გამსახურდია კონსტანტინე ტფილისური საღამო ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული, სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული, ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი, დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი.
ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;
ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან
მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.
მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,
ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.
ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები
ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები
„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი“, -
აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი...