არდაზიანი ლავრენტი
მოგზაურობა ტფილისის ტროტრუარზედ.
წყარო: ჟურნ. „ცისკარი“, 1862, № 7, გვ. 117-151.
არა მგონია იყოს კაცი, რომელსაც არა ჰქონდეს ყურები დაცქვეტილი და ენა გაჩარხული,
რომ ან გაიგონოს, ან გადასცეს სხვა ახალი, ცოცხალ ცოცხალი რამ ამბავი, გინა იყოს
სრულიად სიცრუე. ეს სენი სუფევს დედამიწაზედ კაცის დაბადებიდამ და კაცთან; მაგრამ
ყველგან თანასწორათ არ მოქმედებს: ველურს და გაუნათლებელ ხალხს აგრე რიგათ არ
სწყალობს, როგორათაც განათლებულსა, უკანასკნელს შეეპარება გულღვიძლებში, სძლევს და
იმონებს. ათინელთა თვის ის დღე დაკარგული იყო, როდესაც ახალს ამბავს არ
შაიტყობდნენ. რავდენიც ევროპა ნათლდება,იმდენი უფრო ეს სენიც მას უძლიერდება.
ევროპიულნი აღარ დასჯერდნენ შინაურს ახალ ამბებს; იმათ ასურვეს რომ მსწრაფლი ყოველ
დღე ცალკე დილით, ცალკე საღამოს შაეტყოთ ახალი, ამბები უცხო ქვეყნებისაცა,
ამისათვის მოიგონეს წიგნის ბეჭდვა, და ახალი ამბების გადასაცემათ გაზეთები,
რომელნიც დღითი დღე მრავლდებიან, და რომ გაზეთები დაუყოვნებლივ მიუვიდოდესთ,
მოიგონეს კურიერები, ორთქლით მოსიარულე ხომალდები, რკინის გზები, შემდეგ ამასაც
არდასჯერედნ: მოიგონეს ტელეგრაფი. რომელიც ათ მინუტს მოგირბენინებს შორის
ქვეყნებიდამ ახალ ანბავსა. ნუ იფიქრებთ, პარიჟის და ლონდონის ბულვარებზე და
ტროტუარებზე ხალხი დადიოდეს ახალი ამბავის შესატყობლად. არა, იქ გუშინ საღამოს რაც
მოხდა იციან დღეს დილით მანამ გამოვლენ კარზე, და რაც დღეს დილით მოხდება, იციან
დღესვე საღამოს გაზეთებით.
საქართველო არა ყოფილა ისე განთლებული, როგორათაც იყო უწინ ათინა და აწინდელ დროს
არის ევროპა. მაგრამ კურთხეული ზემოხსენებული სენი (როდის გაძლიერდა ჩვენში? —
იქნება მეთორმეტე საუკუნიდამ?!) შეჰპარვია ქართველების თირკმელებსაც და დაუმონებია
ჩვენი მამაპაპანი როგორათაც ათინელნი და ევროპიელნი.
ძველ დროს არ იყო — არცკი ეხლა, ჩვენ შესარცხვენელად, გახლავს გაზეთები; მაგრამ
ქართველებს არა დროს არ მოკლებიათ ახალი ამბები: უძებნიათ და უპოვნიათ. დაბეჭდილ
გაზეთების მაგიერ იყო სიტყვიერი გაზეთები. ტფილისი, საქართველოს დედა ქალაქი
გადასცემდა ყოველ მხარეს ახალ ამბებს; თვით ტფილისში გაიხმოდა ამბები სალაყბო
მეიდნიდამ. აქ შეიყრებოდნენ, აქ შაიტყობდნენ ერთმანეთისაგან ქვეყნის ოთხს კუთხეს
ვინ როგორ იყო, სად რა მოხდა; თვითქმის მეფის დარბაზის საპოლიტიკო საიდუმლოებსაცკი
ნამდვილებს თუ გადაკეთებულებს გამოიტანდნენ, გამოიკვლევდნენ, მოიწონებდნენ ანუ
დაიწუნებდნენ. ეს ახალი ამბები და საიდუმლოები გინა ყოფილიყვნენ სრულიად სიცრუე,
თავს არავის ატკივებდნენ. ამიტომ რომ იმათი სინამდვილეობა არ უნდოდა შეტყოთ, არც
საჭირო იყო: სურვილი მოიკლეს, ახალი ამბები ხომ შეიტყეს, გათავდა, სინამდვილე იმათი
გამოჩნდებოდა თავის თავათ დროებით! სალაყბოდამ გაიფინებოდა ახალი ამბავი მთელს
ქალაქშია. უნდა გენახათ როგორითაც იმავე დღეს, ანუ მეორე დღეს, დილით ადრე, მოხუცი
დედაკაცი მიძვრებოდა მეზობლისას ახალ ამბავს სათქმელად, როგორათაც მრუნდათ გაგონილს
სიცრუვეს, ანუ მართლს ამბავსა, ენაწულიანებით დაწმახნავდა, გადააბრუნებდა, თავისით
კიდევ დაუმატებდა და იტყოდა ასეთ სიცრუვეს, რომელიც ჯერ არავის გაეგონა! ესეც კიდევ
ახალი ამბავი!... ამ სახით, დაიბადებოდა ერთის ახალის ამბავიდამ მეორე, მეორედამ
მესამე, მესამიდამ მეოთხე... ხალხს გულითადი სურვილი თთქმის ყოველდღე, ყოველ საათს
უღსრულდებოდათ! ნუ განვკიცხავთ წინაპართა: ჩვენ დროს საქართველოში, ნამეტნავად
ტფილისში, უარესობაა! მაგრამ რათ გიკვირთ ჩვენი! ევროპიის გაზეთები ყველას
ასიამოვნებენ თუმცა აგრე რიგათ მართალს არ მოგითხრობენ.
