ედუარდ შევარდნაძე (ტომი XXIII ნაწ. 2)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ
თარიღი: 2024
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი – 2003 წლის ნოემბერი); მიმართვები, ინტერვიუები (2002 წლის ივლისი-დეკემბერი) თბილისი 2024 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9903-5-9 სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი; რედაქტორ-შემდგენლები: ნატო გაბელაია, თინათინ იოსავა, ლაურა ასლამაზიშვილი, თინათინ სულუხია; დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი UDC (uak) 342.511 (479.22) + 929 (479.22) s-323 e-241 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა



1 „თუ ძალაუფლების სადავეები კვლავ იგდეს ხელთ სრულიად გამოუცდელმა და გაუწონასწორებელმა ადამიანებმა, ეს კიდევ ერთი, ამჯერად საბოლოოდ დამღუპველი სამოქალაქო ომის დასაწყისი იქნება საქართველოში“

▲back to top


0x01 graphic

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
1 ივლისის რადიოინტერვიუ

29 ივნისს გაიმართა საქართველოს „მოქალაქეთა კავშირის“ რიგგარეშე ყრილობა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა, - ამ პარტიის წევრებიც და მოწინააღმდეგენიც, ყველას აინტერესებდა, რა მოხდებოდა. თქვენ კვლავ პარტიაში დარჩით, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც თქვენ სამომავლოდ დაუსახეთ პარტიას? რამდენად პერსპექტიულია განახლებული „მოქალაქეთა კავშირი“? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

ჩემი აზრით, კრიზისული ფაზა „მოქალაქეთა კავშირის“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის განვითარებაში დასრულდა. არჩეულია ხელმძღვანელობა. მიმაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარედ სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის არჩევა სავსებით გამართლებულია. მას ამ პარტიაში, დაარსების პირველივე დღიდან, მუშაობის სათანადო გამოცდილება აქვს. ამავე დროს, თვით ყრილობის განწყობილებაც ასეთი იყო. რეკომენდაცია, ვფიქრობ, თვით დელეგატების სურვილს დაემთხვა, მე მგონი, ეს აზრი მომწიფდა საზოგადოებაშიც.

თავისთავად, კრიზისის შექმნაში გასაკვირი არაფერია: ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ პარტიას, რომელსაც, ამა თუ იმ მიზეზით, კრიზისი არ გაუვლია.

მთავარია, რამდენად შეძლებს ორგანიზაცია გადალახოს სირთულე, მოიზიდოს ახალი რესურსები და შესთავაზოს საზოგადოებას ნათელი და მკაფიო პროგრამა.

მე მგონია, რომ ყრილობამ ეს ამოცანა გადაწყვიტა.

სხვათა შორის, აქვე შევნიშნავ, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ კვლავინდებურად რჩება პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებულ პარტიად, ვგულისხმობ წინა არჩევნებს, ახალი ჯერ არ გამართულა. ვერავინ უარყოფს, რომ ასიათასობით მოქალაქემ 1999 წელს მას სავსებით გულწრფელად დაუჭირა მხარი.

დაე, ისაუბრონ რაღაც გაყალბებაზე, მე ვამბობ, რომ მას მხარი დაუჭირა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ცალკეული მინიშნება საქმეს ვერ ცვლის, რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პრეზიდენტის ავტორიტეტი, ლიდერისადმი ნდობა, მაგრამ, რაც მთავარია, მოსახლეობამ ირწმუნა იმ სახელმწიფოებრივი კურსის უალტერნატივობა, რომელსაც „მოქალაქეთა კავშირი“ ატარებდა 1995 წლიდან.

მართალია, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩვენ თანამემამულეთა სამართლიან გულისტკივილსა და გულგატეხილობას იწვევდა, მაგრამ სრულებითაც არ ნიშნავდა არჩეული კურსის უარყოფას. თვით ის პოლიტიკური დაჯგუფებებიც კი, რომლებიც გამოეყვნენ „მოქალაქეთა კავშირს“, არ უარყოფენ და ვერ უარყოფენ, რომ 1995-1996 წლებში ჩამოყალიბებულ კურსს ალტერნატივა არ ჰქონდა და არა აქვს.

ამრიგად, მიზეზი იმ ნაკლოვანებებში უნდა ვეძებოთ, რაც პარტიულ ორგანიზაციას ახასიათებდა.

ჩვენი პარტია სხვა პარტიებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ გვეშინოდა შიდაპარტიული პრობლემების ღიად განხილვისა, თუმცა ეს დიდი ღირსება იმავდროულად გვასუსტებდა კიდეც, ვინაიდან სხვები ამას არ აკეთებდნენ.

მაგრამ „მოქალაქეთა კავშირი“ არ იყო ჩვეულებრივი პარტია და ამის თაობაზეც მოგახსენებთ დღეს ორიოდე სიტყვას.

თუმცა მანამდე აღვნიშნავ, რომ ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც არ გავურბივარ.

ვაღიარებ, სათანადო დროს ვერ ვუთმობდი პარტიულ საქმიანობას, არ ვთვლიდი კორექტულად, ჩემი აზრი თავს მომეხვია ორგანიზაციისათვის. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, რასაკვირველია, ვალდებულია, ითანამშრომლოს ყველა სოციალურ ჯგუფთან, ყველა პარტიასთან, გამოხატავდეს მთელი ხალხის, თითოეული მოქალაქის ინტერესებს.

სამწუხაროდ, ეს ტვირთი მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა ჩემი რამდენიმე ახალგაზრდა კოლეგისათვის, რომლებმაც, უბრალოდ, ვეღარ შეძლეს ემართათ ქაოტური პროცესები პარტიაში და ამიტომ მიზანშეწონილად ჩათვალეს „ტალღას“აჰყოლოდნენ.

აქ უმთავრესი საკითხია თვით „მოქალაქეთა კავშირის“ შინაარსი, მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფუნქცია. ყველას შევახსენებ, როდის ჩამოყალიბდა ის ბირთვი, რომელმაც შემდგომ პარტია დააფუძნა. ეს გახლდათ 1993 წლის ოქტომბერი, როდესაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. თითქოს არ ჩანდა არავითარი პერსპექტივა, ვინაიდან ქვეყანაში სხვადასხვა შეიარაღებული ბანდები თარეშობდნენ, პოლიტიზირებულ კრიმინალებსა და კრიმინალებად ქცეულ პოლიტიკანებს ხალხის ნდობა სრულიად დაკარგული ჰქონდათ. ეს გამონათქვამი - პოლიტიკის კრიმინალიზაცია ადრეც გამომიყენებია.

მაშინ შეიკრიბნენ თბილისელები იმ აზრით, რომ სწორედ დედაქალაქს უნდა გადაერჩინა საქართველო და მიიღეს მტკიცე გადაწყვეტილება, სიცოცხლის ფასადაც რომ დასჯდომოდათ, შეეჩერებინათ ბნელი, დამანგრეველი ძალა, რომელიც საქართველოს სრულ დაშლასა და განადგურებას უქადდა.

ეს იყო ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი, არასოდეს დამავიწყდება, გენიალური ქართველი მუსიკოსი ბატონი ჯანსუღ კახიძე როგორ ჩაეწერა რიგით მებრძოლად სახალხო ლაშქარში და მრავალი სხვა.

ეს ადამიანები, რომლებმაც მაშინ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა გადაარჩინეს და რაღაც პერსპექტივა მაინც შეუნარჩუნეს, შემდგომ „მოქალაქეთა კავშირში“ საკმაოდ მოკრძალებულ პოზიციებს დასჯერდნენ და ამის გამო არც არასდროს დაუჩივლიათ.

ჩვენი საერთო გადაწყვეტილება იყო, ასპარეზი დაგვეთმო ახალგაზრდობისათვის, ნიჭიერი ახალი თაობისათვის, ვისთვის საც ვაშენებდით მომავლის - დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოს.

ამ იმედისა და რწმენის გამოხატულება გახდა გამარჯვება 1995 წლის პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებში.

უდავოა, რომ 5-6 წლის განმავლობაში „მოქალაქეთა კავშირმა“ ძალზე პოზიტიური როლი შეასრულა: იგი გადაიქცა დემოკრატიული აღმშენებლობის ძირითად გარანტად, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასაყრდენად.

პრეზიდენტისა და პარლამენტის, ძირითადად, საპარლამენტო უმრავლესობის და სხვა კონსტრუქციული პარტიების თანამშრომლობის შედეგად სულ რამდენიმე წლის განმავლობაში აღიკვეთა კრიმინალური ანარქია, დამყარდა პოლიტიკური სტაბილურობა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა გაგვეხორციელებინა რადიკალური რეფორმები როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ სფეროში, დაგვეფუძნებინა სრულიად ახალი დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, ფაქტობრივად, ახალი დემოკრატიული სახელმწიფო.

არავინ უარყოფს ამ პროცესში ზურაბ ჟვანიას, ისევე, როგორც სხვა მოღვაწეთა დამსახურებას. „მოქალაქეთა კავშირი“ ჩვენ ჩაფიქრებული გვქონდა, როგორც საქართველოს ინტელექტუალური და საზოგადოებრივი ელიტის გამაერთიანებელი ძალა, კერძოდ, ქართული ინტელიგენციის შემკრები ორგანიზაცია, ვინაიდან უმძიმეს ჟამს სწორედ ერის სულიერ ელიტას უნდა ეტვირთა ქვეყნის გამოყვანა ნგრევისა და დაპირისპირების ფაზიდან, ეს მიზანიც დიდწილად განხორციელდა.

რა მოხდა შემდეგ? ვინაიდან ეს არ გახლავთ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების რიგითი მოვლენა, თავს ნებას მივცემ, და მასზე ვრცლად ვისაუბრებ.

რასაკვირველია, ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. პარტია ამისათვის მზად არ აღმოჩნდა, მე, როგორც პრეზიდენტი, ვიმეორებ, სათანადო ყურადღებას შიდაპარტიულ პროცესებს არ ვაქცევდი.

ამ მომენტით, აგრეთვე ერთგვარი სუბიექტური სისუსტით ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა თუ ცალკეულმა მოღვაწეებმა, რომლებმაც სხვა მრავალ შეცდომასთან ერთად მოახერხეს ის, რომ ბოლოს „მოქალაქეთა კავშირი“ დაამსგავსეს რაღაც დისიდენტურ ორგანიზაციას და „მოქალაქეთა კავშირი“ პრეზიდენტის მოწინააღმდეგე, ოპოზიციურ ძალადაც გამოაცხადეს, თანაც, ეს, მთელი პარტიის სახელით, გააკეთა ერთმა ჯგუფმა. ვფიქრობ, ყველაზე დიდი აღშფოთება იმ მასებში, რომლებიც თავის დროზე მხარს უჭერდნენ პარტიის პოლიტიკას, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

მინდა, სწორად გამიგოთ, თავისთავად, დისიდენტობა, უმრავლეს შემთხვევაში, სავსებით კეთილშობილი საქმეა, მაგრამ ან ხელისუფალი უნდა იყო, ან დისიდენტი, ორივე ერთად არ გამოვა და არც გამოვიდა.

სხვა უამრავ შეცდომისა და მოუთოკავი პროცესის გახსენებაც შეიძლებოდა.

მათი ძირითადი არსი კი პოლიტიკის კანონთა უგულებელყოფაში მდგომარეობდა.

პოლიტიკა არ არის რაღაც განყენებულ ცნებათა ნაკრები. პოლიტიკამ არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის საზოგადოების პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი კულტურის დონე და ასე შემდეგ.

მოუმწიფებელი პროცესებისა და გადაწყვეტილებების ინიცირებას კი შეიძლებოდა უარესი დამანგრეველი შედეგი მოჰყოლოდა.

მაგრამ ეს უკვე წარსულია. ამჟამად ცხოვრება ახალ ამოცანებსა და კითხვებს სვამს: შეიძლება თუ არა „მოქალაქეთა კავშირის“ განახლება, ანუ იმ დადებითი, პოზიტიური თვისებების შენარჩუნება, რაც მას, ნაკლოვანებებთან ერთად, უდავოდ ახასიათებდა.

მე მიმაჩნია, რომ ამ პარტიამ არა თუ არ ამოწურა თავისი შესაძლებლობანი, არამედ მას, სხვა პარტიებთან და მოძრაობებთან ერთად, ნამდვილად ძალუძს, ახალი სუნთქვა შთაბეროს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესს. თუკი მას რაიმე აკლდა, ეს იყო კონსტრუქციული თანამშრომლობა პროგრესულ ძალებთან, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია.

სწორედ „მოქალაქეთა კავშირს“ დაეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ერის მიერ ერთხელ და სამუდამოდ, რეფერენდუმით არჩეული კურსის ურყეობისათვის, ვგულისხმობ, ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ამ პარტიამ უნდა შექმნას პირობები, როდესაც შეუძლებელი გახდება ხელისუფლებაში დამანგრეველი, ექსტრემისტული ძალების მოსვლა. მას აქვს პოტენციალი, შემოიკრიბოს ყველა კონსტრუქციული და დემოკრატიული ძალა ქვეყანაში, რათა თანამშრომლობითა და დიალოგით გადაწყვიტოს საქვეყნო პრობლემები.

ეს მართლაც დიდი ძალაა, ვნახე, დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. იქ იყვნენ შესანიშნავი ადამიანები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, ძველი წევრები და სრულიად ახალი სახეები. ბევრი მათგანი, ადგილის სიმცირის გამო, ფილარმონიის კიბეზეც კი მოთავსდა, რათა მოესმინათ, რა ხდებოდა.

რაც მთავარია, ალბათ, „მოქალაქეთა კავშირი“ იქნება ის პარტია, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებს ურთულეს, ისტორიულ გადაწყვეტილებას იმ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მომავალსა და ჩვენი ხალხის სახელმწიფოებრივი მონაპოვრის შენარჩუნებისათვის.

ამ გარემოებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ და არც იმას ვმალავ, რომ ნაგულისხმევი გადაწყვეტილების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ, აქ რაიმე შეცდომა ყოვლად დაუშვებელია

ყრილობაზე გამოსვლისას ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, მოსახლეობამ ერთხელ უკვე დაუშვა საბედისწერო შეცდომა, მეორედ ეს არ უნდა განმეორდეს, ვინაიდან თუ ძალაუფლების სადავეები კვლავ იგდეს ხელთ სრულიად გამოუცდელმა და გაუწონასწორებელმა ადამიანებმა, ეს კიდევ ერთი, ამჯერად საბოლოოდ დამღუპველი სამოქალაქო ომის დასაწყისი იქნება საქართველოში.

შემდეგ შესაძლოა, კიდევ ასი წელი იკამათონ - ვინ იყო მართალი, ვინ მტყუანი, ვისი ბრალი იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ქვეყანას ამით არაფერი ეშვლება.

ვალდებული ვარ, ამ საფრთხეზე ხმამაღლა ვილაპარაკო. ყველას მოვუწოდებ, საშიშროება ნათლად გააცნობიეროს და გაითავისოს.

დღეს საქართველოს სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად ეწვევა რუმინეთის პრეზიდენტი ბატონი იონ ილიესკუ. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ვიზიტს? ამბობენ, რომ რუმინეთი სუუამ-ში გაწევრებას აპირებს.

საქართველოს თანამშრომლობა ევროპის ამ დიდ ქვეყანასთან ძალიან სწრაფად და დინამიკურად ვითარდება. რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს ევროპული პოლიტიკის ახალი, სრულფასოვანი მიმართულების ჩამოყალიბებას. ვგულისხმობ თანამშრომლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, იგივე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან პრეზიდენტ ილიესკუს ძალისხმევით, რუმინეთი „ევრაზიის დერეფნის“ ძალზე მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, საკვანძო ქვეყნად გადაიქცა. უკვე ამოქმედდა რამდენიმე სატრანსპორტო ხაზი, რომელიც საქართველოს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს რუმინეთის მეშვეობით აკავშირებს ევროპის სხვა რეგიონებთან.

პრეზიდენტ ილიესკუს ვიზიტის დროს ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა საერთო ევროპულ პროცესებში შემდგომი, უფრო აქტიური და დაჩქარებული ინტეგრაციის თაობაზე.

სტამბოლის სამიტის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, განსაკუთრებით 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, თუმცა, თქვენ ტერორიზმის შესახებ საუბრისას, ამ თემას სხვა კუთხითაც შეეხეთ, კერძოდ, პუტინის პრესკონფერენციის საპასუხო განცხადებები გააკეთეთ. სტამბოლის სამიტზე საუბრისას, იქნებ კიდევ ერთ თემას შეეხოთ - რატომ გამოვიდა პრეზიდენტი შევარდნაძე რუსულად, რასაც მითქმა-მოთქმა მოჰყვა...

ნამდვილად არ იყო შემთხვევითი, რომ სტამბოლის სამიტზე გამოსვლისას ვისაუბრე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, რეგიონალური უშიშროების და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის აქტუალურ საკითხებზე.

აქვე გიპასუხებთ, რატომ გამოვედი რუსულად და არა ქართულად. როგორც იცით, მე დავამკვიდრე ქართულ ენაზე გამოსვლა, მათ შორის გაეროში, სხვადასხვა ევროპულ ღონისძიებასა და კონფერენციაზე. საამისოდ შეიქმნა სათანადო სტრუქტურა, არიან შესაბამისი კადრებიც და ეს მაღალ დონეზე სრულდება. როდესაც კარგი თარგმანია, იგი იოლად გასაგებიცაა და ამას ჩემი კოლეგებიც მიესალმებიან. სტამბოლში წასვლის წინ ორივე ვარიანტი მზად იყო და განწყობილი ვიყავი, რათა ქართულ ენაზე გამოვსულიყავი, მაგრამ რადგან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, არ მსურდა, რომ რუსეთის დელეგაცია მოულოდნელი ფაქტის წინაშე დამეყენებინა, მინდოდა, რომ მათ ჩემი ნააზრევი რუსეთ-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობაზე რუსულად, მათთვის გასაგებ ენაზე მოესმინათ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, რეაქციაც გამოეხატათ, მაგრამ რადგან ეს გამოსვლა იყო დიდი ტაქტითა და სათანადო არგუმენტებით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელობამ რეაგირება საჭიროდ არ მიიჩნია, ეს არ იყო მოვლენათა დრამატიზებული წარმოჩენა, გამოვთქვი კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ ამავე დროს მივუთითე გამოსავალ გზებზეც საიმისოდ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთთან დავიწყოთ მეგობრული, კეთილმეზობლური თანამშრომლობა.

მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეგიონალური ორგანიზაცია მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევს მიზანს ეკონომიკური პროექტების განხორციელებისას, თუ იგი საერთო პასუხისმგებლობას ეფუძნება.

ვგულისხმობ პასუხისმგებლობას საერთაშორისო თანაც ცხოვრების ძირითად, ფუძემდებლურ მოთხოვნათა მიმართ.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

საკმარისია ითქვას, რომ საერთო ტვირთბრუნვა წევრ სახელმწიფოთა შორის 300 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ჩვენი მიზანია, ამ ორგანიზაციამაც საქართველოს პრაქტიკული და ხელშესახები სარგებელი მოუტანოს, მაგალითად, ძალზე პერსპექტიულად ჩაითვალა ჩემი წინადადება. თბილისში შეიქმნას შავი ზღვის ერთგვარი სამეცნიერო ცენტრი, რომელიც, იმავდროულად, გარკვეულ მაკოორდინირებელ ფუნქციასაც შეასრულებს.

აქ აუცილებლად უნდა ჩაებას მეცნიერებათა აკადემია და უეჭველია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გათვალისწინებით, ამგვარი სამეცნიერო ცენტრი შეძლებს მრავალი მასშტაბური პროგრამის მაღალკვალიფიციურად დამუშავებას.

იმავდროულად, იგი ორგანულად ჩაეწერება „საუკუნის პროექტის“ ხორცშესხმის სისტემაში.

მაგრამ ახალი, დიდი პროექტები განუხორციელებელი იქნება, თუ არ ჩამოყალიბდა სამართლიანი მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის აუცილებელი ატმოსფერო.

ამ სფეროში კი პატარა და უმნიშვნელო პრობლემები არ არსებობს. „შავი ზღვის პროცესი“, თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს, ვითარდება იმ გლობალური პროცესების კალაპოტში, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა პრეზიდენტ ბუშისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა მოსკოვში. აგრეთვე ის პოზიტიური განცხადებები, რომლებიც შემდგომ მოვისმინეთ. ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ პუტინის მთლიანობაში ძალზე კონსტრუქციულ, გულწრფელ და თანამშრომლობისათვის განწყობილ განცხადებებს, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას პანკისის ხეობისა და საქართველოს ანტიტერორისტული ქვედანაყოფების მომზადების თაობაზე, საქართველოში განხორციელებულ ნატოს სამხედრო წვრთნებს, რენდ-კორპორაციის მთავარი მრჩევლის ბატონ ჰანტერის ვიზიტს და უაღრესად საინტერესო საუბარს საქართველოს ეროვნული უშიშროების კონცეფციის თაობაზე. მოგეხსენებათ, ეს კორპორაცია ამ დარგში პენტაგონის ერთ-ერთი მრჩეველი და პარტნიორია.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, მთლიანობაში იმის წინ ნაპირობას ქმნის, რომ ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით საქართველოს გეოპოლიტიკური უშიშროების მოდელს რომელიც მთლიანად შეესაბამება თანამედროვე რეალობას, რუსეთის ახალ ადგილს ევროატლანტიკურ სივრცეში, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც გლობალური ლიდერის ფუნქციას, აგრეთვე საქართველოს უშიშროების საკითხებში მის მონაწილეობას და ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს. ხედავთ, როგორ შეიკრა ეს ჯაჭვი?

ამავე დროს, განუზომლად დიდია თურქეთის როლი აქ მისი ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით.

დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როდესაც ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ამიტომ, „საუკუნის პროექტები“, რომელთა განხორციელებასაც ამჟამად ვიწყებთ, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ევროკავშირში გაწევრების პროცესთა განუყოფელი შემად დგენელია.

- რამდენიმე დღის წინათ დაარსების 8 წელი შეუსრულდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ეს სამსახური ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიქმნა.

- ეს თარიღი უდავოდ აღსანიშნავია იმ დიდი პასუხისმგებლობისა და ტვირთის გათვალისწინებით, რომელიც ამ სამსახურს დაეკისრა კანონმდებლობით. როდესაც ეს სამსახური მუშაობს გამართულად, მას თითქოს ვერ ამჩნევენ და მიაჩნიათ, რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ საკმარისია, ძარღვი გაწყდეს, და სამსახურმა ვერ შეასრულოს ამოცანა, რომ ამან, შესაძლოა, დიდი არეულობა გამოიწვიოს. უნდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ სახელმწიფო დაზღვეულია ისეთი მოვლენებისაგან, როგორიცაა ტერაქტი და სხვა.

გასული 8 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, ეს უწყება მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინს სტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ღირსეული წვლილი შეაქვს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეროვნული უშიშროებისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიათა შექმნაში.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მებრძოლებმა არაერთგზის პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა ქვეყნის პრეზიდენტისა და დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე.

ჭეშმარიტად ქართული მხედრული სულის გამოვლინება იყო მათი თავგანწირვა 1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტის დროს, როდესაც ორი მამაცი და კეთილშობილი ახალგაზრდა - კახა შევარდნაძე და დავით კოკაური დაიღუპნენ, სხვები დაიჭრნენ.

ამ სტრუქტურების გაძლიერებაში ძალზე აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი მეგობრები. ეს მით უფრო აქტუალურია, რომ საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრად ითვლება.

სახელმწიფო დაცვის სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა ნავთობისა და გაზსადენის საერთაშორისო მაგისტრალების უსაფრთხოებისათვის, უცხოეთის დიპლომატიურ, მათ შორის საელჩოებისა და სხვა წარმომადგენლობათა უშიშროებისათვის.

გულითადად ვულოცავ იუბილეს სპეცსამსახურის თითოეულ ჯარისკაცსა და ოფიცერს, ყველა თანამშრომელს, პირადად სამსახურის უფროსს სულხან პაპაშვილს, ახალგაზრდა კაცს, რომელმაც მოკლე დროში დიდი გამოცდილება დააგროვა და სახელმწიფოსათვის საიმედო მოღვაწედ ითვლება.

მჯერა, ეს უწყება ყველაფერს იღონებს სახელმწიფოსა და მისი კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დანაშაულებრივი მოქმედების აღსაკვეთად.

- გუშინ ბრაზილიის ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი დღე ჰქონდათ - ბრაზილიელები მსოფლიო ჩემპიონები გახდ დნენ. ადევნებდით თუ არა თვალს ჩემპიონატს?

- გუშინ პატიოსნად ვუყურე თამაშს, ორ ტაიმს და სულ მეშინოდა, ვაი, თუ დამატებითი დრო გახდეს საჭირო-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა.

განვლილ წლებში ქართული ფეხბურთისათვის ხელისუფლებამ იმაზე მეტი გააკეთა, რაც თეორიულად შესაძლებელი იყო. ამ ფონზე ვუყურებდი ბრაზილიისა და გერმანიის უბრწყინვალეს თამაშს და მახსენდებოდა განვლილი წლები, როდესაც ჩვენები თასის მფლობელები გახდნენ. ახლაც კარგი გუნდია, შესანიშნავი ახალგაზრდობა მოდის.

სამწუხაროდ, ობიექტური თუ უფრო სუბიექტური ფაქტორების გამო ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით.

მაგრამ ამ საქმეს არ მოვეშვებით, ფეხბურთი საქართველოში მხოლოდ სპორტი არ არის, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, თვით ეროვნული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ კვლავაც ყველაფერს ვიღონებთ ფეხბურთის დასახმარებლად.

ერთი ძალზე მნიშვნელოვანი საგნობრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ვიმსჯელეთ ამ პროცესებში საზოგადოების აქტიურ მონაწილეობაზე.

ქართული ფეხბურთის ძველებური გაბრწყინება საერთო ეროვნული საქმეა. მასში აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ ბიზნესმენები, ის ადამიანები, ვისაც თუნდაც მცირედი დახმარება შეუძლია.

ჩვენი ერის სპორტული გენი კი, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას იტყვის და საქართველო დიდ საფეხბურთო ასპარეზს დაუბრუნდება. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ფეხბურთი, მე ქართული სპორტის ყველა სახეობის გულშემატკივარი ვარ. შეძლებისდაგვარად ვეხმარები, თუმცა დახმარება არ არის საკმარისი. რაც მეტი დრო გავა, ქვეყანას საშუალება გამოუჩნდება, რომ სპორტმა სათანადო დონეს მიაღწიოს, რადგან სპორტი ერის გაჯანსაღების ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. ახლა ბევრს ვლაპარაკობთ ნარკომანიასა და მავნე სენზე, ეს იმის ბრალია, რომ სპორტულმა მოძრაობამ ვერ აიღო ის გაქანება, რომელიც აუცილებელია დამოუკიდებლობის პრეტენზიის მქონე ქვეყნისათვის.

- და ბოლოს, ტრადიციული ეკონომიკის თემა. რა მდგომარეობაა ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით? სულ მალე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო განიხილავს საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, უმთავრესი პარამეტრი კვლავ საბიუჯეტო შემოსავლის რაოდენობაა...

- არ დავიშურებ საქებარ სიტყვებს იმ მოღვაწეთათვის, ვინც სიტყვა პირნათლად შეასრულა.

ფინანსთა სამინისტრომ, პირადად მინისტრმა ბატონმა მირიან გოგიაშვილმა ახალგაზრდა კაცისათვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იკისრა, მთლიანად გაართვა თავი ამ ეტაპზე საბიუჯეტო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულებას, ეს მოახერხეს მან და მისმა ახალგაზრდა კოლეგებმა.

ეს ძალიან სერიოზული განაცხადია ახალგაზრდა მინისტრისა და კოლექტივის, მისი კოლექტივის, მისი გუნდის მხრიდან.

გულწრფელად ვულოცავ ამ წარმატებას, მაგრამ მას წინ უმძიმესი ბრძოლა ელის, მათ შორის, გადასახადების დამალვის, კონტრაბანდისა და სხვა კორუფციული მოვლენების წინააღმდეგ. ყოველთვის, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც სასიკეთო ტენდენციები გამოიკვეთა, მინისტრსაც და მის კოლეგებსაც უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსა და პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრის სრული მხარდაჭერის იმედი.

„თუ ძალაუფლების სადავეები კვლავ იგდეს ხელთ სრულიად გამოუცდელმა და გაუწონასწორებელმა ადამიანებმა, ეს კიდევ ერთი, ამჯერად საბოლოოდ დამღუპველი სამოქალაქო ომის დასაწყისი იქნება საქართველოში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 2 ივლისი. - №159 (4218). - 1, 2 გვ.

2 „რუმინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაინახა და ჯეროვნად შეაფასა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის სიკეთე და აქტიურად ჩაება მის ფუნქციონირებაში“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო მეგობრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

მოგესალმებით საქართველოს მიწა-წყალზე, სადაც თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმრები ბრძანდებით.

მე და საქართველოს დელეგაციის წევრებს კარგად გვახსოვს ის იშვიათი სტუმართმოყვარეობა, რომელიც გასულ წელს რუმინეთში აღმოგვიჩინეთ და გვსურს, რომ საქართველოში თქვენც ისე იგრძნოთ თავი, როგორც საკუთარ სახლში.

ამის საფუძველს იძლევა არა მარტო საუკუნოვან წარსულში მიმავალი ურთიერთობანი, კულტურული და სარწმუნოებრივი სიახლოვე, ისტორიული ბედის მსგავსება, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის დღეს არსებული ძმური დამოკიდებულება, გრძელვადიანი მიზნები და გეგმები.

რუმინეთთან ურთიერთობას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ისტორიულ ფესვებზე უკვე ბევრი თქმულა, შავი ზღვის წყალობით, რომელიც კი არ გვყოფს, არამედ გვაკავშირებს, ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ. რუმინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაინახა და ჯეროვნად შეაფასა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის სიკეთე და აქტიურად ჩაება მის ფუნქციონირებაში. ამის წყალობით შავი ზღვა ჭეშმარიტად ევროპის შიდა ზღვად იქცა, ხოლო სამხრეთ კავკასიამ, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაწილმა, აღიდგინა თავისი ოდინდელი ფუნქცია - გადაიქცა რეგიონად, რომლითაც ევროპა ესაზღვრება აზიას.

საქართველო, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, მოელის რუმინეთის ინტეგრაციას სახელმწიფოთა ევროატლანტიკურ ოჯახში, ვინაიდან არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნია, რომ ბალკანეთის ქვეყნების ნატოში გაწევრების შემდეგ, სრულიად ლოგიკურად დადგება ალიანსის შემდგომი გაფართოების საკითხი. ამას გვიკარნახებენ ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე დღეს არსებული საფრთხეები და გამოწვევები. ჩვენი ქვეყანა უკვე ემზადება იმისათვის, რომ მომზადებული შეხვდეს მოვლენების ამგვარ განვითარებას. ამერიკულ-ქართული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ტერორიზმისა და მისი მასაზრდოებელი წყაროების წინააღმდეგაა მიმართული, საფუძველს ჩაუყრის ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ყველაზე მოწინავე სტანდარტების შესაბამისად. ამ საქმეში ჩვენ ბევრი სხვა ქვეყანაც გვეხმარება, მათ შორის რუმინეთი, რისთვისაც ჩვენ სტუმრებს კვლავ მადლობას მოვახსენებ.

ბოლო დროს შავი ზღვის აუზში და, კერძოდ, კავკასიაში იკვეთება მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა თანამშრომლობის რეალური პერსპექტივა. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბალკანეთსა და კავკასიაში ბოლო წლებში განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენები, უპირველესად კი, სისხლისმღვრელი კონფლიქტები, საბოლოო ანგარიშით „ცივი ომის“ დროინდელი კონფრონტაციის რეციდივების შედეგია.

ამ ფონზე, განსაკუთრებით იმედისმომცემი იყო პრეზიდენტ ბუშისა და პრეზიდენტ პუტინის ამასწინანდელი შეხვედრა მოსკოვში, რომელზეც ორმა დიდმა სახელმწიფომ საქვეყნოდ განაცხადა უარი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში „დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობის მოდელზე“ და გადაწყვიტა რეგიონები თანამშრომლობის ასპარეზად აქციოს. დარწმუნებული ვარ, ამგვარი მიდგომა, მას შემდეგ, რაც იგი საქმედ იქცევა, სერიოზულად გამოასწორებს სიტუაციას შავი და კასპიისზღვისპირეთში უშიშროების თვალსაზრისით, მათ შორის კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეში და სიკეთეს მოუტანს ამ რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყანას თვით რუსეთის ჩათვლით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩეჩნეთში ჯერაც დაუსრულებელი შეიარაღებული დაპირისპირება ქართულ-რუსული ურთიერთობის პერიოდულად გამწვავების მკვებავ წყაროს წარმოადგენს. გასულ კვირას სტამბოლში უკვე მქონდა პატივი საქართველოს მოსაზრება ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გამეცნო შავი ზღვის ალიანსის ლიდერებისათვის.

სიტყვამ მოიტანა და მინდა კმაყოფილება გამოვხატო ბისეკის ბოლო სამიტით. ვფიქრობ, ჩვენს ორგანიზაციას, რომელმაც წარმატებით განვლო ჩამოყალიბების ეტაპი, დღევანდელი მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, ძალზე კარგი პერსპექტივა აქვს.

პრეზიდენტ ილიესკუსთან ყველა საუბრის დროს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ და მისი შემადგენელი ნაწილების - ტრასეკასა და ინოგეიტის პროექტების შემდგომ სრულყოფას, მათს შესაძლებლობათა მაქსიმალურ ათვისებას. სრულად ვეთანხმები მის მიერ სტამბოლში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ენერგოშემცველებს და ტვირთების და ნედლეულის ტრანსპორტირებას ძალუძთ ისეთივე როლის შესრულება ჩვენს რეგიონში, როგორც ფოლადმა და ქვანახშირმა შეასრულეს დღევანდელი ევროპის კავშირის შექმნაში. საქართველო მიესალმება რუმინეთის აქტიურ ჩაბმას რეგიონის ენერგოპროექტებში და ყოველივე მასზე დამოკიდებულს იღონებს, რათა რუმინეთმა - მძლავრი სამეცნიერო, სამრეწველო, სატრანზიტო პოტენციალის ქვეყანამ - სრულად ნახოს მათგან სიკეთე.

ძვირფასო მეგობრებო,

თქვენი ვიზიტი კიდევ ორ დღეს გრძელდება, თუმცა უკვე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ეს წარმატებული ვიზიტია. ჩვენ მნიშვნელოვნად წავწიეთ წინ ორმხრივი ურთიერთობა, დავსახეთ რეგიონული თანამშრომლობის გეგმები, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საუბრების, გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რეგიონი კიდევ უფრო დინამიკურად განვითარდება. ნება მიბოძეთ, ამ სულისკვეთებით შემოგთავაზოთ ჩვენი ძვირფასი სტუმრის პრეზიდენტ იონ ილიესკუს, ყველა ჩვენი რუმინელი მეგობრის, მთელი რუმინელი ხალხის სადღეგრძელო.

„რუმინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაინახა და ჯეროვნად შეაფასა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის სიკეთე და აქტიურად ჩაება მის ფუნქციონირებაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 2 ივლისი. - №159 (4218). - 1, 3 გვ.

3 სტუდენტურ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს

▲back to top


გულითადად მივესალმები სტუდენტურ ორგანიზაციათა ლიგის დაფუძნებას.

მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებდი და ვადევნებ თვალყურს საქართველოში ახალგაზრდული მოძრაობის განვითარებას.

ახალგაზრდობა აქტიურადაა ჩართული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში და გულწრფელად მიხარია, რომ ასეთ საზრიან, ნიჭიერ და თავისი ქვეყნის ბედზე სერიოზულად დაფიქრებულ მომავალ თაობას ვხედავ.

ახალი დემოკრატიული საქართველოს შენების გზაზე კი გასაკეთებელი ძალზე ბევრია. სტუდენტობამ ერთიანი ძალით უნდა გადაჭრას ის პრობლემები, რომელთაც დრო ჩვენს წინ ნაშე სისტემატურად აყენებს, რათა ააშენოს ბედნიერი და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ისეთი საქართველო, რომელზეც ქართველ სტუდენტთა არა ერთი თაობა ოცნებობდა.

სტუდენტურ ორგანიზაციათა ლიგის შექმნამ ხელი უნდა შეუწყოს საერთო მიზნის ირგვლივ ახალგაზრდობის გაერთიანებას. ეს დიდ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას შეძლებთ.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ.

სტუდენტურ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 4 ივლისი. - №161 (4220). - 1 გვ.

4 „ნურასდროს დაგვავიწყდება, რომ ადამიანური, ამქვეყნიური სასამართლოს გარდა, უზენაესი სამართალიც არსებობს“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
8 ივლისის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა რუმინეთის პრეზიდენტი იონ ილიესკუ. თბილისს ეწვია, აგრეთვე, მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი. გაიმართა საინვესტიციო საბჭოს მორიგი სხდომა. როგორია ამ მოვლენათა თქვენეული შეფასება? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვას პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- რუმინეთის პრეზიდენტის ბატონ იონ ილიესკუს ვიზიტი იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი.

ყველას გვახსოვს: რუმინეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა. იონ ილიესკუსთან დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს. იგი თანამედროვე ევროპის თვალსაჩინო და დამსახურებული პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენ იმ ვითარებაშიც შევხვედრივართ, როდესაც რუმინეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის ბედი წყდებოდა.

ამჟამად ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებას ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ქართველ და რუმინელ ხალხებს შორის მეგობრობის შესანიშნავი ისტორიული გამოცდილება, აგრეთვე, ორი სახელმწიფოს პოზიციათა თანხვედრა საერთაშორისო თუ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით.

მოქმედებს საკმაოდ სოლიდური იურიდიულ-სახელშეკრულებო ბაზაც 28 შეთანხმებისა და ხელშეკრულების სახით.

ჩვენი ქვეყნების გეოსტრატეგიული მდებარეობიდან და, მთლიანად, ევრაზიის სივრცეში შავი ზღვის აუზის მზარდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუმინეთისა და საქართველოს თან ნამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებისათვის.

ერთ-ერთ მაგალითად დავასახელებ საქართველო-რუმინეთ-მოლდოვას ერთობლივ პროექტს, რომელიც საქართველოს გავლით ეგრეთ წოდებული „ევროპის ხიდის“ აგებას ითვალისწინებს.

უკვე ფუნქციონირებს კონსტანცა-ბათუმის საბორნე გადასასვლელი. დიდი პერსპექტივა აქვს რუმინეთ-საქართველოს თანამშრომლობას „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაშიც“.

რუმინეთი ჩვენი ქვეყნისათვის, ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოთათვის უაღრესად სასურველი პარტნიორი და მოკავშირეა.

გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი შენგმან იანგი. ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში არსებულ ზოგად პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან, მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებისათვის სულერთი არ გახლავთ, თუ რა პოლიტიკური ატმოსფეროა ქვეყანაში, რომელსაც ეხმარებიან.

ვიმსჯელეთ არა მარტო უკვე განხორციელებულ პროექტებზე, არამედ მომავალი ურთიერთობისა და თანამშრომლობისა და პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.

ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა უდიდესი დახმარება გაუწია საქართველოს. ვერავინ უარყოფს, რომ მსოფლიო ბანკის პროექტები უაღრესად გამჭვირვალე და წარმატებულია.

სამომავლოდ დაგეგმილია სამი ახალი პროექტი, კერძოდ, მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის. ჯანმრთელობის დაცვის, სატყეო მეურნეობის განვითარების, რაც შეეხება განათლების სისტემის დაფინანსების პროექტს, ამ საკითხზე ადრე უკვე ვილაპარაკეთ და პარლამენტმაც იმსჯელა.

სამივე პროექტის საერთო ღირებულება 55 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭო მათ ამა წლის აგვისტოში განიხილავს.

მსოფლიო ბანკი დაგვეხმარება თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგთა ლიკვიდაციაში. ბანკის ექსპერტებმა უკვე შეიმუშავეს კონკრეტული გეგმა. სავარაუდოდ, უახლოეს შეკრებაზე დირექტორთა საბჭო მასაც დაამტკიცებს და შესაბამის თანხებს გამოყოფს. მე არ დავაკონკრეტებ თანხების იმ მოცულობას, რაც მათ დაასახელეს, უმჯობესია, როცა ბანკი უკვე მიიღებს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას, მერე ვილაპარაკოთ თანხის მოცულობაზე, მაგრამ ეს საკმაოდ სერიოზული დახმარებაა. მსოფლიო ბანკი დაგვეხმარება სხვა საკითხებშიც, მაგრამ მათი ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და ამჯერად ამ საკითხებზე ჯერჯერობით არ შევჩერდებით, რადგან ეს წინასწარ გამხელილი გამოდის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა, მოვისმინეთ ინფორმაცია „იმერეთის მხარის დემოკრატიული მმართველობის განვითარების ხელშეწყობის“ პროექტის შესახებ.

ამ პროექტის მიზანია სამხარეო მმართველობის სრულყოფა, მართვის ინფორმაციული სისტემისა და ადამიანური რესურსების განვითარება, ანტიკორუფციულ ღონისძიებათა ხელშეწყობა და სხვა მრავალი.

აქვე შევნიშნავ, რომ ეს პროექტი სახელმწიფო მართვის მოდერნიზების ერთიანი სისტემის ორგანული ნაწილია. პროექტის რეალიზება, ამ თვალსაზრისით, რეგიონულ-სამხარეო დონეზე სახელმწიფო მართვის რეფორმის პირველი მაგალითი იქნება, თუმცა, მომავალში, ალბათ, სხვა მხარეებიც ჩაებმებიან.

რაც შეეხება სარგებლიანობას, მხოლოდ რამდენიმე ციფრს დავასახელებ: წყალმომარაგების სისტემის სრულყოფა (რასაც მსოფლიო ბანკის დახმარებით ვახორციელებთ) 200 ათასი ოჯახისათვის გააუმჯობესებს სასმელი წყლით მომარაგებას.

გარდა ამისა, ამ პროექტების განხორციელებისას დგეგმილია 50-მდე სამშენებლო კომპანიის და 5 ათასამდე სპეციალისტის დასაქმება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის შერჩევასა და პრიორიტეტულობის აღდგენაში აქტიურად მონაწილეობენ და ძირითად გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ორგანოები - საკრებულოები, შესაბამის მერებთან და გამგებლებთან ერთად. ეს კი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასაც უწყობს ხელს.

- თქვენ ახსენეთ, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად გვეხმარება რეგიონული მართვის გაუმჯობესებაში. ადმინისტრაციული მოწყობის თემა გასულ კვირას პარლამენტის მსჯელობის საგანიც გახდა. რამდენად იზიარებთ იქ გამოთქმულ მოსაზრებებს?

უწინარსად, რა თქმა უნდა, კვლავ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსადმი, მაგრამ ერთგვარი გულისტკივილით შევნიშნავ, რომ ამ შემთხვევაში (შეიძლება უნებლიეთაც, შესაძლოა, გარკვეული ინფორმაციის ნაკლებობის გამო) პარლამენტარები, ცოტა არ იყოს, გასცდნენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს. ან შეიძლება იჩქარეს და ღრმა შესწავლის გარეშე განიხილეს ეს საკითხი.

ყველას შევახსენებ: საქართველოს კონსტიტუციამ დააფუძნა ხელისუფლებათა მკაცრად გამიჯვნის სახელმწიფოებრივი სისტემა.

ამ სისტემაში ხელისუფლების სამივე შტოს ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული უფლებამოსილებანი მიენიჭა.

პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, იგი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ასეა ჩაწერილი კონსტიტუციაში, მაგრამ პოლიტიკის კონკრეტული განხორციელების მექანიზმთა ჩამოყალიბებაში (ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის ფორმირებისას) კონსტიტუციამ, შესაბამისმა კანონმაც პრეზიდენტს მიანიჭა საკან ნონმდებლო ინიციატივის პრეროგატივა.

კერძოდ, კონსტიტუციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება, რომლის თანახმად, მხოლოდ სახელმწიფო მეთაურს აქვს უფლება, წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა და საქმიანობის წესი.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის გარეშე აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში (რაც განსაზღვრულია სათანადო კანონით) ნებისმიერი ცვლილების შეტანა კონსტიტუციურად მიუღებელია. რაც შეეხება რწმუნებულის ინსტიტუტს, მე არ ვაპირებ ამ საკითხის დრამატიზირებას, ვფიქრობ, თვით პარლამენტარები გაერ რკვევიან, შეიძლება შემდეგ კონსულტაციები გაიმართოს ჩვენსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის და მიმაჩნია, რომ აქ უნდა მივიღოთ სწორედ სახელმწიფოსათვის საჭირო და სასარგებლო გადაწყვეტილება იმ ფარგლებში, რაც კონსტიტუციამ განსაზღვრა.

რაც შეეხება პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტს, როგორც დარგობრივ, ასევე რეგიონულ ჭრილში, მან თავისი შედეგიანობა უკვე დაამტკიცა.

მრავალი ურთულესი რეფორმა, გარდაქმნები, რაც წლების განმავლობაში განხორციელდა ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით, ამ მექანიზმის გარეშე ძალიან ძნელი განსახორციელებელი ანდა, საერთოდ, შეუძლებელი იქნებოდა, განსაკუთრებით რეგიონებში - საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

საერთოდ კი, ვფიქრობ, ბევრმა იცის, რომ მზადდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი სახელმწიფო კომისიის შესაქმნელად, რომელიც გააგრძელებს დაწყებულ მუშაობას ქვეყნის ტერიტორიული და ადმინისტრაციული მმართველობის სრულყოფილებისათვის. თქვენ გახსოვთ, ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი აქტიურად აყენებდა ამ საკითხს, ასეთი კომისიის შექმნა რამდენადმე გაჭიანურდა, მაგრამ მას პარლამენტის არჩევნებამდე აუცილებლად შევქმნით კიდეც და ძირითად პრინციპებსაც ჩამოვაყალიბებთ.

- საქართველოში ალაპარაკდნენ მორიგი უცხოელის - ამ შემთხვევაში გერმანელი ბიზნესმენის გატაცების შესახებ და ეს მაშინ, როცა პიტერ შოუს ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. როგორ ფიქრობთ, რატომ მომრავლდა ასეთი სახის შემთხვევები საქართველოში?

- დიდად სამწუხაროდ, ეს საზარელი დანაშაული (როგორიცაა ადამიანის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით) მსოფლიო ოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კრიმინალად ითვლება.

თვით მაღალგანვითარებული ქვეყნებიც მთლიანად ვერ ახერხებენ მის აღმოფხვრას.

სამწუხაროდ, საქართველო ვერ ასცდა ამ უბედურებას.

მაგრამ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, ეს საქმე უახლოეს მომავალში უნდა გაიხსნას, საამისო წინაპირობები არსებობს, მე ყოველდღიურად ვაკონტროლებ, რა მდგომარეობაა დანაშაულის გამოძიების თვალსაზრისით. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტებიც.

ანუ, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა გატაცებული ბიზნესმენი უვნებლად (ამჟამად სწორედ ეს არის მთავარი ამოცანა) დაუბრუნდეს ოჯახს.

და არა მარტო უცხოელებზეა ლაპარაკი. ქართველებზე, სამ მწუხაროდ, ამგვარი არა ერთი შემთხვევა მოხდა.

- დიდი რეზონანსი გამოიწვია გენერალური პროკურატურის მიერ ქვემო ქართლის სამხარეო რწმუნებულის დაცვის სტრუქტურათა ყოფილი თანამშრომლის დაპატიმრებამ, რომელსაც ბრალად ედება 2 ივნისის ცნობილ ინციდენტში მონაწილეობა...

- როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს.

არსებობს ეჭვმიტანილიც, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება და ყველა იურიდიული პროცედურა არ ამოიწურება, პრეზიდენტს უბრალოდ არა აქვს მორალური უფლება, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება შემდგომ შეიძლება მცდარი, ცალმხრივი ან უსამართლო აღმოჩნდეს. და როცა ყველა ნიუანსი ცნობილი გახდება, მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ საგნობრივად კოლეგებთან ერთად შექმნილ ვითარებაზე.

- ამბობენ, რომ ამ მოვლენას უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის მოსკოვიდან ნაადრევი დაბრუნება. ცნობილია, რომ იგი მოსკოვში მოლაპარაკებას აწარმოებდა „იტერას“ ხელმძღვანელობასთან ბუნებრივი გაზის მოწოდების განახლებასთან დაკავშირებით...

- რაც შეეხება ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის დაბრუნებას, მე მას ვთხოვე, ერთ დღეში დაბრუნებულიყო, მას კი დღენახევარი დასჭირდა მოსკოვში სამუშაოდ. მისი დაბრუნება ამ მოვლენასთან არ ყოფილა დაკავშირებული. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ არსებით კითხვას, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც, რა თქმა უნდა, ავთანდილ ჯორბენაძემ მომაწოდა, მოლაპარაკება საკმაოდ წარმატებული იყო. დელეგაციამ ნაყოფიერად იმუშავა, სხვათა შორის, მე მივესალმები ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილის აქტიურობას ამ თვალსაზრისით. იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა კიდეც მოსკოვში და ჩვენ დელეგაციას ეხმარებოდა.

მიღწეულია შეთანხმება რამდენიმე ძირითად პრინციპზე - ორმხრივ ვალდებულებათა შესახებ.

ჩვენი პარტნიორები გვპირდებიან, რომ თავიანთ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებენ და საქართველოს ექნება ბუნებრივი გაზი იმ ოდენობით, რამდენსაც შევიძენთ.

მაგრამ აუცილებელი პირობაა, ჩვენც შევასრულოთ შესაბამისი ვალდებულებანი, რაც შეუძლებელი იქნება, თუ კვლავაც გაგრძელდა ის განუკითხაობა, მოხმარებული გაზის ღირებულების ანაზღაურების საკითხში რომ ხდებოდა.

ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ხოლო ენერგიას თანამედროვე მსოფლიოში აქვს თავისი ფასი. უფასოდ არავინ არაფერს მოგვცემს და არც არის ვალდებული. ამდენად, მოსახლეობამაც და საწარმოებმაც უნდა მოიხმარონ იმდენი ელექტროენერგია თუ ბუნებრივი გაზი, რამდენსაც შეიძენენ, ხოლო იმ ოჯახებისათვის, რომელთაც მართლაც არავითარი სახსარი არ გააჩნიათ და რომლებიც მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ასეთი არის რამდენიმე ათი ათასი ოჯახი, ჩვენ ამერიკელი მეგობრები გვეხმარებიან სოლიდური თანხებით, რათა ეს საფასური დაიფაროს და ეს არცთუ ისე ცოტაა. ამ პრინციპის საფუძველზე „იტერასთან“ თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. და ეს არის ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, თუმცა მას საუბრები ჰქონდა ძალიან მრავალფეროვან საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოსათვის.

- გასულ კვირას თქვენ ხელი მოაწერეთ განკარგულებას რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ. მათ შორის იმ პიროვნებათა, რომლებიც იმხილებოდნენ 1995 წლის 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის მომზადებაში. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?

- საერთოდ, მე ხშირად მივმართავ ამ მეთოდს, ამ წლების განმავლობაში საბოლოო ანგარიშით თითქმის სამი ათასი ადამიანია შეწყალებული, რა თქმა უნდა, სათანადო ვადის გასვლისა და დახასიათების მოპოვების შედეგად.

უპირველესი მოტივი, რამაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა, ისევ და ისევ საზოგადოებაში ეროვნული თანხმობისა და საყოველთაო შერიგების ატმოსფეროს დამკვიდრების იმპერატიული აუცილებლობა გახლდათ.

რამდენიმე წლის წინათ პარლამენტმა, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ გააფორმა ჩვენი საერთო პოლიტიკური პრიორიტეტი, რასაც ჯერ კიდევ 1992 წლიდან ვახორციელებდით: არაერთგზის მითქვამს, რომ სამოქალაქო ომის ჭრილობათა მოშუშების, ურთიერთმიტევებისა და საყოველთაო შერიგების გარეშე საქართველოს მომავალი განვითარება მრავალ გადაულახავ სირთულეს წააწყდება.

ურთიერთსიძულვილისა და ანგარიშსწორების ატმოსფერ როს აღმოფხვრას, და, ნუ გვიკვირს, სხვა ქვეყნებშიც ასე იყო, სადაც სამოქალაქო ომები მიმდინარეობდა, ამ პრობლემების მოგვარებას და საზოგადოების შერიგებას, ხანდახან ათწლეულების განმავლობაში უნდებოდნენ. სწორედ ამ ატმოსფეროთი უეჭველად ისარგებლებენ პოლიტიკური ავანტიურისტები, რომლებიც ქაოსისა და დესტაბილიზაციის დამკვიდრებას შეეცდებიან.

იმთავითვე ცხადი იყო, რომ თვით ეროვნული თანხმობის პროცესიც უმტკივნეულო არ იქნებოდა.

შესანიშნავად მესმის იმ ადამიანებისა, ვინც ეს გადაწყვეტილება მტკივნეულად მიიღო, ასეთებიც არიან, მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნება თითოეული ჩვენგანისაგან მოითხოვს, ავმაღლდეთ პირად გრძნობებზე, დავძლიოთ პიროვნული ტკივილი და განცდა.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი, ორდინარული ნაბიჯი, მაგრამ იგი სავსებით შეესაბამება მრავალწლიან პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც დაპირისპირებულ ძალთა ასობით წარმომადგენელი გათავისუფლდა სასჯელისაგან, უფრო ზუსტად - შეუმცირდა სასჯელის ვადა.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ პიროვნებასა და საზოგადოებას შორის ორმხრივი პასუხისმგებლობის მექანიზმი უნდა მოქმედებდეს.

პიროვნება პასუხისმგებელია საზოგადოების მიმართ, მაგრამ არც საზოგადოების პასუხისმგებლობა უნდა დაგვავიწყდეს.

ეს ახალგაზრდები დამნაშავეებად არ დაბადებულან. გავიხსენოთ, რა უბედურება დატრიალდა საქართველოში 80-იანი წლების დამლევიდან, რამდენი სისხლი და ცრემლი დაიღვარა, რამდენ ადამიანს გაუმრუდდა ცხოვრების გზა.

ბევრი მათგანი მე ბრძოლის ველზე მინახავს, როდესაც თავდაუზოგავად იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, მაგალითად, ეს დანაშაული რომ არა, გიგა გელაშვილი ისე იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობისათვის, მათ შორის, ჩემ გვერდით, ჯაბა იოსელიანთან და სხვებთან ერთად, მას უფრო მაღალი სახელმწიფო ჯილდოები უნდა მიეღო.

მაშასადამე, ზნეობრივი ტვირთი ყველა ჩვენგანმა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაინაწილოს და არა მხოლოდ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც 1988-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედიის მსხვერპლი გახდნენ.

დღეს ისინი საზოგადოებისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ, მათი ტრაგიკული ბედი კი საყოველთაო მწარე გაკვეთილი უნდა იყოს.

გარდა ამისა, ნურასოდეს დაგვავიწყდება, რომ ადამიანური, ამქვეყნიური სასამართლოს გარდა, უზენაესი სამართალიც არსებობს.

- დღეს თბილისში იწყება და კვირის დამლევს სტრასბურგში დასრულდება თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კავკასიური პროექტის დასკვნითი ნაწილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის ოთხივე ქვეყნის ახალგაზრდა პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიიდან. როგორ აფასებთ ამ სკოლის საქმიანობას?

- მიმაჩნია, რომ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, რომელიც სულ ორიოდე წლის წინათ დაფუძნდა პარლ ლამენტარ არმაზ ახვლედიანის ინიციატივით, ევროპასთან საქართველოს თანამშრომლობის, ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორადაც კი იქცა.

ამ სკოლის ესოდენი აღიარება, საქართველოსადმი ევროპულ ორგანიზაციათა (მათ შორის ევროსაბჭოს) ნდობის უეჭველი გამოხატულებაა.

იგი გახლავთ მაგალითი არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომელიც ისტერიკებისა და პოლიტიკური გნიასის გარეშე ემსახურება ქართულ დემოკრატიას, დემოკრატიული აზროვნებისა და ინსტიტუტების დაფუძნებას, მეგობრობის განმტკიცებას ჩვენს უახლოეს მეზობლებთან.

პოლიტიკურ სწავლებათა სკოლამ ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ნატოს, სოროსის ფონდის, ამერიკისა და სხვა მეგობარი ქვეყნების მთავრობათა მხარდაჭერით ჩვენი ახალგაზრდა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, მოსამართლეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენებისა და სტუდენტებისათვის უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი განახორციელა. სისტემატურად იმართება სემინარები საქართველოში და საზღვარგარეთ თვალსაჩინო ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით.

როგორც მოგეხსენებათ, შარშან, პოლიტიკურ სწავლებათა სკოლაში, „კავკასიური პროექტის“ გახსნას დაესწრო ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ბატონი ვალტერ შვიმერი და შემდეგშიც იგი შეუდარებელ ყურადღებას იჩენს.

ვფიქრობ, ეს უნიკალური პროექტი ხელს შეუწყობს ევროპის საბჭოსთან საქართველოს ყოველმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

- ქალბატონ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით, რამდენიმე წლის წინათ კონსერვატორიაში გაიმართა პიანისტთა კონკურ რსი, რომელმაც აწ უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა...

- მინდა გულწრფელად მივულოცო ჩვენს ღვაწლმოსილ ხელოვანს, ქალბატონ მანანა დოიჯაშვილს ბრწყინვალე წარმატება, გამარჯვება გადაჭარბების გარეშე.

დიდწილად, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თბილისის კონსერვატორია, მრავალი სირთულის მიუხედავად, კვლავაც რჩება მსოფლიო დონის მუსიკალურ კერად.

ეს აღიარება კი იმას ნიშნავს, რომ თბილისის კონსერვატორია, მრავალი სირთულის მიუხედავად, კვლავაც რჩება მსოფლიო დონის მუსიკალურ კერად.

ეს აღიარება კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მომავალშიც უმასპინძლებს მსოფლიო დონის კონკურსებს და კაცობრიობის კლასიკური მემკვიდრეობის დაცვის ერთ-ერთ გარანტად დარჩება.

„ნურასდროს დაგვავიწყდება, რომ ადამიანური, ამქვეყნიური სასამართლოს გარდა, უზენაესი სამართალიც არსებობს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 9 ივლისი. - №165 (4224). - 1, 2 გვ.

5 „უნდა ვესწრაფოთ, რომ დემოკრატიულ ღირებულებათა შენარჩუნებისა და განვითარების პირობებში, ყოველ მიზეზგარეშე მივაღწიოთ ეროვნულ ერთიანობას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად ბრძოლა უმთავრეს ამოცანად გავიხადოთ“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ეჭვის თვალით უყურებს „მხედრიონის“ წევრების გათავისუფლებას. თქვენი აზრით, რატომ მოხდა სწორედ ამ ეტაპზე მათი გათავისუფლება და ხომ არ იქნებიან ისინი გამოყენებული გარკვეული პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად?

- თქვენ მიერ დასმული შეკითხვა, შესაძლებელია,ისეც გავიგოთ, რომ ადრეც შეიძლებოდა მათი გათავისუფლება. მგონია, ამ შემთხვევაში დროც სწორედ იყო შერჩეული და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მათი საქციელი ამგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს იძლეოდა. უკვე აღვნიშნე, რომ ეს ფაქტი არ არის გამონაკლისი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის სამი ათასამდე კაცია შეწყნარებული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებულნი. ცალკეულებმა გაიმეორეს დანაშაული, მაგრამ აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაამართლა ნდობა, რაც ხელისუფლებამ მათ აღმოუჩინა. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც სამივე გათავისუფლებულმა მიიღო სათანადო გაკვეთილი, რაც შეეხება პოლიტიკურ მოძრაობებთან მათი მიმხრობის შესაძლებლობას, ეს უკვე მათი სინდისის საქმეა, მათი რწმენის საკითხია და როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ, ისე იმოქმედებენ. მიმაჩნია, რომ რადგან გავათავისუფლეთ, ამიერიდან ისინი სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: გასულ კვირას პარლამენტის ფრაქციათა უმრავლესობამ თხოვნით მოგმართათ, მიგეღოთ გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გაგეთავისუფლებინათ ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე. აპირებთ თუ არა ლევან მამალაძის გათავისუფლებას?

- უკვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება, ეჭვმიტანილი დაკავებულია, ყოველგვარი გადაწყვეტილება კი გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. წინასწარ რაიმე გადაწყვეტილების მიღება ჩემი მხრიდან იქნება ნაჩქარევი და გაუმართლებელი.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“: გუშინ მოსკოვიდან დაბრუნდა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც მონაწილეობდა ბუნებრივი აირის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებაში. ცნობილია, რომ მიღწეულია გარკვეული შეთანხმება. დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ შესაძლებელია კომპანია „ტაჰალმა“ უარი თქვას „თბილგაზის“ პრივატიზაციაზე და ისევ რუსეთის „იტერა“ გახდეს პარტნიორი. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და როდისთვის არის დაგეგმილი დედაქალაქის მოსახლეობისათვის გაზის მიწოდების აღდგენა?

- კომპანია „იტერა“ ყველა შემთხვევაში იქნება „თბილგაზის“ პარტნიორი. თუ „ტაჰალთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, „იტერა“ მაინც პარტნიორი იქნება, რადგან „იტერასა“ და „გაზპრომის“ გარდა ბუნებრივი აირის მომწოდებელი სხვა კომპანიები ჯერჯერობით არ არიან. ის ახალი მილსადენი, გაზსადენები, ლაპარაკია შაჰდენიზის საბადოზე, უახლოე ესი ორი წლის განმავლობაში არ იქნება. ასე, რომ, რუსეთის ორგანიზაციები და საწარმოები პარტნიორებად დარჩებიან.

რაც შეეხება „ტაჰალს“, მასთან მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. როგორც ვიცი, ეს კომპანია ზოგიერთ რთულად შესასრულებელ პირობებს იყენებს, თუმცა როგორც ვიცი, სირთულეთა მიუხედავად, მაინც ჯობს განხორციელდეს პრივატიზაციის პროცესი. „თბილგაზი“ უნდა გაიყიდოს, რადგან ამ ორგანიზაციაში ბოლო წლების განმავლობაში იმგვარად არის არეული სიტუაცია, რომ რამის გარკვევა საკმაოდ რთულია. დარწმუნებული ვარ, თუ უცხოური კომპანია ვერ შევა „თბილგაზში“, ისევ დედაქალაქის მოსახლეობა დაზარალდება.

რაც შეეხება გაზის მიწოდების აღდგენას, სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში თუ გადახდის საკითხი მოგვარდება, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება მეორე დღესვე აღუდგება. სავარაუდოდ, ახალი წესით დავალიანება აღარც უნდა იყოს და „იტერა“ ვალდებულია, გაზი მოგვაწოდოს.

საინფორმაციო სააგენტო „ელიზნიუსი“: ცნობილი ფაქტია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სართაშორისო ორგანიზაციებში საკმაოდ ბევრ საყვედურს გამოთქვამენ ხელისუფლებისადმი. საინტერესოა, ამ ფონზე შეაფასოთ საზღვარგარეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსების საქმიანობა, რამდენად ეთანხმებიან ქართველი დიპლომატები, ელჩები ოპოზიციის ამგვარ მოქმედებას, რას აკეთებენ ამასთან დაკავშირებით თუ საერთოდ არაფერს აკეთებენ?

- ოფიციალურ გამოსვლებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შესაძლებელია, იყოს შემთხვევა, როცა ელჩმა, საქართველოს წარმომადგენელმა უნდა ჩათვალოს აუცილებლად გამოსვლა და თავისი აზრის გამოთქმა, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ეს ვინმემ ვერ მოახერხა. მგონი, ასეთი შემთხვევა ევროპის საბჭოში იყო, მაგრამ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ამჟამად არ მაქვს.

რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: როგორ კომენტარს გაუკეთებდით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში რუსეთის არმიის მონაწილეობის გარეშე ვერც საქართველოს არმია და ვერც ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქართველი ჯარისკაცები ვერ დაამყარებენ წესრიგსო, აგრეთვე იმ განცხადებასაც, რომ რუსი ძალოვანები და „კასპიისკის“ ტერაქტის ორგანიზატორი რაფა ნიხალილოვი თითქოს პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ?

- პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებისათვის არავითარი უცხო ძალების მონაწილეობა არ იქნება. იქნებ პრეზიდენტ პუტინს აქვს თავისი მოსაზრება, მაგრამ თუ საქართველოს სანქციის გარეშე რუსული არმია მოულოდნელად შემოვა ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების წარმოების მიზნით, ეს ჩვეულებრივი აგრესია იქნება, არა მგონია, რუსეთი ამას დაუშვებს. რაც შეეხება პანკისის ხეობას, ჩვენ უნდა დავამყაროთ იქ წესრიგი და დავამყარებთ კიდეც.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბატონო პრეზიდენტო, რუსეთს მიაყენეს შეურაცხყოფა - ამგვარი შეფასება მიიღო რუსეთის მხრიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გამოსვლამ. კერძოდ, საკითხი ეხებოდა აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებისა და რუსეთის პასპორტების გაცემის ფაქტებს. უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას? ნინო ბურჯანაძის გამოსვლა შემთხვევითი იყო, თუ გამიზნული, რომ ჩაშლილიყო საქართველოში 9 ივლისს დაგეგმილი რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმერ რუშაილოს ვიზიტი? ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველო პანკისის ხეობაში ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელების პროცესში რუსეთის მონაწილეობას უნდა დათანხმდეს. თითქოსდა ამის შესახებ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ბოლო შეხვედრისას შეთანხმდნენ...

- არა მგონია, რომ ამ შემთხვევაში თქვენს მიერ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა და საკითხი განიხილებოდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ნინო ბურჯანაძემ ეუთოში ძალიან სერიოზ ზულად დააყენა საკითხი - აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ფედერაციის პასპორტების გაცემისა და მათთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების უპრეცედენტო ფაქტის შესახებ. თუ ეს ასეა, ეს მართლაც არასწორი მოქმედებაა რუსეთის მხრიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასეა. დღეს საბოლოოდ დავაზუსტეთ ინფორმაცია და აფხაზეთში მცხოვრებ 50 ათასზე მეტ პირზე გაცემულია რუსეთის პასპორტი. რა ვუწოდო ამ ფაქტს, არ ვიცი - ანექსია, სამართლებრივი ნორმების დარღვევა... ნინო ბურჯანაძის გამოსვლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მართლაც საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ საფუძვლიანად სამართლიანი. ეს ევროპული ფორუმი საკმაოდ სერიოზულად განიხილავს პრობლემას და გადაწყვეტილებასაც მიიღებს, რაც შეეხება ვლადიმერ რუშაილოს ვიზიტსა და პანკისის ხეობაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში რუსეთის მონაწილეობას, არანაირი კავშირი არა აქვს ამ ფაქტთან. ვლადიმერ რუშაილო ჩამოვა თბილისში, შეხვდება თავის ქართველ კოლეგას და განიხილავენ მიმდინარე პრობლემებს.

„გაზეთი ახალი თაობა“: კულუარული ინფორმაციით, საშემოდგომო არეულობის შესახებ საკმაოდ აქტიურად ლაპარაკობენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია სამართალდაცვის სტრუქტურებში სერიოზული საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ და, სავარაუდოდ, საპარლამენტო კრიზისის შესაძლებლობის თაობაზე. ამგვარი ინფორმაციის ფონზე, რა კომენტარს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, მით უფრო, რომ საქართველოს გასული წლის შემოდგომაზე არეულობის ერთგვარი გამოცდილება აქვს...

- საქართველოს პრეზიდენტი არც არეულობას გეგმავს და არც პარლამენტის დათხოვნას, მით უფრო, რომ ამ უკანასკნელის უფლება არ მაქვს, არც საპარლამენტო კრიზისია ქვეყნისათვის სასურველი, იმიტომ, რომ პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელია. არც სამართალდაცვის სტუქტურების ხელმძღვანელთა შეცვლას ვგეგმავ, თუ რაიმე არაჩვეულებრივი არ მოხდა.

რაც შეეხება შემოდგომაზე პოლიტიკური პროცესების გამწვავებას, მიმაჩნია, რომ შემოდგომაზე ამას უფრო ნაკლები საფუძველი ექნება, ვიდრე ახლაა. ეს იმით აიხსნება, რომ სოციალური საკითხების მოგვარება ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც შესამჩნევი ხდება, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლის მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც ნაკლებ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ არეულობა მოხდეს. საერთოდ, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყნის დღევანდელი სტაბილურობა - ხვალინდელი დღის სტაბილურობის გარანტი გახდეს, დღევანდელი განვითარების დონე, ხვალინდელი კიდევ უფრო მაღალი და სწრაფი განვითარების საფუძველი იყოს. უნდა ვესწრაფოთ, რომ დემოკრატიულ ღირებულებათა შენარჩუნებისა და განვითარების პირობებში, ყოველ მიზეზ გარეშე მივაღწიოთ ეროვნულ ერთიანობას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად ბრძოლა უმთავრეს ამოცანად გავიხადოთ. ვფიქრობ, ამ პირობებში არეულობა გამოირიცხება. არეულობას მსხვერპლი მოჰყვება, გვეყო ის შედეგები, რაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო პერიოდში განიცადა.

აფხაზეთის რადიო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე ევროპის საბჭოში გამოვიდა ინიციატივით - აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გაუქმების შესახებ. არსებობს ინფორმაცია, რომ ბატონი ასლანის მოხსენების ტექსტი საქართველოს პრეზიდენტთან იყო წინასწარ შეთანხმებული. ასევე ლაპარაკობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს სურვილი, რომ დედაქალაქში არსებობდეს ლეგიტიმური ხელისუფლება.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მიგაჩნიათ, რომ აფხაზეთის დასაბრუნებლად არ გამოიყენებთ ძალისმიერ მეთოდებს, მაგრამ სოხუმის დაცემის დღეს განაცხადეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი თვის განმავლობაში მშვიდობიანი მოლაპარაკება შედეგს არ გამოიღებდა, თავად ჩაუდგებოდით სათავეში „დიდ დგორის ბრძოლას“ - აფხაზეთის დასაბრუნებლად. მას შემდეგ გავიდა ცხრა წელი და დევნილი მოსახლეობა ყოველდღე ელოდება მშობლიურ კერებში დაბრუნებას. თქვენი კომენტარი...

- არანაირი საერთო ამ ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტთან არა აქვს. წუხელ განვიხილე ამ სრუქტურების სრულყოფასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი და არა მათი გაუქმებისა და შემცირების შესახებ. მსურს კიდევ დავადასტურო, რომ სწორედ მოვიქეცით, როცა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება თავისი სათანადო სტრუქტურებით შევინარჩუნეთ. არც ასლან აბაშიძეს და არც სხვას არა აქვს უფლება, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ეს საკითხი დააყენოს. არა მგონია, რომ ამ ინიციატივით ასლან აბაშიძე ევროპის საბჭოში გამოსულიყო.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მაშინ მქონდა სრულიად საქართველოს მხარდაჭერის იმედი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ორად თუ სამად გახლეჩილი აღმოჩნდა. მათ შორის იმ რეგიონებში ლამის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და ჩემი დანაპირები ვერ შესრულდა და ვერც შესრულდებოდა. ჩვენ დაგვჭირდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაგვემყარებინა წესრიგი. უმთავრესი იყო გავმხდარიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო. სწორედ ეს არის მთავარი მონაპოვარი და ინსტრუმენტი, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ.

აფხაზურენოვანი რადიო „ჰარა“: ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პრობლემატიკა მარტო პოლიტიკური ასპექტით არ განიხილება. ეს სპექტრი გაცილებით ფართოა და მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებს. საზოგადოებაში, მათ შორის, ხელისუფლებაში, დომინირებს ლოგიკა - ჯერ მოვაგვაროთ კონფლიქტის პოლიტიკური მხარე და შემდეგ დანარჩენს მივხედავთ. აფხაზეთიდან სოციალური პრობლემების მოგვარებისადმი მიმართული გარკვეული ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების სხვადასხვა თხოვნა ხშირად უპასუხოდ რჩება. ამის საქმის კურსში არიან გაეროს სოხუმის ოფისის ხელმძღვანელი, ჩვენი ხელისუფლების გარკვეული ნაწილი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს სახელმწიფო ვალდებულება აფხაზური ეთნოსისა და კულტურის გადარჩენისადმი, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამგვარ თხოვნათა დაკმაყოფილება შეამცირებს მხარეებს შორის დაპირისპირების ხარისხს, ასევე ხელს შეუწყობს ურთიერთობის აღდგენას?

- ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით. ხორციელდება რაღაც-რაღაც ღონისძიებები, კერძოდ, გალის რაიონში, სოხუმში ლაპარაკია სამედიცინო მომსახურების ელემენტარულ გაუმჯობესებაზე, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდაზე და სხვა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე, მაგრამ ამას ჯერ-ჯერობით არა აქვს დიდი მასშტაბი. სანამ ფეხზე არ დადგება ქართულ-აფხაზური დიალოგი, მათ შორის ეკონომიკის განვითარების საკითხები. მანამდე ეს პრობლემები, ალბათ, გაურკვეველი ბედის იქნება, პირადად მომხრე ვარ და მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზაა - აფხაზებმა და ქართველებმა მოილაპარაკონ, გადაწყვიტონ და შეთანხმდნენ თავიანთი სახელმწიფოს ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებზე. ისე, რომ აფხაზეთსაც ჰქონდეს საკუთარი უფლებების გამოხატვის საშუალება, კერძოდ, სახელმწიფოებრიობის ის ფორმა, რომელიც კარგად არის ცნობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგ გვიძლია ვილაპარაკოთ საერთაშორისო დახმარებაზე, ახალი, საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელებაზე, მაგრამ სანამ ჩვენს შორის არ იქნება ურთიერთგაგება, ვერაფერი გაკეთდება. ის ფაქტი, რომ 50 ათასი საქართველოს მოქალაქე გახდა რუსეთის მოქალაქე, და მიიღო რუსეთის პასპორტები, ახალი გამაღიზიანებელი ფაქტორი და ელემენტია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით კი საკმაოდ ხელისშემშლელი პირობაა.

საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ნიუსი“: 14 ივლისს სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთში აღნიშნავენ ათი წლის იუბილეს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთში ქმნიან სტაბილურობას და პოლიტიკური პროცესის წინსვლის გარანტიას, თუ უკვე დადგა სამშვიდობო ქვედანაყოფების სამართალდაცვის ორგანოებით შეცვლის საკითხის განხილვის დრო?

- ჩვენ წინათ უკვე განვიხილეთ ეს საკითხები და რუსეთის ხელმძღვანელობასაც მიაჩნდა, რომ შესაძლოა, დადგა ის დრო,როცა მშვიდობისმყოფელებმა სამხრეთ ოსეთი უნდა დატოვონ ეს ტერიტორია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამჟამად შექმნილი ვითარება რთულია, ვფიქრობ, ნაადრევია ამაზე ლაპარაკი.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის საქართველო ის ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელსაც არ გამოუყვია სახსრები და არ მონაწილეობს ბრესტის ციხე-სიმაგრის აღდგენაში. როგორც ცნობილია, ორმოციან წლებში ამ ციხე-სიმაგრის დაცვის დროს დაიღუპა თქვენი უფროსი ძმა...

- ამის თაობაზე გამოქვეყნდა ბელორუსიის მთავრობის მიმართვა ყველა ქვეყანაში. ზოგიერთმა ქვეყანამ მართლაც გადარიცხა გარკვეული თანხები. ჩვენი რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ამისი შესაძლებლობა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის შედგენისას, შევეცდებით გამოვყოთ თანხა.

სახელმწიფო საინფორმაციო საშუალება „საქინფორმი“: ბატონო პრეზიდენტო, გასულ კვირას ევროპის საბჭოში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ორლოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში მცხოვრებნი, უპირველეს ყოვლისა, არიან საბჭოელები, შემდეგ - აფხაზები და, ბოლოს, თუკი ამის სურვილი თავად ექნებათ, საქართველოს მოქალაქეები. როგორ შეაფასებთ ელჩის ამ პოზიციას, ხომ არ არის ეს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების პოზიცია?

- ამ განცხადებას ძალიან უარყოფითად ვაფასებ. ეს გან ნცხადება ნიშნავს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ და უხეშ ჩარევას. მგონი ეს ან შემთხვევით ნასროლი ფრაზაა, ან დაუდევრობა, ან უპასუხისმგებლობა იმ პიროვნების მხრიდან, ვინც განაცხადა ეს მოსაზრება კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ყოველივე იმას, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს. მიმაჩნია, რომ ამგვარი განცხადებისათვის რუსეთი ნორმალური ქვეყანაა, ჩვენი კეთილი მეზობელი და ამას არ გააკეთებს.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-ფაქსი“: გასულ კვირას გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საქართველოს გადმოსცა დიდი რაოდენობის იარაღი 1992-95 წლების პერიოდში, კერძოდ, 350 ტანკი, 400 საარტილერიო ერთეული, 250 საბრძოლო მასალა, 47 ათასი ავტომატი და ამით რუსეთმა შეასრულა საბჭოთა კავშირის შეიარაღების იმ წილის თაობაზე ნაკისრი ვალდებულება, რომელიც საქართველოში უნდა დარჩენილიყო. როგორ ფიქრობთ, ასეთი განცხადების შემდეგ მოიხსნება საკითხი დღის წესრიგიდან?

- არ მოიხსნება. ჩვენ უნდა დავადგინოთ, თუ რა რაოდენობის იარაღი იყო საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს და მის დაშლამდე, რამდენი გაიტანა აქედან რუსეთმა და რამდენი დარჩა. შემდეგ კი ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები, თუ ვინ არის მართალი და ვინ არა.

გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო, ამასწინანდელ ბრიფინგზე მოგახსენეთ, რომ სამეგრელოში შედის იარაღი და ამ პროცესს პარტიზანი დათო შენგელია ხელმძღვანელობს. გამართლდა ეს სიტყვები და ნატახტართან მოხდა ინციდენტი, კერძოდ, დააკავეს „სუპერ-იარაღები“ და დათო შენგელიამ გულწრფელად აღიარა, რომ ეს მისი იყო. მიმაჩნია, რომ იგი არ ტყუის. სამწუხაროა, რომ ეს პარტიზან დათო შენგელიას იარაღი კი არ არის, ეს არის კონტრაბანდისტ დათო შენგელიას იარაღი. ცნობილია, რომ ეს იარაღი ინახება სამეგრელოს რაიონში, სოფელ თორსაში, აფხაზეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის - „სატურნის“ ტერიტორიაზე. მოსახლეობისათვის გაუგებარია ამ რაზმის დანიშნულება, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ერთი ნაწილი ყაჩაღობს და თავს ესხმის ხალხს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს აფხაზებთან იარაღით ლაპარაკს, მაშ რისთვის აქვს დათო შენგელიას იარაღი და რატომ არის იგი ასე თამამი? სამეგრელოში გავრცელებულია აზრი: შენგელიას სითამამე გამოწვეულია იმით, რომ მას ლობირებენ სამთავრობო დაცვის მაღალჩინოსნები. თქვენი კომენტარი.

- მცირერიცხოვანი ქვედანაყოფი „სატურნი“ მართლაც არს სებობს. ძირითადად იქ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები არიან. არ მაქვს მონაცემები მათს არასწორ მოქმედებაზე. რა თქმა უნდა, თქვენ ინფორმაციას ვიღებ ცნობად და კატეგორიულ დავალებას მიიღებს უშიშროების სამინისტრო და ეს ქვედანაყოფი შემოწმდება. თუ ამ ინფორმაციის რაიმე ნაწილის სისწორე დადასტურდება, ბუნებრივია, სათანადო ღონისძიებანი განხორციელდება.

რაც შეეხება დათო შენგელიას მონაწილეობას იარაღის ფაქტთან დაკავშირებით, არ მაქვს არავითარი საფუძველი, არც გამომძიებელი ვარ და არც ოპერატიული მუშაკი. გამოძიება მიმდინარეობს და შედეგს უნდა დაველოდოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვეულებრივი იარაღი და არც ჩვეულებრივი მიზნისათვის იყო გათვალისწინებული. ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება.

„უნდა ვესწრაფოთ, რომ დემოკრატიულ ღირებულებათა შენარჩუნებისა და განვითარების პირობებში, ყოველ მიზეზგარეშე მივაღწიოთ ეროვნულ ერთიანობას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად ბრძოლა უმთავრეს ამოცანად გავიხადოთ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 9 ივლისი. - №165 (4224). - 1, 3 გვ.

6 ტარიელ ჭანტურიას - დაბადების დღეზე

▲back to top


ჩემო ტარიელ,

დაბადების დღეს გილოცავ ბრწყინვალე ქართველ პოეტსა და მეტად საინტერესო პიროვნებას, რომლის შემოქმედებაშიც განუმეორებლად არის შერწყმული დიდი სიბრძნე და ბავშვური სიწრფელე.

მე ყოველთვის მხიბლავდა შენი პოეტური მოულოდნელობანი, ქართულ სიტყვასთან შენი არტისტული დამოკიდებულება, თითქოს ორდინარულ ნივთებსა და მოვლენებში განსაკუთრებულისა და მომხიბლავის დანახვის შენეული უნარი.

ვფიქრობ, ასეთი შემოქმედი არასოდეს ბერდება და სწორედ ამიტომ მიჭირს შენს სამოცდაათ წელთან შენი დაკავშირება, არადა, ალბათ, როგორც თავად იტყვი, ფაქტი სახეზეა.

გილოცავ, შენს დიდ ოჯახს ვულოცავ, შენს განებივრებულ მკითხველს ვულოცავ, რომელსაც მუდამ აკვირვებ შენი პოეტური სიურპრიზებით, შენი წერილებით, შენი მართლაც დიდი ცოდნითა და მოვლენათა სიღრმეების წვდომის შესაშური უნარით.

გილოცავ და ჩვენს პირველ შეხვედრასაც ვიხსენებ ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც ჟურნალ „ცისკრის“ ახალდანიშნულმა ლიტმუშაკმა მცხეთაში პატარა სუფრა გაშალე, რაკიღა „ცისკარი“ კომკავშირის ცეკას ეკუთვნოდა. მეც იქ გახლდით, როგორც ცეკას პირველი მდივანი.

იმ დროიდან მოვდივართ ერთად და მეამაყება, რომ შენც და „სამოციანელთა“ დიდ თაობასაც, ქართველი მწერლობის კლასიკოსებს, მუდამ გვერდით გედექით.

სამაგალითოდ ერთგული იყავი და ხარ შენი პოეტური მოწოდების, შენი ქვეყნის, შენი ოჯახის.

სწორედ ამიტომ - გვჭირდები და გვიყვარხარ.

ნანულიმ უკვე მოგილოცა თავის გაზეთში, მაგრამ არ კარგავს შემთხვევას და ახლაც გილოცავს.

შენი ედუარდ შევარდნაძე.

ტარიელ ჭანტურიას - დაბადების დღეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 ივლისი. - №168 (4227). - 1 გვ.

7 ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალის - „ხელოვნების ზეიმი“ - მონაწილეებს

▲back to top


მივესალმები ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენას, როგორიცაა საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნება - კიდევ ერთი ტრადიციის აღორძინება. მიხარია, რომ ასეთი ფესტივალის მასპინძელი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი ბორჯომი გახდა. იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი, რომელიც ამჯერად გერმანიაში დაარსებულ დიტცენბახის ფესტივალთანაა დამეგობრებული, ტრადიციული და პერიოდული გახდება და უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს ქართველ და უცხოელ მუსიკოსებსა და მუსიკის მოყვარულთ.

ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ევროპის ანალოგიური ფესტივალები ბორჯომის ფესტივალის მეგობრები და სტუმრები გახდებიან. ასეთი საერთაშორისო პროექტები, დარწმუნებული ვარ, დიდად შეუწყობს ხელს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და მის მიღწევებს მსოფლიოს გააცნობს. ქალბატონი ლიანა ისაკაძის საქვეყნოდ აღიარებული ხელოვნება, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრისა და ქართველი მუსიკოსების ოსტატობა, ჩვენი სტუმრების მაღალი ხელოვნება იმის საწინდარი იქნება, რომ ბორჯომის ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთ თქმული ფესტივალი გახდება.

მინდა დიდი შემოქმედებითი წარმატება ვუსურვო ფესტივალის ყველა მონაწილეს, დარწმუნებული ვარ, თქვენს ერთგულ მსმენელებს იმ სასწაულის თანამონაწილედ გახდით, რასაც დიდი მუსიკა ჰქვია.

ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალის - „ხელოვნების ზეიმი“ - მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 13 ივლისი. - №169 (4228). - 1 გვ.

8 გოგი ხარაბაძეს

▲back to top


ჩემო გოგი,

წელიც არ გასულა შენი ბიჭის ტრაგიკული დაღუპვიდან და, მართალია, სამოცი წლის გახდი, ვერც გილოცავ დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი შესანიშნავი შვილი და ღმერთმა გადაგატანინოს ეს ტკივილი.

შენ ქართულ ეკრანზე თუ სცენაზე გამოჩენისთანავე შთამბეჭდავად შემოხაზე შენი აქტიორული სახელმწიფოს საზღვრები და შენი პრინციპული პოზიციით, როგორც მოქალაქე და როგორც ხელოვანი, მუდამ იდექი ხალხთან, აკეთებდი იმ დიდ საქმეს, რასაც ქართული თეატრისა და კინოს, ქართული პოეზიის მსახურება ჰქვია.

დიდი მადლობა ამისათვის ჩემგან და ჩვენი ხალხისაგან. მინდა იცოდე, დღესაც შენთან ვარ, ამ ტკივილიან დღეს, რომელსაც შენი დაბადების სამოცი წელი ჰქვია.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

გოგი ხარაბაძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 13 ივლისი. - №169 (4228). - 1 გვ.

9 „რაც უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები გვეყოლება, მით უფრო მეტია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა თავდაცვის ეროვნული აკადემიის მეექვსე
გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე 2002 წლის 13 ივლისს

ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, კურსანტებო და ჯარისკაცებო!
ქალბატონებო და ბატონებო! პატივცემულო საზოგადოებავ!

ამაღელვებელია ყველაფერი ის, რაც დღეს რესპუბლიკის მოედანზე ხდება და რომელსაც სრულიად საქართველო ადევნებს თვალყურს, უსმენს და უყურებს.

მივესალმები და მხარს ვუჭერ საქართველოს უმაღლესი სამხედრო სკოლის ყოველწლიური გამოშვების საზეიმო ტრადიციას.

ეს ჭეშმარიტი ზეიმია არა მარტო ახალგაზრდა ოფიცრებისათვის, მათი ოჯახის წევრთათვის, არამედ სრულიად საქართველოსა და ყველა მოქალაქისათვის.

არმია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი პირობათაგანი გახლავთ.

ამ თვალსაზრისით საქართველოს რთული, მაგრამ საპატიო ამოცანები აქვს გადასაჭრელი. რთული იმიტომ, რომ ჩვენ თითქმის არაფრისგან დავიწყეთ ეროვნული არმიის მშენებლობა და ერთდროულად უნდა განვახორციელოთ მისი რეფორმირებაც - ახალი პრინციპებისა და დროის მოთხოვნათა შესაბამისად.

თითოეული თქვენგანი ამ ისტორიული მისიის თანამონაწილე იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული უფრო მეტიც, თქვენ უნდა იყოთ მისი უშუალო და აქტიური განმახორციელებელიც, ამიტომ, უკვე დღეიდან მოგიწევთ აკადემიაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

ამთავითვე კარგად უნდა იცოდეთ ისიც, რა კონკრეტული მიზნებისა და პრობლემების წინაშე ვდგავართ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დემოკრატიული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. უახლოეს პეროდში ეს გულისხმობს სამხედრო ძალებში ძირეული რეფორმების განხორციელებას, რომლის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ კადრების პროფესიული აღზრდაა.

დემოკრატიული და საკაცობრიო იდეალებისადმი ერთგულება მოწინავე ქვეყნების მრავალმხრივი დახმარების საფუძველი გახდა.

საქართველოს მრავალი წარმომადგენელი იძენს სამხედრო განათლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთსა და საბერძნეთში.

ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ვითარდება მრავალ ქვეყანასთან და, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, თურქეთის რესპუბლიკას, უკრაინას, რუსეთს, სხვა მრავალ მეგობარ სახელმწიფოს გულისხმიერებისათვის, - სამხედრო აღმშენებლობის საქმეში გაწეული მრავალმხრივი და ქმედითი დახმარებისათვის.

მეგობარი ქვეყნების თანადგომა და დახმარება გამოიხატა, აგრეთვე, საქართველოს ჩაბმით საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობაში, რასაც, თავის მხრივ, განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმირების პირობათა მოსამზადებლად.

ასევე უნდა აღვნიშნო ისტორიული მნიშვნელობა წვრთნისა და აღჭურვის იმ პროგრამისა, რომელსაც ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით ვახორციელებთ.

1994 წლიდან ჩვენი ქვეყანა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატოს პროგრამის წევრია. 1995 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ პროგრამასთან ერთად შემუშავებული აქვს ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამაც.

1998 წლიდან მკვეთრად გაიზარდა საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებასა და წვრთნაში. ორი წლის განმავლობაში საქართველომ „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამით გათვალისწინებულ 242 სამხედრო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, 2002 წელს კი დაგეგმილია 196 ღონისძიება.

1999 წლის სექტემბერში საქართველომ თავისი ქვეითთა ოცეული განათავსა კოსოვოში. ოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში განხორციელდა აღნიშნული ოცეულის ხუთი როტაცია. უახლოეს დროში, ამ მიზნით გათვალისწინებულია ქვეითი ასეულის მომზადება, ხოლო საბოლოოდ, დაგეგმილია ქვეითი ბატალიონის ჩამოყალიბება.

ამ აუდიტორიისათვის საჭიროდ არ მიმაჩნია ჩვენდამი საერთაშორისო გაერთიანების მიერ გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარების მნიშვნელობის ფართოდ განმარტება. ეს არაერთხელ მითქვამს და კონკრეტული სტატისტიკური მასალაც თავისთავად მრავლისმეტყველია. აღნიშნული დახმარების შესახებ თუ რაიმე გვეთქმის, მხოლოდ, ალბათ, საშვილიშვილო მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს.

უმთავრესი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ დახმარების გამართლება ჩვენივე ძალისხმევით. ორიენტირი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლურ, ევროატლანტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა. ამგვარი მიმართულება ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური არსით განისაზღვრება. დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და საკაცობრიო ღირებულებათა დაცვა და განვითარება ლოგიკური აუცილებლობით უკავშირდება სამხედრო თავდაცვითი სისტემის შესატყვის პრინციპებზე დამკვიდრებას. შემთხვევითი არ არის, რომ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოთა სამხედრო ორიენტაცია, მეტად თუ ნაკლებად, ამავე მიმართულებით განისაზღვრება. ეს დროის მოთხოვნაა და არავითარ შემთხვევაში ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ინტერესების მექანიკური ცდა, ან მეზობელ და ტრადიციულად მეგობარ სახელმწიფოთათვის ზურგის შექცევა.

ჩვენი მიზანია რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარება, მაგრამ, თანამშრომლობისა, რომელიც დაეფუძნება მეზობელ და სუვერენულ სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობას, ურთიერთ ინტერესთა პატივისცემასა და უსაფრთხოებას. შეიძლება ითქვას, ამგვარი თანამშრომლობის კლასიკური მაგალითი საქართველო-უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობა.

მცირე სახელმწიფოთა სამხედრო უშიშროების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა საერთაშორისო სამხედრო პოლიტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრირება. ამიტომ, ახალი ორიენტაციით უნდა განიმსჭვალოს და განისაზღვროს შეიარაღებული ძალების რეფორმის ყველა რგოლი. ამ მიმართულებას უნდა ექვემდებარებოდეს ყოველი სტრუქტურ რული, ორგანიზაციული თუ სხვა სახის ცვლილება. იგივე უნდა იყოს რეფორმის შეფასების კრიტერიუმიც.

საკითხისადმი ასეთი მიდგომა მოითხოვს საქართველოს უშიშროების მიზნებთან შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი, სტრუქტურული, ფუნქციური და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანას. ამავე დროს, იგი გულისხმობს შეიარაღებული ძალების დემოკრატიულ საფუძვლებზე მშენებლობასა და მასზე სამოქალაქო კონტროლის უზრუნველყოფას.

21-ე საუკუნე ახალი მსოფლწესრიგის დამკვიდრების რეალურ შესაძლებლობათა ეპოქაა. ეს დებულება განსაკუთრებით აქტუალურია ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ 2002 წლის 24 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

მსოფლიოს მოწყობის ახალი მოდელი ითვალისწინებს მსხვილი, მეტ-ნაკლებად თანაბარძალოვანი რეგიონული სისტემების ისეთ თანაარსებობას, რომელიც ძალთა დაბალანსების პრინციპის ეფექტიანი გამოყენებით დიდწილად შეამცირებს კონფლიქტური კერების წარმოქმნის ალბათობას.

ბუნებრივია, თანაარსებობის ეს მოდელი მნიშვნელოვნად ზრდის კონფლიქტური უსაფრთხოების პოლიტიკურ პირობებს, მაგრამ, იმავდროულად, იზრდება მასში შემავალი ქვეყნების საერთაშორისო პასუხისმგებლობაც.

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც სურს მსოფლიოს პოლიტიკურ სისტემაში თანასწორუფლებიანი პარტნიორის სტატუსით აღიჭურვოს, უნდა შეეძლოს განახორციელოს საკუთარი ფუნქცია და თავად მოაწესრიგოს საკუთარი პრობლემები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მას მეგობარი სახელმ მწიფოების თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი.

ჩვენთვის, საქართველოსათვის, ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. რაც უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები გვეყოლება, მით უფრო მეტია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა.

გლობალური პოლიტიკის აღნიშნულ ტენდენციასთან და თანამედროვეობის მოთხოვნებთან შესაბამისობა საქართველომ დღეისათვის მეტ-ნაკლებად შეძლო. „მეტ-ნაკლებად“ იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში მოვიპოვეთ საკუთარი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფუნქცია და, მეორე მხრივ, უსაფრთხოების თვალსაზრისით მრავალი არსებითი პრობლემაა გადასაჭრელი.

ამ ვითარებაში ჩვენს წინაშეა ამოცანა - დავუმტკიცოთ საკუთარ თავსაც და მსოფლიოსაც, რომ ჩვენ არათუ გადავრჩით, არამედ შევიძინეთ სტაბილური, მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფუნქციის მქონე სახელმწიფოს სტატუსი.

დარწმუნებული ვარ, ამ მართლაც ისტორიული ამოცანების განხორციელებაში თქვენი თაობა ღირსეულ წვლილს შეიტანს.

მჯერა თქვენი ცოდნა, მხედრული შემართება, უშრეტი ენერგია და სამშობლოს უანგარო სიყვარული იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერების, ერთიანი და განუყოფელი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

ჩვენს შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისიც, რომ დღეს კურსდამთავრებულთა რიგით მეექვსე გამოშვ ვებას ვულოცავთ გზას. მათი სახით სამშობლო 215 ოფიცერს შეიძენს.

უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, აკადემიის 2002 წლის გამოშვებას მიენიჭა სახელოვანი ქართველი მეფისა და მხედართმთავრის ერეკლე მეორეს სახელი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ ზეიმს.

გილოცავთ და გულწრფელ მადლობას მოვახსენებ აკადემიის ხელმძღვანელობას და პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის, ხოლო გენერალ ომარ ლეკვეიშვილს, რომელსაც თქვენ დიდ პატივს სცემთ, ვულოცავ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დღევანდელი დღე მივულოცო თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს, საქართველოს სამხედრო ძალებსა და სრულიად საქართველოს.

გისურვებთ მხედრულ წარმატებასა და ცხოვრებისეულ ბედნიერებას.

გისურვებთ სიხარულსა და ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს აყვავებას, გაძლიერებასა და ბედნიერებას.

„რაც უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები გვეყოლება, მით უფრო მეტია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 ივლისი. - №170 (4229). - 1, 2 გვ.

10 „გლობალიზაციის მკაცრ ეპოქაში, სამების დიდი ტაძარი იქცევა იმ წმინდა კელაპტრად, რომელიც პლანეტის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ქართველს მუდამ სულს გაუთბობს და სამშობლოსაკენ მოუხმობს“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
15 ივლისის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ დადებითად გადაწყვიტა საქართველოსთვის შემდგომი დახმარებისა და თანამშრომლობის საკითხი. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის? გარდა ამისა, თქვენ შეხვდით მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, გაიმართა მთავრობის სხდომა. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებს? - ჟურნალისტ ციური ბაჯელიძის თხოვნით ამ თემებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კურსის მხარდაჭერას და საქართველოსადმი ჩვენი მეგობრების თანადგომის დადასტურებას.

დირექტორთა საბჭომ, ძირითადად, მოიწონა ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, აგრეთვე, მიღწეული პროგრამული მაჩვენებლები და მიიღო გადაწყვეტილება მორიგი ტრანშის გამოყოფის თაობაზე 30 მილიონი დოლარის ოდენობით.

ეს თანხა ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდება, ანუ ამით იქმნება ლარის სტაბილურობის დამატებითი, მძლავრი გარანტია. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სხვა დონორ ორგანიზაციებს და ქვეყნებს, რათა აქტიურად დაეხმარონ საქართველოს.

სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ პიტერ შტეკთან შეხვედრისას. ვიმსჯელეთ ენერგეტიკულ პრობლემატიკასა და საბიუჯეტო საკითხებზე.

მსოფლიო ბანკი, სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში განახორციელებს სიღარიბის დაძლევის მასშტაბურ პროგრამას. რა თქმა უნდა, ჩვენი აქტიური მოღვაწეობის შესაბამისად.

გარდა ამისა, ბატონმა პიტერ შტეკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიო ბანკის სურვილი, თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების თაობაზე.

გაიმართა უაღრესად საინტერესო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან ბატონ კალგან მიზესთან. აქაც ეკონომიკის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისა და, აგრეთვე, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების პრობლემა განვიხილეთ.

რაც შეეხება მთავრობის სხდომას, მოვისმინეთ კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ბატონ ბიძინა სონღულაშვილის ინფორმაცია მიმდინარე წლის 28-29 ივნისს ამ მხარეში სტიქიური მოვლენების შესახებ.

ჭარბმა ნალექებმა დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა კახეთს, ათასობით ჰექტარზე განადგურდა საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესები, მრავალწლიანი ნარგავები.

განსაკუთრებით დაზარალდა სიღნაღის რაიონი, ასევე თელავის, გურჯაანისა, და, ნაწილობრივ, ახმეტის რაიონი.

უკვე შეიქმნა რაიონული შტაბები, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები აქტიურად ახორციელებენ საჭირო ღონისძიებებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ყველაფერ ამას ხელმძღვანელობს ქვეყნის პრეზიდენტის რწმუნებული ბიძინა სონღულაშვილი, და მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ რწმუნებულის ინსტიტუტი აუცილებელია. განსაკუთრებით ასეთი ექსტრემალური სიტუაციის დროს რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელთა საქმიანობის ორგანოებისა და კოორდინაციისათვის ცენტრალური ხელისუფლებაც, აქ, რასაკვირველია, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესების მიმდინარეობის შესახებ.

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და ორგანიზაციული რეფორმები განხორციელდა ფინანსთა სამინისტროში კონტროლის პალატის მოხსენებაში მითითებულ დარღვევათა და ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად.

საერთოდ, უნდა მოგახსენოთ, რომ გაერთიანებული სამინისტროს ბოლოდროინდელი მუშაობა, კერძოდ, მინისტრის საქმიანობა ძალზე შთამბეჭდავია და მას უაღრესად დადებითად ვაფასებ.

ვგულისხმობ იმ ტენდენციებს, რომლებიც უკვე გამოიკვეთა. ბატონმა მირიან გოგიაშვილმა ზოგიერთი საკმაოდ რთული სისტემური და ინსტიტუციური პრობლემის გადაწყვეტას ჯერჯერობით წარმატებით გაართვა თავი, რაც უეჭველად აისახება საგადასახადო შემოსავლებზე წლის მეორე ნახევარში.

თუმცა, მთავრობის სხდომაზე იყო ერთი, საკმაოდ გულსატკენი ეპიზოდი, მაგრამ იმედი მაქვს, კოლეგებს შორის თანამშრომლობა მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და ტაქტის საფუძველზე წარიმართება. ჩემი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ, მე უკვე გამოვხატე. ვფიქრობ, შემდეგში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

- გასულ კვირას რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი საზოგ გადოებას აფრთხილებენ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის საშიშროებაზე. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ გაფრთხილებისა და გაერთიანების მიმართ?

- ერთმნიშვნელოვნად მივესალმები პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანებას ისეთი კეთილშობილი მიზნით, როგორიცაა ქვეყანაში სტაბილურობისა და ნორმალური პოლიტიკური ატმოსფეროს შენარჩუნება.

უდავოდ დადებითი მოვლენაა, რომ პოლიტიკური მოღვაწეები სრულად აცნობიერებენ, რა შეიძლება მოჰყვეს დესტაბილიზაციას.

პატიმართა შეწყალების თაობაზე კი (რამაც, როგორც აცხადებენ, ეს აშკარად განაპირობა) კვლავაც ვადასტურებ ჩემს მტკიცე პოზიციას: ადამიანები, რომლებმაც უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს სამოქალაქო ომისა და საზარელი ანარქიის პირობებში, უდავოდ იმსახურებენ გულმოწყალებას, ვინაიდან, იმ საშინელი ქაოსისა და შესაბამისი პირობების ჩამოყალიბება უფრო საზოგადოების და პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობის საგანიცაა, და არა მარტო გზასაცდენილი ახალგაზრდებისა, ვისაც უზენაესი სამსჯავრო მაინც არ ასცდებათ.

ამდენად, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს მათ შორის, პირადად ჩემთვის, ბოლოს და ბოლოს მეც ხომ ორი ტერორისტული აქტის სამიზნე ვიყავი. შერიგებისა და თანხმობის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

ეს გახლავთ ჩემი ურყევი პოზიცია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს.

იგი ჯერ კიდევ 1992 წელს გამოიხატა. მე მახსოვს მაშინდელი ჩემი შეხვედრა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა და სწორედ იქ გამოცხადდა მანიფესტი შერიგების შესახებ. მას შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, ათასობით მჯავრდებული შევიწყალე და უმრავლეს შემთხვევაში მართალი აღმოვჩნდით.

რა თქმა უნდა, ვიმეორებ, ეს მტკივნეული პროცესია და სწორედ ამიტომ მიანიჭა კონსტიტუციამ პრეზიდენტს უეჭველი პრეროგატივა, რათა მას ჰქონდეს საშუალება, იმოქმედოს უზენაესი სახელმწიფოებრივი იტერესებიდან გამომდინარე, რაც უეჭველად გულისხმობს სამოქალაქო ომის ჭრილობათა საბოლოოდ მოშუშებას.

- გასულ კვირას, როგორც ჩანს, კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: ამიერიდან, სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულები თბილისში რესპუბლიკის მოედანზე გამართავენ გამოსაშვებ აღლუმს უმაღლესი მხედართმთავრის (პრეზიდენტის) თანდასწრებით. შეიძლება თუ არა, ვივარაუდოთ, რომ ეს მართლაც ერთგვარ ტრადიციად იქცევა საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის?

- ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და განმტკიცების უპირველესი ნიშანია ათასობით ოფიცერი, რომელთა მომზადება უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მოესწრო.

ოფიცერთა კორპუსი ნებისმიერი არმიის საფუძველია, უფრო მეტიც: ოფიცრები ერის ელიტას, მის ოქროს ფონდს წარმოადგენენ.

რესპუბლიკის მოედანზე გამოსვლისას მე ვთქვი და კვლავ ვადასტურებ: რაც უფრო ძლიერი, კარგად გაწვრთნილი, პროფესიულად მომზადებული და ბრძოლისუნარიანი იქნება საქართველოს არმია, მით უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის.

სწორედ ეს გახლდათ ამ ღონისძიების დედააზრი.

კიდევ ერთხელ დავულოცავ გზას ამ შესანიშნავ ახალგაზრდებს მხედრულ ასპარეზზე და აქვე გეტყვით, რომ თავდაცვის მინისტრთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მომავალი წლიდან აღვადგინოთ სამხედრო აღლუმების რეგულარულად გამართვის ტრადიციაც, ვფიქრობ, ბიუჯეტი მოგვცემს ამის საშუალებას.

სამხედრო აღლუმი მხოლოდ სიმბოლური ღონისძიება როდია - იგი ადასტურებს სახელმწიფოს ცხოველმყოფელობას და გვაძლევს საშუალებას, თვალნათლივ ვიხილოთ, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალთა სამხედრო აღჭურვის და გაწვრთნილობის დონის ასამაღლებლად. გაკეთებული კი არც ისე მცირეა.

- უშიშროების საბჭომ საგანგებოდ იმსჯელა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების შესახებ. როგორია თქვენი შეფასება?

- ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ამ საკითხებს მიეძღვნა, საკმაოდ მწვავე და საგნობრივი იყო.

ჩვენ შევიმუშავეთ გადაუდებელ ღონისძიებათა გეგმა კონკრეტულ ღონისძიებათა გადასაწყვეტად.

ამავე დროს, სამართალდაცვის ყველა სტრუქტურამ მიიღო შესაბამისი დავალება გახმაურებულ დანაშაულთა უმოკლეს ვადებში გახსნისა და, ამ თვალსაზრისით, საზოგადოების სავსებით ბუნებრივი მოთხოვნის აღსრულების თაობაზე.

- ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა „თავისუფლების ინსტიტუტის“ დარბევას, გავრცელდა აგრეთვე ინფორმაცია, რომ უცნობი პირები ემუქრებიან საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ გურამ შარაძეს. როგორია თქვენი შეხედულება ამ მოვლენათა თაობაზე?

- საგანგებო განცხადებით მე უკვე დავგმე „თავისუფლების ინსტიტუტის“ დარბევა და რამდენიმე ახალგაზრდის უმოწყალოდ ცემის აღმაშფოთებელი ფაქტი. ეს მით უფრო შეუთავსებელია საქართველოს რეალობასთან, რომ ჩვენ ქვეყანაში (უცხოელი ექსპერტების აღიარებით) არასამთავრობო ორგანიზაციათა (მთლიანად სამოქალაქო სექტორის) შექმნისა და გან ნვითარების საუკეთესო პირობები არსებობს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მაგრამ აქ, როგორც ირკვევა, კიდევ უფრო მძიმე და შემაშფოთებელ პრობლემასთან გვაქვს საქმე: სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დავაფუძნეთ მრავალი დემოკრატიული სტრუქტურა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, ჯერჯერობით საზოგადოებრივი კულტურის ამჟამინდელი დონე, როგორც ჩანს, ყოველთვის არ არის საკმარისი ნორმალური, ღირსეული, თანასწორუფლებიანი, ურთიერთპატივისცემაზე აგებული დიალოგის გასამართად სხვადასხვა მრწამსისაა და მსოფლმხედველობის ადამიანებს შორის.

მართლაც, ამგვარი დიალოგი ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. შესაბამისად, მეტი გასაქანი აქვს სიძულვილსა და საკუთარი აზრის თუ განწყობის სხვისთვის ძალით თავს მოხვევის სრულიად უნაყოფო მცდელობებს.

სწორედ ამ პრობლემის გამოვლინება გახდა „თავისუფლების ინსტიტუტის“ შემაძრწუნებელი დარბევა, ისევე, როგორც ყოვლად აღმაშფოთებელი მუქარა საქართველოს პარლამენტის წევრის ბატონ გურამ შარაძის მიმართ.

ასეთი რამ კატეგორიულად დაუშვებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში. ბოლოს და ბოლოს ბატონ გურამს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარების, მათ შორის, დიდი ილიას მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

მე უკვე დავავალე შესაბამის სამსახურებს: ორივე დანაშაული უმოკლეს ვადაში უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად დაისაჯონ.

ამასთანავე, კვლავ მოვუწოდებ სხვადასხვა მრწამსისა და შეხედულების ადამიანებს: გადალახონ წყენა და გამართონ დიალოგი. სხვაგვარად ჩვენ ნორმალურ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ, ვინაიდან ასეთი საზოგადოება მხოლოდ განსხვავებული აზრის პატივისცემას შეიძლება დაეფუძნოს.

დიალოგი ამ თვალსაზრისით უებარი წამალია.

- მიმდინარე კვირას დაგეგმილია თქვენი ვიზიტი უკრაინაში, კერძოდ, იალტაში, სადაც სუუამის ქვეყნების პრეზიდენტთა სამიტი გაიმართება. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ღონისძიებას დღევანდელ პირობებში?

- ამთავითვე უნდა მოგახსენოთ (დიდი ამერიკელი მწერლის პერიფრაზით), რომ „ხმები სუუამის გარდაცვალების შესახებ“, არა თუ ოდნავ, არამედ გადაჭარბებული აღმოჩნდა.

სახელმწიფოთა შორის ინტერესთა თანხვედრა ობიექტური რეალობაა და მას ასე ადვილად ვერავინ „გააუქმებს“.

ხუთი წლის წინათ სუუამის შექმნა განაპირობა სწორედ ინტერესთა თანხვედრამ (ძალზე მნიშვნელოვან საკითხებზე) საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას, აზერბაიჯანს შორის.

შემდგომ ამ გაერთიანებას უზბეკეთიც შეუერთდა.

სუუამს ჩვენ განვიხილავთ, როგორც სახელმწიფოებს შორის უმაღლეს დონეზე კონსულტაციათა მუდმივმოქმედ მექანიზმს.

ამ ფორმატში შეხვედრები და კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება სხვადასხვა დონეზე აქტუალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხთა განსახილველად.

განსაკუთრებით მივესალმები უკრაინის პრეზიდენტის ბატონ ლეონიდ კუჩმას კონსტრუქციულ პოზიციას და იმ ყურადღებას, რასაც ეს ქვეყანა (უკრაინა) ამჟღავნებს სუუამის სახელმწიფოთა მიმართ.

ვფიქრობ, ამგვარი საკონსულტაციო მექნიზმი საკმაოდ სასარგებლო (ანუ სიცოცხლის - უნარიანია) და იგი მომავალშიც იარსებებს.

რაც შეეხება უზბეკეთს, მართალია, ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება სუამიდან გამოსვლის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით უზბეკეთის პრეზიდენტის დავალებით მე მივიღე ინფორმაცია, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და უზბეკეთი სუუამიდან არ გასულა, თუმცა ამ სხდომაში, რამდენადაც ვიცი, მონაწილეობას არ მიიღებს.

- გასულ კვირას ბერლინში გაიმართა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. საქართველოს დელეგაციამ ძალიან მწვავედ შეაფასა აფხაზეთში მიმდინარე პროცესები. მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მიკუთვნება და პასპორტების გაცემა...

- საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, მისმა ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ბერლინში უაღრესად პრინციპული პოზიცია დაიკავეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერი იღონა საიმისოდ, რათა ამ ფორუმზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები ღირსეულად ყოფილიყო დაცული და წარმოდგენილი.

ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმები ყველა შეფასებას. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ოპონენტმა (რუსეთიდან) სცადა საკითხი გადაეტანა კაზუისტიკის სფეროში: თუ რას ნიშნავს ზოგადად ანექსია, არადა, ჩვენ ვსაუბრობდით „ფარულ ანექსიაზე“, რომელიც განსხვავებული მეთოდებითა და ხერხებით ხორციელდება. რასაკვირველია, დემაგოგიური არგუმენტაციის აუცილებელი თანხლებით.

მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ ის ძალები, რომლებმაც პროვოკაცია განახორციელეს, ვერ შესძლებენ ჩაშალონ დიალოგი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის, რომელიც უკვე დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს.

რუსეთი დიდი ქვეყანაა, ჩვენი ისტორიული მეზობელი და მეგობარია, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი თანამშრომლობა გვაკავშირებს.

რუსეთს, როგორც მძლავრი სახელმწიფოს ფაქტორს ყველამ უნდა გავუწიოთ ანგარიში, გავითვალისწინოთ მისი ინტერესები, მათ შორის, კავკასიაში.

საბედნიეროდ, (ხაზს ვუსვამ, საბედნიეროდ) ამ ფაქტორის გაუქმებას ვერავინ ვერასდროს შეძლებს.

მაგრამ აქვე ისიც მინდა ვთქვა ხსენებულ ძალთა საგულისხმოდ, რომ როგორი პატარაც უნდა იყოს საქართველო, რამდენად რთულ პერიოდსაც უნდა გადიოდეს იგი თავისი სახელმწიფოებრივი განვითარებისა, ვერც მის გაუქმებას შესძლებს ვინმე და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, აგრეთვე ანგარიშგასაწევი ფაქტორი იქნება ყოველთვის.

იმედი მაქვს, ეს ელემენტარულად სამართლიანი დებულება ჩვენს დიდ ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგის საბოლოო წარმატებას განაპირობებს. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთთან ჩვენი მეგობრობა და კეთილმეზობლობა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს თანასწორუფლებიან ურთიერთობასა და ერთმანეთის ინტერესთა ანგარიშის გაწევას, ისე, როგორც სხვა მეზობლებთან.

- ქალბატონ ლიანა ისაკაძის ინიციატივით და თქვენი თანადგომით კვლავ განახლდა ტრადიციული მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ბორჯომში იმართება. რას ეტყოდით ამ ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს?

- უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ჩვენს შესანიშნავ მუსიკოსსა და დიდ ხელოვანს ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, რომელიც აქტიურად იღვწის არა მარტო ქართული კულტურის სასახელოდ მთელ მსოფლიოში, არამედ საუკეთესო კულტურულ ტრადიციათა ასაღორძინებლად თვით საქართველოში.

თავის დროზე (თუ უხერხული არ არის ამის თქმა) სწორედ მე გახლდით ბორჯომში კომპოზიტორთა სახლის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი და მშენებლობაც ჩემს დროს დამთავრდა. ყველაფერი ვიღონე (კოლეგებთან ერთად), რათა იგი მუსიკალური კულტურის ჭეშარიტ კერად ქცეულიყო. შემდეგ მოვიდა მძიმე წლები, როგორც იტყვიან „მძიმე დრო“ და მუსიკალური ფესტივალებისათვის აღარავის ეცალა, მაგრამ ბორჯომელთა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თვით ეს ბრწყინვალე კერა შენარჩუნებული და დაცულია.

ამჟამადაც, ყველა სირთულის მიუხედავად, სახელმწიფო, და მასთან ერთად კერძო ბიზნესი, უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო ამ მხრივ მამუკა ხაზარაძის წვლილი, აქტიურად დაეხმარნენ ქალბატონ ლიანა ისაკაძეს ამ შესანიშნავი იდეის გან ნხორციელებაში.

ბორჯომის ფესტივალი კიდევ ერთ კულტურულ ტრადიციად ჩამოყალიბდება, ხოლო კლასიკური მუსიკის ჰანგები ბორჯომიდან მთელ საქართველოს მოეფინება. მე მეამაყება, რომ ეს ფესტივალი ჩემი მფარველობის ნიშნით მიმდინარეობს.

ამასთანავე ეს შესანიშნავი სკოლა იქნება მომავალი თაობისათვის.

- თბილისელები და, ვფიქრობ, საქართველოს ნებისმიერი კუთხის მცხოვრებლები სიხარულით ადევნებენ თვალს წმინდა სამების ტაძრის მშენებლობას. იგი თანდათან სრულქმნილ სახეს იძენს. ტაძრის მშენებლობაზე საუბრისას თქვენ უკვე გამოთქვით აზრი, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში სამშობლოში გადმოვასვენოთ ასტრახანს დაკრძალული ქართველი მეფეების - ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტი. შეიძლება თუ არა, ეს მოვლენა როგორღაც ერთმანეთს დაუკავშირდეს?

- ბოლო დროს სამების ტაძარი, პირადად ჩემთვისაც, უდიდესი სიხარული და სულიერი შვებაა.

ყოველ დილით, სამუშაო კაბინეტში შესვლისას თვალს შევავლებ ხოლმე დიდი ტაძრის აღნაგობას.

ანუ ეს მშენებლობა ჩემი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშნად ვაღიარე.

სამების დიდი ტაძარი ქართული მიწის მადლად და სიკეთედ იქცევა.

იგი განასახიერებს და სულიერად შეკრებს ასიათასობით ადამიანს, ვისაც საუკუნეთა განმავლობაში უღვაწია, ვისაც სისხლი დაუღვრია და ლოცვა აღუვლენია სამშობლოს გადარჩენისა და ბედნიერებისათვის. იგი მომავალი თაობების კუთვნილება და სიამაყე გახდება.

ეს ტაძარი, ამასთანავე, ჩვენი დედა ეკლესიისადმი ერთგულების და შვილობრივი მადლიერების ძღვენიცაა.

იგი ადასტურებს ქართული სახელმწიფოსა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ მარადიულ ერთობას.

სწორედ ამ ურღვევმა ერთობამ გადაარჩინა საქართველო!

უდიდესია უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის როლი ტაძრის აშენებაში, ადგილის შერჩევაც მისი წინადადებით გადაწყდა და, ვფიქრობ, ეს გენიალური წინადადება იყო.

კიდევ რამდენიმე წელია საჭირო გრანდიოზული სამუშაოს დასასრულებლად, მაგრამ უკვე შემოდგომით, სამების ტაძარსა და მის ცხრა ეკლესიათაგან რამდენიმეში შესაძლებელი იქნება ღვთისმსახურება.

ამ ტაძრის დიდ ეროვნულ და საღვთო მნიშვნელობას ისიც განაპირობებს, რომ იგი მთლიანად ქართულია: ქართული ქვითაა აგებული, ქართველი მშენებლები (აქ ეთნიკურ წარმომავლობას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა) და ინჟინრები აგებენ უმდიდრესი, ძირძველი ეროვნული ხუროთმოძღვრული ტრადიციის გათვალისწინებით.

მასში აისახება საქართველოს მარადიული ტაძრების ღვთიური სილამაზე: ალავერდის, ნიკორწმინდისა თუ სვეტიცხოვლის, თვით ბაგრატის დიდი ტაძრისაც, რომლის ათას წლისთავს მალე ვიზეიმებთ.

გლობალიზაციის მკაცრ ეპოქაში, სამების დიდი ტაძარი იქცევა იმ წმინდა კელაპტრად, რომელიც პლანეტის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ქართველს მუდამ სულს გაუთბობს და სამშობლოსაკენ მოუხმობს.

მიმაჩნია, რომ ათასწლეულის მშენებლობა უნდა აღინიშნოს უდიდესი სახელმწიფოებრივი აქციით, ვგულისხმობ უცხოეთში დავანებულ ქართველ მეფეთა - ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის გადმოსვენებას და მათ დაკრძალვას წმინდა სამების ტაძარში. ამით დასრულდება ისტორიული ეპოქა და აღესრულება დიდი ქართული ტრადიცია, რამაც ესოდენ ხატოვნად გაიჟღერა პოეტის სიტყვებში: „შენს მიწას მიმაბარეო“ - ამ აზრის ერთ-ერთი ავტორი, ინიციატორი გახლავთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი აზრები, როგორც სხვა შემთხვევებში, ამჯერადაც დაემთხვა ერთმანეთს.

თანაც ეს დიდი ეროვნული საქმე დღეს არ წამოწყებულა.

ჯერ კიდევ 20-30 წლის წინათ, ჩემი ინიციატივით დაიწყო მზადება, შესაბამისი მასალების მოძიება და კვლევა.

აქ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო შესანიშნავი ქართველი მეცნიერის პროფესორ გივი ღამბაშიძის თავდადებული, მოუღალავი შრომა, ისევე, როგორც სულმნათი გოგლა ლეონიძის ღვაწლი.

ამჟამად ეს პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება, როგორც ჩემთვის ცნობილია, სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ საგანგებო წერილით დაუდასტურა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს თავისი უაღრესად დადებითი დამოკიდებულება ქართველ მეფეთა უკანასკნელი ნების და ვახტანგ მეექვსის დროს ხელდებული კანონის აღსრულების მიმართ.

ასევე დადებითია, როგორც მე მითხრეს, რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებაც.

ამრიგად, ქართველ მეფეთა მშობლიურ მიწაში განსვენება ჩვენი თაობის ისტორიულ ღვაწლად იქცევა.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება საქართველოს გმირული წარსულის, თანამედროვეობისა და ქრისტიანული მისიის განუყოფლობა და ისიც, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენი დიდი წინაპრების ხსოვნას.

„გლობალიზაციის მკაცრ ეპოქაში, სამების დიდი ტაძარი იქცევა იმ წმინდა კელაპტრად, რომელიც პლანეტის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ქართველს მუდამ სულს გაუთბობს და სამშობლოსაკენ მოუხმობს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 ივლისი. - №171 (4230). - 1, 2 გვ.

11 ქერჩის გმირულად დაცვის დროს დაღუპული ქართველი მეომრების ძეგლის გახსნის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს

▲back to top


ძვირფასო მეგობრებო!

ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის სახელით გულითადად მოგესალმებით და გამოვხატავ დიდ მადლიერებას ქართველი მეომრების ძეგლის გახსნის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიწვევის გამო.

ქერჩის გმირული დაცვა ოქროს ასოებით ჩაიწერა ომის მატიანეში. იმ მრისხანე დროის გახსენებისას, ჩვენს თვალწინ ამოტივტივდება ქერჩის მამაცი დამცველების გმირობა, რომლებიც მტრის ჭარბი ძალების მოგერიებისას საოცარ შეუპოვრობას ავლენდნენ. ამ ბრძოლაში დაღუპულთა შორის ქართველი მეომრებიც არიან, რომლებსაც მადლიერების ნიშნად აქ ათი წლის წინათ აუგეს ძეგლი, სამარადჟამოდ რომ უკვდავეყოთ მათი სახელები.

მსურს შევუერთდე ყველა იმ კეთილ სიტყვას, რომლითაც მიმართავენ დღეს თქვენს მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს.

დარწმუნებული ვარ, თქვენი უანგარო სამსახური, აქტიური სამოქალაქო პოზიცია და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კვლავაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი და მომავალი თაობებისათვის, საქართველოსა და უკრაინის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირურთიერთობის შემდგომი განმტკიცებისათვის.

დიდად ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ვიყო თქვენს გვერდით ამ საზეიმო დღეს, მაგრამ სულითა და გულით თქვენთან ვარ.

გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლესა და ყოველივე საუკეთესოს.

ედუარდ შევარდნაძე

ქერჩის გმირულად დაცვის დროს დაღუპული ქართველი მეომრების ძეგლის გახსნის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 ივლისი. - №172 (4231). - 1 გვ.

12 „ინტერნაციონალური ტყის“ გაშენების ინიციატორებსა და შემსრულებლებს

▲back to top


ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან წამოწყებას - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, ტყის აღდგენისა და გაჯანსაღებისათვის გადადგმულ ნაბიჯს. მადლიერების სიტყვებით მივმართავ გერმანიის დენდროლოგიური საზოგადოების წევრებს, რომელთა ინიციატივითა და დაფინანსებით მოხერხდა ახალი ტყის გაშენება, ასოციაცია „ძელქვას“ სატყეო დარგის მესვეურებს და განსაკუთრებით, საგარეჯოს სატყეო მეურნეობის მუშაკებს, რომელთა შრომამაც გახადა შესაძლებელი ახალი ტყის შექმნა.

დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ტყე სამუდამოდ დარჩება გერმანელი და ქართველი ხალხის მეგობრობის სიმბოლოდ.

ედუარდ შევარდნაძე

„ინტერნაციონალური ტყის“ გაშენების ინიციატორებსა და შემსრულებლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 ივლისი. - №174 (4233). - 1 გვ.

13 „დიდი ისტორიული ტრადიცია უფლებას მაძლევს გამოვთქვა რწმენა, რომ საქართველოში სულ მალე ჩამოყალიდება XXI საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისი სარწმუნოებრივი ჰარმონიის ახალი მოდელი“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა საერთაშორისო კონფერენციაზე
„თანამშრომლობა კავკასიაში მშვიდობისათვის“

დიდად პატივცემულო სტუმრებო,
ქალბატონებო და ბატონებო!

წინასწარვე მინდა განვაცხადო, რომ მე შემოვიფარგლები მოკლე გამოსვლა-მისალმებით, რადგან ჩემი პრინციპული შეხედულებანი ამ ორიოდე წლის წინ ჩამოვაყალიბე მოხსენებაში ცივილიზაციათა და კულტურათა დიალოგის შესახებ, რომელიც იუნესკოს ეგიდით გაიმართა ჩვენს დედაქალაქში.

მინდა შევუერთდე აკადემიკოს როინ მეტრეველის მიერ ჩამოყალიბებულ ყველა დებულებას.

ნება მიბოძეთ, გულითადად მოგესალმოთ ყველას და ამთავითვე დიდი მადლობა მოგახსენოთ ფორუმის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, გისურვოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც მთავარია, ურთიერთგაგება იმ კეთილშობილ, ჰუმანისტურ ღირებულებათა საფუძველზე, რაც ყველას გვაერთიანებს.

ეჭვი არ მეპარება, ამგვარი თანხმობა მიღწეული იქნება, რისი წინაპირობაც მოწვეულ სტუმართა (ისევე, როგორც კონფერენციის ყველა მონაწილის) მაღალი სულიერება და მათი მაღალი ინტელექტი გახლავთ.

აგრეთვე ის სიყვარული, რითაც აღსავსეა თითოეული თქვენგანის გული.

ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, რომლის სარწმუნოებრივი რუკა ჭეშმარიტად უნიკალურია. იგი მსოფლიოს იმ მრავალფეროვანი პრობლემატიკითაა დატვირთული, რის თაობაზე საუბრისთვისაც ამჟამად შევიკრიბეთ საქართველოს დედაქალაქში.

განურჩევლად მორწმუნეობის თუ ათეისტობისა, საქართველოს ყველა მოქალაქე აღიარებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ წვლილსა და ღვაწლს ჩვენი ერის კულტურისა და სახელმწიფოებრიობის, თვით ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებაში - საუკუნეთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ანდრია პირველწოდებულმა და წმინდა ნინომ გვაზიარეს ქრისტიანობას.

მაგრამ, იმავდროულად, საქართველოს არასდროს ახასიათებდა რელიგიური შეუწყნარებლობა - ასე იყო ისტორიულად მრავალი საუკუნის განმავლობაში, საერთო სამშობლოში გვერდიგვერდ ცხოვრობდა და ცხოვრობს ნახევარი მილიონი მაჰმადიანი, ამდენივე გრიგორიანელი, აგრეთვე ათიათასობით კათოლიკე, იუდეველი და სხვა რელიგიათა აღმსარებელი.

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ რელიგიური შემწყნარებლობა ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უშიშროების ტრადიციასაც უკავშირდება - იმ გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, რომელშიც ვითარდებოდა ქართული სახელმწიფო.

საქართველოსათვის სრულიად უცხოა რელიგიური ანტაგონიზმი, რითაც სამართლიანად ვამაყობთ კიდეც. მით უმეტეს, რომ ამგვარი დაპირისპირება (მათ შორის „ცივილიზაციათა ბრძოლის“ ფორმით, რომლის შესახებაც დღევანდელ მსოფლიოში ბევრს ლაპარაკობენ) კაცობრიობის არა მხოლოდ ტრაგიკული წარსული, არამედ შემაძრწუნებელი დღევანდელობა შეიძლება გახდეს.

ამდენად, სრული უფლება გვაქვს, ვისაუბროთ „რელიგიური თანაარსებობის“ მოდელზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა და ვფიქრობ, უძვირფასესი შენაძენია არა მარტო ჩვენი რეგიონისათვის, არამედ, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, მთელი მსოფლიოსთვის.

როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ, სულაც არ მავიწყდება ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში რელიგიურ დაპირისპირებათა ის ცალკეული შემთხვევები, რომელთა ამსახველმა კადრებმა ასევე მოიარეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტელეარხები.

მაგრამ იქნებ სწორედ ესეც გახლავთ ერთ-ერთი გამოვლინება გლობალიზაციის ურთულესი, არაერთგვაროვანი პრობლემისა, როდესაც პროზელიტიზმი და ტრადიციულ საზოგადოებაში ახალ, არატრადიციულ რელიგიურ მიმდინარეობათა შეღწევა სრულიად ახალი მეთოდებით და ტექნოლოგიით ხორციელდება, რაც შესაბამის საპასუხო რეაქციას იწვევს, - ესეც აგრეთვე, ადამიანურად უნდა გავიგოთ და მეცნიერულად შევისწავლოთ, როგორც ობიექტური საზოგადოებრივი მოვლენა.

როდესაც ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფის მოქმედება სცილდება კონსტიტუციის და კანონიერების ფარგლებს, აქ ხელის სუფლება ვალდებულია, დაიცვას კონსტიტუციის უზენაესი დებულება, რომლის თანახმად, ადამიანის უფლება და ამ უფლების რეალური განხორციელება არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის უფლებას - სინდისის თავისუფლება კი ადამიანის კლასიკურ უფლებათა განუყოფელი შემადგენელია.

ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ათეისტურ გარემოში ჩამოყალიბდნენ, და ეს მენტალიტეტი კვლავ ცოცხლობს ჩვენში, ყოველთვის ადეკვატურად ვერ რეაგირებენ მათთვის თვისებრივად ახალ, უჩვეულო პრობლემებზე.

ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის ურთულეს და გადამწყვეტ ეტაპზე, როდესაც აუცილებელია საკაცობრიო გამოცდილების შენივთება მრავალსაუკუნოვან ეროვნულ ტრადიციასთან.

იქნებ ამითაც იყოს განპირობებული ის გარემოება, რომ ახალ პარადიგმაში ყოველთვის ვერ ხერხდება ცხადად დეკლარირებულ კონსტიტუციურ დებულებათა რეალური ამოქმედება.

თუმცა, აქვე ვადასტურებ, რომ საქართველოს უზენაესმა კანონმა გამოაცხადა რწმენისა და რელიგიური აღმსარებლობის სრული თავისუფლება, ამავე დროს აღიარა საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან.

საქართველოში, (ისევე, როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, იმ ქვეყნებში, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ) სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით (ყოველ შემთხვევაში ასეა საქართველოში, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლების სფეროში.

საქართველოს კონსტიტუცია ბრძანებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და თანასწორია განურჩევლად რელიგიური რწმენის და პოლიტიკური მრწამსისა.

მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ყოველი ჩვენგანის თავის სუფლება მთავრდება ჩვენივე მსგავსის თავისუფლების საზღვართან, ისევე, როგორც მთელი საზოგადოების ზნეობრივ საყრდენებთან, რომელთა გარეშე, ვერც ერთი საზოგადოება, ვერც ერთი დემოკრატიული ქვეყანა განვითარებასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ვერ შესძლებს.

ბუნებრივია ყველა პრობლემა, რაც ამ ურთულეს სფეროში წარმოიშობა, მხოლოდ და მხოლოდ კანონით უნდა მოწესრიგდეს.

საქართველოში, ფაქტობრივად, უკვე დასრულდა „რელიგიის შესახებ“ კანონზე მუშაობა. დაინტერესებულ სოციალურ ჯგუფებთან შეთანხმებისა და აზრთა შეჯერების შემდეგ, იგი პარლამენტს წარედგინება სამსჯელოდ. რა თქმა უნდა, იგი წინასწარ გამოქვეყნდება პრესაში, საზოგადოება ინფორმირებული იქნება ტელევიზიითაც და ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუკი ჩვენი სტუმრები დაინტერესდებიან ამ კანონპროექტით.

დიდი ისტორიული ტრადიცია უფლებას მაძლევს გამოვთ თქვა რწმენა, რომ საქართველოში სულ მალე ჩამოყალიბდება 21-ე საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისი სარწმუნოებრივი ჰარმონიის ახალი მოდელი.

ამგვარი სახელმწიფოებრივი ჰარმონიის შექმნა (ადამიანის რელიგიური რწმენის პროზელიტისტური ხელყოფისა და მის სულიერ სივრცეში ძალადობრივად შეჭრის დაუშვებლობის შეუვალი პირობით), არა მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწეთა პოლიტიკოსთა, არამედ ღვთისმსახურთა და თუნდაც თეოლოგთა მსჯელობის კეთილგანწყობილი დიალოგის, ყოველდღიური ზრუნვის, ქადაგებისა და მისიონერული მოღვაწეობის საგანი უნდა იყოს, რათა ღვთისკენ სავალი გზისა და სულიერად დაპურების ძიებაში ადამიანი უმწეო კრავივით არ დაიკარგოს.

იმედი მაქვს, კონფერენცია კაცობრიობის მომავლის განმსაზღვრელ ამ უმწვავეს პრობლემებზე ნაყოფიერად იმსჯელებს.

არ გამოვრიცხავ აზრთა სხვადასხვაობასაც, თუმცა უმთავრესში უეჭველად ერთიანი ვართ: ყოველგვარი ძალადობა ღვთის ბუნების საწინააღმდეგო დანაშაულია - კარჩაკეტილობის, ფანატიზმის, შეურიგებლობის ნებისმიერი გამოვლინება იმავდროულად პიროვნული და საზოგადო თვითგანადგურებაც გახლავთ და ამის შესახებ დამაჯერებლად ისაუბრა მომხსენებელმა.

ამის დაუშვებლობა თითოეული ჩვენგანის ვალია. მინდა გულწრფელად გისურვოთ წარმატება ამ კეთილშობილი, ღვთისნიერი მისიის აღსრულებაში.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

„დიდი ისტორიული ტრადიცია უფლებას მაძლევს გამოვთქვა რწმენა, რომ საქართველოში სულ მალე ჩამოყალიდება XXI საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისი სარწმუნოებრივი ჰარმონიის ახალი მოდელი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 ივლისი. - №174 (4233). - 1, 2 გვ.

14 ბატონ იგორ ბოგომოლოვს

▲back to top


ბატონო იგორ, დაბადების სამოცდაათ წელს გილოცავთ შესანიშნავ მეცნიერს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს.

თქვენ, გამორჩეულმა რუსმა მოქართულემ, დიდი ამაგი დასდეთ არა მარტო ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის კვლევას, არამედ რუსეთ-საქართველოს იმ ურთიერთობათა განვითარებასაც, რაც დღეს მეტად მნიშვნელოვანია. თქვენი სამეცნიერო საქმიანობით, თქვენი მოწაფეებით, თქვენი საზოგადო მოღვაწეობით, თქვენ სწორედ ის მაგალითი ხართ, რომელსაც უნდა მიბაძონ რუსებმა და ქართველებმა, რათა მრავალსაუკუნოვანი ქართულ-რუსული კულტურული ყოფითი და სულიერი ურთიერთობა უფრო განვითარდეს და გამყარდეს.

დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის.
ყოველივეს კარგს გისურვებთ.
პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ იგორ ბოგომოლოვს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 20 ივლისი. - №175 (4234). - 1 გვ.

15 ნოდარ გურეშიძეს დაბადების დღესთან დაკავშირებით

▲back to top


ბატონო ნოდარ,

დაბადების დღეს გილოცავთ, თვალსაჩინო ქართველ პოეტს, ჭეშმარიტ ინტელიგენტსა და ღირსეულ მოქალაქეს.

თქვენი მთელი შემოქმედება სამშობლოს დიდი სიყვარულითაა აღბეჭდილი და საზოგადოებრივი საქმიანობაც უანგარო ღვაწლია ჭეშმარიტი მამულიშვილისა, რომელიც ჩვეული თავმდაბლობით, ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთებს საქვეყნო საქმეს იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ნოდარ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ნოდარ გურეშიძეს დაბადების დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 20 ივლისი. - №175 (4234). - 1 გვ.

16 „სუუამს შეუძლია გახდეს კასპიის ზღვა - შავი ზღვის რეგიონში უშიშროების, სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საშუალება და იგი ასეთად გახდება კიდეც“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა სუუამის სამიტზე

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო კოლეგებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

ნება მიბოძეთ, მადლიერების სიტყვებით მივმართო პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მისი მნიშვნელოვანი ინიციატივისა და ამ შესანიშნავ ქალაქში სუუამის სამიტების გამართვის კეთილი ტრადიციის გამო.

მადლობას მოვახსენებ სახელმწიფოთა მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებმაც სტუმრად მოავლინეს თავიანთი წარმომადგენლები. მივესალმები ჩვენი მეგობრის - უზბეკეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ამ სამიტზე. მისასალმებელია, რომ სამიტს ესწრება უკრაინაში რუსეთის ელჩი ვიქტორ ჩერნომირდინი. სუუამისადმი ინტერესის გამოჩენით, ისინი ხელს უწყობენ ჩვენს ორგანიზაციას ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო გაერთიანებაში.

დღეს შეიძლება თამამად ითქვას, სუუამმა დაადასტურა, რომ აქვს არსებობის უფლება და, ზოგიერთი პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად, განვლილ წლებში იგი აქტიურად ჩაება რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში. სუუამის ჩამოყალიბებაში ძირითადი ფაქტორი, რა თქმა უნდა, იალტის 2001 წლის სამიტი იყო.

სუუამის საქმიანობა არ ეწინააღმდეგება ისეთი რეგიონალური ორგანიზაციების მიზნებსა და ამოცანებს, როგორიც არის ბისეკი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა და ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანება, იგი ღიაა ყველა იმ ახალი მონაწილისათვის, რომლებიც ჩვენ პრინციპებს იზიარებენ. უფრო მეტიც, ჩვენ ამ და სხვა რეგიონალურ ორგანიზაციებთან სუუამის მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობის მომხრე ვართ. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სუუამის საქმიანობაში მეთვალყურეთა სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერას და მიესალმება, თუ დაინტერესებული ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას მრავალმხრივი თანამშრომლობის პროექტებში.

ჩვენთვის აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანია სუუამის საინფორმაციო ოფისის შექმნა, რომლის პრეზენტაციაც წარმატებით გაიმ მართა 2002 წლის 16 ივლისს ქალაქ კიევში საქართველოს მხარე მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორებთან სუუამის პირველი სამუშაო ორგანოს ეფექტიანი ფუნქციონირების საქმეში.

გასული წლის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციამ თუ უწყებამ შეიტანა წვლილი სუუამის ინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარებაში. ხაზს გავუსვამ ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის ნაყოფიერ მუშაობას, მუდმივ კონსულტაციებს დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების დონეზე. ჩვენ დადებითად შევაფასეთ აზერბაიჯანის მხარის ინიციატივა სუუამის ქალთა ფორუმის ბაქოში გამართვის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქმიანი წრეების თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია ამ სამიტზე მომზადებული და ხელმოწერილი შეთანხმება ჩვენი გაერთიანების წევრი ქვეყნების საქმიანი საბჭოს შექმნის შესახებ. ვფიქრობ, ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციული კულტურული კავშირურთიერთობის განმტკიცებისათვის დამატებითი იმპულსი გახდება 2002-2005 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმი, რომელსაც მინისტრები მოაწერენ ხელს. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ გავაფართოვოთ თანამშრომლობა ახალგაზრდული ორგანიზაციების ხაზით, აგრეთვე მსურს მხარი დავუჭირო საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში კავშირურთიერთობის გააქტიურების იდეას. მივესალმებით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას სასაზღვრო სფეროში და მზად ვართ, 2002 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თბილისში გავმართოთ სუუამის წევრი ქვეყნების სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელების მეორე შეხვედრა, რომლის დროსაც დაგეგმილია შესაბამისი ოქმის ხელმოწერა.

ნება მიბოძეთ, თქვენი ყურადღება მივაპყრო სუუამის განვითარების, ჩვენი აზრით ზოგიერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.

რეგიონული თანამშრომლობის ეფექტიანი გზების ძიებისას განსაკუთრებული აქტუალურობა ენიჭება რეგიონალური ეკონომიკური უშიშროებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს. რეგიონალური ეკონომიკური უშიშროების კონცეფცია, შიდა სახელმწიფოებრივი ეკონომიკური ბერკეტების გამყარებასთან ერთად, უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკური პროფილის რეგიონალური ინსტიტუტების განმტკიცებას. ამ სფეროში ფუძემდებლური დოკუმენტია შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ, რომლის ხელმოწერა დასახულია ამ სამიტის ფარგლებში. საქართველო მზად არის, სუუამის წევრ ყველა სახელმწიფოსთან ერთად განაგრძოს მუშაობა შეთანხმების ხორცშესხმის შესაბამისი მექანიზმების ფორმირებისათვის.

სუუამის ეკონომიკური პოლიტიკის მეორე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია თანამშრომლობის გაფართოება ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში. ყურადღებას იმსახურებს აზერბაიჯანის ინიციატივა, რომელიც ეხება სუუამის სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას. საქართველო აგრეთვე მიესალმება უკრაინის მზადყოფნას, მიიღოს მტკიცე ზომები ნავთობისა და გაზსადენების საკუთარი ქსელების მოდერნიზაციისათვის. ამ პროგრამათა განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დარგთაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნას. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს.

განსაკუთრებულ ყურადრებასა და მხარდაჭერას იმსახურებს ტერორიზმისა და ორგანიზებულ დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლის, საგანგებო ვითარებათა შედეგების დაძლევის, სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების, საზღვრებზე კონტროლის განმტკიცების კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების შემუშავებაში სუუამისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა, რომელიც ამ ბოლო დროს სულ უფრო ვითარდება. ჩვენს სერიოზულ ჩანაფიქრებს მოწმობს შეთანხმება ტერორიზმის, ორგანიზებულ დანაშაულობათა, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ბრუნვის, აგრეთვე თანამედროვეობის სხვა გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელს მოვაწერთ სუუამის ფარგლებში. ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის უფრო ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით საქართველო, რომ თბილისში შეიქმნას სუუამის ანტიტერორისტული ცენტრი.

პატივცემულო კოლეგებო, სუუამს შეუძლია გახდეს კასპიის ზღვა - შავი ზღვის რეგიონში უშიშროების, სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საშუალება და იგი ასეთად გახდება კიდეც. საქართველო, როგორც სუუამის ახალი თავმჯდომარე, ყველა ღონეს იხმარს ამ სამიტის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად.

ნება მიბოძეთ, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს იმ ეფექტიანი და ნაყოფიერი მუშაობისათვის, რომელიც აზერბაიჯანმა გასწია ჩვენი გაერთიანების თავმჯდომარეობის პერიოდში. ღრმად პატივცემულო ლეონიდ დანილის ძევ, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას უკრაინას შეხვედრის შესანიშნავად ორგანიზებისათვის.

გმადლობთ ყურადღებისათვის

„სუუამს შეუძლია გახდეს კასპიის ზღვა - შავი ზღვის რეგიონში უშიშროების, სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საშუალება და იგი ასეთად გახდება კიდეც“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 21 ივლისი. - №176 (4235). - 1, 2 გვ.

17 „საქართველოს ახლა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და პრობლემათა მოწესრიგება სჭირდება, მათ შორის, უწინარესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატ ტონო პრეზიდენტო, გასულ პარასკევს კოჯრის ბატალიონის ოფიცრების მიერ პატაკების დაწერასა და მათს პროტესტს სახმელეთო შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლის ნიკა ჯანჯღავას, როგორც ამ ინციდენტის ერთ-ერთი ინიციატორის, თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა. თქვენი აზრით, ეს ორი ადამიანის პირადი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუ უფრო სერიოზული მიზეზი არსებობს? ამ ინციდენტს გარკვეული პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩაშლის ერთგვარ მცდელობად. თქვენი კომენტარი, რა მოხდა და რა არის მოსალოდნელი?

თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე გაერკვა ამ საკითხებში და მას ნიკა ჯანჯღავასადმი რაიმე აგრესიული დამოკიდებულება არა აქვს ამავე დროს ვერც თავდაცვის მინისტრი და ვერც მე ვერ გავამართლებთ რა პირობები და გარემოებაც უნდა იყოს, ამა თუ იმ ქვედანაყოფში, თვითნებობას, ეს უკვე აღარ არის ჯარი, არმია. ვერ უპასუხებს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს. ამგვარი საქციელის მოწონება არ შეიძლება. თუმცა პირადად ჯანჯღავას შესახებ მხოლოდ დადებითი მომისმენია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იგი არ არის პიროვნება, რომელიც ვიღაცის ხმებსა და მოწოდებებს აჰყვება. საბოლოო პასუხი და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შემდეგ არის მოსალოდნელი, როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ეს პროტესტი არის პირველი სიმპტომი, რომ ქვეყანაში შემოდგომაზე არეულობა დაიწყება, არ ვიცი, ვის სიამოვნებს საქართველოში დესტაბილიზაცია. ალბათ, არის ადამიანების რაღაც ჯგუფი, ამის ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, გადასაწყვეტია მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს ახლა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და ამ პრობლემათა მოწესრიგება სჭირდება. მათ შორის უწინარესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ვიცხოვროთ ნორმალურად, მშვიდობიანად, ყოველგვარი არასტაბილურობის შიშის გარეშე.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: გასულ კვირას ქობულეთში გამართულ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გამსვლელ სხდომაზე ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ მას, როგორც საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში ხელი ეშლება თავისი მოვალეობის შესრულებაში. თქვენი კომენტარი. რამდენად აქვს საფუძველი ასლან აბაშიძეს განაცხადოს, რომ ამ პრობლემის მოწესრიგებაში მას ხელი თბილისიდან ეშლება?

მგონი მას პრობლემის მოგვარება გაუჭირდა და თბილისი გაახსენდა... სხვა არაფერი.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: ბატონო პრეზიდენტო, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალ ლდამცველებმა რუსეთის მხარეს გადასცეს ჩეჩნეთსა და ვოლგოდონსკში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ადამ დეკუშევი, პარალელურად კი დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში იმყოფებიან დეკუშევის შეიარაღებული დაჯგუფების სხვა წევრებიც. აქვს თუ არა საქართველოს შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ინფორმაცია და თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მზად არის ქართული მხარე დამნაშავეთა რუსეთისათვის გადასაცემად?

- საქართველოს სპეცსამსახურებმა ორჯერ განახორციელეს საგანგებო ღონისძიება, რის შედეგადაც ერთი ტერორისტი გადასცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მეორე კი - რუსეთს, რაც შეეხება ვარაუდს, კიდევ იმყოფება თუ არა ვინმე ტერორისტთაგან, ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური, რომც მქონდეს ინფორმაცია, არა ვარ უფლებამოსილი, პასუხი გაგცეთ. ალბათ, სამუშაო კიდევ არის განსახორციელებელი, ტერორისტები, სადაც უნდა იყვნენ, უნდა მიმდინარეობდეს სამძებრო ოპერაციები და ისინი პასუხისგებაში მიეცნენ.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბატონო პრეზიდენტო, ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა ინფორმაცია, ხაჩიშვილისა და გელაშვილის მსგავსად იგორ გიორგაძის სავარაუდო შეწყალების შესახებ. თქვენი პოზიცია, როგორ ხართ განწყობილი ამ საკითხისადმი? მიიღებს თუ არა გიორგაძეს საქართველო და შეიწყალებთ თუ არა მას?

- არც მიფიქრია და არც ვფიქრობ იგორ გიორგაძის შეწყალების თაობაზე. ეს სრულიად განსხვავებული საკითხია. რაც შეეხება ახლახან შეწყნარებულ პატიმრებს, მათ პასუხი აგეს მართლმსაჯულების წინაშე, მოიხადეს შესაბამისი სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი. ეს ვადა კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მათი შეწყნარება მომხდარიყო, დაბრუნებოდნენ ოჯახებს.

იგორ გიორგაძეს კი არ გაუვლია ეს პროცედურები, პასუხი არ უგია გამოძიებისა და სასამართლოს წინაშე, ამიტომაც არანაირი საფუძველი არა მაქვს ვიფიქრო იმგვარ აქტზე, როგორიც შეწყალებაა. ფაქტობრივად, იგი რუსეთმა შეიწყნარა გამოდის პრესით, ტელევიზიით და როგორც ჩანს, არც ისე ცუდად ცხოვრობს.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: თქვენ მიესალმეთ და ახალი მოვლენა უწოდეთ ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებას, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევს რუსეთს კონფლიქტების გადაწყვეტის თვალსაზრისით. თუ შეიძლება, დეტალურად განმარტეთ, კმაყოფილი ხართ მშვიდობისმყოფელთა, ძალისხმევით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? ამ კონტექსტით, რამდენად გამოკვეთილია რუსეთის როლი საქართველოში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეში?

- ადრე ამერიკის შეერთებულ შტატების ხელმძღვანელობა არ ლაპარაკობდა რუსეთის როლზე კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ეს პოზიცია კი, ალბათ, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრებითაა განპირობებული, და ასევე შეთანხმებით, რომ ორი ზესახელმწიფო ხელს შეუწყობს კონფლიქტების გადაჭრას. ამიტომაც საკმაო სიფრთხილით განვაცხადე, რომ ამგვარი პოზიცია იმედის მომცემია, გამოიკვეთა საქართველოსადმი პოზიტიური ნიშნები.

ტელეკომპანია მე-9 არხი: ბატონო პრეზიდენტო, გარკვეული ძალები საკმაოდ ბევრს ლაპარაკობენ შემოდგომაზე სავარაუდო დესტაბილიზაციის შესახებ, თითქოსდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ ვარაუდს ნაწილობრივ შეესაბამება, კერძოდ, ისევ იტაცებენ უცხოელ ბიზნესმენებს ხდება აფეთქებები. თქვენი აზრით, ხომ არ კეთდება ეს შეგნებულად, ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით? აპირებთ თუ არა ამგვარი კრიმინალური ფაქტების აღსაკვეთად რაიმე კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელებას?

ყოველგვარი ბარბაროსული ფაქტი ადამიანის მძევლად აყვანის, აფეთქების მიმართულია არა მარტო და არა იმდენად კონკრეტული პიროვნებებისადმი, რამდენადაც საკუთარი სამშობლოსა და ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომაც, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს საგანგებო ღონისძიებანი, რომ ამგვარი მოქმედებები ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებშიც კი ვერ ამყარებენ სრულ სტაბილურობასა და წესრიგს, მაგალითისთვის ამერიკის სპეცსამსხურებისა და თავად სახელმწიფო სიძლიერის მიუხედავდ, ტერორისტებმა მოახერხეს ნახევარი ნიუ-იორკის დანგრევა, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არის მსოფლიოში, მაგრამ საქართველომ საკუთარ სტაბილურობაზე თავად უნდა იზრუნოს. ჩვენ გვეხმარებიან მეგობარი ქვეყნები, წვრთნისა და აღჭურვის ერთობლივი პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და დანიშნულებაა, უმაღლესი სტანდარტის თანამედროვე შეიარაღებული ძალების, შინაგანი ჯარის მომზადება, რომელიც ქვეანაში არსებულ ტერორისტების, დამნაშავეთა მოქმედებას სათანადოდ წინ აღუდგება.

საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასი: ბატონო პრეზიდენტო, 1977 წლის 23 ივლისს თბილისის სტადიონზე „დინამოსა“ და ვოროშილოვგრადის „ზარიას“ მატჩის დროს მოხდა ამბოხი, კერძოდ, ათასობით მაყურებელმა გამოთქვა უკმაყოფილება მსაჯის პოზიციის გამო, გამოვიდა მოედანზე და არ ტოვებდა ტერიტორიას. ამ თამაშს მეც ვესწრებოდი. თქვენ გამოხვედით მოედანზე... იმ დროსაც და შემდეგაც იყო დიდი აჟიოტაჟი, რა იყო თქვენი გამოსვლის მიზეზი - გეშინოდათ, რომ დაკარგავდით მაშინდელ თქვენს თანამდებობას, თუ როგორც ამას კულუარებში ამბობდნენ, გენერალმა ინაურმა გირჩიათ, რომ მხოლოდ თქვენი გამოსვლით იქნებოდა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება? მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის გამო თქვენ პოლიტბიუროზე საყვედურიც მიიღეთ და ანდროპოვმა დაგიცვათ სუსლოვის უარყოფითი დამოკიდებულებისაგან. თუ შეგიძლიათ, ღიად გვიამბოთ ამის შესახებ?

- ის, რომ გენერალმა ინაურმა რაიმე სახის რჩევა მომცა, გამორიცხულია. ინაური წავიდა თავის რეზიდენციაში და თავის მხრივ მართალიც იყო - მას სიტუაციის გართულების შემთხვევაში სათანადო ზომები უნდა მიეღო. ასე, რომ, რჩევას ვერ მომცემდა. რჩევამდე რამდენჯერმე მივმართე სტადიონზე მყოფ ძალიან დიდ მასას, მაგრამ... მოედანზე გადმოსულებს ვთხოვე თავი შეეკავებინათ და შევპირდი, რომ ჩვენ შევეცდებოდით კანონიერი გზით გაგვესაჩივრებინა მსაჯის მოქმედება. რჩევისათვის არავისთვის მიმიმართავს, ეს იყო პირადი გადაწყვეტილება, ალბათ, ინტუიცია. შიშის გრძნობა არ მქონდა - გავედი ხალხში. რამდენიმე კაცი გამომყვა და ერთ საათზე მეტი დამჭირდა მათ დასამშვიდებლად. შემდეგ გამოვედი გასასვლელისაკენ, ახალგაზრდებმა გზა გამიკაფეს და იქ დაახლოებით ნახევარ საათს კიდევ ვილაპარაკეთ, ეს იყო მთელი ისტორია, არავითარი სუსლოვი, ბრეჟნევი არაფერ შუაშია. პასუხი არავის მოუთხოვია, შესაძლებელია, გულში რაღაც იფიქრეს, მაგრამ...

გაზეთი „ახალი თაობა“: ბატონო პრეზიდენტო, საკმაოდ ბევრს ლაპარაკობენ, რომ თქვენ აქტიურად ემზადებით აღმასრულებელი ხელისუფლების სერიოზული რეფორმისათვის, რომლის განხორციელება მოსალოდნელია სექტემბერში. არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებაზეც აქტიურად ფიქრობთ. თუმცა კანცელარიის რეფორმა ამჟამად შეჩერებულია იმის გამო, რომ თქვენს ხელმოწერას საჭიროებს. თქვენი კომენტარი ასევე აღმასრულებელი სტრუქტურების შესაძლო გაერთიანების შესახებ...

- ყველაფერს რეფორმას ნუ დაარქმევთ, ლაპარაკია კანცელარიის თანამშრომელთა გარკვეული პროცენტით შემცირებაზე. უნდა შემცირდეს იმგვარად, რომ ეს ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში პატიოსნად ემსახურა სახელმწიფოს, უმუშევრად არ დარჩეს. მართლაც, მომზადებულია წინადადებანი, მაგრამ მსურს დეტალურად გავეცნო ამა თუ იმ განყოფილებისა და სამსახურის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციის არსს რამდენად გამართლებულია ამა თუ იმ მუშაკის დათხოვნა. ეს პროცესი ერთი თვით ადრე განხორციელდება თუ გვიან, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, დაშვებულ შეცდომას კი ვეღარ გამოასწორებ.

რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების გაერთიანებას, ვმუშაობთ, ჯერჯერობით არანაირი გადაწ წყვეტილება არ არის მიღებული. მინისტრთა კაბინეტის შექმნა კი თითქმის ერთი წელია დღის წესრიგში დგას და ეს დოკუმენტი პარლამენტშია წარდგენილი. ამ საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა. როგორც ვიცი, ქობულეთში, პარლამენტის ბიუროს გამსვლელ სხდომაზე, გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხი გაიტანონ პარლამენტის სხდომაზე. დარწმუნებული არ ვარ, მიიღებენ თუ არა ჩემს მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, რომელშიც გონივრულ მოსაზრებებს ვთავაზობ სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. თუ სხვა ფორმით მიიღებენ და ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისათვის ყველაფერი არ იქნება მისაღები. რა თქმა უნდა, ჩემს უფლებას გამოვიყენებ და პარლამენტს არ დავეთანხმები.

გაზეთი „ახალი თაობა“: ერთი წელი გავიდა გიორგი სანაიას მკვლელობიდან. თქვენი ინფორმაციით - გაიხსნა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე?

- როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს საქმე გაიხსნა. ერთი რამ მინდა გჯეროდეთ, არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, რომ გამოვიძახო გამომძიებელი და დოკუმენტების კითხვა დავიწყო. არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტმა ამის უფლება მისცეს თავს. ვუსმენ შესაბამის მინისტრებს და გენერალურ პროკურორს. მათი ინფორმაციით, საქმე გახსნილია, თუ რატომ ბრკოლდება ამის გამოქვეყნება ან საბოლოო დასკვნის გამოტანა - არის გარკვეული ნიუანსები, კეთდება განცხადებები. ალბათ, ერთ კვირაში - ათ დღეში ყველაფერი გაირკვევა. მიმაჩნია, რომ გაურკვევლად ეს საქმე არ უნდა დარჩეს.

რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: გასულ კვირას საქართველომ რუსეთს გადსცა ერთ-ერთი სერიოზული ტერორისტი. თქვენი აზრით, იმ ფონზე, როცა რუსეთ-საქართველოს სამართალდაცვის სტრუქტურები ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას ახორციელებენ, რუსეთი გადადგამს თუ არა საპასუხო ნაბიჯს. კერძოდ, გაქვთ თუ არა იმედი, რომ რუსეთი იგორ გიორგაძეს გადმოსცემს საქართველოს?

- არა მგონია, რომ რუსეთმა ამგვარი საპასუხო ნაბიჯი გადმოდგას. ალბათ, რუსეთის გარკვეული წრეების წარმომადგენლები საკმაოდ არიან დაინტერესებული, რომ გიორგაძე რუსეთში იყოს. სხვა საკითხია, რისთვის სჭირდებათ მათ იგორ გიორგაძე, ადრე, ელცინის ხელისუფლების დროს, რამდენჯერმე დავსვი ეს საკითხი, ახლა კი აღარც ვაყენებ დღის წესრიგში. იყოს და იცხოვროს რუსეთში...

საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“: გასულ კვირას პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ მოითხოვა საქართველოდან ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გაწვევა. რამდენად აქვს პარლამენტარს ამგვარი მოთხოვნის დაყენების უფლება?

- რაც შეეხება უფლებას, იგი ყველას აქვს. შარაძეს შეეძლო მოეთხოვა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა, მაგრამ მე არ გადავდგებოდი, იმიტომ, რომ ეს მისი საქმე არ არის. მას შეუძლია მხოლოდ მოითხოვოს. არა მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რომელიც ძალიან სერიოზული და გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც ყველაფერი იცის, როდის და როგორ უპასუხოს ამა თუ იმ მოთხოვნას, რაღაც შეწუხებული იყოს ამ ამბის გამო. გურამ შარაძემაც თავისი დამოკიდებულება გამოხატა, სიტყვის თავისუფლების ეპოქაში ამგვარი უცნაური მოთხოვნის წამოყენებაც ხანდახან დასაშვებია.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“: 1 აგვისტოს მთავრდება ქართველი პარტიზანების მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ვადა აფხაზეთში საომარი მოქმედებების თაობაზე. თქვენი კომენტარი. თუ აფხაზეთში ამგვარი აქციები განახლდება, ამ ეტაპზე რამდენად გამართლებული იქნება?

- მადლობელი ვიქნები, თუ ამ შეკითხვას მისცემთ მათ, ვინც განაცხადა, რომ 1 აგვისტომდე დაწესებულია მორატორიუმი და თუ რაიმე კარდინალური ცვლილება არ მოხდება, აფხაზეთში დაიწყება პარტიზანული ომი. ჯერჯერობით ქვეყნის მეთაური ვარ, ამის მსგავსი არაფერი მითქვამს და არც ამგვარი განზრახვა მაქვს. თუ გულწრფელად გაინტერესებთ, არ ვიცი, რა ძალებს ეყრდნობიან პარტიზანები, რისი იმედი აქვთ? თუ აფხაზეთში შევა ათი ან ოცი კაცი, ამით გარემოება არ შეიცვლება.

გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო, კვლავ ვრცელდება პრესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის განცხადებები, მუქარა, რომ კოდორისა და ტყვარჩელის მისადგომებთან თავს იყრის სერიოზული შეიარაღებული ძალა. ამას წინათ თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მალე სხვა რეგიონებსაც დაკარგავს და თბილისს დარჩება მხოლოდ მცხეთა და ხაშური. მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას სამეგრელოში დაიწყება ტერაქტების სერია იმ მიზნით, რომ ეს დაბრალდეს ან აფხაზებს ან რუსებს და ეს იყოს ნადარეიშვილის არგუმენტი: - აი, ხომ ვამბობდით?! რატომ აქვს ამის უფლება თამაზ ნადარეიშვილს?

- ნადარეიშვილმა კონკრეტულად ვერ მიპასუხა, რომ ჰყავს ძალები ომის დასაწყებად... სიტყვის თავისუფლებაა... არავინ არის შეზღუდული...

აფხაზეთის რადიო: 31 ივლისს დაგეგმილია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც აფხაზეთის საკითხს განიხილავენ გაეროს სათავო ოფისში გაემგზავრა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლონდერ ცაავა, რომელმაც წაიღო მილიონ 500 ათასი ხელმოწერა კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გაყვანისა და იქ გაეროს წესების ამოქმედების მოთხოვნის შესახებ. ელოდებით თუ არა რაიმე რეალურ შედეგს?

- როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ მალხაზ კაკაბაძე გაეშურა, რომელიც სიტყვითაც გამოვა, ალბათ. არ ვიქნები მართალი, გითხრათ, რომ ამ სხდომისგან განსაკუთრებულ შედეგს მოველი ყურადღება კონცენტრირებული იქნება, ეგრეთ წოდებულ, ბოდენის დოკუმენტის მოთხოვნებზე, რომელიც კატეგორიული ფორმით იქნება მიმართული სოხუმის ხელისუფლებისადმი. უფრო მეტად გაბედული მოქმედების განხორციელება წლის დამლევისათვის იქნება მოსალოდნელი.

„საქართველოს ახლა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და პრობლემათა მოწესრიგება სჭირდება, მათ შორის, უწინარესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 ივლისი. - №177 (4236). - 3 გვ.

18 „ჩვენი ქვეყანა დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრია და თითოეული ევროპული სახელმწიფო შეეცდება დაგვეხმაროს არსებულ სირთულეთა დაძლევაში“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
22 ივლისის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას იალტაში გაიმართა სუუამის წევრ სახელმწიფოთა პრეზიდენტების სამიტი. მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთი უმაღლეს დონეზე არ იყო წარმოდგენილი, (თუმცა სამიტს პრეზიდენტ ქარიმოვის დავალებით ესწრებოდა ამ ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი), ყირიმში რამდენიმე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მოეწერა ხელი. ამ ბოლო დროს ხშირად გამოითქმება მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სუუამმა ამოწურა თავისი შესაძლებლობანი და იგი უკვე აღარ არის სიცოცხლისუნარიანი ორგანიზაცია. რამდენად სწორია ამგვარი შეფასება თუნდაც იალტის ამ ბოლო სამიტიდან გამომდინარე? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ამთავითვე უნდა მოგახსენოთ, რომ ბევრისათვის მოულოდნელიც კი აღმოჩნდა იალტის სამიტზე მიღწეული შესანიშნავი შედეგი.

აქ, ალბათ, განმსაზღვრელი გახლდათ ერთგვარი პესიმისტური საინფორმაციო ფონი, რომელიც ცნობილი მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენ შევძელით მთელი მსოფლიოსათვის დაგვემტკიცებინა ამ გაერთიანების სიცოცხლისუნარიანობა და მისი არსებობის მიზანშეწონილობაც. ბოლოს და ბოლოს, გაერთიანების მნიშვნელობა სულაც არ განისაზღვრება მონაწილე სახელმწიფოთა რიცხოვნობით. მთავარია ხარისხი და ის პრინციპები, რომელთა ირგვლივაც ისინი ერთიანდებიან.

ნიშანდობლივია, რომ მეთვალყურის სტატუსით სამიტს ესწრებოდნენ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე რუსეთის ძალზე მაღალი რანგის წარმომადგენლები, ისევე, როგორც მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მეთვალყურენი.

სუუამი არც შექმნილა, როგორც რომელიმე სხვა რეგიონალური ორგანიზაციის (ვთქვათ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) ალტერნატივა.

ჩვენი გეოპოლიტიკური სივრცე იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად რთული პრობლემების გადაწყვეტა უწევთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს (მათ შორის პოსტსაბჭოურ დამოუკიდებელ ქვეყნებს), რომ ინტერესთა თანხვედრა და მათი გადაკვეთა სავსებით ბუნებრივად წარმოშობს სხვადასხვა გაერთიანების, მათ შორის საკონსულტაციო სტრუქტურების თუ რეგიონალური ორგანიზაციებისა და კავშირების შექმნის აუცილებლობას, რომელიმე მათგანის წევრობა სულაც არ გამორიცხავს სხვა გაერთიანებებს ძალისხმევის გასაძლიერებლად ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტისათვის.

შესაძლოა წარმოიშვას ერთგვარი, თუ შეიძლება ითქვას, ჯანსაღი კონკურენცია სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის - თუ რომელი მათგანი უფრო სწრაფად და უკეთ შეძლებს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას.

მაგალითად, იალტის სამიტზე გავაფორმეთ შეთანხმება „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ და გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება სწრაფად ავამოქმედოთ იგი.

მოგეხსენებათ, ამგვარი შეთანხმება უკვე დიდი ხნის ხელმოწერილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა ერთ-ერთი საბჭოს მსვლელობისას, მაგრამ მის რეალურად ამოქმედებას, როგორც იტყვიან, საშველი არა და არ დაადგა და, მე მგონია, პერსპექტივაც არა აქვს უახლოეს დროში. ამიტომ „თანამეგობრობის“ წევრობის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, თავად გვეცადა ჩვენს ოთხ სახელმწიფოს შორის ამგვარი რეჟიმის დაწესება.

არ არის გამორიცხული, ეს რეჟიმი სუუამში უფრო სწრაფად ამოქმედდეს, ვიდრე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თან ნამეგობრობის სივრცეში. უფრო მეტიც, ამან შეიძლება ხელიც შეუწყოს „თანამეგობრობაში“ თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ რამდენიმე წლის წინათ პარაფირებული დოკუმენტის რეალურ განხორციელებას.

გარდა ამისა, თქვენ ყურადღებას მივაპყრობ უმნიშვნელოვანეს დეკლარაციას „რეგიონალური სტაბილურობისა და უშიშროების თაობაზე“, რომელიც ცხადყოფს სახელმწიფოთა ეროვნული ინტერესების თანხვედრას ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებში. არც ეს უნდა იყოს მოულოდნელი, ვინაიდან 1997 წელს სუუამი სწორედ ამ საკითხების განხილვის პროცესში შეიქმნა.

ხელი მოვაწერეთ, აგრეთვე დოკუმენტს ტერორიზმის, სხვა სახის კრიმინალის, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

გაფორმებულია შეთანხმება კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიზნით.

ერთობლივი კომუნიკეს საერთო ტონალობა კი უეჭველად ცხადყოფს პრეზიდენტების ნებას, არა მარტო შევინარ რჩუნოთ ეს გაერთიანება, არამედ განვავითაროთ იგი. რათა საბოლოოდ გარდავქმნათ იგი სრულფასოვან რეგიონალურ ორგანიზაციად თავისი სტრუქტურით, წესდებით, მმართველი ორგანოებით და ა.შ.

კიევში დაფუძნდა სუუამის საინფორმაციო ოფისი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და სიმპტომატური გადაწყვეტილებაა.

შემდეგი სამიტი კი, სავარაუდოდ, მომავალ წელს თბილისში გაიმართება.

მოგეხსენებათ, მე დავიკავე სუუამის თავმჯდომარის პოსტი და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს მიღწეულ შეთანხმებათა ხორცშესხმისათვის. ალბათ, ჩემი ბრძანებულებით შეიქმნება საგანგებო კომისია სახელმწიფო მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც, სუუამში ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში, დღენიადაგ იმუშავებს და იზრუნებს საქართველოს ვალდებულებათა შესრულების, აგრეთვე, დედაქალაქში მომავალი სამიტის ღირსეულად გამართვისათვის.

ბუნებრივია, ყირიმში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც. განსაკუთრებით აღვნიშნავ საუბრებს პრეზიდენტ კუჩმასთან და ორგზის შეხვედრას ჰეიდარ ალიევთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლებთან.

ანუ ხმები სუუამის გარდაცვალების შესახებ ნაადრევი აღმოჩნდა... უკრაინაში თქვენს ვიზიტს წინ უძღოდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანატოლი კინახის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში. რით იყო ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი?

საქართველოს ბევრ ქვეყანასთან, მე ვიტყოდი, ქვეყნების უმრავლესობასთან, მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს, მაგრამ უკრაინასთან თანამშრომლობის დონეს მე განსაკუთრებულს ვუწოდებდი. ხელშეკრულებაც ასეთია - იგი ჩვეულებრივი ურთიერთობის გარდა, ურთიერთდახმარებას გულისხმობს.

ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრ კინახის სამუშაო ვიზიტი მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მისი დელეგაციის შემადგენლობას, რომელშიც შედიოდნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე, ბიზნესწრეების წარმომადგენლები. თბილისში ჩამოვიდა ბევრი ძლიერი ბიზნესმენი, რომელთაც გულწრფელი სურვილი აქვთ ითანამშრომლონ საქართველოში თავიანთ კოლეგებთან.

უკრაინის მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პარტნიორობა კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

ანატოლი კინახის განცხადებით უკრაინა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნავსადგურების, ასევე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ნავთობისა და გაზის მილსადენთა მოდერნიზაციის პროცესში.

იგულისხმება როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური მონაწილეობა.

ძალზე ნაყოფიერი იყო ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ორდღიანი სხდომა, რომლის თანათავმჯდომარეებიც ბრძანდებიან ანატოლი კინახი და ავთანდილ ჯორბენაძე.

კონკრეტულად, კონსულტაციათა შედეგად მიღწეულია შეთანხმება საზღვაო-სახმელეთო ტრანზიტული გადაზიდვების სატარიფო პოლიტიკის შესახებ. გარდა ამისა, ხელმოწერილია ერთობლივი კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის მრავალი ასპექტი აისახა.

ამრიგად, უკრაინასთან ყოველმხრივი თანამშრომლობა ძალიან სწრაფად ვითარდება და როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ინტერესთა სულ უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. ეს ძალზე ხელსაყრელი. პროცესია საქართველოსთვის, ისევე, როგორც უკრაინისათვის.

- გასულ კვირას თქვენ მიიღეთ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წერილი, რომელშიც, როგორც ვიცით, ზოგადად გამოხატულია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა. კიდევ რა წერია პრეზიდენტ ბუშის წერილში?

- მე მართლა მივიღე პრეზიდენტ ბუშის წერილი, რომელიც რამდენიმე ხნის წინათ მისდამი ჩემ მიერ გაგზავნილ წერილს მოჰყვა. მე მივმართე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წერილით, რომელშიც გამოვთქვი ჩემი მოსაზრებანი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების სხვადას სხვა ასპექტებზე.

ამრიგად, პრეზიდენტ ბუშის წერილი საპასუხო გახლავთ.

ანუ ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დაიწყო ვაშინგტონში ვიზიტის დროს და შემდეგში არც შეჩერებულა.

ჯორჯ ბუშის წერილში ყურადღება გამახვილებულია იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთმა შეასრულოს (და უკვე ასრულებს კიდეც) - გთხოვთ, ამას მიაქციეთ ყურადღება, ამას ამერიკის პრეზიდენტი წერს, - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ისევე, როგორც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მხრივ. ეს ახალი მოვლენაა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სჯერა, რომ შეიძლება რუსეთმა დადებითი როლი შეასრულოს კონფლიქტების გადაწყვეტაში.

ამერიკის პრეზიდენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო განაგრძობს სვლას დემოკრატიული განვითარების გზით, რაც უეჭველად გულისხმობს სახელმწიფოებრივ და სახელისუფლებო სტაბილურობას.

გარდა ამისა, ამერიკის ადმინისტრაცია, ტრადიციულად, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკულ პრობლემატიკას, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკული უშიშროების თვალთახედვითაც.

ამ კვირას თბილისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის მდივანი პოლ ო'ნილი ესტუმრა. როგორც ვიცით, მანამდე იგი იმყოფებოდა უკრაინაში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდებოდა, როცა ამერიკამ განვითარებადი ქვეყნების დახმარებისათვის საკმაოდ სერიოზული თანხა გამოყო.

ეს გახლდათ უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი. ბატონმა პოლ ო'ნილმა მაცნობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გეგმავს გაუზარდოს ფინანსური დახმარება იმ ქვეყნებს, სადაც ღრმა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა ან ხორციელდება. ასევე, გააფართოოს დახმარების მასშტაბი კორუფციასთან საბრძოლველად.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის სესხების გრანტებად ტრანსფორმირება, განსაკუთრებით სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროექტების განხორციელებისას.

ეს პრობლემატიკა მჭიდროდ უკავშირდება სიღარიბის დაძლევისა და მდგრადი განვითარების ამოცანას, რომელთა თაობაზე სექტემბრისათვის დაგეგმილი გლობალური სამიტი იმსჯელებს. უნდა გითხრათ, რომ თავად ფინანსთა მინისტრის მდგომარეობა ქვეყანაში ძალიან მაღალია და ადმინისტრაციის ასეთი წარმომადგენლის სტუმრობა ძალზე იმედის მომცემია.

- გასული კვირა განსაკუთრებით დატვირთული იყო ვიზიტებით. ბევრი სტუმარი იყო საქართველოში, მათ შორის ევრო საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის ლიდი პოლფერის ხელმძღვანელობით. რა საკითხები განიხილებოდა შეხევედრისას?

ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო, და მთლიანად კავკასიის რეგიონი სულ უფრო მეტად იპყრობს ევროპის ყურადღებას.

ქალბატონ ლიდია პოლფერის განცხადებით, იგი საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხების საფრთხეს ვერ ხედავს.

თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც საგანგებო ყურადღებასა და გადაწყვეტას მოითხოვს. სტუმართა აზრით, ჩვენი ქვეყანა დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრია და თითოეული ევროპული სახელმწიფო შეეცდება, დაგვეხმაროს არსებულ სირთულეთა დაძლევაში, რათა საქართველომ შეძლოს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.

- თქვენი ბრძანებულებით, 23 ივლისი გამოცხადდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, კიდევ ერთხელ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება ამ დიდი გამარჯვების მიმართ, რომელსაც ქართველმა ინჟინრებმა მიაღწიეს სამი წლის წინათ და მას შემდეგაც მრავალ ქვეყანასთან თანამშრომლობთ...

ჯერ კიდევ 1999 წელს, როდესაც ქართველმა ინჟინრებმა ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილის თაოსნობით და ძალისხმევით ამ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს, ჩვენი თვალსაჩინო ტექნიკური ინტელიგენციის წრეში წარმოიშვა აზრი, 23 ივლისი, ანუ კოსმოსურ ორბიტაზე პირველი ქართული კოსმოსური რეფლექტორული სისტემის წარმატებით გაყვანის დღე, ოფიციალურად აღგვენიშნა.

ასეთი წინადადებით მომმართეს მეცნიერებმა, მათ შორის მეცნიერებათა აკადემიიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა რამაზ ხუროძემ და თბილავიამშენის იმდროინდელმა დირექტორმა ვაჟა თორდიამ.

ამრიგად, ეს გახლავთ სავსებით ბუნებრივი და ყოველმხრივ გამართლებული გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ მე, გარკვეული აზრით, ვამაყობ იმ წვლილით, რომელიც ამ დიად ეროვნულ საქმეში, როგორც შემეძლო, შევიტანე.

25 წლის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ გავაკეთე საიმისოდ, რათა კოსმოსური ტექნოლოგიების ეს მიმართულება განვითარებულიყო ქვეყანაში. ლაპარაკია, ძირითადად, მხარდაჭერაზე.

ამ ხნის განმავლობაში მთელი სამეცნიერო სკოლა შეიქმნა. რა თქმა უნდა, რუს კოლეგებთან, უდიდეს რუს მეცნიერებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

დავასახელებდი აკადემიკოს სავინს, რომელიც არაერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, როდესაც ეს წამოწყება საწყის ეტაპზე იყო. უნდა ითქვას, რომ დიდი რუსი მეცნიერების მონაწილეობის გარეშე ამ წარმატების ასეთ სწრაფ მიღწევაზე ლაპარაკი, ალბათ, ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ, რომ არ ყოფილიყო ქართული საინჟინრო ტალანტი, უნიჭიერესი ადამიანების, მათ შორის ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილის თავდადება, მიზანი მიუღწევადი იქნებოდა.

განვლილი სამი წლის განმავლობაში ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი არა მარტო ეროვნული ღირსების სიმბოლოა, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა მთელი მსოფლიოსათვის - კოსმოსური ტექნიკის განვითარების თვალსაზრისით.

მაგალითად, ევროპული კოსმოსური სააგენტოს დოკუმენტებში ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია, რომ ჩვენი სისტემა საერთო ევროპულად უნდა იქცეს. სწორედ ამ მიზნით, 2001 წლის 5 ივლისს რომში დაფუძნდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს პროგრამა - ახალი თაობის ევროპული თანამგზავრების, სტრატეგიული რეფლექტორული სისტემის შესაქმნელად ქართული ტექნოლოგიების საფუძველზე.

ამ პროექტში აქტიურად მონაწილეობენ იტალიის, რუსეთის, შვეიცარიის, ავსტრიის, ესპანეთისა და საქართველოს სპეციალისტები.

კოსმონავტიკის ქრესტომათიულ გამოცემებში ქართული კოსმოსური სისტემის წარმატებული გამოცდა აღიარებულია მსოფლიოში პრიორიტეტული ახალი მიმართულების განვითარების საწყისად, ხოლო მისი განხორციელების დღე შეტანილია კოსმონავტიკის განვითარების ისტორიულ თარიღთა ნუსხაში.

და ბოლოს, ძალზე სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე დღის წინათ, სახელგანთქმულ კემბრიჯში გამართული კოსმონავტიკის დარგთა ინტერნაციონალური კონგრესის ემბლემად შეარჩიეს სწორედ ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გამოსახულება.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილს, მის შესანიშნავ კოლექტივს და ვუსურვებ შემდგომ დიდ წარმატებებს. ხოლო 23 ივლისი მთლიანად, ქართულ საინჟინრო მიღწევათა აღსანიშნავ დღედ იქცევა.

- საქართველოში პირველად იმართება „ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა დღე“. მცირე ხნის შემდეგ ეწვევით მწერალთა კავშირს, სადაც დიდი გალაკტიონის ბიუსტი დაიდებს ბინას. ძალზე სიმბოლურია, რომ ის რეჟიმი, რომელიც გალაკტიონს მთელი სიცოცხლის მანძილზე სულს უხუთავდა, დაინგრა, გალაკტიონი კი დარჩა...

მართლაც, საოცრად სიმბოლური და ყოველმხრივ გამართლებულია, რომ „ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა დღე“ სწორედ მწერალთა კავშირში აღინიშნება. აქვე მინდა ხაზი გავუსვა მისი ხელმძღვანელობის, ბატონ თამაზ წივწივაძის ინიციატივას, „ჟამი კაენის ზეობისა“ (ამ შემთხვევაში გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს ვგულისხმობ) ყველაზე შემაძრწუნებლად გამოვლინდა ერის სულიერი ფონდის, მისი უდიდესი ზნეობრივი განძის, ქართული მწერლობის ფიზიკურ განადგურებაში. ეს ისტორიული დანაშაული, გარკვეულ წილად, იმ შავბნელი ეპოქის ლოგიკური გამოხატულება იყო, ვინაიდან ტერორი და ტოტალიტარიზმი განუყოფელია, ხოლო მათი უპირველესი მტერია პოეტი (ხელოვანი, მწერალი, ან მხატვარი, ფართო გაგებით).

მაგრამ ვერავითარი ტერორი, ვერანაირი ძალადობა და ტოტალიტარიზმი ვერ ჩაახშობდა პოეტური სულის სწრაფვას თავისუფლებისა და ღირსებისაკენ.

ის მრისხანე რეჟიმი სრულიად უძლური აღმოჩნდა მხატვრული სიტყვის ელვარების, პოეტური სილამაზისა და თავისუფალი სულისკვეთების წინაშე.

ამ დიდი გამარჯვების გამოხატულება გახლავთ გენიალური გალაკტიონი, რომელმაც ყველა ტოტალიტარული დოქტრინა დაანგრია პოეტური დოქტრინით: - „პოეზია - უპირველეს ყოვლისა!“ ანუ თავისუფლება უპირველეს ყოვლისა! ეს ერთი და იგივეა.

ამრიგად, რეპრესიების მსხვერპლთა მოგონების სევდიან დღეს დიდი გალაკტიონის ძეგლის გახსნით ჩვენ საქართველოს თავისუფალი სულის გადამრჩენთ (ქართველ მწერლებს) მივაგებთ პატივს და მათ ისტორიულ, ზნეობრივ გამარჯვებასაც ვზეიმობთ სევდანარევი სიხარულით.

- და, ბოლოს როგორ შეაფასებდით სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას?

მინდა უაღრესად დიდი კმაყოფილება გამოვთქვა სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების გამო, როგორც ცნობილია, დირექტორთა საბჭომ მხედველობაში მიიღო ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები. პროგრამა აღდგენილია, პირველი 30-მილიონიანი ტრანში გადმოირიცხება ეროვნულ ბანკში, იგივე განმეორდება წლის დამლევს. ამასთან, სხვა ინვესტორებსა და დონორებსაც ხელი გახსნილი აქვთ, რადგან სავალუტო ფონდის დამოკიდებულება ასე ნათლად გამოიკვეთა. მინდა გითხრათ, რომ სავალუტო ფონდის ჯგუფი იმყოფება საქართველოში, მას მეც შევხვდები და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ საინტერესო და იმედისმომცემ ტენდენციას აღმოვაჩენთ.

„ჩვენი ქვეყანა დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრია და თითოეული ევროპული სახელმწიფო შეეცდება დაგვეხმაროს არსებულ სირთულეთა დაძლევაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 ივლისი. - №177 (4236). - 1, 2 გვ.

19 მის აღმატებულებას უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას

▲back to top


დიდად პატივცემულო ლეონიდ დანიელის ძევ,

სულით ხორცამდე შემძრა შემზარავმა ტრაგედიამ, რომელიც მოხდა ავიაკატასტროფის შედეგად ლვოვში, სადაც დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ ამ ამოუცნობ შემთხვევითობას.

საქართველოს ხალხი გლოვობს თქვენთან ერთად.

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ჩვენს დებსა და ძმებს - უკრაინელებს, რომლებმაც აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადეს.

დარწმუნებული ვართ, უკრაინისათვის ამ მძიმე ჟამს, თქვენნაირი ურყევი ლიდერის ნება და ვაჟკაცობა, ასევე თქვენი მშვენიერი ქვეყნის მრავალრიცხოვანი მეგობრებისა და კეთილისმსურველთა თანაგრძნობა, დაეხმარება მოძმე უკრაინელ ხალხს, შეუმსუბუქოს ამ საშინელი ტრაგედიისაგან გამოწვეული ტკივილი.

მის აღმატებულებას უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 30 ივლისი. - №183 (4242). - 1 გვ.

20 „ისტორიულად ხანმოკლე პერიოდში საქართველოს ხალხმა და ხელისუფლებამ შეძლეს ახლად შექმნილ დემოკრატიულ სახელმწიფოში სიტყვისა და რწმენის თავისუფლების დამკვიდრება“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
29 ივლისის რადიოინტერვიუ

- ინტერვიუს დავიწყებთ გასულ კვირას გავრცელებული განცხადებით. დანიის სამეფომ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, გამოაქვეყნა საკმაოდ მძაფრი განცხადება საქართველოში რელიგიური უმცირესობების უფლებათა დარღვევის ზოგიერთი ფაქტისა და ზოგიერთი სხვა ნეგატიური ტენდენციის თაობაზე ფაქტობრივად, ნათქვამია, რომ თუ საქართველო უსაფრთხო გარემოს შექმნას ვერ შეძლებს, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები კრახის წინაშე აღმოჩნდება... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

ჩემი პასუხი ასეთი იქნება: დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ერის ისტორიული არჩევანია. ამ ურთულეს გზაზე ჩვენ ყოველთვის უდიდესი ყურადღებითა და კეთილგანწყობით ვიღებდით და კვლავაც მივიღებთ მეგობრების ყველა შენიშვნასა და წინადადებას. ამგვარი ყურადღება ევროკავშირის ქვეყნების და სხვა მეგობარი სახლმწიფოების აზრისადმი, საქართველოს და მის ხელისუფლებას განსაკუთრებით ახასიათებს.

ასევე ყურადღებით და კეთილგანწყობით გავეცანით ევროკავშირის ამ განცხადებასაც, რომელიც მთლიანობაში მაინც კონსტრუქციული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი.

სხვათა შორის, აქვე შევნიშნავ, რომ განცხადების ქართული ტექსტი არ არის დედნის აუტენტური, თუმცა მთავარი მაინც სხვა რამ გახლავთ. ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება განისაზღვრება იმ კეთილისმყოფელი როლით, რაც ევროკავშირმა შეასრულა ბოლო წლების განმავლობაში. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ეკონომიკურ დახმარებას.

ისტორიულად ხანმოკლე პერიოდში საქართველოს ხალხმა და ხელისუფლებამ შეძლეს ახლადშექმნილ დემოკრატიულ სახელმწიფოში სიტყვისა და რწმენის თავისუფლების დამკვიდრება და ეს სულაც არ იყო ცოტა.

მე, როგორც პრეზიდენტს, მეამაყება, რომ პირადად შევიტანე წვლილი დემოკრატიულ ღირებულებათა გამარჯვებაში.

ქვეყნის კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ადამიანის განუყოფელ, კლასიკურ უფლებებს.

ვერავინ უარყოფს, რომ საქართველოში არსებობს სრულიად თავისუფალი მედია, ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა სოციალურ ჯგუფს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი და პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსი.

სამწუხაროდ, დემოკრატიული განვითარების პროცესში წარმოიშობა ერთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ჯერჯერობით ვერ შევძელით: აზრისა და მრწამსის გამოხატვის პირობებში, საპირისპირო აზრისა და მრწამსის ადამიანები ზოგჯერ მიმართავენ ძალადობის სრულიად გაუმართლებელ მეთოდებს, ხოლო ჯერ კიდევ სუსტ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს ყოველთვის არ ძალუძთ ამ ნეგატიურ გამოვლინებაზე ადექვატური რეაგირება მოახდინონ.

არავითარი პრობლემა არ აქვთ და არც ექნებათ იმ ადამიანებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თუ პოლიტიკურ ჯგუფებს ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც თუნდაც ძალზე მწვავედ აკრიტიკებენ პრეზიდენტს, ზოგადად, ხელისუფლებას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ისეთ ფაქიზ სფეროს, როგორიცაა რელიგიური მრწამსი, რელიგიური გრძნობები, აქ, სამწუხაროდ, სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ყველა პროცესის მოქცევას კანონიერების ჩარჩოში. თუმცა ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ, გაძლიერდება და განმტკიცდება საკანონმდებლო ბაზა, რათა კატეგორიულად აღიკვეთოს ყოველგვარი ძალადობა, რომელსაც არავითარი გამართლება არა აქვს.

კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორია ის გარემოება, რომ ჩვენს საზოგადოებას კვლავინდებურად მძიმე წნეხად აწევს ტოტალიტარული მემკვიდრეობა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, საზოგადოებრივი დიალოგის კულტურის დეფიციტი, რისი შედეგიცაა შეუწყნარებლობა, ზოგჯერ აგრესიული დამოკიდებულება განსხვავებული მრწამსისა და აზრის მიმართ. აქვე შევნიშნავ, როდესაც საქმე გვაქვს საზოგადოებრივ უთანხმოებასთან, ეს პრობლემა, სტრატეგიული თვალსაზრისით, მხოლოდ დიალოგის და საზოგადოებრივი კონსენსუსის გამომუშავებით შეიძლება გადაწყდეს, ხელისუფლება კი ამ კონსენსუსის საფუძველზე იმოქმედებს.

ევროკავშირის განცხადებაში აგრეთვე მკაცრად, მაგრამ მთლიანობაში სამართლიანად არის შეფასებული უცხოელი მოქალაქეების, კერძოდ, ბიზნესმენების გატაცების რამდენიმე ფაქტი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განმტკიცება და ის ღონისძიებანი, რომელთაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ, საშუალებას მოგვცემს, უახლოეს მომავალში არათუ გავათავისუფლოთ მძევლები, არამედ გამოვრიცხოთ ამგვარი ექსცესები.

სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ბოლო დღეებში სერიოზულად გაძლიერდა ბრძოლა კრიმინალურ ელემენტებთან, დაიწყო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჯერ დედაქალაქში. დღეს იმართება ასეთივე ღონისძიება შიდა ქართლში და, როგორც მითხრეს, ბევრი სერიოზული დამნაშავე და კრიმინალია გამოვლენილი. უფრო დეტალურად ამის თაობაზე, საღამოს გადაცემაში „პრეზიდენტი გისმენთ“ - მოგითხრობთ.

ამავე დროს ჩვენ ვთხოვეთ მეგობრებს (ვგულისხმობ დასავლელ მეგობრებს). შეძლებისდაგვარად გაგებით მოეკიდონ იმ ობიექტურ სირთულეებს, რასაც საქართველო აწყდება დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით და არა ახლი ტოტალიტარიზმით ან ავტორიტარული ხერხებით დამკვიდრების პროცესში.

მოსკოვში დასრულდა რუსეთ-საქართველოს მორიგი მოლაპარაკების რაუნდი, როგორც ყოვლისმომცველი ხელშეკრულების, ისე ბაზების თემაზე. მოლაპარაკების შედეგებით ქართული მხარე კმაყოფილია...

მოსკოვის შეხვედრა მართლაც ძალზე წარმატებული იყო. გარკვეულწილად, არც კი ველოდით, რომ რომელიმე ურთულეს საკითხზე პოზიციათა დაახლოება ესოდენ სწრაფად მოხდებოდა.

საბოლოოდ რუსეთ-საქართველოს დიდი ხელშეკრულების ახალი პროექტი, ალბათ, უკვე შემოდგომისათვის, ან ცოტა მოგვიანებით იქნება ხელმოსაწერად მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი კი თბილისში აგვისტოში გაიმართება.

ძალიან დიდი სამუშაო გასწია საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გრძელდება კონსულტაციები ექსპერტთა დონეზე და თამამად შეიძლება ითქვას, ახალი ყოვლისმომცველი ხელშეკრულების შემუშავების გზაზე პრინციპულად გადაულახავი პრობლემები ნამდვილად არ არსებობს.

ასევე შეინიშნება პოზიტიური ძვრები სამხედრო თანამშრომლობის, მათ შორის, ბაზების საკითხშიც, თუმცა ეს კვლავ ურთულეს საკითხად რჩება.

ვფიქრობ, აქაც ვიპოვით შემდგომი თანამშრომლობის ისეთ მოდელს, რაც ორმხრივი სარგებლობიანობისა და ინტერესთა თანხვედრის იმპერატივს დაეფუძნება.

- გუშინ რუსული საინფორმაციო საშუალებები მთელი დღის მანძილზე გადასცემდნენ ინფორმაციას რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე სამხედრო შეტაკების შესახებ რუს მესაზღვრეებსა და ჩეჩნურ ფორმირებებს შორის, რომლებიც თითქოსდა საქართველოდან ცდილობდნენ ჩეჩნეთში დაბრუნებას. როგორია თქვენი კომენტარი?

ყველასათვის შესანიშნავად ცნობილია ის უმძიმესი ვითარება, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, როდესაც ათასობით ჩეჩენი ლტოლვილი, უმეტესად ქალები, ბავშვები და მოხუცები, აგრეთვე მებრძოლებიც, შეიძლება ითქვას, შემორეკეს ჩვენ ტერიტორიაზე. სხვა საკითხია, რა ანგარიში ჰქონდათ და რატომ გააკეთეს ეს. ვფიქრობ, კეთილისმსურველი ცოტა იყო.

არავითარი გამოსავალი ამ გაუბედურებული ადამიანების მიღებისა და მათთვის შეძლებისდაგვარად დახმარების გაწევის გარდა, საქართველოს არ ჰქონდა.

ყველაფერთან ერთად, ეს ჩვენი საერთაშორისო ჰუმანიტარული ვალდებულებაც გახლდათ.

ბუნებრივია, თავი იჩინა თანამდევმა ნეგატიურმა ფაქტორმაც, ვგულისხმობ ეგრეთ წოდებულ, ბოევიკთა თავმოყრას პანკისის ხეობაში.

რაც შეეხება განსაკუთრებით ოდოიზურ ტერორისტებს, მათი დევნა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ ერთი ასეთი დამნაშავე უკვე გადაეცა რუსეთის მხარეს საერ რთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად.

ექსტრადირება განხორციელდა სხვა ქვეყნებშიც, რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები ერთობლივად მუშაობენ, რათა გადაწყვიტონ ლტოლვილთა პრობლემა.

კერძოდ, თბილისში იმყოფებოდა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაცია. ამჟამად, თავდაპირველი 7 500 ლტოლვილის ნაცვლად ხეობაში იქნება სულ 2 500 ლტოლვილი. ადრე თუ გვიან ისინიც დაბრუნდებიან სამშობლოში.

საზღვრის შესაძლო დარღვევის თაობაზე კი შეიძლება მხოლოდ ის ითქვას, რომ საზღვარს ორი მხარე აქვს, მას იცავენ როგორც ქართველი, ასევე რუსი მესაზღვრეები. ამდენად, არა მხოლოდ ქართველ მესაზღვრეთა ვალია, არ დაუშვან საზღვრის უკანონოდ დარღვევა, ამა თუ იმ მიმართულებით, ასეთივე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათს კოლეგებს, რომლებიც საზღვრის მეორე მხარეს დგანან.

მე ამ ხალხს შევხვდი და ვესაუბრე კიდეც. ჩემი კოლეგები ხშირად მიდიან პანკისში. და მათთან კონტაქტი აქვთ თითქმის ყველა მათგანს, - ბავშვებიდან დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული. სურთ შინ დაბრუნება. თვით მებრძოლებსაც აქვთ ამის სურვილი, მათ საქართველოში არაფერი ესაქმებათ, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ რადაც უნდა დაუჯდეთ, ისინი შეეცდებიან, დაუბრუნდნენ თავიანთ სახლ-კარს და იცხოვრონ სამშობლოში.

- 26 ივლისს ერთი წელი შესრულდა ქართველი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობიდან. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ საქმე სასამართლომდეა მისული, გამოძიება დასრულებულია, სანაიას ოჯახსა და ახლობლებს ამის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ გამოძიებას საქმე ბოლომდე არ მიუყვანია...

კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა გულისტკივილსა და მწუხარებას ესოდენ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცის, თვალსაჩინო ჟურნალისტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

მაგრამ ბოროტება დაუსჯელი არ დარჩება!

„ისტორიულად ხანმოკლე პერიოდში საქართველოს ხალხმა და ხელისუფლებამ შეძლეს ახლად შექმნილ დემოკრატიულ სახელმწიფოში სიტყვისა და რწმენის თავისუფლების დამკვიდრება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 30 ივლისი. - №183 (4242). - 1, 2 გვ.

21 „ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი მიზანია დღესვე ჩავუყაროთ საფუძველი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს მარადიულ არსებობას“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე
2002 წლის 31 ივლისი

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!

ასეთი შემადგენლობით ჩვენ დიდი ხანია არ შევხვედრივ ვართ ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, წლეულს ჩვენ უარი ვთქვით ასეთ შეხვედრებზე, თუმცა ბოლოს მივედით დასკვნამდე, რომ წელიწადში ორჯერ მაინც საჭიროა შევიკრიბოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც გავაკეთეთ და რაც გადასაწყვეტია.

ჩემზე სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა გამომსვლელებმა. შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ, მაგრამ გულახდილობით, ანალიზის სიღრმით არც ერთი გამომსვლელი არ იმსახურებს ისეთ საგანგაშო შეფასებას, რომ მას სხვა შემთხვევაში, ვურჩიოთ, სიტყვა აღარ ითხოვონ.

დღევანდელი თათბირი ჩვენ გარკვეულწილად უჩვეულო ფორმატით გავმართეთ: ერთად და ურთიერთკავშირში განვიხილეთ სამართლებრივი და ეკონომიკური საკითხები.

რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევითი, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის დღევანდელი ეტაპისა და მიღწეული შედეგის ანალიზი ცხადყოფს განუყოფელ კავშირს ეკონომიკის შემდგომ აღმავლობასა და კანონიერების შეუვალ განმტკიცებას შორის.

ამთავითვე მოგეხსენებათ, რომ მეც, ისევე როგორც ბევრი გამომსვლელი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, კრიტიკულად ვარ განწყობილი

ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელი არ შეიძლება კმაყოფილი იყოს იმით, რაც გაკეთდა, მაგრამ იმაზეც უნდა ითქვას, რომ თურმე რაღაც შეგვძლებია. ან უნდა ვაღიაროთ, რომ უუნარონი ვართ და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. ვფიქრობ, ამგვარ უკიდურესობამდე არ უნდა მივიდეთ.

ათ წელზე ოდნავ მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ისტორიისათვის ამ ხანმოკლე პერიოდში ქვეყანამ საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი გზა განვლო. არ ვამბობ, რომ ეს არის ეპოქალური, მაგრამ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, სახელმწიფო ავად თუ კარგად ავაშენეთ, მართლაც ეპოქალური მნიშვნელობის მონაპოვარია, რომელიც ყველას ეკუთვნის, მთელ საზოგადოებას, მათ, ვინც მხარს გვიჭერს და მათაც, ვინც მხარს არ გვიჭერს.

სამწუხაროდ, თანამედროვენი ხშირად ვერ აცნობიერებენ და ვერ აფასებენ განვლილი გზის მნიშვნელობას და სირთულეს.

ძალიან ძნელია, მრავალი პრობლემით გათანგულ ადამიანს აუხსნა, რომ მისი მოთმინება და დიდსულოვნება არის სწორედ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ხვალინდელი, ბედნიერი და აყვავებული საქართველოსათვის, რაც ხშირად გაცილებით ძნელია, ვიდრე იარაღით ხელში მტერთან შებმა, ვინაიდან უდიდეს პასუხისმგებლობასა და ჭირთათმენის განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს.

მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არსებულ პრობლემათა უმრავლესობა, პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ ხვალინდელ შესაძლებლობათა მოპოვებას უკავშირდება.

მრავალი პოპულისტი სარგებლობს დღევანდელი გაჭირვებით, იმ პრობლემებით, რომლებიც აბსოლუტურად გარდაუვალი იყო ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი წყვეტის შემდეგ, მით უმეტ ტეს იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფოს მშენებლობა ხორციელდება ძველი სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის ძალიან მტკივნეული რღვევისა და ახლის დაფუძნების პარალელურად.

ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი მიზანია დღესვე ჩავუყაროთ საფუძველი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს მარადიულ არსებობას.

ამიტომ, მრავალი სუბიექტური და ობიექტური პრობლემის მიუხედავად, უნდა მივაღწიოთ ძველი სისტემის ყოვლისმომცველ რეფორმას, - ცნობიერების გარდაქმნის ჩათვლით, სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებას, თანამედროვე მსოფლიოში სწრაფ ინტეგრირებას, შევქმნათ სამართლებრივი სახელმწიფო მყარი და მტკიცე დემოკრატიული მექანიზმებით. ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ისე სწრაფად არა, როგორც ჩვენ ეს გვსურს.

წარმატება წარმოუდგენელია ყოველდღიური ბრძოლისა და არსებული პრობლემის გადაწყვეტის გარეშე. მით უფრო შეურიგებელი ვიქნებით ნაკლოვანებათა მიმართ.

აქვე, რამდენიმე სიტყვა ზოგადი ვითარების თაობაზე: 2001 წელს, მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, გამოიკვეთა დადებითი ტენდენცია მაკროეკონომიკური თვალსაზრისით. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ ოთხ-ნახევარ პროც ცენტს მიაღწია, რაც 1,9 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა სამი წლის საშუალო მაჩვენებელს და, პრაქტიკულად, შეესაბამება ინდიკატური გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელს.

საგულისხმოა, აგრეთვე, რომ 2001 წელს, წინა წლებთან შედ დარებით, აღინუსხა ინფლაციის ყველაზე დაბალი დონე - მხოლოდ 3,4 პროცენტი. ხოლო 2002 წლის პირველ ნახევარში იგივე მაჩვენებელმა 3 პროცენტი შეადგინა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სერიოზული კლება გვაქვს საგარეო ვაჭრობის სფეროში. 2002 წლის პირველ ნახევარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა მხოლოდ 496 მილიონ 800 ათასი დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის 95 პროცენტია. ეს მძიმე შემთხვევაა სახელმწიფოსათვის, როცა მაღალი ტემპით იზრდება შიდა ეროვნული პროდუქციის წარმოე ება, ხოლო ეს ვერ აისახება საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე.

მცირდება ექსპორტი და იზრდება უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი. ამჟამად იგი 201 მილიონ დოლარს უდრის, ანუ 6 მილიონ 200 ათასი დოლარით მეტს, ვიდრე გასულ წელს.

მეორე მხრივ, განუხრელად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის აბსოლუტური მოცულობა. მაგალითად, გასულ წელს, ამ მაჩვენებელმა 1996 წლის დონის 124,8 პროცენტი შეადგინა.

სამწუხაროდ, სერიოზული კრიზისის ფაზაში იმყოფება სოფლის მეურნეობა, რაც უკვე არაერთი წლის შემაშფოთებელი ტენდენციაა. შემცირებულია სოფლის მეურნეობის წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში. ერთი შეხედვით, ეს კანონზომიერიც უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის წვლილი უნდა შემცირდეს მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და სხვა სფეროების ზრდის კვალობაზე. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც პროდუქციის ნაკლებობა არ არის, სოფლის მეურნეობის წილი 6-7 პროცენტს არ აღემატება. ეს სავსებით გასაგებია. მაგ გრამ, ჩვენ განგაში უნდა ავტეხოთ დიდი დანაკარგის გამო. შეიძლებოდა გაცილებით მეტის მიღწევა.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას იმ დამანგრეველ შედეგზე, რაც ორწლიანმა საზარელმა გვალვამ მოუტანა ქვეყნის ამ საარსებოდ მნიშვნელოვან დარგს. ასზე მეტი წერილი მექნება გაგზავნილი ჩვენი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებისათვის, სადაც შექმნილი მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი მქონდა აღწერილი, ვამბობდი, რომ საქართველოში შეიძლება შიმშილი დაიწყოს. დაიწყებოდა კიდეც ჩვენი მეგობრების მიერ აღმოჩენილი დახმარება რომ არა.

მრეწველობის განვითარების თვალსაზრისით, წინა წლებში თავისი მოცულობით მეორე უდიდესმა დარგმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა, რაც ძირითადად, გასული ზამთრის ენერგოკრიზისმა განაპირობა. წელს ოდნავი უკეთესობაა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი ასამოქმედებლად. სრულად რომ ამოქმედებულიყო, მაშინ სხვაგვარი იქნებოდა ოთხი თვის შედეგები, რომლის შესახებ ქალბატონმა ნინომ ისაუბრა.

ხსენებული ტენდენციები სერიოზულად ვნებს საბიუჯეტო პროცესს, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენენ შემოსავლის უმსხვილეს წყაროს. ზრდის დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში. ამ დარგების აღმავლობა ნათელყოფს, რამდენად დიდია ქვეყნის პოტენციალი ქმედითი რეფორმებისა და მეცნიერულად გამ მართული, სისტემური მიდგომის პირობებში. მნიშვნელოვანია დიდ პროექტებზე, „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებაზე ჩვენს მიერ აღებული ორიენტირი, ეს მაჩვენებლები სწორედ ამ კურსის შედეგია. ეს არ შეეხო არც სოფლის მეურნეობას და არც მრეწველობას, მაგრამ უშუალოდ პროექტებთან დაკავშირებული დარგები - კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, ნაოსნობა, ავიაცია და სხვა, აღმავლობის გზაზეა.

