უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ფ

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი -  ფ

ფაბიენ- (Fabien; ნამდვ. სახელი პიერ ჟორჟი) – საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის გმირი (1919–1944).

ფაბიუს- მაქსიმუს კვინტუს კუნქტატორი (Fabius Maximus Quintus Cunctator) – რომაელი მხედართმთავარი და სახელმწ. მოღვაწე, კონსული (ძვ. . 275–203).

ფაბიუს კვინტუს პიქტორ- (Fabius Quintus Pictor) – რომაელი ისტორიკოსი (. დაახლ. ძვ. . 254).

ფაბრ- (Fabre) ჟან ანრი ფრანგი ენტომოლოგი და მწერალი (1823–1915).

ფაბრ ეგლანტინ- (Fabre d’Eglantine) ფილიპ საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1750–1794).

ფაბრი (Fábri) ზოლტან უნგრელი რეჟისორი და სცენარისტი (1917-1994).

ფაბრი (Fabry) შარლ ფრანგი ფიზიკოსი (1867–1945).

ფაბრიცი აკვაპენდენტელი (Fabrici ან Fabrizio) ჯეროლამო (ლათინიზებული – Fabricius Hieronymus) – იტალიელი ანატომი და ქირურგი (1533–1619).

ფაბრიციუს- (Fabricius) დავიდ გერმანელი ასტრონომი (1564–1617).

ფაბრიციუს- (Fabricius) იოჰანეს გერმანელი ასტრონომი (1587–1615).

ფაბრიციუს- (Fabritius) კარელ (საკუთრივ კარელ პიტერს) – ჰოლანდიელი ფერმწერი (1622–1654).

ფაგე (Faguet) ემილ ფრანგი ლიტერატურის ისტორიკოსი (1847–1916).

ფადინგერ- (Fadinger) შტეფან ავსტრიის 1626 . გლეხთა ომის ბელადი (. 1626).

ფადკე ვასუდევ ბალვანტ ინდოელი პატრიოტი (1845–1883).

ფაენცა (Faenza) პაოლო მარია და იტალიელი დომინიკელი ბერი (XVI–XVII სს.).

ფავა (Fava) ატოს არგენტინის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (. 1925-).

ფავრ- (Favre) ერნესტ შვეიცარიელი გეოლოგი და პალეონტოლოგი (1845–1925).

ფავრ- (Favre) ჟიულ საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე, ადვოკატი, 1830 . ივლისის რევოლუციის მონაწილე (1809–1880).

ფავტიე (Fawtier) რობერ ფრანგი ისტორიკოსი (1885–1966).

ფაზვანთოღლუ (Pazvantoğlu) ოსმან-ფაშა თურქი ფეოდალი, ოსმალეთის იმპერიის ვიდინის ოლქის მმართველი (1758–1807).

ფაზი (Fazy) ჟან ჟაკობ შვეიცარიის პოლიტ. მოღვაწე, პუბლიცისტი (1794–1878).

ფაზილ ჰუსნუ დაღლარჯა (Fazil Hüsnü Dağlarca) – თურქი პოეტი (1914-2008).

ფათალი-შაჰ- ირანის შაჰი ყაჯართა დინასტიისა (1766; სხვა მონაცემით – 1771-1834).

ფაზლულ ჰაკ- აბულ კასემ კოლონია ბენგალისა და შემდეგ პაკისტანის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1873–1962).

ფაი (Faye) ერვე ფრანგი ასტრონომი (1814–1902).

ფაიანს- (Fajans) კაზიმიეჟ ამერიკელი ქიმიკოსი, წარმოშობით პოლონელი (1887–1975).

ფაიდტ- (Veidt) კონრად გერმანელი კინომსახიობი (1893–1943).

ფაიზ-, ფაიზ აჰმად ფაიზი პაკისტანელი პოეტი, კრიტიკოსი და საზ. მოღვაწე (1911-1984).

ფაიზი დაქანი, შეიხი აბუ -ფაიზი სპარსულენოვანი ინდოელი პოეტი (1547–1595).

ფაისალ I სირიისა და ერაყის მეფე (1883–1933).

ფაისალ II ერაყის მეფე (1935–1958).

ფაისალ- იბნ აბდ ალ-აზიზ ალ-საუდ საუდის არაბეთის მეფე (1906–1975).

ფაისტ- (Feist) ზიგმუნდ გერმანელი ენათმეცნიერი (1865–1943).

ფაიჰინგერ- (Vaihinger) ჰანს გერმანელი ფილოსოფოსი (1852–1933).

ფალადა (Fallada) ჰანს (ნამდვ. სახელი და გვარი რუდოლფ დიცენი, Ditzen) – გერმანელი მწერალი (1893–1947).

ფალია (Falla) მანუელ დე ესპანელი კომპოზიტორი და პიანისტი (1876–1946).

ფალიას- (Fallas) ლუის კარლოს კოსტარიკელი მწერალი (1909–1966).

ფალკბერგეტ- (Falkberget) იუჰან ნორვეგიელი მწერალი (1879–1967).

ფალკენჰაინ- (Falkenhayn) ერიხ ფონ გერმანელი გენერალი (1861–1922).

ფალკონე (Falconet) ეტიენ მორის ფრანგი მოქანდაკე (1716–1791).

ფალოპი, ფალოპიო (Falloppio) გაბრიელე იტალიელი ექიმი და ანატომი (1523–1562).

ფალსაფი ნასროლა ირანელი ისტორიკოსი, ლიტერატორი, მთარგმნელი, პოეტი (. 1915-)

ფალსენ- (Falsen) კრისტიან მაგნუს ნორვეგიის პოლიტ. მოღვაწე, ადვოკატი (1782–1830).

ფამ ვან დონგ- (Pham Van Dông) – ვიეტნამის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1906-2000).

ფამ ტუან- (Pham Tuan) – ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის კოსმონავტი მკვლევარი (. 1947-)

ფან ბოი ტიაუ (Phan Bôi Châu) – ვიეტნამის პოლიტ. მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი (1867–1940).

ფან დინ ფუნგ- (Phan Dinh Phung) – ვიეტნამის სახელმწ. მოღვაწე (1847–1895).

ფან ვენლან- ჩინელი ისტორიკოსი (1893–1969).

ფანიეზ- (Fagniez) გიუსტავ ფრანგი ისტორიკოსი (1842–1927).

ფანტენ-ლატურ- (Fantin-Latour) ანრი ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1836–1904).

ფან ტიუ ჩინ- (Phan Chu Trinh) – ვიეტნამის პოლიტ. მოღვაწე (1872–1926).

ფანფანი (Fanfani) ამინტორე იტალიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1908-1999).

ფან ჯენ- ჩინელი ფილოსოფოსი (დაახლ. 450–515).

ფან ჯიმინ- ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოღვაწე (1900–1935).

ფაჟონ- (Fajon) ეტიენ საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1906-1991).

ალ-ფარაბი აბუ ნასრ მუჰამად იბნ თარხან არაბი ფილოსოფოსი (870–950).

ფარაგუტ- (Farragut) დეივიდ გლაზგო ამერიკელი ადმირალი (1801–1870).

ფარადეი (Faraday) მაიკლ ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1791–1867).

ალ-ფარაზდაკ- აბუ ფირას ჰამამ იბნ ღალიბ არაბი პოეტი (დაახლ. 641–732).

ფარაჰ ანტუნ-, ფარაჰ იბნ ანტუნ იბნ ილიას ანტუნი არაბი მწერალ-განმანათლებელი (ეგვიპტე) (1847–1922).

ფარბაკი (Farbaky) იშტვან უნგრელი მეცნიერი და გამომგონებელი (1837–1928).

ფარერ- (Farrère) კლოდ (ნამდვ. სახელი და გვარი ფრედერიკ შარლ ედუარ ბარგონი, Bargone) – ფრანგი მწერალი (1876–1957).

ფარვინ ეთესამი ირანელი პოეტი ქალი (1907–1941).

ფარია (Faria) ხესუს ვენესუელის მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1910-1995).

ალ-ფარიკი აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი არაბი ისტორიკოსი, მოგზაური (1116–1181-ის შემდეგ).

ფარკაშ- (Farkas) ბერტალან უნგრეთის სრ კოსმონავტი-მკვლევარი (. 1949-).

ფარკაშ- (Farkas) კაროი უნგრეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1843–1907).

