუმში დაუზრდია ვანო პაპას დედაჩემი და მისი და-ძმა.
ეს ამბები გამახსენდა, როცა ნიკოლოზ მათიკაშვილის მემუარების იმ ეპიზოდებს ვკითხულობდი, სადაც იგი პატარძეულის ამბებს იგონებს და მცხეთაში ლევან და გოგლა ლეონიძეებთან შეხვედრის შესახებ წერს.
დარწმუნებული ვარ, ამ ყოველივეს აუცილებლად მივწერდი ნიკოლოზ მათიკაშვილს, საშა სულხანიშვილს კიდევ რამდენიმე კვირა რომ მაინც ეცოცხლა, ახლა კი ვზივარ, სხვათაგან გაგონილ ძველ ამბებზე ვფიქრობ და წინასიტყვაობას ვწერ ლიტერატურის მუზეუმში მომზადებული ნიკოლოზ მათიკაშვილის ერთტომეულისათვის, რომლის შემდგენელი ლალი ცომაია შვილი გახლავთ გიორგი ლეონიძის წყალობით ლიტერატურის მუზეუმში გაზრდილი ჩემი უმცროსი დეიდისა, ანიკოსი. ლეონიძეები და ნიკოლოზ მათიკაშვილიც დეიდაშვილები იყვნენ. „ნატვრის ხის„ ერთი მოთხრობა – „დეიდა მაიკო„ გიორგი ლეონიძემ სწორედ ნიკოლოზ მათიკაშვილის დედას მიუძღვნა, რომელიც ნაადრევად დაქვრივებულა. წვა-დაგვითა და გაჭირვებით დაგვზარდა ოთხი ვაჟიო, – ნიკოლოზ მათიკაშვილი წერს, – ყველას საშუალო განათლება მიგვაღებინაო.
გიორგი ლეონიძე ასე იხსენებს დეიდამისს:
„მახსოვს, ერთხელ მეტად ციოდა. თებერვლის ქარი უბერავდა. დეიდა მაიკო აივანზე გამოსულიყო, მარტოდ დაეგულებინა თავი, ეგონა არავინ ხედავდა. მაიკომ გახედა ჯერ ისევ თოვლაუღებელ სერებსა და ღელეებს გაღმა, შუბლზე ხელი მიიდო და გასძახა:
– მალე მომიდი, გაზაფხულო, მალე მომიდი, მოგვეწყინა ზამთარი, ხალხს პური გამოელია კიდობანში, მალე მოგვიდი!
– და ისე შინაურულად ეძახოდა, ემუდარებოდა გაზაფხულს, როგორც თავის ახლობელსა, თვისტომსა და მეგობარს და უცებ მე რომ დამინახა, დაიბნა: დამნაშავესავით მეუბნებოდა:
– რა ვქნა, ბიჭო გოგიავ, უმზეოდ ყოფნა არ შემიძლიან, მომბეზრდა ზამთარი! ახ, ნეტავ სულ ყვაოდეს, სულ მზე იდგეს!..
– ღმერთო მაღალო, ვინ გააჩინა ამდენი სილამაზე! მაგრამ ვინ იცლის მის საყურებლად? აგერ, გზად მგზავრები მოდიან და აბა, თუ შეამჩნიონ ღობეზე გადასული თეთრი ყვავილი ან იგრძნონ მისი სურნელება? ბედშავები!
მგზავრებს თეთრი ყვავილისათვის არ ეცალათ. თბილისიდან მოდიოდნენ დეიდა მაიკოს ნათესავები, თან ომის ამბავი მოჰქონდათ, იმ დღით ომი გამოცხადებულიყო! პირველი მსოფლიო ომი!„ 1914-ში ომისთვის ჯერ პატარები იყვნენ მაიკო გულისაშვილის ბიჭები. ისინი უკვე პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ აიღებენ ხელში იარაღს და დამოუკიდებელი საქართველოსათვის წავლენ საომრად.
ნიკოლოზ მათიკაშვილის ძმები 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობდნენ. ისინი შეუპყრიათ, უწამებიათ და თუმცა მაშინ გადარჩენილან, მაინც ახალგაზრდები გარდაცვლილან მეორე მსოფლიო ომამდე.
ნიკოლოზ მათიკაშვილი თავის ოჯახთან და თანასოფლელებთან ერთად დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს თავის თანასკოლელებს – სიდამონ ერისთავს, რომელიც შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა ეფრემ მეორის სახელით, გრიგოლ ფერაძეს, ნიკო კეცხოველს. დიდი სითბოთი იხსენებს იგი მასწავლებლებსაც – ვასილ ბარნოვს, კორნელი კეკელიძეს, იპოლიტე ვართაგავას, შიო შიუკაშვილს, ანტონ ნატროშვილს, ნიკო სულხანიშვილს, ია კარგარეთელს...
ვასილ ბარნოვი იუნკერთა სასწავლებელში ისტორიასა და ლიტერატურას ასწავლიდა და იგი ერთადერთი არასამხედრო პირი იყო სასწავლებელში.
ნიკოლოზ მათიკაშვილი წერს:
„გვყავდა ერთი ერის კაცი მასწავლებელიც. ეს იყო ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვასილ ბარნოვი. გვიკითხავდა ის ლექციებს ქართულ ისტორიასა და ლიტერატურაზე და თავისი სახოვანი, გულში ჩამწვდომი ქართულით გვინერგავდა სამშობლოს სიყვარულსა და უზომო ერთგულებას„.
2015 წლის 12 თებერვალი თენდება. მე მთელი ღამე ამ ტექსტს ვწერ და ცოტა ხნით აივანზე გავედი. არ შემეძლო, არ გავსულიყავი. ჩემი აივანი მარჯანიშვილის ხიდს გადაჰყურებს – ხიდთან ერთად აქედან ჩანს ელბაქიძის (დ)აღმართიც. ახლა ხიდიც და (დ)აღმართიც უკაცრიელია და ჩაბნელებული.
რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ წავიკითხე მათიკაშვილის მემუარებში, რომ სწორედ ამ გზით წასულან საბრძოლველად იუნკრები ზუსტად 94 წლის წინათ, 1921 წლის 12 თებერვალს:
„გზა მიხაილოვის გამზირით, ვერის ხიდით, რუსთაველის გამზირით კოჯრისკენ მიემართებოდა. წინ ცხენზე ამხედრებული პოლკ. ჩხეიძე მიგვიძღოდა თავისი მცირე ამალით, მას სამხედრო ორკესტრი მოსდევდა და მერე – ჩვენ. საიდან გაიგო თბილისის საზოგადოებამ, რომ სწორედ ამ დროს სკოლა ფრონტზე მიდიოდა! ქუჩები სავსე იყო ხალხით, დიდებით და პატარებით, მშობლებით, თანამგრძნობლებით, ნათესავებით. თოფები სმენაზე გვქონდა მხარზე აყუდებული. მწყობრის სიზუსტის მოთხოვნილებები საშუალებას არ გვაძლევდა თავი მიგვებრუნებინა და საზოგადოების განწყობილება გაგვენაწილებინა. შიგადაშიგ თვალების მიტრიალებით თუ ვხედავდით, რა ხდებოდა ირგვლივ. ერთი ასეთი გახედვისას ჩვენ მასწავლებელ ვასილ ბარნოვს მოვკარი თვალი. თავჩაღუნული, მიწას მიჩერებული, ღრმად ჩაფიქრებული, ჭაღარაწვერიანი, სათვალებიანი, მიჰყვებოდა აზვირთებულ ტალღას. მისი დანახვა ჩვენთვის ჯანღიან დღეში მზის გამოჩენას უდრიდა. რას ფიქრობდა? ალბათ, ერთი მხრივ, გული დარდით ევსებოდა საქართველოს ავბედობის გამო და ეამაყებოდა, რომ მისი აღზრდილი მხედრები სამშობლოს დასაცავად მიემართებოდნენ„.
ნიკოლოზ მათიკაშვილი ისე სურათოვნად აღწერს ომში მიმავალ იუნკერთა სვლას, თითქოს მართლა შენს თვალწინ ხდებოდეს ყველაფერი:
„მუსიკა მხედრულ მელოდიიდგან მხედრულზედ გადადიოდა. მუდამ მშვიდი ღენერალი ანდრონიკაშვილი თავისი ამალით, სკოლას წინ მიუძღოდა. უკან პოლკოვნიკ ჩხეიძის ბუხრიანი ქუდი მიქანაობდა. შემდეგ ქვეითი გუნდები, მეზარბაზნენი, ცხენოსანნი – ბოლოს ზემდეგი ოდიშელიძე, უკან ნაცვალთა ათასეულის ახალი გუნდები„.
საომრად მიმავალ ნიკო მათიკაშვილს დედამისის ნაცვლად, სხვა დედები ულოცავდნენ გზას.
ნიშანდობლივია ნიკოლოზ მათიკაშვილის სიტყვები, როცა იგი ომში მიმავალი შვილების დედებს ბედნიერად რაცხს:
„ვერის დაღმართის დამლევიდან ხალხმა იმატა, აღტაცების და მისალმების ყიჟინი ბედნიერ დედათა, შვილების უკანასკნელ ლიცვასა და ალერსში აირია.
– შვილო!!!
– შენ იცი, როგორ იბრძოლებ სამშობლოსთვის!
– შვილებო! შვილო! – ეალერსებოდნენ ხან შვილს, ხან მის ამხანაგებს.
შვილები და ამხანაგები კი ხალხის პატრიოტული ენტუზიაზმით გულ-აჩუყებულნი, ისევ განაგრძობდნენ მედგრულათ წინსვლას.
არც ერთს მწკრივები არ გამოუმტვრევია; მაგრამ გარეგნულათ, დედის ალერსისათვისაც ყრუთ, აძგერებული გული ლამის საბუდიდგან გადმომხტარიყო„.
ოთახში შემოვბრუნდი და – რა არის მაინც ადრიანი დილა! – ისეთი განცდა მქონდა, თითქოს დეზერტირი ვიყავი, თითქოს მეც იუნკერთა შორის უნდა ვყოფილიყავი, მეც მათთან ერთად უნდა გამევლო ეს ხიდი, მე კი მხოლოდ მზერით ვაცილებდი ომში მიმავალ ჩემს წინაპრებს, რომლებიც სამჯერ ჩემზე უმცროსები იყვნენ!
კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს განცდა, როცა ქარ-ყინვიანი 25 თებერვლის ბრძოლების და თბილისის დატოვების ამბები წავიკითხე, ნიკოლოზ მათიკაშვილის მიერ აღწერილი:
„უკან დაბრუნებისას მაღალი, გამხდარი, შავწვერ მოშვებული შუა ხნის ვაჟკაცი შეგვხვდა, თოფით ხელში მოწინავე ხაზისკენ მიდიოდა. შეკითხვაზე, თუ ვინ იყო და სად მიდიოდა, გვიპასუხა: „რეზო ვარ გაბაშვილი, დამფუძნებელი კრების წევრი და თბილისიდან თქვენ საშველათ წამოვედიო„.
ლამის სირცხვილით დავიწვი, როცა ეს სიტყვები წავიკითხე:
„კოჯრიდან თბილისისკენ მოკლე ბილიკებით დავეშვით. თენდებოდა სოლოლაკში რომ შევედით. ქალაქის ქუჩებში სიჩუმე სუფევდა. შენობები ლილისფერი ჯანღით იყო მოსილი. რომელიღაც ეზოდან ცოცხიანი მეეზოვე გამობარბაცდა. შეკითხვაზე, ჯარებს ხომ არ გაუვლიათო, გვიპასუხა, კარგა ხანია ჩაიარეს და თქვენი სკოლაც შევამჩნიეო. მივდივართ მშივრები, ჩაფიქრებულები, თავში ერთი აზრი გვიტრიალებს. რა მოხდა? რატომ ვტოვებთ თბილისს? ჩვენ ხომ ბრძოლა არ წაგვიგია?„ ხოლო ნიკოლოზ მათიკაშვილის მიერ აღწერილი კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლების ამბები იმდენად შთამბეჭდავი და სახიერია, რომ თითქოს დოკუმენტურ ფილმს უყურებო.
„იუნკრები „შარში„ გაშლილი მირბიან; თავზე ტყვიამფრქვეველები ბზუიან, ყუმბარათა ცეცხლი შინდისიდანვე სდევთ. აქა-იქ დაჭრილ-დახოცილი იუნკრები იჩოქებენ. ყუმბარათა ბოლში სჩანს რაღაც ნაწილები... გამორბიან... მხოლოდ ვიღაც, ვაჟკაცური გამომეტყველებით, წარბ შეუხრელად, ტანში გასწორებული, სიმწრით იქნევს აქა-იქ მათრახს და ნაწილების გაჩერებას ლამობს... ეს გვარდიელებია; იერიშისათვის ვერ გაუძლიათ... ველს ატიტვლებენ... მათრახიანი ჯუღელია, უიმედო სასოწარკვეთილებით თავზარდაცემულ გვარდიელების შეჩერებას ლამობს. იუნკრების დანახვაზე იმედის სხივი უთამაშებს თვალებში. შვებით სუნთქავს, სწამს, საქმე მოგებულია„.
ან კიდევ:
„თხელ საზაფხულო ტანისამოსზე იტალიური ფარაჯები გვეცვა, მოლურჯო ნაცრის ფერისა, ქსოვილი ნამდვილი მატყლის მაგიერ, ქიმიურათ რძისგან მიღებული ძაფებით იყო ქსოვილი. არავითარი სითბო იმას არ გააჩნდა, თოვლით, წვიმით და ნესტით ადვილათ იჟღინთებოდა, განსაკუთრებით დღისით, სანგრებში რომ ვიმყოფებოდით. საღამოობით მზისგან დამდნარი თოვლის გუბეებს, სველი თოვლი ემატებოდა. დაუბერავდა კოჯორის ცივი ქარი, სანგრებს ახალ ახალი მოხვეტილი თოვლით ავსებდა, იქ ჩამდგარ დამდნარ თოვლის გუბეებს და ჩვენ დასველებულ ფარაჯებს გაჰყინავდა. გამხმარი ფიცარივით შემოგეკროდა ტანსა, სახელოებსა და შარვლის ტოტებზე. ცივ ყინულში ჩაჭედილებს მოძრაობა გვიძნელდებოდა, მაგრამ ვუძლებდით ყველა ამას, თვალი არ მოგვიხუჭავს, მტრის ყოველ მოძრაობას დროზე ვამჩნევდით და შესაფერ პასუხს ვაძლევდით. ერთი სიტყვით, ვერავითარი სიძნელე ვერ ასუსტებდა ჩვენ სულისკვეთებას. სიკვდილზე იქ არავის გვიფიქრია, არც შეშინებია. ზუზუნებდნენ ტყვიები, წიოდნენ ირგვლივ ანაფეთქ ყუმბარათა ნაფლეთები, ჩვენ კი სანგარში ჩამალვას ფეხზე დგომას ვარჩევდით. შიგა და შიგ სიმღერაც წამოგვიწყია, წრე შეგვიკრავს და ცეკვაც წამოგვიწყია„.
არა, დოკუმენტურ ფილმს უყურებ კი არა, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს თავად იყავი იმ ბრძოლების მონაწილე, თითქოს შენც გცივა იმ უწვერულ ბიჭებთან ერთად, თითქოს შენც გეყინება სხეული, თითქოს შენს თავზეც წუიან ტყვიები, თითქოს შენც მღერიხარ საომარ სიმღერებს და თითქოს შენც მათთან ერთად ეშვები წაგებული ბრძოლის შემდეგ თბილისისკენ მოკლე ბილიკებით.
მერე იყო ის შეხვედრა ლეონიძეებთან მცხეთაში, რეზო გედევანიშვილის ოჯახში, მერე – ტირიფონის ველი, გაყინული ფარა, წეროვანი, ხაშური, მთავარსარდლის მატარებელი, ბათუმი, აღლუმი:
„ბათუმში გაურკვეველი მდგომარეობა დაგვხვდა. სადგური, ქუჩები, მოედნები სავსე იყო ჯარებით... წესრიგის აღსადგენად და მორალის ასამაღლებლად გენ. კვინიტაძემ აღლუმის ჩატარება ბრძანა. დაფაცურდნენ უფროსები. წესრიგში მოიყვანეს ნაწილები და ერთი მეორის მიყოლებით მის წინ სააღლუმო ნაბიჯით გაიარეს. ნაწილები ვაჟკაცურად და სრულფასოვნად გამოიყურებოდნენ. გეგონება, ამ ხალხს ომი კი არ უწარმოებია, აღლუმისთვის ემზადებოდაო... საქართველოს დამფუძნებელი კრების უკანასკნელ სხდომაზე ბათუმში გადაწყვეტილა, რომ მთავრობა საქართველოს ტოვებს, იხიზნება დასავლეთ ევროპაში, სადაც შეეცდება საქართველოს ბოლშევიკებისგან განთავისუფლებას პოლიტიკური ზომებით. მთავრობას მიჰყვება მთავარსარდალი და პოლიტიკურ მოღვაწეთაგან ვისაც კი საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, რაიმე საფრთხე მოელის. იუნკერთაგან, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია სამშობლო დატოვოს. საზღვარგარეთ მთავრობა ზომებს მიიღებს მათ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო სასწავლებლებში მოსაწყობად„.
იტალიური გემი „მარია„ ნაპირს მოშორდა და იუნკრებმა კიდევ ერთხელ მოავლეს სევდიანი მზერა საქართველოს.
„მკრთალი ნათელი შორის მთვარისა, მშობელ ქვეყანას თავს დაჰფენოდა„. წამოიწყო სევდიანი ხმით, თითქოს ტირისო, ფარნაოზ ნაცვლიშვილმა თუ მიხაკო კიკნაძემ. ნელ ნელა მწუხარე ხმით გაუბედავათ აჰყვნენ მას სხირტლაძე, რატიშვილი, პატიკო თაყაიშვილი, დათა და ვალოდია ლაღიძეები და სხვებიც„.
ამას მოჰყვა რამდენიმეთვიანი გაურკვევლობა ოსმალეთში და 1921 წლის შემოდგომაზე ხუთი ქართველი იუნკერი საფრანგეთში, სენსირის სამხედრო სასწავლებელში გაემგზავრა, ხოლო 13 იუნკერი საბერძნეთს გაიგზავნა და ათენის სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. მათ შორის იყო ნიკოლოზ მათიკაშვილიც.
ერთი წლის შემდეგ, როცა საბერძნეთი არეულობამ მოიცვა, ცამეტივე სტამბულში დაბრუნდა და აქედან პოლონეთს გაემგზავრა, სადაც ისინი სამხედრო სასწავლებლებში ჩარიცხეს. იუნკრებთან ერთად მარშალ პილსუდსკის პოლონეთმა მიიღო ექვსი ქართველი გენერალი, ცხრა პოლკოვნიკი, თერთმეტი მაიორი და ცხრა კაპიტანი. მათი უმეტესობა მრავალი წლის მანძილზე მსახურობდა პოლონეთის ჯარში და მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა.
ნიკოლოზ მათიკაშვილი წერს:
„საბედნიეროთ, ყველანი პოლონეთის (პოდხორუნჟების) სკოლამ მიგვიღო, სადაც 1921 წლის მიწურულში ჩავედით. აქ დავამთავრეთ სამხედრო სკოლები (ქვეითა ჯარის, ცხენოსანთა, არტილერიის),
ზოგმა, მგონი, 13 კაცმა, მათ შორის მეც, აქაური სამხედრო აკადემია. გერმანელებთან ომისას ყველამ მონაწილეობა მივიღეთ ომებში, გავიღეთ მსხვერპლიც, გადავიტანეთ ტყვეობა გერმანეთში და დავუბრუნდით პოლონეთს„. ნიკოლოზ მათიკაშვილი – სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მაიორის ჩინით მსახურობდა ლვოვის მე-19 ქვეითთა პოლკში. 1939 წელს მონაწილეობა მიიღო ამ პოლკის ბრძოლებში გერმანელთა წინააღმდეგ ტაქტიკურ ადიუტანტის თანამდებობაზე. ომის შემდეგ გერმანიიდან დაბრუნებული, გაიწვიეს განთავისუფლებული პოლონეთის ჯარში.
„გერმანელებთან ომის დროს ვმსახურობდი პოლკის შტაბის უფროსათ. მივიღე მონაწილეობა დიდ ბრძოლებში, რომლებიც ჩვენმა პოლკმა გაატარა ქ. პლოცკის მიდამოებში. იქ სოფელ დობჟიკოვოს პირველ დაწყებით სკოლაში არსებობს პატარა სამხედრო მუზეუმი, სადაც ინახება პოლონურათ ნაწერი ჩემი მოგონებები პოლკის მიერ გადახდილ ბრძოლებზე„.
ნიკოლოზ მათიკაშვილის ერთტომეულში კარგად არის მოთხრობილი პოლონეთში დამკვიდრებულ ქართველ მხედართა საქმიანობა მრავალი წლის მანძილზე. ისინი მათი მეორე სამშობლოს – პოლონეთის სამსახურში იდგნენ და ამავე დროს არც ერთი წუთით არ ივიწყებდნენ საქართველოს, ჩამოაყალიბეს ქართველ იუნკერთა კავშირი, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ სხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ქართველებთან, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართული ემიგრაციის ყველა წამოწყებაში, ეწეოდნენ მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას, ჰქონდათ საკუთარი გამოცემა:
„მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოზე ფიქრი არ შეგვიწყვეტია. იუნკრებმა შევქმენით „იუნკერთა კავშირი„, დავაარსეთ ჩვენი ჟურნალი „მხედარი„ და 1939 წლამდის 15 ნომრის გამოცემა მოვასწარით. „მხედარი„ გამოდიოდა ჩვენი სახსრებით, პარიზში. იქ ამ საქმეს ჰპატრონობდა ყოფილი იუნკერი დოლიკა ვაჩნაძე.
წელიწადში ერთხელ ვმართავდით „იუნკერთა კავშირის„ კრებას, რომელზედაც გამგეობა აბარებდა ანგარიშს განვლილი წლის მუშაობის შესახებ. კრება ირჩევდა ახალ გამგეობას და ისახავდა ახალ მიზნებს.
განსაკუთრებული ენერგიით მუშაობდნენ და ყველა ახალი გამგეობის წევრები იყვნენ: ვანო ნანუაშვილი, დავით ლაღიძე, ნიკოლოზ მათიკაშვილი. მათ ზურგს უმაგრებდნენ და ყოველმხრივ მუშაობაში ეხმარებოდნენ იუნკრები: მახარაძე, მიხეილ კვალიაშვილი, ფარნაოზ ნაცვლიშვილი, ვიქტორ ლომიძე, პატიკო თაყაიშვილი და სხვანი.
პოლონეთში ცხოვრებისას არც ერთი დღე არ გასულა, რომ საქართველოზე არ გვეფიქროს. გვაინტერესებდა მისი ბედი ბოლშევიკების ხელში, ცნობა კი ადვილი მისაწვდენი არ იყო. პოლონეთს ბოლშევიკურ რუსეთთან კავშირი სრულიათ გაწყვეტილი ჰქონდა, არავითარი გაზეთი, წიგნი იქიდან არ მოდიოდა. ცნობებს ვღებულობდით საფრანგეთში მყოფ ემიგრანტებიდან. ვიცოდით ქართველი ხალხის აჯანყებების შესახებ; ქაქუცასა და შეფიცულთა მოქმედებაზე, ოფიცერთა დიდი ჯგუფის დახვრეტაზე. ყველაფერ ამას დიდათ მტკივნეულათ განვიცდიდით. ომის დამთავრების შემდეგ ბოლშევიკები პოლონეთს დაეპატრონნენ და ვითომც პოლონელთა კეთილისმყოფელებმა სახელმწიფოს ბოლშევიკური მშენებლობა დაუწყეს. ასე იყო სამხედრო დარგშიც. თუმცა ჯარს სათავეში ედგა პოლონელი სამხედრო მინისტრი, ფაქტიურათ რუსი გენერლები და რუსული შტაბი ხელმძღვანელობდა. პოლონეთის ჯარში ნამსახური ქართველი აფიცრები დაატუსაღეს. მაიორი მამალაძე კატინში დახვრიტეს, კაპ. რატიშვილი ტყვეთა ბანაკში მოკლეს. ყოფილი იუნკრები იაშვილი, კვალიაშვილი და ციბაძე ციმბირში გადაასახლეს. გრიგორ იაშვილი იქ დაიღუპა, კვალიაშვილმა და ციბაძემ ათ-ათი წელიწადი გადასახლებაში გაატარეს. იქიდან დაბრუნებულმა, ჯანმრთელობა დაკარგულებმა დიდი ხანი ვეღარ იცოცხლეს. მე დატუსაღებას გადავურჩი პოლონელი ოფიცრების დახმარებით, რომლებიც ჩემი ნაცნობები გამოდგნენ და რუსულ შტაბს ჩემი გამოყენება შესთავაზეს. მიმიწვიეს შტაბში და ქვეითა ჯართა წრთვნის დარგში დამასაქმეს„.