ზემოთქმულიდან უეჭველად გამომდინარეობს პირველი დასკვნა, რომ აუცილებელია ეკონომიკის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის საარსებოდ მნიშვნელოვანი გარემოს ყოველმხრივი გაჯანსაღება, უპირველესად, ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით.

ეს პროცესი ურთულესი გამოდგა. შეიცვალა ბევრი ფინანსთა მინისტრი და ბევრი სტრუქტურული ცვლილებაც მოხდა. დღეს სიამოვნებით ვუსმენდი მირიან გოგიაშვილს, ახალგაზრდა კაცს, რომელმაც ბევრი რამ ისწავლა და კიდევ უნდა ისწავლოს. ორ-სამ თვეში მან თითქმის შეუძლებელი შეძლო. დღეს ბევრს ლაპარაკობენ მმართველობის სისტემის შეცვლაზე. როგორ გინდათ, დღეს რომ გამოაცხადოთ მთავრობის გადადგომა და ხვალ ახალი სტრუქტურებით მოვიდეთ. ასე არ შეიძლება მოხდეს. რეფორმები ასე არ ხორციელდება. ჩვენ ბევრი სამინისტრო გავაერთიანეთ, ზოგიერთი სერიოზული შეცდომაც დავუშვით და ახალი შეცდომების უფლება არა გვაქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. დავრწმუნდით, რომ ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების ცალ-ცალკე არსებობას აზრი არ აქვს. ამიტომ ისინი გავაერთიანეთ. ეს დიდი, სახელმწიფოებრივი რეფორმის შემადგენელი ნაწილია. ბედნიერი ვიქნებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეს საფუძველს მოგვცემს, ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე, ზოგიერთი სხვა სამინისტროს გაერთიანებაზე.

ამ სფეროში კი კვლავინდებურად მრავალი გადაუჭრელი პრობლემაა: უპირველესად, დაგეგმვის პროცესის მეთოდოლოგიური გაუმართაობა; საბიუჯეტო სისტემის არაინტეგრირებული ხასიათი; სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის შემოსავლის წყაროთა გადანაწილების არსებული წესის ხშირი დარღვევა. დღემდე ვერ შეიქმნა ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტთა უფლებამოსილებების გამიჯვნის, არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზების, სპეცსახსრების გამოყენების, კანონდარღვევებზე პასუხისმგებლობის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა.

უნდა მოწესრიგდეს სპეცსახსრების მიღებისა და გამოყენების საკითხები, გაუმჯობესდეს სახელმწიფო წილის მართვა საწარმოებში - მათ შორის ფისკალური თვალსაზრისითაც. ვეთანხმები გოგიაშვილს, რომ აუცილებელია ლეგიონის გაძლიერება. მე ამ უკანასკნელის თაობაზე ეჭვს გამოვთქვამდი, მაგრამ, რადგან მოხერხდა შედარებით წესიერი ახალგაზრდების შერჩევა, მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. დავალებებსაც უკეთ ასრულებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გამოძიების ფუნქცია მარტო ერთი უწყების მონოპოლია არ უნდა იყოს. გამოძიება უნდა ხორციელდებოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, უშიშროებაშიც. გამოძიების ფუნქცია უნდა ჰქონდეს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ იმ ჯგუფსაც, რომელიც არა მარტო ავლენს დანაშაულს, არამედ თვითონ იძიებს კიდეც და შემდგომ პროცესს სასამართლო წარმართავს.

უდიდესი მნიშვნელობა ექნება ყოვლისმომცველ საგადასახადო რეფორმას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფისკალური შედეგი, ეკონომიკური სამართლიანობის სტიმულირება, სოციალური სამართლიანობა, სიმარტივე და ამოღების ეფექტიანობა. ასეთ რეფორმაზე ჩვენ არა მარტო ხშირად ვსაუბრობთ, არამედ ვმუშაობთ კიდეც. მაგრამ ამის წინასწარ რეკლამირებას აზრი არა აქვს. ჩვენ უნდა წარვუდგინოთ პროექტი სპეციალისტებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ. პრეზიდენტმა უკვე შექმნა თითქმის საკონსტიტუციო კომისიის დონის კომისია, რომელიც მრავალრიცხოვანია და ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი. რეფორმის განსახორციელებლად მარტო კეთილი ნება როდია საკმარისი. უნდა ვიმუშაოთ, შეიძლება, დროც დაგვჭირდეს. ლადო ჭანტურიას ერთი წლის წინათ ვთხოვეთ, შეექმნა კომისია, რომელიც ჩემი განკარგულებით დავამტკიცე. მათ ერთი წელი დასჭირდათ, რათა შემოეტანათ წინადადებები სამართალდამცველთა სტრუქტურულ ცვლილებებზე გამოძიების ადგილზე. დარწმუნებული ვარ, მასშტაბური რეფორმები უფრო მეტ დროს მოითხოვს. თუმცა ეს ორი-სამი წლის ლოდინს არ ნიშნავს. როდესაც მზად ვიქნებით, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სამართლიანია, დავიწყებთ რეფორმებს.

სწორედ აქ ვუპირისპირდებით უმთავრეს პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტის გარეშე ვერანაირი ინსტიტუციური თუ საგადასახადო რეფორმა შედეგს ვერ მოგვცემს. ვგულისხმობ ქვეყანაში ნორმალური ბიზნეს-გარემოს შექმნას, კონტრაბანდის, ფალსიფიკაციის, გადასახადის დამალვის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინოგენური ვითარების გამოსწორებას, რათა ბიზნესმენს პირადი უსაფრთხოების პრობლემები არ ჰქონდეს ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში. არა აქვს მნიშვნელობა მის ეროვნებას, ადგილობრივი იქნება იგი თუ უცხოელი. რა თქმა უნდა, უცხოელი მოქალაქის ხელყოფა დიდ რეაქციას იწვევს და ქვეყნის ავტორიტეტისათვის დამღუპველია.

უპირველეს მნიშვნელობას ამ კონტექსტით მე კონტრაბანდის პრობლემის გადაჭრას მივანიჭებდი.

სხდომაზე გამომსვლელთა უმრავლესობა ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლის დასაბუთებას შეეცადა და საამისოდ შესაბამისი სტატისტიკაც მოიშველია. ნუ ეწყინებათ კოლეგებს, მაგრამ იძულებული ვარ ვთქვა, რომ მათი მიდგომა წმინდა წყლის ფორმალისტურია. თუ გავითვალისწინებთ, რა ადგილი უკავია კონტრაბანდულ საქონელს რეალურ ბაზარზე, მაშინ უნდა განვაცხადოთ, რომ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია გადადგმული. კარგია, რომ ფინანსთა მინისტრი, რომელიც გადასახადების ამოღებაზე და, უპირველესად, კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ბრძოლაზეა პასუხისმგებელი, თვითონ ჩავიდა წითელ ხიდზე და დარწმუნდა, რა პრობლემებთან გვაქვს საქმე. იქ არიან მძღოლები, გადამყიდველები და სხვები. ჩამოვიდა გამოცდილებით გამდიდრებული და მჯერა, ამ მეთოდს სხვა მიმართულებითაც გამოიყენებს.

საბაჟო წესების დარღვევის ან გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტების გამოვლენისა და გახსნის რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა თავისთავად მისასალმებელია. მაგრამ ვითარების ზუსტი შეფასებისათვის ეს საკმარისი არ არის. აქ უმთავრესი ის გახლავთ, თუ მოვლენის რა პარამეტრი აღიწერება ციფრებით.

ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყალიბდება ძალზე საშიში ტენდენცია, როდესაც კონტრაბანდული არხები ხშირად გამოიყენება უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულთა ჩასადენად, მათ შორის ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონოდ შემოტანისათვის.

ასე გადაიზარდა თითქოსდა მხოლოდ ეკონომიკური დანაშაულის შინაარსის შემცველი პროცესი გაცილებით უფრო საშიშ მოვლენაში, რაც, უპირველეს ყოვლისა, ისევ და ისევ დაუსჯელობის სინდრომის შედეგია და ადასტურებს ელემენტარულ სამართლებრივ დებულებას: დაუსჯელი, თუნდაც წვრილმანი დანაშაული ადვილად გადაიზრდება უმძიმეს კრიმინალში.

ამავე დროს, თუ სიმართლეს თვალებში შეხედავთ, მსხვილი კონტრაბანდა ჩვენში ფაქტობრივად არც არსებობს - არის მხოლოდ ეგრეთ წოდებული პატრონიანი თუ, როგორც უწოდებენ, „ჩინოსანი კონტრაბანდა“ - „ჩინოსანი ტვირთები“, რომელთა არსებობის პირობებში, სახელმწიფოს არანაირი, სხვა თუ არაფერი, მორალური უფლება აღარ აქვს, ებრძოლოს, „წვრილმან“ თუ „ჩანთის“ კონტრაბანდას, რამაც აგრეთვე კატასტროფული მასშტაბები შეიძინა.

სტატისტიკა კი გამაოგნებელია: გასული 6 თვის განმავლობაში, საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით სასამართლოში შესულია 15 საქმე. მათ შორის მხოლოდ ორია ნავთობის კონტრაბანდა! ეს ნიშნავს, რომ მივიღეთ მხოლოდ მინიმალური ზომები და, პრაქტიკულად, ფართომასშტაბიანი ბრძოლა კონტრაბანდის წინააღმდეგ საქართველოში ჯერ არ დაწყებულა.

ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა ვითარების პირუთვნელი შეფასებისათვის: ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ, ძალოვანმა და სამართალდაცვის სისტემამ, ფაქტობრივად, ვერ გამოამჟღავნეს ნება, შებრძოლებოდნენ კონტრაბანდას, როგორც „ჩინოსნურ“, ასევე „მასობრივ“, „წვრილმან“ გამოვლინებაში.

სხვაგვარი დასკვნა შეუძლებელია იმ ვითარებაში, როდესაც 6 თვის განმავლობაში 15 კონტრაბანდის საქმეა აღძრული - სულ რაღაც 40 ათასი ლარის ზარალის ბრალდებით! ბოლო დღეებში შეინიშნება გამოცოცხლება და შეიძლება სხვა მონაცემია, მაგრამ, ფაქტობრივად, ჩემი ნათქვამი რეალობას ასახავს.

აგრეთვე, გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება ფალსიფიცირებული საკვები პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია. იგი გამოუსწორებელ, აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს ბიუჯეტს, მომხმარებელსა და ადგილობრივ მეწარმეს. მათთვის ძნელია შეებრძოლონ და კონკურენცია გაუწიონ ფალსიფიცირებულ პროდუქციას, რომელიც დაბალ ფასებში იყიდება და მოსახლეობაც სწორედ მას ეტანება.

ეს არის პრობლემა, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ლეგალურ ბიზნესს სიცოცხლეს უსწრაფებს და რომლის გადაწყვეტის გარეშე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ეს გახლავთ ერთ-ერთი ის სატკივარი, რომლის გამო თითოეული პატარა, საშუალო თუ დიდი ბიზნესმენი გვსაყვედურობს და ჩვენგან დახმარებას ითხოვს. იგი უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც. ინვესტიციების გარეშე კი სწრაფი ეკონომიკური პროგრესი წარმოუდგენელია.

ამასთანავე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ მაკონტროლირებელ ორგანოთა ფუნქციებისა და რაოდენობასთან დაკავშირებით. ესეც რეფორმის შემადგენელი ნაწილია. და ის კომისია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვებთან ერთად ხელმძღვანელობს, სწორედ ამ პრობლემით უნდა იყოს დაკავებული. დაგვჭირდება ანტიკორუფციული ბიუროს დახმარება, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევიმუშავოთ სისტემა, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესმენის თანამშრომლობას ურთიერთსასარგებლოს გახდის.

ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული დრო დაგვჭირდა რაღაც მიჯნაზე გასასვლელად, ვერ ვიტყვი, რომ ყველა გადაწყვეტილება იდეალურ რია. მაგრამ მთელი წელიწად-ნახევარი ვიმუშავეთ, მათ შორის ლადო ჭანტურიას კომისიამაც, რათა რაღაც დასკვნამდე მივსულიყავით. ის სისტემა, რომელსაც ახლა ვქმნით, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ეს უნიკალური სისტემაა, რომლის მსგავსი არც ერთ ქვეყანაში არ არის.

ვფიქრობდით, შეგვექმნა სისტემა, სადაც იმუშავებდნენ მაღალი რანგის სპეციალისტები, ქვეყანაში ავტორიტატული ადამიანები, მათ შორის არიან ჟურნალისტები, სხვები, რომელთაც მაღალი ანაზღაურება აქვთ. გვეხმარებიან ამერიკელი მეგობრები, მსოფლიო ბანკი, სხვები. მათ იციან, რომ კორუფციის დაძლევა იოლი როდია. ამიტომ გვეხმარებიან, უნდათ, რომ გადავჭრათ ეს პრობლემა, რათა მათ შემდეგ სხვებს უთხრან, წადით და ნახეთ, როგორ იბრძვიან კორუფციის წინააღმდეგ ქართველები. დღეს ამ ბიუროს ხელმძღვანელი გამოვიდა და რამდენიმე გვარი დაასახელა, შეეხო კანცელარიასაც, ტყის დეპარტამენტსაც, ფოთის სანაოსნოსაც. მიაჩნია, რომ ამ საბჭოს კიდევ უნდა დავუბრუნდეთ. ვთხოვ ლადო ჭანტურიას და მის კოლეგებს, რომლებიც გამოძიების საკითხებზე მუშაობენ, არ იქნებოდა ცუდი, რომ საბჭოს ჰყავდეს რამდენიმე მაღალკვალიფიციური გამომძიებელი სათანადო ანაზღაურებით. ეს საშუალებას მისცემს საბჭოს წევრებს, რომ დაწყებული საქმე თავადვე მიიყვანონ ბოლომდე. შეიძლება, ეს დასკვნა ნაადრევია, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ზედმეტი.

მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ აქ განსაკუთრებით დიდია სამართალდაცვის ორგანოთა პასუხისმგებლობა.

სამწუხაროდ, ამ სფეროშიც თვალნათელია ზოგიერთი, მეტად შემაშფოთებელი სიმპტომი და იგი საზოგადოების დამოკიდებულებაშიც აისახება.

მაგალითად, ივლისში ჩატარებული სოციალური გამოკითხვის თანახმად, საზოგადოებაში იზრდება კრიტიკული განწყობილება სამართალდაცვის და, ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის მიმართ. ასეთი დამოკიდებულება შემთხვევითი არ შეიძლება იყოს.

კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესების, კანონდაუმორჩილებლობისა და დაუსჯელობის მასობრივ სინდრომზე მიანიშნებს საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული ყველა ხაზით დანაშაულთა რაოდენობრივი მატება.

მაგრამ შეიძლება აქ იყოს ლოგიკა, არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ აღრიცხვიანობა მოწესრიგდა. წინა პერიოდისაგან განსხვავებით, ახლა ქურდობის ყველა შემთხვევა აღრ რიცხვიანობა მოწესრიგდა. წინა პერიოდისაგან განსხვავებით, ახლა ქურდობის ყველა შემთხვევა აღირიცხება. ყოველ დილით ვეცნობი ცნობას 24 საათის მანძილზე მომხდარ დანაშაულობათა შესახებ. 70 პროცენტი მომხდარისა, ქურდობაა. წინათ არ იყო ასე, რადგან თუ პოლიცია მოინდომებს, ქურდობის დამალვა იოლია. მე კვლავ მოგიწოდებთ, არ დაადგეთ არასწორ გზას.

საგანგაშო ვითარების მაჩვენებელია, მაგალითად, ძებნილთა რაოდენობა: 4 ათასამდე ძებნილი, ფაქტობრივად, დამნაშავეთა სამყაროს სერიოზული დესტრუქციული ძალაა.

ამას ემატება იარაღის უკანონო ტარების, შენახვა-დამზადებისა და გასაღების საკმაოდ საგულისხმო ზრდა. შესამჩნევად იზრდება ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობათა რიცხვი.

მაგრამ აქვე, სამართლიანობა მოითხოვს აუცილებლად ითქვას, რომ ამგვარ მონაცემებზე არცთუ უმნიშვნელო ზეგავლენა მოახდინა დანაშაულის აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გაწეულმა მნიშვნელოვანმა სამუშაოებმა.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცალკეული პირებისა და დაწესებულებათა დარბევისა და ხელყოფის ფაქტები, რაც უკვე პოლიტიკური ექსტრემიზმის სახეს იძენს. კანონდაუმორჩილებლობისა და დაუსჯელობის სინდრომი მთლიანად სისტემის ტრასფორმირებისა და გარდამავალი პერიოდის მახასიათებელია. თუმცა ჩვენ უკვე საკმაოდ ბევრი გამოვიარეთ და კვლავაც ამგვარი არგუმენტებით ოპერირების უფლება აღარ გვაქვს. ამდენად, პირდაპირ უნდა ვაღიაროთ, რომ კანონდაუმორჩილებლობისა და დაუსჯელობის სინდრომი თვით დაუსჯელობის პრაქტიკაშია.

ამგვარი რეალობა სერიოზულად არყევს დემოკრატიულ ღირებულებათა მიმართ საზოგადოების რწმენას.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება იმ უტყუარ ჭეშმარიტებას ნათელყოფს, რომ თავისუფლება და დემოკრატია შესაძლებელია მხოლოდ იქ და იმდენად, სადაც უზრუნველყოფილია სამართლისა და კანონის უპირობო დაცვა. ჩვენთან კი საქმე იქამდე მივიდა, რომ უკანონობა და ყოვლისუფლება აღიქმება დემოკრატიის განუყოფელ ატრიბუტებად.

ეს ვითარება უაღრესად ართულებს ცხოვრების ახალ პრინციპთა დამკვიდრებას. ამიტომაც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ კანონიერების განმტკიცება პირდაპირ უკავშირდება თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპთა განხორციელებას.

ამასთანავე, ადვილად შესამჩნევია გარკვეული საეჭვო თანხვედრილობაც: თუნდაც მცირედი წარმატების რეალური შანსის გაჩენისთანავე, უმალ და გაათკეცებულად იზრდება ჩვენსკენ მომართულ საფრთხეთა რაოდენობა. სხვა რით ავხსნათ, რომ, მაგალითად, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობისა დამაიმედებელი პერსპექტივა შეუქმნა, მოხდა ყველაფერი ის (განსაკუთრებით კი უცხოელ მოქალაქეთა მიმართ დანაშაულის ზრდა), რამაც საფრთხე შეუქმნა არათუ შემდგომ თანამშრომლობას, არამედ უკვე მოქმედ პროგრამათა განხორციელებასაც.

როგორც კი რეალობად იქცა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა, უმალვე დაიძაბა სიტუაცია კონფლიქტის ზონებში, - აღარაფერს ვამბობ კრიმინოგენური ვითარების ზოგად გაუარესებასა თუ ქართულ ჯარში მომხდარ მეტად არასასურველ ინციდენტებზე.

ვისაც მოვლენათა არსში წვდომის სურვილი აქვს, მისთვის სრულიად გასაგებია ამგვარ საფრთხეთა წყაროც და შესაბამის ძალთა მიზნებიც. მაგრამ ჩვენ არამც და არამც არ ვაპირებთ დანებებასა და ხელების ჩამოშვებას - ანგარიშს უწევენ მხოლოდ მათ, ვისაც ბრძოლის უნარი აქვს. ბრძოლის გაგრძელებისა და გაძლიერების ფორმა იქნება ყოვლისმომცველი, რადიკალური რეფორმა სამართალდაცვის სისტემაში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ძლიერი, უფრო მეტად ქმედითუნარიანი და კორუფციისაგან განწმენდილი სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემა.

ვიმეორებ: ეს არის ერთადერთი სტრატეგიული პრობლემა, რომელიც უკვე მიღწეული და დაგროვილი პოტენციალის ამოქმედებას უშლის ხელს. საქართველოს შესანიშნავი პერსპექტივა აქვს (და ამას ვერავინ უარყოფს), თუ ქვეყნის შიგნით მოვწესრიგდებით, გადავწყვეტთ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე ბუნებრივად წარმოშობილ სისტემურ პრობლემებს და მტკიცედ განვაგრძობთ არჩეულ კურსს, რომლის საბოლოო მიზანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, თავისუფალი და ბედნიერი ქვეყნის დაფუძნება.

სრული პასუხისმგებლობით ვადასტურებ, რომ ხსენებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, საქართველოს მართლაც დიდი მომავალი აქვს. მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც - ის პროექტები, რომელთა განხორციელება მრავალწლიანი (და არცთუ უმსხვერპლო) ბრძოლის შედეგად უახლოეს მომავალში დაიწყება, გულისხმობს არა აბსტრაქტულ „გეოპოლიტიკურ მოგებას“, არამედ სავსებით კონკრეტულ, ხელშესახებ მატერიალურ სიკეთეს თითოეული ოჯახისა და მოქალაქისათვის. სხვათა შორის, განურჩევლად იმისა, იქნება თუ არა იგი პირადად ჩაბმული მილსადენთა მშენებლობასა და ექსპლოატაციაში, ვინაიდან ამ პროექტებს ჩვენ განვიხილავთ, როგორც ერთგვარ „ლოკომოტივს“, ამძრავ მექანიზმს - ეკონომიკის მომიჯნავე დარგთა და მთელი სახალხო მეორნეობის აღორძინება-განვითარებისათვის. ნურავის ეგონება, თითქოს კავშირი არა აქვს ეკონომიკასთან „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამას, რომელსაც ამჟამად ვახორციელებთ: ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი გარემოა ინვესტიციათა მოსაზიდად.

აღდგენილია პროგრამები სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან. ესეც ადასტურებს დადებით ტენდენციათა მომძლავრებას ქვეყანაში ყველა მიმართულებით.

ამასთანავე სხვისი ხელის შემყურენი არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით: დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ და ძლიერ საქართველოს მხოლოდ თავად თუ ავაშენებთ, ყოველდღიური შრომით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა სრული გაცნობიერებით, მაღალი შეგნებით, „ჭირსა შიგან გამაგრებით“ და მოთმინებით.

ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ ამჟამინდელ თაობას დააწვა მხრებზე ის დიდი მისია, რომლის განხორციელება ჩვენი უეჭველი და აუცილებელი ვალია.

„ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი მიზანია დღესვე ჩავუყაროთ საფუძველი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს მარადიულ არსებობას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 აგვისტო. - №185 (4244). - 1, 2 გვ.

22 შალვა გიორგაძის ოჯახს

▲back to top


მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა ბატონი შალვა. ცნობილი ქართველი მელიორატორი და დიდად ღვაწლმოსილი პიროვნება.

მე მას ახლოს ვიცნობდი. ჩვენ წლების მანძილზე მეტად ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებდა. იგი დიდი პროფესიონალი და განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ. მან სიკეთე გააკეთა ხალხისათვის და თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, როგორც სიხარული, ისე ტკივილიც მრავალჯერ იწვნია.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

შალვა გიორგაძის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 3 აგვისტო. - №187(4246). - 1 გვ.

23 „რამდენადაც ძლიერი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალები, მით მეტი გარანტიები გვექნება რეგიონში მშვიდობის დამყარებისათვის“

▲back to top


[...]

ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

ბატონებო, მეგობრებო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, ბატონო ელჩო, ძვირფასო სტუმრებო,

მინდა სულითა და გულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე. აქ უკვე ითქვა, რომ საქართველო მონაწილეობს იმ ანტიტერორისტულ მოძრაობაში, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩვენთვის სახელისა და დიდების საქმეა, რომ ამ მოძრაობის მთავარმა წამყვანმა ძალამ და ლიდერმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთ-ერთ თავის პარტნიორად საქართველო აირჩია. ტერორიზმისა და სხვა უბედურებათა წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ ბევრია თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში, შიშველი ხელებით ბრძოლა არ შეიძლება. აუცილებელია სათანადო თეორიული, პრაქტიკული და საბრძოლო მომზადება. ეს არის ის მოთხოვნა, რომელსაც დღეს მთელი ჩვენი ხალხი გიყენებთ და, რა თქმა უნდა, ეს არის მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტისა.

მინდა განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყებათა ის წარმომადგენლები, რომლებიც გვეხმარებიან ცოდნის შეძენასა და ამაღლებაში, თეორიული განათლების მიღებასა და პრაქტიკულ მომზადებაში. დღეს პირველი ეტაპი მთავრდება იმ პროგრამისა, რომელსაც ჰქვია „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა. როგორც თავდაცვის მინისტრმა მომახსენა, ეს ეტაპი ძალიან წარმატებით არის გავლილი. თქვენი უნარით, ნიჭითა და მონდომებით კმაყოფილი არიან ჩვენი მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან.

ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რამდენადაც ძლიერი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალები, მით მეტი გარანტიები გვექნება რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და იმ მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომლებმაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა, რომელსაც გლობალური მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოსათვის და სამაგალითოა ბევრი ქვეყნისათვის, ემთხვევა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესს. ამ პროგრამის შესრულებით ეს პროცესი პრაქტიკულად უკვე დაიწყო. ყველა, ვინც გაივლის ამ სწავლებას, უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მომავალში საქართველოს შეიარაღებული ძალები თავისი მომზადების დონითა და ბრძოლისუნარიანობით.

დასასრულ, მინდა თქვენი სახელით და ჩემი ხალხის სახელით მადლობა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, პირადად პრეზიდენტ ბუშს, რომელმაც მიიღო საქართველოსათვის ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტ ტილება.

გისურვებთ წარმატებებს და სამშობლოს ბედნიერებას.

„რამდენადაც ძლიერი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალები, მით მეტი გარანტიები გვექნება რეგიონში მშვიდობის დამყარებისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 3 აგვისტო. - №187(4246). - 1, 2 გვ.

24 „ახლა საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ პანკისის პრობლემა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, გადავწყვეტთ კიდეც“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2002 წლის 5 აგვისტოს ბრიფინგი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, სადღეისოდ საკმაოდ გართულებულია მდგომარეობა პანკისის ხეობაში. ჩვენი ინფორმაციით იქ ახლაც მიმდინარეობს საგანგებო ოპერაცია იმათ დასაკავებლად, რომლებმაც უკანონოდ გადმოლახეს სახელმწიფო საზღვარი. პარალელურად რუსეთის მხარე საერთაშორისო გაერთიანებას მიმართავს თხოვნით - პანკისის ხეობაში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება რეალურად რას დაუპირისპირებს ამ მოთხოვნას? ამ ეტაპზე ხომ არ დგას დღის წესრიგში საქართველო საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს ამ პრობლემას?

- ბოლო პერიოდში საზღვრის დარღვევის ორი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი - 4 აგვისტოს მოხდა, რამდენიმე დღის წინათ კი დააკავეს 7 კაცი. ეს უშუალოდ პანკისის ხეობასთან არ არის დაკავშირებული. რაც შეეხება პანკისის ხეობაში არსებულ კონტიგენტს, ახლა ჩვენ გვაქვს სრული მონაცემები იმის თაობაზე, ვინ არის დევნილი და ვინ - დამნაშავე. რადგან ეს ვიცით, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ პრობლემა. ამგვარი გეგმების შემუშავება დასრულებულია და დარწმუნებული ვარ, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საგანგებო ოპერაციის განხორციელება იქნება აუცილებელი, იქ მხოლოდ საქართველო და არავითარი სხვა ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას. ისე, როგორც ჩვენ, ამას წინათ, სამი ცნობილი ტერორისტი დავაკავეთ და გადავეცით დაინტერესებულ ქვეყანას, მათ შორის ერთი - რუსეთს. მომავალშიც ამგვარი ოპერატიული ღონისძიებები განხორციელდება. დაახლოებით ორი თვის ვადაში გარკვეული გარდატეხა მოხდება და პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების ნორმალური საცხოვ ვრებელი პირობები შეექმნება. ასევე დავეხმარებით იმ დევნილებს, რომლებსაც ახლა წასასვლელი არსად აქვთ. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, არ მსურს ამ თემაზე კამათი. ის, რომ დავ ვაკავეთ დამნაშავეები - ფაქტია. მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ, საკუთარი თვალით ნახონ დაკავებულები, როგორც საზღვრის დამრღვევნი, ისინი პასუხს აგებენ. სხვათა შორის, საოცრებაა, რომ თითქოსდა რუსეთის მხარე საკმაოდ აქტიურად იცავს საზღვარს, რუსეთის მონაკვეთს და ეს დამრღვევები კი მაინც ახერხებენ საზღვრის უკანონო გადმოლახვას. მაგრამ რუსეთს არ ვედავები ამ საკითხებში, შესაძლებელია ორივე მხრიდან მოხდეს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტი, მაგალითად, ვიღაც მეცხვარე გადავიდა და გადაიტანა ამბავი. ასეთი რამეც ხდება, მაგრამ ჩვენ არ აგვიტეხავს სკანდალი.

ტელეკომპანია „რუსთავი - 2“: თქვენ რადიოინტერვიუში ბრძანეთ და ახლაც ახსენეთ, რომ სანამ ეს პირები საქართველოს საზღვრის მონაკვეთს გადმოკვეთდნენ, რუსეთის საზღვარი დაარღვიეს. ის ფაქტი, რომ გახშირდა ჩეჩნების დაკავება საქართველოს საზღვარზე, ხომ არ არის საშიში? ეს შემთხვევითობაა თუ შესაძლებელია იყოს რუსეთის გეგმის რაღაც ნაწილი?

- რაც შეეხება გეგმას, ამაზე უკვე ვილაპარაკე - მათ 7500 კაცი გადმორეკეს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს უდავოდ იყო რაღაც გეგმა, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო კონკრეტულად რუსეთის ხელის სუფლების გეგმა, მაგრამ გარკვეული თანამდებობის პირებს, სამხედრო მაღალჩინოსნებს ჰქონდათ მიზნად, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამ მასის გადმოსვლა გამოიწვევდა საქარ რთველოს მოსახლეობასთან გარკვეულ შეიარაღებულ შეტაკებას, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედების დაწყებას გამოიწვევდა. მჯერა, ასეთი გეგმა მართლაც ჰქონდათ ზოგიერთებს. რაც შეეხება შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ის, რომ 5 კაცი აქეთ გადმოვა, ათი იქით გადავა, სამწუხაროდ, ამგვარი ფაქტები ხდება და არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის საზღვარზე. შესაძლებელია ბევრს აქვს სურვილი და ხელს უწყობს, რომ ჩეჩნეთიდან ამ მონაკვეთზე რაც შეიძლება გახშირდეს საზღვრის დარღვევის ფაქტები. მაგრამ გასულ პერიოდთან შედარებით, ქართველი მესაზღვრეები ახლა მომზადების სხვა დონეზე არიან.

გაზეთი „ახალი თაობა“: აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა საკმაოდ გართულდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურისა და მისი გუნდის და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დაპირისპირებით. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, კერძოდ, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, აპირებენ თუ არა ამ პროცესში ჩარევას?

- ბატონი ასლანისადმი ერთადერთი ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება იქნება თუ დევნილები, ინფორმირებული იყვნენ ისე, როგორც საერთოდ საქართველოს საზოგადოებრიობა - რა ხდება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების პროცესში. თუ რეალური შედეგი არ არის, არც ესაა საკვირველი. უკვე რამდენიმე წელია, მოლაპარაკება მიმდინარეობს და სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. როცა მივიღე გადაწყვეტილება და დავეთანხმე ასლან აბაშიძის სურვილს, გამხდარიყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში, ეს კიდევ ერთი დამატებითი ცდა იყო. არ მქონდა იმედი, რომ ასლან აბაშიძე ერთ კვირაში ან ერთ თვეში ამ ურთულეს პრობლემას მოაგვარებდა. ეს არც დევნილებმა უნდა დაიჯერონ, რომ ასე იქნება. მთავარია, იყოს მეტი ურთიერთგაგება. ანგარიში გავუწიოთ იმ ფაქტს, რომ მოსახლეობას სურს მიიღოს მეტი ინფორმაცია არსებული პრობლემის თაობაზე, თუნდაც ის ნეგატიური იყოს. არა მგონია ამ დაპირისპირებამ საშიში ხასიათი მიიღოს, საფუძველი ამისათვ ვის არ არსებობს. მე კი მათ ხელს შევუწყობ, რომ ერთმანეთს უკეთ გაუგონ.

ამერიკული დამოუკიდებელი გაზეთი „ნიუს ვიქი“: ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩენი ბოევიკები იმყოფებიან. რამდენად აქვს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობა, რომ იქ არსებული მდგომარეობა მოაწესრიგოს? რა არის მიზეზი, რატომ ვერ აიძულებთ ჩეჩენ ბოევიკებს დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში? საქართველოს პრეზიდენტის აზრი ჩეჩნეთის შესაძლო დამოუკიდებლობის შესახებ... რატომ დათანხმდა საქართველო ჩეჩნეთიდან დევნილების შემოშვებაზე, იყო თუ არა ეს შეცდომა თქვენი მხრიდან?

- რა თქმა უნდა, პანკისის პრობლემა ჩეჩნეთის პრობლემებთან არის დაკავშირებული. სწორედ ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად 7500 დევნილი აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე. მათთვის უარის თქმა არ შეგვეძლო, რადგან მათი უმრავლესობა იყო ქალები, ბავშვები, მოხუცები, დაჭრილები, მათ შორის იყვნენ ჯანმრთელი მამაკაცები. თავად პანკისის ხეობაში კი 90 წელზე მეტია ცხოვრობენ ეთნიკური ჩეჩნები. ამის თავიდან აცილება ვერ მოვახერხეთ, ჩვენ არ შეგვეძლო მათი დახოცვა. ამისათვის არც მორალური უფლება გვქონდა, არც სათანადო ძალა და არც შესაძლებლობა. ახლა კი ფაქტი დღის წესრიგში დადგა, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მოაგვაროს, რომ ჩეჩნებმა დატოვონ პანკისის ხეობა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ნორმალური ცხოვრება გააგრძელოს. ამის საშუალება უკვე აქვს საქართველოს, არც ერთი სხვა ქვეყნის სამხედრო ჩარევა ამ პროცესში არ არის საჭირო, საქართველო ამ პრობლემას მოაგვარებს. თუ ჩვენთვის ცნობილი იქნება, რომ იქ არიან ტერორისტები, ისინი, რა თქმა უნდა, იქნებიან იზოლირებული. დანარჩენი მასა კი მოძებნის თავის გზას. რაც შეეხება ჩეჩნეთის შესაძლო დამოუკიდებლობას, საქართველო ყოველთვის უჭერდა და ახლაც უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: ბატონო პრეზიდენტო, საქართველო გადასცემს თუ არა დაკავებულ ჩეჩნებს რუსეთის მხარეს, მით უფრო, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე მოითხოვა მათი გადაცემა?

- ისინი საზღვრის დამრღვევები არიან, მათ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი სახელმწიფო საზღვრის დარღვევისათვის. ალბათ, ისინი გასამართლებული იქნებიან, ასე ვიქცეოდით ადრე, ასე მოვიქცევით ახლაც. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულთა შორის აღმოჩნდებიან ტერორისტები (ამის შესახებ კი რუსეთმა უნდა მოგვაწოდოს სათანადო მონაცემები, დოკუმენტაცია), ჩვენ მივცემთ მათი დაკითხვის შესაძლებლობას, განვახორციელებთ შესაბამის პროცედურას და თუ დადასტურდა, გადავცემთ რუსეთის მხარეს.

რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: თქვენი კომენტარი იმის შესახებ, რომ პერიოდულად გრძელდება საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა. ასევე თქვენი კომენტარი რუსეთის ხელისუფლების პოზიციის გამო, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს სურვილი პანკისის პრობლემა თავად მოაგვაროს და ამიტომ აუცილებელია ამ პროცესში ან გაეროს მანდატი ამოქმედდეს ან გამოყენებული იყოს „პალესტინის ვარიანტი“?

- პანკისის პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი, ჩვენ ეს პრობლემა თავს მოგვახვიეს. ახლა საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ პანკისის პრობლემა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, გადავწყვეტთ კიდეც. მიგვაჩნია, რომ უცხოეთის სახელმწიფოების სამხედრო ჩარევა დაუშვებელია და არც დავუშვებთ. რაც შეეხება დაბომბვის ფაქტებს, ჯერჯერობით არ გვინდა მივმართოთ უკიდურეს ზომებს - ჩამოვაგდოთ ვერ რტმფრენები, ამისათვის არც სათანადო თანამედროვე ტექნიკაა საჭირო. ამასთან არ გვსურს ურთიერთობის დამატებითი გართულება. ამას არა აქვს ამ ეტაპზე ძალიან საშიში ხასიათი. იმედი გვაქვს, რუსეთის ხელისუფლება შესაბამის ანალიზს და დასკვნებს გააკეთებს.

საინფორმაციო სააგნეტო „იტარ-ტასი“: ბატონო პრეზიდენტო, ამ დღეებში თემურ შაშიაშვილმა, საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, კერძოდ, პუტინმა აღნიშნა, რომ „ქართველ ხალხს უკეთესი დამოკიდებულება აქვს რუსეთისადმი, ვიდრე თავად საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას“. პუტინის ეს სიტყვები შაშიაშვილმა შეაფასა, როგორც რუსეთის სურვილი - იხილოს საქართველოში მორჩლი ხელისუფლება. თემურ შაშიაშვილს, მიაჩნია, რომ პუტინს არ უყვარს ქართველები და, საერთოდ, კავკასიელები. თქვენი კომენტარი ამის შესახებ და ეთანხმებით თუ არა თემურ შაშიაშვილის აზრს?

- ველოდებოდი, რომ ვლადიმერ პუტინის გამოსვლის შემდეგ ეს კითხვა კი აუცილებლად დაისმებოდა. გადავწყვიტე, არ გავუკეთო ამ ფაქტს კომენტარი. თუ ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხზე სიტყვიერ რიტორიკას და მტყუან-მართლის გარკვევას, მისაღებია თუ არა რუსეთისათვის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, მაშინ მთავარი საკითხები მოუგვარებელი დაგვრჩება. ახლა კი უმთავრესი არის ის პოზიტიური ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს არსებული პრობლემის მოგვარებას. ვიგულისხმე, საქართველო-რუსეთს შორის ახალი დიდი ხელშეკრულების ხელმოწერა, აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრა. ბატონ ვლადიმერ პუტინთან ამ საკითხის ირგვლივ დისკუსიის გამართვას არ ვაპირებ.

„აჭარის ტელევიზია“: რა კომენტარს გაუკეთებთ იმ ფაქტს, როცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატ ჯემალ გამახარიას, ასევე დაწვეს აჭარის წარმომადგენლობის კარი... თქვენი შეფასება იმის თაობაზე, რომ თემურ შაშიაშვილმა აჭარის ტელევიზიის თბილისის ბიუროს ჟურნალისტს მიმართა, რომ თუ ის ქართველი ჟურნალისტია, აჭარის ტელევიზიას არ უნდა ემსახურებოდეს...

- არა მაქვს საშუალება ვუსმინო ტელევიზიით ყველა გამომსვლელს. სახლში იმ დროს ვბრუნდები, როცა საინფორმაციო გამოშვებები დამთავრებულია. ბატონ შაშიაშვილს დიდი ყურადღებით ვუსმენ, როცა მთავრობის სხდომაზე გამოდის, ან პირადად ვხვდები. ტელევიზიაში როდის რა თქვა, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ჟურნალისტებისათვის რამის აკრძალვას, თქვენ თავისუფალი ხალხი ხართ, ქვეყანაში არის სიტყვისა და პიროვნების თავისუფლება. ძალადობის ფაქტები, სადაც უნდა განხორციელდეს ამგვარი მოქმედება, იქნება ეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, ოფისში თუ ქუჩაში, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მოვითხოვ სამართალდამცველებისაგან წესრიგის დამყარებას.

გაზეთი „თუთარჩელა“: ვინც უყურებს აჭარის ტელევიზიას, არ შეიძლება არ აღშფოთდეს. რუსეთის ეკრანი არ არის იმდენ ნად აგრესიული საქართველოსადმი, როგორც აჭარის ტელევიზია. იქ დღეში რამდენჯერმე და რამდენიმე უცხო ენაზე გადაიცემა საინფორმაციო გამოშვება, და არის მტკიცება - როგორი კარგია ასლან აბაშიძე - ააშენა და ააყვავა აჭარა, და რა ცუდია ედუარდ შევარდნაძე და მისი ხელისუფლება - როგორ დააქციეს საქართველო. კიდევ შეინიშნება ერთი ფრიად უხერხული ტენდეცია - შედარებები: - მემედ აბაშიძე და ილია ჭავჭავაძე. ბატონო პრეზიდენტო, დროა ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება, რამდენად მართებულია ასლან აბაშიძის ყოფნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სათავეში...

- რაც შეეხება ბატონი ასლანის გამოსვლებს, იქნება ეს ევროპაში, საქართველოს ტელევიზიით თუ აჭარის - ეს მისი უფლებაა. თუ მას სინდისი აძლევს იმის უფლებას, რომ თავისი ქვეყანა საზღვარგარეთ გააკრიტიკოს - ეს მისი საქმეა და არავითარი მწვავე რეაქცია ამასთან დაკავშირებით არა მაქვს. პიროვნება თავისუფალია და თავისუფალია ასლან აბაშიძეც აზრის გამოთქმის დროს. მსურს აღვნიშნო, რომ ერთი ორატორის გამოსვლა საქართველოს შესახებ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად არ აღიქმება. ეს ასე არ არის, იქ არიან ადამიანები, რომლებიც იცნობენ საქართველოს, მის პრეზიდენტს, აქვთ უნარი, რომ სათანადო დასკვნები გააკეთონ. ყოველგვარი განცდის გარეშე მივიღებ ბატონი ასლანის კრიტიკას, გამაკრიტიკა? - გამაკრიტიკოს, მისი ნებაა. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძისა და მემედ აბაშიძის თემას, ეს არ არის აქ გასარჩევი საკითხი. მემედ აბაშიძეს უზარმაზარი ისტორიული დამსახურება აქვს თავისი კუთხის - აჭარის, საერთოდ, საქართველოს წინაშე და ქართველმა ხალხმა მას დედაქალაქში ძეგლი დაუდგა, გამოხატა მისდამი დამოკიდებულება. ილია კი სხვა მოვლენაა, სხვა სიდიადეა, სხვა მასშტაბია...

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენი აზრით, შესაძლებელი იქნება თუ არა რუსეთმა მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი იმისათვის რომ დამოუკიდებლად დაიწყოს პანკისის ხეობაში ტერორისტთა ბაზის გასანადგურებლად მიმართული ოპერაცია და რამდენად შეაფერხებს ამ პროცესს საქართველო? შეეცადეთ თუ არა, ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად დაკავშირებოდით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს? თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო თავად მოაგვარებს პანკისის პრობლემას, კონკრეტულად, რა ძალებზე დაყრდნობა იგულისხმეთ?

- რუსეთი თითქმის უკვე არის ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ფაქტობრივად, ფორმალურად იგი გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ვლადიმერ პუტინმა კი ალმა-ათაში მართებულად აღნიშნა, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და თავად შეუძლია განსაზღვროს რომელ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს და ვის მიმართოს დახმარებისათვის, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით. რაც შეეხება რუსეთის შესაძლო მიმართვას გაეროს უშიშროების საბჭოსადმი - მიენიჭოს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე წესრიგის დასამყარებლად, ეს არ მოხდება. ვფიქრობ, ამგვარი თხოვნით რუსეთი არ გამოვა, არც უშიშროების საბჭო დაუშვებს ამ ფაქტს, ეს იქნება უხეში ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.

რუსეთის ტელევიზია „რტრ“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ საზღვრის დამრღვევები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გასამართლდნენ. ყველასათვის ცნობილია მწყემსის - რავეი ჩადანის ისტორია. მოითხოვს თუ არა საქართველო მისი გადმოცემის საკითხს?

- ჩვენ არ მოვითხოვთ მის გადმოცემას, ჩადანთან დაკავშირებით არ ყოფილა რაიმე საგანგაშო და საეჭვო შემთხვევა. მან, ალბათ, იცოდა, რომ დააჯილდოებდნენ არა მარტო ორდენით, არამედ სხვა რამითაც. ალბათ, ადამიანს უჭირს. მას არაფერი ანტიქართული არ ჩაუდენია.

„ახლა საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ პანკისის პრობლემა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, გადავწყვეტთ კიდეც“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 6 აგვისტო. - №189(4248). - 1, 3 გვ.

25 „პანკისის პრობლემამ კი არ განაპირობა ჩეჩნეთის მოვლენები, არამედ, პირიქით, ჩეჩნეთში არსებულმა ვითარებამ განაპირობა მდგომარეობის გართულება პანკისში“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
5 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას გაიმართა მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდნენ, ელოდნენ საკადრო ცვლილებებს. როგორ მიგაჩნიათ, ამართლებს მთავრობის მუშაობის ამგვარი ფორმა, რომელსაც გაფართოებული სხდომა ჰქვია? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ნებისმიერი ღონისძიება თუ სახელმწიფოებრივი პროცედურა პრაქტიკულ მიზანს უნდა ისახავდეს: ჩვენ ძალიან შორსა ვართ ფორმალიზმისაგან. საამისოდ არც დრო არის ამჟამად და არც შესაძლებლობა, მით უმეტეს სურვილზე აღარაფერს ვამბობ.

ამდენად, მთავრობის სხდომათა ასეთი ფორმით გამართვას სავსებით კონკრეტული დანიშნულება აქვს: ჩვენი მიზანია ხელისუფლების, ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების, საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისათვის.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ ფუნქციონირებს ხელისუფლება, რას აკეთებს სახელმწიფო, განსაკუთრებით ის პირები, რომელთაც მოქალაქენი ირჩევენ, რამდენად ღიად და გულახდილად განიხილება ის პრობლემები, რომლებიც მათ აღელვებთ, ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

სხვათა შორის, მე არა მგონია იყოს ბევრი ისეთი ქვეყანა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების, ხაზს ვუსვამ, სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა ესოდენ საჯარო და გამჭვირვალე იყოს.

მთლიანად ღიაა მთავრობის სხდომები, საჯაროდ განიხილება ნებისმიერი, თვით ყველაზე რთული და მტკივნეული საკითხი.

რასაკვირველია, ამ პროცესს ბევრი ისეთი ხინჯი თუ ნაკლიც ახლავს თან, რითაც ძალიან ოსტატურად სარგებლობენ ჩვენი პატივცემული ოპონენტები. მაგრამ მისი ღირსება ბევრად უფრო აღმატებულია. ვიმეორებ: მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ ფუნქციონირებს ხელისუფლება, როგორ მწიფდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც შემდგომ ყოველი ოჯახის მდგომარეობაზე აისახება. მოქალქე პროცესების, ხელისუფლების საქმიანობის თანამონაწილედ უნდა გრძნობდეს თავს. მართალია, იდეალურისაგან შორსა ვართ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი სურვილი.

ამდენად, კვლავინდებურად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის ასეთი ფორმა უეჭველად საჭიროა.

მით უმეტეს, ამით იქმნება საშუალება საზოგადოების, ინტელიგენციის, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა, ბიზნესმენების უშუალო ჩაბმისა ფართო დისკუსიაში უმწვავეს პრობლემათა თაობაზე პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრისა და მთავრობის წევრთა მონაწილეობით.

აქ ერთ საინტერესო მომენტს მივაპყრობ ყურადღებას: ჩვენს საზოგადოებას, ზოგჯერ, ერთგვარი გულმავიწყობაც ახასიათებს.

ამ თვისებას, ალბათ, დადებითი მხარეებიც აქვს. მაგრამ როგორღაც იოლად დაგვავიწდა, რას ნიშნავს „დახურული“, „გაუმჭვირვალე“ და ავტორიტარული ხელისუფლება, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებენ გასაიდუმლოებულად, საჯარო განხილვის, აზრთა კოლეგიალური შეჯერების, საზოგადოებრივ სამსჯავროზე უმწვავეს საკითხთა გამოტანის გარეშე.

თანამედროვე ქართული საზოგადოება კი მიეჩვია და ბუნებრივად მიაჩნია, რომ მთავრობის სხდომებზე ღიად, საჯაროდ, დაუფარავად, ყოველგვარი მიჩქმალვისა და გასაიდუმლოების გარეშე ვმსჯელობთ პრობლემებზე. ჩვენ, აღმასრულებელ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით პრობლემები გვექმნება, მაგრამ, ვიმეორებ, ეს დემოკრატიული პროცესის განვითარების ერთ-ერთი დეტალია.

ხშირად ვკამათობთ, არცთუ იშვიათია სკანდალური ეპიზოდები, რაც ძალიან ახარებთ ჟურნალისტებს, თუმცა, მთლიანობაში, ხელისუფლების ასეთი გამჭვირვალობა ბევრად უფრო პერსპექტიული, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივად მიზანშეწონილია, ვიდრე ავტორიტარიზმი და ხელისუფლების „ჩაკეტილობა“.

აქვე დავძენ: უდავო ჭეშმარიტებაა ცნობილი გამონათქვამი, რომ თავისუფლების პირობებში ადამიანები თავისუფლებას ვერ აფასებენ, ვინაიდან იგი ჰაერივით ბუნებრივად მიაჩნიათ.

კი, ბატონო, დაე, ასე იყოს, ღმერთმა ნუ ქნას, ეს აზრი გაუცრუვდეთ.

მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გულახდილად და საგნობრივად ვიმსჯელეთ ეკონომიკისა და სამართალდაცვის სფეროებში არსებულ ვითარებაზე.

განსაკუთრებით გამოვყოფ ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მოხსენებას, რომლის საფუძველზეც უკვე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებანი. აღარაფერს ვამბობ მთავარ მოხსენებაზე, რომლითაც ავთანდილ ჯორბენაძე გამოვიდა. ამგვარი დამოკიდებულება აბსოლუტურად შეუვალი იქნება მომავალშიც.

როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს, ვისაც უნდა შეეხოს - ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და მას ბოლომდე მივიყვანთ. ვიცით, რა გვინდა, როგორი გზით ვიაროთ, რა ხერხები და მეთოდები გამოვიყენოთ.

ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახლდათ, აგრეთვე, პრეზიდენტის ბრძანებულებათა და განკარგულებათა შესრულების მდგომარეობა. ეს ასე საჯაროდ, სახალხოდ და ვრცლად ჯერ არ გაგვიკეთებია. კი განვიხილავდით მთავრობის ცალკეულ სხდომებზე, მაგრამ აქ გლობალურ შესრულებაზე და კონტროლის განხორციელებაზე იყო საუბარი. ვიმსჯელეთ საბიუჯეტო შემოსავლების დონეზე, მის უშუალო კავშირზე კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასთან და სხვა მრავალზე.

რაც შეეხება კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას ზოგიერთი მიმართულებით, არც ეს დაგვიმალავს.

მდგომარეობა ერთგვარად მართლაც გართულდა, მაგრამ აქვე სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ბევრად უფრო პრინციპულად ეკიდება თვით დანაშაულის აღრიცხვის საკითხს. აღინიშნა, მაგალითად, რომ მომხდარ დანაშაულობებში ყველაზე დიდი ადგილი ქურდობას უკავია. როგორც ირკვევა, ბევრი რამ იმალებოდა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ყველა დანაშაული აღირიცხოს და არც ერთი ფაქტი არ დაიმალოს.

აქ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ კანონმდებლებს, ვინაიდან, ზოგიერთი თვალსაზრისით, იურიდიული ბაზის განმტკიცებაც აუცილებელია, რათა სამართალდაცვის ორგანოებმა უკეთ შეძლონ დაკისრებული მოვალეობის შესრულება. დაგვჭირდება სასჯელის იმ ზომების გადახედვა, რომელიც გათვალისწინებულია ამა თუ იმ მძიმე დანაშაულისათვის, როგორიცაა ადამიანებისა და მანქანების გატაცება და სხვა მრავალი, ასე რომ გავრცელდა.

უმთავრესი პრობლემა მაინც კორუფციის აღმოფხვრაა, რათა მოქალაქეებმა საკუთარი კეთილდღეობით იგრძნონ, თუ რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული „მაკროეკონომიკური ზრდა“, რომლის თაობაზეც ამდენს ვლაპარაკობთ და სავსებით საფუძვლიანადაც.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,2 პროცენტი შეადგინა, ახლა ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იქნება. მაღალი ზრდის ტემპია, აგრეთვე, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში.

ცხრამეტი პროცენტით გაიზარდა მშენებლობის მოცულობა. და უკვე არა მხოლოდ თბილისში.

მნიშვნელოვანი წინსვლაა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში. ეს ტენდენცია შევინარჩუნეთ ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე.

განსაკუთრებით სასიხარულოა ზრდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების დარგში, 17,7 პროცენტით გაიზარდა შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მაგრამ ეკონომიკის საერთო სიჯანსაღის თვალსაზრისით, უპირველეს მნიშვნელობას მივანიჭებდი იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც ფისკალურ და ფულად-საკრედიტო სფეროში მიმდინარეობს.

ჩვენ თითქოს ჩვეულებრივად მიგვაჩნია ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ოდენობით ყიდულობს ამერიკულ დოლარს, რითაც ზრდის სავალუტო რეზერვს. ბევრი პოსტკომუნისტური ქვეყანა ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

ან თუნდაც ასეთი ციფრი: ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი - 24 პროცენტი დადასტურდა საბანკო და საინვესტიციო საქმიანობაში, ეგრეთ წოდებულ „საფინანსო შუამავლობაში“, რომელიც, ვიმეორებ, ნებისმიერ თეორიულ გათვლაზე უკეთ და ზუსტად ნათელყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღ საფუძველზე დგას, ეს კი ქვეყნის შემდგომი განვითარების გარანტიას ქმნის.

მიუხედავად ამისა, ყველა დამეთანხმება, რომ მთავრობის სხდომაზე ბევრად უფრო მეტი ვისაუბრეთ ნაკლოვანებასა და პრობლემებზე, რაც სავსებით გამართლებულია, ვინაიდან თვითკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

მაგრამ ჩვენ უკვე შევქმენით დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც თვით ურთულეს პრობლემათა გადაწყვეტაც ძალუძს.

აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ჟურნალისტებს, განურჩევლად მათი კრიტიკული თუ დადებითი დამოკიდებულებისა, იმ ყურადღებისათვის, რომელიც მთავრობის გაფართოებული სხდომის მიმართ გამოიჩინეს.

- გასულ კვირას ძალზე დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. პრეზიდენტ პუტინის ჯილდოს მოჰყვა ფედერაციის საბჭოს განცხადება დაბომბვების სურვილებით. გუშინ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო საჰაერო სივრცის დარღვევაზე საუბრით თუ იგივე ჩეჩნების დაკავებით ცდილობს, ყურადღება სხვა ფაქტებზე გადაიტანოს, თითქოს პანკისის ხეობაში ტერორიზმი ჰყვავის...

- ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ამჟამინდელი მდგომარეობის ერთმნიშვნელოვნად, მით უმეტეს, უარყოფითად შეფასება არ შეიძლება.

ნეგატიურ მომენტებთან ერთად აშკარაა დადებითი ტენდენციებიც.

დადებით ტენდენციათა მაგალითად დავასახელებდი მოსკოვში მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წარმატებით დასრულებას „დიდი ხელშეკრულების“ თაობაზე.

ამჟამინდელი პრობლემების უმრავლეობა კი უკავშირდება ეგრეთ წოდებულ „პანკისის საკითხს“ და ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს.

იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, მათ შორის რუსეთის ზოგიერთ მოღვაწეს, რომლებმაც თავიანთი აზრი გამოთქვეს. ის, რაც ხეობაში ხდება, საქართველოს არჩევანი არ ყოფილა და პანკისის პრობლემამ კი არ განაპირობა ჩეჩნეთის მოვლენები, არამედ, პირიქით, ჩეჩნეთში არსებულმა ვითარებამ განაპირობა მდგომარეობის გართულება პანკისში.

2-3 წლის წინათ, რუსეთში მხოლოდ სპეციალისტებმა თუ იცოდნენ, ალბათ, სად მდებარეობს ეს ხეობა.

კვლავ და კვალავ ვრწმუნდები: ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, როდესაც 1999 წლის შემოდგომაზე უარი ვთქვით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გაგვეტარებინა შეიარ რაღებული ძალები ჩეჩნეთისაკენ, ვინაიდან ეს უეჭველად გამოიწვევდა რუსეთის შიდა პრობლემის გარკვეულ ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს ჩათრევას საომარ მოქმედებაში.

ომის განახლებისთანავე, ათასობით ლტოლვილი, ძირითადად ქალები, ბავშვები, მოხუცები და მებრძოლებიც, შეიძლება ითქვას, შემოდევნეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვერ ვიცავდით საზღვარს, არ გვყოფნის მესაზღვრეთა კონტიგენტი. ისინი საკმარისადაც რომ გვყოლოდა, ცეცხლს ხალხის მასას მაინც ვერ გავუხსნიდით, მით უმეტეს, რომ მათ შორის იყვნენ ქალები, მოხუცები და დაჭრილები.

არავითარი სხვა არჩევანი ამ ადამიანთა მიღების გარდა არ გვქონდა. ეს საქართველოს ჰუმანიტარული ვალდებულებაც იყო საერთაშორისო გაერთიანების წინაშე.

არასდროს გვითქვამს, თითქოს პანკისის ხეობაში საერთოდ არ არიან შეიარაღებული პირები. მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ნამდვილად შეადგენენ მშვიდობიანი ადამიანები - ლტოლვილები და ჩვენი თანამემამულე ქისტები.

სწორედ ამიტომ, გამორიცხულია, საქართველო დაეთანხმოს ამ ხეობაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, ვინაიდან ამგვარი ოპერაციის შედეგად უეჭველად დაზარალდება მშვიდობიანი ჩეჩენი მოსახლეობა და არა მარტო ისინი. ეს არ იქნება შეზღუდული სახის ოპერაცია. თუ რამ ჩასატარებელია, ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია საგნობრივი ინფორმაციის მიღება და მის საფუძველზე კონკრეტული ტერორისტების დაკავება. ჩვენ ასეთი ფაქტები გვქონდა.

ბუნებრივია, ამ პროცესში საქართველოს შესაბამისი სამსახურები მზად არიან მჭიდროდ ითანამშრომლონ რუს კოლეგებთან. მე ვფიქრობ, ისინი ამჟამადაც არიან ჩამოსულები, ისევე როგორც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და საკითხისადმი ასეთ მიდგომაში გასაკვირი არაფერია.

სწორედ ასეთი ღონისძიების შედეგად ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი რამდენიმე ხნის წინათ დააკავეს და იგი გადაეცა რუსეთის სამართალდაცვის ორგანოებს. ამგვარი თანამშრომლობისათვის საქართველო ყოველთვის მზად არის.

რა თქმა უნდა, მწვავე პრობლემაა საზღვრის დაცვა. მაგრამ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც.

სულ ახლახან, სამი დღის წინათ, ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე დააკავეს შეიარაღებული ჯგუფი, რომელმაც თავისუფლად გამოიარა მეორე მხარეს არსებული სასაზღვრო საგუშაგოთა პასუხისმგებლობის ზონა, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, მათ შორის მესაზღვრეები. ეს ჯგუფი დააკავეს მაშინ, როდესაც იგი საქართველოში შემოსვლას ცდილობდა.

ამჟამად ისინი, ლაპარაკია შვიდ კაცზე, დაკავებული არიან და რაკი დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა, წარსდგებიან კიდეც სასამართლოს წინაშე.

ასეთივე დარღვევა გამოვლინდა წუხელ, ეს ჯგუფიც ბლოკირებულია და დღეს მოხდება მისი იზოლირება.

ამასთანავე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ცენტრალური, საკვანძო პრობლემა, რაც ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა სწრაფ გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა, არის აფხაზეთი.

რუსეთის ხელისუფლებასაც შესანიშნავად ესმის ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობა. აქ ჩვენ თანამოაზრეები ვართ.

სხვა შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება ვილაპარაკოთ მთლიანად, რეგიონალურ სტაბილურობაზე, ვინაიდან კავკასია გარკვეული აზრით, „ზიარ ჭურჭელს“ ჰგავს, ანუ ერთ რეგიონში წარმოშობილი პრობლემა ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს სხვა რეგიონებში.

მინდა მივესალმო ჭუბურხინჯში სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის და ანრი ჯერგენიას შეხვედრას, რომლის დროსაც ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე, შეთანხმდნენ ორმხრივი დიალოგის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. მისასალმებელია, რომ მათ საუბარს შეუერთდა გალის რაიონში მყოფი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომად დგენელი, რომელმაც, ჩემი აზრით, საინტერესოდ დაიწყო მუშაობა. შეთანხმდნენ, რომ ასეთი შემადგენლობით ხშირად შეხ ხვდებიან.

მზად ვარ, შევხვდე აფხაზებს გინდაც სოხუმში, ან აქ.

ჩემთვის არავითარი პრობლემა არ არსებობს.

- გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. ეს იყო ერთგვარი მხარდაჭერა ამ მძიმე ფონზე. აღსანიშნავია, რომ მათი ვიზიტი დაემთხვა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის პირველი ეტაპის დასრულებას...

- ალბათ, არ იყო შემთხვევითი, რომ ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა საკუთარი თვალით ენახათ, როგორ ხორციელდება დახმარების მრავალგანზომილებიანი პროგრამა, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებითაც.

თუმცა კონგრესის როლი უდიდესია იმ ეკონომიკური დახმარების გამოყოფაშიც, რომელსაც საქართველო იღებდა ამერიკის ადმინისტრაციისაგან მთელი ამ წლების განმავლობაში. ყველამ იცის, რა მოცულობის დახმარებაზეა საუბარი.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის დელეგაციაში შედიოდნენ როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ანუ საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, მათ არავითარი უთანხმოება არა აქვთ.

ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა მათთან საუბარმა, რომელმაც დაგეგმილზე დიდხანს გასტანა.

ჩემი შეფასებით, ეს იყო ძალზე დატვირთული, შინაარსიანი შეხვედრა სავსებით კონკრეტული წინადადებებით.

ამერიკელი მეგობრები თავად გვეკითხებოდნენ, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, რათა თქვენი სახით მხარი დავუჭიროთ საქართველოს და აქ მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.

თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სამხედრო აღმშენებლობა ხდება.

საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის სრულუფლებიანი წევრია და სწორედ ამით აიხსნება პრეზიდენტ ბუშის ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის განხორციელების შესახებ. ამერიკელები გვეთანხმებიან თანხის გამოყოფასა და სპეციალისტების გამოგზავნაზე, ამ პროგრამის განხორციელებაზე სწორედ იმიტომ, რომ მისი უპირველესი ამოცანა იქნება საქართველოში ტერორიზმის, როგორც მოვლენის ლიკვიდაცია.

პროგრამის პირველი ნაწილი ახლახან წარმატებით დასრულდა. მიმდინარეობს მზადება მეორე ეტაპისათვის, რომელსაც სხვანაირად ფაზას უწოდებენ. ძირითადად, ეს შეეხო მეთაურთა შემადგენლობას.

დარწმუნებული ვარ, ამერიკელი მეგობრები მის შედეგსაც ასეთივე მაღალ შეფასებას მისცემენ.

ეს ჭეშმარიტად ფასდაუდებელი დახმარებაა.

პირადად მივიღე მონაწილეობა ოფიცერთა დიდი ჯგუფებისათვის შესაბამისი მოწმობების - „სერტიფიკატების“ გადაცემაში.

ამრიგად, ჩვენს თვალწინ იქმნება მომავალი პროფესიული არმიის ბირთვი. ეს ახალგაზრდები კი საქართველოს ნამდვილი „ოქროს ფონდია“.

- გასულ კვირას მიმდინარეობდა მწვავე დისკუსია იმის თაობაზე, უნდა არსებობდეს თუ არა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება...

- აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის კურსი უეჭველად გულისხმობს ლტოლვილთა ღირსეულ და უპირობო დაბრუნებას მშობლიურ მიწა-წყალზე. არსებობს ბევრი წინადადება: შეიძლება, იქ ნავთობსადენმა გაიაროს, შეიძლება, რკინიგზა აღვადგინოთ, მაგრამ ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც დაიწყება ლტოლვილთა დაბრუნების შეუქცევადი პროცესი. მაშინ ყველა ერთად რკინიგზასაც აღვადგენთ და აფხაზეთისათვის სხვა ბევრ სასიკეთოსაც გავაკეთებთ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით, როდესაც შევეცადეთ შეგვენარჩუნებინა და გარკვეულწილად გაგვეძლიერებინა კიდეც ის სტრუქტურები, რომლებმაც, ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ უნდა უზრუნველყონ მათი დაუყოვნებელი ჩაბმა აფხაზეთის ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

ძალიან სერიოზულ წარმატებად მიმაჩნია, რომ შევინარჩუნეთ აფხაზეთის ასობით სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, საწარმოები, არა მგონია, მათი ფუნქციონირება რაიმე თვალსაზრისით ხელს უშლიდეს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.

ვფიქრობ, პრობლემის ზედმეტი დრამატიზება საჭირო არ არის. რასაკვირველია, შეიძლება გამოითქვას განსხვავებული აზრი, თუმცა მე კვლავ მოვუწოდებ დაპირისპირებულ მხარეებს, გამართონ დიალოგი და შეაჯერონ მოსაზრებანი. მით უმეტეს, რომ მათ საერთო მიზანი აქვთ.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ასლან აბაშიძემ ბევრი ვერაფერი გააკეთა, არ აწვდის ინფორმაციას აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ასე შემდეგ. მეორე მომენტში ჭეშმარიტება მართლაც არის. ინფორმაციას მეც უნდა ვაწვდიდე და ვაწვდი კიდეც. ამის მაგალითია დღევანდელი ჩემი გამოსვლაც.

ასევე ვალდებულია ბატონი ასლანიც, რომ მიაწოდოს ინფორმაცია არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მათაც, ვინც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული კონფლიქტის გადაჭრით. მაგრამ ეს არ არის გამოუსწორებელი რამ. ვფიქრობ, სამომავლოდ, ბევრი რამის გათვალისწინება შეიძლება.

- რა მნიშვნელოვანი თემები იყო გასულ კვირას ეკონომიკაში? ვიცით, რომ მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის ახალი გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის შესახებ...

- ეს მართლაც ძალზე სასიამოვნო ფაქტია: 1 აგვისტოს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ ჩვენს ქვეყანას დაუმტკიცა სამი ახალი გრძელვადიანი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 55 მილიონ დოლარს აღწევს. ეს ვერ მოხერხდებოდა, რომ მირიან გოგიაშვილს და მის კოლეგებს დიდი გარდატეხა არ მოეხდინათ საგადასახადო შემოსავლების პარამეტრების შესრულების თვალსაზრისით. მან და მისმა თანამშრომლებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს.

ეს თანხა მოხმარდება რეფორმის გაღრმავებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, სატყეო სექტორის განვითარებას და მუნიციპალური დეცენტრალიზაციის პროგრამის განხორციელ ლებას.

ეს პროექტი, ვგულისხმობ მუნიციპალურ რეფორმას, ჩვენი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, ვინაიდან მისი მეშვეობით მრავალმა ოჯახმა ხელშესახები დახმარება მიიღო. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში უკვე აღვადგინეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის გზები და წყალსადენები. ამას ხედავენ და გრძნობენ ბევრ რეგიონში.

მუნიციპალური რეფორმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება უეჭველად ნათელყოფს იმას, რომ საქართველოს თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ახალ შინაარსსა და ხარისხს იძენს.

- და, ბოლოს, 1 აგვისტოს, ლონდონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია ჩამოყალიბდა და ამ პროექტში ახალი, სამშენებლო ერა დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტის განხორციელების ალბათობის შესახებ არსებულ ჭორებსა და მითქმა-მოთქმასაც დაუსვამს წერტილს. ამ პროე ექტს დაწყების დღიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ მას არჩეული გეზიდან არ გადაუხვევია...

- სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ვერ იქნება გულგრილი ამის მიმართ, მე გახლავართ. ბოლო წლებში, ლამის ცხოვრების მიზნად დავისახე, რომ საქართველოს ფუნქცია შეეძინა და საჭირო ყოფილიყო, განხორციელებულიყო დიდი პროექტები.

მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის დაფუძნება იმის მაუწყებელია, რომ „საუკუნის პროექტი“ საინჟინრო დაგეგმარების ფაზიდან სამშენებლო ფაზაში გადადის, ანუ იწყება ის დიდი მშენებლობა, რომლის შესახებ რამდენიმე წლის მანძილზე ვსაუბრობთ და იმედის თვალით შევცქერით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, ნავთობკომპანიებმა და ინვესტორებმა, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა. ჩემი საგანგებო რწმუნებით, აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას ხელი მოაწერა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ.

უკვე გამოვლინდა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მშენებლები, მემონტაჟეები და სხვები იქნებიან პარტნიორები და მონაწილეობას მიიღებენ უდიდეს მშენებლობაში.

ხელმოწერასთან ერთად, აქციონერმა კომპანიებმა, ასე ვთქვათ, „მწვანე შუქი“ აუნთეს დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებას. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ იწყება ამ კომპანიების მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობა, დასაქმების ცენტრის შექმნა, საქართველოსაკენ დაიძვრება ათობით მილიონი დოლარი, როგორც ფულადი მასის, ასევე ტვირთების სახით.

თითქმის სრული მოცულობით დაიტვირთება ბათუმისა და ფოთის ნავსადგურები, ასევე საქართველოს რკინიგზა და საავტომობილო გზები.

ძნელი სათქმელია, თუ ამ ეტაპზე როგორ აისახება ეს ბიუჯეტში. მაგრამ, უახლოეს წლებში ეს დიდი შენატანები იქნება.

უდიდესმა მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებმა, მათ შორის ბანკებმა და საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციებმა დაადასტურეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა. ასევე განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ საყოველთაო აზრით, მილსადენის მშენებლობისას საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოება სრულად იქნება გარანტირებული.

შეგახსენებთ, ჩვენ ზომები ადრევე მივიღეთ და ამის ინიციატორი ბატონი გია გახლდათ. მეც აქტიურად ვუჭერდი მხარს. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩემი ბრძანებით, შეიქმნა სამეცნიერო კომისია, რომელსაც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი ალბერტ თავხელიძე ხელმძღვანელობს. კომისიამ უკვე წარმოადგინა პირველი დასკვნები, მასალები, შესაბამისი პროგნოზები, დაახლოებით ათასგვერდიანი გამოკვლევა, რასაც მშენებლები უეჭველად გაითვალისწინებენ. სხვაგვარად, ობიექტები არ იქნება მიღებული.

მაშასადამე, ამ თვალსაზრისით ეს უნიკალური პროექტი იქნება.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს: ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციას, აგრეთვე, ამერიკელ, ბრიტანელ, ფრანგ და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, რომლებმაც ლონდონის შეხვედრისას უდიდესი ყურადღება გამოამჟღავნეს საქართველოს მიმართ.

რაღა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ მივმართავ ჰეიდარ ალიევს, რომელმაც მართლაც ურთულეს პირობებში ნავთობის და გაზის ტრანსპორტირების საქართველოს მიმართულებას დაუჭირა მხარი. არა მარტო დაუჭირა, არამედ მისი ინიციატივით მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

ლონდონში საქართველოს ღირსეული წვლილიც სათანადოდ აღინიშნა. ისიც ითქვა, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა, რომელიც ამ პროექტებზე დიდი პასუხისმგებლობით მუშაობს. მოგეხსენებათ, ამ ჯგუფის უშუალო ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტია. ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

ამრიგად, სრული საფუძველი გვაქვს, მივულოცოთ ჩვენს მოსახლეობას ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება.

დარწმუნებული ვარ, მილსადენთა მშენებლობა საერთო-სახალხო ზრუნვისა და ყურადღების საგანი იქნება, ვინაიდან ეს ჭეშმარიტად „საუკუნის პროექტია“, როგორც მთელი მსოფლიოსათვის, ჩვენი რეგიონისათვის, ასევე, რასაკვირველია, საქართველოსათვის, ყველა ოჯახი იგრძნობს მის სასიკეთო შედეგებს.

„პანკისის პრობლემამ კი არ განაპირობა ჩეჩნეთის მოვლენები, არამედ, პირიქით, ჩეჩნეთში არსებულმა ვითარებამ განაპირობა მდგომარეობის გართულება პანკისში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 6 აგვისტო. - №189(4248) . - 1, 2 გვ.

26 ინდონეზიის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ საქართველოს მოსწავლეთა გუნდს

▲back to top


სიხარულით შევიტყვე, რომ ფიზიკაში საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე ჩვენმა მოსწავლეებმა - ალექსანდრე ბიჯამოვმა, სერგო ამირიანმა, გიგა ჩქარეულმა, ალექსანდრე კარამიანმა და ივანე ჯორჯაძემ - ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეთ.

ეს, საქართველოს სასახელო დიდი გამარჯვებაა, თქვენი მასწავლებლისა და თქვენი ოჯახების ამაგის ლოგიკური დაფასება, თქვენი ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის თვალსაჩინო დასტური. გილოცავთ, ვულოცავ თქვენს მწვრთნელებს თენგიზ ბიბილაშვილსა და ნიკოლოზ ჩხაიძეს, თქვენს მასწავლებლებს, თქვენს მშობლებს და სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებს, რომელთაც დააფინანსეს თქვენი გამგზავრება ინდონეზიაში.

მსიამოვნებს, რომ პროგრამამ, რომლის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსთან ერთად მეც ვარ, ყველა სიძნელის მიუხედავად, საქართველოს მოსწავლეებს შეუნარჩუნდა ლტოლვა ზუსტი მეცნიერებისაკენ, გამოავლინა საუკეთესონი და გზა გაუკაფა. კიდევ ერთხელ გილოცავთ.

ედუარდ შევარდნაძე

ინდონეზიის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ საქართველოს მოსწავლეთა გუნდს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 9 აგვისტო. - №192(4251). - 1 გვ.

27 საქართველომ დიდი ხელოვანი დაკარგა

▲back to top


დიდი მხატვარი დაკარგა თანამედროვე ქართულმა ხელოვნებამ, კოკა იგნატოვი, სულითა და ხორცით ქართველი ხელოვანი, დიდად აღიარებული და დაფასებული, არა მარტო აქ, არამედ უცხოეთშიც.

იგი სამოციანელთა ბრწყინვალე თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახლდათ თავისი სამაგალითო შემოქმედებით, ქართული გარეგნობით, ქართული ხასიათითა და ქართული ღირსებით. ამ თაობამ თვისებრივად განაახლა ქართული ეროვნული ცნობიერება, ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა, ახალი ენა შემოიტანა მხატვრობაში, მუსიკაში, მწერლობაში.

მე მქონდა დიდი ბედნიერება ამ თაობის საუკეთესო წარმომადგენლებთან მეთანამშრომლა, მათი ცხოვრებით მეცხოვრა, მათ გვერდით მებრძოლა და თუ ყოველი მათგანის წარმატება და მარცხი პირადად ჩემთვის აღიქმებოდა საკუთარ წარმატებად და მარცხად, ახლა ყოველი მათგანის სიკვდილით, თავად ჩემში კვდება რაღაც, მეტად მნიშვნელოვანი და შეუცვლელი.

ახლაც ასეა და სხვა ტკივილებსაც მიმძაფრებს.

კოკა იგნატოვს დიდი ტკივილი წაჰყვა თან იმ მთლიან საქართველოზე, რომლის რუკაც ასე შესანიშნავად დახატა, იმ მიწებზე, რომლებიც ქვეყანას მზაკვრულად ჩამოაჭრეს და იმ საკუთარ ბრწყინვალე პანოებზეც, ბიჭვინთასა და ცხინვალში რომაა მიტოვებული.

ჩვენც ვატკინეთ გული, როდესაც ვერ აღვკვეთეთ მთაწმინდის პლატოზე მისი პანოს ხელყოფა.

ჩვენ ვალდებული ვართ დავუბრუნოთ საქართველოს წართმეული მიწები და მივხედოთ კოკა იგნატოვას ნამუშევრებს.

ჩვენ ვალდებული ვართ არა მარტო აღვადგინოთ მთაწმინდაზე მისი დასახიჩრებული პანო, არამედ გავამთლიანოთ მისი საქართველოც.

საქართველომ დიდი ხელოვანი დაკარგა.

ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს მის ოჯახს, საქართველოს, ყველას, ვისაც კი დიდი ხელოვნება ჭეშმარიტად უყვარს.

მართალია, მისი ნახატები ჩვენთან დარჩა, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩვენს პალიტრას ერთი განუმეორებელი ფერი მოაკლდა და უფრო გახუნდა ყველაფერი.

საქართველომ დიდი ხელოვანი დაკარგა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 10 აგვისტო. - №193(4252). - 1 გვ.

28 ბატონ დავით სალარიძეს

▲back to top


ბატონო დავით,

დიდი გულისტკივილით შევიტყვე ქალბატონი ნატას გარდაცვალების ამბავი.

მე და ნანული მას ახლოს ვიცნობდით და ვაფასებდით როგორც შესანიშნავი მშობლების ღირსეულ შვილს. შენს სამაგალითო მეუღლეს, კარგ მკვლევარსა და პედაგოგს, საქართველოს ქალთა მოძრაობის აქტიურ წევრს.

მართლაც მშვენიერი ქალბატონი იყო.

თანაგრძნობას გიცხადებთ, თანაგრძნობას ვუცხადებთ ქალბატონ ნატას დედას, მის ძმას, მის შვილს, მთელ ოჯახს და გთხოვთ, ამ მძიმე წუთებში მე და ნანული თქვენს გვერდით გვიგულეთ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ დავით სალარიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 13 აგვისტო. - №195(4254). - 1 გვ.

29 „დღეს საქართველოს ხელისუფლების კურსი, რომელიც აფხაზეთში კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით დასრულებას ისახავს მიზნად, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულია, როგორც უალტერნატივო სტრატეგია, ანუ ერთადერთი სწორი და რეალური გზა სამართლიანობის აღდგენისათვის“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
12 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- ბატონო პრეზიდენტო, ინტერვიუს ეკონომიკური საკითხებით დავიწყებთ. რას გამოყოფდით გასული კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან, განსაკუთრებით იმ საკითხებიდან, რომლებიც მთავრობის სხდომამ განიხილა? ვიცით, რომ ერთ-ერთი მათ შორის იყო მიზნობრივი დაფინანსების საკითხი... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- უწინარეს ყოვლისა, აღვნიშნავ ბრძანებულების პროექტს „2002 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“.

საერთოდ, ქვეყანაში თანდათანობით სულ უფრო სრულყოფილი ხდება მიზნობრივ დაფინანსებაზე გადასვლის საქმიანობა.

ამას ნათელყოფს განვლილი ოთხი წლის პრაქტიკაც.

თუმცა, ამ მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. კერძოდ, ინდიკატორული დაგეგმვისა და მიზნობრივ პროგრამათა შერჩევის პროცესები კოორდინირებული უნდა იყოს საბიუჯეტო პროცესთან.

შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, გაისად სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალში 252 პროგრამაა შეტანილი.

მათი დაფინანსება გათვალისწინებულია დაახლოებით 552 მილიონი ლარით.

მიზნობრივი პროგრამები დაჯგუფებულია სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტთა შესაბამისად და ძირითადად ემთხვევა იმ მოკლევადიან ამოცანებს, რომლებიც 2003 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახა.

ესენია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება; სიღარიბის დაძლევის პროცესის გაგრძელება; საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება; ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა-განმტკიცება და სხვ.

მეორე საყურადღებო საკითხი გახლდათ საგანგებო მოსმენა „საქონლის ადგილწარმოშობის და გეოგრაფიული აღნ ნიშვნის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულების თაობაზე.

მოგეხსენებათ, ამ თემას საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ფალსიფიკაციის მოზღვავების გამო.

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიულ აღნიშვნათა დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე მსოფლიოში.

ისინი მიჩნეული არიან სახელმწიფოთა ეროვნული სიმდიდრისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ფენომენად.

ყოვლად დაუშვებელია, მაგალითად, უსასრულოდ ვურიგდებოდეთ ისეთ საქვეყნოდ ცნობილ დასახელებათა არალეგალურ გამოყენებას. როგორიცაა „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „ბორჯომი“ და სხვა მრავალი.

საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის ხელყოფასთან ერთად, ეს უდიდეს მატერიალურ ზარალსაც აყენებს ქვეყანას.

ამ თვალსაზრისით დიდ დახმარებას გვიწევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. გარკვეული დადებითი სიმპტომები შეინიშნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეშიც, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრად მეტია.

ჩემი ბრძანებულება ამ პროცესთა საბოლოო მოწესრიგებას ისახავს მიზნად.

გარკვეულწილად ამასვე უკავშირდება 7 აგვისტოს გამართული შეხვედრა, რომელიც საქართველოში ვაზის უნიკალური ჯიშების შენარჩუნება-აღდგენის პრობლემას მიეძღვნა.

დღეს ამ პრობლემის გადაწყვეტა მთავრობის ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანად ვაღიარეთ.

ვაზი და ვენახი არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის, არამედ ქართული კულტურის თვისობრივი ნაწილია.

ჩვენი ქვეყანა მსოფლიომ აღიარა ვაზის კულტურული ჯიშების სამშობლოდ. ამ დროს კი ვაზის უნიკალური ჯიშები, მაგალითად, საფერავი, თაკვერი, კახური მწვანე, ციცქა, ჩხავერი და ზოგიერთი სხვა შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს.

აქვე არ შემიძლია მთელი ქვეყნის სახელით დიდი მადლობა არ ვუთხრა იმ მეწარმეებსა და ფერმერებს, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში დამოუკიდებლად გააშენეს უნიკალური ჯიშის ვენახები დაახლოებით 2500 ჰექტარ ფართობზე.

ეს უაღრესად პატრიოტული, მამულიშვილური საქმეა და სახელმწიფოს მხრიდან ძალზე აქტიურ და ქმედით მხარდაჭერას საჭიროებს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ მეცნიერები, პრაქტიკოსი მეღვინეები, ფერმერები, ბიზნესმენები, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

ისინი სისტემატურად გააანალიზებენ ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.

პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი კანონი, რომელიც მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის რეალურ შეს საძლებლობას ქმნის.

და ეს არა მხოლოდ ვაზს ეხება. მზადდება სერიოზული საუბარი ამ თვალსაზრისით მეხილეობაში განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე. აქაც ძალიან მწვავედ დგას უნიკალური ენდემური ჯიშების შენარჩუნების პრობლემა.

საგულისხმოა და მისასალმებელია, რომ მოსახლეობა შემობრუნდა მეხილეობისაკენ, განსაკუთრებით შიდა ქართლში. და ეს დარგი თანდათანობით იბრუნებს მნიშვნელოვან პოზიციებს საქართველოს ეკონომიკაში.

- 14 აგვისტოს სრულდება ათი წელი აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენათა დაწყებიდან, რომელთა შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათასობით დევნილად იქცა. როგორია დღეს კონფლიქტის გადაწყვეტის თქვენეული ხედვა?

- რაც შეეხება თვით ამ თარიღს - 14 აგვისტოს და მასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, ანუ აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებათა დაწყების მიზეზებს, ამის თაობაზე მრავალგზის მისაუბრია.

მიუხედავად ამისა, 14 აგვისტოს და შემდგომ განვითარებული მოვლენების ტრაგიკული შედეგიც უმძიმეს ტკივილად რჩება.

დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის ტრაგედია შეფასებულიყო, როგორც „ძირითადად, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა“.

დღეს საქართველოს ხელისუფლების კურსი, რომელიც აფხაზეთში კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით დასრულებას ისახავს მიზნად, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულია, როგორც უალტერნატივო სტრატეგია, ანუ ერთადერთი სწორი და რეალური გზა სამართლიანობის აღდგენისათვის.

გაეროს უშიშროების საბჭო, მეგობართა ინსტიტუტი, თითქმის ყველა ევროპული სტრუქტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია.

ამავდროულად, პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე არსებობს განსხვავებული აზრიც.

ვფიქრობ, არც ეს უნდა იყოს მოულოდნელი ვინმესათვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშობლიური კუთხის დაკარგვით გაწამებული ადამიანები დაუფარავად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.

თუმცა, ეს მოსაზრებები ხშირად კატეგორიულად ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთის გამომრიცხავია.

ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლე კი ის გახლავთ, რომ აფხაზეთში კონფლიქტი რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთა დიალოგის არცთუ მეორეხარისხოვან თემად იქცა. ეს მართლაც სერიოზული სიახლეა.

მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს.

აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა მჭიდროდ უკავშირდება ქართული სახელმწიფოს ყოველმხრივ გაძლიერებას: საქართველოში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა, მეგობრების დახმარებით ახალ საფუძველზე ვაშენებთ შეიარაღებულ ძალებს, მოწესრიგების გზას დაადგა მთელი ჩვენი საბიუჯეტო საქმიანობა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ და ეროვნულ თანხმობას.

რაც უფრო ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული ვიქნებით, მით უფრო რეალური იქნება და დაჩქარდება აფხაზეთის დაბრუნება. და პირიქით: განხეთქილება, ურთიერთდაპირისპირება, ყოველმხრივი „დაწიაწება“ უფრო გვაშორებს აფხაზეთს.

გასათვალისწინებელია, აგრეთვე, საზოგადოების განწყობილება. ყველა სოციალური გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქართველსა და აფხაზთა მშვიდობიან დიალოგს, ანუ პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ხერხებით გადაჭრას. და მათ მიაჩნიათ, რომ უწინარესად, სწორედ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი. და მეც ამ მოსაზრებას ვიზიარებ.

ურყევად მწამს და მჯერა, ქართველები და აფხაზები კვლავაც იცხოვრებენ ერთიან სახელმწიფოში, რომელიც ყველა ხალხის, მათ შორის, აფხაზთა კანონიერი უფლებების დაცვის საუცხოო მაგალითი იქნება.

- ამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოდორში, ანუ იმ ზონაში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, გამოჩნდნენ აფხაზთა შეიარაღებული ჯგუფები. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

- კოდორის ხეობის რაიონში, ჩვენს საკონტროლო ზონაში აფხაზთა შეიარაღებული ჯგუფების შემოსვლის შესახებ ცნობა, სამწუხაროდ, სიმართლეს შეესაბამება. მართალია, ისინი სოფლებიდან 30-35 კილომეტრის დაშორებით არიან, მაგრამ ეს, როგორც გითხარით, მათი საკონტროლო ზონა არ არის. გუშინ ხეობაში იმყოფებოდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობა ვალერი ჩხეიძის ხელმძღვანელობით. ახლა ადგილზეა პრეზიდენტის რწმუნებული ხეობაში ემზარ კვიციანი. მე სულ ერთი საათის წინათ ვესაუბრე მას. საქმეში ჩაბმულია თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.

დღეს გაიმართება ავთანდილ ჯორბენაძის საუბარი ანრი ჯერგენიასთან და, ვფიქრობ, ყველაფერი გაირკვევა. მარუხის უღელტეხილს აკონტროლებს მესაზღვრეთა გაძლიერებული რაზმი. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად და ჩვენი საკონტროლო ზონიდან აფხაზთა შეიარაღებული ჯგუფების დაუყოვნებლივ გასაყვანად განხორციელდება სხვა დამატებითი ღონისძიებანი.

- გასულ კვირას კვლავ მძაფრი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განცხადებები. მინისტრმა ივანოვმა ავღანეთი და საქართველო რატომღაც ერთნაირად დაინახა დაღესტნიდან. ამ ფონზე, ალბათ, საპასუხო რეაქციის გამო, მოწესრიგდა საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული პრობლემები.

ამ დროს კი ამერიკულ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ ქვეყნდება სარედაქციო სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ პანკისში პრობლემები არსებობს არა იმიტომ, რომ საქართველო ტერორიზმს არ ებრძვის, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რუსული იმპერიული ამბიციების შედეგია...

- თავისთავად არ არის გასაკვირი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, თეთრი სახლი, კონგრესი, აგრეთვე, საქმიანი წრეები ესოდენ დიდ ყურადღებას აქცევენ საქართველოს. ჩვენმა ქვეყანამ უკვე მოიპოვა რეგიონში მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის განხორციელებითაც იგი უდავოდ სასარგებლო იქნება ყველა მეგობარი სახელმწიფოსათვის. ვგულისხმობ როგორც ამერიკას, ასევე ევროკავშირის სახელმ მწიფოებს, მეზობელ რუსეთს და ჩვენს უახლოეს მეზობლებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ დიდი პროექტების, რომელთა მიმართ ბევრი ძალზე სკეპტიკურად იყო განწყობილი, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის რეალიზაცია, პრაქტიკულად, უკვე დაიწყო. იწყება მასალების შემოტანა. რაიონებში, სადაც უნდა გაიაროს ნავთობსადენმა, ჩასული არიან სპეციალისტები, კომპანიების წარმომადგენლები, გაიმართა ტენდერი, გამოვლინდნენ გამარჯვებული კომპანიები, რომლებმაც უნდა შეასრულონ ეს სამუშაოები. რა თქმა უნდა, ძირითადად, ჩვენი ხალხი, ჩვენი სპეციალისტები იმუშავებენ. ასე რომ, სკეპტიკოსებს იმედი გაუცრუვდათ.

რაც შეეხება კვლავ რუსეთის თემას, ყველაფრის მიუხედავად, მე ძალზე იმედიანად ვარ განწყობილი რუსეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ბატონი ივანოვი ხშირად აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეორე ივანოვიც არ ჩამორჩება მას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათ კოლეგებმა უნდა უპასუხონ და არა საქართველოს პრეზიდენტმა.

დასასრულს უახლოვდება „დიდი ხელშეკრულების“ პროექტის მომზადება, რომელიც ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს.

დარწმუნებული ვარ, „ყოვლისმომცველი ხელშეკრულების“ ამოქმედებას მოჰყვება ახალი დათბობა ორმხრივ ურთიერთობაში ანუ მეტი ნდობა და ურთიერთგაგება, მაშასადამე, ინტერესთა ორმხრივი გათვალისწინებაც.

თანასწორუფლებიანი დიალოგი ამ თვალსაზრისით ერთადერთი შესაძლო გამოსავალია.

მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინათ სერიოზული პრობლემები შეიქმნა (და მე მგონი, სწორედ სამხედროებიდან მოდიოდა ეს პრობლემა) საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებით, მაგრამ მხარეებმა უმალვე შეძლო ვითარების განმუხტვა, როდესაც ურთიერთბრალდებებისა და ცალმხრივი დემარშების ნაცვლად კეთილგანწყობილი, პროფესიული დიალოგი გამართეს. უნდა გითხრათ, რომ სომხეთმაც თავისი როლი შეასრულა, რომ ამ დერეფნის დახურვაზე არ მიგვეღო გადაწყვეტილება.

ნამდვილად ვერ ვხედავ გადაუწყვეტელ პრობლემებს მეზობელ, ისტორიულად მეგობარ რუსეთთან ურთიერთობისას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს ისეთი, რაც გვავალდებულებს განვავითაროთ სამაგალითო, მეგობრული ურთიერთობა, ისეთი, როგორიც ეკადრებათ ჩვენს წინაპრებს.

შესანიშნავად ვიცნობ პანკისის ხეობის პრობლემატიკას, რომელიც ესოდენ აღელვებთ რუს კოლეგებს, თუმცა, კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ: პანკისი რეალურად საქართველოსთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე რუსეთისთვის, თანაც ეს პრობლემა ჩვენი მიზეზით არ შექმნილა - აღარ გავიმეორებ არგუმენტებს, რომლებიც არაერთხელ აღ მინიშნავს, იგი ჩეჩნეთის მოვლენათა ერთ-ერთი ტრაგიკული შედეგია.

რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს უახლოეს მომავალში ამ პრობლემის გადასაწყვეტად, მაგრამ იმ პირობით და ისეთი მეთოდებით, რომ ამან არ გამოიწვიოს ახალი „ცხელი წერტილის“ გაჩენა საქართველოს ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოუშუშებია აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტებისას წარმოშობილი იარები.

- 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი საქართველოში 2001 წლიდან ოფიციალურად აღინიშნება. გასულ კვირას თქვენ შეხვდით საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადაში გამარჯვებულ ახალგაზრდების ჯგუფს...

- უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ახალგაზრდობას სულითა და გულით ვულოცავ ამ დღესასწაულს. ნებისმიერი ქვეყნის განვითარება და მომავალი ახალი თაობის ხელშია. მაგრამ არა მხოლოდ მომავალი ანუ ხვალინდელი დღე, არამედ საქართველოს დღევანდელობაც ჩვენს ახალგაზრდებზეა დიდად დამოკიდებული - მათს პატრიოტიზმზე, განათლებასა და პროფესიონალიზმზე.

ყველაზე მეტად საშიში იქნებოდა თაობათა შორის დამაკავშირებელი „ხიდის ჩატეხვა“.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის განმავლობაში ეს არ დავუშვი და არც დავუშვებ.

ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ახალგაზრდობასთან მჭირდო კონტაქტს, მის აქტიურ ჩაბმას საზოგადოებრივ პროცესში, ახალგაზრდათა მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას.

ვფიქრობ, ამჟამად საქართველოს ახალგაზრდობას ამგვარი მუხტი არ აკლია. მას აქვს მისწრაფებაც, ენერგიაც და უნარიც, რათა ღირსეულად გაუძღვეს მამა-პაპათა საქმეს.

ეს მხოლოდ თეორია ან კეთილი სურვილი როდია: ბევრ ღირსეულ ახალგაზრდას ჰქონდა და აქვს საშუალება, ძალიან მაღალ თანამდებობებზე გამოამჟღავნოს ქვეყნის სასიკეთოდ თავისი ნიჭი და უნარი. მეტყვით ალბათ, რომ ყველამ არ გაამართლა... არც ასაკოვანი ხალხი ამართლებს ყოველთვის, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებსაც არ იცნობდა ქვეყანა და რომლებიც ძალიან დიდ იმედებს იძლევიან.

ახალგაზრდობასთან ჩემს დიალოგს მუდმივი ხასიათი აქვს. ბოლო პერიოდშიც შევხვდი ახალგაზრდა შემოქმედებს, სტუდენტებს, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აღფრთოვანებული ვარ მათი შემართებითა და გონიერებით.

განსაკუთრებით აღვნიშნავ ახალგაზრდა მეცნიერთა მიღწევებს საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს ერს აქვს პოტენციალი, რათა გლობალიზაციისა და „ციფრული რევოლუციის“ ეპოქაში ღირსეულად შეეგებოს ახალ, ურთულეს გამოწვევებს.

აქვე მოგახსენებთ, რომ მზადდება წარმომადგენლობითი კონფერენცია „საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული უთანასწორობის“ დაძლევის ეროვნული სტრატეგიის შესახებ (სავარაუდოდ სექტემბრისთვის), რომელშიც პირადად მივიღებ მონაწილეობას და შეიძლება ჩემი აზრიც გამოვთქვა.

ახალგაზრდობის ინტერესი ამ ღონისძიებისადმი მრავალმხრივ გადამწყვეტი იქნება და მინდა, რომ ის კარგად იყოს წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე.

რამდენიმე დღის წინათ ხელი მოვაწერე განკარგულებას „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიების მინიჭების შესახებ“ (ეს პრაქტიკა რამდენიმე წელიწადია გრძელდება), რომლის საფუძველზეც, წლეულს სტიპენდიის ოდენობა გაიზარდა და თვეში 150 ლარს შეადგენს. ვულოცავ გამარჯვებულებს ამ წარმატებას და გამოვთქვამ რწმენას, რომ სამხედრო აღმშენებლობაში, მეცნიერებაში, ხელოვნებასა და სპორტში ახალგაზრდობის წვლილი კვლავაც განსაკუთრებული იქნება.

ჩემი განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი ბაკურიანში მოაწყობს ახალგაზრდობის დღეებს, რომელშიც ყველა რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ძველი დროიდან მოდის ეს ტრადიცია. შარშან მეც ვესწრებოდი, და სასიამოვნოა, რომ ეს შესანიშნავო ტრადიცია საბოლოოდ აღდგა - მათაც მივესალმები და ყოველმხრივ წარმატებას ვუსურვებ.

- თვის დამლევს სამხრეთ აფრიკაში იმართება „მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტი“. თავდაპირველად განსაზღვრული იყო თქვენი მონაწილეობაც ამ ღონისძიებაში - გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მიწვევით. რამდენად შესაძლებელი იქნება თქვენი დასწრება?

- მართლაც დიდი სურვილი მქონდა ჩავსულიყავი იოჰანესბურგში, რათა მიმეღო მონაწილეობა ძალიან საინტერესო დისკუსიაში გლობალური პრობლემების თაობაზე, რაც საქართველოსათვისაც უაღრესად მტკივნეული და აქტუალურია. საკითხები, რომლებსაც იქ განიხილავენ, შეიძლება ითქვას, ჩემი საყვარელი საკითხებია, რომელთა მიმართ ძალიან დიდ ინტერესს ვიჩენდი და ვიჩენ ახლაც. ეს გახლავთ არა მარტო ეკოლოგია, არამედ სოციალური პრობლემატიკა, ვალების საკითხი, ჰიდრორესურსების გამოყენების სტრატეგია, გლობალიზაცია, ინტერნეტი, ციფრული რევოლუცია და სხვა მრავალი, მათ შორის, საერთო წყლის პრობლემა. მრავალ ქვეყანში, ჩვენგან განსხვავებით (საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა), მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა. ხალხს არა აქვს საშუალება, წყალი დალიოს.

მაგრამ ამგვარი ვიზიტი, ცოტა არ იყოს, ძვირი ჯდება და ამიტომ ჯერჯერობით ასეთი ვიზიტებისაგან თავი უნდა შევიკავო.

რაც შეეხება პრაქტიკულ შედეგს, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით თითქმის ასევე შედეგიანი იქნება მცირერიცხოვანი დელეგაციის ჩასვლა საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც დარწმუნებული ვარ, ღირსეულად წარმოადგენს ამ ფორუმზე ჩვენს ქვეყანას. მას არაერთხელ შეუსრულებია ეს მისია.

უახლოეს მომავალში ძალიან დაძაბული შრომა გველის, რათა გავაძლიეროთ ის დადებითი ტენდენციები (მათ შორის, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, ზამთრისათვის მზადება და ა.შ. პანკისის შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ), რომლებიც უკვე თვალნათელია.

პრეზიდენტის ყოველდღიური ყურადღება და მუდმივი მხარდაჭერა ფინანსთა ახალი მინისტრისადმი (რომელმაც ძალიან კარგად დაიწყო თავისი მოღვაწეობა) აქ შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორიც იყოს.

„დღეს საქართველოს ხელისუფლების კურსი, რომელიც აფხაზეთში კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით დასრულებას ისახავს მიზნად, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულია, როგორც უალტერნატივო სტრატეგია, ანუ ერთადერთი სწორი და რეალური გზა სამართლიანობის აღდგენისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 13 აგვისტო. - №195(4254). - 1, 2 გვ.

30 „ღია საზოგადოების“ ინსტიტუტის თავმჯდომარეს ბატონ ჯორჯ სოროსს

▲back to top


სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო
პროგრამის გენერალურ დირექტორს
ბატონ ვალერი სოიფერს

ბატონო ჯორჯ,
ბატონო ვალერი,

დიდი კმაყოფილებით მინდა გაცნობოთ და მოგილოცოთ, რომ ინდონეზიაში გამართულ მოსწავლეთა ფიზიკის 33-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ხუთწევრიანმა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა, ორი - ოქრო, ორი - ვერცხლი, ერთი - ბრინჯაოსი.

ეს გახლავთ იმ ჩვენი ერთობლივი ქმედების შედეგი, რომელიც სოროსის საგანმანათლებლო პროგრამით ხორციელდება.

ორი წლის წინათ, ამავე პროგრამის მეშვეობით. ამსტერდამში გამართულ ახალგაზრდა მეცნიერთა ევროკონკურსში საქართველოდან წარგზავნილომა სამმა ქართველმა სტუდენტმა (ორმოცი ქვეყნის ასოც სტუდენტს შორის) ოცდახუთი პრიზიდან ხუთი მოიპოვა, მათ შორის - გრან-პრი.

ყველაფერი ეს იმის შედეგია, რომ სოროსის საგანმანათლებლო პროგრამამ მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნა სწრაფვა ზუსტი მეცნიერებებისაკენ.

სწორედ ამის გამოა, რომ უცხოეთის წამყვანი სასწავლებლები თავად სთავაზობენ ჩვენს ახალგაზრდებს სწავლა მათთან გააგრძელონ, რაც საქართველოს აწმყოსა და მომავლისათვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

დიდ მადლობას მოგახსენებთ ყოველივე ამისათვის.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

„ღია საზოგადოების“ ინსტიტუტის თავმჯდომარეს ბატონ ჯორჯ სოროსს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 აგვისტო. - №199(4258). - 2 გვ.

31 „უნდა დაჩქარდეს რელიგიის შესახებ კანონის მიღება, რომლის გარეშე ძნელია გარკვეული პოლიტიკის განხორციელება“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის
ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, პროგრამა „მოამბე“: 19 აგვისტოდან თავდაცვის სამინისტროს ეგიდით პანკისის ხეობაში იწყება სამხედრო სწავლების პროგრამის განხორციელება, ასევე აღსანიშნავია, რომ პანკისის ხეობაში სწორედ ამ ფორმატით იწყება ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელება და ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს იქ დამატებით შინაგანი ძალების ჯარის ნაწილის შეყვანა, რადგან წესრიგის დამყარება სწორედ ამ უწყების პრეროგატივაა? თქვენი კომენტარი, რა სახის ოპერაცია იქნება იქ განხორციელებული?

- თავდაცვის სამინისტროს ქვეგანაყოფი, რომელიც ახლა უკვე განლაგებულია ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობაში არ შევა და ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ხეობაში კი, ოპერაცია, თუ ასე დავარქმევთ ამ მოქმედებას, დაევალა შინაგან ჯარს. ალბათ, შინაგან საქმეთა მინისტრი ქმნის პილიციურ ჯარს, რომელიც ხეობაში წესრიგის დამყარების გარანტი გახდება. ამით კი ერთხელ და სამუდამოდ პანკისის ხეობაში წესრიგის დამკვიდრების პრობლემა დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.

რაც შეეხება ოპერაციას, ჯერჯერობით, ჩვენ მას პირობითად ვუწოდებთ, იქ არ არის მოსალოდნელი რაიმე შეტაკებები. იქაუ ური მოსახლეობა დადებითადაა განწყობილი, არსებობს მათი თხოვნაც, უხუცესების მომართვა - ხეობაში წესრიგის დამყარების თაობაზე, სპეციალური კრებაც კი გაიმართა ამის შესახებ. გახსოვთ, როგორი მტკივნეული საკითხი იყო პანკისში ბლოკ-პოსტების განთავსება, მაგრამ საბოლოოდ ამ ღონისძიებას სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია მოსახლეობისათვის. ისევ დარწმუნებული ვარ, რომ თუ შინაგანი ჯარი ხანგრძლივად განთავსდება პანკისის ხეობაში, ეს სიმყუდროვისა და სიმშვიდის დამკვიდრების გარანტია გახდება.

პროგრამა „მოამბე“: ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებზე თავდასხმის შემთხვევები. ეს ფაქტები კი ევროპისა და ამერიკის საკმაოდ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. რის გაკეთებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ანალოგიური შემთხვევები აღიკვეთოს?

- აღშფოთებული ვარ იმით, რაც ხდება - ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა. შეიძლება მეორე მხარეც გამომწვევად იქცევა, მაგრამ ძალადობა და ის მოქმედება, რაც კასპის რაიონში მოხდა, არც ერთ ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანას არ ეკადრება. ამიტომაც, ჩემი დავალებაა - გამოიძიონ ეს ფაქტი, რადგანაც ვერ აიცილეს თავიდან ადამიანთა ორ ჯგუფს შორის განვითარებული სერიოზული გართულება. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

საბოლოოდ რომ ამგვარი ფაქტები აღმოიფხვრას, უნდა დაჩქარდეს რელიგიის შესახებ კანონის მიღება, რომლის გარეშე ძნელია გარკვეული პოლიტიკის განხორციელება. ბევრი ახალი სექტა შემოდის, ყოველ შემთხვევაში ბოლო ასი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ შეუქმნია პრობლემები ისლამის, კათოლიციზმის, გრიგორიანების მიმდევრებთან. ეს ტრადიციული რელიგიებია და ისინი შეჩვეულნი არიან თანაცხოვრების წესებს. რაც შეეხება ახალი სექტების შემოსვლას საქართველოში, ამას აკრძალვით ვერ ავკრძალავთ, მაგრამ უნდა იყოს ჩამოყალიბებული - რას უნდა ემორჩილებოდეს და ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანაში მათი მოღვაწეობა.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: ბატონო პრეზიდენტო, 19 აგვისტოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, კერძოდ, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ზურაბ ჟვანია, აკაკი ასათიანი აპირებენ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ. მათი თქმით, შემოდგომაზე ამ ბლოკს შეუერთდებიან სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. თქვენი კომენტარი, როგორ აფასებთ ამ გაერთიანებას?

- სრულიად ჩვეულებრივად ვაფასებ, პარტიები ხან ერთიანდებიან, ხანაც იშლებიან. არც ერთი ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ერთია ანდებოდნენ პრეზიდენტის მხარდასაჭერი პარტიები. მაგრამ ამ მოვლენას ვაფასებ, როგორც პოლიტიკური ძალებისათვის დამახასიათებელ ჩვეულებრივ პროცესს. შესაძლებელია ეს მყარი გაერთიანება აღმოჩნდეს, შეიძლება - პირიქით, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

პროგრამა „ვესტნიკი“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ. ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ, რაც უფრო აქტიურად ერთვება საქართველო ანტიტერორისტული ბრძოლის პროგრამის განხორციელებაში, ეს ფაქტი რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკურეაქციას იწვევს. აპირებთ თუ არა დააყენოთ დღის წესრიგში საკითხი, კერძოდ, მიმართოთ რუსეთის პრეზიდენტს, შეწყდეს საქართველოსადმი საინფორმაციო ომი და ამგვარი პროპაგანდა, და რეალურად დაიწყოს ტერორიზმის წინააღმ მდეგ ერთობლივი ბრძოლა?

- დიახ, ვაპირებ ეს საკითხი წამოვჭრა, კერძოდ, თხოვნით მივმართო რუსეთის საპრეზიდენტო მმართველობის წარმომადგენლებს, რომ შეძლებისდაგვარად შეწყდეს საქართველოსადმი მიმართული კამპანია, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. ის, რაც ახლა კეთდება, არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც კანონიერ, ისე ნორმალურ ადამიანურ მოქმედებად.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან ჩემს პირად დამოკიდებულებას, ეს არის კარგი, საქმიანი ურთიერთობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. პანკისის ხეობაში დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელებაც, უდავოდ განაპირობებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გამოსწორებას.

პროგრამა „ვესტნიკი“: თქვენ ადრე ამბობდით, რომ ჯერ არ დამდგარა პანკისის ხეობაში სპეციალური ოპერაციის განხორციელების დრო. ახლა კი, თქვენი თქმით, პანკისის ხეობაში დაიწყება ამგვარი ოპერაციის განხორციელება, პარალელურად კი გაიმართება სამხედრო სწავლების პროცესიც. გათვალისწინებულია თუ არა ყველა ნიუანსი და სავარაუდო გართულება, რომელიც ხეობაში ამ ოპერაციის განხორციელებას და სამხედრო სწავლებას შეიძლება მოჰყვეს?

- ის, რაც წინასწარ არის გასათვალისწინებელი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია. შესაძლებელია, იყოს სხვა ვარიანტიც. ჩვენ არ ვიცით, რა აქვს მხედველობაში მეორე მხარეს, რა რეზერვი არსებობს. ამიტომ, იმის თქმა, რომ ყველაფერი აბსოლუტურად გათვალისწინებულია, არ შეიძლება, მაგრამ სადღეისოდ არსებული მდგომარეობით, ჩვენ ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს.

საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“: ბატონო პრეზიდენტო, ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები არ ცნობენ და არ აღიარებენ აფხაზეთში ბოლო წლებში გამართულ არჩევნებს, მათ შორის, ეგრეთ წოდებულ „პრეზიდენტის“ არჩევნებს, ამასთან არ აღიარებენ თავად „პრეზიდენტის“ პოსტს. ამის მიუხედავად, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ახსენებს სიტყვას „პრეზიდენტი“, როცა ლაპარაკია ვლადისლავ არძინბაზე. უფრო მეტიც, როცა განიხილება კონფლიქტების გადაჭრის საკითხი, ერთ წინადადებაში ამბობენ - „საქართველო“, „აფხაზეთი“, „ოსეთი“... საინტერესოა, რას ნიშნავს ეს? - ეს არის მათი შეცდომა თუ, უკაცრავად ამ შედარებისათვის, პოლიტიკური უცოდინარობა? საზოგადოების ერთ ნაწილში არსებობს აგრეთვე აზრი, რომ ეს ხდება საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით, რომ ამ აზრს მიგვაჩვიონ. თქვენი კომენტარი...

- მინდა გითხრათ, რომ არა ვარ ის პიროვნება, რომელიც ქვეყანაში მიჩვევის პოლიტიკას ახორციელებს. თუ რაიმეს თქმის სურვილი მაქვს, კიდეც ვამბობ. ხანდახან გამომიყენებია გამოთქმა - სამხრეთ ოსეთი. შეიძლება მოვიდეს დრო და შევეგუოთ ამას - თუკი საქართველოს ფარგლებში იქნება, სამხრეთ ოსეთი შეიძლება იყოს ავტონომია, ან წარმონაქმნი. ამ გამოთქმისაგან თავი არ შემიკავებია. მიმაჩნია, რომ ეს გამოთქმები არსებითი არ არის. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის თვალსაზრისით უმთავრესი საფიქრალია, რომ საკმაოდ შეიცვალა რუსეთის პოზიცია აფხაზეთისადმი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პასპორტების დარიგების ამგვარი მასობრივი პროცესი, რაც გაუმართლებელია საერთაშორისო ნორმების თვალსაზრისით. ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებსა და პოლიტიკაში უხეშ ჩარევად. არის სხვა აღმაშფოთებელი მოვლენებიც. სხვათა შორის, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზეც დაიწყეს რუსეთის პასპორტების გამოყენება. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემების მოწესრიგებაზე უნდა იყოს გამახვილებული სერიოზული ყურადღება, ვიდრე ვინ როგორი ტერმინი და ფრაზა გამოიყენა.

საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“: რამდენიმე წლის წინათ თქვენ აღნიშნეთ, რომ „არძინბამ თუნდაც საკუთარ თავს პრეზიდენტი კი არა იმპერატორიც უწოდოს, ამას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა“. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „აფხაზეთის პრეზიდენტად“ არძინბას ხსენება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამას საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, ბადებს კითხვას - თუ ამგვარი ტერმინები შეცდომა არ არის, მაშინ დასაშვებად მიგაჩნიათ, რომ ნებისმიერმა გამოიყენოს ამგვარი ფრაზა?

- თუ გახსოვთ ამ თემაზე ჩემი გამოსვლები, მე არძინბას ისე მივმართავ, როგორც უნდა მივმართო. ამ ქვეყანაში ჯერჯერობით არის ერთი პრეზიდენტი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ვინც ამას ხვდება - კარგია, ვინც ვერ ხვდება და ვისაც ავიწყდება, შეიძლება დაუშვას უზუსტობა, ამისათის კაცს ვერ დაიჭერ.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველო-რუსეთს შორის გართლებული ურთიერთობის ფონზე, შესაძლებელია დროებით შეჩერდეს ახალი დიდი ხელშეკრულების ხელმოწერა. მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ საერთოდ, სამომავლოდაც საჭიროა თუ არა ამგვარი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა. როგორ მიგაჩნიათ, რამდენად გაართულებს ამგვარი მოსაზრება ორი ქვეყნის ურთიერთობას?

- მოსაზრება ბევრნაირი არსებობს, არის განცხადებები, ვისაც მიაჩნია, რომ ახალი ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა დაჩქარდეს, ზოგს განსხვავებული აზრი აქვს. მიმაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავად უნდა განსაზღვროს ამ პროცესის მნიშვნელობა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ხელშეკრულების დროული გაფორმება და იქ გათვალისწინებული მომენტები საქართველო-რუსეთის თანამშრომლობას ახალ იმპულსს შესძენს.

ტელეკომპანია „ტვ-6“: გასულ კვირას, საქართველოს უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობა დატოვეს შეიარაღებულმა ფორმირებებმა, მათ შორის ხეობაში აღარ იმყოფება რუსლან გილაევი. დაადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ხეობაში კონტროლის განხორციელება ახლა უკვე შესაძლებელია?

- წესრიგს პანკისის ხეობაში აუცილებლად დავამყარებთ, იქ ბოევიკები აღარ იქნებიან. თუ შემთხვევით, ხეობაში შეიარაღებული ჯგუფი დარჩება, კანონის გათვალისწინებით, სახელმწიფო დაიწყებს მოქმედებას. სად იმყოფებიან ახლა ეს ბოევიკები, წარმოდგენა არა მაქვს, მათთან პირადი კონტაქტი არ გამაჩნია.

აფხაზურენოვანი რადიო „ჰარა“: ბატონო პრეზიდენტო, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომის დაწყების 10 წლისთავზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ქვეყანაში, ფაქტობრივად, შემოღებულია ახალი ინსტიტუტი - სახალხო დიპლომატიის დარგში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული. აქამდე ქვეყანაში არსებობდნენ სამხარეო რწმუნებულები, რომლებიც გუბერნატორების ფუნქციას ასრულებდნენ. თუ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა დააკონკრეტოს, რას ითვალისწინებს სახალხო დიპლომატიის სფეროში რწმუნებულის პოსტის შემოღება? ხომ არ არის საშიშროება, საზოგადოებრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი დარგის - სახალხო დიპლომატიის სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე...

- შეიძლება კაცმა ყველაფერი იფიქრო და დაუშვა, მაგრამ ლორიკ მარშანია, თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით, არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამავე დროს აქტიურად მოღვაწეობს ჩვენს საელჩოში, აქტიურად გამოდის საერთაშორისო ფორუმებზე. იგი იცავს როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხების ინტერესს. ამ განკარგულებით, ერთხელ კიდევ გავუსვი ხაზი თავად სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას. საზოგადოებრიობის დაინტერესებულმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხშირად არ იციან, ვის მიმარ რთონ, როგორ უნდა გააფორმონ დოკუმენტები, როცა ამა თუ იმ მისიის შესრულებას აპირებენ, ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა რწმუნებულის ინსტიტუტი. ეს არის ერთგვარი მხარდაჭრა იმ ძალებისადმი, რომლებიც აფხაზეთში სახალხო დიპლომატიის გამოყენებით ქართველებთან კონტაქტის დასამყარებლად ეძებენ გზებს. მიმაჩნია, რომ რაღაც კოორდინატორის მსგავსი ინსტიტუტი ჩამოყალიბებულიყო. ლორიკ მარშანიას ეს სტატუსი აძლევს საშუალებას, საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამოვიდეს საერთაშორისო ფორუმებზე და გამოთქვას პოზიცია. რაც შეეხება თვით რწმუნებულის ინსტიტუტს, ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და არ არის მითითებული, კონკრეტულად სად ეყოლება ქვეყნის პრეზიდენტს რწმუნებული - რეგიონებში თუ უწყებებში.

აფხაზეთის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები, კერძოდ, მისი შემადგენლობის 60 პროცენტით განახლება. სერიოზული პრობლემებია შექმნილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით. ძველი მინისტრები აპროტესტებენ თანამდებობიდან განთავისუფლების ფაქტს, ხოლო ცენტრალური სტრუქტურების ხელმძღვანელები ამ ახალ კანდიდატურებს მხარს არ უჭერენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება არის მათი უფლებამოსილების შელახვა, მათს საქმიანობაში უხეში ჩარევა. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით...

- ცენტრალური ხელისუფლების მინისტრებმა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გამონახონ საერთო ენა. პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს ყველა საკითხის გადაწყვეტაში. რატომ ვერ უნდა მოილაპარაკონ თამაზ ნადარეიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა, თუ ეს ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება? მათ შეუძლიათ იკამათონ და მისაღები გადაწყვეტილება მიიღონ...

გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელმა დაიწყო მთავრობის შემადგენლობის შემცირება, მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები. თამაზ ნადარეიშვილმა ამჯერად საკმაოდ კორექტური ნაბიჯები გადადგა, მან უმაღლესი ეშელონებიდან გაათავისუფლა კლანური წარმოშობის ოთხი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი სამეგრელოდან იყო დათხოვილი, იგი იყო „რვაფეხას“ დამაარსებელი და აღურიცხავი პროდუქციის რეალიზაციის ლობისტი.

იმ პირებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ორი ჯგუფი იცავს, ერთი - კობა ნარჩემაშვილი და მეორე - „აღორძინების“ ბლოკი. ეს ორივე ჯგუფი ასლან აბაშიძის წრესთან დაახლოებულია, ამიტომაც ითხოვს „აღორძინება“ დაჟინებით მათს თანამდებობაზე დაბრუნებას. ამ საკითხს ეთმობა აჭარის ტელევიზიის საკმაოდ ვრცელი საეთერო დრო, ჩაერივნენ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებიც. კერძოდ, ვინმე არშბა გვკარნახობს, რომ ეს პირები დაბრუნდნენ თანამდებობებზე. გენერალურ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის ორი საქმე, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ეს ორი წარმომადგენელი - ერთ-ერთი მინისტრი და მინისტრთა საჭოს თავმჯდომარის მოადგილე ფიგურირებენ.

ბატონო პრეზიდენტო, მეორე შეკითხვა - ფოთის ეპარქიისა და თეატრის დამოკიდებულება. ამ დღეებში იმ შენობაზე უნდა აღმართულიყო ჯვარი, თეატრმა კი ამის უფლება არ მისცა. ხომ არ უკარნახებს საქართველოს პრეზიდენტი ამ ორ დაპირისპირებულ ჯგუფს, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან საერთო ენის გამოსანახავად?

- პირველ საკითხთან დაკავშირებით, ჩემთვის აბსოლუტურ რად უცნობია, თუ რომელ მინისტრს იცავს აჭარის ხელმძღვანელობა. „აღორძინებას“ შეიძლება აქვს თავისი აზრი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ეს საკითხი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელის სუფლების ხელმძღვანელებმა უნდა გადაწყვიტონ. არ მინდა ჩავერიო ამ საკითხში, მიმაჩნია, რომ მხარეები საერთო ენას გამონახავენ, თუ აუცილებელი იქნება, რაღაც დონეზე ჩავერევი.

ფოთის ეპარქიასა და თეატრს შორის წარმოშობილი გარკვეული წინააღმდეგობა შეშფოთებას იწვევს. ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. არა მგონია, რომ საქართველოს გარდა სხვაგან ამდენი ეკლესია შენდებოდეს. ხშირად მითქვამს, რომ ჩვენმა წინა თაობამ, ჩვენმა თაობამაც ბევრი შეცოდეს ღვთის წინაშე. მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ დღევანდელი ცხოვრების წესით გამოვისყიდოთ შეცოდებანი. რატომ ვაშენებთ სამების ტაძარს? - მე და ჩემს თანამოაზრეებს მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ვალია, ეს უნდა გავაკეთოთ, სოფელი არ დარჩა საქართველოში, სადაც ეკლესია არ აშენებულა.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მოხდა ისე, რომ ფოთის თეატრი შეასახლეს ძველი ეკლესიის შენობაში. ამჟამად თეატრს შენობა არა აქვს, იყო მისი სხვა შენობაში გადაყვანის ცდა, მაგრამ ეს თეატრის ინტერესების შელახვაა. საქართველოში ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის იმგვარი დამოკიდებულებაა, რომ ასეთ საკითხებზე არ ვკამათობთ, არსებობს სრული ურთიერთგაგება. მე გამაოცა ფოთში შექმნილმა მდგომარეობამ. სხვათა შორის ვიცოდი, რომ ისინი შეთანხმდნენ შენობის თავზე ჯვრის დადგმის შესახებ. რა არის ამაში ცუდი? რა მოხდა, თუ თეატრის შენობაზე ჯვარი აღიმართება? ეპარქია არაფერს ითხოვდა შეუძლებელს - დაეთმოთ ერთი-ორი ოთახი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა წირვა-ლოცვის აღვლენა, როცა თეატრი აშენდება, ეკლესიის ძველი შენობა ეპარქიას გადმოცემოდა. ამ წინადადებას დავეთანხმე, თუ საქართველოს ბიუჯეტს ექნება საშუალება და გამონახავს შესაბამის თანხებს - ფოთში აშენდება ახალი თეატრის შენობა. არ არის აუცილებელი გრანდიოზული მშენებლობის წამოწყება, მოსახლეობა არ არის მრავალრიცხოვანი. ამას დასჭირდება დაახლოებით 3 წელი. სწორედ ამ საფუძველზე უნდა მოხდეს შეთანხმება, ცოტა-ცოტა ორივე მხარემ უნდა დათმოს. თუ თეატრის თავზე ჯვარი აღიმარ რთება, ეს არ ნიშნავს, რომ თეატრმა შენობა უნდა დატოვოს. ვითომ პრინციპულები არიან, მაგრამ ამ საკითხში პრინციპი არ არის. შენობა ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს.

რადიო „იმედი“: როგორ აფასებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ შექმნილ მდგომარეობას? რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს? უეფას პრეზიდენტთან შეხვედრისას იქნება თუ არა ამ საკითხზე საუბარი?

- ეს კითხვა აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, მე ვერც ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში ჩავერევი და ვერც სხვა ფედერაციის, ეს ანტიკონსტიტუციური საქციელი იქნება. საქართველოს ჰყავს ძველი და ახალი თაობის საკმაოდ ავტორიტეტული ფეხბურთელები, ვფიქრობ, ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის ენდობიან. ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაციაში იყო გარკვეული დარღვევები ფეხბურთელების გაყიდვასთან დაკავშირებით, ამის შესახებ საქმეც არის აღძრული. მაგრამ ეს ფაქტი, ალბათ, არ მოახდენს გავლენას არჩევნებზე, როცა გამოძიება დასრულდება, დამნაშავე პასუხს აგებს. ასე რომ, ეს კითხვა სწორი მისამართით არ არის შერჩეული, მე ამ საკითხში ვერ ჩავერევი.ოფისის პრეზენტაციას დავესწრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაციის საკითხებში ჩავერევი.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“: ბატონო პრეზიდენტო, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბოლო დროს საქართველო-რუსეთის გამწვავებულმა ურთიერთობამ გარკვეულწილად დააჩქარა პანკისის ხეობაში დაგეგმილი ოპერაციის განხორციელება? თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, იქნება ეს ანტიტერორისტული თუ ანტიკრიმინალური ოპერაცია? ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული ეს ოპერაცია - კრიმინალებისა თუ ხეობაში დარჩენილი ბოევიკების?

- ეს იქნება ოპერაცია იმისათვის, რომ პანკისის ხეობაში ერთხელ და საბოლოოდ დამკვიდრდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ახლა ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული ეს ოპერაცია - კრიმინალებსა და ტერორისტებს შორის დიდი განსხვავება არ არის, ორივე საშიშია. ვინ თქვა, რომ კრიმინალი ტერორისტი არ არის? ან, პირიქით? კრიმინალურ პირობებშიც შეიძლება ტერორისტული აქტების განხორციელება. ამის მაგალითები, სამწუხაროდ, არსებობს. მთავარი მიზანია, რომ იქ მშვიდობამ დაისადგუროს და ხეობაში იყოს გარანტირებული სტაბილურობა.

რაც შეეხება რუსეთის გარკვეულ წრეებში ხმაურს, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ არ იყოს ეს ხმაური, მაგრამ ამის გამო ოპერაციას არ გადავდებთ. ეს ჩვენი სახელმწიფოს სუვენერული უფლებაა, ოპერაციას განვახორციელებთ მაშინ, როცა საჭიროდ მივიჩნევთ.

„უნდა დაჩქარდეს რელიგიის შესახებ კანონის მიღება, რომლის გარეშე ძნელია გარკვეული პოლიტიკის განხორციელება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 20 აგვისტო. - №201(4260). - 3 გვ.

32 „საქართველო შეძლებს პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებას საკუთარი ძალებითა და საკუთარი შესაძლებლობებით“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
19 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, პანკისის პრობლემას შეე ეხება. მთელი კვირის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში ამ ხეობაში იგეგმება ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელება, რისთვისაც სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი შინაგანი ჯარის რამდენიმე ქვედანაყოფი.

ამავე დროს, ხეობის მახლობლად გრძელდება თავდაცვის სამინისტროს შენაერთთა სწავლება. კონკრეტულად თუ შეიძლება იმის თქმა, რა ოპერაცია იგეგმება და რა ვითარებაა ამჟამად, მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა თავად მოსახლეობის სურვილი? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- პანკისის თემა ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა დღეს საქართველოში. კვლავ და კვლავ განვმარტავ ყველას გასაგონად და საგულისხმოდ: ამ ხეობაში ვითარების გართულება განაპირობა მოვლენათა განვითარებამ და საომარმა მოქმედებამ ჩეჩნეთში, როდესაც ათასობით ლტოლვილი (მათ შორის იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები, რა თქმა უნდა, ალბათ, მებრძოლებიც, დაჭრილები) მოაწყდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს.

საქართველოს მაშინ არავითარი უფლება არ ჰქონდა (ჩვენი საერთაშორისო ჰუმანიტარული ვალდებულებების გათვალისწინებითაც), არ შემოეშვა სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანები - ვიმეორებ, ქალები, ბავშვები და მოხუცები, ან, თუნდაც, დაჭრილები, რომელთა უფლებებს შესაბამისი საერთაშორისო კონვენციები იცავენ.

ამასთან, ესეც ხშირად მითქვამს, რომ არც ჩვენს მესაზღვრეთა მცირერიცხოვან რაზმებს შეეძლოთ ასეთი მასის შეკავება.

ანუ ის, რაც პანკისში ხდებოდა, როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, საქართველოს არჩევანი არ ყოფილა.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო არ დაგეშვა საქართველოს ჩათრევა საომარ მოქმედებაში. ამას ნამდვილად მივაღწიეთ. საქმე კი აქეთკენ მიდიოდა.

ამჟამად კი უკვე მომწიფდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხეობაში საბოლოო წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით.

რაც მთავარია, თავად ხეობის მოსახლეობა მოითხოვს ჩვენგან სასწრაფო ღონისძიებათა განხორციელებას, რათა ამ რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა დავამკვიდროთ.

საამისოდ აუცილებელია ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოებმა მტკიცედ გააკონტროლონ ყველა სოფელი, დასახლებული პუნქტი, დაიცვან საქართველოს მოქალაქეთა და მშვიდობიანი ლტოლვილთა უფლებები.

რაც მთავარია, მე სრული პასუხისმგებლობით ვადასტურებ და მინდა ეს ვუთხრა ჩვენს თანამემამულეებს, მთელ ქართულ საზოგადოებას: საქართველო შეძლებს პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებას საკუთარი ძალებითა და საკუთარი შესაძლებლობებით.

ანუ ოპერაციაში არ მიიღებენ მონაწილეობას რომელიმე სხვა ქვეყნის სამხედრო შენაერთები თუ სამხედრო მოსამსახურენი ან სპეციალისტები.

ძირითადი სიმძიმე, რა თქმა უნდა, დააწვება საქართველოს შინაგან ჯარებს გენერალ-მაიორ გიორგი შერვაშიძის სარდლობით. რა თქმა უნდა, საერთო ხელმძღვანელობას განახორციელებს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, უშიშროების მინისტრთან ვალერი ხაბურძანიასთან ერთად, და, საერთოდ, ქვეყნის ხელმძღვანელობა. ამავე დროს, ახმეტის რაიონში განლაგდა თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ სერიოზული დაჯგუფება. ბატონმა თევზაძემ ამას წინათ მოინახულა ეს დაჯგუფება. მისი წევრები კარგ საბრძოლო ფორმაში არიან, მაგრამ არ არის ნავარაუდევი, რომ ისინი პანკისის ხეობაში შევლენ. ხეობაში, როგორც მინისტრი ამბობს, მხოლოდ პოლიციური ჯარი შევა. ეს შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსაც და ჩვენს რწმენასაც, რომ სწორედ ასეთი გზით არის შესაძლებელი მშვიდობიანად დავამთავროთ ჩვენ მიერ ჩაფიქრებული ოპერაცია.

ამ უწყებებმა უკვე დაამუშავეს შესაბამისი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საგუშაგოების გახსნას პანკისის ხეობის სოფლებში და ყველა გასასვლელზე მკაცრი კონტროლის დაწესებას.

თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას რაიმე თვალსაზრისით შეეზღუდება მიმოსვლა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ უფლებებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია იცავს.

ვფიქრობ, ამ ოპერაციას, რომელიც, ჩემი ვარაუდით, რამდენიმე კვირას გასტანს (აქტიური ფაზა მაქვს მხედველობაში), შესაბამისად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვება მეზობელ რუსეთში.

რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულებაც, შესაბამისად, დადებითი იქნება. ეს უკვე მჟღავდება რუსული პრესის ზოგიერთ პუბლიკაციაში. რა თქმა უნდა, არის საწინააღმდეგო პუბლიკაციებიც, მაგრამ ბევრი პოლიტიკური მოღვაწე მოსკოვში რეალისტურად აფასებს ვითარებას.

მათი კეთილგანწყობა საქართველოსადმი იმაში მჟღავნდება, რომ ისინი ეთანხმებიან ჩვენი პოლიტიკის დედააზრს: პანკისის პრობლემა ისე უნდა გადაწყდეს, რომ ამან არ გამოიწვიოს ახალი ცხელი წერტილის წარმოშობა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან ახლოს, ფაქტობრივად, საზღვარზე.

მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც ჯერ კიდევ ვერ მოგვიშუშებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით გამოწვეული ჭრილობები.

- კვლავ გაურკვეველია ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამმხრივი სამშვიდობო ძალების ქართლი ბატალიონის ოფიცრის ზურაბ დურგლიშვილის ბედი. რა ღონისძიებებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლება ოფიცრის გამოსახსნელად?

- სამწუხაროდ დეტალები თავად ამ ფაქტის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ამ ინციდენტის მიმართ უმკაცრესი იქნება.

საქართველოს ხელისუფლება არ დატოვებს ესოდენ თავხედურ დანაშაულს შესაბამისი რეაგირების გარეშე, ვინც უნდა იყოს დამნაშავე.

უკვე ყველაფერი კეთდება (ადგილობრივ სამართალდაცვის ორგანოებთან ერთად) დამნაშავეთა დასადგენად და მძევლის გასათავისუფლებლად.

ვაფრთხილებ ყველას, ვინც დაკავშირებულია ამ დანაშაულთან, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გატაცებული სამხედრო მოსამსახურე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელი განსაკუთრებულად მკაცრი იქნება. რეაქცია იქნება უაღრესად მკაცრი.

- გასულ კვირას თქვენი თავმჯდომარეობით გაიმართა თათბირი ბაზრის ლიბერალიზაციის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებამ, თქვენი განცხადებით, საშუალება მოგცათ შეგეჩერებინათ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოსახლეობისათვის. უფრო ზუსტად, ტარიფი გაიზრდება, მაგრამ მოსახლეობა მას არ გადაიხდის. ამავე დროს, საინფორმაციო საშუალებებში მწვავე რეაქცია გამოიწვია გაერთიანება „აზოტის“ პრივატიზებისა და „იტერასთან“ ერთობლივი გაზგამანაწილებელი კომპანიების შექმნის საკითხმა...

- რადიომსმენელს ვთხოვ, ყურადღებით მოისმინოს ის, რასაც ახლა ვიტყვი. იმ ღრმა და ყოველისმომცველი რეფორმის შედეგად, რომელიც ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, და, განსაკუთრებით, ამ ბოლო თვეებში, სხვათა შორის, თავად მინისტრის დავით მირცხულავას ინიციატივით, ჩვენ მივუახლოვდით ძალიან მნიშვნელოვან მიჯნას, რომელიც საქართველოს ენერგეტიკაში უკვე სრულიად ახალ რეალობას შექმნის.

ეს გახლავთ ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, გენერაციის ობიექტებისათვის - ეს ძალიან საყურადღებოა ენერგეტიკოსებისათვის - ბაზრის სრულფასოვანი სუბიექტის სტატუსის რეალურად დამკვიდრება, ანუ ელექტროენერგიის მწარმოებელს, მიმწოდებელსა და გამანაწილებელს შორის ურთიერთობა აიგება საბაზრო პრინციპების საფუძველზე.

გაფორმდება პირდაპირი კონტაქტები, შემცირდება, ეგრეთ წოდებულ, „შუამავალთა“ რაოდენობა, რაც ყოველთვის კორუფციის ბუდე იყო. საბოლოოდ კი, ჩამოყალიბდება ჯანსაღი კონკრეტული გარემო ენერგეტიკის სფეროში.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წლეულს გამოზამთრებისათვის ქვეყანას გაცილებით მეტი რეზერვი აქვს, ვიდრე შარშან, მაგრამ აუცილებელია გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან. მათ შორის, რუსეთთან და, უპირველეს ყოვლისა, მასთან, მაგალითად, ბუნებრივი გაზის შეძენის თვალსაზრისით.

კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ამ მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებს „ეროვნული ინტერესების შელახვად“ აფასებს. უბრალოდ, ან ბოროტი ზრახვები აქვთ, ან საქმის კურსში არ არიან.

ვფიქრობ, ეროვნული ინტერესების შელახვა უფრო ის იქნება, თუ ზამთარში ადამიანები გაიყინებიან და სახელმწიფო ვერ მოახერხებს საავადმყოფოებისა და სკოლების გათბობის უზრუნველყოფას, ვერ იმუშავებს მრეწველობა და სახალხო მეურნეობა საერთოდ.

აქ გარკვეული წონასწორობის დაცვა აუცილებელია.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისში მუშაობს ამერიკული კომპანია. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დახმარებით, აგრეთე, განხორციელებული რეფორმების შედეგად, ჩვენ შევძელით დაგვეფარა სხვაობა ელექტროენერგიის ტარიფში.

ერთი წლის შემდეგ კი „ეი-ი-ეს-თელასი“ დაიწყებს ტარიფის დაკლებას, რადგან დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი და კომპანია სრულად აინაზღაურებს დანახარჯებს - აღრიცხვა ზუსტი იქნება, ეცოდინებათ, ვინ იხდის, ვინ - არა, და, შესაბამისად, გაუჩნდებათ რესურსი იმისათვის, რომ ტარიფი შეამცირონ.

ყველაფერს ვიღონებთ, რათა თბილისისა და სხვა რეგიონალურ გაზგამანაწილებელ ერთობლივ საწარმოსაც გამოუჩნდეს გერგილიანი მეპატრონე-მმართველი, რომელიც თავად იქნება დაინტერესებული აღრიცხვის მოწესრიგებით და ბუნებრივი გაზის სტაბილური მოწოდებით.

ამის შემდეგ ენერგეტიკული ბალანსის დაცვა შეუძლებელია.

რაც შეეხება აზოტს.

მინდა დავსვა იგივე კითხვა - რა უფრო შეესაბამებოდა და შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს: ამ გიგანტურმა საწარმომ ძალა მოიკრიბოს, ათასობით ადამიანი დაასაქმოს თუ გაჩერდეს და ვერავის მოუტანოს სარგებლობა?

ვერავინ ამ ქარხანას, როგორც იტყვიან, „ხურჯინში ვერ ჩააწყობს, ზურგზე ვერ მოიკრებს და ვერსად წაიღებს“.

რუსთავის „აზოტის“ ფუნქციონირებას საარსებო მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის, მათ შორის, სოფლის მეურნეობისათვის. გარდა ამისა, საწარმოს შეუძლია ყოველწლიურად ორი-ორ-ნახევარი, და ცოტა მეტიც, მილიონი ლარი შემატოს ბიუჯეტს.

დღესაც კი ოთხი ათასი კაცი მუშაობს ქარხანაში და საკმაოდ მაღალ ხელფასსაც იღებს. ნუთუ ეს არ არის იგივე ეროვნული თუ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა?

სხვათა შორის, რომ გვთავაზობენ, ტენდერი ჩავატაროთ, გავყიდოთ და ა.შ. ეს ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა. რაც შეეხება „იტერას“, იგი მონაწილეობს გაზით. ბუნებრივი გაზი კი არის ტექნოლოგიის შემადგენელი ნაწილი. ე.ი. არც სასუქის გამოშვება შეიძლება მის გარეშე, არც ხელოვნური ბოჭკოსი და არც სხვა პროდუქციისა, რომელსაც ეს ქარხანა უშვებს.

ანუ, როგორც გითხარით, ბუნებრივი გაზის გარეშე „აზოტის“ მუშაობა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ (უფრო სწორად, ვიღებთ - ჯერ არ არის გაფორმებული), როცა არა მარტო შევუნარჩუნეთ საქართველოს ეს სამრეწველო გიგანტი, არამედ შევქმენით პირობები, რათა სრულად ავამოქმედოთ მისი პოტენციალი - ისევ და ისევ ქვეყნის სასიკეთოდ. გუშინ ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ მოინახულა ქარხანა, მთელი დღე იქ იყო, ესაუბრა მუშებს, ინჟინრებს, ხელმძღვანელებს, ყველას და მთელი ქარხნის განწყობილება ისეთია, რომ ოღონდ ბუნებრივი გაზი იყოს, ოღონდ იმუშავონ და მათთვის სულ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მფლობელი - აქაური თუ უცხოელი. მთავარი ეს არის და ამ მთავარ ამოცანას ჩვენ ვწყვეტთ.

- რას გამოყოფდით გასული კვირის მოვლენებიდან. მაგალითად, თქვენ მიიღეთ იაპონიის ახალი ელჩი ტოშიუკი ფუჯივარი. გარდა ამისა მთავრობის სხდომაზე განიხილეთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაცია მდგრადი განვითარების ეროვნული შეფასების თაობაზე...

- კიდევ ერთხელ მივესალმები იაპონიის ახალ ელჩს ჩვენს ქვეყანაში ბატონ ტოშიუკი ფუჯივარას. იგი უაღრესად ნიჭიერი დიპლომატია და საქართველოსთან (ისევე როგორც თანამეგობ ბრობის სხვა ქვეყნებთან) თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან ძალიან სერიოზული მონაწილეობა მიიღო იაპონიაში ჩემი ვიზიტის მომზადებაში.

იაპონია აქტიურად მონაწილეობს „დიდი აბრეშუმის გზის“ პროგრამაში და ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით.

საკმარისია აღინიშნოს ბოლო ფაქტიც: მიწისძვრით დაზარალებული ცხრა სკოლისა და ორი საბავშვო ბაღისათვის გამოყოფილია დახმარება ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობით.

სამწუხაროდ, ბიზნესმენები ჯერ აქტიურად ვერ თანამშრომლობენ, რადგან არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ორმხრივი შეთანხმების მოსამზადებლად, რომელიც ხელს შეუწყობს და წაახალისებს კერძო კაპიტალის ბრუნვას.

სწორედ საქმიანი ურთიერთობის გაფართოების მიზნით ჩამოვიდნენ ელჩთან ერთად თბილისში უდიდესი იაპონური კომპანიების „იტოჩუს“, „მიცუბიშისა“ და „მარუბენის“ წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტულ უწყებებთან და საქმიან წრეებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

ელჩის განცხადებით, იაპონია კვლავაც გააგრძელებს დახმარებას და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოსთან.

რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციას „მდგრადი განვითარების“ ეროვნ ნული შეფასების თაობაზე: მოგეხსენებათ, ეს პროექტი გაეროს „განვითარების პროგრამის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტისათვის მზადების გლობალურ პროცესს საქართველოს აქტიურად შეუერთდება.

მართალია, იოჰანესბურგის სამიტში, სამწუხაროდ, მე პირადად ვერ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ საქართველო, ვფიქრობ, ღირსეულად იქნება წარმოდგენილი. საკმაოდ ბევრი მოსაზრეება და წინადადებაა განსახილველი.

დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს დელეგაცია წარადგენს მსოფლიო სამიტზე, აისახება ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი და აღინიშნება პრობლემური საკითხები, რომლებიც ხელს უშლის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.

ეკოლოგიურად ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა „ციფრული უთანასწორობის“ აღმოფხვრას. აქვე დავძენ, რომ ამჟამად ძალიან სერიოზულად ვემზადებით კონფერენციისათვის, რომელიც სწორედ „საინფორმაციო საზოგადოების“ ჩამოყალიბების პრობლემებს მიეძღვნება. იგი, ალბათ, უახლოესი 1-2 კვირის განმავლობაში გაიმართება და, ვფიქრობ, საინტერესო საუბარი უნდა გამოვიდეს.

- მიმდინარე კვირას თბილისს ეწვევა ევროპის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლენარტ იუჰ ანსონი. შაბათს კი იმართება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა, რასაც თან დიდი აჟიოტაჟი ახლავს.

საერთოდ, სპორტული ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა. სხვა მოვლენებთან ერთად აღსანიშნავ ვია, რომ ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილია ევროპული რანგის შეჯიბრი ავტომოტოსპორტში. ქართველმა სპორტსმენებმა ამას წინათ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს ძალზე პრესტიჟულ საავტომობილო სპორტულ შეჯიბრში...

- რა თქმა უნდა, უეფას პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

თუმცა იგი პირდაპირ არ უკავშირდება შაბათს დაგეგმილ ყრილობას.

ამავე დროს, ბატონ იუჰანსონთან შეხვედრისას, რასაკვირველია, ვისაუბრებთ ქართული ფეხბურთის განვითარების აუცილებლობასა და პერსპექტივებზე. მართალია, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში უმაღლესი პოზიციები არ გვიკავია, მაგრამ ქართული ფეხბურთის პოტენციალს ყველა აღიარებს.

შეიძლება სტუმარი დაინტერესდეს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებითაც, მაგრამ მისი ვიზიტის მთავარი მიზანია უეფას დახმარებით აგებული ფედერაციის ახალი შენობის საზეიმო გახსნა.

ამ ღონისძიებაში, შეიძლება, მეც მივიღო მონაწილეობა.

ყრილობის თაობაზე კი მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ფეხბურთის მესვეურებმა, მათი ამჟამინდელი პოზიციის მიუხედავად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ღვაწლმოსილი სპორტსმენების აზრი, აგრეთვე იმ ადამიანებისა, ვისაც ურთულეს წლებშიც არ მიუტოვებია სპორტის ეს ჭეშმარიტად საერთო-ეროვნული სახეობა და დღევანდელი ფეხბურთელები.

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აგრეთვე სპორტის სხვა სახეობათა განვითარებაზეც.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ქართველ ავტომოტოსპორტსმენებს (პირველად ავტომოტოსპორტის ისტორიაში) ევროპის ჩემპიონატის „გრან-პრის“ მოპოვება.

ვიმედოვნებ, ისინი გვასახელებენ შემოდგომაზე დაგეგმილ ევროპული რანგის შეჯიბრშიც, რომელიც საქართველოში გაიმართება.

მე უკვე გავეცი განკარგულება ამ ღონისძიების მაღალორგანიზებულად გამართვის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნ ნის თაობაზე.

- რაკი სპორტულ თემაზე ვსაუბრობთ, საერთოდ რა მნიშვნელობას ანიჭებთ სპორტისა და ფიზიკური კულტურის განვითარებას ქვეყანაში. ბევრ სახელმწიფოში პრეზიდენტი პირადად ხელმძღვანელობს ფიზიკური კულტურის საბჭოს ან მსგავსი ტიპის ორგანოს...

- ვფიქრობ, მოსახლეობის ფიზიკური სიჯანსაღე უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.

გასულ წლებში შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ სპორტის სახეობათა მხარდასაჭერად.

მაგრამ დღეს აუცილებელია ვიფიქროთ ახალი ამოცანების გადაწყვეტაზე.

ვფიქრობ, მოვიდა დრო შევიმუშავოთ შესაბამისი კონცეფცია უფრო ფართო და მრავლისმომცველი შინაარსით.

ვგულისხმობ ფიზიკური კულტურის მასობრივ პოპულარიზაციასა და გავრცელებას.

არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტთან შეიქმნას საგანგებო საბჭო და მან მოამზადოს წინადადებები ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ. ახლა ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ადრე.

- დღეს უნდა შეხვდეთ ამერიკელ სენატორებს. რა მიზნით არიან ისინი ჩამოსული სწორედ ახლა, როდესაც პანკისის ოპერაცია იგეგმება?

- სენატორები ჯონ მაკეინი და ფრედ ტომპსონი მართლაც საქვეყნოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და სენატორები არიან. მათი სურვილია, საკუთარი თვალით იხილონ დღევანდელი საქართველო, ისაუბრონ ქვეყნის დღევანდელობასა და მომავალზე. სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესით ველი მათთან შეხვედრას დღეს საღამოს. მე მათ დიდი ხანია ვიცნობ და უაღრესად დიდ პატივს ვცემ მათს სახელს, ავტორიტეტსა და საქმეებს. სენატორი ფრედ ტომპსონი ბევრ თქვენგანს, ალბათ, კარგად ახსოვს სხვადასხსვა ფილმებიდან და ისედაც, ხოლო ჯონ მაკეინი ვიეტნამის ომის გმირი და ამერიკის ერთ-ერთი პოპულარული სახელმწიფო მოღვაწეა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობაზეც იყრიდა კენჭს.

- და ბოლოს, გუშინ გავრცელდა ცნობა, რომელმაც საქართველო შეძრა - გარდაიცვალა მურმან ლებანიძე, ის ადამიანი და მოღვაწე, რომელიც ტოტალიტარიზმის მძიმე წლებში იშვიათი ნათელი წერტილი იყო ჩვენი მკითხველისა და საზოგადოებისათვის...

- ამ ცნობამ, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო, ყველა ჩვენი მოქალაქე დაამწუხრა. ჩვენგან კიდევ ერთი ძალიან პოპულარული, ძალიან ცნობილი მოღვაწე წავიდა. აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა ქართულმა მწერლობამ და ქართველმა ხალხმაც. მე პირადად მასთან სამი ათეული წლის მეგობრობა, ურთიერთობა, თანამოაზრეობა მაკავშირებდა და, ბუნებრივია, რომ, როგორც იტყვიან, გულის ძარღვი ჩამწყდა, იმდენად ახლობელი იყო. განსაკუთრებით ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში, როცა რუსთაველის პრემიის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ჩვენ თითქმის ყოველკვირეულად ვხვდებოდით ერთმანეთს, რათა ამ კომიტეტის მუშაობა იმ დონეზე მდგარიყო, რა დონეზეც ახლა არის და იგი მართლაც სამაგალითოა. ახლა რუსთაველის გამზირზეა განლაგებული, შესანიშნავად მოაწყო ყველაფერი. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მან ყველაფერი გააკეთა ქართული კულტურის, ქართული ხელოვნებისა და ქართული ლიტერატურისათვის. მე შევეცდები ჩემი დამოკიდებულება, ჩემი აზრები და ფიქრები მის შესახებ გამოვხატო სპეციალურ წერილში. ქვეყანამ განსაკუთრებული დანაკარგი განიცადა და, ალბათ, იმ წერილში უფრო მეტს და დეტალურად ვიტყვი.

„საქართველო შეძლებს პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებას საკუთარი ძალებითა და საკუთარი შესაძლებლობებით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 20 აგვისტო. - №201(4260). - 1, 2 გვ.

33 გამოთხოვება მურმან ლებანიძესთან

▲back to top


ამ ბოლო ხანს ხშირად მიწევს გამოსათხოვარი ბარათების წერა.

საუკეთსო ქართველები მიდიან...

ახლა მურმანიც წავიდა, მურმან ლებანიძე, დიდი ქართველი პოეტი.

სამოციანი წლებიდან ვიცნობდი. ისე ახლოს არა, როგორც ნოდარ დუმბაძეს, მაგრამ მან იცოდა, რომ მიყვარდა მისი ლექსი და ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი.

როგორც თავად მურმანი ბრძანებს - ჩვენ ერთმანეთს ორმოცი წელი ვიცნობდით, „როგორც იტყვიან, ერთად ვმუშაო ობდით, ურთიერთნდობითა და პატივისცემით“...

მე მას (ისევე მისსავე ნათქვამს გავიმეორებ) მართლა ასი პროცენტით ვენდობოდი, როცა 1995 წლის პრეზიდენტის არჩევნ ნებში ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი იყო და როგორც თავად ამბობდა, იგიც ათას ხუთასი პროცენტით მანდობდა საქართველ ლოს, როცა ჩემს გვერდით დგებოდა.

„სიტუაციის მიხედვით მეგობრობა შორს არის ჩემგან“ - ეს ფრაზაც დაამატა მაშინ ბატონმა მურმანმა. და მისი სიტყვები ზუსტად ასახავდნენ ჩვენი ურთიერთობის ხასიათს, თუმცაღა, არასრულად, რადგან მე მას, როგორც პოეტს ვიცნობდი ბევრად უფრო ადრე, მომწონდა, მიყვარდა და ყოველთვის ზეპირად შემ მეძლო მეთქვა მისი სტრიქონები.

როდესაც პოეტის ლექსების თავისთავად გამახსოვრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი შენს სათქმელს ამბობს, ამბობს უფრო ღრმად, უფრო ლამაზად, მაგრამ მაინც შენს სათქმელს, ყოველ შემთხვევაში, ასე გჯერა და ეს ბევრს ნიშნავს. ამ სიტყვებს ალბ ბათ ყოველი ქართველი იტყვის მურმანის ლექსებზე, იმდენად ძლიერია მისი პოეზია ქართული სიტყვის საიდუმლოების უბად დლო წვდომით, ქართული პეიზაჟით, ქართული ხასიათით, საქართველოს ხმებითა და ფერებით, საქართველოს ტკივილითა და სიხარულით. საქართველოს წარსულითა და აწმყოთი.

მამულის გრძნობა ჰქონდა გამძაფრებული, მიწის განცდა, საოცრად უყვარდა თავისი კუთხე და ამაყობდა რაჭაში სახლი რომ ჰქონდა.

ვყოფილვარ ამ სახლში და მიგემია მასპინძლის მართლაც პოეტური მასპინძლობა.

ღვთითბოძებული დიდი პოეტური ნიჭით გახლდათ დაჯილდოებული, „იყო პოეტის ჯიშის“ და უკვე ოსტატი თავს ბედნიერად იმით თვლიდა, რომ გალაქტიონის შეგირდად მიაჩნდა თავი. წერდა კიდეც: „თუ რამე საიდუმლო პოეზიისა ვიცი, ოთხი მეხუთედი გალაქტიონისგან ვისწავლე და მხოლოდ ერთი მეხუთედი დანარჩენი მსოფლიოსგან“.

ეტყობა, ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ამ სიმართლეს ერთი რამ, უმთავრესი ჭეშმარიტება აკლდა, ეს ყველაფერი მაინც მურმან ლებანიძის პოეტურ ქურაში იყო გადამდნარი ძვირფას ზოდებად და ამიტომაც ჰქონდა ოსტატის - მურმან ლებანიძის დამღა.

მურმან ლებანიძე ქართულ პოეზიაში დიდი პოეტების თანამედროვედ მოვიდა. ეს საოცარი სახელებია - გალაქტიონი, გოგლა, სიმონი, ლადო... ძნელია მათ გვერდით და მათ შემდეგ ლექსის წერა, თუმცაღა მათ მომდევნოთა ლექსებშიც უკვე მაშინ ითქმებოდა მშვენიერი რამ, განსხვავებული სიტყვითა და ფორმით... აქ მურმანი მარტო არაა. ამ ნაომარი კაცის გვერდით სხვებიც არიან, მისი თუ მომდევნო თაობის წარმომადგენლები, რომელნიც შემდეგ დიდ მწერლებად ჩამოყალიბდნენ.

ძნელი დროის მიუხედავად მათ გააგრძელეს ერის მსახურების ტრადიცია, რაც პოეტს ჯერ გურამიშვილმა, ხოლო შემდეგ ილია და აკაკიმ განუსაზღვრეს.

ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე პოეზია

„სადაც დგანან პოეტები
იგი მარად იქ იდგა
ის მოვიდა
(ალბათ ციდან)
და, ვინ ვართო, იკითხა...“

თავის დროზე ეს სიტყვები, მურმანმა გალაქტიონზე თქვა. ახლა მას უნდა მივუბრუნოთ, რადგან ამ კითხვის პასუხს იგი სიცოცხლის ბოლომდე ეძებდა.

იცოდა სხვისი ფასი და იცოდა თავისიც.

ბოლო წლების მანძილზე, დამოუკიდებელ საქართველოში იგი დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და სწორედ ამ ასპარეზზე მქონდა მასთან მუდმივი კონტაქტი, როგორც ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარესთან.

თითქოს გასაკვირი უნდა იყოს, რომ, ერთი შეხედვით, ბოჰემური ცხოვრების კაცი, ასე ზუსტად ასრულებდა ხშირად რუტინულ, მაგრამ სახელმწიფოებრივად აუცილებელ საპასუხისმგებლო სამუშაოს. მე მგონი, აქ მისი ხასიათის ის თვისება გამოჩნდა - პუნქტუალურობა, სიზუსტე და საქმის უხინჯოდ კეთების უნარი, რამაც მის მიერ გამოცემულ წიგნებში ასე მშვენივრად იჩინა თავი.

აქაც იგი ბოლომდე ერთგული იყო თავისი მოწოდების.

ერთ-ერთ წერილში მურმანი, ჯერ კიდევ 1973 წელს წერდა:

„ჩემ წინაშე აღარ დგას პრობლემა - რა დავწერო და როგორ დავწერო. რომელი ერთი დავწერო - აი, საწუხარი. რადგან დრო ცოტაღა გვრჩება. ვნახოთ, რომელი განზრახვა რომელს გაასწრებს და რომლიდან რა გამოვა“.

იგი წელს, ნოემბრის თოთხმეტს ოთხმოცის უნდა გამხდარ რიყო და ბრძენკაცს მართლაც კიდევ ბევრი ჰქონდა სათქმელი.

მან ისიც შეძლო. სიკვდილისთვის წინასწარ მოეგო წაგებული თამაში, როდესაც მის დაღუპულ შვილთან, ფიქრიასთან, ფაქიზ პოეტთან დაკავშირებით თქვა: „ათას უბედურებასთან ერთად და საშინელი სიკვდილის მიუხედავად, მე მაინც არა ვარ დამარცხებული კაცი“.

ამ დაუმარცხებელ კაცზე, რომელსაც სწამდა და სჯეროდა თავისი საქართველოს დიდი მომავლისა, ისევე მისივე სიტყვებით უნდა ვთქვა: „იგი თავაწეული დგას მათ შორის, ვისი პოეზიაც მომავალში მეტად და მეტად დასჭირდება ქართველ ხალხს იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცლის წინ საქართველო, იმისდა კვალობაზე, თუ როგორ აყვავდება ჩვენი ეროვნული კულტურა, როგორ ფრთასა გაშლის ჩვენი ეროვნული შეგნება“.

დაბოლოს, მე წაკითხული მაქვს მეუღლისადმი მიძღვნილი მურმანის შესანიშნავი ლექსები. ახლა მისი პროზის წიგნშიც წავიკითხე წერილი ქალბატონ ელენესადმი - სიყვარულის დიდი ნიჭის საოცარი გამონათება და მინდა მივუსამძიმრო მის მეუღლეს, ქალბატონ ელენეს ასეთი ქმრის დაკარგავ, მინდა მივუსამძიმრო მის ვაჟიშვილს, მის ოჯახს და ქართველ ხალხს ეს აუნაზღაურებელი დანაკარგი.

მართლაც დიდი პოეტი წავიდა ჩვენგან.

ედუარდ შევარდნაძე

გამოთხოვება მურმან ლებანიძესთან // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 აგვისტო. - №203(4262). - 1, 2 გვ.

34 „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური კვლავ მრავალჯერ დაამტკიცებს თავის ერთგულებას სამშობლოს, ერისა და ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე“

▲back to top


[...]

ჯილდოების გადაცემის ცერემონიის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სიტყვა წარმოთქვა:

ბატონებო!

მინდა გულწრფელად მოგილოცოთ დღევანდელი დღე და იმ განახლებული კომპლექსის გახსნა, რომელიც ყველა მოთხოვნას უპასუხებს, რათა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მთელი პირადი შემადგენლობა ეუფლებოდეს ცოდნას, გამოცდილებას, ვარჯიშობდეს და მზად იყოს ყველა დავალების, მათ შორის, ყველაზე რთული დავალების შესასრულებლად.

ჩემს თვალწინ გაიარა თქვენი სამსახურის ჩამოყალიბების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური ქვეგანაყოფის ფორმირების პროცესმა. ყველაფერი, რაც დამახასიათებელია საქართველოს ბოლო ათწლეულისათვის დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის პროცესში თავისი სირთულეებითა და სიძნელეებით ასევე დამახასიათებელია თქვენთვის.

თქვენი ზრდა და ის დონე, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ, თქვენი და, მე ვიტყოდი, სახელმწიფოს დამსახურებაა. სახელმწიფო, რომლის უშიშროება, თუნდაც ხელისუფლების უშიშროება, დაცული არ არის, ის სახელმწიფო განწირულია დასაღუპად.

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ის, რაც საქართველოში მოხდა, მხედველობაში მაქვს ტერორისტული აქტები, დივერსიები, ცალკეული ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგ სამტროდ აღმართული ხელი. ყოველთვის ფხიზლად უნდა იდგეთ ამ სამსახურში, რომელსაც სახელმწიფოს უშიშროება და სახელმწიფოს დაცვა ჰქვია.

ძალიან კარგად მახსოვს ბევრი თქვენთაგანის გმირობა და თავდადება, იმ ტერორისტული აქტების დროს, რომლის შესახებ ბაც აქ ბატონმა სულხან პაპაშვილმა უკვე ილაპარაკა.

დიდი გულისტკივილით ვიხსენებ ბატონების შევარდენიძისა და კოკაურის სახელებს. მე ვიცნობ მათს ოჯახებს, ვიცი, როგორ განიცდიან ისინი, როგორ განიცდით თქვენ, და ასევე იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დაზარალდნენ არა მარტო ტერაქტების დროს, არამედ სხვადასხვა ოპერაციების განხორციელებისას.

ასევე მინდა გულწრფელად მოგილოცოთ მთავრობის ჯილდოები. ეს არ არის ფორმალური მოვლენა, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ხელისუფლებას, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს თქვენი იმედი აქვს და არა მარტო პრეზიდენტს, არამედ საქართველოს, ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, თქვენ მომზადების, პროფესიული სრულყოფის ისეთ დონეზე იმყოფებ ბით, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეგიძლიათ, რომლებსაც თქვენ წინაშე დააყენებს ქვეყანა, სახელმწიფო და ქვეყნის მეთაური, ისევე როგორც სხვა ხელმძღვანელები.

მინდა მადლობა ვუთხრა თქვენს ხელმძღვანელებს, უპირველეს ყოვლისა, ბატონ სულხან პაპაშვილს, მის მოადგილეებს, ცალკეული ქვეგანაყოფების ხელმძღვანელებს, რომლებმაც შეძლეს ძალიან მოკლე დროში ჩვენი მეგობარი ქვეყნების, უწინარესად, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ასეთი სანიმუშო ცენტრის მომზადება და მოწყობა.

მსგავსი ცენტრები სხვაგანაც არის, არანაკლებ კეთილმოწყობილი, არანაკლებ აღჭურვილი იმისათვის, რომ თქვენ ყოველთვის მზად იყოთ, ყოველთვის შეგეძლოთ თქვენი სიტყვა თქვათ, როცა საქმე ეხება ქვეყნის ავტორიტეტს, მის უშიშროებასა და ქვეყანაში მშვიდობის დაფუძნებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ დაჯილდოებულებს.

არ შემიძლია, არ გავიხსენო თქვენი წინამორბედნი, ზოგიერთი მათგანი დღესაც აქ მსახურობს. მინდა გავიხსენო ვახტანგ ქუთათელაძე, რომელიც ტერორისტული აქტის დროს პრეზიდენტს, როგორც იტყვიან, მკერდით გადაეფარა თავისი სიცოცხლის ფასად (მართალია, იგი ცოცხალია და არ დაშავებულა). მაგრამ მე მას ვუყურებდი, როგორ მოქმედებდა და ჩემი სიცოცხლის მანძილზე ის დღე და მისი მოქმედება, მისი თავგანწირვა არ დამავიწყდება. კარგია, რომ თქვენ ყველა საუკეთესო ტრადიცია შეინარჩუნეთ და დღეს ასეთ უმაღლეს დონეს მიაღწიეთ. თქვენი იმედი აქვს არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს და ხელისუფლებას, არამედ უცხოელ მოქალაქეებს. ჩვენთან ახლა ბევრი საელჩოა, ბევრი უცხოელი დიპლომატი სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მოღვაწეობენ, და თქვენი მოვალეობაა, რომ ისინი თავს უშიშრად გრძნობდნენ.

აქ ბატონმა სულხანმა უკვე ილაპარაკა იმ ფუნქციის შესახებ, რომელიც ამ ბოლო დროს დაგეკისრათ - ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა. ეს დიდი ფინანსური პროექტებია. ერთი მათგანი უკვე განხორციელდა - ეს გახლავთ ბაქო-სუფსა. უნდა გითხრათ, რომ თქვენი კოლეგების, თქვენი თანამშრომლების იქ მოღვაწეობა სამაგალითოა. ეს არა მარტო ჩემი შეფასებაა, არამედ იმ უცხოელი კომპანიების ხელმძღვანელებისა, რომლებსაც ეს ნავთობსადენი ეკუთვნით. ასეთივეა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის შეფასებაც, ამას ადასტურებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მადლობაც იმ ქვეგანაყოფის მიმართ, რომელიც ამ ნავთობსადენის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილის-ერზერუმი ეს არის განსაკუთრებული, მთელი მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანესი არტერიები. დიდი ნდობაა, რომ საქართველო, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ტერიტორია, ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებს ამ საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში. ხოლო ამ მილსადენების უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება თქვენს პროფესიონალიზმზე და იმაზე, თუ როგორ იმუშავებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მჯერა, ამ დიდ, ხანგრძლივ ამოცანას თქვენი ქვეყნის წინაშე, ღირსეულად გაართმევენ თავს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური კვლავ მრავალჯერ დაამტკიცებს თავის ერთგულებას სამშობლოს, ერისა და ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 24 აგვისტო. - №205(4264). - 1, 3 გვ.

35 ედუარდ შევარდნაძე: მე მოვუწოდებ ყველას რუსეთში, უწინარესად, პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტონ ეს თვითნებობა, შეწყვიტონ საქართველოს სოფლებზე ნადირობა. თუ მათ სამხედროები არ ემორჩილებიან, ეს სხვა საკითხია და თვითონვე უნდა დაამყარონ იქ წესრიგი

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
განცხადება 23 აგვისტოს დილით რუსეთის ფედერაციის
სამხედრო საჰაერო ძალების მიერ პანკისის ხეობის
დაბომბვასთან დაკავშირებით

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ოთხიათასწლოვანი ისტორია ისეთია, რომ საქართველო სამშობლოს დასაცავად ყოველთვის მზად უნდა იყოს. როცა არ ვიყავით მზად იმისათის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა, ისეთი გაკვეთილი, ისეთი უბედურება ვიწვნიეთ, როგორიც აფხაზეთის დროებით დაკარგვაა, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემაა და სხვ.

აქედან გამომდინარე, როგორც უნდა უჭირდეს ქვეყანას, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველო თავდაცვისუნარიანი ქვეყანა იყოს. უწინარესად, ჩვენ მეგობრები გვეხმარებიან და ამ დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის მაშტაბური დახმარება, მათ შორის, ის, რასაც ჰქვია „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა, რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები ახორციელებენ. ეს ათობით მილიონი დოლარის დახმარებაა. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ის, რომ საქართველოს თავადვე შეეძლება დაიცვას თავისი თავი, თავისი ინტერესები. არც ერთ სხვა ჩვენს მეზობელთან პრობლემები ჩვენ არა გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მიზეზით, ჩვენი მიზეზით არც ერთ ჩვენს მეზობელს პრობლემა არ ექმნება, ისე როგორც ჩვენს შორეულ მეგობრებს.

არის ზოგიერთი რამ გაუგებარი რუსეთთან ურთიერთობაში. მთელი ქართველი ხალხის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულწრფელი სურვილია, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან საქართველოს ჰქონდეს კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთდახმარებასა და ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობა. ეს ხანდახან გამოდის, ხანდახან - არა.

გავიხსენებ პრეზიდენტ პუტინის სიტყვებს, რომელმაც იგივე დაადასტურა. მან თქვა, რომ რუსეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი სახელმწიფო და ამით რუსეთის სამხრეთი საზღვრების უშიშროება გარანტირებული იყოს.

ყველაფერი ეს შესანიშნავია და ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტი პუტინი, როცა ამ სიტყვებს ბრძანებდა, იყო გულწრფელი და მას მართლაც, ალბათ, ასე წარმოუდგენია ჩვენი ურთიერთობა.

მოგეხსენებათ, ახლა მთავრდება მუშაობა ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაზე, რომლის მომზადებისას და ხელმოწერის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს და რომელსაც პრეზიდენტმა პუტინმა ასე აქტიურად დაუჭირა მხარი. მაგრამ, მინდა დავსვა კითხვა: როგორ შევუთავსოთ ეს ყველაფერი - ეს სიტყვიერი გამოხატულება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, სისტემურ დაბომბვებს, საქართველოს ტერიტორიაზე დესანტის გადმოსხმასა და საქართველოს ტერიტორიის, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფას.

შეიძლება დღეს არაფერი მეთქვა ამის შესახებ, ამ დილანდელი დაბომბვის ფაქტი რომ არა.

თუ წინა დაბომბვების დროს ოპერაციას ისე ატარებდნენ, რომ მსხვერპლი არ იყო, დიდად სამწუხაროდ, ახლა არის მსხვერპლი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შეუთავსებელია იმასთან, რაზეც მე და რუსეთის პრეზიდენტი ვსაუბრობთ.

ჩვენ ძალიან ვერიდებით, განვახორციელოთ უკიდურესი ღონისძიებები. ამის საშუალება ყველა პატარა ქვეყანასაც კი აქვს. ვერიდებით იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობთ საქართველოსა და რუსეთის დღევანდელ და ხვალინდელ ურთიერთობებზე, ჩვენს მომავალზე. მჯერა, მოვა დრო, რუსეთისა და საქართველოს ხალხები იცხოვრებენ არა ურთიერთშურისა და გართულებების, არამედ მეგობრულ და ძმურ ვითარებაში.

კვლავ ვიმეორებ, როგორ შევათავსოთ ყველაფერი იმ განწყობილებასთან, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა პუტინმა ბრძანა. ყოვლად დაუშვებელია ის, რაც მოხდა გამთენიის ხანს: რამდენიმე თვითმფრინავმა და ვერტმფრენებმა დაბობმბეს საქართველოს ტერიტორია და, როგორც გითხარით, მსხვერპლიც არის. უწინარესად, იმ ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო. თუ შევძლო, ხმასაც მივაწვდენ და, შეიძლება, კიდეც მოვინახულო ისინი, რომლებიც დაზარალდნენ.

მაგრამ, ამავე დროს უნდა გითხრათ ისიც, რომ საქართველოს მთის სოფლებში, განსაკუთრებით, პანკისის ხეობაში მოსახლეობა ძალზე შეშფოთებულია. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უახლოეს დღეებში უნდა შეასრულოს ის დავალება, რომელიც მას მიცემული აქვს - პანკისის ხეობაში შევიდეს იმდენი ჯარისკაცი, იმდენი ოფიცერი, იმდენი გენერალი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ხეობაში წესრიგი იყოს. მოსახლეობა თვითონ მოითხოვს ამას. იქ დღესაც საგანგებო შეკრებები იმართება, რათა სთხოვონ ხელისუფლებას, პანკისის ხეობაში წესრიგი დამყარდეს.

ჩვენ არ გვინდა, საქართველოს ჰქონდეს ტერორისტების, ან სხვა ჯურის დამნაშავეების თავშესაფარის სახელი. ჩვენი არჩევანი არ იყო ამ ხალხის საქართველოში შემოსვლა. კვლავ შეგახსენებთ: ძალიან დიდ სიმაღლეზე, მთებში, სამხედროებისაგან შევიწროებული 7 ათას 500 კაცი მოადგა საქართველოს საზღვარს, მათ შორის, ქალები, ბავშვები, მოხუცები, დაჭრილები და, რა თქმა უნდა, მათ შორის, იყვნენ ის მამაკაცები, რომლებიც იბრძოდნენ ჩეჩნეთში.

ჩვენთან, საქართველში, მოგეხსენებათ, ცხოვრობენ ეთნიკური ჩეჩნები - ქისტები და ჩვენს თავს ვერ მივეცით ცეცხლის გახსნისა და ამ ხალხის დახოცვის უფლება. მართალია, ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ თავსდება არც ადამიანურ ნორმებში და არც სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო ურთიერთობის წესებში. ამიტომ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ხალხი მიგვეღო ჩვენს ქვეყანაში, პანკისის ხეობაში. მაგრამ ახლა მოვიდა დრო, როცა მათ უნდა დატოვონ საქართველო. ეს პროცესი დაწყებულია, მე არ ვიცი, ისინი რა გზებს, რა მარშრუტებს მიყვებიან, როგორ ხერხს მოძებნიან საქართველოდან გასასვლელად, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ისინი საქართველოდან წავიდნენ. ეს არ ეხება ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა პანკისის ხეობაში ცხოვრობენ, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან სკოლებით, საბავშვო ბაღებით და ისეთივე რაოდენობის მინიმალური დახმარებით, როგორსაც ჩვენი ხალხი იღებს.

მე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის ხსენება აღარ უნდა იყოს. პანკისის ხეობა მსოფლიოში ცნობილი გახდა. რუსეთის მასმედიას გიგანტური შესაძლებლობანი აქვს და ყველაფერი მონათლულია იმგვარად, რომ თითქოს ქართველებმა შეიფარეს ტერორისტები. არა, ჩვენ დევნილები შევიფარეთ. ჩვენ ვიცით, რა არის დევნილობა, ვიცით, რა არის სახლ-კარის მიტოვება. საქართველოში სამასი ათასი დევნილი გვყავს და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უამრავი პრობლემები გვაქვს, მაინც მივეცით თავშესაფარი ჩეჩნეთიდან დევნილებს. მაგრამ მოვიდა დრო, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. როგორც გითხარით ქალები, ბავშვები და მოხუცები დარჩებიან და როცა დრო მოვა, ისინიც თავისი გზით წავლენ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო, შინაგანი ჯარები, იმ მისიას, რომელიც მათ დავაკისრე - ე.ი. პანკისის ხეობაში სიმყუდროვის, სტაბილურობის დამკვიდრებას, წარმატებით შეასრულებენ.

მჯერა, თავდაცვის სამინისტრო, ბატონი ავთანდილ თევზაძე, რომელსაც საგანგებო დავალება აქვს მიცემული ზურგის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მზად არის ამისათვის, მუშაობა უკვე დაიწყო და ყველა ის დავალება, ბრძანება, რომელიც მივეცით, შესრულდება ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო.

კვლავ ვიმეორებ, თქვენ იცით, თანამედროვე საშუალებების შესახებ. არც ვერტმფრენის ჩამოგდებაა პრობლემა და, ბოლოს და ბოლოს, არც თვითმფრინავის. ჩვენ ამას აფხაზეთშიც ვახერხებდით თავის დროზე. მაგრამ არ გვინდოდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უკიდურესად გამწვავებამდე მისულიყო. ნამდვილად არ გვინდოდა და ახლაც არ გვინდა. მე მოვუწოდებ ყველას რუსეთში, უწინარესად, პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტონ ეს თვითნებობა, შეწყვიტონ საქართველოს სოფლებზე ნადირობა. თუ მათ სამხედროები არ ემორჩილებიან, ეს სხვა საკითხია და თვითონვე უნდა დაამყარონ იქ წესრიგი. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც ამ დილით მოხდა, არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება ჩვენი ორი ქვეყნის, ჩვენი მოძმე და მეზობელი ხალხის ინტერესებს.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა და ამის მსგავსი ჩვენს ურთიერთობაში აღარ განმეორდება. არ გვინდა ვიფიქროთ, როგორ გადავუხადოთ მათ სამაგიერო. ჯერ ერთი, ძნელია რუსეთთან ომი და არც გვინდა. საქართველოში მცხოვრებ არც ერთ თაობას რუსეთთან კეთილი სურვილების გარდა არაფერი ამოძრავებდა. ჩვენც ასე ვართ, ამ ტრადიციებზე აღვიზარდეთ. მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდება, საქართველო იძულებული გახდება, ეძებოს თავის დაცვის, ჩენი მოქალაქეების დაცვის საშუალებები.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ იმ ოჯახებს, რომლებიც დაზარალდნენ და დაზიანდნენ.

ვიცი, რომ პანკისის ხეობაში მთელი მოსახლეობა გარეთ არის გამოსული. ადამიანები დაშინდნენ, ეს ბუნებრივია. მე მათ გასაგონად ვამბობ, რომ უახლოეს ორ-სამ დღეში ხეობაში შევა პოლიციური ჯარი და დაამყარებს იმ წესრიგს, რომელზეც ასე ოცნებობს იქ ხალხი. მათი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს. იმედი მაქვს, რომ ბრძანებები, რომლებიც გაცემულია უმაღლესი მთავარსარდლის, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ, სამაგალითოდ შესრულდება.

ედუარდ შევარდნაძე: მე მოვუწოდებ ყველას რუსეთში, უწინარესად, პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტონ ეს თვითნებობა, შეწყვიტონ საქართველოს სოფლებზე ნადირობა. თუ მათ სამხედროები არ ემორჩილებიან, ეს სხვა საკითხია და თვითონვე უნდა დაამყარონ იქ წესრიგი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 24 აგვისტო. - №205(4264). - 1, 2 გვ.

36 „ყველაზე უკეთესი გამოსავალი რუსეთის ხელისუფლებისათვის არის ის, რომ აღიარონ მომხდარი და ბოდიში მოიხადონ ქართველი ხალხის წინაშე“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
26 აგვისტოს ბრიფინგი

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: გასულ კვირას პანკისის ხეობის სოფლების დაბომბვაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს რუსეთი, ამის თაობაზე ოფიციალური განაცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. გქონდათ თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი თქვენს რუს კოლეგასთან და როგორია მისი პოზიცია? მომავალში ანალოგიური ფაქტის განმეორების შემთხვევაში რა ღონისძიებას განახორციელებს ქართული მხარე, იქნება თუ არა ჩამოგდებული ეს მფრინავი ობიექტები?

- პანკისის ხეობის დაბომბვა რომ რუსეთის ტერიტორიიდან და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებით განხორციელდა, ეს საეჭვო არ არის. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო მეთვალყურეებმა დაადასტურეს, რომ დაბომბვა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებით განხორციელდა.

აქ სადავო და საკამათო ობიექტური ადამიანისათვის არაფერია. რაც შეეხება კონტაქტს ვლადიმერ პუტინთან, ეს ურთიერთობა ამ ეტაპზე წერილობითი ფორმით შემოიფარგლება. რამდენიმე დღის წინათ მე მას გავუგზავნე წერილი სათანადო ფაქტების მოხმობით. ასევე წერილში განხილულია მოსაზრება - თუ როგორ უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა. ეს არის აზრებით დატვირთული ლაკონური ნაშრომი, რომელშიც ასახულია სადღეისოდ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გზები, როგორ დავძლიოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ბოლო დროს წარმოქმნილი სირთულეები. ყველაზე უკეთესი გამოსავალი რუსეთის ხელისუფლებისათვის არის ის, რომ აღიარონ მომხდარი როგორც ეს ადრე იყო და ბოდიში მოიხადონ ქართველი ხალხის წინაშე. სხვათა შორის, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ასეთი მოთხოვნები ხშირად გაისმის საერთაშორისო გაერთიანებიდან. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ცნობილი სენატორი, მათ შორის, სემ ბრაუნბეკი, გამოვიდა არა მარტო ამ ფაქტის დაგმობით, არამედ მოთხოვნით, რომ რუსეთი ვალდებულია ბოდიში მოიხადოს საქართველოს სუვენერიტეტისა და მისი ტერიტორიის ხელყოფისათვის.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რაიმე კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელებას, ამგვარი ფაქტის განმეორების შემთხვევაში საქართველო უნდა ეცადოს გააკეთოს ის, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვერ გეტყვით, რომ ახლა ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს. შეიარაღებული ძალების ფორმირება ურთულესი პროცესია, მაგრამ არც ისე ხელმოკლენი ვართ, რომ ვერაფრის გაკეთება შევძლოთ. რას გავაკეთებთ, ეს გამოჩნდება მხოლოდ განმეორების შემთხვევაში. ერთი რამ კი საგულისხმოა, მუდმივად დაუსჯელად არ შეიძლება იბომბებოდეს სუვერენული ქვეყნის ტერიტორია.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, რუსეთის ინტერნეტსაიტებზე გავრცელდა ინფორმაცია. კერძოდ, რუსეთის სამხედროები აცხადებენ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალები ბომბავენ საკუთარ ტერიტორიას და მშვიდობიან მოსახლეობას, ამასთან საკმაოდ ცინიკურად აცხადებენ, რომ საქართველოს გამოუცდელი მფრინავები ბომბავენ. იგეგმება პარლამენტის საგანგებო სხდომა, სადაც საკმაოდ მწვავე განცხადების მიღებას აპირებენ რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე. ეს ზედმეტად ხომ არ გაართულებს საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას?

- მგონი, სიმწვავე არ აკლია ქართული მხარის განცხადებებს, მათ შორის პრეზიდენტის განცხადებებსაც. მაგრამ მიმაჩნია, რომ მწვავე განცხადება იმ დონეზე მწვავე უნდა იყოს, რომ ეს მარტო ლაპარაკად არ დრჩეს. გაფრთხილება ისეთნაირად უნდა იყოს გათვლილი, თუ რისი გაკეთება და განხორციელება შეგვიძლია რეალურად. მსხვერპლთან დაკავშირებით - ორი მწყემსი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ვარაუდობენ, რომ შეიძლება ისინიც დაღუპულები იყვნენ. რაც შეეხება პარლამენტის საგანგებო სხდომას, ვერ გეტყვით, როგორი სიმწვავის განცხადებები იქნება გაკეთებული, მაგრამ ვიცი, რომ პარლამენტში განწყობილება საკმაოდ პრინციპულია. მაგრამ უნდა მოვითხოვოთ ის, რისი გაკეთებაც შეიძლება, პოზიციის მარტო ფურცელზე ჩამოყალიბებას აზრი არ აქვს.

„მოამბე“: პანკისის ხეობაში უკვე მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?

- ტელეფონით ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, სხვა ხელმძღვანელებს. ხეობაში ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ეს დაგეგმილი იყო. მიმაჩნია, რომ ამ პროცესისათვის სერიოზული მომზადება იყო საჭირო, როგორც მატერიალური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, ოპერაცია საკმაოდ კარგად არის მომზადებული, რაც მთავარია, თავად ხეობაში მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი არის ხელსაყრელი, მოსახლეობა მხარს უჭერს ამგვარი ოპერაციის განხორციელებას და მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება აუცილებელი იყო. მოსახლეობას მიაჩნია, რომ კრიმინალები, რომლებიც ხეობაში იყვნენ და ჯერ კიდევ არიან, მათ მოსვენებას არ მისცემენ. ამიტომ ისინი ხელისუფლებისაგან წესრიგის დამყარებას მოითხოვენ. ჩვენ მათ შევპირდით და დავამყარებთ კიდ დეც წესრიგს.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: გასულ კვირას თქვენ საერთაშორისო გაერთიანებას აცნობეთ, რომ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მთავარსარდლობას არ ემორჩილებოდეს მაღალჩინოსანი სამხედროები. თქვენი არგუმენტების პარალელურად, კერძოდ, როცა პუტინი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ამასთან იბომბება საქართველოს ტერიტორია, გაქვთ თუ არა სხვა არგუმენტები? ჟურნალისტებს ჯერჯერობით არ უშვებენ პანკისის ხეობაში, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში დაგეგმილი ოპერაციის შედეგი საეჭვოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ძალები კი იქ რაიმე კონკრეტულ და სერიოზულ წმენდას არ განახორციელებენ. თქვენი კომენტარი ამის თაობაზე...

- ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი და დასაშვებია, რომ ვლადიმერ პუტინმა იცოდა რუსი სამხედროების განზრახვა - საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის თაობაზე. ადრეც მითქვამს, ჩვენს შორის ჩამოყალიბდა საკმაოდ პოზიტიური ურთიერთგაგება. ახლაც ვეჭვობ, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაში, კერძოდ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სოფლების დაბომბვის გეგმის შემუშავებაში რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობდა. არსებობს მეორე ვარიანტი, კერძოდ, როცა ზოგიერთი სამხედრო პირი თავად და ერთპიროვნულად, პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ თუ ვლადიმერ პუტინმა არ იცოდა ამ ფაქტის შესახებ, შესაძლებელია მოლაპარაკება და მომავალში ამგვარი ინციდენტების აღმოფხვრა.

ის, რომ ჯერჯერობით პანკისის ხეობაში არ უშვებენ ჟურნალისტებს, უნდა გავუგოთ მათ, ვინც ამ ოპერაციის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. ეს არ არის უბრალო ოპერაცია, საკმაოდ მრავალრიცხოვანი შინაგანი ჯარი უნდა განთავსდეს ხეობაში, აუცილებელია სრული ურთიერთგაგება მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. გარკვეული დროის შემდეგ ჟურნალისტებს მიეცემათ ხეობაში შესვლის საშუალება და ეს აუცილებელიც არის. არ უნდა ვიჩქაროთ, საზოგადოება ინფორმირებულია, ხორციელდება ხეობიდან პირდაპირი ჩართვები. ახლა არის საშიშროება, რომ იქ კრიმინალებისა და ტერორისტების გარკვეული რაოდენობაა დარჩენილი, ამიტომაც, არ გეწყინოთ, ჩვენ თავს ვიკავებთ ხეობაში ხალხის შეშვებ ბისაგან.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“: ბატონო პრეზიდენტო, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ პანკისის ხეობაში ბოევიკები აღარ არიან და ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. თუ მართლაც აღარ არიან ხეობაში ბოევიკები, ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ოპერაცია? იმ შემთხვევაში, თუ ბოევიკები კვლავ არიან პანკისში, არსებობს თუ არა გარანტია, რომ რუსეთი მათი ლიკვიდაციის მიზეზით კიდევ ერთხელ არ დაბომბავს საქართველოს ტერიტორიას? მით უფრო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ დაბომბვები ისევ გრძელდება...

- დღეს გარანტიებზე ლაპარაკი ცოტა ნაჩქარევია და არც მაქვს საფუძველი, რომ რუსეთი აღარ გაიმეორებს ამგვარ მოქმედებას. მაგალითად, რომელიღაც გენერალი არ მოიფიქრებს რაიმე ანალოგიურს. მაგრამ ჩვენ გვყავს სასაზღვრო ძალები, მობილიზებულია არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო და შინაგანი ჯარი, არამედ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, დღეს არის იმის პირობა, რომ ამგვარი მოქმედება დაუსჯელი არ დარჩეს.

რაც შეეხება ხეობაში ბოევიკების ყოფნას, არ ვიცი, ვისი განცხადება იყო, მაგრამ, სამწუხაროდ იქ კრიმინალები ისევ არიან დარჩენილი, შეიძლება ეს იყვნენ ჩეჩნები, ან ქისტები, შესაძლებელია ქართველები. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ არსებობს ოპერატიული მონაცემები. პანკისის ხეობა უნდა გაიწმინდოს კრიმინალებისაგან, ეს ხეობა - ერთხელ და სამუდამოდ ამ ტვირთისაგან უნდა გათავისუფლდეს. ჩვენი ერთადერთი წინადადებაა - რაც შეიძლება მალე დატოვონ კრიმინალებმა პანკისის ხეობა, რათა გვსურდა თავიდან აგვეცილებეინა სისხლისღვრა.

აფხზეთის რადიო: რამდენიმე დღეა ენგურის ხიდზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას. პანკისის ინციდენტის შემდეგ მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის სამშვიდობოების გაყვანის შესახებ? ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობის მისადგომებთან კონცენტრირებულია დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ძალა, ხომ არ არის რაიმე საშიშროება მოსალოდნელი?

- კოდორის ხეობაში ამ ეტაპზე არ არის რაიმე საშიშროება, მონაცემები არ არის. იქ სამხედრო ძალებისა და ტექნიკის რაიმე სერიოზულ კონცენტრაციაზე არ არის ლაპარაკი. როგორც ვიცი, აფხაზები საკმაოდ ფრთხილად არიან, იციან, რომ ყოველგვარი დაუფიქრებელი ნაბიჯი შეიძლება ძვირად დაუჯდეთ მათაც და ქართულ მხარესაც. ამიტომაც არ ველოდები, რომ რაიმე საგანგებო შემთხვევა მოხდება.

რაც შეეხება ენგურის ხიდზე ლტოლვილთა აქციას, ამას სრული გაგებით ვხვდები. ბუნებრივია, მათ აქვთ სურვილი, გამოხატონ დამოკიდებულება სამშვიდობოებისადმი. ალბათ, პარლამენტიც იმსჯელებს ამ თემაზე. ეს საკითხი პირველად არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ უნდა გავიანგარიშოთ, რა მოხდება: იქ არის რუსეთის სამშვიდობო ძალების განსაზღვრული რაოდენობა და ამის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. რა იქნება შემდეგ: ვიწყებთ ომს, თუ ვეგუებით იმ ფაქტს, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან, როგორც ეს აფხაზეთის ომის დროს მოხდა, მასობრივად ჩამოვა სხვადასხვა ეროვნების ადამიანები და დადგება აფხაზეთის ტერიტორიაზე? ეს ვარიანტი გვირჩევნია, თუ გარკვეული დროით რუსეთის მიერ ხელმოწერილი ვალდებულების თანახმად, პირველი შემთხვევის დროს, მხარეების მოთხოვნის საფუძველზე სამშვიდობოები გავლენ. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ მინდა ვიჩქაროთ. ჯერ არ დამდგარა ის დრო, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების გარეშე დავამყაროთ წესრიგი და განვახორციელოთ ჩვენი მიზნები.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: ბატონო პრეზიდენტო, მიგაჩნიათ, რომ რუსეთის მხრიდან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკმარისი იყო მარტო ბოდიშის მოხდა? შესაძლებელია თუ არა, რომ ბოევიკების გადაადგილება რუსეთის მხრიდან ახალ აგრესიას განაპირობებს? პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა, თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის შესახებ, ასევე რუსეთთან დიპლომატიური თანამშრომლობის შეწყვეტის თაობაზე. რამდენად რეალურია ეს მოთხოვნები?

- რთულია პასუხი იმაზე, თუ რა მოქმედებას განახორციელებს რუსეთის მხარე ბოევიკების მიერ საზღვრის უკანონო გადალახვის შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ გულახდილად რომ ვთქვა, რუსეთი თუ შეძლებდა გადაედგა გაბედული და მართალი ნაბიჯი - ბოდიში მოეხადა საქართველოსათვის განხორციელებული აგრესიის გამო, უკვე უნდა გაეკეთებინა. ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბოდიში მოუხადოს საქართველოს, ქართველ ხალხს.

ვფიქრობ, თანამეგობრობიდან გასვლა ეს არ არის გამოსავლი და შველა. მიმაჩნია, რომ წლების განმავლობაში საქართველომ თანამეგობრობის მთელ რიგ სახელმწიფოებთან დაამყარა საკმაოდ კარგი ურთიერთობა, კერძოდ, ყაზახეთთან, უკრაინასთან, უზბეკეთთან.

მოსაზრება, რომ რუსეთიდან უნდა იქნეს გამოწვეული საქართველოს ელჩი, რომ უნდა შეწყდეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, არ არის პრობლემის მოგვარების გზა. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ, რადგან მარტო დღევანდელი დღით არ უნდა განვსაზღვროთ ურთიერთობა რუსეთთან, მომავალიც უნდა გავითვალისწინოთ. ყოველგვარი განცხადების გაკეთების დროს, პრინციპულობისა და კატეგორიულობის მიუხედავად, მაინც რეალისტები უნდა ვიყოთ.

საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“, გაზეთი „არგუმენტი ი ფაქტი“: როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი ანტიკორუფციული საბჭოს წევრის გივი თარგამაძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით (239 მუხლის მე-3 ნაწილი).

დაზარალებული დათო დონაძის ადვოკატმა ოთარ ბერიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „გივი თარგამაძის თანამდებობრივი სტატუსი ხელს უშლის გამოძიებას და ვერ ხორციელდება სათანადო საგამოძიებო მოქმედება“. ამიტომ ადვოკატი ბერიშვილი იძულებულია აღძრას შუამდგომლობა თქვენს წინაშე, რათა თარგამაძეს დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება ანტიკორუფციულ საბჭოში მოღვაწეობის. თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასულ კვირას, სამშაბათს, ანტიკორუფციულ საბჭოში სხდომაზე იყო გარკვეული მსჯელობა ამ საკითხზე. ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, უარყო ეს ფაქტი და საერთოდ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ჩემთვის გაურკვეველი რჩება ერთი რამ: ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ჩემი კოლეგებისათვის, ანტიკორუფციულ საბჭოში დახურული ინფორმაციის მოპოვებაც კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს...

- ჩემი კომენტარი იქნება ძალიან მოკლე. ფაქიზად ვეკიდები ამ საკითხს, ჩემთვის ცნობილია გივი თარგამაძის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტისადმი. ამავე დროს ფაქტია, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს წარმართვის შემთხვევაში სასჯელი საკმაოდ სერიოზული იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ახლა პანკისის პრობლემით არის დაკავებული, მაგრამ მინისტრი იქიდან დაბრუნდება და რაც გასარკვევია, გაარკვევენ. პრეზიდენტის ჩარევა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში, ალბათ, უკუმაჩვენებელია. სიმართლე გითხრათ, ანტიკორუფციული საბჭოსადმი საკმაოდ დელიკატური დამოკიდებულება მაქვს. მართალია, საბჭო პრეზიდენტთან არსებობს, ვცდილობ, ეს ბიურო აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყოს. უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ.

გაზეთი „24 საათი“: პანკისის მოვლენების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ოპოზიციური ფრონტი, რომელშიც რუსეთისადმი ერთიან მიდგომას შეიმუშავებს. ამგვარი მიდგომა უკვე ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია, კერძოდ, დაიბლოკოს კომპანია „იტერას“ შემოსვლა საქართველოში, დაჩქარდეს რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სამშვიდობოების გაყვანის პროცესი. არის თუ არა ეს მოთხოვნები რეალური და თქვენი დამოკიდებულება?

- არ ვიცნობ ამ გაერთიანების პრინციპებს, რის საფუძველზე მოხდა ამ პოლიტიკური ძალების გაერთიანება და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. რაც შეეხება, თუ რა პოლიტიკას განვახორციელებთ „იტერასთან“, თანამეგობრობის სამშვიდობოებთან დაკავშირებით, აზრი ამის შესახებ არაერთხელ გამომითქვამს, გამოვხატავ მომავალშიც, იმის მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება აქვს ახლად დაბადებულ გაერთიანებას.

„იტერასთან“ მოლაპარაკება გრძელდება, ფაქტობრივად, საქართველოს გამოზამთრების სხვა წყარო არა აქვს. ამიტომ, ვალდებული ვართ, ვეძებოთ ის გზა, რომელიც ურთიერთხელსაყრელ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს.

გაზეთი „ახალი თაობა“: საქართველოს მთავრობის დელეგაცია დაბრუნდა მოსკოვიდან, მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკება. არსებობს ინფორმაცია, რომ ეს ხელმოწერა შესაძლებელია ნოემბერში გაფორმდეს და საქართველო ისევ გაზის გარეშე დარჩეს. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ „იტერას“ შემოსვლით საქართველოს გაზი ექნება?

- უკიდურესი შეფასებების, განცხადებების წინააღმდეგი ვართ. ჩვენ არა მარტო დღევანდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, არამედ მომავალზეც. ფაქტია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება რუსეთი, და რუსეთს - საქართველო. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა და კურსი უნდა იყოს ასეთი: ის, რაც მოხდა, რაც დანაშაულია, უნდა დაიგმოს, მაგრამ მომავალი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის უნდა გაგრძელდეს. ეს ეხება „იტერასაც“, „გაზპრომსაც“ და სხვა ორგანიზაციებს.

იქნება გარკვეული ძვრები, ამუშავდება გაზსადენი და მაშინ უფრო დამოუკიდებელი ვიქნებით გარკვეული გადაწყვეტილების მიღებისას. ამჯერად, ანგარიში უნდა გავუწიოთ ხალხს და „იტერას“ ინტერესებსაც. ეს კომპანია იმუშავებს არა მარტო თავის სასარგებლოდ, არამედ საქართველოს სასარგებლოდ.

რაც შეეხება გარანტიებს, მოლაპარაკების პირველი რაუნდი საკმაოდ ეფექტიანად დასრულდა, ამ დღეებში ჩამოვლენ „იტერას“ წარმომადგენლებიც. აქ ლაპარაკი არ იქნება მარტო „თბილგაზზე“, არამედ სხვა ობიექტებზე.

„ყველაზე უკეთესი გამოსავალი რუსეთის ხელისუფლებისათვის არის ის, რომ აღიარონ მომხდარი და ბოდიში მოიხადონ ქართველი ხალხის წინაშე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 27 აგვისტო. - №207(4266). - 3 გვ.

37 ბატონ რეზო გაბრიაძეს

▲back to top


მილოცვა

ბატონო რეზო,

მივიღე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ლევან მიქელაძის წერილი, რომელშიც თქვენს დიდ წარმატ ტებაზეა საუბარი.

გილოცავთ! ყოველივე ამით თქვენ კიდევ ერთი შესანიშნავი ფურცელი ჩაწერეთ ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის ისტორიაში.

ეს თანამედროვე ქართული ხელოვნების კიდევ ერთი მნიშვ ვნელოვანი გამარჯვებაა.

ყოველთვის მახარებს თქვენს შემოქმედებასთან შეხვედრა და ყოველთვის მოუთმენლად ველი თქვენს მიერ შექმნილ ყოველ ახალ სპექტაკლს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და კვლავაც ასეთ წარმატებებს გისურვებთ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ რეზო გაბრიაძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 27 აგვისტო. - №207(4266). - 1 გვ.

38 „კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი მტკიცე ნება, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანა იქნება და კიდევ უფრო გაძლიერდება“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
განცხადება 24 აგვისტოს თეთრი სახლის მიერ
გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით

მინდა განვაცხადო, რომ ჩემი ბრძანების შესაბამისად, შინ ნაგანი ჯარი, ასევე შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების სპეციალიზებული საგანგებო რაზმები შევიდნენ პანკისის ხეობაში. ეს მოხდა არა მარტო ჩემი ბრძანებით, არამედ მოსახლეობის, ხეობაში მცხოვრები ქისტებისა და ქართველების თხოვნის საფუძველზე. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამ ოპერაციის მიმართ რამდენიმე თვის წინათ მოსახლეობას ამგვარი განწყობილება არ ჰქონდა. მაგრამ შემდეგ იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა კრიმინალური ელემენტების, თუნდაც ტერორისტებისა და სხვების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათგან ხეობის გაწმენდის საკითხი, რომ მოსახლეობას თვითონ გაუჩნდა აზრი, მიმართა ხელისუფლებას, რომ სახელმწიფომ ხეობაში წესრიგი დაამყაროს.

როგორც აღვნიშნე, ჩვენი უმთავრესი მიზანია ხეობაში წესრიგის, გარანტირებული სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება და ერთხელ და სამუდამოდ ხეობის გაწმენდა.

არ შემიძლია, მადლობის სიტყვებით არ მივმართო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ხეობაში ცხოვრობენ - ქისტებს, ქართველებს და სხვებს, იმისათვის, რომ ისინი ენდობიან ხელისუფლებას და მისი იმედი აქვთ.

მე ასევე მივესალმები ჯარისკაცებს, ოფიცრებს, გენერლებს, რომლებიც ჩემი ბრძანებით ახლა შედიან ან უკვე შევიდნენ ხეობაში და მჯერა, ისინი სამაგალითოდ შეასრულებენ სამშობლოსა და პრეზიდენტის ამ დავალებას. მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტის პირობებში. ჩემი წარმოდგენით, ეს შეიარაღებული ძალებისა და მოსახლეობის ერთობლივი ღონისძიება უნდა იყოს.

ამავე დროს, ისიც მინდა იცოდეთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ნაწილები (საკმაოდ მრავალრიცხოვანი რაზმები) ამ ოპერაციაში უშუალოდ არ მონაწილეობენ, მაგრამ ისინი ახმეტის მისადგომებთან არიან განლაგებული და აუცილებლობის შემთხვევაში მზად იქნებიან, დაეხმარონ იმ ნაწილებს, რომლებიც ოპერაციას უშუალოდ ახორციელებენ.

რაც შეეხება თეთრი სახლის განცხადებას, რომელიც, ძირითადად, ქართული სოფლების დაბომბვის ფაქტს ეხება, სიმართლე გითხრათ, მრავალი განცხადება წამიკითხავს, მაგრამ ეს განცხადება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი პრინციპულობით, შეფასებათა სიმკაცრითა და მოთხოვნათა კატეგორიულობით. მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ დაბომბვის ფაქტის შემდეგ, როგორც იტყვიან, მთელი მსოფლიო ჩვენ გვიჭერს მხარს, საერთაშორისო გაერთიანება ჩვენთან არის და არა ერთი და ორი განცხადება კეთდება სხვადასხვა არხებით. მთავარია, რომ თეთრი სახლი ასე მკაცრად, ასე სერიოზულად, ასე პრინციპულად გამოეხმაურა ამ, მართლაცდა, ბარბაროსულ აქტს, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი - მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ, დაიჭრნენ, აღარ ვამბობ დაღუპულზე. თუ მოვახერხე, მინდა ადგილზე ჩავიდე, ამ ოჯახების მიმართ ჩემი თანაგრძნობა გამოვხატო და დავეხმარო ისე, როგორც საჭიროა.

კიდევ რამდენიმე მომენტს მინდა ყურადღება მივაპყრო. თეთრი სახლის განცხადებაში ხაზგასმით არის გამოკვეთილი აზრი საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიროტიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ. აგრეთვე იმის თაობაზეც, რომ რუსეთის განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის თაობაზე ვერაფრით უთავსდება იმას, რასაც რუსეთი პრაქტიკულად აკეთებს - ბომბავს ქართულ სოფლებსა და საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას.

ამავე დროს, ძალიან საინტერესოა თეთრი სახლის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთმა ყოველ მიზეზგარეშე უნდა შეძლოს ჩეჩნეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

სხვათა შორის, ამ ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ანტიტერორისტული კოალიცია შეიქმნა, ყველა შეეგუა იმ აზრს, რომ ჩეჩნეთში ადამიანების დაღუპვა ჩვეულებრივი მოვლენაა. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვნად და საფუძვლიანად გაისმა მოთხოვნა, რომ ჩეჩნეთში მშვიდობა უნდა დამყარდეს და ჩეჩნეთის პრობლემა უნდა მოგვარდეს პოლიტიკური გზებითა და საშუალებებით. ვფიქრობ, ეს სერიოზული მოვლენაა.

ვიცი, გარკვეული პოლიტიკოსები, ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ იმისათვის, რომ ყველაფერს ვაგვიანებდით, ოპერაციას დროულად არ ვიწყებდით. ჩვენ დავიწყეთ მაშინ, როცა უნდა დაგვეწყო, როცა წარმატების გარანტია გვექნებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ის შესანიშნავი ახალგაზრდობა, რომელიც იქ შევიყვანეთ, ჯარისკაცები, ოფიცრები თუ გენერლები, თავიანთი მინისტრების ხელმძღვანელობით ჩემ მიერ დაკისრებულ მისიას ბრწყინვალედ შეასრულებენ, და შეასრულებენ ისე, რომ არავითარი გაუგებრობა მოსახლეობასთან არ იქნება.

ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. ახლა მოდაშია საუბარი იმის შესახებ, რომ შემოდგომა მოვა, მოვა სექტემბერი და ქვეყანაში სტაბილიზაციას საფრთხე ემუქრება, რაღაც ძალები არსებობს, რომლებსაც უნდათ ხელისუფლების ჩამოგდება ან ხელისუფლების გადაყენება და ა.შ.

მე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არის ზღაპარი. დღევანდელი საქართველო გუშინდელი არ არის. დღეს ხეობაში იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ ძალა გვყავს და გვაქვს იმის საშუალება, რომ ქვეყანაში ჩვენ თვითონ დავამყაროთ წესრიგი. და თუ ვინმეს საქართველოზე გული შესტკივა, ის უნდა ლაპარაკობდეს არა იმაზე, როგორ დამთავრდეს სტაბილიზაციის პერიოდი, არამედ იმაზე, რომ განმტკიცდეს ქვეყნის სტაბილურობა, ქვეყნის სიძლიერე იყოს გარანტირებული და საქართველოს შეეძლოს თავის ტერიტორიას, თავის ქვეყანას თვითონ მოუაროს. ამიტომ, იმედი მინდა გავუცრუო იმ „წინასწარმეტყველებს“, რომლებმაც შემოდგომისათვის უკვე დაგეგმეს „გარანტირებული დესტაბილიზაცია“.

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი მტკიცე ნება, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანა იქნება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

მთავრობის სხდომაზე ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ, რაც უფრო გაძლიერდება ანტიკორუფციული ღონისძიებები (და მე ვთქვი, რომ უკვე შეიქმნა გუნდი ადამიანებისა, რომლებიც ამ ბრძოლას ეწევიან საქართველოში), მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ბიუჯეტი, მით უფრო მეტი საშუალებები გვექნება, დავეხმაროთ შეიარაღებულ ძალებს, შევიძინოთ იარაღი, თუ საჭიროა ჩვენი ძალებით, ჩვენი საშუალებებით დავამზადოთ, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი გავხადოთ.

„კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი მტკიცე ნება, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანა იქნება და კიდევ უფრო გაძლიერდება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 27 აგვისტო. - №207(4266). - 1, 2 გვ.

39 „დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში პანკისში სრული წესრიგი დამყარდება და ეს ხეობა გაიწმინდება ყველა ჯურის კრიმინალისაგან“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
26 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- ბატონო პრეზიდენტო, თეთრი სახლის განცხადება, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, გმობს დაბომბვას პანკისის ხეობაში, რუსეთისაგან ჩეჩნეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას მოითხოვს, როგორც მოსალოდნელი იყო, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ განცხადებას გაეცნენ გუშინ საქართველოს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები, რომლებიც თქვენი ბრძანების შესაბამისად და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, შევიდნენ პანკისის ხეობაში, სადაც ხორციელდება ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია - საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად.

ამავე დროს, პანკისის ხეობის მიმდინარე ტერიტორიებზე დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტორს ქვედანაყოფთა ფართომასშტაბიანი წვრთნა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- გუშინდელი მოვლენები და მათი დღევანდელი განვითარება უეჭველად ნათელყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დგება.

ეს არ არის გადაჭარბება: ამჟამად სწორედ ჩვენს საერთო ძალისხმევაზე, ქართული საზოგადოების ერთობასა და კონსოლიდაციაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გამოვიყენებთ არსებულ შანსს და მეგობრების მხარდაჭერას, რათა გადავწყვიტოთ ურთულესი პრობლემები.

საქართველოსა და მსოფლიოს მასმედიამ ძალიან ფართოდ გააშუქა თეთრი სახლის, მე ვიტყოდი, თითქმის უპრეცედენტოდ მწვავე განცხადება ცნობილი დაბომბვებისა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის საწინააღმდეგოდ.

ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნამდვილად არა ვართ მარტო ტერორიზმის, დამნაშავეობის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს ტერორიზმთან ბრძოლის ცივილიზებულ მეთოდებს, რომელთა დედააზრი გახლავთ მშვიდობიანი მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფა.

ანუ, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან უდანაშაულო ადამიანების, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მსხვერპლი.

სწორედ ამიტომ დასჭირდა ესოდენ დიდი დრო შესაბამისი ოპერაციის მომზადებას პანკისის ხეობაში. საქართველო ვერ დაუშვებდა ჩეჩენი ეროვნების თავისი მოქალაქეების, უწინარესად, რა თქმა უნდა, ქისტები მყავს მხედველობაში, აგრეთვე, ლტოლვილების (ქალების, ბავშვებისა და მოხუცების) დაზარალებას.

საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, როდესაც დავრწმუნდით, რომ ყოველმხრივ მზადა ვართ ასეთი ოპერაციისათვის და, რაც მთავარია, თვით ადგილობრივი მოსახლეობა დაგვიჭერს მხარს რადიკალურ ღონისძიებათა განხორციელებისას.

დღეს უკვე ყოვლად აუცილებელია (უპირველესად, თვით ქისტი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ქართველებისა და ოსების, რომლებიც ამ მხარეში ცხოვრობენ), რომ რეგიონში უშიშროების პროცესები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, უპირველესად, შინაგანმა ჯარმა გააკონტროლოს.

გუშინ დილიდან შინაგანი ჯარის ნაწილები, როგორც მოგეხსენებათ, შევიდნენ და განლაგდნენ პანკისის ხეობაში.

ჩემს მიერ (ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად) დამტკიცებული გეგმის მიხედვით, შინაგან ჯართან კოორდინირებულად მოქმედებენ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სხვა ოპერატიული ძალები, სასაზღვრო ძალთა ნაწილები.

პარალელურად, ხეობის მიმდინარე ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებს ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე შენაერთი.

ოპერაცია მიმდინარეობს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

დაგეგმილ ღონისძიებათა შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფებს ამოცანად დავუსახე პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური, ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელება.

ოპერაციის ხელმძღვანელობა დაევალა შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს. იქვეა უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბრუძანია, იქვეა თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც ამ მანევრებს ხელმძღვანელობს, და ამჟამად მთელი ხელმძღვანელი შემადგენლობა, ფაქტობრივად, იქ იმყოფება.

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება და განხორციელებული ღონისძიებები მთლიანად შეესაბამება და გამომდინარებს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციიდან - „ანტიტერორისტულ ღონისძიებათა შესახებ“.

დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით ანტიტერორისტული კოალიციის ქვეყნებთან, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის შესაბამის სტრუქტურებთან. სხვათა შორის, ჩვენი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები თანამშრომლობენ რუსებთანაც და ამერიკელებთანაც.

სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან რეაქცია ყოველთვის არ არის ადეკვატური.

ბოლოდროინდელი დაბომბვები კი, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა, აშკარად იქით იყო მიმართული, რათა ჩაეშალათ პანკისის ხეობაში დაგეგმილი ოპერაცია, რომლის მიზანია საქართველოს გაწმენდა ჩვენს ტერიტორიაზე მიზანმიმართულად შემოდევნილი უცხო ქვეყნის უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისა და ტერორისტებისაგან. თავის მხრივ, ეს რა მიზანს ისახავს, ძნელი მისახვედრი არ არის - მუდმივი დაძაბულობის კერა საქართველოში ხელს უშლის დიდი პროექტების ხორცშესხმას „ევრაზიის დერეფნის“ პროგრამით.

რად ღირს თუნდაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრ როს ბოლო განცხადება, რომელშიც ერთი ასეთი „უცნაური პას საჟია, რომ, თურმე, იგი არ ეთანხმება საქართველოს ტერიტორ რიიდან უკანონო ფორმირებათა მშვიდობიანი განდევნის (ანუ „dslfdkbdfybt“, როგორც იქ აღნიშნულია) ღონისძიებებს.

ამასთან დაკავშირებით, იძულებული ვარ, ვიკითხო და ამ განცხადების ავტორებს ვკითხო, იყო თუ არა „მშვიდობიანი შემოდევნა“ ის, რაც სამი წლის წინათ მოხდა, როდესაც იგივე „ბოევიკები“ გარკვეულმა ძალებმა შემოდევნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

და არცთუ კეთილი ზრახვებით.

მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას, ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირონ, გვერდში დაუდგნენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს - იმ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც ამჟამად დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებენ და ქვეყნის უშიშროებას იცავენ.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში პანკისში სრული წესრიგი დამყარდება და ეს ხეობა გაიწმინდება ყველა ჯურის კრიმინალებისაგან. ეს გასაკეთებელი იყო და ჩვენ დავიწყეთ ამ აქციის განხორციელება მაშინ, როცა უნდა დაგვეწყო.

აქ განმსაზღვრელი იქნება ისევ და ისევ მოსახლეობის, მთელი ქართული საზოგადოების ერთიანობა, მისი ერთსულოვნება უზენაესი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად.

ყოველგვარი საუბარი რაიმე ანტიკონსტიტუციურ მოქმედებაზე, დემოკრატიული მონაპოვრის ხელყოფაზე, პარლამენტისა და პრეზიდენტის როლის დაკნინებაზე, ქვეყნისათვის ზურგში მახვილის ჩაცემის ტოლფასია.

კვლავ ვიმეორებ: საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში უახლოეს პერიოდს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და გულწრფელად მებრალება ის, ვინც ამას ვერ აცნობიერებს.

- ამ ბოლო მოვლენების ფონზე, ალბათ, უკვე თვალნათელია, რა იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ პირადად ვერ მიიღებთ მონაწილეობას „დედამიწის სამიტში“, რომელიც ამ დღეებში სამხრეთ აფრიკაში იხსნება...

- მართლაც, მე უკვე ვთქვი, რომ დიდი სურვილი მქონდა საქართველო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი ამ პლანეტარულ სამიტზე. მით უმეტეს, რომ საკითხები, რომლებიც იქ იხილება, კერძოდ, მდგრადი განვითარების პრობლემები, საქართველოსათვის, პირადად ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.

მაგრამ, როდესაც საბოლოო პასუხი უნდა გაგვეგზავნა იოჰანესბურგში, უკვე მიღებული გვქონდა გადაწყვეტილება პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ. თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინათ განვაცხადე, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გადაწყვეტს პანკისის ხეობის პრობლემებს-მეთქი. ამას დაემთხვა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა.

ასეთ ვითარებაში კი, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი და აუცილებელია პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყ ყანაში იმყოფებოდეს, არ დაუშვას და თავიდან აიცილოს რაიმე სერიოზული გართულებანი.

- რას გამოყოფდით გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხებიდან?

- ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და ყველა იმ ღონისძიების წარმატებით განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სუვენერიტეტის დაცვა-განმტკიცებას, უშუალოდ უკავშირდება კორუფციის აღმოფხვრის პრობლემატიკას.

როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ბატონ სულხან მოლაშვილის ინფორმაცია კონტროლის პალატის ანტიკორუფციული საქმიანობის შესახებ.

ძირითადად, იგი ეხებოდა ენერგოსისტემაში არსებულ ვითარებას, აგრეთვე, უკანონო მშენებლობათა ფაქტებს და ზოგიერთ სხვა მოვლენებს.

მაგრამ ეს ინფორმაცია არ უნდა დარჩეს მხოლოდ ცნობად: ყოველი კონკრეტული საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი.

გარდა ამისა, მიზანშეწონილია შეიქმნას მონაცემთა ბანკი (ეს თვითონ მან შემოგვთავაზა და მე მას ვეთანხმები) თანამდებობის პირებზე, რომლებიც კორუფციული შინაარსის დარღვევ ვებისათვის თავისუფლდებიან თანამდებობიდან, რათა ისინი ვეღარ მოხვდნენ საპასუხისმგებლო პოსტებზე.

ვიმსჯელეთ, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემდგომი დახმარების ღონისძიებებზე. მათი რიცხვი საქართველოში 200 ათას მოქალაქეს აღემატება.

ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა გაიზარდოს პროგრამათა მოცულობა, აუცილებელია შემუშავდეს სოციალური დაცვის რეგიონალური პროგრამებიც და ამაზე ახლა მუშაობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ჩვენი სხვა სამინისტროები.

ამასთან, ეს პროგრამები უფრო მიზნობრივი და გამჭვირვალე უნდა იყოს. საჭიროა მოწესრიგდეს აღრიცხვიანობის საკითხიც.

ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების სოციალური დაცვის გაუმჯობესებას.

ძალიან სერიოზული ღონისძიებები ხორციელდება კოდორის ხეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესასრულებლად.

ეს ეხება ტრანსპორტს, ჯანმრთელობის დაცვას, კავშირგაბმულობას, ტელემაუწყებლობას, რაც მთლიანობაში, კოდორის ხეობის უშიშროების ღონისძიებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო იმის შესახებ, რომ საქართველოს მთელი რიგი რეგიონები, რაიონები, ქალაქებიც კი ვერ ახერხებენ, შეუფერხებლად მიიღონ ტელეგადაცემები, ამავე დროს, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიც არცთუ ისე გამართულად მუშაობს და მთავრობის უახლოეს სხდომაზე ჩვენ, ალბათ, იძულებული და ვალდებულიც ვიქნებით, მოვუსმინოთ ბატონ მერაბ ადეიშვილს, თუ რატომ ხდება ეს და რა არის საჭირო იმისათვის, რომ თბილისს ყველა კუთხიდან ხედავდნენ და ყველა კუთხიდან უსმენდნენ.

დაბოლოს, როგორც უნდა გვიჭირდეს, რაოდენ დაძაბული ვითარებაც უნდა იყოს ქვეყანაში, ერთი წუთითაც არ ვივიწყებთ წმინდა სამების ტაძრის მშენებლობას. ეს საკითხიც განვიხილეთ, ბატონი ირაკლი ანდრიაძის მოხსენებაც მოვისმინეთ, რომელიც წმინდა სამების ტაძრის ფონდის ხელმძღვანელია.

უკვე შესრულდა ძალიან დიდი, ვიტყოდი, უზარმაზარი მოცულობის სამუშაო ამ პერიოდში. მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. საკმარისია ითქვას, რომ ტაძრის სავესტიბიულო ნაწილის (ამჯერად არქიტექტურულ ტერმინს გამოვიყენებ) და სამრეკლოს საერთო ფართობი 20 ათასი კვადრატული მეტრია; მოცულობა - 182 ათასი კუბური მეტრი; სიმაღლე - 77 მეტრი.

სამრეკლოზე უკვე ჩამოიკიდა გერმანიაში დამზადებული 9 ზარი.

უახლოეს მომავალში ტაძრის გუმბათზე 7 მეტრის სიმაღლის ჯვარი აღიმართება.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის მოპირკეთებისას ძირითადად გამოიყენება ქართული ქვა.

მინდა კიდევ ერთხელ მთელი ქვეყნის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო მშენებლებს, ინჟინრებს, მეწარმეებს, ბიზნესმენებს, არქიტექტორებს, ცალკეულ მოქალაქეებს, რომელთაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საუკუნის მშენებლობაში და უდიდესი სიყვარულით, უდიდესი რუდუნებით მიჰყავთ დაგვირგვინებისაკენ ეს დიდი, ღვთისმიერი საქმე.

ძალიან კარგ საქმეს აკეთებს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, როცა აქვეყნებს, ვინ რამდენი თანხა შეიტანა ამ მშენებლობის საქმეში. ზოგს ერთი ლარი შეაქვს, ზოგს უფრო მეტი, არის რამდენიმე ბიზნესმენი, განსაკუთრებით, ერთი ბიზნესმენი, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ამ ტაძრის მშენებლობაში.

- და, რომელიც სხვა ბიზნესმენებისაგან განსხვავებით არ აკეთებს თავისი საქმიანობის აფიშირებას...

- იგი ძალიან გვთხოვს, არ დავასახელოთ მისი გვარი. ფაქტობრივად, ეს არის მთელი ქვეყნის მშენებლობა. მთელი ჩვენი ქვეყანა გაჭირვებისა და სირთულეების მიუხედავად, ცდილობს, დააფინანსოს ეს, მართლაც, მიმდინარე ათასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მშენებლობა.

სავარაუდოდ ტაძრის მშენებლობა ორი წლის შემდეგ დასრულდება. იგი საქართველოსათვის ღვთიური სიკეთისა და მადლის უშრეტ წყაროდ იქცევა. შეიძლება დარჩეს მოსახატი სამუშაოები, ეს ისეთი საქმეა, რომელიც შეიძლება ათი წელიც გაგრძელდეს, მაგრამ ორ წელიწადში იქ ღვთისმსახურება მთლიანად ამოქმედდება. დასამთავრებელია ზოგიერთი სხვა სამუშაო - მისასვლელი გზები, სკოლის მშენებლობა. ეს ყველაფ ფერი ორ წელიწადში უნდა გაკეთდეს.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში პანკისში სრული წესრიგი დამყარდება და ეს ხეობა გაიწმინდება ყველა ჯურის კრიმინალისაგან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 27 აგვისტო. - №207(4266). - 1, 2 გვ.

40 აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს

▲back to top


ქალბატონო მარიკა,

დაბადების დღეს გილოცავთ, და რაკიღა გაზეთებმა უკვე გააცხადეს, მეც ვიტყვი - 80 წელს.

არადა, ჩემთვის ეს დაუჯერებელია.

ამ ასაკშიც მშვენიერი და მომხიბლავი ბრძანდებით თქვენი გარეგნობით, თქვენი გამჭრიახი გონებით, საქართველოსათვის საბრძოლველად მუდამ შემართული თქვენი ხასიათით.

დიდი ხანია ჩვენ ერთად მოვდივართ, ერთმანეთის გვერდით... ვამაყობ, რომ მეგობრები და თანამებრძოლები ვართ.

ბევრი თქვენი გამოსვლა და წერილი მახსოვს, უკომპრომისო და ზოგჯერ მწარეც, მაგრამ ყოველთვის საქვეყნო ინტერესებით ნაკარნახევი.

დიდ პატივს გცემთ, მიყვარხართ და თქვენით მოხიბლული ვარ.

თქვენ ისე მოხდენით ატარებთ ამ წლებს, რომ ადამიანს სიბერის არ შეეშინდება.

რა თქმა უნდა, ჩემს ყოველ სიტყვას ნანულიც უერთდება.

პატივისცემით, სიყვარულითა და აღტაცებით

ედუარდ შევარდნაძე

აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 28 აგვისტო. - №208(4267). - 1 გვ.

41 „წვრთნისა და აღჭურვის“ მესამე ეტაპი: შეიარაღებული ძალების სრული და საფუძვლიანი რეფორმირება

▲back to top


„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის მესამე ფაზის დაწყებ ბის ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტ ტმა ედუარდ შევარდნაძემ:

ბატონო ელჩო,
ძვირფასო სტუმრებო,
ჯარისკაცებო, ოფიცრებო, გენერლებო,

მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ, მოგესალმოთ სულითა და გულით და გისურვოთ ახალი წარმატებები.

დღეს 29 აგვისტოა. ეს ნიშნავს, რომ დაიწყო „წვრთნისა და აღჭურვის“ ქართულ-ამერიკული პროგრამის ახალი ფაზა. განვლილია საკმაოდ რთული და სასახელო გზა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიის ბოლო ათწლეული მართლაც გამორჩეულია და ამ მხრივ საგანგებოდ მინდა გავუსვა ხაზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, რომელმაც მართლაც ახალ დონეს მიაღწია. ამ ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია ყველა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის განვითარებაში, მაგრამ განსაკუთრებულია მისი როლი სასაზღვრო ჯარების შექმნაში. ახლა კი ჩამოყალიბდა და მიმდინარეობს სრულიად ახალი პროგრამა, რომელსაც ეწოდება „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა.

11 სექტემბერი, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ტრაგედიის დღე, კაცობრიობის ისტორიისათვის შემობრუნების წელი გახდა. ის მოვლენები, რომელთა მოწმეც ჩვენ გავხდით, საკაცობრიო

მნიშვნელობისაა. დღეს ტერორიზმის დაძლევა მთელი მსოფლიოს ამოცანად გადაიქცა. ეჭვი არ მეპარება, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საყოველთაო მოძრაობა მთელ მსოფლიოში წარმატებით დამთავრდება. მომავალში კი ჩვენ უნდა ველოდოთ ასეთსავე დაუნდობელ და შეურიგებელ ბრძოლას აგრესიულ სეპარატიზმთან, აგრესიულ ნაციონალიზმთან და შოვინიზმთან, რადგან სწორედ ეს მოვლენებია ტერორიზმის მკვებავი წყარო.

ქვედანაყოფები, რომელთა ფორმირება „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის საფუძველზე მიმდინარეობს, ეტალონია საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. ფაქტობრივად, ამით იწყება რეალურად საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული და საფუძვლიანი რეფორმირება. მეამაყება, რომ გიყურებთ თქვენ, შესანიშნავ ახალგაზრდებს, რომელთაც უკვე გაიარეთ ძალიან რთული და სასახელო გზა. წინ უფრო დიდი საქმეები გელით. ეს არის სამშობლოს უშიშროება და სამშობლოს ინტერესების დაცვა. თქვენ უნდა იყოთ ქვეყნის სტაბილურობის ყველაზე უფრო საიმედო და შემოწმებული გარანტი.

გუშინ გახლდით პანკისის ხეობაში. ჩვენ უკვე ვმოქმედებთ პანკისში. ხეობაში არიან შინაგანი ჯარები, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროთა საბრძოლო ქვედანაყოფები და სპეცდანიშნულების რაზმები. იქვე ახლოს კი წვრთნას გადიან თავდაცვის სამინისტროს ასევე საგანგებო რაზმები. მათი ნაწილი გუშინ ხევსურეთში დაბანაკდა. ამ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველომ საკუთარი ძალებითა და საშუალებებით დაიწყო, მთელი მსოფლიო მიესალმება. და, რაც განსაკუთრებით სასიხარულო და მისასალმებელია, პანკისის ხეობაში ჩვენი ჯარების შესვლას გულწრფელად მიესალმებიან იქ მცხოვრები მოქალაქეები - ქართველები, ქისტები, ჩეჩნები, ოსები და მთელი საქართველო.

ზოგიერთს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არ მოსწონს და მხარს არ უჭერს საქართველოს დამოუკიდებელ მოქმედებას პანკისში, მაგრამ კანონზომიერება კანონზომიერებაა. ჩვენს პრობლემებს ჩვენ თავად გადავწყვეტთ და პანკისის ხეობა საქართველოში ერთ-ერთი სანიმუშო და სტაბილური რეგიონი იქნება.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ყველას, ვინც იქ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას ასრულებს, შევუთვალო საუკეთესო სურვილები ჩემი და თქვენი სახელით.

ეს ცენტრი, სადაც თქვენ წვრთნას გადიხართ და სწავლობთ, ერთ-ერთი სანიმუშო იქნება საქართველოში. აქ იქნება საუკეთ თესო გზები, საუკეთესო შენობები და წვრთნის ყველა სხვა საშუალება. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ბაზას, სადაც თქვენ ჩვენი სტუმრების ხელმძღვანელობით გადიხართ მომზადებას, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნისა და სახელის უკვდავსაყოფად, ეწოდოს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტრის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნის სახელობის ცენტრალური სამხედრო პოლიგონი“.

დაბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენს ამერიკელ სტუმრებს, ინსტრუქტორებს, სპეციალისტებს, რომლებიც აქ ჩვენთან ერთად მუშაობენ და მუშაობენ ისე, როგ გორც ამერიკის, ამ დიდი და ძლიერი ქვეყნის წარმომადგენლებს შეეფერებათ.

გისურვებთ მხედრულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას.

„წვრთნისა და აღჭურვის“ მესამე ეტაპი: შეიარაღებული ძალების სრული და საფუძვლიანი რეფორმირება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 30 აგვისტო. - №209(4268). - 1, 2 გვ.

42 „მოვა დრო და, როგორც ახლა, როცა მთელი მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა, ანალოგიური რამ მოხდება აგრესიული სეპარატიზმის, ნაციონალიზმისა და შოვინიზმის წინააღმდეგ“

▲back to top


საქართველოში იმყოფება უცხოელ ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი, რომელმაც 30 აგვისტოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხლმძღვანელებთან ერთად პანკისის ხეობა მოინახულა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. 31 აგვისტოს კი ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა, რომელმაც უპასუხა მასმედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს.

გერმანიის ტელევიზია „სე-დე-ფი“: ყველასათვის ცნობილია, რომ რამდენიმე წელია ამერიკასა და რუსეთს შორის მიმ მდინარეობს ბრძოლა კასპიის რეგიონის ნავთობრესურსების გამო. გუშინ პანკისის ხეობაში ყოფნისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში გვითხრა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოში არა მარტო ქართველი ჯარისკაცების საწვრთნელად ჩამოვიდნენ, არამედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დასაცავადაც. რუსეთი თქვენ ყოველთვის გაკრიტიკებთ იმის გამო, რომ თქვენ ამერიკელთა ინტერესებს იცავთ...

- ჩვენ, უწინარესად, ჩვენს ინტერესებს ვიცავთ. საქმე ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი თქვენს მიერ აღნიშნულ საკითხთან - ნავთობ და გაზსადენებთან დაკავშირებით - დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს, თუმცა შეიარაღებული ძალების შექმნა არა მარტო ნავთობ და გაზსადენების დაცვით აიხსნება. საუბარია საქართველოს შესაძლებლობაზე დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ასე რომ, საკითხი უფრო ფართო ხასიათისაა.

გერმანიის ტელევიზია „სე-დე-ფი“: რა შედეგები მოიტანა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერაციამ პანკისის ხეობაში? რამდენი ჩეჩენი ბოევიკი იპოვეს, რა მონაცემები გაქვთ, თუ სად არიან ისინი ახლა?

- ჩეჩნების ძირითადი რაზმები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან შემორეკეს ჩვენთან, ახლა პანკისში არ იმყოფებიან. პანკისში არა მარტო ჩეჩნები არიან, არამედ რამდენიმე არაბიცაა. რამდენიმე დღის შემდეგ ოპერატიული მუშაკები და შინაგანი ჯარები დაიწყებენ სათანადო ოპერაციებს. თქვენ გუშინ, ალბათ, დარწმუნდით, რომ ჩვენი ჯარი სრულიად უმტკივნეულოდ შევ ვიყვანეთ პანკისში. თავად მოსახლეობა ამას მიესალმება, რადგან მას მშვიდობა და სტაბილურობა უნდა ამ ხეობაში და საქართველოს ყველა რეგიონში. ჯერ ეს ხერხდება. სადღეისოდ დაკავებულია ორი კაცი, რომელთა ვინაობას ახლა ვერ გეტყვით. უახლოეს 2-3 თვეში ჩვენ ყველას ვიპოვით, ვინც იმალება. მე, უწინარესად, ვგულისხმობ ტერორისტებს, კრიმინალებს, რომლებიც გვაწუხებენ ჩვენ და ადგილობრივ მოსახლეობას.

რუსეთის ტელევიზია „ტე-ვე-ეს“: რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ არცთუ იოლ სიტუაციასთან დაკავშირებით, შესაძლებელია გაყვანილ იქნეს რუსეთის დარჩენილი ძალები. ამავე დროს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა მიმართეს, რათა არ აჩქარდნენ. თქვენი კომენტარი...

- ეს საკითხი ასე იოლად არ გადაწყდება. საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების საგანია. ეს ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ამჟამად მზადდება. ვფიქრობ, რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ განვაახლებთ მასზე მუშაობას და ყოვლისმომცველ ხლშეკრულებაზე მუშაობის დროს განვსაზღვრავთ, თუ როდის იქნება გაყვანილი რუსეთის ბაზები. ბაზების გაყვანა საეჭვო არ არის, რადგანაც არსებობს სტამბოლის საიტზე მიღებული გადაწყვეტილება და, ამგვარად, საკით თხიც გადაწყვეტილია. ახლა ლაპარაკია ვადებზე.

„ასოშიეიტედ პრესი“: ახლახანს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ექს-სპიკერმა რუსლან ხასბულატოვმა გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთში იმყოფება ტერორისტთა დიდი რაოდენობა და ამ დროს ამ საკითხშივე რუსეთი ბრალს სდებს საქართველოს, სადაც უდავოდ ტერორისტთა გაცილებით ნაკლები რაოდენობაა. თქვენი კომენტარი...

- ჩემი აზრით, ამ საინტერესო განცხადებას ყველა თქვენგანი უნდა გაეცნოს. იქ ლაპარაკია არა მარტო ტერორისტთა რაოდენობაზე ჩეჩნეთში, საქართველოში და მათ შორის რუსეთში, არამედ სხვა საკითხებზეც. იგი მიგვანიშნებს, რომ რუსეთმა ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს. დიდ პოლიტიკაში ბოდიშის მოხდას სჭირდება ჭკვიანური გადაწყვეტილება და ჭკვიანი ხალხი. არ ვიცი, ეყოფა თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს გაბედულება, პატიოსნად მოიხადოს ბოდიში ქართველი ხალხის წინაშე იმ დაბომბვების, მსხვერპლის გამო, რომლის შესახებაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ.

„ვაშინგტონ პოსტი“: ამერიკელი ინსტრუქტორები თბილისში ჩამოვიდნენ „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის გამო. ჩემთან საუბარში ამერიკის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროების საქართველოში ყოფნა სტაბილურობასაც უწყობს ხელს, მათ შორის პანკისშიც. ხომ არ ფიქრობთ, რომ არა ამერიკელი სამხედროები, რუსეთის პოზიცია პანკისთან დაკავშირებით უფრო აგრესიული იქნებოდა...

- ამერიკელი სპეციალისტების ჩამოსვლას საქართველოში გარკვეული მორალურ-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. როგორ მოიქცეოდა რუსეთი, ამერიკელები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ვფიქრობ, გარკვეული გამაწონასწორებელი მნიშვნელობა ამ ფაქტს ჰქონდა.

„ვაშინგტონ პოსტი“: ესაუბრეთ თუ არა პირდაპირ პრეზიდ დენპუტინს ამ სიტუაციის შემდეგ და, თუ გქონდათ ასეთი საუბარი, რის თაობაზე ილაპარაკეთ?

- საუბარი არ მქონია, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს ამ ბოლო დროის განმავლობაში ორჯერ გავუგზავნე წერილი, რომლებშიც აღწერილია მთელი ეს ვითარება და გამოხატულია საქართველოს პოზიცია.

გაზეთი „ნოვოე იზვესტიე“: იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მხარე საქართველოს იყენებს შიდაპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. ამგვარად, დღეს პანკისია, ხვალ შეიძლება სხვა საკითხიც გაჩნდეს, რისთვისაც რუსეთის მხარე პასუხისმგებლობას დააკისრებს. რა გარანტიები შეუძლია იპოვოს საქართველომ ამის წინააღმდეგ? რუსეთი სერიოზულ და ჭკვიანურ ზომებს არ იღებს. არსებობს თუ არა რაიმე მექანიზმი, რომელიც საქართველოს უშიშროების გარანტიას მისცემდა არა მარტო პანკისის ხეობაში, არამედ სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად?

- მე ცოტას დავამატებ: არსებობს არა მარტო პანკისის საკითხი, არამედ თავიდან იყო აფხაზეთი, მერე სამხრეთ ოსეთი და სხვა რეგიონებიც... მე ვამჩნევ, რომ ბატონ პუტინს აქვს გულწრფელი სურვილი, იპოვოს საერთო ენა საქართველოს ხელისუფლებასთან და ბოლო მოუღოს იმ მძიმე მემკვიდრეობას, რომელიც ამჟამინდელმა რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო. ჩვენ მსოფლიო საზოგადოებრიობის უფრო აქტიური მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფისა, რომლის წევრებია 5 უდიდესი სახელმწიფო, მათ შორის, რუსეთი. ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს დამოუკიდებლად დაიცვას თავისი ინტერესები. ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ სამხედრო რეფორმას. ამიტომაც მოვიწვიეთ ამერიკელი სპეციალისტები, რომ მომავალში არ დავუშვათ ჩვენი მეზობლის მხრიდან ასეთი მიუღებელი მეთოდები.

ჰოლანდიის ტელევიზია: თქვენ ბრძანეთ, რომ პრეზიდენტ პუტინთან არ გქონიათ სატელეფონო საუბარი. ცოტათი გასაკვირი ხომ არ არის, ასეთ რთულ დროს პრეზიდენტები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან საუბარს. რისი ბრალია ეს? თქვენ რეკავთ და იგი არ პასუხობს ტელეფონზე, თუ პირიქით?

- მიმაჩნია, რომ პრეზიდენტთან ურთიერთობისას წერილობ ბითი მიმართვის ფორმა საკმაოდ სოლიდური და დეტალურია. უფრო დასაბუთებულია საქართველოს პოზიციები. ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი მიაქცევს ამ წერილებს ყურადღებას. ან საპასუხო წერილს მივიღებთ, ან კიდევ სატელეფონო საუბარი გაიმართება. ის, რომ სატელეფონო საუბარი არ შედგა ბოლო ორი თვის განმავლობაში, მე ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ალბათ, იქნება წერილობითი პასუხი.

ჟურნალი „ტაიმსი“: პირადად თქვენ თუ გჯერათ, რომ ალ-ქაიდას მეომრები იმყოფებიან პანკისში? თუ თქვენ ეს გჯერათ, მაშინ რას აკეთებენ იქ და რამდენი არიან? რატომ განაცხადეს ქართველებმა და ამერიკელებმა, რომ ისინი დაიწყებენ ოპერაციას პანკისში, ეს ხომ, ფაქტობრივად, გაფრთხილებაც იყო, რომ იქ შესაძლოა ჯარიც შესულიყო და იარაღიანი ხალხისათვის იქიდან გასვლის დრო მიეცათ...

- მე არ შემიძლია დავასახელო ციფრი, ან არიან თუ არა ალ-ქაიდას წარმომადგენლები, ან რამდენი არიან. ვიცი, რომ იქ არიან სხვადასხვა ჯურის კრიმინალები, სხვადასხვა დაჯგუფების წარმომადგენლები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ჩატარდა ეს ოპერაცია გასაიდუმლოებულად, ეს გამიზნული მოქმედება იყო. ჩვენ ამით თავიდან ავიცილეთ დიდი სისხლისღვრა. ეს რომ სხვაგვარი, საომარ მოქმედებაზე გაანგარიშებული ოპერაცია ყოფილიყო, მას შედეგად აუცილებლად მოჰყვებოდა არა მარტო კრიმინალების დაღუპვა და ჯარისკაცების მსხვერპლი, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისაც. ამიტომ ჩვენ არ ვმალავდით, რომ დაგეგმილია ასეთი ოპერაცია და იმ ხალხის დიდი რაოდენობა, რომელიც თავის დროზე ჩეჩნეთიდან შემორეკეს საქართველოში, პანკისიდან გავიდა. თუ სად არიან ახლა, მათი ადგილსამყოფელი ჩვენთვის ცნობილი არ არის. იქ დიდი ტყეებია, მათ, ალბათ, აქვთ თავიანთი გეგმები და თუ როგორ იმოქმედებენ მომავალში, ეს რამდენადმე ძნელი სათქმელია.

სააგენტო „როიტერი“: მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს არცთუ მარტივ ურთიერთობაში დამნაშავე მხოლოდ რუსეთია? ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც დაუშვა რაღაც შეცდომები? ხომ არ გინანიათ თქვენი კომენტარის გამო (რომელიც ხშირად მეორდება სხვადასხვა გამოცემებსა და სატელევიზიო არხებზე) ცნობილ საველე მეთაურზე, რუსლან გილაევზე, რომ იგი საკმაოდ განათლებული კაცია...

- საქართველოს დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე საქართველოს მხრიდანაც იყო დაშვებული სერიოზული შეცდომები; რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, ჩვენ მართალი ვართ. მე უკვე ვთქვი, რომ ეს ხალხი ჩვენთან შემორეკეს - შვიდ-ნახევარი ათასი ადამიანი ამ პატარა ტერიტორიაზე. იქ მცირერიცხოვანი მოსახლეობაა. ამან ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რუსეთის ხელის სუფლებისათვის - გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენლები და ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ მათი დაბრუნება თავის სამშობლოში. მაგრამ ეს არ გამოვიდა. არ მინდა ახლა ყველაფერი რუსეთის ხელისუფლებას დავაბრალო. როცა ამაზე ვლაპარაკობთ, ჩვეულებრივ, ვგულისხმობთ პუტინს. მაგრამ სინამდვილეში სამხედრო მოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ცალკეული გენერლები, მეთაურები, უფროსები და ა.შ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დაბომბვების შესახებ, შესაძლოა, არც კი იცოდა რუსეთის პრეზიდენტმა. ასე რომ, ამ ბოლო დროს სერიოზული შეცდომა რუსეთის მიმართ ჩვენ არ დაგვიშვია.

რაც შეეხება ჩემს აზრს გილაევის შესახებ, მე არ ვამბობ, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. მე არა მაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ იგი დამნაშავე ან ტერორისტია. უბრალოდ ხმამაღლა ამბობენ, რომ იგი ტერორისტია. ჩემი მონაცემებით, იგი ნამდვილად განათლებული კაცია. ცოტაა განათლებული დამნაშავე? ჩვენს ციხეებში სასჯელს განათლებული დამნაშავეებიც იხდიან.

ესპანეთის სააგენტო: იყენებენ თუ არა საქართველოს ძალები პანკისში სპეციალური ოპერაციისას ამერიკული კოსმოსური დაზვერვის მონაცემებს?

- ჯერჯერობით არ არის ამის აუცილებლობა, ჯერჯერობით ჩვენი შესაძლებლობანი, მათ შორის დაზვერვისაც, საკმარისია. თუ დაგვჭირდება, მივმართავთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს.

ესპანეთის სააგენტო: თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ აგრესიული სეპარატიზმი კვებავს საერთაშორისო ტერორიზმს. საქართველოს უშიშროების სამინისტროს აქვს მონაცემები იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში არიან ვაჰაბიტები, საკმაოდ სერიოზული ტერორისტები. რა უნდა მოვუხერხოთ ტერორიზმსა და ვაჰაბიზმს აფხაზეთში?

- ჩვენ უნდა განვახორციელოთ ოპერაცია პანკისის ხეობაში წარმატებულად და საჭირო შედეგები მივიღოთ. შემდეგ განვაგრძობთ მოლაპარაკებას აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად. ჩვენ ორმხრივი დიალოგიც გვაქვს აფხაზებთან და მას განვავითარებთ. ახლა კი მე არ მიმაჩნია აუცილებლად და ფაქტებიც ბევრი არ არის. ჩვენ ვსწავლობთ ამ სიტუაციას და როცა საჭირო იქნება, ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ.

მე, მართლაც, ვამბობდი, რომ აგრესიული სეპარატიზმი, ნაციონალიზმი და შოვინიზმი არის საერთაშორისო ტერორიზმის მკვებავი წყარო. მოვა დრო და, როგორც ახლა, მთელი მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანდება.

„ვაშინგტონ პოსტი“: ვის გაუჩნდა პირველად ის აზრი, რომ ალ-ქაიდას წარმომადგენლები არიან პანკისში? ეს იყვნენ ქართული სპეცსამსახურები, რომელთაც ამერიკელ სპეცსამსახურებს აუწყეს ამის თაობაზე, თუ პირიქით მოხდა? რა მოგვცა პანკისის ხეობაში იმ ორი კაცის დაკავებამ, რომელიც თქვენ ახსენეთ?

- მონაცემები ამის თაობაზე ჰქონდათ ამერიკის, რუსეთისა და ჩვენს სპეცსამსახურებსაც. მაგრამ ეს იყო გადაუმოწმებელი მონაცემები. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ახლაც იქ იყვნენ. გითხარით, რომ რამდენიმე ათეული კაცი დარჩა ხეობაში და საჭირო იქნება მათ მიმართ აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. რაც შეეხებ იმ ორ კაცს, არ ვარ მზად, გითხრათ მათი ვინაობა. ის, თუ რომელ ჯგუფებთან არიან დაკავშირებული, ერთადერთი რამ ვიცი, რომ ერთ-ერთ მათგანს აქვს ფრანგული პასპორტი. რასთანაა დაკავშირებული ეს? როგორც ჩანს, საფრანგეთის მოქალაქე არ არის, წარმოშობით არაბია, შესაძლოა დაკავშირებულია რომელიმე დამნაშავე ჯგუფთან, შესაძლოა - არა. გამოძიება უკვე დაიწყო. თუ ცოტა ხნის შემდეგ ჩამოხვალთ, გეტყვით რაში მდგომარეობს საქმის არსი.

ჰოლანდიის პრესის სააგენტო: რუსეთის სამხედრო წრეებში არსებობდა აზრი, რომ მოეხდინათ პანკისის ოკუპირება. აღიქვამთ თუ არა თქვენ ამას სერიოზულ საფრთხედ?

- ამის გაკეთება რუსეთს არ შეუძლია. თუ ვილაპარაკებთ საერთაშორისო სამართალზე, გაეროს წესდებაზე, რუსეთს საქართველოს თანხმობის გარეშე ამის გაკეთება არ შეუძლია. საქართველოს თანხმობა კი ამ საკითხზე არ იქნება. ჩვენი პრობლემა ჩვენვე უნდა გადავჭრათ.

ჰოლანდიის პრესის სააგენტო: მიუხედავად ამისა, ისინი ბომბავდნენ თქვენს ტერიტორიას და ამაში თქვენი თანხმობა არ დასჭირვებიათ. ასე რომ, თეორიულად ისიც შესაძლებელია, რომ თქვენს თანხმობას არ დაელოდონ?

- ასე რუსეთს შეუძლია სხვა ქვეყნების მიმართაც მოიქცეს ისე, როგორც საქართველოს მიმართ. მაგრამ ამას ჰქვია აგრესია, ქვეყანაზე თავდასხმა. არა მგონია რუსეთისათვის მისაღები იყოს საერთაშორისო მასშტაბით შეიძინოს ისეთი იარლიყი, როგორიცაა აგრესორი, თავდამსხმელი და ასე შემდეგ.

ჰოლანდიის პრესის სააგენტო: ასე რომ, თქვენ სერიოზულად არ აღიქვამთ რუსეთის სამხედროების განცხადებას, რომ საქართველოში ძალით შემოვლენ...

- ისინი პირდაპირ ასე არ აცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ მათ დაუხმარებლად ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ, მე მგონი, თქვენ თვითონ დარწმუნდით, რომ ჩვენ ვწყვეტთ ამ პრობლემას.

„მოვა დრო და, როგორც ახლა, როცა მთელი მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა, ანალოგიური რამ მოხდება აგრესიული სეპარატიზმის, ნაციონალიზმისა და შოვინიზმის წინააღმდეგ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 სექტემბერი. - №211 (4270). - 1, 2 გვ.

43 „სკოლა განსაზღვრავს, როგორი იქნება ხვალინდელი თაობა, რომელმაც უნდა იტვირთოს ისტორიული პასუხისმგებლობა საქართველოს ბედ-იღბალზე“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2 სექტემბრის რადიოინტერვიუ

- ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაიწყო. ამ კონტექსტით კვლავ საკმაოდ მწვავედ დგას პედაგოგთა ანაზღაურების საკითხი. - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქ ქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- სწავლის დაწყება საქართველოს ასიათასობით ოჯახისათვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.

უწინარეს ყოვლისა, ამ დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის პატარა მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად პირველ ნაბიჯებს დგამენ ცხოვრებისა და შემეცნების დიდ გზაზე. განათლების სფერო ყველაზე ფაქიზი და სათუთი სისტემაა სახელმწიფოში. მიუხედავად ამისა, მრავალწლიანი მზადების შემდეგ ჩვენ აქაც განვახორციელეთ და კვლავაც განვახორციელებთ საარსებოდ აუცილებელ რეფორმებს.

სკოლა განსაზღვრავს, როგორი იქნება ხვალინდელი თაობა, რომელმაც უნდა იტვირთოს ისტორიული პასუხისმგებლობა საქართველოს ბედ-იღბალზე. მთელი ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი დარგის ცენტრალური ფიგურაა პედაგოგი, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები.

როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტში გავითვალისწინეთ შესაბამისი თანხები, რათა სექტემბრიდან განხორციელდეს განათლების სფეროს მუშაკთა ხელფასის მატება 30 პროცენტის ოდენობით.

ქვეყანაში 3 141 სკოლაა 690000 მოსწავლით, მათ შორის, 787 დაწყებითი, 688 საბაზო და 1646 საშუალო სკოლა. საგულისხმოა ასეთი მონაცემიც: ამ სკოლებიდან 2656 ქართულია, 172 - რუსული, 162 - აზერბაიჯანული, 153 - სომხური, 12 - ოსური და ერთი - უკრაინული. ვფიქრობ, ესეც ძალიან ბევრ რამეს მიგვანიშნებს, მხედველობაში მაქვს ჩვენი ქვეყნის მრავალეროვნულობა და ის, თუ სახელმწიფო როგორ ანგარიშს უწევს ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენლებს და აძლევს მათ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას. წლეულს პირველად პირველ კლასში მიდის 60 000-მდე 6 წლის ბავშვი, მათ შორის, თბილისის 204 სკოლაში - 14 000-მდე მოსწავლე. თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა რემონტი. ყველას მადლობას მოვახსენებ, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. მეათე კლასში ჩაირიცხა საბაზო განათლებამიღებული 49 000-მდე მოსწავლე, საერთო რაოდენობის თითქმის 80%25, რომლებმაც პირველად ეს უფლება ტესტირებული გამოცდების შედეგად მოიპოვეს. მათ შორის, 22 000 მოსწავლე სოფლის სკოლებში ისწავლის. ქვეყნის სკოლებში მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს ემსახურება 68 900 მასწავლებელი, მათ შორის, მამაკაცია 11 000. სამწუხაროდ, ცოტაა, მაგრამ ეს რამდენადმე უკეთესია, ვიდრე წინა წლებში იყო. სოფლის სკოლებში დასაქმებულია 38 146 მასწავლებელი.

შრომატევადი და დიდი მოცულობის სამუშაოები განხორციელდა მიწისძვრით დაზიანებულ თბილისის სკოლებში. 27 სკოლაში შესრულდა შენობის გამაგრებითი კაპიტალური სამუშაოები. ნიშანდობლივია, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ამ სამუშაოების ნაწილი განხორციელდა მერიის მიერ წინასწარი დაფინანსების გარეშე. მე გუშინ მთელ რიგ სკოლებში გახლდით და უნდა გითხრათ, რომ თბილისში შეუძლებელი გაკეთდა. თითქმის ყველა სკოლის კაპიტალური რემონტი დამთავრდა და მასწავლებლებიც, კოლექტივებიც და ბავშვებიც, ყველანი აქტიურად მონაწილეობდნენ ამ სამუშაოებში. გუშინ მქონდა საშუალება შევხვედროდი მასწავლებლებს, ბავშვებს, მშობლებს სკოლებშიც, ქუჩებშიც და ტრადიციულად მივულოცე 1 სექტემბერი, თუმცა სწავლა დღეს იწყება, რასაც კიდევ ერთხელ ვულოცავ.

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი: დაბეჭდილი და სავაჭრო ქსელში გატანილია 169 დასახელების სახელმძღვანელო, რომელთა ძირითადი ნაწილი დიდ ქალაქებში სპეციალურ სასკოლო ბაზრობებზე იყიდება. ვადარებ ამ ციფრს რამდენიმე წლის წინანდელს, როდესაც სახელმძღვანელოების პრობლემა ნომერ პირველი პრობლემა იყო და ჩვენ უძლური ვიყავით, რომ იგი გადაგვეწყვიტა.

30 000 ლარის ღირებულების ქართული სახელმძღვანელოები გაიგზავნა ქვეყნის გარეთ არსებულ ქართულ სკოლებში. თბილისის მერიის მიერ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დახმარებით თბილისში მცხოვრებ მოსწავლეებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან სკოლებში უფასოდ დაურიგდებათ სახელმძღვანელოები... ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

ხელფასების 30%25-იანი მატება ჯდება 6 100 000. არც ამ თანხის გამოყოფა იყო იოლი, მაგრამ სწორედ იმან, რომ ფინანსთა სამინისტრომ და მთელმა სისტემამ გარდაქმნეს მუშაობა და ბიუჯეტები ვალდებული არიან იზრუნონ ხელფასის გაზრდაზე.

გათვალისწინებულია აგრეთვე დამატებითი ტრანსფერები ტერიტორიული ერთეულებისათვის, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტები ვალდებული არიან იზრუნონ ხელფასების გაზრდაზე.

ბიუჯეტით ნაგულისხმევია სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტების სასტიპენდიო ფონდის გაზრდა დამატებით 300 000 ლარით. შევეცდებით, გაისად კიდევ უფრო მეტი რესურსი გამოვძებნოთ.

გაისად აუცილებლად უნდა შევძლოთ პროფესორ-მასწავლებელთა და უმაღლესი სასწავლებლების მუშაკთა ხელფასების მომატება ასევე 30%25-ით. ამასაც მნიშვნელოვანი თანხები დასჭირდება, თუმცა შემოსავლების დონე ამის საშუალებას, ალბათ, მოგვცემს.

გრძელდება წინა წლებში წარმოქმნილ დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვა. ამ სამუშაოსაც ძალიან გონივრულად და საკმაოდ მაღალი ტემპით ასრულებს ფინანსთა სამინისტრო.

ეს ყოველივე განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ვინაიდან სკოლის გაძლიერება მთლიანად ქვეყნის მომძლავრებას ნიშნავს.

ყველამ ქედი უნდა მოვიხაროთ ქართველი პედაგოგების, უმაღლეს სკოლებსა და სასწავლებლებში მოღვაწეთა წინაშე, რომლებიც უმძიმეს წლებშიც კი, შიმშილისა და ყინვის პირობებშიც ერთგულად ემსახურებოდნენ და ემსახურებიან სამშობლოს უმნიშვნელოვანეს სფეროში.

კიდევ ერთხელ ვულოცავ თანამემამულეებს სწავლის დაწყებას. მოზარდებს ვუსურვებ წარმატებასა და გამარჯვებას სამყაროს შეცნობისა და ცოდნის დაუფლების ურთულეს საქმეში. მივესალმები ჩვენს საამაყო სტუდენტობას, რომლის მრავალმა წარმომადგენელმა გაახარა სამშობლო მსოფლიო, რეგიონალურ თუ რესპუბლიკურ დათვალიერებებსა და ოლიმპიადებში საუკეთესო მაჩვენებლებით.

პანკისის ხეობა კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. გრძელდება ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაცია. რუსეთში ცალკეული მოღვაწეები აშკარად უკმაყოფილო არიან, რომ ოპერაცია მშვიდობიანად წარიმართა და საქართველოს იურისდიქცია ამ ხეობაში უსისხლოდ აღსდგა...

ერთი შეხედვით, უცნაური რეაქცია, რაც ამ წარმატებულ ოპერაციას მოჰყვა, სინამდვილეში სავსებით ლოგიკურია გარკვეულ ძალთა მისწრაფებების გათვალისწინებით.

როგორც ჩანს, თავიანთი საკეთებელი მათ საქართველოს ხელით უნდოდათ ეკეთებინათ. მე არ ვამბობ, რომ ყველა ასე ფიქრობდა რუსეთში, მაგრამ გარკვეული ნაწილი, ალბათ, ასე იყო განწყობილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ის 8 000-მდე კაცი, დაჭრილები, მოხუცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, შემოდევნეს, გადმორეკეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენ კი სხვა გზა არ გვქონდა - ეს ხალხი უნდა მიგვეღო.

იმის იმედიც ჰქონდათ ზოგიერთებს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩნდებოდა, მაგრამ აქაც ხელი მოეცარათ.

ხელისუფლებამ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება პანკისის ხეობაში საქართველოს შინაგანი ჯარების ქვედ დანაყოფთა შეყვანის შესახებ.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდა - შემოვიდეს ხელისუფლება, შემოვიდეს ჯარი და დაგვიცვას კრიმინალებისაგან.

ამჟამად პანკისის ხეობაში ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარეობს ჩვეულებრივი ოპერატიული მუშაობა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლების მხარდაჭერისათვის.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, თუმცა, უნდა მოგახსენოთ, რომ ამ თვალსაზრისითაც ოპერაცია კარგად იყო მომზადებული.

კიდევ ერთხელ მინდა, პანკისელებს და მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებთ მადლობა ვუთხრა ხელისუფლების მხარ რდაჭერისათვის.

ამასთანავე, პანკისის ხეობის გარშემო არსებული ფონის გათვალისწინებით, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა შინაგანი ჯარების პირად შემადგენლობას, უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებს, აგრეთვე საქართველოს არმიის ქვედანაყოფთა, სპეცდანიშნულების რაზმების მებრძოლებს: ჯარისკაცებს, ოფიცრებს, გენერლებს, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს თავდაპირველი ჩანაფიქრი და შესაბამისი გეგმა.

რა თქმა უნდა, მათ ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. თუმცა, უნდა მოგახსენოთ, რომ ამ თვალსაზრისითაც ოპერაცია კარგად იყო მომზადებული.

სახელმწიფო მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ძალისხმევით, გამოიძებნა შესაბამისი ფინანსური სახსრები. და ეს არც ისე ცოტა თანხაა. ანუ, ის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც ამჟამად პანკისის ხეობაში, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ქვეყნის უშიშროებასა და სტაბილურობას იცავენ, არაფრის ნაკლებობას არ განიცდიან.

ასეთია დღეს მდგომარეობა. ამასთან ასევე უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობაზეც. მე ვიცი, იქ ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობით დარჩნენ ლტოლვილები, განსაკუთრებით ქალები, ბავშვები, მოხუცები და ადგილობრივი მოსახლეობაც. ბევრი მათგანი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს და სახელმწიფო მათს დახმარებასაც გაითვალისწინებს.

- პარლამენტმა საგანგებო სესიაზე მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით. მათ შორის, პარლამენტარებმა კვლავ აღძრეს საკითხი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის, რუსეთის ბაზებისა და ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის შესახებ. როგორია თქვენი დამ მოკიდებულება?

უპირველეს ყოვლისა, სავსებით გულწრფელად ვადასტურებ ჩემს პატივისცემას კოლეგების - პარლამენტარებისა და მთლიანად საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმართ.

განცხადება, რომელიც პარლამენტმა გამოაქვეყნა, სავსებით ადეკვატური იყო იმისა, რაც 23 აგვისტოს მოხდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია დაიბომბა.

სრულად ვიზიარებ პარლამენტის წევრთა აღშფოთებას იმ ცინიკური ინსინუაციების გამო, რომლებითაც ხსენებული რეაქციული და შოვინისტური ძალები თავიანთ მოქმედებაში საქართველოს დადანაშაულებას ცდილობდნენ - თითქოს ჩვენ თავად დავბომბეთ საკუთარი მოსახლეობა. აფხაზეთშიც იყო ასეთი ფაქტები და სანამ ჩვენმა ბიჭებმა არ ჩამოაგდეს ის თვითმფრინავი, მანამდე არ სჯეროდათ. მერე, ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ სოხუმს და ჩვენს სხვა ქალაქებსა და სოფლებს ჩვენ ვბომბავდით.

ამრიგად, ემოციური თვალსაზრისით, პრეზიდენტისა და პარლამენტის დამოკიდებულება თუ აღქმა ერთმანეთისაგან არ განსხვავდება.

რაც შეეხება იმ დადგენილებებს, რომლითაც პარლამენტარებმა პრეზიდენტს რეკომენდაცია მისცეს (იურიდიულად ეს ასეა) კიდევ ერთხელ განიხილოს თანამეგობრობაში ყოფნისა და ჯარების გაყვანის საკითხი, აქ, უპირველეს ყოვლისა, რეალისტები უნდა ვიყოთ და რაციონალურად განვსაჯოთ.

მაგალითად, რა მოჰყვება დღევანდელ პირობებში აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალთა გაყვანას, რომლებიც, ავად თუ კარგად, მაინც ქმნიან ფართომასშტაბიანი ომის განუახლებლობის გარანტიას? ასეთი ომის განახლება კი ნამდვილად არ გვინდა არც ჩვენ და არც აფხაზებს.

- ხომ არ გამოიწვევს კვლავაც ეს გალის რაიონში უდიდესი რისკის ფასად დაბრუნებული ქართული მოსახლეობის ხელახალ დაწიოკებასა და გამოდევნას? გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი?

- ანუ, კონფლიქტის ზონაში ახალი რეალობისათვის ჯერ ქვეყანა უნდა იყოს მზად. ჩვენ უნდა ვიფიქროთ გლობალურ ღონისძიებებზე ალტერნატიულ გარანტიათა შესაქმნელად. თორემ ის სამშვიდობო ძალები იქ მუდმივად მართლაც ვერ დარჩებიან. დღეს რომ მე ხელი მოვაწერო, ისინი ვალდებული იქნებიან რამდენიმე დღეში გავიდნენ აფხაზეთიდან. ადრე თუ გვიან მათი გაყვანა უეჭველად დადგება დღის წესრიგში. მაგრამ უნდა გადაწყდეს ჩანაცვლების საკითხი. ამისათვის კი ჯერ, სამწუხაროდ, არც გაერო და არც რომელიმე სხვა ქვეყანა მზად არ არიან.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ, მართალია, ამდენი წელი გრძელდება მათი აფხაზეთში ყოფნა და ბევრ უსიამოვნო მოვლენასთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ მაინც არ უნდა ვიჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთი კვლავ გაივსება დაქირავებული ბანდიტებით და შეიარაღებული გადამთიელებით: ისევე, როგორც ჩვენი იქ ყოფნის დროს იყო. ჩვენ ვნახეთ ეს და ვიცით, რომ იმაზე უარესი დატრიალდება.

ამჟამად ჩვენ პანკისის პრობლემის გადაწყვეტა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მე შემთხვევით არ ვამბობ. აქ ძალიან ბევრი სამუშაოა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.

ეს არ არის ლოკალური მნიშვნელობის ამოცანა, ვინაიდან პანკისში ოპერაციის წარმატება ძალიან ბევრი პოზიტიური პროცესის გაღრმავებასა და განვითარებას განაპირობებს.

რაც შეეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლას. ამის თაობაზეც ჩემი პოზიცია არაერთგზის გამომითქვამს: თანამეგობრობას ჯერ არ ამოუწურავს თავისი პოტენციალი და სწორედ ამიტომ მის ფარგლებში უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს 12 ქვეყანა. თუმცა კი სხვადას სხვა ხარისხითა და დონით.

მაგალითად, საქართველო არც მიერთებია ან პირიქით, გამოვიდა თანამეგობრობის ფარგლებში გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულებიდან (გავიხსენოთ „კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულება“, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისათვის სრულიად უსარგებლო გამოდგა).

ამასთანავე, თანამეგობრობაში მოქმედებენ საკმაოდ წარმატებული სისტემებიც, მათ შორის, აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენს ინტერესებს.

თუმცა ისინი არ სრულდება და პარლამენტის გაღიზიანებასაც ეს იწვევს...

- გაეროს უშიშროების საბჭოს 25 რეზოლუცია არ შესრულდა და მაშინ უშიშროების საბჭოს გაუქმებაც მოვითხოვოთ? ხომ უნაყოფოა ამაზე ფიქრი...

მაგალითად, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სავ ვაჭრო ბრუნვა აქვს ორგანიზაციის წევრ რამდენიმე სახელმწიფ ფოსთან. მაგალითად, ტვირთბრუნვები დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და - პირიქით. ეს ეხება ცენტრალური აზიის ქვეყნებს, აზერბაიჯანს, სომხეთს, თავად რუსეთს და ა.შ. ყველაფ ფერი ეს ათობით მილიონობით და შეიძლება მეტი შემოსავალიც იყოს ჩვენი ბიუჯეტისათვის.

- გამოდის, ჩვენ ეს თანამშრომლობა უნდა შევწყვიტოთ?!

ყოველ შემთხვევაში, თანამეგობრობიდან გამოსვლის შემდეგ იგი იმავე ფორმით ვეღარ გაგრძელდება. ორმხრივი კავშირები ვერ შეცვლის იმას, რასაც გვაძლევს წელიწადში ორჯერ სამიტებზე შეხვედრა, სადაც ჩვენ ვწყვეტთ ისეთ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა ცალ-ცალკე შეხვედრებზე შეუძლებელია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დსთ-დან გამოსვლა ელემენტარულად არაკორექტული და გაუგებარი იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც მისი წევრები არიან.

საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი კი პრინციპულად გადაწყდა სტამბოლის სამიტზე. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ვადების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ საკითხში ორმხრივად სასარგებლო კომპრომისის მიგნებას. და საერთოდ, მიუხედავად რუსეთის ცალკეული პოლიტიკოსების ამ მართლაც შეურაცხმყოფელი და ძნელად მოსათმენი გამოხდომებისა, ჩვენ მაინც გაწონასწორებული პოლიტიკა უნდა განვახორციელოთ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მიმართ, სანამ ეს შესაძლებელია.

- ტრადიციული კითხვა: რას გამოჰყოფდით გასული კვირის მოვლენებიდან ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით? ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც გასულ მთავრობის სხდომაზეც განიხილეთ, არის მიწიძვრით დაზარალ ლებულთა დახმარება...

30 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ბ-ნ ავ. ჯორბენაძის, ქალაქის მერისა და სხვათა ინფორმაციები თბილისში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ.

სამწუხაროდ, მიწისძვრა იმაზე უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ საბოლოო ანგარიშით 5 ათასამდე ოჯახია გამოსაყვანი ამ ბინებიდან. მართალია, ზოგი დანგრეული არ არის, მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას და, მიწისძვრა რომ განმეორდეს, აუცილებლად დაინგრევა.

ამდენად, ყურადღება გავამახვილეთ პრობლემატურ, ჯერაც გადაუწყვეტელ საკითხებზე. უამრავი პრობლემა მოგვარდა. ასობით ოჯახი შესახლდა ნაყიდ ბინებში, სხვა საკითხებიც მოვაგვარეთ, მაგრამ ეს მაინც მხოლოდ საქმის დასაწყისია.

ჯერჯერობით ყველა დაზარალებული ოჯახის ბინით დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. ამას ძალიან დიდი სახსრები სჭირდება.

ამას თან ერთვის ავარიული სახლების პრობლემა. ამდენად, მთლიანობაში კრიზისული ვითარების დაძლევის მიუხედავად, გასაკეთებელი კვლავ ძალიან ბევრია.

აღსანიშნავია, რომ გაისად ბიუჯეტში აუცილებლად გავითვალისწინებთ შესაბამის თანხებს მიწისძვრის შედეგთა აღმოსაფხვრელად. ძნელია ამის გაკეთება, მაგრამ ბიუჯეტის შესრულების ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა, გვაძლევს საშუალებას, ზოგი რამ გავითვალისწინოთ ამ ოჯახებისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ცალკეულ ქართველ მეწარმეთა დახმარება, რაც, იმედია, მომავალშიც გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობარ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც, აგრეთვე, დიდი დახმარება გაუწიეს დაზარალებულ ოჯახებს.

ამჟამად მუშავდება გრძელვადიანი გეგმა, როგორც შესაბამ მისი სამთავრობო კომისიის სამოქმედო პროგრამა. უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია საერთაშორისო გაერთიანების მიერ საქართველოსათვის ბოლო წლებში გაწეული დახმარება. ამ დღეებში ჩამოვლენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და, ჩვენი ვარაუდით, საკმაოდ დიდი თანხა გამოიყოფა იმისათვის, რომ ამ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ.

მთავრობის სხდომაზე ბატონმა თემურ ბასილიამ წარმოადგინა, მე ვიტყოდი, საკმაოდ მაღალ დონეზე გამოცემული ბროშურა, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი დახმარების ოდენობა და ძირითადი მიმართულებანი.

ბროშურა უშუალოდ მომზადდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოში.

ნიშანდობლივია, რომ ასეთი ბროშურა საქართველოში უკვე მესამედ გამოიცა. ბოლო გამოცემა წინა ვერსიებთან შედარებით უფრო სრულყოფილია.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ეს ნაშრომი ფართო საზოგადოებრიობას დააინტერესებს, ვინაიდან მასში ნათლად არის ნაჩვენები რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის აშშ-ის, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა მეგობრებისა თუ დონორების დახმარებას. აქვე, რა თქმა უნდა, აღვნიშნავ გერმანიას, ჩინეთს, თურქეთს, ნიდერლანდის სამეფოს და სხვა სახელმწიფოების, რომლებიც მუდმივად გვეხმარებოდნენ.

მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წინადადებასაც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შემოიტანა. აქ არაჩვეულებრივი არაფერია - ამგვარი პროცესი მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს ეკონომიკური და საზოგადოებრივი რეალიების ცვლილებასთან ერთად.

კერძოდ, სახელმწიფო იძულებულია განახორციელოს ადეკვატური ღონისძიებები დღეს მომრავლებულ იმგვარ დანაშაულებრივ მოქმედებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ფალსიფიკაცია, სავაჭრო ნიშნების უკანონოდ გამოყენება, მომხმარებელთა უფლებების დარღვევა სხვადასხვა ფორმით, გადასახადების გადაუხდელობა, რაც ხელს უშლის არა მარტო სახელმწიფო საფინანსო ადმინისტრირებას, არამედ ქვეყანაში კონკრეტული გარემოს ჩამოყალიბებას.

გამკაცრდება სასჯელი და სანქციები ისეთი დანაშაულისათვის, როგორიცაა ცრუ მეწარმეობა, სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენება, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება და რეალიზაცია და სხვა. ამდენად, ეს ღონისძიებები კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს ანტიკორუფციულ ძალისხმევას. კორუფცია კომპლექსური პრობლემაა და მისი დამარცხება მხოლოდ, აგრეთვე, კომპლექსური მეთოდებითაა შესაძლებელი.

მოგახსენეთ, რომ ბიუჯეტის შესრულება დაიწყო ქვეყანაში. ეს ანტიკორუფციულ ღონისძიებათა ერთ-ერთი შედეგია. მაგალითად, ის პირები, რომელთაც შემოაქვთ ნავთობპროდუქტები, გადასახადს იხდიდნენ 14 ათას ტონა ბენზინზე და ნავთობპროდ დუქტებზე. ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მერე ეს რაოდენობა 30 ათას ტონამდე გაიზარდა. სახელმწიფო შემოსავალს კარგავდა 16 000 ტონიდან, ანუ ეს ყველაფერი იმალებოდა და მიდიოდა ვიღაცეების ჯიბეში. ფინანსთა სამინისტრო ცოტა ხანში შემოგვთავაზებს სიგარეტთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და სხვა ისეთ აქციებს, რომლებიც დაკვშირებული იქნება აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან და იმასთან, რომ სახელმწიფომ მიიღოს თავისი შემოსავალი. მათ მიმართ, ვინც ამას არ გააკეთებს, ბუნებრივია, სათანადო ღონისძიებები განხორციელდება.

- და, ალბათ, შესაბამისად, ფინანსთა მინისტრზეც დაიწყება შეტევა ერთიანი ფრონტით...

ალბათ, დაიწყება, მაგრამ, საბედნიეროდ, გაბედული ახალგაზრდა კაცია, რომელმაც ბევრი რამ უკვე გააკეთა თავისი კოლეგების, სახელმწიფო მინისტრის დახმარებითა და მხარდაჭერით და, მართალი გითხრათ, მეც სისხლხორცეულად ვარ დაინტერესებული, რომ მას ეს საქმე - ჩვენს ქვეყანაში ურთულესი და უძნელესი - გამოუვიდეს.

„სკოლა განსაზღვრავს, როგორი იქნება ხვალინდელი თაობა, რომელმაც უნდა იტვირთოს ისტორიული პასუხისმგებლობა საქართველოს ბედ-იღბალზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 3 სექტემბერი. - №212 (4271). - 1, 2 გვ.

44 ბატონ ჰენრი კუპრაშვილს

▲back to top


მილოცვა

ბატონო ჰენრი,

გულწრფელად გამახარა თქვენმა წარმატებამ, რომელიც ღირსშესანიშნავ მოვლენად იქცა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ეროვნული ტრადიციების აღორძინება უაღრესად საშური და მისაბაძი საქმეა. მით უმეტეს, გლობალიზაციის ეპოქაში, რომელსაც, ამ თვალსაზრისით, მრავალი საფრთხე ახლავს თან.

თქვენი მამულიშვილობა, ვაჟკაცობა და თავგანწირვის უნარი ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს დაამტკიცეთ, სადაც ღირსეულად იბრძოდით სამშობლოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

დარდანელის სრუტის გადაცურვა დიდ სიმბოლოსაც შეიცავს, საქართველო ისტორიულად ვითარდებოდა ევროპისა და აზიის მიჯნაზე, ანუ კონტინენტთა დამაკავშირებელ ხიდს ქმნიდა. თქვენი წარმატება კი ნათელყოფს, რომ საქართველოს, ქართულ ფენომენს, შესწევს უნარი კვლავაც შეასრულოს თავ ვისი ფუნქცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და შემდგომ გამარჯვებებს.

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ ჰენრი კუპრაშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 4 სექტემბერი. - №213 (4272). - 1 გვ.

45 ომარ მარგველაშვილს დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით

▲back to top


მილოცვა

ბატონო ომარ,

უღრმესი პატივისცემით გილოცავთ საიუბილეო თარიღს - დაბადების 60 წლისთავს.

ქვეყანა დიდად აფასებს თქვენს მეცნიერულ შრომებს და საქართველოს აღმშენებლობაში შეტანილ წვლილს. ღირსების ორდენის კავალერმა ფასდაუდებელი შრომა გასწიეთ სამშენებლო დარგის განვითარების, მისი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და თვით სამშენებლო კომპლექსის მართვის სტრუქტურის სრულქმნისათვის.

ახალგაზრდებისა და კოლეგებისათვის მისაბაძია თქვენი მაღალკვალიფიციური შრომა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის, მშენებლობის წარმატებით განხორციელებისათვის, რამაც დიდად შეუწყო ხელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ბოლო წლებში ჩვეული შემართებით მოღვაწეობთ ბიზნესში და კარგ შედეგებსაც აღწევთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ხანგრძლივ ნაყოფიერ მოღვაწეობას საქართველოს საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ომარ მარგველაშვილს დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 6 სექტემბერი. - №215 (4274). - 1 გვ.

46 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას, ბატონ რიჩარდ მაილსს

▲back to top


ბატონო მაილს,

1947 წელს საქართველოში იმოგზაურა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა. მოგზაურობისას მას თან ახლდა ფოტოხელოვანი რობერტ კაპა.

ორ სახელოვან ამერიკელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ომის შემდგომმა საქართველომ და მისმა ხალხმა.

მოგზაურობისას კაპამ შექმნა უნიკალური ფოტომატიანე, რომელიც ამჟამად დაცულია ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში, ნიუ-იორკში. ასეთ მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებული ორმოციანი წლების ამსახველი ფოტომასალა საქართველოში არ მოგვეპოვება.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წამყვანმა სპეციალისტმა ქალბატონმა ქეთევან ტომარაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესთავაზა პროექტი - „რობერტ კაპა საქართველოში“, რომლის მიზანია კაპას მიერ ჩვენს ქვეყანაში გადაღებული ფოტოსურათების მოძრავი გამოფენის მოწყობა და კატალოგის გამოცემა, კაპას მიერ გადაღებული ფოტოებითა და სტაინბეკის მოგონებებით საქართველოზე.

პროექტი ეხმიანება ჩვენს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის - კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, ისტორიის, მეცნიერების, პოლიტიკის, სახალხო დიპლომატიის პრობლემებს. იგი უთუოდ ხელს შეუწყობს ამერიკელი და ქართველი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას და ჩვენს ორ ქვეყანას შორის დაწყებული ინტეგრაციის პროცესების გარმავებას.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ და მიზანშეწონილად მიმაჩნია პროექტის - „რობერტ კაპა საქართველოში“ განხორციელება.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას, ბატონ რიჩარდ მაილსს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 სექტემბერი. - №217 (4276). - 1 გვ.

47 მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვ. ვ. პუტინს

▲back to top


პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ,

ნება მიბოძეთ, დაგარწმუნოთ, რომ ძალზე დიდად ვაფასებ იმ ნდობით აღსავსე ურთიერთობას, რომელიც დამყარდა ჩვენ შორის ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დსთ სამიტების ფარგლებში გამართული პირადი შეხვედრების შედეგად. ის გულახდილობა, რომლითაც ჩვენ განვიხილავდით ამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვილ საკმაოდ რთულ საკითხებს, როცა ჩვენ ვსწავლობდით ცდებისა და შეცდომების გზით ახალი სახელმწიფოებრიობის მშენებლობას, გვინერგავს იმედს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის დაძლევა შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთი ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება დრო და, ასეთ შემთხვევებში, ორივე მხარის პოლიტიკოსები მოთმინებით უნდა აღიჭურვონ.

ერთი შეხედვით, იქნებ პარადოქსული გეჩვენოთ ის გარემოება, რომ ერთმორწმუნე და კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან ყველაზე დაახლოებული რუსები და ქართველები ხშირად ასე ემოციურად, მე ვიტყოდი, სუბიექტურადაც კი ახდენენ საზღვრის მეორე მხარეს მიმდინარე მოვლენათა ინტერპრეტაციას. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს სავსებით გასაგებია: სწორედ ჩვენი ხალხების ისტორიული სიახლოვე აიძულებთ მათ, იყვნენ ერთმანეთის მიმართ უფრო მომთხოვნი. ვფიქრობ, რომ იგივე კულტურული სიახლოვე, აგრეთვე ის, რომ ჩვენი ხალხები ბევრ მოვლენას თითქმის ერთნაირად აღიქვამენ, დაეხმარება მათ უფრო ღრმად მისწვდნენ ორმხრივი პრობლემებისა და ინტერესების არსს და უფრო გულმოდგინედ გაერკვნენ მათში.

მერწმუნეთ, ჩვენს ხალხსა და მის ხელმძღვანელობას საქართველოს მომავლის, მისი სტაბილური, დინამიკური განვითარების ქვაკუთხედად მიაჩნიათ განსაკუთრებით მეგობრული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობის დამყარება რუსეთთან. მხოლოდ ძლიერი, აყვავებული დემოკრატიული რუსეთი შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.

მწამს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაშიც სულ უფრო მეტი გაგებით ეკიდებიან ჩვენი ქვეყნის როლს, რომელიც მხოლოდ ერთიანი, სტაბილური და ძლიერი შეძლებს რუსეთისათვის ღირსეული პარტნიორობის გაწევას. თანამშრომლობის სასურველი დონის მიღწევისათვის ორივე მხარემ მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოს.

ამ კავშირურთიერთობაში სასიამოვნოა აღინიშნოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრული ურთიერთობის საფუძვლების შესახებ ხელშეკრულების მომზადების პოზიტიური დინამიკა - მხარეები ნელა, მაგრამ განუხრელად უახლოებენ ერთმანეთს პოზიციას ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი საკითხების თაობაზე. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია არ გადავუხვიოთ გზას და შევინარჩუნოთ ტემპი, ყველა გარემოების მიუხედავად. დარწმუნებული ვარ, რომ ხელშეკრულების დადება ნაყოფიერ გავლენას მოახდენს სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებაზე მთელი კავკასიის რეგიონში. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა მიმდინარე წლის დამლევამდე იქნება შესაძლებელი.

ვიცი, რომ თქვენ განსაკუთრებით გაინტერესებთ პანკისის ხეობაში შექმნილი სიტუაცია. სინანულით უნდა აღვნიშნო, რომ ამის თაობაზე ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დიდი დაჟინებით ახორციელებენ საქართველოს ამ რეგიონში მართლწესრიგის აღდგენის მიზნით რუსეთის შეიარაღებული ჩარევის თემის მუსირებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხედულებები ემთხვევა იმაში, რომ ასეთი ფაქიზი საკითხების განხილვისას საჭიროა მაქსიმალური კორექტულობისა და ობიექტურობის გამოვლენა.

არავისათვის საეჭვო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოს მხარეს არ მოუწვევია ლტოლვილები ჩეჩნეთის, რუსეთის ტერიტორიიდან. ისინი დაუბრკოლებლივ გაატარეს რუსმა მესაზღვრეებმა. საქართველოში ჯერ კიდევ გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლტოლვილებს შეუქმნეს სპეციალური დერეფანი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსასვლელად. ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო და განგვეთავსებინა ისინი პანკისის ხეობაში, რეგიონში, სადაც სახლობენ მათი ეთნიკურად მონათესავე საქართველოს მოქალაქეები. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ დაუშვებელი იქნებოდა ჩვენი მხრიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების შეჩერების ნებისმიერი ცდა ძალის გამოყენებით.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღეს ბევრს არ სურს გაიხსენოს ეს და ცდილობს საქმის ვითარება წარმოაჩინოს ისე, თითქ ქოს პანკისში არსებულმა პრობლემამ წარმოქმნა პრობლემა ჩეჩნეთში და არა პირიქით. ზემოაღნიშნული, განსაკუთრებით, უცნაურად წარმოჩნდება იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ექსპერტების შეფასებითვე, ჩეჩნეთთან ყველა მხრიდან ტრანსპარენტულ ადმინისტრაციულ საზღვარს განსაკუთრებით გულმოდგინედ იცავენ მხოლოდ მის საქართველოს მონაკვეთზე, მაშინ როცა საზღვრის სხვა ნაწილზე შეიარაღებულ ელემენტებს კონფლიქტის ზონაში, პრაქტიკულად, აქვთ შეუფერხებელი შესვლისა და გამოსვლის საშუალება.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში შეიარაღებულ ელემენტებთან ბრძოლის საკითხს, საჭიროა კარგად გააზრებული და დაგეგმილი ოპერაცია. ჩემი მითითებით, საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა უკვე მიიღეს დავალება და ახორციელებენ სპეციალურ ღონისძიებებს, რის შესახებაც აცნობენ მათ რუს კოლეგებს. უახლოეს მომავალში მივმართავთ ყველაზე ქმედით ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვუღოთ ბოლო პანკისის ხეობაში მართლწესრიგის აღდგენის აუცილებლობის პრობლემას.

მაგრამ რთული ადგილობრივი პირობებისა და მათი კარგი შეიარაღების გათვალისწინებით, ოპერაცია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაიგეგმოს. მუშაობა უნდა წარიმართოს გონივრულად, ორიენტირად არ უნდა დავისახოთ მხოლოდ მოკლევადიანი შედეგების მიღწევა და ბრძოლა ცალკეული პირების წინააღმდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ კოორდინაციის გააქტიურება რუსეთისა და საქართველოს უშიშროების სამსახურების საქმიანობაში, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების სფეროში, უდავოდ, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია. ვიცი, ასეთი თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველო-რუსეთ-ამერიკის სამმხრივი კონსულტაციები ვითარდება ძალზე პოზიტიურად, დინამიკურად და ამ პროცესს მხოლოდ მივესალმები - ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსებმა მაგალითი უნდა აიღონ პროფესიონალებისაგან.

უცხო ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის, მათ შორის, რუსეთის კონტინგენტის მოზიდვა კი პანკისის ხეობაში რაიმე სპეციალური ოპერაციის განხორციელებისათვის, კვლავ მიზანშეუწონლად მიმაჩნია.

პანკისის პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ჩვენ მივესალმებით რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს კომისიის საქმიანობას, რომელსაც ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს. რა თქმა უნდა, ლტოლვილთა დაბრუნების დროს, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, განუხრელად უნდა დავიცვათ ნებაყოფლობითობის პრინციპი. დასასრულ, მსურს კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ თქვენდამი დიდ პატივისცემაში და გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა შეუწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას.

პატივისცემით და შესაბამისი რეაგირების იმედით,

ედუარდ შევარდნაძე
თბილისი, 2002 წლის 23 აგვისტო

მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვ. ვ. პუტინს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 სექტემბერი. - №217 (4276). - 1,2 გვ.

48 ივანე ასკურავას ოჯახს

▲back to top


სამძიმარი

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი შესანიშნავი ქართველი მხატვრის, უპრეტენზიო და ფუტკარივით მშრომელი ადამიანის ვანო ასკურავას გარდაცვალების გამო, რომლის შემოქმედების გარეშე ქართული თეატრალური მხატვრობის ისტორია სრულად ვერ დაიწერება.

ედუარდ შევარდნაძე

ივანე ასკურავას ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 სექტემბერი. - №217 (4276). - 1 გვ.

49 ჯეირან ფაჩუაშვილს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით

▲back to top


მილოცვა

ბატონო ჯეირან,

ქუთაისის დრამატული თეატრის ღირსეულ ხელმძღვანელს, შესანიშნავ მხატვარსა და მოქალაქეს დაბადების დღეს გილოცავთ.

თქვენი სამოცი წელი შემოქმედებითი სიმწიფის წლებია და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი წარმატებები გელით.

აქვე გამოვხატავ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და პატივისცემას ქუთაისის ინტელიგენციის მიმართ, რომლის შემოქმედებითი ტრადიციების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი ბრძანდებით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მრავალ წარმატებას თქვენს შემოქმედებით გზაზე.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ჯეირან ფაჩუაშვილს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 სექტემბერი. - №217 (4276). - 1 გვ.

50 „დღეს მე ვაყენებ ახალ ეროვნულ ამოცანას, რომელიც მსოფლიო გაერთიანებაში ჩვენი ქვეყნის საბოლოო, თანასწორუფლებიან ინტეგრირებას განაპირობებს და სამუდამოდ დაუმკვიდრებს საქართველოს სრულფასოვანი ქვეყნის სტატუსს“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა საინფორმაციო და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების განვითარებისადმი მიძღვნილ
ფორუმზე 2002 წლის 9 სექტემბერს

ბატონებო,
ძვირფასო სტუმრებო,
მეგობრებო!

საუკუნისა და ათასწლეულის დამდეგი გვავალდებულებს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომ ეპოქათა კალენდარული ცვლა დაემთხვა უმნიშვნელოვანეს, თვისებრივ ცვლილებებს კაცობრიობის ცხოვრებაში.

ჩვენ ვცხოვრობთ ახალი ისტორიული გამოწვევისა და პლანეტარული რეალობის დაბადების პერიოდში, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს მის მომავალ განვითარებას.

ეს გახლავთ „ციფრული რევოლუციის“ მიმდინარეობისა და „საინფორმაციო საზოგადოების“ დაფუძნების ხანა, მისი თანამდევი ურთულესი პრობლემებითა და ამოცანებით.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მომავალი განვითარება, როგორც თვითმყოფადი ერისა, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ ამ გამოწვევის მიღებას, მასზე რეაგირებასა და შესაბამისი ეპოქალური ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც თანამედროვეობამ წამოჭრა ჩვენი მრავლისმნახველი, მრავალეპოქაგამოვლილი ერის წინაშე, რა თქმა უნდა, ზოგიერთ სხვა ფაქტორებთან ერთად.

ამთავითვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მისი უნიკალური კულტურითა და უმდიდრესი ისტორიული გამოცდილებით, რა თქმა უნდა, აქვს პოტენციალი, ალღო აუღოს თვით ყველ ლაზე რთულ სიახლეებს და არ ჩამორჩეს მაღალგანვითარებულ ერებს ახალი საზოგადოების, ახალი პლანეტარული რეალობის შექმნის პროცესში.

მაგრამ სწორედ ხელისუფლების ამოცანა და მისი განუყოფელი პასუხისმგებლობაა ამ პოტენციალის განხორციელება და შესაბამისი სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სხვა სახის პირობათა შექმნა მის ასამოქმედებლად.

პრობლემის ღრმა ანალიზის შედეგად მივედი ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და თანასწორუფლებიან თანამშრომლობას მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებთან, თუ თავადაც ჩაებმება ციფრული რევოლუციის პროცესში და განახორციელებს ქმედით ღონისძიებებს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის საქმეში, ანუ საინფორმაციო ტექნოლოგიათა სფეროში ჩამორჩენის დაძლევისათვის. ეს ჩამორჩენა კი ძალიან საგულისხმოა.

აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების სრულფასოვანი დანერგვა, შესაბამისი კომპლექსური პირობების შექმნა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, საქართველოს „ციფრული მოდერნიზაცია“ ჩემი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმთავრეს დანიშნულებად მიმაჩნია „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა და საქართველოსათვის გეოპოლიტიკური ფუნქციის მოპოვებასთან და ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან ერთად.

უფრო მეტიც, ეს ამოცანები გარკვეულწილად ავსებს კიდეც ერთმანეთს, ვინაიდან ციფრული მოდერნიზაციის გარეშე გლობალიზაციის ეპოქაში ძალზედ გაგვიჭირდება ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურული უნიკალურობის შენარჩუნება.

ციფრული ჩამორჩენის დაძლევისათვის თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს, რომ დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიები ორგანულად ერწყმიან თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებასა და უდიდეს ზეგავლენას ახდენენ არა მარტო მართვაზე, ეკონომიკაზე, განათლებასა თუ მეცნიერებაზე, არამედ თვით ადამიანზეც. საინფორმაციო ტექნოლგიების შეუქცევადი შემოჭრა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში იწვევს ადამიანისა და, მთლიანად, საზოგადოების ცნობიერების, მსოფლმხ ხედველობის, ღირებულებათა სისტემისა და მიზნების სერიოზულ შეცვლას.

თუ მე-20 საუკუნის საზოგადოების არსებობა-განვითარება ეყრდნობოდა ზოგადსაკაცობრიო იდეალების საკანონმდებლო უზრუნველყოფას, 21-ე საუკუნის საზოგადოების ცხოველმყოფელ ლობა ამ იდეალთა საინფორმაციო უზრუნველყოფას დაეფუძნება. თუ მე-20 საუკუნის საზოგადოება ცდილობდა პირობების შექმნას ყოველი ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, 21-ე საუკუნის საზოგადოება მიზნად უნდა ისახავდეს ყოველ ადამიანში შესაბამისი უნარის აღზრდას.

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ყალიბდებოდა ახალი მსოფლწესრიგი, იქმნებოდა ადამიანის „უფლებათა და თავისუფლებათა“ პოლიტიკური დოქტრინა, ყოველი პიროვნების „ბუნებრივ უფლებად“ იქნა აღიარებული არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ საკუთარი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებაც.

ამ პრობლემას ჩვენც შევეჯახეთ მაშინ, როდესაც კოლეგებთან ერთად ვიწყებდით გარდაქმნის პროცესებს სსრკ-ში და უპირველეს მიზნად ვისახავდით ადამიანების გათვითცნობიერებას მიმდინარე მოვლენებში, მათს ინფორმირებას ხელისუფლების მოქმედებათა და საზოგადოებრივი დოვლათის შექმნა-განაწილების შესახებ. რა თქმა უნდა, გლობალურად ამ ამოცანის გადაწყვეტა მაშინ არ მოხერხდა, მაგრამ პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

სწორედ ამით გახლდათ განპირობებული, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა „საჯაროობას“, პრესისა და ტელევიზიის გათავისუფლებას იდეოლოგიური წნეხისაგან. ისევე, როგორც დღეს - ფართომასშტაბიან ინფორმატიზაციას.

ჯერ კიდევ იმ პერიოდში ნათლად ვაცნობიერებდი, რომ საერთო ჩამორჩენა განპირობებული იყო საინფორმაციო ინდუსტრიის განუვითარებლობითა და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების (საზოგადოებრივი ფენის) სიმცირით, რაც ვერ ჩაუყრიდა საფუძველს ახლა უკვე კარს მომდგარ, სრულიად ახალ საზოგადოებრივ ფორმაციას - საინფორმაციო საზოგადოებას.

ამ საზოგადოებაში კი თვისებრივად ტრანსფორმირებულია როგორც პოლიტიკური მოღვაწეობის, ისე ეკონომიკური საქმიანობისა თუ სოციალური დაცვის პრინციპები და მიზნები.

საინფორმაციო საზოგადოებამ ყოველ ადამიანს უნდა მისცეს საშუალება, თავისი ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებასა და მთელ საზოგადოებას. ეს კი პოლიტიკური თვალსაზრისით ბევრად მეტია, ვიდრე სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური დემოკრატია.

„საინფორმაციო ეპოქაში“ მეცნიერება ტევადი ტექნოლოგიებისა და ცოდნის ინდუსტრიალიზაციის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს „უზრუნველყოფილი საზოგადოება“. ეს კი ეკონომიკური თვალსაზრისით მეტს ნიშნავს, ვიდრე ფართო სპექტრის მომსახურების ინდუსტრიის ფორმირება თუ საზოგადოებაში მყიდველუნარიანი უმრავლესობის ჩამოყალიბება.

ფაქტობრივად, საქართველოს გადასვლა განვითარებულ ინდუსტრიულ თუ პოსტინდუსტრიულ ფაზაში და ჩვენი სახელმწიფოს სისტემური განვითარების პრობლემაც უშუალოდ და მჭიდროდ უკავშირდება ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებას, ხოლო ამ საკითხებში ჩამორჩენა განაპირობებს სრულიად ახალი ტიპის უთანასწორობის წარმოქმნას. მხედველობაში მაქვს „ციფრული უთანასწორობა“.

2000 წელს „გაეროს“ ათასწლეულის სამიტზე გამოსვლისას აღვნიშნე, რომ უთანასწორობა, რომელიც სულ უფრო ღრმავდება ჩვენს პლანეტაზე სხვადასხვა მიმართულებით, უდიდეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სტაბილურობასა და უშიშროებას.

ზოგს შეიძლება გადაჭარბებულადაც კი მოეჩვენოს ჩემი გაფრთხილება, რომ თუ არ იქნა დაძლეული არა მარტო მატერიალური, არამედ მრავალგვარი სხვა ჩამორჩენა ერთა და სახელმწიფოთა შორის, წარსულის კაცთმოძულე თეორიები, რომელთაც ამდენი ტანჯვა და სისხლი მოუტანეს ადამიანთა მოდგმას გასულ საუკუნეებში, კვლავ იჩენენ თავს ახალი ფორმითა და შინაარსით და, ჩვენდა საუბედუროდ, იჩინეს კიდეც თავი მთელი კაცობრიობისათვის „შავ სამშაბათს“. მხედველობაში მაქვს აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა არა „ცივი ომის“ პირობებში, არამედ სწორედ მაშინ, როდესაც კაცობრიობამ მოიშორა ატომური განადგურების მომნუსხავი შიში და იმედით ელოდა საყოველთაო თანხმობისა და ჰარმონიის ეპოქის დადგომას.

მიზეზიც ამ საზარელი იმედგაცრუებისა არაერთგზის დამისახელებია: „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ კაცობრიობა არ აღმოჩნდა მზად სრულფასოვნად აღექვა ახალი გამოწვევები. მათ შორის, „პლანეტარული უთანასწორობით“ წარმოშობილი და, ხშირ შემთხვევაში, ობიექტური წინააღმდეგობანიც.

ამ დაძაბულობის ერთ-ერთი და, შესაძლოა, ყველაზე საშიში გამოვლინებაა „ციფრული უთანასწორობა“. ალბათ, უფრო ზუსტი იქნება, თუ ამ მოვლენას „ციფრულ განხეთქილებასაც“ კი ვუწოდებთ. იგი აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რათა ჩვენი ქვეყანა არამც და არამც არ ჩამორჩეს განვითარების ძირითად პლანეტარულ ნაკადს.

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ციფრული რევოლუციისა და ფართომასშტაბიანი ინფორმატიზაციის ხარჯზე მოწინავე ქვეყნებმა უაღრესად დადებითი შედეგები მიიღეს. ესაა პოლიტიკური სისტემის გამჭვირვალობა და სტაბილურობა, მკვეთრი ეკონომიკური ზრდა, სოციალური დაცვის მაღალი დონე, მეცნიერული და კულტურული განვითარების უპრეცედენტო ტემპები. ფაქტობრივად, ინფორმაცია და ინფორმატიზაცია მოწინავე ქვეყნების არსებობისა და განვითარების აუცილებელ პირობად გადაიქცა. ამ ქვეყნების ყოველდღიური ცხოვრება არა მარტო უშუალოდაა დაკავშირებული საინფორმაციო ტექნოლოგიებთან, არამედ შეუძლებელიცაა ამ ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.

რაკი საქართველოს საგარეო სტრატეგიის საგარეო ვექტორი მიმართულია ევროკავშირისკენ, ჩვენ ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ სფეროში ყოველგვარი ჩამორჩენის დაძლევა ევროკავშირში გაწევრების უტყუარი წინაპირობა იქნება და ამ აზრს ჩვენ უნდა შევეგუოთ.

მრავალ სხვა საკითხთან ერთად ეს პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება ცოდნის ინდუსტრიალიზაციასა და „ხელოვნური ინტელექტის“ ფენომენსაც, რომლის შესწავლაში ქართულ მეცნიერებას აგრეთვე ძალუძს ღირსეული და საყურადღებო სიტყვა თქვას.

მახსოვს, ჩემი ახალგაზრდობის წლებში არცთუ ისე უპრობლემო იყო თვით ამ ტერმინის - „ხელოვნური ინტელექტის“ ხმარებაც კი, იმდენად შეუთავსებელი იყო ეს გაგება, ეს მეცნიერული მიმდინარეობა იმ წყობისათვის.

მთლიანობაში საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას, ქართულ ინტელიგენციას და განსაკუთრებით, აკადემიურ კორპუსს, ახალგაზრდობას მთელი შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალური მობილიზება მოუწევს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყოველმხრივი მხარდაჭერითა და თანადგომით.

ისევ და ისევ სულმნათი ილია ჭავჭავაძის გენიას მივმართავ. დიდი ილია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გვაფრთხილებდა, რომ ახალ ეპოქაში „ხმლით მომხდურ გამოწვევაზე“ მეტად საშიში „ცოდნისა და განათლების“ გამოწვევა შეიძლება გახდეს.

როგორც წესი, „ციფრული უთანასწორობის“ დონე ფასდება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მაჩვენებლით:

რამდენად ფართოდ და ხშირად გამოიყენება კომპიუტერული სისტემები, კომპიუტერული მოდელირება და პროგნოზ ზირება ქვეყნის მართვასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მიგნებაში სახელმწიფოებრივი და საზოგადო ცხოველმყოფელობის ყველა მიმართულებით.

რა მასშტაბითაა დანერგილი და რამდენად ინტენსიურად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები განათლების, მედიცინის, დოკუმენტთბრუნვის, ვაჭრობისა თუ სამომხმარებლო სფეროებში, აგრეთვე თვით მეცნიერებაში;

რაოდენ დიდია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი ეკონომიკაში. მაგალითისათვის აღვნიშნავ, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ინფორმაციისა და ინფორმატიზაციის სექტორი ეკონომიკის ყველაზე დიდი სეგმენტია.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „ციფრული უთანას სწორობა“ სოციალური დიფერენციაციის ახალი სახეობაა, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის უთანაბრობის როგორც მიზეზს, ასევე შედეგს.

დღეს ციფრული ჩამორჩენილობა დამღუპველია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე საზოგადოების ამა თუ იმ ფენისა და ცალკეული ადამიანებისთვისაც. თუ დღეს ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, ხვალ აუცილებლად დავდგებით ფაქტის წინაშე. ჩვენ უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევიან მძლავრი საინფორმაციო ზემოქმედების საშუალებას ცალკეულ ადამიანებზე, საზოგადოების ამა თუ იმ ფენაზე და თვით სახელმწიფოზეც. ამიტომაც პრობლემის კიდევ ერთი ასპექტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უშიშროების პრობლემას უკავშირდება.

რეალობაა, რომ დღეს უკვე მიმდინარეობს ნამდვილი „საინფორმაციო ომები“, რომლის დროსაც საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეწოდება თითქოსდა ჭეშმარიტი, მაგრამ სინამდვილეში არაობიექტური ინფორმაცია, რაც ამა თუ იმ კრიზისული ვითარების პროვოცირებას ისახავს მიზნად.

ფაქტობრივად, უკვე არსებობს მასებზე ზემოქმედების ხარისხობრივად ახალი ინსტრუმენტი და, შესაბამისად, გაჩნდა დაპირისპირებისა და ბრძოლის ახალი - საინფორმაციო ველიც, რომელშიც უკვე გადმოტანილია გეოპოლიტიკური პრობლემები და რომლის გამოყენებითაც ხორციელდება პოლიტიკ კური, ეკონომიკური, სოციალური და, გნებავთ, ტერიტორიული ომების მოგებაც კი. თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს უახლოეს წარსულს, ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ ეს შეფასება რეალისტურია.

ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ საერთაშორისო მეტოქეობის სიმძიმის ცენტრმა უკვე გადაინაცვლა საინფორმაციო რესურსებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც უახლოეს პერიოდში მოითხოვს საერთაშორისო მექანიზმების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სამხედრო დოქტრინის გადახედვასა და სერიოზულ კორექტირებას.

ვფიქრობ, ყოვლად აუცილებელია საერთაშორისო კოლექტიური გარანტიების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველი ქვეყნის დაცვას სახიფათო და საზიანო საინფორმაციო ზემოქმედებისგან, ანუ „ცივი ომის“ შემდგომ ეპოქაში დროა ვისაუბროთ არა მარტო „ბირთვულ ქოლგაზე“, არამედ „საინფორმაციო ქოლგის“ შექმნაზეც. ამ საკითხში დაყოვნებამ შეიძლება შექმნას სრულიად ახალი მდგომარეობა მსოფლიოში - „ცივი ომი“ შეიძლება შეცვალოს, თუ ეს გამოთქმა სწორი იქნება, „ცივმა მშვიდობამ“ - დაძაბულმა მშვიდობამ.

ამდენად, უნდა ვაღიაროთ, რომ ვლაპარაკობთ არა უბრალოდ „ციფრულ ეკონომიკაზე“, „ელექტრონულ მართვასა“ თუ „დისტანციურ განათლებაზე“, არამედ კაცობრიობის განვითარების სრულიად ახალ პარადიგმაზე.

ამ კონტექსტით, ჩვენ, ერთი მხრივ, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ უცხო ძალების მიერ ჩვენს საზოგადოებაზე საზიანო და უსამართლო საინფორმაციო ზემოქმედებას, ხოლო, მეორე მხრივ, პროპაგანდა და ობიექტური ინფორმირება უნდა გამოვიყენოთ ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის - აქ უნდა მივაღწიოთ ინფორმაციის დროულობასა და სარწმუნოობას, რაც ხელს შეუწყობს დიალოგსა და სხვადასხვა პოზიციებს შორის საერთო წერტილების მოძებნას, არგუმენტების მიტანას ადრესატამდე.

ამავე კონტექსტით მინდა მივმართო საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს: საინფორმაციო პროპაგანდას არ უნდა მივყავდეთ საზოგადოების გახლეჩისაკენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ საზოგადოების დაცვას არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებისაგან, როცა ხელისუფლების მიღწევები უცნობი რჩება საზოგადოებისათვის, ხოლო მისი ყოველი შეცდომა წარმოჩენილია, როგორც კატასტროფა, ეს მიუღებელია. საჭიროა მკვეთრი გადასვლა აგრესიიდან თანამშრომლობისაკენ, საზოგადოება მიილტვის ღია დიალოგისაკენ, გამჭვირვალობისა და ურთიერთნდობისაკენ. აქედან გამომდინარეობს ინფორმატიკის დეპარტამენტის, საინფორმაციო სამსახურების სრულიად ახალი როლი და ახალი დანიშნულება.

კვლავ მინდა მივუბრუნდე მსოფლიოში ინფორმაციის გლობალურ მიმოცვლას, რომელიც გამოწვეულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, კომპიუტერული ქსელების, საინფორმაციო ბანკებისა და ამ სფეროში მომუშავე სტრუქტურების მომრავლებითა და განვითარებით.

სწორედ ინფორმაციის საყოველთაო მიმოცვლის ხარჯზე ყალიბდება ვირტუალური პირადი და საწარმოო ურთიერთობები, როცა ადამიანები, თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით იცნობენ და უკავშირდებიან ერთმანეთს და სხვადასხვა კონტინენტებზე მყოფი წყვეტენ საერთო - კომერციულ, სამეცნიერო თუ სოციალურ ამოცანებს.

სწორედ ეს წარმოადგენს მსოფლიო გაერთიანების პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო თუ სოციალური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის გადამწყვეტ ფაქტორს.

ვერც საქართველო და ვერც რომელიმე სხვა ქვეყანა, რა ისტორიული მიზნებიც უნდა გააჩნდეს მას, ვერ გაექცევა საინფორმაციო მიმოცვლისა და ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესებს. ამიტომაც, თითოეულ სახელმწიფოს და, მათ შორის, საქართველოსაც, უნდა ჰქონდეს გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესებში მონაწილეობის გამოკვეთილი სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც განვითარებას, ასევე ეროვნულ ღირებულებათა, კულტურული საგანძურისა და ეროვნული ზნეობის შენარჩუნებას.

არაერთგზის მითქვამს, რომ საქართველოსათვის გლობალიზაცია სრულიად მისაღებია, თუ იგი გულისხმობს თავისუფალ არჩევანს და იოტისოდენად არ დააზარალებს უნიკალურ ქართულ ცივილიზაციას, ჩვენი ერის თვითმყოფადობასა და კულტურულ სახეს.

სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობანი უნდა გამოვიყენოთ იმ ფარად და იარაღად, რომელიც გლობალიზაციასა და ციფრულ რევოლუციას უდიდეს სიკეთედ აქცევს საქართველოსათვის, ანუ არათუ დააზარალებს ქართულ კულტურას, არამედ გაამდიდრებს კიდეც მას - ხელს შეუწყობს ქართული ფენომენის პოპულარიზაციას მსოფლიოში, გახდება ჩვენი განვითარების სტიმული, მამოძრავებელი ძალა და მობილიზაციის ფაქტორი.

ზემოდასახელებული ყველა პრობლემა ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ციფრული უთანასწორობის შემცირება და აღმოფხვრა ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს არათუ პრიორიტეტული, არამედ სახელმწიფოებრიობის უზრუნველმყოფი ამოცანა გახლავთ.

ალბათ, დამეთანხმებით, შორს ვარ რაიმე პრობლემის ჰიპერბოლიზებისა ან ემოციური განხილვისაგან, მაგრამ განს სახილველი საკითხის სირთულე და მისი მნიშვნელობა მაიძულ ლებს ამჯერად დასკვნებისას კატეგორიული ვიყო. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე ციფრულ რევოლუც ციას არ გააჩნია რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალოგი კაცობრიობის ისტორიაში. კაცობრიობა, მართლაც, გადავიდა განვითარების ახალ სტადიაში, როდესაც ცხოვრება, უწინარეს სად, განისაზღვრება საინფორმაციო ტექნოლოგიათა გამოყენების მასშტაბით.

ახალ ეპოქას ახალი დომინანტური ღირებულებანი მოაქვს და უკვე დღეს შეიძლება წარმოვიდგინოთ მომავლის კონტურები.

ვფიქრობ, საინფორმაციო ზემოქმედება პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში დაჯაბნის კაპიტალის ზემოქმედებას. ამასთან ცოდნა, და არა იმდენად საკუთრება, გახდება დიფერენციაციის ძირითადი ფაქტორი - ინფორმირებულები და მცოდნეები იქცევიან „მდიდრებად“, ხოლო ამ სფეროში ჩამორჩენილი არაინფორმირებულები და უცოდინრები გადაიქცევიან „ღატაკებად“.

მაგრამ პრობლემა არ უნდა გავიგოთ გამარტივებულად, როგორც მხოლოდ ქონებრივი უთანასწორობის დაძლევა, ან თუნდაც „თანასწორ საწყის პოზიციათა“ უზრუნველყოფა საზოგადოებაში. გამორიცხული არ არის, რომ ახალ რეალობაში პოტენციური სოციალური კონფლიქტების კერა გადაინაცვლებს კულტურულ სფეროში.

დღესდღეობით კი უფრო ინფორმირებულია არა ის, ვინც მეტი იცის, არამედ ის, ვინც უფრო კომუნიკაბელურია. სწორედ ამიტომ გახდა ეპოქის ფენომენი ინტერნეტი - გლობალური კომუნიკაციისა და ინფორმირების საშუალება. თუმცა სამომავლოდ აქცენტები ეპოქის მომავალ ფენომენზე - გლობალური ელექტრონული საინფორმაციო ბანკების შექმნაზე უნდა ავიღოთ.

აღნიშნული საკითხების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება, საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობასთან დაკავშირებით, მსოფლიო სამიტის გამართვის შესახებ 2003 წლის დეკემბერში და ვფიქრობ, საქართველო ღირსეულად წარდგება ამ ფორუმზე. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ დღეს სპეციალურად ვიკრიბებით. მიმაჩნია, რომ ფორუმისათვის მზადება ჩვენთან უკვე დაიწყო.

სამიტზე საქართველო წამოჭრის არა მარტო „საინფორმაციო ქოლგის“, გლობალური კომპიუტერული ქსელებისა თუ საინფორმაციო ბანკების საკითხებს, არამედ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს დღევანდელობის სრულიად ახალ ფენომენს - „არაინსტიტუციონიზებულ ინსტიტუტებს“.

საქმე ის გახლავთ, რომ მსოფლიოს საიფორმაციო ინფრასტრუქტურამ გამოიწვია ვირტუალური (ინტერნეტსა თუ სხვა კომპიუტერულ ქსელებში არსებული) მაღაზიების, კომპანიების, ბანკების, ფულისა და, საერთოდ, „ვირტუალური ეკონომიკის ფორმირება. ფაქტობრივად შეიქმნა „არაინსტიტუციონიზებული ინსტიტუტები“, რომლებიც არსებობენ ტრადიციული საზოგადოების ფარგლებს გარეთ, ნელ-ნელა ერწყმიან ტრადიციულ საზოგადოებრივ ცხოვრებას და საფუძველს უყრიან ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ფორმაციების ჩამოყალიბებას.

აღნიშნული ინსტიტუტების არსებობისა და საქმიანობის გარემოა გლობალური კომპიუტერული ქსელები, რომლებსაც მოაქვთ საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და, ფაქტობრივად, წარმოადგენენ დემოკრატიის დამკვიდრების აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის კომპონენტს.

ხარისხობრივად უფრო მეტ საფუძველს უქმნიან დემოკრატიას, გლობალური საინფორმაციო ბანკები, რომლებმაც უნდა იტვირთონ საზოგადოების საინფორმაციო მოთხოვნილებათა დაკმაყოფიელბის ფუნქცია.

მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საზოგადოებაში ინფორმაციასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებთ თან მუშაობის ცოდნის ამაღლებას, ინფორმაციის როლისა და მნიშვნელობის გათავისებას. ვფიქრობ, რაც უფრო მაღალია ეს ფაქტორი, მით უფრო მაღალია საზოგადოების დემოკრატიზაციის დონე, ანუ ისინი პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან.

ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ძირითადი დატვირთვა უნდა გადავიტანოთ განათლების სფეროზე. საქართველოში განათლების რეფორმა უნდა განიხილებოდეს საინფორმაციო ტექნოლოგიათა ყოვლისმომცველი დანერგვის ჭრილში.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიმყოფებით ძალზე სწრაფად ცვალებად რეალობაში, რომლის აღქმაც დღითიდღე რთულდება სწორედ ამ ცვალებადობის გამო. ამიტომაც მიზნად უნდა დავისახოთ არა მარტო განათლებული, არამედ მაღალი ინტელექტუალური საზოგადოების ფორმირება.

განათლების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს წინა თაობათა გამოცდილების სრულყოფილ გაზიარებას, უნდა ზრდიდეს თანამედროვე ცვალებად სამყაროში სრულფასოვანი ცხოვრებისათვის მომზადებულ თაობას და, რაც მთავარია, მიმართული უნდა იყოს ადამიანებში მომავლის ამოცანებისა და პრობლემების ხედვის უნარის აღზრდაზე.

ყოველი სკოლა უნდა წარმოადგენდეს შესანიშნავ პედაგოგთა გუნდს, რომელიც მზადაა აითვისოს მუდმივად განვითარებადი უახლესი ტექნოლოგიები. სათანადო მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ უწყვეტი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის განვითარებას. ეს ამოცანა უნდა იტვირთონ ეროვნულმა უნივერსიტეტებმა და აქ გასათვალისწინებელია ცალკეული აზიური ქვეყნების გამოცდილება, სადაც ღია ლექცია-სემინარები ცოდნის გაღრმავების ეფექტიანი გზაა. ჩვენთანაც არის ეს, მაგრამ მე ვლაპარაკობ სისტემურ მიდგომაზე.

ვფიქრობ, აქ ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილებაა დისტანციური სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. ციფრულმა რევოლუციამ მოგვცა ფოტო, აუდიო, კინო და ტელეპროდუქციის შექმნის სრულიად ახალი ისტრუმენტები, როგორიცაა ანიმაცია, კომპიუტერული გრაფიკა და დაპროექტება, რაც, ერთი მხრივ, იძლევა მაღალხარისხოვანი სასწავლო და გასართობი პროდუქციის შექმნის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, შესამჩნევად აიაფებს ამ პროდუქციის შექმნის ღირებულებას. დისტანციური სწავლება უზრუნველყოფს ამგვარი პროდუქციის მიმოცვლასა და სწრაფ ათვისებას საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. ამიტომაც იგი ისევე ფართომასშტაბიანად უნდა დაინერგოს, როგორც დასწრებული სწავლება და უნდა გამოიწვიოს საქართველოში ახალი სასწაული და კვალიფიკაციის ამაღლების გარემოს ფორმირება, რომელიც დააკავშირებს სხვადასხვა ქვეყნების პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ხელმისაწვდომს გახდის ჩვენთვის მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკებს და, შესაბამისად, მოგვცემს სწავლების შემცველობისა და ტემპის უპრეცედენტო ზრდის საშუალებას.

მჯერა, საქართველოს პედაგოგთა კორპუსი, პროფესორ-მასწავლებლობა, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის.

უკვე აღვნიშნე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიათა და, მე ვიტყოდი, შესაბამისი ცხოვრების წესის დანერგვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ ინსტიტუტთა განვითარების მხრივაც. სწორედ ამ ტექნოლოგიებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მიმოცვლა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და ამით მაქსიმალურად უზრუნველყონ ხელისუფლების გამჭვირვალობა.

დღეს ჩვენ მოკლებულნი ვართ სრულყოფილ საინფორმაციო კავშირს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, რაც საზოგადოებრივი მღელვარებისა და უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია. ამიტომაც ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური, სოციალური თუ სამეწარმეო ფენებისა და, საერთოდ, მთელი საზოგადოების ინფორმირება და მონაწილეობა მიღებულ გადაწყვეტილებათა, მოსალოდნელი შედეგებისა და მისი მიღწევების შესახებ.

ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო უკუკავშირი საზოგადოებასთან და ამ გზით შეუქმნას საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლის კიდევ ერთი, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი.

საინფორმაციო უკუკავშირი, ფართომასშტაბიანი ინფორმატიზაციის საფუძველზე ხელს შეუწყობს არა მარტო დემოკრატიის საბოლოო გამარჯვებას ქვეყანაში, არამედ საწყის ეტაპზე უზრუნველყოფს ისეთი საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტას, როგორიცაა ზუსტი აღრიცხვა საბაჟო, საგადასახადო, საფინანსო, მატერიალური რესურსებისა თუ სხვა სფეროებში.

მომდევნო ეტაპზე ინფორმატიზაციამ უნდა უზრუნველყოს ციფრული ეკონომიკის ფორმირება, მისი შემადგენელი ელექტრონული ბაზრის, ელექტრონული ბირჟების, ელექტრონული ფულის, ელექტრონული კომერციის, ვირტუალური საწარმოებისა და სხვა კომპონენტებით.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველომ უნდა დაუთმოს ვირტუალურ საწარმოებსა და კავშირებს, რომლებიც იქმნებიან სხვადასხვა ქვეყნების ადამიანური, ორგანიზაციული, ფინანსური, სამეცნიერო თუ ტექნიკური რესურსების ინტეგრირების გზით მსოფლიო ელექტრონულ-საინფორმაციო სივრცეში. ეს ეკონომიკური პარამეტრების ზრდის, კვალიფიცირებული სამუშაო ძალის ფორმირებისა და ინოვაციების სერიოზული საფუძველია.

ამგვარი ვირტუალური კავშირის თვალსაჩინო მაგალითია ტელემედიცინა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით უზრუნველყოფს კავშირს მსოფლიოს სხვადასხვა წერ რტილებში განლაგებულ სამედიცინო კლინიკებს, ექიმებსა და პაციენტებს შორის, რაც იძლევა არა მარტო დისტანციური დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებას, არამედ ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებშიც კი მაღალკვალიფიციური ექიმების დისტანციურ მონაწილეობას. დღეს უკვე დამუშავებულია ავადმყოფებზე დისტანციური დაკვირვების მეთოდები და შექმნილია სპეციალიზებული ინტერნეტ-კვანძები, რომლებიც საშუალებას აძლევენ პაციენტებს დამოუკიდებლად აწარმოონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.

მთლიანობაში, ქვეყნის „ციფრულმა მოდერნიზაციამ“ უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების გამჭვირვალობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, სოციალურად ორიენტირებული ლიბერალური ეკონომიკის ფორმირება, სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობა, ფარული ეკონომიკისა და კორუფციის არეალის შევიწროება და, რაც მთავარია, ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფი ინტეგრირება მსოფლიო გაერთიანებაში.

მაგრამ ამ ეპოქალურ ამოცანათა გადაწყვეტისათვის აუცილებელია დაუყოვნებლივ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები უმთავრესი (ფუნდამენტური) პირობის დასაკმაყოფილებლად. საქართველოში უნდა შეიქმნას ძირითადი საინფორმაციო ბანკები, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ბირთვს.

ესენია: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საერთო-სახელმწიფოებრივი ბანკები, საჯარო ინფორმაციის საერთო-სახელმწიფოებრივი ბანკი, საბაჟო-საგადასახადო ერთიანი საინფორმაციო ბანკი.

ამ საინფორმაციო ბანკებში მოხდება აკუმულირება სახელმწიფოებრივად და საზოგადოებრივად ფასეული ღია ინფორმაციისა მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა, სახელმწიფო სტრუქტურათა და სახელმწიფო მოხელეთა შესახებ. ასევე ინფორმაციისა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ურბანიზაციის, მიწისა და სატყეო მეურნეობების, გეოლოგიის, ეკოლოგიისა და რადიაციული უსაფრთხოების თაობაზე.

ცალკე მინდა ვისაუბრო ჩემი სრულიად ახალი ინიციატივის შესახებ - „საჯარო ინფორმაციის საერთო-სახელმწიფოებრივი ბანკის“ შექმნის თაობაზე.

საიდუმლო არაა, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ძირითადი პირობაა. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ამოცანას ემსახურება ჩვენ მიერ მიღებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც: იგი ავალდებულებს სახელმწიფო სტრუქტურებს მოთხოვნისამებრ გააცნონ საზოგადოების ნებისმიერ წევრს მათ ხელთ არსებული საჯარო დოკუმენტები. პარლამენტმა იზრუნა ამაზე.

სწორედ საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიანი გზაა საერთო-სახელმწიფოებრივი საინფორმაციო ბანკის შექმნა, რომელშიც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა განათავსებს მის ხელთ არსებულ საჯარო ინფორმაციას და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისათვის.

ვინაიდან სახელმწიფო სტრუქტურები განათავსებენ აღნიშნულ ბანკში თავის საჯარო ინფორმაციას და მათ შორის არსებულ კორესპონდენციას, ცხადია, რომ ბანკი იმავდროულად წარმოადგენს ქვეყნის დოკუმენტთბრუნვის სისტემას. ამასთან, ბანკი ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის ინტერნეტის მეშვეობით, რაც საზოგადოების ყველა წევრს აძლევს საშუალებას, განახორციელოს ელექტრონული მიმოწერა ხელისუფლებასთან, მათ შორის, მიაწოდოს მას თავისი აზრი ან წინადადება ნებისმიერ საკითხზე.

რადგანაც აღნიშნულ ბანკში თავსდება ყოველგვარი ინფორმაცია, ცხადია, რომ ბანკი თემატურად და სექტორულად ასახავს საქართველოს მდგომარეობას, ანუ იგი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ქვეყნის ნორმატიული აქტების ბანკი, ან როგორც ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების ბანკი, ან როგორც ნებისმიერი სხვა სფეროს ამსახველი მონაცემთა ბანკი.

საჯარო ინფორმაციის ბანკის გაფართოება წარმოდგენილი მაქვს როგორც კავკასიის რეგიონის, ასევე შავი ზღვის აუზისა და „აბრეშუმის გზის“ ქვეყნების, ტრასეკას მასშტაბით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკითხის ამგვარი დასმა წარმოადგენს გამჭვირვალობის, საჯაროობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოვლენის რევოლუციურ რესურსს.

რა თქმა უნდა, ესოდენ მასშტაბური ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელი იყო ინსტიტუციური ცვლილებები. ამ მიზნით ჩვენ შევქმენით სპეციალური ორგანო: ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ფუნქციები თანდათანობით უნდა გაფართოვდეს. გარდა ამისა, მომიჯნავე დარგების კოორდინაციის მიზნით შევქმენით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭო, რომელსაც, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ამ სფეროში მთავრობისა და პარლამენტის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისია. მაგრამ არც ესაა საკმარისი. მინდა განვაცხადო: არ უნდა დარჩეს სამინისტრო, სახელმწიფო დეპარტამენტი, სამხარეო ადმინისტრაცია, მერია თუ გამგეობა, სადაც არ შეიქმნება ინფორმატიზაციის სამსახური, თუნდაც მცირერიცხოვანი, მაგრამ აუცილებლად კვალიფიცირებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული, რომელიც დაექვემდებარება უშუალოდ პირველ პირს. ამ სამსახურების მუშაობის ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო იქნება საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ამგვარმა ინსტიტუციურმა მოწყობამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველყოს რაიონული, რეგიონული და საერთო-სახელმწიფოებრივი კონცეფციებისა და, საერთოდ, შესაბამისი ნორმატიული ბაზის ფორმირება. თუმცაღა გარკვეული სამუშაო უკვე შესრულებულია: მიღებულია კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ შესახებ, მომზადებულია კანონპროექტთა პაკეტი - პერსონალური მონაცემების, ელექტრონული დოკუმენტის, გარიგებისა და ხელმოწერის შესახებ, რომელსაც, იმედი მაქვს, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს, მაგრამ, რაც მთავარია, ჩემი ინიციატივით უკვე შემუშავებულია „საქარ რთველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის ციფრული უთანასწორობის შემცირების სახელმწიფო „კონცეფცია“, რომელიც მოიცავს ელექტრონული მზადყოფნისა და ელექტრონულ საჭიროებათა შეფასებას.

ჩვენ ვგეგმავთ ინფორმატიზაციის სფეროს გარკვეულ მიზნობრივ დაფინანსებას. გათვალისწინებულია საჯარო ინფორმაციის ბანკის ფორმირების პირველი ეტაპის დაფინანსება ნახევარი მილიონი ლარით, აგრეთვე ცნობილი კომპიუტერული სისტემის - „ვინდოუსის“ გაქართულებისათვის 550 ათასი ლარის გამოყოფა. წინასწარ ვეთათბირე ფინანსთა მინისტრს და, ვფიქრობ, არ არის შეუძლებელი, რომ ჩვენმა ბიუჯეტმა ეს ტვირთი იკისროს.

განსაკუთრებულად მინდა შევეხო კომპიუტერული პროგრამების გაქართულებისა და, საერთოდ, კომპიუტერის უკიდეგანო სამყაროში ქართული ენის დამკვიდრების საკითხს. უკვე მიღებულია ქართული ასომთავრულისა და მხედრულის სტანდარტი, მიმდინარეობს მუშაობა ნუსხური ანბანის სტანდარტიზ ზაციისთვის.

სახელმწიფო ენის პალატისა და ინფორმატიზაციის დეპარტამენტის ერთობლივი სამეცნიერო ჯგუფის ძალისხმევით, აგრეთვე, ჩვენი ენათმეცნიერების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა ქართული ტერმინოლოგია და მუდმივად მიმდინარეობს მისი სრულყოფა. ითარგმნა „ვინდოუსის“ დახმარების საინფორმაციო პაკეტი, შეიქმნა ქართული სიტყვა-ფორმების ელექტრონული ლექსიკონი და მორფოლოგიური ანალიზის სისტემა, მიმდინარეობს სინტაქსური და გრამატიკული ანალიზის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება. ლინგვისტები მუშაობენ ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ტექსტის სათარგმნ სისტემაზე, რაც უზრუნველყოფს ტექსტის ავტომატურ თარგმნას.

საერთოდ, განათლების სფეროში ვგეგმავთ მასშტაბურ ღონისძიებებს: ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტი საქართველოს სკოლების ფართომასშტაბიანი კომპიუტერიზაციის შესახებ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღიარა სამაგალითო პროექტად განვითარებადი ქვეყნებისათვის.

ჩემი პირადი თხოვნით, აშშ-ის „მსოფლიო პოლიტიკური გაცვლის“ ორგანიზაციამ შეაგროვა 1600 კომპიუტერი, რომლებსაც საჩუქრად გადავცემთ სკოლებს. მე მოვუწოდებ რწმუნებულებს, მერებსა და გამგებლებს, სამინისტროებს, ჩაებან ამ საქმეში და მზად ვარ, კვლავ მივმართო თხოვნით აღნიშნულ ორგანიზაციას, რათა მან დამატებით გვაჩუქოს ან ხელმისაწვდომ ფასებში მოგვყიდოს კიდევ 2000 კომპიუტერი. ამ მიმართულებით მისასალმებელია ქუთაისის ხელმძღვანელობის, იმერეთისა და კახეთის გუბერნატორების, თბილისის ხელმძღვანელობის ძალისხმევა.

ეს საფუძველს ჩაუყრის საქართველოს მრავალ ქალაქში მოსწავლეთათვის შექმნილი ინფორმატიკის სასწავლო ცენტრების გაერთიანებას დისტანციური სწავლების ერთიან სისტემაში. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ცარიელ ადგილზე არ ვიწყებთ. გარკვეული გამოცდილება უკვე გვაქვს.

სასიხარულოა, რომ ჩვენი მოზარდები დიდი წარმატებით მონაწილეობენ ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში: გასულ წლებში გვყავდა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები. წლეულსაც, სულ ორიოდე კვირის წინათ, ჩვენმა მოსწავლეებმა სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ინფორმატიკაში, რომელშიც მონაწილეობდა 77 ქვეყანა, მოიპოვეს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ შარშანწინ და შარშან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი დაპროგრამებაში სტუდენტებს შორის თბილისში გაიმართა. როცა საუბარი გვექნება პრეზიდენტის სტიპენდიის და სხვა დახმარებათა განაწილებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ინფორმატიკის სფეროში მომუშავე ახალგაზრდობის წახალისება და სტიმულირება.

მაგრამ ინტელექტუალური პოტენციალის სიძლიერე არ უნდა გადაიქცეს თვითდამშვიდების საბაბად. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდი თანამედროვე კომპიუტერია. განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით 50%25 კომპიუტერული ტექნიკის მფლობელია. საქართველოში კი ჯერჯერობით დაახლოებით 80 000 კომპიუტერია, ანუ ამჟამად ჩვენი მოსახლეობის არაუმეტეს 2 პროცენტს თუ მიუწვდება ხელი კომპიუტერულ ტექნიკაზე.

ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით ნახევარ მილიარდ ადამიანს აქვს ინტერნეტში მუშაობის საშუალება, საქართველოში კი, სამწუხაროდ, მხოლოდ 30 000 ინტერნეტ-აბონენტია, ანუ მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლები. რა თქმა უნდა, უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო დაწესებულებებში გაცილებით მეტია. მაგრამ, საერთოდ, ჩვენი მოსახლეობა უნდა ფლობდეს მეცნიერების ამ მონაპოვარს, რომელიც ყველა ოჯახისათვის, ყველა ადამიანისათვის არის საჭირო.

ეს, მე ვიტყოდი, შემაშფოთებელი ციფრებია. აუცილებელია რადიკალურ ღონისძიებათა განხორციელება, რათა არ დავაგ გვიანოთ. პროცესები კი საშინელი სისწრაფით ვითარდება: 38 წელი იყო საჭირო საიმისოდ, რომ რადიოტექნოლოგიებს 50 მილიონი ადამიანი მოეცვა, მხოლოდ 13 წელი დასჭირდა საამისოდ ტელევიზიას და სულ ოთხი წელი დასჭირდა ინტერნეტს, რათა 50 მილიონი ადამიანი მოეცვა მთელ პლანეტაზე.

1993 წელს დედამიწაზე სულ 50 ე.წ. „ინტერნეტკვანძი“ არსებობდა. 7 წლის შემდეგ მათმა ოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა.

ჭეშმარიტად, ციფრულმა რევოლუციამ დროისა და სივრცის განზომილებებიც კი შეცვალა. საარსებოდ აუცილებელია, საქართველო დროულად აჰყვეს ამ გრანდიოზულ, აღმავალ ტალღას და პლანეტარული პროცესის სრულუფლებიან მონაწილედ იქცეს და თავისი სიტყვაც თქვას.

რაოდენ რთულიც უნდა ჩანდეს ეს ეპოქალური ამოცანა, ურყევად დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერს, რომელმაც კაცობრიობის განვითარების ყველა ფორმაცია გამოიარა და როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური ბრძოლის უნარი არაერთგზის გამოამჟღავნა, შესწევს ძალა, რათა ღირსეულად შეეგებოს ახალ გამოწვევას.

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის.

„დღეს მე ვაყენებ ახალ ეროვნულ ამოცანას, რომელიც მსოფლიო გაერთიანებაში ჩვენი ქვეყნის საბოლოო, თანასწორუფლებიან ინტეგრირებას განაპირობებს და სამუდამოდ დაუმკვიდრებს საქართველოს სრულფასოვანი ქვეყნის სტატუსს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 10 სექტემბერი. - №218 (4277). - 1, 2, 3 გვ.

51 თქვენ პრეზიდენტ ბუშის ოჯახის წევრი ხართ

▲back to top


[...]

იმავე დღეს ედუარდ შევარდნაძე გულითადი თანაგრძნობის დეპეშას გაუგზავნის აშშ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს:

ბატონო პრეზიდენტო,

შეძრწუნებული ვარ არნახული მასშტაბის ტერორისტული აქტით. გადაჭრით ვგმობ ბარბაროსობისა და სიძულვილის ამ გამოვლინებას.

საქართველოს ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად ამერიკელ ხალხს.

გულწრფელად თქვენი,

ედუარდ შევარდნაძე

თქვენ პრეზიდენტ ბუშის ოჯახის წევრი ხართ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 11 სექტემბერი. - №219 (4278). - 1 გვ.

52 ვილი კაჭარავას

▲back to top


მილოცვა

ჩემო ვილი,

დიდი სიამოვნებით მოგილოცავ დაბადების 75-ე წლისთავს და საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს.

შენ მიეკუთვნები ქართველ მოღვაწეთა იმ ღირსეულ პლეადას, რომლებმაც მთელი ცხოვრება ქვეყნისა და ხალხის სამსახურს მოახმარეს.

ძნელია შევაფასოთ ის წვლილი, რომელიც საქართველოს ბუნებისა და მისი რესურსების დაცვაში შეიტანე. ამ საშვილიშვილო საქმეს ახლა მრავალი შენი მოსწავლე აგრძელებს.

გისურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ყოველივე საუკეთესოს.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ვილი კაჭარავას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 11 სექტემბერი. - №219 (4278). - 1 გვ.

53 საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა სისხლის სამართლის XV კონგრესისადმი

▲back to top


ბატონო თავმჯდომარე,
ქალბატონებო და ბატონებო!

ნება მიბოძეთ, გულითადად მოგესალმოთ სისხლის სამართლის XV საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორებს, მასპინძლებს, დელეგატებსა და სტუმრებს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იურისტების ეს მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც დანაშაულთან ბრძოლისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ესოდენ აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება შემდგომ ბიძგს მისცემს გლობალური მასშტაბით მათს გააზრებას, ცალკეულ ქვეყნებში მათი გადაწყვეტისათვის საჭირო და გადაუდებელი ღონისძიებების გაერთიანებული ძალ-ღონით გატარებას.

უწინარეს ყოვლისა, ეს სასარგებლო იქნება ევროპისა და ყოფილი სსრკ ქვეყნებისათვის, რომლებიც ახლა დაადგნენ დამოუკიდებელი განვითარების გზას, მაგრამ ამთავითვე დიდ სიძნელეებს აწყდებიან. მათ შორის არის მოძალებული დანაშაული, განსაკუთრებით, ტერორიზმი და სხვა მძიმე ბოროტმოქმედებანი. ყოველივე ამას უხვად თესავენ დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მოძულენი ჩანასახშივე მათი სახელის მოსაშთობად ან სახელის გასატეხად.

ეს არის დაუოკებელი ცდა, გაუთავებელი საფრთხისა და დიდი სოციალური დანაკარგების პირობებში ამყოფონ ახალფეხადგმული დემოკრატიები, რაც ისეთივე დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის, როგორიც ხანგრძლივი და მწვავე დაავადებაა ჩვილი ბავშვებისათვის.

თუ რაოდენ რთულია ეს გზა, ამის შესახებ ადვილად შემიძლია ვიმსჯელო ჩემი ქვეყნის გამოცდილებით. იგი 70-იანი წლების დამდეგსვე დაგვიგროვდა, როდესაც საბჭოურ სივრცეში პირველებს მოგვიხდა, შეუნიღბავად შევბმოდით პირისპირ მოზღვავებულ დანაშაულს. ამ ბრძოლაში უნდობლობა და მწარე მარცხის საფრთხეც ბევრი ვიწვნიეთ, მაგრამ ძლევამოსილი გამარჯვების სიხარული - უმეტესი.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. კიდევ უფრო გაიზარდა ბრძოლის ჟინი და ასპარეზი. მხედველობაში მაქვს პროგრესული ძალების თავგანწირული მოქმედების დასაწყისი ახალი მსოფლიო წესრიგის დასამკვიდრებლად. კონგრესის მასპინძელ ქვეყანაში, მშვენიერ ბრაზილიაშიც მაშინ მომიწია დაუვიწყარი საქმიანი ვიზიტი, როდესაც უკვე ვჭედდით სანუკვარი მომავლის კარიბჭეებს და, მიუხედავად ამისა, რომ სადღეისოდ ძველი კედლებიც დანგრეულია და ახალი ხიდიც მრავალია აგებული, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა ბოროტებისა და ძალმომრეობის, ვერაგობისა და დაუნდობლობის დანაშაულებრივმა ტალღამ არ წალეკოს სასიკეთო მონაპოვარი. ეს კი მხოლოდ საერთაშორისო ძალთა გაერთიანებით არის შესაძლებელი. ამიტომაა, რომ თქვენი კონგრესის ბრძნულ ჩანაფიქრს და კეთილშობილ სულისკვეთებას უთუოდ ღირსეული დაგვირგვინება უწერია.

დასასრულ, მინდა მოგილოცოთ კონგრესის გახსნა, ნაყოფიერი გარჯა და წარმატება გისურვოთ მის მესვეურებს.

გულითადი გრძნობებით,

ედუარდ შევარდნაძე
თბილისი, 1994 წლის აგვისტო.
„მართლმსაჯულების მაცნე“ №3, 1994 წელი.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა სისხლის სამართლის XV კონგრესისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 11 სექტემბერი. - №219 (4278). - 2 გვ.

54 მის აღმატებულებას ჯორჯ უოკერ ბუშს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს

▲back to top


ძვირფასო ბატონო
პრეზიდენტო,

არ შემეძლო თქვენთვის არ მომემართა ყოველი ჩვენგანისათვის ამ ტრაგიკულ დღეს. მეგობარი ამერიკელი ხალხის დიდი მწუხარება თითოეული ჩვენგანის მწუხარებაცაა.

საქართველო საკუთარ თავზე ცდის ტერორიზმის უმძიმეს შედეგებს, მისი მასაზრდოებელი წყაროების, მათ შორის აგრესიული სეპარატიზმის გავლენას.

ტერორიზმის შედეგების დაძლევაში ფასდაუდებელია თქვენი დიდი ქვეყნის გადამწყვეტი დახმარება. მსურს ყველა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო პირნათლად შეასრულებს ანტიტერორისტული კოალიციისადმი აღებულ ვალდებულებებს და ამოძირკვავს ტერორიზმის ფესვებს საკუთარ ტერიტორიაზე.

ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი ნგრევისა და უბედურების მოწმე გავმხდარვარ, მათ შორის - ათწლიანი ომით მიწასთან გასწორებულ ავღანეთში, მაგრამ არსად მინახავს ხალხი ისე ერთ მუშტად შეკრული, როგორც ამერიკაში 11 სექტემბრის შემდეგ, რის მოწმეც თავად გავხდი გასული წლის ოქტომბერში.

საქართველო ფართოდ აღნიშნავს 11 სექტემბრის წლისთავს. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები. 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნის სახელი მიენიჭა თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის პოლიგონს, რომელზეც ქართველი ჯარისკაცები „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით ეუფლებიან ანტიტერორისტული ბრძოლის ხელოვნებას.

ამერიკამ უკვე დაანახა ყველას, რომ 11 სექტემბრის მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. ამერიკის გარშემო დარაზმულმა ცივილიზებულმა მსოფლიომ უკვე მიაყენა სერიოზული დარტყმა ბნელეთის ძალებს, მაგრამ წინ კიდევ დიდი ბრძოლებია გადასატანი. გარწმუნებთ, ამ ბრძოლაში საქართველო თქვენს გვერდით იდგება.

თქვენი,

ედუარდ შევარდნაძე
11 სექტემბერი, 2002 წელი.

მის აღმატებულებას ჯორჯ უოკერ ბუშს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 სექტემბერი. - №220 (4279). - 1 გვ.

55 ედუარდ შევარდნაძე: „პანიკისა და განგაშისთვის საფუძველს ვერ ვხედავ. არა მგონია, რუსეთი ისეთ ავანტიურაზე წავიდეს, რომელიც, ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს თვალში მის მორალურ და ფსიქოლოგიურ დამარცხებას მოასწავებს“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
კომენტარი რფ პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის
განცხადებასთან დაკავშირებით 2002 წლის 11 სექტემბერს

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოეხმაურა 11 სექტემბერს სოჭში რუსეთის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან თათბირზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქმედებას შეეხება.

საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კერძოდ, განაცხადა:

„ალბათ, დრო დასჭირდება ამ განცხადებაზე საფუძვლიანი კომენტარის გაკეთებას. სულ ერთი საათია, რაც წავიკითხე პრეზიდენტ პუტინის განცხადება. მიმაჩნია, რომ ამ განცხადების ძირითადი ნაწილი ობიექტურად არ ასახავს სიტუაციას. ძალიან მიკერძოებულად და ცალმხრივად არის გაშუქებული ის პრობლემები, რომლებიც რეალურად აწუხებთ რუსეთსა და საქართველოს ჩეჩნეთთან დაკავშირებით.

გამაოცა, რომ ერთი ფრაზითაც კი არ არის ნახსენები ჩეჩნეთის პრობლემა. ყველაფერი ხომ ჩეჩნეთიდან დაიწყო. აქ რომ იყოს, ვკითხავდი, რა უშლის ხელს რუსეთს, დაამყაროს წესრიგი თავის ქვეყანაში და, როგორც მათ მიაჩნიათ, ჩეჩნეთი რუსეთის შემადგენელი ნაწილია.

მე არ მინდა ძალიან დეტალური დებატები გაიმართოს ჩვენ შორის, მით უმეტეს, რომ თავად ვლადიმერ პუტინი ამ საუბარს არ ესწრება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ცოტა ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებაა. ეტყობა, ბევრი რამ იმ წრის საყურადღებოდ ითქვა, რომელიც ამ თათბირს ესწრებოდა, ითქვა იმისათვის, რომ მათი აზრი გაეზიარებინა. იმასაც გეტყვით, რომ იმ დიალოგის ფონზე, რომელიც ჩვენ შორის მიმდინარეობდა, - მხედველობაში მაქვს ჩვენი მიწერ-მოწერა, კერძოდ, ჩემი ორი წერილი და ამ რამდენიმე დღის წინათ მიღებული მისი პასუხი, - ეს განცხადება ძალიან გაუგებრად გამოიყურება. ორი პრეზიდენტი სერიოზულად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან და უცებ - ასეთი მუქარის შემცველი, პოლიტიკოსისათვის ყოვლად გაუმართლებელი განცხადებები: დაარტყით, სადაც რაღაცას აღმოაჩენთ და ასე შემდეგ... ვფიქრობ, ეს განცხადება წამგებიანია თავად ბატონი პუტინისათვის.

მე ხვალ შევხვდები უშიშროების საბჭოს წევრებს, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს და შევეცდები მათ განვუმარტო, რა არის არსებითად ასეთი განცხადების მიზეზი და ჩვენ რისი იმედი გვაქვს, როდესაც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი მუქარის სიტყვებით მოგმართავს, რა თქმა უნდა, სერიოზულად დგება საკითხი, შენ როგორ უნდა უპასუხო. ვფიქრობ, ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს იმის, რომ ყველაფერში ცამდე მართალი ვართ. პანკისის პრობლემა ჩვენი შექმნილი არ არის. ის 8 ათასი კაცი მათ გადმორეკეს საქართველოს ტერიტორიაზე. შემდეგ ამ ხალხმა გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა ჩვენც და რუსეთსაც. შეიძლება, ახლა ისინი გადადიან საზღვარზე. ჩვენ ხომ ყველას ვერ გავაკონტროლებთ. რუსეთს ათასობით მესაზღვრე უდგას საზღვარზე და თავიანთი საზღვრის დაცვა თვითონ უნდა უზრუნვ ველყონ.

მე მგონია, რუსეთი ცოტა განაწყენებულია იმის გამო, რომ არ მივეცით უფლება, საქართველოს ტერიტორიაზე გაევლო რუსეთის ჯარს, რომელიც ზურგიდან დაარტყამდა ჩეჩნებს, რაც, ფაქტობრივად, საომარი ოპერაციების საქართველოში გადმოტანას ნიშნავდა. რუსეთში ბევრს უნდა, რომ ეს მოხდეს. გარკვეულ გაღიზიანებას, ალბათ, ისიც იწვევს, რომ მათი წინასწარმეტყველება, რომ ჩეჩნების აქ ყოფნა საქართველოსათვის დამღუპველი იქნებოდა, მთლად არ გამართლდა. ის ხალხი თავიანთ სახლებში დაბრუნებაზე ფიქრობს და საქართველოსთვის განსაკუთრებული პრობლემები მათ არ შეუქმნიათ. მათ დააფასეს, რომ ჩვენ ქალები, მოხუცები, ბავშვები, დაჭრილები შევიფარეთ და, რაც შეგვეძლო, სიკეთე გავუკეთეთ.

ისიც მინდა განვაცხადო, რომ პანკისის პრობლემა ძირითადად გადაწყვეტილია, რადგან ის ხალხი, ასობით მამაკაცი, რომლებსაც შეუძლიათ იარაღი აიღონ ხელში, პანკისში არ არიან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ იქ შევიყვანეთ საკმაოდ მძლავრი ძალები თავად პანკისის მოსახლეობის, ქისტების და, რა თქმა უნდა, ქართველების მოთხოვნით, ამ ხალხის ძირითადმა ნაწილმა პანკისი დატოვა. ახლა, თუ არ ვცდები, დარჩენილია 30-40 კაცი, უფრო მეტად კრიმინალები და ჩვენი სამართალდაცვის სტრუქრუტები ყველაფერს იღონებენ, რათა მათ ადგილი მიუჩინონ.

ცოტა ნაწყენი არიან ჩვენი რუსი მეგობრები იმის გამოც, რომ 11 კაცი, რომლებმაც ჩვენი საზღვარი დაარღვიეს და დაჭრილები იყვნენ, ჩამოვიყვანეთ თბილისში და ვუმკურნალეთ. მათ დანაშაული საქართველოში ჩაიდინეს. უნდა ჩატარდეს გამოძიება. ამიტომ ისე, როგორც რუსეთის პროკურორმა მოიწადინა - თვითმფრინავით ჩამოფრენა და მეორე დღესვე ამ ხალხის წაყვანა, - არ გამოვა. ყველაფერს თავისი წესი აქვს. არ ვართ წინააღმდეგი, რომ ეს ხალხი დავაბრუნოთ რუსეთში, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდება და ყველაფერი ნათელი იქნება.

საბოლოო ანგარიშით, პანიკისა და განგაშისათვის საფუძველს ვერ ვხედავ. არა მგონია, რომ რუსეთი ისეთ ავანტიურაზე წავიდეს, რომელიც, ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს თვალში მის მორალურ და ფსიქოლოგიურ დამარცხებას მოასწავებს. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოსთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა, ისევე როგორც საქართველოს სჭირდება რუსეთი. სხვათა შორის, პრეზიდენტ პუტინის განცხადების ბოლო ნაწილი საკმაოდ კონსტრუქციულია. ლაპარაკია იმაზე, რომ მისი დავალებები ფრთხილად შესრულდეს. მხედველობაში აქვს, ალბათ, რომ დაბომბვებმა მსხვერპლი გამოიწვია და სერიოზული ზარალია მშვიდობიან მოსახლეობაში. ალბათ, მათთვის არ უნდა იყოს სასურველი ასეთი რამის გამეორება. ამავე დროს პუტინი მიუთითებს: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე და პრეზიდენტი შევარდნაძე ოქტომბრის დამდეგს კიშინიოვში შევხვდებით და იქ ვისაუბრებთ, როგორ ვიბრძოლოთ უკეთ ტერორიზმის წინააღმდეგ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობა. ასეთ განცხადებას მე მივესალმები. თუ მივიღე მონაწილეობა სამიტში. მე მას შევხვდები. ურთიერთობის გარკვევის ყველაზე უკეთესი საშუალება არის საუბარი პირისპირ, როცა ადამიანს თვალებში უყურებ.

ასე რომ, მინდა მივმართო მოსახლეობას: გავრცელდა ხმები, რომ ხელისუფლებაში რაღაც საგანგებო უშიშროების საბჭო მოიწვიეს და ღონისძიებებს სახავენ. აქ ჯერჯერობით ორი-სამი კაცი ვმსჯელობთ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი პასუხი. ამაზე ხვალ ვიმუშავებთ. ხვალვე შეიძლება დაგვჭირდეს უშიშროების საბჭოს შეკრება იმისათვის, რომ კოლექტიურად შევაფასოთ შექმნილი მდგომარეობა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პანიკისა და განგაშის საფუძველს ვერ ვხედავ. არა მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოს ხელისუფლებამ საერთო ენა ვერ გამონახონ ასეთ სიტუაციაში. კიდევ ვიმეორებ, პირველი, რასაც ვუსურვებ რუსეთს, არის ის, რომ ჩეჩნეთში დაამყაროს წესრიგი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ყოველგვარი გაუგებრობის საფრთხე აღმოიფხვრება“.

ედუარდ შევარდნაძე: „პანიკისა და განგაშისთვის საფუძველს ვერ ვხედავ. არა მგონია, რუსეთი ისეთ ავანტიურაზე წავიდეს, რომელიც, ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს თვალში მის მორალურ და ფსიქოლოგიურ დამარცხებას მოასწავებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 სექტემბერი. - №220 (4279). - 1, 2 გვ.

56 საქართველოს ეკონომისტებს პროფესიულ დღესთან დაკავშირებით

▲back to top


მოგესალმებით,

დღეს ჩვენ საქართველოს ეკონომისტთა პროფესიულ დღეს აღვნიშნავთ, უკვე მეხუთე წელია, რაც ეს სასიკეთო ტრადიცია დამკვიდრდა. ეკონომიკა, მისი სიძლიერე გახლავთ ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელების საფუძველთა საფუძველია, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის გარანტი. სწორედ ეკონომიკური პროგრესი, ეკონომიკური აღმავლობა განსაზღვრავს და განაპირობებს როგორც მოსახლეობის კეთილდღეობას, სოციალურ ჰარმონიას საზოგადოებაში, ისე ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ძლევამოსილებას. ამ საქმეში თქვენი - ეკონომისტების როლი განსაკუთრებული და გადამწყვეტია. არ კმარა ვითვისებდეთ გარკვეული ოდენობის ცოდნას, საჭიროა ამ ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ვქმნიდეთ ახალ ღირებულებებს მსოფლიო სტანდარტების მიღწევის დონეზე.

მართვის რაოდენ სრულყოფილი ფორმაც უნდა შევქმნათ, ნებისმიერი სისტემა უმაქნისი იქნება, თუ არ ვიზრუნებთ კადრების დონის, პასუხისმგებლობისა და დისციპლინის ამაღლებისათვის. საქართველოში ეკონომიკური რეფორმების წარმატების უპირველესი დადასტურებაა არა მარტო რომელიმე ეკონომიკური მაჩვენებელი (თუმცა მაჩვენებელი ბევრს ნიშნავს), არამედ მაღალი საბოლოო ეკონომიკური შედეგი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათ მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, თუ გადავჭრით პრობლემას - „მუშაკი - თავის ადგილზე“, პრობლემას - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ზნეობრივს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღევანდელი დღე - საქართველოს ეკონომისტთა პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, სახელოვანი ეკონომისტისა და დიდი საზოგადო მოღვაწის ბატონ ფილიპე გოგიჩაიშვილის დაბდებიდან 130 წლისთავს დაემთხვა. თანამედროვე ეკონომისტების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა პერსპექტიული სპეციალისტების სახით, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ფილიპე გოგიჩაიშვილის საქმის სახელოვანი გამგრძელებლები, ქართული ეკონომიკური სკოლის ნიჭიერი წარმომადგენლები. ამასთან გვყავს გამოცდილი და მაღალპროფესიული კადრები, ძლიერი მეცნიერ-ეკონომისტები, ადამიანები, რომელთაც აქვთ უნარი საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით აკეთონ რეალური საქმე და ქვეყანაში დაწყებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა ღირსეულად და წარმატებით დააგვირგვინონ.

თქვენ ხათ ის გონებრივი პოტენციალი, რომელმაც უნდა წარმართოს ეს პროცესი და მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მოგილოცოთ ყველა ეკონომისტს პროფესიული დღესასწაული და გისურვოთ ნაყოფიერი და წარმატებული შრომა ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს ეკონომისტებს პროფესიულ დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 13 სექტემბერი. - №221 (4280). - 2 გვ.

57 ყოველთა სომეხთა კათალიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას გარეგინ II

▲back to top


მინდა გამოვთქვა ჩემი დიდი სინანული საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის გევორქის (სერაიდარიანი) გარდაცვალების გამო.

ეს დიდი დანაკარგია არა მხოლოდ ეპარქიის მრევლისათვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის.

მეუფე გევორქი ოცდაათი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოში და მას დიდი წვლილი მიუძღვის იმ ძმური ურთიერთობის განმტკიცებაში, რომელიც ქართველებს და სომხებს ტრადიციულად აქვთ. თავისი ბრძნული და კეთილშობილური საქმიანობით მან უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა არა მხოლოდ სომეხთა, არამედ საქართველოს სხვა ეროვნების წარმომადგენელთა შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამად, როდესაც საქართველო თავისი ისტორიის ერთ-ერთ რთულ ეტაპს გადის. გაჭირვების ჟამს მეუფე გევორქმა აგრძნობინა ქართველ ხალხს, რომ სომხური ეკლესია და ერი ქართველებს გვერდში უდგანან.

მეუფე გევორქის საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოება მისი მოღვაწეობის მხოლოდ დაფასება კი არაა, არამედ იმ პატივისცემის გამოხატვაცაა, რომელსაც ქართველები გრძნობენ მოძმე სომხების მიმართ.

ვიზიარებ თქვენსა და მრევლის დიდ მწუხარებას.

საქართველოში მეუფე გევორქის მოღვაწეობის კვალი იმ კეთილმეზობლური ურთიერთობის მუდმივ მაგალითად დარჩება, რომელიც ქართველებს და სომხებს ტრადიციულად ახასიათებთ.

ედუარდ შევარდნაძე

ყოველთა სომეხთა კათალიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას გარეგინ II // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 სექტემბერი. - №222 (4281). - 2 გვ.

58 მის აღმატებულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ვლადიმერ პუტინს

▲back to top


იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ - ამ ბოლო დღეებში უკვე მესამედ მოგმართოთ თქვენ, არ დავმალავ, მოგმართოთ დიდი გულისტკივილით. ამას მაიძულებს გამონათქვამები, საქართველ ლოს ხელისუფლების მისამართით რომ გაისმა 11 სექტემბერს ქ. სოჭში. ამას მაიძულებს თქვენი მიმართვა გაეროს გენერალური მდივნის სახელზე.

ჩვენს ინტენსიურ მიმოწერას დღემდე აღვიქვამდი, როგორც ნაყოფიერი დიალოგის გაგრძელებას: მეგონა, უკვე ვიპოვეთ-მეთქი შეხების წერტილები ბევრ საკვანძო, მათ შორის - ყველაზე მტკივნეულ საკითხში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში რომ დაგვიგროვდა. ეს აზრი განმიმტკიცა თქვენს ბოლო წერილში ჩამოყალიბებულმა მოსაზრებებმა, რომელთა თანახმად, ქვეყანაში შინაური სტაბილურობის დამყარების საკითხებს თქვენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფალთა კომპეტენციას განაკუთვნებდით, ხოლო რუსეთი გამოთქვამდა მზადყოფნას, გაეწია დახმარება მხოლოდ საქართველოს ხელმძღვანელობის შესაბამისი უშუალო მომართვის შემთხვევაში.

ახლა კი იძულებული ვარ, გითხრათ, რომ ზემოხსენებული განცხადება, ჩემდა სამწუხაროდ, მოწმობს, რომ რეალურ ურთიერთგაგებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, ხოლო მტრის სტერეოტიპი - საქართველოს სახით, ასე გულმოდგინედ რომ იძერწებოდა რუსეთის გარკვეული წრეების ძალისხმევით, სულ უფრო მეტად იჩენს თავს. აბა, სხვა რით შეიძლება აიხსნას ბრალდებები, პანკისის ხეობასთან დაკავშირებით რომ გვიყენებთ. აქტიურად ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი, თითქოს სწორედ პანკისის პრობლემები განაპირობებენ და ასაზრდოებენ პრობლემებს ჩეჩნეთში და მთლიანად რუსეთის სამხრეთში.

ძნელია, წარმოიდგინო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დარღვევის ამაზე უფრო თვალშისაცემი მაგალითი.

აკი სინამდვილეში, პრობლემები პანკისის ხეობაში წარმოიშვა სწორედ ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი ოპერაციის შედეგად, იმის გამო, რომ რუსეთის შესაბამისმა ძალოვანმა უწყებებმა ვერ შეძლეს, ან, იქნებ, არც მოინდომეს შემოეფარგლათ საომარი მოქმედება რუსეთის საზღვრებით, და დაუშვეს კონფლიქტის გადმოსვლა მეზობელი სუვერენული და მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

საქართველო არაერთგზის გამოსულა გაფრთხილებებით, თუ რაოდენ საშიში და დაუშვებელია ამგვარი შედეგი; შესაბამისი განცხადებანი გაკეთდა ყველა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაში. სამწუხაროდ, ჩვენმა მოწოდებებმა ვერ პოვეს რუსეთის მხარის ადეკვატური გამოხმაურება. უფრო მეტიც, არსებული მასალების თანახმად, შეიარაღებულ ადამიანებს ეძლეოდათ შესაძლებლობა, გადმოსულიყვნენ საქართველოში რუსეთის საზღვრიდან.

პარალელურად, გარკვეული ძალები რუსეთში, უწინარეს ყოვლისა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, შეუდგნენ ვითარების გამწვავებას მტკიცებებით, ვითომდა საქართველო იარაღის მთავარი მიმწოდებელია კონფლიქტის ზონაში. ამგვარი განცხადებების აბსურდულობის დასამტკიცებლად (რაც, სხვათა შორის, ისედაც აშკარაა ყოველი კაცისათვის, ვინც ერთხელ მაი ინც დაინტერესებულა რეგიონის ბუნებრივი პირობებით), საქართველომ მოითხოვა და მიაღწია საერთაშორისო კონტროლის განხორციელებას საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მონაკვეთებზე, ეუთოს მონიტორინგის მისიის მთელმა განვლილმა პერიოდმა, რომელშიც რუსეთის მეთვალყურეე ებიც შედიოდნენ, ნათლად გვიჩვენა, რომ საქართველოს მხრივ რუსეთს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა და არ ემუქრება. სიტყვამ მოიტანა და ამავე პერიოდში ეუთოს მეთვალყურეებმა არაერთგზის დააფიქსირეს საქართველოს სუვერენული საზღვრების რღვევა რუსეთის ფედერაციის მხრივ.

ასე რომ, ბრალდებები, თითქოს საქართველო იზრახავდეს რაიმე ფორმით მონაწილეობას ჩეჩნეთის კონფლიქტში, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

ჩვენ არაერთგზის დეტალურად განვიხილეთ ლტოლვილთა საკითხიც. საქართველოს მხარე იძულებული იყო, მიეღო და დაებინავებინა რუსეთის მხრიდან გამოდევნილი მშვიდობიანი ადამიანები, უზრუნველეყო ისინი ყოველივე საჭიროთი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისედაც ასიათასობით იძულებით ადგილნაცვალი პირი გვყავს. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, სხვათა შორის, თქვენთვის კარგად ცნობილი რუსეთის წრეების აქტიური მონაწილეობით. რას ვიფიქრებდი, რომ ზრუნვა რუსეთის მოქალაქეებზე, რომ მელთა დასაბრუნებლად რუსეთის შესაბამისი უწყებები დღემდე არ ახორციელებენ არავითარ პრაქტიკულ ღონისძიებებს, უკან შემოგვიბრუნდებოდა და სასაყვედურო გაგვიხდებოდა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ასეთი მოქმედება პოზიტიურად შეაფასა მთელმა მსოფლიო გაერთიანებამ, ხოლო ლტოლვილთა მიღება-დაბინავება ხორციელდებოდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით.

ყოველივე ეს მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ პანკისის ხეობის თემა ხელოვნურად არის შემოგდებული საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად და მისი საერთაშორისო ავტორ რიტეტის შესაბღალავად. აშკარაა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ვერ უპატიებია საქართველოს ხელმძღვანელობისათვის, როგორ უთხრა უარი, დაუთმო თავისი ტერიტორია საომარი ოპერაციების წარმოებისათვის.

მე კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ წინადადებაზე საქართველოს უარის წყალობით ავიცილეთ თავიდან ომი მთელ კავკასიაში. ვთქვათ პირდაპირ, რუსეთის გარკვეული წრეები ყოველ ღონეს ხმარობდნენ და არც ახლა აკლებენ ხელს, რათა როგორმე ჩაითრიონ საქართველო სისხლიან კონფლიქტში და საშვილიშვილოდ წაჰკიდონ ერთმანეთს ქართველი და ჩეჩენი ხალხები. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად კორექტულია არა მარტო საკუთარი ხალხის, არამედ აგრეთვე იგივე რუსეთისა და მთელი რეგიონის მიმართ, რაც არაერთგზის აღმინიშნავს ჩვენი საუბრების დროს.

დღეს ბევრს არც კი სურს გაიხსენოს, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობამ, დღეს იარაღით ხელში რომ იბრძვის ჩეჩნეთში, სამხედრო გამოცდილება შეიძინა 1992-1993 წლებში, საქართველოს წინააღმდეგ ომში. მაშინ მოთარეშეთა ორგანიზებული ჯგუფები რეგულარულად იგზავნებოდნენ საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან ყველასათვის ცნობილი რუსეთის წრეების აქტიური ხელშეწყობით. და საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერ პროტესტს პასუხად მოსდევდა ცინიკური არგუმენტი, რომ რუსეთის ხელისუფალნი ვერ გაიზიარებენ პასუხისმგებლობას რუსეთის ტერიტორიიდან მოხალისეთა გადმოსვლისათვის და რომ საქართველომ თავად უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება თავისი მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მწარე გამოცდილება გვაქვს, საქართველო მაინც არ ეცდება სამაგიეროს გადახდას.

მინდა, აგრეთვე, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ სრულიად არამართლზომიერად იმოწმებთ გაეროს წესდების 51-ე მუხლს, რომელიც ნებას რთავს სახელმწიფოს, მეორე სახელმწიფოს მხრივ შეიარაღებული თავდასხმა რომ განიცადა, იარაღით დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რუსეთის ფედერაციას არ განუცდია შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს მხრიდან, ხოლო ის შეიარაღებული ადამიანები, რუსეთის ტერიტორიიდან რომ შემოდიან საქართველოში და შემდეგ ისევ უკან გადადიან, ძირითადად წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, გეგმაზომიერად რომ გამოდევნეს საქართველოს ტერიტორიაზე. მაშასადამე, გაეროს წესდების 51-ე მუხლის ხსენება - თუ გავითვალისწინებთ რეალურ მიზეზებს, აგრეთვე, შესაძლებლობათა თანაფარდობას - გაცილებით უფრო უპრიანი იქნებოდა საქართველოს მხრივ.

აღნიშნული მუხლის მოშველიება განსაკუთრებით არადამაჯერებლად გამოიყურება იმ მასშტაბური ოპერაციის ფონზე, ამჟამად რომ ხორციელდება პანკისის ხეობაში მართლწესრიგის აღსადგენად, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვდნენ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. ნამდვილ გაოცებას იწვევს ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის პოზიცია, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ოპერაციის მიმდინარეობით იმის გამო, რომ იქ „ცოტაა სროლა, სისხლი და მსხვერპლი“. ჩვენი აზრით კი, სპეცოპერაციის ეფექტიანობა ფასობს არა მსხვერპლის სიმრავლით, არამედ იმით, თუ რამდენად მართლზომიერად მიმდინარეობს მართლწესრიგის აღდგენა.

მინდა ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მზად არის, დაუშურვებლად შეასრულოს ყველა ნაკისრი ვალდებულება იმ პირთა გადმოსაცემად, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. მაგრამ ყველაფერი უნდა ხდებოდეს არსებული პროცედურების შესაბამისად, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

ამავე დროს საქართველოს მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, მიიღოს საერთაშორისო ექსპერტები ეუთოს ფარგლებში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, რათა გაეცნონ რეალურ სიტუაციას როგორც პანკისის ხეობაში, ისე რუსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის მთელ გაყოლებაზე.

რაც შეეხება საქართველოს მხრივ გაეროს უშიშროების საბჭოს 2001 წლის 28 სექტემბრის 1373-ე რეზოლუციის საყარაულო დარღვევებს, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მტკიცება არ ეფუძნება უტყუარ ინფორმაციას. საქართველო აქტიური წევრია საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციისა და მისი პოზიტიური წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთხელ აღუნიშნავთ ამ კოალიციის წამყვან მონაწილეებს, რომლებიც ამავე დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან.

ჩემი აზრით, მართლზომიერ ნეგატიურ რეაქციას იწვევს ის ფაქტიც, რომ თქვენი გამოსვლა დაემთხვა 11 სექტემბერს, დღეს, რომელიც ტერორიზმის არაადამიანურობას განასახიერებს. მე, ისევე როგორც მთელ საქართველოს, განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს ამ დღესთან - პირადად არაერთგზის განმიცდია ტერორის საშინელება. სხვათა შორის, არავისთვის არის საიდუმლო, რომ კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების მოწყობაში, არათუ იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ, ამასთანავე, რეგულარულად იბეჭდება სახელისუფლებო გამოცემებში გამოდის ტელევიზიით.

ცამდე მართალი ბრძანდებით, როდესაც ამბობთ, რომ შექმნილი მდგომარეობა, რაც მთავარია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ხარისხი ბევრ კითხვას ბადებს ორივე მხრივ. რა უშლის ხელს რუსეთს, დაამყაროს წესრიგი საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიპყროს და განაიარაღოს მოთარეშენი თავისი საზღვრების ფარგლებში? რატომ უწყობენ ხელს შეიარაღებულ ადამიანთა საქართველოში გამოდევნას? რა გაიძულებთ, მაღალპოლიტიკურ დონეზე განიხილოთ საკითხები, სულ იოლად რომ გადაწყდებოდა ელემენტარული საუწყებო კონტაქტების გზით? რატომ არ სურს რუსეთს, ეფექტიანად გადაკეტოს საზღვარი თავისი მხრიდან? რატომ ყალიბდება მტრის ხატი ქართველი ხალხის სახით? ეს და ბევრი სხვა კითხვა არ ასვენებს საქართველოს მოსახლეობას.

საგონებელში გვაგდებს ისიც, რომ ანტიქართული ისტერია, აქამდე მხოლოდ რეაქციული, პროიმპერიალისტურად განწყობილი წრეებისაგან რომ მომდინარეობდა, ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთის ოფიციალურ უწყებათა წარმომადგენლებს შორის.

საჭიროდ მიმაჩნია, აღვნიშნო, რომ ის მტკიცე ნაბიჯები, თქვენ რომ გადადგით 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესაცვლელად საერთაშორისო გაერთიანების პროგრესულ ძალებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მიმართულებით, გვიტოვებს იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდება და გადავა თვისებრივად ახალ დონეზე. სწორედ ამ სულისკვეთებით განვიხილავთ თქვენს არაერთგზის კონსტრუქციულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი პატივისცემით ეკიდება საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და ახლა, მიუხედავად იმისა, რაც დღეს ხდება, ვიმედოვნებ, რომ თქვენ - როგორც მშობელი ქვეყნის განვითარების დემოკრატიული კურსის ერთგული ადამიანი - არ დაუშვებთ წინდაუხედავ და უსამართლო მოქმედებას საქართველოს მიმართ. ჩემი მხრივ, მზად ვარ, ჩვენი მომავალი შეხვედრის დროს განვიხილოთ პრობლემები, რომლებიც დაგვიგროვდა და ხელს გვიშლის საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაში.

ჩემი ღრმა რწმენით, ორივენი, როგორც პრეზიდენტები, მოვალენი ვართ, ვაჩვენებდეთ სხვებს მეგობრული და კორექტული ურთიერთობის მაგალითს. ჩვენი ხალხების კეთილმეზობლობა და ურთიერთპატივისცემა არ გვიტოვებს სხვა არჩევანს, გარდა იმისა, რომ გამოვნახოთ საერთო ენა და დავდგეთ ერთად ამწუთიერ პრობლემებზე უფრო მაღლა. ჩვენ მოვალენი ვართ, ვიპოვოთ გამოსავალი ნებისმიერი მდგომარეობიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით შევძლებთ ამ ამოცანის გადაწყვეტას.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

მის აღმატებულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ვლადიმერ პუტინს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 სექტემბერი. - №222 (4281). - 1, 2 გვ.

59 ქალბატონ ელისო ვირსალაძეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით

▲back to top


მილოცვა

ქალბატონო ელისო,

დაბადების დღეს გილოცავთ - საიუბილეო თარიღს და მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ დიდ პატივს გცემთ, როგორც ვირსალაძეთა დიდი გვარის ბრწყინვალე წარმომადგენელს, არამედ მიყვარხართ კიდეც, როგორც ქართული ნიჭისა და მომხიბვლელობის მშვენიერი გამოხატულება.

თქვენ, როგორც შემსრულებელმა, მსოფლიოში გაუთქვით სახელი პიანისტთა ქართულ სკოლას, ხოლო როგორც პედაგოგმა, შესანიშნავად გააგრძელეთ ანასტასია ვირსალაძის ტრადიცია.

მადლობელი ვარ, რომ თითქოს შორს მყოფი, მუდამ საქართველოსა და ქართული კულტურის ინტერესებით ცხოვრობთ.

ისიც მინდა გითხრათ: ვალში ვართ თქვენს წინაშე, რადგან აქამდე ვერ აღვადგინეთ თქვენი დიდებული ფესტივალი - „ქება ვაზისა“.

კიდევ ერთხელ გილოცავთ.

რა თქმა უნდა, გილოცავთ ნანულიც.

ორივე ტაშს გიკრავთ და თქვენით ვამაყობთ.

ედუარდ შევარდნაძე

ქალბატონ ელისო ვირსალაძეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 15 სექტემბერი. - №223 (4282). - 1 გვ.

60 ქართული ხელოვნების ფესტივალის „ტაბლას“ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს

▲back to top


ქალბატონებო და ბატონებო!

სიამოვნებით მოგესალმებით ქართული ხელოვნების ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ მშვენიერი ღონისძიების გამართვაში, ყველას მათ, ვინც ამ ფესტივალზე პირველად აღმოაჩინა ქართული კულტურა და, რა თქმა უნდა, მათაც, ვინც იცის ამ კულტურის ჭეშმარიტი ფასი და მისი ერთგული ქომაგია.

ქართველი ხალხისათვის და პირადად ჩემთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალის გამართვას, რადგან ქართული კულტურისა და ხელოვნების ასეთი ფართო სპექტრითა და დიაპაზონით წარმოდგენა კლასიკიდან მოდერნამდე მის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს ისეთი მაღალი კულტურის ქვეყანაში, როგორიც ავსტრიაა.

მისასალმებელია, რომ ფესტივალზე ახალგაზრდა ხელოვანთა გვერდით წარმოდგენილია ქართული კულტურის ისეთი ღვაწლმოსილი და ცნობილი მოღვაწეების შემოქმედება, როგორებიც არიან ბატონები ოთარ იოსელიანი, გია ყანჩელი, მიხეილ კობახიძე. აქ კარგად ჩანს თაობათა კავშირი და თანამედროვე ქართული კულტურის ტრადიციული ორიენტირები.

ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი ღონისძიებების მოწყობა უეჭველად ხელს შეუწყობს ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებასა და კეთილგანწყობის დამკვიდრებას.

ადამიანთა და ხალხთა შორის ვერგაგება ხომ არცოდნის შედეგია, ხელოვნების ენა კი, მოგეხსენებათ, ყველასათვის გასაგები და მისაწვდომია.

განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო ფესტივალის ავსტრიული მხარის ორგანიზატორების, ჩვენი თანამემამულეების ქ-ნ ნანა მესხი-ანსარის, ბ-ნ გიორგი ოქროპირიძის და სხვათა დიდი მონდომება ამ უაღრესად კეთილშობილური ღონისძიების საფუძველის ჩაყრისა და განხორციელებისათვის.

დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი ხელოვნების ჭეშმარიტ ზეიმად იქცევა და დიდ სიამოვნებასა და სიხარულს მოუტანს მსმენელსა და მაყურებელს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გილოცავთ ქართული ხელოვნების ფესტივალის „ტაბლას“ საზეიმო გახსნას.

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

ედუარდ შევარდნაძე

ქართული ხელოვნების ფესტივალის „ტაბლას“ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 15 სექტემბერი. - №223 (4282). - 1, 2 გვ.

61 „საბედნიეროდ, რუსეთში, ისევე როგორც საქართველოში, ძალიან ბევრია კეთილი ნების ადამიანი, რომელთაც ესმით, რომ დაუშვებელია იარაღის ჟღარუნი ისტორიულად მეგობარ და მარადიულად მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
16 სექტემბრის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა, ასე ვთქვათ, „ხმამაღალი“ განცხადება პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნის თაობაზე. როგორ ვითარდება ამჟამად ოპერაცია პანკისის ხეობაში? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ამჟამად უკვე შეიძლება ითქვას, რომ პანკისის ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დასრულდა ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის პირველი ფაზა.

თავად ეს ფაზა ორი ეტაპისაგან შედგებოდა და გულისხმობდა შემდგომ აქტიურ მოქმედებათა სრულყოფილ მომზადებას.

თუმცა ამ მოსამზადებელ ღონისძიებათა დროსაც მოხერხდა რამდენიმე ძებნილისა და ტერორიზმში, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილის დაკავება.

ამჟამად საქართველოს შეიარაღებულ ძალთა (უპირატესად, შინაგანი ჯარისა და ასევე არმიის) ქვედანაყოფებმა საწყისი პოზიციები დაიკავეს როგორც პანკისის ხეობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ხევსურეთის რეგიონში.

გამოცხადებულია სრული მზადყოფნა.

ოპერაციის გეგმის გულდასმით შესწავლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და გავეცი ბრძანება, დაიწყოს აქტიური მოქმედება ტერორისტების შესაპყრობად, კრიმინალური ელემენტების დასაკავებლად და მძევლების გასათავისუფლებლად.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა (მხედველობაში მყვანან ჩეჩნები, ასევე ქართველები და ოსები, რომლებიც იმ ხეობაში ცხოვრობენ) სრული გაგებით ეკიდება ხელისუფლების ნაბიჯებს, ვინაიდან ისინი დაიღალნენ კრიმინალურ ბანდათა თარეშითა და მუდმივი დაძაბულობით.

ოპერაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მძევალთა გათავისუფლება. მინდა ვთქვა იმათ გასაგონად, ვინც წინააღმდეგობის გაწევას აპირებს, რომ ამჟამად რეგიონში თავმოყრილია ძალიან მნიშვნელოვანი ძალა, სამხედრო პროფესიონალთა რამდენიმე ქვედანაყოფი, რომელთაც ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ.

ამდენად, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, სჯობს დადონ იარაღი და ჩაბარდნენ სამართალდაცვის ორგანოებს.

ახლახან, პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია დიდძალი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. შესაბამისი სამსახურები უახლოეს მომავალში ამის თაობაზე ოფიციალურ ცნობას გაავრცელებენ მას შემდეგ, რაც ყველა წვრილმანი ყურადღებით იქნება შესწავლილი.

რასაკვირველია, პანკისში წამოწყებული ოპერაცია სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ვერ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ საქმე შეიარაღებულ შეტაკებამდე მივიდეს. თუმცა იმედი გვაქვს, ყველაფერი უმსხვერპლოდ ჩაივლის.

ვსარგებლობ შემთხვევით და გულწრფელი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეომრებს, რომლებიც ქვეყნის ამ რეგიონში დიდ მამულიშვილურ საქმეს აკეთებენ, იცავენ მოსახლეობისა და სამშობლოს უშიშროებას.

დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც ორი-სამი კვირის შემდეგ (შეიძლება, უფრო ადრეც) პანკისის ხეობაზე უარყოფითი კონტექსტით საუბარი დამთვრდება და ამ რეგიონში საბოლოოდ დაისადგურებს წესრიგი. ხეობა საბოლოოდ გაიწმინდება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა ნარჩენებისაგან, ნებისმიერი ყაიდის კრიმინალისა და ნარკომოვაჭრეთაგან.

სასჯელის მსახვრელი ხელი არ ასცდებათ ადამიანის გამტაცებლებს, ვინც ამდენი ტკივილი და დამცირება მიაყენა ჩვენს მოქალაქეებს.

რაც მთავარია, მშვიდობიანი მოსახლეობა თავისუფლად ამოისუნთქავს: ქისტები, ქართველები, ოსები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები ძველებურად, - მშვიდად, ძმურად იცხოვრებენ მშობლიურ კუთხეში.

კვლავინდებურად, შეძლებისდაგვარად დავეხმარებით ჩეჩენ ლტოლვილებს (უწინარესად, რა თქმა უნდა, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს), რომლებიც ომის საშინელებებს გამოექცნენ. ასევე დავეხმარებით, თუკი ისინი სამშობლოში დაბრუნებას მოისურვებენ.

საქართველოს ხელისუფლება ამზადებს გადაწყვეტილებებს პანკისის ხეობის, ისევე როგორც ხევსურეთისა და ზოგიერთი სხვა მთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის ყოველმხრივი მხარდაჭერის შესახებ.

ეს ღონისძიებები უშუალოდ არ უკავშირდება განხორციელებულ ოპერაციას - ისინი ჯერ კიდევ 1998 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ იმ დროს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებამ არ მოგვცა დამატებითი სახსრების გამოძებნის საშუალება. ბევრი რამ ახალ ბიუჯეტში უნდა იქნეს გათვალისწინებული.

აქვე დიდ მადლობას მოვახსენებ იმ სახელმწიფოთა მეთაურებს, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს პრეზიდენტს და სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს და სხვა მეგობარ ქვეყნებს, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი თავად, საკუთარი ძალებით გადავწყვიტოთ პრობლემები და აღვადგინოთ წესრიგი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.

- და მაინც იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე გამოხმაურება მოჰყვა და თქვენ იგი შეაფასეთ, როგორც არაობიექტური და ცალმხრივი, შემდეგ იყო თქვენი საპასუხო წერილიც პუტინისადმი, ხომ არ დაამატებდით რაიმეს უკვე ნათქვამს?

პანკისის ხეობაში ოპერაცია ჩვენ დავიწყეთ ბევრად ადრე პრეზიდენტ პუტინის ხსენებულ განცხადებამდე. ოპერაციის დასაწყებად მომზადებაა საჭირო, ჯარი უნდა ჩაგვეყვანა, მძიმე ტექნიკა, იარაღი და სხვა.

იმ შეფასებებს, რომელთაც ერთგვარი ცალმხრივობისა და არაობიექტურობის თუ ტენდენციურობის ელფერი დაჰკრავდა, პასუხი უკვე გაეცა როგორც საქართველოში, ისევე ბევრ სხვა ქვეყანაში.

ვგულისხმობ საზოგადოებრიობის შეფასებასაც, - თანამედროვე მსოფლიოში იგი სახელმწიფო მოღვაწეთა რაექციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ რუსეთშიც კი (არნახული ანტიქართული საინფორმაციო ტალღის მიუხედავად), საზოგადოების დამოკიდებულება არცთუ ტოტალურად ერთმნიშვნელოვანია. ასევე შეიძლება ითქვას მასმედიაზეც, გარკვეულ ტელეპროგრამებზე და ა.შ. მაინც არის ცდა, შექმნან ობიექტური სურათი.

ჩემი მხრივ, საპასუხო წერილში კიდევ ერთხელ განვუმარტე რუსეთის პრეზიდენტს, სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს, თუ რამ გამოიწვია, რით იყო განპირობებული ვითარების გამწვავება პანკისის ხეობაში (სადაც დიდი ხანია, 90 წელზე მეტია, ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ) და დავადასტურე, რომ საქართველო ამ პრობლემას უეჭველად გადაჭრის უმსხვერპლოდ (ან მინიმალური მსხვერპლით) საკუთარი უშიშროების, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოთა უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველო ამ საკითხში ცამდე მართალია და ამას სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება თვით რუსეთში, მიუხედავად იმ (ვიმეორებ) სამარცხვინო ანტიქართული ისტერიისა, რისი მოწმენიც ვართ ყველანი.

საბედნიეროდ, რუსეთში, ისევე როგორც საქართველოში, ძალიან ბევრია კეთილი ნების ადამიანი, რომელსაც ესმის, რომ დაუშვებელია იარაღის ჟღარუნი ისტორიულად მეგობარ და მარადიულად მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მით უმეტეს, რომ დამოუკიდებლობა ორ ქვეყანას არც ისე დიდი ხანია, მოპოვებული გვაქვს.

საპასუხო წერილში ვწერდი და კვლავ ვიმეორებ, რომ ყოველგვარი დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, ჩვენი ქვეყნებისა და ერების არაკეთილმოსურნეთა წისქვილზე ასხამს წყალს.

ამიტომ როგორი რთული გასახსნელიც არ უნდა იყოს პრობლემათა ის გორგალი, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, მაინც გამოვთქვამ რწმენას, რომ პრეზიდენტები შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და, რაც მთავარია, იმ საწყისი რგოლის მიგნებას, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით ხელს უშლის ტრადიციული ურთიერთგაგების აღდგენას.

ასეთი რგოლი კი არის აფხაზეთი, ანუ კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტა, ასიათასობით ლტოლვილის დაბრუნება და აფხაზი ხალხის კანონიერ უფლებათა, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა.

სწორედ პრეზიდენტებმა უნდა გამოვამჟღავნოთ სათანადო შორსმჭვრეტელობა და სიბრძნე, რათა საბოლოოდ გადავლახოთ ეს რთული ეტაპი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში და დავიწყოთ მუშაობა თანამშრომლობის ახალი მოდელის შემუშავებაზე. მე საერთოდ ვლაპარაკობ ახალ ურთიერთობაზე დამოუკიდებელ საქართველოსა და დამოუკიდებელ რუსეთს შორის.

- თქვენ ანტიქართული ისტერია ახსენეთ. სამწუხაროა, რომ მასში ჩაება და ხელი შეუწყო ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულე პოლიტიკოსმა თუ მოღვაწემ. სწორედ ამ დღეებში კეთდება ძალზე ნიშანდობლივი განცხადებები, რომლებიც საოცრად ეხმიანება მეზობელი ქვეყნის ყველაზე რეაქციულ ძალთა მოთხოვნებს...

როგორც მოგახსენეთ, რუსეთში ანტიქართულ ისტერიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ქართველ და რუს ხალხებს ერთმანეთს ვერავინ შეაძულებს.

რაც შეეხება ამ მოღვაწეებს, ვინც ამ ისტერიაში მონაწილეობს, ადრე თუ გვიან ისინიც მიხვდებიან თავიანთ შეცდომ მას. თუ არა და, ბოლოს და ბოლოს, მათი ნებაა, საქართველოს სიყვარულსა და ერთგულებას უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ვერ დაავალდებულებთ.

მაგრამ მე სხვა რამ მაღელვებს, თქვენ მართალი ხართ სავსებით: რით შეიძლება აიხსნას ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის, საქართველოს მოქალაქის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, „ცნობილი პოლიტიკოსების“ (არ დავაზუსტებ, რით არიან ცნობილი) გამაოგნებელი, შემაძრწუნებელი მოქმედება საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ!!!

როგორც ჩანს, უფალმა გონის წართმევით დასაჯა, თორემ, ნუთუ ჰგონიათ, მათი განცხადებების შესახებ საქართველოში ვერავინ გაიგებს და ვერავინ მიხვდება, ვერ შეამჩნევს, რომ კრიტიკულ მომენტში, როცა ქვეყნის ბედი წყდება, ედუარდ შევარდნაძეს კი არა, საკუთარ სამშობლოს სცემენ ზურგში მახვილს!

ვერავინ დამწამებს, თითქოს კრიტიკისადმი შეურიგებელი ვარ.

ამ თვალსაზრისით, ესოდენ ლოიალური პრეზიდენტი შეიძლება ბევრიც არ იყოს და სავსებით სწორად მაკრიტიკებენ ხშირად ჩემი თანამემამულეები ამისათვის. მაგრამ ვერ გავჩუმდები მაშინ, როდესაც ჩემ თვალწინ ლამის გამართლდეს დიდი მწერლისა და გულმხურვალე პატრიოტის სიტყვები: „ერს, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, ვერავინ გაამარჯვებინებსო.“

ასე როგორ უნდა დაგვაბრმავოს ბოღმამ და სიძულვილმა, რომ პირადი ამბიციის დასაკმაყოფილებლად ქვეყანას უმტრო, საკუთარ სამშობლოს ზურგში დანა ჩასცე. როგორც ჩანს, ისე შეუჩნდათ ხელისუფლების მოპოვების ეშმაკი, რომ სხვას აღარ რაფერს სცნობენ - არც ქვეყნის უბედურებას, არც ნანატრი დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალურ საფრთხეს და, საერთოდ, არაფერს ამქვეყნად.

ღვთიურ სამართლიანობაზე აღარ ვსაუბრობ - მათთან ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს, მაგრამ ელემენტარული კაცური ღირსება და სინდისი როგორ წაჰგვარა უხსენებელმა?

კვლავ ვიმეორებ: არ ვგულისხმობ პრეზიდენტის კრიტიკას.

მაგალითად, ხშირად არის მოსკოვში ვახტანგ რჩეულიშვილი. მოგეხსენებათ, არცთუ „ტკბილი“ ურთიერთობა გვქონდა ცოტა ხნის წინათ. ბევრ რამეში არ მეთანხმებოდა, არც ახლა მეთანხმება. ეს არც დაუფარავს, გაუგებრობაც ბევრი გვქონდა, მაგრამ მოსკოვში ჩასულს არაფერი უთქვამს ისეთი, რასაც მისი სამშობლოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. აქვს კაცს თავისი აზრი, თუ როგორ გადაწყდეს კონკრეტული პრობლემა, ამბობს კიდეც, მართავს მოლაპარაკებას და ღმერთმა ხელი მოუმართოს და, უნდა გითხრათ, რომ მრავალ წრესთან ძალიან კარგი, ნორმალური კონტაქტი აქვს.

ასევე ყურადღება მიიპყრო ზურაბ ჟვანიასა და სხვა მრავალი დეპუტატის რეალისტურმა გამოსვლამ პარლამენტში. ახლა არ არის ანგარიშსწორებისა და პიროვნული წყენის დაკმაყოფილების დრო. არსებობს ის, რაც ყოველ ჩვენგანზე მაღალია და რაც ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს ჩვენგან გაერთიანებას და საერთო ნიადაგზე დაყრდნობას (პარლამენტში გამოსვლისას ორიოდე სიტყვას ვიტყვი ილიასეული სულისკვეთებით გამსჭვალულ ამ თეორიაზე).

ამრიგად, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ან თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტმა შეიძლება მწვავედ გამაკრიტიკოს (მისი აზრით) არასწორი ან მცდარი გადაწყვეტილების თუ ნაბიჯის გამო, უმთავრეს საკითხში ჩვენ ერთიანი ვართ და ვიქნებით ყოველთვის, უნდა ვიყოთ, ყოველ შემთხვევაში.

დიდი მადლობა, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტს იმ პატრიოტული ერთსულოვნებისათვის, რომელიც მან ამ დღეებში გამოამჟღავნა.

მაგრამ მე ვერ შევურიგდები იმას, ვინც უკვე აშკარად, მოღალატურად „საკუთარ თავს სთავაზობს“ მტერს! ანუ ჩვენ მზადა ვართ, თქვენ დაიწყეთ, ხოლო შესაბამისი ფონის შექმნა და შემდგომ ხელისუფლების ჩანაცვლება „ჩვენზე იყოს“.

ეს ყოველივე ნებისმიერი გონიერი ადამიანისათვის აბსოლუტურად ნათელია.

ვერაფერს ამით ვერ მოიგონებენ. მხოლოდ ხალხის ზიზღსა და სიძულვილს დაიმსახურებენ.

დარჩება ედუარდ შევარდნაძე თუ არა, ამას მათთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინაიდან ქართველი ხალხი მათ მაინც არ დაუჭერს მხარს.

და დროა შეურიგდნენ იმას, რომ, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელმძღვანელი, თვით ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს და არა რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ან გენერალური შტაბი. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს კონსტიტუციური ვადის დამთავრების შემდეგ.

- ამ ფონზე რუსეთის ხელისუფლებისაგან არცთუ ისე შორს მდგომი ერთი რუსი მოღვაწის ნათქვამი, რომ პანკისში შესვლა და სხვა რამ, მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული და ხომ არ აჯობებდა, უფრო მარტივად გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი - სნაიპერის ხელითა და ერთი ტყვიით. აი, ასეთი აზრი გამოთქვა მან. მართლაც ხომ არ ელით სნაიპერს?

ამ საერთო ისტერიების ფონზე მართლაც შეიძლება ვიღაც გონიერს მიაგნო იმ პიროვნებამ, რომლის გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ამასთანავე თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ ეს მისაღები გამოთქმაა, არათუ „ბრახუნა“ სნაიპერებთან, არამედ ტერორისტული აქტების განხორციელების ნამდვილ სპეციალისტებთან მქონია საქმე. ასე იყო აფხაზეთში, ასე იყო თბილისში, მაგრამ ღვთის წყალობით, ყველას ხელი მოეცარა.

ასე იქნება მომავალშიც.

მე მაქვს ჩემი მისია, რომელიც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს დაფუძნებაში მდგომარეობს. და შევეცდები, ეს მისია ქვეყნისა და ერის მხარდაჭერით ბოლომდე მივიყვანო.

„სნაიპერს“ რაც შეეხება, მათს ნაკლებობას რომ არ უჩივიან, კარგად ვიცით, მაგრამ ეს ცოდნა ჩვენი ძალაა, ისევე როგორც გამოცდილება იმისა, თუ ვისთან (რა ძალებთან) გვაქვს საქმე.

- 17 სექტემბერს თქვენ მიემგზავრებით ბაქოში, სადაც აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში. ხომ არ გეჩვენებათ, რომ სრულებითაც არ იყო შემთხვევითი, რომ სწორედ ამჟამად გვემუქრებიან აგრესიით?

მუქარები რომ იყო, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ.

საერთოდ, უნდა ითქვას, შემთხვევით ამქვეყნად ბევრი არაფერი ხდება.

მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და პროცესებს.

აღარ დავაკონკრეტებ. დაე, თავად განსაჯოს რადიომსმენელმა და მკითხველმა, თუ რამდენად შეიძლება ეს ყოველივე უბრალო დამთხვევად ჩაითვალოს.

ჩვენ ხომ იმ ზღვარს მივადექით, როდესაც ქვეყნისათვის თვისებრივად ახალი რეალობა იწყება. საქართველოსაკენ (და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისაკენ) დაიძვრება მრავალმილიარდიან ინვესტიციათა ნაკადი, რომელიც უდავოდ განამტკიცებს რეგიონის სახელმწიფოთა დამოუკიდებლობას, შექმნის წინაპირობებს მათი კონსტრუქციული, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისათვის, ხელს შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას, ანუ უახლოეს მომავალში, ევროპასთან, ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებას, უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას, კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას.

ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შრომა და ოცნება ხვალ-ზეგ რეალობად იქცევა. საქართველომ შეიძინა უმნიშვნელოვ ვანესი ფუნქცია, დღეს იგი უკვე აღარ არის მარტო. დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა უკვე აღარ ნიშნავს მხოლოდ განსხვავებულ ფერს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე.

ამ პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს.

ვულოცავ აგრეთვე მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ჰეიდარ ალიევს, რომლის სიბრძნემ და ვაჟკაცობამ საშუალება მოგვცა, ერთობლივად განგვეხორციელებინა რამდენიმე წლის წინათ „ფანტასტიკად“ მიჩნეული გეოპოლიტიკური პროექტი. და უნდა გითხრათ, რომ ჰეიდარ ალიევმა ძალიან ბევრი არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, საქართველოს სასარგებლოდაც.

დიდი მადლობა თურქეთის ხელისუფლებას ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.

და, რა თქმა უნდა, აშშ-ს ადმინისტრაციას, მის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად დაუღალავად შრომობდნენ საბოლოო წარმატების მისაღწევად.

ყველაფერთან ერთად „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეათა ხორცშესხმა ევროპული გაერთიანების ურყევი ნებაცაა. ამას ემსახურება „ტრასეკას“ პროექტი, „დიდი აბრეშუმის გზის“ კონცეფცია, „ევრაზიის დერეფნის“ პროგრამები. რომელთა განხორციელება უკვე დაიწყო, არამედ რეალური შემოსავალიც შემოდის საქართველოს ბიუჯეტში.

მთავარი პირობა იმისა, რომ საერთო გამარჯვება მოვიპოვოთ, ერთიანობა და მხოლოდ ერთიანობაა, ანუ მომავლის ჭვრეტა და ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესთა ერთგულება. ეს არის ყველაფრის გასაღები და, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს ეს შესანიშნავად ესმით.

„საბედნიეროდ, რუსეთში, ისევე როგორც საქართველოში, ძალიან ბევრია კეთილი ნების ადამიანი, რომელთაც ესმით, რომ დაუშვებელია იარაღის ჟღარუნი ისტორიულად მეგობარ და მარადიულად მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 სექტემბერი. - №224 (4283). - 1, 2 გვ.

62 „პანკისის ოპერაციის წარმატებით დასრულება ნიშნავს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული დისკუსიის დასრულებას, საერთაშორისო გაერთიანების კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერას“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის
2002 წლის 16 სექტემბრის ბრიფინგი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, მოელოდით თუ არა იმგვარ საერთაშორ რისო გამოხმაურებას, როგორიც მოჰყვა ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გამოსვლას? თქვენი აზრით, კიდევ უფრო მეტად ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს აშშ-სა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ამგვარი აშკარა მხარდაჭერა? ხომ არ აამოქმედებს რუსეთი ენერგეტიკულ ბერკეტებს საქართველოს წინააღმდეგ?

- სიმართლე გითხრათ, ამგვარ ერთსულოვან საერთაშორისო გამოხმაურებას ველოდი. მაშინვე, როცა წავიკითხე ჯორჯ ბუშის განცხადება, ჩემთვის გავაკეთე დასკვნა, რომ ამას მოჰყვებოდა მწვავე და ერთსულოვანი რეაქცია. მიზეზი კი ერთადერთია - ჩვენ ცამდე მართლები ვართ, ხოლო როცა მართალი ხარ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ მხარს დაგიჭერენ. ყველაზე უფრო მეტად გამოკვეთილი პოზიცია, რა თქმა უნდა, ამერიკელებმა გამოხატეს. მაგრამ ამასთან საკმაოდ სერიოზული განწყობილებაა ევროკავშირში, დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში და თავად რუსეთშიც.

რაც შეეხება იმას, გააღიზიანებს თუ არა რუსეთს განცხადებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა გამოიყენოს რაღაც ბერკეტები, მრჩევლები საკმაოდ მეტი არიან. მაგრამ ისევ და ისევ გასათვალისწინებელია ამ პროცესში საერთაშორისო გაერთიანების ადგილი. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო გაერთიანება კიდევ უფრო მკაცრ რეაქციას მოახდენს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რაიმე სერიოზულ ბერკეტებს, როგორც ამბობენ, ეკონომიკურ სანქციებს გამოიყენებს საქართველოს მიმართ.

რადგან ეს იქნება მოსაზღვრე, გაცილებით პატარა სახელმწიფოსადმი უსამართლობის კიდევ უფრო ღრმა გამოვლინება. მაინც მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. ალბათ, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს უნდა ეყოთ გამბედაობაც, სიბრძნეც, წინდახედულებაც და შორსმჭვრეტელობაც იმისათვის, რომ ამ მოვლენებს არ შევწიროთ ორი ქვეყნის ურთიერთობა, არ გავამწვავოთ ეს ურთიერთობა ისე, რომ მერე მათი აღდგენა შეუძლებელი გახდეს.

ძალიან იმედის მომცემია, რომ თავად რუსეთის საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულება, ფაქტობრივად, რუსეთის ავტორიტეტისა და იმიჯის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: ბატონო პრეზიდენტო, მაშინ, როცა რუსეთში, განსაკუთრებით კი რუსეთის მასმედიაში გრძელდება საჯარო კონფრონტაცია, ამის დადასტურება ერთ-ერთი სატელევიზიო არხის პროგრამა „ნამედნიში“ იგორ გიორგაძის განცხადება იყო, რამდენად რეალურია, რუსეთმა დაიწყოს სამხედრო ოპერაციის განხორციელება? მით უფრო, რომ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ საქინფორმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა ელის ბრძანებას და ცხინვალის რეგიონიდან უკვე გადმოდიან ჩვეულებრივ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმის წევრები...

მონაცემები იმის თაობაზე, რომ ცხინვალის რეგიონიდან გადმოდიან სპეცრაზმელები, არ არის გადამოწმებული, მონაყოლი ამბების დონეზეა. არა მგონია, ეს არხი იმდენად მნიშვნელოვანი გახდეს, რომ საქართველოს შემოუტიონ და თავიანთი შორს მიმავალი ზრახვები განახორციელონ. ჩვენს შეფასებებშიც სიფრთხილე გვმართებს. ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. მაინც მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პრობლემის გადასაწყვეტად ის, რასაც პანკისის ხეობაში ვაკეთებთ. ჩემი აზრით, პანკისის ოპერაციის წარმატებით დასრულება ნიშნავს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული დისკუსიის დასრულებას, საერთაშორისო გაერთიანების კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერას.

ამერიკის გაზეთი „უორლდ სტრიტ ჯორნალ“: როგორ და რამდენად მოახდენს რუსეთის პოზიციის გავლენას არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე?

დესტაბილიზაცია საქართველოში, რა თქმა უნდა, გადაიზრდება სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციაში. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ურთიერთდაკავშირებული სახელმწიფოები და ხალხები ვართ. მოვლენები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, აისახება მეზობელ სახელმწიფოებზეც. ამიტომაც საერთო ანგარიშით ეს საკმაოდ საშიში განზრახვაა.

„აჭარის ტელევიზია“: თუ პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაცია ანტიკრიმინალურია, რამდენად არის საჭირო მასში თავდაცვის სამინისტროს მძიმე ტექნიკის გამოყენება? ხოლო თუ ეს ანტიტერორისტული ოპერაციაა, ჯერჯერობით რატომ არ არის შედეგი? არ არიან გათავისუფლებული მძევლები, დაჭრილი ჩეჩენი საავადმყოფოდან გააპარეს. მოსახლეობაში სუფევს პანიკა და ისინი ხეობის დატოვებას აპირებენ...

პანკისის ხეობაში ოპერაციის განხორციელება იმგვარადაა ჩაფიქრებული, რომ არ შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს. აქ ყველაფერი გათვლილია, ძალები, შესაძლო წინააღმდეგობა, იმ ელემენტების რაოდენობაც, რომლებსაც შეუძლიათ რეალური წინააღმდეგობის გაწევა. რაც შეეხება მოსახლეობის შეშფოთებას, თვით ადგილობრივ მოსახლეობას - ქისტებს, ქართველებს, პანიკის არავითარი ნიშანწყალი არა აქვთ. ერთგვარ შეშფოთებას ხეობაში ჩეჩნეთიდან ლტოლვილები გამოხატავენ, მათ შორის, ქალები და მოხუცები. მცირერიცხოვანი ჯგუფები კიდეც შეეცადნენ დაეტოვებინათ ხეობის ტერიტორია და ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ. ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ვიცი, საკმაოდ მშვიდად არის განწყობილი და უფრო მეტიც, მხარს უჭერენ ჩვენ მიერ წამოწყებულ ღონისძიებებს და სურთ ერთხელ და სამუდამოდ ხეობა გათავისუფლდეს კრიმინალებისაგან, იმ ადამიანებისგან, ვინც რეალურ საფრთხეს უქმნის პანკისის ხეობაში სტაბილურობის დამკვიდრებას.

რაც შეეხება ფაქტს, რატომ არ არის უკეთესი შედეგი? - ოპერაციის განხორციელება ახლახან დაიწყო. ცალკეული შედ დეგი შეიძლება იყოს, პირადად გამოვთქვი საყვედური იმის გამო, რომ ის პირი, რომელიც ტყვედ აიყვანეს და დაჭრილი იყო, საავადმყოფოდან გაიპარა. რა თქმა უნდა, ეს არის ბედოვლათობა და დოყლაპიობა. პოლიციის უფროსი, რომელიც პასუხს აგებდა ამაზე, დაპატიმრებულია და მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვინც ამგვარი უპასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს, ანალოგიურად დაისჯება. დაჭრილი კი ვერსად დაიკარგება, ამ დღეებში მის ადგილსამყოფელსაც მიაკვლევენ.

აჭარის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, აუცილებელია ეს გამცნოთ: 11 სექტემბერს, როცა ვლადიმერ პუტინმა საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, მასმედიის წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანი იყო თქვენი კომენტარი. თქვენთან კომენტარისათვის მხოლოდ რამდენიმე ტელევიზია დაუშვეს, აჭარის ტელევიზია და რუსეთის რამდენიმე ტელევიზიაც თქვენი კომენტარის გარეშე დარჩა. რა პრინციპით ხდება ჟურნალისტებისა და ტელეკომპანიების შერჩევა. აღსანიშნავია, რომ გვითხრეს ამის თაობაზე თითქოს იყო მითითება...

უპრობლემოდ არაფერი ხდება, მათ შორის ასეთ შემთხვევაში არც ინფორმაციის მოპოვებაა მარტივი. იმ დღეს პრესკონფერენცია არ დამიგეგმავს, პრესკონფერენცია ახლა იმართება. ვინც აკრედიტებულია კანცელარიაში, მათთვის არ არის შეზღუდული ინფორმაციის მიღება. მაშინ იყო იმპროვიზებული გამოსვლა, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე და არ ვიყავი მზად წარვმდგარიყავი დიდი და ფართო აუდიტორიის წინაშე. მგონი, არაფერი დაშავებულა იმით, თუ ნახევარი საათით გვიან მიიღეთ ეს ინფორმაცია, ამ დროში კი პრობლემა არ არის ინფორმაციის გადამრავლება. თუ უკვირდებით, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები არც ისე ხშირად მართავენ ბრიფინგებსა და კონფერენციებს. ხანდახან მიიწვევენ ერთ ჟურნალისტს, მისცემენ მას შესაბამის ინტერვიუს და მერე ეს ინფორმაცია ვრცელდება. არის ამგვარი პრაქტიკა.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რადიოინტერვიუში ისაუბრეთ საქართველოში იმ პროგრესული ძალების არსებობაზე, ვინც საკმაოდ რეალისტურად გამოეხმაურა 11 სექტემბრის განცხადებას. თქვენ ახსენეთ ბატონი ზურაბ ჟვანია, რომლის პოზიციაც თქვენთვის მისაღები იყო. ხომ არ შეიძლება ამ მომენტმა ზურაბ ჟვანიასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს დაუდოს სათავე? 11 სექტემბრის განცხადების შემდეგ გქონდათ თუ არა საუბარი ბატონ ასლან აბაშიძესთან და თუ არის თქვენთვის ცნობილი მისი პოზიცია? გასათვალისწინებელია, რომ ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე ასლან აბაშიძე მოსკოვში იმყოფებოდა...

მარტო ბატონი ზურაბ ჟვანია არ დამისახელებია, დავასახელე ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილიც, რომელიც ახლა მოსკოვში იმყოფება და საკმაოდ ინტენსიური კონტაქტი აქვს ცალკეულ მოღვაწეებთან. ბატონი ვახტანგი ვახსენე ამასთან დაკავშირებით, რომ მას არასდროს არცერთი სიტყვა საქართველოს საწინააღმდეგოდ არ წამოსცდენია რუსეთში, თუმცა ამის საკმაო ასპარეზი აქვს. ეს ფაქტები იმის საპირისპიროდ მოვიყვანე, რომ ზოგიერთი საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსი კადრულობს ისეთ რამეს, რაც არ უნდა იკადროს ქვეყნის პატრიოტმა და საქართველოს მოქალაქემ. ის კი არ მაკვირვებს, რომ რუსეთის ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე აკეთებს ანტიქართულ განცხადებას. მაკვირვებს ის, რომ ქართველები მოსკოვში მიდიან და ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. მარტო იმიტომ, რომ იქ რაღაც ჯგუფმა ტაში დაუკრას. არა მგონია, რომ ამ ხალხს საქართველო ტაშით შეხვდეს.

პირადად არ მომისმენია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რას ლაპარაკობენ იგორ გიორგაძე, თენგიზ კიტოვანი, ჯუმბერ პატიაშვილი. ისინი, სამივენი აკეთებენ ერთსა და იმავეს - თავისი სამშობლოსა და ქვეყნის წინააღმდეგ. იგორ გიორგაძეს მინდა შევუთვალო: ჩამოვიდეს, ნუ ეშინია, არ დავიჭერთ და ილაპარაკოს აქ, რაც უნდა, თუ უნდა პარლამენტში გამოვიდეს. თავად ჯუმბერ პატიაშვილი კი პარლამენტის წევრია, არ ვიცი, რა მიზანი აქვს იმას, რომ ჩახვიდე რუსეთში და ლანძღო, მიწასთან გაასწორო შენი სამშობლო, მაგრამ ამ მიზანს ვერ აღწევენ. არა მგონია, ამით მათ ავტორიტეტი აიმაღლონ.

რაც შეეხება ბატონი ასლან აბაშიძის განცხადებას, სამწუხაროდ, არ ვიცნობ. მეუბნებიან, რომ მას საკმაოდ მწარე და კრიტიკული შენიშვნები აქვს საქართველოს ხელისუფლებისადმი. თუ ეს მართლაც ასეა - ცუდია. ჩვენ არა გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ და არ გავარკვიოთ პოზიცია. მით უფრო, რომ ბატონი ასლანი მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ვალდებული იყო საქართველოს პრეზიდენტისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ განიხილეს აფხაზეთის პრობლემატიკა. თუ აფხაზეთთან დაკავშირებით იგი ვერაფერს აღწევს და საუბარი არ გამოდის, მაშინ რა აზრი აქვს, ასლან აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში? ეს უნდა გავარკვიოთ.

საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“: 12 ოქტომბერს თბილისში უნდა გაიმართოს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი - საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის. მოსკოვში ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე და ფეხბურთის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ მატჩის თბილისში გამართვა საშიშია. ერთნი სთავაზობენ მატჩის გამართვის ადგილის ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადატანას, მეორენი - კალენდრის შეცვლას და საფეხბურთო გუნდების შეხვედრის მოსკოვში გამართვას, მესამენი კი საქართველოს ხელისუფლებისაგან უსაფრთხოების გარანტიების შექმნასა და წარდგენას ითხოვენ. თქვენი კომენტარი, წარადგენს თუ არა საქართველო ამგვარ გარანტიებს?

შეგიძლიათ თუ არა მოიწვიოთ ამ მატჩზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სტადიონზე უჰალსტუხოდ ერთად ადევნოთ თვალყური ამ მატჩს, მით უმეტეს, რომ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი ფეხბურთის გულშემატკივრები ბრძანდებით. და ბოლოს, თქვენი პროგნოზი ამ მატჩთან დაკავშირებით. ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მოიგებს 5:0-ს, კობა ნარჩემაშვილმა პასუხად თქვა, რომ საქართველოს ნაკრები 2:1-ს მოიგებს...

საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფოს მეთაური კი პასუხს აგებს ნებისმიერ მოვლენაზე, რომელსაც საზოგადოებრივი გამოძახილი აქვს. შემიძლია განვაცხადო, რომ საფეხბურთო მატჩი მშვიდ, ნორმალურ, ჩვეულებრივ პირობებში გაიმართება. ამავე დროს ვიტყვი, რომ არ შემიძლია რომელიმე გუნდის გულშემატკივარს დავუშალო ხმამაღალი წამოძახილები სტადიონზე და უქომაგონ თავის ნაკრებს.

„იტარ-ტასი“: ამ დღეებში თქვენ განაცხადეთ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი იქნებით, საქართველოს ვერავინ დააჩოქებს. ამ ფრაზამ გარკვეული რეზონანსი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ოთარ ხატიაშვილმა ამის პასუხად ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ გაიარა დაჩოქების ეტაპი, ახლა იგი უკვე დაწოლილია. ვინ წამოაყენებს საქართველოს ფეხზე?

ერთი რამ არის გასარკვევი, თავად ხატიაშვილი რა მდგომარეობაშია - დაჩოქილია თუ დაწოლილი? ამას რომ გავარკვევთ, მერე გიპასუხებთ...

აფხაზეთის ტელევიზია: 9 წლის წინათ 16 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის მეშვეობით დაარღვიეს შეთანხმება ქართულ მხარესთან, განახორციელეს ფართომასშტაბიანი შეტევა სოხუმზე, რასაც ის სავალალო შედეგი მოჰყვა. ამ მოვლენის თქვენეული შეფასება 9 წლის შემდეგ, დღევანდელი გადასახედიდან როგორ გესახებათ აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივა?

აფხაზეთის პრობლემის საბოლოოდ მოგვარება დღევანდელი პოზიციიდან შესაძლებელი იქნება ამ პროცესში საერთაშორისო გაერთიანების კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობით. არა მარტო რეზოლუციებითა და დოკუმენტების მიღებით, არამედ პრაქტიკული მონაწილეობით. მათ შორის, ამ დიალოგში აშშ-ს, რუსეთთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, აქტიური მონაწილეობის ძალიან დიდი იმედი მაქვს. თუ ჩვენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრენი ვართ, გასაღები სწორედ ამ ფორმულაშია. ამგვარი გზით, საქართველოს აქვს რეალური შანსი მიაღწიოს წარმატებასა და პროგრესს, ანუ მსოფლიო საზოგადოებრივ შეკავშირებას ამ პრობლემის გადაწყვეტისა და მოგვარების თვალსაზრისით.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხშირად ახსენეთ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი. ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ და ეთანხმებით მის ინიციატივას - ჩეჩენი ბოევიკების განიარაღებისა და მათი არა რუსეთისათვის, არამედ მესამე ქვეყნისათვის გადაცემის შესახებ? რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩეჩენი ბოევიკები და ტერორისტები, როგორც მოსკოვში ამბობენ, მხოლოდ მიზეზია საქართველოზე ზემოქმედებისათვის. თქვენი აზრით, რა არის უმთავრესი მიზეზი - ენერგორესურსების დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირება, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით უნდა მოხდეს?

რაც შეეხება ვახტანგ რჩეულიშვილს, იგი არ არის ერთადერთი, ამგვარ ინიციატივას სხვა პოლიტიკოსებიც გვთავაზობენ. როგორც ცნობილია, ამ ვარიანტს პერსპექტივა არა აქვს. რთულია მოძებნო მესამე ქვეყანა, ვისაც ექნება სურვილი გადაეცეს ტერორისტები და ბოევიკები. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც სიფრთხილით მოეკიდებიან ამ საკითხს. ასე რომ, ეს ვარიანტი არ მესახება პრობლემის მოგვარების რეალურ გზად. ყველაზე რეალურია, თუ რუსეთი მოინდომებს დააბრუნოს ეს ხალხი და გაარკვიოს მტყუან-მართალი. ჩვენ მზად ვართ, გვყავს საზღვრის დამრღვევი რამდენიმე კაცი დაკავებული და სათანადო პროცედურების დასრულების შემდეგ გადავცემთ მათ რუსეთს, ისინი კი თავად გაერკვევიან.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის გართულებისა და გამწვავების რეალურ მიზეზებს, ალბათ, არსებობს წყენა, რომ აზერბაიჯანის ნავთობის ტრანსპორტირების დასავლეთის მიმართულება შეირჩა. მაშინ რუსეთის ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ამ პროცესში არ მიგვეღო მონაწილეობა. საქართველო კი მოქმედებდა საერთაშორისო ნორმებისა და კანონის გათვალისწინებით და დაიცვა საკუთარი ინტერესები. არა მგონია, რომ ურთიერთობის ბოლოდროინდელი გართულება ნავთობის ტრანსპორტირებასთან იყოს დაკავშირებული. მთავარი აქ არის ჩეჩნეთის პრობლემა, ასევე საქართველოს მხრიდან უარის თქმა რუსეთის ხელისუფლების წინადადებაზე - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გავლით ჩეჩნეთში ჯარის შეყვანის თაობაზე. ეს რუსების მართლაც საფუძვლიანი წყენაა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ საქართველო სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ დავუშვებდით სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომას, რომელსაც გაიხსენებდა მომავალი თაობა. მეორე პრობლემას ქმნის პანკისის თემაც. უკვე ვთქვი, რომ რუსეთის პრეზიდენტს ყოველთვის არ აწვდიან რეალურ ინფორმაციას, ისევე როგორც მეც ვერ ვიღებ ყოველთვის მართებულ ინფორმაციას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ქვეყნის ხელისუფლებას ზოგიერთ შემთხვევაში არარეალურ ინფორმაციას აწვდიან. ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინს საკმაოდ „გაბერილ“ ინფორმაციას აწვდიან პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ხეობაში მართლაც იყვნენ ბოევიკები, მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი უკვე დატოვა ხეობა. მიმაჩნია, რომ უახლოესი დროის განმავლობაში, 10-15 დღეში პანკისის პრობლემა დღის წესრიგიდან მოიხსნება. შემდეგ რაღა დარჩება? - შემდეგ კი კიშინიოვში დაგეგმილ სამიტზე უნდა განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის თვისებრივად ახალი ურთიერთობის პერსპექტივა, ასევე დავსახოთ ბოლო დროს შექმნილი სირთულეების დაძლევის გზები.

გაზეთი „ახალი თაობა“: ბატონო პრეზიდენტო, 11 სექტემბერს, პუტინის განცხადების შემდეგ ყველასათვის მოულოდნელი იყო თქვენი კაბინეტიდან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის გამოსვლა. გაჩნდა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, კახა თარგამაძემ არ ისურვა ამ თემაზე საუბარი. იქნებ, თქვენ მაინც გვითხრათ, რა მოხდა იმ საღამოს?

ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რაიმე ჩანაფიქრიც რომ ყოფილიყო, არც ამას დაგიმალავთ. მას შემდეგ, რაც ბატონი კახა აღარ არის მინისტრი, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ, რა და როგორ მოხდა. მჯერა, იგი ერთგული და პატიოსანი კაცი იყო. ასეთნაირად დარჩა და მჯერა, იგი ქვეყნის პატრიოტია. რაც შეეხება შოკს - მეც და ბატონი კახაც ამ შოკისათვის ბოდიშს მოგიხდით.

რუსეთის გაზეთი „სეგოდნია“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენი კომენტარი ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ეძლევა შანსი „ალ-ქაიდას“ ბოევიკები გამოიყვანოს პანკისის ხეობიდან. რას ნიშნავს ეს, საქართველოში რეალურად იყვნენ „ალ-ქაიდას“ ბოევიკები და ამის შესახებ ამერიკისათვის ცნობილი იყო? პანკისის ხეობაში რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც არიან?

ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან პანკისის ხეობაში და აქვთ ინფორმაცია რა ხდება იქ. პრეზიდენტ ბუშს ვეთანხმები, ჩვენ ვცდილობთ პანკისის ხეობიდან გავიყვანოთ ყველა კრიმინალი, იქნება ეს ბოევიკი თუ ტერორისტი, ამგვარ ღონისძიებას ვახორციელებთ. ამერიკის პრეზიდენტისათვის ცნობილია საქართველოს ხელისუფლების მიზანი - გავათავისუფლოთ პანკისის ხეობა იმათგან, ვინც იწვევს დესტაბილიზაციასა და არეულობას.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე ხნის წინათ თქვენ გაუგზავნეთ რუსეთის პრეზიდენტს საკმაოდ კატეგორიული წერილი. ამას გარდა, გქონდათ თუ არა კონტაქტი ვლადიმერ პუტინთან და მიიღეთ თუ არა მისგან რაიმე პასუხი? არის თუ არა იმის საშიშროება, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ახლო მომავალში განახორციელებს სამხედრო ოპერაციას?

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის სფეროსათვის დამატებითი თანხა გამოიყოს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ემზადება წინააღ ღმდეგობა გაუწიოს რუსეთის სამხედრო ძალებს, იმ შემთხვევაში თუ კვლავ დაირღვევა საქართველოს საზღვარი?

- ბოლო დროს განვითარებულ მოვლენასთან დაკავშირებით საპასუხო წერილი არა მარტო რუსეთის პრეზიდენტს, არამედ თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს, საერთაშორისო გაერთიანების სახელმწიფოთა მეთაურებსაც გავუგზავნე. რაც შეეხება პუტინის საპასუხო წერილს, ჯერჯერობით არ მიმიღია. მიმაჩნია, აზრი არ აქვს ველოდოთ ამგვარ წერილს. ახლა უფრო მნიშვნელოვანია და პრინციპში ველოდებით რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრას.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ეს ჩემი წინადადება იყო, საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია. პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაცია და იქ ძალების შეყვანა დაკავშირებულია სერიოზულ ხარჯებთან. საკმაოდ რთული იყო ამგვარი რეზერვის გამოძებნა, მაგრამ ჩვენ შევძელით თანხების მოძიება.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“: ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა ლაპარაკი საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ. აპირებთ თუ არა პრაღის ნატოს სამიტზე გააკეთოთ ოფიციალური განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ?

თქვენ აღნიშნეთ, რომ იგორ გიორგაძეს შეუძლია ჩამოვიდეს თბილისში, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ გიორგაძესთან დაკავშირებით არ იქნება აღძრული საქმე?

- გიორგაძესთან დაკავშირებით შეიძლება ცოტათი ვიჩქარე, როცა ვთქვი ჩამოვიდეს-თქო. მაგრამ შემდეგ პრესკონფერენციაზე ვიტყვი გარანტიების შესახებ. გავივლი კონსულტაციას გენერალურ პროკურორთან, არის თუ არა შესაძლებელი გიორგაძე ჩამოვიდეს და პროკურატურამ მას ხელი არ ახლოს, შესაძლებელია თუ არა დაკითხვის პროცესის წარმართვა მისი იზოლაციის გარეშე.

რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრების შესახებ განცხადებებს, ამგვარი რამ ხშირად გაისმის. 2005 წელზე ადრე ოფიციალური განაცხადის გაკეთება არარეალურად მიმაჩნია, მაგრამ ცალკეული განცხადებების გაკეთება შეიძლება. ჩვენ ველოდებით ნატოს წარმომადგენლების ჩამოსვლას და კონსულტაციების გამართვას.

გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო, შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან სუსტია, პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციას დასჭირდება უფრო ძლიერი ძალა. ის ფაქტი, რომ ორ ძალოვან მინისტრს ცხვირწინ ააცალეს ტყვედ აყვანილი ნარკობარონი, საკმაოდ სამარცხვინოა. ამგვარი ინციდენტის დროს, ნორმალურ ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა თანამდებობიდან. გთხოვთ, სათანადო ორგანოებში მკაცრად მოკიდონ ამ საქმის გამოძიებას ხელი და ითქვას, ვინ დარეკა თბილისიდან, ვინ „გადააბიჯა“ ნარჩემაშვილსა და ხაბურძანიას. ვინ არის ეს პიროვნება, ვინც ასე განაგებს პანკისის ხეობას? ქალაქში დადის ჭორი, რომ ამ საქმეში მილიონია აღებული...

- მე უკვე გითხარით, რომ პოლიციის უფროსი დაკავებულია და ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიე ება. ჩემზე მეტად აღშფოთებული ამ ფაქტით არც თქვენ ხართ და არც არავინ სხვა. მართლაცდა, ძლივს შევიკავე თავი, რომ უკიდურესი გადაწყვეტილება არ მიმეღო. მაგრამ ახლა ამას, რასაც თქვენ მთავაზობთ - მინისტრის გადაყენებას - ამის დრო არ არის. ამას სჭირდება გამოძიება, ჩვენი გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად გამართლებული უნდა იყოს. რაც შეეხება ჯარის მართვას, ნარჩემაშვილი ამ საკითხს საკმაოდ კვალიფიციურად წყვეტს. ის ფაქტი კი სამწუხარო და სამარცხვინოა. მაგრამ მოკლე დროში ყველაფერი გაირკვევა.

- რას აპირებს პრეზიდენტი თანამეგობრობასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიცვალა დამოკიდებულება?

- თანამეგობრობის თაობაზე არაერთხელ მისაუბრია, ჩვენ თანამეგობრობის ფარგლებში ბევრ საკითხს ვაგვარებთ პრეზიდენტების დონეზე. მარტო ის ფაქტი, რომ კიშინიოვის სამიტზე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან, ცხადყოფს იმის აუცილებლობას, რომ თანამეგობრობამ გარკვეული დროით უნდა იარსებოს. მასში ამ ეტაპზე საქართველოს მონაწილეობაც სასარგებლოა.

„პანკისის ოპერაციის წარმატებით დასრულება ნიშნავს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული დისკუსიის დასრულებას, საერთაშორისო გაერთიანების კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 სექტემბერი. - №224 (4283). - 1, 3 გვ.

63 ძვირფასო ბიზნესმენებო!

▲back to top


გულითადად მოგესალმებით კონკურსის - „ეროვნული ეკონომიკის მეწინავენი - 2001-ის“ მონაწილეებს.

ვიმედოვნებ კონკურსი ეროვნული ეკონომიკის იმ ღირს სეულ წარმომადგენლებს წარმოაჩენს, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური შრომით ქმნიან საქართველოს ეკონომიკური ძლიერების ფუნდამენტს, ხელს უწყობენ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას, უზრუნველყოფენ მოსახლეობას სამუშაო ადგილებით, სთავაზობენ მათ მაღალხარისხოვან სამრეწველო საქონელსა და ეფექტიან მომსახურებას. ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობას, ზრუნავენ ქვეყნის ეკოლოგიური სიჯანსაღისათვის.

დღეს სწორედ ეროვნული ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელთა მხარდაჭერა, მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს სახელმწიფოებრივი ზრუნვის ერთ-ერთ უმთავრეს საგანს. სწორედ ამ კეთილმეზობლურ მიზანს ემსახურება კონკურსის მოწყობა.

ყველა ეპოქას თავისი გმირები და შემოქმედნი ჰყავს. საქართველოს ძლიერება და სტაბილურობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აგებულ სამეწარმეო საქმიანობას ეფუძნება.

მეწარმე სახელმწიფოს ძირითადი დასაყრდენი და მისი ძლიერების წყაროა. ნურავინ იფიქრებს, თითქოს მხოლოდ დიდი ქარხნების, ფაბრიკების მფლობელთ ვგულისხმობდე. მეწარმეა ფერმერიც, მცირე საწარმოს მეპატრონეც, ვინც ქმნის ასიათასობით სამუშაო ადგილს, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას.

სასიხარულოა, რომ კონკურსში საქვეყნოდ აღიარებულ მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად მათაც მიეცათ შესაძლებლობა გამოიჩინონ თავი.

ვფიქრობ, კონკურსი ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილური, ჯანსაღი, საქმიანი გარემოს ჩამოყალიბებას და საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში, თანამშრომლობისათვის მოიზიდავს სოლიდურ ინვესტორებსა თუ პარტნიორებს.

გამარჯვებას და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ ყველას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ედუარდ შევარდნაძე

ძვირფასო ბიზნესმენებო! // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 18 სექტემბერი. - №225 (4284). - 3 გვ.

64 ნარგიზა მგელაძის ოჯახს

▲back to top


სამძიმარი

უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ქალბატონ ნარგიზას გარდაცვალების შესახებ.

ჩვენგან წავიდა თვალსაჩინო მოღვაწე, შესანიშნავი ჟურნალისტი და გამორჩეული ქართველი მანდილოსანი.

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ მძიმე დანაკლისის გამო და გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ.

ედუარდ შევარდნაძე

ნარგიზა მგელაძის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 18 სექტემბერი. - №225 (4284). - 1 გვ.

65 „21-ე საუკუნე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობით დაიწყო და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი
საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების
საზეიმო ცერემონიაზე 2002 წლის 18 სექტემბერს

აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოდერეფანს მე „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ ხერხემალს ვუწოდებდი. სწორედ მასზეა დამოკიდებული კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ძლიერების განმტკიცება, თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებული განვითარების გზის არჩევა. დღევანდელ მსოფლიოში ეს ცოტა ვინმეს აქვს ისე სიღრმისეულად გაცნობიერებული, როგორც აშშ-ს. ამ მსოფლიოს ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა იყო და არის ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც ეს და ბევრი სხვა მსგავსი პროექტი უამრავ ხილულსა თუ წყალქვეშა დაბრკოლებას ააცილა, მათ მიმართ ადრე არსებული სკეპტიციზმის მიუხედავად, თავისი საერთაშორისო წონითა და ავტორიტეტით უზრუნველყო მათი წარმატება. იოტისოდენი ეჭვიც არ მეპარება, რომ ამერიკის მთავრობის, პირადად პრეზიდენტ ბუშის მხარდაჭერის წყალობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენები არათუ უახლოეს მომავალში შევა მწყობრში, არამედ შავი და კასპიისზღვისპირეთში განხორციელებული ყველაზე წარმატებული პროექტები იქნება.

არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო ევროპის კავშირის დამსახურება. ის ხომ „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და მხარდამჭერია. თუკი ამ პროექტის მიმართ 90-იან წლებში გამეფებულ სკეპტიციზმზე ვილაპარაკებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მის დაძლევასა და გაქარწყლებაში ევროპის კავშირს, მის ხელმძღვანელობას, მის წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და მრავალ სხვა ქვეყანას ლომის წილი მიუძღვით.

მივესალმები ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტში მონაწილე კომპანიებს. დღევანდელი ისტორიული მოვლენა მათი დაუღალავი ძალისხმევის, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. გულწრფელი მადლობა მინდა მოვახსენო ამ კომპანიების ხელმძღვანელებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, უკლებლივ ყველა თანამშრომელს, რომელთა პროფესიონალიზმი ძირითადი საექსპორტო მილსადენის დასრულებისა და წარმატებული ექსპლოატაციის საწინდარია.

რეგიონული თანამშრომლობის პრინციპიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში ყაზახეთის მონაწილეობას. ამის შესახებ უკვე პრეზიდენტმა სეზერმაც შეგვახსენა. ეს პროცესი, პრაქტიკულად, დაწყებულიცაა და მის გაღრმავებას საქართველო ყოველმხრივ შეუწყობს ხელს. ისევე როგორც სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩაბმას, ისევე როგორც იმას, რომ ამ დერეფნის შემდგომმა განვითარებამ სიკეთე მოუტანოს ჩვენს მეგობარ უკრაინას, რუმინეთს, ბულგარეთს, პოლონეთს, ევროპის სხვა ქვეყნებს და, საერთოდ, მთელ ევროპას და მთელ მსოფლიოს.

დღეს მე ბედნიერი არა ვარ მხოლოდ იმით, რომ ჩემი სამშობლოსა და მისი მეგობარი ქვეყნების დიდი გამარჯვების თანამონაწილე გავხდი, არამედ იმითაც, რომ ხორცს ისხამს ჩემ მიერ ჯერ კიდევ 12 წლის წინათ გამოთქმული იდეა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების შესახებ, ბაქოს ისტორიული სამიტის, რომლის ინიციატორი ბატონი ჰეიდარ ალიევი გახლდათ, გადაწყვეტილებები „დიდი აბრეშუმის გზის“ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესახებ. ამ გზაზე პირველ გამარჯვებას ჩვენ ყველამ ერთად მაშინ მივაღწიეთ, როცა მწყობრში ჩადგა ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობის მილსადენი, რომელიც დღემდე სრულიად შეუფერხებლად მუშაობს. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ბაქო-სუფსის პროექტმა, დაამტკიცა რა დასავლეთის მარშრუტის და, კერძოდ, საქართველოზე გამავალი მარშრუტის საიმედოობა და მომგებიანობა, გზა გაუკვალა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს.

ბატონებო და ქალბატონებო,

საუკუნის პროექტი, რომლის განხორციელებაც დღეს იწყება, ჩვენს შვილიშვილებს დარჩებათ მემკვიდრეობად. და მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი თაობა მათ ღირსეულ მემკვიდრეობას უტოვებს. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ გაერთიანებული ძალებით, შეთანხმებული მოქმედებით, ურთიერთმხარდაჭერით ლამის სასწაულის მოხდენა შეგვიძლია. მე ვისურვებდი, რომ მომავალ ჩვენს თანამშრომლობას ბევრი ასეთი სასწაული მოეხდინოს.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

გისურვებთ ბედნიერებას და აყვავებას მოძმე აზერბაიჯანის ხალხს.

„21-ე საუკუნე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობით დაიწყო და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 სექტემბერი. - №226 (4285). - 1, 2 გვ.

66 ავთანდილ იოსელიანს

▲back to top


მილოცვა

ბატონო ავთანდილ,

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს და პირადად თქვენ გულითადად გილოცავთ დაზვერვის დეპარტამენტის 5 წლის იუბილეს. მადლობას გიხდით იმ თავდადებისა და თავგანწირვისათვის, რომლითაც ემსახურებით სამშობლოს. თქვენი პროფესიონალიზმის წყალობით არაერთი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული. მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული სადაზვერვო სამსახურის დამსახურების შესახებ ქვეყნის წინაშე, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ყველა შეიტყობს, ვის რა გაუკეთებია ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღესასწაულს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.

ედუარდ შევარდნაძე

ავთანდილ იოსელიანს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 20 სექტემბერი. - №227 (4286). - 1 გვ.

67 ვანო ცერცვაძის გარდაცვალების გამო

▲back to top


სამძიმარი

დიდად დამამწუხრა ბატონი ვანოს გარდაცვალებამ. პირადად ვიცნობდი და წლების მანძილზე თვალს ვადევნებდი მის მოღვაწეობას, გაზეთ „ნორჩ ლენინელს“, რომელსაც იგი რედაქტორობდა. მთელი თაობები გაიზარდა იმ სულისკვეთებით, რომლითაც გამსჭვალული იყო რედაქცია. ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ წლებში სულაც არ იყო ადვილი ქართული ტრადიციების შენარჩუნება და, უფრო მეტიც, მომავალი თაობებისათვის ამ ტრადიციებისადმი პატივისცემისა და ერთგულების გრძნობის ჩანერგვა.

სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა ბატონი ვანო თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე და სწორედ ამიტომაც მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ ბევრს დასწყვიტა გული.

ედუარდ შევარდნაძე

ვანო ცერცვაძის გარდაცვალების გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 20 სექტემბერი. - №228 (4287). - 1 გვ.

68 ვანის X საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს

▲back to top


ქალბატონებო და ბატონებო,

ჯერ კიდევ 25 წლის წინათ, როდესაც ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევები იშვიათობა გახლდათ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მაღალი რანგის სამეცნიერო სიმპოზიუმს, რომელიც შავი ზღვის ქვეყნების უძველესი ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემების შესწავლას ეძღვნებოდა.

მე კარგად მახსოვს ის დრო, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩვენი ერთობლივი მუშაობა იმისათვის, რომ ამ სამეცნიერო სიმპოზიუმში თავისი დროის მეცნიერებს მიეღოთ მონაწილეობა. მახსოვს ის შესაშური ენერგია და მაღალი პროფესიონალიზმი, ის ჭეშმარიტი თავდადება, რომელიც ამ სიმპოზიუმის დასაფუძნებლად გამოიჩინა ჩვენმა სასიქადულო მეცნიერმა, აწ განსვენებულმა აკადემიკოსმა ოთარ ლორთქიფანიძემ.

ამჟამად საიუბილეო მეათე სიმპოზიუმი იმართება და ერთგვარად ჯამდება ის სამეცნიერო შედეგები, რომელთა წყალობით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ისეთი გლობალური პრობლემების კვლევაში, როგორიცაა: შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაციის ქრონოლოგია და ხასიათი ძვ. წ. VII-V საუკუნეებში; ამავე რეგიონის აბორიგენული მოსახლეობის კულტურულ-ეკონომიკური განვითარება. შავი ზღვის, როგორც საკონტაქტო ზონის, მნიშვნელობა შავიზღვისპირეთში და ა.შ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სიმპოზიუმის მასალების ჯერ ქართულ-რუსულმა, ხოლო შემდეგ კი საქართველოსა და საფრანგეთში ბეზანსონის უნივერსიტეტის დახმარებით განხორციელებულმა პუბლიკაციებმა საყოველთაო ინტერესი გამოიწვია.

სიამოვნებით მინდა მოგესალმოთ. ამ სიმპოზიუმით თქვენ პატივი მიაგეთ არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არა მარტო მეცნიერების შესანიშნავ დარგს - არქეოლოგიას, არამედ თქვენს კოლეგასაც, შესანიშნავ არქეოლოგსა და მოქალაქეს - ოთარ ლორთქიფანიძეს.

იმედი მაქვს, თქვენი მუშაობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ თავად თქვენ და მათაც, ვინც სიმპოზიუმისაგან ბევრს ელის.

გისურვებთ წარმატებას.

ედუარდ შევარდნაძე

ვანის X საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 სექტემბერი. - №229 (4288). - 2 გვ.

69 „ამერიკის მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სწორედ ჩვენი გულწრფელი სურვილით, ავაშენოთ თავისუფალი, სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო. თანაც, რაც უფრო წარმატებით განვახორციელებთ ამ ამოცანას, მით უფრო თავისთავადი იქნება ჩვენი როლი და ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის
23 სექტემბრის რადიოინტერვიუ

- კვლავინდებურად დიდ ინტერესს იწვევს პანკისის ხეობ ბაში ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობა, ისევე როგორც ვითარება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. გუშინ ოპერაციაც განხორციელდა. რა ვითარებაა ამჟამად? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევ ვარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- როგორც მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში მართლწესრიგის აღდგენისათვის მზადება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. ვგულისხმობ კონკრეტული გეგმის შემუშავებას ხეობის გასაწმენდად იქ მოკალათებული დამნაშავეებისაგან. ზოგადად, ოპერატიული მუშაობა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც განახლდა საომარი მოქმედება ჩეჩნეთში, რამაც პანკისის ხეობაში ვითარების გამწვავება განაპირობა.

ოპერაციის პირველი ფაზა გულისხმობდა მოსამზადებელ სამუშაოებს, ინფორმაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ამის შემდეგ, 2 აგვისტოს ხეობაში შევიდნენ შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ გაკეთებულა რომელიმე ქვეყნის მოთხოვნით. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩვენ ვართ დაინტერესებული, რათა ეგრეთ წოდებული პანკისის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს.

ხეობაში შეიქმნა ბლოკსაგუშაგოები, ჩამოყალიბდა ოპერატიული შტაბი ძალოვან სტრუქტურათა წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ჩაუდგა სათავეში. რა თქმა უნდა, მონაწილეობენ უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა სტრუქტურები.

მთლიანობაში სპეცოპერაციას ახორციელებს 2500-მდე სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელი, სხვა ოპერატიულ სამსახურთა მუშაკები.

ამჟამად უკვე შეიძლება დავასკვნათ, რომ კომპლექსური ღონისძიებანი პანკისის ხეობაში წარმატებით განხორციელდა. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და აღჭურვილობა, ვაჰაბიტური ლიტერატურა, გატაცებული ავტომანქანები და სხვ.

სამწუხაროდ, მთლიანად უსისხლოდ ოპერაციას არ ჩაუვლია, დაიჭრა სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, ხოლო შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას ორი დამნაშავე ლიკვიდირებულია.

სულ ახლახან მაცნობეს კვირას განხორციელებული ოპერაციის შედეგები. სოფელ დუისსა და სხვა დასახლებულ პუნქტში დაკავებულია რამდენიმე ძებნილი, ამოღებულია დიდი რაოდენობით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნაღმები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალოვან სტრუქტურათა წარმომადგენლები მტკიცედ ასრულებენ ხელისუფლების ბრძანებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. სწორედ ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, ე.წ. „წერტილოვანი“ ოპერაციები კვლავ გაგრძელდება და უახლოეს მომავალში სრული წარმატებით დასრულდება.

ვფიქრობ, მცირე ხნის შემდეგ ნებისმიერი რანგის, ნებისმიერი ქვეყნის მეთვალყურეებს ექნებათ საშუალება უშუალოდ პანკისის ხეობაში გაეცნონ ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგებს და დარწმუნდნენ, რომ ხეობას მთლიანად აკონტროლებს ქვეყნის ხელისუფლება. ამ უახლოეს დღეებში ეს სასურველი არ არის, რადგან ჯერჯერობით ოპერაცია გრძელდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს წანადადებას რუსეთის ხელისუფლებისადმი - გამოაგზავნონ თავიანთი სამხედრო მეთვალყურენი (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ უიარაღოდ), რომლებსაც ექნებათ საშუალება თვალყური ადევნონ ოპერაციის მიმდინარეობას პანკისის ხეობასა და სხვა რეგიონებში.

- გასულ კვირას თქვენ მიიღეთ პრეზიდენტ ბუშის წერილი. თავისთავად ღირსშესანიშნავი ფაქტია, რომ მოკლე პერიოდის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტი უკვე მეორედ მოგმართავთ მხარდამჭერი წერილით. როგორ აფასებთ ამ მოვლენას, მით უფრო იმ ფონზე, რომელზეც ზემოთ თქვენ უკვე ისაუბრეთ?

მე უაღრესად ვაფასებ იმ ყურადღებას, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი ამჟღავნებს ჩვენი პატარა ქვეყნის მიმართ.

ამასთან დაკავშირებით, აქვე მინდა გავიხსენო ის დისკუსია, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში რამდენიმე წლის წინ მიმდინარეობდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრიორიტეტების თაობაზე. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მაშინ ვამტკიცებდი, რომ პატარა ქვეყანას დიდი დემოკრატიული სახელმწიფოების (მათ შორის, აშშ-ს) მხარდაჭერა შეუძლია მოიპოვოს უმთავრესად დემოკრატიულ ღირებულებათა, ადამიანის უფლებათა დაცვის იდეალებისადმი ერთგულებით.

ამერიკის მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სწორედ ჩვენი გულწრფელი სურვილით, ავაშენოთ თავისუფალი, სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო. თანაც, რაც უფრო წარმატებით განვახორციელებთ ამ ამოცანას, მით უფრო თავისთავადი იქნება ჩვენი როლი და ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში.

პრეზიდენტ ბუშის წერილი გამსჭვალულია იმ სულისკვეთებით, რომ ამ ურთულეს გზაზე ამერიკის ადმინისტრაცია ყოველთვის მხარს დაგვიჭერს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს წერილში ის თეზისი, რომ პრეზიდენტ ბუშის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ბოლო დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად. ყურადღება მიაქციეთ რამდენად სერიოზულად სწავლობენ აქ მიმდინარე მოვლენებს. კორუფცია ისევ არსებობს საქართველოში. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ შეუქცევადი შეტევა მასზე და სწორედ ეს შეაფასეს მათ დადებითად.

ამერიკა კვლავაც დაგვეხმარება ენერგეტიკულ პრობლემათა გადაწყვეტაში, რისი უმთავრესი პირობაცაა გაბედული რეფორმა ენერგეტიკის სფეროში, რომელსაც ამჟამად ვახორციელებთ ამერიკელი მეგობრების სრული მხარდაჭერითა და დახმარებით.

ამავე დროს ამერიკის პრეზიდენტი (რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია) მადლობას გვიხდის აქტიური თანამშრომლობისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

იგი მიესალმება ჩვენს წინადადებას, ამ საკითხებზე მოლაპარაკება წარიმართოს სამმხრივ ფორმატში, ანუ აშშ, საქართველოსა და რუსეთს შორის (სხვათა შორის სამმხრივი შეხვედრის ფორმატი ამ მხრივ სიახლეა).

ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული დაცვის პირობით. პრეზიდენტ ბუშის წერილში ასე ხაზგასმით, ფაქტობრივად, პირველადაა საუბარი აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე და მის მზადყოფნაზე მიიღოს მონაწილეობა ამ პრობლემის მოგვარებაში.

პრეზიდენტი ბუში მიესალმება საქართველოს ძალისხმევას პანკისის ხეობაში, რომლის მიზანია ამ რეგიონის საბოლოო გაწმენდა კრიმინალური და ბანდიტური დაჯგუფებებისგან.

ამერიკა ერთმნიშვნელოვნად და უეჭველად აღიარებს, რომ პანკისის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ პრეროგატივაა. ოპერაციას ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის სამართალდაცვის და ძალისმიერი სტრუქტურები.

ბოლო მოვლენები კი, რის თაობაზეც უკვე ვისაუბრეთ, უდავოდ ადასტურებს, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ და შევძელით ბანდიტური დაჯგუფებების ნეიტრალიზება თითქმის უსისხლოდ - მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკებისა და ჩვენი მეომრების დაღუპვის გარეშე.

რამდენიმე დღის წინათ მე უკვე შევნიშნე, რომ ცოტა არ იყოს გაუგებარია ზოგიერთი რუსი კოლეგის პრეტენზია, რომლებიც უკმაყოფილო არიან ოპერაციის უსისხლო და თითქმის უმსხვერპლო განვითარებით. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მთავარია პრობლემა გადაიჭრას შეძლებისდაგვარად ნაკლები მსხვერპლით. ეს მისი წარმატებისა და ძალისმიერ სტრუქტურათა კვალიფიციურობის უპირველესი დამადასტურებელი იქნება.

სამხედრო საქმეში კი მეტი მსხვერპლი ნაკლებ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს ნიშნავს.

ოპერაციის წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამამ, რომელიც აშშ-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩვენ მთლიანად გავამართლეთ ამერიკელი მეგობრების ნდობა. პანკისის ირგვლივ მოვლენათა განვითარება ადასტურებს, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამა ტერორიზმისა და ბანდიტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდრად იქცა.

სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებისაგან ჩვენ არ გვქონია შემოთავაზება ასეთივე პროგრამების განხორციელების შესახებ.

ამგვარი წინადადება თუ იქნებოდა, ჩვენ მას, რასაკვირველია, მივიღებდით.

გასულ კვირას ბაქოში საზეიმო ვითარებაში დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა. უკვე ძალიან ბევრი ითქვა ამ მილსადენის მშენებლობაზე როგორც საქართველოსათვის, ასევე მთელი რეგიონისათვის და მაინც პროექტის რეალური ხორცშესხმა, ალბათ, ახალ შესაძლებლობებს ბადებს...

2002 წლის 18 სექტემბერი, როდესაც დიდი ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო, თავისთავად ისტორიული დღეა, მაგრამ მას წინ უძღოდა უდიდესი მრავალწლიანი ძალისხმევა, რომელიც სერიოზულ რისკთან იყო დაკავშირებული.

მოგეხსენებათ, პირველი კონტრაქტი ჯერ კიდევ 1994 წლის სექტემბერში გაფორმდა. შემდგომ იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების მტკიცე შეთანხმება, რომელიც იოტისოდენად არ დარღვეულა და არც დაირღვევა.

თვით მილსადენის აგებას დაახლოებით 30 თვე დასჭირდება.

სრულ მასშტაბს მშენებლობა უკვე 2003 წლის თებერვალში მიაღწევს, სამუშაოთა დასრულება კი 2004 წლის დამლევისათვის ივარაუდება. სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ მილსადენი საათში დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობს გაატარებს.

მხოლოდ ტრანზიტის საფასურად საქართველო ყოველწლიურად 63 მილიონ დოლარს მიიღებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დიდძალ ინვესტიციათა მოზიდვა, ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, საწარმოთა ამოქმედება, მოსახლეობისათვის კომპენსაციის სახით მილიონობით დოლარის გადახდა და ინფრასტრუქტურის ყოველმხრივი განვითარება, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური უსაფრთხოების სრული დაცვით.

საკმარისია ითქვას, რომ დიდი ნავთობსადენის მშენებლობისას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 10%25-ით გაიზრდება. ეს მხოლოდ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის მშენებლობის შედეგად. კიდევ უფრო დიდი იქნება მოგება „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენის მშენებლობითა და ამოქმედებით.

ასევე ისტორიული მნიშვნელობა აქვს პროექტს პოლიტიკური თვალსაზრისითაც თავის წერილში აშშ-ს პრეზიდენტი საგანგებოდ მიესალმა მშენებლობის დაწყებას. პრეზიდენტის თქმით, ახალი ინვესტიციები კიდევ უფრო განამტკიცებს კასპიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ხელს შეუწყობენ მათ განვითარებას და ცხოვრების დონის ამაღლებას.

ყველა აღიარებს, რომ საქართველო მთელი ამ დიდი პროექტის საკვანძო რგოლია. ჩვენს ქვეყანაზე დიდად იქნება დამოკიდებული ნავთობსადენის შეუფერხებელი ფუნქციონირება, საქართველო გლობალურ ინტერესთა სფეროში მოექცა, რაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცების უაღრესად სერიოზული ფაქტორია.

საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის ყოველმხრივი უსაფრთხოების გარანტიებს ქმნის კომპანია „ნოტროპ გრუმანი“, რომელიც სამხედრო ტექნიკისა და მომსახურების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. იგი ჩვენს ქვეყანაში დაამონტაჟებს 36-არხიან თანამგზავრულ უსაფრთხოების სისტემას.

დიდი ნავთობსადენისა და დიდი გაზსადენის ამოქმედების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემა.

ამრიგად, გასულ კვირას, საქართველოს განვითარებაში მართლაც ახალი პერიოდი დაიწყო. განხორციელდა ის, რაზეც ვოცნებობდით და რისთვისაც ვიბრძოდით მთელი ამ წლების განმავლობაში.

ამ დღეებში დაზვერვის დეპარტამენტის კოლექტივი პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავს. რას ეტყოდით საქართველოს ამ სპეცსამსახურის მუშაკებს?

უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და მთელ კოლექტივს პროფესიულ დღესასწაულს.

5 წლის განმავლობაში დაზვერვის დეპარტამენტმა არაერთგზის დაამტკიცა, რომ ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის უშიშროებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ავთანდილ იოსელიანის, უდიდეს გამოცდილებას. იგი შესანიშნავად იცნობს აფხაზეთისა და არა მარტო ამ მხარის პრობლემატიკას.

რა თქმა უნდა, თვით სპეცსამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდწილად შეუძლებელია მოსახლეობისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება მისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩვენი საზოგადოება ბევრ რამეს შეიტყობს და იმ უხილავ გმირებსაც გაიცნობს, ვინც ურთულეს პირობებში იცავს სამშობლოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობას.

აქვე გამოვთქვამ რწმენას, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანას მეტი შესაძლებლობა ექნება, იზრუნოს როგორც დაზვერვის დეპარტამენტის, ასევე სხვა სპეცსამსახურთა გაძლიერებაზე, რითაც ისევ და ისევ ქვეყანას გავაძლიერებთ და მრავალ საფრთხეს ავაცილებთ თავიდან.

კიდევ ერთხელ ვულოცავ დაზვერვის დეპარტამენტის კოლექტივს პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებ ნაყოფიერ მოღვაწეობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

„ამერიკის მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სწორედ ჩვენი გულწრფელი სურვილით, ავაშენოთ თავისუფალი, სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო. თანაც, რაც უფრო წარმატებით განვახორციელებთ ამ ამოცანას, მით უფრო თავისთავადი იქნება ჩვენი როლი და ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 24 სექტემბერი. - №230 (4289). - 1, 2 გვ.

70 იური ლიუბიმოვს - 85 წლისთავთან დაკავშირებით

▲back to top


მილოცვა

პატივცემულო იური პეტრეს ძევ,

ნება მიბოძეთ, სულითა და გულით მოგილოცოთ საიუბილეო თარიღი და გისურვოთ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

თქვენს სახელთანაა დაკავშირებული საუკეთესო შემოქმედებითი მიღწევები „თეატრისა ტაგანკაზე“, რომელიც დიდი, მე ვიტყოდი, რევოლუციური გარდაქმნების ფლაგმანი გახდა არა მარტო თეატრალურ ცხოვრებაში, არამედ საზოგადოებრივ ცნობიერებაში.

როგორც თქვენი ტალანტის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, გავბედავ, დავამტკიცო, რომ თქვენ შეიტანეთ მნიშვნელოვანი თუ არა, გადამწყვეტი წვლილი 60-70-იანი წლების მთელ თეატრალურ ესთეტიკაში.

დღეს ჩვენთან სტუმრად არიან რუსეთის კულტურის წარმომადგენლები, ჩვენთვის მძიმე ჟამის მიუხედავად, მათ გაბედეს და ჩამოვიდნენ ჩვენთან, რათა გვაჩვენონ თავიანთი ოსტატობა. ეს იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ „არაფერი უკვალოდ არ ჩაივლის“ და რომ ხელოვნებას საზღვარი არა აქვს, იგი წარმოადგენს ყველაზე მეგობრული ურთიერთობის მტკიცე საფუძველს.

მჯერა, ეს სანდო ფუნდამენტი კვლავაც არ გაიჩენს ბზარს და არაფერი შეუშლის ხელს ჩვენი ხალხების მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ გაგვიმართლა, ჩვენს კულტურულ ურთიერთობას ხომ საუკუნეებში აქვს გადგმული ფესვები და, სასიხარულოა, რომ ამ ურთიერთობას სათუთად უვლიან უმეტესად ხელოვნების მოღვაწენი და ამის ნათელი მაგალითია მთელი თქვენი შემოქმედება.

ნება მიბოძეთ, ერთხელ კიდევ მოგმართოთ თქვენ საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით და ამ სიტყვებს, ბუნებრივია, უერთდება თქვენი ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი, ჩემი მეუღლე ნანული.

ედუარდ შევარდნაძე

იური ლიუბიმოვს - 85 წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 25 სექტემბერი. - №231-232 (4291). - 1 გვ.

71 ედუარდ კოდუას ოჯახს

▲back to top


სამძიმარი

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი გამოჩენილი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის ბატონი ედუარდის გარდაცვალების გამო.

მან უდავოდ დატოვა თავისი კვალი ჩვენს მეცნიერულ ცხოვრებაში.

ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ კოდუას ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 25 სექტემბერი. - №231-232 (4291). - 1 გვ.

72 მანანა ბაგრატიონის ოჯახს

▲back to top


სამძიმარი

კიდევ ერთი მშვენიერი ქალბატონი წავიდა ჩვენგან, მანანა ბაგრატიონი ბაგრატოვანთა ისტორიული გვარის წარმომადგენ ნელი, რომელმაც მართლაც ურთულეს ეპოქაში ღირსეულად, ჭეშმარიტი რწმენითა და სიკეთით იცხოვრა.

იგი თავისი ჭირთათმენითა და მოყვასის თანადგომით მის გარშემო მყოფთ იმედით ავსებდა და ცხოვრებას უადვილებდა.

მინდა მივუსამძიმრო მის შვილს, ბ-ნ ვახტანგ კიკაბიძეს და ძმისშვილს, ბ-ნ ჯანო ბაგრატიონს ამ უმშვენიერესი ქალბატონის გარდაცვალება.

ასეთი ადამიანები თავისი სიცოცხლით ალამაზებენ ჩვენს ყოფას და გარდაცვალების შემდეგაც ნათელ კვალს ტოვებენ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

მანანა ბაგრატიონის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 27 სექტემბერი. - №235-236 (4295). - 1 გვ.

73 აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციის „WORLD COMPUTER EXCHANGE“-ის პრეზიდენტს, ბატონ ტიმოთი ანდერსონს

▲back to top


ბატონო ანდერსონ,

მინდა გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ ამ დიდი ღვაწლისათვის, რომელსაც თქვენ იჩენთ საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციისათვის. ამასთან, გამოვთქვამ კმაყოფილებას იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც თქვენ აღმოუჩინეთ ჩემ მიერ ინიცირებულ პროექტს „ინტერნეტის ხიდი დიდი აბრეშუმის გზაზე - ღარიბი ახალგაზრდებისათვის“.

ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თქვენ იმ პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი ბრძანდებით, რომელიც დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ აღიარებულია, როგორც სანიმუშო პროექტი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტი დიდად შეუწყობს ხელს ციფრული განხეთქილების დაძლევას, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს საქართველოსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის.

კიდევ ერთხელ მსურს, დიდი მადლობა მოგახსენოთ გაწეული მუშაობისათვის.

ედუარდ შევარდნაძე

აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციის „World Computer Exchange - ის პრეზიდენტს, ბატონ ტიმოთი ანდერსონს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 28 სექტემბერი. - №237 (4296). - 1 გვ.

74 „ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, პანკისის ხეობაზე ნეგატიური კონტექსტით საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
30 სექტემბრის რადიოინტერვიუ

- ბატონო პრეზიდენტო, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუშაობა დაასრულა უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის კომისიამ, რომელიც თქვენი ბრძანებულებით შეიქმნა 2001 წელს. როგორ აფასებთ კომისიის მუშაობას და მის წინადადებებს? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზ ზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

ამ კომისიამ ბატონი ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობით, უმოკლეს დროში ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა. მომზადებულია უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოთა რეფორმის, მე ვიტყოდი, სრულყოფილი კონცეფცია. ჩვენ ყველაზე რთულ და ფაქიზ თემას შევეხეთ.

შექმნის დღიდანვე კომისია აქტიურად თანამშრომლობდა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან.

აღვნიშნავ აგრეთვე გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდის სამეფოსა და იტალიის მთავრობათა დახმარებას, განსაკუთრებით კი აშშ-ს მთავრობის, კერძოდ, იუსტიციის დეპარტამენტის თანადგომას.

კომისიის წინადადებანი მთლიანად შეესაბამება განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს. აქ იგულისხმება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განუხრელი დაცვა, ამავდროულად დამნაშავეობასთან ბრძოლის გაძლიერება, სამართალდაცვის მაღალპროფესიული და ქმედითი ორგანოების ჩამოყალიბება, რითაც უკლებლივ ყველა მოქალაქე არის დაინტერესებული.

ჩვენ საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ დამნაშავეობასთან საბრძოლველად აუცილებელია საბჭოური ტრადიციისათვის დამახასიათებელ, ზედმეტად რთულ და მოუქნელ სამართალწარმოების პროცესზე უარის თქმა და მისი გამარტივება.

მაგალითად, ძალზე აქტუალური და საინტერესოა მოკვლევისა და გამოძიების ერთიან პროცესად გაერთიანების ინიციატივა; ასევე საგამოძიებო ორგანოთა დეცენტრალიზაციის შემოთავაზებული მოდელი.

ამ საკითხებზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ პარლამენტში გამოსვლის დროს.

რა ვითარებაა ამჟამად პანკისის ხეობასა და მიმდებარე რეგიონებში. პანკისთან დაკავშირებით ვითარება კვლავ დამუხტულია. რუსეთის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ გილაევის რაზმი იქიდან უკვე გავიდა...

დღეს უკვე სრული დარწმუნებით და მტკიცედ შემიძლია განვაცხადო, რომ პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა საბოლოოდ დასრულდა.

ხეობა გაწმენდილია უცხო ქვეყნიდან შემოსული უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისგან.

ამჟამად კი მიმდინარეობს ჩვეულებრივი ოპერატიული მუშაობა სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილ კრიმინალთა ადგილსამყოფელის დასადგენად და მათს დასაკავებლად და არა მხოლოდ ხეობაში.

ანუ ე.წ. „პანკისის პრობლემა“, როგორც ამას წარმოაჩენდნენ ამ ორი წლის განმავლობაში - უკვე აღარ არსებობს.

ხეობის ყველა სოფელს მკაცრად აკონტროლებენ შინაგანი ჯარისა და პოლიციის ქვედანაყოფები. ისინი არავითარ შემთხვევაში აღარ დაუშვებენ პანკისში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა შემოსვლას ან დაბრუნებას. ეს გამორიცხულია. ასეა დაგეგმილი.

ვიმეორებ: უცხო ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დაუკითხავად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შემოსული უკანონო შეიარაღებული ფორმირებები სამუდამოდ წავიდნენ ან განიდევნენ ხეობიდან.

ძალიან სერიოზულ წარმატებად მიმაჩნია ის გარემოება, რომ ამას მივაღწიეთ თითქმის უსისხლოდ, მსხვერპლისა და საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ცხელი წერტილის წარმოშობის გარეშე. მე მახსოვს როგორ განიცდიდნენ კახელები, რომ იქ აუცილებლად გაჩნდებოდა ცხელი წერტილი, დაიწყებოდა რაღაც უბედურება, დაიწყებოდა ომი და ა.შ. საბედნიეროდ, ეს პროგრამა არ გამართლდა.

სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ რეაქციულ ძალებს ასეთი ჩანაფიქრიც ჰქონოდათ, ანუ მიზანმიმართულად ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რათა საქართველო ჩაეთრიათ საომარ მოქმედებაში, მაგრამ ხელი მოეცარათ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სტაბილურია ვითარება პანკისის ხეობაში - ეს ძალიან ადვილად დასადასტურებელია: მე კიდევ ერთხელ მივმართავ წინადადებით რუსეთის ხელის სუფლებას, აგრეთვე სხვა ქვეყნებისასაც, გამოგზავნონ თავია ანთი სამხედრო მეთვალყურენი როგორც პანკისის ხეობაში, ასევე ყველა იმ რაიონში, სადაც შეიძლება იმალებოდეს თითო-ოროლა შეიარაღებული პირი, რათა თვალყური ადევნონ სამძებრო ღონისძიებებს, რომელთაც სამართალდაცვის ორგანოები ურთულეს მაღალმთიან რეგიონებში ახორციელებენ ხსენებულ პირთა დაკავებისა და გაუვნებელყოფის მიზნით.

ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რატომ გვეუბნებიან უარს მეთვალყურეთა გამოგზავნაზე, ჩვენ ხომ მათ არა მარტო პანკისის ხეობაში ვიწვევთ, არამედ ნებისმიერ სხვა რაიონში, სადაც ხეობიდან გაპარული დამნაშავეები და ტერორისტები შეიძლება იმალებოდნენ.

თუმცა რუსეთიდან სამხედრო მეთვალყურეთა ჩამოსვლა-არჩამოსვლით ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ შეიცვლება. საქართველოს ხელისუფლება, როგორც უკვე აღვნიშნე, იწვევს ნებისმიერი ქვეყნის თუ ორგანიზაციის მეთვალყურეებს როგორც პანკისის ხეობაში, აგრეთვე სხვა რაიონებში.

უკვე გვაქვს კიდეც გამოხმაურება. მაგალითად, რამდენადაც ვიცი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი მოინახულონ პანკისის ხეობა და შეისწავლონ იქ არსებული ვითარება.

მაგრამ ჩვენთვის (სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტია, რომ მთლიანად შესრულდა პრეზიდენტის განკარგულება და ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარების თაობაზე.

ეს იყო მიზანმიმართული, კარგად გააზრებული და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ძალისხმევის ლოგიკური შედეგი. ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ, მადლობა გამოვუცხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით შინაგან ჯარს, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფთა პირად შემადგენლობას, უშიშროების სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, დაზვერვის დეპარტამენტს და სხვებს, რომლებმაც ამ უმაღლეს და ურთულეს ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. მადლობის სიტყვებს იმსახურებენ კახეთის ხელმძღვანელები და მოსახლეობა, რომელიც მხარს გვიჭერს.

ოღონდ აქვე მინდა შევნიშნო, რომ ოპერაციას ვახორციელებდით არა ვინმეს კარნახით, ან მოთხოვნით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, მრავალი თვის განმავლობაში პანკისის ხეობა უკონტროლო კრიმინალურ ტერიტორიად იყო ქცეული. გახშირდა ადამიანთა გატაცება და სხვა მძიმე დანაშაული. საქართველოს მოქალაქეებმა ამის შესახებ იციან.

ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად დაკავებულია 40-ზე მეტი ეჭვმიტანილი. მათ შორის, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა და ბანდიტურ დაჯგუფებათა წევრებიც. სამწუხაროდ, ორმა დამნაშავემ წინააღმდეგობის გაწევა არჩია და საპასუხო სროლისას დაიღუპა კიდეც.

უცხო ქვეყნიდან შემოსულმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ხეობა, როგორც ჩანს, აგვისტოს დამლევს ან სექტემბრის დამდეგს დატოვეს. გთხოვთ, ამ თარიღს მიაქციოთ ყურადღება.

რუსული წყაროების მტკიცებით, შეიარაღებული ფორმირებები თითქმის მთელი თვის განმავლობაში შეუმჩნევლად იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.

ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ საზღვრის ამ მონაკვეთზე რუსი მესაზღვრეები ქართველ კოლეგებზე დაახლოებით ორმოცჯერ მეტნი არიან.

თუ ასეა, განა გასაკვირია, რომ ადრე საქართველოს ტერიტორიაზეც ახერხებდნენ დამალვას რამდენიმე თვის განმავლობაში?

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა პანკისის ხეობის მშვიდობიან მოსახლეობას: ჩეჩნებს, ქართველებს, ოსებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, მთელ კახეთს, რომლებმაც მტკიცედ დაგვიჭირეს მხარი ოპერაციის განხორციელების დროს. ჩვენ სწორედ მაშინ დავიწყეთ ოპერაცია, როდესაც ასეთი საყოველთაო მხარდაჭერის განწყობილება შეიქმნა და სწორედ ამაში მდგომარეობდა მთავარი მომენტის შერჩევის მნიშვნელობაც.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვიღონებთ, რათა ადგილობრივ მოსახლეობას არა მარტო მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება მივცეთ, არამედ შეძლებისდაგვარად დავეხმარებით მატერიალურად და ფინანსურად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად. ერთხელ მე უკვე გამოვეცი ბრძანებულება პანკისის განვითარების თაობაზე და, ალბათ, კიდევ უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხს.

ამ თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემად რჩება ლტოლვილთა (ქალები, ბავშვები და მოხუცები, ავადმყოფები, რომლებიც ჩეჩნეთიდან არიან და ჩვენ მათ განვიხილავთ, როგორც ლტოლვილებს) მრავალრიცხოვანი მასა.

ჩვენ მათ ვეხმარებით შეძლებისდაგვარად, დაახლოებით იმ ზომით, როგორც აფხაზეთიდან ლტოლვილებს. კარგი იქნება, თუ რუსეთის ხელისუფლებაც გამოუგზავნის დახმარებას თავის მოქალაქეებს. და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ასეთი ხალხი წამოვა, ვისაც ენდობიან და წაჰყვებიან თავის ქვეყანაში. სხვათა შორის, ამ საკითხზე საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან და იგი იზიარებდა ამ შეხედულებას.

გარდა ამისა, ჩვენ კვლავინდებურად ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ლტოლვილთა სამშობლოში (ანუ რუსეთის ფედერაციაში, ჩეჩნეთში) დაბრუნებას.

როგორც გითხარით, ამ თემაზე საუბარი უკვე იყო.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად პანკისის ხეობაზე ნეგატიური კონტექსტით საუბარი ერთხელ და სამუდამოდ მორჩა. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საჭირო გადაწყვეტილებათა დროულად მიღებას და მომენტის შერჩევას.

მოვიდა დრო, რომ ცნობილი მოვლენებით გამოწვეული დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში რაც შეიძლება ჩქარა ჩავაბაროთ წარსულს. ასეთია ჩემი შეხედულება ამ საკითხზე.

და მაინც, რუსული მხარე უარს აცხადებს მეთვალყურეთა გამოგზავნაზე. არამედ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბავენ პანკისის ხეობას, გადმოსხამენ დესანტს მთიანეთში, შექმნიან რაღაც „უშიშროების ზონას“ და ასე შემდეგ. რამდენად მოსალოდნელია მოვლენათა ამგვარი განვითარება, ანუ პირდაპირი აგრესიის განხორციელება?

როგორც ჩანს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ყოველგვარი პროვოკაციისათვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა მე წარმოუდგენლად მიმაჩნია რუსეთის პრეზიდენტის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

მით უმეტეს, გაუგებარია ასეთი გეგმების გავრცელება „დაახლოებულ“ მედიაში, როდესაც პანკისის ხეობის პრობლემა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

სწორედ ეს გარემოება აძლიერებს ეჭვს ჩვენს საზოგადოებაში: ხომ არ არის მთელი ეს აურზაური და თვით ყბადაღებული „პანკისის პრობლემა“ მხოლოდ საბაბი, რომელიც იმ მიზნით გამოიყენება, რომ დააშინონ ინვესტორები და ჩაშალონ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა ისევე, როგორც სხვა დიდი პროექტების განხორციელება?

რაც შეეხება „უშიშროების ზონას“, ალბათ, ყველა ქვეყანამ უნდა შექმნას ასეთი ზონა. მით უმეტეს, რომ რუსეთს ამ კუთხით უდიდესი შესაძლებლობანი აქვს. და, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ.

საერთოდ, მე არაერთგზის მითქვამს, რომ პანკისის საკითხი განაპირობა ჩეჩნეთის პრობლემამ. სწორედ ჩეჩნეთის პრობლემაა აქ მსაზღვრელი, ხოლო პანკისი - მხოლოდ საზღვრული, ანუ მთავარი პრობლემით განპირობებული.

მაშასადამე, ჩეჩნეთის პრობლემის გადაწყვეტა გამოიწვევს ყველა იმ საკითხის ამოწურვას, რომელთა წარმოშობა სწორედ ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესთა შედეგი იყო. გარწმუნებთ, ჩემი და ჩემი ხალხის გულწრფელი სურვილია, ჩეჩნეთის პრობლემის რაც შეიძლება ჩქარა მოგვარება.

გასულ კვირას დიდი ხმაური გამოიწვია ე.წ. „საიდუმლო დოკუმენტმა“ და მისმა 27-ე პუნქტმა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?

მიმაჩნია, რომ კანონსაწინააღმდეგო და ანტიეროვნული თუ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისათვის (კანონის შესაბამისად და კანონით განსაზღვრული პროცედურებით) პასუხი უნდა აგოს ყველამ: დეპუტატმაც, მინისტრმაც და ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირმა. უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება პირდაპირი მოწოდებები ქვეყანაში უცხო ჯარის შემოსვლისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ, ან ასეთი მოქმედების გამართლება.

ალბათ, სწორედ ასე უნდა ჩაწერილიყო ხსენებულ დოკუმენტში. თუმცა ამჯერად არ შევუდგები იმაზე მსჯელობას, რა უფრო მნიშვნელოვანია - შეცდომა, რომელიც მრავალპუნქტიანი დოკუმენტის შედგენისას იქნა დაშვებული, შეიძლება ტექნიკური პერსონალის მიერაც, თუ ეროვნული უშიშროების საბჭოზე განხილული საიდუმლო დოკუმენტის გამომზეურება - მისი ქცევა ყბადაღებულ თემად და პოლიტიკური ინტრიგების საგნად. ეს ყოვლად დაუშვებელია და ყველას ეხება, ვინც უშიშროების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს.

სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან აქ კომენტარიც კი, ჩემი აზრით, ზედმეტია.

ტრადიციული კითხვა: რას გამოყოფდით გასული ეკონომიკური კვირის მოვლენებიდან? გასული კვირის მთავრობის სხდომაზე განიხილეს ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონპროექტი და, როგორც ვიცით, ადგილიდან დაიძრა ანაბრების ინდექსაციის თემაც, ანუ საკითხი, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს...

მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირების თაობაზე, ეს სერიოზული საკითხია.

ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე რესტრუქტურიზაციის პროცესები, არამედ თავად სისტემის სრულყოფა.

რეფორმა გულისხმობს სერტიფიცირების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ღონისძიებაა.

მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა კანონმდებლობაში ცვლილებათა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ლობისტური საქმიანობის შემდგომ სრულყოფას და უფრო მკაფიო რეგლამენტირებას. ლობიზმი თანამედროვე სახელმწიფოთა დემოკრატიული პროცესის თანმხვედრი მოვლენაა, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში უზრუნველყოფს ცალკეულ პირთა თუ მათი ინტერესების დაცვას. ასეთი ინტერესები, ბუნებრივია, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ მთავარია ლობისტური საქმიანობა ლეგალურად და კანონიერად წარიმართოს. სამწუხაროდ, მან ხშირ შემთხვევაში მახინჯი ფორმა მიიღო.

წარმოდგენილი ცვლილებებით დაზუსტდება ლობირების ცნება, შეიზღუდება სახელმწიფო მოხელეთა ან მათი ნათესავების ლობისტური საქმიანობის შესაძლებლობა.

მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული თანხების დაუბრუნებლობით წარმოქმნილ დავალიანებას. ეს პრობლემა წარმოიშვა კრიზისის წლებში და აქამდე ჩვენ არც უფლება გვქონდა და არც საშუალება დღის წესრიგში დაგვეყენებინა ეს საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ამ დავალიანებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელმწიფოს საშინაო ვალის სტრუქტურაში. ამასთან, მის გასტუმრებას დიდი სოციალური დატვირთვაც აქვს.

ანაბრების ინდექსაციის მექანიზმი განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებით. თუმცა წარმოიქმნა გარკვეული ხარვეზები მოქმედ კანონმდებლობაში, რომლებიც ხელს უშლიდნენ მექანიზმის ამოქმედებას. სწორედ ამ ხელისშემშლელი ფაქტორის აღმოფხვრას ისახავს მიზნად საკანონმდებლო ცვლილებები.

კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ ვალდებულებათა დაფარვის დაწყებას უკვე 2003 წლიდან. რასაკვირველია, ერთბაშად ამ თანხების დაფარვა უახლოეს მომავალში შეუძლებელი და არარეალურია, მაგრამ კორუფციის, კონტრაბანდის, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა საშუალება მოგვცა შევიმუშავოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, „პოსტკრიზისული“ ბიუჯეტი 2003 წლისთვის.

ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე განვიხილეთ, უდავოდ იმედისმომცემია - იგი საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ თანხები არა მარტო ყველაზე უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეანაბრეთა დანაკარგის ასანაზღაურებლად (და, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ მათთვის), არამედ გავითვალისწინოთ შიდა ინვესტიციები მეჩაიეობისა და სხვა ტრადიციული დარგების განვითარებისა და აღორძინებისათვის.

„ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, პანკისის ხეობაზე ნეგატიური კონტექსტით საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 ოქტომბერი. - №239 (4298). - 1, 2 გვ.

75 „ვფიქრობ, რომ კიშინიოვის სამიტმა და ამ შეხვედრამ უნდა შეასრულოს უდიდესი როლი ამჟამად არსებულ სირთულეთა დაძლევაში, იგულისხმება საქართველო-რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობა“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
30 სექტემბრის ბრიფინგი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი „მოამბე“: 7 ოქტომბერს კიშინიოვში იგეგმება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ხომ არ დააყენებს საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის თანამეგობრობიდან გამოსვლის საკითხს, როგორც ამას საქართველოს პარლამენტი მოითხოვს? თქვენ რადიოინტერვიუში აღნიშნეთ, რომ პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია დასრულდა. ხომ არ იგეგმება საქართველოს სხვა რაიონებშიც განხორციელდეს ანალოგიური ოპერაცია, კერძოდ, იგულისხმება შიდა ქართლი, მით უფრო, რომ ამას მოსახლეობა ითხოვს...

- ვფიქრობ, რომ კიშინიოვის სამიტმა და ამ შეხვედრამ უნდა შეასრულოს უდიდესი როლი ამჟამად არსებულ სირთულეთა დაძლევაში, იგულისხმება საქართველო-რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობა. იმის მიუხედავად, რომ არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება თანამეგობრობის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლის თაობაზე. ამ რეკომენდაციას მე, როგორც პრეზიდენტი, ამჯერად ვერ შევასრულებ. იმიტომ, რომ ის ამოცანა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ აქტის განხორციელება, რომელსაც პარლამენტი მოითხოვს.

რაც შეეხება ანტიკრიმინალური ოპერაციების სხვა რაიონებში განხორციელებას, იოლი საქმე არ არის. პანკისის ოპერაციის წინ ძალიან დიდი ხნის სამზადისი იყო. ჩვენ სწორად შევარჩიეთ ამ ოპერაციის განხორციელების მომენტი და იგი, მართლაც, წარმატებით დასრულდა. გამოვიყენებთ თუ არა სხვა რეგიონებში ამ მეთოდს, ეს მდგომარეობის სიმწვავეზე იქნება დამოკიდებული. თუ ცხინვალის, გორის, ან სხვა რაიონებში მდგომარეობა დაიძაბება, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად უნიკალური გამოცდილებაა, სხვადასხვა ძალების, სამართალდამცველებისა და ძალოვანი სტრუქტურების საშუალებათა და შესაძლებლობათა გაერთიანება და გამოცდილების ეფექტიანად გამოყენება.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: გასული კვირის განმავლობაში პარლამენტი განიხილავდა ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტს, რასაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. საინტერესოა თქვენი აზრი და კომენტარი იმის თაობაზე, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ეს დოკუმენტი გავრცელდა და საჯარო გახდა? დეპუტატების ერთი ნაწილი ითხოვს გამოძიების ჩატარებას და იმის დადგენას, თუ ვინ გაახმაურა ეს საიდუმლო დოკუმენტი?

- თქვენ სწორი ხართ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ამდენად, ის კი არ მაწუხებს, რომ აქ რედაქციული ან სხვა არსებითი შეცდომა გაიპარა. ამგვარი შეცდომის გამოსწორება იოლი საქმეა. როცა შევნიშნავთ, ვასწორებთ ხოლმე, უფრო მეტად ის მაწუხებს, რომ უშიშროების საბჭოს დოკუმენტი, რომელიც სრულიად საიდუმლო მასალაა, გახმაურდა და ამან ძალიან შემაშფოთა. ჩვენ, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები და ისინი, ვინც უშიშროების საბჭოს სხდომებს ვესწრებით, როცა ვიცით, რომ დოკუმენტი საიდუმლოა, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი მოვალეობაა და ამ მოვალეობის ყოველგვარი უგულებელყოფა შეიძლება ქვეყანას ძვირად დაუჯდეს. ვერ გეტყვით, რომ ეს ძალიან დრამატული შემთხვევაა და რაღაც უბედურებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამგვარი შემთხვევები უნდა გამოირიცხოს.

ამერიკული გაზეთი „ნაითთვაიზერ ნიუსფეიფარსი“: საერთაშორისო გაერთიანება, მათ შორის, რუსეთი და აშშ დიდი ხანია საუბრობენ, რომ პანკისის ხეობა ადამიანთა გამტაცებლების, ნარკობიზნესის წარმომადგენლების, ტერორისტებისა და კრიმინალების თავშესაფარი იყო. რატომ გახდა რუსეთის შეუნიღბავი მუქარა საჭირო იმისათვის, რომ ხეობის გასაწმენდად რეალური მოქმედების განხორციელება დაწყებულიყო. შესაძლებელი იქნება თუ არა ხეობაში კონტროლის შენარჩუნება?

- ჩვენ საგანგებო ღონისძიება და ფართომასშტაბიანი აქცია განვახორციელეთ არა იმ მოტივით, რომ ამას რომელიღაც ქვეყანა მოითხოვდა და გვიკარნახა, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამებოდა. ხეობა გაიწმინდა კრიმინალებისგან, პანკისის მოსახლეობას ჰქონდა მშვიდობიანი, ნორმალური ცხოვრების უფლება.

საგულისხმოა, რომ ჩვენ ამ ოპერაციას ვერ განვახორციელებდით, რომ არ გვქონოდა მთელი ხეობის მოსახლეობის სრული მხარდაჭერა. ოპერაციის განხორციელება დავიწყეთ მაშინ, როცა მოსახლეობა მორალურად, ფსიქოლოგიურად მომზადდა და როცა მოსახლეობა მოითხოვდა მთავრობისაგან წესრიგის დამყარებას. მოსახლეობა ამ პროცესის თანამონაწილე იყო. ჩვენი ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, შევინარჩუნოთ იქ დამყარებული წესრიგი, საქართველო აღარ დაუშვებს, რომ პანკისის ხეობა ნეგატიური კონტექსტით მოიხსენიონ.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“: ბატონო პრეზიდენტო, ორი დღის წინათ აჭარის ტელევიზიამ გადმოსცა ასლან აბაშიძის საკმაოდ ვრცელი გამოსვლა, სადაც მან მკვეთრი და შეიძლება არაკორექტული განცხადებები გააკეთა აფხაზეთთან დაკავშირებით და შიდაპოლიტიკური პრობლემების შესახებ. კერძოდ, ისიც ითქვა, რომ აფხაზური მხარე მხოლოდ ასლან აბაშიძესთან ითანამშრომლებს. თქვენი კომენტარი. როგორც ქვეყნის მეთაური, როგორ შეაფასებთ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის მსგავს გამოსვლებს?

- ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ვახერხებ, თვალყური ვადევნო აჭარის ტელევიზიას და, მათ შორის, მოვისმინო ბატონი ასლან აბაშიძის გამოსვლები. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: ახლა ბატონი ასლანი არ არის ბათუმში, იგი წასულია ძალიან საჭირო საქმეზე აშშ-ში. მივესალმები მის მისიას. შემდეგში მისი, როგორც აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მისიის შესრულება, დიდად იქნება დაკავშირებული ბატონი ასლანის თბილისში ჩამობრძანებაზე. იმ ადამიანების ძირითადი ჯგუფი, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემატიკაზე, თბილისში იმყოფება. ჩვენ ძალიან ხშირად ვიკრიბებით და ვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს. ამავე დროს აფხაზეთიდანაც გვაქვს იმის ერთგვარი ნიშანი, რომ ისინი მზად არიან ჩამოვიდნენ თბილისში და ჩვენთან ერთად განიხილონ საკითხების სრული სპექტრი. ასე რომ, ჩემი ყველაზე რეალისტური და აუცილებელი თხოვნა და მოთხოვნა ჩემი რწმუნებულის მიმართ არის ის, რომ ჩამოვიდეს საქართველოს დედაქალაქში, მერე ბათუმში ჩავლენ, მერე - სოხუმში და ასე შემდეგ...

ამერიკული ჟურნალი „ბიზნეს უიკი“: ბატონო პრეზიდენტო, გუშინ გახლდით ახმეტის რაიონში, საავტომბილო გზები საშინელ მდგომარეობაშია, „ერ-ი-ეს კორპორაცია“ საქართველოდან წასასვლელად ემზადება, ოპოზიციის წარმომადგენლები თქვენს მთავრობას ბრალს სდებენ კორუფციის მაღალ სეგმენტში. ასევე ოპოზიციის აზრით, მომავალი პარლამენტის არჩევნებიც დიდი ხარვეზებით გაიმართება... როგორ გამოეხმაურებით ამ კრიტიკას და იმ მოსაზრებას, რომ თქვენი ხელის სუფლება საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ბერკეტია?

- საავტომობილო გზები, მართლაც, სავალალო მდგომარეობაშია, ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც გზების მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის არის გათვალისწინებული, მხოლოდ რამდენიმე პროცენტით აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. ვითარება თანდათან უმჯობესდება, გამოჩნდნენ ახალი წყაროები, მათ შორის მძლავრი საფინანსო ორგანიზაციების რამდენიმე პროექტი, ნელ-ნელა მიმდინარეობს გზების კეთილმოწყობა. პანკისის ხეობას კი ჩვენ უფრო მეტად მივხედავთ, არა მარტო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, არამედ გზების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ პანკისის ხეობაში ახლა ჩინელი მეგობრების დახმარებით შენდება ჰიდროელექტროსადგური, რომლის ამოქმედების შემდეგ არა მარტო პანკისი, არამედ მთელი კახეთი იქნება უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით. თქვენი შენიშვნა, რომ მთავრობა არ ან ვერ ებრძვის და ხელსაც უწყობს კორუფციას, უსაფუძვლო არ არის, სამწუხაროდ, მთავრობაშიც და პარლამენტშიც არიან კორუმპირებული ელემენტები. ეს არის დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემა. საქართველოში ამასთან დაკავშირებით კორუფციის დამარცხებისა და აღმოფხვრისათვის უკვე მეორე წელია მოქმედებს სახელმწიფოებრივი პროგრამა, ეს პროცესი 2-3 წელი კიდევ გაგრძელდება. ვფიქრობ, საქართველოს პროგრამა, ის სისტემა, რომელიც ჩვენ შევქმენით, ბევრი ქვეყნისათვის ერთ-ერთი სამაგალითოა.

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ პანკისის ხეობაში ოპერაცია დასრულდა და ეს პრობლემა მოგვარდა. რუსეთის ხელისუფლება კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს, კერძოდ, ტერორისტ გელაევის შეიარაღებულმა ჯგუფმა უპრობლემოდ დატოვა ხეობა, გადალახა საზღვარი და ინგუშეთში, სოფელ გალაშკისთან გაიმართა სასტიკი შეტაკება. ხომ არ არის საშიშროება, რომ რუსეთი ახლა ამ ფაქტისათვის შურს იძიებს ძალისმიერი მეთოდით?

- თქვენთვის ცნობილია, თუ როგორ მოხვდა გელაევი საქართველოში? საიდან გადმოვიდა? - ჩეჩნეთიდან ანუ რუსეთ თის ტერიტორიიდან. 8 ათასი ადამიანი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შემოყარეს საქართველოში, ესენი ძირითადად ქალები, ბავშვები, მოხუცები და დაჭრილები იყვნენ. შესაძლებელია ამ ადამიანებს შორის ბოევიკებიც ყოფილიყვნენ. ჩვენ იძულებული ვიყავით, მიგვეღო დევნილები. იმის გათვალისწინებით, რომ პანკისის ხეობაში ეთნიკური ჩეჩნები ცხოვრობენ, დევნილები სწორედ ამ ხეობაში განვათავსეთ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვითმენდით, ვთხოვდით რუსეთის ხელის სუფლებას, შეექმნა შესაბამისი პირობები დევნილთა დასაბრუნებლად. სამწუხაროდ, ამ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. მას შემდეგ, რაც დავგეგმეთ პანკისის ხეობაში ფარტომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელება, გელაევმა და სხვა კრიმინალებმა ხეობიდან გასასვლელი იპოვეს და მათ გადალახეს არა მარტო საქართველოს საზღვარი, არამედ რუსეთის მონაკვეთიც. რუსეთის მხარეს დაახლოებით 40-ჯერ მეტი მესაზღვრე ჰყავს განთავსებული საზღვრის ამ მონაკვეთზე, ვიდრე ქართულ მხარეს. რატომ უშვებენ ისინი კრიმინალებს? და როგორ გადადიან ტერორისტები და ბოევიკები ამ მონაკვეთზე? ჩემი კეთილი რჩევაა და მიმაჩნია, რომ ამ ტიპის შეკითხვები რუსეთის მხარეს დაუსვით.

რაც შეეხება კრიმინალების დაკავებას, ამ დროისათვის ქართულმა მხარემ დაახლოებით 40 ეჭვმიტანილი დააკავეს. მაგრამ საბოლოო ანგარიშით ისინი ბევრი იყვნენ და თავისი გზით წავიდნენ. რუსეთი ვალდებული იყო დაეცვა თავისი საზღვარი და მან ეს არ გააკეთა.

გაზეთი „ახალი თაობა“: სამართალდაცვის სტრუქტურების რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ დაასრულა მუშაობა. სავარაუდოდ, უნდა განხორციელებულიყო აღმასრულებელი ხელისუფლების ფართომასშტაბიანი რეფორმა. ხომ არ ნიშნავს, რომ შემოდგომაზე აუცილებლად მოხდება საკონსტიტუციო ცვლილება, კერძოდ, მინისტრთა კაბინეტისა და პრემ მიერ-მინისტრის პოსტის შემოღების შესახებ?

ხვალ გაიმართება საგანგებო შეხვედრა კომისიის წევრებთან, რომლებმაც ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით ეს კონცეფცია მოამზადეს. ძალიან საინტერესო დოკუმენტია, რომელიც გამოქვეყნდება პრესაში. დარწმუნდებით, რომ ეს სრულიად სახეშეცვლილი დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს სამართალდაცვის სისტემა იქნება. რაც შეეხება სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ზოგიერთი მოსაზრება მაქვს და ვაპირებ პარლამენტში გამოსვლის დროს ამაზე ვილაპარაკო, მათ შორის, ამ თემასთან დაკავშირებით. იმის გარანტიას, რომ აუცილებლად იქნება პრემიერ-მინისტრი, ვერ მოგცემთ. ეს, ალბათ, პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, რა თქმა უნდა, ჩემთან კონსულტაციის საფუძველზე.

რაც შეეხება ძალოვანი მინისტრების საქმიანობას, ამჟამად ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ ისინი თანამდებობიდან წავიდნენ. ორგანიზაციულად სტრუქტურები შეიცვლება, მაგრამ სამინისტროები მაინც დარჩება. ჩვენ გამოვიყენეთ ბევრი ქვეყნის გამოცდილება და შევქმენით იმგვარი სისტემა და სქემა, რომელიც საქართველოსათვის ყველაზე მეტად მისაღებია.

„საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“: გასულ კვირას 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც თქვენ პოლიტიკურ ოლიმპზე აღმოჩნდით. 1972 წლის 26 სექტემბერს თქვენ საქართველოს ცკ-ს პირველ მდივნად აგირჩიეს. ვინ გაგიწიათ მაშინ ამ თან ნამდებობაზე რეკომენდაცია საქართველოსა და მოსკოვში? კულუარებში ასახელებდნენ ნიკოლოზ შჩოლოკოვს, იური ანდროპოვს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ვასილ მჟავ ვანაძის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ განიხილებოდა თუ არა ამ პოსტზე თქვენ გარდა სხვა კანდიდატურები? არსებობს ინფორმაცია, რომ ამ პოსტზე განიხილავდნენ დევი სტურუას, გიორგი ფიფიასა და სხვათა კანდიდატურებს. 15 წელი თქვენ იყავით საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი. როგორ ფიქრობთ, თქვენი საქმიანობა, მოღვაწეობა როდის იყო უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი - მაშინ თუ ახლა, 1992 წლიდან დღემდე? შეგიძლიათ თუ არა რაიმე შედარება გააკეთოთ? და კიდევ: პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილება, რის შედეგადაც პრეზიდენტის პოსტი იქნება ფორმალური, როგორც ეს ზოგიერთ სხვა ქვეყანაშია.

ხელისუფლებაში კი მთავარი ფიგურა პრემიერ-მინისტრი იქნებაო, ამბობენ, თქვენ 2005 წლიდან პრემიერ-მინიატრის პოსტზე გააგრძელებთ მოღვაწეობას. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტს, კარგი იდეაა... (იცინის). ამის თაობაზე უნდა ვიფიქრო... გარანტიას გაძლევთ, ეს არ მოხდება.

ის, რაც ახლა უნდა გიპასუხოთ, ვაპირებ, ჩემს მემუარებში ავსახო...

სანამ საქართველოს ცკ-ს პირველ მდივნად ამირჩევდნენ და, სხვათა შორის, მე წინააღმდეგი ვიყავი, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მეკავა. რამდენჯერმე გამომიძახეს მოსკოვში და მაშინდელ ხელმძღვანელობას ვუხსნიდი, როგორც მიმაჩნდა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. კომპარტიის ცკ-ს მაღალი ეშელონების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი მოსაზრება უსაფუძვლო იყო. ეს საკითხი თბილისში არ გადაწყვეტილა, მოსკოვში გადაწყდა. არგუმენტირებული დადასტურებით იქ მიიღეს ჩემი კანდიდატურა. ვასილ მჟავანაძე არავის გაუთავისუფლებია თანამდებობიდან, იგი პენსიაზე გავიდა, მანამდე კი იგი დააჯილდოვეს სახელმწიფო ორდენით. ამის შემდეგ კი საქართველოს ცკ-ს პირველ მდივნად დამნიშნეს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გამიწია რეკომენდაცია, არ არის გამორიცხული, ეს შჩოლოკოვის აზრიც ყოფილიყო. მაშინ იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ვერ გეტყვით, რომ ცუდი ურთიერთობა გვქონდა. შჩოლოკოვი იყო განათლებული და კულტურული ადამიანი, მაგრამ, ალბათ, შემდეგ მოხდა რაღაც ისეთი, რომ მთელმა მისმა ოჯახმა ტრაგიკულად დაასრულა არსებობა. ვიცნობდი ასევე ცკ-ს სხვა პასუხისმგებელ და თანამდებობის პირებს.

მოსკოვი მივიდა დასკვნამდე, რომ მისაღები იყო ჩემი კანდიდატურა, რა გამოვიდა და როგორი შედეგი გამოიღო ჩემმა საქმიანობამ, ჯერ საბოლოოდ არ გამიანალიზებია. 2,5 წელიწადში პენსიაზე უნდა გავიდე და უმთავრესი ჩემი საქმიანობა მემუარების წერა იქნება. ახლა ყველაფერი რომ მოგიყვეთ, არ გამოვა...

რაც შეეხება სხვა კანდიდატურებს, იმის მიუხედავად, რომ დევი სტურუა იყო განათლებული და კულტურული ადამიანი, მან საქმიანობა გააგრძელა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე.

გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო, ორი დღის წინათ ზუგდიდში განხორციელდა თავდასხმები ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისა და ადგილობრივი ტელევიზია „ოდიშის“ კორესპონდენტზე. იმის მიუხედავად, რომ ორივე შემთხვევაში სამართალდამცველები მონაწილეობდნენ, ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო. „რუსთავი-2“-ის გადაცემა ამხელდა პოლიციას, „ოდიშის“ კორესპონდენტს კი თავს დაესხნენ და ტელევიზია დაარბიეს. „ოდიში“ არის დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც მხარს უჭერს ხელისუფლებას, პასუხობს აჭარის ტელევიზიის ავანტიურულ გადაცემებს. ეს ტელევიზია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე ამერიკული გრანტებით ფინანსდება. ახლა კი, 10-ში იგეგმებოდა ტელეხიდის „ზუგდიდი-სოხუმის“ გაკეთება. მათ დაუმტვრიეს აპარატურა, შეუძლებელია რამის გაკეთება. ეს კი განახორციელა პოლიციამ რობერტ ჩიქობავას ხელმძღვანელობით.

ბატონო პრეზიდენტო, ტელეკომპანიის წარმომადგენლები უნდობლობით არიან განწყობილი პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. იქნებ თქვენი მითითებით შეიქმნას ამ საკითხის შემსწავლელი კომისია...

- სახელმწიფო კანცელარიის სამდივნოს, აპარატის ხელმძღვანელობას მივმართავ, რომ დღესვე მომზადდეს პრეზიდენტის განკარგულება, რომლითაც დაევალება ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს შემოწმდეს ეს ინფორმაცია. თუ ეს დადასტურდება, დამნაშავეები სასტიკად დაისჯებიან. ჟურნალისტისათვის ხელის ხლება ნიშნავს, ეჭვი შეიტანო საქართველოში დემოკრატიის არსებობაზე. ძალიან დიდი დანაშაულია და გარწმუნებთ, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან.

აფხაზეთის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, მოსკოვის მოლაპარაკებიდან დაბრუნების შემდეგ წარმოგიდგინათ თუ არა ოფიციალური ინფორმაცია თქვენმა პირადმა წარმომადგენელმა ასლან აბაშიძემ? ბატონი თამაზ ნადარეიშვილი ბოლოდროინდელ ინტერვიუებში აცხადებს, რომ მოსკოვიდან დაბრუნებული ასლან აბაშიძე კატეგორიულად ითხოვს სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენას... და რაც მთავარი სიახლეა, ენგურჰესის სოხუმის ხელისუფლებისათვის გადაცემას, რომ მათ თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგონ ენგურჰესი, გაყიდონ ელექტროენერგია... იზიარებთ თუ არა ასლან აბაშიძის ამგვარ პოზიციას?

- ძალიან გთხოვთ, ბატონი ასლან აბაშიძის წერილთან დაკავშირებით ნუ მაიძულებთ გამოვთქვა რაიმე აზრი, როგორც ვიცი, მას არ გამოუქვეყნებია ეს წერილი. ვიცი ზოგიერთი რამ, რასაც ბატონი თამაზი ბრძანებს, ბევრ რამეში არ ვეთანხმები, ზოგიერთი საკითხი შეიძლება მოსაფიქრებელიცაა. ჩემი მხრიდან კომენტარი დღეს ნაჩქარევია.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება ხომ არ არის ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი საფრთხისათვის მზადება?

- იმ შემთხვევაში, თუ იქნება ჩრდილოეთიდან რაიმე სახის დარტყმა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. ვთქვი, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, ამის მიზეზსაც არ ვაძლევთ მათ, არანაირი ქართული ავიაცია ამას არ უშველის. რუსეთთან შედარებით, საქართველოს საკმაოდ მცირერიცხოვანი შემადგენლობა ჰყავს. რუსეთი ამას არასდროს არ დაუშვებს.

„ვფიქრობ, რომ კიშინიოვის სამიტმა და ამ შეხვედრამ უნდა შეასრულოს უდიდესი როლი ამჟამად არსებულ სირთულეთა დაძლევაში, იგულისხმება საქართველო-რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 ოქტომბერი. - №239 (4298). - 1, 3 გვ.

76 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის თანამშრომლებს

▲back to top


მილოცვა

ქალბატონებო და ბატონებო,

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ჯავახეთის ფილიალის გახსნა საქართველოს სამეცნიერო-კულტურული ცხოვრების კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა.

იმედი მაქვს, რომ ეს ახლად გახსნილი სასწავლო კერა, მესხეთის ფილიალთან ერთად განსაკუთრებულ როლს შეასრულებს დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობისა და განმტკიცების საქმეში, რაც კავკასიაში მშვიდობის დამყარების კიდევ ერთი გარანტი გახდება.

ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი მეცნიერები არ დაიშურებენ ცოდნასა და ენერგიას, რათა ახალქალაქი იქცეს საუნივერსიტეტო ქალაქად.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას და მოგესალმებით ფილიალის ხელმძღვანელებს, პედაგოგებს, პირველკურსელებს, მთელი ჯავახეთის მოსახლეობას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის თანამშრომლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 2 ოქტომბერი. - №240 (4299). - 1 გვ.

77 ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს

▲back to top


ქალბატონებო და ბატონებო,

სიამოვნებით მოგესალმებით ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს და სრულიად კანონზომიერად მივიჩნევ, რომ ეს სიმპოზიუმი საქართველოში იმართება, იმ ქვეყანაში, სადაც, მრავალხმიანობა მარტო ქართველთა სიმღერებში კი არა, მათს ხასიათშიც ვლინდება.

ეთნოფსიქოლოგებს ეს, ალბათ, უკვე ექნებათ შესწავლილი. მე საქართველოს იმ კუთხიდან ვარ, გურიიდან, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი „კრიმანჭულის“ სამშობლოა. ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ სამხმიანი სიმღერის გარდა, ოთხხმიანსაც მღერიან, რომ პატარა ბავშვმაც კი იცის, ვინაა მოძახილის საუკეთესო მთქმელი, ვინ ამბობს ყველაზე კარგად „კრიმანჭულს“ პირველ, მეორე და მესამე ხმას და ასე შემდეგ...

ასეთი მომღერლები ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდნენ, თუმცაღა ბოლო დროს ქართული სიმღერის არეალი საქართველოში თითქოს შევიწროვდა და თუ მსოფლიო მასშტაბით იგი ახალ ქვეყნებსა და კონტინენტებს იპყრობს, საქართველოს მასშტაბით მისი არეალი კლებულობს, ხოლო სიმღერის ჭეშმარიტ მცოდნეთა ასაკი მატულობს.

ეს პრობლემა უდავოდ დგას ჩვენ წინაშე და, მე ვფიქრობ, გლობალიზაციის პროცესში მსოფლიო ცივილიზაციის უნიკალური მოვლენა - ქართული მრავალხმიანი სიმღერა რომ გადარჩეს, საქართველოს კუთხეებში ქართული ხალხური სიმღერის მცოდნეებს უნდა შეექმნეთ ყველა პირობა ამ სიმღერის შენახვისა და შთამომავლობისათვის გადაცემისათვის და ამავე დროს იგი სკოლაში უნდა იქნეს შეტანილი სასწავლო საგნად.

რა თქმა უნდა, ვისაც ხმა და სმენა არა აქვს, იგი ვერ იმღერებს, მაგრამ, დამერწმუნეთ, კარგ მსმენლად, კარგ ადამიანად, ნამდვილ ქართველად აუცილებლად ჩამოყალიბდება. ამ ჩემს სურვილსა და იმედს გამოცდილება მკარნახობს, მეცნიერთა გამოკვლევები ეთნოფსიქოლოგიაში და მრავალსაუკუნოვანი ურთიერთკავშირი მრავალხმიან ქართულ სიმღერასა და ქართულ ხასიათს შორის. პირველი მეორეს უკუფენაა, მაგრამ ამავე დროს აყალიბებს კიდეც მეორეს.

საქართველოს რუკას თუ დავხედავთ, მრავალხმიანობის თვალსაზრისით, მრავალხმიანი სიმღერა მთლიანად ფარავს მას, აფხაზეთიდან დაწყებული მესხეთ-ჯავახეთამდე, მაღალმთიანეთიდან - შავი ზღვის დაბლობებამდე, აჭარამდე.

მნიშვნელოვანი და საკვლევად ძალზე საინტერესო ის გახლავთ, რომ კუთხეების მიხედვით მაინც არის განსხვავებანი, არაპროფესიონალის ყურისა და თვალისათვის თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ პროფესიონალისათვის - შესამჩნევი. აქ არის მკვეთრი განსხვავება და მეტად საინტერესო შიდა კავშირები, თუნდაც მეგრულსა და სვანურ სიმღერას შორის, აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს მრავალხმიანობა. ბევრი რამ აქვთ საერთო გურიასა და აჭარას, მაგალითად, ოთხხმიანობა, მაგრამ განსხვავება არის, თუნდაც ისეთი ცნობილი სიმღერის შესრულებაში, როგორიც „ხასანბეგურა“ გახლავთ. სხვათა შორის, გურულების კლასიკური სიმღერები „წამოკრული“, „ხასანბეგურა“, „შავი შაშვი“, „ბატონებო“, „ნადური“ თავისი სირთულით და პოლიფონიური სქემით ქრესტომათიულია.

ასეთივე მკვეთრი, ოღონდაც არქაული მრავალხმიანობის ტრადიცია თვალშისაცემია სვანურ სიმღერებში, როგორც ენის, ისე სიტყვიერი ფოლკლორისა და მრავალხმიანი სიმღერის თვალსაზრისით. გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქ მოხდა არქაული ფორმების კონსერვაცია. ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა და ამავე დროს მშვენიერი მოსასმენიც. მხედველობაში მაქვს „ლილე“, „კვირია“, „ზარი“, „ფერხული“.

საოცარი ლირიზმითაა გამორჩეული მეგრული სიმღერები, მეტწილად სამხმიანი, მრავალჟანრობრივი, ძველისძველი „ოდოია“ და „ჩელა“, „დიდა ვოი ნანა“ და „კუჩხი ბედინერი“, „სისატურა“ და სხვა მრავალი, რომელთათვისაც განსაკუთრებით დამახასიათებელია გულშიჩამწვდომი მელოდიურობა.

როდესაც რაჭულ სიმღერებს „დალიე“, „ალილო“, „ოსიე“, „ფერხული“ ისმენ, არ შეიძლება, არ იგრძნო, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მრავალხმიანი სიმღერების წარმატებული შერწყმა.

მე არ ვიქნები მართალი არც საკუთარ თავთან, არც ჩემს ხალხთან, რომ არ გავიხსენო კახური სიმღერები - „ჩაკრულო“, „გრძელი კახური მრავალჟამიერი“, „კალოსპირული“, „დიდება“, არ გავიხსენო ფშაური, მთიულური, თუშური, მესხური სიმღერები, არ გავიხსენო ის მრავალხმიანობა, რომელიც საეკლესიო საგალობლებშია წარმოჩენილი და უკვე მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებშია ჩაწერილი მუსიკალური ნიშნებით - ნევმებით - მიქაელ მოდრეკილისა და იოანე მინჩხის მიერ.

ეს ყველაფერი მოდის შორეული წარსულიდან, წინაქრისტიანული ეპოქიდან შემდეგ ვითარდება უკვე სასულიერო ცხოვრების განაწესშიც... მან გაუძლო ათასწლეულებს და მე იმედი მაქვს, რომ, რა მძაფრიც უნდა იყოს გლობალიზაციის პროცესი, ქართული მრავალხმიანი სიმღერა ყოველთვის იქნება ქართული ხასიათის საუკეთესო გამოხატულება.

ამ ყველაფერს, რასაც ვამბობ, არავითარი პრეტენზია არ აქვს საკითხის პროფესიულ დონეზე გაშუქებასთან. ეს გახლავთ ჩვეულებრივი ქართველის ცოდნა, წლების მანძილზე მიღებული დასკვნები, რომლებიც უშუალოდ სიმღერის მოსმენას ემყარება, ოჯახურ აღზრდასა და თანამემამულეებთან თანაცხოვრების ტრადიციას.

როდესაც შენი სიმღერა მსოფლიო კულტურის სიმბოლოდ გადის კოსმოსში, როგორც სიმბოლო ან კოდი კაცობრიობის ცივილიზაციისა, როდესაც შენს სიმღერებს მღერიან ამერიკელები, იაპონელები, გერმანელები, ავსტრალიელები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, კაცი კიდევ უფრო აფასებ საკუთარ სიმდიდრეს, სიამაყე გიპყრობს და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ ამ ყოველივეს გადარჩენისათვის.

ჩვენთვის და, ალბათ, არა მარტო ჩვენთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს იუნესკოს 2001 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებას „ქართული მრავალხმიანი სიმღერის კაცობრიობის ზეპირი და ხელთუქმნელი მემკვიდრეობის შედევრად აღიარების“ შესახებ.

ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღეც, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისში ჩამოსულია მრავალი მომღერალი და მკვლევარი. ეს ნიშნავს, რომ დიდი ხნის წინათ დაწყებული ტრადიციული მრავალხმიანობის შესწავლისა და პოპულარიზაციის პროცესი თვისებრივად ახალ საფეხურზე ადის.

ყოველივე ამან საქართველოს ხელთუქმნელ ძეგლზე, მრავალხმიან სიმღერაზე ზრუნვას სხვა მასშტაბი უნდა მისცეს, რადგან იგი არა მხოლოდ ამა თუ იმ მეცნიერისა და ამა თუ იმ ქვეყნის ზრუნვის საგნად ჩანს, არამედ საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების ზრუნვის საგნადაც.

ამას, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოში ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დაარსება. აქ გაგრძელდება როგორც ქართული მრავალხმიანობის შესწავლა, ისე სხვა ხალხთა მრავალხმიანობის შესწავლაც, რაც პრობლემის კვლევას გლობალურ ხასიათს მისცემს.

მე მინდა სიყვარულითა და მადლიერებით მოვიხსენიო ჩვენი დიდი წინაპრები, დიდი მომღერლები და კომპოზიტორები, რომელნიც საუკუნეთა სიღრმიდან გვაწვდიან ხმას ისე, რომ ხშირად მათი სახელებიც არ ვიცით.

მინდა, მადლობა ვუთხრა იმ მეცნიერებს, რომელნიც ერთგულად, ბეჯითად და სიყვარულით სწავლობენ ამ საოცარ ფენომენს - ტრადიციულ მრავალხმიანობას.

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს გაქართველებულ, ქართულად ამღერებულ უცხოელ მეგობრებს, რომელთაც გააფართოვეს ქართული მრავალხმიანი სიმღერის საზღვრები.

ჩვენი ყველაზე დიდი და მშვენიერი იარაღი ქართული სიმღერაა, ყველაზე დიდი მიზანი - ამ სიმღერით ადამიანთა გულების დაპყრობა - ყველგან, მთელ მსოფლიოში.

ვფიქრობ, ეს არაა ცუდი მიზანი.

და კიდევ, ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ძირითადად, დაკავშირებულია შრომასთან, ლხინთან, სიყვარულთან და გლოვასთან.

გლოვა ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სიმპოზიუმის დღეებში არც შრომა მოგაკლდებათ, არც ლხენა და არც სიყვარული.

გთხოვთ, ყველგან და ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულოთ თქვენს ყურადღებიან მსმენლად და თქვენს ერთგულ ქომ მაგად.

ედუარდ შევარდნაძე

ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 2 ოქტომბერი. - №240 (4299). - 1, 2 გვ.

78 „კავკასიის არქეოლოგთა (IV) და ეთნოლოგთა (III)“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს

▲back to top


ამ ხუთი წლის წინათ საქართველოში გაიმართა კავკასიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია არქეოლოგიაში. ახლა ბაქოს, ერევნისა და მაჰაჩყალის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა თბილისში და მე ყველას სიამოვნებით მოგესალმებით.

გხვდებით თუ არა საქართველო რაიმე სიახლით? და ვართ თუ არა ჩვენ, კავკასიის ქვეყნები და ხალხები, მზად, რომ გლობალიზაციის ამ ეპოქაში 21-ე საუკუნის კითხვებს გავცეთ შესაბამისი პასუხები?

მზად უნდა ვიყოთ, რადგან, თუ კავკასია, ევროპაში ადამიანის განსახლების უძველესი კუთხე, ვერ მოძებნის ძველ თუ ახალ კითხვებზე შესაბამის პასუხებს, მისი არსებობის პერსპექტივა საეჭვო გახდება.

ამ პასუხების მოძებნაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს თქვენმა კონფერენციამ, რადგან, რაც უნდა იყოს და რაც უნდა თქვან, კულტურა არის ის, რამაც უნდა გადაარჩინოს ჩვენი კავკასიური ღირებულებანი.

და ბოლოს, ვიდრე ყველა სიკეთეს და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებდეთ, მინდა ერთი წინადადება შემოგთავაზოთ.

რაკიღა თქვენი კონფერენცია ასე მნიშვნელოვანი გახდა, კონფერენციათა შუალედში პარიტეტულ და წილობრივ საწყისებზე მუდმივ სამუშაო ორგანოდ იქნებ კავკასიის კულტურულ-სამეცნიერო მუდმივმოქმედი საბჭო ჩამოაყალიბოთ, სათავო ოფისით თბილისში, საქართველოს აკადემიაში.

საქართველოს ხელისუფლება ყოველმხრივ დახმარებას გპირდებათ. დარწმუნებული ვარ, არც კავკასიის სხვა ქვეყნები დაიხევენ უკან.

ახლა კი ნება მიბოძეთ, ყოველ თქვენგანს წარმატება გისურვოთ თქვენს საქმიანობაში და იმედი გამოვთქვა, რომ საქართველოში ყოფნას მუდამ სიამოვნებით გაიხსენებთ.

ედუარდ შევარდნაძე

„კავკასიის არქეოლოგთა (IV) და ეთნოლოგთა (III)“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 3 ოქტომბერი. - №241 (4300). - 1 გვ.

79 კონფერენციის „რუსეთი და საქართველო - დიალოგი კავკასიონის ორივე მხრიდან“ მონაწილე რუს და ქართველ ჟურნალისტებს

▲back to top


პატივცემულო მეგობრებო,

მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მოგესალმოთ და დაგარწმუნოთ ჩემს გულწრფელ პატივისცემაში.

ჩვენზე უკეთ არავინ უწყის, თუ რა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საზოგადოებრიობის წინაშე.

მართალ, თავის დროზე ნათქვამ სიტყვას, შეუძლია ეფექტიანად დაუპირისპირდეს ნებისმიერ იდეოლოგიურ დივერსიას.

დარწმუნებული ვარ, ახლანდელი შეხვედრა უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ხალხების ურთიერთგაგების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობას.

დასასრულ, მინდა, გისურვოთ ნაყოფიერი მუშაობა და ყოველივე საუკეთესო.

გულწრფელი პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

კონფერენციის „რუსეთი და საქართველო - დიალოგი კავკასიონის ორივე მხრიდან“ მონაწილე რუს და ქართველ ჟურნალისტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 4 ოქტომბერი. - №242 (4301). - 1 გვ.

80 პირველ ქართველ ოლიმპიელებს

▲back to top


გულითადად მოგესალმებით 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს, ჩვენს სათაყვანებელ ათლეტებს, ყველა თაობის ოლიმპიელს, მათს გულშემატკივრებს, ქართული სპორტის მესვეურებს.

სპორტი ქვეყნის სარკეა - განუზომელია მისი როლი ჩვენი სახელმწიფოს წინსვლის, ერის გაჯანსაღებისა და მსოფლიო ასპარეზზე აღიარების თვალსაზრისით.

საქართელო ჭეშმარიტად დიდი ოლიმპიური ტრადიციის ქვეყანაა. ამ შესანიშნავ ეროვნულ ტრადიციას ნახევარი საუკუნის წინათ - ჰელსინკის 25-ე ოლიმპიური თამაშებისას - ჩაეყარა საფუძველი.

რა თქმა უნდა, განუზომელია ჩვენი პირველი ოლიმპიელების როლი, მათი წვლილი ქართული სპორტის წინსვლისა და განვითარების საქმეში. მუხლჩაუხრელი შრომისა და თავდადების ფასად მათ შექმნეს ქართული სპორტის ისტორია და სამუდამოდ დაიმკვიდრეს სახელი არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტისა და ოლიმპიზმის მატიანეში.

ამჟამად ნამდვილად ისტორიული დღეა. ჰელსინკში მოპოვებულმა გამარჯვებამ შემდგომში განაპირობა ათეულობით ოლიმპიური ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის ჩამოტანა სამშობლოში, რითაც მთელ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი საქართველოსა და ქართველ სპოტსმენებს.

კიდევ ერთხელ ყველას სულითა და გულით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს და გამოვთქვამ რწმენას, რომ თქვენი ვაჟკაცობის მაგალითით ქართული სპორტი კიდევ არაერთხელ დაიპყრობს უმაღლეს მწვერვალს.

ედუარდ შევარდნაძე

პირველ ქართველ ოლიმპიელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 ოქტომბერი. - №243 (4302). - 1 გვ.

81 საქართველოს რკინიგზელებს

▲back to top


სულითა და გულით გილოცავთ საქართველოს რკინიგზის 130 წლისთავს.

სიამაყით ვუერთდები იმ საზეიმო განწყობილებას, რომელიც დღეს ყველა რკინიგზელს დაუფლებია და არა მარტო რკინიგზელს, რადგან შრომაში მიღწეული თქვენი წარმატებები თითოეული ჩვენგანის, მთელი საქართველოს ნათელი მერმისის საწინდარია. რკინიგზის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მრავალი მნიშვნელოვანი დარგის განვითარება. თამამად შემიძლია განვაცხადო - საქართველოს რკინიგზა ქვეყნის აღმშენებლობის ავანგარდშია. ამის განცხადების საფუძველს მაძლევს რკინიგზის ტრანსპორტის ბოლო პერიოდის მიღწევები, მისი როლი „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის ნორმალურად ფუნქციონირების საქმეში.

ტრასეკას გზა ცენტრალური აზიიდან ევროპამდე საქართველოზე გავლით გაცილებით მოკლეა, ვიდრე სხვა მისი ალტერნატიული გზები. ამიტომ იგი ყველაზე რენტაბელური და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. სწორედ ამ ამოცანების გადაწყვეტისათვის ძალისხმევას არ იშურებენ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მისი მრავალათასიანი კოლექტივი.

რკინიგზის ბედს პროფესიონალები წყვეტენ. ვაჟკაცური შემართების ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ნორმალურ მუშაობას და ჭეშმარიტად ზრუნავენ საქართველოს, მთელი მისი მოსახლეობის ბედნიერი მომავლისათვის.

ვულოცავ საქართველოს რკინიგზელებს მაგისტრალის 130 წლისთავს და რკინიგზელთა დღეს. მჯერა, რომ ისინი კვლავაც დიდ წვლილს შეიტანენ დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომი აყვავების საქმეში.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს რკინიგზელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 9 ოქტომბერი. - №246 (4305). - 1 გვ.

82 „ეროვნულ თანხმობას, ურთიერთმიტევებას, შერიგებას, საერთო ნიადაგზე დაყრდნობას, ყველაზე ღრმა ჭრილობათა მოშუშებას, სამშობლოს ინტერესთა მსახურებისათვის გაერთიანებას ალტერნატივა არა აქვს“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
ყოველწლიური მიმართვა პარლამენტისა და
ხალხისადმი ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ

ქალბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო დეპუტატებო,
პატივცემულო სტუმრებო,
თქვენო უწმინდესობავ,

მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება იმისათვის, რომ თქვენ აქ მობრძანდით დღეს, რათა ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში მიიღოთ მონაწილეობა. მინდა წინასწარ მოგილოცოთ 14 ოქტომბერი, როცა მე და თქვენ სვეტიცხოველში ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ეს იქნება ისტორიული, დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი და მომავალი თაობისათვის, ჩვენი ხალხისათვის.

ბატონებო,

კონსტიტუციის შესაბამისად, ვაქვეყნებ ყოველწლიურ მიმართვას „პარლამენტისა და ხალხისადმი“ - ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის, სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ.

ამთავითვე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი, რიგითი გამოსვლა და არც ის არის შემთხვევითი, რომ წელს პირველად დავარღვიე ჩემ მიერვე დამკვიდრებული ტრადიცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტის პოლიტიკური მიმართვა ქვეყნდებოდა საგაზაფხულო სესიაზე.

აუცილებელი იყო ქვეყნის მდგომარეობის შეფასება სწრაფად ცვალებად საგარეო და საშინაო პირობებში და ეს წელი, მართლაც, გამორჩეულია. საგანგებო ვითარება შეიქმნა, ერთი მხრივ, 11 სექტემბრის მოვლენებისა და შესაბამისი გლობალური ცვლილებების, აგრეთვე მრავალი საარსებოდ მნიშვნელოვანი თუ სახელმწიფოებრივად საგულისხმო პროცესის დაჩქარების, მეორე მხრივ კი, შინაპოლიტიკური ვითარების არსებითი ევოლუციის შედეგად. ყოველივე ამის გააზრებას კი უდავოდ დრო სჭირდებოდა.

რამდენიმე კვირის წინათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის პირველივე მეტრის საძირკველზე პრეზიდენტებმა ჩავდეთ „ათასწლეულის წერილი მომავალ თაობებს“ - ამით დაიწყო „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის უმთავრესი კომპონენტის რეალური განხორციელება.

ახლახან გაფორმდა პირველი ხუთასი ხელშეკრულება (კონტრაქტი) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც იწვრთნებიან აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორთა ხელმძღვანელობით ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

წარმატებით ვითარდება ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში. არავის ეგონოს, რომ ეს ლოკალური მნიშვნელობის ღონისძიებაა. ამით ჩვენ ვადას სტურებთ, რომ საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფოა და მასთან პარტნიორული თანამშრომლობით სავსებით შესაძლებელია ურთულესი, უძნელესი პრობლემების გადაწყვეტა.

არც იმას დაგიმალავთ, რომ მე ვგრძნობდი, თუ რა პროცესები მწიფდებოდა საქართველოს გარშემო. ალბათ, სერიოზული მომზადება მჭირდებოდა.

ეს მაგალითებიც ნათელყოფს, რომ დღეს ქვეყანა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარდამტეხ მიჯნასთან იმყოფება. ამ ჟამტეხილის მიღმა იწყება არათუ ახალი პერიოდი ქვეყნის განვითარებისა, არამედ მისი ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და გეოპოლიტიკური თვისებრიობაც.

სწორედ დღეს, ამ ისტორიულ მომენტში, ამ ამჟამინდელ საგარეო და საშინაო ვითარებაში მივიჩნიე მიზანშეწონილად გამოვაქვეყნო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების შემდგომი სიმაღლის მიღწევის ახალი პროგრამა.

ეს არის ახალ პირობებში რეფორმათა გაღრმავების პროგრამა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ახალი პროექტი საქართველოსათვის“ - ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარებისა და ყოველმხრივი აღმავლობისათვის - იმ რეალიების, საერთო-საკაცობრიო და ეროვნულ ღირებულებათა, იმ დიდი ამოცანების გათვალისწინებით, რაც უახლოეს წლებში უნდა გადავწყვიტოთ ყველამ ერთად ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს საბოლოოდ დასაფუძნებლად.

რეფორმათა გაღრმავების კონცეფცია გულისხმობს არა უბრალოდ შემდგომი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პროგრამის შემუშავებასა და მის ადაპტირებას თანამედროვე რეალიებთან, არამედ უაღრესად ღრმა და რადიკალურ ცვლილებებსაც სახელმწიფო-პოლიტიკური კურსის შინაარსში. აგრეთვე, შესაძლოა, მტკივნეულ, მაგრამ გაბედულ ნაბიჯებს სახელმწიფოებრივი ცხოველმოქმედების ყველა მიმართულებით.

ეს არ ნიშნავს თვით იმ კურსის რევიზიას, რომელიც ქართველმა ერმა, საქართველოს მოსახლეობამ აირჩიეს ჩვენი ისტორიის „რუბიკონის გადალახვისას“ - 1991 წლის 31 მარტის დიდ ეროვნულ რეფერენდუმზე. პირიქით, „ახალი პროექტი საქართველოსათვის“ ითვალისწინებს ამ ისტორიული გადაწყვეტილების რეალური შინაარსით შევსებას, პიროვნულ და ეროვნულ ინტერესთა შენივთებას საერთო ნიადაგის საფუძველზე ერთობლივი პასუხისმგებლობის სრული გაცნობიერებით.

უპირველეს ყოვლისა, პატივცემულ კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მოვუწოდებ გააცნობიერონ სწორედ ეს საერთო პასუხისმგებლობა.

ჩვენი თაობა დღეს აღმოჩნდა მრისხანე ისტორიული გამოწვევის წინაშე და იმ შანსის ხელიდან გაშვებას, რაც მეორე და მესამე ათასწლეულთა მიჯნაზე მოგვეცა, შთამომავლობა არ გვაპატიებს.

დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებულ პოლიტიკურ და ზნეობრივ დატვირთვას იძენს პრეზიდენტისა და პარლამენტის კონსტრუქციული თანამშრომლობა საქართველოს ძირითადი კანონის საფუძველზე. ეს მით უფრო აქტუალური და აუცილებელია ხელისუფლებათა გამიჯვნის მოქმედი კონსტიტუციური მოდელის თავისებურებათა და გარკვეულ თანამდევ საფრთხეთა გათვალისწინებით.

ამ მოდელში პარლამენტისა და პრეზიდენტის ერთსულოვნება და საქვეყნო ინტერესთა პრიორიტეტის რეალური აღიარება, მართლაც, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ჩემდათავად, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველაფერს ვიღონებ, რათა უზრუნველვყო ეს ერთიანობა როგორც ხელისუფლებაში, ისე მთელ საზოგადოებაშიც.

ეროვნულ თანხმობას, გაერთიანებას, ურთიერთმიტევებას, შერიგებას, საერთო ნიადაგზე დაყრდნობას (როგორც დიდი ილია და მისი თანამებრძოლები მოგვიწოდებდნენ), ყველაზე ღრმა ჭრილობათა მოშუშებას (თუნდაც ძალზე მტკივნეული მეთოდებით), სამშობლოს ინტერესთა მსახურებისათვის გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს.

ნებისმიერი პიროვნული ამბიცია აქ ისტორიული დანაშაულია, თუნდაც პრეზიდენტზე იყოს საუბარი.

ამიტომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის პირობებში და ჩვენვე გადავდგით პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, არათუ გაგრძელდება, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდება.

აქვე მოგახსენებთ, პატივცემულო დეპუტატებო, რომ მზადდება პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებები - სწორედ შერიგებისა და ეროვნული თანხმობის უპირობო გაგრძელების თვალსაზრისით.

მოვიდა დრო ითქვას, რომ სამოქალაქო ომის ორივე მხარეს (მრავალ მედროვესთან და შემთხვევით პირთან ერთად) იბრძოდნენ გულმხურვალე პატრიოტები, საქართველოს შვილები და ჩვენი ისტორიის ის ტრაგიკული გვერდი საბოლოოდ უნდა გადავფურცლოთ, რათა ამგვარი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

ეს არის ზნეობრივი და სულიერი წინაპირობა ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოძრაობის გასაგრძელებლად - ახალი პროგრამისა და ახალი სინამდვილის გათვალისწინების საფუძველზე.

მაგრამ სისტემურ რეფორმათა ახალი პროგრამის გამოქვეყნება არ ნიშნავს და არც შეიძლება ნიშნავდეს იმის უგულებელყოფას, რასაც საერთო ძალისხმევით მივაღწიეთ განვლილი ათი წლის განმავლობაში, უძნელეს და ურთულეს წლებში. შეიძლება ითქვას, დღემდე ჩვენ ერთობლივად შევქმენით საფუძველი, რომელზეც ვაგებთ ახალ შენობას.

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ ჭეშმარიტად ისტორიული ეპოქის ტოლფასი გზა განვლო.

ათი წლის განმავლობაში: შეიცვალა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფორმაცია; საფუძველი ჩაეყარა პირველად საქართველოს ისტორიაში, ახალ ქართულ დამოუკიდებელ, სუვერენულ, სამართლებრივ და სოციალურად ორიენტირებულ სახელმწიფოს; შეიქმნა ახალი, მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის მიღწევათა შესაბამისი კონსტიტუცია; პირველად ჩამოყალიბდა რეალურად საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკა; პირველად განხორციელდა ხელისუფლებათა დაყოფა სამ შტოდ; პირველად შეიქმნა ახალი ტიპის, ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტი; პირველად საქართველოს ისტორიაში დაიწყეს ფუნქციონირება ახალი ტიპის უზენაესმა სასამართლომ და კონსტიტუციურმა სასამართლომ; პირველად ქართველი ერისა და საქართველოს ხალხის ისტორიაში ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება (ყველა მისი ატრიბუტით); პირველად ქართული ცივილიზაციის ისტორიაში შევქმენით საბაზრო ეკონომიკა; პირველად საქართველოს ისტორიაში ჩამოყალიბდა დემოკრატიულ საწყისებზე აგებული მუნიციპალური ხელისუფლება.

ამავდროულად, განვლილი ათწლეულის ურთულეს გადასაჭრელ პრობლემებს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; ლტოლვილთა დაბრუნება მშობლიურ სახლებში; მოსახლეობისათვის საგრძნობი ეკონომიკური ზრდა; სიღარიბის და, განსაკუთრებით, სიღატაკის დაძლევა უახლოეს წლებში; საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის საბოლოო გადალახვა (რისი პირველი ნიშნებიც უკვე თვალნათლივ ჩანს); კორუფციის დამარცხება და სოციალური პოლიტიკის სრულყოფა.

სწორედ ამ პრობლემათა უმოკლეს ვადებში გადაწყვეტის იმპერატივიდან იშვა „რეფორმათა გაღრმავების პროექტის“ შემუშავების იდეა.

ოღონდ სანამ მის თითოეულ შემადგენელს მოგახსენებდეთ, აუცილებლად მიმაჩნია, მოკლედ გავაანალიზო განვლილი ათწლეულის ძირითადი ტენდენციები.

სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ათწლეულს, რა თქმა უნდა, დაღი დაასვა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე ჩვენს ქვეყანაში დატრიალებულმა საზარელმა ეროვნულმა ტრაგედიამ, რომელიც, უდავოდ, იყო როგორც სუბიექტური შეცდომებისა და არაკომპეტენტურობის, ისე ობიექტურ გარეგან და შინაგან ფაქტორთა ზემოქმედების შედეგი.

მიუხედავად ამისა, როგორც მოგახსენეთ, ქართველმა საზოგადოებამ გადალახა რუბიკონი და გაიღო ის მრავალგვარი მსხვერპლი, რომელიც უეჭველად დასჭირდებოდა დამოუკიდებლობისა და სუვერენული სახელმწიფოებრიობის მოპოვებას.

საქართველოს გათავისუფლება დიდწილად იყო აგრეთვე პლანეტაზე თავისუფლების იდეალთა გამარჯვების იმ გლობალურ პროცესთა შედეგი, რომლებიც მსოფლიოში განვითარდა.

მაგრამ (გამგები გამიგებს, რასაც ვგულისხმობ): იმათ, ვინც განახორციელა მსოფლიო ლიბერალურ-დემოკრატიული რევოლუცია და იმათ, ვინც სათავეში ედგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში, ერთიანი სტრატეგია და ტაქტიკა ვერ შეიმუშავეს.

არაკომპეტენტურმა, გამოუცდელმა ხელისუფლებამ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის თავდაპირველი მხარდაჭერის მიუხედავად, სულ მალე მიიყვანა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც შემდგომ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არა გვაქვს გაცნობიერებული სამოქალაქო ომის სრული გამანადგურებელი შედეგი. იოლად აღსაქმელია მხოლოდ გარეგანი, ეკონომიკური მხარე. გავიხსენოთ შიმშილის პირას მისული საქართველო, რიგები პურის მაღაზიებთან მთელი ღამეების განმავლობაში, ინფლაცია და ჰიპერინფლაცია, კრიმინალური ბანდების თარეში და სხვა მრავალი.

ყველაზე საზარელი, რაც უმალვე შევნიშნე, როგორც კი, ჩემი ხალხის მოთხოვნით, 1992 წლის მარტში დავბრუნდი სამშობლოში, იყო შემაძრწუნებლად ღრმა სულიერი კრიზისი, უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა, რისი საბოლოოდ დაძლევა მრავალი წლის შემდეგაც კი ვერ მოხერხდა. დღეს ეს ამოცანა კვლავ ჩვენს დღის წესრიგში დგას.

მაშინ საქართველო გახლდათ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად განადგურებული ქვეყანა და აქ არ არის იოტისოდენი გადაჭარბებაც კი.

ის, რაც შეუძლებელი იყო ჯერ კიდევ გუშინ, როცა არ არსებობდა შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური, საერთაშორისო და საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური წინაპირობანი, შეგვიძლია მტკიცედ და გაბედულად განვახორციელოთ უკვე დღეიდან ყოველმხრივი განახლებისა და დაგროვილი პოტენციალის ამოქმედების მიზნით.

სანამ ამ პროგრამათა განხორციელებისა და მათ საფუძველზე ქვეყნის შემდგომი განვითარების ახალ პროექტს გაგაცნობდეთ, სულ ორიოდე სიტყვა ერთ მეტად საგულისხმო და აქტუალური პრობლემის თაობაზე.

ხშირად ისმის კითხვა; გვჭირდება თუ არა სახელმწიფო იდეოლოგია, არის თუ არა საჭირო იდეოლოგია და ასე შემდეგ. და ეს საკითხი არცთუ უსაფუძვლოდ დგება.

როგორც ცნობილია, ტერმინთა გამო არ დავობენ - მათ შესახებ მხოლოდ თანხმდებიან.

მოგეხსენებათ, „იდეოლოგია“, საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან მოყოლებული, ცნობიერი წარმოდგენების (იდეების) მომწესრიგებელ მოძღვრებას ნიშნავდა, მაგრამ შემდგომ მან სამყაროსა და ადამიანზე ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრების აღმნიშვნელი ტერმინის პრეტენზია შეიძინა.

ამ აზრით, იდეოლოგია, მართლაც, „ყალბი ცნობიერებაა“, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ, როგორც იტყვიან, „წყალს ბავშვიც გადავაყოლეთ“.

ნებისმიერ მასშტაბურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას, ისევე როგორც თვით სახელმწიფოს, ნორმალური ცხოველმოქმედებისა და განვითარებისათვის აუცილებლად ესაჭიროება ძირითად, ფუნდამენტურ ღირებულებათა სისტემა.

ამგვარ მსოფლმხედველობრივ სისტემად, როგორც მოგახსენეთ, საქართველოსთვის შეიძლება ჩამოყალიბდეს ჯერ კიდევ დიდი ილიას ეპოქაში მიგნებული „საერთო ნიადაგის“ ეროვნული კონცეფცია, ანუ სამშობლოს ინტერესთა პრიორიტეტულობა, პიროვნული და საზოგადო მისწრაფებების თანხვედრა; ერთიანი პოლიტიკური მრწამსის აღიარება რწმენისა თუ პოლიტიკური შეხედულების, სოციალური თუ ეთნიკური სხვაობების მიუხედავად; თავისუფლებისა და დემოკრატიის, სოციალური (და არა ქონებრივი) თანასწორუფლებიანობის საკაცობრიო იდეალთა ერთგულება.

სწორედ ეს არის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობა, რომლის არსი დიდმა ილია ჭავჭ ჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩამოაყალიბეს და შემოგვთავაზეს.

ჩემი აზრით, იგი უნდა იქცეს საფუძველთა საფუძვლად საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივი და ისტორიულ-კულტურული ფენომენის, არსებობა-განვითარებისა.

ყოველმხრივი განახლების პროგრამის შემუშავებისას ვეყრდნობოდი სწორედ ამ მსოფლმხედველობრივ პრიორიტეტს, რომელიც წითელ ხაზად გასდევს რეფორმათა გაღრმავების პროექტს „ახალი საქართველოსათვის“.

აქვე მოგახსენებთ, რომ უფრო დაწვრილებით ყველა ეს საკითხი გაშუქებულია მიმართვის ვრცელ ვარიანტში, რომელიც დაგირიგდებათ, პატივცემულო დეპუტატებო და უახლოეს მომავალში მთლიანად გამოქვეყნდება ჩვენი საზოგადოების საყურადღებოდ და საგულისხმოდ.

უპირველეს ყოვლისა, რეფორმათა გაღრმავებისა და განახლების პროცესი, ჩვენი თვალთახედვით, უნდა შეეხოს ქვეყნის ძირითად კანონს - საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს და ასახავდეს თანამედროვე, სწრაფად ცვალებად რეალობებს.

ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია პარლამენტმა მიიღო 1995 წელს, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომისა და ქაოსის პირობებში იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოებრიობას და მისი ძირითადი დებულებების რაიმე რევიზიის, შეცვლის ან კორექტირების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.

მაგალითად, ხელშეუხებელია კონსტიტუციის ისეთი ფუნდამენტური დებულებები, როგორიცაა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ხალხის (ძალაუფლების ერთადერთი წყაროს) შეუვალი სუვერენიტეტი, დემოკრატიული წესწყობილება, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის აღიარება და მრავალი სხვა.

ამავე დროს ახალი რეალობისა და სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვიდა დრო, ვიფიქროთ ხელისუფლებათა გამიჯვნის პირობებში მათი ურთიერთმიმართებისა და ურთიერთმოქმედების ახალი მოდელის ჩამოყალიბებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ რეფორმათა პროცესი და, იმავდროულად, საფრთხე არ შევუქმნათ სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.

სამწუხაროდ, ამჟამინდელ პარლამენტში ვერ მოხერხდა ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ღრმა ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლებიც ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის განუყოფელი თანამდევია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

საკმარისია თუნდაც გავიხსენოთ, რომ ამჟამად არსებობს და ვითარდება საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა, რასაც იოტისოდენადაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ საფრანგეთის დემოკრატიული წესწყობილების საფუძვლები. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ხელისუფლებათა გამიჯვნის და მათი კომპეტენციის ამჟამინდელი მოდელის ფარგლებში შეუძლებელია რეფორმათა პროცესის გაგრძელება და კრიზისული გამოვლინებების საბოლოო დაძლევა.

როგორც ჩანს, დღევანდელ ვითარებაში ბევრად უფრო მიზანშეწონილი იქნება თვით აღმასრულებელი ხელისუფლების სრულყოფა მისი ინსტიტუციური რეფორმისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით.

ნებისმიერი რეფორმა ამ სფეროში გულისხმობს არა ბიუროკრატიული აპარატის ზრდას, არამედ, პირიქით, მის ოპტიმიზაციასა და სამინისტროთა, უწყებათა რაოდენობის შემცირებას.

ჩვენი ხედვით, ახალი მოდელი გაითვალისწინებს უახლოეს მომავალში აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის ძირეულ რეორგანიზაციას, რის შედეგადაც საბოლოოდ ჩამოყალ ლიბდება სულ 10 ან 14 სამინისტრო და ამდენივე დეპარტამენტი, რაც სავსებით საკმარისია ჩვენი მასშტაბის ქვეყნისათვის.

სამინისტროები შეიქმნებიან მხოლოდ ფუნქციური ნიშნით და იქცევიან შესაბამის დარგებში პოლიტიკის განმახორციელებლებად - მათ ჩამოშორდებათ სამეურნეო ფუნქცია, ფაქტობრივად, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს.

ეს ხელს შეუწყობს ევროპულ სტრუქტურებთან თავსებადობის პრობლემის გადაწყვეტასაც.

მაგალითად, პრივატიზებისა და განსახელმწიფოებრიობის პოლიტიკას განახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურა, ხოლო საწარმოებში სახელმწიფო წილების მართვა დაევალება კერძო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ჰოლდინგს ან ჰოლდინგებს, როგორც ამას ცხოვრება გვიჩვენებს.

თანაც, მე მიმაჩნია, რომ აღმასრულებელი რგოლის რეფორმის პირველი ეტაპი უნდა განხორციელდეს უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში.

ამავდროულად, საკონსტიტუციო ცვლილებები იგულისხმებს პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფოებრივი ფუნქციისა და როლის გაძლიერებას - ინსტიტუციური ოპტიმიზაციის მეთოდით.

ღრმად ვარ დარწმუნებული, სრულიად აუცილებელია პარლამენტის რაოდენობრივი შემცირება, რის შედეგადაც იგი კიდევ უფრო მაღალპროფესიული და მობილური გახდება.

ვფიქრობ, ოპტიმალური რაოდენობა იქნებოდა 80-100 სადეპუტატო მანდატი. ამ შემთხვევაში პარლამენტის ქვედა პალატა კვლავინდებურად შეიძლება აირჩეს შერეული სისტემით.

ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის ფარგლებში მაჟორიტარული წესით არჩეული სენატის დაფუძნება შექმნის იმ წონასწორობას საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რაც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ხელისუფლებათა თანამშრომლობის საუკეთესო ტრადიცია. რა თქმა უნდა, ამას სათანადო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნა დასჭირდება. ეს ყველაფერი ფუნდამენტურად უნდა იქნეს შესწავლილი.

დარწმუნებული ვარ, აუცილებელია 2003 წელს საქართველოს მოსახლეობამ აირჩიოს არა მხოლოდ პარლამენტის ქვედა პალატა, არამედ სენატი, სადაც გათვალისწინებული იქნება სარეზერვო მანდატები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალ სენატორთათვის.

ვფიქრობ, კანონიერების განსამტკიცებლად, ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოს ავტორიტეტის ასამაღლებლად, მეტად საშურია დეპუტატის იმუნიტეტის გადაწყვეტა. მე, საერთოდ, არ მინდა ხაზი გადავუსვა იმუნიტეტის საკითხს. ყოველ შემთხვევაში, მისი შეზღუდვა მაინც, რათა შესაძლებელი გახდეს საქმის სასამართლომდე მიყვანა, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მე საკმაოდ კარგად შევისწავლე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ამ საკითხში, მათ შორის აშშ-ში ამას წინათ იყო ძალიან ხმაურიანი საქმე, როდესაც გაასამართლეს და პასუხისგებაში მისცეს ცნობილი კონგრესმენები. ალბათ, ეს გამოცდილება ჩვენც უნდა გავიზიაროთ. თავისთვად, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ მოქმედებაში სამართალდაცვის სტრუქტურები არაფრით არ არიან შეზღუდულები.

უაღრესად აქტუალურია ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საკონსტიტუციო თავის შემუშავება და მისი ორგანული შეხამება ძირითადი კანონის იურიდიულ სისტემასთან.

როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემი ბრძანებულებით, როგორც თავის დროზე აკაკი ასათიანი გვთავაზობდა, შეიქმნა საგანგებო სახელმწიფო კომისია, რომელიც კონსტიტუციის სრულყოფისა და განახლების საკითხებზე იმუშავებს.

ამ თემას ორგანულად უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა.

ოღონდ, ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთჯერადი აქტი იქნება და დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა ის სახელისუფლებო სტრუქტურა, რომელიც ამჟამად, ფაქტობრივად, არსებობს და მოქმედებს აფხაზეთსა თუ ცხინვალის ზონაში. ეს იქნება ევოლუციური, მრავალი ეტაპის შემცველი პროცესი - ურთულესი შეთანხმებებითა და ორმხრივი კომპრომისებით, თუკი ჩვენ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა ავირჩიეთ.

ვფიქრობ, განმსაზღვრელი დებულება აქ უნდა იყოს ფედერაციული მოდელი (ლტოლვილთა საყოველთაო და ღირსეული დაბრუნების პირობით. ეს პრობლემათა პრობლემაა).

მით უმეტეს, რომ ცხოვრება და სახელმწიფოებრივი განვითარება თავად ქმნის შესაბამის წინაპირობას. მაგალითად, რეალური თანამშრომლობა და ურთიერთმიმართება ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებს შორის, აგრეთვე, ამ ორგანოთა რეალური უფლებამოსილება და მათი სტრუქტურა უდავოდ უახლოვდება ფედერაციულ სახელმწიფოებში მიღებულ და აპრობირებულ დონეს. ზოგიერთი პრაქტიკული მნიშვნელობის კორექტივია საჭირო. ვფიქრობ, ამის გადაწყვეტა ძნელი სულაც არ არის.

ამ სისტემის მრავალ მოდიფიკაციათაგან მე უპირატესობას მივანიჭებდი ე.წ. „ასიმეტრიულ ფედერაციას“, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილებათა და კომპეტენციათა თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებას ფედერაციის სუბიექტებთან.

აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად მიზანშეწონილად მიგვაჩნია უახლოეს მომავალში მოწვეულ იქნეს საერთაშორისო კონფერენცია აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის თანათავმჯდომარეობით, უკრაინისა და თურქეთის აქტიური მონაწილეობით.

კონფერენციაზე ჩვენ წარვდგებით შესაბამისი კონკრეტული წინადადებებით თქვენთან მოთათბირების შემდეგ, რაც მთლიანად დაეყრდნობა გაეროს უშიშროების საბჭოს ცნობილ დოკუმენტს „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ და ეს დოკუმენტი არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ჩვენ სისტემატურად უნდა ვიმსჯელოთ იმის შესახებ, რომ ეს იდეები განხორციელდეს.

აქვე დიდ მადლობას მოვახსენებ ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ძველი ფორმატის ფარგლებში დიდი დახმარება გაგვიწია სამშვიდობო პროცესის განსავითარებლად.

ძალაშია ჩვენი წინადადება, რომ საქართველოს სენატის თავმჯდომარის თანამდებობა განპიროვნებული იყოს აფხაზეთში უმაღლესი თანამდებობის მქონე პირისათვის. ამ საკითხზეც გვქონდა თათბირი და თითქოს მივაღწიეთ კიდეც თანხმობას.

საკონსტიტუციო ხარვეზის შევსება თავით „ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის“ შესახებ უშუალოდ განსაზღვრავს, აგრეთვე, საქართველოს მომავალ მუნიციპალურ თუ რეგიონალურ სისტემას.

შესაძლოა, ვიფიქროთ რეგიონალიზმის ეტაპობრივ დამკვიდრებაზეც. მაგალითად, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებით ჩამოყალიბებულ სამხარეო რწმუნებულ ლებთან რეალურად შეიქმნას რეგიონული საბჭოები - ვთქვათ, რაიონების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთაგან, გამგებელთაგან და ასე შემდეგ. ამ ინსტიტუტმაც უნდა განიცადოს სერიოზული დემოკრატიული ცვლილებები.

ეს იქნება ერთგვარი „პილოტური პროექტი“ მომავალში სრულფასოვან რეგიონულ მოწყობაზე გადასვლისათვის, რომელიც სულაც არ გამორიცხავს ასიმეტრიული ფედერალიზმის პრინციპებს.

არასდროს დაგვიმალავს, რომ „სამხარეო რწმუნებულთა ინსტიტუტი“ სწორედ ჭეშმარიტ რეგიონალიზმზე გარდამავალი პერიოდის აუცილებელი მექანიზმია.

დროულად მიმაჩნია, აგრეთვე, კონსტიტუციის განახლების პროცესში საბოლოოდ გადავწყვიტოთ სახელმწიფო სიმბოლიკის პრობლემა.

შესანიშნავად მესმის, რომ ეს მეტად ფაქიზი თემაა და უეჭველად მოითხოვს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ კონსენსუსს, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი მოსაზრებაა ამასთან დაკავშირებით.

ამიტომ დავიწყოთ მაინც სახელმწიფო ჰიმნით, ვინაიდან ამ საკითხში, ალბათ, ყველაზე იოლი იქნება კონსენსუსის მიღწევა როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაშიც.

დაუშვებელია ისეთი მუსიკალური ტრადიციის ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ამ ტრადიციის შესატყვისი ჰიმნი არ ჰქონდეს.

წარმოუდგენელია, რეზო ლაღიძის ქვეყანაში არ მოიძებნოს მუსიკალური თემა, რომელიც, შესაბამისი დამუშავების შემდეგ, იქცევა სახელმწიფო ჰიმნად. მას იმღერებს ყველა, სკოლის მოსწავლით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული.

კონსტიტუციის განახლების შედეგად სრულიად ახალ შინაა არსს შეიძენს კანონშემოქმედებითი საქმიანობაც.

სამწუხაროდ, ამ სფეროში ჯერ კიდევ არის მრავალი ნაკლი. მათი აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სრულყოფა და სახელმწიფო მინისტრისათვის კონსტიტუციით დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება - შესაძლოა, საკანონმდებლო ინიციატივის ჩათვლით.

ამავდროულად, სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია პრეზიდენტის პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების ამჟამინდელი დონის შენარჩუნება-განმტკიცება. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველო უნდა დარჩეს საპრეზიდენტო რესპუბლიკად მთავრობისა და სხვა სტრუქტურების დონის ამაღლების პირობებში.

კონსტიტუციური რეფორმა საშუალებას მოგვცემს უფრო მიზანსწრაფული პოლიტიკა განვახორციელოთ არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო მიმართულებითაც.

საგარეო-პოლიტიკური ვექტორი ამ თვალსაზრისით დიდწილად განმსაზღვრელია პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ საკვანძო რეგიონში უხდება არსებობა და განვითარება.

დღევანდელი გადასახედიდან უკვე საკმაოდ კარგად და მკაფიოდ ჩანს გზა, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვლო სრული საერთაშორისო იზოლაციიდან მსოფლიო სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციამდე.

მიმართვაში დაწვრილებით არის გადმოცემული და განხილული ამ პერიოდში განხორციელებული საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ასპექტები.

თუ თავიდან ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა, შემდგომში საგარეო პოლიტიკა იქცა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად.

ამ ათწლეულის განმავლობაში საქართველოს არასოდეს გადაუხვევია მოძრაობის იმ კარდინალური მიმართულებიდან, რომელიც, ჩვენი აზრით, ქართველ ხალხს ყველა პირობას უქმნის უსაფრთხო და აყვავებული მერმისის უზრუნველსაყოფად. საგარეო პოლიტიკა ის ერთადერთი სფეროა, სადაც ვერ ვხედავ რაიმე რადიკალური სიახლისა და ცვლილების აუცილებლობას, ვინაიდან იგი თავიდანვე უზენაეს სახელმწიფოებრივ ინტერესთა და გეოპოლიტიკურ რეალიათა სრულ გაცნობიერებას ეფუძნებოდა.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, ერთი მხრივ, რეგიონში მოქმედ გეოპოლიტიკურ ძალთა დაბალანსება და, მეორე მხრივ, საერთაშორისო სტრუქტურებში მაქსიმალური ინტეგრაცია, რაც, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, უეჭველად განამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას.

საგარეო პოლიტიკურ პრობლემატიკაზე საუბრისას არაერთგზის მითქვამს, რომ საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედია სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის პრინციპი, რაც ხორციელდება როგორც ინტერესთა თანხვედრის, ისე „გეოპოლიტიკური წონასწორობის“ მეთოდის საფუძველზე.

მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე პატარა ქვეყნისათვის ეს ჭეშმარიტად უალტერნატივო სტრატეგია გახლავთ.

საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია და მისი მონაწილეობა შრომის გლობალურ დანაწილებაში განსაზღვრა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენისა და „ევრაზიის დერეფნის“ კონცეფციამ, რომელიც ჩვენ თვალწინ ხორციელდება და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს მრავალ სიკეთეს მოუტანს.

ბედნიერი ვარ იმის შეგრძნებით, რომ საქართველომ და მისმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს იმისათვის, რომ ეს უზარმაზარი პროექტები უკვე განხორციელების პირას დამდგარიყო.

საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ისევე როგორც გასულ წლებში, ჩვენ ორი პრიორიტეტით ვიხელმძღვანელებთ.

ეს არის პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, აგრეთვე უკრაინასთან, ბალკანეთის სახელმწიფოებთან, ცენტრალურ აზიასთან და თანასწორუფლებიანი, კომპლემენტარულობის პრინციპებზე აგებული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ორ უდიდეს სტრატეგიულ პარტნიორთან: აშშ-თან და რუსეთის ფედერაციასთან.

კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს აქ აუცილებელია ერთმნიშვნელოვანი არჩევანი. სინამდვილეში საქართველო უნდა იქცეს და იქცევა კიდეც ამ ორი დიდი ქვეყნის არა პაექრობის, არამედ პარტნიორობის ასპარეზად.

„კომპლემენტარულობის“ ფორმულა გულისხმობს რუსეთთან კეთილმეზობლობის იმგვარი მოდელის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის კანონიერ ინტერესთა გათვალისწინებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის არანაკლებ კანონიერი ინტერესების პატივისცემის საფუძველზე.

ამ თვალსაზრისით, კიშინიოვის შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოზიტიური ტენდენციის გამარჯვება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ორმხრივი კეთილი ნების გარეშე. ჩვენ შევთანხმდით, რომ არავითარი საჭიროება პანკისის ხეობაში რაიმე ფართომასშტაბური (მით უმეტეს, სამხედრო) ოპერაციის განხორციელებისა არ არსებობს.

მიზანშეწონილია სპეცსამსახურთა აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, უშუალოდ ხეობაში.

რუსი კოლეგები დაეხმარებიან საქართველოს სამართალდაცვის ორგანოებს ბანდიტურ დაჯგუფებათა იმ წევრების გამოვლენაში, რომლებიც თავის დროზე რუსეთიდან შემოვიდნენ და როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე უმძიმესი დანაშაულობანი ჩაიდინეს.

პარალელურად დაიწყება ერთობლივი პატრულირება საზღვრის ორივე მხრიდან, რაც გულისხმობს მესაზღვრეთა საერთო პასუხისმგებლობის და მჭიდრო ურთიერთმოქმედების მექანიზმის გამომუშავებას საზღვრის ნებისმიერ წერტილში ორივე ქვეყნის უშიშროების დასაცავად, რათა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ვერც ერთი მიმართულებით ვეღარ შეძლონ საზღვრის დარღვევა. ამ უაღრესად პრინციპულ საკითხებში ორ პრეზიდენტს შორის სრული ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება დაპატიმრებულ პირებს, მათი ექსტრადირების საკითხი გადაწყდება როგორც საერთაშორისო, ასევე ორმხრივი ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორი იყო იმ ხუთი პირის გადაცემა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარდა თქვენთვის ცნობილი მინსკის კონვენციისა, არსებობს ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის და ჩვენ ვმოქმედებთ, უწინარესად, საქართველოს კანონების შესაბამისად. თუ კიდევ რაიმე არის გაურკვეველი, აქ შეუძლიათ გამოვიდნენ გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, რომლებიც უფრო დეტალურად განმარტავენ ამ საკითხს.

და, რაც მთავარია, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ორი პრეზიდენტის დიალოგი გაგრძელდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემათა სამართლიანი გადაწყვეტის თემით, რაც რუსეთ-საქართველოს ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობათა სრულად აღდგენის უმთავრესი პირობაა.

ამავე დროს, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ უდიდეს დახმარებასა და თანადგომას, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღიდან გაგვიწია აშშ-მა. ეს იქნებოდა უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ.

შთამომავლობამ უნდა იცოდეს, რომ გამანადგურებელი სამოქალაქო ომისა და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების შემდეგ საქართველომ ისტორიულად უმოკლეს ვადაში შეძლო ფეხზე წამოდგომა, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მრავალმხრივი თანადგომის შედეგად, რომელიც კვლავაც გრძელდება, მაგრამ ჰუმანიტარული დახმარების და ეკონომიკური მხარდაჭერის ნაცვლად ამჟამად უკვე სრულფასოვანი პარტნიორობის სახეს იძენს.

ვფიქრობ, დღეს ჩვენ ჯერ კიდევ გვიჭირს ამ პროგრამის მნიშვნელობის შეფასება. მოვლენ ახალი თაობები, რომლებიც დარწმუნდებიან, რომ ჩვენ მივიღეთ ერთადერთი, ბრძნული, ჭკვიანური გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აქედანვე ვზრუნავთ უსაფრთხოების სათანადო ბალანსის შეს საქმნელად.

ასევე განსაკუთრებულად მადლიერი ვართ გფრ-ისა, რომ მელმაც ამ წლებში საქართველოს 400 მლნ მარკის დახმარება აღმოუჩინა. ბროშურაში დეტალურად არის ჩამოთვლილი, თუ სად და რა მიზნით დაიხარჯა ეს თანხები, ვინ მიეცა პასუხისგებაში ამ მხრივ ჩადენილი დარღვევების გამო.

თურქეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო გახლდათ, რომელმაც სრული თანადგომა გამოგვიცხადა.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდ წარმატებად მიმაჩნია ამ ძლიერ და სწრაფად განვითარებად ევროპულ სახელმწიფოსთან უმჭიდროესი კავშირ-ურთიერთობის დამყარება.

უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე იტალიის, ნიდერლანდის, საბერძნეთის, იაპონიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების დახმარება.

საგარეო დახმარებაზე საუბრისას კვლავ უნდა აღვნიშნო, რომ უამისოდ საქართველოს არათუ სწრაფი განვითარება, არამედ თვით გადარჩენაც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ამდენად, ჩემს ზნეობრივ მოვალეობად მივიჩნიე დაწვრილებით, სრული სიზუსტით აღმეწერა მიმართვაში ყველა კრედიტი, გრანტი, ფინანსური თუ მატერიალური დახმარების ნებისმიერი სახე, რითაც საქართველოს მეგობრებმა ხელი გაუმართეს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ამისათვის. დღევანდელ სხდომას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და ვთხოვ, მიიღონ ჩვენი მადლიერების სიტყვები.

საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ მიმართულებებად რჩება თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ევროსაბჭოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სხვა ევროპულ თუ გლობალურ გაერთიანებებთან, აგრეთვე თანდათანობითი დაახლოება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან, კერძოდ, ნატოსთან და ევროკავშირთან. ჩვენი ერთ-ერთი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა და ეს არცთუ შორეული მომავლის პერსპექტივაა.

შესანიშნავად გვესმის საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესებში ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა. ამდენად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება ამ კომპლექსური ამოცანის უმნიშვნელოვანესი გამოხატულება გახდა.

ქართულ დიპლომატიას შორეული წარსულიდან დღემდე არ ჰქონია უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე საკუთარი ქვეყნის დაცულობისა და უშიშროების უზრუნველყოფა. ეს ყოველთვის იყო პრობლემათა პრობლემა.

ეს დებულება თანამედროვე პირობებშიც უაღრესად აქტუალურია. ამდენად, ჩვენი ზეამოცანაა საქართველოს ჩაბმა მდგრადი უშიშროების საიმედო სისტემაში.

მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში კი თავისუფალ მეწარმეობაზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფო ძალიან სწრაფად განვითარდება.

კოორდინატთა ამ სისტემაში შესაძლებელი იქნება საქართველოსათვის ყველაზე ღრმა ჭრილობის მოშუშება - აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტა - აფხაზი ხალხის კანონიერი ინტერესების დაცვისა და საქართველოს ერთიანობის შენარჩუნების პირობით, ისევე როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულება.

მაგრამ ეს სრულებითაც არ გულისხმობს რუსეთის როლის უგულებელყოფას. მით უმეტეს, რომ რუსეთის ფედერაცია დღეს უკვე თითქმის თანასწორუფლებიანად მონაწილეობს ნატოს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მიღებაში.

ამრიგად, ნატოს პრაღის სამიტის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ, შესაძლოა, უკვე ოფიციალურად განაცხადოს სურვილი, შეუერთდეს ნატოს.

თუმცა შესანიშნავად გვესმის, რომ ეს არ არის იოლად გადასაწყვეტი მოკლევადიანი პერსპექტივა, მაგრამ არც სტრატეგიულად არარეალურია.

შევახსენებ ყველას: ის, რასაც დღეისათვის მივაღწიეთ, რამდენიმე წლის წინათ ასევე სრულიად არარეალური ჩანდა.

ამრიგად, გეოპოლიტიკური წონასწორობა, ბალანსი, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება „მრავალვარიანტულობაა“, მჟღავნდება არა მხოლოდ ევრაზიის დერეფნის მაგისტრალთა დივერსიფიცირებაში, არამედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კომპლემენტარულობაშიც უმთავრეს გეოპოლიტიკურ პარტნიორებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისას.

გარდა ამისა, იგი გამორიცხავს გეოპოლიტიკურ მონოპოლიზმს.

მიუხედავად ამისა, ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს პოლიტიკური კომპლემენტარულობა და საერთო ღირებულებათა სისტემა, რომელთა საფუძველზეც ვითარდება ჩვენი ქვეყანა.

დემოკრატიული მსოფლიოს მხარდაჭერა ჩვენ მოვიპოვეთ არა მხოლოდ და არა იმდენად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობით ან თუნდაც პლანეტის ენერგეტიკული მარაგის ცენტრებთან სიახლოვით, არამედ დემოკრატიული არჩევანით, ყოველმხრივი რეფორმებითა და თავისუფალი, სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებით.

ახალი საზოგადოების ჩამოყალიბება ითვალისწინებდა ახალი საზოგადოებრივი რეალობის ჩამოყალიბებასაც.

საქართველოში დასრულდა სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნება. ამჟამად უკვე მოქმედებს მისი ყველა ინსტიტუტი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ძალიან დიდი პატივი უნდა ვცეთ, თავისუფალი მედია, პოლიტიკური პარტიები და სხვა.

ყალიბდება და მტკიცდება შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტთა სისტემაც.

უპირველესად აღვნიშნავ სახელმწიფო დამცველის ინსტიტუტს, აგრეთვე ეროვნული უშიშროების საბჭოში მოქმედ ორგანოს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს. ბედნიერი ვარ, რომ არავითარი გაუგებრობა არ გვაქვს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, არის პრობლემები ცალკეულ რელიგიურ ჯგუფებთან, რომლებიც ახალი შემოსულები არიან, მაგრამ ტრადიციულ რელიგიებთან გაუგებრობანი არ გვაქვს. ჩვენ უნდა შევეცადოთ ეს ისტორიული გამოცდილება გამოვიყენოთ ახალ რელიგიებთან მიმართებაშიც, თუკი ისინი შემოვლენ.

ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრია, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ადამიანის უფლებათა და უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ამ სფეროში უკვე შევძელით ყველა პრობლემის გადაჭრა, რის გამოც სავსებით კეთილგანწყობილად გვსაყვედურობენ და მიგვითითებენ ჩვენი მეგობრები, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, თუმცა ისინი ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ იმასაც, რომ საქართველოს ახასიათებს ამ პრობლემების ნათელი ხედვა და მათი დაძლევის პოლიტიკური ნება.

აქვე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ ურთულეს პრობლემას, რომელიც საზოგადოებისა და ხელისუფლების ურიერთმოქმედების პროცესში წარმოიშობა.

ხელისუფლებას (უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტს) ხშირად საყვედურობენ, რომ იგი არ ახორციელებს ე.წ. „კონცენტრირებულ, ერთმნიშვნელოვან პოლიტიკას“ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით, ერიდება რადიკალურ ნაბიჯებს, ცდილობს ბალანსის დაცვას და ასე შემდეგ. ეს საყვედურები არცთუ უსაფუძვლოა.

მაგალითად, ეს საყვედური განსაკუთრებით მკაფიოდ ისმის რელიგიურ უმცირესობათა გარშემო არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

არადა, ხელისუფლება აქ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს, ვინაიდან ნათლად ჩანს, რომ ამ საკითხში არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი. ალბათ, დროა საჭირო.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი მოქმედება უეჭველად გამოიწვევს საზოგადოებრივი უთანხმოების გადაზრდას სამოქალაქო დაპირისპირებაში.

სამწუხაროდ, ამ რეალობის გაცნობიერება ყოველთვის ვერ ხერხდება.

გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ, განა არ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში კონსენსუსი თუნდაც ისეთ სტრატეგიულ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემის ძალისმიერი თუ მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტა, მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა და რამდენიმე ანალოგიური მნიშვნელობის სტრატეგიული პრობლემა. არც არის გასაკვირი, რომ საარსებოდ მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული აზრი არსებობდეს.

ასეთ ვითარებაში კი ხელისუფლება უბრალოდ იძულებული და ვალდებულია მიმართოს ბალანსირებას, ე.წ. „კონტრმოტივ ვაციათა მეთოდს“, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ დიალოგს და საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას.

აქ განსაკუთრებული როლი პარლამენტსაც ეკისრება.

საზოგადოებრივი თანხმობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მოვლენა იქნება ხელშეკრულების გაფორმება სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. და მეამაყება, რომ მეძლევა უფლება თქვენი და ხალხის სახელით ხელი მოვაწერო ამ ხელშეკრულებას.

კომპლემენტარულობის, ანუ ურთიერთშევსების პრინციპი მეტად აქტუალურია სახელისუფლებო ინსტიტუტთა შემდგომი სრულყოფის მხრივაც, რათა გაძლიერდეს მათი შეთავსებადობა ევროატლანტიკური სივრცისათვის დამახასიათებელ სისტემებთან.

სწორედ ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს ჩაფიქრებული სახელისუფლებო ინსტიტუტთა სრულყოფისთვის.

უპირველეს ყოვლისა, ძირეულად გარდაიქმნება ქვეყნის უშიშროების სისტემა. უმთავრესად, ეს ეხება ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალ როლს, აგრეთვე თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის ახალ მეთოდიკას.

ამთავითვე უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ექვსწლიანი მოღვაწეობის შედეგად, ნამდვილად, გაამართლა თავისი ფუნქციური დანიშნულება და სახელმწიფო უშიშროების ღონისძიებათა კოორდინაციის ძალზე მნიშვნელოვან ორგანოდ იქცა.

როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ეროვნული უშიშროების საბჭო იხილავს, ძირითადად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის საკითხებს.

მაგრამ რეალობა (ისევე როგორც წარსული გამოცდილება) ადასტურებს, რომ ამ ორგანოს შეუძლია უაღრესად კეთილისმყოფელი როლი შეასრულოს არასამხედრო საფრთხესა და გამოწვევაზე რეაგირებისათვის შესაბამის წინადადებათა მომზადებისას, რაც მეტად აქტუალურია თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოში, როდესაც არასამხედრო საფრთხე ხშირად არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მდგრადობისათვის.

ამრიგად, გადაწყვეტილი გვაქვს ეროვნული უშიშროების საბჭო ვაქციოთ ერთგვარ „ინტელექტუალურ ცენტრად“, რომელშიც ძირითადი ყურადღება მიექცევა სწორედ ანალიტიკურ და პროგნოსტიკულ საქმიანობას.

ამ მიზნით გარკვეულწილად შეიცვლება უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურა, მოვიწვევთ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტ-ანალიტიკოსებს.

დამეთანხმებით, პატივცემულო დეპუტატებო, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ეკონომიკური, ინფორმაციული, კულტ-საგანმანათლებლო და სხვა გლობალური სიახლენი ზემოქმედების სრულიად ახალ ტექნოლოგიებს ქმნიან, ეროვნული უშიშროების საბჭოს შესაბამისი მიმართულების გაძლიერება უაღრესად აქტუალურია ქვეყნის სტრატეგიული უშიშროებისა და სახელმწიფოებრივი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ბოლო დროს პარლამენტის მხარდაჭერით ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს თავდაცვის სისტემის რეფორმირების გზაზე, რითაც დასრულდება ეროვნული არმიის აღმშენებლობის პრცესი.

მწირი რესურსების მიუხედავდ, განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ არმია, შეიარაღებული ძალები, როგორც დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოს ინტერესთა დაცვისა და განხორციელების ცივილიზებული ინსტრუმენტი.

აშშ-ს „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“, რომლის შესახებაც ზემოთ ვისუბრე, აგრეთვე არმიაში გაწვევისა და შეიარაღებულ ძალთა დაკომპლექტების სფეროში არსებული სიახლენი უკვე გვაძლევს საფუძველს, განვაცხადოთ, რომ საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯები პროფესიული არმიის ჩამოყალიბების გზაზე.

ამჟამად უკვე მტკიცე საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს ეყოლება არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ ძალიან კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი, ძირითადად, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული არმია, რომელსაც ურთულესი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტის უნარი და შესაძლებლობა ექნება.

არ მინდა ჩამოვთვალო, რაზეა ლაპარაკი. ყველანი მიხვდებით, რისთვის არის აუცილებელი და რისთვის არის საჭირო ძლიერი არმიის არსებობა საქართველოს დღევანდელ პირობებში.

რეალობა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უშიშროების განსამტკიცებლად აუცილებელია სასაზღვრო ჯარის გაძლიერება, მთლიანად საზღვრის დაცვის ახალი კონცეფციის შემუშავება, ამ მიმართულებით რესურსების კონცენტრაცია, ვინაიდან ჩვენს სინამდვილეში საზღვრის საიმედოდ დაცვა მრავალი კომპონენტით უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი სისტემების მდგრადობას როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ისე ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისით.

განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სახელმწიფო უშიშროების დაცვის ანტიტერორისტულ კომპონენტს, კერძოდ, საგარეო დაზვერვის მიმართულებითაც, რათა უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა კომპლექსური და პრევენციული ხასიათი შეიძინოს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია განსაკუთრებით პატარა ქვეყნისათვის, რომელიც ურთულეს გეოპოლიტიკურ პირობებში არა მხოლოდ ტექტონიკურად, არამედ გეოპოლიტიკურადაც აქტიურ რეგიონში ვითარდება.

ამას ადასტურებს როგორც სხვა სახელმწიფოების (მაგ. ისრაელის) გამოცდილება, ისე ჩვენი დღევანდელობაც.

უკვე შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო. რომ სწორედ ამ კოორდინირებულობამ და უწყებათა შეთანხმებულმა მოქმედებამ განაპირობა ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაციის წარმატება პანკისის ხეობაში, სადაც, ფაქტობრივად, უსისხლოდ, უდანაკარგოდ, სერიოზული გართულებების გარეშე მოხერხდა ვითარების დამშვიდება. უნდა გითხრათ, რომ ამ აქციამ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში.

აქვე შევნიშნავ: პანკისის პრობლემის გადაწყვეტა იქცა მაგალითად იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ურთულეს ვითარებაში ერთადერთი სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიგნებას, დროისა და ვითარების ზუსტად შერჩევით.

ამჯერად უმთავრესი ამოცანაა მძევალთა გათავისუფლება, ძებნილთა დაკავება და ნარკობიზნესის საბოლოო აღმოფხვრა.

აქ, რასაკვირველია, უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელობა ამჟამად ძალიან ღრმა და რადიკალური რეფორმების განხორციელებას იწყებს.

იუსტიციის სამინისტრო კი ჩვენი თვალთახედვით სრულიდ ახალი ფუნქციური დატვირთვის ორგანოდ უნდა იქცეს.

იგი უნდა იყოს ქვეყნის იურიდიული და სახელმწიფოებრივი სისტემის რეფორმირების, ოპტიმიზაციის, ყოველმხრივი განვითარების იდეათა უმთავრესი გენერატორი.

განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო სასამართლო ხელისუფლების სრულიად უნიკალური როლი.

სასამართლო სისტემა, კერძოდ, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები, საერთო სასამართლოების სისტემა ხელისუფლებათა გამიჯვნის, მათი ნორმალური ურთიერთმოქმედების უმთავრეს პირობას წარმოადგენენ, ურომლისოდაც დემოკრატიის ფუნქციონირება შეუძლებელია.

კმაყოფილებით და მადლიერებით ვიტყვი, რომ უზენაესი სასამართლო პირნათლად ასრულებს თავის საკონსტიტუციო მისიას.

სამართალდაცვისა და უშიშროების ორგანოების რეფორმის კომისია, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩამოვაყალიბე და რომელსაც სათავეში უდგას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ლადო ჭანტურია, პრაქტიკულად, ამთავრებს მუშაობას.

ამ კომისიამ, უცხოელი მეგობრების დახმარებით, მოამზადა სამართალდაცვის ორგანოთა საქმიანობის კონცეფცია, რომელიც სრულად შეესაბამება მსოფლიოს დემოკრატიულ სტანდარტებს და უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა რეალურ დაცვას ისევე, როგორც სამართალდაცვის სისტემის შედეგიან ფუნქციონირებას.

სიახლე ეხება, უპირველეს ყოვლისა, გამოძიების სფეროს - აქ ჩვენ ძალიან ღრმა და რადიკალურ ცვლილებებს ვგეგმავთ.

მოკლედ მოგახსენებთ უმთავრესს: ჩვენი პროექტით, გამოძიება უნდა წარმოადგენდეს ერთიან პროცესს;

გამოძიების ორი ეტაპი (მოკვლევა და გამოძიება) უნდა გაერთიანდეს. სისხლის სამართლებრივი დევნა დაევალოს პროკურატურასა და მის დამხმარე ორგანოებს - სახელმწიფო დაწესებულებებსა და სტრუქტურებს, რომლებიც კანონის თანახმად, აწარმოებენ მოკვლევას;

არსებითად შემცირდება პროკურატურათა რიცხვი; პროკურატურაში აღარ იარსებებს საგამოძიებო სამსახური, თუმცა პროკურორი საპროცესო ხელმძღვანელობას გაუწევს ნებისმიერი უწყების მიერ განხორციელებულ გამოძიებას და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს „მიჰყვება“ სასამართლომდე. მთელი ჩვენი უბედურება საქმის გაჭიანურებაა, ასე მიდის თვეები, ხანდახან - წლებიც.

საქმეზე წინასწარი გამოძიება დასრულდება პროკურორის აქტით. პროკურატურაში შეიქმნება ერთიანი სტატისტიკური საინფორმაციო ცენტრი. იგი უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების შესახებ უტყუარი და ობიექტური ინფორმაციის შეგროვებას.

არსებითია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გათვალისწინებული ცვლილება: ერთმანეთისაგან გაიმიჯნება პლიციის პრევენციული და რეპრესიული ფუნქცია. ამ უკანასკნელს უზრუნველყოფს შსს საგამოძიებო სამსახური. იგი შეიქმნება სისხლის სამძებრო და მისი საგამოძიებო სტრუქტურების გაერთიანების საფუძველზე.

პრევენციული, ანუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პოლიცია მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს მოსახლეობას და მისი უშიშროების გარანტად იქცეს.

მნიშვნელოვანი სიახლეებია გათვალისწინებული პოლიციელთა მომზადებისა და მათი პროფესიული კარიერის სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის, ხელფასებით უზრუნველყოფისათვის.

საფუძვლიანად განახლდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის საბოლოო პროექტიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსათვის იქნება მზად და შემდეგ უკვე პარლამენტარები განიხილავენ.

სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული წესწყობილება, სახელისუფლებო სისტემის ლიბერალური ეკონომიკა ერთ მთლიანობას ქმნის და ერთი ცნებით (დემოკრატიით) აღინიშნება. ამდენად, სოფისტიკად მიმაჩნია დისკუსია იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი წარმოადგენს „ბაზისს“ და რომელი - „ზედნაშენს“.

მაგრამ ისიც უდავოა, რომ თვით სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საფუძველი (მით უმეტეს, თანამედროვე მსოფლიოში) არის ეკონომიკა.

ნებისმიერი პოლიტიკური კურსის წარმატება საბოლოო ანგარიშით განისაზღვრება ეკონომიკური შედეგიანობითა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის პრინციპებით.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც სიცოცხლისუნარიანობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს იგი მძლავრი ლიბერალური ეკონომიკის დაფუძნებას.

განვლილი ათი წლის განმავლობაში, მრავალი ნაკლის მიუხედავად, შევძელით შეგვექმნა წინაპირობა ამგვარი მოდერნიზაციისთვის.

უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, ფაქტობრივად, სრული ნგრევა და განადგურება, რაც საქართველოში სუფევდა 1992 წლისათვის, ბევრად ართულებდა ამოცანას, რისი გადაწყვეტის აუცილებლობის წინაშეც ყველა პოსტსაბჭოური ქვეყანა აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად - საქართველო.

მიმართვის ვრცელ ვარიანტში დაწვრილებით ჩამოვთვალე და აღვწერე ყველა ნაბიჯი, ყველა სისტემური თუ ინსტიტუციური რეფორმა, რომლებიც განხორციელდა გასული წლების განმავლობაში.

ამჟამად მოკლედ შევეხები მხოლოდ ზოგიერთ ეპოქალურ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას: რეფორმა დაიწყო ფასების გათავისუფლებით, ვაჭრობის ლიბერალიზაციით და პროდუქციის სახელმწიფო დაკვეთის სისტემის გაუქმებით.

უმოკლეს ვადებში შეიქმნა ორიარუსიანი საბანკო სისტემა, გადაიდგა პირველი ნაბიჯები ნორმალური საბიუჯეტო პროცესის განვითარების გზაზე, ჩამოყალიბდა „ანტიკრიზისული პროგრამა“, რომელსაც 1994 წლის თებერვალში მოვაწერე ხელი, დაფუძნდა საქართველოს ეროვნული ბანკი - თვისებრივად ახალი ფუნქციითა და დანიშნულებით; 1995 წლის 25 სექტემბრიდან მიმოქცევაში შევიდა საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, ანუ ქვეყანამ შეიძინა სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, რაც მას დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის წარმართვის საშუალებას აძლევდა.

1995 წელს შესაძლებელი გახდა (პირველად) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება, უკვე 1996 წელს, წინა წლებთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების ამოგების დონე ნომინალური გამოხატულებით ორჯერ და მეტად გაიზარდა. სამჯერ შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი, ნორმალურ ჩარჩოებში მოექცა ინფლაცია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტები.

შესაბამისი სოციალური გარანტიებისა და სტრატეგიული რეზერვების შექმნის შემდეგ განხორციელდა პურის ფასების ლიბერალიზაცია; დაიწყო ფართომასშტაბიანი პრივატიზება, მიწის სრულფასოვან კერძო საკუთრებაში გადაცემა.

გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ მიწის რეფორმა იქცა ეპოქალურ შემობრუნებად საქართველოს უახლეს ისტორიაში - გლეხმა, საქართველოს მოქალაქემ, კერძო საკუთრებაში მიიღო უმნიშვნელოვანესი ქონება (კაპიტალი) - მიწა, მიწის ნაკვეთი.

ქვეყანაში ჩამოყალიბდა კერძო სექტორი. გასულ წელს ამ სექტორში წარმოებულია მთლიანი შიდა პროდუქტის 60%25-ზე მეტი.

კარდინალურად შეიცვალა შრომის ბაზრის სტრუქტურა. მომუშავეთა 75-80 პროცენტი ამჟამად დასაქმებულია სწორედ კერძო სექტორში, მათგან 70%25 თვითდასაქმებულია.

აქვე შევნიშნავ, რომ „თვითდასაქმებული“ არსად, არც ერთ ქვეყანაში არ ითვლება უმუშევრად.

ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობა საქართველოში შემცირების ტენდენციით ხასიათდება, მცირეა ეს ტენდენცია, მაგრამ მაინც გამოიკვეთა.

მაგალითად, 1999 წელს იგი შრომისუნარიანი მოსახლეობის 12,6%25-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 11,1%25-მდე შემცირდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ წინაშე მდგარი სერიოზული პრობლემაა და მას უკავშირდება ჩვენ მიერ შედგენილი გეგმები.

რომ არა 1998 წლიდან განვითარებული კრიზისული მოვლენები, ეკონომიკური ზრდის ტემპი დღეს გაცილებით მეტი იქნებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის ზრდა ყოველწლიურად გრძელდებოდა კრიზისის უმძიმეს ფაზაშიც კი, მაგრამ თუ 1997 წელს იგი 11,5%25-ს შეადგენდა, 2000 წელს 2%25-მდე დაეცა, თუმცა გასულ წელს უკვე 4,5%25 იყო.

კრიზისის განმაპირობებელ ობიექტურ ფაქტორებად უნდა ჩაითვალოს 1998 წლის მსოფლიო და რუსეთის ფინანსური კატაკლიზმა, აგრეთვე ორწლიანი გვალვა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში და რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციები - იფადი და სხვები, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნებოდა.

ვითარების თანდათანობით გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის და ფისკალურ სფეროში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებით. აგრეთვე ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების შედეგად.

მძლავრი ანტიკორუფციული ღონისძიება იყო, მაგალითად, საბიუჯეტო ხარჯების მართვის სრულყოფის მიზნით დაწყებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმა.

ფინანსური სისტემის შემდგომი შესუსტების თავიდან ასაცილებლად მივიღეთ უაღრესად მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება|: 1998 წლის შემოდგომიდან ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტა ინტერვენციები ფინანსურ ბაზარზე, ანუ განხორციელდა ლარის კურსის ლიბერალიზაცია. მაშინ ძალიან ვნერვიულობდით ამ აქციასთან დაკავშირებით.

პარიზის კლუბის მეშვეობით მოხერხდა სახელმწიფო ვალების რესტრუქტურიზაცია; განხორციელდა ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დარგების შემდგომი რესტრუქტურიზება, ახლა ეს დარგები 150-170 მლნ ლარს გვაძლევენ ყოველწლიურად, ეს შემოსავალი მომავალ წელს გაორმაგდება. ერთმანეთისაგან გაიმიჯნა რეგულირების ფუნქცია და კომერციული საქმიანობა; ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტები; ქვეყანა წევრად შევიდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რის შედეგადაც იგი ბიზნესის საერთაშორისო წესების თანამონაწილე გახდა - ქართულმა პროდუქციამ მოიპოვა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე შეღავათიანი პირობებით გასვლის შესაძლებლობა, მათ შორის, აშშ-ში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია მნიშვნელოვანი ბერკეტია რუსეთისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სასაქონლო ნიშნებისა და პროდუქციის დასაცავად.

გრძელდება ინსტიტუციური რეფორმა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით: მიმდინარეობს პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირების, აგრეთვე ლიცენზირების სისტემათა რეფორმირება; ეს თქვენთან ერთად, პრაქტიკულად, თქვენ მიერ კეთდება. მომზადდა და მიღებულია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი კანონი სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებისა და ნებართვის გაცემის შესახებ.

პრეზიდენტის აღმასრულებელი გუნდი, სახელმწიფო მინისტრი, ბ-ნი ავთანდილ ჯორბენაძე, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და სხვები ამჟამად ყველაფერს აკეთებენ კრიზისული ფაზის საბოლოო დაძლევისათვის.

რეფორმის პირველი სასიკეთო შედეგის მაგალითია ფინანსთა გაერთიანებული სამინისტროს წარმატებული ძალისხმევა, რისთვისაც შესაძლებლად მიმაჩნია ამ ტრიბუნიდან აღვნიშნო ახალგაზრდა მინისტრ ბ-ნ მირიან გოგიაშვილის თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი. ბოლო 5 თვის განმავლობაში მან უკვე შეიტანა გარდატეხა გადასახადების აკრეფასა და ამ მიმართულებით კორუფციის დაძლევაში. სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, შეგვემცირებინა პედაგოგთა ხელფასების დავალიანება და ყოველმხრივ უზრუნველგვეყო საქართველოს მეომრები, რომლებიც ურთულეს მისიას ასრულებენ პანკისის ხეობასა და სხვა რეგიონებში. ამან მოგვცა საშუალება მოგვემატებინა ხელფასები პედაგოგებისათვის პირველი სექტემბრიდან. მართალია, ბევრი არ არის, 30%25-ის ფარგლებში. მომავალი წლიდან იგივე შეეხება სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მიმდინარე წლის ცხრა თვეში მობილიზებულია თითქმის მილიარდი ლარი, უფრო ზუსტად, 975 მლნ 500 000 ლარი, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 14%25-ით აღემატება. საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 90 მლნ ლარით მეტი, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში, ანუ 12%25-ით მეტი. არასაგადასახადო შემოსავლების ზრდამ 25%25 შეადგინა. ბოლო თვეებში სისტემურად სრულდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი პარამეტრები. თქვენ გახსოვთ, რამდენი დავა და კამათი იყო პარამეტრებთან დაკავშირებით, მათ შორის, პარლამენტში. წელს შიქმნა წინაპირობები, რათა სრული ფორმატით აღდგენილიყო თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. გრძელდება ბრძოლა კონტრაბანდასთან, ფალსიფიცირებასთან, გადასახადების დამალვასთან, სხვა კორუფციულ გამოვლინებებთან, რაც საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ შევასრულოთ მიმდინარე წლის ბიუჯეტი, არამედ შევიმუშავოთ და პარლამენტს განსახილველად წარვუდგინოთ 2003 წლის ბიუჯეტის ისეთი პროექტი, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ პროგრამას შესაბამის ფინანსურ საფუძველსა და წინაპირობას შეუქმნის.

ჩვენ დიდხანს ვამზადებდით საფუძველს რადიკალური ნაბიჯებისათვის, ნამდვილი „გარღვევისათვის“ ენერგეტიკის დარგში, რის შედეგადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება საქართველოს დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემა. აქ უმთავრესი მიზანია დარგის „მარგი ქმედების“ ამაღლება, რისთვისაც მივმართავთ ყველა საშუალებას - პრივატიზებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ღონისძიებათა ჩათვლით.

უახლოეს მომავალში მოვამზადებთ წინადადებებს, რათა ენერგეტიკის დარგში ინვესტიციებისთვის დაწესდეს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. არ ვიცი, შეიძლება ძალიან გაბედული აზრია, უცხოელი ინვესტორი, რომელიც მზად არის, დააბანდოს კაპიტალი ენერგეტიკის განვითარებაში, ააშენოს ელექტროსადგურები, განსაკუთრებით, ჰიდროელსადგურები, ყოველგვარი გადასახადისაგან თავისუფალი უნდა იყოს, ვიდრე მშენებლობა არ დასრულდება. თუ ამას ჩვენ შევძლებთ, საქართველო თვითონ გახდება ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა.

მაგრამ უმთავრესი ნაბიჯი, რისთვისაც ამჟამად უკვე ყოველმხრივ მზად ვართ, იქნება საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაცია, ბაზრის სუბიექტებს შორის პირდაპირი, კონტრაქტული ურთიერთობის დამყარება, შემაწონასწორებელი სიმძლავრეების ჩამოყალიბება, ფასწარმოქმნის მოქნილი სისტემის შემოღება.

ჩამოთვლილ ღონისძიებათა შედეგად, მკვეთრად ამაღლდება თვით გენერაციის (ეს ძალიან საყურადღებო საკითხია) ობიექტთა პასუხისმგებლობა და ეკონომიკური დაინტერესება ტარიფთა განსაზღვრისას, კერძოდ, რესურსების დაზოგვის თვალსაზრისით, ამოქმედდება გაკოტრებისა და დაყადაღების ეკონომიკური მექანიზმები.

შესაბამისად, ნიადაგი გამოეცლება კორუფციას, რომელმაც გამანადგურებელი შედეგი მოუტანა ენერგეტიკულ სისტემას. აქ ბევრია სათქმელი და ბევრია გასაკეთებელი.

რეფორმათა პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ მეგობარი ქვეყნები, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები.

განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება „ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე“.

ბროშურაში დაწვრილებით არის აღწერილი მისი მნიშვნელობა და ძირითადი მიმართულებები.

დავძენ მხოლოდ, რომ ეს პროგრამა არ არის მხოლოდ სოციალური შინაარსისა.

რა თქმა უნდა, მისი ძირითადი მიზანია დაბალშემოსავლიანი სოციალური ფენების დახმარება, ოღონდ არა ექსტენსიური, არამედ ინტენსიური მეთოდებით - ეკონომიკის სისტემური ტრანსფორმაციის გაღრმავებით, მმართველობის გაუმჯობესებით; ინვესტიციათა მოზიდვით; ახალი სამუშაო ადგილების შექმნით; განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების განვითარებით და მრავალი სხვა. რატომ მივესალმებით ჩვენ ასე განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებას? ეს ათასობით, ათიათასობით სამუშაო ადგილებია, შემოსავალი მოსახლეობისათვის, თავი რომ დავანებოთ სხვა სიკეთეს.

ანუ „სიღარიბის დაძლევის პროგრამა“ ახალი ქართული პროექტის განუყოფელი ნაწილია.

რეალურად ეს არის საქართველოს ლიბერალური ტრანსფორმაციის დასრულების კონცეფცია.

ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციას შიდაინვესტირების საქართველოსათვის ტრადიციული და მაღალრენტაბელური დარგების განსავითარებლად; ახალი საგადასახადო კანონმდებლობის შემუშავებას; გაკოტრებისა და დაყადაღების მექანიზმთა რეალურ ამოქმედებას; მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველმხრივ მხარდაჭერას; მსხვილი პრივატიზების დასრულებას და სხვა ღონისძიებებს.

რეალისტური სცენარით, ეკონომიკის ზრდის ტემპი წლის ბოლოსათვის 4,5%25-ს მიაღწევს, შემდგომ წლებში კი 7%25-ის ოდენობისა იქნება.

ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა 6 მლრდ 500 მლნ ლარის ღირებულებას აღწევს. მოსალოდნელია, რომ „ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ განხორციელების შედეგად იგი რამდენიმეჯერ გაიზრდება.

როგორც მოგახსენეთ, 2001 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,5%25 შეადგინა.

აღინიშნა ინფლაციის ყველაზე დაბალი დონე (3,4%25), რაც საუკეთესო მაჩვენებელია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ.

თუმცა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება სავაჭრო ბალანსის გაუარესება.

გასულ წელს ბიუჯეტი 89%25-ით შესრულდა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის საკუთარმა შემოსავლებმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 15,6%25 შეადგინა, რაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად.

განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს უდიდესი ინტელექტუალური, კერძოდ, საინჟინრო პოტენციალი საშუალებას გვაძლევს ვითანამშრომლოთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ყველაზე პრესტიჟულ დარგებში და ერთობლივად განვავითაროთ ახალი ტექნოლოგიები.

ამის ბრწყინვალე მაგალითია ბ-ნ ელგუჯა მეძმარიაშვილისა და მისი შესანიშნავი კოლექტივის, მე ვიტყოდი, ფენომენალური წარმატება.

კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტი იქცა საქართველოს სავიზიტო ბარათად. კოსმოსურმა რეფლექტორმა კი შექმნა წინაპირობები საიმისოდ, რომ გრიფი „დამზადებულია საქართველოში“ უმაღლესი პრესტიჟისა და კვალიფიკაციის საგნობრივ გამოხატულებად იქცეს. მე შემეძლო ეს ჩამონათვალი გამეგრძელებინა.

ეს არის ის პოტენციალი, რომლის სრული ძალით ამოქმედება და გამოვლენა ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლების უმთავრესი დანიშნულებაა. საამისოდ ყველა წინაპირობა შევქმენით, მაგრამ ვერა და ვერ გადავჭერით უმთავრესი პრობლემა, რაც აფერხებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის, არამედ მთლიანად ქართული დემოკრატიის განვითარებას.

არაერთგზის მითქვამს: კორუფცია არის წარსული, იმპერიული, ტოტალიტარული ეპოქიდან შემორჩენილი ის უკანასკნელი ხუნდი, რომელიც ჯერ კიდევ ბოჭავს საქართველოს თავისუფალ და ლაღ განვითარებას.

მე არა მხოლოდ ვიკისრე პასუხისმგებლობა მეთქვა, რომ კორუფციის დამარცხების გარეშე ქართველობას, როგორც ცივილიზებულ ერს, და საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, მომავალი არა აქვს, - არამედ ყველა ღონე ვიხმარე, რათა ჩამომეყალიბებინა შესაბამისი ანტიკორუფციული სახელმწიფოებრივი სისტემები თუ მექანიზმები.

მათ შორის აღვნიშნავ, უპირველეს ყოვლისა, კონტროლის პალატას და ანტიკორუფციულ საბჭოს.

ბროშურაში ვრცლად არის გადმოცემული კონტროლის პალატის მიერ მხოლოდ ბოლო დროს გამოვლენილ კორუფციულ დარღვევათა აღმაშფოთებელი ფაქტები.

თუმცა აქვე შევნიშნავ: პალატის დასკვნებში, ისევე როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებში, თვალნათლივ ჩანს, რომ კორუფციისათვის ნოყიერ ნიადაგს ხშირ შემთხვევაში ქმნიდა და ქმნის არასწორი საფინანსო პოლიტიკა და უგერგილო ადმინისტრირება; უდიდესი ხარვეზებია კვლავაც საბიუჯეტო დაწესებულებათა დაფინანსების დაგეგმვისა და აღსრულების საკითხებში; საბაჟო და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში და სხვა მიმართულებებით. თუმცა მოძრაობა უკვე დაიწყო და გაჯანსაღების პროცესი თვალსაჩინოა.

ჩვენ ვამზადებთ წინადადებებს პარლამენტში წარსადგენად, რომ კონტროლის პალატა იქცეს სრულიად დამოუკიდებელ ორგანოდ და მან შეიერთოს უკლებლივ ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა, რომელიც ამჟამად არსებობს.

უდავოდ გაამართლა პრეზიდენტთან არსებულმა ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭომ და ანტიკორუფციულმა ბიურომ. ამ ორგანოს დასკვნათა საფუძველზე არსებითი ცვლილებები შევიდა ბევრ კანონპროექტში.

ამით ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ მხოლოდ სასჯელის გამკაცრებით კორუფციის დამარცხება შეუძლებელია. უნდა აღმოიფხვრას მიზეზები და ამოიქოლოს ხვრელები, რომელთა საშუალებითაც კორუფცია ვრცელდება ჩვენს ქვეყანაში.

აუცილებელია შესაბამისი საზოგადოებრივი, ეკონომიკური და საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც თვისებრივად მიუღებლად აქცევს კორუფციულ მოქმედებებს.

ანუ ისევ და ისევ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დემოკრატიულ სახელმწიფო სტრუქტურათა ჩამოყალიბების, დემოკრატიის განმტკიცების პროცესთა განუყოფელი ნაწილია.

მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს სახელმწიფოს მსახვრალი მახვილის დაჩლუნგებას, რაც კორუფციული დანაშაულისთვის უცილებლად გარდაუვალი უნდა იყოს.

ამაში კი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ორგანოებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისევე როგორც სასამართლოს, რომელიც თანდათან ყალიბდება სრულიად დამოუკიდებელ, ძლიერ და რეალურად ქმედით ხელისუფლებად.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა უაღრესად საგულისხმო მასალა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

გამოვლენილია კორუფციის, მექრთამეობის, სახელმწიფო ქონების დატაცების, ლტოლვილთა თანხების მითვისების, დიდძალი სახსრების განიავების, სრული პასუხისმგებლობის და საქვეყნო საქმისადმი გულგრილობის ასობით ფაქტი.

საჭიროდ მივიჩნიე მათი დაწვრილებით ჩამოთვლა მიმართვის ძირითად ტექსტში, რათა ჩვენმა თანამემამულეებმა იცოდნენ, რა ვითარებაა ქვეყანაში კორუფციის თვალსაზრისით და რა კეთდება ამ ავთვისებიანი სიმსივნის ამოსაშანთავად.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასთან ერთად სოციალური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილიცაა.

ამავდროულად „ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ ფარგლებში შევიმუშავეთ სოციალური სფეროს ძირეული გარდაქმნის კონცეფცია. ეს დოკუმენტი ამ დღეებში შემოვა თქვენთან.

ამ სფეროში ჩვენი პოლიტიკის დედააზრი არის ის, რომ ახალი ეკონომიკური მექანიზმების ამოქმედების პარალელურად უნდა ამაღლდეს მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენების სოციალური დაცულობის დონე; შეიქმნას შესაბამისი იურიდიულად და ფინანსურად გარანტირებული ინსტიტუტები, რათა რეფორმები მაქსიმალურად უმტკივნეულო და რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს სოციალურად და ფიზიკურად უმწეო ადამიანებისათვის.

ეს არის ამჟამად ჩვენი უმთავრესი, ყველაზე რთული პრობლემა.

მაგრამ თვით რეფორმას როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ისე ჯანდაცვის სფეროში ალტერნატივა არა აქვს.

რეფორმათა გაღრმავების პროგრამა აქ ეყრდნობა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ახალი, პროგრესული ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც, თავის მხრივ, თაობათა სოლიდარულობისა და დაზღვევის პრინციპებს დაეფუძნება.

ქართული სახელმწიფო არ იხსნის პასუხისმგებლობას საზოგადოების ყველაზე უმწეო ფენათა მრავალმხრივი დახმარების თვალსაზრისით. ეს თანადგომა გამოიხატება კიდეც ათობით პროგრამაში, მათ შორის, უმწეო ოჯახთა დახმარების შესახებ, რომელმაც უკვე 62 000 ოჯახი მოიცვა.

ჩვენ უკვე მზადა ვართ იმისათვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ გარკვეული თანხა, რათა მოსახლეობის ყველაზე უმწეო ფენებს ნაწილობრივ ავუნაზღაუროთ სსრკ-ს ბანკებში მათი კუთვნილი ანაბრების დანაკარგი.

ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების შედეგად ჩამოყალიბდა მისი სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურა; პრაქტიკულად გადაწყდა სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა; დაინერგა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მეთოდები.

რეფორმათა გაღრმავების, მათი ინტენსიფიკაციის პროცესებზე საუბრისას ზუსტად უნდა განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტებიც.

სოციალური დაცვის მექანიზმთა გაძლიერების პარალელურად, ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლების რეფორმა, რომელზეც დღეს ძალიან ბევრს მუშაობს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება.

ზედმეტად მიმაჩნია განათლების დარგის მნიშვნელობაზე დაწვრილებით ლაპარაკი.

ვიტყვი მხოლოდ, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ განათლების სისტემა განსაზღვრავს საქართველოს მომავალ სახეს.

ეს არის ყველაზე ფაქიზი სფერო, ალბათ, ყველაზე რთული რეფორმა, რომელიც მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს ყველაზე მატერიალური და ინტელექტუალური რესურსის სრულ მობილიზებას მოითხოვს, ვინაიდან განათლების დარგის რეფორმირებისას დაშვებული შეცდომა, მე ვიტყოდი, სტრატეგიულად შეუქცევადია და თითქმის გამოუსწორებელია.

სწორედ ამიტომ, როგორც არასდროს და არც ერთი სხვა მიმართულებით, ფრთხილად ვმოქმედებდით ამ სისტემის განახლებისას. მადლობელი ვარ იმ დეპუტატებისა, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული რეფორმის პროცესში.

ამჟამად ჩამოყალიბებულია განათლების სფეროს რეფორმის შემდგომი გაღრმავებისა და მისი დასრულების სრული კონცეფცია, რომელიც, რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგნად იქცევა.

აქ აუცილებელია ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგების აზრის გათვალისწინება, რომლებმაც ათეულობით წელი მიუძღვნეს სკოლასა და ახალი თაობის აღზრდას.

გამოკვეთილია განათლების სახელმწიფო მიზნები. მათგან უმთავრესია ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება გლობალიზაციის ობიექტურ პროცესებში. ეს მარტო სიტყვების რახარუხი არ არის, ეს რეალური საფრთხეა, რომელიც მცირერიცხოვან ხალხებს, მათ შორის, ქართველ ხალხს ემუქრება.

ყოველივე ამას მიმართვის ბოლოს შევეხები.

რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი დებულებაა სკოლის, როგორც საგანმანათლებლო სისტემის ცენტრალური რგოლის, ფუნქციისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა; განზრახულია მზრუნველთა საბჭოების ჩამოყალიბება; სახელმწიფო შეკვეთათა სისტემის დანერგვა; საკონკურსო მექანიზმების ამუშავება ერთდროულად რამდენიმე სეგმენტში.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია პროფესიული განათლების ქსელის მოდერნიზაცია; ქართული ენის სწავლების გაუმჯობესება არაქართულენოვან სკოლებში აუცილებელი დაფინანსების ჩათვლით; ცოდნის მოცულობისა და ფორმატის გათანაბრება ქვეყნის საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში; პედაგოგთა ხელფასების ზრდა და შრომის ანაზღაურების შესაბამისობა ქვეყნის ეკონომიკის ძირთად ინდიკატორებთან.

რეფორმის შედეგად უკვე შეიცვალა სახელმძღვანელოთათვის გრიფის მინიჭების პრაქტიკა, ამიერიდან იგი მხოლოდ საკონკურსო მოდელს დაეფუძნება; დაიბეჭდა ათობით ახალი სახელმძღვანელო; მიმდინარე წელს არსებითად გადაწყდა სახელმძღვანელოთა ფალსიფიცირების პრობლემა; შეიქმნა სკოლების კომპიუტერიზაციის გეგმა და სხვა მრავალი.

თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკისაგან მიიღო 60 მლნ დოლარის სესხი, უდავოდ ნათელყოფს ჩვენი ქვეყნის პოტენციალისა და როლის აღიარებას. ეს არის უპრეცედენტო დახმარება მთელი პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური სივრცისათვის.

ჩვენ, მართლაც, შეგვწევს უნარი, შევქმნათ ცივილიზებულ ერთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა.

ახლებურად უნდა გავიაზროთ პოლიტიკა კულტურის სფეროში. ვგულისხმობ მთლიანად პროგრამულ დაფინანსებაზე გადასვლას.

პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ კულტურის კერების შენარჩუნებას, მათი საქმიანობის გაუმჯობესებას.

აქტიურად ვთანამშრომლობთ იუნესკოსთან, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს.

კულტურის სამინისტროს ახალი კონცეფციით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონებს, ვინაიდან საქართველოს მშვენიერება მისი მრავალფეროვნება და კულტურული პოლიფონიაა.

ამ თვალსაზრისით, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა აჭარის ხელისუფლებას იმ ჭეშმარიტად მამულიშვილური ზრუნვისათვის, რომელსაც იგი იჩენს საერთო ქართული კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით.

უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული კინოხელოვნების მხარდაჭერა. ვფიქრობ, შედეგიანი იქნება დამოუკიდებელი ეროვნული კინოცენტრის შექმნა, რომელიც უკვე შევქმენით და რომელმაც რეალურად უნდა დაიწყოს მუშაობა.

ყოველმხრივ უნდა დავეხმაროთ შემოქმედებით კავშირებს, როგორც ხელოვანთა თავისუფალ გაერთიანებებს. და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ მორალური, არამედ საგნობრივი, მატერიალური დახმარება. სხვანაირად ვერ დავძლევთ იმ სულიერ სიცარიელეს, რომელსაც ჩვენ ახლა განვიცდით.

დღესაც კი, გაჭირვების მიუხედავად, უდიდესი წარმატებები აქვს ქართულ მეცნიერებას. განსაკუთრებით დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა, სოფლის მეურნეობის, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების, გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების, ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის, მათემატიკისა და ფიზიკის, საზოგ გადოებრივ მეცნიერებათა, ენისა და ლიტერატურის, განსაკუთრებით არქეოლოგიისა თუ მეცნიერებათა აკადემიის სფეროს სხვა განყოფილებებში.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ, მაგ., დმანისის აღმოჩენა, რომელმაც მთლიანად შეცვალა მეცნიერული წარმოდგენები ანთროპოგენეზის პროცესებზე, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად იქცა.

მეცნიერებათა აკადემია ხელისუფლების სამეცნიერო მრჩეველია. ამჟამინდელი ვითარება კი ნათლად ადასტურებს, რას შეიძლება მივაღწიოთ დარგის შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში.

სხვათა შორის, ჩვენმა პარტნიორებმა ნატოში უკვე შენიშნეს ეს პოტენციალი და სათანადო პროგრამაც აამოქმედეს.

იოჰანესბურგში ახლახან დასრულებულმა ეპოქალურმა სამიტმა (სამწუხაროდ, ცნობილი მიზეზების გამო მე ვერ დავესწარი ამ ფორუმს) ეკოლოგიური უსაფრთხოების სრულიად ახალი ვერსია შემოგვთავაზა. ფაქტობრივად, ეკოლოგია და გარემოს დაცვა იქცა ერთგვარ მასტაბილიზებელ ფაქტორად, მრავალფუნქციურ „დამცავ მექანიზმად“ გლობალიზაციის სრულიად ობიექტური პროცესების წარმოშობილ საფრთხეზე ერთობლივი რეაგირებისათვის.

ასეთივე უნდა იყოს ჩვენი მიდგომაც.

რამდენიმე დღის წინათ მე განვაცხადე, რომ სპორტი საქართველოში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სახელმწიფო საქმეა, ქვეყნის, ახალგაზრდობის სიჯანსაღის პრობლემაა. ამდენად, რეფორმათა განსახორციელებლად დაგეგმილი გვაქვს პრეზიდენტთან შეიქმნას სპორტისა და ფიზიკური კულტურის საბჭო. აქაც ბევრი რამ ქვეყნის ყოველმხრივ მოღონიერებასა და ეკონომიკურ ზრდაზე იქნება დამოკიდებული. მჯერა, დეპუტატები მხარს დაუჭერენ ჩემ მიერ შემოტანილ მოსაზრებას სპორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

იმავე მაგალითით დღევანდელი მდგომარეობა ადასტურებს ქართული სპორტული გენიის უდიდეს პოტენციალს.

საკმარისია ითქვას: დღევანდელი მწირი დაფინანსების პირობებშიც კი ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 128 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, 36 ოქროს, 36 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს.

და ბოლოს, პატივცემულო დეპუტატებო, მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო „ახალი ქართული პროექტის“ უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

ამჟამად ჩვენს პლანეტაზე მიმდინარეობს „ციფრული რევოლუციისა და საინფორმაციო საზოგადოების დაფუძნების“ ობიექტური პროცესი. მოგეხსენებათ, საგანგებო შეხვედრა მქონდა მეცნიერებათა აკადემიასთან ამ პრობლემაზე.

სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ურთულესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისათვის.

ამდენად, ახალი პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავეთ „საქართველოს ციფრული მოდერნიზაციის“, „ციფრული განხეთქილების აღმოფხვრის“ კონცეფცია, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა თბილისში გამართულ კონფერენციაზე.

იგი ითვალისწინებს ქვეყანაში სრულფასოვანი „ციფრული ტექნოლოგიების“ დანერგვას, შესაბამისი საზოგადოებრივი თუ სოციალური სისტემების ჩამოყალიბებასა და საინფორმაციო საზოგადოების წინაპირობათა შექმნას.

უამისოდ გლობალიზაციის პირობებში ძალზე გაგვიჭირდება ეროვნული თავისთავადობისა და კულტურული უნიკალურობის შენარჩუნება.

ჩვენ უკვე შეგვწევს უნარი, დღემდე დაგროვილ პოტენციალზე დაყრდნობით, უმოკლეს ვადებში შევძლოთ საქართველოს ჩაბმა უახლეს ტექნოლოგიათა გლობალურ სისტემაში, როგორც თანასწორისა - თანასწორთა შორის.

ეს თემა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს მომავალი თაობის - ახალგაზრდობის დიდ სამომავლო მისიას: სწორედ მის პატრიოტულობასა და სიახლის აღქმის უნარზე იქნება დამოკიდებული საქართველოს მყოფადი, როგორც ყოველმხრივ განვითარებული და დიდ ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული ქვეყნისა.

ამ სტრატეგიათა ერთობა კი სამუდამოდ დაუმკვიდრებს საქართველოს სრულფასოვანი სახელმწიფოს სტატუსს.

2004 წლისათვის ქვეყანა ყოველმხრივ მზად იქნება, რათა აღნიშნოს ქართული სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი. ჩვენ გადავდეთ ამ ღონისძიების აღნიშვნა, ვინაიდან არ ვიყავით ამისათვის მზად. სჯობს, მოგვიანებით იყოს, მაგრამ აღინიშნოს ძალიან მაღალ დონეზე.

ჩვენი თაობის უდიდესი ღირსება და, მე ვიტყოდი, ღვთიური მადლია, რომ ვცხოვრობთ ისტორიის ჟამტეხილისას.

ჩვენ ერთობლივად ვაშენებთ ტაძარს, რომელიც მშობელი ქვეყნის უსასრულო მომავლის განმავლობაში დიდ ეროვნულ ტრადიციაზე დაფუძნებული ახალი, თავისუფალი, ლაღი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ხატად იქცევა.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს.

„ეროვნულ თანხმობას, ურთიერთმიტევებას, შერიგებას, საერთო ნიადაგზე დაყრდნობას, ყველაზე ღრმა ჭრილობათა მოშუშებას, სამშობლოს ინტერესთა მსახურებისათვის გაერთიანებას ალტერნატივა არა აქვს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 ოქტომბერი. - №249 (4308). - 1, 3, 4, 5 გვ.

83 „წლევანდელი მოხსენება ჩვეულებრივი და რიგითი არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ ვცადეთ შეგვეჯამებინა ათი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგი, თუმცა, არც ნაკლოვანება და გადაუწყვეტელი სახელმწიფოებრივი პრობლემები მიგვიჩქმალავს“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
14 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

- ახლახან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელი მოაწერეთ კონკორდატს - საკონსტიტუციო შეთანხმებას სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მოვლენას? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ბოდიშს ვიხდი, რომ დღეს რადიოინტერვიუ დაგვიანებით დავიწყეთ, მაგრამ მიზეზი, ალბათ, ყველასთვის გასაგებია.

მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღე საქართველოს ისტორიაში. ალბათ, დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის საეკლესიო რეფორმის შემდეგ არ ყოფილა ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული სახელმწიფოსა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობაში.

სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში გაფორმდა საკონსტიტუციო შეთანხმება, რომლითაც დემოკრატიულმა სახელმწიფომ და მართლმადიდებელმა ეკლესიამ დადეს პირობა, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და ერთობლივად იზრუნონ ფუძემდებლურ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ღირებულებათა დასაცავად.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დღეს მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ქართული მართლმად დიდებელი ეკლესიის მრევლს, დეპუტატებს და ყველა მოქალაქეს, მათი რელიგიური მრწამსის განურჩევლად, ვინაიდან მართლმადიდებლობა ისტორიულად ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმტკიცესი დასაყრდენი, შემწე და მეოხი იყო და ასე იქნება სამარადჟამოდ.

სხვათა შორის, კონსტიტუციაშიც ასე განისაზღვრა მართლმადიდებელი ეკლესიის როლი.

ზოგიერთი ეჭვი, რომელიც ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოითქმება, იმას ადასტურებს, რომ არ ვიცნობთ, ან ანგარიშს არ ვუწევთ მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. არაფერ ღირებულს და ფასეულს, რაც სახელმწიფო საცავებშია, გნებავთ, ეკლესიაშია, არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენ უსაფრთხოების სამუდამო გარანტია შევქმენით.

- გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა თქვენი მიმართვა „პარლამენტსა და ხალხს“ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა დისკუსიაში მონაწილეობის მიღებაზე და დარბაზი დატოვა. როგორია თქვენი დამოკიდებულება?

ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე შევძელით ჩამოგვეყალიბებინა პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვათა გარკვეული ტრადიცია, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებათა თანამშრომლობის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა.

წლევანდელი მოხსენება ჩვეულებრივი და რიგითი არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ ვცადეთ, შეგვეჯამებინა ათი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგი, თუმცა არც ნაკლოვანება და გადაუწყვეტელი სახელმწიფოებრივი პრობლემები მიგვიჩქმალავს.

ყველა, ვინც მოისმინა გამოსვლა და გაეცნო მიმართვის ვრცელ ვარიანტს (ბროშურა მაქვს მხედველობაში) უეჭველად დამეთანხმება, რომ ეს იყო თითქმის ყოვლისმომცველი ანალიზი სათანადო დასკვნებითა და სამომავლოდ განსახორციელებელი პროგრამებით.

ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს იმაში, რომ პოლიტიკოსთა ნაწილმა ასეთი ფორმით გამოხატა განაწყენება.

მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილად დასანანია, ვინაიდან ჯობდა მათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ განხილვაში, თუნდაც მწვავე კრიტიკის ფორმით. ბევრ მათგანს მე დიდ პატივს ვცემ და ვერც იმას იტყვიან, თითქოს მათს აზრს არ ვითვალისწინებდი უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მიღებისას.

რაც შეეხება მოხსენებას, იგი მომზადდა არა რაიმე კონიუნქტურის გათვალისწინებით, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს არის ისტორიული დოკუმენტი და მას (დარწმუნებული ვარ) როგორც თან ნამედროვენი, ასევე მომავალი თაობა სათანადოდ შეაფასებენ, რაკი მაშინ ნათლად ჩანს, რანი ვართ და როგორ უნდა განვითარდეს საქართველო ჩვენი თვალთახედვით 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში.

მე მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდი ამ გამოსვლისათვის (ჩემს კოლეგებთან - სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლებთან, მთავრობის წევრებთან ერთად) და მთავარი დებულება, რითაც ვხელმძღვანელობდით, ის გახლავთ, რომ საქართველოს ისტორიის ამ მთავარ გარდამტეხ მიჯნაზე ადამიანებმა თვალნათლივ უნდა დაინახონ ის პოზიტიური შედეგი, რაც ბევრ ნაკლთან ერთად, უდავოდ მოგვიტანა მრავალწლიანმა საერთო ძალისხმევამ - ვგულისხმობ როგორც პრეზიდენტს, ასევე პარლამენტს და მთელ მოსახლეობას.

აქვე მინდა აღვნიშნო ზოგიერთების გასაგონად: კიდეც რომ დაიჯეროს ვინმემ ის ყოვლად უსინდისო ტყუილი, თითქოს პრეზიდენტმა მთელი ამ ათი წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ გააკეთა, ეს იქნებოდა დიდი ეროვნული იმედგაცრუებაც: გამოდის, მთელმა ერმა, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ საერთოდ ვერაფერი იღონა და ვერაფერს მიაღწია ქართული სახელმწიფოს დასაფუძნებლად მრავალი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც „გადალახა რუბიკონი“ 1991 წლის 31 მარტს და შეუდგა (უდიდესი მსხვერპლისა და დანაკარგის ფასად) დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობას.

ამასთანავე, ყოველთვის მზად ვიყავი კონსტრუქციული დიალოგისთვის.

ისიც სათქმელია, რომ არსად, არცერთ ქვეყანაში პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენების შემდეგ საპარლამენტო დებატებში არ მონაწილეობს და დემოკრატიული ტრადიცია თვით ასეთ დებატებსაც კი არ ითვალისწინებს.

მიუხედავად ამისა, უდიდესი ყურადღებით ველოდი კონსტრუქციულ დისკუსიას, აზრთა გაზიარებას, თუნდაც აზრთა ჭიდილს, რაც საერთო საქმეს წაადგებოდა.

მადლობელი ვარ იმ დეპუტატების, ვინც უმცირესი (მე ვიტყოდი, კლინიკური) გამონაკლისის გარდა, თავი არ აარიდეს აზრის გამოთქმას შეურაცხყოფისა და ლანძღვის გარეშე.

მე მგონი, აქ განმსაზღვრელი უნდა იყოს თვით მოსახლეობის, მთელი ქართული საზოგადოების განწყობილება.

საქართველოს მოქალაქეებს შესანიშნავად ახსოვთ, როგორ განვითარდა მოვლენები დაახლოებით 1987-88 წლიდან, როდესაც მავანთა სრული უნიჭობისა და უნიათობის, სხვათა უპასუხისმგებლობისა და ავანტიურიზმის წყალობით ქვეყანაში საზარელი ეროვნული ტრაგედია დატრიალდა, შემდგომი უმძიმესი პრობლემებიც სწორედ ამან გამოიწვია.

მათი მოტყუება და შეცდომაში შეყვანა ძალიან ძნელია.

ამდენად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, მიმართვის ვრცელი ვარიანტი უფრო ფართო ტირაჟით გამოიცეს მთელი საზოგადოების, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეების საყურად დღებოდ.

პატრიოტულად განწყობილი ადამიანი, ვისაც სამშობლოს თუნდაც მცირე წინსვლა და წარმატება ახარებს, კრიტიკული და ოპოზიციური დამოკიდებულების მიუხედავადაც კი ყველაფერს სწორად და ადეკვატურად აღიქვამს.

სხვათა შორის, მე ამ გამოსვლას დავარქვი „ახალი პროექტი ახალი საქართველოსათვის“.

- ამ დღეებში თბილისი მასპინძლობს „კავკასიური ოთხეულის“ შეხვედრას, ამჯერად, საკანონმდებლო ორგანოთა ხელმძღვანელების ფორმატით. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მოვლენას?

უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ საქართველოს დედაქალაქი კვლავ მასპინძლობს ასეთი დონის შეხვედრას.

ეს არის „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეის რეალური ხორცშესხმა.

მე ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან სერგეი მირონოვთან.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც კიშინიოვის შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ.

აგრეთვე, უაღრესად სასარგებლო იყო შეხვედრა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ძასოხოვთან. ვისაუბრეთ, უპირველეს ყოვლისა, ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად და სამართლიანად დასრულების თაობაზე. აგრეთვე, რეგიონის პოსტკონფლიქტურ რეაბილიტაციაზე.

ვიმედოვნებ რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის ხელმძღვანელების შეხვედრა პოზიტიურ შედეგს მოგვიტანს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით.

დასასრულს უახლოვდება რუსეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებათა მოლაპარაკება სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს, აგრეთვე, პანკისის ხეობაში კონკრეტული ანტიტერორისტულ ღონისძიებათა თაობაზე. გარდა ამისა, კვლავ აქტუალურია იარაღით ხელში დაკავებული ჩეჩნების ექსტრადირების საკითხი.

რაც შეეხება ღონისძიებებს პანკისის ხეობაში, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ამ რეგიონში არავითარი „ფართომასშტაბიანი“ სამხედრო ან სხვა ოპერაციის განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს.

იმუშავებენ სპეცსამსახურები კონკრეტული დამნაშავეების გამოსავლენად.

ასევე ერთობლივად იმოქმედებენ მესაზღვრეებიც, ანუ ისინი შეიმუშავებენ საერთო პასუხისმგებლობის ფორმულას და შესაბამის მექანიზმს, რათა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ვერც ერთი მიმართულებით ვერ შეძლონ საზღვრის გადალახვა. ეს კი არა მარტო რუსეთის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებს შეესაბამება.

დაკავებულთა ექსტრადირების თაობაზე: ამ საკითხში ვიმოქმედებთ საერთაშორისო კონვენციისა და ორმხრივ ხელშეკრულებათა საფუძველზე. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იარაღით ხელში შემოვიდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, აუცილებლად უნდა გადაეცენ რუსეთისავე სამართალდაცვის ორგანოებს, თუ დადასტურდება (ისევე, როგორც წინა შემთხვევაში), რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

მაგრამ ისიც გათვალისწინებულია, რომ არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაცია.

მაშასადამე, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ (ჩემი აზრით) რუსეთის შესაბამისმა სტრუქტურებმაც უნდა იმუშაონ ევროპულ ორგანიზაციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ეჭვმიტანილთა ექსტრადირების შემდეგ მათი უფლებები მტკიცედ იქნება დაცული, როგორც რუსეთის კანონმდებლობის და კონსტიტუციის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა შესაბამისად.

ამ თვალსაზრისით, საქართველო ყოველთვის მზად არის, ითანამშრომლოს ევროსაბჭოსა და ევროსასამართლოს წარმომადგენლებთან. მიზანშეწონილი იქნება, თუ ისინი ჩამობრძანდებიან თბილისში. მათ ექნებათ საშუალება შეხვდნენ როგორც დაპატიმრებულებს, ასევე ეჭვმიტანილთა ადვოკატებს.

ხელისუფლება კი იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად მტკიცე და შეუვალია.

ძალზე სამწუხარო ინციდენტი მოხდა რუსეთ-საქართველოს საფეხბურთო მატჩის დროს, რომელმაც საერთო შეურაცხყოფის შეგრძნება გააჩინა საქართველოს მოქალაქეებში და რომ არა რაგბისტთა გუშინდელი ბრწყინვალე გამარჯვება, რამაც, მართლაც, უდიდესი სიხარული მოუტანა სპორტის მოყვარულებს, საფეხბურთო მატჩით გამოწვეული პრობლემები კიდევ უფრო მწვავე იქნებოდა.

- როგორია თქვენი შეფასება, რამდენად შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება?

რა თქმა უნდა, სჯობდა ეს არ მომხდარიყო და არც უნდა მომხდარიყო, საფეხბურთო ზეიმი არ ჩაგვშხამებოდა, თუმცა ასეთი სამწუხარო ინციდენტები სხვა ქვეყნებშიც ხდება, სადაც არანაირი ენერგეტიკული პრობლემები არა აქვთ, მაგალითად, ასეთი შემთხვევა ცოტა ხნის წინათ ესპანეთში მოხდა.

ვიმედოვნებ, სტუმრები გაგებით მოეკიდებიან ამ შემთხვევას. თუმცა ზოგიერთმა მაინც მოახერხა მწარე სიტყვის, თუ ფრაზის მოძებნა იმის გამოსახატად, რაც იქ მოხდა.

რაც მთავარია, საქართველომ, მთელმა საზოგადოებამ სრული კეთილგანწყობა გამოამჟღავნა რუსეთის დელეგაციის მიმართ, ყველას მიმართ, ვინც კი ჩამოვიდა. მე ბევრ მათგანს შევხვდი და არც ერთს არ გამოუხატავს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენთან რაიმე სახის დისკომფორტი შეექმნა.

სპორტი, მართლაც, რომ „მშვიდობის დესპანია“. წარმატებას ვუსურვებ ქართველ სპორტსმენებს: ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, რაგბისტებს, რომლებსაც მე უკვე მივულოცე ეს ბრწყინვალე, ვაჟკაცური გამარჯვება, აგრეთვე ავტომრბოლელებს, რომლების კვირის დამლევს ევროპის ჩემპიონატის ძალზე პრესტიჟულ ასპარეზობაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს შეჯიბრიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართება.

მე შემთხვევით არ მითქვამს, რომ მოვიდა დრო, რომ შეიქმნას სპეციალური საბჭო, რომელიც შეისწავლის ამ დარგის პრობლემებს, მით უმეტეს, რომ ქვეყნისათვის დამატებითი დიდი კაპიტალია ისეთი მატჩები, როგორიც გუშინ ჩვენმა რაგბისტებმა გამართეს.

- და ბოლოს, ტრადიციული შეკითხვა: რას გამოყოფდით გასული კვირის მოვლენებიდან?

- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მეოთხე სხდომა. მოგეხსენებათ, „თანამშრომლობისა და პარტნიორობის სტრატეგიული შეთანხმების“ შესაბამისად, ამგვარი სხდომა ყოველწლიურად იმართება მინისტრების დონეზე.

ამჯერად, საბჭოზე განიხილეს ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ა.შ.

ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ისევე, როგორც ჩვენს ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ. ევროკავშირი მიესალმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დაწყებას და აღიარებს ამ პროექტის დიდ მნიშვნელობას მთელი ევროპისათვის და არა მარტო რეგიონისათვის.

ამავე დროს საქართველოს დელეგაციამ ბ-ნ ირაკლი მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ბატონი პიტერ შოუს გატაცების თაობაზე.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტის გამო სავსებით სამართლიანი აღშფოთების მიუხედავად, ევროკავშირს საქართველოს დახმარება არ შეუწყვეტია და ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

ამრიგად, ევროკავშირი კვლავაც რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ევროკავშირის დაახლოება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

ევროპული გაერთიანების ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი კვლავაც დიდია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 9 ოქტომბერს საქართველოს ეწვია ევროკავშირის „სამეული“. დარწმუნებული ვარ, ეს სამიტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგის გასაღრმავებლად.

გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორი კლაუს შუმანი. რამდენიმე დღეში გაფორმდება ევროსაბჭოს და ევროკომისიის ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოს შემდგომ დახმარებას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისათვის, რასაც ევროსაბჭოს მხრიდან თბილისში მომხდარი სავალალო მიწისძვრის შედეგთა დაძლევისას ვგრძნობთ.

აღვნიშნავ, აგრეთვე, ამერიკა - საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მეხუთე წლიურ კონფერენციას.

წელს მისი ძირითადი თემა გახლდათ „ეკონომიკური უშიშროების შექმნა საქართველოსათვის“.

ქვეყნის უშიშროება და სტაბილურად განვითარება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ინვესტიციებზე, რაც, თავის მხრივ, მეწარმეობის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის უცილობელი პირობაა.

საგულისხმოა, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ამერიკელი ბიზნესმენები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ პირადად გასცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.

ძალზე კმაყოფილი დავბრუნდი ფოთიდან, სადაც გასულ კვირას გაიხსნა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის, უნდა აღინიშნოს ახალი ტერმინალი. უახლოეს მომავალში ფოთის ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3-4 მლნ ტონით გაიზრდება, ხოლო თუ ბათუმის ნავსადგურის სიმძლავრეებს მივიღებთ მხედველობაში, „დიდი ნავთობსადენისა“ და „დიდი გაზსადენის“ მშენებლობის პროცესში ჩვენი ქვეყანა ორჯერ და სამჯერ მეტი ტვირთის გატარებას შეძლებს.

აგრეთვე გამოვყოფ სასამართლოს ახალ შენობას, ახალ სპორტულ კომპლექსს და სხვა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: 8 ოქტომბერს შევხვდი სადაზღვევო-საბროკერო კომპანია „აოენის“ თავმჯდომ მარეს, ბ-ნ მაგნე სელჯეფლოტს.

ეს კომპანია მსოფლიო სადაზღვევო ბაზრის აღიარებული ლიდერია. სწორედ იგი ახორციელებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაზღვევას. საქართველოს ნავთობის კორპორაციამ ჯერ კიდევ ორი წლის წინათ დააარსა ერთობლივი კომპანია „აოენ-ჯორჯია“, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება ისეთ დარგებში, როგორიცაა ბუნებრივი რესურსები, ფინანსური ინსტიტუტები, პროფესიული და სადაზღვევო რისკები.

