ნიშნიანიძე შოთა
ჰაბო ანუ ფერფლის ლეგენდა
I
II
ფერფლი ესხა,
ცხენის ფლოქვით დადაღული
ეს ღერბები მწუხარების
არაბესკად
ესხა III
რაც არ უნდა დიდი იყოს საქართველოს მსხვერპლი,
უკან დარჩა უდაბნო...
და ბაღები
ფშატის,
ლომთა კმინვა... თუთიყუშთა კვიწინი...
ბრუნდებოდა ნერსე ნაჩუქარი ფაშატით,
უკან ბიჭი მოსდევდა არაბული კვიცივით.
- რატომ მოსდევ, ბიჭო,
მაგ ურჯულო
გიაურს,
გაანებე თავი,
ჯანდაბის გზით იაროს!
საით მისდევ, უგუნურო,
სად სიკვდილში მისდევ,
რად არჩიე მაჰმადს
წამებული ქრისტე?!
რად არჩიე უზარმაზარ გამარჯვებულ ხალიფატს
ერთი მუჭა მიწა დამარცხებულხალიბთა?!
საით, ცოდვის შვილო, შეჩერდი!.. შეჩერდი!..
მაჰმადის მახვილივით ლაპლაპებდა
მეჩეთი...
ფშატი -
ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი და ფოთლებიანი ბუჩქი ან დაბალი ხე;
გიაური - ურჯულო (ასე ქრისტიანებს უწოდებდნენ მაჰმადიანები);
ხალიბები - ძველი კოლხური ტომები. იგულისხმება ზოგადად საქართველო;
მეჩეთი - მაჰმადიანთა სალოცავი, ტაძარი; ხარდანი - ყურძნის, ვაზის
ჭიგო, სარი;
ჭვარტლი ესხა გადათქერილ ხარდანს
და მზე ჰგავდა ცხენის ფლოქვით
ახრჩოლებულ ღადარს.
არსად ჩიტი... არც პეპელა...
მხოლოდ კანტიკუნტად
ყვავი გადიყრანტალებდა,
როგორც ჭვარტლის გუნდა.
მტევანი თუ ფერფლი
კბილებს კრეჭდა, ქირქილებდა,
ვით სიკვდილის ღერბი.
ქართულ ციხე-ეკლესიას,
სიმღერას თუ ფრესკას.
არაბესკა - რთული და დახლართული, აღმოსავლური ორნამენტი
სიყრუე და გულქვაობა გადამთიელ ხეპრის, -
იმ ფერფლს, შავ ფერფლს,
სიძულვილის აუწონელ ზღვა ფერფლს
აბოს ფერფლი გადასწონის,
ერთი მუჭა ფერფლი...