ფარკერ- ჯორჯ, იხ. ფარკუარი .

ფარკუარ- (Farquhar) ჯორჯ ინგლისელი დრამატურგი (1677 ან 1678–1707).

ფარმან- (Farman) ანრი ფრანგი ავიაკონსტრუქტორი და მფრინავი (1874–1958).

ფარნეზე (Farnese) – პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგთა საგვარეულო იტალიაში (ცნობილია XII -დან).

ფარნეზე (Farnese) ალესანდრო ესპანეთის სახელმწ. მოღვაწე და მხედართუფროსი (1545–1592).

ფარჟ- (Farge) ივ საფრანგეთის საზ. და პოლიტ. მოღვაწე (1899–1953).

ფარუკ- ეგვიპტის მეფე (1920–1965).

ფარუხ- აბუ -ჰასან ალი იბნ ჯოლუღ სისტანი სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (. 1038).

ფარუხი იაზდი მირზა მოჰამედ ირანელი პოეტი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე (1887–1935).

ალ-ფასი აბდ ალ-ქაბირ მაროკოს პოლიტ. მოღვაწე, დიპლომატი (. 1920-).

ალ-ფასი მალიქა არაბი მწერალი ქალი და საზ. მოღვაწე (მაროკო) (1919/1920-2007).

ალ-ფასი მუჰამედ არაბი აღმოსავლეთმცოდნე და საზ. მოღვაწე (მაროკო) (1908-1991).

ალ-ფასი მუჰამედ ალ-ლაჰ მაროკოს პოლიტ. მოღვაწე (1910–1974).

ფასმერ- (Vasmer) მაქს გერმანელი ფილოლოგი (1886–1962).

ფატიმა წინასწარმეტყველ მაჰმადის ქალიშვილი, ხალიფა ალის ცოლი (დაახლ. 605 ან 606–632 ან 633).

ფატიმიდები არაბი ხალიფების დინასტია (909–1171).

ფატიო (Fatio) პიერ ქალაქის პატრიციატის წინააღმდეგ ჟენევის მოქალაქეთა აჯანყების ხელმძღვანელი (1662–1707).

ფატორი (Fattori) ჯოვანი იტალიელი ფერმწერი (1825–1908).

ფაუზერ- (Fauser) ჯაკომო იტალიელი ქიმიკოსი (1892–1971).

ფაქირ ბაიქურთ- (Fakir Baykurt) – თურქი მწერალი (1929-1999).

ფახრ ალ-დინ II ლიბანის მმართველი (დაახლ. 1572–1635).

ფახურ- უმარ არაბი მწერალი (ლიბანი) (1896–1946).

ფაჰიდ- (ნამდვ. სახელი იუსუფ სალმან იუსუფი) – ერაყის მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1901– 949).

ფაჰრი ერდინჩ-, იხ. ერდინჩი ფაჰრი.

ფედრუს- (Phaedrus) – რომაელი პოეტი (დაახლ. ძვ. . 15– დაახლ. ახ. . 70).

ფევრ- (Febvre) ლუსიენ ფრანგი ისტორიკოსი (1878–1956).

ფეიდერ- (Feyder) ჟაკ (ნამდვ. გვარი ფრედერიქსი Frédérix) – ფრანგი კინორეჟისორი (1888–1948).

ფეიერ- (Fejér) ლიპოტ უნგრელი მათემატიკოსი (1880–1959).

ფეით- (Feith) რეინვის ნიდერლანდელი მწერალი (1753–1824).

ფეინმან- (Feynman) რიჩარდ ფილიპს ამერიკელი ფიზიკოსი (1918-1988).

ფეიტ- (Fijt, Fyt) იან ფლამანდელი ფერმწერი (მოინათლა 1611–1661).

ფეკეტე (Fekete) ლაიოშ (ლუდვიგ) – უნგრელი თურქოლოგი (1891–1969).

ფელეო (Feleo) ხუან ფილიპინების მუშათა და გლეხთა მოძრაობის მოღვაწე (1896–1946).

ფელერ- (Feller) უილიამ ამერიკელი მათემატიკოსი (1906–1970).

ფელზენშტაინ- (Felsenstein) ვალტერ რეჟისორი და მსახიობი; მოღვაწეობდა გერმანიასა და შვეიცარიაში, წარმოშობით ავსტრიელი (1901–1975).

ფელინგ- (Fehling) ჰერმან გერმანელი ქიმიკოსი და ტექნოლოგი (1812–1885).

ფელინი (Fellini) ფედერიკო იტალიელი კინორეჟისორი და სცენარისტი (1920-1993).

ფელიპე, ფელიპე კამინო გალისია (Felipe Camino Galicia) ლეონ ესპანელი პოეტი (1884–1968).

ფელნერ- (Fellner) უილიამ ამერიკელი ეკონომისტი (1905–1983).

ფელფს- (Phelps) ანტონი ჰაიტელი პოეტი (. 1928-).

ფელფს- (Phelps) სემიუელ ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (1804–1878).

ფენ დაო ჩინეთის სახელმწ. მოღვაწე (882–954).

ფენელონ- (Fénélon) ფრანსუა დე სალინიაკ დე ლა მოტი (Salignac de la Mothe) – ფრანგი მწერალი და რელიგიური მოღვაწე (1651–1715).

ფენერ- (Fenner) კლარენს ნორმან ამერიკელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1870–1949).

ფენ მენლუნ- (ნამდვ. სახელი; მეტსახელი იუ-ლუნი; ფსევდონიმები გუსუ ცინუ, მოხანძი და სხვ.) – ჩინელი მწერალი (1547–1646).

ფერარი (Ferrari) ლუდოვიკო იტალიელი მათემატიკოსი (1522–1565).

ფერარი (Ferrari) პაოლო იტალიელი კომედიოგრაფი (1822–1889).

ფერარი (Ferrari) ჯუზეპე იტალიელი რევოლუციური დემოკრატი, პუბლიცისტი (1811–1876).

ფერარის- (Ferraris) გალილეო იტალიელი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი (1847–1897).

ფერაუნ- (ნამდვ. სახელი აიტ შააბანი) მულუდ ალჟირელი მწერალი; წერდა ფრანგულ ენაზე (1913–1962).

ფერბანკ- (Fairbank) ჯონ კინგ ამერიკელი სინოლოგი (1907-1991).

ფერბანქს- (Fairbanks) დაგლას ამერიკელი კინომსახიობი (1883–1939).

ფერბენქს- დაგლას, იხ. ფერბანქსი .

ფერგიუსონ- (Fergusson) რობერტ შოტლანდიელი პოეტი (1750–1774).

ფერდინანდ I (Ferdinand) – „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (1503–1564).

ფერდინანდ II (Ferdinand) შტირიელი – „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (1578–1637).

ფერდინანდ III (Ferdinand) – „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (1608–1657).

ფერდინანდ I დიდი, ფერნანდო I (Fernando) დიდი კასტილიის მეფე (1016 ან 1018–1065).

ფერდინანდ II არაგონელი, ფერდინანდ V (Fernando) კათოლიკე არაგონის, სიცილიისა და კასტილიის მეფე (1452–1516).

ფერდინანდ IV (Fernando) – კასტილიისა და ლეონის მეფე (1285–1312).

ფერდინანდ VII (Fernando) – ესპანეთის მეფე (1784–1833).

ფერდინანდ I კობურგ- (Фердинанд I Кобург) – ბულგარეთის მთავარი და მეფე (1861-1948).

ფერე (Ferré) თეოფილე შარლ ჟალ პარიზის კომუნის (1871) წევრი (1846-1871).

ფერეირა (Ferreira) ანტონიუ პორტუგალიელი პოეტი და დრამატურგი (1528-1569).

ფერეირა ბორჟიშ- (Ferreira Borges) ჟოზე პორტუგალიის პოლიტ. მოღვაწე, ადვოკატი (1786-1838).

ფერეირა დი კაშტრუ (Ferreira de Castro) ჟოზე მარია პორტუგალიელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1898-1974).

ფერელ- (Ferrel) უილიამ ამერიკელი მეტეოროლოგი (1817-1891).

ფერენცი (Ferenczy) კაროი უნგრელი ფერმწერი (1862-1917).

ფერეოს- (Pheraios) კონსტანდინოს, იხ. რიგასი .

