ნონეშვილი იოსებ
ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული ხან ყვავილების ნელი შრიალი, გულუხვი, როგორც რთველში ვენახი,
სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა.
ჩვენი ქართული - რუსთველის ენა,
ილიას ენა, აკაკის ენა.
ხან იადონთა ხმატკბილი სტვენა,
სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი,
ბარაქიანი ქართული ენა.
საამო, როგორც შრიალი ხეთა...
ჩვენ ხომ მას დედა-ენას ვეძახით,
გვიყვარდეს, როგორც მშობელი დედა.