უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ბ
ბაადე
(Baade) ვალტერ (უოლტერ) - გერმანელი ასტრონომი; 1931–1958 წლებში მუშაობდა
აშშ-ში (1893 – 1960).
ბაადე
(Baade) ფრიც - გერმანელი ეკონომისტი (გფრ) (1893 – 1974).
ბაადერ-ი
(Baader) ფრანც ქსავერ ფონ - გერმანელი ფილოსოფოსი,
ბუნებისმეტყველი (1765 – 1841).
ბაბ-ი
(ნამდვ. ლი - საიდ ალი მუფამადი)- ბაბიდების სექტის დამაარსებელი ირანში (1819 –
1850).
ბაბა,
ბჰაბჰა ჰომი ჯეჰანგირ
- ინდოელი ფიზიკოსი (1909 – 1966).
ბაბა
(Baba) კორნელიუ - რუმინელი გრაფიკოსი (1906-1997).
ბაბა
თაჰერ ურიან-ი
- სპარსელი პოეტი-მისტიკოსი (დაახლ. 1000 - დაახლ. 1055).
ბაბა
ფეღანი
(მეტსახელი - ჰაფეზ მცირე) - ირანელი პოეტი (გ. 1516 ან 1519).
ბაბა
ქუჰი შირაზი აბუ აბდ ალ-ლაჰ ალი იბნ მუჰამად
- სპარსელი პოეტი-მისტიკოსი (გ. 1036 ან 1050/51).
ბაბეფ-ი
(Babeuf) გრაკქუს (ნამდვ. სახელი - ფრანსუა ნოელი) - ფრანგი რევოლუციონერი
(1760 – 1797).
ბაბექ-ი
(ნამდვ. სახელი - ჰასანი) - სახალხო აჯანყების ბელადი აზერბაიჯანსა და დას. ირანში
(დაახლ. 798/800 – 838).
ბაბინსკი
(Babinski) ჟოზეფ - ფრანგი ექიმი (1857-1932).
ბაბიჩ-ი
(Babics) ანტალ - უნგრელი ქირურგი (1902-1992).
ბაბიჩ-ი
(-Babits) მიხაი - უნგრელი მწერალი (1883 – 1941).
ბაბრიოს-ი
(Babrios) - ძვ. ბერძენი პოეტი-მეიგავე (IIს.).
ბაბურ-ი ზაჰირედინ მუჰამად
- დიდ მოგოლთა სახელმწიფოს დამაარსებელი ინდოეთში (1483 – 1530).
ბაგესენ-ი
(Baggesen) იენს - დანიელი მწერალი, მთარგმნელი და ფილოსოფოს-განმანათლებელი
(1764-1826).
ბაგრიანა
(Багряна) ელისავეტა (ნამდვ.გვარი - ბელჩევა, Белчева) - ბულგარელი პოეტი
ქალი (1893-1991)
ბადი
ალ-ზამან-ი აბუ ლ-ფადლ აჰმად იბნ ალ-ჰუსეინ ალ-ჰამადანი
- არაბი მწერალი (968 - 1008).
ბადი
ალ-ზამან ფორუზანფარ-ი
- ირანელი ლიტერატურათმცოდნე და პოეტი (დ. 1900-).
ბადოლიო
(Badoglio) პიეტრო - იტალიის სამხ. და სახელმწ. მოღვაწე, მარშალი (1871-1956).
ბაზარ-ი
(Bazard) სენტ ამან - ფრანგი სოციალისტ-უტოპისტი (1791–1832).
ბაზედოვ-ი
(Basedow, გერმ. გამოთქმით - ბაზედო) იოჰან ბერნჰარდ - გერმანელი პედაგოგი
(1724–1790).
ბაზედოვ-ი
(Basedow, გერმ. გამოთქმით - ბაზედო) კარლ - გერმანელი ექიმი (1799–1854).
ბაზენ-ი
(Bazaine) აშელ ფრანსუა - საფრანგეთის მარშალი (1811–1888).