ფერერ გუარდია (Ferrer Guardia) ფრანსისკო ესპანელი განმანათლებელი

(1859-1909).

ფერერო (Ferrero) გულიელმო იტალიელი ისტორიკოსი, პუბლიცისტი (1871-1942).

ფერერო (Ferrero) ვალი იტალიელი დირიჟორი (1906-1954).

ფერვორნ- (Verworn) მაქს გერმანელი ფიზიოლიგი (1863-1921).

ფერთ- (Firth) ჩარლზ ჰარდინგ ინგლისელი ისტორიკოსი (1857-1936).

ფერი (Ferri) ენრიკო იტალიელი ისტორიკოსი (1857-1936).

ფერი (Ferry) ჟიულ საფრანგეთის პოლიტ. და საზ. მოღვაწე, ადვოკატი, პუბლიცისტი (1832-1893).

ფერიერ- (Ferrière) ადოლფ შვეიცარიელი პედაგოგი, თეორეტიკოსი (1879-1960).

ფერმა (Fermat) პიერ ფრანგი მათემატიკოსი (1601-1665).

ფერმი (Fermi) ენრიკო იტალიელი ფიზიკოსი (1901-1954).

ფერნანდელ- (Fernandel, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი ფერნან კონტანდენი,  Contandin) – ფრანგი კონომსახიობი (1903-1971).

ფერნანდეს- (Fernández) ემილიო მექსიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი (1904-1986).

ფერნანდეს დე აველიანედა (Fernández de Avellaneda) ალონსო – „დონ კიხოტის მეორე, ყალბი ნაწილის ავტორის ფსევდონიმი.

ფერნანდეს დე ლისარდი (Fernández de Lizardi) ხოსე ხოაკინ მექსიკელი მწერალი (1776-1827).

ფერნან კაბალიერო (Fernán Caballero, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი სესილია ბელ დე ფაბერი, Böhl de Fáber) – ესპანელი მწერალი ქალი (1796-1877).

ფერო, დალ ფერო (Dal Ferro) სციპიონ იტალიელი მათემატიკოსი (1465-1526).

ფერსტერ- (Foerster) იოსეფ ბოჰუსლავ ჩეხი კომპოზიტორი, პედაგოგი, მუსიკის კრიტიკოსი (1859-1951).

ფერსტროვა-ლაუტერეროვა (Foerstrová-Lautererová) ბერტა ჩეხი მომღერალი ქალი (1869-1936).

ფერუჩი (Ferrucci) ფრანჩესკო ფლორენციელი მხედართმთავარი და სახელმწ. მოღვაწე (1489-1530).

ფერფაქს- (Fairfax) ტომას, ბარონი კამერონი (Cameron) – ინგლისელი ბურჟუაზიული რევოლუციის მოღვაწე (1612-1671).

ფესენდენ- (Fessenden) რეჯინალდ ამერიკელი მეცნიერი ელექტროტექნიკისა და რედიოტექნიკის დარგში (1886-1932).

ფეტი (Fetti, Feti) დომენიკო იტალიელი ფერმწერი (1588-1623).

ფეტის- (Fétis) ფრანსუა ჟოზეფ ბელგიელი მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი (1784-1871).

ფეჩევი (Peçevi) იბრაჰიმ თურქი ისტორიკოსი (1574-1651).

ფეხნერ- (Fechner) გუსტავ თეოდორ ფრანგი ფიზიკოსი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და მწერალი (1801-1887).

ფეჰლევიდები ირანის სამეფო დინასტია (1925-1979).

ფიბიგ- (Viebig) კლარა გერმანელი მწერალი ქალი (1860-1952).

ფიბიგერ- (Fibiger) იოჰანეს ანდრეას გრიბ დანიელი მიკრობიოლოგი და პათოლოგ-ანატომი (1867-1928).

ფიბიხ- (Fibich) ზდენეკ ჩეხი კომპოზიტორი, პიანისტი, ქორმაისტერი (1850-1900).

ფიბონაჩი, იხ. ლეონარდო პიზელი.

ფიგერას მორაგას- (Figueras y Moragas) ესტანისლაო ესპანეთის პოლიტ. მოღვაწე (1819-1882).

ფიდია (Pheidias) – ძვ. ბერძენი მოქანდაკე (ძვ. . V .).

ფიდლერ- (Fiedler) კონრად გერმანელი ფილოსოფოსი (1841-1895).

ფიდლერ- (Fiedler) ფრანციშეკ (ნამდვ. სახელი და გვარი ეფროიმ ტრუსკერი) – პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი, ეკონომისტი, პუბლიცისტი (1880-1956).

ფიესკი (Fieschi) ჯან ლუიჯი ლავანიის (იტალია) გრაფი (1522-1547).

ფიზო (Fizeau) არმან იპოლიტ ლუი ფრანგი ფიზიკოსი (1819-1896).

ფიკ- (Fick) ადოლფ გერმანელი ფიზიოლოგი (1829-1901).

ფიკ- (Fick) ავგუსტ გერმანელი ფილოლოგი (1833-1916).

ფიკერ- (Ficker) იულიუს ფონ ავსტრიელი ისტორიკოსი (1826-1902).

ფილალიდები მაროკოს სულთნების, შემდეგ მეფეების დინასტიის საგვარეულო სახელწოდება; ოფიციალური სახელწოდება ალავიტები (იხ. XVII . 60-იანი წლებიდან დღემდე).

ფილანჯერი (Filangieri) გაეტანო იტალიელი განმანათლებელი (1752-1788).

ფილარეტე (Filarete; ნამდვ. სახელი ავერლინო, Averlino) ანტონიო იტალიელი არქიტექტორი, მოქანდაკე, ხელოვნების თეორეტიკოსი (დაახლ. 1400-დაახლ. 1469).

ფილდზ- (Fields) ჯონ ჩარლზ კანადელი მათემატიკოსი (1863-1932).

ფილდინგ- (Fieiding) ჰენრი ინგლისელი მწერალი (1707-1764).

ფილეტერე (ბერძ. Philetairos) – პერგამონის სამეფოს დამაარსებელი (დაახლ. ძვ. . 343-263).

ფილიდორ- (ნამდვ. გვარი დანიკან-ფილიდორი Danican-Philidor) ფრანსუა ანდრე ფრანგი კომპოზიტორი (1726-1795).

ფილიმონ- (Filimon) ნიკოლაე რუმინელი მწერალი, მუსიკის კრიტიკოსი (1819-1865).

ფილიპ II (Philippe) ოგიუსტ საფრანგეთის მეფე (1165-1223).

ფილიპ III (Philippe) კეთილი ბურგუნდიის ჰერცოგი (1396-1467).

ფილიპ IV (Philippe) ლამაზი საფრანგეთის მეფე (1268-1314).

ფილიპ V (Philippe) – საფრანგეთის მეფე (1293-1322).

ფილიპ VI (Philippe) – საფრანგეთის მეფე (1293-1350).

ფილიპ- (Filip) იან ჩეხოსლოვაკიელი არქეოლოგი (1900-1981).

ფილიპ- (Philipe) ჟერარ ფრანგი მსახიობი (1922-1959).

ფილიპ- (Philippe) შარლ ლუი ფრანგი მწერალი (1874-1909).

ფილიპე II მაკედონელი (ბერძნ. Philippos) – მაკედონიის მეფე (დაახლ. ძვ.. 382-336).

ფილიპე V (ბერძნ. Philippos) – მაკედონიის მეფე (დაახლ. ძვ. . 238-179).

ფილიპე II (Felipe) – ესპანეთის მეფე (1527-1598).

ფილიპე III (Felipe) – ესპანეთის მეფე (1578-1621).

ფილიპე IV (Felipe) – ესპანეთის მეფე (1605-1665).

ფილიპე V (Felipe) – ესპანეთის მეფე (1683-1746).

ფილიპ ეგალიტე (Philippe Egalité) ლუი ფილიპ ჟოზეფ საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე (1747-1793).

ფილიპესკუ (Filipescu) ლეონტე რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1895-1922).

ფილიპიდე (Philippide) ალექსანდრუ რუმინელი პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი (1900-1979).

ფილიპოვიჩ- (Филиповиħ) სტეპან იუგოსლავიის სახალხო გმირი (1916-1942).

ფილიპოვიჩ- (Филиповиħ) ფილიპ (პარტ. ფსევდ. – ბოშკო ბოშკოვიჩი) – იუგოსლავიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1879-1938).

