გელოვანი მირზა ნუ მწერ
კითხულობს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნათია შენგელაია ნუ მწერ,
რომ ბაღში აყვავდა ნუში, რომ
ორთაჭალამ
ჩაიცვა თეთრი,
ორთაჭალა - თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ
ნაწილში. მეტეხი - ეკლესია, ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, მდინარე
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ისტორია მის აგებას მიაწერს ვახტანგ
გორგასალს(V ს.).
ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს
ხვითოს,
ხვითო - ნატვრისთვალი.
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა
მეტეხის ახლოს
ჩაივლის.
…წუხელ
ვებრძოდი ცეცხლს და
ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.
ურაგანი (რუს. ბარბარიზმი) - ქარიშხალი, გრიგალი.
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.