ნიკოლოზ მათიკაშვილის ერთტომეული, მასში გაერთიანებული საკუთრივ მათიკაშვილის თუ მის მიერ თარგმნილი ტექსტები – სტატიები, მიმოწერა და მემუარები – მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღსასრულის და ქართული ემიგრაციის პოლონური ისტორიის შესასწავლად. ამ გამოცემაში თავმოყრილია მასალა, რომლის ნაწილი სულაც პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში და, ამდენად, ამ ახალი ცნობების მეშვეობით შესაძლებელი ხდება ქართველი ერის უახლესი ისტორიის არაერთი ფაქტისა თუ მოვლენის დაზუსტება და ახლებურად გააზრება.
პოლონეთში თავისი საქმიანობის სხვადასხვა პერიოდისა და სხვადასხვა ეპიზოდის შესახებ კარგად წერს თავად ნიკოლოზ მათიკაშვილი ლალი ცომაიას თხოვნით დაწერილ თავის მოკლე ავტობიოგრაფიაში:
„ვარ წევრი პოლონეთის „ორიენტალისტთა„ საზოგადოებისა, მათ ჟურნალში მოვათავსე თარგმანები ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი„ და პოემები „გოგოთურ და აფშინა„ და „ძაღლიკა ხიმიკაური„. უფრო წინათ პოლონელ პოეტებს გადავეცი ქართველ პოეტთა ბწკარედები ასამდე ლექსისა. მათ ამ ლექსებიდან, ვგონებ, 35 ლექსი დაბეჭდეს წიგნში „საბჭოთა პოეზია„. საფრანგეთში, ვგონებ, რამიშვილის ინიციატივით 1930-იან წლებში მოეწყო სამხედრო კურსები. მე ამ კურსების ხელმძღვანელობა დამაკისრეს და ვატარებდი მათ სამხედრო მომზადებას. ამაში მეხმარებოდა მენშევიკთა ერთ-ერთი თავკაცი მენაღარიშვილი. მსმენელთაგან დამახსოვდა: ჩუბინიძის, კვიტაიშვილის, მგელაძის, ბერიშვილის გვარები. მსმენელთა რიცხვი 10-12 კაცი იყო. სწავლება თითქმის ერთ წელიწადს გრძელდებოდა„.
თითქოს ამის გაგრძელებაა ფრაგმენტი საშა სულხანიშვილისადმი გაგზავნილი წერილიდან:
„საქართველოში სამჯერ ვიყავი ძმასთან და ძმისწულთან. პირველათ გოგლა ლეონიძის დახმარებით ჩაველი. ჩემი დეიდაშვილია, გავლენიანი კაცი იყო და დიდი დაფასება ჰქონდა. ამ ავათმყოფობის ხანაში ვაჟას პოემების თარგმანს შევუდექი პოლონურ ენაზე. ვეცდები, წიგნათ დავაბეჭდვინო. თარგმნას ამ 2-3 თვეში დავამთავრებ. საქართველოდან ვღებულობ: „ლიტერატურულ საქართველოს„, „სამშობლოს„, „მნათობს„ და „ცისკარს„.
ცალკე უნდა ითქვას ერთტომეულში ჩართულ ფოტოებზე, რომელთა ნაწილი ასევე პირველად ქვეყნდება და რომლებიც ასეთი რუდუნებით უგროვებია შემდგენელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა თუ კერძო კოლექციებში.
ხაზგასასმელია ამ გამოცემის სისრულე და მისი აკადემიურობა, რაც საერთოდ დამახასიათებელია ლალი ცომაიასთვის, ესოდენ თვალსაჩინოდ რომ გამოვლინდა ჯერ კიდევ მის წინა ნაშრომში – გრიგოლ რობაქიძის მონუმენტურ ხუთტომეულში.
უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ერთტომეულის შემდგენელი პირადად იცნობდა ნიკოლოზ მათიკაშვილს. 1990 წლის 26 ივნისს ლალი ცომაია ციცი ბუქურაულთან ერთად პოლონეთში, ზალესიე-დოლნეში ეწვია 89 წლის ქართველ ემიგრანტს და მისი არქივის ერთი ნაწილიც წამოიღო საქართველოში. გარდა ამისა, საქართველოდან ჩასულ სტუმართა თხოვნით, ნიკოლოზ მათიკაშვილმა დაწერა თავისი მოკლე ბიოგრაფია, რომელიც მთლიანად იბეჭდება მის ერთტომეულში და რომლის ფრაგმენტები მეც გამოვიყენე ამ ჩემს წინასიტყვაობაში.
ერთტომეულის ავტორისა და შემდგენლის შეხვედრამდე სამი წლით ადრე ნიკოლოზ მათიკაშვილი წერდა:
„86 წელს გადაცილებული „უკანასკნელი უბიხივით„ მარტოკა ვარ პოლონეთში და მოვალეთ ვთვლი ჩემ თავს ჩემი თანამემამულეების არსებობის, შრომის, ოცნების, ჩატარებული ბრძოლების და დაღუპვის კვალი დავტოვო, რომ მომავალმა თაობებმა დავიწყებას არ მისცენ ჩვენი მწარე ბედი და საკუთარ გულში ჩახედვით გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. მოგონებაში არ მომიხსენებია დაღუპულ ქართველ აფიცერთა ოჯახები, მათი დაობლებული ცოლშვილი. ისინი მრავლათ არიან მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში მიმობნეულნი, ქართველობა არ დაუკარგავთ და გული განთავისუფლებულ სამშობლოს მოსწრების გრძნობით უცემთ„.
„უკანასკნელი უბიხივით„ მარტო დარჩენილმა 93 წლის იუნკერმა ღირსეულად აღასრულა თავისი ვალი – დატოვა ამბავი მისი თანამებრძოლების არსებობის, შრომის, ოცნების, ჩატარებული ბრძოლებისა და დაღუპვისა, რათა მომავალ თაობებს არ დაავიწყდეთ მათი მწარე ბედი.
ხოლო შესაბამისი დასკვნები „საკუთარ გულში ჩახედვით„ ჩვენ უნდა გამოვიტანოთ.
12 თებერვალი, 2015
![]() |
3 იუნკრები |
▲back to top |
ქართველი ახალგაზრდობა ერთსულოვნათ და აღფრთოვანებით შეხვდა რუსეთის რევოლიუციას, სიხარულით მიიღო საქართველოს რუსეთიდან ჩამოშორების და დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტი და რაკი სამშობლოს ყოველი მხრიდან მტერი ეტანებოდა, საჭიროთ სცნო მის დამცველთა რიგებში ჩამდგარიყო, სადაც კი რაიმე სამხედრო ნაწილი დგებოდა, მოხალისეთა საგრძნობი რიცხვი უწყვეტათ მოედინებოდა საქართველოს ყველა კუთხიდან, მთიდან და ბარიდან.. მცირე რიცხვი ამ ახალგაზრდობისა იუნკერთა სასაწავლებელშიაც მოჰყვა, იმ იუნკერთა, რომლებმაც სახელი გაითქვეს თავდადებული და მედგარი ბრძოლებით ტაბახმელაზე 1921 წელს.
იფიქრებს ზოგი, რათ უწოდეს ქართულ სამხედრო სკოლას „იუნკერთა“. მოხდა ეს იმიტომ,
რომ ქართულ ჯართა ორგანიზაციას იმ დროს სათავეში ედგა ომში გამოცდილი, გენერალური შტაბის აკადემია დამთავრებული, მაღალი ხარისხის ჩინებული აფიცრობა. რუსეთში ხანგრძლივი ცხოვრების გამო ბევრ მათგანს ქართული ენა დავიწყებოდათ, ქართული სამხედრო ტერმინოლოგია დამუშავებული არ იყო და სკოლას რუსეთის მიბაძვით „იუნკერთა“ უწოდეს.
სკოლა ორ წლიან სწავლებას ითვალისწინებდა. პირველ კურსზე მსმენელი ეუფლებოდა საერთო სამხედრო ხელოვნებას თეორიული და პრაქტიკული მხრივ. მეორე კურსზე კი გაყოფილი იყვნენ: ქვეითა ჯარის, ცხენოსანთა, საარტილერიო და მესანგრეთა დარგებათ. პირველი კურსი ამოქმედდა 1919 წლის შემოდგომაზე, მეორე
– 1920 წლის შემოდგომაზე.
ლექციებს თეორიულ დარგში გვიკითხავდნენ ცნობილი ქართველი გენერლები, პრაქტიკულ დარგს გვასწავლიდნენ სათანადო დარგის რჩეული აფიცრები. ამათგან მეხსიერებაში ჩამრჩნენ: როტმისტრი
– სულხანიშვილი, კაპიტნები – ქარუმიძე, ჩოჩუა, შავდია, ხოშტარია. სკოლის უფროსი თავიდანვე პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე იყო, ამ დარგში დიდათ გამოცდილი და დახელოვნებული. სასწავლო პროგრამის თეორიულ დარგში გვასწავლიდნენ: სამხედრო ისტორიას, ტაქტიკას, ტოპოგრაფიას, ფორთიფიკაციას. ამ დარგთა მასწავლებლები იყვნენ გენერალური შტაბის აკადემია დამთავრებული გენერლები: კვინიტაძე, ანდრონიკაშვილი, პოლკოვნიკი ვახვახიშვილი და სხვები.
გვყავდა ერთი ერის კაცი მასწავლებელიც. ეს იყო ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვასილ ბარნოვი. გვიკითხავდა ის ლექციებს ქართულ ისტორიასა და ლიტერატურაზე და თავისი სახოვანი, გულში ჩამწვდომი ქართულით გვინერგავდა სამშობლოს სიყვარულსა და უზომო ერთგულებას.
სკოლის საბოლოო მიზანი იყო მიეცათ მსმენელისთვის საკმარისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამხედრო ხელოვნებაზე, ჩაენერგათ მკაცრი დისციპლინა და ფიზიკურათ მოემზადებინათ მძიმე სამუშაოთა და სიძნელეთა ამტანლობისთვის. სწავლება დილა საღამოს მიმდინარეობდა, დილით თეორიულ, საღამოს პრაქტიკულ დარგებში. გაკვეთილთა შორის ხანმოკლე დასვენებებისას ეზოში გაკრეფილნი ცეკვა სიმღერას ვაჩაღებდით. ჩვენ შორის ბევრი აღმოჩნდა მშვენიერი ხმის მქონე, ხალხური სიმღერების მცოდნე პიროვნებები. მათი შესრულებით სხვა და სხვა, გულში ჩამწვდომი სიმღერები დასტრიალებდნენ საქართველოს გმირულ წარსულს, საყოფაცხოვრებო, გასართობ და საცეკვაო თემებს. ხან და ხან ორათ გაყოფილნი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მომღერლები. უნდა გენახათ მაშინ, რა სასიამოვნო იყო და რა სულიერ ტკბობას გვიღვიძებდა წიკლაურის, ჯამასპიშვილის, ნაცვლიშვილის, რატიშვილის, კვალიაშვილის, მრელაშვილის, დავით და ვალოდია ლაღიძეების, მახარაძის და სხვათა მრავალთა შეხმატკბილებული ბუბუნი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონცერტზე დასწრება მოუსურვებია გენ. კვინიტაძეს, გამოსულა პოლკ. ჩხეიძე (პოლკ. ჩხეიძის მეუღლე
– სოფიო იყო და გენ. კვინიტაძესი და სკოლის შენობაში ცხოვრობდა) თავის მეუღლით და დამტკბარა
სიმღერებითა და ცეკვით, ბევრჯერ გამოუწვევიათ ჩინებულ მოცეკვავეებს გენერლის მეუღლე და მასაც უარის თქმით არავინ გაუწბილებია.
ნიკოლოზ მათიკაშვილი, „იუნკრები“, ავტოგრაფი [1986] (სლმ. ¹28432-1-ხ.,
იუნკერთა სკოლის კურსანტები (გიორგი მამალაძის ფოტოალბომი,
დავით ყოლბაიას კერძო კოლექცია, ვარშავა).
ვიდრე შევუდგებოდე სკოლის ცხოვრებისა და ტაბახმელის ამბების მოთხრობას, ზედმეტი არ იქნება ორიოდე სიტყვით მოვიხსენიო: ვინ იყვნენ, რა წრიდან, რა სულისკვეთებისანი, საიდან მომდინარეობდა მათი სულიერი სიძლიერე. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემათ საუკეთესო იქნებოდა თვითეული იუნკრის პასუხი ერთათ ერთ კითხვაზე: რამ მოიყვანა იგი სამხედრო სასწავლებელში? საუბედუროთ, ამ კითხვაზედ პასუხის მიღება დღეს შეუძლებელია.. ერთი იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის და გადარჩენილები კი ისე არიან მსოფლიოში დაქსაქსულნი, რომ მათგან რაიმე ცნობის მიღება ადვილი არ არის. ეს ხარვეზი შემიძლია მხოლოდ საკუთარი მოგონებებით შევავსო, ყველანი წლოვანობით თანატოლნი ვიყავით, 20-23 წლისანი, ერთნაირ გარემოცვასა და ერთნაირ პირობებში ვიზრდებოდით, რაც გადამხდენია იმ დროს მე, უსათუოთ ემზგავსება მათ ცხოვრების დინებას და აქედან გამომდინარე, სულისკვეთებას. ყოველი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაზე უმთავრესათ სამი მოვლენა ახდენს ზედგავლენას: არსებული საზოგადოებრივი განწყობილება, წრე, რომელშიაც უხდება ცხოვრება, ოჯახი. ჩვენს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში საზოგადოებრივი განწყობილება იმ დროს შემდეგნაირათ გამოიყურებოდა: რუსეთს ღრმათ ჰქონდა ფესვები გადგმული საქართველოს რუსული წესით მმართველობაში, არა სცნობდა მის თავისებურებას, დაუზოგავათ სარგებლობდა ბუნებრივი სიმდიდრით, საჭიროთ არა სთვლიდა ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას, უკმარი იყო საშუალო სასწავლებელთა რიცხვი, უმაღლესი სკოლა არ არსებობდა. ქართული ენის სწავლება საშუალო სკოლებში დამატებით საგანს წარმოადგენდა, მიმდინარეობდა ქართველთა გადარუსების პროცესი და მშობლიური ენის სწავლების აღკვეთა, ცოტა იყო პირველდაწყებითი სკოლები სოფლათ.
ქართული საზოგადოება ამ დროს გამოფხიზლებულია, იბრძვის ეროვნული თავისებურებების გადარჩენისთვის, მიმდინარეობს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა. ამ მოძრაობას სათავეში უდგას ილია ჭავჭავაძე.. მას გვერდში უდგანან და მხარს უმშვენებენ ისეთი ზომის საზოგადო მოღვაწეები, როგორც: აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ალ. ყაზბეგი, იაკობ გოგებაშვილი, ვასილ ბარნოვი, ნიკო ნიკოლაძე, დ. სარაჯიშვილი და სხვანი.
არსდება ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მრავლდება პირველდაწყებითი სკოლების ქსელი. სათავად აზნაურო ბანკი ხელს უწყობს ეკონომიურ გამოღვიძებას, გამოდის მაღალ დონეზე მდგარი ჟურნალ გაზეთები, იბეჭდება ქართული წიგნები. ამაღორძინებელ მოძრაობაში ჩათრეულია მთელი იმ დროინდელი საზოგადოება.. ყველა ამას ჰხედავს, თვალყურს ადევნებს და ეროვნული გრძნობებით იმსჭვალება ახალგაზრდობა, ე. ი. ჩვენი იმ დროინდელი მოზარდი თაობა.
გარემოს ზედგავლენა ხასიათის ჩამოყალიბებაში მეტათ მძლავრი მოვლენაა. რამდენადაც მეტია ამა თუ იმ მხარეში ისტორიული ძეგლები, მათ ირგვლივ მოარული გადმოცემები, მით უფრო ძლიერია მათი ზედგავლენა სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებაში.
ჩემმა ახალგაზრდობამ გარე კახეთის ცივ-გომბორის ფერდობებს მიყრდნობილ მოზრდილ სოფელ პატარძეულში გაიარა. იქ ორი, ამაყათ გამომყურალი, გულდასმით ნალოლიები კოშკია, ერთიც ძველის ძველი ციხის ნანგრევები.. მახლობლათ, სამების მონასტრისკენ მიმავალ გზაზე მიუთითებენ ვიწრო გასავალს, სადაც ჩასაფრებული და-ძმა გზას უკრავდა სათარეშოთ მიმავალ ლეკებს. მრავალი გამოასალმეს წუთი სოფელს, ვიდრე თვითონ არ დაეცნენ ტყვია წამალ გამოლეულნი. მეზობელ სოფელ ნინოწმინდაში, სადაც ძველათ საეპისკოპოზო კათედრა იყო, გადარჩენილია ლეკების მიერ გუმბათ და კედლებმონგრეული ტაძარი..* მის კედლებსა და თაღზე ლეკების ტყვიებით თვალდათხრილი ხატები. სამრეკლოს უმაღლეს მე-4-ე სართულზე პატივით ესვენა ერეკლე მეფის დროინდელი პატარა ქვემეხი.. ნინოწმინდიდან არც ისე შორსაა ცნობილი დავით გარეჯის მონასტერი* კლდეში გამოკვეთილი ეკლესიებითა და ბერთა სენაკებით. აქ ხომ არც ისე შორეულ ხანაში მოღვაწეობდა მძლავრი ქართული კულტურის კერა. იქ ცხოვრობდა და შრომობდა დიდი საბა-სულხან ორბელიანი, იქ ატარებდნენ დიდმარხვის დღეებს ქართველი მეფეები, იქვეა აკლდამა 300 ბერის ჩონჩხით, სპარსელებმა რომ ამოხოცეს აღდგომა ღამეს ლოცვაზე მდგომნი.
დამშვიდებული ცხოვრება პატარძეულის ირგვლივ არც ჩემ ახალგაზრდობისას ყოფილა. იყო შემთხვევები, რომ მეზობლათ მცხოვრები მუღალნოელი თათრები სახნავათ გასულ გლეხებს ან საძოვარზე გარეკილ ფარებს დასცემიან, ხალხი ამოუხოციათ, საქონელი წაუსხავთ და გაუჩინარებულან. ასეთ შემთხვევაში სოფლის სამივე ეკლესიის ზარების გაშმაგებული რეკით განგაში ატყდებოდა, რამოდენიმე ცხენოსანი გაშმაგებული ჭენებით სოფლის უბნებს შემოუვლიდა და ხალხს მდევარზე გამოსასვლელათ იწვევდა. არ გაივლიდა დიდი ხანი და ცხენებზე ამხედრებული, თავით-ფეხებამდე შეიარაღებული რამდენიმე დღის სამყოფი საგზლით ახალგაზრდობა და შუა ხნის ხალხი სამამასახლისოს ეზოში შეიკრიფებოდა. ყველაფერი ეს ისე სრაფათ და წესიერათ ხდებოდა, თითქოს სამოქმედოთ მეფე ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარი შეყრილიყოს. ორჯელ დავესწარ ასეთი მდევრის გასტუმრებას. ორჯელვე 8-10 წლის ყმაწვილს მდევარში წასვლა მითხოვნია, ცხადია, უშედეგოთ. მახსოვს მე-3 შემთხვევაც, უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში. იმავე მუღალნოელმა თათრებმა მოკლეს ახალგაზრდა ვაჟკაცი სოფ. ბადიაურიდან. პატარძეულის მდევართან ერთათ ცნობილი გოგუაძის ჯავშნოსანმა მატარებელმაც კი მიიღო მონაწილეობა. ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაში, ვგონებ, უმთავრესი და გადამჭრელია ოჯახის ზედგავლენა. აქაც პირად მაგალითს უნდა მივმართო. ვფიქრობ, ჩემ ამხანაგ იუნკერთა ოჯახური პირობები ბევრათ არ განსხვავდებოდნენ ჩემისგან.
მამა,* ღარიბი სოფლის მასწავლებელი, შემდეგში მღვდელი, 7 წლისას გარდამეცვალა. პატარა, ორ ოთახიანი ფიცრული სახლის გარდა, მას ჩვენთვის არავითარი უძრავ-მოძრავი ქონება არ დაუტოვებია. ჯიბეში მიცვალებულს რამდენიმე უზალთუნი უპოვეს. ეს იყო და ეს. ცხოვრებაში გამოუცდელი დედის კისერზედ დავრჩით 4 ვაჟი 5 წლის ასაკიდან 10 წლამდის. ერთათ ერთი იმედი თავის გადარჩენისა იყო ოციოდე თვალი ფუტკარი და ნათესავთა დახმარება. ოთარაანთ ქვრივივით ჩაება დედა ჩემი მუშაობაში. ნინოწმინდელ შეძლებულ გულისაშვილების* ფუფუნებაში გაზრდილი ქალისთვის ეს არც ისე ადვილი იყო. თანდათანობით ფუტკარი მოიმრავლა, ძროხა შეიძინა, თვითონ ბევრს იკლებდა, ჩვენ სიღარიბეს არ განგვაცდევინებდა და სტუმარსა და მიმსვლელ მომსვლელებსაც გულუხვ მასპინძლობას არ აკლებდა.
მისი ჩვენზე ზრუნვა ადამიანის ფიზიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით არ ამოიწურებოდა. მთავარი იყო მისთვის ჩვენი სულიერი თვისებების გამომუშავება, სამშობლოს სიყვარულისა და ადამიანობის ჩანერგვა, პატიოსნების, შრომის უნარიანობის, უფროსთა პატივის ცემის.
„ნატვრის თვალის“* ფურცლებზე გ. ლეონიძეს (ჩემი დეიდაშვილი იყო) რომ აქვს დახასიათებული „დეიდა მაიკო“
– დედა ჩემი იყო.. ბევრი რამ თქვა ამ მოთხრობაში, ბევრიც გამორჩა და ვეცდები, მისი დახასიათება შევავსო: არაფერი უთქვამს, მაგალითად, „ფუფალას“ თავისებურებაზე
– სტუმრათ რომ მოვიდოდა, რაც ზაფხულობით ორჯერ მაინც მეორდებოდა, ჯერ გაფუებულ უბიდან მოხდენილ კრუხს ამოაძვრენდა, შემდეგ იმავე უბიდანვე ოციოდე წიწილას ჩამოსხამდა და გამოემართებოდა მოსასალმებლათ. გვიხაროდა მისი სტუმრობა, მზრუნველობას არ ვაკლებდით მის კრუხ წიწილებსაც. დარჩებოდა ერთ კვირას მაინც და შემდეგ სხვა ოჯახში გადაინაცვლებდა. არც ის მოუხსენებია, რომ იმ დროს სტუმრობა იცოდა ხოლმე ვინმე მოხუცებულმა სოფიომ, ყოფილმა მომღერალმა. მრავალი ძველათ ნამღერი ლექსების დამღერება უყვარდა. ძალიან მორიდებული და კეთილი ბუნების ადამიანი იყო, უყვარდა მღერა და ჩვენც ვუსმენდით. ჩვენთან ორ კვირასა ან მეტს რჩებოდა. იყო კიდევ დავით გარეჯის აკლდამებში მიმალული თეთრ წვეროსანი ბერი, იქნებ ბერობას შეფარებული საზოგადო მოღვაწე ან რევოლიუციონერი, მმართველობას დ. გარეჯის ჯურღმულებში რომ ემალებოდა.. გამოჩნდებოდა ყოველ წელიწადს რამოდენიმე დღით, მოჰყვებოდა თავის ასავალ-გადასავალს, წაიღებდა სპეციალურათ მისთვის დამზადებულ თაფლით სავსე მოზრდილ ქილას, ჩირეულობას და მიაშურებდა ისევ თავის განმარტოებას.
დედა ჩემმა, გ. ლეონიძეც აღნიშნავს ამას, ისეთი მალამოების და წამლების დამზადება იცოდა, გადმოცემების საშუალებით, მკვდარს ფეხზე დააყენებდა. იყო შემთხვევა, რომ ჩვენ მეზობლათ პურის გამოცხობისას შუა ხნის ქალი გახურებულ თონეში ჩავარდა, ხელები, პირისახე, ტანი დაებუგა, მთელ ტანზე ჩირქიანი მუწუკები დააყარა. მის ტანჯვას, წვალებას და კვნესას საზღვარი არა ჰქონდა. თავისი მალამოებით ისე უმკურნალა, რომ 2 თუ 3 თვეში ფეხზე წამოაყენა და სრული ჯანმრთელობა დაუბრუნა..
