![]() |
ლოცვა ავთანდილისა |
![]() |
1 ლოცვა ავთანდილისა |
▲back to top |
819
ილოცავს, იტყვის: „მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო,
ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!
820
ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვეყნათ ზესა,
შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,
მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,
ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!
821
„ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,
შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:
მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე!
თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე“
822
რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,
შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა;
პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რადმცა გაიხარნა!
![]() |
2 ლოცვა ავთანდილისა (ხელნაწერი) |
▲back to top |
კალანდაძე თეიმურაზ-სინესის
შენგელაია თავადი
ქოიავა მაია
ხარებავა ლალი