თათრბირი ნურადინ-ფრიდონისა




1 თათრბირი ნურადინ-ფრიდონისა

▲back to top


1401
ფრიდონ თქვა: „ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია,
ჩენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირის-პირ ომი არ არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,
ათას წელ ვერსით შვვუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1402
ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწვრთიდიან;
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან,
ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1403
აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა,
მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა,
თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1404
აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა;
შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,
ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!
თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა“

2 თათრბირი ნურადინ-ფრიდონისა (ხელნაწერი)

▲back to top


ბერიაშვილი ზუკა
0x01 graphic

აბჟანდაძე მარიამ
0x01 graphic

ხეიძე ნინო
0x01 graphic

აბუთიძე ნანა
0x01 graphic