უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - უ
უაიეთ-ი (Wyeth) ენდრუ ნიუელ – ამერიკელი მწერალი (1917–1979)
უაიეტ-ი (Wyatt, Wyat) ტომას – ინგლისელი პოეტი (1503–1542)
უაილდ-ი (Wilde) ოსკარ ფინგალ ო’ფლაერტი უილზ – ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი (1854–1900)
უაილდ-ი (Wild) ჯონ – ამერიკელი ფილოსოფოსი (1902-1972)
უაილდერ-ი (Wilder) თორნტონ ნივენ – ამერიკელი მწერალი (1897–1975)
უაილერ-ი (Wyler) უილიამ – ამერიკელი კინორეჟისორი (1902–1981)
უაილზ-ი (Wiles) პიტერ ჯონ დე ლა ფოს – ინგლისელი ეკონომისტი (1919-1997)
უაინბერგ-ი (Weinberg) სტივენ – ამერიკელი ფიზიკოსი (დ. 1933)
უაიტ-ი (White) ედუარდ – აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი, პოდპოლკოვნიკი (1930–1967)
უაიტ-ი (White) პატრიკ ვიქტორ მარტინ-დეილ – ავსტრალიელი მწერალი (1912-1990)
უაიტ-ი (White) პოლ დადდლი – ამერიკელი თერაპევტ-კარდიოლოგი და საზ. მოღვაწე (1886–1973)
უაიტჰედ-ი (Whitehead) ალფრედ ნორთ – ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი და ფილოსოფოსი (1861–1947)
უარტე (Huarte) ხუან – ესპანელი ექიმი და ფილოსოფოსი (დაახლ. 1530 – არა უგვიანეს 1592-ისა)
უატ-ი (Watt) ჯეიმზ – ინგლისელი გამომგონებელი (1736–1819)
უატსონ-ი ჯორჯ ნევილ, იხ. უოტსონი ჯ. ნ.
უბიკო (Ubico) ხორხე – გვატემალის სახელმწ. და სამხ. მოღვაწე (1878–1946)
უგაკი კაცუსიგე – იაპონიის პოლიტ. და სამხ. მოღვაწე (1868–1956)
უგე (Huguet) ხაიმე – ესპანელი ფერმწერი (გ. 1492)
უგედეი – მონღოლეთის დიდი ყაენი (1186–1241)
უგოლინი (Ugolini) ამედეო – იტალიელი მწერალი (1896–1954)
უდარ დე ლა მოტ-ი (Houdar de la Motte) ანტუან – ფრანგი მწერალი (1672–1731)
უ-დი, ლიუ ჩე – ჩინეთის იმპერატორი (ძვ. წ. 156–87)
უდინო (Oudinot) ნიკოლა შარლ – საფრანგეთის მარშალი (1767–1847)
უდონ-ი (Houdon) ჟან ანტუან – ფრანგი მოქანდაკე (1741–1828)
უეარინგ-ი (Waring) ედუარდ – ინგლისელი მათემატიკოსი (1734–1798)
უებ-ი (Webb) ბიატრის – ინგლისელი ეკონომისტი, ისტორიკოსი და საზ. მოღვაწე ქალი (1858–1943)
უებ-ი (Webb) სიდნი – ინგლისელი ეკონომისტი, ისტორიკოსი და საზ. მოღვაწე (1859–1947)
უებსტერ-ი (Webster) მარგარეტ – ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ქალი (1905–1972)
უებსტერ-ი (Webster) ჩარლზ კინგზლი – ინგლისელი ისტორიკოსი (1886–1961)
უებსტერ-ი (Webster) ჯონ – ინგლისელი დრამატურგი (1580–1625 ან 1634)
უეიველ-ი (Wavell) არჩიბალდ პერსივალ – დიდი ბრიტანეთის ფელდმარშალი (1883–1950)
უეიკფილდ-ი (Wakefield) ედუარდ გიბონ – ინგლისელი ეკონომისტი და პოლიტ. მოღვაწე (1796–1862)
უეინ-ი (Wain) ჯონ – ინგლისელი მწერალი (1925-1994)
უელერ-ი (Weller) ტომას ჰაკლ – ამერიკელი ექიმი (1915-2008)
უელზ-ი (Welles) ორსონ – ამერიკელი კინორეჟისორი, მსახიობი, მწერალი (1915–1985)
უელზლ-ი (Wellesley) რიჩარდ კოლი – დიდი ბრიტანეთის სახელმწ. მოღვაწე (1760–1842)
უელინგტონ-ი (Wellington) ართურ უელზლი (Wellesley) – ინგლისელი სახელმწ. მოღვაწე, სარდალი, დიპლომატი (1769–1852)
უელს-ი (Wells) ჰერბერტ ჯორჯ – ინგლისელი მწერალი (1866–1946)
უესკერ-ი (Wesker) არნოლდ – ინგლისელი დრამატურგი (დ. 1932)
