![]() |
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად |
![]() |
1 წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად |
▲ზევით დაბრუნება |
509
„მივუწერე: „მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი,
სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!
510
„მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,
აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,
რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!
511
„განაღამცა ვიწინაშე: აჰა რიდე, რომე მთხოვე;
ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე;
დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;
სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!“
512
„ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა,
მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა,
ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა“.
![]() |
2 წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად (ხელნაწერი) |
▲ზევით დაბრუნება |
ვახტანგაძე მაგდა
ავლახაშვილი-ომიაძე ხათუნა
რევაზიშვილი ნათია
გლაზოვა თამარ