აწინდელ ქართველებს თუ არ გარდამეტებით, მამაპაპათზედ ნაკლები არა სწყურისთ შეტყობა
ახალ ამბებისა. რა საცოდაობას ნახავთ, თუ გათენდა და დაღამდა იმ დღეს ქალმა ახალი
ამბავი არ გაიგონა! თქვენ ნახავთ ქალს მოწყენილსა, რომელიც დრტვინავს ყმაწლ
კაცებზედ ამიტომ, რომ არც ერთმა იმათგანმა ახალის ამბავით არ ასიამოვნა. რომელს
სახლშიაც გნებავსთ მიბძანდით, თქვენ ნახავთ შემდეგ სცენას: მოვიზიტე ქალი მობძანდა
ფაეტონით, კარგა ჩაცმული. შემდეგ მოკითხავს, პირველი სიტყვა იქმნება უთუოთ შესახებ
ახალამბებისა: «ახალი ანბავი ხომ არ მოგხსენებიათრა?“ ჰკითხავს სახლა პატრონი.
„არა, თქვენმა მზემ! გუშინდელი და დღევანდელი დღე, სწორეთ მოგასხენო, მოწყენილი
გახლავარ! „რა უბედურობაა! ერთი ქართული გაზეთი არა გვაქვს! მთელმა განათლებულმა
ქვეყანამ შეიგნო საჭიროება და სარგებლობა გაზეთის, ჩვენკი, ჩვენ, არ იქნა ვერ
შევიგნეთ!“
— არ მიეტევებათ; თქვენმა სიცოცხლემ, უპასუხებს მოვიზიტე, ჩვენს ყმალვილებსა! მაშ
რისთვის გავზარდეთ უმაღლეს სასწავლებლებში; რათ მოვითმინეთ მრავალი მწუხარება
იმათის მოშორებით. უნაყოფო ხეები არიან! ლაპარკი დიდდიდი აქვთ, საქმით კი ჩხირის
გადაბრუნებაც არ შეუძლიანთ! ვინ უგუნური იტყვის რომ ისინი არ იყვნენ მეცნიერნი,
მაგრამ რადგანც უნაყოფოა მათი მეცნიერება, ამიტომაც ხალხი ამბობს „ფრანტობის მეტი
არა უსწავლიათრაო.“
— რას მიბძანებთ ქალო! მიუგებს სახლის პატრონი: გაზეთის გამოცემას ღონისძიება უნდა.
განა არ მოგეხსენებათ ქართულის ჯიბე ყოველთის ცარიელია, „თქვენ არ მამიკვდეთ აგრე
არ იყოს. თუკი უბრალო ნივთებისათს, ანუ ლოტოსათვის გვაქს ფული, ნუთუ ხუთს მანათს ან
ერთ თუმანსა, გინა ორთუმანსაც ვერ მოვახერხებთ ჟურნალებისათს და გაზეთებისთვის!
არა, საზოგადოობა დამნაშავე არ არის; ჩვენი ჰაერში მომფრინო მცონარების მცონარების
მოყვარენი არიან დამნაშავე! — „აი, ახლა გამოგვიჩნდება, ქალო! ჭუუ. ავჭავაძე და
კერესელიძე ცდილობენ კარგი ჟურნალები გამოსცენ— გნახავთ რავდენი ხელის მომწერები
ეყოლებათ! ორნივე უნდა შევიმაგროთ, თორემ თუ ერთ ერთი იმათგანი დაეცა, — დაეცემა
უთუოთ ჩვენის მიზეზით, მაშინ ქართული ლიტერატურა წარმატებას ვეღარა ჰპოებს“...
