კორნაპელი გიორგი
თითქოს ვიყავი და გიხილე სიზმარი ცხადად თითქოს ვიყავი და გიხილე სიზმარი ცხადად,
წყარო:
ბურუსი
ღამის მეფობა დავინახე ცის იკანკლედით
გამოვარღვიე მე საფლავი, რომ მეთქვა – “აღარ”…
და ისევ შენთვის ხეტიალი, შეპყრობა ბნედით.
ჰგიეს ქვეყანა თიხის ხსოვნით, ვისთვის ციაგებ,
ვისთვის ციაგებ? ვინ არს ღირსი შენი მხილების?
დაგდუმებია სიყვარულით მეტყველი ბაგე
და შენს სიტყვაზე მოღელავენ ზღვა ყვავილები.