ამ გიგანტურ კომპანიასთან თანამშრომლობა დაგვეხმარება დაზღვევის სისტემათა განვითარებაში, რასაც დიდი სოციალური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.

და კიდევ ერთი, 15 ოქტომბერს მე უნდა მივიღო ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა. ეს კომპანია მუშაობს დედოფლისწყაროში, სადაც უკვე დააბანდეს 30 მლნ ამერიკული დოლარი, მიიღეს შესანიშნავი შედეგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ნავთობის ამოღების დროს მიწის ფენებმა გამოავლინა განსაკუთრებული თვისება და დაიწყო ნავთობთან სილის შერევა, რამაც გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვია და სერიოზული პრობლემები შექმნა.

ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ისეთი გარანტიების მოძიება, რომელიც ამ პრობლემას მოხსნის. მით უმეტეს, თავად ამ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედოფლისწყაროს ორი საბადო დაახლოებით იმ მოცულობისაა, როგორიც „შაჰ-დენიზია“.

მენავთობეებმა და გეოლოგებმა ცოტა გადაჭარბება იციან პროგნოზების გაკეთებისას, მაგრამ თუ ეს პროგნოზი სიმართლესთან ცოტათი მაინც არის ახლოს, საქართველო ამით უდიდეს რესურსს მიიღებს.

„წლევანდელი მოხსენება ჩვეულებრივი და რიგითი არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ ვცადეთ შეგვეჯამებინა ათი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგი, თუმცა, არც ნაკლოვანება და გადაუწყვეტელი სახელმწიფოებრივი პრობლემები მიგვიჩქმალავს.“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 ოქტომბერი. - №251-252 (4311). - 1, 2 გვ.

84 მედეა ჩახავას საიუბილეო საღამოს გამო

▲back to top


მილოცვა

სამოცი წელი ერთი თეატრის სცენაზე, თანაც რუსთაველის, თანაც საუკეთესო როლებით...

ამ სასწაულის შემოქმედი მუდამ მომხიბლავი ქალბატონი და ბრწყინვალე მსახიობი მედეა ჩახავა გახლავთ, იმ თაობის მშვენიერი წარმომადგენელი, რომელსაც მიხეილ თუმანიშვილის თაობა ჰქვია, თვისებრივად რომ გააახლა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული თეატრი.

ვწერდი კიდეც ქ-ნ მედეას დაბადების დღესთან დაკავშირებით: „თქვენ იმ ეპოქის ერთ-ერთი შემქმნელი ხართ, რომელსაც ქართულ თეატრში მიხეილ თუმანიშვილის ეპოქა ჰქვია“.

სწორედ ამ დიდი ქართველი რეჟისორის სიტყვებით მინდა გავაგრძელო: „მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სპექტაკლის დამთავრებისთანავე თეატრი კვდება, მაგრამ რატომაა, რომ ჩემში აქამდე ცოცხლობენ შენ მიერ განსახიერებული სახეები“.

ეს, მართლაც, ძნელი კითხვაა და შევეცდები, პასუხი გავცე.

ალბათ, იმიტომ, რომ მედეა ჩახავას გმირები დროის ძირითადი ტენდენციის გამომხატველები იყვნენ ყოველთვის, დროის მახასიათებლები, ჩვენს მახსოვრობას შემორჩენილი თავისი განუმეორებლობით, სიმკვეთრითა და ერთადერთობით. ვისაც თუნდაც ერთხელ უნახავს ისინი, არასდროს დაავიწყდება და როდესაც ახსენებენ მედეა ჩახავას, იმ წუთს გონებაში ეს სახეები ამოტივტივდება მთელი თავისი მშვენიერებით.

ასე რომ, როდესაც მედეა ჩახავას შემოქმედების 60 წელს ვზეიმობთ, ვზეიმობთ იმ გმირების დაბადების დღეებსაც იმ რეჟისორებსა და მსახიობებთან ერთად, რომელთა მეშვეობით დაიბადნენ ისინი სცენაზე.

მედეა ჩახავა უბედნიერესი მსახიობი გახლავთ - ჩვენ მისი შემოქმედებითი ცხოვრების ანარეკლი გვეცემა და მოხიბლული ვართ. იგი კი თავის თავში ატარებს იმ ყოველივეს, რასაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ქართული თეატრი ჰქვია.

დიდი ხანია, მე და ჩემი მეუღლე მისი ერთგული თაყვანისმცემლები ვართ, ჯერ კიდევ ფუჩიკის ლიდა პლახადან მოკიდებული და ახლა კიდევ ერთხელ ვეუბნებით მას მადლობას ამ საოცრებისათვის. სიყვარულს ვუხსნით და ტაშს ვუკრავთ.

ედუარდ შევარდნაძე

მედეა ჩახავას საიუბილეო საღამოს გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 16 ოქტომბერი. - №251-252 (4311). - 1 გვ.

85 ბატონ თამაზ აბზიანიძეს დაბადების დღეზე

▲back to top


მილოცვა

ბატონო თამაზ,

დაბადების დღეს გილოცავთ, 50 წელს, სიბრძნისა და აქტიური მოქმედების ასაკს, როცა ყველაფერი იცი და როცა ყველაფერი შეგიძლია.

დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ და მინდა გითხრათ, რომ უდიდეს პატივს გცემთ, როგორც ირაკლი გვერდწითელის ტრადიციების ერთგულ გამგრძელებელსა და თანამიმდევრულ დამცველს იზოტოპების ინსტიტუტში.

თქვენ უძნელეს დროს ჩაუდექით ამ ინსტიტუტს სათავეში, გადაარჩინეთ იგი და მის ბაზაზე დააფუძნეთ საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი, აღმასრულებელი ორგანო მაღალი ტექნოლოგიების იმ საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოსი, რომლის თავმჯდომარეც, მოგეხსენებათ, მე გახლავართ, მოადგილე კი - თქვენ.

ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ ერთად, რისი დასტურიც არის მსოფლიო ბაზარზე თქვენი კონკურენტუნარიანი პროდუქცია, უცხოური გრანტები და ინვესტიციები.

უცხო ექსპერტები ენდობიან თქვენს კომპეტენციას, თქვენს სიტყვისკაცობას.

იმედი მაქვს, დიდხანს და დიდხანს უხელმძღვანელებთ ამ მნიშვნელოვან საქმეს თქვენს შესანიშნავ თანამშრომლებთან ერთად.

პატივისცემითა და სიყვარულით,

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ თამაზ აბზიანიძეს დაბადების დღეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 ოქტომბერი. - №251-252 (4311). - 2 გვ.

86 საქართველო საუკუნეთა მიჯნაზე

▲back to top


ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი
თვისებრიობა და ახალი ამოცანები

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
ყოველწლიური მიმართვა პარლამენტისა და ხალხისადმი
ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ

პატივცემულო დეპუტატებო
საქართველოს მოქალაქენო,
ბატონებო,

კონსტიტუციის შესაბამისად ვაქვეყნებ ყოველწლიურ მიმართვას პარლამენტისა და ხალხისადმი - ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის, სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ.

ამთავითვე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრ რივი, რიგითი გამოსვლა და არც ის არის შემთხვევითი, რომ წელს პირველად დავარღვიე ჩემ მიერვე დამკვიდრებული ტრადიცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტის პოლიტიკური მიმართვა ქვეყნდებოდა საგაზაფხულო სესიაზე.

აუცილებელი იყო ქვეყნის მდგომარეობის შეფასება სწრაფად ცვალებად საგარეო და საშინაო პირობებში, რომლებიც შეიქმნა, ერთი მხრივ, 11 სექტემბრის მოვლენებისა და შესაბამისი გლობალური (და რეგიონალური) ცვლილებების, აგრეთვე მრავალი საარსებოდ მნიშვნელოვანი თუ სახელმწიფოებრივად საგულისხმო პროცესის დაჩქარების, მეორე მხრივ კი, შინაპოლიტიკური ვითარების არსებითი ევოლუციის შედეგად.

რამდენიმე დღის წინათ დაიწყო „დიდი ნავთობსადენის“ მშენებლობა, რომლის პირველივე მეტრის საძირკველში პრეზიდენტებმა ჩავდეთ „ათასწლეულის წერილი მომავალ თაობებს“. ამით სათავე დაედო „დიდი აბრეშუმის გზის“ უმნიშვნელოვანესი კომპონენტის განხორციელებას.

ახლახან გაფორმდა პირველი ხუთასი ხელშეკრულება (კონტრაქტი) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მომსახურებასთან (მომავალი პროფესიული არმიის ბირთვთან), რომლებიც იწვრთნებიან აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორთა ხელმძღვანელობით ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

წარმატებით ვითარდება ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში. არავის ეგონოს, რომ ეს ლოკალური ხასიათის ღონისძიებაა. ამით ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფოა და მასთან პარტნიორული თანამშრომლობით სავსებით შესაძლებელია ურთულესი პრობლემების გადაწყვეტა.

ეს მაგალითებიც ნათელჰყოფს, რომ დღეს საქართველო თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარდამტეხ მიჯნასთან იმყოფება.

ამ ჟამტეხილის მიღმა იწყება არათუ ახალი პერიოდი ქვეყნის განვითარებისა, არამედ მისი ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და გეოპოლიტიკური თვისებრიობაც.

სწორედ ამიტომ ვაცნობიერებდი რა უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც სამშობლოს დღევანდელობისა და ხვალინდელი დღის წინაშე გვეკისრება, ვერ მივცემდი თავს უფლებას, საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მიჯნაზე, პარლამენტისა და ხალხის წინაშე არ წარვმდგარიყავი ყოველმხრივ გააზრებული, გრძელვადიანი პროგრამის გარეშე, რომელიც მთლიანად შეესაბამება გასული ათწლეულის ძირითად მონაპოვარს, ანუ იმ საფუძველს, იმ დიდ პოტენციალს, რომელიც ჩვენმა ერმა შექმნა უდიდესი სახელმწიფოებრივი სიბრძნითა და მოთმინებით.

დღეს, ამ ისტორიულ მომენტში, ამჟამინდელ საგარეო და საშინაო ვითარებაში მივიჩნიე მიზანშეწონილად გამოვაქვეყნო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების შემდგომი სიმაღლის მიღწევის ახალი პროგრამა.

ეს არის ახალ პირობებში რეფორმათა გაღრმავების პროგრამა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ახალი პროექტი საქართველოსათვის“ - ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარებისა და ყოველმხრივი აღმავლობისათვის.

პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა ხალხისა და პარლამენტისადმი არის წლის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტი. იგი აჯამებს წინა წლის შედეგებს და სახავს მომავალი წლის ამოცანებს, აყალიბებს პოლიტიკურ სტრატეგიასა და ტაქტიკას, შესაბამის სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს. ამდენად, მას აქვს როგორც უცვლელი, მუდმივი, ისე ცვალებადი პოსტულატები.

უცვლელია გარდამავალი ეტაპის ისეთი მიმართულებანი, როგორიცაა: სამართლებრივი, სოციალური, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა. ეს უცვლელი სიდიდეებია და არ შეიძლება რომელიმე მათგანის უგულებელყოფა მხოლოდ კონკრეტულ პრიორიტეტებზე ყურადღების გადატანით.

მთავარ სტრატეგიულ მიმართულებათა აქცენტირება ახალი პროგრამის ფარგლებში სულაც არ ნიშნავს მუდმივი პრიორიტეტებისა და უკვე მიღწეულის არად ჩაგდებას.

რეფორმათა გაღრმავების კონცეფცია გულისხმობს არა უბრალოდ შემდგომი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პროგრამის შემუშავებასა და მის ადაპტირებას თანამედროვე რეალიებთან, არამედ უაღრესად ღრმა და რადიკალურ ცვლილებებსაც სახელმწიფო-პოლიტიკური კურსის შინაარსში, აგრეთვე შესაძლოა მტკივნეულ, მაგრამ გაბედულ ნაბიჯებს სახ ხელმწიფოებრივი ცხოველმოქმედების ყველა მიმართულებით.

ეს არ ნიშნავს თვით იმ კურსის რევიზიას, რომელიც ქართველმა ერმა, საქართველოს მოსახლეობამ აირჩიეს ჩვენი ისტორიის „რუბიკონის გადალახვისას“ - 1991 წლის 31 მარტის დიდ ეროვნულ რეფერენდუმზე. პირიქით, „ახალი პროექტი საქართველოსათვის“ ითვალისწინებს ამ ისტორიული გადაწყვეტილების რეალური შინაარსით შევსებას, პიროვნულ და ეროვნულ ინტერესთა შეხამებას საერთო ნიადაგის საფუძველზე - ერთობლივი პასუხისმგებლობის სრული გაცნობიერებით.

უპირველეს ყოვლისა, პატივცემულ კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს (მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებების თუ მრწამსისა), ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს (განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობის თუ რწმენისა), მოვუწოდებ გააცნობიერონ სწორედ ეს საერთო პასუხისმგებლობა.

ჩვენი თაობა დღეს აღმოჩნდა მრისხანე ისტორიული გამოწვევის წინაშე და იმ შანსის ხელიდან გაშვებას, რომელიც მეორე და მესამე ათასწლეულთა მიჯნაზე მოგვეცა, შთამომავლობა არ გვაპატიებს.

დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებულ პოლიტიკურ და ზნეობრივ დატვირთვას იძენს პრეზიდენტისა და პარლამენტის თანასწორუფლებიანი, კონსტრუქციული თანამშრომლობა საქართველოს ძირითადი კანონის საფუძველზე.

ეს მით უფრო აქტუალური და აუცილებელია ხელისუფლებათა გამიჯვნის მოქმედი კონსტიტუციური მოდელის თავისებურებებისა და გარკვეული თანამდევი საფრთხის გათვალისწინებით.

ამ მოდელში პარლამენტისა და პრეზიდენტის ერთსულოვნება და საქვეყნო ინტერესთა პრიორიტეტის რეალური აღიარება მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩემდათავად ყველაფერს ვიღონებ, რათა უზრუნველვყო ეს ერთიანობა როგორც ხელისუფლებაში, ისე მთელ საზოგადოებაშიც.

ეროვნულ თანხმობას, გაერთიანებას, ურთიერთმიტევებას, შერიგებას, საერთო ნიადაგზე დაყრდნობას (როგორც დიდი ილია და მისი თანამებრძოლები მოგვიწოდებდნენ), ყველაზე ღრმა ჭრილობათა მოშუშებას (თუნდაც ძალზე მტკივნეული მეთოდებით), სამშობლოს ინტერესთა მსახურებისათვის გაერთიანებას ალტერნატივა არა აქვს.

ნებისმიერი პიროვნული ამბიცია აქ დაუშვებელია.

ამიტომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის პირობებში და ჩვენვე გადავდგით პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, არათუ გაგრძელდება, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდება.

აქვე მოგახსენებთ, პატივცემულო დეპუტატებო, რომ მზადდება პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებები - სწორედ შერიგებისა და ეროვნული თანხმობის პოლიტიკის უპირობო გაგრძელების თვალსაზრისით.

მოვიდა დრო ითქვას, რომ სამოქალაქო ომის ორივე მხარეს (მრავალ მედროვესთან და შემთხვევით პირთან ერთად) იბრძოდნენ გულმხურვალე პატრიოტები, საქართველოს შვილები და ჩვენი ისტორიის ის ტრაგიკული ფურცელი საბოლოოდ უნდა დავხუროთ, რათა ამგვარი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

ეს არის ზნეობრივი და სულიერი წინაპირობა ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოძრაობის გასაგრძელებლად - ახალი პროგრამისა და ახალი სინამდვილის გათვალისწინების საფუძველზე.

მაგრამ სისტემურ რეფორმათა ახალი პროგრამის გამოქვეყნება არ ნიშნავს და არც შეიძლება ნიშნავდეს იმის უგულებელყოფას, რასაც საერთო ძალისხმევით მივაღწიეთ განვლილი ათი წლის განმავლობაში.

შეიძლება ითქვას, დღემდე ჩვენ ერთობლივად შევქმენით საფუძველი, რომელზეც ვაგებთ ახალ შენობას.

გზა, რომელიც ერთად გავიარეთ

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ ჭეშმარიტად ისტორიული ეპოქის ტოლფასი გზა განვლო.

ამის უგულებელყოფა ან დაუნახაობა არა მხოლოდ და არა იმდენად პოლიტიკური ტენდენციურობის, არამედ უპასუხისმგებლობისა და სიბეცის გამოვლინება იქნებოდა.

ათი წლის განმავლობაში შეიცვალა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფორმაცია; საფუძველი ჩაეყარა, პირველად საქართველოს ისტორიაში, ახალ ქართულ დამოუკიდებელ, სუვერენულ, სამართლებრივ და სოციალურად ორიენტირებულ სახელმწიფოს; შეიქმნა ახალი, მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის მიღწევათა შესაბამისი კონსტიტუცია; პირველად ჩამოყალიბდა რეალურად საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკა; პირველად განხორციელდა ხელისუფლების დაყოფა სამ შტოდ; პირველად შეიქმნა ახალი ტიპის ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტი; პირველად საქართველოს ისტორიაში დაიწყეს ფუნქციონირება ახალი ტიპის უზენაესმა სასამართლომ და საკონსტიტუციო სასამართლომ; პირველად ქართველი ერისა და საქართველოს ხალხის ისტორიაში ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება (ყველა მისი ატრიბუტით); პირველად ქართული ცივილიზაციის ისტორიაში შევქმენით საბაზრო ეკონომიკა; პირველად ჩამოყალიბდა დემოკრატიულ საწყისებზე აგებული მუნიციპალური ხელისუფლება.

იმავდროულად განვლილი ათწლეულის ურთულეს გადასაჭრელ პრობლემებს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; ლტოლვილთა დაბრუნება მშობლიურ სახლებში; მოსახლეობისათვის საგრძნობი ეკონომიკური ზრდა; სიღარიბის დაძლევა; საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის საბოლოო დაძლევა (რისი პირველი ნიშნებიც უკვე თვალნათლივ ჩანს); კორუფციის აღმოფხვრა და სოციალური პოლიტიკის სრულყოფა.

სწორედ ამ პრობლემათა უმოკლეს ვადებში გადაწყვეტის იმპერატივიდან იშვა „რეფორმათა გაღრმავების პროექტის“ შემუშავების იდეა.

ოღონდ სანამ მის თითოეულ შემადგენელს მოგახსენებდეთ, აუცილებლად მიმაჩნია, მოკლედ გავაანალიზო განვლილი ათწლეულის ძირითადი ტენდენციები.

სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ათწლეულს, რა თქმა უნდა, დიდი დაღი დაასვა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე ჩვენს ქვეყანაში დატრიალებულმა საზარელმა ეროვნულმა ტრაგედიამ, რომელიც უდავოდ იყო როგორც სუბიექტური შეცდომებისა და არაკომპეტენტურობის, ისე ობიექტური გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგი.

მიუხედავად ამისა, როგორც მოგახსენეთ, ქართველმა საზოგადოებამ „გადალახა რუბიკონი“ და გაიღო ის მრავალგვარი მსხვერპლი, რომელიც უეჭველად დასჭირდებოდა დამოუკიდებლობისა და სუვერენული სახელმწიფოებრიობის მოპოვებას.

საქართველოს გათავისუფლება დიდწილად იყო აგრეთვე პლანეტაზე თავისუფლების იდეალთა გამარჯვების იმ გლობალურ პროცესთა შედეგი, რომლებიც მსოფლიოში განვითარდა.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში ვერ გაიმარჯვებდა, რომ არა „ახალი აზროვნება“, რომ არა მსოფლიო ლიბერალურ-დემოკრატიული რევოლუცია, ბერლინის კედლის დანგრევა, გერმანიისა და ევროპის გაერთიანება, ცივი ომის დასრულება, მსოფლიოს გამთლიანება დემოკრატიულ იდეალთა საფუძველზე, რომ არა პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალისტურ სივრცეში ჭეშმარიტად სუვერენული ეროვნული სახელმწიფოების წარმოშობა.

მაგრამ (გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ) იმათ, ვინც განახორციელა მსოფლიო ლიბერალურ-დემოკრატიული რევოლუცია და იმათ, ვინც სათავეში ედგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში, ერთიანი სტრატეგია და ტაქტიკა ვერ შეიმუშავეს.

არაკომპეტენტურმა, გამოუცდელმა ხელისუფლებამ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის მიუხედავად, სულ მალე მიიყვანა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც შემდგომ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

ობიექტურად შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ეტაპი იმ პერიოდის საქართველოს განვითარებიდან: საბჭოთა იმპერიის მსხვრევის შედეგად დამთავრდა საქართველოს სსრ პერიოდი, ანუ იმპერიის დაშლის გამო დაინგრა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაც; საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა - საბჭოთა იმპერიის დასასრული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს დასაწყისი გახდა.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაფუძნდა საქართველოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

1991 წლის 26 მაისის არჩევნების შედეგად კი საქართველოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

ე. წ. დეკემბერ-იანვრის სამხედრო-სახელმწიფო გადარტიალებას მხარი დაუჭირა საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რის შედეგადაც ამ მოვლენამ რევოლუციური კატაკლიზმის მრავალი ნიშანი შეიძინა.

საზოგადოებრივი განხეთქილებისა და (შემდგომ) სამოქალაქო დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდა 1988 წლიდან წამოწყებული ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის გარკვეული თავისებურებანი. კერძოდ, საბოლოო მიზნის მკაფიოდ და სწორად წარმოდგენის მიუხედავად, რეალობის არაადეკვატური აღქმა; ევოლუციურობის კატეგორიული უარყოფა; ექსტრემიზმად გადაზრდილი რადიკალიზმი და იმ გარემოების ჯიუტად უგულებელყოფა, რომ პროცესთა მასობრივი, საზოგადოებრივი აღქმა ყოველთვის არ ემთხვეოდა კონკრეტული მოღვაწეების თუ პოლიტიკური ჯგუფების ემოციურ დამოკიდებულებას.

ანუ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულების ხარისხი არ იყო ადეკვატური იმ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტებისა, რომლებსაც პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ამკვიდრებდნენ სხვადასხვა მეთოდით.

სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არა გვაქვს გაცნობიერებული სამოქალაქო ომის სრული გამანადგურებელი შედეგი. იოლად აღსაქმელია მხოლოდ გარეგანი, ეკონომიკური მხარე.

გავიხსენოთ შიმშილის პირას მისული საქართველო, რიგები პურის მაღაზიებთან მთელი ღამეების განმავლობაში, ინფლაცია და ჰიპერინფლაცია, კრიმინალური ბანდების თარეში და სხვა მრავალი.

მაგრამ ყველაზე საზარელი, რაც უმალვე შევნიშნე, როგორც კი ჩემი ხალხის მოთხოვნით, 1992 წლის მარტში დავბრუნდი სამშობლოში, იყო შემაძრწუნებლად ღრმა სულიერი კრიზისი, უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა.

მაშინ საქართველო გახლდათ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად განადგურებული ქვეყანა და აქ არ არის იოტისოდენი გადაჭარბებაც კი.

ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ მმართველობის პერიოდში ფორმალურად აღდგა „პირველი რესპუბლიკის“ დროინდელი კონსტიტუცია, შეიქმნა სახელმწიფო საბჭო, რითაც დაიწყო გარდამავალი ეტაპი არალეგიტიმური ხელისუფლების ლეგიტიმაციისაკენ; გაიმართა 11 ოქტომბრის არჩევნები და ჩამოყალიბდა „მცირე კონსტიტუცია“, რომლითაც ხელისუფლებას უნდა ეხელმძღვანელა.

ეს იყო პირველი ნაბიჯი კანონიერების ჩარჩოებში პროცესთა მოქცევის გზაზე. კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ ავსებდა ნოე ჟორდანიასდროინდელ, ბევრი თვალსაზრისით მოძველებულ კონსტიტუციას და, შეიძლება ითქვას, „ათანადროულებდა“ მას.

თავს ვალდებულად ვთვლი, შეძლებისდაგვარად მოკლედ მიმოვიხილო გასული ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ეროვნული აღორძინების უმთ თავრესი მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯები, რათა ნათელვყო, რანი ვიყავით, რა გზა გავიარეთ და რანი ვართ დღეს, როდესაც ყველა თვალსაზრისით უკვე მომწიფდა ვითარება, რათა მოვიმკათ ხანგრძლივი მოთმინების, მიზანმიმართული, ფრთხილი, გეგმაზომიერი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ძალისხმევით მოწეული მოსავალი.

ის, რაც შეუძლებელი იყო ჯერ კიდევ გუშინ, როცა არ არსებობდა შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური, საერთაშორისო და საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური წინაპირობანი, შეგვიძლია მტკიცედ და გაბედულად, განვახორციელოთ უკვე დღეიდან - ყოველმხრივი განახლებისა და დაგროვილი პოტენციალის ამოქმედების მიზნით. ანუ პროექტში, ახალ კონცეფციაში, დღეს რომ გთავაზობთ, არ არის ელემენტები, რომლებსაც თვისებრივად არ შეიცავდა პრეზიდენტის ხუთწლიანი პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტის არჩევნებამდე გამოქვეყნდა და ეწოდებოდა „აღმშენებლობა და განვითარება - საქართველოს გზა კეთილდღეობისაკენ“, აგრეთვე მრავალწლიანი „ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ეროვნული პროგრამა“; „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამა“ და სხვა დოკუმენტები.

„საერთო ნიადაგის“ თეორია ერთობლივი
გამარჯვების წინაპირობაა

სანამ ამ პროგრამათა განხორციელებისა და მის საფუძველზე ქვეყნის შემდგომი განვითარების ახალ პროექტს გაგაცნობდეთ, ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ ერთ მეტად საგულისხმო და აქტუალურ პრობლემაზე.

ხშირად ისმის კითხვა, გვჭირდება თუ არა სახელმწიფო იდეოლოგია, არის თუ არა საჭირო იდეოლოგია და ასე შემდეგ.

ეს კითხვა უკვე შეიძლება სავსებით რიტორიკულად ჩაითვალოს. ახალი სახელმწიფოს მშენებლობის პროექტი მოითხოვს შესაბამისი მსოფლმხედველობის შემუშავებას. ჩვენ ამ პრობლემათა გადასაჭრელად ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს, ევროპის, ამერიკის სამეცნიერო ცენტრებთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან.

როგორც ცნობილია, „ტერმინთა გამო არ კამათობენ - მათ შესახებ თანხმდებიან.“

ზოგჯერ ისტორიულად ამა თუ იმ ტერმინს გარკვეული ცნებითი შინაარსი მყარად უკავშირდება (თუ შეიძლება ასე ითქვას, „მიეწებება“) და სხვა შინაარსით მისი გამოყენება დიდ სირთულეებს ქმნის.

ასეთ ტერმინთა მაგალითებია: სოფისტი, ინკვიზიტორი, სქოლასტიკოსი და ასე შემდეგ.

მაგრამ თუ ისტორიულ მეხსიერებას ყურადღებას არ მივაქცევთ, თავისთავად თვით ამ ტერმინებში დასაწუნი არაფერია. „სოფისტი“ ტერმინოლოგიურად ბრძენს ნიშნავს, „ინკვიზიტორი“ - გამომძიებელს, „სქოლასტიკოსი“ - საეკლესიო სკოლის მასწავლებელს.

სწორედ ამგვარ ფენომენთან გვაქვს საქმე ტერმინ „იდეოლოგიის“ განხილვისას.

„იდეოლოგია“ საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული, ცნობიერი წარმოდგენების (იდეების) მომწესრიგებელ მოძღვრებას ნიშნავს, თუმცა შემდგომ მან ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრების აღნიშვნის პრეტენზიაც შეიძინა. ამ აზრით, „იდეოლოგია“, მართლაც, ყალბი ცნობიერებაა.

ოღონდ ჩვენი ცნობილი თქმისა არ იყოს, „წყალს ბავშვიც გადავაყოლეთ“. ნებისმიერ მასშტაბურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას, ისევე როგორც თვით სახელმწიფოს, ნორმალური ცხოველმოქმედებისა და განვითარებისათვის აუცილებლად ესაჭიროება ძირითად, ფუნდამენტურ ღირებულებათა სისტემა, რომლის აღსანიშნავად, ალბათ, ჯობს გამოვიყენოთ შედარებით ნეიტრალური ტერმინი - მსოფლმხედველობა.

იგი უკეთ შეძლებს ადამიანისა და თვით საზოგადოების არსებობის საზრისის დადგენისა და გამართლების ცდის მუდმივი პროცესის აღნიშვნას.

ვფიქრობ, საქართველომ უკვე აირჩია მსოფლმხედველობრივი სისტემა, როდესაც 1991 წლის 31 მარტის დიდ ეროვნულ რეფერენდუმზე ხმა მისცა დამოუკიდებლობას.

ჩვენი მსოფლმხედველობის ურყევი საფუძველია აგრეთვე 1995 წლის კონსტიტუცია. მე შევთავაზებდი საზოგადოებას ეროვნული მსოფლმხედველობრივი სისტემის გაგებას, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ილიას ეპოქაში ჩამოყალიბდა: ეს არის „საერთო ნიადაგის“ კონცეფცია, ანუ სამშობლოს ინტერესთა პრიორიტეტულობა; პიროვნულ და საზოგადო მისწრაფებათა თანხვედრა; რწმენისა და პოლიტიკური შეხედულებების, სოციალური თუ ეთნიკური განსხვავების მიუხედავად, ერთიანი პატრიოტული მრწამსის აღიარება; თავისუფლებისა და დემოკრატიის, სოციალური (და არა ქონებრივი) თანასწორუფლებიანობის საკაცობრიო იდეალთა ერთგულება.

ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობა, რომლის არსი დიდმა ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩამოაყალიბეს.

ხომ არ მოვიდა დრო, ამავე კონტექსტით ახლებურად აღვიქვათ აგრეთვე „ორიენტაციის“ თემა და იგი განვიხილოთ, როგორც არჩევანის მიზანშეწონილობის საკითხი. იმ აზრით, რომ დემოკრატიული არჩევანი (კერძოდ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნების ნება) ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფების გამოხატულება იყო, ხოლო გზა, რომელსაც დიდი არჩევანის განსახორციელებლად დავადექით, არის კურსი - თავისუფალი, შემწყნარებლობის პრინციპებზე დამყარებული ღია საზოგადოებისკენ.

ამ საზოგადეობას შეუძლია თითოეული ადამიანის, თითოეული პიროვნების უფლებათა დაცვის გარანტად იქცეს.

ამრიგად, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან თავსებადობის საკითხი თავისთავად გულისხმობს ორიენტაციის მიზანშეწონილობას. დღეს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია იზოლირებულად არსებობა სხვა სახელმწიფოთა კულტურათა და ფენომენის გაუთვალისწინებლად. მაგრამ აქ მთავარია ამ არჩევანს ეროვნული კულტურის მონაპოვარი და ჩვენი ყოფის სპეციფიკა არ შეეწიროს.

ჩემი აზრით, „საერთო ნიადაგის თეორია“ უნდა გახდეს საყოველთაო საფუძველი საქართველოსი, როგორც სახელმწიფ ფოებრივი და ისტორიულ-კულტურული ფენომენის არსებობა-განვითარებისა.

საკონსტიტუციო რეფორმა

ნება მიბოძეთ, თქვენი ყურადღება მივაპყრო ჩვენი წინადადებების დედა-აზრს, - სათანადო დასაბუთებით განვლილი წლების გამოცდილებიდან.

უპირველეს ყოვლისა, რეფორმათა გაღრმავებისა და განახლების პროცესი, ჩვენი თვალთახედვით, უნდა შეეხოს ქვეყნის ძირითად კანონს - საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს და ასახავდეს თანამედროვე, სწრაფად ცვალებად რეალობებს.

ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია პარლამენტმა მიიღო 1995 წელს, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომისა და ქაოსის პირობებში იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოებრიობას და მისი ძირითადი დებულებების რაიმე რეჟიმის, შეცვლის ან კორექტირების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.

მაგალითად, ხელშეუხებელია კონსტიტუციის ისეთი ფუნდამენტური დებულებები, როგორიცაა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ხალხის შეუვალი სუვერენიტეტი, დემოკრატიული წესწყობილება, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის აღიარება და სხვა.

ამავე დროს ახალი რეალობისა და სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, საჭიროა ვიფიქროთ ხელისუფლებათა გამიჯვნის პირობებში მათი ურთიერთმიმართებისა და ურთიერთმოქმედების ახალი მოდელის ჩამოყალიბებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს გავაღრმაოთ რეფორმათა პროცესი და იმავდროულად საფრთხე არ შევუქმნათ სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.

ამდენად, არ უარვყოფ ჩემს წინადადებას მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებისა და კონსტიტუციაში ცვლილებებათა შეტანის შესახებ, რომელიც იურიდიულად ხორცშესხმულია შეს საბამის კანონპროექტთა პაკეტით.

სამწუხაროდ, პარლამენტში ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ღრმა ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლებიც ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის განუყოფელი თანამდევია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

საკმარისია თუნდაც გავიხსენოთ, რომ ამჟამად არსებობს და ვითარდება საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა, რასაც იოტისოდენად არ დაუყენებია ეჭვქვეშ საფრანგეთის დემოკრატიული წესწყობილების საფუძვლები.

იმავდროულად საკონსტიტუციო ცვლილებები იგულისხმებს პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფოებრივი ფუნქციისა და როლის გაძლიერებას ინსტიტუციური ოპტიმიზაციის მეთოდით.

ღრმად ვარ დარწმუნებული, სრულიად აუცილებელია პარლამენტის რაოდენობრივი შემცირება, რის შედეგადაც იგი კიდევ უფრო მაღალპროფესიული და მობილური გახდება.

ვფიქრობ, ოპტიმალური რაოდენობა იქნებოდა 80-100 სადეპუტატო მანდატი. ამ შემთხვევაში პარლამენტის ქვედა პალატა კვლავინდებურად შეიძლება აირჩეს შერეული სისტემით, ხოლო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის ფარგლებში მაჟორიტარული წესით არჩეული სენატის დაფუძნება შექმნის იმ წონასწორობას საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, განვავითაროთ ხელისუფლებათა თანამშრომლობის საუკეთესო ტრადიცია.

დარწმუნებული ვარ, აუცილებელია 2003 წელს საქართველოს მოსახლეობამ აირჩიოს არა მხოლოდ პარლამენტის ქვედა პალატა, არამედ სენატიც, სადაც გათვალისწინებული იქნება სარეზერვო მანდატები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალ სენატორთათვის.

ვფიქრობ, კანონიერების განსამტკიცებლად ისევე, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ავტორიტეტის ასამაღლებლად, მეტად საშურია დეპუტატის იმუნიტეტის საკითხის გადაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში, მისი შეზღუდვა მაინც, რათა საჭირო გახდეს მისი სასამართლომდე მიყვანა, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

უაღრესად აქტუალურია ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საკონსტიტუციო თავის შემუშავება და მისი ორგანული შეხამება ძირითადი კანონის იურიდიულ სისტემასთან.

როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი ბრძანებულებით შეიქმნა საგანგებო სახელმწიფო კომისია, რომელიც კონსტიტუციის სრულყოფისა და განახლების საკითხებზე იმუშავებს.

ამ თემას ორგანულად უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა. ოღონდ, ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთჯერადი აქტი იქნება და დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა ის სახელისუფლებო სტრუქტურა, რომელიც ამჟამად ფაქტობრივად არსებობს და მოქმედებს აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში. ეს იქნება ევულუციური, მრავალი ეტაპის შემცველი პროცესი - ურთულესი შეთანხმებებითა და ორმხრივი კომპრომისებით.

ვფიქრობ, განმსაზღვრელი დებულება აქ უნდა იყოს ფედერაციული მოდელი (ლტოლვილთა საყოველთაო და ღირსეული დაბრუნების პირობით). მით უმეტეს, რომ ცხოვრება და სახელმწიფოებრივი განვითარება თავად ქმნის შესაბამის წინაპირობას. მაგალითად, რეალური თანამშრომლობა და ურთიერთმიმართება ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებს შორის, აგრეთვე ამ ორგანოთა რეალური უფლებამოსილება და მათი სტრუქტურა უდავოდ უახლოვდება ფედერაციულ სახელმწიფოებში მიღებულ და აპრობირებულ დონეს.

ამ სისტემის მრავალ მოდიფიკაციათაგან მე უპირატესობას მივანიჭებდი ე.წ. „ასიმეტრიულ ფედერაციას“, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილებათა და კომპეტენციათა თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებას ფედერაციის სუბიექტებთან.

აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად მიზანშეწონილად მიგვაჩნია უახლოეს მომავალში მოწვეულ იქნეს საერთაშორისო კონფერენცია აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის თანათავმჯდომარეობით, უკრაინისა და თურქეთის აქტიური მონაწილეობით.

ამ კონფერენციის საფუძველი შეიძლება გახდეს „მეგობართა ინსტიტუტი“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პროცესის მონაწილე მეგობარ სახელმწიფოებს აერთიანებს.

კონფერენციაზე ჩვენ წარვდგებით შესაბამისი კონკრეტული წინადადებებით, რაც მთლიანად დაეყრდნობა გაეროს უშიშროების საბჭოს ცნობილ დოკუმენტს „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“.

ძალაშია ჩვენი წინადადება, რომ საქართველოს სენატის თავმჯდომარის თანამდებობა გაპიროვნებული იყოს აფხაზეთში უმაღლესი თანამდებობის პირისათვის.

აფხაზეთი ჩვენი მოუშუშებელი იარა და მუდმივი ტკივილია. განვლილი ათწლეულის განმავლობაში ეს პრობლემა იყო და კვლავაც რჩება ხელისუფლების ყოველდღიური ფიქრის, ზრუნვისა და ძალისხმევის საგნად. ვერავინ უარყოფს, რომ წლების განმავლობაში შესრულდა მართლაც უზარმაზარი სამუშაო - მეგობარი ქვეყნების, მთელი საერთაშორისო გაერთიანების, გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, რუსეთის მონაწილეობით.

სამწუხაროდ, ამ ძალისხმევამ ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი სრულიად უნაყოფო იყო. დღეს მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო ან ლეგიტიმური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ არ აღიარებდეს აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ შემადგენელ ნაწილად. ეს არის ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არა აქვს. ეს არის არა მხოლოდ თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნა, არამედ ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ოსთა მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციიდან გამომდინარე იმპერატივიც.

მზად ვარ, განვაგრძო უშუალო მოლაპარაკება აფხაზთა მხარესთან თბილისსა თუ სოხუმში, რათა ერთობლივად გამოვნახოთ ამჟამინდელი ტრაგიკული ვითარებიდან გამოსავალი გზა.

საკონსტიტუციო ხარვეზის შევსება თავით „ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის“ შესახებ უშუალოდ განსაზღვრავს აგრეთვე საქართველოს მომავალ მუნიციპალურ თუ რეგიონალურ სისტემას.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ, ფაქტობრივად, გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით, ვინაიდან დღემდე ვერ მოხერხდა რეგიონალიზმის პრობლემისადმი ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულების შემუშავება.

შეიძლება ვიფიქროთ რეგიონალიზმის ეტაპობრივ დამკვიდრებაზეც. მაგალითად, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან შეიქმნას რეგიონალური საბჭოები - ვთქვათ, რაიონების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთაგან და სხვ.

კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას დანიშნოს რწმუნებულები. თუმცა სამხარეო რწმუნებულთა ინსტიტუტს ჩვენ მივიჩნევთ გარდამავალ პერიოდში წარმოშობილ სირთულეთა გადაწყვეტის საშუალებად.

მოგეხსენებათ, ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკა აქვს, ამდენად, „საპრეზიდენტო აღმასრულებელი ვერტიკალის ნორმალური და სტაბილური ფუნქციონირებისას რწმუნებულთა ინს სტიტუტთან მოქმედი წარმომადგენლობითი ორგანო (ან საბჭო) საშუალებას მოგვცემს, ყოველთვის გავითვალისწინოთ რეგიონის სპეციფიკა.

ეს იქნება ერთგვარი „პილოტური პროექტი“ მომავალში სრულფასოვან რეგიონალურ მოწყობაზე გადასვლისათვის, რომელიც სულაც არ გამორიცხავს ასიმერტიული ფედერალიზმის პრინციპებს.

ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ საარჩევნო კანონმდებლობის ძირეულ რეფორმას, რაც ისედაც აუცილებელი გახდება ორპალატიანი პარლამენტის დაფუძნების შემთხვევაში.

დროულად მიმაჩნია აგრეთვე კონსტიტუციის განახლების პროცესში საბოლოოდ გადავწყვიტოთ სახელმწიფო სიმბოლიკის პრობლემა.

შესანიშნავად მესმის, რომ ეს მეტად ფაქიზი თემაა და უეჭველად მოითხოვს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ კონსენსუსს.

ამიტომ დავიწყოთ სახელმწიფო ჰიმნით, ვინაიდან ამ საკითხში, ალბათ, ყველაზე იოლი იქნება კონსენსუსის მიღწევა როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაშიც.

მიმაჩნია, რომ აქ შემდგომი დაყოვნება აღარ შეიძლება.

დაუშვებელია, ისეთი მუსიკალური ტრადიციის ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ამ ტრადიციის შესატყვისი ჰიმნი არ ჰქონდეს.

წარმოუდგენელია, რეზო ლაღიძის ქვეყანაში (ზაქარია ფალიაშვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ) არ მოიძებნოს მუსიკალური თემა, რომელიც, შესაბამისი დამუშავების შემდეგ, იქცევა სახელმწიფო ჰიმნად და მას იმღერებს ყველა,- სკოლის მოსწავლით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული.

აღმასრულებელი ხელისუფლების
სტრუქტურული რეფორმა

როგორც ჩანს, დღევანდელ ვითარებაში ბევრად უფრო მიზანშეწონილი იქნება თვით აღმასრულებელი ხელისუფლების სრულყოფა მისი ინსტიტუციური რეფორმისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით.

თქვენს სამსჯავროზე წარმოდგენილია სახელმწიფო კანცელარიის შემოქმედებითი ჯგუფის პროექტი „აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური დონის დაწესებულებათა რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობები“.

საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება განპირობებულია როგორც საყოველთაო, ისე ადგილობრივი ფაქტორებითაც.

პირველი, ანუ „საყოველთაო“ ფაქტორი უკავშირდება გლბალიზაციის პროცესებსა და სახელმწიფოთა სამსახურის ქმედუნარიანობის ზრდას, რესურსების დაზოგვასა და ხარჯების ოპტიმიზაციას.

მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, სახელმწიფო სამსახურის დაწესებულებები თავიანთი ფორმითა და არსით ჯერ კიდევ ინარჩუნებენ „საბჭოური“ სტრუქტურებისათვის დამახასიათებელ თვისებებს. ავტოკრატიული მმართველობა, უფლებამოსილებათა დელეგირების დაბალი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, ცუდი უკუკავშირი საზოგადოებასთან, ფუნქციების არასრულყოფილი განხორციელება, სახელმწიფო სამსახურის დაწესებულებებს შორის სუსტი ჰორიზონტალური კავშირი.

ასეთი დაწესებულებები ავლენენ „სიახლისადმი შეუგუებლობის“ თვისებებს. ეს კი მეტად საზიანოა, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, როცა ყალიბდება სახელმწიფო ინსტიტუტები და საჭიროა თანამედროვე სტრუქტურების შექმნა, არაშაბლონური მმართველობითი მეთოდების გამოყენება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

ტოტალიტარული რეჟიმის დემონტაჟისა და გარდაქმნის ამჟამინდელ ეტაპზე ობიექტურად ხდება ადრინდელ სისტემაზე მორგებული სახელმწიფო სამსახურის დეზინტეგრაცია. აუცილებელია ახალი, პროგრესული სისტემის შესაბამისი, მასთან შეთავსებადი მმართველობითი სტრუტურის ჩამოყალიბება.

ეს ურთულესი ამოცანაა, რომლის წარმატებით გადაწყვეტას ერთდროულად რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი უშლის ხელს. მაგრამ ამ მიმართულებით გადამჭრელი ზომების მიღება საარსებოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს შექმნილი ვითარება უკვე აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები „დღეს“ ახდენენ რეაგირებას „გუშინ“ მომხდარ მოვლენებზე, არასრულყოფილია სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა; უაღრესად სუსტია სახელმწიფო მოხელეთა მოტივაცია; არ არსებობს სახელმწიფო დაწესებულებებში თანამედროვე საორგანიზაციო კულტურისა და შესაბამისი ქცევის კოდექსი; არასრულყოფილია საკადრო მენეჯმენტი; არ არსებობს მოხელეთა მომზადებისა და გადამზადებისადმი ერთიანი სახელმწიფო მიდგომა.

ყოველივე ეს მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია თითქმის ყველა განვითარებადი ქვეყნისათვის, რომლებიც იწყებენ თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას.

ამ სისტემურ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად შემოქმედებითი ჯგუფი ხელმძღვანელობდა როგორც ქართველ მეცნიერთა ანალიტიკური ნაშრომებით, ისე ევროკავშირის კოპენჰაგენის (1993), ამსტერდამის (1997) და ჰელსინკის (1999) რეკომენდაციებით ევროკავშირში გაწევრების პრეტენდენტი ქვეყნებისათვის.

ძირითადი დასკვნა ის არის, რომ ამჟამად მართვის სისტემამ მიაღწია თავისი შესაძლებლობების ზღვარს, რის შემდეგაც მოსალოდნელია მისი სრული პარალიზების დამანგრეველ პროცესთა დაწყება, თუ არ გადაიდგა რადიკალური ნაბიჯები სტრუქტურული რეფორმის განხორციელების გზაზე.

ამასთანავე, სამწუხაროდ, ხელფასი სახელმწიფო მოხელისათვის პრაქტიკულად კარგავს მასტიმულირებელ ფუნქციას და დაკისრებული მოვალეობისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულების პირობებში შეუძლებლად აქცევს სამთავრობო დაწესებულებათა ეფექტიან ფუნქციონირებას.

სამთავრობო დაწესებულებებში უპირატესად ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დარღვევათა ძირითადი მიზეზია სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების ფუნქციური პრინციპი ნაცვლად მიზნობრივი დაფინანსების პრინციპისა. მიზნობრივ დაფინანსებაზე გადასვლა კი აუცილებლად მოითხოვს აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ რეფორმას.

არსებული მანკიერი სისტემა განაპირობებს სხვადასხვა სამთავრობო ელემენტს შორის კავშირების მოშლას და ფორმალური კომუნიკაციების უამრავ ზრდას. ამიტომ უნდა განისაზღვროს ორგანიზაციული სტრუქტურების აგების ერთიანი პრინციპები. მათგან უმთავრესია ორგანიზაციული სტრუქტურის უმაღლეს დონეზე პირველადი ფუნქციური გამიჯვნა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს სამი ბლოკის ფორმირებას: „ძალოვანი ბლოკი“, „ეკონომიკური ბლოკი“ და „სოციალური ბლოკი“.

ყოვლად დაუშვებელია ერთი ბლოკის შიგნით ყველა ფუნქციის თავმოყრა. ეს ნიშნავს სახელმწიფოში „მინისახელმწიფოების“ ჩამოყალიბებას.

ახალი სტრუქტურისათვის დამახასიათებელი იქნება ორგანიზაციული პირამიდის ზედა დონეზე კონცეპტუალური სამუშაოების თავმოყრა, სამეურნეო და ოპერაციული ფუნქციების დელეგირება სტრუქტურის შემდგომი დონეებისადმი ეკონომიკური მიზანშეწონილობის პრინციპის დაცვით.

ჩვენი წინადადებით, უნდა შეიქმნას კომპაქტური სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც ამჟამინდელი ამოცანების ადეკ კვატური იქნება.

უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გამოცდილება. პრაქტიკულად, წარმოდგენილი სტრუქტურა მთლიანად აკმაყოფილებს ევროგაერთიანების მოთხოვნებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის მექანიკური გადმოღება. პროექტი გულისხმობს საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებასაც.

პროექტით, უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება 14 სამინისტრო (რომლებიც შემდგომში 10-მდე შემცირდება), მათ შორის: სოფლის მეურნეობისა და სურსათის; ეკონომიკისა და განვითარების; საგარეო საქმეთა; იუსტიციის; ფინანსთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; განათლებისა და მეცნიერების; კულტურის; თავდაცვის; შინაგან საქმეთა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის; ტრანსპორტისა და კომუნიკაციების; სათბობ-ენერგეტიკის; განსაკუთრებულ საქმეთა.

ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროში გაერთიანდებიან „ქონების მართვის სამინისტრო“ - შემავალი დეპარტამენტის ან სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურის იურიდიული პირის (მარეგულირებელი სააგენტოს) სახით; ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი; საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტი.

ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციით, უახლოეს მომავალში უნდა შემუშავდეს კანონი, რომლის თანახმად შეიქმნება სააქციო საზოგადოება (ჰოლდინგი).

მისი 100 პროცენტიანი დამფუძნებელი იქნება სახელმწიფო. ჰოლდინგის საწესდებო კაპიტალში შევა სახელმწიფოს კუთვნილი წილები და აქციები.

სააქციო საზოგადოებას ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო, მის წევრებს, პრეზიდენტის წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ უნდა შეერწყას ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტი და ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი და ზოგიერთი სხვა.

განათლების სამინისტროს სტრუქტურას უნდა დაემატოს „მეცნიერებისა და ტექნიკის დეპარტამენტი“.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეუერთდება „ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო“ და რამდენიმე შესაბამისი დეპარტამენტი.

ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში შევა საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გაერთიანებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთიანი სახელმწიფო სტრუქტურა სახელწოდებით „სტატისტიკისა და ინფორმატიზაციის სახელმწიფო პალატა“.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გამოკლებული „ანტიმონოპოლიური სამსახურის“ გაერთიანებით „ფასების სახელმწიფო ინსპექციასთან“ შესაძლებელია ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, პრეზიდენტის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც, ერთი მხრივ, განახორციელებს ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას და, მეორე მხრივ, იქცევა სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიებისა და სხვა ორგანიზაციების საპირწონედ ფასების რეგულირების საკითხებში. სავარაუდო დასახელება: „ფასებისა და ანტიმონოპოლიური საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო პალატა“.

რეფორმის მეორე ეტაპზე კი სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდება ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს. მოგვიანებით, როცა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ჩამოსცილდება მარეგულირებელი ფუნქციები, შესაძლებელი იქნება მისი შეერთება დამოუკიდებელი დეპარტამენტის სახით ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროსთან.

მიუხედავად რეფორმათა სირთულისა, მათი განხორციელება არ უნდა გადაიდოს რამდენიმე წლით. ვფიქრობ, პარლამენტმა შესაბამის კანონთა პაკეტი უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

რასაც აქ მოგახსენებთ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მხოლოდ წინასწარი „მონახაზია“. შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც მმართველობის დარგში, მეცნიერული გათვლა-გაანგარიშების გათვალისწინებით, სრულიად ახალ მოდელს შემოგვთავაზებს. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა პარლამენტსა და პრეზიდენტს ეთქმით.

თანამშრომლობა ხელისუფლების შტოებს შორის

კონსტიტუციის განახლების შედეგად სრულიად ახალ შინაარსს შეიძენს აგრეთვე კანონშემოქმედებითი საქმიანობა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მოვახსენო საქართველოს პარლამენტს ამ სფეროში ძალზე ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობის გამო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა გასულ წლებში უმნიშვნელოვანესი კანონების, ორგანული კანონებისა და კოდექსების შექმნა.

საკმარისია ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საქართველოს საჰაერო კოდექსი“, „საზღვაო კოდექსი“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, „საქართველოს ტყის კოდექსი“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ორგანული კანონები და კანონები „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „საქართველოს უზენაესი სასამართლოების შესახებ“, „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ და სხვა მრავალი.

პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით 2001 წელს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი იყო 108 კანონპროექტი, რომელთაგან ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ განიხილა და მიიღო 77, ხოლო 31 კანონპროექტი, სამწუხაროდ, არ განხილულა.

2001 წელს სახელმწიფო კანცელარიაში განსახილველად შემოვიდა 46 საერთაშორისო ხელშეკრულება და კონვენცია. აქედან საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა 39.

მათგან რატიფიცირებულია მხოლოდ 19.

ეს ნამდვილად ვერ ჩაითვლება ნორმალურ პრაქტიკად. 2001 წელს პარლამენტში სულ რატიფიცირებულია 23 ხელშეკრულება და კონვენცია.

აქვე უნდა ითქვას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებიც (სამინისტროები და უწყებები) სერიოზულად სცოდავენ პრეზიდენტისათვის კანონპროექტთა დროული წარდგენის თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ამ სფეროში ჯერ კიდევ არის მრავალი ნაკლი. მათი აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სრულყოფა და სახელმწიფო მინისტრის სათვის კონსტიტუციით დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება - შესაძლოა, საკანონმდებლო ინიციატივის ჩათვლით.

საგარეო პოლიტიკა

საკონსტიტუციო რეფორმა საშუალებას მოგვცემს უფრო მიზანსწრაფული პოლიტიკა განვახორციელოთ არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო მიმართულებითაც.

საგარეო-პოლიტიკური ვექტორი ამ თვალსაზრისით დიდწილად განმსაზღვრელია პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ საკვანძო რეგიონში უხდება არსებობა და განვითარება.

დღევანდელი გადასახედიდან უკვე საკმაოდ კარგად და მკაფიოდ ჩანს გზა, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვლო სრული საერთაშორისო იზოლაციიდან მსოფლიო სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციამდე.

დასანანია, რომ დამოუკიდებლობის პირველსავე წელს საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესების ტენდენცია დაეტყო. დასავლეთის სახელმწიფოთა ის ბუნებრივი ინტერესი, რომელიც მათ ყველა ახლად გათავისუფლებული ერისადმი გამოამჟღავნეს, საქართველოს მიმართ თანდათან დაცხრა და სკეპტიციზმით შეიცვალა.

ამის უმთავრესი მიზეზი იყო იმდროინდელი ხელისუფლების შეცდომები და მათი ნაციონალისტური რიტორიკა, რაც არცთუ იშვიათად საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი პოლიტიკური კორექტულობის ზღვარს სცილდებოდა.

მაშინდელ ოფიციოზში ხშირად ჩნდებოდა მთავრობის წევრთა ნათქვამი ან ხელმოწერილი, ყოველგვარ პრაქტიკულ მიზანშეწონილობას მოკლებული ანტიდასავლური რემარკები და პუბლიკაციები.

არ ჩანდა ხელმძღვანელობის განსაკუთრებული სურვილი, რომ განეხორციელებინა რეალური რეფორმები ეკონომიკის დარგში და წაეხალისებინა თავისუფალი მედიის განვითარება.

ყოველივე ამის გამო ქვეყანამ დასავლეთის თვალში ნაკლებად პერსპექტიულთა კატეგორიაში გადაინაცვლა.

ინტერესი საქართველოსადმი მინელდა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ დროს ჩვენი ქვეყნის ერთადერთი რეალური ეკონომიკური პარტნიორი და ენერგოშემცველთა მომწოდებელი 31 მარტის რეფერენდუმით გაღიზიანებული რუსეთი იყო, საქართველო, ფაქტობრივად, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

მიუხედავად კონკრეტული ხელისუფლებისადმი დასავლელ ლიდერთა ძირითადად ნეგატიური დამოკიდებულებისა, ისინი, ბუნებრივია, ენთუზიაზმით არ შეხვდნენ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას. მით უმეტეს, რომ ამას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თბილისში.

ახალმა მმართველმა გუნდმა, სამხედრო საბჭომ, მრავალი ცდის მიუხედავად, ვერ მოიპოვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიდი ქვეყნების მთავრობების ნდობა, რის გამოც საქართველო კვლავ იზოლაციაში რჩებოდა. არსებობდა რეალური საშიშროება, რომ ჩვენი ქვეყანა დიდი ხნით დარჩენილიყო გაეროს მიღმა.

1992 წლის მარტში თბილისში ჩემმა ჩამოსვლამ დააჩქარა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ საქართველოს ცნობის პროცესი. სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში იზოლაცია საბოლოოდ გაირღვა; გერმანიამ, აშშ-მ და თურქეთმა საქარველოსადმი მხარდაჭერა მსოფლიოს თვალნათლივ დაუდასტურეს - ჩვენს დედაქალაქს ერთმანეთის მიყოლებით ესტუმრნენ ჰანს დიტრიხ გენშერი, ჯეიმს ბეიკერი და სულეიმან დემირელი.

ვფიქრობ ყველას, ისევე როგორც მე, კარგად გვესმოდა, რომ ეს ნდობა იყო დასავლეთის ავანსი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა გაგვემართლებინა არჩევნებისა და შემდგომი დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზით.

1992 წლის ოქრომბრის არჩევნებმა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ტრაგიკული განვითარების მიუხედავად მაინც გაიმართა, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობის საკითხი დადებითად გადაწყვიტა. საერთაშორისო გაერთიანება დარწმუნდა, რომ ქვეყანა, მიუხედავად მომხდარი კატაკლიზმებისა, ხალხის არჩეული კანონიერი ხელისუფლების მიერ იმართება.

ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს პასუხი შემდეგ კითხვაზე: არსებობდა თუ არა თავდაპირველად საქართველოს საგარეო პოლიტიკის რაიმე კონცეფცია, თუ ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობები სპონტანურად ვითარდებოდნენ წარმოქმნილ სიტუაციებზე რეაგირების ფორმით?

ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს თანამოაზრეებს მკაფიოდ გვქონდა წარმოდგენილი, თუ რა გზით უნდა ევლო საქართველოს საბოლოო მიზნისაკენ, გამუდმებით გვიხდებოდა მოულოდნელი ზღუდეების გადალახვა და „ხანძრების ქრობა“. ამას თან ერთვოდა დამოუკიდებლობის პირველი წლების განმავლობაში სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივი არარსებობა. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აბრკოლებდა მიზანმიმართულ ძალისხმევას არა მარტო საგარეო პოლიტიკის, არამედ ყველა სხვა დარგშიც.

თუ თავდაპირველად ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა, შემდგომში საგარეო პოლიტიკა იქცა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად.

ამ ათწლეულის განმავლობაში საქართველოს არასოდეს გადაუხვევია მოძრაობის იმ კარდინალური მიმართულებიდან, რომელიც, ჩვენი აზრით, ქართველ ხალხს ყველა პირობას უქმნის უსაფრთხო და აყვავებული მერმისის უზრუნველსაყოფად.

მცირე მასშტაბის, შეზღუდული რესურსების მქონე ახლად გათავისუფლებული ქვეუწყების მდგრადი ფუნქციონირებისათვის საგარეო ურთიერთობათა ეფექტიან გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პრინციპული და იმავდროულად მოქნილი დიპლომატიის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება და ამ მიმართულებით სრული შეუქცევადობის მიღწევა, ვინაიდან ეს უეჭველად საჭიროებს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზებას. ამ მხრივ უპირველესი და აუცილებელი რესურსი მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობებია.

დასახული მიზნის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად ჩვენ, ვფიქრობ, სრულიად მართებულად მივიჩნიეთ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ სატრანსპორტო ენერგეტიკული დერეფნის, ანუ ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“, იდეის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს აბსოლუტურად უნიკალური როლითა და ფუნქციით უზრუნველყოფდა.

გარდა ამისა, ძლიერი და კარგად დაცული საქართველოს არსებობა როგორც დასავლეთის, ისე ჩრდილოეთის ქვეყნებისათვის, მათ შორის რუსეთისთვისაც, ძალზე სასურველი უნდა გამხდარიყო, რადგან ბიპოლარული დაპირისპირების განმუხტვის შემდეგ ახალი მუქარის (ტერორიზმის, ნარკობიზნესის, არალეგალური მიგრაციისა და სხვადასხვა სახის ტრეფიკინგის) წარმოშობის გეოგრაფიამ ევრაზიის სამხრეთ პერიმეტრისაკენ გადაინაცვლა.

მოგეხსენებათ, ჩვენს რეგიონში დემოკრატიის და პლურალიზმის ტრადიციები მინიმალურია და იქაც კი, სადაც დღეს ისინი რაიმე ფორმით არსებობენ, მათ მუდმივი საშიშროება ელით სოციალური და ნაციონალისტური დემაგოგიის ან რელიგიურ დოქტრინათა რადიკალიზაციისა და ფანატიზმის ზემოქმედების შედეგად.

უკანასკნელმა ინციდენტებმაც დაადასტურა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცულობის ხარისხი და საერთაშორისო მხარდაჭერა ამჟამად გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე საქართველოს ისტორიის განმავლობაში.

ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი იყო მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

საქართველო-აზერბაიჯანის ტრადიციულად ძმური ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ვითარდება, რასაც მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს ორი ქვეყნის ინტერესთა და პოზიციათა თანხვედრა ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტების გადაწყვეტა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ლტოლვილთა პრობლემის გადაჭრა, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ხორცშესხმა და ევროპის სტრუქტურებში ინტეგრირება.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ბატონ ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებულ წვლილს ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებათა მიღებაში.

ქართველთა და სომეხთა ისტორიულმა ძმობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა და საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ინტენსიურ, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას სომხეთის რესპუბლიკასთან. ეს ურთიერთობანი 2001 წლის განმავლობაში განსაკუთრებული დინამიკურობით გამოირჩეოდა. პრეზიდენტების დონეზე ხელმოწერილია ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, რომელშიც მხარეები ადასტურებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ რეგიონში ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებისა და კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის.

დასანანია, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტური კერების გამო ვერ ხორციელდება სრულფასოვანი ინტეგრაცია.

სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი და ადამიანთა რესურსების, გეოგრაფიული მდებარეობის, მოსახლეობის განათლების დონისა და მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის გათვალისწინებით ადვილი წარმოსადგენია, რა ტემპით განვითარდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეს რეგიონი, თუ კონფლიქტებისაგან განთავისუფლებულს, მიეცემოდა საშუალება ერთობლივი მოქმედებისა. ეს უაღრესად სასიკეთო იქნებოდა არა მხოლოდ კავკასიელი ხალხებისათვის, არამედ მთელი ევროპისთვისაც.

ჩვენ მიერ წამოყენებულმა „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივამ, რომელსაც უმალ დაუჭირეს მხარი აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და ირანმა, თავის დროზე საკმაოდ ძლიერი იმპულსი შესძინა პან-კავკასიურ ცნობიერებას და საერთო პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.

თურქეთი, რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცა.

დემოკრატიულმა თურქეთმა უდიდესი თანადგომა გაგვიწია ურთულეს პერიოდში.

დღეს საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობისა და უშიშროების მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველო და თურქეთი აქტიურად თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, საბანკო-საფინანსო, კულტურისა და სხვა სფეროებში. თურქეთი ჩვენი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. მათ შორის გამოვყოფდი ყარსი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალს, კარწახის სასაზღვრო გადასასვლელის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისა და ფოთი-რიზეს წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემის მშენებლობის პროექტებს.

2012 წლის აპრილში გაიმართა ტრაპიზონის შეხვედრა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ აჰმედ ნეჯდეთ სეზერთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევთან ერთად განვიხილეთ რეგიონის უშიშროებისა და სტაბილურობის საკითხები.

გაფორმდა ხელშეკრულება ტერორიზმთან, ნარკობიზნესთან და სხვა სახის კრიმინალთან ბრძოლის შესახებ.

არც ის არის შემთხვევითი, რომ „ევრაზიის დერეფნის“ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის თაობაზე ხელმოწერილი პოლიტიკური დოკუმენტი ანკარის დეკლარაციის სახელითაა ცნობილი.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რუსეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას. რუსეთი იყო და მუდამ დარჩება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო პარტნიორად. რუსეთის ფაქტორი დიდწილად განსაზღვრული იქნება საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის სათვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მსოფლიოში არ მოიპოვება სხვა ერი, რომელთანაც ქართველებს სარწმუნოებრივად, კულტურულად და თუნდაც ენობრივი ურთიერთგაგების თვალსაზრისით ამდენი საერთო ჰქონდეს.

ამრიგად, საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა განსაკუთრებული ხასიათისაა: მისი ფონი ემოციურად დამუხტულია და, ხშირ შემთხვევაში, ამბივალენტური ურთიერთდამოკიდებულება ორმხრივ ურთიერთობაში პრობლემების წარმოშობისას, ნევროზულ ან სულაც ისტერიული რეაქციებით ვლინდება ეს გარემოება აუცილებლად გასათვალისწინებელია და ვფიქრობ, ორივე მხარემ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა ურთიერთ აღქმამ ნორმალური ხასიათი შეიძინოს.

ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ გადადგა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობათა დამყარების გზაზე.

აფხაზეთის ომის დასრულებისთანავე (სავსებით გასაგები ემოციების მიუხედავად), საქართველო წევრად შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, რომელიც მაშინ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროს ერთგვარ გაფორმებად აღიქმებოდა; ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, დავეთანხმეთ რუსეთის განსაკუთრებულ როლს აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში, კონფლიქტის ზონაში შევიდნენ რუსეთის სამშვიდობი ძალები.

1994 წელს პრეზიდენტ ელცინთან ერთად ხელი მოვაწერეთ დიდ ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ, რომლის რატიფიცირება ცალმხრივად მოახდინა მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა - ჩვენი წინადადებით.

მეტიც, საქართველო მზად იყო 25 წლით დაეკანონებინა რუსეთის ბაზების ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე, თუკი რუსეთის ძალისხმევის შედეგად გადაიდგმებოდა რეალური ნაბიჯები აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის გზაზე. ამით რუსეთს ეძლეოდა შესაძლებლობა, თავად გამოესწორებინა შეცდომა, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, მასაც ესოდენ ძვირად დაუჯდა - აფხაზეთში სეპარატიზმის მხარდაჭერამ მას ხომ საკუთარ ტერიტორიაზე (ჩეჩნეთში) შეუქმნა სეპარატისტული ცხელი წერტილი.

რუსეთმა არც საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ ნაკისრი ვალდებულებანი შეასრულა.

1999 წლის შემოდგომაზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, „შემოდევნეს“ საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენ ლტოლვილთა მრავალრიცხოვანი მასა. ეს აქცია, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მისი შეიარაღებული ძალების ჩეჩნეთისაკენ გადაადგილების ცდა აშკარად ისახავდა მიზნად საქართველოს ჩათრევას ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში.

არცთუ მეგობრული მიზნებით გამოიყენებოდა პანკისის ხეობაში წარმოშობილი ობიექტური სირთულენი.

გაუგებარი და დასანანი იყო ჩვენთვის 1999 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციული სავიზო რეჟიმის შემოღება, რასაც დაერთო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული პასპორტების მასობრივი დარიგება, რასაც მე საქართველოს ტერიტორიის ფარული ანექსია ვუწოდე.

ამის მიუხედავად, ჩვენი ურთიერთობების ყველა ეტაპზე საქართველოს ხელმძღვანელობა მზად იყო და მზად არის გონიერ დათმობებზე წავიდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა განსავითარებლად.

იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში მივაგნებთ კომპრომისს იმ საკითხში, რომ შესრულდეს სტამბოლის ცნობილი შეთანხმება საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ.

არსებობს პრეზიდენტებს შორის ურთიერთობის კარგი ტრადიცია, რომელიც, ვიმედოვნებ, კვლავაც გრძელდება.

დამაიმედებელი და პერსპექტიულია რუსეთის დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკური კურსი, მისი განსაკუთრებული ურთიერთობა ნატოსთან და „დიდი რვიანის“ წევრობა, აქტიური მონაწილეობა ანტიტერორისტულ კოალიციაში და სხვ.

ევროპისა და მსოფლიოს სტრუქტურებში გაწევრება დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ვექტორად იქცა. გაეროსა და ეუთოში საქართველო ჯერ კიდევ 1992 წელს შევიდა წევრად. გაცილებით რთული იყო მწყობრი იდეოლოგიის მქონე ისეთ სტრუქტურებში გაწევრება, როგორიცაა ევროპის საბჭო და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს საქართველოსაგან სერიოზულ შინაგან ტრანსფორმაციას მოითხოვდა. მაგრამ 1995 წლის კონსტიტუციის საფუძველზე ქვეყანაში განხორციელებულმა მრავალმხრივმა რეფორმამ ეს რეალობად აქცია: საქართველო კავკასიის პირველი სახელმწიფო იყო, რომელიც ევროსაბჭოს წევრი გახდა.

რაც შეეხება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას, მასში გაწევრება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის მხოლოდ რამდენიმემ შეძლო.

ორმხრივ ურთიერთობათა თვალსაზრისით, განსაკუთრებით პროდუქტიული და საქართველოსათვის მნიშვნელოვანწილად გადამწყვეტი იყო თანამშრომლობა გფრ-თან, რომელმაც ამ წლებში საქართველოს 400 მლნ. მარკის ოდენობის დახმარება აღმოუჩინა, აგრეთვე დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან. ამ სახელმწიფოთა მხარდაჭერამ და პოლიტიკურმა თანადგომამ (როგორც უშუალოდ, ისე ევროკავშირის მეშვეობით), ჩვენი ქვეყანა მრავალი კრიტიკული სიტუაციისაგან იხსნა.

აშშ-თან და რუსეთთან ერთად ეს ქვეყნები საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში სულ უფრო მეტ აქტიურობას იჩენენ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით.

გამოვყოფდი ურთიერთობებს დასავლეთ ევროპის ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც არიან ნიდერლანდი, იტალია და შვეიცარია, რომლებიც ყოველთვის მზად არიან აღმოუჩინონ საქართველოს სათანადო დახმარება.

აღსანიშნავია განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა საბერძნეთთან, რომელიც ევროკავშირის და ამავე დროს ბისეკის წევრი ქვეყანაა. იგი ძალიან გვეხმარება, მათ შორის აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ქართულ-აფხაზური შეხვედრა ათენში.

საქართველოსათვის სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. უპირველეს ყოვლისა, უკრაინასთან, რუმინეთთან, უნგრეთთან, ჩეხეთთან, სლოვაკეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან.

ყველა ამ ქვეყანამ მეტ-ნაკლებად მსგავსი გზა გამოიარა, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მათი გაწევრების გამოცდილება დიდად სასარგებლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსთვისაც.

სწორედ ამ მიმართულებით გაივლის დიდი ენერგეტიკული დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განშტოება. გარდა ამისა, არცთუ უმნიშვნელოა ის გარემოება, რომ დიდი ხნის განმავლობაში რეალურ სუვერენიტეტს მოკლებულ ამ ერებს გან ნსაკუთრებული სიფხიზლე და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა ახასიათებთ.

ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებით აღვნიშნავ საქართველო-ისრაელის თანამშრომლობას, რომელიც ორ ერს შორის ტრადიციულ ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება.

ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის დამკვიდრებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ურთიერთობებს ცენტრალური აზიის რესურსებით მდიდარ მეგობარ სახელმწიფოებთან. მათთან შემდგომი დაახლოება და ინტეგრაცია ჩვენი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ვითარდებოდა ურთიერთობა ირანთან. გაიმართა უმაღლესი დონის არაერთი ვიზიტი, შეიქმნა სოლიდური სახელშეკრულებო ბაზა. თუმცა ამ ურთიერთობებისაგან მეტს მოველით და უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ გამოუყენებელია უამრავი რეზერვი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩინეთი თანამიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს დიდი სახელმწიფო სერიოზულად გვეხმარება ენერგეტიკის განვითარებაში - მხედველობაში მაქვს პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა, ანუ ამ სახის ინვესტიციით ჩინეთი ხელს უწყობს საქართველოს მდგრად განვითარებას. მომავალ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაიხსნება საქართველოს საელჩო, რაც უდავოდ ძალიან წაადგება ორმხრივ ურთიერთობათა შემდგომ განვითარებას.

ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა იაპონიის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და, კერძოდ, საქართველოსადმი. იაპონია აქტიურად მონაწილეობს „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებაში. მინდა მადლობის სიტყვებით მივმართო იაპონიის მთავრობას იმ გრანტებისათვის, რომლებიც მოხმარდა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის, სამედიცინო დაწესებულებებისა და ტრანსპორტის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარებას, სკოლების მშენებლობას და ასე შემდეგ.

საგარეო პოლიტიკა ის ერთადერთი სფეროა, სადაც ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებული სიახლისა და ცვლილების აუცილებლობას, ვინაიდან იგი თავიდანვე უზენაეს სახელმწიფოებრივ ინტერესთა და გეოპოლიტიკურ რეალიათა სრულ გაცნობიერებას ეფუძნებოდა.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, ერთი მხრივ. რეგიონში მოქმედ გეოპოლიტიკურ ძალთა ინტერესების შეწონასწორება (ანუ ითვალისწინებს ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ამ ძალებს, პაექრობის ნაცვლად, რეგიონის ხალხთა საკეთილდღეოდ თანამშრომლობისაკენ უბიძგებენ) და, მეორე მხრივ, საერთაშორისო სტრუქტურებში მაქსიმალური ინტეგრაცია, რაც, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად უეჭველად განამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას.

პირველი რეგიონალური გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველო იყო, გახლდათ ბისეკი, ანუ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია. იგი 1992 წელს შეიქმნა. საქართველოს ამ ორგანიზაციას 1998-1999 წლებში თავმჯდომარეობდა. თბილისის სამიტზე ორგანიზაციამ მიიღო ბისეკსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პლატფორმა. ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე.

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ბისეკი თანდათან გარდაიქმნა კონკრეტულ პროექტებზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. სტამბოლის სამიტზე დადასტურდა საქართველოს ინიციატივა ჩვენს ქვეყანაში რეგიონალური ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც შავი ზღვის აუზის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით უზრუნველყოფს არა მარტო შავი, არამედ კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების რეგიონთა ბუნებრივი რესურსების ოპტიმალურ, უსაფრთხო ათვისებას.

არც ერთ ორგანიზაციაში საქართველოს წევრობა არ ყოფილა ისეთი აქტიური განსჯის საგანი, როგორც დსთ-ში. უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში იძულებული იქნებოდა რაღაც ფორმით ეთანამშრომლა პოსტსაბჭოური სახელმწიფოების გაერთიანებასთან. იმავდროულად დსთ-ს შემადგენლობაში საქართველოს არ დაუთმია თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტის მცირე ნაწილიც კი. ეს აშკარად ჩანს, თუ თვალს გავადევნებთ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულებას ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა: ორგანიზაციაში ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების შექმნის ცდა; დსთ-ს სამხედრო ბლოკად გადაქცევა; კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულება და სხვ.

მეორე მხრივ, ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს თანამეგობრობის სახელმწიფოებთან. დსთ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭო ჩვენ არერთგზის გამოგვიყენებია ზოგადად სეპარატიზმისა და კონკრეტულად აფხაზეთის პრობლემის წარმოსაჩენად.

თუმცა შესანიშნავად ვხედავთ დსთ-ს ნაკლოვანებებსაც. მაგალითად, ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დღემდე ვერ ამოქმედდა.

სამაგიეროდ, ეს ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია სუუამის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ სუუამი თავდაპირველად შეიქმნა უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და საქართველოს ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე - ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ვაშინგტონში ნატოს სამიტის დროს სუუამს უზბეკეთიც შეუერთდა. მონაწილე ქვეყნების საერთო ინტერესებმა თანდათან აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის მიმართულებით გადაინაცვლეს. დღეს სუუამის მიმართ მზარდ ინტერესს ამჟღავნებენ აშშ და ევროკავშირი, ხოლო ენერგოდერეფნის უშიშროების უზრუნველყოფის აუცილებლობა სუუამს მომავალში, ალბათ, შესაბამის განზომილებასაც შესძენს. თუმცა ეს ორგანიზაცია არასოდეს არ იქნება რომელიმე სხვა გაერთიანებისადმი ანტაგონისტური წარმონაქმნი და არ იქნება მიმართული სხვა სახელმწიფოთა წინააღმდეგ.

კოლექტიური უშიშროების პირველი სტრუქტურა, რომელშიც საქართველო ჯერ კიდევ 1992 წელს შევიდა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია იყო.

სწორედ ეუთოს ფარგლებში შეუერთდა საქართველო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას, რაც ჩვენს ქვეყანას საშუალებას აძლევს ამ ყოვლისმომცველ საერთაშორისო ინსტრუმენტზე დაყრდნობით საბოლოოდ გადაწყვიტოს თავის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღების განთავსების საკითხები.

შეგახსენებთ: ეუთოს სტამბოლის სამიტის დროს გაფორმებული დოკუმენტები (რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით) სწორედ ამ ფართო, მრავალმხრივი შეთანხმებიდან მომდინარეობს. ეუთო აქტიურად მონაწილეობს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის გადაწყვეტაში.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა ძირითადად გაერომ იკისრა, ეუთომ ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბოლის სამიტების დასკვნით დოკუმენტებში გაცილებით უფრო მკაცრად და ობიექტურად შეაფასა სეპარატისტთა მოქმედება, უწოდა რა მას ეთნოწმენდა.

სამწუხაროდ, გაეროს უშიშროების საბჭოს ოცდაათამდე რეზოლუციაში ამ უტყუარი ფაქტის დადასტურება ვერ მოხერხდა.

ჩვენი თხოვნით ეუთომ საქართველო-რუსეთის სახელმ მწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე საერთაშორისო სამხედ დრო მეთვალყურეები ჩააყენა.

ალბათ, ყველასთვის ნათელია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მეთვალყურეების ყოფნას ამ საზღვარზე, განს საკუთრებით იმ ცილისმწამებლური კამპანიის ფონზე, რაც დღემდე არ ცხრება რუსულ მასმედიაში. ამის დასტურად თუნდაც რუსეთის ავიაციის მიერ ჩვენი ტერიტორიის დაბომბვის ბოლო ეპიზოდიც გამოდგება, როცა ეუთოს მეთვალყურეთა დასკვნამ დაარწმუნა მსოფლიო საქართველოს სიმართლეში.

ის, რომ მე, მეტი რომ არ ვთქვათ, აღმატებულ ხარისხში არ მოვიხსენიე გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, სულაც არ ნიშნავს, თითქ ქოს ჩვენ მადლიერი არა ვართ უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციისა და განსაკუთრებით მისი სპეციალიზებული ორგანიზაციებისა. როგორიც არიან იუნესკო, იუნისეფი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, მსოფლიო სასურსათო პროგრამა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და სხვ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გაეროს განვითარების პროგრამის როლი ხელისუფლების მმართველი ორგანოების სტრუქტურული რეორგანიზაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტ ტების მშენებლობის თვალსაზრისით აგრეთვე მის მიერ განხორციელებული ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციის პროექტი, რამაც ხელი შეუწყო ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს.

მაგრამ თუ განვაგრძობთ დაცულობისა და უშიშროების თემას, ალბათ, საქართველოს უშიშროება ზედმიწევნით უზრუნველყოფილი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ქვეყანა წევრად შევა ნატოსა და ევროკავშირში. შემთხვევითი არ არის, ალბათ, რომ ვარშავის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა ქვეყანას, ისე როგორც ბალტიის რესპუბლიკებმაც, თავიანთი მომავალი სწორედ ამ გაერთიანებებს დაუკავშირეს.

მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან სულ უფრო ღრმავდებოდა და ინტენსიური ხდებოდა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს პროგრამათა ფარგლებში გაიმართა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები, აგრეთვე სემინარები და კონფერენციები. საქართველო შეუერთდა „დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს“, რამაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ნატოს შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის მიღწევაში.

1999 წელს საქართველო ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა. ჩვენი ქვეყნის ინიციატივით ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კავკასიის პრობლემატიკის განხილვით იქნება დასაქმებული.

მიმაჩნია, რომ უკვე დადგა დრო, საქართველომ უფრო მკვეთრად გამოხატოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ნატოს პრაღის სამიტის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ უკვე ოფიციალურად განაცხადოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შეერთების სურვილი.

ნატოში წევრად შესვლის პერსპექტივა ზოგიერთს შეიძლება არარეალურად მოეჩვენოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რასაც დღეისათვის მივაღწიეთ, სულ რამდენიმე წლის წინათ ასევე არარეალური ჩანდა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია (როგორც უშიშროების, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით) საქართველოს გაწევრება ევროკავშირში.

ევროკავშირი, თავისი უპრეცედენტოდ ღრმა და მჭიდრო ინტეგრაციული სისტემებით, ქმნის კოოპერაციული უშიშროების უნიკალურ მოდელს. ევროკავშირმა საქართველოს უდიდესი მატერიალური დახმარება და პოლიტიკური თანადგომა გაუწია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რამაც საშუალება მისცა ჩვენს ქვეყანას ჯერ გამოსულიყო კრიზისული მდგომარეობიდან, შემდეგ კი განეხორციელებინა სახელმწიფო მმართველობის სისტემის რეფორმა, განევითარებინა საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატიული ინსტიტუტები, თავიდან აეცილებინა სოციალური კატაკლიზმები. საქართველოს სვლა ევროკავშირისაკენ აგრეთვე ეტაპობრივად, მაგრამ მიზანმიმართულად ხორციელდება. ამ ურთიერთობათა ნიშანსვეტი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერა და წევრი ქვეყნების პარლამენტებში ამ დოკუმენტის რატიფიცირება. საქართველოში წარმატებით მოქმედებს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, გრძელდება საქართველოს შიდა კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზების პროცესი.

განსაკუთრებულია ევროკავშირის როლი იმ გრანდიოზული პროექტების განხორციელებაში, რომლებიც, როგორც უკვე ითქვა, საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ფუნქციას შესძენენ. ვგულისხმობ ტრასეკას პროექტს და სხვა.

ბოლო ათწლეულის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა და მიზანი იყო აშშ-სთან სტრატეგიულ ლ-პარტნიორული ურთიერთობის განვითარება. ამ ქვეყნის მატერიალური დახმარება და პოლიტიკური თანადგომა რომ არა, საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა სამოქალაქო ომის და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და მრავალმხრივი რეფორმის განხორციელება.

როცა 1994 წლის მარტში პირველ ოფიციალურ ვიზიტად ვესტუმრე აშშ-ს, საქართველო არნახული კრიზისის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ჩვენმა მეგობრებმა შემოგვთავაზეს განვითარების რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო გზა: ღრმა რეფორმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით.

ამერიკის დახმარებით საქართველომ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, შესაძლებელი გახდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკის სფეროში და ასე შემდეგ.

ამერიკის დახმარებით საქართველომ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, შესაძლებელი გახდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკის სფეროში და ასე შემდეგ.

აშშ-მ ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია საქართველოს სასაზღვრო ჯარისა და ინფრასტრუქტურის შექმნაში, საზღვაო აკვატორიის დასაცავად კი, როგორც აშშ-მ, ისე გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, თურქეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და საბერძნეთმა საქართველოს სასაზღვრო უწყებას საჩუქრად კატარღები გადასცეს.

აშშ-ს პოლიტიკურმა თანადგომამ დიდწილად უზრუნველყო ახალი „დიდი აბრეშუმის გზისა“ და მრავალვარიანტული ენერგოდერეფნის იდეის დამკვიდრება და რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით როგორც ამერიკის კონგრესმა, ისე თეთრმა სახლმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანი მიიღეს.

11 სექტემბრის მოვლენებმა განაპირობეს თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენი თხოვნით ამერიკის მთავრობამ წამოიწყო „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის განხორციელება, რის შედეგადაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაეყარა ქართულ პროფესიულ არმიას.

ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვაცნობიერებდით რა დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის სამოქალაქო და სამხედრო სექტორების კანონმდებლობით განსაზღვრული, შეთანხმებული ურთიერთმოქმედების გადამწყვეტ მნიშვნელობას, შეიარაღებული ძალების რეფორმირებისას ვეყრდნობით საერთაშორისო გამოცდილებას. ამ მიზნით 1998 წელს დაფუძნდა უშიშროების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, რომელმაც სათანადო რეკომენდაციები შეიმუშავა.

ვფიქრობ, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რუსეთისა და ამერიკის მუდმივ დიალოგში პატარა საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. საქართველოს პრობლემატიკა აქტიურად განიხილება ამერიკა-რუსეთის უმაღლესი დონის შეხვედრებზე.

ამ თვალსაზრისით ყველაზე პროდუქტიული მოსკოვის შეხვედრა გამოდგა, რომლის დოკუმენტებში ერთმნიშვნელოვნად დეკლარირებულია ორი დიდი სახელმწიფოს პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე, როგორც მათი განზრახვა, ხელი შეუწყონ საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესს.

საგარეო-პოლიტიკურ პრობლემატიკაზე საუბრისას არაერთგზის მითქვამს, რომ საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედია სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის პრინციპი, რაც ხორციელდება როგორც ინტერესთა თანხვედრის, ისე „გეოპოლიტიკური წონასწორობის“ მეთოდის საფუძველზე.

მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე პატარა ქვეყნისათვის ეს ჭეშმარიტად უალტერნატივო სტრატეგიაა.

საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია და მისი მონაწილეობა შრომის გლობალურ დანაწილებაში განსაზღვრა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენისა და „ევრაზიის დერეფნის“ კონცეფციამ, რომელიც ჩვენ თვალწინ ხორციელდება და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს მრავალ სიკეთეს მოუტანს.

საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ორი პრიორიტეტით ვიხელმძღვანელებთ.

ეს არის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან და კომპლემენტურობის პრინციპზე აგებული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ორ უდიდეს სრტატეგიულ პარტნიორთან: აშშ-თან და რუსეთის ფედერაციასთან.

„კომპლემენტურობის ფორმულა“ გულისხმობს რუსეთთან კეთილმეზობლობის იმგვარი მოდელის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის კანონიერ ინტერესთა გათვალისწინებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის არანაკლებ კანონიერი ინტერესების პატივისცემის საფუძველზე.

მე მზადა ვარ, განვაგრძო დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან, რათა კვლავ განვიხილოთ ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ხელს უშლიან რუსეთ-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საუკეთესო ტრადიციათა გაგრძელებას.

ქართულ დიპლომატიას შორეული წარსულიდან დღემდე არ ჰქონია უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე საკუთარი ქვეყნის დაცულობისა და უშიშროების უზრუნველყოფა.

ეს დებულება თანამედროვე პირობებშიც უაღრესად აქტუალურია. ამდენად, ჩვენი ზეამოცანაა საქართველოს ჩაბმა მდგრადი უშიშროების საიმედო სისტემაში.

მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში კი თავისუფალ მეწარმეობასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფო ძალიან სწრაფად განვითარდება.

სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული ჩვენი სწრაფვა მდგრადი უშიშროების კოორდინატთა იმ სისტემისაკენ, რომელიც ყველაზე ქმედითად უზრუნველყოფს პატარა სახელმწიფოთა სტაბილურ განვითარებას მათი სუვერენიტეტის ხელყოფის გარეშე.

კოორდინატთა ამ სისტემაში ჩემი ღრმა რწმენით, შესაძლებელი იქნება საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეული ჭრილობის მოშუშება - აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტა აფხაზი ხალხის კანონიერი ინტერესების დაცვისა და საქართველოს ერთიანობის შენარჩუნების პირობით.

მჯერა, მდგრადი უშიშროების კოორდინატთა ეს სისტემა საშუალებას მოგვცემს გამოვიმუშაოთ ორმხრივად მისაღები ფორმულა არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) პრობლემის გადასაწყვეტად.

ამრიგად, გეოპოლიტიკური წონასწორობა, ბალანსი, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება „მრავალვარიანტულობაა“. მჟღავნდება არა მარტო ევრაზიის დერეფნის მაგისტრალთა დივერსიფიცირებაში, არამედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კომპლემენტურობაშიც უმთავრეს პოლიტიკურ პარტნიორებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისას.

მესმის, რომ განვლილი გზის შეფასებისას დარწმუნებით ვერასოდეს ვერავინ ვერ იტყვის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ყველაფერი გაკეთდა და მეტის გაკეთება შეუძლებელი იყოო.

განვლილ გზას ვერ გავიმეორებთ და, მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა - მეტისმეტად მძიმე იყო ერთხელ გასავლელადაც.

მაგრამ ჩვენ უდავოდ მივაღწიეთ უმთავრესს. დღეს საქართველო საერთაშორისო გაერთიანების სრულფასოვანი წევრია და ღირსეული ადგილიც უკავია მსოფლიო ასპარეზზე. ეს კი ქვეყნის თავისუფალი და სტაბილური განვითარების უმთავრესი გარანტიაა.

„დიდი აბრეშუმის გზის“ სტრატეგია

უმთავრესი საკითხი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წამოიჭრა სახელმწიფოს წინაშე, იყო ქვეყნის გეოპოლიტიკური სრტატეგიის განსაზღვრაში.

ჩვენ უნდა განგვესაზღვრა ის ამოცანები და სტრატეგია, რომელთა განხორციელების შედეგადაც საქართველო მისაღები და უაღრესად აუცილებელი იქნებოდა ახალი მსოფლიო სისტემისათვის, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა.

ამ მიზნით ჯერ კიდევ 1993 წელს შევიმუშავეთ მოქმედების საგანგებო პროგრამა.

იგი ითვალისწინებდა საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას და გულისხმობდა ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენებას ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის მოსაპოვებლად.

თუმცა პირველად „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენის იდეამ გაიჟღერა 90-იანი წლების დამდეგს ვლადივოსტოკში - საერთაშორისო კონფერენციაზე ჩემს გამოსვლაში.

კოლეგებისა და თანამოაზრეების დახმარებით ჩამოვაყალიბეთ შემდეგი სტრატეგიული ამოცანები:

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოებრივად უნდა ეღიარებინა თანამედროვე, პროგრესული მსოფლიოსათვის მისაღები პრინციპები - სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნება, დემოკრატიული საზოგადოების აშენება, ადამიანის უფლებათა განუხრელად დაცვა, საბაზრო ეკონომიკის განვითარება, რაც ამ დროს ურთულესი ამიცანა იყო.

ქვეყანა აქტიურად უნდა ჩაბმულიყო კასპიის ნახშირწყალბადების დასავლეთის ბაზრებისაკენ ტრანსპორტირების პროექტის განხილვაში. კასპიის აუზის მარაგი გვაძლევდა საშუალებას, დაგვემუშავებინა გრძელვადიანი (30-40 წლისათვის გათვლილი) პროგრამა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ურთულეს პერიოდში, როცა ქვეყანაში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, სუფევდა სრული განუკითხაობა და ანარქია, ასეთი სტრატეგიული ფუნქციის გარეშე არათუ ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება, არამედ შენარჩუნებაც კი საეჭვო იქნებოდა.

ცხადია, ამ ამოცანის გადასაწყვეტად საკმაოდ რთული და იმავდროულად მეტად ინტენსიური საშინაო და საგარეო - პოლიტიკური პროცესების წარმართვა იყო საჭირო. იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, დაგვემყარებინა სამაგალითო ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ხოლო, მეორე მხრივ, დაგვერწმუნებინა უცხოელი ინვესტორები, რომ საქართველო შეძლებდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა განხორციელებისათვის შესაფერისი გარანტიების შექმნას.

ამ მიმართულებით გაწეული უდიდესი შრომის, უამრავი წინააღმდეგობის დაძლევისა და თვით სიცოცხლისათვის რისკის ფასად ქვეყანამ მოიპოვა „ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენი“

ბაქო-სუფსის პროექტის რეალიზაციის პროცესში ჩვენ დ ვაფუძნეთ დასავლური ტიპის, ღიად და გამჭვირვალედ მოქმედი კომპანია - საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, ახალგაზრდა პროფესიონალთა შესანიშნავი გუნდით, რომელსაც დღეს უკვე იმავე დონეზე და იმავე პრინციპებით შეუძლია მოქმედება, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი ნავთობ ბკომპანიები მოქმედებენ.

აქვე ვიტყვი, რომ როდესაც ვლაპარაკობთ სისტემურ რეფორმებზე სახელმწიფო სტრუქტურებში. ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია სამაგალითოდ მიმაჩნია როგორც პროფეს სიონალიზმით, ისე ურთულეს პრობლემათა გადაწყვეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარების უნარით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მასშტაბური პროექტების განხორციელებისას. „ბაქო-სუფსის“ პროექტის წარმატებით რეალიზაციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველო მზად არის კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებისათვის. სწორედ ამის შედეგად იქცა რეალობად „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენისა და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენის იდეათა ხორცშესხმა.

აქ განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავ აზერბაიჯანელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის ბატონ ჰეიდარ ალიევის ჭეშმარიტად გმირობის ტოლფას გადაწყვეტილებას კასპიის ადრეული ნავთობის დასავლეთის მარშრუტით ტრანსპორტირების შესახებ, რომელიც მან უაღრესად დაძაბული პროცესებისა და ძლიერი პოლიტიკური ზეგავლენის პირობებში მიიღო.

თუმცა ისიც ცხადია, რომ რეაქციული ძალები როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენს ქვეყანაშიც ყოველნაირად ეცდებიან ხელი შეუშალონ მილსადენთა მშენებლობას. მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ეს შეუნელებელი და განუწყვეტელი აგრესია ვერ მოიტანს შედეგს, რადგან თვით საქართველოს მოსახლეობა იქცევა „საუკუნის პროექტთა“ წარმატებით დასრულების გარანტად.

სულ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის აგრეთვე მეგობარი ქვეყნების, უპირველესად აშშ-ს ადმინისტრაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად საერთო ძალისხმევით შევძელით ყველას წინააღმდეგობის გადალახვა.

უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის გარემოება, რომ „დიდი აბრეშუმის გზისა“ და „ევრაზიის დერეფნის“ კონცეფციამ საერთო-ეროვნული თანხმობის ბრწყინვალე მაგალითი შექმნა.

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივებსა და შესაბამის კანონპროექტებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა საქართველოს პარლამენტს ამ უდიდესი მხარდაჭერისათვის, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა „აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის“ პროგრამის პირველი ეტაპის წარმარტებით განხორციელება.

რამდენიმე დღის წინათ ბაქოში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომლის დროსაც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა საძირკველი ჩაუყარეს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის მშენებლობას.

დღეს სრული უფლება გვაქვს განვაცხადოთ, რომ გზის ურთულესი მონაკვეთი დაძლეულია და ამ ბრძოლაში მარტონი აღარა ვართ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფენ, რომ „დიდი აბრეშუმის გზის“ პროგრამას აქტიურად უჭერს მხარს მსოფლიო გაერთიანება. საქართველოს აღიარება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად და თვით ტერმინის შემოღებაც უკვე ამ პროექტების, ამ სტრატეგიის უდიდ დესი გამარჯვებაა.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის“ პროგრამის რეალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონის სახელწიფოთა ინტეგრაციას, ერთიანი დემოკრატიული სივრცის ჩამოყალიბებას, ეკონომიკურ აღმავლობასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სტაბილური განვითარების პირობათა შექმნას, ხოლო ენერგოდერეფნის დაცვის ამოცანამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა მდგრადი უშიშროების ევროატლანტიკურ სისტემებთან.

დიდი ნავთობსადენის, დიდი გაზსადენისა და „ევრაზიის დერეფნის“ სხვა კომპონენტთა მშენებლობის შედეგად საქართველო არა მარტო გეოპოლიტიკურ ფუნქციას მოიპოვებს, არამედ მძლავრ ეკონომიკურ სტიმულსაც შეიძენს. იგულისხმება ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, ინფრასრტუქტურის განვითარება, ადგილობრივი სამეწარმეო და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოყენება, ანუ, ფაქტობრივად, „დიდი აბრეშუმის გზის“ კონცეფცია საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროგრამა, რომელსაც საერთო ძალისხმევით, სამოქალაქო თანხმობითა და ერთობლივი, მუხლჩაუხრელი შრომით განვახორციელებთ.

სამოქალაქო საზოგადოება ეროვნული
დამოუკიდებლობის უმთავრესი პირობაა

ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს პოლიტიკური კომპლემენტურობა და საერთო ღირებულებათა სისტემა, რომელთა საფუძველზეც ვითარდება საქართველო.

დემოკრატიული მსოფლიოს მხარდაჭერა ჩვენ მოვიპოვეთ არა მხოლოდ და არა იმდენად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობით ან თუნდაც პლანეტის ენერგეტიკული მარაგის ცენტრებთან სიახლოვით, არამედ დემოკრატიული არჩევანით, ყოველმხრივი რეფორმებითა და თავისუფალი, სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებით.

რეფორმათა განვითარების ახალი პროგრამის შემუშავება ითვალისწინებდა ახალი საზოგადოებრივი რეალობის ჩამოყალიბებასაც.

საქართველოში ძირითადად დასრულდა სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნება. ამჟამად უკვე მოქმედებს მისი ყველა ინსტიტუტი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, თავისუფალი მედია, პოლიტიკური პარტიები და სხვ.

საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია და მოქმედებს მოქალაქეთა 147 პოლიტიკური გაერთიანება და 778 ფონდი. არასამთავრობო ორგანიზაციათა რაოდენობით საქართველო (პროცენტული შეფარდებით და ხშირად აბსოლუტური რაოდენობითაც) მნიშვნელოვნად აღემატება პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური სივრცის ყველა ქვეყანას, ბევრ მათგანს - ერთად აღებულსაც კი.

ეს ძალზე დადებითი მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ მას, ისევე როგორც მრავალ სასიკეთო პროცესს, ჩრდილოვანი მხარეებიც ახლავს თან.

სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ღირსშესანიშნავ მომენტად მიმაჩნია სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შექმნა პარლამენტში; დიდი წარმატებით ფუნქციონირებს ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ინსტიტუტი, რომელსაც ქალბატონი რუსუდან ბერიძე უდგას სათავეში.

ეროვნებათშორის ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის სამსახურთან შეიქმნა შესაბამის ორგანიზაცია ათასათათბირო, რომელშიც შევიდა სამოცამდე უმცირესობათა საზოგადოებრივი გაერთიანება.

ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრია, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ადამიანის უფლებათა და უმცირესობების უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

უდიდეს მიღწევად მიმაჩნია ის, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემა, მათი მნიშვნელობისა და ღირებულების ფართოდ გაცნობიერება ის ფაქტორია, რომლის უგულებელყოფა დღევან ნდელ საქართველოში უკვე შეუძლებელია. ამას, ალბათ, ვეღარავინ შეძლებს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა საკაცობრიო იდეალები ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის, აგრეთვე შესაბამისი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განმტკიცების შედეგად საქართველოში პოლიტიკურ დომინანტებად იქცნენ.

კონსტიტუციის მიღების შემდეგ შეიქმნა ახალი კანონმდებლობა, რომელიც, ძირითადად, აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. იგი უნიკალურ როლს ასრულებს ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური გარანტიების განხორციელებაში.

ქვეყანაში განხორციელდა სასამართლო რეფორმა, რის შედეგადაც მოსამართლეთა კორპუსი შეივსო უმეტესწილად ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე იურისტებით.

პირველად საქართველოს ისტორიაში, მოსამართლეთა თითქმის ნახევარს ქალები შეადგენენ.

სულ უფრო მზარდ როლს ასრულებენ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი სამოქალაქო საზოგადოების ქვაკუთხედს ქმნიან.

ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. მათ შორის გაეროსთან, ეუთოსთან, ევროსაბჭოსთან და სხვა.

მაგრამ ამავე დროს, ყოველთვის თვალს ვუსწორებთ სიმართლეს: ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გვაქვს უამრავი ნაკლი, ჯერაც გადაუწყვეტელი პრობლემა, რაზეც სავსებით კეთილგანწყობილად მიგვითითებენ ჩვენი მეგობრები. თუმცა ისინი ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ იმასაც, რომ საქართველოს ახასიათებს აგრეთვე ამ სირთულეთა ნათელი ხედვა და პოლიტიკური ნება მათ დასაძლევად.

დიდი მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებით და ამ პოსტზე ქალბატონი ნანა დევდარიანის მოსვლით საგრძნობლად გაიზარდა სახალხო დამცველის ქმედუნარიანობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ყველა მოხელეს - განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ სახალხო დამცველის სამართლიან მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებლად და უპირობოდ უნდა შესრულდეს.

ჩემი მხრივ, აქტიურად ვთანამშრომლობ საქართველოს სახალხო დამცველთან. მისი რეკომენდაციებისა და მომართვების საფუძველზე გამოვეცი ჯერ ბრძანებულება, შემდეგ განკარგულება - შესაბამისი, დროში გაწერილი დავალებებით სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებებისადმი.

პრინციპულად ვეთანხმები სახელმწიფო დამცველს, რომ ადამიანის კლასიკურ უფლებებთან ერთად სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქის სოციალური უფლებებიც, ვინაიდან უამისოდ შეუძლებელია საზოგადოებაში თანხმობის მიღწევა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა.

სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ხელისუფლების ფენომენისადმი, რომელიც თითქოსდა მოქმედებს ან უნდა მოქმედებდეს საზოგადოებრივ პროცესთაგან განყენებულად.

სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი განწყობილება ტოტალიტარული ეპოქის ერთ-ერთი გადმონაშთია.

სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია, ანუ დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემა, მათ შორის დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლებაც - აბსოლუტურად განუყოფელ ერთობას ქმნიან.

დემოკრატიულ, სამოქალაქო საზოგადოებაში ხელისუფლებას შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ სტრატეგიულ საკითხებში საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაყრდნობით. შემთხვევით როდი უწოდებენ კონსტიტუციას „დიდ საზოგადოებრივ შეთანხმებას.“

მე მსაყვედურობენ რელიგიურ უმცირესობათა გარშემო არსებული პრობლემების გამო.

ვგულისხმობ, რასაკვირველია, არატრადიციულ რელიგიურ უმცირესობებს, ვინაიდან საქართველოსათვის ტრადიციული რელიგიური უმცირესობები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ან მის მრევლს არასდროს შეუვიწროვებია.

ბოლო დროს კი ურთულეს პრობლემად იქცა ქვეყანაში ახალ, არატრადიციულ რელიგიურ მიმდინარეობათა მომრავლება. ხელისუფლება აქ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს, ვინაიდან ამ საკითხში არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი. დაპირისპირებული მხარეები ხელისუფლებას უყენებენ სრულიად საპირისპირო, ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს, მაგრამ ასეთ ვითარებაში სახელისუფლებო სტრუქტურათა რადიკალური ნაბიჯები შეიცავენ უდიდეს საფრთხეს: ამგვარი მოქმედების შედეგად, საზოგადოებრივი უთანხმოება შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებად, რაც უდავოდ დამღუპველი იქნება ახლად შობილი, ჯერ კიდევ სუსტი და სათუთი ქართული დემოკრატიისათვის.

ანალოგიურ პრობლემას ხშირად ვაწყდებით მრავალი სხვა მიმართულებითაც: გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - განა არსებობს ჩვენს საზოგადოებაში კონსენსუსი თუნდაც ისეთ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი თუ ძალისმიერი გზით გადაწყვეტა, რუსეთთან დამოკიდებულება და სხვა?

ეს ვითარება უეჭველად შეიცავს ჯერ, როგორც მოგახსენეთ, სამოქალაქო დაპირისპირების, შემდეგ კი - სამოქალაქო კონფლიქტის საფრთხეს.

სწორედ ამიტომ რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით ხელისუფლების ფრთხილ, შეწონასწორებულ, ერთგვარ „კონტრმოტივაციებზე“ აგებულ პოლიტიკას საქართველოში ალტერნ ნატივა არა აქვს. და ეს არა მარტო სახელისუფლებო, სახელმწიფოებრივი ან პოლიტიკური პრობლემაა, არამედ ფართო საზოგადოებრივი განსჯის საგანიც არის.

საზოგადოებრივი კონსენსუსის გაძლიერების მნიშვნელოვან პირობად მიმაჩნია სახელმწიფოსა და ქართულ მართლმად დიდებელ ეკლესიას შორის საგანგებო ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის დასრულება და ამ ისტორიული დოკუმენტის გაფორმება. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი ხელშეკრულება გაფორმებულია ევროპის მრავალ ქვეყანაში - ისევ და ისევ საზოგადოებრივი კონსენსუსისა და თანხმობის საფუძველზე.

ძალოვან სტრუქტურათა რეფორმის
დასრულება და მათი ახალი როლი

კომპლემენტურობის, ანუ ურთიერთშევსების პრინციპი მეტად აქტუალურია სახელისუფლებო ინსტიტუტთა შემდგომი სრულყოფის მხრივაც. ამ პრინციპის საფუძველზე უნდა გაძლიერდეს მათი შეთავსებადობა ევროატლანტიკური სივრცისათვის დამახასიათებელ სისტემებთან.

სწორედ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს ჩაფიქრებული სახელისუფლებო ინსტიტუტთა სრულყოფისათვის.

უპირველეს ყოვლისა, ძირეულად გარდაიქმნება ქვეყნის უშიშროების სისტემა. უმთავრესად ეს ეხება უშიშროების საბჭოს ახალ როლს, აგრეთვე თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის ახალ მეთოდიკას.

საქართველოს უშიშროების საბჭომ ექვსწლიანი მოღვაწეობის შედეგად გაამართლა თავისი ფუნქციური დანიშნულება და სახელმწიფო უშიშროების ღონისძიებათა კოორდინაციის ფრიად მნიშვნელოვან ორგანოდ იქცა.

როგორც ცნობილია, ეს სტრუქტურა შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი პუნქტის საფუძველზე, ხოლო კანონმა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ განსაზღვრა მისი, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, სტატუსი, რაც სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროების სრტატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა შემუშავებას და მიღებას ითვალისწინებს.

ხშირ შემთხვევაში ეროვნული უშიშროების საბჭო და მისი აპარატი მუშაობდა ექსტრემალური რეჟიმით და მრავალფეროვან, არასტანდარტულ, ძნელად პროგნოზირებად პრობლემებზე უაღრესად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა. მოგეხსენებათ, რომ უშიშროების საბჭო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა ჩვენს სინამდვილეში სიახლეს წარმოადგენდა და სრულიად ბუნებრივია, რომ მრავალი საორგანიზაციო, მექანიკური და სხვა ანალოგიური წყდებოდა უშუალო პრაქტიკის გათვალისწინებით.

იმავე პრაქტიკამ შექმნა სოლიდური გამოცდილება, რომლის განზოგადება და ანალიზი გვარწმუნებს გარკვეულ ცვლილებათა აუცილებლობაში.

რეალობა ადასტურებს, რომ თანამედროვე პირობებში უშიშროების არასამხედრო ასპექტთა მნიშვნელობა თუ მეტი არა, ნაკლები ნამდვილად არ არის.

როცა თვალი გადავავლე უშიშროების საბჭოს სხდომებზე განხილულ საკითხთა ხასიათს და დინამიკას, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ იურიდიულ-ფორმალურ კორექტივებს. წინადადებები ეხება სრულიად ახალ, მრავალფეროვან პრობლემატიკაზე კომპეტენტურ გადაწყვეტილებათა შემუშავებისა და მიღების შესატყვის ორგანიზაციულ, მეთოდოლოგიურ და სხვა ხასიათის ცვლილებებს.

ცხადია, საბჭოს ყურადღებისა და რეაგირების საგანი ვერ იქნება საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოველქმედების ყველა პრობლემა.

თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის უშიშროების ცნების შინაარსი რადიკალურად გაფართოვდა. იგი გასცდა ვიწრო სამხედრო და საგარეო-პოლიტიკურ ჩარჩოებს და ქვეყნის არსებობისა თუ შინაგანი წყობის გაცილებით ფართო ასპექტებიც მოიცვა.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა „ამერიკული მოდელი“. რასაკვირველია, აქ არ ვგულისხმობთ აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრუქტურის გადმოღებას, მაგრამ მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ მოდელის რამდენიმე კომპონენტის ადაპტირება საქართველოს სპეციფიკურ პირობებთან. შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი თხოვნით ეროვნული უშიშროების საბჭოს სათავეში ჩაუდგა აშშ-ში საქართველოს ელჩი ბატონი თედო ჯაფარიძე.

ამდენად, საბჭოს მუშაობაში უპირატესობა მიენიჭება ანალიტიკურ-პროგნოსტიკულ მიმართულებას, რაც თავისთავად გულისხმობს შესაბამის კვალიფიციურ პროფესიონალთა მოზიდვას.

ამოცანა პირდაპირ უკავშირდება უშიშროების საბჭოს აპარატს. სწორედ აპარატის ერთ-ერთ უშუალო ფუნქციად უნდა ვაქციოთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საბჭოს უზრუნველყოფა ანალიტიკურ-პროგნოსტიკული მასალებით და, რაც მთავარია, გადაწყვეტილებათა ალტერნატიული ვარიანტებით.

ეს კიდევ უფრო გაზრდის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოპერატიულობასა და კომპეტენტურობას.

ეროვნული უშიშროების საბჭო იქცევა უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მთავარ მრჩეველ ორგანოდ. იგი უზრუნველყოფს ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საგარეო, საშინაო და სამხედრო პოლიტიკის კოორდინაციას. ამან ხელი უნდა შეუწყოს საერთო განვითარების ისეთი მიზნებისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომლებიც საქართველოს ეროვნული უშიშროების ინტერესებთან იქნება შეთანხმებული.

იმავდროულად დაგეგმილი გვაქვს საბჭოს აპარატის შესატყვისი სტრუქტურული გარდაქმნაც, რათა იგი ორიენტირებული იყოს, უპირველეს ყოვლისა, უშიშროების სტრატეგიულ მიმართულებებზე.

საბჭო უნდა იქცეს ერთგვარ „ინტელექტუალურ ცენტრად“ - სტრატეგიულ იდეათა გენერაციისა და ოპტიმალურ გადაწყვეტილებათა შემუშავებისათვის.

ბოლო დროს პარლამენტის მხარდაჭერით ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს თავდაცვის სისტემის რეფორმირების გზაზე, რითაც დასრულდება ეროვნული არმიის აღმშენებლობის პროცესი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არმიაში გაწვევის ახალ ფორმათა და პირობათა დანერგვას შესაბამისი კანონმდებლობით.

მწირი რესურსების მიუხედავად, განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ არმია, შეიარაღებული ძალები, როგორც დემოკრატიული და სუვერენული სახელ ლმწიფოს ინტერესთა დაცვისა და განხორციელების ცივილიზებული ინსტრუმენტი.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თითქმის არაფრისაგან, რაიმე სერიოზული საგარეო დახმარების გარეშე დავიწყეთ არმიის მშენებლობა. ერთდროულად კი მის რეფორმირებას ვახორციელებთ - ახალი პრინციპებისა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად.

შემდგომში საგარეო დახმარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მეგობრები და მოკავშირეები გვეხმარებიან, ვინაიდან ეჭვი არ ეპარებათ დემოკრატიული საკაცობრიო იდეალებისადმი ჩვენს ერთგულებაში.

საქართველოს მრავალმა წარმომადგენელმა მეგობარ ქვეყნებში შეიძინა სამხედრო განათლება. მოკავშირე სახელმწიფოთა თანადგომა და დახმარება გამოიხატა აგრეთვე საქართველოს ჩაბმით საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობაში, რასაც, თავის მხრივ, განუზომელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და რეფორმირების პირობათა შესამზადებლად.

1994 წლიდან საქართველო ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის წევრია. 1995 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ პროგრამასთან ერთად შემუშავებული აქვთ ნატოსთან „ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამაც.“

1998 წლიდან მკვეთრად გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებსა და წვრთნაში. ორი წლის გან ნმავლობაში ქვეყანამ „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამით გათვალისწინებულ 242 სამხედრო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, 2002 წელს კი დაგეგმილია 196 ღონისძიება.

საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფი მონაწილეობს კოსოვოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში. სამი წლის განმავლობაში განხორციელდა ამ შენაერთის ხუთი როტაცია. თავდაცვის სამინისტრო გეგმავს ქვეითი ბატალიონის ჩამოყალიბებას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მრავალეროვნულ სამშვიდობო აქციებში.

მცირე სახელმწიფოთა სამხედრო უშიშროების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრირება. ამიტომ ახალი ორიენტაციით უნდა განიმსჭვალოს და განისაზღვროს შეიარაღებული ძალების რეფორმის ყველა რგოლი.

ამ მიმართულებას უნდა დაექვემდებაროს ყოველი სტრუქტურული, ორგანიზაციული თუ სხვა სახის ცვლილება. იგივე უნდა იყოს რეფორმის შეფასების კრიტერიუმიც.

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში პოზიტიური როლი შეასრულა ევროპული სარდლობის მიერ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა შეფასების საფუძველზე შემუშავებულმა რეკომენდაციებმა უშიშროების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს რეკომენდაციებთან ერთად.

ორიოდე თვის წინათ საზოგადოებას წარედგინა „თავდაცვის თეთრი წიგნი“, რომელშიც ასახულია არსებული ვითარება და განსახორციელებელი გეგმები.

„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია არმიის მშენებლობის თეორიული საფუძვლების რეალიზაციის გზაზე. პროგრამის განხორციელება უპირველესი მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანაა და მის წარმატებით შესრულებაზე ბევრად იქნება დამოკიდებული მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს მომავალი. ამ პროგრამას კონკრეტულ სამხედრო დახმარებასთან ერთად პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება. აქედან გამომდინარე, ყველა უწყებამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ და ხარისხიან გადაწყვეტას.

„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის განხორციელებასთან ერთად აღსანიშნავია თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მასშტაბის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის შექმნა.

ეს, ფაქტობრივად, ახალი სტრუქტურაა და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალების ეფექტიანი მართვისა და კონტროლის საშუალებას გვაძლევს.

სწავლებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური დახმარება. იგი მოიცავს შეიარაღებას, აღჭურვილობას, ფორმის ტანსაცმელს, კომპიუტერულ და სხვა ტექნიკას, ასევე სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებს, რაც თავდაცვის უწყების არასაკმარისი საბიუჯეტო დაფინანსების ფონზე უაღრესად დიდი როლს ასრულებს.

გრძელდება სტრუქტურული რეფორმები თავდაცვის სამინისტროში: პირველად ეროვნული შეიარაღებული ძალების არსებობის განმავლობაში გაიმიჯნა ფუნქციები თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს შორის. მსოფლიოში აპრობირებული დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის ორივე მოადგილე სამოქალაქო პირია. თანდათან ძლიერდება სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებული ძალებისადმი. წელს პირველად შევიმუშავეთ თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით. გაუცემელია წინა წლების 14 თვის ხელფასი, ხოლო დავალიანებამ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ 15 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ამჟამად ვმუშაობთ საქართველოში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაქმნელად და ჩვენი ქვეყნის საინჟინრო, ინტელექტუალური პოტენციალიდან გამომდინარე, ეს სრულებითაც არ არის მიუღწეველი მიზანი.

უკვე სრული საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს ეყოლება არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი, ძირითადად, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული არმია, რომელსაც ურთულესი სახელმწიფოებრივი აზროვნების, გადაწყვეტის უნარი და შესაძლებლობა ექნება.

რეალობა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უშიშროების განსამტკიცებლად აუცილებელია სასაზღვრო ჯარის გაძლიერება, მთლიანად საზღვრის დაცვის ახალი კონცეფციის შემუშავება, ამ მიმართულებით რესურსების კონცენტრაცია, ვინაიდან ჩვენს სინამდვილეში საზღვრის საიმედოდ დაცვა მრავალი კომპონენტით უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი სისტემების მდგრადობას როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ისე ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისითაც.

2000 წლის განმავლობაში ოპერატიული ვითარება სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე მეტად რთული იყო წლის განმავლობაში, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე დაფიქსირდა საჰაერო სივრცის დარღვევის ოცდაათი შემთხვევა, აქედან რვა - საბრძოლო იარაღის გამოყენებით. ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ ამ დარგში ჩვენი ამერიკელი მეგობრები: „საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონგანმტკიცების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილია 18 მილიონი დოლარი. აქედან უშუალოდ საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის - 13 მილიონ 500 ათასი დოლარი.

განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ აგრეთვე სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის ანტიტერორისტულ კომპონენტს, კერძოდ, საგარეო დაზვერვის მიმართულებითაც, რათა უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა კომპლექსური და პრევენციული ხასიათი შეიძინონ.

11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ შექმნილი რეალობა საქართველოსაც ძალიან მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა საუწყებათშორისო ანტიტერორისტული კომ მისია გაძლიერებულია სახელმწიფო დაწესებულებათა, სტრატეგიულ ობიექტთა და უცხოეთის წარმომადგენლობათა დაცვა, ხორციელდება მკაცრი ოპერაციული კონტროლი. თუმცა ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა ადამიანების გატაცება და ნარკობიზნესი. დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადებით, შეიქმნა სადაზღვევო სისტემის გაფართოებული საბჭო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობა სრულიად აუცილებელია პატარა ქვეყნისათვის, რომელიც ურთულეს გეოპოლიტიკურ პირობებში - არა მხოლოდ ტექტონიკურად, არამედ პოლიტიკურადაც აქტიურ რეგიონში ვითარდება.

ანას ადასტურებს როგორც სხვა სახელმწიფოების (მაგალითად, ისრაელის) გამოცდილება, ისე ჩვენი დღევანდელობაც.

უკვე შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ სწორედ ამ კოორდინირებულობამ და კოლეგიურმა ურთიერთმოქმედებამ, აგრეთვე უწყებათა შეთანხმებულმა ძალისხმევამ განაპირობა ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაციის წარმატება პანკისის ხეობაში, სადაც თითქმის უსისხლოდ, უდანაკარგოდ, სერიოზული გართულებების გარეშე მოხერხდა ვითარების დამშვიდება, ხეობის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათაგან გათავისუფლება და ქმედითი ანტიკრიმინალური ღონისძიებებისათვის ნიადაგის მომზადება.

ამჯერად უმთავრესი ამოცანაა მძევალთა განთავისუფლება, ძებნილთა დაკავება და ნარკობიზნესის აღმოფხვრა.

აქ, რასაკვირველია, უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელობა ამჟამად ძალიან ღრმა და რადიკალური რეფორმების განხორციელებას იწყებს.

აქვე გვერდს ვერ ავუვლით ქვეყანაში ოპერატიული ვითარების დამახასიათებელ სტატისტიკას.

ეკონომიკის სფეროში გამოვლენილია 10%25-ით მეტი დანაშაული, მათ შორის მძიმე კატეგორიისა - 30,6%25-ით. მიმდინარე წლის სტატისტიკის შესაბამისად, მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელია დანაშაულობათა მოტივაციის მაჩვენებელი. ანგარებითი დანაშაული საერთო რიცხვის 60%25-ს შეადგენს.

სამართალდაცვის სისტემა კრიმინალური სამყაროს გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება.

გახშირდა ძალადობის ფაქტები პოლიციის მუშაკთა წინაა აღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. იმატა მკვლელობათა რაოდენობამ. სულ უფრო ხშირია ანგარიშსწორება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ დასრულდა და სასამართლოში წარიმართა წინა წლებში ჩადენილი მკვლელობების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის ქ. თბილისის პროკურორ მიხეილ ქურდაძისა და პარლამენტის წევრ იოსებ მახალდიანის ანგარებით მკვლელობის საქმეები. ამ დანაშაულთა ჩამდენი პირები დაპატიმრებული არიან.

გამოძიება დამთავრდა და სასამართლოში წარიმართა შესანიშნავი ტელეჟურნალისტის, გიორგი სანაიას, განზრახ მკვლელობის საქმე.

ურთულეს პრობლემად რჩება ადამიანების გატაცება და ძალადობა უცხოელ მოქალაქეთა მიმართ. ეს დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტსა და საინვესტიციო პოლიტიკას.

კანონიერების დაცვის სფეროში უაღრესად აქტუალურია პოლიციის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღკვეთა. ამ დანაშაულის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. მხოლოდ მიმდინარე წელს ასეთი კატეგორიის დანაშაულის გამო აღძრულია 19 სისხლის სამართლის საქმე.

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვით.

იუსტიციის სამინისტრო, ჩვენი თვალთახედვით, სრულიად ახალი ფუნქციური დატვირთვის ორგანოდ უნდა იქცეს.

იგი უნდა იყოს ქვეყნის იურიდიული და სახელმწიფოებრივი სისტემის რეფორმირების, ოპტიმიზაციის, ყოველმხრივი განვითარების იდეათა უმთავრესი გენერატორი.

არ გამოვრიცხავ, რომ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების შემთხვევაში ეს ფუნქცია იურიდიულად გაფორმდეს და ინსტიტუციურად ჩამოყალიბდეს კიდეც, ანუ იუსტიციის სამინისტროს ერთგვარი კოორდინაციის უფლებამოსილებაც მიენიჭოს.

მიუხედავად მრავალი სირთულისა, პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემა შეუქცევადი რეალობაა და ამ თვალსაზრისითაც სამინისტროს სერიოზული მუშაობა მართებს მართვის სტრუქტურათა ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესებისათვის.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სასამართლო ხელისუფლების სრულიად უნიკალური როლი.

სასამართლო სისტემა, კერძოდ, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები, საერთო სასამართლოების სისტემა, ხელისუფლებათა გამიჯვნის, მათი ნორმალური ურთიერთმოქმედების უმთავრეს პირობას წარმოადგენს, ურომლისოდაც დემოკრატიის ფუნქციონირება შეუძლებელია.

კმაყოფილებითა და მადლიერებით ვიტყვი, რომ უზენაესი სასამართლო პირნათლად ასრულებს თავის კონსტიტუციურ მისიას.

გამოძიების სფეროს რეფორმა

სამართალდაცვისა და უშიშროების ორგანოების რეფორმის კომისია, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩამოვაყალიბე და რომელსაც სათავეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ლადო ჭანტურია უდგას, პრაქტიკულად ამთავრებს მუშაობას.

ამ კომისიამ უცხოელი მეგობრების დახმარებით მოამზადა სამართალდაცვის ორგანოთა საქმიანობის კონცეფცია, რომელიც სრულიად შეესაბამება მსოფლიოს დემოკრატიულ სტანდარტებს და უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა რეალურ დაცვას ისევე, როგორც სამართალდაცვის სისტემის შედეგიან ფუნქციონირებას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ისევე, როგორც პოლიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და პროკურატურის შესახებ საკანონმდებლო აქტებში.

ქართველი სპეციალისტები და უცხოელი ექსპერტები ერთს სულოვნად აღნიშნავენ, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსი გადატვირთულია ფორმალობებით, შეიცავს უამრავ ხარვეზსა და წინააღმდეგობას.

საერთო აზრია, რომ გამოძიება ერთიან პროცესს უნდა წარმოადგენდეს და ამიტომ მნიშვნელოვნად უნდა გამარტივდეს. შესაბამისმა კომისიამ უკვე შეიმუშავა და უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს შემდეგ კონცეპტუალურ დებულებას: დღეისათვის არსებული წინასწარი გამოძიების ორი ეტაპი (მოკვლევა და გამოძიება) გაერთიანდეს ერთ ეტაპად - გამოძიებად; სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უფლება მიენიჭოთ პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს. ასეთი ორგანოები შეიქმნება ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულებასა და უწყებაში, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აწარმოებენ მოკვლევას (შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, იუსტიციის სამინისტრო და ა.შ.

გამომძიებელი თავის საქმიანობას განახორციელებს მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად და დამოკიდებული იქნება მხოლოდ პროკურორის მითითებებზე.

გამომძიებლის საქმიანობაში ვერ ჩაერევა და მას ვერანაირ მითითებას ვერ მისცემს იმ სახელმწიფო ორგანოს ან დაწესებულების ხელმძღვანელი, სადაც ასეთი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.

თვისებრივად შეიცვლება პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია. შემცირდება პროკურატურათა რიცხვი. პროკურატურის სისტემაში აღარ იარსებებს საგამოძიებო სამსახური.

იმის განურჩევლად, თუ რომელი საგამოძიებო ორგანო აწარმოებს გამოძიებას, საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.

გათვალისწინებულია, რომ პროკურორს, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის გამო, განსაკუთრებით რთულ და გახმაურებულ დანაშაულთა შემთხვევაში, შეუძლია პირადად აწარმოოს გამოძიება. პროკურორს უფლება აქვს რთულ საქმეებთან დაკავშირებით შექმნას საგამოძიებო ჯგუფი სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურათა გამომძიებლების მონაწილეობით.

იმავდროულად დანაშაულთა დიდი ნაწილის გამოძიება იწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოში. პოლიციის შესახებ ახალ კანონში განისაზღვრება პოლიციის ამოცანები და იარსებებს ნორმა, რომლის თანახმად, პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვის ფუნქციის გარდა (პრევენციული ფუნქცია), ექნება რეპრესიული ფუნქციაც. მაგრამ ეს ფუნქციები ერთმანეთისაგან გაიმიჯნება. რეპრესიულ ფუნქციას განახორციელებენ საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც იხელმძღვანელებენ საპროცესო კანონმდებლობით და დაემორჩილებიან მხოლოდ პროკურორის მითითებებს.

ეს მოსაზრებები დასაბუთებულია პრაქტიკული, ეკონომიკური და ტრადიციული არგუმენტებით.

გარდა ამისა, სრულიად ახალ საფუძველს დაემყარება ურთიერთობა პროკურატურასა და პოლიციას შორის.

დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობათა შეტყობინების გარდა, პრევენციული ფუნქციის განმახორციელებელმა პოლიციამ, თუ იგი პირველი აღმოჩნდება შემთხვევის ადგილზე, უნდა მიიღოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ზომები და შეადგინოს პატაკი. მაგრამ მას არ ექნება უფლება გამოიყენოს საპროცესო იძულების ღონისძიებები.

საგამოძიებო ვადები გაუქმდება საქმის სწრაფი დამთავრების პრინციპიდან გამომდინარე.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი ოპერატიული სამძებრო მოქმედებები გათვალისწინებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო კიდექსში. მაგალითად, ვიზუალური კონტროლი, საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა, კონფიდენტი და ასე შემდეგ.

ყველა ეს ღონისძიება საშუალებას მოგვცემს, ჩამოვაყალიბოთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი გამოძიების სისტემა, რომელიც სამართალდაცვის ორგანოთა ქმედითობის ამაღლების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ ინტერესებთან მათი შესაბამისობის გარანტია იქნება.

ეკონომიკური რეფორმა საქართველოს ლიბერალური
ტრანსფორმაციის დასრულებაა

სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული წესწყობილება, სახელისუფლებო სისტემა და ლიბერალური ეკონომიკა ერთ მთლიანობას წარმოადგენს და ერთი ცნებით აღინიშნება. ამდენად, სოფისტიკად მიმაჩნია დისკუსია იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი წარმოადგენს „ბაზისს“ და რომელი „ზედნაშენს“.

მაგრამ ისიც უდავოა, რომ თვით სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საფუძველი (მით უმეტეს, თანამედროვე მსოფლიოში) არის ეკონომიკა.

ნებისმიერი პოლიტიკური კურსის წარმატება საბოლოო ანგარიშით განისაზღვრება ეკონომიკური შედეგიანობისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის პრინციპებით. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ერის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს იგი პოსტინ ნდუსტრიული და ციფრული მოდერნიზაციის განხორციელებას - საინფორმაციო საზოგადოების დაფუძნებას მძლავრი ლიბერალური ეკონომიკის ბაზისზე.

ეს პრიორიტეტები მკაფიოდ აისახა გაეროს „ათასწლეულის სამიტის“ დოკუმენტებში.

განვლილი ათი წლის განმავლობაში, მრავალი ნაკლის მიუხედავად, ჩვენ შევძელით შეგვექმნა ამგვარი მოდერნიზაციის წანამძღვრები.

უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, ფაქტობრივად, სრული ნგრევა და განადგურება, რაც საქართველოში სუფევდა 1992 წლისათვის, ბევრად ართულებდა ამოცანას, რომლის გადაწყვეტის აუცილებლობის წინაშეც აღმოჩნდა ყველა პოსტსაბჭოური ქვეყანა.

ეკონომიკურმა დაქვეითებამ კრიტიკულ ზღვარს 1992-1993 წლებში მიაღწია. ამ პერიოდში სამრეწველო წარმოების მოცულობა ქვეყანაში თითქმის ხუთჯერ შემცირდა. იფეთქა უმწვავესმა ენერგოკრიზისმა, გაღრმავდა სასურსათო დეფიციტი, რეალობად იქცა შიმშილის პრობლემა. თითქმის სამჯერ შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა კი თითქმის ხუთჯერ იკლო. მკვეთრად გაიზარდა შემოსავლების განაწილების უთანაბრობის (ჯინის) ინდექსი, სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდნენ მრავალრიცხოვანი სოციალური ფენები, მათ შორის, პენსიონერები, დევნილები, ინვალიდები, ინტელიგენციის საგრძნობი ნაწილი და სხვ.

ეკონომიკისათვის გამანადგურებელი დარტყმა გამოდგა აფხაზეთის ომი, რომლის შედეგად პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა 6-7 მლრდ. დოლარი შეადგინა.

ერთადერთი ალტერნატივა იმ პირობებში რადიკალური ეკონომიკური რეფორმის განხორციელება, საგარეო დახმარების მოზიდვა და ახალი, პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაფუძნება იყო.

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გახდა მიწის რეფორმა (დარიგება), ფასების ლიბერალიზაცია და პროდუქციის სახელმწიფო დაკვეთის სისტემის გაუქმება, უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად იქცა ვაჭრობის ლიბერალიზაცია; დაიწყო ორიარუსიანი საბანკო სისტემების შექმნა; გადაიდგა პირველი ნაბიჯები ჯანსაღი საბიუჯეტო ურთიერთობის ჩამოყალიბების გზაზე.

1993 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 26%25-ს გადააჭარბა და იგი ემისიური კრედიტით დაფინანსდა.

მხოლოდ 1993 წლის პირველი და 1994 წლის მეოთხე კვარტლის ბიუჯეტთა პარამეტრების დამტკიცება გახდა შესაძლებელი. რაც შეეხება სხვა პერიოდებს, ქვეყანა, პრაქტიკულად, უბიუჯეტოდ ცხოვრობდა და ეს მდგომარეობა, თავის მხრივ, ხელს უწყობდა სახელმწიფო სახსრების უყაირათო და არაეფექტიან გამოყენებას.

1993 წლის 1 აპრილამდე საქართველო ჯერ კიდევ შედიოდა რუბლის ზონაში, ანუ არ ჰქონდა შესაძლებლობა დამოუკიდებლად განეხორციელებინა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. 1993 წლის 5 აპრილს ბრუნვაში მოექცა კუპონები. თუმცა ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგად ისინი სულ მალე გაუფასურდა. აუცილებელი გახდა მტკიცე და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელება, რომლის კონცეპტუალურ საფუძვლად იქცა „მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამა“. იგი მომზადდა 1994 წლის თებერვალში ჩემი ბრძანებულებით. ამ პროგრამის შესაბამისად, ქვეყანაში დაიწყო რადიკალური ეკონომიკური გარდაქმნები.

ძირითად მიმართულებებად განისაზღვრა საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს გარდაქმნა, პრივატიზების დაჩქარება, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური სფეროს რეფორმა, ფასების საბოლოო ლიბერალიზაცია.

განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშების გადმოტანა ეროვნულ ბანკში. ეროვნულ ბანკს გადაეცა ქვეყნის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების განკარგვის უფლება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეროვნული ბანკის აქტივების სტრუქტურა.

1995 წლის 25 სექტემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ბრუნვაში მოექცა ქართული ეროვნული ვალუტა. ლარისადმი მოსახლეობა იმთავითვე ნდობით განეწყო, რის შედეგადაც ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 55 მლნ. დოლარით გაიზარდა, რაც, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო შემთხვევაა, საქართველომ შეიძინა სრულფასოვანი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი. ეს მას დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის წარმართვის საშუალებას აძლევდა.

1992 წლის შემდეგ პირველად სწორედ 1995 წელს გახდა შესაძლებელი სრულფასოვანი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება. უკვე 1996 წელს, 1995 წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების ამოღების დონე ნომინალური გამოხატულებით ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა.

სამჯერ შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი, ნორმალურ ჩარჩოებში მოექცა ინფლაცია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტები, მათი შემოსავლის წყარ როები და ხარჯების ძირითადი მიმართულება.

1994 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ბანკები ერთმანეთთან ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ საკორესპონდენტო ანგარიშებით, რეალურად არსებული ფულადი სახსრების ფარგლებში.

განმტკიცდა საბანკო სისტემა, გაიზარდა მისი ლიკვიდურობა, დაიწყო ბანკების შერწყმის პოზიტიური პროცესი, მოსახლეობას გაუჩნდა ნდობა საბანკო დაწესებულებებისადმი, რაც შესაბამისად საკრედიტო რესურსებისა და ანაბრების ზრდით გამოიხატა.

ჰიპერინფლაციის დაძლევაში განსაკუთრებული როლი შეასრულა პურის ფასების ლიბერალიზაციამ და პურ-პროდუქტების სახელმწიფო სისტემის დემონოპოლიზებამ, მთლიანად შეწყდა ამ დარგის სუბსიდირება.

რეფორმათა უმნიშვნელოვანესი შემადგენელი იყო პრივატიზების პროცესი, რასაც უნდა უზრუნველეყო ქვეყანაში კერძო სექტორის ჩამოყალიბება.

პირველ ეტაპზე სახელმწიფო საწარმოთა შრომით კოლექტივებს უფლება მიეცათ შეესყიდათ ობიექტები გარკვეული შეღავათებით, რამაც მკვეთრად დააჩქარა პროცესი.

დაიწყო მიწის სრულფასოვან კერძო საკუთრებაში გადაცემა, კადასტრისა და რეგისტრაციის ერთიანი კომპიუტერიზებული სისტემის დანერგვა, მიწის ბაზრის ჩამოყალიბება. ასობით ოჯახმა მიიღო საკუთრების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობები. ამ პროცესში ისევე, როგორც მთლიანად ქვეყნისათვის საარსებოდ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში, უდიდესი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა მეგობრებმა - უპირველესად აშშ-მა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტ ტუტებმა.

მიწის რეფორმა იყო ეპოქალური შემობრუნება საქართველოს უახლეს ისტორიაში, გლეხმა სრულფასოვან საკუთრებაში მიიღო უმნიშვნელოვანესი ქონება (კაპიტალი) - მიწა, მიწის ნაკვეთი.

ამასთანავე შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მესაკუთრის უფლებათა გარანტიაა. დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია მიწის ყიდვა-გაყიდვის 7500-მდე შემთხვევა. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მიწის მემკვიდრეობით გადაცემა და იპოთეკა.

პრივატიზების პროცესის სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში კერძო სექტორის ჩამოყალიბებას. უკვე 1998 წელს საქართველოში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი კერძო სექტორში იყო წარმოებული. 2001 წელს ამ მაჩვენებელმა 60%25-ს მიაღწია. ამასთანავე კერძო სექტორში კაპიტალის პროდუქტიულობის დონე თითქმის 2,5-ჯერ მაღალია სახელმწიფო საწარმოებთან შედარებით. კერძო სექტორის როლი კიდევ უფრო გაიზრდება მსხვილი სამრეწველო საწარმოების პრივატიზების დასრულების შემდეგ.

კერძო სექტორის განვითარებამ კარდინალურად შეცვალა შრომის ბაზრის სტრუქტურა. 2000 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 75%25 მუშაობს კერძო სექტორში. გარდა ამისა, კერძო სექტორის განვითარებამ შექმნა მოსახლეობის თვითდასაქმების პირობები.

აქ მიზანშეწონილია მოვიყვანოთ „თვითდასაქმების“ საყოველთაოდ აღიარებული განმარტება. „თვითდასაქმებულად“ მთელ მსოფლიოში ითვლება ადამიანი, რომელიც ასრულებს ნებისმიერ სამუშაოს პირადი და ოჯახური კეთილდღეობისათვის და იღებს გასამრჯელოს ნატურალური ან ფულადი ფორმით.

ყველა ქვეყანაში „თვითდასაქმებული“ განეკუთვნება მომუშავეთა კატეგორიას და არსად არ ითვლება უმუშევრად.

2001 წლის მონაცემებით, დასაქმებულია 2 მლნ-ზე მეტი კაცი თვითდასაქმებულთა ჩათვლით.

რომ არა 1998 წლიდან განვითარებული კრიზისული მოვლენები, რამაც შეამცირა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი და შეანელა სამეწარმეო აქტიურობა, დასაქმებულთა რიცხვი უფრო მეტი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მასშტაბით, უმუშევრობის დონე დღეისათვის 11,8%25-ს შეადგენს, ანუ იგი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. 1999 წელს უმუშევრობა 12,6%25-ს აღწევდა.

რეფორმატორული ღონისძიებები მკაფიოდ აისახა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 1995-97 წლებში 11.5%25 შეადგინა. აღმოიფხვრა ჰიპერინფლაცია - თუ 1993 წელს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 13000%25 იყო, 1997 წელს ინფლაცია 7,2 %25-მდე შემცირდა.

გაწონასწორდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. შესაძლებელი გახდა საბიუჯეტო და მონეტარული ხასიათის პროცესთა მართვა, ანუ ანტიკრიზისული პროგრამის მეშვეობით, 1994-98 წლებში მოხერხდა ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა, დაინერგა საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, დასაბამი დაედო სისტემურ და სტრუქტურულ ცვლილებებს, გაუმჯობესდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა.

მიღწეულმა შედეგებმა დღის წესრიგში დააყენეს ახალი ორიენტირები: მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და სიღატაკის დაძლევა, წარმოების რეაბილიტაცია და დასაქმების გაუმჯობესება, სოციალური, განათლების სისტემების რეფორმა და ასე შემდეგ.

სამწუხაროდ, 1998 წლის მეორე ნახევრიდან წარმოიშვა კარგად ცნობილი სირთულეები ქვეყნის განვითარებაში. ეკონომიკური ზრდისა და სტრუქტურული გარდაქმნების პროცესს, რაც ძალზე მკაფიოდ იყო გამოხატული წინა წლებში, დაუპირისპირდა რამდენიმე ნეგატიური ფაქტორი.

რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა საგრძნობლად შეარყია ჩვენი საფინანსო სისტემა. ეს გარდაუვალი იყო, ვინაიდან სავსებით ობიექტური რეალობაა, რომ რუსეთთან კვლავინდებურად ვართ და დიდხანს ვიქნებით დაკავშირებული მრავალი ეკონომიკური, ენერგეტიკული და საფინანსო ძაფით.

სხვა ობიექტურ ფაქტორთაგან აღსანიშნავია ორი წლის საშინელი გვალვა, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას.

მაგრამ კრიზისულ მოვლენებს ხელს უწყობდა სუბიექტური ფაქტორებიც. თავი იჩინა საგადასახადო სისტემის ნაკლოვანებებმა, საგადასახადო ადმინისტრაციის სისუსტემ, კორუფციამ, პრობლემებისადმი არასისტემურმა მიდგომამ, საკადრო სფეროში დაშვებულმა შეცდომებმა და სხვა.

კრიზისის შედეგად შემცირდა სამეწარმეო აქტიურობა. შენელდა აგრეთვე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი. 1998 წელს მან შეადგინა 2,9%25, წინა წლის 11%25-ის ნაცვლად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, ეკონომიკური ზრდა განუხრელად გრძელდებოდა 1999 წელს - 3%25-ით, ხოლო 2001 წელს - 4,5%25-ით.

ჩვენ შევძელით დაუყოვნებლივ მიგვეღო ანტიკრიზისული ზომები: 1998 წლის დამლევს ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტა ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, რაც ლარის კურსის თავისუფალ მცურავ რეჟიმზე გადასვლას და ამ გზით შეწონასწორებული გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებას გულისხმობდა.

საერთოდ. ეროვნული ბანკის მიზანმიმართულმა და, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივად მიზანშეწონილმა პოლიტიკამ დიდად შეუწყო ხელი ვითარების განუხრელ გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სიახლენი საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, რამაც განაპირობა სახელმწიფო ბიუჯეტის სისტემის რაციონალიზება.

მაგალითად დავასახელებდი კანონს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რაც ძალზე მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ ღონისძიებად იქცა. სისტემურად ხორციელდება ღონისძიებები საგადასახადო სტრუქტურათა სრულყოფისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით. იხვეწება გადასახადთა ადმინისტრირების პრაქტიკა. დიდად სამწუხაროა, რომ რეალურად ვერ ამოქმედდა გაკოტრებისა და ქონების დაყადაღების მექანიზმები, რაც ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო ნარჩენთა ზრდას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა სახელმწიფო ვალების მართვის სრულყოფისათვის. მიღებულია კანონი „სახელმწიფო ვალების შესახებ“. მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით და 2001 წლის 5 მარტს, პარიზის კლუბის ეგიდით, განხორციელდა საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია. ამ საკითხებზე მუშაობა კვლავ გრძელდება, კერძოდ, მიმდინარეობს მოლაპარაკება პარიზის კლუბის არაწევრ ქვეყნებთან ვალების რესტრუქტურიზების თაობაზე. ზოგადად, ვალებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მათი დაგროვება გარდაუვალი იყო, ვინაიდან ამ სახსრებით ჩვენ, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ ქვეყანა და ურთულესი რეფორმები განვახორციელეთ. მაგრამ ეს ვალები არ დააწვება ტვირთად მომავალ თაობას, ვინაიდან ამჟამად მსოფლიოში თვისებრივად იცვლება დამოკიდებულება ზოგადად ვალების პრობლემისადმი.

განხორციელდა აგრეთვე რამდემინე დარგის რესტრუქტურიზაცია. ერთმანეთისაგან გაიმიჯნა რეგულირების ფუნქცია და კომერციული საქმიანობა, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტები.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სატრანსპორტო სისტემაში. დაფუძნდა თვისებრივად ახალი ინსტიტუტები და ჩამოყალიბდა კონკრეტული სამოქმედო პროგრამები ტრანსკავკას ფარგლებში გაწეული ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების საფუძველზე.

1999 წელს ძირითად კაპიტალში ინვესტიციებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და 370 მლნ. დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, ძირითადად, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობაში გაწეულმა ინვესტიციებმა განაპირობა. მომდევნო წლებში უცხოურ ინვესტიციათა ხვედრითი წილი შემცირდა ადგილობრივ ინვესტიციებთან შედარებით. თუმცა 2000-2001 წლებში ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურმა ინვესტიციამ საშუალოდ 175 მლნ. დოლარი შეადგინა.

საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრება, რის შედეგადაც საქართველო ბიზნესის საერთაშორისო წესების თანამონაწილე გახდა. ქართულმა პროდუქციამ მოიპოვა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე შეღავათიანი პირობით გასვლის შესაძლებლობა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია მნიშვნელოვანი ბერკეტია საერთაშორისო ბაზარზე ქართული სასაქონლო ნიშნების დაცვის თვალსაზრისითაც.

პრეზიდენტის აღმასრულებელი გუნდი, სახელმწიფო მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და სხვები ამჟამად ყოველ ღონეს ხმარობენ კრიზისული ფაზის საბოლოოდ დაძლევისათვის.

წელს შეიქმნა წინაპირობები, რათა სრული ფორმაციით აღდგეს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. გრძელდება ბრძოლა კონტრაბანდასთან, ფალსიფიცირებასთან, გადასახადების დამალვასთან, სხვა კორუფციულ გამოვლინებებთან, რაც საშუალებას გვაძლევს არა მარტო შევასრულოთ მიმდინარე წლის ბიუჯეტი, არამედ შევიმუშაოთ და პარლამენტს განსახილველად წარვუდგინოთ კიდეც 2003 წლის ბიუჯეტის ისეთი პროექტი, რომელიც, საქართველოს განვითარების ახალ პროგრამას შესაბამის ფინანსურ საფუძველსა და წინაპირობას შეუქმნის.

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიური პროცესების, მათ შორის, თურქეთის კრიზისის მიუხედავად, საქართველოში მაინც შევძელით შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. 2001 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4,5%25-ს მიაღწია, რაც თითქმის 2%25-ით აღემატება წინა სამი წლის საშუალო მაჩვენებელს და მთლიანად შეესაბამება პროგნოზს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი არ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელს.

2001 წელს მივაღწიეთ ინფლაციის ყველაზე დაბალ დონეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - 3,4%25-ს. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შარშან ბიუჯეტი 89%25-ით შესრულდა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის საკუთარმა შემოსავლებმა, მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, 15,6%25 შეადგინა, რაც, ზრდის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის სახარბიელო მაჩვენებელი. 0,4%25-ით შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი, მაგრამ ამავე დროს გაუარესდა სავაჭრო ბალანსი.

იმავდროულად, კაპიტალისა და ფინანსური ოპერაციების დადებითმა შეფარდებამ ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა შეევსო ოფიციალური სავალუტო რეზერვები წლის განმავლობაში თითქმის 50 მლნ. დოლარით. აქედან 35 მლნ. დოლარი ბანკმა უშუალოდ შეისყიდა. შედეგად, სავალუტო რეზერვების მოცულობამ 160 მლნ, დოლარს მიაღწია და თითქმის სამი თვის იმპორტის მოცულობას უდრის.

საქართველოს კონსოლიდირებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა (არასაბიუჯეტო სექტორის ანარიცხების ჩათვლით) მიმდინარე წლის 8 თვეში 680,7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც შესაბამისი საგეგმო მაჩვენებლის 100,3%25-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს (606,7 მლნ. ლარი) 12,2%25-ით აღემატება, ხოლო არასაბიუჯეტო ფონდების გარეშე საგადასახადო შემოსავლების სახით ბიუჯეტებში მიღებულია 572,2 მლნ. ლარი, რაც შესაბამისი საგეგმო მაჩვენებლის 101,2%25-ს შეადგენს. ამასთან აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს (500,2 მლნ. ლარი) 14,4%25-ით აღემატება.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლებიც ძირითადად გადასახადების ამოღების ადმინისტრირების გაუმჯობესებას ეხება, დადებითად იმოქმედეს საგადასახადო და საბაჟო სამსახურების მუშაობის ეფექტიანობის ზრდაზე. ეს გამოიხატა ბიუჯეტებში საგადასახადო შემოსავლებით.

საგადასახადო დეპარტამენტის ხაზით მობილიზებულ იქნა 452,3 მლნ. ლარი, რაც შესაბამისი საგეგმო მაჩვენებლის 100,9%25-ს შეადგენს, ხოლო გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 11,1%25-ით მეტია. საგადასახადო დეპარტამენტის ხაზით (არასაბიუჯეტო ფონდების გარეშე) მობილიზებულია 366,9 მლნ. ლარი, - შესაბამისი საგეგმო მაჩვენებლის 101,2%25 და გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (328,0 მლნ. ლარი), 11,8%25-ით მეტი.

კონტრაბანდის წინააღმდეგ მუშაობის გააქტიურების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა საბაჟო დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის დონე.

საბაჟო დეპარტამენტის ხაზით მობილიზებულია 219,3 მლნ. ლარი (შესაბამისი საგეგმო მაჩვენებლის 99,9%25) - გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან (184,6 მლნ. ლარი) შედარებით, 18,8%25-ით მეტი.

საგზაო ფონდში ჩასარიცხი თანხების გარეშე საბაჟო დეპარტამენტის მიერ მობილიზებულია 205,3 მლნ. ლარი - შესაბამ მისი საგეგმო მაჩვენებლის 101%25, გასული წლის საგეგმო მაჩვენებელთან (172,2 მლნ. ლარი) შედარებით 19,3%25-ით მეტი.

ხორციელდება მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები.

მხედველობაში მაქვს, უპირველესად, საგადასახადო კანონმდებლობა. კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და უფლებამოსილებების შესახებ“ უკვე წარედგინა პარლამენტს განსახილველად. საჭიროა გაკოტრებისა და საწარმოთა ქონების დაყადაღების მექანიზმების ამოქმედებაც.

საგადასახადო კანონმდებლობაში მუდმივი ცვლილებები ადასტურებს, რომ იგი აღარ შეესაბამება ეკონომიკურ რეალიებს. ახალმა საგადასახადო კოდექსმა, უპირველეს ყოვლისა, ნორმალური მუშაობის საშუალება უნდა მისცეს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებს. საჭიროა მცირე ბიზნესის დაბეგვრის სრულყოფა - გამარტივება; საბიუჯეტო წესების დადგენა, გადასახადების შემცირება არაეფექტიანი გადასახადების გაუქმების ხარჯზე.

გათვალისწინებულია სოციალურ გადასახადთა ოპტიმიზაცია იმ პერსპექტივით, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კვალობაზე მცირდებოდეს სოციალურ გადასახადთა განაკვეთ თები. ახალი კანონმდებლობით ზუსტად უნდა განისაზღვროს და დაიხვეწოს ჩათვლებისა და წინსწრებით გადახდილი თანხების დაბრუნების სისტემა, რომელიც დღეს კორუფციის ნამდვილი ბუდეა.

გათვალისწინებულია უსაფუძვლო შეღავათების გაუქმება, ადმინისტრირების გამარტივება და საგადასახადო ბაზის გაფართოება.

მიმდინარეობს პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირების სისტემის რეფორმა. სერტიფიცირების პროცესის გამარტივება საჭიროა პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო შესაძლებლობათა გაზრდისათვის: ამავე დროს ეს მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ღონისძიებაცაა.

სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება ლიცენზირების სისტემის რეფორმა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მომზადდა და მიღებულია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი კანონი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“. მომზადების პროცესშია შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებიც.

2001 წლიდან საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საინვესტიციო საბჭოსთან შეიქმნა ინვესტორთა მხარდამჭერი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც მთავრობის, ისე საქმიანი წრეების წარმომადგენლებიც.

ხშირად გვსაყვედურობენ, თითქოს განვლილ წლებში ბრმად და უსიტყვოდ ვასრულებდით სავალუტო ფონდისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მითითებებს. სინამდვილეში, ფონდთან ჩვენს თანამშრომლობას გაცილებით კონსტრუქციული და პრინციპული ხასიათი ჰქონდა.

მაგალითად, სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ანტიკრიზისული პროგრამის დაწყებისთანავე უნდა მომხდარიყო პურის ფასების სრული ლიბერალიზაცია. რეალურად კი, ჩვენი ინიციატივით, ეს პროცესი 2 წელიწადს გაგრძელდა და საბოლოოდ 1996 წელს დასრულდა.

მეორე მაგალითად შეიძლება გამოდგეს ეროვნული ვალუტის კურსის ლიბერალიზაცია. სავალუტო ფონდის რეკომენდაცია ითვალისწინებდა ლარის მცურავ კურსზე დაუყოვნებლივ გადასვლას. ამ შემთხვევაში, მართალია, დაიზოგებოდა საერთაშორისო რეზერვები, მაგრამ საფრთხე შეექმნებოდა კომერციულ საბანკო სისტემას ანუ მოსახლეობის ანაბრებს. ჩვენ რამდენიმე თვეზე გავწერეთ ეს პროცესი, მოვახდინეთ „რბილი“ გადასვლა და ფაქტობრივად, გადავარჩინეთ საბანკო სისტემა.

აქვე უნდა შევნიშნო, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა, როგორც მსოფლიო გამოცდილება გვასწავლის, არ შეიძლება იყოს რეფორმათა თვითმიზანი. პირიქით, იგი რეფორმათა გაღრმავების საშუალებაა. ეკონომიკის ტრანსფორმაცია მოიცავს მისი ყველა შემადგენელი ელემენტისა და, რაც მთავარია საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის, მენტალიტეტის გარდაქმნას.

საქართველოში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი, ისტორიული შედეგია კერძო სექტორის ჩამოყალიბება და მეწარმეობის განვითარება.

დამკვიდრდა კერძო საკუთრების ინსტიტუტი, ჩამოყალიბ და მეწარმეთა ფენა, გაიზარდა კერძო საწარმოთა რაოდენობა, პრივატიზებულია სახელმწიფო საწარმოთა დიდი ნაწილი, მაგრამ კერძო სექტორის განვითარების ტემპი მაინც არასაკმარისია.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ეფექტიანი ზესაკუთრების ჩამოყალიბება, ანუ მესაკუთრე ჯერ კიდევ ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც მას ეკისრება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.

უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც ადასატურებენ, გასულ წელს „დაუკვირვებადი“ (ჩრდილოვანი) ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 33 პროცენტს აჭარბებდა, მათ შორის, მრეწველობაში 42%25-ს, მშენებლობაში ეს მაჩვენებელი 58%25 იყო, ტრანსპორტში - 38, კავშირგაბმულობაში - 26, ვაჭრობაში - 57, ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების დარგში - 71%25.

თანხობრივად ჩრდილოვანი გამოშვების მოცულობა 3,5 მლრდ. ლარს აჭარბებს.

ყველაზე მეტად სამწუხარო და შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილი წლითიწლობით იზრდება. მაგალითად, 1996 წელს იგი 27%25-ს შეადგენდა, 1989 წელს კი 29%25-ზე მეტს.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ეს მაჩვენებელი აღურიცხავი სამეწარმეო სექტორის გათვალისწინებით, რომელიც გასულ წელს 57,7%25-ს გაუტოლდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური როლის მინიმიზაციის პოლიტიკამ გამოიწვია მისი მარეგულირებელი ფუნქციის შეზღუდვა მხოლოდ მონეტარული მეთოდებით.

ფაქტობრივად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აუცილებელი ინსტიტუციური ცვლილებები. კონკრეტული საბაზრო გარემოს არარსებობის პირობებში შეიქმნა მმართველობის ვაკუუმი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეივსო ჩრდილოვანი ურთიერთობით.

ამ ინსტიტუციური სირთულის დასაძლევად უახლოეს მომავალში მტკიცე და რადიკალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ ისევ და ისევ რეფორმათა გაღრმავების მიმართულებით.

სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა

განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება „ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე“.

როგორც მოგეხსენებათ, 2000 წლის ოქტომბერში მომზადდა პროგრამის შუალედური დოკუმენტი, რომელიც საზოგად დოებრიობის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ იმავე წლის ნოემბერში დაამტკიცა სახელმწიფო კომისიამ.

2001 წლის იანვარში შუალედური დოკუმენტები განიხილეს და მოიწონეს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე.

პროგრამის წარმატების უმნიშვნელოვანესი პირობაა საზოგადოების მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნესმენებთან, პროფკავშირებთან.

ამასთანავე „ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამა“ არ არის მხოლოდ სოციალური შინაარსისა. ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს ლიბერალური ტრანსფორმაციის დასრულების პროექტი, რომლის უმთავრესი მიზანია სწრაფი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და მაკროეკონომიკური ზრდა, ზომიერად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, ფისკალური სფეროს რეფორმისა და საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებით.

გათვალისწინებულია ღრმა სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება; მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა; საინვესტიციო გარ რემოს გაუმჯობესება, მეწარმეობის განვითარება; ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან მისი ჰარმონიზება; ახალი საგადასახადო კანონმდებლობის შემუშავება; კაპიტალის ბაზრის განვითარება; სახელმწიფო ბიუჯეტში საინვესტიციო ხასიათის ხარჯების გაზრდა; შიდა ინვესტირების განხორციელება; ბიუროკრატიული ბარიერების შემსუბუქება; მმართველობის გაუმჯობესება; კორუფციის დაძლევა; სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმა; მმართველობის საჯარო და გამჭვირვალე ინსტიტუტების ფორმირება; სასამართლო სისტემის რეფორმის დასრულება და სამართალდაცვის სტრუქტურათა რეფორმა; ქვეყანაში შექმნილი რესურსის სამართლიანი განაწილება; ადამიანთა რესურსის განვითარება ანუ განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის სისტემათა რეფორმა; პოსტკონფლიქტური ზონების რეაბილიტაცია და იძულებით ადგილნაცვალ პირთა სოციალური დახმარება; ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ მათთვის ყოველმხრივი დახმარების გაწევა და მრავალი სხვა.

უკვე გარდაუვალია საგადასახადო კანონმდებლობის შემუშავება. არ შეიძლება მოქმედ საგადასახადო კანონს ისე ვეკიდ დებოდეთ, როგორც საღვთო წერილს და ხელშეუხებლად მივიჩნევდეთ მას.

მაგრამ გადასახადების გამარტივებისა და შესაძლო შემცირების პარალელურად აუცილებელი იქნება სასჯელის გამკაცრება გადასახადების დაძლევის გამო. ისევე როგორც ცივილიზებულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში, გადასახადის დამალვა თავისუფლების აღკვეთით და დიდძალი ჯარიმით უნდა ისჯებოდეს, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.

საჭიროა აგრეთვე მსხვილი პრივატიზების დასრულება და უცხოური კაპიტალის კიდევ უფრო აქტიურად შემოტანა. ამ პროცესში ყოვლად მიუღებელია საკითხთა ხელოვნური პოლიტიზება. ჩვენ მივესალმებით როგორც რუსული, ისე ამერიკული ან ნებისმიერი სხვა უცხოური კაპიტალის შემოსვლას საქართველოში, თუ ეს ეკონომიკის განვითარებას წაადგება.

საქართველოს ლიბერალური ტრანსფორმაციის დასრულების პროგრამა გულისხმობს მუდმივ ბრძოლას ბაზრებისათვის საერთაშორისო ასპარეზზე და საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას, ქვეყნის შიგნით კი ისეთი პირობების შექმნას, რომ მოქალაქეებს მიეცეთ კაპიტალის დაგროვებისა და შემდგომ მისი საკუთარ ქვეყანაში დაბანდების საშუალება.

ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამა რეფორმათა გაღრმავების პროექტის განუყოფელი ნაწილია. იგი უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, საქართველოს აღმავლობასა და სახელმწიფოთა მსოფლიო გაერთიანებაში მისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

საქართველოს უდიდესი ინტელექტუალური, კერძოდ, საინჟინრო პოტენციალი საშუალებას გვაძლევს ვითანამშრომლოთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ყველაზე პრესტიჟულ დარგებში და ერთობლივად განვავითაროთ ახალი ტექნოლოგიები.

ამის ბრწყინვალე მაგალითია ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილისა და მისი შესანიშნავი კოლექტივის, მე ვიტყოდი, ფენომენ ნალური წარმატება.

კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტი იქცა საქართველოს სავიზიტო ბარათად, კოსმოსურმა რეფლექტორმა კი შექმნა წინაპირობები საიმისოდ, რომ გრიფი „დამზადებულია საქართველოში“ უმაღლესი პრესტიჟისა და კვალიფიკაციის საგნობრივ გამოხატულებად იქცეს.

საერთაშორისო ეკონომიკური დახმარება

ქვეყანაში 1994 წლიდან დაწყებულმა რეფორმებმა დაარწ წმუნეს მსოფლიო საქართველოს გეზის სისწორეში. ამან განაპირობა სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანების მრავალმხრივი მხარდაჭერა. ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, მეგობარ ქვეყნებს (აშშ-ს, გფრ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, იტალიას, შვეიცარიას, საბერძნეთს) და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მათ შორის აღსანიშნავია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, გაეროს სააგენტოთა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭომ მოამზადა ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელშიც ზუსტად არის აღნუსხული დღემდე საქართველოსათვის გაწეული დახმარება.

დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში საერთაშ შორისო ორგანიზაციები, ძირითადად, ჰუმანიტარულ დახმარებას გვიწევდნენ. ამ დახმარებამ საქართველოს მოსახლეობა, პრაქტიკულად, შიმშილს გადაარჩინა და უზრუნველყო პირველი მოთხოვნილების პროდუქტებით.

შემდგომ ეტაპზე, ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების შედეგად, მოხდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების ტრანსფორმაცია, ანუ მთლიანი დახმარების პაკეტში გაიზარდა მაკროეკონომიკური სტაბილურობისკენ მიმართული და საინვესტიციო პროექტების წილი.

მსოფლიო ბანკს საქართველოსათვის დიდი და მრავალმხრივი „საკრედიტო პორტფელი“ აქვს გამოყოფილი.

ბანკის ვალდებულებების მთლიანი მოცულობა 640 მლნ აშშ დოლარს აღემატება. ამჟამად უკვე გამოყოფილია თანხები და მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის 400 მლნ დოლარზე მეტი მოცულობის 18 პროექტის განხორციელება.

სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით მსოფლიო ბანკის მიერ 1994 წლიდან გამოყოფილი 280 მლნ აშშ დოლარი ხმარდება ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებას.

ძირითადი და სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროში მსოფლიო ბანკის დახმარება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით დაიწყო, რისთვისაც ბანკმა 1994 წელს გამოგვიყო 18 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სახსრები.

პროექტის თანხებით 210 სკოლასა და 24 საავადმყოფოში შესრულდა სარემონტო სამუშაოები, 22 საავადმყოფოში დამონ ნტაჟდა დამოუკიდებელი ელექტროკვება, ხოლო 13 საავადმყოფოსა და 46 სკოლაში - გასათბობი ქვაბები. დედაქალაქის მეტროპოლიტენს მიეწოდა სხვადასხვა სახის სამარაგო ნაწილები, მეტროს მოძრავი შემადგენლობისათვის რელსები და ძელები, მაღალი ძაბვის კაბელები, ტრანსფორმატორები.

ბათუმის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემას სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის მიეწოდა 14 სადრენაჟო ტუმბო.

ანალოგიური სამუშაოები შესრულდა ფოთში, თელავში, ზუგდიდში, სენაკში, ჭიათურასა და ქუთაისში.

1998 წელს დაიწყო და დღესაც ხორციელდება მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროექტი, რისთვისაც მსოფლიო ბანკმა გამოგვიყო 20 მლნ 900 000 დოლარი. პროექტი ხორციელდება საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში. ესენია: თბილისი, ბათუმი, გორი, თელავი, რუსთავი, ამბროლაური, ყაზბეგი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ფოთი.

თბილისში განხორციელდა 60-მდე პროექტი. არ შეიძლება ყოველ თქვენგანს არ ახსოვდეს გაუვალი ქუჩები, განადგურების პირას მისული საავადმყოფოები და სკოლები, რომელთა აღდგენასაც იმ პერიოდისათვის საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა თითოეული მოქალაქისათვის. მე ჩემი თვალით მინახავს უამრავი ბედნიერი ადამიანი, ვისაც სწორედ ამ პროექტების მეშვეობით მიეწოდა სასმელი წყალი.

აღსანიშნავია, რომ უკვე განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში დასაქმდა 50-მდე სამშენებლო კომპანია და 5 000-მდე ადამიანი.

მსოფლიო ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა საქართველოს ინვესტიციების ფონდის პროექტი. მის ფარგლებში მიმდინარეობს სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოს ყველა რაიონში. უკვე დასრულებულია 370 მიკროპროექტი. ამჟამად ხორციელდება 39.

თბილისში 76 პროექტი განხორციელდა: სამცხე-ჯავახეთში - 55; იმერეთში - 62; მცხეთა-მთიანეთში 30 პროექტი დასრულდა; კახეთში - 34; ქვემო ქართლში - 35; გურიის რეგიონში დასრულებულია 20 პროექტი; რაჭა-ლეჩხუმში - 18 პროექტი; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 26 მიკროპროექტი.

ეს პროექტები ძირითადად ითვალისწინებდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სკოლებისა და საავადმყოფოების აღდგენას, კომუნიკაციების რეაბილიტაციას და ა.შ.

ამჟამად ყველაზე მეტი პროექტი აჭარაში ხორციელდება, რადგან ამ რეგიონში საქმიანობა ახალი დაწყებულია. აჭარაში სამუშაოები მიმდინარეობს 11 ობიექტზე.

რაც შეეხება კონფლიქტურ ზონებს, უკვე დასრულებულია 11 პროექტი.

მიკროპროექტების მომხმარებელთა რაოდენობამ 1,5 მლნ-ს გადააჭარბა, ხოლო სამშენებლო საქმიანობაში 11000-ზე მეტი კაცი იყო დასაქმებული.

გერმანიის მთავრობამ გამოყო დამატებით 5 მლნ გერმანული მარკა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოციალური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

გასულ წელს მსოფლიო ბანკმა 38 მლნ აშშ დოლარი გამოყო საავტომობილო გზების პროექტის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ფოთი-თბილისი-წითელი ხიდის ძირითადი მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის, თურქეთის საზღვართან მისასვლელი გზის (ბორჯომი-ახალციხის გზის განშტოება) რეაბილიტაცია.

1997 წელს ამოქმედდა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი, რისთვისაც მსოფლიო ბანკმა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა გამოყვეს, შესაბამისად, 15 მლნ და 6,5 მლნ აშშ დოლარი.

პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს საკრედიტო ხაზი, რომლის მეშვეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაფინანსდა 48 აგროსამრეწველო საწარმო, საერთო თანხით 6,8 მლნ აშშ დოლარი.

ამ საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლეს საქართველოს საწარმოებმა.

პროექტის ფარგლებში აღებული სესხის გამოყენების წარმატებული მაგალითია ასევე მინერალური წყლის „ბორჯომის“ ჩამომსხმელი კომპანია.

2002 წელს დაიწყო ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტი, რისთვისაც მსოფლიო ბანკმა 27 მლნ აშშ დოლარი გამოყო.

გასული წლიდან ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კვლევა, დანერგვა-კონსულტირება და სწავლების პროექტი 7,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

პროექტის ფარგლებში დასაქმდა 100 მეცნიერი, 250-ზე მეტი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, დაინერგა და ინერგება 60-ზე მეტი ტექნოლოგია.

საქართველოს ჯანდაცვის პროექტი ხორციელდება 1996 წლიდან. მისი მოცულობა 14 მლნ დოლარია.

ამ პროექტის ხელშეწყობით შეკეთდა და სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა ჯანდაცვის მართვის ეროვნული ცენტრი, რაიონული საავადმყოფოები და სხვ.

მსოფლიო ბანკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტი, რომელიც 1998 წლიდან ხორციელდება (4,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით), უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს საქართველოს უნიკალური კულტურის მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა იკორთის მთავარანგელოზის ტაძარს, ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიას, ნიქოზის ღვთაების ტაძარს, ნოქალაქევის ეგრისის მეფეთა სასახლეს, ნეკრესის მცირე ბაზილიკას, მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესიას, აწყურის ტაძარს, ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარს, გარეჯის წმ. დავითის ლავრას და სხვა მრავალ უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლს თუ ნაგებობას. შესრულებული სამუშაოების შედეგად განადგურებას გადაურჩა მრავალი ფრესკა.

პროექტს ახორციელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, რომელმაც 1600-ზე მეტი კაცი დაა ასაქმა.

შარშან დაიწყო განათლების სისტემის გარდაქმნის პროექტი, რისთვისაც მსოფლიო ბანკმა გამოყო მთლიანობაში 60 მლნ აშშ დოლარი. აქედან 25,9 მლნ აშშ დოლარის ათვისება უკვე დაიწყო.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება საშუალო განათლების სამთავრობო პოლიტიკა, განხორციელდება რეფორმები საშუალო განათლების სფეროში, გაუმჯობესდება დარგის საფინანსო მდგომარეობა და შემუშავდება სასწავლო პროგრამები.

1997-2000 წლებში განხორციელდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის მთლიანი ღირებულება 68,4 მლნ აშშ დოლარი იყო. ამ მიზნით მსოფლიო ბანკმა გამოყო 50 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა - 15 მლნ აშშ დოლარი.

აღსანიშნავია ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური მშენებლობის პროექტი, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ნავთობისა და გაზის მილსადენების შესახებ მოლაპარაკების გამართვა და განხორციელების პროცესში ტექნიკური დახმარების მიღება.

2002 წელს იწყება ელექტროენერგიის ბაზრის მხარდაჭერის პროექტი, რისთვისაც მსოფლიო ბანკმა და გერმანიის რეკონსტრ რუქციის ბანკმა, შესაბამისად 27,4 მლნ და 12,4 მლნ აშშ დოლარი გამოგვიყვეს.

1999 წელს დაიწყო და 2003 წელს დასრულდება სასამართლო რეფორმის პროექტი, რისთვისაც მსოფლიო ბანკმა გაითვალისწინა 13,4 მლნ აშშ დოლარი.

მსოფლიო ბანკმა 1998 წელს 4,4 მლნ აშშ დოლარი გამოყო შავი ზღვის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტის განსახორციელებლად. პროექტის ფარგლებში შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის ეროვნული ნაკრძალი.

მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, მიმდინარე წელს დაიწყო 10,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნება ეროვნული პარკები და დაცული ლანდშაფტები.

კერძო სექტორის განვითარებაში მსოფლიო ბანკი გვეხმარება საწარმოთა რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია 100-მდე კერძო და პრივატიზებული საწარმოსათვის დახმარების აღმოჩენა.

კერძო სექტორში საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი ქვედანაყოფი - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ამ კორპორაციამ 1996 წლიდან ჩვენს ქვეყანაში 10-მდე პროექტი დააფინანსა.

კორპორაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიისათვის ხელშეწყობა, რამაც გადაარჩინა განადგურების პირას მისული ბორჯომის წყლის წარმოება.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს შესწავლა და ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა. მომზადებული დოკუმენტი განხილული იყო როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ფართო გამოხმაურება პოვა. მომზადებულია შესაბამისი სამ მოქმედო გეგმაც.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისათვის აშშ-თან თანამშრომლობა. 1992 წლიდან აშშ აქტიურად ეხმარება საქართველოს პრაქტიკულად ყველა სფეროსა და სექტორში. ეს სახელმწიფო კვლავაც ინარჩუნებს საქართველოს უდიდესი დონორის სტატუსს. აშშ კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეემცირებინა საქართველოსათვის დახმარების კვოტა. ეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და დემოკრატიული პროცესების აღიარებაა.

აშშ დახმარებას 4 ძირითადი მიმართულება ჰქონდა: ეკონომიკური გარდაქმნა, ენერგეტიკა, დემოკრატია და მმართველობა, სოციალური სფერო.

უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ამერიკის თანადგომა საბაზრო რეფორმების გასაღრმავებლად საჭირო საკანონმდებლო ბაზის მომზადებაში.

აშშ-ს დახმარებით შესაძლებელი გახდა საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შემუშავება და შემდეგი დახვეწა. მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების მიღება-წარმოების, მიწის პრივატიზებისა და რეგისტრაციის სფეროებში აშშ-ს დახმარებით უმოკლეს ვადაში განვახორციელეთ მიწის სერტიფიცირების პროგრამა. სადღეისოდ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 2 მლნ მიწის სერტიფიცირებული მესაკუთრეა და არსებობს მიწის მეორეული ბაზარი.

ამერიკელ სპეციალისტთა მხარდაჭერით მივიღეთ კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს აშშ-ს უდიდესი როლი საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრად მიღების დაჩქარების თვალსაზრისით.

სასარგებლო და ნაყოფიერი იყო საბიუჯეტო, ფისკალურ და მაკროეკონომიკურ სფეროებში ამერიკელ ექსპერტთა ტექნიკური დახმარება.

ამერიკელთა უშუალო მონაწილეობით დაინერგა მცირე, საშუალო და მიკროსაწარმოებისათვის წარმატებით განხორციელებული საკრედიტო ხაზების მოდელები.

ასეთი ტიპის კრედიტები საქართველოს მრავალ ქალაქში გამოიყოფა ბანკებისა და ადგილობრივი ინსტიტუტების მეშვეობით.

ამ მხრივ აღსანიშნავია თემთა დახმარების საერთაშორისო ფონდის საქმიანობა, რომლის მეშვეობით საქართველოში მოქმედი ბანკები გასცემენ მიკროკრედიტებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, თელავში, რუსთავში, წნორში, გორსა და გურჯაანში არსებულ მცირე საწარმოთთავის.

ენერგეტიკის სექტორში აშშ-ს საქმიანობიდან უნდა გამოვყოთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ენერგოსექტორის რესტრუქტურიზაცია და პრივატიზაცია. ამერიკელთა დახმარებით შემუშავდა კანონი ელექტროენერგიის შესახებ, დაჩქარდა პრივატიზება ამ დარგში თელასის განსახელმწიფოებრიობის შედეგად საწარმოში განხორციელდა 94 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიღებული კანონი „ნავთობის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო კომისია.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ისევე როგორც მთლიანად ამერიკის ადმინისტრაცია, აქტიურად უჭერს მხარს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტებს. ამ ქვეყანამ გადამწყვეტი როლი შეასრულა აგრეთვე ბაქო-სუფსის პროექტის განხორციელებისას. აშშ მრავალმხრივ გვეხმარება, რათა ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმები მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს.

აშშ-ს მხარდაჭერით მომზადდა და ახლაც მუშავდება ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის ხელშემწყობი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონები: ადმინისტრაციული კოდექსი, კანონი ნორმატიული აქტების შესახებ და სხვ.

უაღრესად დიდია აშშ როლი საქართველოში დამოუკიდებელი და დემოკრატიული მასმედიის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

აშშ გვეხმარება სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაში. უკვე მეოთხე წელია იგი აფინანსებს საქართველოს ზამთარში გათბობის ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც გათბობით უზრუნველყოფს 300 000-ზე მეტ მოსახლესა და ორგანიზაციას, მათ შორის, სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენებს, მოხუცთა სახლებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, ობოლ ბავშვთა სახლებს, საბავშვო სახლებსა და ლტოლვილთა ცენტრებს.

ტასისის ფარგლებში განხორციელდა 250-მდე ტექნიკური დახმარების პროექტი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, სტატისტიკის, ადამიანთა რესურსების განვითარების, ტელეკომუნიკაციების, სახელმწიფო სექტორის რეფორმის, კერძო სექტორისათვის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საფინანსო და განათლების სექტორებში ამჟამად 30-მდე პროექტი ხორციელდება.

ტასისის ეგიდით მიმდინარე პროექტებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „ტასისის რეგიონალური პროგრამები“. კერძოდ, ინოგეიტი და ტრასეკა.

ინოგეიტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების მშენებლობის ხელშეწყობა, ცენტრალური აზიიდან - კავკასიის რეგიონისა და საქართველოს ნავსადგურების გავლით ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობათა მხარდაჭერა.

5 წლის განმავლობაში ტრასეკას ხაზით დაფინანსდა 28 ტექნიკური დახმარების პროექტი მთლიანად 40 მლნ ევროს ღირებულებით და 7 საინვესტიციო პროექტი სულ 15 მლნ ევროს ოდენობით.

უდიდესი მატერიალური დახმარება გაგვიწია გაერომ თავისი სააგენტოების მეშვეობით. განსაკუთრებით გამოვყოფ გაეროს განვითარების პროგრამას, რომელიც საქართველოში სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდებოდა. ესენი გახლავთ ადამიანთა რესურსების განვითარებისათვის ხელშეწყობა მმართველობის გაუმჯობესების გზით, სიღატაკის აღმოფხვრა და ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვითი ღონისძიებები.

მათგან საყურადღებოა „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“, „საქართველოს საინვესტიციო ცენტრის მხარდაჭერა“, დახმარება საქართველოსათვის დასაქმების სტატისტიკის სფეროში, მიწის მართვის პროექტი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი რეგიონალური პროექტი, საქართველოს ომბუდსმენის ოფისის მხარდაჭერა და სხვ.

გაეროს დახმარებით ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ჩამოყალიბდა ახალი ტიპის დამოუკიდებელ ორგანიზაციად, რომელსაც შესწევს უნარი საკუთარი შესაძლებლობებით შეისწავლოს ადრეული ნავთობის კასპიის ზღვიდან დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპოტირებასთან დაკავშირებული პროექტები და აქტიურად ითანამშრომლოს უცხოელ ინვესტორებთან. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ამ პროექტის დაფინანსება, გაეროს მიუკერძოებლობისა და კომპეტენტურობის გათვალისწინებით, სტაბილურობის და წარმატების საწინ ნდარია.

საქართველოსთან ასევე აქტიურად თანამშრომლობენ გაეროს სხვა სპეციალიზებული სააგენტოებიც: მსოფლიო სასურსათო პროგრამა, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, გაეროს მოხალისეთა პროგრამა, მოსახლეობის ფონდი, ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა საკოორდინაციო ოფისი.

გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მაღალმთიან სოფლებში გლეხთა ცხოვრების დონის ამაღლებას.

უდიდესი დახმარება გაგვიწია მთელი ამ წლების განმავლობაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ. დახმარების ოდენობა 375 მლნ გერმანულ მარკას აღემატება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა ენერგეტიკის დარგში. გერმანიასთან თანამშრომლობით იწყება განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების ხელშემწყობი პროექტი, რომლის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს მცირე ჰესების მწარმოებლურობის ზრდა. იგეგმება ჰესების რეაბილიტაციაც.

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და მიმდებარე რაიონების კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პარკის დამხმარე ზონაში დასაქმების პროექტები; მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის თანამედროვე სისტემად ჩამოყალიბება.

წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. დღეისათვის ამ ბანკმა საქართველოსთან ხელი მოაწერა 23 საინვესტიციო პროექტს ენერგეტიკის, ფინანსების, ტრანსპორტის, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში.

ევრობანკისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საბანკო სექტორის განვითარებისათვის ხელშეწყობა.

ევრობანკმა დააფინანსა თბილისის აეროპორტისა და საქართველოს რკინიგზის სარეაბილიტაციო პროექტები.

ბანკმა ენგურჰესის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად გამოყო 38,8 მლნ აშშ დოლარი ენგურის კაშხლისა და ჰესის რეაბილიტაციის მიზნით.

ევრობანკის ხელშეწყობით განხორციელდა ბორჯომის პროექტი. ასევე დაფინანსდა ქსნის მინის ტარის ქარხნის, ქართული ღვინის პროექტები.

ენერგეტიკის დარგის რეფორმის დასრულება

ჩვენ დიდხანს ვამზადებდით საფუძველს ნაბიჯებისათვის, ნამდვილი „გარღვევისათვის“ ენერგეტიკის დარგში, რის შედეგადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება საქართველოს დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემა. აქ უმთავრესი მიზანია დარგის „მარგი ქმედების“ ამაღლება, რისთვისაც მივმართავთ ყველა საშუალებას, მათ შორის - პრივატიზებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ღონისძიებებს.

უახლოეს მომავალში მოვამზადებთ წინადადებებს, რათა ენერგეტიკის დარგში ინვესტიციებისათვის დაწესდეს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები.

ახალ წინადადებათა მომზადებაში მონაწილეობდნენ სექტორის უდიდესი კომპანიები, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, მეცნიერები და ექსპერტები. სათანადო კონსულტაციები გაიმართა ენერგეტიკის სექტორის დონორებთან და კონსულტანტებთან, საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებთან, სამინისტროებთან და უწყებებთან.

გრძელდება პრივატიზების პროცესი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს, ვინაიდან ამ სფეროში აუცილებელია საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა და გერგილიანი მეპატრონის შემოყვანა. თუმცა ჩვენ მივმართეთ ეფექტიანობის ამაღლების სხვა ფორმებსაც, როგორიცაა, მაგალითად, დისპეტჩერიზაციის საწარმოთა საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენეჯმენტისათვის მართვაში გადაცემა.

რეფორმათა ახალი ეტაპი შედგება რამდენიმე ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული და ურთიერთგანმპირობებელი ძირითადი მიმართულებისაგან. მათ შორისაა: ელექტროენერგიის წარმოების (გენერაციის) სფეროში ტარიფების ლიბერალიზაცია და ტარიფთა მთელი სისტემის ფორმირების მეთოდოლოგიაში კარდინალური ცვლილებების შეტანა. აგრეთვე ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტებს შორის პირდაპირი კონტაქტების გაფორმება; შემაწონასწორებ ბელი სიმძლავრეებისა და ელექტროენერგიის ცენტრის (ე.წ. „პული“) ჩამოყალიბება მოქმედი საბითუმო ბაზრის სტრუქტურის ფარგლებში.

დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში მისი შეუფერხებელი (სტაბილური) ფუნქციონირების დონის ამაღლების ღონისძიებები.

ამდენად, რეფორმის ახალი ეტაპის არსი და ძირითადი მიზანია სექტორის ლიბერალიზაცია და მის საფუძველზე იმ მიზეზთა თანდათანობით დაძლევა, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში ფინანსურ სირთულეებს განაპირობებს.

ღრმად რეფორმატორული ღონისძიება იქნება ფასწარმოქმნის მოქნილი სისტემის შემოღება. ეს საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს დავუახლოვოთ ნომინალური და რეალური ეკონომიკური პროცესები და ამით შევქმნათ მთლიანად ელექტროენ ნერგეტიკის სექტორის მართვის გაუმჯობესებისათვის საჭირო პირობები - რეალურ ინდიკატორთა საფუძველზე.

ლიბერალური ეკონომიკისათვის ფუძემდებელი კანონია, რომ რეალური ფასი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე და მხოლოდ ასეთი ფასი შეიძლება იქცეს ბაზრის ნორმალური ფუნქციონირების სწორი რეგულირების საფუძვლად.

ამ მარტივი დებულების აღიარების გარეშე კი, ჩვენი ყველა ცდა რომ დავძლიოთ ენერგეტიკული კრიზისი საკადრო და საორგანიზაციო ღონისძიებებით ან თუნდაც მუდმივი ინსტიტუციური ცვლილებებით - უშედეგო იქნება.

ამიტომ ახალი სისტემის ფარგლებში გენერაციის ობიექტებსა და ელექტროენერგიის იმპორტიორებს მიეცემათ სრული თავისუფლება, განსაზღვრონ გასაყიდი ელქტროენერგიის ტარიფი, ოღონდ გარკვეული წინასწარ შეთანხმებული პირობების დაცვით; სექტორში ფინანსების მართვა განხორციელდება რეალური ინდიკატორების საფუძველზე; მკვეთრად ამაღლდება თვით გენერაციის ობიექტთა პასუხისმგებლობა და ეკონომიკური დაინტერესება ტარიფთა განსაზღვრის და მასთან დაკავშირებული ფინანსური შედეგების ფორმირებისას; შეიქმნება რესურსებისადმი ეკონომიური და ყაირათიანი დამოკიდებულების ქმედითი მექანიზმები; არსებითად შემცირდება ვალების დაგროვების ინტენსიურობა, ხოლო ვალებისათვის პასუხისმგებლობა ცენტრალური და სახელმწიფო მასშტაბის კომპანიებიდან - ელექტროსადგურებზე გადანაწილდება.

რეალურად ამოქმედდება კანონი გაკოტრების შესახებ, ანუ მოხდება ვალების წარმოშობისა და მომსახურების ფუნქციათა პერსონიფიცირება. რაც დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია და, აქედან გამომდინარე, ვალებისათვის პასუხისმგებლობა, ხშირ შემთხვევაში, ავტომატურად სახელმწიფოს ეკისრება.

ამ ღონისძიებათა შედეგად ენერგეტიკის სექტორში მკვეთრად გაიზრდება გამჭვირვალობის ელემენტი და დაიწყება კორუფციის აღმოფხვრა.

სათბობ-ენერგეტიკის კომპლექსში რეფორმათა გაღრმავებაში დიდ დახმარებას გვიწევენ უცხოელი მეგობრები. ინვესტორთა მეშვეობით შენდება რამდენიმე ელსადგური საქართველოს სხვადასხვა რაიონში; მსოფლიო ბანკმა გამოყო 27 მლნ დოლარი ამ დარგში ინსტიტუციური რეფორმების გასაღრმავებლად; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (იბიარდიმ) და „საქენერგომ“ ხელი მოაწერეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების რეაბილიტაციისათვის მეორე სესხის გამოყოფ ფას. პროექტის საერთო ღირებულება 139 მლნ დოლარია.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტებით ასევე გათვალისწინებულია ლაჯანურჰესისა და ხრამჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოთა განხორციელება.

როგორც მოგახსენეთ, აშშ-მ გამოგვიყო დახმარება 5 მლნ დოლარის ოდენობით - ზამთრის პერიოდში მოსახლეობის უმწეო ფენათა დასახმარებლად.

კორუფციის დამარცხება საქართველოს საბოლოო
გათავისუფლების უმთავრესი პირობაა

ეს არის ის პოტენციალი, რომლის სრული ძალით ამოქმედება და გამოვლენა ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლების უმთავრესი დანიშნულებაა. საამისოდ ყველა წინაპირობა შევქ ქმენით, მაგრამ ვერა და ვერ გადავჭერით უმთავრესი პრობ ბლემა, რაც აფერხებს არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის, არამედ მთლიანად ქართული დემოკრატიის განვითარებასაც.

არაერთგზის მითქვამს: კორუფცია არის წარსული, ტოტალიტარული ეპოქიდან შემორჩენილი ის უკანასკნელი ხუნდი, რომელიც ჯერ კიდევ ბოჭავს საქართველოს თავისუფალ და ლაღ განვითარებას.

მე არა მხოლოდ ვიკისრე პასუხისმგებლობა, მეთქვა, რომ კორუფციის დამარცხების გარეშე ქართველობას, როგორც ცივილიზებულ ერს, და საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, მომავალი არა აქვს, არამედ ყველა ღონე ვიხმარე კიდეც, რათა ჩამომეცილებინა შესაბამისი ანტიკორუფციული სახელმწიფოებრივი სისტემები თუ მექანიზმები.

მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფ კონტროლის პალატასა და ანტიკორუფციულ საბჭოს.

თუმცა აქვე შევნიშნავ პალატის დასკვნებში, ისევე როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებში, თვალნათლივ ჩანს, რომ კორუფციისათვის ნოყიერ ნიადაგს ხშირ შემთხვევაში ქმნიდა და ქმნის არასწორი საფინანსო პოლიტიკა და უგერგილო ადმინისტრირება; უდიდესი ხარვეზებია კვლავაც საბიუჯეტო დაწესებულებათა დაფინანსების დაგეგმვისა და აღსრულების საკითხებში; საბაჟო და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში და სხვა მიმართულებებით.

ჩვენ ვამზადებთ წინადადებებს პარლამენტში წარსადგენად, რომ კონტროლის პალატა იქცეს სრულიად დამოუკიდებელ ორგანოდ და მან შეიერთოს უკლებლივ ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა, რომლებიც ამჟამად არსებობენ.

უდავოდ გაამართლეს პრეზიდენტთან არსებულმა ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭომ და ბიურომ. ამ ორგანოს დასკვნათა საფუძველზე არსებითი ცვლილებები შევიდა მრავალ კანონპროექტში.

ამით მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მხოლოდ რეპრესიული ზომებით, მხოლოდ სასჯელის გამკაცრებით კორუფციის დამარცხება შეუძლებელია.

აუცილებელია შესაბამისი საზოგადოებრივი, ეკონომიკური და საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც თვისებრივად მიუღებლად აქცევს კორუფციულ მოქმედებებს.

ანუ ისევ და ისევ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დემოკრატიულ სახელმწიფო სტრუქტურათა ჩამოყალიბების, დემოკრატიის განმტკიცების პროცესთა განუყოფელი ნაწილია.

მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს სახელმწიფოს სამართლიანი მსახვრალი მახვილის დაჩლუნგებას: სასჯელი კორუფციული დანაშაულის გამო უცილობლად გარდაუვალი უნდა იყოს.

ამაში კი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ორგანოებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისევე როგორც სასამართლოს, რომელიც თანდათან ყალიბდება სრულიად დამოუკიდებელ, ძლიერ და რეალურად ქმედით ხელისუფლებად.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა უაღრესად საგულისხმო მასალა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

გამოვლენილია კორუფციის, მექრთამეობის, სახელმწიფო ქონების დატაცების, ლტოლვილთა თანხების მითვისების, დიდ დძალი სახსრების განიავების, სრული უპასუხისმგებლობისა და საქვეყნო საქმისადმი გულგრილობის ასობით ფაქტი.

სასამართლოში წარიმართა 23 დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე საქმე. ბრალდებულია 33 პირი, მათ შორის, „საქენერგოს“ ყოფილი გენდირექტორი ე. ჩაჩხიანი, რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით სახელმწიფოს მიაყენა მილიონობით ლარის მატერიალური ზარალი.

ჩაჩხიანის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის საქმე შპს „ჯორჯიან ლიზანის“ დირექტორ გ. ჭეიშვილის მიმართ, რომელმაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ენერგეტიკის განვითარებისათვის გამოყოფილი 355 000 ლარი.

გ. ჭეიშვილს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

გრძელდება გამოძიება ენერგეტიკასთან დაკავშირებული 3 სისხლის სამართლის საქმის გამო, რომელთა ფიგურანტებს ბრალად ედებათ მილიონობით ლარის მითვისება.

შპს „კვარციტსა“ და სააქციო საზოგადოება „მადნეულში“ დიდძალი თანხების დატაცების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო მოქმედებებმა მოიცვა დიდი ბრიტანეთი, ბელგია, შვეიცარია, ავსტრალია, რუსეთის ფედერაცია და სხვა ქვეყნები. მასშტაბი, მართლაც, გამაოგნებელია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შპს „კვარციტს“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მგალობლიშვილის ბრალდების საქმე. მას 5 მლნ-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვაში ედება ბრალი. მგალობლიშვილის მიმართ გამოძიება დამთავრებულია და უახლოეს დღეებში საქმე წარიმართება სასამართლოში.

თვით ამ საქმიდან ცალკეული პირების მიმართ დამოუკიდებელ წარმოებაში გამოიყო 14 სისხლის სამართლის საქმე. მათგან 10 გადაგზავნილია სასამართლოში. საქმე ეხება დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა-მითვისებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას. ყოველ მათგანზე სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო საქართველოს საფოსტო ბანკის აფხაზეთის მეორე ფილიალის მუშაკთა სისხლის სამართლის საქმემ. გამოკვეთილია აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისათვის გასაცემი თანხებიდან 4 მლნ ლარის გატაცება.

ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით პასუხს აგებენ მეორე ფილიალის ყოფილი დირექტორი შადიმან ქვარაია და მანანა ჩიტაია. ეს უკანასკნელი დაპატიმრებულია. ფილიალის ხელმძღვანელობამ თანხების მისათვისებლად განზრახ შექმნა ქაოსისა და განუკითხაობის ატმოსფერო, რაც დანაშაულის კვალის დაფარვას უწყობდა ხელს. ამ საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურას სერიოზული შენიშვნები აქვს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, ფინანსთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების, საფოსტო ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ.

საქართველოს კონტროლის პალატამ შეამოწმა ელექრტოენერგეტიკის სფერო და დაადგინა დარგში კრიზისული მდგომარეობის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი - თანამდებობის პირთა დაუდევრობა, დაუსაბუთებელი რეორგანიზაციები, საკუთარი შემოსავლების, კრედიტებისა და ინვესტიციების არაეფექტიანი გამოყენება, უკანონო და სახელმწიფო ინტერესების საზიანო გარიგებები, საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და კანონმდებლობის არაჯეროვანი შესრულება.

უხეში იურიდიული დარღვევებით განხორციელდა გაზგამანაწილებელი კომპანიების აქციათა საკონტროლო პაკეტის პრივატიზება. შემოწმების მასალები გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამჟამად განიხილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი.

საქგაზის შემოწმებით დადგინდა, რომ გაზის ტარიფების თვითნებურად მომატება ხორციელდებოდა „ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ“ კანონის უხეში დარღვევებით, რის შედეგ გადაც მომხმარებელმა ზედმეტად გადაიხადა 2 მლნ 800 000-ზე მეტი. ამის საფუძველზე „საქგაზის“ და სემეკის ზოგიერთი ხელმძღვანელი მუშაკის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

უახლოეს მომავალში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი ამ საქმეზე პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით.

თითქმის წესად იქცა წამგებიან ხელშეკრულებათა გაფორმება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დარგში. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელკავშირისა“ და მისი ფილიალის „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრის“, შპს „რადიოცენტრის“ მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება საკუთარი ეკონომიკური ინტერესების სრული უგულებელყოფით, რაც დადასტურებულია კონტროლის პალატის შემოწმებითაც.

საჰაერო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა“ შესახებ კანონის დარღვევით კვლავ განაგრძო ლიცენზირებისა და სერტიფ ფიცირების შედეგად მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში მიმართვის ნაცვლად საკუთარი შეხედულებებისამებრ ხარჯვა. ამ გზით დახარჯულია 558 000 ლარზე მეტი.

შპს „საქნავთობპროდუქტის“ შემოწმებით დადგინდა, რომ საფინანსო-სააღრიცხვო სისტემის მოშლამ, რეალიზებული ნავთობპროდუქტების ღირებულების ამოსაღებად ღონისძიებათა განუხორციელებლობამ ეს საწარმო გაკოტრების პირას მიიყვანა. შესაბამისი მასალების საფუძველზე გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

სს „ჭიათურმანგანუმში“ მიმდინარე შემოწმებისას, სხვადასხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით შედგენილია სამი შუალედური აქტი, რომლებიც უკვე გადაეცა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს. აქედან ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

აღსანიშნავია, რომ 2001 წელს კონტროლის პალატის მიერ მოწყობილი შემოწმების შედეგად სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების სასარგებლოდ შემოწმების ობიექტებს დაერიცხა 47 მლნ 300 000 ლარი.

ათი წლის განმავლობაში კონტროლის პალატის ორგანოთა მიერ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების სასარგებლოდ სულ დარიცხულია 300 მლნ-ზე მეტი, აგრეთვე 44 მლნ 500 000 დოლარი, 1 მლრდ 557 მლნ რუსული რუბლი, 14 000 გერმანული მარკა და 2000 ავსტრიული შილინგი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს „მეტეხის“ დირექტორ ს. კლდიაშვილისა და მთავარი ბუღალტრის - ფ. ბურჯანაძის ბრალდების საქმე, რომელთაც სააქციო საზოგადოება „ლაჯანურჰესთან“ გაფორმებული ფაქტორინგული ხელშეკრულების და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მიითვისეს 5 მლნ ლარი. მათ აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა და 2002 წლის 12 ივნისს ეს სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეგზავნა.

სერიოზული პრობლემაა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ანუ ე.წ. „ჭუჭყიანი ფულის გათეთრება“. აქ სრულიად აუცილებელია სამართალდაცვის ორგანოთა აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან და შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში.

ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასთან ერთად სოციალური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილიცაა. ამიტომ არის, რომ „ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ ფარგლებში შევიმუშავეთ სოციალური სფეროს ძირეული გარდაქმნის კონცეფცია.

ახალი ეკონომიკური მექანიზმების ამუშავების პროცესში მოსახლეობის სოციალური დაცვის გამართული და სტაბილური სისტემა სამართლებრივი და ეკონომიკური სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და სისტემურ რეფორმათა გაღრმავების განუყოფელ პირობად იქცევა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ახალი, პროგრესული ინსტიტუტი, რომელიც თაობათა სოლიდარობისა და დაზღვევის პრინციპებს დაეფუძნება.

საკამათო არ არის, რომ ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, თუ არ უზრუნველვყავით შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმება, ვეტერანების, უნარშეზღუდულების, მოხუცებისა და ბავშვების სოციალური დაცვა, ყველა მოქალაქისათვის (მათი საცხოვრებელი ადგილისა და შემოსავლების ოდენობის მიუხედავად) ჯანდაცვის სამსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ყველა ეს პოსტულატი ასახულია ბოლო ორი წლის განმავლობაში მომზადებულ ისეთ ფუნდამენტურ დოკუმენტებში, როგორიცაა „საქართველოს სოცგანვითარების საფუძვლები“, „საქართველოს სოცგანვითარების საპრეზიდენტო პროგრამა“, „საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკა“. „კანონი დასაქმების შესახებ“ და, ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 აპრილის „156 ბრძანებულება საქართველოს სოცგანვითარების კონცეფციის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ“, რაც სათავეს უდებს სოცდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესს.

ამჟამად ჩვენ ხელთ არსებული საბიუჯეტო რესურსებით ყველა პრობლემის სწრაფად და სრულად გადაჭრა შეუძლებელია, მაგრამ საწყის ეტაპზე ეს რესურსებიც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ შეიქმნას მოდელი, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურებს, ძირითადად, პოლიტიკის განსაზღვრისა და რეგულატორის ფუნქცია დაეკისრებათ, ხოლო პროცესში აქტიურ მონაწილეობას კერძო სამართლის სუბიექტები მიიღებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკვე ხორციელდება დასაქმების საცდელი პროგრამა. იგი ითვალისწინებს შეღავათიანი, უპროცენტო სესხების გაცემას უმუშევართათვის, რა თქმა უნდა, წინასწარი შერჩევისა და მომზადების შემდეგ. ამ ღონისძიებათა დასაფინანსებლად გამოყოფილია 1 მლნ 800 000 ლარი. მიმდინარეობს უმუშევართა პროფესიული გადამზადება. მილიონი მოხმარდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების პროგრამების განხორციელებას.

5 წელია მოქმედებს უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების პროგრამა. დღეისათვის ამ პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიური ფულადი დახმარებით უზრუნველყოფილია 62 000 უმწეო ოჯახი.

მომზადდა წინადადება სოციალური გადასახადებიდან უნარშეზღუდულთათვის მიზნობრივად 1%25-მდე თანხის გამოყოფის თაობაზე, რაც 6 მლნ ლარით გაზრდის შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეთა შესაბამისი სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფის რესურსს.

მომავალი წლისათვის მუშავდება ომის ვეტერანთა სოციალური და სამედიცინო დახმარების დამატებითი პროგრამები.

კანონმდებლობა განსაზღვრავს სადაზღვევო შესატანების ადმინისტრირების ორგანიზაციას, სოციალური დაზღვევის სახსრების ფორმირების მეთოდებსა და წესს; სოციალური დაზღვევის სამართალსუბიექტების უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას.

ერთმანეთისგან გაიმიჯნება სახელმწიფო და სადაზღვევო ვალდებულებანი. განისაზღვრება პრინციპულად ახალი სფეროს ძირითადი მიმართულებები, სავალდებულო სოციალური დაზღვევის შემთხვევები (საპენსიო, სამედიცინო თუ უმუშევრობის დაზღვევა) მათი რეგულირებისა და მართვის წესი.

შემუშავდება პენსიების დიფერენციაციის ახალი მეთოდოლოგია. პენსია განისაზღვრება საბაზისო და სადაზღვევო ნაწილებისაგან, რომელთა საერთო ჯამით განისაზღვრება პენსიის სრული ოდენობა. ამ მოდელით პენსიის ოდენობა თითოეული მოქალაქის სახელფასო ისტორიისა და სადაზღვევო სტაჟის პირდაპირპროპორციული იქნება.

დაინერგება დასაქმებულთა (დაზღვეულთა) და დამსაქმებელთა (დამზღვევთა) პერსონიფიცირებული აღრიცხვა და ინდივიდუალური ანგარიშების სისტემა. ამასთანავე პერსონიფ ფიცირებული აღრიცხვა სოციალური დაზღვევის მთავარ რგოლად იქცევა. ეს პროცესი მომავალი წლის დამლევამდე უნდა დასრულდეს.

დაზღვევის პრინციპზე გადასვლა თავისთავად ხელს შეუწყობს ხელფასის ლეგალიზებასა და სოციალური სადაზღვევო შესატანების მობილიზაციის ზრდას.

მიმდინარე წლის დამლევამდე ორი მნიშვნელოვანი სამსახური (სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია) გაერთიანდება ერთ ორგანიზაციად, რაც ხელს შეუწყობს მენეჯმენტის გაუმჯობესებას და ახლად შემოღებული სოცდაზღვევის გადასახადის ერთიანი ინსტიტუტის მართვის სფეროში მოქცევას. ეს კი, თავის მხრივ, შეამცირებს ადმინისტრაციულ და ბიუროკრატიულ ხარჯებს და უზრუნველყოფს სოცსახსრების ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად ამოღებას.

2004 წლიდან, როდესაც ნავარაუდევია სოციალური საკანონმდებლო ბაზის სრულად ამოქმედება, დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი მთლიანად გააკონტროლებს სოციალური გადასახადების (შენატანების) და სავალდებულო სამედიცინო სადაზღვევო შესატანების ამოღების ადმინისტრირების პროცესს.

ამჟამად ყველა ღონეს ვხმარობთ საიმისოდ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებს. სწორედ ეს მიმართულება მიმაჩნია პრიოტიტეტულად, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს სოციალური სფეროს შემდგომ რეფორმირებას.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ადგილობრივმა ბიუჯეტებმა მინიმალური სოციალური პაკეტის დაფინანსებისათვის უნდა გამოყონ თავიანთი ხარჯების 10%25.

ამ ვალდებულებათა შესრულება უშუალოდ უკავშირდება მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოთა სწორი საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებას.

ხორციელდება ხელფასისა და საარსებო მინიმუმის ეტაპობრივი დაახლოების ხუთწლიანი პროგრამა, რომლის განხორციელების შედეგად, მინიმალური ხელფასი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სფეროში საარსებო მინიმუმს გაუტოლდება.

დღეისათვის მთლიანად გასასატუმრებელია დევნილ პენსიონერთა დავალიანება. სექტემბერში დასრულდება დიდი და მცირე ლიახვისა, ხოლო წლის დამლევამდე რამდენიმე სხვა ყველაზე ღარიბი რაიონის მცხოვრებთა საპენსიო დავალიანების გასტუმრება.

დღის წესრიგშია ჯანდაცვის სამსახურთა ეკონომიკური ხელმისაწვდომობისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. თუმცა ამ საკითხთა გადასაჭრელად არცთუ ისე უმტკივნეულო ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს მოითხოვს ჩვენ ხელთ არსებული მწირი ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის გაზრდას მათი მაქსიმალური ფოკუსირებით და არსებული რესურსების ოპტიმიზაციით, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო სისტემების მნიშვნელოვანი ხელშეწყობით.

რეფორმათა შედეგად შეიქმნა ჯანდაცვის პრინციპულად ახალი სისტემა - თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ჩვენი ქვეყნისათვის ოპტიმალური საკანონმდებლო ბაზით და ინსტიტუციური მოწყობით.

მწირი სახსრების მიუხედავად, მომსახურების ძირითადი ინტეგრაციული მაჩვენებლებით საქართველო ტოლს არ უდებს და აღემატება კიდეც იმ ქვეყნებს, რომელთა შემოსავალი და, შესაბამისად, სამედიცინო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე რამდენჯერმე მეტია საქართველოს ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებზე.

მაგალითად, საქართველოს მსგავსი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნებში მოსახლეობა ვერც კი იოცნებებს იმაზე, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათთვის გულზე ოპერაციების გაკეთება, ხელოვნური თირკმლის, ორგანოების გადანერგვა, ლეიკემიის, შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობა, ურთულესი სადიაგნოსტიკო გამოკვლევები და სხვ. ჩვენში კი ხშირად ეს რეალურად ხერხდება.

ცნობილია, რომ ღარიბი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა, უპირველეს ყოვლისა, ფასდება ეპიდემიებისა და ინფექციურ სნეულებათა წინააღმდეგ ბრძოლის უნარით.

საქართველოში სხვადასხვა ეპიდემიისათვის უაღრესად ხელსაყრელი პირობებია. მიუხედავად ამისა, სხვა პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით, დამოუკიდებელ საქართველოში არც ერთი სერიოზული ეპიდემია არ ყოფილა. უფრო სწორად, ყველა მათგანი დასაწყისშივე იყო ლოკალიზებული ან ლიკვიდირებული.

ეს აუცილებლად უნდა დავაფასოთ, ისევე როგორც ის გარემოება, რომ ჯანდაცვა ოპერატიულად და შედეგიანად მოქმედებდა ქვეყანაში შექმნილი ყველა ექსტრემალური ვითარების დროს.

დღეს უპირველესი და უმწვავესი პრობლემაა სამედიცინო მომსახურების ეკონომიკური ხელმისაწვდომობის გაზრდა. აქ ორი ძირითადი რესურსია.

2003 და შემდგომ წლებში აუცილებლად უნდა გაიზარდოს ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები - ყოველწლიურად სულ ცოტა ბიუჯეტის ერთი პროცენტით, რათა უახლოესი 5 წლის განმავლობაში ამჟამინდელი 7,6%25-ის ნაცვლად 12-14%25-ს მაინც მიაღწიოს.

საჭიროა შიდა რეზერვების მაქსიმალური მობილიზება და მენეჯმენტის ოპტიმიზაცია.

ამ მხრივაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიისა და სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რეორგანიზაცია, რაც უკვე მიმდინარე წელს განხორციელდება.

ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ სახელმწიფო დანახარჯების წილი და მაქსიმალურად შევამციროთ მოსახლეობის ხარჯები.

