წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი




1 წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი

▲ზევით დაბრუნება


406
ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია, -
სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
„არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,
ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?“

407
მოეწერა: „რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა“.

408
ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.
იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,
შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკე მონასხპანია,
ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე-კაპანია.

409
ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;
აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,
სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

410
ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,
დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,
თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
„მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!“

411
შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა,
თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.
„ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა!
ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?“

2 წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


გოგატიშვილი სალომე
0x01 graphic

თუთარაშვილი თამარ
0x01 graphic

სადაღაშვილი ცისანა
0x01 graphic

ქანთარია იზოლდა
0x01 graphic

შუღლიაშვილი დავით
0x01 graphic

ბაქრაძე მაკა
0x01 graphic