ფილიპ ორლეანელი (Philippe ďOrléans) – შარტრის ჰერცოგი, საფრანგეთის რეგენტი (1674-1723).

ფილიპს- (Phillips) უენდელ აშშ-ის საზ. მოღვაწე (1811-1884).

ფილიპსონ- (Philippson) ალფრედ გერმანელი გეოგრაფი (1864-1953).

ფილიპუს მარკუს იულიუს არაბ- (Philippus Marcus Julius Arabs) რომის იმპერატორი (. 249).

ფილოვ- (Филов) ბოგდან ბულგარეთის პოლიტ. მოღვაწე (1883-1945).

ფილონ ალექსანდრიელი (Philōn Alexandreus) – ელინისტური ხანის ფილოსოფოსი (ძვ. . 21 ან 28 – 41 ან 49).

ფილოპემენ- (Philopoimēn) – აქაველთა კავშირის მხედართმთავარი (ძვ. . 253-183).

ფილოსტრატე (Philostratos) – ძვ. ბერძენი მწერალი (III .).

ფილოქტეტი (Philoctéte) რენე ჰაიტელი მწერალი (1932-1990).

ფილხნერი (Filchner) ვილჰელმ ცენტრალური აზიისა და ანტარქტიკის გერმანელი მკვლევარი (1877-1957).

ფინდერ- (Finder) პაველ პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1904-1944).

ფინზენ- ნილს რიუბეგ, იხ. ფინსენი . .

ფინ იუისიან- ჩინეთის პოლიტ. და სამხ. მოღვაწე (1882-1948).

ფინკ- (Finck) ფრანც ნიკოლაუს გერმანელი ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე (1867-1910).

ფინლეი, ფინლეი ბარესი (Finlay y Barrés) კარლოს ხუან კუბელი ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი (1833-1915).

ფინსენ- (Finsen) ნილს რიუბერგ დანიელი ფიზიოთერაპევტი (1860-1944).

ფიორავანტი (Fioravanti), ფიერავენტი (Fiereventi) არისტოტელე იტალიელი ინჟინერი და არქიტექტორი (დაახლ. 1420 – დაახლ. 1486).

ფიორელი (Fiorelli) ჯუზეპე იტალიელი არქეოლოგი და საზ. მოღვაწე (1823-1896).

ფირდოუსი აბუ -ყასემ ტუსი სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის კლასიკოსი (934/940-1020-1030).

ფირენცუოლა (Firenzuola) ანიოლო იტალიელი მწერალი (1493-1543).

ფირლინგერი (Fierlinger) ზდენეკ ჩეხოსლოვაკიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე, დიპლომატი (1891-1976).

ფირ სულთან აბდალ- (Pir Sultan Abdal, ფსევდ.; ნამდვ. სახელი ჰაიდარი,  Haydar) – თურქი პოეტი (XVI .).

ფირტელ- (Viertel) ბერთოლდ ავსტრიელი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი (1885-1953).

ფირუზ-შაჰ თუღლაკ- დელის სასულთნოს გამგებელი (XIV .).

ფირც-დავიდ- (Fierz-David) ჰანს ედუარდ შვეიცარიელი ქიმიკოსი (1882-1953).

ფისკ- (Fiske) ჯონ ამერიკელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (1842-1901).

ფიტელბერგ- (Fitelberg) გჟეგოჟ პოლონელი დირიჟორი, მევიოლინე, კომპოზიტორი (1879-1953).

ფიტიგ- (Fitig) რუდოლფ გერმანელი ქიმიკოსი (1835-1910).

ფიუკ- (Fück) იოჰან ვილჰელმ გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე (გდრ) (1894-1974).

ფიუმან- (Fühmann) ფრანც გერმანელი მწერალი (1922-1984).

ფიურეტიერ- (Furetière) ანტუან ფრანგი მწერალი (1620 – 1688).

ფიურნბერგ- (Fürnberg) ლუი გერმანელი მწერალი (გდრ) (1909 – 1957).

ფიურნბერგ- (Fürnberg) ფრიდლ ავსტრიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1902 – 1978).

ფიურშტ- (Fürst) შანდორ უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1932).

ფიუსლი (Füssli, Fusely) იოჰან ჰაინრიხ (ჰენრი) – შვეიცარიელი მხატვარი და მწერალი (1741-1825).

ფიუსტელ დე კულანჟ- (Fustel de Coulanges) – ფრანგი ისტორიკოსი (1830-1889).

ფიუტერ-, ფუეტერი (Fueter) ედუარდ შვეიცარიელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი (1876-1928).

ფიშარტ- (Fischart) იოჰან (ნამდვ. გვარი ფიშერი, Fischer) – გერმანელი სატირიკოსი, პუბლიცისტი და მორალისტი (1546 ან 1547-1590).

ფიშერ- (Fischer) ემილ ჰერმან გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი (1852-1919).

ფიშერ- (Fischer) ენდრუ ავსტრალიის სახელმწ. მოღვაწე (1862-1928).

ფიშერ- (Fischer) ერნსტ ავსტრიელი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და საზ. მოღვაწე (1899-1972).

ფიშერ- (Fischer) ერნსტ ოტო გერმანელი ქიმიკოსი (გდრ) (1918-2007).

ფიშერ- (Fischer) თეოდორ გერმანელი არქიტექტორი (1862-1938).

ფიშერ- (Fischer) ირვინგ ამერიკელი ეკონომისტი და სტატისტიკოსი (1867-1947).

ფიშერ- (Fischer) კუნო გერმანელი ფილოსოფიის ისტორიკოსი (1824-1907).

ფიშერ- (Fischer) რობერტ ამერიკელი მოჭადრაკე (1943-2008).

ფიშერ- (Fischer) რონალდ ეილმერ ინგლისელი სტატისტიკოსი და გენეტიკოსი (1890-1962).

ფიშერ- (Fischer) რუთ გერმანიის კომპარტიის ულტრამემარცხენე ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი ქალი (1895-1961).

ფიშერ- (Vischer) ფრიდრიხ თეოდორ გერმანელი ესთეტიკოსი, კრიტიკოსი, მწერალი (1807-1887).

ფიშერ- (Fischer) ჯონ არბათნოტ ბარონი კილვერსტონი, ინგლისის ფლოტის ადმირალი (1841-1920).

ფიშერ- (Fischer) ჰანს ოიგენ გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი (1881-1945).

ფიშერ-დისკაუ (Fischer-Dieskau) დიტრიხ გერმანელი მომღერალი (. 1925-)

ფიშერ ფონ ერლახ- (Fischer von Erlach) იოჰან ბერნჰარდ ავსტრიელი არქიტექტორი (1656-1723).

ფიჩ- (Fich) ველ ლოგსდენ ამერიკელი ფიზიკოსი (. 1923-)

ფიჩევ- (Фичев) ნიკოლა (უსტა კოლიუ ფიჩეტო) – ბულგარელი არქიტეტქტორი (1800-1881).

ფიჩინო (Ficino) მარსილიო იტალიელი ჰუმანისტი და ფილოსოფოსი (1433-1499).

ფიცროი (Fitzroy) რობერტ ინგლისელი ჰიდროგრაფი და მეტეოროლოგი (1805-1865).

ფიცჯერალდ- (Fitzgerald) ედუარდ ინგლისელი პოეტი და მთარგმნელი (1809-1883).

ფიცჯერალდ- (Fitzgerald) ედუარდ ირლანდიელი ბურჟუაზიული რევოლუციონერი (1763-1798).

ფიცჯერალდ- (Fitzgerald) ფრანსის სკოტ ამერიკელი მწერალი (1896-1940).

ფიხტე (Fichte) იოჰან გოტლიბ გერმანელი ფილოსოფოსი და საზ. მოღვაწე (1762-1814).

ფლაგსტად- (Flagstad) კირსტენ ნორვეგიელი მომღერალი ქალი (1895-1962).

ფლად- (Flood) ჰენრი ირლანდიის პოლიტ. მოღვაწე (1732-1791).

ფლაერტ- (Flaherty) რობერტ ამერიკელი კინორეჟისორი (1884-1951).

ფლავიუსები (Flavii) – რომის იმპერატორთა დინასტია (69-96).

ფლამარიონ- (Flammarion) კამილ ფრანგი ასტრონომი (1842-1925).