ამ სფეროში თვალნათლივ ჩანს პირველი იმედის მომცემი შედეგები, კერძოდ. რაციონალური მენეჯმენტის წყალობით გაიზარდა მომსახურების ხარისხი, ხელმისაწვდომობა და მინიმუმამდე შემცირდა არალეგალური გადასახდელები გულის ქირურგიაში, დიალიზზე (ხელოვნურ თირკმელზე) მყოფი ავადმყოფებისათვის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, ტუბერკულოზის ინსტიტუტში, ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლებში.

მიმდინარე წელს სადაზღვევო პოლისით და შესაბამისი უფასო სამედიცინო მომსახურების პაკეტით უზრუნველყოფილია სოციალურად ნაკლებად დაცული 300 000 მოქალაქე (მარტოხელა პენსიონერები, ლტოლვილები და სხვ.) უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს პროექტი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს მთელი მოსახლეობის სრულყოფილ უფასო ურგენტულ (გადაუდებელ) სამედიცინო დახმარებას.

უახლოეს მომავალში გაცილებით გაფართოვდება და დაიხვეწება სოფლის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომელიც უკვე დიდად პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, პირველადი სამედიცინო დახმარება ყოველი ადამიანისათვის ფიზიკურად და ეკონომიურად ხელმისაწვდომი გახდება.

სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტია აგრეთვე ის, რომ უახლოეს ორ წელიწადში მოსახლეობის სტაციონარული გადაუდებელი დახმარება სრულად სახელმწიფო ხარჯზე განხორციელდეს. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამიზნული პირველი ნაბიჯი იქნება მიმდინარე წლის შემოდგომაზე ო. ღუდუშაურის სახ. მრავალპროფილიანი საავადმყოფოს გახსნა, რომელშიც სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ძირითადად სახელმწიფო იკისრებს.

გრძელდება სამედიცინო დაწესებულებათა რეორგანიზაცია, კონსოლიდირება, საკადრო ოპტიმიზაცია და არსებული მწირი რესურსების მძლავრ ცენტრებში ფოკუსირება. თუმცა ეს სოციალურად ძალიან ფაქიზი და მტკივნეული საკითხია. ამდენად, მისი განხორციელება უნდა მოხდეს თანდათან, სოციალური დაცვისა და საკომპენსაციო მექანიზმების ეფექტიანი გამოყენებით.

ჯანდაცვის ობიექტების ოპტიმიზაციის შედეგად სამსახურიდან დათხოვილი მუშაკების სოციალური დაცვის მიზნით უკვე გაიცა საკომპენსაციო თანხები. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

ორიოდე წლის წინათ თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეეცვალა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა და გადაკეთდა სააქციო და შპს-დ. მათი საქმიანობა მთლიანად წესრიგდება სამეწარმეო კანონით, რაც მთელ რიგ სირთულეებს ქმნის.

ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება სამედიცინო დაწესებულებებისათვის გამოიძებნოს მათი საქმიანობის უფრო მისაღები სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმები, რაც, ყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს სამედიცინო დაწესებულებებში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირებას.

მინდა კიდევ ერთ საკითხზე შევჩერდე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქისათვის ძალზე სათუთი და მტკივნეულია.

ეს არის თემა, რომელიც ახალ ქართულ სახელმწიფოს მემკვიდრეობით ერგო და რომელიც დღემდე რჩება დემაგოგიისა და წინასაარჩევნო პოპულიზმის მასაზრდოებელ წყაროდ.

ალბათ, მიმიხვდით, რომ ვსაუბრობ საბჭოთა ანაბრებზე, რომლებიც, პრაქტიკულად, დაეკარგათ ჩვენს მოქალაქეებს.

ეს საკითხი მხოლოდ ჩვენთვის როდია თავსატკივარი.

დსთ-ს მთელ სივრცეში იგი დღემდე მოუგვარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყნის რესურსები ზოგადად იძლევა პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას. წარსულში ჩვენ ვცდილობდით როგორმე გადაგვეჭრა ეს საკითხი და გარკვეულად აგვენაზღაურებინა მოქალაქეებისათვის საბჭოთა საბანკო სისტემის კრახით მიყენებული ზარალი, მაგრამ არ გვქონდა საკითხის დადებითად და სამართლიანად გადაწყვეტის ელემენტარული საშუალება.

თუ დღეს პრობლემების ახალ პირობებზე ვსაუბრობთ, ეს უკვე იმის შედეგია, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსა, გვაქვს ასე თუ ისე შეწონასწორებული და სინდიცირებული ბიუჯეტი და საკუთარი მოქალაქეების ვალების რამდენადმე ღირსეულად გასტუმრების საშუალება.

კანცელარიაში 2001 წლიდან მუშაობს მაღალი დონის კომისია, რომელიც ანაბრების სამართლიანი ინდექსაციის ახალ მეთოდოლოგიასა და პრინციპებს ამზადებს.

იგი დაადგენს საბჭოთა ანაბრებისა თუ მათთან გათანაბრებული 1992-93 წლებში სახელმწიფო ბანკების მიერ გაცემული სერტიფიკატების ინდექსაციის საკითხს.

ვაპირებთ აღნიშნული თემაც შიდა ვალის სტრუქტურაში მოვაქციოთ და დანაკარგები ნაწილობრივ მაინც ავუნაზღაუროთ ჩვენს მოქალაქეებს.

ცხადია, კომისია თავის საქმეს გააკეთებს და შეიმუშავებს სამართლიანი და რეალური ინდექსაციის მექანიზმს.

მანამდე კი ვაპირებთ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით და 2003 წლის ბიუჯეტის პროექტში ინდექსაციის მიზნით მნიშვნელოვანი თანხა გავითვალისწინოთ.

იმედი გვაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ინიციატივას და საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვას ქართული სახელმწიფო რეალური ნაბიჯებით დაადასტურებს.

საგანმანათლებლო სფეროს რეფორმის დასრულება

რეფორმათა გაღრმავების, მათი ინტენსიფიკაციის პროცესებს რომ ვეხებით, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტებიც.

სოციალური დაცვის მექანიზმთა გაძლიერების პარალელურად ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლების რეფორმა.

ზედმეტად მიმაჩნია განათლების დარგის მნიშვნელობაზე დაწვრილებით ლაპარაკი.

ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ განათლების სისტემა განსაზღვრავს საქართველოს მომავალ სახეს.

ეს არის ყველაზე სათუთი, ფაქიზი სფერო, ალბათ, ყველაზე რთული რეფორმა, რომელიც მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსის სრულ მობილიზებას მოითხოვს, ვინაიდან განათლების დარგის რეფორმირებისას დაშვებული შეცდომა, მე ვიტყოდი, სტრატეგიულად შეუქცევადი და გამოუსწორებელია.

სწორედ ამიტომ, როგორც არასდროს და არც ერთი სხვა მიმართულებით, ფრთხილად ვმოქმედებდით ამ სისტემის განახლებისას.

ამჟამად ჩამოყალიბებულია განათლების (მათ შორის, უმაღლესი განათლების) სფეროს რეფორმის შემდგომი გაღრმავებისა და მისი დასრულების სრული კონცეფცია, რომელიც, რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგნად იქცევა.

აქ უთუოდ გასათვალისწინებელია ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგების აზრი, რომლებმაც ათეულობით წელი მიუძღვნეს სკოლასა და ახალი თაობის აღზრდას.

რეფორმის განხორციელებასთან ერთად განუწყვეტლივ მიმდინარეობს საბაზო კვლევა და საზოგადოებრივი აზრის მუდმივი შეფასება, აგრეთვე პროექტის განმახორციელებელი ჯგუფისათვის რეკომენდაციების შემუშავება. ამ ძალისხმევის შედეგად გამოკითხულ პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს და ეთანხმება რეფორმის კონცეფციას.

რეფორმის განხორციელებასთან ერთად განუწყვეტლივ მიმდინარეობს საბაზო კვლევა და საზოგადოებრივი აზრის მუდმივი შეფასება, აგრეთვე პროექტის განმახორციელებელი ჯგუფისათვის რეკომენდაციების შემუშავება. ამ ძალისხმევის შედეგად გამოკითხულ პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს და ეთანხმება რეფორმის კონცეფციას.

განათლების სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობას განაპირობებს თავად სფეროს სპეციფიკა. განათლება აქტუალური საკითხია საზოგადოების ყველა ფენისა და ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, რადგან თითოეული მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობს განათლების პროცესში.

განუზომელია ამ თვალსაზრისით მასმედიის აქტიური თანადგომის მნიშვნელობა.

განათლების სისტემის რეფორმის აუცილებელი პირობაა განათლების სახელმწიფო მიზნების გამოკვეთა. ეს მიზნები დღეს განსხვავდება გასული საუკუნის ამოცანებისაგან და რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული. აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმეს: საქართველოს (პირველად შუა საუკუნეების შემდეგ) დაუგროვდა პოლიტიკური დამოუკიდებლობის უწყვეტობის ათწლიანი გამოცდილება.

ამასთანავე საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომელთაც დამოუკიდებლობის მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვთ.

ჩვენი ქვეყანა იქცა გლობალიზაციის ობიექტურ პროცესთა უშუალო თანამონაწილედ და თამაშემოქმედად.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ეროვნული თავისთავადობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი - ქართული ენა და მასში კრისტალიზებული მრავალსაუკუნოვანი კულტურული მონაპოვარი.

განათლების სახელმწიფო მიზნებმა დოკუმენტური ასახვა უნდა პოვონ სახელმწიფო-საგანმანათლებლო პროგრამის დებულებებში. ეს საბაზო დოკუმენტი უკვე წარედგინათ დეპუტატებს განსჯისა და შეფასებისათვის. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს პროგრამის სრული ტექსტის მოსამზადებლად.

ძირითადი დებულებებიდან შეიძლება აღინიშნოს სკოლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და განათლების სისტემის მმართველი რგოლების მკვეთრი შემცირება, სკოლის დირექტორის როლისა და ფუნქციის გაძლიერება საშუალო განათლების სისტემაში; სკოლაში ფინანსური რესურსების თავმოყრის წინაპირობათა შექმნა. ანუ სკოლას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ექნება საშუალება საბანკო ანგარიშზე თავი მოუყაროს როგორც საბიუჯეტო, ისე იჯარით და ქველმოქმედებით მიღებულ სახსრებს და მზრუნველთა საბჭოს თანხმობით განკარგოს ისინი.

სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფო შეფასების სისტემა მისი ობიექტურობის ზრდის შეუვალი პირობით.

საბოლოოდ ეს პროცესი შექმნის წანამძღვრებს, რათა საბაზო განათლების მიღების შემდეგ საშუალო სკოლაში სწავლას აგრძელებდეს ის მოზარდი, ვისაც შემდგომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაც აქვს გადაწყვეტილი.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია პროფესიული განათლების ქსელის მოდერნიზაცია, ქართული ენის სწავლების გაუმჯობესება არაქართულენოვან სკოლებში, სიმწიფის ატესტატის მისაღებად საჭიროა ცოდნის მოცულობისა და უნარ-ჩვევების ფორმატის გათანაბრება უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად აუცილებელი ცოდნის მოცულობისა და უნარ-ჩვევების ფორმატთან.

რეფორმათა წარმატებით განხორციელება უშუალოდაა დამოკიდებული განათლების მუშაკთა, პედაგოგთა აქტიურ მონაწილეობაზე რეფორმის პროცესებში. მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია იკისროს შესაბამისი პირობების შექმან, უპირველეს ყოვლისა, შრომის ანაზღაურების თვალსაზრისით უკვე შემუშავებულია მოდელი, თუ როგორ შეიცვლება მასწავლებელთა ხელფასი შემდეგი ინდიკატორების ცვლილებებისას: სახელმწიფო ხარჯების წვლილი მშპ-ში, განათლების ხარჯების წილი მთლიან სახელმწიფო ხარჯებში, განათლების მთლიან ბიუჯეტში სასკოლო განათლების წილი, მოსწავლე-მასწავლებლის რაოდენობრივი შეფარდება, მასწავლებლების ხელფასი, როგორც ერთ სულ მოსახლესთან შეფარდებით მშპ-ს წილი და სხვ.

ბოლო დროს გაწეული სამუშაოდან აღსანიშნავია ის, რომ შეიცვალა სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭების პრაქტიკა - გრიფის მინიჭება მთლიანად დაეფუძნა საკონკურსო მოდელს; დაიბეჭდა ათობით ახალი სახელმძღვანელო; წელს თბილისსა და დიდ ქალაქებში არსებითად საბოლოოდ დაძლეულია კონტრაფაქტორული და აღურიცხავი სახელმძღვანელოების გაყიდვის პრობლემა; საქართველოს სკოლებში ამოქმედდა სახელმძღვანელოების ნისიად გამოტანის მექანიზმი; სკოლებში მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების საპროექტო წინადადებათა შესამუშავებლად, რომელთაგან კონკურსით შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო და შესაბამისი კოლექტივი სახელმწიფოსაგან მიიღებს გრანტს 1000 დოლარის ოდენობით. იმართება სასწავლო-მეთოდური სიმპოზიუმები საქართველოს თითოეული რაიონის მასწავლებელთათვის, რასაც უაღრესად დადებითი გამოხმაურება აქვს; შეიქმნა საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის ბიზნეს-გეგმა და სხვა მრავალი.

თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკისაგან მიიღო 60 მლნ დოლარის კრედიტი, ნათელყოფს ჩვენი ქვეყნის პოტენციალისა და მისი როლის აღიარებას. ეს არის უპრეცედენტო დახმარება მთელი პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური სივრცისათვის. თანაც საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ნება დართო სესხის ნაწილი გამოიყენოს იმ მასწავლებელთა მატერიალური კომპენსაციისათვის, რომლებიც გადიან საბიუჯეტო დაფინანსებით არსებული განათლების სისტემიდან. 2003 წელს კომპენსაციის მექანიზმი პირველად ამუშავდება.

აქვე აღვნიშნავ, რომ განათლების სფეროს რეფორმირების პროცესი დაიწყო იმ სექტორით, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებულია განათლების სისტემის ბაზისურ სეგმენტად, საშუალო განათლებით.

განათლების სისტემის ამ ელემენტის (საშუალო განათლების) რეფორმა აუცილებლად გამოიწვევს იმავე სისტემის სხვა ელემენტების, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის, პროფტექნიკური განათლების, უმაღლესი განათლებისა და უწყვეტი განათლების სისტემათა გარდაქმნას.

ჩვენ შეგვწევს უნარი, რომ ყოველმხრივი, ღრმა რეფორმის შედეგად შევქმნათ სამაგალითო საგანმანათლებლო სისტემა. საამისოდ საქართველოში ყველა პირობა არსებობს: პედაგოგთა შესანიშნავი კორპუსი, უმდიდრესი გამოცდილება და მსოფლიო დონის პედაგოგიური მეცნიერება.

კულტურა, მეცნიერება, სპორტი

სრულიად ახლებურად უნდა გავიაზროთ პოლიტიკა კულტურის სფეროში. ვგულისხმობ მთლიანად პროგრამულ დაფინანსებაზე გადასვლას.

პროგრამული დაფინანსებით მოხერხდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, ცენტრალური საბავშვო, სოხუმის, ცხინვალის, ახალციხის თეატრებში მომზადებული პროექტების განხორციელება, ოპერის თეატრის საბალეტო დასის საგასტროლო მოგზაურობა ჩინეთში; გაიხსნა მერაბ მამარდაშვილის ძეგლი თბილისში და სხვ.

პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ კულტურის კერების შენარჩუნებას, მათი საქმიანობის გაუმჯობესებას.

სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. აქაც, როგორც ფორმით, ისე ოდენობითაც სრულიად უნიკალურია საერთაშორისო დახმარება. ჭეშმარიტად ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა თანამშრომლობას ევროსაბჭოს კულტურის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დირექტორატთან.

კულტურის სამინისტროს ახალი კონცეფციით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონებს, ვინაიდან საქართველოს მშვენიერება მისი მრავალფეროვნება და კულტურული პოლიფონიაა.

ამ თვალსაზრისით, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა აჭარის ხელისუფლებას ამ ჭეშმარიტად მამულიშვილური ზრუნვისათვ ვის, რასაც იგი იჩენს საერთო ქართული კულტურის დაცვისა და პოპულარიზების მიზნით.

ერთ-ერთი სრტატეგიული მიმართულებაა წიგნის, ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და საბიბლიოთეკო ქსელის მოდერნიზაცია. ამ მიზნით კულტურის სამინისტროში შეიქმნა წიგნისა და ბიბლიოთეკების დეპარტამენტი.

დაიწყო ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები საგურამოში.

2001 წელს მიღებულია ორი ძალზე მნიშვნელოვანი კანონი: „მუზეუმების შესახებ“ და „კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და შემოტანის შესახებ“.

უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული კინოხელოვნების მხარდაჭერა. ვფიქრობ, შედეგიანი იქნება დამოუკიდებელი ეროვნული კინოცენტრის შექმნა. 2000 წლის 5 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“.

შემუშავებულია „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონის პროექტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელ ექსპერტებთან თანამშრომლობით, კულტურის სამინისტრომ შეიმუშავა სპონსორობისა და ქველმოქმედების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტი. სულ უფრო ხშირია ქართველი მხატვრების გამოფენები და სხვა კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ.

2001 წელს ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა დიდი ჯგუფი გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში ერთი თვით - ფესტივალ „საქართველო 2001-ის“ გასამართავად. ეს ფესტივალი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 10 წლისთავს.

იუნესკოსთან თანამშრომლობას ახალი შინაარსი შესძინა ამ მძლავრი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის კოიშირო მაცუურას ვიზიტმა საქართველოში. მისი მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ფონდი. 2001 წელს იუნესკომ ამ ფონდის მეშვეობით 10000 დოლარი გადაურიცხა მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმს.

კულტურის სამინისტრომ შეიმუშავა და ახორციელებს ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერის პროგრამას. კულტურის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი. მზადდება წინადადება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში სასწავ ვლო და შემოქმედებითი რეფორმების შესახებ.

მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდება მწერალთა, თეატრის მოღვაწეთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, კინემატოგრაფისტთა, ჟურნალისტთა და სხვა შემოქმედებით კავშირებს, ასოციაციებსა და ორგანიზაციებს.

ჩემი აზრით, არათუ არ უნდა დავასუსტოთ, არამედ, პირიქით, გავაძლიეროთ, ყოველმხრივ დავეხმაროთ შემოქმედებით კავშირებს, როგორც ხელოვანთა თავისუფალ გაერთიანებებს. ეს მხარდაჭერა არა მარტო მორალური, არამედ საგნობრივი და მატერიალურიც უნდა იყოს.

დღესაც კი, გაჭირვების მიუხედავად, უდიდესი წარმატებები აქვს ქართულ მეცნიერებას, განსაკუთრებით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა, სოფლის მეურნეობის, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების, გამოყენებითი მექანიკის, მანქანათ თმშენებლობისა და მართვის პროცესების, ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის, მათემატიკისა და ფიზიკის, საზოგ გადოებრივ მეცნიერებათა, ენისა და ლიტერატურის, განსაკუთრ რებით, არქეოლოგიისა თუ მეცნიერებათა აკადემიის სფეროს სხვა განყოფილებებს.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად იქცა და მთლიანად შეცვალა მეცნიერული წარმოდგენები ევრაზიაში ანთროპოგენების პროცესებზე.

დმანისში აღმოჩენილ ჰომინიდთა ნაშთებმა, მართლაც, მნიშვნელოვნად განავითარეს წინათ არსებული ჰიპოთეზები.

ახალი მონაცემებით დასტურდება, რომ აფრიკის გარეთ ადამიანის გავრცელება მოხდა მინიმუმ 1.7-1.8 მლნ. წლის წინათ და მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება ადრეულ აფრიკელ ჰომოებს.

მსოფლიოს უდიდესი მეცნიერები უყოყმანოდ აღიარებენ, რომ დმანისის ნაშთი პირველია ევრაზიაში, რომელიც ამჟღავნებს აფრიკელი ჰომოებისათვის დამახასიათებელ ანატომიურ ნიშნებს. ქართველი მეცნიერების ხელმძღვანელობით განხორციელებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ დმანისში ნაპოვნი ნაშთი ყველაზე ადრეულია ევრაზიაში.

სულ ახლახან, 2002 წლის 24 აგვისტოს დმანისის გათხრებისას იმავე შრეებში, სადაც წინა წლებში ნაპოვნია ადამიანის ნაშთები, აღმოჩნდა დაახლოებით 1მლნ 700 მილიონ 800000 წლის ჰომინიდის კიდევ ერთი ნაშთი.

ამჟამად ხორციელდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფართო მასშტაბის საერთაშორისო პროგრამა „ადრეული ჰომინიდების ადგილსამყოფელის ინტერდისციპლინარული კვლევა დმანისსა და მის მიდამოებში“, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, პალეობიოლოგიის, გეოგრაფიისა და გეოლოგიის ინსტიტუტების მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ კოლეგები მრავალი ქვეყნიდან. ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ ამერიკელი მეგობრები „ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებიდან“.

საქართველოს უნიკალური სამეცნიერო პოტენციალი აქვს.

დღეისათვის მეცნიერებათა აკადემია აერთიანებს მრავალი დარგის 60-მდე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. აკადემიის სისტემაში მუშაობს 7000-მდე თანამშრომელი.

მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონის თანახმად, აკადემია საქართველოს ხელისუფლების მეცნიერული მრჩეველია და ახორციელებს სამეცნიერო, სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროექტების, პროგრამებისა და სხვა სამუშაოთა ექსპერტიზას.

მეცნიერებათა აკადემიამ, თსუ-სთან კავშირში, ევროკავშირისა და ნატოს გრანტებით მიიღო შესაბამისი ტექნიკა და შექმნა ინტერნეტის ქსელი, რომლითაც დღეს აკადემიის ინსტიტუტები და თბილისში განლაგებული სახელმწიფო უნივერსიტეტები უფასოდ სარგებლობენ.

ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი აკადემიის სისტემაში ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევა-ძიების განვითარება-გაღრმავებას და მიღებული შედეგების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას.

ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი მეცნიერთა „სოციალური დაცვის შესახებ“, რომლის მიღება მეტად საშური საქმეა.

იოჰანესბურგში ახლახან დასრულებულმა ეპოქალურმა სამიტმა (სამწუხაროდ, ცნობილი მიზეზებისა გამო მე ვერ დავ ვესწარი ამ ფორუმს) ეკოლოგიური უსაფრთხოების სრულიად ახალი კონცეფცია შემოგვთავაზა. ფაქტობრივად, ეკოლოგია და გარემოს დაცვა იქცა ერთგვარ მასტაბილიზებელ ფაქტორად. მრავალფუნქციურ „დამცავ მექანიზმად“ გლობალიზაციის სრულიად ობიექტური პროცესებისას წარმოშობილ საფრთხეზე ერთობლივი რეაგირებისათვის.

ასეთივე უნდა იყოს ჩვენი მიდგომაც.

რამდენიმე კვირის წინათ მე განვაცხადე, რომ სპორტი საქართველოში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სახელმწიფო საქმეა. ამდენად, რეფორმათა განსახორციელებლად დაგეგმილი გვაქვს პრეზიდენტთან შეიქმნას სპორტისა და ფიზიკური კულტურის საბჭო. აქაც ბევრი რამ ქვეყნის ყოველმხრივ მოღონიერებასა და ეკონომიკურ ზრდაზე იქნება დამოკიდებული.

ამავე მაგალითით დღევანდელი მდგომარეობა ადასტურებს ქართული სპორტული გენიის უდიდეს პოტენციალს.

საკმარისია ითქვას, რომ დღევანდელი მწირი დაფინანსებ ბის პირობებშიც კი ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 128 მედალი მოიპოვეს, მათ შორის, 36 ოქროს, 36 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს.

საქართველოს ციფრული განვითარება და
საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობა

და ბოლოს, პატივცემულო დეპუტატებო, მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო „ახალი ქართული პროექტის“ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ამჟამად ჩვენს პლანეტაზე მიმდინარეობს ციფრული რევოლუციისა და საინფორმაციო საზოგადოების დაფუძნების ობიექტური პროცესი.

სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ურთულესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისათვის.

არათუ საქართველოს მომავალი განვითარება, არამედ თვით არსებობაც კი, როგორც თვითმყოფადი ერისა, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ ამ გამოწვევაზე რეაგირებას და იმ ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც თანამედროვეობის, გლობალიზაციის პროცესებმა წარმოშვეს. ჩვენი მრავლისმნახველი, უძველესი და ღირსეული ერის წინაშე.

ამდენად, ახალი პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავეთ „საქართველოს ციფრული მოდერნიზაციისა და ციფრული განხეთქილების აღმოფხვრის“ კონცეფცია, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა თბილისში გამართულ კონფერენციაზე.

ციფრული განახლების სტრატეგია რამდენიმე უმნიშვნელოვანეს კომპონენტს მოიცავს. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომლებიც ორგანულად შეერწყნენ თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებას და უდიდეს ზეგავლენას ახდენენ არა მხოლოდ მართვაზე, კომერციაზე თუ სხვა სოციალურ სისტემებზე, არამედ თვით ადამიანზეც, მის თვითშეგრძნებასა და მსოფლგაგებაზე. თანამედროვე ეპოქაში ადამიანის ბუნებრივ უფლებათა განსახორციელებლად აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო ინფრასტრუქტურის შექმნა.

მსოფლიოში არსებული „ციფრული განხეთქილების“ დასაძლევად საქართველოს, მთელ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ინტელიგენციას მთელი თავისი შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალურად მობილიზება მოუწევთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყოველმხრივი თანადგომითა და მხარდაჭერით.

როგორც წესი, „ციფრული უთანასწორობის“, ანუ „ციფრული განხეთქილების“ დონე ფასდება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მაჩვენებლით:

რამდენად ფართოდ და ხშირად გამოიყენება კომპიუტერული სისტემები, კომპიუტერული მოდელირება და პროგნოზირება ქვეყნის მართვასა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიგნებაში სახელმწიფოებრივი საზოგადო ცხოველმოქმედების ყველა მიმართულებით;

რა მასშტაბითაა დანერგილი და რამდენად ინტენსიურად გამოიყენება ელექტრონული ტექნოლოგიები, კერძოდ, განათლების, მედიცინის, დოკუმენტთბრუნვისა და სამომხმარებლო სფეროებში.

რამდენად დიდია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი ეკონომიკაში. მაგალითად, აქვე შევნიშნავ, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ინფორმაციისა და ინფორმატიზაციის სექტორი ეკონომიკის ყველაზე დიდი სეგმენტია.

ციფრული უთანასწორობა სოციალური დიფერენციაციის ახალი სახეობაა, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის უთანასწორობის როგორც მიზეზს, ისე შედეგსაც.

პრობლემის კიდევ ერთი ასპექტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უშიშროების საკითხს უკავშირდება. იგი მით უმეტეს აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ინფორმაცია ხშირად საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღი ხდება.

ამრიგად, ციფრული უთანასწორობის შემცირება და აღმოფხვრა ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს არათუ პრიორიტეტული, არამედ სახელმწიფოებრივად არსობრივი (ანუ თვით სახელმწიფოებრიობის უზრუნველყოფა) ამოცანაა. ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, განვითარების ტემპისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობდნენ ინფორმატიზაციას და ამ მიმართულებით განახორციელეს ძალთა თუ რესურსთა კონცენტრაცია.

საინფორმაციო ტექნოლოგიათა სწრაფი განვითარება იქცა იმ ფარად და იარაღად, რომელიც გლობალიზაციასა და ციფრულ რევოლუციას უდიდეს სიკეთედ აქცევს საქართველოსათვის, ანუ არათუ არ დააზარალებს ქართულ კულტურას, არამედ გაამდიდრებს კიდეც მას - ხელს შეუწყობს ქართული ფენომენის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.

ამით ჩვენ მტკიცედ ვიცავთ არჩეულ გეზს, რომელიც საერთო-საკაცობრიო დინების თანხვედრილია.

ეს უაღრესად საყურადღებო მომენტია ჩვენთვის, რადგან სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პარალელურად გვიწევს ურთულესი სოციალური ტრანსფორმაციის განხორციელებაც.

საქართველოს ციფრული მოდერნიზაციის სტრატეგია გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკის განხორციელებას სამი ძირითადი მიმართულებით: ციფრული, საკომუნიკაციო გარემოს ფორმირება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომპიუტერ რული ქსელების შექმნა-დანერგვა, რამაც შესაძლებლად უნდა აქციოს საზოგადოების წევრთა საინფორმაციო მოთხოვნილებათა სრული დაკმაყოფილება. გარდა ამისა, ინფორმაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებით მუშაობის ცოდნის ამაღლება, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ ტექნოლოგიათა სირთულის გათვალისწინებით.

ციფრული მოდერნიზაციის უმთავრესი მიმართულება, რა თქმა უნდა, განათლების სფერო იქნება. საქართველოში გან ნათლების რეფორმა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიათა ყოვლისმომცველი დანერგვის ჭრილში.

მთლიანობაში ქვეყნის „ციფრული განახლება“ უზრუნველყოფს ხელისუფლების გამჭვირვალობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას; სტაბილური, სოციალურად ორიენტირებული ლიბერალური ეკონომიკის ფორმირებას ახალ ტექნოლოგიურ საფუძველზე; სოციალური გარანტიების ოპტიმალურ დანერგვას; მკაცრ აღრიცხვასა და პოლიტიკის განხორციელების ნოვატორული მეთოდების შემოღებას, კორუფციის არეალის შევიწროებას; რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებასა და მეზობელ ქვეყნებთან, მეგობარ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის თანამედროვე მოდელის შექმნას; აგრეთვე ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფ ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკასა და უდიდეს საერთაშორისო პროექტებში.

ამ ეპოქალურ ამოცანათა გადასაწყვეტად საქართველოში უნდა შეიქმნას ძირითადი საინფორმაციო ბანკები, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის, საიფორმაციო ინფრასტრუქტურის ბირთვს. ესენია: ფიზიკური და იურიდიული პირების საერთო-სახელმწიფოებრივი ბანკები; საქართველოს გეოინფორმაციული ბანკი; საბაჟოს ერთიანი საინფორმაციო ბანკი.

ამ ბანკებში აკუმულირდება სახელმწიფოებრივად და საზოგადოებრივად ღირებული ინფორმაცია მოქალაქეთა შესახებ (რასაკვირველია, ვგულისხმობ მათ მიერვე დადასტურებულ საჯარო ინფორმაციას - საქმიანობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობის, ჯანმრთელობისა და სხვა მონაცემთა თაობაზე), აგრეთვე ინფორმაცია იურიდიულ პირებზე (ფირმები, კომპანიები, კორპორაციები, მათი მონაცემები); მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურათა და სახელმწიფო მოხელეთა შესახებ და სხვა მრავალი.

გეოინფორმაციული ბანკი იგულისხმებს ისეთი კომპიუტერული სისტემებისა და ბანკის შექმნას, რომლებიც შეინახავენ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ურბანიზაციის, მიწის მართვის, სატყეო მეურნეობის, სახელმწიფო ნაკრძალების, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, გეოლოგიის, ეკოლოგიისა და რადიაციული უსაფრთხოების თაობაზე.

საბაჟოს ერთიანი საინფორმაციო უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვისა და ტვირთნაკადების მკაცრ აღრიცხვას.

ცალკე აღსანიშნავია ჩვენი ინიციატივა საჯარო ინფორმაციის საერთო-სახელმწიფოებრივი ბანკის შექმნის შესახებ. მასში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა განათავსებს თავის საჯარო ინფორმაციას, რაც სრულიად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს ბანკი იმავდროულად იქცევა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემად და სერიოზულად გააიოლებს სახელმწიფო პროცედურებს.

ესოდენ მასშტაბური ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელი იყო ინსტიტუციური ცვლილებები. ამ მიზნით ჩვენ შევქმენით სპეციალური ორგანო: ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი. აგრეთვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭო, რომელსაც, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვხელმძღვანელობ.

ამ სფეროში მთავრობისა და პარლამენტის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა განვითარების სახელმწიფო კომისია.

ჩვენ ვგეგმავთ ინფორმატიზაციის სფეროს გარკვეულ მიზნობრივ დაფინანსებას, რაც, ნაწილობრივ, უკვე ხორციელდება კიდეც. ამან შესაძლებლობა მოგვცა განსახილველ პერიოდში გადაგვეწყვიტა მნიშვნელოვანი პრობლემები კომპიუტერული პროგრამების გაქართულებისა და, საერთოდ, კომპიუტერის უკიდეგანო სამყაროში ქართული ენის დამკვიდრების თვალსაზრისით.

საქართველოს მრავალ ქალაქში მოსწავლეთათვის შეიქმნა ინფორმატიკის სასწავლო ცენტრები. ჩვენი მოზარდები დიდი წარმატებით მონაწილეობენ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადებში, რაც აგრეთვე ძალზე ნიშანდობლივია.

რაოდენ რთულიც უნდა ჩანდეს „ციფრული მოდერნიზაციის“ ამოცანები, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერს, რომელმაც კაცობრიობის განვითარების ყველა ფორმაცია გამოიარა და როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური ბრძოლის უნარი არაერთგზის გამოამჟღავნა, შესწევს ძალა, რათა ღირსეულად შეეგებოს ახალ მრისხანე გამოწვევას.

საქართველოს ციფრული მოდერნიზაცია არათუ ქვეყნის განვითარების განახლებული პროგრამის, არამედ ჩემი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის მეორე უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიმაჩნია „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებასთან და საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ფუნქციის მოპოვებასთან ერთად.

ეს თემა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს მომავალი თაობის - ახალგაზრდობის დიდ სამომავლო მისიას: სწორედ მის პატრიოტიზმსა და, იმავდროულად, სიახლის აღქმის უნარზე იქნება დამოკიდებული საქართველოს მყოფადი, როგორც ყოველმხრივ განვითარებული და დიდ ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული ქვეყნისა.

ამ სტრატეგიათა ერთობა სახელმწიფოთა მსოფლიო გაერთიანებაში საბოლოო თანასწორუფლებიან ინტეგრირებას განაპირობებს და სამუდამოდ დაუმკვიდრებს საქართველოს სრულფასოვანი ქვეყნის სტატუსს.

2004 წლისათვის საქართველო ყოველმხრივ მზად იქნება, რათა აღინიშნოს ქართული სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი.

ჩვენი თაობის უდიდესი ღირსებაა და, მე ვიტყოდი, ღვთიური მადლია, რომ ისტორიის ჟამტეხილისას ვცხოვრობთ.

ჩვენ ერთად ვაშენებთ ტაძარს, რომელიც მშობელი ქვეყნის უსასრულო მომავლის განმავლობაში დიდ ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული ახალი, თავისუფალი, ლაღი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ხატად იქცევა.

საქართველო საუკუნეთა მიჯნაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 ოქტომბერი. - №251-252 (4311). - 1, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 გვ.

87 ქალბატონ მარინე იაშვილს დაბადების დღეზე

▲back to top


მილოცვა

ქალბატონო მარინე,

დაბადების დღეს გილოცავთ, ბრწყინვალე მუსიკოსსა და პედაგოგს, იაშვილთა მუსიკალური გვარის გამორჩეულ წარმომ მადგენელს, ლუარსაბ იაშვილის ტრადიციების ერთგულ გამგრძელებელს.

თქვენ დიდი წარმატებით ეწევით ქართული სავიოლინო მუსიკის პროპაგანდას და, რამდენადაც ვიცი, კონცერტებსა თუ კონკურსებზე ქართველ კომპოზიტორთა ყველა სავიოლინო ნაწარმოები გაქვთ შესრულებული.

ერთადერთი, რაზეც გული შეიძლება დაგვწყდეს, ისაა, რომ ახლა საქართველოში არ მოღვაწეობთ და აქ არ ზრდით ქართველ მუსიკოსებს. თუმცა საქართველომ შესანიშნავად იცის თქვენი ფასი და ისიც იცის, რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ხართ უცხოეთში.

გკოცნით და იმედია, თბილისში რომ ჩამობრძანდებით, აუცილებლად შეგხვდებით.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ქალბატონ მარინე იაშვილს დაბადების დღეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 ოქტომბერი. - №253 (4312). - 1 გვ.

88 საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის პროფესორებს, მასწავლებლებს, ასპირანტებს, სტუდენტებს

▲back to top


მილოცვა

გილოცავთ თქვენი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების 70 წლისთავს და იმედს გამოვთქვამ, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში დიდი ქართველი მოღვაწეებისა და სპეციალისტების მიერ დაარსებული ეს სასწავლებელი მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებასა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადებაში.

ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობს, როგორც შესანიშნავი პროფესორ-მასწავლებლების სახით, ისე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შესაბამისი ბაზით.

წლების მანძილზე თქვენი მეცნიერების მიერ მრავალი გამოგონებაა დაპატენტებული და დანერგილი, ბევრი სახელმძღვანელო და მონოგრაფიაა გამოცემული. აქ კიდევ ერთხელ ჩანს თქვენი დიდი პოტენციალი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და დარწმუნებული ვარ, ოცდამეერთე საუკუნეში უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევთ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის პროფესორებს, მასწავლებლებს, ასპირანტებს, სტუდენტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 18 ოქტომბერი. - №254 (4313). - 1 გვ.

89 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს

▲back to top


მილოცვა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის იუბილე ძალზე მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსათვის, იმ ქვეყნისათვის, რომელიც ისტორიულად იყო და დღესაც რჩება ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და თვითმყოფად ქვეყნად.

ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და მადლობას გეუბნებით, რომ, დიდი გაჭირვების მიუხედავად, ღირს სეულად აგრძელებთ ქართული სახვითი ხელოვნების სახელოვან ტრადიციებს.

ამ საიუბილეო დღეს აუცილებლად უნდა გავიხსენო ის ღვაწლმოსილი მოღვაწენი, რომელნიც სამხატვრო აკადემიის სათავეებთან იდგნენ და ისინიც, რომელთაც ღირსეულად გააგრძელეს დიდი ქართველი ოსტატების ტრადიციები.

დღეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა, გალერეებსა თუ კერძო კოლექციებშია - ეს ნიშნავს, რომ მათ საქართველოს სახელი მსოფლიოში გაიტანეს, თავისი აკადემია, თავისი მასწავლებელი და თავისი ქვეყანა ასახელეს.

დიდი მადლობა ამისათვის და
კიდევ ერთხელ გილოცავთ.

ედუარდ შევარდნაძე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 ოქტომბ ბერი. - №255 (4314). - 2 გვ.

90 ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს დაბადების დღესთან დაკავშირებით

▲back to top


მილოცვა

ჩემო გიგა,

მოსალოცი ბარათის ჟანრის მიხედვით, ეს ტექსტი დიდი არ უნდა იყოს, მაგრამ როგორ ჩავტიო ამ პატარა ბარათში ის ჩვენი ურთიერთობა, რომელიც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის და ერთმანეთის სიყვარულითა და ერთმანეთის თანადგომით არის გამორჩეული, როგორ ჩავტიო აქ ის მადლიერება, რაც შენი მხარდაჭერის გამო ყოველთვის მაქვს, ის აღტაცება, რომელიც ყოველთვის მეუფლება შენი დადგმებისა და ფილმების ნახვის დროს, ის სიყვარული, რა სიყვარულითაც მიყვარხარ, როგორც დიდად ნიჭიერი, არაორდინალური პიროვნება და კაცი, რომელიც მუდამ ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსათვის.

გიგა, სადაც მიხვედი, თეატრსა თუ პარლამენტში, თეატრალურ ინსტიტუტსა თუ თეატრის მოღვაწეთა კავშირში, ყველგან დაამჩნიე შენი სასიკეთო კვალი, ლორთქიფანიძეთა შესანიშნავი გვარის კვალი.

ვიცი, რომ ახლა ძალიან გიჭირს, შენს ინსტიტუტსაც უჭირს და შენს მსახიობებსაც, უჭკვიანეს და უნიჭიერეს ხალხს. მადლობა მინდა გითხრათ ყველას ამ გაჭირვებათა გადატანისათვის და როგორც საშუალება ექნება ქვეყანას - დაგეხმარებით.

დანარჩენი, რაც მინდა გითხრა, იმ ჩვენი შეხვედრების დროს ითქმება, რომელსაც დანატრულები ვართ და რომლისთვისაც დრო არც ერთს არ გვყოფნის.

ვულოცავ შენს დას მარიკას ასეთი ძმის დობას.

ვულოცავ შენს მეუღლეს, ქალბატონ ქეთევანს, შენს შვილებ ბსა და შვილიშვილებს, შენს დიდ საქალეთს - გაგიფრთხილდნენ ქვეყნის სასიკეთოდ, მოგეფერონ და შენით იამაყონ.

პატივისცემითა და სიყვარულით,

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს დაბადების დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 ოქტომბერი. - №255 (4314). - 1 გვ.

91 „გაკეთებულია უამრავი საქმე, იმაზე მეტი, ვიდრე სამოცი წლის განმავლობაში შეიძლებოდა გაკეთებულიყო“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა „თბილავიამშენის“ 60 წლისთავთან
დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე

ძვირფასო მეგობრებო,
ძვირფასო სტუმრებო,

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დიდი დღე თქვენი კოლექტივის ცხოვრებაში. გაკეთებულია უამრავი საქმე, იმაზე მეტი, ვიდრე სამოცი წლის განმავლობაში შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ბატონმა ვაჟა თორდიამ და სხვა ორატორებმა, ფაქტობრივად, ყველაფერი თქვეს, რაც „თბილავიამშენმა“ გააკეთა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც მომავალში უნდა გაკეთდეს.

ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ „თბილავიამშენის“ (ისტორიულად 31-ე ქარხანა, როგორც მას საბჭოთა კავშირში იცნობდნენ) კოლექტივი ერთ-ერთი უმაღლესი რანგის, მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე კოლექტივია, რომელსაც ხელეწიფება შეუძლებლის გაკეთებაც და იმ ამოცანების გადაწყვეტა, რომელთაც ჩვენი სამშობლო, დამოუკიდებელი საქართველო აყენებს მის წინაშე.

უდიდეს სიხარულსა და სიამაყეს განვიცდი, როცა თქვენ გიყურებთ. თქვენ შორის უმრავლესობა ცნობილი სახეებია. არაერთხელ შევხვედრივარ მრავალ თქვენგანს პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად, ქარხნისათვის საეტაპო მნიშვნელობის პრობლემების მოსაგვარებლად, ქარხნის განვითარების ცალკეულ მიმართულებათა განხილვის პროცესში. ძალიან კარგად მახსოვს თითოეული ჩვენი შეხვედრა, ჩვენი ყოველი დიალოგი და, მართლაც, ვამაყობ იმით, რომ ცოტათი მაინც შემიწყვია ხელი თქვენთვის, დავხმარებივარ თქვენს კოლექტივს დიდი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაჭრისათვის ბრძოლაში.

ძველ დროში ნაკლები ურთიერთობა მქონდა თქვენს ქარხანასთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბ-ნი ვაჟა თორდია დაინიშნა ქარხნის მთავარ ინჟინრად, თქვენს კოლექტივთან ინტენსიური თანამშრომლობა დავიწყეთ. დღეს ყურადღებას არ მივაპყრობ სხვა თვითმფრინავებსა და ნაკეთობებს, მინდა განსაკუთრებული სიამაყით გავიხსენო ის პერიოდი, როცა საქართველოში, თქვენს კოლექტივში წყდებოდა ძირითადი პროდუქციის - სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავების ათვისების საკითხი. ეს საკითხი მოსკოვში გადაწყდა ბ-ნ დიმიტრი უსტინოვთან, რომელიც მაშინ ცკ-ს მდივანი და პოლიტბიუროს წევრი გახლდათ. სწორედ იგი ხელმძღვანელობდა ქვეყნის შეიარაღების საკითხებს.

მოსკოვში წასვლამდე შევხვდი ბ-ნ ვაჟა თორდიასა და სხვა სპეციალისტებს. მჯეროდა ბ-ნი ვაჟას ახლებური ხედვისა, მწამ მდა, რომ სწორედ მისგან მივიღებდი იმ შესაძლებლობათა ზუსტ ჩამონათვალს, რომელიც მომცემდა საშუალებას კრემლში ჩემი გადამწყვეტი სიტყვა მეთქვა.

დიმიტრი უსტინოვი უნიკალური პიროვნება იყო, რომელიც თავის დროზე 27 წლის ასაკში გახდა მინისტრი. ჩვენი შეხვედრისას იგი უკვე ხანში შესული კაცი იყო. მას ძალიან უყვარდა საქართველო და ჩემს მიმართაც გარკვეული რწმენა ჰქონდა. მაშინ იგი მაფრთხილებდა: „დარწმუნებული ხართ, რომ ამას შეძლებთ? იცით, ამ საქმეს როგორი შრომა, გამოცდილება, ინტელექტი სჭირდება? ვერ დავასახელებ სსრკ-ს ვერცერთ ქარხანას, რომელიც გარკვეული ეჭვებისა და ფიქრის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მას ასათვისებლად ასეთი რანგის პროდუქცია გადაეცეს. გჯერა, რომ საქართველოში ამის გაკეთება შეიძლება?“

მაშინ თვალწინ დამიდგა ვაჟა თორდია და მისი თანამოაზრენი, რომლებმაც წასვლის წინ მითხრეს: „თქვენ ჩვენი სახელით ილაპარაკეთ. გქონდეთ იმედი, რომ „თბილავიამშენი“ ის ქარხანაა და ის კოლექტივია, რომელიც რეკორდულად მოკლე ვადაში აითვისებს ამ პროდუქციას“ და მაშინ სიტყვა მივეცი დიმიტრი უსტინოვს. დღეს კი ვამაყობ იმით, რომ ჩემ მიერ მაშინ ნათქვამი ეს სიტყვა შეასრულეთ ისე, როგორც მაღალი პროფესიონალები და სიტყვის ადამიანები ასრულებენ. ამისათვის მადლობა თქვენ და იმ ადამიანებს, რომლებიც მაშინ მონაწილეობდნენ ამ ძალიან რთულ პროცესში.

მინდა განვაცხადო, რომ დღევანდელი დღე, დღევანდელი ეტაპი არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ საქართველო დამოუკიდებელია და მას აღარავინ სჭირდება და თვითონ შეუძლია ყველა პრობლემის მოგვარება.

თქვენ საკუთარი გამოცდილებით იცით, რომ ინტეგრაცია, სისტემური, მასირებული ინტეგრაცია სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთან, ისრაელთან, აშშ-თან, კანადასთან, თურქმენეთთან და სხვებთან, ყველაზე მეტად სჭირდება დამოუკიდებელ საქართველოს, დამოუკიდებელ ქვეყანას. ქვეყნის დამოუკიდებლობა არ უნდა გვესმოდეს პრიმიტიულად, ისე, როგორც პირველი ორი წლის განმავლობაში გვესმოდა. მაშინ ხშირად ამბობდნენ, რომ რუსეთს გადავუკეტავთ გზებს, არ გადავუტვირთავთ ბოსტნეულს ან ციტრუსებს და ამით ბლოკადას გამოვუცხადებთო. ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რომელმაც 8-9 წლით დაგვწია უკან. დღეს მიმაჩნია, რომ, რაც უფრო მეტია დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვა, მით მეტი უნდა იყოს ინტეგრაციულ პროცესებში ჩაბმის სურვილი, და არა მარტო სურვილი, არამედ ამ პროცესებში ჩაბმის უნარი.

როგორ შეძლებთ თქვენ მუშაობას ერთი კვირის ან ერთი თვის განმავლობაში რუსეთის ავიამშენებლების, კონსტრუქტორების გარეშე? ეს ხომ წარმოუდგენელია, ბევრი მათგანი დღევანდელ ღონისძიებას ესწრება. მინდა გულწრფელად მივესალმო და მადლობა ვუთხრა იმისათვის, რაც მათ და მათს მეგობრებს - უფროს თაობებს აქვთ გაკეთებული თქვენთვის. დღეს აშშ-თან ვთანამშრომლობთ, დღეს ისრაელის უმაღლესი რანგის სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა სუ-25-ის ფაქტობრივად ახალი მოდელი, რომელიც უნიკალური მოვლენაა და რომელიც შემთხვევით არ აკვირვებს სხვადასხვა გამოფენის მონაწილეებს.

მოვა დრო, რაც უფრო უკეთ ვიმუშავებთ, მით მეტი საშუალება ექნება საქართველოს, რომ ყველაზე მოწინავე, საუკეთესო მოდელები თვითონ ჩვენმა ქვეყანამ შეისყიდოს. ჩვენ ეს გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველო გახდეს თავდაცვისუნარიანი ქვეყანა. ასეთი გახდება ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია შექმნას მოწინავე ტექნოლოგიებით აგებული თვითმფრინავები, საბრძოლო მასალები და ასევე ისარგებლოს სხვა სახელმწიფოთა მიღწევებით თავისი ქვეყნის ძლიერების განსამტკიცებლად.

მჯერა, იმ პროდუქციაზე, რომელზეც თქვენ ახლა მუშაობთ, კიდევ კარგა ხანს იქნება მოთხოვნილება, მაგრამ თქვენ ახლავე უნდა იფიქროთ, რა უნდა გაკეთდეს 5-10 წლის შემდეგ თქვენს კოლეგებთან, სპეციალისტებთან, იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომელთაც აინტერესებთ თქვენი პოტენციალი, თქვენი შესაძლებლობანი და რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისათვის. ვიცი, რომ თქვენ ფიქრობთ ამაზე, ფიქრობთ ხვალინდელ დღეზე.

ალბათ, მრავალი სტრუქტურული გარდაქმნაც იქნება საჭირო. ძალიან გამიხარდა, როცა ბ-ნი ვაჟასგან გავიგე, რომ მან თითოეული მომუშავისათვის ერთი თვის ხელფასი ბანკში გადარიცხა. ეს უკვე ახალი ნაბიჯია. საქართველოში ასეთი რამ ჯერ არ გაკეთებულა. ეს არის პირველი საწარმო, რომელიც იმედის თვალით უყურებს მომავალს და ასევე იმედით განაწყობს იმ ხალხს, რომლებიც აქ მუშაობენ და რომელთაც თავიანთი საწარმოს მომავლისა სჯერათ.

აქ ბატონმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა ბრძანა, რომ ანტენა-რეფლექტორი (რომელმაც გააოცა ბევრი პროფესიონალი და რომელიც ჩვენს რუს კოლეგებთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა) სწორედ აქედან აფრინდა და არა მარტო აფრინდა, არამედ ამასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი სამუშაო აქ, „თბილავიამშენში“, შესრულდა და ეს ეამაყება ყველას.

შემიძლია სხვა ბევრი მაგალითი დავასახელო: თბილისის მეტრო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ყოფილი სსრკ-ს სივ ვრცეში. არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს ქარხანა. ის ვერც დღეს იარსებებს ამ ქარხნის გარეშე, ვინაიდან ტექნიკას ყოველდღიური განახლება სჭირდება. ყველაფერ ამას საავიაციო ქარხანა აკეთებს თავისი ძალებით.

მახსოვს 1979 წელს დაფერფლილი ოპერისა და ბალეტის თეატრი. ეს ეროვნული უბედურება იყო. არავის იმდენი არ გაუკეთებია ამ შენობის აღსადგენად, რამდენიც „თბილავიამშენმა“. ეს დღეს ერთ-ერთი საუკეთესო შენობათაგანია და დედაქალაქის მშვენებას წარმოადგენს. ასევე იყო პარლამენტის შენობის აღდგენის დროსაც. კიდევ სხვა ბევრი ობიექტის ჩამოთვლა შემიძლია. გახსოვთ, ალბათ, ნახევრად დანგრეული თბილისი, ქალაქის ცენტრს ვერ იცნობდით, თითქმის ყველა შენობა დანგრეული იყო. დღეს, ასე თუ ისე, ქალაქს აქვს თავისი ცენტრი და ქალაქი ქალაქს ჰგავს. ამ საქმეში „ავიამშენს“ დიდი წვლილი მიუძღვის.

მჯერა, რომ იმით, რაც უკვე გაკეთებულია, შეგვიძლია ვიამაყოთ ყველამ, ვისაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი ამ დიდ საქმეებში. მაგრამ უფრო მჯერა თქვენი მომავლის, თქვენი ხვალინდელი დღის. თქვენ უკვე დიდ ასპარეზზე ხართ გასული, მაგ გრამ ამ ასპარეზზე გასვლა საკმარისი არ არის. ის შეღავათები, რომლებსაც ქართული პროდუქციისათვის აწესებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, აშშ და ზოგიერთი სხვა განვითარებული ქვეყანა, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. თქვენი ინტელექტითა და დაგროვილი გამოცდილებით, ახალი ტექნოლოგიების ათვისების მეცნიერებით თქვენ უნდა აჯობოთ და გაიმარჯვოთ ამ ურთულეს კონკურენტულ ბრძოლაში მსოფლიო ბაზარზე.

აქ გამომსვლელებმა გაიხსენეს, რომ ჩვენ რამდენიმე კვირის წინათ საკმაოდ ხანგრძლივი და საქმიანი საუბარი გვქონდა ციფრულ რევოლუციაზე, ციფრული განხეთქილების დაძლევაზე, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაზე, მათს ათვისებასა და დანერგვაზე. შევძლებთ ამ ამოცანის გადაწყვეტას? მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენ კონკურენტუნარიანი ვართ და ყველა ანგარიშს გვიწევს. სხვა შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი ხალხის იმედი უნდა გვქონდეს. მე მაქვს თქვენი იმედი, მე მოვაწერე ხელი ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ათობით თქვენი თანამშრომელი - ინჟინერი, ტექნიკოსი, კონსტრუქტორი, მუშა დაჯილდოებულია საქართველოს ორდენებითა და მედლებით. ბ-ნი ვაჟა თორდია დაჯილდოებულია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი და საპატიო საბრძოლო ორდენით - ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, რომელსაც, როგორც წესია, მას ჩემს რეზიდენციაში გადავცემთ. მჯერა, იგი იამაყებს ამ ჯილდოთი, ვინაიდან ეს ხალხის, სამშობლოს, ქვეყნის ჯილდოა.

გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას და აყვავებას.

„გაკეთებულია უამრავი საქმე, იმაზე მეტი, ვიდრე სამოცი წლის განმავლობაში შეიძლებოდა გაკეთებულიყო“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 20 ოქტომბერი. - №256 (4315). - 1, 2 გვ.

92 ბატონ რევაზ ღლონტს დაბადების დღესთან დაკავშირებით

▲back to top


მილოცვა

ბატონო რევაზ,

საიუბილეო თარიღს გილოცავთ, შესანიშნავ საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგსა და ღირსეულ მოქალაქეს.

თქვენი დიდი ძალისხმევით წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა საქართველოში საგამომცემლო, პოლიგრაფიული და წიგნის გავრცელების რეფორმებისა და რეორგანიზაციის საქმეში.

ახლა თქვენი უშუალო ინიციატივით და ხელმძღვანელობით წიგნის პალატაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამები ეროვნული ბიბლიოგრაფიის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახალი ტექნოლოგიების დასანერგად.

თქვენი შემართება და პატიოსნება სჭირდება საქართველოს.

ყოველივე კარგს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს, თქვენს კოლექტივს და თქვენს მოსწავლეებს.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ რევაზ ღლონტს დაბადების დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 ოქტომბერი. - №257 (4316). - 1 გვ.

93 „თუ ნატოში გაწევრდებიან ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნები, შემდეგ, სავსებით კანონზომიერია, რომ საქართველოს ჯერიც დადგეს“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის
21 ოქტომბრის ბრიფინგი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა პარლამენტში იქმნება ახალი უმრავლესობა, რომელსაც ვახტანგ რჩეულიშვილი უხელმძღვანელებს. თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით...

- სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია იმაზე, რომ ბ-ნმა ვახ ხტანგმა უმრავლესობა უნდა შექმნას. თუკი შექმნის, ამას რა ჯობია. ისე ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, პარლამენტში არსებულ ვითარებაზე ვმსჯელობთ, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილება ერთობლივად არ მიგვიღია. არა მგონია, რომ უახლოეს ერთ თვეში ან ორ კვირაში პარლამენტში მყარი უმრავლესობა შეიქმნას.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: ბოლო თვეების განმავლობ ბაში ძალიან ხშირად წამოიწევს ხოლმე თემა, რომ შესაძლებელია თბილისის მერი ვანო ზოდელავა თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური ავთანდილ ჯორბენაძის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის შემდეგ გახდა. ახლაც არის ამგვარი ტალღა, რომ თითქოსდა შესაძლებელია ვანო ზოდელავა „მოქალაქეთა კავშირის“ რიგებიდანაც გარიცხონ. როგორ აფასებთ დედაქალაქის მერის საქმიანობას და გაქვთ თუ არა პრეტენზიები მასთან?

- სხვათა შორის, პირველად მესმის, რომ ვანო ზოდელავას გათავისუფლებას აპირებენ და ასევე პირველად მესმის, რომ ამ საქმეში ავთანდილ ჯორბენაძე მონაწილეობს. ისინი თანამშრომლობენ, კოლეგები არიან და საკმაოდ სინქრონულად მუშაობენ, როგორც ვიცი, ისეთ საკითხებში, როგორიცაა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა, მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა. დანარჩენს ვერ გეტყვით, ერთი რამ ცხადია, ჩემ გარეშე რომ ქალაქის მერს ვერავინ გაათავისუფლებს, ნამდვილად ვიცი.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“: ბ-ნო პრეზიდენტო, თუ შეიძლება კომენტარი აჭარის თემასა და სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით. კერძოდ, თქვენ განცხადებები გააკეთეთ მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის მისამართით, იყო თუ არა მას შემდეგ რაიმე სახის რეაგირება? თბილისში ჩამოდის დელეგაცია აჭარიდან ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით. თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, აპირებთ თუ არა ამ საკითხზე პირადად ესაუბროთ ასლან აბაშიძეს?

- საყვედური არა მარტო აჭარის მიმართ გამოვთქვი, არამედ ვილაპარაკე და გამოვთქვი შენიშვნები საქართველოს ყველა რეგიონის პასუხისმგებლობის შესახებ. იქნება ეს ავტონომია, მხარე, ქალაქი, რაიონი, რომელიც ბიუჯეტის წინაშე არ არის ვალმოხდილი, არ იხდის ვალს სახელმწიფოს წინაშე. ეს ყველას მოეთხოვება, ვინც უნდა იყოს და სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მოწყობის როგორი საფუძველიც უნდა იყოს. იქნება ფედერაციული, ასიმეტრიული ფედერაციის მოდელი თუ სხვა, საბაჟო - საბაჟოა, გადასახადი - გადასახადია, ის, რაც ბიუჯეტში კანონით არის გათვალისწინებული, ყველამ უნდა გადმორიცხოს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რეგიონს სჭირდება დახმარება, იგი ბიუჯეტიდან ტრანსფერების სახით განხორციელდება. ჩვენ ხშირად ვუწევთ ამგვარ დახმარებას ამა თუ იმ რეგიონს.

აჭარის წინაშე სახელმწიფოს, ხელისუფლებას სინდისი სუფთა აქვს, ჩვენ იქიდან ზედმეტი არაფერი წამოგვიღია. პრობლემაა ის, რომ ვერ ვღებულობთ იმას, რაც უნდა მივიღოთ, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის წილს. ყოველგვარი ზედმეტი დრამატიზირების წინააღმდეგი ვარ. მომხრე ვიქნები, მოვიწვიოთ ცნობილი მეცნიერები, ეკონომისტები, ფინანსისტები, იურისტები, შეიქმნას კომისია, რომელიც გაერკვევა პრობლემის არსში. შეიძლება ჩვენ ვცდებით, თუ ასეა, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია ბოდიში მოიხადოს გამოთქმული შენიშვნებისათვის. თუ არა და, კანონი უნდა შესრულდეს. ეს არის ელემენტარული ლოგიკა, რომელსაც, ალბათ, ყველა სახელმწიფოს მეთაური გაუსვამდა ხაზს. ბ-ნ ასლანთან ჯერ არ მისაუბრია ამის შესახებ, მაგრამ საუბარი ყველა შემთხვევაში გაიმართება, იმის მიუხედავად, დავეთანხმებით თუ არა ერთმანეთს.

საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“: სააგენტო „იტარ-ტასმა“ ყოველკვირეულ ჟურნალ „ტაიმსის“ მასალაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წლეულს პანკისის ხეობაში ქართველი სამართალდამცველებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა მიერ დაკავებულია ათზე მეტი არაბი ბოევიკი. აქედან ორი მათგანი „ალქაიდას“ მეთაურები იყვნენ და უკვე იმყოფებიან ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გუანტანამოზე (კუბა). ჟურნალი „ტაიმსი“ ასევე ამტკიცებს, რომ ახლა ქართული მხარე ძალისხმევას იჩენს დააკავოს კიდევ 30 „პანკისელი არაბი ბოევიკი“. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ, ამერიკელი სამხედროების დახმარებით, წლეულს ჩაშალა შეთქმულება ორი მსხვილი ტერორისტული აქტის შესახებ. კერძოდ, „პანკისელი არაბები“ აპირებდნენ შეესყიდათ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალებები, რათა განეხორციელებინათ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ობიექტებზე ტერაქტები, ასევე 6-კაციანი „ქიმიკოსთა ჯგუფს“ განზრახული ჰქონდა დაემზადებინა საგანგებო მომწამლავი ნივთიერებანი, რომელსაც გამოიყენებდნენ ცენტრალურ აზიაში დასავლეთ ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ამ ინფორმაციას ცალკეული ფაქტებით ვერ გავუკეთებ კომენტარს, ვიცი, რომ ჩვენმა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა პანკისის ხეობაში განახორციელეს საკმაოდ სერიოზული ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ ბოევიკების ძირითადმა ნაწილმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ დატოვა საქართველო, რაღაც ნაწილი კიდევ არის დარჩენილი. არ შემიძლია ვთქვა, ისინი ეროვნებით ვინ არიან - არაბები, ჩეჩნები თუ სხვა ერის წარმომ მადგენლები. შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელებს მივეცი განსაკუთრებული დავალება, რომ განახორციელონ დამატებითი ღონისძიებანი, რათა ამ ტერიტორიაზე არ დარჩეს არც ერთი ბოევიკი. პანკისის ხეობაში ცხოვრობს მშვიდობიანი მოსახლეობა და მათთვის უნდა შეიქმნას სტაბილური პირობები. რაც შეეხება იმას, რომ სპეცსამსახურები გადასცემენ დაკავებულ ბოევიკებს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტები, შესაძლებელია, შეესაბამებოდეს სინამდვილეს.

გაზეთი „ახალი თაობა“: ბ-ნო პრეზიდენტო, პარლამენტში განხორციელებული დემარშის შემდეგ გააქტიურდა საუბრები, რომ ოპოზიცია ერთიანდება. ამის გარდა, გამოიკვეთა პიროვნებათა ჯგუფი, ვინც აპირებს ერთად ყოფნას, არის ინფორმ მაცია, რომ იმართება ე.წ. „საიდუმლო სერობები“, კერძოდ, სახელდება ბადრი პატარკაციშვილის, კახა თარგამაძის, ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო ალიანსი. თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი ამ ადამიანების გაერთიანება საერთო ინტერესების ირგვლივ?

- მიმაჩნია, რომ თუ ისინი გაერთიანდებიან, არაფერი ამაში საშიში არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალებია, რომ მათ საქართველოს დამხობა და გაუბედურება უნდათ. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის მონაწილეობას ამ პროცესში, მას ვიცნობ კარგა ხანია, მიმაჩნია, რომ იგი საკმაოდ ფრთხილი ადამიანია და პოლიტიკურად საშიშ თამაშებში ასე იოლად არ ჩაებმება. მე ასე ვფიქრობ, შეიძლება, ვცდები.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: გაზეთ „ჯორჯიან ტაიმსში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ წლის დამლევამდე იგეგმება თქვენი და ასლან მასხადოვის შეხვედრა და თითქოსდა თქვენ იქნებით შუამავალი გროზნოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის მოწესრიგების საქმეში. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?

- სხვათა შორის, მე ვთხოვე ჩემი პრესსამსახურის ხელმძღვანელებს, გააკეთონ განცხადება ამ ფაქტის შესახებ, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი და წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფი. არანაირი შეხვედრა ასლან მასხადოვთან არ იგეგმება. არ არსებობს ამგვარი გეგმა. ჯერ ერთი, ამისათვის არ არსებობს პირობები, მეორე მხრივ, არა მგონია, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის ამგვარი შუამავლობა მასხადოვთან რუსეთის მხარისათვის მისაღები ვარიანტი იყოს. რაც შეეხება თავად ჩეჩნეთის პრობლემას, მიმაჩნია, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრობლემების პოლიტიკური გზით მოწესრიგებაზე, გაიმართოს შესაბამისი პოლიტიკური დიალოგი. პოლიტიკურ პროცესს მეტი შედეგი აქვს. საქართველო კი დაინტერესებულია ამ პრობლემის მოგვარებით.

აფხაზურენოვანი რადიო „ჰარა“: ბ-ნო პრეზიდენტო, ამჟამად აფხაზეთში მცხოვრებთათვის საკმაოდ გართულებულია საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა. ამგვარი სურვილის გამოთქმა გმირობის ტოლფასია იმ საზოგადოებაში. მეორე ფაქტორია, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ძალიან ძვირი უჯდებათ მატერიალური თვალსაზრისით. ასევე 1992 წლის შემდეგ, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, ცენტრალური ხელისუფლება არ ცნობს იურიდიული ფაქტების დამ მადასტურებელ არც ერთ დოკუმენტს, რომელიც აფხაზეთშია გაცემული. ხომ არ მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს, რომ შესაძლებელია გამოვიდეს ინიციატივით, რათა აფხაზეთისა და ანალოგიური რეგიონების მოსახლეობისათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით მოხდეს?

- სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ თუკი ეს მოხერხდება, აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ არა მგონია, რომ სოხუმის ხელისუფლებამ გასცეს დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი იქნება.

რაც შეეხება აფხაზეთის მოქალაქეობას, თუ იქ არ იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობა, ჩვენთვის მიუღებელია. საკითხი სერიოზულია და უნდა გახდეს სოხუმის ხელისუფლებასთან სერიოზული მოლაპარაკების თემა. საფუძველი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ შეიძლება კიდევ ვცნოთ აფხაზეთის მოქალაქეობა, მაგრამ ამავე დროს უნდა იგულისხმებოდეს, რომ ეს პიროვნება საქართველოს მოქალაქეა.

რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: ბ-ნო პრეზიდენტო, არსებობს მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საქართველო-რუსეთის საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ, არსებობს ინფორმაცია, რომ ეს მოიცავს საზღვრის მთელ პერიმეტრს. რა პერსპექტივა არსებობს საზღვრის აფხაზური მონაკვეთის პატრულირების თვალსაზრისით?

- საკმაოდ საინტერესო საკითხია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ეს პროცესი. საქართველო-რუსეთის საზღვრის ყველაზე მწვავე მონაკვეთი ჩეჩნეთია, ასევეა ინგუშეთისა, დაღესტნისა. უწინარესად, ამ ტერიტორიებზე უნდა გავერკვეთ და განვსაზღვროთ მხარეების პოზიცია მათი დაცვის თვალსაზრისით. სამომავლოდ კი ეს ხელშეკრულება გულისხმობს და ითვალისწინებს საქართველო-რუსეთის საზღვრის სხვა მონაკვეთების პატრულირებასაც. მათ შორის, ფსოუს მონაკვეთსაც.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: ბ-ნო პრეზიდენტო, როგორც ცნობილია, არსებობს თქვენი განკარგულება სპირტის გარკვეული რაოდენობის ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, კერძოდ, იგულისხმება კონიაკის ქარხნებიდან. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რამდენად სრულდება ეს განკარგულება და ხდება თუ არა საქართველოდან ამ მნიშვნელოვანი ნედლეულის ექსპორტი?

- ვერ გეტყვით, შეიძლება ხდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დავუშვათ, თუ იქ ქურდები არიან, ქურდები კი ციხეში უნდა იყვნენ, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ლაპარაკი უნდა იყოს სპირტის ხელუხლებელ მარაგზე, რომელიც უნდა დაძველდეს და შემდეგ კი ასაკის მიხედვით ჩამოასხან ბრენდი თუ კონიაკი. ცნობად მივიღებ თქვენს ნათქვამს და დავინტერესდები.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-ფაქსი“: ბ-ნო პრეზიდენტო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დასრულება 2 წლით გადავადდა. რას ნიშნავს ეს საქართველოსათვის?

და კიდევ, რამდენიმე კვირის წინათ თქვენ განაცხადეთ, რომ არ ხართ წინააღმდეგი, თუ იგორ გიორგაძე საქართველ ლოში დაბრუნდება. თქვენი კომენტარი...

- რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, არავითარი მონაცემი არა მაქვს, რომ გადაიდო მშენებლობა. ინვესტორები არიან დაინტერესებული, რომ მაღალ დონეზე და სწრაფ ტემპში განხორ რციელდეს ეს მშენებლობა. ამას წინ უნდა უძღოდეს სერიოზული ექსპერტიზები იმისათვის, რომ გარემო იყოს დაცული და განხორციელებულმა პროექტმა ზიანი არ მიაყენოს გარემოს, ისევე როგორც მოსახლეობას.

არა მგონია, რეალური იყოს ვადების გადაწევაზე საუბარი. როგორც საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციის პრეზიდენტმა გია ჭანტურიამ მითხრა, 29-30 ოქტომბერს თბილისში უმაღლეს დონეზე უნდა გაიმართოს ამ პროექტში მონაწილე ყველა კომპანიის თათბირი, რომელზეც განიხილავენ პროცესის მიმდინარეობას, დასახავენ გეგმებს, რომ მშენებლობის ტემპი არ შენელდეს და, პირიქით, დაჩქარდეს. ჩვენთან არსებული მონაცემებით, ვარაუდობენ გაზსადენის მშენებლობის ვადების დაჩქარებასაც. თუ ეს ასე მოხდება, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებს შეესაბამება.

რაც შეეხება გიორგაძეს, ხელწერილს ვერ დაგიწერთ, ჩამოვიდეს, მაგრამ ეშინია და ვერ ჩამოვა.

„მთავარი გაზეთი“: ბ-ნო პრეზიდენტო, დააყენებთ თუ არა პრაღის სამიტის ფარგლებში საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხს?

არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი დავაყენოთ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ეს შეხვედრა. თუ ნატოში გაწევრდებიან ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნები, შემდეგ სავსებით კანონზომიერია, რომ საქართველოს ჯერიც დადგეს, გარკვეული მონაცემების შესრულების შემთხვევაში, საქართველომ ნატოში გაწევრების შესახებ გააკეთოს განაცხადი.

საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“: კვირის დამლევს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის პარლამენტში გამოსვლა და 9 თვის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების საკითხის განხილვა. პარლამენტის გარკვეული ფრაქციები და პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტზე. კერძოდ კი, 9 თვის მონაცემებით უკმაყოფილო არიან. თქვენი კომენტარი...

- ვერ გეტყვით, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს ეს პრეტენზია, ვინ აპირებს სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას. ამისათვის ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ. ავთანდილ ჯორბენაძე არის ადამიანი, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს და ბოლო 5-6 თვის განმავლობაში თუ ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების თვალსაზრისით, აქ მისი დამსახურება ძალიან დიდია ფინანსთა მინისტრთან ერთად. ასეთ პირობებში იმპიჩმენტის საკითხის დაყენება ნიშნავს, მოუწოდო ხელისუფლებას, რომ მან ცუდად იმუშაოს. ბოლო 5-6 თვეა განახლებული აპარატი ძალიან დიდი შემართებით მუშაობს. ჩვენ რომ ასე გვემუშავა წლის დამდეგს, წინა წლების განმავლობაში, მაშინ წარმოდგენაც კი არ გვექნებოდა, თუ რა არის სერიოზულ შესწორებათა შეტანა ბიუჯეტში.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბ-ნო პრეზიდენტო, არსებობს თუ არა ახალი ინფორმაცია საქართველო-რუსეთის საფეხბურთო მატჩის ჩაშლის შესახებ. გაირკვა თუ არა დამნაშავეთა ვინაობა, ვინც ამას ხელი შეუწყო?

- ჯერჯერობით ამ ფაქტის შესახებ უშიშროების სამინისტროდან არა მაქვს ოფიციალური დასკვნა, მუშაობენ შესაბამისი ექსპერტები, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. მიმაჩნია, რომ ეს არ იყო წინასწარ განზრახული მოქმედება. უფრო ტექნიკური გაუმართაობა იყო.

გაზეთი „თუთარჩელა“: ბ-ნო პრეზიდენტო, როგორ გავიგოთ აჭარის ლიდერის ოფიციალური ვიზიტი? საქართველოს კანონმდებლობით, თუ ეს ოფიციალური ვიზიტია, საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, თუ არის და აჭარის ტელევიზია 24 საათი გადმოსცემს, რომ ასლან აბაშიძე ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება ევროპასა და აშშ-ში. ასლან აბაშიძის ვიზიტად გამგზავრების წინ გამოიცა თქვენი ბრძანებულება?

- ტერმინი - ოფიციალური ვიზიტი პირადად არ გამომიყენებია. ამისათვის არის გარკვეული თანამდებობები, რომელთაც აქვთ უფლება პრეზიდენტის ბრძანებულების შემთხვევაში განახორციელონ ეს ვიზიტი. მაგ., საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ ზოგიერთი სხვები. ამ შემთხვევაში ბრძანებულება არ ყოფილა.

აჭარის ტელევიზია: ბ-ნო პრეზიდენტო, თქვენ ბრძანეთ, რომ ვითარება აჭარასთან დაკავშირებით ჯერ არ არის გარკვეული და თქვენ აუცილებლად გაერკვევით. იქნებ სჯობს, რომ ჯერ გაერკვეთ სიტუაციაში და შემდეგ გააკეთოთ მკაცრი შეფასებები და განცხადებები. რამდენი აქვს ცენტრალურ ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ვალი? როდესაც თქვენ ამგვარ განცხადებებს აკეთებთ აჭარასთან დაკავშირებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები იწყებენ იერიშს აჭარის წინაა აღმდეგ, არის ეს შეთანხმებული მოქმედება თუ უბრალო შემთხვევითობაა?

- სავსებით გასაგებად ვთქვი, რომ აჭარამ, როგორც იმერეთმა, გურიამ, სხვებმა ვალი უნდა მოიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ეს რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და ვალდებული არიან. მე არაერთხელ ვიყავი აჭარაში, თუმცა ბ-ნი ასლანი არც ერთხელ არ ჩამოსულა თბილისში, მაგრამ ახლა ამ თემაზე არ ვდავობ. აჭარამ და მისმა მეთაურმა უნდა მოიხადონ თავიანთი მოვალეობა სამშობლოსა და საერთო საქმის წინაშე. უწინარესად, ეს არის გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს. თუ არ არის აჭარაში შემოსავალი, ჩვენ დავეხმარებით, ჩვენ შევუვსებთ.

საინფორმაციო სააგენტო საქინფორმი: ბ-ნო პრეზიდენტო, გავიხსენებ თქვენს გამოსვლას 1994 წელს პარიზში გამართულ შეხვედრაზე, სადაც შეიკრიბნენ ერთი იდეით გაერთიანებული ქვეყნები, რომელთა მიზანი იყო დახმარებოდნენ საქართველოს, როგორც დემოკრატიის პირმშოს. მაშინ თქვენ ბრძანეთ: „დაეხმარეთ არა დემოკრატიულ საქართველოს, არამედ რუსეთს. ეს იქნება ყველაზე კარგი დახმარება ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიისათვის, ეს იქნება ყველა პოსტკომუნისტური და თვით ევროპის ქვეყნებისათვის დახმარება“. მას შემდეგ ბევრმა წელში გაიარა და რა კორექტივს შეიტანდით ამ გამონათქვამში?

- არც პარიზში და არც სადმე სხვაგან არ მითქვამს, საქართველოს არ დავეხმაროთ-თქო. შეიძლება ვთქვი, რომ რუსეთს სჭირდება დახმარება და იქ არ იყო ლაპარაკი მარტო მატერიალურ დახმარებაზე. დახმარება საჭირო იყო იმ თვალს საზრისით, რომ რუსეთის სახელმწიფოს მშენებლობა უნდა წარმართულიყო იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელსაც დემოკრატიული ღირებულება ჰქვია. მაშინ რუსეთს ნამდვილად სჭირდებოდა ამგვარი დახმარება. ეს ახლაც შეიძლება იყოს აუცილებელი.

„თუ ნატოში გაწევრდებიან ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნები, შედეგ, სავსებით კანონზომიერია, რომ საქართველოს ჯერიც დადგეს“ // საქართვლოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 ოქტომბერი. - №257 (4316). - 1, 3 გვ.

94 „ფართომასშტაბიანი ოპერაცია პანკისის ხეობაში, შეიძლება ითქვას, დამთავრებულია, რუსეთიდან შემოსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ძირითადად, დატოვეს საქართველოს ტერიტორია და ეს სერიოზული მიღწევაა“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის
21 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას გაფორმდა შეთანხმება რუსეთისა და საქართველოს სასაზღვრო უწყებათა შორის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ. როგორ აფასებთ ამ დოკუმენტს და, ზოგადად, რა ვითარებაა ამჟამად პანკისის ხეობაში? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- დოკუმენტი, რომელსაც გენერალმა ვალერი ჩხეიძემ მოაწერა ხელი თავის რუს კოლეგასთან კონსტანტინე ტოცკისთან ერთად, გულისხმობს იმ შეთანხმებათა რეალიზაციას, რასაც პრეზიდენტებმა მივაღწიეთ კიშინიოვის შეხვედრისას. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეთანხმება იყო, რომელსაც ხელი არ მოვაწერეთ, მაგრამ სიტყვიერად შევთანხმდით.

როგორც მოგეხსენებათ, მე და ბ-ნი ვლადიმერ პუტინი შევთანხმდით, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გადავდგამდით მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

აქ უკვე შედგა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ინტერესთა თანხვედრა“, რაც მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობის წინ ნაპირობაა.

ვგულისხმობ სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთის საიმედოდ დაცვას - ეს მთლიანად შეესაბამება არა მარტო რუსეთის, არამედ, უწინარესად, საქართველოს ინტერესებს.

ჩვენი ქვეყანა ძალზე დაზარალდა საზღვარზე უკონტროლო ჯგუფთა მოძრაობის შედეგად. ერევანში ხელმოწერილი ოქმი კი იმის გარანტიას ქმნის, რომ ქართველი და რუსი მესაზღვრეები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ საზღვრის დაცვისას.

ასევე წარმატებით ხორციელდება ოპერაცია პანკისის ხეობაში.

აქ განსაკუთრებული მისია ეკისრებათ სპეცსამსახურებს და სამართალდაცვის ორგანოებს, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ზურგს უმაგრებს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნაწილები.

ფართომასშტაბიანი ოპერაცია პანკისის ხეობაში, შეიძლება ითქვას, დამთავრებულია, რუსეთიდან შემოსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ძირითადად, დატოვეს საქართველოს ტერიტორია. ეს სერიოზული მიღწევაა.

ამჟამად უმთავრესი ამოცანაა იმ დამნაშავეთა გამოვლენა, ვისაც უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი როგორც საქართველოს, ასევე რუსეთისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.

რასაკვირველია, სპეცსამსახურთა ერთობლივი მოქმედების გარეშე ამოცანის გადაჭრა ძალზე გაჭირდება.

დარწმუნებული ვარ, რუსეთის მხარეც ასევე პირნათლად შეასრულებს თავის ვალდებულებებს. ყოველ შემთხვევაში, ასე შევთანხმდით მე და პრეზიდენტი პუტინი.

- საქართველო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროატლანტიკური სივრცის სამხედრო სტრუქტურებთან. მაგალითად, გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა აშშ-სა და ნატოს გაერთიანებული ჯარების მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ჯოზეფ რალსტონი. როგორია თქვენი შეფასება?

- გენერალ რალსტონის ვიზიტი უკავშირდებოდა, უპირველეს ყოვლისა, „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, უაღრესად დიდი წარმატებით ხორციელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს სახელმწიფოთა სარდლები (ამერიკელი და ევროპელი გენერლები) უაღრესად დადებითად აფასებენ არა მარტო პროგრამის მიმდინარეობას, არამედ, უმთავრესად, მის შედეგებს.

ამ შედეგებს სულ მალე ქართული საზოგადოებაც გაეცნობა.

მე უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განვაახლოთ შეიარაღებულ ძალთა საჯარო დათვალიერების ტრადიცია. შეიძლება ეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაიმართოს, იმის მიხედვით, თუ რა ფინანსური შესაძლებლობანი გვექნება.

უახლოეს მომავალში, მაგალითად, რესპუბლიკის მოედანზე შესაძლოა, მოეწყოს რამდენიმე შენაერთის დათვალიერება, მათ შორის, იმ შენაერთებისა, რომლებიც ამერიკელმა სპეციალისტებმა მოამზადეს. საზოგადოება თვალნათლივ დარწმუნდება, რისი გაკეთება შევძელით უმოკლეს ვადაში.

და კიდევ ერთი თემა. ისევ აქტიურად არის საუბარი ბიუჯეტის შესაძლო სეკვესტრის შესახებ. რა ვითარებაა ამჟამად ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით? მთავრობის სხდომაზე თქვენ რამდენიმე მწვავე განცხადებაც გააკეთეთ ამ საკითხზე...

- ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ წლის პირველ ნახევარში, ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობა იყო.

მაგრამ ორი სამინისტროს გაერთიანებამ, აგრეთვე დარგში ახალი ფიგურის (ბ-ნი მირიან გოგიაშვილის) მოსვლამ, სხვა სტრუქტურულმა და საკადრო ცვლილებებმა რადიკალურად შეცვალეს ვითარება.

ახალგაზრდა მინისტრის სასახელოდ უნდა ითქვას (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, რომ სახელმწიფო მინისტრი მას ყოველდღიურად ეხმარება - ისინი იკრიბებიან და მნიშვნელოვან საკითხებს ერთად წყვეტენ), ყველაფერი მისი საქმიანობიდან იმას ნათელყოფს, რომ მას არ ეშინია გართულებების, არ ერიდება თუნდაც ვითარების გამწვავებას (როცა სხვა გზა არ არის და ხვეწნა-მუდარა არ ჭრის), მოქმედებს მტკიცედ და პრინციპულად.

შედეგიც უმალვე მივიღეთ: როგორც კი გაძლიერდა ბრძოლა გადასახადების დამალვის, ფალსიფიკაციის, რაც მთავარია, კონტრაბანდის (მათ შორის, ლეგალიზებული კონტრაბანდის) წინააღმდეგ და, საერთოდ, გაძლიერდა ანტიკორუფციული ბრძოლა, საბიუჯეტო შემოსავლები უმალვე გაიზარდა. შესაბამისად, დღის წესრიგიდან მოიხსნა სეკვესტრის საშიშროება, რომელიც წლის დამდეგს, მართლაც, რეალური გახლდათ.

ფინანსთა სამინისტროს კოლექტივი და მისი ხელმძღვანელი დარწმუნებული არიან, რომ წლის დამლევამდე დანაკლისი მთლიანად შეივსება ან თითქმის მთლიანად შეივსება (უწინარესად, საგადასახადო შემოსავლების მიმართულებით), ანუ ის გეგმა, რაც საგადასახადო და საბაჟო უწყებებს დაუმტკიცდათ, პირნათლად იქნება შესრულებული.

ბოლო 5 თვის განმავლობაში სწორედ დღეს ვართ ყველაზე ახლოს ბიუჯეტის შესრულებასთან. ივნისის შემდეგ ყოველთვიურად გადაჭარბებით სრულდება საგადასახადო შემოსავლების პარამეტრი (აჭარაში აკრეფილი თანხების ჩათვლით).

დადებითი ტენდენცია უცვლელად გაგრძელდება. წლიური გეგმა, როგორც მოგახსენეთ, შესრულდება, ხოლო წინა წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით წლეულს 20%25-ით მეტს მივიღებთ, რაც (ერთწლიანი პერიოდისათვის) ნამდვილად არ არის ცოტა. მით უმეტეს, რომ, როგორც გითხარით, ნახევარი წელი ჩაგვივარდა.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი სრულდება როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის მიხედვით.

ეს, რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს.

მთლიანობაში კი ბიუჯეტის შევსება დამოკიდებულია არას საგადასახადო და სხვა შემოსავლებზეც.

რაკი საქართველო (აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით) ასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციათა და დონორი ქვეყნების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ჩვენ უკვე მივიღეთ (წლის დამლევამდე კიდევ მივიღებთ) მათ მიერ შეპირებული თანხები.

კვლავაც აღვნიშნავ იმ სასიხარულო ფაქტს, რომ რამდენიმე დღის წინათ მსოფლიო ბანკმა საქართველოს 42 მლნ ლარის ტრანში ჩაურიცხა.

ცნობილი მიზეზების გამო დროებით შეჩერებულია ევროკავშირის გრანტების შემოსვლა, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ მოლაპარაკებას ბრიუსელთან და ამ პროცესში ასევე ჩაბმულია და აქტიურად მუშაობს ჩვენი ელჩი ევროსაბჭოში კოტე ზალდასტანიშვილი.

არასაგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, 2001 წლის 9 თვესთან შედარებით, მათი აკრეფა წელს ანალოგიურ პერიოდში 40%25-ით გაიზარდა. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ყველა ჩვენი გეგმის სარეალიზაციოდ.

არასაგადასახადო შემოსავლების მოზიდვაში ათობით უწყება და რაიონული რგოლი მონაწილეობს. მათ ყველას მიეცა მკაცრი გაფრთხილება, მკვეთრად გააუმჯობესონ და გააქტიურონ საქმიანობა ამ მიმართულებით და უზრუნველყონ ჩამორჩენის დაძლევა.

რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია აგრეთვე მსოფლიო ბანკის დახმარება, ისევე როგორც ეროვნული ბანკის თანადგომა (ეს სახსრები, როგორც გითხარით, არცთუ ისე ცოტაა), არასაგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით არსებული ვითარების გაუმჯობესება და სხვა, რის თაობაზეც გასულ კვირას უკვე ვისაუბრე, თანაც არცთუ ისე მწვავედ, როგორც სხვა ისაუბრებდა იმავე პრობლემებზე.

მთლიანობაში ყოველივე უდავოდ მოგვცემს საშუალებას, ძალიან მკვეთრად შევამციროთ სახელფასო დავალიანებები, განვაგრძოთ ხელფასის მატება, უპირველეს ყოვლისა, საშუალო სკოლის პედაგოგებისათვის. მომავალი წლიდან კი ხელფასი გაეზრდებათ პროფესორ-მასწავლებლებსაც.

აქვე უნდა გითხრათ, რომ არსებობს მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი. მათი უმეტესობა სუბიექტური ხასიათისაა, მაგრამ მტკიცე და პრინციპული მოქმედებით ყველა პრობლემას გადავლახავთ. საზოგადოებაც უეჭველად მხარს დაგვიჭერს.

რაც შეეხება რეგიონებთან საბიუჯეტო ურთიერთობას, სამწუხაროდ, ყველა რეგიონი როდი ასრულებს თავის ვალდებულებებსა და კონსტიტუციურ მოვალეობას.

არადა, თუ რეგიონი არ არის პირნათელი ქვეყნის ბიუჯეტის მიმართ, იგი არც ქვეყნის მიმართ არის პირნათელი.

ვინც უნდა იყოს, რომელ კუთხესაც უნდა ეხებოდეს ეს სამართლიანი საყვედური, ამის შესახებ უნდა ითქვას.

თუ რამე გასარკვევია, დავსხდეთ და გავარკვიოთ. მზად ვარ, საგანგებო კომისია შევქმნათ, გნებავთ, ორმხრივი ან სამმხრივი, მეცნიერების, მკვლევრების მონაწილეობით და გავარკვიოთ ყველა საკითხი.

მაგალითად, პარლამენტში გამოსვლისას ვთქვი, რომ მზადა ვართ ვიმუშაოთ თუნდაც ფედერაციულ მოდელზე, შესაბამის საბიუჯეტო ურთიერთობაზე.

მაგრამ ყველა დამეთანხმება, რომ ნებისმიერ ფედერაციულ სახელმწიფოშიც კი, საბაჟო სფერო, საბაჟო პოლიტიკა, საბაჟო ტარიფები ცენტრალური ხელისუფლების ეჭვმიუტანელი პრეროგატივაა, ისევე როგორც არ არსებობს ფედერაციული სახელმწიფო ფედერალური ბიუჯეტისა და ამ ბიუჯეტის მიმართ რეგიონალურ ორგანოთა აუცილებელი პასუხისმგებლობის გარეშე.

ვიმეორებ: ცენტრალური ბიუჯეტის ინტერესთა უგულებელყოფა - საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესთა უგულებელყოფაა. მოგვწონს თუ არა, ეს ფაქტია და ამ ჭეშმარიტებას უნდა შევეგუოთ.

რაც შეეხება გასული კვირის სხვა მოვლენებს: რამდენიმე დღის წინათ გაიმართა პრეზიდენტთან არსებული ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა...

- უწინარესად, ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს შესახებ, რომელიც, ჩემი მითითების შესაბამისად, უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს. ამჯერად მე გახლავართ ამ საბჭოს თავმჯდომარე.

ბოლო სხდომაზე კვლავ განვიხილეთ ევროკავშირთან დაახლოების ღონისძიებათა მიმდინარეობა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მეოთხე სხდომა, რომლის მუშაობაშიც ჩვენს ელჩთან ერთად მონაწილეობდნენ ბ-ნი ირაკლი მენაღარიშვილი, ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილი და სხვები.

იმ უარყოფითი ფონის მიუხედავად, რაც ცნობილ სამწუხარო ფაქტს უკავშირდება, ევროკავშირმა უაღრესად კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა და კვლავ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის გააქტიურების სურვილი.

შესაბამისად, გასულ კვირას გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციული ღონისძიებები, თავისუფალი პრესის განვითარების პერსპექტივა, საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად გაწეული საქმიანობა და მრავალი სხვა.

მიმაჩნია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობასა და დაახლოებას შესანიშნავი პერსპექტივა აქვს.

მთავარია, საქართველომ სწორედ წარმართოს ძალისხმევა და ამ კონსტრუქციულ პოზიციას კონკრეტული საქმეებით უპას სუხოს.

მომავალში კი ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების საკითხს ის გარემოება გადაწყვეტს, თუ რამდენად ვიქნებით დაახლოებული ყველა თვალსაზრისით, ევროპულ სტანდარტებთან. უწინარესად, მხედველობაში მაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რამდენად იქნება იგი ადაპტირებული ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან.

მოვისმინეთ აგრეთვე „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო პროექტისა და ცხინვალის რეგიონში ევროკავშირის პოსტკონფლიქტური სარეაბილიტაციო პროგრამის მიმდინარეობა.

აღსანიშნავია აგრეთვე მოლაპარაკება გერმანიასა და საქართველოს შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის თაობაზე.

2002-2003 წელს გერმანია საქართველოს გამოუყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ და 5 მლნ ევროს ტექნიკურ დახმარებას. ეს სახსრები მოხმარდება საქართველოში მიმდინარე მიწის კადასტრის დასრულების სამუშაოებს, აგრეთვე დასაქმების პროგრამის გაგრძელებას, ელექტროენერგიის განაწილების სისტემის მოდერნიზაციას. ეს თანხები არც ისე ცოტაა, როგორც გითხარით, 26 მლნ ევრო და 5 მლნ ევროს ოდენობის ტექნიკური დახმარება. ეს იმ პირობებში ხორციელდება, როცა გერმანიამ მკვეთრად შეამცირა თავისი დახმარებების ფონდი სხვა სახელმწიფოთა მიმართ.

განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა შეხვედრა ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელთან სტივენ ნიკანდროსთან. „ფრონტერა“ გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს ინვესტიციათა ოდენობა საქართველოში, თუ არ ვცდები, მათ 30-35 მლნ დოლარი უკვე დააბანდეს ჭაბურღილების გაფართოებასა და ახალი ჭაბურღილების ბურღვაში, იგი გეგმავს ინვესტიციების კიდევ უფრო გაზრდას, კერძოდ, კახეთის რეგიონში. ნავთობის ძიება უახლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება (სხვათა შორის, ძველმა ტექნოლოგიამ არ გაამართლა და ამიტომაც იძულებული გახდნენ, ჩამოეტანათ ახალი დაზგა-დანადგარები, საბურღი მოწყობილობანი და ის, რაც აუცილებელია პროდუქციის მისაღებად), რაც წარმატების სერიოზულ იმედს გვისახავს ჩვენც და თვით ბიზნესმენებსაც. უნდა გითხრათ, რომ „ფრონტერა“ უკვე წლის დამლევს, ყოველ შემთხვევაში, მომავალი წლის დამდეგს ელოდება საკმაოდ სერიოზულ შედეგებს როგორც ნავთობის, ასევე გაზის მოპოვების თვალსაზრისით.

მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ინფორმაცია დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის მიმდინარეობის შესახებ. იგი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა.

მოსახლეობის დასაქმება და სოციალური დაცვის მოქნილი სისტემის ფორმირება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტ ტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.

ბოლო დროს ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი კეთდება. მათ შორის, ახალგაზრდობისათვის. ვგულისხმობ არა მარტო ცნობილ „დიდ პროექტებს“ (თუმცა ამის უგულებელყოფაც არ შეიძლება. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის რეალიზაციაზე, როგორც მინიმუმი, დაკავებული იქნება 70-80 ათასი ადამიანი, მათ შორის, ინჟინრები, სპეციალისტები, დამპროექტებლები), არამედ იმ კონკრეტულ, მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც ამჟამად ხორციელდება. საწარმოთა ამოქმედება და სრული ძალით დატვირთვა ამ მხრივ უებარი საშუალებაა.

საკმარისია ითქვას, რომ 3 000 ადამიანია დასაქმებული ამჯერად საავიაციო ქარხანაში, რომელიც სულს ღაფავდა. გას სულ კვირას ეს ქარხანა მოვინახულე და, სიმართლე გითხრათ, სიხარულს ვერ ვფარავ, შესანიშნავი პერსპექტივები ჩნდება ასევე მეტალურგიაშიც. მეტალურგიაში გამოჩნდნენ ძალიან საინტერესო პარტნიორები. ქარხანა უახლოეს ორ კვირაში მთლიანად ამუშავდება. დანადგარი-400-ის გაშვებას აუცილებლად დავესწრები.

კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ; როგორც ცნობილია, თბილისში დაფუძნდა გაეროს ბავშვთა ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა, რომელსაც ამიერიდან ბ-ნი ისმაილ ოლდ შეიხ აჰმედი უხელმძღვანელებს.

ამან მრავალი პრობლემის წარმატებით გადაწყვეტის საშუალება მოგვცა.

მაგალითად, საკმარისია დავასახელო ინფექციური დაავადებებისა და იოდოდეფიციტის პრობლემის დაძლევა, უპატრონო ბავშვებზე მზრუნველობა და სხვა. 1992 წელს, როცა საქართველოში დავბრუნდი, კატასტროფული მდგომარეობა იყო და მე იძულებული ვიყავი, პირადად ორჯერ მიმემართა წერილით გფრ-ის კანცლერისათვის - იოდიზირებული მარილის დეფიციტის გამო. სერიოზული დახმარებაც მივიღეთ და ძალიან ბევრი, ასობით და ათასობით ბავშვი გადავარჩინეთ.

ამჟამად ვითარება მნიშვნელოვნად გამოსწორდა. ბათუმში შენდება ქარხანა, შესაძლოა, ანალოგიური საწარმოები გაიხსნას სხვა მთიან რაიონებშიც, რის შედეგადაც საფრთხე (უპირველესად, ბავშვებისათვის) მთლიანად აღმოიფხვრება.

ბოლოს კი მინდა თბილისელებს და მთელ საქართველოს მივულოცო დამდეგი „თბილისობა“ - მე ვიცი, რომ ყველა რაიონში აქტიურად ემზადებიან ამ ღონისძიებისათვის.

დარწმუნებული ვარ, „დედაქალაქობა“ ამჟამადაც სახალხო ზეიმად იქცევა და ნოემბერს კარგი განწყობილებით შევხვდებით. რამდენადაც უნდა გვაშინებდნენ ამ ნოემბრით, ვფიქრობ, „თბილისობა“ მაინც გადააჭარბებს თავისი დადებითი შედეგებით.

ანუ ტყუილად გვაშინებენ გვიან შემოდგომაზე „არეულობითა და დესტაბილიზაციით“. მოსახლეობა ყველაფერში ადვილად გაერკვა - მას მშვიდი ცხოვრება და ოჯახის საკეთილდღეოდ ნაყოფიერი შრომა სურს.

ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ იმისათვის, რომ ნორმალურად გამოვიზამთროთ, ამდენი რესურსი საქართველოს არასდროს ჰქონია, რამდენიც ახლა გვაქვს. მხედველობაში მაქვს არა მარტო გაზი და ელექტროენერგია, არამედ წყალიც. წყალსაცავებში ამ რაოდენობის წყალი ბოლო ათი წლის განმავლობაში არასოდეს ყოფილა. ეს კი ელექტროენერგიაა.

და კიდევ ერთი თემა: ორშაბათს, 14 ოქტომბერს, „მცხეთობის“ დღესასწაულზე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი კმაყოფილებით შეხვდა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული რეაქცია მაინც არსებობს.

- ჩემთვის სავსებით გასაგებია საზოგადოების იმ ნაწილის ერთგვარი შეშფოთება, განსაკუთრებით, ჩემი მეგობრების - ისტორიკოსებისა და სხვა მეცნიერთა, გარკვეული წუხილი სახელ ლმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული ცნობილი ხელშეკრ რულების გამო, მაგრამ შეთანხმების დეტალური და, მე ვიტყოდი, არაერთგზის განხილვის შედეგად, მე პირადად ჩავთვალე, რომ იგი აბსოლუტურად უზრუნველყოფს მატერიალურ-კულტურულ ძეგლებზე როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის პასუხისმგებლობის გაძლიერებას. მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.

მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩვენ ვეთათბირეთ ცნობილ იურისტებს, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს, ჩვენი აპარატის იურისტებს, ვესაუბრეთ ბევრ მეცნიერსაც. ვფიქრობ, ეს ის შეთანხმებაა, რომელსაც მთელი საქართველო უნდა მიესალმოს.

პარლამენტი, ალბათ, მოახდენს ამ დოკუმენტის რატიფიცირებას, რაც სრულებით არ არის ფორმალური აქტი. ამას წინ უნდა უძღოდეს აღნიშნული შეთანხმების განხილვა. ყველას ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს განხილვაში და გამოთქვას თავისი აზრი.

„ფართომასშტაბიანი ოპერაცია პანკისის ხეობაში, შეიძლება ითქვას, დამთავრებულია, რუსეთიდან შემოსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ძირითადად, დატოვეს საქართველოს ტერიტორია და ეს სერიოზული მიღწევაა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 ოქტომბერი. - №257 (4316). - 1, 2 გვ.

95 საქართველოს ავტოტრანსპორტელებს

▲back to top


მილოცვა

გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ იმ დიდი ძალისხმევის გამო, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ეროვნული მეურნეობის აღორძინებისა და ახალი დემოკრატიული სამშობლოს აღმშენებლობისათვის.

ქვეყანაში შექმნილ ურთულეს პირობებშიც კი ავტოტრანს სპორტელებს ფუნქციონირება არ შეუწყვეტიათ, ტრადიციულად შრომობდნენ და აკეთებდნენ შესაძლებლობის მაქსიმუმს.

2002 წლის 1-ლი იანვრიდან ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში განხორციელებული მართვის ინსტიტუტთა სტრუქტურული რეფორმის შედეგად შეიქმნა საავტომობილო დარგის სახელმწიფო მართვის თანამედროვე სისტემა, რომელიც რეალურად ეფუძნება საზოგადოების დემოკრატიული მოწყობისა და საბაზრო ეკონომიკის ორგანიზაციის ლიბერალურ პრინციპებს და მიმართულია საავტომობილო ტრანსპორტის ეფექტიანი ფუნქციონირების, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის, კორუფციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებისაკენ.

საავტომობილო ტრანსპორტის სწორი და ეფექტიანი ფუნქციონირება ხელს უწყობს ქვეყნის წინაშე მდგომი ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, როგორიცაა: „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, სავაჭრო თანამშრომლობის გააქტიურება, ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების გაჯანსაღება და მათი საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრირება.

სწორედ ამ მიზანს ისახავს „საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა, რომლის რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული მწვავე საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში მიმდინარე წლის 9 თვეში ავტოსატრანსპორტო საქმიანობიდან მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა შეადგინა 40,2 მლნ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის შესაბამის მაჩვენებელს 2,2 მლნ ლარით (5,7%25-ით) აღემატება.

გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და წარმატებას იმ რთული და საპატიო მისიის შესრულებაში, რომელიც გაკისრიათ ქვეყნის აღმშენებლობისათვის.

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს ავტოტრანსპორტელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 25 ოქტომბერი. - №260 (4319). - 2 გვ.

96 საქართველოს მეგზევეებს, ბატონ ბორის სარალიძეს

▲back to top


მილოცვა

უდიდესი კმაყოფილების გრძნობით გულითადად ვულოცავ საქართველოს მეგზევეებს პროფესიულ დღესასწაულს, რომელსაც ისინი აღნიშნავენ მეორედ და რომელიც, იმედია, კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციად იქცევა.

საქართველოს მეგზევეებმა არაერთგზის დაამტკიცეს, რომ ზედმიწევნით აქვთ გაცნობიერებული თავიანთი მოვალეობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მუხლჩაუხრელად, დაუღალავად, ერთგულად ემსახურებიან ამ უდიდეს მნიშვნელოვან საქმეს.

თავს მოვალედ ვთვლი ამ ღირსშესანიშნავ დღეს აღვნიშნო ის დიდი და ყველასათვის ხელშესახები მიღწევები საგზაო დარგში, რომელთა მოწმე ბოლო დროს ვართ თითოეული ჩვენგანი და რაც გამოიხატება უდიდესი წარმატებებით საგზაო სამუშაოთა ტექნოლოგიური პროცესებისა და ხარისხის ევროპული სტანდარტების დონეზე აყვანაში.

საქართველოს მთავრობისა და, პირადად, ჩემი სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგზევეთა მრავალათასიან არმიას, მათს ხელმძღვანელებს იმისათვის, რომ მუდამ ვგრძნობდით მათს თანადგომას ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების სიძნელეებით აღსავსე გზის ყველა ეტაპზე, რომ მათი რუდუნებით ქვეყნის ავტოსაგზაო ქსელი, მწირ საშუალებათა მიუხედავად, უზრუნველყოფს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებზე ეროვნული მეურნეობის მზარდ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.

ღრმად მწამს, რომ საქართველოს მეგზევეები კვლავ არ დაიშურებენ ძალისხმევას და წარმატებით გაართმევენ თავს საქართველოს საავტომობილო გზების, ქვეყნის ეკონომიკის ამ მამოძრავებელი ძალის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისათვის მათს წინაშე მდგარ ამოცანას.

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს მეგზევეებს, ბატონ ბორის სარალიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 25 ოქტომბერი. - №260 (4319). - 1 გვ.

97 ედუარდ შევარდნაძე: „საქართველოს აქვს მორალური უფლება, გონიერებისაკენ მოუწოდოს ტერორისტებს, მოსთხოვოს მათ მძევლების გათავისუფლება“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის
განცხადება 2002 წლის 23 ოქტომბერს მოსკოვში
მძევალთა აყვანასთან დაკავშირებით

გულისწყრომითა და დიდი აღშფოთებით შევიტყვეთ 23 ოქტომბერს პირდაპირ მოსკოვის ცენტრში ასობით მძევლის აყვანასთან დაკავშირებული ამბები. ასეთ ფაქტებს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება, რითაც უნდა იყოს მოტივირებული ისინი. ჩვენ ეს აქცია მიგვაჩნია კიდევ ერთ რგოლად საერთაშორისო ტერორიზმის დანაშაულობათა ჯაჭვში, რომლის წინააღმდეგაც ერთიანი ფრონტით ილაშქრებს მსოფ ფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა. როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ტერორისტთა მოქმედებას და მოვუწოდებ მათ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა მძევალი.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კიშინიოვის სამიტზე მიღწეული მორიგებების შესაბამისად კვლავ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ რუსეთის მხარესთან საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა მისი გამოვლინებით. ეჭვი არ არის, რომ მხოლოდ ამ ბრძოლაში წარმატება შეუწყობს ხელს სტაბილურობის მიღწევას როგორც კავკასიაში, ისე რუსეთშიც.

მე დავავალე საქართველოს კომპეტენტურ სტრუქტურებს რეგულარული კონტაქტები იქონიონ თავიანთ რუს კოლეგებთან და, შესაძლებლობისდაგვარად, დაეხმარონ მათ ტერორისტთა მიერ აყვანილ მძევალთა გათავისუფლების პრობლემის გადაჭრაში.

ედუარდ შევარდნაძე,
2002 წლის 24 ოქტომბერი2002 ოქტომბერი

ედუარდ შევარდნაძე: „საქართველოს აქვს მორალური უფლება, გონიერებისაკენ მოუწოდოს ტერორისტებს, მოსთხოვოს მათ მძევლების გათავისუფლება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 25 ოქტომბერი. - №260 (4319). - 1 გვ.

98 ვალერიან მელქაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით

▲back to top


მისალმება

ქალბატონებო და ბატონებო,

მოგესალმებით დიდი მეცნიერისა და პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის ვალერიან მელქაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორუმის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და სტუმრებს.

ვალერიან მელქაძე ჭეშმარიტ მამულიშვილთა იმ რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც თავისი მოღვაწეობით გამორჩეული კვალი დატოვეს.

ფასდაუდებელია ბატონი ვალერიანის ღვაწლი ეკონომიკური მეცნიერების განვითარებასა და ქართველ ეკონომისტთა აღზრდაში.

მრავალი თაობისათვის იგი იყო მაგალითი არა მხოლოდ მეცნიერებისა, რომელმაც ეკონომიკური კვლევის სრულიად განსხვავებული მიმართულება შექმნა, არამედ მაგალითი სიმარ რთლისათვის მებრძოლი, სიახლის მაძიებელი, დიდბუნებოვანი პიროვნებისა.

კიდევ ერთხელ მივესალმები ამ საიუბილეო თავყრილობას და სიხარულს გამოვთქვამ, რომ ბატონი ვალერიანის ღვაწლი არ არის დავიწყებული, მის საქმეს ჰყავს შესანიშნავი გამგრძელებლები.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ვალერიან მელქაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 ოქტომბერი. - №261 (4320). - 2 გვ.

99 პროფესორ ნოდარ ვალიშვილის დაბადების 70 წლის იუბილეზე

▲back to top


მილოცვა

ბატონო ნოდარ,

გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს შესანიშნავ მეცნიერსა და პედაგოგს, ღირსეულ საზოგადო მოღვაწესა და თვალსაჩინო პიროვნებას.

თქვენ პედაგოგთა შესანიშნავ კოლექტივთან ერთად წარმატებით ხელმძღვანელობდით ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, იყავით მისი პირველი რექტორი და დიდი წვლილი შეიტანეთ უნათლესი სკოლის შემდგომი განვითარების საქმეში. თქვენი მოღვაწეობა მომავალი თაობისა და ქვეყნის სასიკეთოდ, დაუღალავი შრომა, პროფესიისადმი სიყვარული მისაბაძ მაგალითად არის ქცეული თქვენი მოსწავლეებისათვის. პირადად მე თქვენთან მაკავშირებს დიდი ხნის ურთიერთობა, რასაც დიდად ვაფასებ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და კვლავაც წარმატებულ მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

პროფესორ ნოდარ ვალიშვილის დაბადების 70 წლის იუბილეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 ოქტომბერი. - №261 (4320). - 1 გვ.

100 „ტეტორიზმი, რომელსაც აგრესიული ნაციონალიზმი და აგრესიული სეპარატიზმი უდევს საფუძვლად, ჩვენი საერთო მტერია“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის
29 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

- ინტერვიუს ბოლო ორი დღის მოვლენებით დავიწყეთ. გუშინ დედაქალაქობა გაიმართა. ტრადიციულად, „თბილისობაზე“ რამდენიმე ახალი ობიექტი გაიხსნა, მათ შორის, ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი...

- ძალიან მახარებს ის, რომ „თბილისობის“ დღესასწაული უკვე შეისისხლხორცა ჩვენმა ხალხმა, იგი ჭეშმარიტ სახალხო ზეიმად იქცა.

მახსოვს, როგორ დაიბადა ეს იდეა, როგორ განხორციელდა და აი, ძალიან მძიმე წლების გამოკლებით, საქართველო სისტემატურად აღნიშნავს თავისი დედაქალაქის დღეს.

თბილისობა - დედაქალაქობა იმის ნიმუშია, რომ ერი და საზოგადოება განუწყვეტლივ ვითარდება, ამკვიდრებს ახალ ტრადიციებს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ძველს. ეს კი სავსებით ჯანსაღი და პროგრესული მოვლენაა.

სულ ახლახან, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის უდიდეს, შეიძლება ითქვას, გრძნეულ დღესასწაულზე შედგა დიდი ძეგლისდადება - უწმინდესთან ერთად გავაფორმეთ საკონსტიტუციო შეთანხმება ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის.

ვფიქრობ, ჩვენი ისტორიის და ეროვნული ტრადიციის ნიშანსვეტებთან ერთად, „თბილისობის“ ახლადდაფუძნებულმა დღესასწაულმაც თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.

მეორე მხრივ, „თბილისობასაც“ უკვე საკუთარი ტრადიციები აქვს - ამ დღესასწაულს დედაქალაქი ყოველთვის მრავალი სიახლით ხვდება. ასე იყო ამ დღეებშიც. ამასთან, მთელი საქარ რთველო ცდილობს, ჩამოვიდეს დედაქალაქში.

ორი დღის განმავლობაში პირადად მოვინახულე თითქმის ყველა ობიექტი, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს არც ისე ადვ ვილი საქმე იყო, ვინაიდან მათი რიცხვი წლეულს განსაკუთრებით დიდია.

ყველა მათგანი თბილისელებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის გამოხატულებაა.

განსაკუთრებით გამოვყოფ ოთარ ღუდუშაურის ცენტრს, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა იაპონელ მეგობრებს, რომლებიც ტოკიოში ჩემი ვიზიტის დროს შეგვპირდნენ დახმარებას და თავისი სიტყვა პირნათლად შეასრულეს. ამ აღჭურვილობის გარეშე ცენტრი ვერ შეიქმნებოდა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერების სიტყვებით მივმართავ მსოფლიო ბანკს. ძირითადი თანხა სწორედ შეღავათიანი კრედიტი იყო (რომლის საშუალებითაც დაფინანსდა ამ ცენტრის მშენებლობა), აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს.

აქვე დავძენ, რომ ეს უზარმაზარი, მაღალი დონის კლინიკა ასეთ უმოკლეს დროში ვერ აშენდებოდა, რომ არა ავთანდილ ჯორბენაძის თავგანწირული მუშაობა და ქალაქის მერიის ყოველდღიური მხარდაჭერა.

გარდა ამისა, თბილისს შეემატა ახალი გზები, აღდგენილი კულტურის ძეგლები, დიდი ლადო გუდიაშვილის შესანიშნავი ძეგლი, სამედიცინო უნივერსიტეტის განახლებული კორპუსი, სპორტული მოედნები, მუზეუმები და სხვა მრავალი. დაუვიწყარი საღამო გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში. ვულოცავთ თბილისელებს ყველა ამ სიახლეს, რომლებმაც დედაქალაქი კიდევ უფრო დაამშვენა.

წუხელ გამორჩეული თბილისელები დედაქალაქის საპატიო მოქალაქეებად აღიარეს, რასაც განსაკუთრებული სითბო ახლდა თან. ვულოცავ ყოველ მათგანს. იყო სხვა ჯილდოებიც. წუხელ აღვნიშნავ და დღესაც გავიმეორებ, ასეთი მასშტაბური და მრავალფეროვანი, საქმიანი დღესასწაული ვერ შედგებოდა, რომ არა დედაქალაქის მერიის და, კერძოდ, მერის - ვანო ზოდელავას დიდი ორგანიზატორული მუშაობა.

- გასულ კვირას მთელი მსოფლიოს ყურადღება მოსკოვისკენ იყო მიმართული. ასევე იყო ჩვენთანაც, მით უმეტეს, რომ მძევალთა შორის ჩვენი თანამემამულეებიც იყვნენ...

- კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს ღრმა გულისტკივილს და სამძიმარს მთელი ქართველი ხალხის, სრულიად საქართველოს სახელით უდანაშაულო ადამიანთა ტრაგიკული დაღუპვის გამო.

არავითარი გამართლება არა აქვს ტერორისტების მოქმედებას და ტყუილად ელოდნენ მხარდაჭერას ან თუნდაც თანაგრძნობას ისინი, ვინც უმწეო ადამიანებზე, მათ შორის, ქალებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე აღმართა ხელი მშვიდობიან ქალაქში.

ყველაზე მეტად სავალალო და სამწუხაროა, რომ ოპერაციას, რომელიც, როგორც ჩანს, გარდაუვალი იყო, უმძიმესი შედეგი მოჰყვა, თუმცა, მეორე მხრივ, ასობით ადამიანი გადარჩა, რაც ძალზე სასიხარულოა, თუმცა გადარჩენილთა შორის ბევრი კიდევ მძიმე მდგომარეობაშია.

ჩვენ არ ვანსხვავებდით და არ ვანსხვავებთ ქართველებსა და რუსებს, ვინც იმ საზარელ ვითარებაში აღმოჩნდა.

ამასთანავე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩო პირველი წუთიდანვე ყველაფერს აკეთებდა, რაც კი შესაძლებელი იყო თანამემამულეთა ვინაობის დასადგენად და მათს დასახსნელად.

ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრი იზრუნა პირადად საქართველოს ელჩმა, ბ-ნმა ზურაბ აბაშიძემ. ეს სამუშაო კვლავაც გრძელდება.

პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მე გამოვხატე ჩემი თანაგრძნობა და კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ტერორიზმი, რომელსაც აგრესიული ნაციონალიზმი და აგრესიული სეპარატიზმი უდევს საფუძვლად, ჩვენი საერთო მტერია.

- საქართველოს საქმიან ვიზიტად ეწვივნენ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები. როგორც ვიცით, გაიმართება ერთობლივი სხდომა...

- როგორც ცნობილია, 18 სექტემბერს პრეზიდენტებმა საფუძველი ჩავუყარეთ დიდი ნავთობსადენის მშენებლობას. საქართველო ამ პროექტში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამდენად, ბაქოში ვიზიტის დროს შევთავაზე კომპანიის ხელმძღვანელებს, რომ დირექტორთა საბჭოს მომდევნო სხდომა თბილისში გაემართათ და ამ სხდომაზე განეხილათ მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო საკითხი. უნდა გითხრათ, რომ ეს დიდი მოვლენაა საქართველოსათვის.

შეთანხმების შესაბამისად, 30 ოქტომბერს, ჩემი ხელმძღვანელობით, გაიმართება მთავრობის სპეციალური სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრები, ინვესტორი კომპანია „ბი-პის“, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნავთობკომპანიათა ხელმძღვანელები.

ანუ ერთობლივად განვიხილავთ ამ დიდი პროექტის ყველა კომპონენტს: საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურათა სამოქმედო გეგმას, გარემოს დაცვის საკითხებს, მოსახლეობის დასაქმების, პროექტში ქართული კომპანიების მაქსიმალურად ჩართვის გარანტიებს, ტვირთების ტრანსპორტირების შესაძლებლობას და ამ თვალსაზრისით საქართველოს რკინიგზის, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების, საჰაერო თუ სახმელეთო მაგისტრალების მომზადებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსახლეობისათვის მიწისა და მოსავლის კომპენსაციის, სოციალური პროგრამების განხორციელებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასპექტებს.

აგრეთვე პროექტების მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ განვითარების უზრუნველყოფის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ჩაბმას. ძალიან მინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც საამისო დაინტერესება აქვს, ნუ გადგებიან გვერდზე და მონაწილეობა მიიღონ მუშაობაში.

საგანგებოდ ვიმსჯელებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის უშიშროების საკითხებზე, რაც საქართველოს სახელშეკრულებო ვალდებულებაა.

აქვე უნდა დავძინო, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში, როდესაც საქართველომ პირნათლად შეასრულა მის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ინვესტორი კომპანიების წინაშე.

ამჟამადაც, ჩემი საგანგებო ბრძანებულებით, იქმნება პრეზიდენტთან არსებული სპეციალური კომისია (ფაქტობრივად, ამ კომისიას, ისევე როგორც დღემდე, პრეზიდენტი უხელმძღვანელებს), რომელიც სისტემატურად იმუშავებს „საუკუნის პროექტის“ რეალიზაციაზე. ერთ თვეში მომზადდება კონკრეტული გეგმა - სამინისტროთა და უწყებათა ვალდებულებებით, რათა ინვესტორ კომპანიებს ყველა პირობა ჰქონდეთ პროექტის ნორმალური განვითარებისათვის.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმ დიდ წვლილს, რომელიც პროექტის ხორცშესხმაში შეიტანა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა. მისი გადაწყვეტილების გარეშე, ფაქტობრივად, წინსვლა არ იქნებოდა. მან თავად იკისრა უდიდესი პასუხ ხისმგებლობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში თავისი წვლილი შეაქვს თურქეთის პრეზიდენტს აჰნედ ნეჯდეთ სეზერს.

აღსანიშნავია აგრეთვე ის უდიდესი მხარდაჭერა და პრაქტიკული დახმარება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იჩენენ ამ პროექტების განვითარებისადმი, ისევე როგორც ევროკავშირი და ჩვენი მეგობარი ქვეყნები.

ეს პროექტები ქვეყნის სტაბილურობისა და უშიშროების მყარ გარანტიებს ქმნიან. თითოეული მოქალაქე კი სულ მალე დარწმუნდება და რეალურად შეიგრძნობს იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რომელსაც ამ იდეის განხორციელება მოიტანს.

- გასულ კვირას თბილისში გაიმართა აფხაზეთში მებრძოლთა ყრილობა, რომელზეც მკვეთრი განცხადებები გაკეთდა მთელი რიგი პოლიტიკური ძალების მისამართით. ითქვა, რომ უპასუხოდ არ დარჩება ქვეყნის ინტერესის შელახვისათვის მიმართული დათმობები...

- მეომართა ყრილობებზე არაერთ გამოსვლაში ხშირად პრეზიდენტიც საკმაოდ მწვავედ გაუკრიტიკებიათ, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა მივეჩვიოთ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკა, ოპონირება, განსხვავებული აზრი ჰაერივით აუცილებელია. სხვათა შორის, ეს შეეხება თამაზ ნადარეიშვილის გამოსვლებსაც, რომლებიც პრინციპულად არ ემთხვევა ჩემს შეხედულებებს. მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს ვითანამშრომლოთ და ვიმეგობროთ კიდეც.

ამდენად, მეც ვალდებული ვარ, გაგებით მოვეკიდო იმ ადამიანთა გულისტკივილს, თუნდაც მათს კრიტიკულ გამოსვლებს, ვისთვისაც, ისევე როგორც ჩემთვის, აფხაზეთი მოუშუშებელი ჭრილობაა.

სხვა, მით უმეტეს, ვალდებულია, ასევე მიიღოს და გაითვალისწინოს კრიტიკა.

საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ როგორც უნდა გადაწყდეს აფხაზეთის პრობლემა, ამ პროცესში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანთა, იმ მეომართა აზრი, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ქვეყნის მთლიანობის დაცვისათვის.

შეიძლება ყველაფერში არ დავეთანხმოთ, მაგრამ მათთან დიალოგი აუცილებელია.

მით უმეტეს, ყოვლად დაუშვებელია ამ მებრძოლების სამშვიდობო პროცესის მტრებად გამოცხადება იმ მოტივით, რომ ისინი სამშობლოს ინტერესებს იცავდნენ აფხაზეთში.

ასეთი, მომიტევეთ და, მანკიერი ლოგიკით სულ მალე მივიყვანთ ქვეყანას მორიგი სამოქალაქო დაპირისპირების ზღურბლზე.

- გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე თქვენ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღეთ თბილისში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მსჯელობა ამ თემაზე კიდევ გაგრძელდება და თბილისში უკანონო მშენებლობების თემა აქტუალური აღარ იქნება...

- ჩვენ კვლავაც დავუბრუნდებით ამ საკითხებს. უნდა მომზადდეს ახალი დადგენილებები. ჩვენი საზოგადოების, მაშასადამე, ხელისუფლების მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო.

უკვე ვეღარ მოვითმენთ, რომ მიმდინარეობს დედაქალაქის ტრადიციული იერსახის ყოვლად დაუშვებელი ცვლილება, ვგულისხმობ, დამახინჯებას.

ახალი, რასაკვირველია, უნდა შენდებოდეს, მაგრამ არა თბილისის ტრადიციული სახის ხარჯზე.

ამდენად, ნურავის ნურაფერი გაუკვირდება.

გუშინ და გუშინწინ ბევრი ქუჩა ვნახე, რომლებიც იმ სახითაა აღდგენილი, როგორითაც ადრე არსებობდა, თან არც ისე ძვირი დაჯდა. თურმე, გაჭირვების პირობებშიც კი ყველაფრის გაკეთება შეიძლება, თუკი არსებობს პასუხისმგებლობა შენი ქალაქისა და ხალხის წინაშე.

ყველანი მრავალგზის გავაფრთხილე და, საბოლოოდ, იძულებული გავხდი თანამდებობიდან გამენთავისუფლებინა შესანიშნავი პროფესიონალი და უმწიკვლოდ პატიოსანი ადამიანი ბ-ნი მერაბ ჩხენკელი. ეს, ძირითადად, მისი უინიციატივობისა და უპრინციპობის გამო მოხდა.

მაგრამ ასეთ საკითხებში მხოლოდ პატიოსნება და აკადემიური განათლება არ კმარა. უნდა იბრძოლო! თუ საჭიროა, უნდა იყვირო, ყოველ ცისმარე დღეს უნდა ითხოვდე ცვლილებებს კანონმდებლობაში, თუ ეს გიშლის ხელს, და არც გავლენიან კლანებთან დაპირისპირების უნდა გეშინოდეს.

ბოლოს და ბოლოს, ხომ არ შეიძლება პრეზიდენტი პირადად არკვევდეს რომელი ნაგებობა რამდენად თავსდება ქალაქის არქიტექტურულ კონცეფციაში, მაშინ, როდესაც ამ საქმეს ასობით ადამიანი ემსახურება.

ძალიან დიდი გულისტკივილი ახლდა თან ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ დაყოვნებაც აღარ შეიძლებოდა.

თუ საერთოდ იარსებებს ეს სამინისტრო, ბ-ნი მერაბ ჩხენკელის დონის პროფესიონალის მოძიება არც ისე ადვილი იქნება, მაგრამ ჩვენ მოვიწვევთ ისეთ პიროვნებას, ვინც უფრო მეტად გამოამჟღავნებს შეუპოვრობასა და მებრძოლ თვისებებს.

აქვე მინდა სამინისტროების საყურადღებოდ განვაცხადო: თუ ქალაქსა ან რაიონებში რაიმე ირღვევა და წესრიგში არ არის (არქიტექტურულ ძეგლებს საფრთხე ემუქრება), პასუხისმგებლობას ვერც ერთი მინისტრი ვერ მოიხსნის. არ შეგვიძლია, ეს ისტორიული - საქართველოს ტრადიციული არქიტექტურის შენარჩუნების საქმე - მხოლოდ გამგებელს გადავაბაროთ.

- რას გამოყოფდით გასული კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან?

- გასულ კვირას საქართველოში თავისი მისია დაასრულა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა აბოლფაზლ ხაზაი თორშიზმა.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ირანის ახალ ელჩთანაც ასეთივე ნაყოფიერი და ურთიერთსას სარგებლო თანამშრომლობა გვექნება, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.

განსაკუთრებულად გამოვყოფ აგრეთვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტს საგარეო საქმეთა სახელმწფო მინისტრის - ფაიზა აბულნაგის ხელმძღვანელობით.

გასათვალისწინებელია, რომ პირველად არაბულ სამყაროში სწორედ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სურვილს, აღადგინოს ისტორიული კავშირები ამ დიდ ქვეყანასთან, ისევე როგორც სხვა არაბულ ქვეყნებთან.

სტუმარმა დაწვრილებით ისაუბრა თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მით უმეტეს, რომ საამისოდ, მართლაც, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს ეკონომიკის, ვაჭრობის, სასმელი წყლის რესურსების გამოყენების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში.

განვიხილეთ, აგრეთვე, თანამშრომლობის შესაძლებლობა სახელგანთქნულ „ალექსანდრიის ბიბლიოთეკასა“ და საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს შორის.

გაიმართა საქართველო-ეგვიპტის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური, ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა. გაფორმდა შესაბამისი ოქმიც.

და ეს მხოლოდ დასაწყისია.

საყურადღებოა ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის საქმიანობის შედეგები, რომელთა თაობაზეც გასულ კვირას ვიმსჯელეთ. ამ გლობალური პრობლემის განხილვა პრაქტიკულად პირველად გაიმართა.

უკვე ორი წელია საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს საფონდო ბირჟის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების საკმაოდ რთული და ყოვლისმომცველი პროცესი.

ქვეყნის საფონდო ბირჟამ დაიწყო რეგულარული ვაჭრობები. შეიქმნა ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა: საფონდო ბირჟა, საბროკერო კომპანიები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა სისტემა და ამ ბაზრის მარეგულირებელი დამოუკიდებელი ორგანო - საქართველოს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია მიხეილ ჯიბუტის ხელმძღვანელობით.

აუცილებელია გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებათა განხორციელება, კონტროლის გამკაცრება საწარმოთა მიერ საკანონმდებლო მოთხოვნათა დაცვაზე.

მთლიანობაში კი ღონისძიებათა ეს კომპლექსი საქართველოს საფონდო ბირჟას უახლოეს მომავალში ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად აქცევს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრ მოქალაქეს წარმოდგენაც არა აქვს, რა არის საფონდო ბირჟა და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მან მის ინტერესებს. საჭიროა მეტი ინფორმაციული უზრუნველყოფა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტად იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ახალი ხელმძღვანელის - ბ-ნი პაოლო ნიუჰაუსის მეთაურობით.

მისიის ძირითადი მიზანია შეთანხმებული პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა და ეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების ანალიზი.

განიხილება 2003 წლის ბიუჯეტის პარამეტრები და საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი მრავალი ცვლილება. ამ მისიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ცვლილებებზე საუბრისას მე უმეტესად ვგულისხმობ გადასახადების მოცულობის მოხერხებულობას, ადამიანს უნდა შეეძლოს გადასახადის გადახდა. ეს კი სტიმულს უნდა აძლევდეს წარმოების განვითარებას.

საერთოდ, მინდა შევნიშნო, რომ ბოლო 6-7 თვის მანძილზე საბიუჯეტო პარამეტრების შესრულება სტაბილურია. ეს აისახება ხელფასების გაცემის, დავალიანების დაფარვის პროცესებზე. შედეგი მოგვცა ანტიკორუფციულმა ღონისძიებებმა, შემცირდა კონტრაბანდული პროდუქციის შემოდინება, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება, რასაც ჩვენი მეწარმეები და მომხმარებლებიც მიესალმებიან.

უნდა აღვნიშნო ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული როლი, მისი ინტენსიური მუშაობა და აქტიურობა. დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობის ტემპები კიდევ უფრო გაიზრდება.

როდესაც შევებრძოლეთ კონტრაბანდული საქონლის შემოტანას, ზოგ შემთხვევაში საგანგებო ზომების განხორციელებაც, ცალკეული რეგიონიდან გამოსასვლელი გზების გადაკეტვაც კი დაგვჭირდა, ავრცელებდნენ ხმებს, რომ კონტრაბანდული საქონლის შემოტანის შემცირება კი შეიძლება, მაგრამ ეს არ შეესაბამება მოსახლეობის ინტერესებს, რადგან მას კონტრაბანდული საქონლის უფრო იაფად შეძენა შეუძლია.

სინამდვილეში ეს ასე არ გამოდგა. ყოველდღიურად ვადევნებ თვალს ფასების მდგომარეობას ბაზრებზე. მას შემდეგ, რაც გაძლიერდა კონტრაბანდისა და სხვა დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა, ფასები არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირების ტენდენციაც კი გამოიკვეთა. ასე რომ, რაც კეთდება, გამართლებული და სწორია.

- და კიდევ ერთი თემა: ყოველ გამოსვლაში სპორტს ვეხები, მით უმეტეს, რომ „თბილისქალაქობისას“ ბევრი სპორტული მოედანი ვნახე. ახალი საჩუქრებით გულით გაიხარეს არა მარტო ბავშვებმა, არამედ პედაგოგებმაც და მშობლებმაც.

- ერთი სპორტული მოვლენის შესახებ. გვასახელეს ჩვენმა ავტომრბოლელებმაც. ეს საქართველოსათვის ახალი და ძალზე პრესტიჟული მიმართულებაა. როგორც ცნობილია, გასულ კვირას დასრულდა „შევრონი რალი - საქართველო 2002“.

გარდა იმ შედეგისა, რასაც ქართველმა პილოტებმა მიაღწიეს, აღსანიშნავია სამთავრობო კომისიის მაღალი პროფესიონალიზმი, რამაც განაპირობა სასიხარულო გადაწყვეტილება: „საქართველოს ეტაპი“ სამუდამოდ დამკვიდრდა საერთო-ევროპული ასპარეზობის კალენდარში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ასპარეზობის ორგანიზატორებს, ყველა უწყებას თუ რიგით მუშაკს, მათ შორის, განსაკუთრებით, ბ-ნებს - ვიქტორ თოდაძესა და შალვა ოგბაიძეს.

„ტეტორიზმი, რომელსაც აგრესიული ნაციონალიზმი და აგრესიული სეპარატიზმი უდევს საფუძვლად, ჩვენი საერთო მტერია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 29 ოქტომბერი. - №263 (4322). - 1, 2 გვ.

101 აკადემიკოს ავლიპი ზურაბაშვილის დაბადების 100 წლისთავის გამო

▲back to top


საქართველოსა და რუსეთში ჩემი მოღვაწეობის დროს მსოფლიო მნიშვნელობის ბევრ პოლიტიკოსთან, მეცნიერთან, ხელოვანთან თუ სხვა პროფესიის ადამიანთან მომიწია ურთიერთობა.

მე ვფიქრობ, ეს ჩემთვის ღვთით ბოძებული საჩუქარია, რომ ამ ადამიანებს შემახვედრა, მამეგობრა. მათ ბევრი მომცეს, როგ გორც პიროვნებას, როგორც პოლიტიკოსს და გულწრფელად რომ ვთქვა, მე დღესაც ვგრძნობ მათს გავლენას. ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მე დღესაც ჩამესმის მათი სიტყვები, ვხედავ მათი მოღვაწეობის შედეგებს, თვალწინ მიდგას მათი გარეგნობა, მათი ესა თუ ის ჟესტი.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლდათ ავლიპი ზურაბაშვილი, უდიდესი ქართველი მეცნიერი და ექიმი-ფსიქიატრი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ერისათვის ზნეობის მქადაგებელი ბრძენი კაცი.

მას გარეგნობაც გამორჩეული ჰქონდა და სიტყვა-პასუხიც, თუმცა უმთავრესი მაინც მისი პოზიცია გახლდათ, მართალი და ზნემაღალი პოზიცია. იმდენად მტკიცედ ჰქონდა შემოზღუდული თავისი პიროვნული თუ მეცნიერული საზღვრები, რომ ვერავინ ვერ დაარღვევდა მათ. სწორედ ამან განსაზღვრა ისიც, რომ როცა საბჭოთა კავშირში ფსიქიატრია, გარკვეულწილად, სადამსჯელო იარაღად გამოიყენებოდა, ავლიპი სადამსჯელო იარაღად გამოიყენებოდა, ავლიპი ზურაბიშვილისა და მისი მოწაფეების შეუვალი პოზიციების გამო ქართულ ფსიქიატრიას ეს არ შეხებია. ალბათ, ვერც შეეხებოდა, რადგან თავად ავლიპი ზურაბაშვილის მოძღვრების თანახმად, რომელიც მთელ მსოფლიოში იქნა გაზიარებული, ადამიანი, რა პროფესიისაც უნდა ყოფილიყო იგი, უპირვრელეს ყოვლისა, მორალურ თვისებათა მატარებელი გახლდათ, უფრო, „ჰომო მორალის“, ვიდრე „ჰომო საპიენსი“.

ამ თემაზე ბატონმა ავლიპმა საკმაოდ ვრცელი წერილი მომწერა უკვე მოსკოვში, როდესაც იქ გახლდით გადასული სამუშაოდ.

იგი აღნიშნავდა, რომ ადამიანის რეალურ რაობას, მის ფასს საზოაგდოებისათვის სიბრძნეზე მეტად ზნეობრიობა განსაზღვრავს. სიტყვა „ზნეობა“ ნიშნავს ამაღლებულ ქცევათა, მოქმედებათა და მოვლენათა ერთობლიობას, ამდენად, ცნება „ბრძენი ადამიანი“. ეს ყველაფერი უშენიშვნოდ და მადლიერებით გავიზიარე.

ბატონი ავლიპი მწერდა იმაზეც, თუ ხელოვნებაში რა დიდი მნიშვნელობა აქვს შემოქმედების პიროვნულ მორალს.

მე ვფიქრობ, მართალი ვიყავი, როდესაც მივწერე, რომ არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ პოლიტიკაშიც მორალი განმსაზღვრელია და გარკვეულწილად დამცავი მექანიზმიც საბედისწერო პოლიტიკური შეცდომებისაგან.

დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი და მე დღესაც ამ აზრისა ვარ.

დღესაც მეტად მნიშვნელოვანია ბატონ ავლიპის მოძღვრება ახალგაზრდობის მორალურ ჩამოყალიბებაზე, სამშობლოსა და შრომის სიყვარულზე, წესრიგზე, მოვალეობაზე, სიმართლეზე, ურთიერთნდობაზე და სინდისზე.

დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია ბატონ ავლიპის უარყოფითი შეფასება ისეთი ადამიანისა, რომელიც „ბრმად ემორჩილება უცხო ჩვევას, ვერ ერკვევა უცხო მოვლენების შინაარსში და მისი გარეგნული ფორმა ინარჩნებს და ატყვევებს“.

აკადემიკოს ავლიპი ზურაბაშვილის დაბადების 100 წლისთავის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 ნოემბერი. - №266 (4325). - 1, 2 გვ.

102 „თუ გვინდა, რომ პოლიტიკაში სერიოზული შეცდომები არ დავუშვათ და ხალხთან სამართლიანი ურთიერთობა გვქონდეს, მაშინ პოლიტიკოსი მორალურ და ზნეობრივ სიმაღლეზე უნდა იდგეს“

▲back to top


სიღნაღში ავლიპ ზურაბაშვილის ბიუსტის
გახსნის ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა
პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ

ძვირფასო მეგობრებო,
პატივცემულო სტუმრებო,

სულითა და გულით გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მოვლენაა, როდესაც მშობელი ხალხი აღნიშნავს თავისი გამოჩენილი, დამსახურებული და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში აღიარებული საზოგადო მოღვაწის, დიდი მეცნიერის იუბილეს - დაბადების 100 წლისთავს.

ვინც ავლიპ ზურაბაშვილს იცნობდა, იგი უთუოდ იამაყებს მასთან ურთიერთობით. მე მქონდა ეს ბედნიერება. არაერთხელ შევხვედრივარ ბატონ ავლიპს, არაერთხელ მომისმენია მისი ბრძნული აზრები, ბრძნული გამონათქვამები. ვამაყობ იმით, რომ ბატონ ავლიპ ზურაბაშვილთან ათობით წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. მოსკოვში გადასვლის შემდეგ კი ჩვენ წერილებით ვეხმარებოდით ერთმანეთს.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი ერთი წერილი. მასში, ისევე როგორც სხვა ნაწერებში ჩამოყალიბებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ფილოსოფიური, მეცნიერული აზრი იმის შესახ ხებ, რომ უმთავრესია მორალი, უმთავრესია ზნეობა და ამ პრინციპებს უნდა უფრთხილდებოდეს და ნერგავდეს ყველა ხალხი თავისი ერის, თავისი სახელმწიფოს ცხოვრებაში.

მისი გამონათქვამები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ საჭიროდ ჩავთვალე, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ სპეციალური წერილი მიეძღვნა ავლიპ ზურაბაშვილის იუბილესთან დაკავშირებით.

და ისევ მორალს დავუბრუნდები. ის მაშინ მოსკოვს წერდა, რომ მორალი, ზნეობა უფრო დიდია, ვიდრე სიბრძნე, მორალური, ზნეობრივი ადამიანი უფრო დიდია, ვიდრე ბრძენი ადამიანი. ეს მართლაც იშვიათი მიგნებაა. იგი ამბობდა, რომ მაღალი მორალური და ზნეობრივი თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისათვის. ამ პრინციპების შესაბამისად უნდა იზრდებოდეს ახალგაზრდობა, უყვარდეს შრომა და უნდა ცხოვრობდეს მაღალი მორალური პრინციპებით.

მისი წერილიდან მაგონდება კიდევ ერთი აზრი - მორალური თვისებები უაღრესად სჭირდება შემოქმედ, ხელოვან ხალხს, რადგანაც ხელოვანი ქმნის არა მარტო საკუთარი თავისათვის, არამედ ხალხისათვის.

საპასუხო წერილში მე მას ყველაფერში დავეთანხმე, თუმცა, იქვე მივანიშნე, რომ ამ ჩამონათვალს მე დავუმატებდი პოლიტიკოსს. მაღალი მორალური და ზნეობრივი თვისებები ისევე გარდაუვალია და აუცილებელია პოლიტიკოსებისათვის, როგორც სხვა მოქალაქეებისათვის - ახალგაზრდებისათვის, შემოქმედებისათვის, მეცნიერებისათვის. თუ გვინდა, რომ პოლიტიკაში სერიოზული შეცდომები არ დავუშვათ და ხალხთან სამართლიანი ურთიერთობა გვქონდეს, მაშინ პოლიტიკოსი მორალურ და ზნეობრივ სიმაღლეზე უნდა იდგეს.

იგი მორალის უზენაესობას „ჰომოს მორალის“ უწოდებდა და თითქმის ყველა გამოსვლაში იგი ამ პრინციპზე მიუთითებდა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს.

ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ.

ყველას გისურვებთ სიხარულს და ბედნიერებას.

„თუ გვინდა, რომ პოლიტიკაში სერიოზული შეცდომები არ დავუშვათ და ხალხთან სამართლიანი ურთიერთობა გვქონდეს, მაშინ პოლიტიკოსი მორალურ და ზნეობრივ სიმაღლეზე უნდა იდგეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 2 ნოემბერი. - №267 (4326). - 1 გვ.

103 მზიანი დღე სიღნაღში და მორალური პრინციპები ჩვენში

▲back to top


ავლიპ ზურაბაშვილის დაბადების 100 წლისთავი
მისმა მშობლიურმა კუთხემ აღნიშნა

ძვირფასო მეგობრებო!

სიღნაღელებო, ქიზიყელებო, კახელებო!

ძვირფასო სტუმრებო!

აქ ვხედავ მრავალი კუთხიდან ჩამოსულ ჩვენს კოლეგებს, მეგობრებსა და ნაცნობებს, რომლებიც თაყვანს სცემენ კახეთს, ქიზიყს, სიღნაღს და იმ დიდ ადამიანებს, რომლებიც ამ მადლიან მიწაზე დაიბადნენ, გაიზარდნენ და მოღვაწეობდნენ მთელი ჩვენი ხალხის, საქართველოს სასახელოდ და საკეთილდღეოდ. ბევრი მათგანი მსოფლიოში ცნობილი მოღვაწე გახდა.

მინდა ჩემი პირადი დამოკიდებულება გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც აქ არ ველოდი, არ მეგონა, თუ იგი ჩამოვიდოდა, თუმცა აქაური კაცია, აქაური სისხლი და ხორცი. ეს გახლავთ საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი მოღვაწე თენგიზ მენთეშაშვილი. ძალიან დიდ მადლობა, თენგიზ, იმისათვის, რომ ჩამოხვედი და ჩვენთან ერთად იზიარებ ამ დღესასწაულს.

მადლობა მინდა მოვახსენო კახეთის ხელმძღვანელობას - რწმუნებულს, გამგებლებს, რეგიონის მთელ მოსახლეობას იმისათვის, რომ ასე ღირსეულად მოემზადნენ ამ დღის აღსანიშნავად.

ავლიპ ზურაბაშვილის ბიუსტის გახსნის ცერემონიაზე უკვე ვისაუბრე ბატონ ავლიპის დამსახურებაზე, მის დიდ ღვაწლზე ქართული მეცნიერების განვითარებაში და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას, ინტელიგენციას შთააგონებდა მორალისა და ზნეობის პრინციპების ერთგულებას, ამ პრინციპების საფუძველზე ადამიანების აღზრდისა და ქვეყნის აღმშენებლობის მნიშვნელობას. ეს იყო მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელსაც იგი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიღრმით, სხვადასხვა წრისა და ქვეყნის გასაგონად ქადაგებდა. იგი ამ პრინციპებს არ ღალატობდა და ყოველთვის მიაჩნდა, რომ თუ ქართველი ხალხი და, საერთოდ, ადამიანები დედამიწაზე ამ პრინციპებით ვიცხოვრებთ, მაშინ მშვიდობაც იქნება და ადამიანებიც ბედნიერი იქნებიან.

ბატონი ავლიპის ბრძნული გამონათქვამებიდან, შეხედულებებიდან და ნააზრევიდან ბევრი ცხოვრებაში გამომადგა კიდეც როგორც პოლიტიკოსსა და როგორც საზოგადო მოღვაწეს.

ავლიპ ზურაბაშვილი დიდი შვილია თავისი კუთხისა და ნამდვილად იმსახურებს ამ ზეიმს. მაგრამ დღევანდელ მოვლენაში, ამ დიდ ღონისძიებაში მარტო ერთი ადამიანის დაფასებას როდი ვხედავ. აქ ვხედავ სიღნაღელების სურვილს, ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალ თაობას დაანახონ, როგორ უნდა იცხოვრო, როგორ იმუშაო ისე, რომ შენს სამშობლოს გამოადგე, ისე, რომ შენმა ხალხმა დაგიმახსოვროს, ძეგლიც დაგიდგას და ყველა ადამიანის გულში დაიდო ბინა.

დღეს, საქართველო გამოდის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიული მშენებლობის ძალიან დიდ გზაზე, იგი საერთაშორისო გაერთიანების მიერ საყოველთაოდ აღიარებული და ცნობილი ქვეყანაა, რომელიც შეეჭიდა ძალიან დიდ, მსოფლიო მნიშვნელობის პროექტებს. ეს პროექტები კასპიის ენერგოშემცველებს, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპისაკენ სიმდიდრის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. ყველაფერი ეს საქართველოზე გაივლის, ყველაფერი ეს საქართველოს სიკეთეს მოუტანს და სიკეთეს დაუტოვებს.

ჩვენ ამას ვერ გავბედავდით, რომ არა თქვენი იმედი, ხალხის მხარდაჭერის იმედი.

ბევრი ძალიან დიდი ეჭვით განიხილავდა ჩვენს ნათქვამს, რომ საქართველო სხვა ქვეყნებსაც დასჭირდება, საქართველო მარტო თავის თავს არ ეკუთვნის. დღეს შემიძლია გითხრათ (თქვენს წინაშე ამ საკითხთან დაკავშირებით პირველად გამოვდივარ), საქართველომ შეიძლება საერთაშორისო მნიშვნელობის დიდი ფუნქცია. საქართველო სჭირდება არა მარტო თავის უახლოეს მეზობლებს, არამედ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა სჭირდება ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, რუსეთს, ჩვენს უახლოეს მეზობლებს და სხვა ქვეყნებს.

მთავარია ის არის, არ დაგვავიწყდეს, რასაც ამბობდა ავლიპ ზურაბაშვილი: მორალს გავუფრთხილდეთ, ზნეობას გავუფრთხილდეთ. უზნეო ადამიანი საზოგადოებისათვის უღირსია, იგი მას ვერაფერს შემატებს. ახალგაზრდობის აღზრდის პროცესში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მორალისა და ზნეობის მნიშვნელობა და დანიშნულება.

როცა ვლაპარაკობ ზნეობასა და მორალზე, მხედველობაში მაქვს დიდი კულტურა, ქართული ტრადიციები. დღეს სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. ახლა ამას გლობალიზაციას უწოდებენ, ეს არის საქართველოს ინტეგრირება ევროპის ქვეყნებთან, სხვადასხვა რეგიონებთან, ევროპის სტრუქტურებში. ამან ბევრი სიკეთე უნდა მოგვიტანოს. ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს დიდი კულტურის, ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას ხელს ვერაფერი შეუშლის. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება სასიკეთო ჩვენი ხალხისათვის, თუ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ცოდნას, გამოცდილებასა და ჩვენს კულტურას დაეყრდნობა. ეს არის მთავარი ამოცანა. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე უნდა მეთქვა რამდენიმე სიტყვა ბატონ ავლიპ ზურაბაშვილის დაბადების ასი წლისთავთან დაკავშირებით.

გილოცავთ ამ დღეს, ბედნიერებას, სიხარულს გისურვებთ და მადლობას მოგახსენებთ თქვენი სითბოსათვის, თქვენი მხარდაჭერისათვის, იმისათვის, რომ თქვენ ჩვენთან იყავით ყველაზე ძნელ დღეებში. საქართველოს აქვს მომავალი, საქართველოს ექნება დიდი სიმდიდრეები - მხედველობაში მაქვს ცოდნა, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდობა შეიძენს და მხედველობაში მაქვს მატერიალური სიძლიერე, მთელი ჩვენი ხალხის კეთილდღეობა.

გისურვებთ ბედნიერებას.

მზიანი დღე სიღნაღში და მორალური პრინციპები ჩვენში // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 2 ნოემბერი. - №267 (4326). - 1, 2 გვ.

104 „ჩვენ არა ვართ კმაყოფილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობით, აქ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიცით, რა გვინდა და რა უნდა გავაკეთოთ“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
4 ნოემბრის ბრიფინგი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, დღეიდან მუშაობა დაიწყო თბილისის საკრებულომ, რომლის შემადგენლობის და შედეგების დამტკიცება სკანდალებისა და სასამართლო გარჩევების ფონზე მიმდინარეობდა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს, თქვენი აზრით, შეძლებს თუ არა საკრებულო ამ შემადგენლობით რეალურად შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია?

- საბოლოო მონაცემები არა მაქვს, როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს, 4 ნოემბერს დანიშნულია საკრებულოს სხდომა, შესაძლოა არის კიდეც რაღაც გართულებები, დილით ვერ მოვასწარი დეტალების დაზუსტება. თუკი გაიმართება სხდომა და საკრებულო მუშაობას შეუდგება, ამ ფაქტს მხოლოდ მივასალმები. ეს პროცესი კი კანონის დაცვით უნდა წარიმართოს, ხმების გადათვლის შედეგები ნათელი უნდა იყოს საზოგადოებ ბისათვის, თბილისელებისათვის.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უპირატესობას რომელ კანდიდატს ანიჭებთ - მიხეილ სააკაშვილს, დავით გამყრელიძეს თუ შალვა ნათელაშვილს?

პარლამენტში საკმაოდ დიდი ხმაური იყო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ითქვა, რომ ბიუჯეტი 118 მილიონით არის გარღვეული. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რამდენად პროგრესულად ვითარდება სიტუაცია საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით?

- საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით არც სურვილი მაქვს და არც უფლება გამოვთქვა პირადი აზრი. მაშინ ძველ დროს უნდა დავუბრუნდეთ, როცა თანამდებობებზე ცენტრიდან ინიშნებოდნენ კანდიდატები, ეს კი არ არის მისაღები. ჩვენ ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ იმასთან, ვისაც საკრებულოს შემადგენლობა ენდობა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მგონი, თქვენს მიერ დასახელებული ციფრი არ უნდა იყოს მთლად ზუსტი. გარღვევა ბიუჯეტის შესრულებაში გამოიწვია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ჩაგდებამ. მაისიდან დღემდე კი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით სრულდება, მაშინაც კი როცა აჭარიდან ჯერ კიდევ არ არის ჩამორიცხული სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა. ამის მიუხედავად, ბიუჯეტი მაინც სრულდება. შესაძლებელია, რაღაც გარღვევა იყოს, მაგრამ ეს არ იქნება 100-120 მილიონი ლარი. ჩემი ანგარიშით, ეს შეიძლება იყოს, სავარაუდოდ, 40-45 მილიონი ლარის ფარგლებში. მიმდინარე წლის თავისებურებათა შედარებით ეს თანხა არც ისე ტრაგიკული მოვლენაა.

ჰოლანდიის გაზეთი „ჰედ დეივალ“: ბატონო პრეზიდენტო, დატოვებს თუ არა ახლო მომავალში რუსეთი საქართველოს ტერიტორიას?

ასლან აბაშიძის ფაქტორი კონფლიქტის გადაწყვეწტის საქმეში და აფხაზეთისათვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა ნდობის განსამტკიცებლად - არის თუ არა მნიშვნელოვანი ფაქტორი?

თქვენ 10 წელია საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდებით, თქვენი აზრით, ამ ხნის განმავლობაში რა მიღწევები და შეცდომები იყო?

- მთავარია, აღდგეს მოლაპრაკების პროცესი აფხაზურ მხარესთან. გაეროს უშიშროების საბჭოში ცნობილი დოკუმენტის მიღების შემდეგ, ფაქტობრივად, მოლაპარაკების პროცესი აფხაზურ მხარესთან შეწყვეტილია. მით უფრო, რომ ამ დოკუმენტს რუსეთმაც მისცა ხმა. ჩვენი ამოცანაა აღდგეს პოლიტიკური დიალოგი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, გააგრძელებს თუ არა ასლან აბაშიძე შემდგომში მუშაობას, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მან უნდა ჩამოაყალიბოს შეხედულებანი, რომელსაც ქართული მხარე წარმოადგენს მოლაპრაკების პროცესში. ეს შეხედულებანი კი უნდა განიხილოს საქართველოს ხელისუფლებამ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს, იქნება თუ არა ასლან აბაშიძე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი.

მიღწევებთან და შეცდომებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას რომ სრულად ვუპასუხო, უნდა წარმოვადგინო რამდენიმე კვირის წინათ საქართველოს პარლამენტში გაკეთებული მოხსენება, რასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. უმთავრესი შედეგი კი ამ ათწლეულში ის არის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული ქართული სახელმწიფო აშენდა და ფუნქციონირებს, მუშაობს, მთელი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩათვლით. მეორე პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გვაღელვებს, ჯერჯერობით გადაუჭრელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რაც ძალიან დიდი ტკივილია ჩვენი ხალხისათვის. ჩვენ არა ვართ კმაყოფილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობით, აქ ბევრია გასაკეთებელი. მაგრამ იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიცით, რა გვინდა და რა უნდა გავაკეთოთ, რის ხარჯზე შეიძლება შეიქმნას სამუშაო ადგილები, მივცეთ ხალხს საშუალება აწარმოოს მცირე და საშუალო ბიზნესი.

პოლონელი ჟურნალისტი: 3 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ არ შეამცირებენ რუსეთის სამხედროების რაოდენობას ჩეჩნეთში. როგორ აფასებთ ამ ფაქტს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მკაცრი განცხადებებისა და პანკისის ხეობის ფაქტორის გათვალისწინებით?

- როცა სერგეი ივანოვი ლაპარაკობდა რუსეთის სამხედ დროების რაოდენობის შემცირებაზე ჩეჩნეთში, ეს რუსეთის სახელმწიფოს პოზიცია და პრეროგატივაა, მათ შეუძლიათ განსაზღვრონ სამხედროების რაოდენობაცა და შემადგენლობაც. რაც შეეხება პანკისის ხეობას, აქ უკვე თითქმის დასრულდა ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელება, რამდენიმე კვირაში კი, ალბათ, საბოლოოდ განვაცხადებთ, რომ პანკისის ხეობაში არანაირი კრიმინალები და ბოევიკები აღარ არიან.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“: ამ დღეებში გაერთიანებული დემოკრატების ყრილობაზე მისმა ლიდერმა ბატონმა ზურაბ ჟვანიამ საკმაოდ ცივილიზებული ფორმით ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია და განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტობისათვის ბრძოლას კონსტიტუციური მეთოდით აპირებს. თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია ზურაბ ჟვანიას კანდიდატურის განხილვა?

- თავისთავად ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიამ თავისი კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად, არაფერი ამაში უცნაური არ არის. ზურაბ ჟვანია ცნობილი პოლიტიკოსია, დიდი ხნის განმავლობაში იგი მუშაობდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ახლაც პარლამენტის წევრია. მოსახლეობა მას იცნობს. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით მის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და დებულებებს, თუ როგორ წარმოუდგენია საქართველოს ბედი მომავალში, მგონია, რომ ამ საკითხებზე დღეს მე არ უნდა ვილაპარაკო. ჩემი აზრით, ზურაბ ჟვანია არ იქნება ერთადერთი კანდიდატი, ვფიქრობ, ბევრი კანდიდატი იქნება, ჯერ დაგროვდნენ და მერე ერთად ვილაპარაკებ.

საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“: ბატონო პრეზიდენტო, ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა ხასიათის ბრალდებები დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ იოსელიანის მისამართით, მას უტევენ სხვადასხვა მიმართულებიდან. თქვენ მას პირადად იცნობთ, რამდენად ენდობით ავთანდილ იოსელიანს, როგორც პროფესიონალს, როგორც ადამიანს და საქართველოს მოქალაქეს? ხომ არ აპირებთ მისი თანამდებობიდან გადაყენებას, როგორც ამას ითხოვს ზოგიერთი პოლიტიკოსი?

და, მეორე შეკითხვაც. ნახევარი წლის წინათ თქვენ აღფრთოვანებული იყავით ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრით, განსაკუთრებით კი ეს ეხება მათს პოზიციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტისადმი. თქვენ აღნიშნეთ კიდეც, რომ ამ შეხვედრის შემდეგ შეიძლება გამოიკვეთოს კონფლიქტის გადაწყვეტის რაღაც გარკვეული მექანიზმებიც კი. ამ შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 6 თვე გავიდა, ჩვენ კი ვერ ვიგრძენით, რის თაობაზე მოილაპარაკეს ბუშმა და პუტინმა, თქვენ გრძნობთ ამას და არ ახმაურებთ?

- ავთანდილ იოსელიანს ვიცნობ დიდი ხანია, ჩვენ ერთად ვმუშაობდით, როცა იგი აფხაზეთის უშიშროების სტრუქტურის ხელმძღვანელი იყო (1992 წელი), შემდეგ თბილისში გადმოვიყვანეთ. მიმაჩნია, რომ იგი არის სერიოზული პროფესიონალი, წესიერი და პატიოსანი ადამიანი. არ მქონია შემთხვევა, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია „თითიდან გამოწოვილი“ ყოფილიყოს. მან იცის, თუ როგორი სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყნის ხელისუფლებას, აქვს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. რაც შეეხება ცალკეული პარტიების დამოკიდებულებას მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ, უნდა გითხრათ, რომ ეს ფუნქციები ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. პრეზიდენტი ნიშნავს თანამდებობაზე ამ სამსახურის ხელმძღვანელს და თუ რაიმე მამხილებელი მასალები არ არსებობს, რომ ეჭვი შევიტანო ჩემს წარმოდგენაში იოსელიანის პიროვნებისადმი, ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ორი პრეზიდენტის შეხვედრის ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვან დონეზე განიხილეს აფხაზეთის კონფლქტის გადაწყვეტის საკითხი. ეს პროცესი კი ნამდვილად იწყება. მოსკოვში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა საკმაოდ შეაფერხა ეს პროცესი. ამერიკის მხრიდან კი ძალაში რჩება სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრის საკითხში. ახლა კი ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ.

გაზეთი „ახალი თაობა“: ამ კვირაში, ალბათ, საკმაოდ გააქტიურდება საუბარი სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგების განხილვა მოხდა. მანამდე კი ფრაქცია „აღორძინების“ წარმომადგენლები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრობდნენ. თქვენი აზრით, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ორ იმპიჩმენტს შორის?

- თუ სერიოზულად განვიხილავთ ამ საკითხს, იმპიჩმენტის არც საფუძველი და არც პერსპექტივა არ არსებობს. განსაკუთრებით სახელმწიფო მინისტრი მყავს მხედველობაში. რაც შეეხება ჩემს მიმართ წამოყენებულ; მოთხოვნას, რომ უნდა განხორციელდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, მეუხერხულება ამ თემაზე ლაპარაკი. საერთოდ, ალბათ, უკეთ უნდა ვიცნობდეთ კონსტიტუციას და მასთან დაკავშირებული ინსიტუტების საქმიანობას, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურას.

აჭარის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, თუ ასლან აბაშიძის მონაწილეობა კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში დამოკიდებულია იმ დოკუმენტის განხილვაზე, რომელიც მან წარმოგიდგინათ, რატომ არ იწყება ხელისუფლებაში მისი განხილვა?

რადიოინტერიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ ასლან აბაშიძეს აწვდიან არასწორ ინფორმაციას, რა იგულისხმეთ, როცა ეს ბრძანეთ?

- არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ბიუჯეტის საკითხი ვიგულისხმე. აჭარიდან თანხის გადმორიცხვა არ ხორციელდება ცენტრალურ ბიუჯეტში, ეს არის ანომალია და არა მგონია, რომ ასლან აბაშიძე ამგვარ ანომალიას შეეგუოს. მე შევთავაზე ბატონ ასლანს, შეიქმნას კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე აჭარის შესაბამის უწყებათა წარმომადგენლები, ექსპერტები. კომისიამ უნდა გაარკვიოს სიმართლე.

რაც შეეხება დოკუმენტს, მიმდინარეობს მასზე მუშაობა. საკმაოდ დიდი დოკუმენტია, სხვადასხვა მოსაზრებანია. ზოგიერთი აბსოლუტურად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი დებულება წინასწარ რომ ყოფილიყო შეთანხმებული ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ამგვარ დებულებანი დოკუმენტში არ მოხვდებოდა. ჩვენ შევხვდით და მოვილაპარაკებთ, რა არ არის მისაღები, რა პუნქტია პერსპექტიული.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვს“: ბატონო პრეზიდენტო, მოსკოვის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, გაისმის ბრალდებები საქართველოს მიმართ, კერძოდ, რომ საქართველო აფერხებს იზოლატორში მყოფი 8 ჩეჩენის ექსტრადიციის პროცესს და ბარაევის ჯგუფის მომზადება პანკისის ხეობაში მოხდა. თქვენი კომენტარი...

- რამდენიმე დაკავებული ჩეჩენი გადავეცით რუსეთის მხარეს, შემდეგ გაჩნდა სამართლებრივი სახის პრობლემები ევროპის სასამართლოს მხრიდან, დღის წესრიგში დადგა რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. მიმდინარეობს ფაქტების დაზუსტების პროცესი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე მოსკოვს გაემგზავრა, რათა გაარკვიოს ღიად დარჩენილი საკითხები.

რაც შეეხება ბარაევის ჯგუფის საკითხს, წარმოდგენა არა მაქვს, სად იმყოფებოდნენ. ჩვენმა სპეცსამსახურებმა გადაამოწმეს ინფორმაცია და ცნობა ბარაევის პანკისში ყოფნის შესახებ არ დასტურდება.

რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: ბატონო პრეზიდენტო, მოსკოვში და, საერთოდ რუსეთში სერიოზულად კეთდება აქცენტი, რომ იხურება ეგრეთ წოდებული ჩეჩნეთის საინფორმაციო ცენტრები ბევრ ქვეყანაში. ამბობენ, რომ ამგვარი ცენტრი აღარ არსებობს საქართველოში. ასევე გაიჟღერა ჩეჩნეთის მხრიდან ერთგვარმა მუქარამ საქართველოს სპეცსამსახურების მისამართით. როგორ ფიქრობთ, ელის თუ არა საშიშროება საქართველოს ჩეჩნეთის მხრიდან?

- რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრს, ამგვარი ცენტრი საქართველოში ოფიციალურად არ არსებობდა, ჩგვენ არასდროს არ ვცნობდით მას. არსებობს საქართველოში მოქალაქე, რომელიც თავს მიიჩნევს იჩქერიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლად, იგი აქვეყნებს რაღაც მასალებს. ასე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოიქცეს. მას ოფიციალური სტატუსი არა აქვს და ოფიციალურად არც ცენტრი არსებობდა. რაც შეეხება რა სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას ჩეჩნეთის მხრიდან, რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთი მხრივ, მგონია, რომ ჩვენ ადამიანურად მოვეკიდეთ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს დაჭრილებს, ისე როგროც შეეფერება მეზობელ ქვეყანას. ამაში ცუდი არაფერია. თუ ლტოლვილებში დარჩენილია კრიმინალები, ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს. არა მგონია, რომ საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება გახდეს საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობის გართულების საფუძველი. რაც შეეხება ქისტებს - ეთნიკურ ჩეჩნებს, რომლებიც პანკისის ხეობაში ცხოვრობენ, მათი სურვილია, რომ იქ არც ერთი ბოევიკი არ დარჩეს. მათი სურვილით მოხდა ხეობაში ბლოკ-პოსტების განთავსება, ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელება.

საინფორმაციო სააგენტო „ელიზ-ნიუსი“: ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება ის საკითხია, რომელზეც რადიკალური ოპოზიციაც კი ვერ გეწინააღმდეგებით. ამის გათვალისწინებით, მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება თუ არა პრიორიტეტი თავდაცვის სფეროს დაფ ფინანსება?

განიხილება თუ არა ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატურა?

- თავდაცვის სფეროზე ჩვენ იმდენს ვხარჯავდით, რამდენის დახარჯვაც შეგვეძლო. თუ თავდაცვის სფეროს გამოვუყოფთ იმაზე მეტ სახსრებს, რისი შესაძლებლობაც გვაქვს, ამ შემთხვევაში უნდა შევამციროთ ხელფასები და პენსიები, ანუ უნდა დააკლდეს სოციალურ სფეროს. ვფიქრობ, მომავალი წლის ბიუჯეტში თავდაცვის სფეროსათვის უფრო მეტი თანხა გამოიყოფა, თუმცა საჭიროა გაცილებით მეტი. ალბათ, 2-3 წელიწადი იქნება საჭირო, რომ თავდაცვის სფეროს სათანადო დაფინანსება აღმოვუჩინოთ.

რაც შეეხება ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, დაწყებულია აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმა, რომელიც სამუშაო პირობებში განიხილება. ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების გაერთიანებაზე, ეს პროცესი განხორციელდა. ამან გაამართლა არა მარტო სიტყვიერად, არამედ საქმითაც. შემოსავლები გაიზარდა, შემცირდა ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზება. შემდეგი ეტაპი შესაძლებელია იყოს რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. ჩემი წარმოდგენით სავსებით შესაძლებელია ამ სამინისტროს ფუნქცია განაწილდეს სხვა სამინისტროებში. პარლამენტში გამოსვლისას ვთქვი, რომ საქართველოსათვის სავსებით საკმარისია 12 ან მაქსიმუმ 14 სამ მინისტრო. საქართველოში ახლა გაცილებით მეტია, პატარა ქვეყანა ამდენი სამინისტროსა და მოხელის შენახვისათვის სახსრებს ვერ გამონახავს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს ფუნქცია სხვა სამინისტროში განაწილდეს.

„მთავარი გაზეთი“: ბატონო პრეზიდენტო, ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა ნატოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით ჯერ არ დადასტურებულა. აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამის თაობაზე გააკეთოს ოფიციალური განაცხადი პრაღის სამიტის ფარგლებში?

თქვენ ბრძანეთ, რომ ასლან აბაშიძესთან შეხვედრისას გაირკვევა საკითხები დოკუმენტთან და ბიუჯეტის პრობლემასთან დაკავშირებით. გქონდათ თუ არა ამის შესახებ მასთან საუბარი, დაგეგმილია თუ არა, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს თბილისში და არა ბათუმში?

- არაერთხელ მქონდა შეხვედრა ჯორჯ რობერტსონთან, რამდენიმე თვის წინათ ვიყავი ბრიუსელში, სადაც შევხვდი ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს. არც რობერტსონს, არც მის კოლეგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ საქართველოს აქვს ნატოში გაწევრების სურვილი. მე ვთქვი, რომ 2005 წლისათვის ნატოში დავაკაკუნებთ-თქო, დაკაკუნებას შეიძლება განცხადების გაკეთებაც დაარქვა. თქვენ სიმართლესთან ახლოს ხართ.

მე შევთავაზე ასლან აბაშიძეს, ჩამოსულიყო თბილისში და ვუთხარი, რომ არანაირი საფრთხე მის სიცოცხლეს არ ემუქრება, რომ თავად დავხვდები აეროპორტში და მანქანით ერთად წამოვალთ. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, იგი ამისათვის მზად არ არის. არც მე ვაჩქარებ. საერთოდ კაცის აჩქარებას სიკეთე არ მოაქვს.

აფხაზეთის რადიო: მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებისა, რომ ამ საკითხს არ დაბლოკავდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთმა კვლავ დაბლოკა ეგრეთ წოდებული ბოდენის დოკუმენტი და, საერთოდ, უარი განაცხადა აფხაზეთის თემატიკის განხილვაზე. რა რეაქცია ექნება ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს?

- რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი იყო ამ დოკუმენტის დაბლოკვის პრობლემის თაობაზე, მაშინ როცა საკითხი იხილებოდა უშიშროების საბჭოში. მართლაც წლინახევრის განმავლობაში რუსეთი ამ დოკუმენტის წინააღმდეგ გამოდიოდა, ვეტოც კი დაადო. როცა ვლადიმერ პუტინს ამ დოკუმენტის შინაარსი გავაცანი, მან აღნიშნა, რომ გაკვირვებულია, რატომ უნდა იყოს რუსეთი ამ დოკუმენტის მიღების წინააღმდეგ. ამის შემდეგ ერთ კვირაში გამართულ უშიშროების საბჭოზე რუსეთმა ხმა მისცა ამ დოკუმენტს. ახლა არის პრობლემა - აფხაზები, შეიძლება რუსეთის გარკვეული მონაწილეობითაც, აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე ისინი მოლაპარაკების პროცესს არ დაიწყებენ. ვფიქრობ, ცოტა უნდა მოვიცადოთ და გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა თქვას თავისი სიტყვა. რას ნიშნავს ეს შემთხვევა, როცა არსებობს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება მოლაპარაკების დაწყების შესახებ და ეს არ სრულდება? ამ შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭოს წესდებით მინიჭებული უფლებები უნდა ამოქმედდეს, თუ როგორ ამოქმედდება, ეს უახლოეს დროში გახდება ნათელი.

თურქეთის საინფორმაციო სააგენტო: თურქეთში გამართულ პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ. როგორ შეაფასებთ ამ არჩევნების შედეგებს საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით?

- მაქვს დეტალური ინფორმაცია თურქეთში საქართველოს ელჩისაგან, ვიცი, რომ არჩევნები გაიმართა მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში. 10-პროცენტიანი ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა პარტიამ. ერთი უკვე დაასახელეთ, მეორეა სახალხო-დემოკრატიული. რაც შეეხება პოლიტიკას, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ორიენტირება, რომლებიც ჩამოაყალიბეს ამ პარტიათა ლიდერებმა წინასაარჩევნო პერიოდში, და საერთოდაც, თურქეთის ორიენტირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება. ჩვენ თურქეთთან გვაკავშირებს კეთილმეზობლური ურთიერთობა, მრავალმხრივი კავშირი.

გაზეთი „რეზონანსი“: ბატონო პრეზიდენტო, აზერბაჯანის „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შაჰდენიზის გაზსადენის მშენებლობა გაზაფხულისათვის გადაიდო. თქვენი აზრით, ამერიკასა და ერაყს შორის დაძაბული ურთიერთობა, თურქეთის კრიზისი ხომ არ მოახდენს გავლენას ამ პროექტის განხორციელებაზე?

- არ ვიცნობ ამ განცხადებას, მაგრამ ვიცი, რომ გაიმართა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი ნავთობსადენის“ კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს სხდომა და მოილაპარაკეს რამდენიმე ეტაპზე. პირველი ეტაპი არის საქართველოში მილებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობის შემოტანა გიგანტური ნავთობსადენის მშენებლობისათვის. ეს პროცესი ნოემბრის დამ მლევისათვის დაიწყება. რაც შეეხება მშენებლობის დაწყებას, თუ ეს პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო, არაფერია ტრაგიკული. მაგრამ ის, რომ პროექტი განხორციელდება, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, უკვე ძალიან დიდი თანხაა დახარჯული.

გაზეთი „24 საათი“: ჩვენი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარემ გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ნოვოროსიისკი-სუფსას ნავთობსადენზე. მან აღნიშნა, რომ თუ ეს პროექტი განხორციელდა, უდავოდ მოხდება გარდატეხა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, ასევე ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრაზე. თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია ეს პროექტი?

თქვენი კომენტარი გასულ კვირას გადაცემა „60 წუთში“ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის აკაკი ჩხაიძის წინააღმდეგ მოყვანილ ფაქტებზე. მისი მისამართით არსებობს პრეტენზიები ამერიკის ადმინისტრაციაშიც. კერძოდ, კონდოლიზა რაისის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, რომ ამერიკა არ გამოიყენებს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს, თუ რკინიგზა სახელმწიფო ბიუჯეტში არ დაიწყებს გადასახადის შეტანას...

- ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ იდეის დონეზე, და სავსებით შესაძლებელია ნოვოროსიისკიდან აფხაზეთის გავლით სუფსამდე, ანუ უფრო მოშორებითაც, შეიქმნას ახალი ტერმინალი და ნავთობის ნაწილის ტრანსპორტირება ამ ტერმინალის გამოყენებით მოხდეს. რამდენად არის მისაღები ეს იდეა რუსეთისათვის, ამის სერიოზული განხილვა ჯერ არ გამართულა. აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყოფილა, მაგრამ ეს არ არის სადღეისო ამოცანა. ჩემი დამოკიდებულება დადებითია, ამგვარი პროექტის განხორციელება სასარგებლო იქნება როგორც აფხაზ ზეთის კონფლიქტის გადაჭრის თვალსაზრისით, ისე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ეკონომიკური თანამშროლობის გასაღრმავებლად.

„საქართველოს რკინიგზა“ არის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზაცია, რომელმაც რამდენიმე წელიწადში მიაღწია თითქმის წარმოუდგენელ შედეგებს. მხედველობაში მაქვს გადაზიდვების, ტვირთების რაოდენობა, შენატანი ბიუჯეტში. თუ საქართველოში ნორმალურად ვინმე იხდის გადასახადს, ამ მხრივ ერთ-ერთია „საქართველოს რკინიგზა“. ხანდახან რკინიგზას ბიუჯეტში წინასწარაც შეაქვს თანხა. ის, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ამერიკაში პრეტენზიები წაუყენონ, ბიუჯეტში თუ არ შეიტან თანხას, შენი საქმე დაღუპულიაო, ტყუილია. ასეთი რამ „60 წუთში“ არ თქმულა. აკაკი ჩხაიძეს შეხვდნენ ადამიანები, არა მარტო კონგრესში, არამედ თეთრ სახლშიც, იგი ამერიკელ კოლეგებს ესაუბრა ფაქტებით და ციფრებით - თუ რა იყო საქართველოს რკინიგზა რამდენიმე წლის წინათ და რა არის დღეს.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომელსაც აკაკი ჩხაიძეს უყენებენ, მან ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ პროკურატურაში შეიტანა საქმე და უჩივის იმათ, ვინც ბრალს სდებს. ღმერთმა ქნას, მართალი იყოს, თუ არ არის მართალი, ჩხაიძე პასუხს აგებს.

„ჩვენ არა ვართ კმაყოფილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობით, აქ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიცით, რა გვინდა და რა უნდა გავაკეთოთ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 ნოემბერი. - №269 (4328). - 2 გვ.

105 „ქვეყანაში არ შეიძლება იყოს იმაზე მეტად პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხი, ვიდრე ბიუჯეტია“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
4 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- ინტერვიუს ამჯერად ეკონომიკის თემით დავიწყებთ. გასულ კვირას თბილისში გაიმართა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ძირითადი ნავთობსადენის კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს სხდომა. ამას გარდა, რას გამოყოფდით გასული კვირის იმ მოვლენებიდან, რომელთაც ეკონომიკური შინაარსი ჰქონდათ? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ძირითადი ნავთობსადენის კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს სხდომები, როგორც წესი, დიდ ბრიტანეთში იმართება. ანუ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაიმართა გასვლითი სხდომა, თანაც სწორედ ჩვენს დედაქალაქში.

ამით ინვესტორებმა (იმ დიდმა კომპანიებმა, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ) და მათ მიღმა მყოფმა სახელმწიფ ფოებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს როლსა და მნიშვნელობას ამ პროექტის განხორციელებისას.

როგორც ცნობილია, ოთხშაბათს გამართული სხდომა მთლიანად მილსადენის მშენებლობას მიეძღვნა. მოვისმინეთ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის გიორგი ჭანტურიას ინფორმაცია.

ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია, ერთი მხრივ, საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების, მეორე მხრივ კი, ინვესტორების, ნავთობკომპანიებისა და მათი კონტრაქტორების მუშაობის კოორდინაცია.

ამ მიზნით შეიქმნა საგანგებო სამთვრობო კომისია. უფრო ზუსტად, შეიძლება ითქვას, ახალი ძალით ამოქმედდება ის ორგანო, რომელიც ჯერ კიდევ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ფუნქციონირებისას შევქმენით.

ხსენებული სისტემის თავისებურებანი კი ის გახლავთ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე პრეზიდენტი, როგორც კომისიის თავმჯდომარე, პირადად მიიღებს გადაწყვეტილებას.

დირექტორთა საბჭოს წევრთა განცხადებით, ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ უმაღლესი მსოფლიო სტანდარტების დონეზე გარემოს დაცვის, აგრეთვე მოსახლეობის დასაქმების, ქართული კომპანიების მაქსიმალურად ჩაბმის ქმედითს მექან ნიზმებს.

იგულისხმება აგრეთვე ტვირთების ტრანსპორტირება, საქართველოს რკინიგზის, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების სრული ძალით ამოქმდება, ფულადი კომპენსაციები მიწათმფლობელთათვის, ინფრასტრუქტურის ყოველმხრივი განვითარება და სხვა.

აქვე შევნიშნავ, რომ პროექტის უკლებლივ ყველა კომპონენტის განვითარებაში აქტიურად ჩაებმებიან არასამთავრობო სექტორი და მთლიანად ფართო საზოგადოება.

ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიურ საკითხებს, განსაკუთრებით, ბორჯომის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და არსებობს ამისათვის 100-პროცენტიანი გარანტია ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები, მთლიანობაში 60-ზე მეტი ექსპერტი მუშაობს ამ საკითხების შესწავლაზე.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში საქართველომ ჩამოაყალიბოს მილსადენის საკუთარი კომპანია და თავად განახორციელოს როგორც მილსადენების, ისე გაზსადენის შესაბამისი მონაკვეთების მართვა. ამასთანავე, ნავთობსადენის პროექტის რეალიზაციასთან ერთად, მეტად საშურია ქვეყანამ შეძლოს საკთარი რესურსების მოპოვებაც.

სწორედ ამ თვალსაზრისით აღვნიშნავ კომპანია „კანარგო ენერჯის“ პრეზიდენტთან შეხვედრას. ეს კომპანია საქართველოში 1996 წლიდან აწარმოებს ნავთობსაძიებო სამუშაოებს. ინვესტიციათა ოდენობამ 50 მილიონ დოლარს მიაღწია. მოპოვებულია 400 ათასი ტონა ნედლი ნავთობი. ამჟამად მიმდინარეობს ბურღვები ნინოწმინდა-პატარძეულის მიდამოებში, რომ მელზეც ინვესტორები დიდ იმედს ამყარებენ.

მაგრამ აქ ერთმა ძალზე მტკივნეულმა პრობლემამ იჩნა თავი. როგორც ცნობილია, „კანარგოს“ მეშვეობით, საქართველოში ფუნქციონირებს ქართულ-ამერიკული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა.

კომპანიის პრეზიდენტმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას არათუ გააფართოოს წარმოება, არამედ თუნდაც არსებული სიმძლავრეები შეინარჩუნოს. ანუ, ბიზნესმენი იძულებულია მოპოვებული ნავთობი სხვა ქვეყანაში წაიღოს გადასამუშავებლად მაშინ, როდესაც აქვე აქვს მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ასეთი საგადასახადო ნორმა? ისინი გადახდის წინააღმდეგი კი არ არიან, ლაპარაკია საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც მომგებიანი იქნება როგორც სახელმწიფოსათვის, ისე ბიზნესმენისათვის. თანაც, მიაქციეთ ყურადღება, ამჟამინდელი უღმერთო დაბეგვრის პირობებშიც კი „კანარგოს“ ქარხანა მილიონ ლარს იხდის ბიუჯეტში.

კიდევ ერთი მოვლენის შესახებ: გასულ კვირას ჩვენს ქარხანაში სტუმრად იმყოფებოდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ბიზნეს-ჯგუფის დირექტორი ოლივიე დეკამპი. ვიზიტის ძირითადი მიზანი გახლდათ ევრობანკის დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის განხილვა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებნის ბანკმა საქართველოში საბოლოო ანგარიშით 200 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. დაფინანსდა 23 პროექტი. მათ შორის, საბანკო, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. განვიხილეთ ენგურჰესის სარეაბილიტაციო პროექტი. მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და პროექტი სრული ძალით უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

გარდა ამისა, ევრობანკი მონაწილეობას მიიღებს „საუკუნის პროექტის“ განხორციელებაშიც. დაგეგმილია დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

სხვათა შორის, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ევრობანკი მხოლოდ გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით უსაფ ფრთხო პროექტებს აფინანსებს. ამდენად, ბანკის მონაწილეობა მათი საიმედოობის გარანტიას ქმნის როგორც ფინანსური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით.

ნავთობსადენის პროექტი კი (კვლავ და კვლავ ვიმეორებ) უმაღლესი საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

- გასულ კვირას საპარლამენტო კომიტეტებში განახლდა საბიუჯეტო პროცესი. იგულისხმება მსჯელობა როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზე, ისე მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე. როგორ აფასებთ პროცესის მიმდინარეობას?

- ძალიან კარგია, რომ პარლამენტარები ესოდენ აქტიურად, დაინტერესებულად იხილავენ საბიუჯეტო საკითხებს.

მე ძალიან მინდა, ეს პროცესი ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერას ისახავდეს მიზნად და არა პირიქით, იმ პოზიტიური ძვრების უგულებელყოფას, რომელიც ნამდვილად თვალნათელია.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას 1998 წლის კრიზისული მოვლენების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს ესოდენ წარმატებულად და ინტენსიურად არ უმუშავია, მხედველობაში მაქვს გაერთიანებული და რეფორმირებული ფინანსთა სამინისტრო.

უკვე რამდენიმე თვეა, სისტემატურად სრულდება საგადასახადო შემოსავლების გეგმა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ პროცესში კვლავინდებურად არ მონაწილეობს აჭარა, ანუ ავტონომიურ რესპუბლიკაში აკრეფილი თანხები არა და არ ირიცხება თბილისში, ცენტრალური ხაზინის ანაგრიშზე.

შედეგი არ მოგვცა ჩვენმა წინადადებამ, შეიქმნას ერთობლივი კომისია ამ საკითხების გადასაჭრელად, ვფიქრობ, პარლამენტიც უნდა ჩაერიოს ამ საკითხში.

როგორც ჩანს, ბატონ ასლან აბაშიძეს არ აწვდიან სრულყოფილ, ინფორმაციას შექმნილი ვითარების შესახებ. აუცილებელია მას განემარტოს, რამდენად რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მე მზად ვარ ამისათვის იქ ჩემი წარმომადგენელი გავგზავნო, ეს შეიძლება იყოს თვით სახელმწიფო მინისტრი.

აქვე შევნიშნავ ზოგიერთების გასაგონად, ვინც დემაგოგიურად მოგვიწოდებს - „ნუ ვცდილობთ საბიუჯეტო საკითხების პოლიტიზირებას“: ქვეყანაში არ შეიძლება იყოს იმაზე მეტად პოლიტიკური და სახელმწიფობერივი საკითხი, ვიდრე ბიუჯეტია. და, აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც საბიუჯეტო პროცესებს უკავშირდება.

ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობ, რომ ცენტრალური ბიუჯეტის ფინანსურმა დანაკლისმა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან) რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა და ეს თანხა იზრდება.

ვიმედოვნებ, საბიუჯეტო პროცესი პარლამენტში ნორმალურად განვითარდება და ქვეყანა მომავალი წლისათვის მიიღებს ისეთ ბიუჯეტს, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ჩემს მიერ გამოქვეყნებული პროგრამის განხორციელება: „ახალი პროექტი ახალი საქართველოსათვის“, ე.ი. გაჩნდება განვითარ რების ელემენტები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭიროა.

- „ეი-ი-ეს თელასისა“ და „სემეკის“ შეთანხმებით, გაიზარდა დენის ტარიფი. გამოითქმის განსხვავებული აზრი მოსახლეობისათვის კომპენსაციის შესაძლებლობის შესახებ. როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- ამ შეკითხვაზე ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: მოსახლეობა აუცილებლად მიიღებს კომპენსაციას დენის ტარიფის გაზრდისათვის („ეი-ი-ეს თელასი“ ამჟამად იძულებულია გაზარდოს ტარიფი, თუმცა მომავალ წელს ტარიფის შემცირება დაიწყება). საამისო წყაროები გამოძებნილია, მზადდება პრეზიდ დენტის სპეციალური განკარგულებაც სათანადო მექანიზმების განსაზღვრით.

- გასულ კვირას თქვენ შეხვდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებს, რომლებმაც გთხოვეს პირადად მიაქციოთ ყურადღება მათი სოციალური პრობლემების გადაწყვეტას...

- ეს ძალზე შთამბეჭდავი შეხვედრა იყო ჩემს ძველ თანამებრძოლებთან. ბევრი მათგანი მახსოვს იმ წლებიდან, როდესაც საქართველოს ბედი წყდებოდა.

სამშობლოს წინაშე ღვაწლი და დამსახურება არავის არ უნდა დაეკარგოს. ვეტერანებმა ბევრი სამართლიანი საკითხი წამოჭრეს ხელისუფლების წინაშე. მათი თხოვნით, მე პირადად დავავალე სახელმწიფო მინისტრს ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს, ერთი თვის - თვე-ნახევრის განმავლობაში მომზადდეს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილეთა სოციალური დახმარებისა და მხარდაჭერის შესახებ მათი შრომითი მოწყობის საკითხების გადასაწყვეტად.

- გასულ კვირას საქართველომ აღნიშნა დიდი მეცნიერის ავლიპ ზურაბაშვილის იუბილე...

- საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერისა და ღვაწლმოსილი მამულიშვილის ავლიპ ზურაბაშვილის იუბილე უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით აღინიშნა მთელ საქართველოში, დედაქალაქსა და მის მშობლიურ ქიზიყში. ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო. აღდგა სკოლა, გაიხსნა ახალი ობიექტები, დაიდ დგა ძეგლი და ა.შ.

დამსახურებულ ადამიანთა ხსოვნის უკვდავყოფა შესანიშნავი მაგალითია ახალგზარდებისათვის. სამშობლო არავის დაუკარგავს ღვაწლსა და დამსახურებას.

- გუშინ თურქეთის რესპუბლიკაში არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. თქვენი კომენტარი...

- როგორც ჩვენი საელჩო და ელჩი ტარიელ ლებანიძე გვატყობინებს, არჩევნები თურქეთში ორგანიზებულად, მშვიდად და სამართლიანად გაიმართა.

არჩევნებში გაიმარჯვებს, ანუ 10-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების, აგრეთვე დენის ბაიკალის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიებმა.

პირველი განცხადებები ადასტურებს ამ პარტიათა ნებას საშინაო და საგარეო ურთიერთობაში შეინარჩუნონ ის პრიორიტეტები, რომლებზეც ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოა ორიენტირებული ბოლო წლების განმავლობაში. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი განცხადებებია.

- და ბოლოს, ამ დღეებში ტექნიკური უნივერსიტეტი თავის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს...

- ამ წლების განმავლობაში ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა, როგორც უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა.

თითქმის ყველა ობიექტი, რომელიც ცოტათი თუ ბევრად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, ტექნიკური უნივერსიტეტის აღზრდილთა ხელდასმითაა შექმნილი. უნივერსიტეტი, განსაკუთრებით ქვეყნის დამოუკიდებლობის წლებში, ერთ-ერთ მთავარ სამეცნიერო ცენტრად იქცა. არის საერთაშორისო პროექტების განხორციელების აქტიური მონაწილე.

ვულოცავ ამ სახელოვან კოლექტივს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტობას სახელოვან იუბილეს, ვულოცავ ბატონ რამაზ ხუროძეს, გამორჩეულ საზოგადო მოღვაწეს და აღიარებულ ორგანიზატორს ამ დიდ დღეს უნივერსიტეტის ცხოვრებაში და ახალ წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტობასთან და პროფესორ-მასწავლებელთან ერთად.

„ქვეყანაში არ შეიძლება იყოს იმაზე მეტად პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხი, ვიდრე ბიუჯეტია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 ნოემბერი. - №269 (4328). - 1, 2 გვ.

106 „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა როგორც უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი დიდი კერა“

▲back to top


ბატონებო, თქვენო უწმინდესობავ, მეგობრებო!

მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ თქვენ და ყველა თაობას, რომელიც დაარსებიდან ათწლეულების მანძილზეა დაკავშირებული საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან - ახლა უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მის შრომასთან, საქმიანობასთან, წინსვლასთან.

იუბილეების თავისებურება ის არის, რომ ხანდახან ნათქვამის გამეორება გიწევს. იძულებული ვარ, ზოგი რამ, რაც რექტორმა თავის შესანიშნავ გამოსვლაში ბრძანა, აგრეთვე სხვა ორატორებმა თქვეს, გავიმეორო, რადგან ამ პრობლემებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას აქვს გარკვეული მნიშვნელობა.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და სასიამოვნოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესანიშნავ, ღვაწლმოსილ კოლექტივთან შეხვედრა, რომელთანაც მრავალი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს.

ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა. მის სათავეებთან ჯერ კიდევ დიდი ქართველი მოძღვართ-მოძღვარნი - ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ანდრია რაზმაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი და სხვები იდგნენ.

ნიშანდობლივია, რომ პოლიტექნიკური ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაარსდა. მაშას სადამე, დიდ ქართველ განმანათლებლებს, ილია ჭავჭავაძის თანამოაზრეთ და თანამებრძოლთ იმთავითვე ესმოდათ ტექნიკური, საინჟინრო მეცნიერებისა და განათლების მნიშვნელობა თანამედროვე, სრულფასოვანი ერის ჩამოყალიბებაში.

მათი ანდერძი და მამულიშვილური ჩანაფიქრი პირნათლად შეასრულეს მეცნიერთა შემდგომმა თაობებმა.

ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა, როგორც უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი დიდი კერა.

მისმა აღზრდილებმა - ინჟინრებმა, მეცნიერებმა და მკვლევარებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს მრეწველობის, მთლიანად ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების საქმეში.

გასული საუკუნის ყველა დიდი ნაგებობა, სამრეწველო თუ სხვა საარსებო მნიშვნელობის საწარმოები - გზები, ხიდები, რკინიგზები, ენერგეტიკის ობიექტები, მათ შორის ენგურის უნიკალური კაშხალი და სხვა ქართული საინჟინრო აზრის შემოქმედებითაა განხორციელებული.

ამ კედლებში აღზრდილი შესანიშნავი სპეციალისტები მონაწილეობდნენ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების გიგანტურ საწარმოთა მშენებლობაში. ახლა ეს არეალი გაფართოვდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არიან წარმოდგენილნი.

მაგრამ ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ აღვიქვით სრულად, თუ რა სიმდიდრის პატრონი ვართ ტექნიკური უნივერსიტეტის სახით, როდესაც მისი პოტენციალი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს სამსახურში ჩადგა.

საკმარისია დავასახელოთ თუნდაც კოსმოსური ანტენა-რეფლექტორი და სხვა მრავალი დარგი, რომლებშიც საქართველო უკვე თანასწორად თანამშრომლობს მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებთან.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, აგრეთვე, ინფორმატიკის და მართვის სისტემის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა აქტიური მოღვაწეობა ქვეყნის აღმშენებლობის სხვადასხვა მიმართულებით. ისინი უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპლუატაციის უბადლო სპეციალისტები არიან.

მეცნიერებისა და განათლების ამ ტაძარში შეუძლებელია არ ვისაუბროთ მსოფლიოში მიმდინარე ციფრულ რევოლუციაზე, რომელმაც განვითარებულ ქვეყნებს უკვე შესძინა პოლიტიკური სისტემის გამჭვირვალობა და სტაბილურობა, მკვეთრი ეკონომიკური ზრდა, სოციალური დაცვის მაღალი დონე, მეცნიერული და კულტურული განვითარების უპრეცედენტო ტემპები.

მე არაერთგზის მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის შენარჩუნებას და თანასწორუფლებიან თანამშრომლობას მოწინავე ქვეყნებთან, თუ თავადაც ჩაებმება ციფრული რევოლუციის პროცესში და მიიღებს საგანგებო ზომებს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის, ანუ საინფორმაციო ტექნოლოგიათა სფეროში ჩამორჩენის დასაძლევად. ჩვენ ეს შეგვიძლია, საქართველოს აქვს საამისო ინტელექტუალური პოტენციალი.

ძალიან სასიხარულოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ინფრომატიკის ფრანგულ-ქართული ინსტიტუტი. მისასალმებელია ტექნიკური უნივერსიტეტის მიღწევები ციფრული რუკის შექმნისა და ქართულენოვანი ტექსტების კომპიუტერული ამოცნობის საქმეში.

ასევე დიდ წარმატებებს აღწევს კავშირგაბმულობის ფაკულტეტი და სხვა.

საგულისხმოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიო უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან, მათ შორის ატლანტის უნივერსიტეტთან. ასეთ ცენტრებთან თანამშრომლობაზე რამდენიმე წლის წინათ ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.

გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც ერის სრულფასოვნებას, მისი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას უპირველესად ტექნოლოგიურ სიახლეთა წვდომა განსაზღვრავს, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ამასთანავე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და სპეციალისტები წარმატებით იღწვიან ჩვენი ქვეყნის სათვის საარსებო მნიშვნელობის ისეთი საერთაშორისო პროე ექტების განსახორციელებლად, როგორიცაა „დიდი აბრეშუმის გზის“, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობგაზსადენის მშენებლობა და სხვა.

თავის მხრივ, ამ დიდი პროექტების ერთ-ერთი უმთვარესი დანიშნულება საქართველოს სამეცნიერო-საინჟინრო პოტენციალის გაძლიერებაა. ეს მართლაც დიდი და შესაშური ასპარეზი გახლავთ.

ათი წელიწადია, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა გამოყენებითი მატემატიკის კათედრა. ამ ხნის განმავლობაში კათედრის კურსდამთავრებულებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს, როგორც სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთ.

ჩემს ყურადღებას იპყრობს, აგრეთვე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ინჟინერთა თაოსნობით ჩამოყალიბებული საპროექტო-საკონსულტაციო ფირმა „გეოინჟინერინგი“.

ამ ორგანიზაციაში მუშავდება პროექტები, რომლებიც მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მსოფ ფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში დამუშავებულ ბევრ პროექტს აღემატება.

გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით ხორციელდება 9 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური პროექტი, მათ შორის ნატოს ხაზით.

ასევე შესანიშნავ წარმატებებს მიაღწიეთ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

ისიც უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდობის სულიერი აღზრდის მიზნით მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართელოს კათალიკოს-პატრიარქის ხელდასმითა და ლოცვა-კურთხევით ტექნიკურ უნივერსიტეტში დაფუძნდა თეოლოგიის (ღვთისმეტყველების) კათედრა.

ეს მართლაც ღვთისმიერი და საშური საქმეა, ვინაიდან ამით დასტურდება, რომ ქართული ტექნიკური ინტელიგენცია, სამეცნიერო პროგრესის, ტექნოლოგიური რევოლუციის მიუხედავად, ერის სულიერ-ზნეობრივ საყრდენთა ერთგული რჩება.

მივესალმები, აგრეთვე, სტუდენტი ახალგაზრდობის პოზიტიურ, კონსტრუქციულ აქტიურობას, როგორც უნივერსიტეტის მართვის, ასევე ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. რაც დრო გავა, ეს პრობლემა უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდება.

ამავდროულად, ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისათვის უაღრესად ღირსეულია იმ ტრადიციების გაგრძელება და გაღრმავება, რაც ათწლეულით ჩამოყალიბდა და მკვეთრად გამოხატული ეროვნული, მამულიშვილური პოზიციით გამოირჩეოდა.

საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები არიან თანსუ ჩილერი, ლეონიდ კუჩმა, რიჩარდ მაცკე, იონ ილიესკუ, მრავალი თვალსაჩინო მეცნიერი თუ მოღვაწე. ვამაყობ, რომ ეს მაღალი წოდება მეც მომენიჭა.

ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიღონებ, რათა შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ამ შესანიშნავ, უნიჭიერეს კოლექტივს მაშინ, როცა ხელისუფლების დახმარება და მისი სიტყვაა საჭირო.

პრეზიდენტის სტიპენდიას 12 ნიჭიერი ახალგაზრდა იღებს.

მომავალი წლიდან პროფესორ-მასწავლებლებს 30 პროცენტით მოემატებათ ხელფასი. ეს ცოტაა, მაგრამ ამით ვიწყებთ მოძრაობას იმ მიმართულებით, რომელიც აუცილებელია ჩვენი ხალხისთვის. და ეს მხოლოდ დასაწყისია: სახელმწიფომ განსაკუთრებით უნდა იზრუნოს თავისი უძვირფასესი განძის - ტექნიკური ინტელიგენციის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.

კიდევ ერთხელ, სულითა და გულით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს პროფესორ-მასწავლებლებს, იმ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ვინც ამ კედლებში იღწვის, აგრეთვე, ჩვენს მომავალს - სტუდენტობას. გისურვებთ შემდგომ წარმატებებსა და როგორც მეცნიერულ, ისე პედაგოგიურ გამარჯვებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

გაუმარჯოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს!

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა როგორც უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი დიდი კერა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 6 ნოემბერი. - №270 (4329). - 1, 2 გვ.

107 კომპიუტერულ პროგრამებში შავი ზღვის აუზის ქვეყნების მოსწავლეთა პირველი საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს

▲back to top


ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს სტუმრებო და ჩემო ახალგაზრდა თანამემამულენო, სულითა და გულით მოგესალმებით კომპიუტერულ პროგრამათა საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს.

თქვენ ყველაზე უკეთ გრძნობთ და აფასებთ საინფორმაციო ტექნოლოგიათა მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში.

კომპიუტერმა, კომპიუტერულმა პროგრამებმა ძირეულად შეცვალეს ჩვენი ცხოვრება და სრულიად ახალი პერსპექტივებიც შექმნეს.

მართალია, ამ სფეროში ჯერ კიდევ არსებობს დიდი სხვაობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის, მაგრამ ჩვენ აქტიურად მივისწრაფვით ციფრული განხეთქილების აღმოფხვრისაკენ.

ახლახან თბილისში გაიმართა მასშტაბური ფორუმი, რომელიც სწორედ საქართველოს ციფრული განვითარების და ახალი ტექნოლოგიების სრულფასოვნად დამკვიდრების საკითხებს მიეძღვნა.

ამ ფონზე, ძალზე სასიხარულო და სასიამოვნოა, რომ ასეთი დონის პირველი ოლიმპიადა, შავი ზღვის ქვეყნების მონაწილეობით, სწორედ საქართველოში იმართება.

ინფორმატიკის სფეროში ქართველ ახალგაზრდათა წარმატება შესანიშნავი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად.

მთლიანად თქვენს თაობას შეუძლია იტვირთოს საინფორმაციო ტექნოლოგიათა განვითარების პასუხისმგებლობა თანამ მედროვე მსოფლიოში.

თქვენ ხართ „კეთილი ნების ელჩები“, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნების მომავალი განვითარება და თანამშრომლობის სიღრმე.

თქვენ დღეს ერთ ენაზე ლაპარაკობთ, რადგან სიყმაწვილეშივე ეზიარეთ კომპიუტერს, ინტერნეტს, ციფრულ ტექნოლოგიებს. ხვალ ეს ენა საკაცობრიოდ იქცევა და ხელს შეუწყობს რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი კონფლიქტების თავიდან აცილებას.

„მიუღწევლის მიღწევა მინდა“, ასე გამოხატავდა დიდი ქართველი პოეტი - მურმან ლებანიძე თავის დაუოკებელ სწრაფვას ახალი მწვერვალებისაკენ.

გისურვებთ გამარჯვებებსა და წარმატებებს ახალ სიმაღლეთა წვდომისას.

ედუარდ შევარდნაძე

კომპიუტერულ პროგრამებში შავი ზღვის აუზის ქვეყნების მოსწავლეთა პირველი საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 ნოემბერი. - №272 (4331). - 3 გვ.

108 „გაჩნდა საწარმო, რომელსაც სიკეთე მოაქვს თქვენთვის და სიკეთე მოაქვს საქართველოსათვის“

▲back to top


ქსნის მინის ტარის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე
სიტყვა წარმოთქვა საქართველოს
პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ

[...]

- კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა და გაძლიერდა ახალი სიმძლავრეებით.

კარგად მახსოვს, რა იყო აქ თავის დროზე, სულ რამდენიმე წლის წინათ, ვიდრე კომპანია „შიშეჯამი“ შეისყიდიდა ქარხნის აქციებს.

მინდა ძალიან დიდი კმაყოფილება გამოვხატო იმის გამო, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა მრავალმხრივად ვითარდება. საქართველოში მუშაობს ასზე მეტი თურქულ-ქართული ერთობლივი საწარმო. ქსნის მინის ტარის ქარხანა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქარხნის ინვესტირებაში მისი სიმძლავრეების გაზრდის თვალსაზრისით მონაწილეობს ევროპის ბანკი და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

როცა აქ ერთობლივი მუშაობა დავიწყეთ, პრეზიდენტის რამდენიმე ბრძანებულება გამოიცა, რათა ქარხნის საქმიანობა თავიდანვე მაღალი ტემპით და ხარისხიანად წარმართულიყო. ახლა კი, შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე ფეხზე დამდგარი საწარმოა, რომელიც გამართულად მუშაობს. მან 2001 წლის განმავ ვლობაში 75 მილიონი ერთეული პროდუქცია გამოუშვა. ის ღუმელი, რომლის გაშვებასაც ახლა ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ, ფაქტობრივად, ახალი ქარხანაა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული ღუმელის ღირებულება 6 მილიონ 500 ათასი დოლარია. აღსანიშანავია, რომ ამ წლების განმავლობაში კომპანია „შიშეჯამმა“ მინის ქარხნის განვითარებისათვის 20 მილიონი დოლარი დააბანდა.

ჩვენ მიერ წარმოებული ყველა სასმელი, როგორც ალკოჰოლიანი, ასევე, უალკოჰოლო, ამ ქარხნის მეშვეობით გადის მსოფლიო ბაზარზე.

ჩვენთვის, საქართველოსათვის, დღეს დასაქმების პრობლემა ყველაზე მწვავე და რთულია. ქსნის მინის ქარხანაში 250-მდე კაცია დასაქმებული.

მინდა კომპანიის ხელმძღვანელობას ვუთხრა, რომ ამ საწარმოს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. საქართველოში დიდი ტემპით ვითარდება საკონსერვო წარმოება, გაშენებულია 10 ათასობით ჰექტარი ახალი ვენახი, საქართველოს აქვს სასმელი წყლის ამოუწურავი მარაგი (საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში), ევროკავშირში იხილება საკითხი ქართული ღვინის ევროპულ ბაზარზე შესატანად საქართველოსათვის ახალი კვოტის დაწესების თაობაზე. ყველაფერი ეს - თქვენი გასვლა მსოფლიო ბაზარზე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ხარისხიანად და ლამაზად იქნება შეფუთული და დაფასოებული პროდუქცია.

მიმაჩნია, რომ ეს საწარმო მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

კომპანიის ხელმძღვანელობას მინდა ვუთხრა, რომ ყოველთვის ვცდილობდი და მომავალშიც ვეცდები, მხარი დაგიჭიროთ თქვენს საქმიანობაში.

ასევე მინდა მივულოცო რაიონის მოსახლეობას ეს დღე. ბევრ თქვენგანს ვიცნობ. გილოცავთ, რომ გაჩნდა საწარმო, რომელსაც სიკეთე მოაქვს, თქვენთვის და სიკეთე მოაქვს საქართველოსათვის.

დასასრულ, მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოში ამ 2-3 კვირის განმავლობაში კიდევ მრავალი ახალი საწარმო გაიხსნება, დაიწყება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა, უახლოეს დღეებში ამუშავდება რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ათასობით და ათიათასობით ადამიანი დასაქმდება. ის, რასაც შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს დასაქმების პრობლემასთან დაკავშირებით, აუცილებლად შესრულდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.

„გაჩნდა საწარმო, რომელსაც სიკეთე მოაქვს თქვენთვის და სიკეთე მოაქვს საქართველოსათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 ნოემბ ბერი. - №272 (4331). - 1, 2 გვ.

109 იოსებ ბუაჩიძის დაბადების 95 წლისთავთან დაკავშირებით

▲back to top


ბატონო იოსებ,

ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემის პატრიარქს, სამაგალითო მოქალაქეს, დაბადების დღეს გილოცავთ - მეტად დიდმნიშვნელოვან თარიღს - 95 წელს.

თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ საქართველოში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის დარგის განვითარებაში და საკმაოდ რთულ დროს უმწიკვლოდ ემსახურეთ ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს.

ბედნიერი კაცი ბრძანდებით, რადგან ქვეყნისათვის გააკეთეთ ყოველივე ის, რაც შეგეძლოთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას და თქვენი ქვეყნის გაძლიერებას.

მინდა კარს მომდგარი ასი წელიც მოგილოცოთ, რომელიც არც ისე შორსაა.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

იოსებ ბუაჩიძის დაბადების 95 წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 9 ნოემბერი. - №273 (4332). - 1 გვ.

110 თბილისი მათი შთაგონების წყარო იყო...

▲back to top


ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 9 ნოემბერს
რეკონსტრუირებული სომეხ საზოგადო
მოღვაწეთა პანთეონის გახსნაზე

[...]

უწინარესად, ნება მომეცით მივესალმო ესოდენ სასურველ და ძვირფას სტუმრებს, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ხოჯევანქის რეკონსტრუქციის დასრულების ერთობლივ დღესას სწაულში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

სომხეთში ჩემი ოფიციალური ვიზიტისას ერევნის სახელმწიფო უნმივერსიტეტში განვაცხადე, რომ ხოჯევანქის პანთეონის განახლება გახდება არა მარტო ორი ისტორიულად განუყოფელი ხალხის მეგობრობის კიდევ ერთი დასტური, არამედ იქნება ჩვენი მადლიერების გამოხატულება ასიათასობით სომეხის მიმართ, რომელთა ოქროს ხელებმა აშენეს საქართველო, როგორც აქ დასახელებული ხალხების საერთო სამშობლო.

თბილისში ყოფნისას სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი სავსებით დამეთანხმება, რომ საქართველოს სომეხი მოსახლეობა არ შეიძლება ჩაითვალოს დიასპორად ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით, რადგანაც ისინი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ხალხის განუყოფელ ნაწილს წარმოდგენენ და აქ მათი მთელი თაობები ცხოვრობენ.