ბაზენ-ი
(Bazin) ერვე (ნამდვ. სახელი და გვარი - ჟან პიერ მარი ერვე-ბაზენი,
Hervé-Bazin) - ფრანგი მწერალი (1911–1996)
ალ-ბათანი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ ჯაბირ - არაბი ასტრონომი (858–929).
ბათო-ყაენი, ბათუ, საინ-ხანი
- მონღოლი ხანი (ყაენი) (1208–1255).
ბაი
(Baye) ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (Berthelot), ბარონ დე - ფრანგი
არქეოლოგი (1853–1931).
ბაიაზიდ I ილდირიმ
(Bayazid Yildirim) - ოსმალეთის სულთანი (1354 ან 1360–1403).
ბაიაზიდ ანსარი
(ზედმეტი სახელი - ფირი როშანი) - ავღანელი პოეტი (1515 ან 1525-1585).
ბაიათი
აბდ ალ-ვაჰაბ
- არაბი პოეტი (ერაყი) (დ. 1926).
ბაიარ-ი
(Bayar) მაჰმუდ ჯელალ - თურქეთის სახელმწ. მოღვაწე
(დ.1883/1884-1960).
ბაიერ-ი
(Baeyer) ადოლფ - გერმანელი ქიმიკოსი (1835–1917).
ბაიერ-ი
(Bayer) გოტლიბ ზიგფრიდ (გერმ. ლიტერატურაში - თეოფილ ზიგფრიდი) -
გერმანელი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1694–1738).
ბაიერ-ი
(Baeyer) იოჰან იაკობ - გერმანელი გეოდეზისტი (1794–1885).
ბაიერ-ი
(Beyer) ფრანკ - გერმანელი კინორეჟისორი (1932-2006).
ბაიერნ-ი
(Bayern) ფრიდრიხ (თედორე) სამუელის ძე - ავსტრიელი
ნატურალისტი და არქეოლოგი, კავკასიის მუზეუმის ფონდების ერთ-ერთი ფუძემდებელი
(1817-1886).
ბაიი
(Bailly) ჟან სილვენ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე,
ასტრონომი (1736-1793).
ბაილშტაინ-ი
(Beilstein) ფრიდრიხ (თედორე თედორეს ძე) - ქიმიკოსი, პეტერბურგის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ეროვნებით გერმანელი (1838-1906).
ბაიმლერ-ი
(Beimler) ჰანს - გერმანელი კომუნისტი (1895-1936).
ბაიორ-ი
(Bajor) გიზი - უნგრელი მსახიობი ქალი (1893-1951).
ბაირაქთარ-ი
(Bayraktar) მუსტაფა-ფაშა - ოსმალეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე
(1765-1808).
ბაირონ-ი
(Byron) ჯონ - ინგლისელი ზღვაოსანი (1723-1786).
ბაირონ-ი
(Byron) ჯორჯ ნოელ გორდონ - ინგლისელი პოეტი (1788-1824).
ბაიფ-ი
(Baif) ჟან ანტუან დე - ფრანგი პოეტი (153-1589).
ბაიჩი-ჟილინსკი
(Bajcsy Zsilinszky) ენდრე - უნგრეთის პოლიტ. მოღვაწე (1886-1944).
ბაკ-ი
(Bacq) ზენონ მარსელ - ბელგიელი ფიზიოლოგი, ფარმაკოლოგი და
რადიო-ბიოლოგი (1903-1983).
ბაკ-ი
(Buck)
პერლ - ამერიკელი მწერალი ქალი (1892-1973).
ბაკ-ი
(Buck)
ტიმ - კანადის კომუნისტური და მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1891-1973).
ბაკალოვ-ი
(Бакалов) გეორგი ივანოვ - ბულგარელი პუბლიცისტი (1873-1939).
ბაკასირ-ი
ალი აჰმედ - ეგვიპტელი დრამატურგი და მწერალი (1910-1969).
ბაკემა
(Bakema)
იაკობ ბერენდ - ჰოლანდიელი არქიტექტორი (1914-1981).
ბაკი
(Baki)
მაჰმუდ აბდულბაკი - თურქი პოეტი (1526-600).
ბაკინგემ-ი
(Buckingham) ჯორჯ ვილერზ - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1592-1628).
ბაკოვია
(Bacovia, ფსევდ.; ნამდვ. გვარი - ვასილიუ, Vasiliu) ჯორჯე - რუმინელი პოეტი (1881-1957).
ბაკლუნდ-ი
(Backlund) ჰელგე გეტრიკ - შვედი გეოლოგი და პეტროგრაფი (1878-1958).
ბაკქილიდე
(Bakchylidēs) - ძვ. ბერძენი პოეტი (ძვ. წ. 505-450).
ბალაგერ-ი
(Balaguer) ხოაკინ - დომინიკელთა რესპუბლიკის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე
(1907-2002).
ალ-ბალაზური
აჰმად იბნ იაჰია იბნ ჯაბირ - არაბი ისტორიკოსი
(დაახლ. 820-892).
ბალამი
აბუ ალი მუჰამად იბნ მუჰამად -
სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (გ. 974 ან 996).
ბალანჩინ-ი
(Balanchine) ჯორჯ (ნამდვ. სახელი და გვარი - ბალანჩივაძე გიორგი მელიტონის
ძე) - ამერიკელი ბალეტმაისტერი; წარმოშობით ქართველი (1904-1983).
ბალაჟ-ი
(Balázs) ბელა - უნგრელი მწერალი (1884-1949).
ბალარ-ი
(Balard) ანტუან ჟერომ - ფრანგი ქიმიკოსი (1802-1876).
ბალაშა
(Balassa), ბალაში (Balassi) ბალინტ - უნგრელი პოეტი (1554-1594).
ბალბო
(Balbo) ჩეზარე - იტალიის პოლიტ. მოღვაწე, ისტორიკოსი და მწერალი (1789-1853).
ბალბოა
ვასკო ნუნიეს დე, /იხ. ნუნიეს დე ბალბოა ვ.
ბალგოს-ი
(Balgos) მარიანო - ფილიპინების მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898–1954).
ბალდუნგ-ი
(Baldung; მეტსახელი - გრინი, Grien) ჰანს - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი
(დაახლ. 1484/85–1545).
ბალდუს-ი
(Baldus), ბალდო (Baldo) - იტალიელი იურისტი (1327-1400).
ბალზაკ-ი
(Balzac) ონორე დე - ფრანგი მწერალი (1799-1850).
ბალზაკ-ი
(Balzac) ჟან ლუი გეზ დე - ფრანგი მწერალი (1597-1654).
ბალთაზარ-ი
- ბაბილონის მეფის, ნაბონიდის შვილი (გ. ძვ. წ. 539).
ბალი
(Bally) შარლ - შვეიცარიელი ენათმეცნიერი (1865-1947).
ბალინიო
(Baliño) კარლოს - კუბელი რევოლუციონერი (1848–1926).
ბალინტ-ი
(Balint) გაბრიელ - უნგრელი ენათმეცნიერი (1844-1913).
ბალკანსკი
(Балкански) ნენკო დიმიტროვ - ბულგარელი ფერმწერი (1907-1977).
ბალმასედა
(Balmaceda) ხოსე მანუელ - ჩილეს სახელმწ. მოღვაწე (დაახლ. 1840-1891).
ბალტიმორ-ი
(Baltimore) დეივიდ - ამერიკელი ვირუსოლოგი (დ. 1938-).
ბალფურ-ი
(Balfour) ართურ ჯეიმზ - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1848-1930).
ბალფურ-ი
(Balfour) ფრანსის მეიტლენდ - ინგლისელი ზოოლოგი (1851-1882).
ბალცერ-ი
(Balzer) ოსვალდ მარიან - პოლონელი ისტორიკოსი (1858–1933).
ბალხი
აბუ ლ-მუაიად - სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (Xს. II
ნახ.).
ბან-ი
(Bán) ფრიდიეშ - უნგრელი კინორეჟისორი (1902-1969).
ბანახ-ი
(Banach) სტეფან - პოლონელი მათემატიკოსი (1892-1945).