ეხლაცა, როგორც უწინ, უქონლობის გამო დაბეჭდილის გაზეთისა, ახალ ამბებს შავიტყობთ
ხოლმე სიტყვიერის გაზეთითა. ეს ამბები გამოიჩიკებიან ტფილისის ტროტუარზედ;
გამომჩეკნიც გახლავან ისინი, ვინც უფრო ხშირათ ბუდარაობენ მუნ, ესე იგი: ცრუ
მეცნიერები, სულელ მეცნიერები, გამოუსვლელნი და იმათი ტაკიმასხარები; ეს ხალხი
სტკეპნის და სცვეთავს თავს ტროტრუარსა, ყურებს გაგიჭედავ ყოველ გვარ სიცრუითა,
ყოველ გვარ მკვეხარაობითა, განკიცხვითა, სხვაზედ დაცინვითა, თუმცა თვითონ არიან
სასაცილო და ამას ვერა ხედვენ. ამათგან გაიგონებთ, ვითამც ევროპიიდამ მოსწერეს იმათ
მსწავლულებთან მიწერმოწერა აქვსთ; მეკი დაგარწმუნებთ რომ არც ერთი მსწავლული არასა
სწერს იმათ, როგორათაც მე არ მწერენ, არც იცნობენ, როგორათაც მე არ მიცნობენ არც
იმათი სახელი გაუგონიათ, როგორათაც ჩემი სახელი არ გაუგონიათ. მაგრამ ტროტრუარზედვე
ნახავთ ჭკვიან და დარბაისელ ხალხსაცა, კარგა განვითარებულს. ამათგან მრავალს
ნამდვილს ახალი ანბავს შაიტყობთ, მრავალს ისწავლით. იქვე ნახავთ ჩინოვნიკებს.
ამათგან გაიგებთ სადრა მამხდარა, ვის რა უმოქმედია და რა უთქვამს; გაიგებთ რომელ
სასამართლოში როგორ გარდუწყვეტიათ საქმე, სამართალიანათ თუ უსამართლოთ; შაიტყობთ
ახალ გამოსულ სჯულებისა, მთავრობის განკარგულებასა, ჩინოვნიკების გამოცვლასა და
განწესებასა. ტროტრუარზედ კიდევ ნახავთ სხვა ხალხსაც სხვა და სხვა ხელოვნებისას,
გარდა ახალ ამბების, ტროტუარზედ იცნობთ კაცსა, ამიტომაც გირჩევ, მკითხველო, კვირაში
ერთხელ მაინც ორიოდე საათი დაჰყოთ ტროტუარზედ, და თუ გსურს ახალი ამბავი ჩქარა
შეიტუოთ, უნდა გაისარჯნეთ და ყოველ დღე გაბძანდეთ ტროტუარისკენ, თორემ, თუ შინ
დარჩით, და ახალ ამბავის შემომტანიც არავინ გაგიჩნდა, თქვენამდინ ახალი ამბავი
გვიანღა მოასწევს.
სწორეთ ასე მომივიდა მე. ამის წინათ შემემთხვა გარემოება, რომელმაც ორიოდე დღე შინ
დამამწყვდია შეუძლებლობის გამო გაზეთი „კავკაზი“ არ მამდის; მეზობლებს შეეძლოთ ჩემ
ტყვეობაში მოეხედათ ჩემთვის და ახლის ამბებით ესიამოვნებინათ, მაგრამ ისინი მე არ
მწყალობენ; არც მცნობებმა და მეგობრებმა მამხედეს. ქვეყნისა არა ვიცოდირა და ვიყავ
საცოდავ მდგომარეობაში. ბოლოს როგორც იყო ჩემს დამატევევებელ გარემოებას თავი
გამოვაცალე და გავემგზაარე ტროტუარისკენ. გზაზე შევხვდი ორ პირსა. ამათ მიაქციეს
ჩემი ყურადღება თავისზედ და ნამეტნავათ ტროტუარზე მყოფ ხალხზედ; იქამდინ მიმიზიდეს,
რო ახალი ამბები სრულიად დამავიწყეს და მე ვცდილობდი არც ერთი სიტყვა, არც
მოქმედება ამათი არ ამცდენოდა. აქ გადავსცემ მკითხველსა რაცა ვნახე და რაც გავიგონე
ტროტუარზედ გარდა ახალ ამბებისა, რადგანც ეს ამბები მე გამიგონია, კიდეც
დაძველდნენ. I. სივრცე საშუალ შტაფისა და ტროტუარისა.