ხოჯევანქის პანთეონში განისვენებენ მე-19, მე-20 საუკუნეების სომეხი ხალხის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები. მათი უმეტესობა დაიბადა, აღიზარდა და აგრეთვე ქმნიდა საქართველოში. სწორედ ამიტომ ხოჯევანქი გახდა წმინდა ადგილი ყველა სომეხისა და ყველა ქართველისათვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში მცხოვრებ სომხებს პანთეონის მონახულების საშუალება მიეცათ. დარწმუნებული ვარ, ასობით და ათასობით სომეხი ჩამოვა საქართველოში ამ პანთეონის დასათვალიერებლად. სიმბოლური და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სომხური პანთეონის რეკონსტრუქცია პირველად განხორციელდა სწორედ საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის პერიოდში თბილისის მერიის, ერევნის მერიის, საქართველოს სომეხთა კავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სომხური საზოგადოება იყო და კვლავაც რჩება ორი ქრისტიანი ხალხის ძმობისა და თანამშრომლობის გარანტად.

დიდი ყურადღებით ვეცნობი, თუ როგორ, რა პირობებში ცხოვრობენ სომხები სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი ყველგან შესან ნიშნავად იქცევიან, არასოდეს გამოდიან იმ სახელმწიფოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან.

საქართველო, შეიძლება ითქვას, სასიამოვნო გამონაკლისია. აქ ყოველ სომეხს, ბავშვს თუ ახალგაზრდას აქვს უფლება და იმის ყველა შესაძლებლობა, რომ შეისწავლოს საგნები და მეცნიერება თავის მშობლიურ სომხურ ენაზე. ამ მიზნებს 150-ზე მეტი სომხური სკოლა ემსახურება.

ვამაყობ, რომ საქართველოს მიწაში განისვენებენ მოძმე სომეხი ხალხის დიდი შვილები: ოვანეს თუმანიანი, რაფი, გაბრიელ სუნდუკიანი, ჯივანი და მრავალი სხვა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ დიდებული ადამიანების მრავალი ნაწარმოები ახალგაზრდულ წლებში ზეპირად ვიცოდი.

ამ წმინდა ადგილას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, ვაშენოთ ურთიერთობა ისტორიულად მეგობარ სომხეთთან, როგორც გვიანდერძეს ჩვენმა დიდებულმა წინაპრებმა.

თბილისი მათი შთაგონების წყარო იყო... // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 10 ნოემბერი. - №274 (4333). - 1, 2 გვ.

111 ბატონ გურამ ქაშაკაშვილს

▲back to top


ბატონო გურამ,

გულითადად გილოცავ დაბადების სამოცდაათი წლისთავს! გისურვებთ ჯანმრთელობას, შემდგომ შემოქმედებით მიღწევებს!

თქვენი ღვაწლი საყოველთაოდ ცნობილია. თქვენ უდიდესი ამაგი დასდეთ ქართულ მეტალურგიას. მრავალი წლის მანძილზე იყავით ჯერ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, შემდეგ კი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ღირსეული თავკაცი. მეტალურგების ქალაქმა ამიტომაც აგირჩიათ საქართველოს პარლამენტის წევრად, სადაც კვლავაც თქვენთვის ჩვეული საქმისადმი ერთგულებით ემსახურეთ ხალხსა და ქვეყანას. დღესაც დიდ მამულიშვილურ მოღვაწეობას ეწევით, უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტებს, მომავალ მეტალურგებს.

ბატონო გურამ, საქართველოს კიდევ დიდხანს სჭირდება თქვენი, მართლაცდა, ამოუწურავი ენერგია, თავდადება საქმისა და ქვეყნისათვის, თქვენი სიბრძნე. ღრმად მწამს, რომ ჩვენი მეტალურგია, ჩვენი მრეწველობა აუცილებლად აღორძინდება და თქვენ, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ამ საშვილიშვილო საქმეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო მეგობარო, ღირსეულო მამულიშვილო, სახელოვან იუბილეს.

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ გურამ ქაშაკაშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 10 ნოემბერი. - №274 (4333). - 1 გვ.

112 ფელიქს ღლონტს დაბადების 75 წელთან დაკავშირებით

▲back to top


ბატონო ფელიქს,

დაბადების დღეს გილოცავთ, შესანიშნავ ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოს სახ ხელმწიფო პრემიის ლაურეატსა და ღირსების ორდენის კავალერს.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ მრავალი დიდი ფორმატის მუსიკალური ნაწარმოების ავტორი და სიმფონიური აზროვნების დიდოსტატი ბრძანდებით, მაგრამ, გარდა შემოქმედებითი მოღვაწეობისა, წლების მანძილზე კიდევ ერთ, ძალზე მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევით - ზრუნავთ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდაზე.

ვიცი, მიუხედავად არსებული მრავალი წინააღმდეგობისა და სირთულისა, დაუღალავად შრომობთ.

წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში და კიდევ მრავალი ნაწარმოების შექმნას თქვენი მსმენელის, თქვენი მუს სიკის თაყვანისმცემლების სასიხარულოდ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ფელიქს ღლონტს დაბადების 75 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 ნოემბერი. - №275 (4334). - 1 გვ.

113 „ხალხს უნდა სჯეროდეს ხელისუფლების, ხალხს უნდა სჯეროდეს პოლიციის, იმის, რომ ჩვენ ყოველ წუთს, ყოველ საათსა და ყოველ დღეს ვდგავართ ჩვენი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა რესპუბლიკის მოედანზე გამართულ
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე

ბატონო ოფიცრებო და რიგითებო,
პატივცემულო თანამემამულენო

უპირველეს ყოვლისა, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, სტუმრებს, ყველას, ვინც მოვიდა დღევანდელი დღის აღსანიშნავად და ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ კოლექტივს, ქართულ პოლიციას პროფესიულ დღესასწაულს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია.

დაუვიწყარია მისი პოზიცია თუნდაც ცხრა აპრილის ტრაგიკული მოვლენებისას, როდესაც მან პირველმა მიიღო თავის თავზე მავანთა უპასუხისმგებლობითა და სხვათა უნიათობის შედეგად განხორციელებული დარტყმა.

სწორედ იმ დღიდან ეროვნული პოლიციის ჩამოყალიბება საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი გარდაქმნის ურთულესი პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყანაში კრიმინალთა თარეშის აღკვეთასა და სტაბილურობის დამყარებაში. მრავალი ჯანღონით აღსავსე ვაჟკაცი, ოჯახის ბურჯი და გულმხურვალე პატრიოტი შეეწირა ამ ბრძოლას - საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისათვის. მათი ნათელი ხსოვნა უკვდავია ჩვენს გულებში.

ფუჭი იქნებოდა თუნდაც საუბარი დამოუკიდებლობაზე, რომ არა კანონიერების დამკვიდრება, რაც შესაძლებელი გახდა ათასობით პოლიციელის მრავალწლიანი მუხლჩაუხრელი შრომისა და თავგანწირვის შედეგად.

პოლიცია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციური ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციო ონირებას, პიროვნებისა და საზოგადოების უსაფრთხოებას, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა შეუვალ დაცვას.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სულ ახლახან (აქ ითქვა ეს, მაგრამ მეც ვალდებული ვარ, ვთქვა რამდენიმე სიტყვა, რადგანაც ოპერაცია ჩემი ბრძანებით ხორციელდებოდა), პანკისის ხეობაში ჩვენი ქვეყნისათვის ურთულესი პრობლემის გადაწყვეტას დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან ჯარებს, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებსა და სხვა ქვედანაყოფებს, აგრეთვე უშიშროების ორგანოებს. თქვენ ამ საქმეში გეხმარებოდათ თავდაცვის სამინისტრო და ზოგიერთი სხვა უწყება.

ეს არის ნამდვილი გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ პოლიციელთა, შინაგანი ჯარების მებრძოლთა, ოფიცერთა და რიგითთა პროფესიონალიზმის, თავგანწირვის, უდიდესი პასუხისმგებლობისა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულის შედეგად და, ფაქტობრივად, უმსხვერპლოდ.

ისინი დღესაც ერთგულად ასრულებენ თავიანთ მხედრულ მოვალეობას სამშობლოს წინაშე, რათა საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე აღარასდროს იყოს ტერორისტებისა და კრიმინალების თავშესაფარი, იქ სამუდამოდ დამკვიდრდეს სიმშვიდე და წესრიგი.

მე ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობს შიდა ქართლში წესრიგის დამყარების ძალზე რთულ და საჭირო ოპერაციაში. ქვეყანა უკვე გრძნობს, რომ იქ პოლიცია ფლობს სიტუაციას. შემცირდა ან საერთოდ აღიკვეთა კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანა, შესაბამისად, საქართველოს კეთილდღეობის თვალსაზრისით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

შეიძლება ბევრმა ისიც თქვას, რომ რა დროს ზეიმია, როცა ქვეყანაში კვლავ ხდება დანაშაულობანი. გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საკმაოდ საგანგაშო და არცთუ უსაფუძვლო გამოსვლები მოვისმინე. დღევანდელ აღლუმს ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გარკვეული დატვირთვაც მაქვს - თქვენ გახსოვთ, თავის დროზე „კაკაბეთის ზარები“ დაირეკა, მას შემდეგ საქართველოში ბრძოლა კრიმინალების წინააღმდეგ არ შეწყვეტილა.

დაე, კრიმინალებმა, რომლებიც ცდილობენ საქართველოში შექმნან განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია და ხელი შეგვიშალონ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში, იცოდნენ, რომ ეს აღლუმი დღეს სწორედ ზარების დარეკვას ნიშნავს! ეს ნიშნავს იმას, რომ იწყება ახალი ეტაპი. მათ ჩვენ იქ მივუჩენთ ადგილს, სადაც ამას კანონი ითვალისწინებს.

დღეს საქართველო სახელმწიფოებრივად აღმშენებლობის ურთულეს გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. სამწუხაროდ, სწორედ ამ პრობლემათა შედეგად ყოველთვის ვერ ვახერხებთ სამართალდაცვის ორგანოთა, მათ შორის პოლიციის სათანადოდ უზრუნველყოფას ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ თავიანთი კონსტიტუციური და პატრიოტული მოვალეობის შესასრულებლად.

მე ძალიან კარგად ვიცი, რა სჭირდება დღეს პოლიციას. ჩვენ, ალბათ, 2 ან 3 წელიწადში, შეიძლება ცოტა მოგვიანებით, პოლიციას შევაიარაღებთ ისე, როგორც მოწინავე სახელმწიფოთა პოლიციები და სამართალდაცვის სტრუქტურები არიან შეიარაღებული.

ქვეყანა უკვე გამოდის კრიზისული ფაზიდან. ხორციელდება მრავალი დიდი პროექტი, რომელთაც მათი დამოუკიდებლობა და ყოველმხრივი განვითარება უნდა უზრუნველყონ.

პოლიციას ქმედითი ისნტიტუციური მხარდაჭერა ესაჭიროება: პარალელურად ვითარდება რეფორმა სასამართლო სისტემაში, თვით სამართალდაცვის თითქმის ყველა ორგანოში. შემუშავებულია სამართალდაცვისა და უშიშროების სისტემის რეფორმირების დასრულების კონცეფცია.

უდიდესი მადლიერებით აღვნიშნავ რეფორმათა განხორციელებისას ჩვენი მეგობარი ქვეყნების - ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების როლს, მხარდაჭერასა და დახმარებას. მე მადლობელი ვარ იმისათვის, რომ სწორად გესმით ამ რეფორმის მნიშვნელობა და დანიშნულება თქვენი ქვედანაყოფებისათვის და ზოგადად ჩვენი სამშობლოსათვის.

რეფორმის შედეგად დაიხვეწება პოლიციის სტრუქტურა, მკაფიოდ ჩამოყალიბდება მისი ფუნქცია და უფლებამოსილებანი. გაუმჯობესდება ტექნიკური და სხვადასხვა სახის უზრუნველყოფა. შესაბამისად გაიზრდება დამნაშავეობასთან ბრძოლის მარგი ქმედებაც.

ჩვენი საბოლოო მიზანია დამოუკიდებელი, სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნება, რომელშიც პოლიციისათვის მუდმივი და უცვლელი ამოცანა ადამიანის უფლებათა დაცვა გახლავთ.

სწორედ ამით გამოვლინდება ჩვენი უმთავრესი სახელმწიფოებრივი პრინციპი და ძირითადი ფასეულობა, რასაც ეფუძნ ნება ახალი საქართველო. ხალხს უნდა სჯეროდეს ხელისუფლების, ხალხს უნდა სჯეროდეს პოლიციის, იმის, რომ ჩვენ ყოველ წუთს, ყოველ საათსა და ყოველ დღეს ვდგავართ ჩვენი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე.

ცივილიზებულ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა, მის მიმართ ყველა მოქალაქის თანასწორობა შეუვალი პოზიციაა. ამავდროულად, კანონიერების დაცვას შეძლებს მხოლოდ კორუფციისაგან გათავისუფლებული სახელმწიფო სტრუქტურა.

კანონი მკაცრი და სამართლიანია როგორც მოქალაქეების, ასევე თვით მისი აღმასრულებლებისა და დამცველების მიმართ. ძლიერი, მაღალპროფესიული, სათანადოდ აღჭურვილი, კორუფციისაგან საბოლოოდ განთავისუფლებული პოლიცია საქართველოს მშვიდობიანი და სწრაფი განვითარების ერთ-ერთ გარანტად იქცევა.

ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, პირადად მინისტრს, ყველა თანამშრომელს პროფესიული დღესასწაული. გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას თქვენს ურთულეს საქმიანობაში.

მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი: საქართველოში კრიმინალების შემოტევის ახალი ტალღა დაიწყო. მოდით, ვაღიაროთ ეს სახალხოდ, საჯაროდ და ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის მთელ რიგ რეგიონებში არ არის სიმშვიდე, არის ადამიანების გატაცების ფაქტები და სხვა უმძიმესი დანაშაულობანი.

მე მინდა მოგიწოდოთ, მეგობრებო, ჩვენ ყველამ ერთად, ისე როგორც ეს პანკისში გაკეთდა, თუმცა იქ ჯერ კიდევ არ არის ოპერაცია დასრულებული, როგორც ეს შიდა ქართლში დავიწყეთ, ასევე სამეგრელოში, იმერეთში და სხვა რეგიონებში, მთელ საქართველოში უნდა შევძლოთ და დავამყაროთ წესრიგი, სხვაგვარად ქვეყნის აღმშენებლობაზე, ხალხის ნდობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მინდა ამ ისტორიული ამოცანების გადაწ წყვეტაში თითოეულ თქვენგანს წარმატება და გამარჯვება ვუსურვო!

„ხალხს უნდა სჯეროდეს ხელისუფლების, ხალხს უნდა სჯეროდეს პოლიციის, იმის, რომ ჩვენ ყოველ წუთს, ყოველ საათსა და ყოველ დღეს ვდგავართ ჩვენი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 ნოემბერი. - №275 (4334). - 1, 3 გვ.

114 „ევროპა თანდათანობით დგამს ნაბიჯებს, რათა მთელ კონტინენტზე მშვიდობა დამყარდეს და კონფლიქტებს ბოლო მოეღოს“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
11 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას საქართველოში ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ. როგორია მისი დასკვნა? გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე განიხილეს საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებათა შესახებ. - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზ ზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- სავალუტო ფონდის ამ მისიამ ძალზე ნაყოფიერად იმუშავა. ამჯერად ძირითადი მიზანი იყო შეთანხმებული პროგრამის მონიტორინგი და სამომავლო ამოცანების განსაზღვრა.

ნიშანდობლივია, რომ ფონდის დელეგაციამ, ძირითადად, დადებითად შეაფასა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება. ექსპერტული მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შარშანდელთან შედარებით მიმდინარე წლის დამლევისათვის 4 პროცენტს გადააჭარბებს, დაახლოებით 4,2 პროცენტი იქნება.

სტაბილურია ინფლაციის დონე - იგი სულ რაღაც 5 პროცენტია მთელი წლის მონაცემებით. ასევე დასაშვებ ფარგლებში მერყეობს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.

სტრუქტურულ რეფორმათა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც პროგრამით იყო შეთანხმებული, უკვე განხორციელებულია. თუმცა უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

სავალუტო ფონდის მესვეურთა აზრით, საკმაოდ დამაიმედებელია 2003 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრებიც.

ეს სავსებით რეალური მონაცემია. მათ შორის გათვალისწინებულია ნავთობსადენისა და გაზსადენის მშენებლობისათვის აუცილებელი ინვესტიციებიც.

ამავდროულად, კრიტიკულად აღინიშნა ვადაგადაცილებული დავალიანენები და საბიუჯეტო სფეროში არსებული პრობლემები. ეს ჩვენ ყველას გვაწუხებს და ვიცით, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა გადავწყვიტოთ.

მომდევნო მისია თბილისს გაისად, თებერვალში ეწვევა. ამის შემდეგ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო კვლავ განიხილავს საქართველოს საკითხს და გამოყოფს ახალ ფინანსურ რესურსებს რეფორმათა შემდგომი გაღრმავებისათვის.

გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის წევრებს წარუდგინა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი „საქართველოს პარლამენტისა და ხალხისადმი“ მიმართვაში დასახული პროექტის „ახალი საქართველოსათვის“ შესრულების ძირითად ღონისძიებათა შესახებ.

ეს დოკუმენტი ქვეყნის შემდგომი განვითარების თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებათა საბოლოო ჩამოყალიბებას მოიცავს. იგი ითვალისწინებს ღონისძიებათა შემუშავებას ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის, სამართალდაცვის სტრუქტურების, ეროვნული უშიშროების საბჭოს და თავდაცვის სამინისტროს რეფორმირების, პრივატიზაციის პროცესთა სრულყოფის, მწვავე სოციალურ პრობლემათა მოგვარების მიზნით.

დიდი ყურადღება ეთმობა რეგიონალურ პროექტებს, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

განკარგულებით ჩამოყალიბდა სპეციალური სამთავრობო კომისია სამინისტროებისა და უწყებების პასუხისმგებელ პირთა მონაწილეობით კონკრეტულ დავალებათა შესასრულებლად. მთელ ამ სამუშაოს, რეფორმის ახალ ეტაპს დასჭირდება 2-3-4 თვე, მაგრამ მუშაობა უნდა წარიმართოს დაჩქარებული ტემპითა და მაღალი ხარისხის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მთავრობის სხდომაზე, აგრეთვე, განვიხილეთ კანონპროექტები „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ და „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“.

ეს, გარკვეულწილად, სიახლეა (და სერიოზული სიახლე) ჩვენს ცხოვრებაში.

ამის თაობაზე ჩემს მიმართვაშიც ვისაუბრეთ: დღევანდელ პირობებში აუცილებელია სადაზღვევო პრინციპების დანერგვა სოციალურ სფეროში, მთლიანად ახალი საკანონმდებლო ბაზ ზის ფორმირება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სოციალურ უფლებათა რეალიზაციისათვის. ანუ კანონპროექტი განსაზღვრავს მოსახლეობის სავალდებულო სოციალური დაზ ზღვევის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი მთლიანობაში თვისებრივად ახალი საპენსიო სისტემის დამკვიდრებისათვის, რომელიც თაობათა სოლიდარულობას და დაზღვევის პრინციპებს დაეფუძნ ნება. აქამდე ამის გაკეთება არ ხერხდებოდა. ახლა სათანადო პირობები მომზადებულია.

და კიდევ ერთი საინტერესო თემა: ახლახან მომაწოდეს ძალზე საგულისხმო მონაცემები ქვეყანაში სასტუმრო ბიზნესის, სასტუმროების ქსელის განვითარების თაობაზე. შეიძლება ითქვას, ეს ბიზნესი გასაოცარი ტემპით იზრდება. ბოლო წლებში გაორმაგდა სასტუმროთა რაოდენობა. ანუ განუხრელად იზრდება სტუმართა რიცხვი. მნიშვნელოვანი თანხები შედის ბიუჯ ჯეტშიც. თუ არ ვცდები, ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტმა 52 მილიონი ლარი მიიღო.

კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით პარლამენტს, სასწრაფოდ განიხილოს ამ სფეროში ინვესტიციებისათვის შესაბამისი შეღავათების დაწესების წინადადება. რაც უფრო ჩქარა მივიღებთ ამ კანონს, მით უფრო დიდი რაოდენობით ინვესტიციები შემოვა. ინვესტორები უკვე ათვალიერებენ, სად შეიძლება ახალი სასტუმროების აშენება, რათა ისინი უფრო მისაწვდომი იყოს ყველა ტურისტისათვის.

ეს ეხება მთლიანობაში ტურიზმის განვითარებასაც, რომელიც, ენერგეტიკასთან ერთად, საქართველოსათვის პრიორიტეტული დარგია. და ამ შეღავათების გარეშე ინვესტიციების შემოსვლა ძალზე საეჭვოა.

ამას წინათ დეპუტატმა გოგი თოფაძემ (მას რამდენიმე დღის წინათ შევხვდი), წარმომიდგინა ბაკურიანის საკურორტო კომპლექსის განვითარების პროექტი. ბაკურიანის მთაზე 70-80 ჰექტარია. ეს არის უნიკალური ადგილები, რომელთა ათვისებას უდიდესი მომავალი აქვს. ბატონ გოგისთან ერთად სხვა ბიზნესმ მენებიც არიან. მიმაჩნია, რომ ეს კარგი დასაწყისია და მისასალმებელია.

საგადასახადო შეღავათების აუცილებლობას კი ბაზალეთის ტბის მაგალითიც ადასტურებს: აშენდა შესანიშნავი კომპლექსი, მაგრამ სრულფასოვნად ვერ ამოქმედდა სწორედ საგადასახადო სფეროში არსებულ წინააღმდეგობათა გამო. თუმცა, შეპირებები იყო.

არადა უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ სულ მცირე ხელშეწყობის შემთხვევაშიც კი საწარმოები შესანიშნავად ვითარდება.

ახლახან მოვინახულე მინის ტარის ქარხანა ქსანში, რომელიც თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს, გადასახადებს იხდის და 250 კაცი დაასაქმა. სხვა მრავალი საწარმოს დასახელებაც შეიძლებოდა, სადაც ხალხი მუშაობს, ხელფასებს იღებენ, პროდუქცია იქმნება და ბიუჯეტში სახსრებიც შემოდის.

- გასულ კვირას ენგურჰესზე მომხდარმა ავარიამ კვლავ დაძაბა ვითარება, თუმცა მანამდეც თბილისში უკვე იყო გამორთვები. რამდენად მძიმე ზამთარი მოგველის?

- კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რესურსული უზრუნველყოფის თვალსაზრისით ამჟამად შეუდარებლად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე წინა წლებში.

შეიძლება ითქვას, ზამთრისათვის ესოდენ კარგად მზად არასდროს ვყოფილვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ძალზე ინტენსიურად მუშაობს ენერგეტიკის სამინისტრო, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით. არსებობს წინაპირობა საიმისოდ, რათა იმუშაოს მრეწველობამ და მოსახლეობაც (გადახდის შესაბამისად) უზრუნველვყოთ ელექტროენერგიით.

თუმცა პრობლემებისა და მოულოდნელობებისაგან დაზღვეული არა ვართ. სერიოზული სირთულეები შეექმნა „ეი-ი-ეს თელასს“, რომელმაც 1999 წლიდან (გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ამ ციფრს) თითქმის სამასი მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ასობით მრიცხველი დაიდგა და მთელი ეს მოძველებული სისტემა მთლიანად გამოიცვალა.

უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს თბილისის გამრიცხველიანება, რაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საშვილიშვილო საქმეა.

საქართველოს სახელმწიფოს, სამწუხაროდ, არ ჰქონდა და დიდხანს არ ექნებოდა საშუალება გამოეძებნა ესოდენ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები დედაქალაქის ელექტროქსელისა და მთელი ინფრასტრუქტურის გამოსაცვლელად. ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ ეს კომპანია დარჩეს, გამოვიზამთრებთ და შემდეგ, იქნებ, გარკვეული ცვლილებები მოხდეს მის ფინანსურ მდგომარეობაში.

- საქართველოში სტუმრად იმყოფება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივნის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციათა დარგში ჟან მარი გენო. ისევ პერსპექტიულია თუ არა მშვიდობიანი გადაწყვეტის თემა იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლებიც მან უკვე გამართა?

- გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან უკვე საკმაოდ საინტერესო შეხვედრა და საუბარი გამართა ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ.

რა თქმა უნდა, ძირითადი თემა აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის შემდგომი განვითარებაა.

განიხილება კონკრეტული წინადადებები ახალი მანდატის შესაძლო ფორმისა და შინაარსის, აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლის შესახებ.

ამჟამად ბატონი ჟან მარი გენო აფხაზეთში იმყოფება, ხოლო ჩვენი შეხვედრა სოხუმიდან მისი დაბრუნების შემდეგ გაიმართება.

ვფიქრობ, ჩვენ ნაყოფიერად განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის საბოლოო დასრულების და ლტოლვილთა დაბრუნებას უკავშირდება.

ვფიქრობ, რომ არც პრაღის სამიტი დამთავრდება უშედეგოდ. გარკვეული შედეგი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ევროპა თანდათანობით დგამს ნაბიჯებს, რათა მთელ კონტინენტზე მშვიდობა დამყარდეს და კონფლიქტებს ბოლო მოეღოს.

- გასულ კვირას საკმაოდ მწვავე დისკუსია გაიმართა პარლამენტში. დებატები ეკონომიკური თემატიკით დაიწყო, თუმცა ზოგადპოლიტიკური ხასიათი შეიძინა. ზოგიერთმა გამომსვლელმა პირდაპირ დაგადანაშაულათ, რომ თითქოს სწორედ პრეზიდენტს არ სურს მინისტრთა კაბინეტის შემოღება და სხვა ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება.

- მართლაც ბევრი ძალიან უცნაური რამ მოხდა ამ დებატების დროს პარლამენტში.

თავისთავად მწვავე დისკუსია საკანონმდებლო ორგანოში არათუ ბუნებრივი, არამედ სასურველიცაა, მაგრამ ზოგიერთი მოსაზრება თუ საყვედური ყოველგვარი ობიექტურობის და თვით საღი აზრის ზღვარს სცილდება.

მაგალითად, იმავე მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, თითქოსდა სწორედ პრეზიდენტი აფერხებს ამ საკითხის განხილვას და გადაწყვეტას პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია.

არადა, კონსტიტუციის შესაბამისად სხვა რა უნდა მოიმოქმედოს პრეზიდენტმა? ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტულ პროექტთა პაკეტი (კონსტიტუციაში ცვლილებებისა) და შევიტანეთ იგი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოში.

„პარლამენტისა და ხალხისადმი“ ჩემს მიმართვაშიც ხაზგ გასმით აღვნიშნე, რომ მივესალმები, თუ პარლამენტი დაუბრუნდება და გადაწყვეტს ამ საკითხს.

სამწუხაროდ, ზოგიერთები სანახაობათა მოწყობითა და, პირდაპირ ვიტყვი, ცემა-ტყეპით არიან გართული, რაც გაცილებით იოლია, ვიდრე კანონპროექტზე მუშაობა.

ვიმეორებ: თავისი წინადადება პრეზიდენტს არ გაუწვევია, იგი ძალაში რჩება და მხოლოდ პარლამენტის პრეროგატივაა ამ საკითხის განხილვა.

ხოლო მინისტრთა კაბინეტის შემოღება რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა, ამაში ყველას ვეთანხმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი თავად არ გამოვიდოდა ასეთი ინიციატივით.

- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ვლადიმერ რუშაილოს შეხვდა. რა შეი იძლება ითქვას ამ ვიზიტის შედეგების შესახებ?

- ჩემი აზრით, ეს საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი ვიზიტი იყო. მოლაპარაკება, ძირითადად, შეეხო პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას. ბატონმა თედო ჯაფარიძემ თავის რუს კოლეგას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ რუსეთიდან შემოსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ისევე როგორც მათმა მეთაურებმა (ვიმეორებ, რუსეთიდან, ჩეჩნეთიდან შემოსულმა ბანდფორმირებებმა) საბოლოოდ და სამუდამოდ დატოვეს საქართველოს ტერიტორია.

რაც შეეხება საქართველოს საზღვრის დარღვევისათვის დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქეებს, მათი ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება საერთო ევროპული კონვენციების შესაბამისად, ევროსაბჭოსა და ევროსასამართლოს რეკომენდაციათა გათვალისწინებით, ყველა იმ იურიდიული საკითხის გადაჭრის შემდეგ, რომლებიც ამჟამად განიხილება. მე, სხვათა შორისა, სიტყვა მივეცი ბატონ პუტინს, რომ ექსტრადიციასთან დაკავშირებით დაბრკოლებები არ იქნებოდა, მაგრამ ევროსაბჭოს ჩარევა ახალი ელემენტია და ჩვენც და რუსეთმაც მეტად უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს საკითხი დაჩქარდეს.

მთლიანობაში, ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს უშიშროებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე როგორც რუსეთთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ნიშანდობლივია, რომ ამჟამად საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილი იყო სხვა შეხვედრებიც. ზოგიერთი მათგანი ვერ გაიმართა ობიექტური მიზეზების გამო, თუმცა დიალოგი გრძელდება და ბატონი თედო ჯაფარიძე (ასევე სხვა ჩვენი მოღვაწეებიც) შესაძლოა უახლოეს მომავალში კვლავ ეწვიოს მოსკოვს.

- უდიდესი რეზონანსი ჰქონდა ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გათავისუფლებას. თქვენ მიიღეთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის მადლობის წერილი, რომ მელშიც იგი გამოთქვამს სურვილს, პირადად შეხვდეთ პრაღაში ნატოს სამიტის მსვლელობისას...

- ერთი შეხედვით, თითქოს რა არის გასაკვირი, თუ მასშტაბური ღონისძიების შედეგად მოხერხდა მძევლის (ამ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის) გათავისუფლება, მაგრამ ამ მოვლენას, მართლაც მსოფლიო რეზონანსი ჰქონდა, ვინაიდან ზოგიერთებმა შეძლეს ერთგვარი სკეპტიციზმი დაენერგათ ოპერაციის წარმატებასთან დაკავშირებით.

ბატონი პიტერ შოუს გამოხსნა ნამდვილად იმ ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგი იყო, რომელიც პანკისის ხეობაში ხორციელდება.

საბედნიეროდ, კრიტიკულ მომენტში თავად პიტერ შოუმაც საზრიანობა გამოამჟღავნა და მოქმედებდა სპეცსამსახურთა მიერ ნავარაუდევი გეგმის შესაბამისად.

რა თქმა უნდა, გულით გავიხარე. როგორც იტყვიან, შვებით ამოვისუნთქე. პირადად ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის ელჩს. მივულოცე მისი მეშვეობით თავად პიტერ შოუსაც.

ჩვენთვის უმთავრესი ამ შემთხვევაში ქვეყნის სტუმრისა და ცნობილი ბიზნესმენის უვნებლად დაბრუნება.

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პირთა დასჯა, ვინც ეს თავხედური დანაშაული ჩაიფიქრა და განახორციელა. და ეს არ არის ერთადერთი დანაშაული.

ამავდროულად, უდიდესი დატვირთვა აქვს ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას.

ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა ევროპის გაერთიანებასთან, მაგრამ პიტერ შოუსთან დაკავშირ რებული ინციდენტის გამო ეს ურთიერთობა ერთგვარად შეფერხდა და გაცივდა.

დარწმუნებული ვარ, ამჟამად თანამშრომლობა ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. ასეთი განცხადებები უკვე გაკეთდა, მეც მქონდა საუბრები და ვფიქრობ, ევროკავშირთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური და პერსპექტიული გახდება.

- გუშინ პოლიციამ თავისი პროფესიული დღე აღნიშნა. გაიმ მართა პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმიც...

- ზოგიერთმა შეიძლება გაიკვირვოს კიდეც: რა დროს აღლუმებია, როცა ადამიანებს იტაცებენ, გახშირდა კრიმინალი და ასე შემდეგ.

მართლაც, უნდა ვაღიაროთ, რომ დანაშაულთა რიცხვმა იმატა, მაგრამ სახელმწიფოს ნამდვილად შესწევს ძალა და უნარი დამნაშავეთა სამყაროს საკადრისი პასუხი გასცეს.

ამგვარი მზადყოფნისა და შესაბამისი, მტკიცე გადაწყვეტილების დემონსტრირებას კი თავისი ფუნქცია აქვს, მათ შორის, საზოგადოებრივი რეზონანსის თვალსაზრისით.

ამასთან დაკავშირებით, მახსენდება ცნობილი „კაკაბეთის“ აქცია - „კაკაბეთის ზარები“, როდესაც კახეთი და მთელი საქართველო ფეხზე დადგა დანაშაულის აღმაშფოთებელი ფაქტის დასაგმობად.

ანუ ასეთი დემონსტრაციები ვინმეს კაპრიზი თუ კერძო სურვილის გამოვლინება ნამდვილად არ არის. მათი მიზანია დაამშვიდოს საზოგადოება, დაარწმუნოს იგი, რომ სახელმწიფოს შესწევს ძალა, აქვს ყველა საშუალება, რათა დაიცვას პიროვნებისა და მოქალაქის, ისევე როგორც მთელი საზოგადოების უფლებები.

ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, უშიშროების სამინისტროს, პროკურატურის, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრ როს მონაწილეობით პერიოდულად მოვისმინოთ ინფორმაცია კრიმინოგენური ვითარების შესახებ. ამ საკითხებით მუდმივად იქნება დაკავებული ეროვნული უშიშროების საბჭო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ჩათვლით. ისე კი, უნდა გითხრათ, რომ ეს აღლუმი მართლაც შთამბეჭდავი იყო თავისი რიცხოვნობით, მომზადების ხარისხით, ტექნიკის დონით და სხვ. ანუ არც ისე უძლური ვართ.

- სულ მალე, 17 ნოემბერს, დიდ ქართველ პოეტს მურმან ლებანიძეს დაბადების 80 წელი უსრულდება...

- ძალიან დიდი გულისტკივილით ვიხსენებ ბატონ მურმანს.

შესანიშნავია, რომ საქართველოს საზოგადოებას შევახსენეთ ამ მართლაც დიდი პოეტის დაბადების თარიღი, მით უმეტეს, რომ ბატონი მურმან ლებანიძისათვის წლევანდელი დაბადების დღე მე-80 და საიუბილეოა! საზოგადოებას აინტერესებს, რა ღონისძიებები ხორციელდება მურმან ლებანიძის ცხოვრებისა და შემოქმედების უკვდავსაყოფლად და ისიც, თუ ვინ დაიკავ ვებს მის პოსტს „რუსთაველის საზოგადოებაში“.

ამ დღეებში ჩემთან გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი თამაზ წივწივაძე და, თითქმის ყველაფერზე რაც კი საჭიროა პოეტის უკვდავყოფისათვის, დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, უკვე შევთანხმდით.

რამდენიმე საიუბილეო ღონისძიება წელსვე გაიმართება, მთავარი შეხვედრები კი - მომავალ გაზაფხულზე.

მოგეხსენებათ, გაზაფხული მურმან ლებანიძის უსაყვარლესი პერიოდი იყო. შეიძლება ითქვას, გაზაფხულის სილამაზით სუნთქავს მთელი მისი შემოქმედება.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეცვლის ბატონ მურმანს „რუსთაველის საზოგადოების“ ხელმძღვანელის პოსტზე, ეს საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტი საკითხი არ არის.

რა თქმა უნდა, პროცესში უშუალოდ არ ჩავერევი. თანამდებობა არჩევითია და გადაწყვეტილებას საზოგადოების ყრილობა მიიღებს.

თუმცა, ისიც შევიტყვე, რომ ბატონმა თამაზ ჭილაძემ განაცხადა თანხმობა თუ სურვილი, კენჭი იყაროს „რუსთაველის საზოგადოების“ პრეზიდენტის პოსტზე.

ერთს ვიტყვი მხოლოდ, მე რომ ამ საზოგადოების რიგითი წევრი და ყრილობის დელეგატი ვიყო, ჩემს ხმას ბატონ თამაზ ჭილაძისათვის, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ დავიშურებდი.

აქვე იმასაც დავძენ, რომ, პირადი შეხედულების მიუხედავად, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ „რუსთაველის საზოგადოების“ ყრილობაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულ ნებისმიერ პიროვნებასთან.

ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მურმან ლებანიძემ უზარმაზარი, მართლაც გიგანტური სამუშაო შეასრულა რუსთაველის საზოგადოების ავტორიტეტისა და მისი ჭეშმარიტი დანიშნულების აღდგენისათვის.

„ევროპა თანდათანობით დგამს ნაბიჯებს, რათა მთელ კონტინენტზე მშვიდობა დამყარდეს და კონფლიქტებს ბოლო მოეღოს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 ნოემბერი. - №275 (4334). - 1, 2 გვ.

115 „საქართველოს მასწავლებლობამ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობით გააკეთა იმაზე მეტი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იმ მენტალიტეტის გათვალისწინებით, რომლითაც ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა დავიწყეთ“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა განათლების სამინისტროს განახლებული
შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე

ქალბატონებო და ბატონებო,

უწინარესად, მინდა შეგახსენოთ, რომ ვემზადები ჩვენს მასწავლებლობასთან, განათლების სისტემის წარმომადგენლებთან სერიოზული საუბრისათვის იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთაც ჩვენი ხალხის წინაშე ახალი საუკუნე, ახალი ათასწლეული აყენებს.

ალბათ კიდევ რამდენიმე თვე დაგვჭირდება თქვენცა და მეც იმისათვის, რომ ასეთი საუბრისათვის მოვემზადოთ. შეიძლება ეს იყოს ყრილობა, კონფერენცია ან სხვა წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელზეც, სასურველია, ყველა რაიონი, ყველა სკოლა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ ახალ დროში, ახალ საუკუნეში, ახალ ათასწლეულში უნდა დავიწყოთ მსჯელობა, რა უნდა გაკეთდეს იმ საფუძველის ასაღორძინებლად, რომელსაც სკოლა და სახალხო განათლება ჰქვია.

ამიტომ ძირითად სასაუბროს იმ დღისათვის შემოვინახავ.

ახლა კი, რა თქმა უნდა, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს მართლაც შესანიშნავი შენობაა, ისეთი, როგორიც ეკადრება ისეთ მნიშვნელოვან სისტემას, რომელსაც სახალხო განათლება ჰქვია.

გილოცავთ ამ დღეს და მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა განათლების სისტემის რეფორმ მირებაში, განვითარებაში და მისი აღორძინებისათვის საფუძვლის ჩაყრაში.

უწინარესად მადლობის სიტყვებით მივმართავ, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბანკს და მის პრეზიდენტს ბატონ ვულფენსონს, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება, მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც შედარებით პატარა ქვეყანა ასეთ სერიოზულ დახმარებას იღებს.

ასევე მინდა მადლობის სიტყვებით მივმართო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელმაც 2,5 მილიონი ევრო გამოყო იმისათვის, რომ თბილისის სკოლებში, საბავშვო ბაგა-ბაღ ღებში წაიშალოს მიწისძვრის შედეგად დარჩენილი კვალი. დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოჩნდებიან სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით დაგვეხმარებიან.

ბევრი რამ ვნახე დღეს. იმ კაბინეტში გახლდით, სადაც ძალიან თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ შეიძლება შეესაბამოს ინტერნეტის მოთხოვნებს ქართული ენა და ჩვენს მშობლიურ ენაზე ვისარგებლოთ ტექნიკის ამ სიახლით.

ეს პირადად ჩემთვის სასიხარულო მოვლენაა. ვინაიდან, გლობალიზაციას, ახალი ტექნოლოგიების შემოსვას აუცილებლად მოჰყვება ისეთი პრობლემები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას იმას, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვიშენებია, დაგვიგროვებია. მხედველობაში მაქვს ჩვენი ეროვნული ტრადიციები და ის, რაც დღეს აქ ვიხილე, პირველი სიხარულია. მადლობა მის ავტორებს. როგორც ვიცი, ეს არ არის გამონაკლისი. უკვე რაიონებში, მთელ რიგ სოფლებში, ბავშვებს, მასწავლებლებს წარმოდგენა აქვთ, რა არის ინტერნეტი და როგორ შეიძება ვისარგებლოთ ჩვენი დროის ამ უდიდესი სიმდიდრით.

ჩვენ მრავალ სირთულეს მოგვიტანს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლა, მაგრამ უკვე ვხედავ, რომ მორალურად, და ფსიქოლოგიურად, პედაგოგიური საზოგადოება უკვე მზად არის ამ გამოცდის ჩასაბარებლად.

ასევე მინდა შევნიშნო ის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მთავრობისათვის, პრეზიდენტისათვის, პარლამენტის სათვის, დეპუტატებისათვის: არც ერთი სკოლა ყურადღების გარ რეშე არ უნდა დარჩეს.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან ძნელი და აუცილებელი გზა გავიარეთ. საქართველოს მასწავლებლობამ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობით გააკეთა იმაზე მეტი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იმ მენტალიტეტის გათვალისწინებით, რომლითაც ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა დავიწყეთ. ნურავის დაავიწყდება ის წლები, როცა სისხლისღვრა იყო საქართველოში და მხოლოდ 1995 წლიდან დაიწყო სერიოზული ფიქრი და მუშაობა იმაზე, რომ სკოლას - რეფორმირება, ჯანმრთელობის სისტემას გარდაქმნა სჭირდება და, საერთოდ, საზოგადეობამ ახლებურად უნდა იაზროვნოს.

ვფიქრობ, ახლა იმ ეტაპს ვუახლოვდებით, როცა სწორედ ამ ახლებურ მიდგომაზე, ახალ ტექნოლოგიებზე, ციფრულ რევოლუციებზე და სხვა იმ მოვლენებზე ვიფიქროთ, რომლებიც უკვე დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის.

მჯერა ჩვენი ხალხის ნიჭისა და უნარის, საოცარი ალღოსი. მჯერა, რომ იმას, რის მისაღწევადაც სხვა ქვეყნებს დასჭირდათ საკმაოდ დიდი დრო, მიუხედავად ჯერ კიდევ ერთგვარი გაჭირვებისა, საქართველოში ჩვენი რამდენიმე წელიწადში შევძ ძლებთ. ეს აუცილებელია, თუ გვინდა, რომ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო განვითარების ტემპს.

საზოგადოების მშენებლობა სკოლაში იწყება. პირველი კლასიდან, თუნდაც საბავშვო ბაღიდან იწყება იმ თაობის საზოგადოების მშენებლობა, რომელმაც ამ ასწლეულში უნდა იცხოვროს.

ეს უნდა ახსოვდეს ყველა პედაგოგს, განათლების სამინისტროს, მთელი კოლექტივი ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ჩვენ დღეს ბევრს ვლაპარაკობთ თვითმმართველობაზე.

არ შეიძლება მარტო ცენტრი მართავდეს ყველას და ყველაფერს. თვითმმართველობის კულტურა სკოლიდან უნდა დავიწყოთ. ბავშვი უნდა აზროვნებდეს, ფიქრობდეს, როგორ შეიძლება მან როგორც თავისი, ასევე მისი მეგობრების პრობლემები გადაწყვიტოს. ასეთი რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას თავს გავართმევთ.

და კიდევ ერთი საკითხი. საქართველო მრავალეროვნული ქვეყანაა და ამის უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მინდა ვისარგებლო დღევანდელი გამოსვლით და მადლობა შევუთვალო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ იქ, სადაც თავის დროზე ეროვნული უმცირ რესობები დასახლდნენ. მათი საერთო სურვილია, დაეუფლონ სახელმწიფო ენას, ქართულ ენას. მათ შესანიშნავად იციან, რომ მათი მომავალი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ამ მეცნიერების - ქართული ენის, სახელმწიფო ენის ათვისებას. მაგრამ ამას რომ თითოეული მათგანი აკეთებდეს სულითა და გულით, დიდი სიყვარულით, დიდი მონდომებით, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ სკოლებზე. ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ისინი თავიანთ სამშობლოში ცხოვრობენ და ამ სამშობლოში სახელმწიფო ენის ცოდნა ისევე აუცილებელია, როგორც მშობლიური ენის ცოდნა. გთხოვთ, ეს საკითხი ნუ დაგ გავიწყდებათ. ეს აუცილებელია. დღეს დაშვებულ შეცდომას, შეიძლება, სულ რაღაც 3-4 წლის შემდეგ, მძიმე შედეგი მოჰყვეს.

საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ სახალხო განათლებაზე, ზრუნავენ სკოლაზე, ბავშვებზე, მუშაობენ და იღწვიან სახელმძღვანელოების, ლიტერატურის შექმნისათვის და ა.შ. სკოლას ათასობით მეგობარი, ათასობით დამხმარე უნდა ჰყავდეს და არა მარტო ბიზნესმენი, არამედ ადამიანი, რომელიც მუშაობს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ყველა ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ეს ხვალინდელი დღეა, ეს საქართველოს მომავალია.

ვთხოვ, ბატონ ალეკო კარტოზიას, თავის კოლეგებთან, თავის თანამოაზრეებთან აქტივისტებთან ერთად მოიფიქროს, როგორ შეიძლება ამ ხალხის ღვაწლი აღვნიშნოთ. ბევრს არ ჩამოვთვლი, აქ, ძირითადად, ასეთი ადამიანები ხართ. აქ უკვე დაასახელეს ნოდარ ამაღლობელი. მე მას მეორე ჯილდოთი დავაჯილდოებდი, რადგან ვხედავ, როგორ მუშაობს იგი პარლამენ ნტში იმისათვის, რომ საქართველოს სკოლის ინტერესები იყოს დაცული.

ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ადამიანები.

გმადლობთ ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ.

„საქართველოს მასწავლებლობამ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობით გააკეთა იმაზე მეტი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იმ მენტალიტეტის გათვალისწინებით, რომლითაც ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა დავიწყეთ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 13 ნოემბერი. - №276 (4335). - 1, 2 გვ.

116 „დღეს მე მოვედი თქვენთან, როგორც თანასწორი თანასწორთან და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. მინდა ვიმუშაო ისე, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის, თქვენ და თქვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, იყოს თანაბარი სახელმწიფოსა და კანონის წინაშე“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა ინვალიდთა და ვეტერანთა არასამთავრობო
ორგანიზაციების ფორუმზე „21-ე საუკუნე ყველასათვის“

ფორუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. „ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა, - ბევრ თქვენგანთან ადრეც მქონია კონტაქტი, გვისაუბრია, მომისმენია. ვიცი ჩვენი საერთო ტკივილი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, რომლებსაც სახელმწიფო და ჩვენი საზოგადოება ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მუდმივი ტკივილი, მისი განკურნება შეიძლება, თუ ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთიანი, თუ ცალკეული პარტიების ინტერესებზე უფრო მაღლა დავდგებით, თუ ყველა პარტია გაერთიანდება საქართველოს ძლიერებისათვის, საქართველოს ყველა მოქალაქის, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისათვის. ეს პროცესი იწყება და, მართალია, ეს ძალიან ძნელი გზაა, ჩვენ იგი უნდა გავიაროთ.

ვუსმენდით თითოეულ თქვენგანს და მინდოდა ძალიან კრიტიკულად აღმექვა, რა არის განსხვავება, რა პრობლემებს აყენებთ და რა გაწუხებთ თქვენ და ესმის თუ არა ეს ხელის სუფლებას, არის თუ არა ეს მისი ტკივილი. იმ პრობლემათა შორის, რომლებზეც აქ ილაპარაკეს ორატორებმა, მე ვერ ვხედავ გადაუჭრელ საკითხებს. შეიძლება დრო იყოს საჭირო, ერთი ან ორი წელი, მაგრამ საქართველოში დაიწყო ის პროცესი, რომელსაც ქვეყნის აღმავლობის დასაწყისი ჰქვია.

არ ვამბობ, რომ ჩვენ ახლა უკვე განვიცდით აღმავლობას, მაგრამ მისი დასაწყისი ფაქტია, ჩვენ ამ პროცესის მონაწილენი ვართ. აღმავლობის დაწყება კი ნიშავს იმას, რომ იგი ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, მათ შორის, იმ ადამიანებმა, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ.

რატომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში? სიმართლე გითხრათ, მე არასდროს ვყოფილვარ გულგრილი ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ. ჩემი ბავშვობიდან, ოჯახიდან მომყვება ეს ტკივილი, რადგან ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ჩემი უფროსი ძმა დაბადებიდან თითქმის ინვალიდი იყო, მოძრაობის უნარი ჰქონდა შეზღუდული. მაშინ იმდენი საშუალებებიც არ იყო, რაც თუნდაც დღევანდელ სახელმწიფოს აქვს, მაგრამ მან თავისი ნებისყოფით გზა გაიკაფა, საზოგადოებისათვის საჭირო კაცი გახდა და ბევრი რამ სასარგებლოც გააკეთა. ასე რომ, ოჯახიდან გამოყოლილი ეს ტკივილი, ჩემთვის დიდი ხანია ნაცნობია. შემდეგაც, ჩემი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნდობა გამომიცხადეს და გავხდი მაშინდელი, საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელი, ვცდილობდი ყოველთვის საქმის კურსში ვყოფილიყავი - რას აკეთებენ უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა ორგანიზაციები. ხშირად ვხვდებოდი ამ ადამიანებს, ბევრ მათგანს ვიცნობდი. ეს იყო ფინანსურად ძლიერი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებოდნენ სახელმწიფოს, იხდიდნენ გადასახადებს და ეწეოდნენ უდიდეს საქველმოქმედო, სპორტულ საქმიანობას და ა.შ. ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც დაუშვა დამოუკიდებელმა საქართველომ, იყო ამ სისტემის, ისევე როგორც ბევრი სხვა სისტემის, დანგრევა და დარბევა. ადრ რეც მითქვამს - იყო დასანგრევი სოფლად ყველა მეურნეობა, არქიმილიონერი კოლმეურნეობები, საწარმოები, რომლებიც გავძარცვეთ, გავყიდეთ კაპიკის ფასად?.. ბევრი შეცდომა დავუშვით. რა თქმა უნდა, იყო ობიექტური მიზეზებიც, სამოქალაქო ომი, სისხლიანი კონფლიქტები, რომელთა შედეგები დღემდე არ არის დაძლეული, მაგრამ სხვა ქვეყნები ამ გზით არ წასულან. არაფერი დაუნგრევიათ, შეინარჩუნეს ყველაფერი, რაც საბჭოთა ხელისუფლების დროს ხალხისათვის სასარგებლო შეიქმნა. ჩვენ რომ ეს სისტემა, თავისი პოტენციალით შეგვენარჩუნებინა, დღეს, ალბათ, სულ სხვა საუბარი გვექნებოდა. სამწუხაროდ, ახლა იმაზე ვფიქრობთ, როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომები და გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას.

დღეს მე მოვედი თქვენთან, როგორც თანასწორი თანასწორთან და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. მინდა ვიმუშავო ისე, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის, თქვენ და თქვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, იყოს თანაბარი სახელმწიფოსა და კანონის წინაშე, ამის გაკეთება სავსებით შეს საძლებელია.

ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მიაპყრო თქვენი ყურადღება. იგი კარგად იცნობს ამ სფეროს, ბევრ თქვენს კოლეგასთან ერთად უმუშავია. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დღევანდელი მინისტრიც ასევე კვალიფიციური, ამ საკითხებში კარგად ჩახედული კაცია და მე მაქვს იმის იმედი, რომ ეს სამინისტრო იქნება ძალიან კარგი ბერკეტი ჩვენს შორის იმისათვის, რომ ყველა პრობლემა, სახელმწიფოს შესაძლებლობების ფარგლებში, მოვაგვაროთ და გადავწყვიტოთ. როგორც უკვე გითხარით, გადაუწყვეტელ საკითხებს ვერ ვხედავ.

აქ ისეთი პრობლემები დასახელდა, რომლებზეც ლაპარაკიც კი უხერხულია, მათ შორის, საგადასახდო შეღავათების დაწესება. არც ისე ბევრი, დაახლოებით 25-30 ამ კატეგორიის ადამიანია დასაქმებული. არ არის ეს ის რაოდენობა და არც თანხაა ისეთი, რომელიც დაანგრევს სახელმწიფოს. ასეთი საგადასახადო შეღავათები უნდა არსებობდეს, ისინი უნდა დავაწესოთ. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თვითონ უნდა ილტვოდეს და ეძებდეს სამუშაოს, რადგან ეს მისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს, და სხვებთან, აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით, იგი პრივილეგირებული უნდა იყოს ხელფასის თვალსაზრისით. ალბათ, უნდა გამოიცეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ან ბრძანებულება, რომელიც სავალდებულო იქნება ყველასათვის, კერძოდ სექტორი იქნება თუ სახელმწიფო, იმის შესახებ, რომ ასეთი ადამიანებისათვის სამუშაო ადგილების გარკვეული რაოდენობა გამოიყოს. შეიძლება ეს იოლი პროცესი არ იყოს, მაგრამ ამ ბრძანებულებაში გათვალისწინებული იქნება მინისტრების, რწმუნებულების, გამგებლების, მერების პერსონალური პასუხიმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ეს მოთხოვნა შესრულდეს.

მე მინდა დავეთანხმო ყველა დებულებას, რომლებიც აქ გამოითქვა პედიატრიის საკითხებთან დაკავშირებით. ყველას სჭირდება ყურადღება, ვისაც პატარა ფიზიკური თუ სხვაგვარი ნაკლი მაინც გამოჰყვა, მაგრამ ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს ბავშვები. მე ჩავიწერე კიდეც აქ ნათქვამი სიტყვები: „ბავშვი დაბადებამდე უნდა იყოს ჯანმრთელი“. თუ არ არის ჯანმრთელი, მას საზოგადოებამ უნდა უპატრონოს, რადგან იგი და, ხშირ შემთხვევაში მისი ოჯახიც, აბსოლუტურად უმწეონი არიან. არც ასეთი ბავშვების რაოდენობაა ისეთი დიდი, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მათ ვერ უპატრონოს. აქ დაასახელეს რამდენიმე საბავშვო სახლი. მიმაჩნია, რომ კანონით შემოღებულ გაშვილების ინსტიტუტს, ზოგიერთ სხვა სიახლეს, რომლებიც ამ ბოლო დროს დავამკვიდრეთ, მიხედვა სჭირდება.

იმისათვის, რომ მოვახერხოთ კონცენტრირება ძირითად საკითხებზე, ალბათ, დაგვჭირდება სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნა. ერთი ასეთი კომისია, ბატონი ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით, უკვე არსებობს. იგი სწავლობს ომის ინვალიდების პრობლემებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის ზონაში იბრძოდნენ და რომლებსაც დღეს ჩვენ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ. ამას წინათ შევხვდი მათს წარმომადგენლებს და დავრწმუნდი, რომ ძალიან ბევრი საკითხის გადაწყვეტა, ჩვენი შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, დღესვე შეგვიძლია. შეიძლება ეს ერთიანი კომისიაც იყოს, მაგრამ მე მინდა, ეს ისეთი კომისია იყოს, რომელშიც იმუშავებთ თქვენც, თქვენი წარმომადგენლები, რომლებსაც ენდობით, ვინც უკვე პროფესიონალია. აქ გამოსვლებიდან ჩანს, რომ ბევრი მართლაც უკვე პროფესიულ დონეზე ფლობს ამ საკითხებს. ამ სამთავრობო კომისიაში, სამუშაო პირობებში განვიხილოთ ყველა საკითხი, რომლებიც დღეს აქ დააყენეთ, მათ შორის, კონკრეტული საკითხები, როგორებიცაა სამუშაოთი უზრუნველყოფა, დახმარება, მკურნალობა და სხვა.

მოგეხსენებათ, საქართველომ შეიმუშავა სიღარიბის დაძლევის სამწლიანი პროგრამა, რომელიც მოიწონეს მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. ჩვენი მთავარი დონორები და მეგობრები - ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და სხვა ქვეყნებიც იცნობენ ამ პროგრამას. მასში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომლებზეც დღეს იყო საუბარი. გთხოვთ, გაეცნოთ ყურადღებით და, თუ ეს პრობლემები ისე არ არის წარმოდგენილი, როგორც საჭიროა, გავითვალისწინოთ. ეს საკითხი იმიტომ გამოვყავი, რომ სიღარიბის დაძლევის ურთულესი პრობლემის გადაწყვეტაში უზარმაზარ დახმარებას გვპირდებიან ჩვენი მეგობრები - ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, სხვები. ამ გარანტიით ვიწყებთ მუშაობას ამ პრობლემაზე და ვფიქრობ, თქვენ მიერ წამოყენებული ბევრი საკითხის ამ პროგრამაში გათვალისწინება სავსებით შესაძლებელია.

მინდა სულითა და გულით მივესალმო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი. ძალიან კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საერთო ენა გამონახეთ. და ერთიანი ძალებით, მთავრობასთან, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ შევეცდებით, ეს პრობლემები დავძლიოთ.

მინდა დავეთანხმო გამომსვლელებს იმაში, რომ მოსაწესრიგებელია აღრიცხვა, მათ შორის, შრომისუნარმოკლებული ადამიანებისა. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ სად მიდის და როგორ იხარჯება თითოეული თეთრი. უნდა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია და სრული რწმენაც იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოძებნილი თანხები დანიშნულებისამებრ იხარჯება.

მინდა დაგეთანხმოთ, რომ საჭიროა სერიოზული შესწორებები შევიტანოთ ჩვენს კანონებში. კანონმდებლობას სრულყოფა სჭირდება. ჩვენ 3-4 წელია, რაც დავიწყეთ კანონშემოქმედებითი მუშაობა. 1995 წელს შეიქმნა კონსტიტუცია. მანამდე ამ პრობლემას ხელს ვერ მოვკიდებდით. ვმუშაობთ სისტემატურად. იქმნება უამრავი კანონი. ამ პროცესში, ბუნებრივია, უამრავი შეცდომაც დავუშვით და შეიძლება უამრავი ცოდვაც ჩავიდინეთ იმის გამო, რომ ზოგიერთი კანონი არ არის სრულყოფილი, მათ შორის, ის კანონები, რომლებიც თქვენ და თქვენს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ეხება. მე გაძლევთ სიტყვას, როგორც პრეზიდენტი, რომელსაც აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ვალდებულია იფიქროს კანონმდებლობის სრულყოფაზე და საბოლოოდ ხელს აწერს ყველა კანონს, რომ ჩემს კოლეგებთან და თქვენთან ერთად ვიმუშავებ, რათა საქართველოს ჰქონდეს სრულყოფილი კანონმდებლობა, მათ შორის, შეღავათების გავრცელების სფეროში.

არ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო დეტალებზე იმ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი - ბენზინის გადასახადების აკრეფასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები კომპეტენტური, თუ დღეს ვიტყვი, რომ მხოლოდ ეს სქემაა მისაღები. შეიძლება იგი მართლაც იდეალური იყოს, მაგრამ ესეც იმ სამთავრობო კომისიაში განვიხილოთ თქვენი მონაწილეობით, რომელზეც ვისაუბრე, და რომლის შესახებაც, ჩათვალეთ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. არსებობს სხვა პროექტებიც, მათ შორის, უცხოელების, იმ ქვეყნების მიერ შემოთავაზებული, სადაც საერთოდ არ იციან, რა არის აღურიცხავი ბენზინი ან უფაქტუროდ, უნებართვოდ შემოტანილი სარეალიზაციო საქონელი. ამ ქვეყნების გამოცდილებასაც ვითვალისწინებთ. ერთად ვიმუშავოთ. შეიძლება თქვენი სქემა იყოს მისაღები, შეიძლება სხვამ აჯობოს, მაგრამ მე მინდა, რომ ეს საკითხი თქვენი მონაწილეობით გადაწყდეს.

როგორც გითხარით, მე ვერ ვხედავ გადაუწყვეტელ საკითხებს. მომავალი წლის ბიუჯეტი გაცილებით უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტია. პირველ ნახევარში სერიოზული გარღვევა გვქონდა. მერე საგანგებო ღონისძიებები განხორციელდა და გაერთიანდა ფინანსთა სამინისტო და საგადასახადო სამსახური, რამაც თავისი შედეგი მოგვცა. გააქტიურდა ბრძოლა კონტრაბანდასთან და იგი მთელ რიგ რეგიონებში ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს. რაც უფრო ნაკლები იქნება კონტრაბანდა, მით მეტი შემოსავალი შემოვა ბიუჯეტში და სახელმწიფოსაც მეტი საშუალება ექნება იმისათვ ვის, რომ თქვენ 14 ლარი კი არა, 1-2 წლის შემდეგ გაორმაგებული ან გასამმაგებული თანხა მიიღოთ. დარწმუნებული ვარ, ამის საშუალება შეიქმნება. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ შეიკრიბეთ დღეს ასეთი სერიოზული, ღრმა და პრინციპული საუბრისათვის. მადლობელი ვარ, რომ მომიწვიეთ. მე გარკვეული აზრებითა და იდეებით დავბრუნდები სამუშაოზე და, როგორც იტყვიან, უკვე ხვალიდან და ზეგიდან შევუდგეთ ერთობლივ მუშაობას იმისათვის, რომ ლაპარაკი ლაპარაკად არ დარჩეს და ჩვენი საქმე ყოველდღიურად წინ მიდიოდეს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, სიხარული თქვენ, თქვენს ოჯახებს, მეგობრებს და მთელ საქართველოს.

„დღეს მე მოვედი თქვენთან, როგორც თანასწორი თანასწორთან და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. მინდა ვიმუშაო ისე, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის, თქვენ და თქვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, იყოს თანაბარი სახელმწიფოსა და კანონის წინაშე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 15 ნოემბერი. - №278 (4337). - 1, 2 გვ.

117 „ყველა უნდა ზრუნავდეს, რომ ის, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და მათგან მემკვიდრეობად მივიღეთ, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ახალ თაობებს“

▲back to top


საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ფონდის გამოფენა-პრეზენტაციაზე საქართველოს
პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

[...]

ძვირფასო მეგობრებო!

დღეს ღირსშესანიშნავ მოვლენას ვესწრებით. საშუალება გვაქვს, თვალი გადავავლოთ იმას, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდა მსოფლიო ბანკის დახმარებით, ჩვენი სპეციალისტების, ქართული კულტურის აღორძინების საბჭოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის წევრების აქტიური მონაწილეობით, მეცნიერების კონსულტაციებით. თქვენ დარწმუნდით, რომ თითოეული დოლარი მაქსიმალურად არის გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გადავდგათ კიდევ ნაბიჯი წინ, რათა სამომავლოდ უფრო მეტი გაკეთდეს. გასაკეთებელი კი ძალიან ბევრია.

მიმაჩნია, რომ, ალბათ, ასეთი შედეგი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო გარკვეული გამოცდილებაც.

არ შემიძლია, არ გავიხსენო საბჭოთა ხელისუფლების წლები, როცა საქართველოში პირველად შეიქმნა ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ამოცანა კულტურის ძეგლების დაცვა და გადარჩენა იყო. არ შემიძლია ასევე არ გავიხსენო დიდი პიროვნება, შესანიშნავი მეცნიერი და კარგი ორგანიზატორი ირაკლი ციციშვილი, რომელმაც მაშინ ეს უზარმაზარი საქმე ითავა და ძალიან ბევრი გააკეთა მრავალი ჩვენთაგანის დახმარებითა და მთელი საქართველოს მხარდაჭერით.

ასევე მინდა ჩვენი რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ ვთქვათ, რომ ტრადიცია, რომელსაც საქართველოში იმ წლებში ჩაეყარა საფუძველი და ახლა უკვე უფრო სხვა ხარისხობრივ დონეზე ახლებურად გრძელდება, არ უნდა დაიკარგოს. ყველა უნდა ზრუნავდეს, რომ ის, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და მათგან მემკვიდრეობად მივიღეთ, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ახალ თაობებს. სხვათა შორის, უნდა გითხრათ ისიც, რომ იმ წლებში სამხატვრო აკადემიაში სპეციალურად გაიხსნა რესტავრატორთა ფაკულტეტი, რომლის დამთავრების შემდეგ ბევრმა მხატვარმა-რესტავრატორმა მთელი თავისი საქმიანობა ძეგლების აღდგენასა და მათ შენარჩუნებას მიუძღვნა. ჩვენ ძალიან დიდი, უნიკალური გამოცდ დილება გვაქვს და მას გაფრთხილება სჭირდება.

არ შემიძლია განსაკუთრებული სიამოვნებით და სიყვარულით არ აღვნიშნო, რომ საბჭოში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მუშაობენ ბატონი დავით ნინიძე, ქალბატონი სესილი გოგიბერიძე და სხვები, რომლებიც დღედაღამ დაკავებული არიან კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პრობლემით და სარგებლობენ ხელისუფლებისა და მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

ვფიქრობ, ეს დახმარება გაგრძელდება. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ბატონმა ვულფენსონმა საქართველოში ყოფნისას მოინახულა მრავალი ძეგლი და მათი გადარჩენისა და აღდგენის საკითხში ფინანსური მხარდაეჭრა გადაწყვიტა. მას ჯერჯერობით საბოლოო უარი არ უთქვამს პროგრამის გაგრძელებაზე.

ამასთან ერთად, ჩვენ თვითონაც უნდა ვიფიქროთ და მარ რტო სხვის იმედზე არ უნდა ვიყოთ. საქართველოში დაიწყო გარკვეული ეკონომიკური აღმავლობა, რაც იმის გარანტიაა, რომ ჩვენ საკუთარი სახსრები, თუნდაც მცირეოდენი, მოვახმაროთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. რაც შეეხება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურის ძეგლებს, ეს საკითხი არაერთხელ დასმულა. ბატონ სულეიმან დემირელთ თან გვქონდა საუბარი ამ თემაზე. ვესწრებოდი კაშხალის გახსნის ცერემონიას, და სწორედ მაშინ ვუთხარი მას, რომ, თუ ეს მშენებლობა ოდნავ მაინც ზიანს მოუტანს ძეგლებს, ეს იქნება ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ დავუტოვებთ მომავალ თაობებს.

მაშინ მან კატეგორიული დავალება მისცა შესაბამის სტრუქტ ტურებს.

შემდეგ მოხდა ცვლილება თურქეთის ხელისუფლებაში. ამ საკითხზე ახალ პრეზიდენტთანაც გვქონდა საუბარი. როცა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საგანგებო ვიზიტად თურქეთში იმყოფებოდა, მან თურქეთის მეჯლისში წამოჭრა ეს საკითხი. საერთოდ, განწყობილება სასიკეთოა. ისინი მომხრე არიან, რომ ქართველი სპეციალისტები ჩავიდნენ, მოინახულონ ეს ძეგლები და, თუ საჭიროა, მონაწილეობა მიიღონ ზოგიერთი ძეგლის კეთილმოწყობაში, აღდგენასა და რესტავრაციაში.

ამასთან ერთად, ჩვენ ვცდილობთ, ამ საკითხში ჩავაბათ ევროპის სტრუქტურები, რომლებიც დაინტერესებული არიან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებითა და გადარჩენით. ეს გზაც მოსაძებნია, მაგრამ, ძირითადად, სამუშაო უნდა შესრულდეს საქართველოსა და თურქეთის ორმხრივი ურთიერთობის ფონზე.

ვფიქრობ, მუშაობა დროულად უნდა დავიწყოთ. მხოლოდ ზოგიერთ ჩვენ ავტორს მინდა მოვუწოდო: არ არის საჭირო ამ საკითხის პოლიტიზირება, არ არის აუცილებელი იმის ხაზგასმა, რომ ეს ჩვენ გვეკუთვნოდა და რატომ არ დავიბრუნეთ. თუ ასე ვილაპარაკებთ, მაშინ არაფერი გამოვა. თუ გვინდა ძეგლები გადავარჩინოთ, ყველამ თავი უნდა შეიკავოს. იქ მცხოვრებ მილიონობით ქართველს აინტერესებს ქართული ენა, ტრადიციები. ამ ისტორიულ პროცესს შეიძლება ჩვენ ზედმეტი პოლიტიზირებით ხელი შევუშალოთ. ვიმუშაოთ ერთად მთავრობამ, სპეციალ ლისტებმა. ვფიქრობ, ძეგლების გადარჩენა სავსებით შესაძლებელია. უნდა გითხრათ ისიც, რომ ზოგიერთი ძეგლის მიმართ თურქეთმა თვითონ გამოიჩინა ყურადღება და საკმაოდ დიდი თანხები დახარჯეს. მოგეხსენებათ, თურქეთი ერთ-ერთი დიდი ტურისტული ქვეყანაა და პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი დაინტერესებული არიან არა მარტო ქართული, არამედ ბერძნული, ბიზანტიური ძეგლების შენარჩუნებით. მიმაჩნია, რომ ამ საქმეს დღესვე უნდა მოვკიდოთ ხელი და სამომავლოდ არ უნდა გადავდოთ.

როგორც მოგახსენეთ, საკუთარი სახსრებიც უნდა მოვიძიოთ. განსაკუთრებით იმ რაიონებსა და ქალაქებში, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, საბჭოსთან შეთანხმებით, ჩვენი ექსპერტებისა და სპეციალისტების დახმარებითა და კონსულტაციებით უნდა გაიშალოს მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ძეგლი, რომელიც არ არის სასურველ მდგომარეობაში, გადავარჩინოთ.

მინდა ყველას, ვინც დღეს მობრძანდა და მონაწილეობდა ამ ისტორიულ საქმეში, მადლობა გადაგიხადოთ, მოგილოცოთ ეს პირველი წარმატება და გისურვოთ ახალი წარმატებები და მიღწევები იმისათვის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გადავარჩინოთ.

სხვათა შორის, დღეს გერმანელ მხატვარს ვერნერ რუდიგერს გადავეცი საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობები. ამ პიროვნებამ 1971 წლიდან მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქართული ტაძრების, ეკლესიებისა და ჩვენი ხუროთმოძღვრების ძეგლების სურათების შექმნას. მან, ფაქტობრივად, თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს მიუძღვნა. მისი სიტყვებია: არ უნდა დაიკარგოს ქართული მუსიკის პოლიფონიურობა ისევე, როგორც არ უნდა დაიკარგოს ქართული ხუროთმოძღვრების ის ნიმუშები და ის მემკვიდრეობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ეს არის უნიკალური ურთიერთობა ადამიანისა ბუნებასთან, უნიკალური ურთიერთობა ხელოვნებასთან და ადამიანის სულიერებასთან. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. მან შესანიშნავად იცის ქართული ენა და მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს შესწავლას. ასეთები უფრო მეტი და მეტი იქნებიან. ჩვენ ვფლობთ მართლაც ხელთუქმნელ სიმდიდრეს - მხედველობაში მაქვს კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება საერთოდ და, კერძოდ, ტაძრები, რომლებიც უნდა აღვადგინოთ, ავაღორძინოთ ჩვენი მუსიკალური ხელოვნება, რომელიც რაც უფრო მეტი წელი გაივლის, მით უფრო საინტერესო იქნება მსოფლიოსათვის და მსოფლიოს კუთვნილება გახდება.

„ყველა უნდა ზრუნავდეს, რომ ის, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და მათგან მემკვიდრეობად მივიღეთ, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ახალ თაობებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 ნოემბერი. - №280 (4339). - 1, 2 გვ.

118 „უნდა ვისწავლოთ დემოკრატიის პირობებში ცხოვრება და მუშაობა“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
18 ნოემბრის პრესკონფერენცია

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, დედაქალაქის დიდი ნაწილი ბუნებრივი გაზის გარეშეა დარჩენილი. იმის მიუხედავად, გადაიხდის თუ არა ქართული მხარე დარჩენილ თანხას - 250 ათას ლარს, სპეციალისტები აცხადებენ, რომ დედაქალაქის გაზით უზრუნველყოფას 2 კვირა დასჭირდება. ხომ არ არის ეს რაიმე პოლიტიკური დაკვეთა, იგულისხმება, რომ სახელმწიფო კანცელარიაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებზე საუბრობდნენ?

- არა მგონია, პოლიტიკურ მოვლენებთან გვქონდეს საქმე. იყო დაბრკოლებები, ქალაქის ბიუჯეტში არ შემოვიდა თანხა. ამის მიუხედავად, მე და სახელმწიფო მინისტრმა გავეცით განკარგულება, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოინახოს სათანადო სახსრები, გადაირიცხება თანხა და მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. ადრეც მითქვამს, რომ ჩვენს წინაშე ორი მთავარი ამოცანაა: ნორმალურად გამოვიზამთროთ და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დავაბინაოთ. ამისათვის უნდა გამოიძებნოს სახსრები. გვეხმარებიან მეგობარი ქვეყნები. კერძოდ კი, გერმანიის მთავრობამ სკოლებისა და საბავშვო ბაღების აღსადგენად 2,5 მილიონი მარკა გამოყო, ასევე დიდ დახმარებას გვიწევს გამოზამთრებისა და მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში ამერიკის მთავრობა. თუ გეგმაზომიერად და ნორმალურად ვიმუშავებთ, შესაძლებელია ორივე პრობლემა მოვაგვაროთ, თუმცა გარკვეული დაბრკოლებები გვექნება.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: ბატონო პრეზიდენტო, განიხილავთ თუ არა საკრებულოდან შემოსულ თხოვნას - დედაქალაქის მერის საკადრო საკითხთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ ერთმნიშნელოვნად ბრძანოთ - გაათავისუფლებთ თუ არა ვანო ზოდელავას დაკავებული თანამდებობიდან. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ამჟამინდელი მერი ახლად არჩეულ საკრებულოსთან მუშაობას, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკრებულოს 34 წევრი მას უნდობლობას უცხადებს?

- ამ საკითხზე საკმაოდ ვრცლად და დეტალურად ვისუბრე რადიოინტერვიუში, ნათლად ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია. საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ გამოზამთრების ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში ამ გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება დისკუსია გაგრძელდეს, მასში ჩაებას მოსახლეობა. მსურს, რომ ზედმეტი დრამატიზმის გარეშე შევძლოთ ამ სიტუაციიდან გამოსვლა. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის მხრივ გარკვეული პრობლემები იქნება, მაგრამ ამასაც უნდა შევეგუოთ და თანამშრომლობის ეს ფორმაც უნდა ვისწავლოთ. განა საქართველოს პარლამენტი ყველაფერში მეთანხმება? რამდენი პროექტი და გადაწყვეტილებაა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერ რილი და შეტანილი საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ჯერ განხილულიც არ არის. უნდა ვისწავლოთ დემოკრატიის პირობებში ცხოვრება და მუშაობა.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“: 19 ნოემბერს დაგეგმილია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც აფხაზეთის საკითხი განიხილება. აფხაზურმა მხარემ, კერძოდ, სოხუმის ხელისუფლების პრემიერმა ანრი ჯერგენიამ მოითხოვა ამ სხდომაზე დასწრება. მას ერთგვარი შუამდგომლობის გაწევა აღუთქვა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტად მყოფმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჟან მარი გენომ. თქვენი აზრით, რამდენად არის დასაშვები გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში აფხაზური მხარის მონაწილეობა?

- ვფიქრობ, ამ თხოვნას რეალური პერსპექტივა არა აქვს. არა მგონია, აფხაზური მხარე მიიწვიონ. მაშინ საკითხი სხვაგვარად უნდა განვიხილოთ. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზურ მხარეს მიიწვევენ, არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც 300 ათასი დევნილის ინტერესს წარმოადგენს და წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში. მაშინ ისინიც უნდა მიიწვიონ. თუ ეს ასე მოხდა, უშიშროების საბჭო მარტო დებატების მოსმენას მოუნდება. ვფიქრობ, სხდომა ჩვეულებრივი რეჟიმით უნდა გაიმართოს, მასში მონაწილეობას მიიღებს გაეროში საქართველოს წარმომადგენელი რეზო ადამია, შესაძლებელია გაემგზავროს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძეც. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ სხდომის ფარგლებში, უკვე მიღებულ დოკუმენტში რაიმე რადიკალური ცვლილება განხორციელდეს, ალბათ, იქნება მოთხოვნა, რომ დოკუმენტებით გათვალისწინებული პუნქტები შესრულდეს.

გაზეთი „ახალი თაობა“: ბოლო დროს გააქტიურდა საუბრები იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და გაოპოზიციონერებული საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი არცთუ ცუდ დამოკიდებულებაში არიან. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ სახელმწიფო მინისტრსა და ოპოზიციონერი სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ?

- სხვათა შორის, ეს საინტერესო აზრია. თუ ასეა საქმე, მაშინ გაცილებით გაგვიადვილდება დიალოგი საკრებულოსთან. თუ ავთანდილ ჯორბენაძეს ამდენი შესაძლებლობა აქვს, მაშინ რატომ არ უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ საკრებულოსთან ჩვეულებრივი დიალოგი წარიმართოს, ეს ცუდი არ იქნება. არა მგონია, რომ მთლად ასე იყოს საქმე.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ გიქმნით რაიმე დისკომფორტს პრაღის სამიტზე გამგზავრება იმ ფონზე, როცა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურებს, კერძოდ, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებს იქ არ იწვევენ? სოლიდარობის ფაქტორის გათვალისწინებით, ხომ არ გაგაჩნიათ სურვილი, თქვენც უარი გეთქვათ გამგზავრებაზე. ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი კი აცხადებს, რომ თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურებს პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე არაფერი ესაქმებათ. თქვენი აზრით, რა დადებითი მხარე ექნება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ამ ფაქტორმა რუსეთთან თანამშრომლობაზე ნეგატიურად იმოქმედოს?

- როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნამდვილად აპირებს პრაღაში გამგზავრებას. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ გაიმართა უკრაინის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში. ვფიქრობ, თანამეგობრობის დანარჩენი ქვეყნების ლიდერებიც მიიღებენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, უკვე დაგეგმილია ჩემი შეხვედრები სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. რაც შეეხება ბელორუსიას, აქ ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა. არსებობს სერიოზული პრეტენზიები, რომლის საქმის კურსში არა ვართ. პირადად ბელორუსიის ლიდერთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.

რას ველოდებით ნატოში გაწევრებით? ამ სამიტის ფარგლებში საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება. ამ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის სახელით გააკეთებს განცხადებას ნატოში წევრად შესვლის სურვილის შესახებ.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვს“: ბატონო პრეზიდენტო, იყო საუბარი, რომ ნოემბრის დამლევს უნდა გაკეთდეს განცხადება პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის დასრულებისა და ხეობიდან ჯარის გამოყვანის შესახებ. განხორციელდება თუ არა ეს? როგორ ფიქრობთ, ეს ოპერაცია ისე განხორციელდა, როგორც დაგეგმილი იყო?

- თითქმის ყველაფერი განხორციელდა. ხეობაში დარჩა კრიმინალების ჯგუფი, დაახლოებით 10-12 კაცი, ისინი ჩეჩნები არ არიან. ახლა არ შემიძლია ვთქვა, სად იმყოფებიან ისინი. ეს არ არის დიდი პრობლემა. შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების დანაპირები, რომ პანკისის ხეობაში წესრიგი დამყარდება და იქ ოპერაციის დასრულების შესახებ განცხადება გაკეთდება.

რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: ბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მიერ პრაღაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ნატო უფრო მეტად შეუწყობს ხელს აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტას?

- ნატო უშუალოდ არ მონაწილეობს კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაში. მიმაჩნია, რომ ნატოს გეოგრაფიული არეალის მასშტაბის გაფართოების თვალსაზრისით, ამ ორგანიზაციის შესაძლებლობანი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, რომელიც საკმაოდ არის დაინტერესებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრით. ასე რომ, ევროპული სტრუქტურების ხმა ყოველდღიურად გაძლიერდება, რა თქმა უნდა, საქართველოს სასარგებლოდ.

გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო, მთავრობის სხდომაზე თქვენ საკმაოდ ბევრი ილაპარაკეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ იქ კრიმინოგენური სიტუაცია უმძიმესია და ამის გამოსასწორებლად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შესაბამისი ღონისძიებანი უნდა განახორციელონ. ამ სხდომის მეორე დღეს გალის რაიონის გამგებლის მოადგილედ დავით შენგელია დაინიშნა. ეს ისეთი მწვავე რეგიონია, ჩემი აზრით, მისი გამგებლის მოადგილის დანიშვნა თვით საქართველოს პრეზიდენტთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ალბათ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ შეხვდება მოსახლეობას სკანდალური პიროვნების - დათო შენგელიას ამ თანამდებობაზე დანიშვნას. ეს არ იყო შეთანხმებული არც სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან, არც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან თამაზ ნადარეიშვილთან. ეს იყო ლონდერ ცაავას ინიციატივა. დავით შენგელიას დანიშვნიდან მეორე დღეს ბადრი პატარკაციშვილი საკუთარი ვერტმფრენით ჩაფრინდა სამეგრელოში, რათა მისთვის პირადად მიელოცა ამ თანამდებობაზე დანიშვნა. რეგიონში აქტიურად ლაპარაკობენ, რომ ეს ყველაფერი ხდება ვაჟა ლორთქიფანიძის პარტიისათვის მომავალ არჩევნებში ხმების მოსაგროვებლად თუ ნებით არა, მაშინ ავტომატით. როგორ აფასებთ ამ ფაქტს, სადამდე იცხოვროს რეგიონის მოსახლეობამ, ასე?

- წარმოდგენა არა მაქვს იმის შესახებ, საერთოდ არსებობს თუ არა ამგვარი თანამდებობა - გამგებლის მოადგილე. მით უფრო, ვინმე შენგელიას დანიშვნა. არა მგონია, რომ ეს ლონდერ ცაავას ინიციატივა ყოფილიყო, იგი ძალიან ფრთხილი და ზომიერი პიროვნებაა. რახან ასე დაისვა საკითხი, რამდენად სწორად არის მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამის უწყებებს მოველაპარაკები. არა მგონია, რომ ვაჟა ლორთქიფანიძე რაღაცით დაინტერესებული იყოს, თუ შენგელია არ იქნება მისი პარტიის წევრი, ცუდად წაუვა საქმე? რა შეუძლია შენგელიას?

რადიო „იმედი“: ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე კულტურის მინისტრმა საკმაოდ მკაცრად დასვა საკითხი უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. სესილი გოგიბერიძემ თავის მოხსენებაში ილაპარაკა დადიანების სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე, კერძოდ, იქ რესტორნის მშენებლობის შესახებ. როგორც ცნობილია, სწორედ დადიანების სასახლე არის ერთ-ერთი მუზეუმი, სადაც პრეზიდენტის სამუზეუმო ფონდი არსებობს. რა პოზიციას დაიკავებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო?

- სამწუხაროდ, არ ვიცნობ დეტალებს, თუმცა ამის შესახებ პრესაში დაიწერა. ზუგდიდში ადგილისა და ტერიტორიიის მეტი რა არის, მაინცდამაინც დადიანების სასახლის ტერიტორიაზე რატომ უნდა აშენდეს რესტორანი? იქ თუ რამე აშენდება, ეს დაკავშირებული უნდა იყოს ამ მუზეუმის ფუნქციონირებასთან. მით უფრო არ უნდა აშენდეს ისეთი ობიექტი, რომელიც ამ უნიკალურ გარემოს დაამახინჯებს.

„უნდა ვისწავლოთ დემოკრატიის პირობებში ცხოვრება და მუშაობა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 ნოემბერი. - №281 (4340). - 1, 2 გვ.

119 „დღეს უკვე მრავალი თვალსაზრისით მომზადებულია ნიადაგი, რათა საქართველომ ოფიციალურად დაადასტუროს ნატოში წევრად შესვლის სურვილი“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
18 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- დავიწყოთ ეკონომიკური თემით. მთავრობის სხდომაზე განიხილეთ ქვეყნის სანავსადგურო განვითარების კონცეფცია და სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარების პროექტი. გასულ კვირას ასევე გაიმართა თქვენი შეხვედრა კანადის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან. გარდა ამისა, რას გამოჰყოფდით გასულ კვირას განხილულ ეკონომიკურ საკითხთაგან? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- უწინარესად, კანადის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის გარკნუთსონის ვიზიტის შესახებ, რომლის მიზანი იყო საქართველოსა და კანადის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება და კანადის წარმომადგენლობის გახსნა ჩვენს ქვეყანაში.

საერთოდ, ბოლო დროს, კანადა მზარდ ყურადღებას ამჟღავნებს მთლიანად კავკასიის რეგიონის, მათ შორის, რასაკვირველია, საქართველოს მიმართ.

ეს, უწინარესად, განაპირობა რეგიონის საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდამ და გლობალურ ეკონომიკურ პროცესში მონაწილეობამ.

ბატონმა კნუთსონმა თავად აღნიშნა საუბრისას, რომ საქართველო და კავკასია მისი ქვეყნის მთავრობის საქმინაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართლება ხდება.

კანადის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, მაგალითად, გააქტიუროს განვითარების სააგენტოს საქმიანობა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ამერიკის განვითარების სააგენტოს რამდენად სერიოზული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანადელთა გამოცდ დილების გაზიარება ენერგეტიკული უშიშროებისა და მილსადენების ექსპლუატაციის, ჰიდროენერგეტიკის, რეგიონულ ორგანიზაციებში მოღვაწეობისა თუ სხვა სფეროებში, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მოწყობის თვალსაზრისით.

კანადის მთავრობამ განსაკუთრებული გულისხმიერება და თანადგომა გამოამჟღავნა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გვალვის შედეგთა ლიკვიდაციისას.

ამჟამად კანადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად, იწყებს მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ლიზინგის და კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესებას.

გათვალისწინებულია სპეციალისტთა მომზადება, კანონმდებლობის სრულყოფა და ინვესტიციათა ყოველმხრივი ხელშეწყობა.

გარდა ამისა, კანადის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი ქვეყანა კვლავაც დაგვეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებში და (როგორც ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელოვანი სახელმწიფო) მხარს დაუჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.

რაც შეეხება გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომას, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა წარმოადგინა ქვეყნის სანავსადგურო განვითარების ახალი ეტაპის კონცეფცია. განვიხილეთ შესაბამისი ბრძანებულების პროექტიც.

თვით საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა განსაზღვრავს ამგვარი კონცეფციის შემუშავების აუცილებლობას.

ჩვენი ნავსადგურები „დიდი აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებად იქცევიან და დიდწილად განაპირობებენ კიდეც „ევრაზიის დერეფნის“ წარმატებულ ფუნქციონირებას.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო დარგიდან შემოსავალი საქართველოში ყოველწლიურად 15-20 პროცენტით იზრდება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვიმკით მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგს.

კონცეფციაში დეტალურად არის აღწერილი ნავსადგურთა ამჟამინდელი მდგომარეობა და შემუშავებულია მათი განვითარ რების კონკრეტული პროგრამა.

იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, გამტარუნარიანობის ზრდა.

ჩვენდა საბედნიეროდ, რკინიგზის გამტარუნარიანობა ორჯერ აღემატება ნავსადგურების გამტარუნარიანობას. ე.ი. რკინიგზა არ გახდება დამაბრკოლებელი რგოლი დიდი მოცულობის ტვირთების გადატანისას.

ლაპარაკია არა მარტო ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების განვითარებაზე, არამედ ახალი ნავსადგურის ამოქმედებაზე, მათ შორის ყულევსა და ანაკლიაში.

ისინი ერთმანეთს არათუ ხელს არ შეუშლიან, არამედ სულ მალე ვერც კი აუვლენ ტვირთების უდიდეს ნაკადს, რომელიც საქართველოსაკენ დაიძვრება „საუკუნის პროექტის“ განხორციელებისას. შემდეგში, რა თქმა უნდა, დავუბრუნდებით ოჩამჩირისა და სხვა ნავსადგურების განვითარების პრობლემებს.

სხვა საკითხებიდან: მთავრობამ მოიწონა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის ბონდო ჯიქიას მიერ წარმოდგენილ ღონისძიებათა გეგმა 2002-2005 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. კარგად ნამუშევარი პროექტია და საკმაოდ შთამბეჭდავი ჩვენთვისაც და, განსაკუთრებით, რეგიონისათვის.

ეს არის უდიდესი პოტენციალის რეგიონი, რომელსაც შესანიშნავი პერსპექტივა აქვს. ღონისძიებათა პროგრამა ითვალისწინებს უწინარესად, მეჩაიეობის აღორძინებას, ვინაიდან ამ პროდუქტზე კვლავ დიდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზარზე. დიდია აგრეთვე ტურისტული სფეროს შესაძლებლობანი. ვგეგმავთ კონკრეტულ ღონისძიებებს მცირე საწარმოთა ასამოქმედებლად და საავტომობილო გზების გასაუმჯობესებლად. მაგრამ მეჩაიეობას განსაკუთრებით ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ აქ ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმდება და სწორედ ამ დარგიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ექნება მხარესა და თითოეულ ოჯახს.

ბუნებრივია, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს სოციალური დაცვის, მათ შორის მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროებში ქმედით ღონისძიებათა განხორციელებას.

- როგორც ცნობილია, 22 ნოემბერს გაიმართება ნატოს პრაღის სამიტი, რომელშიც თქვენ მიიღებთ მონაწილეობას. ვიცით, რომ ამჯერად ნატოში ბალტიის სამი სახელმწიფო უნდა გაწევრიანდეს. რა განცხადებას გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტი სამიტზე?

- ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას საქართველო (ისევე, როგორც თითქმის ყველა ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო) ჯერ კიდევ 1992-93 წლიდან, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შეუდგება.

შემდგომში მრავალმხრივი თანამშრომლობის სტრატეგია გაფორმდა ნატოს საგანგებო პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.

ჩვენ არც არასდროს დაგვიმალავს, რომ სწორედ კოორდინატთა ამ სისტემაში უნდა მოიპოვოს საქართველომ გეოპოლიტიკური უშიშროებისა და სუვერენიტეტის მყარი გარანტია. ამავე დროს ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვა რეგიონულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ისევე, როგორც გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებისათვის.

მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და სჭირდება სათანადო პირობებიც.

დღეს უკვე მრავალი თვალსაზრისით მომზადებულია ნიადაგი, რათა საქართველომ ოფიციალურად დაადასტუროს ნატოში წევრად შესვლის სურვილი, თუმცა ამ სურვილის რეალურ განხორციელებამდე ჩვენსავე ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი და მოსაწესრიგებელი.

იგულისხმება ეკონომიკის შემდგომი განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, სახელმწიფოში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, არმიის აღმშენებლობა და ასე შემდეგ.

თუმცა, პრინციპული თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ექნება იმ გარემოებას, რომ საქართველო მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის არჩევანს და მტკიცე გადაწყვეტილებას.

მე ყურადღებით ვადევნებ თვალს საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ საკითხში საზოგადოებრივი აზრი თითქმის ერთმნიშვნელოვანია.

მაგალითად, ძალზე საინტერესოდ წარიმართა ამ საკითხზე მსჯელობა პირველი არხის ტრადიციულ გადაცემაში, რომელსაც ქალბატონი ეკა ბერიძე უძღვებოდა.

იქ სავსებით სწორად აღინიშნა (თუ არ ვცდები, გიორგი თარგამაძემ შენიშნა), რომ დღეს ევროპაში არც არსებობს რაიმე ალტერნატივა, ანუ ნატო, ფაქტობრივად, ერთადერთი რეალურად მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს წევრ სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და უშიშროებას.

მაშასადამე, მთელი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები და სპეციალისტები მთლიანად იზიარებენ იმ აზრს, რომ ვითარება მომწიფდა ოფიციალურად პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

რამდენიმე წლის წინათ მე ვთქვი, რომ საქართველო 2002 წელს „დააკაკუნებს“ ნატოს კარებზე. მგონი, გახსოვთ ეს დღე.

თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს: ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ეტაპებს და, რაც მთავარია, მთელი ქვეყნის, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების მაღალ პასუხისმგებლობას.

ამასთანავე, არსებობს გეოპოლიტიკური რეალიების იმპერატივიც: ჩვენი ქვეყანა უშუალოდ ესაზღვრება მეგობარ თურქეთს, რომელიც ნატოს უმნიშვნელოვანესი წევრია. რუსეთიც, ფაქტობრივად, უახლოვდება ჩრდილოატლანტიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსს. ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ისევე როგორც უკრაინას.

პრაღის სამიტზე საბოლოოდ დადასტურდა კიდევ რამდენიმე შავი ზღვისპირა ქვეყნის მიღება ალიანსში, ვფიქრობ, ასე იქნება, ანუ ეს ყოველივე ჩვენს რეგიონში თვისებრივად ახალ სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებას ქმნის, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია.

გარდა ამისა, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ მე გადაწყვეტილი მაქვს გამოვიდე ინიციატივით, რათა საქართველოს საუკეთესო მეცნიერთა, სპეციალისტთა და თვით ქართველ ოფიცერთა კორპუსის, გენერალური შტაბის, სამხედრო აკადემიის მონაწილეობით დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიული უშიშროების კონცეფციაზე, რომელიც საფუძვლად დაედება შესაბამის სამხედო დოქტრინას.

- გასულ კვირას თბილისს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლობითი დელეგაცია. რა საკითხებს შეეხებოდა თქვენი საუბარი?

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს ქართული დემოკრატიის განმვითარებაში მისი უანგარო წვლილისათვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი ჩამოდიან. მათი ორი წარმომადგენელი მუდმივად იმყოფება საქართველოში და თვალყურს ადევნებს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ასევე გულახდილად გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.

ნიშანდობლივია, რომ ეს ინსტიტუტი (იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა) განსაკთრებულ ყურადღებას აქცევს სწორედ კავკასიის რეგიონსა და საქართველოს.

ჩვენთვის მუდამ საყურადღებო იყო და იქნება ამერიკელი მეგობრების მოსაზრებანი, ისევე როგორც მათი გამოცდილების გაზიარება. ამერიკა ხომ ორასწლოვანი დემოკრატიის ქვეყანაა, მაშინ როდესაც ჩვენ სულ რაღაც ათი წლის წინ დავიწყეთ (ურთულეს პირობებში) დემოკრატიული სისტემების განვითარება.

მიუხედავად ამისა, როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დემოკრატია და სტაბილურობა განუყოფელი ცნებებია და ეს ერთობა ყველა დემოკრატიულ პროცესში უნდა გამოიხატებოდეს, მათ შორის, სამართლიან არჩევნებში.

- გასულ კვირას, თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქის მერის გადაყენების თაობაზე და მოგმართათ თხოვნით მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. როგორია თქვენი პოზიცია?

- ამთავითვე უნდა განვაცხადოთ, რომ მივესალმები თბილისის ახლად არჩეულ საკრებულოს. იგი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა იმ პრობლემათა გადასაწყვეტად, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ.

თვითმმართველობის ახლად დაფუძნებული სისტემა ჩვენს თვალწინ იკრებს ძალას და იწყებს ფუნქციონირებას. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ბევრ რაიონსა და ქალაქში საკრებულოები დიდ ძალას წარმოადგენენ და საკმაოდ შეთანხმებულად და კარგად მუშაობენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კანონით ნათლად განისაზღვრა უმაღლესი სახელისუფლო ორგანოების, მათ შორის, პრეზიდენტის სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი მიმართება თვითმმართველობის სტრუქტურებისადმი.

თუმცა, აქ ბევრი რამ, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. ალბათ მუშაობა გაგრძელდება. მათ შორის, იურისტთა მონაწილეობით. ყურადღებით შესასწავლია მთელი კანონმდებლობა ამ ნაწილში. ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონს. ასევე კანონს თბილისის შესახებ. დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის შემდეგი არჩევნები სხვა დონეზე, სხვა მასშტაბითა და თავისებურებათა გათვალისწინებით ჩატარდება.

თუმცა, თხოვნა მიღებულია და მე ვალდებული ვარ, იგი შევისწავლო. თავისთავად ამ გადაწყვეტილებაშიც განსაკუთრებულსა და ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. მით უმეტეს, რომ კონსტიტუცია და კანონი პრეზიდენტს ანიჭებს საბოლოო ვერდიქტის უფლებას.

თბილისის მერს ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. ეს სავსებით სახელმწიფოებრივად მიზანშეწონილი დებულებაა ჩვენს ქვეყანაში დედაქალაქის როლისა და ადგილის გათვალისწინებით.

უნდა გითხრათ, რომ, როცა პარლამენტში ეს კანონი იხილებოდა, დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მას მხარი.

აქ პრეზიდენტსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება: დედაქალაქს სჭირდება სტაბილური ხელისუფლება.

ემოციური და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება იმ ვითარებაში, როდესაც კარს მოგვადგა ძალიან რთული ზამთარი, გრძელდება მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცია, რასაც ქალაქის მერია ახორციელებს, და რასაც კიდევ და კიდევ დიდი თანხები სჭირდება, ალბათ, არცთუ სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის მხრიდან.

როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხებს, ჩემი დავალებით კურირებენ სახელმწიფო მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე და თბილისის მერი ვანო ზოდელავა. ისინი საკმაოდ შეთანხმებულად მუშაობენ.

მინდა ისიც გითხრათ, რომ მე არავისზე ნაკლებად არ ვიცნობ ქალაქის მერის საქმიანობას, დღეში რამდენჯერმე ვხვდებით ერთმანეთს, ვეძებთ გამოსავალს ურთულესი სიტუაციებიდან და ვპოულობთ კიდეც. უნდა გითხრათ, რომ ბევრს დაავიწყდა, რა იყო თბილისი, მისი ცენტრი და მისი გარეუბნები რამდენიმე წლის წინათ. ეს არ უნდა დავივიწყოთ. უსამართლობა იქნება, არ აღინიშნოს, რომ მან ძალიან ბევრი გააკეთა დედაქალაქის კეთილმოწყობისათვის, ადამიანებზე ზრუნვა, ყურადღებიანი დამოკიდებულება მისი ლამის თანდაყოლილი თვისებაა. ალბათ ამას ოჯახურმა ტრადიციებმა შეუწყვეს ხელი. ნინო ჟვანიასა და ზოდელავების ოჯახს მთელი საქართველო იცნობს და ამასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფორმირებისათვის.

ამრიგად, მე არც მჩვევია და დღევანდელ ვითარებაში მით უმეტეს ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას სერიოზული განსჯის გარეშე. უპირველეს ყოვლისა, ისევ და ისევ დედაქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე.

არ შეიძლება არ აღინიშოს მისი განსაკუთრებული ზრუნვა კულტურისა და სპორტის განვითარებაზე. გავიხსენოთ, რამდენი ახალგაზრდული თეატრი შეიქმნა და დაბინავდა დედაქალაქში რამდენიმე წლის განმავლობაში.

ამასთან, სავსებით სწორია შენიშვნები ქალაქის განაშენიანებაში დაშვებული სერიოზული ნაკლოვანებების გამო. მინდა გაცნობოთ, რომ მთავრდება მუშაობა დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, განიხილავს საკრებულო, და ყოველი მიზეზის გარეშე განიხილავს (ჩემთან განხილვის მიახლოებითი თარიღი უკვე შეთანხმებულია).

ახლა მთავარია, ნორმალურად გამოვიზამთროთ და საბოლოოდ დავაბინაოთ მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ასობით ოჯახი. წინ დიდი სიძნელეები გვაქვს გადასალახავი, ამას კი მცოდნე და გამოცდილი კაცი სჭირდება, სჭირდება ხელისუფლების, პრეზიდენტის დახმარება, მათ შორის, სათანადო თანხების გამოყოფაც. გვეხმარებიან მეგობრები - გერმანელები, ამერიკელები, სხვები და სხვები. როგორც გითხარით, აქ პროფესიონალიზმსა და საქმის ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პრაღიდან დაბრუნების შემდეგ მე ამ საკითხებს მივუბრუნდები, ვაპირებ, გავმართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. არ გამოვრიცხავ დისკუსიასაც - ეს ნორმალური დემოკრატიული პროცესია.

მთავარია, იგი არ გასცდეს ელემენტარული კულტურისა და სამართლიანობის ფარგლებს.

პრეზიდენტი კი ყოველთვის სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს იქნება.

არ შეიძლება რამდენიმე სიტყვა არ ვთქვათ კორუფციის პრობლემებზე. ეს ავთვისებიანი სიმსივნე ყველამ ერთად უნდა ამოვკვეთოთ არა მარტო დედაქალაქის, არამედ მთელი საქართველოს სხეულიდან. ეს ურთულესი, უძნელესი ბრძოლა დაიწყო და მას ვეღარაფერი შეაჩერებს.

- მთავრობის სხდომაზე ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელმა მოითხოვა უფლებამოსილებათა გაზრდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით შესაბამისი ანტიკორუფციული პროგრამისა და ქმედითი სახელისუფლო ორგანოს ჩამოსაყალიბებლად. მე არაერთხელ აღმინიშნავს ბატონი ლადო ჭანტურიას უნიკალური წვლილი ამ საქმეში და ასევე მისი კოლეგებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ურთულესი დოკუმენტების მომზადებაში.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ როგორც ინსტიტუციური, ასევე საკადრო თვალსაზრისით.

შესამჩნევად გაძლიერდა ბრძოლა კორუფციის ყველა გამოვლინებასთან. მათ შორის, განსაკუთრებით კონტრაბანდასთან.

შესაბამისად იზრდება საბიუჯეტო შემოსავლებიც. ეს ბოლო 4-5-6 თვეა, ციფრებშია ყველაფერი გამოხატული. ანტიკორუფციული საბჭო სასარგებლო წინადადებებს ამუშავებს და ჩვენ ყველაფერს მხარს დავუჭერთ, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ამ ორგანოს ქმედუნარიანობასა და ავტორიტეტს.

- გასულ კვირას თქვენ დაესწარით განათლების სამინისტროს განახლებული შენობის გახსნას. როგორია თქვენი შთაბეჭდილება და რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მოვლენას?

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო განათლების დარგის მუშაკებს, ისევე როგორც სამინისტროს კოლექტივს თავის დროზე (იმ უბედურების ჟამს) დამწვარი და განადგურებული შენობის აღდგენა. ეს არ არის უბრალო ნაგებობის განახლება. მე მიმაჩნია, რომ ამით სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დაადასტურეს თავიანთი განსაკუთრებული ახლებური დამოკიდებულება განათლებისადმი.

ანუ განახლებული შენობა ჩვენი პოლიტიკის ერთვარ სიმბოლოდაც იქცა, რომლითაც განათლება უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პრიორიტეტია. და არ იქნებოდა სამართლიანი, თუ არ აღვნიშნავდით ბატონი ალეკო კარტოზიას წვლილს, რომელიც არავის აძლევდა მოსვენებას, სანამ მშენებლობა არ დამთავრდა.

„დღეს უკვე მრავალი თვალსაზრისით მომზადებულია ნიადაგი, რათა საქართველომ ოფიციალურად დაადასტუროს ნატოში წევრად შესვლის სურვილი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 ნოემბერი. - №281 (4340). - 1, 2 გვ.

120 საქართველოს არჩევანი

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა „რადიო თავისუფლების“ მიერ გამართულ
შეხვედრაზე „პრაღის ატლანტიკური სტუდენტური
სამიტის“ მონაწილეებთან

უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ. სიმბოლურია, რომ, საშუალება მაქვს „რადიო თავისუფლების“ ეგიდით გამართული შეხვედრის მონაწილეებს მივმართო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის ისტორიული სამიტის დღეებში. წინასწარ გეტყვით, ძალიან მსიამოვნებს, რომ დარბაზში უმრავლესობა ახალგაზრდობაა, რადგან ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება თქვენთვის და თქვენი იმედით. „რადიო თავისუფლება“ ხომ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ათწლეულების მანძილზე სწორედ იმისათვის იღწვის, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება ჰქონდეთ. და ჩვენც, ვსარგებლობთ რა ამ უფლებით, ჩამოვედით პრაღაში, რათა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ტრანსფორმირებული ევროატლანტიკური სივრცის მშენებლობაში.

ნება მიბოძეთ, ასევე, გამოვთქვა ჩემი კმაყოფილება, რომ ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს ულამაზეს ევროპულ ქალაქში - პრაღაში. თხუთმეტიოდე წლის წინათ აქ რომ შევხვედრილიყავით, ალბათ, მაშინდელი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, ვიტყოდით, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ვიმყოფებით, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და პრაღამაც თითქოს დასავლეთით გადაინაცვლა. მე მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩეხეთი ევროატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა და მალე ევროკავშირის წევრიც გახდება. საქმე ისაა, რომ თავად ევროპამაც მნიშვნელოვნად წაიწია აღმოსავლეთით და თავის კანონიერ გეოგრაფიულ ჩარჩოებში მოექცა.

გპირდებით, რომ ჩემი გამოსვლა არ დაემსგავსება გეოგრაფიის გაკვეთილს, მაგრამ სანამ საბოლოოდ მოვილევ ამ მიმართულებით სათქმელს, შეგახსენებთ, რომ კავკასია, რომლის ნაწილიც საქართველოა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაა. ეგებ ამის შეხსენება ესოდენ განათლებული აუდიტორიისათვის საჭირო არც კი იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არაერთხელ თავად გავხდი იმის მოწმე, რომ მსხვილი საერთაშორისო ტელეკომპანიების გადაცემებში, თუნდაც ამინდის პროგნოზის სიუჟეტებში, კავკასია არსად არ ფიგურირებდა - არც ევროპაში, არც ახლო აღმოსავლეთში და არც აზიაში. ასე რომ, მტკიცედ დარწმუნებ ბული რომ არ ვიყოთ იმაში, თუ ვინ ვართ და რა ფესვებიდან მოვდივართ, შეიძლება რაღაც იდენტურობის კრიზისის მსგავსიც კი დაგვმართოდა. არადა, ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან მოყოლებული საქართველო კულტურითა და მენტალიტეტით ევროპის ნაწილი იყო და მაშინაც კი, როცა სხვადასხვა თავს სმოხვეული იდეოლოგიით უწევდა ცხოვრება, ხალხში არასდროს ჩამქრალა ლტოლვა დაბრუნებოდა მისთვის ორგანული ცხოვრების წესს და ევროპული განმანათლებლობის დიადი ჰუმანისტური იდეალები თავისი ახალი სახელმწიფოს საძირკვლად ექცია.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ყველა სახის ჯოჯოხეთური სიძნელეების მიუხედავად, რომელთა გამოვლაც ქვეყანას მოუწია - სამოქალაქო ომების, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების, გაჩანაგებული ინფრასტრუქტურისა და მძაფრი ენერგოუკმარისობის გამო - ქართველი ხალხის ნება - აეშენებინა დემოკრატიაზე აგებული, თავისუფალი საზოგადოება, არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ. ამ ამოცანის დაყენება რეგიონში, სადაც პოლიტიკური პლურალიზმის ტრადიცია მინიმალურია, ბევრისათვის უაზრო ახირებას წააგავდა.

ეს არც არის გასაკვირი. წინა საუკუნეში არაერთი გარე ან შიდა რეპრესიური რეჟიმისაგან, ან ორივესგან ერთად თავდაღწეულმა ერმა სცადა თავისუფალი საზოგადოების აშენება და შეუდგა საქმეს. მაგრამ საქმე არ გამოვიდა - კონსტიტუციური წყობის ფონზე ყველაფერი ერთი ადამიანის მიერ ძალაუფლების უზურპაციით ან სამოქალაქო ომით დამთავრდა. ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველო რამდენჯერმე იდგა მოვლენათა ამგვარი განვითარების მიჯნაზე, მაგრამ ქართველმა ხალხმა გამოიჩინა ის სიბრძნე, რომლის გარეშე თავისუფლება ვერ მიიღწევა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ჩემი პრეზიდენტობის ვადა ორ-ნახევარი წლის შემდეგ ამოიწურება. ეს ბევრიც არის და ცოტაც. ამ დროის მანძილზე, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ვფიქრობ, მთელი ძალა მოვახმარო იმას, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი - თავისუფლება, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით - სამუდამოდ იქცეს ჩვენი ხალხის კუთვნილებად. კონკრეტულად კი ეს ნიშნავს, ერთი მხრივ, იმას, რომ ქართველი ხალხი და მისი მომავალი ხელმძღვანელები მარად უნდა დარჩნენ ჰუმანისტური იდეალების ერთგული, მეორე მხრივ, კი იმას, რომ საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი უშიშროების ისეთ სისტემაში, სადაც მის დამოუკიდებლობასა და ღირებულებებს ვერაფერი დაემუქრება. უშიშროების სწორედ ამგვარ სისტემად მივიჩნევთ ჩვენ ევროატლანტიკურ ალიანსს, რომელიც გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე ცოდნითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ ძალას, აერთიანებს იმ სახელმწიფოებს, რომელთა დემოკრატიულ იდეოლოგიას, მსოფლმხედველობას ჩვენ სავსებით ვიზიარებთ.

მას შემდეგ, რაც ცივი ომი დამთავრდა, არ წყდება ლაპარაკი იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს ნატოს ფუნქცია ახალ ვითარებაში. ზოგიერთი წინდაუხედავი პოლიტიკოსი იმასაც კი ამბობდა, რომ ნატომ თითქოს ამოწურა თავისი დანიშნულება და შესაძლოა ახლო მომავალში მისი საჭიროება საერთოდ აღარ არსებობდეს. ეს აზრი მთლიანად მცდარია, რადგან მისი ლოგიკა მიმდინარეობს ნატოს როლისა და მისიის ვიწრო გაგებიდან. ნატო, მართლაც, შეიქმნა კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად, მაგრამ მის საფუძველში ჩადებული იყო თავისუფალ საზოგადოებათა დაცვის ზოგადი იდეა, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დაემუქრებოდა მათი არსებობის წესს - იქნებოდა ეს საბჭოთა კავშირი თუ თავ ვისუფლების მოძულე რელიგიურ ფანატიკოსთა ორგანიზაცია. ასე, რომ, სიღრმისეული ფუნქციის თვალსაზრისით ნატო არ შეიცვლება, სანამ იარსებებენ თავისუფლების მტრები. ცვლილებას განიცდიან მხოლოდ ახალ მუქარებზე რეაგირების ფორმები.

ამრიგად, სწორედ დღეს, ამ თვალსაზრისით, მომწიფდა ნატოს ტრანსფორმაციის აუცილებლობა და, საქართველოს გადას სახედიდან, დღეს მას ორი ძირითადი განზომილება აქვს.

პირველი - ნატოს გაფართოებაა. ყოფილი სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოთა უმეტესობა ხომ ისტორიულ უსამართლობად მიიჩნევდა ევროპული ცივილიზაციიდან მათს იძულებით მოწყვეტას და, „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ისინი უმოკლეს დროში შეეცდებოდნენ ამ უსამართლობის გამოსწორებას. ასეც მოხდა და დღეს ჩვენ დიდი კმაყოფილებით მივესალმებით ნატოში ახალი წევრების მიწვევას, განსაკუთრებით კი, ბულგარეთისა და რუმინეთის მოახლოებულ გაწევრებას, რაც შავი ზღვის მთელი სივრცის უშიშროებას ახალ განზომილებას შესძენს. მივესალმებით ასევე ნატო-რუსეთისა და ნატო-უკრაინის თანამშრომლობის გაღრმავებას, რის გარეშეც თანამედროვე ვეროპული და თვით გლობალური უშიშროების სისტემა წარმოუდგენელია. სიძნელეების აღარ უნდა გვეშინოდეს. დარწმუნებული ვარ, სიძნელეებს დავძლევთ.

მეორე - ახალ მუქარებთან დაპირისპირებაა. ძალზე დასანანია ამის აღიარება, მაგრამ ფაქტია, რომ „ცივი ომის“ პერიოდის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება შეიცვალა ახალი ტიპის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებით, როდესაც ცივილიზებულ სამყაროს უპირისპირდება რელიგიური ფანტაზმით, აგრესიული სეპარატიზმით, ექსტრემისტული ნაციონალიზმით ნასაზრდოები იდეოლოგია და მსოფლმხედველობა. სწორედ მათი, განსაკუთრებით კი აგრესიული სეპარატიზმის წყალობით ჩნდება სუვერენულ სახელმწიფოებში არსებული უკონტროლო ტერიტორიები, რომლებიც, როგორც წესი, იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ტერორიზმის კერებად და თავშესაფრად იქცევიან. ვინ, თუ არა ნატომ უნდა მიიღოს ყველა ამ ბოროტების გამოწვევა, რამეთუ იგი დედამიწის უზარმაზარ სივრცეზე დემოკრატიულ ღირებულებათა და სახელმწიფოთა უშიშროების უპირველესი გარანტია.

მაშ, როგორი უნდა იყოს ამ ძირეული ტრანსფორმაციის ფონზე საქართველოს არჩევანი, ქვეყნისა, რომელიც, ერთი მხრივ, ევროპის ისეთივე სრულუფლებიანი ნაწილია, როგორც ქვეყნები, დღეს თუ არა ხვალ ნატოსა და ევროპის კავშირში რომ გაწევრიანდებიან, ხოლო, მეორე მხრივ, იმ რეგიონის საკვანძო ქვეყანაა, რომელზეც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფანი გადის და რომელიც დღევანდელი დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის თავისუფლებაზე დაფუძნებული ცივილიზაციის დაცვისათვის ბრძოლის ფრონტზე წინა ხაზზე იმყოფება.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართული სახელმწიფოს წინაშე ბევრჯერ დამდგარა ასეთი კითხვა - რა არჩევანი უნდა გააკეთოს ერმა მსოფლიოს მორიგი ტრანსფორმაციის ფონზე. არც ჩემი ქვეყნის ისტორიის გაკვეთილით შეგაწყენთ თავს, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ყოველთვის, როდესაც იძულებითი არჩევანი ევროპას გვწყვეტდა, ქვეყანა დიდი ხნით სცდებოდა განვითარების ცივილიზებულ გზას და შემდეგ, ამ გზაზე დაბრუნებას ძალზე მტკივნეული პროცესები სდევდა თან. დღეს საქართველოს შეუძლია ნებაყოფლობით გააკეთოს არჩევანი და მან ეს უკვე გააკეთა.

ის, ვინც იცნობს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას, მან, ვინც იცის, თუ რაოდენ ბობოქარი დებატები იმართება მასში პრაქტიკულად ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხის ირგვლივ, გაოცებულიც კი დარჩება იმ ერთსულოვნებით, რომელმაც საქართველოს ნატოში გაწევრების თაობაზე გააერთიანა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი, მასმედია, რიგითი მოქალაქეები. ასეთი მასობრივი „შემოტევის“ ფონზე ჩვენს ექსპერტებს იმის განმარტებაც კი უწევთ, რომ დღევანდელი საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ნატოს სტანდარტებისაგან, რომ მარტოოდენ სურვილი საკმარისი არაა და ამ გზაზე ქვეყანას მთელი რიგი ეტაპების გავლა და მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს, რომ ნატოში წევრობა ჯილდო კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობაა როგორც თვით ალიანსის, ისე რეგიონის მიმართ. საზოგადოებაში ამ საკითხებზე ინფორმირებულობის ამაღლებისა და გაწევრების პროცესის მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი შეიქმნა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრაღის სამიტი დასაბამს მისცემს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რომლის მიზანი გაწევრების პროცესის დაწყება იქნება. ამასთან ერთად, კარგად ვიცით, რომ თავდაპირველად უნდა შევუერთდეთ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში მოგვეცემა გაწევრების სამოქმედო გეგმაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ეს ყოველივე ერთი და ორი წლის საქმე არაა, მაგრამ, დარწ წმუნებული ვარ, არც ისე შორეული პერსპექტივაა, როგორც ეს თუნდაც შარშან ჩანდა. ქვეყანაში დაწყებულია სამხედრო რეფორმა. ამ ურთულეს პროცესს დასაბამი მისცა ქართულ-ამერიკულმა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამამ. მიმდინარეობს სამართალდაცვის ორგანოების და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას და კორუფციასთან ბრძოლას. მოკლედ, სახელმწიფო სახელმწიფოს ემსგავსება და ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, თუ რაოდენ წარმატებით გადაიჭრა პანკისის ხეობის პრობლემა, რომლის შესახებაც ასეთი დიდი ხმაური იყო მსოფლიოში და რომელიც ჯერ კიდევ შარშან დამოკლეს მახვილივით ეკიდა ქვეყნის თავზე.

ამრიგად, ჩვენ მყარად ვდგავართ ფეხზე, ვიცით, რანი ვიყავით და ძალიან მკაფიოდ ვხედავთ იმას, თუ რა გზით უნდა ვიაროთ იმისათვის, რომ ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მომავლის ერთიან, სტაბილურ, უსაფრთხო ევროპაში.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

საქართველოს არჩევანი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 ნოემბერი. - №284 (4343). - 2 გვ.

121 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანატს, მის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს

▲back to top


ძვირფასი მეგობრებო,

გულწრფელად გილოცავთ სახელოვან იუბილეს - თბილისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვების 80 წლისთავს.

1918 წელს ქართული უნივერსიტეტის წიაღში უმაღლესი სამედიცინო სკოლის დაფუძნება ერის საუკუნოვანი საექიმო ტრადიციის გაგრძელება და მისი ოცნების ჭეშმარიტი გამოხატულება იყო. ამით მყარი საფუძველი ჩაეყარა ეროვნული საექიმო კადრების მომზადების მნიშვნელოვან კერას.

უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტმა თავი მოუყარა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერ-მედიკოსებს, რომლებიც კარგად ფლობდნენ თანადროული მსოფლიოს სამეცნიერო მიღწევებს და ქართველი ხალხის მიერ საუკუნეებში დაგროვებულ სამედიცინო ცოდნას. მან დასაბამი მისცა საქართველოში სამედიცინო მეცნიერების განვითარებას, პრაქტიკოსი ექიმების მომზადებასა და, საბოლოო ანგარიშით, მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სისტემის ფორმირებას.

უნივერსიტეტის დამაარსებლებთან ერთად სამკურნალო ფაკულტეტის ჩამოყალიბებისათვის იღვწოდნენ დიდი ქართველი ექიმები სპირიდონ ვირსალაძე, გრიგოლ მუხაძე, ივანე თიკანაძე, გაბრიელ ღამბარაშვილი, ვარლამ მოსეშვილი, ალექსანდრე ნათიშვილი, შალვა მელქაძე, ნიკოლოზ კახიანი, მიხეილ წინამძღვრიშვილი და მრავალი სხვა.

ურთულესი პირობების მიუხედავად, დროის მეტად მცირე მონაკვეთში, ფაკულტეტზე ფართოდ გაიშალა სასწავლო-კლინიკური და სამეცნიერო-საკვლევი მუშაობა და 1922 წელს სახელმწიფო დიპლომები მიიღო საქართველოშპ აღზრდილი ქართველი ექიმების პირველმა გამოშვებამ.

უნივერსიტეტდამთავრებული ექიმების პირველი თაობების საქმიანობა მამულისა და პროფესიისადმი უანგარო სამსახურის მაგალითია, რამაც შემდგომში განსაზღვრა კიდევ ქართველ მედიკოსთა პროფესიული მოღვაწეობის სტილი.

დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ნაყოფიერად საქმიანობს მედიცინის ფაკულტეტი, რომლის ჩამოყალიბებით აღდგა ტრადიცია და სამეცნიერო განათლება კვლავ მოექცა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სივრცეში.

დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტის კედლებში აღზრდილი ექიმები თავისი პროფესიისა და დიდი ტრადიციის ღირსი იქნებიან და შესძლებენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.

ედუარდ შევარდნაძე

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანატს, მის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 ნოემბერი. - №284 (4343). - 1 გვ.

122 „მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე შემიძლია განვაცხადო: საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო და მზადაა ყოველივე იღონოს, რათა ღირსეულად მოემზადოს ამ ისტორიული მისიისათვის“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე

ბატონო თავმჯდომარევ,
ბატონებო და ქალბატონებო,

ამ დღეებში ჩვენ ყველანი, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებითი ტრანსფორმაციის მომსწრენი ვართ, რასაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს გადასახედიდანაც. პირველხარისხოვან ამოცანად გვესახება ორი მიმართულება - ნატოს ახალ რეალობებთან შესაბამისობაში მოიყვანა, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს დღევანდელი საფრთხეებისა და მათი ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და მისი შემდგომი გაფართოება.

მიმაჩნია, რომ პირველი მიზნის აღსასრულებლად ძალზე დროულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბება, რომლებიც ჩანასახშივე აღკვეთდნენ შესაძლო ტერორისტულ მოქმედებებს და მათს მასაზრდოებელ წყაროებს, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოვყოფდი რელიგიურ ფანატიზმს, აგრესიულ სეპარატიზმსა და ექსტრემისტულ ნაციონალიზმს. კერძოდ, აგრესიული სეპარატიზმის მოქმედებათა შედეგად გაჩენილი, ეგრეთ წოდებული, „თეთრი ლაქები“ ხშირად იქცევიან ტერორიზმის ინფექციის კერებად. საქართველო, როგორც „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის აქტიური წევრი, მზადაა ყოველმხრივ ითანამშრომლოს ალიანსთან ამ მიმართულებით ჩვენს რეგიონში, რომელიც დღევანდელი დემოკრ რატრიული ღირებულებებისა და ადამიანის თავისუფლებაზე დაფუძნებული ცივილიზაციის დაცვისათვის ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება.

ჩვენ საქართველოს დამოუკიდებელი არსებობა ვერ წარმოგვიდგენია ამ ღირებულებათა და უშიშროების მტკიცე გარანტიების გარეშე, ამდენად, მხურვალედ მივესალმებით ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას. ვულოცავთ ყველა ქვეყანას, რომელმაც მიწვევა მიიღო ან რომელიც მას სულ მალე მიიღებს. როგორც შავი ზღვის სახელმწიფო, მსურს განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნო რუმინეთისა და ბულგარეთის მოახლოებული გაწევრება, რაც შავი ზღვის სივრცეს ნატოს ინტერესების სფეროში მოაქცევს და მას უშიშროების მნიშვნელოვან ახალ განზომილებას შესძენს.

მივესალმებით ნატო-რუსეთისა და ნატო-უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რამდენადაც, ეს თანამშრომლობა არა მარტო ევროატლანტიკური, არამედ გლობალური უშიშროების ერთ-ერთ ქვაკუთხედად მიგვაჩნია.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასია, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ რეგიონის გავლით მიიღებს მსოფლიო ბაზარი კასპიის ენერგორესურსებს, ცენტრალური აზიის, მათ შორის, ავღანეთის და შორეული აღმოსავლეთის ბუნებრივ სიმდიდრეებთან, ადგილობრივ მუშახელთან და ბაზრებთან დამაკავშირებელ უმოკლეს გზებს. მაგრამ, აქედანვე შეიძლება გავრცელდეს დღევანდელი, წარსულისაგან სრულიად განსხვავებული საფრთხეები და მათ შორის, დღეისათვის ყველაზე სერიოზული - ტერორიზმი. ამდენად, სრულიად დროულად მიგვაჩნია ალიანსის განსაკუთრებული დაინტერესება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზაისთან თანამშრომლობის გაღრმავებით.

მან, ვისაც ბოლო წლებში საქართველოში თუნდაც ერთი კვირა გაუტარებია, კარგად იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოების განუხრელი განვითარების წყალობით, პრაქტიკულად, არ არსებობს არც ერთი მეტ-ნაკლებად საჭირბოროტო პრობლემა, რომლის ირგვლივ საზოგადოებაში მწვავე სჯა-ბაასი არ გამართულა. მაგრამ, ასევე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ბოლო წლებში თითქმის ერთადერთი საკითხი, რომლის წინააღმდეგ გონივრული არგუმენტი ჯერ არც ერთ ჩვენგანს არ მოუსმენია, საქართველოს ეროვნული უშიშროების სამომავლო ხედვაა და იგი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას გულისხმობს. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე შემიძლია განვაცხადო: საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო და მზადაა ყოველივე იღონოს, რათა ღირსეულად მოემზადოს ამ ისტორიული მისიისათვის.

საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ეს არც ისე მოკლე გზაა, მაგრამ, არც ისე გრძელი, როგორც სულ ორიოდე წლის წინათ ჩანდა. ამის სასარგებლოდ მეტყველებს საქართველოს ეროვნული, უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა, ქართული არმიის ნატოს სტანდარტების შესაბამისად რეფორმირების მიმდინარე პროცესი, რომლის მომავალ ბირთვს ქართულ-ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში მომზადებული დანაყოფები შეადგენენ. დარწმუნ ნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ნატოში გაწევრების პერსპექტივა, რაც, პირველ ეტაპზე, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში მონაწილეობას გულისხმობს, უდიდესი სტიმული იქნება საქართველოსათვის, რათა მან გაცილებით გაბედულად და სწრაფი ტემპით განახორციელოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმები. ამასთან ერთად, ისიც კარგად ვიცი, რომ ნატოში გაწევრების ღირსი გახდება მხოლოდ ის სახელმწიფო, რომელიც არა მხოლოდ მისგან ელის დაცვასა და დახმარებას, არამედ თავად შეუძლია შესთავაზოს ალიანსს საკუთარ რეგიონში ევროატლანტიკურ ღირებულებათა დაცვა და გავრცელება.

ბატონებო და ქალბატონებო,

ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ჩვენი ხალხი საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილი იყო დასავლურ ცივილიზაციას, თუნდაც, თავისი კანონიერი ადგილი ყოველთვის აქ ეგულებოდა. ვიცი, ახლა საქართველოს ყოველი მოქალაქე იმედით შეჰყურებს პრაღას, ვინაიდან ეს სამიტი მართლაც შემობრუნების წერტილია ჩემი სამშობლოსათვის, რომლისთვისაც დემოკრატია და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია.

დაბოლოს, ნება მიბოძეთ, გულწრფელი მადლობა მოვახსენო პრეზიდენტ ჰაველს შესანიშნავი მასპინძლობისათვის.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

„მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე შემიძლია განვაცხადო: საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო და მზადაა ყოველივე იღონოს, რათა ღირსეულად მოემზადოს ამ ისტორიული მისიისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 ნოემბერი. - №285 (4344). - 1, 2 გვ.

123 კახი ასათიანის ოჯახს

▲back to top


დიდად დამამწუხრა ბატონი კახის ტრაგიკულმა სიკვდილმა.

ქართულ სპორტს დააკლდა შესანიშნავი ფეხბურთელი და მოღვაწე, დიდებული მამულიშვილი და პიროვნება, რომელიც ერთგულებითა და ღირსებით ემსახურა თავის ხალხსა და ქვეყანას.

ბატონ კახისთან მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. მახსოვს მისი ჭკვიანური და ელეგანტური ფეხბურთი, ნაყოფიერი საქმიანობა ჩვენი უსაყვარლესი გუნდის - თბილისის „დინამოს“ უფროსის პოსტზე. მისი სახელი განუყრელად დაუკავშირდა ქართული ფეხბურთის ისტორიულ გამარჯვებებს და ჩვენი სპორტის ახალ ნაბიჯებს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში. მისი ინიციატივითა და ენერგიული საქმიანობით, ქართულ სპორტში არაერთი სიახლე დაინერგა და ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.

იშვიათად შემხვედრია ასეთი გულანთებული და ერთგული კაცი, საოცარი პიროვნული ხიბლით და სითბოთი დაჯილდოებული.

თავს ვხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.

ედუარდ შევდნაძე

კახი ასათიანის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 ნოემბერი. - №285 (4344). - 1 გვ.

124 ყველას ძალას გვმატებს შენი სულიერი სიმხნევე!..

▲back to top


ჭაბუა ამირეჯიბმა მეცხრე ათეულში გადააბიჯა

„ჩემო ჭაბუა,

სიხარულს ვერ ვფარავ, დაბადების დღის მოლოცვის საშუალება, რომ მომეცა. ყველას ძალას გვმატებს შენი სულიერი სიმხნევე, რომელიც ასე სჭირდება დღევანდელ ქართველობასა და მომავალ თაობებს. ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის, რაც შენ გაგიკეთებია და შეგიქმნია კაცურ მადლობას მოგახსენებ, მაგრამ უფრო მეტად მადლობელი ვარ იმისათვის, რასაც კვლავ შექმნი (როგორც მოვილაპარაკეთ).

შენი,

ედუარდ შევარდნაძე

ყველას ძალას გვმატებს შენი სულიერი სიმხნევე!.. // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 ნოემბერი. - №285 (4344). - 1 გვ.

125 ჩემო რეზი

▲back to top


გილოცავ მთავრობის მაღალ ჯილდოს (ეს ღირსების მეორე ორდენია), ჩვენი ერთად მუშაობის წლებიდან ბევრი რომ მახსოვს ისეთი, რაც შენ თავდადებულ, კიდევ მეტი, თავგანწირულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, კვლავაც მხნედ და ვაჟკაცურად იყავი.

ედუარდ შევარდნაძე

ჩემო რეზი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 ნოემბერი. - №286 (4345). - 1 გვ.

126 „პრაღის სამიტი საქართველოსთვის, ისევე, როგორც მრავალი სხვა ქვეყნისთვის, ისტორიულ მიჯნად იქცა, რის შემდეგაც დიდი ევროპის განვითარებაში სრულიად ახალი ეპოქა იწყება“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
25 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა გახდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტი პრაღაში, რომლის დროსაც შვიდი ქვეყანა (მათ შორის ბალტიის სახელმწიფოები) მიიწვიეს ნატოში.

სხდომაზე თქვენ ოფიციალურად განაცხადეთ, რომ საქართველოს სურს ნატოში გაწევრება.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი იმ ლიდერთა მცირერიცხოვან რიგს განეკუთვნება, რომელთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამიტის მსვლელობისას.

როგორია თქვენი შთაბეჭდილებები და რა შეფასებას მისცემთ მთლიანად პრაღის სამიტს? გარდა ამისა, როგორ შეხვ ვდა რუსეთი თქვენს განაცხადს? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- პრაღის სამიტი ჭეშმარიტად ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად იქცა. შეიძლება ითქვას, პრაღაში დამთავრდა ვიცი ომის შემდგომი ევროპის ახალი არქიტექტურის საფუძვლის შექმნა.

თუმცა, თვით უშიშროების ამ ახალი სისტემის მშენებლობა კვლავაც გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოსტსაბჭოური სივრცის ყველა სახელმწიფო მიიღებს მდგრადი განვითარების და სუვერენობის მტკიცე გარანტიას.

გარდა ამისა, ევროპული უშიშროების აუცილებელი პირობაა კონფლიქტების (როგორც „პოსტიმპერიული მემკვიდრეობის“) მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტილება.

პრაღის სამიტისათვის უკვე მრავალი თვალსაზრისით მომწიფდა ვითარება, რათა საქართველოს ოფიციალური განაცხადი გაეკეთებინა ნატოში გაწევრების შესახებ.

თუმცა, ეს ჩვენი პოლიტიკის ტაქტიკაც იყო და სტრატეგიაც ჯერ კიდევ 1992 წლიდან.

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ჩვენ დავიწყეთ ფიქრი და ზრუნვა უშიშროების კოორდინატთა ახალ სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას სამუდამოდ.

ამასთანავე, უშიშროების ახალი სისტემის ფარგლებში ჩვენ მივესალმებით ნატოში ახალი წევრების მიღებას და განსაკუთრ რებულ ურთიერთობას, რომელიც ყალიბდება რუსეთს, უკრაინასა და ნატოს შორის.

ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემის ანალიზისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ცვალებადი გარემო და კონკრეტული რეალობა. ის, რაც აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა 5-6 წლის წინათ, დღეს უკვე სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო იმპერატივია. მთავარია ორიენტირთა ზუსტად გან ნსაზღვრა.

განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველომ ბევრი რამ შეძლო, მრავალი თვალსაზრისით სერიოზული წარმატებებსაც მივაღწიეთ და სწორედ ამიტომ აღიქმება ჩვენი განაცხადი ევროპაში ესოდენ ბუნებრივად.

სხვა საქმეა, რომ ნატოში წევრად ხვალვე შესვლას არ უნდა ველოდოთ. საამისოდ კიდევ რამდენიმე რთული პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, მაგრამ ამაშიც არარეალური არაფერია.

რაც მთავარია, ქვეყანას აქვს სტრატეგია და ერთობ ძვირფასი გამოცდილებაც შევიძინეთ როგორც ნატოსთან, ასევე ევროატლანტიკური სივრცის სხვა სტრუქტურებთან ხანგრძლივი თანამშრომლობით.

თვით ნატოც ძალიან სწრაფად ვითარდება, ისევ და ისევ ცვალებადი რეალობის შესაბამისად.

5-6 წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა ხორციელდებოდა ცნობილი „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში. მისი მონაწილე იყო პოსტსაბჭოური სივრცის თითქმის ყველა ქვეყანა. ამჟამად კი ნატომ შეიმუშავა ინდივიდუალური თანამშრომლობის კონცეფცია, რომელიც იმ ქვეყნებთან ურთიერთმოქმედების გააქტიურებას ისახავს მიზნად, სადაც შეძლეს დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება, მათი დაცვა და სტაბილურობის შენარჩუნება (ლაპარაკია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჯერ არ არიან გაწევრიანებული).

ისეთი შანსი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრებისა, როგორიც დღეს აქვს, საქართველოს ჯერ არ ჰქონია.

რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება აგრეთვე, შემდგომი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და ღრმა რეფორმათა განხორციელება ევროკავშირის სტანდარტებთან მისაახლოვებლად, შედგომში ამ ორგანიზაციასთან შეერთების პერსპექტივით.

სწორედ ეს გახლდათ დედააზრი „ახალი პროექტისა ახალი საქართველოსათვის“, რომელიც სექტემბერში გამოვაქვეყნე, სხვათა შორის, გული მწყდება, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა ამ მოხსენებაში ვერ ამოიკითხა ის, რაც საჭირო იყო.

პრაღის სამიტზე ჩემს გამოსვლაში რუსეთ-უკრაინა-ნატოს თანამშრომლობის გარდა, ყურადღება გავამახვილე ორი მეზობელი შავიზღვისპირა სახელმწიფოს (ბულგარეთისა და რუმინეთის) ნატოში მიღების მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისათვის.

ამით მართლაც თვისებრივად ახალი სამხედრო-სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ვითარება იქმნება შავი ზღვის აუზში, ვინაიდან თურქეთი ნატოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი სახელმწიფოა, ხოლო რუსეთსაც და უკრაინასაც ჩრდილოა ატლანტიკურ კავშირთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეხვდა ან შეხვდება რუსეთი საქართველოს განაცხადს: ამასთან დაკავშირებით უნდა თქვას, რომ არავითარი ობიექტური საფუძველი რაიმე მტკივნეული რეაქციისა არ არსებობს და ამგვარი რეაქცია არც გამოხატულა.

რუსეთი, გასაგები მიზეზების გამო, გაცილებით უფრო აქტიურად და ღრმად თანამშრომლობს ნატოსთან ე.წ. „ოცეულის“, ალბათ, ეს „ოცდაშვიდეული“ იქნება - მას შემდეგ, რაც ნატოში შვიდი ახალი წევრი ქვეყანა მიიღეს, ბალტიის სახელმწიფოების ჩათვლით.

არადა, ალბათ, გახსოვთ, სულ რამდენიმე წლის წინათ, რა მტკივნეულ რეაქციას იწვევდა ამ საკითხის თუნდაც განხილვაც კი, მაგრამ ნატოს კარები იმდენად კანონზომიერად გაიღო ბალტიის ქვეყნებისათვის, რომ არავითარი განსაკუთრებული რეაქცია ამას არ მოჰყოლია.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რუსეთთან უმჭიდროესი თანამშრომლობისა და მეგობრობის სასიცოცხლო აუცილებლობას.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის როლი და ადგილი, როგორც საქართველოს უახლოესი მეზობლის და სტრატეგიული პარტნიორისა, აბსოლუტურად უნიკალურია.

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან - რეგიონული და სახელმწიფოთაშორისი უშიშროების ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით.

განსაკუთრებით აღვნიშნავ სპეცსამსახურთა, ასევე მესაზღვრეთა ნაყოფიერ თანამშრომლობას და იმ შეთანხმებებს (სხვადასხვა დონეზე), რომლებიც ითვალისწინებენ საზღვრის ერთობლივ გაკონტროლებას. მათ შორის, შეთანხმებულ მოქმედებას უშუალოდ საზღვრის მახლობლად იმ უკიდურეს შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდა ამა თუ იმ მიმართულებით საზღვრის დარღვევის ბანდიტურ მცდელობათა ერთობლივი მოგერიება და ასე შემდეგ.

თუმცა, სამწუხაროდ, კვლავინდებურად არის რამდენიმე პრობლემური საკითხი. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის კონფლიქტი. რუსეთმა თავად დაუჭირა მხარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციებს, რომლებიც ამ პრობლემის მშვიდობიანად და სამართლიანად გადაწყვეტას ისახავენ მიზნად.

მით უმეტეს გაუგებარია ის სეპარატისტული კონტაქტები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა რეგიონისა და უწყების მეშვეობით ხორციელდება აფხაზეთთან, საქართველოს ხელის სუფლების გვერდის ავლით. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიერ უგულებელყოფილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურების გადაწყვეტილება აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის იზოლაციის შესახებ. ვფიქრობ, ეს ფაქტი სულაც არ არის კარგი მაგალითი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობ ბრობისათვის.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც იმედიანად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აღმავალი გზით განვითარდება ერთმანეთის ინტერესთა სრული გათვალისწინებით.

ამრიგად, პრაღის სამიტი საქართველოსათვის, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნისთვის, ისტორიულ მიჯნად იქცა, რის შემდეგაც დიდი ევროპის განვითარებაში სრულიად ახალი ეპოქა იწყება.

იგი უეჭველად გულისხმობს საერთოევროპული პასუხისმგებლობის ახალ იმპერატივსაც.

არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ პრაღის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება სწრაფი რეაგირების კოალიციური სამხედრო შენაერთის შექმნის შესახებ, რომელიც ახალი დროის საფრთხეებისა და გამოწვევების, მათ შორის კონფლიქტების დაძლევის (ეს უაღრესად საყურადღებო მომენტია) ინსტრუმენტად იქცევა.

პრაღაში ყოფნისას რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა, მათ შორის საათნახევრიანი შეხვედრა ამერ რიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან, რომლის დროსაც ორმხრივი ურთიერთობის თითქმის ყველა საკითხი განვიხილეთ; აგრეთვე ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონთან, კანადის პრემიერ-მინისტრთან, ნიდერლანდის ხელმძღვანელობასთან, თურქეთის პრეზიდენტთან. მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ, რასაკვირველია, პრეზიდენტ ბუშთან საუბარს. მართალია ეს ხანმოკლე საუბარი იყო (ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტს სანკტ-პეტერბურგში ელოდა მისი კოლეგა), მაგრამ იგი წინასწარ დაიგეგმა და, რაც მთავარია, პრეზიდენტმა ბუშმა დამარწმუნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აუცილებლად შეეხებოდა საქართველოს პრობლემატიკას. სხვათა შორის, პრეზიდენტი ბუში არ წავიდა რუსეთში, სანამ არ დამთავრდა ჩემი გამოსვლა და სწორედ ამის შემდეგ გაიმართა ჩვენი შეხვედრა.

მთლიანობაში, პრაღის სამიტს ჩვენი ქვეყნისათვის უაღრეს სად წარმატებულად ვაფასებ. კიდევ უფრო განმიმტკიცდა აზრი, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება და ამ კურსის სტაბილურობის შენარჩუნება საბოლოო წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.

- საქართველოში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალთა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსი რიჩარდ მაიერსი. რას შეეხებოდა თქვენი საუბარი და როგორ აფასებთ ამ ვიზიტს?

- ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალთა შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტთან, აგრეთვე მის ხელმძღვანელობასთან საქართველოს ტრადიციულად კონსტრუქციული და ნაყოფიერი ურთიერთობა აქვს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ამ უმნიშვნელოვანეს სამხედრო უწყებას ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი მეთაურობდა.

ბატონ რიჩარდ მაიერსთან გუშინ საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. რასაკვირველია, საუბარი, ძირითადად, შეეხო სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც („წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის დაწყებით) უკვე სრულიად ახალ სიმაღლეს აღწევს.

ჩვენი აზრები თითქმის ყველა საკითხში დაემთხვა კიდეც ერთმანეთს. და, საერთოდ, ამ რანგის სამხედრო მოღვაწის ჩამ მოსვლა საქართველოში თავისთავად აღნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ქვეყანას შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათს.

- გუშინ საქართველო გამოეთხოვა შესანიშნავ სპორტსმენსა და საზოგადო მოღვაწეს კახი ასათიანს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. როგორი იქნება ხელისუფლების რეაგირება ამ თავხედურ გამოწვევაზე კრიმინალური სამყაროს მხრიდან?

- ჩემი დამოკიდებულება კახი ასათიანის პიროვნების, მისი დამსახურების მიმართ ახლახან გამოქვეყნებულ წერილშიც გამოვხატე.

უნდა გითხრათ, რომ მრავალი წლის განმავლობაში კახისთან ძალზე ნაყოფიერი ურთიერთობა მქონდა.

იგი არა უბრალოდ ლოიალური იყო ხელისუფლებისადმი, არამედ ჩემს ერთ-ერთ აქტიურ მხარდაჭერადაც დავასახელებდი. ყოველთვის გვეხმარებოდა, რითაც კი შეეძლო.

ისიც მინდა ვთქვა, რომ, დაბეჯითებით ვთხოვდი, არ დაეტოვებინა დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ სერიოზულად შეუდგა კომერციულ საქმიანობას და ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია.

მე ვიცნობ, მაგალითად, სახელგანთქმულ „მერსედესის“ რამდენიმე მესვეურს, რომლებიც ამ სფეროში კახი ასათიანის მოღვაწეობას უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ, ისევე, როგორც მის პიროვნულ თვისებებს, სანდოობას, პატიოსნებას და სხვა.

ისიც ვიცი, რომ გარკვეული პრობლემები ჰქონდა საავიაციო ბიზნესში, თუმცა, ამაზე ლაპარაკი ამჟამად უსაგნო და აზრს მოკლებულია. მით უმეტეს, რომ დეტალებს მე არ ვიცნობ. სამწუხაროდ, ბატონ კახის დიდი ხანია არ შევხვედრივარ, მას კი, როგ გორც ჩანს, არ სურდა ასეთ საკითხებზე ჩემი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა შეწუხება.

მისი მხეცური მკვლელობის გამო პრეზიდენტის შეშფოთება და პასუხისმგებლობა უპირველესად იმით გამოიხატება, რომ მოვიწვიე უწყებების საგანგებო თათბირი (ხელმძღვანელთა მონაწილეობით), რომელთაც მიიღეს კატეგორიული დავალება, უმოკლეს ვადაში გამოიძიონ ეს საზარელი დანაშაული, რათა მკვლელები და, რაც მთავარია, შემკვეთი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

უაღრესად შთამბეჭდავი იყო სატელევიზიო გადაცემა ამ ტრაგედიის თაობაზე მსჯელობით.

სრულიად ვეთანხმები იმ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდნენ ბოლო დროს კრიმინალური ვითარების გაუარესების გამო, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო და დავარწმუნო: საქართველოს აქვს უაღრესად პოზიტიური გამოცდილება იმისა, თუ როგორ ალაგმოს კრიმინალური ბანდები და მათი დანაშაულებრივი საქმიანობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამინისტრომ, სხვა უწყებებმა თუნდაც პანკისის ხეობაში განხორციელებული ოპერაციით დაამტკიცეს, რომ ურთულესი ამოცანების გადაწყვეტა ხელეწიფებათ, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს დახმარებით.

ჩვენ არ დავუშვებთ შანტაჟისა და გამოძალვის ატმოსფეროს გამეფებას ბიზნესის სფეროში.

ეს მართლაც ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ვერავის გაამართლებს ის ფაქტი, რომ გარდამავალ ეტაპზე ვერც ერთი სახელ ლმწიფო ვერ ასცდა კრიმინალთა თავზეხელაღებულ მოქმედებას, რომელიც ძალიან ძვირად უჯდება საზოგადოებას.

უახლოეს დღეებში, უფრო სწორად, მომავალ კვირას, გაიმართება გაფართოებული შეკრება სამართალდამცველ, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელზეც ფართო მსჯელობა გაიმართება ქვეყანაში იმ გზებისა და საშუალებათა შესახებ, რომელთა მეშვეობით კრიმინალთა შემოტევას ბოლო უნდა მოეღოს.

- შეიძლება ითქვას, წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ ვითარდება ფინანსური პროცესები ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით?

- მისასალმებელია, რომ საგადასახადო შემოსავლების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ უკვე რამდენიმე თვეა მყარი ტენდენციის ხასიათი შეიძინა.

დარწმუნებული ვარ, ნოემბრის თვეც (ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის, სხვა შესაბამისი უწყებების და სამსახურების ძალისხმევით) აგრეთვე წარმატებული იქნება.

ეს ძალიან სერიოზული მოვლენაა და იმის მაჩვენებელია, რომ გაძლიერდა ბრძოლა კორუფციული გამოვლინებების, მათ შორის, კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, რამაც ბუნებრივად მოგვცა შედეგი. თუმცა ეს ბრძოლა მიმდინარეობს უმწვავეს პირობებში.

ანტიკორუფციული მოძრაობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ასე ვართ განწყობილი და უკან დახევას არ ვაპირებთ.

„პრაღის სამიტი საქართველოსთვის, ისევე, როგორც მრავალი სხვა ქვეყნისთვის, ისტორიულ მიჯნად იქცა, რის შემდეგაც დიდი ევროპის განვითარებაში სრულიად ახალი ეპოქა იწყება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 ნოემბერი. - №286 (4345). - 1, 2 გვ.

127 აკადემიკოს გიორგი ციციშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით

▲back to top


ბატონო გიორგი,

თქვენ ცხოვრების ის დრო დაგიდგათ, როცა პირუთვნელად უნდა შეჯამდეს და შეფასდეს განვლილი და განუვლელი, ნაფიქრალი და გაკეთებული.

პირნათელი ხვდებით ამ ასაკს, დაბადების ოთხმოც წელს. მაშინ, როდესაც თავადიშვილს საქართველოში არათუ მამულიშვილური საქმის კეთება, არამედ სიცოცხლეც უჭირდა, თქვენ აჯობეთ დროს და ღვთითბოძებული ნიჭის, გარჯისა და ძლიერი ხასიათის წყალობით ბევრი რამ მნიშვნელოვანი მოახერხეთ - იყავით გაბედული ოფიცერი, ლენინგრადის გმირული დაცვის მონაწილე, კარგი პროზაიკოსი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე და თქვენი ტაქტიანი და გონივრული ხელმძღვანელობით შესამჩნევი კვალი დაამჩნიეთ საქართველოს მწერალთა კავშირს, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს, ჟურნალს „ლიტერატურნაია გრუზია“, მეცნიერებათა აკადემიას, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტს. ბევრი რამ გაქვთ სასიკეთო გაკეთებული თქვენი ერისთვის, ბევრი რამ გასახსენებელი.

მე კმაყოფილი ვარ, რომ წლების მანძილზე ერთად ვიყავით და ერთად ვართ.

დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის.

გილოცავთ დაბადების დღეს და ყოველივე კარგს გისურვებთ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

აკადემიკოს გიორგი ციციშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 ნოემბერი. - №286 (4345). - 1 გვ.

128 „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი დღევანდელზე მეტად, ხვალინდელ თაობებს სჭირდება, ეს საქართველოს არა მარტო ენერგეტიკულ, არამედ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ნიშნავს“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- ინტერვიუს კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემით დავიწ წყებთ: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მარშრუტთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საზოგადოებრიობის დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორია მოლაპარაკების საბოლოო შედეგი, რამდენად უზრუნველყოფილია ბორჯომის უსაფრთხოება? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მათ შორის ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს, მეცნიერ-ეკოლოგებს, ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, აგრეთვე ჟურნალისტებს და საერთოდ ყველას, ვინც ესოდენ აქტიურად მონაწილეობდა განხილვის პროცესში.

ასეთი დაინტერესება არათუ ბუნებრივია, არამედ იგი ქართული საზოგადოების მაღალ შეგნებას ადასტურებს.

მრავალმხრივი ოპონირება კი მხოლოდ ეხმარება ხელის სუფლების სტრუქტურებს, არ დაუშვან შეცდომა და იბრძოლონ ოპტიმალური გადაწყვეტილებისათვის, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების უზენაესობიდან გამომდინარ რეობს.

რაც მთავარია, უმრავლეს შემთხვევაში ეს კრიტიკა და შეშფოთება, გამონაკლისის გარდა, სავსებით კეთილგანწყობილი და უანგარო იყო.

გუშინ, შეიძლება ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი გაიხსნა მრავალწლიან პროცესში, რომლის საბოლოო მიზანიცაა საქართველოს სრულუფლებიანი მონაწილეობა „ევრაზიის ენერგოდერეფნის“ მშენებლობასა და ფუნქციონირებაში, ესე იგი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.

ეს არ არის მხოლოდ დიდი ნავთობსადენი.

კიდევ უფრო აუცილებელი და სასარგებლო იქნება დიდი გაზსადენის აგება იმავე ენერგოდერეფნის ფარგლებში. ამით საშვილიშვილოდ (შემთხვევით არ ვამბობ ამ სიტყვას) გადაწ წყდება ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა. გაზის ტრანსპორტირებისას საქართველო უფასოდ მიიღებს საწვავის საკმაოდ დიდ რაოდენობას, გარდა ამისა, გვექნება შესაძლებლობა, ჩვენთვის საჭირო რაოდენობის ბუნებრივი აირი შევიძინოთ შეღავათიან ფასად, როდესაც ქვეყანა გაზით უზრუნველყოფილია, მაშინ ტყეები და გარემო დაცულია.

რაც უფრო სწრაფად დაიწყება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა, მით უფრო მოახლოვდება შაჰ-დენ ნიზ-თბილისი-ერზრუმის პროექტის განხორციელების ვადა.

მე გუშინ შევხვდი მოლაპარაკების თითქმის ყველა მონაწილეს. სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოოდ მხარეებმა მიაღწიეს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ მთლიანად უზრუნველყოფს ბორჯომის უნიკალური საბადოებისა და თვით ხეობის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ, არ აფერხებს პროექტის: განხორციელებას და შეთანხმებულ ვადებს.

გამოყენებულია ასეთი გამოთქმებიც: დაცვისა და უსაფრთხოების ნულოვანი ვარიანტი, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე გამორიცხულია. ამავე დროს, უპირველესად უსაფრთხოებას უკავშირდება მზადყოფნა ყველა გონივრული წინადადების განხილვისათვისაც. შესაძლოა, თვით ამ ხეობაში მარშრუტებიც კი შეიცვალოს, თუ ეს მარშრუტი საფრთხეს შეიცავს.

- როდესაც ეს პროექტი მუშავდებოდა და განისაზღვრა ნავთობსადენის მარშრუტი, როცა ყველამ გაიხარა, დასაწყისიდანვე არსებობდა თუ არა ბორჯომის მონაკვეთი? თუ ეს თავიდანვე იყო ცნობილი რატომ მაშინვე არ ატყდა აჟიოტაჟი?

- ეს ცნობილი იყო ბოლო ორი წლის მანძილზე, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში არაფერი არ ყოფილა დაფარული. ყველაზე აქტიურად მუშაობდა კორპორაციის ხელმძღვანელი გია ჭანტურია, რომელიც არაერთგზის გამოვიდა ტელევიზიით, მეცნიერებათა აკადემიაში, ცალკეულ უმაღლეს სასწავლებელში, ასევე რაიონებში, განსაკუთრებით ბორჯომში და ასე შემდეგ. ასე, რომ მოულოდნელი და საიდუმლო არაფერი იყო. ყველაფერი არგუმენტირებული და დასაბუთებული გახლდათ სხვათა შორის, ამ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მთელი მსოფლიოსთვის. ეს არ არის მხოლოდ ევროპის მხოლოდ ერთი ნაწილისათვის, ეს არის დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება და პროექტი.

არ დარჩენილა პლანეტაზე ეკონომიკური ხასიათის არც ერთი სოლიდური გამოცემა, ჟურნალი ან გაზეთი თუ საინფორმაციო სააგენტო, რომელიც თვალს არ ადევნებდა თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებასა და იმ პრობლემებს, რომლებიც ობიექტურად წარმოიშვა.

პირადად მესაუბრა თურქეთის პრეზიდენტი ბატონი აჰმედ ნედჯეთ სეზერი, უდიდეს ყურადღებას ამჟღავნებდნენ ჩვენი მეგობრები, უწინარეს ყოვლისა, აზერბაიჯანიდან. თვით ჰეიდარ ალიევი რამდენჯერმე მესაუბრა. დიდი იყო ინტერესი ვაშინგტონში, სხვა დედაქალაქებში. დაინტერესებული იყვნენ ასევე „ბიპი“-სა და სხვა გიგანტური კომპანიების ხელმძღვანელები.

ჩვენმა საზოგადოებრიობამ უნდა იცოდეს, რომ იმ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ვითარებაში, რომელიც ამჟამად, განსაკუთრებით ნავთობის ბაზარზე ყალიბდება, ცენტრალური აზია-სამხრეთი კავკასია (საქართველო და აზერბაიჯანი) - ევროპის ენერგოდერეფანს უდიდესი ფუნქცია ენიჭება.

არც ის არის შემთხვევითი, რომ ახლახან ყაზახეთმა ოფიციალურად კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება, ნავთობის სოლიდური ოდენობის ტრანსპორტირების თაობაზე იმავე ენერგოდერეფნით. ლაპარაკია 20 მილიონ ტონა ნავთობზე.

მაგრამ პროექტის პლანეტარული მნიშვნელობა იმას არ ნიშნავს, თითქოს ან ჩვენ ვაპირებდით, ან ვინმე მოითხოვდა ჩვენგან საფრთხე შეგვექმნა საქართველოს ერთ-ერთი მარგალიტის ბორჯომის ხეობისათვის.

უსაფრთხოების ის ზომები, რომელზეც უცხოელი ინვესტორები დათანხმდნენ, თითქმის უპრეცენდენტოა მსოფლიო პრაქტიკაში.

და კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი: ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელებისას გადაჭარბებული ემოცია, ამა თუ იმ სახის ანგარება ან დაუსაბუთებელი პრეტენზია, აგრესიული არაკომპეტენტურობა მხოლოდ ხელს უშლის ოპტიმალური, მეცნიერულად დასაბუთებული, ყოველმხრივ მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღებას.

წუხელ შევხვდი ჩვენს პარტნიორებს და მივიღე ეს გადაწ წყვეტილება: ექვსი-შვიდი წლის მანძილზე მე ლამის სისხლი ჩავაქციე იმისათვის, რომ ნავთობისა და გაზის დასავლეთის მიმართულება დაკანონებულიყო. ჰეიდარ ალიევმა ჩაიდინა დიდი გმირობა, წინ აღუდგა რა იმ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დასავლეთის მიმართულებას. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი დღევანდელზე მეტად, ხვალინდელ თაობებს სჭირდება, ეს საქართველოს არა მარტო ენერგეტიკულ, არამედ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ნიშნავს.

ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელებისას ობიექტური მსჯელობის უნარი უნდა შევინარჩუნოთ.

ნურასოდეს დავივიწყებთ მწარე გაკვეთილს თუნდაც ხუდ დონჰესთან დაკავშირებით!

დღეს საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს უნდა აწარმოებდეს და სათხოვნელად არ უნდა გვქონდეს საქმე 100 ან 200 მეგავატის მისაღებად. ამჟამადაც არის სიძნელეები და დახმარებას ხან ერთ, ხან მეორე მეზობელს ვთხოვთ. მადლობელი ვართ სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, რომლებიც გვეხმარებიან მაგრამ როდემდე შეიძლება ქვეყანამ ასე იარსებოს და თაობებმა მსგავს პირობებში იცხოვრონ? ეს წარმოუდგენელია!

სამწუხაროდ, ის კეთილშობულური, თავისი შინაარსით უაღრესად პატრიოტული პროექტი ჩაიშალა (საბჭოთა პერიოდში მისი ინიციატორი მე გახლდით), მაშინ, როდესაც მისი განხორციელების შემთხვევაში საქართველოს 700 მეგავატზე მეტი დამატებითი ენერგოსიმძლავრე ექნებოდა.

ქვეყანა თავად არც ერთ კაპიკს არ ხარჯავდა მშენებლობაზე, ხოლო საკავშირო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდძალი სახსრების მესამედი უკვე ათვისებული იყო, როდესაც ეს მოძრაობა დაიწყო, ხალხიც აიყოლიეს და მშენებლობა შეწყდა. ახლა ვერ ვპოულობთ ინვესტორს, რომელიც ხელს მოჰკიდებს ამ ობიექტს. დღეს იგივე ადამიანები იგივე რეგიონში - სვანეთში მოითხოვენ, რომ როგორმე მოიძებნოს ინვესტორი. ამ მშვენიერი კუთხის ხსნა სწორედ ის არის, რომ აშენდეს ეს ჰიდროელ ლექტროსადგური, არა ერთი, არამედ მთელი კასკადი.

ვიმეორებ: ეს არის, მწარე გაკვეთილი, რომელიც აღარ მოგვცემს (აღარ უნდა მოგვცეს) საშუალებას, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვათ.

ნურავინ შეეცდება ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს არსებობს ალტერნატივა ან ბორჯომის ხეობა, ან ნავთობსადენი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მოგება.

ამგვარი ალტერნატივა რეალურად რომ არსებობდეს, ჩვენი არჩევანი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანი იქნებოდა: ბორჯომის ხეობა, ზოგადად საქართველოს ბუნება არა ეკონომიკური ან თუნდაც ეკოლოგიური, არამედ, უპირველესად, სულიერი ღირებულებაა ჩვენი ხალხისათვის. ამდენად აქ საფრთხე რეალური რომ იყოს, ხელისუფლების, ისევე როგორც მთელი საზოგადოებრიობის არჩევანი ნებისმიერ კომპრომისს გამორიცხავდა.

იმასაც გეტყვით, რომ ბორჯომის ხეობის დღევანდელი მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა, გაჩანაგდა ტყეები.

როგორც მოგახსენეთ, გუშინდელი შეხვედრისას, უშუალოდ ჩემი მონაწილეობით, დაზუსტდა შეთანხმების რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი.

არ დაგიმალავთ, ეს იოლი როდი იყო ცხარე დისკუსიამ დილის სამ საათამდე გასტანა, თუმცა, ამის შედეგად დოკუმენტმა საბოლოოდ სრულყოფილი სახე მიიღო. ამაში დასარწმუნებლად, იგი შეიძლება შევადაროთ ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელიც ანალოგიურ თემაზე იდენტური პრობლემების გადასაწყვეტად ოდესმე რომელიმე ქვეყანაში გაფორმებულა. მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ხელშეკრულებაში ჩაიდო, უპრეცედენტოა.

მიუხედავად ამისა, რისკის მართლაც ნოლამდე დასაყვანად, პირადად ჩემი ინიციატივით, გარემოს დაცვის ღონისძიებათა ნუსხაში შეტანილია შემდეგი პუნქტი (მომყავს ციტატა): „იმ შემთხვევაში, თუ მილსადენის მშენებელი კომპანია ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს (ეკოლოგიური უსაფრთ თხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან ხელშეკრულების“ შესაბამისად, უფლება ექნება მიიღოს ნებისმიერი ზომა, რათა უზრუნველყოს პარტნიორთა მიერ ამ ვალდებულებათა შესრულება“. ესე იგი, შესაძლებელია ხელშეკრულების გაწყვეტაც კი.

საბოლოოდ დოკუმენტი ვიზირებულია, შეიძლება ითქვას, ხელმოწერილია, ამით მოიხსნა ბოლო წინააღმდეგობა და უახლოეს მომავალში დაიწყება ნავთობსადენის მშენებლობა.

არაერთგზის გვისაუბრია, თუ რას ნიშნავს ეს ეკონომიკური თვალსაზრისით. ამჯერად მხოლოდ ერთ ასპექტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: ფაქტობრივად, ის დოკუმენტი, რომელიც გუშინ შევიმუშავეთ, არის ბორჯომის ხეობის ყოველმხრივი განვითარებისა და აღორძინების პროგრამულ დებულებათა ნუსხა, ვინაიდან იგი ითვალისწინებს თვით ხეობაში ასობით ადამიანის დასაქმებას მილიონობით დოლარის ინვესტირებას ხეობის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად (და ეს მაშინ, როდესაც პატარა რაიონისათვის რამდენიმე ათეული ათასიც კი სერიოზული თანხაა).

იგულისხმება გზებისა და ხიდების მშენებლობა, კავშირგაბმულობის გაუმჯობესება. 9 მილიონი დოლარი გამოიყოფა მხოლოდ ბიოსფეროს მოვლა-პატრონობისათვის. შევინარჩუნებთ ბორჯომის ტყეებს, რომელიც ხეობისათვის მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემად გადაიქცა. მადლობელი ვარ ინვესტორი კომპანიებისა, რომლებიც სრული გაგებით მოეკიდნენ ჩვენს პოზიციას. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა „ბი-პის“ ხელმძღვანელობას, აგრეთვე აზერბაიჯანის საერთაშორისო ნავთობკონსორციუმის პრეზიდენტს ბატონ დევიდ ვუდვორდს, სხვა უცხოელ სპეციალისტებს.

შედეგად, ეკოლოგიური უსაფრთხოების ის მექანიზმები, რომლებიც ისედაც უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამებოდა, გაორმაგებული და გასამმაგებულია!

სპეციალისტების აზრით, მსოფლიოში არ არსებობს ასეთ დონეზე დაცული ნავთობსადენი!

ყველა მნიშვნელოვანი კვანძი დუბლირებულია ანუ ორმაგი გარანტიით იქნება შექმნილი.

განხორციელდება უზარმაზარი ინვესტიციები, იმუშავებს ათასობით ადამიანი, აშენდება გზები, ხიდები, მდინარეებზე გადასასვლელები, მოგვარდება წლების მანძილზე გადაუწყვეტელი პრობლემები.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ უცხოელი ექსპერტების შეფასებით, მილსადენი არათუ მეწყერს ან მიწისძვრას, არამედ საბრძოლო თვითმფრინავის უშუალო შეტევასაც კი გაუძლებს.

უფრო კონკრეტულად და საგნობრივად ამ დეტალებზე ბატონი გიორგი ჭანტურია და სხვა მოღვაწეები ისაუბრებენ, რომლებმაც ამ პრობლემის შესწავლას, ჩემთან ერთად, მრავალი წელი მოანდომეს.

შესანიშნავად იმუშავეს ქართველმა ექსპერტებმა. მათ შორის გამოვყოფ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფს (ბევრი მომხრეა, ბევრიც მოწინააღმდეგე, ეს ასეც უნდა იყოს), ნავთობკორპორაციის სპეციალისტებს, მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტებს და სხვა. აქტიურად მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის, ჰოლანდიის ექსპერტები, სხვა ქვეყნებისა და საფინანსო ცენტრების წარმომადგენლები.

ვთხოვ პრესას, გამოაქვეყნოს არა მარტო ის დოკუმენტი, რომელსაც გუშინ მოვაწერეთ ხელი, არამედ ისიც, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს, როგორც ტერიტორიის მფლობელი სახელმწიფოს როლს, ადგილს და უფლებებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გაზეთს ვერა, მაგრამ ვფიქრობ, „საქართველოს რესპუბლიკა“, „სვობოდნაია გრუზია“ და ზოგიერთი სხვა უარს არ გვეტყვის.

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა: საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და რაიონში გაიმართა მაჟორიტარული არჩევნები. როგორ აფასებთ თანმხლებ პროცესებსა და იმ პრობლემებს, რაც ამ არჩევნებისას გამოვლინდა საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით? მაგალითად, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ საარჩევნო სიების პრობლემატიკაზე...

- კენჭისყრა რამდენიმე რაიონში (გამოკლებული დეპუტატების ნაცვლად პარლამენტის ახალ წევრთა ასარჩევად), ძირითადად, მშვიდად, სერიოზული ექსცესების გარეშე ჩატარდა.

თუმცა, მთლიანობაში ზოგიერთი სიმპტომი, მაგალითად, ის, რაც საბურთალოზე მოხდა, სადაც ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა არჩევნებს, ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადა, ძალზე დამაფიქრებელი უნდა იყოს არა მარტო ხელისუფლების ან ოპოზიციისათვის, არამედ მთლიანად იმ სოციალური და საზოგადოებრივი კატეგორიისათვის, რომელსაც პოლიტოლოგიაში „პოლიტიკურ ელიტას“ უწოდებენ.

ამ პრობლემაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ - პრეზიდენტმაც, პარლამენტმაც, პოლიტიკურმა პარტიებმა და მთელმა საზოგადოებამ.

რაც შეეხება საარჩევნო სიებს, აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს რადიკალური თუნდაც საკონსტიტუციო ან ორგანული საკანონმდებლო ცვლილებებით.

ძირფესვიანად უნდა გადამუშავდეს ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა.

თავისი სიტყვა უნდა თქვას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც - შესაბამის კანონპროექტთა შემუშავების თვალსაზრისით.

მართალია, ამ ორგანოს კონსტიტუციით არა აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ სათანადოდ დამუშავებულ და დასაბუთებულ კანონპროექტს პრეზიდენტი შეიტანს პარლამენტში, ან თუნდაც დეპუტატთა ჯგუფი თუ სხვა სუბიექტები.

საარჩევნო სიების მოსაწესრიგებლად მიზანშეწონილი იქნება მომავალ ბიუჯეტში გარკვეული თანხა გავითვალისწინოთ, თუ აუცილებელია, საგანგებო ორგანოც კი შევქმნათ სპეციალურად ამ პრობლემის გადასაწყვეტად. გასათვალისწინებელია საერთაშორისო გამოცდილებაც. ეს ყოველივე ეხება არა მარტო ადგილობრივ ან საპარლამენტო, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებსაც, რომლის მარეგულირებელ კანონმდებლობაში აგრეთვე ბევრი წინააღმდეგობა და შეუსაბამობაა.

- ამ დღეებში საქართველოს უშიშროების სისტემის მუშაკები თავიანთ პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ. რას ეტყოდით ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებს?

- ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სპეციალურ სამსახურს განსაკუთრებით ფაქიზი და რთული ამოცანა ეკისრება, რისი შესრულებაც საზოგადოების ყოველდღიურ ზრუნვასა და მხარდაჭერას მოითხოვს.

როდესაც ეს სამსახური არ ასრულებს თავის მოვალეობას, ამის მწარე გამოცდილება საქართვლოს, კერძოდ პრეზიდენტს, უკვე აქვს. ამ სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა.

ბოლო წლებში საქართველოს უშიშროების სამინისტრომ და მისმა კოლექტივმა ურთულესი გზა გამოიარეს ტოტალიტარული წყობის „გუშაგიდან“ იმ ინსტიტუტამდე, რომლის ერთადერთი ამოცანაა დემოკრატიული წესწყობილების, კონსტიტუციური წესრიგი, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა, ისევე როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა ნებისმიერი ხელ ლყოფისაგან. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მხოლოდ და მხოლოდ კანონით განსაზღვრული, კანონით ნებადართული ხერხებითა და მეთოდებით.

ეს ამოცანა მით უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ საბოლოოდ განსაზღვრა თავისი ძირითადი ორიენტირი გაწევრდეს ევროატლანტიკური სივრცის ანუ დემოკრატიულ სახელმწიფოთა გაერთიანების ორგანიზაციებში, მათ შორის ნატოში. ღირსეული წვლილი შეიტანოს ტერორიზმის, ნარკობიზნესის, იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში.

სულ რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა, რათა სპეცსამსახურთა ქმედითობა მაქსიმალურად გაზრდილიყო.

სერიოზული დადებითი მაჩვენებელია უშიშროების მუშაკების და სპეცდანიშნულების რაზმების წარმატებული მოქმედება პანკისის ხეობაში, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, თუმცა გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია.

ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ რეფორმას სამართალდაცვისა და უშიშროების სისტემაში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ მობილური და მაღალპროფესიული სპეცსამსახური სათანადო სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. რეფორმის ასეთი ხასიათი ნიშანდობლივი იქნება თვით თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრუქტურებისათვის. ამ კონტექსტით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნის სპეცსამსახურებთან, მათს მეთოდურ და ტექნიკურ დახმარებას.

ვსარგებლობ შემთხვევით და გულითადად ვულოცავ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პირად შემადგენლობას და ხელმძღვანელებს პროფესიულ დღესასწაულს, ვუსურვებ შემდგომ წარმატებას მათ რთულ, კეთილშობილურ და უაღრესად პატრიოტულ საქმიანობაში - თავისუფალი, დამოუკიდებელი დემოკრატიული სამშობლოს საკეთილდღეოდ.

- რას გამოჰყოფდით გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხთაგან?

- უპირველეს ყოვლისა, რადიომსმენელთა და მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ უკვე ტრადიციად იქცა მთავრობის სხდომაზე საქართველოს რეგიონთა განვითარების გრძელვადიანი პროგრამების განხილვა.

წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე, რომელიც მთავრობის სხდომაზე განსახილველად პრეზიდენტის რწმუნებულმა შემოიტანა.

ამჯერად კი, განვიხილეთ შიდა ქართლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროექტი.

მოგეხსენებათ, საქართველოს ამ რეგიონში არსებობს პოსტ-კონფლიქტური ზონა ანუ ამ რეგიონისათვის ყოველმხრივი დახმარების გაწევა, ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება განსაკუთრებით საშური და აქტუალურია.

პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლში კავშირგაბმულობის სისტემათა მოდერნიზაციას, ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაციას, პენსიების დროულად გაცემას, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებით მომარაგებას და სხვა ღონისძიებებს.

ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ ევროპელი მეგობრები. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი, რომელმაც რამდენიმე მილიონი ევრო გამოჰყო ამ რეგიონის პრობლემათა გადასაწყვეტად.

რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ეს თანხები მოხმარდება აგრეთვე ცხინვალს, ქართულ და ოსურ სოფლებს, რადგან ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ვალდებული ვართ მათზე ვიზრუნოთ.

რეგიონთა განვითარების პროგრამები კვლავაც დამუშავდება პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიის უშუალო მონაწილეობით, ვინაიდან ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი შევამზადოთ ნიადაგი რაციონალიზმის დასამკვიდრებლად საქართველოში, არა ფორმალურად, არამედ ფაქტობრივად.

არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ფორმას - იქნება ეს კლასიკური რეგიონალიზმი თუ ასიმეტრიული ფედერაცია, ნებისმიერ შემთხვევაში რეგიონალურ ინიციატივას მეტი გასაქანი უნდა მიეცეს. რა თქმა უნდა, სტრატეგიულ საკითხებში ფედერალური ცენტრის პრიორიტეტის უპირობო აღიარებით.

ამის შესახებ არაერთხელ განმიცხადებია.

ძალზე მნიშვნელოვანია ინიციატივათა პაკეტი (იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარმოადგინა სხდომაზე), რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ეგრეთ წოდებული „ფულის გათეთრების“ წინააღმდეგ ბრძოლას. მოგახსენებთ, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ დღევანდელ მსოფლიოში იგი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა ტერორიზმის საფრთხესთან ერთად.

თანაც ეს პრობლემები ზოგჯერ ერთმანეთს უკავშირდება, ამდენად საქართველოც ვალდებულია წინასწარ მიიღოს ზომები თავის დასაზღვევად და ნებისმიერი საფრხის ჩანასახშივე აღსაკვეთად.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შესანიშნავი ქართველი მეცნიერის, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ინფორმაციამ ნეკრესში აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერების შესახებ.

ქართველი არქეოლოგების მოპოვებული მასალები, შეიძლება ითქვას, სენსაციურია, ვინაიდან წარწერათა დათარიღებით დგინდება, რომ ქართული დამწერლობის ისტორია რეალურად იწყება არა ქრისტიანობის გავრცელების ეპოქიდან, არამედ გაცილებით ადრე, ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეებიდან. რასაც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, სავსებით გამართლდა.

მისასალმებელია, რომ მრავალი სირთულის მიუხედავად, საქართველოში არქეოლოგიური კვლევა-ძიება, მთლიანად არქეოლოგიური მეცნიერება წარმატებით ვითარდება და შედეგებიც შთამბეჭდავია. ქართველი არქეოლოგები დღეს არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის ავტორები არიან.

უახლოეს დროში ვაპირებ მოვინახულო აგრეთვე უდაბნოს არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც ქართული არქეოლოგიის ამაგდარი, დაუღალავი მეცნიერი ბატონი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობს.

საერთოდ კი, ფუნდამენტური მეცნიერების განვითარება და წარმატებები განსაკუთრებით გვახარებს.

ადრე იყო ასეთი დაყოფა, რომ არსებობს ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება. მე მგონი, აზრობრივად ამგვარი გამიჯვნა რამდენადმე ხელოვნურია, ან ყოველ შემთხვევაში დასაზუსტებელია, ვინაიდან ის, რასაც ჰუმანიტარული მეცნიერება ან თუნდაც ფუნდამენტური მეცნიერების ნებისმიერი სხვა დარგი ქმნის, უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებაა!

მაგალითად ზოგიერთებმა ვერ გაიგეს, რატომ დაუთმო პრეზიდენტმა პარლამენტისა და ხალხისადმი თავისი მიმართვის ერთი აბზაცი დმანისის საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენას.

არადა ამით ნებისმიერი პრეზიდენტი და ნებისმიერი ცივილიზებული ერი იამაყებდა.

ნახევრად ხუმრობით ვიტყვი: სხვები ზოგჯერ ხელოვნურად თხზავდნენ რაღაცასა და მის პოპულარიზებას ცდილობდნენ. ქართველმა არქეოლოგებმა და ანთროპოლოგებმა კი ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს ანთროპოლოგიურ მეცნიერებაში!

ამდენად, კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი ეროვნული მეცნიერების წინაშე და ვუსურვებ შემდგომ გამარჯვებებს.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი დღევანდელზე მეტად, ხვალინდელ თაობებს სჭირდება, ეს საქართველოს არა მარტო ენერგეტიკულ, არამედ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ნიშნავს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 3 დეკემბერი. - №292 (4351). - 1, 2 გვ.

129 „ჩვენ მოვიპოვეთ უფლება, რომ ნავთობმა და გაზმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს და ენერგოკრიზისი საბოლოოდ გადავწყვიტოთ“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2002 წლის 2 დეკემბრის პრესკონფერენცია

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, რა გადაწყვეტილება იყო მიღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ბორჯომის ხეობის მარშრუტთან დაკავშირებით. ემუქრება თუ არა ეკოლოგიური საფრთხე ბორჯომის ხეობას? მით უფრო, რომ თქვენთან შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დასკვნა გააკეთა...

- გუშინ საკმაოდ გვიანობამდე მიმდინარეობდა შეხვედრა და კონსულტაციები პროექტის ექსპერტებთან, კომპანია „ბი-პისა“ და აზერბაიჯანის მხარის წარმომადგენლებთან, მასში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას წინ უძღოდა საკმაოდ სერიოზული სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად არ ვიხილავთ. არის საგანგებო ხელშეკრულება გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელშიც განსაზღვრულია ტერიტორიის მფლობელი სახელმწიფოს როლი, ადგილი და უფლებები და ეს დოკუმენტი ვრცელდება ამ ხელშეკრულებაზეც, რომელსაც ახლა ხელი მოვაწერეთ, ლაპარაკია იმის შესახებ, რომ თუ არ შესრულდა წინასწარ შეთანხმებული პირობები, საქართველოს აქვს უფლება შეწყვიტოს კონტრაქტი. ძალიან მკაცრი ხელშეკრულებაა. რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, ამ პრობლემას დაახლოებით 6 წელია ვუტრიალებ. დასავლეთის მარშრუტთან დაკავშირებულია ძალიან ბევრი ჩემი შეხვედრა, ბუნებრივია, ამ შეხვედრებზე მარტო იმაზე არ იყო ლაპარაკი, რომ საქართველოს მიეღო უფლება ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. არამედ მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ რამდენად უსაფრთხო იქნებოდა პროექტის განხორციელება საქართველოსათვის ხელშეკრულების უმთავრესი ნაწილი უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს „საქართველოს რესპუბლიკა“, სხვა გაზეთები გამოაქვეყნებენ ამ დოკუმენტებს, მათი გაცნობის შემდეგ ყველა დარწმუნდება, რომ ხელისუფლებას არც ერთი იმგვარი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ბორჯომის წყლისა და საერთოდ, ხეობის უსაფრთხოებას - ეს გამორიცხულია. პირიქით, ახლა ჩვენ სერიოზულად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პროექტის განხორციელებით, იმ თანხის გამოყენებით, რომელსაც უმდიდრესი კომპანიები, უწინარესად კი „ბიპი“ გაიღებს, ჩვენ ბორჯომის ხეობას გადავარჩენთ, გადავარჩენთ იმ ტყეებს, რომლებიც ფაქტობრივად, ნადგურდება. ასე რომ, ხელშეკრულებაში საკმაოდ კატეგორიული ჩანაწერებია. მაგალითად, თუ საკითხი ეხება სანიტარულ ზონას, ანუ ნავთობსადენი სანიტარულ ზონაში შევიდა, ჩვენ ფაქტობრივად, უნდა შევაჩეროთ მისი მშენებლობა, ჩვენ გვაქვს ამის უფლება.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არის ძალიან კონკრეტული, თუ ხეობის ფარგლებში ესა თუ ის მიმართულება იწვევს ეჭვს, ისინი ვალდებული არიან სხვა მიმართულებით იმუშაონ. პრაქტიკულად, ნავთობი, რომელიც მთების გადაღმა გადაივლის, იმ შემთხვევაში, თუ დაიღვარა იქ სადაც ბორჯომის წყალი და აუზია, შეუძლებელია მიაღწიოს იქამდე. მცირე ავარიის შემთხვევაშიც კი, უსაფრთხოების უამრავი გარანტიაა შექმნილი. ჩვენ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვების უფლება არ გვქონდა. ერთხელ ჩვენ დავკარგეთ ასეთი შესაძლებლობა თავის დროზე, სხვათა შორის ჩემი ინიციატივითაც დავიწყეთ ხუდონჰესის მშენებლობა, რომლის სიმძლავრეც 700 მეგავატზე მეტი იქნებოდა. გამოუცდელობისა და საქმეში ჩაუხედაობის გამო, ადამიანებმა, რომლებიც დღეს პოლიტიკაში მოღვაწეობენ, ხალხი გამოიყვანეს და მოხდა ისე, რომ მაღალი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერდა და დღემდე გაჩერებულია. მადლობელი ვარ ჩვენი სომეხი, რუსი, თურქი მეგობრებისა, რომლებიც გვეხმარებიან ენერგოკრიზისის დაძლევაში, მაგრამ ხუდონჰესის აშენების პირობებში, სადღეისოდ საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა არ ექნებოდა, უფრო მეტიც: ჩვენ ვიქნებოდით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. რა თქმა უნდა შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მოგვეცა, ხელიდან ვერ გავუშვებდით, რადგან პასუხს ვაგებთ არა მარტო დღევანდელი, არამედ მომავალი თაობების წინაშეც.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ილაპარაკეთ ამ ხელშეკრულების სრულყოფილებაზე, თუ ეს ხელშეკრულება იმდენად სრულყოფილი იყო, რატომ გახდა აუცილებელი 1 დეკემბერს, ღამის სამი საათისათვის მასში ორი პუნქტის შეცვლა? კერძოდ, იგულისხმება ნულოვანი რისკი და ალტერნატიული მარშრუტები, სადაც ჩაიდო, რომ ეს მარშრუტები მხოლოდ ახალქალაქის გავლით შეიძლება იქნეს წარმოდ დგენილი „ბი-პის“ მიერ, ასევე საგულისხმოა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან, რომელიც 48 საათი უწყვეტი რეჟიმით მუშაობდა, მივიდა სახელმწიფო მინისტრი, შემდეგ ქალბატონი ნინო ჩხობაძე მოჰყავთ პრეზიდენტთან. არის თუ არა ეს რაიმე სახის პოლიტიკური ზემოქმედება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწ წყვეტილებაზე?

- გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და არა ნინო ჩხობაძე, ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება 1 დეკემბერს ღამით შექმნილ სიტუაციას, მე პირველად ჩავერთე ამ საკითხთან დაკავშირებით უცხოელების მონაწილეობით გამართულ დისკუსიაში სავსებით გასაგებია, რომ ეს დისკუსია იყო უფრო მრავლისმომცველი, რადგან მასში ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობდა. საკითხები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რაიმე დრამატულ ვითარებაში არ განხილულა ეს იყო დამატებითი განხილვა ნავთობსადენის პროექტის სრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა დისკუსია. აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ საკმაოდ ბევრი საგულისხმო მოსაზრება გამოთქვა, რომლებიც გავითვალისწინეთ, რა არის იმ ფაქტში გასაკვირი, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, სადაც იმყოფებოდნენ ექსპერტები, პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე სახელმწიფო მინისტრი მისულიყო? ავთანდილ ჯორბენაძე მივიდა, მოისმინა და შემდეგ განხილვა პრეზიდენტთან გაგრძელდა. იყო კამათი, ემოციები, ეს ისეთი პრობლემაა, რომ კამათის გარეშე ვერ ჩაივლიდა. შემთხვევით არ მითქვამს, რომ 6 წელიწადია ამ პრობლემით ვარ დაკავებული-მეთქი. მქონდა მორალური უფლება ჩავბმულიყავი ამ დისკუსიაში, დღეს მაქვს მორალური უფლება სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არ გავურბივარ პასუხისმგებლობას არც დღევანდელი და არც მომავალი თაობების წინაშე - მიმაჩნია, რომ კეთდება საქართველოსათვის ისტორიული საქმე. მთავარი ის კი არ არის, რომ ნავთობსადენი საქართველოზე გაივლის და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ვიღაცას დასჭირდა, არა ეს პროექტი, უწინარ რესად, ჩვენ დაგვჭირდა. ჯერჯერობით ვერ ვხედავ სხვა წყაროს, რომ ქვეყანამ არსებული პრობლემა დაძლიოს, ჩვენ მოვიპოვეთ უფლება, რომ ნავთობმა და გაზმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს და ენერგოკრიზისი საბოლოოდ გადავწყვიტოთ.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“: ბოლო კვირის განმავლობაში ენერგოკრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა ქვეყანაში. ფაქტობრ რივად, 20 პროცენტზე ნაკლებს მიეწოდება ენერგია. რა სტრატეგიის შემუშავებას აპირებს ხელისუფლება, დაისმება თუ არა კონკრეტულ ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი? მით უფრო, რომ მოსალოდნელია აქციები მოსახლეობის მხრიდან.

- ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს ყველა რეგიონში ელექტროენერგიის მოწოდების თვალსაზრისით მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ველოდით არაერთხელ მითქვამს, რომ წელს გასულ პერიოდთან შედარებით, გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, წყლის მარაგი იმგვარია, როგორც არასდროს ყოფილა. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმ ადამიანებზე, ვინც სისტემაში მუშაობს. ენგურზე წყლის მარაგი ქვეყანას აპრილამდე ეყოფა. მაგრამ 4 ენერგობლოკის ნაცვლად მხოლოდ ორი მუშაობს. გვარწმუნებენ, რომ ამ ბლოკების აღდგენას 2 კვირა დასჭირდება. როცა ძველ სპეციალისტებთან გავმართე კონსულტაცია, გაირკვა, რომ ამის გაკეთება გაცილებით მოკლე დროშია შესაძლებელი. ასევე გაირკვა, რომ შესაძლებელი იყო, „ეი-ეს თელასთან“ დროულად გაგვერკვია საკითხი. მე-9 ბლოკი, რომ მელიც 300 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს და ნახევარ თბილისს, უზრუნველყოფს, მისი დროული ამოქმედების საკითხიც გადაუწყვეტელია. თანხას ნაწილობრივ ჩვენ ვიხდით, ამ ნაწილს ამერიკელები იხდიან. კერძოდ, 10 მილიონი დოლარია გამ მოყოფილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ენერგოსექტორში სუბიექტური ხასიათის შეცდომები უფრო მეტია, ვიდრე ის ობიექტური გარემოებანი, რომლებშიც ახლა საქართველოს უწევს ცხოვრება. ჩვენ მივიღეთ ელექტროენერგია რუსეთიდან, აღდგენილია სომხეთის ხაზიც, ამ დღეებში გაცილებით გაუმჯობეს სდება მდგომარეობა, ხოლო როცა ენგურჰესის ყველა ბლოკი გამართულად იმუშავებს, ის დანაპირებიც შესრულდება და პრობლემა მოიხსნება.

რუსეთის ტელეკომპანია „РТР“: მას შემდეგ, რაც ევროსას სამართლომ დაკავებული ჩეჩნების ექსტრადირების საკითხის განხილვაზე მორატორიუმი მოხსნა და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გასცა ნებართვა მათს ექსტრადიციაზე, ისინი ჯერჯერობით მაინც რჩებიან საქართველოში. ამ ფაქტს მოსკოვში აფასებენ, რომ პროცესი თითქოსდა შეგნებულად არის შეფერხებული და მას პოლიტიკურ ასპექტსაც მიაკუთვნებენ. თქვენი კომენტარი, მართლაც შეგნებულად ფერხდება თუ არა ჩეჩნების ექსტრადიცია...

- ეს პროცესი ისე უნდა განხორციელდეს, რომ ყოველგვარი წვრილმანი ფორმალობაც კი დაცული იყოს. რაც შეეხება საქართველოს ვალდებულებებს რუსეთის წინაშე, ჩვენ სინდისიერ რად შევასრულებთ.

გაზეთი „ახალი თაობა“: 30 ნოემბერს საქართველოს ორ ოლქში ჩაიშალა პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატის არჩევნები, ამის მიზეზი კი იყო მოსახლეობის დაბალი აქტივობა. თქვენი აზრით, ხომ არ არის ეს ერთგვარი სიგნალი, რომ საზოგადოებას უკვე აღარ სჯერა არც ხელისუფლების და არც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალებისა. თქვენი კომენტარი „მოქალაქეთა კავშირისა“ და „სოციალისტური პარტიის“ გაერთიანების შესახებ.

- ჩვენ ყველაფრის დრამატიზირება გვიყვარს. ტრადიციული დემოკრატიის მთელ რიგ ქვეყნებში არავის უკვირს, თუ რომელიმე ოლქში არჩევნები არ შედგა. განვითარებულ ქვეყნებში დაბალია მოსახლეობის აქტივობა არჩევნების დროს, არც ეს უკვირს ვინმეს. ჩვენი ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობა სერიოზულად დასახვეწია, დასაზუსტებელია ბევრი რამ, კერძოდ, მათ შორის ის, თუ რამდენი პროცენტის შემთხვევაში შეიძლება არჩევნები ჩაითვალოს შემდგარად. აუცილებელია თუ არა 50 პროცენტის, 30 პროცენტის შემთხვევაში, თუ მოსახლეობის გამ მოცხადებული რაოდენობით უნდა შეჯამდეს არჩევნების შედეგები. ყველაფერი ეს საკანონმდებლო სრულყოფას ექვემდებარება. ალბათ, პარლამენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები იმუშავებენ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მეც მზად ვარ სამუშაოდ. მომზადდება შესწორებები, საპრეზიდენტო ინიციატივით შევიტან ამ საკითხს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ის რომ არ არის მაღალი აქტივობა, ერთგვარ იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ რამ გამოიწვია ეს, გავარკვევთ.

რაც შეეხება „მოქალაქეებისა“ და სოციალისტების გაერთიანებას, მე შემიძლია ვიყო 30-მდე ორგანიზაციის საპატიო ხელმძღვანელი. ისედაც ბევრი კომისიის ხელმძღვანელი ვარ, ასევე შემიძლია ვიყო პოლიტიკური ორგანიზაციის საპატიო ხელმძღვანელი. გახლავართ „მოქალაქეთა კავშირის“ საპატიო თავმჯდომარე. თავისთავად მივესალმები ვახტანგ რჩეულიშვილის გადაწყვეტილებას, „მოქალაქეთა კავშირთან“ ერთად იმუშაოს და იზრუნოს იმისათვის, რომ პარლამენტში დროულად გადაწყდეს ესა თუ ის საკითხი. ვფიქრობ, რადიკალური განსხვავება „მოქალაქეთა კავშირისა“ და „სოციალისტურ პარტიას“ შორის არ ყოფილა. ამიტომაც მათ მიეცათ კოოპერაციული თანამშრომლობის საშუალება.

აჭარის ტელევიზია: ეროვნული უშიშროების საბჭოს თქვენ დაავალეთ აფხაზეთის საკითხზე მუშაობა. უფრო კონკრეტულად, რა ფუნქციები ექნება მას და რა ვადას აძლევთ მუშაობისათვის? რა ეტაპზეა მოლაპარაკება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში?

- აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მუშაობს. სიახლეა ის, რომ ამჯერად დამტკიცდა ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი დებულება. მასში გათვალისწინებულია, რომ უშიშროების საბჭომ მეტი აქტივობა უნდა გამოიჩინოს კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებაში: შეიქმნა საგანგებო ჯგუფი ჩემი დავალებითა და თედო ჯაფარიძის ინიციატივით. პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა ძირითადად, ეს არის კონსულტაციები, თუ რა საშუალებები არსებობს კონფლიქტის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი. რაც შეეხება გაუგებრობას აჭარასთან, რამდენიმე დღის წინათ ვესაუბრე ასლან აბაშიძეს, რომ სახელმწიფო და ფინანსთა მინისტრები - ავთანდილ ჯორბენაძე და მირიან გოგიაშვილი ჩავლენ ბათუმში. ერთხელ კიდევ განიხილავენ ამ პრობლემას, პირადად ძალიან შეწუხებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროს უხდება იმგვარი ზომების მიღება, როგორიცაა სატვირთო მანქანების გაჩერება, რომელთაც სათანადო დოკუმენტაცია არა აქვთ. რა გვაქვს საჩხუბარი აჭარასთან კუთვნილი გადასახადი მათ უნდა გადაიხადონ. თუ დახმარებაა საჭირო, დავეხმარებით. ისე უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა, როგორც ერთი ქვეყნის შვილებს შეეფერებათ.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესი“: ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეაფასებთ სოხუმის ხელისუფლებაში მომხდარ საკადრო ცვლილებას? რამდენად მოულოდნელი იყო ჯერგენიას ჩანაცვლება გაგოლიათი? საქართველოს პოლიტიკურ წრეებში არის მოსაზრება, რომ განხორციელებული საკადრო ცვლილება პრიმაკოვის პოლიტიკური აქტიურობით იყო გამოწვეული. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას? თქვენი აზრით, ეს ცვლილება შეუწყობს თუ არა ხელს აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესს? დეკემბრის დამდეგს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს ეგრეთ წოდებულ ბოდენის დოკუმენტს. ქართულ მხარეს ეს დოკუმენტი არ მიუღია, მაგრამ გამოქვეყნ ნებულმა ნაწილმა საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თქვენ რომ გქონდეთ საშუალება, რა უმთავრეს შესწორებას შეიტანდით მასში?

- არ უნდა მომთხოვოთ, რომ ვიცოდე დეტალები, რატომ შეიცვალა სოხუმის ხელისუფლების პრემიერი. სამწუხაროდ, რჩევა ჩემთვის არავის უკითხავს, ამ გადაწყვეტილების მიღებაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. რაც შეეხება პრიმაკოვის მომენტს, მასთან რამდენიმე თვეა კონტაქტი არ მქონია. არა მგონია, ასე იყოს. ეს უფრო ალბათ, სხვა წრეებში მომზადებული საკითხია, უწინარესად კი, ვლადისლავ არძინბას ინიციატივით მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომ მელზეც ბოდენის დოკუმენტი უნდა განხილულიყო, გადაიდო. შეიძლება ასე უკეთესიცაა. ჩემი კომპეტენცია რომ იყოს, რაიმე განსაკუთრებულ შესწორებებს არ შევიტანდი. დოკუმენტში გათვალისწინებულია იმის მინიმუმი, რაც აუცილებელია შერიგების პროცესის დასაწყებად. არც აფხაზების უფლებებია უგულებელყოფილი, არც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებია დაუცველი ასე რომ, ბოდენის დოკუმენტის მისაღებად მუშაობა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდეც. პარლამენტში გამოსვლისას, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვის იდეა წამოვაყენე ეს იდეა თანდათანობით ბევრი მეგობარი ქვეყნისათვის საინტერესო ხდება, ცალკეული წარმომადგენლები გამოთქვამენ აზრს ამის შესაახებ. აფხაზეთში ამ იდეას დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაღალ დონეზე ამ კონფერენციის გამართვა დღის წესრიგიდან მოიხსნას.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-ფაქსი“: დეკემბერში საქართველოში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი. ხომ არ არის ეს ვიზიტი დაკავშირებული სუამის განვითარებასთან? მით უფრო, რომ 6-7 დეკემბერს პორტოში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ერთ-ერთ საკითხად დღის წესრიგში შეტანილია სუამის თემა...

- უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ადრევე იყო დაგეგმილი უკრაინასთან საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა და თანამშრომლობა აკავშირებს. უმთავრესად განხილული იქნება ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა, ყველა პრობლემის პარალელურად ვიმსჯელებთ სუამის შესახებ. არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა სუამის განვითარების თვალსაზრისით ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანოს. ჯერჯერობით ნელა მიმდინარეობს სუამის განვითარება. ზოგიერთთა ეჭვი, რომ თითქოსდა სუამი სამხედრო თანამშრომლობის ორგანიზაციად შეიძლება ჩამოყალიბდეს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ორგანიზაციაში მონაწილე ქვეყნების სპეციფიკიდან გამომდინარე ეს იქნება წმინდა ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზებისადმი მიმარული ორგანიზაცია.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური: ბატონო პრეზიდენტო, იგეგმება თუ არა მომავალი წლიდან აფხაზეთში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის საკითხი? საერთოდ, გაუგრძელდებათ თუ არა რუსეთის სამშვიდობოებს დეკემბრიდან მანდატის ვადა?

- ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დღის წესრიგში ყოველთვის არის დასმული საკითხი, მოხდება თუ არა ჩანაცვლება? ვთქვათ, რუსეთის სამშვიდობო ძალები გავიდნენ, კარგად იცით, ჩვენ ყველაფერში არ ვემადლიერებით მათ, მაგრამ ისინი რომ გავიდნენ, გაცილებით მძიმე, უმართავი სიტუაცია იქნება. გაეროში ჯერჯერობით არ არიან მზად გადაჭრით გვიპასუხონ, მოხდება თუ არა ჩანაცვლება. ბატონი რევაზ ადამია მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თავად რუსეთი არ არის წინააღმდეგი მოხდეს ნაწილობრივი ჩანაცვლება. სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა კიდეც, რომ თუ საქართველო მოითხოვს, მეორე დღესვე მოხდება ჯარის გაყვანა და მჯერა რომ იგი გულწრფელი იყო, როცა ეს თქვა. ალბათ, დროა საჭირო, რომ ჩანაცვლების საკითხი მოგვარდეს. უკრაინამ რამდენჯერმე გამოთქვა სურვილი ჩანაცვლების შესახებ, მაგრამ მარტო ერთი ქვეყანა არ არის საკმარისი. გაერომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი ქვეყნებით მოხდება ჩანაცვლება.

საერთაშორისო სააგენტო „როიტერი“: ბაქო-თბილისი-ჯეი იჰანის პროექტის მშენებლობის დაწყება გეგმით გათვალისწინებულია მომავალი წლის პირველ კვარტალში. საქართველოში ბოლო დროს შექმნილი პრობლემები ხომ არ შეაფერხებს პროექტის დაწყებას? თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პროექტში მონაწილე მხარეებს აძლევთ თუ არა გარანტიას, რომ პროექტის მშენებლობა დათქმულ ვადაში იწყება?

- აზერბაიჯანის მხარისათვის, კომპანია „ბი-პისათვის“ ძალიან პრინციპული იყო შეთანხმებისათვის მიგვეღწია ნოემბრის დამლევს. მივაღწიეთ კიდეც. მოვისმინე სტუმრების აზრი, რომ ახლა მათ ხელი არაფერში ეშლებათ. ვიცი, რომ თვის დამლევს დაიწყება მილების შემოტანა ფოთისა და ბათუმის ნავსად დგურებიდან.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოსათვის, ბორჯომის ხეობისათვის უზარმაზარი თანხა იხარჯება. გათვალისწინებულია სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელება, მთელი რიგი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. ასე, რომ საქართველოს მხარეც და პარტნიორებიც დაინტერესებული არიან, რაც შეიძლება მალე დაიწყოს პროექტის განხორციელება. მგონი ამას ხელს არაფერი აღარ შეუშლის.

„ჩვენ მოვიპოვეთ უფლება, რომ ნავთობმა და გაზმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს და ენერგოკრიზისი საბოლოოდ გადავწყვიტოთ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 3 დეკემბერი. - №292 (4351). - 1, 3 გვ.

130 ბატონ ლორიკ მარშანიას

▲back to top


ბატონო ლორიკ,

გულწრფელად გილოცავთ დაბადების 70-ე და საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო მოღვაწეობის 45-ე წლისთავს.

თქვენი ცხოვრება სამშობლოს უანგარო სამსახურის მაგალითია. თქვენ ღირსეულად აგრძელებთ გამოჩენილი აფხაზი საზოგადო მოღვაწის გიორგი შერვაშიძის საქმეს და დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და ერთიანობის განმტკიცების საშვილიშვილო საქმეში. თქვენს წიგნებში, პუბლიკაციებსა და გამოსვლებში ჩანს გულანთებული პატრიოტი, რომელიც თავისი მართალი სიტყვით იბრძვის ჩვენი ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მათი უკეთესი მომავლისათვის.

გისურვებთ თქვენ, თქვენს შესანიშნავ ოჯახს ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს და ყოველივე საუკეთესოს.

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ ლორიკ მარშანიას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 დეკემბერი. - №294 (4353). - 1 გვ.

131 გიგა ლორთქიფანიძეს

▲back to top


მილოცვა

ჩემო გიგა,

სულ ახლახან, შენი დაბადების 75 წელთან დაკავშირებით, პატარა მილოცვის ბარათი გამოგიგზავნე, ახლა კვლავ მიწევს ორიოდე სიტყვის მოწერა, რადგან შენი ჩასვლა მოსკოვში, იქ სადაც სტუდენტობა გაატარე, სადაც ბევრია არა მარტო შენი ნიჭისა და ოსტატობის დამფასებელი, არამედ ქართული კულტურისა და ქართველი ხალხის ქომაგიც, ძალზე ბევრს ნიშნავს და ჩემთვის სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს, რადგან შენ შთამბეჭდავი მაგალითი ხარ ამ ორი კულტურის თანამშრომლობისა და შენთვის მოწყობილი შეხვედრა, მარტო შენი დაფასება არაა...

ამ ფაქტში აისახა არსი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა - საქართველომ ქართველმა ხალხმა, ქართულმა კულტურამ ძალზე ბევრი რამ მიიღო რუსეთიდან, რუსეთის ხალხისაგან, რუსული კულტურიდან. თუმცა არც ჩვენ დავრჩენილვართ ვალში, ჩვენც გაგვიცია ბევრი რამ, ჩვენც სიყვარულით გვიპასუხია სიყვარულზე, ჩვენც ქართული სისხლით დაგვიმტკიცებია რუსეთის ერთგულება, როგორც 1812 წლის სამამულო ომში, ისე კავკასიის ომებში.

ბევრი ქართველი შეეწირა ამ ომებს და ბევრი ქართველი გმირი ჰყავს ამ ომებს...

ახლა სხვა დრო მოვიდა...

დაინგრა რუსეთის და საბჭოთა იმპერიები, ხალხებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შენება დაიწყეს, მათაც კი, ვისი სახელმწიფოებრიობის ისტორია საქართველოსთან შედარებით მცირეა...

მე მესმის, თუ როგორ უჭირს ზოგს რუსეთში იმასთან შეგუება, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებს, მაგრამ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის აღდგენა, დამეთანხმები და სხვაც დაითანხმე, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვიყვარს ერთმორწმუნე რუსეთი და შესაძლებლად მიგვაჩნია ქართული ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სრულფასოვანი განვითარება რუსეთის ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის გარეშე.

არც გეოგრაფიულად წავსულვართ არსად, ჩვენ ისევ აქ ვართ.

ქართველები უმადური ხალხი არაა - ჩვენ გვახსოვს ყველა ის სიკეთე, რაც რუსეთს ჩვენთვის გაუკეთებია...

არც ავი მახსოვრობა გვახასიათებს ქართველებს - რომ ტკივილები ვერ დავივიწყოთ...

დაგვიჯერონ, ჩვენი სახლის კარი და ჩვენი საზღვარი ისევ ღიაა ყველასათვის, ვინც სიყვარულით მოდის ჩვენთან.

გიგა, მე მინდა, შენებურად, შენი ტემპერამენტით, შენთვის დამახასიათებელი დამაჯერებლობით აუხსნა მანდ ყველას, ვისთანაც კი ხმა მიგიწვდება, რომ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობა, სულაც არ ნიშნავს საუკუნოვანი კავშირების წყვეტას და რომ მე მართლა არ მინდა, ოდესმე თქვან, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს რუსეთთან ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.

პირიქით, გადაეცი ყველას, რომ ჩვენ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ სიყვარულისთვის, თანამშრომლობისთვის, ერთად ყოფნისთვის...

დაბადების დღესთან დაკავშირებით გწერდი, „სადაც მიხვედი, თეატრსა თუ პარლამენტში, თეატრალურ ინსტიტუტსა თუ თეატრის მოღვაწეთა კავშირში, ყველგან დააჩნიე შენი სასიკეთო კვალი, ლორთქიფანიძეთა შესანიშნავი გვარის კვალი“. იგივეს გწერ ახალაც და იმედი მაქვს, ქვეყნის კულტურათა დესპანობას წარმატებით გაართმევ თავს.

და კიდევ ერთი... დარბაზში თუ ვინმეს ტაშის ხმას განსაკუთრებულად გამოარჩევ, თუ ვინმეს ყვავილები უფრო მოგეწონება იცოდე, მაგ საქმეში მე და ნანული ვართ გარეულნი.

სიყვარულითა და პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

გიგა ლორთქიფანიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 6 დეკ კემბერი. - №295 (4354). - 1, 2 გვ.

132 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

▲back to top


ძვირფასო თანამოქალაქენო,

ბოლო პერიოდის მოვლენათა გამო, ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ განვაცხადო, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენური სიტუაცია საგანგაშოა.

პანკისში წარმატებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შემდეგ, დამნაშავეთა სამყაროს მოქმედების ასპარეზმა, სამწუხაროდ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

ამგვარი დასკვნის საფუძველს მაძლევს დედაქალაქში და ქვეყნის სხვა რეგიონებში ისეთ მძიმე დანაშაულობათა ზრდა, როგორიცაა საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეთა გატაცება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტრაგიკული შდეგებით მთავრდება, მკვლელობები, მათ შორის შეკვეთილი, სხვა საშიში ორგანიზებული დანაშაული და სასტიკი ძალადობის ფაქტები, რომლის მსხვერპლნი არცთუ იშვიათად ხდებიან მოხუცები, ქალები და ბავშვები.

ბოლო არ მოეღო და ფაქტობრივად, შეუზღუდავად გრძელდება ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება კონტრაბანდა, რომელიც მილიონობით ზარალს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს. შეშფოთებას იწვევს ძებნილთა რაოდენობა, აღვირახსნილი ყაჩაღობა და დანაშაულის ზრდა არასრულწლოვანებში.

გულწრფელად უნდა ითქვას, რომ კრიმინალთა გააქტიურებას ხელი შეუწყო დასჯის ინსტიტუტის ფაქტობრივმა უმოქმედობამ. ამიტომაც გაბატონდა ჩვენში კანონდაუმორჩილებლობისა და დაუსჯელობის სინდრომი.

სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების მიუხედავად, ყოველივე ეს სერიოზულად არყევს მოქალაქეთა რწმენას დემოკრატიულ ღირებულებათა მიმართ, ართულებს ცხოვრების ახალი პრინციპების დამკვიდრება და უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

ევროპის სტრუქტურებსა და ნატოში გაწევრება, ისევე როგორც გლობალური პროექტების განხორციელება, საქართველოს უქმნის სტაბილურობის, საშინაო და საგარეო უსაფრთხოების ჯერარნახულ შესაძლებლობებს სწორედ ამ შესაძლებლობათა განუხორციელებლობა არის კრიმინალური სამყაროს მიზანი და მისი გააქტიურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზიც.