ეს ის დრო იყო, რომ მთელი საქართველო ჩაბმული იყო თვითმპყრობელობასთან ბრძოლაში, დაფარვით ვრცელდებოდა სათანადო მოწოდებები და საპროპაგანდო გამოცემები. ჩვენი სახლი თბილის-საგარეჯოს შარა გზის პირას იყო. ჩვენთან მოსვლა და გასვლა ყურადღებას არ იპყრობდა. თბილისიდან საგარეჯოსკენ მიმავალი დილიჯანი ბევრჯელ გაჩერებულა ჩვენ ჭიშკართან, გადმოუციათ დედა ჩემისთვის აკრძალული ფურცლები შესანახათ ან ვისთვისმე გადასაცემათ. მახსოვს ერთი შემთხვევაც, როდესაც ჩვენ სახლში თითქმის ორი კვირა იმალებოდა ველათ გაჭრილი, დევნილი ადამიანი.
აი ასეთ ვითარებაში, წვა დაგვითა და გაჭირვებით დაგვზარდა ოთხი ვაჟი, ყველას საშუალო სწავლა მიგვაღებინა და ფეხზე დაგვაყენა. უფროსი ჩემი ძმა შალვა 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის შეიპყრეს, აწამეს და ცოცხალ მკვდარი მიუგდეს ოჯახს. ერთი კვირაც არ უცხოვრია მის შემდეგ.* მომდევნო ძმა ირაკლი დააპატიმრეს და ძლივს გადაურჩა დახვრეტას, უმცროსი ლევანი 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა პატარძეულელ ახალგაზრდობის სათავეში ჩამდგარა, ადმინისტრაციის ადგილობრივი ხელისუფლება დაუტუსაღებია და თავისი ჯგუფით მუხროვანში ბანაკად მდგომ საარტილერიო პოლკის გასაიარაღებლათ გამგზავრებულა. გზაში პატარძეულისკენ მომავალ ბოლშევიკთა ერთეულს შესჯახებია, ბრძოლა წაუგია და გაფანტულან. შემდეგ დატუსაღებული ლენინგრადის ფსიქიურ საავათმყოფოში მოუთავსებიათ. განთავისუფლებულმა გეოლოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ნედლეულთა ძიებაში. ავათ გამხდარმა და დასუსტებულმა ოპერაცია ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა. რა მწარე იყო მისი მოკლე ცხოვრება, ან სად განისვენებს მისი გვამი, არავინ უწყის.
აქ უნდა დავუმატო, რომ ჩვენს გარდა დედა ჩემმა აღზარდა ობოლი, I მსოფლიო ომის დროს დედმამისგან მიტოვებული ქურთი ბავშვი, სახელათ სულეიმანი, რომელიც იქ იმ დროს მყოფმა ბიძა ჩემმა ჩამოიყვანა. ერთ წერილში ის მწერს: „მე ის სულეიმანი ვარ, ჩვენთვის ძვირფასმა ადამიანმა, დედა თქვენმა მაიკომ რომ გამზარდა“-ო. პირველი ომის შემდეგ საქართველოს და პატარძეულსაც შავი სახადი (ტიფი) ეწვია. სიკვდილის შიშით მახლობლებიც კი ერიდებოდნენ თავთავიანთ ავათმყოფებს. შავი სახადით დაავადდა ბიძა ჩემი მღვდელი ვანო გულისაშვილი და
შემდეგ მისი მნათე ესტატე ზუკაკიშვილი. დედა ჩემი* ორივეს გულმოდგინეთ უვლიდა, თვითონაც გადაედო და სამივენი ერთი თვის განმავლობაში დაიხოცნენ 1918 წელში. ვიდრე თითებში ძალა ჰქონდა და გრძნობიერება არ დაეკარგა, კიდევ მოასწრო თავისი გარკვეული ქართული ასოებით დაეწერა. „ამა და ამ კაცისა ყუშიტაანთ უბნიდან ამდენი და ამდენი ლიტრა პური მმართებს და გადახდა არ დაუგვიანოთო“.
ზოგი რამ ვსთქვი ჩვენი ოჯახს წარსულ ავბედობაზე, იმაზე კი, რაც მთავარია, დედა ჩემის მიერ ჩვენ სულიერ აღზრდაზე არაფერი მითქვამს.
თავის დროინდელ კვალობაზე დედა ჩემი დიდათ განათლებულ ქალთა წრეს ეკუთვნოდა. შეძლებულ ნინოწმინდელ გულისაშვილების ოჯახს ამ მხრივ მზრუნველობა არ დაუშურებიათ. ბავშვობა მაღალ ზნეობრივ და მცოდნე მასწავლებლის ხელში, საგარეჯოელ ოქრომჭედლიშვილისას გაატარა, მისი მეოხებით მშვენივრათ იცნობდა ძველ და ახალ ქართულ მწერლობას. უყვარდა კითხვა. ყიდულობდა ქართულათ გამოსულ წიგნებს ქართულს და უცხოურიდან ნათარგმნებს. ჩვეულებათ ჰქონდა მათი ხანდახან კარადიდან ამოღება, დასდებდა გამოსაჩენ ადგილზე და ჩვენ ვკითხულობდით. ამ გზით ვიცოდით: ვინ იყო, რისთვის იბრძოდა ილია ჭავჭავაძე, რასა სწერდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ვასილ ბარნოვი, იაკობ გოგებაშვილი. რა შრომა დაგვიტოვა შოთა რუსთაველმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა, გრიგორ ორბელიანმა, რაფიელ ერისთავმა. რაზე სწერდნენ შანშიაშვილი, გრიშაშვილი, ვინ იყო დონკიხოტი, სენკევიჩის და პრუსის შემოქმედება, „ბიძია თომას ქოხი“ და სხვა. ზღაპრები ხომ უამრავი იცოდა. შემოვუსხდებოდით ზამთრობით გახურებულ „ჟესტის“ ღუმელს, კარის 5 ნახვრეტიდან 5 მრგვალ მოციმციმე კვალს რომ ამჩნევდა კედელზე, კრუსუნობდა სითბოთი დამტკბარი, გულზე თეთრ ნიშნიანი შავი კატა და ვუსმენდით დედა ჩემის ზღაპრებს: ამირანზე, დევთა ბრძოლებზე, ნაცარქექიაზე, ბაყბაყდევის, იამან კაცის ამბებზე, ბაყაყების, თევზების, გველების ქურქში გახვეულ მზეთუნახავებზე და თვით ღმერთზე, სიკეთისთვის სიკეთეს რომ უძღვნიდნენ ზღაპრის გმირს და ისადგურებდა ჩვენ გულშიც: შემბრალებლობა, სუსტთან თანადგომა, გულკეთილობა, გასაჭირში მყოფის დახმარება, ცხოველთა სიყვარული.
არც იმ დროინდელი სოფლის ცხოვრება იყო ადამიანის აღზრდაში აზრს მოკლებული. არსებობდა მსახიობთა წრე, მომღერალთა გუნდები. სოფლის ახალგაზრდობას წარმოადგენდნენ შემდეგში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: საშა ბურთიკაშვილი, ალექსანდრე უსტიაშვილი, გოგლა, სიკო და ლევან ლეონიძეები, გიორგი ჯიღაურა, ზაქრო და ლადო ბილანიშვილები, იანქოშვილები და სხვანი, რომლებთან სიახლოვე უსათუოთ მოქმედებდა ჩვენ სულისკვეთებაზე.
არც სკოლაში ყოფნა იყო უმნიშვნელო ჩვენი ხასიათის ჩამოყალიბებაში. მე ბედათ მხვდა მოწაფე ვყოფილიყავი ისეთ პედაგოგებისა და აღმზრდელებისა, რომელთა სახელი ამშვენებს და შემდეგშიც დაამშვენებს იმ დროინდელ ქართველ მოღვაწეთა რიგს. აი, ისინი: ვასილ ბარნოვი, კორნელი კეკელიძე, იპოლიტე ვართაგავა, ანტონ ნატროშვილი, შიო შიუკაშვილი, ნიკო სულხანიშვილი, ია კარგარეთელი; იუნკერთა სასწავლებელში კი: გენ. კვინიტაძე, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე, გენ. ანდრონიკაშვილი. პოლკ. ვახვახიშვილი, კაპიტნები: ქარუმიძე, შავდია, სულხანიშვილი და სხვანი. ერთათ ვიზრდებოდით და ერთმანეთს ვმეგობრობდით სკოლის მოწაფეები: სიდამონ ერისთავი*
შემდეგში საქართველოს კათალიკოსი ეფრემ II, გრიგორ ფერაძე, შემდეგში ქართველი
არქიმანდრიტი, დახვრიტეს გერმანელებმა ვარშავაში. იმ დროს მე, 19 წლის
ახალგაზრდა ქართულ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი აგრონომიულ დარგზე. ჩემთან
ერთათ სწავლობდა ნიკო კეცხოველი, შემდეგში ცნობილი პროფესორი და საზოგადო
მოღვაწე. აი, ასეთი ვითარება იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისასვე
მის დამცველთა რიგებში რომ ჩავდექით. მიყვარს ბუნება, ვაჟას მინდიასავით
ვგრძნობ, რა მცენარეს და რა ხეს როდის და რა უნდა. ამის და მიუხედავათ, პირადი
მიდრეკილება გვერდზე გადავდე, უნივერსიტეტს თავი დავანებე და ჩემ უფროს ძმასთან
ერთათ დიდუბეში მდგომ არტილერიის პოლკის ტყვიამფრქვევთა ასეულში ჩავეწერე
მოხალისეთ. ამასობაში დაარსდა ცხენოსანთა ასეული ქართული კორპუსის შტაბთან.
გადავედი იქ ისევ ძმასთან ერთათ, იქიდან კი მხოლოდ მე იუნკერთა სკოლას
მივაშურე. იქ მოხვედრა არც ისე ადვილი იყო. სკოლაში შესვლის მსურველთა რიცხვი
დიდათ სჭარბობდა სკოლის შესაძლებლობის ფარგლებს. მთავარი სიძნელე სკოლაში
მოხვედრისა სკოლის უფროსის პოლკ. ალ. ჩხეიძის განაჩენი იყო. ივარგებს თუ არა
ქართველ ოფიცრათო? ამათვალიერ ჩამათვალიერა, ოჯახური ვინაობა გამომკითხა, ჩემი განათლებით დაინტერესდა და დიდი დაფიქრების შემდეგ სკოლაში მიღების ღირსათ ჩამთვალა. ეს იყო 1920 წლის შემოდგომაში. ცხადია სხვანი, ჩემთან ერთათ სკოლაში მიღებულნი, დიდათ არ განირჩეოდნენ ჩემგან არც აღზრდის, არც გაგების ზედგავლენის, არც სამშობლოს სიყვარულის მხრივ, იქნებ მჭარბობდნენ კიდეც.
1921 წლის 11/12 თებერვლის ღამეა. დარაჯათ ვდგევარ სასწავლებლის ალაყაფის კარებთან. გათენებისას მიხაილოვის გამზირის მხრიდან ვიღაცამ კარებზე ნერვიული და აჩქარებული კაკუნით განგაში ატეხა. ჩემ შეკითხვაზე, ვინ იყო და რა სურდა, აღელვებული ხმით მომაძახა: „სანაინისა და ბორჩალოს რაიონებში ამ ღამეს ჩვენ სანაპირო ჯარებს თავს დასხმია სომეხთა ჯარი, საზღვარი გადმოულახავთ, ეხლა იქ დიდი ბრძოლებია და საჩქაროთ სკოლის უფროსობას მოახსენეო“
– სთქვა ეს და სასწრაფოთ გაუჩინარდა. ვინ იყო? ვისი გამოგზავნილი? მართალს ამბობდა თუ ტყუილს, ჩემთვის გამოურკვეველი დარჩა. ყოველ შემთხვევისთვის მივირბინე მორიგე ოფიცრის ოთახთან. მოვახსენე რაც გავიგე და მოვალეობის შესასრულებლათ დავბრუნდი. არ გასულა დიდი ხანი და ალბათ მაღლიდან მიღებული ბრძანების შედეგათ განგაში ატეხეს და მშვიდათ მიძინებული სკოლა და ნაცვალთა ათასეული, რომელიც იმავე ეზოში ბინადრობდა, ფეხზე დააყენეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთეულები თავისი აღჭურვილობით და დამხმარე ერთეულებით დანიშნულ ადგილზე სალაშქროდ გასასვლელათ მზათ იყვნენ.. ერთმანეთთან მცირე დაშორებით იდგნენ: იუნკერთა ასეული, 3 ნაცვალთა ასეული, ორზარბაზნიანი ბატარეია და ტყვიამფრქვევთა გუნდი..
საერთო წესრიგს მართავდა, ნაწილის უფროსებიდან პატაკს ღებულობდა, სათანადო შენიშვნებს და განკარგულებებს აძლევდა ცხენ და ცხენ დინჯათ მიმავალი, წოწოლა ფაფახ თავდახურული, იუნკერთა სკოლის უფროსი პოლკოვნიკი ალ. ჩხეიძე. დღის 10 საათამდის მოასწრო ნაწილების შემოწმება, ომისთვის მზათ ყოფნა, დანაკლისების შევსება და დაახლოვებით 11 საათზე ტაბახმელისკენ გაგვიძღვა.
გზა მიხაილოვის
გამზირით, ვერის ხიდით,*
რუსთაველის გამზირით, სოლოლაკით, კოჯრისკენ მიემართებოდა, წინ ცხენზე
ამხედრებული პოლკოვნიკი ჩხეიძე მიგვიძღოდა თავის ამალით, მას სამხედრო
ორკესტრი, სამხედრო სკოლა და მომდევნო ნაწილები მისდევდა. საიდან გაიგო
თბილისის საზოგადოებამ, რომ სწორეთ ამ დროს იუნკერთა სკოლა ფრონტზე
მიდიოდა? ქუჩები სავსე იყო ხალხით, მახლობლებით, ნათესავებით,
თანამგრძნობლებით, დიდებით თუ პატარებით. თოფები სმენაზედ გვქონდა მხარზე
აყუდებული, მწყობრის სიზუსტის მოთხოვნილებები საშუალებას არ გვაძლევდა,
თავი შეგვებრუნებინა და საზოგადოების განწყობილება გაგვენაწილებინა. შიგა
და შიგ თვალის მიტრიალებით თუ ვხედავდით, რა ხდებოდა ირგვლივ. ერთ ასეთ
გახედვისას ჩვენ მასწავლებელს ვასილ ბარნოვს მოვკარ თვალი. თავ ჩაღუნული,
მიწას მიჩერებული, ღრმათ ჩაფიქრებული, ჭაღარა წვერით, მრგვალი ცილინდრით და
სათვალეებით მიჰყვებოდა აზვირთებულ ტალღას. მისი დანახვა ჯანღიან ამინდში
მზის გამოკაშკაშებას ჰგავდა. ალბათ ერთის მხრივ გული დარდით ევსებოდა
საქართველოს ავბედობის გამო და ეამაყებოდა, რომ მისი აღზრდილი მხედრები
სამშობლოს დასაცავათ მიემართებოდნენ. ის ხომ ჯერ სემინარიაში და შემდეგ
იუნკერთა სასწავლებელში წლების მანძილზე ბეჯითად გვინერგავდა გულში
სამშობლოს სიყვარულის გრძნობებს. გავცდით ვერის ხიდს, გავედით რუსთაველის
გამზირზე. მარცხნიდან რომელიღაც მაღალი შენობის მოაჯირიდან ხმამაღალი
მოწოდება მოგვესმა, საზოგადოებას „შოთა რუსთაველის“ პარტიაში ჩასაწერათ
ეპატიჟებოდა. მესმოდა, რასაც პასუხობდნენ ქუჩიდან. რამ გაასულელა ამგვარ
მომენტში, რა დროს პარტიაში ჩაწერის ამბავიაო? ეს, ვგონებ, ამ პარტიის
დამაარსებელი ევგენი დვალი უნდა ყოფილიყო. ცხადია, მის მოწოდებისთვის
ყურადღება არავის მიუქცევია.. ჩაფიქრებულნი, ორკესტრის გამახალისებელ
მელოდიებში ჩართულნი განვაგრძობდით გზას. ბოტანიკურ ბაღის დასაწყისთან
პოლკ. ჩხეიძემ დასვენება ბრძანა. ეხლა ღა მიეცათ საშუალება გამცილებლებს და
მახლობელ ნათესავებს გულში ჩაეკრათ თავის მახლობელი იუნკრები და
გამომშვიდობებოდნენ – ზოგიერთებს სამუდამოთ.
მზე ჩასვლაზე იყო,
თოვლით დაფარული კოჯორის მაღლობზე რომ ავედით და პოლკ. ჩხეიძის მითითებით
პოზიციების დაკავებას და მოწყობას რომ შევუდექით. საქმე არც ისე ადვილი
იყო. ციოდა, თოვლით დაფარული ღრმათ გაყინული მიწის სანგრებათ და ძნელ
მისადგომ პოზიციებათ გადაქცევა დიდ ჯაფას მოითხოვდა. ჩემ (მე-III) მწყობრს,
ასეულის მარცხენა პოზიციების დაკავება და მოწყობა დაგვევალა.. მწყობრს
განაგებდა ლეიტენანტი ანდრონიკაშვილი და მისი თანაშემწე, უფროსი კლასის
იუნკერი გელაშვილი. ჩვენი პოზიციების წინ მაღლობს ამოფარებული ტაბახმელა იყო, მარცხნივ კი
სოღანლუღისკენ დაქანებული ფერდობი.. შემდეგში მაღლიდან, განსაკუთრებით
ღამღამობით მშვენივრათ ჩანდა სოღანლუღში გენ. მაზნიაშვილის ჯარების მიერ
წარმოებული ბრძოლები.. ჩვენს მარჯვნივ პოზიციები ეკავა სკოლის I მწყობრს
ლეიტ. თოიძის უფროსობით. ტაბახმელიდან თბილისისკენ მიმავალი გზა ჩვენი
ოცეულის პოზიციებზე გადიოდა. გვიბრძანეს ადგილების დაკავება, დარაჯების წინ
წაწევა, მისადგომების თვალყურის დევნება და ყოველგვარი მოძრაობის აღკვეთა.
მახსოვს, პირველ ღამესვე, შუაღამე გადასული იქნებოდა, ტაბახმელის მხრიდან
ურმის ჭრიჭინის ხმა მოგვესმა. ვინ იყო? რა უნდოდა? სად მოიწევდა ამ შუა
ზამთარსა და შავბნელ ღამეში? გვიბრძანეს ცეცხლის გაჩენა.. ეს პირველი
შემთხვევა იყო, ტაბახმელაზე ტყვიები რომ ასისინდნენ: ურმის ჭრიჭინი
შესწყდა, სროლა შევწყვიტეთ. სიჩუმე ჩამოვარდა და სანგრებში მყოფ იუნკერთა
რიგებში სიფხიზლემ და ბრძოლისთვის მზათყოფნის გრძნობამ დაისადგურა.
დაძაბული ყურადღებით ვაკვირდებოდით, რომ ქარის წყნარ სისინსა და თოვლის
ფშვინვაში სხვა რამ საეჭვო ხმა არ შემოგვპაროდა. თუ არა ვცდები, ვგონებ 14
თებერვალს დილით ჩვენი განლაგების წინ ბოლშევიკების მოწინავე რაზმებმა
ამოყვეს თავი, მანამდის კი გულდასმით ვმუშაობდით და სანგრების, სადარაჯო
წერტილების, ტყვიამფრქვევთა სადგომების მოწყობა და შენიღბვა მოვასწარით.
ბოლშევიკები გულიანათ, თავდაჯერებით და გაბედულათ მოიწევდნენ წინ. ეტყობა
ჩქარობდნენ თბილისისკენ დაშვებას. იქ ხომ თბილი ბინები, უხვი სურსათი და
ალბათ ხელმოსათბობიც ეგულებოდათ. არ მოელოდნენ და უცებ თბილისის კარებთან
მათ წინ ძნელათ დასაძლევი დაბრკოლება აღიმართა. აქ თბილისის მისადგომებს
ერეკლეს დროინდელი თავდადებით და გულმოდგინებით იუნკერთა სკოლა და მის
გვერდით მებრძოლი ერთეულები იცავდნენ. პირველი გამოჩენისასვე დარწმუნდნენ,
რომ თბილისში შესვლა არც ისე ადვილია, რომ ვითარება სიფრთხილეს, დაფიქრებას
და მომზადებას მოითხოვს. ამ დღიდან არ შეწყვეტილა ცხარე და ულმობელი
ბრძოლები. ბევრჯერ სცადეს ხაზში შემოჭრა, მოგერიებითი ხაზის გარღვევა.
ზარბაზან ტყვიამფრქვევთა ჭექა ქუხილი, ჯარისკაცთა თოფების წივილ ბათქანი არ
შეწყვეტილა. სარგებლობდნენ ჯანღით, ნიადაგის უსწორ მასწორობით ქარბუქის
მოზვავებით, ღამის სიბნელით, მაგრამ უშედეგოთ. იუნკერთა თვალები, ლეიტენანტ
ანდრონიკაშვილის და მისი თანაშემწის გელაშვილის სიფხიზლე ყველაფერს დროზე
ამჩნევდნენ და სროლით, უკუიერიშით, ხელყუმბარებით დიდი ზარალით უკუ
აგდებდნენ და არც ერთი ნაბიჯის დათმობას არ აპირებდნენ.
ტაბახმელის ამბების
მოგონებისას ყველგან და ყოველთვის იუნკერთა სკოლის გმირობასა, თავგანწირვასა,
უდრეკელობასა და მოვალეობის პირნათლათ შესრულებაზეა ლაპარაკი. ყველა ეს
სინამდვილეა, ოღონდ სიმართლის დარღვევა იქნებოდა, რომ ყველა ამაში სკოლის
უფროსის პოლკ. ალ. ჩხეიძის ღვაწლი დაგვვიწყებოდეს. ყველაფერი, რაც ტაბახმელაზე
ხდებოდა, მისი ხასიათის სიმტკიცის, დროული განკარგულების და მდგომარეობის სწორი
შეფასების შედეგი იყო. სკოლა მის ჩანაფიქრს და ბრძანებებს უზადოდ ასრულებდა.
ბრძოლის პირობები კი იუნკრებს მართლა ძნელი ჰქონდათ. საბრძოლო მოქმედებისთვის
ეს 20-21 წლის ახალგაზრდები მომზადებული და დაკაჟებული არ იყვნენ. არც
ტანთსაცმელი გააჩნდათ ომისთვის შესაფერი. თხელ საზაფხულო სამოსელზე თხელი,
ხელოვნური ქსოვილისგან შეკერილი პალტოები ეცვათ. ცხვრის მატყლით მდიდარ
ქვეყანას მათ ტანსაცმელში ერთი ღერო მატყლიც ვერ გაერიათ: სითბო მათ არ
გააჩნდათ, სინესტით ადვილათ იჟღინთებოდნენ. დღისით დასველებული ჩაცმულობა ღამით
ფიცრებათ იყინებოდნენ და მოძრაობას და იარაღის მოხმარებას გვიძნელებდნენ, ოღონდ
გულში იმდენი ძალა შეგვწევდა, რომ მომაკვდინებელ სიძნელეებისთვის ანგარიში არ
გაგვეწია, თვალი არ მოგვეხუჭა და მტრის ყოველ მოძრაობას დროზე და სათანადოთ არ
შევხვედროდით.
იუნკერთა სასწავლებლის შენობა
მიხეილ რომანოვის (მიხაილოვის) პროსპექტზე (იმდროინდელი საფოსტო ბარათი).
მოკლეთ, ჩვენ სულისკვეთებაზე ვერავითარი სიძნელე ვერ მოქმედებდა და მას ვერ გვისუსტებდა. სიკვდილზე არც არავის გვიფიქრია და არც შეგვშინებია.
ზუზუნებდნენ ტყვიები, წიოდნენ ირგვლივ ზარბაზნის და ხელყუმბარათა ნაფლეთები, ჩვენ კი სანგრებში ჩამალვას სანგრის პირას ფეხზე დგომას ვარჩევდით, შიგა და შიგ ჯანღი რომ ჩამოწვებოდა, წრე შეგვიკრავს, სიმღერა და ცეკვაც წამოგვიწყია. ძნელი მოსაგონებელია, რასა ვმღეროდით მაშინ. მახსოვს ზოგიერთი მათგანი, როგორც: „ჰე, მუმლი და მუხასაო“, „ვარალო, რათ გინდა ქალი ლამაზი“, „ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო“, „გაფრინდი შავო მერცხალო“, „სულ არ წავალ მაგ სოფელში დილაავ და რანინა, შენ რომ არ მეგულებოდე, დილაავ და რანინა“. მერე ამას მოჰყვებოდნენ საცეკვაო სიმღერები ხმა მაღალი ტაშით და ვისიმე ცეცხლოვანი ლეკურით.
მდგომარეობის არა მცოდნეს ამ დროს რომ მოესმინა ჩვენი საქციელი, რას გაიფიქრებდა, რომ ყველაფერი ეს ცხარე ბრძოლების შუა ხდებოდა.
