ნონეშვილი იოსებ
ბესიკის ლანდო ბესიკის ლანდო, დამიფარე ხელი მიჯნური,
გულზე ფრთა გამკრა, მაგრძნობინა ტრფობის სიმძიმე
ბესიკის ლანდო, დამიფარე ხელი მიჯნური,
შენ უწყ, სახმილი სიყვარულის რარიგ ძნელია,
ძვირფას გულიდან სამუდამოდ ვარ გამიჯნული,
თვალთ ალისფერი, სისხლნაფერი ცრემლი მდენია.
სიზმარეთიდან მოფრენილმა უცხო ფერიამ,
მის წამწამთ ტევრში უკვდავების წყარო ციმციმებს,
კისერზე ხალნი, ნატვრის თვალნი ამბორს ელიან.
შენ უწყ, სახმილი სიყვარულის რარიგ ძნელია…