ამიტომაც, სრულიად გულწრფელია საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება კრიმინოგენური სიტუაციის გამძაფრების გამო და სრულიად სამართლიანია მდგომარეობის დაძლევის მოთხოვნილება. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ინტელიგენციის, ახალგაზრდული საბჭოს, ბიზნესის წარმომადგენლებთ თან შეხვედრის შემდეგ. კრიმინალური სამყაროს თარეშის გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს რეგიონების, ქალაქებისა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა. ისინი ხელისუფლებისაგან რეალურ და გადამჭრელ ღონისძიებათა განხორციელებას მოითხოვენ.

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას ისიც, რომ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდაცვის სტრუქტურებს, ხელისუფლების ყველა შტოს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას ვკისრულობ შექმნილი ვითარების დაძლევასა და საგანგებო ღონისძიებათა განხორციელებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება:

ყოველკვირეულად გაიმართოს უშიშროების საბჭოსა და იუსტიციის საბჭოს საგანგებო ერთობლივი სხდომები, მოვისმენთ კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმებს და მათი შესრულების მიმდინარეობას.

მკაცრი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება იმ უწყებათა ხელმძღვანელების მიმართ, რომლებიც თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას, ავლენენ უსუსურობას და არაპროფესიონალიზმს.

ეს იქნება ანტიკრიმინალურ ღონისძიებათა მართვის ერთგვარი ცენტრი, რომელმაც უმოკლეს ვადებში უნდა უზრუნველყოს:

ორგანიზებულ და განსაკუთრებულად საშიშ დანაშაულობათა მკვეთრი შემცირება და აღკვეთა;

სამართალდაცვის სტრუქტურების მოქმედებათა კოორდინაცია;

პასუხისმგებლობის ამაღლება;

სამართალდაცვის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი იმ მიზნით, რომ რეფორმამ უზრუნველყოს კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ეფექტიანობის გარდუვალობა. სხვაგვარად რეფორმის მნიშვნელობაც აზრს დაკარგავს.

ვფიქრობ, გადახედვას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა იმ მიმართულებით, რომ აღდგეს სრული ბალანსი სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილეს შორის უფლებებისა და მოვალეობების თვალსაზრისით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების, ყაჩაღობების, ნარკობიზნესისა და კონტრაბანდის აღმკვეთ ღონისძიებებზე, ამ სფეროში დამნაშავეთა, მათი მფარველობის მხილებასა და დასჯაზე. მოსახლეობა სავსებით გახმაურებულ დანაშაულთა გაუხსნელობისა და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო, ხალხი რეალურ შედეგებს ელის. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ ობიექტურად და სამართლიანად ამოქმედდეს დასჯის ინსტიტუტი, როგორც სამართლებრივ და სოციალურ ურთიერთობათა მოწესრიგების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და დანაშაულის თავიდან აცილების კარგად აპრობირებული მექანიზმი. დამნაშავე, ვინც უნდა იყოს იგი და რომელ სოციალურ ფენასაც უნდა წარმოადგენდეს, უნდა დაისაჯოს კანონის საფუძველზე.

ვიმედოვნებ, რომ ანტიკრიმინალურ ღონისძიებათა გან ნხორციელებას მხარს დაუჭერენ პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურა; მჯერა, ამ მოწოდებას ობიექტურობითა და პრინციპულობით გამოეხმაურება მასმედია; უმნიშვნელოვანესია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთელი საზოგადოების მხარდაჭერა.

დღევანდელ სახელმწიფოს შესწევს უნარი - აღარ დაუშვას კრიმინალთა და თოფიან ყაჩაღთა ბატონობა.

2002 წლის 6 დეკემბერი

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 7 დეკემ მბერი. - №296 (4355). - 1 გვ.

133 „რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყვნეთ“

▲back to top


ორიოდე სიტყვა იოსებ იმედაშვილზე

1983 წელს ჩემი მითითებით საქართველოში აღინიშნა ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლექსიკოგრაფისა და ჟურნალისტის იოსებ იმედაშვილის დაბადების ასი წლისთვი. იგი 1876 წელს დაიბადა და უკვე რამდენიმე წელი იყო გადაცილებული საიუბილეო თარიღს მაშინ არ ხდებოდა ასე, მაგრამ იმ დაგვიანებას ჰქონდა თავისი მიზეზები ისევე, როგორც თავისი მიზეზები ჰქონდა ჩემს გადაწყვეტილებას ამ იუბილის თუნდაც დაგვიანებით გადახდის თაობაზე...

ცოტა შორიდან დავიწყებ...

იოსებ იმედაშვილს, რომელიც 1952 წელს გარდაიცვალა, მე პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ წაკითხული მქონდა მისი მეტად საინტერესო ჟურნალის („თეატრი და ცხოვრება“) ცალკეული ნომრები, გადაფურცვლილი მქონდა მისი „უცხო სიტყვათა ლექსიკონიც“ და ისიც ვიცოდი, რომ ცხრაასხუთში იგი თბილისში ჩამოუძღვა გარე - კახეთის შეიარაღებულ დეპუტაციას და გურიიდან დამსჯელი რაზმის გამოყვანა მოითხოვა.

საიუბილეო ღონისძიების მომზადების დროს სოლიკო ხაბეიშვილმა, რომელიც იცნობდა იოსებ იმედაშვილს, თავისი სკოლის ამხანაგის ბაბუას, მომიტანა მასალები და გამიკვირდა, რამდენი რამ არ ვიცოდი ამ მრავალმხრივი მოღვაწის შესახებ.

არ ვიცოდი, რომ ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, რომლის პირველი ნომრებიც 1910 წელს გამოიცა, 1926 წელს დახურეს და მუშაობის წყურვილით სავსე ეს შესანიშნავი პროფესიონალი, ექვსი შვილის პატრონი, ორმოცდაათი წლის კაცი, უსახსროდ დატოვეს, შიმშილით სიკვდილისათვის გაწირეს.

არც ის ვიცოდი, ოცდათერთმეტში ილია ჭავჭავაძის დაცვისათვის მწერალთა კავშირიდან რომ გარიცხეს ნაციონალისტის იარლიყით პავლე ინგოროყვასა და კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად.

არც ის რომ სიკვდილის მერეც არ დაინდეს და მწერალთა კავშირიდან კი არ გამოასვენეს, არამედ ხელოვნების მუშაკთა სახლიდან. თუმცა ხალხმა მისი პატივისცემა და სიყვარული სტიქიურად იმით გამოხატა, რომ მაისის სიცხეში ხელოვნების მუშაკთა სახლიდან, ყოფილი მახარაძის ქუჩიდან, დიდუბის პანთეონამდე ხელით ატარა ცხედარი.

არც ის, რომ გარე კახეთის რევოლუციური ხელისუფლების მამასახლისთმამასახლისს, იოსებ იმედაშვილს, რსდ-რპ-მ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, როცა მათ საწინააღმდეგოდ საქართველოს ავტონომიას დაუჭირა მხარი.

არც ის, რომ გასაბჭოების მერე დასაჭერად დასდევდნენ, რომ ოცდაოთხ წელს უფროსი შვილი დაუჭირეს, ოცდაჩვიდმეტში სიძე გადაუსახლეს, მერე კი შუათანა შვილი გამოუგდეს უნივერსიტეტის ასპირანტურიდან არასაიმედოობის გამო, არც მის პროზას ვიცნობდი, არც პოეზიას...

არც ის ვიცოდი რა როლი ჰქონდა ქართველ მწერალთა ბედ-იღბალში ამ საოცრად მრავალმხრივ კაცს, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილი თავის, „ქართულის ნათლიას“ ეძახდა.

რამდენისთვის გაუწვდენია დახმარების ხელი თავად ხელმოკლეს.

არც ის ვიცოდი, თუ ზაქარია ჭიჭინაძესთან ერთად როგორ იცავდა აჭარის ინტერესებსა და მუსულმანი ქართველების ღირსებას ეს გამორჩეული მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძის ერთგული მიმდევარი და მემედ აბაშიძის მეგობარი.

ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგრამ ერთი რამ ნათლად ჩანდა - იგი შეგნებულად ჩამოაცილეს ქვეყნის აქტიურ ცხოვრებას და თუ არ დაიჭირეს, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ როცა 1928 წელს მისი „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა დაიბეჭდა, ეს უშუალოდ სტალინის მითითებით მოხდა, რომელმაც ყრმობისდროინდელ მეგობართან პეტა კაპანაძესთან საუბრისას მოიკითხა სოსო და ერთი სურვილი შეუსრულა - ლექსიკონი დააბეჭდინა.

არ დაიჭირეს, მაგრამ ნელი სიკვდილით გაწირეს.

თუმცა იგი მაინც აქტიურ პიროვნებად დარჩა, სწორედ ამ ძნელ წლებში, უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, გააგრძელა და დაასრულა უნიკალური „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“ რომელიც 1950 წელს დადებული ხელშეკრულებით უნდა დაბეჭდილიყო კიდეც, მაგრამ პარტიის ცეკას ერთ-ერთმა მდივანმა შეაჩერა, რადგან მასში თავისი ბიოგრაფია ვერ აღმოაჩინა.

არ ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ როცა გავიგე ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ საჭირო იყო ამ კაცის მოღვაწეობისათვის ის სახელი დაგვერქმია რისი ღირსიც იყო.

უნდა გამოგვესწორებინა ის უსამართლობა, რომელიც მის წინაშე ჰქონდა ჩადენილი არა მარტო პარტიულ ხელმძღვანელობას, არამედ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობასაც ქართულ საზოგადოებას, ქართველ ახალგაზრდობას უნდა სცოდნოდა ეს ყოველივე.

მოკლედ, საჭირო იყო მისი სამოქალაქო რეაბილიტაცია.

მით უფრო მსგავსი დავიწყებისათვის სხვადასხვა დროს დროებით თუ სამუდამოდ ბევრი ქართველი მოღვაწე გაწირეს - ივანე ჯავახიშვილი, დავით კაკაბაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ლადო გუდიაშვილი, შალვა ნუცუბიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ვუკოლ ბერიძე, ტერენტი გრანელი, ნიკო სამადაშვილი... და სხვანი და სხვანი. ჩვენ დღესაც ვალში ვართ ასეთი ადამიანების წინაშე.

მაშინ მედეა მეზვრიშვილის დიდი მონაწილეობით სოფელ ხაშმში, რომელზეც იოსებ იმედაშვილს უდიდესი ამაგი ჰქონდა გაწეული, დაარსდა მისი სახლ-მუზეუმი. დაარსდა კერძო მუზეუმი თბილისშიც. მისსავე კუთვნილ სახლში გამოიცა მისი მოგონებების კრებული „ჩემი ცხოვრების წიგნი“, მერე გაიოზ იმედაშვილის მონოგრაფია - „იოსებ იმედაშვილის ცხოვრების გზებზე“ და იოსებ იმედაშვილმა ქართული ლიტერატურის, თეატრისა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში მონახა თავისი ადგილი.

მე დიდი პატივით ვიხსენებ ამ უტეხ პიროვნებას, როგორც ამბობენ, შესანიშნავ ორატორს, რომელმაც სიკვდილამდე ორი წლით ადრე საქართველო მოიარა პატრიოტული ლექციით „რანი ვართ და რანი უნდა ვიყვნეთ“.

ბევრისმთქმელი ლექციაა და ბევრისმთქმელი მოგზაურობა.

ახლა 125 წელი შესრულდა იოსებ იმედაშვილის დაბადებიდან, რომელმაც გლეხური შრომისმოყვარეობითა და შეუდრეკელობით ქვეყნის სიყვარულითა და ერთგულებით სამაგალითო ცხოვრებით იცხოვრა.

იგი მუდამ მოსაგონარი იქნება შთამომავლობისთვის.

ჩვენ დიდ წინაპრებს პატივითა და მოწიწებით რომ ვიხსენებთ ეს უპირველეს ყოვლისა თავად ჩვენ გვჭირდება, ხშირად უიმედობაში მყოფი ჩვენი წინაპრები, ხშირად მშიერნი, უქონელნი და უუფლებონი თუ ახერხებდნენ ქვეყნის მსახურებას, ჩვენც უნდა შევძლოთ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმაც უნდა შეძლონ მათ იცოდნენ, რით იამაყონ, იცოდნენ ვისი შთამომავალნი არიან და იცოდნენ ვის მიბაძონ.

ერის ისტორიული მახსოვრობა მხოლოდ ბიბლიოთეკაში არ უნდა იყოს, არამედ მის ჩვეულებრივ ყოფაშიც. აწმყო უნდა გაიჟღინთოს წარსულით. მხოლოდ მაშინ მოახდენს ისტორია ჩვენზე და ჩვენს შთამომავლობაზე შესაბამის გავლენას. რაც ვიცით ჩვენ, ის უნდა იცოდნენ იმათაც. მხოლოდ ასე გრძელდება ქართველობა და საქართველო უსასრულობაში.

ეს პატარა წერილიც ამ სურვილმა დამაწერინა.

ედუარდ შევარდნაძე

„რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყვნეთ“ // საქართველოს რესპ პუბლიკა. - თბილისი, 2002. - 7 დეკემბერი. - №296 (4355). - 4 გვ.

134 „ჩვენ ბოროტმეხსიერი ერი არა ვართ. უმწეო ადამიანებს ვეხმარებოდით და კვლავაც დავეხმარებით, ტერორისტების ადგილსამყოფელი კი საქართველო არასდროს ყოფილა და არც იქნება“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
9 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას თქვენ შეხვდით საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეთ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნათობსადენ ნის შესახებაც. როგორია თქვენი შთაბეჭდილება? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენ ნტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რად დიოინტერვიუში განაცხადა:

- გულწრფელად უნდა მოგახსენოთ, რომ დღემდე იმ შთაბეჭდილების გავლენას განვიცდი, რომელიც ჩემზე სტუდენტებთან შეხვედრამ მოახდინა. მაგრამ, სანამ სტუდენტურ ორგანიზაციებთან ამჟამინდელ დიალოგზე და თანამშრომლობაზე ვიტყოდი ორიოდე სიტყვას, არ შემიძლია სიამაყით არ ვთქვა: ჯერ კიდევ სამოცდაათიანი წლებიდან მე გახლდით (გამონაკლისი სხვა ქვეყნებს შორის) სტუდენტებთან ხელისუფლების რანგის წარმომადგენელთა მუდმივი დიალოგის ერთ-ერთი ინიციატორი.

ვერ გეტყვით, თითქოს იმ ეპოქაში, იმ სისტემაში, ცენტრსა თუ სხვა რესპუბლიკებში ასეთი მიდგომა ბევრმა გაიაზრა, მაგ გრამ მე მქონდა ჩემი პრინციპული პოზიცია და ყოველთვის ვცდილობდი ახალგაზრდობასთან კონტაქტი მქონოდა.

ვიცი, ზოგიერთი გაიხსენებს: „დიალოგი ყოველთვის არ გამოდიოდაო“, მაგრამ განა რა არის აქ გასაკვირი? ჯერ ერთი, 1978 წლის აპრილში ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. გარდა ამისა, გასაკვირი სწორედ ის, იმ დროისათვის გაუგონარი ტრადიცია იყო, რომელსაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი და სხვათა შორის იმ ეპოქის (სრულიად უანგარო და უმწიკვლოდ სუფთა) სტუდენტურმა მოძრაობამ საბოლოოდ დამარწმუნა გარდაქმნისა და განახლების, ყოველმხრივ, ღრმა ცვლილებათა აუცილებლობაში. ოღონდ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ევოლუციურობისა და მიზანმიმართულად გეგმაზომიერი რეფორმების მომხრე ვიყავი.

ბუნებრივია, ასეთ ტრადიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საქართველოში, როდესაც ჩვენ ახალ, დემოკრატიულ, თავისუფალ დამოუკიდებელ ქვეყანასა და სახელმწიფოს ვაშენებთ.

ბოლო დროს უკვე მესამედ შევხვდი სტუდენტი ახალგაზრდობის ამ თაობის წარმომადგენლებს. ისინი ათობით სხვადასხვა სტუდკავშირსა და ორგანიზაციაში არიან გაერთიანებული. ამასთან, ძალზე სასიხარულოა, რომ სტუდენტურ მოძრაობაში განხეთქილების შეტანის მოსურნენი მიზანს ვერ აღწევენ.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ნიჭიერი, გონიერი, პატრიოტულად განწყობილი და პასუხისმგებლობით აღსავსე თაობა ეზრდება ქვეყანას.

შეხვედრა ოთხ საათზე მეტს გაგრძელდა. ეს იყო სავსებით გულახდილი საუბარი იმ საკითხებზე, რომლებიც მთელ საზოგადოებას და რა თქმა უნდა, უპირველესად, სტუდენტობას აღელვებს.

ჩემი აზრით, სტუდენტობა, ზოგადად ახალგაზრდობა, სრულად უნდა იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე. რა კეთდება ქვეყანაში, არა პროცესები მიმდინარეობს საგარეო თუ შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორი პერსპექტივა აქვს სახელმწიფოს, რამდენად რეალური და განხორციელებადია ის გეგმები, რომლებიც ხელისუფლებამ შეიმუშავა და ა.შ.

ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად ახალგაზრდებს სწორედ აფხაზეთი, აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა მიაჩნიათ. ქართველი ახალგაზრდობა მზად არის აფხაზ თანატოლებთან დიალოგისათვის, რაკი სრულიად გვეთანხმება, რომ ეს მტკივნეული პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებითა და ორმხრივი კომპრომისებით უნდა გადაიჭრას.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ახალგაზრდობის საერთაშორისო კონტაქტებს, ახალგაზრდათა და სტუდენტთა გლობალურ ან რეგიონალურ ორგანიზაციებში თანამშრომლობას. ეს პროცესი დაწყებულია და იგი კიდევ უფრო გაღრმავდება, რასაკვირველია, სახელმწიფოს ყოველმხრივი (მათ შორის ფინანსური) მხარდაჭერით.

უდიდეს ინტერესს იწვევს „დიდი აბრეშუმის გზისა“ და „ევრაზიის დერეფნის“ პროექტები. უპირველეს ყოვლისა, „დიდი ნავთობსადენი“, „დიდი გაზსადენი“ და სხვა. შემთხვევით როდი მოვიწვიე შეხვედრაზე გიორგი ჭანტურია. მან კიდევ ერთხელ განუმარტა სტუდენტებს, რომ ჯერ ნავთობსადენი ბორჯომის ხეობაზე არ გაივლის (და არც იყო დაგეგმილი), გარდა ამისა, მივიღებთ ეკოლოგიური თუ სხვა ხასიათის უსაფრთხოების ასპროცენტიან გარანტიებს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ: მილი გადის ბორჯომის ხეობაზე. არავითარი შეხება არ ექნება ბორჯომის საბადოებთან, მილი გაივლის ცხრაწყარო-კოდიანას მიმართულებით სხვაგვარად ხელისუფლება (მე პირადად) მშენებლობის დაწყებას არასდროს დაეთანხმებოდა. ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვსწავლობდით ამ საკითხს, არსებობს უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერთა, ექსპერტთა დასკვნები, რომლებიც შიშისა და პანიკის საფუძველს არ გვაძლევს.

თანაც აქ მხოლოდ ნავთობსადენზე როდია ლაპარაკი. პარტნიორები არ მალავდნენ, რომ დიდი ნავთობსადენის აგებაზე მთლიანად არის დამოკიდებული რასაც საქართველოსთვის, შეიძლება ითქვას საარსებო მნიშვნელობა აქვს - ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

დღეს უკვე გვაქვს რეალური პერსპექტივა ქვეყნის სრული გაზიფიცირებისა. რა თქმა უნდა,სხვა რაიონებთან ერთად, ბუნებრივ გაზს მიიღებს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც. ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმები სტუდენტებს, რომ ამ რეგიონს მეტი ყურადღება სჭირდება, რათა ვერავინ შეძლოს ყალბი შთაბეჭდილება შეუქმნას სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე მოძმე სომხებს.

ვიმსჯელეთ აგრეთვე, თბილისისა და მცხეთის განაშენიანების პრობლემებზე, არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლებაზე და ა.შ.

მთლიანობაში უაღრესად კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და (შეძლებისდაგვარად) ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ სტუდენტობასთან, ახალგაზრდობასთან დიალოგმა რეგულარული ხასიათი შეიძინოს: ძალზე დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, შევეცდები, ასეთი შეხვედრები რაც შეიძლება ხშირი იყოს.

მოვუწოდებ, აგრეთვე, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზურაბ გაიპარაშვილს, უფრო აქტიურად და შეუპოვრად იმოქმედოს ახალგაზრდობის ინტერესთა განსახორციელებლად. მან უკვე დაიმსახურა ახალგაზრდების ნდობა (ეს ძალიან კარგია), მაგრამ აუცილებელია მოურიდებლად, კარგი გაგებით „აგრესიულადაც“ იბძოლოს იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებსაც სტუდენტები აყენებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წინაშე. მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი მზად არის თანამშრომლობისა და დიალოგისათვის.

- გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო ენერგეტიკული პრობლემა. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ერთდროულად რამდენიმე საკითხი. მთავრობის სხდომაზე თქვენ მკაცრი განცხადება გააკეთეთ „ეი-ი-ეს თელასის“ შესახებ, ასევე აქტუალური იყო „აზოტის“ პრივატიზებისა და „იტერასთან“ თანამშრომლობის საკითხები და სხვა.

- ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ აღვნიშნე, რომ რესურსული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ამჟამინდელი ზამთრისათვის შეუდარებლად უკეთ ვართ მომზადებული, ვიდრე წინა წლებში. ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, წლის მარაგს და სხვა ფაქტორებს. სამწუხაროდ (თითქოს ვიღაცას ბოროტი განზრახვით), დასავლეთ საქართველოში ერთდროულად რამდენიმე გაუთვალისწინებელი ექსცესი მოხდა მწყობრიდან გამოვიდა ენგურჰესის ერთ-ერთი ენერგობლოკი, რომლის შეკეთება მიმდინარე კვირას დასრულდება (რაც უმალვე დაეტყობა ქვეყნის ენერგოსისტემას): კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ისევე გახშირდა დივერსიები ელექტროგადამცემ ხაზებზე. მათ შორის წალენჯიხის რაიონში. როგორც ჩანს, ზოგიერთებმა ვერა და ვერ ამოირეცხეს გულიდან ძველისძველი ბოღმა და სიძულვილი. ისევ აფეთქებები, დამიზნებით სროლა მაღალი მწყობრიდან გამოსაყვანად და ა.შ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება მე-9 ბლოკის ამუშავება, ალბათ, ეს ზეგ მოხდება. ამ უბედურებას ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. ერთ-ერთი ბოლო დივერსია რუსეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მწყობრიდან გამოყვანას ისახავდა მიზნად, მაგრამ საბედნიეროდ მიზანს ვერ მიაღწიეს და რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდება არ შეწყვეტილა.

კვლავ გრძელდება სრულიად დაუსაბუთებელი აურზაური „აზოტთან“ დაკავშირებით. თანაც, ხშირ შემთხვევაში, იმ ხალხის აქტიური მონაწილეობით, ვინც ქარხანაში ერთხელაც არ არის ნამყოფი! სწორედ ის ხალხი გვასწავლის ჭკუას და გვმოძღვრავს, რომ თურმე „აზოტი სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოა“ ანუ, მათ ესმით „აზოტის“ მნიშვნელობა, ხოლო სახელმწიფო მინისტრს, ან ქონების მართვის მინისტრს, თუ თვით პრეზიდენტს ეს არ ესმით. მაგრამ, მოდით, მშვიდად განვიხილოთ: რა გამოსავალი არსებობდა? „აზოტის“ პრობლემა „არახალია“ - ბევრი პირიქით, იმას გვსაყვედურობს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ უნდა განგვეხორციელებინა ამ საწარმოს პრივატიზება. მაგრამ, სწორედ „აზოტის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, სანამ საკითხი გამოწვლილვ ვით, უკანასკნელ დეტალამდე არ შევისწავლეთ, სანამ ყველა სხვა საშუალება არ მოვსინჯეთ - გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობდით. უმთავრესი აქ საწარმოს ბუნებრივი გზით მომარაგების პრობლემაა. „შაჰ დენიზის“ პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. დღეისათვის კი გაზის ერთადერთი მომწოდებელი „იტერა“ გახლავთ.

ამ კომპანიამ შემოგვთავაზა უაღრესად მომგებიანი პირობები, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას, შევინარჩუნოთ საწარმო, გავაფართოვოთ იგი და მივუახლოვოთ საწყის სიმძლავ ვრეს, განვაახლოთ კაპროლაქტამის წარმოება. რაც მთავარია, პროექტი ითვალისწინებს არა მარტო ამჟამინდელი 4 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

„აზოტი“ თავისუფლდება ადრე დაგროვილი ვალისაგან, რომელიც მას მძიმე ტვირთად აწევს, ხოლო „იტერა“ ვალდებ ბულებას კისრულობს, დააბანდოს ათობით მილიონი დოლარი საწარმოს მოდერნიზაციისათვის. ყველაფერთან ერთად, ქვეყანამ მიიღო გარანტია, რომ სოფლის მეურნეობის საარსებოდ მნიშვნელოვან დარგს უწყვეტად მიეწოდება სასუქი, რომლის წარმოება შეუძლებელია ბუნებრივი გაზის გარეშე და საერთოდ, გაზის გარეშე „აზოტის“ ქარხანა გინდ გქონია და გინდ არა. ბუნ ნებრივი გაზის გარეშე იგი ჯართად თუ გამოდგება. მაშასადამე, უნდა აგვერჩია: შეგვენარჩუნებინა სახელმწიფო საკუთრებაში გაჩერებული, ჯართად ქცეული საწარმო, თუ წავსულიყავით განსახელმწიფოებრიობის გზით.

ცოტა არ იყოს უცნაურია, როცა პრივატიზების წინააღმდეგ ის ხალხი გამოდის, ვისაც „ლიბერალად“ და „საბაზრო ეკონომიკის“ ადეპტად მოაქვს თავი. ამასთან დაკავშირებით ჩემი პრინციპული პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია: არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მესაკუთრეს სახელმწიფოებრივ კუთვნილებას - ამერიკელი იქნება იგი, თუ რუსი, მთავარია საწარმო გადარჩეს, განახლდეს პროდუქციის გამოშვება, ადამიანებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, განხორციელდეს ინვესტიცია, ქვეყანას ჰქონდეს ენერგოშემცველთა მიღების გარანტია, ენერ რგეტიკის დარგს შეუმსუბუქდეს ვალის სიმძიმე და საქართველოში გამოშვებული პროდუქცია მოხმარდეს როგორც ქვეყნის საჭიროებას, ასევე გაიყიდოს უცხოურ ბაზარზე, ხოლო ბიუჯეტმა მიიღოს შემოსავალი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სრული ძალით ამოქმედების შემდეგ „აზოტი“ ყოველთვიურად ორ-სამ მილიონ ლარს შეიტანს ბიუჯეტში.

ყველამ ერთად განვსაჯოთ: რამდენი ახალი საწარმო უნდა შეიქმნას საქართველოში (წვრილი თუ საშუალო), რომ 4 ათასი ადამიანის ადამიანის დასაქმება გახდეს შესაძლებელი?

„აზოტი“ იმთავითვე გათვლილი იყო ერთიანი სახელმწიფოს სხვა რეგიონებიდან იაფი საწვავის მოწოდებაზე. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, ასეთ შეღავათიან პირობებზე ფიქრიც კი სითამამედ ჩანდა. გაუგებარია, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი იმ ბავშური შიშის გამო, თითქოს ვინმე შეძლებს ეს უზარმაზარი ქარხანა „ზურგზე მოიკიდოს და სხვაგან წაიღოს“. ასეთი საშიშროება სწორედ მაშინ იარსებებდა, თუ „აზოტის“ უნიკალური საწარმო, მართლაც, ჯართად იქცეოდა უმოქმედობის შედეგად. ამასთან დაკავშირებით ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან დამაიმედებელი პერსპექტივა გაჩნდა მეტალურგიულ კომბინატში მე ამ დღეებში კომბინატს უნდა ვეწვიო. როგორც ამბობენ, უახლოეს მომავალში აღდგება მილების გამოშვება. ასეთ შემთხვევაში კი რუსთავის „გაცოცხლება“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, საეჭვო აღარ არის.

რაც შეეხება ზოგადად, ენერგეტიკულ კრიზისს, მე ერთხელ უკვე ვთქვი სავსებით გულწრფელად, რომ ამ მრავალწლიან პრობლემას აქვს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები. ობიექტურ მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავას სახელოთ რესურსების სიმწირე.

საქართველო (ვაღიაროთ ეს) ბუნებრივი რესურსებით არც ისე მდიდარი ქვეყანაა. ვგულისხმობ გაზს, ნავთობს და ა.შ.

ერთადერთი რესურსი, რაც უხვად გვაქვს, არის წყალი - ჩვენი ქვეყნის უხვი მდინარეები, ანუ ჰიდრორესურსები, მაგრამ ამის გამოყენებაც ვერ შევძელით, ვინაიდან ორმოციანი წლების დამდეგს შემუშავებული პროექტი ჰიდროელექტროსადგურების მთელი ქსელის მშენებლობისა - ცნობილი პროცესების შედეგად ჩაიშალა (გაიხსენეთ ხუდონჰესი, ნამოხვანი და სხვა მრავალი).

ბევრს ისიც ეხსომება: მანამდე ატომურ ელექტროსადგურზეც კი იყო საუბარი! როცა მეზობელ სომხეთში დაიწყეს ამგვარი ელექტროსადგურის მშენებლობა, მაგრამ რომელ „ატომურ სადგურზეა“ საუბარი, როცა ჰიდროელექტროსადგურებიც კი არ აგვაშენებინეს.

არადა, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: სხვა გზა და სხვა გამოსავალი, გარდა ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა, საქართველოს არ ექნება! მით უმეტეს, რომ დიდი გაზსადენი უეჭველად გაივლის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო ღვთითმომადლებული ჰიდრორესურსი კვლავინდებ ბურად ამოუწურავია.

სწორედ ამიტომ, „პარლამენტისა და ხალხისადმი მიმართვაში“ ჩამოვაყალიბე ჩვენი წინადადება ენერგეტიკაში ინვესტიციათა წასახალისებლად საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ. ვინც ინვესტიციებს განათავსებს ენერგეტიკაში, ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში - მსენებლობის პროცესში უნდა განთავისუფლდეს გადასახადებისაგან.

ძალიან ბევრი ქვეყანა და კომპანია მზად არის დააბანდოს ფული საქართველოს ენერგეტიკაში, მაგრამ მათთვის გაუგებარია, რატომ ვბეგრავთ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას. მაგალითად, ჩინელი მეგობრები კახეთში ორ ელექტროსადგურს აშენებენ. არსებული საგადასახადო კანონმდებლობა კი, ხელშეწყობის ნაცვლად, მათ მძიმე ტვირთად აწვება.

ამდენად, ახალ საგადასახადო კოდექსში ეს საკითხები აუცლილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. მე დავავალე ფინანსთა, იუსტიციის, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროებს შეიმუშაონ კანონპროექტი პარლამენტში შესატანად. სათანადო დოკუმენტი ერთი კვირის ვადაში უნდა წარმოუდგინონ მთავრობის სხდომას განსახილველალად.

ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში მნიშვნელოვანი ფუნქ ქცია ეკისრება „ეი-ი-ეს თელასსაც“. მე არათუ მივესალმები ამ კომპანიის დარჩენას ჩვენს ქვეყანაში, არამედ იმასაც შევახსენებ ყველას, რომ მისი საქართველოში შემოსვლის ინიციატორი თავის დროზე მე ვიყავი. მას შემდეგ ამერიკულ კომპანიას მაქსიმალურად ვეხმარებოდით და ვეხმარებით. თავის მხრივ, ამ კომპანიამ ყველაფერი ვერა (რაც შეგვპირდა), მაგრამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა. საკმარისია ითქვას, რომ თითქმის მთლიანად გამოიცვალა თბილისის ელექტროქსელი და განხორციელდა 230 მილიონი დოლარის ინვესტირება, რასაც საქართველო კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებდა. თუკი ეს კომპანია დარჩენას გადაწყვეტს. ჩვენ მათ კვლავაც დავეხმარებით. მაგალითად, როცა მათ გადაწყვიტეს ტარიფის გაზრდა, ჩვენ მოვძებნეთ საშუალებები იმისათვის, რომ მოვახდინოთ გაზრდილი ტარიფის კომპენსირება, ამდენად მოსახლეობა ტარიფის გაზრდას ვერ იგრძნობს.

- ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ კრიმინოგენური ვითარების გამწვავებაზე. სამწუხაროდ, კვლავაც გაუხსნელია კახი ასათიანის მკვლელობა, მძევლობაში რჩება რამდენიმე ადამიანი. ქვეყანაში ბრუნდებიან, ეგრეთ წოდებული „კრიმინალური ავტორიტეტები“, თუმცა ამავდროულად, სამართალდაცვის ორგანოები ახორციელებენ ფართომასშტაბიან ღონისძიებებს - როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად, ლაგოდეხში ლიკვიდირებულია ძალზე საშიში დაჯგუფება. პარალელურად, ისმის მუქარა საქართველოს წინააღმდეგ. როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- ის ღონისძიება, რომელიც შაბათს განხორციელდა, მიზნად ისახავდა სარეგისტრაციო რეჟიმის განმტკიცებასა და შესაბამისი დოკუმენტების შემოწმებას. ამთავითვე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ღონისძიება არ არის მიმართული ჩეჩნების წინააღმდეგ ქისტები (ეთნიკური ჩეჩნები) საქართველოში 90 წელზე მეტი ხანია ცხოვრობენ. ისინი საქართველოს ღირსეული შვილები არიან, რაც დაამტკიცეს კიდეც პანკისის მოვლენებისას, მაგრამ სამართალდაცვის ორგანოებს, კრიმინოგენური ვითარების საერთო დაძაბვის ფონზე, ჰქონდათ მონაცემები, რომ გარკვეული ძალები გეგმავდნენ ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებით აღვნიშნო ის თავგანწირვა და ვაჟკაცობა, აგრეთვე მაღალი პროფესიონალიზმი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა და მებრძოლებმა რომ გამოამჟღავნეს ლაგოდეხის რაიონში ძალზე საშიში ტერორისტული ჯგუფის ნეიტრალიზებისას. მათ შორის, ერთ-ერთი ტერორისტი ბრალდებულია 1999 წლის შემოდგომაზე მოსკოვში საზარელ აფეთქებათა ორგანიზებაში, რასაც ასობით უდანაშაულო (ქალი, ბავშვი და მოხუცი) შეეწირა. ყველაზე შემაძრწუნებელი კი ის არის, რომ სპეცსამსახურთა მონაცემებით, ექსტრემისტული ჯგუფები თბილისშიც გეგმავდნენ ფართომასშტაბიან ტერორისტულ აქტებს.

გამოქვეყნდა თავხედური მუქარაც საქართველოს წინააღმდეგ.

მე მიმაჩნია, რომ თავის დროზე უმძიმესი შეცდომა დავუშვი. როცა არ მივაქციე ყურადღება რამდენიმე გაფრთხილებას სახელმწიფოს მეთაურის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ. ორჯერ თქვენ გახსოვთ იგი განხორციელდა, მაგრამ განგების ნებით მათ ვერ აღასრულეს თავიანთი ჩანაფიქრი. ეს აღარ განმეორდება. უკლებლივ ყველა მონაცემი და სიგნალი ყურადღებით იქნება შესწავლილი.

იმედი მაქვს, ჩეჩენი ლტოლვილებიც გაგებით მოეკიდებიან იმ გარემოებას, რომ ასეთი თავხედური მუქარის პირობებში საქართველოს სამართალდაცვის ორგანოები იძულებული არიან მიიღონ პროფილაქტიკური ზომები, რათა დაიცვან მოქალაქეთა უშიშროება.

როგორ ბედავს ზოგიერთი დაემუქროს იმ ქვეყანას, რომელიც ყველაზე ნაკლებად იყო ვალდებული (მორალური თვალსაზრისით, აფხაზეთის მოვლენათა გათვალისწინებით) და ყველაზე მეტი გააკეთა იმავე ლტოლვილებისათვის.

ჩევნ უკვე გვეკითხებიან კიდეც ჩვენივე თანამემამულენი: რატომ ითხოვენ მხარდაჭერას და დახმარებას ზოგიერთები საქართველოსაგან (ვის წინააღმდეგაც იბრძოდნენ აფხაზეთში), მაშინ, როდესაც ისინი, ვის მხარდამხარაც გვებრძოდნენ ეგრეთწოდებული „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ და სხვები). ჩეჩენ ლტოლვილთა მიღებაზეც კი უარს აცხადებენ, რათა არავინ გააღიზიანონ! მაგრამ ჩვენ ბოროტმეხსიერი ერი არა ვართ. უმწეო ადამიანებს (ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს) ვეხმარებოდით და კვლავაც დავეხმარებით, ტერორისტების ადგილსამყოფელი კი საქართველო არასდროს ყოფილა და არც იქნება.

დღეს გამთენიისას, ასეთივე ღონისძიება, შეიძლება ითქვას კიდევ უფრო მასშტაბური განხორციელდა ქალაქ ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიაში და იმერეთის სხვა რაიონებში. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, ნარკოტიკები, დაკავებულია ძებნილი დამნაშავეები უფრო დეტალურად დღეს საღამოს ტელევიზიით კობა ნარჩემაშვილი ისაუბრებს.

მთლიანობაში, გართულებული კრიმინოგენური ვითარება ნოყიერი ფონია ტერორისტული განზრახულობებისათვის. ჩვენ ფორმალურად არ ვმონაწილეობთ ანტიტერორისტულ ღონისძიებებში, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად და ეს ეხება ყველას, ქართველი იქნება, რუსი თუ ჩეჩენი. ვისაც აქ ცხოვრება სურს, იცხოვროს კანონიერად.

ამდენად კატეგორიულად მოვითხოვ, უპირველესად სამართალდაცვის სტრუქტურებისაგან, ყველაფერი იღონონ უახლოეს მომავალში რეზონანსულ დანაშაულობათა გასახსნელად. ვგულისხმობ კახი ასათიანის მკვლელობას, გატაცებებს და ა.შ.

შემაშფოთებელია, აგრეთვე ეგრეთწოდებული „კრიმინალური ავტორიტეტების“ დაბრუნება საქართველოში. როცა სხვაგან აღარ დაედგომებათ, ახლა გაახსენდათ სამშობლო, რატომღაც ჰგონიათ, თითქოს აქ ვინმე შეეგუება ამ წეს-ჩვეულების გადმოტანას, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში ლამის წესად აქციეს. ვგულისხმობ შეკვეთილ მკვლელობებს, ანგარიშსწორებებს და ა.შ.

ამ გამოწვევებზე რეაგირება სამართალდაცვის ორგანოთა თანამშრომლების და ხელმძღვანელობის ღირსების საქმეა და ბევრი მათგანის თანამდებობრივი შესაბამისობის საკითხიც. ამ დღეებში ფართოდ ვიმსჯელებთ ანტიკრიმინალური ღონისძიებებისათვის გლობალური ხასიათის მიცემის შესახებ (რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში უნდა განხორციელდეს). აქვე ავღნიშნავ, რომ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი და არა რაღაც დროებითი კამპანია

- ტრადიციული კითხვა, რას გამოჰყოფდით გასული კვირის შეხვედრებიდან, აგრეთვე, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის მოვლენებიდან?

- უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრთა დელეგაციის ვიზიტის შესახებ, რომლის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დახმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლო სისტემის რეფორმის, სოფლის მეურნეობის აღორძინების, გარემოს დაცვის, კულტურისა და განათლების სფეროს განვითარების თვალსაზრისით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლიერებით აღვნშნავ იმ დახმარებას და თანადგომას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და ხალხმა აღმოგვიჩინა დამოუკიდებლობის პირველი დღიდანვე - საქართველოს წინსვლისა და სუვერენიტეტის განსამტკიცებლად.

ამერიკა ჩვენი ქვეყნისათვის კვლავინდებურად უდიდესი დონორია, თუმცა თანამშრომლობა თანდათან სცილდება ჰუმანიტარული დახმარების დონეს და იძენს სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს.

და კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენის თაობაზე 3 დეკემბერს საგანგებო სხდომაზე განვიხილეთ ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირების პროგრამის პროექტი, რომელიც ფართო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მეცნიერების სპეციალისტების, საერთაშორისო ექსპერტების აქტიური მონაწილეობით მომზადდა.

საერთაშორისო გაერთიანებამ (მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ) მესამე ათასწლეულის დამდეგი სიღარიბის შემცირების პერიოდად გამოაცხადეს და სათავეში ჩაუდგნენ მოძრაობას მსოფლიოში სიღარიბის მკვეთრად შემცირებისათვის. რა თქმა უნდა, ეს ეხება საქართველოსაც.

ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა შეუძლებელი იქნება მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის გარეშე, რაც უეჭველად გულისხმობს ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმის გაღრმავებას და კორუფციის დამარცხებას. საყოველთაო აზრით, პროექტი მაღალპროფესიულ დონეზეა მომზადებული და იგი არ ითვალისწინებს მხოლოდ სოციალური პრობლემების გადაწყვეტას, როგორც უკვე არაერთგზის ითქვა, „სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური ზრდის პროგრამა“ არის საქართველოს ლიბერალური ტრანსფორმაციის დასრულების პროექტი, რომლის განხორციელება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახდება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში.

„ჩვენ ბოროტმეხსიერი ერი არა ვართ. უმწეო ადამიანებს ვეხმარებოდით და კვლავაც დავეხმარებით, ტერორისტების ადგილსამყოფელი კი საქართველო არასდროს ყოფილა და არც იქნება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 10 დეკემბერი. - №299 (4358). - 1, 2 გვ.

135 დამსახურებულ მასწავლებელს ქრისტინე ხარშილაძეს დაბადების 80 წელთან დაკავშირებით

▲back to top


მილოცვა

ქალბატონო ქრისტინე,

საიუბილეო თარიღს გილოცავთ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ღირსეულ დედასა და მოქალაქეს.

ვიცი, როცა სამშობლოს უჭირდა და ქვეყანა განსაცდელში ჩავარდა, თქვენ მოხალისედ წახვედით ფრონტზე, იცავდით ჩვენს დედაქალაქს, იბრძოდით უკრაინასა და პოლონეთში, სიკვდილსაც ჩავხედეთ თვალებში, 1945 წლის 9 მაისს ქ. ბრესლაუში შევხვდით და სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდით.

ომგადახდილმა ქალბატონმა შესძელით სწავლის გაგრძელება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თითქმის ხუთი ათეული წელი ეწეოდით პედაგოგიურ მოღვაწეობას საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის პირველ საშუალო სკოლაში. მრავალ თაობას გაუკაფეთ გზა, ბევრი კარგი ახალგაზრდა აღუზარდეთ ქვეყანას.

მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ათეული წლების განმავლობაში ემსახურეთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს. თქვენს მიერ ღირსეულად და უმწიკვლოდ განვლილი გზა ჭეშმარიტად სამაგალითოა მომავალი თაობებისათვის.

ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი აღზრდილები ღირსეულ წვლილს შეიტანენ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საიუბილეო თარიღს, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლესა და ბედნიერებას.

დამსახურებულ მასწავლებელს ქრისტინე ხარშილაძეს დაბადების 80 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 დეკემბერი. - №301 (4360). - 1 გვ.

136 ვახტანგ ჟორდანიას დაბადების 60 წელთან დაკავშირებით

▲back to top


მილოცვა

ბატონო ვახტანგ,

დაბადების დღეს გილოცავთ, გამოჩენილ ქართველ დირიჟორს, რომელმაც მრავალი წლის წინათ შინაგანი პროტესტის ნიშნად დატოვეთ საბჭოთა კავშირი და წარმატებით გააგრძელეთ მოღვაწეობა უცხოეთში.

დიდი კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ დღემდე ერთგული ხართ თქვენი სამშობლოსი, ქართული მუსიკის, ქართველი ხალხის, სისტემატურად ჩამოდიხართ საქართველოში, მართავთ კონცერტებს, ღია გაკვეთილებს და თქვენი საქართველოს ცხოვრებით ცხოვრობთ.

დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის, თუმცა, გივი ჟორდანიას შვილისგან სხვა არც იყო მოსალოდნელი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და ახალ შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ვახტანგ ჟორდანიას დაბადების 60 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 დეკემბერი. - №303 (4362). - 1 გვ.

137 ედუარდ შევარდნაძე: „თქვენ უდავოდ გაქვთ სრული საფუძველი, იამაყოთ საბრძოლო ხელოვნებითა და მზადყოფნით. თავის მხრივ, ქვეყანაც ამაყობს თქვენით“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა
„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის
კურსდამთავრებულთა საზეიმო შეკრებაზე

ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო და რიგითებო, ბატონო ელჩო, ბატონო მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო!

დღეს კიდევ ერთ შესანიშნავ მოვლენას აღვნიშნავთ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მშენებლობის გზაზე.

არმია დამოუკიდებულია, დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია და მისი სრულყოფის ურთულეს პროცესში კვლავაც სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს ყველას ერთად, სრულიად საქართველოს ყველა მოქალაქეს - ხელისუფლებას, ეროვნული არმიის პირად შემადგენლობას, მთელ საზოგადოებას.

წვრთნის პროცესის სირთულეს კი ის განაპირობებს, რომ ჩვენ არმიის მშენებლობა, ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ, ხოლო ამჟამად თანამედროვე მოთხოვნებისა და ახალი პრინციპების შესაბამისად, უნდა განვახორციელოთ მისი რეფორმირება სერიოზული ეკონომიკური, ფინანსური სიძნელეებისა და სირთულეების მიუხედავად.

საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ აირჩია დემოკრატიული განვითარების კურსი, რომელსაც ალტერნატივა არ გაა აჩნია.

ჩვენი ქვეყანა ყოველმხრივ უჭერს მხარს მსოფლიო გაერთიანების ძალისხმევას საყოველთაო სამართლიანობის, მშვიდობის დამყარებისა და განმტკიცების საქმეში.

სწორედ ამ მტკიცე არჩევანმა განაპირობა ის დახმარება, რომელსაც ამჟამად ვღებულობთ მეზობელი ქვეყნებისაგან. ეს კიდევ უფრო ზრდის ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობას.

მოგეხსენებათ, საქართველომ მცირე ხნის წინათ ოფიციალურად განაცხადა სურვილი, სრულუფლებიან წევრად შევიდეს ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში. ამით ქვეყანამ გარკვეულწილად იკისრა ვალდებულება განახორციელოს არმიის მოდერნიზაცია ნატოს სტანდარტების შესაბამისად.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეესაბამება ჩვენი დიდი მეზობლის - რუსეთის ინტერესებსაც, რომლის სამხრეთი საზღვარი საიმედოდ იქნება დაცული.

არმიის რეფორმა, სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად, სათანადო კვალიფიკაციის კადრების მომზადებას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას მოითხოვს. ამაში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი მოკავშირეები.

მაგრამ ამ თვალსაზრისით, გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა. ამის შესახებ აქ კარგად ილაპარაკა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა.

წლების მანძილზე გაწეულმა თანადგომამ და მხარდაჭერამ, თვისებრივად ახალი ხარისხი შეიძინა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის განხორციელების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილების შედეგად. ჩვენ უკვე პირველ შედეგებს ვიმკით.

ამ ისტორიული გადაწყვეტილების წინაპირობად კი გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქცა.

„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა, მისი შინაარსის გაცხადებისთანავე, დამსახურებულად მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

პროგრამა ამჟამად გეგმის შესაბამისად ხორციელდება და საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს მისი წარმატებ ბით დასრულებისათვის, ვინაიდან ეს პროგრამა სავსებით რეალურ და მყარ საფუძველს ქმნის დროთა განმავლობაში პროფესიული არმიის ჩამოსაყალიბებლად.

დღეს აღინიშნება პროგრამის მესამე ფაზის პირველი ეტაპის დასრულება.

ჩვენს წინაშეა საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველი პროფესიული ბატალიონი „კომანდო“, რომელმაც ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ინტენსიური საველე მომზადების პროცესი განვლო და მიაღწია საბრძოლო სრულყოფის ესოდენ სასურველ დონეს.

დარწმუნებული ვარ, პროგრამის შემდგომი ეტაპებიც არანაკლებ წარმატებული იქნება.

სამიოდე თვის წინათ, ბატალიონის პირად შემადგენლობას საზეიმოდ მოგილოცეთ წვრთნის დაწყება, დღეს კი მის დამთავრებას გილოცავთ და ყველა თქვენგანს მადლობას გიცხადებთ.

თქვენ უდავოდ გაქვთ სრული საფუძველი, იამაყოთ საბრძოლო ხელოვნებითა და მზადყოფნით, თავის მხრივ, ქვეყანაც ამაყობს თქვენით.

თქვენი არჩევანი, ემსახუროთ სამშობლოს, მუდმივად იდგეთ მისი ინტერესების სადარაჯოზე, უდავოდ დასაფასებელი და პატივსაცემია.

დღეიდან თქვენი ამოცანაა, შეინარჩუნოთ სამხედრო მზადყ ყოფნის ამჟამინდელი დონე და სრულყოთ საბრძოლო ხელოვნება.

მჯერა, თითოეულ თქვენგანს სრულად აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სამშობლოს წინაშე ეკისრება.

გისურვებთ მშვიდობას, მხედრულ წარმატებებს, ღირსეულ სამხედრო სამსახურსა და გამარჯვებას.

გისურვებთ ბედნიერებას.

ედუარდ შევარდნაძე: „თქვენ უდავოდ გაქვთ სრული საფუძველი, იამაყოთ საბრძოლო ხელოვნებითა და მზადყოფნით. თავის მხრივ, ქვეყანაც ამაყობს თქვენით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 დეკემბერი. - №305 (4364). - 1, 2 გვ.

138 „იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვერ ვხედავ ხელისშემშლელ ფაქტორს საიმისოდ, რომ პარალელურად ვიყოთ თანამეგობრობის შემადგენლობაში. ერთი მეორეს ხელს არ უშლის“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
პრესკონფერენცია. 2002 წლის 16 დეკემბერი

ტელეკომპანია „რუსთავი-2: ბატონო პრეზიდენტო, რადიოინტერვიუში ილაპარაკეთ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ამ კონტექსტით, თუ შეიძლება, ჩეჩნების ექსტრადიციის შესახებ: რამდენად გამართლებული იქნება, თუ ეს პროცესი განხორციელდა, როცა თავად ჩეჩნები აცხადებენ რომ რუსეთმა მათ ნამდვილი სახელები და გვარებიც კი არ იცის? ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი კი აცხადებს, რომ ჩეჩენთა ექსტრადიციამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას საქართველოს დედაქალაქს. თქვენი კომენტარი…

- ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მიმდინარეობს გამოძიება. მათ გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი, ყოველ შემთხვევაში, საზღვრის დარღვევა სერიოზული დანაშაულია და საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, როცა გამოძიება დასრულდება, შესაბამისად იმსჯელებენ ის სტრუქტურები და ორგანიზაციები, რომელთა მოვალეობაცაა. თუ მაინცდამაინც მოხდა ექსტრადირება, თუ ვინმეს აფეთქება უნდა, ამ მიზეზის გარეშეც ახერხებენ ამგვარ აქტებს. არა მგონია, ასეთი რამ მოსალოდნელი იყოს. ლტოლვილები, რომლებიც არიან პანკისის ხეობაში, დაახლოებით 4 ათასი ადამიანი, ძირითადად, ქალები, ბავშვები და მოხუცები, მათ საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის სახელზე ძალიან გულთბილი, ამაღელვებელი წერილი გამოგზავნეს, ისინი გმობენ ყოველგვარ მუქარას, რომელიც პერიოდულად გაისმის ხოლმე როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ქართულმა მხარემ, ჩეჩნებს არავითარი საფუძველი მუქარისათვის არა აქვთ.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, 10 დღის წინათ თქვენ გამოაცხადეთ ქვეყანაში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყების შესახებ, როგორ შეაფასებთ ამ ოპერაციის მიმდინარეობას და როდის შეიძლება ლაპარაკი საბოლოო შედეგებზე? აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მოაწეროს ხელი ბრძანებულებას „თბილგაზის“ ისევ მერიისათვის გადაცემის შესახებ? საკრებულოს ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ გარკვეული ფინანსური გარანტიების გარეშე იგი არ დაიბრუნებს „თბილგაზს“. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ სანაცვლოდ საკრებულო თბილისის საგადასახადოს შექმნას ითხოვს. რა პოზიციას დაიკავებს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ საკრებულო კონსულტაციების მომხრეა...

- რაც შეეხება ანტიკრიმინალურ ღონისძიებებს, ისინი განხორციელდა თბილისში, ქუთაისში და შიდა ქართლში, სადაც ჯერ არ დამთავრებულა, ასევე სხვა რაიონებში. ეს არის ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ღონისძიებების დასაწყისი, რომელშიც არა მარტო სამართალდამცველები უნდა მონაწილეობდნენ, არამედ მთელი საზოგადოებრიობა, მოქალაქეები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს მხარს დაუჭერენ პრესა და ტელევიზია. დადებითად ვაფასებ იმას, რაც უკვე გაკეთდა, ამავე დროს გამოცდილებაც საკმაოდ კარგი შეიძინეს.

„თბილგაზის“ საკითხთან დაკავშირებით, ეს პრობლემა პრეზიდენტის გადასაწყვეტია. შეცდომა იყო, როცა ჩვენ სათბობენერგეტიკის სამინისტროს დავუქვემდებარეთ „თბილგაზი“. ეს არ არის მართებული „თბილგაზის“ პრობლემებით დაკავებული უნდა იყოს დედაქალაქის ხელმძღვანელობა, ყველა, ვინც დედაქალაქში მოიხმარს გაზს. განკარგულება უკვე ხელმოწერილია და გამოიცა, ამას უკვე ვერაფერი შეაჩერებს. ახლა საკრებულომაც და თბილისის მერიამაც უნდა იმსჯელონ, როგორ შეიძლება უფრო უკეთესად მოხდეს ამ პროცესის გამოყენება, გაუმჯობესდეს დედაქალაქის გაზმომარაგება და ეკონომიურად მოხდეს გაზის მოხმარება. დედაქალაქის მოსახლეობის საყურადღებოდ უნდა აღვნიშნო, რომ როცა თბილისის ხელმძღვანელობას უჭირს გადახდა, მაშინ მას ცენტრალური ბიუჯეტი ეხმარებოდა, ახლაც დავეხმარებით, თუმცა ცენტრალურ ბიუჯეტს ამის საშუალება დიდად არცა აქვს. 250 ათასი დოლარი გადავრიცხეთ დავალიანების დასაფარავად. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო თანდათანობით უნდა გავათავისუფლოთ ამ ფუნქციისაგან და მას მივცეთ მეტი საშუალება იფიქროს პერსპექტიულ საკითხებზე. ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე.

ნორვეგიის სახელმწიფო ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, ჩეჩნეთის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესი არათუ დინამიკურად ვითარდება. თქვენ როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ ცნობილ მოღვაწეს, მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ეუთომ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს ამ პრობლემის გადასაჭრელად? საქართველოში ფუნქციონირებს ნორვეგიის დევნილთა საბჭო. ამჟამად თბილისში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ამ საბჭოსა და მცირე ბიზნესის ქალთა ერთ-ერთ ორგანიზაციას შორის. პროცესის მოსამართლემ ნორვეგიის საბჭოს ხელმძღვანელს განუცხადა, რომ მასზე ზემოქმედებას ახდენენ როგორც პროკურატურიდან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებიდან. თქვენი კომენტარი...

- ჩეჩნეთის კონფლიქტში ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთოს მოქმედების ფართო არეალი აქვს. როგორც ჩემთვის ცნობილია, რუსეთის ხელისუფლება კეთილგანწყობით ეკიდება საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. ეს პრინციპი რუსეთის ხელმძღვანელობასთან განსახილველი საკითხია.

ნორვეგიასთან საქართველოს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს. ზოგიერთი სპეციალისტი, განსაკუთრებით ეკოლოგიის დარგში, მონაწილეობდა ურთულესი პროექტების შემუშავებაში, რაიმე გაუგებრობა არ ყოფილა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, საქმის კურსში არა ვარ. ვთხოვ ჩემს თანაშ შემწეებს გაერკვნენ პრობლემის არსში.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“: ბატონო პრეზიდენტო, ქართულ პრესაში ცოტა ხნის წინათ გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, თითქოსდა თქვენ ორჯერ დაგირეკათ იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც ერთდროულად არის მილანის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი. პრესა ირწმუნება, რომ ბერლუსკონიმ თქვენ გთხოვათ, დაჩქარდეს ლევან კალაძის საქმის გამოძიება. ამბობენ დაგეგმილია საქართველოში იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. გაიმართა თუ არა თქვენსა და ბერლუსკონის შორის სატელეფონო საუბარი, თუ საიდუმლო არ არის, რის შესახებ ისაუბრეთ?

და მეორე შეკითხვა: ცოტა ხნის წინათ პარლამენტში ერთგვარი აჟიოტაჟი გამოიწვია ზოგიერთი დეპუტატის გამოსვლამ, რომ სპეცსამსახურები კონტროლს დააწესებენ პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების საქმიანობაზე, თითქოსდა შექმნილია სათანადო დოკუმენტიც. თქვენი ინფორმაციით, შეიქმნა თუ არა ამგვარი დოკუმენტი? მანამდე იღებდით თუ არა მსგავს ინფორმაციებს პარტიების საქმიანობის შესახებ?

- ბატონ ბერლუსკონის პირადად ვიცნობ, მაგრამ არანაირი სატელეფონო საუბარი ჩვენს შორის არ ყოფილა. არც მას გამოუჩენია ამის ინიციატივა და არც მე ჩამითვლია საჭიროდ ამ სიტუაციაში მისთვის დამერეკა. რაც შეეხება მის სავარაუდო ვიზიტს, არ გამოვრიცხავ, რადგან ბერლუსკონის აქვს ჩემგან მოწვევა. ბოლო დროს იტალიელი ბიზნესმენები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები იჩენენ ჩვენი ქვეყნისადმი დიდ ინტერესს. არ გამოირიცხება, რომ იტალიის მთავრობის თავმჯდომარე ეწვიოს საქართველოს, რაც შეეხება ლევან კალაძის გატაცებას, ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ოპერატიული სამუშაოები. მე შევხვდი კალაძის მამასაც, ოპერატიულ მუშაკებსაც, ვინც ამ საქმითაა დაკავებული. სამართალდამცველები ყველაფერს აკეთბენ ამ საქმის გასახსნელად.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა რომელიც ითვალისწინებს კონტროლის დაწესებას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით, არ არსებობს, არანაირი მითითებანი ამის შესახებ. შეგიძლიათ კომენტარი სთხოვოთ უშიშროების მინისტრს, მოსთხოვოთ დოკუმენტაცია შესაბამის უწყებათა წარმომადგენლებს. ისინი დაგიდასტურებენ, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების ფონზე, ამგვარი მოქმედებანი და გამოვლინებები გამორიცხულია.

გაზეთი „ახალი თაობა“: ბატონო პრეზიდენტო, ბრიტანეთში დაბრუნებულმა პიტერ შოუმ გააკეთა განცხადება, რომ საქართველოში ორი განაწყენებული პიროვნება დატოვა - სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი დავით კირვალიძე და წარმატებული ბიზნესმენი გოჩა ფიფია. როგორ ფიქრობთ, რა მიზეზი აქვს პიტერ შოუს დაადანაშაულოს მინისტრი კირვალიძე, აქვს თუ არა მას საფუძველი ამგვარი განცხადების გასაკეთებლად?

- უნდა გითხრათ, რომ ჩვენმა საგამოძიებო ორგანოებმა ბრიტანეთში პიტერ შოუს დასაკითხად გაგზავნეს თანამშრომლები, რათა მასთან საუბრისას გაერკვიათ ბიზნესმენის გატაცების მიზეზები და ამ პროცესში მონაწილე სავარაუდო პიროვნებათა ვინაობა. პიტერ შოუმ კატეგორიულად უარი განაცხადა თბილისიდან ჩასულ გამომძიებლებთან შეხვედრაზე. შეიძლება კიდევ გავგზავნოთ გამომძიებლები ასე, შოუს შეუძლია განაცხადოს, რომ მის გატაცებაში საქართველოს პრეზიდენტია დამნაშავე. პირველად ვესაუბრე სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ამ განცხადებას. დავით კირვალიძის თქმით, ზოგიერთი პროექტის მიმართ მან გამოხატა ინტერესი. მინისტრი იმისთვისაა, რომ ხელი შეუწყოს ცალკეული პროექტის განხორციელებას. ასე რომ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ რეალურ საფუძველს, რისთვის უნდა მოვთხოვო პასუხი სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: იზიარებთ თუ არა არგუმენტებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში გამოითქვა იმ ორი დებულების მიღებისას, რომლებიც ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციას, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების შესახებ. კერძოდ, იქ იყო წარმოდგენილი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნები იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, საქართველო მხარს დაუჭერდა მის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მეორე საკითხი იყო რუსეთის სამხედრო ბაზების საგადასახადო ვალდებულებანი, რომლებიც 1991 წლიდან იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და თანხამ დაახლოებით მილიარდი დოლარი შეადგინა. თუ იზიარებთ ამ არგუმენტებს, ხომ არ აპირებთ პარლამენტის ამ რეკომენდაციათა აღსრულებას, მით უფრო, რომ კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის საშინაო პოლიტიკას სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს. იყო შემთხვევები, როცა თქვენ არ გაითვალისწინეთ პარლამენტის რეკომენდაციები, კერძოდ მშვიდობისმყოფელთა მანდატის შეჩერების თაობაზე, ასევე რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის შესახებ.

- იმის მიუხედავად, რომ პარლამენტთან სრული შეთანხმებითა და ურთიერთგაგებით ვითანამშრომლებთ, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი და პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, არ დაეთანხმოს ან არ შეასრულოს პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი დებულება პირადად ვფიქრობ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არარეალურია უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთმა აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრებას. ბევრ საკითხში რუსეთი მხარს გვიჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში. რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ მხარი დაუჭირა ბოდენის დოკუმენტს, მართალია შემდეგ ამ დოკუმენტის რეალიზაცია ვერ დაჩქარდა, მაგრამ პრეზიდენტ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთმა ხმა მისცა დოკუმენტს. ამის დავიწყება არ შეიძლება. ჩვენ შეიძლება შევეცადოდ და ხელი შევუშალოთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას, მაგრამ მეორე ფაქტორიც არის, დელეგაციათა ორი მესამედის თანხმობის შემთხვევაში, ამ ორგანიზაციაში მიიღებენ. ჩვენს ინტერესებს შეესაბამება ის, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ამოსავალი პრინციპები ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენთვის საკმაოდ მომგებიანია. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზების საგადასახადო ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს აქვს სრული საფუძველი პრეტენზიისათვის. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია რუსეთისათვის, თანხა საკმაოდ დიდია. ეს საკითხი წამოვწიე რუსეთის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრებზე. ჩვენი პოზიცია ამგვარია - ან უნდა გადაიხადონ, ან უნდა გაიტანონ ბაზები. ამ საკითხში პარლამენტი მართალია, მაგრამ უნდა შემუშავდეს მოლაპარაკების სათანადო მექანიზმი, მაგალითად, საქართველო-რუსეთს შორის ახალი დიდი ხელშეკრულების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამხედრო ბაზები დარჩება საქართველოში, რუსეთის მხარემ უნდა შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებანი. მთელ მსოფლიოში ამგვარი წესი არსებობს, რუსეთმა უნდა იხელმძღვანელოს საერთო წესებით.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ შეხვდით რუსეთის ახალ ელჩს საქართველოში, მას შევხვდით ჩვენც, ჟურნალისტები. თქვენი აზრით, ქართველი წარმომავლობის ახალი ელჩი რამდენად შეუწყობს ხელს ჩიხში შესული აფხაზეთის კონფლიქტის შეწყვეტას?

- არა მგონია, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშ შირებით რევოლუცია მოხდეს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გარკვეული დათბობა იგრძნობა კიშინიოვის სამიტის ფარგლებში ჩემი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ. არ განხილულა ახალი ელჩის დანიშვნის საკთხი. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ჩხიკვიშვილი გამოცდილი დიპლომატია, დიდხანს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო დესპანი, გარკვეული პერიოდი ელჩის მოვალეობასაც ასრულებდა, შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პირადად ამას არ ვიცნობ, ვიცნობ მის მამას, ბიძას, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. დიპლომატი ვინც უნდა იყოს ეროვნებით, უნდა გამოხატავდეს იმ ქვეყნის ინტერესს, რომელსაც წარმოადგენს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან რუსეთის ელჩი ქართველია, ეს ფაქტი ყველაფერს თავისთავად გადაწყვეტს, სასიხარულოა, რომ ქართველი დიპლომატის მიმართ ამგვარი ნდობა გამოიჩინეს, ანდეს სერიოზული მისია. მას ვუთხარი, რომ პირადად ხელს შევუწყობ საქმიანობაში, მწამს, რომ საქართველოში მას გამოუჩნდება ბევრი საქმიანი მეგობარი ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ რადგან ახალი ელჩი ქართველია, რუსეთთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდება.

აჭარის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, ორი კვირაა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ანტიკონსტიტუციური პრივატიზების თაობაზე. სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და თქვენ მოპასუხედ მიგიწვიათ პროცესზე. აპირეთ თუ არა წარსდგეთ მოპასუხედ სასამართლოს წინაშე?

- როგორც სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, მყავს სპეციალური წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მას შეუძლია პრეზიდენტის სახელით გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია, მიმაჩნია, რომ ეს კარგი ინსტიტუცია - ბელა სირბილაძე, გამოცდილი იურისტი საკმაოდ კარგად ართმევს თავს ამ მოვალეობას. სასამართლო კოლეგიას ოფიციალურად არ მოუმართავს ჩემთვის.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვს“: ცოტა ხნის წინათ რუსეთის მხარეს გადაეცა ტერორიზმში ეჭვმიტანილი კრიმ შამხალოვი. რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაგიხადათ პირადად თქვენ და შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელებს ტერორიზმის წინააღმდეგ გაწეული თანამშრომლობისათვის. შემდეგ თქვენ ლაპარაკობდით თბილისში მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებზე. ხომ არ გეგმავდნენ ამ ტერაქტებს შამხალოვის ჯგუფი ან სხვა დაჯგუფებანი აქვს თუ არა პრეზიდენტ პუტინს რეალურად სამადლობელი საქართველოს მხარესთან, მართლა გადასცა თუ არა საქართველომ რუსეთს შამხალოვი და კიდევ რა რეალური ღონისძიებები განახორციელა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ, რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ამგვარი მადლიერება დაიმსახურა?

- ის ჯგუფი, რომელზეც ვლაპარაკობთ, ძალიან საშიში ტერორისტებისაგან შედგებოდა. ყველა ლიკვიდირებულია, მხოლოდ შამხალოვი დარჩა ცოცხალი და რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, იგი იყო მოსკოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ერთ-ერთი ორგანიზატორი. შესაბამისად ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, ოპერატიულად გვემოქმედა და ეჭვმიტანილი რუსეთის მხარისათვის გადაგვეცა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საკმაოდ წარმატებულად ვთანამშრომლობთ. საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის სპეცსამსახურები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმ დამნაშავეთა გამოსავლენად, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდნენ. ერთ-ერთი მაგალითი იყო ამას წინათ ტერორისტთა ჯგუფის ლიკვიდირება. თბილისში განხორციელდა ოპერატიული ღონისძიება, მოქალაქეთა შემოწმება, ასეთი ღონისძიებები ხორციელდება რუსეთშიც და ამერიკაშიც. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ რუსეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციები, ხელი შევუშალოთ სავარაუდო დანაშაულობათა წარმოქმნას. საქმე ის გახლავთ, რომ იყო ცალკეული შემთხვევები, როცა საქართველოს პრეზიდენტზე მზადდებოდა თავდასხმა. ამის შესახებ არ უნდა დავივიწყოთ, მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვისაც სურთ პრეზიდენტის გადაადგილების მარშუტი შეცვალონ ეს არ არის იმგვარი მარტივი საკითხი, რომელიც ამა თუ იმ საკრებულოში უნდა განიხილონ, არსებობს დაწესებული საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები, რომელთა უგულებელყოფა სასურველ შედეგებამდე არ მიგვიყვანს.

რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საჭიროდ ჩათვალეთ გაგეხმაურებინათ ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე. საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ეს ერთგვარ სიგნალად მიიჩნიეს, რასაც მოჰყვა უცხოელ მოქალაქეთა საპასპორტო შემოწმება. ამის შემ მდეგ თქვენ აფხაზეთზეც ილაპარაკეთ, რაც ამ საკითხს ერთგვარ პოლიტიკურ ელფერს სძენს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამგვარი მოქმედება არ არის საკმარისი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დასათბობად, სამაგიეროდ საკმარისია საქართველოსა და ჩეჩნეთის ურთიერთობის გასართულებლად...

- როგორც ცნობილია, ამ ხალხის შესამოწმებლად და პოლიციის განყოფილებაში მათს მისაყვანად არსებობდა გარკვეული საფუძველი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში იყვნენ. ყველაზე სასიშია, როცა მოხდება ტერორისტული აქტი, ჩვენ დავდგებით ფაქტის წინაშე და ვეძებთ დამნაშავეებს. მიმაჩნია, რომ ახლა უნდა გამოვიჩინოთ წინდახედულება, სიბრძნე, როგორც აღვნიშნე, ამგვარი ღონისძიებები ხორციელდება რუსეთში, ამერიკაში. მთავარია არ დავუშვათ დესტაბილიზაცია რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, შეთანხმებულად ვმოქმედებთ, ვფიქრობ, საქართველო რაიმე განსაკუთრებულ მოქმედებას არ ახორციელებს.

გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო, მიმაჩნია, რომ ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელება ძალიან დაგვიანებული პროცესია. ამ დარბაზში ერთი წლის წინათაც ითქვა, რომ ძალოვანი სტრუქტურები და კრიმინალები თითქმის გაერთიანებული არიან, რომ არ ხდება საქართველოში არც ერთი სერიოზული დანაშაული, რომელშიც ძალოვან უწყებათა წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ბუნებრივია, რომ რეგიონებში ამ ოპერაციას სკეპტიკურად უყურებენ - ვინ ვის ამოწმებს და ვინ ვის იჭერს? ვფიქრობ, რომ დღეს ამ კრიმინალურმა სიტუაციამ ხელისუფლებაშიც შემოაღწია და არ შემიძლია მხარი არ დავუჭირო ზოგიერთ ოპოზიციონერს, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარეობს ხელისუფლების კრიმინალიზაცია. 2000 წლის 15 აგვისტოს თქვენ პირად კონტროლზე აიყვანეთ ზუგდიდში, საფოსტო ბანკის ფილიალში მომხდარი ტრაგედიის ფაქტი. იქ მოკლეს ბანკის მმართველის მოადგილე, რათა ეს თანამდებობა სხვას ჩაეგდო ხელში. ამავე დროს კონტროლის პალატის მონაცემებით აღმოჩნდა, რომ იქ გაიფლანგა 7 მილიონი ლარი. ამ ფაქტით დავინტერესდით რეგიონის ჟურნალისტები. ამ ფაქტმა ასევე მიაღწია მიხეილ ოსაძის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამდე. ბანკის დირექტორმა ოსაძის კომისიას წარუდგინა იმ პიროვნებათა სია, ვინც ეს თანხა დაიტაცა. იქ არ არის მარტო დევნილთა შემწეობები, დატაცებულია სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რადგან ფული გამოწერილია ათიათასობით მკვდარ სულზე. სიაში მხოლოდ მაღალჩინოსნებია წარმოდგენილი. ზოგი ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელია, ზოგიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხისმგებელი პირია, არიან მინისტრები, დეპუტატები ეს სია გადაეცა პროკურატურას, რომელმაც პროცესი შეაფეხრა მას შემდეგ რაც ჩვენ თხოვნით მოგმართეთ, ბატონო პრეზიდენტო, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ სამი წლის განმავლობაში დაპატიმრებულია ბანკის დირექტორი ქალი, ისიც ბატონი პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ. საქმე ისე გადაეცა სასამართლოს, რომ არც კი დაუკითხავთ იმ სიაში წარმოდგენილი არც ერთი ჩინოვ ვნიკი. ბატონო პრეზიდენტო, მიმაჩნია, რომ როცა საქმე პრეზიდენტის პირად კონტროლზეა და მას შედეგი არ მოაქვს, ეს პრეზიდენტის დისკრედიტაციის ტოლფასია, სამწუხაროდ ამის ავტორები პრეზიდენტის გუნდიდან გახლავან. ვინ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება გენერალურ პროკურორზე. როცა პრეზიდენტიც დაინტერესებულია ამ საქმის გამოძიებით? ჩვენ გავარკვიეთ, ვინც არის ეს პიროვნება და რატომ არ აძლევს საშუალებას ძალოვან სტრუქტურებს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ვერ დავასახელებ მის ვინაობას საჯაროდ, მაგრამ თქვენ წერილობით გადმოგცემთ...

კრიმინალურმა სამყარომ ამ შენობაში რომ შემოაღწია, იქიდანაც ჩანს, რომ შავი სამყაროს ერთ-ერთი წარმომადგენლის ვაჟი აქ თქვენთან დაცვის სამსახურში მუშაობს. შესაძლებელია ეს ახალგაზრდა, რომლის წინააღმდეგ არაფერი მაქვს, შესანიშნავი პიროვნებაა, მაგრამ აქედან ჩანს, რომ დასაყრდენი კრიმინალურ სამყაროს ჰყავს.

- მადლობელი ვარ თუკი ეს ფაქტები დადასტურდება, შესაბამის ზომებს მივიღებთ პროკურატურა ამ საქმეს იძიებს, რამდენჯერმე დაინტერესდა ეროვნული უშიშროების საბჭოც. უნდა გითხრათ, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა, არც პრეზიდენტთა, არც ეროვნული უშიშროების საბჭოს და საპრეზიდენტო სამსახურების თანამშრომლებს არა აქვთ უფლება შეამოწმონ პროკურატურის მუშაობა. ისევე როგორც მოსამართლეების საქმიანობა ერთადერთი პრეზიდენტის უფლება-მოსილებაა წარადგინოს პროკურორის კანდიდატურა პარლამენტში. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოვისმენთ ამ საქმის მიმდინარეობას. მაქვს ინფორმაცია, რომ გენერალურ პროკურატურას საკმაოდ ბევრი საინტერესო დეტალი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. როცა ლტოლვილებს ძარცვავენ და მათთვის განკუთვნილ თანხას იტაცებენ, ამაზე მეტი სიბინძურე, უზნეობა და დანაშაული წარმოუდგენელია.

ესტონეთის გაზეთი: ბატონო პრეზიდენტო, როგორ გესახებათ თქვენი სახელმწიფოს ნატოში გაწევრების გზა? რა უფრო რთული იქნება ამ პროცესში ქართული ჯარის რეფორმირება თუ საერთაშორისო გაერთიანების მხარდაჭერა? როდის არის შესაძლებელი საქართველოს ნატოში გაწევრების რეალური ვადა და ამ პერიოდში საქართველო ისევ იქნება თუ არა თანამეგობრობის წევრი ქვეყანა?

- ეს კომპლექსური საკითხია უწინარესად ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჯარის რეფორმირება ნატოს სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად. თუ ეს არ მოხდება, წევრობაზე ფიქრიც წარმოუდგენელია. არის სხვა კომპლექსური პრობლემებიც ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება, სისტემის სრული რეფორმირება, დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებათა დაცვა, ყველაზე მთავარი კი ჯარის რეფორმირებაა.

ამერიკელი მეგობრების დახმარებით ქართული ჯარის რეფორმა მიმდინარეობს, „კომანდოს“ ბატალიონის პირველი გამოშვება კი იმის ნათელი მაგალითია, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ეყოლება ნატოს სტანდარტის შესაბამისი არმია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვერ ვხედავ ხელისშემშლელ ფაქტორს საიმისოდ, რომ პარალელურად ვიყოთ თანამეგობრობის შემადგენლობაში. ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

გაზეთი „მენორა“: ევროპასა და აზიაში მცხოვრები ქართველი ებრაელების ინიციატივით, ფუძნდება საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი, რომლის მიზანია გააერთიანოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები. იერუსალიმში მომავალ თვეში გაიმართება კონგრესის დამფუძნებელი ყრილობა, რომელზე დასწრებინებაც გამოხატა ისრაელის პრეზიდენტმა მოშე კაცავმა, პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა. ოფიციალურად მზადდება დოკუმენტები ყრილობაზე თქვენს მოსაწვევად. ქართველი ებრაელებისათვის დიდი მნიშვ ვნელობა აქვს ამ ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტის დასწრებას...

- იდეა საინტერესოა, მისასალმებელია, თბილისში რომ იმართებოდეს ეს ყრილობა დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი, სიტყვითაც გამოვიდოდი და ხელს შევუწყობდი ღონისძიების გამართვას. საჭირო საქმეა და მივესალმები ასეთი კონგრესის შექმნას. ცოტა მოულოდნელია მიწვევა, იცით, რომ ისრაელის მიმართ არა ვარ გულგრილი თუ ჩემი სამუშაო რეჟიმი მომცემს საშუალებას, აუცილებლად დავესწრები.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-ფაქსი“: ბატონო პრეზიდენტო, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში უკვე გამოიკვეთა პოზიციის შესუსტება საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებით. კერძოდ რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებით. კერძოდ, რუსეთის ბაზების გატანის ვადად, 11 წლის ნაცვლად უკვე 6-7 წელი სახელდება. ეს განცხადება გააკეთა სათათბიროს წევრმა, ცნობილმა მესაზღვრემ ნიკოლაევმა. შეცვლის თუ არა საქართველო პოზიციას, ანუ იქნება თუ არა კომპრომისი დაშვებული დასახელებული 3 წლის ვადასთან დაკავშირებით? ამ პროცესში მონაწილეობას ხომ არ მიიღებენ და ფინანსურ დახმარებას ხომ არ გაუწევენ საქართველოს სხვა ქვეყნები, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები?

- სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკება. როგორ განისაზღვრება საბოლოოდ ეს პროცესი მოლაპარაკებაში მონაწილე პიროვნებებზეა დამოკიდებული, მათ იციან განსაზღვრული წესები. რაც შეეხება სხვა ქვეყნების ამ პროცესში ჩაბმას, ამგვარი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით არ განხილულა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ამგვარი პრეცედენტის დაშვება, მაგრამ რეალურად არ მესახება. ჯერჯერობით უნდა დასრულდეს მოლაპარაკების პროცესი.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვერ ვხედავ ხელისშემშლელ ფაქტორს საიმისოდ, რომ პარალელურად ვიყოთ თანამეგობრობის შემადგენლობაში. ერთი მეორეს ხელს არ უშლის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 დეკემბერი. - №306 (4365). - 3 გვ.

139 „არც ისე შორეულ მომავალში, სწორედ ევროკავშირი გახდება საქართველოს საბოლოო ნავსაყუდელი - ხანგრძლივი და ღირსეული ისტორიული გზის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ერმა განვლო ათასწლეულთა განმავლობაში“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
16 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას გაიმართ პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც თქვენ საკმაოდ მკაცრი შეფასებები გააკეთეთ. - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- საინვესტიციო საბჭოზე, რომელიც უკვე სამი წელია ფუნქციონირებს, მოვისმინეთ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის ფონდის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ეს ძალიან საინტერესო საკითხია.

- როგორც მოგეხსენებათ, ეს ფონდი შეიქმნა პრეზიდენტის ინიციატივით (ჩემი ბრძანებულებით) და მან პირველი პროექტის ფარგლებში 90 მუნიციპალური პროექტი განახორციელა - 38 მილიონი ლარის საერთო ღირებულებით.

ფონდის საქმიანობამ უკვე მოიცვა 11 ქალაქი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ინფრასტრუქტურის განვითარებას. ლაპარაკია სკოლების აღდგენა-რეკონსტრუქციაზე, გზებისა და ხიდების მშენებლობაზე, მოსახლეობის სასმელი წყლით გარანტირებულ უზრუნველყოფაზე და ასე შემდეგ.

მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ამ პროექტის გაგრძელების შესახებ. კრედიტის გამოყოფა. რა თქმა უნდა თუ ამას დავუმატებთ, რომ თანადაფინანსება დაახლოებით დაა ახლოებით 20 პროცენტის მოცულობით იქნება. ეს საკმაო თანხები გამოდის.

მთლიანობაში, ფონდმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანებს. დღეისათვის იგი საკმაოდ ძლიერი თვითდაფინანსებადი ინსტიტუტია. ფაქტობრივად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან. ძალიან კარგი ახალგაზრდობაა, რომელმაც უკვე დიდი სკოლა გაიარა და სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნება მივიღე, როცა მათ მოვუსმინე.

თანაც ფონდის შესაძლებლობანი ყოველწლიურად გაიზრდება.

ამასთანავე, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა ფონდის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. ისევე როგორც მთლიანად, უცხოური დახმარების გამოყენება.

ჩვენი ინიციატივით მომზადდა და უახლოეს დღეებში ინტერნეტის ქსელში განთავსდება. საქართველოში შემოსული დახმარების მონაცემთა ბაზა, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე. ბევრია ლაპარაკი იმის შესახებ, სად მიდის გრანტები და კრედიტები. ყველა ინფორმაცია იქნება ინტერნეტში და ამით ყველას შეუძლია ისარგებლოს.

სხდომაზე აგრეთვე განვიხილეთ სოციალური ორიენტაციის პროექტები, რომლებიც „სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ღარიბ ოჯახთა დახმარების მიზნობრიობის გაუმჯობესებას, მთლიანობაში ბიზნეს-კლიმატის გაჯანსაღებას.

გათვალისწინებულია საფუძვლიანი კვლევების ჩატარება საქართველოში სიღარიბის გეოგრაფიული არეალის შესასწავლად, ანუ „სიღარიბის რუკის“ შექმნა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფრო მიზანმიმართულად იმოქმედონ იმ სოციალური კატეგორიის დასახმარებლად, რომელსაც ამგვარი ხელშეწყობა საარსებოდ ესაჭიროება და სხვა საშუალება (კონკრეტულ გარემოში) არ გააჩნია თავისი ცხოველმოქმედების გასაუმჯობესებლად. ეს რუკა საჭიროა იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ შემდეგში ყოველგვარი სიყალბე. მაგალითად, ისეთი ფაქიზი სფერო, როგორიც არის ლტოლვილთა დახმარება, იქაც კი ათასნაირ გზებს ეძებენ თანახების მისათვისებლად. რუკა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობ ბენ, იქნება აღრიცხვის მოწესრიგების ერთ-ერთი რეალური გზა.

- გასულ კვირას ბაქოში გაიმართა „შაჰ-დენიზის“ გაზის საბადოს პარტნიორი კომპანიების შეხვედრა, მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები „ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის“ მშენებლობის თაობაზე...

- ამ დღეებში გრძელდებოდა წარმატებული მოლაპარაკება (მაღალ დონეზე) ლონდონში, ბაქოსა და ყაზახეთში, - ყაზახეთის ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების შესახებ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის მეშვეობით.

მოგეხსენებათ, ეს მრავალმხრივი ძალისხმევა იყო და საქართველოს წვლილი ამ პროცესში არცთუ მეორეხარისხოვანია. მხედველობაში მაქვს ჩემი მოლაპარაკება პრეზიდენტ ნაზარბაევთან და სხვა აქციები.

მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესოა „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენის პერსპექტივა.

უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ დიდი გაზსადენის მშენებლობის სანქციონირება ორიოდე თვის შემდეგ - 2003 წლის თებერვალში გადაწყდება. ამ პროცესს უდავოდ დააჩქარებს საბერძნეთის, იტალიისა და ევროპის სხვა ქვეყნების დაინტერესება სწორედ გაზსადენის მშენებლობითა და სწრაფი ამოქმედებით.

ამრიგად, გაზსადენის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით წარიმართება - იგი დაიწყება „დიდი ნავთობსადენის“ მშენებლობის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ.

როგორც გია ჭანტურიამ ბაქოდან მაცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაზსადენს ააშენებენ იგივე კონტრაქტორები, რომლებიც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გაყვანეზე მუშაობენ. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო მიესალმება, ასეთ, ვარიანტს, რადგან ეს არა მარტო აიაფებს, არამედ 5-8 თვით მაინც აჩქარებს გაზსადენის მშენებლობას. მის საექსპლოტაციო გადაცემას. ასე, რომ ჩვენი გეგმები რეალურია და სათანადო ეფექტის მიღება გაცილებით უფრო ადრე შეგვეძლება, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით.

განსაზღვრულია, რომ გაზსადენი და ნავთობსადენი ერთსა და იმავე სტრატეგიულ დერეფანში გაივლის, რაც დიდად აიაფებს ბუნებრივ აირს, ვიდრე ეს თავდაპირველი პროექტით იყო გათვალისწინებული. თარიღების განსაზღვრა ამ ეტაპზე ძალიან ძნელია, როცა მშენებლობა დაიწყება, მერე ყველაფერს დავაზუსტებთ.

ზედმეტად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ რას ნიშნავს აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ეს მართლაც საარსებოდ მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის, ყველა ოჯახისათვის. იგი იქცევა „ევრაზიის ენერგეტიკული დერეფნის“ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად. ამასთან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი კვლავაც დარჩება საქართველოსა და სომხეთისათვის უაღრესად ანგარიშგასაწევ პარტნიორად ენერგეტიკის სფეროში და სწორედ ეს არის ენერგეტიკული დერეფნის დანიშნულება.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, გაზსადენის მშენებლობას განახორციელებენ იგივე სამშენებლო კონტრაქტორები, რომლებიც დღეს ნავთობსადენის პროექტზე მუშაობენ. ამით მინიმუმ 8 თვე დაიზოგება.

დიდი გაზსადენის ამოქმედება არა მარტო საშვილიშვილოდ გადაწყვეტს მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემას, არამედ მტკიცე საფუძველს შეუქმნის საქართველოს სამრეწველო პოტენციალის აღორძინებას, მთლიანად ეკონომიკის განვითარებას.

მოსახლეობა დაზოგავს მნიშვნელოვან თანხებს, შევინარ რჩუნებთ ტყის მასივს, ხოლო საქართველოს ენერგოსისტემა სულ რამდენიმე წლის შემდეგ არათუ „დეფიციტური“ აღარ იქნება, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტსაც კი განვახორციელებთ. ამას წინათ ვთქვი და ეს ზუსტი გაანგარიშებაა: რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს სრული გაზიფიცირების პირობებში ჩვენ შევძლებთ ყოველწლიურად ერთი მილიონი კუბური მეტრი ხე-ტყე დავზოგოთ გათბობისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებისაგან.

ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა უდავოდ დააჩქარა იმ გარემოებამ, რომ „ბაქო-თბილისი ჯეიჰანის“ ნავთობსადენის პროექტი პრაქტიკული განხორციელების ფაზაში შედის. მოგეხსენებათ, ჩვენთან საკმაოდ დიდი პერსპექტივები იყო ნავთობსადენთან დაკავშირებით, უამრავი სხდომა გაიმართა. აქტიურად იმუშავა გია ჭანტურიამ იგი თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს ეწვია და სტუდენტებსა და მეცნიერებს შეხვდა. ძალიან დაგვეხმარნენ მეცნიერებათა აკადემია, ის სპეციალისტები, რომლებსაც არ შეიძლება, არ დავუჯერო ასეთ პირობებში. ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდით, რომ ჩვენ გვექნება ბორჯომიც და გაივლის ნავთობსადენიც, მაგრამ გაივლის არა ბორჯომის ხეობაზე, არამედ გაცილებით უფრო შორს და არავით თარი საერთო თვით ბორჯომის წყალთან მას არ ექნება.

- გუშინ თქვენ დაესწარით „კომანდოს“ ბატალიონის წვრთნის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მოვლენას? გარდა ამისა, ამ დღეებში აღინიშნება საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების 12 წლისთავი. რა შესაძლებლობები ექნება ქვეყანას მომავალი წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯების ზრდის თვალს საზრისით?

- გუშინ მთელმა საქართველომ იხილა ის შესანიშნავი ქვედანაყოფი, რომელიც მომზადებულია და სრულ სამხედრო მზადყოფნას მიაღწია ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ამერიკელი ინსპექტორების დახმარებით, მათი მუდმივი მხარდაჭერითა და ზრუნვით.

ეს არის ანტიტერორისტული ბატალიონი თავისი დანიშნულებით, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა ფუნქციების შესრულებაც შეუძლია, - იგი დაკომპლექტებულია სამხედრო სპეციალისტებით. ვისაც ხელეწიფება რთული, ძალიან რთული ამოცანების გადაწყვეტა.

ამით საქართველო კვლავაც ღირსეულ წვლილს შეიტანს გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის წარმატებაში.

ანუ თანამშრომლობის ეს ფორმულა მთლიანად შეესაბამება როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე რუსეთისა და უპირველეს ყოვლისა, თვით საქართველოს ინტერესებს, აგრეთვე რუსეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და ნატოსთან დაახლოების სტრატეგიის ჩვენეულ ხედვას.

გარდა ამისა „კომანდოს“ ბატალიონი არის მომავალი პროფესიული არმიის ბირთვი. ეს გახლავთ ერთგვარი მოდელი საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა იმავე სტანდარტს თანდათან მივუახლოვოთ შეიარაღებულ ძალთა სხვა ქვედანაყოფებიც. მათ შორის ეროვნული გვარდია, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულითადად მივულოცო ეროვნულ გვარდიას, მის ახალგაზრდა სარდალს, გვარდიის გენერალ - მაიორ კობა კობალაძეს, აგრეთვე ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ღირსშესანიშნავი თარიღი. ვუსურვებ მხედრულ წარმატებასა და გამარჯვებას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი უკვე ჩაება „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამაში: მომავალი წლის დამდეგს დაიწყება საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონის აღჭურვა და სწავლება.

2003 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია მნიშვნელოვნად მეტი სახსრების გამოყოფა (50-60 პროცენტიანი ზრდა, ეს უპრეცედენტო ზრდაა) შეიარაღებულ ძალთა საჭიროებისათვის, მაგრამ ამასთან ერთად, არ იქნება სამართლიანი, თუ არ დავაზუსტებთ, რომ ჩევენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ვკვეცავდით სამხედრო მიზნებისათვის გათვალისწინ ნებულ ხარჯებს, ამიტომ აბსოლუტურ მონაცემებში, საბოლოო ციფრის გამოყვანისას, შეიძლება არც ისეთი მნიშვნელოვანი თანხა იყოს, მაგრამ პროცენტული ზრდა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ტენდენცია ჩამოყალიბდეს მომავალი წლების ბიუჯეტში სამხედრო ხარჯები ძალიან საგრძნობი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თუ ჩვენ ასე გავაგრძელეთ მუშაობა, როგორც ახლა მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო ლეგიონი, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ სახსრები არათუ შეიკვეცება, არამედ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს. კონტრაბანდულ საქონელსა და შავ ეკონომიკაში ჩაბანდებული თანხები, რომლებიც ასევე უნდა ამოვიღოთ, უნდა აღირიცხოს და ბიუჯეტში უნდა შევიდეს.

- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოსთვის ჯარის საკითხი იქნება პრიორიტეტული და ესეც ერთგვარი ნაბიჯი იქნება ნატოსკენ მიმავალ გზაზე?

- უდავოდ საგულისხმოა. ეს არ არის შემთხვევითი გადაწყვეტილება. პარლამენტმა უკვე იმსჯელა ამ საკითხზე და კიდევ უფრო მეტი პროცენტების ზრდა დასახა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება რეალისტური.

ჩვენ ვგულისხმობთ არა მარტო არმიის მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას, არამედ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პრობლემების გადაწყვეტას. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ შეიძლება არ გვჭირდებოდეს ძალიან მრავალრიცხოვანი ჯარი და ამაზე აქცენტი არ უნდა იყოს გაკეთებული, შეიძლება რიცხოვნობა კიდევ შეამციროთ, მაგრამ ვინც ჯარში გვეყოლება, იგი უნდა იყოს ბრძოლისუნარიანი, კარგად უზრუნველყოფილი და პრივილიგირებული ნაწილი ჩვენი საზოგ გადოებისა.

- ოთხშაბათს, საქართველოს ეწვევა უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ვიზიტს?

- უკრაინასა და საქართველოს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში მართლაც უნიკალური ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

საკმარისია ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ უკრაინასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. თანაც ეს ჩანაწ წერი და შესაბამისი ვალდებულება ნამდვილად არ აღმოჩნდა მხოლოდ ფორმალური.

პირადად ლეონიდ კუჩმასთან მრავალი წლის თანამშრომლობა და მეგობრობა მაკავშირებს. ამრიგად, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ოთხშაბათს იწყება, უდავოდ მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა ორმხრივ ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით და საერთოდ, რეგიონალური ცხოვრებისა და პრობლემების განსახილველად.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ვფიქრობ, ასევე სჭირდება უკრაინას, როგორც საქართველოს, ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნება. უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა კი, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთმოქმედების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.

- გასულ კვირას პრესაში გამოქვეყნდა საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების წერილი, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას და გმობენ მათი ინტერესებით მანიპულირებას. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

- მართლაც ამაღელვებელია მადლიერების ის გულწრფელი სიტყვები, რომლებიც ლტოლვილებმა ამ წერილში არ დაიშურეს მთელი საქართველოსა და ხელისუფლების მიმართ. რაც მთავარია, მათ შესანიშნავად ესმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ურთულეს ვითარებაში, მრავალი პრობლემის მიუხედავად, დახმარების ძმური ხელი გაუწოდა უმწეო ადამიანებს.

მადლობელი ვარ მათი ამ გულთბილი სიტყვებისათვის და კვლავაც ვაცხადებ, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ყოველთვის დაეხმარება უმწეო ადამიანებს, ვისაც ჯერჯერობით არ შეუძლია დაუბრუნდეს მშობლიურ კერას.

აქტიურად ვიმუშავებთ რუსეთის ხელისუფლებასთან, ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ამ თემაზე პრეზიდენტ პუტინთან, რათა ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარებასთან ერთად ეს ადამიანები ნებაყოფლობით (ხაზს ვუსვამ, ნებაყოფლობით) დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით.

მაგრამ სანამ საქართველოში იქნებიან, ყოველთვის ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანაგრძნობის იმედი.

- 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისარმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც განსაკუთრებით გაუსვა ხაზი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევის უმძიმეს შედეგებს. როგორია თქვენი შეფასება?

- მთლიანად ვიზიარებ უმაღლესი კომისრის მოსაზრებებს. ბატონმა დე მელომ აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი საშუალებები, რათა რეალურად წავახალისოთ და დავიცვათ ადამიანის უფლებები კონფლიქტურ ზონებში. მან ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ არავითარი პროგრესი არ არის მიღწეული აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და პოსტსაბჭოური სივრცის ზოგიერთ სხვა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტის პროცესებში სრულიად ვიზიარებ ამ შეშფოთებას და მზად ვარ, პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგა იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს.

ეს განცხადება ძალიან სერიოზული სიმპტომია იმისა, რომ მსოფლიო გაერთიანება სულ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ლტოლვილთა პრობლემებს, აგრეთვე იმ ადამიანთა უფლებების დაცვას, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობენ - იქ რეალურად არსებულ რეჟიმთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრი კვლავაც გასაკეთებელია. გახსოვთ, ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, როდესაც ამ თემაზე ჩვენ არა მარტო ვსაუბრობდით, არამედ საგანგებო ქვედანაყოფებსაც ვქმნიდით მთავრობაში.

აქტიურად მუშაობს სახალხო დამცველი ქალბატონი ნანა დევდარიანი, აგრეთვე ეროვნული უშიშროების საბჭოს შესაბამისი ქვედანაყოფი, რომელსაც ქალბატონი რუსუდან ბერიძე ხელმძღვანელობს.

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პარტნიორული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა დავამყაროთ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა დაცულობის დონე ერთგვარად დააკნინა ბოლო გართულებულმა კრიმინოგენურმა სიტუაციამ.

ლაპარაკიც ზედმეტია ადამიანის უფლებათა დაცვაზე იმ ვითარებაში, როდესაც ადამიანებს ქუჩაში კლავენ, იტაცებენ და მათ მიმართ ძალადობას ახორციელებენ.

ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესთა უმთავრესი ნაწილია. მკაცრად უნდა დავიცვათ ეჭვმიტანილის თუ ბრალდებულის უფლებები, ისევე როგორც დაზარალებულისა და, უწინარესად დაზარალებულის.

ჩემი შეშფოთება გამოიწვია ქვემო ქართლში აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქის გატაცებამ. ეს იყო ადამიანის უფლებათა უსასტიკესი და თავხედური დარღვევა, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა.

სამართალდაცვის ორგანოთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ღირსეულად გაართვეს თავი ამ ამოცანას (განსაკუთრ რებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ) და ისინი, ვინც ხელყო ადამიანის ღირსება, მისი თავისუფლება და მოხუცს სიცოცხლე მოუსწრაფა - კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ამ ჯგუფის ერთი ნაწილი დაპატიმრებულია და მტკიცებულებებიც არსებობს.

ასევე კანონიერების სრული დაცვით განხორციელდება შემდგომი მასშტაბური ანტიკრიმინალური ღონისძიებები. მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ის რაც თბილისში, ქუთაისსა და შიდა ქართლში განხორციელდა, არ არის გამონაკლისი. ეს ეპიზოდური ღონისძიებები არ არის, ამას სისტემატური ხასიათი ექნება.

სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ამ კონტექსტით ვსაუბრობ, ვინაიდან ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დაცულობის უმაღლეს დონეს სწორედ იმ სახელმწიფოებმა მიაღწიეს, სადაც მკაცრად და შეურიგებლად იბრძვიან კრიმინალის წინააღმდეგ, ხოლო კანონის უზენაესობაში დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობასაც გულისხმობენ, ისევე როგორც გულწრფელი მონანიების შემთხვევაში - მიტევების შესაძლებლობას.

- გასულ კვირას თქვენ შეხვდით რუსეთის ახალ ელჩს საქართველოში, ვლადიმერ ჩხიკვიშვილს როგორ აფასებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივას?

- მისასალმებელია, რომ რუსეთის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნა ემთხვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა თანდათანობით დათბობას, მე ვიტყოდი, დაბრუნებას ისტორიულად ჩვეულ, კეთილმეზობლურ და მეგობრულ კალაპოტში.

ვგულისხმობ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევასთან დაკავშირებით, მათ შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბატონი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი გამოცდილი დიპლომატია, იგი დიდხანს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო დროს ხელმძღვანელობდა შესაბამის დეპარტამენტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვფიქრობ მისი მოღვაწეობა კიდევ უფრო გააძლიერებს დათბობის ტენდენციას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

- ვახტანგ რჩეულიშვილის ხშირი გამოჩენა სახელმწიფო კანცელარიაში ზოგისათვის ინტერესის საგანი იყო, ზოგისათვის - ნერვიულობის თემა. საბოლოოდ იგი თქვენს წარმომადგენლად დაინიშნა ცხინვალის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში. რას ნიშნავს ეს: ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების წინ დაიწყო პარტიათა გაერთიანების პროცესი?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ჯერჯერობით არ არის საუბარი სოციალისტური პარტიისა და „მოქალაქეთა კავშირის“ რაიმე ფორმით გაერთიანებაზე, თუმცა თანამშრომლობას წინ არაფერი უდგას.

ვახტანგ რჩეულიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას სუბიექტურობა ნაკლებად ახსიათებს, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს, მაგალითად , მან ჯეროვნად შეაფასა ის პროგრამა („ახალი პროექტი ახალი საქართველოსათვის“), რომელიც გამოვაქვეყნე პარლამენტში გამოსვლისას, განსხვავებით ბევრი სხვისაგან.

ანუ, მისი ამჟამინდელი პოზიციის და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საფუძველი არის თანხმობა ჩვენი პროექტის უმნივნელოვანეს დებულებებთან. მათ შორისაა საკონსტიტუც ციო რეფორმა, ფედერალური მოწყობა და ასე შემდეგ.

ზოგადად, სოციალისტურ პარტიაში ძალიან ბევრი შესანიშნ ნავი ახალგაზრდაა წარმოდგენილი, ისინი პროგრესულად და საღად აზროვნებენ, სრულად აცნობიერებენ სახელმწიფო ინტერ რესებს. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ.

შესაბამისად, ხელისუფლებაც შეეცდება ქვეყნის ინტერესებ ბის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს პოტენციალი.

მაგალითად, ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს აქვს შესაძლებლ ლობა, დადებითი როლი შეასრულოს ქართველთა და ოსთა საბ ბოლოო შერიგებაში, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დიდი ხანია მუშაობს ამ პრობლემაზე და ბუნებრივია, პრეზ ზიდენტთან ერთად.

მე მას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ერთიანი (შესაძლოა ფედერაციული) საქართველოს შემადგენლობაში ამ რეგიონის სტატუსის განსაზღვრისა და ყოველმხრივი ინტეგრაციის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებისას.

- გასულ კვირას ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 10 სახელმწიფოს გაწევრების შესახებ. თუმცა მათ შორის ჯერჯერობით ვერ მოხვდა მეზობელი თურქეთი...

- თავისთავად მისასალმებელია, რომ არ გამართლდა ეგრეთ წოდებულ „ევროპესიმისტთა“ მოსაზრებები ერთიანი ევროპის მომავალთან დაკავშირებით. ევროპა ერთიანდება და ეს პროცესი - ახალი წევრების მიღებისა ევროკავშირში, ისევე როგორც ნატოში, სავსებით კანონზომიერი და დროულია, თუ დაგვიანებული არა.

საქართველოს დამოუკიდებლობა ამ პროცესებისადმი ერთმნიშვნელოვანია: არც ისე შორეულ მომავალში, სწორედ ევროკავშირი გახდება საქართველოს საბოლოო ნავსაყუდელი - ხანგრძლივი და ღირსეული ისტორიული გზის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ერმა განვლო ათასწლეულთა განმავლობაში.

ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ექნება მეზობელი, მეგობარი თურქეთის გაწევრებას ევროკავშირში, რის შემდეგაც საქართველო გაუმეზობლდება ევროპულ გაერთიანებას. ისევე, როგორც მეგობარი თურქეთის სახით ჩვენ ვმეზობლობთ ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებასთან. იგივე ითქმის რუმინეთზე, ბულგარეთზე და ასე შემდეგ. აქ ჩვენ შეგვიძლია ძალიან საინტერესოდ ვიმსჯელოთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენეული ხედვა შავი ზღვის უსაფრთხოებისა (უსაფრთხოება ფართო გაგებით, მათ შორის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა).

ამრიგად, ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით უახლოეს მომავალში კონკრეტული მოლაპარაკების დაწყების იდეას - თურქეთის ევროკავშირში მიღების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური

„არც ისე შორეულ მომავალში, სწორედ ევროკავშირი გახდება საქართველოს საბოლოო ნავსაყუდელი - ხანგრძლივი და ღირსეული ისტორიული გზის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ერმა განვლო ათასწლეულთა განმავლობაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 დეკემბერი. - №306 (4365). - 1, 2 გვ.

140 ქართული ღვინისა და ბრენდის გამოფენისა და დეგუსტაცია-კონკურსის მონაწილეებსა და სტუმრებს

▲back to top


ქალბატონებო და ბატონებო,

ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ დღევანდელი ფორუმის ყველა მონაწილეს, ვისთვისაც ქართული ვაზის და გადარჩენა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის აღორძინება-განვითარება და ღირსეულად წარმოჩენა ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავია.

ქართველ მევენახეებსა და მეღვინეებს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ არსებული სირთულეების, ბოლო პერიოდისა და წლევანდელი რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ეს დარგი კვლავ ფეხზე დგება. ყოველდრიურად იზრდება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის ექსპორტი, ფართოვდება მისი გეოგრაფია, რაც თქვენმა მევენახე-ფერმერთა, მეწარმეთა და დარგის სპეციალისტთა დიდმა შრომამ და მონდომებამ განაპირობა.

ნიშანდობლივია, რომ ქართული ღვინისა და ბრენდის გამოფენა და დეგუსტაცია-კონკურსი სწორედ ქვეყნის მევენახეობისა და მეღვინეობის უდიდეს რეგიონში კახეთში ეწყობა. მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია ეს ღონისძიება ტრადიციული გახდეს და მან ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭოს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თელაველებს, ღვინისა და ბრენდის დეგუსტაცია-კონკურსის ინიციატორებს - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის მხარეში და შეხვედრის ყველა მონაწილე სტუმარს ამ შესანიშნავი ღონისძიების მოწყობისა და მხარდაჭერისათვის.

გისურვებთ წინსვლასა და გამარჯვებას.

ქართული ღვინისა და ბრენდის გამოფენისა და დეგუსტაცია-კონკურსის მონაწილეებსა და სტუმრებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 დეკემბერი. - №306 (4365). - 1 გვ.

141 სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ლუდმილა ვერბიცკაიას

▲back to top


მისალმება

ღრმად პატივცემულო ლუდმილა ალექსის ასულო,

ძალიან მესიამოვნა, როცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს როინ მეტრეველისაგან შევიტყვე, რომ სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სპეციალობა „კავაკასიოლოგია“.

ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ, ყველა ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, რუსეთმა და საქართველომ ერთად უნდა იარონ. ყოველთვის ვიცოდი და მუდმივად ვრწმუნდები, რომ რუსეთის ინტელიგენცია იყო და რჩება საქართველოს გულწრფელ მეგობრად. შეიძლება გავიხსენოთ რამდენიც გნებავთ ასეთი მეგობრობისა და თანამშროლობის მაგალითი. საქართველოს გამოჩენილი შვილები თ. ბაგრატიონი, დ. ჩუბინიშვილი, ა. ცაგარელი, ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი იდგნენ საქვეყნოდ ცნობილი პეტერბურგის სკოლის კავკასიოლოგიის სათავეებთან, რომლის კურსდამთავრებულებმა ე. თაყაიშვილმა, ა. შანიძემ, ვ. ბერიძემ, ი. აბულაძემ სწორედ სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში შეიტანეს სულისა და გონების სიდიადე. სულიერმა ღირებულებებმა, რომლებიც სამშობლოში ჩამოიტანეს, საშუალება მისცა მათ უმოკლეს ისტორიულ დროში საქართველოში შეექმნათ მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო სკოლები და განათლების სისტემა.

თვალნათლივ ვრწმუნდები, რომ დიდი ტრადიციები გრძელდება. სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში თქვენი ინიციატივითა და თქვენი თანამოაზრეების ძლისხმევით კავკასიოლოგიის აღდგენა ამის უდავო დადასტურებაა.

გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ. დარწმუნებული ვარ, რუსეთის სულიერ დედაქალაქში კავკასიოლოგიის დაბრუნება დაეხმარება თვისებრივად ახალ დონეზე გაგრძელდეს ჩვენი ხალხების ურთიერთობა.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ლუდმილა ვერბიცკაიას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 18 დეკემბ ბერი. - №307 (4366). - 1 გვ.

142 ნინა ჟვანიას გახსენება

▲back to top


ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი ადამიანი ჩამრჩა მეხსიერებაში მკვეთრად, უმეტესი მათგანი - სიკეთით, ერთგულებითა და ადამიანების სიყვარულით, მაგრამ ნინა ჟვანია მათგანაც კი გამოირჩეოდა ამ და სხვა ბევრი სამაგალითო თვისებებით, რომ მელიც დღეს ასე გვაკლია ყველას და ყველას ასე გვჭირდება.

ახლა რომ გახედავ, ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა თითქოს არცთუ ისე დიდი იყო, მაგრამ მაშინ... ძალიან მერიდებოდა მისი და მიყვარდა, რადგან პროვინციიდან ჩამოსულ ახალგაზრდას, მართლა დედობრივი ზრუნვა გამიწია და ის სიყვარული მაგრძნობინა, რომლის გამოც ერთი წუთით მარტო არ მიგრძვნია თავი.

ყოველთვის მეტი და მეტი საქმისათვის მაქეზებდა და საკუთ თარი თავის რწმენას მინერგავდა.

მეგონა მხოლოდ მე ვუყვარდი ასე. მერე და მერე დავრწმუნდი, რომ სიყვარულისა და სითბოს გაღება სხვებზე ზრუნვა და სხვათათვის დახმარება, მისი შინაგანი თვისება იყო.

ყოველთვის და ყველგან ადამიანებზე ზრუნავდა, მათი ლხინისა და ჭირის გამზიარებელი იყო, ზოგჯერ მკაცრიც ამ ზრუნვასა და სიყვარულში, მომთხოვნიც. მაგრამ მე დღესაც არ მეგულება თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება ნინა ჟვანიასთან ურთიერთობისა და სიყვარულით არ იხსენებდეს მას...

იგი სამაგალითო პიროვნება გახლდათ, მას უნდა მიბაძონ, თუმცა თუ თავად სულში არ გაქვს ეს მართლაც ქრისტიანული სიყვარული, მხოლოდ მიბაძვით ვერ შესძლებ.

არადა, რთული და ულმობელი ეპოქის შვილი იყო და მსხვერპლიც ამ ეპოქისა, ეგრეთ წოდებული „მეგრელების საქმის“ გამო დაპატიმრებული და ნაწამები. ძუძუთა ბავშვი დარჩა თბილისში, როდესაც აიყვანეს... რა უსამართლობა არ ნახა და რა გაჭირვება - მაინც არ გაბოროტებულა, არ გატეხილა.

სამაგალოთოდ ერთგული იყო საქმის, გარდაცვლილი მეუღლის, შვილებისა და საკუთარი თავის. დიახ, საკუთარი თავის, რადგან შესანიშნავად იცოდა საკუთარი თავის ფასი... ერთი კია, პირადულს ყოველთვის უკან აყენებდა - ეს ეტყობოდა მის ბინას, მის ცხოვრებას, მის სადა ჩაცმულობას, რომელსაც მუდამ გამოარჩევდით თეთრ ქათქათა ცხვირსახოცს - თითქოს მისი სულიერი სიწმინდის სიმბოლოს. ასეთი ადამიანები აკლია თბილისს და საერთოდ, აკლია ჩვენს ცხოვრებას, მაკლია მეც და ჩემს ოჯახსაც.

ედუარდ შევარდნაძე

ნინა ჟვანიას გახსენება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 დეკ კემბერი. - №308 (4367). - 1 გვ.

143 „განვლილი წლების განმავლობაში დავრწმუნდით, რომ უკრაინისა და მისი პრეზიდენტის სახით საქართველომ ერთგული მეგობარი და მოკავშირე შეიძინა“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა
კვლევის საერთაშორისო ცენტში

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია არასამეცნიერო ცენტრში სადაც არაერთგზის გამოსულან თვალსაჩინო ქართველი და უცხოელი მოღვაწეები, წარმოგიდგინოთ ჩვენი საპატიო სტუმარი, უკრაინის პრეზიდენტი ბატონი ლეონიდ კუჩმა.

მეგობარი უკრაინის პრეზიდენტი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწეა, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული უდიდესი ცვლილებები და საარსებო მნიშვნელობის რეფორმები უკრაინაში, მისი ჩამოყალიბება დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის სრულუფლებიანი მონაწილეობის გარეშე უკვე შეუძლებელია განვითარებისა და უშიშროების უმნიშვნელოვანესი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტა არა მარტო შავი ზღვის აუზის რეგიონში, არამედ, საერთოდ, ევროპაში.

ლეონიდ კუჩმა ყოველთვის უწვდიდა საქართველოს ძმური დახმარების ხელს.

ჩვენ მეგობარ უკრაინასთან ისტორიულად გვაკავშირებს ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენმა ურთიერთობამ ესოდენ მნიშვნელოვანი ორმხრივი ვალდებულებების დონეს მიაღწია.

უკრაინა სამართლიანად მიიჩნევა უშიშროების იმ ახალი სისტემის ღერძად, რომელიც ევროპაში შენდება.

ლეონიდ კუჩმას საქმიანობამ, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე ფასდაუდებელმა დამსახურებამ უდიდესი ავტორიტეტი მოუპოვა მას როგორც სამშობლოში, ისე ამ მშვენიერი ქვეყნის მრავალრიცხოვან მეგობართა შორის.

განვლილი წლების განმავლობაში დავრწმუნდით, რომ უკრაინისა და მისი პრეზიდენტის სახით საქართველომ ერთგული მეგობარი და მოკავშირე შეიძინა.

უდიდესი სიამოვნებით ვაძლევ სიტყვას ჩვენს პატივსაცემ სტუმარს ლეონიდ კუჩმას აღმოსავლეთ-დასავლეთის პრობლემათა შემსწავლელ ცენტრში.

„განვლილი წლების განმავლობაში დავრწმუნდით, რომ უკრაინისა და მისი პრეზიდენტის სახით საქართველომ ერთგული მეგობარი და მოკავშირე შეიძინა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 დეკემბერი. - №308 (4367). - 2 გვ.

144 ნატოს გენერალურ მდივანს პორტ ელენის ლორდ რობერტსონს

▲back to top


ბატონო გენერალურო მდივანო,

ნატოს სამეცნიერო და გარემოსდაცვითი საქმეების განყოფილებამ უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების საქმეში. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ნატოს სამეცნიერო პროგრამაში და მიიღეს სამოცამდე სხვადასხვა გრანტი სამეცნიერიო მუშაობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.

საქართველოს ნატოს პროგრამებთან თანამშრომლობის ეს და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები განხილულ იქნა ჩვენს შეხ ხვედრაზე 2002 წლის მარტში.

2002 წლის ოქტომბერში საქართველოს კვლევითმა და საგანმანათლებლო ქსელურმა ორგანიზაციამ (GRENA) ახალი მძლავრი თანამგზავრული სადგური მიიღო ნატოს ახალი ინიციატივის „ვირტუალური აბრეშუმის გზის პროექტის“ ფარგლებში. ეს პროექტი 2005 წლამდე უფასოდ უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის 2-mbps-იან კავშირს საქართველოს კვლევითი და საგანმანათლებლო საზოგადოებისათვის.

ამჟამად GRENA უზრუნველყოფს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებული 300-ზე მეტი დაწესებულების კავშირს ინტერნეტთან.

საქართველოსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის არსებული ციფრული ჩამორჩენის შესამცირებლად და საზოგადოების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ 2002 წლის სექტემბერში წამოაყენა სკოლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საშუალო სკოლებში კომპიუტერული ცენტრების ჩამოყალიბებასა და მათ დაკავშირებას ინტერნეტთან.

დიდად მადლობელი ვიქნებით, თუ ნატოს სამეცნიერო პროგრამა თბილისის აბრეშუმის თანამგზავრული სადგურების მეშვეობით უზრუნველყოფდა ინტერნეტთან შეერთებას და ამით მხარს დაუჭერდა საქართველოს სკოლების დაკავშირების პროგრამას.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ნატოს გენერალურ მდივანს პორტ ელენის ლორდ რობერტსონს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 20 დეკემბერი. - №309 (4368). - 1 გვ.

145 ბატონ სულიკო კოროშინაძეს დაბადების 70 წელთან დაკავშირებით

▲back to top


მილოცვა

ბატონო სულიკო,

დაბადების დღეს გილოცავთ შესანიშნავ მომღერალს, რომელმაც ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ქართულ ესტრადაში „თბილისელი ბიჭის“ მელოდიები შემოიტანა და დაამკვიდრა, შესანიშნავ პედაგოგს, რომელიც ცდილობს თავის მოწაფეებში ღვთისგან ბოძებული ნიჭი აღმოაჩინოს და ყოველ მოწაფეს მიაგნებინოს, რა უხდება და რა არ უხდება.

თქვენ ამ დიდი ღმერთის ერთგული მსახური ხართ, რომელსაც ქართული სიმღერა ჰქვია.

დიდი მადლობა ამისათვის.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

ბატონ სულიკო კოროშინაძეს დაბადების 70 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 21 დეკემბერი. - №310 (4369). - 1 გვ.

146 გამოთხოვება კოტე მახარაძესთან

▲back to top


ახლა, ამ მძიმე დღეებში, ბევრი ტკივილიანი სიტყვა ითქმება კოტე მახარაძეზე - უაღრესად პოპულარულ, არაორდინალურ, დიდად ნიჭიერ, განათლებულ, გონიერ და მრავალმხრივ პიროვნებაზე, ბრწყინვალე სპორტულ კომენტატორზე, რომელიც ყოველი გადაცემის დროს საკუთარ თეატრს ქმნიდა და რომელმაც იქნებ სწორედ მონოსპექტაკლისადმი ამ მიდრეკილების გამო, შექმნა ერთი მსახიობის შესანიშნავი თეატრი - „ვერიკო“.

მე მინდა გამოვყო სწორედ ამ თეატრში მის მიერ შექმნილი სპექტაკლების მოქალაქეობრივი პათოსი და სიმართლე. იგი შესანიშნავ პუბლიცისტად და ისტორიკოსად მოგვევლინა, არა მხოლოდ ცნობილი ფაქტების მისეული ინტერპრეტაციით, არამედ ახალი ფაქტების გამომზეურებითაც.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მისი პუბლიცისტური მიმართვა-წერილები, განსაკუთრებით, ბოლო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი - ერთი ამოსუნთქვით დაწერილი, დიდი ტკივილითა და სიყვარულით ნაკარნახევი, პირუთვნელი, მართალი და ბრძნული წერილი. მასში საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ის საკითხების წამოჭრილი, რომელთა დასმასა და გააზრებაში ჩვენი მოსაზრებები აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს.

ვფიქრობ, ამ წერილში მთელი სისრულით გამოჩნდა კოტე მახარაძე, რომელიც მხოლოდ მსახიობი არ გახლდათ, არც მხოლოდ კომენტატორი და არც მხოლოდ პედაგოგი.

იგი იყო დიდი პატრიოტი თავისი ქვეყნისა, მისი თავგამოდებული ქომაგი და მისი დაუღალავი მეხოტბე, დიდი საზოგადო მოღვაწე.

იგი ხომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან არც ერთ საკითხს არ ტოვებდა უყურადღებოდ, ისე მოხდა, რომ მე მასთან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ახლო და მეგობრული ურთიერთობა მქონდა.

მეამაყება, რომ ახლო ვიცნობდი და განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებდა ქალბატონ ვერიკოსთან, ბატონ მიხეილ ჭიაურელთან და რა თქმა უნდა, კოტეს უერთგულეს მეუღლესთან, განუყრელ მეგობართან ქალბატონ სოფიკოსთან, ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა მისი დადგმა ნანახი მაქვს და ერთგული მაყურებელი და მსმენელი გახლდით.

ახლა ისიც წავიდა. თითქოს ჩვენი ფეხბურთის ოდინდელი დიდების დაკარგვის დარდმა გადაიყოლა და დარჩა იმ ლეგენდად, რომელსაც კოტე მახარაძე ჰქვია.

ედუარდ შევარდნაძე

გამოთხოვება კოტე მახარაძესთან // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 დეკემბერი. - №311 (4370). - 1 გვ.

147 საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს

▲back to top


მილოცვა

ხუთი წლის წინათ მოგილოცეთ კინოფაკულტეტის დაარსების ოცდახუთი წლისთავი. აქ შედარებით ვრცლად იყო ნათქვამი, როგორც ფაკულტეტის დაარსებაზე, ისე მის კურსდამთავრებულებზე და იმ ფინანსურ გაჭირვებაზეც, რომელმაც ქართული კინო მძიმე პრობლემების წინაშე დააყენა.

ამ ყოველივეზე არ მინდა ვილაპარაკო.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, მიუხედავდ გაჭირვებისა, სწორედ თქვენი პედაგოგებისა და თავად თქვენი შემწეობით ქართული კინო ცოცხლობს, იქმნება ახალი ფილმები, ჩნდება ახალი სახელები.

ეს დიდ იმედებს ბადებს.

მოკლედ ცნობილი მწერლის თქმისა არ იყოს ხმები ქართული კინოს გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა, მიუხედავად გაჭირვებისა იგი ცოცხლობს და მომავალშიც იცოცხლებს.

დიდ წარმატებებს გისურვებთ, მუდამ გქონდეთ ფილმების გადაღების სურვილი, უნარი და შესაძლებლობა, შესაბამისად დაეფასებინოთ თქვენი ნიჭი და გარჯა.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ახალი თაობა დაუბრუნებს ქართულ კინოს იმ სახელს მსოფლიოში, რომლითაც ასე ამაყობდით.

აქვე გილოცავთ შობა-ახალ წელს, ბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი ჩვენი ქვეყნისათვის და ყოველი თქვენგანისთვის.

თქვენი წარმატების იმედით,

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 დეკემბერი. - №311 (4370). - 1 გვ.

148 „2003 წელს ბიუჯეტი მართლაც ძალზე მნიშვნელოვნად გაიზრდება - საშემოსავლო ნაწილში 200 მილიონზე მეტი ლარით“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
23 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას საქართველოს ეწვია უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ოპერაციაში. გაკეთდა სხვა განცხადებებიც, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის თემატიკაზე. როგორ აფასებთ ამ მოვლენას და მის შედეგებს? - ჟურნალისტი ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ეს იყო უაღრესად წარმატებული ვიზიტი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უკრაინის მრავალმხრივი თანმშრომლობა სულ უფრო მასშტაბური ხდება ყოველწლიურად იზრდება საქონელ - ბრუნვა სახელმწიფოთა დაახლოების ერთ-ერთი უპირველესი მაჩვენებელი შესანიშნავი შედეგი მოგვცა ფოთი-ილიჩევსკის ბორანის ამოქმედებამ. ტვირთბრუნვა განვლილ წელს 80 ათასი ტონით გაიზარდა.

უკრაინის პრეზიდენტს უკავშირდება მნიშვნელოვანი რეფორმები აღმოსავლეთ ევროპის ამ უდიდეს ქვეყანაში, მისი ჩამოყალიბება დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს ევროპასა და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

საუბრისას განვიხილეთ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, უკრაინის მონაწილეობა „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტებში. გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და სხვა. მთლიანობაში, უკვე შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ხელშეკრულება საქართველოსა და უკრაინას შორის „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ რეალურად მუშაობს, ანუ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე იურიდიულ ბაზას ქმნის.

ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო. გვქონდა ხანგრძლივი საუბრები, განვიხილეთ ევროპასთნ, ნატოსთან, სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრობლემა.

- შაბათს თქვენი თავმჯდომარეობით გაიმართა ეროვნული უშიშროებისა და იუსტიციის საბჭოების გაფართოებული სხდომა, რომელზეც ძირითადად კრიმინოგენური ვითარების თაობაზე იმსჯელეთ. რამდენად შემაშფოთებელია დღეს ეს ვითარება და ღონისძიებებს გეგმავს ხელისუფლება?

- თავისთავად თვით ასეთი ღონისძიებების გამართვა ორდინალური მოვლენა არ არის, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩვენ ვაპირებთ საგანგებო თათბირი მივუძღვნათ კანონიერებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ბოლო დროს ჩამოყალიბებულ არცთუ სახარბიელო ტენდენციებს. მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, სხდომაში მონაწილეობა მიეღო ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახალხო დამცველს.

უმთავრესი დასკვნა ის გახლავთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება შესამჩნევად დაიძაბა, მაგრამ საქართველოს დიდი გამოცდილება შესძინა 1994-1997 წლების მოვლენებმა, როდესაც სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, თავისი მკაცრი სიტყვა თქვეს და ფართომასშტაბური ოპერაციებით კრიმინალურ სამყაროს მისი ადგილი მიუჩინეს.

ამასთანავე, აუცილებელია სამართალდაცვის სტრუქტურებში რეფორმათა დასრულება, ანუ ამ ინსტიტუტების არსებითი რეფორმირება, მათი მატერიალურ-ტექნიკური და (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) საკანონმდებლო მხარდაჭერის გაძლიერება. გარდა ამისა, პასუხისმგებლობის ზრდა, პოლიციის, უშიშროების, პროკურატურის, იუსტიციის სისტემათა გაწმენდა მიტმასნილი ელემენტებისაგან.

ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია - შეუქმნას ადამიანებს, მათ შორის, ბიზნესმენებს ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის კეთილგანწყობილი გარემო. ამ ძალისხმევის შედეგებს კი საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს და მე ამაში დარწმუნებული ვარ.

- როგორც ცნობილია, გუშინ თქვენ შეხვდით ბატონ ზურაბ ჟვანიას. რა საკითხები განიხილებოდა შეხვედრისას?

- მართლაც გუშინ, ბატონ ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრისას, ჩვენ საგნობრივად განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. ვისაუბრეთ მთლიანად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

ეს იყო საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი (ასეც უნდა იყოს ოპოზიციასთან ურთიერთობა, თუ თავად მიაჩნიათ თავი ოპოზიციონერებად) ოპოზიციასთან, მათ შორის „გაერთიანებული დემოკრატების“ ახალ წინადადებაზე - მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით და სხვა საბიუჯეტო თემებზე.

მე უკვე დავავალე ფინანსთა მინისტრს, ზედმიწევნით შეისწავლოს ეს წინადადება. ყურადღებით მოისმინოს კოლეგების არგუმენტები და შემდგომ მოამზადოს ღრმად დასაბუთებული დასკვნა, თუ რამდენად შესაძლებელია მომავალი წლის ბიუჯეტით განხორციელდეს ის სურვილები და მოთხოვნები, რაც პარლამენტში ჟღერს ამ დეპუტატების მხრიდან.

ცენტრალური ინსტიტუტი, რომელმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, სწორედ ფინანსთა სამინისტროა, რასაკვირველია, პარლამენტთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად. აქვე ისიც უნდა დავსძინო, რომ რამდენჯერმე დაზუსტებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, პარლამენტში განსახილველად უკვე შეტანილია და ეს თავისთავად გარკვეულ სიძნელეებს ქმნის, რადგან დრო ბევრი აღარ დარჩა.

- გასულ პერიოდში თქვენი თავმჯდომარეობით რამდენიმე თათბირი მიეძღვნა საბიუჯეტო პრობლემატიკას. უკვე მკაფიოდ ითქვა, რომ 2003 წლის ბიუჯეტი წინა წლების დოკუმენტებთან შედარებით განსხვავებული იქნება. რაში მდგომარეობს ახალი ბიუჯეტის თავისებურება?

- სხვათა შორის, ბატონ ზურაბთან შეხვედრისას არ ყოფილა ლაპარაკი იმაზე, რომ ეს უვარგისი ბიუჯეტია, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ არსებობს კიდევ რესურსები და იყო თხოვნა, რომ ამ რეზერვებს დაეთმოს სათანადო ყურადღება.

ალბათ, ბევრმა მიაქცია ყურადღება, რომ პირველად, 1998 წლის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოითხოვა არა შემოსავლების შემცირება (მომავალი წლის საგეგმო პარამეტრები მაქვს მხედველობაში), არამედ, პირიქით, მნიშვნელოვანი ზრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში უდიდესი დახმარება გაგვიწია, საბოლოოდ დარწმუნდნენ ამჟამინდელი ეკონომიკური გუნდის ქმედუნარიანობაში.

სერიოზული ფაქტორი გახდა საგადასახადო შემოსავლების განუხრელი ზრდა და საგეგმო პარამეტრების შესრულება. 2003 წელს ბიუჯეტი მართლაც ძალზე მნიშვნელოვნად გაიზრდება - საშემოსავლო ნაწილში 200 მილიონზე მეტი ლარით.

ალბათ, მიზანშეწონილია დავასახელოთ რამდენიმე ციფრი: მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გრანტების მოცულობა 18 პროცენტამდე გაიზრდება. ხოლო საკუთარი შემოსავლების თანაფარდობის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან თითქმის 17 პროცენტს მიაღწევს. ეს ძალიან საყურადღებო პარამეტრია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობითს პარამეტრებს. იგი, როგორც მოგახსენეთ, 200 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და მილიარდ ოთხას სამოც მილიონ ლარს გადააჭარბებს.

ხარჯების გაწევისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თავდაცვის, საზღვრის დაცვის, უშიშროების, შინაგან საქმეთა, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებებს.

მე ჩამოვთვალე ის დარგები, რომლებიც მომავალი წლის ბიუჯეტით ბევრად მეტ სახსრებს მიიღებენ, ვიდრე მიმდინარე და გასულ წლებში.

შესამჩნევად მცირდება სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯთა მთლიან მოცულობასთან შედარებით, 15 პროცენტიდან - 9,7 პროცენტამდე. ესეც ძალზე სასიკეთო ტენდენციაა და იქნებ ამ ვალისაგან მომავალ წელს საბოლოოდ გავთავისუფლდეთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების მუშაკთა ხელფასის ზრდა. 2003 წლის იანვრიდინ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება 30 პროცენტით მოიმატებს, ხოლო 2003 წლის სექტემბრიდან ასევე 30 პროცენტით გაიზრდება დაწყებითი და საშუალო განათლების მუშაკთა ხელფასი. ამავე დროს, 2003 წლის იანვრიდან გაიზრდება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სასტიპენდიო ფონდი. წლის დამლევისათვის იგი მილიონ-ნახევარ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის პროექტი სექტემბრიდან ითვალისწინებს საშუალო სკოლების მე-10 და მე-11 კლასელთა მთლიანად უფასო განათლებაზე გადასვლის ღონისძიებათა დაფინანსებასაც.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გულისხმობს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას -თითქმის 37 პროცენტით. რის შედეგადაც ეს თანხა 75 მილიონ ლარს გადააჭარბებს, ნაცვლად მიმდინარე წლისათვის დაგეგმილი 55 მილიონი ლარისა (ეს ის რაიონებია, რომლებსაც არა აქვთ საშუალება თავად ირჩინონ თავი).

პარლამენტის აქტიური მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ შევძელით მომავალი წლისათვის ბევრად მეტი ფინანსური რესურსის დაგეგმვა თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების განსამტკიცებლად. ამ სფეროში ზრდა 60-ზე მეტ პროცენტს აღწევს. ანუ, ფულადი გამოხატულებით 93 მილიონ ლარს, რაც თითქმის 35 მილიონი ლარით მეტია 2002 წელს დამტკიცებულ მოცულობაზე. საქართველომ განცხადება გააკეთა ნატოში გაწევრიანებაზე, რომელზეც ლაპარაკიც კი ზედმეტია, თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა არ უპასუხებს ნატოს წევრი ქვეყნისათვის აუცილებელ სტანდარტებს.

ვაგრძელებთ მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენების დახმარებას. ელექტროენერგიის საფასურის კომპენსაციისა და ენერგეტიკულ ობიექტთა რეაბილიტაციისათვის ენერგეტიკის სექტორი სუბსიდიის სახით მიიღებს 40 მილიონ ლარს.

9 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად. მათ შორის 3 მილიონი ლარი ჩაის საექსპორტო წარმოების პროგრამას მოხმარდება.

რამდენიმე სიტყვა მინიმალური ხელფასის მხრივ არსებული დინამიკის შესახებ. ბოლო 6 წლის განმავლობაში მინიმალური ხელფასი საქართველოში 13-ჯერ გაიზარდა! თუმცა იგი ჯერჯერობით საარსებო მინიმუმის მხოლოდ 18,7 პროცენტს შეადგენს. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ორი წლის განმავლობაში მინიმალური ხელფასის გაზრდას საარსებო მინიმუმის 90 პროცენტამდე. შესაბამისად გაიზრდება საშუალო ხელფასიც.

გაგრძელდება საბიუჯეტო ორგანიზაციათა მუშაკებისათვის წინა წლის დავალიანებათა გადახდა. მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერა კი კვლავაც ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი იქნება.

დღევანდელი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მთლიანი შიდა პროდუქტისა და წარმოების ზრდის ტემპი, ინფლაციის დაბალი დონე, ნამდვილად ქმნიან წინაპირობას ასეთი ბიუჯეტის შესამუშავებლად. ჩვენ საბოლოოდ უარი ვთქვით სეკვესტრზე, ისევე როგორც ჩათვლებზე და სხვა ღონისძიებებზე, რომლებიც კრიზისულ ვითარებას ახასიათებდა, მით უმეტეს ყოველივე ამის უკან ყოველთვის დგას გარკვეული დანაშაულებრივი საქმ მიანობა.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ეგრეთ წოდებული „სამთავრობო ფრაქციების“ მიერ პარლამენტის სხდომის ბოიკოტმა. როგორია თქვენი გამოკიდებულება? გარდა ამისა, გეგმავთ თუ არა რიგგარეშე სესიის მოწვევას?

- ამ თემაზე მთლიანობაში ძალიან კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი საუბარი მქონდა ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, დიდი ყურადღებით გავეცანი, აგრეთვე ბატონ ვიტალი ხაზარაძის წერილს (საკმაოდ საინტერესო წერილს), რომელიც გუშინ გამოქვეყნდა პრესაში.

რა თქმა უნდა დეპუტატების უფლებებს ყველამ პატივი უნ და ვცეთ. დეპუტატი იმიტომ არის პარლამენტის წევრი და იმიტომ ერთიანდება ფრაქციებში, რომ საკუთარი აზრი და გამოკვეთილი პოზიცია აქვს.

დარწმუნებული ვარ, აქ კომპრომისი სავსებით მიღწევადია, რათა არ შეფერხდეს ბიუჯეტის განხილვის პროცესი, აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტს დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად კონსტიტუცია ანიჭებს გარკვეულ პრეროგატივას, რათა მის მიერ ინიცირებული კანონპროექტები პარლამენტმა პრიორიტეტულად (პირველ რიგში) განიხილოს. სამწუხაროდ, ასე არ ხდება და ამის ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება.

რაც შეეხება რიგგარეშე სესიის მოწვევას, ქალბატონმა ნინომ დამიდასტურა, რომ ასეთი სურვილი საკანონმდებლო ორგანოში მართლაც მომწიფდა. ამდენად, დღეს, შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ, მე მივიღებ გადაწყვეტილებას რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ, სავარაუდოა, რომ ეს შეიძლება იყოს ოთხშაბათს.

- თქვენი ინიციატივით თელავში გაიმართა ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ამით გარკვეულ ტრადიციას ჩეყარა საფუძველი?

- ეს ინიციატივა, საბოლოო ანგარიშით, კახეთის, განსაკუთრებით მეღვინეებისა და მევენახეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. იგულისხმება მევენახეობის დარგის მიღწევათა გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, ღვინისა და ბრენდის საუკეთესო ნიმუშების გამოვლენა, მათი მწარმოებელი ფირმების წარმოჩენა და ახალი მარკების პოპულარიზაცია.

დეგუსტაცია-კონკურსის ორგანიზიბას დიდი შრომა შეალიეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, აგრეთვე კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა ბატონმა ბიძინა სონღულაშვილმა, გამგებლებმა, მეწარმეებმა და სხვებმა.

ასეთი კონკურსები ტრადიციულად იქცევა, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას, საბოლოოდ კი ქართული ეკონომიკის აღორძინებას. ბატონ ბიძინა სონღულაშვილის თქმით, კახეთი სიხარულით შეხვდა ამ საინტერესო ღონისძიებას რაც შეეხება ახალ ტრადიციას, თვისებრივად ეს მართლაც სიახლეა, ვინაიდან წინათ გამართულმა დეგუსტაცია-კონკურსებმა ფორმალური ხასიათი შეიძინეს.

მომავალ წელს შევეცდებით კახეთში ან თბილისში გავმართოთ საერთაშორისო რვიანის ფესტივალი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღირსშესანიშნავი მოვლენა გახდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ამ ფესტივალის მომზადებაში წვლილი შეიტანა. ვულოცავ გამარჯვებულებს, რომლებიც შესაბამისად დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით, უპირველეს ყოვლისა, ფირმა „სამების“, რომლის პროდუქციამ გრან-პრი დაიმსახურა.

- კვლავ სერიოზული სირთულეებია ენერგეტიკის სფეროში. რით არის ეს განპირობებული?

- თუ ყურადღებით შევისწავლით ენერგეტიკაში ამჟამად არსებულ ვითარებას და უმთავრეს პარამეტრებს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, უეჭველია, რომ ენერგეტიკული რესურსების მოხმარებამ არათუ იკლო, არამედ მოიმატა კიდეც. ეს ეხება როგორც ელექტროენერგიას, ასევე ბუნებრივ აირს. თბილისში ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე 2001 წლის დეკემბერში. უფრო ადრეულ პერიოდზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სპეციალისტების თქმით, ყინვამ მოხმარების ოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც გარკვეული პრობლემები წარმოშვა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. აქვე უნდა შევნიშნო, რომ ძალიან სერიოზულად მოგვეხმარა რუსეთი, მათ შორის „იტერა“. რომ არა ის ხელშეკრულება, რომელსაც ამ კომპანიასთან მივაღწიეთ, ზამთარში შეიძლება საერთოდ ბუნებრივი აირის გარეშე დავრჩენილიყავით.

მთლიანობაში კი, ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ გადახდის გაუმჯობესებას. იმ რეგიონებში, სადაც გადახდის პრობლემა ასე თუ ისე გადაწყვეტილია, მდგომარეობაც შესამჩნევად გამოსწორდა.

- სამშაბათს მთელი საქართველო სამუდამოდ გამოეთხოვება ცნობილ მსახიობსა და საზოგადო მოვაწეს ბატონ კოტე მახარაძეს.

- კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს ძალიან დიდ გულისტკივილს შესანიშნავი საზოგადო მოღვაწის, პატრიოტისა და ხელოვ ვანის ბატონ კოტე მახარაძის გარდაცვალების გამო.

ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, რომელთანაც მე და ჩემს მეუღლეს ბევრი რამ გვაკავშირებდა. დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძესთან, მიხეილ ჭიაურელთან. ეს ურთიერთობა გრძელდება ქალბატონ სოფიკო ჭიაურელთან.

კოტე მახარაძის წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ქართული საზოგადოებისა და ქართული კულტურისათვის. ვგულისხმობ არა მხოლოდ მის უაღრესად პატრიოტულ მოღვაწეობას სპორტის ასპარეზზე, არამედ ღირსეულ წვლილს ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. ერთი მსახიობის თეატრმა „ვერიკომ“ და კოტე მახარაძის ცნობილმა სპექტალებმა, რომლებიც მე თითქმის ყველა მაქვს ნანახი, ქართული თეატრალური კულტურის ისტორიაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს.

- საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ჩეჩნეთში დააკავეს 1998 წლის 9 თებერვლის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი ორი მოქალაქე. რამდენად რეალურია მათი ექსტრადირება საქართველოში?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ მისასალმებელია თანამშრომლობის ის დონე, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს სამართალდაცვის სტრუქტურებმა მიაღწიეს. ამ ეპიზოდში სწორედ ეს მომენტია განსაკუთრებით საგულისხმო და ნიშანდობლივი.

რაც შეეხება ბრალდებულებას, ჩემი მხრივ, აქ რაიმე „შურისძიებაზე“ კი არ არის ლაპარაკი, არამედ კანონის აღსულებასა და სამართლიანობაზე. მე უკვე შევიწყალე ორივე ტერორისტული აქტის რამდენიმე მონაწილე და ორგანიზატორი. ვგულისხმობ არა მხოლოდ 9 თებერვლის, არამედ 29 აგვისტოს ტერაქტსაც. ყველაფერთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 9 თებერვლის ტერორისტულ აქტს (იმ ავაზაკურ თავდასხმას თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში) ორი შესან ნიშნავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

დასკვნა ასეთია: დანაშაული არავის შერჩება და სამართალი ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას.

„2003 წელს ბიუჯეტი მართლაც ძალზე მნიშვნელოვნად გაიზრდება - საშემოსავლო ნაწილში 200 მილიონზე მეტი ლარით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 24 დეკემბერი. - №313 (4372). - 1, 2 გვ.

149 „ეს ტაძარი მრავალი საუკუნის მანძილზე შეახსენებს შთამომავალთ თითოეულ სიტყვასა და ნაბიჯს, რომლებიც ერთობლივად გადავდგით სამშობლოს მსახურებისას“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის
აღსაყდრების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ
დღესასწაულზე 2002 წლის 25 დეკემბერს

თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის პატივცემულო წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, თანამემამულენო!

დღეს სრულიად საქართველო საყოველთაო ზეიმითა და ქრისტესმიერი სიყვარულით აღნიშნავს ერის სულიერი მწყემსის, ერთგული მამულიშვილის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აყსაღდრების 25 წლისთავს.

ეს უდავოდ ღირსშესანიშნავი მოვლენაა, რომელიც საქართველოს ისტორიაში მთელი ეპოქის გვირგვინად იქცევა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ქართული ეკლესიის მრევლმა და თქვენმა ნათლულმა, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა და თანადგომა მის უწმინდესობასთან, რომელიც როგორც უკვე ბრძანეთ, ჯერ კიდევ ტოტალიტარიზმის წლებში დაიწყო, საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფალთა ურთიერთმხარდაჭერის იმ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა, ჯერ კიდევ გიორგი ჭყონდიდელის ხანაში რომ ჩაეყარა საფუძველი.

ერის სულიერი და არსებითი კეთილდღეობისათვის საერთო, განუყოფელი პასუხისმგებლობის უეჭველმა გაცნობიერებამ მრავალი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა საქართველოს და კვლავაც მისი ცხოველმოქმედების უმთავრეს პირობად დარჩება.

ეს ტრადიცია გულისხმობს, აგრეთვე პიროვნულ ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებას, უსიტყვო ნდობასა და ერთგულებას.

მე ვამაყობ, რომ მთელი წლების განმავლობაში, სხვადასხვაგვარ ვითარებაში ერთიანი ძალისხმევით მხარს ვუჭერდი თქვენი უწმინდესობის ჭეშმარიტად მისიონერულ საქმიანობას.

მახსენდება, მაშინ როცა ჩვენი ხალხის ნებით, თქვენი ნებით და უფლის კარნახით შორეული კუთხიდან ჩემს სამშობლოში, საქართველოში დავბრუნდი, პირველი, რაც გავაკეთე თქვენთან საპატრიარქოში მოვედი და ლოცვა-კურთხევა გთხოვეთ. მაშინ მივიღე ის მხარდაჭერა, თანადგომა, რომელთა გარეშე ამ ქაოსის და უბედურების დაძლევა არ შეიძლებოდა.

თქვენი ლოცვა-კურთხვით და მამულიშვილური ღვაწლით, საქართველოში, დღიდან აღსაყდრებისა, ასობით ეკლესია აშენდა, აღდგა და განახლდა, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და მთელი ხალხი მდიდარი და ღარიბი - ყველა ჩაბმულია მასში.

განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანია სწორედ ამ პერიოდში ახალგაზრდობის, ჩვენი შვილიშვილების, მომავალი თაობის მოქცევა ეკლესიისაკენ, რაც მათი სულიერი სიჯანსაღის წინაპირობას ქმნის.

ვასრულებდი რა ჩემი ხალხის ნებას, სრულიად შეგნებულად მივიღე ერთდაერთი სწორი გადაწყვეტილება - დამეჯილდოვებინეთ დავით აღმაშენებლის ორდენით. თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელიც მისი მფლობელია.

თქვენი საქმიანობა პატრიოტული თავშეწირულობის ნიმუშია. ასეთი მაგალითი კი განსაკუთრებით ღირებულია იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო აღმშენებლობა და ყოველმხრივი ტრანსფორმაცია ერისაგან უდიდეს მატერიალურ მსხვერპლს მოითხოვს. რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ამ წლებს ვერ გავუძლებდით.

ეკლესია და მისი მწყემსი (ისევე, როგორც საუკუნეთა წინათ, უმძიმესი გაჭირვების ჟამს), რჩებიან იმ კელაპტრად, რომელიც ქვეყნის ცხოვართ გზას უნათებს და სულიერ მწვერვალთა დასაპყრობად დიდი მსხვერპლის აუცილებლობაში არწმუნებს.

ჩვენი დედა-ეკლესია საქართველოს სულიერი და სხეულებრივი მთლიანობის უმტკიცესი ბურჯი იყო, რჩება და იქნება კვლავაც.

გრიგოლ ხაძთელიდან დღემდე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მართლაც წმიდა სანთელივით გამოატარა ეს ტრადიცია.

ხოლო ილია მეორემ, თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, იგი შემოიტანა ახალ საუკუნესა და ახალ ათასწლეულში, დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ნიშანსვეტი საქართველოს სახელმწიფოებრივი და სულიერი განვითარებისა და აღორძინ ნებისა.

იგი კვლავაც დაგვეხმარება, ერთად ვაშენოთ ურყევ ეროვნულ საწყისზე დაფუძნებული, ახალი თავისუფალი საქართველო, რომლის ხატად იქცევა წმინდა სამების ტაძარი. მას ჩვენ ყველა ერთად საქართველოს მოქალაქეები, მე და თქვენ ერთად ვაშენებთ და ვუტოვებთ შთამომავლობას.

გარდა ამისა, ტაძარი, თქვენო უწმინდესობავ, მრავალი საუკუნის მანძილზე შეახსენებს შთამომავალთ თითოეულ სიტყვასა და ნაბიჯს, რომლებიც ერთობლივად გადავდგით სამშობლოს მსახურებისას.

ასევე საუკუნეებს შემორჩება ძეგლი, რომელსაც სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში მე და თქვენ მოვაწერეთ ხელი - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს მარადიული ერთობის ნიშნად.

თქვენო უწმინდესობავ, მთელი ერის, სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ აღსაყდრების 25 წლისთავს, დაბადების 70 წლის იუბილესა და მღვდელმთავრობის 40 წლის შესრულებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ ძალმოსილებას - ღვთის სადიდებლად და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გასაძლიერებლად.

გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის ფერწერულ ტილოში „აღმასვლა“ მაღალმხატვრულ ღირებულებებთან ერთად განხორციელებულია იდეა სტიქიის, ტალღების ტრანსფორმირებისა და ცხენებად, რომლებიც აღმართული არიან ზეცისაკენ, ღმერთისაკენ და გვევლინებიან სამყაროს, ქვეყნის სიძლიერის, სტაბილურობისა და აღმასვლის სიმბოლოებად.

სურათში აგრეთვე აჟღერებულია იდეა საერო და რელიგიური ასპექტების თანხვედრისა სამყაროსა და ქვეყნის საკეთილდ დღეოდ.

ნება მიბოძეთ, ეს სურათი მხატვრის, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით თქვენ გადმოგცეთ.

„ეს ტაძარი მრავალი საუკუნის მანძილზე შეახსენებს შთამომავალთ თითოეულ სიტყვასა და ნაბიჯს, რომლებიც ერთობლივად გადავდგით სამშობლოს მსახურებისას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 დეკემბერი. - №315 (4374). - 1, 2 გვ.

150 ღია კონკურსის „ეროვნული ეკონომიკის მეწინავენი - 2001“ მონაწილეებსა და ლაურეატებს

▲back to top


ძვირფასო მეგობრებო

დასრულდა კონკურსი „ეროვნული ეკონომიკის მეწინავენი - 2001“, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ასობით საწარმო მონაწილეობდა. მათ შორის მრავლად იყვნენ რჩეულნი, საქვეყნოდ აღიარებულნი. ამდენად, კონკურსში გამარჯვება არ იყო ადვილი.

სასიხარულოა, რომ „ჩრდილში“ ყოფნას, კონკურსში მონაწილეობა, საკუთარი საქმიანობის ფართოდ წარმოჩენა არჩიეთ და ამით ქვეყანას დაუდასტურეთ, რომ გსურთ იმუშაოთ ღიად, გახსნილად, პატიოსნად. ამიტომაც, კონკურსის ყველა მონაწილე, თითოეული თქვენგანი ხელისუფლებისა და საზოგადოების ღრმა პატივისცემას იმსახურებთ.

მეწარმეებთან ურთიერთობისას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ პიროვნულ ფაქტორს, ნიჭიერ ადამიანს, უნარიან, გაბედულ, ინიციატივიან მეწარმეს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. გვსურს, ყოველმხრივ შეგიწყოთ ხელი და წაგახალისოთ, რათა მაქსიმალურად გამოამჟღავნოთ საკუთარი შესაძლებლობანი. რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მომავალი თქვენს წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული.

ყველამ ფუტკარივით უნდა ვიშრომოთ, სადაც ვიქნებით - ხელისუფლებაში, ვენახში თუ ქარხანაში, რათა სათაყვანებელი ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ.

გულწრფელად გილოცავთ ახალ 2003 წელს, გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ახალ-ახალ მიღწევებს.

გმადლობთ თავდადებული შრომისათვის.

ედუარდ შევარდნაძე

ღია კონკურსის „ეროვნული ეკონომიკის მეწინავენი - 2001“ მონაწილეებსა და ლაურეატებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 27 დეკემბერი. - №316 (4375). - 2 გვ.

151 გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ჟურნალისტებს

▲back to top


გილოცავთ ახალ 2003 წელს!

გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ყოველგვარ სიკეთეს.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ჟურნალისტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 31 დეკემბერი. - №319-320 (4379). - 1 გვ.

152 აბონ ციციაშვილის ოჯახს

▲back to top


სამძიმარი

უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბატონ აბონის გარდაცვალების მეტად სამწუხარო ამბავი.

ჩვენგან წავიდა ადამიანი, რომელმაც ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობისა და ძმობის განმტკიცების კეთილშობილურ საქმეში.

ცნობილი ჟურნალისტისა და თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწის აბონ ციციაშვილის ნათელი სახე მარად დარჩება მისი ქართველი ახლობლების, მეგობრებისა და კოლეგების გულში.

მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი.

ედუარდ შევარდნაძე

აბონ ციციაშვილის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 31 დეკემბერი. - №319-320 (4379). - 1 გვ.

153 „მინდა ყველა იყოს დარწმუნებული: ვიდრე რაიმეს კეთება შემიძლია, პირში სული მიდგას, ვიშრომებ მუხლჩაუხრელად, ისე, როგორც ქვეყნის ნამდვილ პატრიოტს ეკადრება“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
პრესკონფერენცია. 2002 წლის 30 დეკემბერი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენი კომენტარი პარლამენტში ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის - ბიუჯეტის ჩავარდნის ფაქტის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ზოგიერთ ფრაქციას წინასწარ ჰქონდა განზრახული არ დაეჭირა მხარი 2003 წლის ბიუჯეტის პროექტისათვის. თუმცა, სწორედ ეს ფრაქციები აცხადებენ, რომ პარლამენტის სახელისუფლო ფრაქციებმა ვერ შეძლეს კონსოლიდაცია. თქვენ ბრძანეთ, რომ არსებული ბიუჯეტის პროექტში შეიტანთ გარკვეულ ცვლილებებს და იანვრის დამლევს წარუდგენთ პარლამენტს. კონკრეტულად, რა სახის ცვლილებებს შეიტანს ხელისუფლება ბიუჯეტის პროექტში, რა პარამეტრები შეიცვლება? იქნება ეს მცირე, თუ რადიკალური კორექტივები?

- მიმაჩნია, რომ 2003 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ყველა მაჩვენებლით გაცილებით უკეთესია გასულ წლებთან შედარებით, ითვალისწინებს დაახლოებით ასიათასობით ადამიანის კეთილდღეობას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გაუმართლებელია მისი ჩაგდება. ბიუჯეტი პოლიტიკანობასა და პოლიტიკას შეეწირა. ჩვენ მოვილაპარაკებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან (როგორც ცნობილია, მან ხმა მისცა ბიუჯეტის პროექტის განმეორებით კენჭისყრას არა იანვრის დამლევს, არამედ იანვრის პირველ დეკადაში) საგანგებო სხდომაზე შეიკრიბოს პარლამენტი და ბიუჯეტი დამტკიცდეს. რაც მოხდა, ეს ხელის სუფლებისათვის ნიშნის მოგება კი არ არის, არამედ ეს არის ასიათასობით ადამიანის ინტერესების გაუთვალისწინებლობა. კერძოდ, პენსიონერების, სამხედროების, პედაგოგების ინტერესთა შელახვა. ჩვენს ბიუჯეტში არასდროს მსგავსი ზრდა თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით არ გვქონია. ეს არის პირველი წელი, როცა ამგვარი მნიშვნელოვანი ზრდაა თავდაცვის სფეროს დასაფინანსებლად.

ვერ ვიტყვი, რომ სახელისუფლებო პარტიებს ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი უმრავლესობა აქამდე არ ჰყოლია. მაგრამ, ბიუჯეტის განსახილველად უმრავლესობა გამოიკვეთა, შეგროვდა 115 ხმა, ცოტა უკეთესი ორგანიზება რომ ყოფილიყო (მაგალითად, რამდენიმე პარლამენტარმა დაიგვიანა), მეტი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ განხილვაზე ბიუჯეტს მიიღებენ. დავიწყებთ მუშაობას იმ ახალი, გაზრდილი პარამეტრების მიხედვით, რომელმაც საბოლოოდ ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. ყურადრება მივაქციე ერთ რამეს: პარლამენტში ერთმა ჯგუფმა ვერ დაფარა სიხარული ბიუჯეტის ჩავარდნასთან დაკავშირებით და ეს ოვაციით გამოხატა. რა უხარიათ?! შენი ქვეყნის, სახელმწიფოს ბიუჯეტის პროექტის მიღება ჩავარდა, სახელმწიფოს არსებობის მთავარი საფუძველი, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების საფუძველი ჩავარდა, არ მესმის, რა არის აქ სასიხარულო, მაგრამ ეს მათს სინდისზე იყოს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი განხილვისას სხვა მდგომარეობა იქნება.

რაც შეეხება კორექტივებს, ვერ ვხედავ რესურსს რომ რაიმე განსაკუთრებული ზრდა იყოს ამა თუ იმ სფეროში, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც უკვე გავითვალისწინეთ. ქვეყნის ეკონომიკური გუნდის, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირადად მე, დარწმუნებული ვიყავით, რომ ბოლო წლების მანძილზე ასეთი ბიუჯეტი არ გვქონია. ამიტომ მაც პარლამენტში განვითარებული მოვლენები რამდენადმე მოულოდნელი იყო ჩვენთვის. ძალიან ძნელია, ვის უნდა დავაკლოთ დაფინანსება, გამოდის, რომ მომავალი წლიდან პედაგოგებს არ უნდა გავუზარდოთ ხელფასი 30 პროცენტით, ანდა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, ან კიდევ სამხედროებს უნდა დავაკლოთ. ესეც შეუძლებელია, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გადავხედავთ პროექტს, შესაძლებელია ზოგიერთი მუხლის კორექტირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტი საფუძვლიანად გადაკეთდება და პარლამენტს ახალ პროექტს შევთავაზებთ. ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, რომ პარლამენტის წევრობა მარტო ხელის აწევ-დაწევას როდი გულისხმობს. პარლამენტის თითოეული წევრი ვალდებულია, ბიუჯეტი კარგად შეისწავლოს და რეალურად იმსჯელონ. არსებობს თუ არა რესურსი პარამეტრების გასაზრდელად. მათ კონკრეტულად უნდა დაუსაბუთონ მოსახლეობას, რაშია მართალი და რაში ტყუის აღმასრულებელი ხელისუფლება.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: 2002 წელს თქვენ დატოვეთ „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარის პოსტი. პარტიას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. როგორ აფასებთ ამ წელს თქვენი პარტიის საქმიანობას, რა ძირითად მომენტებს გამოკვეთდით?

- ფაქტობრივად, პარტია წლის პირველ ნახევარში არ ფუნქციონირებდა. მიზეზები თქვენთვის ცნობილია, ეს იყო შიდაპარტიული პრობლემები. ის ფაქტი, რომ პარტია დავტოვე (არ არსებობს სხვა აზრი), იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რადგან იმ გზით, რომელსაც გვთავაზობდნენ, პარტია ვერ ივლიდა. ახალ მიმდინარეობს პარტიის აღდგენის პროცესი და პარტია სწორი გზითაც მიდის. ვისაც ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა, ფიქრობენ, რომელ პოლიტიკურ გაერთიანებაში დაიკავონ ადგილი, შეიძლება ბევრი მათგანი „მოქალაქეთა კავშირშიც“ დაბრუნდეს, გაერთიანდებიან ახალი წევრებიც. ჩემი დაკვირვებით, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და მისი გუნდი ძალიან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პარტიამ თავისი სიტყვა თქვას მომავალ არჩევნებში და იქნებ, ასეც გამოვიდეს.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვს“: ბატონო პრეზიდენტო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით, თქვენი აზრით, 2002 წელს რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა? რა პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი ორ ქვეყანას შორის? თქვენი პროგნოზით, რა არის აუცილებელი, რომ მომავალ წელს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს? გასულ კვირას საქართველოს რუსეთმა გადმოსცა ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირი. ამ ნაბიჯით ხომ არ ელის რუსეთის მხარე, რომ საქართველო მოახდენს საზღვრის დარღვევისათვის დაკავებული ჩეჩნების ექტრადირებას?

- საქართველოსა და რუსეთს შორის მართლაც გამოიკვეთა ორმხრივი ურთიერთობის გაჯანსაღება. 2002 წლის მთავარ მოვლენად, ამ ურთიერთობის თვალსაზრისით, მიმაჩნია კიშინიოვის სამიტის ფარგლებში გამართული ორი პრეზიდენტის შეხვედრა. იქ მოვილაპარაკეთ, რომ განსაკუთრებით მწვავე საკითხები განგვეხილა მშვიდ გარემოში, მიგვეღო ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებანი. კიშინოვის შეხვედრის შემდეგ ყველა პრობლემა არ გადაწერილა, მაგრამ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა.

რაც შეეხება პანკისის საკითხს, ეს პრობლემა რეალურად აღარ არსებობს. ახლა მთავარია, სათანადოდ დავიცვათ საზღვრები, რათა მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს.

იმ ჩეჩენი მოქალაქეების საკითხს კი, რომლებიც საზღვრის დარღვევისათვის არიან დაკავებული, შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ. მთავრობა და ქვეყნის პრეზიდენტი ამ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას არ იღებენ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“: 10 წლის წინათ, 1992 წლის 31 დეკემბერს თქვენ ახალ წელს სოხუმში, სანგარში ჯარისკაცებთან ერთად შეხვდით. ზოგიერთებმა თქვენი ეს ნაბიჯი შეაფასეს ოფიცრებისა და სამხედროებისადმი თანადგომად, ზოგიერთებმა კი ჩათვალეს ეს როგორც თქვენი უძლურება, მოგეგოთ ომი და შეგენარჩუნებინათ ქვეყნის ერთიანობა. ათი წლის შემდეგ თავად როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? ხომ არ მოგიწევთ კიდევ სოხუმის სანგარში ყოფნა იმისათვის, რომ დაუბრუნოთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობას, თუ შესაძლებელია მშვიდობიანი მეთოდებით?

და მეორე შეკითხვა სულ სხვა თემაზე: 5 იანვარს საქართველოს საფეხბურთო სამყარო აღნიშნავს გამოჩენილი ფეხბურთელის მურთაზ ხურცილავას 60 წლის იუბილეს. მურთაზ ხურცილავა სპეციალისტთა მიერ „ქართველ ვეფხვადაც“ იყო მონათლული. თქვენ გახსოვთ მისი თამაში ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი და საზოგადოება „დინამოს“ საბჭოს თავმჯდომარე ბრძანდებოდით. როგორ შეაფასებთ მურთაზ ხურცილავას საქმიანობას და იგეგმება თუ არა რაიმე სახის საზეიმო ღონისძიება მის იუბილესთან დაკავ ვშირებით?

- ათი წელია ვფიქრობ, ამ ომის დროს რა შეცდომები იყო დაშვებული. რა თქმა უნდა, შეცდომები საკმაოდ ბევრი იყო თავად ამ ომის მოგება შეუძლებელი იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც განთავსებული იყვნენ აფხაზეთში, მონაწილეობდნენ არა იმდენად აფხაზები, რამდენადაც მესამე ქვეყნების ბოევიკები. მიმაჩნია, რომ რაც მოხდა, გარდაუვალი იყო. თუ რატომ ვიყავი სანგარში, პასუხი ამგვარია: პრეზიდენტი უნდა იყოს იქ, სადაც ხალხს სჭირდება, მათ შორის, თავისი ხალხის მორალური და სულიერი მხარდაჭერისათვის. მომიწევს თუ არა ისევ ამის გამეორება - სანგარში ყოფნა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, არა მგონია. ახლა მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში იმგვარად ვითარდება მოვლენები, რომ ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა ქართველი და აფხაზი ხალხების ინტერესების გათვალისწინებით. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ დავმარცხდით ამ ომში, არის ის, რომ სოხუმის ირგვლივ 4-5 ბატალიონი პოსტიდან იხსნებოდა ფუნიკულიორიდან. იყო ღალატი. გაიცემოდა ხოლმე ბრძანებები სოხუმის დატოვების შესახებ. სამწუხაროდ, მაშინ იყო ორხელისუფლებიანობა და ამ ბრძანებებს მოჰყვებოდა დრამატული და დამღუპველი შედეგი. ღალატი რომ არა, სოხუმის შენარჩუნება შეიძლებოდა.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, მურთაზ ხურცილავას მართლაც დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველი ხალხის, ქართული ფეხბურთისა და სპორტის წინაშე. იგი მართლაც ერთ-ერთი გამოჩენილი ფეხბურთელია საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თავის დროზე იგი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. ჯერჯერობით არ გვიმსჯელია საზეიმო ღონისძიებათა შესახებ, მაგრამ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, მხარს დავუჭერ, რომ სათანადოდ და ღირსეულად აღვნიშნოთ ეს თარიღი.

რადიო „ფორტუნა“: ბატონო პრეზიდენტო, როგორც აღვნიშნეთ, ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ერთგვარი პოლიტიკური განხეთქილების საგნად იქცა. ოპოზიციამ ეს ფაქტი სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიად შეაფასა. ეს კი თავად ნინო ბურჯანაძემაც აღნიშნა და განაცხადა, რომ ადრესატი ავთანდილ ჯორბენაძეა. რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას და ხომ არ იქნებით მათ ურთიერთობაში მედიატორი?

- არ ვიზიარებ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ამ აზრს, მინდა ვთქვა, რომ ქალბატონ ნინოს დიდ პატივს ვცემ, არა მარტო იმიტომ, რომ იგი პარლამენტის თავმჯდომარეა, მასთან, მის ოჯახთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს. მიმაჩნია, რომ იგი პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარეა. ამ შემთხვევაში კი, მისი შეხედულება სახელმწიფო მინისტრის შესახებ პრინციპულად არ არის მართალი. სახელმწიფო მინისტრი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, შეიძლებოდა პარლამენტში ცოტა მეტის გაკეთება, მაგრამ მისი ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი. მაინც მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი ბიუჯეტის პროექტს, უფრო მეტს ფიქრობენ საკუთარ კარიერაზე, ვიდრე ქვეყნისა და სამშობლოს ბედზე. ვფიქრობ, შემდეგი განხილვისას ეს გათვალისწინებული იქნება. რაც შეეხება ორი ადამიანის ურთიერთობას, ისინი ღირსეული ხელმძღვანელები არიან და ასევე დარჩებიან.

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ პანკისის ხეობის პრობლემა რეალურად აღარ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც კი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა იძაბება, მოსკოვიდან უწინარესი აქცენტები პანკისის ხეობასა და იქ მყოფ ტერორისტებზე კეთდება. ამჯერად, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა მოსკოვში ყოფნისას განაცხადა, რომ დაახლოებით 700-მდე ბოევიკი აპირებს პანკისის ხეობაში გამოზამთრებას. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რუსეთის გარკვეულ წრეებში სურთ კვლავ დაიძაბოს საქართველოსთან ურთიერთობა? ამ ფონზე როგორ შეაფასებთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის ვიზიტს მოსკოვში?

- არასდროს მჯეროდა და ახლაც არ მჯერა თენგიზ კიტოვანის გამონათქვამების. მას აქვს რაღაც განსაკუთრებული ფანტაზია და მისი თვისება ახლაც გამოვლინდა. ზუსტად ვიცი, რომ პანკისში მხოლოდ რამდენიმე ბოევიკია დარჩენილი, მათ ან დაიჭერენ, ან მათს ლიკვიდაციას მოახდენენ.

რაც შეეხება თედო ჯაფარიძის ვიზიტს მოსკოვში, გაიმართა საკმაოდ სასარგებლო შეხვედრები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან. ეს ნაყოფიერი შეხვედრები უდავოდ ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებას ემსახურებოდა.

აფხაზეთის ტელევიზია: გასულ კვირას თბილისის საოლქო სასამართლოში დასრულდა თამაზ ნადარეიშვილის სარჩელის განხილვა „აღორძინების“ თბილისის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის ჯონდი ბაღათურიას წინააღმდეგ, სასამართლომ ჯონდი ბაღათურიას თამაზ ნადარეიშვილისათვის მიყენებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად დააკისრა 5 ათასი ლარის გადახდა და ბოდიშის მოხდა იმავე საინფორმაციო საშუალებების ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისა და „ახალი თაობის“ მეშვეობით, რადგან მან ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა სასამართლო პროცესზე. თუმცა ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ იგი გაასაჩივრებს უზენაეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნადარეიშვილმა სარჩელი სასამართლოში პრეზიდენტის დავალებით შეიტანა, რათა „აღორძინების“ წევრები ამ პროცესით დაკავებულიყვნენ და პრეზიდენტის კრიტიკისათვის ნაკლები დრო დარჩენოდათ. თქვენი კომენტარი...

- „აღორძინებას“, ისე როგორც სხვა დანარჩენ პოლიტიკურ მოძრაობას, ანგარიშს ვუწევ, რაც შეეხება ამ მონაჩმახს, რომ თამაზ ნადარეიშვილმა პრეზიდენტის კარნახით შეიტანა სარჩელი, არც ერთ მათგანს არ ეკადრება. ცოტა უფრო სერიოზულად ვუყურებ მათ, ვიდრე ეს გამონათქვამია. თამაზ ნადარ რეიშვილის სიმართლე სასამართლომ დაადასტურა. ვერ გეტყვით უზენაეს სასამართლოში როგორ გაირჩევა საქმე, მაგრამ ის ბრალდებები, რასაც მას უყენებენ, მართლაც მოგონილია. ეს პიროვნება მუშაობს, თავგანწირულია იმისათვის, რომ იბრძოლოს აფხაზეთში დასაბრუნებლად. ვფიქრობ, მისი შრომა ღირსეულად უნდა დასრულდეს.

აჭარის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების თემას დავუბრუნდები. იყო თუ არა თქვენთან შეთანხმებული ის ფაქტი, როცა სახელისუფლებო პარტიებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი? თქვენ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში განაცხადეთ, რომ პარლამენტში თქვენი მოთხოვნების უგულებელყოფა ხდება. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თქვენ არასწორად ხართ ინფორმირებული პარლამენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მთავრობის სხდომაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ 2002 წლის მთავარი მონაპოვარი არის საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა. მოსახლეობაში განხორციელებული გამოკითხვით კი 2002 წელი ერთ-ერთი უძიმესი იყო მათთვის. თქვენი კომენტარი, რა გაძლევთ ამგვარი განცხადების გაკეთების საფუძველს?

- რაც შეეხება ამ ჯგუფის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებას, ალბათ თქვენც ცუდად მიცნობთ და ისინიც. ვისაც მიაჩნია, რომ ეს ჩემი კარნახით მოხდა. საპარლამენტო ჯგუფებსა და დეპუტატებს არანაირ მითითებებს არ ვაძლევ. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა, მათ ჩემი აზრი გაიზიარონ, ჩემთან ვიწვევ ხოლმე ფრაქციის ხელმძღვანელებს, ცალკეულ დეპუტატებს და ვცდილობ, ავუხსნა, განვუმარტო საკუთარი პოზიცია, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე. ალბათ, უხერხულია ლაპარაკი, რომ პარლამენტარებს ბრძანებებს ვაძლევ ჩემი დამოკიდებულება საკანონმდებლო ორგანოსთან სხვაგვარად არის აგებული.

არ მითქვამს, რომ 2002 წელი ბედნიერების წელი იყო, მაგრამ ეს წელი საფინანსო და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პერიოდი უდავოდ იყო. მოგვეცა საშუალება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში შემოსვლისა და ხარჯის ნაწილი 20 პროცენტით გაიზარდოს. ბევრ ქვეყანას ვერ დავასახელებ, სადაც ამგვარი მაღალი ზრდაა გათვალისწინებული. ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრს უჭირს, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს, რა მდგომარეობა იყო 5-10 წლის წინათ. ჩვენ გარკვეულ სიმაღლეს მივაღწიეთ და ეს არის ის ფუნდამენტი, რომლისგანაც შეიძლება, საქართველომ მომავალ წლებში მართლაც სერიოზული წარმატებები მოიპოვოს, რაც შეეხება სახელმწიფოს აშენებას, იგი მართლაც აშენდა. მართალია საქართველო არ არის იდეალური და მძლავრი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებული სახელმწიფო ვართ. სიტყვისა და პიროვნების თავისუფლებით.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-ფაქსი“: გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სუამის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მათი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესის განსამტკიცებლად. არსებობს ინფორმაცია, თითქოს და ყირგიზეთს აქვს სუამში გაწევრების სურვილი. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.

- მომავალ წელს საქართველო იქნება სუამის თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ამ ორგანიზაციის დანიშნულების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ აქ რაიმე საშიში ჩანაფიქრი არ არის. ეს არის რამდენიმე, საერთო ინტერესის მქონე ქვეყნის გაერთიანება, რაც საშუალებას გვაძლევს ვითანამშრომლოთ ისე, რომ არ უარვყოთ თანამეგობრობის შავი ზღვის თანამშრომლობის გაერთიანების საქმიანობა. მთავარი ამოცანა კი არის სუამის წევრი ქვეყნების კანონმდებლობათა ჰარმონიზაცია და სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა. ყირგიზეთის სურვილის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ექსპერტი მაყვალა ბერძენიძე: თქვენ მაღალ შეფასებას აძლევთ ჟურნალისტების საქმიანობას, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. თქვენ ხშირად გიყვართ არაორდინარულ გადაწყვეტილებათა მიღება. შესაძლებელია თუ არა, რომ ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ ერთი სპეციალური სხდომა გაიმართოს, სადაც ჟურნალისტები გააკეთებენ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების, კრედიტების დატაცების მასშტაბზე, რაზეც რექცია არ არის გაკეთებული.

- დიდი სიამოვნებით დავესწრები ამგვარ სხდომას, მაგრამ ძალიან მეშინია, გავარკვევთ თუ არა სიმართლეს. ეს შეიძლება დამთავრდეს იმით, რომ პრეზიდენტმა გასცეს ახალი მითითებები ამა თუ იმ ფაქტის შემოწმების შესახებ. ძირითადი, რაც არის პრესაში საყურადღებო, ვკითხულობ, რეზოლუციებს გავცემ ამა თუ იმ ფაქტის შემოწმების შესახებ. სხვანაირი მითითება რომ გავცე, ამა თუ იმ პირის მოხსნის, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, არ გამოდის. ძველი დრო რომ იყოს, ამასაც გავაკეთებდი. შევხვდეთ, თქვენ გულისტკივილს მოვისმენ, შეიძლება გამოიკვეთოს ეფექტიანი ზომების მიღების საშუალებაც.

2002 წლის ბოლო პრესკონფერენციის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილ ჟურნალისტებს დამდეგი ახალი 2003 წელი მიულოცა და განაცხადა:

„ჩემთვის თქვენთან ყოველი შეხვედრა გარკვეული გაკვეთილია, რადგან დამატებით ინფორმაციას ვიღებ. ჩვენი ურთიერთობაც იმგვარია, ყველა ხასიათის კითხვის დასმაა შესაძლებელი. მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რაც თქვენ 2002 წლის განმავლობაში გააკეთეთ. მინდა გისურვოთ ბედნიერი ახალი წლის შემობრძანება თითოეული თქვენგანის ოჯახში. სიკეთე ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისა და ცხოვრების მეკვლე.

მინდა ყველა იყოს დარწმუნებული: ვიდრე რაიმეს კეთება შემიძლია, პირში სული მიდგას, ვიშრომებ მუხლჩაუხრელად, ისე, როგორც ქვეყნის ნამდვილ პატრიოტს ეკადრება. შევეცდები შევეხიდო ჩემს ხალხს არსებული სირთულეების დაძლევაში. მთელ საქართველოს ვუსურვებ სიკეთეს, წარმატებას, კეთილდღეობას“

„მინდა ყველა იყოს დარწმუნებული: ვიდრე რაიმეს კეთება შემიძლია, პირში სული მიდგას, ვიშრომებ მუხლჩაუხრელად, ისე, როგორც ქვეყნის ნამდვილ პატრიოტს ეკადრება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 31 დეკემბ ბერი. - №319-320 (4379). - 3 გვ.

154 „2002 წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც საშინაო, ასევე, საგარეო-პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით“

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
30 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- ეს ბოლო რადიოინტერვიუა 2002 წელს. ალბათ, საქართველოს პრეზიდენტს ყველა სფეროში აქვს აღსანიშნავი რამდენიმე მოვლენა, რომლებიც საეტაპო მნიშვნელობისა იყო. მათ შორის, საქართველოს განაცხადი ნატოში გაწევრების შესახებ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის რეალურად დაწყება, ახალი ეტაპი ჩვენი არმიის მშენებლობაში და ასე შემდეგ... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით ვიტყვი, რომ 2002 წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში როგორც საშინაო, ასევე საგარეო-პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით.

წელს ჩვენ დავიწყეთ ნატოს სტანდარტების შესაბამისი პროფესიული არმიის ბირთვის მშენებლობა, შესანიშნავად ხორციელდება „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა ამერიკელი მეგობრების დახმარებითა და მათი უშუალო მონაწილეობით, საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ნატოში მომავალი გაწევრების თაობაზე. ევროკავშირის სივრცე განუხრელად გვიახლოვდება და ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვიღონებთ ამ სივრცეში ინტეგრაციისათვის, მხედველობაში მაქვს ჩემი ხელმძღვანელობით სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში. რეალურად დაიწყო „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტების განხორციელება, რომელიც ქვეყანას და მის მოქალაქეებს მრავალ სიკეთეს მოუტანს; შევძელით გარკვეული დაძაბულობის განმუხტვა რუსეთის ფედერაციასთან, რუსულ-ქართულმა დიალოგმა სისტემური ხასიათი მიიღო.

განვლილ წელს მოხდა ნამდვილი გარდატეხა ეკონომიკური კრიზისიდან საბოლოო გამოსვლის თვალსაზრისით.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით (სამწუხაროდ, ეს ჯერ მხოლოდ პროექტია ცნობილი მიზეზების გამო და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ წუხილს ამასთან დაკავშირებით) გათვალისწინებულია სტრატეგიული დარგებისა და მიმართულებათა დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა.

1998 წლიდან დღემდე ჩვენ ასეთი ოდენობის რესურსები არ გქონია. ამის მიღწევა კი შესაძლებელი გახდა არა მარტო ეკონომიკური ზრდის მეშვეობით არამედ საბიუჯეტო სფეროში, გადასახადების აკრეფაში კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული ძვრებით, რაც უდავოდ დაკავშირებულია სახელმწიფო მინისტრის ფინანსთა მინისტრის, მისი მოადგილეების, აპარატის, ადგილობრივი ხელმძღვანელების განსაკუთრებულ ძალისხმევასთან.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართულ სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების - „კონკორდატის“ გაფორმებას, ამასთანავე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქრთველოს კათალიკოს პატრიარქის იუბილეს.

მომავალ წელს დადებითი ტენდენციები (ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით) არათუ შესუსტდება, არამედ გაძლიერდება კიდეც, თუ ჩვენ ხელოვნურად არ შევუშლით ხელს.

- თქვენ დადებით ტენდენციებზე ბრძანეთ, მაგრამ ძალიან ბევრ რაიონს ელექტროენერგია არ ან ცუდად მიეწოდება...

- მართალი ხართ. ვიცი, ქალაქებზე და რაიონებზეა ლაპარაკი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის ხარჯი ძალიან დიდია, განსაკუთრებით თბილისში. ამასთან, მთავარია ის, რომ სანამ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს არ გადავიხდით, არაფერი გამოვა. სრული გადახდის შემთხვევაში, ჩვენ დღესაც შეგვიძლია გაცილებით მეტი ენერგია შემოვიტანოთ რუსეთიდან, სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ როდესაც გადახდა ხუთი ან ათი პროცენტის დონეზეა, მაშინ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს არც მოსახლეობას, არც ამა თუ იმ რაიონის ხელმძღვანელობას.

ტრადიციას არ დავარღვევ და რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ აგრეთვე გასული კვირის ზოგიერთი მოვლენის შესახებ:

არ შემიძლია არ ვახსენო დავით სარაჯიშვილის შესანიშნავი ძეგლის დაფუძნება რიყეზე. ყველას ვურჩევ, მოინახულოს ხელოვნების ეს შესანიშნავი ქმნილება. იგი ქართული მეწარმეობის, საქართველოს ბიზნესმენების ღირსებისა და პატრიოტული პასუხისმგებლობის გამოხატულებად იქცა. გასულ კვირასვე პირადად დავესწარი წლის საუკეთესო ბიზნესმენთა დაჯილდოებას. სიხარულს ვერ ვფარავდი, როცა საკმაოდ დიდი დარბაზი სავსე იყო იმ ახალი ფენით, რომელსაც ჩვენ ბიზნესმენებს, საქმიან ხალხს ვუწოდებთ.

საყურადღებო იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის. პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ბატონ მეჰთი საფარის ვიზიტი.

თბილისში მოლაპარაკებისას დიდი დრო დაეთმო როგორც ორმხრივ ურთიერთობას, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს. მათ შორის ჩრდილო-სამხრეთული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის განვითარებას „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტთა განხორციელების პარალელურად. ამ თვალსაზრისით, ირანს ძალიან აინტერესებს საქართველოსთან ურთიერთობა, ისევე როგორც ჩვენ.

მიმდინარე წლის მთავრობის ბოლო სხდომაზე განვიხილეთ კანონპროექტთა პაკეტი მოქმედ კანონმდებლობაში ზოგიერთი ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე. პროექტების მიზანია სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესება, მეწარმეთათვის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შექმნა, მოქმედი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და გამარტივება.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისათვის კანონით დადგენილი ვადის შემცირება, რაც ფაქტობრივად, ბიუროკრატიული ზღუდეების მოშლასა და შემცირებას ნიშნავს. ისევე, როგორც საწარმოთა რეგისტრაციისათვის დადგენილი ტარიფის შემცირებას და ასე შემდეგ.

განვიხილეთ კანონპროექტი, რომლის დედააზრი გულისხმობს სანახაობრივი-გასართობი ღონისძიებებისას მომხმარებლის სრულყოფილ ინფორმირებას.

ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ვინმე კრძალავდეს ეგრეთ წოდებულ ფონოგრამას (შეუძლებელიცაა ჩვენს პირობებში), მაგრამ კონცერტზე დამსწრე მსმენელსა და მაყურებელს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

იყო სხვა საინტერესო საკითხებიც, რომელთა ჩამოთვლა, იქნებ ახლა არც იყოს აუცილებელი.

- ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ახალ წელს ქვეყანა ახალი ბიუჯეტით შეხვდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, რა შეფასებას მისცემდით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს?

- შევეცდები, დელიკატური ვიყო შეფასებებში. თავისთავად ის, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო ბიუჯეტის პირველი მოსმენით მიღება, დამატებით სიძნელეებს შეუქმნის მოსახლეობას, ვინაიდან მთავრობა ვერ შეძლებს დაგეგმილი ხარჯების გაწევას გაზრდილი ოდენობით, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით. მას, ვისაც ეს უხარია, ქვეყნის სიკეთე არ სურს.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2003 წელს საკუთარი შემოსავლების თანაფარდობის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან 17 პროცენტს მიაღწევს, ხოლო საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი შესაბამისად 16 პროცენტამდე იზრდება. მნიშვნელოვნად იზრდება აგრეთვე საკუთარი შემოსავლებით მიმდინარე ხარჯების გადაფარვის კოეფიციენტი.

თვით ბიუჯეტის მოცულობა კი 200 მილიონ ლარზე მეტია, 16 პროცენტით აღემატება 2002 წლის ოდენობას.

განსაკუთრებით შესამჩნევია მატება ხარჯვით ნაწილში ისეთი სტრატეგიული მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვის, უშიშროების, საზღვრის დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და მართლწესრიგის საკითხები.

2003 წელს დაგეგმილი გვაქვს უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა ხელფასის ზრდა 30 პროცენტით, საშუალო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდა კიდევ 30 პროცენტით; გარდა ამისა, გათვალისწინებულია სასტიპენდიო ფონდის გაზრდა, სექტემბრიდან სრულ უფასო საშუალო განათლებაზე გადასვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტერიტორიული ერთეულების ტრანსფერთა არსებითი მატება, დამატებითი სახსრები გამოიყოფა სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის და სხვა მრავალი.

არ მინდა საახალწლოდ ვითარების გამწვავება და მკვახე შეფასებებისაგან ამჯერად თავს შევიკავებ, მაგრამ ასეთი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა, მით უმეტეს, პირველი მოსმენით, რომელიც კრიზისის საბოლოოდ დაძლევას ისახავს მიზნად, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

თუმცა, ტრაგედია არ მომხდარა. კონსულტაციები გაგრძელდება. გუშინ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომად დგენლები უკვე შევიკრიბეთ. ალბათ იანვარში, სასურველია პირველ დეკადაში, პარლამენტი კვლავ შეიკრიბოს რიგგარშე სესიაზე და ქვეყანა მიიღებს ბიუჯეტს.

აქვე შევნიშნავ: ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა პრობლემას უქმნის არა ხელისუფლებას (სახელისუფლო მექანიზმების ფუნქციონირება და ძირითადი სოციალური ხარჯები შესაძლებელია მაინც განხორციელდეს წინა წლის ბიუჯეტის პარამეტრებით), არამედ რიგით მოქალაქეებს, სხვადასხვა სოციალურ ფენას, ვინც მზარდ მხარდაჭერასა და თანადგომას ელის ხელისუფლებისაგან.

თუმცა, პარლამენტშიც მომხდარს დადებითი მხარეც ჰქონდა: საბოლოოდ გამოიკვეთა საპარლამენტო ბირთვი, გარკვეუ ული აზრით, უმრავლესობა, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას. უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ პროცესთა განვითარებაზე და მზად არის კონსტრუქციულად ითანამშრომლოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

ამასთანავე, ეს უნდა იქცეს გაკვეთილად ყველასათვის. ვგულისხმობ როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საპარლამენტო ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას და მთლიანად პარლამენტს.

როგორც ჩანს, მოვიდა დრო, ყველამ ერთად გავიხსენოთ, რომ პარლამენტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის მომავალზე.

ამჯერად ვგულისხმობ არა საპარლამენტო სპექტრს, არამედ მთლიანად პარლამენტს, როგორც სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.

- გასულ კვირას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ბატონმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა განსახილველად წარმოგიდგინათ „საქართველოს ერთიანი სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპლექსის“ შექმნის კონცეფცია. თქვენი მითითებით, ამ მიმართულებით ერთდროულად სამი პროგრამის განხორციელება დაიწყება. რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება?

- რეალურად, ქართული სამხედრო-საინჟინრო აკადემიის ეტაპობრივი მშენებლობა ჩვენ ჯერ კიდევ 1995 წლიდან დავიწყეთ.

თავიდანვე ამ დიდი საქმის ერთ-ერთი უმთავრესი არქიტექტორი ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილი იყო. მას შემდეგ, კვლავ და კვლავ ეტაპობრიობის გათვალისწინებით, შვიდი წლის განმავლობაში გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის რვა ბრძანებულება თუ სპეციალური განკარგულება.

დღევანდელი მონაცემებით, რომელიც ყურადღებით შევისწავლეთ და განვიხილეთ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სახელმწიფოს დავალება დროულად, მთლიანად და სრულყოფილად არის შესრულებული.

ამდენად, გადავწყვიტეთ, წარმოდგენილი კონცეფციის გარდა შემუშავდეს კიდევ ორი პროგრამა: „საქართველოს ტერიტორიული დაცვის სისტემის შექმნა“ და „სახელმწიფოს სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრა“.

ასეთი პროგრამების განხორციელების აუცილებლობას დღევანდელი პრიორიტეტები გვკარნახობს: ჩემი განცხადება პრაღის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ გულისხმობს არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალთა მშენებლობას, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, სამოქალაქო კომუნიკაციების და მათი ფუნქციონირების ურთულესი სისტემის ჩამ მოყალიბებას, მის შეთავსებადობას ქვეყნის თავდაცვის სისტემასთან.

ყველა ეს მოვლენა დააჩქარებს ქვეყნის ტერიტორიულ აღდგენას.

აუცილებლად მივიჩნიე აგრეთვე მიმეღო გადაწყვეტილება გენერალური შტაბის აკადემიაში „საქართველოს ნატოში ინტეგრირების საინჟინრო პროგრამათა სახელმწიფო ცენტრის“ ჩამოყალიბების შესახებ. პრეზიდენტის მითითებით იქმნება „საქართველოს თავდაცვის სამხედრო-საინჟინრო აკადემია“.

ეს ყოველივე უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა, რომლის ხოცშესხმას საერთო-სახალხო ძალისხმევა ესაჭიროება.

- ახალი წლის დამდეგს რას უსურვებდით ქვეყნის მოქალაქეებს?

- ახალი წლის წინ კიდევ მექნება საშუალება გამოვხატო ჩემი გრძნობები საქართველოს მოქალაქეთა მიმართ, მინდა დღესვე მივულოცო თანამემამულეებს დამდეგი შობა-ახლი წელი, ვუსურვო მშვიდობა, ოჯახური ბედნიერება, პიროვნული წარმატება და ქვეყნის წინსვლა, რაც ჩვენი საერთო გამარჯვების, ქვეყნის გამთლიანებისა და ყოველმხრივი გაძლიერების უმთავრესი პირობაა.

„2002 წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც საშინაო, ასევე, საგარეო-პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 31 დეკემბერი. - №319-320 (4379). - 1, 2 გვ.

155 პირთა საძიებელი

▲back to top


აბაშიძე ასლან

აბაშიძე ზურაბ

აბაშიძე მემედ

აბზიანიძე თამაზ

აბულაძე იუსტინე

აბულნაგი ფაიზა

ადამია რეზო

ადეიშვილი მერაბ

ალექსი მეორე

ალიევი ჰეიდარ

ამაღლობელი ნოდარ

ამირეჯიბი ჭაბუა

ამირიანი სერგო

ანანი კოფი

ანდერსონი ტიმოთი

ანდრიაძე ირაკლი

ანდრია პირველწოდებული

ანდროპოვი იური

ანჯაფარიძე ვერიკო

არძინბა ვლადისლავ

ასათიანი აკაკი

ასათიანი კახი

ასკურავა ივანე (ვანო)

ახვლედიანი არმაზ

აჰმედი ისმაილ ოლდ შეიხ

ბაგრატიონი თეიმურაზ

ბაგრატიონი მანანა

ბაგრატიონი ჯანო

ბაიკალი დენის

ბასილია თემურ

ბაღათურია ჯონდი

ბაჯელიძე ციური

ბეიკერი ჯეიმს

ბერიშვილი ოთარ

ბერიძე ეკა

ბერიძე ვუკოლ

ბერიძე რუსუდან

ბერლუსკონი სილვიო

ბერუჩაშვილი თამარ

ბერძენიძე მაყვალა

ბიბილაშვილი თენგიზ

ბიჯამოვი ალექსანდრე

ბლერი ტონი

ბოგომოლოვი იგორ

ბრაიზა მეთიუ

ბრაუნბეკი სემ

ბუაჩიძე იოსებ

ბურჯანაძე ნინო

ბურჯანაძე ფ.

ბუში ჯორჯ

გაბრიაძე რეზო

გაიპარაშვილი ზურაბ

გამახარია ჯემალ

გამყრელიძე ამირან

გამყრელიძე დავით

გარეგინ II

გელაევი ჰამზატ (რუსლან)

გელაშვილი გიგა

გენო ჟან მარი

გენშერი ჰანს დიტრიხ

გიორგაძე იგორ

გიორგაძე შალვა

გილაევი რუსლან

გოგიაშვილი მირიან

გოგიბერიძე სესილი

გოგიჩაიშვილი ფილიპე

გუდიაშვილი ლადო

გურეშიძე ნოდარ

დავით აღმაშენებელი

დევდარიანი ნანა

დეკამპი ოლივიე

დეკუშევი ადამ

დე მელომ ვიეირა

დემირელი სულეიმან

დოიჯაშვილი მანანა

დონაძე დათო

დუმბაძე ნოდარ

დურგლიშვილი ზურაბ

ელცინი ბორის

ერდოღანი რეჯეფ თაიფ

ვალიშვილი

ვახტანგ მეექვსე

ვერბიცკაია ლუდმილა

ვირსალაძე ანასტასია

ვირსალაძე სპირიდონ

ვირსალაძე ელისო

ვუდვორდი დევიდ

ვულფენსონ ჯეიმს

ზოდელავა ვანო

ზურაბაშვილი ავლიპი

თავხელიძე ალბერტ

თარგამაძე გივი

თარგამაძე კახა

თაყაიშვილი ექვთიმე

თევზაძე დავით

თეიმურაზ მეორე

თიკანაძე ივანე

თოდაძე ვიქტორ

თორდია ვაჟა

თორშიზი აბოლფაზლ ხაზაი

თოფაძე გოგი

თუმანიშვილი მიხეილ

თუმანიანი ოვანეს

იაშვილი ლუარსაბ

იაშვილი მარინე

იგნატოვი კოკა

ივანოვი იგორ

ივანოვი სერგეი

ილიესკუ იონ

იმედაშვილი იოსებ

იმედაშვილი გაიოზ

ინაური (გენერალი)

ინგოროყვა პავლე

იოანე მინჩხი

იოსელიანი ავთანდილ

იოსელიანი ოთარ

იოსელიანი ჯაბა

იუჰ ანსონი ლენარტ

ისაკაძე ლიანა

კაკაბაძე მალხაზ

კაკაბაძე დავით

კანახი ანატოლი

კარამიანი ალექსანდრე

კახიანი ნიკოლოზ

კახიძე ჯანსუღ

კაცავი მოშე

კალაძე ლევან

კაპა რობერტ

კაპანაძე პეტა

კარტოზია ალეკო

კაჭარავა ვილი

კიკაბიძე ვახტანგ

კირვალიძე დავით

კიტოვანი თენგიზ

კლდიაშვილი სვიმონ

კნუთსონი გარ

კობალაძე კობა

კოდუა ედუარდ

კოკაური დავით

კოროშინაძე სულიკო

კუჩმა ლეონიდ

კუპრაშვილი ჰენრი

კვიციანი ემზარ

ლაღიძე რეზო

ლებანიძე მურმან

ლებანიძე ტარიელ

ლეკვეიშვილი ომარ

ლეონიძე გოგლა

ლიუბიმოვი იური

ლორთქიფანიძე გიგა

ლორთქიფანიძე ვაჟა

ლორთქიფანიძე მარიკა

ლორთქიფანიძე ოთარ

მაიერსი რიჩარდ

მაილსი რიჩარდ

მაკეინი ჯონ

მამალაძე ლევან

მამარდაშვილი მერაბ

მარგველაშვილი ომარ

მარშანია ლორიკ

მასხადოვი ასლან

მახალდიანი იოსებ

მახარაძე კოტე

მაცკე რიჩარდ

მაცუურა კოიშირო

მგალობლიშვილი გიორგი

მგელაძე ნარგიზა

მეზვრიშვილი მედეა

მელიქიშვილი პეტრე

მელქაძე ვალერიან

მელქაძე შალვა

მენაღარიშვილი ირაკლი

მენთეშაშვილი თენგიზ

მესხი-ანსარი ნანა

მეტრეველი როინ

მეძმარიაშვილი ელგუჯა

მირონოვი სერგეი

მიზე კალგან

მიქელაძე ლევან

მოლაშვილი სულხან

მოსეშვილი ვარლამ

მუსხელიშვილი ნიკოლოზ

მუხაძე გრიგოლ

მჟავანაძე ვასილ

ნადარეიშვილი თამაზ

ნათელაშვილი შალვა

ნათიშვილი ალექსანდრე

ნარჩემაშვილი კობა 10

ნინიძე დავით

ნიჟარაძე ზურაბ

ნიუჰაუსი პაოლო

ნიხალილოვი რაფა

ნუცუბიძე შალვა

ოგბაიძე შალვა

ონიანი ნატო

ო'ნილი პოლ

ორლოვი ალექსანდრე

ოსაძე მიხეილ

ოქროპირიძე გიორგი

პაპაშვილი სულხან

პატარკაციშვილი ბადრი

პატიაშვილი ჯუმბერ

პაუელი კოლინ

პოლფერი ლიდი

პრიმაკოვი ევგენი

პუტინი ვლადიმერ

ჟანგი შენგმან

ჟვანია ზურაბ

ჟვანია ნინა

ჟვანია ნინო

ჟორდანია ვახტანგ

ჟორდანი ნოე

რაისი კონდოლიზა

რაზმაძე ანდრია

რალსტონი ჯოზეფ

რობერტსონ ჯორჯ

რუშაილო ვლადიმერ

რჩეულიშვილი ვახტანგ

სააკაშვილი მიხეილ

სავინი ფრიდრიხ კარლ ფონ

სამადაშვილი ნიკო

სანაია გიორგი

სალარიძე დავით

სარალიძე ბორის

სარაჯიშვილი დავით

სარიშვილი-ჭანტურია ირინა

საფარი მეჰთი

სეზერი აჰმედ ნეჯეთ

სელჯეფლოტს მაგნე

სირბილაძე ბელა

სოიფერი ვალერი

სონღულაშვილი ბიძინა

სოროსი ჯორჯ

სტაინბეკი ჯონ

სტალინი იოსებ

სტურუა დევი

სუნდუკიანი გაბრიელ

სუნდუკიანი რაფი

სუსლოვი მიხეილ

ტერენტი გრანელი

ტომარაძე ქეთევან

ტომპსონი ფრედ

ტოცკი კონსტანტინე

უსტინოვი დიმიტრი

ფაჩუაშვილი ჯეირან

ფიფია გიორგი

ფიფია გოჩა

ფუჯივარი ტოშიუკი

ქარიმოვი ისლამ

ქაშაკაშვილი გურამ

ქვარაია შადიმან

ქუთათელაძე ვახტანგ

ქურდაძე მიხეილ

ღამბარაშვილი გაბრიელ

ღამბაშიძე გივი

ღლონტი რევაზ

ღლონტი ფელიქს

ღუდუშაური ოთარ

ყანჩელი გია

ყაუხჩიშვილი სიმონ

შალიკაშვილი ჯონ-მალხაზ

შამხალოვი კრიმ

შანიძე აკაკი

შარაძე გურამ

შარონი არიელ

შაშიაშვილი თემურ

შევარდნაძე კახა

შენგელია დავით

შერვაშიძე გიორგი

შვიმერი ვალტერ

შოთა რუსთაველი

შოუ პიტერ

შუმანი კლაუს

შტეკი პიტერ

შჩოლოკოვი ნიკოლოზ

ჩადანი რავეი

ჩახავა მედეა

ჩაჩხიანი ემზარ

ჩერნომირდინი ვიქტორ

ჩილერი თანსუ

ჩიტაია მანანა

ჩიქობავა რობერტ

ჩხაიძე აკაკი

ჩხაიძე ნიკოლოზ

ჩხარტიშვილი ვანო

ჩხეიძე ვალერი

ჩხენკელი მერაბ

ჩხიკვიშვილი ვლადიმერ

ჩხობაძე ნინო

ჩქარეული გიგა

ცაავა ლონდერ

ცაგარელი ალექსანდრე

ცერცვაძე ვანო

ციციაშვილი აბონ

ძასოხოვი ალექსანდრე

წივწივაძე თამაზ

წინამძღვრიშვილი მიხეილ

წმინდა მიქაელ მოდრეკილი

წმინდა ნინო

ჭავჭავაძე ილია

ჭანტურია გიორგი (გია)

ჭანტურია ლადო

ჭანტურია ტარიელ

ჭეიშვილი გ.

ჭიაურელი მიხეილ

ჭიაურელი სოფიკო

ჭილაშვილი ლევან

ჭიჭინაძე ზაქარია

ჭყონდიდელი გიორგი

ხაბურძანია ვალერი

ხაზარაძე ვიტალი

ხაზარაძე მამუკა

ხარაბაძე გოგი

ხარშილაძე ქრისტინე

ხასბულატოვი რუსლან

ხაჩიშვილი თემურ

ხატიაშვილი ოთარ

ხუროძე რამაზ

ხურცილავა მურთაზ

ჯავახიშვილი ივანე

ჯავახიშვილი მიხეილ

ჯანჯღავა ნიკა

ჯაყელი გია

ჯაფარიძე გია

ჯაფარიძე თედო

ჯერგენია ანრი

ჯიბუტი მიხეილ

ჯივანი

ჯიქია ბონდო

ჯორბენაძე ავთანდილ

ჯორჯაძე ივანე

ჰაველი ვაცლავ

ჰანტერი რობერტ

156 ადგილთა საძიებელი

▲back to top


ავსტრია

ავღანეთი

აზერბაიჯანი

ათენი

ალავერდის ტაძარი

ალმა-ათაში, ალმა-ატაში

ამერიკის შეერთებული შტატები, აშშ, ამერიკა

ასტრახანი

აფხაზეთი

ახალქალაქი

ახალციხე

ახმეტა, ახმეტის რაიონი

აწყურის ტაძარი

აჭარა

ბაგრატის ტაძარი

ბათუმი

ბაკურიანი

ბალკანეთის ქვეყნები

ბელგია

ბელორუსია

ბიჭვინთა

ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია

ბრესლაუ

ბრესტი

ბრიუსელი

ბულგარეთი

გალაშკი

გალი

გერმანია

გორი

გროზნო

გუანტანამოზა (კუბა)

გურია

გურჯაანი

დავით გარეჯის უდაბნო

დანია

დარდანელის სრუტე

დედოფლისწყარო

დიდი ბრიტანეთი

დმანისი

დუისი

ენგურის ხიდი

ერევანი

ესპანეთი

ვანი

ვლადივოსტოკი

ზუგდიდი

თელავი

თორსა

თურქეთი

იალტა

იაპონია

იკორთის მთავარანგელოზის ტაძარი

ინდონეზია

ინგუშეთი

იოჰანესბურგი

ირანი

იტალია

იმერეთი

კავკასიონი

კასპიის ზღვა

კასპიის ზღვის ქვეყნები, კასპიისპირეთი

კახეთი

კიევი

კორბოული

კოსოვო

ლაგოდეხი

ლონდონი

მარუხის უღელტეხილი

მაჰაჩყალი

მესხეთი

მირზაანი, მირზაანის რეგიონი

მილანი

მინსკი

მოლდოვა

მოსკოვი

მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია

მცხეთა

ნატახტარი

ნეკრესის მცირე ბაზილიკა

ნიდერლანდი

ნიკორწმინდა

ნინოწმინდა

ნიქოზის ღვთაების ტაძარი

ნოქალაქევის ეგრისის

მეფეთა სასახლე

პალესტინა

პანკისი, პანკისის ხეობა

პენტაგონი

პორტო

რაჭა-ლეჩხუმი

რუმინეთი

რუსეთი

რუსთავი 85

საგარეჯო

სამების ტაძარი

სამეგრელო

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სამხრეთ ოსეთი

სამცხე-ჯავახეთი

სანკტ-პეტერბურგი

საფრანგეთი

საჩხერე, საჩხერის რაიონი

სენაკი

სვანეთი

სიღნაღი, სიღნაღის რაიონი

სომხეთი

სოხუმი

სოჭი

ტოკიო

ტრაპიზონი

ტყვარჩელი, ტყვარჩელის რაიონი,

უზბეკეთი

უკრაინა

ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი

ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

ფოთი

ფსოუ

ქერჩი

ქვემო ქართლი

ქიზიყი

ქობულეთი

ქუთაისი

ყაზახეთი

ყაზბეგი

ყირგიზეთი

ყირიმი

შავი ზღვა

შვეიცარია

შიდა ქართლი

ჩეხეთი

ჩეჩნეთი

ჩინეთი

ჩრდილოეთ ოსეთი

ცხინვალი

წალენჯიხა, წალენჯიხის რაიონი

წნორი

წყალტუბო

ჭიათურა

ჭუბურხინჯი

ხაშმი

ხაშური

ხევსურეთი

ხოჯევანქის

157 საგნობრივი საძიებელი

▲back to top


9 აპრილის ტრაგედია

9 მაისი

11 სექტემბრის ტერაქტი, 11 სექტემბრის ტრაგედია

ამერიკული გაზეთი „ნაითთვაიზერ ნიუსფეიფარსი“

ამერიკის გაზეთი „უორლდ სტრიტ ჯორნალ“

ამერიკული დამოუკიდებელი გაზეთი „ნიუს ვიქი“

ამერიკული ჟურნალი „ბიზნეს უიკი“

აფხაზეთის სპეციალური დანიშნულების რაზმი - „სატურნი“

აფხაზეთის ტრაგედია

ბარაევის ჯგუფი

ბოდენის დოკუმენტი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო

გაეროს უშიშროების საბჭო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

გაზეთი „ახალი თაობა“

გაზეთი „თუთარჩელა“

გაზეთი „მენორა“

გაზეთი „მთავარი გაზეთი“

გაზეთი „ნოვოე იზვესტიე“

გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“

გერმანიის ტელევიზია „სე-დე-ფი“

გილაევის რაზმი

დიტცენბახის ფესტივალი

ევრაზიის დერეფანი

ევრობანკი

ევროსაბჭო

ეთნოწმენდა, ეთნიკური წმენდა

ეუთო

ესტონეთის გაზეთი

ვიეტნამის ომი

იალტის სამიტი

ინოგეიტის პროგრამა

იუნისეფი

იუნესკო

კიშინიოვის სამიტი

„კომანდოს“ ბატალიონი

„მეგრელების საქმე“

მეორე მსოფლიო ომი

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

„მხედრიონი“

ნატო

ნორვეგიის სახელმწიფო ტელევიზია

ორშაბათის რადიოინტერვიუ

პრაღის სამიტი

ჟურნალი „ტაიმსი“

ჟურნალი „ცისკარი“

რადიო „ფორტუნა“

რადიო „ჰარა“, აფხაზურენოვანი რადიო „ჰარა“

რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“

რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“, რუსეთის ტელეკომპანია «РТР»

რუსეთის გაზეთი „სეგოდნია“

რუსეთის ტელევიზია „ტე-ვე-ეს“

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“

რუსეთის ტელეკომპანია „ტვს“

საბჭოთა იმპერია

საბჭოთა კავშირი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო პოლიტიკა

საერთაშორისო განვითარების ბანკი

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“

საინფორმაციო სააგენტო „ელიზნიუსი“

საინფორმაციო სააგენტო „ვაშინგტონ პოსტი“

საინფორმაციო სააგენტო „ინტერ საინფორმაციო რპრესი“

საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-ფაქსი“

საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“

საინფორმაციო გადაცემა „ვესტნიკი“

სამოქალაქო ომი

სატელევიზიო არხის პროგრამა „ნამედნიში“

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“

საშინაო პოლიტიკა

სოროსის ფონდი

სტამბოლის სამიტი

სუამი

ტელევიზია „აფხაზეთის ტელევიზია“

ტელევიზია „აჭარის ტელევიზია“

ტელევიზია „საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი“

ტელევიზია „ჰოლანდიის ტელევიზია“

ტელეკომპანია „მე-9 არხი“

ტელეკომპანია „რუსთავი-2“

ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდა“, „ალქაიდა“

ტრასეკას პროექტი

ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირი“

„ფულის გათეთრება“

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-ოსური კონფლიქტი

შამხალოვის ჯგუფი

„შაჰ დენიზის“ პროექტი

ცივი ომი

„ცისფერჩაფხუტიანები“

„წვრთნისა და აღჭურვის“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცცია

ჰოლანდიის გაზეთი „ჰედ დეივალ“

ჰოლანდიის პრესის სააგენტო