ამნაირი ცეკვა სიმღერა ტაბახმელის გარდა ხაშურშიაც მახსოვს. აქ მთავარსარდლის მატარებელი იდგა და ჯარებს ახალი შეტევისთვის ამზადებდა. იუნკრები სადგურისა და მთავარსარდლის დასაცავათ მიგვავლინეს. მტკვრის იქითა ნაპირიდან თოფების და ტყვიამფრქვევთა სროლის ხმა მოდიოდა, ჩვენ კი სათანადო რიცხვის დარაჯების განწესების შემდეგ დანარჩენებმა კონცერტი გავმართეთ. ჩვენთვის ეს არც არავის უთხოვნია და არც აუკრძალია, რა ვიცოდით, რომ სწორეთ ამ დროს ჩვენი სათაყვანებელი მთავარსარდალი ვახტანგ გორგასლანის, გიორგი სააკაძის, მეფე ერეკლეს დარი მხედართმთავარი, მოკლე ხანში ახლად ფეხზე ამდგარ საქართველოს ზედი ზედ სამი ომი რომ მოუგო: ოსმალებთან, აზერბეიჯანელებთან და სომხეთთან, სწორეთ ამ დროს ცხოვრებაში უმძიმეს ტრაგედიას განიცდიდა.
აი, რას ამბობს იმ დროინდელ მდგომარეობაზე მთავარსარდლის ვაგონში მყოფი გენ. შტაბის ოფიცერი ვალიკო თევზაძე თავის ჯერ გამოუქვეყნებელ მოგონებებში:
„მთავარსარდლის მატარებელი ხაშურის სადგურზე გაჩერდა. ჩვენმა ჯარებმა დაიკავეს პოზიციები ხაშურსა და სურამის მთებს შუა. ამასობაში მოვიდა ორი ქვეითა პოლკი თავის არტილერიით, გარდა არდაგანისა, მოვხსენით ოსმალეთის საზღვრიდან იმ იმედით, რომ ოსმალები არ შემოგვიტევდნენ. მეორე დღეს ჯარები უკუიერიშზე გადავიდნენ მარჯვენა ფრთის მტკვრის მარცხენა ნაპირზე და მარცხენა ფრთის სურამის ქედზე დაყრდნობით. პოზიციები შეტევის განსახორციელებლათ მეტათ ხელსაყრელი იყო. ვმორიგეობდი შტაბში. ვიჯექი მთავარსარდლის სალონში ტელეფონთან. ნაშუაღამევს ტელეფონმა დარეკა. ლაპარაკობდა გენ. კონიაშვილი, რომელიც გენ. ჯიჯიხიასთან ერთათ გვარდიაში მსახურობდა. მთხოვა მომეხსენებინა მთავარსარდლისათვის, რომ გვარდიელებმა დაადგინეს, არ შეუტიონ მტერს. შტაბი და ჯარი იშლება და მათზე ზედგავლენის მოხდენის საშუალება არა მაქვსო. მოახსენეთ ეს მთავარსარდალს და მეც ამ წუთში მოვდივარ მასთან მოსალაპარკებლათო. მაშინვე გავაღვიძე შტაბის უფროსი გენ. ზაქარიაძე და მთავარსარდალი. მოვახსენე ტელეფონით მიღებული ცნობა.
-
გოლოვინის პროსპექტი (იმდროინდელი საფოსტო ბარათი).
ძნელი ასაწერია მთავარსარდლის აღელვება. ამ მოულოდნელმა ცნობამ გული მოსწყვიტა. ამდენი შრომა ჩატარდა უკუიერიშის მოსამზადებლათ. შესანიშნავი გარემოცვის პირობებში, უცაბედი დარტყმით მტრის დაძლევა უეჭვო იყო, შემდეგ თბილისის უკან დაბუნებას ვეღარაფერი ვერ შეაჩერებდა. გვარდიელების სამარცხვინო გაქცევამ ჩაშალა ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა. მთავარი დარტყმა სწორეთ მათ უნდა მოეხდინათ დაჯგუფების მარცხენა მხრიდან. ცოტა ხნის შემდეგ გენ. ზაქარიაძე თავის ოთახში გავიდა. გენ. კონიაშვილი ჯერ არ მოსულიყო. მთავარსარდალი მეტათ ღელავდა, „აბა თევზაძე, თავის მოკვლა ღა დამრჩენია, არა?“ მომმართა მე სევდიანი ხმით. შევწუხდი ძალიან. ვგრძნობდი, რა აზრები უტრიალებდა იმ დროს სარდალს. ის ხომ სამი წლის განმავლობაში უძლეველათ ჰპატრონობდა საქართველოს თავდაცვის საქმეს. ზედი ზედ მოიგო 3 ომი სამ მეზობელთან: სომხეთთან, ბოლშევიკებთან, ოსმალეთთან, ეხლა კი დამარცხება ელის. ვცადე მისი დამშვიდება. კიდევ გვაქვს ხომ ხელსაყრელი მოგერიებითი პოზიციები? გამარჯვების იმედი არ უნდა დავკარგოთ მეთქი. მაგრამ ამის მიღწევა ადვილი არ იყო. შავი ზღვის პირამდის ასეთი ხელსაყრელი პოზიციები აღარსად იყო“. ეს ბ-ნ თევზაძეზე უკეთესათ იცოდა თვით მთავარსარდალმა და ეს იყო, რომ მთავარსარდლის გულს ჯოჯოხეთური ტანჯვით ავსებდა.
რა ვიცოდით, რომ სწორეთ ამ დროს ასეთი დაჭიმული და ტრაღიკული მომენტი იყო მთავარსარდლის გულში, ჩვენ კი ახალგაზრდული უდარდელობით კონცერტი გვქონდა გამართული ცეკვა სიმღერებით მისი ფანჯრების წინ.. უსათუოთ ესმოდა ეს ყველაფერი და იქნებ ამ მოვლენამ შეიტანა მის გუნებაში ცოტაოდენი დამშვიდება და თვითმკვლელობისგან ხელი ააღებინა..
დავუბრუნდეთ ისევ ტაბახმელის ამბებს. მოვიხსენიე, რომ მოზუზუნე ტყვიათა გარემოცვაში სანგრებიდან ამოვსულვართ, წრე შეგვიკრავს და ცეკვა სიმღერები გაგვიმართავს.
თუ ამ ჩემ ნაწერს მკითხველი ეღირსება, ადვილათ წარმოიდგენს თუ რა სულისკვეთება განაგებდა ჩვენ ქცევასა და მოქმედებას. ტყუილათ იფიქრებდა ვინმე, რომ ადგილიდან დაგვძრავდა და მოგერიებით ხაზში შემოიჭრებოდა. საამისო ცდები კი მტრის მიერ არა ერთი იყო. არც მსხვერპლი გვაკლდა. ჩემს გვერდით, სანგარში ჩამალული თოფ წინწაშვერილი იუნკერი ლოლუა დიდხანს იწვა უმოქმედოთ. რაკი გამოლაპარაკებაზე პასუხს არ იძლეოდა, ახლო მისვლისას გულისტკივილით დავრწმუნდით, რომ მისი ახალგაზრდა სიცოცხლე ტაბახმელის მიწას შეეწირა. დასჭრეს ჩვენი მწყობრის უფროსი, ლეიტენანტი ანდრონიკაშვილი.. მე სხვა ამხანაგებთან ერთად წილათ მხვდა მისი ყუდრო ადგილზე გადაყვანა, ჭრილობის სახელდახელო შეხვევა და სასანიტრო პუნქტამდის მიყვანა.
უკან დაბრუნებისას მაღალი, გამხდარი, შავწვერ მოშვებული შუა ხნის ვაჟკაცი შეგვხვდა, თოფით ხელში მოწინავე ხაზისკენ მიდიოდა. შეკითხვაზე, თუ ვინ იყო და სად მიდიოდა, გვიპასუხა: „რეზო ვარ გაბაშვილი, დამფუძნებელი კრების წევრი და თბილისიდან თქვენ საშველათ წამოვედიო“.. მისმა დანახვამ, მისმა საქციელმა და გამოლაპარაკებამ დაჭიმულ მდგომარეობაში გული აგვიჩუყა. გვარმა ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“ მომაგონა. შუა ხნის ჭაღარა შერეულ, საზოგადო მოღვაწეს თავი არ ენანებოდა სამშობლოს სამსხვერპლოზე მისატანათ. თვალ წინ დამიდგა სცენა ვაჟა ფშაველას „ბახტრიონიდან“, ზეზვას მიერ გაგზავნილი შიკრიკის დაძახებაზე ფშავლები ცხენებს რომ მიაგელვებენ შესაკრებ პუნქტისკენ, მათთან ერთათ ბახტრიონში გამაგრებულ თათართა ამოსაჟლეტათ. ავხედ დავხედე რეზოს, მინდოდა მის გამოხედვაში ფშავ-ხევსურთა მრისხანება ამომეკითხა, ის კი, უზომო გულკეთილობა ჩამდგარი ღიმილით და გაბადრული სახით შემოგვცქეროდა. იფიქრებდი ალბათ, ამას ადამიანის მოკვლა კი არა, ჭიანჭველის გაჭყლეტაც გაუძნელდებაო. მივასწავლეთ საუფროსოს სამყოფი და გზა განვაგრძეთ. რა დავალება მიიღო მან პოლკ. ჩხეიძისაგან და რა მოიმოქმედა ტაბახმელაზე, არ ვიცი. წაგებული ომის შემდეგ ის მთავრობასა და დამფუძნებელი კრების ზოგიერთ წევრებთან ერთათ საზღვარ გარეთ გაიხიზნა იმ მიზნით, რომ საქართველოს ბოლშევიკთაგან გამოხსნის საქმისთვის ემსახურა. რით ცხოვრობდა, ზუსტათ რას აკეთებდა, ჩემთვის უცნობია. წაკითხული მაქვს ფრანგულ ენაზე მისი მოკლე შრომა, სადაც ქართველთა და ხეთთა ნათესაობას ამტკიცებდა. მე-II მსოფლიო ომის დროს სათავეში ჩაუდგა ქართულ წითელ ჯვარს უცხოეთში. აგროვებდა შემოწირულობებს და შეძლებისდა გვარათ პატრონობას უწევდა ტყვეთ ჩავარდნილ ქართველ საბჭოთა ჯარისკაცებს, განსაკუთრებით დაავადებულთ და ქართველთა ერისკაცულ ოჯახობას, რომელნიც სრულიათ უსახსროთ ჩარჩნენ ბოლშევიკებისაგან მიტოვებულ ტერიტორიებზე.. ვგონებ, 90-95 წელს მიღწეული გარდაიცვალა და დასაფლავებულია პარიზში.
დავბრუნდით თუ არა რ.
გაბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მოწმენი გავხდით შემდეგი ვითარებისა: ჩვენს მარჯვენა ფრთაზე
ჩვენი I მწყობრის პოზიციებთან ბოლშევიკთა მოზრდილმა ჯგუფმა მაღლობი გადმოლახა
და „ურას“ ძახილით იერიშზე გადავიდა თოიძის მწყობრზე, ლეიტ. თოიძე უკუიერიშით
მიეგება. მტერმა ხელჩართული ვერ აიტანა და საფარს იქით დაბრუნდა, ბრძოლის ველზე
კი დარჩა თვით თოიძისა, რამდენიმე იუნკერის და ბოლშევიკთა გვამები. მაშინ იყო,
რომ ტაბახმელის სული და გული, ტაბახმელის მთავარი გმირი პოლკ. ალ. ჩხეიძე
ბრძოლის მსვლელობას თვალს არ აშორებდა, ბრძანება გასცა მის გვერდით მდგომი ორი
ზარბაზანი გამოეგორებინათ და პირდაპირი ცეცხლი გაეჩინათ. რამდენიმე ნიშანში
ნასროლი ყუმბარა, ლეიტ. თოიძეს უკუიერიშთან ერთათ საკმარი გამოდგა მტრის უკან
გასაბრუნებლათ. ერთი და ორი არ იყო ასეთი შემთხვევა ბრძოლის მსვლელობაში,
მაგრამ იუნკერთა ხაზი ვერსად ვერ გაარღვიეს. ვერ უშველეს ამას ვერც ბაქოდან
ჩამოყვანილმა კურსანტებმა, ვერც ბორის ძნელაძემ, რომელიც მათ მოუძღოდა და
რომლის „დიდი დამსახურების“ აღსანიშნავათ თბილისში, ალექსანდროვის ბაღში მისი
ძეგლია აღმართული და ბავშვთა გასართობ პარკს ვაკეზე „ძნელაძის სახელობის პარკი“
ეწოდა.*
ლეიტ. თოიაძისა და მასთან დაღუპულ იუნკერთა გვამები თბილისში ჩაასვენეს და მრავალ რიცხოვან საზოგადოების დასწრებით ქარულ მიწას მიაბარეს რუსულ მართლმადიდებელ „სობოროს“ კედლებთან. არ ეგონოს ვინმეს, რომ იუნკერთა ასეულის და პოლკ. ჩხეიძის მოქმედებათა აღწერისას მავიწყდებოდეს თავდადებული და გაუტეხავი ბრძოლები ჩვენს მარჯვნივ მოქმედ ერთეულებისა.
ვაჟა-ფშაველა, „ბახტრიონი“, თარგმანი ნიკოლოზ მათიკაშვილისა (სლმ. ¹28428-4-ხ.,
ქიხოსრო ჩოლოყაშვილი (მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე), სოფიო ჩხეიძე (ქალიშვილობაში
– კვინიტაძე) (მესამე) მაიორ ვალიკო თევზაძის თქმით ამ ნაკვთს იცავდა: „4 ქვ. ჯარის პოლკი, 4 გვარდიის ათასეული, მესანგრეთა ათასეული შესაბამისი არტილერიით და ცხენოსანთა ნაწილები გენერალ ანდრონიკაშვილის სარდლობით“. მიუხედავათ მრავალი ცდისა, ბოლშევიკებმა ადგილიდან ვერც ეს ნაწილები დაძრეს.
პოლკ. ალ. ჩხეიძემ მოუპოვა იუნკერთა სკოლას გმირთა სახელი და დიახ, რომ ღირსია პატივით მოხსენიებისა. დადგება ალბათ დრო და მომავალი ისტორიკოსი თავის ადგილს მიუჩენს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა შორის. უცხოეთში გახიზნული თვალს არ აშორებდა იუნკერთა ყოფას. ბინა ყოველთვის მათთან ახლოს ჰქონდა და მათ დავაჟკაცებასა, აღზრდასა და წრთვნას გულთან ახლოს იღებდა. ესე იყო ოსმალეთში, ბოსფორის პირას, ესე იყო ვარშავასა და რემბერტოვში პოლონურ „პოდხორუნჟთა“ სკოლის* ახლოს და შემდეგ ლვოვში, სადაც სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ერთ ერთი მისი შვილი მსახურობდა. ორი ტყუპი ვაჟის პატრონმა ორივენი ჯერ მე-II მსოფლიო ომის წინ დაკარგა. 1939 წელს გერმანელებთან დადებული ხელშეკრულების ძალით საბჭოთა ჯარები ლვოვში რომ შემოვიდნენ, გენ. ჩხეიძე დაატუსაღეს, საპყრობილეში მოათავსეს, მერე კი, როდესაც რუსებმა ლვოვი დატოვეს და საჩქაროთ დაიხიეს, ისიც თან წაიყოლიეს და გზაში სადღაც მოსპეს. უპატრონოთ და უსახსროთ დარჩენილი მისი მეუღლე, გენერალ კვინიტაძის და ქ-ნი სოფიო, ორ შვილ და ქმარ დაკარგული, ხანში შესული და სუსტი ადამიანი თურქესტანში გაგზავნეს ძროხების მწველავათ. მძიმე და უჩვეულო შრომა ვერ აიტანა, დაავათმყოფთა და საქართველოში დაბრუნების ნება მისცეს, სადაც მოკლე ხანში გარდაიცვალა. რაკი ვერც ტაბახმელასა და ვერც მის მარჯვნივ ბოლშევიკებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, სცადეს მოქმედების სიმძიმე გადაეტანათ სოღანლუღის მიმართულებით. ამ ნაკვთის ჯარებს სარდლობდა სახელგანთქმული და უძლეველი გენერალი მაზნიაშვილი. მაიორ ვ. თევზაძის მიხედვით მის განკარგულებაში იყო: „დაახლოებით 3 ქვ. პოლკი, სასაზღვრო ათასეული, დედა ქალაქის ტყვიამფრქვევთა ათასეული, არტილერიის ორი დივიზიონი, ჯავშნოსან ავტომანქანათა ერთეული და ჯავშნოსანი მატარებელი“.
პოლონეთის არმიის ოფიცერი – გიორგი ჩხეიძე (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,
პოლონეთის არმიის ოფიცერი – დავით ჩხეიძე (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,
ტაბახმელის მაღლობებიდან, როგორც ხელის გულზე, ისე ჩანდა ბრძოლების მიმდინარეობა, განსაკუთრებით ღამ-ღამობით. ხელები გვექავებოდა და დახმარების სურვილისაგან თავს ძლივს ვიკავებდით, ზარბაზანთა ჭექა ქუხილში ჰაერში წითლათ მოელვარე ჭურვების და ტყვიათა სრიალს რომ ვხედავდით.
განსაკუთრებით ერთი ღამე იყო თვალთახედვაში, მეხსიერებაში და გრძნობებში ჩამწვდომი, როდესაც ბოლშევიკებმა შეაკეთეს ნაკლებათ დაზიანებული ხიდი და მტკვრის გადმოღმა ჯავშნოსანი მატარებელი გამოიყვანეს. მეორე დღეს ხელიდან ხელში გადადიოდა მთავარსარდლის ბრძანება, რომელიც იერიშის უკუგდებას გვაუწყებდა და ნაწილთა და უფროსთა მამაცობას გვამცნობდა. მას შემდეგ ბოლშევიკებს აღარც სოღანლუღში განუახლებიათ ცდები თბილისში შემოჭრისა. ამბები, რომლებსაც ვწერ, ზუსტათ 64 წლის წინათ მოხდა, მას აქეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მე-3-ედ შედის 20-წლიანთა თაობა. მათთვის წარსული ამბები ან სრულიათ უცნობია, ან გაყალბებული სახით მიწოდებული. ბოლშევიკების მტკიცებით, საბჭოთა ჯარმა დახმარება გაუწია საქართველოს მუშათა კლასს, რომლებიც, ვითომც მენშევიკური, კაპიტალისტური რეჟიმის მიერ დიდათ იყო შევიწროებული. მათი თხოვნით გააძევა ეს მთავრობა და დაუმკვიდრა ბედნიერება, სახელმწიფოს ბოლშევიკურ ოჯახში შეყვანით. სინამდვილე ასეთი იყო. საქართველომ ისარგებლა რევოლიუციის მიერ რუსეთში შექმნილი ქაოსით, გამოეყო მას, შექმნა დამოუკიდებელი რესპუბლიკა და შეუდგა მის მოწყობას. საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც იურიდიულათ, ისე ფაქტიურათ სცნეს ევროპის ყველა სახელმწიფომ, ისევე როგორც აზერბეიჯანისა და სასომხეთისა. ესევე მოიმოქმედა საბჭოთა რუსეთმაც, ოღონდ შემდეგში გამოირკვა, რომ ეს ცნობა დროებითი და მოჩვენებითი სიცრუე იყო. მოიმოქმედეს ეს მისთვის, რომ ამ დროს პოლონეთთან ომში იყვნენ ჩაბმულნი და სხვაგან მდგომარეობის გართულებას ერიდებოდნენ. დაამთავრეს თუ არა პოლონელებთან ომი და ასე თუ ისე დაამშვიდეს მეფის დროინდელ გენერლებთან ბრძოლები, იბრუნეს პირი ხელახლათ საქართველოსა და კავკასიისკენ. რიგ რიგით დაიპყრეს აზერბეიჯანი და სასომხეთი და შეუდგნენ საქართველოზე გამოლაშქრებისთვის მზადებას. მოხდა ისე, რომ საქართველოს გენერალურ შტაბს ხელში ჩაუვარდა საბჭოთა მე-XI ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის დაწვრილებითი გეგმა, რომელიც გენ. შტაბის ოფიცრის, მაიორ
ვ. თევზაძის მოგონების მიხედვით შემდეგნაირათ გამოიყურებოდა.
„მე-XI ლაშქრის ნაწილები შეუტევდნენ საქართველოს:
1) ჩრდილო დასავლეთიდან გაგრა სოხუმის მიმართულებით.
2) ჩრდილოეთიდან მამისონის უღელტეხილით.
3) ვლადიკავკაზიდან დარიალის ხეობით. 4) აღმოსავლეთიდან კახეთის მიმართულებით.
5) სამხრეთ დასავლეთიდან ბორჩალოს მიმართულებით.
6) სამხრეთიდან ახალციხე არდაგანის მხრიდან“.
სწორეთ ამ გეგმის შესრულებას შეუდგნენ ბოლშევიკები 11/12 თებერვლის ღამეს. კავკასია ესაჭიროებოდათ მათ ერთის მხრივ, როგორც ნავთობით და ყოველგვარი ბუნებრივი სიმდიდრით მდიდარი ქვეყანა და მეორეს მხრივ, ხელსაყრელი სტრატეგიული დასაყრდენი ფლაცდარმი ოსმალებთან თუ სპარსელებთან კონფლიქტის შემთხვევაში.
ყოველგვარი მტკიცება, რომ ბოლშევიკებმა ქართველ მუშათა კლასის თხოვნით გაანთავისუფლეს საქართველო მენშევიკების ბარბაროსული ხელისუფლებისგან, სინამდვილეს მოკლებული მტკნარი სიცრუე და არაკია.
25 თებერვლის ღამეა. ტაბახმელაზე საშინელი ქარი ქრის, უხვათა ჰხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. ამოავსო თოვლით სანგრებიცა და უსწორ-მასწორობანიც. თხელ ფარაჯებში გახვეულნი გაყინულნი გულდასმით ვდარაჯობთ მოკუთვნილ სივრცეს. ბუნების ბობოქარი მძლეთამძლეობა ჩვენზე ზედგავლენას ვერ ახდენს.
„მათიკაშვილი, სომხიანცი, ლომკაცი და ანდრონიკაშვილი ჩემთან!“ გადმოგვცეს ხაზით უფროსი იუნკერის გელაშვილის ბრძანება. „წახვალთ ნაკვთის საუფროსოში და იქ მიიღებთ შემდეგ ბრძანებას, უფროსი მათიკაშვილი“. მივდივართ, ქარბუქში მოძრაობა გვიმძიმს. ყოველ ფეხის გადადგმაზე თოვლში ვიფლობით. თოვლში მიმალული ტელეფონის მავთულები ფეხებში გვედება. ქარი დამაყრუებლათ ქშუის. ამ ბუნების საშინელებაში მხარი გვეცვალა. არ ვიცით, სადა ვართ
და სად მივდივართ. გვგონია, რომ მივიწევთ წინ, თურმე ადგილზე გვიტრიალია და ჩვენ ნაკვალევს გარშემო ვუვლით. არ ვიცი რა ბედმა, რომლის ალღომ მიგვიყვანა საუფროსოსთან. ალბათ ტელეფონის მავთულები დაგვეხმარა. ძლივს შევდივართ კარებთან მიყრილ თოვლში. ოთახში ნახევრათ სიბნელეა. გვახრჩობს პაპიროსის კვამლი. „კარგია მოხვედით“, გვეუბნება ვიღაც მაღალი ხარისხის ოფიცერი. ყოველ შემთხვევაში ეს პოლკ. ჩხეიძე არ იყო. „ტაბახმელის პოზიციებს ვტოვებთ და თბილისის გავლით მცხეთაში ახალ პოზიციებზე გადავდივართო. ეს ცნობა გადაეცით გვარდიის ათასეულის უფროსს, თქვენს გვერდით რომ უკავია პოზიციებიო. უნდა დატოვონ მათ თავისი პოზიციები და მცხეთაში გამოცხადდებიან, სადაც მიიღებენ შემდეგ ბრძანებას. აბა გაიმეორეთო, რაც გითხარით“, მიგვანიშნა საით უნდა წავსულიყავით. თქვენც ბრძანების შესრულების შემდეგ მცხეთაში გამოცხადდებით და იქ დაგხვდებათ თქვენი სკოლაო. აბა, თქვენ იცითო, გაგვამხნევა და ბრძანების შესრულება გვიბრძანა.