ქალაქის ბიჭი, თექვსმეტის წლისა, რომელსაც აცვია დაგლეჯილი დიმიკიტონის კაბა და
უჭირავს მკლავით კალათა ლიმონებითა, აპელსინებითა, მიდის შტაფის წინ ტროტუარისაკენ
და მღერის: ქალო ხაბარდიანო,
გაქვს და გიხარიანო,
ხაბარდა რომ გაგიცვდება...“
აბა რას ვანბობ! ამის მთქმელს ასეკი არ უნდა ეთქო, აი როგორ უნდა ეთქო:
« ქალო ხაბარდიანო,
გაქვს და გიხარიანო,
ქმარი თუმცა გიკოტრდება.
მაინც შენკი გელხინება!...“
საწყალი ქმრები ცოლების ხელში! რა მებრალებიან! ცოლებსკი აინუმში არ მოსდით,
ოღონცკი თვითან იფრანტონ, რას დაზდევენ თუ ქმრები არ იფრანტებენ. მართლაც, ყველგან
ქალები არიან, სულ ისინი ფრანტობენ, ვაჟკაცებიკი ბანს უკან და კარს უკან. თუ სადმე
არის შეყრილობა, იცოდეთ ქალების წვეულებაა. ვინ მიიწვია?— ქალმა. ხარჯი ვისია —
ქრმისა. თვითან ქმარი სად არის? — ლაქიის თანამდებობას აღსრულებს, და ამბობს თავისს
გულში: მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა.
ქალო ხაბარდინო,
გაქვს და გიხარიანო,
შენს ოჯახს დასცემ, დაამხობ,
ვაჭრებკი ჯიბეს აუვსებ“.
აი თუ ვაჭრებს უხარიანთ! ვიანგარიშოთ: ოცი ათასი ქალი აღარ არის! ოცი ათსი ხაბარდა!
ეს თქვენი უკანასკნელი ექვსი ათასი თუმანი; ახლა იანგარიშეთ ქინძისთავიდამ
პოლსაპოშკამდინ, ისიც რამდენიმე ხელი — უჰ! ვინ დათვლის რავდენი ფული გროვდება!
გაიხარეთ გაჭრებო! სურვილი თქვენი აღგისრულდათ! მაიგეთ, აავსეთ სარდაფები
ქარქვეტითა. კომბოსტოს წნილითა. ქალებმა კი არა, თქვენ უნდა ილხინოთ, ილხინეთ და
იმღერეთ:
„ქალი ხაბარდიანო
შენ ნე გიხარიანო,
შენის ქმრის ნაწოვნადაგი
გადმოვიდა ჩემ ჯიბეში“.
ნასწავლი ფრანტი. (დაუახლოვდება ქალაქის ბიჭს.) ბარაქალა ჩემო სოსიკო, ბარაქალა!
შენ მაინც თქვი ჩვენ რო არას გვათქმევინებენ. მხოლოთ ერთი რამ შეგცდა: ვაჟკაცებიც
ბევრნი ფრასტობენ.
ქალაქის ბიჭი ძალიან ცოტა. ათზე ანუ ოცზე მეტი არ მეგულება; მაგრამ ვსთქვათ ასი,
თუნდ ორასი, თუნდ კიდევ სამასი.
ნასწავლი ფრანტი. მაგდენიკი არ იქნება.
ქალაქის ბიჭი. ვჰსთქვათ სამასი, თუმცა არც ამის მეოცედია; მაინც სად სამასი სად ოცი
ათასი.
ნასწავლი ფრანტი. მართალია, — აბა, სოსიკო, პირობაზე როგორ ხარ? დღეს შეიძლება
დაგერივნეთ ტროტუარელებს? ბევრზე გულმოსული ვარ; მინდა დავანახვო ან თვითან რანი
ბძანდებიან და ან ხალხს როგორ მიაჩნიათ ისინი. დროა, პედანტებს, (*) ცრუ
მსწავლულებს, ცრუ განათლებულებს პირბადე ავხადოთ. ვითამ კის ატყუებენ! ჩვენ
გვინდანან ნამდვილი განათლებულები.
(*) პედანტს ეტყვიან კაცსა, რომელიც თავის თავზე ბევრსა ფიქრობს.
ქალაქის ბიჭი. მე რა ვარ, რა შემიძლიან, რა ვიცი...
ნასწავლი ფრანტი. მე ვჯერვარ შენს ბუნებით ჭკუას. თუმცა პატარა ხარ, მაგრამ ჩემი
სურვილია, რომ პატარებმაც ხან და ხან სთქვან რამე.