უესტერმან-ი (Westermann) უილიამ ლინ – ამერიკელი პაპიროლოგი და ისტორიკოსი (1873–1954)
უესტ-ი (West) ბენჯამინ – ამერიკელი ფერმწერი (1738–1820)
უესტინგჰაუს-ი (Westinghouse) ჯორჯ – ამერიკელი გამომგონებელი და მრეწველი (1864–1914)
უეჯვუდ-ი (Wedgwood) ჯოუსაია – ინგლისელი მხატვარი, კერამიკოსი და მეწარმე (1730–1795)
უზე (Uhse) ბოდო – გერმანელი მწერალი (გდრ) (1904–1963)
უზუნოვ-ი (Узунов) გეორგი სტოიანოვ – ბულგარელი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი (1904– 971)
უზუნოვ-ი (Узунов) დეჩკო – ბულგარელი ფერმწერი (1899–1986)
უზუნოვ-ი (Узунов) დიმიტრ ტოდოროვ – ბულგარელი მომღერალი (1922-1985)
უიდობრო (Huidobro) ვისენტე – ჩილელი მწერალი (1893–1948)
უიკლიფ-ი (Wycliffe, Wiclif, Wyclif) ჯონ – ინგლისელი რეფორმატორი (1320-სა და 1330-ს შორის –1384)
უილიამ I დამპყრობელი (William the Conqueror) – ინგლისის მეფე (1027 ან 1028–1087)
უილიამ III ორანელი (William III van Oranje) – ინგლისის მეფე (1621–1675)
უილიამზ-ი (Williams) ერიკ იუსტას – ტრინიდადისა და ტობაგოს სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1911–1981)
უილიამზ-ი (Williams) რეიმონდ – ინგლისელი მწერალი (1921-1988)
უილიამზ-ი (Williams) ტენესი (ნამდვ. სახელი და გვარი – ტომას ლანირი, Lanier) – ამერიკელი დრამატურგი (1914–1983)
უილის-ი (Willis) ტომას – ინგლისელი ანატომი და ექიმი (1621–1675)
უილკი (Wilkie) დეივიდ – შოტლანდიელი ფერმწერი (1785–1841)
უილკინზ-ი (Wilkins) მორის – ინგლისელი ბიოფიზიკოსი (1916-2004)
უილკინზ-ი (Wilkins) ჰიუბერტ – ამერიკელი პოლარეთის მკვლევარი (1888–1958)
უილკინსონ-ი (Wilkinson) ჯეფრი – ინგლისელი ქიმიკოსი (1921-1996)
უილობ-ი (Willughby) ფრანსის – ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური (1635–1672)
უილობ-ი (Willoughby) ჰიუ – ინგლისელი ზღვაოსანი (გ. 1554)
უილსონ-ი (Wilson) ანგუს – ინგლისელი მწერალი (1913-1991)
უილსონ-ი (Wilson) ედმუნდ ბიჩერ – ამერიკელი ციტოლოგი (1856–1939)
უილსონ-ი (Wilson) კენეტ – ამერიკელი ფიზიკოსი (დ. 1936)
უილსონ-ი (Wilson) მიჩელ – ამერიკელი მწერალი (1913–1973)
უილსონ-ი (Wilson) რობერტ ვუდრო – ამერიკელი ფიზიკოსი (დ. 1936)
უილსონ-ი (Wilson) ტომას ვუდრო – აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1856–1924)
უილსონ-ი (Wilson) ჰაროლდ – დიდი ბრიტანეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1916-1995)
უილქს-ი (Wilkes) ჩარლზ – ამერიკელი ოკეანიისა და ანტარქტიკის მკვლევარი (1798–1877)
უილქს-ი (Wilkes) ჯონ – ინგლისის პოლიტ. მოღვაწე და პუბლიცისტი (1727–1797)
უინსტენლ-ი (Winstanley) ჯერარდ – ინგლისელი სოციალისტ-უტოპისტი (1609–1652-ის შემდეგ)
უინსტონ-ი (Winston) ჰენრი – ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1911-1986)
უინძორის დინასტია – სამეფო დინასტია დიდ ბრიტანეთში (1901-დან დღემდე)
უიპლ-ი (Whipple) ფრანსის ჯონ უელშ – ინგლისელი გეოფიზიკოსი (1876–1943)
უიპლ-ი (Whipple) ჯორჯ მეთიუზ – ინგლისელი გეოფიზიკოსი (1842–1893)
უიპლ-ი (Whipple) ჯორჯ ჰოიტ – ამერიკელი ექიმი-პათოლოგი (1878–1976)
უისლერ-ი (Whistler) ჯეიმზ აბოტ მაკნილ – ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1834–1903)
უიტბოი ჰენდრიკ, იხ. ვიტბოი ჰ.
