ასათიანი ლადო
სპარსელ ასულს
საღამოს, როცა შუქთა შურდულით
საიდან გაჩნდი, საიდან მოდი,
ფერეიდანი - ერთ-ერთი პროვინციაა ირანში, სადაც 1614-1617 წწ-ში ირანის შაჰმა, აბას I-მა, საქართველოდან აყრილი ათასობით ქართველი (კახელი) ჩაასახლა. საით
იყავი, ან ვინ გიყვარდა?
ხელი - შმაგი, გიჟი.
ჯეირანი - ველებში მცხოვრები ჩლიქგაყოფილი ცხოველი; იგივეა, რაც ქურციკი.
ლამაზო
ხანუმ სპარსეთის მოხველმ მურაზი - ძვირფასი ახლა
ერთია ჩემი სურვილი: მე წამოვდგები, კვლავ აენთება
ათინათინდა ვარსკვლავთ
ჭავლეთი,
შენ შემეფეთე და ჩამჩურჩულე:
აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი.
ჭავლეთი - აქ: ვარსკვლავთა კრებულის ციმციმი, ციალი, კამკამი. ჭავლი – 1. წყლის ზედაპირზე მცირე რიტმული რხევა, თრთოლა. 2. (ძვ.) მსხვილი ნაწნავი თმისა, კულული. 3. (სპეც.) ამონადენი წყლის ან აირის სვეტი.
შენი ამბავი გავიგო მინდა.
მე პოეტი ვარ და ქუჩის ლოთი,
შე კი მაისის ვარდივით წმინდა.
რა გინდა ჩემთან, პირველყოფილი
სუნთქვა გათრთოლებს უცხო კაცისა,
თუ სისხლი გხიბლავს კეთილშობილი
რუსთაველის და სააკაძისა?
მე თბილისიდან გაქცევა მსურდა,
შენ კი თბილისში ჩამოხველ, ქალო,
ვინ მოგასწავლა ანთებულ გულთან,
ფერეიდნულო
ალმასის თვალო?
მითხარი რამე, მიამბე რამე!
მერე წავიდეთ, ჩამოვჯდეთ მტკვართან
და გავათეთროთ თბილისის ღამე.
მე - შთაგონებით მთვრალი და
ხელი,,
გეტყვი, რა იყო ჩვენი წარსული,
შენ მოიღერე
ჯეირნის ყელი
და გამაგონე შენი სპარსული.
გულის
მურაზი გეპოვა გსურდა,
შენ კი წააწყდი ვიღაცა ოხერს
და მასთან ჰპოვე ერთობა სულთა.
>ხანუმი - ქალბატონი.
თან წამიყვანე მგზავრი გვიანი,
გახელებული ტრფობის წყურვილით
შენზე ოცნებით კაეშნიანი.
ვნახოთ ირანი და თეირანი,
ფერეიდანი, ძველი თავრიზი,
იქ მიმიყვანე მუდამ მტირალი
შენი მიჯნური უცხო დავრიში.
და, როცა, მოვკვდე, სიკვდილი იცან,
უკანასკნელად კვლავ გამახარე…
მოსძებნე ჩემი სამშობლო მიწა
და დამწვარ გულზე გადამაყარე.
დადგება მაშინ მთვარის საათი,
წუთით ვარსკვლავნიც დაიძინებენ,
ჩვენი რუსთველი, თქვენი საადი
ჩემს სამარესთან იშაირებენ.
ცის ლაჟვარდებში ვარსკვლავთ ჭავლეთი,
მე ხელებს გავშლი და შეერთდება
დასავლეთი და აღმოსავლეთი…