უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - დ
დაბი
(Dabit) ეჟენ - ფრანგი მწერალი (1898-1936).
დაგერ-ი
(Daguerre) ლუი ჟაკ მანდე - ფრანგი გამომგონებელი ფოტოგრაფიის დარგში
(1787-1851).
დაგერმან-ი
(Dagerman) სტიგ - შვედი მწერალი (1923-1954).
დაგლას-ი
(Douglass) ფრედერიკ (ნამდვ. სახელი და გვარი - ფრედერიკ ოგასტეს უოშინგტონ
ბეილი, Bailey) - ამერიკელი აბოლიციონისტი, საზ. მოღვაწე და მწერალი (1817-1895).
დაგლას-ი
(Douglas) ჯორჯ ნორმან - შოტლანდიელი მწერალი, ესეისტი და სწავლული
(1868-1952).
დაგლას-ჰიუმ-ი
(Douglas-Home) ალეკ - დიდი ბრიტანეთის სახელმწ. მოღვაწე (1903-1995)
დაგობერტ I
(Dagobert) ფრანკთა მეფე - (605-639).
დადა,
ულდ დადა მოქტარ
- მავრიტანიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1924-2003)
დადიე
(Dadié) ბერნარ - მწერალი და ფოლკლორისტი (კოტ დ’ივუარის რესპუბლიკა) (დ.
1916-)
დავენპორტ-ი
(Davenport) ჰაროლდ - ინგლისელი მათემატიკოსი (1907-1969).
დავიდ-ი
(David) გერარდ - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლ. 1460/70-1523).
დავიდ-ი
(David) ედუარდ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მოღვაწე (1863-1930).
დავიდ-ი
(David) ვაცლავ - ჩეხეთის პოლიტ. და საზ. მოღვაწე (1910-1996).
დავიდ-ი
(David) იაკობ იულიუს - ავსტრიელი მწერალი (1859-1906).
დავიდ-ი
(David) კაროი - უნგრელი არქიტექტორი (1903-1973)
დავიდ-ი
(David) კონსტანტინ - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1908-1941).
დავიდ-ი
(David) ჟაკ ლუი - ფრანგი ფერმწერი (1748-1825).
დავიდ-ი
(David) რენე - ფრანგი მეცნიერი იურისტი (1906-1990)
დავიდ-ი
(David) ფელისიენ საზარ - ფრანგი კომპოზიტორი (1810-1876).
დავიდ
დ’ანჟე
(David d΄ Angers) პიერ ჟან - ფრანგი მოქანდაკე და მედალიერი
(1788-1856).
დავიდოვიჩ-ი
(Давидовиħ) ლიუბომირ - სერბიის პოლიტ. მოღვაწე (1863-1940).
დავით-ი
-
იუდეველთა და ისრაელთა გაერთიანებული სამეფოს დამაარსებელი (ძვ. წ. XI ს. დასასრ. -
დაახლ. ძვ. წ. 950).
დავილა
(Davila) ალექსანდრესკუ - რუმინელი დრამატურგი, რეჟისორი (1862-1929).
დავიჩო
(Davičo) ოსკარ - სერბი მწერალი (1909-1989)
დავლათშაჰ სამარყანდი იბნ ალ-დოულე
- სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (1438-1491).
დავუ
(Davout) ლუი ნიკოლა - საფრანგეთის მარშალი (1770-1823).
დაი
მინში - ჩინელი ისტორიკოსი (1653-1713).
დაიცინის
დინასტია იხ. ცინი
დაი
ჯენ-ი - ჩინელი მოაზროვნე (1723-1777).
დაკენ-ი
(Daquin, D΄ Aquin) ლუი კლოდ - ფრანგი კომპოზიტორი (1694-1772).
დაკოვსკი
(Даковски) დაკო - ბულგარელი კონორეჟისორი (1919-1962).
დალ-ი
(Dahl) იუჰან კრისტიან კლაუსენ - ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი
(1788-1857).
დალადიე
(Daladier) ედუარ - საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1884-1970).
დ’ალამბერ-ი
(D΄Alembert) ჟან ლერონ - ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი,
ენციკლოპედისტი (1717-1783).
დალაპოკოლა
(Dallapiccola) ლუიჯი - იტალიელი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი
(1904-1975).
დალენ-ი
(Dalen) ნილს გუსტავ - შვედი იმჟინერ-გამომგონებელი (1869-1937).
დალეს-ი
(Dulles) ალენ უელშ - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1893-1969).
დალეს-ი
(Dulles) ჯონ ფოსტერ - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე, დიპლომატი (1888-1959).
დალი
(Dali) სალვადორ - ესპანელი და ამერიკელი ფერმწერი (1904-1989)
დალიმილ მეზირჟიცკი
(Dalimil Meziřičský) - ჩეხი მემატიანე (XIII ს. II ნახ. – XIV ს. დასაწყ.).
დალინ-ი
(Dalin) ულოფ - შვედი მწერალი, კრიტიკოსი, ისტორიკოსი (1708-1763).
დალმან-ი
(Dahlmann) ფრიდრიხ კრისტოფ - გერმანელი ისტორიკოსი და პოლიტ.