ფლამინიუს- (Gaius Flaminius) - რომის პოლიტ. მოღვაწე (. ძვ. . 217).

ფლაქსმენ- (Flaxman) ჯონ ინგლისელი მოქანდაკე, მხატვარი (1755-1826).

ფლაშკა, ფლაშკა პარდუბიცელი (Flaska z Pardubic) სმილ ჩეხი მწერალი (XIV . შუა წლები – 1403).

ფლემინგ- (Fleming) ალეგზანდერ ინგლისელი მიკრობიოლოგი (1881-1955).

ფლემინგ- (Flemmig) ვალტერ გერმანელი ჰისტოლოგი (1843-1905).

ფლემინგ- (Fleming) პაულ გერმანელი პოეტი (1609-1640).

ფლემინგ- (Fleming) ჯონ ამბროუზ ინგლისელი მეცნიერი ელექტროტექნიკისა და რადიოტექნიკის დარგში (1849-1945).

ფლემსტიდ- (Flamsteed) ჯონ ინგლისელი ასტრონომი (1646-1719).

ფლერი (Fleury) ანდრე ერკიულ დე ფრანგი საეკლ. და სახელმწ. მოღვაწე (1653-1743).

ფლეჩერ- (Fletcher) ჯაილზ ინგლისელი მწერალი და დიპლომატი (დაახლ. 1549-1611).

ფლეჩერ- (Fletcher) ჯონ ინგლისელი დრამატურგი (1579-1625).

ფლინ- (Flynn) ელიზაბეთ გერლი აშშ-ის მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი (1890-1964).

ფლინდერზ- (Flinders) მეთიუ ინგლისელი ავსტრალიის მკვლევარი (1774-1814).

ფლინტ- (Flint) რიჩარდ ფოსტერ ამერიკელი გეოლოგი (1902-1976).

ფლობერ- (Flaubert) გიუსტავ ფრანგი მწერალი (1821-1880).

ფლოკონ- (Flokon) ფერდინანდ საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე, ჟურნალისტი (1800-1866).

ფლორაკის- (Phlorakēs) ჰარილაოს საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1914-2005).

ფლორეს მაგონ- (Flores Magón) რიკარდო მექსიკის პოლიტ. მოღვაწე, პუბლიცისტი (1873-1922).

ფლორი (Florey) ჰაუარდ უოლტერ ინგლისელი პათოლოგი (1898-1968).

ფლორიდაბლანკა (Floridablanca) ხოსე (საგვარეულო სახელი ფრანსისკო ანტონიო მონიინო, Moñino) – ესპანეთის საზ. მოღვაწე (1728-1808).

ფლორინ- (Florin) ვილჰელმ გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოშრაობის მოღვაწე (1894-1944).

ფლორის- (Floris; საკუთრივ დე ვრინდი, de Vriendt) კორნელის ნიდერლანდელი არქიტექტორი და მოქანდაკე (დაახლ. 1514-1575).

ფლორუს- (Florus Lucius Annaeus) – რომაელი ისტორიკოსი (II .)

ფლოტოვ- (გერმანული გამოთქმით ფლოტო, Flotow) ფრიდრიხ გერმანელი კომპოზიტორი (1812-1883).

ფლეულინგ- (Flewelling) რალფ ტაილერ ამერიკელი ფილოსოფოსი (1871-1960).

ფლურანს- (Flourens) გიუსტავ პარიზის კომუნის (1871) წევრი (1838-1871).

ფლურანს- (Flourens) პიერ ჟან მარი ფრანგი ფიზიოლოგი (1794-1867).

ფლური (Flury) ლეა შვეიცარიელი ქართველოლოგი ქალი (. 1916-).

ფოგარაში (Fogarasi) ბელა უნგრელი ფილოსოფოსი (1891-1959).

ფოგაცარო (Fogazzaro) ანტონიო იტალიელი მწერალი (1842-1911).

ფოგელ- (Vogel) ჰერმან კარლ გერმანელი ასტრონომი (1841-1907).

ფოგლერ- (Vogler) გეორგ იოზეფ გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, დირიჟორი, ორგანისტი (1749-1814).

ფოგლ- (Vogl) იოჰან ნეპომუკ ავსტრიელი მწერალი (1802-1866).

ფოგტ- (Vogt) იუჰან ჰერმან ლი ნორვეგიელი გეოლოგი და პეტროგრაფი (1858-1932).

ფოგტ- (Vogt) კარლ გერმანელი ფილოსოფოსი (1817-1895).

ფოგტ- (Vogt) ოსკარ გერმანელი ნევროპათოლოგი (1870-1959).

ფოგტ- (Vogt) ჰანს ნორვეგიელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი (1903-1986).

ფოდორ- (Fodor) იოჟეფ უნგრელი ჰიგიენისტი და ეპიდემიოლოგი (1843-1901).

ფოიერბახ- (Feuerbach) ანზელმ გერმანელი კრიმინალისტი (1775-1833).

ფოიერბახ- (Feuerbach) ანზელმ გერმანელი ფერმწერი (1829-1880).

ფოიერბახ- (Feuerbach) ლუდვიგ ანდრეას გერმანელი ფილოსოფოსი (1804-1872).

ფოიტ- (Voit) კარლ გერმანელი ფიზიოლოგი (1831-1908).

ფოიხტვანგერ- (Feuchtwanger) ლიონ გერმანელი მწერალი (1884-1958).

ფოკ- (Fock) იენე უნგრეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1916-2001).

ფოკა (Phōkas) – ბიზანტიის იმპერატორი (. 610).

ფოკა ბარდა (Phōkas Bardas) – ბიზანტიის მხედართმთავარი (. 989).

ფოკერ- (Fokker) ანტონი ჰერმან გერარდ ნიდერლანდელი ავიაკონსტრუქტორი (1890-1939).

ფოკეროდტ- (Vockerodt) იოჰან გოტჰილფ პრუსიის საელჩოს მდივანი პეტერბურგში (. XVIII . 50-იან წლებში).

ფოკილიდე (Phōkylidēs) – ძვ. ბერძენი პოეტი (ძვ. . VI .).

ფოკიონ- (ბერძნ. Phōkiōn) – ათენის მხედართმთავარი და პოლიტ. მოღვაწე (ძვ. . 397-317).

ფოლენგო (Folengo) ტეოფილ იტალიელი მწერალი (1496-1544).

ფოლკელტ- (Volkelt) იოჰანეს გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ესთეტიკოსი (1848-1930).

ფოლკნერ- (Faulkner) უილიამ ამერიკელი მწერალი (1897-1962).

ფოლმარ- (Vollmar) გეორგ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწე (1850-1922).

ფოლმერ- (Vollmer) მაქს გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1885–1965).

ფომა სპლიტელ- (Foma Splitskij), ფომა არქიდიაკონი მემატიანე, სპლიტის (ხორვატია) პოლიტ. მოღვაწე (დაახლ. 1200–1268).

ფომვიხან- კეისონ ლაოსის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1920-1992).

ფონაგი (Fonaghi) იონ რუმინეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1900-1929).

ფონდა (Fonda) ჰენრი ამერიკელი კინომსახიობი (1905–1982).

ფონერ- (Foner) ფილიპ ამერიკელი ისტორიკოსი (1910-1994).

ფონსეკა (Fonseca) აგინალდუ ბრიტუ პოეტი (რესპუბლიკა კაბო-ვერდე) (. 1922-).

ფონსეკა (Fonseca) რიკარდო ჩილეს მუშათა და პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1906–1949).

ფონტანა (Fontana) დომენიკო იტალიელი არქიტექტორი (1543–1607).

ფონტანა (Fontana) კარლო იტალიელი არქიტექტორი (1634–1714).

ფონტანა (Fontana) ოსკარ მაურუს ავსტრიელი მწერალი (1889–1969).

ფონტანა (Fontana) ჟოზე (ჯუზეპე) – პორტუგალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი (1841–1876).

ფონტანა (Fontana) ფელიჩე იტალიელი ქიმიკოსი და ნატურალისტი (1730–1805).

ფონტანე (Fontane) თეოდორ გერმანელი მწერალი (1819–1898).

ფონტეინ- (Fonteyn) მარგოუ (ნამდვ. სახელი და გვარი მარგარეტ ჰუკემი, Hookham) – ინგლისელი ბალერინა (1919-1991).

