ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი



ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი

ჯორბენაძე სანდრო

ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი

 

სანდრო ჯორბენაძე

ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი

საავტორო სამართალი

T © P

სამრეწველო საკუთრება

TM Ò SM

თბილისი 1998

ლექსიკონში განმარტებულია ინტელექტუალური საკუთრების ორივე სფეროსთან – საავტორო სამართალთან და სამრეწველო საკუთრებასთან, აგრეთვე მრეწველობასთან, ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებული 3000-მდე ტერმინი.

ლექსიკონი გათვალისწინებულია მეცნიერთათვის, მწერალთა და ხელოვანთათვის, გამომგონებლებისათვის, მეწარმეებისათვის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებული პრაქტიკოს იურისტებისა და სხვა პირთათვის.

რედაქტორები:

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ჯორბენაძე +

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო ჭანტურია

იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი დავით ძამუკაშვილი

 

წიგნი გამოდის აშერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ს (USAID), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ), ნიდერლანდების საგარეო საქშეთა სამინისტროს – საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ცენტრის (CILC) ხელშეწყობით.

Published with financial support of United states Agency for International Development (USAID) - Gesellschaft for Technische Zusamennarbeit (GTZ)- The Netherlands Ministry of Foreign Affairs - Centre for International Legal Cooperation (CILC)

© სანდრო ჯორბენაძე, 1998

© გამომცემლობა „სამართალი“, 1998

ვუძღვნი შფვრფასი ისმის – სერგო მონასეს ძე ჯორბენაშისა (1926–1998) და საყვარელი მეუღლის – ლია გივის ასულ ქავჟარაძის (1959-1998) დაუვიწყარ ხსოვნას.

1 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


წინათქმა

ინტელექტუალური საკუთრება ყოველი ერის სიძლიერის ერთერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას, რომ იგი ერის კულტურული ცხოვრების მასაზრდოებელია. ინტელექტუალური საკუთრება აწესრიგებს საავტორო სამართლისა და სამრეწველო საკუთრების სფეროებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

სამართლებრივი რეგულირების სფეროს ინტელექტუალური საკუთრების ის ობიექტები წარმოადგენენ, რომლებიც ადამიანის გონებისა და ინტელექტის ქმნილებებია. შემოქმედების პროცესი კი ასეთი რეგულირების სფეროს ფარგლებში არ შედის.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს წარმოადგენენ: საავტორო სამართლის დაცვის სფეროში – ლიტერატურული, მხატვრული და სამეცნიერო ნაწარმოებები, მსახიობთა საშემსრულებლო მოღვაწეობა, კომპიუტერული პროგრამები, ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგია, მონაცემთა ბაზები, ფონოგრამები.

ვიდეოგრამები, რადიო და ტელეგადაცემები.

სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში – გამოგონებები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, ნოუჰაუ, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. მიუხედავად აღნიშნული ობიექტების სხვადასხვაგვარობისა, ყველა ისინი არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

აუცილებელია, განვასხვავოთ ამ ობიექტების არამატერიალურობა, იმ მატერიალური (ფიზიკური) ობიექტებისაგან რომლებშიც ისინი განსახიერდება მათი შექმნის შემდეგ. მაგალითად, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების განსახიერება ხდება წიგნებში, სცე6ნარებში, სურათებში, დადგმებში და სხვ., გამოგონებისა კი მანქანადანადგარებში, ნაკეთობებში და ა. შ. ხოლო სასაქონლო ნიშნებისა საქონელში.

ინტელექტუალურშემოქმედებითი შრომის შედეგს ეკონომიკურ ფასეულობას ანიჭებს მისი განსახიერება მატერიალურ (ფიზიკურ) ობიექტებში.

ჩვეულებრივი საქონლისაგან განსხვავებით, შემოქმედებითი შრომის პროდუქტები, თუ ისინი არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური სამართლებრივი დაცვით, ვერ მოუტანენ მათ მფლობელებს გარანტირებულ სარგებელს.

სამართლებრივი დაცვის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პირი ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე შეძლებდა სხვისი შემოქმედებითი ქმნილების მითვისებას და მისგან ეკონომიკური მოგების მიღებას, რითაც ზიანს მიაყენებდა ამ ქმნილების მფლობელს.

ამის თავიდან ასაცილებლად შემოღებულია განსაკუთრებული უფლების ინსტიტუტი.

რომლის თანახმადაც, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მფლობელს ენიჭება განსაკუთრებული უფლება შესაბამისი ობიექტის გამოყენებაზე განსაზღვრული დროითა და განსაზღვრულ ტერიტორიაზე.

განსაკუთრებული უფლების მფლობელი არის ის პირი, ვისი შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ესა თუ ის ობიექტი.

მაგალითად, მხატვრული ნაწარმოებისათვის – მწერალი და არა ოპერატორი, რომელმაც კომპიუტერში შეიტანა და დააკაბადონა მისი ნაწარმოები; ფილმის სცენარისტი, რეჟისორი, კომპოზიტორი და არა გამნათებელი ან სხვა დამხმარე პერსონალი; პატენტმფლობელი და არა ის, ვინც პრაქტიკულად განახორციელა გამოგონების წარმოებაში დანერგვა. ცხადია, რომ პირველი მათგანი ქმნის ხოლო დანარჩენები, მიუხედავად მათი გაწეული შრომისა, ასრულებენ მხოლოდ ტექნიკურ და არა შემოქმედებით სამუშაოს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ისევე, როგორც სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებული უფლების მფლობელი იყო სახელმწიფო.

ნაწარმოების, გამოგონების ავტორს კი ეძლეოდა ფიქსირებული გასამრჯელო – ჰონორარი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო იყო პირველი, მის ყოფილ რესპუბლიკებს შორის, რომელმაც მიიღო სამრეწველო საკუთრების მარეგულირებელი აქტები. მოგვიანებით მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის ნაწილსაც შეადგენს საავტორო სამართალი, რითაც საქართველო გადავიდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა მსოფლიოში აღიარებული სამართლებრივი დაცვის თანამედროვე სტილზე. საქართველო შეუერთდა, როგორც პარიზის კონვენციას (1994), ასევე ბერნის. კონვენციას (1995). პარიზის კონვენცია. ეხება. სამრეწველო საკუთრების დაცვას. იგი მიღებულ იქნა ქ. პარიზში 1883 წელს. ბერნის კონვენცია კი ეხება ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვას. იგი მიღებულ იქნა ქ. ბერნში 1886 წელს. ამჟამად ამ კონვენციების წევრი ორასამდე სახელმწიფოა.

1995 წლის დასაწყისში როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, ამ კოდექსის შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარემ პროფ. სერგო ჯორბენაძემ, დასვა საკითხი, რათა შექმნილიყო ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც დაწვრილებით იქნებოდა განმარტებული ინტელექტუალური საკუთრების ორივე სფეროს, როგორც საავტორო სამართლის, ისე სამრეწველო საკუთრებასთან დაკავშირებული ტერმინები, გამოთქმები, მათი სამართლებრივი რეგულირების ასპექტები და სხვ., შექმნილიყო ისეთი ლექსიკონი, რომელშიც საკუთრების ამ სფეროთი დაინტერესებული პირი, ნაკლებად ჩაიხედებოდა სხვა წყაროებში და შეძლებდა ლექსიკონითვე მიეღო პასუხი მისთვის საინტერესო საკითხებზე.

წინამდებარე ლექსიკონი შედგება 3000-მდე ტერმინისაგან მასში ინტელექტუალური საკუთრების ყოველ ობიექტთან დაკავშირებული ცნებები და ტერმინები შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურადაა ახსნილი.

მაგალითად, ლიტერატურულ ნაწარმოებთან დაკავშირებით – წერილობითი ნაწარმოები, წერილობით ნაწარმოებთან დაკავშირებით – წიგნის განსაზღვრება, წიგნთან დაკავშირებით – სუპერი და ა. შ.

გამოგონებებთან დაკავშირებით – გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით – არსებითი ნიშნები, არსებით ნიშნებთან დაკავშირებით – სტრუქტურული, ფორმის, ურთიერთკავშირის, შეფარდების ნიშნები და ა. შ.

საქართველოში ჯერ არ არსებობს ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიის მოწესრიგების სამართლებრივი ნორმები, მიუხედავად ამისა, მათთან დაკავშირებულმა ტერმინებმა და მათი დაცვის საერთაშორისო ნორმებმაც ჰპოვეს ასახვა ლექსიკონში.

ლექსიკონში განსაზღვრულია ლიცენზია, მისი ფორმები, სალიცენზიო ხელშეკრულება, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ასახული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი ასპექტები, რითაც დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, ხელშეკრულების დადებისას წინასწარ გაითვალისწინოს და თავიდან აიცილოს ყველა შესაძლო გართულება. ლექსიკონში შესულია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მემკვიდრეობითი სამართლის ზოგიერთი ნორმა, რაც დღეისათვის მეტად აქტუალურია. რადგან შესაძლებელია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებების გადაცემა მემკვიდრეობით.

ლექსიკონში შესულია ეკონომიკური ტერმინები, აგრეთვე მოძველებული (მაგ., საგამომგონებლო სამართალი) და ისტორიული (მაგ., დედოფალ ანას სტატუტი) ტერმინები.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სტრუქტურა და ფუნქციები.

ლექსიკონს დართული აქვს გამოგონებების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასები, ზოგიერთი ძირითადი ერთეულები, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, აკრონიმები, უცხოენოვანი სიტყვები, გამოთქმები და აღნიშვნები ლათინურქართული გეოგრაფიული სახელები, ისმოს ქვეყნების ორასოიანი კოდები, EAN (European Article Numbers) საერთაშორისო სისტემაში გაწევრიანებული ქვეყნების შტრიხკოდები და ლიტერატურა, რომელიც გამოყენებულ იქნა ლექსიკონზე მუშაობის დროს.

ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი პირველი ცდაა საავტორო სამართლისა და სამრეწველო საკუთრების ერთობლივი ტერმინების შექმნისა. ვფიქრობთ, იგი დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებსა და ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

გულწრფელი პატივისცემა და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორებს სერგო ჯორბენაძესა+ და ლადო ჭანტურიას, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატ დავით ძამუკაშვილს, რომელთა საქმიანმა შენიშვნებმა და რჩევებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს ლექსიკონის საბოლოო ვარიანტის შექმნაში.

მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო გერმანიის მთავრობისა და ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერა ლექსიკონის გამოცემაში.

ცხადია, იდეალური წიგნი არ არსებობს. არც ეს წიგნი იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან. მკითხველთა შენიშვნებს სიამოვნებით მივიღებთ და გავითვალისწინებთ მომავალ გამოცემებში.

სანდრო ჯორბენაძე

2 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ა

▲ზევით დაბრუნება


აბრევიატურა – 1. სიტყვების პირობითი შემოკლება; ქარაგმა. სასაქონლო ნიშნად შეიძლება ასეთი სიტყვების გამოყენება. სიტყვა შედგენილი მხოლოდ პირველი ასოებისაგან, წარმოადგენს ინიციალურ აბრევიატურას. მაგ., BMW-ს, ნაცვლად: Bayerish Motoren werke რაც ნიშნავს: „ბაიერის საავტომობილო ქარხანა“; 2. სანოტო დამწერლობაში მიღებული შემოკლება.

აბრეჟე – მხატვრული ან სხვა რომელიმე ნაწარმოების შემოკლებულად (მნიშვნელოვანი ადგილების ამოწერით) გადმოცემა. აბრეჟეს პრინციპით არის აგებული ქრესტომათიების უმეტესი ნაწილი, ზოგჯერ ანთოლოგიაც კი.

აბრისი – ლითოგრაფიაში – დედნის გამოსახულების კონტური, რომელსაც ტუშით შემოხაზავენ გამჭვირვალე მასალაზე (კალკზე და სხვ.) და შემდეგ ლითოგრაფიულ ქვაზე გადაიტანენ.

აბროგაცია – მოძველებული კანონის გაუქმება უსარგებლოობის ან დროის მოთხოვნილებებთან შეუსაბამობის გამო. კანონის გაუქმება შეიძლება მოხდეს თვით აბროგაციის – ახალი კანონით ძველის მთლიანი შეცვლის; დეროგაციის – ძველი კანონის ნაწილობრივი გაუქმების; ობროგაციის – ძველ კანონში აუცილებელი ცვლილებების შეტანის; სუბროგაციის – ძველ კანონში დამატებების საშუალებით.

აბსოლუტური სიახლე – პატენტუნარიანობის კრიტერიუმი, რომლის დადგენისას მხედველობაში მიიღება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, მათ შორის, ობიექტის გამოყენების შესახებ. იხ. აგრეთვე შედარებითი სიახლე.

აბსტრაქტული გამოსახულება – გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის სახე, როგორსაც წარმოადგენს წრფე, წირი, მათი კომბინაციები, სხვადასხვა ფიგურები

აგენტი – 1 იურიდიული მხარის წარმომადგენელი, რწმუნებული. 2. იურიდიული მხარის საიდუმლო წარმომადგენელი, რომლის საქმიანობასაც წარმოადგენს სამრეწველო საკუთრების ობიექტზე ინფორმაციის მიღება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გზით. 3. მოქმედი მიზეზი, რომელიც იწვევს სხვადასხვა მოვლენას ბუნებაში, ადამიანის ორგანიზმში და სხვ. იხ. აგრეთვე სპეციალური აგენტი; მთავარი აგენტი; მეწარმე სუბიექტი.

აგრეგირება – ერთგვაროვანი მონაცემების შეჯამება, უფრო ზოგადი მონაცემების მიღების მიზნით. გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულა ჩაითვლება აგრეგირებულად, თუ მასში ჩამოთვლილია მხოლოდ კომბინაციის ელემენტები მათი ურთიერთმოქმედების მითითების გარეშე.

ადა – კომპიუტერული ენა შექმნილი პასკალის საფუძველზე.

ადამიანური კაპიტალი –- ადამიანის ზოგადი ან სპეციალური უნარი და ოსტატობა, შეძენილი პროფესიული მომზადებითა და საწარმოო გამოცდილებით.

ადაპტაცია – 1 გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც ნაწარმოების ტექსტი შემოკლებულია ან გამარტივებული. 2. ორგანიზმის ან ცალკეული ორგანოს შეგუება გარემო პირობებთან.

ადაპტაციის დაცვა – იხ. გადამუშავებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლება.

ადაპტირებული ტექსტი – ტექსტი, რომელსაც ადაპტაცია გაუკეთეს.

ადაჯო – 1. მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ნელი ტემპი. ამგვარი ტემპით დაწერილი ნაწარმოები ან მისი ნაწილი. 2. ნელი, ლირიკული ცეკვა ბალეტში.

ადგილობრივი ბაზარი – ბაზარი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ერთ ან რამდენიმე რაიონს.

ადგილობრივი რეკლამა – მომხმარებლისათვის მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად, როდის და რა პირობებით შეიძლება შეძენილ იქნეს რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება. იგივეა, რაც საცალო რეკლამა.

ადგილწარმოშობის დასახელება – საქონლის ა. დ. ეს არის რეგიონის, ქვეყნის ან გარკვეული ადგილმდებარეობის გეოგრაფიული დასახელება, რომელიც გამოიყენება აღნიშნულ ფარგალ-ში წარმოებული იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის სპეციფიკური თვისებები ან ხარისხი, არსებითად ან მთლიანად განპირობებულია გეოგრაფიული გარემოთი, ან მოცემულ ადგილზე ბუნებრივი და ადამიანური (ხალხური რეწაობის) ფაქტორებით. ადგილწარმოშობის დასახელებაში შედის იმ ქვეყნის, რეგიონის ან კონკრეტული ადგილის სახელწოდება, სადაც დამზადებულია პროდუქცია, ა. დ-ით შესაძლებელია იმის განსაზღვრა. თუ სად და ვის მიერაა შესრულებული პროდუქციის გამოშვება ან მომსახურება. ა. დ-ის უფლება გააჩნიათ იმ მეწარმეებს, რომელთა საწარმოები განლაგებულია მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში და რომლებიც მიესადაგება ამ ზონაში წარმოებულ კონკრეტულ პროდუქტებს (მაგ., „წინანდალი“, „ბორჯომი“, „შამპანური“). ადგილწარმოშობა ყოველთვის წარმოადგენს გეოგრაფიულ სახელწოდებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება მიანიშნებდეს განსაზღვრულ გეოგრაფიულ ნაწილს, მისი პირდაპირი დასახელების გარეშე. საქონლის ა. დ-ად არ ჩაითვლება ისეთი აღნიშვნები, რომლებიც შეიცავენ გეოგრაფიულ დასახელებას, მაგრამ საყოველთაოდაა ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც სხვა სახის საქონლის დასახელება, რომელიც არ არის კავშირში მის დამზადების ადგილთან. ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა ხდება „საქპატენტში“ რეგისტრაციის გზით. „საქპატენტი“ მასზე გასცემს მოწმობას. მოწმობა უფლებას იძლევა ამ ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე. რეგისტრაცია საქონლის ადგილწარმოშობაზე, რომელიც გაუქმებულ იქნეს, თუ: საქონელმა დაკარგა ის სპეციფიკური თვისებები, რომლებიც მითითებული იყო ამ საქონლის ადგილწარმოშობასთან დაკავშირებით; იმ გეოგრაფიული ზონისათვის დამახასიათებელი თვისებების დაკარგვით ან წარმოების შეუძლებლობის გამო, რომელიც მითითებული იყო რეგისტრაციის დროს.

ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენება – ა. დ. გამოყენებად ჩაითვლება მისი მითითება საქონელზე, შეფუთვაზე, რეკლამაში, პროსპექტებში, ანგარიშებში, ბლანკებზე და სხვა დოკუმენტებზე, როდესაც იგი დაკავშირებულია საქონლის სამეურნეო ბრუნვაში შესვლასთან.

ადგილწარმოშობის სერთიფიკატი – დოკუმენტი, სადაც მითითებულია საქონლის ადგილწარმოშობა. იგი წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს საერთაშორისო ვაჭრობაში.

ადენდუმი – დანართი ხელშეკრულებაზე, რომელიც ხელშეკრულების მხარეების მიერაა შემუშავებული.

ადლიბი – მოუმზადებელი, სახელდახელოდ შეთხზული, ექსპრომტი. საავტორო გამოსვლის, მუსიკალური თანხლების და სხვ. იმპროვიზაცია.

ადმინისტრაციული და ფინანსური დებულებები – პარიზის კონვენციის დებულებებს, რომლებიც კონვენციის შესაბამისი მუხლებით რეგულირდება. ეს დებულებები მიეკუთვნებიან პარიზის კონვენციის ადმინისტრაციულ სტრუქტურას და იყოფა შემდეგი პუნქტების მიხედვით: ა) პარიზის კავშირის ორგანოები. ბ) ფინანსები. გ) შესწორებები კონვენციაში და მისი გადასინჯვა. დ) სპეციალური შეთანხმებები. ე) კონვენციისადმი მიერთება, მისი ძალაში შესვლა. ვ) დენონსირება. ზ) სადავო საკითხები.

ადრე შექმნილი ნაწარმოების აგტორის უფლებები – იხ. ადრინდელ ნაწარმოებზე საავტორო უფლებები.

ადრემოსარგებლე – იხ. წინათმოსარგებლე.

ადრესარგებლობის უფლება – იხ. წინათსარგებლობის უფლება.

ადრეული პუბლიკაციის სისტემა – ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შემდეგ საპატენტო უწყების მიერ განაცხადის გამოქვეყნება, განაცხადის წარდგენის თარილიდან ან პრიორიტეტიდან 18 თვის შემდეგ.

ადრინდელ ნაწარმოებზე საავტორო უფლებები – ისეთი ადრინდელი ნაწარმოებისათვის, რომელიც გადამუშავებულია ან ჩართულია შემადგენელ ნაწილად აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში, აგრეთვე იმ ნაწარმოებისათვის. რომელიც შექმნილია აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის პროცესში, მათ ავტორებს უნარჩუნდებათ საავტორო უფლება თავიანთ ნაწარმოებებზე და უფლება აქვთ დამოუკიდებლად გამოიყენონ ასეთი ნაწარმოებები, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული – იმ პირობით, რომ ასეთი სარგებლობა, ხელს არ უშლის აუდიოვიზუალური ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას.ადრინდელი განაცხადის პრიორიტეტი

ადრინდელი განაცხადის პრიორიტეტი განიხილება, როგორც ახალი განაცხადის პრიორიტეტი. თუ: ა) ახალი განაცხადი იმეორებს იმავე ავტორის ადრინდელი განაცხადის ნაწილს, რომელშიც გადმოცემულია ახლად წარმოდგენილი გამოგონების არსი. ბ) ახალი განაცხადი შესულია საქპატენტში პირველი განაცხადის შესვლის თარიღიდან არა უგვიანეს 12 თვისა; ადრინდელი განაცხადი კი „საქპატენტიდან“ გატანილად ჩაითგლება. გამოგონების პრიორიტეტი შეიძლება დადგინდეს რამდენიმე ადრინდელ განაცხადზე დაყრდნობით.

ადრინდელი ნაწარმოები – ადრე არსებული ქმნილება, გადასამუშავებელი ნაწარმოების შესაქმნელად (მაგ., რომანის პიესად) ან ახალ ნაწარმოებში გამოსაყენებლად (მაგ., მუსიკა ფილმში) ანდა მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენება კრებულებში (მაგ. პატარა მოთხრობა ანთოლოგიაში). ა. ნ-ს მისგან გადამუშავებულ ნაწარმოებთან მიმართებაში ეწოდება ორიგინალური ნაწარმოები.

ავანსი – მისაღები თანხის ნაწილი, რომელსაც საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარ უხდიან ნაწარმოების ავტორს. ავანსით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. საფასურის ნაწილის ყველანაირი წინასწარი გადახდა ჩაითვლება ავანსად.

ავანტიტული – წიგნის საწყისი გვერდი.

ავაჯი – ჰიმნოგრაფიული ტერმინი, ქართული საგალობლის ხმა, მელოდია, კილო.

ავთენტიკური ტექსტი – 1. ერთ ან რამდენიმე ენაზე თარგმნილი ტექსტი, რომელიც განიხილება როგორც დედანი და აქვს იგივე ძალა. 2. დედნის შესაბამისი ტექსტი.

ავთენტიფიკაცია – ტექსტის ნამდვილობის დადგენა.

ავტობიოგრაფია – საკუთარი ცხოვრების აღწერა. ლიტერატურული ჟანრი, რომელიც უახლოვდება მემუარებს, მაგრამ ყურადღება გამახვილებულია ავტორის პიროვნებასა და მის სულიერ სამყაროზე.

ავტოგრავიურა – გრავიურა, რომლის შესრულებას ხეზე, ლინოლეუმზე ან ლითონზე თვითონ ნაწარმოების ავტორი (მხატვარი) აკეთებს.

ავტოგრაფი – საკუთარი ხელმოწერა. სასაქონლო ნიშნად ან მის ნაწილად შეიძლება ავტოგრაფის გამოყენება მხოლოდ ამ პირის მიერ, ან მისი თანხმობით.

ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემა – საინფორმაციო სისტემა, რომლის გამოყენება ხდება გამოთვლითი ტექნიკისა და კავშირგაბმულობის საშუალებებით.

ავტომატური იდენტიფიკაცია – ნაწარმის მექანიკური იდენტიფიცირებისა და კომპიუტერში მონაცემების ავტომატური შეყვანა. ყველაზე გავრცელებულია შტრიხებიანი კოდები, ოპტიკური ამოცნობის საშუალებები, იდენტიფიკაცია მაგნიტური ჭდეების, მაგნიტური ზოლის საშუალებით, აგრეთვე ხმოვანი სისტემები.

ავტორეფერატი – ნაწარმოების, შრომის მოკლე შინაარსი და ძირითადი აზრი, დაწერილი თვით ავტორის მიერ.

ავტორი – ნაწარმოების, სამეცნიერო შრომის (კვლევის), გამოგონების და ა. შ. შემქმნელი. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, ნაწარმოების ავტორად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ესა თუ ის ობიექტი. თუ ობიექტის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე ფიზიკური პირი, მაშინ ყველა მათგანი ითვლება ავტორად–თანაავტორად და ამ ობიექტზე ავტორობის უფლებით სარგებლობის წესი განისაზღვრება მათი შეთანხმებით. ავცტორებად არ მიიჩნევიან ის ფიზიკური პირები, რომელთაც არ შეუტანიათ შემოქმედებითი წვლილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შექმნაში. ავტორობა განუსხვისებელი უფლებაა და უვადოდაა დაცული. ‘

ავტორიზება – საკუთარი ნაწარმოების გამოცემაზე ან თარგმნაზე თანხმობის მიცემა.

ავტორიზებული თარგმანი – ავტორის მიერ ნებადართული თარგმანი.

ავტორის ვალდებულება – იხ. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება.

ავტორის სახელის მითითება – იხ. დასესხების წყაროზე მითითება.

ავტორის უფლებები – ნაწარმოების ავტორის უფლებებია: პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლება

ავტორის ქონებრივი უფლების გადაცემა – ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია გადასცეს თავისი ქონებრივი უფლებები სხვა პირს – უფლებამონაცვლეს. ხელშეკრულებით უფლებამონაცვლეზე გადადის ნაწარმოების გამოყენების ყველა განსაკუთრებული უფლება. რაც გააჩნია ნაწარმოების ავტორს. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია აგრეთვე სხვა პირს მისცეს ნებართვა განსაზღვრული საშუალებებით ნაწარმოების გამოსაყენებლად. განსაზღვრული საშუალებებით ნაწარმოების გამოყენების ნებართვა გაიცემა განსაკუთრებული ან ჩვეულებრივი ლიცენზიის გაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე.

ავტორის ღირსების, პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლება – ავტორის, შემსრულებლის პირადი არაქონებრივი უფლება წინააღუდგეს ნაწარმოების დამახინჯებას ან იმგვარ შეცვლას, რამაც შეიძლება შელახოს ავტორის ღირსება, პატივი და რეპუტაცია. ღირსების, პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლება არის პირადი არაქონებრივი უფლება, იგი ხორციელდება უვადოდ და მემკვიდრეობით არ გადადის.

ავტორისეული თარგმანი – თვით ავტორის მიერ შესრულებული თარგმანი.

ავტორობა – კონკრეტული ნაწარმოების შექმნაში მონაწილეობა.

ავტორობის მითვისება – ქმედება, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

ავტორობის პრეზუმფცია – ავტორის ვინაობის საეჭვოობისას, თუ საპირისპირო არ დამტკიცდება, ნაწარმოების ავტორად მიიჩნევა პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან მის ეგზემპლარზე. ასევეა ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდაა ცნობილი. როდესაც ნაწარმოები ქვეყნდება ფსევდონიმით ან ანონიმურად (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდაა ცნობილი), გამომცემელი, რომლის სახელი ან დასახელებაც აღნიშნულია ნაწარმოებზე, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება, ითვლება ავტორის წარმომადგენლად. წარმომადგენელს უფლება აქვს დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება, იქამდე, სანამ ასეთი ნაწარმოების ავტორი არ გაამჟღავნებს თავის ვინაობას.

ავტორობის უფლება – ავტორის პირადი არაქონებრივი უფლება. ავტორობის უფლება დაცულია უვადოდ და მისი გასხვისება შეუძლებელია. იგი მემკვიდრეობით არ გადადის. ავტორობის უფლება შეზღუდული არ არის, არც დროით და არც ჯერიტორიით. გამოგონებისათვის, სასარგებლო მოდელისათვის, სამრეწველო ნიმუშისათვის ა. უ. წარმოიქმნება პატენტის გაცემის ფაქტიდან.

ავტოტიპია – ნახევარტონოვანი გამოსახულების (ფოტოსურათის, აკვარელით ან ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატის და ა. შ.) პოლიგრაფიული წარმოება მაღალი ბეჭდვის საშუალებით.

აზრი – იხ. იდეა.

აკვატინტა – გრავიურის ერთ-ერთი სახე, რომელიც ლითონზე ამოკვეთილ ჩაღრმავებას წარმოადგენს.

აკრონიმი – იგივეა, რაც აბრევიატურა.

აკრძალვები პატენტის გაცემაზე – ზოგიერთ სპეციალური სახეობის პატენტუნარიან გამოგონებაზე პატენტის გაცემა პირდაპირ იკრძალება პარიზის კონვენციის მონაწილე რიგ ქვეყნებში. მაგ., გამოგონებებზე, რომლებიც ეხება ბირთვული გარდაქმნების შედეგად მიღებულ ნივთიერებებს და სხვ.

ალგოლი – კომპიუტერული პროგრამირების ენა.

ალგოლოგია – ბოტანიკის ერთ-ერთი კერძო დარგი. მეცნიერება წყალმცენარეების შესახებ.

ალგორითმი – მათემატიკური პროცედურა, რომელიც გამოიყენება ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად. ალგორითმზე პატენტი არ გაიცემა.

ალგრაფია – ალუმინის ფირფიტის ფორმაზე შესრულებული ბრტყელი ბეჭდვის წესი. ამგვარად იბეჭდება მაგ., პლაკატები, რუკები და სხვ.

ალეატორული ხელშეკრულება – რისკთან დაკავშირებული ხელშეკრულება, მაგ., ლატარია, ზოგიერთი საბირჟო ხელშეკრულება, სანაძლეო და სხვ.

ალეგორია – აბსტრაქტული იდეების პირობითი გამოხატვა მხატვრული სახეებით.

ალიტერაცია – მხატვრულ-სტილისტური ხერხი ფოლკლორსა და მხატვრულ ლიტერატურაში, როდესაც ხდება ერთი და იმავე თანხმოვნის რამდენჯერმე კანონზომიერი გამეორება.

ალმანახი – შედგენილი ნაწარმოების ერთ-ერთი სახე – კრებული, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ავტორთა ლიტერატურული ნაწარმოებები.

ალონიმი – ვინმეს ნამდვილი სახელი, რომელიც ფსევდონიმადაა გამოყენებული.

ალტერაცია – მუსიკალური ბგერის ნახევარტონით ან მთელი ტონით შეცვლა. ალტერაციის ნიშნებია: დიეზი, ბემოლი, ბეკარი.

ალტერნატიული ტექნოლოგია – ინფორმაცია, რომლის გამოვლენის საშუალებას იძლევა საპატენტო დოკუმენტაცია, რომლითაც შეიძლება რომელიმე ცნობილი (ტექნოლოგიის შეცვლა, რათა გაიზარდოს ეკონომიკური მოგება ან შემცირდეს გარემოსათვის მიყენებული ზიანი.

ამალგამაცია – ფირმების შეერთება, გაერთიანება; ერთი ფირმის მიერ მეორის იძულებითი მიერთება.

ამბალაჟი – ტერმინი საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც აღნიშნავს შეფუთვაზე გაწეულ ხარჯს. შესაფუთ მასალას.

ამონაბეჭდი -- ჟურნალში, კრებულში მოთავსებული ნაშრომი ან წერილი, რომელიც ცალკეა აკინძული.

ამორალური აღნიშვნები – აღნიშვნები სასაქონლო ან მომსახურების ნიშანში, რომლებიც გამოხატავენ ამორალურ მიდრეკილებებს, უზნეო ქმედებებს და სხვ.

ამორალური სასაქონლო ნიშანი – ამორალური სიმბოლოების შემცველი სასაქონლო ან მომსახურების ნიშანი. ასეთი ნიშანი არ რეგისტრირდება.

ამფიბოლი – გამოთქმის ორაზროვნება, გაურკვევლობა.

ანაგრამა – ერთი სიტყვიდან მეორის მიღება ასოების გადასმით, მაგ., ლალი – ლილა.

ანალოგი – იმავე ფუნქციური დანიშნულების, მაგრამ განსხვავებული გადაწყვეტის მქონე სამრეწველო საკუთრების ობიექტი. იხ. აგრეთვე პროტოტიპი.

ანაფორა – პოეტური ხერხი. ერთი და იმავე სიტყვის ან ბგერის გამეორება რამდენიმე ტაეპის (ფრაზის) დასაწყისში.

ანაცდენი სარგებლობა – იხ. მიუღებელი შემოსავალი.

ანაწყობი – პოლიგრაფიაში, ლიტერებითა და სახარვეზო მასალით დასაბეჭდად აწყობილი სტრიქონი, სვეტი, გვერდი და საბეჭდი ფორმა.

ანგაჟემენტი – მსახიობის ან დასის მიწვევა სპექტაკლებში, კონცერტებში ან სხვა საჩვენებელ გამოსვლებში მონაწილეობისათვის. გარკვეული ვადით და პირობით, ხელშეკრულების საფუძველზე.

ანგაჟირება – ანგაჟემენტით მსახიობის აყვანა, მასთან ხელშეკრულების დადება.

ანდერძი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის მითითებებს ქონების განკარგვის შესახებ, მისი გარდაცვალების შემდეგ.

ანდერძით მემკვიდრე პირი – პირი, რომელიც ცოცხალი იყო მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

ანდერძით მემკვიდრეობა – ფიზიკური პირის უფლება სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან ისე გარეშე პირებსაც.

ანთოლოგია – შედგენილი ნაწარმოების – კრებულის ერთ-ერთი სახე, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ავტორების რჩეული ნაწარმოებები ან მათი ნაწყვეტები, უმთავრესად ლექსები.

ანთროპომეტრია – ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდურ ხერხთა ერთობლიობა – ადამიანის მთელი სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების გაზომვა, აღწერა და მათი ცვალებადობის რაოდენობრივი დახასიათება. იგივეა, რაც ბერტილონაჟი.

ანიმალისტური ჟანრი – ცხოველთა გამოსახვა ქანდაკებას, ფერწერასა და გრაფიკაში.

ანიმაციური ფილმი – იხ. მულტიპლიკაციური ფილმი.

ანონიმ ავტორის საავტორო უფლების მოქმედების ვადა – იხ. საავტორო უფლების მოქმედების სპეციალური ვადები.

ანონიმ ავტორის წარმომადგენელი – იხ. ავტორობის პრეზუმფცია.

ანონიმი – ნაწარმოების ავტორი, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი. ანონიმი არის ავტორი და არა ნაწარმოები, თუმცა ავტორის ვინაობა შეიძლება ცნობილი იყოს გარკვეული წრისათვის.

ანონიმი სახელის უფლება – იხ. სახელის უფლება.

ანონიმური ნაწარმოები – ხელმოუწერელი, უსახელო, გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. ასეთ ნაწარმოებს, როგორც წესი არ ახლავს ავტორის არც გვარი, არც ფსევდონიმი.

ანონსი – სპექტაკლის, კონცერტის ან სანახაობის წინასწარი განცხადება, რეკლამა ან აფიშა, რომელიც დაწვრილებით ცნობებს არ შეიცავს.

ანოტაცია – გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც გადმოცემულია წიგნის, სტატიის ან მისთ. მოკლე შინაარსი ზოგადად, შეფასების დართვით ან უამისოდ.

ანსამბლი – 1. მუსიკალური ნაწარმოები შემსრულებელთა მცირე შემადგენლობისათვის; ამგვარი მუს. ნაწარმოების შემსრულებელთა ჯგუფი. 2. მსახიობთა მწყობრი, შეთანხმებული თამაში, რომელიც ექვემდებარება სპექტაკლის საერთო შემოქმედებით ამოცანას, მის რიტმსა და განწყობილებას. 3. ნაწარმოების ყველა ნაწილის ჰარმონიული ურთიერთობა, ერთიანობა, პროპორციულობა.

ანტიბიოტიკებზე გამოგონების ფორმულა – ნივთიერებაზე გამოგონების ფორმულის შედგენისას, ანტიბიოტიკებისა და სხვა ნივთიერებების შემთხვევაში მოყვანილი უნდა იყოს გამოყოფის წყარო (მიკროორგანიზმის შტამი ან უჯრედების კულტურა), მოლეკულის შედგენილობა, მოლეკულური მასა, ნივთიერების ოპტიკური აქტივობა, სპექტრული ანალიზის შედეგები, ნივთიერების ფერი და აგრეგატული მდგომარეობა, ხსნადობა და ა. შ.

ანტიდატირება – რაიმე დოკუმენტის გაცემა უკანა რიცხვით.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა – მონოპოლიის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო აქტები და ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებელთა დაცვას მწარმოებელთა მონოპოლიისაგან. საქართველოში მიღებულ იქნა კანონი მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ 1996 წლის 25 ივნისს.

ანტინომია – წინააღმდეგობა ორ კანონს შორის ან ერთი ნორმატიული აქტის ორ ნორმას შორის, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკური მტკიცებით თითოეული მათგანი ჭეშმარიტია. პარადოქსი.

ანტიტრესტული კანონმდებლობა – ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ნაირსახეობა. 1890 წ. აშშ-ში მიღებული შერმანის კანონი, რომელიც კრძალავს ყველა ქმედებას, რომელიც მიმართულია ვაჭრობის თავისუფლების შეზღუდვისაკენ, მონოპოლიის ფორმირებისაკენ და სხვ. რაც ხელს უშლის თავისუფალ ვაჭრობასა და კონკურენციას.

ანტიფონი – საეკლესიო გალობის ფორმა. ანტიფონური საგალობლების კრებულს ეწოდება ანტიფონარიუმი ან ანტიფონალი. ქართულში – ანტიფონი.

ანტიციპატია – 1. რაიმეს წინასწარ განჭვრეტა, გამოცნობა. 2. ამა თუ იმ მოვლენის ვადაზე ადრე დადგომა; რაიმეს (მაგ., გადასახადის ადრეული გადახდა) ვადაზე ადრე შესრულება.

ანტონიმი – სიტყვა, რომელსაც სხვა სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს, მაგ. კეთილი – ბოროტი.

ანტრეპრენიორი – კერძო პირი, მენეჯერი, რომელსაც აქვს თავისი თეატრი, ცირკი, მსახიობთა დასი და ა. შ. და მართავს წარმოდგენებს, კონცერტებს და სხვ.

ანტრეპრიზა – თეატრის, ცირკის, მსახიობთა დასის და ა. შ. მესვეურობა კერძო პირის მიერ.

ანუიტეტი – იხ. წლიური საფასური.

ანულირება – რაიმე აქტის, ხელშეკრულების ან უფლების უარყოფა, გაუქმება. იხ. მაგ., პატენტის გაუქმება.

ანჯანური დამწერლობა, მეტყველება – საიდუმლო დამწერლობა; საიდუმლო ზეპირი მეჯტყველება.

აპატრიდი – პირი, რომელიც არ ითვლება არცერთი ქვეყნის მოქალაქედ. მოქალაქეობის არმქონე პირი, ა. ვერ ისარგებლებს საკონვენციო პრიორიტეტით. აპოლიდი.

აპელანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს აპელაცია.

აპელაცია – 1. დადგენილების ან სხვა გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. 2. საპატენტო უწყების გადაწყვეტილების გასაჩივრება. განმცხადებელს შეუძლია აპელაციის შეტანა გადაწყვეტილების შესახებ და მოითხოვოს გადასინჯვა. სააპელაციო უწყება თუ გადასინჯავს გადაწყვეტილებას განმცხადებლის სასარგებლოდ, მაშინ საპატენტო უწყება ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და აქვეყნებს ცნობებს ამის შესახებ.

აპელირება – აპელაციის შეტანა.

აპლ – კომპიუტერული პროგრამირების ერთ-ერთი ენა.

აპლიკაცია – ნახატის, ორნამენტის შექმწყისხსადდსხვა ფერის ქაღალდის ან ქსოვილის ნაჭრების დაწებებითფუ სჩვძძაცერებით.

აპოლიდი – იგივეა რაც აპატრიდი. ა პუბი!

აპოსტროფი – მძიმის მსგავსი სტრიქონზედა ნიშანი, რომელიც ისმება, ჩვეულებრივ, გამოტოვებული ხმოვნის ადგილას. მაგ., Jeanne D’Arc (ნაცვლად de Arc-ისა). აქედან ქართულშიც: ჟანა დ'არკი. ა. შეიძლება გამოყენებული იქნეს სასაქონლო ნიშანში რეგისტრირებული ან საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნისაგან აპოსტროფით განსხვავებული სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება.

აპრობაცია – 1. დადასტურება, მოწონება წინასწარი შემოწმების შემდეგ 2. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესების გამოკვლევა საუკეთესო თესლის შესარჩევად.

არაგანსაკუთრებული ლიცენზია – იხ. ჩვეულებრივი ლიცენზია; მარტივი ლიცენზია.

არაეთიკური რეკლამა – რეკლამა, რომელიც შეიცავს ისეთ სიტყვიერ, ხმოვან, ვიზუალურ ინფორმატიზსბირომ, “ეწინააღმდეგება ჰუმანიზმისა და მორალის ნორმებნიღშუურაცხყოფს სახელმწიფო სიმბოლოებს და სხვ. ა. რ-ზს ანაცრცელება აკრძალულია.

არაკანონიერი მითვისება – 1. სხვისი კომერციული საიდუმლოების შეძენა იმ პირის მიერ, რომელმაც იცოდა ან. ჰქონდა იმის საფუძველი, რომ სცოდნოდა ამ კომერციული საიდუმლოების შეძენის შესახებ არაკანონიერი გზით. 2. სხვისი კომერციული საიდუმლოების გახსნა ან გამოყენება ნებართვის გარეშე იმ პირის მიერ, რომელმაც: ა) გამოიყენა არაკანონიერი გზები ამ კომერციული საიდუმლოს მოსაპოვებლად. ბ) კომერციული საიდუმლიების გახსნის ან გამოყენების დროს იცოდა, რომ ამ საიდუმლოების შესახებ ცნობები მიღებულ იქნა იმ პირისაგან რომელმაც გამოიყენა არაკანონიერი გზები ამ საიდუმლოების შესაძენად. 3. მიიღო საიდუმლოება იმ გარემოებაში, რაც ავალდებულებდა მას ამ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვას ან ნაწილობრივ შენახვას მისი გამოყენების დროს,

არაკეთილსინდისიერება – კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო ქმედება. იხ. Bona Fides

არაკეთილსინდისიერი კონკურენცია – კონკურენციის ყოველი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კერძო, სამრეწველო და სავაჭრო საქმეების პატიოსანი კონკურენციის წესებს.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა – კონკურენციის ისეთი აქტების აღკვეთა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კერძო სამრეწველო, თუ სავაჭრო პრაქტიკას. ა. კ. ა. წარმოადგენს სამრეწველო საკუთრების სახეობას. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საწინააღმდეგო კანონები ემყარება კონსტიტუციურ და სამოქალაქო კოდექსის პრინციპებს, პრეცედენტულ სამართალსა და სპეციალურ კანონებს.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობები – პარიზის კონვენციის მე-10 მუხლით განსაზღვრულია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემდეგი სამი სახეობა: ა) ყველა ის ქმედება, რომელთა შედეგად მოცემული ფირმის წარმოება, საქონელი. სამრეწველო ან კომერციული საქმიანობა მომხმარებელმა შეიძლება შეცდომით მიიღოს კონკურენტი ფირმის წარმოებად, საქონლად, სამრეწველო ან კომერციულ საქმიანობად. ბ) კომერციული საქმიანობის პერიოდში გაკეთებული ცრუ განცხადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კონკურენტის წარმოების, საქონლის, სამრეწველო ან კომერციული საქმიანობის დისკრედიტაცია. გ) კომერციულ საქმიანობაში ისეთი მინიშნებების ან აღნიშვნების გამოყენება, რომლებმაც პროდუქციის ან საქონლის ხასიათის, დამზადების წესის, მახასიათებლების, გარკვეული მიზნებისათვის გამოყენებადობის შესახებ შეიძლება მომხმარებელს არასწორი წარმოდგენა შეუქმნას და შეცდომაში შეიყვანოს. ამ სახეობების გარდა, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას მიეკუთვნება დამატებით კიდევ 12 სახეობა, რომლებიც შესულია განვითარებადი ქვეყნებისათვის დამუშავებული სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვის შესახებ ტიპიური კანონის კომენტარებში. ესენია: 1. კონკურენტის მომხმარებელთა მოსყიდვა იმისათვის, რათა მიიზიდონ ისინი როგორც კლიენტები და ამასთანავე მომავალშიც შეინარჩუნონ მათი კეთილგანწყობა. 2. შპიონაჟის ან კონკურენტის მომსახურე პერსონალის მოსყიდვის გზით მისი საწარმოო ან კომერციულ საიდუმლოებათა გამორკვევა. 3. კონკურენტის „ნოუ-ჰაუს“ არასამართლებრივი გამოყენება ან გამოაშკარავება. 4. კონკურენტის მოსამსახურეთა იძულება, დამქირავებელთან დადებული კონტრაქტის დარღვევის ან გაუქმებისათვის. 5. კონკურენტების მიმართ პატენტებთან ან სასაქონლო ნიშნებთან დაკაგშირებული უფლებების დარღვევის ბრალდებით სარჩელის აღძვრის მუქარა, თუ ეს კეთდება არაკეთილსინდისიერად და მიზნად ისახავს ვაჭრობის სფეროში კონკურენტისათვის წინააღმდეგობის გაწევას. 6. სხვა ფირმის ვაჭრობის ბოიკოტირება მისი კონკურენციის აღკვეთის ან წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. 7. დემპინგი. 8. ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს მომხმარებელს ეძლევა საშუალება საქონლის არაჩვეულებრივად მომგებიანი პირობებით შეძენისა, მაშინ, როცა სინამდვილეში ასეთი პირობები არ არსებობს. 9. კონკურენტის პროდუქციის, მომსახურების, რეკლამის ან კომერციული საქმიანობის სხვა ასპექტების განზრახ კოპირება.10. კონკურენტის მიერ დადებული კონტრაქტების დარღვევაზე წაქეზება ან ხელშეწყობა. 11. ისეთი რეკლამის გამოშვება, სადაც მოყვანილია კონკურენტების საქონლის ან მომსახურების შედარება. 12. იმ სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევა, რომელთაც არა აქვთ პირდაპირი დამოკიდებულება კონკურენციასთან, მაგრამ ასეთი დარღვევა კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვების საშუალებას იძლევა. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოყენება იწვევს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციის შეწყვეტას ან გაუქმებას.

არაკი – ზღაპრული შინაარსის იგავი.

არაკომერციული ორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომლის ძირითად საქმიანობა არ არის დაკავშირებული მატერიალურ სარგებელთან.

არაკომერციული ორგანიზაციების შექმნა – იხ. ქონებრივი უფლებების მმართველი ორგანიზაციების შექმნა.

არაკონვენციური პატენტი – პატენტი, რომლის მიღებისას არ იქნა გამოყენებული პარიზის კონვენციის წესები.

არამართლზომიერი საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც მართალია არ არის კანონით პირდაპირ აკრძალული, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება არაეთიკურ, 15 ამორალურ ქმედებად იქნეს მიჩნეული და ამის გამო ჩაითვალოს არამართლზომიერად.

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე – ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა შმმიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. ყველაზე უფრო გავრცელებული არამატერიალური აქტივებია: ფირმის საქმიანი კავშირები და რეპუტაცია, რომელთა არსებობაც არ არის დაფიქსირებული არცერთ დოკუმენტში და მათი კომერციული ღირებულების განსაზღვრა ძალიან ძნელია; აგრეთვე პატენტები, სასაქონლო ნიშნები, საავტორო უფლება, ნოუ-ჰაუ და სხვ.

არამემკვიდრეობითი უფლება – პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც მემკვიდრეობით არ გადადის. ესენია: ავტორობის უფლება, სახელის უფლება, ნაწარმოების ხელშეუხებლობის, ავტორის პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლება. მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ აღნიშნულ პირად უფლებათა დაცვა. მათი ეს უფლება ვადით არ იზღუდება.

არამომგებიანი მარკეტინგი – ისეთი ორგანიზაციისადმი მარკეტინგის პრინციპების გამოყენება, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე, მაგ., სიმფონიური ორკესტრები, მუზეუმები და სხვ.

არამხატვრული ლიტერატურული ნაწარმოები – წიგნის ბეჭდვის პრაქტიკაში მიღებული ტრადიცია, რომელიც გულისხმობს და მოიცავს სამეცნიერო ლიტერატურას, ცნობარებს, სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას და წიგნებს საყვარელი გატაცების (ჰობის) შესახებ. ეს ტერმინი მოიცავს ყველანაირ ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელსაც კავშირი აქვს ნამდვილ ფაქტებთან, პოეზიისა და ბელეტრისტიკის გამოკლებით.

არანჟირება – გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც ერთი-წყება საკრავებისათვის (ან ხმებისათვის) დაწერილი მუსიკალური ნაწარმოები გადაკეთებულია სხვა საკრავებისათვის (ან ხმებისათვის).

არანჟირების დაცვა – იხ. გადამუშავებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლება.

არაპატენტუნარიანი ობიექტები – ობიექტები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს და ისეთი ობიექტები, რომლებზეც კანონის ძალით პატენტი არ გაიცემა. მაგალითად, აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია ან მათემეტიკური მეთოდი; ლიტერატურის, ხელოვნების ნაწარმოები ან სხვა მხატვრული შემოქმედება-კონსტრუირების შედეგი; გამომთვლელი მანქანის ალგორითმი ან უშუალოდ პროგრამა; მეურნეობრიობის ორგანიზაციისა და მართვის მეთოდი; აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდები, თამაშის წესები და მისთ.; ნაგებობათა, შენობათა, ტერიტორიათა დაგეგმარების პროექტი და სქემა; პირობითი ნიშანი, განრიგი, წესი; ინფორმაციის მიწოდების ხერხი; ბუნების კანონების საწინააღმდეგო სტრუქტურა. პატენტი არ გაიცემა ისეთ გამოგონებაზე, რომლის გამოქვეყნებამ შეიძლება არაჰუმანური, ამორალური და ანტისაზოგადოებრივი ქმედება გამოიწვიოს ან წაახალისოს იგი; მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებზე, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე. ეს არ ეხება მიკრობიოლოგიურ ხერხებს და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებს. ზოგიერთ ქვეყანაში გამოგონებად არ ითვლება და საპატენტო დაცვა არ ენიჭება შემდეგ ობიექტებს: ადამიანთა, ცხოგელთა და მცენარეთა მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულსა და დიაგნოსტიკურ მეთოდებს, ეს წესი არ ვრცელდება იმ მოწყობილობებზე, ნივთიერებებზე ან ნივთიერებათა ნაერთებზე, რომლებიც გამოიყენება ამ მეთოდებში; ფარმაცევტიულ პროდუქციას; ქიმიური რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს.

არაპატენტუნარიანობა – პატენტუნარიანობის კროტერიუმის არ დაკმაყოფილების გამო, გამოგონებაზე პატენტის არ გაცემის პირობა.

არარეგისტრირებადი სიმბოლოები – სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება: ისეთი სიმბოლო, რომელსაც არ ახასიათებს განმასხვავებელუნარიანობა,: რომელიც შედგება მხოლოდ ერთი არასტილიზებული ასოს, ციფრის, მარტივი ფიგურის ან მათი მარტივი კომბინაციისაგან თვით საქონლის მარტივი გამოსახულება; საწარმოს სახის აღმნიშვნელი სიტყვები; ვაჭრობაში III საყოველთაოდ მიღებულ ტერმინები, ფულის ნიშნების საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოები; ჯზერმინები, რომლებიც მიუთითებენ მხოლოდ საქონლის ან მომსახურების თვისებებზე. შედგენილობაზე, რაოდენობაზე, წარმოების ხერხზე, დანიშნულებაზე, ღირებულებაზე, წარმოების ან გასაღების ადგილსა და დროზე, მასალასა და ნედლეულზე; საქონლის ან მომსახურების საყოველთაოდ მიღებული დასახელებები, რომლებიც აღნიშნავენ საქონლის ან მომსახურების გვარეობას ან სახეობას; აღნიშვნები რომლებიც შექმნილია საყოველთაოდ მიღებული დარგების დასახელებისა და გეოგრაფიული ხასიათის შემოკლებებისაგან; რომელიც ბღალავს, აღიზიანებს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიურ გრძნობებსა და ტრადიციებს; რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემთხვევიან სახელმწიფოთა გერბებს, დროშებს, ემბლემებს, სახელმწიფოთა ოფიციალურ ან ისტორიულ სახელწოდებებს, დამღებს, ბეჭდებსა და ჯილდოებს; საერთაშორისო ორგანიზაციების დასახელებებს ან მათ შემოკლებებს, ცნობილ პიროვნებათა სახელებს, გვარებს, ფსევდონიმებს და პორტრეტებს, უშუალოდ მათი ან მემკვიდრეების თანხმობის გარეშე. სიმბოლოები, რომლებიც მოიცავენ ან შედგებიან ისეთი სახის მინიშნებებისაგან რომლებსაც შეუძლიათ შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებელი; რომელიც შეიცავს საქონლის შესაქებ სიტყვებს და გამიზნულია იმისათვის, რომ დაარწმუნოს მომხმარებელი ნაწარმის ხარისხის უპირატესობაში: რომელიც ან რომლის შემადგენელი ნაწილიც არის საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ნიშნის იმიტაცია, მიბაძვა ან გამეორება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ამ ნიშანთან აღრევა.

არარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები – სასაქონლო ნიშანი. რომელიც არ არის რეგისტრირებული. იგი იდენტურ სასაქონლო ნიშანთან არ გამოიწვევს შეჯახებას, თუ ცნობილი გახდა იმ ტეროტორიის ფარგლებში, სადაც ხდება მისი გამოყენება. იხ. საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმი–- ანობა; კავშირი (ასოციაცია), ფონდი.

არასრული ექსპერტიზა – ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიღებული ექსპერტიზის ერთ-ერთი ეტაპი. ამ ეტაპზე დგინდება: გამოგონების პრიორიტეტი, სამართლებრივი დაცვის ობიექტები, გამოგონების ერთიანობის მოთხოვნა, ტექნიკის დონე. არასრული ექსპერტიზა ტარდება იმ დარგებისათვის, რომლებზეც არ ტარდება სრული ექსპერტიზა. ექსპერტიზის ამ ეტაპზე არ მოწმდება საგამომგონებლო დონე.

არასწორი წარმოდგენის შექმნა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, რომელიც გამოიყენება კომერციული საქმიანობის დროს ისეთი მინიშნების ან აღნიშვნების საშუალებით, რომლებიც პროდუქციის ან საქონლის ხასიათის, დამზადების წესის, მახასიათებლების, გარკვეული მიზნებისათვის გამოყენების შესახებ, მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და შეცდომაში შეჰყავს იგი. იხ. შეცდომაში შეყვანა; ცრუ შთაბეჭდილების შექმნა.

არაფასეული კონკურენცია – კეთილსინდისიერი კონკურენციის ფორმა, როდესაც ორი ან მეტი მწარმოებელი ყიდის საქონელს ან მომსახურებას ერთი და იგივე ფასში და ამავე დროს იბრძვის ბაზარზე მათი გაფართოებისათვის რეკლამის, საქონლის ან მომსახურების ხარისხის ამაღლების, შეფუთვის გაუმჯობესების, უფასო მომსახურებისა და სხვა გზით.

არაქონებრივი უფლება – იხ. პირადი არაქონებრივი უფლება.

არბიტრაჟი – სპეციალური ორგანო ქონებრივი და მასთან დაკავშირებული არაქონებრივი დავის გადაწყვეტისათვის. იხ. აგრეთვე საარბიტრაჟო პროცედურა.

არგუმენტი – 1. ლოგიკური მოსაზრება, რომელსაც ეყრდნობა მტკიცებულება. 2. დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდე.

არენდა – იხ. იჯარა.

არია – ოპერის, ორატორიის, კანტატის დასრულებული ვოკალური ეპიზოდი, რომელიც სრულდება მომღერლის მიერ, ორკესტრთან ერთად. არიის ნაირსახეობებია: არიეტა, არიოზო, კავატინა და სხვ.

არიეტა – მცირე ზომის არია.

არიოზო – მცირე არია. ვოკალური ეპიზოდი ერთი ხმისათვის.

არსებითი ნიშანი – ნიშანი, რომელიც ყველა შემთხვევაში აუცილებლად ეკუთვნის ამა თუ იმ საგანს, რომლის გარეშეც ესსაგანი ვერ იარსებებს. ა. ნ. გამოხატავს საგნის ძირითად ბუნებას, რითაც განასხვავებს მას სხვა სახის და გვარის საგნებისაგან. არსებით ნიშნებს განეკუთვნება სამრეწველო საკუთრების ობიექტის იმ ნიშანთა ერთობლიობა, რომელთაგან თითოეული აუცილებელია, ხოლო ყველა ერთად კი საკმარისი. გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის ობიექტის ნიშანი ითვლება არსებითად, თუ ის უშუალო გავლენას ახდენს ტექნიკური შედეგის მიღწევაზე, ე. ი. მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იმყოფება მითითებულ შედეგთან. არსებითი ნიშნები იყოფა: სტრუქტურულ, ურთიერთკავშირის, ფორმის, შეფარდებისა და მასალის აღმნიშვნელ ჯგუფებად. სტრუქტურული ნიშნები აუცილებლად უნდა იქნეს მოყვანილი გამოგონების ფორმულის პირველ მუხლში, აქვე უნდა იყოს ურთიერთკავშირის ნიშნებიც. ფორმის ნიშნები არის როგორც არსებითი, ასევე დამატებითი, ამიტომ შეიძლება მოყვანილი იქნეს ფორმულის პირველ ან მომდევნო მუხლში. შეფარდების და მასალის აღმნიშვნელი ნიშნები წესისამებრ დამატებითია და მოიყვანება ფორმულის ნებისმიერ მუხლში.

არსებითი შეცდომა გარიგებაში – არსებით შეცდომად გარიგებაში ითვლება, როცა: 1. პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა. 2. პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა. 3. არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

არსის გახსნა – ობიექტის არსის ისეთნაირად გახსნა, რომ ის იქცეს ტექნიკის ცნობილი დონის შესახებ ინფორმაციის ნაწილად. არსის გახსნა შეიძლება მოხდეს შემდეგი სამი გზით: 1. ტექნიკური გადაწყვეტის დოკუმენტალური აღწერით, რომელიც გამოქვეყნებული უნდა იქნეს. იხ. პუბლიკაცია. 2. ტექნიკური გადაწყვეტის აღწერა სიტყვიერი ფორმით, რომელიც უნდა გაკეთდეს საჯაროდ. ამას ეწოდება არსის ზეპირი გახსნა. 3. ტექნიკური გადაწყვეტის საჯარო გამოყენება, როცა ნებისმიერ სპეციალისტს შეუძლია ამ ტექნიკური გადაწყვეტის გამოყენება. ამგვარ გახსნას ეწოდება არსის გახსნა გამოყენების გზით. გამოგონებას სიახლეს არ უკარგავს მისი არსის გახსნა განაცხადის შეტანამდე არაუმეტეს ექვსი თვით ადრე, ე. ი. ამ ვადაში გამოგონების პატენტუნარიანობა ხელუხლებელი რჩება თუ იგი გამოვლინდა როგორც პირდაპირი ან ირიბი შედეგი: ა) განმცხადებლის ან მისი წინათმოსარგებლის მიმართ უფლების ბოროტად გამოყენებისას. ბ) განმცხადებლის ან მისი წინათმოსარგებლის მიერ გამოგონების წარდგენისას ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე. თუ განაცხადი გამოგონებაზე მიეკუთვნება ბიოლოგიური გამრავლების ობიექტს, რომლის არსის გახსნა არ შეიძლება განაცხადში ამ სახით, მაშინ განაცხადს თან უნდა ახლდეს ასეთი გამოგონების შესახებ დეპონირებული მასალა. დასაპატენტებელი ობიექტის არსის გახსნის წყაროდ არ ჩაითვლება მისი საჯარო დემონსტრირება.

არსის ზეპირი გახსნა – ობიექტის არსის სიტყვიერი ფორმით აღწერა, რომელიც უნდა გა კეთდეს საჯაროდ.

არსობრივი ექსპერტიზა – ფორმალური მოთხოვნების შემოწმებისა ღა პრიორიტეტის დადგენის შემდგომ, განაცხადის შესწავლა–შემოწმება დაცვითუნარიანობაზე. არსობრივი ექსპერტიზა ტარდება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისაგან განცალკევებულად. ექსპერტიზის დროს ტარდება ძიება „საქპატენტში“ ადრე შესული ყველა განაცხადის და გაცემული პატენტის, ტექნიკის დონის მოძიების შედეგად გამოვლენილი საინფორმაციო მასალების (მსგავსი სასაქონლო ნიშნების) მიმართ. ექსპერტიზის ჩატარებისათვის განმცხადებელი იხდის დადგენილ საფასურს.

არსობრივი ექსპერტიზის გადადება – იხ. გადადებული ექსპერტიზა.

არტიკლი – ნაწევარი ზოგიერთ ენაში, რომელიც წინ უძღვის არსებით სახელს და ანიჭებს მას განსაზღვრულობას ან განუსაზღვრელობას, სქესს, ბრუნვას ან რიცხვს. სასაქონლო ნიშნები იდენტურია, თუ ისინი მხოლოდ არტიკლებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

არტიკული – გამოშვებული ნაწარმის საქონლის ტიპი, მისი ციფრული ან ასოითი აღნიშევნა.

არქივების მიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება – იხ. ბიბლიოთეკების მიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება.

არქიტექტურა – ხუროთმოძღვრება; ნაგებობათა და შენობათა დაპროექტების, აგებისა და მხატვრული გაფორმების ხელოვნება.

არქიტექტურის ნაწარმოები – საავტორო უფლების ობიექტები, როგორსაც წარმოადგენენ: არქიტექტურული გრაფიკა, განმარტებითი ბარათები, ტექსტობრივი დანართები, პროგრამები, ნახაზები, ესკიზები, მოდელები, არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი ნაწარმოებები.

არქიტექტურული გადაწყვეტა – არქიტექტურული ობიექტის აგტორისეული ჩანაფიქრი: მისი შიდა და გარე იერსახე (ინტერიერი და ექსტერიერი), სივრცითი, გეგმარებითი, ფუნქციონალური ორგანიზაცია.

არქიტექტურული გრაფიკა – არქიტექტურის ნაწარმოების სახეები, როგორსაც წარმოადგენენ: ნახატები, ესკიზები, სქემები, ნახაზები, პროექტები და სხვა.

არქიტექტურული პროექტი – საავტორო უფლების ობიექტი, როგორსაც წარმოადგენს არქიტექტურული შემოქმედების შედეგად დოკუმენტურად დაფიქსირებული ავტორისეული ჩანაფიქრი.

არქიტექტურული პროექტის გამოყენების განსაკუთრებული უფლება – იხ. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება.

არქიტექტურული ობიექტი – არქიტექტურული პროექტის საფუძველზე განხორციელებული ქალაქმშენებლობითი კომპლექსი, შენობა –ნაგებობა, ტერიტორიის კეთილმოწყობის, ლანდშაფტური ან საბაღე-საპარკო ობიექტები, ინტერიერი და სხვ.

ასემბლერის ენა – კომპიუტერული პროგრამირების ენა.

ასლი – წერილობითი ეგზემპლარი, რომელიც ზუსტად იმეორებს დედნის ტექსტს. იხ. აგრეთვე დუბლიკატი.

ასორტიმენტი – სხვადასხვა სახეობისა და ხარისხის საქონლის (ნაწარმის) ერთობლიობა, ნუსხა.

ასორტიმენტის გაფართოება – უკვე არსებულ ჯგუფის ნაწარმზე ამავე სასაქონლო ნიშნის ახალი ვარიაციების დამატებით წარმოებული პროდუქციის სახეობათა გაფართოება. მაგალითად, კოკა-კოლამ გააფართოვა თავისი წარმოება „დაიეტ კოუკით“. ასორტიმენტის გაფართოება დაკავშირებულია რისკთან, რადგან მას შეიძლება მოჰყვეს სასაქონლო ნიშნის პრესტიჟის შებლალვა.

ასოციაცია - ფიზიკური ან იურიდიული პირების გაერთიანება, კავშირი. იხ. კავშირი.

ატონალური მუსიკა – არატონალური მუსიკა. ბგერათა ტონალურ ორგანიზაციას მოკლებული მუსიკა.

ატრიბუცია – მწერლობისა და ხელოვნების ანონიმურ ნაწარმოებთა ავტორის დადგენა ან მათი შექმნის დროისა და ადგილის გარკვევა.

აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე საავტორო უფლება – იხ. პროდიუსერის საავტორო უფლება.

აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართული ნაწარმოების ავტორის უფლებები – იხ. ადრინდელ ნაწარმოებზე სააგ:ტორო უფლებები.

აუდიოვიზუალური ნაწარმოები – სააკტორო უფლების ობიექტი, როგორსაც წარმოადგენს ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებულ გამოსახულებათა სერიებისაგან (ხმის თანხლებით ან უამისოდ), ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმული იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე, ვიდეო ფილმები, სლაიდფილმები, დიაფილმები და სხვ.) მათი პირველადი და შემდგომი ფიქსაციის საშუალებათა მიუხედავად. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია აუდიოვიზუალური ნაწარმოების აღნიშვნა "AW" – სიმბოლოთი. იხ. კინემატოგრაფიული ნაწარმოები.

აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორი – ა. ნ. აგტორებს (თანაავტორებს) წარმოადგენენ: დამდგმელი რეჟისორი, სცენარისტი (სცენარის ავტორი), ტექსტიანი თუ უტექსტო მუსიკალური ნაწარმოების ავტორი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის, თუ მათ შორის ან აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელთან დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელი – იხ. პროდიუსერი.

აუდიოვიზუალური ნაწარმოების დაცვის ვადები – იხ. საავტორო უფლების მოქმედების სპეციალური ვადები.

აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო შესრულება – იხ. საჯარო შესრულება.

აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო ჩვენება – იხ. საჯარო ჩვენება.

აუდიოვიზუალური ჩანაწერი (ფიქსაცია) – ნაწარმოების შესრულების ან ცხოვრებისეული სიტუაციის ხმოვანი და გამოსახულებითი ჩაწერა ნებისმიერი მატერიალური ფორმით.

აუდიტორია – საჯარო (მასობრივი) ინფორმაციის კონკრეტული საშუალების მომხმარებელთა ერთობლიობა.

აუქციონი – საქონლის საჯარო გაყიდვის ნაირსახეობა, როდესაც მას იძენს ყველაზე მეტი თანხის გადამხდელი.

აუცილებელი აღნიშვნები – ისეთი აღნიშვნები, რომლებიც ნაკარნახებია იმ ობიექტის ფუნქციითა და ბუნებით, რომელსაც იგი განსაზღვრავს.

აფიქსი – სიტყვის ნაწილი, რომელიც ცალკე მნიშვნელობას მოკლებულია, მაგრამ როდესაც ფუძეს დაერთვის, გარკვეული ფუნქცია აქვს: აფორმებს სიტყვის ფუძეს ან მნიშვნელობას უცვლის მას.

აფიშა – განცხადება ან სარეკლამო ბოძი დადგმული საზოგადოებრივ ადგილზე მასში ასახული ინფორმაციის რეკლამირების მიზნით.

აფორიზმი – ლაკონური, დამაჯერებელი და მოკლე ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი.

აქაქი – იხ. გრავიორი.

აქსონომეტრია – სივრცითი გამოსახულების სიბრტყეზე გამოსახვის ერთ-ერთი ხერხი. ძირითადად გამოიყენება აქსონომეტრიის ორი კერძო სახე: იზომეტრია და დიმეტრია.

აქტი – 1. რაიმე ცალკეული მოქმედება. 2. სხვადასხვა ოფიციალური ჩანაწერი, ოქმი, დადგენილება ან დოკუმენტი. 3. დრამატული ნაწარმოების ან თეატრალური წარმოდგენის დასრულებული ნაწილი.

აქტივი – მატერიალური ან არამატერიალური ობიექტი, რომელიც წარმოადგენს ფასეულობას ამ ობიექტის მფლობელისათვის. უმრავლეს შემთხვევაში ეს არის ან ნაღდი ფული ან ის, 24 რისი გადაქცევაც შეიძლება ნაღდ ფულად. აქტივს არ წარმოადგენს წინასწარი ვადით დადგენილი გადასახადები.

აქტიური თანამონაწილე – თანამონაწილე (პარტნიორი), რომელიც არა მარტო ფლობს კაპიტალის წილს, არამედ მონაწილეობს საწარმოს მართვაში. საზოგადოდ ყველა თანამონაწილე ითვლება აქტიურად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

აქცენტუაცია – სათანადო ადგილას ხმის ამაღლება მეტყველებაში. სასაქონლო ნიშნები იდენტურად ითვლებიან, თუ მხოლოდ აქცენტუაციით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

აქცეპტანტი – მეორე მხარე, რომელიც იძლევა თანხმობას შემოთავაზებულ წინადადებაზე (ოფერტაზე): ოფერტაზე თანხმობის მიმცემი პირი.

აქცეპტი – 1. მეორე მხარის ოფერტასთან თანხმობა. 2. მყიდველის თანხმობა თამასუქის, ჩეკის და ა. შ. განაღდებაზე.

აქცესიური ხელშეკრულება – ხელშეკრულება რომლის ძალითაც სახელმწიფო უერთდება სხვა ქვეყნებს შორის ადრე დადებულ ხელშეკრულებებს. მაგ., საქართველოს მიერთება პარიზისა და ბერნის კონვენციებთან.

აქცესორული უფლება – უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. მაგ. უფლება დამატებით პატენტზე.

აქცესორული ხელშეკრულება – დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც დაერთვის მთავარ ხელშეკრულებას და მის გარეშე არავითარი დანიშნულება არ გააჩნია.

აღმოჩენა – მატერიალური სამყაროს მოვლენების, ობიექტურად არსებული თვისებების, კანონზომიერების ან კანონების აღიარება, რომლებიც მანამდე არ იყვნენ შეცნობილნი და არ ექვემდებარებოდნენ შემოწმებას. აღმოჩენის ერთ-ერთი კრიტერიუმია აღმოჩენის უტყუარობა, რომლის თანახმადაც აღმოჩენა უნდა იყოს თეორიულად დასაბუთებული და ექსპერიმენტულად დადასტურებული. აღმოჩენად არ ჩაითვლება მეცნიერული ჰიპოთეზა, მიხვედრა, გეოგრაფიული, არქეოლოგიური, პალეონტოლოგიური და სასარგებლო წიაღისეულის აღმოჩენები. საქართველოს საპატენტო კანონმდებლობა ამჟამად არ ითვალისწინებს აღმოჩენის სამართლებრივ დაცვას.

აღწერილობითი აღნიშვნები – სასაქონლო ნიშანში გამოყენებული ისეთი აღნიშვნები რომლებიც აღწერენ ნაწარმს, მის ფორმას, შემადგენლობას და წარმოადგენენ მხოლოდ მითითებას ხარისხზე, რაოდენობაზე, დანიშნულებაზე და სხვ. სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი შედგება მხოლოდ აღწერილობითი აღნიშვნებისაგან. აღწერილობითი აღნიშვნების ერთობლიობა შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს, თუ იგი ორიგინალური ხასიათისაა.

აღწერილობითი სასაქონლო ნიშანი – იხ. აღწერილობითი აღნიშვნები.

ახალი დანიშნულებით გამოყენება – გამოგონების სფეროში ცნობილი ობიექტების ახალი დანიშნულებით გამოყენებას განეკუთვნება ადრე ცნობილი მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების, შტამის გამოყენება ახალი, უჩვეულო დანიშნულებით, მისი აქამდე უცნობი ფუნქციის გამოვლენის საფუძველზე. ამასთან ცნობილი ობიექტი არ უნდა განიცდიდეს რაიმე არსებით ცვლილებას. ა. დ. გ. წარმოიდგინება სამი კატეგორიით: ფუნქციური, გადატანითი, სასელექციო. მაგ., კოკა-კოლა თავიდან წარმოადგენდა ყველა ავადმყოფობის წამალს და აფთიაქებში იყიდებოდა.

ახალი პროდუქცია – გაუმჯობესებული ან პრინციპულად ახალი სამომხმარებლო თვისებების მქონე პროდუქცია.

ახალშემოღების გავრცელება – ახალ საქონელზე ან ახალ მომსახურებაზე მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის პროცესი.

3 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ბ

▲ზევით დაბრუნება


ბაზარზე გამოცდა – რომელიმე ერთ გეოგრაფიულ რაიონში ახალი ნაწარმის გატანის პროცესი

ბაზარზე შეღწევა – ბაზარზე გასვლის პროცესი, რათა იქ დამკვიდრდეს ახალი პროდუქცია ან სასაქონლო ნიშანი. ბაზარი – 1. ეკონომიკის სფერო, სადაც სრულდება საქონლის ბრუნვის პროცესი, საქონლის გადაქცევა ფულად და პირუკუ. ბაზარს გააჩნია კონკრეტული პარამეტრები: ადგილმდებარეობა, მოცულობა, ტევადობა და სხვ. 2. ტერიტორია, სადაც ხდება საქონლის ყიდვა და გაყიდვა.

ბაზრის ლიდერი – ფირმა, რომელსაც ბაზარზე აქვს ამა თუ იმ საქონელის ან მომსახურების ყველაზე მეტი ხვედრითი წილი.

ბაზრის სახეები – ბაზარი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. ყველაზე მეტად გავრცელებული ბაზრის სახეებია: მსოფლიო, შიდა, თავისუფალი, ეროვნული, ადგილობრივი, გარკვეული სახისა და ჯგუფის საქონლის და/ან მომსახურების, სასაქონლო, სამრეწველო საქონლის, სამომხმარებლო, ძირითადი დამატებითი, მზარდი, პოტენციური, ქალაქის, სოფლის და სხვ.

ბათილი სალიცენზიო დებულებები – სალიცენზიო ხელშეკრულებაში ბათილია ისეთი დებულებები რომლებიც ლიცენზიატს აკისრებენ პატენტიდან გამომდინარე უფლებების საწინააღმდეგო შეზღუდვებს. ასეთად არ ითვლება ისეთი შეზღუდვები. რომლებიც ეხება რაოდენობას, მოცულობას, პატენტის გამოყენების ტერიტორიას ან ვადას, ხარისხს, ლიცენზიარის ზიანის მიყენებას.

ბალადა – 1. მძაფრი სიუჟეტის მქონე ზღაპრული, ისტორიული ან ლეგენდარული თხრობითი ლექსი. 2. თხრობითი ხასიათის ვოკალური ან ინსტრუმენტული ნაწარმოები.

ბალეტი – სასცენო ხელოვნების სახე, რომელიც მოიცავს ქორეოგრაფიას, მუსიკასა და დრამატურგიას.

ბალეტმაისტერი – ბალეტის, აგრეთვე საოპერო დრამატული წარმოდგენების ქორეოგრაფიული ნაწილის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. ქორეოგრაფი. იხ. შემსრულებელი.

ბარბარიზმი – ეროვნულ ენაში უცხო სიტყვების ან გამოთქმების გამოყენება. უცხო ენიდან შემოსული სიტყვა.

ბარელიეფი – არქიტექტურულ ნაგებობებსა და დეკორატიულ ნაკეთობათა მართობულად გამოყენებული ქანდაკების სახეობა; რელიეფი, რომელიც სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე ნაკლებად არის გამოწეული.

ბარკაროლა – ვენეციელი მენავეების სიმღერა. ასეთი სტილის სასიმღერო ნაწარმოები.

ბარტერი – ვაჭრობა საქონლის ან მომსახურების გაცვლის საშუალებით ფულის გამოყენების გარეშე.

ბასორამა – განათებული სარეკლამო ფარი, რომელიც ავტობუსის სახურავზეა დამაგრებული.

ბატალური ჟანრი – სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ომსა და სამხედრო ცხოვრებას.

ბაქტერიები – მიკროსკოპული, ძირითადად ერთუჯრედიანი, პროკარიოტული ორგანიზმების დიდი ჯგუფი (ტიპი), რომელთაც აქვთ მკვრივი გარსი და შეიცავენ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ).

ბგერითი სასაქონლო ნიშანი – სასაქონლო ნიშნის სახე, როგორსაც წარმოადგენს სხვადასხვა ხმოვანი სიგნალები. მაგ.., რადიო და სატელევიზიო მხატვრულ-შემეცნებითი, გასართობი და სხვა სახის პროგრამების ამოსაცნობი სიგნალები, მოძრავ საშუალებათა ხმოვანი სიგნალები და ა. შ.; სარეგისტრაციოდ წარდგენილ ბგერით სასაქონლო ნიშანს თანდართული უნდა ჰქონდეს მისი ფონოგრამა და ტექსტი ნოტების სახით.

ბე – ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

ბეისიკი – კომპიუტერული პროგრამირების ენა.

ბეკარი – მუსიკალური ნიშანი, რომელიც აუქმებს ბგერის ამა თუ იმ საფეხურის ალტერაციას.

ბელეტრისტი – ბელეტრისტული ნაწარმოებების – რომანის, მოთხრობის, ნოველის და ა. შ. ავტორი. პროზაიკოსი.

ბელეტრისტიკა – სხვადასხვა სახის პროზაულ ნაწარმოებთა საერთო სახელწოდება. კაზმულსიტყვაობა.

ბემოლი – ნიშანი, რომელიც მიუთითებს მუსიკალური ბგერის სიმაღლის ნახევარი ტონით დადაბლებას. იხ. ალტერაცია.

ბენეფისი – სპექტაკლი, რომლის შემოსავალი (სპექტაკლის ხარჯების გამოკლებით) მთლიანად ან ნაწილობრივ (ნახევარბენეფისი) გადაეცემა ერთ ან რამდენიმე მსახიობს.

ბენეფიციარი – 1. პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება მინდობილი მართვა. 2. ანდერძით მემკვიდრე პირი.

ბერნის კავშირი – ბერნის კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ შექმნილი საერთაშორისო კავშირი ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების საერთაშორისო დაცვის შესახებ.

ბერნის კონვენცია – ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის კონვენცია. იგი მიღებულ იქნა ქ. ბერნში 1886 წლის 9 სექტემბერს. ბერნის კონვენციის ძირითადი პრინციპები მდგომარეობს შემდეგში: I. დგინდება ე. წ. ეროვნული რეჟიმი. 2. ეროვნული რეჟიმი არაა დამოკიდებული რაიმე ფორმალური ვალდებულებებისაგან, ე. ი. დაცვა მიენიჭება ავტომატურად და იგი არაა დაკავშირებული რეგისტრაციასთან, დეპონირებასთან ან სხვა ფორმალობასთან ნაწარმოების პუბლიკაციის დაცვის უზრუნველყოფის საკითხში. 3. დაცვის მინიჭება არაა დამოკიდებული ამ ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში მისი დაცვის არსებობის ან მისი მოქმედების ვადასთან, ნაწარმოების დაცვის ხანგრძლივობა გრძელდება ავტორის სიცოცხლის პერიოდში და მისი გარდაცვალების შემდეგ 50 წლის მანძილზე. ბერნის კონვენცია შედის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გამგებლობაში საქართველო ბერნის კონვენციის წევრია 1595 წლიდან.

ბერტილონაჟი – იხ. ანთროპომეტრია.

ბესტსელერი – წიგნი, რომელიც ყველაზე ადვილად იყიდება.

ბეჭდვა – საბეჭდი ფორმიდან ქაღალდზე ან სხვა მასალაზე საღებავის გადატანით ერთნაირი გამოსახულებების (ანაბეჭდების) მიღების პროცესი.

ბეჭდვითი ინფორმაცია – ინფორმაცია, როგორიც არის ნებისმიერი სახის ნაბეჭდი ან სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწევდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. ნაბეჭდი ინფორმაცია (ჟურნალები, წიგნები, ბროშურები და სხვ.) ითვლება ტექნიკის არსებულ დონედ გამოქვეყნების დღიდან; რეკლამა – გამოშვების ან კონტრაჰენტებისათვის დაგზავნის დღიდან; დისერტაცია – ბიბლიოთეკის კატალოგში შეტანის დღიდან ან მისი მკითხველისათვის გაცემის დღიდან.

ბეჭდვითი რეკლამა – საქონლის სახეებისა და მომსახურების ფორმების ამსახველი ილუსტრირებული ნაბეჭდი კატალოგები, პროსპექტები, ბუკლეტები, პლაკატები, საინფორმაციო ფურცლები, ცნობარები, რომლებიც ასახავენ პროდუქციის სამომხმარებლო თვისებებს, ტექნიკურ-ექსპლუატაციურ მახასიათებლებს, დადებით განმასხვავებელ ნიშნებს, გამოყენების სფეროებს, აგრეთვე საქონლის ფასებს, ფირმის რეკვიზიტებსა და სხვ.

ბეჭდვითი შეცდომა – შეცდომა ოფიციალურ დოკუმენტებში, ბიულეტენებში ან სხვა ნაბეჭდ საშუალებებში, რაც გამოწვეულია ტექსტის არასწორად აკრეფის გამო. თუ ასეთი შეცდომა არსებითია, მაშინ ის უნდა შესწორდეს.

ბიბლია – საღვთო წიგნების კრებული ანუ წმინდა წერილთა კრებული. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან.

ბიბლიოგრაფია – 1. მეცნიერული და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომლის ამოცანაა ბეჭდვით და ხელნაწერ ნაწარმოებთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება. 2. რაიმე საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის სია.

ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება – თანხმობის გარეშე რეპროგრაფიული გამრავლება დაიშვება: ერთეულ ეგზემპლარად, მართლზომიერად გამოცემული ნაწარმოებებისა დაღუპულ, დაკარგულ, სარგებლობისათვის გამოუსადეგარ ეგზემპლართა შესაცვლელად ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ; წარმოების ეგზემპლარების სხვა ბიბლიოთეკებისათვის გადასაცემად მათი ფონდებიდან დაკარგული, დაღუპული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარად ქცეული ნაწარმოების ეგზემპლართა შესაცვლელად, თუ ასეთი ეგზემპლარების მიღება ჩვეულებრივ პირობებში სხვა გზით შეუძლებელია; ერთეულ ეგზემპლარად, მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გამოკლებით) ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ, – ფიზიკურ პირთა მოთხოვნით, სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნებისათვის, ან საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ – მეცადინეობისათვის. იხ. რეპროგრაფიული კვლავწარმოება (გამრავლება) თანხმობის გარეშე.

ბიბლიოფილია – იშვიათი და ძვირფასი წიგნებისა და გამოცემების შემგროვებლობა.

ბიენალე – საერთაშორისო გამოფენა ან ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ბიზნესი – საქმე, საქმიანობა, კომერცია, ვაჭრობა, რომელიც დაკავშირებულია მეწარმეობასთან ან სხვა საქმიანობასთან და იძლევა მოგებას ან სხვა სარგებლობას.

ბიზნესმენი – საქმოსანი; პიროვნება, რომელიც რაიმე ბიზნესს ახორციელებს; მეწარმე.

ბითუმად მოვაჭრე – დისტრიბუტორი, რომელიც ყიდის საქონელს სხვა დისტრიბუტორზე დიდი პარტიებით.

ბიობიბლიოგრაფია – პერსონალური ბიბლიოგრაფია. ბიბლიოგრაფია, რომელიც იძლევა ინფორმაციას ბეჭდვითი ნაწარმოებების, მათი ავტორებისა და ავტორებისადმი მიძღვნილი ლიტერატურის შესახებ. ისინი შედგენილია ცნობარებისა და საძიებლების სახით.

ბიოგრაფიული მეთოდი – მხატვრული ლიტერატურის შესწავლის ხერხი, რომლის მიხედვითაც მწერლის შემოქმედებას გან– საზღვრავს მისივე პიროვნება და ბიოგრაფია.

ბიონიკა – ბიოლოგიისა და კიბერნეტიკის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების აგებულებასა და ფუნქციებს სრულყოფილი ტექნიკური სისტემებისა და მოწყობილობების კონსტრუირების მიზნით.

ბიოტექნოლოგია – ყველაზე უფრო სრულყოფილ ბიოლოგიურ პროცესებზე დამყარებული წარმოება; მრეწველობაში ცოცხალი ორგანიზმებისა და მათში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების გამოყენება.

ბიოტექნოლოგიური ობიექტები – გამოგონებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს შემდეგი ბიოტექნოლოგიური ობიექტები: 1. დადგენილი სტრუქტურის მქონე ბიოტექნოლოგიური ნაერთები, საკვები არეები. 2. ტრადიციული მიკროორგანიზმები. 3. მცენარეთა და ცხოველთა კულტივირებული სომატური უჯრედები. 4. მაკროსკოპული სოკოების სომატური სტრუქტურები. 5. ბიოტექნოლოგიური ხერხები. 6. მაღალმოლეკულური ანტიბიოტიკები. 7. მოლეკულურ-გენეტიკური სტრუქტურები. ბიოტიპი – ისეთ ორგანიზმთა ჯგუფი, რომლებიც ადგილობრივ პოპულაციის შემადგენლობაში შედიან, აქვთ ერთნაირი გენოტიპი და პრაქტიკულად მსგავსი ნიშან-თვისებები.

ბიპატრიდი – პირი, რომელსაც ორი ან მეტი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.

ბიპოლიდი – იგივეა, რაც ბიპატრიდი.

ბიუსტი –- ადამიანის გამოსახულება მკერდამდე (ძირითადად პორტრეტული) მრგვალ ქანდაკებაში.

ბლანკი – ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც დატოვებულია თავისუფალი ადგილი სათანადო ჩანაწერების შესავსებად და განკუთვნილია გარკვეული ფორმის საქმიანი დოკუმენტის შესადგენად.

ბოლერო – ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკალური ნაწარმოები ესპანური ცეკვის (სიმღერისა და კასტანეტების თანხლებით) რიტმით.

ბოლოთქმა – ბოლოსიტყვაობა. მხატვრული ან მეცნიერული თხზულებისათვის ავტორის ან სხვის მიერ (შემდგენელი, რედაქტორი, კრიტიკოსი) დართული დამატება.

ბოლოკაზმულობა – გამომცემლის იდენტიფიცირების ემბლემა წიგნზე ან სხვა ნაბეჭდ მასალაზე. ადრე ეს ტერმინი აღნიშნავდა წარწერას წიგნის ბოლოში, რომელიც შედგებოდა დასახელებისაგან, გამოცემის თარიღისაგან და გამომცემლის სახელისაგან.

ბონიფიკაცია – ხელშეკრულებაში წინასწარ შეთანხმებულ საქონლის ფასზე დამატებითი თანხის გადახდა, თუ საქონლის ხარისხი უფრო მაღალი აღმოჩნდა.

ბრაილის შრიფტი – რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი უსინათლოთა წერა-კითხვისათვის. საფუძვლად უდევს ექვსი წერტი. '•L კომბინაცია. ქართული ანბანისათვის ექვს წერტილს ემატება სპეციალური ნიშნები.

ბრანდმაუერი – სარეკლამო დაფა, რომელიც ნიღბავს შენობის ყრუ კედელს.

ბრიუსელის კონვენცია – კონვენცია, რომელიც ეხება თანამგზავრთა საშუალებით (კოსმოსიდან) გადმოცემული პროგრამების მატარებელი სიგნალების გავრცელებას. იგია მიღებულ იქნა ქ. ბრიუსელში 1974 წლის 21 მაისს.

ბროკერი – იხ. შუამავალი.

ბროშურა – მცირე მოცულობის ნაბეჭდი ნაშრომი, რომელიც აკინძულია ბუკლეტის სახით და იუნესკოს სტატისტიკური სტანდარტის მიხედვით შედგება 49-ზე ნაკლები ნაბეჭდი გვერდისაგან.

ბრტყელი (ორგანზომილებიანი) სამრეწველო ნიმუში (კომპოზიციური ნაკეთობა) – "სამრეწველო ნიმუში, რომლის დამახასიათებელ კომპოზიციას საფუძვლად უდევს გრაფიკულ-წერითი ელემენტების ისეთი შეხამება, რომელიც მის მოცულობით აღქმას გამორიცხავს; (მაგ., ნოხის, პირსახოცის, ქსოვილის და ა. შ. გარეგანი სახის მხატვრულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა).

ბრუტო – საქონლის წონა შეფუთვიანად, ჭურჭლიანად.

ბუდაპეშტის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც ეხება საპატენტო პროცედურებისათვის მიკროორგანიზმების დეპონირების საერთაშორისო აღიარებას. იგი მიღებულ იქნა ქ. ბუდაპეშტში 1977 წელს. ამ ხელშეკრულების დადების აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როდესაც გამოგონება ეხება მიკროორგანიზმს ან მის გამოყენებას, მისი არსის გახსნა წერილობითი აღწერის საშუალებით შეუძლებელია. მისი განხორციელება შეიძლება მიკროორგანიზმის ნიმუშის დეპონირების საშუალებით, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ სპეციალიზებულ დაწესებულებაში. ბუდაპეშტის ხელშეკრულებით ერთი დეპონირება ნებისმიერ “დეპონირების საერთაშორისო ორგანოში” საკმარისია სხვა ქვეყნებში საპატენტო პროცედურის გავლისათვის.

ბუდიზმი – ერთ-ერთი გავრცელებული აღმოსავლური რელიგია.

ბუკლეტი – მხატვრულად გაფორმებული რამდენიმე გვერდიანი წიგნაკი, რბილი გარეკანით.

ბუნებრივი მონოპოლია – მონოპოლია, რომლის დროსაც წარმოების ეფექტურობის მინიმალური მოცულობა ერთობლივი მოთხოვნილების ტოლია ან მას აღემატება. ბ. მ.-ები ისეთი დარგებია, რომლებიც ემსახურებიან მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს და ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობა უკავიათ. მაგ.. წყლით, ელექტროენერგიით, გაზით მომარაგება; საწარმოები, რომლებიც ამ სფეროს ემსახურებიან.

ბუფონადა – ძალზედ გადაჭარბებული, ზედმეტად კომიკური ხასიათის თეატრალური წარმოდგენა.

4 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - გ

▲ზევით დაბრუნება


გადაბირება – კონკურენტის კლიენტების, თანამშრომლების ან აგენტების გადაბირება მოტყუებით, მოსყიდვით, რათა მან შეიცვალოს მიმწოდებელი ან საქმის მიმცემი; მოქმედი ვალდებულებების დარღვევის წაქეზებით, ერთი და იგივე კონკურენტების თანამშრომელთა სისტემატური გადაბირება, მათთვის ზიანის მიყენების მიზნით წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.

გადადებული ექსპერტიზა – ზოგიერთი ქვეყნის საპატენტო კანონმდებლობით გათვალისწინებული არსობრივი ექსპერტიზის გადადება იმ დრომდე, სანამ განმცხადებელი ან სხვა დაინტერესებული პირი არ მოითხოვს მის ჩატარებას. გადადებული ექსპერტიზის პროცედურის განხორციელებისათვის აუცილებელი პირობაა გამოგონებაზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარება და მისი გამოქვეყნება, განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 18 თვემდე. მოთხოვნა არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისათვის შედის განაცხადის შეტანიდან 7 წლის ვადაში. გ. ე. პირველად შემოღებული იქნა ჰოლანდიაში.

გადამუშავება – ადრე არსებული ნაწარმოების შეცვლა ერთი ჟანრიდან მეორეში გადატანის მიზნით, მაგ., რომანის ან მუსიკალური ნაწარმოების გადამუშავება ფილმისათვის. გადამუშავება შეიძლება შეეხებოდეს ნაწარმოების „ცვლილებას ერთი ჟანრის ფარგლებში, მაგ., რომანის გადამუშავება ახალგაზრდობისათვის. გადამუშავება შეიძლება ეხებოდეს აგრეთვე ნაწარმოების კომპოზიციის ცვლილებას. გადამუშავების უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებული უფლება გადააკეთოს, მოახდინოს არანჟირება ან სხვა სახით გადაამუშაოს ნაწარმოები.

გადამუშავებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლება – გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს აქვს საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ თარგმანზე, გადაკეთებაზე, ადაპტაციაზე, არანჟირებაზე და სხვა გადამუშავებაზე. ისინი საავტორო უფლებით სარგებლობენ იმ პირობით, თუ დაცულია იმ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება, რომელიც არის გადათარგმნილი, გადაკეთებული, არანჟირებული ან სხვაგვარად გადამუშავებული. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა მიუთითოს თარგმნილი, გადაკეთებული, არანჟირებული ან სხვა სახით გადამუშავებული ნაწარმოების ავტორი, ნაწარმოების სახელწოდება (დასახელება) და წყარო სადაც იგი იყო გამოქვეყნებული. მთარგმნელის და სხვა გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს თარგმნონ და გადაამუშაონ იგივე ნაწარმოებები.

გადამუშავებული ნაწარმოები – საავტორო უფლების ობიექტი, როგორსაც წარმოადგენს: თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ანოტაცია, რეფერატი, რეზიუმე, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილირება, ვარიაცია, რაფსოდია, სიუიტა, პოპური, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერეტურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვა სახის გადამუშავება. გადამუშავებულ ნაწარმოებთა დაცვა ხორციელდება ისევე, როგორც ორიგინალური ნაწარმოების დაცვა.

გადამუშავებული ნაწარმოების ავტორი – მთარგმნელი, კრებულის შემდგენელი და სხვა გადამუშავებული ნაწარმოების ავტორი. იხ. აგრეთვე გადამუშავებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლება.

გადამუშავებული ნაწარმოების დაცვა – გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებათა დაცვა ხორციელდება მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ, თუ არა საავტორო უფლების ობიექტებს ის ნაწარმოებები, რომლებსაც ემყარებიან ან შეიცავენ ისინი. გადამუშავებული და შედგენილი ნაწარმოების დაცვა ხორციელდება ორიგინალური ნაწარმოების თანაბრად.

გადამუშავებული ნაწარმოების ორიგინალობა – იხ. ორიგინალობა.

გადასახადი – სპეციალურად დაწესებული საფასური, სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების მოპოვებასთან, მათ ძალა– ში შენარჩუნებასთან და სხვა იურიდიულად მნიშვნელოვან ქმედებასთან დაკავშირებით. იხ. საფასური.

გადასახადი ლიცენზიის გაცემისათვის – საფასური, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციის დროს.

გადატანითი გამოყენება – ცნობილი ობიექტის ცნობილი თვისებების სარგებლობის გადატანა სხვა, მისთვის და (ტექნიკის დონისათვის უჩვეულო სფეროში. იხ. ახალი დანიშნულებით გამოყენება.

გადაცემა – ჩვენება, შესრულება. ეთერში გადაცემა ან სხვა ქმედება (ნაწარმოების ეგზემპლარების ან ფონოგრამისა და ვიდეოგრამის გავრცელების გარდა), რომლის საშუალებითაც ნაწარმოებები, ფონოგრამები, ვიდეოგრამები, შესრულებები, დადგმები, ეთერში და საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციების გადაცემები მისაწვდომი ხდება სმენითი და/ან მხედველობითი აღქმისათვის საზოგადოების მიერ, მათი ფაქტიური აღქმისაგან დამოუკიდებლად.

გადაცემა თანამგზავრის საშუალებით – ნაწარმოების ან სხვა პროგრამების გადაცემა მასებისათვის თანამგზავრის ან ელექტროპროგრამის მატარებელი სიგნალების (ტალღების) საშუალებით. „პირდაპირი გადაცემის თანამგზავრისათვის“ ასეთ გადაცემას ეწოდება „თანამგზავრიდან გადაცემის მომსახურება“, ამასთან ის სიგნალები (ტალღები), რომლებიც კოსმოსიდან მიიღება, უკვე მოდიფიცირებულია ფართო მასებისათვის პირდაპირ მის–- აღებად.

გადაცემა საყოველთაო გაცნობის მიზნით – იხ. საჯარო გადაცემა.

გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება – მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლება ნება დართოს ან აკრძალოს, შემდეგ მოქმედებათა განხორციელება: გადაცემის ჩაწერა; გადაცემის ჩაწერის კვლავწარმოება, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და კვლავწარმოება ხორციელდება იმავე მიზნებისათვის, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში (კაბელით), საეთერო (საკაბელო) მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; გადაცემის ეთერში (კაბელით) გადაცემა; გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

გავრცელება – იხ. ნაწარმოების გამოცემა.

გავრცელების უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა ს. მფლობელის განსაკუთრებული უფლება განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ორიგინალის ან ნაწარმოების ეგზემპლარების ნებისმიერი საშუალებით გავრცელება: გაყიდვა, გაქირავება და ა. შ.

გაზეთების სტატიების კვლავწარმოება – ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, ოღონდ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით დაშვებულია: მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდულ გამოცემებში მართლზომიერად გამოქვეყნებული სტატიების ან ეთერში გადაცემული ანალოგიური სახის ნაწარმოებების კვლავწარმოება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან მათი საჯარო გადაცემა – იმ შემთხვევაში„ როდესაც ასეთი კვლავწარმოება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის ა კრძალული ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის მიერ. დაშვებულია აგრეთვე საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და სხვა ანალოგიური ნაწარმოებების, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების ჩათვლით ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების საშუალებით კვლავწარმოება ან საჯარო გადაცემა, იმ მოცულობით, რაც განსაზღვრულია საინფორმაციო მიზნით. ამასთანავე, ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება.

გალექსება – ქართული ხალხური სიტყვიერების სატირულ-იუმორისტული პოეტური ჟანრი, რომელიც უფრო ახლოსაა გაშაირებასთან.

გალვანო – კლიშეს ან გრავიურის ანაბეჭდი, რომელიც მიღებულია გალვანოპლასტიკის საშუალებით.

გალვანოგლიფია – გალვანოპლასტიკის საშუალებით რელიეფურ გამოსახულებათა მიღების წესი.

გალვანოპლასტიკა – ელექტროლიზის გზით ლითონის დალექვა მისი მარილების ხსნარიდან რამეს ზედაპირზე, ლითონის გარსის მისაღებად.

გამავრცელებელი ორგანო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გადაწყვეტს ჰქონდეს თუ არა ადგილი მეორადი სიგნალების გადაცემას ან მის რომელიმე ნაწილს საზოგადოების ფართო წრისათვის.

გამაფრთხილებელი აღნიშვნა – საავტორო უფლების, სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, პატენტის, გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობით სარგებლობის უფლების მფლობელს შეუძლია სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილ საქონელზე დაიტანოს გამაფრთხილებელი აღნიშვნა. საავტორო უფლებისათვის გამოიყენება ©, სასაქონლო ნიშნისათვის R) ან რ ან ტექსტი – მაგ... „სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქართველოში“. პატენტის მფლობელი მიუთითებს, რომ ნაწარმი დაცულია პატენტით, ამ პატენტის ნომრის ჩვენებით.

გამაფრთხილებელი პატენტი – იხ. გამოგონების წინასწარი აღწერილობა.

გამოგონება – სამრეწველო საკუთრების ობიექტი, რომელზეც გაიცემა პატენტი. ბუნებაში არსებული მოვლენების, კანონზომიერების, კანონების, თვისებების გამოყენების საფუძველზე მიგნებული ახალი განხორციელებადი არაცხადი საგამომგონებლო იდეა, რომელსაც რაიმე ობიექტში მრავალჯერადად გამოსახვის უნარი გააჩნია.

გამოგონება სამსახურებრივი დავალებით – იხ. პატენტის მიღების • უფლება.

გამოგონებათა ეროვნული კლასიფიკაცია – ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში მიღებული გამოგონების კლასიფიკაცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ ქვეყნის (ქვეყნების) საპატენტო უწყებების მიერ.

გამოგონებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია – გ. ს. კ. ეყრდნობა სტრასბურგის შეთანხმებას გამოგონებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ, რომელიც ხელმოწერილ იქნა 1971 წელს. იგი ემსახურება მთელს მსოფლიოში საპატენტო დოკუმენტების ერთგვაროვან და ერთსახა კლასიფიცირებას. ამ კლასიფიკაციის მიხედვით ტექნოლოგიის სფერო რვა ძირითად ნაწილად, 118 კლასად, 617 ქვეკლასად და 55000-ზე მეტ ჯგუფად (აქ შედის ძირითადი ჯგუფები და ქვეჯგუფები) იყოფა. ყველა დანაყოფს თავისი შესაბამისი აღნიშვნა გააჩნია. გ-ოსკ-ის მთავარი დანიშნულებაა საპატენტო უწყებების და სხვა მოსარგებლეთა მიერ საპატენტო დოკუმენტების მოძიების დროს ეფექტური ინსტრუმენტის როლის შესრულება. ხელის შეწყობა დოკუმენტების მოწესრიგებისას, რათა გაადვილდეს მათში ჩადებული ინფორმაციის მოძიება და გამოყენება.

გამოგონებათა ჯგუფი - ერთ განაცხადში გაერთიანებული ერთიანი საგამომგონებლო იდეით დაკავშირებული ორი ან მეტი გამოგონება, ამ პირობას ადგილი აქვს, თუ გამოგონების ობიექტებიდან ერთ-ერთი განკუთვნილია მეორის მისაღებად ან დასამზადებლად. როდესაც გამოგონების ობიექტები ერთი სახეობისაა, ერთნაირი დანიშნულებისაა და ერთი და იმავე გზით იძლევიან ტექნიკურ შედეგს. მაგ., მოწყობილობა, ნივთიერება ან შტამი და მათი მიღების (დამზადების) ხერხი.

გამოგონებათა ჯგუფის ფორმულა – გამოგონებათა ჯგუფის არსის სიტყვიერი დახასიათებისათვის გამოიყენება მრავალმუხლიანი ფორმულა. მისი ჩამოყალიბების დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: დამოუკიდებელი მუხლები, რომლებიც ახასიათებენ ცალკეულ გამოგონებას, არ უნდა შეიცავდნენ მითითებას ფორმულაში შემავალ სხვა მუხლებზე; დამოკიდებული მუხლები უნდა დაჯგუფდეს იმ შესაბამის დამოუკიდებელ მუხლთან, რომელსაც ისინი ექვემდებარება; თუ ერთი გამოგონების ობიექტი გან კუთვნილია მეორე გამოგონების მისაღებად, განსახორციელებლად და/ან გამოსაყენებლად, მაშინ პირველ დამოუკიდებელ მუხლში მოყვანილი უნდა იქნეს იმ ობიექტის დახასიათება, რომლისთვისაც არის განკუთვნილი მეორე ობიექტი.

გამოგონების ავტორი – იხ. ავტორი.

გამოგონების ანალოგი – პრიორიტეტის თარიღამდე ცნობილი იგივე დანიშნულების ობიექტი, რომლის არსებითი ნიშნების ერთობლიობა, მსგავსია სავარაუდო გამოგონების არსებითი ნიშნების ერთობლიობისა.

გამოგონების არსებითი ნიშნები – იხ. არსებითი ნიშანი.

გამოგონების არსი... – საგამომგონებლო იდეის გადმოცემა (დახასიათება,.აღწერა) არსებითი ნიშნების მეშვეობით, ისე, რომ ნათელყოს, დასახული შედეგის .მიღწევა და იდეის განხორციელებადობა.

გამოგონების არსის განზრახ გამჟღავნება – გ. ა. გ. გ. იქამდე, სანამ იგი გამოქვეყნდება საპატენტო უწყების ოფიციალურ ბიულეტენში, იწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

გამოგონების არსის შეცვლა – ქმედება, რომელიც ეყრდნობა დამატებით მასალებს, რომლითაც ხდება განცხადებული გამოგონების არსის შეცვლა, თუ ამ მასალებით დამატებულია ან ამოგდებულია (განაცხადის პირველად მასალებთან შედარებით) ისეთი არსებითი ნიშნები„ რომლებიც შეტანილი ან ამოგდებული უნდა იქნეს გამოგონების ფორმულაში. განაცხადის განხილვისას მხედველობაში არ მიიღება დამატებითი მასალების ის ნაწილი, რომელიც ცვლის განცხადებული გამოგონების არსს. მისი გაფორმება შეიძლება დამოუკიდებლად.

გამოგონების აღწერილობა – საპატენტო განაცხადის ძირითადი შემადგენელი ნაწილი გამოგონების ფორმულასთან ერთად. გამოგონების აღწერილობა შეიცავს გამოგონების არსის გახსნას. იგი ადასტურებს გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს, რომელიც ფორმულით არის განსაზღვრული, მაგრამ დამოუკიდებელი სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. აღწერილობა იძლევა გამოგონების გაგებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. აღწერილობაში გამოგონება ისეთი სისრულით უნდა იყოს გაშუქებული, რომ • მასზე დაყრდნობით საშუალო სპეციალისტმა შეძლოს ამ გამოგონების განხორციელება. თუ აღწერილობაში ინფორმაცია ასეთი სისრულით არ იქნა მოყვანილი, მაშინ გამოგონებაზე პატენტი არ გაიცემა. აღწერილობაში აღნიშნული უნდა იყოს, თუ, ტექნიკის რომელ დარგს (სპეციალური და არა ფართო გაგებით) ეხება გამოგონება; მონაცემები პროტოტიპების შესახებ, სადაც უნდა შედიოდეს ინფორმაცია ტექნიკის თანამედროვე დონის შესახებ განაცხადის წარდგენის მომენტისათვის. აღწერილობაში საჭიროა მოყვანილი იქნეს გამოგონების გამოყენების შესაძლო შედეგები, მისი უპირატესობა პროტოტიპთან შედარებით. თუ გამოგონება ეკუთვნის პროდუქტს, მაშინ აღწერილობის ამ ნაწილში უნდა აღინიშნოს, თუ რა გზით შეიძლება მისი დამზადება და გამოყენება, ხოლო თუ გამოგონება ეხება ხერხს (პროცესს) – მისი განხორციელების შესაძლებლობა. აღწერილობაში მასალა გადმოცემული უნდა იქნეს დადგენილი რიგითობის მიხედვით.

გამოგონების აღწერილობის სტრუქტურა –აღწერილობა ფორმდება შემდეგი თანმიმდევრობით: ტექნიკის დარგი რომელსაც მიეკუთვნება გამოგონება; ტექნიკის დონე; გამოგონების არსი; ნახაზების ფიგურების ნუსხა (თუ ისინი თან ერთვის განაცხადს); მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გამოგონების განხორციელებადობას.

გამოგონების გამოყენება ფრენშაიზინგში – იხ. პატენტის გამოყენება ფრენშაიზინგში.

გამოგონების გამოყენების წახალისება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის წარმოებაში გამოყენების შედეგად მიღებული მოგება ექვემდებარება შეღავათიან დაბეგვრას. პირებს, რომლებსაც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტი აქვთ, უფლება ეძლევათ ამ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ასათვისებლად საჭირო რეკონსტრუქციის, ხელახალი აღჭურვის, მოდერნიზაციის ან ახალი საწარმოს (საწარმოო ერთეულის) ჩამოყალიბების მიზნით ისარგებლონ სახელმწიფო ბანკების შეღავათიანი კრედიტით. საქართველოს გამომგონებელთა საზოგადოების შუამდგომლობის საფუძველზე განმცხადებელი შეიძლება გათავისუფლდეს საფასურების გადახდისაგან, გარდა პატენტის ძალაში შენარჩუნების წლიური საფასურებისა.

გამოგონების განხორციელებადობა – გამოგონების განხორციელებადობა გულისხმობს მხოლოდ იდეის განხორციელების შესაძლებლობას მეურნეობის ნებისმიერ სფეროში მისი მრავალჯერადი დამზადების ან სარგებლობის საშუალებით.

გამოგონების განხორციელებადობის დადასტურება – გამოგონების აღწერილობის ნაწილში ნაჩვენები ტექნიკური შედეგის მიღწევის შესაძლებლობა. ისეთი გამოგონების განხორციელებადობა, რომლის არსიც ზოგად ცნებებში გამოხატული ნიშნებითაა მოცემული, დასტურდება - ან უშუალოდ განაცხადის მასალებში ასეთი ნიშნების, განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების ზოგად ცნებებში აღწერით, ან იმაზე მითითებით, რომ ასეთი საშუალებები და მეთოდები საყოველთაოდ ცნობილია. თუ გამოგონება ეხება მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების, შტამის, ახალი დანიშნულებით გამოყენებას, მაშინ მოყვანილი უნდა იქნეს ამ დანიშნულებით მისი გამოყენების შესაძლებლობის დამადასტურებელი არგუმენტები.

გამოგონების დასახელება – გამოგონების ობიექტის მოკლე დასახელება, რომელიც წარმოადგენს გამოგონების აღწერილობის სათაურს. გამოგონების დასახელება იმავდროულად არსებითი ნიშანიცაა, ამასთან იგი უნდა იყოს მისი დანიშნულების გამომხატველი. შეესაბამებოდეს მის არსს და როგორც წესი ეთანადებოდეს საერთაშორისო კლასიფიკაციის რუბრიკას. დასახელება მიზანშეწონილია გადმოიცეს არაუმეტეს 10 სიტყვისაგან. დასახელება მოიყვანება მხოლობით რიცხვში, იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც დასახელება არ იხმარება მხოლობით რიცხვში. სპეციალური პირობებია განსაზღვრული იმ დასახელებაზე, რომლებიც მიეკუთვნება: ქიმიურ, ბიოლოგიურ, მაღალმოლეკულურ ნაერთებს, მიკროორგანიზმთა შტამებს, გამოგონებათა ჯგუფს.

გამოგონების დაცვის დამატებითი სისტემა – სისტემა, რომელიც შეუძლიათ მიიღონ პარიზის კონვენციის წევრმა ქვეყნებმა, მაგ. მოკლევადიანი პატენტები.

გამოგონების დაცვის უფლება – საქართველო იცავს უფლებას გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე და ადასტურებს მას პატენტით.

გამოგონების დეტალური აღწერილობა – ინფორმაცია, რომელიც მოცემული უნდა იყოს საპატენტო დოკუმენტაციაში ისე, რომ მოცემული დარგის სპეციალისტს საშუალება ჰქონდეს განახორციელოს ეს გამოგონება, ანუ რეალიზაცია გაუკეთოს მას.

გამოგონების ერთი ობიექტი – გამოგონების ობიექტი წარმოადგენს ერთ ობიექტს, თუ იგი ხასიათდება სამართლებრივი დაცვის ფარგლების განმსაზღვრელი ყველა ისეთი აუცილებელი არსებითი ნიშნით, რომლებიც მოყვანილია გამოგონების ფორმულის პირველ მუხლში, რომ ამ ობიექტის ყოველგვარი ცვლილება და დაზუსტება, არ მოითხოვს ერთი ან რამდენიმე ნიშნის შეცვლას, დამატებას ან ამოღებას.

გამოგონების ერთიანობა – საპატენტო განაცხადისადმი წაყენებული მოთხოვნა იმის შესახებ, რომ განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთი გამოგონების ობიექტს ან ერთიანი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ რამდენიმე გამოგონების ობიექტისაგან შემდგარ ჯგუფს.

გამოგონების ერთიანობის დარღვევა – გამოგონების ერთიანობა დარღვეულია თუ აღწერილობაში მოცემულია გამოგონების ისეთი ორი დამოუკიდებელი ობიექტი, რომლებსაც არ აკავშირებთ ერთი საგამომგონებლო იდეა. თუ განაცხადში დარღვეულია გამოგონების ერთიანობა, მაშინ შეიძლება განმცხადებლის მიერ დამოუკიდებელი განაცხადის წარდგენა.

გამოგონების ერთმუხლიანი ფორმულა – ერთმუხლიანი ფორმულა გამოიყენება არსებითი ნიშნების ერთობლიობით ისეთი გამოგონების დახასიათებისას, როდესაც დასაცავი ობიექტის სამართლებრივი ფარგლების დასაზუსტებლად არ არის აუცილებელი იმ ნიშანთა მითითება, რომლებიც მოცემულ გამოგონებას ახასიათებს კერძო შემთხვევებში მისი შესრულების, გამოყენების, განვითარებისა და დაზუსტების თვალსაზრისით.

გამოგონების იმიტაცია – პატენტმფლობელის უფლების დარღვევა იმ პირთა მიერ, რომლებიც ამ გამოგონების მიბაძვა-მიმსგავსებას ეწევიან, მაგრამ არ გაუღიათ არავითარი სახსრები გამოკვლევებისა და დამუშავებისათვის, რომელთა შედეგადაც გაჩნდა ეს გამოგონება.

გამოგონების კატეგორიზებული რეფერატი – გამოგონების აღწერილობის მოკლე შინაარსი შედგენილი იმგვარად, რომ ადვილი იყოს მათზე ინფორმაციის მიგნება და მოპოვება. რეფერატი დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: ტექნიკის დარგი და/ან გამოგონების გამოყენების სფერო; გამოგონების არსისა და დანიშნულების დახასიათება. საჭიროების შემთხვევაში რეფერატი შეივსება ძირითადი ნახაზებით, მათემატიკური და ქიმიური ფორმულებით. ყოველ მათგანს მინიჭებული აქვს რიგითი ნიმერი, რომლის მიხედვითაც ხდება მისი დათვალიერება.

გამოგონების კრიტერიუმები – იხ. პატენტუნარიანობის კრიტერიუმები. გამოგონების ლიცენზირება – იხ. ლიცენზირება.

გამოგონების მრავალმუხლიანი ფორმულა – გ. მ. ფ. გამოიყენება არსებითი ნიშნების ერთობლიობით ისეთი ერთი გამოგონების დასახასიათებლად, როდესაც ობიექტის სამართლებრივი ფარგლების დასაზუსტებლად აუცილებელია იმ ნიშანთა მითითებაც, რომლებიც მოცემულ გამოგონებას ახასიათებს კერძო შემთხვევებში მისი შესრულების, გამოყენების, განვითარების და დაზუსტების თვალსაზრისით. მრავალმუხლიანი ფორმულა, რომელიც ახასიათებს ერთ გამოგონებას, შეიცავს ერთდამოუკიდებელ მუხლს და დანარჩენ მასზე დამოკიდებულ მუხლებს. მრავალმუხლიანი ფორმულა, რომელიც ახასიათებს გამოგონებათა ჯგუფს და შეიცავს რამდენიმე დამოუკიდებელ მუხლს, რომელთაგან თითოეული ახასიათებს ამ ჯგუფის ერთ-ერთ გამოგონებას. მრავალმუხლიანი ფორმულა უფრო გასაგებს ხდის გამოგონებას, მისი დაცვის ფარგლებს. დამოკიდებული მუხლების დაუსაბუთებელი ზრდა დაუშვებელია.

გამოგონების ნახაზები – დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა იყოს წარდგენილი საპატენტო განაცხადში განსაზღვრული პირობების დროს. ნახაზებით ხდება გამოგონების აღწერილობის შევსება თუ ისინი აუცილებელია გამოგონების არსის გასაგებად. ნახაზები და სხვა განმარტებითი მასალები შეიძლება წარმოდგენილი იყოს: გრაფიკული მასალების (ნახაზების, სქემების, გრაფიკების, ფიგურების, ნახატების, ოსცილოგრამების და ა. შ.), ფოტოსურათების, ცხრილების, დიაგრამების სახით.

გამოგონების ობიექტები – მოწყობილობა, ხერხი, ნივთიერება, მიკროორგანიზმთა შტამი, ცხოველთა, მცენარეთა ქსოვილების კულტურა. აგრეთვე მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების და მიკროორგანიზმთა შტამის ახალი დანიშნულებით გამოყენება.

გამოგონების პრიორიტეტი – საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში გამოგონებაზე პრიორიტეტი დგინდება „საქპატენტში“ სწორად გაფორმებული განაცხადის წარდგენის თარიღიდან. ასეთ თარიღად ითვლება ის დღე, როდესაც განმცხადებელმა საქართველოს ფოსტას ჩააბარა „საქპატენტის“ მისამართით ან უშუალოდ წარადგინა განაცხადი „საქპატენტში“. გამოგონების პრიორიტეტი შეიძლება იყოს: საკონვენციო, საგამოფენო, ადრინდელი განაცხადის წარდგენის თარიღის. აშშ-ში გ. პ. დგინდება გამოგონების შექმნის ფაქტით.

გამოგონების პატენტი – იხ. პატენტი გამოგონებაზე.

გამოგონების პატენტუნარიანობა – სავარაუდო გამოგონების უნარი, რათა მასზე გაიცეს პატენტი. ასეთი უნარი სახეზეა თუ სავარაუდო გამოგონება აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს.

გამოგონების პროტოტიპი – გამოგონების ანალოგების რიცხვიდან ყველაზე ახალი ანალოგი. პროტოტიპების შერჩევა არსებითი ნიშნების მაქსიმალური დამთხვევით, ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით. იხ. გამოგონების ანალოგი.

გამოგონების რეგისტრაცია – იხ. რეგისტრაცია.

გამოგონების რეფერატი – ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მონაცემი, რომელიც მოყვანილია საპატენტო დოკუმენტაციის პირველ გვერდზე. გამოგონების არსის მოკლე აღწერა მისი დანიშნულებისა და მიღწეული შედეგის ჩვენებით. იგი წარმოადგენს გამოგონების აღწერილობისა და გამოგონების ფორმულის პუნქტების შინაარსის ერთგვარ რეზიუმეს და ისეთნაირად უნდა იქნეს შედგენილი, რომ შესაძლებელი იყოს ტექნიკური პრობლემის გაგება. რეფერატის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 1000 ნაბეჭდ ნიშანს, რეფერატს შეიძლება ერთვოდეს აგრეთვე ნახახიც ან ქიმიური ფორმულა, თუ გამოგონება ეხება ქიმიის დარგს. გამოგონების რეფერატი ქვეყნდება “საქპატენტის? ოფიციალურ ბიულეტენში ნახაზებთან ერთად. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საპატენტო დოკუმენტებში შეტანილი ინფორმაციის საერთაშორისო ურთიერთგაცვლაში, გამოგონების უცხო ენაზე გადათარგმნის გაადვილებისათვის.

გამოგონების საბუთების ტექსტი – გამოგონების განაცხადის ყველა საბუთის გაფორმება იწყება ცალკე ფურცლიდან; თითოეული ფურცელი გამოიყენება მხოლოდ ერთი მხრიდან. პწკარები, ფურცლის მცირე გვერდის პარალელურად უნდა განლაგდნენ; ფურცელი უნდა იყოს თეთრი ფორმატის, ზომით 210X297, მარცხნივ – 20 მმ., მარჯვნივ – 10 მმ. მინდვრის დატოვების გათვალისწინებით; ფურცელი ინომრება არაბული ციფრებით გამჭოლი ნუმერაციით. დაწყებული პირველი გვერდიდან; საბუთები იბეჭდება შავი ფერის შრიფტით; აღწერილობის, ფორმულის და რეფერატის ტექსტი იბეჭდება 2 ინტერვალით. გრაფიკული სიმბოლოები, ლათინური დასახელებები, ლათინური და ბერძნული ასოები, მათემატიკური და ქიმიური ფორმულები შეიძლება ჩაიწეროს შავი ფერის მელნით. პასტით ან ტუშით. დაუშვებელია ფორმულების შერეულად – საბეჭდი მანქანითა და ხელით ჩაწერა.

გამოგონების საგამოფენო პრიორიტეტი – იხ. საგამოფენო პრიორიტეტი. გამოგონების საკონვენციო პრიორიტეტი – იხ. საკონვენციო პრიორიტეტი.

გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა – იხ. სამრეწველო გამოყენებადობა.

გამოგონების სამრეწველო ვარგისიანობა – გამოგონების გამოყენების (შექმნა, სარგებლობა) შესაძლებლობა ტექნიკური საშუალებების დახმარებით.

გამოგონების სიახლე – იხ. სიახლე.

გამოგონების სპეციალური დასახელება – გამოგონებისათვის, მისი ავტორის მოთხოვნით მინიჭებული დასახელება დადგენილი წესის მიხედვით. გ. ს. დ. მოიყვანება მხოლოდ აღწერილობაში. გამოგონების ფორმულაში დასახელება არ შეიძლება შეიცავდეს სპეციალურ დასახელებას.

გამოგონების ტერმინოლოგია – გამოგონების აღწერილობაში და ფორმულაში დაცული უნდა იყოს ტერმინოლოგიის ერთიანობა. ტერმინები და აღნიშვნები, რომლებსაც ლიტერატურაში ფართო გამოყენება არა აქვს, ტექსტში პირველი ხმარებისთანავე უნდა განიმარტოს. ყველა პირობითი ნიშანი იშიფრება. ფიზიკური სიდიდეების ერთეულები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებს. აღწერილობის ტექსტი არ უნდა შეიცავდეს საზოგადოებრივი წესრიგის და მორალის საწინააღმდეგო გამოთქმებს, აგრეთვე სხვისი გამოგონებების მიმართ უპატივცემულო გამონათქგვამებს.

გამოგონების ფართო ფორმულა – გამოგონების ისეთი ფორმულა, რომელიც მოიცავს არსებითი ნიშნების მინიმალურ რაოდენობას და ამასთან არ არის დაკარგული, გამოგონების არც ობიექტი და არც არსი.

გამოგონების ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა – ფორმალურ მოთხოვნებზე ექსპერტიზის დროს მოწმდება: არის თუ არა გამოგონების განაცხადის დოკუმენტაცია გამოგონების შესახებ დებულების, გაფორმებისა და წარდგენის წესების შესაბამისად შედგენილი» მიეკუთვნება თუ არა იგი სამართლებრივი დაცვის ობიექტს; არის თუ არა გათვალისწინებული გამოგონების ერთიანობის მოთხოვნები; არის თუ არა დაცვითუნარიანი ობიექტი. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ განმცხადებელს ეგზავნება: გადაწყვეტილება განაცხადის დაბრუნებაზე; შეტყობინება-–მოთხოვნა დამატებითი მასალების წარმოდგენის თაობაზე ან შეტყობინება განაცხადის განსახილველად მიღებაზე.

გამოგონების ფორმულა – საპატენტო განაცხადის ნაწილი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვროს გამოგონების დაცვის ფარგლები. მხოლოდ გ. ფორმულას გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა. დანარჩენი საგანაცხადო მასალა მხოლოდ გამოგონების არსის და ფორმულის ასახსნელად გამოიყენება. გ. ფ. განცხადებული ობიექტის მოკლე სიტყვიერ დახასიათებას წარმოადგენს, რომელიც გარკვეული წესის მიხედვით უნდა იქნეს შედგენილი. იგი მჭიდროდ (არსობრივად) უნდა იყოს დაკავშირებული გამოგონების აღწერილობასთან. გ. ფ. შედგება ერთი ან რამდენიმე მუხლისაგან (პუნქტისაგან).

გამოგონების ფორმულის ახალი რედაქცია – განმცხადებელს შეუძლია ძიების შესახებ საპატენტო უწყებისაგან ანგარიშის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში, წარადგინოს „საქპატენტში“ გამოგონების ფორმულისა და რეფერატის ახალი რედაქცია, რომელიც არ უნდა აფართოებდეს პატენტზე განაცხადის მოცულობას. განმცხადებელს ნება ეძლევა შეცვალოს აღწერილობა ფორმულის შესაბამისად.

გამოგონების ფორმულის განმასხვავებელი ნაწილი – იხ. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი.

გამოგონების ფორმულის დამოკიდებული მუხლი – მუხლი, რომელშიც მოყვანილი უნდა იქნეს ნიშნები, რომლებიც გამოგონებას ახასიათებს კერძო შემთხვევაში, მისი შესრულების კონკრეტული ფორმების ან განსაკუთრებულ პირობებში მისი გამოყენების თვალსაზრისით. იგი უნდა შეიცავდეს გამოგონების დანიშნულების ამსახველი გვარეობითი ცნების შემოკლებულ ფორმულირებას იმასთან შედარებით, რომელიც მოცემულია დამოუკიდებელ მუხლში. იმ შემთხვევაში, როცა დამოკიდებული მუხლი ექვემდებარება ფორმულის რამდენიმე მუხლს, მაშინ მათზე მინიშნებისას უნდა მიეთითოს ალტერნატივაზეც. დამოკიდებული მუხლი შეიძლება ექვემდებარებოდეს შესაბამის დამოუკიდებელ მუხლს უშუალოდ ან ირიბად. გ. ფ. დ. მ. უშუალოდ ექვემდებარება დამოუკიდებელს, თუ გამოგონების კერძო შემთხვევაში შესრულების ან განხორციელების აღწერისას, ამ მუხლში მოცემულ ნიშნებთან ერთად საკმარისია მხოლოდ ფორმულის დამოუკიდებელ მუხლში მოცემული ნიშნები. გ. ფ. დ. მ. გამოიყენება სამართლებრივი დაცვის ფარგლების დასაზუსტებლად, გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი – მუხლი, რომელიც განსაზღვრავს გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს. მასში მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ არსებით ნიშანთა ერთობლიობა, რომელთაგან თითოეული მათგანი აუცილებელია, ხოლო ყველა ერთად კი საკმარისი საგამომგონებლო იდეის ობიექტში განსახიერების უზრუნველსაყოფად. მუხლი უნდა შედგებოდეს შემომფარგვლელი და განმასხვავებელი ნაწილებისაგან. შემომფარგვლელ ნაწილში მოიყვანება ისეთი არსებითი ნიშნები, რომლებიც ემთხვევა ტექნიკის დონისათვის ცნობილი ობიექტების ნიშნებს, მითითებული უნდა იყოს აგრეთვე გამოგონების დანიშნულების ამსახველი გვარეობითი ცნება. განმასხვავებელ ნაწილში კი ისეთი არსებითი ნიშნები, რომლებიც განასხვავებს გამოგონებას პროტოტიპისაგან (ე. ი. გამოგონების ახალი ნიშნები), ფორმულა არ დაიყოფა შემომფარგვლელ და განმასხვავებელ ნაწილებად თუ იგი ახასიათებს: ინდივიდუალურ შენაერთს; მიკროორგანიზმების შტამს; მცენარეთა და ცხოველთა ქსოვილის კულტურებს; ადრე ცნობილი მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების, შტამის ახალი დანიშნულებით გამოყენებას; გამოგონებას, რომელსაც არ გააჩნია ანალოგები.

გამოგონების ფორმულის ლაკონიურობა – გამოგონების ფორმულაში ობიექტის განსაზღვრა ზედმეტი სიტყვების გარეშე.

გამოგონების ფორმულის სამართლებრივი დანიშნულება – გ. ფ. ს. დ. გამოიხატება იმაში, რომ მხოლოდ გამოგონების ფორმულა წარმოადენს იმ ერთადერთ საშუალებას, რომლითაც განისაზღვრება გამოგონების ფარგლები და მხოლოდ მის საფუძველზე დგინდება გამოგონების გამოყენების ან არგამოყენების ფაქტი.

გამოგონების ფორმულის სისრულე – გამოგონების ფორმულაში ყველა არსებითი ნიშნების გადმოცემა.

გამოგონების ფორმულის შედგენა – გ. ფ. შ. იწყება მუხლის შედარებით ზოგადი ნაწილით, შემდეგი მუხლები ასახავენ სულ უფრო კერძო მომენტებს. მუხლების შედგენა სრულდება ტექნიკური ტერმინების გამოყენებით და არ უნდა შეიცავდეს რაიმე მინიშნებებს კომერციულ უპირატესობაზე. ამ უკანასკნელის მოყვანა შეიძლება აღწერილობაში, მაგრამ დაუშვებელია ფორმულისათვის. ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მუხლისაგან. მრაგალმუხლიანი ფორმულა უნდა შეიცავდეს ერთ მთავარ (დამოუკიდებელ) და სხვა (ერთს მაინც) დამოკიდებულ მუხლებს. ფორმულა გადმოიცემა ერთი წინადადების სახით. მასში შეიძლება ქიმიური და მათემატიკური ფორმულების გამოყენება. გამოგონების ფორმულის პირველ მუხლში წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ არსებითი ნიშნები. მომდევნო მუხლებში შეიძლება გადმოცემული იქნეს დამატებითი ნიშნები. შემთხვევითი ნიშნების მოყვანა ფორმულაში საჭირო არ არის. ხერხის ფორმულა გადმოცემული უნდა იქნეს ზმნის საწყისი ფორმით (ინფინიტივი. მაგ., ცხელდება, ტენიანდება და ა. შ.). გამოგონების ფორმულას ხელს აწერს ავტორი (განმცხადებელი) ან მისი უფლებამოსილი პირი. გამოგონების ფორმულით ხდება გამოგონების ზუსტი განსაზღვრა.

გამოგონების ფორმულის ძირითადი თვისებები – გამოგონების ფორმულას უნდა ახასიათებდეს შემდეგი ძირითადი თვისებები: ლაკონიურობა, სისრულე, ერთიანობა, ზოგადობა.

გამოგონების წინასწარი აღწერილობა – ინგლისში, კანადაში და ზოგიერთ ინგლისური საპატენტო სისტემის ქვეყანაში პრიორიტეტის დადგენის საშუალება. გ. წ. ა. გამოგონებაზე წინასწარი განაცხადის ფუნქციას ასრულებს. პრიორიტეტის რეგისტრაციის ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა ავტორს ჯერ არ დაუმთავრებია მუშაობა გამოგონებაზე და ამის გამო არ შეუძლია განაცხადის შეტანა საპატენტო უწყებაში, მაგრამ არ უნდა პირველობის დაკარგვა და ცდილობს დაასწროს სხვას. ლათინური მერიკის ქვეყნებში გამოგონების წინასწარი აღწერილობის საფუძველზე გაიცემა პატენტი, რომელსაც გამაფრთხილებელი პატენტი ეწოდება.

გამოგონების ჰიბრიდული ფორმულა – გამოგონების ისეთი ფორმულა, რომელიც იცავს გამოგონების ურთიერთდამოკიდებულ ობიექტებს.

გამომგონებელი – გამოგონების ავტორი. პირი, რომლის ავტორობაც დადასტურებულია საპატენტო უწყების მიერ გაცემული პატენტით.

გამომგონებელთა შეღავათები და პრივილეგიები – გამოგონების ავტორს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უფლება აქვს გამოგონებას მიანიჭოს თავისი სახელი ან სპეციალური დასახელება. საქართველოს გამომგონებელთა საზოგადოების შუამდგომლობის საფუძველზე განმცხადებელი შეიძლება გათავისუფლდეს საფასურის გადახდისაგან, გარდა პატენტის ძალაში შენარჩუნების წლიური საფასურისა. გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ავტორებისათვის სხვა შელავათები და პრივილეგიები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

გამომცემელი – საავტორო-სამართლებრივი კანონმდებლობით გამომცემელი არის პირი, რომელიც ახორციელებს ნაწარმოების ეგზემპლარების გამოქვეყნებას გაყიდვის მიზნით; ფონოგრამისა და ვიდეოგრამის, აუდიოვიზუალური ნაწარმოების მწარმოებელი, გამომშვები, დამამზადებელი.

გამომცემლის განსაკუთრებული უფლებები – ენციკლოპედიების, ენციკლოპედიური ლექსიკონების, მეცნიერული ნაშრომების, პერიოდული და ერთმანეთის გამგრძელებელი კრებულების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გამომცემლებს ეკუთვნით ნაწარმოებების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. გამომცემელს უფლება აქვს ასეთი ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს ასეთი მითითება. ასეთ ნაწარმოებში შესული ნაწარმოებების ავტორებს უნარჩუნდებათ თავიანთი ნაწარმოებების გამოყენების განსაკუთრებული უფლება თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

გამომცემლობა – საწარმო, რომელიც ამზადებს, აწარმოებს და გამოსცემს წიგნებს ან სხვა ნაბეჭდ პროდუქციას.

