ქვლივიძე მიხეილ
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს
ეძღვნება გიორგი შავგულიძეს
რამდენი ჩვენგან წასული კაცის ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ, მისი დაკარგვის მწარეა განცდა და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე, და თითქოს ვითვლით - ისევ და ისევ
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც -
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს -
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან -
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.
თვალს მოვკრავთ ღიმილს - ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს...
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!