გოთუა ლევან ყინწვისის
ანგელოზი
გულმწყრალად იყო შიოშ… ფანასკერტელთ გვარს არ მოსვლია ასეთი ბავთი. სიტყვა ვერ
შეუსრულა ვერც მეფეთ მეფეს, ვერც თავის სასიძოს. მერმე თავად თამარ მეფემ შეურჩია
სასიძო. იკულ აზროვნებაში გულისხმობენ არა ფაქტების/არსებული რეალობის უპირობოდ, აპრიორულად
მიღებას, არამედ მის ობიექტურ, არგუმენტირებულ შეფასებას. შეფასების პროცესში კი
მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: შემკრთალმა მნათემ ათრთოლებული ხელებით ძლივს გაუღო საყდრის კარი. ქარდაკრული
ასკილივით მოიხარა, გაატარა თავადი. ყინწვისის საყდარი თითქმის დასრულებული იყო. აქა-იქ თუ აკლდა შელესვა, ან
ქონგურების მოპირკეთება. შიდა მხატვრობას კი სულ ცოტაღა აკლდა, მაგრამ მაინც იგი იყო შიოშ ფანასკერტელის
გულისწყრომის მიზეზი. აი ახლაც მოავლო თვალი საყდრის თაღებსა და კამარებს… მადლიანი ოსტატის ხელითა და ყალმით იყო მოხატული საყდრის შინამო. თავადი მოკრძალებით მოუბრუნდა მარცხენა კედელს. აქ მეფეთ მეფე თამარი იყო ნახატი
თავისი გვირგვინოსანი მამაშვილითურთ. თამარის ნება-სურვილითა და განძით აშენდა ყინწვისის ტაძარი, ხოლო ფანასკერტელის
მიწა წყალზე იყო იგი. უმეტესი გარჯა და რუდუნი მან იტვირთა. მოკლე ხანში და
მაღალშესაფერისად აშენება აღუთქვა მეფე მფარველს. ახლა მოახლოვდა დადებული ჟამი, თითქმის დასრულდა შენება… მართლაც, ღირსეული
ძეგლ-ტაძარი გამოვიდა… შიოშმა მაღლა აღმართა მზერა, ხარიხის ძელებს ააყოლა. ისევ
შემოაწვა გულისწყრომა. ჩრდილო სარკმელთ შუა მოუხატავი კედელი იყო დარჩენილი. თვალზე ლიბრად ედო შიოშს ეს
სითეთრე. -ეჰ, აღარ დასცალდა… ცოტაც გაეძლო იმ დალოცვილს! მხატვარი მოიგონა შიოშმა. სამი წელიწადი ხატა მან ყინწვისის კედლები, თითქმის დაამთავრა… და ეს რაღაბედენა
იყო? მხოლოდ ერთი ანგელოზი აკლდა ყინწვისს. მაგრამ აქ სხვაც იყო ჯავრისა და
გაჯავრების მიზეზი. კადნიერი ფიქრი შეეჭიდა ფანასკერტელს, იმ ანგელოზის სახედ თავისი ასულის სახე ეწადა
ეხილა კედელზე. მამის ერთასი, უკვე წამოზრდილი, უკვე დანიშნული, ალბათ, მალე სულ
წასაყვანი ქალისა. მერმე რაღა დარჩეს ცოლშვილშემოცლილ მამას? აღარც კედელსურათი
თავის ერთასი! ჯავრს გულზვავობაც მოსდევდა ფეხდაფეხ. ახლა ქორწილის თარიღიც მოახლოვდა. შემოდგომით მოუვა სასიძო; ხოლო საყდარი არც