გამოსახულებითი ნაწარმოები – ნაწარმოების ერთ-ერთი ფორმა, როგორსაც წარმოადგენს ნახატი, ნახაზი, ესკიზი, სურათი,კონკტერული გამოსახულება, აბსტრაქტული გამოსახულება, სიმბოლო, ორნამენტის ელემენტებისაგან შემდგარი კომპოზიციები, სტილიზებული შრიფტი, კინო, ტელე. ვიდეო ან ფოტოკადრი და ა. შ.

გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი – სასაქონლო ნიშნის ერთერთი სახე, რომელიც შედგება გამოსახულებითი ნაწარმოებისაგან.

გამოსხივებული სიგნალი – ნებისმიერი პროგრამის მატარებელი სიგნალი, რომელიც გადაიცემა თანამგზავრზე ან გადმოიცემა თანამგზავრიდან.

გამოუქვეყნებელი ნაწარმოები – ყოველგვარი ნაწარმოები, რომელიც არ არის ცნობილი საჯაროდ გამოქვეყნების საშუალებით, მიუხედავად იმისა სხვა ხერხით იყო თუ არა იგი გამოქვეყნებული.

გამოუქვეყნებელი ნაწარმოების გამოქვეყნების უფლება – ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლება, რომელიც გადადის მემკვიდრეზე. თუ ავტორის მიერ სიცოცხლის განმავლობაში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული. იხ. მემკვიდრის უფლება.

გამოუყენებელი პატენტი – პატენტი, რომელიც არ გამოიყენება არასაკმარისი კომერციული მომგებიანობის გამო.

გამოფენ, – ადამიანთა მატერიალური და სულიერი მოღვაწეობის მიღწევათა საჯარო დემონსტრირება. იხ. აგრეთვე ოფიციალური გამოფენა.

გამოქვეყნება – იხ. ნაწარმოების გამოქვეყნება; პუბლიკაცია. გამოქვეყნების თარიღი – იხ. გამოცემის გამოქვეყნების თარიღი.

გამოქვეყნებული ნაწარმოების გავრცელება – იხ. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება; გაქირავებით გავრცელების უფლება.

გამოყენება – სამრეწველო საკუთრების ობიექტის გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება ან მისით სარგებლობის სხვა ქმედებები.

გამოყენება ექსპერიმენტისათვის – იხ. ნებართვის გარეშე გამოყენება.

გამოყენება კომერციის მიზნით – გაყიდვა, გაქირავება ან კომერციული საქმიანობის სხვა ხერხები; აგრეთვე წინადადება რათა განხორციელდეს ასეთი ქმედებები.

გამოყენება კომპიუტერის საშუალებით – იხ. ნაწარმოების გამოყენება კომპიუტერის საშუალებით.

გამოყენება პირადი სარგებლობისათვის – იხ. ნებართვის გარეშე გამოყენება.

გამოყენება ტრანზიტულ ტრანსპორტზე – იხ. ნებართვის გარეშე გამოყენება. გამოყენება ფორს-მაჟორის დროს – იხ. ნებართვის გარეშე გამოყენება.

გამოყენებადობა – იხ. სამრეწველო გამოყენებადობა.

გამოყენებითი ხელოვნება – იხ. დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.

გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოები – იხ. დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოები.

გამოცალკევებული განაცხადი – განაცხადი, რომელიც იმეორებს იმავე განმცხადებლის ადრე შეტანილი განაცხადის ნაწილს. გამოცალკევება, როგორც წესი ხდება პირველ განაცხადში გამოგონების (სასარგებლო მოდელის) ერთიანობის დარღვევის გამო. გამოცალკევებული განაცხადის წარდგენა ხდება მაშინაც, როცა განაცხადის მასალებში წარდგენილი გამოგონების გარდა აღწერილია სხვა სავარაუდო გამოგონება, რომელიც არ აისახა გამოგონების ფორმულაში და არ არის დარღვეული გამოგონების ერთიანობის მოთხოვნა. პრიორიტეტი გამოცალკევებულ განაცხადზე დგინდება პირველი განაცხადის წარდგენის თარიღიდან, თუ გამოცალკევებულ განაცხადში წარდგენილი სავარაუდო გამოგონება მოცემულია პირველ განაცხადში აღწერილი მისი არსის შეუცვლელად. განაცხადში ერთიანობის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში განმცხადებელმა 2 თვის ვადაში უნდა შეიტანოს დაზუსტებები.

გამოცდა – გამოშვებული ტექნიკის საცდელი და სერიული ნიმუშის ხარისხობრივი და რაოდენობრივი თვისებების ექსპერიმენტული განსაზღვრა, აუცილებელ თვისებებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოცემა – ნაწარმოების ეგზემპლარების საერთო რაოდენობა, გამოქვეყნებბული ერთდროულად. გამოქვეყნების განსაკუთრებული ფორმა და ხერხი. იხ. ნაწარმოების გამოცემა.

გამოცემის გამოქვეყნების თარიღი – თუ მითითებული არ არის და შეუძლებელია გამოცემის ზუსტი თარიღის დადგენა იმის გამო, რომ მითითებულია მხოლოდ გამოცემის თვე ან წელი, გამოქვეყნების თარიღად ჩაითვლება თვის ბოლო დღე ან მითითებული წლის 31 დეკემბერი.

გამოცემის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ავტორი უფლებას აძლევს გამომცემელს მისი ნაწარმოების გამოცემაზე გარკვეული პირობების საფუძველზე, ხოლო გამომცემელი კისრულობს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. იხ. აგრეთვე ლიტერატურული შეკვეთა.

გამოხმობის უფლება – იხ. ნაწარმოების გამოხმობის უფლება.

განაცხადი – განსაკუთრებულ უფლებათა მოპოვებაზე განმცხადებლის მიერ საპატენტო უწყებაში წარდგენილი საბუთების ერთობლიობა. განაცხადის შეტანა საქპატენტში ხდება ავტორის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ. განაცხადი მიღებულად ითვლება, თუ იგი შეიცავს სამრეწველო საკუთრების ობიექტზე დადგენილი წესით განსაზღვრულ, სწორად გაფორმებულ აუცილებელ დოკუმენტებს.

განაცხადი გამოგონებაზე – განაცხადი გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე უნდა შეიცავდეს: დადგენილი ფორმის განცხადებას, რომლებშიც მითითებული უნდა იყოს გამოგონების, სასარგებლო მოდელის ავტორი და ის პირი, რომლის სახელზეც მოითხოვება პატენტი, მათი მისამართების ჩვენებით; გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობას, სადაც სრულად იქნება გაშუქებული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ობიექტის არსი; გამოგონების, სასარგებლო მოდელის ფორმულას; ნახაზებს თუ იგი აუცილებელია; რეფერატს; საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს. განაცხადი მხოლოდ ერთ გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს უნდა ეხებოდეს. თუ აღწერილობაში ერთზე მეტი ობიექტია წარდგენილი, მაშინ დასაშვებია პირველი განაცხადის გაყოფა ორ ან მეტ დამოუკიდებელ განაცხადად. დასაშვებია ერთ განაცხადში ორი ან მეტი დამოუკიდებელი გამოგონების წარდგენა, თუ კი მათ ერთი საგამომგონებლო იდეა აერთიანებთ. იხ. საპატენტო განაცხადი.

განაცხადი მიკროორგანიზმის შტამზე – განაცხადს მიკროორგანიზმის შტამზე თან უნდა ერთვოდეს შტამის დეპონირების დოკუმენტი. დეპონირების მოწმობა უნდა შეიცავდეს: კოლექციის დასახელებას და მისამართს; მადეპონირებელი ორგანიზაციის სახელწოდებას და მისამართს; ამოსაცნობ ნიშანს, რომელიც ენიჭება შტამს დეპოზიტორის მიერ (ნომერი, სიმბოლო და ა. შ.); შტამის დეპონირების თარიღს; სარეგისტრაციო ნომერს, რომელიც ენიჭება კოლექციის დეპონირებულ შტამს; იმ პირის ხელმოწერას, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს კოლექცია და გერბიანი ბეჭედი. ანალოგიური შინაარსისაა მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებისათვის წარდგენილი დეპონირების დოკუმენტიც.

განაცხადი მცენარეთა უჯრედების კულტურებზე – იხ. განაცხადი მიკროორგანიზმის შტამზე.

განაცხადი პატენტზე – იხ. საპატენტო განაცხადი.

განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე – დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის რეგისტრაციაც სამრეწველო ნიმუშის დაცვის შესაძლებლობას იძლევა. განაცხადში წარდგენილი უნდა იქნეს: განცხადება პატენტის მოთხოვნაზე; სამრეწველო ნიმუშის აღწერილობა; სამრეწველო ნიმუშის ფოტოსურათების კომპლექტი ან სამრეწველო ნიმუშის მიხედვით დამზადებული პროდუქტის ერთი ეგზემპლარი; სამრეწველო ნიმუშის დასახელება მისი განმასხვავებელი ნიშნების ჩვენებით. განაცხადი უნდა შეიცავდეს აგრეთვე საერთო ხედის ნახაზს ან ნაკეთობის გამთლიანების პრინციპულ სქემას; თარგის ნახაზებს (მრუდთარგებს); ნაკეთობის ნახატის განმეორებად ფრაგმენტს (რაპორტს); საკონფექციო რუკას; გამოფენის ადმინისტრაციის ან ორგკომიტეტის მიერ გაცემულ ცნობას, თუ მოითხოვება საგამოფენო პრიორიტეტი; განაცხადში აგრეთვე მითითებული უნდა იქნეს, თუ რა სახის პროდუქციისათვის იქნება გამოყენებული ეს სამრეწველო ნიმუში და საერთაშორისო კლასიფიკაციის რომელ კლასს განეკუთვნება იგი; ავტორის (ავტორების) ან მათი უფლებამონაცვლის სახელსა და გვარს, მისამართს, თუ განაცხადი შემოტანილია პატენტრწმუნებულის მეშვეობით. მაშინ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის მიერ უფლებამოსილების გადაცემის წერილობითი დასაბუთება (მინდობილობა) პატენტრწმუნებულზე; საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე უნდა ეხებოდეს ერთ სამრეწველო ნიმუშს, იგი შეიძლება მოიცავდეს ერთ ან მრავალ ნიმუშს იმ პირობით, რომ ერთდროულად განცხადებული ნიმუშები შეადგენს ნაკეთობების ერთგვაროვან სერიას და განეკუთვნებიან სამრეწველო ნიმუშების ერთ კლასს საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. ბრტყელ (ორგანზომილებიან) კომპოზიციან ნაკეთობებზე წარდგენილ განაცხადს ნახაზები და სქემები არ ერთვის, ხოლო ფოტოსურათი გადაღებული უნდა იქნეს გაშლილ მდგომარეობაში და იძლეოდეს კომპოზიციის მთლიანობაში წარმოდგენის საშუალებას.

განაცხადი სასარგებლო მოდელზე – განაცხადის წარდგენის წესი სასარგებლო მოდელზე იგივეა, რაც გამოგონებაზე. საქართველოში სასარგებლო მოდელზე განაცხადის ექსპერტიზის დროს პატენტუნარიანობაზე შემოწმება არ ტარდება.

განაცხადი სასაქონლო ნიშანზე – განმცხადებლის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების მიზნით წარდგენილი საბუთების ერთობლიობა, რომლითაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშანზე რეგისტრაციის მოთხოვნის განაცხადში დაწვრილებით უნდა იყოს მოყვანილი მონაცემები განმცხადებელზე. მისი სრული სახელი და გვარი, აგრეთვე დაზუსტებული საფოსტო მისამართი, სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი. რომლისთვისაც განკუთვნილია ნიშანი თუ განმცხადებელს წარმოადგენს მისი ნდობით აღჭურვილი პირი, მაშინ უნდა აღინიშნოს მისი სრული სახელი და საფოსტო მისამართი. თუ განმცხადებელი მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, მაშინ განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს მოქალაქის – პატენტრწმუნებულის მიერ. სასაქონლო ნიშნის გამოსახულება მოცემული უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ შეიძლებოდეს მისი რეპროდუცირება. საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი უნდა იყოს რაც შეიძლება სრული. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე შეიტანება “საქპატენტში”, იგი შესრულებული უნდა იქნეს ქართულ ენაზე. განაცხადი სასაქონლო ნიშანზე უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს და უნდა შეიცავდეს: ა) დადგენილი ფორმის განაცხადს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე. ბ) სასაქონლო ნიშნის აღწერილობას და ფოტოპირს. გ) კოლექტიური ნიშნის წესდებას, თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ნიშანზე. დ) საქონლის და/ან მომსახურების ნუსხას, რომელთა ინდივიდუალიზაციისათვისაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი, ამასთან, ის უნდა იყოს კლასიფიცირებული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე შეტანილ განაცხადზე საქპატენტი ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზასა და არსობრივ ექსპერტიზას. თუ გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშანზე შეტანილი განაცხადის თაობაზე დამოკიდებულია სხვა, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განხილვის შედეგებზე, შედარებით გვიანდელი განაცხადის განხილვა შეიძლება შეჩერდეს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. განაცხადი შეიძლება უკან დაუბრუბდეს განმცხადებელს, თუ განაცხადის მასალებს აკლია დადგენილი ფორმით გაფორმებული განაცხადი, თუ არ არის წარმოდგენილი ფოტოპირი და სხვ. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს განაცხადის გაყოფა ორ ან რამდენიმე განაცხადად იმ საქონლის და/ ან მომსახურების განაწილებით, რომელიც ჩამოთვლილი იყო პირველ განაცხადში. გამოყოფილი განაცხადის პრიორიტეტი დგინდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან. თუ ერთი და იგივე სასაქონლო ნიშანზე შეტანილია რამდენიმე განაცხადი სხვადასხვა პირის მიერ, რომელთაგან ერთ-ერთი არის ამ ნიშნის ადრინდელი მფლობელი, მაშინ უპირატესი უფლება აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე. ენიჭება ამ უკანასკნელს. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადებული სასაქონლო ნიშანი აკმაყოფილებს კანონის და წესის ყველა მოთხოვნას, მაშინ მასზე გამოიტანება დადებითი გადაწყვეტილება და გაიცემა მოწმობა.

განაცხადი ცხოველთა უჯრედების კულტურებზე – იხ. განაცხადი მიკროორგანიზმის შტამზე.

განაცხადის ანოტაცია – განაცხადის შედგენილობის მოკლე აღწერა, გამოგონების აღწერილობისა და გამოგონების ფორმულის მუხლების შინაარსის ერთგვარი რეზიუმე. თანამედროვე საპატენტო კანონმდებლობები გ. ა-ს აღარ ითვალისწინებენ, იგი შეცვალა რეფერატმა.

განაცხადის ბიბლიოგრაფიული მონაცემები – განაცხადის საბუთებში ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის წყაროების მონაცემები. ისინი ისე უნდა იყოს მითითებული, რომ შესაძლებელი იქნეს ინფორმაციის წყაროს მოძებნა.

განაცხადის გამოთხოვა – განმცხადებლის უფლება გამოითხოვოს განაცხადი. თუ განცხადება განაცხადის გამოთხოვაზე შეტანილია ფორმალურ მოთხოვნაზე ექსპერტიზის მსვლელობისას, მაშინ წარმოება განაცხადზე წყდება და განაცხადის მასალები განმცხადებელს უბრუნდება, ხოლო როცა განცხადება შეტანილია არასრული ან სრული ექსპერტიზის მსვლელობისას, მაშინ საქმის წარმოება განაცხადზე წყდება, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, ხოლო განაცხადი გატანილად ითვლება. სასაქონლო ნიშანზე განაცხადის გამოხმობა ხდება განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს მისი რეგისტრაციისა.

განაცხადის დაბრუნება – ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილებით სამრეწველო საკუთრების ობიექტზე წარდგენილი განაცხადი განსახილველად არ მიიღება და უბრუნდება განმცხადებელს თუ იგი არ აკმაყოფილებს კანონისა და ინსტრუქციის მიხედვით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დაბრუნების საფუძველი შეიძლება იყოს რომელიმე დოკუმენტის არასწორად გაფორმება ან მისი არ წარდგენა დადგენილ ვადებში და სხვ.

განაცხადის დადგენილი ფორმის შემოწმება – იხ. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.

განაცხადის დამოწმებული ასლი – პირველი განაცხადის დამოწმებული ასლი იმ უწყების მიერ, სადაც ეს პირველი განაცხადი იქნა წარდგენილი. გ. დ. ა. მოითხოვება საკონვენციო განაცხადის შემთხვევაში.

განაცხადის. ენა – „საქპატენტში“ სამრეწველო საკუთრების ობიექტზე განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. უცხო ენაზე განაცხადი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და წარდგენილი მისი ავთენტიკური ტექსტი.

განაცხადის ექსპერტიზა – „საქპატენტში“ შესული განაცხადის შესწავლა დაცვითუნარიანობის დადგენის მიზნით. გამოგონებაზე ”. განაცხადის ექსპერტიზა მოიცავს ფორმალურ მოთხოვნებზე ექსპერტიზას და არასრულ 'ან სრულ საპატენტო ექსპერტიზის (ექსპერტიზას ორიგინალობაზე).

განაცხადის ნომერი – ნომერი, რომელსაც ანიჭებს განაცხადს საპატენტო უწყება.

განაცხადის მასალების ტექსტი – გ. მ. ტ. იბეჭდება სტანდარტული ფორმატის თეთრ ქაღალდზე ცალი მხრიდან. ტექსტი არ უნდა შეიცავდეს შესწორებებს, ჩანართებს, წარწერებს ან ამოშლებს.

განაცხადის მოკლე შინაარსი – იხ. გამოგონების რეფერატი.

განაცხადის ტერმინოლოგიის შესაბამისობა – განაცხადის ტექსტში გამოყენებული ტერმინოლოგია უნდა შეესაბამებოდეს საყოველთაოდ მიღებულს.

განაცხადის შედგენილობა – ის სრული მასალები, რომლისგანაც შედგება განაცხადი. იხ. საპატენტო განაცხადი; განაცხადი: გამოგონებაზე, სასაქონლო ნიშანზე, სამრეწველო ნიმუშზე, სასარგებლო მოდელზე.

განაცხადის შეტანის თარიღი – განაცხადის შეტანის თარიღად ითვლება ის დღე, როცა განმცხადებელმა იგი უშუალოდ წარადგინა „საქპატენტში“ ან ჩააბარა საქართველოს ფოსტას „საქპატენტის“ მისამართით. იხ. აგრეთვე პრიორიტეტის თარიღი.

განზრახ კოპირება – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც ხდება კონკურენტის საქონელზე, მომსახურებაზე, რეკლამაზე ან კომერციული საქმიანობის სხვა ასპექტებზე მიბაძვა, მიმსგავსება, გამეორება, ზუსტი გადმოღება და ა. შ.

განზრახ მოტყუება – სახელშეკრულებო მოლაპარაკებაში ერთი მხარის მიერ მდგომარეობის არასწორი წარმოდგენა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ მეორე მხარეს სტიმული მისცეს ამ ხელშეკრულების დასადებად.

განკარგვის უფლება – საკუთრების უფლება, როდესაც ნაწარმოების, პატენტის, სასაქონლო ნიშნის, ნივთის. ქონების იურიდიულ და ფაქტობრივ ბედს განსაზღვრავს მესაკუთრე შეხედულებისამებრ (გასხვისება, გაჩუქება და ა. შ.).

განმარტებითი ლიტერატურა – ნებისმიერი დოკუმენტი (წიგნი, კანონი, წერილი და ა. შ.), რომელიც შეიცავს მონაცემებს, განმარტებებს ან სხვა ცნობებს საძიებელი საკითხის შესახებ.

განმასხვავებელი ნაწილი – იხ. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი.

განმასხვავებელუნარიანობა – სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი ძირითადი თვისება რომელიც ასხვავებს ამ სასაქონლო ნიშანს სხვა მეწარმის სასაქონლო ნიშნისაგან.

განმცხადებელი – პირი, რომელიც საპატენტო უწყებაში მიწოდებული განაცხადის საფუძველზე მოითხოვს მის სახელზე პატენტის გაცემას ან სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის რეგისტრაციას, ან მისი უფლებამონაცვლე პირი, რომელიც უნდა იყოს პარიზის კონვენციის წევრი-ქვეყნის მოქალაქე, ან ჰქონდეს ამ ქვეყანაში მუდმივი ადგილსამყოფელი ან ნამდვილი საწარმო. განმცხადებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განაცხადის განხილვაში, შეავსოს, დააზუსტოს ან შეასწოროს განაცხადის მასალები არსის შეუცვლელად, აგრეთვე გამოითხოვოს განაცხადი.

განმცხადებლის ადგილსამყოფელი – განაცხადის წარდგენისას განმცხადებელმა უნდა აღნიშნოს ქვეყანა, სადაც მას აქვს საცხოვრებელი ადგილი ან ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც აქვს ნამდვილი და არაფიქტიური სამრეწველო ან სავაჭრო საწარმო.

განმცხადებლის სახელის შეცვლა – განმცხადებელს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები როგორც განაცხადში, ასევე რეესტრში სახელის და/ან მისამართის ცვლილების შესახებ. განცხადება ცვლილების შესახებ წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხელს აწერდეს განმცხადებელი. მასში მიეთითება განმცხადებლის ახალი სახელი და/ან მისამართი.

განმცხადებლის უფლებები – განმცხადებელს უფლება აქვს: მოითხოვოს საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილი ვადით; განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გამოითხოვოს განაცხადი; ექსპერტიზის ჩატარებისას შეასწოროს. შეავსოს ან დააზუსტოს განაცხადის მასალები, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს განაცხადის საგნის ცვლილებას; დადგენილი წესით გაასაჩივროს ექსპერტიზის გადაწყვეტილება, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში; დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად გამოცალკევებული განაცხადის წარდგენით; გარდაქმნას განაცხადი გამოგონებაზე განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით.

განსაზღვრული საშუალებებით ნაწარმოების გამოყენება – იხ. ავტორის ქონებრივი უფლების გადაცემა.

განსაკუთრებული ლიცენზია– ლიცენზიის ისეთი სახე, როდესაც ლიცენზიარს აქვს ობიექტის გამოყენების განსაკუთრებულ უფლებათა გადაცემის უფლება მხოლოდ ლიცენზიატისათვის, ხელშეკრულებაში აღნიშნულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული ვადით. ლიცენზიარს შეუძლია გასცეს სხვა ლიცენზია ობიექტზე, თუ იგი არ ეწინააღმდეგება პირველ ლიცენზიას. განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემა ლიცენზიარს უკარგავს ანალოგიური პირობებით იმავე ობიექტზე სხვა ლიცენზიების გაცემის უფლებას.

განსაკუთრებული ლიცენზია ნაწარმოების გამოყენებაზე – განსაკუთრებულ უფლებათა გადაცემის საავტორო ხელშეკრულება, როდესაც ავტორი ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელი უთმობს განსაკუთრებულ უფლებას გამოიყენოს ნაწარმოები განსაზღვრული საშუალებითა და ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში მხოლოდ იმ პირს (ლიცენზიატს), რომელსაც ეთმობა ეს უფლებები და აძლევს მას უფლებას აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის ავტორის) მიერ. ნაწარმოების სხვა პირთა მიერ გამოყენების აკრძალვის უფლება შეიძლება განახორციელოს ავტორმა, თუ ლიცენზიატი არ ახორციელებს ამ უფლების დაცვას. განსაკუთრებული ლიცენზიის შემთხვევაში ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების გამოყენების უფლება, თავისი ნაწარმოებების მხოლოდ და მხოლოდ სრული კრებულების გამოქვეყნებისას, თუ განსაკუთრებულ უფლებათა გადაცემის შედეგად ნაწარმოების გამოქვეყნებიდან გავიდა 5 წელი. ამასთანავე, ავტორს არა აქვს უფლება გამოიყენოს ასეთი ნაწარმოებები სრული კრებულისაგან დამოუკიდებლად.

განსაკუთრებული უფლება – ისეთი უფლება, როდესაც არავის არ შეუძლია ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ობიექტის გამოყენება მფლობელის ნებართვის გარეშე. განსაკუთრებული უფლება მონოპოლიურ უფლებას წარმოადგენს.

განსაკუთრებული უფლება გამოგონებაზე – გამოგონებაზე პატენტის მფლობელი პირის უფლება არ დაუშვას სხვა პირთა მიერ • მისი გამოგონების გამოყენება. განსაკუთრებულ უფლებათა შინაარსი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსით, საპატენტო კანონმდებლობით. განსაკუთრებულ უფლებათა მინიჭება ორ მიზანს ემსახურება: I. უზრუნველყოს გამოგონების დარღვევებისაგან დაცვა და 2. შექმნას გამოგონებაზე უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის ან ლიცენზირების ან სხვაგვარად გამოყენების შესაძლებლობა. კანონით გათვალისწინებულ პირობებში გამოგონება შეიძლება გამოყენებული იქნეს პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე (იხ. ნებართვის გარეშე გამოყენება). განსაკუთრებული უფლებების მოქმედება კანონიერია, თუ იგი სრულდება თვითონ პატენტმფლობელის მიერ, ან მისი ნებართვით.

განსაკუთრებული უფლება გამოყენებაზე – განსაკუთრებული უფლების დარღვევად ჩაითვლება ამ უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოყენება ხდება იძულებითი ლიცენზიით ან მთავრობის ნებართვით საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე; წმინდა სამეცნიერო მიზნებისათვის; იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს სპეციალური უფლება გააგრძელოს პროდუქტის გამოშვება. იხ. აგრეთვე ნებართვის გარეშე გამოყენება.

განსაკუთრებული უფლება გაყიდვაზე – ამა თუ იმ ობიექტის გაყიდვა, მასზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე განიხილება. როგორც განსაკუთრებული უფლების დარღვევა გაყიდვაზე, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: I. როდესაც ეს ობიექტი იყიდება იძულებითი ლიცენზიით ან მთავრობის ნებართვით საზოგადოებრივი ინტერესებიდან გა– მომდინარე. 2. როდესაც გასაყიდი ობიექტი წარდგენილია მოცემული ქვეყნის ბაზარზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით. 3. როდესაც განსაკუთრებული უფლების მფლობელმა გააჩუქა ობიექტი ამა თუ იმ პირზე, ეს უკანასკნელი კი ყიდის მას. ანალოგიური სიტუაციაა ბაზარზე უსასყიდლო გავრცელების დროს.

განსაკუთრებული უფლება დამზადებაზე – პროდუქტის დამზადება განსაკუთრებული უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ჩაითვლება განსაკუთრებულ უფლებათა დარღვევად, გარდა შემდეგი შემთხვევებისა. |, როდესაც პროდუქტი მზადდება იძულებითი ლიცენზიით ან მთავრობის ნებართვით, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. 2. როდესაც პროდუქტი მზადდება წმინდა სამეცნიერო კვლევითი მიზნებისა და ექსპერიმენტისათვის. 3. წინათსარგებლობის უფლების შემთხვევაში. დაპატენტებული პროდუქტის დამზადებისას განსაკუთრებულ უფლებათა დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა, ხოლო აღწერილობა განიხილება, როგორც ფორმულის ინტერპრეტაცია.

განსაკუთრებული უფლება იმპორტირებაზე – დაპატენტებული პროდუქტის იმპორტირება პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე ჩაითვლება განსაკუთრებულ უფლებათა დარღვევად, გარდა იმ შემთხვევებისა: როცა იმპორტირება ხორციელდება იძულებითი ლიცენზიით; მთავრობის ნებართვით საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პროდუქტის იმპორტირება გამიზნულია სამეცნიერო მიზნებისათვის და თუ გამოიყენება ქვეყნის გავლით, ტრანზიტით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებში.

განსაკუთრებული უფლება ნოუ-ჰაუზე – მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით, განსაკუთრებული უფლება აქვს ამ ინფორმაციაზე.

განსაკუთრებული უფლება პატენტზე – იხ. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლება.

განსაკუთრებული უფლება საავტორო სამართალში – საავტორო უფლებები და საავტორო სამართალში შემავალი ავტორის ყველა სხვა უფლებები წარმოადგენს განსაკუთრებულ უფლებებს. იხ. საავტორო უფლებები.

განსაკუთრებული უფლება სამრეწველო ნიმუშზე – პატენტი სამრეწველო ნიმუშზე ანიჭებს მის მფლობელს განსაკუთრებულ უფლებას. განსაკუთრებულ უფლებებს სამრეწველო ნიმუშზე გარკვეული ფარგლები გააჩნია. მასზე შეზღუდვები შეიძლება იყოს შემდეგნაირი: უფლებები ნაკეთობის მიმართ სხვადასხვა მოქმედებებზე, მას შემდეგ, რაც კანონიერი გზით იქნა გაყიდული, უფლებები, რომლებიც განმტკიცებულია ადრინდელი კეთილსინდისიერი საქმიანობით, რომელიც ეხება ნაკეთობის დამზადებას, გამოყენებას ან ამ პროცესებისათვის მომზადებას. შეზღუდვები შეიძლება დაედოს აგრეთვე: დაპატენტებულ სამრეწველო ნიმუშთა გამოყენებას პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე; მის გამოყენებაზე სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის. უფლებები შეიძლება შეზღუდული იქნეს არასრულ ლიცენზიაზე, პატენტის უნებლიე გამოყენებაზე, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე სამრეწველო ნიმუშის მოქმედებაზე და სხვ.

განსაკუთრებული უფლება სამსახურებრივი ნაწარმოების გამოყენებაზე – იხ. განსაკუთრებული უფლების გადაცემა ავტორზე.

განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე – სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებულ უფლებათა მოპოვება შესაძლებელია რეგისტრაციის ან გამოყენების საშუალებით. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების მიღება რეგისტრაციის გზით ეს არის იურიდიული გარანტიების აღიარება. რეგისტრაციის გარეშე უფლებათა მოპოვება ხდება მხოლოდ გამოყენების მეშვეობით. უფლებათა ამგვარი მოპოვება ძირითადად გათვალისწინებულია ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნებში. ამ დროს ნიშნის დაცვის მინიჭებაში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს მის მიერ გარკვეული ფუნქციების შესრულების უნარი. განსაკუთრებული უფლებით ხორციელდება, დაცვა არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისაგან.

განსაკუთრებული უფლების გადაცემა ავტორზე – ავტორის; „მიერ სამუშაოს მიმცემისათვის ნაწარმოების გადაცემიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება გადადის ავტორზე, თუ მასსა და სამუშაოს მიმცემს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ..არ არის გათვალისწინებული. თუ ნაწარმოების გადაცემიდან. „სამი წლის განმავლობაში სამუშაოს მიმცემი არ გამოიყენებს ნაწარმოებს, მისი გამოყენების განსაკუთრებული უფლება , გადადის ავტორზე; აღნიშნული წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნაწარმოების გამოყენება შეწყვეტილია საპატიო მიზეზის გარეშე ორ წელზე მეტი ვადით. აღნიშნული ვადები შეიძლება შემცირდეს მხარეთა შეთანხმებით.

განსაკუთრებული უფლების დარღვევა – ინტელექტუალური საკუთრების ამა თუ იმ ობიექტზე გ. უ. დარღვევად ითვლება ამ უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე ობიექტის დამზადება, გამოყენება, შემოტანა ან სხვა მსგავსი ქმედებები.

განუყოფელი თანაავტორობა – თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოები, რომელიც ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს, რომლიდანაც შეუძლებელია მისი ცალკეული ნაწილების გამოყოფა. იხ. თანაავტორთა საავტორო უფლება.

განცხადება-მოთხოვნა გამოგონებაზე – თხოვნის სახით წარდგენილი განცხადება გამოგონებაზე პატენტის მიღების შესახებ.

განცხადება-მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მონაცემთა ორ სახეობას: პირველი – თვით გამოგონების შესახებ; მეორე – განაცხადში წარდგენილი პირობის, კერძოდ განაცხადის შემომტანის (განმცხადებლის), გამომგონებლის (როდესაც განმცხადებელი და გამომგონებელი ერთი და იგივე პირი არაა) და განმცხადებლის უფლებამოსილი პირის (რწმუნებულის) შესახებ.

განხორციელებადობა – საგამომგონებლო იდეის კონკრეტულ ობიექტში განხორციელების შესაძლებლობა ტექნიკის არსებული დონის საშუალებით.

გარანტია – პირობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებას; საწინდარი; კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ნაწარმოების გამოყენების ხელშეკრულებაში გარანტია იდება წერილობითი ფორმით და საავტორო უფლების მფლობელისაგან იმის საწინდარია, რომ ის ნაწარმოები, რომელიც ხელშეკრულების საგანია, წარმოადგენს ორიგინალურ ქმნილებას, აგრეთვე ის, რომ არავის სხვას არ შეუძლია იქონიოს პრეტენზია ავტორობაზე და არავის არ გადაეცეს არავითარი (ხელშეკრულებაში მითითებული) უფლებები, გარდა ხელშეკრულებაში მითითებული პირისა.

გარდაცვალებამდე უფლებამოსილების განმხორციელებელი პირი – იხ. არამემკვიდრეობითი უფლება.

გარდაცვალების შემდგომ პირველად გამოქვეყნებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლება – იხ. საავტორო უფლების მოქმედების სპეციალური ვადები.

გარდაცვალების შემდგომი გამოქვეყნება – ნაწარმოების გამოქვეყნება, რომელსაც ადგილი აქვს ავტორის გარდაცვალების შემდგომ გაფორმება – სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება და დაცვასაც არ ექვემდებარება პროდუქტის გარეგანი გაფორმება, თუ ამ გაფორმებას აკისრია მხოლოდ ტექნიკური ან ესთეტიკური ფუნქცია. თუ გარეგანი გაფორმება პროდუქტს გამოარჩევს დანარჩენებისაგან, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც სასაქონლო ნიშანი (მაგ. პროდუქტის ფორმის ან ორიგინალურად გაფორმებული ჭურჭლის სახით).

გარიგება – ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით; იგი შეიძლება იყოს ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი. გარიგების ფორმები – გარიგება შეიძლება იყოს: მარტივი წერილობითი ფორმის, საცილო. პირობითი.

გასამრჯელო – საავტორო სამართლებრივ ურთიერთობებში ეს არის გადასახადები რომლებსაც იხდიან ის პირები, რომლებმაც გამოიყენეს, შეასრულეს ავტორის ნაწარმოებები, ფონოგრამები ან ვიდეოგრამები და რადიო(ტელე)გადაცემები. გასამრჯელო გადახდილ უნდა იქნეს შემსრულებლების, ფონოგრამებისა და ვიდეოგრამების დამამზადებლების, რადიო(ჭტელე)მაუწყებლობის, ნაწარმოების ავტორების და უფლებათა სხვა მფლობელების მიმართ, იმ რაოდენობით, როგორადაც დაიცვება მათი უფლებები შესაბამისი გამოყენების დროს. გასამრჯელო შეიძლება იყოს ერთჯერადიც. საავტორო გასამრჯელო ხშირად დათქმულია როიალტის სახით. იხ. ჰონორარი.

გასაღება – საქონლის მიტანა (მიწოდება) მომხმარებლამდე, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სისტემის საშუალებით.

გასაღების არხი – იმ ფირმათა ქსელი, რომელიც აუცილებელია საქონლის ან მომსახურების მწარმოებლიდან მომხმარებლამდე მისატანად.

გასაღების გარე ფაქტორები – გაერთიანებული ზეგავლენა ყველა გარე ფაქტორებისა, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს პროდუქციის გასაღებაზე.

გასაღების სტიმულირება –საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებები. გ. ს. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტია მაშინ, როდესაც იგი წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მომხმარებელზე, როდესაც შეიძლება მომხმარებლის ყურადღების გადატანა საქონლის ან მომსახურების ძირითადი თვისებებიდან და ამით იგი იძულებული ხდება შეიძინოს საქონელი, რომელიც ან არ სჭირდება, ან არ არის დახარჯული ფულის ტოლფასი. ასეთ აქტებს ადგილი აქვს ძირითადად მარკეტინგის სპეციალურ მეთოდებში. მაგ., სარეკლამო კამპანია, უფასო საჩუქრების დარიგება, შეღავათების მიცემა, თამაშების, ლატარიის, კონკურსების ჩატარება მიმზიდველი პრიზებით, ფასების დროებითი დაკლება და სხვა. აგრეთვე ისეთი ქმედებები, როდესაც სარეკლამო მიზნებისათვის გამოიყენება მომხმარებლის მიდრეკილება აზარტული თამაშებისაკენ.

გასაჩივრება – განმცხადებლის უფლება, გაასაჩივროს საპატენტო უწყების მიერ სამრეწველო საკუთრების ობიექტზე გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში.

გასკონადა – ;„ტრაბახის, ბაქიობის აღმნიშვნელი სიტყვა ფრანგულ ლიტერატურაში.

გასხვისება – ნივთის, საქონლის, მომსახურების, პატენტის და სხვ. გაყიდვა, გაცვლა, გაჩუქება და ა. შ.

გაუმჯობესება-სრულყოფა – გამოგონების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოადგენს ნაკეთობის, ხერხის, ნივთიერების ინდივიდუალობის დაკარგვის გარეშე იმ თვისებების შეცვლას, რომლებიც განასხვავებს არსებულ ობიექტს სხვა ობიექტისაგან. სრულყოფით, ახალი პროდუქტი ან ტექნოლოგიური პროცესი კი არ იქმნება, არამედ არსებული იძენს ახალ თვისებებს.

გაუხსნელი ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის გახსნა, შეძენა ან გამოყენება არ შეიძლება იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის თანხმობის გარეშე, ვინც აკონტროლებს ამ ინფორმაციას იქამდე, სანამ ის წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, ან აქვს კომერციული ფასეულობა მისი საიდუმლოების გამო.

გაფორმების ხელოვნება – დეკორატიული ხელოვნების დარგი, რომელსაც სააგიტაციო-პოლიტიკური და დეკორატიული დანიშნულება აქვს. შენობათა, ნაგებობათა, მუზეუმებისა და საგამოფენო ექსპოზიციების, დღესასწაულებისა და დემონსტრაციების, სახალხო სასეირნო ადგილების, ვიტრინების, საყოფაცხოვრებო საგნებისა და სხვ. მხატვრული გაფორმება. გაფორმებით ხელოვნებაში გამოიყენება არქიტექტურის, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების საშუალებები, ფოტოგრაფია, აპლიკაცია, დროშები, დეკორატიული მცენარეები და ა. შ.

გაქირავება – იხ. საჯარო გაქირავება.

გაქირავებით გავრცელების უფლება – ნაწარმოების ან ფონოგრამისა და ვიდეოგრამის ეგზემპლარების გადაცემა დროებითი სარგებლობისათვის პირდაპირი ან ირიბი კომერციული სარგებლის მიღების მიზნით. სანოტო ტექსტის სახით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოების. კომპიუტერული პროგრამის, მონაცემთა ბაზის, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე დაფიქსირებული ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა იმ მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ნაწარმოების ეგზემპლარის გაქირავებით გავრცელების განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალსა და ეგზემპლარებზე საკუთრების უფლების მიუხედავად.

გაყიდვა ნიმუშის მიხედვით – საქონლის გაყიდვა ნიმუშის მიხედვით. იგულისხმება, რომ გასაყიდი საქონლის ხარისხი და მდგომარეობა შეესაბამება წარმოდგენილ ნიმუშს.

გაყიდვის ელექტრონული წერტი – გაყიდვის რეგისტრაციის ავტომატიზებული მეთოდი საცალო ვაჭრობის წერტში, სადაც საქონლის შეფუთვაზე დატანილი შტრიხებიანი კოდების მიხედვით ხდება დათვლა, ლაზერული სკანერის გამოყენებით.

გაყიდვის ოფცია – იხ. ოფცია.

გაყიდვის შემდგომი მომსახურება – მომხმარებლის მომსახურების სფერო, როდესაც საქონლის მომსახურება წარმოებს მწარმოებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ მას შემდეგ, რაც გაიყიდა ეს საქონელი. ასეთი მომსახურება ხშირად იღებს გარანტიის ფორმას და ვრცელდება განსაზღვრულ პერიოდში, რომლის დროსაც მომხმარებელი არ იხდის ამ საქონელზე რემონტის ფულს. საგარანტიო პერიოდის დამთავრებისას კი შეუძლია დადოს ხელშეკრულება მომსახურებაზე, რომლისთვისაც იხდის გარკვეულ თანხას.

გაყოფადი თანაავტორობა – თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოები, რომელიც წარმოადგენს ერთ მთლიანობას, მაგრამ არა განუყოფელ მთლიანობას. იხ. თანაავტორთა საავტორო უფლება.

გაშაირება – ხალხური პოეტური ტურნირი, მეტოქეთა პაექრობა სალაღობო ერთსტროფიანი ლექს-სიმღერებით (შაირებით).

გეგმა – ინტელექტუალურ საკუთრებაში – სამგანზომილებიან პროექციაში ასაგები ობიექტის გრაფიკული წარმოდგენა, მაგ., შენობების, ბაღების გეგმები და ა. შ. ორიგინალური სახის გეგმა წარმოადგენს საავტორო სამართლის ობიექტს.

გეოგრაფიული აღნიშვნა – ადმინისტრაციული დაყოფის, ქალაქების, სოფლების, მდინარეების, ზღვების, მთების და სხვა გეოგრაფიული ზონის ან თვით ქვეყნის დასახელება, აგრეთვე მათი ისტორიული დასახელება, რომელიც გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ზონასთან; რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიულ ზონაში: რომლის წარმოება, გადამუშავება ან დამზადება მოხდა ამ გეოგრაფიულ ზონაში.

გეოგრაფიული დასახელება – გეოგრაფიული ზონის, ადმინისტრაციული დაყოფის, სახელმწიფოების, ქალაქების, სოფლების, ნებისმიერი (მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი) ქედების, მთების, მწვერვალების, ზღვების, ტბების, მდინარეების და გეოგრაფიული, ობიექტების სახელწოდება. ტეოგრაფდული დასახელება შეიძლება იყოს როგორც, არსებული, წ, ასევე ისტორცული. იხ., ადგილწარმოშობის დასახელება.

გეოგრაფიული რუკა. - ლიტერატურის ნაწარმოები. როგორსაც, წარმოადგენს დედამიწის ან მისი ნაწილის ბუნებისა და საზოგადოების საგნების, ადა მოვლენების ურთიერთგანლაგების წესრიგის გამოსახულება დროის გარკვეულ მომენტში • ან მონაკვეთში.

გერბი – ემბლემა, განმასხვავებელი ნიშანი, .სიმბოლო, რომელიც მიკუთვნებული, აქვს ქალაქს, ქვეყანას, გვარს და ა. შ. გერბის გამოყენება. სასაქონლო ნიშნად აკრძალულია სახელმწიფოს ან გერბის მფლობელის ნებართვის გარეშე.

გეტერონიმი – იმ ავტორის დასახელება, რომელიც წერს სხვისთვის. ეს უკანასკნელი კი თავისი სახელით აქვეყნებს ან შესაბამის ქმედებებს აკეთებს საყოველთაო გაცნობის მიზნით.

გვარეობით ცნებად გადაქცევა – სასაქონლო ნიშნის გადაქცევა გვარეობითად იმ შემთხვევაში, როდესაც იგი მთლიანად კარგავს სასაქონლო ნიშნისათვის დამახასიათებელ ყველა თვისებებს ფართო საზოგადოებისათვის ან კომერციულ წრეში (მაგ., ცელოფანი, ვაზელინი და სხვ.). იხ. ნაწარმის გვარეობითი ცნება.

გვარეობითი აღნიშვნები – სასაქონლო ნიშანში გამოყენებული ისეთი აღნიშვნები „ რომლებიც მიეკუთვნება საქონლის ან მომსახურების განსაზღვრულ სახეობას.

გლიპტიკა – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი სახე, ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებზე მხატვრული ჭრის ხელოვნება.

გლობალური ნაწარმი – ნაწარმი, რომელიც იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი და იგივე სასაქონლო ნიშნით, მაგ., კოკა-კოლა, ლივაისი , მაკდონალდსი და სხვა.

გლოსარიუმი – ტექსტის, კანონების და ა. შ. გაუგებარი სიტყვების, სპეციალური ტერმინების განმარტებითი კრებული.

გობელენი – ხელით ნაქსოვი ხალიჩა-სურათი.

გონგორიზმი – ესპანური ბაროკოს პოეტური სტილის განშტოება XVII ს. პოეზიაში, რომელიც გამიზნული იყო ელიტის, რჩეული საზოგადოებისათვის, ქართულ ლიტერატურაში შეინიშნება თეიმურაზ I პოეზიაში.

გოტიკური ხელოვნება – პირობითი სახელწოდება იმ სტილისა, რომელიც ევროპულ ხუროთმოძღვრებასა და სახვით ხელოვნებაში ბატონობდა XII-XV ს.ს.

გრავიორი – გრავირების სპეციალისტი; აქაქი.

გრავირება – ნახატის ან წარწერის ამოჭრა, ამოკვეთა სპეციალური იარაღით ან ქიმიური საშუალებებით ლითონზე, ხეზე, ქვაზე, მინაზე და ა. შ.

გრავიურა – მხატვრული ნაწარმოები, რომელიც შექმნილია გრავირებით ლითონის, ხის, ქვის, მინის ან სხვა მაგარი მასალის გლუვ ზედაპირზე. გრავიურა არის გრაფიკის სახე.

გრაფიკა – 1. სახვითი ხელოვნების სახეობა, რომელიც მოიცავს საღებავის გარეშე ხაზებით, შტრიხებით ხატვის ხელოვნებას, გრავიურას, ლითოგრაფიას და სხვ.; ასეთი ხელოვნების ნაწარმოებ.• 2. ხელნაწერი ან ნაბეჭდი ნიშნების მოხაზულობა; ცოცხალი მეტყველების (ბგერების) გამოხატვა წერითი ნიშნებით (ასოებით).

გრაფიკული გამოსახულებები – განაცხადში წარდგენილი გრაფიკული მასალების გამოსახულებები უნდა იყოს შესრულებული მკვრივ, თეთრ და სწორ ქაღალდზე შავი მკაფიო ხაზებით და შტრიხებით, დაუშვებელია მასალების რეტუშირება და გაფერადება. ნახაზი სრულდება რაიმე წარწერისა და ზომების ჩვენების გარეშე. დასაშვებია ნახაზის მართკუთხა და აქსონომეტრიული გეგმილების გამოყენება. სქემის სახით წარმოდგენილი გამოსახულების დროს გამოიყენება სტანდარტიზებული პირობითი გრაფიკული აღნიშვნები. ფოტოსურათის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის საბუთების ფურცლების დადგენილ ზომებს. მოცულობითი სასაქონლო ნიშანი უნდა შედგებოდეს ორგანზომილებიანი გრაფიკული ან ფოტოგრაფიული გამოსახულებისაგან.

გრიფი – 1. ბეჭედი, შტემპელი, რომელზეც ხელმოწერის ნიმუში ან რაიმე სხვა ხელნაწერი ტექსტია ამოკვეთილი; ასეთი ხელმოწერის ან ტექსტის ანაბეჭდი საბუთზე. 2. ზოგიერთ სიმებიან-ხემიან საკრავის ყელზე დაწებებული ხის ფირფიტა.

გროტესკი – მკვეთრი კონტრასტების – ტრაგიკულისა და კომიკურის, რეალურისა და ფანტასტიკურის, მშვენიერისა და მახინჯის გაერთიანების მხატვრული ხერხი; ასეთი ხერხით შექმნილი ნაწარმოები,

გუდვილი – პრესტიჟი, რეპუტაცია, კეთილგანწყობა, კავშირები და სხვა აქტივები რომლებიც არახელშესახები ღირებულების შეფასებას წარმოადგენს და რომლებსაც დამოუკიდებელი საბაზრო ღირებულება არ გააჩნია. სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს საქონლის “გუდვილის” ნაწილს.

გუნდი – მომღერალთა, მგალობელთა, მოცეკვავეთა კრებული, ჯგუფი.

გუჯარი – სიგელის აღმნიშვნელი ტერმინი XVII ს. საქართველოში. მოგვიანებით ჩამოყალიბდა ერთიანი ტერმინი – სიგელ-გურჯი.

5 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - დ

▲ზევით დაბრუნება


დაგეროტიპია – ფოტოგრაფირების ძველებური ხერხი, რომელიც გამოიგონა ლ. ჟ. დაგერმა XIX ს. და გამოქვეყნდა 1839 წ. სწორედ ეს წელი ითვლება ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად.

დადასტურებული პატენტი – იხ. შემოტანილი პატენტი.

დადგენილი ფორმის განცხადება – სამრეწველო საკუთრების ობიექტის საგანაცხადო მასალა. რომელიც წარმოადგენს თხოვნას შესაბამისი ობიექტის რეგისტრაციის ან მასზე პატენტის გაცემის შესახებ.

დადგმის ხელშეკრულება – საავტორო ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, რომლითაც ხორციელდება გამოუქვეყნებელი დრამატული, მუსიკალური, მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებების გამოყენება სცენაზე საჯარო შესრულების გზით.

დადებითი გადაწყვეტილება – საპატენტო უწყების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე ან სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის რეგისტრაციაზე.

დადებითი ეფექტი – გამოგონების სამრეწველო გამოყენებით მიღებული კონკრეტული სარგებლობა.

დავალების ხელშეკრულება – ხელშეკრულების ნაირსახეობა, რომლითაც რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს გასამრჯელო რწმუნებულს მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დაზგური ხელოვნება – ფერწერის, ქანდაკებისა და გრაფიკის დამოუკიდებელი ხასიათის ნაწარმოებები რომლებიც არაა განკუთვნილი კონკრეტული ადგილისათვის, მაგ. ფრესკა, ძეგლი, წიგნის ილუსტრაცია და სხვ. დ. ხელოვნების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანით არ იცვლება მისი მხატვრულ იდეური გამომხატველობა.

დათქმა – წინასწარი შეთანხმება ამა თუ იმ პირობაზე, ქმედებაზე და ა. შ. რომელიც დამატების სახით ან ცალკე მუხლადაა შესული ხელშეკრულებაში. დათქმა ძირითადად ითვალისწინებს პირობების (ცვლილებას, გადახედვას, კომერციული საიდუმლოების დარღვევის შემთხვევაში.

დაიჯესტი – შემოკლებით გადმოცემული ნაწარმოები.

დაკაბადონება – დასაბეჭდი ფორმის მომზადების პოლიგრაფიული პროცესი, აწყობილი სვეტებისა და გასაფორმებელი ელემენტების გვერდებად შეკვრა ზომის მიხედვით.

დაკალიბრების ნიშანი – ნიშანი, რომელიც დაიტანება გაზომვის საშუალებაზე და/ან თანდართულ დოკუმენტაციაზე დამკალიბრებელი ორგანოს მიერ დაკალიბრების დადებითი შედეგის დადასტურების მიზნით.

დაკვეთით შექმნილი ობიექტი – იხ. პატენტის მიღების უფლება.

დამადასტურებელი სასაქონლო ნიშანი – აშშ-ს კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინი. იგი აღნიშნავს სასაქონლო ნიშანს, რომელიც გამოიყენება ერთი ან რამდენიმე პირის (მაგრამ არა ნიშნის მფლობელის) საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, მათი წარმოების ადგილის ან ადგილწარმოშობის, დამზადების ხერხის, ხარისხის ან სხვა თვისებების დადასტურების მიზნით. აგრეთვე იმისათვის, რომ დადასტურდეს საქონლის დამზადებაზე გაწეული შრომა ან სამუშაო, ან მომსახურების გაწევა შესრულებული გაერთიანების წევრების ან სხვა ორგანიზაციის მიერ.

დამამზადებელი – რეალიზაციის ან გაცვლის მიზნით პროდუქციის მწარმოებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან მოქალაქე-მეწარმე.

დამატებების შეტანა ნაწარმოებში – იხ. ნაწარმოებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლება.

დამატებითი გამოგონება – გამოგონება, რომელიც ადრინდელი დაპატენტებული გამოგონების შევსება და მისი გამოყენება შეუძლებელია. ადრინდელი გამოგონების გარეშე.

დამატებითი გამოგონების ფორმულა – დამატებითი გამოგონების ფორმულაში გამოიყენება ძირითადი გამოგონების. ფორმულიდან აღებული დამატებითი გამოგონების დასაზქლნქნა; ფორმულის შემომფარგვლელ ნაწილში შენდა მიეთითოს ძირითადი გამოგონების პატენტის ნომერი.

დამატებითი მასალები – სამრეწველო საკუთრების ობიექტის განაცხადთან დაკავშირებული მასალები, რომლებიც წარდგინდება, მასზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. დ. მ. შეიძლება ეხებოდეს შესწორებებს, ცვლილებებს, დაზუსტებას, მაგრამ იმ პირობით, რომ არ უნდა გამოიწვიოს განაცხადის არსობრივი შეცვლა.

დამატებითი ნიშანი – გამოგონების, სასარგებლო მოდელის ობიექტის ნიშანი ჩაითვლება დამატებითად, თუ ის უშუალო გავლენას არ ახდენს ტექნიკური შედეგის მიღწევაზე, მაგრამ იგი საჭიროა სხვა მიზნისათვის.

დამატებითი პატენტი – დამატებითი პატენტი გაიცემა დამატებით გამოგონებაზე. იგი მოქმედებს ძირითადი პატენტის მოქმედების ვადის დარჩენილ პერიოდში.

დამატებითი რეესტრი – ზოგიერთ ქვეყანაში სასაქონლო ნიშნის რეესტრისათვის შემოღებული დამატებითი რეესტრი. დ. რ-ში შეიტანება ისეთი სასაქონლო ნიშნები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ძირითადი რეესტრის დაცვითუნარიანობის მოთხოვნებს. ასეთი სასაქონლო ნიშნები უნდა აკმაყოფილებდეს მორალის, საზოგადოებრივი ინტერესების საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს.

დამატებითი ფოტოსურათები – სამრეწველო ნიმუშის მოდელზე წარდგენილი ფოტოსურათების (საერთო ხედი, წინხედი, ხედები გვერდიდან, უკანიდან) დამატებითი ხედები ზემოდან და ქვემოდან. მაგ., ფეხსაცმლისათვის – დ. ფ-ზე ფეხსაცმლის და „ტანსაცმლის მხატვრულ-კონსტრუქციული მოდელები წარდგენილი უნდა იქნეს დემონსტრატორზე, რომლის ასაკი და ანთროპომეტრიული მონაცემები (ზომა, სიმაღლე, სისრულე) შეესაბამება ავტორის მიერ ნაკეთობის შექმნის პროცესში ნაგულისხმევს. ნაკეთობათა კომპლექტის (ნაკრების) დამატებით ფოტოსურათებზე წარდგენილი უნდა იქნეს კომპლექტში შემავალი ნაკეთობები ცალ-ცალკე. დასაკეცი, დასახური ნაკეთობების ან მაკეტისათვის (ჯიხურები, მაცივრები და ა. შ.6. დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი ფოტოსურათები, სადაც ნაკეთობები გადაღებულია გახსნილ, აწყობილ და სხვა მდგომარეობაში. ტრანსფორმირებადი ნაკეთობისათვის (სათამაშო კონსტრუქტორები, სამზარეულო კომბაინები და ა. შ.) დამატებითი ფოტოსურათები აწყობილ მდგომარეობაში.

დამატრიცება – დასაბეჭდი ფორმის მატრიცების დამზადების პროცესი.

დამახასიათებელი ინდივიდუალობა – სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი თვისება. სასაქონლო ნიშნის ინდივიდუალობის დასადგენად გამოიყენება ე. წ. “ნეგატიური” ტესტი, რომელიც შეიცავს შემდეგ კითხვებს: ასახავს თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი საქონლის ან მომსახურების ინდივიდუალურ ხასიათს

ან მათ სამრეწველო ფუნქციებს. შედგება თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი მხოლოდ აღნიშვნების ან მახასიათებლებისაგან რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ხარისხის, რაოდენობის, დასახული მიზნის, მოცულობის, პროდუქტის წარმოების დროის და მოწოდების, ან მომსახურების შესრულების გამოსახატავად. შედგება თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი მხოლოდ იმ აღნიშვნებისაგან, რომლებიც გადაიქცნენ მოცემულ ენაზე ან მოცემული ქვეყნის სავაჭრო პრაქტიკაში პროდუქტების და მომსახურების სახეობის (ან დარგის) გამომხატველად. შეუძლია თუ არა შემოთავაზებულ სასაქონლო ნიშანს სხვა რომელიმე მიზეზის გამო გამოჰყოს (ან არა) ერთი წარმოების პროდუქტი ან მომსახურება კონკურენტთა მასისაგან. თუ ერთ კითხვაზე მაინც იქნება დადებითი პასუხი გაცემული, მაშინ სასაქონლო ნიშანი კარგავს მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალობას.

დამდგმელი რეჟისორი – იხ. რეჟისორი; შემსრულებელი.

დამოკიდებული მუხლი – იხ. გამოგონების ფორმულის დამოკიდებული მუხლი.

დამოკიდებული მუხლის დაქვემდებარება – იხ. გამოგონების ფორმულის დამოკიდებული მუხლი.

დამოკიდებული პატენტი – პატენტი ისეთ ობიექტზე, რომელიც დამოკიდებულია სხვა უკვე მოქმედ ძირითად პატენტზე არსებითი ნიშნებით. დ. პ-ის გამოყენება არ შეიძლება ძირითადი პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე. თუ ძირითად პატენტს გადა გაუვა, მაშინ დ. პ. დამოუკიდებული ხდება.

დამოუკიდებელი მუხლი – იხ. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებული მუხლი.

დამოწმება – საბუთისათვის (დოკუმენტისათვის) იურიდიული ძალის მინიჭება მისი გამცემის ხელმოწერით ან ბეჭდის დასმით. სამრეწველო საკუთრების ობიექტის განაცხადის მასალებზე თუ მოითხოვება რომელიმე დოკუმენტის დამოწმება მესამე პირის მიერ (მაგ. სანოტარო წესით), იგი მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იურიდიულ ძალას.

დამცავი დოკუმენტი – ინტელექტუალური საკუთრების ამა თუ იმ ობიექტის დამცავი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის პრიორიტეტს, მასზე ავტორობას და მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებებს. დ. დ-ის მფლობელს უფლება აქვს აღძრას საქმე მისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუ დაცული ობიექტი გამოიყენება მისი თანხმობის გარეშე. დამცავი დოკუმენტებია: პატენტი – გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე; მოწმობა – სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე, ადგილწარმოშობის დასახელებაზე, სასელექციო მიღწევაზე, ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიაზე და სხვ.

დამცავი ნიშანი – სპეციალური ტექნიკური საშუალება დოკუმენტის ან პროდუქტის ნამდვილობის დასამოწმებლად, გაყალბებისა და გამრავლების (კოპირების, კვლავწარმოების) თავიდან აცილებისათვის.

დამცავი სასაქონლო ნიშნები – ისეთი სასაქონლო ნიშნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული გამოყენებისათვის. მათი თვისება. სასაქონლო ნიშნის ინდივიდუალობის დასადგენად გამოიყენება ე. წ. „ნეგატიური“ ტესტი, რომელიც შეიცავს შემდეგ კითხვებს: ასახავს თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი საქონლის ან მომსახურების ინდივიდუალურ ხასიათს ან მათ სამრეწველო ფუნქციებს. შედგება თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი მხოლოდ აღნიშვნების ან მახასიათებლებისაგან რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ხარისხის, რაოდენობის, დასახული მიზნის, მოცულობის, პროდუქტის წარმოების დროის და მოწოდების, ან მომსახურების შესრულების გამოსახატავად. შედგება თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი მხოლოდ იმ აღნიშვნებისაგან, რომლებიც გადაიქცნენ მოცემულ ენაზე ან მოცემული ქვეყნის სავაჭრო პრაქტიკაში პროდუქტების და მომსახურების სახეობის (ან დარგის) გამომხატველად. შეუძლია თუ არა შემოთავაზებულ სასაქონლო ნიშანს სხვა რომელიმე მიზეზის გამო გამოყოს (ან არა) ერთი წარმოების პროდუქტი ან მომსახურება კონკურენტთა მასისაგან. თუ ერთ კითხვაზე მაინც იქნება დადებითი პასუხი გაცემული, მაშინ სასაქონლო ნიშანი კარგავს მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალობას.დანიშნულებაა დაიცვას და ბლოკირება გაუკეთოს ძირითად სასაქონლო ნიშანს. ეს სხვადასხვაგვარად მიიღწევა: ა) ე. წ. დამცავი ზონის” შექმნით, როდესაც სასაქონლო ნიშნის მფლობელი სიტყვის (იმავე ფუძის გამოყენებით) ან გამოსახულებებს (იგივე გრაფიკული იდეის და მისთ.) სხვადასხვა ვარიანტებს იყენებს და არეგისტრირებს მას. Plexiglas – Plexigum, Plexidur და ა. შ. ბ) როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხდება ძირითად და ახლოს მდგომ (ე. წ. „სარეზერვო“) ნაწარმზე. მაგ., ლუდის სასაქონლო ნიშნის დაცვა სპირტიან და უალკოჰოლო სასმელებზე და სხვ.

დამწერლობა – მეტყველების ფიქსაცია გრაფიკულ ნიშანთა სისტემების საშუალებით სამეტყველო ინფორმაციის მანძილზე გადასაცემად ან დროთა განმავლობაში შესანახად.

დამწერლობათმცოდნეობა – იხ. პალეოგრაფია.

დამხმარე პერსონალი – პირი ან პირთა ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობენ გამოგონების, სამრეწველო ნიმუშის ან სასარგებლო მოდელის შექმნაში როგორც ტექნიკურ (არა გონებრივ) ხელშემწყობად, დამხმარედ. მათ არა აქვთ სამრეწველო საკუთრების ობიექტის ავტორობაზე არავითარი უფლება.

დანახარჯი – ხარჯი, ძირითადად ფულის სახით, გაწეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად, განსაზღვრული საქონლის საწარმოებლად და სხვ

დანახული ნაწარმოების კვლავწარმოება – ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, ოღონდ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, დაშვებულია, მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების კვლავწარმოება ან საჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვებში ფოტოგრაფიის, კინემატოგრაფიის, საეთერო ან საკაბელო გადაცემის გზით – იმ მოცულობით, რაც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით.

დანერგვა – ობიექტის (საწარმოს, ორგანიზაციის, მართვის სისტემის, ცალკეული პროცესის ან მისი ელემენტის) არსებული მდგომარეობიდან ახალში გადაყვანის გეგმაზომიერი პროცესი, რომელიც გათვალისწინებულია პროექტით. დანერგვა გამოიყენება სამი მნიშვნელობით: 1. სიახლის სასიცოცხლო ციკლის ეტაპი სახალხო მეურნეობაში. 2. ცალკეული ორგანიზაციის მიერ სიახლის შემუშავებისა და რეალიზაციის სრული ციკლი. 3. ორგანიზაციაში სიახლის მზა პროექტის ათვისება და რეალიზაცია (დანერგვა ვიწრო გაგებით).

დაპატენტების სისტემა – სამართლიანი და სრულყოფილად გათვალისწინებული ისეთი გარანტია, რომელიც ხელს უწყობს გამომგონებლის აღიარებასა და მატერიალურ გამორჩენას; აგრეთვე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენების წახალისებას.

დაპატენტებული პროდუქტი – ნებისმიერი პროდუქტი, რომლის არსებითი ნიშნების ერთობლიობა პატენტის საგანს შეადგენს, რაც გადმოცემულია გამოგონების, სასარგებლო მოდელის ფორმულაში ან სამრეწველო ნიმუშის გამოსახულებაში.

დაპატენტებული პროდუქტის გაყიდგა – იხ. განსაკუთრებული უფლება გაყიდვაზე.

დაპატენტებული პროდუქტის იმპორტი – იმ ნაკეთობის ქვეყანაში შეტანა, რომელიც წარმოადგენს დაპატენტებულ პროდუქტს ან შეიცავს მას. პარიზის კონვენციის მე-5 მუხლის ძალით, პატენტმფლობელის მიერ პატენტის გამცემ ქვეყანაში იმ პროდუქტის შეტანა, რომელიც დამზადებულია კონვენციის წევრ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, არ იწვევს ამ პატენტით მინიჭებული უფლებების დაკარგვას, ამასთან არა აქვს მნიშვნელობა შეტანილი პროდუქტი საპატენტო დაცვით სარგებლობს თუ არა მწარმოებელ ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში, რომლიდანაც შეიტანება.

დასესხების წყაროზე მითითება – ნაწარმოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო გასამრჯელოს გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით: ციტირების, ილუსტრაციების, ნაწყვეტის სახით, პერიოდულ გამოცემებში კვლავწარმოების ან ეთერში გადაცემული ნაწარმოების, დანახული ან მოსმენილი, საჯაროდ წარმოთქმული, უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოებების გამოყენების დროს. იხ. აგრეთვე რეპროგრაფიული კვლავწარმოება თანხმობის გარეშე.

დასი – თეატრის მსახიობთა კოლექტივი.

დატანა – საქონელზე სასაქონლო ნიშნის ნიშანდება. მარკირება.

დაუმრგვალებელი ფასი – საქონელზე ან მომსახურებაზე იმგვარი ფასების დაწესება, რომელიც თეთრის ისეთი რიცხვით თავდება, რომ შემდგომ ლარამდე ძალიან ცოტა იყოს დასამატებელი. ეს კეთდება იმიტომ, რომ საქონელი ან მომსახურება გამოიყურებოდეს უფრო იაფად. მაგ., 3 ლ: 99 თეთრი ნაცვლად 4 ლარისა.

დაუძლეველი ძალა – იხ. ფორს-მაჟორი.

დაფასოება – გასაყიდი საქონლის წინასწარი აწონვა და შეფუთვა.

დაფიქსირებული ცოდნა – ტექნოლოგიის კრიტერიუმი, რომლის გადაცემა შესაძლებელია ამა თუ იმ წესით ერთი ადამიანისაგან მეორისათვის, ზეპირად ან წერილობით.

დაქირავებული ავტორი – პირი, რომელიც ქმნის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს სამსახურებრივი ან სხვა ხელშეკრულების დადებით. იხ. სამსახურებრივი დავალებით შექმნილი ობიექტი.

დაქირავებული გამომგონებელი – იხ. პატენტის მიღების უფლება. დაქტილოლოგია – მეტყველების თავისებური ფორმა – სიტყვების გამოსახვა ხელის თითების საშუალებით. ხელის ანბანი.

დაღი – აღნიშვნა, რომელსაც ამოწვავენ ცხოველის კანზე, მათი მოტაცების შემთხვევაში საკუთარი უფლებების დასამტკიცებლად. იხ. აგრეთვე სინჯი.

დაშვების უფლება – სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორის უფლება, მოსთხოვოს ნაწარმოების მესაკუთრეს მისცეს მას საშუალება განახორციელოს თავისი ნაწარმოების კვლავწარმოება. ამასთანავე მესაკუთრეს არ შეიძლება მოეთხოვოს ნაწარმოების ავტორთან მიტანა.

დაჩქარებული არბიტრაჟი – ისმოს საარბიტრაჟო ცენტრის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო პროცედურის ნაირსახეობა, როდესაც ეს პროცედურა სრულდება და გადაწყვეტილება გამოიტანება ძალიან მოკლე ვადაში და უმცირესი დანახარჯებით.

დაცვისუნარიანობა – ობიექტის უნარი დააკმაყოფილოს პატენტუნარიანობის ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის დაწესებული კრიტერიუმები.

დაძალებული რეკლამა – რეკლამის გაწევის მიზნით გადაჭარბებული ზემოქმედება მომხმარებელზე, რომელიც მიიღწევა მის პირად ცხოვრებაში ჩარევით ან მანიპულირების საშუალებით. დაძალებული რეკლამა წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს. მაგ., მიწვევის გარეშე მისვლა, მომაბეზრებელი სატელეფონო ზარები, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ცრუმორწმუნეობის, მიმნდობლობის, შიშის ან მოწყალების, ბავშვის გამოუცდელობის ბოროტად გამოყენება და სხვა ქმედებები. დაწესებული შეღავათები – შეღავათები, რომლებიც დაწესებულია სამრეწველო საკუთრების ობიექტზე ზოგიერთ შემთხვევაში საფასურის გადახდასთან, ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

დახმარების უფლება – ყოფილ სსრკ-ს საპატენტო კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური ნორმა, რომლის ძალითაც გამომგონებელს ჰქონდა საკუთარი გამოგონების საავტორო უფლებების გაფორმებაზე დახმარების უფლება. ამგვარი დახმარება ძირითადად საპატენტო-სალიცენზიო სამსახურის კომპეტენციაში შედიოდა.

დებულება გამოგონების შესახებ – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული 1992 წლის 16 მარტის #302 დადგენილება. ძალაში შევიდა 1992 წლის 1 მაისიდან. დებულება სამრეწველო ნიმუშის შესახებ – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული 1992 წლის 16 მარტის #303 დადგენილება. ძალაში შევიდა 1992 წლის 1 მაისიდან.

დებულება სასაქონლო ნიშნების შესახებ – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული 1992 წლის 16 მარტის M 304 დადგენილება. ძალაში შევიდა 1992 წლის 1 მაისიდან.

დედნის ასლი – ნაწარმოები იმ მატერიალური ფორმით, როგორც იყო იგი შექმნილი მისი პირველი ფიქსაციის დროს. წერილობითი ნაწარმოების დედნის ასლი არის ხელნაწერი. ნაწარმოებზე საავტორო უფლების ქონა გულისხმობს აგრეთვე მისი დედნის ფლობას, რომელიც წარმოადგენს მოძრავ ქონებას.საავტორო უფლებების გადაცემა არ გულისხმობს დედნის გადაცემას.

დედობრივი კომპანია – იხ. ჰოლდინგური კომპანია.

დედოფალ ანას სტატუტი – პირველი კანონი საავტორო უფლების შესახებ, რომელიც გამოვიდა ინგლისში XVII ს-ის ბოლოს. ამ კანონის დასახელება იყო – “განათლების წახალისების შესახებ ავტორებისათვის ან ნაბეჭდი წიგნების ასლების შემსრულებელთათვის დღეიდან დადგენილი დროის განმავლობაში უფლებათა მინიჭების შესახებ”.

დევიზი – 1. მოკლე წარწერა, სიტყვა ან გამონათქვამი. სასაქონლო ნიშნად შეიძლება დევიზის გამოყენება. მაგ., „Always CoCa Cola“ . 2. საგადასახადო საშუალება, რომლითაც ხორციელდება ძირითადად საერთაშორისო ანგარიშსწორება. დევიზებს მიეკუთვნება გადარიცხვები, ჩეკები, აკრედიტივები, თამასუქი და სხვა.

დეზავუირება – უარის თქმა იმის შესახებ რომ რწმუნებული არ არის უფლებამოსილი იმოქმედოს განმცხადებლის სახელით.

დე-იურე – იურიდიულად, კანონიერად. ე. ი. თუ რაიმეს (რაღაცას) ადგილი აქვს კანონიერად, იგი იურიდიულად არის განმტკიცებული.

დეკადა – დროის ათდღიანი მონაკვეთი.

დეკადანსი – რომელიმე მიმდინარეობის, შეხედულების ან მწერლის შემოქმედების დაკნინება, დაქვეითება ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

დეკალკომანია – ფერადი ნახატის ქაღალდიდან მინაზე, ფაიფურზე, ქაღალდზე და მისთ. გადაყვანის ხერხი.

დეკლამაცია – ლიტერატურული ნაწარმოების გამომეტყველებითი კითხვის ხელოვნება; მხატვრული კითხვა.

დეკლარაცია – სახელმწიფოს, მთავრობის, ორგანიზაციის, პარტიის განცხადება საერთო მიზნების, ძირითადი პრინციპებისა და პოზიციების შესახებ. დეკომპილირება – იხ. კომპიუტერული პროგრამის დეკომპილირება.

დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება – დეკორატიული ხელოვნების დარგი, რომელიც ქმნის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობებს.

დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოები – ხელოვნების ორგანზომილებიანი ან სამგანზომილებიანი ნაწარმოები გადატანილი პრაქტიკული გამოყენების საგნებზე, მხატვრული რეწვის ნაწარმოების ან სამრეწველო წესით დამზადებული ნაწარმოების ჩათვლით.

დეკორატიული გამოყენება – სასაქონლო ნიშნის გამოყენება სარეკლამო საქონელზე ან ნაწარმის დამშვენებისათვის, მაგ., საწერ კალმებზე ან საფერფლეებზე და სხვ. ასეთი გამოყენება შეიძლება დაცული იქნეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვის კანონმდებლობის ფარგლებში.

დეკორატიული ხელოვნება – პლასტიკური ხელოვნების დარგი, რომელიც ემსახურება ადამიანის შრომით შექმნილ მატერიალურ ფასეულობათა მხატვრულად გაფორმების საქმეს. იგი მოიცავს არქიტექტურასთან დაკავშირებულ მონუმენტურ-დეკორატიულ ხელოვნებას, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებასა და გაფორმებით ხელოვნებას.

დეკორატორი – დეკორაციების მხატვარი. დეკორაცია – მოქმედების ადგილის გაფორმება სცენაზე ფერწერულად ან არქიტექტურულად; სცენის მოწყობილობა.

დეკორი – დეკორატიული ელემენტების (სამკაულების) ერთობლიობა; მხატვრული გაფორმება.

დელიქტი – სამართალდარღვევა, არაკანონიერი მოქმედება, გადაცდენა, სამოქალაქო სამართალდარღვევა, ყოველი მართლსაწინააღმდეგო (მაგ., არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და სხვ.) პასუხისმგებლობით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც იწვევს მიყენებული ზიანის სავალდებულო ანაზღაურებას. დელიქტი შეიძლება ითვალისწინებდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

დელიქტური ვალდებულება – დელიქტური ვალდებულების საფუძვლით პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით (მაგ., აგრცელებს ან ახმაურებს) მიაყენებს ზიანს სხვა პირს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას რომლებიც ემსახურება კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

დემარკეტინგი – საქონლის არყიდვაზე (მაგ., სიგარეტზე) მომხმარებლის ყურადღების გადატანის პროცესი. იგი გამოიყენება აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე საქონლის დეფექტია გამოვლენილი და მწარმოებელს არ სურს თავისი რეპუტაციის შელახვა და აგრძელებს ამ საქონლის გასაღებას.

დემერეჯი – წინასწარ დადგენილი ზიანის ოდენობა, რომლის კომპენსაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ერთი მხარისათვის, მეორე მხარის ვალდებულების არ შესრულების ან არაჯეროვნად შესრულების დროს. იხ. აგრეთვე პირგასამტეხლო; ზიანის ოდენობის განსაზღვრა.

დემონოპოლიზაცია – სახელმწიფო ან სხვა მონოპოლიის საშუალების მოსპობა პროდუქციის ერთი მწარმოებლისათვის, რომელიც მომხმარებელს თავის პირობებს კარნახობს.

დემპინგი – 1. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა. ამ ხერხით ხდება საკუთარი პროდუქციის ნამდვილ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვა კონკურენტისათვის წინააღმდეგობის გაწევის ან მისი გაკოტრების მიზნით. 2. საქონლის ექსპორტი დანახარჯებთან შედარებით დაბალ ფასებში, რაც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნის ეროვნული წარმოების განვითარების შეფერხებას.

დენონსირება – რომელიმე სახელმწიფოს განცხადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. პარიზის კონვენციის 26-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი წევრი ქვეყანა უფლებამოსილია მოახდინოს კონვენციის დენონსირება ისმო-ს გენერალური დირექტორისათვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნით. დენონსირება ძალაში შედის იმ დღიდან, რომელ დღესაც ჩაბარდა გენერალურ დირექტორს შეტყობინება.

დეპოზიტარი – სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შესანახად ბარდება მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტიკური ტექსტი.

დეპოზიტორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკეთებს დეპონირებას.

დეპონირება – სარატიფიკაციო სიგელის გადაცემა შესანახად რომელიმე სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანოსათვის. შესანახად მიცემა, ჩაბარება.

დეპონირების მოწმობა – იხ. განაცხადი მიკროორგანიზმის შტამზე. დეპონირების საერთაშორისო ორგანო – ბუდაპეშტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამეცნიერო დაწესებულება, რომელსაც შეუძლია განახორციელოს მიკროორგანიზმების შენახვა. ასეთი დაწესებულებები „საერთაშორისოს“ სტატუსს იღებენ იმ შემთხვევაში, თუ პარიზის კონვენციის წევრი-ქვეყანა წარუდგენს ისმოს გენერალურ დირექტორს რწმუნებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაწესებულება აკმაყოფილებს და მომავალშიც დააკმაყოფილებს ბუდაპეშტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იხ. მადეპონირებელი დაწესებულება.

დერივაცია – იხ. სიტყვაწარმოება.

დეროგაცია – იხ. აბროგაცია.

დეტექტიური ლიტერატურა – მხატვრული ლიტერატურის სახეობა, რომელიც ჩვეულებრივ აღწერს იდუმალებით მოცული ბოროტმოქმედების გახსნის პროცესს და გამოირჩევა საინტერესო, მძაფრი და ჩახლართული სიუჟეტით.

დე-ფაქტო – ფაქტიურად, სინამდვილეში. მტკიცება იმის შესახებ, რომ ობიექტი არსებობს ფაქტიურად და არა იურიდიულად.

დეფინიცია – ამა თუ იმ ცნების მოკლე განსაზღვრება.

დეფისი – გრაფიკული ნიშანი. მოკლე ჰორიზონტალური ხაზი (-), სიტყვების შესაერთებლად ან შემადგენელი ნაწილების გამოსაყოფად. სასაქონლო ნიშნები მსგავსია, თუ მხოლოდ დეფისით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

დეფიციტური საქონელი – საქონელი ან მომსახურება რომელზე მოთხოვნაც აღემატება მისი წარმოების მოცულობას.

დიაგრამა – გრაფიკული გამოსახულება, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს სიდიდეების ურთიერთდამოკიდებულებას.

დიაკრიტიკული ნიშანი – ასოს დამატებითი გრაფიკული ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა წარმოითქვას სხვა ბგერა და არა ის, რომელიც ამ ასოთი უნიშნოდ გადმოიცემა. დ. ნ. შეიძლება დაისვას ასოს თავზე (გამონაკლისს წარმოადგენს 1), ქვევით (მაგ., C), ან გადაკვეთოს (მაგ., თ) იგი. დიაკრიტიკული ნიშნებია: მახვილი, უმლაუტი, სედილი, ტილდა, ბრევე (ნახევარწრე ასოს თავზე), მაკრონი (ხაზი ასოს თავზე) და სხვ. სასაქონლო ნიშნები ჩაითვლებიან მსგავსად. თუ მხოლოდ დიაკრიტიკული ნიშნებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

დიალექტი – ამა თუ იმ ენისათვის დამახასიათებელი თავისებური წარმოთქმა. ერთი საერთო ენის დიფერენციაციის შედეგად მიღებული განშტოებების სახელწოდება. კილო, კილოკავი. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის სახელწოდება შეიძლება შესრულებული იქნეს დიალექტზე.

დიალოგი – ლიტერატურული, დრამატული და აუდიოვიზუალური ნაწარმოებები ან მათი ნაწილი დაწერილი სალაპარაკო–-სასაუბრო ფორმით. ორ ან მეტ პირს შორის.

დიამაგნიტოფილმი – სპეციალურად არჩეული დიაპოზიტივების ერთდროული ჩვენება მაგნიტურ ლენტზე ჩაწერილი სარეკლამო ტექსტისა და მუსიკის თანხლებით.

დიაპოზიტივი – გამჭვირვალე ფუძეზე (მინაზე, ფირზე) პოზიტიური ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომელიც სინათლეზე ან ეკრანზე დაპროექტირდება.

დიარესისი – დიაკრიტიკული ნიშანი, რომელიც შედგება ორი წერტილისაგან და დაისმის ასოს თავზე (მაგ., გ. 0,6.1). იგი დაისმის იქ, სადაც ბგერა წარმოითქმება ორჯერ, აგრეთვე იმ ხმოვნის აღნიშვნისათვის რომელიც დიარესისის გარეშე შეიძლება საერთოდ არ წარმოითქვას. გერმანულში იგი უმლაუტითაა ცნობილი.

დიაფილმი – კინოფირზე აღბეჭდილი და საერთო თემით გაერთიანებული დიაპოზიტივების სერია. იხ. აუდიოვიზუალური ნაწარმოები.

დიგრაფი – ორი ასო, რომელიც ერთი ბგერით წარმოითქმება. მაგ., „ch“, „th“ – ინგლისურში.

დიდაქტიკური ლიტერატურა – დამრიგებლობითი ხასიათის ლიტერატურა, რომელიც მხატვრული ფორმით გადმოსცემს ცალკეულ მეცნიერულ, ფილოსოფიურ, რელიგიურ, მორალურ პრინციპებსა და იდეებს, მიზნად ისახავს ადამიანის ზნეობრივ აღზრდას, სულიერ ამაღლებას.

დიეზი – ბგერათა რიგის რომელიმე საფეხურის ნახევარტონით ამაღლების მაუწყებელი ნიშანი (#). იხ. აგრეთვე ალტერაცია.

დივერსიფიკაცია – წარმოების ან ვაჭრობის სფეროს სხვადასხვაგვარი, მრავალმხრივი გაფართოება-განვითარება. იხ. აგრეთვე წარმოების. ექსპორტის, კონგლომერატიული დივერსიფიკაცია.

დივერტისმენტი – მუსიკალური ან დრამატული წარმოდგენა, რომელიც გასართობადაა ჩაფიქრებული და იმართება კონცერტის ან სპექტაკლის შემდეგ.

დიზაინერი – მხატვარ-კონსტრუქტორი, ტექნიკური ესთეტიკის სპეციალისტი, რომელიც აპროექტებს თანამედროვე, საყოფაცხოვრებო, საწარმოო ანსამბლებს, ინტერიერებს, ავეჯს და ა. შ.

დიზაინი – ამ ტერმინით გამოიხატება საგანთა დაპროექტების პროცესისადმი ახალი მიდგომა. დიზაინი განიხილება, როგორც რეაქცია ადამიანის საგნობრივი გარემოს ვიზუალური და ფუნქციური თვისებების სტიქიურ ფორმირებაზე. დიზაინში იგულისხმება მისი ერთ-ერთი დარგი – სამრეწველო ნაწარმის ესთეტიკური თვისებების დაპროექტებაც. დიზაინი გამოიყენება აგრეთვე დაპროექტების შედეგის გამოსახატავად. უფრო ფართო გაგებით დიზაინი ელემენტთა ნებისმიერი განლაგებაა, რომლებიც შეადგენენ ხელოვნების ნაწარმოებს, აგრეთვე მომავალში შესაქმნელი ნაწარმოებების წინასწარი მონახაზი. სამრეწველო საკუთრებაში დიზაინი გაიგება, როგორც სამრეწველო ნიმუში.

დიზაინის ნაწარმოები – იხ. საავტორო უფლების ობიექტები.

დითირამბი – 1. ჰიმნი, საზეიმო საგუნდო სიმღერა ძვ. საბერძნეთში. 2. სახოტბო ლირიკული ლექსი. 3. გადაჭარბებული შექება, ხოტბა. დილერი – პირი, რომელიც დებს გარიგებას საკუთარი სახელით და გამოდის მარწმუნებლის როლში.

დილერის სასაქონლო ნიშანი – იხ. სავაჭრო შუამავლის სასაქონლო ნიშანი.

დილოგია – ერთი ავტორის ორი დრამატული ან ეპიკური ნაწარმოები, გაერთიანებული მწერლის იდეური ჩანაფიქრით, მონათესავე სიუჟეტით, პერსონაჟებით (მაგ., ი. ილფისა და ე. პეტროვის “თორმეტი სკამი” და “ოქროს კერპი”).

დიორამა – 1. ფერწერის სახეობა. გამჭვირვალე ქსოვილზე ან მინაზე ორივე მხრიდან დახატული სურათი, რომელიც სპეციალური განათების შემდეგ მოცულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. 2. ნახატი, რომელსაც ერწყმის მის წინ მოთავსებული მოცულობითი ფიგურები.

დიპლომატიური კონფერენცია – სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა სპეციალური უფლებით აღჭურვილ პირთა შეკრება, სახელმწიფო, საგარეო. საერთაშორისო და ა. შ. პოლიტიკის განსახორციელებლად. მაგ., პარიზის კავშირის წევრ-ქვეყანათა მთავრობის განსაკუთრებული რწმუნებით აღჭურვილ პირთა მიერ სპეციალური პერიოდული შეკრება, ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა დებულებების შესწორების, გადასინჯვისა და მიღების მიზნით.

დიპლომი აღმოჩენაზე – ყოფილი სსრკ-ს აღმოჩენის შესახებ დებულების 10-ე მუხლით გათვალისწინებული ავტორის სახელზე გაცემული აღმოჩენის დამადასტურებელი საბუთი. ამჟამად საქართველოს საპატენტო-საკანონმდებლო ნორმატიული აქტები მას აღარ ითვალისწინებს.

დირიჟორობა – მუსიკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ერთ-ერთი სახე; მუსიკოსთა კოლექტივის ხელმძღვანელობა მუს. ნაწარმოების მომზადებისა და მისი საჯაროდ შესრულების დროს.

დისერტანტი – პირი, რომელიც დისერტაციას იცავს, მისი ავტორი.

დისერტაცია – სამეცნიერო შრომა, რომელიც უნდა დაიცვას ავტორმა საჯაროდ, სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 2. ნაბეჭდი ინფორმაცია, რომელიც ჩაითვლება ტექნიკის არსებულ დონედ, ბიბლიოთეკის კატალოგში შეტანის ან მისი მკითხველისათვის გადაცემის დღიდან.

დისკლამაცია – დაცვისუუნარო სიმბოლო დაცულ სასაქონლო ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშანი მთლიანად ექვემდებარება დაცვას, მაგრამ ცალკეული ელემენტი შედის მასში დაუცველი სიმბოლოს სახით.

დისკრედიტაცია – 1. ვისიმე ან რისამე ღირსების, ავტორიტეტის, პრესტიჟის შებღალვა; სახელის გატეხა, ნდობის დაკარგვა. 2. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ერთ-ერთი ხერხი. იხ. აგრეთვე კონკურენტის დისკრედიტაცია.

დისკრიმინაციული მონოპოლია – ისეთი მონოპოლია, როდესაც მიმწოდებელი (მონოპოლისტი) ყიდის თავის საქონელს ან მომსახურებას სხვადასხვა მომხმარებელზე განსხვავებული ფასებით. მაგ., ბაზრის დაყოფით სეგმენტებად და თითოეულ სეგმენტში განსხვავებული ფასების დაწესებით.

დისონანსი – 1 არაზუსტი, არასრული რითმა ლექსთწყობაში. 2. კეთილხმოვანების დარღვევა, ბგერათა არაჰარმონიული შეხამება.

დისპაშერი – ზიანის შეფასების სპეციალისტი.

დისტრიბუტორი – დამოუკიდებელი შუამავალი ან შუამავლების ერთერთი რგოლი, რომლებიც ემსახურებიან მწარმოებლის საქონლის ან მომსახურების მომხმარებლამდე მიტანას.

დისტრიბუტორის სასაქონლო ნიშანი – იხ. სავაჭრო შუამავლის სასაქონლო ნიშანი.

დიფამაცია – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც ცილისმწამებლური ან სახელის გამტეხი განცხადებები ხელყოფენ კონკურენტის პირად რეპუტაციას, კომპეტენციას, ფინანსურ მდგომარეობას.

დიქსილენდი – საესტრადო ორკესტრი, რომელიც შედგება ორი საქსოფონის, ორი საყვირის, ორი ტრომბონის, ერთი ტუბისა და სარტყელი საკრავებისაგან. იგი წარმოიშვა აშშ-ში.

დოგმატიკა – ქრისტიანული სასულიერო მწერლობის დარგი, მოძღვრება საღვთისმეტყველო დოგმების შესახებ.

დოდეკაფონია – მუსიკის შეთხზვის მეთოდი, როცა ბგერათა შორის კილოური კავშირი ირღვევა და ქრომატული გამის თორმეტივე ბგერა თანასწორუფლებიანი ხდება.

დოკუმენტი – წერილობითი საბუთი, მტკიცებულება; წერილობითი აქტი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა ან სამსახურებრივი ხასიათი.

დოკუმენტური ფილმი – კინოხელოვნების სახე, ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია ნამდვილი ფაქტები და მოვლენები.

დომიცილი – პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ქვეყანა, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს მის ეროვნებისა და ადგილსამყოფელისაგან. ფირმის დომიცილად შეიძლება, ჩაითვალოს მისი რეგისტრაციის ადგილი.

დოსიე – დოკუმენტების ერთობლიობა რაიმე საქმის შესახებ.

დრამა – ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის თავისებურებაა სინამდვილის მხატვრული ასახვა უშუალო მოქმედებით, დიალოგისა და მონოლოგის ფორმით. დრამის ჟანრებია: კომედია, ტრაგედია, დრამა (ვიწრო გაგებით), ვოდევილი, ფარსი, მელოდრამა და სხვ.

დრამატული ნაწარმოები – ერთმანეთთან დამოკიდებული ქმედებების ერთად შეკრება და ერთი ან რამდენიმე პირის მსჯელობა განკუთვნილი სცენაზე შესასრულებლად. დრამატულ ნაწარმოებში. დრამატული შესრულებით ასახულია რეალური სინამდვილე. იგი მოიცავს მრავალ ჟანრს „ტრაგედიიდან კომედიამდე. ისინი შეიძლება აგრეთვე გამოცემული იქნეს წერილობითი ფორმით, მაგრამ ასეთი ნაწარმოების გამოყენება, გამოქვეყნებას არ წარმოადგენს. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია დრამატული და ქორეოგრაფიული ნაწარმოების აღნიშვნა „DC“ სიმბოლოთი. იხ. სასცენო ნაწარმოები.

დრამატული ნაწარმოების ავტორის უფლებები – ბერნის კონვენციის 11-ე მუხლის შესაბამისად დრამატულ, მუსიკალურ-დრამატულ და მუსიკალურ ნაწარმოებთა ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ: ნაწარმოების საჯარო შესრულება და საჯარო ჩვენება; ნაწარმოების დადგმისა და შესრულების ნებისმიერი ფორმით გადაცემა, საყოველთაო გაცნობის მიზნით. ასეთივე უფლებები ეძლევა დრამატული და მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებების ავტორებს, ორიგინალური (დედანის აზრით) ნაწარმოების დაცვის ვადის დამთავრებამდე, მათ თარგმანზე.

დრამატურგი – მწერალი, რომელიც წერს დრამატულ ნაწარმოებს.

დრამატურგია – 1. რომელიმე მწერლის. ხალხის ან ეპოქის დრამატულ ნაწარმოებთა ერთობლიობა. 2. სპექტაკლის ან ფილმის სიუჟეტურ-სახოვანი კონცეფცია. 3. დრამატულ ნაწარმოებთა შექმნის ხელოვნება.

დროებითი დაცვა – საპატენტო განაცხადის პუბლიკაციის მომენტიდან პატენტის გაცემამდე უზრუნველყოფილი დაცვა, რომელიც ითვალისწინებს ვადას საპატენტო განაცხადისა და გამოგონების არსის გადადებული ექსპერტიზის პუბლიკაციამდე.

დუბლიკატი – დოკუმენტის მეორე ან შემდგომი ეგზემპლარი, რომელსაც ასლისაგან განსხვავებით დედნის ტოლფასი იურიდიული ძალა აქვს.

დუბლირება – 1. ერთი და იმავეს ხელმეორედ კეთება. 2. რაიმეს ორ ან მეტ ეგზემპლარად გაკეთება. 3. რომელიმე როლის შემსრულებლის შეცვლა თეატრში სხვა მსახიობით. 4. ფილმის სხვა ენაზე გახმოვანება. იხ. აგრეთვე სინქრონიზაცია.

დუეტი – 1. ორი შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი. 2. წყვილთა ცეკვა.

დუოპოლია – ბაზარი, სადაც არსებობს მოცემული (კონკრეტული) საქონლის მხოლოდ ორი მწარმოებელი ან გამყიდველი.

დუოპოლია საიდუმლო გარიგებით – დუოპოლიის ფორმა, რომლის დროსაც მწარმოებლები ერთმანეთში დებენ საიდუმლო ხელშეკრულებას ფასების და მოგების განაწილების შესახებ და ამგვარად აყალიბებენ ფაქტიურ მონოპოლიას.

დუოპსონია – ბაზარი, სადაც არსებობს მოცემული (კონკრეტული) საქონლის მხოლოდ ორი მყიდველი.

დღის ახალი ამბები – ჩვეულებრივი ინფორმაცია დღის საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზე. რომლებიც გადმოიცემა პრესით. მაუწყებლობის ან სხვა შესაბამისი საშუალებებით. ახალი ამბები არ წარმოადგენს საავტორო სამართლის დაცვის ობიექტს. იხ. რეპორტაჟი მიმდინარე მოვლენებზე.

6 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ე

▲ზევით დაბრუნება


ეგზეგეტიკა – ქრისტიანული მწერლობის დარგი, ბიბლიურ ტექსტთა ახსნა-განმარტება, თარგმანება.

ეგზემპლარი – ერთგვაროვანი საგნების ცალკეული (წიგნების, საბუთების, წერილების და ა. შ.) ნიმუში. იხ. აგრეთვე ნაწარმოების ეგზემპლარი; ფონოგრამის ეგზემპლარი.

ეგზემპლარის ამოღება – იხ. ყადაღა ნაწარმოების ეგზემპლარზე.

ეგმ – ელექტრონულ გამომთვლელი მანქანა. იხ. კომპიუტერი.

ევრაზიის საპატენტო კონვენცია – 1994 წლის 17 თებერვალს ქ. ჟენევაში მიღებული კონვენცია, რომელიც აწესებს ევრაზიის საპატენტო სისტემას. იგი ითვალისწინებს ევრაზიის პატენტის გაცემას. კონვენციის შექმნას ხელი მოაწერეს ყოფილ საბჭოთა კავშირის 8 ქვეყანამ: ბელორუსია, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი. ძალაში შევიდა 1995 წ. 12 აგვისტოდან.

ევრაზიის საპატენტო ორგანიზაცია – ევრაზიის საპატენტო სისტემისა და ევრაზიის პატენტის გაცემის ადმინისტრაციულ ამოცანების გადაწყვეტასთან დაკავშირებით შექმნილი ორგანიზაცია,რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. მოსკოვში.

ევრობაზარი – 1. ევროპის თანამეგობრობის ქვეყნების სივრცე, რომელიც განიხილება, როგორც საქონლის ერთიანი მსხვილი ბაზარი. 2. ბაზარი, რომელიც შეიქმნა 50-ან წლებში საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებისათვის.

ევროპის საპატენტო უწყება – საერთაშორისო უწყება, სადაც შეიტანება განაცხადი პატენტზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ერთდროული რეგისტრაციისათვის. ევროპის საპატენტო უწყების შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. მიუნხენში.

ევფემიზმი – სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც უხეშ, უხერხულ ან მიუღებელ სიტყვას ან გამოთქმას ცვლის უფრო მისაღებად (მაგ.. „ხანში შესული“ – „ბებერის“ ნაცვლად); კეთილსიტყვაობა.

ევფონია – პოეტიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მხატვრული ნაწარმოების (ძირითადად ლექსის) ბგერით ორგანიზაციას, ემოციური ელფერის თვალსაზრისით. ევფონიის სფეროს მიეკუთვნება: რიტმი, რითმა, ასონანსი, დისონანსი, ანაფორა, ალიტერაცია და სხვ.

ეთერი – გარემომცველი საჰაერო სივრცე, სადაც რადიოტალღები ვრცელდება.

ეთერში გადაცემა – ნაწარმოების, ფონოგრამის, შესრულების, მაუწყებლობის ორგანიზაციების გადაცემის გადაცემა საყოველთაო გაცნობისათვის რადიოს ან ტელევიზიის (საკაბელო ტელევიზიის გამოკლებით) საშუალებით, მათ შორის თანამგზავრით. თანამგზავრის საშუალებით გადაცემისას, ეთერში გადაცემად ჩაითვლება თანამგზავრზე დედამიწის სადგურიდან სიგნალის მიღება და თანამგზავრიდან სიგნალების გადაცემა, რომლის შედეგად მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემები შეიძლება საყოველთაოდ ცნობილი გახდეს საზოგადოების მიერ მათი ფაქტიური მიღების მიუხედავად.

ეთერში გადაცემის უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებული უფლება, ნებისმიერი ფორმითა და საშუალებებით განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების გადაცემა ეთერში, საყოველთაო გაცნობისათვის ეთერში პირველი და/ან შემდგომი გადაცემის ჩათვლით.

ეკვივალენტური ნიშნები – ამა თუ იმ ამოცანის გადაწყვეტისას ისეთი ურთიერთშემცვლელი ნიშნები, რომლებსაც ფუნქციები და შედეგი ერთნაირი აქვთ, განსხვავება კი მდგომარეობს შესრულების ფორმაში.

ეკლოგა – ლირიკული ჟანრის პატარა ლექსი სოფლის ცხოვრებიდან. მაგ.., დავით გურამიშვილის „ქაცვია მწყემსი“.

ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი – ნაწარმი, რომელიც მისი მწარმოებლის რწმუნებით არ აყენებს ზიანს გარემოს, ჯანმრთელობას და ა. შ. ზოგიერთ ქვეყანაში ნაწარმის ეკოლოგიურ სისუფთავეს ამოწმებს სპეციალური ორგანო, რომელიც იძლევა ასეთ საქონელზე სასერტიფიკაციო ნიშნის (მაგ. (DER GRÜNE PUNKT)) დატანის უფლებას.

ეკოლოგიური ნიშანდება – იხ. ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი.

კოლოგიური რეკლამა – რეკლამის ახალი მიმართულება, რომელიც გარემოს დაცვას ეხება.

ეკონომიკსი – მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ ირჩევენ ადამიანები და საზოგადოება იმ დეფიციტური რესურსების გამოყენების წესს, რომელთაც შეიძლება მრავალმიზნიანი დანიშნულება ჰქონდეთ, რათა აწარმოონ სხვადასხვა საქონელი და გაანაწილონ ის ამჟამად და მომავალში საზოგადოების სხვადასხვა ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის. ეკონომიკური ეფექტურობა – ფირმის (ორგანიზაციის) შესაძლებლობის მაჩვენებელი აწარმოოს და გაასაღოს თავისი პროდუქცია რაც შეიძლება მცირე დანახარჯებით.

ეკრანიზაცია – თვით კინემატოგრაფიული ნაწარმოები ან ასეთი ნაწარმოების წარმოების პროცესი. ლიტერატურული, მუსიკალური და სხვ. ნაწარმოების განსახიერება კინოხელოვნების საშუალებით.

ელეგია – ლირიკული პოეზიის ჟანრი. სევდისა და წუხილის გამომხატველი ლექსი.

ელემენტარული აღრევა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც კონკურენტის სასაქონლო ნიშანი იმდენად გავს დაცულ სასაქონლო ნიშანს, რომ შეიძლება: გამოიწვიოს მომხმარებელში მათი ერთმანეთში აღრევა.

ელექტრონული მუსიკა – ელექტროგენერირებული ბგერების კომპოზიციაზე დამყარებული მუსიკა. ელ.ტ. მუსიკა ჩაწერილია ფირზე ან ფონოგრამაზე. მას დამოუკიდებელი მხატვრული მნიშვნელობა არ გააჩნია.

ელექტრონული ფოსტა – სხვადასხვა კორესპონდენციების, მაგ. განაცხადების, შეტყობინების გადაცემა ერთი კომპიუტერიდან მეორეზე.

ელზევირი – ერთგვარი ძველებური ლამაზი შრიფტი და გამოცემის ფორმატი (ნაბეჭდი ფურცლის I/12 ნაწილი), ცნობილი ჰოლანდიელი მესტამბე-გამომცემლების გვარის (Elvesier) მიხედვით, რომლებიც XVI. – XVIII სს-ში. მოღვაწეობდნენ.

ელიტა – 1. სელექციის შედეგად გამოყვანილი მცენარის ან ცხოველის საუკეთესო ჯიში, ეგზემპლარი. 2. საზოგადოების ზედაფენა.

ელიფსისი – ბეჭდვითი სიმბოლო, რომელიც შედგება ერთმანეთის გვერდით დასმული სამი წერტილისაგან (...), რაც იმას მიუთითებს, რომ ამ ადგილზე გამოტოვებულია სიტყვა ან ნაწყვეტი დაბეჭდილი მასალიდან.

ემბლემა – რაიმე გამოსახულება, რომელიც გამოყენებულია გარკვეული იდეის სიმბოლოდ. ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ნიშნად.

ენციკლოპედია – შედგენილი ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, სადაც თავმოყრილია არსებითი ხასიათის ცნობები, ცოდნის ყველა ან რომელიმე ცალკეული დარგიდან.

ეპანაგოგა – ბიზანტიური სამართლის კრებული. მის დებულებებს ფართოდ იყენებდნენ საეკლესიო სამართალში.

ეპიგრამა – 1. ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე – მოკლე სატირული ლექსი. 2. წარწერა ტაძრებზე, შენობებზე, ქანდაკებათა პოსტამენტებზე.

ეპიგრაფი – თხზულების ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებული ციტატა, ანდაზა, აფორიზმი, ფრაზა, რომლის დანიშნულებაა მკითხველის ყურადღების გამახვილება ნაწარმოების დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე.

ეპითეტი – სიტყვა რომელიც რაიმე ნიშნის მიხედვით ახასიათებს საგანს, მოვლენას ან პიროვნებას, აძლევს მას მხატვრულ გამომსახველობას.

ეპილოგი – ლიტერატურული ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი.ეპისტოლე – წერილი, მიმართვა; წერილის ფორმით დაწერილი თხზულება ან მისი ნაწილი.

ეპისტოლური ლიტერატურა – 1. გამოჩენილ მოღვაწეთა ან კერძო პირთა წერილები. 2. მხატვრული, პუბლიცისტური, მეცნიერული ნაწარმოები, რომელსაც მიმართვის, წერილის ან მიმოწერის ფორმა აქვს.

ეპისტროფი – პოეტური ფიგურა, რიტორიკული ხერხი; ერთი და იმავე სიტყვის, გამოთქმის, ფრაზის გამეორება აზრის გამოსაკვეთად, ემოციის გასაძლიერებლად.

ეპიტაფია – წარწერა საფლავის ქვაზე; საფლავზე წარმოთქმული სიტყვა.

ეპიური – 1. ნახაზი, რომელზედაც ორთოგონალური დაგეგმილების მეთოდით გამოსახულია სივრცითი ფიგურა. 2. რაიმე სიდიდით მეორე სიდიდის ცვლილებაზე დამოკიდებული გრაფიკული გამოსახვა.

ეპონიმი – პირი, რომლის სახელისაგან წარმოდგება ხალხის, ადგილის და მისთ. სახელწოდება.

ეპოპეა – დიდი მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესი ფართოდ და მრავალმხრივ არის ასახული. პოეტური ეპოსის, პოემის ერთ-ერთი ისტორიული სახეობა.

ეპოსი – 1. ხალხური საგმირო სიმღერები, პოემები, თქმულებები. 2. ლიტერატურის თხრობითი ჟანრი – რომანი, მოთხრობა და ა.შ.

ერა – დროის ისტორიული მონაკვეთი, პერიოდი; ეპოქა.

ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემა – სერტიფიკაციის სისტემა, რომელიც მოიცავს განსაზღვრულ პროდუქციას და რომლისთვისაც გამოიყენება ერთი და იგივე კონკრეტული სტანდარტები და პროცედურები.

ერთგვაროვანი საქონელი – საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთი და იმავე კლასში შემავალი ან სხვადასხვა კლასში გაერთიანებული ერთი და იმავე სახის, დანიშნულებისა და გასაღების პირობების მქონე საქონელი.

ერთდროულად გამოქვეყნება რამდენიმე ქვეყანაში – იხ. პირველად გამოცემული ნაწარმოები, ფონოგრამა ან ვიდეოგრამა.

ერთეულ ეგზემპლარად რეპროგრაფიული კვლავწარმოება – იხ. ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება.

ერთი განაცხადი – ერთი ობიექტი – საქპატენტშიშეტანილი განაცხადი უნდა ეხებოდეს სამრეწველო საკუთრების მხოლოდ ერთ ობიექტს. განაცხადი შეიძლება მოიცავდეს: ა) გამოგონებაზე – ერთმანეთთან ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს; ბ) სამრეწველო ნიმუშზე: ერთ ან რამდენიმე ნაკეთობას (ვარიანტს), ნაკეთობათა ნაკრებს (კომპლექტს), თუ ისინი ერთი მხატვრულ-კონსტრუქციული იდეით არიან გაერთიანებულები.

ერთობლივი საპატენტო განაცხადი – ორი ან მეტი პირის მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეტანილი განაცხადი, როდესაც დასაპატენტებელი ობიექტი მათი ერთობლივი (თანაზიარი) შემოქმედებითი შრომის შედეგად არის შექმნილი, მიუხედავად იმისა განსხვავებულია თუ არა ყოველი მათგანის (ავტორების) შემოქმედებითი წილი დასაპატენტებელი ობიექტის შექმნაში თუ რომელიმე ავტორი უარს ამბობს ერთობლივი განაცხადის შეტანაზე, განაცხადის წარდგენის უფლება დანარჩენ ავტორებს ენიჭებათ. თუ ავტორებს შორის შეთანხმება არ ხერხდება, მაშინ პატენტი არ გაიცემა.

ერთობლივი საქმიანობა – ორი ან რამდენიმე პირის ერთობლივი მოქმედება საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

ერთობლივი საწარმო – საწარმო, რომლის წევრებმა გააერთიანეს თავიანთი კაპიტალი და ამ გაერთიანებული კაპიტალით აწარმოებენ საქმიანობას. •I:

ეროვნული ბაზარი – ბაზარი, რომელიც მთლიანად მოიცავს ეროვნულ ტერიტორიას.

ეროვნული განაცხადი – განაცხადი, სამრეწველო საკუთრების ობიექტზე, ეროვნული ან რეგიონალური დამცავი დოკუმენტის მისაღებად. ე. გ. არ გულისხმობს საერთაშორისო განაცხადს.

ეროვნული პატენტი – პატენტი, რომელიც გაიცემა რომელიმე ქვეყნის სახელით ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით.

ეროვნული რეჟიმის პრინციპი – საერთაშორისო კონვენციის თითოეული წევრი-ქვეყნის ვალდებულება, უზრუნველყოს სხვა წევრი-ქვეყნების წარმომადგენლებისათვის სამრეწველო საკუთრების ან საავტორო უფლებებისა და მომიჯნავე უფლებების ისეთივე დაცვა, როგორსაც ის ახორციელებს საკუთარი მოქალაქეებისათვის. ასეთივე დაცვის უფლება უნდა მიეცეს იმ პირებსაც, რომელთა ქვეყნები არ არიან საერთაშორისო კონვენციის წევრები, მაგრამ ისინი მუდმივად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში და ფლობენ ნამდვილ და მოქმედ სამრეწველო ან სავაჭრო საწარმოს.

ეროვნული საპატენტო ფონდი – საპატენტო უწყების (მაგ.,საქპატენტის) რეესტრში რეგისტრირებული საპატენტო დოკუმენტების ერთობლიობა.

ეროტიკა ხელოვნებაში – სიყვარულის, სქესობრივი მისწრაფების გაშიშვლებული, ვულგარული გამოხატვა.

ესეი – კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი. თავისუფალი ფორმის ნარკვევი, რომელშიც განხილულია ლიტერატურული, ფილოსოფიური, ესთეტიკური, მორალური, სოციალური და სხვა პრობლემები.

ესეისტი – ესეის ავტორი.

ესთეტიკა – ფილოსოფიური მოძღვრება მშვენიერების ფორმათა შესახებ მხატვრულ შემოქმედებაში, ბუნებასა და ცხოვრებაში.

ესკიზი – მხატვრული ნაწარმოების (სურათი, ქანდაკება, არქიტექტურული პროექტი, ესკიზური პროექტი, ლიტერატურული, დრამატული, სამეცნიერო ან მუსიკალური ნაწარმოების ფიქსირებული მონახაზი, თეატრის ან ფილმის დეკორაცია და სხვ.) ან მისი რომელიმე ნაწილის ჩანახატი. იხ. აგრეთვე არქიტექტურული გრაფიკა.

ესკიზური ნაწარმოები – იხ. სამგანზომილებიანი ნაწარმოები.

ესკიზური პროექტი – საკონსტრუქტორო დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებიც შეიცავს ისეთ კონსტრუქციულ გადაწყვეტებს, რომელიც იძლევა ზოგად წარმოდგენას ნაწარმის მოწყობილობისა და მუშაობის პრინციპების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს ნაწარმის დანიშნულების, ძირითადი პარამეტრებისა და გაბარიტების შესახებ.

ესტამპი – დაზგური ბეჭდვითი გრაფიკის ნაწარმოები, ნახატის ანაბეჭდი ქაღალდზე. ესტამპის ყველაზე გავრცელებული სახეობებია გრავიურა და ლითოგრაფია.

ესტრადა – 1. მსახიობთა, მუსიკოსთა და სხვ. გამოსვლებისათვის განკუთვნილი ამაღლებული ადგილი საკონცერტო დარბაზში ან ღია ცის ქვეშ. სცენისაგან განსხვავებით ესტრადას არა აქვს წინა და უკანა ფარდა, კულისები, სასცენო მანქანები. 2. ფართო გაგებით იგივეა, რაც საესტრადო ხელოვნება.

ეტალონი – 1. დადგენილი საზომი ერთეულის ზუსტი ნიმუში. 2. ზუსტი ხელსაწყო, რომელსაც სხვა ხელსაწყოს შესამოწმებლად იყენებენ.

ეტიკეტი – 1. საქონელზე, ექსპონატზე და ა. შ. დაკრული განმასხვავებელი ფურცელი, რომელზეც აღნიშნულია პროდუქციის რაობა, ფასი, სასაქონლო ნიშანი და ა. შ.; ეტიკეტი თვით შეიძლება დაცულ იქნეს როგორც სასაქონლო ნიშანი; იარლიყი. 2. რომელიმე საზოგადოებაში თავის დაჭერისა და თავაზიანი მოპყრობის წესი.

ეტიმოლოგია – ისტორიული ლექსიკოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობის განვითარებას, განსაკუთრებით მის თავდაპირველ მნიშვნელობას.

ეტიუდი – 1. სახვით ხელოვნებაში – ნაწარმოები, რომელსაც ხატავენ ნატურიდან ამ ნატურის შესწავლის მიზნით. 2. მუსიკაში – მზარდი ტექნიკური სირთულის მუსიკალური პიესა, რომელიც ავითარებს დაკვრის ტექნიკის რომელიმე ელემენტს. 3. თეატრალურ ხელოვნებაში – იმპროვიზაციული ხასიათის სავარჯიშო, სამსახიობო ხელოვნების ტექნიკის განვითარებასა და სრულყოფის მიზნით. 4. ლიტერატურაში – მცირე ფორმის მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ასახავს სინამდვილეს, ადამიანის ცხოვრების, მოქმედების, განცდის რაიმე მომენტს, ფრაგმენტს.

ეტრატი – საწერი მასალა, რომელსაც ამზადებენ ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავისაგან.

ეფემერული ჩაწერა – შესრულების ან რადიო(ტელე)გადაცემების აკუსტიკური ან აუდიოვიზუალური ფიქსაცია, შესრულებული ხანმოკლე პერიოდისათვის, მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ თავისი მაუწყებლობით და თავისი გადაცემებისათვის

ეფექტების იერარქია – დარწმუნების პროცესში მიმდევრობათა ბიჯი, რომელსაც მიჰყავს მომხმარებელი საქონლის შესყიდვამდე. ესენია: შეტყობინება. გაცნობა, კეთილი განწყობა (სიმპათია) ნაწარმისადმი, უპირატესობის მინიჭება, დარწმუნება და შეძენა.

ეფექტურობა – იხ. ეკონომიკური, ტექნიკური ეფექტურობა.

ექსლიბრისი – მხატვრულად გაფორმებული ნიშანი, ეტიკეტი, რომელზეც აღნიშნულია წიგნის პატრონის გვარი და რომელსაც აკრავენ წიგნის ყდას შიგნითა მხრიდან.

ექსპერტი – რომელიმე კერძო დარგის დიდი გამოცდილების მქონე კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც მიწვეულია ან დანიშნულია მოცემული საკითხის შეფასებისათვის.

ექსპერტიზა – ამა თუ იმ საკითხის შესწავლა-შემოწმება სპეციალური ჯგუფის მიერ. შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის წარდგენით. სამრეწველო საკუთრების ობიექტზე ექსპერტიზას ატარებს საპატენტო უწყება, რომელსაც მისი შედეგების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება დამცავი დოკუმენტის გაცემის ან არგაცემის შესახებ.

ექსპერტის კომპეტენტურობა -– პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ექსპერტის უნარი, გამოიტანოს უტყუარი აზრი. მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ.

ექსპლიკაცია – 1. პირობითი ნიშნების, სიმბოლოების ასახსნელი ტექსტი გეგმაზე, რუკასა და მისთანებზე. 2. დრამატული სპექტაკლის, ოპერის ან ბალეტის შემოქმედებითი გეგმა, რომელსაც ერთვის რეჟისორის მითითებანი სპექტაკლის გაფორმებისა და მოქმედ პირთა დახასიათების შესახებ.

ექსპოზე – დოკუმენტის, ნაწარმოების და ა. შ. მოკლე გადმოცემა; ამონაწერი, ციტატა.

ექსპოზიცია – 1. ლიტერატურული ნაწარმოების შესავალი ნაწილი, რომელშიც აღწერილია ძირითადი მოქმედების წინარე. ვითარება, მოქმედების ფონი. 2. მუსიკალური ნაწარმოების სონატური ფორმის ან ფუგის პირველი ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია მთავარი თემები. 3. ხელოვნების ნაწარმოებების, სამუზეუმო ექსპონატებისა და სხვ. გარკვეული სისტემით განლაგება მაყურებლისათვის საჩვენებლად, დასათვალიერებლად; გამოფენა.

ექსპონატი – საგანი. რომელიც გამოფენილია გამოფენაზე ან მუზეუმში.

ექსპონენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც გამოფენაზე გამოიტანა მის მიერ შექმნილი ექსპონატი.

ექსპორტი – სხვა ქვეყანაში საქონლის გაყიდვა ან მომსახურება.

ექსპორტის დივერსიფიკაცია – ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების სახეების რაოდენობრივი გაზრდა, გაფართოება.

ექსპრესიონიზმი – XX საუკუნის ლიტერატურასა და ხელოვნებაში გავრცელებული მოდერნისტული მიმდინარეობა.

ექსპრომტი – სახელდახელოდ შეთხზული ლექსი, იმპროვიზაციის შედეგად შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები და სხვ.; წინასწარ მოუმზადებლად წარმოთქმული სიტყვა. იხ. იმპროვიზაცია.

ექსტერიერი – შენობების, ცხოველების გარეგნული შესახედაობა და აგებულება.

ექსტრა – დაწესებულ ნორმაზე, ნიმუშზე მეტი. ყველაზე კარგი, საუკეთესო. ამ სიტყვის გამოყენება სხვა სიტყვასთან ერთად შესაძლებელია სასაქონლო ნიშანში, მაგრამ თვით ამ სიტყვას დაცვითუნარიანობა არ გააჩნია.

ექსცენტრიკა – საცირკო და საესტრადო ჟანრი. მსახიობის საშემსრულებლო ხერხი, რომლის დროსაც ჩვეულებრივი მოქმედების ნორმები დარღვეულია.

ექტიპოგრაფია – ამობურცული ბეჭდვა უსინათლოთათვის.

7 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ვ

▲ზევით დაბრუნება


ვადაგასული საავტორო უფლების გამოყენების წესი – იხ. ნაწარმოების თავისუფლად გამოყენება.

ვადის გასვლის დღე – თუ პარიზის კონვენციით დადგენილი საპრიორიტეტო შეღავათის ვადის გასვლის დღე ემთხვევა კანონიერ დასვენების დღეს ან საპატენტო უწყება არ არის ღია, რათა მიიღოს განაცხადი საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით, მაშინ ვადა გრძელდება მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე.

ვარიაცია – 1. გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც ძირითადი თემის გადამუშავება, სახეცვლილება ხდება ისე, რომ თემის ძირითადი ჩანაფიქრი, შინაარსი უცვლელი რჩება. 2. მუსიკალური თემის გარდაქმნა ან განვითარება მელოდიური, ჰარმონიული, რიტმული, პოლიფონიური ან ინსტრუმენტულ-ტემბრული საშუალებებით.

ვარიეტე – თეატრის სახეობა, რომლის წარმოდგენებში შერწყმულია თეატრალური, მუსიკალური, საესტრადო და საცირკო ხელოვნების სხვადასხვა ჟანრი.

ვაშინგტონის პანამერიკული კონვენცია – ქ. ვაშინგტონში 1929 წ. II თებერვალს ხელმოწერილი კონვენცია სასაქონლო ნიშნების შესახებ. კონვენციას ჰქონდა დამატება პროტოკოლის სახით, რომლითაც შეიქმნა სასაქონლო ნიშნების პანამერიკული უწყება ქ. ჰავანაში. უწყებამ შეწყვიტა არსებობა მისი ყველა მონაწილის (კუბის გარდა) მიერ პროტოკოლის დენონსაციის გამო 1949 წელს.

ვაშინგტონის ხელშეკრულება – იხ. საპატენტო კოოპერაციის შეთანხმება.

ვაჭართა ნიშანი – სასაქონლო ნიშნის წინამორბედი, რომელიც წარმოადგენდა ვაჭართა პირად აღნიშვნას და იძლეოდა იმის გარანტიას, რომ საქონელი იყო მაღალი ხარისხის.

ვაჭარი – პირი, რომელიც ყიდულობს საქონელს, შემდგომ მისი გაყიდვის მიზნით. ვაჭრობა – იხ. კომერცია.

ვაჭრობის ბოიკოტირება – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახე, რომელიც გამოიყენება სხვა ფირმის კონკურენციის აღკვეთის ან წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.

ვაჭრობის დამხმარე საშუალებები – ფორმალური მეცნიერება კომერციის შესახებ აღიარებს ვაჭრობის დამხმარე ოთხ საშუალებას, ესენია: რეკლამა, საბანკო საქმე, დაზღვევა და ტრანსპორტი.

ვეგეტაცია – მცენარის აქტიური სასიცოცხლო პროცესი, მისი ზრდაგანვითარების პერიოდი.

გენზელი – საკუთარი სახელების საწყისი ასოები (ინიციალები), რომლებიც შეიძლება მხატვრულად იყოს ერთმანეთში გადახლართული. იგი გამოიყენება სასაქონლო ნიშანში, გამოცემებში.

ვენის შეთანხმება – შეთანხმება სასაქონლო ნიშნების გამოსახულებითი ელემენტების საერთაშორისო კლასიფიკაციის დაწესების შესახებ. იგი მიღებულ იქნა 1973 წლის I2 ივნისს ვენის დიპლომატიური კონფერენციის დახურვის დროს. კლასიფიკაცია შედგება 29 კატეგორიის, 144 ჯგუფისა და 1569 ქვეჯგუფისაგან.

ვენჩურული ფირმა – მცირე ან საშუალო საინვესტიციო ფირმა, რომლის საქმიანობასაც წარმოადგენს სამეცნიერო-საინჟინრო კვლევა, მისი დაფინანსება და დაკრედიტება.

ვერიფიკაცია – ჭეშმარიტების შემოწმება, სინამდვილის დადგენა.

ვერნისაჟი – სამხატვრო გამოფენის საზეიმო ვითარებაში გახსნა მოწვეული პირების თანდასწრებით.

ვერსიფიკაცია – იხ. ლექსთწყობა.

ვიდეო – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიუთითებს ელექტრონულ-სხივური მილაკის ეკრანზე სხვადასხვა სიგნალების გამოსახულებასთან კავშირზე.

ვიდეო ფილმი – იხ. აუდიოვიზუალური ნაწარმოები.

ვიდეოგრამა – აუდიოვიზუალური ჩანაწერის ყოველგვარი ნაირსახეობა განხორციელებული კასეტაში, დისკებში ან სხვა მატერიალურ ობიექტებში. იხ. აუდიოვიზუალური ნაწარმოები.

ვიდეოგრამის გამოყენება თანხმობისა და გასამრჯელოს გარეშე – იხ. მომიჯნავე უფლებათა ობიექტების თავისუფალი გამოყენება.

ვიდეოგრამის გამოყენება მოგების მიზნით – იხ. ფონოგრამის გამოყენება მოგების მიზნით.

ვიდეოგრამის დამამზადებელი – ვიდეოგრამის დამამზადებლად ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და პასუხისმგებლობა გამოსახულებათა თანამიმდევრობის პირველი ჩაწერის განხორციელებისათვის ხმის თანხლებით ან უამისოდ. თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ვიდეოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აღნიშნულია ვიდეოგრამაზე ან მის ფუტლარზე სათანადო წესით.

ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები – იხ. ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები.

ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლებათა გადაცემა – იხ. ფონოგრამის დამამზადებლის უფლებათა გადაცემა.

გიდეოგრამის დამამზადებლის უფლებათა მოქმედების ვადა – იხ. ფონოგრამის დამამზადებლის უფლებათა მოქმედების ვადა.

ვიდეოგრამის ეგზემპლარის გაქირავება – იხ. გაქირავებით გავრცელების უფლება.

ვიზუალური – მხედველობითი; თვალით აღქმული.

ვიზუალური გამოსახულება – გამოსახულება, რომლის აღქმა შეიძლება მხედველობით.

ვიზუალური ინფორმაციის წყარო – იხ. საინფორმაციო წყარო.

ვინდიკაცია – მესაკუთრის მიერ სასამართლო წესით თავისი ქონების გამოთხოვა სხვისი უკანონო მფლობელობიდან.

ვიტრაჟი – 1. გამჭვირვალე, შუქგამტარი მასალით (ფერადი მინა ან სხვ.) შესრულებული დეკორატიული ან სიუჟეტიანი კომპოზიცია. 2. ფასადის შემინვა.

ვოდევილი – ერთი ან ორმოქმედებიანი მსუბუქი ხასიათის პიესა, კომედია, რომელშიც სასიმღერო კუპლეტი და ცეკვაა ჩართული.

ვოდევილისტი – ვოდევილების ავტორი.

ვოკალი – მუსიკალური ნაწარმოების ხმით შესრულება.

ვოკალისტი – ვოკალური ხელოვნების სპეციალისტი.

ვოკალური მუსიკა – სიმღერისათვის განკუთვნილი მუსიკა. ვოკალური მუსიკაა ერთი ან მრავალხმიანი ნაწარმოებები თანხლების გარეშე (სოლო სიმღერები, ანსამბლები, კაპელა) ან საკრავიერი თანხლებით.

8 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ზ

▲ზევით დაბრუნება


ზეთით ფერწერა – ფერწერის სახეობა, როგორიცაა ტილოზე, მუყაოზე, ზეზე, ლითონზე, შელესილ კედელზე (მონუმ. ფერწერა) ზეთის საღებავებით ხატვა.

ზეპირი ნაწარმოები – ნაწარმოები, რომელიც შექმნილია და გავრცელებულია ზეპირი მეტყველების საშუალებით და არ არის დაფიქსირებული წერილობითი ფორმით. ზეპირი ნაწარმოები არ უნდა იქნეს არეული წასაკითხად განკუთვნილ ნაწარმოებში. პოლიტიკური, სასამართლოში წარმოთქმული მოხსენების. საჯარო ლექციის, მიმართვის და სხვ. ზეპირ ნაწარმოებზე განსაკუთრებული უფლება განისაზღვრება კრებულების შედგენით, რაც იძლევა მათი საჯარო გამოყენების საშუალებას სხვა ფორმით.

ზეპირი რეკლამა – საქონლის ან მომსახურების რეკლამირება მომხმარებლის მიერ, რომელიც თავის ნაცნობ-მეგობრებს უყვება საქონლის ღირსების შესახებ. ასეთი რეკლამა განსაკუთრებით ეფექტურია იქამდე. სანამ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებით დაიწყება ამ საქონლის ან მომსახურების რეკლამა.

ზეპირსიტყვაობა – იხ. ფოლკლორი.

ზიანი – ვნება, ზარალი, დანაკლისი.

ზიანის ანაზღაურება – ფულადი კომპენსაცია, რომელიც გამოწვეულია დანაკლისით ან დაზიანებით, ხელშეკრულების დარღვევით, სამოქალაქო სამართალდარღვევით ან უფლებების დარღვევით. ზიანის ანაზღაურება რეგულირდება სამოქალაქო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება – იხ. პასუხისმგებლობა საავტორო ხელშეკრულების მიხედვით.

ზიანის ოდენობის განსაზღვრა – ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დარღვევის არსს, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებათა მფლობელისათვის მიყენებულ ქონებრივ და პირად არაქონებრივი ზიანს, აგრეთვე იმ შესაძლო შემოსავალს, რომელიც შეიძლება მიეღო (მაგ., საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელს) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებათა ობიექტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. ზიანის ოდენობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ის თანხა, რაც დაიხარჯა სასამართლო პროცესის წარმოებისას, ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდის ჩათვლით. იხ. აგრეთვე დემერეჯი.

ზინგშპილი – კომიკური ოპერის ნაირსახეობა, მუსიკალურ ნომრებს შორის ჩართული სალაპარაკო დიალოგით.

ზღაპარი – ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი ჟანრი, ფანტასტიკური ხასიათის თხრობითი ნაწარმოები.

 

9 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - თ

▲ზევით დაბრუნება


თაბახი – 1. ნაბეჭდი პროდუქციის საზომი ერთეული. 2. ხის დიდი ლანგარი. იხ. აგრეთვე საავტორო თაბახი.

თავისუფალი გამოყენება – იხ. ნაწარმოების პირადი გამოყენება.

თავისუფალი ეკონომიკა – ეკონომიკა, სადაც შეთავაზებისა და მოთხოვნილების საბაზრო ძალები თვითონ აკონტროლებენ ფასებს, შემოსავლებს და ა. შ. სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევის გარეშე. ამის გამო სახელმწიფო სექტორის წილი ძალიან მცირეა.

თავისუფალი ვაჭრობა – საქონლის ან მომსახურების ნაკადი ეროვნული საზღვრის გავლით ყოველგვარი შეზღუდვის (კანონის, ტარიფების, კვოტების და ა. შ.) გარეშე.

თავისუფალი კონკურენცია – იხ. თავისუფალი ეკონომიკა.

თავისუფალი კონკურენციის ბაზარი – გამყიდველებისა და მყიდველების ერთობლიობა, როდესაც არცერთი მყიდველი და გამყიდველი არ ახდენს დიდ გავლენას მიმდინარე ფასების დონეზე.

თავისუფალი პატენტი – პატენტი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების კუთვნილებას. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე. თავისუფალი საჯარო შესრულება – იხ. საჯარო შესრულება.

თავფურცელი – იხ. ტიტული.

თანაავტორთა საავტორო უფლება – საავტორო უფლება იმ ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნა ორმა ან მეტმა პირმა, ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, იმის მიუხედავად, ეს ნაწარმოები ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს, თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეულს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, თანაავტორებს შორის ურთიერთობა შეიძლება განისაზღვროს მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. არც ერთ თანაავტორს არა აქვს უფლება აკრძალოს ასეთი ნაწარმოების გამოყენება საამისო საკმაო საფუძვლების არსებობის გარეშე. თანაავტორებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ ნაწარმოები ერთობლივი, საზიარო ფსევდონიმით. ყოველ თანაავტორს უფლება აქვს გამოიყენოს ნაწარმოების ის ნაწილი, რომელიც მის მიერ არის შექმნილი და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თანაავტორი – ორი ან მეტი პირი რომლებიც მონაწილეობენ ერთობლივი შემოქმედებითი შრომით მიღებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის (ნაწარმოები, სამეცნიერო შრომა, გამოგონება და ა. შ.) შექმნაში.

თანაავტორობა – ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი შემოქმედებითი შრომა, რომლის შედეგადაც იქმნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი.

თანაავტორობაზე იძულება – პირის მიერ შესრულებული ქმედება, რომლითაც თვითონ ან სხვა პირი იძულებით ხდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის თანაავტორი, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა შეტანილი შემოქმედებითი წევლილი ამ ობიექტის შექმნაში.

თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების დამოუკიდებელი ნაწილი – თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების ნაწილი დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონეა, თუ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწარმოების სხვა ნაწილების გარეშე.

თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების დაცვის მოქმედების ვადა – იხ. საავტორო უფლების მოქმედების სპეციალური ვადები.

თანამგზავრი – საავტორო სამართალში – ყველანაირი მოწყობილობა კოსმოსურ სივრცეში, რომელსაც შეუძლია იქიდან სიგნალების გადმოცემა.

თანამგზავრიდან გადაცემის მომსახურება – იხ. გადაცემა თანამგზავრის საშუალებით.

თანამგზავრიდან სიგნალების უშუალო მიღება – თანამგზავრიდან პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღება, მიწისზედა სადგურების გვერდის ავლით. გადაცემული სიგნალები გადამუშავდება ჩვეულებრივ რადიოტალღებად და პირდაპირ მიიღება ფართო საზოგადოების მიერ; ამ შემთხვევაში გადამუშავება ხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობის თანამგზავრის მიერ. 1974 წელს მიღებული კონვენცია თანამგზავრების შესახებ არ ვრცელდება ფართო საზოგადოების მიერ კოსმოსიდან სიგნალების უშუალო მიღებაზე.

თანამგზავრი-რეტრანსლატორი – პროგრამის მატარებელი სიგნალების გადამცემი თანამგზავრი, რომელიც შემდეგ მიწისზედა შესაბამისი სადგურებით გარდაიქმნება ფართო საზოგადოებისათვის მისაღებად.