უიტეკერ-ი (Whittaker) ედმუნდ ტეილორ – ინგლისელი მათემატიკოსი (1873–1956)
უიტიერ-ი (Whittier) ჯონ გრინლიფ – ამერიკელი პოეტი (1807–1892)
უიტმენ-ი (Whitman) უოლტ – ამერიკელი პოეტი (1819–1892)
უიტნი (Whitney) უილიამ დუაიტ – ამერიკელი ენათმეცნიერი (1827–1894)
უიტსტონ-ი (Wheatstone) ჩარლზ – ინგლისელი ფიზიკოსი და გამომგონებელი (1802–1875)
უიტუორთ-ი (Whitworth) ჯოზეფ – ინგლისელი ინჟინერი და მეწარმე (1803–1887)
უიჩერლი (Wycherley) უილიამ – ინგლისელი დრამატურგი (1640–1716)
უ ლა, უ ლატი – ბირმელი მწერალი (1866–1921)
ულანდ-ი (Uhland) ლუდვიგ – გერმანელი პოეტი, დრამატურგი, საზ. მოღვაწე (1787–1862)
ულაფ V – იხ. ოლაფ V
ულბრიხტ-ი (Ulbricht) ვალტერ – გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1893–1973)
ულენბეკ-ი (Uhlenbeck) კრისტიან კორნელიუს – ნიდერლანდელი ენათმეცნიერი (1866–1951)
ულენბეკ-ი (Uhlenbeck) ჯორჯ იუჯინ – ამერიკელი ფიზიკოსი (1900–1974)
ულინ-ი (Ohlin) ბერტილ – შვედი ეკონომისტი და პოლიტ. მოღვაწე (1899-1979)
ულმან-ი (Ullmann) ფრიც – შვეიცარიელი ქიმიკოსი (1875–1939)
ულპიანე დომიციუს (Domitius Ulpianus) – რომაელი იურისტი (დაახლ. 170–228)
ულრიხ ვიურტემბერგელი (Ulrich von Würtemberg) – ვიურტემბერგის ჰერცოგი (გერმანია) (1487–1550)
ულსონ-ი (Olsson) ჰაგარ – ფინელი მწერალი ქალი და კრიტიკოსი (1893-1978)
ულფათ-ი გულფაჩა – ავღანელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1909–1977)
ულფილა (ბერძ. Ulphilas), ვულფილა (გუთური Wulfila) – ვესტგუთების საეკლესიო მოღვაწე (დაახლ. 311– დაახლ. 383)
უმარ I, უმარ იბნ ალ-ხატაბი – მაჰმადის (იხ.) ერთ-ერთი თანამდგომი (591 ან 581–644)
უმარ ალ-მუხთარ-ი – ლიბიელი ხალხის ეროვნული გმირი (დაახლ. 1862–1931)
უმარ იბნ აბუ რაბია (უმარ იბნ აბდ ალ-ლაჰ იბნ აბი რაბია) – არაბი პოეტი (644–712)
უმარ იბნ ალ-ფარიდ-ი – არაბი პოეტი (1181–1234)
უმეჰარა სუეძი – იაპონელი არქეოლოგი და შორეული აღმოსავლეთის უძველესი კულტურის ისტორიკოსი (დ. 1883-?)
