![]() |
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი |
![]() |
1 წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი |
▲back to top |
387
თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვსწერდი: „მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია“.
388
ასმათს ვუთხარ: „მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
ესე ჰკადრე: „რათგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები“.
389
ასმათ მითხრა: „მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს,
ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს“;
და-ცა-მვედრა: „ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს“.
390
მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.
391
ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
მან მითხრა: „არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა“.
ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
„ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა“.
392
ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,
ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს.
![]() |
2 წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი (ხელნაწერი) |
▲back to top |
ობოლაძე დ.
ტურაშვილი დათო
ბარამიძე ი.
რუსაძე ნიკოლოზ
ნადირაძე ნელი
ლომიძე ნათია