თანამშრომლობა განვითარების მიზნით – ისმოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც ეხება განვითარებადი ქვეყნების დახმარებას. ეს თანამშრომლობა ეხება როგორც სამრეწველო საკუთრებას, ასევე საავტორო სამართალს. დახმარება ვითარდება შემდეგი მიმართულებებით: IL. სამრეწველო საკუთრების დარგში: ა) სპეციალისტთა და მოსამსახურეთა მომზადება, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე კერძო წარმოებებისა და ფირმებისათვის; ბ) სამრეწველო საკუთრების კანონმდებლობის დამუშავების ან გადამუშავების პროცესში იურიდიული კონსულტაციებისა და სხვა დახმარების აღმოჩენა; გ) სამრეწველო საკუთრების დაცვის სააგენტოების ან უწყებების შექმნა ან გაძლიერება; დ) საინოვაციო და საგამომგონებლო საქმიანობისადმი ხელშეწყობა; ე) საპატენტო დოკუმენტაციებში ასახული ტექნიკური ინფორმაციის გამოყენება. 2. საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარგში: ა) განვითარებად ქვეყნებში ინტელექტუალური შემოქმედების – ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების წახალისება; ბ) ისმოს კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ისმოს დამფუძნებელი კონვენციითაა განსაზღვრული, პატიოსანი და მიზანშეწონილი პირობებით ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების ქმნილებათა გავრცელება; გ) განვითარებად ქვეყნებში საავტორო უფლებათა და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონმდებლობის შექმნისა და სრულყოფის ხელშეწყობა. გარდა ამისა, ისმო აქვეყნებს მიმოხილვებს, სახელმძღვანელოებს, ტერმინთა გლოსარიუმებს, აწესებს სტიპენდიებს განვითარებადი ქვეყნების პედაგოგებისათვის და სხვ.

თანხმობის მიცემა – ავტორის თანხმობა თავისი ნაწარმოების გამოყენებაზე. იხ. აქცეპტი.

თარგი – იხ. მრუდთარგი.

თარგმანი – გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც ნაწარმოების ტექსტი გადატანილია ერთი ენიდან მეორეზე.თარგმანი არ უნდა ამახინჯებდეს ნაწარმოების ავტორის არც სტილსა და არც შინაარსს.

თარგმანის დაცვა – იხ. გადამუშავებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლება.

თარგმნის უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებული უფლება განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების თარგმნა.

თარიღი – იხ. პრიორიტეტის, განაცხადის შეტანის, რეგისტრაციის თარიღი.

თარიღის დატანა – თარიღის დატანა შეიძლება იყოს ლია და დაფარული. ღია დატანა ეს არის საქონლის შეფუთვაზე დასმული. მომხმარებლისათვის ადვილად მისახვედრი ტექსტი, საქონლის გამოშვების, მისი შეფუთვის ან ვაჭრობიდან ამოღების თარიღის შესახებ. აგრეთვე საქონლის შეფუთვაზე დასმული სპეციალური კოდები, სხვადასხვა ფერის შესაფუთი საშუალებები და სხვ. გამოშვების, შეფუთვის ან ვარგისიანობის თარიღის შესახებ, რომლის გაშიფვრა მომხმარებელს არ შეუძლია სპეციალური ახსნა-განმარტების გარეშე. თარიღის ფარული დატანა საბოლოოდ იწვევს ასეთ საქონელზე მოთხოვნილების მკვეთრ დაცემას.

თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება – დეკორაციის, კოსტიუმის, განათების საშუალებით სპექტაკლის შექმნის ხელოვნება. იხ. საავტორო უფლების ობიექტები.

თეატრი – 1. ხელოვნება, რომელიც მსახიობის მიერ დრამატული მოქმედებით ცხოვრების მხატვრულ განსახიერებაში მდგომარეობს. 2. დაწესებულება, სადაც წარმოდგენის დადგმა ხორციელდება.

თეზაურუსი – ერთენოვანი (თემატური ან განმარტებითი) ლექსიკონი, რომელშიც მაქსიმალურადაა გადმოცემული ამა თუ იმ ენის ლექსიკის სრული მარაგი.

თეზისი – 1. მოხსენების, ლექციისა და მისთ. მოკლედ ჩამოყალიბებული ძირითადი დებულებები. 2. დებულება, რომლის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცდეს.

თვითმომსახურება – საცალო ვაჭრობის ორგანიზაციის მეთოდი, რომლის დროსაც მყიდველი თვითონ არჩევს საქონელს და საფასურს იხდის მაღაზიიდან გასვლის დროს.

10 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ი

▲ზევით დაბრუნება


იადგარი – ქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დაწესებულ სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულთა და ხსენებათა საგალობლები.

იარლიყი – იხ. ეტიკეტი.

იგავ-არაკი – მცირე ფორმის ლექსი ან მოთხრობა, სადაც ამბავი ნართაულად, ალეგორიებითაა გადმოცემული.

იგავი – 1. მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნით მთავრდება. ჟანრობრივად ახლოსაა იგავ-არაკთან. 2. სამართლის წიგნში მოყვანილი კერძო შემთხვევა, კაზუსი და მისი საკანონმდებლო მოწესრიგება.

იგივური გამოგონება – სავარაუდო გამოგონებები, რომლებიც ერთნაირი გამოგონების ფორმულით ხასიათდება. თუ მათ პრიორიტეტის ერთი და იგივე თარიღი გააჩნიათ, განმცხადებლებთან შეთანხმების საფუძველზე გაიცემა ერთი პატენტი. თუ შეთანხმება არ არის მიღწეული, პატენტი გამოგონებაზე არ გაიცემა საკითხის სასამართლოს მიერ გადაწყვეტამდე.

იდეა – ობიექტური რეალობის საგანთა და მოვლენათა აზრობრივი წვდომის ფორმა. აზრი, ჩანაფიქრი. იდეის დაცვა არ ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების საშუალებით.

იდენტიფიკაცია (იდენტიფიცირება) – იგივეობის აღიარება. ობიექტის გაიგივება, გათანაბრება ამა თუ იმ დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით.

იდენტური – მსგავსი, ერთნაირი, იგივეობრივი. იდენტური გამოგონება – იხ. იგივური გამოგონება.

იდენტური სასაქონლო ნიშნები – იგივური სასაქონლო ნიშნები. არსებობს სამი დონე, რომლითაც ხორციელდება სასაქონლო ნიშნების იდენტურობის დადგენა და შესაბამისად შესადარებელი სასაქონლო ნიშნის დაცვა, ესენია: ვიზუალური იდენტურობა, აზრობრივი იდენტურობა და ხმოვანი (ჟღერადობითი) იდენტურობა. თუ იდენტურ სასაქონლო ნიშანზე ერთსა და იმავე დღეს შევიდა რამდენიმე განაცხადი, მაშინ პრიორიტეტი დგინდება სასაქონლო ნიშნის ფაქტიური გამოყენების თარიღიდან.

იდეოგრამა – პირობითი წერილობითი ნიშანი, რომელიც აღნიშნავს არა ბგერას, არამედ იდეას, ცნებას, მაგ.., ციფრები, გრაფიკული სიმბოლოები ($, %, &) და სხვ. იდეოგრამებისაგან შედგება ჩინური დამწერლობა. იდეოგრაფია – იდეოგრამებით დამწერლობა.

იდიომი – 1. გამოთქმა, ფრაზა, რომელიც სემანტიკურად ცალკე სიტყვის ფარდია და სხვა ენაზე არ ითარგმნება. 2. ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მეტყველება (კილო, კილო-კავი და სხვ.).

იერატიკული დამწერლობა – ძვ. ეგვიპტური დამწერლობის ერთერთი სახეობა, იეროგლიფური დამწერლობის კურსივული ფორმა. მოგვიანებით მას გარეგნული მხარე შეეცვალა, ხოლო დამწერლობის სისტემა იგივე დარჩა.

იერემიადა – ჩივილის, გოდების, წუწუნისა და უბედურების მოტივებზე აგებული პოეზია.

იეროგლიფი – იდეოგრაფიული დამწერლობის ფიგურული ნიშანი, რომელიც გამოხატავს ცნებას, მარცვალს ან ბგერას.

იზოგრაფია – ამა თუ იმ ხელნაწერების, ხელწერილების ზუსტი კვლავწარმოება. მისი, როგორც მხატვრული ხერხის გამოყენება შეიძლება სასაქონლო ნიშანში, რეკლამაში და ა. შ.

იკებანა – იაპონური დეკორატიული ხელოვნება. ყვავილებით, ფოთლებით, ტოტებით და მისთ. რაიმე გამოსახულების შექმნა. ამგვარი ხელოვნების ნიმუში.

იკონოგრაფია – 1. პერსონაჟების ან სიუჟეტური სცენების გამოსახვის მტკიცედ დადგენილი სისტემა სახვით ხელოვნებაში. 2. ხატების ტიპოლოგიური ნიშნებისა და სქემების აღწერა და სისტემატიზაცია ხელოვნებათმცოდნეობაში.

იკონოსკოპი – სატელევიზიო გადამცემი ელექტრონულ-სხივური მილაკი, რომელიც გამოიყენება გადაცემული გამოსახულების ელექტროსიგნალებად გარდაქმნის მიზნით.

ილეთი – 1, გამოგონების, სასარგებლო მოდელის ობიექტის ხერხის არსებითი ნიშანი. 2. რაიმე სპორტული ვარჯიშის ცალკეული მოძრაობა.

ილუმინაცია – 1 შენობათა ფასადების, ქუჩების, მოედნების, პარკების და სხვ. საზეიმო დეკორატიული განათება-გაჩირაღდნება. 2. ზღვების, მდინარეების და მისთ. კონტურების გაფერადება რუკაზე ან გეგმაზე.

ილუსტრაცია – 1. წიგნის, ნაწარმოების ტექსტის, ნახატებით, სურათებით გაფორმება, დასურათება; თვით ასეთი ნახატი, ნახაზი (ტექსტში ჩართული), რომელიც ნაწარმოების შინაარსთან არის დაკავშირებული. მაგ., გრავიურა, ფოტოსურათი, რუკა, სქემა და ა. შ. 2. ახსნა-განმარტება თვალსაჩინო მაგალითებით 3. ხელოვნების დარგი, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურული და სამეცნიერო ნაწარმოებების გამოსახვით განმარტებასთან.

ილუსტრირებული ნაწარმოები – ნაწარმოები რომელშიც გამოყენებულია ილუსტრაციები.

ილუსტრირებული რეკლამა – რეკლამა ან სარეკლამო განცხადება მთელ (ან მეოთხედ) გვერდზე, რომელიც შეიცავს ფირმის ლოგოტიპს ან მის ილუსტრაციას.

იმიტაცია – მიბაძვა, მიმსგავსება. დაპატენტებული საქონლის, სასაქონლო ნიშნის ზუსტი მიბაძვა, ნამდვილთან მიმსგავსება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

იმიჯი – იხ. რეპუტაცია.

იმპლემენტაცია – სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლის (მაგ., ბერნის, პარიზის კონვენციების) ნორმების შესრულება, განხორციელება.

იმპორტზე ნებართვა – 1. სამრეწველო საკუთრების ობიექტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება, ნება დართოს სხვას იმპორტისათვის ამ ობიექტის გამოყენება შეუზღუდავად ან შეზღუდვით. ტიპიურ შეზღუდვას წარმოადგენს იმპორტის ვადები და შემოტანილი პროდუქტის ოდენობა. 2. ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის ქონებრივი უფლება მოახდინოს ნაწარმოების ეგზემპლარების იმპორტირება მათი გავრცელების მიზნით.

იმპორტი – საქონლის, მომსახურების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მათ შორის, მათზე განსაკუთრებული უფლებების და ა. შ. შემოტანა სხვა ქვეყნიდან.

იმპორტიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იმპორტს ანხორციელებს.

იმპორტირება – პროდუქტის ტრანსპორტირების ფიზიკური ქმედება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით და ქვეყანაში შემოსვლით.

იმპრესარიო –- პირი, რომელიც მართავს კერძო თეატრალურ წარმოდგენას, კონცერტს.

იმპროვიზაცია – ლექსის, მუსიკალური ნაწარმოებისა და მისთ. სახელდახელოდ შეთხზვა და მაშინვე შესრულება. იხ. ექსპრომი.

იმპულსური მოთხოვნილების საქონელი – საქონელი, რომლის შეძენას მყიდველი არ აპირებდა, მაგრამ რეკლამის ან გასაღების სხვა სტიმულის მიმცემი იმპულსების ზემოქმედებით, ისე, რომ არც კი შეუდარებია სხვა კონკურირებად საქონლისათვის, შეიძინა იგი უშუალოდ გაყიდვის ადგილზე.

ინგრედიენტი – რაიმე ნაერთის ან ნარევის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ნივთიერების დამახასიათებელ არსებით ნიშანს.

ინდემნიტეტი – კომპენსაცია, ზიანის ანაზღაურება.

ინდექსი – რაიმეს რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი ან საძიებელი.

ინდიგენატი – საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების გამოყენება.

ინდივიდუალიზაცია – ერთი საწარმოს პროდუქტის ან მომსახურების გამორჩევა სამეურნეო ბრუნვაში ჩართული სხვა დანარჩენისაგან ინდივიდუალურ, განუმეორებელ თავისებურებათა მიხედვით.

ინდივიდუალობა – რაიმე მოვლენის, ცალკეული არსების, საგნის საწარმოს, ქმნილების თავისებურება, რომელიც სხვას არ იმეორებს.

ინდივიდუალობის დაკარგვა – თვისება, რომლითაც სასაქონლო ნიშანმა შეიძლება დაკარგოს თავისი ინდივიდუალობა გამოყენების შედეგად. მაგ. სასაქონლო ნიშნის გადაქცევა პროდუქტის დასახელებად ან გვარეობით ცნებად.

ინდივიდუალური მეწარმე – ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობებში იგი გამოდის თავისი სახელით. ინდივიდუალური საწარმო იურიდიული პირი არ არის.

ინდივიდუალური სასაქონლო ნიშანი – სასაქონლო ნიშანი, რომელიც ეკუთვნის ცალკეულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

ინდივიდუალური საწარმო – ერთი პირის, როგორც დამოუკიდებელი ფიზიკური პირის სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის ფორმა.

ინდივიდუალური ტექნოლოგია – ტექნოლოგიის ინდივიდუალური ხასიათი განპირობებულია იმით, რომ მისი შექმნისას იხარჯება როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური რესურსები, რომლებიც სხვა პროცესებისათვის აღარ გამოიყენება (მაგ. წარმოება ან მოხმარება), მაგრამ როდესაც ინფორმაცია ტექნოლოგიის შესახებ ხელმისაწვდომი ხდება, უკანასკნელი კარგავს თავის ინდივიდუალურ ხასიათს.

ინდივიდუალური წარმოება – წარმოების ტიპი, რომელიც უშვებს პროდუქციის ერთეულ (ცალკეულ) ეგზემპლარებს.

ინერტული გაყიდვა – საქონლის გაყიდვის ფორმა, როდესაც იგი გაეგზავნება პოტენციურ მომხმარებელს შემდეგი პრინციპით: ან გაყიდვა ან დაბრუნება მისი წინასწარი გაფრთხილების ან თანხმობის გარეშე. ეს ფორმა მრავალ ქვეყანაში გამოიყენება წიგნებთან, ფირფიტებთან, ვიდეოკასეტებთან დაკავშირებით.

ინვენცია – მცირე ზომის მუსიკალური პიესა. ი. მიუთითებს გამონაგონის როლზე პიესის მელოდიკისა და ფორმის განვითარებაში.

ინვერსია – წინადადებაში სიტყვათა გადასმა აზრობრივი მნიშვნელობის გასაძლიერებლად. ინიციალური აბრევიატურა – იხ. აბრევიატურა.

ინ-კვარტო – გამოცემის (წიგნის, ჟურნალის) ფორმატი, რაც ტოლია საბეჭდი თაბახის 1/4-ის.

ინკორპორაცია – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციის ერთ-ერთი ფორმა, მაგ., ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ნორმატიული აქტების დალაგებული (მაგ., ანბანის, თარიღის ან სხვ. მიხედვით) გაერთიანება და მისი გამოცემა კრებულის სახით.

ინკრუსტაცია – ნაკეთობის ან შენობის (ფასადის, ინტერიერის) დეკორირების სახეობა, მარმარილოს, კერამიკის, ხის და ა. შ. ნატეხების საგნის ზედაპირში ჩასმა.

ინოვაცია (სიახლე) – 1. შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი, რომელიცმიმართულია ახალი სახეობის საწარმოს ტექნოლოგიის შემუშავებაზე, შექმნაზე, გავრცელებაზე, ახალი ორგანიზაციული ფორმების დანერგვაზე და ა. შ., რის შედეგადაც ინოვატორი და მისი ფირმა იღებს უპირატესობას კონკურენტთან შედარებით. თუ ინოვაციაზე პატენტია აღებული, მაშინ იგი იძლევა მონოპოლიის უფლებას გარკვეული დროით. 2. სიახლის დანერგვა, მართვას დაქვემდებარებული განვითარების ფორმა, პროცესი, რომლის დროსაც გამოგონება რეალიზდება პრაქტიკული გამოყენების ეტაპამდე და იძლევა ეკონომიკურ ეფექტს.

ინ-ოქტავო – გამოცემის (წიგნის, ჟურნალის) ფორმატი, რაც ტოლია საბეჭდი თაბახის 1/8-ის.

ინჟინირინგი – სხვადასხვა საინჟინრო სამუშაოების შესრულება, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა კომერციულ საწყისებზე.

ინსტიტუციური რეკლამა – რეკლამა გამიზნული ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულების, საზოგადოებრივ კეთილდღეობაში მისი წვლილის, საიმედოობის, სტაბილურობისა და ეთიკური მხარის განხილვისათვის. ი. რ. მიმართულია ფირმის რეპუტაციის ამაღლებისაკენ და არ არის დაკავშირებული კონკრეტული სახის პროდუქციის რეკლამასთან.

ინსტრუმენტული მუსიკა – მუსიკალური საკრავით, ინსტრუმენტით შესრულებული (არასასიმღერო) მუსიკა. ი. მ. წარმოადგენს მუსიკალურ ნაწარმოებს, რომლის დაცვა ხორციელდება საავტორო სამართლით.

ინსტრუქცია - კანონქვემდებარე აქტი, ამ კანონის განმარტების ან ახსნისათვის რაიმეს სარგებლობისათვის საჭირო წესების სახელმძღვანელო, მითითებების კრებული.

ინსტრუქცია ექსპლუატაციისათვის – ფრენშაიზის მიმცემის მოვალეობა გადასცეს ფრენშაიზის მიმღებს ექსპლუატაციისათვის ინსტრუქცია, რომელიც უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რაც აუცილებელია ფრენშაიზინგის სისტემის რეალიზაციისათვის, მაგ., საწარმოს ადგილმდებარეობის შერჩევის, თანამშრომელთა აყვანისა და მომზადების, აღრიცხვის სისტემის, მიწოდებისა და მომარაგების კონტროლის, საკვების მომზადების ტექნოლოგიის, კარანტინის გრაფიკის, ბიზნესის პოლიტიკის შესახებ. ამას გარდა უნდა შეიცავდეს ცნობებს ყველა სხვა სპეციფიკურ თავისებურებების შესახებ.

ინსცენირება – გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც ადრე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოები გადაკეთებულია თეატრში ან კინოში დასადგმელად.

ინტარსია – ინკრუსტაციის სახეობა, დეკორირების ხერხი სახვით ხელოვნებაში, ხით ხის საგნების მორთვა.

ინტეგრალური მიკროსქემა – 1. დასრულებული ან შუალედური (დაუსრულებელი) სახის (ფორმის) მიკროელექტრონული ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული სქემების ფუნქციის შესრულებისათვის და რომლის ელემენტები და კავშირები განუყოფლად არის ფორმირებული (შედგენილი) მოცულობაში ან რაიმე მასალის ზედაპირზე, რომელიც წარმოადგენს დამზადებული ნაკეთობის საყრდენს. 2. ელექტრონული სქემა, განლაგებული ნახევარგამტარულ (ძირითადად ტალის, (კაჟის) მასალის ფირფიტაზე.

ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგია – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტი, როგორსაც წარმოადგენს მატერიალურ მატარებელზე დაფიქსირებული ინტეგრალური მიკროსქემების ელემენტების ერთობლიობის გეომეტრიულ-სივრცული განლაგება და მათ შორის კავშირები. ი. მ. ტ. დაცვა ხორციელდება მხოლოდ ორიგინალური ტოპოლოგიისათვის სპეციალური კანონმდებლობის საშუალებით. ი. მ. ტ. მოკლედ აღინიშნება სიტყვით – ტოპოლოგია. საქართველოში ჯერჯერობით ი. მ. ტოპოლოგიის დაცვა არ ხორციელდება. იხ. ტოპოლოგიის დაცვა.

ინტეგრაცია – ორი ან მეტი ფირმის გაერთიანება ერთ მთლიანად, ურთიერთსარგებლიანობისა და კონკურენციის შემცირების მიზნით.

ინტელექტი – ადამიანის თვისება, რომელიც აზროვნების უნარს წარმოადგენს; გონება, ჭკუა; გონებრივი განვითარების დონე.

ინტელექტის ბაზა – იხ. ხელოვნური ინტელექტი.

ინტელექტუალური საკუთრება – სამართლის დარგი, რომლის ნორმები განსაზღვრავს და იცავს შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს. საკუთრება, რომლის ობიექტებსაც ადამიანის გონებისა და ინტელექტის ქმნილებები წარმოადგენენ. ე. ი. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მატერიალური სახით და გავრცელდეს მთელს მსოფლიოში განუსაზღვრელი ოდენობის ასლების საშუალებით. ამასთანავე, საკუთრებას წარმოადგენენ არა ასლები, არამედ მათში ასახული ინფორმაცია. ი. ს. იყოფა 2 სახეობად: I. საავტორო სამართალი. 2. სამრეწველო საკუთრება. ი. ს-ის ცნება პირველად შემოღებულ იქნა 1967 წ. ისმოს დაარსების სტოკჰოლმის კონვენციით.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები – ა) ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებები, აგრეთვე სამეცნიერო შრომები. ბ) მსახიობთა საშემსრულებლო მოღვაწეობა, ფონოგრამები, ვიდეოგრამები და რადიო(ტელე)გადაცემები. გ) გამოგონებები. დ) სასარგებლო მოდელები და სამრეწველო ნიმუშები. ე) სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და აღნიშვნები. ვ) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ზ) კომპიუტერული პროგრამები. თ) ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგია. ი) ნოუ-ჰაუ დღა მონაცემთა ბაზები. აგრეთვე სასელექციო მიღწევა. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა ხორციელდება, საავტორო სამართლით, პატენტითა და სპეციალური მოწმობებით.

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი – სამართლის სფერო, რომელიც იყოფა ორ ნაწილად: ა) საავტორო სამართალი. ბ) სამრეწველო საკუთრება. ინტელექტუალური შემოქმედება – გონებრივი შრომა, რომლის შედეგადაც იქმნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები. ნაწარმოების შექმნის პროცესი.

ინტერესთა შეჯახება – სიტუაცია, რომელიც წარმოიშობა, როდესაც ადამიანი (ან ფირმა) მოქმედებს ერთდროულად ორი ან მეტი სხვადასხვა პირის სახელით და ამ ქმედებათა მიზნები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან.

ინტერვიუ – პუბლიცისტიკის ჟანრი. ფიზიკური პირის საუბარი ერთ ან რამდენიმე პირთან, შემდგომში პრესაში გამოსაქვეყნებლად ან ტელევიზიით (რადიოთი) გადასაცემად.

ინტერვიუერი – ინტერვიუს ჩამტარებელი პირი.

ინტერვიუს ავტორის უფლებები – საავტორო უფლება ინტერვიუს ჩაწერაზე ეკუთვნის ინტერვიუს მიმცემ პირს, ინტერვიუს ჩამტარებელს და ჩამწერ პირს – როგორც თანაავტორს, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მათ შორის შეთანხმების საფუძველზე. ინტერვიუს ჩანაწერის გამოქვეყნება დაიშვება მხოლოდ ინტერვიუს მიმცემი პირის თანხმობით.

ინტერიერი – 1. შენობის შიგნითა სივრცე. რომელიც არქიტექტურულად და მხატვრულად არის გაფორმებული. 2. ნახატი, რომელზედაც ასახულია შენობის შიგნითა ნაწილი. 3. ცხოველის შინაგანი აგებულება. ინტერლინიაჟი – მანძილი ორ ნაბეჭდ სტრიქონს შორის.

ინტერლუდია – მცირე ზომის მუსიკალური პიესა, რომელიც ჩართულია ნაწარმოების ორ ძირითად ნაწილს შორის.

ინტერმედია – 1. დრამატული ან საოპერო ნაწარმოების აქტებს შორის გამართული კომიკური ხასიათის მცირე მოცულობის პიესა. 2. შუალედური ეპიზოდები ფუგის სხვადასხვა თემას შორის.

ინტერმეცო – თავისუფალი აგებულების დამოუკიდებელი მცირე ინსტრუმენტული პიესა.

ინტერპოლატორი – ინტერპოლაციის მკეთებელი პირი. ინტერპოლაცია – ნაწარმოების ტექსტში გვიანდელი ჩანართი, რომელიც ავტორს არ ეკუთვნის.

ინტერპრეტაცია – თავისებური, შემოქმედებითი შესრულება რაიმე მხატვრული ან მუსიკალური ნაწარმოების, როლის.

ინტერტიპი – ლინოტიპის მსგავსი კონსტრუქციის სტრიქონჩამომსხმელი ასაწყობი მანქანა.

ინტერფერენცია – აშშ, კანადა, ფილიპინებზე გამოგონების პრიორიტეტის დადგენა არა მარტო განაცხადის შეტანით საპატენტო უწყებაში, არამედ აგრეთვე გამოგონების შექმნის დღიდან. ინტერფერენციის მიხედვით პატენტიდან გამომდინარე უფლებები ეკუთვნის პირველ და ნამდვილ გამომგონებელს. თუ ერთი და იგივე გამოგონებაზე სხვადასხვა პირმა შეიტანა განაცხადები, მაშინ პატენტი გაიცემა არა მასზე ვინც დაასწრო განაცხადის შეტანა, არამედ იმაზე ვინც დაამტკიცებს გამოგონების უფრო ადრე შექმნის თარილს.

ინტროდუქცია – 1. მუსიკალური ნაწარმოების (ოპერის, სიმფონიის, სონატის) მოკლე საორკესტრო შესავალი. 2. ვოკალური ანსამბლი ან საგუნდო სცენა ოპერაში, რომელიც უშუალოდ მოსდევს უვერტიურას. 3. მცენარის შეტანა ისეთ მხარეში, სადაც მისთვის უცხო კლიმატური პირობებია.

ინ-ფოლიო – გამოცემის (წიგნის, ჟურნალის) ფორმატი, რაც უდრის საბეჭდი თაბახის ნახევარს.

ინფორმატიკა – დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სამეცნიერო ინფორმაციის სტრუქტურასა და ზოგად თვისებებს მის გადაცემასა და გამოყენებას ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში.

ინფორმაცია – ამა თუ იმ პირებზე, საგნებზე, მოვლენებსა და პროცესებზე ცნობები, მიუხედავად მათი წარდგენის ფორმისა.

ინფორმაცია ტექნიკის შეფასებაზე – ინფორმაცია, რომლის ანალიზ%ზის საფუძველზე შეიძლება შეფასდეს კონკრეტული ტექნოლოგიური პროცესის ან ტექნიკის ობიექტის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც აუცილებელია მოცემული ტექნოლოგიის დანერგვის ან ლიცენზირების საკითხის სრულფასოვანი განხილვისათვის.

ინფორმაციით სარგებლობის დადასტურება – ინფორმაციით სარგებლობის შესაძლებლობა დადასტურებულად ითვლება, თუ ინფორმაციას შეიცავს ისეთი საინფორმაციო წყარო, რომელსაც თავისუფლად გაეცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ან თუ მოცემული პირისათვის ამ ინფორმაციის არსი შეიძლებოდა ცნობილი გამხდარიყო კანონიერი გზით.

ინფორმაციის დაცვა – იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელისაგან, გაჟონვისაგან და უნებართვო ხელმისაწვდომობისაგან დაცვას.

ინფორმაციული ტექნოლოგია – მეთოდების, ხერხებისა და საშუალებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის შენახვას, დამუშავებას, გადაცემასა და ასახვას.

ინფრაქცია – ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

ირიბი დისკრედიტაცია – იხ. შედარებითი რეკლამა.

ისირეპატი – საპატენტო უწყებების პარიზის კავშირის საერთაშორისო თანამეგობრობის კომიტეტი საინფორმაციო ძიების საკითხში. ი. დაკავებულია საპატენტო დოკუმენტაციისა და საინფორმაციო ძიების სტანდარტიზაციის პრობლემებით.

ისმო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია. ისმოს დაფუძნების კონვენცია მიღებულ იქნა 1967 წლის 14 ივლისს ქ. სტოკჰოლმში, ძალაში შევიდა 1970 წელს. ისმო არის გაეროს სისტემაში შემავალი სპეციალიზებული სამთავრობათშორისო ორგანიზაცია. მას 1970 წლამდე ეწოდებოდა „ისდგსბ“ - ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაერთიანებული საერთაშორისო ბიურო. ისმოს შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ჟენევაში. 1974 წლის I7 დეკემბერს გაეროსა და ისმოს შორის დადებული შეთანხმების შემდეგ მას მიენიჭა გაეროს საერთაშორისო სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი. ისმოს წესდებას წარმოადგენს კონვენცია. ისმოს საერთო მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ამაღლება მთელს მსოფლიოში. ამ ორგანიზაციის საქმიანობა სამი მიმართულებით ვითარდება: სარეგისტრაციო საქმიანობა, ინტელექტუალური საკუთრების მართვის საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა და მატერიალური ანუ პროგრამული საქმიანობა. ისმოს საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარებას – „თანამშრომლობა განვითარების მიზნით“. ისმოს დამფუძნებელი კონვენცია ითვალისწინებს ოთხ სხვადასხვა ორგანოს არსებობას: გენერალურ ასამბლეას, კონფერენციას, საკოორდინაციო კომიტეტს და ისმოს საერთაშორისო ბიუროს (სამდივნოს).

ისმოს აღმასრულებელი კომიტეტი – იხ. ისმოს საკოორდინაციო კომიტეტი.

ისმოს გენერალური ასამბლეა – ისმოს უმაღლესი ორგანო. იგი ნიშნავს გენერალურ დირექტორს მას შემდეგ, რაც შესაბამის კანდიდატურას წამოაყენებს საკოორდინაციო კომიტეტი; იხილავს და ამტკიცებს საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობას, აგრეთვე გენერალური დირექტორის მოხსენებას ისმოს შესახებ; იღებს ისმოს ფინანსური საქმიანობის წესებს და ისმოს კავშირების საერთო დანახარჯების ორწლიან ბიუჯეტს; ამტკიცებს გენერალური დირექტორის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს, რომელიც ეხება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხელშემწყობ საერთაშორისო შეთანხმებათა გამოყენებას; განსაზღვრავს სამდივნოს სამუშაო ენებსგაეროს პრაქტიკის გათვალისწინებით; განსაზღვრავს იმას, თუ ისმოს რომელი არაწევრი ქვეყნები და სამთავრობათშორისო ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება დაშვებულ იქნენ სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით. გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას იღებენ ისმოს წევრი ყველა ქვეყნები, აგრეთვე ისმოს რომელიმე კავშირის წევრი ქვეყნები. ასამბლეა განაგებს ყველა საკითხებს, რომლებიც ეხება ისმოს კავშირების შენარჩუნებასა და კონვენციების რეალიზებას. კერძოდ. ასამბლეა იძლევა მითითებებს კონვენციების გადასინჯვის საკითხებზე, კონფერენციების მომზადების თაობაზე და სხვ.

ისმოს გენერალური დირექტორი – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი. იგი არის პარიზის კავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ისმოს საერთაშორისო ბიუროს.

ისმოს კავშირები – ყველა ის კავშირი, რომელიც დაფუძნდა პარიზის, ბერნის კონვენციებით და სპეციალური ხელშეკრულებებით (კავშირები რომლებიც დაფუძნდა საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულებით, მადრიდის ხელშეკრულებით, ლისაბონის შეთანხმებით, ჰააგის შეთანხმებით, სტრასბურგის შეთანხმებით, ნიცის შეთანხმებით, ლოკარნოს შეთანხმებით, ვენის შეთანხმებით, ბუდაპეშტის ხელშეკრულებით).

ისმოს კონვენცია – ისმოს წევრ ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ისმოს წესდებას.

ისმოს კონფერენცია – ისმოს კონფერენციის ძირითადი ფუნქციებია: ა) კონფერენცია გამოდის, როგორც ისმოს წევრი ქვეყნების ფორუმი, სადაც ხდება ინტელექტუალურ , საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფოთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მას აგრეთვე შეუძლია ამ საკითხებზე რეკომენდაციების შემოთავაზებაც, ისმოს კავშირების კომპეტენციებისა და ავტონომიურობის გათვალისწინებით. ბ) კონფერენცია არის ორგანო, რომელიც ამტკიცებს ორწლიან პროგრამას განვითარებადი ქვეყნებისათვის - „თანამშრომლობა განვითარების მიზნით“

ისმოს საარბიტრაჟო ცენტრი – ისმოს საერთაშორისო ბიუროსერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეიქმნა 1994 წელს. ცენტრი დაკავებულია კერძო პირებს შორის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო კომერციული დავების რეგულირების მომსახურებით. ამგვარი რეგულირებისათვის ცენტრი იყენებს საარბიტრაჟო პროცედურას, დაჩქარებულ არბიტრაჟს და სხვ.

ისმოს საერთაშორისო ბიურო (სამდივნო) – ისმოს და მისი კავშირების სამდივნო გენერალური დირექტორის მეთაურობით. ისმოს საერთაშორისო ბიურო წყვეტს ყველა იმ ადმინისტრაციულ ამოცანებს, რომლებიც ისმოს კავშირებს ეხება და ასრულებს მათი სხვადასხვა ორგანოების სამდივნოს ფუნქციებსაც. მის ფუნქციებში შედის, მაგ., სხდომების მომზადება, რაც გამოიხატება სამუშაო დოკუმენტებისა და ანგარიშების შედგენით, სხდომის გადაწყვეტილებების დროული დაგზავნა დაინტერესებული პირებისადმი, არსებული პროექტების რეალიზება და ახალი პროექტების შეთავაზება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციის ცენტრალიზება. საერთაშორისო ბიურო უზრუნველყოფს ოთხი საერთაშორისო რეგისტრაციის სამსახურის ფუნქციონირებას: პატენტების, სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო ნიმუშებისა და ადგილწარმოშობის დასახელების სფეროში.

ისმოს საკოორდინაციო კომიტეტი – საკონსულტაციო ორგანო, რომელიც განაგებს საყოველთაო ინტერესების შემცველ საკითხებს. ამასთან ერთად იგი არის გენერალური ასამბლეისა და კონფერენციის აღმასრულებელი ორგანო. მას აგრეთვე გააჩნია საკუთარი ფუნქციებიც. მაგალითად, ამზადებს გენერალური ასამბლეისა და კონფერენციის დღის წესრიგის პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტებს, იძლევა სხვადასხვა სახის კონსულტაციებს.

ისმოს წევრობა – ისმოს დამფუძნებელი კონვენციით დადგენილია, რომ ამ ორგანიზაციის წევრად გახდომა შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ ითვლება ისმოს არცერთი კავშირის წევრად, მაგრამ არის გაეროს ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი, ანდა გამოდის ერთ-ერთი იმ მხარის როლში, რომელმაც ხელი მოაწერა საერთაშორისო სასამართლოს სტატუტზე, ან ისმოს გენერალური ასამბლეის მიერ გაეგზავნა მოწვევა წევრად გახდომის შესახებ. სახელმწიფომ ისმოს წევრად გახდომისათვის, გენერალურ დირექტორს ქ. ჟენევაში შესანახად უნდა ჩააბაროს სარატიფიკაციო სიგელი ან აქტი კონვენციისადმი მიერთების შესახებ. პარიზის ან ბერნის კონვენციის მონაწილე ქვეყნები შეიძლება გახდნენ ისმოს წევრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ადმინისტრაციული დებულებებით მაინც დაკავშირებული არიან სტოკჰოლმის აქტთან (1967 წ.), პარიზის კონვენციის, სტოკჰოლმის ან პარიზის (1971 წ.წ.), ბერნის კონვენციის აქტებთან.

ისტორიული ჟანრი – სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ისტორიული წარსულის მოვლენებსა და პირებს, ისტორიისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს. მისი ძირითადი სახეებია: ისტ. სურათი, მოხატულობა, რელიეფი, მრგვალი ქანდაკება და დაზგური გრაფიკა.

იუმორესკა – მცირე მხატვრული ნაწარმოების სახე (პატარა მოთხრობა, მუსიკალური პიესა), რომელიც გამსჭვალულია იუმორით.

იუმორი – 1. ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებში გამოყენებული მხატვრული ხერხი რისამე კომიკურად, სასაცილოდ გამოსახატავად. 2. უწყინარი დაცინვა რაიმესადმი ან ვინმესადმი.

იუმორისტი – იუმორისტული ნაწარმოების ავტორი.

იუნესკო – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში. იგი არსებობს 1946 წლიდან. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. პარიზში. იურიდიულ პირთა ადგილსამყოფელი – იხ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

იურიდიული პირი – განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ხანგრძლივი ვადით შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირი, რომელსაც ცნობს (აღიარებს) კანონი (მაგრამ არ წარმოადგენს კონკრეტულ ადამიანს) და რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. იურიდიული პირი შეიძლება იყოს გაერთიანებები, კავშირები, ფონდები და სხვ.

იურიდიული პირის გაუქმება – იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ნებაყოფლობით (ფირმის გაუქმება მისი წევრების ან კრედიტორების მიერ) ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

იურიდიული პირის კანონი – ი. პ. კანონად ითვლება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც ეს იურიდიული პირი არის დაფუძნებული.

იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა – ი. პ. უ. წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის დამთავრების მომენტში.

იურიდიული პირის ფილიალი – განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ და მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ან ახორციელებს მის ფუნქციებს. თავად ფილიალი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. იგი საქმიანობს იურიდიული პირის მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე.

იძულება კონტრაქტის გაუქმებაზე –- იხ. იძულება კონტრაქტის დარღვევაზე.

იძულება კონტრაქტის დარღვევაზე – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა. ამ ხერხით კონკურენტის მოსამსახურეთა და კონკურენტის დამოკიდებულების იძულებითი შეცვლა.

იძულებით დადებული გარიგებანი – გარიგება, როდესაც გარიგების დადების მიზნით იძულება ან იძულების მუქარა ხორციელდება იმ პირის მიმართ, რომელმაც დადო გარიგება.

იძულებითი ბაზარი – ბაზარი, სადაც მომხმარებელი ყიდულობს მოცემულ საქონელს განსაკუთრებული პირობების გამო. მაგ., ალტერნატიული მიმწოდებლის ან საქონლის არარსებობის გამო.

იძულებითი ლიცენზია – პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე დაპატენტებული ობიექტის გამოყენების უფლება, გარკვეულ, მკვეთრად გამოხატულ პირობებში. იძულებითი ლიცენზია შეიძლება გაცემულ იქნეს, თუ პატენტმფლობელს არ სურს შეასრულოს თავისი ვალდებულებები პატენტის გამოყენების თვალსაზრისით იმ შემთხვევაში, თუ დაპატენტებული გამოგონება არასაკმარისად არის გამოყენებული ან არ იყენებენ საქართველოს ტერიტორიაზე. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს ნებისმიერთ. პატენტის იძულებითი ლიცენზირება. ი. ლ. გაიცემა პატენტის გაცემის თარიღიდან 4 წლის შემდეგ ნებისმიერი პირის მოთხოვნითა და კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. ი. ლ-ის გაცემის პირობები რეგულირებულია საპატენტო კანონმდებლობაში და ის გაიცემა მხოლოდ ფარდი ანაზღაურების პირობით. ი. ლ. არის მხოლოდ მარტივი. იძულებითი ლიცენზია გაიცემა, თუ: ა) მოთხოვნილება დაპატენტებული გამოგონების გამოყენებაზე არ კმაყოფილდება. ბ) გამოგონების გამოყენება ფერხდება და დამოკიდებულია ადრე გაცემული მოქმედი პატენტისაგან. გ) პატენტმფლობელი ნებაყოფლობით არ იძლევა ლიცენზიას სამართლიანი პირობებით. ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, იმ პატენტების მიმართ, რომლებიც გაცემულია ფარმაცევტულ პრეპარატებზე, ამ პრეპარატების მიღების ხერხზე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულებითი ლიცენზირების რეჟიმი იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატები მომხმარებელს მიეწოდება არასაკმარისად, დაბალი ხარისხით ან გაუმართლებლად მაღალ ფასებში, ხოლო მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ხერხების, აგრეთვე საშუალებების გამოუყენებლობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ი. ლ. განსაზღვრულია, როგორც პარიზის, ასევე ბერნის კონვენციით, მათ შორის მუსიკალური ნაწარმოების ჩაწერაზე, რადიო და ტელეგადაცემაზე. საავტორო სამართლის მსოფლიო კონვენციით ი. ლ. გაიცემა წერილობითი ნაწარმოების ქვეყნის მთავარ ენაზე თარგმნისათვის, თუ 7 წელია გასული ნაწარმოების პირველი გამოქვეყნებიდან, იმ პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული ნაწარმოები არ გამოცემულა. ი. ლ. გაიცემა აგრეთვე სხვა შემთხვევებში (უწყვეტი სასწავლო პროცესის მიზნით; განვითარებადი ქვეყნებისათვის და სხვ.), ავტორისათვის შესაბამისი ანაზღაურების პირობით. იხ. ოფიციალური ლიცენზია.

იძულებითი ლიცენზირების კომისია – „საქპატენტის“ კომისია, რომელიც ადგენს პირობებს იძულებითი და ოფიციალური ლიცენზიის გასაცემად.

იჯარა – ქონების დაქირავება; ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის მიმცემი, გარკვეული ანაზღაურების (გასამრჯელოს) მიღების მიზნით უფლებას აძლევს იჯარის ამღებს ქონების დროებით სარგებლობაზე.

 

11 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - კ

▲ზევით დაბრუნება


კაბალეტა – იგივეა, რაც კავატინა.

კაბელით გადაცემა – ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემების საყოველთაო გაცნობისათვის გადაცემა კაბელის, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიურ საშუალებათა მეშვეობით. იხ. საჯარო გადაცემა.

კაბელით გადაცემის უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებული უფლება ნებისმიერი ფორმითა და საშუალებებით განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების გადაცემა კაბელით, საყოველთაო გაცნობისათვის კაბელით პირველი და/ან შემდგომი გადაცემის ჩათვლით.

კაბელური ტელევიზია – ფართო საზოგადოებისათვის ტელემაუწყებლობის ერთ-ერთი ფორმა მავთულების (კაბელების) საშუალებით.

კაბლოგრამა – წყალქვეშა კაბელით გადაცემული ტელეგრამა.

კაბუკი – იაპონური თეატრი, რომელიც აერთიანებს დრამას, მუსიკას, ცეკვასა და დეკლამაციას. იგი შეიქმნა XVII ს.-ში.

კადრი – 1. კინო ან ფოტოფირის ცალკეული სურათი. 2. კინოფილმის ცალკეული სცენა ან ეპიზოდი.

კავატინა – პატარა ლირიკული ხასიათის პიესა, არია ოპერასა და ორატორიაში.

კავშირი – კავშირი (ასოციაცია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, როდესაც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და მისი არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის (ცვლილებისაგან.

კაკოფონია – ბგერების ისეთი შეთანხმება, რომელიც ბგერათა მოუწესრიგებელ ქაოსურ მოზღვავებად აღიქმება. არაკეთილხმოვანება.

კალამბური – სიტყვათა თამაში, რომელიც აგებულია ფრაზაში ომონიმური ან პოლისემიური სიტყვების გამოყენებით.

კალამბურისტი – კალამბურების თხზვის ოსტატი.

კალიბრი – საზომი; ნაკეთობათა ზომის, ფორმისა და ურთიერთმდებარეობის შესამოწმებელი ხელსაწყო.

კალიგრაფია – მკაფიოდ და ლამაზად წერის ხელოვნება. კალიგრაფიის განვითარება დაკავშირებულია შრიფტისა და საწერი იარაღების ისტორიასთან, ხელოვნების სტილისტურ ევოლუციასთან.

კალკი – 1. ლივი, გამჭვირვალე ქაღალდი ან ქსოვილი, რომელსაც ხაზვის დროს იყენებენ. სამრეწველო საკუთრების ობიექტზე ნახაზები შეიძლება წარდგენილი იქნეს კალკზე შესრულებული. 2. სიტყვის სესხება ერთი ენიდან მეორეში.

კამერული მუსიკა – მუსიკალური ხელოვნების სპეციფიკური სახეობა, რომელიც იწერება მცირე საკრავიერი შემადგენლობისათვის. კამერული ანსამბლის თანამედროვე სახეებია: სონატა, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი და ა. შ.

კამპანია – წინასწარ-.დაგეგმილი ორგანიზებული ქმედება, რაიმე მი%ზნის მისაღწევად. მაგ. სარეკლამო საქმეში.

კანონი საავტორო სამართლის შესახებ – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნაწილი, რომელიც იცავს და აწესრიგებს საავტორო ურთიერთობებს, ეყრდნობა ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა დაცვის ბერნის კონვენციას და ვრცელდება: ა) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომლებზედაც საავტორო ან მომიჯნავე უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ) საქართველოს ტერიტორიაზე პირველად გამოცემულ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამებსა და ვიდეოგრამებზე. გ) შესრულებაზე, რომელიც პირველად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე. შესრულებაზე, რომელიც ჩაწერილია ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე "ბ" პუნქტის შესაბამისად. შესრულებაზე, რომელიც არ არის ჩაწერილი ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, მაგრამ ჩართულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში "დ" პუნქტის შესაბამისად. დ) მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არიან იურიდიული პირები და გადაცემებს ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემების მეშვეობით. ე) არქიტექტურის ნაწარმოებებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი ავტორების მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა. ვ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებიც დაცულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიხედვით, რომლის მონაწილეც საქართველოა.

კანონიერი გაყიდვა – განვითარებადი ქვეყნებისათვის ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ბიუროს ტიპობრივი კანონის მიხედვით გაყიდვა ჩაითვლება კანონიერად, თუ ის ხდება იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი.

კანონიერი ლიცენზია – ლიცენზია საავტორო სამართლით დაცული ნაწარმოების გამოყენებაზე ამა თუ იმ სახით და საავტორო ჰონორარის გადაცემის განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კანონით მემკვიდრე პირი – პირი რომელიც ცოცხალი იყო მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. ასეთ პირებს წარმოადგენენ: პირველ რიგში – შვილები, მისი სიკვდილის შემდგომ დაბადებული შვილი, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები), ნაშვილები, შვილიშვილები და მათი შემდგომი თაობა, მშვილებლები; შეორე რიგში – დები, ძმები და მათი შვილები; მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიისა და პაპის დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები; მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები.

კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირზე, როდესაც მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი. ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.

კანონიკა – კანონიკური ლიტერატურა, სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც მოიცავს საეკლესიო იურიდიულ ლიტერატურას.

კანონის არცოდნა – კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

კანტატა – 1. დიდი ზომის ვოკალურ-საკრავიერი ნაწარმოები სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის. 2. დიდი ზომის საზეიმო ლირიკულ-ეპიკური სასიმღერო ლექსი.

კანტილენა – 1. მღერადი ვოკალური ან საკრავიერი მელოდია. მუსიკის მელოდიურობა. 2. მცირე ზომის ლირიკულ-ეპიკური სასიმღერო ლექსი.

კანცონა – ლირიკული ლექსი რაინდულ სიყვარულზე. მისმა განვითარებამ გამოიწვია კონჩერტო გროსოს, ფუგის, სონატის წარმოშობა.

კანცონეტა – მცირე ზომის მრავალხმიანი ან სოლო სტროფული სიმღერა.

კაპელა – 1. კათოლიკურ და ანგლიკანურ არქიტექტურაში მცირე ზომის ნაგებობა ან სათავსო, რომელიც განკუთვნილია დიდგვაროვანი ოჯახის სალოცავად, რელიქვიების შესანახად და ა. შ. 2. მგალობელთა გუნდი.

კაპელმაისტერი – (მოძვ.) დირიჟორი. ლოტბარი. საგუნდო ან საკრავიერი კაპელის ხელმძღვანელი.

კაპრისი – იგივეა, რაც კაპრიჩო.

კარიატიდა – ფეხზე მდგომი ქალის ქანდაკება, რომელიც ხუროთმოძღვრულ ნაგებობაში გამოყენებულია კოჭის საყრდენად.

კარიკატურა – სახვითი ხელოვნების გრაფიკული ჟანრი, როგორსაც წარმოადგენს ნახატი, რომელზედაც ვინმე ან რამე განზრახ დამახინჯებულად, სასაცილოდ არის გამოსახული.

კარიკატურისტი – კარიკატურების მხატვარი.

კარტ-ბლანში – 1. მოქმედების სრული თავისუფლება; განუსაზღვრელი უფლებამოსილება, 2. ხელმომწერის მიერ ხელმოწერილი სუფთა ბლანკი, რომლის შევსების უფლება ეძლევა სხვა პირს.

კარტელი – მონოპოლისტური შეთანხმების ფორმა, რომლის მიზანია მონოპოლიურად მაღალი მოგების მიღება. შეთანხმების მონაწილეები ერთმანეთთან ათანხმებენ მათი საქონლისა და მომსახურების გასაღების ბაზარს, გაყიდვის, ფასის პირობებს და სხვ.

კარტელირება – სამრეწველო საწარმოების გაერთიანება კარტელში.

კარტოგრაფია – რუკების შედგენის მეცნიერება. რუკების შედგენა.

კარტონი – 1. წინასწარ შესრულებული დიდი ფორმატის ნახატი, რომელიც შემდეგ გადააქვთ კედელზე (ფრესკა, მოზაიკა, შპალერი), მინაზე (ვიტრაჟი). 2. მუყაო.

კატალოგი – ნაბეჭდი ინფორმაცია. ნუსხა, რომელიც შედგენილია გარკვეული წესით (ანბანურად, საგნობრივად და სხვ.). კატალოგები ხშირად შეიცავს მასში შემავალი ობიექტების მოკლე დახასიათებას. კატალოგი ექვემდებარება საავტორო სამართლებრივ დაცვას, თუ იგი გამოირჩევა შერჩევის, არანჟირებისა და ტექსტის ორიგინალობით.

კატეგორიზებული რეფერატი – იხ. გამოგონების კატეგორიზებული რეფერატი.

კაფია -– ქართული ზეპირსიტყვიერების პოეტური ჟანრი, სატირულ იუმორისტული ხასიათის ლექსი, რომელიც ექსპრომტად გამოითქმება.

კეგელი – სასტამბო შრიფტის – ასოს (ლიტერის) სიმაღლის ზომა. იგი 0,376065 მმ-ის ტოლია.

კედლის მხატვრობა – კედელზე მიმაგრებულ ტილოზე, ქაღალდზე ან უშუალოდ ბათქაშზე საღებავებით დახატული სურათები და ორნამენტები, შესრულებული ფრესკის, წებოვანი ფერწერის, ტემპერის, ცვილოვანი ფერწერის, ზეთის ფერწერის ტექნიკური საშუალებებით.

კეთილსინდისიერი გამოყენება – საავტორო სამართალში კ. გ. დასაშვებია კრიტიკული რეცენზიის, კომენტარების, უკანასკნელი ცნობების, რეპორტაჟების შესადგენად, აგრეთვე სწავლა-განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მიზნით. ასეთი გამოყენება მიზნად არ უნდა ისახავდეს კომერციულ მოგებას.

კეთილსინდისიერი "კონკურენცია –“ კეთილსინდისიერი, პატიოსანი, ფარული განზრახვის ან თაღლითობის გარეშე კონკურენციის სახე.

კეთილსინდისიერი მფლობელი – კეთილსინდისიერია ის მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე შეიძლება უფლებამოსილ პირად იქნეს მიჩნეული.

კეთილსინდისიერი მყიდველი – პირი, რომელმაც შეიძინა ქონება კეთილსინდისიერად და არ იცოდა ამ ქონების მიმართ ადრე წაყენებული პრეტენზიები. ეს პრეტენზიები მას არ წაეყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პრეტენზიები ადრე იყო რეგისტრირებული.

კეთილსინდისიერი პრაქტიკა – ბერნის კონვენციის ნორმა, რომელიც განსაზღვრავს ნაწარმოების თავისუფლად გამოყენების დაშვებას ციტირების ან ილუსტრირების საშუალებით საგანმანათლებლო მიზნებისათვის.

კეთილსინდისიერი ქმედება – ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენების სახე, რომელიც არ ეწინააღმდეგება ნაწარმოების ჩვეულებრივ გამოყენებასა და საავტორო უფლების მფლობელის კანონიერ ინტერესებს, არ აყენებს მათ გაუმართლებელ ზიანს. კეთილსინდისიერ ქმედებას არავითარი ნებართვა არ სჭირდება.

კერამიკა – გამომწვარი თიხის ნაკეთობა; მეთუნეობის ხელოვნება.

კერამიკოსი – კერამიკის სპეციალისტი.

კვარტეტი – 1. ოთხი მომღერლისაგან ან ოთხი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი. 2. ოთხი საკრავის ან მომღერლისათვის შექმნილი მუს. ნაწარმოები.

კვინტეტი – 1. ხუთი შემსრულებლისაგან შემდგარი მუსიკალური ანსამბლი. 2. მუსიკალური ნაწარმოები ასეთი ანსამბლისათვის. კვლავწარმოება – აღწარმოება; რეპროდუცირება; ნაწარმოების, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის ერთი ან მეტი ეგზემპლარის დამზადება ნებისმიერი ფორმით; კვლავწარმოებას წარმოადგენს აგრეთვე ნაწარმოების, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის ელექტრონული (ციფრობრივის ჩათვლით) ოპტიკური ან სხვა მანქანით წასაკითხი ფორმით.კვლავწარმოება პირადი მიზნებისათვის “– იხ. ნაწარმოების კვლავწარმოება პირადი მიზნებისათვის.

კვლავწარმოება პრესით – ზეპირი ნაწარმოების დაყვანა პრესამდე საყოველთაო გაცნობის მიზნით; აგრეთვე გაზეთებში ან პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული ნაწარმოების კვლავწარმოება.

კვლავწარმოება სასამართლო მიზნებისათვის – დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, ნაწარმოების კვლავწარმოება სასამართლო წარმოებისათვის, ამ მიზნით განსაზღვრული მოცულობით.

კვლავწარმოების უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებული უფლება განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების კვლავწარმოება.

კვლევითი ინფორმაცია – სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის საინფორმაციო წყაროში, მაგ., საპატენტო დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კვლევითი მუშაობისათვის აუცილებელ მასალებს.

კიბერნეტიკა – მეცნიერება, რომელიც სწავლობს მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას, მართვისათვის ამ ინფორმაციის გამოყენებას. მართვის ხელოვნება.

კილო – იხ. დიალექტი.

კილოკავი – ენის ტერიტორიული სახესხვაობა. გავრცელებულია ქვეყნის შედარებით მცირე „ტერიტორიაზე.

კინემატოგრაფიული ნაწარმოები – განსაზღვრული მიმდევრობით მონაცვლე გამოსახულების აღბეჭდვა მგრძნობიარე ფირზე ფილმის სახით ჩვენებისათვის ხმის თანხლებით ან მის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნისათვის (კინოგაქირავება, ტელევიზიით ჩვენება და ა. შ.), ჟანრისათვის (კინოდრამა, დოკუმენტური ფილმი, კინოქრონიკა და ა. შ.), მეთოდით (მხატვრული, მულტიპლიკაცია და ა. შ.), ხანგრძლივობით, ტექნოლოგიური პროცესით (გამჭვირვალე ფირზე, ვიდეომაგნიტოფონის ფირზე და ა. შ.) არის იგი შექმნილი. კ. ნ-ის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს კინოფილმი, რომლის ჩვენება შეიძლება ეკრანზე. კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს ამჟამად აუდიოვიზუალური ნაწარმოები ეწოდება.

კინემატოგრაფიული ნაწარმოების დუბლირება – კინემატოგრაფიული ნაწარმოების გახმოვანება, სიტყვის, სიმღერის, მუსიკისა და სხვა ხმოვანი ეფექტების ჩათვლით. სხვა ენაზე ჩაწერა ფირის ახალ ხაზზე. ბერნის კონვენციის თანახმად კინემატოგრაფიული ნაწარმოების შექმნაში მონაწილე ავტორებს არა აქვთ უფლება წინ აღუდგნენ ნაწარმოების ტექსტის დუბლირებას, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო შინაარსის დებულება.

კინოკომედია – კინემატოგრაფიული ნაწარმოები, რომელშიც ასახულია სასაცილო სიტუაციები და ხასიათები.

კინოფილმი – მოძრავი სურათები-კადრები, რომლებიც გადაღებულია სინათლემგრძნობიარე, გამჭვირვალე, ან თანამედროვე ვიდეო ფირზე, ეკრანზე გამოსახულების პროექციის მისაღებად. კინოფილმს ამჟამად აუდიოვიზუალური ნაწარმოები ეწოდება.

კინოხელოვნება – ხელოვნების დარგი, როდესაც ნაწარმოების შესაქმნელად კინო ან ვიდეო ფირზე გადააქვთ რეალური, ინსცენირებული ან ანიმაციური ხერხით შექმნილი მოვლენები.

კლაკიორი – მოსყიდული ტაშის დამკვრელი თეატრში ან სხვა დარბაზებში.

კლასიკოსი – მწერალი, მუსიკოსი, მხატვარი, მეცნიერი, რომლის შემოქმედება საყოველთაოდ არის აღიარებული და მათი ნაწარმოებები შევიდა ეროვნულ და/ან მსოფლიო კულტურის საგანძურში.

კლასიკური ნაწარმოები – 1. კლასიკოსის მიერ შექმნილი (სანიმუშო, სრულყოფილი) ნაწარმოები. 2 ვინმესთვის ან რამესთვის დამახასიათებელი, საუკეთესო, ბრწყინვალე ნაწარმოები. იხ. აგრეთვე მუსიკალური ნაწარმოები.

კლასიფიკაცია – საგნების, მოვლენებისა და ცნებების დაჯგუფება საერთო ნიშან-თვისებათა მიხედვით.

კლაუზულა – 1. საგანგებო პირობა, რომელიც შეტანილია ხელშეკრულებაში, ანდერძში და მისთ. 2. რიტმული დაბოლოებანი პროზასა და პოეზიაში.

კლიენტი – მუდმივი მყიდველი, შემკვეთი.

კლიენტის გადაბირება – იხ. გადაბირება.

კლიშე – სურათის, ნახატის, ნახაზისა და მისთ. პირი, რომელიც რელიეფურადაა გამოყვანილი ლითონის, ხის ან სხვა მასალის ფირფიტაზე. კლიშე არის შტრიხული და რასტრული. გამოიყენება ბეჭდვითი კვლავწარმოებისათვის.

კლონი – მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმების შთამომავლობა, რომელიც წარმოიშვა უსქესო გამრავლების გზით.

კლონირება – უსქესო გამრავლება, რომლის დროსაც შთამომავლობას აქვს იგივე გენოტიპი, რაც მის წინაპარს.

კლოუნადა – საცირკო ხელოვნების ჟანრი, რომელიც კომიკური სცენებისაგან შედგება, კლოუნების შესრულებით.

კობოლი – კომპიუტერული პროგრამის შესადგენი ენა. ამ ენაზე შედგენილი პროგრამა გამოიყენება საწარმოთა მომსახურებისათვის.

კოდა – 1. მუსიკალური ნაწარმოების ბოლო, დამამთავრებელი ნაწილი, რომელიც ავსებს და ასრულებს მის ძირითად ნაწილს. 2. დამატებითი ტაეპი ნაწარმოებში, რომელსაც ახასიათებს ტაეპების მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა. მაგ., სონეტის მე-15 ტაეპი.

კოდექსი – ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელშიც გაერთიანებულია და სისტემატიზებულია საზოგადოებრივი ურთიერთობების გარკვეული სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტები. კანონთა კრებული. მაგ., სამოქალაქო კოდექსი, რომლის მეოთხე წიგნი ეძღვნება ინტელექტუალური საკუთრების სამართალს.

კოდი –- პირობითი ნიშნების აღნიშვნებისა და სიგნალების სისტემა ინფორმაციის გადასაცემად, გადასამუშავებლად და შესანახად.

კოდიფიკაცია – სამართლის სხვადასხვა დარგების კანონთა სისტემაში მოყვანა, ერთ კრებულში გაერთიანება. კანონმდებლობის დარგობრივი პრინციპით სისტემატიზაცია.

კოლაჟი – ტექნიკური ხერხი სახვით ხელოვნებაში; რაიმე ზედაპირზე მისგან განსხვავებული ფაქტურისა და ფერის მასალის დაწებება – მონტაჟი ერთი მთლიანი გამოსახულების შექმნის მიზნით.

კოლექტიურ ნაწარმოებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადა – იხ. საავტორო უფლების მოქმედების სპეციალური ვადები.

კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია – იხ. ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვა.

კოლექტიური ავტორობა – რამდენიმე პირის მონაწილეობა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შექმნაში. კოლექტიურ ავტორობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მის შექმნაში ერთი ავტორი ვერ დგინდება.

კოლექტიური ანტენების სისტემა – ერთი ან რამდენიმე სატრანსლაციო სადგურების მიერ რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლირებული პროგრამების მიღების კომპლექსური მოწყობილობები და ამ პროგრამების კაბელით გადაცემები აბონენტთა გარკვეული კონტიგენტისათვის, რომლებსაც ჩვეულებრივად არ შეეძლოთ მიეღოთ ასეთი სახის ან ხარისხის გადაცემები ინდივიდუალური ანტენების საშუალებით.

კოლექტიური ნაწარმოები – იხ. შედგენილი ნაწარმოები.

კოლექტიური ნიშანი – სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი სახე, რომელიც ჩვეულებრივად ეკუთვნის მეწარმე პირთა ჯგუფს ან ასოციაციას და ამ ნიშნით სარგებლობის უფლება გააჩნიათ მხოლოდ მოცემული ჯგუფის და ასოციაციის წევრებს. ამასთან, საწარმო უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი სასაქონლო ნიშანიც. კოლექტიური ნიშნის დანიშნულებაა მიანიშნოს მოცემულ საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის დამახასიათებელ თვისებებზე. კოლექტიური ნიშნის დაცვის ძირითადი დებულებები ასახულია პარიზის კონვენციის 7 Bis მუხლში. რეგისტრაცია კოლექტიურ ნიშანზე შეიძლება როგორც საწარმოთა ჯგუფის, ისე ამ ჯგუფის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ცალკეულ საწარმოს სახელზე. კოლექტიური ნიშნის წესდებაში მითითებული უნდა იქნეს გაერთიანების, საწარმოთა ჯგუფის ან მათი უფლებამოსილი წევრის სახელწოდება, მიზნები და ადგილმდებარეობა; იმ პირთა წრე, რომელთაც გააჩნიათ აღნიშნული კოლექტიური ნიშნით სარგებლობის უფლებამოსილება, მათი სამართლებრივი სტატუსის მითითებით; კოლექტიური ნიშნით აღსანიშნავი საქონლის ნუსხა და ერთიანი ხარისხობრივი მახასიათებლები, კოლექტიური ნიშნის გამოყენების, მის გამოყენებაზე კონტროლის პირობები, სანქციები კოლექტიური ნიშნის წესდების დარღვევისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კოლექტიური ნიშანი გამოიყენება მისი წესდების დარღვევით, ნებისმიერ პირს უფლება აქვს შეიტანოს განცხადება კოლექტიური ნიშნის გაუქმების შესახებ. კოლექტიური ნიშნის და ამ ნიშანზე ლიცენზიის გადაცემა გარეშე პირზე დაუშვებელია.

კოლიზია – საკანონმდებლო ნორმების საწინააღმდეგოსთან დაპირისპირება, შეჯახება, მაგ., ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

კოლიზირებული განაცხადი – განაცხადი, რომელიც იწვევს ვინმეს საპატენტო უფლებების დარღვევას.

კოლონტიტული – წიგნის, გაზეთის, ჟურნალის ყოველი გვერდის ტექსტის თავზე ან ქვევით მოთავსებული მონაცემთა წარწერა – წიგნის, ნაწარმოების ან მისი ნაწილის სათაური, ავტორის გვარი, გვერდის ნომერი და მისთ.; ლექსიკონებში – გვერდის პირველი და ბოლო სიტყვა (ან სიტყვის ნაწილი).

კოლონციფრი – გვერდის რიგითი ნომერი, რომელიც ტექსტის ზემოთა ან ქვევით მინდორზეა დართული გარეთა მხარეს ან შუაში.

კოლორატურა – ვოკალური პარტიის ვირტუოზული, ტექნიკურად რთული პასაჟები და მელიზმები.

კოლორიტი – ფერების შეხამება ფერწერაში, რაც ქმნის სურათის გარკვეულ მთლიანობისა და სინამდვილის მრავალფეროვნების ესთეტიკურ რეალიზაციას.

კოლოფონი – გამომცემლის ემბლემა, რომელიც გამოსახულია ყდაზე. ამ სიტყვით აღინიშნება აგრეთვე სატიტულო გვერდის ან მის მეორე მხარეზე არსებული ინფორმაცია.

კომბინირებული სამრეწველო ნიმუში – ნიმუში, რომელსაც ახასიათებს როგორც მოცულობითი, ასევე ბრტყელი სამრეწველო ნიმუშისათვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები, მაგ., ასაწყობი კონსტრუქციის, კომპოზიციის და ა. შ. გარეგანი სახის მხატვრულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა.

კომბინირებული სასაქონლო ნიშანი – სასაქონლო ნიშნის სახეობა, რომელიც შედგება სიტყვიერი, გამოსახულებითი, მოცულობითი და სხვა კომბინაციებისაგან. კომბინაცია შეიძლება იყოს: გამოსახულებითი-სიტყვიერი, მოცულობითი-სიტყვიერი, მოცულობით-გამოსახულებითი და სხვ.

კომედია – დრამის უძველესი ჟანრი. ხასიათებისა და მდგომარეობის კომიკური, სასაცილო ფორმით გამოსახვა.

კომედია დ'არტე – იხ. ნიღბების კომედია.

კომედიოგრაფი – დრამატურგი, რომელიც კომედიებს წერს.

კომერცია – ქმედება მიმართული საქონლის ან მომსახურების გასაღებაზე, მოგების მიღების მიზნით. ვაჭრობა.

კომერცია სხვისი სახელით – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც მოტყუების გზით ხორციელდება კომერციული საქმიანობა, რომლის დროსაც მომხმარებელს არწმუნებენ, რომ აღნიშნული საქონელი ან მომსახურება წარმოადგენს სხვა ფირმის საქონელს. მაგ., სხვა ფირმის მსგავსი დიზაინის. შეფუთვის ან სასაქონლო ნიშნის გამოყენება. იხ. აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენცია; კომერციული სიყალბე.

კომედიოგრაფი – დრამატურგი, რომელიც კომედიებს წერს.

კომერცია – ქმედება მიმართული საქონლის ან მომსახურების გასაღებაზე, მოგების მიღების მიზნით. ვაჭრობა.

კომერციული აღნიშვნა (დასახელება) – სახელი, რომლითაც კომერსანტი აწარმოებს თავის სავაჭრო საქმიანობას. როგორც წესი, კომერციული აღნიშვნა არ ემთხვევა საფირმო სახელწოდებას, მაგ., IBM არის კომერციული დასახელება, ხოლო საწარმოს საფირმო სახელწოდება კი International Business Machines კომერციული აღნიშვნისათვის არ მოითხოვება სპეციალური რეგისტრაცია. მასზე განსაკუთრებული უფლებები შეიძლება განხორციელდეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვების ანალოგიით. იხ. აგრეთვე საფირმო სახელწოდება.

კომერციული აღწერილობა – ყველანაირი პირდაპირი ან ირიბი მითითება საქონლის ან მისი ნაწილის ამა თუ იმ თვისებებზე, მაგ., გარკვეულ პირობებში ვარგისიანობაზე, საქონლის რაოდენობაზე, გამოშვების ადგილზე ან დროზე, ფასზე და სხვ. ყალბი, მოტყუებითი აღწერილობა ისჯება კანონით.

კომერციული ინფორმაციის მითვისება – მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაციის მფლობელის დაუკითხავად, არაკანონიერად სათანადო ნებართვის გარეშე ამ ინფორმაციის გამოყენება ნებისმიერი სხვა პირის მიერ, რაც იწვევს კომერციული ინფორმაციის ეკონომიკურ და კონკურენტულ უპირატესობის დაკარგვას, სხვა პირის მიერ მისი გამოყენების ან ინფორმაციის გათქმის შემდეგ.კომერციული კანონმდებლობა – იხ. კომერციული სამართალი.

კომერციული მიზნით გამოყენება – გაყიდვა, გაქირავება ან სხვა ხერხი კომერციული განვრცობისათვის, აგრეთვე წინადადება ამ მოქმედების შესასრულებლად. კომერციული საიდუმლოება – კომერციული საიდუმლოების შინაარსი განისაზღვრება კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის საშუალებით, რომელიც მიღებულია რომელიმე პირის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, რაც აძლევს მას უპირატესობას იმ კონკურენტებთან შედარებით, რომელთაც ეს ინფორმაცია არა აქვთ და ამ ინფორმაციის გათქმა ზიანს მოუტანს მას. კერძოდ პროგრამები, ფორმულები, ნიმუშები, პროცესები, გასაღებისა და გავრცელების მეთოდები. ხელშეკრულებათა სახეები, შემოქმედებითი გეგმები, ცნობები მომხმარებლის შესახებ, ხელშეკრულების ზოგიერთი ფინანსური პუნქტები, სარეკლამო სტრატეგია, შემკვეთთა და მიმწოდებელთა სიები და ა. შ. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოება არ წარმოადგენს არც კომერციულ და არც სამეწარმეო საიდუმლოებას.

კომერციული (მერკანტილური) სამართალი – სავაჭრო კანონმდებლობა (ზოგადად), რომელიც შეიცავს (გულისხმობს) სამართლის ისეთ ასპექტებს, რომელიც ეხება საავტორო უფლებებს, პატენტებს, სასაქონლო ნიშნებს, საბანკო საქმეს, ფირმებს, ხელშეკრულების დადებებს, გადახდისუნარიანობას, დაზღვევას, საქონლით ვაჭრობას, ნაოსნობასა და ტრანსპორტს. კომერციული სიყალბე – ქმედება. რომლის მიზანია – დააჯეროს მომხმარებელი იმაში, რომ თითქოს მან იყიდა კანონიერად ნიშანდებული პროდუქტი. მოტყუება, რომელიც კომერციულ სიყალბეში დევს, ზიანს აყენებს როგორც მწარმოებელს, ასევე მომხმარებელსაც. კომერციული სიყალბე არის არა მარტო რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენება, არამედ საავტორო და საპატენტო უფლებების დარღვევაც. პარიზის კონვენცია შეიცავს სამ სპეციალურ მუხლს, რომლებიც ეხება კომერციულ გაყალბებას: მუხლი 6 კრძალავს შეცდომაში შემყვანი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასა და გამოყენებას; მუხლი 9 კრძალავს უკანონო სასაქონლო ნიშნებიანი პროდუქტების შემოტანას და იძლევა მათი კონფისკაციის უფლებას, მუხლი 10 უზრუნველყოფს დაცვას არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან.

კომივოიაჟორი – სავაჭრო ფირმის, მიმოსვლის აგენტი, რომელიც დადის სხვადასხვა ადგილებში, თან დააქვს საქონლის ნიმუშები, პრეისკურანტები და მისთ. დებს ხელშეკრულებებს ან წარმოადგენს მხოლოდ შუამავალს და სხვ.

კომისიონერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავის სახელით, ოღონდ კომიტენტის ანგარიშით და მისი ინტერესების გათვალისწინებით აწარმოებს' გარიგებებს, დებს ხელშეკრულებებს.

კომიტენტი – პირი, რომელიც ავალებს სხვა პირს (კომისიონერს) დადოს გარკვეული გარიგება, შეთანხმება ან ხელშეკრულება ამ უკანასკნელის სახელით.

კომიქსი – გრაფიკულ-თხრობითი ჟანრი; საერთო სიუჟეტზე აგებული ნახატების სერია მომცრო წარწერების თანხლებით.

კომპანია – 1. სამრეწველო, სავაჭრო, სატრანსპორტო გაერთიანება ან სხვა ორგანიზაციულ– სამართლებრივი მხარე (პირი). 2. კორპორაციული საწარმო, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს.

კომპანიონი – საწარმოს, ფირმის, დაწესებულებისა და სხვ. თანამფლობელი.

კომპენდიუმი – ძირითად დებულებათა შემოკლებული გადმოცემა. კომპენსაცია – 1. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დროს მატერიალური ზიანის ისეთი ანაზღაურება, როდესაც მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც ადგილი ექნებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის არარსებობის შემთხვევაში 2. ზიანის ნაწილობრივი ან მთლიანი ანაზღაურება ფულადი გამოხატულებით ან სხვა სახით.

კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა – კომპენსაციის განსაზღვრისას სასამართლო განსაზღვრავს კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობას, დადგენილ ფარგლებში და დარღვევის არსიდან გამომდინარე. კომპეტენტური ორგანო – ორგანო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება მის უფლებებსა და მოვალეობებში შემავალი საკითხების შესახებ.

კომპილატორი – კომპილაციის ავტორი.

კომპილაცია (კომპილირება) – 1. გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც ნაშრომი აგებულია სხვადასხვა ავტორებისაგან ნასესხები მასალებით და არ შეიცავს დამოუკიდებელ გამოკვლევასა და დასკვნებს. კრებული. 2. კანონთა კრებულების კერძო ან ოფიციალური გამოცემა.

კომპიუტერი – ელექტრონული ან ანალოგიური მოწყობილობა, რომელსაც შესწევს ინფორმაციის გადამუშავების უნარი წინასწარ განსაზღვრული ბრძანებების შესაბამისად.

კომპიუტერულ პროგრამაში ცვლილებების შეტანის უფლება – იხ. კომპიუტერული პროგრამის კვლავწარმოება.

კომპიუტერული გამოყენება – იხ. ნაწარმოების გამოყენება კომპიუტერის საშუალებით.

კომპიუტერული დანაშაული – დანაშაული ჩადენილი გამომთვლელი ტექნიკითა და ქსელის საშუალებით, რომელიც მიმართულია ინფორმაციის არაკანონიერი მოპოვების (მიტაცების), ან მისი მოდიფიკაციის ან წაშლისაკენ.

კომპიუტერული ნაწარმოები – ნაწარმოები, მიღებული კომპიუტერული პროგრამის რეალიზაციის გზით, რომელიც გარკვეული შესაბამისი წესების საფუძველზე იძლევა იმ ინფორმაციის შერჩევის ბრძანებას, რომელიც კომპიუტერშია ჩადებული და ამ გზით ახალი ნაწარმოების მიღებას (მაგ., თარგმანი, ახალი ტექსტი, ნახატი, მუსიკალური ნაწარმოები, ახალი კომპიუტერული პროგრამა და სხვ.). ამ საკითხთან დაკავშირებით ისმოს ჯერ-ჯერობით არა აქვს არავითარი მარეგულირებელი ნორმა, რადგან ძნელი დასადგენია ასეთი ნაწარმოები ჩაითვალოს თუ არა ნაწარმოებად, რომელსაც საავტორო სამართალი დაიცავს და ვინ უნდა ჩაითვალოს საავტორო უფლების მფლობელად.

კომპიუტერული პროგრამა – ბრძანების ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან სხვა სახით, რომელსაც მას შემდეგ, რაც იგი გამოხატულია მანქანით წასაკითხი ფორმით, მოქმედებაში მოჰყავს კომპიუტერი განსაზღვრული მიზნების ან შედეგების მისაღწევად. კომპიუტერულ პროგრამას მიეკუთვნება აგრეთვე მოსამზადებელი მასალები, რომლებიც მიღებულია მისი შემუშავების პროცესში და მისგან წარმოქმნილი აუდიოვიზუალური გამოსახულებანი. კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები წარმოადგენენ საავტორო სამართლის ობიექტებს და იგი განიხილება, როგორც ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე. კომპიუტერული პროგრამების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ფრენშაიზინგისათვის როდესაც ფრენშაიზის მიმცემს შემუშავებული აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ფრენშაიზის მიმღების წარმატებას. მაგ., კალკულაციისათვის, ხელფასებისა და გადასახადების დარიცხვისათვის და სხვ.

კომპიუტერული პროგრამირება – თანმიმდევრულ ბრძანებათა დაწერის პროცესი, რომლითაც ხელმძღვანელობს კომპიუტერი პროგრამებს (ამოცანის) ამოხსნის დროს. ბრძანებათა ეს ნუსხა კი პროგრამას წარმოადგენს.

კომპიუტერული პროგრამის ავტორი – კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ავტორად ჩაითვლება ფიზიკური პირი, რომლის შემოქმედებითი შრომის შედეგადაცაა იგი შექმნილი. თუ შემქმნელი რამდენიმე პირია, მაშინ ყოველი მათგანი ითვლება ავტორად. თუ კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის რომელიმე ნაწილს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, მაშინ ყოველ ავტორს აქვს მის მიერ შექმნილ ნაწილზე ავტორობის უფლება.

კომპიუტერული პროგრამის ავტორის უფლებები – კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ავტორებს აქვთ ავტორობის, სახელის, ღირსების, პატივისა და ხელშეუხებლობის უფლება. გარდა ამ პირადი არაქონებრივი უფლებებისა მათ აქვთ აგრეთვე შემდეგი ქონებრივი უფლებები: გამოქვეყნების, კვლავწარმოების, გავრცელების, მოდიფიკაციისა და პროგრამების სხვაგვარი გამოყენების უფლება.

კომპიუტერული პროგრამის ადაპტაცია – ცვლილებების შეტანა უშუალოდ კომპიუტერული და მონაცემთა ბაზის პროგრამების ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლის კონკრეტულ ტექნიკურ საშუალებებზე ან მომხმარებლის კონკრეტული პროგრამების მმართველობით.

კომპიუტერული პროგრამის გავრცელება – ნებისმიერი მატერიალური სახით კვლავწარმოებულ კომპიუტერულ პროგრამაზე ან მონაცემთა ბაზაზე მისვლის შესაძლებლობის (საშუალებების) უფლება, მათ შორის ბადური და სხვა მეთოდებით. აგრეთვე გაყიდვის, გაქირავების და სხვა საშუალებებით.

კომპიუტერული პროგრამის გამოქვეყნება – ავტორის თანხმობით კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ეგზემპლარების გადაცემა პირთა განუსაზღვრელი რაოდენობისათვის (მათ შორის კომპიუტერის მეხსიერებაში ჩაწერის ან დაბეჭდილი ტექსტის გამოცემის გზით), იმ პირობით, რომ ეგზემპლარების რაოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირთა მოთხოვნილებას.

კომპიუტერული პროგრამის გამოყენება – კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის გამოქვეყნება, აღწარმოება, გავრცელება ან სხვა ქმედებები, მათი სამეურნეო ბრუნვაში ჩართვის მიზნით, მათ შორის მოდიფიცირებული ფორმით. კომპიუტერული პროგრამისა და მონაცემთა ბაზის გამოყენებად არ ჩაითვლება საინფორმაციო საშუალებებით გადაცემული ცნობები, მათი გამოქვეყნების შესახებ.

კომპიუტერული პროგრამის დაცვა – დაცვა, რომელიც უმთავრესად ხორციელდება საავტორო სამართლით და ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (მათ შორის ოპერატიულ სისტემებზე), რომელიც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერ ენაზე და ნებისმიერი ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით.

კომპიუტერული პროგრამის დეკომპილირება – ტექნიკური ხერხი, რომელიც მოიცავს საწყის ტექსტში ობიექტური კოდის გარდაქმნას, კომპიუტერული პროგრამის სტრუქტურებისა და კოდირების შესწავლის მიზნით. პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე მოახდინოს კომპიუტერული პროგრამის დეკომპილირება. ამ პირს შეუძლია აგრეთვე დაავალოს სხვა პირებს დეკომპილირების განხორციელება იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია ასეთი პირის მიერ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად, შემდეგი პირობების დაცვით: ა) თუ ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად საჭირო ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ადრე არ ყოფილა ხელმისაწვდომი ამ პირისათვის. ბ) აღნიშნული მოქმედებები შემოისაზღვრება დეკომპილირებული პროგრამის იმ ნაწილებით, რომლებიც აუცილებელია «ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად. გ) დეკომპილირების შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ დამოუკიდებლად შემუშავებული კომპიუტერის პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად. იგი არ გადაეცემა სხვა პირებს, აგრეთვე არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალი კომპიუტერული პროგრამის შესამუშავებლად, რომელიც თავისი სახით არსებითად მსგავსია დეკომპილირებული პროგრამისა, ან სხვა ისეთი მოქმედებების განსახორციელებლად, რომელიც არღვევს საავტორო უფლებას. კომპიუტერული პროგრამის თავისუფალი გამოყენება – იხ. კომპიუტერული პროგრამის კვლავწარმოება.

კომპიუტერული პროგრამის კვლავწარმოება - კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ერთი ან მეტი ეგზემპლარის დამზადება ნებისმიერი მატერიალური ფორმით, აგრეთვე მათი ჩაწერა კომპიუტერის მეხსიერებაში. პირი რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერულ პროგრამას ან მონაცემთა ბაზის ეგზემპლარს, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე უფლებამოსილია: ა) შეიტანოს კომპიუტერულ პროგრამაში ან მონაცემთა ბაზაში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის ტექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისათვის, ასევე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ჩაწერა და კომპიუტერის მეხსიერებაში შენახვა (ერთი კომპიუტერის ან ქსელის ერთი მომხმარებლისათვის), აგრეთვე აშკარა შეცდომების გასწორება, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ბ) დაამზადოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპლარი იმ პირობით, რომ ეს ეგზემპლარი განკუთვნილია მხოლოდ საარქივო მიზნებისათვის და მართლზომიერი მფლობელის დაკარგული, განადგურებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ეგზემპლარის შესაცვლელად. სხვა მიზნებისათვის სარეზერვო ეგზემპლარის გამოყენება არ შეიძლება და იგი მოსპობილი უნდა იქნეს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის მფლობელობის უფლების შეწყვეტისთანავე.

კომპიუტერული პროგრამის მოდიფიკაცია – კომპიუტერულ პროგრამაში ან მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც არ წარმოადგენს ადაპტაციას.

კომპოზიტორი – პირი, რომელიც ქმნის მუსიკალურ ნაწარმოებს; ასეთი ნაწარმოების ავტორი. იხ. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორი.

კომპოზიცია – თემით, სიუჟეტით გაერთიანებული ლიტერატურულ, მუსიკალურ, ხელოვნების ნაწარმოებთა ან მათ ნაწილთა შეხამება, შეკავშირება.

კომპოზიციური ნაკეთობა – იხ. ბრტყელი სამრეწველო ნიმუში.

კომუნიკატორი – პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ახდენს ინფორმაციის კოდირებას და გადასცემს მას საკომუნიკაციო პროცესში.

კონგლომერატი – 1. ფირმების გაერთიანება, რომლებიც ერთ ორგანიზაციად, მოღვაწეობენ სრულიად განსხვავებულ სფეროებში და ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხები. 2. საგნების, ცნებების, მსჯელობების შენაერთი, ნარევი.

კონგლომერატული დივერსიფიკაცია – ასორტიმენტის შევსება ისეთი ნაწარმით, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება არა აქვს ფირმის მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიასთან, არც არსებულ საქონელთან და ბაზართან.

კონდაკი – ქრისტიანული საეკლესიო წიგნი. ღვთისმსახურებისა და წირვის წესების კრებული.

კონდიცია – დადგენილი ნორმა, სტანდარტი, ხარისხი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ესა თუ ის საქონელი.

კონვენცია – საერთაშორისო შეთანხმება რომელიმე სპეციალურ საკითხზე. მაგ. პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ; ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ.

კონვენციასთან მიერთება – საერთაშორისო კონვენციის ნორმები, რომლითაც რეგულირდება მასთან მიერთების საკითხი. მაგ..პარიზის კონვენციის მე-20 მუხლის თანახმად მიერთებისათვის საკმარისია ისმოს გენერალურ დირექტორს წარედგინოს შესაბამისი დოკუმენტები. მიერთებული ქვეყნის მიმართ კონვენცია ძალაში შედის 3 თვის შემდეგ იმ დროიდან, როდესაც გენერალური დირექტორი ყველა წევრ ქვეყანას აუწყებს ამის შესახებ. მიერთება ხდება ცალმხრივი მოქმედებით და არ საჭიროებს კავშირის კომპეტენტური ორგანოების რაიმე გადაწყვეტილებას. ანალოგიურად ხდება ბერნის კონვენციასთან მიერთება.

კონვენციის გადასინჯვა – კონვენციის გადასინჯვისა და შესწორებების პრინციპი აისახება თავად ამ კონვენციაში. მაგ., პარიზის კონვენციის მე-18 მუხლით, კონვენციის გადასინჯვა შეიძლება მასში შესწორებათა შეტანის მიზნით, რომელიც მიმართული იქნება კავშირის სისტემის სრულყოფისაკენ. ასეთი შესწორებების განხილვა და მიღება ხდება სპეციალურ დიპლომატიურ კონფერენციებზე. კონვენციის გადასინჯვის კონფერენციის მომზადება ევალება ისმოს საერთაშორისო ბიუროს საკოორდინაციო კომიტეტთან ერთად.

კონვენციური პრიორიტეტი – იხ. საკონვენციო პრიორიტეტი.

კონკორდანსი – იგივეა რაც სიმფონია (მნიშვ. 2).

კონკრეტული გამოსახულება – გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის სახე, როგორსაც წარმოადგენს ადამიანის, ცხოველის, ფრინველის, ნებისმიერი საგნის სტილიზებული ან ფოტოგრაფიული გამოსახულება.

კონკურენტზე მითითება – შედარებით რეკლამაში კონკურენტის პოზიტიურობაზე ან ნეგატიურობაზე მითითება, როდესაც კონკურენტი მოიხსენიება ან სახელით, ან ისე, რომ მომხმარებელმა შეიძლება გამოიცნოს სახელის დასახელების გარეშე.

კონკურენტი – პირი, რომელიც კონკურენციას უწევს სხვა პირს.

კონკურენტის დისკრედიტაცია – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც კონკურენტის მიმართ ყველა ქმედებას (ტყუილ, ცრუ მტკიცებულებებს) შეუძლია გამოიწვიოს მის კომერციულ რეპუტაციაზე ზიანის მიყენება, შელახვა. დისკრედიტაცია არის როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი. დისკრედიტაციას ადგილი აქვს, როდესაც ხდება: კონკრეტულ ადრესატზე, მის საქონელზე ან მომსახურებაზე ცილისწამება; ცილისწამება ადრესატის დაუსახელებლად, როდესაც ადვილია მისი იდენტიფიცირება (მაგ. საწარმო განლაგებული • პუნქტში); დისკრედიტაცია ბაზრის სპეციფიკური სიტუაციის გამოყენების ხარჯზე. დისკრედიტაციას შეიძლება წარმოადგენდეს აგრეთვე კონკურენტის მითითება მისი ნების გარეშე.

კონკურენტის მიერ ინფორმაციის გათქმა ან გამოყენება – ერთი კონკურენტის მიერ, მეორე კონკურენტის თანამშრომლის ან ყოფილი თანამშრომლის მიმართ წინასწარგანზრახული პროვოცირება, წაქეზება ან სხვა არაკანონიერი ქმედება საიდუმლო კომერციული ინფორმაციის გათქმის ან გამოყენების მიზნით წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს, თუ ამ ქმედების მომწყობმა იცოდა ან შეეძლო განესაზღვრა, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების დროისათვის, მისი გათქმა იქნებოდა ხელშეკრულების ვალდებულების დარღვევა. არაკეთილსინდისიერ კონკურენციას არ წარმოადგენს კონკურენტებს შორის ადრე არსებული საქმიანი ურთიერთობების შედეგად ინფორმაციის გამოყენება, თუნდაც კონფიდენციალური იყოს იგი.

კონკურენტის მომსახურე პერსონალის მოსყიდვა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა. ამ ხერხით კონკურენტის საწარმოო ან კომერციული საიდუმლოების გამორკვევა. იხ. აგრეთვე გადაბირება.

კონკურენტის მომხმარებელთა მოსყიდვა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა. ამ ხერხით მომხმარებელთა მიზიდვა აწმყოში და მომავლისათვის მათი კეთილგანწყობის შენარჩუნების გათვალისწინებით. იხ. აგრეთვე გადაბირება.

კონკურენტის საქმიანობის დაბრკოლება – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტი. ქმედება, რომელიც რეალურ წინააღმდეგობას უქმნის. ხელს უშლის ან აბრკოლებს კონკურენტის კომერციულ საქმიანობას. მაგ. ორჯერადი (მრავალჯერადი) მინის ტარის წინასწარგანზრახული განადგურება, კონკურენტის დასუსტების მიზნით. თუ ადგილი აქვს ირიბ დაბრკოლებას, მაშინ იგი წარმოადგენს ანტიტრესტული კანონმდებლობის აქტს.

კონკურენტული უპირატესობა – პირობები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს მწარმოებლის უპირატესობას მის კონკურენტთან. ერთგვაროვანი საქონლის შემთხვევაში ასეთი უპირატესობის მიღწევა შეიძლება რეკლამის, შეფუთვის ახალი დიზაინის, სასაქონლო ნიშნის და ა. შ. საშუალებით.

კონკურენტული ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ერთმანეთის კონკურენტები თანხმდებიან არაკეთილსინდისიერი კონკურენციისათვის დამახასიათებელი ქმედებების თავიდან აცილების შესახებ. არაკეთილსინდისიერ კონკურენციას კი იწვევს ამ ხელშეკრულების დარღვევა.

კონკურენტუნარიანი პროდუქცია – პროდუქცია, რომელსაც აქვს უკეთესი სამომხმარებლო თვისებები ანალოგიურ პროდუქციასთან შედარებით და ამის გამო სარგებლობს გაზრდილი მოთხოვნილებით. საქონლის კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება არა მარტო მისი ჯ(ტექნიკური თვისებებითა და ფასით, არამედ აგრეთვე მომხმარებლის დამოკიდებულებით საქონლის გამომშვებ ფირმის მიმართ, მის პრესტიჟზე, გაყიდვის შემდგომ მომსახურების ეფექტური სისტემის ორგანიზაციაზე და სხვა. ტექნიკური პარამეტრებით მოცემული საქონელი შეიძლება ჯობდეს ყველა მის ანალოგს, მაგრამ იყოს არაკონკურენტუნარიანი მაღალი ფასის გამო. ასევე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც გაცილებით დაბალი ფასი ადევს საქონელს.

კონკურენტუნარიანობა – 1. ობიექტის უნარი, სამეურნეო საქმიანობაში, გარკვეული ვადით უზრუნველყოს კომერციული ან სხვა წარმატება განსაზღვრულ ბაზარზე, კონკურენციის ან სხვა საწინააღმდეგო ქმედებების დროს. 2. ეკონომიკის უნარი დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნილება და ხელი შეუწყოს ექსპორტს.

კონკურენცია – საქონელმწარმოებელთა შორის მეტოქეობა, შეჯიბრი, ბრძოლა, რომელიც მიმართულია საქონლის წარმოებისა და გასაღების უფრო სარგებლიანი, ხელსაყრელი პირობებისა და ყველაზე მაღალი მოგების მისაღებად.

კონკურენციაზე უარის თქმის ხელშეკრულება – კონტრაჰენტების მიერ დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა, რომლის ძალითაც საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტის შემთხვევაში რომელიმე მხარისათვის, ამ სფეროში მომავალში კონკურენციაზე უარის თქმაა გათვალისწინებული.

კონსალტინგი – კონსულტაციური მომსახურების სახეობა. მეწარმეთა, ვაჭართა და მომხმარებელთა კონსულტირება ეკონომიკის, სამართლის და სხვ. სფეროში. კონსალტინგური მომსახურებაა, მაგ., ბაზრის პროგნოზირება (საქონლის, მომსახურების, ლიცენზიების, ნოუ-ჰაუს და ა. შ.) და მარკეტინგული კვლევა, საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციები და ა. შ.

კონსიგნანტი – მარწმუნებელი, რომელიც კონსიგნაციით აძლევს საქონელს რწმუნებულს, უცხოეთში სარეალიზაციოდ.

კონსიგნატორი – რწმუნებული, რომელიც ყიდის კონსიგნაციით ჩაბარებულ საქონელს მარწმუნებლის სახელით, უცხოეთში.

კონსიგნაცია – საქონლის საკომისიო გაყიდვის ფორმა, რომლის დროსაც კონსიგნანტი გადასცემს კონსიგნატორს საქონელს გასაყიდად. ‘

კონსონანსი – კეთილხმოვანება, ბგერათა შეთანხმება, შერწყმა ერთდროული ჟღერის დროს. დისონანსის საპირისპირო მოვლენა.

კონსორციუმი – სამრეწველო საწარმოების დროებითი შეთანხმება ფართო მასშტაბიანი ერთობლივი ოპერაციების განხორციელებისათვის.

კონსუმერიზმი– მოძრაობა, რომლის მიზანია აიძულოს ბიზნესი უფრო გულისხმიერად (ალღოიანად) იმოქმედოს მოსახლეობის (ცხოვრების დონის სულ უფრო მზარდ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით.

კონტექსტი – წერილობითი ტექსტის შინაარსობრივად დასრულებული ნაწყვეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს მასში შემავალი ცალკეული სიტყვის ან ფრაზის მნიშვნელობა.

კონტრაბანდა – საქონლის ფარული (არალეგალური) იმპორტი ან ექსპორტი.

კონტრაპუნქტი – დამოუკიდებელი ხმების (მელოდიის) ერთდროული ჰარმონიული შეწყობა. პოლიფონია.

კონტრაფაქტორი – პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გზით იყენებს გამოგონებას, სამრეწველო ნიმუშს, სასარგებლო მოდელს, სასაქონლო ნიშანს ან საავტორო სამართლის რომელიმე ობიექტს, რის გამოც ირღვევა ავტორის (პატენტმფლობელის) უფლებები. კონტრაფაქტორი, რომელიც არასანქცირებულად ამზადებს დაპატენტებულ გამოგონებას,იყენებს და შემოაქვს იგი სამოქალაქო ბრუნვაში ან სხვაგვარად სარგებლობს ამ გამოგონებით, პასუხს აგებს ფულადი ჯარიმით და ზიანის მიყენების ანაზღაურებით, დამრღვევი მოქმედების აკრძალვით. მოქალაქის მიერ ზემოთ აღნიშნულ დარღვევათა განზრახ ჩადენას შეიძლება მოჰყვეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. არაკეთილსინდისიერი მოპასუხის მიმართ სარჩელის წარდგენაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. სასამართლოს უფლება აქვს დააკისროს კონტრაფაქტორს თავისი გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება. კონტრაფაქტორი, რომელიც იყენებს დაპატენტებულ ობიექტს პატენტმფლობელის უფლების დარღვევით, ვალდებულია პატენტმფლობელის მოთხოვნით შეწყვიტოს ამ ობიექტის გამოყენება და აანაზღაუროს ზიანი.

კონტრაფაქცია – გამოგონების, სამრეწველო ნიმუშის, სასარგებლო მოდელის, სასაქონლო ნიშნის ან საავტორო და მომიჯნავე უფლების რომელიმე ობიექტის არაკანონიერი გამოყენება კომერციული მიზნებისათვის (მაგ. ცალკეული ფირმის მიერ თავის სასაქონლო ნიშანში სხვა ფირმების სასაქონლო ნიშნის გამოყენება, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით). ინტელექტუალური საკუთრების რომელიმე ობიექტის მფლობელის უფლებების ნებისმიერი ხელყოფა წარმოადგენს კონტრაფაქციას და იწვევს მისი ჩამდენის პასუხისმგებლობას. კონტრაფაქციაზე სარჩელის წარდგენის უფლება აქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მფლობელს ან სხვა უფლებამონაცვლე პირს.

კონტრაფაქციური ეგზემპლარების ჩამორთმევა – სასამართლოს 146 გადაწყვეტილება ნაწარმოების ან ფონოგრამებისა და ვიდეოგრამების კონტრაფაქციული ეგზემპლარების, აგრეთვე მათი კვლავწარმოებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების, სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის ჩამორთმევის შესახებ. ნაწარმოების ან ფონოგრამისა და ვიდეოგრამის კონტრაფაქციული ეგზემპლარები შეიძლება გადაეცეს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელს მისივე თხოვნით. ის კონტრაფაქციული ეგზემპლარები, რომლებიც არ იქნა გამოთხოვილი საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელის მიერ, აგრეთვე მათი კვლავწარმოებისათვის საჭირო მასალები და მოწყობილობები, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ექვემდებარება განადგურებას. ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი ნაწარმოების ან ფონოგრამისა და ვიდეოგრამის კონტრაფაქციული ეგზემპლარები. ანალოგიურად ხდება სამრეწველო საკუთრების ობიექტის კონტრაფაქციური ეგზემპლარების ჩამორთმევა.

კონტრაფაქციური ეგზემპლარი – კონტრაფაქციურად ჩაითვლება იმ ნაწარმოებების, ფონოგრამებისა და გიდეოგრამების ეგზემპლარები, რომელთა დამზადებაც ან გავრცელებაც იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევას. კონტრაფაქციურია ასევე, იმ ნაწარმოებების, ფონოგრამების ან ვიდეოგრამების ეგზემპლარები რომლებიც დაცულია საქართველოში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით და რომლებიც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ეს ნაწარმოებები, ფონოგრამები ან ვიდეოგრამები არას– დროს ყოფილა დაცული, ან მათი დაცვა შეწყვეტილია. ანალოგიურია, აგრეთვე სამრეწველო საკუთრების ობიექტის კონტრაფაქციული ეგზემპლარი.

კონტრაფაქციული ეგზემპლარები ექვემდებარება კონფისკაციას. კონტრაფაქციური სასაქონლო ნიშანი – სხვისი სასაქონლო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტურ ან მსგავს ნიშანთა არამართლ– ზომიერი კვლავწარმოება.

კონტრაქტაცია – ორმხრივი შეთანხმება ხელშეკრულების საფუძველზე, დამამზადებელ საწარმოსა და საქონლის გამსაღებელ ორგანიზაციებს შორის.

კონტრაქტი – წერილობითი ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მისი დამდები მხარეების ვალდებულებებს. იხ. ხელშეკრულება.

კონტრაჰენტი – ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარე.

კონტროფერტი – ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებაზე თანხმობის მიცემა, პირველი ოფერტისაგან განსხვავებული პირობებით.

კონტრტიტული – მარცხენა გვერდი გაშლილი წიგნის ორი მეზობელი გვერდიდან.

კონფიდენციალური ინფორმაცია – სამსახურებრივი, პროფესიონალური, სამრეწველო, კომერციული ან სხვა ინფორმაცია, რომლის სამართლებრივ რეჟიმს ადგენს მისი მესაკუთრე კომერციული, სამრეწველო, სახელმწიფო სამსახურის და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

კონჩერტო-გროსო – კონცერტის ნაირსახეობა, საანსამბლო საორკესტრო მუსიკის ჟანრი, რომელიც წარმოიშვა იტალიაში.

კონცენტრირებული დივერსიფიკაცია – ასორტიმენტის შევსება ფირმის ისეთი ნაწარმით, რომლებიც ტექნიკური და/ან მარკეტინგული თვალსაზრისით მსგავსია ამ ფირმის არსებული საქონლის.

კონცერნი – საწარმოთა მონოპოლიური გაერთიანების უმაღლესი ფორმა. კ. წარმოადგენს იურიდიულად დამოუკიდებელ, მაგრამ ფაქტობრივად აქციათა მფლობელების კონტროლს დაქვემდებარებულ გაერთიანებას.

კონცერტი – 1 მუსიკალური ნაწარმოები რომელიმე სოლო საკრავისათვის ორკესტრის თანხლებით. 2. მსახიობთა საჯარო გამოსვლა გარკვეული, წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით.

კონცერტინო – 1. საკონცერტო შესრულებისათვის გან კუთვნილი მცირე მასშტაბის თხზულება სოლისტისათვის ორკესტრის თანხლებით. 2. პნევმატური მუსიკალური საკრავი.

კონცერტმაისტერი – 1. ორკესტრის პირველი მევიოლინე, რომელიც რეპეტიციებზე დირიჟორს ცვლის. 2. ორკესტრის ერთ-ერთი სიმებიანი ჯგუფის პირველი შემსრულებელი. 3. პიანისტი, რომელიც აკომპანიმენტს უკეთებს მომღერალს საკონცერტო გამოსვლებში.

კონცესია – 1. სახელმწიფოს მიერ კერძო მეწარმესთან ან უცხოურ ფირმასთან დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მეწარმე ან უცხო ფირმა იღებს ამა თუ იმ საწარმოთა, ბუნებრივი სიმდიდრეებისა და სხვ. გამოყენების უფლებას. 2. საწარმო შექმნილი ასეთი ხელშეკრულებით.

კოოპერაცია – საწარმოო, სავაჭრო და მისთ. ნებაყოფლობითი გაერთიანების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც იქმნება მისი წევრების სახსრებით.

კოპირაიტის ნიშანი – სიმბოლო – ©, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ ვინაა აღნიშნული ნაწარმოების მფლობელი და დაცულია თუ არა ნაწარმოები საავტორო სამართლით. იხ. საავტორო უფლების დაცვის ნიშანი.

კორესპონდენტი – მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თანამშრომელი.

კორესპონდენცია – პუბლიცისტიკის ჟანრი, რომელიც ასახავს კონკრეტულ მოვლენას, განსაზღვრულს დროითა და ადგილით. კორესპონდენცია არის საინფორმაციო და ანალიზური.

კორექტურა – 1 ტექსტის ანაბეჭდში შემჩნეული შეცდომების გასწორება. 2. ანაბეჭდი, რომელშიც უნდა გასწორდეს შეცდომები.

კორპორაცია – ადამიანთა ჯგუფი ან ორგანიზაციები, რომლებიც გაერთიანებული არიან პროფესიული ინტერესების ერთობით და მოქმედებენ ერთი პირის სახელით.

კორპუსი – 1. ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მექანიზმის, ხელსაწყოს და ა. შ. საფუძველს, ჩონჩხს ან გარსს. 2. ცალკე აღებული შენობა. 3. სასტამბო შრიფტი, რომლის ზომა (კეგელი) ტოლია 10 პუნქტის (3,76 მმ.). 4. სხვადასხვა ტექსტების სრული კრებული.

კოტირება. – 1. საქონლის საბირჟო ფასის დადგენა. 2. იმ ღირებულების მითითება, რომლის მიხედვითაც სურს გამყიდველს გაასაღოს საქონელი.

კრებულის შემდგენლის საავტორო უფლება –იხ. შედგენილ ნაწარმოებზე საავტორო უფლება.

კრებული – შედგენილი ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როგორსაც წარმოადგენს ენციკლოპედია, ანთოლოგია, ქრესტომათია, მონაცემთა (ცოდნის) ბაზა და სხვ.

კრებულის შემდგენლის უფლებები – იხ. შედგენილ ნაწარმოებზე საავტორო უფლება.

კრიპტოგრამა – კრიპტოგრაფიის წესით შედგენილი ტექსტი.

კრიპტოგრაფია – პირობითი საიდუმლო ნიშნებით წერა.

კრიპტოლალია – საიდუმლო ენა, რომელიც ვიწრო სოციალური ჯგუფისთვისაა ცნობილი.

კრიტიკა – 1). რაიმეს გარჩევა (ანალიზი) შეფასების მიზნით. 2. გარჩევის, მსჯელობის ხელოვნება. 3, უარყოფითი მსჯელობა რაიმეზე, ნაკლის მითითება.

კროკი – 1. სწრაფად შესრულებული ჩანახატი. 2. მიწის ნაკვეთის სქემატური ნახაზი, რომელზეც ასახულია ადგილის უმთავრესი ელემენტები.

კროსვორდი – სიტყვების გამოცნობაზე აგებული ამოცანა გართობისათვის. კლასიკური კ. წარმოადგენს კვადრატების მიმდევრობას მართობულად და შვეულად.

კულტურა – ადამიანისა და საზოგადოების მოქმედების ფორმათა ერთობლიობა, რომელიც ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში ვლინდება.

კუპიურა – 1. მხატვრულ და მუსიკალურ ნაწარმოებში გარკვეული ნაწილის შეკვეცა, ამოღება. 2. ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება.

კუპლეტი – 1 ლექსის, სიმღერის სტროფი. 2. სახუმარო, კომიკური ან სატირული ხასიათის სასიმღერო ლექსი, რომელსაც იყენებენ ვოდევილში, ოპერეტაში, ესტრადაზე და სხვ.

კურსივი – სასტამბო შრიფტი, რომელიც ხელით ნაწერის იმიტაციაა (ოდნავ დახრილი და მომრგვალებულია).

12 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ლ

▲ზევით დაბრუნება


ლაიტმოტივი – ძირითადი აზრი (მოტივი), რომელიც არაერთხელ მეორდება ნაწარმოებში (მუსიკალურ ნაწარმოებში).

ლაპიდარული სტილი – მეტყველების სტილი, რომელიც მოკლედ, სხარტად და მკაფიოდ გამოხატავს აზრს, გრძნობას.

ლარგეტო – 1. ზომიერად ნელი ტემპი მუსიკაში. უფრო მოძრავი ვიდრე ლარგო. 2. ზოგჯერ: სონატის, სიმფონიის და სხვ. ნელა შესრულებული ნაწილის სახელწოდება.

ლარგო – 1. ადაჯოზე უფრო ნელი ტემპი მუსიკაში, რომელიც გამოიყენება ძირითადად საზეიმო, მწუხარე ხასიათის ნაწარმოებში. 2. ლარგეტო (მნიშ. 2).

ლატარიის ხელშეკრულება – ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.

ლეგატი – ანდერძში გათვალისწინებული დავალება, რომლითაც მემკვიდრემ რომელიმე პირს უნდა მისცეს გარკვეული თანხა ან ქონება.

ლეგატო – 1. მუსიკაში ერთი ბგერიდან მეორეზე უპაუზოდ გადასვლა. 2. ხემიან საკრავზე ხემის ერთი მოსმით რამდენიმე ნოტის დაკვრა.

ლეგენდა – 1. წმინდანთა ცხოვრების ამსახველი ნაწარმოები. 2. რელიგიურ-დიდაქტიკური მოთხრობები, იგავები (ცხოველებისა და მცენარეების შესახებ, ფანტასტიკური ბიოგრაფიები და ა. შ. 3. პროზაული ჟანრის თხზულება, რელიგიურ რწმენაზე დამყარებული და ფანტასტიკური ამბის რეალური სახით გადმოცემა ფოლკლორში. 4. კარტოგრაფიასა და ტოპოგრაფიაში, რუკის პირობითი ნიშნებისა და განმარტებების კრებული, რომელიც მის შინაარსს ასახავს.

ლექსთწყობა – ლექსის აგების თანმიმდევრობითი, მოწესრიგებული სისტემა.

ლექსი – რიტმულად და ინტონაციურად მოწესრიგებული პოეტური მეტყველება.

ლექსიკოგრაფია – ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ამუშავებს ლექსიკონთა შედგენის საკითხებს.

ლექსიკონი – შედგენილი ნაწარმოების ერთ-ერთი სახე. წიგნი, რომელშიც გარკვეული წესით (ძირითადად, ანბანურად) ჩამოთვლილია ამა თუ იმ ენაზე სიტყვები, რომელიმე დარგის ცნებები და მათი განმარტებები.

ლექცია – კონკრეტულ თემაზე გამოსვლა, გარკვეულ პირთა წრისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ლექცია წარმოადგენს საავტორო სამართლის ობიექტს.

ლექციონარი – ქრისტიანულ-სამრევლო და სამონასტრო ღვთისმსახურებაში სხვადასხვა დღესასწაულისა და დღისათვის დაწესებული ბიბლიური საკითხავების კრებული.

ლიბრევილის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლითაც შეიქმნა აფრიკის სამრეწველო საკუთრების უწყება და დადგინდა მისი წევრი-ქვეყნებისათვის სამრეწველო საკუთრების დაცვის უნიფიცირებული კანონმდებლობა. ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა 1962 წლის 13 სექტემბერს.

ლიბრეტისტი – ლიბრეტოს ავტორი.

ლიბრეტო – ლიტერატურული ნაწარმოების სახე, როგორსაც წარმოადგენს დიდი მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოების სიტყვიერი ტექსტი. ლიბრეტო და შესაბამისი მუსიკა უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს ერთობლივ ნაწარმოებს.

ლიგატურა – 1. ორი ან მეტი სიმბოლო დამზადებული ერთი ლიტერის სახით. 2. გადაბმული ნოტები.

ლივი – იხ. კალკი.

ლითოგლიფიკა – ქვაზე ამოჭრის საქმიანობა.

ლითოგრაფი – ლითოგრაფიის სპეციალისტი, ოსტატი.

ლითოგრაფია – ბეჭდვა სპეციალური ბრტყელი ქვის ან რკინის ზედაპირიდან, რომელზედაც წინასწარ ხატავენ.

ლითოგრაფიული ნაწარმოები – ლითოგრაფიით მიღებული სახვითი ხელოვნების ნაწარმოები.

ლინოგრავიურა – ამობურცული გრავიურა ლინოლეუმზე ან მსგავს მასალაზე.

ლინოტიპი – წიგნის, გაზეთისა და ჟურნალის ტექსტის სასტამბო ასოთასაწყობი მანქანა, რომელიც იძლევა ანაწყობს მთლიანი სტრიქონების ჩამოსხმით.

ლირიკა – უსიუჟეტო ან მკრთალსიუჟეტიანი ლექსითი ნაწარმოები.

ლირიკოსი – ლირიკული ლექსების დამწერი პოეტი.

ლირიკულ-ეპიკური ჟანრი – ლექსის ისეთი სახეობა, რომელშიც შერწყმულია როგორც ლირიკული, ისე ეპიკური ნაწარმოების თავისებურებანი.

ლირიკული ჟანრი – ოდა, ჰიმნი, ელეგია, სატირა.

ლისაბონის შეთანხმება – შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ. ლისაბონის შეთანხმების მიზანია ადგილწარმოშობის დასახელების (მაგ. „ბორჯომი“, „ხვანჭკარა“ და სხვ.) საერთაშორისო დაცვა. იგი მიღებულ იქნა ქ. ლისაბონში და ძალაში შევიდა 1966 წლის 25 სექტემბერს. საქართველო ამ შეთანხმების წევრი არ არის.

ლიტერატურა – სინამდვილის, შეთხზულის, ცხოვრების პლასტიკური გამოხატვის ხელოვნება სიტყვის მეშვეობით. მწერლობა მთლიანად – ფართო გაგებით. სიტყვაკაზმული მწერლობა – ვიწრო გაგებით. პოეზიის აღმნიშვნელი ტერმინის მნიშვნელობა ლიტერატურამ მოგვიანებით მიიღო.

ლიტერატურათმცოდნეობა – მეცნიერება, მხატვრული ლიტერატურის, მისი წარმოშობის, არსისა და განვითარების შესახებ.

ლიტერატურის ჟანრი – ეპიკური, ეპოსი, ლირიკა, დრამა, პოემა, რომანი, მოთხრობა, ნოველა, იგავ-არაკი, ავტობიოგრაფია, მემუარები, მოგზაურობანი, ბიოგრაფია.

ლიტერატურული კონცერტი – კონცერტის სახეობა, როგორსაც წარმოადგენს მხატვრული კითხვა.

ლიტერატურული კრიტიკა – ლიტერატურათმცოდნეობის დარგი, რომელიც განიხილავს და შეფასებას აძლევს ძირითადად თანამედროვე ლიტერატურის ცალკეულ მოვლენებსა და მთლიან პროცესებს.

ლიტერატურული ნაწარმოები – საავტორო უფლების ობიექტი, რომელიც არის ინტელექტუალური შემოქმედების შედეგი და როგორსაც წარმოადგენს, მაგალითად, რომანი, ნოველა, ლექსი და ა. შ. ბერნის კონვენციის თანახმად ტერმინი „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოები“ მოიცავს ყველა ნაწარმოებს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში, როგორი და რა «ხერხით (ფანტასტიკა, დეტექტივი და ა. შ.ე), მოცულობით, მიზნით (განათლება, გართობა, ინფორმაცია, რეკლამა, პროპაგანდა და ა. შ.) და ფორმითაც (ხელნაწერი, დაბეჭდილი, გაზეთი, ჟურნალი, წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა, მონაცემთა (ცოდნის) ბაზა და ა. შ.) არ უნდა იყოს გამოხატული, მიუხედავად მათი ღირებულებისა, დანიშნულებისა, სილამაზისა ან ემოციური ზემოქმედებისა. ასეთ ნაწარმოებებს გარდა ზემოთ აღნიშნულისა მიეკუთვნება: დრამატული, ქორეოგრაფიული და სხვა ანალოგიური ნაწარმოებები; მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით და უტექსტოდ; კინემატოგრაფიული ნაწარმოები; ფერწერული, გრაფიკის, არქიტექტურული, ლითოგრაფიის და სხვა ანალოგიური ნაწარმოები; ფოტოგრაფიული ნაწარმოები; გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოები: ილუსტრაციები, გეოგრაფიული რუკები, ესკიზები, გეგმები და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მიეკუთვნებიან გეოგრაფიას, ტოპოგრაფიას, არქიტექტურას ან სხვა მეცნიერებებს.

ლიტერატურული ნაწარმოების დაცვა – იხ. ბერნის კონვენცია.

ლიტერატურული საკუთრება – საავტორო სამართლის მოძველებული სახელწოდება.

ლიტერატურული სცენარი – დრამატული ნაწარმოების მოკლე გადმოცემა თეატრის, რადიოს, ტელევიზიის ან კინემატოგრაფიული ნაწარმოებისათვის თეატრალურ-სცენური ტელერადიომაუწყებლობის ან კინემატოგრაფიის ნაწარმოების წერილობითი ფორმის ტექსტი. მისი გამოქვეყნება შეიძლება ცალკე – როგორც ლიტერატურული ნაწარმოებისა. იხ. ფილმის რეჟისორული სცენარი; ფილმის დადგმის პროექტი.

ლიტერატურული ქურდობა – იხ. პლაგიატი.

ლიტერატურული შეკვეთა – ხელშეკრულება ჯერ კიდევ შეუქმნელ ნაწარმოებზე. იხ. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება.

ლიტერი – 1. ლითონის, პლასტმასის ან ხის ძელაკი. რომელზედაც არის ასოს ან სხვა ნიშნის შებრუნებული ამოზნექილი გამოსახულება და განკუთვნილია ამ გამოსახულების კვლავწარმოებისათვის. 2. პირობითი ასოითი ნიშანი (მაგ., ხელნაწერის).

ლიტურგია – ქრისტიანული საეკლესიო მღვდელმსახურება.

ლიტურგიკა – ქრისტიანული ღვთისმსახურების წესების შემსწავლელი დისციპლინა.

ლიტურგიკული დრამა – შუა საუკუნეების რელიგიურ-მისტიკურ წარმოდგენათა სახეობა, სასულიერო დრამა.

ლიცენზია – უფლების გაცემა ამა თუ იმ ობიექტის გამოყენებაზე, ხელშეკრულების საფუძველზე. ლიცენზია შეიძლება იყოს საპატენტო, უპატენტო (დაცვის მიხედვით). ლიცენზიის სახეობებია: მარტივი, სრული, განსაკუთრებული. აგრეთვე ღია, იძულებითი, ჩვეულებრივი, ოფიციალური (იხ. სალიცენზიო ხელშეკრულება). ყველა სახის ლიცენზია, რომელიც ეხება სამრეწველო საკუთრების ობიექტებს, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულების სახით და რეგისტრაციაში ტარდება “საქპატენტში”. მისი მოქმედების ვადა არ აღემატება სამრეწველო საკუთრების ობიექტის დაცვის მოქმედების ვადას. ინფორმაცია გაცემული ლიცენზიის შესახებ ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში.

ლიცენზია იმპორტზე ან ექსპორტზე – ნებართვა, რომელსაც გასცემს სპეციალური სახელმწიფო ორგანო გარკვეული სახეობის საქონლის საზღვარგარეთიდან შემოსატანად ან საზღვარგარეთ გასატანად. ამ ნებართვის დამადასტურებელი საბუთი.

ლიცენზია საქმიანობაზე – შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია იმ საქმიანობაზე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ლიცენზირებას.

ლიცენზიარი – ლიცენზიის გამცემი მხარე, რომელიც გასცემს მეორე მხარეზე (ლიცენზიატზე) ლიცენზიას ობიექტის გამოყენების უფლების შესახებ, სალიცენზიო ხელშეკრულების თანახმად.

ლიცენზიატი – ლიცენზიის მიმღები პირი. მხარე, რომელიც იღებს ლიცენზიარისაგან ობიექტის გამოყენებაზე უფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით. ლიცენზიატს უფლება არა აქვს გადასცეს ლიცენზია ან გასცეს ქველიცენზია. ლიცენზიის გაცემა სხვა პირზე შეიძლება სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირობას იმის თაობაზე, რომ ლიცენზიატის საქონლის ხარისხი არ იქნება ლიცენზიარის საქონლის ხარისხზე ნაკლები. ამავე ხელშეკრულებაში შეიძლება აღნიშნულ იქნეს, რომ ლიცენზიარს ეძლევა უფლება განახორციელოს კონტროლი ზემოთ აღნიშნული პირობის შესრულებაზე.

ლიცენზიით უზრუნველყოფა – ორგანიზაცია, რომელიც მართავს ქონებრივ უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე, მიღებული უფლებამოსილების თანახმად, მოსარგებლეებს წარუდგენს ლიცენზიას ნაწარმოებისა და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების შესაბამისი საშუალებით გამოყენებისათვის.

ლიცენზიის ობიექტი – სალიცენზიო ხელშეკრულებით გადაცემული უფლებები. მაგ., გამოყენების უფლება, გასაღების უფლება, წარმოების უფლება, ქველიცენზიის გაცემის უფლება, სარჩელის აღძვრის უფლება და სხვ. პირობა იმის შესახებ, რომ ლიცენზიატის საქონლის ხარისხი არ იქნება ლიცენზიარის საქონლის ხარისხზე „ნაკლები. და ლიცენზიარს შეეძლება ამ პირობის შესრულების კონტროლი და”სხვ. ლიცენზირს ობიექტებია აგრეთვე სამრეწველო საკუთრების ობიექტები.

ლიცენზიის სახეები – იხ. ლიცენზია.

ლიცენზირება – სალიცენზიო ხელშეკრულების დადების, ლიცენზიის გაცემის პროცესი. ლიცენზირებით შესაძლებელი ხდება სალიცენზიო ობიექტის გადაცემა გარკვეული დროით და გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში. სასაქონლო ნიშნის ლიცენზირება, ეს არის გამოყენების უფლების სხვა პირისათვის გადაცემა. ლიცენზირება საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს სასაქონლო ნიშანი ადრინდელი მფლობელის ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. სასაქონლო ნიშნის ლიცენზირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის გარკვეული ხარისხის გარანტიები, აგრეთვე მომხმარებლის მოტყუების თავიდან აცილების პირობები და სხვ. სასაქონლო ნიშნის გამოყენება ლიცენზიატის მიერ ითვლება ამ ნიშნის ლიცენზიარის მიერ გამოყენების ტოლფასად. სალიცენზიო ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის შესახებ რეგისტრირდება საქპატენტში. ანალოგიურია გამოგონების ლიცენზირებაც.

ლიცენცია – პოეტური, მხატვრული ხერხი, როდესაც მკაფიო პოეტური გამომსახველობის მიზნით ირღვევა ლოგიკურ-აზრობრივი, გრამატიკული ან სტილისტური ნორმა. ლექსთწყობის საყოველთაოდ მიღებული წესებისაგან გადახვევა.

ლოგოგრამა – ნიშანი, რომელიც აღნიშნავს მთლიან სიტყვას ან მის ფუძეს (მაგ. 5 – დოლარის ნაცვლად).

ლოგოგრიფი – ერთგვარი შარადა, რომელშიც ჩაფიქრებული სიტყვა იღებს სხვაგვარ მნიშვნელობას მარცვლების, ასოების გადასმით ან გამოკლებით.

ლოგოგრაფია – ნიშნების გამოყენება სიტყვების ნაცვლად.

ლოგოტიპი – სრული ან შემოკლებული საფირმო სახელწოდების სპეციალურად შემუშავებული, ორიგინალური მონახაზი.

ლოზუნგი – 1. მოკლე წინადადება, რომელიც გამოიყენება პროდუქტების ან მომსახურების რეკლამაში. თუ ლოზუნგი გადაიქცა რომელიმე საწარმოს სიმბოლოდ, მაშინ დასაშვებია მისი სასაქონლო ნიშნად გამოყენება. 2. მოკლედ გამოთქმული იდეა, ამოცანა, მოთხოვნა, მოწოდება, რომელიც აღსაქმელად და დასამახსოვრებლად ადვილია. 3. (ძვ.) პაროლი.

ლოკარნოს კავშირი – იხ. ლოკარნოს შეთანხმება.

ლოკარნოს კლასიფიკაცია – სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან: 1. კლასებისა და ქვეკლასების ჩამონათვალი, სულ 31 კლასი და 211 ქვეკლასი. 2. სამრეწველო ნიმუშის მიხედვით დამზადებული საქონლის ანბანური ჩამონათვალი დაახლოებით 6000 დასახელება. 3. განმარტებები.

ლოკარნოს შეთანხმება – შეთანხმება სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო კლასიფიკაციის (სნსკ) დაწესების შესახებ. შეთანხმება ამოქმედდა 1971 წლის 27 აპრილიდან. ამ შეთანხმებით ჩამოყალიბდა სპეციალური კავშირი (ლოკარნოს კავშირი), სადაც შედიან შეთანხმების მონაწილე ყველა ქვეყანა. შეთანხმების საფუძველზე: მონაწილე ქვეყნების სამრეწველო ნიმუშების დაცვის უწყებებმა, ნიმუშის რეგისტრაციის ოფიციალურ დოკუმენტებში და პუბლიკაციებში უნდა შეიტანონ სამრეწველო ნიმუშის შესახებ ლოკარნოს კლასიფიკაციით დაწესებული კლასები და ქვეკლასები, რომლებსაც მიეკუთვნება ესა თუ ის სამრეწველო ნიმუში. ლოკარნოს კლასიფიკაციის გამოყენება შეიძლება როგორც ძირითად, ასევე დამხმარე სისტემის სახით.

ლუბოკი – ხალხური სურათი, ადვილად გასაგები და მასობრივი გამოყენებისათვის განკუთვნილი გრაფიკული ნაწარმოები. ლ. ცნობილია XV საუკუნიდან.

ლუბოკური ლიტერატურა – იაფფასიანი, ადვილად გასაგები მასობრივი ბეჭდური გამოცემები რუსეთში 1918 წლამდე. გავრცელდა XVIII საუკუნიდან სურათთან ერთად მასზე მოთავსებული იყო ტექსტიც.

13 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - მ

▲ზევით დაბრუნება


მაგნიტოგრაფია – ჩვეულებრივ ქაღალდზე მაგნიტური ფხვნილის საშუალებით ასოების, ციფრებისა და სხვა ანაბეჭდების მიღების ხერხი. ფეროგრაფია.

მადეპონირებელი დაწესებულება – ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს მიკროორგანიზმთა შტამებისა და მათი ნიმუშების მიღებას, შენახვასა და გადაცემას.

მადრიდის შეთანხმება – შეთანხმება რომელიც ეხება მზა პროდუქტზე ყალბი, ან შეცდომაში შემყვანი წარმოშობის მაჩვენებელი აღნიშვნების აღკვეთას. ხელმოწერილია ქ. მადრიდში 1891 წ. უკანასკნელად გადაისინჯა 1967 წელს.

მადრიდის ხელშეკრულება – ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ. ხელმოწერილია 1891 წლის 14 აპრილს ქ. მადრიდში, ხოლო ძალაში შევიდა 1892 წლის 15 ივნისიდან. უკანასკნელად გადაისინჯა 1979 წელს.

მადრიდის ხელშეკრულების პროტოკოლი – სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ მადრიდის ხელშეკრულების პროტოკოლი მიღებულ იქნა სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის სისტემაში ახალი ელემენტების შემოღებასთან დაკავშირებით. ეს ელემენტები აღმოფხვრის იმ სირთულეებს, რაც მადრიდის ხელშეკრულებასთან ცალკეული ქვეყნების მიერთების საკითხთანაა დაკავშირებული. მადრიდის პროტოკოლი მოქმედებს, როგორც მადრიდის ხელშეკრულების დამატება. იგი მიღებულ იქნა ქ. მადრიდში 1989 წლის 28 ივნისს.

მაესტოზო – დიდებული, საზეიმო ხასიათის შესრულების აღნიშვნა მუსიკაში.

მავზოლეუმი – მონუმენტური სამარხი ნაგებობა. იგი შეიძლება შეეხამოს ტრიბუნას, რითაც მავზოლეუმის მონუმენტურ არქიტექტურას საზოგადოებრივი მნიშვნელობა ენიჭება.

მათემატიკური ფორმულები – გამოგონების აღწერილობაში და ფორმულაში შეიძლება მათემატიკური გამოსახულებების (ფორმულების) და სიმბოლოების გამოყენება, მისი ჩაწერის ფორმა შეზღუდული არაა. მათემატიკურ ფორმულაში შემავალი ყველა ასოითი აღნიშვნა განიმარტება.

მაიოლიკა – გამომწვარი ფერადი თიხისაგან დამზადებული მსხვილნასვრეტოვანი კეცის მოჭიქული ნაკეთობები, რომელთაც ახასიათებს ფორმათა მასიურობა, კონტრასტული ფერადოვნება.

მაკეტი – 1. ნაკეთობის ნიმუში შემცირებული ზომის; მოდელი. წიგნის ან ჟურნალის წინასწარი ნიმუში, საცდელი ეგზემპლარი. 3. გაზეთის მასალების გვერდობრივი განლაგების სქემა.

მაკეტის ფოტოსურათი –- იხ. ნაკეთობის ფოტოსურათი.

მამკვიდრებელი – გარდაცვლილი პირი, რომლის ქონება გადადის სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) კანონით, ანდერძით ან ორივეთი.

მანდატი – წერილობითი უფლებამოსილება (რწმუნება), რომელსაც ერთი პირი – მანდატორი გადასცემს მეორე პირს – მანდატარს, მისი სახელით მოქმედების მიზნით.

მანეჟი – 1. მართკუთხა ან მრგვალი შენობა, რომელსაც არა აქვს შიგა ტიხრები. 2. მრგვალი მოედანი ცირკის შუაგულში, რომელზეც წარმოდგენა იმართება. 3. სპორტული დარბაზი, რომელიც გათვალისწინებულია წვრთნისა და შეჯიბრებისათვის.

მანერა – 1. ჩვევა; მოქმედების ქცევის თავისებურება. 2. საზოგადოებაში თავის დაჭერის წესი. 3. რომელიმე ავტორის, ვისიმე შემოქმედების თავისებურებათა ერთობლიობა, სტილი.

მანუსკრიპტი – მხატვრულად გაფორმებული ძველი ხელნაწერი.

მანქანური თარგმნა – ავტომატური თარგმნა. ტექსტის თარგმნა ერთი ენიდან მეორე ენაზე კომპიუტერის საშუალებით.

მარინისტიკა – ფერწერის დარგი. ზღვის ხედის, პეიზაჟის ხატვა.

მარკაშის ფორმულა – ფორმულა, რომელიც მხოლოდ ქიმიის სფეროში გამოიყენება. მასში მიეთითება იმ ნივთიერებათა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ განსაზღვრული ნიშან-თვისებები, რომლებშიც შედის ნივთიერება ასეთი ჯგუფის შემადგენელ ნაწილად.

მარკეტინგი – დინამიკური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს ან ფირმის საქმიანობის მართვის საბაზრო ორიენტაციას. მხედველობაში იღებს მომხმარებლის რეალურ მოთხოვნასა და საწარმოს შესაძლებლობებს აწარმოოს და გაასაღოს პროდუქცია, რაც საწარმოს საშუალებას აძლევს მიიღოს მაქსიმალური მოგება დროის ხანგრძლივ პერიოდში.

მარკეტინგის სპეციალური მეთოდები – იხ. გასაღების სტიმულირება.

მარკეტინგის ფუნქციები – მარკეტინგის ფუნქციებია: შესყიდვა, გაყიდვა და გასაღება, გაყიდვისათვის ხელის შეწყობა, რეკლამა, ტრანსპორტირება, სტანდარტიზაცია, მარკეტინგული ფინანსირება, კეთილგანწყობის მოპოვება, რისკის გაწევა, გაყიდვამდე და გაყიდვის შემდგომი მომსახურება და სხვა აუცილებელი ქმედებები, რომელთა განხორციელებაც განაპირობებს საქონლის და/ან მომსახურების მომხმარებლამდე დაყვანას.

მარკირება – ნიშანდება. იხ. დატანა. მარჟა – პროცენტი, რომელიც უნდა დაემატოს საქონლის ღირებულებას, რომ მივიღოთ მისი გასაყიდი ფასი.

მარტივი ლიცენზია – ლიცენზიის ისეთი სახე, როდესაც ლიცენზიარი გადასცემს ლიცენზიატს უფლებას ობიექტის გამოყენების შესახებ, სხვა პირებისათვის ლიცენზიის გადაცემის შენარჩუნების უფლებით. მარტივი ლიცენზია უტოვებს ლიცენზიარს სამრეწველო საკუთრების ობიექტიდან გამომდინარე ყველა უფლებას.

მარტივი პირობა – გარანტია, რომელსაც ერთი პირი აძლევს მეორეს და აქეზებს მას, რათა დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან.

მარტივი წერილობითი გარიგება – მარტივი წერილობითი ფორმის არსებობისას გარიგების ნამდვილობისათვის საკმარისია გარიგებაში მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

მარში – 1. მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც აქვს ენერგიული მკაფიო რიტმი, მკაცრი, ზომიერი ტემპი. 2. მწყობრი ნაბიჯით, რიტმული სვლა.

მარცვლოვანი დამწერლობა – იხ. სილაბური დამწერლობა.

მარწმუნებელი – პირი რომელიც გასცემს მინდობილობას და რომლის სახელითაც მოქმედებს რწმუნებული (პატენტრწმუნებული). პრინციპალი.

მასალის აღმნიშვნელი ნიშნები – არსებითი ნიშნების ჯგუფი, რომელიც არის: მოწყობილობისთვის – ელემენტების, კვანძების, დეტალების მასალის კონკრეტული დახასიათება; ხერხისთვის – ოპერაციებში და ილეთებში გამოყენებული მასალის დახასიათება; ნივთიერებისათვის – ინგრედიენტების, კომპონენტების დახასიათება.