გარეთ გამაყრუებელი ქარი ისევ ბობოქრობს. თუ ყურში არ ჩავძახეთ ერთმანეთს, არა გვესმის რა. მთავარია დანიშნულ ადგილს მივაგნოთ, მხარი არ შეგვეცვალოს, გზა არ აგვებნეს და მტრის ბანაკში არ ამოვყოთ თავი. ყოველ შემთხვევისთვის სასროლათ გამზადებული თოფები ხელში გვიჭირავს.. ოთხნი ვართ, არც ერთი 21 წელს გადაცილებული არ არის, ტანითაც დაბალნი და სუსტნი. ძლივს ვერევით გაყინულ, გაფშეკილ ფარაჯას და თოფს. ყველაზე ჯმუხი აგებულობისაა სომხიანცი, ქართველთა ერთგული და გულადი მებრძოლი, ყველაზე სუსტი ლომკაცია, თუმცა გვარი საწინააღმდეგოს მეტყველებს. დანარჩენებიც ჩხირებივით გამხდრები ვართ. მივარღვევთ ქარისგან გასწორებულ თოვლს, ორმოებში ვვარდებით. ერთმანეთს ვშველით, იქიდან ამოსვლისას ვიღლებით. ოფლი წურწურით ჩამოგვდის სახესა და ტანში. გაყინული სამოსი გალხვა და სინესტე ძვლებში გვეპარება. რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ წინ წაწევის მაგიერ ადგილზე ვტრიალებთ. იმედი გვეკარგება, რომ დანიშნულ ალაგს მივაგნებთ. ყველას ბრძანების შეუსრულებლათ უკან დაბრუნება მიუღებლათ მიგვაჩნია. ვუმაგრებთ ერთმანეთს გულს და განვაგრძობთ სვლას. ბოლოს ერთმა ჩვენთაგანმა რაღაც საეჭვო კუნძები შეამჩნია. შავათ მოჩანდნენ თოვლში. საბედნიეროთ, ეს კუნძები ნაბადში გახვეული და ტკბილათ მთვლემარე გვარდიელები აღმოჩნდნენ. ერთმა მათგანმა ათასეულის უფროსთან მიგვიყვანა. ბრძანება გადავეცით, შვებით ამოვისუნთქეთ და დასაბრუნებელ გზას დავადექით. როგორც იქნა, ვძლევთ წყვდიად სიბნელესა და გაყინულ ქარბუქს. საუფროსოში აღარავინ არის, კარებთან თოვლზე დაჭრილი ვაჟკაცი ასვენია, თავზე დამხმარე ადგას. კვნესის, იხვეწება, ნუ დამტოვებთ ბოლშევიკების ხელში, წამიყვანეთო თან! სად და როგორ წაგვეყვანა? შესახვევი პუნქტი იქ აღარ იყო. ვერაფრით ვუშველეთ, ვერც დამამშვიდებელი რამე ვუთხარით. ვინ იყო? რა დაემართა? კოჯორიდან თბილისამდის მოკლე ბილიკებით მალე ჩამოვედით. თენდებოდა. ქუჩები და შენობები ჯანღით იყო მოცული. სიჩუმე სუფევდა. გარემოს ნისლის მოლურჯო ფერი გადაჰკროდა. რომელიღაც ეზოდან ცოცხიანი მეეზოვე გამობარბაცდა. შეკითხვაზე, ჯარებს ხომ არ ჩაუვლიაო, გვიპასუხა, როგორ არა, კარგა ხანია ჩაიარეს და თქვენი სკოლაც შევამჩნიეო.
მივდივართ მშივრები, ჩაფიქრებულები, თავში ერთი აზრი გვიტრიალებს: რა მოხდა? რისთვის დავტოვეთ ტაბახმელა? რათ ვაძლევთ მტერს თბილისს საჯიჯგნათ? ჩვენ ხომ ბრძოლა არ წაგვიგია? შემდეგში მაიორ თევზაძის მოგონებიდან გავიგეთ, რომ ამის მიზეზი გვარდიელების უკადრისი მოქმედება ყოფილა. თურმე გენერალ მაზნიაშვილის მარცხენა ფრთაზე მოქმედ გვარდიელებს, რომელთაც გენ. ჯიჯიხია სარდლობდა, ფრონტი დაუტოვებიათ, მაზნიაშვილის მარცხენა ფრთა გაუშიშვლებიათ, მტერი სიცარიელეში შეჭრილა და ცხენოსანი ერთეულებით მცხეთისკენ მიმავალ გზის გადასაჭრელათ გაუწევია. ამას დამატებია ცნობა გენ. ანდრონიკაშვილიდან, რომ მის მარცხენა ფრთაზე შენიშნულია ცხენოსანთა ერთეულების მოძრაობა, რომელიც მცხეთისკენ მიმავალი გზის გადაჭრით და ზურგში მოქცევით გვემუქრებაო. სასწრაფოთ მომხდარა თბილისში სამხედრო საბჭოს სხდომა. გენ. კვინიტაძეს განუცხადებია: „არავითარი მარაგი მე არა მყავს, ორივე მხრივ გზას გვიჭრის მტრის ცხენოსანი ერთეულები. იძულებული ვიქნებით ბრძოლა თბილისში ვაწარმოოთ ხალხსა და ქვეყანას მოწყვეტილებმა. ამ ვითარებაში სხვა გამოსავალს ვერა ვხედავ და იძულებული ვარ, უკან დახევის ბრძანება გავცეო“. თავდაცვის საბჭოს წინადადება მიუღია.
ჩვენ, უბრალო მხედრებმა საერთო მდგომარეობის და საფრთხის შექმნის შესახებ არაფერი ვიცოდით, გული გვტკიოდა და სატახტო ქალაქის დატოვებას ვერ ვეგუებოდით. სკოლა მცხეთიდან იმ ღამეს წასვლას არ აპირებდა, გავინთავისუფლე თავი და წაველი მცხეთაში მცხოვრებ ჩემი ნათესავების ოჯახის სანახავათ.. ესენი იყვნენ გედევანიშვილები. მათ სახლის გვერდით დიდი მოძრაობა იყო. რამოდენიმე შაოსანი დედაკაცი თონიდან ცხელ ცხელ შოთებსა და ლავაშებს ყრიდნენ და
ჯარისკაცებსა და გვარდიელებს ურიგებდნენ. სახლშიც ფუსფუსობდნენ, ოჯახის დოვლათს არჩევდნენ ზოგს ეზოსა და სარდაფში დასამალავათ, ტილოებსა და ნამჯაში ახვევდნენ, ზოგსაც თავიანთ სოფელ წეროვანში წასაღებათ ამზადებდნენ. მასპინძლის და მისი მეუღლის გარდა ოჯახში დამხვდნენ ჩემი დეიდაშვილები ლევანი და გოგლა ლეონიძეები. ცოტა ხნის შემდეგ მათ ალაყაფის კარებს გენ. სოსო გედევანიშვილი მოადგა მანქანით და მცირე ამალით. შეიპატიჟეს სახლში, პატივი სცეს და გზა დაულოცეს.. დამძინებოდა. შუაღამისას ზარბაზნის გასროლის ხმამ გამომაღვიძა.. საჩქაროთ წამოვხტი და სადგურს მივაშურე. სკოლა სადგურზე აღარ დამხვდა. გორისკენ გამგზავრებულიყო.. დავბრუნდი ისევ ჩემ მასპინძლებთან და მეორე დღეს გათენებისას მე, ლევან ლეონიძემ და რეზო გედევანიშვილმა ცხენებით სოფელ წეროვანისკენ გავწიეთ. ტირიფონის გაშლილ მინდორზე ქარს თოვლის ზვინები აღემართა. თოვლით დაფარული გზა არა ჩანდა. აზელილ ნაკვალევზე ვატყობდით, საით უნდა გვეარა. გზა და გზა გვხვდებოდა თოვლში ჩაფლული დატვირთული დატოვებული საბარგულები, გვერდით გავუარეთ საკეტ ამოხსნილ ზარბაზანს. სჩანს, ცხენებმა ვეღარ ატარეს. იქნებ ეს ჩვენი სკოლის ქარუმიძის ბატერიიდანაც იყო. გვხვდებოდა მიტოვებული სამხედრო ხელსაწყოებიც...
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი
(საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული ემიგრაციის ფონდი, გიორგი კვინიტაძის კოლექცია, თბილისი).
ეს რაღა არისო, იკითხა რეზომ და ხელით გზის მახლობლათ თოვლში ჩაფლულ ცხვრის ფარაზე მიგვითითა. ჯგუფ ჯგუფათ ეყარა ყელთამდის ჩაფლული ცხვარი, ნაწილი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, მაგრამ სუსტი და დამშეული ნაბიჯს წინ ვეღარა სდგამდა. მიშველეთ რამე, თქვენი ჭირიმე, დავიწვი ამათ ცოდვითაო, აზერბეიჯანის საზღვრიდან მშიერ მწყურვალები აქამდის მოვიყვანე და აქ მეღუპებიანო. რა ვქნა, რა ვიღონო, რით ვუშველო, შემოგვჩიოდა თვალებზე ცრემლ მომდგარი გაყინულ ხელებ ასავსავებული მეცხვარე. სოფელში რო გაივლით, ხალხს გააცანით ჩემი მდგომარეობა. მოვიდნენ ლასტიანი ურმებით, წაასხან ეს საცოდავი საქონელი,
არაფერი მინდა მათგან, მუქთათ, ოღონდ ამათ საცოდავობას არ ვუყუროო. შეგვეცოდა ისიც და ცხვრებიც. მოზუზუნე ქარი თოვლის ახალი ტალღებით ჰფარავდა და ულმობელ სიკვდილს უმზადებდა მათაც და მეცხვარესაც. დავპირდით და შევუსრულეთ თხოვნა. მახლობელ სოფლელებს გავაცანით ფარის ვინაობა. ალბათ რამენაირათ მიეხმარნენ.
ღამე გედევანიშვილების ოჯახში გავატარეთ და დილაადრიან მე და პროფ. ლევან ლეონიძე ფეხით გორისკენ გავუდექით. გზა და გზა ვგებულობდით, რომ სოფლებში ბოლშევიკთა აგენტები დაძვრებიან, ხალხს აჯანყებენ, მემამულეების და შეძლებულ გლეხთა დარბევას ჩასჩიჩინებენ, მაგრამ ხალხი გარინდებულია და მათ ლაქლაქს ყურადღებას არ აქცევსო.
გორში, რკინისგზის სადგურთან იუნკერთა ასეულს წამოვეწიე. გაიგო თუ არა პოლკ. ჩხეიძემ, ჩამორჩენილი იუნკერი დაბრუნდაო, დამიბარა და მკაცრი შეკითხვები მომაყარა. სად და რატომ ჩამორჩი სკოლასაო? საიდანა გაქვს ეს დავერცხლილ კონდახიანი „ვინტოვკაო?“ რათ გაცვია ფეხზე სკოლის ფეხსაცმელის მაგიერ ეგ თბილი „ვალინკებიო?“* ტაბახმელაზე ფეხები შემომაძვრა, გასათბობათ ცეცხლს მიუშვირე, მე სითბო არ მიგვრძნია და ფეხსაცმელები კი ისე დაიხრუკა, სატარებლათ არ ვარგოდა და გზაში შეხვედრილ გლეხს გავუცვალე მეთქი. რა გზით დაბრუნდი ჩვენთან და გზაში ბოლშევიკები ხომ არ შეგიმჩნევიაო? ტირიფონის ველისა, წეროვანის გამოვლით და გზაში ბოლშევიკები არ შემიმჩნევია მეთქი. ამ ლაპარაკში ვართ და სადგურის წინ აღმართულ მაღლობიდან, მეორე მხრივ ხიდისთავს რომ გადაჰყურებს, შიკრიკი მოვარდა და პოლკ. ჩხეიძეს მოახსენა: „ხიდისთავში ბოლშევიკთა ცხენოსანი ერთეული შევიდა. თუ ისინი აი ამ გორას დაიკავებენ, სადგური საფრთხეში ჩავარდება და ჩვენ აქ აღარ დაგვედგომებაო“. სადგურზე იმ დროს მთავარსარდლის მატარებელი იდგა, რომელშიაც შტაბის აფიცრების გარდა მრავალი ერის კაცი იმყოფებოდა თავისი ოჯახობით. ალბათ დასავლეთისკენ მიემგზავრებოდნენ. ბევრი არ უფიქრია პოლკ. ჩხეიძეს, დამანება მე თავი და გვერდზე მდგომ სკოლის აფიცრებს უბრძანა: „სირბილით დაიკავეთ ეს გორა. არავითარ შემთხვევაში იქ ბოლშევიკები არ გააჭაჭანოთო“. სირბილით ავირბინეთ გორაზე და მის მწვერვალზე განვლაგდით. ხიდისთავიდან გაშლილი წყობით ბოლშევიკთა მოზრდილი ცხენოსანი ერთეული გამოდიოდა. ჩვენ სროლაზე უკან გაბრუნდნენ, ჩამოქვეითდნენ და შენობებს აფარებულებმა სროლითვე გვიპასუხეს. ცოტა ხნის შემდეგ ახალი ბრძანება მოგვივიდა: „საჩქაროთ დაეშვით გორიდან, მოთავსდით მატარებელში, ხაშურისკენ მივდივართო“. ძლივს ჩავეტიენით ხალხითა და ბარგით გაჭედილ ვაგონებში და მატარებელიც დაიძრა. ხაშურში ლიანდაგისა, სადგურის გარემოსი და
მთავარსარდლის მატარებლის დაცვა დაგვევალა.
ის, რაც ხდებოდა მაშინ მთავარსარდლის ვაგონში და ჩვენ მიერ მის ფანჯრის წინ გამართული ცეკვა კონცერტი ზევით მოვიხსენიე.
მტკვარსა და სურამის ქედს შუა უკუიერიშისთვის გამზადებული ჯარების გამოსვლა, გვარდიელთა ღალატის და ბრძოლაზე უარის გამოცხადების გამო, ვერ განხორციელდა. ერთეულები ბათუმისკენ დაიძვრნენ. ხაშურში ერთს ჩემთვის გაუგებარ ვითარებას ჰქონდა ადგილი. პოლკ. ჩხეიძის ადგილზე არ ყოფნის გამო სკოლას მაიორი გარდაფხაძე განაგებდა. შეეკრიფა უუფროსოთ დარჩენილი გვარდიელების და ჯარისკაცების ჯგუფი, ალყა შემოერტყა და ვითომც დეზერტირებს დახვრეტით ემუქრებოდა. ალბათ ეშინოდა, მშიერ მწყურვალმა და უპატრონო ჯ.კაცებმა ვნება არ მიაყენონ მთავარსარდალსაო. სინამდვილეში ესენი აღმოსავლეთ საქართველოდან წამოსული მოხალისეები იყვნენ, ბრძოლა სწადდათ და ნაცვლათ პატრონობისა, ერთეულებათ მოწყობისა და გაძღოლისა, უსაბაბოთ ღალატსა სწამებდნენ და დახვრეტით ემუქრებოდნენ. ბათუმში გაურკვეველი მდგომარეობა დაგვხვდა. მოედნები, ქუჩები, სადგურის გარემო სავსე იყო ჯარებით. გვერდით კი იმავე ქუჩებში წითელ „ფესკებ“ დახურული* შეიარაღებული თურქთა პატარ პატარა რაზმები მიმოდიოდნენ. ზღვაზეც, სანაპიროსთან მოჩანდა ჯარისკაცებიანი თეთრ იალქნიანი ოსმალური მოზრდილი ნავები. მთის მწვერვალებზე მყოფ სიმაგრეებიდან სროლის ხმა მოისმოდა.
წესრიგის აღსადგენათ და ჯართა მორალის ასამაღლებლათ გენ. კვინიტაძემ აღლუმის ჩატარება ბრძანა. დაფაცურდნენ უფროსები. მოიყვანეს წესრიგში ნაწილები და ერთი მეორის მიყოლებით მის წინ სააღლუმო ნაბიჯით ჩაიარეს. ნაწილები ვაჟკაცურათ და სრულფასოვნათ გამოიყურებოდნენ, გეგონებოდა ამ ხალხს ომი კი არ უწარმოებია, აღლუმისთვის ემზადებოდაო..
გვერდზე ქუჩაში მდგომი საზოგადოება აღფრთოვანებით შეჰყურებდნენ მწყობრათ მიმავალ ნაწილებს. სახეზე კმაყოფილების და იმედის გრძნობა აღბეჭდოდათ. ზოგნი ხმა მაღლა გამოსთქვამდნენ იმედს, რომ გენ. კვინიტაძე ამნაირი ჯარებით, ჰნახავთ, რომ ომის ბედს შეატრიალებსო.
აღლუმის შემდეგ ოსმალების ერთეულები სადღაც გაიკრიფნენ. ბათუმის სიმაგრეების დამცველნი ტყვიამფრქვევთა და ზარბაზანთა ცეცხლით ოსმალეთის ნაწილებს ზღვისა და ხომალდებისკენ მიერეკებოდნენ... მაიორ თევზაძის მოგონება გვაუწყებს, რომ მთავარსარდალმა ბათუმის ოსმალების ჯარებისგან გაწმენდა გენ. მაზნიაშვილს დაავალა. ამ საქმეში მას ბოლშევიკთა ჯარები დაეხმარებოდნენ და საერთო ძალებით ბათუმის ოლქს ოსმალებისგან გასწმენდნენ. ამ ბრძოლებში ჩემი ძმა შალვაც მონაწილეობდა თავისი მოხალისეებით. საუბედუროთ, მასთან კავშირის გაბმა იმ დროს შეუძლებელი იყო.
მაიორ თევზაძის ცნობით: საქართველოს დამფუძნებელ კრების უკანასკნელ სხდომაზე ბათუმში გადაწყვეტილა:
„მთავრობა საქართველოს სტოვებს. იხიზნება დასავლეთ ევროპაში, სადაც შეეცდება საქართველოს ბოლშევიკთაგან განთავისუფლებას პოლიტიკური ზომებით. მთავრობას მიჰყვება: მთავარსარდალი, ოფიცერთა და პოლიტიკურ მოღვაწეთაგან, ვისაც კი საქართველოში დარჩენის შემთხვევაში რაიმე საფრთხე მოელის... იუნკერთაგან ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლო დატოვოს. საზღვარ გარეთ მთავრობა ზომებს მიიღებს მათ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო სასწავლებლებში მოსაწყობადო“.
ეს ჩვენ გამოგვიცხადეს და საფიქრებელშიც ჩაგვაგდეს. დავრჩეთ თუ წვიდეთ? დარჩენა მტრის სამსახურში ჩადგომას და სამშობლოს ღალატს უდრიდა. წასვლით იქნებ ევროპაში რამენაირათ უმაღლესი ცოდნა მიგვეღო და მომავალში, განთავისუფლებულ საქართველოში ცოდნით აღჭურვილნი დავბრუნებულიყავით. დაპირება, რომ იზრუნებენ ჩვენ სამხედრო სასწავლებლებში მოწყობაზე, უმნიშვნელო არ იყო. ზოგმა ჩვენთაგანმა სახლში დარჩენა ამჯობინა, გავინაწილებთო ქვეყნის ბედს და მშობლებსაც ხომ პატრონობა უნდაო. უმრავლესობამ სამშობლოდან გასვლა ირჩია. გადაწყვეტის ძიებაში ქუჩაში ორ სემინარიის დროინდელ ამხანაგს წავაწყდი. მიხეილ კიკნაძესა და ხაშმელ კოშორიძეს, ორივეს მოხალისეთა რაზმებში ებრძოლათ. ერთი მათგანი სანაპირო დაზვერვის ძრავიან ნავზე მოწყობილიყო და მასთან ერთათ აპირებდა სამშობლოს დატოვებას. მეორე, ხაშმელი კოშორიძე სახლში ბრუნდებოდა და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა. მათთან თათბირმა დამარწმუნა, რომ ჩემი ევროპაში გასვლის გადაწყვეტილება სწორი იყო და ნავთსადგურისკენ გავწიე. ნაპირიდან მოშორებით ზღვის მოლურჯო ტალღებზე მსუბუქათ ქანაობდა თეთრათ მოხასხასე უშველებელი გემი. მისგან ცოტა დაშორებით ქართული „ვესტა“ და „მარია“ იდგნენ. ერთ
ერთს მათგანს მობმული ჰქონდა ორი სანაპირო დაზვერვის ნავი „ავთანდილი“ და „ტარიელი“. ზღვა წყნარი და სუფთა იყო. გემებს ირგვლივ გამჭრიახი ჭყვიტინით თოლიები დასტრიალებ-
დნენ. თუ რამე შეამჩნიეს, ზღვის პირზე ერთმანეთს მის დაუფლებაზე ეცილებოდნენ. სანაპიროზე უამრავი ხალხი ირეოდა. გემზე მოხვედრასა და საქართველოდან წასვლაზე ოცნებობდნენ ოჯახობითა და ბარგი ბარხანით. ნაპირს მრავალი ნავები მოსდგომოდა. ტვირთავდნენ და გემებისკენ მიჰქონდათ რაღაც საქონელი.
„აბა იუნკრებო, ნავებში ჩასხედითო“, გამოაცხადა ვიღაცამ. ორ ნავში მოვთავსდით და რამოდენიმე წუთში „მარიას“ გემბანზე აღმოვჩნდით. თქვენთვის გემის უკანა ნაწილის სარდაფიაო განკუთვნილი. ძირს არავინ ჩავსულვართ, დავრჩით გემბანზე და მოაჯირს მიყრდნობილნი ბათუმს გავყურებდით... იქიდან ზარბაზნების გრგვინვა და ტყვიამფრქვევთა კაკანი მოისმოდა. ქალაქში აქა იქ რაღაც იწოდა. მეზღვაურები გემებს მომდგარ ნავებიდან საქონელს ღებულობდნენ და გემის მუცელში უშვებდნენ. ჭრიალებდნენ ჩარხები, ხშირათ გესმოდათ „ვირა“ ან „მაინა“, ესე იგი, დაბლა ან მაღლა ასწიეთო. იუნკრების სევდიანი სახეები ღრმა ჩაფიქრებას და სევდას იმჩნევდნენ. გვაწუხებდა ბათუმის ზედაპირზე ჭურვთა სრიალის და აფეთქების ხმა.
ვერ მეპატიებინა თავისთვის, რომ ჩემი გემში ჩაჯდომის ამბავი ბათუმში მებრძოლ ჩემ ძმას ვერ შევატყობინე. ტირილით არავის გვიტირია, მაგრამ გულს მოწოლილი სევდა მარყუჟივით სულს გვიხუთავდა და გვახრჩობდა. დიდხანს შუაღამემდის ვიდექით ხმა გაკმენდილნი, გემბანის მოაჯირს მიყუდებულნი. ვიდრე მეზღვაურებმა არ დაამთავრეს ხალხისა და ბარგის მიღება, ხრიალით არ ამოათრიეს და გემბანზე არ დაყარეს ღუზები. ამოქმედნენ მანქანები. შეტოკდა გემის სხეული. მოსწყდა ადგილს გემი და თანდათანი აჩქარებით ღამის წყვდიადში შეიჭრა. ეხლა ღა
მოგვაგონდა ჩვენთვის მოჩენილი გემის სარდაფი. დაღლილნი, მშიერნი და ნაღვლიანნი ჩავედით ძირს. ეს გემზე მსახურ მეზღვაურთა სამყოფი ყოფილიყო. პაპიროსის სუნით იყო გაჟღენთილი კედლების და ტახტის ფიცრები. არავითარი ნიშანი არ იყო იმისი, რომ ვისმეს ოდესმე ეზრუნოს ოთახის სისუფთავეზე. აქა იქა მიყრილ მოყრილი ქაღალდები, ჭუჭყიანი მჩვრები, თვეობით დაგროვილი პაპიროსების ნამწვავები. კარგა ხანი გავიდა, ვიდრე პაპიროსის სუნსა და ნაგავის სიუხვეს მივეჩვიეთ და ხმელ ფიცარზე ძილს მივეცით.
დილით ადრე წამოვიშალენით. ავცვივდით გემბანზე, იქნებ ქართულ მიწისთვის ერთხელ კიდევ მოგვეკრა თვალი. ირგვლივ სუსტი ჯანღი შემოგვკროდა. ნაპირი აღარა ჩანდა. გემები ერთი მეორის მიყოლებით მიშრიალობდნენ. უკან მისდევდათ თეთრათ აქაფებული ზოლი და გემებს გამობმული „ავთანდილი“ და „ტარიელი“. სუფთა ჰაერმა და ცივმა ნიავმა გამოგვაფხიზლა. მხედველობა ზღვის ზედაპირმა და ირგვლივ მოქმედ მოვლენებმა გაიტაცა. გემს გვერდით ერთმანეთის გასწრებით მოსდევდა სხვა და სხვა ზომის ვერცხლოვანი თევზები, კამეჩივით შავი, ჩამრგვალებული, ლამაზ თვალება დელფინები. ჰაერში ტყლაშა ტყლუში გაჰქონდა მათ ზღვიდან ამოხტომებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო სიმაღლის მიღწევაში, თანაც გემის გასწრებას ცდილობდნენ ჯგუფებათ დარაზმულნი.
გემის წინამხრის დარბაზიდან ამომავალმა ახალი გამომცხვარი პურის სუნმა და ოშხმა სიმშილი მოგვაგონა. ჩვენ ხომ ისე ჩავსხედით გემში, რომ პურის პატარა ნაჭერიც არა გვქონია.
