გურამიშვილი დავით
დინარი
დინარი - იგივეა, რაც
მდენარი - ძველი ქართული ლექსის სახეობა, თექვსმეტმარცვლიანი
შაირით დაწერილი და მოსაზღვრე რითმებით გაწყობილი შვიდტაეპიანი
ლექსი, რომლის ბოლო ტაეპში ავტორის სახელია ჩართული.
- ვაქოთ, ვადიდოთ ვინაო? - ღმერთი მაღალთა შინაო,
ღამე დღედ განაბრწყინა - ღამე დღედ გადააქცია, გაათენა; გათენება
დააწესა. ბიბლიის მიხედვით, უფალმა წყვდიადი სინათლით შეცვალა. ბნელი
იდო უფსკრულზედა სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყოს
ნათელი! და იქმნა ნათელი (ძველი აღთქმა, დაბადება).
ზღვით, ხმელით, ხითურთ, ბალახით მთა-ბორცვი
აღმოფინაო,
აღმოფინა
- აღმოაცენა, გააჩინა. მიწა და წყალი შეგვზილა - ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა
ადამიანის სხეული მიწისაგან, ტალახისაგან შექმნა.
ჩაგიდგა
სული ცხოველი,
დაგვაწყებინა ქშენაო.
ნდომა ცოლ-ქმრობის სურვილით,
საჭმელ-სასმელით რჩენაო,
ნდომა ცოლ-ქმრობის სურვილით - წადილი, სურვილი, სიყვარული, რომელიც
ცოლქმრობით დაგვირგვინდება.
ვინცა შეამკო ქვეყანა,
ღამე დღედ განაბრწყინაო,
ყოველი ნივთისაგანი მაშიგან განაჩინაო;
ჩვენ, კაცი, მიწა და წყალი, შეგვზილა, აღგვადგინაო,
მოგვცა სიბრძნე და დაგვიდვა ქმნული ყოველი წინაო.
- ჩვენც გვმართებს მსხვერპლი შევსწიროთ, - დავით თქვა, - იმისთვინაო.
- აქე, ადიდე შენაო, ვინცა შენ აღგაშენაო,
შენ - შავი მიწა, ტალახი - რომ აგრე დაგაშვენაო;
გალაპარაკა, გასმინა, მოგცა პირი და ენაო;
დღე გაგითენა ნათელი, გიბოძა თვალში ჩენაო,
სული ცხოველი
- მარადიული, უკვდავი სული. დაგაწყებინა ქშენაო - აქ:
სუნთქვის საშუალება, შესაძლებლობა მოგცა.
მას ღმერთსა მსხვერპლი შესწირე,
დავითმა
მოგახსენაო.
დავითმა მოგახსენაო - იგულისხმება თვითონ ავტორი; დავით გურამიშვილი
აქ თავის სახელს ახსენებს ძველი ქართული ლექსის ერთ-ერთი სახეობის,
დინარის, წესის შესაბა.