დამთავრებულია, არც ნაკურთხი. -მერმედა, სად ვიშოვნო ეს მუნჯი ოსტატი? – ხმამაღლა ცხარობდა შიოშ. – რაღა მუნჯი
გვიანდერძა მაინცდამაინც? ჰოდა…სად იპოვნოს შიოშმა დარუბანდიდან არეზამდე გადაჭიმულ საქართველოს სამეფოში
მაინცდამაინც მუნჯი, ყრუ-მუნჯი ოსტატი? ხშირად სხვის მოწვევას ლამობდა შიოშ, მაგრამ მხცოვანი ოსტატის ანდერძი გარდუვალ
კანონად ედო. სასახლის კარზე აღზრდილს, თავადაც უყვარდა მხატვრობა, აფასებდა. იცოდა– ერთი სხვა
ყაიდის კედელხატული სულ არევდა ასეთ .შესანიშნავ მხატვრობას…და მუნჯი მხატვრის
ძიებაში იყო იგი. მრავლად აფრინა შიკრიკები სრა-მონასტრებში. სხვადასხვა მხარეს მრავალი ოსტატი
მოინახულა მისმა მოურავმა. სახელოვანნიც იყვნენ მათ შორის და მოწაფენიც, მაგრამ
ყველა ,,მეტყველი”გამოდგა. ერთი იყო ოდნავ ენაბლუ, მუნჯი კი არსად ჩანდა. … იდგა შუა საყდარში და ყვრიმალს ისრესდა შიოშ. ამ დროს ვერვინ შეჰბედავდა მას, გარდა მისი ასულისა – ლელაისი ენას ამოვართმევ, დავამუნჯებ… დავაყრუებ ვისმე! – ბობოქრობდა შიოშ. საყდრის კამარები ყრუდ იმეორებდნენ მუქარას. ამაზე უფრო გულზვაობდა შიოშ, ხმამაღლა ფიქრი იცოდა, ხოლო ამ დროს სიჩუმე უნდა
ყოფილიყო ირგვლივ, აქ მუნჯი თაღებიც ეურჩებოდნენ, დასცინოდნენ, ენას იდგამდნენ და
მის მწარე ნაფიქრალს ნიშნისგებით იმეორებდნენ. თავის ხმასა და გულს ასკდებოდა გოროზი თავადი. უეცრივ საყდრის კარი ხრიალით გაიღო და მოურიდებელი ფეხის ხმა მოესმა შიოშს. ისედაც
ბრაზმორეული სახეზე კრუნჩხვამ გადაურბინა. ხარაჩოზე დაგდებულ ფუნჯს დასწვდა და
გამეტებით მოუქნია შემოსულს. მის წინაშე ლელაი იდგა. ასეთი ცქრიალა, გაზაფხულის თრიმლივით ჰაეროვანი,
ამზიურებული თვალებითა და ნათელი ღიმილით გამშვენებული, დაუდგრომელი ხალისით სავსე. თავი შეიკავა შიოშმა. ძლივს მოასწრო მოქნეული ფუნჯის შეჩერება. – მოდის, მამი!.. შესძახა ლელაიმ და ყელზე ჩამოეკიდა. – ვინ მოდის? ღჯუდ შეეკითხა მოხუცი და თვალი აარიდა თავის დაქალებულ, კეკლუც ასულს,
ხარაჩოს ზემოთ ,,ცარიელ სითეთრეს” შეავლო თვალი. იქ, იქ სწადდა მას თავისი შვილის
მარად უმჭკნარი სილამაზის კედელხატულის ხილვა. ფანასკერტელთ გვარის უკანასკნელი ნაშიერი იყო ლელაი. – ოჰ, დავამუნჯებ ვისმე… ენას ამოვართმევ! შვილს გულში იკრავდა და თავისას შფოთავდა გულზვავი. – იოვანე უტყვი მოდის. იოვანე უტყვი ვინღაა?– თავის ერთას ცერა თითით წარბი გადაუსწორა მოხუცმა. – მუნჯი მხატვარი! ვარძიაში მიუგნია მოურავს. – დიდება შენდა ღმერთო!– პირჯვარი ისახა თავადმა. ხოლო გულზე შეჭიდებული სიბრაზის
