![]() |
ჭავჭავაძე ალექსანდრე სკოლაში |
„ალექსანდრე ჭავჭავაძე სკოლაში“ აერთიანებს სკოლაში შესასწავლ ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მასთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს
![]() |
1 ბიოგრაფია |
▲back to top |
დაბადების თარიღი: |
16 ნოემბერი, 1786 |
---|---|
გარდაცვ. თარიღი: |
6 ნოემბერი, 1846 (59 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: |
შუამთის მონასტერი, კახეთი |
კატეგორია: |
მთარგმნელი, პოეტი, სამხედრო პირი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი.
1795-1799წწ. სწავლობდა პეტერბურგის კერძო პანსიონში, თბილისში დაბრუნების შემდეგ - შინ, ფრანგი გუვერნიორის მეთვალყურეობით. ბავშვობიდანვე ეუფლებოდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, თურქულ და სპარსულ ენებს. 1804 წელს მონაწილეობდა მთიულეთის ანტიცარისტულ აჯანყებაში, რომლის ჩახშობის შემდეგ ერთი წლით ტამბოვში გადაასახლეს. განთავისუფლების შემდეგ, 1807, პეტერბურგის პაჟთა კორპუსში ჩარიცხეს. 1811 წლიდან კავკასიაში მოქმედი რუსული არმიის სარდლის მარკიზ პაულუჩის ადიუტანტი იყო; 1812 წლიდან მონაწილეობდა კახეთის აჯანყების ჩაქრობაში, 1813-1814წწ. მონაწილეობდა ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ; 1817 წელს პოლკოვნიკი გახდა, 1826 - გენერალ მაიორი; 1827-1828წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ირანის, შემდგომ რუსეთ-ოსმალეთს შორის ონში; 1828 წელს დანიშნეს სომხეთის ოლქის, 1829 წელს - კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსად; 1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ ოთხი წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს "წარსულში დამსახურებისათვის"; 1838 წელს ამიერკავკასიის მთავარმმართველობის საბჭოს წევრად დანიშნეს, 1841 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს; 1842-1843წწ. ასრულებდა ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას, 1843 წელს ხელმძღვანელობდა დაღესტნის დალაშქვრას. სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას. ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც. ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც. მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის პოეტური თარგმანებით ქართული მწერლობის გამდიდრების მხრივაც; მან თარგმნა ესოპეს (ეზოპე), კორნელის, რასინის, ლაფონტელის, ვოლტერის, ჰიუგოს, დერჟავინის, პუშკინის, ოდოევსკის და სხვ. ნაწარმოები. მასვე ეკუთვნის ნაშრომი "საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801-იდან 1831 წლამდე". რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის საიმპერატორო კარზე ერეკლე II-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გარსევან ჭავჭავაძის ვაჟი, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ნათლული, საზოგადო მოღვაწე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.376
ბიბლიოგრაფია
-
თხზულებანი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996. - 319გვ. . - ISBN: 5-511-00702-1
-
ლექსები, პოემები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1961. - 106გვ.
-
ლექსები და თარგმანები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1949. - 265გვ.
![]() |
2 ლექსები |
▲back to top |
![]() |
2.1 გოგჩა |
▲back to top |
გოგჩა
გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,
გოგჩა - გოგჩის (სევანის) ტბა, მდებარეობს
სასომხეთში.
მაგრამ
ნაქცევნი მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი,
ნაქცევნი - ნანგრევები. ნატამალი -
ნარჩენი. ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ
ესე კამარა ძლივ საცნობო ყოფილ
ტაძარად,
კამარა - თაღი. სად კვლავ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლთა,
ჰხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა,
ხელოვანნი მომგებლობისა - სავაჭრო საქმის კარგი მცოდნენი.
პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან.
ქურური - ქონება, მატერიალური სიმდიდრე. არა-თუ ვერცხლით, ნდობითაცა ყოვლად მდიდარნი.
წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა;
ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას;
მაგრამ რა?!.
დროსა მსრველის ცელით, ყოვლთა
წარმწყმედით,
დროსა მსრველი ცელი - დროის გამანადგურებელი ძალა.
ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ;
ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო, წმინდა, უძრავი,
თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ.
საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა,
სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი
და სად დღეს ვჰხედავთ ოდენ ბუთა და
ნატამალთა.
უდაბურება, მჩუმარება, არა-რაობა.
თვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ,
და უნებლიეთ წარმოდგება ოხვრით ეს გრძნობა:
აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი
უცილო,
აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი
ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ,
ხედვავ ბრმობილო!
უცილო - უდავო.
ხატი - აქ: სურათი.
ხედვავ ბრმობილო - დაბრმავებულო
მზერავ.
სად ღვთის დიდება მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად,
და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა, -
დღეს ეს ნაქცევი,
სახიერად მაჩრდილობელი,
სახიერად - ლამაზად, მშვენივრად.
ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და ხან წარმვლელი
მუნ შეაფარებს საქონელთა, შორით ზიდულთა!
ეს გროვა ქვათა სახე შლილის ოთხკუთხედისა
ადგილ არს, სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან;
სომეხნი, მხნენი
ხელოვანნი მომგებლობისა,
მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა
ქურურთა მქონე
აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე;
მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი!
მიხედე ამა ვრცელსა ვაკეს ქვა-ყრილსა ბნელად,
კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა,
ჩოგნით ტაცება ჭაბუკ-მხედართ გამოსაცდელად,
შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა.
ერთგზის ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსილნი,
ურთიერთთანა კავშირობით ამაღლებულან;
მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი,
ოდესმე მათში განცხრომილან და
განშვებულან.
აქაცა მჯდარა
ძალი მაღალს ტახტსა ამაყად,
განშვებულან - შვებით, მოლხენით უცხოვრიათ.
ძალი - აქ: ძალაუფლება, ძალაუფლების მქონენი.
აქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად;
ტრფიალნი აქაც
შემსჭვალვიან კვლავ ერთმანერთთა.
რავდენთ
ბანოვანთ შვენებანი ახლად მშლილობნი
შემსჭვალვიან - სიყვარულით შეერთებულან.
ბანოვანი - ქალბატონი, მანდილოსანი.
ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი, და გიშრის მწყობრნი
რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას.
რავდენგზის მთვარეს, თავ-მომწონეს, მათთან
შთახედვით
უგრძვნია თვისი ჩაგრულ-ყოფა და მოღრუბლვილა!
შთახედვით - მაყურებელს.
ციურთა მჯობი
მშვენებლობაც სხვათებრ
მოსთვლილა!
მშვენებლობა - მშვენიერება. მოსთვლილა
- გაქარვებულა, წაშლილა.
![]() |
2.2 ვაჰ, დრონი, დრონი |
▲back to top |
ვაჰ, დრონი, დრონი
ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი
მტკბარად, |
; |
![]() |
2.3 ვაჰ, სოფელსა ამას |
▲back to top |
ვაჰ, სოფელსა ამას
ვაჰ, სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა,
აქ აქებენ ძვირსა მზაკვარნი სულნი,
სამეფონი ურთიერთსა მქცევლობენ,
ძალი დავალს ღიმით ნაქცევთა ზედა,
გარნა მძლეცა შემდგომ სხვისგან იძლევის,
ზოგადნიმე სარგებლის საპოვნელად
ხელმწიფენი, რომელთ სვესაც ვეშურვით,
მოხელენი, მათ გარეშე მდგომელნი,
რომელნიც ამწარებთ ღარიბთ ცხოვრებას
2.4
ვისაც გსურთ
ვისაც გსურთ ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა,
2.5
იმინეთ, მსმენნო
იმინეთ, მსმენნო ისმინეთ, მსმენნო,
ჭირთა მთმენნო, მომიპყართ ყურნი, უწყით ყოველთა მახლობელთა მამულნი მათნი; გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი. კაცთა მკილავნი, ლიზღნი, ავნი, ეშმაკთ სადგურნი, - ეს აქვსთ სიკეთე მათ უკეთე და ნაცვალ-გება... სხვათ დიდ-ბოროტსა მცირე მათი უმეტესია...
2.6
სიყვარულო, ძალსა
სიყვარულო, ძალსა
სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?..
სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა, შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
|