ვინ უნდა იყოს ქვეყანაზე გემის მზარეულზე ბედნიერი მეთქი, ვფიქრობდი იმ დროს მე და ალბათ სხვებიც.
მიხვდნენ ალბათ ჩვენ გასაჭირს გემის მმართველნი და საუზმე შემოგვთავაზეს.
სამსუნის ნავთსადგურს რომ მივუახლოვდით, ნისლი ჩამოწვა, ბინდმაც თავისი ქნა და რა ხდებოდა ირგვლივ, ვერა ვხედავდით. არ ვიცი რატომ, გემ „მარიადან“ სხვა იტალიელების გემზე გადასვლა გვიბრძანეს. „ვესტა“ კი გზას განაგრძობდა. აქამდის არ მითქვამს და საჭიროა მოვიხსენიო, რომ საქართველოს მთავრობამ სამშობლო ჩვენზე ადრე დატოვა. იმ დიდ თეთრ გემით, ბათუმის ნავთსადგურში რომ იდგა და გზაში აღარც შეგვხვედრია.
სამსუნიდან გამოსვლისას ნიავმა ნისლი გაფანტა და გემები შავ-ლურჯ ზღვის წყნარ ზედაპირს ერთი მეორის მიმდევრობით მიაპობდნენ.
ზღვის ხორიზონტზე შუქმა იელვა. ზღვიდან ყვითელი მოზრდილი ლაქა ამოტივტივდა, ნელ ნელა დამრგვალდა, მაღლა აიწია და ორ მრგვალ ყვითლათ განათებულ ბურთათ იქცა.. ერთი მაღლობისკენ მიიწევდა, მეორე ცეცხლში ჩაყვინთული ზღვის ზედაპირზე ტივტივებდა.
„მკრთალი ნათელი შორის მთვარისა, მშობელ ქვეყანას თავს დაჰფენოდა“. წამოიწყო სევდიანი ხმით, თითქოს ტირისო, ფარნაოზ ნაცვლიშვილმა თუ მიხაკო კიკნაძემ. ნელ ნელა მწუხარე ხმით გაუბედავათ აჰყვნენ მას სხირტლაძე, რატიშვილი, პატიკო თაყაიშვილი, დათა და ვალოდია ლაღიძეები და სხვებიც. სევდიანათ მორცხვათ დაწყობილი სიმღერა გულიდან ამონაწურ წუხილის სიმღერათ იქცა. გემის კანკალი, მანქანების დუგლუგი დაფარა. პირმოცინარე მთვარე კი ჩქარობდა მაღლისკენ სრბოლას, იქიდან ხომ მშვენივრათ ჩაიხედავდა საქართველოში, ჩვენ კი შევყურებდით ღრუბლებს შეჯიბრებულ მთვარის ფრენას და გვწამდა, რომ ჩვენ მზერას ასხლეტით საქართველოს გადასცემდა. ვუახლოვდებით ბოსფორსაო, გაისმა ვგონებ ბათუმიდან გამოსვლიდან მე-3-ე დილას. გამოვცვივდით გემბანზე. თვალს იზიდავდა სრუტეში შემავალი ზღვის სივიწროვე, მარცხნივ მოსჩანდა რუხი ფერის კლდოვანი ნაპირი. იქით და იქით მაღლისკენ მიიწევდა და შორს ტყით დაფარულ მთაგრეხილებათ მოჩანდა. მარჯვნივაც, ევროპის მხარეზე იგივე მოსხეპით მაღლა ამართული კლდოვანი ნაპირი. შორიდან თვალს იტაცებდა მოხრეკილ ნაპირის თავზე, ზღვის მხრიდან მიუდგომელი ძველი ციხე სიმაგრე. მრისხანეთ გამოჰყურებდა შორიდან სრუტის წინ გადაშლილ სივრცეს. ბევრის მნახველია, ალბათ ეს ციხე ძველთაგან.
სრუტის შესავალთან გემმა ღუზები ჩაყარა და ნაპირიდან კარგა მოშორებით გაჩერდა. ვისარგებლეთ დროით და თოფის საკეტები, ვაზნები, სამხედრო მოწყობილობა ზღვაში გადავყარეთ. არ გასულა ბევრი ხანი და სტამბოლის მხრიდან გემს სურსათით დატვირთული პატარა ნავები მოადგნენ და სურსათის იარაღზე გადაცვლა შემოგვთავაზეს. შიმშილით შეწუხებული თანამგზავრები მუქთათ აძლევდნენ კონდახიან მაუზერებს, ნაგანებს და სხვა რევოლვერებს, ვერცხლით მოჭედილ ხანჯლებს. ჭოგრითებს, ხმლებს და სხვა იარაღს. კარგა ხანს გაგრძელდა ეს გაცვლა გამოცვლა, ბოლოს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დანარჩენი იარაღი ჩაიბარეს და სტამბოლისკენ გზა დაგვილოცეს..
რომელ ქართველს არ აუძგერებს გულს პირველათ ამ მხარეში მოხვედრა? ჯერ თვით ბოსფორის ნაკეცი ფერდობები პატარ პატარა დასახლებებით, განსაკუთრებით ევროპის მხარეზე თვით კონსტანტინეპოლის სიახლოვე. ქართველებს და მის მტრებს ხომ არა ერთგზის გაუვლიათ ეს გზა კარგ და ავბედობით ხანებში. ამ გზით იცვლებოდა ურთიერთ შორის კულტურული და ეკონომიური კავშირი ბიზანტიასთან. ამ გზით ჰქონდათ საქართველოსთან კავშირი ათონის მონასტერში მოღვაწე ბერებს, ამ გზით უნდა ესარგებლა თორნიკე ერისთავს სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობისას. ეს გზა უნდა გაევლო გიორგი სააკაძეს თურქეთში გადასახლებისას. ამ გზით მიჰყავდათ სტამბოლის ბაზარზე საქართველოდან გატაცებული ახალგაზრდობა. ამ გზით ესტუმრნენ საქართველოს არგონავტები. შეიძლება პომპეუსის და ალ. მაკედონელის ჯარები. აქ იყო ერთ ხანს მიმწყვდეული შვედების ცნობილი მეფე კარლო მე-XII, აქ 1492 წელს დაამხეს თურქებმა ბიზანტიის იმპერია, დაიპყრეს კონსტანტინოპოლი,* მეჩეთათ აქციეს უდიდესი მართლმადიდებელთა ქრისტიანული ტაძარი,* მოკლეს ბერძენთა პატრიარქი.
მივიწევდით ჩვენი გემით კონსტანტინოპოლისკენ. გულში ათასი აზრი გვიტრიალებდა საქართველოს და ამ მიდამოს წარსულიდან. რაც ღრმათ მივიწევდით სტამბოლისკენ, მით ერთმანეთზე მიჯრილი დაბები მოსჩანდა, უმთავრესათ ხის მშენებლობა იყო, სიმწვანესა და ხეხილს მოკლებული. შიგა და შიგ მოზრდილი, ქვით ნაშენი სასახლეებიც მოსჩანდა. „აგერ ის ენვერ ფაშას სასახლეაო“, გვიხსნიდნენ აქ ნავალი მეზღვაურები, აგერ კიდევ გადაყენებული სულთანის სასახლეო, მიგვითითებდნენ ზღვაში ღრმათ შემოჭრილ მარმარილოს უშველებელ შენობაზე. ოსმალეთი ამ დროს ორათ იყო გაყოფილი: ერთი ევროპის მხარეს სტამბოლთან ერთათ გამარჯვებულ ანტანტის განკარგულებაში იყო, მეორე აზიის მხარეს ანგორის ირგვლივ, ქემალ ფაშას თაოსნობით, ბერძნებთან ომში იყო ჩაბმული და ახალ ოსმალეთს უყრიდა საძირკველს. სულთანი თავისი რამდენიმე ცოლით და მცირე ამალით სტამბოლში ცხოვრობდა და საზოგადოებას კვირაში ერთხელ ენახვებოდა ცხენ და ცხენ, ამალით მეჩეთში გამოსვლისას..
„ოქროს რქის“ ნავთსადგურში და ხიდთან ძრავიან დიდ-პატარა ნავთა და მოზრდილ იალქნიან გემებთა ტევა არ იყო. იდგნენ ადგილზე, ან აქეთ იქით დასრიალებდნენ. მათ ფუსფუსსა და მოძრაობაში კაცს თვალები უჭრელდებოდა.
დამთავრდა ჩვენი გემით
მგზავრობა. გადაგვსხეს ძრავიან ნავში. იმავე გზით, თითქმის ბოსფორის სათავემდის
დაგვაბრუნეს და საცხოვრებლათ დენიკინის ჯარების მიერ მიტოვებული ბანაკი
მიგვიჩინეს. ორი თუ სამი კვირა ვიყავით აქ და შემდეგ გასწვრივ, ევროპის მხარეზე
ბეიუკ ლიმანში გადაგვასახლეს. პირველი მსოფლიო ომის დროს აქ ორი კრუპის
ქარხნიდან გამოშვებული შორს მსროლელი გრძელ ლულიანი ზარბაზანი იდგა და სრუტეში
შემოსავალს იცავდა. ეხლა ორივეს საკეტები ჰქონდათ გამოცლილი და ლულები ნახევრათ
აფეთქებული. ზარბაზნები სრუტის ნაპირიდან დაახლოვებით ხუთასი მეტრით იყო
დაშორებული. მათ უკან, ორ ფერდობს შუა ორი შენობა იდგა. ერთი ქვიტკირისა
ოფიცერთათვის, მეორე ფიცრული ჯარისკაცთათვის. ერთ ერთ ფერდობიდან ამ შენობების
ახლოს ცივი ანკარა წყარო გადმოსჩქეფდა. ჩვენ, ე. ი. იუნკრები ფიცრულ შენობაში
მოგვათავსეს, ქვიტკირისაში ერის კაცები ოჯახობით, სხვათა შორის სამეგრელოს
უკანასკნელი თავადი კოკი დადიანი და სკოლის ოფიცრები.. ბანაკის მოწყობას,
ცხოვრების წესს და საერთოთ ბანაკზე მზრუნველობას პოლკ. ალ. ჩხეიძე განაგებდა
სკოლის ოფიცერთა დახმარებით. კვების მხრივ ამერიკული წითელი ჯვარი გვიწევდა
დახმარებას. დაგვირიგეს პატარა ჯარისკაცული ქვაბები, გვაძლევდნენ დრო
გამოშვებით ხმელ სურსათს: ბრინჯს, ქერისა და ხორბლის ღერღილს, მაკარონს,
მუხუდოს, შაქარს. უნდა მოგვეკრიფა ხმელი ფიჩხი, რაც ადვილი საქმე არ იყო,
რადგან ამ მიდამოებში არც ჯაგები და არც ხეხილი არ იყო და თვითეულს თავისთვის
იმ პატარა ქვაბში მოგვეხარშა რაც მოგვეხერხებოდა. პურს ამერიკელების ხარჯზე
მახლობელ დაბაში ვყიდულობდით და პატარა ნავით მოგვქონდა ბანაკამდის.
პოლკოვნიკი ჩხეიძე მეუღლითა და ორი ვაჟით ორ სართულიან ქვიტკირის შენობაში დაბინავდა, ზღვის მხრიდან ფერდობს ამოფარებულ ბილიკის პირას. იქიდან მშვენივრათ ჩანდა სრუტის დასაწყისი და მის წინ აბობოქრებული ზღვა.. ერთ მშვენიერ ჯანღიან ღამეს პოლკ. ჩხეიძეს ამ შენობაში ყაჩაღები დაეცნენ და იარაღისა და ძვირფასეულობის მიცემა მოსთხოვეს. პოლკოვნიკის
ერთმა შვილმა მოახერხა ფანჯრიდან გადმოხტომა, მოვარდა ჩვენთან ამბის საცნობლათ. გავეშურენით საშველათ ვინც როგორ ვიდექით. ოსმალო ჯარისკაცმა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა და აფეთქებულ ზარბაზნებს იცავდა, თოფის სროლით განგაში ატეხა და ალბათ ამით გაფრთხილებული ყაჩაღები ჩვენ მისვლამდის საჩქაროთ გამქრალიყვნენ, მოესწროთ ოღონდ წაეღოთ მამა პაპეული ძვირფასი, მრავალ ბრძოლათა მნახველი ხმალი.
ბეიუკ ლიმანის ცხოვრება შემდეგნაირათ აეწყო: რაკი ზღვა თავის პატარა ნავთმისადგომით ჩვენი ბანაკიდან 200 მეტრითაც არ იყო დაშორებული, ვსარგებლობდით მის სიახლოვით და მთელ დღეებს ზღვის პირზე ვატარებდით. ზღვიდან სტამბოლისკენ მიმავალ გემებს შევყურებდით, იქნებ ზოგი მათგანი საქართველოდან მოემგზავრება და თვალი მაინც მოვკრათო. რაც უნდა წყნარი ყოფილიყო ბოსფორი, ზღვა სრუტის შემოსასვლელთან მუდამ ღელავდა. ქუხდნენ და გრგვინავდნენ ერთმანეთს და კლდეებს მინახეთქი ტალღები და ქაფის თეთრი ზოლით ქარგავდნენ აზია-ევროპის კლდის პირებს. საინტერესო იყო, ღელვის მომლოდინე ევროპიელთა სამხედრო ხომალდები ერთმანეთის გასწრებით სრუტიდან ზღვისკენ რომ მიეშურებოდნენ. ხშირათ დაუბორიალებიათ მათ ზღვაში მოზრდილი თევზები. ცხადია, მათ გამოტანას ვცდილობდით. ზოგიერთ ჩვენგანს და მეც მათ შორის ყინვებისგან დამძრალი ფეხები აღმოაჩნდათ. ექიმი არა გვყავდა, რომ საშველათ მიგვემართა. საბედნიეროთ, ზღვის წყალი თავის შემადგენელი ნივთიერებებით მოსწრებულ მალამოთ აღმოჩნდა. მოკლე ხანში წყალჩამდგარი ბურთულები გაგვიქრა და კუნთებმა მოძრაობის უნარიანობა დაიბრუნეს.
სტამბოლი იმ დროს სავსე იყო რუსი ემიგრანტებით. გაჭირვებაში მყოფნი ყოველგვარ სამუშაოს ეტანებოდნენ და ყოველგვარი ჩვენი ცდა სამუშაოს შოვნისა უშედეგო გამოდგა.
საბედნიეროთ, საიდანღაც გაჩნდნენ ჩვენ ბანაკთან პატარა ნავიანი ბერძნები. შემოგვთავაზეს ამ ნავების ზღვის ქვიშით ტვირთვა. სიამოვნებით დავთანხმდით. სამუშაო მძიმე იყო და ხელფასიც მცირე. ქვიშით ტომრები უნდა აგვევსო და ზურგით ბაქანს მომდგარ ნავამდის მიგვეტანა და დაგვეცალა. ხელს და ზურგზე ტყავი გვძვრებოდა, მაგრამ დილიდან საღამომდის ვტვირთავდით ამ ნავებს, რომ ცოტა ფული გვეშოვა რომ სტამბოლის ბიზანტიის დროინდელი არქიტექტურა, მუზეუმები, მეჩეთები, მეჩეთათ გადაკეთებული „აია სოფია“, აზიისა და ევროპის მხარე დაგვეთვალიერებინა. გაგვართო ამან და ოდნავ შეგვიმსუბუქა ყოფა, მაგრამ სამშობლოს დაკარგვის სევდას როგორ გააქარწყლებდა. დაგვაწყდა თვალები ზღვიდან სრუტეში შემომავალ გემთა ყურებიდან. ამაო იყო იმედი მათგან რაიმე ამბის გაგებისა.
ერთხელ ბოსფორზე განსაკუთრებული ქარიშხალი ადგა.. შემოჭრილმა ჯანღმა მხედველობა შეზღუდა. დაბნელდა. კლდოვანი ბოსფორის სიახლოვის გასაფრთხილებლათ უქმად მშუქავ ფანრების გვერდით საყვირები აამოქმედეს. ქარმა ჩვენ ბინას სახურავი აჰხადა და ზღვაში გადააგდო. ორთავე ფერდობიდან მოგლეჯილი ქვა და ღორღი გადმოგვაყარა უამრავი მორიელებით, რომლებიც თურმე იმ ფერდობებში უხვათ ბინადრობდნენ. სიბნელის გამო ვერა ვხედავდით, რა ზომის ტალღები ასკდებოდნენ კლდეებს სრუტეში და მის შემოსავალში მხოლოთ ტალღათა ტყლაშა ტყლუშიდან და დიდი სიმაღლიდან მოსხლეტილ კლდეთა გრგვინვიდან ვხვდებოდით, რომ აქაც და განსაკუთრებით სრუტის შემოსავალთან ჯოჯოხეთი ტრიალებდა და აქ შავი კი არა, შავზე შავი ზღვა ბობოქრობდა. რამდენიმე დღე გასტანა ქარიშხალმა და ღელვამ, ბოლოს ნელ ნელა ქარიშხალი დამშვიდდა, ჯანღი გაქრა, ნაპირები ტალღების მიერ გადმოყრილი ძველათ დაღუპული ნავების და გემების ნარჩენებით, სხვა და სხვა ზომისა და ფორმის ფიცრისა და რკინის ყუთების ნამტვრევებით წყვილ წყვილათ დაღუპული ლამაზი დელფინების გვამებით, დახოცილი თევზებით და უამრავი ფერადი ქვებითა და კენჭებით დაფარა. ბოსფორი დამშვიდდა, ოღონდ მის შემოსავალთან არაფერი შეცვლილა, ისევ ეხეთქებოდნენ ნაპირებს უზარმაზარი ტალღები და კლდიან კედლებს თეთრი ქაფის მაღალი არშიით ამკობდნენ.
წავალ ბოსფორის ქიმზე. იქიდან გადავხედავ, რა ხდება ზღვაზე. საქართველოსკენ გავიხედები, იქნებ იქიდან მობერილი ნიავი მომელამუნოს მეთქი. საცალფეხო კლდოვანი ბილიკი მაღლისკენ მიიწევდა, ბოლოს ივაკებდა და იმ მრისხანე ციხესთან მიდიოდა, ევროპის მხრიდან ბოსფორის შემოსავალს რომ ჰპატრონობს, რომელიც ზემოთაც მოვიხსენიე.
მთელი ზღვის სანაპიროს მაღლობი
პირველი ომისდროინდელი ღრმა სანგრებით, მავთულის ხლართებით, შენიღბული მგლის
ორმოებით და სადარაჯო პუნქტებით იყო დაფარული. ზღვა თითქოს ერთბაშათ აპირებსო
ვიწრო სრუტეში შეჭრას, ბობოქრობდა, ტალღების ტყლაშა ტყლუშით კლდოვან ნაპირებს ანგრევდა.. ცივ გომბორის კალთებზე ჭექაქუხილს მიჩვეულს ეს ზღვისა და კლდის ჭიდილი განსაკუთრებულ სიამოვნებას მგვრიდა და აქაფებულ მორევისთვის თვალი ვერ მომეშორებინა.
ქართველი მხედრები კონსტანტინოპოლში, 1921 (გიორგი მამალაძის ფოტოალბომი,
ქართველი მხედრები კონსტანტინოპოლში,
ქართველი მხედრები პოლონეთში გამგზავრების მოლოდინში, კონსტანტინოპოლი, 12 ნოემბერი, 1922 (გიორგი მამალაძის ფოტოალბომი, დავით ყოლბაიას
კერძო კოლექცია, ვარშავა).
საინტერესოა და ჩემი ყურადღება მიიპყრო აქაური მეთევზეების თევზის ჭერის წესმა. დაახლოვებით ადრე შემოდგომისას უამრავი და სხვადასხვანაირი თევზი ცდილობს შავი ზღვიდან ბოსფორით მარმარილოს და ადრიატიკის ზღვისკენ გადაინაცვლოს. ზღვაში გაფენით მიმავალი თევზი სრუტესთან იკუმშება და წყალს თავისით ავსებს. თვალნათლივ ჩანს, როგორ მიიწევენ ნელი მოძრაობით ერთმანეთს მიკრული დიდპატარა თევზები. ვედრო რომ ჩაყოს ვინმემ ამ დროს წყალში, თევზებით სავსეს ამოიღებს მაღლა. სრუტეში რამოდენიმე კილომეტრის სიგრძეზე მეთევზეთა საწარმოებია და მათი გულუხვათ გაბმული მავთულის ქსელები, რომლებზედაც ახმობენ გამოშიგნულ თევზს. თვით თევზის ჭერა შემდეგნაირათ გამოიყურება: ნაპირიდან კარგა მოშორებით უშველებელი ბოძებია ზღვაში ჩარჭობილი ოთხკუთხი ფორმით. ბოძების გვერდებსა და ფსკერზე მიმაგრებულია ბადეები, ფსკერის ბადე მოძრავია, ნორმალურათ ფსკერის ბადე დაბლაა ჩაშვებული, რო თევზს შესვლა გაუადვილონ. შესავლის ბოძებზე ორივ მხრივ თვალ-ყურის მდევნელი მეთევზეებია მოთავსებული. შორიდან იფიქრებ, ეს ჩამოხრჩობილები ჰკიდიაო. ამათ გარდა ყველა საწარმოოს კლდიან ნაპირის თავზე თავისი ყარაულები უყენია. მაღლიდან ისინი კარგათ ჰხედავენ თევზის მოძრაობას და თავის დროზე ყვირილით ამცნობენ ბოძებზე ჩამოკიდებულ მეთვალყურეებს, ჩაკეტონ შესავალი. ესენიც ასწევენ მაღლა ბადეებს, შესულ თევზს ჩაჰკეტავენ. შემდეგ შეცურდებიან ნავებით და გამოაქვთ ნაპირისკენ უამრავი სხვა და სხვა გვარი დიდ პატარა თევზი.
ამ თევზაობის და ომის დროინდელ სამხედრო ნაგებობათ თვალიერებაში მივაღწიე ბოლოს ძველ სიმაგრეს და დიდხანს ვუცქირე თვალ წინ გადაშლილ წარმტაც სურათს, რაც ზევითაც მოვიხსენიე. შორეთით გართულმა ვერც კი შევამჩნიე, რომ ჩემს დაბლა სიცოცხლე დუღდა.. ზღვაში ჩაწოლილ კლდის ნაგლეჯებს წყნარი, მოზრდილი ტბა შემოეღობათ.. ათიოდე მეთევზეს ნავები ტბის ნაპირებზე დაეჯგუფებინათ და ალბათ სათევზაოთ წესრიგში მოჰყავდათ. მათი ლაპარაკის ხმა ზღვაზე ტალღათ ღრიალში ჩემამდის, 200-ამდი მეტრის სიმაღლეზე ძლივს აღწევდა. სადა ვარ და რასა ვხედავ? გავიფიქრე. ეს ხომ ფატმანის სასახლეა, თავის სასახლის ერთი ფანჯრიდან რომ ჰხედავს, როგორ უახლოვდება ტბას კიდობანი შავი ზანგებით და მზეთუნახავი ნესტან დარეჯანით. თუ ამ სასახლეს აქვს რამე ზღვაში ჩასასვლელი გვირაბი, ხომ ადვილია ზანგებისა და ნესტან დარეჯანის ხელში ჩაგდება. თუ რომ ამ ადგილას შოთა რუსთაველი ოდესმე მოხვედრილა, რასაც ადასტურებენ ქართველი მკვლევარები, ხომ შესაძლებელია, რომ ფატმანის მიერ ნესტან დარეჯანის ხელში ჩაგდება სწორეთ აქ განისაზრა და აღწერა შოთა რუსთაველმა.. რა იყო აქ ძველათ? სასახლე თუ ციხე? რა როლს ასრულებდა ის მაშინ? აქ ხომ არ ჩერდებოდნენ სტამბოლის ბაზრისკენ მიმავალი გასასყიდი ტყვეებით დატვირთული გემები? დიდ ხანს ვუარე ირგვლივ ამ ციხეს საქართველოს დუხჭირ ბედზე დაფიქრებულმა.