არტახი ისე უეცრად შემოაწყდა, რომ შებორგდა კიდევაც. სული შვებით მოიბრუნა და თავის
ასულს ფეხმოჩქარებით გაჰყვა. * ყინწვისისაკენ მიმავალი საურმე გზა ძამას ხეობას გასდევდა ტყე-ტყე, მერმე ქედის
კალთაზე აღმართს შეჰკიდებოდა. შეფენილი ტყის მწვანე ბოლქვებიან ხალიჩაზე ქვემოდანვე გამოჩნდა ამაყად აზიდული
გუმბათი. უფრო ახლოს, მაღალ ფერდოზე შემდგარი გალავანიც ამოიმართა. იოვანე უტყვი დაქვეითდა, გამყოლები და ჯორ-ცხენები წინ გაისტუმრა. ქვევიდან დიდხანს
უმზერდა ყინწვისის გუმბათს. უღრანის ბაცი და მუქი მწვანე ტალღებად მოჰყვებოდა მთის კალთებს. ოდნავ ჩადრეკილი
უბის შუაგულში ვეება მიტრასავით იდგა თლილი ქვის, მოჩუქურთმული გუმბათი. ირგვლივ
შეღრუბლული მზის სხივ-ზოლები შემოფრქვეოდა. მუნჯ მხატვარს ჩახშული გული გაუღო გარემოხედმა. სიამით აჰყვა საცალფეხო ბილიკს. ვიდოდა მსუბუქად, მაგრამ ნელა. მაღალტანს უფრო
უჩენდა თალხი, ტერფებამდე დასული სამოსი. დინჯად მიარხევდა ყაითანშემოვლებულ წელს. აღმართზე დასცხა მოსულს. გადაჩვეოდა ხანგრძლივ მგზავრობას. შეაწუხა კუშტულიანმა წამოსასხამმა, გადიგდო კისერზე. სახე გამოუჩნდა მხატვარს. ფერმკრთალ შუბლზე ნაადრევი ღარული დასდებოდა.
სწორნაკვთოვან სახეს უმშვენებდა შავი, კისრამდე გადასული შეტალღებული თმა და
ზომიერი ახალგაზრდული წვერ-ულვაში. იოვანე მიუახლოვდა ყინწვისის გალავანს. ბჭესთან შემოეგებნენ მწე-მხატვრები, უსტები, ხუროები. ყველას სწადდა ეხილა მხცოვანი მხატვრის ანდერძით დათქმული– მისი საყვარელი მოწაფე. თან ყველას შიოშის გულის მოლბობის იმედიც ჰქონდა. ქალთა ჯგუფიც იდგა აქვე. ლელაიც შეხიზნულიყო მათ შორის. იოვანეს არც შეუმჩნევია ხალხი. მან ჩუქურთმა შეამჩნია ბჭის თავზე. ფოთლების ხლართში ოსტატურად იყო ჩაწნული სავსე მტევანი. მოეწონა ნაკეთობა მხატვარს. ბჭის მოჩუქურთმულ ძგიდეს ჩააყოლა მზერა. კარიბჭის შიდა მხარე შორენკეცებით იყო მოპირკეთებული. ჩუქურთმის ქვედა წიბოსთან მზერა უნებურად შეაჩერა მხატვარმა. ზედ მიყრდნობილ ქალთა ჯგუფის წინ საოცარი სხივის ასული შენიშნა. განცვიფრებამ შეაჩერა. მას ყრუ-ბაგე დახშულს, იქნებ სწორედ ამიტომ უშუალოს, მუდამ