ქალაქის ბიჭი. დიდს ვალსა მდებთ და მე უნდა მოგახსენო, ჩემი საქმე არ არის, ამიტომ
არ არის ჩემი საქმე, რომ რიგიანს რასმე ვერ მოვახერხებ.
ნასწავლი ფრანტი. შენ საკბილოს კიდევ იპოვი. არა გაქუს გამბედაობა თორე... .
გაბედე. შენ არა ხარ ხოლმე ამვლელს და ჩამამვლელს რომ გაჰკენწლამ.
ქალაქის ბიჭი. ახმახის ჯავრი მჭირს; დიდიხანია მინდა დავეძგერო, მაგრამ ის სპილოა
მე გოშია; მეშინიან.
ნასწავლი ფრანტი. ნუ გეშინიან; ბუზსაც ვერავინ აგიფრენს: მე შენთანა ვარ.
ქალაქის ბიჭი. მითამ მე რა საჭირო ვარ, თქვენ უფრო...
ნასწავლი ფრანტი. მე მინდა შენ იყო.
ქალაქის ბიჭი როგორ და ვისით დავიწყო?
ნასწავლი ფრანტი. ვისიც ჭკუა არ მოგეწონოს, ისი აიგდე მასხარათ.
ქალაქის ბიჭი. ეგ ხომ ჩუნი ხელობაა. ბატონი ბძანდებით, გაიხლები, ვეცდები ვემსახურო
თქვენ სურვილს.
ნასწავლი ფრანტი. სოსიკო! ერთი მითხარი, ახმახის ჯავრი რათა გჭირს?
ქალაქის ბიჭი. ცეტია როგორც თხა: ქვებუდანია როგორც გველი; ბოროტია როგორც ყვავი;
ბაქია როგორტ კაჭკაჭი; ბევრს ფიქრობს თავის თავზე გამოოდისკი, რომ ისე მეცნიერია
როგორც თუთიყუში.
ნასწავლი ფრანტი. გულმეცნიერი ყოფილხარ, სოსიკო. ახმახი სწორეთ აგეთია. ამასთან, არ
შეგინიშნავს როგორც ასმახი. როდესაც აედევნება რომელიმე მოდიდო გვამსა აქათ იქით
ხშირათ იცქიტება ხოლმე და ეძებს მცნობებს, რომელთაც უნდა დაენახოს და შური ჩაუგდოს,
რომ ისიც სეირნობს მაღალ შობილთან, ანუ აღმატებულთან? ისკი არ იცის უბედურმა,
ხონთქართანაც რო იაროს, იმას მაშინაც კაცათ არავინ ჩააგდებს,..
II. პირველი სკამი ტროტუარზე.
სკამზედ სხედან ორი მეგრელი. მესამე მოდის ზევი-დამ, რა დაინახვენ ერთმანეთს ორი
მეგრელი წამოდგებიან, მიეგებებიან მომავალს, ხელს ჩამოართმევენ, მაგრათ მოუჭერენ და
დიდხანს რაც ძალი და ღონე აქვსთ აქანქარებენ, სიცილით და მოუწყვეტელ თავის დაკვრით.
1-ლი მეგრელი. ახხ! მოიი პოშტენნიე.
მე-2 მეგრელი. ნაშიი ვამშმ პოშტენნიე.
მე–3 მეგრელი. ახხხ! მოიიი პოშტენნიე; კაკკჰ ვაშიი ზდოროვიიე?
1 მეგრელი. სლავა ბოლუუ. კაკგ ვაშიი ზდოროვიე? მე–9 მეგრელი. ბლაგოდარუუ, ბრატტ.
კაკ ვაშიი ზდოროვიიე?
მე–3 მეგრელი. პოო მილოოსტიი ბოჟიი იაჰ ზდოროვვ!
შე–2 მეგრული. ნუუ, ბრატიიც, ვასილიი ვიი ზაროვიი?
1 მეგრელი. ახხ, მოიი ლუბეზნიი, კაკკჰ პროვადიშშ ვრემა.
მე–ს მეგრელი. ნიჩეღოო, ხორაშოო როვადიმმ გრემი. 4 ვიი კატკა პროვადიშ გრემიი.
1-ლი მეგრელი. ტაკკ, არც კარგა არც ავათ.
მე-2 მეგრელი, ია ნემნოღა ხორაშოო,
მე-3 მეგრელი. (კარგა ხანს რაღასაც ფიქრობს და ძლივს მოიგონებს) ვაი ზაჩიმმ ნა
ტროტუარრ, დელაა ნეტუუ ვამმ?