მასმედია – იხ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

მასობრივი ინფორმაცია – იხ. საჯარო ინფორმაცია.

მასობრივი ინფორმაციის კომერციული საშუალება – მასობრივი ინფორმაციის საშუალება, რომლის შემოსავალს ძირითადად წარმოადგენს. საკუთარი შესაძლებლობების (ადგილი და დრო საინფორმაციო საშუალებებში) და პროდუქციის გაყიდვით მიღებული სახსრები.

მასობრივი ინფორმაციის საზოგადოებრივი საშუალება – მასობრივი ინფორმაციის საშუალება, რომლის შემოსავალს ძირითადად წარმოადგენს, მოსახლეობისაგან აკრეფილი თანხებიდა რომელსაც მართავს საჯარო ინფორმაციაში დაინტერესებულ მხარეთა მაკოორდინირებელი ორგანო. იგი მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს საზოგადოების შემეცნებითი, კულტურული და სხვა ისეთი ინტერესები, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის კომერციულ საშუალებათა საქმიანობის მიღმა რჩება.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემა – ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სახეების მთელი ერთობლიობა, მათი ფორმირების, ფუნქციებისა და კოორდინირების მექანიზმები.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები – საჯარო ინფორმაციის გამავრცელებელი მატერიალური ერთეული (გაზეთი, ჟურნალი, რადიო ან ტელემაუწყებლობა და ა. შრ.), რომლის ინფორმაციასაც აქვს ერთიანი სტრუქტურა, დასახელება და რომელთა საშუალებითაც ხდება ურთიერთობის დამყარება საზოგადოების (მოსახლეობის) ფართო ფენებთან. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებად არ ითვლება საარჩევნო ბიულეტენები, ფორმულარები, კატალოგები, სარეკლამო ბროშურები, პროკლამაციები, საოჯახო შეტყობინებები, კომერციული წლიური და ადმინისტრაციული ანგარიშები, კომერციული, ტრანსპორტის ან სხვა სახის ცნობარები, საინფორმაციო ფორმები, რომლებიც ადამიანთა განსაზღვრული წრისათვის არის გამიზნული. მასობრივი წარმოების დიდი რაოდენობით იდენტური საქონლის გამოშვება, რომელიც როგორც წესი არ საჭიროებს ინდივიდუალურ ოსტატობას (ცოდნას, უნარს).

მატერიალური აქტივები – ფიზიკურად არსებული ობიექტები, მაგ., მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანები, ნაღდი ფული, აქციები და სხვ.

მატერიალური ზიანის ანაზღაურება – მიყენებული მატერიალური ხასიათის ზიანის (მოგების დაკარგვის, ბაზარზე მოსარჩელის დეზორგანიზაციის და სხვ.) ანაზღაურება, სამოქალაქო–სამართლებრივი სანქციების საშუალებით.

მატერიალური სამყაროს თვისება – სამეცნიერო აღმოჩენის ობიექტი; აქამდე შეუცნობი და ობიექტურად არსებული მატერიალური სამყაროს თვისობრივი მხარე, რომელსაც ძირეული ცვლილება შეაქვს შემეცნების დონეში.

მატერიალური სამყაროს კანონზომიერება – სამეცნიერო აღმოჩენის ობიექტი; მატერიალური სამყაროს მოვლენებსა და თვისებებს შორის მყარი ურთიერთკავშირის გამოვლინება, რომელსაც ძირეული ცვლილებები შეაქვს შემეცნების დონეში.

მატერიალური სამყაროს მოვლენა – სამეცნიერო აღმოჩენის ობიექტი; მატერიალური სამყაროს (ბუნების) ობიექტის შინაარსის გამოვლინების ფორმა, რომელიც აქამდე ობიექტურად არსებობდა და უცნობი იყო, ხოლო ამ ობიექტის შინაარსის აღმოჩენით მოხდა ძირეული (ცვლილება შემეცნების დონეში.

მატრიცა – 1. სამსხმელო ფორმის ძელაკის სახის საცვლელი ელემენტი, რომელსაც აქვს ასოს ან ნიშნის ჩაღრმავებული ან ფოტოგრაფიული გამოსახულება. 2. საბეჭდი ფორმის, სტერეოტიპული პირების მისაღები, რელიეფური საბეჭდი ფორმიდან პლასტიკურ მასალაზე გადატანილი ანაბეჭდი. 3. (მათ.) სტრიქონისა და სვეტის მქონე რიცხვთა ცხრილი.

მაუწყებლობა – იხ. ტელე(რადიო)მაუწყებლობა.

მაუწყებლობითი ლიცენზია – თარგმანთა ლიცენზიების სისტემაში შემავალი ლიცენზიის ერთ-ერთი სახე, რომელიც ეხება მხოლოდ. იმ თარგმანებს, რომლებიც სპეციალურად მაუწყებლობისთვისაა შესრულებული.

მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა – გადაცემა ჩაითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემად, როდესაც შექმნილია თვით საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ, ან მისი შეკვეთითა და მისივე სახსრებით, სხვა ორგანიზაციის მიერ.

მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემების და ჩანაწერების გამოყენება თანხმობისა და გასამრჯელოს გარეშე – იხ. მომიჯნავე უფლებათა ობიექტების თავისუფალი გამოყენება.

მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლება – მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით. იხ. გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება.

მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ მოკლევადიანი ჩაწერა – იხ. ფონოგრამით მოკლევადიანი სარგებლობის უფლება.

მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლებათა მოქმედების ვადა – საეთერო (საკაბელო) მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ასეთი ორგანიზაციის მიერ ეთერში (კაბელით) პირველად გადაცემის განხორციელების შემდეგ. ვადის გამოანგარიშება იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის I იანვრიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა იურიდიულ ფაქტს, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.

მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლებები – ტელე(რადიო)მაუწყებლობის ორგანიზაციები საავტორო უფლების მომიჯნავე უფლებებით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადასაცემ ნაწარმოების შემსრულებელთან და ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

მაქსიმა – ამა თუ იმ ავტორის განზოგადებული, ღრმა, ლაკონური და დახვეწილი აზრი, ლოგი კური აზროვნებისა და ზნეობრივი ქცევის სახელმძღვანელო წესი.

მაღალი დონის ენა – კომპიუტერული პროგრამების ენის ტიპი. მაგ., ბეისიკი, კობოლი, პასკალი, ფორტრანი და სხვ.

მაღალმოლეკულური ანტიბიოტიკები – ბიოტექნოლოგიური ობიექტი, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამოგონებად.

მახვილი – დიაკრიტიკული ნიშანი. ამა თუ იმ მარცვლის სხვაზე უფრო მკაფიოდ წარმოთქმა.

მაჯამა – 1. რამდენიმე ან ერთი პოეტის ლექსთა კრებული. 2. ლექსი, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა პოეტური ხერხი.

მგზავრული – ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერა, რომელსაც ახასიათებს ემოციური მელოდია, ომახიანი შესრულება, ნათელი ფაქტურა, გამოკვეთილი რიტმი.

მგოსანი – მუსიკოს-მომღერალი, მესაკრავე, პოეტი. მგოსანი ამჟამად პოეტის სინონიმია.

მედალიონი – 1. ოვალურ ან მრგვალ ჩარჩოში ჩასმული გამოსახულებიანი ან ორნამენტიანი კომპოზიცია (ნაძერწი ან ნაკვეთი რელიეფი, ფერწერა, მოზაიკა). 2. სამკაული, საიუველირო ნაკეთობა, რომელშიც მინიატურულ პორტრეტს ან რაიმე რელიქვიას ათავსებენ.

მეთოდი – იხ. ხერხი.

მეთუნეობა – გამომწვარი თიხისაგან ჭურჭლის, სათამაშოს, აგურის, კრამიტის და სხვ. დამზადება; მეთუნის საქმიანობა.

მეკობრეობა – საავტორო და საპატენტო უფლებების დარღვევა. საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში ეს ტერმინი გულისხმობს გამოქვეყნებული ნაწარმოების ან ფონოგრამისა და ვიდეოგრამის კვლავწარმოებას ნებისმიერი ფორმით საჯარო გავრცელებისათვის მოგების მისაღებად (მაგ., წიგნებიდან, ფილმებიდან ასლების გადაღება, თარგმნა და შემდგომი გასაღება მოგების მიზნით ისე, რომ ირღვევა ავტორის ან განსაკუთრებული უფლების სხვა მფლობელის უფლებები).

მეკობრული რეკლამა – იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ ცარიელ ვიტრინებზე, ბოძებზე პლაკატების ან აფიშების უკანონო გაკვრა რეკლამის გაწევის მიზნით.

მელოდეკლამაცია – საესტრადო-საკონცერტო ჟანრი. ლექსის ან პროზაული ნაწარმოების მხატვრული კითხვა.

მელოდია – სხვადასხვა სიმაღლის ბგერათა რიგი, რომელიც ორგანიზებულია რიტმისა და კილოს მეშვეობით.

მელოდიკა – 1. მოძღვრება მელოდიის შესახებ. 2. ტონის სიმაღლის ცვალებადობა, ხმის ამაღლება-დადაბლების სისტემა ლექსში. 3. ინტონაცია; მეტყველების მელოდია.

მელოდრამა – 1. მცირე ფორმის დრამატ-ული ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს მოქმედების სიმძაფრე, მოულოდნელობა, გადაჭარბებული ემოციები. 2. მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, რომელშიც მოქმედ პირთა მონოლოგებსა და დიალოგებს თან ახლავს ან ენაცვლება მუსიკა.

მელოპეა – ძვ. საბერძნეთში მელოსის, მელოდიის შექმნა, პოეტური ტექსტის სასიმღეროდ გარდაქმნა.

მელოსი – ძვ. საბერძნეთში ჰანგის, მელოდიის აღსანიშნავი ტერმინი, როგორც მუსიკის დამოუკიდებელი მელოდიური საწყისი.

მემკვიდრე – პირი, რომელზეც გადადის გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონება კანონით, ანდერძით ან ორივეთი. იხ. აგრეთვე ანდერძით და კანონით მემკვიდრე პირი, უღირსი მემკვიდრე.

მემკვიდრის უფლება – მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ ისეთი პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა, რომლებიც არ გადადის მემკვიდრეობით. თუ ავტორის მიერ მისი სიცოცხლის განმავლობაში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული,მისი პირადი უფლებებიდან მემკვიდრეებზე გადადის: 1, ნაწარმოებისათვის სხვა ავტორთა ნაწარმოებების დართვის ნებართვის უფლება (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და ა. შ.). ასეთი უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო უფლების მოქმედების ვადით. 2. უფლება გამოაქვეყნოს გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. ეს უფლება ვადით არ იზღუდება. კანონით მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადის ფარგლებში, გადადის საავტორო სამართლის კანონის ფარგლებით გათვალისწინებული ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; მისი განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.

მემორიალური ნაწარმოები – სახვითი ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება ცალკეულ პირთა ან ისტორიულ მოვლენათა ხსოვნას. მაგ., ძეგლი, პირამიდა, აკლდამა, სატრიუმფო თაღი, ტაძარი, ობელისკი და სხვ.

მემუარები – ეპიკური ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც მოთხრობილია წარსულის რეალური მოვლენები, რომელთა მონაწილე ან მხილველი თვით ავტორი იყო.

მენეჯერი – 1. ფიზიკური პირი, რომელიც ამუშავებს კონკრეტულ გეგმას, განსაზღვრავს, რა გაკეთდეს, როდის და ვის მიერ; ახორციელებს მართვის ყველა სტადიის მიხედვით სამუშაო პროცედურების ფორმირებასა და კონტროლს. 2. ხელმძღვანელი, გარკვეული სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის გასაღებასა და სრულ მარკეტინგზე პასუხისმგებელი პირი. საქონელზე პასუხისმგებელი მენეჯერები პირველად გამოჩნდნენ XX ს-ის 30-იან წლებში კომპანია „პროქტერ & გემბლში.“ 3. ანტრეპრენიორი.

მენეჯმენტი – წარმოებისა და გასაღების მართვის ხელოვნება თანამედროვე პრინციპებით, მეთოდებით, საშუალებებითა და ფორმით, მათი ეფექტურობისა და მოგების გაზრდის მიზნით.

მენუეტი – ფრანგული ცეკვა, რომელსაც საფუძვლად უდევს პუატუს პროვინციის ხალხური ცეკვა.

მეორადი მნიშვნელობა – 1. სასაქონლო ნიშანი იძენს მეორად მნიშვნელობას, თუ ხანგრძლივი და განსაკუთრებული გამოყენების შედეგად იგი ცნობილი გახდა მომხმარებელთა ფართო წრისათვის, როგორც ნიშანი დაკავშირებული კონკრეტული საქონლის მეწარმესთან. 2. სამრეწველო ნიმუშის სასაქონლო ნიშნად გადაქცევა.

მეორადი სიგნალების გამავრცელებელი ორგანო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას გადაცემის განხორციელების შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის, თანამგზავრიდან მიღებული სიგნალების გარდასახვის (გარდაქმნის) საშუალებით.

მეორადი სიგნალი – სიგნალი, რომელიც მიღებულია შუალედური ჩაწერით ან მის გარეშე გამოსხივებული სიგნალის ტექნიკური თვისებების გარდაქმნით.

მესა – მუსიკალური გუნდური ნაწარმოები შექმნილი ღვთისმსახურების ტექსტზე, ასრულებენ ჩვეულებრივ წირვის დროს, ორგანისა და ორკესტრის თანხლებით.

მესამე პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფო, რომელიც თავისი უფლებების ან ინტერესების დასაცავად ებმება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დავის გადაწყვეტაში. მესამე პირები არიან აგრეთვე პირები, რომლებიც: ა) არ არიან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორები. ბ) წარმოადგენენ მომავალი გარიგების მხარეს. გ) არ წარმოადგენენ გარიგების მხარეს, მაგრამ გარიგება შეიძლება დაიდოს მათ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ (ე- ი. გარიგება შეიძლება შეეხოს მათ ინჯტერესებს).

მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გამოყენება – მესამე პირის მიერ საქონელზე ჩატარებული კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კვლევის ჩამტარებელი პირის აშკარად გამოხატული თანხმობის არსებობის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეკლამის გამომშვები პასუხს აგებს ასეთ გამოკვლევაზე დაფუძნებულ ყოველ სარეკლამო განცხადებაზე.

მესოსტიქი – ლექსის მთლიანობიდან ცალკე სიტყვების მეშვეობით ახალი ლექსის გამოსახვის ხერხი.

მესტვირული პოეზია – ხალხური პოეზიის სახე, როდესაც მოკლე სასიმღერო ლექსი გუდასტვირზე სრულდება.

მეტა – გარიგების პირობა, რომლის თანახმადაც გარიგების მხარეები შუაზე იყოფენ მოგებასა და ზარალს.

მეტაფონია – იხ. უმლაუტი.

მეტაფორა – 1. მსგავსების საფუძველზე ერთი საგნის ნიშნების მეორეზე გადატანა მისი გამოხატვისა და დახასიათების მიზნით. 2. საგნის (მოვლენის) სახელდების მიზნით სიტყვის ხმარება მის ძირითად მნიშვნელობასთან ამ საგნის ზოგადი მსგავსების საფუძველზე.

მეტაფრაზი – 1. ლიტერატურული ტექსტის შინაარსის სხვა სიტყვით გადმოცემა. მაგ. ლექსის – პროზად. 2. ერთი ენიდან მეორეზე სიტყვასიტყვითი თარგმნით მიღებული ფრაზა.

მეტაფრასი – ჰაგიოგრაფიული მწერლობის ჟანრი, რომელიც გულისხმობს ისეთი სახის თხზულებას, რომელიც შეცვლილია თავის ადრინდელ ვარიანტთან შედარებით.

მეტაფრასტი – 1. ლიტერატურული ტექსტის სიტყვა-სიტყვით გადმომცემი, მთარგმნელი. 2. კომენტატორი.

მეტონიმია – მოვლენის, ცნების ან საგნის ერთი სახელწოდების მეორით შეცვლა მათი სიახლოვის (მეზობლობის) შედეგად.

მეტრანპაჟი – სტამბის მუშა, რომელიც ანაწყობს გვერდებად კრავს, დამკაბადონებელი.

მეტრი – 1. საზომი, რომლითაც იწერება ლექსის რამდენიმე ტაეპი. 2. სიგრძის საზომი ერთეული.

მეტრიკა – პოეტიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ძირითადი რიტმული ნორმების აგებულებას.

მეტროლოგია – მეცნიერება წონათა და ზომათა შესახებ. მისი საგანი დიდი ხნის განმავლობაში მყარად იყო დაკავშირებული კომერციასთან და ვაჭრობასთან.

მეტრული ლექსთწყობა – სალექსო სისტემა დაფუძნებული ძლიერ და სუსტ მარცვალთა კანონზომიერ მონაცვლეობაზე.

მეურნე სუბიექტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

მეფე ელისაბედის სტატუტი – პირველი საპატენტო კანონი, რომელიც მეფე ელისაბედ I -ს დროს მიიღო ინგლისმა 1628 წელს.

მექანიკურ კვლავწარმოებაზე უფლება – ავტორის უფლება ლიტერატურის, დრამატული ან მუსიკალური ნაწარმოების კვლავწარმოებაზე (ფონოგრამის ან აუდიოვიზუალური ჩაწერის სახით), რომელიც შესრულებულია მექანიკური საშუალებებით, ამ სიტყვის ფართო გაგებით, მათ შორის ელექტროაკუსტიკური და ელექტრონული საშუალებებით.

მეცნიერება – ადამიანის მოღვაწეობის სფერო, რომლის ფუნქციაა სინამდვილის მოვლენების, პროცესების, არსებისა და კანონების შესახებ ობიექტური, ჭეშმარიტი ცოდნის სისტემატიზაცია.

მეცნიერული შრომა – იხ. სამეცნიერო ნაწარმოები.

მეწარმე – ბიზნესმენი რომელიც ორგანიზაციას უწევს და ახორციელებს გაბედულ, რთულ და მნიშვნელოვან საქმიან წამოწყებას. პირი, რომელიც ფლობს და უძღვება სამრეწველო ან სავაჭრო საწარმოს.

მეწარმე სუბიექტი – იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, განურჩევლად საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა და საქმიანობის ხასიათისა.

მზა პროდუქცია – საწარმოს პროდუქცია, რომელიც განკუთვნილია რეალიზაციისათვის. მზა პროდუქცია დასრულებული სახის უნდა იყოს; დაკომპლექტდეს სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად, უნდა მიეცეს პასპორტი, სერტიფიკატი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის ხარისხიანობას, ადგილწარმოშობასა და სხვ.

მზარდი ბაზარი – ბაზარი, რომელსაც გააჩნია საქონლის რეალიზაციის გაზრდის რეალური შესაძლებლობები.

მთავარი აგენტი – აგენტი, რომელსაც აქვს მისი მარწმუნებლისაგან უფლებამოსილება აწარმოოს მისი ყველა საქმიანობა რომელიმე განსახღვრულ სფეროში, მაგ., პატენტრწმუნებული.

მთარგმნელი – ერთი ენიდან მეორეზე ნაწარმოების ტექსტის გადამტანი პირი.

მთარგმნელის საავტორო უფლება – მთარგმნელს აქვს საავტორო უფლება ნათარგმნზე. მთარგმნელმა უნდა დაიცვას ნათარგმნი ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება. მთარგმნელის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს თარგმნონ იგივე ნაწარმოები. იხ. გადამუშავებულ ნაწარმოებზე ' საავტორო უფლება.

მთლიანი ლიცენზია – იხ. სრული ლიცენზია.

მიდევნების უფლება – სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალის პირველად გასხვისების შემდეგ, ასეთი სახვითი ხელოვნების ნაწარმოების საჯაროდ გაყიდვის (აუქციონის, სამხატვრო სალონის, სახვითი ხელოვნების გალერეის, მაღაზიისა და სხვ. საშუალებებით) ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ავტორს ან მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ მიიღონ ჰონორარი გამყიდველისაგან, გასაყიდი ფასის 5 პროცენტის ოდენობით. ამ უფლების გასხვისება არ დაიშვება ავტორის სიცოცხლის განმავლობაში და კანონის ან ანდერძის ძალით გადადის მხოლოდ და მხოლოდ მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადით.

მიზანსცენა – მსახიობთა და დეკორაციების განლაგება სცენაზე სპექტაკლის ამა თუ იმ მომენტში.

მითი – ეპოსის სახე, უძველესი ხალხური თქმულება სამყაროს შექმნაზე, სიცოცხლის წარმოშობაზე, ღმერთებსა და გმირებზე.

მითითება – ნებისმიერი აღნიშვნა, სიმბოლო ან საშუალება, რომელიც ინფორმაციას აძლევს მომხმარებელს საქონლის ან მომსახურების გარკვეული კომერციული წარმოშობის შესახებ, მაშინაც კი თუ ეს წარმოშობა უცნობია. მითითება შეიძლება იყოს: ორი ან სამგანზომილებიანი აღნიშვნები, დევიზი, შეფუთვა, ფერი, მელოდია და ა. შ. იხ. დასესხების წყაროზე მითითება.

მითითებაზე უფლება – პირის უფლება, მოხსენიებული იქნეს საკუთარი გამოგონების პატენტში, ნაწარმოებში, მიღწევაში, შედეგში და ა. შ.

მითოლოგია – 1. ძველი ხალხური წარმოდგენები სამყაროზე, ღმერთებზე, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ზეპირსიტყვიერი სიუჟეტების სახით. 2. მითების შემსწავლელი მეცნიერება.

მიკროორგანიზმები – მიკროსკოპული, ძირითადად ერთუჯრედიანი, ცოცხალი ორგანიზმების დიდი ჯგუფი, რომელთაც მცენარეებსა და ცხოველებზე დაბალორგანიზებულები არიან და მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

მიკროორგანიზმთა ინდივიდუალური შტამები – ტრადიციულ მიკროორგანიზმთა შტამები (რიკეტსიები, ბაქტერიები, მიკროსკოპული სოკოები, საფუარები); ადამიანის მიერ მიღებული მიკროორგანიზმთა შტამები (მაკროწყალმცენარეების კულტივირებული სომატური უჯრედები, მაკროსკოპული სოკოების სომატური სტრუქტურები და ა. შ.); ჰიბრიდულ მიკროორგანიზმთა შტამები; რეკომბინანტული ღნმ(რნმ)-ის მატარებელი შტამები: ორგანიზმთა შტამები რომლებიც ექვემდებარებიან მიკროორგანიზმების განმარტებას (უმარტივესები, მიკროსკოპული წყალმცენარეები, მიკროსკოპული ცხოველები და მისთ.). მიკროორგანიზმთა ინდივიდუალურ შტამებს, როგორც გამოგონების ობიექტს თან უნდა ახლდეს: კულტურალურ-მორფოლოგიური, ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური, კარიოლოგიური, მარკერული, ბიოტექნოლოგიური, კონტამინირების, მშობელ და სხვა შტამთა დახასიათებები.

მიკროორგანიზმთა კონსორციუმები – მიკროორგანიზმთა შერეული შტამები და მიკროორგანიზმთა ასოციაციები. მიკროორგანიზმთა კონსორციუმების დასახასიათებლად დამატებით, ინდივიდუალური შტამების ნიშნებად გამოიყენება შემდეგი: წარმოშობა, ადაპტაციისა და სელექციის პირობები და ფაქტორი, ტაქსონომიური შემადგენლობა, ინდივიდუალური კომპონენტების კულტურალურ-მორფოლოგიური და ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური ნიშნები, კონსორციუმის ტიპი და ფიზიოლოგიური თავისებურებანი.

მიკროორგანიზმის შტამზე ფორმულა – მიკროორგანიზმის შტამზე, ,_ მცენარეთა და ცხოველთა ქსოვილების კულტურებზე ფორმულა წარმოადგენს გარკვეული წესით შედგენილი შტამისა და მისი თვისებების მოკლე აღწერილობას.

მიკროორგანიზმის შტამი – იმ უჯრედთა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ საერთო წარმოშობა და ხასიათდებიან ერთი და იგივე მდგრადი ნიშნით. მიკროორგანიზმთა შტამი არის დაპატენტების ობიექტი. მიკროორგანიზმთა შტამებს მიეკუთვნება მიკროორგანიზმთა ინდივიდუალური შტამები და მიკროორგანიზმთა კონსორციუმები.

მიკროორგანიზმთა შტამის განხორციელებადობის დადასტურება –იმ გამოგონების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც შეეხება მიკროორგანიზმთა შტამს, უჯრედთა კულტურებს ან ხერხებს, რომელშიც ისინი გამოიყენება დასტურდება იმაზე მითითებით, თუ როგორ ან სად შეიძლება იყოს მიღებული სათანადო შტამი. შტამის მიღების შესაძლებლობის დადასტურებას წარმოადგენს განაცხადზე დართული დეპონირების დოკუმენტი, შტამის წარმოშობის ნომენკლატურული მონაცემები და შტამის წარმოშობა, ფერმენტაციის დრო, ბიოსინთეზის დახასიათება სასარგებლო (მიზნობრივ) პროდუქტებში, შტამის აქტივობის დონე და სხვ. მიკროორგანიზმთა, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურების კონსორციუმებისათვის, უნდა მიეთითოს კომპონენტების არსებობის შემოწმების მეთოდი, გამოყოფის მეთოდი (სელექცია), კონსორციუმის სტაბილურობა ხანგრძლივი კულტივირებისას, მდგრადობა უცხო მიკრობებით დასნებოვნებისადმი.

მიკროორგანიზმთა შტამის დეპონირება – მიკროორგანიზმთა შტამის გადაცემა და რეგისტრაცია მიკროორგანიზმების რომელიმე ოფიციალური კოლექციისათვის შენახვისა და ნიმუშის გაცემის მიზნით.

მიკროსქემა – იხ. ინტეგრალური მიკროსქემა.

მიკროფილმი – შემცირებული მასშტაბის ფოტოასლი, რომელიც მზადდება ძირითადად ბიბლიოთეკებსა და არქივებში და განკუთვნილია წიგნების, სტატიების ან სხვა დოკუმენტების კვლავწარმოებისათვის, მათი შენახვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნით.

მიკროფორმა – გვარეობითი ცნების აღმნიშვნელი ტერმინი ისირეპატის დოკუმენტებში, რომელიც გულისხმობს ყველა იმ მატარებლების განზოგადებას, რომელზეც ჩაწერილია ფოტოგრაფიული გამოსახულება. მიკროფორმად მიიჩნევა აგრეთვე ფირის მონაჭერი, მიკროფიშები და სხვ.

მიმართვა – ოფიციალური გამოსვლა განსაკუთრებული შემთხვევის გამო. საავტორო სამართალში საჯარო გამოსვლის დაცვა შეზღუდულია გამოსვლის გამოქვეყნების უფლებით მსგავსი ნაწარმოებების კრებულებში.

მიმეოგრაფი – ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ნაწერი ტექსტის მცირე რაოდენობის ანაბეჭდის მისაღებად.

მიმი – 1. ძვ. საბერძნეთსა და რომში სახალხო წარმოდგენა, რომელიც აერთიანებდა დიალოგს, სიმღერასა და ცეკვას. 2. ასეთი წარმოდგენის მსახიობი. ამჟამად პანტომიმის შემსრულებელი მსახიობი.

მიმიკა – გრძნობების, განცდების გამოხატვის ხელოვნება სახის კუნთების სათანადო მოძრაობით.

მიმოდრამა – იგივეა, რაც პანტომიმა.

მიმოხილვა – იხ. გადამუშავებული ნაწარმოები.

მინანქარი – მტკიცე მინისმაგვარი საფარი, რომლითაც ფარავენ ნაკეთობის ზედაპირს.

მინდობილი მართვა – ხელშეკრულება პირზე (პირებზე) საკუთრების გადაცემის შესახებ რომელიც (რომლებიც) მართავს მას ბენეფიციარის სასარგებლოდ.

მინდობილობა – ხელშეკრულების ნაირსახეობა, რომლითაც მარწმუნებელი თავისი სახელითა და ხარჯზე ავალდებულებს რწმუნებულს შეასრულოს გარკვეული დავალება. უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. სამრეწველო საკუთრების ამა თუ იმ ობიექტზე გაცემული რწმუნება განმცხადებლის (მარწმუნებლის) მიერ, წარმომადგენლის ან პატენტრწმუნებულის სახელზე, რათა აწარმოოს განცხადებულ ობიექტზე საქმიანობა. მინდობილობაში დეტალურად და მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული წარმომადგენლის ან პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებათა ფარგალი. მინდობილობა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, დადგენილი ფორმის ბლანკზე. მასში აღნიშნული უნდა იყოს მარწმუნებლის სახელი, მისამართი, მინდობილობის გაცემის თარიღი, ადგილი (ქვეყნის ჩათვლით) და მოქმედების ვადა. იგი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს მარწმუნებლის მიერ. ორენოვანი მინდობილობის ტექსტი უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური. უცხო ენაზე წარდგენილი მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც იგი გაიცა. მას თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

მინდობილობის გაცემა – მინდობილობა გაიცემა ნების გამოვლენით რწმუნებულის (პატენტრწმუნებულის) ან იმ მესამე პირის მიმართ, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.

მინიატურა – მცირე (პატარა) ფორმის ან ზომის სურათი, პორტრეტი, ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოები.

მინიატურისტი – მინიატურების მხატვარი; მინიატურების მწერალი.

მიტოვებული პატენტი – პატენტი, რომელიც არ მოქმედებს, მასზე უარის თქმის გამო.

მიუღებელი შემოსავალი – შემოსავალი, რომელიც უნდა მიეღო მხარეს ვალდებულების პირობების შესრულების დროს.

მიწვევის გარეშე მისვლა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტი, როდესაც მომხმარებელთან მიაქვთ ის საქონელი, რომელიც მას არ შეუკვეთია და საქონლის უკან დაბრუნების გადავიწყების გამო იგი იძულებულია შეისყიდოს იგი. ეს აქტი არ ჩაითვლება არა კეთილსინდისიერ კონკურენციად, თუ ადგილი არა აქვს ტყუილს და გადაჭარბებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მომხმარებელზე. იხ. აგრეთვე დაძალებული რეკლამა.

მოგების გამოანგარიშება – იურიდიული დაცვის საშუალება, რომელიც გამოიყენება განსაზღვრულ პირობებში ზიანის მიყენების დროს. იგი გამოიყენება, მაგ. საავტორო ან სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების დარღვევის დროს. პირი, რომლის საავტორო უფლებებიც იქნა დარღვეული წარადგენს სასამართლო სარჩელს დამრღვევის წინააღმდეგ, იმ თანხის გადახდის მოთხოვნით, რომელიც ტოლია მოპასუხის მიერ საავტორო უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლისა.

მოგზაურობანი – მხატვრული ლიტერატურის ჟანრი. აგრეთვე სამეცნიერო ლიტერატურის სახეობა, ნაწარმოები რომლებშიც მოთხრობილია ნამდვილი ან არანამდვილი მოგზაურობების შესახებ.

მოდელი – 1. ნიმუში, რომელიც გამოიყენება როგორც ეტალონი. 2. ნაკეთობა, რომელიც გამოიყენება როგორც ყალიბი სხვა მასალაში აღწარმოებისათვის 3 მოწყობილობა,. რომელიც რაიმე ობიექტის შემცირებული კვლავწარმოებაა ან რომელიმე მოწყობილობის იმიტაციაა. 4. მხატვრის ნატურა. 5. საავტორო სამართლებრივ კანონმდებლობაში – მატერიალური ფორმით გამოხატული ხელოვნების ნაწარმოების კონსტრუქცია ან განსაკუთრებული გარეგნული სახის ნაკეთობა. 6. სამრეწველო ნიმუში. მოდის ხელოვნების ნაწარმოები – იხ. საავტორო უფლების ობიექტები.

მოდიფიკაცია (მოდიფიცირება) – რაიმე საგნის იმგვარი სახეცვლილება, რომელიც მის- არსს არ ეხება. ამგვარი სახეცვლილებით (ე. ი. არსის შეუცვლელად) მიღებული საგანი.

მოზაიკა - მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც წარმოადგენს წვრილად დამტვრეული ფერადი ქვისაგან, სმალტისაგან, კერამიკული ფილებისაგან შესრულებულ გამოსახულებას.

მოთხრობა – საშუალო ზომის პროზაული ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს სიუჟეტის სიმარტივე, მოქმედი პირების სიმცირე და ამბის განვითარების სიჩქარე.

მოკლევადიანი პატენტი – სასარგებლო მოდელის პატენტი; შემოტანილი პატენტი; გამაფრთხილებელი პატენტი.

მოკლევადიანი ჩაწერა საეთერო მაუწყებლობის მიერ – საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციას შეუძლია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის დამატებითი ჰონორარის გადახდის გარეშე, მოკლევადიანი სარგებლობისათვის ჩაწეროს ის ნაწარმოები, რომლის მიმართაც ამ ორგანიზაციამ მიიღო ეთერში გადაცემის უფლება შემდეგი პირობების დაცვით: ა) საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ჩანაწერის დამზადება საკუთარი მოწყობილობს მეშვეობით საკუთარი გადაცემისათვის. ბ) ასეთი ჩანაწერის განადგურება დამზადებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, თუ უფრო ხანგრძლივი ვადა არ იყო შეთანხმებული ჩაწერილი ნაწარმოების ავტორთან. ასეთი ჩანაწერი ნაწარმოების ავტორის თანხმობის გარეშე შეიძლება შენახულ იქნეს ოფიციალურ არქივში, თუ ჩანაწერი მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტური ხასიათისაა. იხ. ფონოგრამით მოკლევადიანი სარგებლობის უფლება.

მოლეკულურ-გენეტიკური სტრუქტურა – ბიოტექნოლოგიური ობიექტი, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამოგონებად.

მომაბეზრებელი სატელეფონო ზარები – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტი, როდესაც გამოიყენება მომხმარებლის გამოუცდელობა და პირად ცხოვრებაში შეჭრა, საქონლის ან მომსახურების რეკლამირების ან გასაღების მიზნით. იხ. აგრეთვე დაძალებული რეკლამა.

მომიჯნავე უფლებათა დამრღვევი – იხ. საავტორო უფლებათა დამრღვევი.

მომიჯნავე უფლებათა დარღვევა – იხ. საავტორო უფლების დარღვევა.

მომიჯნავე უფლებათა დაცვის ნიშანი – მომიჯნავე უფლებათა წარმოშობისა და განხორციელებისათვის არ არის სავალდებულო რაიმე ფორმალობათა დაცვა. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებელს ან შემსრულებელს თავისი უფლების გაცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს მომიჯნავე უფლებათა დაცვის ნიშანი, რომელიც მოთავსდება ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ყოველ ეგზემპლარზე და/ან მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან: ლათინური ასო P ჩახაზული წრეწირში; მომიჯნავე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სახელი (სახელწოდება); ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი გამოცემის წელი.

მომიჯნავე უფლებათა დაცვის უფლება – იხ. საავტორო უფლებათა დაცვის უფლება.

მომიჯნავე უფლებათა ობიექტების თავისუფალი გამოყენება – შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებისა და მათი ჩანაწერების გამოყენება დასაშვებია შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შემდეგ შემთხვევებში: ა) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებიდან მოკლე ნაწყვეტების ფორმით ციტირებისას, თუკი ასეთი ციტირება ხორციელდება სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის იმ მოცულობით, რაც განსაზღვრულია დასახული მიზნით. ბ) სწავლებისას ან მეცნიერული გამოკვლევებისას მოკლე ნაწყვეტების, ილუსტრაციის სახით იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია დასახული მიზნით. გ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში. დ) სხვა შემთხვევებში რომლებიც დადგენილია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების ავტორთა ქონებრივ უფლებათა შეზღუდვებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დაშვებულია ფიზიკურ პირთა მიერ შესრულების, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებისა და მათი ჩანაწერების გამოყენება, აგრეთვე პირადი სარგებლობის მიზნით ფონოგრამებისა და ვიდეოგრამების კვლავწარმოება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე, ოღონდ გასამრჯელოს გადახდის პირობით. იხ. აგრეთვე მოკლევადიანი ჩაწერა საეთერო მაუწყებლობის მიერ.

მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები – შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები.

მომიჯნავე უფლებები – საავტორო უფლებებთან – ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებული, პირად არაქონებრივ და ქონებრივ საავტორო უფლებებთან მომიჯნავე (მოსაზღვრე) უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია შემსრულებლებთან, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლებთან და მაუწყებლობის ორგანიზაციებთან. მომიჯნავე უფლებები არ აბრკოლებს საავტორო უფლებათა დაცვას. ეს უფლებები ხორციელდება საავტორო უფლებების პატივისცემისა და დაცვის გზით.

მომსახურება – შრომის, კონსულტაციების, მმართველობის ხელოვნების ფორმით გამოხატული ეკონომიკური სიკეთე (კეთილდღეობა), სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც მიმართულია სხვა პირის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მომსახურება შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის: სამეცნიერო-ტექნიკური, საყოფაცხოვრებო, სამომხმარებლო (რესტორნების მუშაობა და ა. შ.), კომერციული (საბანკო საქმე, დაზღვევა, სატრანსპორტო გადაზიდვა და ა. შ.), პროფესიული ხასიათის (კონსულტაციები, ექიმების, იურისტების სამუშაო და ა. შ.) და სხვა.

მომსახურების ნიშანი – რეგისტრირებული ან ფაქტიურად გამოყენებული ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საწარმოს მომსახურების (სერვისის), სხვა საწარმოს მსგავსი მომსახურებისაგან (სერვისისაგან) განსხვავებისათვის. მაგ., ავტომობილების გაქირავება, მოგზაურობათა ორგანიზება და სხვ. პარიზის კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კონვენციის მონაწილე ქვეყნები მომსახურების ნიშნის დაცვის გარანტიას იძლევიან, მაგრამ არ არიან ვალდებული მოახდინონ მათი რეგისტრაცია. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მომსახურების ნიშნის დაცვა ხორციელდება სასაქონლო ნიშნის დაცვის ანალოგიურად. რეგისტრირებული მომსახურების ნიშანი, სასაქონლო ნიშნის მსგავსად აღინიშნება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული სიმბოლოთი – ®), ხოლო არარეგისტირებული მომსახურების ნიშანი კი – sm.

მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაცია – იხ. ნიცის შეთანხმება.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა – მომხმარებელთა იურიდიული უფლებების დაცვა. საქართველოში, 1996 წლიდან მოქმედებს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. მომხმარებელი – ცალკეული ადამიანი, საქმიანი, სამეწარმეო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მთავრობა და ყველა ის პირი, რომელიც ყიდულობს და მოიხმარს სხვადასხვა სახის საქონელს და/ან მომსახურებას, მხოლოდ პირადი მიზნებისათვის, მოგების განზრახვის გარეშე.

მომხმარებლის მომსახურება – ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურება, განსაკუთრებით საქონლის გაყიდვის დროს. მომხმარებლის მომსახურება შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, რომელიც შეიცავს გაყიდვის შემდგომ, ფართოდ გარანტირებულ, ინფორმაციის რეგულარულად გაგზავნის მომსახურებას და სხვ. მრავალ ქვეყანაში არის უფასო სატელეფონო მომსახურება ამა თუ იმ საქონელზე ჩივილის მიზნით. ფირმის საქონლის მიმზიდველობა და სანდომიანობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა სახის მომსახურებას სთავაზობს ის თავის მომხმარებელს.

მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა – პრინციპი, რომლის თანახმადაც სასაქონლო ნიშანს შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. ასეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს და აიკრძალოს მისი გამოყენება. პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: არ შეიძლება მომხმარებლის მოტყუება (მაგ., სინთეტიკურ ნაწარმზე ცხვრის გამოსახულების დატანა, რის გამოც მომხმარებელმა შეიძლება იფიქროს ნაწარმის ბუნებრიობაზე), ისევე, როგორც ამ გზით კეთილსინდისიერ კონკურენტზე უპირატესობის მოპოვება. მ. შ. შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

მონაცემთა (ცოდნის) ბაზა – მონაცემთა ერთობლიობა (სტატიები, გაანგარიშება, ფაქტები და სხვ.), რომელიც მასალის შერჩევის ან განლაგების მიხედვით წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და ისეა სისჯტემატიზებული, რომ ეს მონაცემები შეიძლება მოიძებნოს და დამუშავდეს კომპიუტერის მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის უფლება – იხ. კომპიუტერული პროგრამის კვლავწარმოება.

მონაცემთა ბაზის ადაპტაცია – იხ. კომპიუტერული პროგრამის ადაპტაცია.

მონაცემთა ბაზის ავტორი – იხ. კომპიუტერული პროგრამის ავტორი.

მონაცემთა ბაზის ავტორის უფლებები – იხ. კომპიუტერული პროგრამის ავტორის უფლებები.

მონაცემთა ბაზის გავრცელება – იხ. კომპიუტერული პროგრამის გავრცელება.

მონაცემთა ბაზის გამოქვეყნება – იხ. კომპიუტერული პროგრამის გამოქვეყნება.

მონაცემთა ბაზის გამოყენება – იხ. კომპიუტერული პროგრამის გამოყენება.

მონაცემთა ბაზის თავისუფალი გამოყენება – იხ. კომპიუტერული პროგრამის კვლავწარმოება.

მონაცემთა ბაზის კვლავწარმოება – იხ. კომპიუტერული პროგრამის კვლავწარმოება.

მონაცემთა ბაზის პროგრამის მოდიფიკაცია – იხ. კომპიუტერული პროგრამის მოდიფიკაცია.

მონაცემთა დაცვა – ზოგიერთ ქვეყანაში არსებული პერსონალური ინფორმაციის დაცვის სისტემა, მაგ., ინგლისში იგი რეგულირდება სპეციალური კანონით მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 1984 წელს.

მონახაზი – იხ. ესკიზი.

მონოგრამა – 1. ორი ან რამდენიმე ასოსაგან შემდგარი ნიშანი. 2. ასოები ან გამოსახულებები, რომელთა დატანა ხდება ტანსაცმელზე მფლობელის მისანიშნებლად,

მონოგრაფია – ვრცელი მეცნიერული ნაშრომი, რომელშიც დამუშავებულია ერთი რომელიმე საკითხი ან თემა. მონოგრაფიას დართული აქვს ბიბლიოგრაფია, შენიშვნები და სხვ.

მონოდია – ერთხმიანი სიმღერა. მელოდიის შესრულება ერთი მომღერლის მიერ.

მონოდრამა – 1. ერთი მსახიობის შესრულებისათვის განკუთვნილი დრამა. 2. დრამატული ნაწარმოები, რომელშიც ორი ან მეტი მოქმედი პირია და ყველას როლს ერთი მსახიობი ასრულებს.

მონოკლონალურ ანტისხეულებზე გამოგონების ფორმულა – ნივთიერებაზე გამოგონების ფორმულის შედგენისას, მონოკლონალური ანტისხეულების შემთხვევაში მოყვანილი უნდა იყოს მიღების წყარო (მიკროორგანიზმის შტამი ან უჯრედების კულტურა), იმუნოგლობულინის კლასი (ქვეკლასი) და მსუბუქი ჯაჭვების (იპი, სპეციფიკურობა, ანტიგენი) – სამიზნეს დახასიათება, შემაკავშირებელი მუდმივა, იზოელექტრული წერტილი, აგრეთვე, ანტიგენის ბუნებიდან გამომდინარე უნდა მიეთითოს შემაკავშირებელი, მანეიტრალებელი ან მაგლეტინიუმელი კომპლემენტი ამ მის მაპრეცი პიტირებელ აქტიურობაზე და ციტოტოქსიკურობაზე (რაოდენობრივი მახასიათებლის ჩვენებით).

მონოლოგი – აზრის სიტყვიერი გამოსახვის სპეციფიკური ხერხი. მხატვრული ნაწარმოებში მოქმედი პირის ვრცელი სიტყვა, რომელიც მიმართულია სხვა მოქმედი პირებისადმი.

მონოპოლია – სახელმწიფოს, ორგანიზაციის, ფირმის ან ერთი პირის განსაკუთრებული უფლება რომელიმე სფეროში. განსაკუთრებული უფლებები შეიძლება არ წარმოადგენდეს ანტიმონოპოლიის განხილვის საგანს. მაგ., საპატენტო მონოპოლია, ბუნებრივი მონოპოლია.

მონოპოლისტი – პირი, რომელიც ახორციელებს მონოპოლიას.

მონოპოლიური მდგომარეობა – მეწარმე სუბიექტის, სახელმწიფო ორგანოს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია. მეწარმე სუბიექტი ჩაითვლება მონოპოლიური მდგომარეობის მქონედ, თუ მისი წილი კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე პირდაპირ ან არაპირდაპირ აღემატება ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

მონოპოლიური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც მეწარმე სუბიექტს საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს სასაქონლო ბაზარზე ურთიერთშენაცვლებადი (კონკრეტული) საქონლის საბაზრო ფასზე და შეზღუდოს კონკურენცია, მაგ. პატენტის მეშვეობით.

მონოპოლიური უფლება – იხ. მონოპოლია.

მონოპოლიური ფასი – ფასი დაწესებული მონოპოლისტების მიერ წარმოების ფასზე მაღლა ან დაბლა, რაც უზრუნველყოფს მათთვის ზემოგების მიღებას.

მონოპსონია – მყიდველის მონოპოლია – ბაზარი, სადაც არის მხოლოდ ერთი მყიდველი. მონოპსონიის და მონოპოლიის შეკავშირება წარმოადგენს ორმხრივ მონოპოლიას.

მონორიმი – ერთი რითმის შემცველი ლექსი.

მონოტიპი – ასოთჩამოსასხმელი მანქანა, რომელიც ცალკეული ლიტერების ჩამოსხმით იძლევა ანაწყობს.

მონოტიპია – ნაბეჭდი გრაფიკის სახეობა საბეჭდი ფორმის იდეალურად დამუშავებულ გლუვ ზედაპირზე.

მონტაჟი – 1. შემოქმედებითი და ტექნიკური პროცესი ფილმის შექმნისას. კინოკადრების შერჩევა ისე, რომ გამოვიდეს მთლიანი ნაწარმოები. 2. ლიტერატურის, მუსი კალური ნაწარმოების ცალკეული ნაწილების შერჩევა და მათგან ერთი მთლიანი ნაწარმოების შექმნა. 3. გეგმის, ნახაზის მიხედვით მანქანის, ნაგებობის ან სხვ. აწყობა. მანქანა-დანადგარების ჯტექნოლოგიური პროექტის თანახმად დადგმა-დაყენება.

მონუმენტალისტი – სკულპტორი, მონუმენტის შემქმნელი (ავტორი); მხატვარი – მონუმენტური ფერწერის ოსტატი.

მონუმენტი – არქიტექტურული ან სკულპტურული ნაგებობა გამოჩენილი პიროვნების ან ისტორიული მოვლენის უკვდავსაყოფად; დიდი ზომის ძეგლი.

მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნება – დეკორატიული ხელოვნების დარგი, როგორიცაა არქიტექტურული დეკორაციების შექმნა, მოხატულობა, რელიეფები, სტატუები, ვიტრაჟი, მოზაიკა, ფასადებისა და ინტერიერების მორთვა, საპარკო ქანდაკება.

მონუმენტური ხელოვნება – პლასტიკური ხელოვნების სახე, რომელიც არქიტექტურულ ნაგებობათა სინთეზური ერთიანობის საფუძველზე ქმნის მთლიან მხატვრულ გარემოს.

მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოები – მონუმენტები, შენობათა სკულპტურული, ფერწერული, მოზაიკური მორთულობა, ვიტრაჟი, ქალაქისა და საბაღო-საპარკო ქანდაკებები, შადრევნები. მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოებს შეიძლება მიეკუთვნოს არქიტექტურული ნაწარმოებიც.

მონური კოპირება – გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ანალოგიური ეგზემპლარების დამზადება გასაღების მიზნით უკუკონსტრუირების გზით.

მოპასუხე – პირი, რომელიც წინააღუდგება აპელაციას ან სარჩელს.

მორალი – ზნეობა, ადამიანის და საზოგადოების მოქმედების ნორმატიული რეგულაციის ძირეული საშუალება. ადამიანის ქცევის რეგულატორი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც წარმოშობილია პიროვნებათშორისი ურთიერთობის საფუძველზე იმ ღირებულებებზე დაყრდნობით. რაც უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების დაცვას.

მორალური ზიანი – ფიზიკური ან ზნეობრივი ტანჯვის გზით მიყენებული ზიანი. ახალი კანონმდებლობით შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ეს შეუძლია გააკეთოს, როგორც ცალკეულმა პიროვნებამ, ასევე ნებისმიერმა მეწარმემ, იურიდიულმა პირმა მისი პატივის. ღირსებისა ან რეპუტაციის შელახვის გამო.

მორალური უფლებები – იხ. პირადი არაქონებრივი უფლება.

მორატორიუმი – ვალდებულებათა შესრულების (მაგ.. გადასახადების) ვადის გადაწევა, გაგრძელება მთავრობის მიერ, რაიმე საგანგებო მდგომარეობის (ომის, კრიზისის, სტიქიური უბედურების და ა. შ.) გამო.

მოსალოდნელი პატენტი – ამ ტერმინით აღინიშნება მხოლოდ ის. რომ განაცხადი დასაპატენტებელ ობიექტზე წარდგენილია საპატენტო უწყებაში და განხილვის პროცესშია. იგივეა, რაც სავარაუდო პატენტი.

მოსმენილი ნაწარმოების კვლავწარმოება – იხ. დანახული ნაწარმოების კვლავწარმოება.

მოტო – რეკლამაში გამოყენებული გონებამახვილური გამონათქვამი.

მოტყუებით გადაბირება – იხ. გადაბირება.

მოტყუებით დადებული გარიგება – გარიგება, როდესაც პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს და აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

მოქალაქეობის არმქონე პირი – იხ. აპატრიდი.

მოქმედი საწარმო – საწარმო მოქმედია იქამდე, სანამ არ არის დამტკიცებული საწინააღმდეგო.

მოცულობითი სამრეწველო ნიმუში – ნიმუში, რომელიც ხასიათდება ისეთი კომპოზიციით, რომელსაც საფუძვლად უდევს სივრცულად განვითარებული სტრუქტურა (მაგ., ჩარხის, მაგიდის და ა. შ. გარეგანი სახის მხატვრულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა).

მოცულობითი სასაქონლო ნიშანი – სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი სახე, როგორსაც წარმოადგენს სამგანზომილებიანი სხეული. საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმა წარმოადგენს მოცულობით სასაქონლო ნიშანს. მოცულობითი სასაქონლო ნიშანი უნდა იყოს წარდგენილი სარეგისტრაციოდ მხოლოდ ერთი სახის საქონლისათვის (მაგ., სუნამოს ფლაკონი, კოკა-კოლას ბოთლი, არყის ბოთლი და' ა. შ.). მოცულობითი სასაქონლო ნიშანი უნდა შედგებოდეს ორგანზომილებიანი გრაფიკული ან ფოტოგრაფიული გამოსახულებისაგან. მოცულობით სასაქონლო ნიშნად შეიძლება ნაწარმის ფორმის გამოყენება რომელიც არ განისაზღვრება მხოლოდ ფუნქციური დანიშნულებით და მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. სასაქონლო ნიშნად გამოყენებული ფორმა არ უნდა ხასიათდებოდეს ისეთი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულებებით, რამაც შეიძლება იგი სამრეწველო ნიმუშად ან საავტორო უფლების დაცვის ობიექტად აქციოს.

მოცულობით-სივრცითი ნაწარმოები – ხელოვნების ნაწარმოების ერთ-ერთი ფორმა, როგორსაც წარმოადგენს ქანდაკება, მოდელი, მაკეტი, ნაგებობა და ა. შ.

მოძიების მასივი – საპატენტო დოკუმენტაცია და სხვა პუბლიკაციები, რომლებიც სისტემატიზებულია ტექნიკის დარგების მიხედვით ან საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის მიხედვით ან სხვა მაგ., „УДК“ -ს, „ISBN“ -ს მიხედვით.

მოძრავი ქონება – საკუთრება, რომელიც შედგება მოძრავი ნივთებისაგან. მოძრავია ყველა ის ქონება, რაც არ არის უძრავი.

მოწმობა სასაქონლო ნიშანზე – სასაქონლო ნიშანზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განაცხადში აღნიშნული სიმბოლოს რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტს, მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე და სამოქალაქო ბრუნვაში ნიშანდებული საქონლის ჩართვაზე. სასაქონლო ნიშანი შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე პირის ან მათი გაერთიანების სახელზე. საქართველოში მოწმობა სასაქონლო ნიშანზე მოქმედებს 10 წლის განმავლობაში მისი რეგისტრაციის დღიდან. მისი მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება წინა რეგისტრაციის ვადის დამთავრების ბოლო მეათე წელს, საფასურის გადახდის პირობით. ჩანაწერი სასაქონლო ნიშნის ვადის გაგრძელების შესახებ შეიტანება მოწმობაში. განცხადება რეგისტაციის გაგრძელებაზე შეაქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ქართულ ენაზე, დადგენილი ფორმის ბლანკზე. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს სასაქონლო ნიშნის მფლობელის და პატენტრწმუნებულის სახელი და მისამართი, რეესტრში შეტანილი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელთათვისაც მოითხოვება ვადის გაგრძელება. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს მფლობელი ან მისი პატენტრწმუნებული. ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით არსობრივი ექსპერტიზა არ ტარდება არსობრივი ექსპერტიზა შეიძლება ჩატარდეს მომსახურების ნიშნის პირველი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ ასეთი ექსპერტიზა არ გამოიწვევს მრავალჯერად რეგისტრაციებს.

მოწყობილობა – გამოგონებისათვის' ხელოვნურად შექმნილი მატერიალური ობიექტი, რომელიც წარმოადგენს ფუნქციურ ერთიანობაში მყოფ კონსტრუქციულ ელემენტებს ან მათ ერთობლიობას. ასეთ ობიექტებს წარმოადგენენ: მანქანა-დანადგარები, დანადგარები, ავტომატური ღა უწყვეტი ნაკადური ხაზები, ხელსაწყოები, იარაღები, ელექტროსქემები და ა. შ. მოწყობილობის, როგორც სასარგებლო მოდელის ობიექტს განეკუთვნება გაუმჯობესებული კონსტრუქციები და ნაკეთობები (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, იარაღები, ელექტროსქემები, მცირე არქიტექტურული ფორმები და მათი ელემენტები და სხვ.).

მოწყობილობაზე გამოგონების ფორმულა – ფორმულა, რომრლშიცმოწყობილობა ხასიათდება სტატიკურ მდგომარეობაში დამახასიათებელი არსებითი ნიშნებით. ცალკეული ნიშნების დახასიათებისას დასაშვებია გამოყენებული იქნეს მითითება მათი მოქმედების შესაძლებლობაზე ან ფუნქციურ დანიშნულებაზე (მაგ. შეუძლია გადაადგილება ურთიერთმართობული მიმართულებით და სხვ.). მოწყობილობის ფორმულაში არ შეიძლება კნინობითი ფორმის გამოყენება.

მოწყობილობის გამოყენება – იხ. ხერხის გამოყენება.

მოწყობილობის განხორციელებადობის დადასტურება – მოწყობილობის განხორციელებადობის დადასტურება უნდა შეიცავდეს გამოგონების ობიექტის კონსტრუქციის აღწერას სტატიკურ მდგომარეობაში, მის მოქმედებას (მუშაობას) ან მისი გამოყენების ხერხს ნახაზების, ეპიურების, სქემის და ა. შ. მიხედვით. თუ მოწყობილობის ელემენტის დახასიათება მოცემულია ფუნქციურ დონეზე და გამოგონების განხორციელება გულისხმობს პროგრამირებადი, მრავალფუნქციური სხვა ობიექტის გამოყენებას, დადასტურებული უნდა იქნეს, რომ გამოყენებული ცნობილი ობიექტი უზრუნველყოფს სავარაუდო გამოგონებაში მასზე გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებას.

მოწყობილობის დამახასიათებელი ნიშნები – გამოგონებისათვის: ელემენტები, ე. ი. ნაწილები, კვანძები და სხვ. ელემენტებს შორის ურთიერთკავშირი, ელემენტების ურთიერთგანლაგება, ელემენტის (ელემენტების), მთლიანი მოწყობილობის ან მისი ნაწილის ფორმა, ზომების თანაფარდობა, მასალა რომლისგანაც შესრულებულია ელემენტი, მისი ჯგუფი ანდა მთლიანად მოწყობილობა, გარემო რომელიც ასრულებს ელემენტის ფუნქციას. სასარგებლო მოდელის მოწყობილობის დასახასიათებლად გამოიყენება ნიშნები რომელთა მეშვეობით უმჯობესდება: თვით მოწყობილობა (კვანძები); კონსტრუქციული ელემენტი (ელემენტები); ელემენტების ურთიერთგანლაგება, ელემენტის (ელემენტების) ან მთლიანად მოწყობილობის შესრულების ფორმა, კერძოდ გეომეტრიული ფორმა; ელემენტის (ელემენტების) პარამეტრები ან სხვა მახასიათებლები ან მათი ურთიერთკავშირი; მასალა, რომლისგანაც შესრულებულია ელემენტი (ელემენტები).

მოხმარება – საქონლისა და მომსახურების გამოყენება ცალკეული პირების, ორგანიზაციისა და სახელმწიფოს მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით.

მრავლობითი პრიორიტეტი – გამოგონების განაცხადზე ორი ან მეტი პრიორიტეტის მოთხოვნა, რაც გამოწვეულია იმით, რომ გამოგონების ფორმულის ამა თუ იმ მუხლს ან არსებით ნიშანს აქვს სხვადასხვა პრიორიტეტები. მ. პ. ძირითადად გამოიყენება განაცხადების გაერთიანების დროს. პატენტის გაცემისას ყველა ობიექტს უნარჩუნდება თავისი პრიორიტეტი.

მრგვალი ქანდაკება – სამგანზომილებიანი მოცულობისა და სივრცეში დამოუკიდებელი პლასტიკური მატერიალური მთლიანობის მქონე ქანდაკება. მაგ. სტატუა, ბიუსტი, სკულპტურული ჯგუფი:

მრეწველობა – 1. საპატენტო კანონმდებლობის ტერმინოლოგიაში, კერძოდ ისმოს განსაზღვრებით, ტერმინი „მრეწველობა“ გაგებულია ფართო აზრით და გულისხმობს ასევე სარეწაო სახელოსნო საქმეს, სოფლის მეურნეობას, თევზჭერას და მომსახურების სფეროს. 2. ორგანიზებული საქმიანობა, რომლის დროსაც გამოიყენება კაპიტალი და შრომა საქონლის წარმოებისათვის.

მრუდთარგი – 1. სახაზავი იარაღი, რომელსაც იყენებენ მხაზველობითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულების დროს მრუდი წირების გასატარებლად. 2. უსკალო საზომი ხელსაწყო ან საბნევი იარაღი (თარგი)რომელსაც იყენებენ მრუდწირული კონტურების შემოსავლებად.

მსახიობთა საშემსრულებლო მოღვაწეობის დაცვა – მომიჯნავე უფლებების დაცვის სფერო.

მსახიობის ხელოვნება – თეატრალური თამაშის, სცენური სახის შექმნის ხელოვნება, რომელსაც საფუძვლად უდევს ლიტ. ნაწარმოები: დრამა, სცენარი, ლიბრეტო და ა. შ.

მსგავსება წინა ნიმუშთან – სამრეწველო ნიმუშის მსგავსება (არსებითი მსგავსება) წინა ნიმუშთან ან მის მოდიფიკაციებთან, როცა ნაკეთობის ხასიათი არ იცვლება, იწვევს სამრეწველო ნიმუშის სიახლის დაკარგვას (იხ. სამრეწველო ნიმუშის სიახლე).

მსგავსი სასაქონლო ნიშნები – იხ. სასაქონლო ნიშნების მსგავსება.

მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენება – იხ. სასაქონლო ნიშნის გამოყენება.

მსოფლიოში ცნობილი სასაქონლო ნიშანი – საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და ცნობილია არა მართო წარმოშობის ქვეყანაში, არამედ საქონლის მსოფლიო ბაზარზე და ამის გამო საქონელზე მისი ნიშანდების დროს, მას ენიჭება განსაკუთრებული დაცვა. ეს ისეთი ნიშანია, რომელიც პარიზის კონვენციის წევრ-ქვეყნებში ექვემდებარება დაცვას (რეგისტრაციის გარეშე), არა მარტო იმ იდენტურ ან მსგავს საქონელზე, რომელზეც გამოიყენებოდა პირველად, არამედ ნებისმიერ საქონელზე, მიუხედავად მისი თვისებებისა, დანიშნულებისა და სხვ. ასეთი ნიშნებია, მაგ., Coca Cola, Agfa, Gillette და სხვ.

მსუბუქი მუსიკა – ადვილად აღსაქმელი, უმთავრესად გართობისათვის განკუთვნილი მუსიკა. მ. მ. წარმოადგენს მუსიკალურ ნაწარმოებს. მისი დაცვა ხორციელდება საავტორო სამართლით.

მტკიცებულებების წარდგენა – თუ საპატენტო უწყებას გაუჩნდა მუდმივი მუდმივი საფუძვლიანი ეჭვი განაცხადის რომელიმე საბუთის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთზე მტკიცებულებების წარდგენა, თუნდაც იგი არ იყოს გათვალისწინებული ინსტრუქციით.

მუდმივი ადგილსამყოფელი – იხ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

მოთხოვნილების სამომხმარებლო საქონელი – ნაწარმი, რომელიც სწრაფად საღდება საცალო ვაჭრობის ობიექტებში და მოითხოვს მარაგის მუდმივ შევსებას.

მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – ამ ცნებას არა აქვს მკაცრი იურიდიული განსაზღვრება. პარიზის კონვენციის ეროვნული რეჟიმის პრინციპის მე-3 მუხლის თანახმად, ადამიანს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია იქ, სადაც იგი მეტნაკლებად მუდმივად ცხოვრობს, ხოლო იურიდიულ პირთა ადგილსამყოფელად ჩაითვლება ის ადგილი, სადაც მათი შტაბ ბინაა განლაგებული (ადმინისტრაცია მდებარეობს). იურიდიული პირის სხვა ადგილსამყოფელად ჩაითვლება მისი ფილიალის ადგილსამყოფელი. იხ. დომიცილი.

მუდმივი საწარმო – სავაჭრო-სამრეწველო საწარმოს მუდმივი ადგილსამყოფელი, რომელიც ეკუთვნის მოცემული ქვეყნის მოქალაქეს საზღვარგარეთ.

მუზეუმი – სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აგროვებს, იცავს და გამოფენს დასათვალიერებლად ხელოვნების ნაწარმოებებს, ისტორიულ ექსპონატებს და სხვ.

მულტიპლიკაციური (ანიმაციური) ფილმი – კინოწარმოების დარგი, რომელიც იქმნება სპეციალურად მოწყობილ გადამღებ დაზგაზე მოძრაობის ცალკეული, თანამიმდევრული ფაზების გადაღებით.

მურალი – ლათინური ამერიკის ქვეყნებში – კედლის მხატვრობა, ფრესკა; .მონუმენტური ფერწერა.

მუსიკა – 1. ხელოვნება, რომელიც სინამდვილეს ასახავს ზუსტად ფიქსირებული სიმაღლისა და რიტმულად ორგანიზებული მუსიკალური ბგერების საშუალებით. 2. ამგვარი •ხელოვნების ნაწარმოები. მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით ან უტექსტოდ წარმოადგენს საავტორო სამართლის დაცვის ობიექტს.

მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები – დრამატული ნაწარმოები მუსიკით, (მაგ. ოპერა, ოპერეტა, მიუზიკლი და მისთ.). მუსიკალური ელემენტი ლიბრეტოსთან ერთად წარმოადგენს ერთ მთლიან ნაწარმოებს. მუსიკა, დაწერილი დრამატული ნაწარმოების თეატრალური დადგმის შემდეგ, რათა განსაკუთრებულად გამოყოს შესრულება ან შეავსოს პაუზა ორ სცენას შორის, ვერ გადააქცევს. დრამატულ ნაწარმოებს მუსიკალურ-დრამატულ ნაწარმოებად.

მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოების ავტორის უფლებები – იხ. , დრამატული ნაწარმოების ავტორის უფლებები.

მუსიკალური ავტომატი – ფირფიტების ავტომატური დამკვრელი, რომელიც ჩაირთვება მასში ფულის ჩაშვების შემდეგ. ამგვარი ავტომატებით ისეთი ნაწარმოების შესრულება, რომელიც დაცულია საავტორო სამართლით; შეხებაშია ე. წ. „მცირე უფლებებთან“.

მუსიკალური კოლექტივი – •რამდენიმე მუსიკოსისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრები უკრავენ საკრავებზე და/ან მღერიან კიდეც. მაგ. ორკესტრი, გუნდი, ანსამბლი.

მუსიკალური კომედია – კომედიურ სიუჟეტზე აგებული მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, მაგ., ოპერეტა, ვოდევილი, ოპერა–-ბუფი და სხვ. მ. კ-ის, როგორც მუსიკალური ნაწარმოების დაცვა ხორციელდება საავტორო სამართლით.

მუსიკალური კონცერტი – კონცერტის სახეობა, როდესაც სრულდება სიმფონიური, კამერული, საფორტეპიანო, სავიოლინო და სხვ. მუსიკა.

მუსიკალური ნაწარმოები – ნაწარმოები, შედგენილი სხვადასხვა ბგერებისაგან, რომლის წაკითხვა შესაძლებელია ნოტური ტექსტის საშუალებით. მ. ნ-ია: კლასიკური და მსუბუქი მუსიკა, სიმღერები, საქორო მუსიკა, ოპერა, მუსიკალური კომედია, ოპერეტა, ინსტრუმენტული მუსიკა, არანჟირება და სხვ.

მუსიკალური ნაწარმოების ავტორი – პირი, რომელმაც შექმნა მუსიკალურ ნაწარმოები. იხ. კომპოზიტორი.

მუსიკალური ნაწარმოების ავტორის უფლებები – იმ მუსიკალური ნაწარმოების ავტორი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის, ინარჩუნებს უფლებას მიიღოს გასამრჯელო საჯარო შესრულებისათვის, ამ მუსიკალური ნაწარმოების გამოყენების დროს აუდიოვიზუალური ნაწარმოების ყოველი საჯარო შესრულებისა და საჯარო ჩვენებისას. იხ. აგრეთვე დრამატული ნაწარმოების ავტორის უფლებები.

მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება – იხ. საჯარო შესრულება.

მუსიკალური ნაწარმოების ჩაწერა – მუსიკალური ნაწარმოების უშუალო შესრულებისას ხმების ფიქსაცია ტექსტით და ტექსტის გარეშე.

მუსიკალური პალეოგრაფია – პალეოგრაფიის განხრა, მუსიკის ისტორიის დარგი, რომელიც შეისწავლის მუს. დამწერლობის უძველეს სისტემებს და რომლის მიზანია ასეთი უძველესი ძეგლების შეგროვება, შესწავლა, გაშიფვრა, გამოცემა.

მუსიკის დარგები – მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, მუსიკალური ეთნოგრაფია (ფოლკლორისტიკა), მუსიკალური კრიტიკა, სოციოლოგია, ესთეტიკა, აკუსტიკა და ფსიქოლოგია.

მუსიკის ჟანრი – სიმფონია, კამერული მუსიკა, უვერტიურა, რომანსი, კვარტეტი და სხვ.

მფლობელი – პირი, რომელიც ახორციელებს ფაქტიურ ბატონობას ნივთზე, მაგ., პატენტმფლობელი.

მფლობელობა – ფაქტიური ფიზიკური ბატონობა ნივთზე. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

მყარი წინადადება – წინადადება საქონლის გაყიდვის შესახებ, რომელიც ძალაში რჩება წინასწარ დათქმული პერიოდის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში მყიდველი უფრო დაბალ ფასს სთავაზობს, მაშინ წინადადება ძალას ჰკარგავს.

მცენარეთა ახალი ჯიში – იხ. სასელექციო მიღწევა.

მცენარეთა უჯრედების ინდივიდუალური კულტურები – მცენარეთა და ცხოველთა კულტივირებული სომატური უჯრედები; მცენარეთა და ცხოველთა ჰიბრიდული კულტივირებული სომატური უჯრედები; რეკომბინანტური დნმ (რნმ) მატარებლები. მცენარეთა და ცხოველთა რეკომბინანტური კულტივირებული სომატური უჯრედები.

მცენარეთა უჯრედების ინდივიდუალური კულტურების დამახასიათებელი ნიშნები – კულტურათა საგვარტომო; დათესვათა რიცხვი პასპორტიზაციის მომენტისათვის; ზრდის სტანდარტული პირობები; კულტურალური ნიშან-თვისებები; ზრდის (კინეტიკური) დახასიათებები; ციტოგენეტიკური (კარიოლოგიური); ციტომორფოლოგიური დახასიათებები; მონაცემები სახეობების მიკუთვნების შესახებ (ცხოველთა უჯრედებისათვის); მორფოგენეზის უნარი (მცენარეთა უჯრედების კულტურებისათვის); ონკოგენურობა (ცხოველთა უჯრედების კულტურებისათვის) ჰიბროდომების ჩათვლით; მარკერული, კონტამინირების დახასიათებანი. მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურების კონსორციუმების დასახასიათებლად დამატებით გამოიყენება შემდეგი ნიშნები: წარმოშობა, ადაპტაციისა და სელექციის ფაქტორები და პირობები, ტაქსონომიური შემადგენლობა, გაყოფადობა, რიცხვი და მადომინირებელი კომპონენტები, ინდივიდუალური კომპონენტების კულტურალურ-მორფოლოგიური და ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური ნიშან-თვისებები, კონსორციუმის ტიპი და ფიზიოლოგიური თავისებურებანი ზოგადად; შტამების ურთიერთშეფარდება და ურთიერთშემცველობა.

მცენარეთა უჯრედების კულტურები – მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურები წარმოადგენენ გამოგონების ობიექტებს. მათ მიეკუთვნება მცენარეთა და ცხოველთა ინდივიდუალური კულტურები და მათი კონსორციუმები.

მცენარეთა უჯრედების კულტურების კონსორციუმები – მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურების კონსორციუმებს მიეკუთვნებიან: მცენარეთა ან ცხოველთა უჯრედების შერეული კულტურები; მცენარეთა ან ცხოველთა უჯრედების კულტურების ასოციაციები.

მცირე პატენტი – ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., ავსტრალიაში) არსებული პატენტი, რომელიც გაიცემა ისეთ გამოგონებაზე, რომელიც წარმოადგენს „მცირე გამოგონებას“ და რომელსაც მოეთხოვება შედარებით უფრო დაბალი საგამომგონებლო დონე, დაახლოებით ისე, როგორც საქართველოში სასარგებლო მოდელს. ავსტრალიაში მცირე პატენტი გაიცემა მაქსიმუმ 6 წლით, ყოველ 12 თვეში გაგრძელების უფლებით.

მცირე უფლებები – საზოგადოდ მიღებული ფრანგული გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს მუსიკალური ნაწარმოების (ტექსტით ან უტექსტოდ) არადრამატულ შესრულებაზე უფლებას.

მწარმოებელი – მწარმოებლად მიიჩნევა პირი, ვინც აწარმოა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი; პირი ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ნიშნის ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის როგორც მწარმოებელი; აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს გაყიდვის, გაქირავების, ლიზინგის ან სხვა ფორმით სამეურნეო მიზნებით თავისი საქმიანი მოღვაწეობის სფეროში კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

მწარმოებლის ვინაობის დადგენა – თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ ყოველი მიმწოდებელი მიიჩნევა მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში დაზარალებულს წარუდგენს მწარმოებლის პიროვნებას ან იმ პირს, რომელმაც მას ეს პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება საიმპორტო საქონლის მიმართაც, როცა შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის ვინაობის დადგენა მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის სახელი ცნობილია.

მწარმოებლის ინდივიდუალიზაცია – იხ. ინდივიდუალიზაცია

მწარმოებლის პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიმართ საქონლის ხარისხთან დაკავშირებით.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი – აუდიოვიზუალური ნაწარმოების სახეობა, ფილმი, რომელშიც შეხამებულია დოკუმენტური და მხატვრული კინოს გამომსახველობითი საშუალებები.

მხატვრული თვითშემოქმედება – ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი სახე, რომელიც გულისხმობს მხატვრული ნაწარმოების შექმნას ან შესრულებას მოყვარულთა მიერ.

მხატვრული ინტუიცია – ადამიანის ინტუიციური ცნობიერი მოღვაწეობის ერთ-ერთი სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში. მისი სპეციფიკაა ემპირიული და ინტელექტუალური ინტუიციის ორგანული შერწყმა.

მხატვრული კვეთა – დეკორატიული ხელოვნების დარგი. ხის, ქვის, ძვლის, ტერაკოტისა და მისთ. ამოკვეთის საშუალებით მხატვრულად დამუშავების ხერხი.

მხატვრული კითხვა – საესტრადო ხელოვნების ჟანრი. ლიტერატურული ნაწარმოების საჯაროდ წაკითხვა, შესრულება.

მხატვრული კონსტრუირება – შემოქმედებითი საქმიანობა, რომლის მიზანია სამრეწველო წესით გამოშვებული გამოყენებითი საგნების სრულყოფა.

მხატვრული ლიტერატურა – ლიტერატურული ნაწარმოების სახეობა, რომელიც ადამიანური ყოფის მრავალფეროვნებას მხატვრულ სახეებში აყალიბებს.

მხატვრული მეტყველება – მეტყველების სტილისტური სახესხვაობა, სიტყვის ხელოვნების ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ახდენს კონკრეტული საგნებისა და მოვლენების ყოველმხრივ წარმოსახვას.

მხატვრული მინანქარი – ოქროს, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობათა მინანქრით შემკობა. მაგ., ხატები, სხვადასხვა საეკლესიო ჭურჭელი, საიუველირო ნაწარმი და ა. შ.

მხატვრული მრეწველობა – დეკორატიულ-გამოყენებითი დანიშნულების მხატვრულ ნაკეთობათა შექმნა სამრეწველო წესით.

მხატვრული ნაწარმოები – იგივეა, რაც ხელოვნების ნაწარმოები. იხ. ლიტერატურული ნაწარმოები.

მხატვრული ნაწარმოების ჩართვა ფრენშაიზინგის სისტემაში – დიზაინის ელემენტები, მენიუს გარეგნული გაფორმება, ინტერიერის დეკორაცია, რადიოთი და ტელევიზიით რეკლამა მიმართული ფრენშაიზინგის სისტემის ხელის შესაწყობად შეიძლება დაცულ იქნეს, როგორც მხატვრული ნაწარმოები.

მხატვრული ფილმი – იხ. აუდიოვიზუალური ნაწარმოები.

მხატვრული ჩამოსხმა – ქანდაკების ლითონის მასალაში შესრულების, აგრეთვე ლითონის ჭურჭლის, სანათებისა და ა. შ. დამზადების გავრცელებული ხერხი.

მხატვრულ-კონსტრუქციული შესრულება – სამრეწველო ნიმუშის კრიტერიუმი, რომელიც აწესებს, რომ ნიმუში უნდა იყოს მდგრადი ფორმისა და აგებულების მქონე (და არა თხევადი ან აიროვანი) და უნდა ხასიათდებოდეს შესაბამისი მხატვრული ღირსებით. ეს კრიტერიუმი გულისხმობს, რომ სამრეწველო ნიმუში უნდა იყოს მხატვრული კონსტრუირების შემოქმედების შედეგი. სამრეწველო ნიმუშზე განაცხადში დასაშვებია ნაკეთობის გარეგანი სახის მხატვრულ-კონსტრუქციული შესრულების ვარიანტების შეტანა. სამრეწველო ნიმუშად არ შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ობიექტების გარეგანი სახის მხატვრულ-კონსტრუქციული შესრულებები: ნაკეთობები, რომლებიც მიღებულია და შეფასებულია საავტორო უფლებების ნორმებით, როგორც დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები; ნაკეთობები, რომლებსაც აქვთ უმარტივესი გეომეტრიული ფორმა; სათამაშო, როგორც რეალური ობიექტის ასლი; ნაკეთობები, რომლებშიც პროტოტიპთან შედარებით შეცვლილია მხოლოდ ზომები, პროპორციები და ელემენტების რაოდენობა; ნაკეთობები, რომლებიც ხელოვნურად ინარჩუნებენ განსაზღვრული დანიშნულების მქონე ნაკეთობის ფორმას, მაგრამ დამზადებული არიან სხვა მასალისაგან. მაგ.., პლასტმასის კასრი, რომელიც წარმოადგენს ხის კასრის იმიტაციას; ნაკეთობები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ იმეორებენ ცნობილი ობიექტების ფორმებს, შემოქმედებითი გადამუშავების გარეშე.

მხატვრულ-კონსტრუქციული შესრულების ვარიანტები – ვარიანტებად ითვლება ერთი ფუნქციური ჯგუფის, საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთი კლასის, ერთი სერიის ნაკეთობების მხატვრულ-კონსტრუქციული შესრულების შედეგად მიღებული ობიექტები, რომელთაც არსებითი ნიშან-თვისებები ერთნაირი აქვთ, ხოლო არაარსებით ნიშან-თვისებებს აქვთ მხოლოდ ვიზუალური განსხვავება. ამგვარი ობიექტის განაცხადის ყოველ ვარიანტზე ცალკე უნდა იყოს წარდგენილი მისი ფოტოსურათების კომპლექტი.

14 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ნ

▲ზევით დაბრუნება


ნაბეჭდი რეკლამა – რეკლამა გამოსახული ნაბეჭდი საშუალებებით, მაგ., კატალოგები, ბუკლეტები, პროსპექტები, სამახსოვროები და ა. შ.

ნაირობის შეთანხმება – შეთანხმება ოლიმპიური სიმბოლოების დაცვის შესახებ. მიღებულია ქ. ნაირობში 1981 წ. იხ. ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენება.

ნაკეთობა – სამრეწველო ნიმუში. ნაწარმი, პროდუქცია, რომლის გამოშვებაც შეიძლება წარმოების მიერ, ხოლო რაოდენობის გამოანგარიშება ცალობით (ეგზემპლარებით).

ნაკეთობის დეკორატიული სახე – სამრეწველო ნიმუშის გარეგანი შესრულების სახე, რომელიც ნაკეთობის ფორმაში ან ფერშია გამოხატული და მიმართულია იქითკენ, რომ ზემოქმედება მოახდინოს მომხმარებლის ხედვით აღქმაზე.

ნაკეთობის კომპლექტი (ნაკრები) – ნაკეთობის კომპლექტი სამრეწველო ნიმუშის ობიექტია, თუ მასში შემავალ ელემენტებს გააჩნიათ ერთმანეთისაგან განსხვავებული ფუნქციები და ემსახურებიან ერთი ამოცანის გადაწყვეტას. მაგ., ჩაის სერვიზი. ავეჯის გარნიტური და სხვ. განაცხადში ნაკეთობის კომპლექტის (ნაკრების), ფოტოსურათი წარმოდგენილი უნდა იყოს მთლიანად (ე. ი. მასში შემავალი ყველა ნაკეთობა ერთად) და ცალ-ცალკე.

ნაკეთობის ნაწილი – ნაკეთობის ნაწილი სამრეწველო ნიმუშის ობიექტია, თუ მას ახასიათებს დამოუკიდებელი ფუნქციური დანიშნულება და დასრულებული კომპოზიცია, მაგ., ავეჯის სახელური.

ნაკეთობის სარგებლიანობა – იხ. სარგებლიანობა.

ნაკეთობის ფოტოსურათი – სამრეწველო ნიმუშზე განაცხადის შემადგენელი დოკუმენტი. ნაკეთობა (მაკეტი) გადაღებული უნდა იყოს მთლიანობაში, ნეიტრალურ ფონზე, თანაბარი განათების ქვეშ, ზედმეტი საგნების გარეშე. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ნაკეთობის ან მაკეტის საერთო ხედის შავ-თეთრი ფოტოსურათი გადაღებული 3/4 რაკურსში წინამხრიდან, ხედები მარცხნიდან, მარჯვნიდან, უკნიდან, აუცილებლობის შემთხვევაში ქვემოდან და ზემოდან.

ნაკვესები – პუბლიცისტური შინაარსის იუმორისტული ჟანრი; მოკლე, გონებამახვილური, მოსწრებული ხუმრობა.

ნაკრები თაბახი – წიგნის ან ჟურნალის გვერდები, რომლებიც 'შეიცავენ სახელწოდებას, სარჩევს და სხვ.

ნამდვილი საწარმო – რეალურად მოქმედი საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია და გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი.

ნარდობის ხელშეკრულება – მომსახურების ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, როდესაც მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებით გათვალისწინებული საზღაური. თუ • მომსახურება ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

ნარკვევი – პროზაული ხასიათის დოკუმენტური ეპიკური ჟანრი, რომელიც წარმოსახავს საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტებსა და მოვლენებს.

ნასყიდობის ხელშეკრულება – ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ნატიურ ფერმენტებზე გამოგონების ფორმულა – ნივთიერებაზე გამოგონების ფორმულის შედგენისას, ნატიურ ფერმენტთა შემთხვევაში მოყვანილი უნდა იყოს გამოყოფის წყარო (მიკროორგანიზმის შტამი ან უჯრედების კულტურა), სუბსტრატული სპეციფიკურობა, მოლეკულური მასა, pH-ოპტიმუმი, თერმოდა pH-სტაბილურობა, იზოელექტრული წერტილი, მიხაელისის კონსტანტა, ფერმენტის ინჰიბიტორი.

ნატურა – სინამდვილის რეალური ობიექტი (ადამიანი, საგანი და ა. შ. )სახვით ხელოვნებაში, რომელსაც მხატვარი უშუალოდ აკვირდება მისი გამოსახვის დროს.

ნატურალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი – იხ. პროდუქტი.

ნატურმორტი – სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ერთიან გარემოში ჯგუფურად ორგანიზებულ საგნებს (უსულოს ან ცოცხალი ბუნების ობიექტებს).

ნაწარმი – ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი ნივთი. იხ. პროდუქტი.

ნაწარმის გამოცდა (ტესტირება) – ნაწარმის ანონიმურად გამოცდა (ტესტირება) და შეფასება. იგი ხშირად გამოიყენება ახალი ნაწარმის დამუშავების ადრეულ ეტაპზე მისი რეალიზაციის გამოსავლენად. გამოცდის (ტესტირების) . ერთ-ერთი სახეა დეგუსტაცია.

ნაწარმის გვარეობითი ცნება – სიმბოლო, რომელიც გარკვეული სახის ნაწარმის (საქონლის ან მომსახურების) აღმნიშვნელად შევიდა საყოველთაო ხმარებაში. ასეთი სიმბოლოები საქართველოში არის ისეთი ცნობილი ნაწარმის დასახელებები, როგორიცაა მაწონი, ჩურჩხელა, სულუგუნი და სხვ. ასეთივე სიმბოლოებს მიეკუთვნება ნიშნები, რომლებმაც მრავალჯერ გამოყენების შედეგად დაკარგეს მომხმარებლისათვის განმასხვავებელუნარიანობა, მაგ. თერმოსი, ცელოფანი და სხვ. ამგვარი სიმბოლოები სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება.

ნაწარმის ფორმა – ამა თუ იმ საქონლის (მაგ. საპნის) ფორმა, შოკოლადისაგან დამზადებული ფიგურები და სხვ. აგრეთვე შეფუთვის ან ტარის, მაგ... კოლოფის, ბოთლის, ფლაკონის ორიგინალური ფორმა და სხვ. მოცულობით სასაქონლო ნიშნად შეიძლება საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმის გამოყენება.

ნაწარმოებზე ავტორობის უფლება – იხ. ავტორობის უფლება.

ნაწარმოები – ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი მეცნიერებაში ლიტერატურასა და ხელოვნებაში, მიუხედავად მისი დანიშნულებისა, ღირსებისა (ავკარგიანობისა), შინაარსისა, ჟანრისა, მოცულობისა, აგრეთვე მისი გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ნაწარმოები შეიძლება იყოს როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი, რომელიც შეიძლება არსებობდეს რაიმე ობიექტური ფორმით. ინტელექტუალური შემოქმედების შედეგი, რომელიც არ არის განხორციელებული რაიმე სპეციალური ფორმით (მაგ., მხოლოდ იდეა ან მეთოდი), ნაწარმოებს არ წარმოადგენს.

ნაწარმოების ავტორი – იხ. ავტორი.

ნაწარმოების ავტორის განსაკუთრებული უფლება –- ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით, რათა მიიღოს სარგებელი. იხ. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება.

ნაწარმოების ავტორის ვინაობის საეჭვოობა – იხ. ავტორობის პრეზუმფცია.

ნაწარმოების ავტორის მითითება – იხ. რეპროგრაფიული კვლავწარმოება თანხმობის გარეშე; აგრეთვე დასესხების წყაროზე მითითება.

ნაწარმოების ავტორის წარმომადგენელი – იხ. ავტორობის პრეზუმფცია.

ნაწარმოების გამოქვეყნება – ავტორის ან საავტორო უფლებებისა და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის თანხმობით განხორციელებული ქმედება, რომლის შედეგადაც ნაწარმოები, შესრულება, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა, პირველად ხდება ხელმისაწვდომი საყოველთაო გაცნობისათვის, გავრცელების, საჯარო ჩვენების, პუბლიკაციის, საჯარო გადაცემებისა და სხვა გზით.

ნაწარმოების გამოქვეყნების უფლება – ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლება განახორციელოს ნაწარმოების პირველი ან შემდგომი გამოქვეყნება.

ნაწარმოების გამოყენება – ნაწარმოებით სარგებლობა მოგების მიღების მიზნით ჩვენების, კვლავწარმოების, გავრცელების ან სხვა საშუალებებით საყოველთაო გაცნობის მიზნით.

ნაწარმოების გამოყენება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შესაქმნელად – ნაწარმოების ავტორის განსაკუთრებული უფლება ნება დართოს ან აკრძალოს საკუთარი ნაწარმოების გამოყენება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის საფუძვლად,აგრეთვე ასეთი აუდიოვიზუალური ნაწარმოების კვლავწარმოების, გავრცელების, საჯაროდ გამოყენების ან შესრულების უფლება.

ნაწარმოების გამოყენება განსაზღვრული საშუალებებით – იხ. ავტორის ქონებრივი უფლების გადაცემა.

ნაწარმოების გამოყენება კომპიუტერის საშუალებით – ნაწარმოებით სხვადასხვაგვარი სარგებლობა იმ მოწყობილობის საშუალებით, რომელსაც ინფორმაციის გადამუშავების უნარი აქვს (კომპიუტერი). კომპიუტერს შეუძლია გადაამუშაოს ეს ნაწარმოები ან მოახდინოს მისი თარგმნა სხვა ენაზე, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს ნაწარმოების ავტორის არა მარტო ქონებრივ უფლებებთან, არამედ პირად არაქონებრივ უფლებებთან.

ნაწარმოების გამოყენება ლიცენზიის გადაცემის შემდეგ – იხ. განსაკუთრებული ლიცენზია ნაწარმოების გამოყენებაზე.

ნაწარმოების გამოყენება შემთხვევით ან წინასწარგანზრახვის გარეშე – ნაწარმოების საყოველთაო გაცნობა, რომელიც გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ გარდაუვალი გახდა მიმდინარე საკითხების გაცნობის დროს, როდესაც ნაწარმოები მოიხსენიება შემთხვევით ან ირიბი გზით (წინასწარგანზრახვის გარეშე). მაგ. ფერწერული ნაწარმოების ჩვენება შენობიდან გადაცემული რეპორტაჟის დროს. ამგვარი გამოყენება ფაქტობრივად წარმოადგენს ნაწარმოების თავისუფალ გამოყენებას, მაგრამ ამასთან აუცილებელია ავტორის მითითება.

ნაწარმოების გამოყენების არაპირდაპირი უფლება – ნაწარმოების ყველა იმ საშუალებით გამოყენების უფლება, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ეკუთვნის ავტორს. როდესაც საავტორო ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ნაწარმოების გამოყენების საშუალებები (საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული კონკრეტული უფლებები), ხელშეკრულება ითვლება დადებულად ნაწარმოების გამოყენების ისეთ საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად მხარეთა იმ განზრახვის შესასრულებლად, რომელიც მათ ჰქონდათ ხელშეკრულების დადების დროს.

ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის უფლება ნება დართოს ან აკრძალოს შემდეგ მოქმედებათა განხორციელება: ნაწარმოების კვლავწარმოების (რეპროდუცირების) უფლება; ნაწარმოების გავრცელების უფლება; უფლება იმპორტზე; საჯარო ჩვენების, შესრულებისა და საჯარო გადაცემის უფლება; კაბელით გადაცემის უფლება; თარგმნის უფლება; გადამუშავების უფლება (ადაპტაცია, არანჟირება და ა. შ.). ზოგიერთ ნაწარმოების ავტორებსა და საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აგრეთვე გაქირავებით გავრცელების უფლება; არქიტექტურული, ქალაქმშენებლობისა და საბაღე-საპარკე პროექტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება მოიცავს ასეთ პროექტთა პრაქტიკული რეალიზაციის უფლებას. თუ მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოების ეგზემპლარები იყიდება, მაშინ დაიშვება მათი შემდგომი გავრცელებაც ავტორის ნებართვისა და საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე.

ნაწარმოების გამოცემა – ავტორის ან საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის თანხმობით ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარების გაშვება სამოქალაქო ბრუნვაში, გაყიდვის, გაქირავების, ან ნაწარმოების, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის ეგზემპლარებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვაგვარი გადაცემის გზით, იმ რაოდენობით, რაც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნილებებს. გამოცემულად ჩაითვლება აგრეთვე, ნაწარმოები, ფონოგრამა ან ვიდეოგრამა, თუ ის ხელმისაწვდომია ინფორმაციის ელექტრონულ სისტემათა მეშვეობით.

ნაწარმოების გამოხატვის ფორმა ან ხერხი – მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნაწარმოების აღქმა, მათ შორის: შესრულება, დეკლამირება, ფიქსაცია, მატერიალური ფორმის შექმნა ან სხვა შესაბამისი მეთოდი.

ნაწარმოების გამოხმობის უფლება – ნაწარმოების ავტორის უფლება მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა. თუ ნაწარმოები უკვე გამოქვეყნებულია, ავტორი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს მისი გამოხმობის შესახებ. გამოხმობის უფლება არ გამოიყენება სამსახურებრივ ნაწარმოებთან დაკავშირებით. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არის პირადი არაქონებრივი უფლება.

ნაწარმოების დამახინჯება – ნაწარმოებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომლის დროსაც მისი რომელიმე ნაწილის ნამდვილი მნიშვნელობა ან ფორმა მახინჯდება, ამოვარდება ან ირღვევა. დამახინჯება წარმოადგენს პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევას.

ნაწარმოების დართვის უფლება – იხ. სხვა ავტორთა ნაწარმოებების დართვის უფლება.

ნაწარმოების დეკლამირება – ლიტერატურული ნაწარმოების დეკლამირება მსმენელთა თანდასწრებით ან რაიმე ტექნიკური გადაცემის ხერხით ან პროცესებით. მაგ., მიკროფონი, ფონოგრამა, რადიო(ტელე)მაუწყებლობა და ა. შ.

ნაწარმოების დეპონირება – ნაწარმოების ხელნაწერების. აგრეთვე ნებისმიერ მატერიალურ მატარებელზე, მათ შორის მანქანურზე სხვა ნაწარმოების დეპონირება წარმოადგენს ნაწარმოების გამოყენებას, თუ ასეთი დეპონირება განხორციელდა ყველასათვის ხელმისაწვდომ ისეთ საცავში (დეპოზიტარი), რომელიც დეპოზიტორთან ხელშეკრულებით ნებას რთავს ყველას ნაწარმოების ეგზემპლარის მიღებაზე, ვინც კი მიმართავს ამ საცავს (დეპოზიტარს).

ნაწარმოების ეგზემპლარი – ნაწარმოების ასლი დამზადებული ნებისმიერი მატერიალური ფორმით.

ნაწარმოების ეგზემპლარის ამოღება – იხ. ყადაღა ნაწარმოების ეგზემპლარზე.

ნაწარმოების ეგზემპლარის გაქირავება – იხ. გაქირავებით გავრცელების უფლება.

ნაწარმოების ელემენტები – ის ძირითადი ელემენტები, რომლითაც ხდება ნაწარმოების ორიგინალობის დადგენა. ელემენტები შეიძლება ახასიათებდეს ნაწარმოებს, როგორც ფორმით – ენა, აგების სქემა და სხვ., ასევე შინაარსით.

ნაწარმოების თავისუფლად გამოყენება – ნაწარმოები შეიძლება თავისუფლად იქნეს გამოყენებული ნებისმიერი პირის მიერ საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, როდესაც მასზე გასულია საავტორო უფლების მოქმედების ვადა. ამასთან დაცული უნდა იყოს ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობის, აგრეთვე, ავტორის პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლებები. იგივე ვრცელდება იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც არ იყო დაცული საქართველოს ტერიტორიაზე. თავისუფლად გამოყენება შეიძლება აგრეთვე ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, გარკვეული პირობების დაცვით. მაგ., ციტირებისას, ზოგიერთი სახის ილუსტრირებისას ან კვლავწარმოებისას და სხვ.

ნაწარმოების კერძო გამოყენება – გამოქვეყნებული ნაწარმოების კვლავწარმოება, თარგმნა, გადამუშავება ან სხვაგვარი გადაკეთება ერთ ან რამდენიმე ეგზემპლარად არა მხოლოდ ერთი პირის ინდივიდუალური გამოყენებისათვის (იხ. ნაწარმოების პირადი გამოყენება), არამედ პირთა გარკვეული წრის საერთო მიზნების განხორციელებისათვის. ნ. კ. გამოყენებისათვის კვლავწარმოებული ეგზემპლარები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი საჯარო გამოყენებისათვის.

ნაწარმოების კვლავწარმოება – იხ. კვლავწარმოება.

ნაწარმოების კვლავწარმოება პირადი მიზნებისათვის – ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, დაშვებულია მართლზომიერად გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა ეგზემპლარების კვლავწარმოება ფიზიკურ პირთა მიერ, მხოლოდ და მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. ეს ნორმა არ გამოიყენება: I. მონაცემთა ბაზის კვლავწარმოებისას, 2. არქიტექტურულ ნაწარმოებთა კვლავწარმოებისას, შენობათა და ანალოგიურ ნაგებობათა ფორმით. 3. კომპიუტერული პროგრამების კვლავწარმოებისას (გარდა სპეციალურად განსაზღვრული პირობებისა). 4. წიგნების (მთლიანობაში), ნოტების ტექსტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების რეპროგრაფიული კვლავწარმოებისას. იხ. ჰონორარი პირადი მიზნებისათვის კვლავწარმოებისას.

ნაწარმოების კვლავწარმოება სასამართლო მიზნებისათვის – იხ. კვლავწარმოება სასამართლო მიზნებისათვის.

ნაწარმოების კონტრაფაქციური ეგზემპლარი – იხ. კონტრაფაქციური ეგზემპლარი.

ნაწარმოების მოკლევადიანი ჩაწერა – იხ. ფონოგრამით მოკლევადიანი სარგებლობის უფლება.

ნაწარმოების მოწონება – იხ. ნაწარმოების შემკვეთის ვალდებულება.

ნაწარმოების ორიგინალობა – იხ. ორიგინალობა.

ნაწარმოების პირადი გამოყენება – სხვისი ნაწარმოების ერთჯერადი კვლავწარმოება, გადათარგმნა, გადამუშავება, არანჟირება ან სხვაგვარი გარდაქმნა, რომელიც განკუთვნილია პირადი ინდივიდუალური გამოყენების მიზნით. მაგ., პირადი განათლება, პირადი კვლევა ან გართობა. ასეთი გამოყენება განიხილება, როგორც თავისუფალი გამოყენება.

ნაწარმოების პირველად გამოქვეყნება – იხ. პირველად გამოქვეყნებული ნაწარმოები, ფონოგრამა ან ვიდეოგრამა.

ნაწარმოების პირველი გამოქვეყნების წელი – საავტორო უფლების დაცვის ნიშნის ერთ-ერთი ელემენტი.

ნაწარმოების რეპროგრაფიული გამრავლება – იხ. რეპროგრაფიული კვლავწარმოება (გამრავლება) თანხმობის გარეშე.

ნაწარმოების საზღვარგარეთ გატანა – საავტორო სამართლის ნორმებით დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის გასამრჯელოს გადახდის გარეშე ნაწარმოების ეგზემპლარის საზღვარგარეთ გატანა ფიზიკურ პირთა მიერ და მხოლოდ და მხოლოდ პირადი მიზნებისათვის:

ნაწარმოების საყოველთაო ხელმისაწვდომობა – ნაწარმოების შეთავაზება საყოველთაო გაცნობის მიზნით ისეთი საშუალებებით, რომ იგი გამოფენის, გამოცემის, შესრულების, რადიო ან ტელეგადაცემის ან სხვა გზით გახდეს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.

ნაწარმოების სახელწოდება – მ-წარმოების შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოტოვება იწვევს ნაწარმოების დამახინჯებას. სახელწოდება ახდენს ნაწარმოების იდენტიფიცირებას და ამიტომ მისი ყოველი გამოყენების დროს იგი უნდა იქნეს მითითებული. სახელწოდება დაცულია პლაგიატისაგან, რადგანაც არის ორიგინალური.

ნაწარმოების საჯარო გადაცემა – იხ. საჯარო გადაცემა.

ნაწარმოების საჯარო შესრულება – იხ. საჯარო შესრულება.

ნაწარმოების საჯარო შესრულება ცერემონიების დროს – იხ. საჯარო შესრულება.

ნაწარმოების საჯარო ჩვენება – იხ. საჯარო ჩვენება.

ნაწარმოების ფიქსაცია – იხ. ფიქსაცია მატერიალური ფორმით.

ნაწარმოების ფორმები – გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ნაწარმოები შეიძლება იყოს შემდეგი ობიექტური ფორმის: წერილობითი, ზეპირი, ჩაწერილი, გამოსახულებითი, მოცულობით-სივრცითი და სხვ.

ნაწარმოების შემკვეთის ვალდებულება – ნაწარმოების შემკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერილობით აცნობოს ავტორს გადაცემული ნაწარმოების მოწონების, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე – მისი დაწუნების, ანდა შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში წერილობითი შეტყობინება ავტორს არ გაეგზავნა, ნაწარმოები ჩაითვლება შემკვეთის მიერ მოწონებულად. იხ. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება.

ნაწარმოების შემქმნელი – იხ. ავტორი.

ნაწარმოების შესრულება – იხ. საჯარო შესრულება.

ნაწარმოების შექმნა – პროცესი, რომლის დროსაც ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგად იდეის, ჩანაფიქრის გამოხატვა ხდება ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და კვლავწარმოების საშუალებას იძლევა. :

ნაწარმოების შექმნის ქვეყანა – ნაწარმოების შექმნის ქვეყნად ითვლება: პირველად რომელიმე ქვეყანაში გამოქვეყნებული ნაწარმოებისათვის – ეს ქვეყანა; ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში გამოქვეყნებულ ნაწარმოებისათვის, სადაც დაცვის სხვადასხვა ვადებია – ის ქვეყანა, რომლის კანონმდებლობაც ითვალისწინებს დაცვის ყველაზე მცირე ვადას. გამოუქვეყნებელი ნაწარმოების შექმნის ქვეყანა – ავტორის •ეროვნების ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ ნაწარმოების ავტორი არ არის ნაწარმოების შექმნის ქვეყნის მოქალაქე, მაშინ მისი დაცვა რეგულირდება ბერნის კონვენციის ძალით. ბერნის კონვენციით რეგულირდება აგრეთვე კინემატოგრაფიული და არქიტექტურული ნაწარმოებების შექმნის ქვეყანა. კინემატოგრაფიული ნაწარმოებისათვის – მისი შემქმნელის ჩვეულებრივი ადგილმდებარეობა, ხოლო არქიტექტურული ნაწარმოებისათვის ის ქვეყანა, სადაც იგია აგებული.

ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება – ნაწარმოების შექმნის (ლიტერატურული შეკვეთის) ხელშეკრულების მიხედვით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს. შემკვეთი კი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ჰონორარი, აგრეთვე ავანსი. ავანსის გადახდის ვადა, წესი და ოდენობა განსაზღვრული უნდა იყოს ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით. ნაწარმოების შექმნაში სხვა პირის ჩართვა ან ავტორთა კოლექტივის შემადგენლობის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ნაწარმოების შემკვეთის წინასწარი თანხმობით. იხ. საავტორო ხელშეკრულების ბათილობა: ნაწარმოების შემკვეთის ვალდებულება.

ნაწარმოების ჩვენება – იხ. საჯარო ჩვენება.

ნაწარმოების ხელყოფა – ნაწარმოების მიმართ ისეთი მოპყრობა ან გამოყენება, რაც ზიანს აყენებს მის მხატვრულ ღირებულებას ან ავტორის რეპუტაციას. ნ. ხ. წარმოადგენს პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფას.

ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება – ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლება, ნება დართოს სხვა პირებს შეიტანონ ცვლილებები, როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებასა და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას.

ნაწარმოებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლება – ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლება შეიტანოს (ცვლილებები და დამატებები გამოქვეყნებულ ნაწარმოებში. ნაწარმოების ნებისმიერი გადაკეთება (ცვლილება, დამატება და ა. შ.) ჩაითვლება პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევად თუ იგი ზიანს აყენებს ავტორის ღირსებასა და რეპუტაციას. ნაწყვეტის გამოყენება ილუსტრაციების სახით – მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციების სახით, დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, ოღონდ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო- და ვიდეოჩანაწერებში, – იმ მოცულობით, რაც განსაზღვრულია დასახული მიზნით.

ნახატი – მხატვრული ნაწარმოების სახე. სურათი. ხელით შესრულებული გრაფიკული გამოსახულება, წრფეებით ან ფერადი ლაქების გამოყენებით. იხ. არქიტექტურული გრაფიკა.

ნახევარფაბრიკატი– შრომის პროდუქტი, რომელიც საჭიროებს შემდგომ დამუშავებას, შუალედური პროდუქტი.

ნებართვა პროდუქტის გამოყენებაზე – პატენტის ან სხვა მფლობელის განსაკუთრებული უფლება ნება დართოს სხვას გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენებაზე, რაიმე პირობების შეზღუდვით ან შეზღუდვის გარეშე. იხ. აგრეთვე შეზღუდული ნებართვა.

ნებართვა პროდუქტის გაყიდვაზე – იხ. პროდუქტის გაყიდვის ნებართვა.

ნებართვა პროდუქტის დამზადებაზე – იხ. პროდუქტის დამზადების ნებართვა.

ნებართვა ხერხის გამოყენებაზე – პატენტმფლობელის განსაკუთრებული უფლება ნება დართოს სხვას მის მიერ დაპატენტებული ხერხის გამოყენებაზე. ნებართვა შეიძლება გაიცეს რამდენიმე სახის შეზღუდვით. იხ. შეზღუდული ნებართვა.

ნებართვის გარეშე გამოყენება – განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ ჩაითვლება ამ უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გამოყენება თუ იგი ხორციელდება: 1. პირადი სარგებლობისათვის. 2. ექსპერიმენტისათვის. 3. სატრანსპორტო საშუალებებზე ქვეყნის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის დროს. 4. ფორსმაჟორულ სიტუაციაში. იხ. აგრეთვე ნაწარმოების კერძო გამოყენება; ნაწარმოების კვლავწარმოება პირადი მიზნებისათვის.

ნებაყოფლობითი ლიცენზია – ლიცენზიის გაცემა განსაკუთრებული უფლებების მფლობელის ნებით. საპირისპირო ქმედებაა იძულებითი ლიცენზია. ნ. ლ. არის მარტივი, განსაკუთრებული, სრული. ნების გამოვლენა – ნ. ლ. დგინდება გონივრული განსჯის შედეგად და არა გამოთქმის მარტოოდენ სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოვლენა მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას. ნამდვილია მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა იგი მას მიუვა. თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს, მაშინ ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად; მაგალითად, თუ რწმუნებულმა უარი განაცხადა მინდობილობაზე.

ნეგატიური ტესტი – იხ. დამახასიათებელი ინდივიდუალობა.

ნეგოცია – კომერციული გარიგება.

ნედლეული – სამრეწველო საქონელი, მასალა (მინერალები, ხე-ტყე, ხორბალი და სხვ.), რომელიც საჭიროა რაიმე პროდუქციის დასამზადებლად და რომელსაც ჯერ არ გაუვლია გადამუშავების ტექნოლოგიური ციკლი, რათა გახდეს რომელიმე პროდუქციის შემადგენელი ნაწილი. პირველადი პროდუქტი.

ნეოლოგიზმი – ახალი სიტყვა, ცნება ან ტერმინი ენაში.

ნეტო – საქონლის წონა შეუფუთავად, უჭურჭლოდ, სუფთა წონა. (საპირისპ. ბრუტო).

ნივთიერება – გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის ობიექტი, როგორც ახალი ხელოვნურად შექმნილი მატერიალური წარმონაქმნი რომელიც წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ ელემენტების, ინგრედიენტების, კომპონენტების ერთობლიობას, მიუხედავად მიღების ხერხისა (ქიმიური, მექანიკური) და აგრეგატული მდგომარეობისა (თხევადი, აიროვანი და ა. შ.). ნივთიერებებს, როგორც გამოგონების ობიექტებს განეკუთვნება ქიმიური ან არაქიმიური წესით მიღებული ნარევები, ხსნარები, შენადნობები, სხვაგვარი კომპოზიციები. ნივთიერების დამახასიათებელი არსებითი ნიშნებია: ინგრედიენტები, კომპონენტები, ელემენტები, მათი განლაგება, ფორმები, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები და ა. შ.

ნივთიერებაზე გამოგონების ფორმულა – ნებისმიერი წარმოშობის ინდივიდუალური ნაერთის ფორმულა უნდა შეიცავდეს ნაერთის დასახელებას ან ქიმიურ ფორმულას, მის დანიშნულებას ან ბიოლოგიური აქტივობის სახეს.

ნივთიერების გამოყენება – იხ. ხერხის გამოყენება.

ნივთიერების განხორციელებადობის დადასტურება – დადგენილი სტრუქტურის მქონე ახალ ინდივიდუალურ ნაერთზე გამოგონებისათვის მოყვანილი უნდა იქნეს მისი სტრუქტურული ფორმულა, ფიზიკურ-ქიმიური კონსტანტები და ახალი ნაერთის მიღების ხერხის აღწერა. წარმოდგენილი უნდა იქნეს აგრეთვე, ამ ნაერთის განსაზღვრული დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობის დამადასტურებელი მონაცემები, ხოლო ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებისათვის – აქტიურობისა და ტოქსიკურობის რაოდენობრივი მახასიათებლების მაჩვენებლები და სხვ. იხ. აგრეთვე გამოგონების განხორციელებადობის დადასტურება.

ნივთიერების შემადგენლობა – 1. ნაერთი, რომელიც წარმოადგენს ან მიღებულია ორი ან მეტი სპეციფიკური შემადგენელი ნაწილების შერევით და აქვს იმ თვისებებისაგან განსხვავებული თვისებები რომლებიც ჰქონდათ თითოეულ ნაწილს ცალ-ცალკე. 2. ინგრედიენტები, რომლებისგანაც შედგება ნივთიერება.

ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი – ისეთი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. ნ. ა. შ. ნ. დაცვის ობიექტია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ნივთის ნაყოფი – ის შემოსავალი, ნამატი და უპირატესობა, რომელსაც ეს ნივთი იძლევა.

ნიმუში – 1. საქონელის მთლიანი რაოდენობიდან ამორჩეული მცირე ნაწილი, რომელიც მთლიანზე წარმოდგენას იძლევა. 2. მცირე რაოდენობის საქონელი გადაცემული პოტენციურ მყიდველზე, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, საქონლის მახასიათებლების შესაბამისობის შემოწმებისა. სასინჯი, საცდელი ნაწარმი. 3. იგივე მაგალითი. 4. იხ. სამრეწველო ნიმუში.

ნიღბების კომედია – აღორძინების ხანის იტალიური ხალხური იმპროვიზაციული თეატრის სახეობა.

ნიშანდება – იხ. დატანა.

ნიშანი – 1, საგნის, მოვლენის მხარე, მაჩვენებელი, რაც მათი ამოცნობის, განსაზღვრის ან აღწერის საშუალებას იძლევა. 2. ყოველივე ის, რითაც საგნები, მოვლენები ერთმანეთს ემსგავსებიან ან განსხვავდებიან. 3. სასაქონლო და/ან მომსახურების ნიშნის ზოგადი სიტყვიერი; ჩაწერა.

ნიშანზე ავტორობის უფლება – იხ. ოფიციალურ დოკუმენტის პროექტზე ავტორობის უფლება.

ნიცის კლასიფიკაცია – საქონლისა და მომსახურების ნიშნების რეგისტრაციისათვის მიღებული საერთაშორისო კლასიფიკაცია. იხ. ნიცის შეთანხმება.

ნიცის შეთანხმება – შეთანხმება სასაქონლო ნიშანთა რეგისტრაციისათვის საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ. შეთანხმება დაიდო საფრანგეთის ქ. ნიცაში 1957 წლის 15 ივნისს. ძალაში შევიდა 1961 წლის 8 აპრილს. ნიცის შეთანხმებით ჩამოყალიბდა ნიცის კავშირი, რომელშიც შედიან შეთანხმების მონაწილე ყველა ქვეყნები. საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაცია შეიცავს 34 კლასის ჩამონათვალს საქონლისათვის და 8 კლასს მომსახურებისათვის.

ნოვატორი – ადამიანი, რომელსაც სიახლე შეაქვს რაიმე დარგში.

ნოვაცია – 1. მხარეების შეთანხმების საფუძველზე ვალდებულების შეწყვეტა, ახალი ვალდებულებით შეცვლის მიზნით. 2. სიახლე.

ნოველა – 1. მცირე მოცულობის ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს. პატარა მოთხრობა. 2. კანონის, კანონთა კრებულის, წესდების და ა. შ. გვიანდელი დანართი.

ნოველისტი – ნოველების ავტორი.

ნომენკლატურა – „ტერმინთა და სახელწოდებათა სია, რომლებიც გამოიყენება მეცნიერების, ხელოვნების, წარმოების, პროდუქციის გასაღების და სხვა დარგში.

ნომინალური ფასი – საქონლის ან მომსახურების ღირებულება, რომელიც ქვეყნდება პრეისკურანტებში, ცნობარებში და სხვ.

ნონა – 1. მუსიკალური გამის მეცხრე საფეხური, რომელიც ოქტავისა და სეკუნდის ჯამის ტოლია. ცხრასაფეხურიანი ინტერვალი. 2. ცხრასტრიქონიანი სტროფი.

ნონეტი – 1. ცხრა შემსრულებლისაგან შემდგარი ანსამბლი. 2. მუსიკალური ნაწარმოები 9 ხმისა და საკრავისათვის.

ნონპარელი – პეტიტზე წვრილი სასტამბო შრიფტი, რომლის ზომა (კეგელი) ტოლია ექვსი პუნქტის (2,25 მმ.).

ნორმა – 1. რისამე დაკანონებული, სავალდებულო წესი. 2. დაწესებული რაოდენობა. 3. წიგნის სახელწოდება (უმთავრესად შემოკლებით) ან ავტორის გვარი, რომელიც წვრილი შრიფტით არის დაბეჭდილი ყოველი თაბახის პირველი გვერდის ბოლოში.

ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტაცია – იხ. საინფორმაციო წყარო.

ნოტაბენე – შენიშვნა ტექსტში იმ ადგილზე, რომელზედაც საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება (ხშირად სიტყვის მაგივრად წერენ ასოებს ”NB" ან ”AB").

ნოტარიატი – ორგანო, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვაგვარი იურიდიული აქტების დამოწმება, დოკუმენტების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება და ა. შ.

ნოტაცია – 1. წერილობითი პირობითი ნიშნების სისტემა, რომელიც მიღებულია ამა თუ იმ დარგში. იხ. სანოტო დამწერლობა. 2. დარიგება, ჭკუის სწავლება.

ნოტი – 1. მუსიკის ჩასაწერი პირობითი გრაფიკული ნიშნები. 2. ფურცლები, რვეულები ან მთელი ტომები, რომელზედაც ჩაწერილია მუს. ნაწარმოები.

ნოუ-ჰაუ – საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს) წარმოადგენს ტექნიკური, ორგანიზაციული, კომერციული და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია წარმოების ეფექტურობის ამაღლება, არ არის ცნობილი მესამე პირებისათვის და ამის გამო წარმოადგენს კომერციულ ფასეულობას. ნოუ-ჰაუ შეიძლება იყოს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოდ ინახება. მაგ., განაცხადი გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე ან სამრეწველო ნიმუშზე მათ გამოქვეყნებამდე.

ნოუ-ჰაუს გადაცემა – პირი, რომელიც ფლობს საიდუმლო ინფორმაციას, შეუძლია გადასცეს ამ ინფორმაციის შინაარსის ცნობები მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა პირს, სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვაგვარად.

ნოუ-ჰაუს გამოაშკარავება – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც ხდება კონკურენტის ნოუ-ჰაუს გამოყენება ან გამოაშკარავება მისი მფლობელის ნებართვის გარეშე.

ნოუ-ჰაუს დაცვა – მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით, განსაკუთრებული უფლება აქვს ამ ინფორმაციაზე. ნოუ-ჰაუს მფლობელს შეუძლია დაიცვას ეს ინფორმაცია მესამე პირის მიერ უნებართვო გამოყენებისაგან, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის, ადმინისტრაციული ან კომერციული სამართლის ფარგლებში, იმ პირობით, თუ: 1. ამ ინფორმაციას აქვს ნამდვილი ან შესაძლო კომერციული ფასეულობა და ნამდვილად არ არის ცნობილი მესამე პირისათვის. 2. ეს ინფორმაცია მესამე პირისათვის არ არის ადვილად ხელმისაწვდომი კანონიერი საშუალებით. 3. მფლობელი ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვისათვის. 4. ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და იგი არ არის დაცული არც საავტორო. არც სამრეწველო სამართლის ნორმებით. 5. ეს ინფორმაცია არ შეეხება მისი მფლობელის უარყოფით მოღვაწეობას და არ აყენებს ზიანს სხვა პირების და სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. 6. ამ ინფორმაციაში შესული ცნობები არ შეიძლება ჩაითვალოს წარმოების საიდუმლოდ კანონმდებლობის მოთხოვნის ძალით და მისი შინაარსის მიხედვით (მაგ.., დაფუძნების დოკუმენტები, ცნობები დადგენილი ფორმის ანგარიშგების შესახებ და სხვ.).

ნუსხა – იხ. ტაბულა.

15 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ო

▲ზევით დაბრუნება


ობელისკი – წახნაგოვანი, ზევითკენ მიმართული, ბოლოსკენ გაწვრილებული ქვის სვეტი. გამოიყენება მონუმენტურ-დეკორატიულ ხელოვნებაში.

ობროგაცია – იხ. აბროგაცია.

ოდა – ლირიკული პოეზიისა და მუსიკის ჟანრი; საზეიმო, პათეტიკური, მაღალი სტილის რიტორიკული ლექსი.

ოთხთავი – იხ. სახარება.

ოლიგოპოლია – 1. ფირმა, რომელსაც სხვა რამდენიმე ფირმასთან ერთად ერთი და იმავე საქონლის და/ან მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დაკავებული. 2. ბაზარი, სადაც გამყიდველთა შედარებით მცირე რაოდენობა ემსახურება ბევრ მომხმარებელს (მყიდველს).

ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენება – ნაირობის შეთანხმების ძალით აკრძალულია კომერციული მიზნებისათვის და სასაქონლო ნიშნად შემდეგი ო. ს. გ.: ერთმანეთში გადაჯაჭვული ხუთი რგოლი და ლოზუნგი CITIUS, ALTIUS, FORTIUS.

ომი – იხ. საომარი მოქმედებანი.

ომონიმები – სიტყვები, რომლებიც ერთნაირად წარმოითქმება, მაგრამ წარმოშობით და მნიშვნელობით განსხვავდებიან.

ომოფონი – 1. სხვადასხვა გრაფიკული ნიშნები, რომლებიც ერთი და იმავე ბგერით წარმოითქმება (მაგ., 5 და IL ზოგიერთ ენაში). 2. სიტყვები, რომლებიც სხვადასხვაგვარად იწერება, მაგრამ ერთნაირად გამოითქმება.

ომოფორმი – სხვადასხვა წარმოშობისა და მნიშვნელობის სიტყვების ბუნებრივი დამთხვევა. მაგ., "ამგვარადვე მიწამე – მომაყარე მიწამე”.

ონომატოპეა – ხმაბაძვითი სიტყვები. მაგ., ბაკი-ბუკი, კაკი-კუკი. ამგვარი სიტყვების გამოყენება დასაშვებია სასაქონლო ნიშნად.

ოპერა – მუსიკალურ-დრამატული ხელოვნების ჟანრი. იგი აერთიანებს მუსიკას, დრამატურგიას, მხატვრობას (დეკორაციები, კოსტიუმები, ქორეოგრაფიის ელემენტები). ოპერის დაცვა ხორციელდება საავტორო სამართლით, როგორც მუსიკალური ნაწარმოებისა.

ოპერა-ბუფა – იტალიური კომიკური ოპერის ნაირსახეობა, საყოფაცხოვრებო თემის შესახებ. მაგ., ჯ. როსინის “სევილიელი დალაქი”.

ოპერა-სერია – იტალიური ოპერის ჟანრი. იგი ჩამოყალიბდა XV IIXVIII სს.-ის მიჯნაზე.

ოპერატორის ხელოვნება – კინოხელოვნების სახე. დამდგმელ რეჟისორთან და მხატვართან ერთად ფილმის მხატვრულ-სახვითი ფორმის შექმნა.

ოპერაციების შესრულება – ხერხის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მიზანდასახულ” მოქმედებას და სრულდება ტექნოლოგიური პროცესის წარმართვისათვის.

ოპერეტა – კომედიური ხასიათის მუსიკალურ-სცენური ნაწარმოები, რომელშიც სიმღერები, ცეკვები და ლაპარაკი ენაცვლება ერთმანეთს. მისი დაცვა ხორციელდება საავტორო სამართლით.

ოპუსი – ამა თუ იმ კომპოზიტორის ცალკეული მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ნომრით აღნიშნავენ. მაგ., ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია, ოპუსი 92. თხზულება.

ორატორია – დიდი და მრავალნაწილიანი მუსიკალური ნაწარმოები სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისათვის.

ორატორული ხელოვნება – იხ. რიტორიკა.

ორგანზომილებიანი სამრეწველო ნიმუში – იხ. ბრტყელი სამრეწველო ნიმუში.

ორგანი – კლავიშებიანი სასულე მუსიკალური საკრავი. ორგანიზაცია – საწარმო ან ნებისმიერი დაწესებულება მისი საკუთრების ფორმის მიუხედავად.

ორგანიზაციის სიმბოლოები და ნიშნები – იხ. სახელმწიფო სიმბოლოები და ნიშნები.

ორგანიზებული ბაზარი – განსაზღვრულ ადგილზე რეალურად არსებული ბაზარი, სადაც გარიგება გამყიდველსა და მყიდველს შორის ხდება დადგენილი წესისა და პროცედურის მიხედვით.

ორგანო-წყარო – ბრიუსელის კონვენციით გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა პროგრამებს უნდა ატარებდეს გამოსხივებული სიგნალი.

ორგანული არქიტექტურა – მიმართულება XX ს. არქიტექტურაში, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ნაწარმოების შექმნას, რომელთა ფორმა ორგანიზმის მსგავსად განპირობებული იქნებოდა მათი კონკრეტული დანიშნულებითა და გარემო პირობებით.

ორდერი – წერილობითი ბრძანება, მიწერილობა, დოკუმენტი რაიმეს გაცემაზე ან მიღებაზე.

ორდინალური სასმელი – 1. ღვინო, გამოშვებული ტექნოლოგიური გადამუშავების შემდეგ, როგორც წესი დაუძველებლად, მაგრამ ღვინის გადამუშავებიდან 3 თვის შემდეგ. 2. ბრენდი (კონიაკი) დამზადებული ისეთი სპირტისაგან, რომელიც დაძველებულია 3-დან 5 წლამდე.

ორიგინალი – დედანი. თავდაპირველი, ავტორისეული ნაწარმოები.

ორიგინალობა – ნაწარმოების ორიგინალობა ნიშნავს, რომ იგი არის ავტორის საკუთარი ქმნილება, არ არის გადმოღებული სხვა ნაწარმოებიდან არც მთლიანად და არც არსებითად. ორიგინალობის მოთხოვნა ეხება ნაწარმოების როგორც შინაარსს, ასევე მისი გამოხატვის ფორმას და არა მხოლოდ იდეებს, ინფორმაციას ან მეთოდებს განხორციელებულს ნაწარმოებში. გადამუშავებული ნაწარმოების შემთხვევაში ორიგინალობა გამოიხატება ადრე შექმნილი ნაწარმოების ინდივიდუალური გადამუშავების მეთოდში.

ორიგინალობის ექსპერტიზა – საქართველოს 1992 წლის სასაქონლო ნიშნების შესახებ დებულების თანახმად, “საქპატენტის” მიერ ჩატარებული ექსპერტიზა სასაქონლო ნიშნის ორიგინალობაზე. შემოწმება ტარდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშნის მსგავსებასა და იდენტურობაზე, რეგისტრირებულ ან საყოველთაოდ აღიარებულ სხვა სასაქონლო ნიშნების მიმართ. ექსპერტიზა ამოწმებს სარეგისტრაციოდ წარდგენილ სასაქონლო ნიშანს იმ სიმბოლოების მიმართ, რომელთა რეგისტრაცია კანონით დაუშვებელია, აგრეთვე ცნობილი საფირმო სახელწოდების მიმართ. სიტყვიერი, გამოსახულებითი, კომბინირებული და მოცულობითი სასაქონლო ნიშნების იდენტურობაზე და მსგავსებაზე ექსპერტიზის ჩატარებისას განცხადებული სასაქონლო ნიშანი უნდა შეედაროს: სიტყვიერი – სიტყვიერ, კომბინირებულ ნიშნებს; გამოსახულებითი – გამოსახულებით, კომბინირებულ და მოცულობით სასაქონლო ნიშნებს; კომბინირებული – კომბინირებულ, გამოსახულებით, მოცულობით და სიტყვიერ სასაქონლო ნიშნებს, მოცულობითი – მოცულობით, გამოსახულებით, კომბინირებულ სასაქონლო ნიშნებსა და საპატენტო უწყებაში რეგისტრირებულ სამრეწველო ნიმუშებს.

ორიგინალური ნაწარმოები – 1. აკტორისეული, თავდაპირველი ნაწარმოები. 2. თავისებური, სხვებისაგან განსხვავებული ნაწარმოები. ნაწარმოები ორიგინალურია, თუ იგი არ წარმოადგენს ადრე არსებული ნაწარმოების გადამუშავებას, გადათარგმნას ან არანჟირებას და მისი ორიგინალობა არის პირველადი. იხ. ადრინდელი ნაწარმოები.

ორიგინალური სიმბოლო – სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს სასაქონლო ნიშანს და არის დამოუკიდებელი შემოქმედების შედეგად შექმნილი, თავისებური და არა ჰგავს სხვას.

ორიგინალური ტოპოლოგია – ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგია, როდესაც იგი შექმნილია ავტორის შემოქმედებითი შრომის შედეგად და არ არის საყოველთაოდ ცნობილი მასზე განაცხადის წარდგენის ან მისი პირველი სავაჭრო კომერციული მიზნით გამოყენების თარიღისათვის. ტოპოლოგია ორიგინალურია იქამდე, სანამ არ არის დამტკიცებული საწინააღმდეგო.

ორიგინალური ქმნილება – იხ. ორიგინალური ნაწარმოები.

ორიენტირებული ცოდნა – ტექნოლოგიის კრიტერიუმი, რომელიც მიმართულია მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში ან ვაჭრობაში გამოყენებისათვის.

ორკესტრი – მუსიკოსთა დიდი კოლექტივი, რომლის წევრები ერთად ასრულებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს, მაგ., სიმფონიური, სასულე ორკესტრი ან სხვ.

ორმხრივი მონოპოლია – ისეთი სიტუაცია, როდესაც მონოპოლური გამყიდველი გარიგებას დებს მონოპოლურ მყიდველთან. ე. ი. ბაზარზე მხოლოდ ერთი გამყიდველია და ერთი მყიდველი.

ორნამენტი – სხვადასხვა დანიშნულების საგანთა, არქიტექტურულ ნაგებობათა, პლასტიკური ხელოვნების ნიმუშების და ა. შ. რიტმული ელემენტებისაგან შემდგარი მორთულობა. ორნამენტი არ წარმოადგენს ხელოვნების დამოუკიდებელ დარგს.

ორნამენტიკა – შედარებით მოკლე ხანგრძლივობის ბგერები, რომლებიც მთავარ მელოდიურ ხაზს ერთვის მელოდიის შესამკობლად.

ოფერენტი – პირი, რომელიც აკეთებს ოფერტს.

ოფერტი – წინადადება ხელშეკრულების დადების შესახებ.

ოფიციალურ დოკუმენტის პროექტზე ავტორობის უფლება – ოფიციალური დოკუმენტების, სიმბოლოებისა და ნიშნების პროექტებზე ავტორობის უფლება ეკუთვნის პროექტის შემქმნელს. დამმუშავებელს შეუძლია მიუთითოს თავისი სახელი, თუ ამის წინააღმდეგი არ იქნება ის ორგანო, რომელმაც დაავალა პროექტის შემუშავება. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია პროექტის გამოყენება, მისი შემქმნელის თანხმობის გარეშე, თუ ეს პროექტი გამოქვეყნებული იქნა ავტორის მიერ ან გადაეცა შესაბამის ორგანოს. პროექტებში შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები, შესწორებები იმ ორგანოს მიერ, რომელიც ახორციელებს მათ მომზადებას. ამავე ორგანოს უფლება აქვს, პროექტის მოწონების შემდეგ, გამოიყენოს ისინი შემქმნელის სახელის მითითების გარეშე.

ოფიციალურად მიჩნეული გამოფენა – სახელმწიფოს ან საჯარო ხელისუფლების მიერ ოფიციალურად მიჩნეული გამოფენა.

ოფიციალური ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი” – ჟურნალი, სადაც ქვეყნდება ნებისმიერი ინფორმაცია (რეგისტრაცია, ცვლილება, სალიცენზიო ხელშეკრულება და ა. შ.) “საქპატენტში” წარდგენილი სამრეწველო საკუთრების ობიექტების შესახებ.

ოფიციალური გამოფენა – სახელმწიფოს ან საჯარო ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მოწყობილი გამოფენა. ადამიანთა მატერიალური და სულიერი მოღვაწეობის მიღწევათა ოფიციალური საჯარო დემონსტრირება. იხ. აგრეთვე საგამოფენო პრიორიტეტი.

ოფიციალური დოკუმენტები – კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, სასამართლო, ადმინისტრაციული და კანონმდებლობითი (ნორმატიული) ხასიათის სხვა ტექსტები, აგრეთვე მათი ოფიციალური თარგმანები, სამრეწველო ნაკეთობის ნორმის დამდგენი მოთხოვნები, სტანდარტები და ა. შ.;: ოფიციალური დოკუმენტები არ წარმოადგენენ საავტორო უფლების ობიექტებს.

ოფიციალური ლიცენზია – იძულებითი ლიცენზიის ნაირსახეობა, რომელიც გაიცემა მხოლოდ კომპეტენტური სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნით, თუ იგი დაასაბუთებს ეროვნული თავდაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებისათვის პატენტის გამოყენების აუცილებლობას. ოფიციალურ ლიცენზიას გასცემს “საქპატენტი”, პატენტის გაცემიდან 4 წლის შემდეგ ნებისმიერი პირის მოთხოვნით, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის გათვალისწინებით. კერძოდ, გამოიყენებოდა თუ არა პატენტის ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზე ან თუ გამოიყენებოდა იგი საკმარისად. მისი გაცემა შეიძლება გადაიდოს 1 წლამდე ვადით, იმ პირობით, რომ პატენტმფლობელი იკისრებს საკუთარი წარმოებით დააკმაყოფილოს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნილება. ოფიციალური ლიცენზიის გაცემის პროცედურის ყველა ეტაპზე დაცული უნდა იქნეს სალიცენზიო საგნის საიდუმლოება.

ოფიციალური ლიცენზიით პატენტის გამოყენება – პატენტის გამოყენება ოფიციალური ლიცენზიის საფუძველზე შეიძლება განახორციელოს, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო პირმა, რომელსაც დაასახელებს ლიცენზიის გაცემის მომთხოვნი კომპეტენტური ორგანო.

ოფორტი – ლითონზე შესრულებული გრავიურა, როდესაც ფორმების შესაქმნელად ლითონი ამოჭმულია მჟავით.

ოფპრინტი – ჟურნალის ან გაზეთის სტატიის რეპრინტი ან ფოტო ასლი.

ოფსეტი – ბეჭდვის ხერხი, რომლის დროსაც საღებავი გადადის საბეჭდი ფორმიდან რეზინის ტილოზე, იქიდან კი ქაღალდზე. ბრტყელი ბეჭდვა.

ოფცია – მხარეების მიერ შეთანხმება იმის შესახებ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ან იმავე პირობებში. გამყიდველს უფლება აქვს მიჰყიდოს საგანი მყიდველს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულებების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.

ოფცია ლიცენზიაზე – ნაწარმოებზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ, შესაძლო მოსარგებლეზე უფლების მიცემა იმის შესახებ, რომ დროის განსაზღვრულ პერიოდში მან მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა დადოს ხელშეკრულება ამ ნაწარმოების გამოყენებაზე, წინასწარ შეთანხმებული ზოგადი პირობების ფარგლებში. ოფციის ვადის გასვლამდე არავის სხვას არ შეიძლება მიეცეს ანალოგიური უფლებები, გარდა იმ ოფციებისა, რომლებიც ეხება მარტივ ლიცენზიას.

16 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - პ

▲ზევით დაბრუნება


პა – რიტმული მოძრაობა ცეკვაში, საცეკვაო ნაბიჯი.

პაბლისიტი – რეკლამის სახელწოდება; ცნობილობა, პოპულარობა; პროპაგანდისტული კამპანია.