მოღვაწე (1785-1860).
დალ
მონტე
(Dal Monte) ტოტი (ნამდვ. სახელი და გვარი - ანტონიეტა მენეგელი,
Meneghelli) - იტალიელი მომღერალი ქალი (1893-1975).
დალტონ-ი
(Dalton) ჯონ - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1766-1844).
დალუ
(Dalou) ემე ჟიულ - ფრანგი მოქანდაკე (1838-1902).
დალჰუზი
(Dalhousie) ჯეიმზ ენდრუ - ინგლისის პოლიტ. მოღვაწე (1812-1860).
დამ-ი
(Dam)
ჰენრიკ კარლ პეტერ - დანიელი ბიოქიმიკოსი (1895-1976).
დამდინსურენ-ი ცენდეინ
- მონღოლი მწერალი და მეცნიერი (1908-1986)
დამიანიჩ-ი
(Damjanich) იანოშ - უნგრეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1804-1849).
დამიანოვ-ი
(Дамянов) გეორგი პირვანოვ - ბულგარეთის მუშათა რევოლუციური მოძრაობის
მოღვაწე, სახელმწ. მოღვაწე (1892-1958).
დამპირ-ი
(Dampier) უილიამ - ინგლისელი ზღვაოსანი (1652-1715).
დამრონგ ნავასავატ-ი
- ტაილანდის სახელმწ. მოღვაწე (დ. 1901-)
დამრონგ რატჩანუბაბ-ი
- ტაილანდის სახელმწ. მოღვაწე და მეცნიერი (1862-1943).
დანა
ჯეიმზ,
იხ. დეინა ჯ.
დანაილოვ-ი
(Данаилов) გეორგი ტოდოროვ - ბულგარელი ეკონომისტი, საზ. და პოლიტ. მოღვაწე
(1872-1939).
დანბარ-ი
(Dunbar) პოლ ლორენს - ამერიკელი ზანგი მწერალი (1872-1906).
დანბარ-ი
(Dunbar) უილიამ - შოტლანდიელი პოეტი (1460-1517).
დანგე
შრიპად ამრიტ
- ინდოეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1899-1991)
დანდინ-ი
- ინდოელი მწერალი და ლიტერატურის თეორეტიკოსი (VI-VII სს.).
დანდოლო
(Dandolo) ენრიკო - ვენეციის დოჟი (დაახლ. 1108-1205).
დანელიუს-ი
(Danelius) გერჰარდ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1913-1978).
დ’ანვილ-ი
(d΄ Anville) ჟან ბატისტ - ფრანგი გეოგრაფი და კარტოგრაფი (1697-1782).
დანიელოპოლუ
(Danielopolu) - რუმინელი თერაპევტი და ფიზიოლოგი (1884-1955).
დანიელს-ი
(Daniels) როლანდ - გერმანელი რევოლუციონერი (1819-1855).
დანიელსონ-ი
(Danielsson) ბერგ ემერიკ - შვედი ეთნოგრაფი (1921-1997)
დანილო
პეტროვიჩ ნეგოშ-ი
- ჩერნოგორიის მეტროპოლიტი (1670-1735).
დანილო
პეტროვიჩ ნეგოშ-ი
- ჩერნოგორიის მთავარი (1826-1860).
დანკან-ი
(Duncan) აისედორა - ამერიკელი მოცეკვავე ქალი (1878-1927).
დანლოპ-ი
(Dunlop) ჯონ ტომას - ამერიკელი ეკონომისტი (1914-2003)
დანჟუა
(Denjoy) არნო - ფრანგი მათემატიკოსი (1884-1974).
დანტე
ალიგიერი
(Dante Alighieri) იტალიელი პოეტი (1265-1321).
დანტონ-ი
(Danton) ჟორჟ ჟაკ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1759-1794).
დ’ანტრკასტო
(d΄ Entrecasteaux) ჟოზეფ ანტუან დე ბრიუნი (de Bruni) - ფრანგი ზღვაოსანი
(1739-1793).
დაპერ-ი
(Dapper) ოლფერტ - ჰოლანდიელი ექიმი, მწერალი და გეოგრაფი (1635-1689)
დარა
(Dara) გავრილ - ალბანელი პოეტი და საზ. მოღვაწე (1826-1885).
დ’ანუნციო
(D΄ Annunzio) გაბრიელე - იტალიელი მწერალი და პოლიტ. მოღვაწე (1863-1938).
დ’არაგონა
(D΄Aragona) ლუდოვიკო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1876-1961).
დარბუ
(Darboux) ჟან გასტონ - ფრანგი მათემატიკოსი (1842-1917).
დ’არბუა
დე ჟიუბენვილ-ი
(d΄Arbois de Jubainville) ანრი - ფრანგი ენათმეცნიერი და ისტორიკოსი
(1827-1910).
დარელ-ი
(Durrell) ჯერალდ მალკოლმ - ინგლისელი ზოოლოგი და მწერალი
(1925-1995)
დარემ
(Durham) ჯონ ჯორჯ ლემპტონ - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე
(1792-1840).