უჭირდა თავისი გრძნობების დაფარვა. ასულიც იდგა და ამზიურებული თვალებით მას უმზერდა, მას– შორიდან მოსულს,
მარტოხელასა და სულ უსიტყვო მხატვარს. ჩუქურთმაში ამოტვიფრულ ანგელოზად ეჩვენა იგი იოვანეს. ჯერ შეტოკდა, მერე მიეახლა, ხელი წარზიდა. თითქოს არ სჯეროდა თვალისა. გრძელი დახვეწილი თითებით შეეხო ლელაის მკლავს. საჯვრე მარმარილოს შეხებია ასე ოსტატი! ალბათ, მოულოდნელი სითბო იგრძნო, მკვრივი სირბილეც. ფიცხლად შეკუმშა ხელი. უკუიღო. ლელაი უფრო მიეკრო ჩუქურთმას, თითქოს შეეხორცა. თან გაკვირვებით უმზერდა მოსულსა და
ქალური გუმანით ცხადლივ გრძნობდა უტყვის გაოცებას. ქათინაურებით განებივრებული,
უსიტყვო ქებად იღებდა მხატვრის საქციელს. იოვანეს კი არც ქალის ნებიერობა უგრძვნია, არც ხალხის ჩურჩული, არც უხერხული
სიჩუმე. მხატვრის უეცარ წარმოსახვაში– ლელაის ფარფატა ფრთები გამოესხა. ჭარბად ცოცხალი
თავანკარა თვალები ოდნავ მიებნიდა, კენარი ტანი თალხ, ჰაეროვან სამოსში გამოეკვალთა
და კედელხატულიდან ჩამოსული ანგელოზის სახით მოევლინა ყინწვისში მოსულ, ანდერძით
დათქმულ მხატვარს. სხვა ქალები ნელინელ დადრკნენ და ჩუმად შემოეცალნენ ლელაის. მასაც შეუმძიმდა
მარტოდგომა…მოწყდა ბჭეს და წკრიალა კისკისით შესხლტა კარიბჭეში. თითქოს გაფრინდა ანგელოზი, ასე მოეჩვენა ყრუ-მუნჯს. მანაც გადადგა ბიჯი, პირჯვარი
გადაისახა და გალავანში შევიდა თავდახრილი. * დიდი კაკლის ქვეშ, ლორფინზე წამომჯდარი შიოშ ელოდა მხატვარს. იგი შორიახლოს იდგა და
ტაძრის აღნაგობას შეჰხაროდა. გამოცდილი თვალით ჯერ წახნაგიდან გახედა მაღალ შენობას, გარე კამარებისა
დაკაბადონების გამოფარგვლის სიზუსტე და სიმსუბუქე შეაფასა, მერმე ირგვლივ შემოუარა.
ზურგის ხედი გაუსინჯა. მხოლოდ შემდგომ შეხედა წინა მხარეს, მთავარ მისავალს, თვალი
ჰკიდა გუმბათს. აშკარად ნაამებმა ხელებიგაშალა, თითქოს უბეში იხუტებდა მისი
მხცოვანი მასწავლებლის უკანასკნელ ნაღვაწსა და…თავადი არც შეუმჩნევია, ისე შევიდა
საყდარში. ბურჩხა წარბები შეეკრა შიოშს. – ამაყი და მიუკარებელი ყოფილა,– მოახსენა მოურავმა,– თუ არ მოეწონა საყდარი და
მისი მოხატულობა, ხელს არ გააკარებს თურმე! – არ მოეწონაო?– გაწყრა შიოშ.– ვით დაიწუნების ყინწვისი?! წამოდგა, იხმო ლელაი და თავადაც შევიდა საყდარში. თავშიშველი იდგა მუნჯი.