ფონტენელ- (Fontenelle) ბერნარ ლე ბოვიე დე (Le Bovier de) – ფრანგი მწერალი (1657–1757).

ფონტენ- (Fonteine) პიერ ფრანგი არქიტექტორი (1762–1853).

ფორ- (Faure) ფელიქს საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე (1841–1899).

ფორბეკ- (Forbeck) რაგნარ ნორვეგიელი საეკლ. და საზ. მოღვაწე (1894–1975).

ფორდ- (Ford) ჯერალდ რუდოლფ აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1913-2006).

ფორდ- (Ford) ჯონ ინგლისელი დრამატურგი (მიონათლა 1586 – დაახლ. 1640).

ფორდ- (Ford) ჯონ (ნამდვ. სახელი და გვარი შონ ალოიზიუსი ფინი, O’ Feeney)

ამერიკელი კინორეჟისორი; წარმოშობით ირლანდიელი (1895-1973).

ფორდ- (Ford) ჰენრი ამერიკელი მრეწველი (1863-1947).

ფორე (Fauré) გაბრიელ ფრანგი კომპოზიტორი და ორგანისტი (1845-1924).

ფორელ- (Forel) ფრანსუა ალფონს შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და ექიმი (1841-1912).

ფორესტ-, დე ფორესტი (De Forest) ლი ამერიკელი რადიოინჟინერი (1873-1961).

ფორლენდერ- (Vorländer) კარლ გერმანელი ფილოსოფოსი (1860-1928).

ფორმენ- (Forman) ლაიონელ სამხრეთაფრიკელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1927-1959).

ფორნალსკა (Fornalska) მალგოჟატა (პარტ. ფსევდ. – იასია) – პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი (1902-1944).

ფორსელ- (Forssel) კარლ გუსტავ (იესტა) აბრაჰამსონ შვედი რენტგენოლოგი და რადიოლოგი (1876-1950).

ფორსმან- (Forssmann) ვერნერ გერმანელი ქირურგი და უროლოგი (1904-1976).

ფორსტერ- (Vorster) ბალთაზარ იოჰანეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწ. მოღვაწე (1915- 1983).

ფორსტერ- (Forster) ედუარდ მორგან ინგლისელი მწერალი (1879-1970).

ფორსტერ- (Forster) იოჰან გეორგ ადამ გერმანელი განმანათლებელი და რევოლუციონერ-დემოკრატი (1754-1794).

ფორტესკიუ (Fortescue) ჯონ ინგლისელი იურისტი, პოლიტ. მოაზროვნე და სახელმწ. მოღვაწე (დაახლ. 1394-1476).

ფორტუნი, ფორტუნი კარბო (Fortuny y Carbó) მარიანო ესპანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1838-1874).

ფორუღი მოჰამედ ალი (ზოქა ალ-მოლქი ირანის სახელმწ. მოღვაწე, ფილოლოგ-ტექსტოლოგი (1877 ან 1878-1942).

ფოს- (Voβ) იოჰან ჰაინრიხ გერმანელი პოეტი და მთარგმნელი (1751-1826).

ფოსკოლო (Foscolo) უგო (ნამდვ. სახელი ნიკოლო უგო) – იტალიელი პოეტი და ფილოლოგი (1778-1827).

ფოსლერ- (Vossler) კარლ გერმანელი ფილოლოგი, ენათმეცნიერი (1872-1949).

ფოსტერ- (Foster) სტივენ კოლინზ ამერიკელი კომპოზიტორი (1826-1864).

ფოსტერ- (Foster) უილიამ ამერიკისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1881-1961).

ფოსტრემ- (Fohström) ალმა ფინელი მომღერალი ქალი (1856-1936).

ფოტიადის- (Phōtiadēs) დიმიტრის ბერძენი მწერალი (. 1898-?).

ფოტიოს- (Phōtios) – ბიზანტიელი საეკლ. პოლიტ. მოღვაწე (810-სა და 827- შორის

891-სა და 897- შორის).

ფოქს- (Fox, Foxe) ლიუკ ინგლისელი ზღვაოსანი (1586-1635).

ფოქს- (Fox) რალფ ინგლისელი მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1900-1937).

ფოქს- (Fox) ჩარლზ ჯეიმზ ინგლისელი პოეტი (1749-1806).

ფოშ- (Foch) ფერდინანდ საფრანგეთის მარშალი (1851-1929).

ფოშე (Fauchet) კლოდ საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1744-1793).

ფრა ანჯელიკო, იხ. ანჯელიკო.

ფრა ბარტოლომეო, იხ. ბარტოლომეო.

ფრაგონარ- (Fragonard) ჟან ონორე ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1732-1806).

ფრაი (Frei) ბრუნო (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი ბენედიქტ ფრაიშტადტი, Freistadt) – ავსტრიელი ჟურნალისტი და მწერალი (1897-1988).

ფრაი (Fry) კრისტოფერ ინგლისელი მწერალი (1907-2005).

ფრაიზ- (Freis) ჩარლზ კარპენტერ ამერიკელი ენათმეცნიერი (1887-1967).

ფრაილიგრათ- (Freiligrath) ფერდინანდ გერმანელი პოეტი (1810-1876).

ფრაიტაგ- (Freytag) გუსტავ გერმანელი მწერალი (1816-1895).

ფრაკასტორო (Fracastoro) ჯიროლიმო იტალიელი სწავლული, ექიმი, ასტრონომი, პოეტი (1478-1553).

ფრანკ- (Frank) ბრუნო გერმანელი მწერალი (1887-1945).

ფრანკ- (Frank) ლეონჰარდ გერმანელი მწერალი (1882-1961).

ფრანკ- (Franck) სებასტიან გერმანელი ჰუმანისტი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი (1499-1542/43).

ფრანკ- (Franck) სეზარ ოგიუსტ ფრანგი კომპოზიტორი და ორგანისტი (1822-1890).

ფრანკ- (Frank) ფილიპ ავსტრიელი და ამერიკელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი (1884-1966).

ფრანკ- (Franck) ჯეიმზ გერმანელი ფიზიკოსი, 1935-იდან ცხოვრობდა აშშ-ში (1882-1964).

ფრანკე, ოსტატი ფრანკე (Meister Francke) – გერმანელი ფერმწერი (XI .).

ფრანკელ- (Frankel) ლეო უნგრეთისა და საერთაშორისო მუაშათა მოძრაობის მოღვაწე (1844-1896).

ფრანკლენდ- (Frankiand) ედუარდ ინგლისელი ქიმიკოსი (1825-1899).

ფრანკლინ- (Franklin) ბენჯამინ ამერიკელი განმანათლებელი, სახელმწ. მოღვაწე, მეცნიერი (1706-1790).

ფრანკლინ- (Franklin) მაილზ სტელა ავსტრიელი მწერალი ქალი (1879-1954).

ფრანკლინ- (Franklin) ჯონ ინგლისელი პოლარეთის მკვლევარი (1786-1847).

ფრანკო (Franco), ფრანკო ბაამონდე (Franco Bahamonde) ფრანსისკო ესპანეთის დიქტატორი (1892-1975).

ფრანკონიული დინასტია, სალიკური დინასტია გერმანიის მეფეებისა დასაღვთო რომის იმპერიის იმპერტორთა დინასტია (1024-1125).

ფრანკუ (Franco) ჟუან პორტუგალიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1855-1929).

ფრანკფორტ- (Frankfort) ჰენრი ნიდერლანდელი არქეოლოგი; ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში (1897-1954).

ფრანჟიე სულეიმან ლიბანის სახელმწ. მოღვაწე (1910-1992).

ფრანს- (France) ანატოლ (ფსევდ.; სახელი და გვარი ანატოლ ფრანსუა ტიბო,  Thibault) – ფრანგი მწერალი (1844-1924).

ფრანსია, როდრიგეს ფრანსია (Rodriguez Francia) ხოსე გასპარ პარაგვაის სახელმწ. მოღვაწე (1766-1840).

ფრანსის- (Francis) ჯეიმზ ამერიკელი ჰიდროტექნიკოსი (1815-1892).

ფრანსუა I (François) – საფრანგეთის მეფე (1494-1547).

ფრანსუა II (François) – საფრანგეთის მეფე (1544-1560).

ფრანშე ესპერე (Franchet ď Esperey) ლუი ფელიქს მარი ფრანსუა საფრანგეთის მარშალი (1856-1942).