1 მეგრელი. მოი ბარინნ პუშოლლ ნა კოჯორი. მე–3 მეგრელი. მოი ბარინნ და ადინნ
ჟენშინაა, უი, უი, უი, გაგვ ხორაშო ჟენშინა! უშოლ ნა მარტკობბ. მე–ს მეგრელი. აა
მოიი ბარინნ აბედილლ დომ და უშოლლ... მინდორში, რუჟიი ვოზმილლ, საჩიტტ ... დახოცოს
მწერები.
1-ლი მეგრელი. (მესამე მეგრელს) ტვოიი ბარინნ მნოღა, მნოღაა, გოლოვა მწყრები. ჰი,
ჰი. ჰი!
მე-2 მეგრული მოიი ბარინნ. პრავდა, ცეტია, მნეე შტოო! ჟალოვანია მნნე ხოროშშ, და
ეშჩეე ხაბარაა.
მე-2 მეგრული. აა მოიი ბარინნ ტაკოიი უმ–უმ–უმ.. მაგარია.
ქალაქის ბიჭი. ყმაწვილებო, კარგი ლიმონები, აპელსინები, სპიჩკა.
მე-9 მუგრული. (მრისხანებით) ნნენადა. ქალაქის ბიჭი არ შორდება )
1-ლი მეგრელი. შტოო ტებეე ნნუჟნა. სსტუპაი. (ქალაქის ბიჭი უყურებს მათ დამცინელის
სახით.)
მე-3 მეგრელი, აიდა, აიდა (ხელს აუქნევს), სსტუპაი, სსტუპაი.
ქალაქის ბიჭი. ღმერთს გეფიცებით, თქვენ მაგიერ მე მრცხვენიან. ჯერ რუსული უნდა
ისწავლოთ, მერე ილაპარაკოთ. თუ არა იოტის ოდენი არ იცითრა რუსული, და ხმა მაღლა,
ტროტუარზე ღრიალებთ ასეთის უმგზავსოს რუსულის ენით, რომელიც, არ ვიტყვი რუსებსა,
მეცკი შემზარავს.
მეორე მეგრული. ახხ, ტიი პადლეცც!
მესამე მეგრელი. ()გამოუდგება საცემრად) იაა ტებე დამმ; მაშენიკკ.
ქალაქის ბიჭი, (ამაყად დაუდგება) როგორ შეგიძლიან მცემო! გაბრუნდი, თავს პატივი
დაიდე. წადით იქურდეთ; რა თქვენი საქმეა ტროტუარზე მუსაიფობა, (სამნივე მეგრელები
მისცვივდებიან საცემრად.)
ნასწავლი ფრანტი. წყნარა, წყნარა! ნუ ისჯებით...
III. სივრცე საშუალ პირველის და მეორის სკამებისა.
რავდენიმე ყმაწვილკაცები გაუვლიან ხარხარათ პეტრე ურცხვაძესა, რომელსაც შამოეყრება
დავით დარბაისლოვი.
ურცხვაძე. ჩემო დავით, ჩემო დავით!
დარბაისლოვი. რას რას მიბძანებ, ჩემო პეტრე.
ურცხვაძე. რა დაგემართა, ისწავლე, ისწავლე, დაბერდი და ვერა ისწავლერა.
დარბაისლოვი. რა გაეწყობა; უნდა ვიყო უსწავლელი.
ურცხვაძე. მე იმას გეუბნები. რომ სიპატარითვე აქამდინ სწავლობდი და ვერ მახვდი ერთ
საკრვირველს ადვილ საშუალებასა, რომლით შეასრულებდი შენ სწავლას რავდენიმე დღეს.
დარბაისლოვი. ეგ რა საშულობაა?
ურცხვაძე ჰა, ჰა, ჰა! გამოიცანი.
დარბაისლოვი. ვერ გამოვიცნობ; კეტითაც რო თავში მცემო.
ურცხვაძე. წვერი გამოუშვი და იმავ წამს გამეცნიერდები, ყოველივე გეცოდინება.
დარბაისლოგი. სრულიად არ მეყურება, რას ანბობ.
ურცხვაძე. მიუხდომელი რა არის აქა! წვერი გამოუში იმეთქი; წვერი ხომ იცი რაც არის;
გამოშვებაც იცი რაც არის.
დარბაისლოვი. სიტყვები მეყურება, მაგრამ ამ სიტყვების აზრი ვერ შემიტყვია. რაზე
ამბობ მაგასა?
ურცხვაძე. ეხლანდელი ყმაწვლკაცები მიდიან პეტერბუგს, მიიხედვენ, მოიხედუნ, წვერს
გამოუშეებენ და წამოვლენ. ეს ის არის: სასწავლებელი დაასრულეს, ყველა ისწავლეს,
გოგრა, სიბრძნით აივსეს! ჰა, ჰა, ჰა!