კედელხატულობასგატაცებით დასწაფებოდა. სიამის ნათელი დაჰფენოდა სახეზე. ყალმის ყოველი მონაქნევი, ფერის ნაირსახე, ხატულთა იერი, ყველაფერი ზედმიწევნით
ახლონაცნობი გრძნობითა და გონებით იყო გამთბარი. მხცოვანი მასწავლებლის ყალამ-ფუნჯის ხაზ-მადლითა და ფერ-მარილით ეგულისხმებოდა. და
თითქოს– ცოცხალ მოწაფესა და მიცვალებულ მასწავლებელს შორის უტყვი, მაგრამ
მჭევრმეტყველი ბაასი წარმოებდა. გული რომ იჯერა და იდინჯა მოწაფემ, ახლა აუჩქარებლივ, გულდასმით იწყო ყინწვისის
ხატულ სამყაროში შესვლა, დამკვიდრება. აქა-იქ შეამჩნია დაუმთავრებელი სახეები, განუხორციელებელი ზრახვები, განსაკუთრებით
მარცხენა კედელზე, მეფეთა მხარის ზემოთ, სუდარისფრად გამოჩანდა მოუხატავი ადგილი. ოდნავი ხაზების ფარგი ამჟღავნებდა მხატვრის განზრახვას. ანგელოზის გამოსახვა სწადდა აქ მხატვარს, მაგრამ არ დასცალდა. თაბაშირი შეხმობოდა
და ახლა მასწავლებლის სიკვდილით დალიბრული თვალივით ეჩვენებოდა მისი ფუნჯის
მემკვიდრეს. მოწაფემ გაუგო მასწავლებელს…იქნებ თავის გულის თქმასაც გაუგო?! მიმოიხედა. გალავნის კარიბჭეს თუ დაძებდა. ვაზის ფოთლებში გახლართულ სავსემტევნიან
ჩუქურთმას, თუ ჩუქურთმის ძირიდან აფრენილ ანგელოზს? მხატვარმა ლელაი დაინახა. ტაძრის მისავალში სხვებიც იდგნენ, მაგრამ იგი მხოლოდ
`ანგელოზს”ხედავდა. კვლავ შეაკვირდა და მერმე მისი ნატიფი სახე სარკმელთა შორის
მოუხატავ ადგილზე წარმოიდგინა. შემობრუნდა კიდევაც, თითქოს მზერით მაღლა აიტანა.
კედელს მიასახა. შიოშ უსიტყვოდ მიუხვდა მუნჯს ზრახვას. – ეს უტიფარი მუნჯი თვალმეტყველი ყოფილა! გულმეცნიერიც,– განზე გამდგარი შეჰყურებდა
მხატვარს. ახლა არც იმაზე მოსდიოდა გული, რომ ახალმოსული ოსტატი აქამდე არ ეახლა
მას– დიდ თავადსა და `ანგელოზის” მამას. ოღონდ სურვილი შეუსრულოს, სურვილი. ასეთ დროს მომთმენი და ლმობიერი იყო შიოშ. იოვანე მიეახლა ლელაის, მდაბლად დაჰხარა თავი, ხარაჩოსაკენ მიიწვია ორივე ხელით. ვერ მიუხვდა მუნჯს ლელაი. იქნებ უნებურად იმორცხვა. ტანში აიწურა, თვალები დახარა,
ოდნავ შეკრთა. მაშინ იოვანემ მეტად რბილად, მოკრძალებით ხელი ჩაჰკიდა მაჯაში და წინ, ხარაჩოსკენ
წარსდგა ბიჯი. ახლა კი გაწყრა ლელაი, იუკადრისა ასეთი საქციელი. მით უფრო მამის წინაშე. მაგრამ
მამა სდუმდა. შვილსაც გაწყრომა სადღაც გულის მიღმა დარჩა, უჩვეულოდ გაინაბა და
მიჰყვა მისულის ნებას. შიოში კი გაკვირვებულად სდუმდა. არ მოუწონა მხატვარს ზრდილობა, უფრო მეტიც –
უტიფრობად ჩაუთვალა. არც შეარჩენდა სხვას. მაგრამ ახლა სხვაგან იყო მისი გულისყური.
აკვიატებულ აზრს შესჭიდებოდა. თავის წინაშე გამართლებაც კი მოუნახა მუნჯის
საქციელს: ,,მუნჯის ენა – თვალი და ხელია! აბა რაღა უნდა ექნა ენადაკლებულს. ეს კი
მეტად ეამა, რომ მუნჯის ზრახვა ასე ზედმიწევნით დაემთხვა მისას. თავად ულამაზო იყო
შიოშ ისედაც პირბუდაღა სახეს ახლა ბოლოსტიკეს ომში მიღებული ნაიარევი უსერავდა.