ფრანჩესკა პიერო დელა, იხ. პიერო დელა ფრანჩესკა.

ფრანც I (Franz) – „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (1708-1765).

ფრანც II (Franz) – „საღვთო რომის იმპერიისა და ავსტრიის (ფრანც I ) იმპერატორი (1768-1835).

ფრანც იოზეფ I (Franz Joseph) – ავსტრიის იმპერატორი და უნგრეთის მეფე (1830-1916).

ფრანცისკ ასიზელი (ლათ. Franciscus Assisiensis, იტალ. Francesco ď Assisi; ნამდვ. სახელი ჯოვანი ბერნარდონე, Bernardone) – იტალიელი რელიგიური მოღვაწე (1181 ან 1182-1226).

ფრანცისცი (Francisci) იან (ფსევდ. – იანკო რიმავსკი, Rimavský) – სლოვაკიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1822-1905).

ფრანც ფერდინანდ- (Franz Ferdinand) - ავსტრიის ერცჰერცოგი (1863-1914).

ფრაუნჰოფერ- (Fraunhofer) იოზეფ გერმანელი ფიზიკოსი (1787-1826).

ფრაშერი (Frashëri) ნაიმ ალბანელი პოეტი (1846-1900).

ფრაშონ- (Frachon) ბენუა საფრანგეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1893-1975).

ფრებელ- (Fröbel) ფრიდრიხ გერმანელი პედაგოგი (1782-1852).

ფრეგე (Frege) გოტლიბ გერმანელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (1848-1925).

ფრედეგონდა (Frédégonda, Fredegunde) – ნოისტრიის დედოფალი (დაახლ. 545-597).

ფრედერიკ II (Frederik) - დანიისა და ნორვეგიის მეფე (1534-1588).

ფრედერიკ III (Frederik) – დანიისა და ნორვეგიის მეფე (1609-1670).

ფრედერიკ VI (Frederik) – დანიისა და ნორვეგიის მეფე (1768-1837).

ფრედერიკ VII (Frederik) – დანიის მეფე (1808-1863).

ფრედერიკ IX (Frederik) – დანიის მეფე (1899-1972).

ფრედერიკ-ლემეტრ- (Frédérik-Lemaître; ნამდვ. სახელი და გვარი ანტუან ლუი პროსპერ ლემეტრი) – ფრანგი მსახიობი (1800-1876).

ფრედინგ- (Fröding) გუსტავ შვედი პოეტი, პუბლიცისტი (1860-1911).

ფრედრო (Fredro) ალექსანდრ პოლონელი დრამატურგი (1793-1876).

ფრედჰოლმ- (Fredholm) ერიკ ივარ შვედი მათემატიკოსი (1866-1927).

ფრევილ- (Fréville) ჟან ფრანგი მწერალი, ისტორიკოსი (1889-1971).

ფრეზენიუს- (Fresenius) კარლ რემიგიუს გერმანელი ქიმიკოსი (1818-1897).

ფრეიზერ- (Fraser) ბრუს ოსტინ ბრიტანეთის ფლოტის ადმირალი (1888-1981).

ფრეიზერ- (Fraser) პიტერ ახალი ზელანდიის სახელმწ. მოღვაწე (1884-1950).

ფრეიზერ- (Frazer) ჯეიმზ ჯორჯ ინგლისელი ეთნოგრაფი და რელიგიის ისტორიკოსი (1854-1941).

ფრეიკა (Frejka) იირჟი ჩეხოსლოვაკიელი რეჟისორი (1904-1952).

ფრეი მონტალვა (Frei Montalva) ედუარდო ჩილეს სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1911-1982).

ფრეინ- (Frein) რობერტ იაკობუს ნიდერლანდელი ისტორიკოსი (1823-1899).

ფრეისინე (Freyssinet) ეჟენ ფრანგი ინჟინერი და მეცნიერი (1878-1962).

ფრეისინე (Freycinet) შარლ ლუი დე სოლსი (Saulces) – საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე (1828-1923).

ფრენელ- (Fresnel) ოგიუსტენ ჟან ამერიკელი ფიზიკოსი (1788-1827).

ფრენჩ- (French) ჯონ დენტონ პინქსტონ იპრის გრაფი, ბრიტანეთის ფელდმარშალი (1852-1925).

ფრერ-ორბან- (Frére-Orban) იუბერ ჟოზეფ ბელგიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1812-1896).

ფრეს- (Fraisse) პოლ ფრანგი ფსიქოლოგი (1911-1996).

ფრესკობალდი (Frescobaldi) ჯიროლამო იტალიელი კომპოზიტორი და ორგანისტი (1583-1643).

ფრეშე (Fréchet) მორის რენე ფრანგი მათემატიკოსი (1878-1973).

ფრიაზინ- (მცდარად რუფო) მარკ იტალიელი არქიტექტორი, 1487-91 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვში (XV .)

ფრიბურ- (Fribourg) ერნესტ ედუარ საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (XIX ).

ფრიდი (Fried) ოსკარ გერმანელი დირიჟორი და კომპოზიტორი (1871-1941).

ფრიდეგორდ- (Fridegård) იან შვედი მწერალი (1897-1968).

ფრიდელ- (Friedel) შარლ ფრანგი ქიმიკოსი და მინერალოგი (1832-1899).

ფრიდლენდერ- (Friedländer) მაქს გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი (1867-1958).

ფრიდლენდერ- (Friedländer) პაულ გერმანელი ქიმიკოსი და ტექნოლოგი (1857-1923).

ფრიდმენ- (Friedman) მილტონ ამერიკელი ეკონომისტი (1912-2006).

ფრიდრიხ I (Friedrich) - პრუსიის მეფე (1657-1713).

ფრიდრიხ I (Friedrich) ბარბაროსა (Barbarossa) – „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (დაახლ. 1125-1190).

ფრიდრიხ II (Friedrich) – პრუსიის მეფე (1712-1786).

ფრიდრიხ II (Friedrich) შტაუფენი (ან ჰოენშტაუფენი) – „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (1194-12150).

ფრიდრიხ III (Friedrich) – „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი (1415-1493).

ფრიდრიხ- (Friedrich) გუსტავ ჩეხი ისტორიკოსი და პალეოგრაფი (1871-1943).

ფრიდრიხ- (Friedrich) ვალტერ გერმანელი ფიზიკოსი (გდრ) (1883-1968).

ფრიდრიხ- (Friedrich) იოჰანეს გერმანელი ენათმეცნიერი (გფრ) (1893-1972).

ფრიდრიხ- (Friedrich) კასპარ დავიდ გერმანელი ფერმწერი (1774-1840).

ფრიდრიხ ავგუსტ I (Friedrich August) – საქსონიის კურფიურსტი, პოლონეთის მეფე (ავგუსტ II ძლიერი, August II Mocny) (1670-1733).

ფრიდრიხ ავგუსტ I (Friedrich August) საქსონიის მეფე (1750-1827).

ფრიდრიხ ვილჰელმ I (Friedeich Wilhelm) – პრუსიის მეფე (1688-1740).

ფრიდრიხ ვილჰელმ II (Friedrich Wilhelm) – პრუსიის მეფე (1744-1797).

ფრიდრიხ ვილჰელმ III (Friedrich Wilhelm) – პრუსიის მეფე (1795-1861).

ფრიდრიხ ვილჰელმ IV (Friedrich Wilhelm) – პრუსიის მეფე (1795-1861).

ფრიდრიხ ვილჰელმ- (Friedrich Wilhelm) – ბრანდენბურგის კურფიურსტი (1620-1688).

ფრიზ- ჰუგო, იხ. დე ფრიზი .

ფრიზე-გრინ- (Friese-Greene) უილიამ ინგლისელი გამომგონებელი კინოსა და ფოტოგრაფიის დარგში (1855-1921).

ფრიმენ- (Freeman) ედუარდ ინგლისელი ისტორიკოსი (1823-1892).

ფრიმუ (Frimu) იონ რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1871-1919).

ფრინგს- (Frings) თეოდორ გერმანელი ენათმეცნიერი (1886-1968).

ფრინო (Freneau) ფილიპ მორონ ამერიკელი პოეტი და პუბლიცისტი (1752-1832).

ფრის- (Fries) ელიას მაგნუს შვედი ბოტანიკოსი (1794-1878).

