ლებანიძე მურმან
ტერენტი გრანელს „გააჩმახაო
ამდენი სიკვდილებით!“ -
„გამოაგდოო სამეგრელომ უხვანჯროდ კარში!
„ვერ ამოუდგაო ეპოქას მხარში!
… ხბოს აღტაცებით დამუხტული პირაღიები –
ტერენტი გრანელზე იტყვიან პოეტები -
ხბოს აღტაცებით დამუხტული,
ხორციანი, მხნე პოეტები…
რა იცოდაო უკვდავების, თუ ძმა ხარ, არსი
უწიგნურმა მეგრელმა წიემ?!“
შეშინებული სიკვდილისგან იყოო ბავშვი!
უცნობ კუბოებს დასდევდაო თოვლიან ქარში!“
ამასაც იტყვიან…
ხორციანი და ვარდისფერი
მხნე პოეტები!