ცხვირიც კეხიანი ჰქონდა, თან ნაყვავილევიც იყო. ჰოდა, შვილის სილამაზეს შეფრფენით
აფასებდა. თვითონაც შეჰხაროდა და სხვებისაგანაც უყვარდა ,,თავის ერთას” სილამაზის
აშკარად თუ ფარულად ქების მოსმენა. ახლაც ხარობდა: ,,ამ მუნჯ მხატვარსაც თუ ასე უეცრად ენიშნა, მე რაღა მეთქმის! ჭეშმარიტად ანგელოზის
დარი ყოფილა ჩემი ლელაი!” ხარაჩოზე ავიდა იოვანე, ლელაიც აიყვანა. თავადის ასული მალული შიშით უმზერდა გოროზ მამას. კიბის თავზე მობრუნდა მხატვარი, ლელაის ქვეგახედვას გააყოლა თვალი. მხოლოდ ახლაღა შენიშნა შიოშ-თავადი. მიხვდა, ზრდილად სცა თაყვანი, ხელი შეუშვა
ლელაის, მისი ვინაობაც ახლა გაარკვია, არ ეამა ეს გარემოება, მას, ბუნებით
მანკიანს, არ უყვარდა ამ ,,მოლაპარაკე ქვეყნის” მხოლოდ ბედნიერ დაბადებით დიდნი. -ჰეი, ჯეჯიმი, ბალიშები! გასძახა შინამსახურთ თავადმა. უმალვე მიართვეს. საამო რბილსაჯდომი გაუმართეს ლელაის. მხატვარს სამგზავრო კაბა არც კი გაუხდია, ისე შეუდგა საქმეს. სარკმელთა შორის კედელს ძველი ბათქაში უმალ ჩამოაცალა და ახალ შემოქმედებითს
ზრახვებსა და ოცნებებს მიეცა მთლიანად. * შიოშ ფანასკერტელს დინჯი ლაფშურით მიჰყავდა თავისი საღარი. გულდამშვიდებული
მიეშურებოდა სასახლისაკენ, – ყინწვისის მოხატულობის დამთავრება საიმედო ხელში ჰქონდა ჩაბარებული. ახალგაზრდა კი ჩანდა ოსტატი, უკმეხიც,
მაგრამ მუნჯის თვალებში იმდენ ,,უცნაურ შინაგან რამე-რამეებს” გრძნობდა, რომ ბევრ
რამეზე თვალებს ხუჭავდა და უყოყმანოდ ანდობდა ,,ყინწვისის ყველა ხატ-ანგელოზების
გასრულებას.” გვეძინეთის გავლის დროს მალემსრბოლი შემოეყარა. გრაგნილი მოართვა. სასიძო – ბერდა
გვარელი შემოდგომისთვის შემოსთხოვდა და ნიშნავდა ქორწილს. უხვ მოსკითხავებსაც
უგზავნიდა თავის დანიშნულს. თავადმა სიამით მოავლო თვალი ძამას ხეობას. ფერდობზე მკელები შეჰფენოდნენ მოწეულ ყანებს. სოფლებში აქა-იქ უკვე ლეწვა იყო
გახურებული. ბაღებსა და ვენახებში მწიფდა ხილ-ყურძენი. აღარც შემოდგომა იყო ცხრა
მთას იქით. გული საგულეს ჰქონდა შიოშს. ურბნელს წინასწარ აცნობა ყინწვისის კურთხევის თარიღი.
ქორწილის სამზადისსაც შეუდგა. ყინწვისში კი ფიცხელი შრომა და ბერკეტბრუნვა დატრიალდა, ოწინარებით ეწეოდნენ დიდ
ლოდებს, ამთავრებდნენ გალავანს, აპირკეთებდნენ სამყოფო შენობებსა და სადგომებს. ხოლო იოვანე მუნჯი ბეჯითად და აღგზნებით ხატავდა, ამთავრებდა იმას, რაც აღარ
დასცლოდა მის მხცოვან მასწავლებელს.
ყვრიმალს ისრესდა თავადი. ყველამ იცოდა – ეს ზედმიწევნით სიბრაზეს ნიშნავდა.