ფრის- (Vries) თეინ დე (ნამდვ. სახელი და გვარი თეინის მილკე, Theunis Milke) –

ნიდერლანდელი მწერალი (1907-2005).

ფრის- (Fries) იაკობ ფრიდრიხ გერმანელი ფილოსოფოსი (1773-1843).

ფრიშ- (Friss) იშტვან უნგრელი ეკონომისტი, პოლიტ. მოღვაწე (1903-1978).

ფრიშ- (Frisch) კარლ გერმანელი ფიზიოლოგი (გდრ) (1886-1982).

ფრიშ- (Frisch) მაქს შვეიცარიელი მწერალი და დრამატურგი (1911-1991).

ფრიშ- (Friesch) რაგნარ ანტონ კიტილ ნორვეგიელი ეკონომისტი (1895-1973).

ფრიჩ- (Frič) იოსეფ ვაცლავ ჩეხი მწერალი, პუბლიცისტი, რევოლუციონერი მოღვაწე (1829-1890).

ფრიჩ- (Frič) მარტინ ჩეხოსლოვაკიელი კინორეჟისორი (1902-1968).

ფრიჩ-მოჯევსკი ანჯეი, იხ. მოჯევსკი .

ფრიც- (Fritz) იოს გლეხთა ფარული კავშირების („ფეხსაცმელი“) ორგანიზატორი გერმანიაში (. 1524-ის შემდეგ).

ფრობენ- (Froben) იოჰან ბაზელელი (შვეიცარია) მესტამბე-გამომცემელი (1460-1527).

ფრობენიუს- (Frobenius) ლეო გერმანელი ეთნოგრაფი (1873-1938).

ფრობენიუს- (Frobenius) ფერდინანდ გეორგ გერმანელი მათემატიკოსი (1849-1917).

ფროიდ- (Freud) ზიგმუნდ ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი (1856-1939).

ფროინდლიხ- (Freundlich) ჰერბერტ გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1880-1941).

ფრომ- (Fromm) ერიხ გერმანელი და ამერიკელი ფსიქოლოგი, სოციოლოგი (1900-1980).

ფრომანტენ-, ფრომანტენ-დიუპე (Fromentin-Dupeux) ეჟენ სამიუელ ოგიუსტ ფრანგი ფერმწერი, მწერალი და ხელოვნების ისტორიკოსი (1820-1876).

ფრონტინუს- სექსტუს იულიუს (Sextus Julius Frontinus) – რომის სახელმწ. და სამხ. მოღვაწე, თეორეტიკოსი (დაახლ. 35 – დაახლ. 103).

ფროსტ- (Frost) რობერტ ლი ამერიკელი პოეტი (1874-1963).

ფროუბიშერ- (Frobisher) მარტინ ინგლისელი ზღვაოსანი (1530 ან 1540-1594).

ფრუასარ- (Froissart) ჟან ფრანგი პოეტი, მემატიანე (დაახლ. 1337-1404).

ფსილანდერ- (Psilander) ვალდემარ ეინარ დანიელი კინომსახიობი (1884-1917).

ფტაბატეი სიმეი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი ჰასეგავა ტაცუნოსკე) – იაპონელი მწერალი (1864-1909).

ფუენტეს- (Fuentes) კარლოს მექსიკელი მწერალი (. 1928-).

ფუევა ტეცუძო (ნამდვ. გვარი და სახელი უედა კენძირო) – იაპონიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (. 1930-).

ფუიე (Fouillée) ალფრედ ჟიულ ემილ ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი (1838-1912).

ფუკე (Fouquet, Foucquet) ნიკოლა, ვიკონტი დე ვო, მარკიზი დე ბელილი საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე (1615-1680).

ფუკე (Fouquet) ჟან ფრანგი ფერმწერი (დაახლ. 1420-1481).

ფუკე (Fouqué ფრიდრიხ დე ლა მოტი ( de la Motte) – გერმანელი მწერალი (1777-1843).

ფუკო (Foucault) მიშელ პოლ ფრანგი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და კულტურის თეორეტიკოსი (1926-1984).

ფუკო (Foucault) ჟან ბერნარ ლეონ ფრანგი ფიზიკოსი (1819-1868).

ფუკუდა ტაკეო იაპონიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1905-1995).

ფუკურო იპეი იაპონელი მწერალი, ფილოლოგი, საზ. მოღვაწე (1897-1971).

ფუკუძავა იუკიტი იაპონელი მოაზროვნე (1834-1901).

ფულა (Fulla) ლუდოვიტ სლოვაკი ფერმწერი და გრაფიკოსი (1902-1980).

ფულარტონ- (Fullarton) ჯონ ინგლისელი ეკონომისტი, ბანკირი (1780-1849).

ფულერ- (Fuller) რიჩარდ ბაკმინსტერ ამერიკელი არქიტექტორი და ინჟინერი (1895-1983).

ფულერ- (Fuller) ჯონ ფრედერიკ ჩარლზ ინგლისელი სამხ. ისტორიკოსი და თეორეტიკოსი (1878-1966).

ფულიე ალფრედ ჟიულ ემილ, იხ. ფუიე . . .

ფულტონ- (Fulton) რობერტ ამერიკელი გამომგონებელი (1765-1915).

ფულხერიუს კარნოტელი (ლათ. Fulcherius Carnotensis), ფუშე შარტრელი (ფრანგ. Foucher de Chartres) – ფრანგი მღვდელი, მემატიანე (დაახლ. 1059 – დაახლ. 1127 ან 1128).

ფუნევ- (Фунев) ივან ბულგარელი მოქანდაკე (1900-1983).

ფუნკ- (Funk) კაზიმიეჟ პოლონელი ბიოქიმიკოსი (1884-1967).

ფუჟერონ- (Fougeron) ანდრე ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1913-1998).

ფურასტიე (Fourastié) ჟან ფრანგი ეკონომისტი და სოციოლოგი (1907-1990).

ფურერ- (Furrer) იონას შვეიცარიის სახელმწ. მოღვაწე (1805-1861).

ფურიე (Fourier) ჟან ბატისტ ჟოზეფ ფრანგი მათემატიკოსი (1768-1830).

ფურიე (Fourier) ფრანსუა მარი შარლ ფრანგული უტოპიური სოციალიზმის წარმომადგენელი (1772-1837).

ფურკრუა (Fourcroy) ანტუან ფრანსუა ფრანგი ქიმიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1755-1809).

ფურმარიე (Fourmarier) პოლ ფრედერიკ ჟოზეფ ბელგიელი გეოლოგი (1877-1970).

ფურნაჯიევ- (Фурнаджиев) ნიკოლა ბულგარელი პოეტი (1903-1968).

ფურნერონ- (Fourneyron) ბენუა ფრანგი ინჟინერი და პოლიტ. მოღვაწე (1802-1867).

ფურნიე (Fournier) ეჟენ ფრანგი გეოლოგი და არქეოლოგი (1871-1941).

ფურნიე (Fournier) ჟან ალფრედ ფრანგი ექიმი (1832-1914).

ფურნიერ- (Fournière) ეჟენ ჯოზეფ ფრანგი სოციალისტი (1857-1914).

ფურტადუ (Furtado) სელსუ ბრაზილიელი ეკონომისტი (. 1920-).

ფურტვენგლერ- (Furtwängler) იოჰან ადოლფ მიხაელ გერმანელი არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი (1853-1907). ფუქს- (Fuchs) ვივიენ ერნესტ ინგლისელი გეოლოგი და პოლარეთის მკვლევარი (1908-1999).

ფუშე (Fouchet) მაქს პოლ ფრანგი ესეისტი და პოეტი (1913-1980).

ფუშე (Fouché) ჟოზეფ საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1759-1820).

ფუჩიკ- (Fučik) იულიუს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე, ჟურნალისტი, მწერალი, კრიტიკოსი (1903-1943).

ფუძივარა სადაიე, ტეიკა იაპონელი პოეტი, ფილოლოგი (1162-1241).

ფუძიმორი სეიკიტა იაპონელი მწერალი, დრამატურგი (1892-1977).

ფშემისლ II (Przemysl) – პოლონეთის მეფე (1257-1296).

ფშიბიშევსკი (Przybyszewski) სტანისლავ პოლონელი მწერალი (1868-1927).

ფშიბოს- (Przyboś) იულიან პოლონელი პოეტი (1901-1970).