პაგინაცია – ნაბეჭდი ნაწარმოების გვერდების რაოდენობა ცალკე ჩადებული გვერდების, რუკების დამატებების ჩათვლით.

პა-დე-დე – წყვილის ცეკვა ბალეტში; მუსიკა ამ ცეკვისათვის.

პა-დე-კატრი – ოთხი შემსრულებლის ცეკვა ბალეტში. მუსიკა ამ ცეკვისათვის.

პადე-ტრუა – სამი შემსრულებლის ცეკვა ბალეტში. მუსიკა ამ ცეკვისათვის.

პაზიგრაფია – წესების ნიშნები რომლებიც ერთნაირად გასაგებია ბევრი ხალხისათვის, მაგ., ნოტები, ციფრები და სხვ.

პალეოგრაფია – წერილობითი ძეგლების შესწავლის საფუძველზე წერის პროცესთან დაკავშირებული საკითხების: ხელნაწერის მხატვრული შემკობა, ხელნაწერი წიგნის მომზადება, დაქარაგმების (შემოკლებით წერა) წესების, ჭვირნიშნების, კრიფტოგრაფიის და სხვ. კვლევის ისტორიულ-ფილოლოგიური დისციპლინა. დამწერლობათმცოდნეობა.

პალიმფსესტი – ხელნაწერი (ძირითადად ეტრატი), რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა გამოიყენება საწერ მასალად.

პალინდრომი – სიტყვა, ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება.

პალინოდია – ლექსი, რომელშიც ავტორი უარყოფს იმას, რაც სხვა ლექსში ჰქონდა ნათქვამი.

პალიტრა – 1. ხის თხელი ფიცარი ან ლითონის, ფაიფურის ფირფიტა, რომელსაც მხატვრები იყენებენ საღებავების შესაზავებლად. 2. (გადატ.) ფერების შეხამება.

პალმეტი – ადრეული ეპოქების დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში გამოყენებული ორნამენტი, რომელიც წარმოადგენს სტილიზებულ მარაოსებრ ფოთოლს (ძირითადად პალმის).

პამფლეტი – სარკაზმით გამსჭვალული პუბლიცისტური ნაწარმოები, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ პირის, მოვლენის და სხვ. წინააღმდეგ. პამფლეტისტი – პამფლეტის ავტორი.

პანეგირიკი – სახოტბო სიტყვა ვისიმე პატივსაცემად. ისტორიულ რიტორიკული და ლიტერატურული ჟანრი.

პანეგირისტი – პანეგირიკის შემთხზველი და წარმომთქმელი.

პანო – 1. მოჩარჩოებული და ფერწერული ან სკულპტურული გამოსახულებებით დაფარული კედლის ნაწილი. 2. ზეთის, ტემპერისა და სხვ. საღებავებით დახატული სურათი, რომლითაც ფარავენ კედლის ან ჭერის გარკვეულ ნაწილს. აგრეთვე მოზაიკური, კერამიკული, ხეზე კვეთის ნამუშევრები შესრულებული ამ მიზნით.

პანორამა – სივრცითი ხელოვნების ერთ-ერთი ნაირსახეობა. 1. ვრცელი მიდამოს ხედი, ძირითადად ზევიდან. 2. მრგვალ დარბაზში მოთავსებული სურათი, რომელიც განათებულია ზემოდან და სივრცის ილუზიას ქმნის.

პანტომიმა – სცენური ხელოვნების სახეობა. უსიტყვო თეატრალური წარმოდგენა, რომლის მოქმედი პირები დრამატულ ქმედებებს, აზრებსა და გრძნობებს ადამიანის სხეულის პლასტიკური გამომსახველობით, მიმიკით, ჟესტებით გადმოსცემენ. მრავალი ქვეყანა არ უზრუნველყოფს პანტომიმის ნაწარმოების დაცვას, თუ არ არის მისი ფიქსაცია რაიმე ნიშნით – აღწერილობით ან აღქმის სხვა ფორმით.

პანტომიმის ნაწარმოები – პანტომიმის ნაწარმოების დაცვა ხორციელდება საავტორო სამართლით. იხ. სასცენო ნაწარმოები.

პაპირუსი – 1. ტროპიკული ლერწამი. რომელიც ხარობს აფრიკაში. ჭილი. 2. ამ მცენარისაგან დამზადებული ძველებური საწერი მასალა; მასზე შესრულებული ხელნაწერი.

პარაზიტირება – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ერთ-ერთი სახე, რომელიც მოიცავს შემდეგ ქმედებებს: სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელუნარიანობის ან სარეკლამო მნიშვნელობის დასუსტება, სხვისი რეპუტაციის გამოყენება, პირდაპირი (ზუსტი) კოპირება, „მონური კოპირება“ და სხვა პარაზიტული ქმედებები. იხ. სხვისი მიღწევის არამართლზომიერი გამოყენება.

პარაზიტული კონკურენცია – კონკურენცია, რომელიც მხოლოდ პარაზიტულ ქმედებებზეა დამყარებული.

პარაზიტული ქმედებები – იმიტატორის მიერ კონკურენტის მიღწევების სისტემატური და მეთოდური მითვისება, ნიმუშის გადმოღება იმიტაციის მიზნით და სხვა მსგავსი ქმედებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.

პარალელური ავტორობა – ინტელექტუალური საკუთრების ერთი და იგივე ობიექტის ერთდროული შექმნა სხვადასხვა ავტორის მიერ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

პარალელური იმპორტი – სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის იმპორტი ბაზარზე მესამე პირის მიერ მაშინ, როდესაც ამ ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მწარმოებელმა ოდნავ შეცვალა საქონელი, რათა დაეკმაყოფილებინა მომხმარებელთა სურვილები და მოთხოვნები ამ ბაზარზე. პარალელურმა იმპორტმა შეიძლება გამოიწვიოს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციის შებღალვა, ხოლო მომხმარებლის მხრიდან საქონლის დაწუნება.

პარანომია – კანონებში არსებული წინააღმდეგობა.

პარაფი – 1. კალმის ერთი მოსმით ხელმოწერა. 2. შემოკლებული ხელმოწერა, ინიციალები.

პარაფრაზი – 1. ლიტ. ნაწარმოების, ტექსტის ან მისი ნაწილის გადმოცემა საკუთარი სიტყვებით. სხვისი სიტყვების ახლებური განლაგება, გამოყენება. 2. სხვადასხვა მუს. ნაწარმოების თემებზე შექმნილი საკრავიერი ვირტუოზული ფანტაზიის ნაწარმოები.

პარიზის კავშირი – პარიზის კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ შექმნილი სამრეწველო საკუთრების დაცვის კავშირი. კონვენციის თანახმად, სახელმწიფო, რომელიც ხდება კავშირის წევრი და უერთდება ამ კონვენციის უკანასკნელ (სტოკჰოლმის) აქტს, ვალდებულებას იღებს ითანამშრომლოს კავშირის ყველა წევრ-ქვეყანასთან, იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებიც ჯერ არ მიერთებიან სტოკჰოლმის აქტს.

პარიზის კავშირის ორგანოები – პარიზის კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ შექმნილი სამრეწველო საკუთრების დაცვის კავშირის ორგანოები. კავშირი ქმნის ერთიან ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს პარიზის კონვენციის სხვადასხვა აქტების თანადობაში მოყვანას. კავშირს გააჩნია სამი ადმინისტრაციული ორგანო: ასამბლეა, აღმასრულებელი კომიტეტი და ისმო-ს საერთაშორისო ბიურო (სამდივნო), რომელსაც სათავეში უდგას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური „დირექტორი. კავშირი წარმოადგენს იურიდიულ პირს საერთაშორისო სამართლის სისტემაში, აუცილებელი ორგანოებითა და განსაზღვრული ამოცანების შესრულების პროგრამებით.

პარიზის კონვენცია – სამრეწველო საკუთრების დაცვის კონვენცია.იგი მიღებულ იქნა ქ. პარიზში 1883 წლის 20 მარტს და მას ხელი მოაწერა თერთმეტმა სახელმწიფომ, ძალაში კი შევიდა 1884 წლის 7 ივლისიდან. პარიზის კონვენცია რამდენიმეჯერ გადაისინჯა. პირველად 1886 წელს რომში, ხოლო შემდეგ კი 1890 და 1891) წელს მადრიდში, 1897 და 1900 წ.წ. ბრიუსელში, 1911 წ. ვაშინგტონში, 1925 წ. ჰააგაში, 1931 წ. ლონდონში, 1958 წ. ლისაბონში და 1967 წელს სტოკჰოლმში. პარიზის კონვენციის ყოველი კონფერენცია, 1900 წლის ბრიუსელის კონფერენციიდან დაწყებული, მთავრდებოდა დამატებითი აქტების მიღებით ან პარიზის კონვენციის აქტის ცვლილებებით.

პარიზის კონვენციის დებულებები – პ. კ. დ. იყოფა ოთხ ჯგუფად. პირველი ჯგუფი შეიცავს წესებს, რომელიც ეხება მატერიალურ სამართალს, რომლითაც გარანტირებულია თითოეულ წევრ-ქვეყანაში ეროვნული რეჟიმის უფლება; მეორე ჯგუფი – პრიორიტეტის უფლებებს; მესამე ჯგუფი – მატერიალური უფლებების დარგის ზოგიერთ საერთო წესებს, რომლებიც შედგებიან ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უფლებამოვალეობათა გან საზღვრისაგან ან წესებისაგან, რომლებითაც წევრ-ქვეყნებს მოეთხოვება ან ნება ეძლევათ მიიღონ ამ წესების შესაბამისი კანონმდებლობა; მეოთხე ჯგუფი მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სტრუქტურას.

პარიტეტი - ტოლობა, თანაბრობა, ერთნაირი პირობები, თანასწორუფლებიანობა მხარეებს შორის.

პარნასი – ამა თუ იმ ქვეყნის პოეტთა ერთობლიობა. საბერძნეთის ერთ-ერთი მთის PARNASOS -ის სახელის მიხედვით.

პაროდია – სატირული ხასიათის მიბაძვა ვისიმე ან რისამე სუსტი მხარეების გაკილვის, დაკნინების, დისკრედიტაციის მიზნით.

პაროდისტი – პაროდიების შემთხზველი.

პარტიტურა – მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების ყველა პარტიის ერთობლიობა; ნოტების წიგნი, რომელიც შეიცავს ასეთი ნაწარმოების ყველა პარტიის ჩანაწერს.

პასაჟი – 1. ცალკეული ადგილი წიგნის, სტატიის და სხვ. ტექსტში. 2. სავაჭრო შენობის ტიპი არქიტექტურაში, რომელშიც მაღაზიებია მოთავსებული და აქვს გასასვლელები პარალელურ ქუჩაზე. 3. ბგერათა თანამიმდევრობა მუსიკაში, ჩქარი ტემპის დროს. 4 ცხენის რიტმული მოძრაობა ჩორთის დროს. 5. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის მცირე მნიშვნელობის მქონე სცენა კინოსცენარში.

პასიური მოთხოვნილების საქონელი – საქონელი, რომელიც მყიდველთა ფართო წრისათვის არ არის ცნობილი ან ცნობილია, მაგრამ მყიდველი არ აპირებს მის ყიდვას.

პასკალი – პროგრამირების ერთ-ერთი გავრცელებული ენა.

პასკვილი – სატირული ხასიათის ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ნაწარმოები.

პასპარტუ – 1. წიგნებში, ჟურნალებში ჩართული სქელი ფურცელი, რომელზედაც დაწებებულია ილუსტრაცია. 2. სურათის მუყაოს ჩარჩო.

პასტელი – 1. მშრალი, რბილი, ფერადი ფანქრები, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა ფერის პიგმენტის დაპრესილი წმინდა ფხვნილის, რძის, ცარცისა და სხვ. ნარევისაგან. 2. ამ ტექნიკით შესრულებული ნაწარმოები.

პასტორალი – ლიტერატურისა და ხელოვნების ჟანრი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბუნების წიაღში მწყემსების ცხოვრების იდილიზაცია; ამ ჟანრის ნაწარმოები.

პასუხისმგებლობა საავტორო ხელშეკრულების მიხედვით – მხარემ, რომელმაც არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა საავტორო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მეორე მხარეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.

პატენტების განსხვავება – პატენტი გაიცემა გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე და სამრეწველო ნიმუშზე, ამიტომ მათი ერთმანეთისაგან განსხვავებისათვის პატენტზე კეთდება შესაბამისი მითითება – პატენტი გამოგონებაზე, პატენტი სასარგებლო მოდელზე ან პატენტი სამრეწველო ნიმუშზე.

პატენტების დამოუკიდებლობა – პატენტების დამოუკიდებლობა განისაზღვრება პარიზის კონვენციის მე-4 მუხლით შემდეგნაირად: პატენტები გამოგონებაზე, რომლებზეც განაცხადები შეტანილია კონვენციის მონაწილე ქვეყნებში, ამ ქვეყნების მოქალაქეთა მიერ განიხილება იმ პატენტებისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც მიღებულია იმავე გამოგონებაზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის იმ ქვეყნებში რომლებიც არ არიან ამ კონვენციის მონაწილეები. ნებისმიერ ქვეყანაში, პატენტის მომავალი არავითარ გავლენას არ ახდენს ამავე გამოგონებაზე სხვა ქვეყანაში გაცემულ პატენტზე.

პატენტების კლასიფიკაციის სისტემა – სისტემა, რომელიც ემსახურება დოკუმენტების მასივის შევსებას და საჭირო მასალების სწრაფ მოძიებას.

პატენტი – ოფიციალური დოკუმენტი, სიგელი, რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე და სამრეწველო ნიმუშზე და ადასტურებს დასაპატენტებლად წარდგენილი ობიექტის გამოგონებად, სასარგებლო მოდელად ან სამრეწველო ნიმუშად აღიარებას; ამ ობიექტებზე ავტორობას, პრიორიტეტს და პატენტმფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი არის ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტის დაფიქსირება წერილობითი ფორმით; ტექნოლოგიების გადაცემისა და მრეწველობის ახალი დარგის შექმნის მარეგულირებელი ინსტრუმენტი. პატენტი არის დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება. იგი უზრუნველყოფს პატენტმფლობელის დაცვას. ეს დაცვა შეზღუდულია დროით და სამრეწველო საკუთრების ამა თუ იმ ობიექტისათვის განისაზღვრება სხვადასხვა პერიოდით. პატენტის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მისი საგანი საყოველთაო კუთვნილება ხდება. „საქპატენტის“ მიერ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის საპატენტო უწყების მიერ გაცემული პატენტი მოქმედებს ქვეყნის, ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ზოგიერთ ქვეყანაში, იმ პირებს, რომლებსაც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტი აქვთ, უფლება ეძლევათ ამ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ასათვისებლად საჭირო რეკონსტრუქციის, ხელახალი აღჭურვის, მოდერნიზაციის ან ახალი საწარმოს ჩამოყალიბების მიზნით ისარგებლონ სახელმწიფო ბანკების შეღავათიანი კრედიტით.

პატენტი-ანალოგები – ერთი და იმავე გამოგონებაზე სხვადასხვა ქვეყნებში გაცემული პატენტები.

პატენტი გამოგონებაზე – გამოგონების დაცვის საშუალება. პატენტი გამოგონებაზე უზრუნველყოფს გამოგონებათა სამართლებრივ დაცვას. პ. გ. გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს. პ. გ. გაიცემა 20 წლით განაცხადის შეტანის დღიდან. პატენტზე მითითებული უნდა იყოს, რომ ის არის პატენტი გამოგონებაზე. პატენტით დაცული გამოგონების გაუმჯობესების ან სრულყოფის შემთხვევაში ნებადართულია დამატებითი პატენტის მოთხოვნა. გამოგონებაზე პატენტის გაცემა ხდება პატენტუნარიანობაზე ექსპერტიზის ჩაუტარებლად. „საქპატენტი“ ამოწმებს: დაცულია თუ არა განაცხადის შეტანის დადგენილი ფორმა, ეხება თუ არა ის ერთ გამოგონებას და ხომ არ განეკუთვნება იგი ისეთ გამოგონებათა რიცხვს, რომელზეც პატენტი არ გაიცემა; ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის უზრუნველყოფს საპატენტო საინფორმაციო ძიების ჩატარებას, რის საფუძველზეც ადგენს დოკუმენტურ დასკვნას და მიანიშნებს ტექნიკის დონის იმ ელემენტებს რომლებიც შეიძლება გაითვალისწინოს განმცხადებელმა გამოგონების პატენტუნარიანობის შესაფასებლად. გამოგონებაზე პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის გამოგონების ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.

პატენტი დაუსრულებელ გამოგონებაზე – იხ. გამოგონების წინასწარი აღწერილობა.

პატენტი საიდუმლო გამოგონებაზე – პატენტის გაცემა საიდუმლო გამოგონებაზე რეგულირდება სპეციალური აქტით. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, რომლებიც ქვეყნის უშიშროების მიზნით არიან გასაიდუმლოებულები, პატენტი გაიცემა მხოლოდ მათი განსაიდუმლოების შემდეგ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გასაიდუმლოება დასაშვებია ორი წლის ვადით, რომელიც პატენტის მოქმედების დასაშვები ვადის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი ორი წლით ჯერადობის შეუზღუდავად.

პატენტი სამრეწველო ნიმუშზე – სამრეწველო ნიმუშის დაცვის საშუალება. ამა თუ იმ ნაკეთობის გარეგანი სახის სამრეწველო ნიმუშად დადასტურების საბუთი, რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ, მასზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ. პატენტი სამრეწველო ნიმუშზე უზრუნველყოფს მის სამართლებრივ დაცვას და გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს სამრეწველო ნიმუშის დაცვის კრიტერიუმებს. პატენტით ასეთი დაცვის ხანგრძლივობა განისაზღვრება 10 წლის ვადით, დღიდან განაცხადის შეტანისა. დასაშვებია პატენტის მოქმედების ვადის გაგრძელება 5 წლით. პატენტზე აღნიშნული უნდა იყოს, რომ ის არის პატენტი სამრეწველო ნიმუშზე. პატენტი სამრეწველო ნიმუშზე წარმოადგენს აგრეთვე დიზაინერთა შემოქმედებითი საქმიანობის შედეგების დაცვას. პატენტი სამრეწველო ნიმუშზე გაიცემა სამრეწველო წესით დამზადებული ნაკეთობის ახალ მხატვრულ-კონსტრუქციულ გარეგნულ სახეზე. პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. პატენტი ადასტურებს ავტორობასა და პრიორიტეტს, ანიჭებს პატენტმფლობელს განსაკუთრებულ უფლებას გამოყენებაზე, მისი გამოყენებისაგან შემოსავლის ან მოგების მიღებაზე. პატენტმფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს სამრეწველო ნიმუშს. მას შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, გასცეს ლიცენზია სამრეწველო ნიმუშის გამოყენებაზე დადგენილი წესით. სამრეწველო ნიმუშზე პატენტი არ გაიცემა, თუ ის ეხება: ა) ობიექტებს, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ინტერესებს ან მორალს, შებღალონ ეროვნული და რელიგიური გრძნობები. ბ) შენობათა ან სხვა უძრავ ნაგებობათა გარეგნულ სახეს, გარდა მცირე არქიტექტურული ფორმებისა. გ) არამდგრადი ფორმის მქონე ობიექტებს, როგორიცაა თხევადი, აირისებრი, ფხვიერი და სხვ. დ) ნაბეჭდ პროდუქციას (მაგ., ჟურნალი, წიგნი). ე) ნაკეთობებს, რომლებიც არ წარმოადგენენ შემოქმედებით შედეგს; აგრეთვე თუ პარამეტრების შეცვლით არის მიღებული. ე. ი. მათი გარეგნული სახე განპირობებულია მხოლოდ მათი ტექნიკური ფუნქციით. პატენტი სამრეწველო ნიმუშზე გაიცემა არსობრივი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე.

პატენტი სასარგებლო მოდელზე – სასარგებლო მოდელის დაცვის საშუალება. პ. ს. მ. გაიცემა თუ იგი განეკუთვნება მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების გაუმჯობესებას, ახასიათებს სიახლე და სამრეწველო გამოყენებადობა. სასარგებლო მოდელზე პატენტის რეგისტრაცია და გაცემა წარმოადგენს გამოგონების დაცვის ერთ-ერთ საშუალებას. პატენტი სასარგებლო მოდელზე უზრუნველყოფს მის სამართლებრივ დაცვას. სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად, ტექნოლოგიური პროგრესის საჭირო დონის მოთხოვნა უფრო დაბალია ვიდრე გამოგონებისათვის და დაცვის ვადაც უფრო მცირეა და შეადგენს 8 წელს. პატენტის გაცემა სასარგებლო მოდელზე ხდება სიახლისა და პრაქტიკული სარგებლიანობის ექსპერტიზის ჩაუტარებლად. პატენტი არ გაიცემა ისეთ სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჰუმანურობისა და მორალის პრინციპებს ან თუ მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ან წაახალისოს საზოგადოებრივი ინტერესების, ადამიანური ღირსებისა და ანტისაზოგადოებრივი ქმედების შელახვა.

პატენტი სახელმწიფო დაკვეთით შექმნილ ობიექტზე – იხ. პატენტის მიღების უფლება.

პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლება – ფლობელისათვის პატენტით მინიჭებული სპეციალური უფლება დაპატენტებულ ობიექტზე, რათა მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი ან მოგება, განკარგოს დაპატენტებული გამოგონება თავის შეხედულებისამებრ პროდუქტის დამზადების, გამოყენების, გაყიდვის, იმპორტის დროს. პატენტმფლობელს შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს გამოყენების ლიცენზია, გადასცეს პატენტი გამოგონებათა ეროვნულ ფონდს და სხვ. განსაკუთრებული უფლება პატენტმფლობელს საშუალებას აძლევს ნება დართოს სხვა პირებს განახორციელონ პატენტით დაცული ქმედებანი. პატენტმფლობელის განსაკუთრებულ უფლებათა მოქმედება იწყება პატენტის გაცემის მომენტიდან. პატენტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ ჩაითვლება: ა) კერძო წესით პირადი სარგებლობისათვის გამოგონების გამოყენება, როდესაც ამგვარი ქმედება არ ისახავს კომერციულ მიზნებს. ბ) გამოგონების ექსპერიმენტში გამოყენება. გ) გამოგონების გამოყენება რომელიმე ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებაზე, მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემთხვევით ან დროებითი ყოფნის დროს, თუ იგივე შეღავათები საქართველოსთვისაც გარანტირებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ. ამ დროს გამოგონება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ საზღვაო ხომალდზე, საფრენ ან სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის. დ) გამოგონების გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს.

პატენტით დაცვა – იხ. საპატენტო დაცვა.

პატენტით მინიჭებული დაცვის სფერო – გამოგონების ფორმულით განსაზღვრული დაცვის სფერო.

პატენტის აღდგენა – პატენტმფლობელის უფლება აღძრას შუამდგომლობა პატენტის აღდგენის თაობაზე, თუ წლიური საფასური არ არის გადახდილი (რამაც გამოიწვია პატენტის ძალის დაკარგვა) საპატიო მიზეზით. შუამდგომლობა აღიძვრება 6 თვის განმავლობაში, დადგენილი საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ. გადაწყვეტილება პატენტის აღდგენის შესახებ შეიტანება საპატენტო რეესტრში. თუ პატენტის აღდგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილებაა გამოტანილი, მაშინ პატენტიდან გამომდინარე უფლება, იურიდიულ ძალას იძენს პატენტის აღდგენის თარიღიდან 6 თვის ვადაში წლიური საფასურისა და საურავის გადახდის შემდეგ. ამასთან, საურავი გადაუხდელი საფასურის ოდენობის ტოლია.

პატენტის გადატანა – იხ. პრიორიტეტის გადატანა.

პატენტის გადაცემა – იხ. პატენტის გასხვისება.

პატენტის გამოყენება – პ. გ. გულისხმობს შემდეგი პირობების შესრულებას: პატენტის საგნის შემცველი პროდუქტების დამზადება, პროდუქტის დამზადება პატენტში მოყვანილი ხერხის გამოყენებით; პატენტში მოყვანილი ხერხის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისათვის. პატენტის გამოყენებად არ ჩაითვლება ისეთი პროდუქტის ქვეყანაში შეტანა, რომელიც დაპატენტებულ ელემენტებს შეიცავს.

პატენტის გამოყენება ფრენშაიზინგში – ფრენშაიზინგის პირობის ძალით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოგონება, რომელიც მიეკუთვნება. სამზარეულო მოწყობილობებს (ფრენშაიზინგი რესტორანზე); ავტომობილებისათვის დიაგნოსტიკურ აპარატურებს (ფრენშაიზინგი ავტომობილების რემონტის მომსახურებაზე); ქულების შერჩევის ხელსაწყოებს (ფრენშაიზინგი ოპტომეტრიკული მომსახურების გაწევაზე) და სხვ. გარდა ამისა, შეიძლება ფრენშაიზინგის სისტემაში შემავალი ხერხების დაპატენტებაც.

პატენტის გასხვისება – პატენტმფლობელის განსაკუთრებული უფლება გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი. გასხვისების შეთანხმება დადგენილი წესით რეგისტრირდება “საქპატენტში” და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იურიდიულ ძალას. პატენტის გაუქმება – სხვადასხვა ქვეყანაში პატენტის გაუქმების პირობები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის, როცა: პატენტში განმცხადებელი არ არის ნახსენები; პატენტი განცხადებული სახით მიღებული იქნა მოსარჩელის უფლებების დარღვევით; გამოგონების აღწერილობა არასრულად ხსნის გამოგონებას და ფორმულა მთლიანად არ ეყრდნობა აღწერილობას; განაცხადი არ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; პატენტის საგანი იყო ცხადი და პრიოროტეტის დადგენის მომენტისათვის არ შეეფერებოდა საგამომგონებლო დონეს; გამოგონება წარმოადგენს შედარებით ადრინდელი პრიორიტეტის საგანს, რომელიც სხვა პატენტშია დაფიქსირებული; საპატენტო უწყებაში შემოტანილი განაცხადი გამოგონებაზე არ იყო შესაბამის ქვეყანაში ახალი, ამ განაცხადის პრიორიტეტის თარიღისათვის; გამოგონების ფორმულიდან არ ჩანს მისი განხორციელებადობა; პატენტმფლობელი არ იცავს პატენტით გათვალისწინებულ პირობებს; პატენტი მიღებულ იქნა არაკანონიერ საფუძველზე; განცხადებული გამოგონება ფარულად გამოიყენებოდა შესაბამის ქვეყანაში პრიორიტეტის დადგენამდე; გამოგონების აღწერილობაში შესწორებათა შეტანის ნებართვა მიღებულ იქნა მოტყუების გზით ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე; განმცხადებელმა ან პატენტმფლობელმა მოტყუების გზით მიიღო გამოგონების აღწერილობა სხვა მიზნებისათვის (გარდა საკანცელარიო უზუსტობების ან აშკარა შეცდომების შესწორებისათვის); პატენტმფლობელი არ აღმოჩნდა გამომგონებელი, არც მისი უფლებამონაცვლე და მას არ ჰქონდა პატენტის მიღების სხვაგვარი უფლება; პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა პრიორიტეტი. გაუქმებული პატენტი ძალადაკარგულად ჩაითვლება პრიორიტეტის მიღების თარიღიდან.

პატენტის გაყიდვა – იხ. პატენტის გასხვისება.

პატენტის გაცემა – პ. გ. ხდება საპატენტო უწყების მიერ სათანადო შესწავლის (საპატენტო ექსპერტიზის ჩატარების) შემდეგ. პატენტის დათმობა – ავტორს შეუძლია პატენტი დაუთმოს გამოგონებათა ეროვნულ ფონდს ან ნებისმიერ სხვა პირს.

პატენტის თანამფლობელი – ორი ან მეტი პირი, რომლებიც აღიარებული არიან პატენტის მფლობელებად. გამოგონების გამოყენების ურთიერთობები განისაზღვრება მათი შეთანხმებით. ყოველ თანამფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს გამოგონება საკუთარ წარმოებაში, გასცეს სამრეწველო საკუთრების ობიექტის გამოყენების ლიცენზია ან წარადგინოს სარჩელი კონტრაფაქციაზე მხოლოდ დანარჩენი თანამესაკუთრეების თანხმობით ან სასამართლოს თანხმობით. თანამესაკუთრეს აქვს წილის შესყიდვის უპირატესი უფლება.

პატენტის იძულებითი გასხვისება – ქმედება, როცა პატენტი ძალაში რჩება, მაგრამ მასზე განსაკუთრებული უფლება პატენტმფლობელიდან (მისი ნებართვის გარეშე) გადადის ხელისუფლებაზე. ამ შემთხვევაში ყოფილ პატენტმფლობელს უფლება არა აქვს გამოგონებით წარმოდგენილი პროდუქტის წარმოების ან ქვეყანაში შეტანის, ხელისუფლების უკვე როგორც ახალი პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე, მაგრამ მან უნდა მიიღოს კომპენსაცია მთავრობისაგან, რომლის ოდენობა დგინდება საპატენტო უწყების მიერ. პატენტის იძულებითი გასხვისება ეს არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება ექსტრემალურ შემთხვევებში. საქართველოს კანონით პ. ი. გ. გათვალისწინებული არ არის.

პატენტის მიღების უფლება – უფლება, რომელიც ეკუთვნის გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. რამდენიმე პირის შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილ სამრეწველო საკუთრების ობიექტზე პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის ყოველ მათგანს. პატენტის მიღების უფლება, ისევე როგორც გაცემული პატენტი, გადადის მემკვიდრეობით. სამსახურებრივ დავალებასთან დაკავშირებით შექმნილ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე პატენტი ეძლევა ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. ამ შემთხვევაში იურიდიულ პირს უფლება აქვს: ა) მარტივ ლიცენზიაზე პრიორიტეტის დღიდან. ბ) უპირატესი შესყიდვის უფლება პატენტის გასხვისებისას თუ პირი უშუალოდ საგამომგონებლო საქმიანობის შესასრულებლად იყო დაქირავებული, მაშინ პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის იურიდიულ პირს. თავის მხრივ, ავტორს უფლება ეძლევა დამატებით მიიღოს გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენების ფარდი გასამრჯელო. სახელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს პროცესში შექმნილი სამრეწველო საკუთრების ობიექტზე პატენტის მიღების უფლება განისაზღვრება დაკვეთის ან ხელშეკრულების პირობით.

პატენტის მოქმედების ვადა – ვადა, რომლის განმავლობაში შეიძლება მოქმედებდეს განსაკუთრებული უფლება. პატენტის მოქმედების ვადა მითითებულია სამრეწველო საკუთრების შესაბამისი ობიექტის დამცავ დოკუმენტში.

პატენტის მოქმედების შეწყვეტა – პ. მ. შეწყვეტას იწვევს პატენტმფლობელის მიერ წლიური საფასურის გადაუხდელობა.

პატენტის ტერიტორიული დათმობა – ლიცენზიით ან სხვაგვარი შეთანხმებით პატენტი ერთ ტერიტორიაზე შეიძლება ეკუთვნოდეს ერთ პირს, ხოლო მეორეზე მეორეს. მაგ., საქართველოში ერთს, ხოლო იმავე გამოგონებაზე სხვა ქვეყნის პატენტი შეიძლება დაეთმოს სხვა პირს.

პატენტის ჩამორთმევა – იხ. პატენტის იძულებითი გასხვისება.

პატენტის ძალის დაკარგვა – პატენტი ძალას კარგავს “საქპატენტში” პატენტმფლობელის მიერ საკუთარ პატენტზე წერილობითი ფორმით უარის განცხადების შემთხვევაში, მისი ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღიდან.

პატენტის ძალის მოქმედების აღდგენა – იხ. პატენტის აღდგენა.

პატენტის ძალის შენარჩუნება – იხ. დაპატენტებული პროდუქტის იმპორტი.

პატენტმემკვიდრე – პირი, რომელზეც გადადის პატენტმფლობელის უფლებები, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ.

პატენტმფლობელი – პირი, რომელზეც გაიცემა პატენტი გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე ან სამრეწველო ნიმუშზე და რომელსაც ენიჭება განსაკუთრებული უფლებები ამ ობიექტზე.

პატენტმფლობელის სახელის შეცვლა – პატენტმფლობელის სახელის და/ან მისამართის ცვლილება შეიტანება რეესტრში. განცხადება ასეთი ცვლილების შესახებ შეაქვს პატენტმფლობელს ან მის პატენტრწმუნებულს. განცხადება სახელის შეცვლის შესახებ შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და გადახდილი იქნეს შესაბამისი საფასური. თუ ცვლილება ეხება რამდენიმე რეგისტრაციას, საკმარისია ერთი განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ყველა შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი.

პატენტმცოდნე – საპატენტო საქმიანობის სპეციალისტი. პატენტმცოდნეობა – მეცნიერება საპატენტო საქმიანობის შესახებ.

პატენტრწმუნებული – პირი, რომელიც წარმართავს საქმიანობას სამრეწველო საკუთრების ობიექტების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. პატენტრწმუნებული შეიძლება წარმართავდეს საქართველოს მოქალაქეთა საპატენტო უფლებებსა და მათ დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას. პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭება ხდება სათანადო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ. პატენტრწმუნებული შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს: მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, უმაღლესი საბუნებისმეტყველო ან იურიდიული განათლება, სამრეწველო საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის სფეროში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებათა ფარგალი – პატენტრწმუნებულის უფლებათა სფერო, რომელიც მინდობილობით განისაზღვრება. მინდობილობაში დეტალურად და მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებათა ფარგლები. მაგალითად, აწარმოოს საქმიანობა ერთ ან რამდენიმე განაცხადზე და/ან რეგისტრაციაზე, სამრეწველო საკუთრების ერთ ან რამდენიმე ობიექტის ფარგლებში; როგორც არსებულის, ასევე მომავალი განაცხადების და/ან რეგისტრაციების შესახებ; განაცხადის უკან გამოთხოვის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ და ა. შ.

პატენტუნარიანი გამოგონება – ისეთი სავარაუდო გამოგონება, რომელიც აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს და რომელზეც კანონით არ არის აკრძალული პატენტის გაცემა.

პატენტუნარიანობა – პირობები იმისა, რომ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე ან სამრეწველო ნიმუშზე გაიცეს პატენტი. იხ. პატენტუნარიანობის კრიტერიუმები.

პატენტუნარიანობის კრიტერიუმები – იმისათვის, რომ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე ან სამრეწველო ნიმუშზე გაიცეს პატენტი, საჭიროა, რომ იგი იყოს პატენტუნარიანი. იგი უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად პირობას (კრიტერიუმს): 1. სიახლეს, ე. ი. ხასიათდებოდეს სიახლით. 2. საგამომგონებლო დონეს, ე.ი. არ იყოს ცნობილი ტექნიკის არსებული დონისათვის, ანუ ცხადად არ გამომდინარეობდეს ტექნიკის არსებული დონიდან. ეს პირობა არ არის საჭირო სასარგებლო მოდელზე და სამრეწველო ნიმუშზე. 3. სამრეწველო გამოყენებადობას, ე. ი. გააჩნდეს უნარი მეურნეობის ნებისმიერ სფეროში მისი მრავალჯერადი დამზადებისა ან სარგებლობისა. სამივე ეს მოთხოვნა წარმოადგენს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს. პატენტის გასაცემად არსებობს სხვა მოთხოვნებიც, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა. ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობს იმაში, რომ გამოგონების საგანი უნდა ეკუთვნოდეს ტექნოლოგიის სფეროს, მეორე პირობა კი ის, რომ იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების მრწამსს და მორალს.

პატერიკი – ბიზანტიური სასულიერო მწერლობის გარკვეული ტიპის კრებულთა საერთო სახელწოდება.

პატივის დაცვის უფლება – იხ. ავტორის ღირსების, პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლება.

პატიოსანი კონკურენცია – ყოველი ქმედება, რომელიც მიმართულია კერძო, სამრეწველო და სავაჭრო საქმეების პატიოსანი წესების დაცვისაკენ.

პაუშალური გადასახადი – შეთანხმებაში მყარად დაფიქსირებული თანხა.

პეიზაჟი – რაიმე ადგილის, მიდამოს ხედი; სახვითი ხელოვნების ჟანრი ან ცალკეული სურათი, ნახატი, რომელზედაც ბუნება ან ქალაქის ხედია ასახული.

პეიზაჟისტი –- პეიზაჟის სპეციალისტი მხატვარი.

პერგამენტი – გაუთრიმლავი ტყავი, ნაცარტუტაში გამოყვანილი ან გამოუყვანელი გამშრალი ტყავის ნახევარფაბრიკატი. მას იყენებდნენ საწერად ქაღალდის გავრცელებამდე.

პერგამინი – გამჭვირვალე მკვრივი ქაღალდი, რომლისგანაც კალკს აკეთებენ. პერიოდულ გამოცემათა სტატიების კვლავწარმოება – იხ. გაზეთების სტატიების კვლავწარმოება.

პერიოდული გადასახადი პატენტზე – იხ. წლიური საფასური.

პერიფრაზი – სტილისტური ხერხი, როცა რამდენიმე სიტყვით გამოიხატება ის, რაც ერთი სიტყვით შეიძლებოდა თქმულიყო.

პერსონალური გაყიდვა – პროცესი, რომლის დროსაც გამყიდველი ეხმარება პოტენციურ მყიდველს და დაჟინებით ურჩევს, რომ მან იყიდოს სწორედ მის მიერ გამოშვებული პროდუქცია, ან გაიზიაროს მაინც შემოთავაზებული მომსახურების იდეის პრიორიტეტულობა.

პერსპექტიული გამოგონება – გამოგონება, რომლის გამოყენებაც შეიძლება მომავალში, გარკვეული პირობების არსებობისას და დიდი წვლილი შეაქვს ტექნიკის დონის განვითარებაში.

პეტიტი – კორპუსზე წვრილი სასტამბო შრიფტი, რომლის ზომა (კეგელი) უდრის რვა პუნქტს (3 მმ.). პიედესტალი – იხ. პოსტამენტი.

პიესა – 1. დრამატული ნაწარმოები სცენაზე წარსადგენად. 2. პატარა მუსიკალური ნაწარმოები. პიონერული გამოგონება – გამოგონება, რომელსაც არავითარი წინამორბედი ანალოგი არ გააჩნია, შეიქმნა „არაფრისაგან“.

პირადი არაქონებრივი უფლება – უფლება, რომლის გადაცემა სხვა პირზე შეუძლებელია. ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის შემდეგი პირადი არაქონებრივი უფლებები: ავტორობის უფლება; სახელის უფლება; ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება; ავტორის ღირსების, პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლება; უფლება – მისცეს თავისი ნაწარმოებისათვის სხვა ავტორთა ნაწარმოებების დართვის ნებართვა (ილუსტრაციები, წინასიტყვაობა, კომენტარი და ა. შ.); გამოუქვეყნებელი ნაწარმოების გამოქვეყნების უფლება; ნაწარმოების გამოხმობის უფლება. ავტორობის, სახელის და სხვა პირადი არაქონებრივი უფლებები გააჩნია აგრეთვე •სამრეწველო საკუთრების ობიექტის ავტორს. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ქონებრივი უფლებების დათმობის შემთხვევაშიც. პირად არაქონებრივ უფლებათა განხორციელება ავტორის გარდაცვალების შემდეგ წარმოებს კანონით დადგენილი წესით. იხ. არამემკვიდრეობითი უფლება. პირადი არაქონებრივი უფლებების განხორციელება ავტორის ხარჯით – ავტორს უფლება აქვს განახორციელოს თავისი ხარჯებით: გამოქვეყნებულ ნაწარმოებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ნაწარმოების გამოხმობის უფლება; მიმოქცევიდან ამოიღოს ადრე დამზადებული, გავრცელებისათვის გამიზნული ნაწარმოების ეგზემპლარები.

პირატობა – იხ. მეკობრეობა.

პირატული რეკლამა – იხ. მეკობრული რეკლამა.

პირგასამტეხლო– მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

პირდაპირი გასაღება – საქონლის გასაღება უშუალოდ მომხმარებელზე საცალო ვაჭრობის გვერდის ავლით, მაგ., საფოსტო, სატელეფონო შეკვეთით, რეკლამის პირდაპირ მომხმარებლისათვის გაგზავნის შედეგად და სხვ. იხ. რეკლამის პირდაპირი დაგზავნით ვაჭრობა.

პირდაპირი დისკრედიტაცია – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც არაკეთილგანწყობილი კრიტიკა კონკურენტის მიმართ გამოხატულია, როგორც წერილობით (ბროშურა, ცირკულარი და ა. შ.), ასევე ზეპირი ფორმით.

პირდაპირი (ზუსტი) კოპირება – პარაზიტირების ერთ-ერთი ქმედება, როდესაც იმიტატორი შემოიფარგლა სხვისი მიღწევის მხოლოდ კოპირებით. არ გამოიყენა არც კვლევა, ინვესტირება, შემოქმედებითი უნარი და არც ხარჯი, იმ დროს, როდესაც მას ჰქონდა კონკურენციის გასაწევად სხვა ეფექტური ხერხები.

პირდაპირი მაუწყებლობის თანამგზავრი – თანამგზავრი, რომელსაც შეუძლია კოსმოსიდან მიღებული პროგრამის მატარებელი სიგნალების გარდაქმნა ისე, რომ იგი პირდაპირ მიეწოდოს საზოგადოების ფართო ფენებს. იხ. თანამგზავრიდან სიგნალების უშუალო მიღება. პირდაპირი

ფრენშაიზინგი – ფრენშაიზინგის განხორციელების ყველაზე მარტივი ხერხი, რომელიც ითვალისწინებს ფრენშაიზის მიმცემსა და მიმღებს შორის უშუალო ურთიერთობას, რაც მოწესრიგებულია ფრენშაიზინგის ხელშეკრულების პირობებით. პირდაპირი ფრენშაიზინგი ძირითადად გამოიყენება შიდა ბაზრის პირობებში, რადგანაც იგი საშუალებას აძლევს ფრენშაიზის მიმცემს ეფექტურად განახორციელოს თავისი საქმიანობა ახალი სტრუქტურების (მაგ. ფილიალების ან ერთობლივი საწარმოების) შექმნის გარეშე. პირველად გამოქვეყნების ქვეყანა – ქვეყანა, სადაც პირველად გამოქვეყნდა ნაწარმოები.

პირველად გამოცემული ნაწარმოები, ფონოგრამა ან ვიდეოგრამა – მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, ფონოგრამები და ვიდეოგრამები, რომლებიც პირველად იქნენ გამოცემული საქართველოს ტერიტორიაზე. ნაწარმოები, ფონოგრამა ან ვიდეოგრამა ითვლება პირველად გამოცემულად, თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ პირველი გამოცემის თარიღის შემდეგ 30 დღის განმავლობაში იგი გამოიცა საქართველოს ტერიტორიაზე.

პირველადი პროდუქტი – იხ. ნედლეული.

პირველადი საავტორო უფლებები – ავტორის უფლებები მის მიერ შექმნილ ორიგინალურ ნაწარმოებზე.

პირველი გამოქვეყნება – ნაწარმოების პირველად მიყვანა საყოველთაო გაცნობამდე ეგზემპლარების საკმარისი რაოდენობის სახით. ასეთი ნაწარმოები წარმოადგენს პირველად გამოცემულ ნაწარმოებს.

პირველი განაცხადი – განაცხადი, რომლის საფუძველზეც შემდგომში დგინდება საკონვენციო პრიორიტეტი.

პირველობის პრინციპი – სამრეწველო საკუთრების იდენტური ობიექტების რეგისტრაციაზე რამდენიმე პირის მიერ შეტანილი განაცხადებიდან, ამ ობიექტის შემქმნელად (ავტორად) იმ პირის ჩათვლა, რომელმაც პირველმა შეიტანა სარეგისტრაციო განაცხადი ან შესძლო თავისი განაცხადის პრიორიტეტულობის დამტკიცება. პ. პ. უნდა ეყრდნობოდეს კეთილსინდისიერ ქმედებებს.

პირველწყარო – პირველი, ძირითადი წყარო, რომელსაც ეყრდნობა ნაწარმოები, დოკუმენტი ან მისთ. პირველწყაროდ შეიძლება ჩაითვალოს გამოგონების აღწერილობა, სტანდარტი, ადრე წარდგენილი შესაბამისი ობიექტის აღწერილობა, ლიტერატურული, სამეცნიერო ნაწარმოები და სხვ.

პირი – პლასტიკურ ხელოვნებაში: მხატვრული ნაწარმოები, რომელიც იმეორებს სხვა ნაწარმოებს. იხ. აგრეთვე ფიზიკური, იურიდიული პირი.

პირის გამოცხადება გარდაცვლილად – პირი შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას 5 წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფელის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზოუკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

პირიქით კონსტრუირება – იხ. უკუკონსტრუირება.

პირობით დეპონირებული დოკუმენტი – ბეჭედდასმული და ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურადაა გაფორმებული და გაცემულია იმ პირობით, რომ ის ძალაში არ შევა რაიმე განსაზღვრული შემთხვევის დადგომამდე. ამ შემთხვევის დადგომისთანავე იგი ძალაში შედის და მისი გაუქმება აღარ შეიძლება.

პირობითი გარიგება – პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლი-. და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე.

პირობითი დაცვა – იხ. დროებითი დაცვა.

პიქტოგრამა – პირობითი ნიშანი, ნახატი, რომელსაც იყენებენ პიქტოგრაფიაში.

პიქტოგრაფია – ხატოვანი დამწერლობა; საგნების, მოვლენების, მოქმედების გადმოცემა ნახატების საშუალებით.

პლაგიატი – კონტრაფაქციის ერთ-ერთი სახე, როდესაც ხდება საავტორო სამართლის რომელიმე ობიექტის მითვისება, წარდგენა, გასაღება, როგორც საკუთარი ობიექტისა მისი მთლიანი, ნაწილობრივი, გადაკეთებული ფორმით ან კონტექსტით. რაც ნიშნავს ამ ობიექტის გამოყენებას ავტორის დასახელების (მითითების) გარეშე. მაგ., ლიტერატურული ქურდობა, სხვისი ნაწარმოების მითვისება, საკუთარ ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ავტორის მითითების გარეშე.

პლაგიატორი – პირი რომელიც სჩადის პლაგიატს. საავტორო უფლების დამრღვევი.

პლაკატი – ნახატი, რომელსაც ახლავს სააგიტაციო, სარეკლამო ან განცხადების ხასიათის მოკლე ტექსტი.

პლაკატისტი – მხატვარი, რომელიც პლაკატებს ხატავს.

პლაკატი – 1. სამედალო ხელოვნების ნაწარმოები, რომელსაც ჩვეულებრივი მედლისაგან განსხვავებით მართკუთხა ან მართკუთხედის მსგავსი ფორმა აქვს. 2. ავეჯის ან სხვა საყოფაცხოვრებო საგნის მოსართავი ფირფიტა.

პლასტიკა – 1. ძერწვის ხელოვნება; ქანდაკება, სკულპტურა. 2. მოცულობითი ფორმის ჰარმონიულობა და გამომსახველობა, რელიეფურობა. 3. სხეულის მოხდენილი, რიტმული მოძრაობის ხელოვნება.

პლასტიკური ხელოვნება – ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამაერთიანებელი ცნება, სივრცითი ხელოვნება. პლასტიკურ ხელოვნებას ეკუთვნის: ფერწერა, გრაფიკა, ფოტოხელოვნება, არქიტექტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, მხატვრული კონსტრუირება, ცეკვის ხელოვნება. იხ. დეკორატიული ხელოვნება.

პლაფონი – 1. ნაგებობის გადახურვა (ბრტყელი, გუმბათოვანი, თაღოვანი). 2. მონუმენტურ-დეკორატიული, ფერწერული და სკულპტურული ნაწარმოები, რომლითაც შემკულია გადახურვა.

პლომბი – სპეციალური ბეჭდვით ჩაჭყლეტილი ტყვიის ან სხვა მასალის ნაჭერი, რომელსაც ადებენ დაკეტილ კარს, შეფუთულ საქონელს, ხელსაწყოებს და სხვ., ისე, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს კარის გახსნა, საქონლის ან ხელსაწყოს გამოყენება და სხვ.

პოეზია – 1. მხატვრული ლიტერატურა ზოგადად. 2. ლექსითი ნაწარმოები, რომელსაც რიტმული კანონზომიერება ახასიათებს.

პოემა – 1. ეპიკური ან ლირიკულ-ეპიკური ლიტერატურული ჟანრი. ლექსად დაწერილი თხრობითი ხასიათის მხატვრული ნაწარმოები. 2. ზოგიერთი მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება.

პოეტი – მწერალი, რომელიც თხზავს ლექსებს.

პოეტიკა – ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც შეისწავლის მხატვრული ლიტერატურის ყველა სახეობას, გვარსა და ჟანრს, მათ ელემენტებს. პოლიგრაფია – ტექნიკის დარგი, რომელიც ბეჭდვითი პროდუქციის წარმოების ყველა სახეობას მოიცავს.

პოლიმერი – მაღალმოლეკულური ნაერთი, რომლის მოლეკულები შედგებიან დიდი რაოდენობის, მრავალჯერ განმეორებადი ატომების ჯგუფების ან რგოლებისაგან (მონომერებისაგან).

პოლიმეტრია – 1. ერთ ნაწარმოებში სხვადასხვა საზომის გამოყენება. 2. განსხვავებული მეტრის მქონე მუსიკალური მონაკვეთების ერთდროული ჟღერადობა.

პოლისემია – ერთი სიტყვით რამდენიმე საგნის აღნიშვნა. მაგ., მელა, როგორც ცხოველი ან ცბიერი ადამიანი.

პოლიტიკური მოხსენებების კვლავწარმოება – იხ. გაზეთების სტატიების კვლავწარმოება. პოლიტიკური რისკი – რისკი, რომელიც დაკავშირებულია იმპორტზე აკრძალვის შემოღებასთან; მყიდველისათვის ტვირთის გადაზიდვის დროს გაფიცვებთან, ომთან და ა. შ.

პოლიფონია – რამდენიმე ხმის ერთდროული შეხამება ვოკალურ ან ინსტრუმენტულ ნაწარმოებში; მრავალხმიანობის სახეობა.

პოპულაცია – გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა.

პოპური – გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც მუსიკალური ნაწარმოები შედგენილია სხვადასხვა ოპერის, ოპერეტის, ხალხური სიმღერებისა და მისთ. პოპულარული მოტივებისაგან.

პორნოგრაფიული ნაწარმოები – ლიტერატურის, მხატვრობის ნაწარმოები, სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, კომპიუტერული პროგრამები, კინემატოგრაფიის ნაწარმოები, სქესობრივი ცხოვრების ვულგარულ-ნატურალისტური აღვირახსნილობისა და გარყვნილების შესახებ რომლებსაც არა აქვთ მხატვრული ან სამეცნიერო დანიშნულება.

პორტრეტი – 1. ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული ან ფოტოგრაფიული გამოსახულება. სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრი. 2. პერსონაჟის გარეგნობის აღწერა ლიტერატურულ ნაწარმოებში. პორტრეტისტი – მხატვარი, რომელიც პორტრეტებს ქმნის.

პოსტამენტი – სკულპტურული ნამუშევრების დასადგამი არქიტექტურული საფუძველი, იგივეა, რაც პიედესტალი.

პოსტსკრიპტუმი – ბოლო მინაწერი, რომელიც შემოკლებით ასე აღინიშნება – P.S. ხოლო მინაწერის მინაწერი ასე – P.P.S..

პოტენციური ბაზარი – ბაზარი, რომელსაც გააჩნია საქონლის რეალიზაციის პერსპექტივები გარკვეულ პირობებში.

პოტენციური კონკურენტი – ფირმა, რომელსაც შეუძლია კონკურენციის გაწევა მომავალში ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში.

პრეამბულა – ნებისმიერი სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების შესავალი ნაწილი, სადაც ძირითადად გადმოცემულია მიზნები და ამოცანები.

პრეზუმფცია – ფაქტის აღიარება სარწმუნოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი მცდარობა.

პრეისკურანტი– გასაყიდი საქონლის ფასების სისტემატიზებული ცნობარი, საქონლისა და მომსახურების ჯგუფებისა და სახეების მიხედვით.

პრელიმინარიები – წინასწარი ხელშეკრულებები, შეთანხმებები.

პრელუდია – 1. მუსიკალური ნაწარმოების შესავალი. 2. დამოუკიდებელი მუსიკალური პიესა, უმთავრესად ფორტეპიანოსათვის.

პრემიერა – ახალი ან განახლებული სპექტაკლის, საესტრადო და საცირკო პროგრამის, ფილმის და სხვ. პირველი საჯარო, ფასიანი ჩვენება.

პრესა – პერიოდულ (ჟურნალ-გაზეთების) გამოცემათა ერთობლიობა.

პრესტო – სწრაფი ტემპით შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები ან მისი ნაწილი.

პრეფერენცია – ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებით ერთმანეთისათვის მინიჭებული უპირატესობა, შეღავათი.

პრეფერენციალური ხელშეკრულება – იხ. შეღავათიანი ხელშეკრულება.

პრეფიქსი – სიტყვის თავსართი.

პრეცედენტული სამართალი – ანგლო-ამერიკულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე აგებული სამართალი.

პრიმატი – უპირატესი მნიშვნელობა ან მდგომარეობა, პირველობა. იხ. საერთაშორისო ხელშეკრულების უპირატესობა.

პრინციპალი – იხ. მარწმუნებელი.

პრიორიტეტი –პირველობა დროის მიხედვით, უპირატესობა, უპირველესი მნიშვნელობა.

პრიორიტეტის გადატანა – ინგლისურ საპატენტო სამართლის ქვეყნებში (ინდოეთი, ზამბია, ახ. ზელანდია და სხვ.) პრიორიტეტის დადგენის თავისებური ხერხი, როდესაც განმცხადებლის თხოვნით პრიორიტეტის გადატანა შეიძლება განაცხადის შეტანის დღიდან მოყოლებული ნებისმიერ დლღეს 6 თვის ვადაში. შესაბამისად გადაიწევს პატენტის მოქმედების ვადის ათვლა.

პრიორიტეტის თარიღი – სამრეწველო საკუთრების ობიექტზე ან სხვა დამცავ დოკუმენტზე განაცხადის შეტანის თარიღი. პრიორიტეტის თარიღი აითვლება პირველი განაცხადის შეტანის დღიდან, ამასთან განაცხადის შეტანის თარიღი ვადაში არ ჩაითვლება. პრიოროტეტის თარილი დგინდება საპატენტო უწყებაში დადგენილი წესით „სწორად გაფორმებული“ განაცხადის შეტანის ან საქართველოს ფოსტაში მისი ჩაბარების თარიღით. გამოცალკევებული განაცხადის პრიორიტეტი დგინდება საქპატენტში პირველადი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელიც ხსნის მათ არსს. ზოგიერთ ქვეყანაში პრიორიტეტი დგინდება დამატებითი მასალების წარდგენის თარიღით. პირველი განაცხადის ორ ან მეტ ახალ განაცხადად გაყოფისას, ყოველ მათგანს უნარჩუნდება პირვანდელი პრიორიტეტი. იხ. აგრეთვე ვადის გასვლის დღე.

პრიორიტეტის უფლება – პირველი განმცხადებლის უპირატესობა, მოგვიანებით განცხადებულ ნებისმიერ იდენტურ, მსგავს ობიექტზე. პრიორიტეტის უფლება რეგულირდება პარიზის კონვენციის მე-4 მუხლით, რომელიც გულისხმობს, რომ კონვენციის მონაწილე ერთ-ერთ ქვეყანაში სამრეწველო საკუთრების ობიექტზე შეტანილი პირველი განაცხადის საფუძველზე, განმცხადებელს (ან მის უფლებამონაცვლეს) უფლება აქვს დროის დადგენილი პერიოდის განმავლობაში (6 ან 12 თვე) წამოაყენოს თხოვნა, ყველა დანარჩენ მონაწილე ქვეყნებშიც მისი ობიექტის დაცვის შესახებ საკონვენციო პრიორიტეტის გათვალისწინებით; მაშინ ყველა გვიანდელი განაცხადები განიხილება ისე, თითქოს ისინი რეგისტრაციაში იყვნენ გატარებული იმავე დღეს, როცა რეგისტრაცია გაიარა პირველმა განაცხადმა. ე. ი. ეს შემდგომი განაცხადები სარგებლობენ საპრიორიტეტო სტატუსით ყველა იმ განაცხადებთან შედარებით, რომლებიც მოცემულ ობიექტს (გამოგონებას და სხვ.) ეხება და რომლებიც რეგისტრირებულ იქნენ პირველი განაცხადის შეტანის შემდეგ. პრიორიტეტის უფლება შეიძლება გადაეცეს მხოლოდ პირველი განმცხადებლის უფლებამონაცვლეს. პრიორიტეტის უფლების შესაქმნელად აუცილებელია პირველი განაცხადი რეგისტრირებული იქნეს წესების შესაბამისად. იხ. აგრეთვე საკონვენციო პრიორიტეტი; საგამოფენო პრიორიტეტი; ინტერფერენცია.

პროგრამა – მოქმედების სავარაუდო გეგმა, რომელიც უნდა შესრულდა პროგრამა ეგმ-თვის – იხ. კომპიუტერული პროგრამა.

პროგრამების მატარებელი სიგნალები – ელექტრონული გენერატორით გენერირებული სიხშირე, რომელიც გადმოსცემს მაუწყებლობის ორგანიზაციის პროგრამებს კოსმოსიდან. „გამოსხივებული სიგნალი“ განიხილება, როგორც პროგრამის მატარებელი სიგნალი მიმართული თანამგზავრისაკენ ან მისი გავლით; „წარმოებული სიგნალი“ კი როგორც სიგნალი, რომელიც მიღებულია გამოსხივებული სიგნალის ტექნიკური თვისებების მოდიფიცირების საშუალებით, ძირითადად ფართო საზოგადოების გადაცემებისათვის. ამ კონტექსტში პროგრამა გულისხმობს ცოცხალი შესრულების ან ჩაწერის ერთობლიობას, რომლებიც შედგება გამოსახულებებისაგან, ხმებისაგან ან ორივეთი ერთად და განხორციელებულია სიგნალებში, რომელიც შემდგომი გავრცელებისთვისაა გამოსხივებული.

პროგრამირება – იხ. კომპიუტერული პროგრამირება.

პროგრამირების ენა – ენა, რომელზეც დაწერილია კომპიუტერული პროგრამა, მაგ., პასკალი, ადა და ა. შ.

პროგრამული მუსიკა – საკრავიერი მუსიკის სახეობა, მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც აქვს გარკვეული სიტყვიერი, ზოგჯერ პოეტური პროგრამა.

პროგრამული უზრუნველყოფა – წერილობითი ბრძანებების თანამიმდევრობა კომპიუტერებისათვის, რომლებიც განპირობებულია დასმული პრობლემის ამა თუ იმ ამოცანის გადაწყვეტის ან განსაზღვრული შედეგის მიღწევისათვის. პ. უ-ის საწყისი ინფორმაცია სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ნაწარმოები დაცული საავტორო სამართლით.

პროდიუსერი – პირი, რომელიც აფინანსებს, კისრულობს პასუხისმგებლობას, იღებს ინიციატივას თავის თავზე და ორგანიზაციას უკეთებს თეატრალური, კინემატოგრაფიული ნაწარმოების წარმოდგენას, რადიოთი გადაცემას, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის (აუდიოვიზუალური ნაწარმოების) დამზადებას. პროდიუსერი არ არის ავტორი, მას აქვს მხოლოდ სარგებლობის, გაქირავების, გაყიდვის განსაკუთრებული უფლება. აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლის ვინაობის საეჭვოობის შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლად აღიარებულია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან დასახელებაც, სათანადო წესით აღნიშნულია ამ ნაწარმოებზე.

პროდიუსერის საავტორო უფლება – ხელშეკრულების დადება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე იწვევს თანაავტორების მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისათვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პროდიუსერს უფლება აქვს ამ ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენების დროს მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს ასეთი მითითება.

პროდიუსერის საავტორო უფლების მოქმედების ვადა – იხ. საავტორო უფლების მოქმედების სპეციალური ვადები.

პროდუქტი – 1. ყველა მოძრავი ნივთი, მაშინაც როცა იგი სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის ნაწილს შეადგენს, ასევე ელექტროდენი. პროდუქტს არ მიეკუთვნება ჯერ კიდევ გადაუმუშავებელი მიწათმოქმედებიდან მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და მეთევზეობის პროდუქტები (ნატურალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები). 2. საგანი, ნივთიერება, რომელიც ადამიანის შრომის შედეგადაა მიღებული.

პროდუქტით სარგებლობა – იხ. პროდუქტის გამოყენება.

პროდუქტის ბაზარზე გამოტანა – პროდუქტის გაყიდვა, იჯარა ან ჩუქება. დაპატენტებული პროდუქტის ბაზარზე გამოტანა დასაშვებია მხოლოდ პატენტმფლობელის მიერ, ან მისი ნებართვით.

პროდუქტის გამოყენება – პატენტმფლობელის განსაკუთრებულ უფლებაში შემავალი ქმედება. დაპატენტებული პროდუქტის გამოყენება დაიცვება იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იყენებს ან რა მიზნისთვისაა იგი განკუთვნილი. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა იმას, ეს პროდუქტი პატენტმფლობელის მიერაა დამზადებული, მისი ნებართვით, თუ საერთოდ ნებართვის გარეშე.

პროდუქტის გამოყენების ნებართვა – იხ. ნებართვა პროდუქტის გამოყენებაზე.

პროდუქტის გაყიდვა – იხ. პროდუქტის გამოყენება.

პროდუქტის გაყიდვის ნებართვა – პროდუქტის გაყიდვის ნებართვა საჭიროა ნებისმიერი ისეთი ნაკეთობისათვის, რომელიც თვითონ წარმოადგენს დაპატენტებულ ობიექტს ან შეიცავს ასეთს. გაყიდვის ნებართვა შეიძლება ითვალისწინებდეს ზოგიერთ შეზღუდვას, მაგ., ნებართვა შეიძლება ეხებოდეს ქვეყნის მხოლოდ გარკვეულ რეგიონს ან გარკვეულ პირებს.

პროდუქტის დამზადება – პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება ნიშნავს დაპატენტებული ობიექტის პრაქტიკულ განხორციელებას. ასეთ ქმედებას ხშირად წარმოებას უწოდებენ, როდესაც პროდუქტის მასიურად (სერიულად) დამზადება ხდება. განსაკუთრებულ უფლებათა დარღვევა პროდუქტის წარმოებისას ნიშნავს დაპატენტებული პროდუქტის წარმოებას პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე.

პროდუქტის დამზადების ნებართვა – პროდუქტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება ნება დართოს სხვას დაპატენტებული პროდუქტის დამზადებაზე შეზლუდვით ან შეუზღუდავად. თუ პატენტი მოიცავს პროდუქტის რამდენიმე სახეობას, მაშინ ნებართვა შეიძლება ვრცელდებოდეს ან ეხებოდეს კონკრეტულად რომელიმე მათგანს. იხ. შეზღუდული ნებართვა.

პროდუქცია – 1. შრომითი საქმიანობის შედეგი, პროდუქტების ერთობლიობა შექმნილი მწარმოებლის მიერ დროის გარკვეულ შუალედში, საქმიანობის სვადასხვა სფეროში და რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივ ან პირად მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. 2 გონებრივი შრომის (ხელოვნების, ლიტერატურისა და სხვ.) ნაწარმოებთა ერთობლიობა.

პროდუქციის სერტიფიკაცია – დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურება.

პროდუქციის ხარისხი – იმ თვისებების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება მისი გამოყენებადობა, ეკონომიურობა, ეკოლოგიურობა, ვარგისიანობა დანიშნულების მიხედვით, სიახლის დონე და სხვა სამომხმარებლო თვისებები მისი დანიშნულების შესაბამისად.

პროდუცენტები – ორგანიზმები, რომლებსაც აქვთ ფოტო ან ქემოსინთეზის უნარი და კვებით ჯაჭვში წარმოადგენენ ორგანულ ნივთიერებათა წარმომქმნელ პირველ რგოლებს.

პროექტი – 1. დოკუმენტის წინასწარი, სავარაუდო პექსტი, რომელშიც შეიძლება დამატებებისა და შესწორებების შეტანა. 2. არქიტექტურული გრაფიკის ასაგებად, დასამზადებლად ან რეკონსტრუქციისათვის დამუშავებული გეგმა. იხ. აგრეთვე ტექნიკური პროექტი.

პროექციული ტელევიზია – ოპტიკური პროექციის მეთოდით სატელევიზიო გამოსახულების მიღება ეკრანზე.

პროზა – სიტყვიერი ხელოვნების ერთ-ერთი ფორმა, თხრობითი, რიტმისაგან თავისუფალი ლიტერატურა.

პროზაიკოსი – იხ. ბელეტრისტი.

პროკურისტი – სანდო პირი, რომელიც უფლებამოსილია განკარგოს სხვისი ქონება. იგი აწარმოებს ნებისმიერ ოპერაციებს მინდობილობის საფუძველზე.

პროლოგი – ლიტერატურული ნაწარმოების შესავალი ნაწილი, რომელშიც მოკლედ არის აღწერილი ძირითად ნაწილში გადმოცემულზე ადრინდელი ამბები.

პროსპექტი – 1. რაიმე გამოსაცემი წიგნის (სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო და სხვ.) შინაარსი, დაწვრილებითი გეგმა. 2. ნაბეჭდი რეკლამა ფურცლის ან ბროშურის სახით; სავაჭრო ცნობარი, რომელშიც მოცემულია საქონლის აღწერა და შეძენის პირობები.

პროტექტიულ ანტიგენებზე გამოგონების ფორმულა – ფორმულის შედგენისას მოყვანილი უნდა იყოს შტამი, გამოყოფის წყარო, შტამების სტრუქტურაში ანტიგენის ლოკალიზაცია და ბუნება, გამოყოფის მეთოდი. ბიოქიმიური შემადგენლობა (პოლისაქარიდული ბუნების ანტიგენებისათვის – მონოსაქარიდების შემადგენლობა; ცილოვანი ბუნების ანტიგენებისათვის – ამინომჟავური შედგენილობა და ა. შ.) მოლეკულური მასა, იზოელექტრული წერტილი ან იზოელექტრული გადაადგილება.

პროტოტიპი – ტექნიკის არსებული დონისათვის ცნობილი ანალოგებიდან სამრეწველო საკუთრების ობიექტთან ყველაზე ახლო მყოფი, პირველადი, წინა, მსგავსი ნიმუში. ექსპერტიზის დროს ხდება სავარაუდო გამოგონების შედარება პროტოტიპთან. პროტოტიპი ის ანალოგია, რომელიც ხასიათდება განცხადებული ობიექტის მსგავსი არსებითი ნიშნების მაქსიმალური რაოდენობით. გამოგონების აღწერილობაში მოყვანილი უნდა იყოს სავარაუდო გამოგონების უპირატესობა პროტოტიპთან შედარებით.

პუანტილიზმი – 1. ფერწერის თავისებური მანერა, რომლისთვისაც დამახასიათებელია წვრილი მონასმები, წერტილები, ვიწრო ზოლები. იგივეა, რაც დივიზიონიზმი. 2. XX ს-ის მუსიკაში – თხზვის ერთ-ერთი სახე.

პუბლიკაცია – ქმედება. რომლითაც ინფორმაცია საზოგადოებისათვის ადვილად მისაწვდომი გახდა. ცალკეულ ნაწარმოების, ნაშრომის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ეგზემპლარების გამოქვეყნება, ბეჭდვა, ბრუნვაში გაშვება. იხ. საპატენტო ინფორმაციის მისაწვდომობა.

პუბლიცისტი – მწერალი, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე წერს.

პუბლიცისტიკა – საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა თანამედროვე აქტუალურ საკითხებზე.

პწკარედი – პწკარების (სტრიქონების) მიხედვით, რამე ტექსტის სიტყვასიტყვითი თარგმანი.

17 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ჟ

▲ზევით დაბრუნება


ჟანრი

1. ფერწერა საყოფაცხოვრებო თემაზე.

2. ხელოვნების რაიმე დარგის ისტორიულად ჩამოყალიბებული ნაწარმოების სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გარკვეული სიუჟეტური და სტილისტური ნიშნები.

ჟანრისტი – ჟანრის (მნიშვნ. 1) სპეციალისტი მხატვარი. ჟენევის კავშირი – ჟენევის ხელშეკრულებით შექმნილი კავშირი აუდიოვიზუალური ნაწარმოების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ. მიღებულ იქნა ქ. ჟენევაში 1989 წლის 18 აპრილს.

ჟენევის კონვენცია – კონვენცია, რომელიც ეხება ფონოგრამების მწარმოებელთა ინტერესების დაცვას. იგი მიღებულ იქნა ქ. ჟენევაში 1971 წელს.

ჟურნალების სტატიების კვლავწარმოება – იხ. გაზეთების სტატიების კვლავწარმოება.

ჟურნალი

1. წიგნის მაგვარი პერიოდული გამოცემა.

2. რვეული, დავთარი რაიმეს პერიოდულად ჩასაწერად.

18 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - რ

▲ზევით დაბრუნება


რადიოგადაცემა – იხ. ეთერში გადაცემა.

რადიოგადაცემათა დაცვა – იხ. მომიჯნავე უფლებები.

რადიომაუწყებლობის მიერ ნაწარმოების ჩაწერა – იხ. მოკლევადიანი ჩაწერა საეთერო მაუწყებლობის მიერ.

რადიომაუწყებლობა – იხ. ტელე რადიო მაუწყებლობა.

რადიონაწარმოები – ნაწარმოები შექმნილი რადიომაუწყებლობისათვის, მაგ. რადიოპიესა. რაპორტი – ნაკეთობის ნახატის განმეორებითი ფრაგმენტი ქსოვილზე, ტრიკოტაჟზე, ნაქარგზე და სხვ.

რასტრი – ოპტიკური ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ნახევარტონური გამოსახულებების ფოტომექანიკური კვლავწარმოების დროს.

რატიფიცირებული სიგელი – ხელშეკრულების მხარეებისადმი მიმართული საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი.

რაფსოდია – გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც ინსტრუმენტული ნაწარმოები დაწერილია ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თემაზე.

რაციონალიზატორი – რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომელსაც აღიარებდა ასეთად წარმოება, უწყება, ორგანიზაცია, დაწესებულება ან სამინისტრო სსრკ-ს არსებობის დროს.

რაციონალიზატორული წინადადება – სასარგებლო და ახალი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელსაც ახასიათებს სიახლე და სასარგებლოა იმ საწარმოსათვის, სადაც იგი იყო შეტანილი. რ. წ. გულისხმობდა ნაწარმის, წარმოების ტექნოლოგიის, სამეცნიერო-კვლევით და სხვა დარგში გამოყენებული ტექნიკის შეცვლას ან მასალის შედგენილობის შეცვლას. ტექნიკური გადაწყვეტა მოცემული საწარმოსათვის სიახლე იყო მაშინ, თუ იგი არ იყო ცნობილი იქამდე ამ საწარმოში. რ. წ. არსებობდა ყოფილ სსრკ-ში თანახმად სსრკ აღმოჩენების, გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების შესახებ დებულებისა. რ. წინადადების ავტორს ეძლეოდა დადგენილი ფორმის საბუთი და ფულადი ჯილდო. საქართველოს საპატენტო კანონმდებლობის აქტებში ამჟამად რ. წ. აღარაა გათვალისწინებული.

რეგიონალური ბაზარი – ბაზარი, რომლის მოქმედების არე შემოისაზღვრება გარკვეული ტერიტორიის ფარგლებით.

რეგიონალური განაცხადი – განაცხადი სამრეწველო საკუთრების ობიექტზე, რეგიონალური დამცავი დოკუმენტის მისაღებად.

რეგიონალური პატენტი – ქვეყნების ჯგუფის, ეროვნული ან სამთავრობათშორისო ორგანოს მიერ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი საპატენტო უწყების მიერ გაცემული პატენტი, რომელიც მოქმედებს აღნიშნული რეგიონის ფარგლებში ერთზე მეტ ქვეყანაში (მაგ., ბენილუქსის ქვეყნების ან ევრაზიის საპატენტო უწყებები).

რეგიონალური სასაქონლო ნიშანი – რეგიონალურ საპატენტო უწყების მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი.

რეგისტრაცია – დაცვითუნარიანობის შემოწმების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ან მომსახურების ნიშნის შესახებ მონაცემთა შეტანა შესაბამის რეესტრში.

რეგისტრაციის თარიღი – სამრეწველო საკუთრების ობიექტის მონაცემების რეესტრში შეტანის დღე.

რეგისტრირებული პატენტი – ტერმინი რომლითაც უკანასკნელ ხანამდე აღინიშნებოდა ზოგიერთ ისეთ განვითარებად ქვეყნებში გაცემული პატენტი, რომლებიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად დიდ ბრიტანეთზე იყვნენ დამოკიდებული. იგი წარმოადგენდა ბრიტანული პატენტის რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრირებული პატენტის მიღების უფლება ჰქონდა მხოლოდ ბრიტანეთის პატენტმფლობელს.

რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი – "სასაქონლო ნიშანი, რომელზეც განსაკუთრებული უფლებები დადასტურებულია საპატენტო უწყებაში რეგისტრაციის საშუალებით.

რეგრესანტი – პირი, რომელიც საწინააღმდეგო პირობებს უყენებს სხვა პირს იმ ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც პირველ პირს მიადგა მეორის სასარგებლოდ.

რედაქცია – 1. ხელნაწერი ტექსტის გასწორება, ლიტერატურული დამუშავება და დასაბეჭდად მომზადება (რედაქტირება). 2. ლიტერატურული, მუსიკალური და სხვა ნაწარმოების ან მისი ცალკეული ნაწილის ვარიანტი; გარკვეულად დამუშავებული ტექსტი. 3. დაწესებულების (გაზეთი, წიგნი, ჟურნალი და სხვ. ხელმძღვანელობა.

რეესტრი – ნუსხა, სია, ჩამონათვალი; სპეციალური წიგნი, სადაც შეტანილია ჩანაწერები, დოკუმენტები და ა. შ. სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ. იხ. აგრეთვე საპატენტო; სასაქონლო ნიშნის რეესტრი.

რეექსპორტი – იმპორტირებული და შემდგომ ყოველგვარი გადამუშავების გარეშე სხვა ქვეყანაში გატანილი საქონელი. ადრე იმპორტირებული საქონლის ექსპორტი.

რევერსია – 1. ქონების დაბრუნება პირველმფლობელისათვის. 2. ორგანიზმში ისეთ ნიშანთვისებათა გაჩენა, რომლებიც არ გააჩნდათ მის უახლეს წინაპრებს, მაგრამ ჰქონდათ უფრო შორეულებს; ატავიზმი.

რევოკაცია – ადრე მიცემული განკარგულების, დავალების, მითითების გაუქმება.

რეზიუმე – გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც ნაწარმოები, შრომა, მოხსენება, სტატია და მისთ. გადმოცემულია მოკლე შინაარსის, დასკვნის სახით. იხ. აგრეთვე გამოგონების რეფერატი.

რეკვიემი – სამგლოვიარო ხასიათის მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისა და გუნდისათვის. სამგლოვიარო მესა.

რეკვიზიტი – დოკუმენტის აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დადგენილია კანონით.

რეკვიზიცია – საკუთრების მფლობელობის სასყიდლიანი, იძულებითი გადასვლა სახელმწიფოს ხელში.

რეკლამა – ინფორმაციის გავრცელებისა და ადამიანების დარწმუნების საშუალება. საინფორმაციო საშუალებებით მომხმარებელზე ზემოქმედება საქონლის გასაღების მიზნით. სარეკლამო მასალები ჩაირთვება ტექნიკის არსებულ დონეში გამოშვების ან კონტრაჰენტებისათვის დაგზავნის დღიდან. რეკლამა შეიძლება იყოს: საერთო ეროვნული; ადგილობრივი; საცალო ვაჭრობის; ინდუსტრიული; ინსტიტუციური; უშუალო ზემოქმედებისა და ეფექტის რეკლამა, რეკლამა მოგვიანებითი ეფექტით და სხვ. რეკლამა ვრცელდება პრესის, მაუწყებლობის ორგანიზაციების ან სხვა საშუალებებით.

რეკლამა მოგვიანებითი ეფექტით – რეკლამა გათვალისწინებული ხანგრძლივ ეფექტზე, რომლის მიზანია მომხმარებლის მყიდველობითი ჩვევებისადმი მხარდაჭერა.

რეკლამაცია – ერთი მხარის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მეორე მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ამის გამო ითხოვს შესაბამის ანაზღაურებას.

რეკლამირების ფუნქცია სამეურნეო ბრუნვაში – სამრეწველო საკუთრების ობიექტის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც იძლევა ინფორმაციას ამ ობიექტის შესახებ. სამრეწველო საკუთრების ობიექტის მფლობელს კი აძლევს მასზე მოთხოვნილების გაზრდის საშუალებას.

რეკლამის პირდაპირი დაგზავნით ვაჭრობა – საქონლის პირდაპირი (შუამავლის გარეშე) გასაღების ფორმა, რომელიც ითვალისწინებს კომერციული ლიტერატურის, ცნობარებისა და სხვა სარეკლამო მასალის წინასწარ განსაზღვრულ პოტენციურ მომხმარებელზე დაგზავნას, რომლებიც მოგვიანებით მყიდველები ხდებიან. იხ. პირდაპირი გასაღება.

რელიეფი – სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე. იგი შეიძლება იყოს ჩაღრმავებული და ამობურცული.

რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი – იხ. ბრაილის შრიფტი.

რემარკა – 1 ავტორის შენიშვნა დრამატულ ნაწარმოებში, რომელიც შეიცავს სცენის მოწყობის, პერსონაჟთა გარეგნობის, საზოგადოებრივი მდგომარეობისა გაქცევის მოკლე დახასიათებას. 2. შენიშვნა, მინაწერი. 3. ანაბეჭდის არეზე მოთავსებული მცირე ზომის გამოსახულება •გრავიურაში.

რენომე – იხ. რეპუტაცია.

რეპერტუარი – დრამატულ, მუსიკალურ და სხვა ნაწარმოებთა, აგრეთვე მსახიობის მიერ შესრულებული როლების ერთობლიობა.

რეპლიკა – 1. სცენური დიალოგის ერთ-ერთი ელემენტი, ნაწარმოების პერსონაჟის მოკლე პასუხი. 2. სახვით ხელოვნებაში – მხატვრული ნაწარმოების საავტორო ნიმუში, რომელიც ზომით განსხვავდება ორიგინალისაგან, 3. მუსიკალური ფრაზის გამეორება სხვა ხმით ან სხვა ტონალობით.

რეპორტაჟი – ჟურნალისტიკის საინფორმაციო ჟანრი, რომელიც სათანადო სიზუსტით იძლევა ცნობებს იმ მოვლენებზე, რომელთა თვითმხილველი და მონაწილეა ავტორი.

რეპორტაჟი მიმდინარე მოვლენებზე – საზოგადოების ინფორმირება მსოფლიოს უკანასკნელ მოვლენებზე, შესაბამისი საშუალებებით. იხ. დღის ახალი ამბები.

რეპორტიორი – პრესის ან მაუწყებლობის ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც აგროვებს ცნობებს, ფაქტებს სხვადასხვა ამბების შესახებ.

რეპრეზენტი – პირი, რომლისთვისაცაა განკუთვნილი დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდება.

რეპრეზენტორი – პირი, რომელიც ამახინჯებს ინფორმაციას.

რეპრიზი – 1. მუსიკალური ნაწარმოების რომელიმე მონაკვეთის გამეორება; ამგვარი გამეორების სანოტო ნიშანი. 2. სიტყვიერი ან პანტომიმური სახუმარო ნომერი, რომელსაც მასხარა ან სხვა მსახიობები ასრულებენ. 3. საცირკო ცხენოსნობაში ცხენის მოძრაობა ერთი და იმავე ალურით.

რეპრინტი – განმეორებითი ტირაჟი.

რეპროგრაფიული კვლავწარმოება – ორიგინალის ან ნაწარმოების ეგზემპლარის (წერილობითი ან სხვა გრაფიკული ნაწარმოების) ფაქსიმილური კვლავწარმოება ნებისმიერი ზომით (გადიდებული ან შემცირებული), ფოტოპირის გადაღების ან გამოცემისაგან განსხვავებული სხვა ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. რეპროგრაფიულ კვლავწარმოებად არ ჩაითვლება ჩაწერა ელექტრონული (ციფრობრივის ჩათვლით), ოპტიკური და სხვა მანქანით წასაკითხი ფორმით.

რეპროგრაფიული კვლავწარმოება (გამრავლება) თანხმობის გარეშე – ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე დაშვებულია, რეპროგრაფიული კვლავწარმოება (ასლის გადაღება) პირდაპირი და არაპირდაპირი მოგების მიუღებლად, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, ხოლო „ცალკეულ შემთხვევაში იმ მოცულობით, რაც განსაზღვრულია დასახული მიზნით. იხ. აგრეთვე დასესხების წყაროზე მითითება; ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება.

რეპროდუცირება (რეპროდუქცია) – იხ. კვლავწარმოება.

რეპუტაცია – არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ერთ-ერთი სახე. ადამიანის გონებაში პიროვნების, ორგანიზაციის ავტორის, ფირმის, სასაქონლო ნიშნების და ა. შ. ღირსებათა და ნაკლოვანებათა შესახებ შექმნილი საერთო აზრი, შეხედულება. რ. წარმოადგენს რეკლამის ერთ-ერთ ამოცანას ხელსაყრელი შთაბეჭდილების შესაქმნელად ან არახელსაყრელი შთაბეჭდილების გასაუმჯობესებლად. იმიჯი; რენომე; გუდვილი.

რეპუტაციის დაცვის უფლება – იხ. ავტორის ღირსების, პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლება.

რეპუტაციის პატივისცემის უფლება – შემსრულებლის უფლება, დაიცვას შესრულება ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს შემსრულებლის პატივსა და საქმიან რეპუტაციას.

რეჟისორი – ფილმის, სპექტაკლის დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი; პირი, რომელიც ახორციელებს დადგმას. იხ. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორი.

რეჟისორული სცენარი – იხ. ფილმის რეჟისორული სცენარი.

რეჟისორის ხელოვნება – რეჟისურა; ჰარმონიული, მხატვრული ერთიანობის მქონე სანახაობის შექმნის ხელოვნება.

რესტიტუცია – 1 სამართლის ნორმა, რომლის ძალითაც უნდა აღდგეს თავდაპირველი მდგომარეობა, ხელშეკრულების ბათილად აღიარების ან სხვა პირობების გამო. ამ დროს პირმა, რომელიც უკანონოდაა გამდიდრებული სხვის ხარჯზე, უნდა აღადგინოს სამართლიანობა ქონების ან თანხის დაბრუნების გზით. 2. (ბიოლ.). რეგენერაციის ერთ-ერთი სახე, როდესაც სხეულის ერთი ნაწილისაგან ხდება მთელი ორგანიზმის აღდგენა.

რესტრიქცია – საქონლის წარმოების, ექსპორტისა და რეალიზაციის შეზღუდვა ფასების აწევისა და მონოპოლიური მოგების მიღების მიზნით.

რეტრანსლაცია – ერთი მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ან ერთდროული გადაცემა ეთერში, რომელსაც ახორციელებს სხვა მაუწყებლობის ორგანიზაცია, ან ახალი გადაცემა გარკვეული ინტერვალის შემდეგ, რომელიც სხვა მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ იქნა ეთერში გაშვებული ადრე და ამჟამად არის ჩაწერილი.

რეტროსპექცია – წარსულ მოვლენათა მიმოხილვა, წარსულისაკენ მიბრუნება.

რეაქცია – ფასჩამოკლება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხზე დაბალი ხარისხის საქონლის მიწოდების შემთხვევაში.

რეფერატი – გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც მოკლე წერილობითი ან ზეპირი ფორმით არის გადმოცემული ლიტერატურული ნაწარმოების, მეცნიერული შრომის ან სხვ. შინაარსი.

რეფერატი პატენტზე – იხ. გამოგონების რეფერატი.

რეფრენი – 1. ტაეპები„ რომლებიც ლექსში მეორდება გარკვეული წესით. 2. კუპლეტური ფორმის ვოკალური ნაწარმოების ნაწილი, რომელიც უცვლელად მეორდება; მისამღერი.

რეჩიტატივი – ვოკალური მუსიკის განსაკუთრებული სახე, როდესაც სიმღერაში ინტონაციური მხარე და მეტყველების რიტმიკა წინა პლანზეა წამოწეული.

რეცენზია – საჟურნალგაზეთო პუბლიცისტიკისა და ლიტერატურული კრიტიკის ჟანრი. ხელოვნების, ლიტერატურის, სამეცნიერო და სხვ. ნაწარმოებების განხილვა, გარჩევა და შეფასება. ]

რეწვა – წვრილი ხელოსნური წარმოება.

რთული სასაქონლო ნიშანი – იგივეა, რაც კომბინირებული სასაქონლო ნიშანი. ეს ტერმინი გამოიყენებოდა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. საფრანგეთში.

რითმა – ლექსის სხვადასხვა სტრიქონში ბოლო ბგერათა გამეორება.

რიკეტსიები – მიკროორგანიზმების ჯგუფი, დამასნებოვნებელი ბაქტერიები, ჩხირისებური ფორმის უჯრედშიდა პარაზიტები, რომლებიც იწვევენ რიკეტსიოზებს (ადამიანისა და ცხოველების ინფექციურ დაავადებათა ჯგუფებს).

რიტმი – თანაზომიერი ერთეულების (ბგერების, მოძრაობების და სხვ.) პერიოდული გამეორება. რიტმი გვხვდება ლიტერატურაში, მუსიკაში, პლასტიკურ ხელოვნებაში.

რიტორიკა – ორატორული ხელოვნება, მოძღვრება მჭერმეტყველების, საორატორო ხელოვნების წესებისა და კანონების შესახებ.

რიტურნელი – 1. მოკლე მუსიკალური საკრავიერი მონაკვეთი, რომელიც შესავლის, ინტერმედიის ან კოდის ფუნქციას ასრულებს. 2. ცეკვის შესავალი და დასკვნითი საქცევი (ბრუნვა). 3. საკრავიერი შესავალი ცეკვის წინ.

როიალტი – საავტორო ჰონორარის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც წარმოადგენს ავტორის წილს, კომპენსაციას მისი ნაწარმოების ან პატენტის გამოყენებით მიღებული შემოსავლიდან. ავტორზე, პატენტმფლობელზე როიალტის გადახდა ხდება პერიოდულად, გაყიდული ეგზემპლარების ან შესრულების შესაბამისად.

რომანი – ყველაზე დიდი მოცულობის თხრობითი პროზაული ნაწარმოები, რომელსაც რთული სიუჟეტი ახასიათებს.

რომანისტი – 1. მწერალი, რომელიც რომანებს წერს. 2. რომანისტიკის სპეციალისტი.

რომანსი – 1. ლექსის სიტყვებზე დაწერილი პატარა ვოკალური ნაწარმოები რომელსაც ფორტეპიანოს ან სხვა საკრავის თანხლებით მღერიან. 2. მელოდიური ხასიათის პიესა ვიოლინოს, ვიოლონჩელისა და ფორტეპიანოსათვის. 3. პატარა სასიმღერო ლირიკული ლექსი.

რომის კონვენცია – საერთაშორისო კონვენცია შემსრულებელთა, ფონოგრამების მწარმოებელთა და მაუწყებლობის ორგანოთა ინტერესების დაცვის შესახებ. ხელმოწერილია ქ. რომში 1961 წლის 26 ოქტომბერს. საქართველო ამ კონვენციის წევრი ჯერ-ჯერობით არ არის.

რონდო – 1. მუსიკალური ფორმა, რომელიც დაფუძნებულია მთავარი, უცვლელი თემისა (რეფრენი) და სხვა არაძირითადი ეპიზოდების მონაცვლეობაზე. 2. ორკეც რითმაზე დამყარებული სამ სტროფიანი ლექსი. 3. განსაკუთრებულად მომრგვალებული ხელნაწერი ასოები ან სასტამბო შრიფტი; ასეთი ასოების დასაწერი ფართო წვერიანი კალამი.

რუკა – ნაწარმოები რომელიც ამა თუ იმ ბრტყელ ზედაპირზე შემცირებულად და განზოგადებულად გამოსახავს რაიმე ტერიტორიას, დედამიწის ზედაპირს, კოსმოსურ სფეროს ან მათ ნაწილებს. რ. საავტორო სამართლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს იმ შემთხვევაში თუ ახასიათებს რაიმე სახის ორიგინალურობა.

რუსტიკა – რელიეფური წყობა ან შენობის მოპირკეთება არქიტექტურაში, უხეშად გათლილი ან ამობურცულზედაპირიანი ქვებით.

რჩეული – საუკეთესო, სხვებს შორის შერჩეული და ისე გამოცემული ნაწარმოებების კრებული, ერთი ან რამდენიმე ავტორის შემოქმედებიდან.

რწმუნებული – ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, რომლის მოვალეობაში შედის მეორე მხარის ხარჯითა და სახელით გარკვეული იურიდიული მოქმედებების შესრულება. იხ. პატენტრწმუნებული.

19 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ს

▲ზევით დაბრუნება


სააგენტო – ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს დაწესებულების ან კერძო პირების გარკვეულ დავალებას; აგროვებს და გასცემს ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებებით.

საავტორო ეგზემპლარი – ავტორისათვის განკუთვნილი, უფასოდ გადასაცემი ეგზემპლარები.

საავტორო თაბახი – ლიტერატურული ნაწარმოების მოცულობის საზომი ერთეული, რომელიც ტოლია 40000 ნაბეჭდი ნიშნის, სალექსე მასალის 700 სტრიქონის ან დაბეჭდილი გრაფიკული მასალის 3000 კვ. სმ.-ის.

საავტორო მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გამოგონების დაცვას. გამოგონებაზე საავტორო მოწმობის გაცემისათვის საჭირო მოთხოვნები თითქმის იგივეა, რაც გამოგონებაზე პატენტის გაცემის დროს. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პატენტით დაცული გამოგონების გამოყენების უფლება მხოლოდ პატენტმფლობელს გააჩნია, მაშინ როცა საავტორო მოწმობით დაცული გამოგონებით სარგებლობის განსაკუთრებული უფლება აქვს იმ სახელმწიფოს, სადაც გაიცა მოწმობა, ხოლო გამომგონებელს რჩება უფლება გარკვეული ანაზღაურების მიღებაზე. ს. მ-ის გაცემა გათვალისწინებული იყო ალჟირის, მექსიკის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, კუბის, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, მონღოლეთის, ვიეტნამის, სსრკ, გდრ და სხვა სახელმწიფოთა საპატენტო კანონმდებლობებით. ამ ქვეყნების უმრავლესობა უკვე აღარ არსებობენ წინანდელი სახით. სსრკ-ს და ე. წ. „სოციალისტური ბანაკის“ დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყენებენ ახალ, თანამედროვე კანონმდებლობას, სადაც გამოგონებათა დაცვა ხდება მხოლოდ პატენტის საფუძველზე. ყოფილ სსრკ-ს მიერ გაცემულ საავტორო მოწმობაზე გაიცემა პატენტი, საავტორო მოწმობით მინიჭებული პრიორიტეტის შენარჩუნებით. მექსიკაში ამჟამადაც გაიცემა, როგორც პატენტი ასევე საავტორო მოწმობა. ეს უკანასკნელი გაიცემა კანონით დადგენილ კონკრეტულ სფეროში (ქვეყნის უსაფრთხოება, ბირთვული ენერგია და ა. შ.).

საავტორო სამართალი – ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი სფერო, რომელიც აწესებს და იცავს ავტორის უფლებებს ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების, მეცნიერების, ფოტოგრაფიის, აუდიო-ვიდეო შემოქმედების, კომპიუტერული ტექნიკის უზრუნველსაყოფად შექმნილი პროგრამების სფეროში. იგი იცავს პირად არაქონებრივ და ქონებრივ საავტორო უფლებებს, რომლებიც წარმოიშობა საავტორო უფლებებთან და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით. საავტორო სამართლით ხდება, საავტორო იდეის გამოხატულების და არა თვით იდეის დაცვა. საავტორო სამართლით დაცულია ისეთი ქმნილება, რომელიც ორიგინალური ფორმის ან ხასიათისაა, ამასთან არაა სავალდებულო, რომ მასში გამოხატული იდეები გამოირჩეოდეს სიახლით, მაგრამ მათი წარმოსახვის ლიტერატურული ან მხატვრული ფორმა უნდა წარმოადგენდეს ავტორის ორიგინალურ ქმნილებას, ორიგინალურობა ეხება ნაწარმოების როგორც შინაარსს, ასევე მის ფორმას. ნაწარმოების დაცვა საავტორო სამართლით არაა დამოკიდებული მის ხარისხსა და ფასეულობაზე. ნაწარმოების შემქმნელისათვის , საავტორო სამართალით ხდება მისი ავტორობის განსაკუთრებული უფლების აღიარება, რითაც მას საშუალება ეძლევა გამოაცხადოს თავისი თავი ნაწარმოების ავტორად; მიიღოს შესაძლებლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაწარმოების საშუალებით შემოსავალის მიღების, გამოქვეყნების, კვლავწარმოების, გავრცელების ან ფართო მასებამდე მიტანის, ნებისმიერი სხვა საშუალებებით; აგრეთვე ენიჭება ამ ნაწარმოების გამოყენების სხვაზე გადაცემის უფლება. იხ. აგრეთვე კანონი საავტორო სამართლის შესახებ.

საავტორო სამართლის ტერიტორიულობა – იურიდიული ფაქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ქვეყნის საავგტორო-სამართლებრივ კანონმდებლობას ძალა არა აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიის გარეთ.

საავტორო უფლება კომპიუტერულ პროგრამაზე – კომპიუტერულ პროგრამაზე საავტორო უფლება წარმოიშობა მათი შექმნისთანავე. მათ შემქმნელს უფლება აქვს პირველი გამოქვეყნებისთანავე გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი.

საავტორო უფლება მონაცემთა ბაზაზე – საავტორო უფლება მონაცემთა ბაზაზე, რომელიც წარმოიშობა შექმნისთანავე და შედგება ისეთი მასალებისაგან, რომლებიც არ წარმოადგენენ საავტორო უფლების ობიექტებს, ეკუთვნის მონაცემთა ბაზის შემქმნელ პირს. მონაცემთა ბაზის შემქმნელს საავტორო უფლება ეკუთვნის იმ პირობით, რომ დაცულია ამ მონაცემთა ბაზაში შემავალი ყოველი ნაწარმოების საავტორო უფლებები და მათი გამოყენება შეიძლება ამ მონაცემთა ბაზისაგან დამოუკიდებლად. ს. უ. მ. ბ. არ ზღუდავს სხვა პირების მიერ მასში შემავალ ნაწარმოებების და სხვა მასალების დამოუკიდებლად შერჩევისა და ორგანიზების შესაძლებლობას.

საავტორო უფლება სამსახურებრივ ნაწარმოებზე – საავტორო უფლება სამსახურებრივ ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია სამუშაოს მიმცემის უშუალო სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით, ეკუთვნის სამსახურებრივი ნაწარმოების ავტორს. პირს, რომელთანაც ავტორს აქვს შრომითი ურთიერთობა აქვს განსაკუთრებული უფლება სამსახურებრივი ნაწარმოების გამოყენებაზე, რაც შეპირობებულია დავალების შინაარსითა და მიზნით, თუ მასა და ავტორს შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამუშაოს მიმცემს უფლება აქვს სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი (სახელწოდება) ან მოითხოვოს ასეთი მითითება. იხ. სამსახურებრივი ნაწარმოები; განსაკუთრებული უფლების გადაცემა ავტორზე.

საავტორო უფლებათა დამრღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს საავტორო უფლებათა კანონის მოთხოვნებს, წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დამრღვევს. იურიდიული პირის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევისათვის დგება საკითხი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სასამართლომ დამრღვევს შეიძლება დააკისროს ზიანის ანაზღაურება, შემოსავლის გადახდევინება, კომპენსაციის გადახდა. თუ დამრღვევი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ მას შეიძლება დაეკისროს როგორც ჯარიმა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

საავტორო უფლებათა დაცვის უფლება – განსაკუთრებული Lსაავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ: 1. უფლებათა აღიარება. 2. უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედებათა აღკვეთა, რომლებიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს. 3. ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით. 4. ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის გადახდევინება რომელიც დამრღვევმა მიიღო საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევის შედეგად. 5. კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის სანაცვლოდ. 6. მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

საავტორო უფლებათა შეზღუდვა – საავტორო-სამართლებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვები ავტორის ნაწარმოების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასეთი შეზღუდვების ძირითადი ფორმებია: თავისუფალი გამოყენების შემთხვევები, იძულებითი და კანონით გათვალისწინებული სხვა ლიცენზიები.

საავტორო უფლებები – საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, აგრეთვე მომიჯნავე უფლებები. საავტორო უფლებები გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომელიც სრულდება ლიტერატურისა და ხელოვნების ავტორის მიერ, ანდა მისი ნებართვით. ეს ქმედებები ითვალისწინებს ნაწარმოებების (ქმნილებების) – წიგნების, სურათების, სკულპტურების, ფოტოგრაფიების, კინოფოლმების და ა. შ. ასლების დამზადებას. საავტორო უფლებით დაცულია ლიტერატურისა და ხელოვნების ისეთი სახეობები როგორიცაა ლექსები, პროზა, მუსიკალური ნაწარმოებები, ფერწერისა და კინემატოგრაფიის ქმნილებები და სხვ. საავტორო უფლებები არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე: ოფიციალურ დოკუმენტებზე, აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე; სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე; მოვლენებისა და ფაქტების შესახებ ინფორმაციული ხასიათის ცნობებზე.

საავტორო უფლებით სარგებლობა – ნაწარმოებზე საავტორო უფლების გამოყენება. ისეთი ქმედების ჩატარება, რომელსაც სარგებელი მოაქვს ნაწარმოების ექსპონირების, კვლავწარმოების, გავრცელების ან საჯაროდ გაცნობის საშუალებით ისე, რომ ანალოგიური ქმედების ჩატარება სხვის მიერ იწვევს კანონდარღვევას, თუ მასზე გადაცემული არ არის ამ ქმედებების ჩატარებაზე უფლება.

საავტორო უფლების გადაცემა – საავტორო უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება გადაცემულ იქნეს ანდერძით მემკვიდრეობის წესით, ხელშეკრულებით ან კანონით, რაც ნაწარმოების სპეციალური გამოყენების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების მიმღებს ეწოდება უფლებამონაცვლე.

საავტორო უფლების გავრცელება – საავტორო უფლება ვრცელდება, როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით.

საავტორო უფლების გამოსყიდვა – საბჭოთა კავშირის დროს არსებული ნორმა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ შესაძლებელი იყო ხელნაწერზე, ესკიზზე ან სხვა ობიექტური ფორმით არსებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გამოსყიდვა.

საავტორო უფლების განხორციელება – იხ. საავტორო უფლების წარმოშობა.

საავტორო უფლების დამოუკიდებლობა – საავტორო უფლება არ არის დამოკიდებული იმ მატერიალური ობიექტის საკუთრების უფლებაზე, რომელშიც გამოხატულია ნაწარმოები. მატერიალური ობიექტის საკუთრების ან მფლობელობის გადაცემა თავისთავად არ იწვევს ამ ობიექტში გამოხატულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გადაცემას.

საავტორო უფლების დარღვევა – საავტორო სამართლით დაცული ნაწარმოების ნებისმიერი არამართლზომიერი გამოყენება წარმოადგენს საავტორო უფლების დარღვევას როდესაც ასეთი გამოყენებისათვის კანონით აუცილებელია ნებართვა. მაგ., ნაწარმოების საჯარო გამოქვეყნება, კვლავწარმოება, ფართომაუწყებლური ტრანსლაცია, ან ამ ნაწარმოების სხვა რაიმე სახით საზოგადოებისათვის მიწოდება, რომელიც ხორციელდება ნებართვის გარეშე. ს. უ. დ-ს წარმოადგენს ავტორის ნებართვის გარეშე ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენება – ადაპტაცია, გადაცემა, ექსპონირება, პლაგიატი და სხვ. საავტორო უფლებათა დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა სანქციებს, რომლებიც დარღვევათა სიმძიმის მიხედვით, შეიძლება იყოს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული სამართლის პასუხისმგებლობის. სანქციები შეიძლება იყოს წერილობითი უარყოფა, ზიანის ანაზღაურება, ჯარიმა, კონფისკაცია, თავისუფლების აღკვეთა და სხვ.

საავტორო უფლების დაცვის ნიშანი – საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადების მიზნით შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც წარმოადგენს ნაწარმოების დაცვის შესახებ ოფიციალურ გაფრთხილებას. ს. უ. დ. ნ. დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან. ლათინური ასო "c" წრეწირში - © განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება); ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

საავტორო უფლების მართვის ორგანიზაციის შექმნა – იხ. ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვა.

საავტორო უფლების მოპოვება – საკუთარ ნაწარმოებზე საავტორო უფლების მოპოვება ხდება ამ ნაწარმოების შექმნის შედეგად.

საავტორო უფლების მოქმედების ვადა – საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მემკვიდრეზე გადასული 258 ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებზე განსაკუთრებული უფლებების მოქმედების ვადა შეადგენს 50 წელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედებს სპეციალური ვადები. ვადის გამოანგარიშება იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა იურიდიულ ფაქტს, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა. დაცვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ნაწარმოები საზოგადოების კუთვნილება ხდება.

საავტორო უფლების მოქმედების სპეციალური ვადები – საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნდა, მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ასეთი ნაწარმოების მართლზომიერად გამოქვეყნების თარიღიდან. თუ აღნიშნულ ვადაში ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოების ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას, ან თუ მისი ვინაობა ეჭვს არ იწვევს, მაშინ გამოიყენება საავტორო უფლების მოქმედების ჩვეულებრივი გადა. სააგტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე მოქმედებს მთელი სიცოცხლის მანძილზე და უკანასკნელი ავტორის “გარდაცვალებიდან 50 წლის განმავლობაში. ავტორის გარდაცვალების შემდეგ პირველად გამოქვეყნებულ ნაწარმოებზე საავტორო უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში მისი გამოქვეყნებიდან. საავტორო უფლება კოლექტიურ ნაწარმოებზე მოქმედებს 50 წლის განმავლობაში მისი გამოქვეყნებიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწარმოები არ იყო გამოქვეყნებული – მისი შექმნის თარიღიდან. აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლის (პროდიუსერის) საავტორო უფლება მოქმედებს ისევე, როგორც კოლექტიური ნაწარმოების დროს.

საავტორო უფლების ობიექტები – საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენენ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულების, ავკარგიანობის, ჟანრის, მოცულობის, აგრეთვე მისი გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. საავტორო უფლების ობიექტებია: ლიტერატურული ნაწარმოები; დრამატული და მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, ქორეოგრაფიის და პანტომიმის ნაწარმოები და სხვა სასცენო ნაწარმოები; მუსიკალური ნაწარმოებები ტექსტით ან უტექსტოდ; აუდიოვიზუალური ნაწარმოები; ქანდაკების, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის ნაწარმოები და სახვითი ხელოვნების სხვა ნაწარმოები, დეკორატიულ-გამოყენებითი და მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოები თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოები; არქიტექტურის, ქალაქმშენებლობისა და საბაღე-საპარკე ხელოვნების ნაწარმოები; ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ისეთი ნაწარმოები, რომლებიც შექმნილია ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად არ ჩაითვლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკე აღებული კადრი); რუკა, გეგმა, ესკიზი, ილუსტრაცია და მსგავსი სახის სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მიეკუთვნება გეოგრაფიას, ფოტოგრაფიას ან სხვა დარგებს; გადამუშავებული ნაწარმოები, თარგმანი, ,მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება; კრებული (ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა) და სხვა შედგენილი ნაწარმოებები, რომლებიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალური-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენენ. აგრეთვე კომპიუტერული პროგრამები, მათ შორის ოპერატიული სისტემები. საავტორო უფლების ობიექტებს არ წარმოადგენენ: ოფიციალური დოკუმენტები; სახელმწიფოსა და ორგანიზაციის სიმბოლოები და ნიშნები: საკანონმდებლო აქტების პროექტები; ინფორმაციული ხასიათის ცნობები მოვლენებისა და ფაქტების შესახებ, ხალხური შემოქმედების ნაწარმოებები და სხვ.

საავტორო უფლების წარმოშობა – საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებზე წარმოიშობა მისი შექმნის მომენტიდან. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის არ არის სავალდებულო ნაწარმოების რეგისტრაცია, ნაწარმოების სპეციალური გაფორმება ან რაიმე ფორმალობათა დაცვა. იხ. ნაწარმოების შექმნა.

საავტორო ხელშეკრულება – ნაწარმოების აგტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებულ უფლებათა დათმობა და გადაცემა ნაწარმოების გამოყენებაზე. ეს უფლებები შეიძლება გადაეცეს განსაკუთრებული ან ჩვეულებრივი ლიცენზიით. საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული უფლებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირებს თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. საავტორო ხელშეკრულების საგანი არ შეიძლება იყოს ყველა იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომლებიც ავტორმა შესაძლოა შექმნას მომავალში. ს. ხ-ის დადება აუცილებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონით პირდაპირაა დაშვებული ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობისა და საავტორო ჰონორარის გაცემის გარეშე.

საავტორო ხელშეკრულება ნაწარმოების შექმნაზე – იხ. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება.

საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული კონკრეტული უფლებები – იხ. ნაწარმოების გამოყენების არაპირდაპირი უფლება.

საავტორო ხელშეკრულების ბათილობა – საავტორო სამართლის ნორმის მიხედვით ბათილია საავტორო ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ზღუდავს ავტორის უფლებას, შექმნას მომავალში ნაწარმოები განსაზღვრულ თემაზე ან განსაზღვრულ დარგში.

საავტორო ხელშეკრულების გაუქმება – საავტორო ხელშეკრულება შეიძლება გაუქმებულ იქნეს ავტორის მიერ, მისი დადებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, თუ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული უფლების გადაცემის ვადა. ამის შესახებ მოსარგებლეს უნდა ეცნობოს წერილობით, ხელშეკრულების გაუქმებამდე 6 თვით ადრე.

საავტორო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლები – საავტორო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, სადაც მითითებულია საავტორო უფლების გადაცემის ტერიტორიის ფარგლები. როდესაც საავტორო ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული უფლების გადაცემის ტერიტორია, მაშინ ხელშეკრულებით გადაცემული უფლების მოქმედება შემოიფარგლება საქართველოს ტერიტორიით.

საავტორო ხელშეკრულების პირობები – საავტორო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: გამოსაყენებელი ნაწარმოების ზუსტ აღწერას (მოცულობა, ჟანრი, სახელწოდება), ნაწარმოების გამოყენების კონკრეტულ საშუალებებს; ვადასა და ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც ხდება უფლების გადაცემა; ჰონორარის ოდენობას და/ან ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს ნაწარმოების გამოყენების ყოველი საშუალებისათვის, მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.

საავტორო ხელშეკრულების სახეები – საავტორო ხელშეკრულება შეიძლება იყოს: დადგმის, გამოცემის, ნაწარმოების შექმნის და სხვ.

საავტორო ხელშეკრულების ფორმა – საავტორო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენების საავტორო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმით. ასევე ზეპირი ფორმით შეიძლება დაიდოს ზეპირი ნაწარმოების ტელევიზიით ან რადიოთი ერთჯერადი გადაცემის ხელშეკრულება.

საავტორო ჰონორარი – ფულადი გასამრჯელო, რომელსაც ნაწარმოების ავტორი ან მისი მემკვიდრე იღებს ამ ნაწარმოების გამოყენებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე, გონებრივ შემოქმედებითი შრომის საზღაურად. საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშების წესი ეგზემპლარის ყოველი სახით გამოყენებისათვის დადგენილ უნდა იქნეს საავტორო ხელშეკრულებით, აგრეთვე მოსარგებლეებთან იმ ორგანიზაციების მიერ დადებული ხელშეკრულებით, რომლებიც მართავენ ავტორთა ქონებრივ უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე. იხ. აგრეთვე როიალტი.

საავტორო ჰონორარი სამსახურებრივ ნაწარმოებზე – იხ. ჰონორარი სამსახურებრივ ნაწარმოებზე.

საანგარიშსწორებო დღე – ბოლო დღე, როდესაც იწურება საფასურის გადახდის ვადა.

სააპელაციო პალატა – განმცხადებლის, პატენტმფლობელის ან სხვა პირის საპატენტო უწყებასთან დავის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო.

საარბიტრაჟო პროცედურა – ისმოს საარბიტრაჟო ცენტრის მიერ გამოყენებული პროცედურა, რომლითაც მოდავე მხარეები სადაო საკითხს განსახილველად გადასცემენ არბიტრაჟის მოსამართლეს ან ტრიბუნალს. გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულება კი აუცილებელია მოდავე მხარეებისათვის.

საბაზო განაცხადი – ეროვნულ საპატენტო უწყებაში შეტანილი განაცხადი საერთაშორისო განაცხადის წარსადგენად.

საბაზო რეგისტრაცია – ეროვნულ საპატენტო უწყების რეესტრში რეგისტრირებული სამრეწველო საკუთრების ობიექტი, რომლის საფუძველზეც მოითხოვება მისი საერთაშორისო დაცვა.

საბაზრო რეაქციის შესწავლა – სამომხმარებლო ორგანიზაციების და/ან კერძო ან სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მოცემულ საქონელზე საბაზრო რეაქციის შესწავლა. მაგ., პრესის, ტელევიზიის ან სხვა საინფორმაციო საშუალებების საშუალებით. საქონელზე ჩატარებულმა არაკეთილსინდისიერმა კვლევამ შეიძლება გამოიწვიოს რეპუტაციის შელახვა, ხოლო მისი გამოყენება შეიძლება აღმოჩნდეს შედარებითი რეკლამის ობიექტი. იხ. აგრეთვე მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გამოყენება.

საბაზრო ფასი – ნედლეულის, საქონლის, მომსახურების და ა. შ. ფასი ღია ბაზარზე. საბაღე-საპარკო პროექტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება – იხ. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება.

საბეჭდი ფორმა – დაკომპლექტებული სასტამბო ანაწყობი, ფირფიტა, სტერეოტიპი; ცილინდრი და ა. შ., რომელთა ზედაპირი მოიცავს საბეჭდ და სახარვეზო ელემენტებს.

საბითუმო ფასი – საქონლის ან მომსახურების ფასი (ღირებულება), რომელიც წარმოადგენს ბითუმად მოვაჭრის ყველა საწარმოო და მარკეტინგული ხარჯების, აგრეთვე მისი მოგების ღირებულების ჯამს.

საბოდიშო წერილის გამოქვეყნება – იხ. უარყოფის ბრძანების გამოქვეყნება.

საბოლოო ფასი – ღირებულება, რომელსაც იხდის მყიდველი საქონელზე ან მომსახურებაზე, ყველანაირი ფასდაკლების გამოქვითვის შემდეგ.

საბუთი –- იგივეა, რაც დოკუმენტი.

საგა – თქმულება. ლეგენდა, დიდი მოცულობის ეპიკური, ხალხური ნაწარმოები.

საგამომგონებლო დონე – პატენტუნარიანობის ერთ-ერთი კრიტერიუმი. გამოგონებას გააჩნია საგამომგონებლო დონე, თუ იგი სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან. განცხადებული გამოგონება უნდა იყოს არა მარტო ახალი, არამედ უნდა წარმოადგენდეს იდეის შემოქმედებით წარმოსახვას და გადასვლას ახალ ტექნოლოგიურ დონეზე. ტექნიკის თანამედროვე დონესა და განცხადებულ გამოგონებას შორის განსხვავება უნდა იყოს შესამჩნევი, არსებითი. ე. ი. არაცხადი. პარიზის კონვენციით არაცხადების კრიტერიუმების გათვალისწინება ხდება გარკვეულ მომენტთან მიმართებაში. მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტისათვის ეს კრიტერიუმები არსებობენ თუ არა.

საგამომგონებლო სამართალი – ყოფილ საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში გამოყენებული ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა იმ სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომლითაც რეგულირდებოდა აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადების შექმნასთან, გამოყენებასა და დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობები. ამჟამად ეს ტერმინი თითქმის არსად არ გამოიყენება.

საგამომცემლო ხელშეკრულება – საავტორო ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, როდესაც ავტორი უფლებას აძლევს გამომცემლო–- ბას მისი ნაწარმოების გამოცემაზე, ხოლო გამომცემლობა კისრულობს ვალდებულებას გამოსცეს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობებით.

საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე სამრეწველო საკუთრების ობიექტის ექსპონატის წარდგენის შედეგად, ამ ობიექტის პრიორიტეტის დადგენის უფლება გამოფენის გახსნის დღიდან. განაცხადი საპატენტო უწყებაში შეტანილ უნდა იქნეს პარიზის კონვენციით დადგენილ ვადაში, რომელიც შეადგენს 6 თვეს. განმცხადებელმა, რომელსაც სურვილი აქვს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ამის შესახებ უნდა მიუთითოს განაცხადის შეტანისას. საგამოფენო პრიორიტეტის დამადასტურებელი დოკუმენტი თან უნდა დაერთოს განაცხადს ან წარდგენილ იქნეს მოგვიანებით, დადგენილ ვადაში.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა მშიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება – იხ. ბიბლიოთეკების მიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება.

საგარანტიო მომსახურება – გარანტიის მიცემა, განსაზღვრული ვადით, როცა შესყიდულ საქონელზე ნაკლთან დაკავშირებული პრეტენზიის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ შეასრულოს პრეტენზიის დაკმაყოფილება. იხ. გაყიდვის შემდგომი მომსახურება.

საგარანტიო მოწმობა – ამ ტერმინით, ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნება საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის შესახებ მოთხოვნა.

საგარანტიო ნიშანი – იხ. სასერტიფიკაციო ნიშანი.

სადავო საკითხების მოგვარება – პარიზის კონვენციის 28-ე მუხლით, ნებისმიერ ქვეყანას, სამრეწველო საკუთრების ობიექტთან დაკავშირებული დავის მოსაგვარებლად, უფლება აქვს მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს.

სადენური მაუწყებლობა – ელექტროკავშირის სახე, ტექნიკური ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი (რადიოსატრანსლაციო კვანძები, კომუტაციის სისტემები, პროგრამის მიწოდებისა და მართვის არხები, სახაზო ქსელები, სააბონენტო გაყვანილობები და მოწყობილობანი), რომელიც განკუთვნილია მაუწყებლობის პროგრამების სადენებით მოსახლეობასა და სხვა მომხმარებელზე მიწოდებისათვის.

საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა – გადაცემა, რომელიც შექმნილია თვით საეთერო და საკაბელო ორგანიზაციის მიერ ან მათი დაკვეთით.

საერთაშორისო განაცხადი – განაცხადი სამრეწველო საკუთრების ობიექტზე, გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად და განკუთვნილი დამცავი დოკუმენტის მისაღებად.

საერთაშორისო განაცხადის შეტანა – საერთაშორისო განაცხადის შეტანა შეიძლება „საქპატენტში“, რომელიც წარმოადგენს მიმღებ უწყებას და აწარმოებს საერთაშორისო განაცხადების მიღებას საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მცხოვრები პირებისაგან. საერთაშორისო განაცხადის “ საქპატენტში” შეტანა ხდება ინგლისურ ან რუსულ ენებზე.

საერთაშორისო დაცვის ხელშეკრულება – შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება სამართლებრივი დაცვა საერთაშორისო დონეზე. მაგ., პარიზისა და ბერნის კონვენციები, მადრიდისა და ლისაბონის შეთანხმებები. ეს შეთანხმებები აწესებენ საერთაშორისო დაცვას, ხოლო შეთანხმება საპატენტო კოოპერაციის შესახებ, მადრიდის, ლისაბონის, ბუდაპეშტის და ჰააგის შეთანხმებები ხელს უწყობენ საერთაშორისო დაცვას. სტრასბურგის, ნიცის, ვენის და ლოკარნოს შეთანხმებები კი აწესებენ კლასიფიკაციის სისტემებს და მათი გაუმჯობესება-განახლების პროცედურებს.

საერთაშორისო კერძო სამართალი – იმ ნორმათა ერთობლიობა (მათ შორის პარიზისა და ბერნის კონვენციები), რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო ხასიათის სხვადასხვა სამოქალაქოსამართლებრივ (ქონებრივ, მათთან დაკავშირებულ არაქონებრივ, საოჯახო, შრომისა და საპროცესო) ურთიერთობებს.

საერთაშორისო კლასიფიკაცია – იხ. ნიცის კლასიფიკაცია; ლოკარნოს კლასიფიკაცია.

საერთაშორისო კოოპერაცია – იხ. საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება.

საერთაშორისო საპატენტო ხელშეკრულება – იხ. საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება.

საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია – ორ ან მეტ ქვეყანას შორის ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ კონვენციის განმარტებას ან გამოყენებას და რომლის გადაწყვეტა მოლაპარაკებებით არ ხერხდება, შეიძლება გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს, ერთ-ერთი მხარის მიერ, განაცხადის წარდგენის საშუალებით, სასამართლოს სტატუტის შესაბამისად.

საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზა – PCT -ს ხელშეკრულებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული წინასწარი ექსპერტიზა, რომელიც საშუალებას აძლევს განმცხადებელს გან- %6 საზღვროს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის დაცვითუნარიანობა.

საერთაშორისო ხელშეკრულება – შეთანხმება, ორ ან მეტ ქვეყანას ან საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტებს შორის, მათი უფლებებისა და მოვალეობების დადგენასთან, ცვლილებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ხელშეკრულების უპირატესობა – თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია განსხვავებული წესები, ვიდრე საქართველოს სპეციალური საკანონმდებლო აქტებით, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები.

საერთო ეროვნული რეკლამა – ქვეყნის მასშტაბით ცნობილი საფირმო დასახელების მქონე საქონლის რეკლამა.

საესტრადო კონცერტი – კონცერტის სახე, როგორსაც წარმოადგენს იუმორისტული მოთხრობების, პაროდიების კითხვა, მსუბუქი ვოკალური და საკრავიერი მუსიკის, საბალეტო, საცირკო ნომრების შესრულება და სხვ.

საესტრადო ცეკვა – სასცენო ცეკვის ნაირსახეობა, გასართობი ხასიათის პატარა საცეკვაო სცენა (საცეკვაო მინიატურა).

საესტრადო ხელოვნება – სცენური ხელოვნების ერთ-ერთი სახე, რომელიც გულისხმობს ერთ წარმოდგენაში (კონცერტში) რამდენიმე არტისტის ან ერთი მსახიობის მიერ სხვადასხვა ჟანრის დასრულებული ნომრების შესრულებას.

საექსპერტო სხდომა – განმცხადებლის მოთხოვნით, საპატენტო უწყების მიერ მოწვეული სხდომა, რომელიც დაკავშირებულია საპატენტო ექსპერტიზის მსვლელობის დროს წარმოშობილ გაურკვეველ საკითხებთან.

საექსპერტო შეფასება – ექსპერტის მსჯელობა სამრეწველო საკუთრების მოცემული ობიექტის შეფასებისას.

საექსპორტო ლიცენზია – ოფიციალური ნებართვა, რომელიც აუცილებელია საქონლის ქვეყნიდან გასატანად.

საექსპორტო საქონელი – სხვა ქვეყანაში გასატანი საქონელი.

სავალდებულო სასაქონლო ნიშანი – ორიგინალურად გაფორმებული განმასხვავებელი სიმბოლო, რომლის დატანა საქონელზე სავალდებულოა. მაგ., წამალზე, შხამქიმიკატზე და სხვ.

სავალუტო ბაზარი – ბაზარი, სადაც იყიდება სხვადასხვა ქვეყნების ვალუტა.

სავარაუდო პატენტი – იხ. მოსალოდნელი პატენტი.

სავაჭრო ნიშანი – იხ. სასაქონლო ნიშანი.

სავაჭრო პალატა – კომერსანტთა, მწარმოებელ და ვაჭარ ბიზნესმენთა ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მისი წევრების საერთო ინტერესების დამცველს, ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობის ორგანოების წინაშე.

სავაჭრო პატენტი –- ზოგიერთ ქვეყანაში ვაჭრობის სფეროში, ამა თუ იმ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ს. პ-ს არავითარი კავშირი არა აქვს სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე გაცემულ პატენტთან. სავაჭრო შუამავლის სასაქონლო ნიშანი –“ სავაჭრო შუამავლის სახელი ან მისივე სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიძლება დატანილი იქნეს სარეალიზაციო საქონელზე.

სავაჭრო ჩვეულება – წესი, რომელიც დამკვიდრდა სავაჭრო სფეროს ამა თუ იმ ფაქტიურ ურთიერთობაში მუდმივი და ერთგვაროვანი გამეორების საფუძველზე.

სავაჭრო ჩვეულებების გამოყენება – სავაჭრო და სხვა ჩვეულებები გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი კანონის არ არსებობისას, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან მორალის ნორმებს, საჯარო წესრიგს და შესაძლებელია მათი შინაარსის დადგენა.

სავაჭრო წარმომადგენელი – პირი, რომელიც ახორციელებს ფირმის საქონლის ან მომსახურების გაყიდვას ხელშეკრულების საფუძველზე ან როგორც ამ ფირმის თანამშრომელი.

სავაჭრო წერტი – საცალო ვაჭრობის მაღაზია, ადგილი სადაც ხდება ვაჭრობა. ს. წ-ს ინგლისური აბრევიატურაა "POS".

საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება – იძულებითი ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი კრიტერიუმი. იგი დაიშვება ისეთ სფეროში, როგორიცაა ეროვნული უშიშროება, ეროვნული ეკონომიკა და ჯანმრთელობის დაცვა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნაწარმოების გამოყენება – იხ. ღია ადგილებში ნაწარმოების გამოყენება.

საზოგადოებრივი კუთვნილება – ნაწარმოების გამოყენების უფლება ნებისმიერი პირის მიერ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ნაწარმოები საზოგადოების კუთვნილება ხდება, მაშინ, როდესაც მასზე დაცვის ვადა გასულია, ე. ი. ავტორის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, როცა იგი აღარ არის დაცული საავტორო უფლებით. ზოგიერთ ქვეყანაში შემოღებულია ფასიანი საზოგადოებრივი კუთვნილების სტატუსი, როდესაც ნაწარმოების საავტორო უფლებით დაცვის შემდეგ, მისი გამოყენებისათვის გადახდილი უნდა იქნეს გარკვეული საფასური.

სათადარიგო მემკვიდრე – მოანდერძის მიერ ანდერძში დასახელებული სხვა მემკვიდრე იმ შემთხვევისათვის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება ან სამკვიდროს არ მიიღებს ან მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა.

სათავგადასავლო ლიტერატურა – მხატვრული ლიტერატურის სახეობა, რომელიც აერთიანებს სათავგადასავლო თემატიკის, ფაბულის თუ მოტივების შემცველ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს.

სათეატრო მუსიკა – მუსიკალური (ოპერა, ბალეტი, ოპერეტა და სხვ.) და დრამატული (ტრაგედია, დრამა, კომედია და სხვ.) თეატრის მუსიკა.

საიდუმლო გამოგონება – გამოგონება, რომლის შესახებაც ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. საიდუმლო გამოგონების სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების წესი განისაზღვრება სპეციალური ნორმატიული აქტებით.

საიდუმლო განაცხადი – განაცხადი საიდუმლო გამოგონებაზე.

საიდუმლო გრიფი – რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოების ხარისხს.

საიდუმლო ინფორმაცია – ინფორმაცია საიდუმლოა, თუ იგი როგორც ერთი მთლიანი, ან შემადგენელი ნაწილებით არ არის საყოველთაოდ ცნობილი, ან ადვილად მისაწვდომი იმ წრის პირებისათვის, რომელთაც ურთიერთობა (საქმიანი კავშირი) აქვთ ასეთი სახის ინფორმაციასთან. განაცხადი პატენტზე ასევე ჩაითვლება საიდუმლო ინფორმაციად, საპატენტო უწყების მიერ მისი გამოქვეყნების თარიღამდე.

საიდუმლო სამრეწველო ნიმუში – სამრეწველო ნიმუში, რომლის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., იაპონიაში) სამრეწველო ნიმუშზე განაცხადის შეტანასთან ერთად, განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს გარკვეული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა რეგისტრაციის დღიდან, მისი სამრეწველო ნიმუშის საიდუმლოდ შენახვა. მისი გასინჯვა კი შესაძლებელია სპეციალური, დადგენილი პირობების დროს. ს. ს. ნიმუშის სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების წესი განისაზღვრება სპეციალური ნორმატიული აქტებით.

საიდუმლო სასარგებლო მოდელი – სასარგებლო მოდელი, რომლის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ს. ს. მოდელის სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების წესი განისაზღვრება სპეციალური ნორმატიული აქტებით.

საიდუმლოება – შეზღუდვები, რომელსაც ანიჭებს მფლობელი თავის საკუთრებას, რათა იგი არ გახდეს სხვა პირისათვის ხელმისაწვდომი.

საიდუმლოების დათქმა – შენიშვნა ხელშეკრულებაში, გარეშე პირებისათვის ამა თუ იმ საიდუმლოების არგათქმის შესახებ.

საიმპორტო ლიცენზია – იმპორტიორის ნებართვა ქვეყანაში განსაზღვრული სახის და ოდენობის საქონლის შემოტანაზე.

საიმპორტო საქონელი – სხვა ქვეყნიდან შემოტანილი საქონელი.

საინოვაციო ბანკი – კომერციული ბანკის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს წარმოების ტექნიკური დონის ასამაღლებლად მიმართული გამოგონებებისა და სიახლეების დანერგვისათვის დაფინანსება და კრედიტების გაცემა.

საინფორმაციო ტექნოლოგია – კომპიუტერების ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენება ინფორმაციის დამუშავებისა და გავრცელებისათვის.

საინფორმაციო ძიება – ყველა სახის იმ ინფორმაციის ანალიზი, რომლითაც დგინდება ტექნიკის არსებული დონე. ამ ინფორმაციის შედარების საფუძველზე ხორციელდება საგამომგონებლო დონისა და სიახლის შეფასება.

საინფორმაციო წყარო – საინფორმაციო საშუალება, რომელსაც შეიძლება წარმოადგენდეს: გამოქვეყნებული (გამოფენილი,აქცეპტირებული) გამოგონების აღწერილობა - გამოქვეყნების თარიღიდან; სხვა გამოცემები – გამოქვეყნების თარიღიდან (თუ შეუძლებელია გამოცემის ზუსტი თარიღის დადგენა იმის გამო, რომ მითითებულია მხოლოდ გამოცემის თვე ან წელი - გამოქვეყნების თარიღად ჩაითვლება თვის ბოლო დღე ან მითითებული წლის 31 დეკემბერი); სტატიების, მონოგრაფიებისა და სხვა მასალების დეპონირებული ხელნაწერები - მათი დეპონირების თარიღიდან; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ანგარიშები, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების განმარტებითი ჩანაწერები და სხვა

საიუველირო ხელოვნება – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა. სამკაულების, საყოფაცხოვრებო მხატვრული ნივთების და ა. შ. დამზადება კეთილშობილი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან.

საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა – იხ. საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა.

საკანონმდებლო აქტების პროექტები - იხ. საავტორო უფლების ობიექტები.

საკოლექციო სასმელი – 1. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ღვინო, რომელიც მიიღება კასრებში (ცისტერნებში) დაძველებით.მას შემდეგ, დამატებით ბოთლებშიც აძველებენ. 2. ბრენდი (კონიაკი) მიღებული სამარკო ბრენდისაგან (კონიაკისაგან), რომელიც დაძველებულია არანაკლებ 5 წლით მუხის კასრებში.

საკომპენსაციო გარიგება – შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს თანაბარი თანხის საქონლის ორმხრივ მიწოდებას. ბარტერისგან განსხვავებით საკომპენსაციო გარიგების დროს იდება კომპლექსური ხელშეკრულება, რომლითაც ფორმდება საწარმოსათვის მოწყობილობების, ნოუ-ჰაუს გადაცემა და სხვ.

საკონვენციო პრიორიტეტი – სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის წევრი-ქვეყნების განმცხადებელთათვის გათვალისწინებული შეღავათი - “უფლება პრიორიტეტზე”, რომლის დადგენა ხდება კონვენციის მონაწილე რომელიმე ქვეყანაში სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე შეტანილი პირველი, სწორად გაფორმებული განაცხადის თარიღით, იმ პირობით, რომ განაცხადი, რომელზეც მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, შეტანილია კონვენციის მონაწილე სხვა ქვეყანაში კონვენციით განსაზღვრულ ვადაში. ეს ვადებია: გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელზე 12 თვე, სასაქონლო ნიშანზე და სამრეწველო ნიმუშზე 6 თვე. თუ პრიორიტეტი მოითხოვება ორ ან მეტ განაცხადზე, მაშინ პრიორიტეტის თარილი განისაზლვრება უფრო ადრინდელი განაცხადის თარიღიდან. განმცხადებელმა, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ამის შესახებ უნდა მიუთითოს საპატენტო უწყებაში განაცხადის შეტანისას და თან დაურთოს დამადასტურებელი დოკუმენტი ან წარადგინოს იგი საქპატენტში განაცხადის შეტანიდან სამი თვის ვადაში. იხ. აგრეთვე მრავლობითი პრიორიტეტი.

საკონსულო პატენტი – სახელმწიფოს მიერ მისსავე დანიშნულ კონსულზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კონსულის უფლებამოსილებას; ს. პ-ში აღნიშნულია კონსულის ვინაობა, კლასი, საკონსულო ოლქი და საკონსულოს ადგილსამყოფელი. საკონსულო პატენტს არავითარი კავშირი არა აქვს სამრეწველო საკუთრების ობიექტზე გაცემულ პატენტთან.

საკონფექციო მრეწველობა – მრეწველობის დარგი, რომელიც აწარმოებს მზა სამოსის (ტანსაცმლის) მასობრივ გამოშვებას.

საკონფექციო რუკა – ნაკეთობის დასამზადებლად გამოსაყენებელი ნიმუში (ქსოვილის, ტრიკოტაჟის, ტყავის, ფურნიტურისა და ა. შ.).

საკრავიერი მუსიკა – მუსიკალურ საკრავებზე დასაკვრელად განკუთვნილი მუსიკა.

საკუთრების მინდობის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლითაც საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად.