დარბაისლოვი. მაინც კიდევ არ მეყურება: წვერს რო გამოუშვებენ მაშინ მეცნიერდებიან,
თუ ჯერ სწავლობენ, მერე, მოდის მიხედულობით წერს იშვებენ. დაგიკარგავს. თუ წურს
გამოიშვებენ, ეგ ის არის, ყველა ისწავლეს, რაღათ უნდათ შეასრულონ სწავლა.
დარბაისლოვი. ჰოო, ჰოო! მაშ შენი სიტყვით თათრები და ურიები სულ მსწავლულები არიან.
ურცხვაძე. მაინც კიდევ არ გეყურება ჩემი ირონია, რას გამოშტერებულხარ!
დარბაისლოვი. მართლა კი თავი ნუ მოგაქვს; მესმის, კარგა მესმის, მაგრამ სწორე უნდა
გითხრა, შენ სტყუი. ჩვენი ყმაწვილკაცები მისდევვნ მხოლოთ მოდასა. ჩემ დროს ყველა
იპარსავდა ულვაშებსა და წვერსა მეც ავყევ სხვასა და აი, როგორც ვხედავ, ჩემ პირზე
არც არის ულვაშები, არც ბაკენბარდები, არც წვერი; — ასე დავეჩვიე და აღარც მინდა
მივყვე მოდებსა. თვითან შენ გადმოიტანე სასაცილო ბაკემბარდები, და ვერ მოგიპარსავს,
რადგანც დაჩვეულხარ, ან მიგაჩნია კარგ რამედ. მე და შენ ძველ დროს ცნებებისანი
ვართ, რუტინოსტები, ყმაწვილკაცებიკი ახლანდელის დროს ცნებებისა არიან. კიდევ
გეტყვი, წვერი მოდაა და არა მგონია იმათ სწავლა იმოდენი არ მიეღოთ, რავდენიც ნიჭი
აქვსთ; ამასაცკი გეტყვი, რომ ჩვენზე ნაკლები სწავლა არ ექმნებათ.
ურცხვაძე. ეხლა ის დროა, თუ რომ იმათ იცოდნენ მცირედი მაინცა უთუოთ დასწერდნენ
რასმეს, ჯერ არა დაუწერიათრა; მაშასადამე არა იციანრა.
დარბაისლოვი. დამავიწყდა, რა ჰქვიან მაგ სილლოგიზმსა!
ურცხვაძე. იწუნებ თუ ჩემ სილლოგიზმსა! სწავლა საქმით უნდა დამტკიცდეს.
მსწავლულები: მოხარულნი ვართო, რომ უკანასკნელ საქართულოშიც გამობრწყინდიო. შენ
(ესე იგი მე) და ანათებო. დაბნელებულს აზიას მეცნიერების ბრწყინვალე სხივით. შენი
(ესე იგი ჩემი) უკანასკნელი თხზულება * გაძლევსო უფლებასა შეირაცხოვო (ესე იგი მე
შევირან ცხო) ევროპიის მეცნიერთა შორის.» ჩემ სილლოგიზმია და ბაგემბარდებსაII »
ახლაც დაიწუნებ
დარბაისლოვი. ეგ რომელი მეცნიერები გწერენ? ურცხვაძე. გოტლიბ შტერნი ფრანკფურტიდამ,
იოღან კლეინ ფიხტე ბერლინიდამ და მარტინ შაბღაუზენ
ლეიფციღიდამ.
დარბაისლოვი. ეხლანდელ გერმანიის გამოჩინებულ მსწავლულებს თვითქმის უველას ვიცნობ,
და იმათ შორის არა სჩანან შენგან მოხსენებული მეცნიერები!
(ურცხვაძე აილანძა).
ქალაქის ბიჭი. ბატონებო, კარგი ლიმონები, პელსინები, პაჩკა.
ურცხვაძე. რას დაეხეტები ლიმონებით შე უმზგავსო, შე უგუნურო, შე უბედურო!
ჭეშმარიტათ საზიზღარნი არიან გლეხები, რომელთაც იოტისოდენი ჭკუა არა გაქვსი. წადი
იმუშავე, ტალახი ზილე და პური ისე ჭამე.
ქალაქის ბიჭი. გუშინ ერთმა ნასწავლმა ყმაწვილმა კაცმა მითხრა: ვიღაცა მეცნიერს (!!)