უმ ნიობე რუბენ – აფრიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1913–1958)
უნამუნო (Unamuno) მიგელ დე – ესპანელი მწერალი, ფილოსოფოსი, საზ. მოღვაწე (1864–1936)
უნგარეტი (Ungaretti) ჯუზეპე – იტალიელი პოეტი (1888–1970)
უნგერ-ი, უნგერ-საბატიე (Unger-Sabatier) კაროლინ – ავსტრიელი მომღერალი ქალი (1803–1877)
უნგერ-ი (Unger) ფრანც – ავსტრიელი ბოტანიკოსი (1800–1870)
უნგროვლახელი მიხაილ, იშტვანოვიჩი მიხაი – უნგრელი მესტამბე, ქართული ეროვნული სტამბის ერთ-ერთი მოამაგე (XVII ს. დასასრ. – XVIII ს. I მეოთხედი)
უნსეტ-ი (Undset) სიგრიდ – ნორვეგიელი მწერალი ქალი (1882–1949)
უნსურ ალ-მაალი ქეი ქავუს – სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (1021–1098)
უნსური აბუ ლ-ყასემ ჰასან იბნ აჰმედ – სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (970/980–1039)
უ ნუ – ბირმის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1907-1995)
უოდინგტონ-ი (Waddington) კონრად-ჰელ – ინგლისელი ბიოლოგი (1905–1975)
უოლდ-ი (Wald) ჯორჯ – ამერიკელი ბიოლოგი და ბიოქიმიკოსი (1906-1997)
უოლეს-ი (Wallace) ალფრედ რასელ – ინგლისელი ბუნებისმეტყველი (1823–1913)
უოლეს-ი (Wallace) უილიამ – შოტლანდიელი ხალხის ეროვნული გმირი (დაახლ. 1270–1305)
უოლეს-ი (Wallace) ჯო – კანადელი პოეტი (1890–1975)
უოლეს-ი (Wallace) ჰენრი ეიგარდ – აშშ-ის პოლიტ. მოღვაწე (1888–1965)
უოლის-ი (Wallis) ჯონ – ინგლისელი მათემატიკოსი (1616–1703)
უოლპოულ-ი (Walpole) რობერტ, გრაფი ორფორდი (Orford) – ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1676–1745)
უოლპოულ-ი (Walpole) ჰორას – ინგლისელი მწერალი (1717–1797)
უოლს-ი ტომას, იხ. ვულზი ტ.
უოლსინგემ-ი (Walsingham) ტომას – ინგლისელი მემატიანე (გ. დაახლ. 1422)
უოლტერ-ი (Walter) უილიამ გრეი – ინგლისელი ნეიროფიზიოლოგი (1910-1977)
უოლტონ-ი (Walton) ერნესტ ტომას სინტონ – ირლანდიელი ფიზიკოსი (1903-1995)
უორდ-ი (Ward) ჯეიმზ – ინგლისელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1843–1925)
უორდენ-ი (Worden) ალფრედ – აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (დ. 1932)
უორდზუორთ-ი (Wordsworth) უილიამ – ინგლისელი პოეტი (1770–1850)
უორდროპ-ი (Wardrop) მარჯორი სკოტ – ინგლისელი მთარგმნელი ქალი, ქართული კულტურისა და მწერლობის პოპულარიზატორი (1869–1909)
უორდროპ-ი (Wardrop) ჯონ ოლივერ – ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე (1864–1948)
უორენ-ი (Warren) რობერტ პენ – ამერიკელი მწერალი (1905-1989)
უორიკ-ი (Warwick) რიჩარდ ნევილ (Neville) – ინგლისის პოლიტ. და სამხ. მოღვაწე (1428–1471)
უორინგ-ი ედუარდ, იხ. უეარინგი ე.