საკუთრების უფლება – მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეზე მფლობელობის, განკარგვისა და სარგებლობის უფლება.

სალიცენზიო გადასახადი – იხ. გადასახადი ლიცენზიის გაცემისათვის,

სალიცენზიო გადასახადებისაგან განთავისუფლება – თუ სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განაცხადი გამოტანილ იქნა საპატენტო უწყებიდან ან პატენტის გაცემაზე გამოტანილ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება, ან პატენტმფლობელმა უარი განაცხადა პატენტზე, ან პატენტი ან სალიცენზიო ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, ლიცენზიატი თავისუფლდება სალიცენზიო გადასახადებისაგან და უფლება აქვს ლიცენზიარს მოსთხოვოს გადახდილი საფასურის დაბრუნება.

სალიცენზიო პასპორტი – საბუთი, რომლითაც დასტურდება უცხოელ მყიდველზე ობიექტის მიყიდვის შესაძლებლობა, სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ს. პ. უნდა შეიცავდეს: ცნობებს ობიექტის ტექნიკური დოკუმენტაციის, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების იმ ხარჯის შესახებ, რომელიც ლიცენზიის საგანს წარმოადგენს, ლიცენზიით გათვალისწინებული გამოგონების, სამრეწველო ნიმუშის დაპატენტების შესახებ და სხვ.

სალიცენზიო ხელშეკრულება – შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გამოყენების უფლების გადაცემას სხვა პირზე გარკვეული პირობების გათვალისწინებით სალიცენზიო ხელშეკრულება განსაზღვრავს ასეთი ობიექტის გამოყენების უფლებებს, ფარგლებსა და ვადებს, რომლებსაც ამ ობიექტის მფლობელი – ლიცენზიარი გადასცემს მეორე მხარეს – ლიცენზიატს. სამრეწველო საკუთრების ობიექტზე, ლიცენზიატს უფლება ეძლევა განახორციელოს ს. ხ. გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ხელშეკრულება რეგისტრირებულია “საქპატენტში”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ს. ხ. დადებულად არ ითვლება. სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ ობიექტის დაცვის მოქმედების ხანგრძლივობით. სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება იყოს განსაკუთრებული ან სხვა ფორმის. როდესაც ს. ხ. ფორმდება ფიქტიურად, მაშინ იგი ძალას კარგავს კანონის შესაბამისად. იხ. აგრეთვე ბათილი სალიცენზიო დებულებები. საავტორო სამართალში სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება ეხებოდეს დაცული ნაწარმოების გამოცემას, გამოყენებას, გადაცემას, თარგმნას, გადამუშავებას და სხვ.

სალიცენზიო ხელშეკრულების დებულებების ბათილობა – იხ. ბათილი სალიცენზიო დებულებები.

სალონური ხელოვნება – ბანალურობის, ყალბი გარეგნული სილამაზის სინონიმი ხელოვნებაში, რომელიც იქცა ვულგარულობის, უგემოვნობის აღმნიშვნელ ტერმინად.

სამართალმემკვიდრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ცვლის საკუთრების მფლობელს და ამ უფლებებს იღებს დათმობის ან მემკვიდრეობის საშუალებით.

სამართალმემკვიდრეობა – ერთი პირიდან მეორეზე უფლებებისა და მოვალეობების გადასვლა.

სამარკო სასმელი – 1. მაღალი ხარისხის ლვინო. იგი მიღებულია დაძველებული მაღალხარისხოვანი ღვინისაგან; რომელიც დამზადებულია ყურძნის საუკეთესო ჯიშებისაგან, მეღვინეობის რაიონებში ან მიკრორაიონებში, ღყანის ამ სახისათვის დადგენილი სპეციალური ტექნოლოგიით. 2. სამარკო ბრენდი (კონიაკი) – მიიღება დაძველებული ბრენდის სპირტისაგან, რომლის საშუალო ასაკი არის 6 წელზე მეტი.

სამგანზომილებიანი ნაწარმოები – მოცულობითი აღნაგობის მქონე ნაწარმოები. საავტორო სამართალში გაიგება, როგორც სამგანზომილებიანი მატერიალური ფორმის ორიგინალური ქმნილება, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა მიზნებისათვის გეოგრაფიის, ტოპოგრაფიის, არქიტექტურის ან მეცნიერების სხვა დარგში. მაგ. რელიეფური რუკები, მაკეტები ან სხვადასხვა მოდელები განკუთვნილი თვალსაჩინოებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ, ქანდაკებები.

სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშანი – მოცულობითი სასაქონლო ნიშანი. საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია ასეთი ნიშნის რეგისტრაცია, მაგ., “მერსედესის” ემბლემა.

სამედალო ხელოვნება – გლიპტიკის მონათესავე, მცირე პლასტიკის ერთ-ერთი სახე. მასალად იყენებენ ლითონებს (ოქრო, ვერცხლი და ა. შ.), რის გამოც ძალით შესაძლებელია მედლის მცირე ზომის დისკოზე შეიქმნას მკაფიო, მცირე ფიგურიანი გამოსახულება.

სამეურნეო საქმიანობის ობიექტი – სამეურნეო სუბიექტების მიერ გამოყენებული ტექნიკის ობიექტები, მათ შორის შექმნილი სახელმწიფოს შეკვეთით თავდაცვის მიზნით; ინტელექტუალური (სამრეწველო) საკუთრების ობიექტები, ნოუ-ჰაუ, მომსახურება და სხვ.

სამეურნეო სუბიექტი – სახალხო-სამეურნეო საქმიანობის ნებისმიერი მონაწილე.

სამეცნიერო კვლევა და საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავება – ახალი ან მოდიფიცირებული საქონლისა და ტექნოლოგიური პროცესების ძიება.

სამეცნიერო ნაწარმოები – ნაწარმოები, რომელიც ამა თუ იმ მეცნიერების კონკრეტული საკითხის მეცნიერული კვლევის შედეგს წარმოადგენს (ცნობარები, ტექნიკის საკითხებთან დაკავშირებული ნაწარმოებები, სამეცნიერო-პოპულარული ნაწარმოებები ან პრაქტიკული სახელმძღვანელოები და სხვ.). ყველა სახის ნაწარმოები გარდა მხატვრული და ბელეტრისტული ნაწარმოებებისა.

სამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობა – სამეწარმეო იურიდიულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა.

სამეწარმეო რეესტრი – რეესტრი, სადაც სათანადო ჩანაწერებით სასამართლო ახორციელებს საწარმოს რეგისტრაციას.

სამეწარმეო საიდუმლოება – ტექნიკური ხასიათის კომერციული საიდუმლოება: ქიმიური ფორმულები, ნახაზები, საცდელი ნიმუშები, წარმოების მეთოდები, პატენტუნარიანი გამოგონებები. იხ. აგრეთვე კომერციული საიდუმლოება; ნოუ-ჰაუ.

სამეწარმეო საქმიანობა – მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობას არ წარმოადგენს ფიზიკურ პირთა მიერ შესრულებული სამეცნიერო, სახელოვნებო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო და სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო, სასოფლოსამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა.

სამთავრობათშორისო ორგანიზაცია – ორგანიზაცია, დაწესებული მსოფლიოს ნებისმიერი რეგიონის სუვერენული ქვეყნების მიერ, რომლებიც კომპეტენტურები არიან და აქვთ საკუთარი კანონმდებლობა იმ საკითხებში, რომლის გამოც აპირებენ ხელშეკრულების დადებას სხვა ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციებთან (მაგ. ინტელექტუალურ საკითხებთან დაკავშირებით).

სამკვიდრო – გარდაცვლილის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. იხ. აგრეთვე სათადარიგო მემკვიდრე.

სამომხმარებლო რეკლამა – საქონლის ან მომსახურების რეკლამა, რომელიც სპეციალურადაა მიმართული პოტენციურ საბოლოო მომხმარებლისაკენ და არა შუამავლისაკენ.

სამოქალაქო ბრუნვა – იურიდიული ფაქტების (მაგ. გარიგების და სხვა ადმინისტრაციული აქტების) ერთობლიობა და მათ საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობები, რომელთა ძალით ქონება გადადის ერთი პირიდან მეორეზე.

სამოქალაქო სამართალი – სამართლის დარგი, რომელიც აწესრიგებს ქონებრივ და არაქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.

სამოქალაქო სახელი – სახელი, რომელსაც უფლებაუნარიანი ადამიანი ატარებს სამოქალაქო, სამართლებრივ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში თავისი ინდივიდუალობის (იდენტურობის) აღსანიშნავად.

სამრეწველო გამოყენებადობა – პატენტუნარიანი გამოგონება გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი გამოყენება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, სახალხო მეურნეობაში ან საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა ნებისმიერ სფეროში. –- პატენტუნარიანი გამოგონება აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებადი. ე. ი. ტექნიკური გადაწყვეტა არ უნდა იყოს სუფთა თეორიული. ინფორმაცია გამოგონების გამოყენების შესახებ აბათილებს სიახლეს, თუ მასში გამოქვეყნებული მონაცემები იდენტურად აღწერს დასაპატენტებელი ობიექტის არსს. სამრეწველო გამოყენებადობას ადგილი აქვს მაშინ, როცა მოცემული დარგის საშუალო სპეციალისტის აზრით, გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის აღწერილობაზე, ფორმულაზე და ნახაზზე დაყრდნობით დასტურდება მეურნეობის ნებისმიერ სფეროში მათი დამზადების, გამოყენების ან სარგებლობის შესაძლებლობა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. იხ. გამოგონების გამოყენება.

სამრეწველო გრაფიკა – გამოყენებითი მხატვრული გრაფიკის სახე.

სამრეწველო დანიშნულების ბაზარი – პიროვნებისა და ორგანიზაციების ერთობლიობა, რომლებიც იძენენ საქონელს და/ან მომსახურებას და გამოიყენებენ მათ სხვა საქონლის ან მომსახურების წარმოებისათვის, შემდგომ გასაყიდად, იჯარით გადასაცემად და/ან სხვა მომხმარებლისათვის მისაწოდებლად.

სამრეწველო ნიმუში – სამრეწველო ნიმუშად მიიჩნევა ნაკეთობის ახალი მხატვრულ-კონსტრუქციული გარეგანი სახე. ნაკეთობა დამზადებული უნდა იყოს სამრეწველო წესით. სწორედ ამის გამო იწოდება იგი სამრეწველო ნიმუშად. თუ ნიმუშს ეს უკანასკნელი ელემენტი არ ახლავს, მაშინ ნაკეთობა შეიძლება მიეკუთვნოს ხელოვნების ქმნილებათა კატეგორიას, რომლის დაცვა ხორციელდება არა სამრეწველო საკუთრების, არამედ საავტორო სამართლის საშუალებით სამრეწველო ნიმუში განეკუთვნება დიზაინის სფეროს, ამასთან სამრეწველო თუ კუსტარულ წარმოებაში მოდელის ფუნქციასაც ასრულებს. საქართველო იცავს უფლებებს სამრეწველო ნიმუშზე და ადასტურებს მას პატენტით. სამრეწველო ნიმუში უნდა ხასიათდებოდეს მხატვრული ღირსებით, რომელიც მიიღწევა სხვადასხვა კაზმულობით, ფორმების ორიგინალობით, წირების შეხამებით, ფერებში გადაწყვეტის თავისებურებებით. ყოველივე ეს არსებითად უნდა განასხვავებდეს სამრეწველო ნიმუშს უკვე ცნობილი ნიმუშისაგან და მისი მხატვრული ღირსებები არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოებები.

სამრეწველო ნიმუშის ავტორი – იხ. ავტორი.

სამრეწველო ნიმუშის არსებითი ნიშნები – სამრეწველო ნიმუში ხასიათდება კონსტრუქციული და მხატვრული ღირსების მქონე ნიშნებით რომელთაგან თითოეული აუცილებელია, ხოლო ყველა ერთად საკმარისი სამრეწველო ნიმუშის დასახასიათებლად. ყველა ნიშანი მკაფიოდ უნდა იყოს ასახული ფოტოსურათში ან ნახატში. სამრეწველო ნიმუშის ან მის გამოსახულებაში წარდგენილი არსებითი ნიშნების ერთობლიობით განისაზღვრება სამრეწველო ნიმუშის სამართლებრივი დაცვის ფარგლები. იხ. არსებითი ნიშნები.

სამრეწველო ნიმუშის აღწერილობა – დასაპატენტებლად წარდგენილი სამრეწველო ნიმუშის განაცხადის შემადგენელი ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც “უნდა შეიცავდეს მის დასახელებას, მონაცემებს ნიმუშის დანიშნულებისა და გამოყენების სფეროს შესახებ; ანალოგების დახასიათებას; ფოტოგრაფიების, სქემების ან ნახაზების ნუსხას; ნიმუშის არსის აღწერას; კლასის მითითებას სამრეწველო ნიმუშის საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით და განმცხადებლის ხელის მოწერას.

სამრეწველო ნიმუშის გადაცემა – სამრეწველო ნიმუშის შემქმნელს უფლება აქვს გადასცეს იგი სხვას, როგორც განაცხადის შეტანის სტადიაზე, ასევე მისი რეგისტრაციის შემდეგაც. გადაცემა ხორციელდება წერილობით და ორივე მხარის მიერ დასტურდება ხელმოწერით. გადაცემის ფაქტის რეგისტრაციას ახდენს “ საქპატენტი”. იხ. სამრეწველო გამოყენებადობა. სიახლე.

სამრეწველო ნიმუშის დანიშნულება და გამოყენების სფერო – სამრეწველო ნიმუშის აღწერილობის ერთ-ერთი პუნქტი, რომელშიც მითითებულია მრეწველობის რომელ დარგში ან ადამიანის საქმიანობის რომელ სფეროში გამოიყენება განცხადებული ნაკეთობის მხატვრულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა. აქვე აღინიშნება მისი ფუნქციური უპირატესობანი და გამოყენებადობა.

სამრეწველო ნიმუშის დასახელება – მოკლე და ზუსტი დასახელება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სამრეწველო ნიმუშის არსს და საერთაშორისო კლასიფიკაციის სათანადო რუბრიკას. ნაკლებად ცნობილი ან ახალი დანიშნულების სამრეწველო ნიმუშის დასახელებაში მითითებული უნდა იქნეს გამოყენების სფერო.

სამრეწველო ნიმუშის დაცვა – სამრეწველო ნიმუშის დაცვა ხორციელდება სპეციალური კანონით სამრეწველო ნიმუშის შესახებ და დასტურდება პატენტის გაცემით. პატენტზე უფლება ეკუთვნის სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. თუ რამდენიმე პირმა შეიტანა განაცხადი იდენტურ სამრეწველო ნიმუშის რეგისტრაციაზე, მაშინ ავტორად ჩაითვლება ის, ვინც პირველმა შეიტანა სარეგისტრაციო განაცხადი. საკუთრების უფლება სამრეწველო ნიმუშზე, რომელიც შექმნილია სამსახურებრივი დავალების ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიეკუთვნება იმ პირს, რომელმაც გასცა დავალება ან მისცა სამუშაო; თუ გამოყენებული სამრეწველო ნიმუში ასლია მესამე მხარის მიერ შექმნილი ნიმუშის, კერძოდ, თუ მისი არსებითი ელემენტები გადმოღებულია რომელიმე სხვა ნიმუშიდან, ამ უკანასკნელის ავტორის ნებართვის გარეშე, მაშინ კანონიერ მფლობელს უფლება აქვს, რომ განაცხადი ან რეგისტრაცია გადაფორმებული იქნეს მის სახელზე; კანონიერ მფლობელს უფლება აქვს, სამრეწველო ნიმუშის განაცხადზე უფლება დაუთმოს მესამე პირს განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ; მას აგრეთვე უფლება აქვს მოხსენიებული იყოს საგანაცხადო დოკუმენტებში. მესამე პირის მიერ სამრეწველო ნიმუშის გამოყენება მასზე პატენტმფლობელის ან განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელის ნებართვის გარეშე ითვლება სამრეწველო ნიმუშზე უფლების დარღვევად. თუ სამრეწველო ნაკეთობის გარეგანი სახე ნაკარნახებია ობიექტის ფუნქციური აუცილებლობით და იგი უზრუნველყოფს სპეციალურ ეფექტიანობას, გამოყენებაში მოხერხებულობას ან სხვა რაიმე სარგებლიანობას, მაშინ ის შეიძლება დაცულ იქნეს “გამოგონების შესახებ” კანონის მიხედვით. საქართველოში სამრეწველო ნიმუში დაცულია პატენტით 10 წლის განმავლობაში დღიდან განაცხადის შეტანისა. დასაშვებია პატენტის მოქმედების ვადის გაგრძელება 5 წლით. იხ. პატენტი სამრეწველო ნიმუშზე.

სამრეწველო ნიმუშის დაცვის კრიტერიუმები – კანონის თანახმად იმისათვის, რომ განმცხადებელმა სამრეწველო ნიმუშზე დამცავი დოკუმენტი მოიპოვოს, იგი უნდა გამოირჩეოდეს სიახლით, სამრეწველო გამოყენებადობით, მხატვრულ-კონსტრუქციული შესრულებით, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობით ორიგინალურობითაც კი.

სამრეწველო ნიმუშის ვარიანტი – სამრეწველო ნიმუშის პატენტის მფლობელს უფლება აქვს სამრეწველო ნიმუშის რეგისტრაციის დღიდან 5 წლის ვადაში შეიტანოს განაცხადი რეგისტრირებული სამრეწველო ნიმუშის ვარიანტზე. „საქპატენტს“ შეაქვს სამრეწველო ნიმუშის ვარიანტი სამრეწველო ნიმუშის ადრე რეგისტრირებულ პატენტში.

სამრეწველო ნიმუშის კუმულატიურობა – სამრეწველო ნიმუშის დაცვა ერთდროულად, როგორც სამრეწველო ნიმუშის, ისე საავტორო სამართლის კანონებით. ამ შემთხვევაში სამრეწველო ნიმუშის ავტორს მისი დაცვისათვის შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლებები, როგორც ერთი, ისე მეორე კანონით.

სამრეწველო ნიმუშის ლიცენზირება – ანალოგიურია სასაქონლო ნიშნისა და გამოგონების ლიცენზირების. იხ. ლიცენზირება.

სამრეწველო ნიმუშის მახასიათებლები – ს. ნ. მ. შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: პირველი – მახასიათებლები, რომლებიც გავლენას არ ახდენენ ნაკეთობის უტილიტარულ თვისებებზე და ხელს უწყობენ პოტენციურ მყიდველთა მიზიდვას; მეორე – მახასიათებლები, რომლებსაც გააჩნიათ უტილიტარული მნიშვნელობა და ამასთან იზიდავენ კიდეც პოტენციურ მომხმარებელს.

სამრეწველო ნიმუშის მსგავსება – იხ. მსგავსება წინა ნიმუშთან.

სამრეწველო ნიმუშის ნახაზები – სამრეწველო ნიმუშის საერთო ხედის ნახაზი ან გაერთმთლიანების პრინციპული სქემა, რომლებიც ნაკეთობის გარეგნულ სახეს განსაზღვრავს. იგი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს აღწერილობის ტექსტს და იძლეოდეს ნაკეთობის მხატვრულ-კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე მკაფიო წარმოდგენას. ნახაზი ან სქემა შესრულებული უნდა იყოს შავი ტუშით თეთრ ქაღალდზე ან ლივზე; მასზე ნაჩვენები უნდა იყოს ძირითადი კომპოზიციური და ფუნქციური ელემენტებისა და კვანძების ზომები. ტანსაცმლის ნაკეთობის თარგის ნახაზი შესრულებული უნდა იყოს 1:5 მასშტაბში, ფეხსაცმლის 1 : 2 და უნდა შეესაბამებოდეს ფოტოსურათზე წარმოდგენილი მოდელისტიპობრივ ზომას. ნახაზი ან სქემა არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ წარწერებს საჭირო განმარტებების გარდა. სამრეწველო ნიმუშის ორიგინალურობა – ს. ნ. ორიგინალურია თუ მისი არსებითი ნიშნები განაპირობებს ნაკეთობის ესთეტიკური თავისებურებების შემოქმედებით ხასიათს.

სამრეწველო ნიმუშის პრიორიტეტი – სამრეწველო ნიმუშის პრიორიტეტი დგინდება „საქპატენტში“ სწორად გაფორმებული განაცხადის წარდგენის თარიღით.

სამრეწველო ნიმუშის საგამოფენო პრიორიტეტი – იხ. საგამოფენო პრიორიტეტი.

სამრეწველო ნიმუშის საერთაშორისო კლასიფიკაცია – იხ. ლოკარნოს კლასიფიკაცია.

სამრეწველო ნიმუშის საიდუმლოდ შენახვა – იხ. საიდუმლო სამრეწველო ნიმუში.

სამრეწველო ნიმუშის სარეგისტრაციო პროცედურა –- განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მოთხოვნის შესახებ შეიტანება “საქპატენტში”, რომელიც ამოწმებს განაცხადზე ფორმალურ მოთხოვნებს. დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში ახდენს სამრეწველო ნიმუშის სახელმწიფო რეგისტრაციას და შეაქვს იგი სამრეწველო ნიმუშის რეესტრში. რეგისტრაციიდან სამი თვის შემდეგ სამრეწველო ნიმუში ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში. ზოგიერთ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამრეწველო ნიმუშზე დატანილია რეგისტრაციის აღმნიშვნელი სიმბოლო: “Rd ან “Registered”.

სამრეწველო ნიმუშის სახეები – სამრეწველო ნიმუში შეიძლება იყოს მოცულობითი, ბრტყელი ან მათი კომბინაციისაგან შემდგარი.

სამრეწველო ნიმუშის სიახლე – სამრეწველო ნიმუშს ახასიათებს სიახლე, თუ მისი არსებითი ნიშნების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ნაკეთობის ესთეტიკურ და/ან ერგონომიკურ თავისებურებებს, არ არის საყოველთაოდ ცნობილი სამრეწველო ნიმუშის პრიორიტეტის თარიღამდე წერილობით ან ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სამრეწველო ნიმუშს სიახლეს არ უკარგავს პატენტზე განაცხადის შეტანამდე 6 თვით ადრე მისი წარდგენა ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენებზე. სამრეწველო ნიმუში არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად, თუ იგი წინა ნიმუშისაგან განსხვავდება მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით, ან თუ იგი განკუთვნილია იმ ნაკეთობებისათვის, რომლებიც არ განსხვავდებიან წინა ნიმუშის მიხედვით დამზადებული ნაკეთობისაგან. გარეგნული სახის მცირეოდენი განსხვავება, ან მისი გამოყენება სხვა ნაწარმისათვის არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს • სიახლის დასადგენად. სამრეწველო ნიმუშის სიახლის დადგენისას მხედველობაში მიიღება უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, „საქპატენტში“ სამრეწველო ნიმუშზე შეტანილი ყველა განაცხადი. ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია სამრეწველო ნიმუშის სიახლის განსაზღვრის სხვა კრიტერიუმები.

სამრეწველო ნიმუშის სქემა – იხ. სამრეწველო ნიმუშის ნახაზები.

სამრეწველო ნიმუშის ფოტოსურათები – სამრეწველო ნიმუშზე განაცხადის შემადგენელი საბუთი, რომელიც იძლევა ნაკეთობის ან მაკეტის გარეგნულ სახეზე სრულ და დეტალურ წარმოდგენას და პროტოტიპისაგან მისი განმასხვავებელი ნიშნების გამოვლენის შესაძლებლობას. გამოსახულება ფოტოსურათზე უნდა იყოს ნათელი და მკაფიო, შესრულებული ერთგვაროვან (თხელ, კრიალა) ქაღალდზე და არ უნდა იყოს რეტუშირებული. იხ. აგრეთვე ნაკეთობის (მაკეტის) ფოტოსურათი; დამატებითი ფოტოსურათები; მხატვრულ-კონსტრუქციული შესრულების ვარიანტები; ბრტყელი სამრეწველო ნიმუში.

სამრეწველო ნიმუშის ფუნქცია – სამრეწველო ნიმუშს აკისრია ორი ძირითადი ფუნქცია: პირველი – პროდუქტებისათვის ესთეტიკური მიმზიდველობის უზრუნველყოფით სამომხმარებლო მოთხოვნის სტიმულის შექმნა; მეორე – ნაკეთობათა სარგებლიანობის ამაღლება.

სამრეწველო საკუთრება – სამრეწველო საკუთრება წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი სფეროს. მის ობიექტებს მიეკუთვნება ადამიანის გონებრივი შრომის ნაყოფი.

სიტყვათა წყვილი – “სამრეწველო საკუთრება” ფართო მნიშვნელობით გამოიყენება, რადგანაც გამოგონებები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა ობიექტები, შედის არა მარტო მრეწველობის ინტერესთა სფეროში, არამედ ისინი ვაჭრობისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენენ.

სამრეწველო საკუთრებაზე გადასაცემი უფლებების მოცულობა – სალიცენზიო ან სხვაგვარი ხელშეკრულებით ან საავტორო უფლებების ნაწილობრივი გადაცემით გათვალისწინებული მოცულობა. საზოგადოდ მიღებულია წესი, რომ ეჭვის არსებობის შემთხვევაში გადასაცემი უფლებების მოცულობა შემოიფარგლება იმ გამოყენებით, რაც მასზე ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ავტორები დაქირავებით მუშაობენ, ან ნაწარმოები შექმნილია დაკვეთით – იმ უფლებების შესაბამისი მოცულობით, რაც აუცილებელია დამქირავებლის ან დამკვეთის ჩვეულებრივი საქმიანობისათვის ხელშეკრულების დადების დროს.

სამრეწველო საკუთრების დანიშნულება – მეწარმეთა, მკვლევართა, ბიზნესმენთა და სხვა მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. სამრეწველო საკუთრების დაცვა გულისხმობს სამრეწველო და კომერციულ გამოყენებაზე განსაკუთრებულ »უფლებათა მინიჭებას ან ლიცენზიის გადაცემას არაკანონიერი მითვისების. იმიტაციის, კოპირებისა და გამრავლების თავიდან აცილების მიზნით.

სამრეწველო საკუთრების დაცვის კონვენცია – იხ. პარიზის კონვენცია.

სამრეწველო საკუთრების ობიექტები – სამრეწველო საკუთრების ტიპიურ ობიექტებს წარმოადგენენ გამოგონებები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო, კომერციული სახელწოდებები და აღნიშვნები, გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა.

სამრეწველო ფსიქოლოგია – სამუშაოს პერიოდში ქცევისა და სტრესის შემცირების საუკეთესო ხერხების შესწავლა სამრეწველო პირობებში.

სამრეწველო შპიონაჟი – კონკურენტზე ჯაშუშური ცნობების შეგროვება, კომერციული საიდუმლოების ხელში ჩაგდების მიზნით. იხ. შპიონაჟი.

სამსახურებრივი დავალებით შექმნილი ობიექტი – სამრეწველო საკუთრების ობიექტი, რომელიც შექმნილია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში სამსახურებრივი დავალების შესრულების შედეგად. იხ. აგრეთვე პატენტის მიღების უფლება; სამსახურებრივი ნაწარმოები.

სამსახურებრივი მოვალეობით შექმნილი შესრულება – იმ შესრულებასთან (საავტორო სამართლის ან სამრეწველო საკუთრების ობიექტთან) დაკავშირებით, რომელიც შემსრულებელის მიერ შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობის ან სამუშაოს მიმცემის დავალებით, შემსრულებელს ეკუთვნის სახელის უფლება. ასეთი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის პირს, რომელთანაც შემსრულებელს აქვს შრომითი ურთიერთობა, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ სამრეწველო საკუთრების ობიექტის შექმნა არ არის დაკავშირებული მუშაკის სამსახურებრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, მაშინ პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის მუშაკს, ხოლო დამქირავებელს პატენტის შესყიდვაზე და ლიცენზიაზე უპირატესი უფლება. იხ. სამსახურებრივი ნაწარმოები.

სამსახურებრივი ნაწარმოები – ნაწარმოები, რომელიც შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობის ან სამუშაოს მიმცემის უშუალო სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით. სამსახურებრივ ნაწარმოებთან დაკავშირებით არ გამოიყენება ნაწარმოების გამოხმობის უფლება. სამსახურებრივ ნაწარმოებისათვის კანონით გათვალისწინებული საავტორო უფლებები არ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის ან სამუშაოს მიმცემის უშუალო სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით შექმნილ კოლექტიურ ნაწარმოებზე. იხ. საავტორო უფლება სამსახურებრივ ნაწარმოებზე.

სამსახურებრივი ნაწარმოების გამოყენებაზე განსაკუთრებული უფლება – იხ. განსაკუთრებული უფლების გადაცემა ავტორზე.

სამსახურებრივი სამრეწველო ნიმუში - იხ. პატენტის მიღების უფლება. |

სამსახურებრივი სასარგებლო მოდელი – იხ. პატენტის მიღების უფლება.

სამსახურებრივი შესრულება – იხ. სამსახურებრივი მოვალეობით შექმნილი შესრულება.

სამუშაოს მიმცემი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც ავტორს აქვს შრომითი ურთიერთობა, მისგან დავალებული ნაწარმოების შექმნის თაობაზე.

სანაშენე ღირსება – ცხოველის გენეტიკური პოტენციალი და მისი გავლენა შთამომავლობის სამეურნეო-სასარგებლო თვისებებზე.

სანაშენე ცხოველი – ჯიშის კვლავწარმოებისა და გამრავლებისათვის განკუთვნილი ცხოველი.

სანოტო დამწერლობა – გრაფიკული ნიშნების სისტემა, რომელსაც მუსიკის ჩასაწერად იყენებენ. ნოტაცია.

სანქცია – კონტრაფაქტორის ან განსაკუთრებული უფლებების სხვა დამრღვევის დასჯის ზომები.

სანქციები სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე – პირი, რომელიც ამზადებს ყალბ სასაქონლო ნიშანს, უკანონოდ იყენებს, ითვისებს ან სარგებლობს სხვისი სასაქონლო ნიშნით, განზრახ შეაქვს სამოქალაქო ბრუნვაში კონტრაფაქციული ან მოტყუების გზით ნიშანდებული საქონელი, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით ამზადებს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იმიტაციას ან იყენებს იმიტირებულ სასაქონლო ნიშანს, სასაქონლო ნიშნის გარეშე უშვებს საქონელს, აგრეთვე იყენებს თავის სასაქონლო ნიშანში ისეთ სიმბოლოებს, რომელთა სასაქონლო ნიშნად რეგისტაცია დაუშვებელია, ისჯება სასაქონლო ნიშნის და/ან ნიშანდებული საქონლის კონფისკაციით, ზიანის ანაზღაურებით, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, ჯარიმით ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელებით.

საომარი მოქმედებანი – ყოველგვარი შეიარაღებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტთან ან მტრულ დამოკიდებულებასთან და იწვევს ზიანს. ომი ან სხვა საომარი მოქმედებანი წარმოადგენს საპატიო მიზეზს სამრეწველო საკუთრების ობიექტზე განაცხადის ვადასთან, საფასურის გადახდის ვადასთან და სხვა იურიდიულ ქმედებებთან დაკავშირებით. საოფციო შეთანხმება (ხელშეკრულება) – იხ. ოფცია.

საპატენტო ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია – საპატენტო დოკუმენტაციის მონაცემები, რომელიც მოყვანილია საპატენტო დოკუმენტის პირველ გვერდზე და შეიცავს შემდეგ ძირითად მონაცემებს: 1. თარიღს, გამოქვეყნებული უწყების დასახელებას და მისამართს, პატენტში მოყვანილ პირთა გვარებსა და მისამართებს. მაგ., გამომგონებლის, საპატენტო უფლებათა მფლობელის, მათი წარმომადგენლის ან პატენტრწმუნებულის. 2. საკლასიფიკაციო აღნიშვნას გამოგონებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. 3. გამოგონების დასახელებას, აღწერილობის რეფერატს, ძირითად ნახაზს ან ქიმიურ ფორმულას. ბიბლიოგრაფიული მონაცემის ყოველი პუნქტი კოდირებულია, აღნიშნულია დაშიფრული სამნიშნა რიცხვიანი კოდით.

საპატენტო გადასახადი – იხ. საფასური.

საპატენტო განაცხადი – დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს განმცხადებელს, საპატენტო უწყებაში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მიიღოს პატენტი განაცხადში აღნიშნულ სამრეწველო საკუთრების ობიექტზე. განაცხადი პატენტზე უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს, აგრეთვე მოთხოვნებს მისი შინაარსის შესახებ. განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი დოკუმენტებისაგან; განცხადება პატენტის გაცემის თაობაზე, გამოგონების აღწერილობა, გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის ფორმულა, ნახაზები, სქემები და სხვა მასალები (თუ ისინი აუცილებელია მათი არსის ასახსნელად) და გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის არსის მოკლე შინაარსი, რეფერატი. განაცხადის მოთხოვნებს აგრეთვე მიეკუთვნება მოთხოვნა გამოგონების ერთიანობის დაცვის შესახებ. მოთხოვნა იმის შესახებ, რომ აღწერილობა შეესაბამება დადგენილ ფორმას. განაცხადი პატენტის მიღებაზე შეაქვს ავტორს, მის უფლებამონაცვლეს ან მის წარმომადგენელს (პატენტრწმუნებულს). განაცხადის “საქპატენტში” წარდგენა ხდება ქართულ ან ნებისმიერ სხვა ენაზე წერილობითი ფორმით (ტექსტის შემდგომ ქართულად თარგმნის პირობით). განმცხადებელი ვალდებულია თავისი ხარჯით შეასრულოს თარგმანი განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში და უზრუნველყოს განაცხადის ავთენტიკური ტექსტის მიწოდება. იმისათვის, რომ განაცხადი განსახილველად იქნეს მიღებული და მას ჩაუტარდეს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა, განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს დადგენილი საფასური.

საპატენტო განაცხადის გამოქვეყნება – საპატენტო განაცხადის გამოქვეყნება ხდება იმ ქვეყნებში, სადაც გათვალისწინებულია ადრეული პუბლიკაციის სისტემა. საქართველოში გამოქვეყნება ხდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში, ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.

საპატენტო დაცვა – პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი რომელიც მოისურვებს გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის გამოყენებას, ვალდებულია მიიღოს პატენტმფლობელისაგან ასეთი უფლება. სხვის მიერ დაპატენტებული გამოგონების, სამრეწველო ნიმუშის, სასარგებლო მოდელის გამოყენება ასეთი ნებართვის გარეშე წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას (კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ე. ი. პატენტმფლობელი დაცულია მისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის უნებართვო გამოყენებისაგან დაცვა შეზღუდულია დროით: გამოგონებაზე – 20 წლით, სასარგებლო მოდელზე – 8 წლით, ხოლო სამრეწველო ნიმუშზე – 10 წლით – განცხადების შეტანის დღიდან და ტერიტორიით: საქართველოში გაცემულ პატენტზე მხოლოდ საქართველოს ფარგლებში.

საპატენტო დოკუმენტაცია – საპატენტო დოკუმენტების ერთობლიობა. გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი დოკუმენტების კრებული, რომლებიც შეიცავენ გამოკვლევების, სიახლეთა დამუშავების შედეგთა მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია გამოგონებების, სასარგებლო მოდელების ან სამრეწველო ნიმუშების სტატუსის მინიჭებამდე და ითვალისწინებენ პატენტმფლობელთა უფლებების დაცვას. საპატენტო დოკუმენტაციის ძირითადი სახეებია: ოფიციალური საპატენტო ბიულეტენები, გამოგონებათა აღწერილობები, სასარგებლო მოდელების აღწერილობები, სამრეწველო ნიმუშების აღწერილობები, ოფიციალური პუბლიკაციები იურიდიული სტატუსის ცვლილებათა შესახებ ოფიციალური საპატენტო საძიებლები. საპატენტო დოკუმენტები შეიცავენ ორი სახეობის ინფორმაციას: ბიბლიოგრაფიულსა და ტექნიკურს. საპატენტო დოკუმენტაცია წარმოადგენს ტექნიკური ინფორმაციის წყაროს.

საპატენტო დოკუმენტაციის საერთაშორისო ცენტრი – ცენტრი, რომელიც შეიქმნა 1972 წელს ისმო-ს და ავსტრიას შორის შეთანხმების საფუძველზე ქ. ვენაში, სადაც მონაცემთა ავტომატიზებულ ბანკში მოთავსებულია ყველაზე მნიშვნელოვანი ბიბლიოგრაფიული მონაცემები საპატენტო დოკუმენტების შესახებ – გამოგონებათა დასახელებები, მათი საკლასიფიკაციო აღნიშვნები, თარიღები, გვარები და ნომრები. საერთაშორისო ცენტრის საპატენტო ბიულეტენში კვირაში ერთხელ ქვეყნდება ახალი პატენტების მსოფლიო ჩამონათვალი. ცენტრი აფიქსირებს საპატენტო დოკუმენტების ძირითად ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს.

საპატენტო ექსპერტიზა – გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე ან სამრეწველო ნიმუმზე წარდგენილი განაცხადის შემოწმება შესწავლა, რის შედეგადაც მიიღება გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე. საპატენტო ექსპერტიზა პატენტუნარიანობის მიმართ ასხვავებს ორ ძირითად სისტემას: წარდგენითს და შემოწმებითს. შემოწმებითი სისტემის შემთხვევაში ფასდება პატენტუნარიანობის ყველა კრიტერიუმი და პატენტი გაიცემა ამ კრიტერიუმების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ. წარდგენითი სისტემა უფრო მარტივია, ამ შემთხვევაში პატენტი გაიცემა არსობრივი ექსრეტიზის ჩაუტარებლად. სასარგებლო მოდელს და სამრეწველო ნიმუშს პატენტუნარიანობას არ უკარგავს მის შესახებ ინფორმაციის ისეთი გახსნა ავტორის. განმცხადებლის ან მათ მიერ პირდაპირი თუ ირიბი გზით ამ ინფორმაციის მიმღები პირისაგან, როდესაც ცნობები ამ ობიექტებზე საყოველთაოდ ცნობილი გახდა და განაცხადი ამ ობიექტებზე შევიდა „საქპატენტში“ ინფორმაციის გახსნის შემდეგ არაუგვიანეს 06 თვისა. განაცხადი სავარაუდო პატენტზე უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და წესებს, რომლებიც პატენტუნარიანობის გარდა სხვა საკითხებსაც არეგულირებენ. ექსპერტიზას, რომელიც ასეთ საკითხებს ამოწმებს წინასწარი ანუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ეწოდება. პატენტუნარიანობაზე შემოწმება ტარდება მოგვიანებით და განცალკევებულად, მას არსობრივი ექსპერტიზა ეწოდება. საპატენტო უწყების საბოლოო გადაწყვეტილება არ არის თავდაპირველად შეტანილი განაცხადის იდენტური. განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს პროცედურის მსვლელობაში შეიტანოს განაცხადში შესაბამისი შესწორებები. თუ საპატენტო უწყებას მიაჩნია, რომ გამოგონების არსის ექსპერტიზის შედეგად არ სრულდება პატენტუნარიანობის თუნდაც ერთი კრიტერიუმი,მაშინ იგი უარს ამბობს პატენტის გაცემაზე ხოლო თუ განაცხადში ყველა პირობა დაცულია, საპატენტო უწყება გასცემს საპატენტო სიგელს (პატენტს) გამოგონებაზე, რომელსაც ხელს აწერს საპატენტო უწყების ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი. თუ საპატენტო უწყება უარს ამბობს პატენტის გაცემაზე, მაშინ განმცხადებელს შეუძლია ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეიტანოს საჩივარი სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში და მოითხოვოს მისი გადასინჯვა. თუ ერთ და იმავე გამოგონებაზე განაცხადები სხვადასხვა დროსაა შესული, პატენტი გაიცემა პირველ განმცხადებელზე. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი განაცხადები ერთი და იმავე დღეს არის შესული, პატენტი მხოლოდ განმცხადებელთა შეთანხმებით მითითებულ პირზე გაიცემა.

საპატენტო ინფორმაცია – ინფორმაციის ნებისმიერი სახე, რომელსაც მოიცავს საპატენტო დოკუმენტები. საპატენტო ინფორმაცია არის ტექნიკური, იურიდიული და საქმიანი ინფორმაციის წყარო, რომელიც ტექნიკის სიახლეზე ყოველდღიური თვალის დევნებისა და განვითარების ტენდენციების დადგენის საშუალებას იძლევა.

საპატენტო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრები – საპატენტო საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრები, რომლებიც იქმნება გაეროს მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის – განვითარების პროგრამის ხაზით.

საპატენტო ინფორმაციის მისაწვდომობა – განაცხადი, პატენტი, მოძიების ანგარიში ან ნებისმიერი ცვლილება პატენტში ითვლება მისაწვდომად საზოგადოების განუსაზღვრელი რაოდენობისათვის, თუ ნებისმიერ პირს, თავისი სურვილისამებრ უფასოდ ან გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ შეუძლია: 1. მიიღოს უწყებაში განაცხადის, მოძიების ანგარიშის, პატენტის ან პატენტში ასახული ცვლილების დოკუმენტის ქაღალდის ასლები. 2. გაეცნოს პირველ პუნქტში აღნიშნულ ყგელა• დოკუმენტებს და მოითხოვოს მათი ასლები. 3. გაეცნოს ამ დოკუმენტებს ელექტრონული კავშირების საშუალებით და სურვილის მიხედვით გააკეთოს მათი ქაღალდის ასლები.

საპატენტო კანონით რეგულირების სფერო – საპატენტო კანონიარეგულირებს სამრეწველო საკუთრების ობიექტების – გამოგონებების, სასარგებლო მოდელებისა და სამრეწველო ნიმუშების შექმნასთან, სამართლებრივ დაცვასთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ქონებრივსა და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს.

საპატენტო კანონმდებლობა – სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე საქართველოს საპატენტო საკანონმდებლო აქტების ერთობლიობა.

საპატენტო კვლევები –ტექნიკის დონის განსაზღვრისა და ტექნიკის ობიექტების განვითარების ტენდენციასთან, პატენტუნარიანობასთან, საპატენტო სიწმინდესთან და კონ კურენტუნარიანობასთან დაკავშირებული გამოკვლევები, რომლებიც ტარდება საპატენტო და სხვა ინფორმაციის საფუძველზე.

საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება – ლათინური აბრევიატურით CI - ესაა მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილ იქნა ქ. ვაშინგტონში 1970 წელს, რათა გამარტივებულიყო და უფრო ეფექტური გამხდარიყო გამოგონების დაცვის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. უკანასკნელი გადასინჯვა მოხდა 1984 წლის 3 თებერვალს. CI-ს ჩამოყალიბებამდე განმცხადებელს ცალ-ცალკე თითოეულ ქვეყანაში შეჰქონდა განაცხადი. CI-ს ხელმოწერის შემდეგ შესაძლებელი გახდა ცალკეული საერთაშორისო საპატენტო განაცხადის შეტანა, რომელიც ითვლება "CI" - ს მონაწილე თითოეული ქვეყნის საპატენტო უწყებაში შეტანილად. ხელშეკრულება შედგება ორი თავისაგან. პირველი თავი ეძღვნება საერთაშორისო მოძიებას ხოლო მეორე წინასწარ საერთაშორისო ექსპერტიზას. ამ ხელშეკრულებასთან ერთად მიღებულ იქნა ინსტრუქცია, რომელიც უშუალოდ აწესრიგებს გამოგონებაზე საერთაშორისო განაცხადის წარდგენის, მასზე ექსპერტიზის და ა. შ. წესებსა და პირობებს. ინსტრუქციის უკანასკნელი გადასინჯვა მოხდა 1993 წლის 29 სექტემბერს.

საპატენტო ლიცენზია – პატენტით დაცული ობიექტის გამოყენებაზე გაცემული ლიცენზია. იხ. სალიცენზიო ხელშეკრულება.

საპატენტო პასპორტი– ყოფილ სსრკ-ში არსებული, გარკვეული ფორმის მიხედვით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა დასაბუთებას გამოგონების საზღვარგარეთ დაპატენტების შესახებ.

საპატენტო პროცედურა –- პატენტთან ან საპატენტო განაცხადთან დაკავშირებული ნებისმიერი ადმინისტრაციული ან იურიდიული პროცედურა.

საპატენტო რეესტრი –საპატენტო უწყების სპეციალური წიგნი, სადაც რეგისტრირდება გაცემული საპატენტო სიგელი. საპატენტო რეესტრში შეიტანება შემდეგი აუცილებელი მონაცემები: პატენტის ნომერი, გამოგონების სახელწოდება, განაცხადის შეტანის თარიღი და მისი ნომერი, ავტორისა და პატენტმფლობელის ვინაობა და მისამართი, გამოგონებათა საერთაშორისო საკლასიფიკაციო ინდექსები. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი ამ რეესტრიდან. :

საპატენტო სასამართლო – ზოგიერთ ქვეყანაში არსებული სპეციალიზებული სასამართლო, რომელიც განიხილავს დავებს საპატენტო უწყებისა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებასთან პატენტის გაცემაზე უარის თქმის, იძულებითი ლიცენზიების გაცემის თაობაზე, აგრეთვე გაცემული პატენტის ნაწილობრივ ან მთლიანად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და დავებს საზღვარგარეთ დაპატენტებაზე ან საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირისათვის გამოგონების გამოყენებაზე უფლების გადაცემის უარის თაობაზე, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის, კოლექტიური ნიშნის გაუქმების თაობაზე, რეგისტრაციის შეწყვეტის, რეგისტრაციის მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის, აღდგენაზე უარის თქმის და სხვ. თაობაზე. ს. ს. არ განიხილავს დავებს განსაკუთრებული უფლების დარღვევაზე.

საპატენტო სიგელი – იხ. პატენტი.

საპატენტო სიტუაცია – სამართლებრივი ან კომერციული სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ამა თუ იმ სფეროში, ერთი ან რამდენიმე პატენტის გაცემის შემდეგ.

საპატენტო სიწმინდე – პატენტის ობიექტის იურიდიული თვისება, რაც საშუალებას იძლევა გამოტანილ იქნეს დასკვნა იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ამ ობიექტის გამოყენება მოცემულ ქვეყანაში, ისე, რომ არ ირღვევა ამ ქვეყანაში გაცემული მოქმედი პატენტებიდან გამომდინარე უფლებები.

საპატენტო უფლების დარღვევა – იხ. საპატენტო დაცვა.

საპატენტო უწყება – სამრეწველო საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური სამსახური, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ცენტრალურ საცავს გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე პატენტებისა და სასაქონლო ნიშანზე მოწმობის საზოგადოებისათვის მათი გაცნობისათვის. სამრეწველო საკუთრების პარიზის კონვენციის ძალით (მუხლი 12), ყოველი წევრი-ქვეყანა ვალდებულია შექმნას ამგვარი სამსახური. იხ. საქპატენტი.

საპატენტო ფონდი – საპატენტო დოკუმენტების და საცნობარო–- საძიებო აპარატის, აგრეთვე სხვა ნორმატიულ-მეთოდური მასალების სისტემაში მოყვანილი ერთობლიობა.

საპატენტო ფორმულარი – ყოფილ საბჭოთა კავშირის დროს არსებული დოკუმენტი, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა საქონლის ექსპორტისას. მასში ასახული უნდა ყოფილიყო გამოგონების ობიექტის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის მდგომარეობა საპატენტო სიწმინდის თვალსაზრისით. ს. ფ. წარმოადგენდა საპატენტო სიწმინდის დამადასტურებელ საბუთს.

საპატენტო შეთანხმება (პული) – პატენტების გაერთიანებაზე ორი პირის შეთანხმება, რომლის მიზანია კონკურენტთა ჩამოშორება. ორზე მეტი პირის შეთანხმებას ეწოდება საპატენტო პული.

საპატიო მიზეზი – სამრეწველო საკუთრების ობიექტზე ვადების დარღვევის საპატიოდ ჩათვლა, ან მისი გაგრძელება განმცხადებლის ხანგრძლივი ავადმყოფობის, მივლინების ან სხვა მისგან დამოუკიდებელი ხელშემშლელი პირობების გამო (ომი, ფორს-მაჟორი და მისთ.). მიზეზი ჩაითვლება საპატიოდ, თუ ამ ვადის გასვლამდე განმცხადებელმა მიმართა თხოვნით „საქპატენტს“ და წარადგინა მიზეზის საპატიოდ ჩათვლის დამადასტურებელი საბუთი.

საპრეისკურანტო ფასი – სამომხმარებლო საქონლის საცალო ფასი, რომელიც შეთავაზებულია მწარმოებლის მიერ და მითითებულია პრეისკურანტში.

სარგებლიანობა – სუბიექტური სარგებელი, რომელსაც იღებს ინდივიდი საქონლის ან მომსახურების გამოყენებით.

სარგებლობის უფლება – საკუთრების უფლება, რაც გამოიხატება ნივთის, ნაწარმოების, ქონების ექსპლუატაციაში, მისგან მოგებისა და შემოსავლის მიღებაში.

სარეგისტრაციო ნომერი – სამრეწველო საკუთრების ობიექტისათვის მინიჭებული ნომერი, რომელიც რეგისტრაციის აღსანიშნავად შეიტანება რეესტრში.

სარეგისტრაციო საფასური – საფასური, რომლის გადახდის გარეშე სამრეწველო საკუთრების ობიექტი რეგისტრირებულად არ ჩაითვლება და მასზე განსაკუთრებული უფლებები არ წარმოიშობა.

სარეზერვო ეგზემპლარის დამზადება – იხ. კომპიუტერული პროგრამის კვლავწარმოება.

სარეზერვო ფასი – ის მინიმალური ფასი, რომელზედაც თანახმაა გამყიდველი მოახდინოს საქონლის ან მომსახურების ბაზარზე რეალიზაცია.

სარეკლამო აღრევა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც საწარმო იმაღლებს რეპუტაციას და პოპულარობას მის ნაწარმზე კულტურის, მასობრივი ინფორმაციის ან სპორტის მოღვაწეთა, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების პერსონაჟების შემსრულებელთა სახელის გამოყენებით საქონელსა და/ან მომსახურებაზე, რითაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, რომელსაც ჰგონია, რომ ამ უკანასკნელებმა მისცეს უფლება, თავიანთი ან გმირების სახელების გამოყენების შესახებ.

სარეკლამო გადაცემა – ტელევიზიით ან რადიოთი გადაცემული რეკლამა.

სარეკლამო კონკურსების ჩატარება – იხ. გასაღების სტიმულირება.

სარეკლამო ლატარიის ჩატარება – იხ. გასაღების სტიმულირება.

სარეკლამო სააგენტო – სამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზებულია კლიენტის სახელით "სარეკლამო კამპანიის შემუშავებასა და გატარებაში.

სარეკლამო საჩუქრების გადაცემა – იხ. გასაღების სტიმულირება.

სარეკლამო ფურცელი – დაბეჭდილი რეკლამის სახე, რომელიც პირადად ეძლევა პოტენციურ მომხმარებელს. ასეთი სარეკლამო ფურცელი შეიძლება ჩაიყაროს საფოსტო ყუთებში, მიეკრას ავტომობილის ფანჯრებს და ა. შ.

სარჩელი – უფლების დაცვის პროცესუალური საშუალება.

სარჩელის აღძვრის მუქარა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც ეს კეთდება კონკურენტის მიმართ განსაკუთრებული უფლებების დარღვევის ბრალდებით არაკეთილსინდისიერად და მიზნად ისახავს ვაჭრობის სფეროში კონკურენტისათვის წინააღმდეგობის გაწევას.

სარჩელის წარდგენა კონტრაფაქციაზე – კონტრაფაქციაზე სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ თარიღიდან, როდესაც გაიცა პატენტი.

სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვის კვლავწარმოება – იხ. გაზეთების სტატიების კვლავწარმოება.

სასარგებლო მოდელი – სამრეწველო საკუთრების სახეობა, რომლის ობიექტებსაც წარმოადგენს მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების გაუმჯობესება, რომელთაც ახასიათებს სიახლე და გამოყენების დროს სარგებლიანობა. იგი წარმოადგენს მცირე გამოგონებას (ჩვეულებრივი გამოგონებისაგან განსხვავებით სასარგებლო მოდელს მოეთხოვება ერთგვარად დაბალი „საგამომგონებლო დონე“), რომელიც არ არის მიმართული ტექნიკის დონის ასამაღლებლად. სასარგებლო მოდელის სიახლის განსაზღვრისათვის გამოიყენება შესაბამისი დარგის არსებული ტექნიკის დონე. სასარგებლო მოდელი ჩაითვლება სარგებლიანად, თუ მისი გამოყენება შეიძლება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, სახალხო მეურნეობაში ან საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა დარგში. სასარგებლო მოდელის დაცვას რიგი ქვეყნების კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (მაგ.. აშშ, დიდი ბრიტანეთი). ზოგიერთი ქვეყანა მასზე გასცემს მხოლოდ მოწმობას. სასარგებლო მოდელის დაცვის საშუალებას წარმოადგენს მასზე გაცემული პატენტი, რომლის მოქმედების ვადა შეადგენს 8 წელს.

სასარგებლო მოდელის ავტორი – იხ. ავტორი.

სასარგებლო მოდელის არსებითი ნიშნები – იხ. არსებითი ნიშნები.

სასარგებლო მოდელის არსი – იმ არსებითი ნიშნების ერთობლიობა, რომელიც სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგის მიღების უზრუნველსაყოფად არის საკმარისი. სასარგებლო მოდელის არსის გახსნისას უნდა მიეთითოს განმცხადებლისათვის ცნობილ იმ ტექნიკურ შედეგზე, რომლის მიღებასაც უზრუნველყოფს მოცემული სასარგებლო მოდელი.

სასარგებლო მოდელის აღწერილობა – განხორციელებადობის საკმარისი სისრულის ასახსნელი მოთხოვნა, რომელიც ადას– ტურებს სასარგებლო მოდელის ფორმულის ფარგლებში განსაზღვრულ სამართლებრივ დაცვას. სასარგებლო მოდელის აღწერილობის სტრუქტურა იგივეა, რაც გამოგონებისათვის.

სასარგებლო მოდელის განხორციელებადობის დადასტურება – განაცხადის მონაცემები, რომელშიც ზოგად ცნებებში გამოხატული ნიშნებით, ან ამ საშუალებისათვის მისაღები ცნობილი მეთოდის მითითებით გადმოცემულია (კერძოდ, ფუნქციური განზოგადების დონეზე) სასარგებლო მოდელის განხორციელებადობა. იგი დასტურდება უშუალოდ განაცხადის მასალებში მოცემული ნიშნის განხორციელებადობის საშუალების ზოგადი ცნებების აღწერით, ან ცნობილი მეთოდის მითითებით. განხორციელებადობის დამადასტურებელი მონაცემი იგივეა, რაც გამოგონების განხორციელებადობის დადასტურებისათვის.

სასარგებლო მოდელის დასახელება – ანალოგიურია გამოგონების დასახელების.

სასარგებლო მოდელის დაცვა – იხ. პატენტი სასარგებლო მოდელზე.

სასარგებლო მოდელის ერთიანობა – იგივეა, რაც გამოგონების ერთიანობა.

სასარგებლო მოდელის ობიექტები – იხ. სასარგებლო მოდელი.

სასარგებლო მოდელის პრიორიტეტი – სასარგებლო მოდელზე პრიორიტეტი დგინდება “საქპატენტში” სწორად გაფორმებული განაცხადის წარდგენის თარიღით.

სასარგებლო მოდელის რეგისტრაცია – განაცხადით წარდგენილი სავარაუდო ობიექტის აღიარება სასარგებლო მოდელად ”საქპატენტის” მიერ. იხ. რეგისტრაცია.

სასარგებლო მოდელის რეფერატი – იხ. გამოგონების რეფერატი.

სასარგებლო მოდელის ტერმინოლოგია – იხ. გამოგონების ტერმინოლოგია.

სასარგებლო მოდელის ფორმულა – სასარგებლო მოდელის მოკლე დახასიათება არსებითი ნიშნებით, რომელიც გამოხატავს შინაარსს და ემსახურება სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვის ფარგლების დადგენას. ფორმულა უნდა იყოს ერთმუხლიანი, მოცემული უნდა იყოს სავარაუდო ტექნიკური შედეგის მისაღწევად საკმარისი არსებითი ნიშნების ერთობლიობა, უნდა შედგებოდეს შემომფარგვლელი და განმასხვავებელი ნაწილებისაგან. მოწყობილობაზე, ხერხზე და ნივთიერებაზე სასარგებლო მოდელის ფორმულის შედგენა ხდება შესაბამისად მოწყობილობაზე, ხერხზე და ნივთიერებაზე გამოგონების ფორმულის შედგენის წესის მიხედვით.

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა – სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე დავებთან დაკავშირებით არაკეთილსინდისიერი მოპასუხის მიმართ სარჩელის წარდგენაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.

სასაქონლო ასორტიმენტი – სხვადასხვა საქონლის ჯგუფი, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მსგავსი ფუნქციური დანიშნულებით ან იმით, რომ ისინი მიეყიდება მყიდველთა ერთი და იმავე ჯგუფს, ან ერთი და იგივე სავაჭრო დაწესებულებიდან, ანდა ერთი და იმავე ფასებით.

სასაქონლო ბაზარი – ბაზარი, სადაც ვაჭრობა საქონლით (ნედლეულით) ხორციელდება.

სასაქონლო ერთეული – განკერძოებული მთლიანობა, რომელიც ხასიათდება სიდიდით, ფასით, გარეგნული და სხვა ატრიბუტებით.

სასაქონლო ნიშანზე საფასური – იხ. საფასური.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადი – იხ. განაცხადი სასაქონლო ნიშანზე.

სასაქონლო ნიშანზე განმცხადებლის უფლება – პირს, რომელმაც შეიტანა განაცხადი სასაქონლო ნიშანზე, უფლება აქვს: ა) მოითხოვოს საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვით. ბ) ექსპერტიზის მსვლელობის პერიოდში გაეცნოს ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებულ მასალებს. გ) განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს ორი თვისა, საკუთარი ინიციატივით შეასწოროს, შეავსოს ან დააზუსტოს განაცხადის მასალები, იმ პირობით, თუ აღნიშნული შესწორება არ შეცვლის განაცხადის საგანს. დ) ექსპერტიზის დამთავრებამდე გამოითხოვოს განაცხადი. განმცხადებელს უფლება აქვს გაასაჩივროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე ექსპერტიზის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი თვის განმავლობაში. განმცხადებელს უფლება აქვს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

სასაქონლო ნიშანი – სასაქონლო ნიშანი არის ორიგინალურად გაფორმებული განმასხვავებელი სიმბოლო, რომელიც განკუთვნილია ერთგვაროვანი საქონლის და მისი მწარმოებლის ინდივიდუალიზაციისათვის. სასაქონლო ნიშანი არის სამრეწველო საკუთრების ობიექტი. მასზე გაიცემა მოწმობა, რომელიც ადასტურებს განაცხადში აღნიშნული სიმბოლოს რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტს, მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას ამ ნიშანზე. ზოგიერთ ქვეყანაში სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვება ხდება ამ სასაქონლო ნიშნის პირველი გამოყენების შემდეგ. მოწმობა სასაქონლო ნიშანზე მოქმედებს 10 წლის განმავლობაში დღიდან მისი რეგისტრაციისა. მისი მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს სიტყვიერი, გამოსახულებითი, მოცულობითი ან მათი კომბინაციისაგან შემდგარი. გარდა ამისა, სასაქონლო ნიშანში შეიძლება გამოყენებული იქნეს საფირმო სახელწოდება. სასაქონლო ნიშანი შეიძლება რეგისტრირებული იქნეს ერთი ან რამდენიმე პირის ან მათი გაერთიანების სახელზე. სასაქონლო ნიშანმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მომხმარებელი და იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ წეს-ჩვეულებებს და მორალის მოთხოვნებს. სასაქონლო ნიშნად შეიძლება სახელის გამოყენება, თუ ის იძენს მეორად მნიშვნელობას (მაგ. ფორდი), აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ სახელის გამოყენებას სასაქონლო ნიშნად არ მოჰყვება რაიმე გაუგებრობა და კონფლიქტი. პარიზის კონვენციის მე-ნ მუხლის თანახმად აკრძალულია ან ექვემდებარება გაუქმებას კონვენციის წევრი-ქვეყნების და ზოგიერთი სამთავრობათშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დასახელებების, სახელმწიფო სიმბოლიკის და საერთაშორისო ორგანიზაციების ემბლემების განმასხვავებელი ნიშნების გამოყენება სასაქონლო ნიშნად ან მათ ელემენტებად. ამავე მუხლის თანახმად, სახელმწიფოთა განმასხვავებელ ნიშნებს წარმოადგენს გერბი, დროშა და სხვა სიმბოლოები, ოფიციალური ნიშნები და ბეჭდები, აგრეთვე მსგავსი ნიშნების ყოველნაირი იმიტაცია. სასაქონლო ნიშანზე პრიორიტეტი დგინდება „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღიდან. საპატენტო უწყების მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში. არსებობს სასაქონლო ნიშნების ორი ძირითადი სახეობა: კოლექტიური და ინდივიდუალური. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საქარხნო (საწარმოო) ნიშანი, რომელიც იგივე სასაქონლო ნიშანია და ზოგადად ასახავს მხოლოდ იმას, რომ იგი ეკუთვნის საწარმოო ორგანიზაციას. გარდა ამისა არსებობს აგრეთვე სასერტიფიკაციო და სხვა ნიშნები.

სასაქონლო ნიშნების დამოუკიდებლობა – პარიზის კონვენციის მე6 მუხლით დადგენილია სასაქონლო ნიშნების დამოუკიდებლობის პრინციპი. ამ მუხლის თანახმად, პარიზის კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი განიხილება, როგორც პარიზის კავშირის სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ •სასაქონლო ნიშნებისაგან დამოუკიდებელი.

სასაქონლო ნიშნების მსგავსება – ერთნაირი ელემენტების არსებობის გამო სასაქონლო ნიშნების იმდენად სიახლოვე, რომ შესაძლებელია მათი აღრევა. სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის მსგავსება წარმოიქმნება ჟღერადობით, გრაფიკულად და აზრობრივად. სიტყვიერი სასაქონლო ნიშნების კრიტერიუმებია: ახლობელი ბგერებისა და ბგერათშეწყობების განლაგება ერთმანეთის მიმართ; მარცვლების დამთხვევა; მარცვლების რაოდენობა ნიშანში; ერთნაირი და ახლობელი ბგერათშეწყობების ადგილი სასაქონლო ნიშნის შემადგენლობაში; ერთი ნიშნის შესვლა მეორეში; ახლობელი და ერთნაირი ბგერების არსებობა; სასაქონლო ნიშნები მსგავსია, თუ დაემთხვა საწყისი ან ბოლო ნაწილები, ან ორივე ერთად, აგრეთვე შუა ნაწილი. გრაფიკული მსგავსება სიტყვიკრ გამოსახულებაში განისაზღვრება: საერთო მხედველობითი შთაბეჭდილებებით, ასოების გრაფიკული ხასიათის გათვალისწინებით (დამწერლობის სახე, შრიფტი, ხელნაწერი), ასოების ურთიერთგანლაგებით, ფერთა შეხამებით. გრაფიკული და ბგერითი მსგავსება ურთიერთკავშირშია. გრაფიკულ შთაბეჭდილებას შეუძლია გააძლიეროს გამოსახულების მსგავსება ან პირიქით ხაზი გაუსვას მათ განსხვავებას, გამოსახულების აზრობრივ მსგავსებას განაპირობებს მათში ჩადებული საერთო ან ურთიერთგამომრიცხავი იდეები. გამოსახულებითი, მოცულობითი და კომბინირებული სასაქონლო ნიშნების მსგავსების მთავარი კრიტერიუმია შექმნილი საერთო მხედველობითი შთაბეჭდილება. გამოსახულებითი აღნიშვნების მსგავსება დაკავშირებულია: გამოსახულების შესახედაობასთან და ხარისხთან, მის გეომეტრიულ ფორმებთან, ფერების შეხამებასთან. საქონელი ან მომსახურება არ ჩაითვლება მსგავსად იმის საფუძველზე, რომ ყოველ რეგისტრაციაში ან პუბლიკაციაში, რომელსაც ახორციელებს „საქპატენტი“, ისინი ფიგურირებენ ნიცის კლასიფიკაციის ერთ და იმავე კლასში. საქონელი ან მომსახურება არ ჩაითვლება ერთმანეთისაგან განსხვავებულად იმის საფუძველზე, რომ რეგისტრაციაში ან პუბლიკაციაში რომელსაც ახორციელებს „საქპატენტი}, ისინი ფიგურირებენ ნიცის კლასიფიკაციის სხვადასხვა კლასებში.

სასაქონლო ნიშნების სერია – ერთი მფლობელის სასაქონლო ნიშნების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ საერთო ელემენტი. საერთო ელემენტი შეიძლება იყოს აზრობრივი, ასოითი, გამოსახულებითი. თუ სარეგისტრაციოდ განცხადებული სასაქონლო ნიშანი შეიცავს ადრე რეგისტრირებული სერიის ძირითადი ელემენტის მსგავს ელემენტს, მაშინ იგი მომხმარებლის მიერ აღიქმება როგორც სერიაში შემაგალი და სერიის მფლობელის კუთვნილება. მისი რეგისტრაცია აუცილებელი არ არის.

სასაქონლო ნიშნის არაკანონიერი გამოყენება – სასაქონლო ნიშნის ან მისი მსგავსი აღნიშვნის გამოყენება კანონის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე სხვა სახის ქმედება სასაქონლო ნიშნის მიმართ, რომელიც ზიანს აყენებს მის მფლობელს ან მომხმარებელს, იწვევს პასუხისმგებლობას სამოქალაქო–-სამართლებრივი ან სისხლის სამართლის წესით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე. მუხლით სხვისი სასაქონლო ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით ან ნიშანდებით უკანონო სარგებლობა, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათასიდან ორი ათას მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენება წარმოადგენს დარღვევას, თუ შესაძლებელია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.

სასაქონლო ნიშნის აღწერილობა – ინფორმაცია, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს განაცხადში, სასაქონლო ნიშნის შემადგენელ დოკუმენტად, სასაქონლო ნიშნის აღწერის, განმარტების და ა. შ. შესახებ.

სასაქონლო ნიშნის გადაცემა – სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებულ უფლებათა მესამე მხარისათვის გადაცემის უფლება. სასაქონლო ნიშნის მფლობელის სიკვდილის შემთხვევაში, მასზე უფლება გადაეცემა მის მემკვიდრეებს. სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემა შესაძლებელია ხელშეკრულებით. სასაქონლო ნიშნის ხელშეკრულებით გადაცემა შეიძლება, როგორც საწარმოსთან ერთად, ასევე საწარმოს გადაცემის გარეშე; აგრეთვე წარმოებისა და საწარმოს საიდუმლოების გადაცემის გარეშე. სასაქონლო ნიშნის გადაცემა საწარმოს გარეშე არ უნდა იწვევდეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. სასაქონლო ნიშნის მფლობელ საწარმოთა შერწყმის შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნები გადაეცემა ახლად წარმოქმნილ იურიდიულ პირს. სასაქონლო ნიშნის მფლობელ საწარმოს გაყოფის შემთხვევაში, სასაქონლო ნიშანი გადაეცემა იმ იურიდიულ პირს, რომელსაც გადაეცემა სასაქონლო ნიშნით დაცული საქონლის წარმოება. თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელმა შეინარჩუნა იმ საქონლის წარმოების ნაწილი, რომლისთვისაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი ორივე საწარმო-დამამზადებელი მათი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება ცნობილ იქნეს სასაქონლო ნიშნის თანამფლობელად. სასაქონლო ნიშნის მფლობელ საწარმოს, სხვა იურიდიულ პირთან მიერთების შემთხვევაში, სასაქონლო ნიშანი გადადის ამ უკანასკნელზე. სალიცენზიო ხელშეკრულების ან შერწყმის შედეგად შეიძლება ერთი ან რამდენიმე თანამფლობელის შეცვლა, რაზეც თანხმობა უნდა განაცხადონ იმ თანამფლობელებმა, რომლებზედაც არ ვრცელდება ცვლილება. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ცვლილება შეიძლება ეხებოდეს არა ყველა, არამედ ზოგიერთ საქონელს და/ან მომსახურებას, რომელიც ჩამოთვლილია წინანდელი მფლობელის რეგისტრაციაში. სასაქონლო ნიშნის გადაცემა არ შეიძლება, თუ ის შესაძლოა, რომ გახდეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზეზი, დაკავშირებული საქონელთან ან მის მწარმოებელთან. გადაცემის შესახებ დოკუმენტის რეგისტრაციას ახორციელებს „საქპატენტი“ განცხადება სასაქონლო ნიშნის გადაცემის (მფლობელის შეცვლის) შესახებ, შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და მას ხელს უნდა აწერდეს ძველი (ახალი) მფლობელი ან მათი პატენტრწმუნებულები. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს განაცხადის და რეგისტრაციის ნომრები, საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი, რომლებზედაც ვრცელდება ნიშნის გადაცემა, ახალი და ძველი მფლობელების და მათი პატენტრწმუნებულების სახელები და მისამართები, ქვეყანა; აღნიშნული უნდა იყოს ის ცვლილებები, რაც შესატანია რეესტრში, ასევე საწარმოთა შერწყმის ან სალიცენზიო ხელშეკრულების ასლის ან ამონაწერის იდენტური ქართული თარგმანი და სხვ. დოკუმენტი სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ბათილია რეგისტრაციის გავლის გარეშე.

სასაქონლო ნიშნის გამოსახულება – სიმბოლო, რომელიც ვიზუალურად ასახავს თვით სასაქონლო ნიშანს. იგი წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადთან ერთად.

სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება– სასაქონლო ნიშნის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ხორციელდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში. გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეპროდუქციას, ცნობებს სასაქონლო ნიშნის მფლობელზე, იმ საქონლისა და მომსახურების ნუსხას, რომლისთვისაც რეგისტრირებულია აღნიშნული ნიშანი. ბიულეტენშივე ქვეყნდება: ცნობები რეგისტრაციის ვადის გაგრძელების, ბათილად ცნობის. ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასების ჩამონათვლის, ნუსხის შევსების ან შემცირების, სასაქონლო ნიშნის ცალკეული ელემენტების არაარსებითი ცვლილების შესახებ. აგრეთვე ინფორმაცია სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებულ სხვა ცვლილებებზე. ცვლილებები რეგისტრირდება და შესაბამისი ჩანაწერი შეიტანება მოწმობაში ან გაიცემა დანართი.

სასაქონლო ნიშნის გამოყენება – ს. ნ. გამოყენებად ითვლება: მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომელთა ინდივიდუალიზაციისთვისაც არის იგი რეგისტრირებული, მის შეფუთვაზე, აგრეთვე მისი გამოყენება რეკლამაში, აბრებზე, ბეჭდვით გამოცემებში, ექსპონატების დემონსტრირებისას გამოფენებსა და ბაზრობებზე, სასაქონლო ნიშნის გამოყენება ლიცენზიატის მიერ ლიცენზიის საფუძველზე. ს. ნ. გ. ჩვეულებრივად გულისხმობს მის ვიზუალურ გამოსახულებას, რეკლამას, ნიშნის გამოყენების მასშტაბს, წყაროზე მითითების მიზნით, გამოყენება შუამავალთა საშუალებით. თუ გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო ნიშანი გამოუყენებელია, მაშინ იგი შეიძლება გაუქმდეს და ამოღებულ იქნეს რეესტრიდან. ასევე შეიძლება გაუქმება და რეესტიდან ამოღება ისეთი რეგისტრირებული ნიშნისა, როდესაც მფლობელი არ ამჟღავნებს კეთილსინდისიერებას მისი გამოყენებისას,ს თუ იდენტურ სასაქონლო ნიშანზე ერთსა და იმავე დღეს შევიდა რამდენიმე განაცხადი, პრიორიტეტი დგინდება სასაქონლო ნიშნის ფაქტიური გამოყენების თარიღით.

სასაქონლო ნიშნის გამოყენება ანალოგიურ პროდუქტებზე – სასაქონლო ნიშნის გამოყენება მისი მფლობელის ნებართვის გარეშე, ისეთი ანალოგიური საქონლის და/ან მომსახურებისათვის, რომელიც არ არის აღნიშნული რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ჩამონათვალში, წარმოადგენს განსაკუთრებული უფლებების დარღვევას. დარღვევას ადგილი აქვს მაშინაც, როდესაც სასაქონლო ნიშანს შეცდომაში შეჰყავს რიგითი მომხმარებელი. სასაქონლო ნიშნის მფლობელი უფლებამოსილია აღკვეთოს ამგვარი გამოყენება.

სასაქონლო ნიშნის გამოყენება არადანიშნულებისამებრ – რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ლექსიკონებში, ენციკლოპედიებში ან მსგავს გამოცემებში არაკომერციული მიზნებისათვის. ამ დროს სასაქონლო ნიშანი ძირითადად გამოიყენება პროდუქტის დასახელებად. სასაქონლო ნიშნის მფლობელს შეუძლია აკრძალოს ასეთი გამოყენება, როგორც მისთვის ზიანის მომტანი, რადგან შეიძლება წარმოიშვას სასაქონლო ნიშნის გვარეობით ცნებად გადაქცევის საშიშროება.

სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამაში – რეკლამის გამოყენება უნდა მოხდეს ერთდროულად პროდუქტის ბაზარზე გამოტანასთან ერთად, რათა დადგინდეს ნიშნის ნამდვილი მფლობელის ვინაობა წინააღმდეგ შემთხვევაში ნიშნის გამოყენება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც „არა ვაჭრობის პროცესში“ გამოყენება.

სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა – აკრძალულია ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენება ან რეგისტრაცია, რომელიც ან რომლის შემადგენელი ნაწილიც არის იმიტაცია, მიბაძვა ან განმეორება საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ნიშნისა და შეუძლია გამოიწვიოს აღრევა ამ ნიშანთან თუ სასაქონლო ნიშანი უკვე რეგისტრირებულია, დაინტერესებულ პირს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს მისი გაუქმება რეგისტრაციის თარიღიდან არაუგვიანეს ხუთი წლისა. აკრძალულია სასაქონლო ნიშნის გამოყენება არაკეთილსინდისიერი კონკურენციისათვის, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს კონკურენტის პროდუქციის, საწარმოს ან სამრეწველო და სავაჭრო საქმიანობის აღრევა.

სასაქონლო ნიშნის განაცხადის გაყოფა – განმცხადებლის უფლება გაყოს საკუთარი განაცხადი ორ ან მეტ განაცხადად, საქონლის და/ან მომსახურების ჩამონათვლის გადანაწილებით თითოეულ მათგანზე.

სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელუნარიანობის დასუსტება – პარაზიტირების ერთ-ერთი ქმედება, როდესაც სრულიად განსხვავებულ საქონელზე ან მომსახურებაზე მსგავსი ან იდენტური სასაქონლო ნიშნის გამოყენება იწვევს ამ ნიშნის დასუსტებას. იხ. სასაქონლო ნიშნის დასუსტება; სასაქონლო ნიშნის გამოყენება არადანიშნულებისამებრ.

სასაქონლო ნიშნის გასხვისება – იხ. სასაქონლო ნიშნის გადაცემა.

სასაქონლო ნიშნის გაყალბება – იხ. კომერციული სიყალბე.

სასაქონლო ნიშნის გრაფიკული გამოსახულება – გრაფიკის სახით წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი. იხ. გრაფიკული გამოსახულებები.

სასაქონლო ნიშნის დასუსტება – მომხმარებლის, ფართო საზოგადოების თვალში კონკრეტულ წარმოშობასთან ასოცირებული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციის თანდათანობითი შემცირება ან მთლიანად დაკარგვა.

სასაქონლო ნიშნის დაცვა – სასაქონლო ნიშნის დაცვა ხორციელდება მისი რეგისტრაციის საშუალებით, რაც მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებებს. ეს უფლებები კი იცავს მათ არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისაგან, რომლებიც ცდილობენ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომხმარებელთა მოტყუებას და მოგების მიღებას. სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლები განისაზღვრება ტერიტორიული და დროის ფაქტორებით. სასაქონლო ნიშანზე დაცვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო ნიშნის ელემენტები დამოუკიდებლად არ შეიძლება იქნეს რეგისტრირებული როგორც სასაქონლო ნიშანი თუ ასეთი ელემენტი მაინც არის სასაქონლო ნიშანში, მაშინ იგი ამოღებულ უნდა იქნეს დაცვის ფარგლებიდან დისკლამაციის საშუალებით. იხ. აგრეთვე განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე.

სასაქონლო ნიშნის დაცვის ხანგრძლივობა – სასაქონლო ნიშნის დაცვა დროით განუსაზლვრელია. იხ. მოწმობა სასაქონლო ნიშანზე.

სასაქონლო ნიშნის თანამფლობელობა – იხ. სასაქონლო ნიშნის გადაცემა.

სასაქონლო ნიშნის ინდივიდუალობა – სასაქონლო ნიშნის ძირითადი თვისება, რაც გულისხმობს იმას, რომ სასაქონლო ნიშანი უნდა იყოს ინდივიდუალური (თავისთავადი) და არ ემთხვეოდეს სხვა სასაქონლო ნიშნებს, არ გახდეს გვარეობითი ცნება. ს. ნ. ი. განიხილება სამი თვისების მიხედვით: ა) დამახასიათებელი ინდივიდუალობა. ბ) შეძენილი ინდივიდუალობა. გ) ინდივიდუალობის დაკარგვა. იხ. დამახასიათებელი ინდივიდუალობა. სასაქონლო ნიშნის კეთილსინდისიერი გამოყენება – ქმედება, რომელსაც მოჰყვება ვაჭრობის ნორმალური მიმდინარეობა და არ შეიცავს რაიმე სხვა არაკანონიერი მიზნისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას.

სასაქონლო ნიშნის ლიცენზირება – იხ. ლიცენზირება.

სასაქონლო ნიშნის მფლობელი – პირი, რომელიც სასაქონლო ნიშნების რეესტრში შეტანილია სასაქონლო ნიშანზე რეგისტრაციის მფლობელად.

სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებები – სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს ამ ნიშანთან ერთად მოათავსოს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული გამაფრთხილებელი აღნიშვნა ®- (წრეში ჩასმული ლათინური ასო “® ” ან წრეში ჩასმული ქართული ასო “რ” ან ორივე ერთად, რაც მიუთითებს იმას, რომ გამოყენებული სიმბოლო წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს. გარდა ამისა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიღებულია შემდეგი გამაფრთხილებელი აღნიშვნის დატანა: "TM"; Registed Trade Mark (ინგლისურად); "Marc marque déposée (ფრანგულად); "Marca Registrada" (ესპანურად); "Eingentragenes Waren zeichen Gezetzlich geschützt" (გერმანულად). სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისი მფლობელის მიერ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს სალიცენზიო ხელშეკრულებით. სასაქონლო ნიშნის მფლობელს, რომლის უფლებები დაირღვა შეუძლია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარუდგინოს სარჩელი მოპასუხეს და მოსთხოვოს: თავისი უფლებების დამრღვევი მოქმედების შეწყვეტა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ყველა იმ ეტიკეტის, ნახატის, ანაბეჭდის, პაკეტის, შეფუთვის და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, ან მის ასლს, მიმსგავსებას, იმიტაციას და არღვევს სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს. სასაქონლო ნიშნის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს აგრეთვე, ამ ნიშნის დასამზადებლად მომარჯვებული პლატების, მატრიცების და თუ სასაქონლო ნიშნის განცალკევება საქონლისაგან შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი. სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევის თაობაზე სასამართლოს შეუძლია დააკისროს დამრღვევ პირს საკუთარი ხარჯით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

სასაქონლო ნიშნის მფლობელის შეცვლა – იხ. სასაქონლო ნიშნის გადაცემა.

სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი – პრიორიტეტის დადგენა განსახილველად მიღებული “სწორად გაფორმებული” განაცხადის საფუძველზე. განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება დადგინდეს საკონვენციო პრიორიტეტი. იხ. პრიორიტეტის თარიღი.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია –- განცხადებულ სასაქონლო ნიშნისათვის კანონიერი ძალის მინიჭება, რაც ფიქსირდება საპატენტო უწყების რეესტრში. რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია მისი გაგრძელება დაწესებული საფასურის გადახდის შემდეგ. ამ დროს სასაქონლო ნიშანი არ მოწმდება შინაარსობრივად. რეგისტრაციის ან ხელახალი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება “საქპატენტის” ოფიციალურ ბიულეტენში. ხელახალი რეგისტრაციის გარეშე სასაქონლო ნიშანი ძალას კარგავს. ს. ნ. რ. მის მფლობელს არ აძლევს უფლებას აუკრძალოს მესამე მხარეს გამოიყენოს თავისი გვარი, მისამართი, ფსევდონიმი, გეოგრაფიული დასახელება ან ხარისხის მინიშნება და სხვ, თავისი საკუთარი საქონლის ან მომსახურებისათვის, თუ მათი გამოყენების მიზანია უბრალო იდენტიფიკაცია ან ინფორმირება. სასაქონლო ნიშანი, რომლის რეგისტრაციის ვადა გავიდა, არ შეიძლება ხელმეორედ იქნეს რეგისტრირებული წინა რეგისტრაციის მოქმედების შეწყვეტის თარიღიდან 1 წლის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის რეგისტრაციას მოითხოვს ამ სასაქონლო ნიშნის ადრინდელი მფლობელი. ასევეა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასაქონლო ნიშნის მფლობელმა უარი განაცხადა მასზე, რეგისტრაციის ვადის გასვლამდე. იხ. მოწმობა სასაქონლო ნიშანზე.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაგრძელება – იხ. მოწმობა სასაქონლო ნიშანზე.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება და ბათილად ცნობა – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად ან ნაწილობრივ ბათილად, თუ რეგისტრაცია მოხდა კანონით დადგენილი წესების დარღვევით ან თუ პირს არ ჰქონდა სასაქონლო ნიშანზე განაცხადის შეტანის უფლება. ამ შემთხვევაში რეგისტაციაზე პროტესტის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. პროტესტი განიხილება ექვსი თვის ვადაში. მხარეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პროტესტის განხილვაში. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება მისი მოქმედების ვადის გასვლამდე შესაძლებელია, თუ: 1. თვით სასაქონლო ნიშნის მფლობელმა შეიტანა განცხადება საქპატენტში უარის შესახებ. 2. სასაქონლო ნიშნის მფლობელმა დროზე არ გადაიხადა დადგენილი საფასური. 3. სასაქონლო ნიშნის მფლობელის საწარმოს ლიკვიდაციის ან მოქალაქის სიკვდილის შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშანი არ გადაეცა ახალ მფლობელს. 4. უწყებამ ან სასამართლომ ბათილად ცნო აქტი რეგისტრაციის შესახებ. 5. დაინჯერესებული პირის მოთხოვნით, თუ ის არ გამოიყენებოდა 5 უწყვეტი წლის მანძილზე. 6. გახდა გვარეობითი ცნება. 7. რეგისტრაციიდან მისი ამოღების სხვა მიზეზების გამო. სასაქონლო ნიშანი შეიძლება გაუქმებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ არ მოხდა მისი ხელახალი რეგისტრაცია. სასამართლოს ან უწყების მიერ სასაქონლო ნიშნის გაუქმება წარმოადგენს ნიშნის იურიდიული ძალის დაკარგვას.

სასაქონლო ნიშნის რეესტრი – აკინძული, დანომრილ გვერდებიანი წიგნი რომელიც ჩაწერილია სასაქონლო ნიშნების იმ მონაცემების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბებულია კანონში სასაქონლო ნიშნების შესახებ. „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას აწარმოებს სასაქონლო ნიშნებისა და მომსახურების ნიშნების სახელმწიფო რეესტრში. რეესტრში შეიტანება: სასაქონლო ნიშანი, ცნობები მისი მფლობელის შესახებ, იმ საქონლისა და მომსახურების ნუსხა,რომელთათვისაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი, სხვა ინფორმაცია, რომელიც ეხება რეგისტრაციას. რეესტრშივე შეიტანება ყველა ამ ჩამოთვლილი ცნობების შემდგომი ცვლილება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერის გაცემა ამ რეესტრიდან.

სასაქონლო ნიშნის რეესტრიდან ამოღება– სასაქონლო ნიშანი შეიძლება ამოღებულ იქნეს რეესტრიდან სასაქონლო ნიშნის გამოყენების წესების შეუსრულებლობის ან ინდივიდუალობის დაკარგვის გამო. ნიშნის გამოუყენებლობას განსაკუთრებული პირობების გამო, არ მოსდევს არავითარი სანქცია რეესტრიდან ამოღების ან გაუქმების თვალსაზრისით. რეესტრიდან სასაქონლო ნიშნის ამოღება ხდება უწყების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ისევე, როგორც სასაქონლო ნიშნის გაუქმების შემთხვევაში და ძალაში შედის ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. სასაქონლო ნიშანი შეიძლება გაუქმდეს და ამოღებულ იქნეს რეესტრიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების და ბათილად ცნობის გამო.

სასაქონლო ნიშნის საგამოფენო პრიორიტეტი – იხ. საგამოფენო პრიორიტეტი.

სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო გამოყენება – საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს სხვა ქვეყანაში გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი, თუნდაც რეგისტრირებულისაგან განსხვავებული, მაგრამ ისეთი ცალკეული ელემენტებით, რომლებიც ნიშნის განმასხვავებელ ორიგინალობას არ ცვლიან.

სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია – საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს დადგენილი წესის დაცვით წარადგინოს რეგისტრაციაში გასატარებლად სასაქონლო ნიშანი სხვა სახელმწიფოში ან მოახდინოს მისი საერთაშორისო რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს (სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმებით ან პროტოკოლით) რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად.

სასაქონლო ნიშნის სახეობები – სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს შემდეგი სახეობის: სიტყვიერი, გამოსახულებითი, მოცულობითი ან კომბინირებული, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება იყოს: ორიგინალურად გამოხატული ასო ან ციფრი, მთელი ფრაზა ან ლოზუნგი; სასაქონლო ნიშნად გამოიყენება ნახატი, ემბლემები ყოველგვარი სიტყვების გარეშე, აგრეთვე სიტყვებისა და ემბლემების შეხამება. ზოგიერთი სასაქონლო ნიშანი გასაყიდი პროდუქციის ან საქონლის განუყოფელ ნაწილადაც შეიძლება იქცეს. კანონთა უმეტესობა მოითხოვს, რომ სასაქონლო ნიშანი იყოს ხილვადი. ზოგიერთი ქვეყანა ითვალისწინებს სმენად და ყნოსვად სასაქონლო ნიშნების დაცვას. თუ ერთმა ასომ ან ასოთა კომბინაციამ შეიძინა მდგრადი მეორადი მნიშვნელობა, მაშინ იგი შეიძლება რეგისტრირებული იქნეს სასაქონლო ნიშნად. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება და არც დაცვას ექვემდებარება პროდუქტის გარეგანი გაფორმება, თუ ამ გაფორმებას აკისრია მხოლოდ გზეექნიკური ან ესთეტიკური ფუნქცია. შესაძლებელია სასაქონლო ნიშნის გამოყენება როგორც შავ-თეთრ ასევე ფერად ფერებში.

სასაქონლო ნიშნის სიახლე – იხ. სიახლე.

სასაქონლო ნიშნის სუსტი ელემენტები – სასაქონლო ნიშანში სიტყვის ისეთი ელემენტები, რომლებიც არ იწვევენ სიტყვის მსგავსებას, მაგრამ შეუძლია მსგავსების გაძლიერება სხვა მსგავს ელემენტებთან ერთობლიობაში. იხ. ფორმანტი.

სასაქონლო ნიშნის ტერიტორიული დაცვა – ტერიტორიული დაცვა წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის დაცვის ერთ-ერთ ფარგალს. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ამ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. ერთ ქვეყანაში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, სხვა ქვეყანაში ძალა არ გააჩნია. იმისათვის, რომ მიიღოს დაცვა სხვა ქვეყანაში, სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული უნდა იყოს თითოეულ ქვეყანაში ცალცალკე. თუ სასაქონლო ნიშნის დაცვა ხორციელდება რეგისტრაციის გარეშე – მხოლოდ გამოყენების საფუძველზე, მაშინ მისი დაცვა შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ქვეყნის შიდა ტერიტორიით, სადაც ის გამოიყენება.

სასაქონლო ნიშნის ტრანსლიტერაცია – უცხო ენაზე შესრულებულ სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ერთ-ერთი თანდართული მასალა,

რომელიც შესრულებული უნდა იყოს ქართული დამწერლობით,

სასაქონლო ნიშნის ფაქტიური გამოყენება – იხ. სასაქონლო ნიშნის გამოყენება.

სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა – ექსპერტიზა, რომლის დროსაც დგინდება, შეესაბამება თუ არა განაცხადი კანონითა და განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის კომპლექსურობის, თანდართული მასალების გაფორმების, საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის, მისი კლასიფიკაციის და გადახდილი საგანაცხადო საფასურის დადგენილთან შესაბამისობის შემოწმებას, რის საფუძველზეც ექსპერტი ღებულობს შემდეგ შესაძლო გადაწყვეტილებებს: განაცხადის დაბრუნების შესახებ; შეტყობინება-მოთხოვნის გაგზავნის შესახებ; განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის შესახებ.

სასაქონლო ნიშნის ფოტოპირი – იხ. სასაქონლო ნიშნის გამოსახულება.

სასაქონლო ნიშნის შეუსაბამოდ გამოყენება – რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის უფლების დარღვევა, როდესაც ეს სასაქონლო ნიშანი გამოიყენება სრულიად სხვა საქონლის ან მომსახურებისათვის. მაგ., Pepsi Cola -ს გამოყენება ჯინსების წარმოებაში.

სასაქონლო ნიშნის ძირითადი ეკონომიკური ასპექტები – სასაქონლო ნიშანს შეუძლია ხელი შეუწყოს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ პროგრესს შემდეგი მიმართულებებით: 1. სასაქონლო ნიშნის დაცვის გზით ეროვნული წარმოების მდგომარეობის გაუმჯობესებით ბაზარზე. 2. სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო დაცვის საშუალებით ეროვნულ საწარმოთა საექსპორტო შესაძლებლობათა გაზრდით. 3. მომხმარებლის სასარგებლოდ სიტუაციის შეცვლით. 4. ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებით საერთაშორისო ბაზარზე.

სასაქონლო ნიშნის ძირითადი ფუნქციები – 1. მომხმარებლისათვის იგი ასრულებს ორიენტირის ფუნქციას საჭირო საქონლის არჩევაში. ასეთ შემთხვევაში არჩევანი ეყრდნობა საქონლის სავარაუდო თვისებებს (ზომა, წონა, ფერი, არომატი, გემო, გამძლეობა, ეფექტურობა გამოყენებაში და სხვ.), ე. ი. იგი არის მინიშნება გასაყიდი საქონლის და/ან მომსახურების ამა თუ იმ თვისებებზე ან ხარისხზე. 2. პროდუქციის მწარმოებლისათვის თავიანთი საქონლის და/ან მომსახურების ადვილად ამოცნობის საშუალება, როდესაც იგი უკვე სხვა მფლობელთა, მაგალითად რეალიზატორთა (მაღაზიები, მარკეტინგული ფირმები და სხვ.) საკუთრებაში გადადის. 3. მზა პროდუქციის ხარისხის მა კონტროლებელ ან სხვა ორგანოებისათვის შესაძლებლობა, რათა ამოიცნონ ამა თუ იმ პროდუქციის დამამზადებელი. 4. ერთი მწარმოებლის პროდუქციის, მეორე მწარმოებლის მსგავსი პროდუქციისაგან განმასხვავებელი საშუალება. 5. რეკლამირება და სხვ.

სასაქონლო ნიშნის ძლიერი ელემენტები – სასაქონლო ნიშანში სიტყვის ისეთი ელემენტები, რომლებსაც ახასიათებს ორიგინალობა, ჟღერადობის თავისებურება და ამ ელემენტების დამთხვევა იწვევს სიტყვის მსგავსების წარმოქმნას. სასაქონლო ნიშნების შექმნისას ძლიერი ელემენტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთო ელემენტებად.

სასაქონლო ნიშნის წარმოშობის ქვეყანა – პარიზის კონვენციის მე6 მუხლის ძალით ს. ნ. წ. ქვეყანად ითვლება პარიზის კავშირის ის ქვეყანა, სადაც განმცხადებელს აქვს ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან სავაჭრო საწარმო. თუ მას არა აქვს ასეთი საწარმო, მაშინ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასაქონლო ნიშნისადმი ნდობა – მომხმარებლის მინდობა ამა თუ იმ სასაქონლო ნიშნისადმი, რაც გამოწვეულია ნაწარმის მუდმივად დამაკმაყოფილებელი ხარისხით, ფასით და აგრეთვე რეკლამით. სწორედ ასეთი მიმხრობა იწვევს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.

სასაქონლო ნომენკლატურა – საქონლის ყველა ასორტიმენტული ჯგუფისა და სასაქონლო ერთეულების ერთობლიობა, შეთავაზებული მყიდველისათვის კონკრეტული გამყიდველის მიერ.

სასელექციო გამოყენება – ნივთიერების ან ნივთიერებათა ცნობილი კლასის ჯგუფის გამოყენება დაფუძნებული სელექციონერის მიერ ამ ნივთიერებათა გამოვლენილ თვისებებზე.

სასელექციო მიღწევა – მცენარეთა და ცხოველთა ახალი სასელექციო ჯიშები. სასელექციო მიღწევად მემცენარეობაში მიიჩნევა მცენარის ახალი ჯიში, რომელიც მიღებულია ხელოვნური ან შერჩევის გზით, რომელსაც აქვს ერთი ან რამდენიმე სამეურნეო ნიშანთვისება, რომლებიც განასხვავებს მას არსებული მცენარეების ჯიშებისაგან. სასელექციო მიღწევად მეცხოველეობაში მიიჩნევა ადამიანის მიერ შექმნილი ცხოველთა ახალი ჯიში (ცხოველთა საერთო წარმოშობის ერთიანი მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელთაც აქვთ საერთო გენეალოგიური სტრუქტურა და თვისებები), რომლებიც განასხგავებს მას ამავე სახეობის ცხოველების სხვა ჯიშებისაგან და რაოდენობრივად საკმარისია ერთი ჯიშის გამრავლებისათვის.

სასელექციო მიღწევაზე მოწმობის მფლობელის უფლება-მოვალეობა – სასელექციო მიღწევის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება ამ მიღწევის გამოყენებაზე, დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით. ნებისმიერი პირი ვალდებულია სასელექციო მიღწევაზე მოწმობის მფლობელისაგან აიღოს ლიცენზია, მოწმობით დაცული სასელექციო მიღწევის წარმოებაზე, აღწარმოებაზე, გაყიდვაზე, გაყიდვაზე წინადადების შეთავაზების ან სხვა სახის გასაღებისათვის, იმპორტისა და ექსპორტისათვის, აგრეთვე გამოიყენოს და არ შეცვალოს მათზე რეგისტრირებული დასახელება. სასელექციო მიღწევის მფლობელის მოვალეობაა შეინარჩუნოს მცენარეთა და/ან „ცხოველთა ჯიშები მასზე გაცემული მოწმობის მოქმედების ვადაში იმ სახით, რომ შენარჩუნებულ იქნეს ის ნიშანთვისებები, რაც მითითებულ იქნა ჯიშის აღწერილობაში მათი რეგისტრაციის დროს.

სასელექციო მიღწევის ავტორი – პირი. რომლის შემოქმედებითი შრომის შედეგად გამოყვანილი, შექმნილი ან გამოვლენილია სასელექციო მიღწევა.

სასელექციო მიღწევის ავტორის უფლება და მოვალეობა – სასელექციო მიღწევის ავტორს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ მიღწევის დასახელება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სასელექციო მიღწევაზე კანონით გათვალისწინებული ნორმების მოთხოვნებს და მოწონებული უნდა იყოს სასელექციო მიღწევის გამოცდისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის მიერ.

სასელექციო მიღწევის დაცვა – სასელექციო მიღწევის სამართლებრივი დაცვა ხორციელდება სპეციალური კანონის საშუალებით და მასზე გაიცემა მოწმობა, რომელიც ადასტურებს მოწმობის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს სასელექციო მიღწევის გამოყენებაზე.

სასერტიფიკაციო ნიშანი – რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი სახეობა, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ ფირმებსა და საწარმოებს, თუკი ისინი დაიცავენ საქონლისა და/ან მომსახურების გარკვეულ პირობებს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. მფლობელი ვალდებულია ამოწმოს პირობების დაცვა. სასერტიფიკაციო ნიშნის დანიშნულება ძირითადად წარმოადგენს არა იმდენად საწარმოს იდენტიფიკაციას, არამედ ამ საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის დამახასიათებელ თვისებებზე, ხარისხზე, დამზადების ხერხზე, წარმოშობის ადგილზე (რეგიონის, ქვეყნის მიხედვით. მაგ. კოლუმბიის ყავა) მინიშნებას, ზოგიერთ ქვეყანაში სასერტიფიკაციო ნიშნის მაგივრად შემოღებულ იქნა სტანდარტიზაციის ნიშანი. ძირითადი განსხვავება კოლექტიურ ნიშანსა და სასერტიფიკაციო ნიშანს შორის არის ის, რომ კოლექტიური ნიშნის გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამა თუ იმ საწარმოს, გაერთიანების წევრები არიან, ხოლო სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება კი შეუძლია ნებისმიერ საწარმოს, რომელიც აკმაყოფილებს. სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს. იხ. აგრეთვე შესაბამისობის ნიშანი.

სასცენო ხელშეკრულება – საავტორო ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, რომელიც იდება ლიტერატურული ნაწარმოების სცენარის ავტორსა და პროდიუსერს (კინოსტუდიას ან სხვა პირს) შორის, ამ ნაწარმოების აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში გამოყენების მიზნით.

სასცენო მეტყველება – თეატრში, ესტრადაზე, სცენური სახის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, როგორსაც წარმოადგენს სასპექტაკლო მეტყველება და მხატვრული კითხვა.

სასცენო ნაწარმოები – საავტორო უფლების ობიექტი, როგორსაც წარმოადგენს დრამატული და მუსიკალურ-დრამატული, ქორეოგრაფიის, პანტომიმისა და სხვა ნაწარმოებები.

სატელევიზიო ხელოვნება – მხატვრული შემოქმედების სახეობათა შერწყმა, განპირობებული ტელევიზიის სპეციფიკით. ამგვარი ნაწარმოები.

სატელეფონო მომსახურება – ზოგიერთ ქვეყანაში არსებული სატელეფონო მომსახურების სფერო, რომელიც რეკლამას უწევს სხვადასხვა საქონელს და მომსახურებას, როგორიცაა, მაგ., ლინქლაინი (Linkline) ინგლისში.

სატელიტი – თანამგზავრი.

სატირა – სინამდვილის ასახვა, უარყოფითი საზოგადოებრივი მოვლენების დაუზოგავი დაცინვა, გაკიცხვა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. სატიტულო ფურცელი – იხ. ტიტული.

საუკეთესო გამოცემა – აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ საუკეთესოდ მიჩნეული გამოცემა, რომელიც მისი დეპონირების თარიღამდე გამოქვეყნებულია აშშ-ში.

საურავი – საჯარიმო გადასახადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან კანონით დაწესებული ვალდებულების შეუსრულებისათვის. საურავი პატენტზე – იხ. პატენტის აღდგენა.

საფასური – სამრეწველო საკუთრების ობიექტზე განაცხადის წარდგენისათვის, ექსპერტიზისათვის, ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებისათვის, დამცავი დოკუმენტის გაცემისათვის, პატენტის ყოველწლიური ან მოწმობის რეგისტრაციის გაგრძელებისათვის, აგრეთვე სხვა ქმედებებისათვის კანონით გათვალისწინებული გადასახადი, რომელსაც იხდის განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი, რათა მოიპოვოს ან შეინარჩუნოს ინტელექტუალური საკუთრების ამა თუ იმ ობიექტზე განსაკუთრებული უფლებები.

საფირმო აღნიშვნა – იხ. საფირმო სახელწოდება.

საფირმო სახელწოდება (ფირმა) – საფირმო სახელწოდება არის სახელი, რომლითაც საქმიანობს საწარმო და გამოიყენება მათი იდენტიფიკაციისა და ინდივიდუალიზაციისათვის. იგი წარმოადგენს სამრეწველო საკუთრების ობიექტს. ს. ს. არის საწარმოს ისეთი ფასეული კუთვნილება, რომელსაც იგი განასახიერებს და რომლითაც საქმიანობს. გარდა ამისა წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს მომხმარებლისათვის. ს. ს. შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ნიშანში, რეკლამაში, ოფიციალურ ბლანკებზე, პროსპექტებზე და ა. შ. იურიდიულ პირს განსაკუთრებული უფლება აქვს საკუთარ საფირმო სახელწოდებაზე, თუ ეს სახელწოდება რეგისტრირებულია მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად.

საფირმო სახელწოდების გასხვისება – ს. ს. გ. შეიძლება მხოლოდ საწარმოსთან ერთად. საფირმო სახელწოდების მფლობელს შეუძლია სახელწოდების გამოყენების გადაცემა სხვა პირზე ლიცენზიის გადაცემის საფუძველზე (მაგ. საწარმოს ნაწილობრივ გაყიდვის, ჩუქების, იჯარით გადაცემის დროს), ოღონდ სალიცენზიო ხელშეკრულებაში ნათლად უნდა იყოს განპირობებული ფარგლები, რომლებიც გამორიცხავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

საფირმო სახელწოდების დაცვა – საფირმო სახელწოდების დაცვის კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყნებში საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ისინი რეგულირდება სპეციალური კანონებით საფირმო სახელწოდებათა შესახებ, ანდა სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის მდგომარეობით, რაც აწესრიგებს ფირმების საქმიანობას სასაქონლო ნიშნების დაცვასთან და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ იურიდიული ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბევრ ქვეყანაში შემუშავებულია საფირმო სახელწოდებათა რეგისტრაციის სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ტერიტორიულ-მომცველობითი ფარგლებით, ასევე რეგისტრაციის სამართლებრივი ფორმით. საფირმო სახელწოდების უკანონო გამოყენებისაგან დაცვის არსებით მომენტს წარმოადგენს წარმოების მიერ საფირმო სახელწოდების პარალელური არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილება, თუ იგი წარმოების დასახელების იდენტურია, ან მისგან ძნელად გასარჩევი. საქართველოში საფირმო სახელწოდების დაცვა რეგულირდება კანონით მეწარმეთა შესახებ. საფირმო მარკა – იხ. საფირმო ნიშანი.

საფირმო ნიშანი – ნიშანი, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ საქონლის წარმოება (დამზადება) ან მომსახურების შეთავაზება წარმოებს იმ ფირმის მიერ, რომელსაც ეკუთვნის ეს ნიშანი. ს. ნ. უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნავს საფირმო სახელწოდებას, ინიციალებს ან მონოგრამას. იხ. სასაქონლო ნიშანი.

საფირმო სავაჭრო წერტი – საცალო ვაჭრობის პუნქტი. მაგალითად, ბენზინის გასამართი სადგური, სადაც იყიდება მხოლოდ ერთი ფირმის საქონელი.

საქართველოს საპატენტო საკანონმდებლო აქტები – გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნების შესახებ, შესაბამისი კანონების მიღებამდე მოქმედი დებულებები, რომლებიც ძალაში შევიდა 1992 წლის 1 მაისიდან. ამ თარიღიდან იწყება საქართველოს დამოუკიდებელ საპატენტო სისტემაზე გადასვლა.

საქარხნო ნიშანი – იხ. სასაქონლო ნიშანი.

საქმიანი ფორმატის ფრენშაიზინგი – ზოგადი კატეგორიის ფრენშაიზინგი. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია ფრენშაიზინგის ისეთი სახეები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდნენ ფრენშაიზინგის შედგენილობით, გაცემული ლიცენზიის შინაარსითა და ფარგლებით, ხანგრძლივი ურთიერთობებით, ფრენშაიზინგის არსზე, შესრულებაზე და ხარისხზე კონტროლით, რომელსაც ასრულებს მისი მფლობელი. ს. ფ. ფ. განსხვავდება ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობებით ფრენშაიზინგის მფლობელსა და მომხმარებელს შორის, რომელშიც შედის არა მარტო საქონელი, მომსახურება და სასაქონლო ნიშანი, არამედ თავად საქმიანი ფორმატი მთლიანად – გასაღების ს/ტრატეგია და გეგმა, ექსპლუატაციის ინსტრუქცია და სტანდარტები, ხარისხის კონტროლი და უწყვეტი ორმხრივი კავშირები.

საქმიანი ფორმატის ფრენშაიზინგის სახეები – იხ. ფრენშაიზინგის სახეები.

საქმიანი წარმოება – ნამდვილი და არაფიქტიური სამრეწველო ან სავაჭრო წარმოება.

საქონელბრუნვა – საქონლის მიმოქცევა, კვლავწარმოების პროცესის სტადია – წარმოების სფეროდან მოხმარების სფერომდე.

საქონელი – ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ნებისმიერი მატერიალური და არამატერიალური საგანი, რომელიც სასარგებლოა და სხვა საგანზე გასაცვლელადაა დამზადებული. პროდუქცია.

საქონელმცოდნეობა – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საქონლის სახმარ ღირებულებას, შენახვის პირობებს, სტანდარტიზაციას და ახორციელებს სახმარ ღირებულებათა მეცნიერულ კლასიფიკაციას.

საქონელმწარმოებელი – ქვეყანა ან ცალკეული პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის წარმოებას.

საქონლის ადგილწარმოშობა – გეოგრაფიული ადგილი საიდანაც არის წარმოებული საქონელი და რომლის თვისებებიც უკავშირდება ან უშუალოდაა განპირობებული ამ ადგილმდებარეობით ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორების ჩათვლით. იხ. ადგილწარმოშობის დასახელება.

საქონლის გადაბმა – საქონლის რეალიზაციის (გასაღების) მეთოდი, როდესაც მომხმარებელთა მიზიდვის მიზნით, შედარებით უფრო ძვირ საქონელს საჩუქრად მოჰყვება უფრო იაფი საქონელი. მაგალითად, მუსიკალური ცენტრის მყიდველს უფასოდ ეძლევა რამდენიმე აუდიოკასეტა.

საქონლის გაყალბება – ფალსიფიკაცია, ანგარების მიზნით საქონლის ხარისხის გაუარესება მისი გარეგნული სახის შეუცვლელად.

საქონლის გაყიდვა დანაკლისით – ორგანიზაციის მიერ საქონლის ან მომსახურების გაყიდვა დანაკლისით, რათა მიიზიდოს მომხმარებელი. იხ. დემპინგი.

საქონლის ერთგვაროვნება – იხ. ერთგვაროვანი საქონელი.

საქონლის თავზე მოხვევა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახე, როდესაც გამოიყენება საქონლის გასაღების ისეთი მეთოდები, რომლებიც ხაზს უსვამს ნაწარმის სავარაუდო უპირატესობას, მისი დასახელების გამეორებას, რითაც ცდილობს თავზე მოახვიოს მომხმარებელს იგი უხეში, ძალისმიერი მეთოდებით.

საქონლის მიწოდება – საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა, რეალიზაციის, გაცვლის, უსასყიდლოდ გადაცემის, ხელფასის ნატურალური ფორმით ანაზღაურების ჩათვლით, ყველა სახის გადახდა ნატურით, აგრეთვე დაგირავებული საქონლის გადაცემა გირაოს მიმღების საკუთრებაში.

საქონლის მწარმოებელი ქვეყანა – ქვეყანა, სადაც განხორციელდა საქონლის წარმოება. საქონლის მწარმოებლად ითვლება აგრეთვე ქვეყანა, სადაც მოხდა საქონლის გამოშვება. მაგ., კომპიუტერ Qompaq-ის მწარმოებელი შეიძლება იყოს აზიის რომელიმე ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ხდება მხოლოდ მზა დეტალებისაგან აწყობა. იხ. საქონელმწარმოებელი.

საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაცია – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის – ისმო-ს მიერ ქ. ნიცაში მიღებული საქონლისა და მომსახურების კლასიფიკაცია, რომელიც გამოიყენება სასაქონლო და მომსახურების ნიშნების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დროს.

საქპატენტი – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, რომლის უფლება – მოვალეობაში შედის გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე, სასაქონლო ნიშანზე და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტებზე განაცხადის მიღება, მათზე ექსპერტიზის ჩატარება, რეგისტრირება, პატენტებისა დღა მოწმობების გაცემა და სხვ.

საყოველთაო შეტყობინება – ნებისმიერი საშუალებებით ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, გიდეოგრამის, სხვადასხვა ინფორმაციის ადამიანის აღქმამდე დაყვანა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ს. შ. უფრო ფართო ცნებაა ვიდრე გამოქვეყნება, რადგან იგი შეიცავს აგრეთვე საჯარო შესრულებას რადიოსა და ტელეგადაცემების საშუალებით და სხვ.

საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი – ამ ტერმინით მკაცრი განმარტება არ არსებობს. გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარებაზე, იღებს ქვეყნის კომპეტენტური ორგანო. სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს საყოველთაოდ ცნობილი რომელიმე ქვეყანაში გამოყენების გარეშე. მაგ.. რეკლამირების წყალობით. პარიზის კონვენციის 6-bis მუხლი ავალდებულებს კონვენციის მონაწილე ქვეყნებს, უარი თქვან რეგისტრაციაზე, ან გააუქმონ რეგისტრაცია და აკრძალონ ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელიც შეიძლება კონფლიქტში აღმოჩნდეს სხვა, ამ ქვეყნებისათვის უკვე საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშანთან.

საშუალო ფასი – საშუალო ფასი საქონლის გამყიდველისა და მყიდველის ფასს შორის. შუალედური ფასი.

საცალო რეკლამა – იხ. ადგილობრივი რეკლამა.

საცალო ფასი – საქონლის ან მომსახურების ფულადი ღირებულება, რომელიც შედგება საბითუმო ფასის, მმართველობის, მარკეტინგის, წარმოების დანახარჯებისა და მოგების ჯ-ამისაგან.

საცდელი წარმოება – ახალი ნაწარმის მცირე რაოდენობით გამოშვება. ს. წ-ის მიზანია მომხმარებლის რეაქციის გამოკვლევა შესაბამისი კორექტირების შესატანად.

საცეკვაო მინიატურა – იხ. საესტრადო ცეკვა.

საცილო გარიგება – გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუკი ნების გამოვლენა მოხდა: არსებითი შეცდომის, მოტყუების ან იძულების საფუძველზე.

საცნობარო ლიტერატურა – ბეჭდვითი ნაწარმოებები, რომელთა დანიშნულებაა მრავალმხრივი ცნობის მიწოდება, რაც განსაზტღვრავს მის სტრუქტურასა და ფორმას. მაგ., ენციკლოპედია, ლექსიკონი და ა. შ. იხ. შედგენილი ნაწარმოები.

საწარმო – პირთა და ქონების ორგანიზაციულ-ეკონომიკური ერთიანობა, რომლითაც ხორციელდება საწარმოო საქმიანობა. საწარმოს მიეკუთვნება მატერიალური და არამატერიალური ფასეულობა, საწარმოო საიდუმლოება, ფაქტობრივი ურთიერთობები და სხვ.

საწარმოო დანიშნულების საქონელი – საქონელი, რომელიც გამოიყენება სხვა საქონლის საწარმოებლად და არა მომხმარებლის მიერ შესასყიდად. ასეთ საქონელს ეკუთვნის მანქანები და მოწყობილობები, საწარმოო შენობები და ნედლეული.

საწარმოო-კომერციული საიდუმლოება – იხ. ნოუ-ჰაუ.

საწარმოო ნიშანი – იხ. სასაქონლო ნიშანი.

საწარმოს დასახელება – დასახელება, რომლითაც ეწევა საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას. იხ. საფირმო სახელწოდება.

საწინდარი – იხ. გარანტია.

სახალხო-სამეურნეო საქმიანობის მონაწილე – საწარმო, ორგანიზაცია, კონცერნი, ასოციაცია, სააქციო საზოგადოება და სხვ., მათი საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარების მიუხედავად, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას.

სახარვეზო მასალა – ლითონის, პლასტმასის ან ხის ძელაკები ან ფირფიტები, რომლებსაც იყენებენ სასტამბო ანაწყობში სიტყვების, სტრიქონების და სხვ. შორის შუალედების (ხარვეზების) შესაქმნელად.

სახელის უფლება – ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ავტორის პირადი არაქონებრივი უფლება. იგი დაიცვება უვადოდ და მემკვიდრეობით არ გადადის. ნაწარმოების ეგზემპლარზე ან მისი ყოველი გამოყენებისას ავტორს აქვს აგრეთვე ნამდვილი სახელის ნაცვლად ფსევდონიმის მითითების, ან ასეთ მითითებაზე მოთხოვნის ან უარის თქმის უფლება.

სახელმძღვანელო – სასწავლო ლიტერატურის ძირითადი და წამყვანი სახე. წიგნი, რომელშიც მოცემულია რომელიმე დარგში სისტემური ცოდნის საფუძვლები მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევათა დონეზე და გან კუთვნილია სწავლებისათვის.

სახელმწიფო გერბი – იხ. გერბი.

სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება – იხ. საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება.

სახელმწიფო დაკვეთით ობიექტის შექმნა – გამოგონება, სამრეწველო ნიმუში. სასარგებლო მოდელი შექმნილი სახელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების პროცესში. მათზე პატენტის მიღების უფლება განისაზღვრება დაკვეთის ან ხელშეკრულების პირობით.

სახელმწიფო საიდუმლოება – ინფორმაციის ისეთი სახე, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას.

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ისეთ ცნობებს, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ „საქართველოს კანონი საიდუმლოების შესახებ“ თანახმად.

სახელმწიფო საპატენტო ფონდი – იხ. ეროვნული საპატენტო ფონდი

სახელმწიფო სიმბოლოები და ნიშნები – სახელმწიფოს, საერთაშორისო ან სამთავრობათშორისო ორგანიზაციების სიმბოლოები და ნიშნებია: დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოსა და ორგანიზაციების სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები. ამგვარ ნაწარმოებებზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა დაახელებულ ნაწარმოებზე გამოყენებულია სხვისი სახელი, მაშინ შესაძლებელია ავტორის სახელის უფლების დაცვა. ეს სიმბოლოები და ნიშნები არ წარმოადგენენ აგრეთვე, არც სამრეწველო საკუთრების ობიექტებს და სასაქონლო ნიშნად მათი რეგისტრაცია დაუშვებელია.

სახელმწიფო სტანდარტი – იხ. სტანდარტი.

სახელმწიფოთა განმასხვავებელი ნიშნები – იხ. სახელმწიფო სიმბოლოები და ნიშნები.

სახვითი ხელოვნება – ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ფოტოხელოვნება. ს. ხ. მხატვრულ სახეებს ქმნის ხელშესახები ფორმით, რომელშიც ობიექტური სინამდვილე და საგნობრივი სახე ამოცნობადია.

სახვითი ხელოვნების ნაწარმოები – საავტორო უფლების ერთ-ერთი ობიექტი, როგორსაც წარმოადგენენ: სკულპტურის, ფერწერის, გრაფიკის ლითოგრაფიის, ხუროთმოძღვრების ორი ან სამგანზომილებიანი ნაწარმოებები.

სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორის უფლებები – სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორს აქვს დაშვების და მიდევნების უფლება.

საჯარო გადაცემა – გადაცემა საყოველთაო გაცნობის მიზნით – ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემების გამოსახულებისა და/ ან ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებებით, ისე, რომ გადაცემის გამოსახულება და/ან ხმა შეიძლება აღქმულ იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, ადგილზე (ადგილებზე), რომელთა დაშორება გადაცემის ადგილიდან ისეთია,რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მითითებულ ადგილზე (ადგილებზე). იხ. კაბელით გადაცემა.

საჯარო გადაცემის უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებული უფლება განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა საყოველთაო გაცნობისათვის ეთერში ან კაბელით გადაცემის ჩათვლით.

საჯარო გამოყენება – გამოყენება ითვლება საჯაროდ, თუ სამრეწველო საკუთრების ობიექტი გამოიყენებოდა თუნდაც ერთი პირის მიერ და იგი არ იყო ვალდებული ან არ ისახავდა მიზნად შეენახა ინფორმაცია ამ გამოყენების შესახებ საიდუმლოდ.

საჯარო გაქირავება – ორიგინალზე ან ნაწარმოების ეგზემპლარზე მფლობელის უფლების გადაცემა განსაზღვრული ვადით მოგების მიღების მიზნის გარეშე, განხორციელებული იმ ორგანიზაციათა მიერ, რომელთა საქმიანობა მიმართულია საზოგადოებისათვის მომსახურების გაწევისაკენ, მაგ. როგორიცაა ბიბლიოთეკები და არქივები.

საჯარო გაქირავებით გავრცელების უფლება – იხ. გაქირავებით გავრცელების უფლება.

საჯარო (მასობრივი) ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელსაც განსაზღვრული ადრესატი არა ჰყავს და განკუთვნილია ყველასათვის. სამართალი – იურიდიული ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო პირებს შორის ურთიერთობებს.

საჯარო შესრულება – ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, გიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემების წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის საშუალებით ან სხვა სახით, როგორც უშუალოდ (ცოცხალი შესრულება), ასევე ნებისმიერი მაუწყებლობისა და პროცესების მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც შესრულება შეიძლება აღქმული იქნეს საჯარო გადაცემის განხორციელების აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შემსრულებლის ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო შესრულებად ითვლება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების გამოსახულებათა დემონსტრირება მათი თანამიმდევრობით (ხმის თანხლებით). კანონმდებლობით დაშვებულია მართლზომიერად გამოქვეყნებულ მუსიკალურ ნაწარმოებთა საჯარო შესრულება ოფიციალურ, სამგლოვიარო და რელიგიური ცერემონიების დროს ავტორის და საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, იმ მოცულობით, რასაც ამართლებს ასეთი ცერემონიის ხასიათი.

საჯარო შესრულების უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებული უფლება განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო შესრულება.

საჯარო ჩვენება – ორიგინალის ან ნაწარმოების ეგზემპლარის, შესრულების, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნებისმიერი დემონსტრირება უშუალოდ ან ეკრანზე, ფირის, სლაიდის, კადრის მეშვეობით ან სხვაგვარად ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო ჩვენება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის განხორციელების აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო ჩვენება არის აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეულ გამოსახულებათა დემონსტრირება მათი თანამიმდევრობის დაუცველად.

საჯარო ჩვენების უფლება – ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის განსაკუთრებული უფლება განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო ჩვენება.

საჯარო წაკითხვა – იხ. საჯარო შესრულება.

სედილი – დიაკრიტიკული ნიშანი (მაგ., C), რომელიც დაისმება ასოს ქვევით, ამ ასოს სხვაგვარად წარმოთქმისათვის.

სელექცია – 1. მეცნიერული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მცენარეთა ჯიშების გაუმჯობესების ან ახალი ჯიშების გამოყვანის მეთოდებს. 2. ცხოველთა, მცენარეთა და მიკროორგანიზმთა შტამების ჯიშების გაუმჯობესება ან ახალი ჯიშების გამოყვანა ხელოვნური შერჩევითა და შეჯვარებით.

სემატოგრაფია – წერილზე ნიშნების ან სიმბოლოების გამოყენება ასოების მაგივრად.

სენტენცია – დამრიგებლური შინაარსის მოკლე შეგონება. ს. დამახასიათებელია დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი და იგავ-არაკული ხასიათის ნაწარმოებისათვის.

სერენადა – 1. მუსიკალური ნაწარმოების სახე; კამერულ-ვოგალური მუსიკის ჟანრი. 2. ქალისადმი მიძღვნილი სატრფიალო სიმღერა.

სერვისი – იხ. მომსახურება.

სერვიტუტი – სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლება.

სერია – 1. ერთგვაროვანი საგნების რიგი, ჯგუფი; საერთო ნიშანთვისებათა მქონე, საგნების,. მოვლენების, მოქმედებათა რიგი. 2. სტანდარტის მიხედვით დამზადებული საგნების, დეტალების რიგი. 3. წყება. ასოების ისეთ მწკრივთა ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ფუძით. მაგ. ფარმაცევტიულ სფეროში "-მიცინი", "-ციკლინი" და ა. შ. სიტყვიერ სასაქონლო ნიშნად შესაძლებელია ისეთი საერთო ფუძიანი სიტყვების რეგისტრაცია, როდესაც ამ საერთო ფუძის შემცველი სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ერთი და იმავე მფლობელს ეკუთვნის. იხ. აგრეთვე ფორმანტი.

სერიული მუსიკა – მუსიკა, რომელიც დაწერილია სერიული ტექნიკის კომპოზიციის გამოყენებით.

სერტიფიკატი – საბუთი, რომელიც ახლავს საქონელს და რომელშიც აღნიშნულია საქონლის ხარისხი, ფასი და სხვ. იხ. შესაბამისობის სერტიფიკატი.

სერტიფიკაცია – იხ. პროდუქციის სერტიფიკაცია.

სერტიფიკაციული ნიშანი – იხ. სასერტიფიკაციო ნიშანი.

სერტიფიკაციის ორგანო – საწარმო, ორგანიზაცია ან დაწესებულება, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს სერტიფიკაცია და გასცეს სერტიფიკატი.

სერტიფიკაციის სისტემა – სისტემა, რომელსაც აქვს სერტიფიკაციის ჩასატარებლად საჭირო საშუალებები, აგრეთვე პროცედურისა და მართვის წესები.

სერტიფიცირებული საქონელი – საქონლის მარაგი, რომელიც შემოწმდა და ცნობილ იქნა ვარგისიანად.

სვინაქსარი – კრებანი. ღვთისმსახურებაში გამოყენებული სახარება სამოციქულოზე დართული სარჩევი ანუ კალენდარი, რომელიც შეიცავს წმინდანების სახელებს, მათი ხსენების დღეების რიგის მიხედვით.

სი – კომპიუტერული პროგრამირების ენა. ს-ს ენაზე დაწერილი პროგრამები უფრო ჩქარა სრულდება ვიდრე ზოგიერთ სხვა (მაგ.. ბეისიკის) ენაზე დაწერილი პროგრამები.

სიახლე – სამრეწველო საკუთრების ობიექტის დაცვითუნარიანობის კრიტერიუმი. გამოგონების სიახლედ ითვლება ის, რაც არ არის ცნობილი ტექნიკის არსებული დონისათვის. სასაქონლო ნიშანი ჩაითვლება ახლად, თუ იგი არ არის იდენტური ადრე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის.

სიახლეზე ექსპერტიზა – იხ. არსობრივი ექსპერტიზა.

სიახლის ათვლის დრო – პარიზის კონვენციის თანახმად, სიახლის კრიტერიუმების გათვალისწინება ხდება დროის გარკვეულ მომენტთან მიმართებაში. როგორც წესი, დროის ამ მომენტს წარმოადგენს განაცხადის შეტანის, წარდგენის თარიღი. მნიშვნელობა არა აქვს იმას, რეგისტრაციის მომენტისათვის ეს კრიტერიუმები არსებობენ თუ არა.

სიახლის დადგენა – სიახლე დგინდება მოძიებულ ანალოგთან განცხადებული გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის არსებითი ნიშნების შემოწმების შედეგად. თუ დადგინდა, რომ არსებითი ნიშნების ერთობლიობა იდენტური ან ეკვივალენტურია ანალოგის არსებითი ნიშნების, მაშინ განცხადებულ ობიექტს სიახლე არ გააჩნია და მასზე პატენტი არ გაიცემა. სამრეწველო საკუთრების ობიექტის სიახლის დადგენისას მხედველობაში მიიღება (მათი უფრო ადრინდელი პრიორიტეტის პირობით) საქპატენტში მათზე შეტანილი ყველა განაცხადი, აგრეთვე საქართველოში დაპატენტებული ყველა ობიექტი. ინფორმაცია, რომლითაც დგინდება სიახლე იყოფა სამ ჯგუფად: ბეჭდვითი პუბლიკაციები, ინფორმაცია გამოყენების შესახებ და სხვა სახის გამოქვეყნება. სიახლის დადგენის კრიტერიუმებია: აბსოლუტური სიახლე და შედარებითი სიახლე.

სიგელი – დამსახურების, მინიჭების ან აღიარებისათვის გაცემული დოკუმენტის ნაირსახეობა (მაგ., პატენტი, მოწმობა და სხვ.).

სიგნალების გავრცელება – ქმედება, რომლის საშუალებითაც გამავრცელებელი ორგანო გადასცემს მეორად სიგნალებს ფართო საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის.

სიგნალი – ნიშანი, ფიზიკური პროცესი ან მოვლენა, რომელიც იძლევა ინფორმაციას რაიმე მოვლენის, ობიექტის მდგომარეობის ანდა მართვის, ბრძანების, შეტყობინების გადაცემის შესახებ და ა. შ.

სიგნატურა – 1. თაბახის რიგითი ნომერი, რომელიც მიწერილია ყოველი თაბახის პირველი სვეტის ქვედა მარცხენა კუთხესა და თაბახის მესამე სვეტში ვარსკვლავითურთ. 2. ლიტერის სწორი მდგომარეობის სტრიქონში გა კონტროლებისათვის სპეციალური ჩაღრმავება მის ქვედა ნაწილში.

სივრცითი ნაწარმოები – იხ. მოცულობით-სივრცითი ნაწარმოები.

სივრცითი ხელოვნება – მეცნიერება, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, სახვით ხელოვნებას, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას, დიზაინს.

სილაბური დამწერლობა – სისტემა სადაც გრაფიკული ნიშანი აღნიშნავს არა მთელ სიტყვას, არამედ გარკვეულ ბგერათა თანმიმდევრობას (მარცვალს).

სიმბოლო – საგანი, მოქმედება და სხვ, რომელიც რაიმე ცნების, იდეის პირობით ნიშანს წარმოადგენს. სიმბოლოების (მზის სიმბოლო – წრე, მთის სიმბოლო – სამკუთხედი და სხვ.) გამოყენება შეიძლება სასაქონლო ნიშნად.

სიმბოლოებზე ავტორობის უფლება – იხ. ოფიციალურ დოკუმენტის პროექტზე ავტორობის უფლება.

სიმფონია – 1. დიდი მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის. 2. რაიმე ნაწარმოების ტექსტში გამოყენებულ სიტყვათა სრული სია; კონკორდანსი.

სიმფონიეტა – მცირე სიმფონია.

სიმფონისტი – სიმფონიური ნაწარმოების შემქმნელი, ავტორი.

სიმფონიური მუსიკა – სიმფონიური ორკესტრისათვის განკუთვნილი მუსიკა.

სიმღერა – ვოკა ლური მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმა, პოეტური ნაწარმოების სახე.

სინონიმი – სიტყვა, რომელიც მნიშვნელობით სხვა სიტყვას ემთხვევა ან ძალიან უახლოვდება, ბგერითი შემადგენლობით კი განსხვავდება მისგან.

სინონიმია – სხვადასხვა სიტყვის მსგავსება მნიშვნელობის მიხედვით.

სინტაგმა – ორი ან მეტი ერთეულის შეხამება მეტყველების ნაკადში. მაგ. სახლ-კარი,: სახლ-მმართველობა. სასაქონლო ნიშნად შესაძლებელია სინტაგმის გამოყენება.

სინქრონიზაცია – ზეპირი მეტყველებისა და სხვა ხმოვანი ეფექტების დამატება აუდიოვიზუალურ ჩანაწერზე (დუბლირება), რომელიც განხორციელებულია ისე, რომ ტუჩების შესაბამისი მოძრაობა და ეკრანზე მომხდარი სხვა ქმედებები აბსოლუტურად სინქრონულია (ემთხვევიან ერთმანეთს). სინქრონიზაციის ნაირსახეობას წარმოადგენს აუდიოვიზუალური ნაწარმოების თარგმნის შესრულება არა შემსრულებლის, არამედ სხვა პირის მიერ.

სინჯი – 1. დალი, რომელიც დასმულია ოქროს, ვერცხლის და პლატინის ნაწარმზე. იგი მიანიშნებს ნაწარმის მწარმოებელზე, დაღის დამსმელზე, ლითონის ხარისხზე და დასმის თარიღზე. 2. ლითონის სისუფთავის ან მასში შემავალი მინარევების განმსაზღვრელი ქიმიური ანალიზი, სიტყვაწარმოება – სიტყვისაგან ან სიტყვის ფუძისაგან ახალი სიტყვის შექმნა აფიქსის მეშვეობით ან სხვა გრამატიკული საშუალების გამოყენებით (მაგ. ლურჯი – ლურჯა; გუშინ – გუშინდელი). დერივაცია.

სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი – სასაქონლო ნიშნის სახე, ასოებითა და ასოთა კომბინაციებით ხელოვნურად ან ფანტაზიურად შექმნილი სიტყვები, რომლებიც აზრობრივი დატვირთვის მქონეა. მაგ. "სამტრესტი" – საქართველოს მეღვინეობის ტრესტი. ხელოვნურად შექმნილი სიტყვები ხშირად გამოიყენება ახალი ნივთიერებების, პრეპარატების, ხელსაწყოების, მასალების აღნიშვნისათვის.

სიტყვით გამოსვლა – ყველანაირი საჯარო გამოსვლა, მომზადებული წერილობით ან წარმოთქმული ექსპრომტად.

სიუიტა – 1. გადამუშავებული ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც მუსიკალური ნაწარმოები შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი, მაგრამ საერთო იდეურ-პოეტური ჩანაფიქრით დაკავშირებული ნაწილისაგან, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ტემპით, ხასიათით და ა. შ. 2. ერთი თემის მქონე რამდენიმე ცეკვისაგან შემდგარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნაწარმოები.

სიუჟეტი – ნაწარმოების ფაბულის მხატვრული დამუშავება, მისი ესთეტიკური ორგანიზაცია და დროსა და სივრცეში გაშლა.

სიცხადე – ტექნიკის არსებული დონის სიაშკარავე ტექნიკის მოცემული დარგის სპეციალისტისათვის.

სკერცო – სახუმარო ხასიათის ტექსტზე შექმნილი ერთხმიანი ან მრავალხმიანი ვოკალური პიესის სახელწოდება.

სკეტჩი – სახუმარო შინაარსის მცირე საესტრადო პიესა.

სკულპტურა – იხ. ქანდაკება.

სკულპტურული ნაწარმოები – იხ. სახვითი ხელოვნების ნაწარმოები.

სლაიდი – იხ. დიაპოზიტივი.

სლაიდფილმი – იხ. დიაფილმი.