ვბრუნდებოდი ნანახით აზროვნება დამძიმებული და ჩაფიქრებული. ბანაკის ეზოდან ხმა მაღალი ლაპარაკის ხმა მომესმა. იუნკრები ერთ ადგილას დაჯგუფებულიყვნენ, წრე შეეკრათ, რაღაცას ჩასჩერებოდნენ და ხმა მაღლა რაღაცაზე ბჭობდნენ. დამაინტერესა, რა ჰქონდათ ისეთი საინტერესო. მივუახლოვდი და აი, რა ვნახე: დაუჭერიათ სადღაც მოზრდილი მორიელი, ყაზარმის ნანგრევებსა და ხევის ფერდობებში რომ უხვათ ბუდობდნენ, დაუსვიათ მიწაზე, ირგვლივ ანთებული მუგუზლები შემოუწყვიათ. მორიელი გაფაციცებით ეძებს გამოსავალს, დარბის ამ ირგვლივ მუგუზლებით შემოფარგლულ წრეში. ეტყობა, აწუხებს ცეცხლის სიმწვავე. ჩემი ამხანაგები თანდათანობით წრეს უმცირებენ, საფრთხეში ჩაყენებული მორიელი, კუდში რომ შხამიანი ისარი აქვს, იმით მოიკლავს თავსა და ამის ნახვა გვინდაო.. შემეცოდა საწყალი, უმწეო მორიელი. ისიც ხომ ცოცხალი არსებაა, ტკივილს და ტანჯვას ადამიანივით განიცდის. დავგმე გულში ეს საქციელი, მაგრამ ვინ დაგანებებს, რომ შვება მიუტანო? კარგა ხნის წვალების შემდეგ ისე მიუახლოვეს მორიელს მუგუზლები, რომ გასაქანი აღარა ჰქონდა, ასწია მაღლა კუდი, მოკაკვა თავისკენ და შხამიანი ისარი ღრმათ თავში ჩაირჭო. გათავდა მისი სიცოცხლეც და ტანჯვაც. ადამიანი ყველა სულიერზე უსამართლო, ულმობელი და ბოროტია მეთქი, გავიფიქრე გულში, თუკი მას სიამოვნებას ჰგვრის განწირული მსხვერპლის აუტანელი ტანჯვა.
აბა, მაშ რა ითქმის ასეთ სურათზე, რომელიც თუ სინამდვილეში არა, ტელევიზიის გადაცემით ყველას უნახავს? დარბაზი სავსეა მაყურებლებით, მხიარულათ ბაასობენ, ტკბილეულობას
შეექცევიან, ელიან სანახაობის დაწყებას, ღელავენ, ტაშის ცემით მოუხმობენ სანახაობის დაჩქარებას. ფარული შემოსავლიდან1 სცენაზე ტკივილით გამწარებული ნაპატიები, ლამაზი, მოზრდილი მოზვერი შემოვარდება. კისრისა და ბეჭის არეში ღრმათ ჩასმული აქვს შუბები, ჭრილობებიდან სისხლი სჩქეფს. მას წინ გლადიატორი აღემართება და წითელი ქსოვილის ქნევით აღიზიანებს ცხოველს. მაყურებლები უძლურის მტანჯველს კმაყოფილებითა და ტაშით ეგებებიან. მოზვრის მოქანცვის და სისხლიდან დაცლის შემდეგ გლადიატორი პოულობს დროს შუბით სასიკვდილო ჭრილობის მისაყენებლათ. სიხარულია, ჟრიამული და ტაშის ცემით ეგებებიან გამარჯვებულს, მომაკვდავ, ბუნებით კეთილ მოზვერს კი ვერ გაუგია, რა დაემართა ადამიანს
– თუ აქამდის უვლიდა, აპატიებდა, ეალერსებოდა, ეხლა რატომ უსპობს მას სიცოცხლეს, სუსტსა და უდანაშაულოს, ბოროტათ და დაუმსახურებლათ?
დავუბრუნდეთ ისევ იუნკერთა წარსულს. სამშობლოს მოწყვეტილ, ენერგიით სავსე ახალგაზრდობას სევდა არ შორდებოდათ. გულჩათხრობილნი, ჩაფიქრებულნი დადიოდნენ ბანაკის ეზოში და კითხვაზე: რათ ჩავვარდით ასეთ ვითარებაში? რათ დავკარგეთ სამშობლოს დამოუკიდებლობა? პასუხი ვერ მოენახათ. ფიქრობდნენ ამ საკითხზე თვითოობრივ და ჯგუფებში. ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრიც გამოუთქვამთ. უმრავლესობას მიაჩნდა, რომ საქართველოსთვის ამ ისტორიულ მნიშვნელობის ხანაში მისი მაგრობა საჭირო და დროისთვის შესაფერ სიმაღლეზე არ აღმოჩნდა. მის მიერ სახელმწიფოს მშენებლობისთვის აღებული გზა ყალბი იყო და მავნებელი. ნაცვლათ იმისა, რომ შეექმნათ ტრადიციული, ეროვნულ საწყისებზე დაყრდნობილი სახელმწიფო, ისე როგორც, ვთქვათ
– ოსმალეთი, ფინეთი, ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვები, ეზრუნათ ეროვნული ჯარის შექმნისთვის მცხოვრებთა ერთსულოვნების გაღვიძებასა და პატრიოტულ გრძნობების განმტკიცებისთვის, ხალხს ყველა ქვეყნის პროლეტარებთან შეერთებისკენ მოუწოდებდნენ, სახელმწიფოს შიგნით კლასთა ბრძოლას ჩაჰკირკიტებდნენ, მცხოვრებთა ერთმანეთზე მისევით საერთო ძალას ჰქსაქსავდნენ და ასუსტებდნენ. ძლიერი, კარგათ შეიარაღებული ჯარის შექმნის მაგიერ პარტიული ჯარის, გვარდიის პრივილეგიას ამჯობინებდნენ. მის ოფიცრობას უკეთეს პირობებში აყენებდნენ, ომებში გამოცდილ და ნიჭიერ ოფიცრობას ჯარის მოწყობას არ ანდობდნენ. აი, თუნდაც მოპყრობა გენ. კვინიტაძესადმი, ადამიანს, რომელმაც არა ერთხელ იჩინა თავი საქართველოს გაჭირვების დროს, რომელმაც სამი წლის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ მოიგო ომი ოსმალებთან, აზერბეიჯანიდან შემოსეულ რუსებთან და სასომხეთთან, საშუალება არ მისცეს, ჯარის მოწყობაზე ეზრუნა. გაჭირდებოდა საქმე თუ არა და მტრის მახვილი მათ კისრებს დაემუქრებოდა, თხოვნით მიმართავდნენ, მთავარსარდლობა ეკისრა. გაიმარჯვებდა და მტერს საზღვარს იქით გადარეკავდა თუ არა, სასწრაფოთ თავიდან იშორებდნენ და ჯართან კავშირს უკვეცავდნენ. ვერც მთავრობამ, ვერც გვარდიელებმა ალღო ვერ აუღეს, ან არცა სურდათ ალღო აეღოთ იმდროინდელ საქართველოს ირგვლივ შექმნილ პირობებს. სახელმწიფოს დაცვის ერთიან ძლიერ ჯარზე დაყრდნობის მაგიერ სოციალურ პირობათა შენებას მიჰყვეს ხელი და თავისი საქმიანობით ნიადაგს უმზადებდნენ ბოლშევიკთა შემოსვლას და გამარჯვებას, რომლებიც იმავე დაპირებებით მოიწევდნენ, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებდა. ამიტომ იყო, რომ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის გადამწყვეტ წუთებში თავდადებული და მტკიცე ომის მაგიერ გვარდიელებმა განზრახ გააშიშვლეს სოღანლუღის ფრონტის მარცხენა ფრთა და აიძულეს მთავარსარდალი, ჯარებით თბილისი დაეტოვებინა და მცხეთისკენ გადანაცვლებულიყო. მეორეთ იმავე გვარდიელებმა უარი უთხრეს მთავარსარდალს უკუიერიშში მონაწილეობაზე, რომელიც ხაშურის რაიონიდან უნდა განხორციელებულიყო. ამან ხომ საბოლოო მარცხი და ჯართა (უგვარდიელებოთ) ბათუმში გადანაცვლება გამოიწვია. ერთი სიტყვით, ჩვენმა ყოფილმა მთავრობამ მოუმზადა ბოლშევიკებს გამარჯვების პირობები და უმტკივნეულოდ გადასცა მათ ქვეყნის ბედი. ასეთი იყო უმთავრესობის აზრი ურთიერთ შორის აზრთა გამოცვლისას. იყვნენ ისეთებიც (დიდი უმცირესობა), რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს რუსეთიდან გამოგლეჯა ადვილი არ არის. მათთვის დაუფასებელია საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები: ნავთი, ქვანახშირი, მარგანეცი, სპილენძი, ვერცხლი, ანდეზიტი, მარმარილო, მიწის გაზი და თვით კავკასიის და საქართველოს ტერიტორია, როგორც ჯართა დაჯგუფების და ომისთვის მზათმყოფის ადგილი
ოსმალებთან თუ სპარსელებთან ურთიერთობის გამწვავების პირობებში.
I რიგში (მარცხნიდან): საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცრები
– ალექსანდრე ჯინჭარაძე და ალექსანდრე კინწურაშვილი; II რიგში:
გიორგი ოდიშელიძე, ნიკოლოზ თოხაძე და ივანე ვაჩნაძე („ქართველები უცხოეთში“, წიგნი I, თბილისი, 2012).
ასეთი იყო აზრები და, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ჩივილი და დანაშაულების ძიება საქართველოს დამოუკიდებლობას ვეღარ დაუბრუნებდა.
ჩვენი მდგომარეობა ბეიუკ ლიმანის ბანაკში შესაშური არ იყო. როგორც ზევითა ვსთქვი, სტამბოლი სავსე იყო დენიკინის და ვრანგელის ჯარებით და ემიგრანტებით. სამუშაოს შოვნა შეუძლებელი იყო. ევროპის უნივერსიტეტებში მოწყობას სახსრები ესაჭიროებოდა. მთავრობის დაპირება ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო სასწავლებლებში მოწყობის შესახებ შედეგს არ იძლეოდა. ბოლოს მაინც ეს ცდები დადებითად დაგვირგვინდა. რიგ რიგით ხელი გამოგვიწოდეს საფრანგეთმა, საბერძნეთმა და პოლონეთმა.
საფრანგეთი ღებულობდა 5 კაცს, საბერძნეთი 13-ს და პოლონეთი ყველა დანარჩენებს. განაწილებას აწარმოებდა პოლკ. ჩხეიძე სკოლის ოფიცრებთან ერთათ.
საფრანგეთში გასაგზავნათ დაინიშნენ საუკეთესონი. ესენი იყვნენ: 1) გიორგი ოდიშელიძე – იუნკერთა სკოლის ზემდეგი.
2) კუკური თოხაძე. 3) ვაჩნაძე – ცხენოსანი.
4) კინწურაშვილი. 5) ჭინჭარაძე.* გაემგზავრნენ ისინი 1921 წლის შემოდგომაზე, დაამთავრეს საფრანგეთში სენსირის* სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდნენ საფრანგეთის კოლონიალურ ჯარში აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. გერმანელებთან ომის დროს მონაწილეობდნენ ომში. ზოგმა მათგანმა პოლკოვნიკის ხარისხი დაიმსახურა. ყველანი დაჯილდოებულ იქმნენ მაღალი სამხედრო ჯილდოებით. ზოგიერთნი ლეგიის საპატიო ორდენით. ამათგან დღეს კუკური თოხაძეა ცოცხალი, დანარჩენები, ვგონებ, გარდაიცვალნენ.
საბერძნეთის სამხედრო სკოლაში მივლინებულთა ჯგუფი შესდგებოდა 13 კაცისაგან. ესენი იყვნენ:
1) ჯგუფის უფროსი არტილერისტი
– დავით ლაღიძე.
2) დიმიტრი ლაღიძე – ცხენოსანი.
3) ვლადიმერ ლაღიძე – არტილერისტი. 4) სვიმონ კობიაშვილი – ცხენოსანი.
5) ილარიონ ლობჟანიძე – ქვ. ჯარი.
6) ვლადიმერ ციბაძე – „საპიორი“.
7) ნ. მათიკაშვილი – ქვ. ჯარი. 8) ლადო მახარაძე – არტილერისტი.
9) ფარნაოზ ნაცვლიშვილი – ცხენოსანი.
10) სვიმონ აბაშიძე – ქვ. ჯარი.
11) პროკოფი აბულაძე – არტილერისტი. 12) შოთა ნიკოლაძე – არტილერისტი.
13) ივანე ნანუაშვილი – ქვ. ჯარი.
1921 წლის გვიან შემოდგომაზე ვტოვებდით ოსმალეთის ტერიტორიას. ბოსფორის პირას რჩებოდნენ დანარჩენი ჩვენი ამხანაგები. გულთბილათ და სევდიანათ მიგვაცილეს სტამბოლის ნავთსადგურამდე.
საფრანგეთის უცხოური ლეგიონი ალჟირში. გიორგი ოდიშელიძე (პირველ რიგში, მარცხნიდან პირველი), საშუალო სიდიდის გემით გავუდექით გზას ათენისკენ, ამინდი კარგი იყო. ზღვა მშვიდი და გზაც: მარმარილოს ზღვით, დარდანელის სრუტით, ეგეის და ადრიატიკის ზღვით ლამაზი და საინტერესო. მარმარილოს ზღვის შესავალში ჩვენი სიბრალული გამოიწვია პატარა კუნძულმა, რომელზედაც შიმშილით სასიკვდილოთ განწირული სტამბოლიდან გამოზიდული უპატრონო ძაღლები ღმუილით და ადამიანთა გმობის გრძნობით იხოცებოდნენ.
ბუნების სილამაზით აღფრთოვანებულნი გავცქეროდით გემბანიდან თეთრათ მოხასხასე მარმარილოს საბადოებს, ლურჯათ მოკამკამე ზღვაში გაბნეულ, მწვანეში ჩაფლულ დიდ პატარა კუნძულებს, დარდანელის სრუტეს, რომელმაც ამდენი მსხვერპლი შეიწირა I მსოფლიო ომის დროს. საინტერესო იყო იმ დროს სამსუნის ნავთსადგური.* გემთა სიმრავლესა და გაცხოველებულ დატვირთვა გადმოტვირთვიდან ჩანდა, რომ დიდათ იყო დასაქმებული ომის მომსახურებით, რომელიც ერთი მხრივ საფრანგეთის და მეორეს მხრივ ინგლისის წაქეზებით წარმოებდა. ბერძნები დიდათ დაიმედებულნი იყვნენ, მათი გულადი და ჭკვიანი მეფის კონსტანტინეს თაოსნობით სტამბოლს დაიბრუნებდნენ და „აია სოფიას“ ტაძარს თავის დანიშნულებას დაუბრუნებდნენ. ლექსათაც მღეროდნენ ამას ყავახანებსა, ქუჩებსა და ჯარის ნაწილებში. დამახსომდა მათი შინაარსი: „მე ტეტიო კონსტანტინო, მე ტეტიო ვასილია, თა პარომენ ტინ პელინ კე ტინ აია სოფია“ (ამნაირი მეფით, ამნაირი კონსტანტინეთი ავიღებთ ქალაქს და თვით აია სოფიას). არ გასულა წელიწადიც, ანგორას მიტანებულ ბერძნულ ჯარებს ფეხი დაუცდათ და ძლივს მოასწრეს დახევა და ზღვით ათინაში* დაბრუნება. დამარცხება დააბრალეს იმავე მეფეს, რომლის საზეიმო დაბრუნებისას ათინაში მის ეტლში ებმებოდნენ და დიდი ჟივილ ხივილით და სიხარულით პირეიდან ათინამდის ხელით მიათრევდნენ. ძლივს გადაურჩა აჯანყებულ ჯარისკაცებს, სასახლის უკანა კარებიდან უცხოეთში რომ არ გადაკარგულიყო.
ჩვენ მიღებას მათ სამხედრო სასწავლებელში სწორეთ ამ ომის წარმოებისას ჰქონდა ადგილი. ომი ხომ დიდ სახსრებს მოითხოვს და ამ დროს ჩვენი ბედით დაინტერესება მათთვის იოლი საქმე არ იყო. მით უმეტეს, რომ მათ არა აქვთ არავითარი ბუნებრივი საბადოები, არც განვითარებული მრეწველობა. სკოლაში გველოდნენ.. პატივით მიგვიღეს, როგორც სკოლის მმართველებმა,
ისე ჩვენმა მომავალმა ამხანაგებმა. საქართველოს წარსულიდან და მის ბიზანტიის დროინდელ ურთიერთობიდან ბევრი იცოდნენ. ნანახი ჰქონდათ ათინის მთაზე გადარჩენილი ქართული საეკლესიო ძეგლები. იცოდნენ, ვინ იყო და რა მოიმოქმედა მათ სასარგებლოთ თორნიკე ერისთავმა, რომელი ქართველი პატარძალი ვის მიათხოვეს ქართველებმა
– სამეფო გვარეულობამ, როგორ გაიტაცეს არგონავტებმა აიეტ მეფის ქალი. „ჩვენ პელაზგების ჩამომავლები ვართ, პელაზგები კი ქართველი ტომი იყოო“. მოსწონდათ ჩვენი სიმღერები. ერთის სიტყვით, ცდილობდნენ ჩვენთვის ყოველ მხრივ პატივი ეცათ და ესიამოვნებინათ. იყო შემთხვევა, რომ ერთ სადილობის დროს ზღვის რვა ფეხას მეტათ გემრიელი კერძით გაგვიმასპინძლდნენ. ერთ ერთმა ჩვენგანმა თეფშში ხვლიკის ფეხის მაგვარი ნაჭერი შეამჩნია, საჭმელი გვერდზე გადადგა და ჩვენც მისთვის ხელი აღარ დაგვიკარებია. მთელი გამოძიება ჩაატარეს. რა არის მიზეზიო? დაინტერესდა სკოლის უფროსი. დაიბარა ჩვენი ჯგუფის უფროსი იუნკერი დავით ლაღიძე. რაკი გაიგეს, რაშიც იყო საქმე, დიდი ბოდიში მოიხადეს და მომავლისთვის აღგვითქვეს, ამისთანა რამე აღარ გაემეორებინათ.
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბერძნული ენა საკმაოთ შევითვისეთ და სწორეთ ბერძნული ენის გაკვეთილზე ვისხედით, განივრათ გაიღო ოთახის კარები და ჩვენ სანახავათ შემოვიდა ტახტის მემკვიდრე გიორგი. გამოგველაპარაკა, დაინტერესდა ჩვენი მიღწევებით, გაიგო რამდენათ კმაყოფილნი ვიყავით მოპყრობით და სწავლების მეთოდით და დაგვპირდა მომავალში მზრუნველობა არ მოეკლო. იყო შემთხვევა, რომ სტამბოლიდან პარიზისკენ გავლისას (გემით) სკოლას ჩვენი მთავარსარდალი გენ. კვინიტაძე ეწვია ქართულათ ჩოხასა და ხმალ ხანჯალში გამოწყობილი. სკოლის ოფიცრობამ, სკოლის უფროსმა დიდი პატივით მიიღეს, საქართველოს ახლო წარსულით და მომავალი პერსპექტივებით დაინტერესდნენ და პატივით გააცილეს.
ეს სკოლა საზოგადოების მიერ დიდათ პატივცემული იყო. თვით მისი სახელწოდება მოწმობდა ამას
– „სხოლიონ ტონ ეველპიდონ“ – „საიმედოთა სკოლაო“. ინსტრუქტორებათ და მასწავლებლებათ საუკეთესო ძალები იყო მოწვეული. ჩვეულებათ ჰქონდათ, სამეფო ოჯახიდან ერთ ერთი წევრი ამ სკოლაში გაეწრთნოთ.. სკოლაში მოხვედრა ადვილი არ იყო. იქ ღებულობდნენ მხოლოთ საუკეთესო ამორჩეულ პიროვნებებს ფიზიკური და გონებრივი თვისებებით, მაღალ ზნეობრივ და სამშობლოსთვის გარჯილთა ოჯახის შვილებს, აღზრდილობით უზადოებს. ასეთებივე იყვნენ სკოლის ოფიცრებიც. ფრიად განათლებული, კეთილი ხასიათის სკოლის უფროსი პოლკოვნიკი ცონტოსი და მისი თანაშემწე, რომლის გვარი ვერ მომიგონებია, მამობრივ მზრუნველობას არ გვაკლებდნენ, თანაც დიდ მოთხოვნილებას იჩენდნენ მოსწავლეებისადმი. სხვა აფიცრებში გარეგნობით, წარმოსადეგობით, ცოდნით და პედაგოგიური თვისებებით გამოირჩეოდნენ ძმები პოპანდოპულოსები,* მაიორი ათასეულისა და კაპიტანი, ასეულის უფროსები. ერთ ერთმა მათგანმა ან მათმა ნათესავმა* რამოდენიმე წლით დიქტატორობა იკისრა შემდეგში, შექმნა თავისი მთავრობა და განაგებდა ქვეყანას პოლიტიკურ პარტიათა უგულებელყოფით. „სამშობლოს ბოლშევიკური გადატრიალების საფრთხის ასაშორებლადო“, როგორც შემდეგში განაცხადა სასამართლოში ძალა უფლების გადაცემისას.
ჩვენ რომ ორ წლიანი სკოლის პირველ კურსზე ვიყავით, მე-II კურსზე იმყოფებოდა იმ დროინდელ ბერძენთა მთავარსარდლის გენ. პაპულასის შვილი. დაგვიმეგობრდა. ხშირათ გვესტუმრებოდა ხოლმე საღამსაღამოობით სასწავლო ოთახში, გველაპარაკებოდა შორეულ წარსულზე, ბიზანტიის დროინდელ ქართველ-ბერძენთა ურთიერთობაზე. ზოგჯერ ბერძნულ ღვინოსაც შემოაპარებდა უბით, გვიმასპინძლდებოდა და ცდილობდა, რამენაირათ პატივი ეცა. თუ რამდენათ გულისყურით ეპყრობოდნენ ჩვენ სწავლების საქმეს, სჩანს იქიდანაც, რომ ენის საჩქაროთ შესასწავლებლათ მოგვივლინეს თბილისში აღზრდილი, დიდათ განათლებული ახალგაზრდა მასწავლებელი. ერთ დღეს მან ჩვენ ამხანაგ, იუნკერ პროკოფი აბულაძეს მოუტანა ბერძნული ჟურნალი, რომელშიაც მოთავსებული იყო პოეტ ტრიკილგიდის მიერ არაბულიდან თარგმნილი შოთა რუსთაველის სამი ლექსი. ეს ლექსები ბერძნულიდან პროკოფი აბულაძემ ქართულათ გადმოთარგმნა და მისი ნებართვით ეს თარგმანები საქართველოში პოეტ გოგლა ლეონიძეს გადავუგზავნე. ის იმ დროს ჟურნალ „ბახტრიონს“ რედაქტორობდა და იქ გამოაქვეყნა.* ამ ამბავმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია საქართველოშიც და საზღვარ გარეთაც. მოიწადინეს ამ ლექსების ორიგინალების
ხელში ჩაგდება და შემოწმება. ჩვენ ათინის სკოლაში გვეწვია ემიგრაციაში მყოფი გენერალი ლეო კერესელიძე. დაინტერესდა ტრიკილგიდის პიროვნებით და ჩვენი დახმარებით ძებნა დაუწყო მას. მერე აღარ გაგვიგია, რა შედეგს მიაღწია. 1967 წელს საქართველოში ყოფნისას* გოგლა ლეონიძემ მომაგონა ეს ამბავი და დასძინა: „ჩვენი გამოკვლევით ლექსები შოთა რუსთაველისა არ არის. ისინი ვიღაც სხვა პოეტის დაწერილებია და ბერძენმა პოეტმა ცნობის მეტი ავტორიტეტობისა და დაფასებისთვის იცრუაო“.
მარიამ კვინიტაძე (ქალიშვილობაში
– მაყაშვილი) (მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე),გიორგი სკოლა იმყოფებოდა ქალაქის განაპირა მაღლობზე, „ზაპიუს“ სახელობის პარკთან. გალავნით შემოვლებულ ფართო ეზოში რამდენიმე 2 სართულიანი შენობა განკუთვნილი იყო მოსწავლეთა საცხოვრებლათ. ერთი ყველაზე მოზრდილი შეიცავდა: პირველ სართულზე სამზარეულოსა და სასადილოს, მეორეზე
– სასწავლო ოთახებს. ამ შენობის გვერდით, მომცრო ეზოში იმყოფებოდა სატანვარჯიშო შენობა თავისი მოწყობილობით, გვერდზე კი 2 სართულიანივე საპატიმრო დილეგი დამნაშავეთათვის. დისციპლინა კი მკაცრი იყო და საპატიმროში მოსახვედრათ კმაროდა მწყობრში შენძრევა, რაიმე ილეთის ცუდათ შესრულება, უალაგო ადგილას და უმიზეზოთ გაღიმება და სხვა ასეთი.
მეც მქონდა ბედნიერება ამ დილეგში ერთი დღით ჯდომისა.. წესი იყო, ყოველ საუზმის წინ რიგში მოწყობილებს ათასეულის უფროსი მაიორი პოპანდოპულოსი დღიურ ბრძანებას გვიკითხავდა, წარსული დღის ავ კარგის აღნიშვნით და დამნაშავეთათვის მსჯავრის გამოტანით.
„რათ იცინიო?“ მომმართა მე, „ერთი დღით დილეგში ჯდომაო“. არა მწყენია ეს განაჩენი, თუმცა რიგში დგომისას არ გამიცინია და თავს დანაშაულათ* არა ვგრძნობდი.
