წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი




1 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი

▲back to top


496
„მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია:
„თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია“.
მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;
მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემს წინა მომავალია.

497
„მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.
აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად;
ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად,
ვჰკითხე, თუ: „ნეტარ, მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?

498
„მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია!“
მითხრა, თუ: „გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ-სათნებია,
დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია,
აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია“.

499
„წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა.
ეწერა: „ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.
ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა,
არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

500
„ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,
შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა;
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა;
შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

501
„თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,
ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო;
შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;
რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

502
„იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს,
რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს;
ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,
ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს“.

2 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი (ხელნაწერი)

▲back to top


კოპალიანი ნიკოლოზ
0x01 graphic

კოპალიანი სოფიო
0x01 graphic

კაციტაძე ნელი
0x01 graphic

ნატროშვილი ეკატერინე
0x01 graphic

დარბინიანი ანა
0x01 graphic

ფაშალიშვილი მ.
0x01 graphic

ჭიჭნაძე ნ.
0x01 graphic