სლოგანი – სარეკლამო ლოზუნგი, დევიზი. ადვილად აღსაქმელი, ლაკონური და მკაფიოდ ფორმულირებული იდეა.

სონატა – კამერული საკრავიერი მუსიკის ჟანრი. მუსიკალური ნაწარმოები ერთი ან ორი საკრავისათვის, რომელიც ჩვეულებრივ სამი ან ოთხი ნაწილისაგან შედგება.

სონატინა – მცირე ზომის მარტივი სონატა.

სონეტი – თოთხმეტტაეპიანი ლექსი, რომელიც შედგება ორი ოთხტაეპიანი და ორი სამტაეპიანი სტროფისაგან.

ასორტიმენტი – ერთგვაროვან ნაკეთობათა შერჩევა ხარისხის, სახისა და ზომის მიხედვით.

სპექტაკლი – სცენური ხელოვნების ნაწარმოები, რომელსაც ქმნის თეატრალური დასი, დამდგმელი რეჟისორის მეთაურობით.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი – პირი, რომელმაც განახორციელა თეატრალური, საცირკო, თოჯინური, საესტრადო ან სხვა სპექტაკლის (წარმოდგენის) დადგმის ხელმძღვანელობა.

სპეციალური აგენტი – აგენტი, რომელსაც უფლება აქვს შეასრულოს მხოლოდ განსაზღვრული ქმედებანი.

სპეციალური შეთანხმებები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში –- პარიზის კონვენციის მე-19 და ბერნის კონვენციის მე-20 მუხლები მთლიანად ეძღვნება სპეციალურ შეთანხმებებს. ამ მუხლის თანახმად მონაწილე ქვეყნებს უფლება აქვთ ცალ-ცალკე – ერთმანეთს შორის დადონ სამრეწველო საკუთრების დაცვის სპეციალური შეთანხმებები, მაგრამ ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ აღნიშნულ კონვენციებს.

სპონსორის ნიშანი – ამა თუ იმ ნაწარმზე სპონსორის (შემკვეთის) სასაქონლო ნიშანი ან ინიციალები, რომლის გამოყოფილი თანხითაც შესაძლებელი გახდა ამ ნაწარმის შექმნა (დამზადება).

სრული ექსპერტიზა – პატენტუნარიანობის ყველა კრიტერიუმის შემოწმება. საქართველოში სრული ექსპერტიზა ტარდება მევენახეობა-მეღვინეობის, მეჩაიეობის, მეციტრუსეობის საკითხებთან დაკავშირებულ „ტექნოლოგიურ და ტექნიკურ საშუალებებზე, მანგანუმის მოპოვება-გადამუშავების ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ საშუალებებზე.

სრული ლიცენზია – ლიცენზიის სახე, როდესაც ლიცენზიარი მთლიანად გადასცემს ლიცენზიატს გამოყენებაზე განსაკუთრებულ უფლებას პატენტის მოქმედების ვადით. სრული ლიცენზიის გაცემა ლიცენზიარს უკარგავს ანალოგიური პირობებით ამავე პატენტის გამოყენებისა და სხვა პირზე ახალი ლიცენზიების გადაცემის უფლებას.

სრულყოფილი კონკურენცია (ბაზარი) – ბაზარი, სადაც არსებობს იმდენად ბევრი გამყიდველი და მყიდველი, რომ არცერთს არ შეუძლია გავლენა იქონიოს საბაზრო ფასზე.

სტანდარტი – ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც ადგენს სიდიდეთა, ტერმინთა ერთეულებს და მათ განსაზღვრებებს, აგრეთვე მოთხოვნებს პროდუქციის საწარმოო პროცესების, ადამიანთა უსაფრთხოების მიმართ და სხვ. ტიპობრივი ნიმუში რასაც უნდა შეესაბამებოდეს ნაწარმი.

სტანდარტიზაცია – ერთიანი ნორმების, წესების, მახასიათებლების დადგენა ან მათი გამოყენება გარკვეულ სფეროში საქმიანობის მოსაწესრიგებლად.

სტანდარტიზაციის ნიშანი – იხ. სასერტიფიკაციო ნიშანი.

სტანდარტული სიმბოლოები – მიღებული, დადგენილი სიმბოლოები.

სტანდარტული ფასი – საქონლის ან მომსახურების თეორიული ფასი, მოთხოვნილებისა და შეთავაზების წონასწორობის შემთხვევაში.

სტატია – კრებულში, ჟურნალში ან გაზეთში მოთავსებული მცირე მოცულობის პუბლიცისტური ან სამეცნიერო წერილობითი ნაწარმოები.

სტატიების კრებული – იხ. კრებული

სტატიების რეპროგრაფიული კვლავწარმოება – იხ. ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება.

სტატუა – ხელოვნების ნაწარმოები, როგორსაც წარმოადგენს ადამიანის ან ცხოველის ქანდაკება, რომელიც ნატურალური ზომისაა ან უფრო დიდია.

სტატუეტი – მცირე ფორმის, პატარა სტატუა.

სტატუსი – ფიზიკური ან იურიდიული პირის სამართლებრივი მდგომარეობა.

სტატუტი – წესდება, დებულება, რომლითაც განისაზღვრება ცალკეული პირის ან ორგანოს სამართლებრივი უფლებისა და მოვალეობის მდგომარეობა.

სტაფაჟი – პეიზაჟის ამსახველ ნაწარმოებებში ადამიანთა ან ცხოველთა ფიგურები, რომელთაც მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ. ს

სტენოგრაფია – ზეპირი მეტყველების სწრაფად ფიქსირება (ჩაწერა) განსაკუთრებული ნიშნებისა და შემოკლების გამოყენებით.

სტერეოტიპი – 1. ანაწყობის ამ კლიშეს ლითონის ფორმა. რომელსაც იყენებენ დიდტირაჟიანი გამოცემებისათვის. 2 უცვლელად გამეორებული, შაბლონური ნაწარმოები. 3. ტექსტის ფრაგმენტი მრავალჯერადი კოპირებისათვის. მაგ., სტანდარტული სიტყვები ხელშეკრულების დადებისათვის და სხვ.

სტერეოტიპია – მაღალი ბეჭდვის ფორმების (სტერეოტიპების) პირების დამზადების პროცესი. სტერეოტიპული გამოცემა – ბეჭდვითი ნაწარმი შესრულებული სტერეოტიპის საშუალებით.

სტილიზაცია – 1. პირობითი დეკორატიული ხერხების გამოყენება. 2. რომელიმე სტილის ფორმების მიბაძვა.

სტილიზებული შრიფტი “ მხატვრულად გამოსახული ასოები და ციფრები. ს. შ. შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოსახულებით სასაქონლო ნიშანში, სტანდარტული შრიფტების ერთეულების გარდა, რომლებიც სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება.

სტიქარონი – ერთი ან რამდენიმე სტროფისაგან შემდგარი პოეტური საგალობელი, რომელიც ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში სრულდება ფსალმუნის ან სხვა ბიბლიური ტექსტების შემდეგ.

სტიქიური უბედურება – ბუნებრივი, გაუთვალისწინებელი მოვლენა, რაც არ არის გამოწვეული ადამიანის მოქმედებით. მაგ., წყალდიდობა, მიწისძვრა და ა. შ., იხ. აგრეთვე ფორს-მაჟორი.

სტოკჰოლმის კონვენცია – ისმოს დაფუძნების კონვენცია. იხ. ისმო.

სტრასბურგის შეთანხმება – შეთანხმება გამოგონებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ. იხ. გამოგონებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია.

სტრატეგიული დაგეგმვა – 1. პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ფირმის მიზნებისა და რესურსების, მის ცვალებად საბაზრო შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოყვანას. 2. ქვეყნის შესაძლებლობათა შესაბამისი სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზის განვითარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელების აუცილებელი პირობა. ‘

სტრატეგიული საქონელი – ნედლეული, მოწყობილობა, ნოუ-ჰაუ, ტექნოლოგია და ა. შ. რომელთა ექსპორტი კონტროლს ექვემდებარება, იზღუდება ან იკრძალება, რათა ზიანი არ მიადგეს ამ საქონლის მფლობელის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკას.

სტროფი – ლექსში გარკვეული ნიშნებით გაერთიანებული რამდენიმე სტრიქონი (ტაეპი).

სტრუქტურული ნიშნები – არსებითი ნიშნების ჯგუფი. ესენია: მოწყობილობისთვის – კვანძები, დეტალები, ელემენტები; ხერხისთვის – ოპერაციები, ილეთები; ნივთიერებისთვის – ინგრედიენტები, კომპონენტები.

სუბლიცენზია – ქველიცენზია, არაძირითადი ლიცენზია. ლიცენზიის მფლობელის მიერ გაცემული ლიცენზია.

სუბროგაცია – იხ. აბროგაცია.

სუბტიტრი – კინემატოგრაფიული ნაწარმოების წერილობითი ტექსტით უზრუნველყოფა, რომელიც წარმოადგენს ახსნას, დიალოგს ან ზეპირი ტექსტის ჩანაწერს, დედნის ენაზე – მუნჯი ფილმის შემთხვევაში, სხვა ენაზე – თარგმნის შემთხვევაში. სუბტიტრი, ძირითადად, ეკრანის ქვედა ნაწილში იწერება. სუბტიტრებით უზრუნველყოფაზე უფლება წარმოადგენს ფილმის გადამუშავებაზე უფლების შემადგენელ ნაწილს.

სუიტა –- იხ. სიუიტა.

სუნა – მუსლიმანური “წმინდა თქმულება”, რომელიც შედგება მაჰმადის რამდენიმე ათასი მოთხრობისაგან.

სუპერი – 1. რაიმეს ზევით არსებობა. საუკეთესო, უმაღლესი და ა. შ. 2. წიგნის ყდაზე შემოხვეული, მხატვრულად გაფორმებული ქაღალდი.

სურათი –- იხ. ნახატი.

სუროგატი – 1. შემცვლელი, რომელსაც აქვს ზოგიერთი თვისება იმ პროდუქტისა, რომლის შემცვლელსაც იგი წარმოადგენს. 2. ყალბი, ფალსიფიცირებული პროდუქცია.

სუფთა ვადა – ხელშეკრულების მოქმედების სუფთა ვადა; ე. ი. ვადა, ხელშეკრულების დაწყების (ამოქმედების) და დამთავრების დღეების გარეშე.

სუფთა წონა –- იხ. ნეტო.

სუფიქსი –- სიტყვის ბოლოსართი.

სფორცანდო – ცალკეული მუსიკალური ბგერის ან აკორდის უეცარი და მკვეთრი დინამიკური გაძლიერება (აქცენტირება).

სფრაგიდა – ავტორის მიერ მხატვრულ ნაწარმოებში საკუთარი სახელის, გვარის ან ფსევდონომის მოხსენიება.

სქემა – 1, გამარტივებული ნახაზი, რომელიც გამოხატავს რაიმე სისტემას, მოწყობილობას, ნაწილების ურთიერთმიმართებას. 2. რისამე გადმოცემა, აღწერა ზოგადად, ძირითადად ხაზებში. 3. წინასწარი მონახაზი, გეგმა.

სქოლიო – დამატებითი ტექსტი (განმარტება, წყაროზე მითითება, შენიშვნა და ა. შ.), რომელიც მოთავსებულია ძირითადი ტექსტის ქვეშ, გვერდის ბოლოში დ. გამოყოფილია ხაზით. .

სცენა – 1. სათეატრო მოქმედების ადგილი. 2. მხატვრულ ნაწარმოებში წარმოსახული ამბავი, ეპიზოდი.

სცენარი– 1. კინოპიესა რომლის მიხედვით იდგმება ფილმი. 2. თეატრალური პიესის სიუჟეტური სქემა, გეგმა. 3. სიუჟეტის ზუსტი გადმოცემა ცეკვის სხვადასხვა სახეობის, მიმიკური სცენების საშუალებით. იხ. ლიტერატურული სცენარი; ლიბრეტო.

სცენარისტი – სცენარის ავტორი. იხ. აგრეთვე აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორი.

სცენოგრაფია – სპექტაკლის მხატვრული გაფორმება. იხ. აგრეთვე თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება.

სწავლების ჩატარება ფრენშაიზინგის დროს – ფრენშაიზინგის სისტემის ექსპლუატაციისათვის მისმა მიმცემმა უნდა ჩაუტაროს ფრენშაიზის მიმღებს დაწყებითი მოსამზადებელი სწავლება. სწავლება უნდა შეიცავდეს: მომზადება-გასაღებასთან, ტექნოლოგიასთან, რემონტთან, აგრეთვე ზოგად ვაჭრობასთან (საბუღალტრო, საკადრო, საგადასახადო და სხვა საკითხებთან) დაკავშირებულ საკითხებს. სწორად გაფორმებული განაცხადი – “საქპატენტში” შეტანილი ისეთი განაცხადი, რომლის საბუთების გაფორმება და შედგენილობა საკმარისია განაცხადის წარდგენის თარიღის დასადგენად, მიუხედავად იმისა თუ რა ბედი ეწევა მას.

სწრაფი კულტურა – სწრაფად მზარდი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელიც მოიყვანება მცირე პერიოდის განმავლობაში. მაგ, ძირითადი კულტურის დარგვებს შორის ან ძირითადი კულტურის რიგებს შორის.

სხვა ავტორთა ნაწარმოებების დართვის უფლება – ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლება, მისცეს ნებართვა თავის ნაწარმოებზე სხვა ავტორთა ნაწარმოებების დართვისა (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და ს». შ.).

სხვისი მიღწევის არამართლზომიერი გამოყენება – საბაზრო ოპერაციებში მონაწილე კონკურენტის ან სხვა პირის განზრახვა, საკუთარი კომერციული მიზნებისათვის გამოიყენოს სხვა პირის სამრეწველო ან კომერციული მიღწევა, ისე, რომ ორიგინალურ მიღწევაში არა აქვს შეტანილი არსებითი ცვლილება. ს. მ. ა. გ. წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ კონკურენციის აქტს. სხვისი ნაწარმოების სახელწოდების (სათაურის) გამოყენება. – იხ. უვადო საავტორო უფლებები.

სხვისი რეპუტაციის გამოყენება – პარაზიტირების ერთ-ერთი ქმედება, როდესაც არაკეთილსინდისიერად გამოიყენება სხვა სამრეწველო ან კომერციული საწარმოების სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდების რეპუტაცია ან პრესტიჟი.

სხვისი საქონლის ნეგატიურობაზე მითითება – შედარებითი რეკლამის სახე, როდესაც გამოყენებულია მტკიცება – "საკუთარი საქონელი უკეთესია ვიდრე სხვისი საქონელი". იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სხვისი საქონლის კრიტიკა, ადგილი აქვს შესაძლო კონკურენტის დისკრედიტაციას.

სხვისი საქონლის პოზიტიურობაზე მითითება – შედარებითი რეკლამის სახე, როდესაც გამოყენებულია მტკიცება – „საკუთარი საქონელი ისეთივე კარგია, როგორც სხვისი საქონელი“ .• თუ კონკურენტის საქონელი საყოველთაოდ ცნობილია, მაშინ პოზიტიური მითითება წარმოადგენს სხვისი რეპუტაციის მითვისებას. გარკვეულ შემთხვევებში (ფასებთან დაკავშირებით და სხვ.) დასაშვებია ამგვარი შედარებითი რეკლამის გამოყენება.

სანქციები სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზესაომარი – პირი, რომელიც ამზადებს ყალბ სასაქონლო ნიშანს, უკანონოდ იყენებს, ითვისებს ან სარგებლობს სხვისი სასაქონლო ნიშნით, განზრახ შეაქვს სამოქალაქო ბრუნვაში კონტრაფაქციული ან მოტყუების გზით ნიშანდებული საქონელი, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით ამზადებს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იმიტაციას ან იყენებს იმიტირებულ სასაქონლო ნიშანს, სასაქონლო ნიშნის გარეშე უშვებს საქონელს, აგრეთვე იყენებს თავის სასაქონლო ნიშანში ისეთ სიმბოლოებს, რომელთა სასაქონლო ნიშნად რეგისტაცია დაუშვებელია, ისჯება სასაქონლო ნიშნის და/ან ნიშანდებული საქონლის კონფისკაციით, ზიანის ანაზღაურებით, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, ჯარიმით ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელებით. მოქმედებანი – ყოველგვარი შეიარაღებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტთან ან მტრულ დამოკიდებულებასთან და იწვევს ზიანს. ომი ან სხვა საომარი მოქმედებანი წარმოადგენს საპატიო მიზეზს სამრეწველო საკუთრების ობიექტზე განაცხადის ვადასთან, საფასურის გადახდის ვადასთან და სხვა იურიდიულ ქმედებებთან დაკავშირებით.

საოფციო შეთანხმება (ხელშეკრულება) – იხ. ოფცია.

20 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ტ

▲ზევით დაბრუნება


ტაბელი – 1. განსაზღვრული წესით შედგენილი რისამე სია, ცხრილი. 2. დაფა, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჟეტონები; თვით ასეთი ჟეტონი.

ტაბულა – ცხრილი, ნუსხა. ტ. არ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს.

ტავტოგრამა – ლექსი, რომელშიც ყველა სიტყვა ერთი და იმავე ასოთი იწყება.

ტავტოლოგია – ერთი და იმავე ცნების, აზრის ან გრძნობის გამოხატვა, მსჯელობის გამეორება სხვა, აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვებით.

ტარიფი – საქონლის ან მომსახურების ფასების ნებისმიერი ცხრილი, კრებული.

ტაქსა – ნიხრი. ტელე (რადიო) გადაცემა – ნებისმიერი გადაცემა, რომელიც გადის ეთერში. იხ. ეთერში გადაცემა.

ტელე(რადიო)მაუწყებლობა – ხმის და/ან გამოსახულების გადაცემა მანძილზე რადიოტალღების (ელექტრომაგნიტური ტალღები 3000 გეგაჰერცზე უფრო დაბალი სიხშირის) საშუალებით, ფართო საზოგადოებისათვის თავისუფლად მიღებისათვის.

ტელე(რადიო)მაუწყებლობის მიერ ნაწარმოების ჩაწერა – იხ. მოკლევადიანი ჩაწერა საეთერო მაუწყებლობის მიერ.

ტელეტექსი – საერთაშორისო ავტომატური ტელესაკომუნიკაციო კავშირი, რომელიც ემყარება: ისეთ ელექტრონულ საბეჭდ მოწყობილობის გამოყენებას, რომელიც შედგება ტელეტექსადაპტერის, ელ. ტელეფონური კავშირის ან კომპიუტერისაგან. გადაცემის სიჩქარე 30 ჯერ სწრაფია ვიდრე ტელექსით.

ტელეფილმი – იხ. აუდიოვიზუალური ნაწარმოები.

ტელექსი – საერთაშორისო სატელეფონო კავშირისა და ტელექსის (ტელეპრინტერის) საშუალებით წერილობითი ინფორმაციის გადაცემის საშუალება.

ტელ-კელის პრინციპი – პარიზის კონვენციის მე-6 მუხლის პირობა, რომლის ძალითაც ყოველი სასაქონლო ნიშანი, რომელიც რეგისტრირებულია წარმოშობის ქვეყანაში, დაშვებული და რეგისტრირებული უნდა იქნეს სხვა ქვეყანაში უცვლელად – “ისეთი როგორიც არის” (“Telle Quelle"). რეგისტრაციაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ კონვენციით განსაზღვრულ პირობებში, მაგ., თუ ნიშანს არა აქვს განმასხვავებელი ელემენტები; ეწინააღმდეგება მორალისა და საზოგადოების ნორმებს და სხვ.

ტემპერა – 1. საღებავები, რომლებშიც შერეულია კვერცხის გული ან წებოსა და ზეთის ხსნარი. 2. ასეთი საღებავებით შესრულებული ნახატი. საღებავებით ფერწერა.

ტენდენცია – 1 იდეა, დედააზრი, რომელიც საფუძვლად უდევს მხატვრულ ან მეცნიერულ ნაწარმოებს. 2. მისწრაფება, მიდრეკილება რაიმესადმი 3. წინასწარ შემუშავებული, თავს მოხვეული აზრი.

ტერაკოტა – მოუჭიქავი, გამომწვარი თიხისაგან დამზადებული ფერადი კერამიკული ნაკეთობა, რომელსაც მხატვრული და უტილიტარული მნიშვნელობა აქვს.

ტერიტორიული პრინციპი – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება განსაკუთრებული უფლებების დაცვა. დაცვა ვრცელდება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც გასცემს დამცავ დოკუმენტს.

ტერიტორიული ფრენშაიზინგი – ფრენშაიზინგის ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ტერიტორიის ან გეოგრაფიული რეგიონის ათვისება, ერთდროული ან თანამიმდევრული, მთელი რიგი დაწესებულებების, მაღაზიების ან სავაჭრო წერტების შექმნის გზით დროის წინასწარ დათქმულ პერიოდში. ტ. ფ-ის დროს გამოიყენება ხელშეკრულების ორი ორგანიზაცკიული ფორმა: ხელშეკრულება ფრენშაიზინგის განვათარებაზე და ძირითად ფრენშაიზინგზე.

ტერმინთა გლოსარიუმი – იხ. გლოსარიუმი.

ტერცეტი – იგივეა რაც ტრიო. 2. სამსტრიქონიანი სტროფი სონეტში.

ტერცია – 1. მუსიკალური გამის მესამე საფეხური; ინტერვალი პირველსა და მესამე საფეხურს შორის. 2. ერთგვარი სასათაურო შრიფტი.

ტერცინა – ლექსთწყობაში – სამტაეპიანი სტროფი ჯვარედინი რითმით.

ტექნიკის არსებული დონე – ყოველივე ის, რაც ცნობილი გახდა საზოგადოების ფართო წრისათვის წერილობითი ან ზეპირი აღწერის, საჯარო გამოყენების ან სხვა გზით. ტ. ა. დ. განისაზღვრება ყველა სახის იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა პირმა (სამრეწველო საკუთრების ობიექტისათვის, მასზე განაცხადის შეტანის თარიღამდე). ტ. ა. დ. დგინდება შემდეგი საინფორმაციო წყაროებით: გამოგონებათა სრული აღწერილობები, საპატენტო-საინფორმაციო გამოცემები, დარგობრივი საინფორმაციო გამოცემები, წიგნები, სახელმძღვანელოები, კატალოგები, საფირმო პროსპექტები, სტანდარტები, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა ანგარიშები, დეპონირებული ნაშრომები, დისერტაციები, ავტორეფერატები; გამოფენის ექსპონატები, ზეპირი მოხსენებები, ლექციები და ა. შ. ტექნიკის დონისათვის ცნობილი ნივთიერებები და ნარევები შეიძლება მიჩნეულ იქნეს პატენტუნარიანად თუ ისინი გამოიყენება ტექნიკის დონისათვის უცნობი დანიშნულებით. საგამომგონებლო დონის დადგენისას ტექნიკის დონეში არ ჩაითვლება „საქპატენტში“ სამრეწველო საკუთრების ობიექტზე განსახილვევად შეტანილი განაცხადები.

ტექნიკის დარგი – ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული უნდა იყოს გამოგონების არსის გახსნის დროს და გულისხმობს ტექნიკის სპეციალურ დარგს, რომელშიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოგონება (მაგ., ნახევარგამტარების დამზადება, ნახშირწყალბადიანი შენაერთები და სხვ.) და არა სფეროს ფართო გაგებით (მაგ. ელექტრონიკა, ქიმია და სხვ.). თუ ასეთი დარგი რამდენიმეა, მაშინ მიუთითებენ იმ დარგს, რომელსაც ეძლევა უპირატესობა.

ტექნიკის ობიექტები – ობიექტები, რომლებიც გამოიყენება სამეურნეო საქმიანობაში, რომლებსაც პირობითად მიეკუთვნება სამეურნეო საქმიანობის შედეგები (და საშუალებები), რომლებიც წარმოადგენენ: სამრეწველო ნაწარმს (მანქანები, მოწყობილობები, ხელსაწყოები, მასალები და ა. შ.); კაპიტალური მშენებლობის ობიექტებს, სამეცნიერო ტექნიკური ნაწარმს, ტექნოლოგიურ პროცესებს (ქიმიური პროცესების ჩათვლით), ბიოტექნოლოგიურ, სასოფლო-სამეურნეო, სამედიცინო პრეპარატებსა და სხე.

ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორი – დოკუმენტი, რომელიც ადგენს საკლასიფიკაციო ობიექტების ან ჯგუფებისათვის დასახელებებისა და კოდების სისტემატიზებულ ნუსხას.

ტექნიკური ეფექტურობა – მწარმოებლის მიერ, საწარმოო ფაქტორების მინიმალური დანახარჯებით, დამაკმაყოფილებელი ხარისხის პროდუქციის მაქსიმალური მოცულობის წარმოების შესაძლებლობის მაჩვენებელი.

ტექნიკური ინფორმაცია – საპატენტო დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაცია. ტ. ი-ს რამდენიმე ფუნქცია აკისრია: 1. იძლევა კვლევითი მუშაობისათვის აუცილებელ ტექნოლოგიურ ინფორმაციას. 2. ავლენს ალტერნატიულ ტექნოლოგიებს. 3. საპატენტო დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე საშუალებას “იძლევა შეფასდეს კონკრეტული ტექნოლოგიის ძირითაღი მახასიათებლები, რომლებიც აუცილებელია მოცემული ტექნოლოგიის დანერგვის ან ლიცენზირების საკითხის სრულფასოვანი განხილვისათვის. 4. ადგენს თუ რომელი წარმოებები ფუნქციონირებენ ტექნოლოგიის ამა თუ იმ სფეროში. 5. ხელს უწყობს ტექნიკურ პრობლემათა გადაწყვეტას. საპატენტო დოკუმენტაციაში არსებული ტ. ი. უნდა შედგებოდეს ოთხი ელემენტისაგან: ა) ტექნიკური განვითარების არსებული დონის მოკლე აღწერილობა. ბ) გამოგონების დეტალური აღწერილობა. გ) ერთი ან რამდენიმე ნახაზი (ან ქიმიური ფორმულა), რომელიც გამოგონების ხასიათის ილუსტრირების საშუალებას იძლება. დ) გამოგონების არსის ამსახველი ფორმულა.

ტექნიკური პერსონალი – სამუშაოს შესრულებაში ან რაიმე შედეგის მიღებაში მონაწილე პირები რომლებიც არაძირითად, დამხმარე სამუშაოებს ასრულებენ. იხ. დამხმარე პერსონალი.

ტექნიკური პროექტი – დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებიც შეიცავს საბოლოო ტექნიკურ გადაწყვეტას, რომლის საშუალებითაც სრული წარმოდგენა იქმნება შესაქმნელი ნაწარმის მოწყობილობის შესახებ.

ტექნოლოგია – პროდუქციის დამზადების პროცესის სისტემატური ცოდნა. მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობაში მომსახურებათა შეთავაზება იმისდა მიუხედავად, ასახულია თუ არა ეს ცოდნა გამოგონებაში, სასარგებლო მოდელში, სამრეწველო ნიმუშში, მცენარის ჯიშში, დოკუმენტალურად დაფიქსირებულ ტექნიკურ ინფორმაციაში, კონსტრუირების, აწყობის, ტექნიკური მომსახურების, სამრეწველო დანადგარის ექსპლოატაციის, ანდა სამრეწველო საწარმოსა თუ სავაჭრო ობიექტის გაძღოლის სპეციალისტთა კვალიფიკაციასა და გამოცდილებაში. ტექნოლოგია განისაზღვრება, როგორც ცოდნა და იგულისხმება არა ნებისმიერი ცოდნა, არამედ ისეთი, რომელიც სისტემატურია, ანუ ისეთნაირად ორგანიზებული, რომ უზრუნველყოს პრობლემის გადაჭრა და შესაძლებელია: ა) მისი გადაცემა ერთი ადამიანისაგან მეორისათვის. ცოდნა რაიმე სახით უნდა იყოს დაფიქსირებული ზეპირად ან წერილობით და იგი უნდა იყოს გახსნილი, ან ჰქონდეს გახსნის უნარი. ბ) გამოყენება იმ პრობლემების მოგვარებისათვის, რომლებიც წარმოიშობა ადამიანის საქმიანობის შედეგად მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში ან ვაჭრობაში. გამოგონება, სასარგებლო მოდელი და სამრეწველო ნიმუში წარმოადგენს ამა თუ იმ ტექნოლოგიას, აღწერილს და წარმოდგენილს განსაკუთრებული ფორმით ან სახით. ტ-ს, როგორც საქონელს გააჩნია ორგვარი ხასიათი: ინდივიდუალური (მისი შექმნისას) და საზოგადოებრივი (მისი გამოყენებისას).

ტექნოლოგიის გადაცემა – ქვეყნის (საწარმოს) ტექნოლოგიური ბაზის გაძლიერება სხვა ქვეყანაში (საწარმოში) არსებული ტექნოლოგიების შეძენით ან გადმოცემით. დაპატენტების სისტემა ხელს უწყობს ტექნოლოგიის გადაცემას იმ შემთხვევაში, როდესაც გადასაცემ ტექნოლოგიაზე პატენტებია გაცემული.

ტექნოლოგიის შეფასება – იხ. ინფორმაცია ტექნიკის შეფასებაზე.

ტექსტი – 1. წინადადების, სიტყვების თანმიმდევრობა, რომელიც გვაწვდის რაიმე ინფორმაციას. 2. დაწერილი ან დაბეჭდილი ნაწარმოები. 3. თხზულება სურათების, შენიშვნების, კომენტარების და მისთ. გარეშე. 4. სიტყვები, რომლებზედაც დაწერილია მუსიკალური ნაწარმოები.

ტექსტი მუსიკალური ნაწარმოებისათვის – სიმღერის სიტყვიერი ტექსტი, რომელიც შექმნილია მუსიკაზე გადაღებისათვის ან ადრე არსებული მელოდიისათვის. ტექსტი, როგორც ცალკე, ისე მუსიკასთან ერთად წარმოადგენს ნაწარმოებს, რომელიც დაიცვება საავტორო სამართლის ნორმებით.

ტექსტის ადაპტაცია –- იხ. ადაპტაცია.

ტვიფრი – 1 ინიციალების ავტორისეული ნიშანი, ძირითადად ხელოვნების ნიმუშებსა და ძვირფას ნივთებზე. მაგ. ირაკლი ოჩიაურის ნამუშევარზე დასმული ტვიფრი – “ი. ო. 2. პირუკუღმა ამობურცული გამოსახულება ანაბეჭდის მისაღებად. შტამპი.

ტილდა – დიაკრიტიკული ნიშანი (~), რომელიც დაისმება იმ ასოს თავზე სადაც საჭირო იყო ორი თანხმოვნის დაწერა ერთის მაგივრად (მაგ., año ნაცვლად anno).

ტიპიკონი – საეკლესიო წესების კრებული.

ტიპიური შეზღუდვა იმპორტზე – იხ. იმპორტზე ნებართვა.

ტიპოგრაფია – სტამბა. პოლიგრაფიული საწარმო, რომელიც უშვებს ნაბეჭდ პროდუქციას.

ტირადა – პათოსით წარმოთქმული გრძელი ფრაზა, მონოლოგი.

ტირაჟი - ერთი და იმავე გამოცემის ეგზემპლარების საერთო რაოდენობა.

ტიტრი -– წარწერა ფილმის სასათაურო შესავალში და დასკვნით ნაწილში. იხ. აგრეთვე სუბტიტრი.

ტიტული – სატიტულო ფურცელი, თავფურცელი. წიგნის პირველი გვერდი (გვერდები) რომელზედაც მოთავსებულია წიგნის სათაური, აგტორის გვარი გამოცემის წელი, ადგილი და სხვ.

ტოკატა – ჩქარი რიტმული ტემპის ვირტუოზული პიესა ფორტეპიანოს ან ორგანისათვის.

ტონალობა – 1. მუსიკალური კილოს დამახასიათებელი ბგერითი შეფერილობა. 2. ტონების შეხამება ნახატში, ძირითადი წამყვანი ფერი.

ტონფილმი – 1. ფირი, რომელზედაც მუსიკალური პიესაა ჩაწერილი. 2. ხმოვანი ფილმის ძველებური სახელწოდება, მუნჯი ფილმისაგან განსხვავების გამოსახატავად.

ტოპიარია – საბაღო დეკორატიული ხელოვნება.

ტოპოლოგია – იხ. ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგია.

ტოპოლოგია შექმნილი სამსახურებრივი დავალებით – საერთაშორისო ხელშეკრულებების ნორმა, რომლითაც გათვალისწინებულია შემდეგი: თუ ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგია შექმნილია სამსახურებრივი დავალებით, ავტორს უფლება აქვს დამატებით მიიღოს ტოპოლოგიის გამოყენების ფარდი გასამრჯელო. თუ ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგია შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობით, ტოპოლოგიაზე უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემ პირს, თუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ტოპოლოგიის ავტორი – ფიზიკური პირი, რომლის შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგად შეიქმნა ეს ტოპოლოგია. თუ ტოპოლოგია შექმნილია• რამდენიმე პირის მიერ, მაშინ ყოველი მათგანი ჩაითვლება ამ ტოპოლოგიის ავტორად.

ტოპოლოგიის დაცვა – ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიის დაცვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი წარმოადგენს ორიგინალურ ტოპოლოგიას. ტოპოლოგია არ დაიცვება იმ შემთხვევაში თუ იგი წარმოადგენს: ა) შემმუშავებელთა და დამამზადებელთათვის საყოველთაოდ ცნობილ ელემენტების ერთობლიობას ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიის შექმნის თარიღისათვის. ტტ. დ. ამ თარიღისათვის ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა იგი შეიცავს მათთვის საყოველთაოდ ცნობილ ელემენტებს და ამ ელემენტების ერთობლიობა აკმაყოფილებს ტოპოლოგიის ორიგინალობის მოთხოვნას. ბ) იდეას, ხერხს, სისტემას, ტექნოლოგიას ან კოდირებულ ინფორმაციას, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ტოპოლოგიაში. საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ტ. დ. შეიძლება განხორციელდეს რეგისტრაციის საშუალებით და სპეციალურ რეესტრში შეტანით, პატენტის ან მოწმობის გაცემით ან სხვა გზით. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს. საქართველოში ჯერ-ჯერობით ამგვარი დაცვა არ ხორციელდება, შესაბამისი ნორმატიული აქტების არარსებობის გამო.

ტოპოლოგიის დაცვის ნიშანი – ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიის ავტორს ან მის სამართალმემკვიდრეს, თავისი უფლებების დაცვის მიზნით, უფლება აქვს მიუთითოს დაცულ ტოპოლოგიაზე, აგრეთვე ნაკეთობაზე, რომელიც შეიცავს ასეთ ტოპოლოგიას. ასეთი მითითება კეთდება გამოსაჩენ ადგილას, ცალკე გამოყოფილი ასო – "IL" (აგრეთვე "L", "(1)", "LL" წრეში, "IL" – ჩაწერილი კვადრატში, ან "IL")-ს ჩვენებით, ტოპოლოგიის გამოყენებაზე განსაკუთრებული უფლებების დაწყების თარიღის მითითებით.

ტოპონიმი – რაიმე გეოგრაფიული ადგილის სახელწოდება. იხ. გეოგრაფიული დასახელება.

ტრაგედია – დრამის ჟანრი. ისეთი დრამატული ნაწარმოები, რომელშიც ასახულია შეურიგებელი კონფლიქტი, რაც ხშირად გმირის დაღუპვით მთავრდება.

ტრაგიკომედია – დრამატული ნაწარმოები, რომელშიც შეხამებულია ტრაგედიისა და კომედიის ელემენტები.

ტრავესტი – სერიოზული აზრის გადმოცემა იუმორის ფორმით.

ტრანსკრიფცია – 1. ენის ბგერათა ზუსტი გადმოცემა სპეციალური გრაფიკული ნიშნების გამოყენებით და არა ამ ენის წერის სისტემის საშუალებით. 2. მუსიკალური ნაწარმოების გადაღება (არანჟირება) ან გადატანა სხვა საკრავებზე შესრულებისათვის.

ტრანსლაცია – ამა თუ იმ ინფორმაციის, ქმედების, გამოსახულებისა და მისთ. მანძილზე გადაცემა ტელევიზიის, რადიოს ან კავშირგაბმულობის საშუალებებით.

ტრანსლიტერაცია – ერთი დამწერლობის ასოების გადაცემა სხვა დამწერლობის ასოებით.

ტრანსფორმირებადი ნაკეთობა – ნაკეთობა, რომლის ფორმაც იცვლება, გარდაიქმნება.

ტრაფარეტი – 1. თხელი ფირფიტა, რომელზეც ამოჭრილია გამოსახულება ან ასოები. მას დაადებენ მოსახატავ ზედაპირს და ზევიდან წაუსვამენ საღებავს. 2. (გადატ.) ერთხელ და სამუდამოდ მიღებული, გაცვეთილი ფორმა, მზა ნიმუში, შაბლონი.

ტრაფარეტული ბეჭდვა – ბეჭდვის ხერხი, რომლის დროს საბეჭდ ფორმას წარმოადგენს ტრაფარეტი.

ტრაქტატი – მეცნიერული შრომა, რომელშიც განხილულია რაიმე კერძო საკითხი, პრობლემა.

ტრიენალე – საერთაშორისო გამოფენა ან ფესტივალი, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება.

ტრილოგია – ლიტერატურული ან მუსიკალური სამი ნაწარმოები, რომლებსაც ერთი დედააზრი აერთიანებს.

ტრიო – 1 სამი მომღერლის ას სამი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი. 2. მუსიკალური ნაწარმოები სამი საკრავისათვის ან სამი მომღერლისათვის.

ტრიოლეტი – მყარი სალექსო ფორმა, წვრილრითმიანი რვატაეპიანი ლექსი.

ტრიპლიკატი – დოკუმენტის მესამე ეგზემპლარი.

ტრიპტიხი – ერთი იდეით გაერთიანებული 3 ნაწილისაგან შემდგარი ხელოვნების ნაწარმოები, ნახატი, ხატი და ა. შ.

ტყუილი (ცრუ) ინფორმაციის ფორმები – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დროს ცრუ ინფორმაცია შეიძლება გადაცემულ იქნეს, წერილობით, ზეპირად ან სიმბოლურად, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის, ეტიკეტის, ბროშურის, რადიო და ტელე რეკლამის, პლაკატის და სხვა სახით. არაკეთილსინდისიერ კონკურენციას წარმოადგენს ინფორმაციის არა გადაცემის ხერხი და საშუალება, არამედ მომხმარებელზე მხოლოდ მისი ზემოქმედების დამტკიცება.

ტყუილი სასაქონლო ნიშანი – იხ. ცრუ სასაქონლო ნიშანი.

ტყუილი შთაბეჭდილების შექმნა – იხ. ცრუ შთაბეჭდილების შექმნა.

21 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - უ

▲ზევით დაბრუნება


უარის შესაძლო კლაუზულა – ხელშეკრულების პირობა, რომელიც ათავისუფლებს ერთ მხარეს კონკრეტული ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულებისაგან, განსაზღვრული პირობების დროს.

უარყოფა – რაიმე მტკიცების (აზრის, მსჯელობის, თეორიის) სიყალბის დასაბუთება. იხ. უარყოფის ბრძანების გამოქვეყნება.

უარყოფითი გადაწყვეტილება – სამრეწველო საკუთრების ობიექტზე დამცავი დოკუმენტის გაცემის თაობაზე “საქპატენტის” მიერ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილება.

უარყოფილი განაცხადი – განაცხადი, რომელზედაც ექსპერტიზის მიერ გამოტანილია უარყოფითი გადაწყვეტილება.

უარყოფის ბრძანების გამოქვეყნება – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევაში მოპასუხის საწინააღმდეგოდ გამოტანილი სამოქალაქო-სამართლებრივი სანქცია, სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შესახებ. ბრძანება უარყოფის გამოქვეყნებაზე ძირითადად გაიცემა შეცდომაში შეყვანის, დისკრედიტაციის ან სხვა შემთხვევაში. უარყოფის სპეციალური ფორმაა გაზეთში საბოდიშო წერილის გამოქვეყნება.

უდავო ფაქტები – გარემოება, რომელსაც მნიშვნელობა აქვს . სამოქალაქო საქმის (მაგ. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში) სამართლიანი გადაწყვეტისათვის და მის არსებობაზე არცერთი მხარე არ დავობს.

უვადო დაცვა – გამოგონებებისაგან განსხვავებით სასაქონლო ნიშნის დაცვის ზედა ზღვარი არ არსებობს. მისი დაცვა შეიძლება უვადოდ ყოველი 10 წლის „შემდგომ, გაგრძელებათა ჯერადობის შეუზღუდავად. უვადო დაცვა შეიძლება შეწყდეს, თუ სასაქონლო ნიშანი გადაიქცა გვარეობით ცნებად.

უვადო საავტორო უფლებები – კონკრეტულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლება, სახელის უფლება და ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და პატივის დაცვის უფლება ხორციელდება უვადოდ საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ არ დაიშვება სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების (სათაურის) გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთი გამოყენება გამოიწვევს ავტორთა აღრევას, რამაც შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს საზოგადოება. არ დაიშვება აგრეთვე ნაწარმოების გამოქვეყნება ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადრე გამოქვეყნებული ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს საზოგადოება.

უვერტიურა – 1. მუსიკალური ნაწარმოების – ოპერის, ბალეტის, ოპერეტის და სხვ. საორკესტრო შესავალი. 2. ერთნაწილიანი საორკესტრო ნაწარმოები.

უზუფრუქტი – სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება. ნივთის ან უფლების გადაცემა, ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლების გარეშე. უ. შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო.

უკანონო გარიგება – არაპატიოსანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ხშირად ერთი მხარე იღებს უპირატესობას მეორე მხარის ხარჯზე. ამგვარი ხელშეკრულება შეიძლება გაუქმებული ან შეცვლილი იქნეს სასამართლოს მიერ.

უკანონო დამზადება – არაკანონიერი, ყოველგვარი უფლებებისა და ლიცენზიების გარეშე საქონლის დამზადება. კონტრაფაქცია.

უკუკონსტრუირება – სამრეწველო საკუთრების უფლების დარღვევა, როდესაც ადგილი აქვს საქონლის ან ცალკეული ნივთის შემადგენლობის, სტრუქტურის, ფუნქციონირების ან თვისებების შესწავლას, მის შემადგენელ ნაწილებად დაშლას და შემდგომ მისი აწყობის გზით, ასეთივე საქონლის ან ნივთის 345 გაუმჯობესებული ვარიანტის გამოშვებას. ასეთი გზით საქონელის ან ნივთის მიღება ჩაითვლება არაკეთილსინდისიერ კონკურენციად, თუ იგი არ სცილდება გამოგონების ფორმულის ფარგლებს.

უმლაუტი – მეტაფონია, ხმოვნის დამსგავსება მომდევნო ხმოვანთან ამა თუ იმ ნიშნით. იხ. დიაკრიტიკული ნიშანი; დიარესისი.

უნაყოფო ბაზარი – ბაზარი, რომელსაც არ გააჩნია გარკვეული საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის პერსპექტივა.

უნიფიკაცია – საერთო ნორმაზე დაყვანა.

უპატენტო ლიცენზია – 1. დაუპატენტებელი ობიექტის გამოყენებაზე გაცემული ლიცენზია. 2. ლიცენზია ნოუ-ჰაუს გამოყენებაზე.

უპირატესი უფლება – პირის უფლება მასზედ, რომ უპირველესად მას მიმართონ კითხვით, რათა მისი სურვილით განხორციელდეს გარიგება.

უპირატესი შესყიდვის უფლება – სამსახურებრივ დავალებასთან დაკავშირებით შექმნილ გამოგონებაზე პატენტი ეძლევა გამომგონებელს. ამ შემთხვევაში იურიდიულ პირს აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება პატენტის გასხვისებისას.

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნის პირთათვის ნებისმიერი იმ უპირატესობის, შეღავათის, პრივილეგიის ან იმუნიტეტის მინიჭება დაუყოვნებლივ და უპირობოდ, რაც მოცემული ქვეყნის პირებისთვისაა გათვალისწინებული. უ. ხ. რ. გათვალისწინებულია, როგორც პარიზის ასევე ბერნის კონვენციით.

უპირატესობაზე მითითება – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფორმა, როდესაც სარეკლამო ან სხვა ინფორმაციებში მითითებულია ან აღნიშნულია საკუთარი საქონლის ან მომსახურების უნიკალურობაზე, ერთადერთობაზე, საუკეთესობაზე, განუმეორებლობაზე და ა. შ., მიუხედავად იმისა შეეფერება სინამდვილეს ეს ინფორმაცია თუ არა.

ურთიერთგანლაგების ნიშნები – იხ. ურთიერთკავშირის ნიშნები.

ურთიერთკავშირის ნიშნები – არსებითი ნიშნების ჯგუფი, რომელიც არის: მოწყობილობისათვის – ელემენტების, კვანძების, დეტალების ურთიერთკავშირი, ხერხისათვის – ოპერაციების, ილეთების შესრულების თანამიმდევრობა; ნივთიერებისათვის – ინგრედიენტების, კომპონენტების ურთიერთგანლაგება.

ურთიერთლიცენზირება – ლიცენზირების სახე, როცა ხდება გამოგონებების ავტორების მიერ ერთმანეთისადმი გამოგონების გამოყენების უფლების მინიჭება, ძირითადად იმ დროს, როდესაც სხვადასხვა ავტორების გამოგონებები ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს და პატენტი მიკუთვნებულია გამოგონების სხვადასხვა მხარეებზე.

ურთიერთშენაცვლებადი საქონელი – საქონელთა ჯგუფი, რომლებიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, ხარისხის, ტექნიკური მახასიათებლების, ფასის ან სხვა პარამეტრების მიხედვით იმდენად მსგავსია, რომ მყიდველი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი საქონელი მეორით მოხმარების (მათ შორის საწარმოო) პროცესში.

უსახელო ნაწარმოები – იხ. ანონიმური ნაწარმოები.

უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოების კვლავწარმოება – ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო გასამრჯელოს გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით დაშვებულია, რელიეფურ წერტილოვანი შრიფტით ან სხვა სპეციალური საშუალებებით უსინათლოთათვის შექმნილი, მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოების კვლავწარმოება მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი გამოყენების ასეთი საშუალებებისათვის.

უსტარი – წერილის სახეობა, მოკითხვის წიგნი, ბარათი ძვ. საქართველოში.

უფასო პუბლიკაციები – გაზეთები და ჟურნალები, რომლებიც ვრცელდება უფასოდ. მათი ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა და ამიტომ სარედაქციო მასალას გაცილებით სჭარბობს სარეკლამო განცხადებები.

უფლება იმპორტზე – ნაწარმოების ავტორის განსაკუთრებული უფლება განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების ეგზემპლარების იმპორტირება გავრცელების მიზნით, იმ ეგზემპლარების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელის თანხმობით.

უფლება მოხსენიებაზე – იხ. მითითებაზე უფლება.

უფლებათა არაპირდაპირი დარღვევა – დარღვევა, როდესაც დამრღვევი უშუალოდ კი არ სჩადის უკანონო ქმედებას, არამედ უფრო ხელს უწყობს ან უბიძგებს სხვას ასეთი საქმისაკენ.

უფლებათა დარღვევა – იხ. განსაკუთრებული უფლების დარღვევა.

უფლებამონაცვლე – პირი, რომელსაც გადაეცემა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე მთლიანი ან ნაწილობრივი უფლება და მოვალეობა სხვა პირისაგან. უ. შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. იხ. საავტორო უფლების გადაცემა; ავტორის ქონებრივი უფლების გადაცემა.

უფლებაუნარიანობა – ფიზიკური ან იურიდიული პირის უნარი იქონიოს კანონით გათვალისწინებული ან დასაშვები უფლებამოვალეობანი.

უფლების ბოროტად გამოყენება – საკუთრების უფლების ისეთი გამოყენება, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

უფლების ნაყოფი – ის შემოსავალი და უპირატესობა, რაც მიიღება უფლების გამოყენების შედეგად.

უღირსი მემკვიდრე – პირი, ვინც მამკვიდრებლის ან მისი მემკვიდრეების მიმართ ჩაიდინა ისეთი ქმედება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს (მაგ. ხელის შეშლა მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების განხორციელებაში და სხვ.). უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის დადგენა ხდება სასამართლოს მიერ.

უშუალო ზემოქმედებისა და ეფექტის რეკლამა – საცალო ვაჭრობაში გავრცელებული რეკლამა, რომლის მიზანია აღძრას კლიენტში საქონლისა და/ან მომსახურების დაუყოვნებლად შეძენის სურვილი.

უცნობი ავტორი – ბერნის კონვენციით განსაზღვრული ცნება, რომელიც გულისხმობს, რომ ნაწარმოებზე ავტორობა დაუდგენელია რაიმე ობიექტური წინააღმდეგობის გამო და არა ავტორის განზრახვით დარჩეს ანონიმად. ავტორი ხშირად არის უცნობი, რადგან ვერ ხერხდება ნაწარმოების წარმოშობის მიკვლევა. მაგ, როდესაც ეს ეხება ფოლკლორსა და სახალხო შემოქმედებას.

უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება – უცხოელი მოქალაქენი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხოელი იურიდიული პირები სარგებლობენ საქართველოში მოქმედი საპატენტო კანონებით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული უფლებებით, საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების თანაბრად, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით. იხ. ეროვნული რეჟიმის პრინციპი.

უცხოური პატენტი – პატენტი გაცემული უცხოელ განმცხადებელზე. იხ. აგრეთვე შემოტანილი პატენტი.

უცხოური ფირმა – ფირმა, რომელიც რეგისტრირებულია ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მაგრამ აქვს ფილიალი ამ ქვეყანაში.

უძრავი ქონება – მიწა და მისი სასარგებლო წიაღისეული, მასთან დაკავშირებული მცენარეები და ნარგავები და მიწაზე დამაგრებული შენობები და საწარმოები.

უწყებრივი ნორმატიული აქტები – აქტები (ინსტრუქციები, წესები და ა. შ.), რომელსაც იღებს ესა თუ ის უწყება შიდა მომსახურების გაწევის მიზნით; კანონქვემდებარე აქტები.

უწყვეტი სამართალმემკვიდრეობა – ფირმის უწყვეტი არსებობა მის იურიდიულ გაუქმებამდე.

უხარისხო პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა – უხარისხო პროდუქციის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქციით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზიანებულ პირთან, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა: ა) მას ეს პროდუქცია არ გაუტანია სარეალიზაციოდ. ბ) შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნაკლი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გამოტანის დროს. გ) მას ეს პროდუქცია არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა სამეურნეო მიზნებისათვის, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. დ) პროდუქციას აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს ან შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქციის გატანის დროს.

უხარისხო პროდუქტი – პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან. უ. პ-ის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქციით გამოწვეული ზიანისაგან პროდუქტი არ მიიჩნევა უხარისხოდ მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვიანებით უფრო უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში შემოტანილი.

უხილავი აქტივი – იხ. არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

22 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ფ

▲ზევით დაბრუნება


ფაბულა – მხატვრულ ნაწარმოებში განვითარებული მოქმედების, ამბების თანამიმდევრული გამოხატვა. ნაწარმოების სქემატური შინაარსი, ძირითადი ქარგა.

ფალსიფიკატი – ყალბი პროდუქტი.

ფალსიფიკატორი – პირი, რომელიც სჩადის სიყალბეს, ფალსიფიკაციას.

ფალსიფიკაცია – 1. რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის წინასწარ განზრახვით შეცვლა მცდარით, ყალბით. 2. საქონლის, საგნის, ნივთის წარმოების სტანდარტების ან სერტიფიკაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მისი თვისობრივი ან გარეგნული იერსახის შეცვლა, გაუარესება, გაყალბება.

ფალსიფიცირებული სასაქონლო ნიშნიანი საქონელი – ნებისმიერი საქონელი ან მათი შეფუთვა, რომელიც ატარებს სასაქონლო ნიშანს, მასზე განსაკუთრებული უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე და წარმოადგენს სხვისი ოფიციალურად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს (არსებითი ნიშნებით) სასაქონლო ნიშანს. ამგვარი ქმედება არღვევს ოფიციალურად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის აღნიშნული მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს იმპორტის მწარმოებელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

ფანტაზია – 1. შემოქმედებითი წარმოსახვა; წარმოსახვის უნარი. 2. გამოგონილი, დაუჯერებელი რამ; სიცრუე. 3. თავისუფალი ფორმის საკრავიერი პიესა. 4. ოცნება.

ფანტასტი – 1. ფანტასტიკური ნაწარმოების ავტორი. 2. ფანტაზიის მქონე ადამიანი; ფანტაზიორი.

ფარსი – 1. მცირე ფორმის კომიკური დრამატული ჟანრი; მსუბუქი კომედია. 2. სახალხო თეატრის სახეობა შუა საუკუნეების დას. ევროპაში. 3. ცინიკური ხუმრობა, მასხარაობა.

ფარული რეკლამა – ინფორმაცია, რომელსაც აქვს რეკლამის სტრუქტურა და შინაარსი, მაგრამ არ არის გადმოცემული (მიწოდებული) ამ რუბრიკით, გამოქვეყნებულია როგორც შეტყობინება, რეპორტაჟი ან ინფორმაციის სხვა სახეობა.

ფასების სახეები – საქონლისა და მომსახურების ფასების სახეებია: წარმოების, საბითუმო, საცალო, საბაზისო, მონოპოლიური, ნომინალური, საბაზრო, მტკიცე და სხვ.

ფასთა ომი – ერთ სფეროში, ორ ან მეტ ფირმას შორის კონკურენციის სახე, როდესაც კონკურენტები ცდილობენ საბაზრო წილის გაზრდას საკუთარ ნაწარმზე ფასის დაგდებით.

ფასიანი საზოგადოებრივი კუთვნილება – იხ. საზოგადოებრივი კუთვნილება.

ფაქსი – საერთაშორისო სატელეფონო სისტემით საინფორმაციო კავშირის დამყარების მეთოდი.

ფაქსიმილე – ვისიმე ხელმოწერის კლიშე, ბეჭედი. ხელნაწერის, საბუთის, ხელმოწერის და სხვ. ზუსტი ასლი, გადაღებული ფოტომექანიკური წესით სასაქონლო ნიშნად ფაქსიმილეს გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ავტორის თანხმობით.

ფაქტების დამახინჯება – იხ. განზრახ მოტყუება.

ფაქტიური მონაცემები – საქმე, დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროდუქციის ისტორიის შესახებ.

ფაქტურა – 1. სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში, მხატვრული ნაწარმოების ზედაპირის თავისებურება, მისი დამუშავების ხასიათი. 2. მუსიკალურ გამომსახველობითი ელემენტების ერთობლიობა, რომელიც ქმნის მუსიკალური ნაწარმოების ტექნიკურ წყობას. 3. საქონელს დართული სია, რომელშიც აღნიშნულია საქონლის სახელწოდება, რაოდენობა, გასაყიდი ფასი და სხვ.

ფელეტონი – იუმორით დაწერილი მცირე ფორმის ნაწარმოები, შექმნილი ნაკლოვანი მხარეების, მახინჯი მოვლენების გამასხარავების მიზნით.

ფელეტონისტი – პირი, რომელიც წერს ფელეტონებს.

ფერადი სასაქონლო ნიშანი – სასაქონლო ნიშანი, რომელიც შესრულებულია და დაცულია ფერებში.

ფერთა გამა – ფერის ტონებისა და ჩრდილების ცვლის მრავალფეროვნება ან თანმიმდევრობა.

ფეროგრაფია – იგივეა, რაც მაგნიტოგრაფია.

ფერწერა – სახვითი ხელოვნების დარგი. ფერწერა თავისი დანიშნულებისა და ხასიათით შეიძლება იყოს მონუმენტურ-დეკორატიული; დაზგური; დეკორატიული; ხატწერა, მინიატურა. ფერწერის განშტოებაა დიორამა და პანორამა, აგრეთვე მოზაიკა და ვიტრაჟი.

ფერწერული ნაწარმოები – სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, როდესაც ნაწარმოები მიღებულია ფერების, საღებავების საშუალებით.

ფიგურაცია – მუსიკალური ბგერების გართულება მელოდიური და რიტმული ელემენტებით.

ფიდუციარი – ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მართავს საკუთრებას რწმუნებით, მინდობილობით. ფიდუციარი თავის ვალდებულებას ასრულებს არა მოგების, არამედ სხვა პირის ინტერესების დაცვის მიზნით.

ფიზიკური აქტივები – იხ. მატერიალური აქტივები.

ფიზიკური პირი – ადამიანი, როგორც სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი დაბადებისას.

ფიზიკური პირის პირადი კანონი – ფ. პ. პირად კანონად ითვლება იმ ქვეყნის სამართალი, რომლის მოქალაქეც არის ეს პირი. თუ მას რამდენიმე მოქალაქეობა აქვს, მაშინ იმ ქვეყნის სამართალი, რომელთანაც ყველაზე უფრო მჭიდროდ არის იგი დაკავშირებული. ლტოლვილისათვის – ქვეყნისა, რომელმაც იგი შეიკედლა.ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი – იხ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა – ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები სრული მოცულობით, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.

ფიზიკური (ნაღდი) საქონელი – საქონელი, რომლის ყიდვაც და გამოყენებაც შეიძლება, განსხვავებით იმ საქონლისაგან, რომლის ყიდვაც და გაყიდვაც მხოლოდ დოკუმენტებით ხდება.

ფიზიკური ქონება – ქონება (კაპიტალი) გამოხატული მატერიალური (ფიზიკური) ფორმით. მაგ., მანქანა, დანადგარი, შენობა, მიწა და სხვა, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის ან მომსახურების საწარმოებლად.

ფიკჰი – მოძღვრება მუსლიმანური სამართლის შესახებ; მუსლიმანური სამართლის სისტემა.

ფილიგრანი – იხ. ჭვირნიშანი.

ფილმი – აუდიოვიზუალური ხელოვნების ნიმუში; ფოტოგრაფიული კადრების ერთობლიობა, რომლებიც თანმიმდევრობითაა განლაგებული კინო ან ვიდეო ფირზე.

ფილმის დადგმის პროექტი – კინემატოგრაფიული ნაწარმოების ან სატელევიზიო პიესის დადგმის დაწვრილებითი ტექნიკური პროგრამა, რომელიც შეიცავს ლიტერატურული სცენარის, რეჟისორული სცენარის ყველა ელემენტებს.

ფილმის დამდგმელი რეჟისორი – იხ. რეჟისორი.

ფილმის პირი – ფოტოგრაფიული კადრების ერთობლიობა ვიდეო ან კინოფირზე, რომლებიც მიღებულია ფილმის ნეგატივიდან, კონტრატიპიდან.

ფილმის რეჟისორული სცენარი – წერილობითი ფორმის დამთავრებული კინემატოგრაფიული ნაწარმოები რომელიც, გარდა ლიტერატურული სცენარისა შეიცავს პერსონაჟთა დაწვრილებით აღწერას, დეკორაციებს, სცენურ რემარკებს და ყველა შესაძლო ხმოვან ეფექტებს.

ფილმის გადაღებას საფუძვლად უდევს რეჟისორული სცენარი.

ფიორიტურა – ვოკალური მუსიკის ტერმინი, რომელიც მელოდიურ სამკაულებს აღნიშნავს.

ფირი – შუქმგრძნობიარე, ინფორმაციის ჩაწერის მატარებელი თხელი, მოქნილი გამჭვირვალე, ცელულოიდის ან მაგნიტური მასალა. ფირი ვიდეოჩაწერისათვის - აუდიოვიზუალური ჩანაწერის ერთერთი საშუალება. აშშ-ის საავტორო კანონმდებლობით, ამ ტერმინით აღინიშნება იმ გამოსახულებებისა და ხმების კვლავწარმოება, რომელიც გადაიცა ტელევიზიით, მისი მატერიალური მატარებლების მიუხედავად.

ფირმა – 1. ნებისმიერი საქმიანი ორგანიზაცია. 2. საქმიანი პარტნიორობა. 3. ორგანიზაციულ-სამართლებრივი მხარის ერთერთი სახე. 4. სამეურნეო, სამრეწველო, სავაჭრო საწარმო ან ცალკეული ბიზნესმენი, რომლებიც სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით. იხ. საფირმო სახელწოდება; უცხოური ფირმა.

ფირმის რეპუტაცია – ფირმის მიერ თავის თავზე წარმოდგენის შექმნა, რაც მიიღწევა მაღალხარისხიანი პროდუქციის გამოშვებით, მომხმარებელზე ზრუნვით, რეკლამით, სასაქონლო ნიშნით და სხვ. ფ. რ. წარმოადგენს არამატერიალურ აქტივს. იხ. გუდვილი.

ფისკალური საკანონმდებლო სისტემა – სახაზინო საკანონმდებლო სისტემა.

ფისკი – სახელმწიფო ხაზინა.

ფიუჩერსული ხელშეკრულება – განსაზღვრული საქონლის ფიქსირებული რაოდენობის ყიდვის ან გაყიდვის ხელშეკრულება, წინასწარ შეთანხმებული ფასით მომავალში მიწოლებისათვის. ფიქსაცია მატერიალური ფორმით – ინფორმაციის მატარებელზე ნაწარმოების გამოსახვა ამა თუ იმ ფორმით, რომელიც მის მრავალჯერად აღქმის საშუალებას იძლევა. ფიქსაცია მატერიალური ფორმით შეიძლება იყოს ჩაწერა, ბეჭდვა, ფოტოგრაფია, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, ამოჭრა, გრავირება, მშენებლობა, გრაფიკული გამოსახულება ან სხვა შესაბამისი მეთოდი, რომელიც ავტორის ქმნილების იდენტიფიცირებასა და კვლავწარმოებას ხდის შესაძლებელს.

ფოლიანტი -– დიდი ფორმატის სქელი, ჩვეულებრივ ძველებური წიგნი.

ფოლკლორი – ხალხური ზეპირი შემოქმედება; ხალხური პოეტური (ზეპირსიტყვიერი) შემოქმედება (ზღაპრები, ლექსები, შაირები, ანდაზები, გამოცანები და სხვ.). ხალხური მუსიკა, ხალხური თეატრალური სანახაობა, ხალხური გამომსახველობითი ხელოვნება. იხ. ხალხური შემოქმედება.

ფონდი – ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირი, როდესაც ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალურ ქონებას საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს ისეთ დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც არ ჰყავს წევრები.

ფონემა – ერთეული, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ჟღერადობებს განასხვავებს და სამეტყველო ბგერის სახით აღიქმება.

ფონოგრამა – შესრულების ან ნებისმიერი სხვა ხმების მხოლოდ და მხოლოდ ხმოვანი ჩანაწერი. ფირფიტები (დისკები) ან მაგნიტოფონის კასეტები ჩანაწერებით წარმოადგენენ ფონოგრამის დუბლიკატს. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია ფონოგრამის აღნიშვნა PH აბრევიატურით. იხ. ხმის ჩაწერა.

ფონოგრამით მოკლევადიანი სარგებლობის უფლება – საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს შემსრულებლის, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე განახორციელოს შესრულებისა და გადაცემის მოკლევადიანი სარგებლობისათვის ჩაწერა და ასეთი ჩანაწერის კვლავწარმოება შემდეგი პირობების არსებობისას: ა) საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ წინასწარი თანხმობის მიღება იმ შემსრულებლის ან გადაცემის გადაცემაზე, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ჩაწერა ან ასეთი ჩანაწერის კვლავწარმოება მოკლევადიანი სარგებლობისათვის. ბ) საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ მოკლევადიანი ჩანაწერის დამზადება და მისი კვლავწარმოება საკუთარ მოწყობილობათა მეშვეობით და საკუთარი გადაცემისათვის. გ) ასეთი ჩანაწერის განადგურება იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ნაწარმოებთა მოკლევადიან ჩანაწერებთან დაკავშირებით. იხ. მოკლევადიანი ჩაწერა საეთერო მაუწყებლობის მიერ.

ფონოგრამით მოსარგებლეების ცნობები – ფონოგრამით მოსარგებლეებმა ფონოგრამის დამამზადებლებისა და შემსრულებლების უფლებების დაცვის ორგანიზაციებს უნდა წარუდგინონ პროგრამები (გეგმები), რომლებიც შეიცავენ ზუსტ ცნობებს ფონოგრამების გამოყენების ოდენობის შესახებ, აგრეთვე სხვა ცნობები და საბუთები, რაც აუცილებელია ჰონორარის მოკრებისა და განაწილებისათვის.

ფონოგრამის ასლი – იხ. ფონოგრამის ეგზემპლარი. ფონოგრამის გავრცელება – იხ. ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები.

ფონოგრამის გამოქვეყნება – საზოგადოებისათვის საკმარისი რაოდენობით ფონოგრამის ეგზემპლარების გამოშვება. იხ. ფონოგრამის გამოყენება მოგების მიზნით.

ფონოგრამის გამოყენება თანხმობისა და გასამრჯელოს გარეშე – იხ. მომიჯნავე უფლებათა ობიექტების თავისუფალი გამოყენება.

ფონოგრამის გამოყენება მოგების მიზნით – მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და ასეთ ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი შემსრულებლის თანხმობის გარეშე, ოღონდ ჰონორარის გადახდით დაშვებულია: ფონოგრამის ან ვიდეოგრამის საჯარო შესრულება; ფონოგრამის ეთერში გადაცემა; ფონოგრამის ან ვიდეოგრამის კაბელით გადაცემა. ჰონორარის შეგროვება, განაწილება, გადახდა, მისი ოდენობა და სხვა პირობები ხორციელდება იმ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთის მიერ, რომლებიც მართავენ ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და შემსრულებლის უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების მიხედვით.

ფონოგრამის გაქირავების უფლების გადაცემა – შემსრულებელსა და ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებელს შორის დადებული ხელშეკრულება შესრულების ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ ფონოგრამის ან ვიდეოგრამის გაქირავების უფლების გადაცემას. ამასთან, შემსრულებელს უნარჩუნდება ჰონორარის მიღების უფლება ასეთი ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარების გაქირავებისათვის,.

ფონოგრამის დამამზადებელი – ფონოგრამის დამამზადებლად ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და პასუხისმგებლობა შესრულების ან სხვა ხმების პირველი ხმოვანი ჩანაწერის განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ფონოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აღნიშნულია ამ ფონოგრამაზე ან მის ფუტლარზე სათანადო წესით. ფონოგრამის დამამზადებელი წარმოადგენს მომიჯნავე უფლებათა სუბიექტს.

ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები – ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ფონოგრამა ან ვიდეოგრამა ნებისმიერი ფორმით, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ყოველგვარი გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით. ფონოგრამის ან” ვიდეოგრამის დამამზადებელს უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს: I. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის კვლავწარმოება. 2. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის გადაკეთება ან ნებისმიერი სხვა საშუალებით გადამუშავება. 3. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლართა გავრცელება ნებისმიერი საშუალებით (გაყიდვა, გაქირავება და ა. შ.). 4. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლართა იმპორტირება გავრცელების მიზნით, იმ ეგზემპლართა ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ამ ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით. გარდა ამისა ფონოგრამის ან გიდეოგრამის ეგზემპლართა გაქირავებით გავრცელების უფლება ეკუთვნის ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებელს ამ ეგზემპლარებზე საკუთრების უფლებისაგან დამოუკიდებლად, ხოლო თუ მართლზომიერად გამოქვეყნებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარები იყიდება, მაშინ დაშვებულია მათი შემდგომი გავრცელება ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე. ფონოგრამის დამამზადებლის უფლებათა გადაცემა – ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს. ფონოგრამის დამამზადებლის უფლებათა მოქმედების ვადა – ფონო357 გრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლებები მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ფონოგრამისა და ვიდეოგრამის პირველად გამოქვეყნებიდან ან მისი პირველი ჩაწერიდან, თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა გამოქვეყნებული არ ყოფილა. ვადის გამოანგარიშება იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის 1 იანვრიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა იურიდიულ ფაქტს, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.

ფონოგრამის დამამზადებლის უფლებები – ფონოგრამის დამამზადებლები საავტორო უფლების მომიჯნავე უფლებებით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ფონოგრამაზე ჩაწერილ ნაწარმოების შემსრულებელთან და ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

ფონოგრამის დამამზადებლისა და შემსრულებლის ხელშეკრულება – იხ. ფონოგრამის გაქირავების უფლების გადაცემა.

ფონოგრამის ეგზემპლარის გაქირავება – იხ. გაქირავებით გავრცელების უფლება.

ფონოგრამის ეგზემპლარზე ყადაღის დადება – იხ. ყადაღა ნაწარმოების ეგზემპლარზე.

ფონოგრამის ეგზემპლარი – ფონოგრამის ასლი ნებისმიერ მატერიალურ მატარებელზე, რომელიც დამზადებულია უშუალოდ ან არაპირდაპირ ფონოგრამიდან და შეიცავს ამ ფონოგრამაში ფიქსირებულ ყველა ბგერას ან ბგერათა ნაწილს.

ფონოგრამის ეგზემპლარის ამოღება – იხ. ყადაღა ნაწარმოების ეგზემპლარზე.

ფონოგრამის კვლავწარმოება – ფონოგრამის ან მისი ნაწილის ერთი ან მეტი ეგზემპლარის დამზადება ნებისმიერ მატერიალურ მატარებელზე.

ფონოგრამის კონტრაფაქციული ეგზემპლარი – იხ. კონტრაფაქციური ეგზემპლარი.

ფონოგრამის პირველად გამოცემა – იხ. პირველად გამოცემული ნაწარმოები, ფონოგრამა ან ვიდეოგრამა.

ფონოგრამის საზოგადოებაში გავრცელება – ნებისმიერი აქტი, რომლის საშუალებითაც ფონოგრამის ეგზემპლარი სრულად ან ნაწილობრივ მიეწოდება საზოგადოებას, უშუალოდ ან ირიბად.

ფონური მუსიკა – მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც გამოიყენება როგორც დამხმარე-თანმხლები სხვა მოქმედებისა, ძირითადად გამოიყენება კინოხელოვნებასა და რადიოსატელევიზიო პროგრამებში. დაცული მუსიკალური ნაწარმოებები შეიძლება გამოყენებული იქნეს ფონური მუსიკის სახით, ამ მუსიკალური ნაწარმოების ავტორის თანხმობით. ფონური მუსიკა შეიძლება დაწერილი იყოს აგრეთვე დაკვეთით კონკრეტული პროგრამისათვის.

ფორმა – ნაწარმოების შინაარსის ისეთი ხერხით გამოხატვა, რომელიც ექვემდებარება კვლავწარმოებას. ნაწარმოების ფორმით შესაძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება და საავტორო სამართლით დაცვა.

ფორმალური მოთხოვნები – სამრეწველო საკუთრების ობიექტზე განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებს მიეკუთვნება გარკვეული სახით და გარკვეული ფორმატის ქაღალდზე დაწერილი განაცხადი.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა – საპატენტო უწყებაში შეტანილი განაცხადის სათანადო შესწავლა-შემოწმება სპეციალური ჯგუფის მიერ, თუ რამდენად შეესაბამება წარდგენილი განაცხადის ყველა აუცილებელი დოკუმენტი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და წესებს, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ეწოდება აგრეთვე წინასწარი ექსპერტიზა.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური – საფასური ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებისათვის. იხ. საფასური.

ფორმალურობის დაცვა – საავტორო სამართლის სფეროში მრავალი ქვეყანა ითხოვს განსაზღვრული ტრადიციული ფორმალურობის დაცვას. მაგ. საავტორო უფლებების დაცვის ნიშნის დატანას, დეპონირებას და სხვ ბერნის კონვენციის თანახმად უფლებების მოპოვება და გამოყენება არაა დამოკიდებული არავითარ ფორმალურობაზე. საავტორო სამართალში მიჩნეულია, რომ ყველა ფორმალურობა რაც მოითხოვება საავტორო უფლების დაცვისათვის შესრულებულია, თუ ყოველი ეგზემპლარი, დაწყებული პირველი გამოქვეყნებიდან, გამოსულია © ნიშნით.

ფორმანტი – ასოთა წყობა რომელიც რეგულარულად მეორდება სხვადასხვა მფლობელების სასაქონლო ნიშანში, მაგრამ არ იწვევს სასაქონლო ნიშნების კოლიზიას. ფ. არის სიტყვის სუსტი ელემენტი, მაგ., "-მიცინი", "-გინი" და სხვა. ფორმანტებს მიეკუთვნება აგრეთვე ნივთიერების ან ორგანიზმის ნაწილების შემოკლებული სახელწოდებები. მაგ., კორი, დენტი და სხვ. აგრეთვე ისეთი სიტყვები, რომლებმაც მრავალჯერადი გამოყენების გამო, სხვადასხვა სასაქონლო ნიშნებში დაკარგეს განმასხვავებლობა. მაგ., „Club“ „system“ და ა. შ.

ფორმატი – 1. წიგნის, ბარათის, რვეულის და ა. შ. ზომა. 2. სტრიქონის სიგრძე; ანაწყობის სიგრძე და სიმაღლე.

ფორმის ნიშნები – გამოგონების, სასარგებლო მოდელის არსებითი ნიშნების ჯგუფი: მოწყობილობისათვის – ელემენტების, კვანძების, დეტალების გეომეტრიული ფორმის, მათი ურთიერთკავშირის ფორმის განმსაზღვრელი; ხერხისათვის – ოპერაციების ილეთების ჩატარების რეჟიმი; ნივთიერებისათვის – ცალკეული ინგრედიენტების, კომპონენტების ფორმა.

ფორმულა – 1. რაიმეს მოკლე და სიტყვიერი განსაზღვრა. 2. რიცხვითი ან ასოებით გამოხატული სიდიდეების ერთობლიობა. იხ. აგრეთვე გამოგონების ფორმულა.

ფორს-მაჟორი – ვითარება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; გადაულახავი დაბრკოლება (ომი, სტიქიური უბედურება, გაფიცვა და ა. შ.). ფ.-მ. შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად სამრეწველო საკუთრების ობიექტზე ვადების დარღვევასთან დაკავშირებით. ფ.-მ. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

ფორტრანი – კომპიუტერული პროგრამირების ენა.

ფოტოასლი – ნაწარმოების კვლავწარმოება ფოტოგრაფიის ან ანალოგიური პროცესების საშუალებით.

ფოტოგრაფია – რაიმე საგნის გამოსახულების მიღება შუქმგრძნობიარე მასალაზე (შრეზე) სპეციალური ოპტიკური აპარატის საშუალებით. ასეთი გზით მიღებული სურათი, ანაბეჭდი.

ფოტოგრაფიული გამოსახულება – რეალური ობიექტების გამოსახულება მიღებული შუქმგრძნობიარე ზედაპირზე. იხ. აგრეთვე სასაქონლო ნიშნის გამოსახულება.

ფოტოგრაფიული ნაწარმოები– საავტორო უფლების ობიექტი, რომელიც წარმოადგენს ნაწარმოების გამოსახულებით ფორმას, მიუხედავად იმისა თუ რა თემისა (პორტრეტი, პეიზაჟი, მიმდინარე მოვლენები და ა. შ.) და მიზნისათვის არის იგი შექმნილი. ფოტოგრაფიული ნაწარმოებებია აგრეთვე ის ნაწარმოებები რომლებიც შექმნილია ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით. ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად არ ჩაითვლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკე აღებული კადრი.

ფოტოგრაფიული ნაწარმოების დაცვის ვადები – ფოტოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების დაცვა უთანაბრდება მხატვრული ნაწარმოებების დაცვას, იმ პირობით, რომ არჩეული ობიექტის კომპოზიცია, შერჩევა ან დაბეჭდვის ხერხი განსხვავდება თავისი ორიგინალურობით. ასეთი დაცვა ბერნის კონვენციის თანახმად არ უნდა იყოს 25 წელზე „ნაკლები მისი შექმნის დღიდან. საქართველოში ეს ვადა შეადგენს 50 წელს.

ფოტოგრაფიული ჩაწერა – ფოტოგრაფიული მეთოდით იმ ელექტრული სიგნალების ჩაწერა, რომლებიც წარმოადგენენ ბგერის და/ან გამოსახულების შესახებ ინფორმაციის მატარებელს.

ფოტოსურათი – ფოტოგრაფიის საშუალებით მიღებული სურათი, რომელიც არის „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადის ერთ-ერთი თანმხლები საბუთი და შეიცავს ვიზუალურ ინფორმაციას სარეგისტრაციოდ წარდგენილი სამრეწველო საკუთრების ობიექტზე და იძლევა განმცხადებლის (პატენტმფლობელის) უფლებების დაცვის ფარგლების განსაზღვრის შესაძლებლობას.

ფოტოტიპია – ილუსტრირების ურასტრო ბრტყელი ბეჭდვის ხერხი. ფოტოტიპიას იყენებენ რთული მხატვრული ორიგინალების (ფანქრით ნახატი, ფოტოსურათი, აკვარელი და ა. შ.) საილუსტრაციოდ.

ფოტოხელოვნება – მხატვრული შემოქმედების სახე, რომელსაც საფუძვლად უდევს ფოტოგრაფიის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება ფოტოხელოვნება არის პირველი „ტექნიკური“ ხელოვნება. ფოტოგრაფიის სახეებია: დოკუმენტური, მხატვრული და გამოყენებითი ფოტოგრაფია (პლაკატი, რეკლამა, წიგნის გაფორმება და ა. შ.).

ფრაგმენტი – 1. ხელოვნების ნაწარმოების ნაწილი. 2. ტექსტის ნაწყვეტი.

ფრაზა – 1. შესაბამისი ინტონაციით გაფორმებული დასრულებული აზრის მქონე სიტყვათა წყობა. ძირითადი სამეტყველო ერთეული. 2. მუსიკალური თემის, მელოდიის ყოველი პატარა, შედარებით დასრულებული ნაწილი.

ფრენშაიზინგი – გრძელვადიანი ვალდებულებითი ხელშეკრულება, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოების, გასაღებისა და მომსახურებათა განხორციელებას. ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია მის მიმღებს წარუდგინოს არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სასაქონლო ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარმოების, შეძენის, გასაღებისა და ორგანიზაციის კონცეფცია და სხვა ინფორმაცია, რომლებიც საჭიროა გასაღების ხელშესაწყობად.

ფრენშაიზინგი გადამუშავებაზე – გადამუშავებაზე (წარმოებაზე) ფრენშაიზინგის დროს ფრენშაიზის მიმცემი მიაწოდებს მწარმოებელს მნიშვნელოვან ინგრედიენტს ან უზრუნველყოფს მას ტექნიკური ინფორმაციით. იგი აძლევს ფრენშაიზის მიმღებს უფლებამოსილებას საქონლის წარმოებასა და გაყიდვაზე, ფრენშაიზის მიმცემის სასაქონლო ნიშანთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში ფრენშაიზის მიმღებს შეიძლება გადაეცეს ლი- ' ცენზია იმ საიდუმლო კომერციული ინფორმაციის გამოყენებაზე ან დაპატენტებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეკუთვნის ფრენშაიზის მიმცემს. ასეთი ფრენშაიზები გამოიყენება მაგ., სწრაფი მომსახურების წარმოებებში და რესტორნებში.

ფრენშაიზინგი განაწილებაზე – იხ. ფრენშაიზინგი საბითუმო ვაჭრობაზე.

ფრენშაიზინგი მომსახურებაზე – მომსახურებაზე (სერვისზე) ფრენშაიზინგის დროს, ფრენშაიზის მიმცემი შეიმუშავებს მომსახურების, განსაზღვრულ სისტემას, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად მან უნდა გაუწიოს თავის მომხმარებელს. მაგ., მანქანების ტექმომსაზურებასა და რემონტის მომსახურებაზე ფრენშაიზინგი, ან მომსახურება საკრედიტო ბარათებით.

ფრენშაიზინგი საბითუმო ვაჭრობაზე – საბითუმო ვაჭრობაზე ფრენშაიზინგის დროს ფრენშაიზის მიმცემი, ან სხვა პირი რომელიც მოქმედებს მისი სახელით, აწარმოებს საქონელს და ყიდის მას ბითუმად მიმღებზე. ეს უკანასკნელები კი ყიდიან საქონელს ფრენშაიზის მიმცემის სასაქონლო ნიშანთან ერთად მყიდველზე, თავისი გეოგრაფიული ტერიტორიის ფარგლებში. ასეთი ფრენშაიზინგით შეიძლება გაიყიდოს მაგ., საავტომობილო საწვავი, კოსმეტიკა, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა.

ფრენშაიზინგი წარმოებაზე – იხ. ფრენშაიზინგი გადამუშავებაზე. ფრენშაიზინგის განვითარება – იხ. ხელშეკრულება ფრენშაიზინგის განვითარებაზე.

ფრენშაიზინგის დაცვა საავტორო სამართლით – საავტორო სამართლის ნორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფრენშაიზინგის სისტემის ზოგიერთი ელემენტებისათვის, მაგ., ინსტრუქციები ექსპლოატაციისათვის, მხატვრული ნაწარმოებებისა და კომპიუტერული პროგრამებისათვის. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამრეწველო საკუთრების ზოგიერთი ნორმები.

ფრენშაიზინგის ობიექტები – ფრენშაიზინგის ობიექტებს წარმოადგენს ისეთი სისტემა, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ სამეურნეო საქმიანობაზე, რომლისთვისაც შემუშავებულია წარმოების, გადამუშავების და საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის წესები, ხერხები ან საშუალებები. მაგ., სწრაფი მომსახურების რესტორნების ("MC-00იმ!ძ”5"), მაღაზიების და სხვ. ექსპლუატაცია.

ფრენშაიზინგის სახეები – შესასრულებელი ფუნქციების მიხედვით ფრენშაიზინგი შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ტიპად: ა) ფრენშაიზინგი გადამუშავებაზე (წარმოება), ბ) ფრენშაიზინგი მომსახურებაზე (სერვისი). გ) ფრენშაიზინგი საბითუმო ვაჭრობაზე (განაწილება). გარდა ამისა ფრენშაიზინგის კლასიფიცირება შეიძლება ფრენშაიზის მიმცემისა და მიმღების შესაძლო ურთიერთობების სახეების მიხედვით. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობები მწარმოებელსა და საბითუმო მოვაჭრეს, მწარმოებელსა და საცალო მოვაჭრეს, მომსახურების ინდუსტრიასა და საცალო მოვაჭრეს შორის..

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება – გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.

ფრენშაიზის მიმცემის უფლება-მოვალეობანი – ფრენშაიზის მიმცემის მოვალეობაა გადასცეს მის მიმღებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე ლიცენზია, ფრენშაიზინგის სისტემა (ექსპლუატაციისათვის ინსტრუქცია, სწავლების ჩატარება და სხვ); ხელი შეუწყოს ფრენშაიზინგის ერთეულის გახსნაში, ხანგრძლივ დახმარებაში. ფრენშაიზინგის მიმცემს უფლება აქვს გამოიყენოს განსაკუთრებული უფლებები.

ფრესკა – ფერწერის სახეობა, რომელიც სრულდება კირიან წყალში გახსნილი საღებავებით სველ შელესილობაზე.

ფრონტისპისი – წიგნის ილუსტრაცია, რომელსაც ათავსებენ სატიტულო ფურცელის განაშალის მარცხენა მხარეზე. იგი შეიძლება იყოს წიგნის ავტორის პორტრეტი, ნაწარმოების იდეის ამსახველი ნახატი, საკვანძო ეპიზოდის ილუსტრაცია და სხვ.

ფსალმოდია – ფსალმუნის გალობის თავისებური ფორმა, მელოდიური დეკლამაცია.

ფსალმუნი – 1. ძველი აღქმის ერთ-ერთი წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შესულ ცალკეულ საგალობლებსაც. 2. სიმებიან საკრავზე შესრულებული საგალობელი.

ფსევდოეპიგრაფი – არანამდვილი ავტორი. ნაწარმოებისათვის დამაჯერებლობისა და ავტორიტეტის მისაცემად ცრუ სახელის განგებ მიწერა.

ფსევდონიმ ავტორის საავტორო უფლების მოქმედების ვადა – იხ. საავტორო უფლების მოქმედების სპეციალური ვადები.

ფსევდონიმ ავტორის უფლებების დაცვა – იხ. ავტორობის პრეზუმფცია.

ფსევდონიმი – გამოგონილი ან პირობითი სახელი ან ხელმოწერა, რომელიც ცვლის ნამდვილ გვარ-სახელს. მას ძირითადად ატარებენ მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკური მოღვაწეები, მსახიობები და სხვ.

ფსევდონიმის მითითების უფლება – იხ. სახელის უფლება.

ფსიქოლოგიური ზეწოლა მომხმარებელზე – იხ. გასაღების სტიმულირება.

ფუგა – ერთი მუსიკალური თემის თანმიმდევრული გამეორება სხვადასხვა ხმის საშუალებით. ასეთ გამეორებაზე დამყარებული მუსიკალური ნაწარმოები.

ფუგატო – პოლიფონიური მუსიკის ფორმა. მუსიკალური თემა, რომელიც დამუშავებულია ფუგის სტილით და წარმოადგენს სონატის ან სიმფონიის ნაწილს.

ფუგეტა – მცირე ზომისა და მარტივი აგებულების ფუგა.

ფუმიგანტები – ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ფუმიგაციის მეთოდის მეშვეობით იყენებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მცენარეთა დაავადებების გამომწვევთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

ფუმიგაცია – სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით.

ფუნქციური გამოყენება – იხ. ახალი დანიშნულებით გამოყენება.

ფურნიტურა – დამხმარე მასალა, რომელსაც იყენებენ რომელიმე წარმოებაში. მაგ., ფეხსაცმლის წარმოებაში (ლურსმნები, ძაფები, ბალთები და სხვ.). საათის წარმოებაში (მინები, ისრები და სხვ.).

ფუფუნების საგანი –საქონელი, რომელზედაც შემოსავლის ზრდასთან ერთად მასზე მოთხოვნა არაპროპორციულად მაღლა იზრდება.

23 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ქ

▲ზევით დაბრუნება


ქადაგება – რელიგიურ თემაზე საჯაროდ წარმოთქმული სიტყვა. საავტორო უფლება ქადაგებაზე წესრიგდება ისევე, როგორც საჯარო შესრულება. იხ. აგრეთვე ზეპირი ნაწარმოები.

ქადაგების კვლავწარმოება – იხ. გაზეთების სტატიების კვლავწარმოება.

ქალაქმშენებლობითი ნაწარმოებები – არქიტექტურის ნაწარმოებების სახეები, როგორსაც წარმოადგენენ: შენობები, კომპლექსები, ანსამბლები, მწვანე ნარგავები, ბალ-პარკები და ა. შ.

ქანდაკება – სკულპტურა (ლათ.), პლასტიკა (ბერძ.). სახვითი ხელოვნების დარგი, რომელიც მოიცავს ყველა მრგვალ და რელიეფურ გამოსახულებას, რომელიც შექმნილია გამოკვეთით, გამოთლით, ჩამოსხმით ან ძერწვით. ქანდაკების სპეციფიკური ნიშანია სამგანზომილებიანობა. ძირითადი თემაა ადამიანი. იშვიათად ცხოველი, ბუნება და საგანი.

ქანდაკების ნაწარმოები – ნაწარმოები გამოხატული რეალური ან აბსტრაქტული სამგანზომილებიანი ფიგურების ფორმის სახით. მოცულობითი აღნაგობის მქონე ნაწარმოები რელიეფები ან სტატუები, რომლებიც არქიტექტურის ნაწარმოების ნაწილს ქმნიან, აგრეთვე წარმოადგენენ ქანდაკების ნაწარმოებს.

ქარაგმა – იხ. აბრევიატურა.

ქაღალდის პატენტი - ზოგიერთ ქვეყანაში გამოყენებული ზოგადი ტერმინი, რომლითაც აღინიშნება პატენტი ისეთ გამოგონებაზე, რომელიც შეუძლებელია განხორციელდეს პრაქტიკულად, ან რომლის გამოყენებაც არ იძლევა კომერციულ სარგებლიანობას,.

ქმედუნარიანობა – იხ. ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა.

ქმნილება – ინტელექტუალური შემოქმედების შედეგი.

ქოლგური გამოგონება – გამოგონება, რომლის საგამომგონებლო იდეა დამყარებულია ძირითად გამოგონებაზე და წარმოადგენს მის კერძო გაუმჯობესებას. ქ. გ-ში, როგორც წესი იგულისხმება გამოგონებათა ჯგუფი.

ქონება – ყველა ფიზიკური ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლითაც სარგებლობა და განკარგვაც შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენა შეიძლება შეუზღუდავად, თუ კი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება მორალის ნორმებს.

ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვა – მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლებსა და საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელებს, თავიანთი ქონებრივი უფლებების განხორციელების მიზნით (ეთერში და კაბელით გადაცემა, საჯარო შესრულება, ნაწარმოებთა კვლავწარმოება მექანიკური, მაგნიტური და სხვაგვარი ჩანაწერის გზით, კვლავწარმოებისა და სხვა საშუალებებით) უფლება აქვთ შექმნან ორგანიზაციები, რომლებიც მართავენ ქონებრივ უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე. ამ ორგანიზაციათა შექმნის წესი და უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

ქონებრივი უფლებების მმართველი ორგანიზაციების შექმნა – ის ორგანიზაციები, რომლებიც მართავენ ქონებრივ უფლებებს, იქმნებიან უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ საზოგადოებრივი (არაკომერციული) ორგანიზაციების ფორმით, რომლებსაც გააჩნიათ იურიდიული პირის უფლებები. ასეთი ორგანიზაციები მოქმედებენ იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მათ მინიჭებული აქვთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებისაგან წესდების საფუძველზე, დადგენილი წესით. მფლობელები გადასცემენ უფლებამოსილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვაზე მათი ასეთ ორგანიზაციის წევრობის საფუძველზე, ან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

ქონებრივი უფლების გადაცემა – ქონებრივი უფლების გადაცემა შეიძლება ხელშეკრულების ან მემკვიდრეობის საფუძველზე. იხ. ავტორის ქონებრივი უფლების გადაცემა.

ქონებრივი უფლების პრაქტიკულად განხორციელება – საჯარო შესრულება, ეთერში და კაბელით გადაცემა, ნაწარმოებთა კვლავწარმოება მექანიკური, მაგნიტური და სხვაგვარი ჩაწერის გზით, რეპროდუქციისა და სხვა საშუალებით.

ქორალი – რელიგიური საგალობლების სახეობა.

ქორეოგრაფი – იხ. ბალეტმაისტერი.

ქორეოგრაფია – 1. ცეკვის ხელოვნება. 2. ცეკვის ჩაწერა პირობითი ნიშნების საშუალებით.

ქორეოგრაფიული ნაწარმოები – სასცენო ნაწარმოებების სახე, როგორსაც წარმოადგენს სცენაზე საცეკვაო მოძრაობების კომპოზიცია ან ერთი იდეით გაერთიანებული ჟესტების სისტემა, რომელიც შექმნილია მუსიკის თანხლებით შესრულებისათვის. მაგ. ბალეტი, პანტომიმა და სხვ. ქ. ნ-ის დაცვა ხორციელდება საავტორო სამართლით. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია ქორეოგრაფიული და დრამატული ნაწარმოების აღნიშვნა "DC" – აბრევიატურით.

ქრესტომათია – სახელმძღვანელო, რომელშიც შერჩევით არის შეტანილი ლიტერატურული ან სამეცნიერო ნაწარმოებები ან მათი ნაწყვეტები და ძირითადად განკუთვნილია საგანმანათლებლო მიზნებისათვის. თუ მასალა ორიგინალურადაა შერჩეული, მაშინ მის შემდგენელს გააჩნია მასზე საავტორო უფლებები.

ქრონიკა – მხატვრულ-დოკუმენტური ხასიათის ეპიკური ან დრამატული ნაწარმოები, რომელიც ამბებს გადმოსცემს იმ თანმიმდევრობით, როგორც სინამდვილეში მოხდა.

ქრონოგრაფი – 1. ძველი წერილობითი ძეგლი – მსოფლიოს ისტორიის ზოგადი მიმოხილვა ბიბლიური ლეგენდებისა და ბიზანტიური წყაროების გამოყენებით 2. დროის სარეგისტრაციო ხელსაწყო. დრომწერი.

ქსეროგრაფია – ელექტროგრაფიული ან ელექტროფოტოგრაფიული ასლგადაღება Xerox -ის სასაქონლო ნიშნიანი აპარატით.

ქსილოგრაფია – ხეზე გრავირება.

24 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ღ

▲ზევით დაბრუნება


ღაზალი – ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული პოეტური ფორმა – მოკლე, სამიჯნურო ხასიათის ლექსი.

ღია ადგილებში ნაწარმოების გამოყენება – თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებულ არქიტექტურის, ფოტოგრაფიის, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა კვლავწარმოება ან საჯარო გადაცემა დასაშვებია, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, იმ შემთხვევათა გარდა, როცა ნაწარმოების გამოსახულება წარმოადგენს ასეთი კვლავწარმოების ან საჯარო გადაცემის ძირითად ობიექტს ან როდესაც ნაწარმოების გამოსახულება გამოიყენება მოგების მიღების მიზნით.

ღია ლიცენზია – ლიცენზია, რომლის გადაცემის სურვილის შესახებ გამოცხადება (შეთავაზება) ხდება საჯაროდ, იმ პირობით, რომ ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი მიღება ლიცენზიართან შეთანხმებით ღია ლიცენზია არის მხოლოდ მარტივი. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადებისას საპატენტო საფასურის თანხა მცირდება. ღია ლიცენზიის რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიარი იხდის ყველა წინა საპატენტო გადასახადს.

ღირსების დაცვის უფლება – იხ. ავტორის ღირსების, პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლება.

25 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ყ

▲ზევით დაბრუნება


ყადაღა – სამოქალაქო სარჩელის ან ქონების შესაძლო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით შესრულებული ღონისძიება, რაც ამ ქონებისა თუ ფულადი სახსრების განკარგვის აკრძალვით გამოიხატება.

ყადაღა ნაწარმოების ეგზემპლარზე – სასამართლოს ან მოსამართლეს შეუძლია ერთპიროვნულად გამოიტანოს განჩინება ნაწარმოების ან ფონოგრამის ყველა იმ ეგზემპლარზე ყადაღის დადებისა და მათი ამოღების შესახებ, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი წარმოადგენენ კონტრაფაქციურ ეგზემპლარებს, აგრეთვე იმ მასალებისა და მოწყობილობების შესახებ, რომლებიც განკუთვნილია მათი დამზადებისა და კვლავწარმოებისათვის.

ყადაღა სასაქონლო ნიშანზე – ნებისმიერ პროდუქციას, რომელზეც უკანონოდ არის გამოყენებული სასაქონლო ნიშანი ედება ყადაღა საქართველოში შემოტანის მცდელობის, ნიშანდების შემთხვევაში, თუ ეს სასაქონლო ნიშანი დაცულია საქართველოს მიერ. ყადაღის დადება შეიძლება მოითხოვოს პროკურორმა ან სხვა კომპეტენტურმა ორგანომ ან დაინტერესებულმა პირმა. :

ყალბი მითითება გამოგონების აღწერილობაში – მითითება იმის შესახებ, რომ გამოგონების საშუალებით შესაძლებელია გარკვეული შედეგის მიღება, მაშინ, როცა ასეთი მტკიცებულება სინამდვილეს არ შეესაბამება.

ყალბი ნიშანდება – არაუფლებამოსილი პირის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენება თავის საქონელზე ან მომსახურებაზე კომერციული მოგების მიზნით.

ყალბი სასაქონლო ნიშანი – ისეთი აღნიშვნისაგან შემდგარი სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიცავს აშკარად ყალბ (არასწორ) ცნობებს საქონლის შესახებ. არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, როგორც წესი არ ასხვავებს ერთმანეთისაგან ყალბ და ცრუ სასაქონლო ნიშნებს. იგი შეიძლება გახდეს არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებული დავის საგანი. იხ. აგრეთვე ფალსიფიცირებული სასაქონლო ნიშნიანი საქონელი; ცრუ სასაქონლო ნიშანი.

ყდა – მუყაოს, ტყავის, ქსოვილის, ქაღალდის, პოლიმერული და სხვა მასალისაგან შემდგარი მყარი, მტკიცე გარეკანი, რომელშიც წიგნის, ჟურნალის და სხვ. ბლოკს აწებებენ.

ყნოსვითი სასაქონლო ნიშანი - ზოგიერთი ქვეყანა იყენებს ისეთ სასაქონლო ნიშანს, რომელიც მხოლოდ ყნოსვით შეიგრძნობა, თუმცა დაცვის სირთულის გამო ასეთი ქვეყნების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

ყოველწლიური გადასახადი – იხ. წლიური საფასური.

ყოფილი თანამშრომლის არაკეთილსინდისიერება – ყოფილი თანამშრომლის მიერ დაქირავების ხელშეკრულების ვალდებულების დარღვევა, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების ან გათქმის საშუალებით წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს. ასეთი ქმედება ისჯება, თუ იგი წარმოადგენს ქურდობას, მითვისებას, სამრეწველო შპიონაჟს ან კონკურენტთან ჩუმ შეთანხმებას. აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გათქმას თუ იგი კონკურენტია მისი ყოფილი სამუშაოს მიმცემის. მაგ., როდესაც მან შექმნა თავისი (საკუთარი) საწარმო იმავე დარგში. არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს ყოფილი სამუშაოს მიმცემის თანამშრომელთა გადაბირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა თანამშრომელმა გამოიყენა კლიენტების სია ან შიდა სარგებლობის საქმიანი დოკუმენტაცია უფრო მომგებიანი წინადადებების მოსამზადებლად, ამ თანამშრომელთა შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვება მათი გადაბირების მიზნით.

ყურანი – მუსლიმანთა რელიგიის – ისლამის დოგმებისა და დებულებების კრებული, მუსლიმანთა “წმინდა წიგნი”.

26 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - შ

▲ზევით დაბრუნება


შაბლონი – 1. ნიმუში, რის მიხედვითაც ამზადებენ ნაკეთობას. თარგი. 2. ინდივიდუალობას მოკლებული აზრი.

შანთი – 1. მტკიცებულების სახე ძვ. ქართულ სამართალში. 2. იხ. სინჯი (მნიშვ. 1); დაღი.

შაპიტო – მოხეტიალე, სამოგზაურო საცირკო დასისათვის განკუთვნილი დასაშლელ-ასაწყობი ნაგებობა.

შართლამა – წერილობითი პირობა, ხელშეკრულება ძვ. საქართველოში. შარიათი – ისლამის რელიგიური და სამართლებრივი ნორმების კრებული, რომელიც ეფუძნება ყურანს, სუნასა და ფიკჰს.

შარჟი – კარიკატურის ნაირსახეობა. რაიმე მოვლენის ან ადამიანის სატირული ან იუმორისტული გამოსახულება, რომელშიც გარეგნული ნიშნები, ხასიათები წარმოდგენილია გაზვიადებულად.

შედავება გამოგონებაზე – პატენტის არგაცემის მოტივით, გამოგონებაზე შედავება შეიძლება შევიდეს “საქპატენტში”, გამოგონების რეფერატის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 90 დღის განმავლობაში.

შედარება რეკლამაში – რეკლამაში მითითებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კონკურენტის საქონლის ან მომსახურების შედარებას. ეს ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მომხმარებელი და/ან არ მოახდინოს კონკურენტის დისკრედიტაცია.

შედარებითი რეკლამა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც ხდება ისეთი რეკლამის გამოშვება, სადაც მოყვანილია კონკურენტების საქონლის ან მომსახურების შედარება. შ. რ. შეიძლება იყოს ორი სახის: სხვისი საქონლის პოზიტიურობაზე ან ნეგატიურობაზე მითითება, ირიბი დისკრედიტაცია. ამ შემთხვევებში ადგილი აქვს კონკურენტზე მითითებას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შედარებითი რეკლამის გამოყენება ან საერთოდ აკრძალულია, ან მკაცრად არის შეზღუდული. შ. რ. ჩაითვლება მართლზომიერად ორი ძირითადი პირობის არსებობის შემთხვევაში: იგი უნდა იყოს ობიექტური და საკმაოდ ზოგადი ხასიათის, რომ არ მოხდეს რომელიმე კონკრეტული მეწარმის დისკრედიტაცია.

შედარებითი (ფარდობითი) სიახლე – ინფორმაცია, როდესაც სიახლის დადგენისას ქვეყანა, სხვა ინფორმაციასთან ერთად ცნობს გამოყენების ფაქტს მხოლოდ მისი ტერიტორიის ფარგლებში. იხ. აგრეთვე აბსოლუტური სიახლე.

შედგენილ ნაწარმოებზე საავტორო უფლება – კრებულის ან სხვა შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევაზე ან განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. შემდგენელი სარგებლობს საავტორო უფლებით იმ პირობით, თუ დაცულია ყველა იმ ნაწარმოების ავტორთა უფლებები, რომლებიც შესულია შედგენილ ნაწარმოებში. შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს დამოუკიდებლად განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავ-თავიანთ შედგენილ ნაწარმოებთა შესაქმნელად. შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი ნაწარმოებები შედგენილი ნაწარმოებებისაგან დამოუკიდებლად, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შედგენილი ნაწარმოები – საავტორო სამართლის ობიექტი, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. ნაწარმოები. რომელიც შექმნილია ფიზიკური ან იურიდიული პირის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით და რომელიც შედგება სხვადასხვა ავტორთა ცალკეული ნაწარმოებებისაგან, იმ პირობით, რომ ნაწარმოები გამოქვეყნებულია ასეთი ფიზიკური და/ან იურიდიული პირის მიერ თავისი სახელით (ენციკლოპედიები, ენციკლოპედიური ლექსიკონები, მეცნიერული შრომების პერიოდული და ერთმანეთის გამაგრძელებელი კრებულები, გაზეთები, ჟურნალები, სხვა პერიოდული გამოცემები და მისთ.).

შედგენილი ნაწარმოების გამოყენებაზე განსაკუთრებული უფლებები – იხ. გამომცემლის განსაკუთრებული უფლებები.

შედგენილი ნაწარმოების დაცვა – იხ. გადამუშავებული ნაწარმოების ღაცვა.

შეზლუდვა ჩანაწერის გამოყენებაზე -– ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ინდოეთი და სხვ.), ჩანაწერის გამოყენებაზე შეთანხმებული შეზღუდვა, რომელიც ერთეულადაა მიღებული და უჩვენებს იმ დროს, რომლის განმავლობაშიც ნებადართულია ჩანაწერის კომერციული გამოყენება რადიოსა და ტელევიზიაში. ეს დრო განისაზღვრება საათებით კვირაში.

შეზღუდული ნებართვა – პატენტმფლობელის მიერ პროდუქტის დამზადებაზე, გამოშვებაზე, გამოყენებაზე, გაყიდვაზე, იმპორტზე და ა. შ. სხვა პირისათვის ნებართვის გაცემა გარკვეული შეზღუდვებით. შეზღუდვები შეიძლება ეხებოდეს შემდეგ მომენტებს: 1. დროს – ნებართვა გაიცემა გარკვეულ დრომდე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პატენტის მოქმედების ვადას. 2. ტერიტორიას – ნებართვა გაიცემა გარკვეულ ქვეყანაში, რეგიონში ან გარკვეულ ადგილზე (საწარმოში), რომელთა მეპატრონეებმა მიიღეს ასეთი ნებართვა. 3. რაოდენობას – ნებართვა გაიცემა გარკვეული რაოდენობის პროდუქტზე, ე. ი. არაუმეტეს დათქმულისა. 4. გამოყენების მიზანს – ნებართვა გაიცემა კონკრეტული მიზნით, აგრეთვე თუ საერთოდ გამორიცხულია რაიმე კონკრეტული მიზნები.

შეზღუდული უფლება – უფლება, რომელიც ნაწარმოებია იმ უფრო ფართო უფლებისაგან, რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით.

შეთავაზება – იხ. ოფერტა.

შეკვეთით ნაწარმოების შექმნა – იხ. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება.

შემაფერხებელი პატენტი – პატენტი, რომელიც თვითონ არ წარმოადგენს კომერციულ ფასეულობას, მაგრამ არ აძლევს საშუალებას კონკურენტს, მიიღოს პატენტი ამავე სფეროში.

შემდგენელი – იხ. შედგენილ ნაწარმოებზე საავტორო უფლება.

შემდგომი გადაცემა ეთერში – ეთერში ადრე გადაცემული ნაწარმოებების ფონოგრამების ან ვიდეოგრამების, შესრულებების, დადგმების, საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციების გადაცემათა შემდგომი გადაცემა ეთერში.

შემდგომმოსარგებლე - პირი, რომელიც იყენებს შემდგომსარგებლობის უფლებას.

შემდგომსარგებლობის უფლება – წინათსარგებლობის უფლების ანალოგიური უფლება, რომელიც გამოიყენება პატენტის ძალის მოქმედების შეწყვეტის მომენტიდან მისი აღდგენის თარიღის მომენტამდე წარმოქმნილ შუალედში. ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ამ შუალედში კეთილსინდისიერად გამოიყენა ან განახორციელა სამზადისი იმ გამოგონების გამოყენებისათვის, რომელიც პატენტის საგანს შეადგენს, უფლება აქვს განაგრძოს მისი გამოყენება საკუთარი მეწარმეობისათვის. ამ უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ საწარმოსთან ერთად, რომელზეც იგი ვრცელდება.

შემთხვევითი ნიშანი – გამოგონების, სასარგებლო მოდელის ობიექტის ნიშანი ითვლება შემთხვევითად, თუ ის გავლენას არ ახდენს ტექნიკური შედეგის მიღწევაზე, ე. ი. მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ იმყოფება მითითებულ შედეგთან.

შემომფარგვლელი ნაწილი – იხ. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი.

შემოტანილი პატენტი – პატენტი, რომელიც გაიცემა უცხოეთის პატენტის მფლობელზე, საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანაში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფი პატენტის საფუძველზე. შემოტანილი პატენტი განსაკუთრებულ უფლებას ანიჭებს პატენტმფლობელს გამოიყენოს ან აწარმოოს და გაყიდოს პროდუქცია, მაგრამ არ აძლევს უფლებას აუკრძალოს მესამე პირს შემოიტანოს ასეთი პროდუქცია საზღვარგარეთიდან. შემოტანილი პატენტი მოქმედებს ძირითადი პატენტის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 წლისა. იგივეა, რაც დადასტურებული პატენტი.

შემოქმედებითი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ქმნის ან ინტერპრეტაციას უკეთებს კულტურულ ფასეულობას, საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობა თავისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიაჩნია, აღიარებულია ან სურვილი აქვს, რომ აღიარებული იქნეს შემოქმედებით პირად, მიუხედავად იმისა არის თუ არა ხელშეკრულებით დაკავშირებული ან წევრი რომელიმე შემოქმედებითი გაერთიანების. შემოქმედებით პირებად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებზეც ვრცელდება საავტორო სამართლის მსოფლიო კონვენცია, ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ, რომის კონვენცია შემსრულებელთა, ფონოგრამების მწარმოებელთა და მაუწყებლობის ორგანოთა ინტერესების შესახებ.

შემოქმედებითი შრომა – ისეთი საქმიანობა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შექმნისკენაა მიმართული.

შემსრულებელი – ნაწარმოების შემსრულებლად ჩაითვლება: მსახიობი (კინოს, თეატრის და ა. შ.), მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე ან სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, მღერის, კითხულობს, ახდენს დეკლამირებას, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარ :დ ასრულებს ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებს, მათ შორის, საესტრადო, საცირკო, თოჯინურ ნომერს, ხალხურ ნაწარმოებს. შემსრულებლად ჩაითვლება აგრეთვე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და დირიჟორი.

შემსრულებლის უფლებათა გადაცემა -:(შემსრულებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაცემულ იქნეს სხვა პირებზე.

შემსრულებლის უფლებათა მოქმედების ვადა – შემსრულებლის უფლებები მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შესრულების თარიღიდან. შემსრულებლის სახელის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლები დაცულია უვადოდ. შემსრულებლის უფლებათა დაცვა მისი გარდაცვალების შემდეგ ხორციელდება იმ წესით, რაც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ვადის ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის 1 იანვრიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა იურიდიულ ფაქტს, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა. შემსრულებლის სახელისა და რეპუტაციის დაცვის უფლება მემკვიდრეობით არ გადადის. მათი დაცვა შემსრულებლის სიკვდილის შემდეგ ხორციელდება იმ წესით, რაც გათვალისწინებულია ავტორის პირადი უფლების დაცვისათვის. იხ. აგრეთვე არამემკვიდრეობითი უფლება.

შემსრულებლის უფლებები – შემსრულებელს თავის შესრულებაზე გააჩნია შემდეგი პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები: უფლება სახელზე, რეპუტაციის პატივისცემის უფლება, უფლება გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი სახით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით. შ. უ. განეკუთვნება საავტორო უფლების მომიჯნავე უფლებებს. შემსრულებელი, საავტორო უფლების მომიჯნავე უფლებებს ახორციელებს შესრულებული ნაწარმოების ავტორის უფლებათა დაცვის პირობით.

შემსრულებლის ხელშეკრულება აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელთან – შემსრულებელსა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს შორის ხელშეკრულების დადება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლებების გადაცემას. შემსრულებლის მიერ ასეთი უფლებებით აღჭურვა შემოიფარგლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების გამოყენებით და, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ შეიცავს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში დაფიქსირებული ხმისა და გამოსახულების ცალ-ცალკე გამოყენების უფლებას.

შემსრულებლის ხელშეკრულება მაუწყებლობის ორგანიზაციასთან – შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი განმეორებითი (შემდგომი) გადაცემისა და კვლავწარმოების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთი გამოყენების შემთხვევაში შემსრულებლისათვის მისაცემი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება აღნიშნული ხელშეკრულებით.

შემსრულებლის ხელშეკრულება ფონოგრამის დამამზადებელთან – იხ. ფონოგრამის გაქირავების უფლების გადაცემა.

შემჩნეული შეცდომების გასწორება – ქაღალდის ფურცელი, რომელშიც ჩამოთვლილია წიგნის ან სხვა ნაბეჭდი ინფორმაციის დაბეჭდვის ბოლო წუთს, ან უკვე დაბეჭდილ წიგნში აღმოჩენილი შეცდომები და იქვე მითითებულია მათი შესწორებები. ეს ფურცელი ჩადებულია ნაბეჭდ ინფორმაციაში.

შესაბამისობის ნიშანი – დადგენილი წესით დაცული ნიშანი, რომელსაც ადებენ პროდუქციას იმის საჩვენებლად, რომ მან გაიარა სერტიფიკაცია და შეესაბამება დამზადების ხარისხისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

შესაბამისობის სერტიფიკატი – სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს მთლიანი ნაწარმის ან გარკვეული თვისებების სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

შესრულება საყოველთაო გაცნობის მიზნით – იხ. საჯარო შესრულება. :

შესრულება სამუშაოს მიმცემის დავალებით – იხ. სამსახურებრივი მოვალეობით შექმნილი შესრულება.

შესრულება ცერემონიების დროს – იხ. საჯარო შესრულება.

შესრულების გამოყენება თანხმობისა და გასამრჯელოს გარეშე – იხ. მომიჯნავე უფლებათა ობიექტების თავისუფალი გამოყენება.

შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება – შემსრულებელს აქვს განსაკუთრებული უფლება. შესრულების გამოყენებაზე ნება დართოს ან აკრძალოს შემდეგ მოქმედებათა განხორციელება: 1. იმ შესრულების ჩაწერა, რომელიც ადრე იყო ჩაწერილი. 2. შესრულების ჩანაწერის კვლავწარმოება, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შემსრულებლის თანხმობით ჩაწერილი შესრულების კვლავწარმოება ხდება იმავე მიზნებისათვის, რისთვისაც მიღებული იყო შემსრულებლის თანხმობა ასეთი ჩაწერისას. 3. შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, ან შესრულების სხვაგვარი საჯარო გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ხდება შემსრულებლის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების გადაცემა. 4. შესრულების ჩანაწერის გადაცემა ეთერში ან კაბელით, თუ თავდაპირველად ამ შესრულების ჩაწერა არ იყო განხორციელებული მოგების მიღების მიზნით. 5. იმ გამოქვეყნებული ფონოგრამის ან ვიდეო–- გრამის გასაქირავებლად ჩაბარება, რომელიც შეიცავს შესრულებას შემსრულებლის მონაწილეობით. ნებართვა განსაკუთრებულ უფლებაზე გაიცემა შემსრულებლის მიერ, ხოლო შემსრულებელთა კოლექტივის შესრულებაზე – ასეთი კოლექტივის ხელმძღვანელის მიერ, მოსარგებლესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

შესყიდვის ოფცია –- იხ. ოფცია.

შესწორების შეტანის უფლება – სამრეწველო საკუთრების ობიექტზე: განმცხადებლის უფლება – შეიტანოს შესწორებები კანონით გათვალისწინებულ ვადებში.

შეტყობინება კაბელით საყოველთაო გაცნობის მიზნით – იხ. კაბელით გადაცემა.

შეტყობინება-მოთხოვნა – ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება დამატებითი მასალების წარდგენის თაობაზე, როდესაც ექსპერტიზის აზრით, განაცხადის მასალები მოითხოვს რაიმეს დაზუსტებას, განმარტებას, როგორც არსობრივი, ისე ფორმალური მოთხოვნების თვალსაზრისით. განმცხადებელმა მიღების დღიდან 1 თვის ვადაში უნდა წარადგინოს ექსპერტის მიერ მოთხოვნილი საბუთები ან შეიტანოს შესწორებები არსის შეუცვლელად. თუ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი პასუხი, მაშინ საქმის წარმოება წყდება. პასუხის ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ საპატიო მიზეზით.

შეფარდების ნიშნები – არსებითი ნიშნების ჯგუფი, რომელიც არის: მოწყობილობისათვის – ელემენტების, კვანძების ან დეტალების ზომების შეფარდება, ხერხისათვის – ოპერაციებში და ილეთებში გამოყენებული მასალების შეფარდება რაოდენობით, მოცულობით, წონით და ა. შ.; ნივთიერებისათვის – მასში შემავალი ინგრედიენტების ან მოლეკულაში ატომების რაოდენობრივი შეფარდება.

შეფუთვა – საქონლის თანმხლები ნაწილი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია ამ საქონლის შესახებ. იგი მოიცავს მის ფუნქციურ და ესთეტიკურ მხარეებს. ფუნქციური მხარე გულისხმობს საქონლის დაცვას დაზიანების ან გაფუჭებისაგან, ტრანსპორტირების გაადვილებისათვის და ა. შ. ესთეტიკური მხარე კი – სასაქონლო ნიშნის წარმოჩენასა და რეკლამირებას.

შეღავათიანი ვადა სიახლეზე – იხ. შეღავათიანი პერიოდი.

შეღავათიანი საფასური – შეღავათიანი საპატენტო გადასახადი, რომელიც დაშვებულია მოსწავლეების, სტუდენტების, ასპირანტების, პენსიონერების და ლტოლვილებისათვის, რაც შეადგენს ძირითადი საფასურის 50%-ს.

შეღავათიანი პერიოდი – შეღავათიანი ვადა ზოგიერთ ქვეყანაში, რომლის განმავლობაში გამომგონებელს ან მის “უფლებამონაცვლეს უფლება აქვს გახსნას გამოგონების არსი (რაც სიახლეს არ უკარგავს გამოგონებას), მასზე განაცხადის შეტანამდე (არაუმეტეს თორმეტი თვით ადრე), მათ შორის თუ იგი გამოვლინდა როგორც პირდაპირი ან ირიბი შედეგი: ა) განმცხადებლის ან მისი წინათმოსარგებლის მიმართ უფლების აშკარად ბოროტად გამოყენებისას. ბ) განმცხადებლის ან მისი წინათმოსარგებლის მიერ გამოგონების წარდგენისას ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე.

შეღავათიანი ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ვინმესთვის უპირატესობის მინიჭებას, • დადგენილი წესების შესრულებისაგან ნაწილობრივ განთავისუფლებას ან მისი შესრულების პირობების შემსუბუქებას. შეცდომაში შეყვანა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახე. ყველა ის ქმედება, რომელთა შედეგად მოცემული ფირმის წარმოება, საქონელი, სამრეწველო ან კომერციული საქმიანობა მომხმარებელმა შეიძლება შეცდომით მიიღოს კონკრეტული ფირმის წარმოებად, საქონლად ან კომერციულ საქმიანობად. შეცდომაში შეყვანა შეიძლება სხვადასხვა გზით – აღრევით, ცრუ შთაბეჭდილების შექმნით და სხვ. შეცდომაში შეყვანად შეიძლება მიჩნეულ იქნეს აგრეთვე უპირატესობაზე მითითება.

შეცდომების გასწორება „ex officio“ – „საქპატენტი” ასწორებს თავის შეცდომებს „ex officio“, ასახულს სასაქონლო ნიშნების რეესტრში და/ან “საქპატენტის” ნებისმიერ პუბლიკაციაში იმ პირობით, რომ იგი არ გამოიწვევს განაცხადის საგნის არსის ცვლილებას, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

შეძენილი ინდივიდუალობა – სასაქონლო ნიშნად შერჩეული აღნიშვნა, რომელიც თავისთავად არაა ინდივიდუალური, მაგრამ შეიძლება შეიძინოს ინდივიდუალობა გამოყენების საშუალებით.

შვილობილი კომპანია – კომპანია არის შვილობილი სხვა კომპანიების მიმართ, თუ ეს უკანასკნელი ფლობს მისი სააქციო კაპიტალის ნომინალური ღირებულების ნახევარზე მეტს ან მასში აქვს განსაზღვრული რაოდენობის აქციები და აკონტროლებს საბჭოსა და დირექტორთა შემადგენლობას.

შიდა კანონმდებლობა – საავტორო სამართლისა და მომიჯნავე უფლებების საერთაშორისო კონვენციაში შიდა კანონმდებლობა ან შიდა კანონი გაიგება, როგორც ეროვნული კანონმდებლობა (ეროვნული კანონი), რომელიც განსხვავდება კონვენციის მონაწილე წევრი ქვეყნებისათვის ამ კონვენციით მიღებული წესებისაგან.

შიდა საფირმო გამოგონება – ფირმის გამოგონება, როდესაც გამომგონებელი უცნობი ან ანონიმია.

შინაგანი (შიგა) ღირებულება – ღირებულება, დამახასიათებელი ნივთისათვის ყოველგვარი გადამუშავების გარეშე.

შმუცტიტული – ძვ წიგნებში გამოყენებული დამატებითი ტიტული, რომელიც გაჭუჭყიანებისაგან იცავდა მთავარ ტიტულს.

შპიონაჟი – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახე. ამ ხერხით ხდება კონკურენტის საწარმოო, საქმიანი, კომერციული ან ნოუ-ჰაუს საიდუმლოებათა გამორკვევა ან მითვისება. იხ. სამრეწველო შპიონაჟი.

შრიფტი უსინათლოებისათვის – იხ. ბრაილის შრიფტი.

შრომა – 1. მუშაობა, ჯაფა. საწარმოო ფაქტორი ეკონომიკურ თეორიაში პროდუქციის წარმოების დროს; საქონელზე დანახარჯის ერთ-ერთი სახე, რომლის ღირებულება განისაზღვრება მოთხოვნილებისა და შეთავაზების საფუძველზე. 2. ნაშრომი, მეცნიერული შრომა.

შრომების კრებული – იხ. კრებული.

შტამი – ერთი და იმავე სახის მიკროორგანიზმების სუფთა კულტურა. იხ. მიკროორგანიზმთა შტამი.

შტამპი – 1. შტემპელი, რომელზეც ამოტვიფრულია ფირმის, დაწესებულების, ორგანიზაციის სახელწოდება; ასეთი შტემპელის ანაბეჭდი. 2. ლითონის ფორმა სერიული წარმოებისათვის ჭედვის, შტამპვის გზით. ტვიფრი. 3. ტრაფარეტი, შაბლონი.

შტემპელი – ხელსაწყო, რომელზედაც რელიეფურად არის ამოკვეთილი გამოსახულება ან წარწერა ანაბეჭდის მისაღებად. შტრიხებიანი კოდი – კოდი, რომელიც შედგება პარალელური წრფივი შტრიხებისაგან და მათ შორის ხარვეზებისაგან. იგი დაიტანება საცალო გაყიდვისათვის განკუთვნილი საქონლის შეფუთვაზე. შტრიხები აჩვენებს. ქვეყანას, სადაც არის წარმოებული საქონელი (პირველი ორი ან სამი ციფრის შესაბამისი შტრიხები), შემდეგი ოთხი ან ხუთი ციფრი კონკრეტული საწარმოს ნომერს, მომდევნო ხუთი ციფრი ნაწარმის ნომერს, ბოლო ციფრი საკონტროლოა, დანარჩენი ინფორმაციების ან ციფრების შესამოწმებლად არის განკუთვნილი. სპეციალური საკასო აპარატი კითხულობს კოდს და საკონტროლო პანელზე გამოაქვს საქონლის ფასი და სხვა მახასიათებლები.

შუალედური საქონელი – საქონელი წარმოების პროცესში, ნედლეულიდან მზა ნაკეთობამდე.

შუამავალი – ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, გარიგებაში მონაწილე მხარეებს შორის. ბროკერი. 

27 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ჩ

▲ზევით დაბრუნება


ჩაინვორდი – კროსვორდის ნაირსახეობა. იგი წარმოადგენს უჯრების მიმდევრობას, სადაც ყოველი მომდევნო სიტყვა უნდა იწყებოდეს წინა სიტყვის დაბოლოებით.

ჩანართი – 1. ჩართული, დამატებული ფურცელი გაზეთში, წიგნში და ა. შ. 2. ტექსტში ჩამატებული ადგილი.

ჩანაწერი მაგნიტურ ლენტზე – ლოგიკურ კავშირში მყოფი ტერმინების ერთობლიობა, რომელიც მოცემულ სისტემაში განიხილება, როგორც ინფორმაციის ერთეული.

ჩანაწერის განადგურება – იხ. მოკლევადიანი ჩაწერა საეთერო მაუწყებლობის მიერ.

ჩანაწერის შენახვა – იხ. მოკლევადიანი ჩაწერა საეთერო მაუწყებლობის მიერ.

ჩაწერა (ჩანაწერი) – ხმის და/ან გამოსახულების რაიმე მატერიალური ფორმით ფიქსაცია, ტექნიკურ საშუალებათა მეშვეობით, რაც მათი არაერთგზის აღქმის, კვლავწარმოებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა. მაგ., მაგნიტური ფირით, დისკით და ა. შ.

ჩაწერა საეთერო მაუწყებლობის მიერ – იხ. მოკლევადიანი ჩაწერა საეთერო მაუწყებლობის მიერ.

ჩვენება საყოველთაო გაცნობის მიზნით – იხ. საჯარო ჩვენება.

ჩვეულებრივი ლიცენზია – ჩვეულებრივ უფლებათა გადაცემის საავტორო ხელშეკრულება, როდესაც ავტორი ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელი ნებას რთავს ლიცენზიატს გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად, რომლებმაც იმავე საშუალებებით მიიღეს ასეთი ნაწარმოების გამოყენების ნებართვა.

ჩვეულებრივი უფლება – საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული უფლება ჩაითვლება ჩვეულებრივ უფლებად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ჩრდილოვანი სასაქონლო ნიშანი – სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიცავს ისეთ სიტყვას, რომლის რეგისტრირებაც შესაძლებელია და რომელიც რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს არარეგისტრირებულ სიტყვასთან რათა უზრუნველყოს ამ უკანასკნელის “დე-ფაქტო” დაცვა.

28 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ც

▲ზევით დაბრუნება


ცედენტი – პირი, რომელიც თავის უფლებებს გადასცემს სხვა პირს.

ცეზურა –- პაუზა მუსიკალურ მელოდიაში ან ლექსის სტრიქონში.

ცეკვა – ხელოვნების დარგი, რომელიც მხატვრულ სახეს ქმნის მოცეკვავის თავის, ტანისა და კიდურების მოძრაობით, აგრეთვე ჟესტიკულაციით.

ცენტონი – შედგენილი ნაწარმოების ერთ-ერთი სახე. პამფლეტი, რომელიც ერთი ან რამდენიმე მწერლის ნაწარმოებიდან ამოღებული ტაეპებისაგან შედგება.

ცესია – სხვა პირის მიმართ ვალდებულებაზე მოთხოვნების დათმობა; ზოგიერთი საკუთარი უფლებების გადაცემა სხვაზე.

ცვლილება გამოგონების ფორმულაში – განმცხადებელს შეუძლია შეიტანოს ცვლილება ფორმულაში, თუ საპატენტო ექსპერტიზა დაადგენს, რომ: გამოგონების ფორმულას აკლია ზოგიერთი არსებითი ნიშანი. შემდგომი განხილვისას გამოიყენება პირველი ფორმულა, იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც შეიტანა განმცხადებელმა.

ცვლილებები ლიცენზიაში – არსებითი ცვლილებების შეტანა ლიცენზიაში. ამ ცვლილებების შეტანის შესახებ ლიცენზიარი ატყობინებს საქპატენტს. ეს უკანასკნელი კი ატარებს ცვლილებებს რეგისტრაციაში, დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

ცვლილებების შეტანა ნაწარმოებში – იხ. ნაწარმოებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლება.

ცვლილებების შეტანა რეესტრში – სამრეწველო საკუთრების ობიექტის მფლობელის სახელის, მისამართის ან სხვა ცვლილებების შეტანა შესაბამის რეესტრში. განცხადება ასეთი ცვლილების შესახებ “საქპატენტში” შეაქვს ობიექტის მფლობელს ან მის პატენტრწმუნებულს; განაცხადში მიეთითება მათი სახელები და მისამართები, განცხადება შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და გადახდილი იქნეს შესაბამისი საფასური. თუ ცვლილება ეხება რამდენიმე რეგისტრაციას, საკმარისია ერთი განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ყველა შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი. რეესტრში დასაშვებია მხოლოდ ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც არ იწვევს სამრეწველო საკუთრების ობიექტის არსობრივ ცვლილებას.

ცივილიზაცია – 1. კულტურის სინონიმი. 2. საზოგადოებრივი განვითარებისა და მატერიალური კულტურის დონე. 3. ბარბაროსობის შემდეგი ეტაპი.

ციკლი – საერთო ნიშნით გაერთიანებული ნაწარმოებთა (ლექციები, სიმღერები და ა. შ.) წყება.

ცირკი – შენობა საცირკო წარმოდგენების ჩასატარებლად.

ცირკულარი – სახელმწიფო ან სხვა ორგანოს წერილობითი განკარგულება ან განმარტება რაიმე აქტის გამოყენების წესის თაობაზე.

ცირკუმფლექსი – დიაკრიტიკული ნიშანი (^), რომელიც მიუთითებს ადგილს, სადაც გამოტოვებულია თანხმოვანი (მაგ., ile ნაცვლად isle კუნძული ფრანგულში).

ცირკუმფლექსის გამოყენება შესაძლებელია სასაქონლო ნიშნად.

ციტატა – ტექსტიდან უცვლელად, სიტყვა-სიტყვით მოყვანილი ადგილი წყაროს მითითებით.

ციტაცია - სადმე მოყვანილი ციტატების ერთობლიობა. იგივეა, რაც ციტირება.

ციტირება – ციტატის მოყვანა.

ციტირება ნაწყვეტის ფორმით – შედარებით მცირე ნაწყვეტი, ციტირებული სხვა ნაწარმოებიდან, რათა ავტორმა დაამტკიცოს ან გასაგები გახადოს თავისი მტკიცებულებები ან უბრალოდ სხვისი აზრის მოტანა. ციტატები, რომლებიც უკვე საჯაროდაა ცნობილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჯაროდ, თუ მათი მოცულობა არ აღემატება მოცემულ შემთხვევაში საჭირო მოცულობას. იხ. მომიჯნავე უფლებათა ობიექტების თავისუფალი გამოყენება.

ციტირების გამოყენება – ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, ოღონდ გამოყენებული ნაწარმოების ავტორის და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით დაშვებულია: ციტირება მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოებებიდან ორიგინალში ან თარგმანში, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და ინფორმაციული მიზნებისათვის, იმ მოცულობით, რაც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების კვლავწარმოების ჩათვლით, ბეჭდვითი მიმოხილვის ფორმით.

ცნობარი – ერთგვარი კატალოგი, რომელიც შედგენილია ამა თუ იმ თემის, საგნების ან პიროვნებების კლასიფიკაციის მიხედვით და გარკვეულ ინფორმაციას იძლევა მათზე. მაგ, ტელეფონების ცნობარი ან ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელთა ანბანური ჩამონათვალი და სხვ. ცნობარი ექვემდებარება საავტორო სამართლებრივ დაცვას ისევე, როგორც კატალოგები.

ცოდნის ბაზა – იხ. მონაცემთა ბაზა.

ცოცხალი შესრულება – იხ. საჯარო შესრულება.

ცრუ განცხადება – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახე. ისეთი განცხადება რომელიც კეთდება კომერციული საქმიანობის პერიოდში და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონკურენტის წარმოების, საქონლის, სამრეწველო ან კომერციული საქმიანობის დისკრედიტაცია.

ცრუ მეწარმეობა – საწარმოს (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) შექმნა საწესდებო საქმიანობის განხორციელების განზრახვის გარეშე სესხის ან კრედიტის, ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლობის მიღების, აგრეთვე აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის დაფარვის მიზნით.

ცრუ ნიშანდება (მარკირება) – წინასწარგანსაზღვრული სამართალდარღვევა, როდესაც არაუფლებამოსილი პირი კომერციული მიზნებისათვის იყენებს სხვა პირის ნამდვილ, ორიგინალურ სასაქონლო ნიშანს თავისი საქონლის და/ან მომსახურების აღნიშვნისათვის.

ცრუ სასაქონლო ნიშანი – ისეთი აღნიშვნისაგან შემდგარი სასაქონლო ნიშანი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იძლევა იმგვარ ცნობებს საქონლის შესახებ, რომ შესაძლებელია მომხმარებლის მოტყუება. იხ. აგრეთვე ფალსიფიცირებული სასაქონლო ნიშნიანი საქონელი; ყალბი სასაქონლო ნიშანი.

ცრუ შთაბეჭდილების შექმნა – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახე. ქმედება, რომლის მიზანია კონკურენტის საქონელზე და/ან მომსახურებაზე ცრუ შთაბეჭდილებების შექმნა, რაც შეიძლება მიღწეულ იქნეს მომხმარებლის მოტყუებით, არასწორი ინფორმაციით, დაბნევით, მითითებით, როდესაც მომხმარებელს თითქოს ეძლევა საშუალება საქონლის არაჩვეულებრივად მომგებიანი პირობებით შეძენისა, მაშინ როდესაც სინამდვილეში ასეთი პირობები არ არსებობს, რაც წესიერ კონკურენტს აკარგვინებს მომხმარებელს, იწვევს ფინანსურ დანაკლისს და სხვ. ცრუ შთაბეჭდილება შეიძლება იყოს აგრეთვე სასარგებლო ინფორმაცია, მითითება, მაგრამ იგი ჩაითვალოს მოტყუებად. მაგ. სარეკლამო განცხადება იმის შესახებ რომ კვების პროდუქტზე არ არის დამატებული ქიმიური ნივთიერებები, იმ დროს, როდესაც ასეთი განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს.