უორტონ-ი (Wharton) ედით – ამერიკელი მწერალი ქალი (1862–1937)
უორფ-ი (Whorf) ბენჯამინ ლი – ამერიკელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი (1897–1941)
უოტსონ-ი (Watson) დეივიდ მერედით – ინგლისელი პალეონტოლოგი (1886–1973)
უოტსონ-ი (Watson) ჯეიმზ დიუი – ამერიკელი ბიოქიმიკოსი (დ. 1928)
უოტსონ-ი (Watson) ჯონ – ავსტრალიის სახელმწ. მოღვაწე (1867–1941)
უოტსონ-ი (Watson) ჯონ ბროდუს – ამერიკელი ფსიქოლოგი (1878–1958)
უოტსონ-ი (Watson) ჯორჯ ნევილ – ინგლისელი მათემატიკოსი (1886-1965)
უპდალ-ი (Uppdal) კრისტოფერ – ნორვეგიელი მწერალი (1878–1961)
უ პეიფუ – ჩინეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1878–1939)
უ პოუნ ნია (ნამდვ. სახელი – მაუნ პოუ სი) – ბირმელი მწერალი (1807-სა და 1816-ს შორის – დაახლ. 1867)
ურბან I (Urban) – რომის პაპი 222–230 წლებში
ურბან II (Urban), ერისკაცობაში – ოდონ დე ლაჟრი (Odon de Lagery), ან ედ დე შატიიონი (Eudes de Châtillon) – რომის პაპი (1042–1099)
ურბან III (Urban, ერისკაცობაში – უბერტო კრიველი, Uberto Crivelli) – რომის პაპი (გ. 1187)
ურბან IV (Urban, ერისკაცობაში – ჟაკ პანტალეონი, Jaques Pantaléon) – რომის პაპი (1200–1264)
ურბან V (Urban, ერისკაცობაში – გიიომ დე გრიმოარი, Guillaume de Grimoard) – რომის პაპი (1310–1370)
ურბან VI (Urban, ერისკაცობაში – ბარტოლომეო პრინიანო, Bartolomeo Prignano) – რომის პაპი (1318–1389)
ურბან VII (Urban, ერისკაცობაში – ჯოვანი ბატისტა კასტანია, Giovanni Battista Castagna) – რომის პაპი (1521–1590)
ურბან VIII (Urban, ერისკაცობაში – მაფეო ბარბერინი, Maffeo Barberini) – რომის პაპი (1568–1644)
ურბანი (Urbany) დომინიკ – ლუქსემბურგისა და საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1986)
ურბანი (Urbany) რენე – ლუქსემბურგის პოლიტ. მოღვაწე (1927-1990)
უროშ I, სტეფან უროშ I – სერბიის მეფე (გ. 1280)
ურუქაგინა (უფრო სწორია – ურუინიმგინა) – ლაგაშის მეფე (ძვ. წ. XXIV ს. II ნახ.)
უსაი (Houssay) ბერნარდო ალბერტო – არგენტინელი ფიზიოლოგი (1887–1971)
უსამა იბნ მუნქიზ-ი – არაბი მწერალი და სარდალი (1095–1188)
უ სანგუი – ჩინელი მხედართმთავარი (1602–1678)
უსლარ პიეტრი (Uslar Pietri) არტურო – ვენესუელელი მწერალი, კრიტიკოსი, სოციოლოგი (1906-2001)
უსმან-ი, უსმან იბნ აფანი – არაბი ხალიფა (გ. 656)
უ ტან-ი – ბირმის პოლიტ. მოღვაწე (1909–1974)
უტამარო კიტაგავა – ხეზე ფერადი გრავირების იაპონელი ოსტატი და ფერმწერი (1753–1806)
უტიე (Outtier) ბერნარ – ფრანგი ქართველოლოგი (დ. 1941)
უ ტოუ – ბირმელი პოეტი (1751–1796)
უტრილო (Utrillo) მორის – ფრანგი ფერმწერი (1883–1955)
უტუი ტატანგ სონტანი (Utuy Tatang Sontani) – ინდონეზიელი მწერალი (1920–1979)
უფუე-ბუანი (Houphouët-Boigny) ფელიქს – კოტ-დ’ივუარის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1905-1993)
უქსეშერნა იუჰან გაბრიელ, იხ. ოქსეშერნა ი. გ.
უშაქლიგილ-ი ჰალიდ ზია, იხ. ჰალიდ ზია უშაქლიგილი
უჩელო (Uccello; ნამდვ. სახელი – დი დონო, di Dono) პაოლო – იტალიელი ფერმწერი (1397–1475)
უ ჩენენ-ი – ჩინელი მწერალი (1500–1582)
უ ჩინ უ – ბირმელი დრამატურგი და პოეტი (დაახლ. 1773–1838)
უ ძეტიან-ი – ჩინეთის იმპერატორი ქალი (624–705)
უ ძინძი – ჩინელი მწერალი (1701–1754)