ამ ფაქტმა დიდათ დააღონა ჩემი ქართველი ამხანაგები. თანაგრძნობით და სიბრალულით
შემომცქეროდნენ ეზოდან, მეორე სართულზე ფანჯრის პირას მჯდომ დამნაშავეს. კარგი რომ
ოთახი სუფთა იყო და მეორე სართულის ფანჯრებს სწვდებოდა სურნელოვან ფოთლებიანი რაღაც მოზრდილი მწვანეთ მოხასხასე ხე.
სკოლის მოზრდილი ეზოდან ფართო და სასიამოვნო ხედი იშლებოდა. შორს, ათინისა და პირეუსის იქით ლურჯათ მოლივლივე ზღვა და მასზედ ათენისკენ თუ ათენიდან გასული გემები თვალს იტაცებდა. კარგა ხანს უნდა გეცქირა ამ საოცარ ხედისთვის, რომ დამტკბარიყავ მისი სილამაზით. მერე, თუ მხედველობას შენ წინ მდებარე ქალაქზე გადაიტანდი, მოგხიბლავდა თვით ქალაქის მშენებლობის სილამაზე, 2-3 სართულიანი კოხტათ ნაგები, ხშირათ მარმარილოთი დამშვენებული სახლები, მარცხნით, 3-4 კილომეტრის მანძილზე მთაზე აშენებული წმ. გიორგის ტაძარი, მარჯვნივ ცოტა უფრო ახლოს მარმარილოთი ნაგები აკროპოლის ტაძრები.. ეს სულის სიღრმეში ჩამწვდომი და განმასპეტაკებელი ნაგებობები არა ერთ გზის გამხდარან ადამიანის ღვარძლიანობის მსხვერპლათ. უკანასკნელათო, დიდი სინანულით გვიყვებოდნენ ჩვენი ბერძენი ამხანაგები, იერუსალიმისკენ მიმავალმა ჯვაროსნებმა შეურაცხჰყვეს და დაანგრიესო. თითქოს მხოლოდ წმინდა ადგილების ურწმუნო თურქების მფლობელობისგან დასახსნელათ მიდიოდნენ იერუსალიმისკენ. ბერძნები ხელუხლებლათ ინახავენ და უფრთხილდებიან ევროპიელთა ბარბაროსობის კვალს და ეზოში უწესრიგოთ მიყრილ მოყრილ მარმარილოს ნაგლეჯებს არ აწესრიგებენ. აკროპოლის სიმაღლიდან მშვენივრათ სჩანს თვით ქალაქი, მისი გარე უბნები, ქალაქში მდებარე ბიზანტიის დროინდელი ნაგებობანი, ძველის ძველი ღია ცის ქვეშ გაშენებული თეატრი, მშვენიერი მარმარილოს ქანდაკებებით შემკული სასაფლაო, ნარინჯის მუდამ მწვანე ბაღში ჩაფლული მეფის სასახლე, სადაც ხეები: „ზოგი მწიფს და გამვლელ გამომვლელს ატკბობს თავის ნაყოფის მზისებრ ელვარებით, ზოგიც ყვავილობს და ზოგსაც მკუხენი ასხია“. დადის თავისუფლათ ამ ბაღში უამრავი მოქალაქე და ერთსაც აზრათ არ გაუვლის გულში, ამ ხეთა ნაყოფს შეეხოს.. ბუნების სილამაზით დამტკბარი ბრუნდები აკროპოლიდან სახლში და დიდხანს არ გტოვებს ნანახით გამოწვეული განმასპეტაკებელი ზედგავლენა.
ორიოდე სიტყვა თვით
სასწავლებელზე. სკოლა ორ წლიანი იყო, ღრმა შინაარსიანი პროგრამით. პირველ წელს
პრაქტიკულ და თეორიულ სამხედრო მეცადინეობის გვერდით დიდი ადგილი ჰქონდა
დათმობილი ზოგად საგანმანათლებლო საგნებს: მათემატიკას, ისტორიას,
მართლმსაჯულებას, ჯარის მომარაგების საკითხებს. მეორე წელს ეცნობოდნენ უფრო
დაწვრილებით სამხედრო ხელოვნებას თავთავიანთ სპეციალობის მიხედვით: ქვეითა
ჯარი, არტილერია, ცხენოსნობა, საინჟინრო, საინტენდენტო დარგი. თუმცა ჩვენ
ბერძნული ენა სრულებით არ ვიცოდით, ვალდებულნი ვიყავით, ყველა თეორიულ თუ
პრაქტიკულ მეცადინეობას დავსწრებოდით და ბერძენ ამხანაგებთან ერთათ
გვევარჯიშნა. ამისთვის იყო, რომ პრაქტიკული მეცადინეობის დროს, როდესაც უფროსი
კლასის მოწაფეები ტანვარჯიშობის თუ სამხედრო ილეთებს გვასწავლიდნენ, ხშირათ
საჭირო განკარგულებების გვერდით გაიგონებდით: „ელა ვლადიმირე! პროსეხსე
ილარიონე!“ ე. ი. „აბა ლადო! ყურადღება ილარინეო“. ლადო ჩვენი „საპიორი“ ციბაძე
იყო, ილარიონი კი ვლადიკავკაზში გაზრდილი ლობჟანიძე. სწავლების ეს წესი
საკმარისი გამოდგა ენის იმდენათ შესათვისებლათ, რომ სამი თვის შემდეგ ყველა
გამოცდებს ბერძენ ამხანაგებთან თანაბრათ ვაბარებდით. ჩვენდამი არამცთუ რაიმე
შეღავათს ამ დროს ადგილი არა ჰქონია, პირიქით, მეტ მომთხოვნელობას იჩენდნენ.
დასანანია, რომ მეორე კურსზე გადასვლა და ბერძნული სამხედრო სკოლის დამთავრება
არ დაგვცალდა. 1922 წლის შემოდგომაზე იძულებულნი ვიყავით, საბერძნეთი
დაგვეტოვებინა და სწავლის გასაგრძელებლათ პოლონეთის სამხედრო სკოლაში
გადავბარგებულიყავით. ეს გამოიწვია თურქების მიერ ანგორას მიახლოვებული
ბერძნული ჯარების დამარცხებამ. ძლივს გადაურჩნენ გაჟლეტას უდაბნოში მიჭყლეტილი
ძალები და ზღვით ათინისკენ გამოემართნენ. აჯანყებულ ჯარებს სათავეში ჩაუდგა ორი
მაიორი: პლასტირასი და გონატასი. მარცხი უსაფუძვლოთ მეფე კონსტანტინეს
მიაწერეს, ტახტიდან ჩამოაგდეს და ხელთ იგდეს ხელისუფლება. მეფის ერთგულმა
სკოლის ოფიცრობამ ამ გადამწყვეტ მომენტში მის მხარეზე დგომა არჩიეს, გამოაგორეს
სკოლის ეზოში ზარბაზნები და ათენისკენ მომავალ გემებს ცეცხლის გაჩენით
დაემუქრნენ. საპასუხოთ აჯანყების მეთაურებმა სკოლა დახურულათ გამოაცხადეს,
სურსათის მოწოდება შეუწყვიტეს და ყოველგვარი მზრუნველობა აღუკვეთეს. ბერძენი
ამხანაგები თავთავიანთ ოჯახებში გაიკრიფნენ. ჩვენ კი დავრჩით ცასა და დედამიწის
შუა არსებობის საშუალებას მოკლებულნი. ეს ამბავი იუნკერმა დიმიტრი ლაღიძემ
დეპეშით აცნობა სტამბოლში მყოფ მინისტრ გეგეჩკორს,* დეპეშითვე მივიღეთ პასუხი: „მიღებულნი ხართ პოლონეთის სამხედრო სასწავლებელში, უახლოესი გემით სტამბოლისკენ გამოემგზავრეთო“. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ დროს ბეიუკ ლიმანის ბანაკი დაცარიელებული იყო. ყველა იქ დარჩენილი ამხანაგები პოლონეთის სამხედრო სასწავლებელში მიეღოთ. ისიც ვიცოდით მათთან მიწერ მოწერიდან, რომ ისე პოლონელთა მასპინძლობით, როგორც სამხედრო ხელოვნების სწავლების დონით, კმაყოფილები იყვნენ.
1922 წლის მიწურული ახლოვდებოდა. ამ დროს ეგეის ზღვას დიდი მღელვარება სცოდნია.. უზარმაზარმა ტალღებმა გემი ბურთივით აათამაშა. თავისი სიმცირის გამო ერთ და იმავე დროს ორ ტალღაზე ვერა თავსდებოდა. ხან მოახლოებულ ტალღის მწვერვალზე მოექცეოდა, ხან ორ ტალღის შუა მდებარე უფსკრულში ჩაეშვებოდა გემმა მართვის შესაძლებლობა დაკარგა. მიდიოდა, საითაც ტალღები გააქანებდნენ, მიმართულების დაკავებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. გემის მმართველი მხოლოდ იმის ცდაში იყო, რომ მოქანავე ტალღებს ქიმით დახვედროდა. ტალღისადმი გემის გვერდის მიშვერა გემის დაღუპვას უდრიდა. გვიბრძანეს საცურაო ქამრების შემორტყმა, აგვიკრძალეს გემბანზე ასვლა, ჩაკეტეს ყველა შემოსავალი. ვისხედით გაყვითლებულნი, გულის რევა ამყოლნი, დასუსტებულნი, უგუნებონი და ვუსმენდით, როგორ რეცხავდა გემბანის იატაკს შხუილით გარდამავალი ტალღები. ასე უძილობასა და სიკვდილის მოლოდინში გაიარა მთელმა ღამემ, გათენებისას სტამბოლის მაგიერ კუნძულ „სირას“ ყუდრო ნავთსადგურში აღმოვჩნდით. აქ არც ქარი და არც ტალღები არ იყო, ზღვა წყნარი იყო და მაღლობი ნაპირებით შემოფარგლულ წყლის ზედაპირზე პატარა იალქნიანი ნავები ხალისიანათ დანავარდობდნენ. ლამაზათ გამოიყურებოდა ხავერდოვან სიმწვანეში ჩაფლული, ზღვისკენ დაქანებულ ფერდობზე გაშენებული პატარა ქალაქი. წყლის წყნარმა ზედაპირმა, გარემოს სილამაზემ მალე დაგვავიწყა განვლილი სიდუხჭირე, შიშმა და დაღლილობამ გაგვიარა. სანანებლათ დაგვრჩა, რომ ქალაქში გასვლის ნება არ მოგვცეს და საღამო ხანს სტამბოლისკენ გაგვიყენეს.
ბეიუკ ლიმანის ბანაკი დაცარიელებულიყო. რამდენიმე ქართველი ოჯახი სტამბოლში გადასახლებულიყო. ბინა გათურქებული მდიდარი ყოფილი ქართველის სასახლეში დაედოთ „მრუდე რქის“ ნახევარკუნძულთან. ჩვენც რამოდენიმე დღით, პოლონეთში გამგზავრებამდე იქ გაჩერება მოგვიხდა. სტამბოლიდან ვარშავისკენ
მგზავრობა* ბულგარეთის ნავთსადგურ „ბურგასის“, ბულგარეთის
და რუმინეთის ტერიტორიების გავლით, ჯერ გემით და შემდეგ მატარებლით მოგვიხდა. ჩვენი ვარშავაში ჩასვლა პოლონეთისთვის სამწუხარო დღეებს დაემთხვა. ჩვენი ჩასვლის წინა დღეს, სამხატვრო გამოფენის დათვალიერებისას მოეკლათ პოლონეთის I პრეზიდენტი ნარუტო გაბი.* ქუჩებში თეთრწითელი დროშები თავდაყირა ეკიდა... ხალხი თავ ჩაღუნული, ჩაფიქრებული და სევდიანი მიმოდიოდა. ქუჩები და შენობები თოვლით იყო დაფარული, ციოდა. სადგურზე დაგვხვდნენ და ტრამვაით სამხედრო სკოლაში მიგვიყვანეს რამდენიმე სკოლის ოფიცერმა და ჯარისკაცულ ფორმაში გამოწყობილმა ჩვენმა ქართველმა ამხანაგებმა. აქაც, როგორც საბერძნეთში, პატივით მიგვიღეს, დროებით საავათმყოფოში მოგვათავსეს. სამხედრო ტანსაცმელი გადაგვაცვეს, ოცეულათ მოგვაწყეს, მწვრთნელი ოფიცრები დაგვინიშნეს და ჩვენ წრთვნასა და სწავლებას შეუდგნენ.
სკოლაში სწავლა რამოდენიმე თვის წინათ დაწყებულიყო.. ჩვენ ინტენსიური ვარჯიშობით მათ უნდა დავწეოდით. ეს უკვე მესამეთ, თავიდან ვიწყებდით სამხედრო მომზადებას. ჯერ საქართველოში, შემდეგ საბერძნეთში და ეხლა აქ, პოლონეთში. იოლი და სასიამოვნო არ არის ჯარისკაცული წრთვნა სამხედრო სკოლებში, განსაკუთრებით პირველ წელიწადს. ამ დროს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობათა გვერდით ადგილი აქვს ისეთი სახის წრთვნას, რომელმაც უნდა გადააჩვიოს მომავალი ოფიცერი უფროსთა ბრძანებისადმი კრიტიკულ მიდგომას.. მიაჩვიოს მიღებული ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულებას. ამ მიზანს ემსახურება არა მარტო ე. წ. მუშტრა, არამედ ჩვეულება, რომ ყოველ უფროს კურსელ მოწაფეს შეეძლო უმცროს კურსელისთვის ნებისმიერი ბრძანება გაეცა და იგი შეესრულებინა. ბრძანებები არც ისე სასიამოვნოები იყო, როგორც: „დაწექ, ადექ, საწოლ ქვეშ გაძვერ, მაგიდას გადაახტი, გაცოცდი, იმღერე, იცეკვე და სხვა“. ეს ჩვეულება ყოფილ კადეტის კორპუსებში ნამყოფმა იუნკრებმაც შემოიღეს იუნკერთა სასწავლებელში; დიდათ გვეჩოთირებოდა ამნაირი ბრძანების შესრულება, თუმც საბოლოო შედეგში ეს ჩვეულება თავის
მიზანს აღწევდა. უფროსი ეჩვეოდა ბრძანების გაცემას და მისი შესრულების იძულებას, უმცროსი მიღებულ ბრძანების უყოყმანოთ შესრულებას. მართალია ისე საბერძნეთში, როგორც პოლონეთში ამ წესს ჩვენდამი სრულებით არ მიმართავდნენ, მაგრამ ის, რაც სამივე სკოლაში ვნახეთ, საკმარი გამოდგა, ჩვენთვისაც ჩაენერგა მიღებული ბრძანების შესრულების აუცილებლობა და დისციპლინის გამომუშავება. სწავლების წესი პოლონეთისა და ბერძნულ სკოლათა შორის განსხვავებული იყო. თუ საბერძნეთში სამხედრო საგნების გვერდით საზოგადო განათლებასაც დიდი ყურადღება ექცეოდა, აქ სამხედრო საგნებსა და ისიც პრაქტიკული მხრივ უფრო ეძალებოდნენ. პოლონეთში მომავალ აფიცერს ჯერ ერთ წლიანი „პოდხორუნჟების“ სკოლა უნდა დაემთავრებინა და მის დამთავრების შემდეგ გაეგრძელებინა სწავლა ორ-სამ წლიან სპეციალურ სასწავლებლებში სპეციალობის მიხედვით: ქვეითა ჯარი, ცხენოსანი, არტილერისტი, მესანგრე, საზღვაო..
ამნაირათ ჩვენ ყველანი ერთ წლიან „პოდხორუნჟების“ სკოლაში მოვხვდით. სკოლის უფროსი იყო ყოფილი „ლეგიონერი“, დიდათ განათლებული და გულისხმიერი პოლკოვნიკი მლოდზიანოვსკი. ლეგიონები მარშალმა იოსებ პილსუდსკიმ* შექმნა I მსოფლიო ომის დროს ავსტრიის ტერიტორიაზე. მათ სამხედრო განათლების გარდა მიღებული ჰქონდათ დიდი სამხედრო გამოცდილება ომში მონაწილეობით... მათ გაანთავისუფლეს რუსეთის გამგეობაში მყოფი პოლონეთის ტერიტორიის ნაწილი და შემდეგ მთელი პოლონეთი. ომის შემდეგ კი გვერდში უდგნენ იოსებ პილსუდსკის სახელმწიფოს მშენებლობაში. ამავე წრიდან იყვნენ სკოლის აფიცრობა, რომელთაც შემდეგში წილათ ხვდათ დიდი და საპასუხისმგებლო მოვალეობების შესრულება მე-II მსოფლიო ომის დროს.. სკოლის სამხედრო ისტორიის მასწავლებლათ იყო, მაგალითად, პოლკ. კორნაუსი
– მე-II მსოფლიო ომის დროს პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი, ტაქტიკის მასწავლებელი პოლკ. ჟეპეცკი, ოკუპანტთა წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანული ჯარების უფროსი, ისტორიის მასწავლებელი სენკევიჩის სიძე, მაიორი კორნელოვიჩი და საფრანგეთის სამხედრო მისიის აფიცრობა, რომლებიც იმ დროს პოლონელებს ეხმარებოდნენ ჯართა ორგანიზაციასა და წრთვნაში.
სამხედრო წრთვნის გვერდით დიდი ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ აღზრდას, ამტანლობის გამომუშავებას, ყოველ სასწავლო წლის ბოლოს რამოდენიმე თვით გვგზავნიდნენ პოლკებში, ჯარისკაცთა გასაწრთვნელათ, სადაც მიღწევების შესაფერისათ უნდა მიგვეხწია უფროსი ჯ.კაცის, კაპრალის, ოცისთავის ხარისხებისთვის. ცხადია, ასეთი თეორიული და პრაქტიკული მომზადების შემდეგ ურიგო აფიცრები არ ვიქნებოდით, მით უმეტეს, რომ თავს არ ვიზოგავდით პირნათლათ შეგვესრულებინა დაკისრებული მოვალეობები და რაც შეიძლება მეტი ცოდნა შეგვეძინა შემდეგში სამშობლოში გამოსაყენებლათ.
დასრულდა ბოლოს ჩვენი მოწაფეობა. მივიღეთ კონტრაქტის აფიცრების ხარისხები და მიგვავლინეს სხვა და სხვა პოლკებში. სკოლაში ყოფნის დროს მუდამ ჩვენთან მახლობლათ იყო და კავშირი არ გაუწყვეტია გენერალ ჩხეიძეს. ხშირათ მოდიოდა ჩვენ სანახავათ, საქართველოზე ამბების მოსატანათ, გასამხნევებლათ, სკოლის უფროსისგან ჩვენზე ამბების გასაგებათ. მისგან ვიცოდით, როგორ ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხი დამპყრობლებს, რა იყო სვანეთის, ხევსურეთის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრძოლები, 1924 წლის აჯანყება და მისი ულმობელათ ჩაქრობა. სკოლის დამთავრებამ აფიცრის ხარისხების მიღებამ და პოლონეთის სხვა და სხვა პოლკებში გაფანტვამ ძმებსავით ერთათ აღზრდილი იუნკრები ერთმანეთს ჩამოგვაშორა, ოღონდ ჩვენ ერთმანეთთან კავშირი არ შეგვიწყვეტია. პირიქით, უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებლათ შევქმენით „იუნკერთა კავშირი“, შევიმუშავეთ კავშირის წესდება, რომელიც გვავალებდა სამშობლოს ყოველმხრივ სამსახურს და, რაც მთავარია, მისი განთავისუფლებისთვის თავდადებულ ბრძოლას.
სტატუტით დასახულ მიზანთა შორის შედიოდა შემდეგი საკითხები:
1) თვალყურის დევნება საქართველოში მომხდარ ამბებისა.
2) თვალყურის დევნება სამხედრო ხელოვნების განვითარებისა.
3) საქართველოს ტერიტორიის შესწავლა სტრატეგიული თვალსაზრისით.
4) საქართველოს მიერ წაგებულ და მოგებულ ომების დამუშავება.
5) დიდი ქართველი მხედართმთავრები და მათ მიერ გადახდილი წაგებული თუ მოგებული ომები.
6) დაქსაქსული და ერთმანეთს გადამტერებული ემიგრაციის შემოკრეფა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ.
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (მეორე რიგში, მარცხნიდან მესამე) პოლონეთის არმიის
ამ მუშაობათა განსახორციელებლათ დავაარსეთ სამხედრო ჟურნალი „მხედარი“.
გამოდიოდა პარიზში ჩვენი სახსრებით. პარიზში ამ საქმეს ჰპატრონობდა ჩვენი
ამხანაგი, იუნკერი დოლიკა ვაჩნაძე. წელიწადში ერთხელ ვმართავდით „იუნკერთა
კავშირის“ კრებას, რომელზედაც გამგეობა აბარებდა ანგარიშს განვლილი წლის
მუშაობის შესახებ. კრება ირჩევდა ახალ გამგეობას და ისახავდა ახალ მიზნებს.
განსაკუთრებული ენერგიით მუშაობდნენ და ყველა ახალი გამგეობის წევრები იყვნენ: ვანო ნანუაშვილი, დავით ლაღიძე, ნიკოლოზ მათიკაშვილი. მათ ზურგს უმაგრებდნენ და ყოველმხრივ მუშაობაში ეხმარებოდნენ იუნკრები: მახარაძე, მიხეილ კვალიაშვილი, ფარნაოზ ნაცვლიშვილი, ვიქტორ ლომიძე, პატიკო თაყაიშვილი და სხვანი.
დღეს ვერ ვიტყვი, რამდენ წელიწადს გრძელდებოდა „მხედრის“ გამოცემა და რამდენი ნომერი გამოვიდა საერთოთ. გამოდიოდა 3 თვეში ერთხელ და ვგონებ, 15 ნომერზე მეტი არ გამოსულა..
ნიკოლოზ მათიკაშვილის
არქივი, თბილისი).
გრიგოლ ფერაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი,
გურამ შარაძის კერძო კოლექცია, თბილისი).
ნიკოლოზ მათიკაშვილის
არქივი, თბილისი).
და ალექსანდრე ჩხეიძე (მეხუთე) ყოფილ იუნკრებთან ერთად (გიორგი მამალაძის ფოტოალბომი,
დავით ყოლბაიას კერძო კოლექცია, ვარშავა).
ქართული ემიგრაციის ფონდი, გიორგი კვინიტაძის კოლექცია, თბილისი).
ქართული ემიგრაციის ფონდი,
გიორგი კვინიტაძის კოლექცია, თბილისი).
გავცდით ერევნის მოედანს,* რუსთაველის გამზირს, ბოზარჟიანცის* ქარხანას, დიდუბეს და წამოვეწიეთ მცხეთისკენ წესიერათ მიმავალ ერთეულებს. ჯარებს ზურგში მისდევდა და თავდასხმისგან იცავდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თეთრ ჩოხებში გამოწყობილი ცხენოსანი ასეული. შეგვამჩნიეს, დაღლილები ვიყავით. მივდიოდით და სიარულში გვთვლემდა, რამოდენიმე მათგანი ჩამოქვეითდა და ცხენებზე შესხდომა შემოგვთავაზა. ცხენებზე შემჯდარნი ვხედავდით, როგორ მიდიოდნენ ერთმანეთის მიყოლებით წესიერათ და დინჯათ ერთეულები. არც თბილისში და არც მცხეთის შარა გზაზე დიდი თოვლი არ იდო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, მცხეთაში სკოლას რომ დავეწიეთ. მოვახსენეთ მიღებული ბრძანების შესრულება და ცოტა შვებით ამოვისუნთქეთ. მცხეთაში შემხვდა ჩემი უფროსი ძმა შალვა. მოეკრიფა გარე კახეთში მოხალისეები, ბრძოლებში მონაწილეობა მიეღო და ახალ ბრძანებას ელოდებოდა. გაუხარდა იმასაც ჩემი ცოცხლათ ყოფნა. გადმომცა ვერცხლით მოჭედილი მსუბუქათ და კოხტათ ნაკეთები „ვინტოვკა“,* ეს მსუბუქია და მე შენსას წავიღებო.
დავით ყოლბაიას კერძო კოლექცია, ვარშავა).
15 ოქტომბერი, 1922 (გიორგი მამალაძის
ფოტოალბომი,
დავით ყოლბაიას
კერძო კოლექცია, ვარშავა).
ნიკოლოზ თოხაძე (მესამე) (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული ემიგრაციის ფონდი,
გიორგი კვინიტაძის კოლექცია, თბილისი).
ქართველ ოფიცრებთან და მათ მეუღლეებთან, ბიდგოშჩი, 1926 (გიორგი მამალაძის
ფოტოალბომი,
დავით ყოლბაიას კერძო კოლექცია, ვარშავა).