ცხელი ფული – ფული, რომელიც მიღებულია უპატიოსნო გზით და რომლის წარმოშობა დამალულია.

ცხოველთა ახალი ჯიშები – იხ. სასელექციო მიღწევა.

ცხოველთა უჯრედების ინდივიდუალური კულტურები –- იხ. მცენარეთა უჯრედების ინდივიდუალური კულტურები.

ცხოველთა უჯრედების ინდივიდუალური კულტურების დამახასიათებელი ნიშნები – იხ. მცენარეთა უჯრედების ინდივიდუალური კულტურების დამახასიათებელი ნიშნები.

ცხოველთა უჯრედების კულტურები – იხ. მცენარეთა უჯრედების კულტურები.

ცხოველთა უჯრედების კულტურების კონსორციუმები – იხ. მცენარეთა უჯრედების კულტურების კონსორციუმები.

ცხოველის ნიშანდება – სანაშენე პირუტყვის დანომვრა, ტატუირება, დადაღვა ან სხვა განუყოფელი ნიშნის დადება, რომელიც მისი იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

ცხრილი – იხ. ტაბულა.

29 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ძ

▲ზევით დაბრუნება


ძეგლი – ქანდაკება ან ნაგებობა ვისიმე, რისიმე სამახსოვროდ.

ძირითადი ბაზარი – ბაზარი, სადაც ხორციელდება საქონლის ძირითადი ნაწილის რეალიზაცია. ძირითადი გამოგონება – გამოგონება, რომელიც არის საფუძველი ამაგე საგამომგონებლო იდეაზე დამყარებული სხვა გამოგონების (მაგ... ქოლგური გამოგონების). ასეთ გამოგონებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პიონერული გამოგონება.

ძირითადი პატენტი – პირველი პატენტი ტექნიკის ამა თუ იმ სფეროში, რომელსაც აქვს გამოგონების ფართო ფორმულა.

ძირითადი პირობა – ხელშეკრულების პირობა, რომელსაც აქვს ისეთი მნიშვნელობა, რომ მის გარეშე ხელშეკრულებას აზრი ეკარგება (უსარგებლო ხდება). ძირითადი პირობა არ შეიძლება ამოღებულ იქნეს ხელშეკრულებიდან იმ დროს, როდესაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება ნაკლებ მნიშვნელოვანი პირობის ამოღება.

ძლისპირი – საგალობლის კანონის, ოდის, სტიქარონის პირველი სტროფი, რომელიც დანარჩენი სტროფების რიტმულ-მელოდიურ მოდელს წარმოადგენს.

30 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - წ

▲ზევით დაბრუნება


წარმოება – მომხმარებელთათვის გარკვეული ფასეულობის მქონე სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შექმნის პროცესი. ნედლეულის მზა პროდუქტად გადაქცევის პროცესი. იხ. აგრეთვე პროდუქტის დამზადება.

წარმოების დივერსიფიკაცია – წარმოების ერთმანეთისაგან განცალკევებული სხვადასხვა სახის ერთდროული განვითარება.

წარმოების ნოვატორი – იხ. რაციონალიზატორი.

წარმოების რაციონალიზაცია – წარმოების საშუალებებისა და მეთოდების სრულყოფის პროცესი, რომლის მიზანია წარმოების ეფექტურობის ამაღლება.

წარმოების საიდუმლოება – იხ. ნოუ-ჰაუ.

წარმოების ფასი – საქონლის და/ან მომსახურების ფულადი ღირებულება, რომელიც წარმოადგენს ფირმის ყველა საწარმოო და მარკეტინგული დანახარჯებისა და მოსალოდნელი მოგების ჯამს.

წარმოშობის სერტიფიკატი– ოფიციალური საბუთი, რომელიც შეიცავს იმ ქვეყნის მითითებას, საიდანაცაა წარმოშობილი საქონლის აღნიშნული პარტია.

წარმოშობის წყარო – იხ. ადგილწარმოშობის დასახელება.

წაქეზება კონტრაქტების დარღვევაზე – წაქეზება ან ხელშეწყობა კონტრაქტების დარღვევაზე არის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც იგი ხორციელდება კონკურენტების მიერ უკვე დადებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით.

წევრი-ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც არის ამა თუ იმ კონვენციის, საერთაშორისო კავშირის წევრი.

წელიწდეული – უნივერსალური ან დარგობრივი პერიოდული გამოცემა, რომელიც მოიცავს გასული წლის ცნობებს. იგი გამოდის სერიულად, ძირითადი გამოცემების დამატებად ან დამოუკიდებელი ცნობარის სახით.

წერილი – 1. კერძო მიმართვა დაწერილი გარკვეული ადრესატისათვის. წერილები ექვემდებარებიან დაცვას პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის ძალით. მთელ რიგ ქვეყნებში იგი დაიცვება, როგორც წერილობითი ნაწარმოები და კვალიფიცირდება ლიტერატურულ ნაწარმოებად. 2. წერილობითი საბუთების საერთო სახელი ძვ. საქართველოში. ს.-ს. ორბელიანის მიხედვით წერილების სახეებია: წიგნი, უსტარი, იერლიყი (იხ. იარლიყი), პატრუცაგი, სიგელი, გუჯარი, როარტაგი.

წერილობითი ნაწარმოები – ნაწარმოების ერთ-ერთი სახე, რომელიც გამოსახულია წერილობითი ფორმით და რასაც წარმოადგენს: ხელნაწერი, ნაბეჭდი, ნოტების ჩანაწერი და ა. შ. მრავალმა ქვეყანამ წერილობით ფორმას გაუთანაბრა აგრეთვე კომპიუტერული პროგრამები.

წერილობითი ნაწარმოების ნაწყვეტების რეპროგრაფიული კვლავწარმოება – იხ. ბიბლიოთეკების მიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება.

წერილობითი უარყოფა – იხ. უარყოფის ბრძანების გამოქვეყნება.

წიგნი – წერილობითი ნაწარმოების და/ან სურათის პუბლიკაციის სახე, რომელიც შედგება ერთ ტომად შეკრული ფურცლებისაგან და ჩვეულებრივად გამოიცემა, როგორც ერთი გამოცემის ეგზემპლარები. წიგნი წარმოადგენს ნაწარმოებს საავტორო სამართლის კუთხით. იუნესკოს სტანდარტის მიხედვით იმისათვის, რომ ნაწარმოებს დაერქვას წიგნი, იგი უნდა შეიცავდეს 49 გვერდს მაინც.

წიგნების მიქირავება ბიბლიოთეკებისათვის – ზოგიერთი ქვეყნის წითელი (გფრ, ავსტრალია და სხვ.) კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტორის უფლებები, რომელიც ეხება მისი ნაწარმოებების ეგზემპლართა საჯარო მიქირავებას ბიბლიოთეკებისათვის. ზოგ ქვეყანაში მიქირავება ეხება აგრეთვე ფონოგრამასა და აუდიოვიზუალურ ჩანაწერებს. სამართლის ეს ფორმა არ წარმოადგენს საავტორო სამართლის ნაირსახეობას და როგორც წესი რეგულირდება ცალკე წესებით. საქართველოს კანონმდებლობა ამგვარ მიქირავებას არ ითვალისწინებს.

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის გამოყენება – აკრძალულია კომერციული მიზნებისათვის, სასაქონლო ნიშანში, აგრეთვე საფირმო დასახელებაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის ემბლემის – წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის გამოყენება თეთრ ფონზე, აგრეთვე სიტყვებისა – წითელი ჯვარი, წითელი ნახევარმთვარე.

წილობრივი მონაწილეობის უფლება – ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალებისა და მწერლებისა და კომპოზიტორების ხელნაწერების ორიგინალებთან დაკავშირებით ავტორი, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ეროვნული კანონმდებლობით უფლებამოსილი პირი ან ორგანიზაცია სარგებლობენ წილობრივი მონაწილეობის განუსხვისებელი უფლებით ნაწარმოების ყოველი გაყიდვისას, რომელიც მოსდევს ავტორის მიერ მისი ნაწარმოების პირველ დათმობას.)

წინადადება – ამა თუ იმ ენის კანონების მიხედვით ერთმანეთთან შეხამებული სიტყვების ჯგუფი ან ცალკე სიტყვა, რომელიც გამოხატავს დასრულებულ აზრს. წინადადება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ნიშნად.

წინათმოსარგებლე – პირი, რომელიც იყენებს წინათსარგებლობის უფლებას.

წინათსარგებლობის უფლება – სპეციალური უფლება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ, თუ ორმა გამომგონებელმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეასრულეს გამოგონება (სხვადა– სხვა ქვეყანაში) და ერთ-ერთმა მათგანმა დაიწყო პროდუქციის დამზადება ისე. რომ მას არა აქვს პატენტი, ხოლო მეორე გამომგონებელმა შემდგომში მიიღო პატენტი, მაშინ პირველ გამომგონებელს უფლება აქვს განაგრძოს პროდუქციის დამზადება პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე. ნებისმიერი პირის უფლება ინდივიდუალურად გამოიყენოს გამოგონება პატენტის მოქმედების მიუხედავად, თუ გამოგონებაზე განაცხადის შეტანის თარიღისათვის კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით ან განახორციელა სამზადისი მისი გამოყენებისათვის. წ. უ- შეიძლება გადაეცეს ან გასხვისდეს მხოლოდ საწარმოსთან ერთად.

წინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მხარეები ვალდებულებას იღებენ, მომავალში დადონ ხელშეკრულება, მაგ., განსაკუთრებული უფლებების, ქონების და ა. შ. გადაცემის შესახებ.

წინასიტყვაობა (წინათქმა) – ცალკე წიგნად გამოცემული თხზულების ძირითადი ნაწილის წინ მოთავსებული საცნობარო ხასიათის მოკლე წერილი.

წინასწარ არჩევის საქონელი – საქონელი, რომელსაც მომხმარებელი არჩევისა და ყიდვის პროცესში ადარებს ერთმანეთს ხარისხის, ფასის, ვარგისიანობის, გაფორმების მაჩვენებლებით.

წინასწარი გადახდა – შეძენილი საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდა მათ მიღებამდე.

წინასწარი გადაწყვეტილება – გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე “საქპატენტი” აქვეყნებს მათ შესახებ 3% ინფორმაციას ჟურნალ სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში შედავებისათვის. შედავების ვადის გასვლის შემდეგ ხორციელდება მათი რეგისტრაცია სამრეწველო საკუთრების სახელმწიფო რეესტრში.

წლიური საფასური –- პატენტზე ყოველწლიური გადასახადის შეტანა პატენტის ძალაში შენარჩუნებისათვის. ყოველწლიური გადასახადის გადაუხდელობამ, შეიძლება გამოიწვიოს პატენტის ძალის დაკარგვა. ასეთი მკაცრი სანქციის თავიდან აცილების მიზნით, პარიზის კონვენცია ითვალისწინებს შეღავათიან პერიოდს, როდესაც პატენტზე უფლება შენარჩუნებულია. ეს პერიოდი წარმოადგენს მინიმუმ 6 თვეს. ყოველწლიური გადასახადის გადახდის ვადის გადაცილება შეიძლება გახდეს ჯარიმის (საურავის) დარიცხვის მიზეზი. თუ შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მთლიანი თანხა, პატენტი კარგავს ძალას იმ დღიდან, როცა ყოველწლიური გადასახადის ბოლო ვადა იწურებოდა.

წყალმცენარე – მცენარე, რომელიც წყალში იზრდება (წყლის მცენარე). ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტს, წარმოადგენს მიკროსკოპული წყალმცენარე, ე. ი. ისეთი ორგანიზმი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.

წყარო – ის, რასაც ეყრდნობა მითითება და რომლის ხსენება აუცილებელია სხვა ავტორის ნაწარმოების თავისუფალი გამოყენებისათვის. წ. ფაქტობრივად აღნიშნავს გამოცემას, რომელიც უკვე გამოყენებადია. საზოგადოდ მიღებულია, რომ აუცილებელია ავტორის ზუსტი მითითება, გამოცემის დასახელება, მისი გამოქვეყნების ადგილი და წელი, გვერდი საიდანაც მოყვანილია ციტატა ან ილუსტრაცია. გაზეთებში და პერიოდულ გამოცემებში აუცილებელია მიეთითოს დასახელება, ფაქტიური გამოცემის წელი, თარიღი ან ნომერი, იგულისხმება, რომ ყველა ეს ინფორმაცია თვით წყაროში არის მითითე ბული.

წყლის ნიშანი – იხ. ჭვირნიშანი.

წყობილი – ს.-ს. ორბელიანის მიერ შემოღებული ქართული ლექსის სახეობა, მონორითმიანი, ძირითადად ოთხტაეპიანი ლექსი

 

31 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ჭ

▲ზევით დაბრუნება


ჭედვა – ლითონების დამუშავების ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც ლითონი დეფორმირდება და თანდათანობით იღებს საჭირო ფორმასა და ზომას.

ჭედური ხელოვნება – ლითონის მხატვრული დამუშავების უძველესი დარგი, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ-მხატვრული შესრულების ყველა იმ ხერხს, რომელთა საფუძველს ლითონის პლასტიკური დეფორმაცია წარმოადგენს.

ჭვირნიშანი – წყლის ნიშანი; ფილიგრანი. გამჭვირვალე გამოსახულება, რომელიც ჩანს ქაღალდის სინათლეზე გაჭვირვის დროს. იგი კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში და დაიტანება სველ ქაღალდზე სპეციალური მრავალბადიანი მანქანური მექანიზმის საშუალებით. წნევის საშუალებით ქაღალდი შრება და მასზე რჩება დატანილი ნიშანი. ჭვირნიშანი ფართოდ გამოიყენება ფულის ბანკნოტებზე სიყალბის აღსაკვეთად.

ჭილია – საწერი მასალა, რომელიც პაპირუსის შესატყვის ქართულ ტერმინს წარმოადგენს. იხ. პაპირუსი.

32 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ხ

▲ზევით დაბრუნება


ხალხური რეწვა – ხელით შრომის ხელოვნება, რომლის დროსაც ნაწარმოების ყოველი ცალკეული ნიმუში ხელითაა შექმნილი, ხ. რ. ძირითადად გამოიყენება ხალხური ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგში.

ხალხური რეწვის ნაკეთობა – ხ. რ. ნ. მიეკუთვნება სამრეწველო ნიმუშის კატეგორიას.

ხალხური შემოქმედება – ნაწარმოებები, რომლებიც წარმოადგენენ ერის კულტურულ მემკვიდრეობას, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, იქმნებოდა, ინახებოდა და იხვეწებოდა დაუდგენელი პირების მიერ. ხ. შ. წარმოადგენს ერის, ეთნიკური ჯგუფის მემკვიდრეობას. იხ, ფოლკლორი.

ხანგრძლივი მოხმარების საქონელი – ისეთი საქონელი, რომლის გამოყენება გრძელდება დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდში.

ხანდაზმული საავტორო უფლების გამოყენება – იხ. ნაწარმოების თავისუფლად გამოყენება.

ხარისხის ნიშანი – იხ. სასერტიფიკაციო ნიშანი.

ხარისხის სერტიფიკატი – ოფიციალური საბუთი, რომელიც ადასტურებს საქონლის ხარისხის შესაბამისობას სტანდარტთან.

ხატწერა – რელიგიური შინაარსის და საკულტო დანიშნულების ფერწერის სახეობა; ხატების ხატვა.

ხელახალი გამოცემა – ნაწარმოების ყოველი შემდგომი გამოცემა, მიუხედავად მისი გაფორმებისა, გამოშვების დროისა, ტირაჟისა და ა. შ.

ხელმოუწერელი ნაწარმოები – იხ. ანონიმური ნაწარმოები.

ხელნაწერი – წერილობითი ნაწარმოების ორიგინალური ეგზემპლარი იმ სახით, როგორც ის დააფიქსირა ავტორმა, ამასთან, საბეჭდი მანქანით, კომპიუტერით, მისი კარნახით ან ხელით ნაწერ ხელნაწერს შორის ამ მხრივ არავითარი სხვაობა არ არის.

ხელოვნება –საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმა, რომელიც სინამდვილის მხატვრულ ასახვას წარმოადგენს და გარკვეულ შინაარსსა თუ სულიერ ინფორმაციას გადასცემს აღმქმელს.

ხელოვნებათმცოდნეობა – "საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ხელოვნებას, საზოგადოების მხატვრულ კულტურას მთლიანობაში ხელოვნების ცალკეულ სახეებს. იგი მოიცავს ლიტერატურათმცოდნეობას, მუსიკათმცოდნეობას, თეატრმცოდნეობასა და კინომცოდნეობას. აგრეთვე მეცნიერებას სივრცით ხელოვნებათა შესახებ.

ხელოვნების ნაწარმოები – მხატვრულ ქმნილებათა ისეთი სახეები, რომლებიც მიმართულია ადამიანის ესთეტიკური აღქმისაკენ და როგორიცაა ქანდაკება, ტაძარი, პორტრეტი, ნატურმორტი, სიმფონია, ლექსი და სხვ. იხ. ლიტერატურული ნაწარმოები.

ხელოვნების ნაწარმოების დაცვა – იხ. საავტორო უფლებები.

ხელოვნების ნაწარმოების გამოფენა – ნაწარმოების, ძირითადად მხატვრული ნაწარმოების დედნების საჯარო ჩვენება. ასეთი ჩვენება დამოკიდებულია საავტორო უფლების მფლობელის თანხმობის გაცემაზე. ჩვენება არ ნიშნავს გამოქვეყნებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ხელოვნების სინთეზი – სხვადასხვა ხელოვნებათა ან ხელოვნების სახეთა ორგანული შეერთება.

ხელოვნების ფსიქოლოგია – დარგი, რომელიც შეისწავლის შემოქმედების, მხატვრული (ესთეტიკური) აღქმისა და აღზრდის როგორც ზოგად, ისე ხელოვნების სხვადასხვა დარგის (მხატვრობა, პოეზია, მუსიკა და ა. შ.) სპეციფიკით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს.

ხელოვნური ენები – ხელოვნურად შემუშავებული ენები (მაგ., ესპე– რანტო), რომლებიც ახლებურადაა შექმნილი და მასში გამოყენებულია არსებული ენების ელემენტები, აგების პრინციპები. აგრეთვე ინფორმაციის დამუშავების სისტემისათვის შექმნილი ენები (ალგორითმული და სხვ.).

ხელოვნური ინტელექტი – კომპიუტერის შესაძლებლობა ამოხსნას ისეთი ამოცანა, რომელიც ჩვეულებრივად ადამიანისათვის არის ხელმისაწვდომი თანამედროვე კომპიუტერებს აქვთ ბაზები, რომელთაც ინტელექტის ბაზები ეწოდება და მასში შენახულია კონკრეტული დარგის ინფორმაცია და სპეციალისტის ცოდნა, ხელშეკრულება – თანხმობა ორ ან რამდენიმე პირს შორის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, ცვლილებების ან შეწყვეტის შესახებ.

ხელშეკრულება ნაწარმოების გამოყენების გადაცემაზე – იხ. სალიცენზიო ხელშეკრულება; საავტორო ხელშეკრულება.

ხელშეკრულება ნაწარმოების შექმნაზე – იხ. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება.

ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნების კანონების შესახებ – ხელშეკრულება, რომლის მიზანია სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ეროვნული და რეგიონული სისტემების უფრო მოხერხებულად გამოყენების შესაძლებლობის შექმნა. იგი მიიღწევა პროცედურული ქმედებების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის გზით ხელშეკრულება დაიდო 1994 წელს. მასთან 39% მიერთება შეუძლია პარიზის კონვენციის წევრ-ქვეყნებს 1999 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულება ძალაში ჯერ არ შესულა.

ხელშეკრულება ფრენშაიზინგის განვითარებაზე – ტერიტორიული ფრენშაიზინგის დროს გამოყენებული ორგანიზაციული ფორმა, რომელიც აკავშირებს ფრენშაიზის მიმცემს უშუალოდ მის მიმღებთან, რომელიც აპირებს. რამდენიმე ერთეულის გახსნას და ექსპლოატაციას. ასეთი ფრენშაიზინგი შეიცავს ხელშეკრულებას განვითარებაზე, რომლის საშუალებითაც ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია განავითაროს თავისი მოღვაწეობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე ფრენშაიზინგის მთელი რიგი ერთეულების შესაქმნელად, ე. ი. იმ სავაჭრო საწარმოების შექმნა, რომლებსაც ის უშუალოდ ფლობს. ასე გახსნილი ცალკეული სავაჭრო ერთეულები ფრენშაიზის მიმღების მიერ არ არიან დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსის მქონენი და წარმოადგენენ მისი საწარმოს ფილიალებს ან განყოფილებებს.

ხელშეკრულება ძირითად ფრენშაიზინგზე – ტერიტორიული ფრენშაიზინგის დროს გამოყენებული ორგანიზაციული ფორმა, რომლის დროსაც ფრენშაიზის მიმცემი გადასცემს სხვა მხარეს – მთავარ მიმღებს უფლებებს (ზოგჯერ განსაკუთრებულსაც) დადგენილი გეოგრაფიული სივრცის ფარგლებში. ხ. ძ. ფ. ხორციელდება მაშინ, როდესაც გეოგრაფიული სივრცე ფრენშაიზინგის მფლობელისათვის უცნობია ან დაშორებულია მისგან.

ხელშეკრულებაში დათქმა – იხ. დათქმა.

ხელშეკრულებითი ვერტიკალური მარკეტინგული სისტემა – დამოუკიდებელი ფირმების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ხელშეკრულებით და კოორდინაციას უწევენ თავიანთი საქმიანობის პროგრამას, საქონლის წარმოების მაღალეფექტური დონის ერთობლივი მიღწევის მიზნით.

ხელშეკრულების არსებითი დარღვევა – ხელშეკრულების ფაქტობრივი დარღვევა, როდესაც დადგენილია ხელშეკრულების არსებითი (ძირითადი) პირობის დარღვევა.

ხელშეკრულების გაუქმება – იხ. ხელშეკრულების დარღვევა.

ხელშეკრულების დადება – ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მის ყველა არსებით პირობაზე მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება დადგენილი ფორმით.

ხელშეკრულების დარღვევა – ხელშეკრულების დამდებ რომელიმე მხარის მიერ მასში გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან აშკარად გამოხატული განზრახვა მისი შეუსრულებლობის შესახებ. გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც მას ხდის შეუსრულებელს ან არაკანონიერს. ხელშეკრულების დარღვევის ძირითადი საფუძველი შეიძლება იყოს შეცდომა, არასწორი განმარტება, გავლენის ბოროტად გამოყენება, არაკანონიერი (არაკეთილსინდისიერი) გარიგება და სხვ. ამ და ზოგიერთ სხვა შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას მის შესრულებაზე და აღადგინოს ის მდგომარეობა, როგორიც მას ჰქონდა ხელშეკრულების დადებამდე. ხელშეკრულების დარღვევა აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ მხარემ, რომელსაც დარღვევა სურს უკვე მიიღო სარგებელი; თუ არ შეიძლება მხარეების აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში; მესამე პირებმა უკვე შეიძინეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები.

ხელშეკრულების მოსალოდნელი დარღვევა – მინიშნება იმის შესახებ, ხერხზე რომ მომავალში ხელშეკრულება დაირღვევა. ეს მინიშნება შეიძლება იყოს სიტყვიერი ან გამოხატული რაიმე ქმედებით. გამოგონების ფორმულა – იხ. გამოგონების ფორმულის შედგენა.

ხერხი – გამოგონების და სასარგებლო მოდელის ობიექტი, რომელიც ხერხის 3% წარმოადგენს მატერიალურ ობიექტზე ურთიერთდაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების პროცესს (პროცესებს). ასეთებია: ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები, მოწყობილობათა, მასალათა გამოყენების სხვადასხვა პირობები და ა. შ. ხერხი დაცვას ექვემდებარება იმ სახით, როგორც იგი წარდგენილია გამოგონების ფორმულაში.

ხერხის გამოყენება – დაპატენტებული ხერხის გამოყენებად მისი გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელ მუხლში მოყვანილი არსებითი ნიშნების რეალიზაცია წარმოების შესაბამის ტექნოლოგიურ პროცესში. ასევე განისაზღვრება ნივთიერების, მოწყობილობის გამოყენება. იხ. პატენტის გამოყენება.

ხერხის განხორციელებადობის დადასტურება – ხერხის განხორციელებადობის დასადასტურებლად აღწერილი მონაცემები უნდა შეიცავდეს მონაცემებს მატერიალურ ობიექტზე მოქმედებათა თანმიმდევრობის შესახებ, ამ მოქმედებათა ჩატარების პირობებზე, კონკრეტულ რეჟიმზე და სხვ. დადგენილი სტრუქტურის მქონე ახალ ინდივიდუალურ ნაერთზე გამოგონებისათვის, მოყვანილ უნდა იქნეს მისი სტრუქტურული ფორმულა, ფიზიკურ-ქიმიური კონსტანტები და ახალი ნაერთის მიღების ხერხის აღწერა და სხვ. ნივთიერება წარმოდგენილი კომპოზიციით (ნარევი, ხსნარი და სხვ.) უნდა ”შეიცავდეს ინგრედიენტთა დასახელებას, დახასიათებას და მათ რაოდენობრივ თანაფარდობას.

ხმის ან ვიდეოჩანაწერის ნაწარმოები – ნაწარმოების ერთ-ერთი ფორმა, როგორიც არის მექანიკური, მაგნიტური, ციფრობრივი, ოპტიკური და ა. შ.

ხმის პირველი ჩაწერა – პირველადი განხორციელება ცოცხლად შესრულების ხმის ან სხვა ხმებისა, რომლებიც არ არიან აღებული სხვა ადრე არსებული ჩანაწერიდან, რაიმე მატერიალური ფორმით (მაგნიტოფონის ფირი, ფირფიტა ან სხვა საშუალებები), რომლებიც მრავალჯერადი გამეორების საშუალებას იძლევიან; ხმის პირველი ჩაწერა არ უნდა იქნეს არეული პირველად გამოცემულ ფონოგრამაში.

ხმის ჩაწერა – ყველა შესაძლებელი ხმების მყარ მატერიალურ ფორმაში განხორციელება, რომელიც იძლევა კვლავწარმოების, აღქმისა და რადიო ან „ტელევიზიით ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით გადაცემის საშუალებას. წერილობითი ან ზეპირი ნაწარმოების ხმის ჩაწერა განიხილება, როგორც მისი კვლავწარმოება.

ხმოვანი სიგნალები – ბგერითი სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი სახე.

ხმოვანი სასაქონლო ნიშანი – იხ. ბგერითი სასაქონლო ნიშანი.

ხუროთმოძღვრება – იხ. არქიტექტურა.

33 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ჯ

▲ზევით დაბრუნება


ჯარიმა – 1. წინასწარ დათქმული ან ზიანის მიყენების შედეგად დადგენილი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს საავტორო ან განსაკუთრებული უფლებების დამრღვევმა პირმა. 2. სასჯელის ფორმა, რომელიც წარმოადგენს ფულადი ხასიათის მატერიალური ერთდროული იძულების ზომას. იხ. აგრეთვე პირგასამტეხლო.

ჯაშუშობა –- იხ. შპიონაჟი.

ჯენტლმენური შეთანხმება – შეთანხმება რომელსაც დებენ ოფიციალურ ფორმალობათა დაუცველად, ზეპირად, იურიდიული გაფორმების გარეშე.

ჯეპსონის ფორმულა – აშშ-ში მიღებული საპატენტო ფორმულა, რომელიც შედგენილია ისე, რომ ის ნაწილი სადაც ლაპარაკის პროტოტიპების შესახებ, გამოყოფილია იმ ნაწილისაგან, სადაც მოცემულია აღნიშნული გამოგონების ახალი ნიშნები.

ჯობერი – დილერი, რომელიც დამოუკიდებლად, საკუთარი რისკის ფასად ყიდულობს და ყიდის საქონელს.
 

34 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - ჰ

▲ზევით დაბრუნება


ჰააგის შეთანხმება – შეთანხმება სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ. იგი ხელმოწერილ იქნა ქ. ჰააგაში 1925 წელს. უკანასკნელად გადაისინჯა 1979 წელს. ეს შეთანხმება შეიქმნა პარიზის კონვენციის ფარგლებში. იგი საშუალებას აძლევს უფლებამოსილ პირებს, მთელ რიგ ქვეყნებში მოითხოვონ თავიანთი სამრეწველო ნიმუშებისათვის საერთაშორისო დაცვა, ამასთან ფორმალობების და დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანით, ისმოს საერთაშორისო ბიუროს სახელზე განაცხადის შეტანით და საფასურის ერთჯერადი გადახდით.

ჰაგიოგრაფია – სასულიერო მწერლობის დარგი, ქრისტიან წმინდანთა ცხოვრება-მოღვაწეობის ან მათი მოწამებრივი აღსასრულის აღწერა.

ჰაკერი – სხვადასხვა არაკანონიერი ქმედებების ჩამდენი პირი ინფორმატიკის სფეროში, მაგ., არასანქცირებული შეღწევა სხვის კომპიუტერულ ქსელში ინფორმაციის მოპოვების, პროგრამებიდან დაცვის მოხსნის, კოპირების, კომპიუტერული “ვირუსების” გავრცელების და სხვ. მიზნით.

ჰარტიგის ფორმულა – გამოგონების ფორმულა, რომელიც შედგენილია გამოგონების ობიექტის ცენტრალური განსაზღვრების საფუძველზე.

ჰიბრიდიზაცია – გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის შედეგადაც მიიღება ნაჯვარი – ჰიბრიდი.

ჰიმნი – 1. პოეტურ-მუსიკალური ნაწარმოები, საზეიმო სიმღერა, რომელიც სახელმწიფოს, ორგანიზაციის, პარტიის, სიყვარულის და ა. შ. სიმბოლოდაა მიჩნეული. 2. საგალობელი.

ჰიმნოგრაფი – ჰიმნების შემქმნელი პოეტი, ჰიმნის ავტორი. ჰიმნის ავტორს აქვს მხოლოდ სახელის უფლება.

ჰიმნოგრაფია – სასულიერო პოეზიის დარგი, რომელიც მოიცავს სარიტუალო და ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელ საგალობლებს, ჰიმნებს.

ჰიპოთეზა – რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებული ვარაუდი, რომლის ჭეშმარიტება არ არის დამტკიცებული. ჰიპოთეზა არ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს.

ჰოლდინგური კომპანია – კომპანია, რომელსაც აქვს აქციები სხვა კომპანიებში.

ჰოლოგრამა – ფოტოგრაფიულად რეგისტრირებული შუქმგრძნობიარე ფირფიტა.

ჰოლოგრაფია – ელექტრომაგნიტური (სინათლის, ტალღური ველის) ჩაწერისა და კვლავწარმოების მეთოდი. მოცულობითი ფოტოგრაფია.

ჰოლოგრაფიული სასაქონლო ნიშანი – ისეთი სასაქონლო ნიშანი, რომელიც წარმოადგენს ჰოლოგრამას.

ჰომილეტიკა – რიტორიკის ნაწილი; სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი ჟანრი, ქადაგებათა ზეპირი გადმოცემა.

ჰომილია – სამღვდელო პირთა მიერ წარმოთქმული მოძღვრება - ქადაგებანი, რომელთაც წერდა თვით ავტორი ან წარმოთქმის დროს იწერდა მაშინდელი სტენოგრაფი.

ჰომოფონია – მრავალხმიანობის ნაირსახეობა, რომელშიც პოლიფონიისაგან განსხვავებით, ერთ-ერთ ხმას წამყვანი მნიშვნელობა აქვს, დანარჩენი ხმები კი თან ახლავს მას.

ჰონორარი – იხ. საავტორო ჰონორარი.

ჰონორარი პირადი მიზნებისათვის კვლავწარმოებისას– ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობის მიზნით კვლავწარმოებისას, აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე დაფიქსირებული ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელს გამონაკლისის სახით, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ჰონორარი. ჰონორარის გადახდა ხდება პირადი სარგებლობის მიზნით კვლავწარმოებისათვის გამოსაყენებელ მოწყობილობათა (აუდიო- და ვიდეომაგნიტოფონებისა და სხვა მოწყობილობების) და მატერიალურ მატარებელთა (ფონო- ან/და ვიდეოფირების, კასეტების ლაზერული ფირფიტების, კომპაქტფირფიტებისა და სხვა მატერიალურ მატარებელთა) დამამზადებლებისა და იმპორტიორების მიერ. ამ ჰონორართა შეგროვება და განაწილება ხორციელდება ერთ-ერთი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც მართავს ავტორთა, შემსრულებელთა, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე, მათ შორის შეთანხმების შესაბამისად. ჰონორარის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება, ერთი მხრივ, აღნიშნულ დამამზადებლებსა და იმპორტიორებს და მეორე მხრივ, იმ ორგანიზაციათა შორის შეთანხმებით, რომლებიც მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა, ფონოგრამებისა და ვიდეოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე. იხ. ნაწარმოების კვლავწარმოება პირადი მიზნებისათვის.

ჰონორარი სამსახურებრივ ნაწარმოებზე – სამსახურებრივი ნაწარმოების ყოველგვარი გამოყენებისას საავტორო ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს ავტორისა და სამუშაოს მიმცემს შორის დადებული ხელშეკრულებით.

ჰონორარის გადახდისაგან განთავისუფლება – ჰონორარის გადახდევინება არ ხდება პირადი მიზნებისათვის კვლავწარმოებისას გათვალისწინებულ მოწყობილობებსა და მატერიალურ მატარებლებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ: ა) ექსპორტის საგანს. ბ) პროფესიულ მოწყობილობას, რომელიც არ არის განკუთვნილი საშინაო გამოყენებისათვის.

ჰონორარის ოდენობა საავტორო ხელშეკრულებაში – საავტორო ხელშეკრულებაში ჰონორარის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თუ გამოცემის ან ნაწარმოების სხვაგვარი კვლავწარმოების საავტორო ხელშეკრულებაში ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, მაშინ ხელშეკრულებით უნდა იყოს დადგენილი ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი. იძულებითი ლიცენზიის შემთხვევაში გასამრჯელო ტოლი უნდა იყოს იმ თანხისა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო თავისუფალი მოლაპარაკებების შედეგად ხელშეკრულების დადების დროს.

ჰორელიეფი – ქანდაკების სახე, მაღალი რელიეფი, რომელიც ამობურცულია ბრტყელ ზედაპირზე თავისი მოცულობის ნახევარზე მეტად.

35 ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასები

▲ზევით დაბრუნება


სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისათვის საქონლისა და მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასები

საქონლის კლასები:

1 კლასი. ქიმიური ნაწარმი, რომელიც განკუთვნილია სამრეწველო, სამეცნიერო მიზნებისათვის, ფოტოგრაფიაში, სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში გამოსაყენებლად; დაუმუშავებელი სინთეზური ფისი, დაუმუშავებელი პლასტმასები; სასუქები; შედგენილობები ცეცხლის ჩასაქრობად; ქიმიური ნივთიერებები ლითონის გამოწრთობისა და რჩილვისათვის; ქიმიური ნივთიერებები კვების პროდუქტების დაკონსერვებისათვის; სათრიმლავი ნივთიერებები; სამრეწველო დანიშნულების მწებავი ნივთიერებები.

2 კლასი. საღებავები, პოლიტურები, ლაქი; ლითონების კოროზიისაგან და მერქნის დაშლისაგან დამცავი ნივთიერებები; მღებავი ნივთიერებები; ამომჭმელები საღებავების გამამაგრებლები; დაუმუშავებელი ბუნებრივი ფისი; ფურცლოვანი და ფხვნილოვანი ლითონი, რომელიც – გამოიყენება მხატვრულ–დეკორატიული მიზნებისათვის და მხატვრული ბეჭდვისათვის.

3 კლასი. მათეთრებელი პრეპარატები და სხვა სარეცხი საშუალებები; წმენდის, გაპრიალების, გაუცხიმოვნების და აბრაზიული მასალებით დამუშავების საშუალებები; საპნები; საპარფიუმერიო ნაწარმი, ეთერზეთები, კოსმეტიკური საშუალებები, თმის ლოსიონები; კბილის ფხვნილები და პასტები.

4 კლასი ტექნიკური ზეთები და კონსისტენტური) საპოხები; – საპოხი (საცხები) მასალები; მტვრის მშთანთქმველი, დამასველებელი და შემკვრელი შემადგენლობები; საწვავი (მათ შორის ბენზინი ძრავებისათვის) და ნივთიერებები განათების მიზნით სანთლები, პატრუქები.

5 კლასი. ფარმაცევტული, ვეტერინალური და ჰიგიენური პრეპა– რატები; დიეტური თვისებების მქონე ნივთიერებები სამედიცინო მიზნე– ბისათვის, ბავშვთა კვება; სალბუნები, გადასახვევი საშუალებები; კბილის დასაპლომბი და კბილის ტვიფრის დასამზადებელი მასალები; სადეზინფექციო საშუალებები; მავნე ცხოველთა გასანადგურებელი პრეპარატები; ფუნგიციდები, ჰერბიციდები.

6 კლასი. ჩვეულებრივი ლითონები და მათი შენადნობები; ლითონის სამშენებლო მასალები; ლითონის მოძრავი კონსტრუქციები და ნაგებობები; ლითონის მასალები სალიანდაგო გზებისათვის; ლითონის გვარლები და მავთულები, ლითონის არაელექტრო სადენები; რკინის კავეული და საკეტი ნაკეთობები; ლითონის მილები; სეიფები; ჩვეულებრივი ლითონის ნაკეთობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში; მადანი.

7 კლასი. მანქანები და ჩარხები; ძრავები (გარდა იმათი, რომლებიც განკუთვნილია სახმელეთო–სატრანსპორტო საშუალებებისათვის); ქურო, შეერთებები, გადაბმები და ამძრავი ღვედები (გარდა იმათი, რომლებიც განკუთვნილია სახმელეთო–სატრანსპორტო საშუალებებისათვის); სასოფლო–სამეურნეო იარაღები, ხელის იარაღების გარდა; კვერცხის ინკუბატორები.

8 კლასი. ხელის იარაღები და ინსტრუმენტები; დანისებრი ნაწარმი, ჩანგლები და კოვზები; ცივი იარაღი სამართებლები.

9 კლასი სამეცნიერო დანიშნულების, საზღვაო, გეოდეზიური, ელექტრული, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, ოპტიკური, აწონვის, გამზომი, სიგნალიზაციის, საკონტროლო (შემოწმების), სამაშველო და სასწავლო ხელსაწყოები და ინსტრუმენტები; ხმის ან გამოსახულების ჩამწერი, გადამცემი და კვლავმწარმოებელი აპარატურა; ინფორმაციის მაგნიტური მატარებლები, ხმის ჩამწერი დისკები; სავაჭრო ავტომატები და მექანიზმები წინასწარი გადახდის აპარატებისათვის; სალაროს აპარატები, საანგარიშო მანქანები, მოწყობილობები ინფორმაციის ეგმ-ზე გადასამუშავებლად; ცეცხლმქრობები.

10 კლასი ქირურგიული, სამედიცინო, სტომატოლოგიური და ვეტერინარული ხელსაწყოები და ინსტრუმენტები; კიდურების, თვალებისა და კბილების პროთეზები; ორთოპედიული ნაწარმი; ნაკერების დასადები მასალა.

11 კლასი. გასანათებელი, გასახურებელი, ორთქლის მისაღები მოწყობილობები; მოწყობილობები კვების პროდუქტების თბური დამუშავებისათვის; სამაცივრო, საშრობი, სავენტილაციო, წყალგამანაწილებელი და სანიტარულ-ტექნიკური დანიშნულების მოწყობილობები.

12 კლასი გადასატანი სატრანსპორტო საშუალებები; ხმელეთზე, წყალზე და ჰაერში გადაადგილების საშუალებები.

13 კლასი ცეცხლსასროლი იარაღები საბრძოლო მასალები და ფეთქებადი ნივთიერებები; ჭურვები; ფეიერვერკები.

14 კლასი. კეთილ შობილი ლითონები და მათი შენადნობები, მათგან დამზადებული ან შიტკეცილი ნაკეთობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში საიუველირო ნაწარმი, ბიჟუტერია, ძვირფასი ქვები; სასაათე და სხვა ქრონომეტრული ხელსაწყოები.

15 კლასი. მუსიკალური ინსტრუმენტები.

16 კლასი ქაღალდი, მუყაო და მათგან დამზადებული ნაწარში, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში; ნაბეჭდი პროდუქცია; მასალები საამკინძაო სამუშაოებისათვის; ფოტოსურათები; საწერ ქაღალდის ნაწარმი; მწებავი ნივთიერებები საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; საკუთვნი მხატვრებისათვის; ფუნჯები; საბეჭდი მანქანები და საკანტორო ნივთები (ავეჯის გარდა); სასწავლო მასალები და დამხმარე სახელმძღვანელოები (აპარატურების გარდა); პლასტმასის შესაფუთი მასალები (რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში); ბანქო; ტიპოგრაფიული შრიფტი, კლიშე.

17 კლასი კაუჩუკი, რეზინი, გუტაპერჩი, ასბესტი, ქარსი და ამ მასალებისაგან დამზადებული ნაკეთობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში; ნაკეთობები ნაწილობრივ დამუშავებული პლასტმასისაგან; საგმანი, გასამკვრივებელი და საიზოლაციო მასალები; არალითონური მოქნილი მილები.

18 კლასი ტყავი, ტყავეული და ტყავის იმიტაციები, მათგან დამზადებული ნაწარმი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში; ცხოველთა ტყავები სამგზავრო სკივრები, ჩემოდნები; მზისა და წვიმისაგან დამცავი ქოლგები; ხელჯოხები; წკეპლები, მათრახები, ცხენის კაზმულობა და სასარაჯო ნაწარმი.

19 კლასი არალითონური სამშენებლო მასალები; არალითონური სამშენებლო ხისტი მილები; ასფალტი, ფისი და ბიტუმი; არალითონური მოძრავი კონსტრუქციები და ნაგებობები; არალითონური ძეგლები.

20 კლასი. ავეჯი, სარკეები, ჩარჩოები (სურათებისათვის და ა. შ.); ხის, კორპის, ლერწმის, ლელქაშის, ტირიფის, რქის, ძვლის, სპილოს ძვლის, ვეშაპის ულვაშის, კუს ბაკნის ნიჟარის, ქარვის, სადაფის, ”ზღვის ქაფის” ნაწარმი ან ამ მასალების შემცვლელების ან პლასტმასის ნაწარმი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში.

21 კლასი. საოჯახო, სახლის ან სამზარეულოს ავეჯი და ჭურჭელი (ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებულის ან მოჭიქულის გარდა); სავარცხლები და ღრუბელი; ჯაგრისები (ფუნჯების გარდა); მასალები ჯაგრისის ნაწარმისათვის; მოწყობილობები და იარაღები წმენდისა და დალაგებისათვის; ლითონის ბურბუშელა: დაუმუშავებელი ან ნაწილობრივ დამუშავებული მნა (სამშენებლო მინის გარდა); მინის, ფაიფურისა და ქაშანურის ნაწარში, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში

22 კლასი. ბაგირები, თოკები, ბაწარი, ბადეები, კარვები, ფარდულები, ბრეზენტი, იალქნები, ტომრები (რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში); სატენი მასალები (რეზინისა და პლასტმასისაგან დამზადებულის გარდა); საფეიქრო ბოჭკოვანი ნედლეული.

23 კლასი. საფეიქრო ნართები და ძაფები.

24 კლასი. ქსოვილები და საფეიქრო ნაწარმი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში; საბნები, გადასაფარებლები და სუფრები.

25 კლასი. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი

26 კლასი. მაქმანები და ნაქარგები, თასმები და ლენტები: ღილები, კნოპები, კავი და ღილ–კილოები, ქინძისთავები და ნემსები; ხელოვნური ყვავილები.

27 კლასი. ხალიჩები. ჭილოფები, ჭილობები, ლინოლეუმი და იატაკის სხვა საფენები; კედლის შპალერები და ასაკრავი მასალები, რომლებიც არ არის ქსოვილებისაგან დამზადებული.

28 კლასი. თამაშობები და სათამაშოები; სატანვარჯიშო და სასპორტო საქონელი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში; ნაძვის ხის მორთულობები

29 კლასი. ხორცი, თევზი, ფრინველი და ნანადირევი ხორცის ექსტრაქტები: დაკონსერვებული, გამხმარი და თბურად დამუშავებული ხილი და ბოსტნეული; ჟელეები, მურაბები. კომპოტები; კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები; კარაქი, საკვები ცხიმები და ზეთები.

30 კლასი. ყავა, ჩაი, კაკაო, შაქარი, ბრინჯი, ტაპიოკა, საგო, ყავის შემცვლელები; ფქვილი და მარცვლეულის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი; თაფლი, ბადაგის ვაჟინი; საფუარი, საცხობი ფხვნილები; მარილი, მდოგვი; ძმარი, საწებლები (სანელებლები); სუნელები; საჭმელი ყინული.

31 კლასი. სოფლის მეურნეობის, ბაღის, ტყისა და მარცვლეულის პროდუქტები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში; ცოცხალი ცხოველების საკვები პროდუქტები; საღი ხილი და ბოსტნეული; თესლები, ცოცხალი მცენარეები და ყვავილები; ცხოველების საკვები ალაო.

32 კლასი. ლუდი: მინერალური და გაზირებული წყლები და სხვა უალკოჰოლო სასმელები; ხილის სასმელები და ხილის წვენები; ვაჟინები და სასმელების დასამზადებელი სხვა შემადგენლობები.

33 კლასი. ალკოჰოლური სასმელები ლუდის გარდა).

34 კლასი. თამბაქო; მოსაწევი საკუთვნი; ასანთი.

მომსახურება:

35 კლასი რეკლამა; მენეჯმენტი ბიზნესის სფეროში; ადმინის- ტრაციული საქმიანობა ბიზნესის სფეროში; საოფისო მომსახურება.

36 კლასი დაზღვევა; საფინანსო საქმიანობა; ფულად-საკრედიტო ოპერაციები; ოპერაციები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

37 კლასი. მშენებლობა; რემონტი; მოწყობილობების დაყენება.

38 კლასი. კავშირგაბმულობა.

39 კლასი ტრანსპორტი; საქონლის შეფუთვა და შენახვა; მოგზაურობათა ორგანიზაცია.

40 კლასი. მასალათა დამუშავება.

41 კლასი. აღზრდა; სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა; გართობა; სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანი- ზაცია.

42 კლასი. კვების პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლი ადგილით უზრუნველყოფა; სამედიცინო, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლა; ვეტერინარული და სასოფლო სამეურნეო მომსახურება; იურიდიული სამსახური; სამრეწველო და სამეცნიერო კვლევები და დამუშავებები; კომპიუტერული პროგრამირება; მომსახურებები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში.

36 სამრეწველო ნიმუშების ლოკარნოს საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასები

▲ზევით დაბრუნება


სამრეწველო ნიმუშების ლოკარნოს საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასები

1 კლასი. საკვები პროდუქტები.

2 კლასი ტანსაცმელი, გალანტერეა.

3 კლასი. სამგზავრო საკუთნო, ფუტლარები, ქოლგები და პირადი მოხმარების საქონელი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში.

4 კლასი. ქუჯის ნაკეთობები.

5 კლასი. საფეიქრო თოფითი ნაწარმები, მაგ., ქსოვილები, თასმები, მაქმანი და მისთ; ხელოვნური ან ნატურალური თხელფურცლოვანი მასალები.

6 კლასი. ავეჯეულობა.

7 კლასი. საოჯახო ნივთები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში.

8 კლასი ხელის ინსტრუმენტები, კავეული ნაწარმი.

9 კლასი. ტარა და შეფუთვა, რომელიც გამოიყენება ტრანსპორტირებისა და საქონლის შესანახად.

10 კლასი. საათები და სხვა გამზომი ხელსაწყოები, საკონტროლო და სასიგნალიზაციო მოწყობილობები.

11 კლასი. მოკაზმულობის ნივთები.

12 კლასი. სატრანსპორტო და ასაწევი საშუალებები.

13 კლასი ელექტრული ენერგიის მისაღები, გასანაწილებელი და გარდასაქმნელი მოწყობილობები.

14 კლასი. ინფორმაციის ჩასაწერი, გადამცემი და დასამუშავებელი მოწყობილობები.

15 კლასი. მანქანები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში. 16 კლასი. ფოტო და კინო აპარატურა, ოპტიკური ხელსაწყოები. 17 კლასი. მუსიკალური ინსტრუმენტები.

18 კლასი. ტიპოგრაფიული და საკანტორო მოწყობილობები.

19 კლასი. ქაღალდის ნაწარმი, საკანცელარიო და საკანტორო საკუთვნები, მოწყობილობები და საკუთვნები რომლებიც გამოიყენებიან მხატვრობის სწავლებისათვის.

20 კლასი სავაჭრო და სარეკლამო მოწყობილობები, მაჩვენებელი ნიშნები.

21 კლასი. თამაშები, სათამაშოები, სასპორტო საქონელი.

22 კლასი. იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმი, სანადირო და თევზის ჭერის აღჭურვილობები, მოწყობილობები ცხოველების – მავნებლების გასანადგურებლად.

23 კლასი. დანადგარები სითხისა და გაზის განაწილებისათვის, სანიტარული მოწყობილობები, მოწყობილობები გახურებისათვის, ვენტილაციისათვის და ჰაერის კონდიცირებისათვის, მყარი სათბობი

24 კლასი. სამედიცინო და ლაბორატორიული მოწყობილობები. 25 კლასი. სამშენებლო მასალები, სამშენებლო კონსტრუქციები და მათი ელემენტები.

26 კლასი. გასანათებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები. 27 კლასი. თამბაქოს ნაწარმი და მოსაწევი საკუთვნი.

28 კლასი. ფარმაცევტიული და კოსმეტიკური საშუალებები, ტუა– ლეტის საკუთნო და ხელსაწყოები.

29 კლასი. ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები, აღჭურვილობები, ხელსაწყოები, უბედური შემთხვევის თავიდან აცილებისათვის ან გადარჩენისათვის.

30 კლასი. საგნები ცხოველების შენახვის ან მათი მოვლისათვის.

31 კლასი საკვების ან სასმელის მოსამზადებელი მანქანები და მოწყობილობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში.

99 კლასი. სხვადასხვა.

37 გამოგონებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასები

▲ზევით დაბრუნება


გამოგონებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასები

კარი A – ადამიანის ცხოვრებისეულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

A 01 კლასი. სოფლის მეურნეობა; სატყეო მეურნეობა; მეცხოველეობა; ნადირობა და ცხოველთა დაჭერა; თევზჭერა და მეთევზეობა.

A 21 კლასი პურის ცხობა; ცომეულის ნაწარმი

A 22 კლასი. საყასბო საქმიანობა; ხორცის გადამუშავება; თევზების ან შინაური ფრინველების დამუშავება.

A 23 კლასი. საჭმელი და საკვები პროდუქტები; მათი დამუშავება, თუ ისინი სხვა კლასს არ ეკუთვნიან.

A 24 კლასი, თამბაქო, სიგარეტი, სიგარები, პაპიროსები; მოსაწევი საკუთვნი.

A 41 კლასი ტანსაცმელი.

4 42 კლასი. თავსამკაულები.

4 43 კლასი. ფეხსაცმლის წარმოება.

A 44 კლასი. გალანტერეა, საიუველირო ნაწარმი.

A 45 კლასი. პირადი მოხმარების ნივთები; სამგზავრო საკუთესი.

A 46 კლასი. ქუჯის ნაწარმი.

A 47 კლასი ავეჯი საოჯახო მოხმარების ნივთები და საყოფაცხოვრებო მოწყობილობები; ყავისა და სანელებლების საფქვავები; მტვერ– სასრუტები.

A 61 კლასი. მედიცინა და ვეტერინარია; ჰიგიენა.

A 62 კლასი სამაშველო სამსახურები; ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები.

A 63 კლასი. სპორტი, თამაშები, მასობრივი გართობები.

კარი B – სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესები:

ტრანსპორტირეგა. დაყოფა და შერევა

B 01 კლასი ზოგადი დანიშნულების ხერხები და მოწყობილობები სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური პროცესების განხორციელებისათვის.

B 02 კლასი. სხვადასხვა მასალების დაფხვნა, დამსხვრევა, დაქუც– მაცება, ხორბლის მომზადება დასაფქვავად.

B 03 კლასი. მყარი მასალების დაყოფა, სითხის, კონცენტრირებული მაგიდების ან სალექი მანქანების საშუალებით; მყარი მასალების მაგნიტური და ელექტროსტატიკური გამოყოფა მყარი მასალების ან დენადი გარემოდან, დაყოფა მაღალი ძაბვით წარმოქმნილი ელექტრული ველის საშუალებით.

B 04 კლასი. ცენტრიდანული მოწყობილობები ფიზიკური ან ქიმიური პროცესების განხორციელებისათვის.

B 05 კლასი. ზოგადი დანიშნულების ხერხები და მოწყობილობები ნაწარმის ზედაპირზე გაფრქვევისა და სითხის მოსხმისათვის.

B 06 კლასი. ზოგადი დანიშნულების ხერხები და მოწყობილობები მექანიკური რხევის მისაღებად ან გადასაცემად.

B 07 კლასი მყარი მასალების დაყოფა ან დახარისხება, B 08 კლასი წმენდა.

B 09 კლასი მყარი ნარჩენების გადამუშავება და მოცილება; გაჭუჭყიანებული ნიადაგის აღდგენა.

B 21 კლასი. ლითონის მექანიკური დამუშავება ბურბუშელის მოცლის გარეშე; ლითონების დამუშავება წნევით,

B 22 კლასი. სასხმელო წარმოება; ფხვნილთა მეტალურგია.

B 23 კლასი. ლითონმჭრელი ჩარხები; ხერხები და მოწყობილობები ლითონის დამუშავებისათვის, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში.

B 24 კლასი. ხეხვა; გაპრიალება.

B 25 კლასი. ხელის ხელსაწყოები; გადასატანი ხელსაწყოები ძალური ამძრავით, სახელურები ხელის ხელსაწყოებისათვის; საზეინკლო მოწყობილობები; მანიპულატორები.

B 26 კლასი. საჭრელი ხელის ინსტრუმენტები; ჭრა; დაყოფა.

B 27 კლასი მერქნისა და მსგავსი მასალების დამუშავება და დაკონსერვება; მანქანები ლურსმნითა და კავით დამაგრებისათვის.

B 28 კლასი. ცემენტის, თიხისა და ქვის დამუშავება.

B 29 კლასი. პლასტიკების დამუშავება; პლასტიკურ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერებების დამუშავება საერთოდ.

B 30 კლასი. წნეხები.

B 31 კლასი. მუყაოს ნაწარმის დამზადება; ქაღალდისა და მუყაოს მექანიკური დამუშავება.

B 32 კლასი. ფენოვანი ნაწარმი და მასალები.

პოლიგრაფია

B 4I კლასი. საბეჭდი მოწყობილობები; სახაზავი, საწერი მანქანები; შტემპელები.

B 42 კლასი. საამკინძაო–საკაზმავი წარმოება; ალბომები; საბუთების შენახვისა და საკლასიფიკაციო საშუალებები და ა შ. ბეჭდვითი ნაწარმოების სპეციალური სახეები.

B 43 კლასი. საწერი, სახაზავი და საკანცელარიო საკუთვნი.

B 44 კლასი. დეკორატიული ხელოვნება.

ტრანსპორტირება

B 60 კლასი სატრანსპორტო საშუალებები.

B 61 კლასი. სალიანდაგო–სატრანსპორტო საშუალებები.

B 62 კლასი. ულიანდაგო სახმელეთო–სატრანსპორტო საშუალებები.

B 63 კლასი. გემები და სხვა მცურავი საშუალებები; მათი მოწყობილობები.

B 64 კლასი ჰაერნაოსნობა; ავიაცია; კოსმონავტიკა.

B 65 კლასი. ტვირთის ან სხვა მასალის ტრანსპორტირება, შეფუთვა და შენახვა, მათ შორის თხელისა და ძაფისებრის

B 66 კლასი. საამწევო მოწყობილობები.

B 67 კლასი ბოთლების, მინის ქილების ან მსგავსი ჭურჭლის გახსნა ან დახურვა.

B 68 კლასი. სასარაჯო–საუნაგირე წარმოება; ავეჯის გადაკვრა.

კარი C – ქიმია: მეტალურგია.

ქიმია

C 01 კლასი. არაორგანული ქიმია.

C 02 კლასი. წყლების, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ან ჩამდინარე წყლების დანალექის დამუშავება.

C 03 კლასი მინა; მინერალური და წიდის ბამბა.

C 04 კლასი. ცემენტი; ბეტონი; ხელოვნური ქვები; კერამიკა; ცეცხლგამძლე მასალები.

C 05 კლასი. სასუქები; მათი წარმოება.

C 06 კლასი. ასაფეთქებელი ნივთიერებები; ასანთები

C 07 კლასი. ორგანული ქიმია.

C 08 კლასი. ორგანული მაღალმოლეკულური ნაერთები; მათი მიღება ან ქიმიური დამუშავება; ამ ნაერთების კომპოზიციები.

C 09 კლასი. საღებარი; საღებავი; საპრიალებელი შემადგენლობები; ბუნებრივი ფისი; მწებავი ნივთიერებები; სხვადასხვა ნივთიერებები და შემადგენლობები; ნივთიერებებისა და შემადგენლობების სხვაგვარი გამოყენება.

C 10 კლასი. ნავთობის, გაზისა და კოკსოქიმიური მრეწველობა; ნახშირჟანგის შემცველი ტექნიკური გაზები; საწვავი; საპოხი მასალები; ტორფი.

C 11 კლასი. ცხოველური და მცენარეული ზეთები, ცხიმეულები, ცხიმოვანი ნივთიერებები და ცვილი, მათგან მიღებული ცხიმოვანი მჟავები; სარეცხი საშუალებები; სანთლები.

C 12 კლასი. ბიოქიმია; ლუდი; ალკოჰოლური სასმელები; ღვინო; ძმარი; მიკრობიოლოგია; ენზიმოლოგია; მუტაციის გამოწვევა; გენური ინჟინერია.

C 13 კლასი. შაქრის წარმოება

C 14 კლასი, სათრიმლავი ტყავი; ტყავი და ტყავეული.

მეტალურგია

C 21 კლასი, რკინის მეტალურგია.

C 22 კლასი. მეტალურგია; შავი და ფერადი ლითონების შენადნობები; შენადნობებისა და ფერადი ლითონების დამუშავება.

C 23 კლასი. ლითონური მასალების დაფარვა; სხვა მასალის დაფარვა ლითონის მასალით; ზედაპირის ქიმიური დამუშავება; ლითონური მასალის დიფუზური დამუშავება; ვაკუუმური აორთქლებით, გაფრქვევით, იონური ჩანერგვით ან ორთქლის ქიმიური დალექვის ხერხით დაფარვა; ლითონური მასალის კოროზიისაგან დაცვის ხერხები, მინადუღის ან ქერქის გაჩენა.

C 25 კლასი. ელექტროლიზური ხერხები; ელექტროფორეზი; მოწყობილობები მათთვის.

C 30 კლასი, კრისტალების გაზრდა.

კარი D – საფეიქრო ნაწარმი: ქაღალდი

საფეიქრო და მისი მსგავსი მოქნილი მასალები, რომლებიც სხვა კარს არ მიეკუთვნებიან

D01 კლასი. ნატურალური და ქიმიური ძაფები და ბოჭკოები; დართვა.

D 02 კლასი ნართი, ნართის ან ძაფის საბოლოო დამუშავება მექანიკური საშუალებებით, ქსელვა.

D 03 კლასი. ქსოვა.

D 04 კლასი წენა მაქმანის დამზადება; სატრიკოტაჟო –საქსოვი წარმოება; საყაითნო ნაწარმი; უქსოვადი მასალები

D 05 კლასი. კერვა, ქარგვა; საწოლი ნაწარმის წარმოება.

D06 კლასი. საფეიქრო ნაწარმის დამუშავება; რეცხვა; ელასტიკური მასალები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში.

D 07 კლასი ბაგირები, გვარლები ან კაბელები, ელექტრულის გარდა.

ქაღალდი

D 21 კლასი. ქაღალდის წარმოება; ცელულოზის წარმოება.

კარი – E მშენებლობა: სამთო საქმე

მშენებლობა

E 01 კლასი. საგზაო მშენებლობა; სარკინიგზო გზებისა და ხიდების მშენებლობა.

E 02 კლასი. ჰიდროტექნიკური ნაგებობები; საძირკვლები და საფუძვლები; ქანის გადანაცვლება.

E 03 კლასი. წყალმომარაგება; კანალიზაცია.

E 04 კლასი. მიწისზედა მშენებლობა.

E 05 კლასი. კლიტეები; გასაღებები; ფანჯრების, კარებებისა და სხვა საგდულების გარნიტური სეიფები.

E 06 კლასი კარებები, ფანჯრები, დარაბები, ჟალუზები; კიბეები.

ბურღვა სამთო საქმე

E 21 კლასი. ბურღვა; სამთო საქმე.

კარი F – მუქანიკა: განათეგა: გათაბა: ძრავები და ტუმბოები: იარღი და საბრძოლო აღჭურვილობა: ასაფეთქებელი სამუშაოები

ძრავები და ტუმბოები

F 01 კლასი მანქანები და ძრავები ზოგადად ძრავიანი ძალური დანადგარები; ორთქლის მანქანები.

F 02 კლასი. შიგა წვის ძრავები; ძალური დანადგარები, რომლებიც მუშაობენ ცხელ აირებზე ან წვადი მასალებზე.

F 03 კლასი. ჰიდრავლიკური მანქანები და ძრავები; ქარის, ზამბარებიანი, გრავიტაციული, ინერციული და მისთ. ძრავები; მექანიკური ენერგიის ან რეაქტიული წევის ხერხები და მოწყობილობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში.

F 04 კლასი. მოცულობითი გამოდევნის ჰიდრავლიკური მანქანები; ტუმბოები სითხეებისათვის ან კუმშვადი დენადი გარემოსათვის.

ზოგადი მანქანათმშენებლობა

F15 კლასი. ჰიდრავლიკური და პნევმატიკური მექანიზმები; ზოგადი დანიშნულების პნევმოჰიდრავლიკუ სისტემები,

F 16 კლასი. კვანძები და მანქანათა დეტალები; ზოგადი ხერხები და მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მანქანებისა და დანადგარების ნორმალურ ექსპლუატაციას; თბოიზოლაცია ზოგადად.

F 17 კლასი. აირებისა და სითხეების შენახვა და განაწილება.

განათება: გათბობა

F 21 კლასი. განათება.

F 22 კლასი. ორთქლის წარმოქმნა.

F 23 კლასი. სათბობის წეის ხერხები და მოწყობილობები.

F 24 კლასი. გათბობა; ვენტილაცია, ღუმელები და ქურები.

F 25 კლასი. სამაცივრო და საყინულე ტექნიკა; გახურების და გაცივების კომბინირებული სისტემები, თბურტუმბოიანი სისტემები; ყინულის წარმოება და შენახვა; აირის გათხევადება და გამყარება.

F 26 კლასი. შრობა.

F 27 კლასი. სახურებელი, გამოსაწვავი, სადნობი და რეტორტული ღუმელები.

F 28 კლასი. თბოგადაცემა.

იარაღი და საბრძოლო მასალა: ასაფეთქებელი სამუშაოები

F 41 კლასი იარაღი.

F 42 კლასი. საბრძოლო მასალა; ასაფეთქებელი სამუშაოები.

კარი G – ფიზიკა

ხელსაწყოები

G 01 კლასი. გაზომვა; გამოცდა.

G 02 კლასი. ოპტიკა.

G 03 კლასი. ფოტოგრაფია; კინემატოგრაფია ანალოგიური მოწყობილობები, რომლებშიც გამოიყენება არაოპტიკურისაგან განსხვავებული ტალღები; ელექტროგრაფია; ჰოლოგრაფია.

G 04 კლასი. საათები და დროის სხვა საზომები.

G 05 კლასი მართვა; რეგულირება.

G 06 კლასი. გამოთვლა; ანგარიში.

G 07 კლასი. საკონტროლო მოწყობილობები

G 08 კლასი სიგნალიზაცია

G 09 კლასი სასწავლო საშუალებები; კრიპტოგრაფია; დისპლეი; სარეკლამო და საგამოფენო საქმიანობა; დამღები, ბეჭდები და დალუქვა.

G 10 კლასი. მუსიკალური ინსტრუმენტები; აკუსტიკა.

G 11 კლასი. ინფორმაციის დაგროვება.

G 21 კლასი ბირთვული ფიზიკა, ბირთვული ტექნიკა.

კარი H – ელექტროობა

H 01 კლასი. ელექტრული მოწყობილობის ძირითადი შემადგენელი ელემენტები.

H 02 კლასი ელექტრული ენერგიის წარმოება, გარდაქმნა და განაწილება.

H 03 კლასი. ზოგადი დანიშნულების ელექტრული სქეშები.

H 04 კლასი. ელექტრული კავშირის ტექნიკა.

H 05 კლასი. ელექტროტექნიკის სპეციალური დარგები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასებში.

 

38 ზოგიერთი ძირითადი ერთეულები

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთი ძირითადი ერთეულები

აკრი – მიწის ფართობის საზომი ერთეული ინგლისურენოვან ქვეყნებში. 1 ა = 4046,86 კვმ. აღინიშნება ასე: "ac".

ამპერი – დენის ძალის ერთეული. აღინიშნება: "A".

ბაიტი – ინფორმაციის ერთეული, რომელიც გამოიყენება გამოთვლით ტექნიკაში. ის მინიმალური ერთეული, რომელსაც კომპიუტერი გადაამუშავებს.

ბარელი – ტევადობისა და მოცულობის საზომი. 1 გ = 163,65 კუბ.დმ.

ბიტი – ინფორმაციის რაოდენობის ორობითი საზომი ერთეული.

ბოდი (baud) – საკომუნიკაციო ხაზებით ინფორმაციის გადაცემის სისწრაფის ერთეული.

გრადუსი – 1 კუთხის, რკალის საზომი ერთეული, რომელიც ტოლია წრეხაზის 1/360 ნაწილის. 2. ტემპერატურის საზომი ერთეული. 3. სითხის სიმკვრივის საზომი ერთეული. 4. ალკოჰოლიანი სასმელის სიმაგრის საზომი ერთეული.

გრამი – წონის ერთეული კილოგრამის 1/1000 ნაწილი.

დეკა – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მეტრული სისტემის საზომთა სახელწოდებაში შედის და აღნიშნავს ათს, ათჯერ მეტს. მაგ., დეკალიტრი = 10 ლიტრი.

დეცი – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მეტრული სისტემის საზომთა სახელწოდებაში შედის და აღნიშნავს მეათედ ნაწილს.

დუიმი – სიგრძის საზომი ერთეული. 1 დ = 2,54 სმ. = 72,291 ინგ. პუნქტი 67,542 Didot პუნქტი.

ემ (em) – ასო "M", როგორც ნაბეჭდი სტრიქონის საზომი სიგრძის ერთეული ტოპოგრაფიაში. იგი ტოლია 1/6 დუიმის.

ენ (en) – ასო "N", როგორც ნაბეჭდი სტრიქონის საზომი სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც "ემ"–ის ნახევარის ტოლია.

ვატი – სიმძლავრის საზომი ერთეული აღინიშნება ასე: "W". ვოლტი ელექტროდენის ძაბვის საზომი ერთეული. 736 ვატი =1 ცხ. ძალა

იარდი – სიგრძის საზომი ინგლისური ერთეული 1 იარდი =0,9144 მ.

ინგლისური პუნქტი = 1 ინგ. პუნ. = 0,0138 დუიმი = 0,935 Didot პუნქტი = 0,351 მმ.

ინჩი – სიგრძის საზომი ინგლისური ერთეული – დუიმი. 1 ინჩი = 2,54 მ.

კალორია – სითბოს რაოდენობის საზომი ერთეული.

კარატი – 1. ძვირფასი ქვების წონის ერთეული 1 კარ. = 0,2 გრ. 2. ოქროს სისუფთავის მაჩვენებელი. მაგ. 14 კარატიანი ოქრო შეიცავს 14/24 სუფთა ოქროს.

კილოგრამი – წონის ერთეული ზომათა მეტრულ სისტემაში. 1კგ. 1000 გრ.

კილომეტრი – სიგრძის საზომი ერთეული. 1 კმ. = 1000 მ.

ლიტრი – სითხის საზომი ერთეული.

ლუქსი – განათებულობის საზომი ერთეული.

მეგა – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ძირითად ერთეულზე მილიონჯერ მეტს.

მეტრი – სიგრძის საზომი ერთეული. 1 მ. = 100 სმ.

მილი სიგრძის საზომი ერთეული, ძირითადად ინგლისურენოვან ქვეყნებში. 1 მ. = 1,53 კმ.

ომი – ელექტრული წინაღობის საზომი ერთეული.

პასკალი – წნევის ერთეული.

პიკა – საზომი ერთეული პოლიგრაფიაში, 1 პიკა = 16 დუიმს (0,351 სმ.).

რადიანი – ბრტყელი კუთხის რადიანული ზომის ერთეული. აღინიშნება: "rad" – რად.

რენტგენი – რენტგენისა და გამა გამოსხივების ექსპოზიციური დოზის ერთეული.

სანტიმეტრი – სიგრძის საზომი ერთეული 1 სმ = 0,01 მ.

სეკუნდი – კუთხისა და რკალის საზომი ერთეული; 1 ს. = 1/3600 გრად.

ტერცია – 1. დროის მოძველებული სისტემის გარეშე ერთეული (საათის რიგით მესამე დანაყოფი – წუთისა და წამის შემდეგ). 1 ტ.= = 160 წმ. 2. მუსიკალური გამის მესამე საფეხური.

ტონა – წონის ერთეული ზომათა მეტრულ სისტემაში; 1 ტ. =1.000 კგ. აღინიშნება – "T".

უნცია – 1. წონის ერთეული. 1 უნცია 28,34953 გრ. 2. ლითონის ფული ძვ. რომში და სხვა ქვეყნებში.

ფონტი (font, fount) – ტიპოგრაფიული შრიფტის კომპლექტი, ერთი და იგივე ტიპის ან დიზაინის ყველა ასოების შრიფტების ანაწყობი, რომელიც გამოიყენება ბეჭდვისას.

ფუნტი – წონის საზომი ინგლისური ერთეული. 1 ფ.=0,45359 237 კგ.

ფუტი – სიგრძის ინგლისური საზომი ერთეული. 1ფ. =1/3 იარდი=12 დუიმი =30,5 სმ.

ცენტნერი – მასის სისტემის გარეშე ერთეული. 1 ც. = 100 კგ.

ციცერო – 1. სასტამბო შრიფტი, რომლის კეგელია (ზომა) 12 პუნქტი – (4,51 მმ.). ეს სახელი ეწოდა რომის იმპერატორ ციცერონის პირველად (ამგვარი შრიფტით) დაბეჭდილი (1467 წ.) "წერილების" მიხედვით 2 საამწყობო წარმოებაში გამოყენებული წრფივი ზომის ერთეული 1ც. = 12 პუნქტს = 1/4 კვადრატს.

ცხენის ძალა – სიმძლავრის სისტემის გარეშე მოძველებული ერთეული. 1 ც.ძ. (hp) = 746

ჯოული – ენერგიისა და მუშაობის საზომი ერთეული. 1 ჯ. =0,2388 კალ.

ჰერცი – რხევათა სიხშირის საზომი ერთეული. აღინიშნება: "Hz".

ჰექტარი – მიწის ფართობის საზომი ერთეული 1 ჰა=100არ=10000 მ.კვ.

CGSM ერთეულთა ელექტრომაგნიტური სისტემა.

CGSE – ერთეულთა ელექტროსტატიკური სისტემა.

Characters per inch – სიმბოლოების რაოდენობა დუიმში. კომპიუტერის შრიფტების ზომა ფიქსირებული მანძილით (Monospaced).

CPS (Characters per second) – ნიშნების რაოდენობა წამში პრინტერის (საბეჭდი მოწყობილობის) სისწრაფის გაზომვის ერთეული.

Didot–Punct – დიდოტ–პუნქტი არის გაზომვის ევროპული ერთეული. 1 დ. პ. = 0,376 მმ. = 0,148 დუიმი 1,07 ინგ. პუნქტი.

DPI (Dots per inch) – წერტილების რაოდენობა დუიმში. გრაფიკული გადაწყვეტის გაზომვის ერთეული კომპიუტერებში.

EPS (Encapsulated PostScript) – "PostScript"–ის ენის ერთ–ერთი ფორმატი.

Pantone – აშშ–ში მიღებული ფერთა ნიმუში, რომელშიც ფერთა ყველა ტონს მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი.

Pica – პიკა. გაზომვის პოლიგრაფიული ერთეული. 1 პიკა=1}6 დუიმი=0,351 სმ-ს.

PostScript – გვერდების აღწერის ვექტორული ენა, რომელიც სტანდარტათაა მიღებული.

PPM (Peges per minute) – გვერდების რაოდენობა წუთში. ლაზერული პრინტერის სწრაფი მოქმედების ზომა.

SI (Systeme International d`Unitees) – ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც მიღებულია ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ ქ. პარიზში 1960 წ.

УДК (Универсальная Десятичная Система) – საერთაშორისო კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც აგებულია ათობით სისტემაზე და მოიცავს ცოდნის ყველა სფეროს

 

39 ორგანიზაციეგი. აკრონიმები

▲ზევით დაბრუნება


ორგანიზაციეგი. აკრონიმები<

ACC (Administrative Committee on Co-ordination(UN)) – საკოორდინაციო ადმინისტრაციული კომიტეტი (გაერო).<

ACCT (Agency for Cultural and Technical Cooperation) – კულტურისა და ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო.<

ACT (Association of Commercial Television in Europe) – ევროპის კომერციული ტელეხედვის ასოციაცია.<

ADAMI (Society for the Administration of the Rights of performing Artists and Musicians) – მსახიობ-შემსრულებელთა უფლებების ადმინისტრაციული რეგულირების საზოგადოება.<

AEPO (Association of European Performers Organizations) – შემსრულებელთა ორგანიზაციების ევროპის ასოციაცია<

AER (Association of European Radios) – ევრორადიოს ასოციაცია. <

AIDAA (International Association of Audio–Visual Writers and Directors) – ავტორთა და რეჟისორთა საერთაშორისო ასოციაცია. <

AIPPI (International Association for the protection of Industrial Property) – სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო ასოციაცია. <

ALADDA (Asociación Literaria y Artistica para la Defensa del Derecho de Autor) – ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო ასოციაცია.<

ALAI (International Literary and Artistic Association) – ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეთა საერთაშორისო ორგანიზაცია. <

APAA (Asian Patent Attorneys Associacion) – აზიის პატენტ-რწმუნებულთა ასოციაცია. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ტოკიოში.<

ARIPO (African Regional Industrial Property Organization) – სამრეწველო საკუთრების აფრიკის რეგიონალური ორგანიზაცია. <

ASEAN (Association of South East Asian Nations) – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია. იგი შეიქმნა 1976 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ჯაკარტაში.<

ATRIP (International Association for the Advancement to Teaching and Research in Intellectual Property) – ინტელექტუალური საკუთრების სფეროში გამოკვლევებისა და სწავლების სრულყოფის საერთაშორისო ასოციაცია. იგი შეიქმნა 1980 წელს ისმო–ს ეგიდით.<

Benelux Economic Union – ბენილუქსის ეკონომიკური კავშირი, რომელიც შეიქმნა 1958 წელს. მისი მიზანია ბენილუქსის ქვეყნებში პირების, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი მიმოქცევა; ერთიანი სავაჭრო, ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და ა. შ. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ბრიუსელში.<

BIRPI (United International Bureaux for the Protection of Intellectual Property) – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაერთიანებული საერთაშორისო ბიურო.<

BSEC (Black Sea Economic Cooperation) – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც შეიქმნა 1992 წელს. მისი მიზანია შავი ზღვის გადაქცევა მშვიდობიან ზონად, მეგობრულ– კეთილმეზობლური ურთიერთობების გზით შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. სტამბულში.<

CAPRI System (Computerized Administration of Patent Documents Reclassified according to the IPC) –კაპრიოს სისტემა საპატენტო დოკუმენტების ავტომატიზირებული დამუშავებისა და შენახვის სისტემა, რომელიც კლასიფიცირებულია გამოგონებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით სისტემის შექმნა–დამუშავება დაიწყო ისმოს მიერ 1972 წელს.<

CARICOM (Caribbean Community and Common Market) – კარიბის რეგიონის ქვეყნების თანამეგობრობა და საერთო ბაზარი. იგი შეიქმნა 1973 წელს შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ჯორჯტაუნში. CBOT – ჩიკაგოს სასწრაფო სასაქონლო ბირჟა.<

C.C. (Chamber of Commerce) – სავაჭრო პალატა.<

CCAQ (Consultative Committee on Administrative Questions. UN) – ადმინისტრაციული საკითხების საკონსულტაციო კომიტეტი (გაერო). CCPOQ (Consultative Committee on Programme and Operational Questions. UN) პროგრამული და ოპერატიული საკითხების საკონსულტაციო კომიტეტი (გაერო).<

CE (Councial of Europe) – ევროსაბჭო. იგი არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის პირველი სამთავრობათშორისო ორგანიზაცია. მისი წესდების რატიფიკაცია შედგა 1949 წელს საბჭოს მიზანია წევრ–ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება, დემოკრატიული და უსაფრთხო ევროპის შექმნაში ხელშეწყობა და სხვ შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. სტრასბურგში.<

CEIPI (Centre for international industrial Property Studies) – სამრეწველო საკუთრების სფეროში საერთაშორისო კვლევის ცენტრი. <

CIS (Commonwealth of Independent States) – დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა). იგი შეიქმნა 1991 წელს ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების მიერ. ამჟამად მისი წევრია 12 ქვეყანა. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. მინსკში.<

CISAC (International Confederacion of Societies of Authors and Composers) – ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია.<

COMEX – ნიუ–იორკის სასწრაფო სასაქონლო ბირჟა.<

Council of Baltic Sea States – ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭო, რომელიც დაფუძნდა 1991 წელს. მისი მიზანია საბჭოს წევრ–ქვეყნებს, სხვა ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება. CSCE – აშშ–ს ყავის შაქრისა და კაკაოს ბირჟა.<

EAPA (European Alliance of Press Agencies) ბეჭდვითი სააგენტოების ევროპის ალიანსი.<

EAPO (Eurasian Patent Organization) – ევრაზიის საპატენტო ორგანიზაცია.<

EBU (European Broadcasting Union) – ევროპის სამაუწყებლო კავშირი.<

EC (European Community) – ევროპის თანამეგობრობა. 12 ევროპული ქვეყნის (ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი) მიერ შექმნილი ეკონომიკური თანამეგობრობის გაერთიანება, რათა მიაღწიონ პოლიტიკურ, სოციალურ და სავალუტო ერთიანობას. თანამეგობრობის წევრები ამჟამად 27–მდე სახელმწიფოა.<

ECU (European Currency Unit.)– ევროპის ვალუტის ერთეული (ეკიუ). იგი შეიქმნა 1979 წელს.<

EEC (European Economic Community; Common Market) – ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (საერთო ბაზარი). იგი შეიქმნა 1957 წელს.<

EFTA (European Free Trade Association) – ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 1960 წელს. მისი მიზანია წევრი-ქვეყნების ეკონომიკური ზრდისადმი ხელშეწყობა, კეთილსინდისიერი კონკურენციის უზრუნველყოფა და სხვ შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ჟენევაში.<

EMS (European Monetary System) – ევროპის სავალუტო სისტემა. <

EPO (European Patent Organization) – ევროპის საპატენტო ორგანიზაცია.<

EU (European Union) – ევროპის კავშირი. ხელშეკრულება ევროპის კავშირის შექმნის შესახებ ხელმოწერილი იქნა 12 ევროპული ქვეყნის მიერ ქ. მაასტრიხტში (ნიდერლანდები) 1992 წელს. კავშირის მიზანია ევროპის ხალხებს შორის მჭიდრო კავშირის გაფართოება ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების და სხვა სფეროში ერთიანი მოქალაქეობის, ფულის შემოღება, შიდა საზღვრების მოხსნა და სხვ. <

EWC (European Writers' Congress) – ევროპის მწერალთა კონგრესი.<

FAO (Food and Agricultural Organization) – სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. რომში. იგი დაფუძნდა 1945 წელს და დაკავებულია სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საკითხებით მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, რათა გაუმჯობესდეს მოსახლეობის კვება და თავიდან იქნეს აცილებული შიმშილი.<

FERA (European Federation of Audiovisual Filmmakers) აუდიოვიზუალური ფილმების კონორეჟისორთა ევროპის ფედერაცია. FIA (International Federation of Actors) – მსახიობთა საერთაშორისო ფედერაცია.<

FIAPF (International Federation of Film Producers Associations) – ფილმის დამდგმელთა (პროდიუსერთა) ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია.<

FIM (International Federation of Musicians) – მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია.<

GATT (General Agreement on Tariffs and Trade) – ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმება. 1994 წლიდან ეწოდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.<

GESAC (European Group of Authors' and Composers' Societies) – ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების ევროპის გაერთიანება.<

ICC (International Chamber of Commerce) – საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქმიანი წრეების არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1919 წ. იგი აერთიანებს და იცავს მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ინტერესებს საერთაშორისო საქმეებში. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. პარიზში. <

ICC (International Computing Centre. UN) – გაეროს საერთაშორისო კომპიუტერული ცენტრი.<

ICIREPAT (Committee for International Cooperation in Information Retrieval Among Examining Patent Offices) – საპატენტო უწყებების საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი საინფორმაციო მოძიების სფეროში.<

ICJ (International Court of Justice) – საერთაშორისო სასამართლო (გაერო).<

ICMP (International Confederation of Music Publishers) – მუსიკალური გამომცემლების საერთაშორისო კონფედერაცია.<

ICPIP (Interstate Council for the Protection of Industrial Property) – სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო საბჭო.<

ICSEI (International Cooperation in the Search and Examination of Inventions) – გამოგონების ექსპერტიზისა და ძიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა.<

ICSID (International Counsil of Societies of Industrial Design) – სამრეწველო ნიმუშების საზოგადოებების საერთაშორისო საბჭო.<

IFD (International Federation for Documentation) – დოკუმენტალისტიკის საერთაშორისო ფედერაცია.<

IFIA (International Federation of Inventors' Associations) გამომგონებელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია.<

IFPI (International Federation of the Phonographic Industry) – ფონოგრამის მწარმოებელთა საერთაშორისო ფედერაცია.<

IIPA (International Intellectual Property Alliance. USA) – აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ასოციაცია.<

ILO (International Labour Organization) – შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც შეიქმნა 1919 წელს. შსო დაკავებულია შრომის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების, უმუშევრობის შემცირების, განვითარებადი ქვეყნების დახმარების პრობლემებით შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ჟენევაში.<

IMF (International Moretary Fund) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც შეიქმნა 1945 წელს და წარმოადგენს გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოს. იგი დაკავებულია საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობითა და ვაჭრობის განვითარებით, აგრეთვე სხვა საფინანსო პრობლემების გადაწყვეტით.<

INTA (International Trademark Association) – სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული საერთაშორისო ასოციაცია.<

IPA (International Publishers Association) – გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია.<

IPC (International Patent Classification) – საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია.<

IPCC (International Publishers Copiright Council) – გამომცემელთა საავტორო სამართლებრივი საერთაშორისო საბჭო <

ISBN (International Standard Book Number) – წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი დარგობრივი კლასიფიკაციის აღსანიშნავად.<

ISO (International Standard Organization) – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1946 წელს წარმოებაში, ვაჭრობაში, მეცნიერებაში სტანდარტების განსაზღვრისა და გაზომვისათვის.<

ISSN (International Standard Serial Number) – საერთაშორისო სტანდარტის რიგობითი ნომერი.<

ITO (International Trade Organization) – საეთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია. იგი დახმარებას უწევს ქვეყნებს განსაზღვრონ და ცხოვრებაში გაატარონ შიდა სავაჭრო კანონმდებლობა; ხელს უწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას და დახმარებას უწევს კოლექტიური დისკუსიების, მოლაპარაკებებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ს ს ო დაფუძნდა 1995 წლის 1 იანვარს.<

ITU (International Telecommunication Union) – ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირი, რომელიც შეიქმნა 1865 წელს პარიზში, როგორც ტელეგრაფის საერთაშორისო კავშირი და ამჟამად წარმოადგენს გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოს. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ჟენევაში. IVF (International Video Federation) ვიდეოს საერთაშორისო ფედერაცია.<

IWG (International Writers Guild) – მწერალთა საერთაშორისო გილდია.<

LAS (League of Arab States) – არაბული ქვეყნების ლიგა. იგი შეიქმნა 1944 წელს შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. კაიროში.<

LIFFE – ლონდონის საერთაშორისო ბირჟა. <

LME – ლონდონის ლითონების ბირჟა.<

NATO (North Atlantic Treaty Organization) ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია. იგი შეიქმნა 1949 წელს. მისი მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შტაბ– ბინა მდებარეობს ბრიუსელში. <

Nordic Cooperation – ჩრდილოეთის თანამშრომლობა, რომელიც შეიქმნა 1952 წელს. მისი მიზანია პარლამენტებსა და მთავრობებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. სტოკჰოლმში.<

NYCE – ნიუ-იორკის ბამბის ბირჟა. <

NYSE – ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა.<

OAS (Organization of American States) ამერიკის ქვეყნების ორგანიზაცია იგი შეიქმნა 1948 წელს შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ვაშინგტონში.<

OAU (Organization of African Unity) – აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1963 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს აქ ადის–აბებაში.<

OHIM (Office for Harmonization in the Internal Market. Trade Marks and Designs) – შიდა ბაზრის ჰარმონიზაციის უწყება (სასაქონლო ნიშნები და სამრეწველო ნიმუშები).<

OSCE (Organization for Security and Cooperation in EUROPE) – ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ვენაში.<

PIPA (Pacific Industrial Property Association) – სამრეწველოსაკუთრების წყნარი ოკეანის ასოციაცია. <

STM (International Group of Scientific, Technical and Medical Publishers) – სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო ლიტერატურის გამომცემელთა საერთაშორისო ჯგუფი.<

UN (United Nations Organization, UNO) – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო). იგი დაარსდა 1945 წელს.<

UNCITRAL – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისია.<

UNESCO (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) – იხ. იუნესკო.<

UNIDO (United Nations Industrial Development Organization) – სამრეწველო განვითარების გაეროს სპეციალიზებული ორგანო, რომელიც შეიქმნა 1967 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ვენაში და მისი ამოცანაა განვითარებადი ქვეყნების სამრეწველო განვითარებისადმი ხელშეწყობა. <

UPOV (International Union for the Protection of New Varieties of – სასელექციო მიღწევის დაცვის საერთაშორისო კავშირი. <

WEU (Western European Union) – დასავლეთ ევროპის კავშირი, რომელიც შეიქმნა 1954 წელს მისი მიზანია გაეროს წესდების და სხვა ორგანიზაციების წესდებების მიხედვით საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ხელშეწყობა. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ბრიუსელში.<

WHO (World Health Organization) – მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული ორგანო, რომელიც შეიქმნა 1948 წელს და მისი მიზანია მსოფლიოს ყველა ხალხისათვის ჯანმრთელობის მაღალი დონის მიღწევა. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ჟენევაში. <

WIPO (World Intellectual Property Organization) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო). იგი შეიქმნა 1970 წელს და წარმოადგენს გაეროს სპეციალიზებულ ორგანოს. ისმო მოიცავს საავტორო სამართალისა და სამრეწველო – საკუთრების სფეროს.<

WTO (World Trade Organization) – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1994 წელს.

 

40 უცხოენოვანი სიტყვები. გამოთქმები და აღნიშვნები

▲ზევით დაბრუნება


უცხოენოვანი სიტყვები. გამოთქმები და აღნიშვნები<

Addenda - დამატება, მიმატება სტატიის ან წიგნის ბოლოში დართული დამატება.

Addenda et corrigenda – დამატებები და შესწორებები

Ad-libitum – რამდენიც გნებავთ, როგორც გენებოთ, სურვილისამებრ.

Ad publicdndun – გამოსაქვეყნებლად.

Ad ratificandum – დასამტკიცებლად.

AEC – Owner patent – პატენტი, რომელიც ეკუთვნის აშშ-ს ატომური ენერგიის კომისიას.

Aeryligye იხ. – Zoyon.

Alma mater – მასაზრდოებელი დედა უნივერსიტეტი

Alter ego – მეორე "მე".

APL – აპლ – კომპიუტერული ენა.

Appendix – დამატება, დანართი.

A priori – იმთავითვე, ცდის გარეშე. დაუმტკიცებლად დასკვნის გამოტანა.

Attorney – რწმუნებული.

Authenticus – ავთენტიკური.

AW (Audiovisual Works) – აუდიოვიზუალური ნაწარმოები<

Bar codes – შტრიხებიანი კოდები.

Barriers to entry – შემაფერხებელი გარემოებები. ფაქტორები, რომლებიც აფერხებენ კონკურენტთა შეღწევას კონკრეტულ ბაზარზე.

Baumwollet – იხ. Cotton.

“Best Before” – “ვარგისიანია” ...მდე.

“Best Before End” – პროდუქტის ხარისხი აღნიშნული თარიღის შემდეგ არ არის გარანტირებული.

Bis – ორგზის; კვლავ.

Black knight (შავი რაინდი) – არაკეთილსინდისიერი კონკურენტი პირი, რომელიც სხვა ფირმას სთავაზობს არასასურველ წინადადებას ამ უკანასკნელის შესყიდვის შესახებ.

Black market (შავი ბაზარი) – ამა თუ იმ საქონლის ან მომსახურების არალეგალური ბაზარი.

Bona fides – ესა თუ ის ქმედება შესრულებული კეთილსინდისიერად, პატიოსნად თაღლითობის ან სხვა დაფარული განზრახვის გარეშე.

Brown goods (ყავისფერი საქონელი) – ტელევიზორები, აუდიოაპარატურა და ა. შ., რომლებიც დაფარული არიან ხით ან ხის იმიტაციით.

Brutto- ბრუტო.

BSG (Boot Sall Grade) – მდარე ხარისხის გამოსახულება.

ისეთი სიტუაცია ბაზარზე<

C (Copyright) C – საავტორო სამართალი.

Cannibalizution – (კანიბალიზმი) – ისეთი სიტუაცია ბაზარზე, როდესაც ერთი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული ნაწარმის გაყიდვის ზრდის ტემპი იწვევს სხვა სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული ნაწარმის გაყიდვის ტემპის დაცემას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთი და იმავე კლასს ეკუთვნიან.

Cush – ნაღდი ფული.

Cash cow (მეწველი ძროხა) – საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქცია, რომელზეც მოდის ბაზრის დიდი ნაწილი და შესაბამისად მყარი მოგება.

Casus – შემთხვევა.

Citius, altius, fortius – უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად.

CO. – Company-ს – აბრევიატურა

Commedia dell'arte – ნიღბების კომედია.

Copywriter – კოპირაითერი: პირი, რომელიც წერს სარეკლამო განცხადებების ტექსტს.

Company – კომპანია, საზოგადოება ან სხვა იურიდიული პირი.

Computer – კომპიუტერი, ეგმ

Consensus – შეთანხმება; ერთსულოვნება.

Constant – ცნობილია; ურყევად დადგენილია.

Cotton – ბამბა.<

DBS (Direct Broadcasting Satellite) – პირდაპირი მაუწყებლობის თანამგზავრი.

DC (Dramatis and Choreographic Works) – დრამატული და ქორეოგრაფიული ნაწარმოების აღმნიშვნელი აბრევიატურა.

De facto – დე-ფაქტო.

De jure – დე-იურე.

De nihilo nihil – არარაისგან არარა.

Deductio – მთელიდან ნაწილის გამოყვანა.

Dasign – დიზაინი; დაპროექტება, ხაზვა, პროექტი, გეგმა, ჩანაფიქრი.

Developing countries (third world) – განვითარებადი ქვეყნები (შესამე სამყარო) ქვეყნები, რომლებსაც აქვთ საკმაო ბუნებრივი რესურსები, მაგრამ მათ ასათვისებლად არ ჰყოფნით არც კაპიტალი და არც - სამეწარმეო და ტექნიკური გამოცდილება.

Direct mail – რეკლამის ერთ-ერთი სახე, როდესაც პოტენციურ მყიდველს ეგზავნება სარეკლამო მასალები (ელექტრონული) ფოსტით.

Divina comedia – ღვთაებრივი კომედია.

Doctor – სწავლული, მოძღვარი.

Dolger – სარეკლამო ფურცელი (პროსპექტი).

Domaine public – საზოგადოებრივი კუთვნილება.

Dominium – საკუთრება; საკუთრების უფლება.

Doubl-page spread (ორ გვერდზე მობრუნება) რეკლამის მოთავსების საშუალება, როდესაც ჟურნალის ან გაზეთის ორი ერთმანეთის გვერდით მდგომი გვერდები, გამოიყენება როგორც ერთი გვერდი.

Dura lex, sed lex – კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია.<

E & OE (Errors and Omissions Excepted) – შეცდომები და დაუდევრობები გამორიცხულია.

Ear (ყური) – სარეკლამო ფართი გაზეთის პირველ ზოლში, მარჯვენა ან მარცხენა ზემო კუთხეში.

Editor – გამომცემელი, რედაქტორი.

E-mail (electronic mail, EM, E. M., Em) – ელექტრონული ფოსტა.

EPOS (Electronic point of sale) – გაყიდვის ელექტრონული წერტი.

EQ (Extra Quality) – განსაკუთრებით მაღალი ხარისხის.

Errata – შეცდომები.

Euro-ad – ევრორეკლამა რეკლამა, გავრცელებული ევროპის თანამეგობრობის ყველა ქვეყანაში.

Euromarket – ევრობაზარი.

Exclamatio – შეძახილი (რიტორიკული ხერხი).

Ex contractu – კონტრაქტის საფუძველზე.

Ex jure – სამართლის ძალით, კანონით.

Ex lege – კანონიდან გამომდინარე, კანონით.

Ex libris – წიგნებიდან.

Ex officio (ex offo) – მოვალეობით, თანამდებობის მიხედვით; ოფიციალურად, კანონის ძალით.

Ex post facto – მომხდარი ფაქტის შემდეგ.

Exprompto – ანაზდად, ნაუცბადევად.

Ex tempore – საჩქაროდ, დაუყოვნებლივ.

Extra – განსაკუთრებული, გამორჩეული.

Extra Ordinem – წესის მიღმა, რიგს გადაცილებული, არაჩვე ულებრივი.<

f. a. o (for (the) attention of) – მიაქციეთ ყურადღება; მკითხველის ყურადღების მისაქცევად.

Fast food – სწრაფი მომზადების საკვები პროდუქტი.

FMCG (Fast-moving consumer goods) მუდმივი მოთხოვნილების სამომხმარებლო საქონელი.

Force majeure (ფრ.) – ფორს-მაჟორი.

Four Ps (ოთხი პი) – ინგლისურ ენაზე დასახელების პირველი ასოები შემდეგი სიტყვებისა: თვით პროდუქტი სასაქონლო ნიშანი, ხარისხი, შეფუთვა და სხვ.); მასზე ფასი გასაღების სტიმულირება და ადგილი.

Four-plus cover – სარეკლამო კამპანია, რომლის დროსაც რეკლამის დემონსტრირება ხდება არანაკლებ ოთხჯერ. მეცნიერულად გამოკ- ვლეულია, რომ რეკლამის ოთხჯერადი გამეორება უფრო არწმუნებს მყიდველს ამა თუ იმ საქონლის ყიდვაში.

Fresh – ახალი.

FSS (Fixed Service Satellite) – მომსახურების ფიქსირებული თანამგზავრი.<

Giffen good – გიფენის საქონელი საქონელი, რომელზეც მოთხოვნილება ეცემა მასზე ფასის ვარდნასთან ერთად და პირუკუ. ეს პირველად შენიშნა სერ რ. გიფენმა (1837-1910).

GmbH (Gesellschaft mit beschränkter Haftung) – შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს გერმანული აბრევიატურა, იგივეა რაც ინგლისური Ltd.

Goodwill – კეთილგანწყობა, კეთილი ნება, პრესტიჟი.

Grey market (რუხი ბაზარი) – დეფიციტური საქონლის ნების- მიერი ბაზარი, რომელიც “შავი ბაზრიდან" განსხვავდება იმით, რომ იგი ლეგალურია.<

HFG (Hi-Fi Grade) – მაღალი ხარისხის ხმებისათვის.

HG (High Grade) – უმაღლესი ხარისხის.

Hi-Fi – ზუსტი კვლავწარმოებისათვის.

Hindsight – განაცხადის პატენტუნარიანობაზე უარყოფითი შეფასება, არა განაცხადის პრიორიტეტის, არამედ ექსპერტიზის ჩატარების დღისათვის ტექნიკის დონესთან შედარების საფუძველზე.

Homo sapiens – "მოაზროვნე (გონიერი ადამიანი", ადამიანი ცხოველებისაგან განსხვავებით.

Honoris causa – “პატივისათვის"; განსაკუთრებული დამსახურებისათვის დისერტაციის დაუცველად მინიჭებული დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

HS (High Standard) – უმაღლესი სტანდარტი.<

Idea fixa – აკვიატებული აზრი, იდეა.

Id est – ესე იგი.

IKBS (Intelligent Knowledge Based System) – პიროვნებათა გონებრივ ცოდნაზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემა.

Imitatio – მიბაძვა.

Incognito – ფარულად, უჩუმრად.

Index – ინდექსი.

Industrial Design – სამრეწველო ნიმუში.

International Desings Bulletin/ Bulletin des dessins et modéles internationaux – ისმოს ოფიციალური ყოველთვიური ბიულეტენი (სამრეწველო ნიმუშები და სასარგებლო მოდელები), რომელიც აქვეყნებს ყოველ ახალ საერთაშორისო დეპონირებას და ცვლილებებს წინა დეპონირებებში.

Invention – გამოგონება.

In vino veritas – ღვინოშია ჭეშმარიტება.

IR (International Registration) – საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის შემოკლებული აღნიშვნა.

Katoen – იხ Cotton.

Knocking copy (განსაცვიფრებელი ასლი) – რეკლამის ისეთი ეგზემპლარი, რომელიც მიმართულია კონკურენტული პროდუქციის წინააღმდეგ.

Lapsus – ლაფსუსი. უნებური შეცდომა.

Leine იხ. Wool.

Les Appellations d'origine – ისმოს ბიულეტენი (ადგილწარმოშობის დასახელება), რომელიც აქვეყნებს ცნობებს ადგილწარმოშობის დასახელების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ.

Les Marques internationales – ისმოს ყოველთვიური ოფიცია- ლური ბიულეტენი (საერთაშორისო ნიშნები), რომელიც აქვეყნებს ცნობებს ყველა ახალ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე, რეგისტრაციის გაგრძელებაზე, ცვლილებებზე და ა.შ., იმას, რაც შესულია ისმოს საერთაშორისო ბიუროს სასაქონლო ნიშნების რეესტრში.

LG (Library Grade) – საბიბლიოთეკო ხარისხის.

Light-Lite – მსუბუქი, მცირე. ასეთი აღნიშვნა პროდუქტზე მიუთითებს ამა თუ იმ შემადგენლობის მცირე რაოდენობას.

Ltd (limited) – შემოკლებული აღნიშვნა სიტყვისა შეზღუდვა. იგი აღნიშნავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს და ჩართული უნდა იყოს მის სახელწოდებაში.

Looseinsert (შეჩრა) – სარეკლამო ფურცელი, რომელიც ვრცელ- დება სხვა პუბლიკაციებთან ერთად და არის შეპარული – “შეჩრილი” მათ ფურცლებს შორის. თუ ასეთ ფაქტს რეგულარულად აქვს ადგილი, მაშინ იგი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.

Low salt – მცირე მარილიანი.<

Made in ... – დამზადებულია ... ში. მაგ. Made in Georgia – დამზადებულია საქართველოში.

Mala fide – არაკეთილსინდისიერება, ბოროტი განზრახვა.

Mass media – მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

Modus Vivendi – არსებობის პირობა; ცხოვრების წესი. დროებითი შეთანხმება ამა თუ იმ საერთაშორისო საკითხებზე, იმ პირობით, რომ ხელშეკრულების მხარეები ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტას მოგვიანებით შეასრულებენ.

Mutatis mutandis – სათანადო ცვლილებების, შესწორებების შეტანით.

N/E (New Edition) – ახალი გამოცემა.

NB (Nota Bene) – ნოტაბენე.

Non-resident – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვა ქვეყანაში აქვს.<

P – მომიჯნავე უფლებათა დაცვის ნიშანი, სიტყვის "phonorecord"- ის პირველი ასოს მიხედვით.

PAL (Phase Alternation Line) – ფაზის ცვლილების ხაზი ფერად ტელეხედვაში.

PAT (Patent) - პატენტი.

PCT (Patent Cooperation Treaty) – საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება.

Per proe (per pro; p.p.) – მინდობილობით. ლათინური გამონათქვამის "per procurationem"-ის აბრევიატურა ეს ტერმინი აღნიშნავს მარწმუნებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე მოქმედი რწმუნებულის ქმედებათა შესრულებას. ეს აბრევიატურა ხშირად გამოიყენება ფირმების ან სხვა იურიდიული (ფიზიკური) პირების მიერ წერილების ხელმოწერის დროს ასეთ ხელმოწერილ დოკუმენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილების მიმცემ პირს ან ფირმას.

Persona ingrata (non grata) – არასასურველი პიროვნება. Petits droits – მცირე უფლებები.

Petty patent – მცირე პატენტი.

PH (Phonograms) – ფონოგრამები.

Plc (public limited company) – შეზღუდული პასუხისმგებლობის (საჯარო ღია) საწარმო (საზოგადოება) - შ. პ. ს,

Pleyback – სინქრონიზაცია.

Polyunsaturated – ცხიმოვანი მჟავები.

Polyamide – სინთეტიკური ბოჭკო.

POS (point of sale) – სავაჭრო წერტი.

Post factum – ფაქტის შემდგომ, მას შემდეგ, რაც უკვე შესრულდა, მოხდა რამე.

Post scriptum (P.S.) – პოსტსკრი პტუმი.

PP. (Pages) – გვერდები (წიგნის, სტატიის ან სხვ.).

P.P.S. – პოსტპოსტსკრიპტუმი.

Prime time (პრაიმ ტაიმი) – დღის ის პერიოდი, როცა სავარაუდოა რადიოსა და ტელევიზიის მიერ ყველაზე ფართო აუდიტორიის მიზიდვა. ამ დროს გადაცემული რეკლამის საფასური უფრო ძვირია.

PRO ან Master Grade – აღნიშვნა ვიდეოკასეტაზე, რაც მიუთითებს იმას, რომ იგი განკუთვნილია პროფესიონალებისათვის ან პირველადი კოპირებისათვის.

Public relations – საზოგადოებრიობასთან კავშირების დამყარება.<

R – რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი. იხ. გამაფრთხილებელი სასაქონლო ნიშანი.

Rd (Registered) – სამრეწველო ნიმუშების რეგისტრაცია.

Res exstra commercium – საგანი, რომელიც ვაჭრობას არ ექვემდებარება.

Res mobilis – მოძრავი ქონება.

Reservatio mentalis – დაფარული აზრი (არაგულწრფელობა).

Restrictio mentalis – აზრის დაფარვა.

R & D (Research and development) – ცნების “სამეცნიერო კვლევისა და საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავების" აბრევიატურა.<

Scribendi cacoethes tenet – გრაფომანი.

Seide იხ. – Silk.

Sell By ... – გაიყიდოს მდე.

Sequestrum – ყადაღა.

SG (Standard Grade) – სტანდარტული ხარისხის გამოსახულება.

Shadow prize – (ჩრდილოვანი ფასი) ფასი, რომელიც თეორიულად აქვს საქონელს ან მომსახურებას, საბაზრო ფასის აშკარა უქონლობის დროს.

SHG (Super High Grade) – სუპერ მაღალი ხარისხის.

Si vis pacem, para bellum – თუ გსურს მშვიდობა, ამზადე ომი.

Sic – ასეა! ასე!

Silk – ბუნებრივი აბრეშუმი.

Sine anno – თარიღის მიუთითებლად.

Slogin – ლოზუნგი.

Soft commodities (რბილი საქონელი) – საქონელი რომელიც განსხვავდება მეტალისაგან; მაგ., კაკაო, ყავა, ხორბალი, კარტოფილი, შაქარი.

SOS – უბედურების მაუწყებელი საერთაშორისო რადიოსიგნალი, რომელსაც გადასცემს დაღუპვის პირას მყოფი გემი ან თვითმფრინავი. იგი პირველად გადაიცა 1912 წლის 14 აპრილს "ტიტანიკიდან". ზუსტი ახსნა ამ ასოებს არა აქვს მიღებულია, რომ იგი აღნიშნავს: 1. Save Our Souls - გადაარჩინეთ ჩვენი სულები. 2. Save Our Ships - გადაარჩინეთ ჩვენი გემები. 3. Stop Other Signals - შეწყვიტეთ სხვა სიგნალები. 4. მორზეს ანბანის მიხედვით სამი წერტილი სამი ტირე - სამი წერტილი ( ... --- ... ), რაც ადვილი გადასაცემია. 1999 წლის 1 თებერვლიდან მას შეცვლის სხვა სიგნალი – GMDSS.

Spiritus vini - ღვინის სპირტი.

Spot goods – ნაღდი საქონელი საქონელი, რომლის მიწოდებაც დაუყოვნებლივ შეიძლება.

Status in statu – სახელმწიფო სახელმწიფოში.

Status quo – არსებული მდგომარეობა

S & He (Sundays and Holidays excepted) – კვირისა და დასვენების დღეების გარდა<

T- ტოპოლოგიის (ინტეგრ.) დაცვის ნიშანი.

Ter – სამგზის

TLT (The Trademark Law Treaty) – ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნების კანონების შესახებ.

TOEFL (Test Of English as a Foreign Language) – ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების ტესტი.

Trade mark – სასაქონლო ნიშანი.

Trivium – სამეული.

TRIPS (Trade-Related Aspects of Intellectual Property Rights) – შეთანხმება ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ.

TRT – ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის შესახებ.

Trust – მინდობილი მმართვა,<

Ultimatum – კატეგორიული მოთხოვნა.

Unicum – ერთადერთი.

Use By . – გამოყენებულ იქნეს – ...მდე.

Utility Model – სასარგებლო მოდელი.

Veni, vidi, vici – მოველ, ვნახე, გავიმარჯვე.

Verbatim – სიტყვასიტყვით.

Veto – ვკრძალავ!

Vivat – გაუმარჯოს; დღეგრძელი იყოს!

VCR (Video Cassete Recorder) – ვიდეოკასეტა.

VTR (Videotape Recorder) – ვიდეომაგნიტოფონი.

Vune – იხ. Wool.<

Wool – შალი.

Wolle – იხ. Wool.<

Zeitouch – იხ. Zoyon.

Zoyon – ხელოვნური ბოჭკო.<

70 per cent fat-free – 70 პროცენტი ცხიმის გარეშე.

>

41 ლათინურ–ქართული გეოგრაფიუელი სახელები

▲ზევით დაბრუნება


ლათინურ–ქართული გეოგრაფიუელი სახელები

შტრიხ-კოდი ქვეყანა
Albion

Amstrlodunum

Argentoratus

Basilia

Batavia

Berolinum

Bonna

Bruxellae

Burdigala

Cantabrigia

Confluentes

Cracovia

Durocortorum

Erfordiae

Genava

Hala ad Salam

Hebrus

Hibernia

Letonia

Lipsiae

Londinium

Lugdunum

Lugdunum Batavorum

Lutecia

Mediolanum

Moenus

Monacum

Oxonia

Oxonium

Thephelis-Thbilissi

Varsovia

Vindobona

دVratislavia

ბრიტანია, ინგლისი

ამსტერდამი

სტრასბურგი

ბაზელი

ჰოლანდია

ბერლინი

ბონი

ბრიუსელი

ბორდო

კემბრიჯი

კობლენცი

კრაკოვი

რეიმსი

ერფურტი

ჟენევა

ჰალე

მდ. მარიცა (თრაკიაში)

ირლანდია

ლიტვა ლაიფციგი

ლონდონი

ლუვენი

ლიონი

პარიზი

მილანი

მაინი

მიუნხენი

ლეიდენი

ბულგარეთი

ოქსფორდი

თბილისი

ვარშავა

ვენა

ბრესლაუ - ვროცლავი

42 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისეო-WIP0) ქვეყნების ორასოიანი კოდები.

▲ზევით დაბრუნება


ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისეო-WIP0) ქვეყნების ორასოიანი კოდები.

კოდები განკუთვნილია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ სახელმწიფოთა აღსანიშნავად, რომლებიც გასცემენ ან არეგისტრირებენ სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში გაცემულ დამცავ საბუთს.

შტრიხ-კოდი ქვეყანა
AD

AE

AF

AG

ΑΙ

AL

AM

AN

AO

AR

AS

AT

AU

AW

AZ

BA

BB

BD

BE

BF

BG

BH

BI

BJ

BM

BN

BO

BR

BS

BT

BU

BV

BW

BX

BY

BZ

CA

CF

CG

CH

CI

CK

CL

CM

CN

CO

CR

CU

CV

CY

CZ

DE

DJ

DK

DM

DO

ᎠᏃ

EC

EE

EG

EH

ER

ES

ET

FI

FJ

FK

FM

FO

FR

GA

GB

GD

GE

GH

GI

GL

GM

GN

GQ

GR

GS

GT

GW

GY

HK

HN

HR

HT

HU

HV

ID

IE

IL

IN

IQ

IR

IS

IT

JM

JO

JP

KE

KG

ΚΗ

KI

KM

KN

KP

KR

KW

KY

KZ

LA

LB

LC

LI

LK

LR

LS

LT

LU

LV

LY

MA

MC

MD

MG

MH

ΜΚ

ML

ΜΜ

MN

ΜΟ

MP

MR

MS

MT

MU

MV

MW

MX

MY

MZ

ΝΑ

NE

NG

NI

NL

NO

NP

NR

NZ

OM

PA

PE

PG

PH

PK

PL

PT

PW

PY

QA

RO

RU

RW

SA

SB

SC

SD

SE

SG

SH

SI

SK

SL

SM

SN

SO

SR

ST

SV

SY

SZ

TC

TD

TG

TH

TJ

TM

TN

TO

TP

TR

TT

TV

TW

TZ

UA

UG

US

UY

UZ

VA

VC

VE

VG

VN

VU

WS

YD

YE

YU

ZA

ZM

ZR

ZW

ანდორა

- არაბთა გაერთიანებული ემირატები

ავღანეთი

ანტიგუა და ბარბუდა

ანგილია

ალბანეთი

სომხეთი

ანტილის კ-ბი (ნიდერლანდების)

ანგოლა

არგენტინა

ამერიკის სამოა

ავსტრია

ავსტრალია

არუბა

აზერბაიჯანი

ბოსნია და ჰერცეგოვინა

ბარბადოსი

ბანგლადეში

ბელგია

ბურკინა-ფასო

ბულგარეთი

ბაჰრეინი

ბურუნდი

ბენინი

ბერმუდის კ-ბი

ბრუნეი-დარუსალამი

ბოლივია

ბრაზილია

ბაჰამის კ-ბი

ბჰუტანი

ბირმა

კუნძული ბუვე

ბოტსვანა

ბენილუქსი

ბელორუსი

ბელიზი

კანადა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

კონგო

შვეიცარია

კოტ დ'ივუარი

კუკის კ-ბი

ჩილე

კამერუნი

ჩინეთი

კოლუმბია

კოსტა-რიკა

კუბა

კაბო-ვერდე (1986 წლამდე მწვანე კონცხის კ-ბი)

კვიპროსი

ჩეხეთი

გერმანია

ჯიბუტი

დანია

დომინიკა

დომონიკელთა რესპუბლიკა

ალჟირი

ეკვადორი

ესტონეთი

ეგვიპტე

დასავლეთ საჰარა

ერიტრეა

ესპანეთი

ეთიოპია

ფინეთი

ფიჯი

ფოლკლენდის (მალვინის) კ-ბი

მიკრონეზია (ფედერაციული სახელმწიფო)

ფარერის კ-ბი

საფრანგეთი

გაბონი

დიდი ბრიტანეთი

გრენადა

საქართველო

განა

გიბრალტარი

გრენლანდია

გამბია

გვინეა

ეკვატორული გვინეა

საბერძნეთი

სამxრეთ ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კ-ბი

გვატემალა

გვინეა ბისაუ

გაიანა

ჰონგ-კონგი

ჰონდურასი

ხორვატია

ჰაიტი

უნგრეთი

ზემო ვოლტა

ინდონეზია

ირლანდია

ისრაელი

ინდოეთი

ერაყი

ირანი

ისლანდია

იტალია

იამაიკა

იორდანია

იაპონია

კენია

ყირგიზეთი

კამპუჩია

კირიბატი

კომორის კუნძულები

სენტ-კრისტოფერი და ნევისი

კორეა (სდრ)

კორეა (სამხრეთი)

ქუვეითი

კაიმანის კუნძულები

ყაზახეთი

ლაოსი

ლიბანი

სენტ-ლუსია

ლიხტენშტაინი

შრი-ლანკა (1972 წლამდე ცეილონი)

ლიბერია

ლესოტო

ლიტვა

ლუქსემბურგი

ლატვია

ლიბია

მაროკო

მონაკო

მოლდოვა

მადაგასკარი

მარშალის კუნძულები

მაკედონია (ყოფილი იუგოსლ. რესპუბლიკა)

მალი

მიანმა

მონღოლეთი

აომინი (მაკაო)

ჩრდილოეთ მარიანას კ-ბი

მავრიტანია

მონსერატი

მალტა

მავრიკი

მალდივის კ-ბი

მალავი

მექსიკა

მალაიზია

მოზამბიკი

ნამიბია

ნიგერი

ნიგერია

ნიკარაგუა

ნიდერლანდები

ნორვეგია

ნეპალი

ნაურუ

ახ.ზელანდია

ომანი

პანამა

პერუ

პაპუა-ახალი გვინეა

ფილიპინები

პაკისტანი

პოლონეთი

პორტუგალია

პალაუ

პარაგვაი

კატარი

რუმინეთი

რუსეთი

რუანდა

საუდის არაბეთი

სოლომონის კ-ბი

სეიშელის კ-ბი

სუდანი

შვედეთი

სინგაპური

წმ. ელენეს კუნძული

სლოვენია

სლოვაკეთი

სიერა-ლეონე

სან-მარინო

სენეგალი

სომალი

სურინამი

სან-ტომე და პრინსიპი

სალვადორი

სირია

სვაზილენდი

ტერქსისა და კაიკოსის კ-ბი

ჩადი

ტოგო

ტაილანდი

ტაჯიკეთი

თურქმენეთი

ტუნისი

ტონგა

აღმ. ტიმორი

თურქეთი

ტრინიდადი და ტობაგო

ტუვალუ

ტაივანი

ტანზანია

უკრაინა

უგანდა

აშშ

ურუგვაი

უზბეკეთი

ვატიკანი

სენ-ვინსენტი და გრენადინები

ვენესუელა

ვირჯინის კ-ბი (ბრიტანეთის)

ვიეტნამი (ს. რ.)

ვანუატუ

აღმ. სამოა

იემენი (სდრ)

იემენი

იუგოსლავია

სამხ. აფრიკა

ზამბია

ზაირი

ზიმბაბვე

 

43 კოდები იმ ქვეყნებისა, რომლებიც უკვე აღარ არსებობენ

▲ზევით დაბრუნება


კოდები იმ ქვეყნებისა, რომლებიც უკვე აღარ არსებობენ

შტრიხ-კოდი ქვეყანა
CS ჩეხოსლოვაკია
DD გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
SY საბჭოთა კავშირი
YD იემენის დემოკრატიული რესპუბლიკა

44 EAN-ის ქვეყნეიბის შტრიხებიანი კოდი

▲ზევით დაბრუნება


EAN-ის ქვეყნეიბის შტრიხებიანი კოდი

შტრიხ-კოდი ქვეყანა

00-13

30-37

380

383

385

387

400-440

45-49

460-469

471

474

475

477

479

480

482

484

485

486

487

489

50

520

529

531

535

539

54

560

569

57

590

594

599

600-601

609

611

613

619

626

64

690-692

70

729

73

740-745

746

750

759

76

770

773

775

777

779

780

784

786

789

80-83

84

850

858

859

860

869

87

880

885

888

890

893

899

90-91

93

94

955

აშშ და კანადა

საფრანგეთი

ბულგარეთი

სლოვენია

ხორვატია

ბოსნია-ჰერცეგოვინა

გერმანია

იაპონია

რუსეთის ფედერაცია

ტაივანი

ესტონეთი

ლატვია

ლიტვა

შრი-ლანკა

ფილიპინები

უკრაინა

მოლდოვა

სომხეთი

საქართველო

ყაზახეთი

ჰონგ-კონგი

დიდი ბრიტანეთი

საბერძნეთი

კვიპროსი

მაკედონია

მალტა

ირლანდია

ბელგია, ლუქსემბურგი

პორტუგალია

ისლანდია

დანია

პოლონეთი

რუმინეთი

უნგრეთი

სამხრეთ აფრიკა

მავრიკი

მაროკო

ალჟირი

ტუნისი

ირანი

ფინეთი

ჩინეთი

ნორვეგია

ისრაელი

შვედეთი

გვატემალა, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, კოსტა-რიკა პანამა

დომინიკელთა რესპ.

მექსიკა

ვენესუელა

შვეიცარია

კოლუმბია

ურუგვაი

პერუ

ბოლივია

არგენტინა

ჩილე

პარაგვაი

ეკვადორი

ბრაზილია

იტალია

ესპანეთი

კუბა

სლოვაკეთი

ჩეხეთი

იუგოსლავია

თურქეთი

ჰოლანდია (ნიდერლანდები)

სამხრეთ კორეა

ტაილანდი

სინგაპური

ინდოეთი

ვიეტნამი

ინდონეზია

ავსტრია ავსტრალია

ახალი

ზელანდია

მალაიზია

45 ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი - გამოყენებული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


გამოყენებული ლიტერატურა

1. ახვლედიანი ზ. ლიტერატურული ნაწარმოების ავტორის უფლებები. თბ., 1974.

2. ბერიშვილი ი. პატენტმცოდნეობის ტერმინოლოგიის მასალები. თბ., “სპი”, 1970.

3. ბერიძე რ. გზა ცივილიზებული ბიზნესისაკენ. თბილისი, 1993. 4. ბერულავა რ. პატენტმცოდნეობისა და ახალი ტექნიკის ეფექტიანობის საფუძვლები. თბილისი, 1984.

5. ბიზნესის ეკონომიკური ლექსიკონი. თბილისი, 1991.

6. გამომგონებლობისა და საპატენტო-სალიცენზიო საქმის რუსულ- ქართული ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი. შემდ. ნ. ხუციშვილი. თბილისი, 1987.

7. გეგეშიძე ა. გეოპოლიტიკა. თბილისი, 1992.

8. გოგოლაშვილი კ., ლილუაშვილი ზ. მარკეტინგი, ნაწ. II. თბილისი, 1990.

9. დებულება აღმოჩენების, გამოგონებებისა და რაციონალი- ზატორული წინადადებების შესახებ. დამტ. სსრკ მინისტრთა საბჭოს 1973 წ. 21 აგვისტოს No 584 დადგენილებით. თბილისი, 1979. 10. ვაჩნაძე რ., ნიკვაშვილი ზ. ბიზნესის საწყისები თბილისი, 1992.

11. ბერულავა რ., ბერულავა თ. ინგლისურ-ქართული უნივერსალური ბიზნეს ლექსიკონი. თბილისი, 1997.

12. კეკელაშვილი ო., ფუთურიძე შ. გამომგონებლისა და რაციონა- ლიზატორის ცნობარი. თბილისი. 19 82.

13. კეკელაშვილი ო., ფუთურიძე შ. გამომგონებლობა და რაციონა- ლიზაცია. თბილისი, 1983.

14. კეკელაშვილი ო., შიშინაშვილი გ. საგამომგონებლო და საპატენტო-საინფორმაციო მუშაობა წარმოებაში. თბილისი, 1985. 15. კურტანიძე დ. ეკონომიკური ლექსიკონი. თბილისი, 1991. 16. ლათინური ხატოვანი სიტყვა-თქმანი. შემდგ. ა. ურუშაძე. თბ., “თსუ”, 1987.

17. ლორია ვ. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი. თბილისი, 1995.

18. ჟიზნინი ს., კრუპნოვი ვ. როგორ გახდე ბიზნესმენი. თბ., “მაცნე”, 1992.

19. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრა- ფიული ლექსიკონი. თბილისი, “ქსე”, 1989.

20. სამრეწველო საკუთრება (ნორმატიული აქტები), გამოშვება I. თბილისი, “საქპატენტი”, 1995.

21. სამრეწველო საკუთრება (ნორმატიული აქტები), გამოშვება II. თბილისი, “საქპატენტი”, 1996.

22. სამუელსონი პ., ნორდჰაუსი ვ. ეკონომიქსი, სახელმძღვანელო. თბ., “ეკონომიკა და სამართალი”, 1992.

23. საქართველოს კანონი პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ.

24. საქართველოს რესპუბლიკის კანონი მეწარმეთა შესახებ. თბილისი, 1995.

25. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი. თბ., “სამართალი”, 1997.

26. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. შემდ. მ. ჭაბაშვილი თბილისი, 1989.

27. ძამუკაშვილი დ. სამრეწველო საკუთრება თბილისი, 1997. 28. ჭანტურია ლ. შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში. თბ., “სამართალი”, 1997.

29. ჭანტურია ლ., ნინიძე თ. მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები. თბ., “სამართალი”, 1998.

30. ჭილაია ა. ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები. თბ., “თსუ”, 1971.

31. Elias Stephen. Patent, Copyright & Trademark: A Desk Reference to Intellectual Property Law. "Nolo Press", Berkeley, 1996.

32. European Communities (EC) No. 40/94 of 20 December 1993 on The Community Trade Mark Industrial property laws and treaties. 33. Industrial Property Glossary. WIPO, Geneva, 1979.

34. La proprietè industrielle. 1963, p. 66-80.

35. Room A. Dictionary of Trade Name Origins. L., 1992.

36. Trety on the International Registration of audiovisual work. WIPO, No. 299, 1991.

37. Wörterbuch der Rechts und Wirtschaftssprache. Academiai Kiado, Budapest, 1990.

38. WIPO Glossary of terms of the Law of copyright and neighboring rights. Geneva, 1981.

39. Wipo. PLT/ DC/69. 1993.

40. Wolf C.B. Trademark dilution. TMR, 1984, v.74, No.4, рр. 311-

41. Авторское право на литературные произведения. Сборник официальных материалов. М., 1953.

42. Адуев А. Промышленный образец и его правовая охрана. "Юр. Литература", М., 1977.

43. Англо-Руский патентный словарь. Сост.: И.М.Агранов, Москва, 1973. Англо-Руский натентный словарь. Сост.: Берсон А.С., Лиллевяли, А.А., Мясников Б.П., Яшина В.М., М., "Сов. ЭНЦ. ", 1973.

44. Бернская конвенция об охране литературных и художественных произведений. Парижский акт, ВОИС, Женева, 1990.

45. Бизнес: Краткий словарь. Тбилиси, "Эна", 1991.

46. Бизнес: Оксфордский толковый словарь. М., "Прогресс- Академия", 1995.

47. Богатых Е. А., Левченко В. И. Патентное право капиталистических и развивающихся государств. М., "Юр.-Лит.", 1978.

48. Большой Юридический Словарь. М., "Инфра-М", 1997.

49. Бюллетень по авторскому праву. 1987, т.20, No.4.

50. Бюллетень по авторскому праву. 1988, т. 21, No.3.

51. Бюллетень по авторскому праву. 1990, т.23, No.4.

52. Бюллетень по авторскому праву. 1991, т. 24, No.3.

53. Веркман К. ДЖ. Товарные Знаки. М., "Прогресс", 1986.

54. ГОСТ 6.19. 1-75. Унифицированные системы документации, М.,1975.

55. ГОСТ 6.10. 2-75. Унифицированные системы документации, М.,1975.

56. ГОСТ 7.0-77. Библиография. Термины и определения, М., 1980. 57. Градиль В.П., Моргун А.К., Егонии Р.А. Справочник по единой системе конструкторской документации. Харьков, "Прапор", 1988.

58. Гражданское и торговое право капиталистических стран. М., "Высшая Школа", 1980.

59. Депгуб В.М., Смирнов В.Г. Единицы Величин. Словарь- Справочник. Москва, 1990.

60. Денисон Делл, Тоби Линда. Учебник по рекламе. Минск, "СЛК", 1996.

61. Договор о законах по товарным знакам и инструкция к дого- вору о законах по товарным знакам. Материалы Дипломатичекой конференций 27 октября 1994г., Женева.

62. Договор о международной регистрации аудиовизуальных произведений. Женева, 1991.

63. Евразийская патентная конвенция.

64. Еременко В. И. Законодательство о пресечении недобросовестной конкуренции капиталистических стран. ВНИИПИ, М., 1991.

65. Закон Австрии о товарных знаках. М., 1986.

66. Закон Канады о промышленных образцах. М., 1987.

67. Закон Мексики об изобретениях и знаках. ВНИИПИ. М.. 1977.

68. Закон Республики Молдова о правовой охране топологии интегральных микросхем.

69. Закон Республики Молдова о товарных знаках и наименованиях мест происхождения продуктов.

70. Закон РФ о правовой охране программ для электронных вычислительных машин и баз данных.

71. Закон РФ о правовой охране топологии интегральных микросхем.

72. Закон РФ о товарных знаках, знаках обслуживания и наименованиях мест происхождения товаров.

73. Закон РФ от 6 августа 1993 г., "О селекционных достижениях".

74. Закон СССР о товарных знаках и знаках обслуживания. М., 1991.

75. Закон США о товарных знаках. ВНИИПИ, М., 1982. 76. Закон Франции о товарных знаках. М., 1984.

77. Закон Японии о промышленных образцах. М., 1984.

78. Защита от недобросовестной конкуренции. Женева, ВОИС, 1994.

79. Иоффе О. С. Основы авторского права. М., "Знание", 1969.

80. Интелектуальная Собственность. М. 1997 No. 1-2.

81. Интелектуальная собственность: основные материалы в 2-х ч. 1988, ВО "Наука", Новосибирск, 1993.

82. Картер Г. Эфективная Реклама. М., "Прогресс", 1991.

83. Керевер А. Спутниковое вещание и авторское право. Бюллетень по авторскому праву. 1991, т.24, No.3, 6-26.

84. Кондаков Н.И. Логический словарь-справочник. М., "Наука", 1975.

85 Коректирующая реклама. CILIA, 1996.

86. Лингвистический энциклопедический словарь. М., "Сов. Энциклопедия", 1990.

87. Литературная Собственность. С-Петербургъ, 1895.

88. Мадридское соглашение о международной регистрации знаков. Протокол к Международному соглашению о Международной регис- трации знаков. Женева, 1995.

89. Международные конвенции об Авторском праве Коментарий. Под редакций Э.П. Гаврилова, М., "Прогресс", 1982.

90. Международный кодекс поменклатуры бактерий. М., 1978. 91. Международный справочник по франшизе. Общепринятые термины. Т. 1, 1989.

92. Милле А. Римская конвенция в свете развития техники и правовых норм. Бюллетень по авторскому праву. 1987, т.20, No.4, 20-31. 93. Минго Дж. Секреты успеха великих компаний. "Питер", Санкт- Петербург - Москва, 1995.

94. Москович В.А. Товарные знаки. Москва, 1969.

95. Объекты биологии и биотехнологии. Методические рекомен- дации по правовой охране. М., "ВНИИПИ",1990.

96. Парижская конвенция по охране промышленной собственности 1883 г.

97. Патентное законодательство зарубежных стран. т.1-2, М., "Прогресс", 1987.

98. Патентный закон РФ.

99. Патентоведение. Под ред. В.Рясенцева, М., "Машиностроение", 1976.

100. Пик Х., Пик Э. Супермаркет организация и управление. М., "Экономика", 1979.

101. Права на результаты интелектуальной деятельности. Авторское Право. Другие исключительные права. М., "Де-юре", 1994.

102. Принципы охраны авторских прав. Бюллетень по авторскому праву. 1988, т.21, No.3, 43-53.

103. Прогностика. Терминология, М., 1975.

104. Промышленная собственность в РФ. М., "Ископа", 1993.

105. Разработка и уточнение критериев сходства словестных товарных знаков. ВНТИЦ, Москва, 1978.

106. Райгородский Н. А. Изобретательское право СССР. М., 1949. 107. Римская конвенция 1961 г. "Международная конвенция об охране прав исполнителей, производителей фонограм и вещательных организации.

108. Розенберг П. Основы патентного права США. М., "Прогресс", 1979.

109. Руководство по франшизе. ВОИС, 1995, Женева. N 480(R). 110. Рыбальский Н. Г. Правовая охрана объектов биологии и биотехнологии. т.1 - 2, Москва, "ВНИИПИ", 1991.

111. Свядоси Ю. И. Правовая охрана товарных знаков в капиталистических странах. М., 1969.

112. Словарь иностранных слов. Гинис, М., 1954. 113. Словарь патентных терминов. М., 1970.

114. Словарь по этике. М., "Политиздат", 1989.

115. Стандарты ИСИРЕПАТ. ЦНИИПИ, М., 1979.

116. Старобинский Э. Е. Самоучитель по Рекламе. М., "Бизнес- школа", 1997.

117. Сэндидж Ч., Фрайбургер В., Ротцолл К. Реклама. Теория и практика. "Прогресс", М., 1989.

118. Тихомирова Л. В., Тихомиров М. Ю. Юридеческая Энциклопедия. М., "Юринформцентр", 1997.

119. Фоли Дж. Энциклопедия знаков и символов. "Вече", Москва, 1997.

120. Хойер В. Как делать бизнес в Европе. "Прогресс", Москва, 1992.

121. Шреплер Х. Международные Организации Справочник. М., 1995.

122. Ярочкин В., Шевцова Т. Словарь терминов и определении по безопасности и защите информации. "Ось-89", Москва, 1996.