უთქვამს: „ღმერთმა წაართო კაცსა ჭეშმარიტება, რომელიც დაამსხვრია მრავალ ნაჭრად, და
განაბნივა მთელს ქვეყანათა ზედა და უბძანოს კაცსა: ეს ნაჭრები შეკრიბეო“. ამ
ბრანების გამო, მეცნიერები თურმე დაეხეტებიან ტყეში და ღრეში, რომ იპოვონ
ჭეშმარიტების ნამტვრევები. თუ ეს მართალია, სწორე უნდა მოგახსენოთ, მეცნიერები
თვითან ყოფილან ჭეშმარიტების ნამტვრევები და საჭიროა სხვამ ისინი შეკრიბოს და ერთ
ჭკუაზედ დააყენოს. ამ სიტუსთვის ნუ გამიწურებით: ერთი ჭეშმარიტების ნატეხთაგანი
არის ისიც, რომ მეცნიერმა უნდა შეიბრალოს, შეიყვაროს გლეხი კაცი, ასწავლოს მას, და
არ დატუქსოს, არ გალანძღოს და არ შეურაცხჰყოს, როგორც მაგალითად, თქვენ ეხლა
ინებეთ. (მირბის.)
შორიდამ მოისმის ღაღადისი, ტაშისკვრით: .
ბრავო, ბრავო, ბრავო!“...
IV. მეორე სკაში.
სკამზე სხედან სამსახურში დაბერებულები და სამსასურიდამ გამოსულები: პაფნუტი
პახომიჩ ველიკოუმოვი და აპოლონ ტარასოკიჩ ოსტროუმოვი. ორივე სუქან, გასქელებულან,
სპირტით გაჟივებულან. — აივლიან რავდენიმე ყმაწვილ კაცები, ფრანტები.
ველიკოუმოვი. (ყმაწვილ კაცები რო გაივლიან) ხედავ, აპოლონ ტარასოვიჩ, აზია როგორ
განათლდა!
ოსტროუმოვი. ვხედავ, ვხედავ, პაკნუტი პახომიჩ,ო, ვხედავ!
ველიკოუმოვი. ჩვენ რო გადმოვედით რა ხალხი იყო, და ეხლა ხედავ რანი არიან!
ოსტროუმოვი. გხედავ, პაფნუტი პახომიჩ, კხედავ, ოქ ღმერთო ჩემო!
ველიკოუმოვი. რუსული ანდაზა იტყვის: დათესს ხორბარლსა პური ამოვაო.
ოსტროუმოვი. დიდი ჭეშმარიტებაა! ოჰ, ოჰ! ნამდვილიაეგ ანდაზა! რომელმა ჭკუამ
მოიგონა!
ველიკოუმოვი. ჩვენ. ჩვენ. მე და შენ. და რავდენიმე სხვამ, რომელნიც ჩვენთან
გადმოვიდნენ, და დავთესეთ პური და ამოვიდა პური.
ოსტროუმოვი. დიაღ, სწორეთ ეგრეა. ჩვენი ღვაწლი არ დაშთა უნაყოფოდ.
გულიკოუმოვი. გახსოვს ჩვენ რო გადმოვედით რანი იყვნენ ქართველები!
ოსტროუმოვი. ძლიერ, ძლიერ მახსოვს! განაღა შეიძლება არ დამახსოვდეს!
ველიკოუმოვი. ეხლა, ეხლანდელი ყმაწლკაცები შეაფარდე ძველებთან — ოჰ, ღმერთო ჩემო,
რა ვრცელი სივრცე ძევს მათ შორის!
ოსტროუმოვი. დიაღ ვრცელი, დიაღ დიდი, გაუზომელი, უფსკრული!
ველიკოუმოვი. ჩვენ რო გადმოვედით წერა, კითხვა არავინ იცოდა, ეხლა, ეხლა?
ფრანციცულსაცკი კითხულობენ, ფრანციცულათ ლაპარაკობენ. ტანცაობენ, ტლინკაობენ,
ცხოვრებენ, იცმენ, ჭამენ, წვერსაცკი იშვებენ.
ოსტროუმოვი. სჯულები? სჯულები ვინ იცოდა! ესლა კი, მიიხედე-მოიხედე, ყველა ქუჩის
ბიჭმაცკი იცის სჯულები.
ველიკოუმოვი. ახლა თქვი არზის წერა, ჩვენ ბანს უკან და კარს უკან. არ დაიჯერებ.
ჩვენ დაწერილს აღარავინ ენდობა, არცკი მოსწონთ ჩვენი დაწერილი არზები!
ოსტროუმოვი. ოჰ. უმადლო, წყეულო აზია!
ველიკოუმოვი. ჩვენ რო არ გადმოვსულვიყავით, განა ასე განათლდებოდა აზია!